თემას ჯარისკაცის, გურამის თხოვნით ვხსნი.
დიდი ხნის წინ გურამმა მეტროში ბავშვიანი ორსული ქალი ნახა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა.
მეორე შვილი რომ ეყოლა, მეორედ მაშინ შეხვდა. გამოელაპარაკა და აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე დაპატიმრებულია სასჯელს იხდის. მეუღლის დასახსნელად სახლი გაუყიდია და ბედისინაბარა ღია ცისქვეშ დარჩენილა.
გვარი არ ვიცით, სახელი ლუიზა ქვია 871551033
ქირით ცხოვრობს, მოწყალებას ითხოვს და ისე არჩენს ორ შვილს
ლუიზას ისტორიას გურამი გიამბობთ
იმედია რამით შევძლებთ დავეხმაროთ საბრალო ქალს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც ლუიზა და მისი შვილები...
გურამის იდეაა და იმედია წინააღმდეგი არ იქნებით. ფონდის კალენდრები ვაჩუქოთ ლუიზას, გაყიდის, მაინც მეტროში ითხოვს მოწყალებას
ცოტას მაინც დავეხმარებით
nazi
ამ გოგოს შევხვდი ნათიას სამსახურთან,გვერდი აუარე და რომ გავცდი გული დამეწვა საშინლად.ვერ მოვისვენე დავბრუნდი და გამოველაპარაკე.კალენდრებს ყიდდა 8 თვის პეხმძიმე იყო.ომ წუთას რითაც შემეძლო დავეხმარე და ჩემი ნომერი დავუტოვე.მას მერე რამოდენიმეჯერ დამირეკა დახმარების სათხოვნელად,მაგრამ ისე იყო რომ ზოგჯერ ვერ შევძელი.ეს ამბავი ნაზის მოვუყევი და გადავწყვიტეთ თემის გახსნა მაგრამ სურათების არ არსებობის გამო დღემდე ვერ მოხერხდა.გუშინ დამირეკა 50 ლარი მჭირდება ხაზეიკა სახლიდან მაგდებს ქირის ფულზე მაკლდებაო.ბიჭების ფული მქონდა რომელსაც ფორუმისთვის მაძლევენ ხოლმე და დგეს ის გადავეცი (იმედია ამ თვეში მაპატიებთ)
ეს გოგო ბავშვთა სახლში იზრდებოდა რადგან ობოლი იყო,ბინა ჰქონდა. მისმა ხატვის მასწავლებელმა მოიტაცა 16 თუ 17 წლის და სბოლოოდ მასთან დარჩა.მშობლების დანატოვარ ბინაში ცხოვრობდნენ მაგრამ მისი ქმარი ყაჩაღობაზე დაიჭირეს და ეს ბინა მის გამო გაყიდა.2 კვირაც არ იყო გასული რომ მეორეთაც დაჭირეს.ლუიზა უკვე მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ და დარჩა მარტო უსახლკაროდ.ხატებს ყიდდა და მათხოვრობდა.ჯერ 40 დღე არ იყო გასული რომ პატარა ხელით დაყავდა და მოწყალებას ითხოვდა მეტროში.დღეს მერიაში მიდიოდა დახმარების სათხოვნელად ჰპირდებიან რაღაცეებს მაგრამ..........45 ლარს იღებს სახელმწიფო დახმარებას მეტს ვერა რაც პატარას ჭამის ფულად არ ჰყოფნის.ვისაც რისი საშუალება გაქვთ...........
P.S. ფეხმძიმე როცა დავინახე და გავიგე 8 თვის იყო..................
jariskaci
ახლა ვაგზალზეა ქირით,იმ ფულით გადაიხდიდა სრულად და პრობლემა აღარ ექნება.ზუსტი მისამართი არ ვიცი
ლია
ნათი ხვალ საღამოსკენ გამოგივლი და კალენდრები მომეცი.ხომ გეცლება?
დღეს ლუიზას გადავეცი ფორუმის კალენდრები და ლია გადმოცემული თანხა 100 ლარი.ძალიან გახარებული წავიდა სახლში.უფალი გეწეოდეთ ყველას.
არის კიდევ ერთი პრობლემა,ლუიზას ტხელი დახეული კურტკა ეცვა.......
მისი წლოვანებაც დავადგინე ლუიზა 19 წლისაა.
ლია
გაიხარე ლია!
გურამ, როგორი აღნაგობისაა ის გოგონა?
გადავარჩევ ტანსაცმელებს, იმედია გამოადგება
ქურთუკი მეც მაქვს და შემიძლია მივცე. გერმანიიდან ჩამოვიტანე და სულ რამდენიმეჯერ მეცვა. ვის და როგორ მივაწოდო? ოღონდ ხვალამდე არ შემიძლია. იმედია, ჩემი ზომა კარგად ექნება. გამხდარი კი ჩანს, მაგრამ ძალიან მაღალი ხომ არ არის?
ფეხი რა ზომა აქვს ხომ არ იცით? და კიდევ მაინტერესებს პატარა რამდენი თვისაა.
მარიამი
კარგი იქნება თუ ყველა ერთად შეაგროვებს თანსაცმელს და ერთიანად წავუღებ რადგან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და არ მცალია ყოველთვის.ლუიზა სუსტი გოგოა,სიმაღლეში ასე 165 სმ.
ტანსაცმლით დახმარებას მეც შევძლებ, როდის აპირებთ შეგროვებას გამაგებინეთ რაა.
დღეს მარიამმა გადმომცა ქურთუკი ლუიზასთვის მაგრამ ვერ მოვახერხე ნახვა.სავარაუდოდ შუა კვირაში მეცლება ერთი დღე და კარგი იქნება თუ რამეს მოვაგროვეთ.
ნამეტანი აცივდა.................
ალბათ მეც შევძლებ დახმარებას და გურამ PM-ით გამაგებინე რა როდის გადაწყვეტ ლუიზას ნახვას, რომ გაგატანო რაღაცეები.
გური, შეძლებ ჩემებს რომ მიაკითხო? ხომ გახსოვს სახლი? ბავშვებისთვის თბილ ტანსაცმელს და კურტკებს გაგატანდა დედაჩემი... მე არ ვიცი როდის მოვახერხებ ჩამოსვლას....
ნი ამ შანათ კირას არ მცალია და იქით კვირაში ერთი დღე მოვიცლი,შენი ძმის ნომერი მომწერე და შევხვდები რომ მოვიცლი.სახლს შეიძლება ვრ მივაგნო
ნინომ და სოფომ კი გადმომცეს ტანსაცმელი და ფული მაგრამ ლუიზა ჯერ ვერ ვნახე,დამეკარგა ის გოგო.ნეტა ჩემი ზომა არაფერია ამ პარკებში?
ბავშვები რა ხნის ყავს? განსაკუთრებით პატარა, შემიძლია ტანსაცმელი ვუწილადო
jariskaci
dariala
გამარჯობაათ.როგორც იქნა მოვაკვლიე ლუიზა და გადავეცი ტანსაცმელიც და ნინოს გადმოცემული თანხაც.ყველას ძალიან დიდი მადლობა.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience