ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ეკლესია შენდება რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს, მაგრამ არსებობს ისეთი ეკლესიებიც რომელთაც ჩემი აზრით უფრო სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება.
ვაკეში მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძააალიან დიდი ხნის წინ იყო ანდრიაპირველწოდებულის ეკლესია (ზუსტი თარიღი არ ვიცი) რომელსაც მერე გარშემო ''შემოაშენეს'' საავადმყოფო. ანუ ეს ეკლესია მოექცა შენობის შუაში. მის ტერიტორიაზე გაკეთდა საქტო დარბაზი და ამ მდგომარეობაში იყო აქამდე. ახლა ეს საავადმყოფო გასაყიდ ნუსხაში მოხვდა, თუ გაიყიდება რა თქმა უნდა დაინგრევა ეკლესიიანად.
მამა კონსტანტინემ (ადრე ტვერელის მოძღვარი, ახლა ქაშუეთშია) რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა ეს ამბავი შევიდა ამ ეკლესიაში და წირვა ლოცვებს ატარებს, რა თქმა უნდა იქ არაფერი არ არის , რაც მოახერხა თვითონ, მცირერიცხოვანი მრევლის დახმარებით : ''გიფსოკარდონით'' გადატიხრა საკურთხეველი, რამოდენიმე ხატი დაკიდა და ცდილობს ყველანაირად შეინარჩუნოს ეს ეკლესია.
ნებისმიერი შენაწირი იქნება ეს ხალიჩა, ჭურჭელი, ფარდები, ხატები და ა.შ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია
იქნებ დავეხმაროთ თუ სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ.
თუ ეს ეკლესია იმოქმედებს (უკვე მოქმედებს) მაშინ დანგრევას გადაურჩება.
იქნებ თანხაც აგვეკრიფა?!
ხალოხ უნდა დაიდგეს წინს რას ქვია მოხდება , არა მგონია ხელისუფლება ასეთ პერიოდში რომ გაბედოს ეკლსეის დანგრევა, პირვლე რიგში ჩემი აზრით ტელევიზიას და პრესას უნდა მივაწოდოდ ინფორმაცია რომ ნათელი იყოს ყველასთვის რომ ეს საქმე ხმაურის გარეშე არ ჩაივლის.
ნათია
თითქმის დარწმუნებული ვარ,
როდესაც მამა კონსტანტინემ იქ პირველი წირვა ჩაატარა, ეს ტელევიზიითაც გადაიცა და პატრიარქიც აპირებდა მიბრძანებას უბრალოდ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ვერ მოახერხა.
ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ, შევხვდეთ მამა კონსტანტინეს გვესაუბროთ და დეტალური ინფორმაცია მივიღოთ მისგან. ყოველ პარასკევს ჯანმრთელობის ლოცვებს კითხულობ და იქ არის. შემიძლია ტელეფონი გავიგო დავუკავშირდე (თან ახლოს ვცხოვრობ)
მე ორჯერ ვიყავი ამ ეკლესიაში და იმის მერე ვერ ამოვიგდე ტვინიდან ამაზე ფიქრი.
შოთა
ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ გადმოიცა, ხომ იცით ქართული რეალობა როგორია ხალხის უმეტესობა ინტერესდება იმის დახმარებით რაც მათ მერე ''გამოაჩენს'' სამებას რომ რამეს შესწირავენ ამაზე მერე 100 გადაცემას გააკეთებენ რადგან ეს სამებაა, დიდია, ჩანს.
ეს ეკლესია კი თითქმის არავინ იცის. მხოლოდ ერთი მღვდელი რას მოერევა, რას გაწვდება.
შეხვედრის იდეა კარგია იქნებ ასევე როგორც შოთამ თქვა ზოგიერთ ტელეარხს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ეკლესიის შესახებ. წინასწარ ვამბობ რომ ძალიან გაგვიჭირდება დაცვა ამ ტერიტორიის თუ უკვე ნუსხაშია შესული, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას. იქნებ უფრო დაწვრილებითი ცნობები მივიღოთ მამა კონსტანტინესგან და შემდეგ დავსახოთ მოქქმედების გეგმა
კაი იქნება ფორუმელები თი შეიკრიბებით სრული მაშატაბით და ერათად მოინახულებთ მამა კონსტანტინესაც .
მოვინახულოთ აუცილებლად მოძღვარი, დაველაპარაკოთ და თუ საჭირო იქნება ტელევიზიასაც გადავცეთ...
თათი87
ხო ,შევხვდეთ გავესაუბროთ და იმის მიხედვით მოვიფიქროთ რითი შეგვიძლია დახმარება.
ელემენტარული ხალიჩის ნაგლეჯს რომ მიუტანს ვინმე და დააფენს უნდა ნახოთ რა სიხარულით ევსება თვალები. რაღაც შემოწირულობები ვიცი რომ ნელ ნელა გროვდება. ფანჯრების მაგივრად კომუნისტების დროინდელი ''ჩეკანკა'' იყო ჩასმული ისინი ამოუღიათ და როგორც მითხრეს ახლა ფანჯრებს ჩასვამენ, სამიოდე ხატი აქვს ჩამოკიდებული, საკურთხეველში შესასვლელში უბრალო ''ძველმანი'' ნაჭრები. სულ რომ ერთი ფარდის ნაგლეჟი შესწიროს ვინმემ ისეთი დღესასწაული აქვს ხოლმე რომ გული გაგისკდება ადამიანს ამის შემხედვარე.
ზიარებასაც კი ატარებს უკვე იქ, ზეთის ცხებასაც და ყველაფერს რასაც ახერხებს. მრევლი ცოტაა, ზოგი მამა კონსტანტინეს მრევლია სხვა ეკლესიიდან მოყოლილი და მიდიან ეხმარებიან, იქაური ექიმებიც როგორც შეუძლიათ გვერდით უდგანან. კარი რომელიც სამლოცველოში შესასვლელია ემიჯნება რეანიმაციის კარებს. სხვა თუ არაფერი ავადმყოფებისთვის რამხელა მადლია როცა იქ ლოცვა იკითხება.
მოვიფიქროთ და რამე გავაკეთოთ, ხატიც შევწიროთ და ვისაც რა შეგვიძლია.
თათი87
ჟრუანტელი მერე ნახე რამეს რომ მიუტან და ბავშვივით გახარებული ფურცლით რომ დაგდევს, შენი სახელი დამიწერე რომ ვილოცო შენთვისო.
მოკლედ თუ შევგროვდებით , როცა თქვენ მეტყვით როცა თქვენ გაწყობთ დავუკავშირდები და შევხვდეთ. მართლა დიდი მადლია , აქვე ყურისძირში გვაქვს უძველესი სალოცავი და აქამდე არაფერი გვცოდნია, თანაც შეგვიძლია რეალურად გადავარჩინოთ.
ხათუნა
ცუდად ვარ
როდის შევიკრიბოთ? გუჯასთან შეხვედრაზე?
kato_Bato
თქვენ როცა იტყვით. მე სახეზე არც ერთს არგიცნობთ, სადაც მეტყვით იქ შევხვდეთ.
ამ ეკლესიაში პარასკევს ნამდვილად ვიცი რომ არის. მაგრამ დანარჩენი დღეები მისი ნახვა ქაშუეთში შეიძლება. ან ტელეფონით დავუკავშირდეთ და გვეტყვის სად ვნახოთ.
მინდა რომ ის ეკლესია ნახოთ .
მოკლედ თქვენ ჩამოწერეთ ვის და როდის გაწყობთ და მერე ან პმ ით ან თემით ან ტელეფონით დამიკავშირდით. ნუ როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება. და მივიდეთ.
თან შეგვიძლია ვისაც სახლში რამე გვაქვს უკვე მივუტანოთ, ნებისმიერი რამ გამოსადეგია მისთვის. მართლა ფარდის და ხალიჩის ნაგლეჯებიც კი მიაქვთ და იმასაც იყენებს.
იმ დღეს რომ მივედი გული მომიკვდა, ლოცვის მერე ნაკურთხი წყალი რომ უნდა ესხურებინა ხალხისთვის შუშის გრაფინები რომაა ზოგი სუფრაზე ღვინისთვის იყენებს, ზოგიც საყვავილედ. აი მაგაში ქონდა ის წყალი.
ნორმალური ჭურჭელიც კი არ აქვს რომ რიტუალისას გამოიყენოს.
რა თქმა უნდა დავეკითხოთ მაგრამ ასე ერთი თვალის შევლებით მე ვფიქრობ დიდი ზომის ხატები გამოადგება ყველაზე მეტად.
მიკლედ ადგილზე გავარკვევთ. მთავარია რომ თქვენ ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანეთ. გაიხარეთ გულისხმიერებისათვის.
ძალიან ავღელდი, არც კი ველოდი ასეთ სწრაფ გამოხმაურებას.
ღმერთმა გამრავლოთ.
1. ხათუნა
2. თათარაშვილი
პ.ს ხათუნა თუ იცი რომ პარასკევს აქ არის მაშინ რა უდგას წინ მისვლას შევიკრიბოთ პარასკევს და მივიდეთ. შეხვედრის დრო და ადგილი დავთქვათ
პარასკევს მე ვერა ხალხო, ექიმთან მივდივარ და საღამოს ეკლესიაში ლოცვაზე..
მართლაც სჯობს ჯერ პირადად დაველაპარაკოთ რა სჭირდება უფრო მეტად.რითაც შემეძლება გვერდში დაგიდგებით.პმ-ით შემატყობინეთ როდესაც დააპირებთ.
სამწუხაროდ პარასკევი დღე მეც არ მაწყობს იქნებ სხვა დღე დავთქვათ რა და ქაშუეთში ვნახოთ მამა კონსტანტინე მსურველთა სიაში ჩამწერეთ თუ ვერ წამოვალ დავეხმარები მაინც რითიც შემეძლება.
კი ბატონო სხვა დღე იყოს ოღონდ ხუთშაბათს და შაბათს არ მცალია 4 საათის მერე სხვა დღეებში კი ბატონო.
მეც დიდი სიამოვნებით დავდგები ეკლესიის გადარცენისათვის თავდაუზოგავად,მაგრამ ნათიას მოსაზრება ამ მთავრობის გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა,სამწუხაროდ..მაგრამ ჩვენი უნდა გავაკეთოთ
მეც დაგეხმარებით რითაც შემიძლია,
ხვალ პარასკევია და ვაპირებ მისვლას
მოდიხართ ვინმე?
ხათო როგორც გავიგე მე-9 საავადმყოფო პე ეს პე ჯგუფს შეუსყიდია
ნომერი არ იცით მამა კონსტანტინესიი?
ხათუნა
სად აპირებ მისვლას?
catherina_10
აქ ეკლესიაზეა საუბარი პსპ ვერ დაგვიდგება წინ
აბა შემართებით WWW.CHURCH.GE ს წევრებოოოო
ხათუნა
პარასკევს სამწუხაროდ არ მცალია ვერანაირად ვერ მოვახერხებ ტუ ვინმე წამოხვალთ იქნებ შაბათს მამა კონსტანტინე ქაშუეთში გვენახა?
კონკრეტულად რა სჭირდებათ? ბარძიმ-ფეშხუმი და ასეთი რამეებიც არა აქვთ? ანუ ის, რაც წირვის ჩატარებისთვის აუციებელია?
ასეთ შემთხვევაში, ჯობია ფული შევაგროვოთ და წირვა-ლოცვისთვის აუცილებელი ნივთები ვიყიდოთ პირველ რიგში. ხალიჩა მერეც შეიძლება.
ქავთარაძე
არამგონია პსპ იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ორგანიზაცია ხელი სეუშალოს ტაძრის არსებობას
მარიამი
ქავთარაძე
კი ნომერი ვიცი .
ხვალ შუადღისათვის ვაპირებ მისვლას. დილით დავურეკავ ზუსტ დროს დავადგენ როდის იცკებს ლოცვას და დავწერ აქ.
და ვისაც გინდათ შევხვდეთ
მე-9 საავადმყოფოს წინ და შევიდეთ
მარიამი
კონკრეტულად ისევ სჯობს მას დავეკითხოთ. ასე ერთი თვალის მოვლებით რაც შევამჩნიე. არ აქვს ფარდები საკურთხევლის გვერდითა შესასვლელებისთვის . ხალიჩის ნაგლეჯები აფენია იატაკზე. არ აქვს სასანთლე (მრევლი სადაც სანთლებს ანთებს) სულ რამოდენიმე პატარა ხატი აკვს ჩამოკიდებული საკურთხევლის კართან. ეკლესიებში შუაში რომ არის დასვენებული ''ცენტრალური'' ხატი რომელსაც მრევლი ემთხვევა, ეგეც კი არ აქვს
მოკლედ ხვალ დილიტ დავწერ ზუსტ დროს და შევხვდეთ ვინც წამოხვალთ
გოგოებო, მეც მინდა ფული მოგცეთ და არ გამომაპაროთ რა
შაბათს შეიძლება მეც მეცალოს დღის მეორე ნახევარში,თუ არადა რითაც შევძლებ დაგეხმარებით.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ყოველ კეთილ საქმეში.
ამ შაბათ-კვირას მე ვერსად წამოვალ. სხვაგან მივდივარ. დააზუსტეთ ყველაფერი და მერე შეგეხმიანებით
იყავი დღეს ხათუნა?
მოდით ერთი დღე დავთქვათ როდესაც ყველას გვცალია და ვნახოთ მოძღვარი და პირისპირ დაველაპარაკოთ. ჩვენ თვითონ ვნახავთ რა სჭირდება ტაძარს და რა არა ასე მარჩიელობით ძნელია მიხვდე რა უფრო უჭირს .
თათარაშვილი
ხვალ მივდივართ
თათარაშვილი
დილით დავურეკავ მამა კონსტანტინეს და ვკითხავ რომელზე იწყებს ლოცვას. დავწერ ეგრევე ფორუმზე.
პმ ტელეფონი მომწერე და დაგირეკავ
ხათუნა
ხვალ საღამოს ლოცვა თუ ტარდება, მე მაწყობს, სულერთია მანდ მივალ თუ ჩემ ტაძარში
ხათუნა
პ.მ ნახე
მოკლედ ხვალე დამიმესიჯე და ვინც მოდის სადმე შევხვდეთ ერთმანეთს და მივიდეთ
აბა, რას ვშვებით?
არის დღეს ლოცვა?
ინტტერნეტი არ მქონდა ვერ შემოვედი
13 ზე იწყება ლოცვა 14 მდე
ხათუნა
ვიყავით მე და გიგა (თათარაშვილი) ვესაუბრეთ მამა კონსტანტინეს.
შენობისთვის სჭირდება ხარაჩოები ვინმემ რომ ათხოვოს კედლების მოსაწესრიგებლად და რა თქმა უნდა უკან დაუბრუნებს.
ასევე საღებავი, და ზარი . მაგრამ ზარი ძალიან ძვირია (50 კგ იანი პატარა ზარი რომ შეუკვეთო 1000$ ღირს) ამას ჩვენი ფორუმი ვერ გაწვდება. კარგი იქნება თუ ფორუმელები სხვა ფორუმებზეც გავავრცელებთ ინფორმაციას , იქნებ ვინმემ ნახოს და შეძლოს დახმარება.
ხატებიც სჭირდება , ძალიან ცოტა აქვს და პატარები.
ძალიან გაიხარა როდესაც გაიგო რომ არსებობს ეს ფორუმი და მართლმადიდებელი ახალგაზრდები იკრიბებიან . გვითხრა იმ პარასკევს ( 1 სათზე) მოდითო შევიკრობოთ, ლოცვას დაესწარითო ერთად ვისაუბროთო .
მაინც აჯობებს ერთად მივიდეთ ყველა და ვისაუბროთ.
თუ რამე გამომრჩა გიგა დაამატებს ალბათ რომ მოვა.
მოკლედ იმ პარასკევს 1 საათზე მე-9 საავადმყოფოსთან.
ხათუნა
გაიხარეთ!
ნათია
ვაიიი ბოდში ერთი ნოლი დამაკლდა 100 კი არა 1000
ჩავასწორებ ახლავე.
ამდენს ჩვენ ვერ შევაგროვებთ
აი მობილით რაც გადავიღე დღეს
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
ყველანაირად ვეცდები მოვიდე პარასკევს
მგონია რომ ვინც იყიდის ის ყველაზე კარგი სპონსორი იქნება ეკლესიისათვის,
სავარაუდოდ თუ დაანგრევენ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მოხდება, და ეკლესია მარკეტინგულ მნიშვნელობას შეიძენს...
თუ ძალიან წუწურაქი არ აღმოჩნდა მეპატრონე დიდი შანსია რომ თვითონვე დააფინასოს მისი მოწესრიგება...
neo
neo
არა რას ამბობ ამის ყიდვა და მთლიანად დანგრევა ერთია. ანუ თუ დაინგრევა თვითონ საავადმყოფოს ორი ფლიგელი , ავტომატურად დაინგრევა ეკლესიაც. თანაც როგორც გავიგე ერთ ერთ (ხმამაღლა არ დავასახელებ) სამშენებლო კომპანიას სურს რომ მანდ სასტუმრო ააშენოს.
მაგრამ მამა კონსტანტინემ მოასწრო, აამოქმედა და ვერ ბედავენ, ასეა ჰაერში გამოკიდებული- არავსი არაა.
გამოსავალი ერთია: სანამ ეკლესია მოქმედებს მას დანგრევა არ ემუქრება.
ხათუნა
ეს ეკლესია შიგნით საავადმყოფოს შენობაში იყო?
ნათია
არა ეკლესია იყო და მერე ''შემოაშენეს'' ზედ საავადყოფო და ეკლესია კი გადაიტიხრა ორ სართულად ერთში კლუბი გაკეთდა ( რომელშიც ახლა მამა კონსტანტინეა) მეორეში ფიზკულტურის დარბაზი. ანუ გამოდის რომ ეკლესია მოექცა შუა შაავადმყოფოს შენობაში.
სურათებზე რომ თაღებს ხედავთ გადალესილი იყო გარედან და ოთხკუთხედი ფორმა მიცემული, ფანჯრებში კი ''ჩეკანკა'' ჩასმული და ამ მეთოდით ამოქოლილი.
ხათუნა
კაი ეხლა შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა... მორჩა მაგის გარჩევა თორე მერე ვიღაცეების ლანძღვაში გადავა ოხ ეს კომუ....
მოკლედ რა... მგონი ჯერ მამა ვახტანგს უნდა გავესაუბროთ ყველა... ის გვეტყვის როგორ შედგა მასსადა ახალ მფლობელებს შორის დიალოგი... ანუ
როგრი პასუხი მიიღო რა... რა ხალხია... და ასე შემდეგ...
მოკლედ რაც ხათუნამ დაწერა ეგ არის კიდევ შევხვდებით ალბათ იქითა პარასკევს ფორუმელები და უკეთესად დავალაგოდ აზრები და გავაანალიზოთ რა როგორ ჯობია
თათარაშვილი
მაგას მარტო ფორუმელები ვერ გადავწყვეტთ . მამაოს შევხვდეთ და ეგაა.
ხო კარგი იქნება თუ იმ პარასკევს რეალურა დმოვლენ ის ფორუმელები რომლებმაც დაპოსტეს თანადგომის სურვილი, დღეს მარტო გიგა მოვიდა.
მართალია მე ინტერნეტი არ მქონდა და დრო გვიან დავწერე მაგრამ
იმპარასკევს უფრო ორგანიზებულად შევიკრიბოთ
თან გაგიცნობთ
თათარაშვილი
შემდეგ კვირას იმ უკვე აღდგენილი ეკლესიის სანახავად მივდივარ თეთრიწყაროსკენ (ფოტოები რომ გვაჩვენა) თუ გინდა წამოდი
ხათუნა
ხალხო მაინცდამაინც პარასკევი უნდა იყოს? სხვა დღე არ შეიძლება?
თათი87
მანდ მარტო პარასკევსაა მამა კონსტანტინე და იმიტომ.
დანარჩენი დღეები ქაშუეთში მსახურობს და შაბათ კვირას თეთრიწყაროს რაიონში გარბის. იქ ნანგრევებიდან აღადგინა მე-12 საუკუნის ეკლესია და იმას უვლის.
დღეს გახარებულმა მითხრა ეს არის მე 10 ეკლესია უმოქმედო ეკლესია რომელიც ავამოქმედეო.
ხათუნა
და ქაშუეთში რო მოვინახულოთ მამა კონსტანტინე და ვკითხოთ რა ჭირდებათ პირველ რიგში და რითი შევძლებთ რო დავეხმაროთ?
თათი87
როგორც მოგეხერხებათ ისე მონახულეთ,
უბრალოდ თვითონაც თქვა კარგი იქნება თუ აქ მოხვალთ ყველა ერთადო, ლოცვასაც დაესწრებითო და ვისაუბრებთო. მისთვისაც ასე უფრო მოსახერხებელი ჩანს. საკმაოდ დიდი მრევლი ყავს და ქაშუეთში როცა მსახურობს ასე სასაუბრო სიტუაცია არა გმონია ქონდეს.
რა ვიცი ჩემთვის სულ ერთია მე ისედაც ვაპირებ პარასკევს მისვლას და ჯანმრთელობის ლოცვაზე დასწრებას. უმეტესობას როგორც გაწყობთ ისე ვქნათ.
მაშინ ყველამ დავაფიქსიროთ რა აზრი ვისთვის რომელი დღე უფრო ხელსაყრელია. თუ მარტო მე ვერ ვახერხებ პარასკევს მაშინ პრობლემას არ შეგიქმნით თქვენ მიდით და დაელაპარაკეთ მამა კონსტანტინეს და მერე მე რომელიმეს შევხვდები და ვეცდები ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ კეთილ საქმეში.
უფალმა გაგვაძლიეროს ყველა
პარასკევს 1 საათზე მანდ მოსვლა ჩემთვის წარმოუდგენელია, სამსახურში ვარ...
ყველაზე ადრე 6 საათზე შემიძლია სამუსაო დღეებში სადმე მისვლა...
თუ თქვენ წახვალთ და მამაოს შეხვდებით, მაცნობეთ რას გადაწყვეტთ და მეც აუცილებლად შევიტან ჩემს მცირე წვლილს...
ხათო რა მოიფიქრეთ თანხას ვაგროვებთ თუ სხვა სახით ვეხმარებით ტაძარს?
სამწუხაროდ, მაგ დროისთვის ვერანაირად ვერ მოვახერხებ გამოსვლას
კითხეთ რა უფრო სჭირდება მამაოს და ავაგროვოთ თანხა
ხათუნა
მე მოვალ უფლის წყალობით პარასკევს პირველ საათზე
დაველაპარაკებით, რამეს მოვიფიქრებთ და მერე ფულსაც შევაგროვბთ, მე წამოვიღებ რამდენიც შემეძლება.
თანხას პარასკევს აგროვებთ?
ვინ აგროვებს იქნებ გამაგებინოთ?
ხო მეც მოვდივარ და მეც მომაქ თანხა მარიამმა მითხრა გამოგატანო და არ ვიცი ჯერ. ბალღებო ეგება რამე ხატი შეგვეწირა ჯერჯერობისთვის
მე გნახავ თათარ ამ კვირაში, პარასკებს კი ნამდვილათ არ მეცლება
პარასკევს მეც ვაპირებ მოსვლას
kato_Bato
ქავთარაძე
თათარაშვილი
მეც რა თქმა უნდა მოვალ. 1 ზე იქ ვიქნები.
ხალხო პარასკევს 1-ზე ნამდვილად ვერ მოვალ თუმცა დიდი სურვილი მაქვს მოსვლის. ამიტომ იქნებ შემატყობინოთ, ფულს ვინ აგროვებს და როდის? რო მიმ კვირაში დავუკავშირდე ან სადმე შევხვდე
ხათუნა
მე მოვდივარ
მეცხრე საავადმყოფო ის არის, ვაკის პარკთან როა ხო?
kato_Bato
ხო დაახლოებით. მთლად პარკთან არაა. საიდან მოდიხარ მითხარი და აგიხსნი უფრო ზუსტად ან პმ მოგწერ ტელეფონს და დამირეკე ხვალ
ხალხოოოო არაა სირცხვილიიი? კაცოოო საქეიფოდ მიდიხართ და ამ კაი საქმეზე არა ხო? დეეედაააა... სირცხვილი... ალბათ მერე იტყვიან ნეტავი მოგცლიაო...
რატო ქავტარ არ შეიძლება პატარაც წაიქეიფო და კეთილი საქმეც აკეთო?
უკვე მესამედ ვპოსტავ იგივეს ვინმე გამცემს პასუხს? თუ არა და კარგად იყავით
ფულს ვინ აგროვებს, როდის ან სად? პარასკევს მე ვერ მოვალ ამიტომ სხვა დროს შევხვდები როგორმე იმას ვინც თანხას აგროვებს.
ერთი პასუხი რა გახდა?
თათი87
ჯერ არაფერს არ ვაგროვებტ, ნუ გვიბრაზდები. ხვალ მოძღვართან გასაუბრების მერე გადავწყვეტთ რითი დავეხმაროთ და შესაბამისად გვეცოდინება რამდენი ავაგროვოთ
წვიმს და პატლოში რომ ჩავეკვეხო დამცინებენ?
kato_Bato
ვაიმეეე რა მაგარი ხაარ მაგარი საყვარელი იქნებიიიი
kato_Bato
მე არ დაგცინებ, ალბათ არც ქავთარაძე და მეტი არავინ მოდის. ეტყობა სიკეთის კეთება ცოტა ამინდთანაც ყოფილა დაკავშირებული
ხათუნა
ხათო, ახლა ჩვენ შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ, მერე ვინც დღეს სამსახურშია და ვერ მოდის ამ დროს ყველა შემოგვიერთდება, აგერ თათია იხვეწება ამდენი დღეა, ნათიაც და სხვებიც დარწმუნებული ვარ გველოდებიან რას გავარკვევთ
არ ინერვიულო
kato_Bato
არ ვნერვიულობ, ვხუმრობ.
თათარაშვილმა დამირეკა ეგეც ვერ მოვა, კოლეჯშია და 1 ზე ვერ ახერხებს.
kato_Bato
მე გელოდებით! სამწუხაროდ, ვერ მოვალ
ოფები წაიშლება
uamravi taZari gvengreva Tavze ;(
da ra dros mecxre vsaavadmyofos taZaria
lamasvani
kato_Bato
კატ, ნახეთ მამაო?
ვიყავით ამ ტაძარში, ვესაუბრეთ მოძღვარს და ის სია გადმოვიწერე, რა მასალაც ამ ტაძარს აღდგენისთვის და ცოტათი მაინც წელში გამართვისთვის სჭირდება:
ტაძრის სიგრძე არის დაახლოებით 22 მ., სიგანე 17 მ.
სულ დაახლოებით 380 კვ.მ
1კვ.მ მოზაიკა ჯდება დაახლოებით 20 ლარი.
1. იატაკის მოზაიკით მოპირკეთება: დაახლ. 10.000ლ
2.ჭერის ჩამოხსნა და თაღის მოწყობა: დაახლ. 15.000ლ
3.ხარაჩოების მოწყობა და დაშლა: დაახლ. 3.000ლ
4.დაძრის "დაშპავლა" და შეღებვა: დაახლ. 10.000ლ
5. გათბობა 5,000ლ
6.თაღიანი კარი 3 ცალი, ხის :დაახლ. 2.000ლ
7.აგურის კანკელი და ხატები: დაახლ. 10.000ლ
8.ზარი 3ცალი : დაახლ. 6.000
9. დიდი შანდლები და შვიდსანთელი: დაახლ. 3.000ლ
10.ტრაპეზის სახარება გამშვენებული: დაახლ. 1.800ლ
11.მღვდლის შესამოსელი, ფარდები, გადასაფარებლები, სამღვდელმსახურო წიგნები... დაახლ. 3.000ლ
12.ხატები ბლომად: დაახლ. 5,000ლ
სულ სავარაუდოდ 74,000 ლარი სჭირდებათ...
ამ თანხებს ჩვენ ვერ შევწვდებით, მაგრამ იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვინც რამეში მაინც შეეწევა, ჩვენ კი თუნდაც მღვდლის შესამოსელის ან ხატის ყიდვა შევძლოთ...
ტაძარი აგებული ყოფია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. ტაძრის აგებაში დიდი წვლილი შეუტანია მღვდელს ეპიფანე ჯაოშვილს, რომლის შთამომავალი ქალბატონი დღეს ტაძარში ბრძანდებოდა
დაბლა ყოფილა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, მაღლა ანდრია პრველწოდებულის სახელობის.
ეს ყველაფერი ერთმა ქალბატონმა გვითხრა, რომელმაც "აღმოაჩინა" და წამოიწყო ამ ტაძრის აღდგენა.
ესეც მამა კონსტანტინე. მინდა რომ ნახოთ მოძღვარი, რომელმაც 10 მიტოვებული ეკლესია აამოქმედა.
როგორც დღეს გვითხრა სამშაბათს მიდის ერთ ერთ მათგანში წირვის ჩასატარებლად. თეთრიწყაროსთან არის ის ეკლესია რომელიც ნახევრად დანგრეული იყო და წლების მანძილზე აღდგენდა ახლა უკვე ამოქმედდა. ვისაც გსურთ შეგიგვიძლია წავიდეთ. მე ფოტოებზე ვნახე და ძალიან მომეწონა.
http://imageshack.us
t.d
თათარაშვილი
რა გაცინებს იიი
ტრაპეზი როგორ უნდა იყიდო?
მოკლედ ხათუნას ვთხოვოთ და კიდევ ერთხელ გადაამოწმებს მაგ სიას.
ალბათ, "ტრაპეზი, შემკული სახარება", ასე იგულისხმებოდა.
მაგრამ ეგრე უფრო ძვირი არ ჯდება?
იქნებ სჯობს ჩვენ ავაგროვოთ თანხა და რამდენიც შეგვიგროვდება ,მერე ვუყიდოთ რასაც გავწვდებით.
სამშაბათს არ გინდათ წავყვეთ თეთრიწყაროში წირვაზე? ლამაზი ადგილია და პატარა ძალიან საყარელი ეკლესია (რაც ფოტოებით ვნახე) წირვასაც დავესწრებით და ''პიკნიკიც'' გამოგვივა. თუ მოიფიქრებთ წავიდეთ.
ხატო უბრალოთ ჩვენ მიზნათ დავისახოთ რაიმე კონკრეტული თანხა და აუცილებლათ ავაგროვებთ უფლის წყალობით მე მჯერა. თან ეგ ტაძარი ერთ და ორთვეში ვერ აღდგებაასერომ დრო დიდი გვაქ, მამაოს შევთავაზოთ ჩვენი აზრი ტრაპეზის და ბარძიმფეშხუმის შესახებ სა ფორუმელების დახმარებით ერთ ორ თვეში ალბათ ავაგროვებთ ამ თანხას არ მეთანხნები?დავიჯერო 100კაცი მაინც არ იქნება მსურველი ბარძიმ ფეშხუმი რო მაინც შევიძინოთ ექსკურსისთვის და მოსალოცათ მიდიან 50კაცამდე და ეს უფრო კაიარა ტაძარს ასეთ დიდებულ რამეს რო შევწირავთ, თუ მეტს ავაგროვებთ ჯვარსაც შევწირავთ რომელიც,200ლარიდან 300ლარამდე ღირს, მოდით მამაოს დაველაპარაკოთ ამის შესახებ, ხო მართლა რითი მიდიხართ?
t.d
გეთანხმები, კარგი აზრია. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვნახოთ ქაშვეთში და ვესაუბროთ. მე ტელეფონის ნომერიც მაქვს თუ დაგვჭირდება დავურეკოთ.
დღეს მინდოდა ფორუმელებს იმ (თეთრიწყაროს) ეკლესიის ფოტოები ენახათ და თან არ ქონდა, მოდით ხვალ ქაშვეთში და განახებთო
როგორც თქვა თუ ძალიან ცუდი ამინდი არ იქნება სამშაბათს დილით ქაშვეთის ეკლესიასთან შევიკრიბოთ მსურველები და ვიქირავებთ ავტობუსსო. ეგრე დადიან ხოლმე სხვა დროსაც. მე არასდროს ვყოფილვარ. ორშაბათს დამირეკეთ და მეცოდინება ზუსტადო. ერთი ვიცი რომ გასვლა არის ხოლმე დილის 8 საათზე. მე კი მყავს მანქანა მაგრამ იქ ვერ ავა. ან თუ ავა შეიძლება დაზიანდეს.
t.d
ქავთარაძე
კონსტანტინემ
მეც ვფიქრობ რომ ბარძიმ-ფეშხუმის ყიდვა კარგი იქნება.
დღეს ვესაუბრე მამაოს ვკითხე ფიზიკურად თუ შჭირდებოდა დახმარება და მითხრა ერთი ხუთი ბიჩი ერთი დღით მაინც თუ მომეხმარებით ამ ორიკვირის განმავლობაში კაი იქნებაო ტელეფონი ვიცი და რო მოვგროვდებით და დღეს ვნახავთ თავისუფალს მამაოს დაუკავშირდები აბა მსურველებო
ბარძიმ ფეშხუმი ხვტის წყალობით ჰქონიათ და ტრაპეზის სახარება შჭირდებათ ასე თქვა არ გვაქვსო, დღეს ვნახე რა ღირდა 840ლარიდა500ლარი ზომებშია სხვაობა 500ლარიანიც კაი იქნება გთხოვთ ეგ შევწიროთ რა თან დრო გვაქ ერთი სამი თვე მაინც და ამ თანხას უფლის შეწევნით ავაგროვებთ ამ მე ავკრიფავ ან ხათომ ითავოსმ,თქვენ რას ფირობთ ამის შესახებ? მგონი კაი იქნება რო უთხარი იმ ჩამონათვალიდან რაიმის შემოწირვა გვინდა მეთქი ძალიან გაუხარდა და ვიფიქრე სახარება კაი აზრია მეთქი და მან თქვა თუ შემოწირავთ ძალიან კაირგ საქმეს გაკეთებთ ამითო, აბა დავდგეთ ერთმანეთის გვეძე და ამ სამ თვეში ავაგროვოთ თანხა ვისაც რის საშვალება გვაქ თუნდაც თითო ლარით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ
t.d
გაიხარე!
t.d
ტექსტი დავწეროთ და გავავრცელოთ.
გთხოვთ, forum.ge-ზე ვინც არის დარეგისტრირებული თემა გახსენით და იქნებ ისინიც შემოგვიერთდნენ
გუშინ გადაღებულ სურათებს ვდებ
ამ სურათზე სწორედ ის ქალია, ვინც ამ ტაძრის აღდგენის საქმე წამოიწყო
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience