თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ შევქმნათ მცირე მობილურ ჯგუფები

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Oct 29 2007, 03:53 PM

მამა ირაკლი

ციტატა
ისევ ერთი ინიციატივის შესახებ,არ ვიცი გაქვთ თუ არა მაგრამ კარგი იქნება თუ შევქმნით მცირე მობილურ ჯგუფებს რომლებიც უპოვარ ადამიანებს მოინახულებენ ხოლმე და მცირედით მაინც დაეხმარებიან .და საერთოდ ყურადღებას მიაქცევენ ხოლმე მათ


smile.gif აბა შევქმნათ მობილური ჯგუფები?

თუ უკვე გვაქვს შექმნილი? tongue.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 29 2007, 04:25 PM

საქველმოქმედო ფონდი ერთის მხრივ ამასაც გულისხმობს .

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 29 2007, 04:37 PM

კარგი იქნება თუ ყოველი ოჯახი თითო გაჭირვებულ ადამიანს ან ოჯახს გამოირჩევს და ასე ვთქვათ მზრუნველობას გაუწევს და მას დაეხმარება შეძლებისდაგვარად. რათქმაუნდა კარგია თუ ყველას დავეხმარებით, მაგრამ იქნებ ფორუმმაც გამოირჩიოს რამოდენიმე ოჯახი რომლებიც ფორუმის მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 29 2007, 04:48 PM

ალექსანდრე

ციტატა
კარგი იქნება თუ ყოველი ოჯახი თითო გაჭირვებულ ადამიანს ან ოჯახს გამოირჩევს და ასე ვთქვათ მზრუნველობას გაუწევს და მას დაეხმარება შეძლებისდაგვარად. რათქმაუნდა კარგია თუ ყველას დავეხმარებით, მაგრამ იქნებ ფორუმმაც გამოირჩიოს რამოდენიმე ოჯახი რომლებიც ფორუმის მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.

ეს, რასაკვირველია კარგია, მაგრამ ფორუმზე 90% ოჯახის კმაყოფაზეა და თვის განმავლობაში რის გაღებასაც ახერხებს ეს ისედაც გვჭირდება სხვადასხვა ახალ წამოწყებებეზე.

ასე გაგვიჭირდება სისტემატურად ვიღაცის და კიდევ სხვების დახმარება, მითუმეტეს თუ იმათ უკვე ჩვენი იმედი ექნებათ და მოლოდინში იქნებიან...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 29 2007, 05:06 PM

თან მაგისთვის ჩვენს ფორუმზე ძალიან ცოტას თუ სცალია.

ეგ კიარა ფსალმუნების და მოსახსენიებლის წაკითხვა უჭირთ( მსუბუქად რომ ვთქვათ).

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Oct 29 2007, 05:14 PM

გაჭირვებულ ოჯახების მისამართები თუ გინდათ, მაგის მეტი რა ვიცი. მე ვმუშაობ ასოციაცია ''კათარზისში'', მაგათი ადგილსამყოფელი ჩვენთვის დაწვრილებით არის ცნობილი.

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Oct 29 2007, 06:03 PM

ციტატა
მითუმეტეს თუ იმათ უკვე ჩვენი იმედი ექნებათ და მოლოდინში იქნებიან...


აჰა yes.gif ასე იქნება ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 31 2007, 11:01 PM

რა ვფიქრობ იცით .
საჭირო არაა ამოვირჩიოთ , თუ კონკრეტულად ვის ვეხმარებით, დახმარება ყველას ჭირდება და თან ათასნაირი . მამაომ სწორად თქვა, რასაც ვფიქრობდი, მე თითქმის არავის ვიცნობ აქ , თუმცა მაინც არაუშავს. ხდება ხოლმე ისე რომ უცბად საჭიროა ვინმეს დახმარება, და ვინმე ჯგუფი რო იყოს ასეთი, უცბად მოაგროვებდა ყველა ჩვენგანისგან ცოტ-ცოტას, თან შეხვედრას თავის-თავზე აიღებდა - თუნდაც კონკრეტულ ადგილში მოგვაკითხავდა.

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 31 2007, 11:32 PM

ციტატა
თან მაგისთვის ჩვენს ფორუმზე ძალიან ცოტას თუ სცალია.

ეგ კიარა ფსალმუნების და მოსახსენიებლის წაკითხვა უჭირთ( მსუბუქად რომ ვთქვათ).

ო მართალი ხარ.... ჩემი ჩათვლით რათქმაუნდა.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 31 2007, 11:50 PM

მათველა

და ეხლა არ ხდება ეგრე?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 1 2007, 12:15 AM

მათველა
ფაქტიურად ეხლაც ეგრეა. ერთი კაცი თაოსნობს რომელიმე საქმეს და ის აგროვებს ფულს. თუ საჭირო ხდება ხოლმე სხვადასხვა ადგილას უწევს მისვლა და ფორუმელებთან შეხვედრა. თუმცა თუ გცალია რომ შენ თვითონ მიხვიდე დათქმულ შეხვედრაზე მგონი აღარ არის საჭირო ცალკე დაუთქვა შეხვედრა სხვა დროს. მოკლედ აქაც ანალოგიური სიტუაციაა.


რაც შეეხება თითო ოჯახზე მეთვალყურეობას, მგონი გაგვიჭირდება ამ ეტაპზე მაინც. უამრავი თხოვნაა რომელსაც აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ და ჩვენ კი სათანადო სახსრები არ გვაქვს ჯერ-ჯერობით. (თუმცა ალტერნატიულ წყაროებზე წარმატებით მუშაობენ smile.gif )ჩვენი მცირედით კი ბევრი სათხოვარის ერთად ასრულება ძალიან გაგვიჭირდება sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 1 2007, 01:10 AM

ალექსანდრე

ციტატა
იქნებ ფორუმმაც გამოირჩიოს რამოდენიმე ოჯახი რომლებიც ფორუმის მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.



ალექს, ვერ დაგეთანხმები...

მასე კონკრეტულად ვერ გამოარჩევ ოჯახს, უცებ შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც მასზე მეტად სჭირდება დახმარება... თან როცა კონკრეტულ ოჯახზე იღებ მზრუნველობის "ვალდებულებას" ეს ყოველთვიურად უნდა "აისახოს" (დახმარება), რაც ჯერ-ჯერობით შეუძლებელია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)