თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ დავეხმაროთ რადიო ივერიას

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 7 2006, 12:23 PM

ხალხო! როდემდე უნდა ვიწუწუნოთ, დავიწყოთ სახსრების შეგროვება რადიო ივერიისთვის და დავიცვათ ერის სულიერება და ფსიქიური ჯანმრთელობა.

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 7 2006, 12:27 PM

Georg
და ვინ წუწუნებს ან რაზე? laugh.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 7 2006, 12:29 PM

მე ამჯერად საპატრიარქოს ტელევიზიის უსუსურობა მადარდებს sad.gif


პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 7 2006, 12:33 PM

ციტატა
და ვინ წუწუნებს ან რაზე?


არ გაგიგია, რომ რადიო ივერიას მრავალი მსმენელი ვერ უსმენს თანამედროვე აპარატურის არ ქონის გამო???

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 8 2006, 10:37 PM

Georg
ვეხარც ინტერნეტით უსმენ მე ამ ბოლოს.. sad.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 8 2006, 11:51 PM

Georg

ციტატა
არ გაგიგია, რომ რადიო ივერიას მრავალი მსმენელი ვერ უსმენს თანამედროვე აპარატურის არ ქონის გამო???

თანამედროვე აპარატურა, ეგ რომელი, რადიომიმღები? laugh.gif

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 9 2006, 01:20 AM

ციტატა
თანამედროვე აპარატურა, ეგ რომელი, რადიომიმღები?


რადიომიმღები კი არა, რადიოსიგნალის გამაძლიერებლები - დაფარვის ზონაში ნორმალური მაუწყებლობისათვის!!!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 9 2006, 08:55 AM

Georg

ციტატა
რადიომიმღები კი არა, რადიოსიგნალის გამაძლიერებლები - დაფარვის ზონაში ნორმალური მაუწყებლობისათვის!!!

ხო, ეგ მართალია.

პოსტის ავტორი: samuel თარიღი: Sep 9 2006, 01:53 PM

რა იციტ საპატრიარქოს ტელევიზიის შესახებ, მე პირადად არაფერი გამიგია..

საერტოდ არსებობს საპატრიარქოს ტელევიზია

მგონი ეკლესიას საკმარისი სახსრები აქვს რადიოს შესანახად ბატონო გიორგი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 9 2006, 01:55 PM

ციტატა
რა იციტ საპატრიარქოს ტელევიზიის შესახებ, მე პირადად არაფერი გამიგია..

საერტოდ არსებობს საპატრიარქოს ტელევიზია


კი როგორ არ არსებობს, მაგრამ აიეტი ვისაც აქვს მხოლოდ იმათთან იჭირს sad.gif საინტერესო რამეებს აჩვენებენო თეკლამ smile.gif მეც მინდა მაგრამ ვინაიდან ტელევიზიის აქტიური მომხმარებელი არ ვარ, აიეტიც არ მაქვს sad.gif ახლა ვეცდები დავაყენო smile.gif

ციტატა
რა იციტ საპატრიარქოს ტელევიზიის შესახებ, მე პირადად არაფერი გამიგია..

საერტოდ არსებობს საპატრიარქოს ტელევიზია

მგონი ეკლესიას საკმარისი სახსრები აქვს რადიოს შესანახად ბატონო გიორგი


არა ეკლესიას არა დამფინანსებლებს wink.gif

პოსტის ავტორი: samuel თარიღი: Sep 9 2006, 02:21 PM

არამგონია აიეტზე იკოს ეს დგეები მსგავსი არაფერი მინახავს

მხედველობაში საპატრიარქოს ტელევიზია მაქვს

რაც შეეხება რადიოსტან დაკავშირებულ პასუხს ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 9 2006, 02:22 PM

ციტატა
არამგონია აიეტზე იკოს ეს დგეები მსგავსი არაფერი მინახავს

მხედველობაში საპატრიარქოს ტელევიზია მაქვს


რა ვიცი იმდენმა ადამიანმა ნახა . . . დავითს თავის მოძრვარმა, სთხოვა მართლმადიდებლური ფილმები ამ ტელევიზიაში გასაშვებად. . . .

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Sep 9 2006, 02:27 PM

სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისისთვის გაიხსნება ახალი მართმადიდებლური ინტერნეტ არხი.

პოსტის ავტორი: samuel თარიღი: Sep 9 2006, 02:53 PM

ეს საპატრიარქოს ინტერნეტ არხი იქნება ტუ ???

ისე საპატრიარქოს დზალიან ცუდი ინტერნეტ საიტი აქვს, ფაქტიურად არაფრის მტკმელი

ძალიან მწირი ინფორმაციაა, ტანაც მოძველებული..

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 9 2006, 03:47 PM

ციტატა
ხალხო! როდემდე უნდა ვიწუწუნოთ, დავიწყოთ სახსრების შეგროვება რადიო ივერიისთვის და დავიცვათ ერის სულიერება და ფსიქიური ჯანმრთელობა.


ერთის მხრივ არამგონია რომ სახსრების შეგროვება და აპარატურის ყიდვა რადიოს ან ტელევიზიის ხარისხის გაუმჯობესების საკითხს ჭრიდეს, მეორე მხრივ მგონია რომ სახსრების შეგროვება ძალიან მარტივი ამოცანაა...

დღევანდელ დროში არ შეიძლება სარგებელს ქმნიდეს საზოგადოებისათვის და საზოგადოება მზად ამაში ფულს არ გიხდიდეს... სხვა ენით რომ ვთქვა რადიომაც და ტელევიზიამაც თვითონ უნდა გამოძებნონ შემოსავლები, ანუ უნდა შეუდგნენ თავიანთი პროდუქტის აქტიურ გაყიდვას, უნდა შეხედონ ამას როგორც ბიზნესს, რომელიც ორიენტირებულია გარკვეულ მისიაზე...

თუმცა თუ დაინტერესებულები ვართ, ფულის შეგროვებაში რადიოს ხარისხის გასაუმჯობესებლად, და ვინმე ახლოს არის ამ ორგანიზაციის შიდა სამზაეულოსთან, პირველ ეტაპზე იმის გარკვევა იქნებოდა საინტერესო რამდენია საჭირო ახალი აპარატურისათვის... თუ შეუძლია ვინმეს ამ თანხის დასახელება იქნებ თქვას... ჯერ საჭიროება დავინახოთ და ფულის შეგროვების შესაძლებლობებზე მერე გავაგრძელოთ საუბარი...

გარდა ამისა ძალიანმაინტერესებს პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. არ სახის შემოსავლებით საზრდოობს საპატრიარქოს რადიო და დაახლოებით რამდენია ეს შემოსავლები თვეში?

2. რა სახის ხარჯები აქვს რადიოს და დაახლოებით რამდენია ეს ხარჯები თვეში?


თუ ამ კითხვებზეც ვინმე პასუხს მომიძებნის მადლობელი დავრჩები... ეს ციფრები მაინტერესებს იმისათის რომ ზოგადად დავინახო ფინანსური მასშტაბები და შესაბამისას დახმარების შესაძლებლობები...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 9 2006, 04:02 PM

shota1
მე მრავალჯერ მომისმენია საპატრიარქოს რადიოში, რომ ისინი შემოწირულობებით არსებობენ. ამას აცხადებენ კიდეც ხშირად.
ვფიქრობ რომ გარკვეულწილად საპატრირქოც აფინანსებს რადიოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.
რაც შეეხება გადამცემს, გააჩნია ხარისხსა და სიმძლავრეს. თუ ეს გადამცემი აქაა აწყობილი უხეშად რომ ვთქვათ 5 ათასამდე დაჯდება. თუ უცხოურია, მაშინ 12 - 15 ათასის ფარგლებში მერყეობს. (ეს მხოლოდ თბილისის მაშტაბით)

პოსტის ავტორი: samuel თარიღი: Sep 11 2006, 11:44 AM

სრულებით ვეთანხმები შოტა-1, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რაზედაც იმედია რაღაც პასუხები უნდა არსებობდეს.
ასევე მაინტერესებს საპატრიარქოს ტელევიზია ძირითადად საგანმანატლებლო არხი იქნება თუ პერიოდულად საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამებიც ექნება... ვინ არის ამ არხის გენერალური დირექტორი? იქნებ ვინმეს ქონდეს ამაზე პასუხი.. რაგაც სრულებიტ გაურკვეველ სიტუაციასჰი ვარ... საპატრიარქოს პრესცენტრი აღნიშნულის შესახებ არაფერს იუწყება...

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 14 2006, 09:44 AM

მოკლედ ჩაქრა რადიოს დახმარების ენთუზიაზმი?

ბახტრიონზე ჯვართამაღლების ეკლესიაში ჩემი მეგობარი დადის ერთ დღეს დამირეკა და მკითხა ეკლესიის მოპირკეთებისათვის ფულის მოზიდვა გვჭირდება და როგორ მოვიქცეთ რას ფიქრობო...

მერე შევიკრიბეთ რამოდენიმე კაცი, ბევრი ვიმსჯელეთ, მამა თეოდორეს აქტიური ჩარევით საბოლოო იდეამდე მივედით და დღეს ტაძარი თითქმის მოპირკეთებულია...

მრევლის დახმარებით მიმდებარე მოსახლეობისაგან 30 000 –ზე მეტი შეგროვდა, შემდეგ დამატებითი სპონსორებიც გამოჩნდნენ და ...

მგონია რომ არც საპატრიარქოს რადიოს დახმარება იქნება რთული ამოცანა...

რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 15 2006, 01:00 AM

ციტატა
ბახტრიონზე ჯვართამაღლების ეკლესიაში ჩემი მეგობარი დადის


ჰოდა ამავე ეკლესიაში დავიწყოთ, თუ ნებას დაგვრთავენ, საპატრიარქოს რადიოსთვის, სახსრების შეგროვება!

პოსტის ავტორი: leqso თარიღი: Sep 15 2006, 11:53 AM

კარგი აზრია. მამა თეოდორეს ვთხოვოთ კურთხევა და დავიწყოთ! ამ ტაძრის პერანგისათვის სახსრების მოძიება მართლაც სასწაულებრივად მოხდა.

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 16 2006, 10:15 PM

ციტატა
კარგი აზრია. მამა თეოდორეს ვთხოვოთ კურთხევა და დავიწყოთ! ამ ტაძრის პერანგისათვის სახსრების მოძიება მართლაც სასწაულებრივად მოხდა.


დავიწყოთ! ვინ მივა მამა თეოდორესთან?

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 17 2006, 03:32 PM

მე ვერ ვხვდები რა შუაშია მამა თეოდორე?

პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Sep 17 2006, 05:33 PM

ციტატა(mnate @ Sep 9 2006, 01:55 PM) *

კი როგორ არ არსებობს, მაგრამ აიეტი ვისაც აქვს მხოლოდ იმათთან იჭირს sad.gif საინტერესო რამეებს აჩვენებენო თეკლამ smile.gif მეც მინდა მაგრამ ვინაიდან ტელევიზიის აქტიური მომხმარებელი არ ვარ, აიეტიც არ მაქვს sad.gif ახლა ვეცდები დავაყენო smile.gif
არა ეკლესიას არა დამფინანსებლებს wink.gif



აიეტი აჩვენეებს??? მე მაქვს აიეტი მაგრამ ეგეთი არხი არ არსებობს IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 19 2006, 11:32 AM

ციტატა(samuel @ Sep 19 2006, 11:29 AM) *

ადმინისტრატორო.... რატომ ამოიღე ჩემი გამოხმაურება იმ პრობლემატურ საკითხებზე რომელზედაც ვაპირებდი კურადგების გამახვილებას, მგონი შენც ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ვინც ხელს უწყობს გარყვნილების დამკვიდრებას ეკლესიაში....


იცით ესეთ თემებზე ზედმეტი აჯიტირების და თვითკმაყოფილების განცდის გარეშე უნდა ვიფიქროთ

არ მაქვს იმის განცდა რო ეკელესია "გარყვნილების ბუდედ" იქცა , არც მსჯელობისთვის ვარ შემართული smile.gif

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 19 2006, 11:45 AM

ციტატა
მგონი უფრო საინტერესო იქნება თუ ვიმსჯელებთ რა პრობლემები არსებობს ეკლესიაში... დიდიან-პატარიანად ყველა ფულს და კომფორტს ეძებს.... სასულიერო პირები მყავს მხედველობაში...


ჯერ ერთი ეკლესიაში "ყველა" "იმას" არ აკეთებს რასაც აბრალებ, ბოროტი ებრძვის ჩვენ ეკლესიას და საქართველოს, სწორედ იმ მიზნით რომ ყველა ჩვენთაგანი შენ აზრზე დადგეს და შემდეგ თავზე დაგვემხობა ეკლესია, ქვეყანა ხომ დაგვემხო თავზე!

ახლა, ვფიქრობ, ერთადერთი ორიენტირი, ერის გადარჩენისათვის პატრიარქია და მისი სიტყვა ეკლესიაში ისმის, არჩევანი ჩვენზეა, პრინციპიც დაგვვიტოვა გენიალურმა ვაჟამ - "ბილწთ არ შევეკვრი ფიცითა"! დაგვიშალა ვინმემ(გარდა ბოროტისა) ამ პრინციპით ცხოვრება??? თუ ვინმეს მოძღვარი არ მოსწონს, წავიდეს სხვა მოძღვართან, ვინ უშლის? ყოველი ჯურის ბილწთ კი პასუხი უფლისგან გაეცემათ, თუნდაც მხილების გზით, მაგრამ მამხილებელი, ვფიქრობ წმინდა მამა უნდა იყოს და არა ობივატელი, წინააღმდეგ შემთხვევაში "მხილება" არადამაჯერებელი და უნაყოფო იქნება.

ჩვენს მიერ გამოხატული რისხვა, ჩვენივე ცოდვების ადეკვატურია, ამიტომ რისხვის და განკითხვის ვნებები ჯობს დავიცხროთ და პატრიარქის ქადაგებები ყურადღებით და გულით მოვისმინოთ, იქ(ქადაგებებში) ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული!

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 19 2006, 12:06 PM

"შემდეგ თავზე დაგვემხობა ეკლესია, ქვეყანა ხომ დაგვემხო თავზე! "


unsure.gif არ გავივლით ამ გზას! unsure.gif


პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 19 2006, 12:19 PM

ციტატა
არ გავივლით ამ გზას!


ღმერთმა ქნას!
სულისათა შენისათა!

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Sep 19 2006, 12:52 PM

samuel


ღმერთმა შეგინდოს!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 19 2006, 04:36 PM

ციტატა
მგონი უფრო საინტერესო იქნება თუ ვიმსჯელებთ რა პრობლემები არსებობს ეკლესიაში... დიდიან-პატარიანად ყველა ფულს და კომფორტს ეძებს.... სასულიერო პირები მყავს მხედველობაში...
ნუთუ არავინ უნდა იმსჯელოს იმ მავნე სენზე რომელიც მოდებულია თვით სასულიერო პირთა შორის.. როგორ შეიძლება ადამიანმა მამათმავალ და გარყვნილ მოძღვარს (თუ შეიძლება მოძღვარი ეწოდოს) საკუთარის სული ანდო... ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ ამ პირების შესახებ თვით ეკლესიაშიც ყველამ კარგად იცის, მაგრამ დუმან.. ყველას წყალი აქვს პირში ჩაგუბებული....
ეხლა არ მითხრათ ნუ განიკითხავ და არ განიკითხები... იცი რა .. ამ მიდგომამ გარყვნილების ბუდედ აქცია ეკლესია.. არამგონია ყველაფერზე თვალი დახუჭეო ეთქვას უფალს.. მგონი ბევრს განკითხვა და მხილება ერთმანეთში ერევათ..
ფულის ძებნას ჯობია უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ვიფიქროთ..


შენ რას აკეთებ შენი ეკლესიისთვის? smile.gif ლნაძღავ? და მის ავტორიტეტს ძირს ცემ ურწმუნოებში რომლებიც უხვად არიან აქ? მზად ხარ წისქვილის ქვის მოსაკიდებლად?


პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 19 2006, 04:55 PM

ჯობია სამუელს თავი დავანებოთ, მაინც ვერაფერს გაიგებს და ნერვებს მოგვიშლის, რადიოს მივხედოთ.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 19 2006, 05:01 PM

არა რატომ უბრალოდ მაინტერესებს ასეთი კადნიერების მქონე ადამიანი თავად რას აკეთებს ეკლესიისთვის. . . .

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Sep 19 2006, 05:20 PM

ძალიან სამწუხაროა samueli - ს ასეთი უაზრო მსჯელობა. რა თქმა უნდა ფორუმი ასეთ წევრებს ვერ შეეგუება და სამუელი სამუდამოდ არის გარიცხული ფორუმიდან.

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 19 2006, 05:35 PM

admin

ძალიან კარგად მოიქეცი ძვირფასო ადმინ!

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 19 2006, 05:37 PM

mellow.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 19 2006, 05:42 PM

მადლობა უფალს ღირსეული სასულიერო პირები მრავლად ყავს სქართველოს.

ისე ეს ჩვენი ქართველების სენია ( დ არა მარტო მათი)ცუდი მაშინვე თვალში გვეცემა და კარგზე ხშირად თვალებს ვხუჭავთ. sad.gif

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 19 2006, 08:29 PM

ციტატა
მადლობა უფალს ღირსეული სასულიერო პირები მრავლად ყავს სქართველოს.

ისე ეს ჩვენი ქართველების სენია ( დ არა მარტო მათი)ცუდი მაშინვე თვალში გვეცემა და კარგზე ხშირად თვალებს ვხუჭავთ.


თუ ვინმე ცდილობს ტაძრად მისვლას კომფორტისათვის ან ფულისათვის არაფერი გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენი ერის გენეტიკური მახსოვრობა ასეთ უმსგავსობას არ შეიცავს, იგი(გენეტიკური მახსოვრობა) შედგება იმ ღვთაებრივი კრიალოსანის მარგალიტებისაგან, რომელთა ერთ მცირე ფრაგმენტს ქვია გორგასალი, დავით გარეჯელი, აღმაშენებელი, თამარი, რუსთაველი, დემეტრე II, გიორგი ბრწყინვალე, ცოტნე დადიანი, ილია მართალი, ვაჟა, კირიონ II, ამბროსი ხელაია, გრიგოლ ფერაძე ... რომელი ერთი ჩამოვთვალო!

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 19 2006, 09:40 PM

რა კარგი თემაა ეს და რა შფოთი შემოიტანა იმ ათეისტმა! მივხედოთ რადიოს...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 19 2006, 09:42 PM

ციტატა
რა კარგი თემაა ეს და რა შფოთი შემოიტანა იმ ათეისტმა! მივხედოთ რადიოს...


ათეიზმი ვერ დავინახე sad.gif სამწუხაროდ ატეისტობა ჯობს ასეთ შემთხვევაში sad.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 20 2006, 09:48 AM

აქ რა აჟიოტჟი დატრიალებულა smile.gif

მოდი ახლა ცოტა ძალღონე მოვიკრიბოთ და დავყაროთ იდეები როგორ შეიძლება მოვახდინოთ რადიო ივერიისათის დახმარების გაწევა?

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Sep 20 2006, 10:05 AM

მაგალითად: დავუშვათ ერთი კვირა დღე საპატრიარქოს ხელმძღვანელობით გამოვაცხადოთ რადიო ივერიას დღედ და ყველა ეკლესიის მრევლს ვთხოვოთ დამატებითი შემოწირულობების გაღება...


ასევე თუ ვინმე შეძლებს რომ დეტალურად გადმომცეს ინფორმაცია რადიო ივერიის შიდა სამზარეულოს შესახებ, მე ეს ინფორმაცია განხილვის საგნად ვაქციო შესაბამისი პროფესიულ სფეროში, იმ ადამიანებში რომლებსაც ესმით ორგანიზაციული განვითარების საქმიანობა და რომლებიც დაგვეხმარებიან...

ასევე ალბათ შესაძლებელია რომ ამ ფორიმის წევრებისაგან შეგროვდეს მნიშვნელოვანი თანხა, გამოვაქვეყნოთ ანგარიში სადაც ფორუმის წევრები გადარიცხვან ფულს, ან გამოვაქეყნოთ ადგილი სადაც მოხდება ამ შემოწირულობების შეგროვება 200*10 = 2000 ლარია, ვიცი რომ ეს თანხა მცირეა და თან ყველა ვერ გადაიხდის მაგრამ შესაძლოა ფორუმმა გამოაცხადოს ,,რადიო ივერიის სამი თვე" და სამი თვის განმავლობაში სამჯერ მოახდინონ წევრებმა გადახდა... ზოგს ალბათ უფრო ბევრის გადახდაც შეუძლია...

ასევე დახმარებისათვის შესაძლოა ვთხოვოთ სხვა დაინტერესებულ ფორუმებს, მე არ ვიცი არსებობენ თუ არა ესეთები, მე მარტო აქ შემოვდივარ ხოლმე...






თუ ზემოთ აღნიშნული იდეა წარმატებული აღმოჩნდა ჩვენ შევძლებთ არა მარტო რადიო ივერიის დახმარებას... პოტენციაში შესაძლოა წევრების ზრდეის საშუალებით ეს ფორუმი მნიშნელოვან საქველმოქმედო ორგანიზაციადაც კი ვაქციოთ...smile.gif

აბა რას ფიქრობთ? სხვა იდეები დაყარეთ ხვალ დილით ვნახავsmile.gif

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 20 2006, 11:41 AM

ციტატა
შესაძლოა წევრების ზრდეის საშუალებით ეს ფორუმი მნიშნელოვან საქველმოქმედო ორგანიზაციადაც კი ვაქციოთ...

აბა რას ფიქრობთ? სხვა იდეები დაყარეთ ხვალ დილით ვნახავ


კარგი აზრია, მძლავრი საქველმოქმედო ორგანიზაცია, ვფიქრობ, ძალზე საჭიროა, ამისათვის დიდი რწმენა, შრომა, ცოდნა და რაც მთავარია ზნეობაა შეუცვლელი, დავიწყოთ ქველმოქმედების რეალური პროცესის დასაწყებად კონცეპტუალური ბაზის ჩამოყალიბება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ - "ახალ თემებში" ვქმნი შესაბამის თემას და დავიწყოთ იდეების შერჩევა-არჩევა ამ საქმისათვის.

ღმერთს ებარებოდეთ!

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Aug 7 2007, 07:33 PM

QUOTE(Georg @ Sep 7 2006, 12:33 PM) *

არ გაგიგია, რომ რადიო ივერიას მრავალი მსმენელი ვერ უსმენს თანამედროვე აპარატურის არ ქონის გამო???

მართლალია... sad.gif ბათუმში არ არის რადიო ივერია...იყო დაგაფუჭდა რაღაც, მეერე ისევ გააკეთეს და ეხლა ისევ გაფუჭდა huh.gif

პოსტის ავტორი: სანდრო38 თარიღი: Aug 15 2007, 08:02 AM

ბათუმში კი არა თბილისში არ იჭერს, ვინმემ მიაწვდინეთ ხმა საპატრიარქოში რომ რადიო "ივერია" არ მუშაობს

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 15 2007, 11:29 AM

ციტატა
ბათუმში კი არა თბილისში არ იჭერს


იჭერს, მაგრამ ცუდად... სხვა ტალღა ფარავს პერიოდულად და ძალიან მიჭირს დაჭერა...

ალბათ აპარატურის უქონლობის ბრალია sad.gif

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Sep 11 2007, 04:11 PM

მე ნაძალადევში ვცხოვრობ. ადრე კარგად ვუსმენდი რადიო ''ივერიას'', ახლა საერთოდ არ ისმის არაფერი. არადა ეს ჩემი საყვარელი არხია.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)