თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ებრაელთა 1:3 ღმერთუ თუ ქრისტე???

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 9 2013, 09:34 PM

ებრაელთა 1:3 ში ვის მიეწერება ფრაზა _ყოველივე რომ უპყრია თავისი ძალმოსილების სიტყვით, ქრისტეს თუ ღმერთს? ნაჩქარევად ნურაფერს დაასკვნით, მე ძალიან გამიკვირდა რომ ულფმა პირდაპირ ქრისტეს მიაწერა ეს სიტყვები blink.gif . მართლმადიდებლები რას იტყვიან?

ყველამ დააფიქსიროს თავისი აზრი და მერე მცირედ შენიშვნას გავაკეთებ! blink.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 9 2013, 10:18 PM

esre ars cheshmariteba
მართლმადიდებლებისათვის ქრისტეც ღმერთია... ბუნებით მამაა .. ჰიპოსტასურად ძე.. smile.gif) ანუ ახლა არ დაიწყო რა შენებურად.

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 25 2013, 09:07 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 9 2013, 09:34 PM) *

ებრაელთა 1:3 ში ვის მიეწერება ფრაზა _ყოველივე რომ უპყრია თავისი ძალმოსილების სიტყვით, ქრისტეს თუ ღმერთს? ნაჩქარევად ნურაფერს დაასკვნით, მე ძალიან გამიკვირდა რომ ულფმა პირდაპირ ქრისტეს მიაწერა ეს სიტყვები blink.gif . მართლმადიდებლები რას იტყვიან?

ყველამ დააფიქსიროს თავისი აზრი და მერე მცირედ შენიშვნას გავაკეთებ! blink.gif

esre ars cheshmariteba

როგორც ხედავ, toka-ამ უკვე თქვა მართლმადიდებლების სათქმელი. ახლა შენ შენ გააკეთე დაპირებული მცირე შენიშვნა. საინტერესოა რის თქმა გსურდა.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 25 2013, 10:34 PM

ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე საუბრობს უკვე ქრისტეს აღმატებულ მდგომარეობაზე რაც მან მიიღო (სიკვდილის) შემდეგ ! 3 მუხლში პავლე ადარებს ქრისტეს ღმერთს, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალმოსილების სიტყვით. ქრისტეს აქამდე არ ქონდა სრული ძალაუფლება, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მან მამისგან მიიღო ძალმოსილება და დიდება . მათეს სახარების ბოლოს უფალი ბრძანებს რომ მას მიცემული აქვს მთელი ხელმწიფება ცაშიც და მიწაზეც. ვინაიდან სიკვდილის შემდეგ ქრისტეს აქვს სრული ძალაუფლება ყოველივეზე ამიტომ პავლე დაუდარებს მას ღმერთს რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით და ეს უკანასკნელი უკვე ქრისტესაც აქვს. არასწორი იქნება რომ ბერძნული ტექსტის წყობა ისე გვეთარგმნა , რომ თითქოს ქრისტეს უპყრია თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოველივე, პირიქით იესო პავლემ დაუდარა ღმერთს რომელსაც აქვს ამგვარი ძალაუფლება. 4 მუხლში პავლე აღნიშნავს რომ ქრისტემ ანგელოზებზე უზენაესი სახელი დაიმკვიდრა, მაგრამ ის მანამდეც აღმატებული იყო Yველა ანგელოზზე. აქ საუბარია იმაზე რომ ქრისტემ გაცილებით მეტი მიიღო , ანუ დიდება , მას ღვთაებრივი ბუნება არ მიუღია როგორც პასტორმა რასელმა თქვა! ქრისტე თავიდანვე ღვთაებრივი ბუნებით დაბადა ღმერთმა! ქრისტემ მიიღო ძალაუფლება , დიახ ყოველივეზე ძალაუფლება. თუმცა ქრისტეს ანგელოზი ეწოდება ესაიაში, მაგრამ ის ბუნებით ღმერთია და ამიტომ პავლე 5 მუხლში ბრძანებს , რომ განა რომელი ანგელოზისთვის უთქვამს რომ ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს გშობე შენო. ანუ აქ კიდევ ერთხელ კარგად ჩანს რომ ქრისტე არის ბუნებით ღმერთი. 6 მუხლში კარგად ჩანს თუ როგორ მკვეთრად იცვლება ქრისტეს მდგომარეობა სიკვდილის შემდეგ. როცა კვლავ შემოHყავს პირმშო Qვეყნადო _ ანუ აქ იგულისხმება მკვდრეთით აღდგომა იესო ქრისტესი, ანუ ის არარსიდან როდესაც კვლავ შემოდის არსში ანუ ქვეყნიერებაში_ უკვე მას უნდა სცეს თაყვანი ღვთის Yველა ანგელოზმა, ესეიგი განდიდებულ ქრისტეს უკვე თაყვანისცემა ეკუთვნის არამარტო ანგელოზთაგან არამედ ადამიანთაგანაც რადგან ის უკვე ღმერთია მამის წყალობით! ფილიპელთა 2;11. ეს მცირედი განმარტება და შემდგომში მინდა შევეხო მთლიანად ზედმიწევნით ყველა მუხლს , თუ სურვილი გექნებათ. იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია!!! blink.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 26 2013, 12:04 AM

ციტატა
, მაგრამ ის ბუნებით ღმერთია

ციტატა
კარგად ჩანს რომ ქრისტე არის ბუნებით ღმერთი.

მემგონი, გამოიღო შედეგი ფორუმმა. ეს ისე...

მეგობარო, ახლა უკვე ორი ღმერთი გვყავს? smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 26 2013, 12:09 AM

ციტატა(აკაკი @ Apr 26 2013, 01:04 AM) *

მემგონი, გამოიღო შედეგი ფორუმმა. ეს ისე...

მეგობარო, ახლა უკვე ორი ღმერთი გვყავს? smile.gif

ქრისტე ღმერთია ოღონ მადლით. ის ჭეშმარიტი ღმერთი არაა smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 26 2013, 12:24 AM

მაგრამ, მადლი ცრუა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 26 2013, 09:21 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Apr 26 2013, 12:09 AM) *

ქრისტე ღმერთია ოღონ მადლით. ის ჭეშმარიტი ღმერთი არაა smile.gif

რა კითხვა მაქვს იცი, მადლით ღმერთიაო რომ ამბობ, ის როგორც ადამიანი ისე დაიბადა ანუ ადამიანი იყო ამ ქვეყნად და მერე მადლით გახდა ღმერთი?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 26 2013, 06:08 PM

ციტატა(აკაკი @ Apr 26 2013, 01:24 AM) *

მაგრამ, მადლი ცრუა?

მადლი ცრუ არაა! biggrin.gif . ჭეშმარიტ ღმერთში იგულისხმება შემოქმედი დაუსაბამო ღმერთი, ქრისტე შექმნილია ამიტომ ის არაა ჭეშმარიტი ღმერთი. ჭეშმარიტში ვგულისხმობ ნამდვილს და არა მართალს! ქრისტე მართალია და მისი ყოველი სიტყვა ჭეშმარიტია smile.gif

ციტატა(G_saxva @ Apr 26 2013, 10:21 AM) *

რა კითხვა მაქვს იცი, მადლით ღმერთიაო რომ ამბობ, ის როგორც ადამიანი ისე დაიბადა ანუ ადამიანი იყო ამ ქვეყნად და მერე მადლით გახდა ღმერთი?

ქრისტეს არსებობა ძველთაგან იწყება საუკუნო დღეებიდან. იგი ბრძანებს_ ყოფამდე აბრაამისა ვიყავ მე! იოანე 8;58 . მე _ში იესო გულისხმობს საკუთარ თავს და აქედანაც კარგად ჩანს რომ იგივე იპოსტასი , ღვთაებრივი ლოგოსი მოგვევლინა ადამიანად და არა ღმერთ_კაცად. არაბიბლიურ კითხვებს ნუ სვავ კარგი? smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 26 2013, 08:54 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ქრისტეს ანგელოზი ეწოდება ესაიაში, მაგრამ ის ბუნებით ღმერთია

ციტატა
კარგად ჩანს რომ ქრისტე არის ბუნებით ღმერთი

კი, მაგრამ ესენი ხომ შენი სიტყვებია? smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 27 2013, 12:25 AM

ციტატა(აკაკი @ Apr 26 2013, 09:54 PM) *

esre ars cheshmariteba
კი, მაგრამ ესენი ხომ შენი სიტყვებია? smile.gif

ხო ბუნებით ღმერთია , ანუ ღმერთმა ღვთაებრივი ბუნებით დაბადა! მას არ შეუძენია ღვთაებრიობა არამედ ამ ბუნებით დაბადა მამა ღმერთმა! ეს უდიდესი დოგმაა რასაც ვამტკიცებ smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 27 2013, 01:16 AM

ქრისტე არაა თავისთავად ღვთაებრივი ბუნების! ის რომ თავისთავად იყოს ღვთაებრივი ბუნების , მაშინ ის უნდა იყოს დაუსაბამო! სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ ქრისტე შემოქმედი ღმერთი არაა! ის დამხმარეა. ღვთაებრივი ბუნება მან მამის მადლით მიიღო დაბადებისას, მას არ შეუძენია ღვთაებრიობა, არამედ მამისაგან მადლით დაიბადა ამ ბუნებით. თუ ბუნება შეძენილია ის ბუნება აღარაა! მე და მამა ერთ ვართ! იოანე 10 ;30 . აქ საუბარია თვისებებზე , ბუნებაზე. უფრო გასაგებად _ მე და მამა ერთიდაიგივე ვართ ანუ მათ შორის სხვაობა არაა ბუნებაში თვისებებში, ბერძნულად ენ სწორედ ამას გულისხმობს. თუ ქრისტე დაუსაბამოა , მაშინ ის უეჩველად ღმერთია ! მაგრამ ის დასაბამად არის , იოანე 1;1 ლოგოსი დასაბამიდან იყო! დაუსაბამობიდან არ ყოფილა იგი. კოლასელთა 1;19 დან ჩანს რომ ქრისტემ მამის კეთილი ნებით მიიღო ღვთაებრიობის სისავსე! კიდევ ერთხელ ვიმეორებ მას არ შეუძენია, არამედ შობისას მიიღო!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2013, 01:17 AM

აკაკი
რატომ ეკამთები?
გამოცდებისთვის სასწავლი არ გაქვს ბიბლია?სად გაქვს ასე სახარჯი დრო?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 27 2013, 01:24 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 27 2013, 02:17 AM) *

აკაკი
რატომ ეკამთები?
გამოცდებისთვის სასწავლი არ გაქვს ბიბლია?სად გაქვს ასე სახარჯი დრო?
biggrin.gif

გურამ შენ დიდი ხანია აღარ გცემ პასუხებს , იმიტომ რომ დამცირების მეტს არაფერს ვგრძნობ შენი პოსტებიდან. ხელს ნუ შეუშლი აკაკის , ის ბევრად აღმატებული ქრისტიანი ჩანს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2013, 01:25 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ის ბევრად აღმატებული ქრისტიანი ჩანს

კი...
ჩემზე მაღალია...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 27 2013, 01:27 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 27 2013, 02:25 AM) *

esre ars cheshmariteba

კი...
ჩემზე მაღალია...

შენ კი ჩემზე მაღალი ხარ! smile.gif მოდი ჯობია მშვიდად შევაგონოთ ერთურთს ! smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 27 2013, 01:35 AM

ციტატა
ღვთაებრივი ბუნება მან მამის მადლით მიიღო დაბადებისას, მას არ შეუძენია ღვთაებრიობა, არამედ მამისაგან მადლით დაიბადა ამ ბუნებით. თუ ბუნება შეძენილია ის ბუნება აღარაა!

ციტატა
მას არ შეუძენია, არამედ შობისას მიიღო!

ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან სიტყვები. თუ არ შეუძენია, მაშინ მარადიულად უნდა ჰქონოდა. შეძენა, სწორედ, იმას ნიშნავს, რომ რაც არ გაქვს, რაც არ გქონია ის მიიღე, მას ღებულობ. ხოლო თუკი ამბობ - არ შეუძენია, მაშ არც მიუღია. ესე იგი მარადიულად ჰქონია smile.gif

ციტატა
ანუ მათ შორის სხვაობა არაა ბუნებაში თვისებებში, ბერძნულად ენ სწორედ ამას გულისხმობს.

მაშინ მაცხოვარიც დაუსაბამოა, რადგან დაუსაბამოა მამის ბუნება, ხოლო, როგორც ამბობ, აბსოლუტურად იგივე აქვსო ძეს, გამოდის - ძეც დაუსაბამოა, რკიღა ერთი და იმავე ბუნების მქონე, რაც მამას აქვს.

მამის ბუნება დაუსაბამოა და როცა ამბობ, არავითარი სხვაობა არ არისო მათ ბუნებასა და თვისებებშიო, გამოდის ძის ბუნებაც (რომელიც, როგორც შენ ამბობ, აბსოლუტურად იდენტურია მამისა. მამის ბუნება დაუსაბამოა) დაუსაბამოა.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 27 2013, 02:01 AM

ციტატა(აკაკი @ Apr 27 2013, 02:35 AM) *

ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან სიტყვები. თუ არ შეუძენია, მაშინ მარადიულად უნდა ჰქონოდა. შეძენა, სწორედ, იმას ნიშნავს, რომ რაც არ გაქვს, რაც არ გქონია ის მიიღე, მას ღებულობ. ხოლო თუკი ამბობ - არ შეუძენია, მაშ არც მიუღია. ესე იგი მარადიულად ჰქონია smile.gif
მაშინ მაცხოვარიც დაუსაბამოა, რადგან დაუსაბამოა მამის ბუნება, ხოლო, როგორც ამბობ, აბსოლუტურად იგივე აქვსო ძეს, გამოდის - ძეც დაუსაბამოა, რკიღა ერთი და იმავე ბუნების მქონე, რაც მამას აქვს.

მამის ბუნება დაუსაბამოა და როცა ამბობ, არავითარი სხვაობა არ არისო მათ ბუნებასა და თვისებებშიო, გამოდის ძის ბუნებაც (რომელიც, როგორც შენ ამბობ, აბსოლუტურად იდენტურია მამისა. მამის ბუნება დაუსაბამოა) დაუსაბამოა.

ოჰ.. კარგა ხნის წინ მოვეშვი ასეთ პაექრობებსა და საუბრებს. არ შეშვენის ჩემნაირ კაცს ასეთ სიმაღლეებზე მსჯელობა (თავმდაბალი ვარ smile.gif )

ტერმინი ბუნება დიდი ხანია გავარღვიე და აფხაზთან მინდოდა გამომეაშკარავებინა თუ რა დგას ამ ტერმინის მიღმა! აღარ დავიწყებ თავიდან! ბუნება ნიშნავს ნებას Dა თვისებებს . დაუსაბამობა არის თავისებურება! ღმერთი დაუსაბამოა! მე უკვე ავღნიშნე ქრისტე მადლით არის ბუნებით ღმერთი, ანუ ის ამ ბუნებით დაბადა მამა ღმერთმა. ქრისტემ მიიღო შობისას და არა შობის შემდეგ! ის ღვთაებრივი ბუნებით გაჩნდა! დააკვირდი ჩემ სიტყვებს blink.gif

ადამიანს ღვთის ხატება არ შეუძენია! ის გაჩნდა ღვთის ხატად. ადამი შექმნისას უკვე ფლობდა Yველა სათნოებით თვისებას რაც უფალს გააჩნდა, ასევე ქრისტეს არ შეუძენია ღვთაებრივი ბუნება , ის უკვე არსში შემოსვლისას ფლობდა ამ ყოველივეს!

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 27 2013, 08:23 PM

esre ars cheshmariteba
იოანე დამასკელს გადაავლე კიდევ ერთხელ თვალი დაუსაბამო სიტყვის შესახებ რომ ამბობს და გაიკითხე კიდე ის რატომ იწყება იოანეს სახარება ასე ბერძნულად "თეოს ინ ო ლოღოს" როცა "თეოსს" წინ "ო" არტიკლი უნდა დ არატომ არ წერია.. გაიკითXე-წაიკითხე და მერე ილაპარაკე... smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 27 2013, 11:32 PM

კი მაგრამ ღმერთი ხომ არ იცვლება.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 27 2013, 11:33 PM

აკაკი
გახსოვს თოდუამ როგორ ახსნა დაუსაბამო სიტყვა?? smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 27 2013, 11:38 PM

toka@
ჰო, მახსოვს. კიდევ უფრო შეიძლება გავრცობა, დეტალურად განხილვა.
ისევ ის კითხვა მაქვს "ესრე არს ჭეშმარიტებასთან": ღმერთი ხომ არ იცვლება.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 27 2013, 11:42 PM

აკაკი
შეიძლება მაგრამ ჯერ იმ კითხვას გამცეს პასუხი "ო" არტიკლთან დაკავშირებით..

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 28 2013, 12:05 AM

ციტატა(toka@ @ Apr 27 2013, 09:23 PM) *

esre ars cheshmariteba
იოანე დამასკელს გადაავლე კიდევ ერთხელ თვალი დაუსაბამო სიტყვის შესახებ რომ ამბობს და გაიკითხე კიდე ის რატომ იწყება იოანეს სახარება ასე ბერძნულად "თეოს ინ ო ლოღოს" როცა "თეოსს" წინ "ო" არტიკლი უნდა დ არატომ არ წერია.. გაიკითXე-წაიკითხე და მერე ილაპარაკე... smile.gif kiss1.gif

ეგ დიდი ხნის წინ წავიკიტხე და დასაბამის დასაბამი რა არის არ მჩირდება სწავლა smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 28 2013, 12:31 AM

ციტატა(toka@ @ Apr 27 2013, 09:23 PM) *

esre ars cheshmariteba
იოანე დამასკელს გადაავლე კიდევ ერთხელ თვალი დაუსაბამო სიტყვის შესახებ რომ ამბობს და გაიკითხე კიდე ის რატომ იწყება იოანეს სახარება ასე ბერძნულად "თეოს ინ ო ლოღოს" როცა "თეოსს" წინ "ო" არტიკლი უნდა დ არატომ არ წერია.. გაიკითXე-წაიკითხე და მერე ილაპარაკე... smile.gif kiss1.gif

ჩემო კარგო ახალი აღთქმა დაიწერა კოინე ბერძნულზე რომელიც იყო პრაქტიკული სალაპარაკო ენა და უბრალო ხალხსაც კარგად ესმოდა. ანუ ამ ენის ერთი უხეში თავისებურება ისაა რომ რაც წერია იგივე უნდა იგულისხმო! ანუ სიტყასიტყვით რომ ვთარგმნოთ გამოდის_ და სიტყვა იყო ღმერთი! ოღონდ ის პიროვნულად არ იყო ღმერთი, ანუ თეოსი განსაზღვრული არტიკლის გარეშეა და მისი მნიშვნელობა არის ღმერთი ოღონდ არა პიროვნულად! არადა ზემოთ თეოსს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი ვისთანაც ლოგოსი იყო, მაგრამ ლოგოსზე რომ ნათქვამია რომ ღმერთიაო ის უარტიკლოდ ღვთაებრივი გამოდის! ეხლა რაშია საქმე_ კოოელი იყო ბერძნული გრამატიკის სწავლული და მან განაცხადა_ და სიტყვა იყო ყოვლისმპყრობელი ღმერთიო , იმიტომ რომ მან აღმოაჩინა ასეთი კანონზომიერება_პრედიკატიული ნომინატივი ანუ ამ შემთხვევაში თეოსი დამოკიდებულია ქვემდებარეზე ანუ ლოგოსზე და ამიტომ არ ექვემდებარება არტიკლს თუ მას წინ უსწრებს ზმნა ! ანუ ეს მართლაც ასეა, მაგრამ თვითონვე აღიარებ კოლოელი რომ _ მხოლოდ მაშინ ექვემდებარება არტიკლს , თუ კონტექსტი მოითხოვს ამას! ანუ იოანეს 1:1 ში კონტექსტი აუცილებლად მოითხოვს არტიკლს რადგან ლოგოსი არის ჭეშმარიტ ღმერთ_თან და შეუძლებელია რომ ისიც ღმერთი იყოს ! მაშინ გამოვა პოლითეიზმი , რასაც იოანე არ დაუშვებს! blink.gif

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 28 2013, 04:10 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Apr 25 2013, 10:34 PM) *
მას ღვთაებრივი ბუნება არ მიუღია როგორც პასტორმა რასელმა თქვა!

esre ars cheshmariteba

შეგიძლია მიმითითო ის წყარო, სადაც პასტერმა რასელმა თქვა ქრისტემ ღვთაებრივი ბუნება მიიღოო?

და მინდა გთხოვო ამ სიტყვების შესახებაც:
ციტატა
ქრისტე თავიდანვე ღვთაებრივი ბუნებით დაბადა ღმერთმა!
ციტატა
ქრისტე არის ბუნებით ღმერთი.

როგორ გესმის ის, რასაც წერ, ანუ თურმე 'ღმერთს დაუბადია ღმერთი'. შეგიძლია ამიხსნა როგორ უნდა გავიგო ღმერთის მიერ ღმერთის დაბადება?

ციტატა
სიტყვა იყო ღმერთი! ოღონდ ის პიროვნულად არ იყო ღმერთი,

უპიროვნო ღმერთი დაბადა ღმერთმა?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 28 2013, 07:26 PM

ციტატა(■გიორგი■ @ Apr 28 2013, 05:10 PM) *

esre ars cheshmariteba

შეგიძლია მიმითითო ის წყარო, სადაც პასტერმა რასელმა თქვა ქრისტემ ღვთაებრივი ბუნება მიიღოო?

და მინდა გთხოვო ამ სიტყვების შესახებაც:

როგორ გესმის ის, რასაც წერ, ანუ თურმე 'ღმერთს დაუბადია ღმერთი'. შეგიძლია ამიხსნა როგორ უნდა გავიგო ღმერთის მიერ ღმერთის დაბადება?

უპიროვნო ღმერთი დაბადა ღმერთმა?

აღარ მახსოვს სად წავიკითხე , რასელს თავის ექვსტომეულში ეწერა რომ ქრისტემ ღვთაებრივი ბუნება მიიღო სიკვდილის სანაცვლოდ, ასე მახსოვს. შეიძლება _ ღვთაებრივი დიდება ასე ეწერა და მაშინ საწინააღმდეგო არ მაქ ! ბუნება მახსოვს რატომღაც. ღმერთმა დაბადა ღმერთი! დიახ. ქრისტე არის მხოლოიშობილი ღმერთი. ერთადერთია ვინც შვა ღმერთმა ღვთაებრივი ბუნებით. პავლე ამბობს _ იგი არის მისი არსების ანაბეჭდი ! უპიროვნო ღმერთი არ გაუჩენია ღმერთს ეგ საიდან დაასკვენი? ოიანეს 1:1 ში საუბარია ლოგოსის ბუნებაზე რომ ის ბუნებითაა მეთქი ღმერთი და არა იპოსტასურად! კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქრისტე ძალმოსილებით არ იყო ღმერთი და მისი ბუნებაც კი მადლით არის მამისგან ანუ მამის კეთილი ნებით დაიბადა იესო ღვთაებრივი ბუნებით! ქრისტეს ზუსტად ის თვისებები გააჩნია რაც მამას , ზუსტად ის ნება გააჩნია რაც მამას. მხოლოდ ძალაუფლებით არ იყო ღმერთი, ანუ მაგალითად : იოანეს სახარება _ ძეს თავისთავად არაფრის ქმნა ხელეწიფება რომ არ ეხილოს მამა მკეთებელი. რასაც მამა იქმს ძეც იმგვარადვე იქმს . რასაც მამა ქმნიდა ძეც ხედავდა და ქმნიდა, ბაძავდა . ქრისტემ იცის კეთილი საქმეების კეთება ოღონდ ის არასოდეს დგება მამაზე წინ რადგან მისი მორჩილია!

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 28 2013, 09:55 PM

esre ars cheshmariteba
ესიგი იოანეს მიერ დაწერილი შემთხვევითობა იყო და ვერ ხვდებოდა რას წერდა? შეეშალა და შენ უსწორებ? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 28 2013, 10:03 PM

ციტატა(toka@ @ Apr 28 2013, 10:55 PM) *

esre ars cheshmariteba
ესიგი იოანეს მიერ დაწერილი შემთხვევითობა იყო და ვერ ხვდებოდა რას წერდა? შეეშალა და შენ უსწორებ? biggrin.gif biggrin.gif

არა ძმაო საკმაოდ რთული თეოლოგიური საკითხია , რასაც მთლიანად ვერ დავწერ და შევამოკლე ამიტომ. ჯერ კარგად გაერკვიე საკითხებში და მერე გაიგებ რაზეც მიდის საუბარი! შეეშალაო რას ქვია , ეგ არც მიგულისხმია. smile.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 28 2013, 10:21 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
! ანუ ეს მართლაც ასეა, მაგრამ თვითონვე აღიარებ კოლოელი რომ _ მხოლოდ მაშინ ექვემდებარება არტიკლს , თუ კონტექსტი მოითხოვს ამას! ანუ იოანეს 1:1 ში კონტექსტი აუცილებლად მოითხოვს არტიკლს რადგან ლოგოსი არის ჭეშმარიტ ღმერთ_თან და შეუძლებელია რომ ისიც ღმერთი იყოს !

აუცილებლად მოითხოვსო მე დავწერე?? ანუ იოანემ რაღაც მიზეზით არ დაწერა და ნეტა რატოო?

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 29 2013, 02:27 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Apr 28 2013, 07:26 PM) *
ღმერთმა დაბადა ღმერთი! დიახ. ქრისტე არის მხოლოიშობილი ღმერთი. ერთადერთია ვინც შვა ღმერთმა ღვთაებრივი ბუნებით.

esre ars cheshmariteba

ხო, გავიგე რასაც იძახი, მაგრამ მე გთხოვე აგეხსნა ჩემთვის, როგორ უნდა გავიგო ღმერთის მიერ ღმერთის დაბადება?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 29 2013, 08:34 PM

ციტატა(toka@ @ Apr 28 2013, 11:21 PM) *

esre ars cheshmariteba

აუცილებლად მოითხოვსო მე დავწერე?? ანუ იოანემ რაღაც მიზეზით არ დაწერა და ნეტა რატოო?

არა ძმაო მთარგმნელებზე ვსაუბრობ , ეს ელემენტარულია და უნდა მიხვდე. ბერძნულ ტექსტში უნდა ვიგულისხმოთ რომ თეოსი არ ნიშნავს ყოვლისმპყრობელ ღმერთს , რადგან კოინეს განუსაზღვრელი არტიკლი არ აქვს და ამიტომ არ წერია არც განუსაზღვრელი და არც განსაზღვრული_ იმიტომ რომ თეოსი მხოლოდ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ციტატა(■გიორგი■ @ Apr 29 2013, 03:27 AM) *

esre ars cheshmariteba

ხო, გავიგე რასაც იძახი, მაგრამ მე გთხოვე აგეხსნა ჩემთვის, როგორ უნდა გავიგო ღმერთის მიერ ღმერთის დაბადება?

ავხსნა ის რაც ჩემი გონებისთვის მიუწვდომელია? რად უნდა ახსნა ვერ ვხვდები. ღმერთი ქმნის თავის მხოლოდშობილ ძეს რომელიც ბუნებით ღმერთია ! ადამიანი ადამიანს შობს, ღმერთმა ღმერთი შვა blink.gif

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 29 2013, 10:25 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Apr 29 2013, 08:34 PM) *
ციტატა

ხო, გავიგე რასაც იძახი, მაგრამ მე გთხოვე აგეხსნა ჩემთვის, როგორ უნდა გავიგო ღმერთის მიერ ღმერთის დაბადება?

ღმერთი ქმნის თავის მხოლოდშობილ ძეს რომელიც ბუნებით ღმერთია ! ადამიანი ადამიანს შობს, ღმერთმა ღმერთი შვა

esre ars cheshmariteba

ესე იგი შენც გწამს რომ ღმერთმა შექმნა თავისი ძე. გასაგებია.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 29 2013, 11:01 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ადამიანი ადამიანს შობს, ღმერთმა ღმერთი შვა

ბუნებით ღმერთობა თანატოლ ძალმოსილებას ნიშნავს უპირველეს ყოვლისა და მოიცა ღმერთმა ღმერთი შენი თქმით დროში შვა თუ დაუსაბამოდ შვა??

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 30 2013, 12:13 AM

toka@
დაუსაბამობას მოგცემ ახლა შენ . მესიჯზე პასუხი რომ უნდა მიწერო არ იცი?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 30 2013, 01:21 AM

ციტატა(toka@ @ Apr 29 2013, 11:01 PM) *
დროში შვა თუ დაუსაბამოდ შვა??

toka@

თუ დაფიქრებულხარ ოდესმე იმ ფაქტზე, რომ 'დროის მიღმა მყოფ' ღმერთზე წმინდა წერილი არ საუბრობს. შენი აზრით, რატომ არ საუბრობს წერილი დროის მიღმა მყოფ ღმერთზე? გამორჩა ღმერთს შთაეგონებინა ბიბლიის მწერლები ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ჩაეწერათ თუ თვითონ მწერლებს დაავიწყდათ? პირველად ვინ წამოწია დროის მიღმა მყოფი ღმერთის იდეა თუ იცი? რომელმა წმინდა მამამ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 30 2013, 09:50 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Apr 26 2013, 06:08 PM) *

ქრისტეს არსებობა ძველთაგან იწყება საუკუნო დღეებიდან. იგი ბრძანებს_ ყოფამდე აბრაამისა ვიყავ მე! იოანე 8;58 . მე _ში იესო გულისხმობს საკუთარ თავს და აქედანაც კარგად ჩანს რომ იგივე იპოსტასი , ღვთაებრივი ლოგოსი მოგვევლინა ადამიანად და არა ღმერთ_კაცად. არაბიბლიურ კითხვებს ნუ სვავ კარგი? smile.gif

კიდე ერთი არაბიბლიური კითხვა მაქვს. სანამ მიწაზე იშვებოდა და მადლით ღმერთი გახდებოდა მანამ რა იყო? ანუ ღმერთი არ იყო?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 30 2013, 12:46 PM

■გიორგი■

ციტატა
თუ დაფიქრებულხარ ოდესმე იმ ფაქტზე, რომ 'დროის მიღმა მყოფ' ღმერთზე წმინდა წერილი არ საუბრობს. შენი აზრით, რატომ არ საუბრობს წერილი დროის მიღმა მყოფ ღმერთზე? გამორჩა ღმერთს შთაეგონებინა ბიბლიის მწერლები ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ჩაეწერათ თუ თვითონ მწერლებს დაავიწყდათ? პირველად ვინ წამოწია დროის მიღმა მყოფი ღმერთის იდეა თუ იცი? რომელმა წმინდა მამამ?

ამით რა გინდა რომ თქვა კაცო? smile.gif

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 30 2013, 06:28 PM

ციტატა(toka@ @ Apr 30 2013, 12:46 PM) *

■გიორგი■
ციტატა
თუ დაფიქრებულხარ ოდესმე იმ ფაქტზე, რომ 'დროის მიღმა მყოფ' ღმერთზე წმინდა წერილი არ საუბრობს. შენი აზრით, რატომ არ საუბრობს წერილი დროის მიღმა მყოფ ღმერთზე? გამორჩა ღმერთს შთაეგონებინა ბიბლიის მწერლები ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ჩაეწერათ თუ თვითონ მწერლებს დაავიწყდათ? პირველად ვინ წამოწია დროის მიღმა მყოფი ღმერთის იდეა თუ იცი? რომელმა წმინდა მამამ?

ამით რა გინდა რომ თქვა კაცო? smile.gif

toka@

კითხვებზე მინდა მიპასუხო, სხვა რა უნდა მინდოდეს კაცო? smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 30 2013, 07:48 PM

ციტატა(G_saxva @ Apr 30 2013, 10:50 AM) *

კიდე ერთი არაბიბლიური კითხვა მაქვს. სანამ მიწაზე იშვებოდა და მადლით ღმერთი გახდებოდა მანამ რა იყო? ანუ ღმერთი არ იყო?

მარტივად გიპასუხებ_ ღმერთი იყო არის და იქნება იესო! ბუნებით ღმერთად იშვა და მუდამ ასეთიც იქნება! იესო ქრისტე, გუშინ და დღეს , თავადი არს უკუნისამდეც! ებრაელთა 13:8. ვსო აღარ გავიმეორებ აღარაფერს ! საკმაოდ ბევრ პოსტში ავხსენი თუ ვინაა ქრისტე blink.gif

ციტატა(■გიორგი■ @ Apr 29 2013, 11:25 PM) *

ღმერთი ქმნის თავის მხოლოდშობილ ძეს რომელიც ბუნებით ღმერთია ! ადამიანი ადამიანს შობს, ღმერთმა ღმერთი შვა

esre ars cheshmariteba

ესე იგი შენც გწამს რომ ღმერთმა შექმნა თავისი ძე. გასაგებია.

მწამს კი არა ამით ვსუნთქავ და ვარსებობ და ჩემი ძირითადი დოგმა ამას ეფუძნება! სამებას და სულის უკვდავებას გააფთრებით ვებრძვი blink.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 30 2013, 09:27 PM

■გიორგი■

ციტატა
პირველად ვინ წამოწია დროის მიღმა მყოფი ღმერთის იდეა თუ იცი? რომელმა წმინდა მამამ?

რა აუცილებელია ვიცოდე?
ციტატა
გამორჩა ღმერთს შთაეგონებინა ბიბლიის მწერლები ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ჩაეწერათ თუ თვითონ მწერლებს დაავიწყდათ?

ვერ გავიგე როგორი ხასიათის კითხვაა.. ცინიკური თუ რანაირი.. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ ძმაო და არ მინდა ამ თემის გავრცობა აბსულუტურად ვეთანხმები ეკლესიის სწავლებას..
ციტატა
შენი აზრით, რატომ არ საუბრობს წერილი დროის მიღმა მყოფ ღმერთზე?

უნდა ისაუბროს?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 30 2013, 09:41 PM

საიდან ირკვევა რომ არ საუბრობს?

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 30 2013, 09:52 PM

ციტატა(toka@ @ Apr 30 2013, 09:27 PM) *

■გიორგი■
ციტატა
პირველად ვინ წამოწია დროის მიღმა მყოფი ღმერთის იდეა თუ იცი? რომელმა წმინდა მამამ?

რა აუცილებელია ვიცოდე?

toka@

ესე იგი, არ იცი. ცუდია ცუდი, ძალიან ცუდი.

ციტატა
ციტატა
გამორჩა ღმერთს შთაეგონებინა ბიბლიის მწერლები ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ჩაეწერათ თუ თვითონ მწერლებს დაავიწყდათ?

მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ ძმაო და არ მინდა ამ თემის გავრცობა აბსულუტურად ვეთანხმები ეკლესიის სწავლებას..

რატომ არ გინდა? გეშინია რამესი ან ვინმესი?

ციტატა
ციტატა
შენი აზრით, რატომ არ საუბრობს წერილი დროის მიღმა მყოფ ღმერთზე?

უნდა ისაუბროს?

რა საკვირველია. მასე უამრავი მოსაზრებები არსებობს და ყველაფერი უნდა დავიჯეროთ?

+++++++++++++++++

ციტატა(აკაკი @ Apr 30 2013, 09:41 PM) *
აკაკი

საიდან ირკვევა რომ არ საუბრობს?

მე არ მინახავს რომ საუბრობდეს. თუ შენ ნახე, დააციტირე. იმედია გადაკეთებული ტექსტი არ იქნება. : )

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 30 2013, 10:16 PM

■გიორგი■

ციტატა
ესე იგი, არ იცი. ცუდია ცუდი, ძალიან ცუდი.

წინ მქონია ბედნიერება..
ციტატა
რატომ არ გინდა? გეშინია რამესი ან ვინმესი?

არა უბრალოდ ერთი და იგივე უნდა ვისაუბროთ მე და შენ..
ციტატა
რა საკვირველია. მასე უამრავი მოსაზრებები არსებობს და ყველაფერი უნდა დავიჯეროთ?
და უამრავი განმარტებაც არის...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 30 2013, 10:17 PM

ახლა ისეთი რამ ითხოვე, გამოდის, მთელი დღეები ვერ უნდა ავდგე კომპიუტერიდან.

"წმიდაა, წმიდაა, წმიდაა, უფალი საბაოთ!"

როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 30 2013, 10:56 PM

ციტატა(toka@ @ Apr 30 2013, 10:16 PM) *

■გიორგი■

არა უბრალოდ ერთი და იგივე უნდა ვისაუბროთ მე და შენ..

toka@

ვარაუდებია ეგ თუ წინასწარმეტყველებ? (სერიოზულად გეკითხები).

ციტატა
და უამრავი განმარტებაც არის...

განმარტება ხდება იმის, რაც წმინდა წერილში წერია.

++++++++++++++++++

ციტატა
"წმიდაა, წმიდაა, წმიდაა, უფალი საბაოთ!"
როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს?
აკაკი

დროის მიღმა მყოფობას არ ნიშნავს.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 30 2013, 11:15 PM

■გიორგი■
შენი საუბრის თემა ვერ დავამუღამე.. შენ რა გინდა დაამტკიცო რომ ღმერთი დროის მიღმაა თუ დროშია?? ვერ ვხვდები და რა ჩემი ბრალია... biggrin.gif

ციტატა
წინასწარმეტყველებ?

ვღაღადებ (არასერიოზულად გპასუხობ)

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: May 2 2013, 01:57 AM

ციტატა(toka@ @ Apr 30 2013, 11:15 PM) *

■გიორგი■
შენი საუბრის თემა ვერ დავამუღამე.. შენ რა გინდა დაამტკიცო რომ ღმერთი დროის მიღმაა თუ დროშია?? ვერ ვხვდები
toka@

ამ თემის მეორე გვერდზე კითხვა რომ დავსი დაგავიწყდა? აბა გადახედე:

ციტატა
დროში შვა თუ დაუსაბამოდ შვა??

ამიტომაც მოგწერე ეს კითხვები, რაზეც გაირკვა რომ პასუხები არც შენ გაქვს, არც აკაკის და არც სხვებს:

ციტატა
თუ დაფიქრებულხარ ოდესმე იმ ფაქტზე, რომ 'დროის მიღმა მყოფ' ღმერთზე წმინდა წერილი არ საუბრობს. შენი აზრით, რატომ არ საუბრობს წერილი დროის მიღმა მყოფ ღმერთზე? გამორჩა ღმერთს შთაეგონებინა ბიბლიის მწერლები ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ჩაეწერათ თუ თვითონ მწერლებს დაავიწყდათ? პირველად ვინ წამოწია დროის მიღმა მყოფი ღმერთის იდეა თუ იცი? რომელმა წმინდა მამამ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jul 28 2013, 11:37 PM

კიდევ ერთხელ ვიმეორებ_ დრო არ არის შექმნილი, იგი თანამარადიულია ღმერთისა რადგან თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად თავისი მყოფობით! დრო არის ის რაც ქრისტეზე ზევით დგას რადგან დრო ასოცირდება ღმერთთან_ ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ დრო იგივე ღმერთია! არცერთ ქმნილებას არ ძალუძს თავისთავად ცხოვრება გარეშე ღვთისა! საკმარისია ღმერთმა შეწყვიტოს არსებობა_ უმალ ჩამოიშლება ყოველივე და ყველა ცოცხალი ქმნილება დაიღუპება. პავლე მოციქულმა ბრძანა რომ ღმერთს ჩვენში თავისი მოქმედი ძალით განუზომლად მეტის კეთება ძალუძს ვიდრე ჩვენ გვგონია ანდა ვიაზრებთ

პოსტის ავტორი: Heaven soldier თარიღი: Sep 1 2015, 04:26 PM

ჯერ ერთი ქრისტე შექმნილი არ არის, იგი შობილია და რომ იცოდე, ყველა შობილი იმ ბუნებისვეა როგორიც მშობელი, თუმცა შექმნილი განსხვავებულია შემოქმედისგან , და მეორე ქრისტე არ ამბობს, პირველ აბრაამის ყოფამდე ვიყავიო, ის ამბობს პივრელ აბრაამის ყოფამდე მე "ვარ"-ო აქედან უნდა მიხვდე მგონი რომ იგი მადლით ღმერთი კიარა შეშმარიტად ბუნებით ღმერთია

პოსტის ავტორი: Heaven soldier თარიღი: Sep 1 2015, 04:54 PM

დრო შექმნილია, და არ შეიძლება ის იყო თანამარადიული,ან რა არი მარადიულობა, მარადიულობა უდროობა, ასე რომ ღმერთმა უდროობა დროდ აქცია და ქრისტე რო აბობ დროზე დაბლააო, არ არის ეგრე იმიტომ რომ უწინარეს საუკუნეთა ნიშნავს მანამ სანამ დრო იქნება და არა მარტო სამყაროს შექმნამდე, და როცა მამა იყო ძეც იყო არ შეიძლება ძის შობა დროსთან ასოცირდეს იმიტომ რომ სიტყვის მიერ დაებადა ყოველი და ასევე დროც, წმიდა მამები ცდილობდნენ, ამ საღვთო სახელის დახმარებით რამდენადმე გასაგები გაეხადათ ძისა და მამის ურთიერთში არსებობის საიდუმლო. ორიგენეს მოწაფე წმ. დიონისე ალექსანდრიელი ამ ურთიერთბებს შემდეგნაირად ხსნის: „ჩვენს აზრს სიტყვა მოაქვს; როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი“ (ფს. 44,1). აზრი და სიტყვა განსხვავდებიან და თითოეულს თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაშინ, როცა აზრი მყოფობს და მოძრაობს გულში, ენასა და ბაგეებზეა სიტყვა. მაგრამ ისინი განუყოფელნი არიან და ერთი წუთითაც არ არსებობენ უერთმანეთოდ. არც აზრი არსებობს უსიტყვოდ, არც სიტყვა უაზროდ... იგი აზრში პულობს მყოფობას. აზრი თითქოს შინაგანი, დაფარული სიტყვაა, სიტყვა კი გარეთ გამომავალი აზრი. ანუ აზრი გადადის სიტყვაში, მას კი იგი მსმენელამდე მიაქვს. მაშასადამე, აზრი მსმენელთა სულებში სიტყვის მიერ ინერგება. აზრი, როგორც თავისთავადი რამ, თითქოს სიტყვის მამაა, სიტყვა კი მისი ძე. იგი არ არსებობს აზრზე უწინარესად არც მასთან ერთად წარმოშობილა სადღაც გარედან, სიტყვა აზრის წიაღში იშვა. ასევე ჰყავს უდიდეს და ყოვლისმომცველ აზრს - მამას თავისი პირველი განმმარტებელი და მაუწყებელი ძე - სიტყვა“. და ძის შობა არ ხდება იმიტომ რომ ესე მამამ ისურვა, არამედ იმიტომ რომ იგი მამაში ჰპვებს საჭიროებას იმიტომ რომ არ შეიძლება ყოფილიყო მამა ძის გარეშე და ასევე ძე ვერ იქნებოდა თუ მამა არ ეყოლებოდა და ღმერთი ვერ იქნებოდა თუ სული არ ექნებოდათ და აქედან, ყოვლადწმიდა სამება თვისობრივი რაოდენობით არის 3 მამა ძე და სული, და არა რიცხოვრივით...

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Jul 17 2016, 09:03 PM

დრო თურმე ღმერთი ყოფილა... ძალინ რბილად რომ ვთქვათ უმეცრებაა. მატრიის ყველაზე დიდი გსნმსაზღვრელი ეს დრო და სივრცეა. ღმერთი კი როგორც თვითონ ბრძანებს სულია, რომელსაც სულითადა ჭეშმარიტებით ეგების თაყვანისცემა. თუ კაცს სული არ აქვს როგოც მავანნი ამტკიცებენ

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Jul 17 2016, 09:32 PM

დრო თურმე ღმერთი ყოფილა... ძალინ რბილად რომ ვთქვათ უმეცრებაა. მატრიის ყველაზე დიდი გსნმსაზღვრელი ეს დრო და სივრცეა. ღმერთი კი როგორც თვითონ ბრძანებს სულია, რომელსაც სულითადა ჭეშმარიტებით ეგების თაყვანისცემა. თუ კაცს სული არ აქვს როგოც მავანნი ამტკიცებენ მაშ როგორ მიაგოს პატივ და დიდება უფალს?! თუმცა ეს სხვა სასაუბრო თემაა. ხოლო რაც შეეხება იმას რ არის თუ არაქრისტე ღმეთი. მოციქული გარკვევით წერს ამავე ეპისტოლეში 9:5 "მათგან არიან მამანი და მათგანა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყyoველთა ზედა, უკუნისამდე კრთხეული. ამინ!" ამაზე მეტის ძიებას ჩხრეკა ქვია და ვშიშობ მავანმა დიდი ბოროტება არ გამოჩხრიკოს

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Jul 19 2016, 12:59 AM

მოციქული ამ თავში ხაზს უსვამს ქრისტეს ორ ბუნებას, როგორც ხორციელად შობილი ანუ სრული კაცი და როგორც "ღმერთი ყოველთა ზედა" ანუ სრული ღმერთი. ძე ღმრთისა იგივე ძე კაცისა.
ხოლო რაც შეეხება მავანის როგორც თვითონ ამბობს გააფთრებულ ბრძოლას სამებისა და სულის უკვდავების წინააღმდეგ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა ყოველგვარი ცინიზმის გარეშე რომ მებრალება... ვწუხვარ რომ დაგვიანებით მიწევს ამ თემაში პოსტვა და სრულყოფილად ვერ ჩავერთე ამ საუბარში. თუმცა ერთ რიტორიკულ კითხვას მაინც დავძენ. როგორც ჩანს ეს ადამინი რასელისტია, ანუ იგივე იეღოველი. მათ ე.წ "ქადაგებას" არათუ კარგათ, არამედ ბრწყინვალედ ვიცნობ (ნეტა ესე კარგატ მართლმადიდებლობის სიღრმეებს ვწვდებოდე) კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ვისი სახელით ინათლებით რასელისტები?!

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Jul 19 2016, 01:17 AM

...და კიდე მეორე კითხვაც მაქვს. ვიცი რასელისტები "ღაღადებთ" რომ ჭეშმარიტების გარეშე ხსნა არ არსებობს და ამაში გეთანხმებით. მაშ იქნებ მითხრათ დასაბამიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე იყო დრო როცა დედამიწაზე ღვთის ჭეშმარიტი თუნდაც ერთი აღმსარებელი მაინც არ იყო? ეგეთ დროს ვერ გაიხსენებთ! ყოველთვის იყო დედამიწაზე ჭეშმარიტი აღმსარებელი და თუნდაც ერთი ადამიანი. და თუ თქვენ რასელისტებს გაქვთ ამბიცია რომ მოციქულთა შთამომავლები ხართ იქნებ მიტხრათ რას წარმოადგენდით მე-2, მე-3, მე-4 და ა.შ საუკუნეებში ვიდრე მე-18 სsaუკუნემდე როცა რასელი გამოჩნდა ასპარეზზე? თუ ღმერთს მოძულებული ყოლია მთელი ეს ხალხი და ეპოქა მე-2 საუკუნიდან ვიდრე მე-18მდე?!

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Jul 19 2016, 01:43 AM

ხოლო რაც შეეხება სულის უკვდავებას: როცა უფალმა ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, მას ის თავიდან არ შეუქმნია, არამედ აღადგინა. როცა უფალი ლაზარესა და მდიდარზე იგავს ამბობდა კარგათ გაიხსენე რას ბრძანებდა უფალი, ლაზარესა და მდიდრის სულიერ მდგომარეობას აღწერდა. ეს იგავია და არა იგავ-არაკი! გახსენე როცა ელია გარდაცვლილი ბავშვისთვის ლოცულობდა რა სიტყვებით მიმართა თხოვნით უფალს. ჩააბრუნე მისი სული მის სხეულშიო... კიდე გინდა? უამრავია. უბრალოდ დანახვა უნდა გსურდეს რომ დაინახო. ეგ შენი გააფთრებული ბრძოლა ღვთის წინააღმდეგ იმას გავს რომ კბილებით გამოწრთობილი ფოლადის დაღეჭვას ლამობდე

და ფოლადს კიდე უფრო დაღეჭავ კბილებით ვდრე ღვთის წინააღმდეგ რამე იხეირო... ღმერთმა დაგლოცოს და მოგცეს მადლი თუნდაც სულ მცირედი ჭეშმარიტების შესაცნობად

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 4 2017, 12:10 AM

Gmerts yvela droshi yavda msaxurebi ogond es imas ar nishnavs rom yovel matgans , drois sxvadasxva epoqashi mcxovrebs, sruliad kargad esmoda wminda werilis yvela winaswarmetyveleba ... Danielis winaswarmetyveleba iyo dabechdili bolo jamamde da bunebrivia , rom mas ver chawvdeboda adre mcxovrebi uflis msaxuri . Aseve apokalipsisi dgemde araa bolomde ganmartebuli da rogor sheidzleba rom adre mcxovreb qristians is scodnoda ushecdomod ?! uflis mociqulebis da mati mowafeebis sikvdilis shemdeg , roca gandgomileba moxda eklesiashi , mas shemdeg aravin ar icis vin iyvnen uflis cheshmariti msaxurebi,, valdensebi miichneodnen uflis cheshmarit msaxurebad da mat shemdgom ubralod istoriulad veranairad ver dadasturdeba is tu vin iyo uflis namdvili msaxuri . Qalkedonelebs me 4 Msoflio saeklesio krebamde tavad ver gaerkviat ra swamdat da ra weshmaritebis pyrobazea saubari?! Sulis ukvdavebaze ubralod ar girs dava , rametu visac esmis qristianobis mtavari arsi da dedabodzi , is uechvelad daaskvnis imas rom adamiani sikvdilisas wyvets arsebobas da ertaderti imedi es mkvdretit agdgomaa ! Tu efesoshi kacurad vebrdzodi av mxecebs , ra sargebeli maq tu mkvdrebi ar agdgebian? Aq pavle shavit tetrze swers rom mas ar unda qondes ukvdavi suli , radgan am shemtxvevashi mas sargebeli ki ara ufro metic eqneboda . Elias shemtxveva primitiulia - Originali targmanit ase jgers - Ismina ufalma elias gagadi da bavshvs sicocxle daubruna , ebraulad nefeshia iq gamoyenebuli, magram roca raxeli kvdeba iq weria sulis amoxdomisas , anu ukanasknelad amosuntqvisaso - Aq ukve ruaxia gamoyenebuli anu suntqva smile.gif Afsoluturad yvela muxls aqvs tavisi namdcili mnishvneloba da es originalshi gadamowmebisas natelia smile.gif Iobi kargad swers 14 Tavi - Magram kaci kvdeba da dzleulia igi ruaxs amoushvebs anu suntqvas shewyvets da sadgaa igi? Sadgaao? Fafu gaqreba is smile.gif Fsaltiris 145 Tavze agar vilaparakeb ubralod getyvi mtavars --- Qriste imitom miyvars rom is mxolod kacad movida isetad rogorc shen xar da is namdvilad mokvda anu arseboba shewyvita jvarze ! Ai am udides msxverplze wavida ufali chemtvis da shentvis da tu es ase araa mashin ycelaferi wyalshi iyreba da qriste xdeba ubralo personaji romelmac rogorc kargma msaxiobma kargad sheasrula tanjvis da mochvenebiti sikvdilis roli sad.gif Kidev vimeoreb - Qriste imitom miyvars rom man sikvdils chaxeda tvalebshi da tumca shedzrwunda , mainc sheinarchuna ertguleba mamisadmi ! Dasasruls ioane 10 :17 Ris dakargvaze da migebaze saubrobs qriste tu is sicocxles ver dakargavda ? Tu mas ukvdavi suli qonda da metic is gmertkaci iyo , mash rad schirdeboda mas sulis anu sicocxlis migeba mamisagan ? a075.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)