თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ვედები

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 09:01 PM

თქვენის ნებართვით გავხსენი ცალკე თემა ვედურ ცოდნასთან დაკავშირებით. და ვეცდები მთელი ჩემი "სიბრძნის" კონცენტრაცია ამ ერთ თემაში მოვახდინო biggrin.gif

პირველ რიგში განვმარტავ, რომ ვედები არის სანკრიტზე დაწერილი უძველესი წიგნები, რომლებიც ძველად სიტყვიერად გადაეცემოდა მოძღვრიდან მოწაფეს, დაახლოებით 5000 წლის წინ (ანუ კალი იუგის დასაწყისში) კი ჩაიწერა (რადგანაც ადამიანის გონება დეგრადირდა და მაგდენ ცოდნას ზეპირად ვერ დაიტევდა). ვედები როგორც ასეთი ერთი წიგნი არაა. იგი არის წიგნთა კრებული (ისევე როგორც ბიბლია) და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება.

თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ. მანამდე კი დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან:


http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Apr 13 2010, 09:05 PM

Atman

ციტატა
თუ სურვილი იქნება ვედების წარმოშობის ისტორიას და მორფოლოგიას უფრო განვავრცობ.

კი

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 09:06 PM

თემო

კარგი. მოგვიანებით განვავრცობ მაგ თემას.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Apr 13 2010, 09:08 PM

Atman

ციტატა
(ანუ კალი იუგის დასაწყისში)

ეგ რომელ საუკუნეებს მოიცავს?

ციტატა
და მასზე დაფუძნებულია მრავალი რელიგია და მიმართულება.


უფრო ნათლად ახსენი თუ შეიძლება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 09:24 PM

თემო

ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 5000 წლის წინ დაიწყო კალი იუგა. (კალი იუგის მთავარი დამახასიათებელია რომ ადამიანის მაქსიმალური წლოვანება დაახლოებით 120 წლი იყო. ხოლო ის ხალხი ვინც 700-800 წელი ცხოვრობდა (მოსე, იაკობი და ა.შ.) წინა ეპოქიდან არიან.

ციტატა
უფრო ნათლად ახსენი თუ შეიძლება.


მაგას რა ახსნა უნდა ყველა რელიგია და მიმდინარეობა, რომლებიც უამრავია ინდოეთში, ვედებზეა დაფუძნებული. ბრაჰმანიზმი, ინდუიზმი, ვედანტიზმი, და კიდევ ძალიან ბევრი...

თემო

რუსული თუ გესმის აქაა კარგად ახსნილი ვედების წარმოშობაზე:
http://www.golosved.com/mp3/L.Narayana-Vechnaya_mudrost'_Ved.mp3

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Apr 13 2010, 09:43 PM

რადგან აქ ახდენ კონცენტრაციას, პირველ რიგში გაგვარკვიე რომელიმე კონკრეტული რელიგიის მომხრე ხარ, თუ (როგორც მე მრჩება შთაბეჭდილება) ასე ვთქვათ ზე-რელიგიურ მოძღრებას მისდევ, რომელიც აღიარებს ყველას ერთობლივად და არაფერს ცალ-ცალკე.

ბარემ ისიც გვითხარი შენი რწმენა რას ეფუძნება და ვიმუსაიფოთ რა და როგორ

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 09:49 PM

damiane80

ციტატა
ბარემ ისიც გვითხარი შენი რწმენა რას ეფუძნება და ვიმუსაიფოთ რა და როგორ


ვედებს. რომელიც ცოდნა და კულტურაა და არა რელიგია.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Apr 13 2010, 09:52 PM

Atman
თემას გააგრძელებ?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 13 2010, 09:54 PM

ციტატა
დავდებ ილუსტრაციებს ვედური ლეგენდებიდან

აქ შენივე სიტყვების მიხედვით მაინც რომ დააკვირდე განსხვავებას ბიბლიასა და ვედურ გადმოცემებს შორის ხომ შეიძლება? huh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 09:57 PM

თემო

დღეს აღარ.

ნონა

ციტატა
აქ შენივე სიტყვების მიხედვით მაინც რომ დააკვირდე განსხვავებას ბიბლიასა და ვედურ გადმოცემებს შორის ხომ შეიძლება?


უი გველები არ მოგეწონა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 13 2010, 10:02 PM

ციტატა
უი გველები არ მოგეწონა?

ეეე რა გჭირს, გველები კი არა ლენგედად ზედწოდებაზე დავსვი მახვილი smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 13 2010, 10:04 PM

ციტატა(Atman @ Apr 13 2010, 09:01 PM) *

http://www.radikal.ru


ეს კაცია ეხლა, პატარა სპილოებს რომ ხოცავს? unsure.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 10:06 PM

ნონა

ციტატა
ეეე რა გჭირს, გველები კი არა ლენგედად ზედწოდებაზე დავსვი მახვილი


მითი რომ ლაკონურად და ლამაზად გადმოცემული რეალობაა არ გაგიგია? ბიბლიისგან განსხვავებით ვედებში უმეტესად ლექსების და სიმღერების სახით არის მოცემული ისტორიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მოგონილია a075.gif

terra
ციტატა
ეს კაცია ეხლა, პატარა სპილოებს რომ ხოცავს?


ეგ ისტორია არ ვიცი, მაგრამ კაცს კი არა დემონს უფრო გავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 13 2010, 10:07 PM

ციტატა(Atman @ Apr 13 2010, 09:01 PM) *


http://www.radikal.ru

რა სათნო ქალები არიაან smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 10:08 PM

ნონა

ციტატა
რა სათნო ქალები არიაან


მარცხენა კაცია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Apr 13 2010, 10:11 PM

ის ლურჯი, მამრია ხომ? biggrin.gif

ისე ეს მსგავსება მაეჭვებს რომ ინდრას მარგალიტის მძივთან აქვს ამ ორს კავშირი, არა ატმან? კაცს შეხედავ ქალსაც გავს და ქალს შეხედავ, კაცსაც გავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 13 2010, 10:13 PM

ციტატა
მითი რომ ლაკონურად და ლამაზად გადმოცემული რეალობაა არ გაგიგია?

მითის მთავარი მახასიათებელი ლაკონურობა და ხატოვნება კიარაა, არამედ საფუძველს მოკლებულობა და არგუმენტებით დასაბუთების შეუძლებლობა/ნაკლებსანდოობა 2kiss.gif

ციტატა
მარცხენა კაცია

ანუ ლურჯია ხო ქალი? biggrin.gif

მე კიდევ სამდედრეთის ჭორსცენას მივამსგავსე tongue.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Apr 13 2010, 10:19 PM

ციტატა(ნონა @ Apr 13 2010, 10:13 PM) *

ანუ ლურჯია ხო ქალი?


ლურჯი მარცხნივაა ნონა და კაცია ის

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 13 2010, 10:32 PM

დავაკვირდეთ, აღმოსავლური სიბრძნე ცნობილია თავისი სიღრმით
აბო

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 13 2010, 10:33 PM

ციტატა
ლურჯი მარცხნივაა ნონა და კაცია ის

მკერდიანი ლურჯია და ...
თან უფრო მოკრძალებულია და "სათნოც"
ბოლოსდაბოლოს ჩადრიანია biggrin.gif biggrin.gif
ნუ მოგინდათ ახლა მაგის დაფარება კაცებს smile.gif

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 14 2010, 12:50 AM

რა სიბრძნე ? biggrin.gif კაცს ქალისგან ვერ ვარჩევთ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Apr 14 2010, 09:40 AM

ციტატა(A.v.B @ Apr 14 2010, 12:50 AM) *

რა სიბრძნე ? biggrin.gif კაცს ქალისგან ვერ ვარჩევთ biggrin.gif biggrin.gif



ხოოო, როგორც ვიცი, ორივე საწყისს აერთიანებს რომელიღაც ღმერთი (სახელი აღარ მახსოვს smile.gif ატმანს ეცოდინება ეგ უსათუოდ ) და კიდევ ითვლებოდა რომ სამყაროში ყველაფერი თავის თავში წარმოადგენს სხვა დანარჩენსაც, ალბათ იმიტომ ჰგავს კაცი ქალს და ქალი კაცს.
ზემოთ ინდრას მძივზე დავწერე...
ლეგენდა ასე ჟღერს:

Древние индийские Веды рассказывают про ожерелье главного бога Индры: " В небесах Индры есть нить жемчуга, подобранная так, что если глянешь в одну жемчужину, то увидишь все остальные, отраженные в ней. И точно так же каждая вещь в мире не есть просто она сама, а заключает в себе все другие вещи и на самом деле - есть всё остальное".

სხვათაშორის, ძალიან საინტერესო მომენტია სამყაროს აღქმის smile.gif
(ჩემი აზრით, რა თქმა უნდა)

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 10:10 AM

მოდერატორს ვთხოვ გაასუფთავოს თემა ოფებისგან და იმ პოსტებისგანაც, რომლებიც ვედებს ეხება, მაგრამ არასერიოზულია. ვუპასუხებ მხოლოდ იმ კითხვებს რომლებიც სერიოზულია. საღადაოდ არ გამიხსნია ეს თემა და თუ გაინტერესებთ სერიოზულად ვიმსჯელოთ. ვინც წინასწარვე განწყობილია კრიტიკისთვის და უბრალოდ "აინტერესებს" რა "სისულელეებს" წერს ატმანი, ვთხოვ საერთოდ ნუ შემოვა ამ თემაში.

ვიწყებ ვედების უფრო ვრცელ განხილვას. ვამბობ იმას რაც ვედებში წერია:


ვედების წარმოშობა და მორფოლოგია


სიტყვა "ვედა" სანსკრიტულია და ნიშნავს ცოდნას. ძველად მთელ დედამიწაზე არსებობდა ვედური ცივილიზაცია და სანსკრიტი იყო ძირითადი ენა (არსებობდა სანკრიტის 84 დიალექტი). ახლა ბევრი ერი იჩემებს რომ ვედები მათია, ინდოელები, სლავიანები, (გერმანელებიც იჩემებდნენ) და კიდევ ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ვედები არავისი არაა. ეს არის მარადიული ცოდნა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მაგრამ ხან მეტისთვის იქნება მისაწვდომი, ხან ნაკლებისთვის. სხვათა შორის რუსული და განსაკუთრებით უკრაინული ენა ძალიან გავს სანსკრიტს. სიტყვა "вера" სინამდვილეში იშიფრება როგორც "веденые ра". "ра" კი აღნიშნავს სინათლეს, როგორც მზის, ასევე ღვთაებრივს. სინათლე და ცოდნა კი ერთი და იგივეა არსით (გა-ნათლება). ვედური ცივილიზაციის და ვედური ცოდნის ნაშთები და ნაწილები მცირედ თუ მეტად ყველა ერშია შემორჩენილი, იმიტომ რომ როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან ძველად დედამიწაზე არსებობდა ერთი მთლიანი ცივილიზაცია ერთი ენით და წარმოიდგინეთ ერთი მეფითაც კი...


ვედები ჩაიწერა პალმის ფოთლებზე, რადგან ასეთი სახით ნაწერი მრავალი ათასი წელი ინახება. არსებობს ადგილი ჰიმალაებში (ბადარიკაშრამა) სადაც ინახება მრავალი ასეთი ტექსტი. ასევე მრავალი ტექსტი ინახება ინდოეთში.

ყველა ეს ტექსტი დაახლოებით 5000 წლის წინ, დვაპარა იუგის დასასრულისა და კალი იუგის დასაწყისის ზღვარზე ჩაწერილ იქნა დიდი ბრძენის "ვიასადევას" მიერ. ის ცხოვრობდა განგასა და იამუნას გადაკვეთის ადგილას (თანამედროვე ინდოეთის ტერიტორია). მან გაყო ვედები ოთხ ნაწილად: რიგ ვედა, სამა ვედა, იაჯურ ვედა და ადჰარვა ვედა. თვითოეული ამ ვედისთვის გამოიყო თითო მოსწავლე, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ეს ვედები ცივილიზირებულ ხალხში. უფრო კონკრეტულად: ბრაჰმანებში (ე.წ. ინტელექტუალები) და ქშატრიებში (მმართველები, "პოლიტიკოსები" მხედართმთავრები და მეომრები) (ზედა ორი კასტა).

რიგ ვედა ნიშნავს რიტუალებს. იგი ვედა ყველაზე დიდია ვედებიდან და მოიცავს 10522 ლექსს (მანტრას). შედგება 3 თავისგან, რომლებსაც ეწოდება მანდალები. აქ არის ისეთი ნახევარღმერთების დიდება და საგალობლები, როგორებიც არიან ინდრა (ბერძნულ მითოლოგიაში ზევსად ცნობილი), აგნი - ცეცხლის სტიქიის განმგებელი ნახევარღმერთი (სხვათა შორის კერპი, რომელსაც ერქვა "აგონა" მესხებსაც ყავდათ), სურიას (მზეს)... რიგ ვედას მეათედი ნაწილი მაგიური შელოცვებია. ეს ცოდნა გადაეცემოდათ მხოლოდ ბრაჰმანებს (მაღალი მორალით).

სამა ვედა მოიცავს ლოცვებს და ჰიმნებს სხვადასხვა ცერემონიებისთვის. იგი ყველაზე მცირე მოცულობისაა ვედებიდან და შედგება 1549 ლექსისგან.

იაჯურ ვედა (იაჯურ ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. არ იგულისხმება ცოცხალი ორგანიზმების შეწირვა. ძირითადად სწირავდნენ ცეცხლს, კოცონში ასხამდნენ ერბოს, რომელიც როგორც ვედებში წერია ყველაზე სუფთა ცეცხლს წარმოშობს (იგივე პრინციპი რაც სანთლის დანთება ჩვენს ტრადიციაში)). იაჯურვედა არის სახელმძღვანელო მღვდელმსახურებისთვის.

ადჰარვა ვედა (ადჰარვა ნიშნავს მღდელმსახურს) შედგება 6000 ლექსისგან. აქ არის რჩევები და წესები მანტრების წარმოთქმისათვის, რათა მივიღოთ მისტიკური ეფექტი. (ვედურ ცივილიზაციაში ცეცხლს მანტრით, ანუ ბგერითი ვიბრაციით ანთებდნენ და არა ასანთით ან მითუმეტეს კვეს-აბედით biggrin.gif ). ეს არის ძალიან საიდუმლო მანტრები, რომელთა ნაწილს განხორციელებისთვის სჭირდებოდა გულწრფელობა, ნაწილს კი ზედმიწევნითი ტექნიკა. როცა ადამიანი მატერიალური მონაპოვრისთვის იღწვის, საჭიროა ტექნიკა, ხოლო როცა სულიერიო სფეროებისკენ ისწრაფვის უფრო მნიშვნელოვანია გულწრფელობა და გულის სიწმინდე.

მანტრებითვე ხდებოდა სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნებაც. ანუ ბგერა იყო მათი მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი. ადჰარვა ვედაში იყო ასევე საბრძოლო მანტრებიც. დაცვისთვისაც (კავაჩები) და თავდასხმისთვისაც.

ვედებში მოცემულია ისეთი ცოდნაც, რაც თანამედროვე მეცნიერებას თავისი მიღწევა და მონაპოვარი ჰგონია. მაგალითად რიგ ვედაში არის აღწერილი პროთეზირების ტექნიკისა. ანუ ამა თუ იმ ორგანოს ჩანაცვლებისა. (მაგალითად შეეძლოთ სრულიად დაზიანებული თვალის ახლით ჩანაცვლებაც კი). მაჰაბჰარატაში აღწერილია ქრომოსომების რაოდენობა. ვედებშია აღწერილი ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკაც. აღწერილია მიკროორგანიზმების თვისებები. ძილის ფიზიოლოგია (სიზმარხილვის ტექნიკა). სინათლის სიჩქარე (რიგ ვედა), სატურნის უკან მდგომი პლანეტები (აღწერილია მაჰაბჰარატაში). კოსმიური მოგზაურობები. გრავიტაციის ძალა და გრავიტაციული ველების სახესხვაობები (აღწერუილია პრაშნა უპანიშადში). ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სინათლის თვისებები.

მაჰაბჰარატაში აღწერილია ატომური იარაღის 96 სახეობა. სანსკრიტულად ეწოდება "ბრაჰმასტრა" (დჰანურ ვედა (საბრძოლო ხელოვნებები რომლებსაც დიდი გულმოდგინებით ეძებდა ჰიტლერი ჰიმალაებში მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მიაგნო)). ბრაჰმასტრა ძალიან განსხვავდება თანამედროვე ატომური იარაღისგან. იმის მიხედვით, თუ რა მანტრას იტყოდა მებრძოლი, ამორჩევით შეეძლო დაეზიანებინა კონკრეტული ჯარი ან კონკრეტულად ერთი ადამიანი. უფრო მეტიც რაღაც ტერიტორიაზე შეეძლო მხოლოდ მამაკაცთა სქესი მოესპო და ქალები დაეტოვებინა (მებრძოლისთვის ქალის მოკვლა დიდი დანაშაული იყო, და ბრძოლებიც ბრძოლის ველზე ხდებოდა და არა ქალაქებში ან სოფლებში). რიგვედაში და რამაიანაში აღწერილია საფრენი აპარატები (ვიმანიკა შასტრა).

ვედებში წერია რჩევები და რეკომენდაციები არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური განვითარებისთვისაც. აქ შეხვდებით ყველანაირ ტექნიკას ხელოვნებიდან დაწყებული მედიცინით (აიურვედა) დამთავრებული. კამა სუტრაც ვედების ნაწილია და "ხორციელი" სიყვარულის ხელოვნებას შეეხება, მაგრამ რატომღაც თარგმნეს მხოლოდ ის, რომელიც ყველაზე "პორნოგრაფიულია", ხოლო კამა სუტრის უფრო მეტი ნაწილი, რომელიც აღწერს ნატიფ ინტიმურ საიდუმლოებებს (ფსიქოლოგიურს და ესთეტიკურს) არ უთარგმნიათ.

რიგვედის ნაწილია უპავედა, რომელშიც შედის აიურვედა (ვედური მედიცინა). აიურვედაც 3 ნაწილადაა დაყოფილი. მურნალობა ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში. (იმის მიხედვით თუ როგორი ნებისყოფა და როგორი გონება აქვს ავადმყოფს). სათნოების გუნაში მყოფ ადამიანებს სთავაზობდნენ სუნთქვით ვარჯიშებს, დიეტებს და ა.შ. ვნების მოდუსში მცენარეულ წამლებს და ა.შ.

იაჯურვედას ერთ-ერთი უპავედაა დჰიანურ ვედა, სადაც აღწერუილია ბრძოლის და სახელმწიფოს მართვის წესები და კანონები.

ვედების წყობაში არის სხვა კლასიფიკაციაც (რომლებიც განისაზღვრება ლექსების ფუნქციებით): სამჰიტები, ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები.

სამჰიტები - მოცემული ვედის (მაგალითად რიგ ვედის) ყველა ლექსის კრებული. მათი ფუნქციაა, რომ ისინი შეისწავლონ მოსწავლეებმა.

ბრაჰმანები - გადმოცემენ ისტორიას და საიდუმლო ეზოთერულ მნიშვნელობას ამა თუ იმ მანტრის ან მსხვერპლშეწირვისა.

არანიაკები - ვედების ფარული მიზანი (ფარული ძალა მოცემული მსხვერპლშეწირვებისა). არანიაკები შეისწავლებოდა საიდუმლოდ ტყეში, მხოლოდ განდობილ მოსწავლეებზე. ანუ ეს ეხება იმ მანტრებს, რომლებიც საიდუმლოა და მხოლოდ მორალურად მაღალგანვითარებულ ადამიანებს ესწავლებოდათ.

უპანიშადები - მანტრების და რიტუალების ფილოსოფიური ცოდნა.


არსებობს ასევე ტექსტი, სადაც მოცემულია მოკლე ცოდნა ყველა უპანიშადზე (ანუ ყველა ფილოსოფიური ცოდნის ნაღები) და ეს ცოდნა მიუწვდომელია იმ ადამიანისთვის, ვინც მხოლოდ ტექნიკურ და მატერიალურ მხარეს ეძებს ვედებში (ეს მიუწვდომლობა თავისთავად ხდება და არა განზრახ).

ასეთია ბჰაგავად-გიტა, რომელსაც ვედების მარგალიტს ეძახიან და მისი გაგება მხოლოდ მაღალი ინტელექტის და მორალის ადამიანებს შეუძლიათ.

ასევე ნაწარმოებები: მაჰაბჰარატა და რამაიანა.

კიდევ არსებობს 18 პურანა (პურანა ნიშნავს სავსეს, მთლიანს, ასევე უძველესს).
ეს 18 პურანა დაყოფილია 3 ნაწილად. ექვს-ექვსი პურანა, რომლებიც განკუთვნილია უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში მყოფი ადამიანებისთვის (უმეცარი ადამიანები ვედურ კულტურაშიც არსებობდნენ).

სათნოების გუნას (სატვა გუნას) მიეკუთვნება ბჰაგავატა პურანა (მაჰაპურანა): ეს არის შრიმად ბჰაგავატამი, რომელიც შედგება 12 სიმღერისგან (ბევრი მათგანი თარგმნილია ინგლისურადაც და რუსულადაც). აქ შედის ვიშნუ პურანები, ნარადა პურანები და ა.შ. ეს პურანები განკუთვნილია მათთვის ვინც ერთიან უზენაეს ღმერთს სცემს თაყვანს.

ვნების გუნაში (რაჯა გუნაში) მყოფი ადამიანებისთვისაა პურანები (ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც აზროვნებენ ასე: ჩემი ღმერთი, შენი ღმერთი და ა.შ.): ბრაჰმა პურანა, (ბრაჰმას ერთერთი სახელია სვარგა (სლავიანები ეთაყვანებოდნენ "сварог"-ს რომელიც იგივე ბრაჰმაა (ნახევარღმერთი))

უმეცრების გუნაში (ტამა გუნაში (აქედან მოდის "тма" - სიბნელე) მყოფი ადამიანებისთვის ტამა პურანა: მათთვის არსებობს ნაწარმოებები, რომლებითაც შეიძლება შივას თაყვანისცემა: შივაპურანები, ლინგაპურანები, მატსიაპურანა (ამ პურანაშია ოქროს თევზის ამბავი (ტრახ-ტიბიდოხ-ტიბიდოხ biggrin.gif მსგავსი რა თქმა უნდა და არა ზუსტად ისეთი როგორიც რუსულ ზღაპარშია). ითვლება რომ შივა არის ნახევარღმერთი, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს (გარკვეული ასკეზებისა და ლოცვების სანაცვლოდ, ამიტომაც ისინი, ვისაც მატერიალური (ან სხვა) სურვილები აქვთ (ან სამოთხეში უნდათ მოხვედრა 40 ქალწულის თანხლებით) შივას ეთაყვანებიან. (ითვლება რომ მუჰამედი იყო შივას მოციქული) და საერთოდ შივა განაგებს უმეცრების გუნას (ტამა-გუნას) თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავად ის არის უმეცრებაში. ის უბრალოდ ასრულებს ღმერთის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია).

ასევე არსებობს 18 უპაპურანა (ქვეპურანა), რომლებიც ხსნიან პურანების ლექსებს უფრო გასაგებად.

ასევე არსებობს სუტრები (აფორიზმები), რომლებშიც ჩადებულია აზრობრივი, ფილოსოფიური და მათემატიკური კოდები. (კამასუტრა არის სუტრების ის ნაწილი, რომლებიც უმეცრებისთვისაა განკუთვნილი და მათგანაც ყველაზე უმეცრების გუნაში მყოფი სუტრები თარგმნეს მხოლოდ, თანაც თარგმნეს არასწორად, ინტერპრეტაციებით და შევსებებით biggrin.gif (ანუ სუტრებიც გუნებად იყოფა).

ვედებში იკვეთება ერთგვარი ხაზი, თუ როგორ აიყვანოს ადამიანი გრძნობისმიერი (მათ შორის სექსუალური სურვილებიდან) კამასუტრიდან ვედანტა სუტრამდე.

ვედანტა სუტრა არის მთელი ვედური ცოდნის არსი, ნაღები და საბოლოო მიზანი (ასეთი სუტრებია რა თქმა უნდა ბჰაგავად-გიტაში და შრიმად ბჰაგავატამში).

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 11:30 AM

ახლა განვიხილავ ვედურ შეხედულებას "დროზე"


დრო

დროს სანსკრიტულად ქვია "კალა" ღმერთის ერთ-ერთი ასპექტის სახელია "დარა" (მომცემი) აქედან მოდის "კალანდარა". ანუ დროის მომცემი არის ღმერთი. სიტყვა კალენდარიც აქედან მოდის (და გურული კალანდაც რაღაც კავშირშია ეტყობა. გვარი - კალანდარიშვილიც biggrin.gif ).

დავიწყოთ დროის იმ შუალედის აღწერით, რომელსაც ქვია მაჰაკალპა (დიდი ციკლი). ეს არის ციკლი, როცა იქმნება ყველა მატერიალური ელემენტი და ის გრძელდება ექვსასოცდაორიტრილიონოთხმოც
მილიარდი დედამიწის წელიწადი.

შემდეგი ციკლია მატერიალური სამყაროს არსებობის ვადა. ეს ვადაა სამასთირთმეტიტრილიონორმოცი
ილიარდი დედამიწის წელიწადი. ამჟამად გასულია ასორმოცდათხუთმეტიტრილიონ250მ
ლიარდი წელი (ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ციკლის შუაში).

აღწერილია რომ ერთი კოსმიური დღე უდრის ოთხიმილიარდსამასოციმილიონ დედამიწის წელს. ეს არის სამყაროს ერთი დღე. ამ დღეს უწოდებენ ბრაჰმას დღესაც. (ბრაჰმა არის ნახევარღმერთი, რომელიც სამყაროს შექმნაზე აგებს პასუხს).

1 კალპა, ანუ სამყაროს ერთი დღე დაყოფილია 1000 პერიოდად, რომლებსაც ქვიათ "ჩატურიუგები" (ჩატურ"-ნიშნავს ოთხს четире (რუს)). რომელთაგან თვითოეული შედგება 4 ეპოქისგან (იუგისგან):

ოქროს ეპოქა (სატია იუგა) გრძელდება 1 728 000 წელი. ამ დროს დედამიწაზე არის უზარმაზარი ცივილიზაცია, ყველა იმყოფება სათნოების გუნაში. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ დროს შეადგენს 100 000 წელს. (თუმცა ფსიქოლოგიურად ისინი ამას აღიქვამენ ისევე, როგორც ჩვენ აღვიქვამთ 100 წელს).
მათი ზომა არის წარმოუდგენლად დიდი. არავინ არ იყენებს სხვა მეტალს გარდა ოქროსი. და ასევე იყენებენ ძალიან ძვირფას ქვებს. სულიერ პრაქტიკას ამ დროისთვის წარმოადგენს აშტანგა (რვასაფეხურიანი) იოგა.

ყოველი ეპოქის შემდეგ ხდება "აღსასრულის" პროცესი (ამ შუალედს ეწოდება პრალაია). თითქმის ყველაფერი წყლით იფარება დიდი ხნის განმავლობაში (რჩება ადგილები, კუნძულებივით, სადაც რჩებიან ადამიანები, კონკრეტული მისიებით, რომლებსაც ძალიან მაღალგანვითარებული ცნობიერება აქვთ) ყველა დანარჩენი ადამიანი სატია იუგის მერე ან უფრო მაღალ (სამოთხისეულ) პლაეტებზე გადადის, ან პირდაპირ სულიერ სამყაროში ხვდება). სულ 3%-ია ადამიანებისა, რომლებსაც "არ უმართლებთ" და სულიერი სამყაროს ნაცვლად სამოთხეში ხვდებიან smile.gif ).

ვერცხლის ეპოქა (ტრეტა-იუგა) გრძელდება 1 296 000 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-ჯერ მცირდება და 10 000 წელს შეადგენს. 10-ჯერ პატარები არიან ზომაშიც და 10-ჯერ ნაკლები გონებრივი და მისტიკური ძალები აქვთ. სულიერ პრაქტიკას წარმოადგენს ღმერთისადმი ცეცხლით თაყვანისცემა (ცეცხლში "გის" (ერბოს) დასხმა და მანტრების გალობა. (არსით იგივეა რაც ანთებულ სანთელზე ლოცვა). სატია იუგისგან განსხვავებით, მეორე ეპოქაში მოსახლეობის 25% უკვე ცოდვილია. (იქ 3% იყო ცოდვილი (ის 3% რომელიც სამოთხეში ხვდებოდა biggrin.gif )).

შემდეგ მოდის მომდევნო წარღვნა (პრალაია). და ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ სულიერ სამყაროში ან არ ავიდნენ სამოთხისეულ პლანეტებზე, დასაბამს აძლევენ შემდეგი ეპოქის ადამიანებს.

ბრინჯაოს ეპოქა (დვაპარა-იუგა) გრძელდება 864 000 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 1000 წელია. ასევე 10-ჯერ მცირდება მათი ზომები და გონებრივ-ფიზიკური შესაძლებლობები. სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში ითვლება ღვთაებისადმი თაყვანისცემა ტაძარში. პლანეტის მოსახლეობის საშუალოდ 50% ცოდვილია. უკვე ბევრია კონფლიქტები, ომები და ა.შ.

სავარაუდოდ ნოეს ისტორია (და იგივე მანუს ისტორია ვედებში) ამ ეპოქისშემდგომ წყალდიდობას ეხება)

მეოთხე - რკინის ეპოქა (კალი-იუგა) რომელიც გრძელდება 432 000 წელი. გასულია 5000 წელზე ცოტა მეტი. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 100 წელია. ვედურ წინასწარმეტყველებებში აღწერილია რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა პირველ 5000 წლის განმავლობაში 30%-ით შემცირდება. ასევე ნათქვამია რომ პირველი 5000 წელი იქნება მზარდი დეგრადაცია და 75% ადამიანებისა იქმენა ძალიან ცოდვილი. და 25% -ს ექნება სათნოებისკენ მიდრეკილება, მაგრამ დანარჩენი 75%-ის გავლენის ქვეშ იქნებიან. სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში მოწოდებულია ღმერთის სახელების ერთობლივი გალობა. ძირითადი მეტალი - რკინა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 11:56 AM

ორიოდ სიტყვას ვიტყვი ვედურ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც შეეხება კალი იუგას:

კალი იუგის დამახასიათებელი ნიშნებია: ლოთობა, არაკანონიერი სქესობრივი კავშირები, ცხოველთა მოკვლა და მათი ჭამა და აზარტული თამაშები.

ადამიანებს უმცირდებათ სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეხსიერება, ჯანმრთელობა, მორალური და რელიგიური პრინციპები.

საზოგადოებაში იქნება ე.წ. "განათლებული" ადამიანების ოთხი ტიპი:

"ვედა-ვადა-რაგები" - ადამიანები რომლებიც შეისწავლიან და სხვებს ასწავლიან ვედებს (არსწორი მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის). ისინი უარყოფენ პურანების ჭეშმარიტებას. თავისებურ კომენტირებას უკეთებენ ვედურ ტექსტებს. არ იციან ვედების ჭეშმარიტი მიზანი. ყურს არ უგდებენ ვედების ავტორიტეტულ უძველეს მიმდევრებს და ისეთ კომენტარებს უკეთებენ ვედებს, როგორც თვითონ აწყობთ. ისინი წაიყვანენ ადამიანებს არა ღმერთისკენ, არამედ უმეცრებისენ.

"მაია-პახრიტა-გიანები" თვითმარქვია "ღმერთები", სენსორები (ექსტრასენსები). დამოკიდებულნი იქნებიან მხოლოდ ფულზე. თავს ღმერთად, ღმერთის რომელიმე ავატარად ან მესიებად აღიარებენ. იქნებიან გავლენიანებიდა მოიპოვებენ დიდ ავტორიტეტს ხალხთა შორის. აღწერილია სამი ადამიანი, რომელიც მცოდნედ წარმოგვიჩენს თავს, სინამდვილეში კი დემონები არიან. ესენია: "მარქშა" (ალბათ მარქსი), "დარვინა" და "ხრეიდა" (ალბათ ფროიდი).

"ასურა-ბჰავამ" ანუ დემონები, ათეისტები (ასურა ნიშნავს დემონს), რომლებიც შექმნიან პრინციპს: "არ შეიძლება, მაგრამ თუ ძალიან გინდა შეიძლება!" მატერიალური მოთხოვნილებების გაძლიერებასთან ერთად ცვლიან კანონებს. ფართო გზას აძლევენ მატერიალური და გრძნობისმიერი სურვილების ასრულებას.

"ნართჰამები" ავტორიტეტული სახელმწიფოს მმართველები, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობენ, თავად იგონებენ კანონებს და თავად არ ასრულებენ მათ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 12:35 PM

"ბჰავიშტია პურანაში" მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:

აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) "შალვაჰანა" რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ "სადჰუს" (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე):
"იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა" (ზუსტი სანსკრიტის დადება გამიჭირდება, მაგრამ ქართული ასოებით ასე ჟღერს.

თარგმანი ასეთია: "მე ვარ ძე ღვთისა, შობილი ქალწულისგან და შენ უნდა იცოდე ეს. ადამიანები მიწოდებენ მე "იესო მესიას".

ვედებში ასევე რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იესოს (იშას, იეშუას) მისიის შესახებ. ასევე მას უწოდებენ "კრშტოშას" ("კრშ" ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს (ღმერთის ერთ-ერთი სახელი სანსკრიტზე, ხოლო "ტოშა" ნიშნავს დაკმაყოფილებას, ანუ ის ვინც აკმაყოფილებს (ემსახურება) ღმერთს, ასევე ნიშნავს ღმერთის მიერ მირონცხებულს).

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 14 2010, 12:42 PM

Atman

ვედებს რამე მუსიკა ქონდათ ჩაწერილი ან შემოჩენილი ?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 01:00 PM

Atman
შემდეგ?... კარგი ჰა ეცხადებოდა იესო.. ამით რა შეიცვალა მაგ ვედის ცხოვრებაში?



იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს. (ლუკ. 11:35)

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 14 2010, 01:58 PM

ციტატა(Atman @ Apr 14 2010, 12:35 PM) *

"ბჰავიშტია პურანაში" მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:

აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) "შალვაჰანა" რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ "სადჰუს" (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე):
"იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა"


რა სისულელეა, იესომ სანსკრიტი არ იცოდა. არამეული მაინც დაეწერათ, რომ დამეჯერებინა unsure.gif

Atman

ჩემო კარგო, ეკლესიას აქვს სერიოზული და ძალიან საჭირო დისციპლინა, რომელსაც ,,დემონოლოგია'' ეწოდება.
გადაიკითხე და პატერიკონიც მიაყოლე დესერტად, გირჩევ.
იესოს გამოცხადება არა, დარდიანი მედუზა.


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 14 2010, 02:13 PM

Atman

ციტატა
ძველად მთელ დედამიწაზე არსებობდა ვედური ცივილიზაცია და სანსკრიტი იყო ძირითადი ენა

ჰმ,

მთელ დედამიწაზე ერთი ცივილიზაცია? დასტურდება მაინცა არქეოლოგიური გათხრებით ან რამე არტეფაქტებით?

ოღონდ არ მითხრა რომ მეცნიერება მატერიაშია ჩაკეტილი და მათ არაფერი იციან ამის შესახებ biggrin.gif

კერგი რა... არსებობს ისეთი მეცნიერება როგორიცაა ისტორია, რომელსაც გააჩნია თავისი წესები, არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები. მოიტა მტკიცებულება.. და თუ შეიძლება მარტო ვედები არ მომიყვანო, დამატებითი ნაკადული მინდა.
:სახარებაში ასეწერიასსმაილიკის ოპონენტი:

ციტატა
ახლა ბევრი ერი იჩემებს რომ ვედები მათია, ინდოელები, სლავიანები, (გერმანელებიც იჩემებდნენ) და კიდევ ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ვედები არავისი არაა.

ახლა? ახლანდელ დროზე ამბობ? მეორეც, ერი არ იჩემებდა, გერმანელი ფაშისტები იჩემებდნენ, გარკვეული ჯგუფი და არა მთელი ერი და ისიც შეცდომით, მე19 საუკუნეში როცა ყველაფერი არქეოლოგიურად არ იყო დადასტურებული, მიაჩნდათ რომ არიელები პირველი ინდოევროპელები იყვნენ, დღეს კი იციან რომ ეს იყო ინდოევროპული ენათა ოჯახის განშტოება, ინდოირანული ოჯახის ენათა ჯგუფში შემავალი.


ხოდა კიდევ რა არის საყურადღებო: არიელები ინდოეთში შემოვიდნენ, ადგილობრივი ტომები შეავიწროვეს სამხრეთისკენ და თვითონ დასახლდნენ ნახევარკუნძლის ზემო მხარეს, თავიანთ თავს არიელებს ანუ კეთილშობილებს უწოდებდნენ (ანუ თეთრებს და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფაშისტებმა მიიწეპეს თავისთვის არიელების სახელები: თვითონ ქერები იყვნენ ხო) და იყვნენ ასევე ანარიელები ანუ დასები ანუ არაკეთილშობილები (ანუ შავები, დემონები).

ეს წერია მათსავე რიგვედაში სადაც ღმერთი აგნი ეხმარება თუ როგორ დაამარცხონ მათი მოწინააღმდეგე ხალხი.

ძველი ცივილიზაციები და მათი კულტურა მეც ძალიან მაინტერესებს rolleyes.gif მოძღვრებებზე არა, მაგრამ ისტორიაზე კი შეგეკამათები rolleyes.gif

როგორც ახლანდელი მონაცემებით არის დადგენილი, მოხენჯო დაროსა და ხარაპას ცივილიზაცია არიული არ იყო : ) შეგახსენებ რომ გათხრებისას აღმოჩენილი წაარწერები და თვითონ ხარაპული ენა გაუშიფრავია. და პირდაპირი კავშირი არიელების კულუტურასაა (და მათ ვედებს) და ამ ცივილიზაციას შორის არ დასტურდება.

abo
ნამდვილად, მხოლოდ ერთი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული: ყველას ეგ სიბრძნე სხვადასხვანაირად ესმის : )

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 02:16 PM

ერთი ეს მაინტერესებს ატმან.. ეგ ვედების წიგნი რასაც შენ კითხულობ...

როგორ იწყება და რას ამბობს...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 03:39 PM

Iona

ციტატა
ვედებს რამე მუსიკა ქონდათ ჩაწერილი ან შემოჩენილი ?


ვერ მივხვდი რას გულისხმობ მუსიკაში. მელოდიას? ვედური ჰიმნები და მანტრები შემორჩენილია და თანაც ბევრი. ძირითადად ინდოეთში.


ქევანა

ციტატა
მთელ დედამიწაზე ერთი ცივილიზაცია? დასტურდება მაინცა არქეოლოგიური გათხრებით ან რამე არტეფაქტებით?


რამდენიმე მეცნიერმა ჩაატრა გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებს რომ ადამიანი ევოლუციას კი არა, დევოლუციას განიცდის. მაგრამ მეცნიერულმა წრეებმა შენ წარმოიდგინე და მართლა ხელი შეუშალა ამ ყველაფრის ღრმად გამოკვლევას და დადასტურება. დარვინის თეორიაზე იმდენი რამეა აწყობილი და სისტემატიზირებული თანამედროვე მეცნიერებაში, რომ ამის შეცვლა ძალიან ბევრს არ აწყობს. (და არა მარტო მეცნიერებაში). ამ კვლევებზე და მის შედეგებზე დოკუმენტური ფილმიც მაქვს (DVD-ზე) და ვისაც სურს შემიძლია ვათხოვო.

აქვე ავღნიშნავ რომ ცივილიზებულ ადამიანებს წვავდნენ მაშინ და არავის არ მარხავდნენ (თუ შემთხვევითი სიკვდილით არ მოკვდებოდა უპატრონოდ). სხვათა შორის იმ დინოზავრების ნაშთები და დინოზავრებთან ერთად იმ ადამიანების ნაშთები, რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობდნენ წინა კალი იუგის ნამარხებია და ეს ჩვენი მომავალიცაა biggrin.gif ხოლო ის რომ ჩვენ ჯუჯები ვართ ძველ ადამიანებთან შედარებით, იმითაც დასტურდება რომ ჩვენ ეპოქაშიც იყვნენ ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ადამიანები. (თუნდაც ჩვენი მეფეები ავიღოთ). აღარაფერს ვამბობ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე... ვედებში ისიც წერია რომ ადამიანებს გვექნება მეორე თავი (კომპიუტერი).

ციტატა
ახლა? ახლანდელ დროზე ამბობ? მეორეც, ერი არ იჩემებდა, გერმანელი ფაშისტები იჩემებდნენ, გარკვეული ჯგუფი და არა მთელი ერი და ისიც შეცდომით, მე19 საუკუნეში როცა ყველაფერი არქეოლოგიურად არ იყო დადასტურებული, მიაჩნდათ რომ არიელები პირველი ინდოევროპელები იყვნენ, დღეს კი იციან რომ ეს იყო ინდოევროპული ენათა ოჯახის განშტოება, ინდოირანული ოჯახის ენათა ჯგუფში შემავალი.


რა მნიშვნელობა აქვს ერი იჩემებდა თუ ფაშისტები. როცა ფაშისტები მოვიდნენ სათავეში ფაშიზმის იდეოლოგია ერის იდეოლოგია გახდა ხო? ყველა ერშია ეგოიზმის რაღაც დონე.

ციტატა
ხოდა კიდევ რა არის საყურადღებო: არიელები ინდოეთში შემოვიდნენ, ადგილობრივი ტომები შეავიწროვეს სამხრეთისკენ და თვითონ დასახლდნენ ნახევარკუნძლის ზემო მხარეს, თავიანთ თავს არიელებს ანუ კეთილშობილებს უწოდებდნენ (ანუ თეთრებს და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფაშისტებმა მიიწეპეს თავისთვის არიელების სახელები: თვითონ ქერები იყვნენ ხო) და იყვნენ ასევე ანარიელები ანუ დასები ანუ არაკეთილშობილები (ანუ შავები, დემონები).


ვედებში სიტყვა "არიელი" განმარტებულია როგორც ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ვედურ კანონებს და ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დგას. და ეს არ განისაზღვრება არც კანის ფერით, არც რასით და არც კასტით. ეგ ყველაფერი ისევ ეგოიზმის და უკვე დეგრადირებული ცნობიერების ნაყოფია. და საერთოდ კასტური სისტემა გააუფასურეს და გააუკუღმართეს ინდოეთშიც. ვედურ ცივილიზაციაში ბრაჰმანი ეწოდებოდა არა იმას, ვინც ბრაჰმანების ოჯახში დაიბადა, არამედ იმას, ვისაც შესბამისი თვისებები და კვალიფიკაცია ქონდა.

ციტატა
ძველი ცივილიზაციები და მათი კულტურა მეც ძალიან მაინტერესებს მოძღვრებებზე არა, მაგრამ ისტორიაზე კი შეგეკამათები


მაგაზე არც ვაპირებ კამათს. მე მთავარი არსი მაინტერესებს ვედებში და არა დეტალები და წვრილმანები. მითუმეტეს თანამედროვე ისტორიკოსებს უფრო ნაკლებად ვენდობი ვიდრე ვედებს.



აკაკი
ციტატა
ერთი ეს მაინტერესებს ატმან.. ეგ ვედების წიგნი რასაც შენ კითხულობ...როგორ იწყება და რას ამბობს...


ვედები ერთი შეკრული წიგნი არაა რომ იწყებოდეს და მთავრდებოდეს. ეს არის ცოდნა და საითაც გული გაგიწევს ან ხელი მიგიწვდება იმით დაიწყებ smile.gif მეომარი რომ ვიყო ეგრევე საბრძოლო ტექნიკით დავიწყებდი, ექიმი რომ ვიყო აიურვედით, ხოლო თუ ღმერთის ძებნა მინდა მე პირადად ბჰაგავად-გიტას ვარჩევდი.

შენ თუ ის გაინტერესებს ბიბლიის "დაბადების" შესაბამისი რა წერია ვედებში, ეგ ცალკე ცოდნაა და თუ სურვილი გექნებათ სამყაროს შექმნის ისტორიასაც დავდებ მოგვიანებით. (სხვათა შორის "პირველად იყო სიტყვა" იქაც ფიგურირებს a075.gif )

ციტატა
რა სისულელეა, იესომ სანსკრიტი არ იცოდა. არამეული მაინც დაეწერათ, რომ დამეჯერებინა Atmanჩემო კარგო, ეკლესიას აქვს სერიოზული და ძალიან საჭირო დისციპლინა, რომელსაც ,,დემონოლოგია'' ეწოდება.გადაიკითხე და პატერიკონიც მიაყოლე დესერტად, გირჩევ.იესოს გამოცხადება არა, დარდიანი მედუზა.


კარგით რა ხალხო ცოტა სერიოზულები იყავით რა biggrin.gif

Iona

ესეც ვედური ჰიმნი (ალბათ?) მშვენიერი კადრების თანხლებით smile.gif

http://vimeo.com/hd#10819887

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 03:45 PM


კი მაინტერესებს დადე აბა "დაბადების" მსგავსი რა წერია

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 14 2010, 03:46 PM

ციტატა(Atman @ Apr 14 2010, 03:39 PM) *

კარგით რა ხალხო ცოტა სერიოზულები იყავით რა biggrin.gif



http://vimeo.com/hd#10819887


ძლივს არ გავაღიმე ეს კაცი? biggrin.gif biggrin.gif

ძალიან მიმზიდველი და შთამბეჭდავია ჰიმნიც და კადრები ხო საერთოდ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 03:51 PM

აკაკი

დავდო რა, გამზადებული ტექსტი კი არ მაქვს. ვთარგმნი ხოლმე და ისე ვდებ. რუსული თუ იცი მიგითითებ ლინკს და თავად მოუსმინე თუ გინდა.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 04:10 PM

Atman
კარგი არ გინდა, როცა გადათარგმნი მერე დადე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 04:13 PM

აკაკი

შენ არ შემოიჭყიტო ხოლმე ჯობია ამ თემაში. დამიჯერე თავი აგტკივდება ხშირად biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 04:15 PM

ოკ მაშინ კეტონალის თანხლებით შემოვალ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 04:16 PM

აკაკი

ვთარგმნი ახლა და დავდებ რაც გინდოდა. ცოტა ხანში a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 14 2010, 04:20 PM

Atman

ციტატა
რა მნიშვნელობა აქვს ერი იჩემებდა თუ ფაშისტები. როცა ფაშისტები მოვიდნენ სათავეში ფაშიზმის იდეოლოგია ერის იდეოლოგია გახდა ხო? ყველა ერშია ეგოიზმის რაღაც დონე.

ეხლა გეტყვი რა მნიშვნელობა აქვს : )

ებრაელებს თავი მიაჩნიათ ღვთიურ ერად და რა ხელისუფალიც არ უნდა მოსულიყო სათავეში, ეს აზრი ბატონობს დღემდე.
ხოდა იდეოლოგია, რომელიც იცვლება მართველი ფენის შეცვლასთან ერთად, ის არაა ისეთი ტიპის იდეოლოგია, რომ აპრიორი ერის სურვილად და ოცნებად წარმოაჩინო.

აჰა, ერთი რამ გავარკვიე: შენთვის ისტორიას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან თანამედროვე მეცნიერება დეგრედირებულია, მთავარია რა წერია ჰიმნებში.
ოლოლო შენ, მაგ ჰიმნებში ჩდებული აზრი ყველას სხვადასხვანაირად ესმის :დ
რომელია მართალი?

ციტატა
ვედებში სიტყვა "არიელი" განმარტებულია როგორც ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ვედურ კანონებს და ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დგას.

არადა სანსკიტის ენაზე "არიელი" ნიშნავს კეთილშობილს smile.gif
და მასში თუ სხვა მნიშვნელობას ჩადებს ადამიანი, როგორც სიმბოლოში, არ გამიკვირდება, ეგ ბუნებრივია smile.gif

ხოდა და რაც შეეხებ კასტებს, ანუ ვარნებს
ციტატა
ვედურ ცივილიზაციაში ბრაჰმანი ეწოდებოდა არა იმას, ვინც ბრაჰმანების ოჯახში დაიბადა, არამედ იმას, ვისაც შესბამისი თვისებები და კვალიფიკაცია ქონდა.

თუ არ ვცდები, დღემდეა ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში შემორჩენილი კასტური პრინციპი: რომელ კასტაშიც დაიბადე, იმ კასტის წარმომადგენელი ხარ. ეს ჰუმანური და ლოიალური მიდგომა, ვითომდა ბრაჰმანი იმას ეწოდება, რომელსაც საამისო ღირსება და ცოდნა აქვს, მოგვიანო დანამატად მიმაჩნია. თავიდან ეგრე არ იქნებოდა


ციტატა
კარგით რა ხალხო ცოტა სერიოზულები იყავით რა

laugh.gif ყველაფერს თავისი დრო აქვს

პ.ს. ჰიმნი ძალიან ლამაზია მოსასმენად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 04:37 PM

ქევანა

ციტატა
აჰა, ერთი რამ გავარკვიე: შენთვის ისტორიას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან თანამედროვე მეცნიერება დეგრედირებულია, მთავარია რა წერია ჰიმნებში.ოლოლო შენ, მაგ ჰიმნებში ჩდებული აზრი ყველას სხვადასხვანაირად ესმის :დრომელია მართალი?


რაც უფრო წმინდა ადამიანი განმარტავს ამ ჰიმნებს, მით უფრო მართალია ეს განმარტებები. (და უნდა განმარტოს არა თვითნებურად, არამედ სულიერი მოძღვრის დავალებით. მე არ ვამბობ ცუდს კონკრეტულ მეცნიერებზე. მე ვამბობ ზოგადად თანამედროვე მეცნიერებაზე, როგორც სისტემაზე, თორე გენიოსი და კარგი მეცნიერები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან.

ციტატა
არადა სანსკიტის ენაზე "არიელი" ნიშნავს კეთილშობილს და მასში თუ სხვა მნიშვნელობას ჩადებს ადამიანი, როგორც სიმბოლოში, არ გამიკვირდება, ეგ ბუნებრივია


სანსკრიტში ერთი სიტყვა შეიძლება 20 რამეს ნიშნავდეს სხვადასხვა კოტექსტში.

ციტატა
თუ არ ვცდები, დღემდეა ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში შემორჩენილი კასტური პრინციპი: რომელ კასტაშიც დაიბადე, იმ კასტის წარმომადგენელი ხარ. ეს ჰუმანური და ლოიალური მიდგომა, ვითომდა ბრაჰმანი იმას ეწოდება, რომელსაც საამისო ღირსება და ცოდნა აქვს, მოგვიანო დანამატად მიმაჩნია. თავიდან ეგრე არ იქნებოდა


პირიქით, მოგვიანო დანამატი ისაა, რომ მკაცრად გაყოფილიყო ზღვარი კასტებს შორის და ერთიდან მეორეში გადასვლა თითქმის შეუძლებელი ყოფილიყო.

ეგ რასაც შენ ამბობ კაპიტალისტურ "ჰუმანისტურ-ლოიალისტური" დანამატია და იმ შუდრების წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც შუდრობა (მუშობა) არ უნდა და ბრაჰმანობა უნდა, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა შესაბამისი თვისებები smile.gif მოკლედ კალი იუგაში ყველაფეერი უკუღმაა. კომუნიზმი შუდრების გაბატონებას ნიშნავს ზედა ფენებზე (რაც რა თქმა უნდა აბსურდული და დროებითია) ასევეა კაპიტალიზმიც (რაც ნიშნავს ვაიშიების, ანუ ვაჭრების და ბიზნესმენების (ბანკირების) სათავეში მოქცევას. და ასეთი სახელმწიფოც საბოოოდ განწირულია). "ჰუმანურ დემოკრატიული იდეებით შორს ვერ წავალთ. პრობლემა ისაა რომ ღირსეული მმართველები და მეფეები აღარ მოიძებნებიან...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 04:47 PM

აკაკი

ვერ ვპოულობ სამყაროს შექმნაზე თემას და თუ ვიპოვე მოგვიანებით ვთარგმნი.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 04:58 PM

ესეც კრშნას სურათები smile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru



ეს კი შივაა:

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 08:53 PM

http://www.radikal.ru

ვედების მიხედვით ჩვენს მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა (წაგრძელებული ბურთის). ეს ნიშნავს რომ მას აქვს საზღვრები. მისი დიამეტრია
14 969 655 360 000 000 მილი.

ეს კვერცხი ქვემოდან სანახევროდ ავსებულია წყლით (გარბჰადაკის ოკეანე). ამ კვერცხის გარსის შიდა გარსი მიწის ელემენტისგან შედგება და ძალიან სქელია. შემდეგი გარსი წყლის ელემენტისგან შედგება და 10-ჯერ უფრო სქელია. შემდეგი ასევე 10-ჯერ უფრო სქელი ცეცხლის ელემენტის შრეა. შემდეგი ჰაერის ელემენტის შრეა. შემდეგ ეთერის ელემენტის შრე. შემდეგ მოდის შრე, რომელიც შედგება ჭკუის ნატიფი სხეულისგან. შემდეგ არის გონების ("რაზუმის") ნატიფი სხეული. და ბოლოს ყველაზე ნატიფი ელემენტი, რომლის შრეც ყველაზე სქელია და ყველაზე გარედან აკრავს კვერცხს, ეს არის "ცრუ ეგო". ანუ რეალურად ცარიელ სიცარიელეს ამ კვერცხში ძალიან მცირე ზომა უკავია (ფაქტიურად მთელ კვერცხთან შედარებით წერტილივითაა, იმდენად სქელი გარსები აკრავს)... ასეთი სამყაროები (კვერცხები) უსასრულოდ მრავალია. ზოგი დიდი ზომისაა ზოგი მციირე ზომის. ჩვენი სამყარო პატარა სამყაროდ ითვლება. არსებობს ასევე სულიერი პლანეტების სამყარო, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მატერიალური სამყაროები და მათზე გაცილებით უფრო მეტი ინდივიდუალური სული ცხოვრობს ვიდრე მატერიალურ სამყაროებში.

კვერცხის შუიდან, ანუ ოკეანის ზემოდან, რომელიც შუამდე ავსებს კვერცხს, იწყება პლანეტათა სისტემები. სულ არის 14 პლანეტარული სისტემა. ყველაზე მაღალ პლანეტას ეწოდება სატია ლოკა.

მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ, იმის მიხედვით თუ რამდენგანზომილებიანია ეს სამყარო. (ჩვენი ბრაჰმა ოთხთავიანია და ჩვენთან 64 განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს.



დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ ამავე პოსტში a075.gif

ზღაპრებია ხო? ჯერ სადა ხართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 08:58 PM

გვეკაიფები ტო ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 09:00 PM

ციტატა
მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ, იმის მიხედვით თუ რამდენგანზომილებიანია ეს სამყარო. (ჩვენი ბრაჰმა ოთხთავიანია და ჩვენთან 64 განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს.

ეს როგორ დავიჯერო აბა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:02 PM

აკაკი

რა ვქნა მე კი არ ვიგონნებ, მართლა ასე წერია ვედებში biggrin.gif

ikanosi

ციტატა
ეს როგორ დავიჯერო აბა


სხვა რამეები ხო დაიჯერე რას ამბობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 09:03 PM

Atman
მარცვალიც ვერ ვნახე ჭეშმარიტების და მაგიტომ.....

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:05 PM

ikanosi

მაგრამ ვერც იმას დაამტკიცებ რომ ტყუილია, ასე რომ რწმენის ამბავია a075.gif

სხვათაშორის ფიზიკოსებს უფრო სჯერათ ამ თეორიის, მითუმეტეს ვინც კვანტურ ფიზიკაში ერკვევა და სამყაროთა უსასრულობას და განზომილებათა სიმრავლეს ცნობს.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 09:09 PM

Atman

ციტატა
მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ

ესეც ჯერათ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 09:10 PM

ikanosi
ხო ბევრი თავი აქვს. და რომელიმეს რო მოაბრუნებს ურტყავს სხვებს.. ხოდა სხვა თავებს სტკივათ biggrin.gif


კარგი არგინდა რა ატმან ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:11 PM

ikanosi

ციტატა
ესეც ჯერათ?


მაგდენი არ ვიცი smile.gif მთლად პირდაპირ ოთხთავიანადაც ნუ წარმოიდგენ ამ ყველაფერს. სხვა განზომილებებში სხვანაირი ხედვაა და ჩვენი გონება მაგას ვერ აწვდება a075.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 14 2010, 09:12 PM

როცა სამყარო საზღვრებში ექცევა, ცოტა არასერიოზული მეჩვენება, თუნდაც კვერცხის ფორმა ჰქონდეს. ნუთუ მასში ყველა ხილული ობიექტია ნაგულისხმევი, არახილულზე რომ არ არაფერი ვთქვათ?
აბო.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 09:13 PM

რა მინდა კიდევ გკითხო...ეგ ვედები როდის დაიწერა? ანუ თანდათანობით ივსებოდა თუ რაც პირველად დაიწერა ისაა შემორჩენილი ახლა?

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 14 2010, 09:15 PM

ციტატა(ikanosi @ Apr 14 2010, 09:09 PM) *

Atman

ესეც ჯერათ? biggrin.gif

ჯერ ალბათ 4 თავიანები არიან მეტი არ გამოსვლიათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Atman ............ შენ ამის გჯერა ???

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:21 PM

abo

ციტატა
როცა სამყარო საზღვრებში ექცევა, ცოტა არასერიოზული მეჩვენება, თუნდაც კვერცხის ფორმა ჰქონდეს. ნუთუ მასში ყველა ხილული ობიექტია ნაგულისხმევი, არახილულზე რომ არ არაფერი ვთქვათ? აბო.


ერთი მხრივ ეგრეა, მაგრამ სამყარო (მაკროკოსმოსი) ადამიანის მიკროკოსმოსის ანარეკლია. ადამიანშიც ზუსტად იგივე ელემენტები და შრებია, რომლებიც სულს ფარავს. ჩვენი გონება ვერ გაიგებს მაგდენს მაგრამ ინტუიციით და სხვა ვედურ ცოდნაზე ნდობით და დაყრდნობით ვფიქრობ რომ მართლა ეგრეა. შეგახსენებ რომ ეს მატერიალური სამყაროა მხოლოდ და არა მთლიანად სამყარო. და მატერიალური სამყარო ერთგვარი ციხეცაა.

მითუმეტეს რატომაა ჩვენს გარშემო სიბნელე კოსმოსში თუ გარსით არაა დაფარული? ვედებში წერია რომ სულიერ სამყაროში ისე ანათებს ყოველივე რომ ჩვენი თვალისთვის კი არა გონებისთვისაც წარმოუდგენელია. მოკლედ ამაზე ბევრი დავა შეიძლება. რწმენის საკითხია.

ikanosi
ციტატა
რა მინდა კიდევ გკითხო...ეგ ვედები როდის დაიწერა? ანუ თანდათანობით ივსებოდა თუ რაც პირველად დაიწერა ისაა შემორჩენილი ახლა?


ვედები ჩაწერა (და არა დაწერა, იმიტომ რომ ვედები მარადიულად არსებობს, როგორც ღვთაებრივი ცოდნა) ვიასადევამ, რომელიც ითვლება ღმერთის ერთ-ერთ ინკარნაციად. მერე დაამატეს თუ არა რამე არ ვიცი. თუმცა ალბათ დაამატებდნენ, წმინდანთა წერილებიც ხომ არსებობს, მაგრამ ვიასადევას მიერ რაცაა დაწერილი კონკრეტულად განსაზღვრულია.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 14 2010, 09:21 PM

არა ასე ნუ შევეკითხებით ატმანს ჯერავს თუ არა. იგი უბრალოდ ინფოს იძლევა რომელიც სასურველია განათლებულმა ადამიანმა იცოდეს, გვჯერა თუ არა, ეს სხვა საკითხია.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:24 PM

A.v.B

ციტატა
Atman ............ შენ ამის გჯერა ???


რისი ექსპერიმენტული გამოცდაც შეიძლებოდა ვედებში და რაც გამოვცადე ჯერჯერობით ყველაფერი დადასტურდა და რატომღაც ვენდობი ვედებს a075.gif ასე რომ მჯერა.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 14 2010, 09:25 PM

ციტატა
ღმერთის ერთ-ერთ ინკარნაციად.

ეს არ მევასა
აბო.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 09:25 PM

Atman
და როდისო? როდის დაიწერაო

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:27 PM

გავაგრძელო ხვალ ეგ ინფორმაცია? ჯოჯოხეთურ პლანეტებამდეც ჩამოვალ ბოლოს. დედამიწა სადღაც შუაშია, როგორც სურათზე ჩანს... (თუმცა ეგ გრაფიკული გამოსახულება ვერ ასახავს რეალობას, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი 2 განზომილებაში ხატია, სამყაროში კი 64 განზომილებაა)


abo

ღმერთის ავატარები და ინკარნაციები რომ ჩამოგითვალო ცუდად გახდები biggrin.gif

აკაკი

ციტატა
და როდისო? როდის დაიწერაო


ხო დავწერე ვედების წარმოშობაში, არ წაიკითხე? დაახლოებით 5000 წლის წინ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 09:29 PM

Atman
სიმართლე გითხრა არადამაჯერებელია....
და ერთი კითხვა კიდევ სულ რამდენი ღმერთია მანდ?

ციტატა
ეგ ყველაფერი 2 განზომილებაში ხატია, სამყაროში კი 64 განზომილებაა)

biggrin.gif ასე გადაჭრითაც ნუ იტყვი...თუმცა გავიგებთ ადრე თუ გვიან ამასაც ალბათ

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:31 PM

ikanosi

ციტატა
და ერთი კითხვა კიდევ სულ რამდენი ღმერთია მანდ?


ღმერთი ერთია ვედებში, უბრალოდ სხვადასხვა ფორმები და გამოვლინებები აქვს სხვადასხვა ფუნქციებით და მისიებით.

სხვათა შორის ბრაჰმა ღმერთი არაა. ნახევარღმერთია, რომელსაც გარკვეული მოვალეობა აქვს. ისიც კვდება ბოლოს.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 09:34 PM

Atman
მახსოვს იძახოდი იესოზეც არის ნათქვამი ვედებშიო...
და წმინდა სამებაზე თუ არის რამე ნათქვამი?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 14 2010, 09:37 PM

ჩვენ ხომ დედამიწაზე გარედან დავდივართ, რა საინტერესო იქნებოდა შიგნიდან რომ დავდიოდეთ და ცენტრისკენ მანძილი გეომეტრიული პროგრესიით დროში გრძელდებოდეს ისე რომ ცენტრამდე ვერასოდეს მიხვიდე. ხომ იქნებოდი აღმოჩენილი უსასრულობაში რომელის შემოსაზღვრულია?
აბო

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:42 PM

ერთი ისტორიაა ვედებში ბრაჰმაზე:

ბრაჰმა ღმერთის ერთგულია და ნახევარღმერთია, მაგრამ ერთხელ ცოტა არ იყოს ზედმეტი მოუვიდა (ეს ცალკე ისტორიაა), ჰოდა მერე მიხვდა რომ შეეშალა და ღმერთთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა. ჰოდა რომ მივიდა უთხრა კარისკაცს (თუ რა ვიცი ვინც იყო) გადაეცი რომ ბრაჰმა მოვიდაო. ღმერთმა შემოუთვალა, რომელი ბრაჰმაო? ჰოდა ბრაჰმას გაუკვირდა რას ქვია რომელიო მე ვარ ბრაჰმა, მატერიალური სამყაროს შემქმნელიო biggrin.gif

ჰოდა შიგნით შევიდა და ნახა რომ ღმერთთან მისული იყვნენ სხვა მატერიალური სამყაროს ბრაჰმებიც. ზოგს 4 თავი ქონდა, ზოგს 16, ზოგს 64, ზოგს 128 და ა.შ. smile.gif

ჰოდა თვით ჩვენი ბრაჰმაც კი არავინაა სამყაროს უსასრულობასთან და ღმერთთან შედარებით smile.gif

ikanosi

ციტატა
მახსოვს იძახოდი იესოზეც არის ნათქვამი ვედებშიო...და წმინდა სამებაზე თუ არის რამე ნათქვამი?


სამების პრინციპი ბევრგანაა ვედებში. თუნდაც ის რომ 3 გუნა მოქმედებს მატერიალურ სამყაროში. ასევე თავად ღმერთის 3 ასპექტი: ბრაჰმანი (უფორმო, ყოვლისმომცველი ასპექტი), პარამატმა ანუ ზესული (ანუ იგივე სულიწმინდა, რომელიც ყველას გულშია) და ბჰაგავანი (ანუ ღმერთის უზენაესი პიროვნების ასპექტი). კიდევ ბევრი "სამებაა", კონკრეტულად იესოზე არ ვიცი, არ წამიკითხავს რა წერია სამებასთან დაკავშირებით. იესოზე რაც ვიცოდი დავწერე უკვე.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 09:42 PM

ციტატა
ჰოდა თვით ჩვენი ბრაჰმაც კი არავინაა სამყაროს უსასრულობასთან და ღმერთთან შედარებით

ჩვენ რა გამოვდივართ მაშინ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 09:46 PM

ikanosi

ციტატა
ჩვენ რა გამოვდივართ მაშინ?


ჩვენც ჯივატმები ვართ და ბრაჰმაც ჯივატმაა, ანუ ღმერთის ნაწილაკები. უბრალოდ ბრაჰმას მეტი დამსახურება აქვს ღმერთის წინაშე და შესაბამისად მეტი ძალაუფლება და მოვალეობაც.

მაგრამ ჩვენ გაცილებით უფრო მალე შეგვიძლია სულიერ სამყაროში მოხვედრა,მ ვიდრე ბრაჰმას, იმიტომ რომ ბრაჰმასთან შედარებით დასაკარგიც არაფერი გვაქვს და თანაც ბრაჰმა თავის მოვალეობას ასრულებს და არ ჩქარობს სულიერ სამყაროში წასვლას.

მოკლედ რომ ვთქვათ დედამიწაზე დაბადება, თუ სულიერებას მივუძღვნით თავს ძალიან დიდი მადლია და ბევრი ნახევარღმერთი ცდილობს რომ აქ დაიბადოს, მითუმეტეს ამ ეპოქაში, როცა უფრო სწრაფად ხდება ყველაფერი...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 09:51 PM

ციტატა
ვენც ჯივატმები ვართ და ბრაჰმაც ჯივატმაა, ანუ ღმერთის ნაწილაკები.

არ მომწონს რაღაც ეგ
ციტატა
მოკლედ რომ ვთქვათ დედამიწაზე დაბადება, თუ სულიერებას მივუძღვნით თავს ძალიან დიდი მადლია და ბევრი ნახევარღმერთი ცდილობს რომ აქ დაიბადოს,

ნახევარღმერთიც არ ვიცი როგორ გავიგო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 10:06 PM

ikanosi

ჯივ-ატმა ნიშნავს სულს. ჯივასაც ეძახიან (живой).

ციტატა
ნახევარღმერთიც არ ვიცი როგორ გავიგო


ნახევარღმერთები იმიტომ ქვიათ რომ დიდი ძალაუფლება აქვთ, ისეთი რომ ჩვენი თვალთახედვით ღმერთსაც კი ედრებიან, მაგრამ ღმერთები არ არიან, ღმერთის ერთგული სულები არიან, რომლებიც მას მსახურებენ (ქრისტიანულ მითოლოგიაში სხვა სახელები ქვიათ: ქერუბიმები და ა.შ. მაგდენი არ ვიცი.

სამყაროში მუდამ მიდის ბრძოლა ნახევარღმერთებსა და დემონებს შორის (სანსკრიტზე სურებსა და ასერებს შორის). ბრძოლის ველი კი ხშირად დედამიწაა smile.gif





გავდივარ ახლა და თუ კითხვები გაგიჩნდებათ დამიწერეთ და ხვალ გიპასუხებთ. ოღონდ ეს მომწონს და ეს არ მომწონს ან ეს მჯერა და ეს არა და ეგეთებით დავიღალე. ცოტა სერიოზული კითხვები დამისვით sad.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 10:07 PM

ციტატა
(ქრისტიანულ მითოლოგიაში სხვა სახელები ქვიათ: ქერუბიმები და ა.შ. მაგდენი არ ვიცი.

რატომ მითოლოგიაში?
ციტატა
სამყაროში მუდამ მიდის ბრძოლა ნახევარღმერთებსა და დემონებს შორის (სანსკრიტზე სურებსა და ასერებს შორის). ბრძოლის ველი კი ხშირად დედამიწაა

ჩვენ სად ვართ მერე

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 10:10 PM

ციტატა
რატომ მითოლოგიაში?


ჩემთვის მითი და რეალობა ერთია.

ციტატა
ჩვენ სად ვართ მერე


ეგ ჩვენი არჩევანია ვისკენ ვიქნებით.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 10:14 PM

ნახევარღმერთები კვდებიან?
და რატომ ებრძოლებიან ერთმანეთს დემონები და ნახევარღმერთები?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 14 2010, 10:19 PM

ციტატა
ნახევარღმერთები კვდებიან?


ვისაც მატერიალური სხეული აქვს და ვინც იბადება ყველა კვდება (სხეულს ტოვებს).

ციტატა
და რატომ ებრძოლებიან ერთმანეთს დემონები და ნახევარღმერთები?


მაგაზე მართლმადიდებლობაც გიპასუხებს.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Apr 14 2010, 11:48 PM

Atman
ალბათ მე ერთ-ერთი იიმათთაგანი ვარ, რომლებსაც ამ თემაში არაფერი ესაქმება, მაგრამ მაინც მივეცი თავს უფლება 1 პოსტი დამეწერა. მეტს აღარ შეგაწუხებთ.

შენ თემა გქონდა გახსნილი, სადაც კენჭისყრას ატარებდი... ჩემი აზრით რადგანაც არ "ქადაგებ" შენს არამართლმადიდებლურ მრწამსს, ამიტომ გაფასებს ბევრი ადამიანი ამ ფორუმზე და არ გიყურებენ ისე, როგორც სხვა არამართლმადიდებლებს, რომელთა ფორუმული ქცევა (ამ ფორუმზე თუ სხვაგან) სრულიად მიუღებელია.

მოკლედ, მადლობის სათქმელად არ შემოვსულვარ აქ...
მინდა ვიცოდე, რა არგუმენტ(ებ)ი აქვს ვედებს იმის თაობაზე, რომ ნამდვილად ჭეშმარიტებაა?

და კიდევ მაინტერესებს მაგ ვედების მიმდევრები ძროხის ხორცს ჭამთ? თუ მარტო ინდუიზმის მიმდევრები არ ჭამენ? ოღონდ სერიოზულად მაინტერესებს... და ზოგადად რატომ არ ჭამენ ძროხას, წმინდა ცხოველად ითვლება, თუ ღმრთის სამკვიდრებელად თუ რაღაც ამდაგვარად? და რაზე დაყრდნობით ითვლება ასე ?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Apr 15 2010, 01:06 AM

ვაიმე რაღაცას დავწერ და არ მცემოთ რაა biggrin.gif

სათაური რომ წავიკითხე აღვიქვი " ღვედები" biggrin.gif და წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია laugh.gif

ისაუბრეთ, არ შემიმჩნიოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 15 2010, 01:39 AM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Apr 15 2010, 01:06 AM) *

ვაიმე რაღაცას დავწერ და არ მცემოთ რაა biggrin.gif
სათაური რომ წავიკითხე აღვიქვი " ღვედები" biggrin.gif და წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია laugh.gif
ისაუბრეთ, არ შემიმჩნიოთ biggrin.gif


ეს რა საყვარელი ვინმეა ე biggrin.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 06:54 AM

აბე

ციტატა
მინდა ვიცოდე, რა არგუმენტ(ებ)ი აქვს ვედებს იმის თაობაზე, რომ ნამდვილად ჭეშმარიტებაა?


ვედები არის ცოდნა, ხოლო ცოდნის სიმართლეში რომ დარწმუნდე უნდა გამოსცადო, რა თქმა უნდა ის, რისი გამოცდაც შეგიძლია. ვედებში მოცემულია ყველაფერი უმნიშვნელო მატერიალური წვრილმანებიდან უმაღლეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებებამდე. ვერავინ ვერ დაგარწმუნებს ვედების ჭეშმარიტებაში თუ თვითონ არ მოისურვე ამის გამოცდა. ისევე როგორც ბიბლიურ ჭეშმარიტებებში ვერ დაგარწმუნებს ვერავინ თუ შენ ეს არ გინდა. აი გეტყვი ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომელიც ვედებში წერია. თუ შენ ყოველ დილით მზის ამოსვლამდე ადგები, ავტომატურად მოექცევი სათნოების გუნის მფარველობის ქვეშ და შენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება (ვგულისხმობ სულიერ განვითარებას პირველ რიგში).

მე არ ვამბობ რომ ვინც ვედები იცის წმინდანი ხდება. ვედების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რაც ეხება პოლიტიკას და ბრძოლის ხელოვნებას, დემონებმაც იციან, მაგრამ ვედები ისეა აწყობილი, რომ თანდათან, ძალიანაც რომ არ გინდოდეს, მაინც მიგიყვანენ მის მთავარ არსამდე ანუ ღმერთის ერთგული მსახურების და სიყვარულის აუცილებლობამდე.

ციტატა
და კიდევ მაინტერესებს მაგ ვედების მიმდევრები ძროხის ხორცს ჭამთ? თუ მარტო ინდუიზმის მიმდევრები არ ჭამენ? ოღონდ სერიოზულად მაინტერესებს... და ზოგადად რატომ არ ჭამენ ძროხას, წმინდა ცხოველად ითვლება, თუ ღმრთის სამკვიდრებელად თუ რაღაც ამდაგვარად? და რაზე დაყრდნობით ითვლება ასე ?


ისევ ვიმეორებ "ვედების მიმდევრები" ფართო ცნებაა. ვედები იყოფა სამ ნაწილად: უმეცარების, ვნების და სათნოების გუნაში მყოფი ადამიანებისთვის. მაგალითად უმეცრებისთვის არის აღწერილი რიტუალი, თუ როგორ უნდა დაკლან თხა და შესწირონ ღვთაება კალის (თან ამ დროს უთხრან თხას: "ახლა მე გკლავ შენ, შემდეგ ცხოვრებაში შენ მომკლავ მე") თუ ამ რიტუალს დაიცავს ადამიანი, არა მგონია ხშირად მოუნდეს თხის დაკვლა და გააცნობიერებს ამის აბსურდულობას, შემდეგ გადავა უფრო მაღალ, ვნების მოდუსში, შემდეგ სათნოებაში და ა.შ.

რაც შეეხება ძროხას. იგი ითვლება წმინდა ცხოველად და ამაზე საკმაოდ ვისაუბრე თემაში: "არა კლა". ძროხაზეძალიან ბევრი წერია ვედებში. ღვთის სამკვიდრებელად ყველა ცოცხალი ორგანიზმი ითვლება (პარამატმა ანუ სულიწმინდა ყველას გულშია) და უმიზეზოდ არც ერთის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ ძროხა ცოტა განსხვავებული შემთხვევაა. ითვლება რომ იგი არის მადლი, დედამიწაზე ღმერთისგან მოვლენილი. ვედებში ისიც წერია რომ კალი იუგის ბოლოს ძროხა აღარ იქნება დედამიწაზე, იმიტომ რომ დემონები მთლიანად გაანადგურებენ მას. (სხვათა შორის არ იქნება აღარც ფუტკარი. ფუტკარიც სათნოების გუნაში მყოფი მწერია. და საერთოდ ყველაფერი დედამიწაზე უპირატესად რომელიმე გუნას მიეკუთვნება: ცხოველებიც, საჭმელიც, ცოდნაც და ა.შ. ძროხა ცხოველთა შორის ყველაზე მაღლა დგას, რძის პროდუქტი (და თაფლიც) საკვებს შორის ყველაზე მაღალ გუნაშია.

ბოლოს და ბოლოს ვედების მიხედვით ღმერთის ყველაზე მთავარი და საკრალური სახე (ობრაზი) ძროხების მწყემსია ფლეიტით ხელში (და რა თქმა უნდა "მწყემსი კეთილი" იმისთვის არ მწყემსავს, რომ მერე დაკლას და შეჭამოს). დანარჩენი იხილე თემაში: "არა კლა" a075.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 15 2010, 08:49 AM

ციტატა
(თან ამ დროს უთხრან თხას: "ახლა მე გკლავ შენ, შემდეგ ცხოვრებაში შენ მომკლავ მე"

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს მთლად ზღაპარი მგონია მე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 09:09 AM

ikanosi

ციტატა
ეს მთლად ზღაპარი მგონია მე


რა ზღაპარიც არ უნდა გეგონოს როცა ყოველთვის იმეორებ თხის დაკვლის დროს, იჯერებ და გიქრება სურვილი რომ კიდე დაკლა. სხვაგვარად კი ტრადიციის მიხედვით ხორცის ჭამა არ შეიძლებოდა, თუ ამ რიტუალს არ აღასრულებდი. ჰოდა მაგიტომაც ხდებოდა ბევრი ვეგეტარიანელი. ეგეთი "შტუკები" ბევრია ვედებში. განსაკუთრებით უმეცარი ხალხისთვის a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 11:00 AM

ვაგრძელებ ვედური კოსმოგრაფიის თემას (დასაწყისთან ერთად დავდებ):

http://www.radikal.ru

ვედების მიხედვით ჩვენს მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა (წაგრძელებული ბურთის). ეს ნიშნავს რომ მას აქვს საზღვრები. მისი დიამეტრია
14 969 655 360 000 000 მილი.

ეს კვერცხი ქვემოდან სანახევროდ ავსებულია წყლით (გარბჰადაკის ოკეანე). ამ კვერცხის გარსის შიდა გარსი მიწის ელემენტისგან შედგება და ძალიან სქელია. შემდეგი გარსი წყლის ელემენტისგან შედგება და 10-ჯერ უფრო სქელია. შემდეგი ასევე 10-ჯერ უფრო სქელი ცეცხლის ელემენტის შრეა. შემდეგი ჰაერის ელემენტის შრეა. შემდეგ ეთერის ელემენტის შრე. შემდეგ მოდის შრე, რომელიც შედგება ჭკუის ნატიფი სხეულისგან. შემდეგ არის გონების ("რაზუმის") ნატიფი სხეული. და ბოლოს ყველაზე ნატიფი ელემენტი, რომლის შრეც ყველაზე სქელია და ყველაზე გარედან აკრავს კვერცხს, ეს არის "ცრუ ეგო". ანუ რეალურად ცარიელ სიცარიელეს ამ კვერცხში ძალიან მცირე ზომა უკავია (ფაქტიურად მთელ კვერცხთან შედარებით წერტილივითაა, იმდენად სქელი გარსები აკრავს)... ასეთი სამყაროები (კვერცხები) უსასრულოდ მრავალია. ზოგი დიდი ზომისაა ზოგი მციირე ზომის. ჩვენი სამყარო პატარა სამყაროდ ითვლება. არსებობს ასევე სულიერი პლანეტების სამყარო, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მატერიალური სამყაროები და მათზე გაცილებით უფრო მეტი ინდივიდუალური სული ცხოვრობს ვიდრე მატერიალურ სამყაროებში.

კვერცხის შუიდან, ანუ ოკეანის ზემოდან, რომელიც შუამდე ავსებს კვერცხს, იწყება პლანეტათა სისტემები. სულ არის 14 პლანეტარული სისტემა.

ყველაზე მაღალ პლანეტას ეწოდება სატია ლოკა.

მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ, იმის მიხედვით თუ რამდენგანზომილებიანია ეს სამყარო. (ჩვენი ბრაჰმა ოთხთავიანია და ჩვენთან 64 განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს.

შემდეგი (ანუ ზემოდან მეორე) მპლანეტათა სისტემაა "ტაპა-ლოკა" (ტაპას-ნიშნავს ასკეზას, "ლოკა"- ადგილს, პლამეტას). იქ ცხოვრობენ უდიდესი ბრძენები, რომლებიც ასრულებენ უდიდეს ასკეზებს. ისინი ფიქრობენ ღმერთზე, ასრულებენ თავის მოვალეობებს და ასევე აკეთებენ დიდ ასკეზებს. მათი მატერიალური სხეული შედგება ჰაერის ელემენტისგან. არ იციან რა არის ავადმყოფობა. იქ მოქმედებს მხოლოდ სათნოების გუნა (სუფთა სახით).

მესამეა ჯანა ლოკა. აქაც მატერიალური სხეული ჰაერის ელემენტიუსგან შედგება.

მეოთხეა მაჰარ-ლოკა. აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, სულ რაღაც
4 300 000 000 დედამიწის წელიწადი biggrin.gif (სატია-ლოკაზე 15 ტრილიონი წელი ცოცხლობენ).

მეხუთეა სვარგა-ლოკა. აქ უფრო მეტად ჭარბობს ცეცხლის ელემენტი (მზე ამ დონეს განეკუთვნება). სათნოების გუნასთან ერთად აქ არის უკვე ვნების გუნაც. მათგან მოდის დიდი გავლენა ჩვენზე და ჩვენ პლანეტაზეც. სვარგალოკაზე მმართველად ითვლება ნახევარღმერთი, რომელსაც ჰქვია ვივასვანი (მზის ღმერთსაც უწოდებენ). ის ახდენს მეთვალყურეობას მთლიანად საშუალო პლანეტათა სისტემაზე (ანუ პლანეტათა სისტემები იყოფა მაღალ, საშუალო და დაბალ პლანეტებად. ჩვენ საშუალოს განვეკუთვნებით). თავდაპირველად ღმერთმა ვივასვანს გაანდო ვედები და მან გაავრცელა შემდგომ:
" ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა შრი კრიშნამ თქვა: იოგას ეს უკვდავი მეცნიერება მე მზის ღმერთ ვივასვანს ვასწავლე, ვივასვანმა ასწავლა მანუს, კაცობრიობის მამამთავარს, მანუმ კი, თავის მხრივ, იგი იკშავაკუს გადასცა.
ეს უმაღლესი მეცნიერება გადაეცემოდა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით და წმინდანი მეფეებიც ასე გებულობდნენ მას. მაგრამ დროთა განმავლობაში თანმიმდევრობა დაირღვა, ამიტომ მეცნიერების ჭეშმარიტი სახე დაკარგული ჩანს.
დღეს უზენაესთან ურთიერთობის სწორედ ამ უძველეს მეცნიერებას გიყვები, ვინაიდან შენ ჩემი ერთგული და მეგობარი ხარ და ამიტომ ამ მეცნიერების ტრანსცენდენტალი საიდუმლოების გაგება შეგიძლია.
"
(ბჰაგავად-გიტა4.1-3)
იქ გონების სხეულთან ერთად უკვე აქვთ ჭკუის სხეული (რომელიც ცეცხლოვანი ელემენტისგან შედგება, ჩვენშიც და ყველაში, ვისაც ჭკუა გააჩნია). ამ სისტემაზე ცხოვრობს 33 000 000 ნახევარღმერთი, რომლებიც სამყაროს ადმინისტრატორები (მმართველები) არიან.

მეექვსეა დონეა ბჰუვარ-ლოკა. აქ უკვე ჩნდება წყლის ელემენტი.

მეშვიდეა ბჰურ-ლოკა. ეს უკვე ჩვენი გალაქტიკაა. დედამიწაზე არ შევჩერდები და დედამიწის ქვემოთ ჩვენსავე სისტემაში არის პლანეტები, რომლებსაც ქვიათ ბილასვარგა და ეს განეკუთვნება შედარებით მსუბუქი ჯოჯოხეთური ტიპის პლანეტებს. ამ პლანეტის მცხოვრებლები ჩვენ გვგვანან. მათ აქვთ საკმაო ცოდნა კარმაზე, ორგანიზმის მკურნალობაზე (მათ შორის მცენარეებით) და ამ პლანეტებიდან ჩვენთან ბევრი ინფორმაცია შემოდის, მაგრამ ზემოთა პლანეტების ინფორმაციისგან განსხვავებით აქედან არ მოდის ცოდნა ღმერთის და ღმერთის მსახურების შესახებ და მოდის მხოლოდ ის ცოდნა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში და ა.შ. გვეხმარება. ადამიანები, რომლებიც მატერიალურ ცოდნას იღრმავებენ და სულიერს არა, ხვდებიან სწორედ ამ პლანეტაზე და იქ აგრძელებენ დეგრადაციას (მეტწილად). ამ პლანეტებზე თითქმის ვერ აღწევს მზის სინათლე და იქაურობას ანათებენ ღვთაებრივი გველები - "ნაგები", რომლებსაც თავზე მანათობელი მარგალიტი (თუ რაღაც ეგეთი) აქვთ. იქ უამრავი საშუალებაა სიამოვნებისთვის. ყველას უყვარს სექსი. ძალიან განვითარებული ტექნოკრატიული ცივილიზაცია აქვთ, ღმერთზე კი არაფერი იციან. მფრინავი თეფშები (დისკის ფორმის) სწორედ ამ პლანეტებიდან მოდიან ჩვენთან. და დარწმუნებულნი არიან რომ მათთან უფრო ჯობია ვიდრე ჩვენთან და ცდილობენ ჩვენც "გვასწავლონ" რაღაცეები biggrin.gif

ანუ დედამიწა არის გამყოფი ზღვარივით. დედამიწის ზემოთ არიან ღვთაებრივი ცივილიზაციები, ქვემოთ კი დემონური. თუ სული სხეულის დატოვებისას ქვედა ჩაკრებიდან გადის, იგი ხვდება ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, თუ შუა ჩაკრებიდან გადის - საშუალო პლანეტებზე, ხოლო თუ ზემოთა ჩაკრებიდან - მაღალ პლანეტებზე.

ქვედა პლანეტარული (ჯოჯოხეთური) პლანეტათა სისტემები იყოფიან 7 დონედ:

ატალა
ვიტალა
სუტალა
ტალა-ტალა
რასა-ტალა
მაჰა-ტალა
პატალა


ყველაზე მძიმე ტანჯვა პატალაზეა. როგორც წესი სულები ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ტანჯვით განწმენდის შემდეგ ისევ საშუალო დონის პლანეტებზე იბადებიან ცხოველებად და თანდათან ვითარდებიან.

კალი იუგაში დედამიწაზე ადამიანთა უმეტესობა დეგრადაციას განიცდის (იმიტომაც ქვია კალი იუგა - დეგრადაციის ეპოქა), და მხოლოდ მცირე ნაწილი განიცდის სულიერ პროგრესს. და ამ მცირეთაგან ძალიან მცირე აღწევს მაღალ სამოთხისეულ პლანეტებს და კიდევ უფრო მცირე ნაწილი ხვდება სულიერ სამყაროში (ცათა სასუფეველში).

სულ მატერიალურ სამყაროში არსებობს ცოცხალ არსებათა 8 400 000 ფორმა (ადამიანი მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა). აქედან გონიერი ფორმა 400 000-ია. (ჩვენი გონიერების ფორმა ერთ-ერთი პრიმიტიულია). ჩვენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად კი ცხოველები ვართ (ვგულისხმობ ზოგად სტანდარტს). როგორც თქვენ არ მოგწონთ საღორეში შესვლა, ისე არ მოწონთ მაღალგანვითარებულ ორგანიზმებს ჩვენთან ჩამოსვლა biggrin.gif (გამონაკლისების გარდა... და ეს გამონაკლისები თანდათან გახშირდება).

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 15 2010, 11:33 AM

ციტატა
ვერ მივხვდი რას გულისხმობ მუსიკაში. მელოდიას? ვედური ჰიმნები და მანტრები შემორჩენილია და თანაც ბევრი. ძირითადად ინდოეთში


კი მელოდიებს

რაკიღA ბგერებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეთქი ალბატ მუსიკაც კაი ექნებათ თქო.
smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 11:57 AM

ახლა ცოტას ვისაუბრებ ამ სამყაროში არსებულ სხვადასხვა არსებებზე:

განდჰარვები - ზეციური მომღერლები, რომლებიც მაღალ პლანეტებზე ცხოვრობენ. როცა ისინი მღერიან, ირგვლივ ყველაფერი ბედნიერებით ივსება. ისინი ყოველ წამს ღმერთისთვის გალობენ (ძალიან დიდხანსაც ცოცხლობენ).

აბსარები - ქალთა სქესის წარმომადგენელი ზეციური არსებები, რომლებიც საოცარ სილამაზეს ფლობენ. არის ლეგენდები რომ ხანდახან ტაპა-ლოკაზეც კი ადიან ასკეტი ბრძენების მოსახიბლად (რა ქნან ქმარი უნდათ biggrin.gif ). ერთი ასეთი აბსარაც რომ გამოჩნდეს დედამიწაზე, ყველა კაცი მოკვდება შოკისგან (სილამაზეს ვერ გაუძლებენ biggrin.gif ). (თუ გაქვთ შინაგანი სურვილი რომ ყველაზე ლამაზი გახდეთ შემდეგ ცხოვრებაში და თან ღმერთი გიყვართ და ემსახურებით, ღმერთი ჯილდოდ აბსარად დაბადებას მოგცემთ შემდეგ ცხოვრებაში (ეს კაცებსაც ეხებათ biggrin.gif ).

კინარები - ადამიანები, რომლებსაც სხეულის რაღაც ნაწილი ცხოველისა აქვთ. (მაგალითად კენტავრები)

ურაგები - გველის ფორმის ნახევარღმერთები. (ჩინეთში რომ დრაკონებს ეთაყვანებიან სწორედ ეგ დრაკონები არიან). მათ აქვთ უდიდესი ცოდნა და სიბრძნე და ღმერთის ერთგულები არიან. მათ ნაგებსაც უწოდებენ.

პატაგები - უზარმაზარი ფრინველისმაგვარი არსებები.

ჩანაგები, პანარები, ვიდიადჰარები და პიტები - ესენიც ნახევარღმერთები (девы), იგივე სურები არიან.

შიანები - კოსმიური არწივები (პლანეტებს შორისაც შეუძლიათ ფრენა)

ვანარები (რომლებსაც თოვლის კაცსაც ეძახიან) ცხოვრობენ ჰიმალაებში. მათი ინტელექტი რამდენიმე ასეულჯერ აღემატება ჩვენსას, ამიტომაც გვემალებიან (შეუძლიათ უჩინარნი გახდნენ თუ ადამიანი დაინახეს). ისინი ცხოვრობენ როგორც ჩვენ, ასევე სხვა განზომილებაშიც (განსაკუთრებით მითიურ შამბალაში).

იაქშები - ეს უკვე დემონური წყობის ცოტა არი იყოს მახინჯი არსებები არიან. ჩვენთანაც არიან ჰიმალაებში, ოღონდ სხვა განზომილებაში (საერთოდ ჰიმალაების 3 დონე არსებობს ერთი რომელსაც ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ და კიდევ ორი რომელიც სხვა განზომილებაშია). მათ აქვთ უზარმაზარი მისტიკური ძალები (სამაგიეროდ სულიერება და მორალი ადამიანზე დაბალი აქვთ).

"პიშაჩები" -სულები ("დუხები") რომლებსაც ხშირად ადამიანებიც ვხედავთ. ისინი იკვებებიან მყრალი სუნებით და ნარჩენი საჭმელებით (და ისეთ სახლში სადაც ჭურჭელს ხშირად ტოვებენ ღამე გაურეცხავს, ასეთი "დუხები" ხშირად გვხვდებიან biggrin.gif )

ვინაკაიანები - ("დამავოებსაც" უწოდებენ) ცხოვრობენ ნატიფ (ასტრალურ) სხეულში. ძირითადად უწყინარნი არიან. ნუ ცოტათი იკვებებიან ჩვენი ენერგიით smile.gif (ან ტყეში ხეების ენერგიით).

პრეტები - ასევე "დუხები" რომლებსაც შეუძლიათ სხეულად მკვდარის სხეული გამოიყენონ (მოსიარულე გვამებზე რომაა უჟასტიკები მაგათზეა ალბათ biggrin.gif )

იადაჰები - უზარმაზარი ზღვის ურჩხულები (ჩვენს პლანეტაზეც არიან). ოღონდ ესენი გონიერი არსებები არიან და დიდ ცოდნასაც ფლობენ. იცავენ წმინდა ადგილებს (ზღვებში და ოკეანეებში დამარხულ ქალაქებსა თუ სხვადასხვა წმინდა ნივთებს)

კუშმადები - როცა ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ის ნატიფ სხეულში განაგრძობს არსებობას, სანამ მისთვის კარმულად სასიცოცხლოდ განსაზღვრული წლები არ გაივლის. ჰოდა ესენი არიან სწორედ მოჩვენებები, რომლებსაც ვედებში კუშმადები ეწოდებათ.

იატუჰანები - "ჯინები" რომლებსაც შეუძლიათ ქოთნებში და ბოთლებში ცხოვრებაც. მათი მოვალეობა და თვისებები ყველამ იცით "ალადინიდან" a075.gif

პრამათჰები - ასევე მოჩვენებები, ოღონდ კეთილი ხასიათის. ანუ იოგები და ადამიანები, რომლებიც სხეულს თავისი ნებით ტოვებენ (როგორც თვითონ თვლიან სულიერი მიზნებით) ასეთ მოჩვენებებად არსებობენ. ხშირად ეხმარებიან ადამიანებს (ხმა ზეციდან ხშირად მათი ხმაა biggrin.gif ).

დაქჰინები - "ვედმები" რომლებიც ბავშვებს აშინებენ ასტრალური სხეუულით. ხშირად როცა ბავშვი უმიზეზოდ შეშინდება ხოლმე ეს მათი ნამოქმედარია (იკვებებიან შიშის ენერგიით).

ბრაჰმა-რაქშასები - ეს ისეთი სულებია, რომლებიც "მღვდელმსახურები" იყვნენ, ოღონდ "მღვდელმსახურების" პარალელურად გარყვნილ და ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდნენ. არიან ბოროტები და ადამიანის სხეულში ჩასახლებაც შეუძლიათ (თუ ადამიანს სუსტი აურა აქვს ან მთვრალია და ა.შ.) ჩვეულებრივ ადამიანებს როგორც წესი არაფერს ერჩიან. უფრო მტრობენ იმათ, ვინც სულიერ ცხოვრებას ეწევა (შურის გამო უნდათ რომ ხელი შეუშალონ სულიერ განვითარებაში).

დაიტები - ასურები, ანუ დემონები (ვედურ ლიტერატურაში დემონებს ათეისტებსაც უწოდებენ biggrin.gif ) ცხოვრობენ ქვედა სამყაროებში. არ სჯერათ ღმერთის არსებობის. ქმნიან საკუთარ "მეცნიერებას". (ამჟამად ჩვენზეც დიდი გავლენა აქვს და ჩვენ მეცნიერებაზე საკმაოდ მოქმედებენ).

ყველა ეს არსება გვხვდება ზღაპრებში და მითებში. მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობის არ გვჯერა, ისინი მაინც არსებობენ smile.gif

Iona

ციტატა
რაკიღA ბგერებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეთქი ალბატ მუსიკაც კაი ექნებათ თქო.


ავტვირთავ რამდენიმე მანტრას და თუ სურვილი გექნებათ და ვისაც რელიგიური პრობლემა არ ექნება გადაწეროს smile.gif

ჯერ კი ამას მოუსმინე. ჯორჯ ჰარისონის მუსიკაა smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=5GIQTuUJwwA

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 15 2010, 12:01 PM

Atman


და ანგელოზებზე არაფირს წერენ ვედები ?


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 12:03 PM

Iona

როგორც ვთქვი ვედებში სიტყვა ანგელოზის ნაცვლად იხმარება სიტყვა "სურა" (ნახევარღმერთებსაც ეძახიან. და მათ სხვადასხვა "თანამდებობა" და მოვალეობა (მსახურება) აქვთ.

ხოლო დემონებს ჰქვიათ ასურები ("ა" - უარყოფის ნიშანია სანსკრიტზე).

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 12:48 PM

Iona

აქაა რამდენიმე ვედური მანტრა

http://allshares.ge/download.php?id=675E567438


პოსტის ავტორი: sable თარიღი: Apr 15 2010, 12:53 PM

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 01:03 PM) *

Iona


ხოლო დემონებს ჰქვიათ ასურები ("ა" - უარყოფის ნიშანია სანსკრიტზე).


ანუ იგივე სპარსული (ფაჰლაური) აჰურა - აჰურა მაზდა!

ადრე ინდო-ევროპელთა უძველეს ტომთა გაერტიანებას ერთიანი პანთეონი გააჩნდა ხოლო მას მერე რაც ის ორი ჯგუფად გაიყო ირანულად და ინდურად, ირანული ანუ არიული აჰურა ინდურში დემონების სიმბოლოდ ხოლო ვედური დევა (ახალგაზრდა ღმერთი) არიულში გარდაიქმნა დევად (ბოროტების სიმბოლოდ).

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 01:20 PM

sable

ციტატა
ანუ იგივე სპარსული (ფაჰლაური) აჰურა - აჰურა მაზდა!ადრე ინდო-ევროპელთა უძველეს ტომთა გაერტიანებას ერთიანი პანთეონი გააჩნდა ხოლო მას მერე რაც ის ორი ჯგუფად გაიყო ირანულად და ინდურად, ირანული ანუ არიული აჰურა ინდურში დემონების სიმბოლოდ ხოლო ვედური დევა (ახალგაზრდა ღმერთი) არიულში გარდაიქმნა დევად (ბოროტების სიმბოლოდ).


დევა არიულ კულტურაში ბოროტების კი არა პირიქით, სიკეთის სიმბოლოა. სურას მეორენაირად дева ქვია.

სპარსულ კულტურას არ ვიცნობ. საერთოდ რაც ძველი გონიათ ისტორიაში, შედარებით ახალია და კალი იუგას ეკუთვნის. კალი იუგაში კი ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი თუ არა ახსნა მაინც დამახნინჯებულია. მითუმეტეს როცა საქმე სულიერებას და სიკეთესა და ბოროტებას შეეხება. მოკლედ წყაროები ისეთია, რომ ვერ ენდობი. მითუმეტეს წინა ეპოქებზე ცოდნა თითქმის არაა შემორჩენილი.

დარვინს რომ კითხო დღევანდელი ადამიანი ევოლუციის შედეგია. სინამდვილეში კი სატიადან კალი იუგაში დევოლუცია და დეგრადაცია ხდებოდა ადამიანის. შეიძლება თვითონ დარვინმა რეინკარნაციული ევოლუცია განიცადა (წინა ცხოვრებაში მაიმუნი იყო) და წინა ცხოვრებაც გაიხსენა ალბათ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Apr 15 2010, 01:25 PM

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 02:20 PM) *

sable
დევა არიულ კულტურაში ბოროტების კი არა პირიქით, სიკეთის სიმბოლოა. სურას მეორენაირად дева ქვია.




დევები მანდედან არის აღებული არიულში. ეგ ინდო არიულის დაპირისპირების შედეგია მას მერე რაც ინდო-ევროპელების გაყოფა მოხდა, ახლა 100 % მაგის თქმა არავის შეუძლია მაგრამ Dრეს რაც არის იმის ანალიზის ფონზე ეგ ეგრეა. შენ რასაც იძახი მაგ ლოგიკით აჰურა სიკეთის სიმბოლოა არიულში და რატომ გადავიდა ინდურში ასურად ანუ ბოროტების სიმბოლოდ?! მ,აგის ახსნა ადვილია დაპირისპირება იყო და იმიტომ. სხვა ახსნა არა აქვს ამ კულტების ტრანსფორმაციას.

პს. მერე გაეცანი ავესტას შეიძლება ბევრი საერთო იპოვო.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 01:34 PM

sable

გასაგებია. დაპირისპირების ფონზე ბევრი შეცდომები არსებობს. თუმცა აჰურა შეიძლება არც იყოს ასურასთან დაკავშირებული.

მე პირადად ბევრგან "ვიქექე", მაგრამ ვედებზე ავტორიტეტულ, ყოვლისმომცველ და ღრმა ცოდნას ვერსად მივაგენი და რა თქმა უნდა სულიერების თვალსაზრისითაც და სანდოობის თვალსაზრისითაც. ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას.

იგი არავის არ ეკუთვნის და ვინც არ უნდა ჩემულობდეს რომ ვედები მათია, ცდება. ამოუწურავი ცოდნაა... მთავარია სწორად შეარჩიო ის რაც მართლა ღირებული და საჭიროა ვედებში.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 15 2010, 01:47 PM

Atman

ციტატა
Iona
აქაა რამდენიმე ვედური მანტრა

http://allshares.ge/download.php?id=675E567438


ომ ნამო პჰაგავატე ვასუდევაია - რას ნიშნავს ?
რამ რამ სიტარამ ?

მელოდია აქვს ძაან მაგარი

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 01:54 PM

Iona

ციტატა
ომ ნამო პჰაგავატე ვასუდევაია - რას ნიშნავს ? რამ რამ სიტარამ ?


ომ მარცვალია, რომელიც წინ უძღვის ყველა მანტრას და ღმერთის სახელს აღნიშნავს (წარმოითქმის როგორც "აუმ").

ნამო - სახელად
ბჰაგავატე - უზენაესო
ვასუდევაია - ვასუდევას შვილო (იგულისხმება კრიშნა)

სიტა და რამა რამაიანას მთავარი გმირები არიან და ასევე ღმერთის ინკარნაციები (მდედრობითი და მამრობითი ასპექტები).

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 15 2010, 02:10 PM

ციტატა
ომ მარცვალია, რომელიც წინ უძღვის ყველა მანტრას და ღმერთის სახელს აღნიშნავს (წარმოითქმის როგორც "აუმ").
ნამო - სახელად
ბჰაგავატე - უზენაესო
ვასუდევაია - ვასუდევას შვილო (იგულისხმება კრიშნა)
სიტა და რამა რამაიანას მთავარი გმირები არიან და ასევე ღმერთის ინკარნაციები (მდედრობითი და მამრობითი ასპექტები).



ანუ კრიშნა არის ღვთისშვილი --- როგორც ალუდა ქეთელაური რომ ამბობს ღვთისშვილთ უკეთ იციანო ....
დაახლოებით მასეთი ვინმეა კრიშნა ?


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 02:15 PM

Iona

ციტატა
ანუ კრიშნა არის ღვთისშვილი --- როგორც ალუდა ქეთელაური რომ ამბობს ღვთისშვილთ უკეთ იციანო .... დაახლოებით მასეთი ვინმეა კრიშნა ?


ღვთისშვილი არა, თავადაა ყოველივეს მამა, ანუ უზენაესი ღმერთია. დედამიწაზეც იყო მოსული და მამამისი იყო ვასუდევა. მაგრამ კრიშნა მოსული იყო სულიერი სხეულით, ანუ მატერიალური ბუნება არ ჰქონია. სულიერი სხეულით მოვიდა და სულიერი სხეულითვე წავიდა.

კრშნა ცოტა რთული თემაა და რა ვიცი მგონი არ ღირს მისი აღწერა. კარგად ვერ აღვწერ მაინც და თან ამ ფორუმზე არ იქნება ლამაზი.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 15 2010, 02:23 PM

Atman

ციტატა
ღვთისშვილი არა, თავადაა ყოველივეს მამა, ანუ უზენაესი ღმერთია. დედამიწაზეც იყო მოსული და მამამისი იყო ვასუდევა

კაი ნუ გავრცელდებით ძაან მაგრამ ერთი კიXვა ...
თუ მამაც ყავს უზენაესი ღმერთი როგორღA გამოდის ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 02:33 PM

Iona

ციტატა
კაი ნუ გავრცელდებით ძაან მაგრამ ერთი კიXვა ...თუ მამაც ყავს უზენაესი ღმერთი როგორღA გამოდის ?


იგი ისევე უბიწოდ ჩაისახა როგორც ქრისტე. დედამისს ერქვა დევაკი, ხოლო დევაკის ქმარს ვასუდევა. და მოიხსენიებენ როგორც ვასუდევას შვილს. ყავდა ასევე მამობილი ნანდა და დედობილი იაშოდა, ჰოდა ნანდას შვილსაც უწოდებენ. ეს ცალკე ისტორიაა, მამობილი და დედობილი იმიტომ ყავდა, რომ სხვა ოჯახში მიაბარეს ბიძამისისგან თავდასაცავად, რომელსაც მისი მოკვლა უნდოდა და მის ძებნაში სოფელში ყველა ყრმა მოაკვლევინა (ისევე როგორც ჰეროდემ).

თუ წინააღმდეგები არ იქნებიან ფორუმელები დავდებ კრიშნას ზუსტ ისტორიებს (ახლა ზეპირად ვყვები რაღაცეებს და შეიძლება მეშლება რამე).

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 15 2010, 02:44 PM

ციტატა
იგი ისევე უბიწოდ ჩაისახა როგორც ქრისტე. დედამისს ერქვა დევაკი, ხოლო დევაკის ქმარს ვასუდევა. და მოიხსენიებენ როგორც ვასუდევას შვილს. ყავდა ასევე მამობილი ნანდა და დედობილი იაშოდა, ჰოდა ნანდას შვილსაც უწოდებენ. ეს ცალკე ისტორიაა, მამობილი და დედობილი იმიტომ ყავდა, რომ სხვა ოჯახში მიაბარეს ბიძამისისგან თავდასაცავად, რომელსაც მისი მოკვლა უნდოდა და მის ძებნაში სოფელში ყველა ყრმა მოაკვლევინა (ისევე როგორც ჰეროდემ).


დეჯა ვიუ არ დაემარტოს არავის ამის წაკითხვის შემდეგ smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 03:21 PM

ციტატა
დეჯა ვიუ არ დაემარტოს არავის ამის წაკითხვის შემდეგ


laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 04:43 PM

გაუგებრობა რომ არ იყოს მოვყვები კრშნას დაბადების ისტორიას "შრილა პრაპჰუპადას წიგნიდან" (ჩემს მიერ შემოკლებულ ვარიანტს):

უფალი კრშნას მოვლინება


ერთხელ ვასუდევა, შურასენას ვაჟი, დევაკიზე დაქორწინების შემდეგ ახლად შერთულ ცოლთან ერთად ეტლით შინ მიემგზავრებოდა... ვედური ჩვეულების თანახმად, როდესაც ქალი თხოვდება, და და სიძე შინ ძმას მიჰყავს. ეტლით მიმავალ ნეფე-პატარძალს ამ ბედნიერი წუთის აღსანიშნავად სხვადასხვა მუსიკალური საკრავით მიაცილებდნენ. პროცესია მეტად მხიარულად მიემართებოდა, კამსა (დევაკის ძმა) კი ეტლს მიუძღვებოდა, რომ უცებ ზეციდან კამსას გასაგონად საოცარი ხმა გაისმა: "რა სულელი ხარ, კამსა! შენი დისა და სიძის ეტლს მიუძღვები და არც კი იცი, რომ მისივე მერვე შვილის წერა უნდა გახდე."

კამსა გახლდათ უგრასენას შვილი ბჰოჯას დინასტიიდან. ნათქვამია, რომ ბჰოჯას დინასტიის მეფეთა შორის კამსა ყველაზე დემონური თვისებებით გამოირჩეოდა. ზეციდან წინასწარმეტყველების მოსმენისთანავე იგი თმაში წვდა დევაკის და ხმლით განგმირვა დაუპირა. ვასუდევა ევედრებოდა კამსას, ასე ბოროტად არ მოქცეოდა მის ახალგაბედნიერებულ დას... კეთილი დარიგებებითა და შეგონებებით ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან კამსას დემონებთან ჰქონდა საქმე. დემონებთან ურთიერთობის გამო იგი თვითონაც მუდამ დემონად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამეფო ოჯახში გახლდათ დაბადებული... ვასუდევამ უთხრა კამსას: "ძვირფასო ცოლისძმაო, გთხოვ, გაითვალისწინე, რომ შენი დისგან არავითარი საფრთხე არ გემუქრება. ხიფათს ელი იმის გამო, რომ ზეციდან წინასწარმეტყველების ხმა ჩაგესმა. საშიშროება მოგელის შენი დისწულებისგან, რომლებიც ჯერ არ გაჩენილან, და ვინ იცის, მომავალში ან გაჩნდებიან, ან არა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრთხე არ გემუქრება. შენი დის გამო შიშიც უსაფუძვლოა. თუკი მას ვაჟები შეეძინება გპირდები, რომ ყოველ მათგანს შენ მოგგვრი, რათა სათანადოდ იმოქმედო."

კამსამ იცოდა ვასუდევას პატიოსანი სიტყვის ფასი და მისმა მსჯელობამ დაარწმუნა იგი. იმ წუთიდან ხელი აიღო საკუთარი დის საშინელ მკვლელობაზე. დროთა განმავლობაში ვასუდევას და დევაკის რვა ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ. როდესაც პირველი ვაჟი დაიბადა, ვასუდევამ არ გატეხა სიტყვა და ბავშვი უმალ კამსას მიჰგვარა. სიძის მოქმედებამ თანაგრძნობა გაუღვიძა კამსას ნასიამოვნმები დარჩა და შემდეგი სიტყვები უთხრა: "ძვირფასო ვასუდევა, ამ ბავშვის მოცემა არ არის აუცილებელი. მე გავიგონე, რომ შენი და დევაკის მერვე შვილი მომკლავს. ტყუილად რატომ უნდა წაგართვა ეს ბავშვი? შეგიძლია უკან წაიყვანო."

ვასუდევა შინ დაბრუნდა თავის პირმშოსთან ერთად. ამ დროს კამსასთან დიადი ბრძენი ნარადა მივიდა. მას შეატყობინეს, რომ კამსა თანაგრძნობით აღივსო ვასუდევას მიმართ და პირველი შვილი დაუბრუნა. ნარადას სურდა შეძლებისდაგვარად დაეჩქარებინა უფალი კრშნას გამოცხადება. ამიტომ აცნობა კამსას, რომ ნანდა მაჰარაჯა, მენახირე კაცები და გოგონები, აგრეთვე მენახირეების ცოლები ვრნდავანში, და, მეორეს მხრივ ვასუდევას მამა შურასენა და იადუს დინასტიის ვრშნის ოჯახში დაბადებული მთელი მისი ნათესავები უფლის გამოცხადებას ელოდნენ. ნარადამ გააფრთხილა კამსა, მორიდებოდა ამ ოჯახში დაბადებულ მეგობრებს, კეთილისმსურველებსა და ნახევარღმერთებს. კამსას მსგავსად მისი მეგობრებიც და ვეზირებიც დემონები იყვნენ. დემონებს ყოველთვის ეშინიათ ნახევარღმერთებისა. ნარადასაგან სხვადასხვა ოჯახებში ნახევარღმერთების მოვლინების ამბავის შეტყობისთანავე კამსამ ყურები ცქვიტა. იგი მიხვდა, რომ რადგან ნახევარღმერთები უკვე მოევლინენ, უფალი ვიშნუც მალე უნდა მოსულიყო. მან მაშინვე შეიპყრო და ციხეში ჩაყარა თავისი სიძე ვასუდევა და და დევაკი.

ციხეში რკინის ჯაჭვებით შებორკილ ვასუდევასა და დევაკის ყოველ წელს ვაჟი უჩნდებოდათ, ხოლო კამსა, ფიქრობდა რა, რომ თვითოეული მათგანი ვიშნუს ინკარნაცია იყო, ერთიმეორეს მიყოლებით ხოცავდა მათ.მას განსაკუთრებით მერვე შვილისა ეშინოდა, მაგრამ ნარადას სტუმრობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება კრშნა ყოფილიყო. ამიტომ ერჩივნა, ცოცხალი არ დაეტოვებინა არც ერთი ჩვილი, რომელიც დევაკის გაუჩნდებოდა.

ნარადას წყალობით კამსამ თავისი წინა ცხოვრება დაინახა. მან გაიგო, რომ წინა ცხოვრებაში იყო დემონი, სახელად კალანემი, და რომ იგი ვიშნუმ გამოასალმა სიცოცხლეს. დაიბადა რა ბჰოჯას ოჯახში, გადაწყვიტა, იადუს დინასტიის ულმობელი მტერი გამხდარიყო; კრშნას დაბადება მათ ოჯახში იყო მოსალოდნელი და კამსა ძლიერ შეაშფოთა იმ გარემოებამ, რომ, როგორც წინა ცხოვრებაში, კრშნა ახლაც მოკლავდა მას.
პირველ რიგში კამსამ თავისი მამა, უგრასენა დაატუსაღა, ვინაიდან იგი იადუს, ბჰოჯასა და ანდჰაკას დინასტიებში ყველაზე ძლევამოსილი მეფე იყო. მან ვასუდევას მამის, შურასენას სამეფოც დაიკავა და ამ ადგილთა მეფედ გამოაცხადა თავი. კამსამ სხვა დემონ მეფეებთანაც დაამყარა ურთიერთობა და მრავალი ბოროტი საქმე ჩაიდინა [დაწვრილებით არ მოვყვები].
როდესაც კამსამ ერთიმეორეს მიყოლებით გამოასალმა სიცოცხლეს დევაკის ექვსი შვილი, უამრავი მეგობარი და ნათესავი მივიდა მასთან და სთხოვა, ხელი აეღო ამ საზიზღარ საქმეებზე. მაგრამ შემდეგ ყველანი კამსას მიემხრნენ.

როდესაც დევაკი მეშვიდედ დაორსულდა, მის საშვილოსნოში კრშნას სრული ექსპანსია, ანანტა შევიდა. დევაკი სიხარულმა და სევდამ მოიცვა. მას ახარებდა ის, რომ უფალმა ვიშნუმ მის მუცელში დაიდო ბინა, მაგრამ ამავე დროს ნაღვლობდა, რომ კამსა დაბადებისთანავე გამოასალმებდა მას სიცოცხლეს. ამ დროს ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, რომელიც კამსას მიერ ჩადენილი სიმხეცის გამო იადუებს თანაუგრძნობდა, თავის იოგამაიას, ანუ შინაგან ენერგიას უბრძანა გამოცხადება. კრშნა სამყაროს უფალია, მაგრამ განსაკუთრებით იადუს დინასტიის მეუფე გახლავთ.

იოგამაია ღმრთეების უზენაესი პიროვნების უმაღლესი ენერგიაა. ვედებში ნათქვამია, რომ უფალს უამრავი ენერგია აქვს. სხვადასხვა ენერგიები გარეგანად და შინაგანად მოქმედებს, იოგამაია კი ყველაზე მაღალია. უფალმა იოგამაიას ვრნდავანში მოვლინება უბრძანა. ვრნდავანში, მეფე ნანდასა და დედოფალ იაშოდას სახლში ცხოვრობდა როჰინი, ვასუდევას ერთ-ერთი ცოლი. როჰინის მსგავსად, კამსას სიმხეცით დაშინებული იადუს დინასტიის მრავალი წარმომადგენელი იყო მთელ ქვეყანაზე გაფანტული. ზოგიერთი გამოქვაბულშიც კი ცხოვრობდა.

უფალმა იოგამაიას უთხრა: "დევაკი და ვასუდევა კამსას ტყვეობაში არიან და ამჟამად ჩემი სრული ექსპანსია, ანანტა-შეშა, დევაკის მუცელში იმყოფება. შეგიძლია ისე მოაწყო, რომ შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადავიდეს. ამის მერე მე პირადად ვაპირებ ყველა ჩემი ენერგიით დევაკის მუცელში შესვლას. შემდეგ დევაკისა და ვასუდევას შვილად მოვევლინები, შე კი ვრნდავანში დაიბადები ნანდასა და იაშოდას ქალიშვილად.

"როგორც ჩემს დას, ქვეყნად ხალხი თაყვანს გცემს და მოგართმევს ძვირფას ძღვენს: ნელსაკმეველს, სანთლებს, ყვავილებსა და სხვადასხვა შესაწირს. შენ სწრაფად უნდა დააკმაყოფილო მათი სწრაფვა გრძნობათა ტკბობისაკენ. მატერიალური მიმზიდველობის მაძიებელნი თაყვანს სცემენ შენს სხვადასხვა მოვლინებებს, რომელთაც ერქმევათ დურგა, ბჰადრაკალი, ვიჯაია, ვაიშნავი, კუმუდა, ჩანდიკა, კრშნა, მადჰავი, კანიაკა, მაია, ნარაიანა, იშანი, შარადა და ამბიკა."

კრშნა და იოგამაია მოევლინენ და-ძმის სახით, როგორც უმაღლესი ძლევამოსილი და უმაღლესი ძალა. თუმცა ძლევამოსუილსა და ძალას შორის აშკარა განსხვავება არ არსებობს, ძალა ყოველთვის ძლევამოსილს ემორჩილება. მატერიალისტები ძალას ეთაყვანებიან, ტრანსცენდენტალისტები კი ძლევამოსილს. კრშნა უზენაესი ძლევამოსილია, დურგა კი უმაღლესი ძალაა მატერიალურ სამყაროში. ფაქტიურად ვედურ კულტურაში ხალხი ძლევამოსილსაც ეთაყვანებოდა და ძალასაც.ძალია, დურგას, ანუ კრშნას გარეგანი ენერგიის თაყვანისმცემელმა შეიძლება ადვილად მიაღწიოს ყოველგვარ მატერიალურ წარმატებას, მაგრამ ვისაც ტრანსცენდენტალურად ამაღლება [სულიერ სამყაროში მოხვედრა] სურს, ძლევამოსილს ინდა სცეს თაყვანი.

უფალმა იოგამაიას ისიც განუცხადა, რომ მისი სრული ექსპანსია, ანანტა შეშა, დევაკის მუცელში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ მას როჰინის მუცელში გადანაცვლება მოუწევს, შეარქმევენ სანკარშანას და იგი გახდება ყოველგვარი სულიერი ძალის, ანუ ბალას წყარო, რომლის მეშვეობითაც რამანად წოდებული უმაღლესი ნეტარების მიღწევა შეიძლება. ამიტომ სრული ექსპანსია ანანტა მისი მოვლინების შემდეგ ცნობილი გახდება როგორც სანკარშანა ან ბალარამა.

კრშნა და მისი ძმა ბალარამა:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

უფლის ბრძანება რომ მოისმინა, იოგამაია მატერიალურ სამყაროს მოევლინა. როდესაც ღმრთეების უზენაესმა ძლევამოსილმა პიროვნებამ უფალი შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადაიყვანა, ორივე ქალი იოგამაიას ხიბლის ქვეშ იყო, რომელსაც იოგა-ნიდრაც ეწოდება. ამის შემდეგ ხალხმა იფიქრა, დევაკის მეშვიდე ორსულობაზე მუცელი მოეშალაო. ამდენად, თუმცა ბალარამა დევაკის შვილად მოევლინა, მან როჰინის მუცელში გადაინაცვლა, რათა მის შვილად დაბადებულიყო.

ამის შესრულების შემდგომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, კრშნა, რომელიც მუდამ მზად არის მთელი პოტენციები თავის წმინდა ერთგულებში მოათავსოს, ვასუდევას ჭკუაში შევიდა, როგორც მთელი სამყაროს უფალი. აქედან გასაგებია, რომ უფალმა კრშნამ პირველ რიგში ვასუდევას წმინდა გულში დაისადგურა და შემდეგ გადაინაცვლა დევაკის გულში. დევაკის მუცელში მას თესლის სახით არ შეუღწევია. თავისი შეუცნობელი უნარის წყალობით, უფალს მოვლინება ნებისმიერი გზით შეუძლია. მისი მოვლენისათვის არ არის საჭირო ქალის განაყოფიერება...




შემდეგი თავია "კრშნას დაბადება"... გავაგრძელო?

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Apr 15 2010, 05:33 PM

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 02:34 PM) *

sable

გასაგებია. დაპირისპირების ფონზე ბევრი შეცდომები არსებობს. თუმცა აჰურა შეიძლება არც იყოს ასურასთან დაკავშირებული.



შეიძლებით ბევრი რამე შეიძლება ისე არ იყოს როგორც ჩვენ გვგონია, მაგრამ მეცნიერებაში ეგ ვერსია დომინირებს ნუ ახლა შენი საქმეა რამდენად გაიზიარებ, ჩემთვის ეგ საფუძვლიანი, ვერსიაა და რავიცი ვინც მაგ მეცნიერებაში თუნდაც ოდნავ ჩაიხედავს ის მისთვის არ უნდა იყოს ფანტაზიის სფერო შენ რომ ეგ გაიგო სხვა რელიგიებში და თეორიაშიც უნდა ჩაიხედო ცოტა, თორემ გინდაც ვედების და გინდაც სხვა ნებიმიერი რელიგიის ბრმად ნდობა ეს ასდეა და გარჩევას არ ექვემდებარებაო, ეგ არარაციონალურია; თუმცა სიმპატიები შეიძლება გქონდეს მაგას ვერავინ წაგართმევს.

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 02:34 PM) *

მე პირადად ბევრგან "ვიქექე", მაგრამ ვედებზე ავტორიტეტულ, ყოვლისმომცველ და ღრმა ცოდნას ვერსად მივაგენი და რა თქმა უნდა სულიერების თვალსაზრისითაც და სანდოობის თვალსაზრისითაც. ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას.

იგი არავის არ ეკუთვნის და ვინც არ უნდა ჩემულობდეს რომ ვედები მათია, ცდება. ამოუწურავი ცოდნაა... მთავარია სწორად შეარჩიო ის რაც მართლა ღირებული და საჭიროა ვედებში.


ცოდნა არის გეთანხმები და გარკვეულ წილად მითიც ოღონდ იმ მითში სიმართლის დიდი მარცვალიც არის, თორემ მითი რომ არის ეგ არ არის გასაკვირი მითები ყველა რელიგიას ახასიათებს, მათ შორის ქრისტიანობასაც. ასე რომ სანამ იმას დაიბრალებდე ვედებს რომ ეს ყოვლისმომცველიო და ყველაფზე ავტორიტეტულიაო იქნებ სხვა რელიგიებშიც ჩაიხედო და იქნებ რაიმე უკეთესი აღმოაჩინო პირადად შენთვის, ან კიდევ რაიმე სინთეზი. შენ უბრალოდ ვედების ფანტაზიურმა სამყარომ გაგიტაცა თორემ ის ფაქტი რომ შენ სხვა რელიგიების შესახებ ფართო ცოდნა არ გაგაჩნია ამას მგონი ვერც შენ უარყოფ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 05:38 PM

sable

ციტატა
ცოდნა არის გეთანხმები და გარკვეულ წილად მითიც ორონდ იმ მითში სიმართლის დიდი მარცვალიც არის, თორემ მითი რომ არის ეგ არ არის გასაკვირი მითები ყველა რელიგიას ახასიატებს, მათ შორის ქრისტიანობასაც. ასე სანამ იმას დაიბრალებდე რომ ეს ყოვლისმომცველიო და ყველაფზე ავტორიტეტულიო იქნებ სხვა რელიგიებშიც ჩაიხედო და იქნებ რაიმე უკეთესი აღმოაჩინო. შენ უბრალოდ ვედების ფანტაზიურმა სამყარომ გაგიტაცა თორემ ის ფაქტი რომ შენ სხვა რელიგიების დიდი ცოდნა არ გაგაჩნია ამას მგონი ვერც შენ უარყოფ.


რას ამბობ რაც მე სხვა რელიგიებში ვიქექე!.. biggrin.gif ოღონდ ავესტას არ ვიცნობ ნამდვილად. თან აღარ ვარ იმ ასაკში რომ კიდე ვეძებო. არჩევანი გავაკეთე და ვცდილობ ბოლომდე ჩავუღრმავდე. სადღა მაქვს სხვა რელიგიების დრო...

თან მგონი ვერ გაიგე კარგად, ვედები რელიგია კი არა ცოდნაა ცოდნაააა a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 06:48 PM

ხალხო მითხარით რა თემაზე ვისაუბრო. კრშნაზე საუბარი თუ არ გინდათ კონკრეტულად რამე ცოდნაზე ვილაპარაკოთ. რაც დავწერე ინფორმაცია კითხვა არაფერი გაგიჩნდათ? თუ საერთოდ ყველაფერი დაუჯერებელი და არასარწმუნოა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 07:02 PM




ვინმეს ძველი მესხური საგალობლების ტექსტები ხომ არ მოგეპოვებათ? გავიგე სანსკრიტთან დაკავშირებული რაღაც სიტყვებია მათშიო და...

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Apr 15 2010, 07:08 PM

ციტატა
ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 06:53 PM)

damiane80

მე უზენაეს ღმერთად ვცნობ კრშნას (მამა ღმერთად), ვაღიარებ ქრისტეს როგორც ძეს და ვაღიარებ უფლის სხვა ინკარნაციებს და ავატარებსაც. მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს კრშნას ფორმა და მივყვები იმ გზას, რომელიც მისდამი ერთგულებას და სიყვარულს მასწავლის. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?



ჯერ არა აწი ვიწყებთ

ეხლა თანმიმდევრობით მითხარი:

ჯერ "კრშნას-ს" შესახებ...


მოკლედ აქედან ვაგრძელებთ... აბა ჰე

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Apr 15 2010, 07:08 PM

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 06:48 PM) *

ხალხო მითხარით რა თემაზე ვისაუბრო. კრშნაზე საუბარი თუ არ გინდათ კონკრეტულად რამე ცოდნაზე ვილაპარაკოთ. რაც დავწერე ინფორმაცია კითხვა არაფერი გაგიჩნდათ? თუ საერთოდ ყველაფერი დაუჯერებელი და არასარწმუნოა? biggrin.gif

AთMAN -მეგობარო იქნებ ფორუმის სათაურისთვის აგეხედა? მე დარწმუნებული ვარ რომ შენ განათლებული და საინტერესო ადამიანი ხარ,მაგრამ სადიმყოფები ეხლა? კრიშნაიდებში ხარ? მემგონი არა ხომ, ხოდა მოდი რა ნუმოგვახვევ ჩვენ თავზე კრიშნას და მუჰამედს,ან კიდევ ვედებს))) ეგ ყველა ერთიადაიგივეა ჩვენთვის,ძველი და ახალი აღთქმა ,წმინდა წერილები, აი ჩვენი ვედები ეგგაა მეგობარო

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 07:10 PM

damiane80

ციტატა
მოკლედ აქედან ვაგრძელებთ... აბა ჰე


რა აბა ჰე, ჯერ რაც დავწერე გაეცანი ან კონკრეტული კითხვები დამისვი biggrin.gif

.zakaria.

თუ არ მოგწონს ნუ წაიკითხვ მეგობარო. ეს აპოგელეტიკის თემაა და მაქვს ამის უფლება.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Apr 15 2010, 07:12 PM

[quote name='Atman' date='Apr 15 2010, 07:10 PM' post='601159']
damiane80
[quote]რა აბა ჰე, ჯერ რაც დავწერე გაეცანი ან კონკრეტული კითხვები დამისვი biggrin.gif[/quote]

კითხვა დაგისვი უკვე...


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 07:13 PM

damiane80

გაიმეორე თუ შეიძლება...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Apr 15 2010, 07:17 PM

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 07:10 PM) *

damiane80
რა აბა ჰე, ჯერ რაც დავწერე გაეცანი ან კონკრეტული კითხვები დამისვი biggrin.gif

.zakaria.

თუ არ მოგწონს ნუ წაიკითხვ მეგობარო. ეს აპოგელეტიკის თემაა და მაქვს ამის უფლება.

კი უფლება შეიძლება ბევრი რამის გაქ მარა ხოხედავ არავისარაინტერესებს ეს ვედები არც აქ და არც სხვა ფორუმებზეც, რაარი რა ოლმეკივით გახდი შენც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი არგეწყინოს მეგობარო ,უბრალოდ ხოხედავ არავისარუნდა აქ კრიშნა

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 07:19 PM

.zakaria.

ციტატა
კი უფლება შეიძლება ბევრი რამის გაქ მარა ხოხედავ არავისარაინტერესებს ეს ვედები არც აქ და არც სხვა ფორუმებზეც, რაარი რა ოლმეკივით გახდი შენც კაი არგეწყინოს მეგობარო ,უბრალოდ ხოხედავ არავისარუნდა აქ კრიშნა


ხოხ! შემადარა ოლმეკს! ოლმეკის დონემდე ბევრი მიკლია tongue.gif

ერთ კაცსაც რომ აინტერესებდეს დავწერ და ჯერ-ჯერობით ვხედავ მცირე ინტერესს. თუ არ იქნება არც გავაგრძელებ, ასე რომ ნუ ღელავ ჩემს დახარჯულ დროზე smile.gif

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Apr 15 2010, 07:20 PM

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 07:13 PM) *

damiane80

გაიმეორე თუ შეიძლება...


მოგვითხრე "კრშნას"-ს შესახებ.

ასევე რა წყაროებშია ძირითადად მოცემული მასზე ცოდნა?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 07:24 PM

damiane80

კრშნას მოვლინებაზე დავწერე უკვე. თუ სურვილი გექნება დაბადებაზეც დავწერ ოღონდ მოგვიანებით.

წყაროები ვედებია: ძირითადად "მაჰაბჰარატა" და "შრიმად-ბჰაგავატამი". მაჰაბჰარატადან ყველაზე მთავარი "ბჰაგავად-გიტაა", სადაც კრშნასა და არჯუნას შორის დიალოგია. თუ გინდა გაიგო ვინაა კრშნა წაიკითხე. ქართულად დავდე სადღაც. თუ ვერ პოულობ აქაც დავდებ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Apr 15 2010, 07:24 PM

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 07:19 PM) *

.zakaria.
ხოხ! შემადარა ოლმეკს! ოლმეკის დონემდე ბევრი მიკლია tongue.gif

ერთ კაცსაც რომ აინტერესებდეს დავწერ და ჯერ-ჯერობით ვხედავ მცირე ინტერესს. თუ არ იქნება არც გავაგრძელებ, ასე რომ ნუ ღელავ ჩემს დახარჯულ დროზე smile.gif

ჰოლოტროპული სუნთქაზეც დაგეწერა ,განსაკუთრებით შესრულების ტექნიკა მოეწონებათ აქ)))
დრო ვხედავ უამრავი გაქ ყველგან ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 07:26 PM

.zakaria.

ციტატა
ჰოლოტროპული სუნთქაზეც დაგეწერა ,განსაკუთრებით შესრულების ტექნიკა მოეწონებათ აქ)))დრო ვხედავ უამრავი გაქ ყველგან ხარ


ჰოლოტროპული სუნთქვა წარსულს ჩავაბარე. არასწორი მეთოდია a075.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Apr 15 2010, 07:30 PM

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 07:26 PM) *

.zakaria.
ჰოლოტროპული სუნთქვა წარსულს ჩავაბარე. არასწორი მეთოდია a075.gif

მაშინ ტანტრა დააინტერესებდათ აქ კიდევ ძალიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 07:34 PM

.zakaria.

ცილს ნუ მწამებ თუ შეიძლება. მე ტანტრისტი არა ვარ biggrin.gif ვისაც ტანტრა მოწონს ისინი მოიწვიე ამ ფორუმზე biggrin.gif

damiane80

აქაა ქართულად ბჰაგავად-გიტა და თუ გაინტერესებს წაიკითხე. კომენტარების გარეშეა, მაგრამ წარმოდგენა შეგექმნება.

http://www.bin.ge/file/142145/Bhagavat-Gita-S-P-.doc.html

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Apr 15 2010, 07:37 PM

.zakaria.
თქვენ იცით ტანტრას შესახებ? დაწერეთ, მოგისმენ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Apr 15 2010, 07:40 PM

ციტატა(თემო @ Apr 15 2010, 07:37 PM) *

.zakaria.
თქვენ იცით ტანტრას შესახებ? დაწერეთ, მოგისმენ.

არა მე არვარ კომპეტენტური მაგ ამბავში

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 15 2010, 08:28 PM

კაიროს, დიდის ამბით რომ მეპატიჟებოდი აპოგელეტიკაში, მეცი პატივი და გაასუფთავე ეს თემა. რა დროს ტანტრაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 16 2010, 10:06 AM

ახლა დავდებ ისტორიას ადამ და ევას შესახებ, რომელიც ვედებშია აღწერილი. მე ვდებ ინფორმაციას, კომენტარები და ინტერპრეტაციები თქვენთვის მომინდვია. ეს ისტორია რეალურად არსებობს ვედებში და მე არაფერს არ ვიგონებ:



კალი იუგის დაწყებამდე, დვაპარა იუგის ბოლოს, ნაიმიშარანის ტყეში შეიკრიბა პლანეტის ყველა დიდი ბრძენი. მათ გადაწყვიტეს დიდი ვედური მსხვერპლშეწირვის - შრავანა (მოსმენა) იაგიის გაკეთება. ანუ უნდოდათ მოესმინათ “შრიმად ბჰაგავატამი” ღმერთის წმინდა ერთგულისგან - სუტა გოსვამისგან და ბოლოს უნდოდათ პლანეტის დატოვება, რათა კალი იუგაში არ დაბადებულიყვნენ. სუტა გოსვამიმ დაიწყო მთელი ბჰაგავატამის ზეპირად მოყოლა.

ამ მსხვერპლშეწირვის დროს გამოჩნდა უფლის კიდევ ერთი წმინდა ერთგული შუკადევა გოსვამი და განუცხადა ბრძენებს რომ ყველას არ უნდა დაეტოვებინა დედამიწა. რამდენიმე უნდა დარჩენილიყო და თვალყური ედევნებინა კალი იუგის მიმდინარეობისთვის, რამეთუ ამ ეპოქაში დადგება ოქროს ხანა (პერიოდი) რომელიც 10 000 წელი გაგრძელდება და მაშინ დაჭირდებოდნენ ეს ბრძენები კაცობრიობას. შესთავაზა მათ რომ ჰიმალაების მეორე განზომილებაში გადასულიყვნენ (ჰიმალაებს 3 განზომილება (დონე) აქვთ), ადგილზე, რომელსაც ჰქვია შამბალა.

რამდენიმე ბრძენი ასეც მოიქცა და ჰიმალაებში გადაინაცვლა. ამ დროს მათ გამოეცხადათ ქალღმერთი კალი (რომელიც კალი იუგას განაგებს). ბრძენები შეეცადნენ ხელი შეეშალათ კალისთვის მის მისიაში (არ უნდოდათ რომ კალი იუგა დამდგარიყო) და მაშინ კალი ეუბნება მათ, რომ ის დიდი დროის (მაჰა კალას – ანუ იგივე უფლის) ბრძანებით მოვიდა. სთხოვა რომ არ შეეშალათ ხელი მისი მისიისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც კალის ეპოქაში დაიბადებიან, სასჯელი უნდა მოიხადონ. კალი მიმართავს უფალს, რომ დაიცვას ამ მისიის შესრულებაში...
კალის აძლევენ ასეთ კითხვას: “როგორ გაავრცელებ შენს მისიას ამ ეპოქაში?”

ამის პარალელურად ვითარდება სხვა ისტორია: ერთ მეფეს, რომელსაც ერქვა იაიატი, უჩნდება 5 შვილი და ყველა ეს შვილი ხდება “მლეჩიხა” (ხორცისმჭამელი). ამის გამო ბრაჰმანებმა ჩაატარეს “მლეჩიხა – იაგია” ანუ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა, რისი საშუალებითაც ყველა ხორცისმჭამელი უნაყოფო ხდებოდა (ამით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათი გამრავლებისთვის). რადგანაც ვედებში ნათქვამი იყო რომ ხორცისმჭამელობის გავრცელებასთან ერთად რელიგიურობა და სულიერი ღირებულებები დაეცემა ადამიანში და საზოგადოება დემონური გახდება.

როცა მეფე იაიატიმ გაიგო თავისი შვილების ამბავი, გაყარა ისინი სახელმწიფოდან (თავის მხლებლებთან და მიმდევრებთან ერთად, რომლებიც ამ შვილებს ბევრი ყავდათ). ამის შემდეგ იყო იუგა პრალაია (დიდი წყალდიდობა, რომელიც ხდებოდა ხოლმე ეპოქებს შორის). ჰოდა საბოლოოდ ეს 5 შვილი აღმოჩნდა ჰიმალაების მიმდებარე ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ არაცივილიზირებული ტომები. როგორც ვედურ პურანებშია აღწერილი მათგან წამოვიდა თანამედროვე დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციები.

იესო შალვაჰანას იმასაც ეუბნება, რომ ახალ რელიგიას შექმნის “მლეჩიხებისთვის” (ხორცისმჭამელებისთვის) ისინი სუფთები არ იქნებიან ჩვევებით, მაგრამ მრავალი იქნება გულწრფელი და ისინი გაიწმინდებიან (ეს აღწერილია ბჰავიშტია პურანაში).

ამ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განწმენდილიყვნენ დაგროვილი ცოდვებისგან… ამ მლეჩიხებთან ერთად თავისი ნებით წავიდა ერთი იოგი, რომელსაც ერქვა ადამა (ადამა სანსკრიტზე ნიშნავს – “იმას, ვინც თავის გრძნობებს აკონტროლებს”). ადამა იყო “იოგა ვიკამბარა”, ანუ იოგი, რომელიც სხეულად არ აღიქვამს თავს და შიშველი დადის (ასეთი იოგები ახლაც არიან ინდოეთში). ადამა თვითონ არ იყო მლეჩიხა, მათ კი მხოლოდ თანაგრძნობის გამო, დასახმარებლად გაყვა.

მოკლედ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განთავისუფლებულიყვნენ თავისი მეფეების ცოდვებისაგან და ჩაატარეს მსხვერპლშეწირვა (ცეცხლით), და რადგანაც ხორცისმჭამელობის გამო მათ დაკარგული ქონდათ სიწმინდე, მანტრების კითხვის დროს შეცდომები დაუშვეს და სხვა შედეგი მიიღეს. კერძოდ მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლისგან გამოვიდა ქალი. და რადგანაც ის ცეცხლისგან დაიბადა, დაარქვეს “ავ-ევატი” (სანსკრიტზე ნიშნავს ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვით დაბადებულს). ისიც იყო ვიკამბარა, როგორც ადამა და იყო სრულიად შიშველი.

ამ მსხვერპლშეწირვის მეორე შედეგი იყო დიდი ნაყოფი, რომელიც ასევე ცეცხლიდან გამოვიდა და ამ მლეჩიხების ყველა ცოდვითი რეაქცია შეიწოვა. ეს ნაყოფი შეინახეს ოქროს ჭურჭელში, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე, როცა მის სანახავად მივიდნენ, ნაყოფი გამქრალიყო... ამის შემდეგ ავ-ევატი ადამასთან ერთად გააძევეს თავისი საზოგადოებიდან...

დავუბრუნდეთ პარალელურ ისტორიას, როცა ბრძენები კალის ეკითხებიან, თუ როგორ გაავრცელებს კალი იუგაში უღმერთობას და დეგრადაციას. კალი ამბობს: მე ამას გავაკეთებ ადამას და ავ-ევატის მეშვეობით.

შემდეგ აღწერილია პარალელური მოვლენები: ადამა იწყებს მედიტაციას უზენაეს ღმერთზე რომელიც მის გულშია (პარამატმაზე, ანუ სულიწმინდაზე) და ეკითხება მას, თუ რაში მდგომარეობს მისი მისია. და მაშინ მას ესმის ხმა თავისივე გულიდან: “შენ უნდა წაიყვანო ავ-ევატი და წახვიდე “ტიკინა-აჩალამში” (თანამედროვე ირანის ტერიტორია). იქ შენ დაინახავ ღვთაებრივ ბაღს. შენ შეხვალ იმ ბაღში და იქ გამოვლინდება შენი მისია.”

როდესაც ადამა და ავ-ევატი ამ ბაღში მივიდნენ, კალი გადაიქცა ნაგად (ღვთაებრივი გველად), მივიდა ავ-ევატისთან (რადგანაც ადამას შეცდენა უფრო გაუჭირდებოდა, ავ-ევატი კი მლეჩიხების მსხვერპლშეწირვით იყო დაბადებული და ადამასგან განსხვავებით ჰქონდა სენტიმენტალურობის ასპექტი), მიაწოდა ნაყოფი (სწორედ ის ნაყოფი, რომელმაც მლეჩიხების ცოდვები შეიწოვა) და უთხრა: “იგემე ეს ცოდნის ნაყოფი, გინდა გაიგო ყველაფერი? ჭამე ეს ნაყოფი.” ავ-ევატიმ გასინჯა ნაყოფი (ანუ ქალი გახდა პირველად ამ ცოდვილი გენის მატარებელი) გაგრძელება იხილეთ ბიბლიაში...

კალი ეუბნება ბრძენებს: “ამ ტოტებით გავავრცელებ ყველა უღმერთო რელიგიას და ცოდნას, რათა დაფარული იყოს ჭეშმარიტება განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანებისთვის. და მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად გულწრფელია, განთავისუფლდებიან, თუ მიიღებენ იმ ცოდნას, რასაც თქვენ მისცემთ ოქროს ხანაში.” და ვედებში წერია, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ბჰაკტი-იოგას (უფლის ერთგულ სამსახურს) მისდევენ, თავისუფლდებიან კალის ეპოქის გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი დეგრადაციას განიცდის კალი იუგაში.


პ.ს. ჭეშმარიტი ქრისტიანები "ბჰაკტი-იოგები" არიან a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 16 2010, 04:44 PM

Atman
ადამ და ევა-ს მითი ყველა ხალხის წარმოდგენაშია, არ გამიკვირდება თუ ვედებში წარღვნაზეც იპოვი რამეს biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 16 2010, 04:52 PM

ქევანა

ციტატა
Atmanადამ და ევა-ს მითი ყველა ხალხის წარმოდგენაშია, არ გამიკვირდება თუ ვედებში წარღვნაზეც იპოვი რამეს


ნოეს ისტორია იგივე მანუს ისტორიაა ვედებში a075.gif

ბიბლიური ადამ და ევას ისტორიისგან ეს საკმაოდ განსხვავდებოდა მგონი. მე რატომღაც ეს უფრო რეალური მგონია...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 16 2010, 05:02 PM

ციტატა
მოკლედ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განთავისუფლებულიყვნენ თავისი მეფეების ცოდვებისაგან და ჩაატარეს მსხვერპლშეწირვა (ცეცხლით), და რადგანაც ხორცისმჭამელობის გამო მათ დაკარგული ქონდათ სიწმინდე, მანტრების კითხვის დროს შეცდომები დაუშვეს და სხვა შედეგი მიიღეს. კერძოდ მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლისგან გამოვიდა ქალი. და რადგანაც ის ცეცხლისგან დაიბადა, დაარქვეს “ავ-ევატი” (სანსკრიტზე ნიშნავს ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვით დაბადებულს).

ციტატა
ავ-ევატი კი მლეჩიხების მსხვერპლშეწირვით იყო დაბადებული და ადამასგან განსხვავებით ჰქონდა სენტიმენტალურობის ასპექტი)

ჰაჰა, ამას ახლა დავაკვირდი biggrin.gif
მაშ ქალი უფროა მიდრეკილია ხორცისმჭამელობისკენ და ცოდვისკენ? biggrin.gif

ქალების ჩაგვრა! გადაშენდით კაცები! biggrin.gif
არ მინდა ეგ ვედები თუ მანდაც ქალია დამანაშავე, biggrin.gif cool.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 16 2010, 05:08 PM

ქევანა

არა დამნაშავე არაა, სენტიმენტალურია biggrin.gif

მანდ როგორც ხედავ "დამნაშავე" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არც არავინ იყო. ეს ჩვენ გვაქვს ყველაფრის "ეშმაკზე" გადაბრალების მიდრეკილება, რომ გვაცდუნებს და ა.შ. მანდ ეშმაკი სულ არაა, კალი თავის მისიას ასრულებს...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 17 2010, 11:26 AM

დავდო კიდევ ვედური ტექსტები თუ ამოვედი ყელში? biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 17 2010, 08:40 PM

ციტატა(Atman @ Apr 16 2010, 04:08 PM) *

ქევანა

არა დამნაშავე არაა, სენტიმენტალურია biggrin.gif

რას გადაგვეკიდეთ ამ სენტიმენტალისტკა ქალებს ვაახხხ ეს რა დავაშავეთ კაცო ამფერი მთელი კაცობრიობა თურმე ჩვენი სენტიმენტების დაღუპული ყოფილა რააა ohmy.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 18 2010, 03:29 PM

izi-bartki

ერთი მინდა ვკითხო შენს მასწავლებელს, რომანტიზმსა და სენტიმენტებს თუ ასხვავებს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 18 2010, 05:51 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 18 2010, 02:29 PM) *

izi-bartki

ერთი მინდა ვკითხო შენს მასწავლებელს, რომანტიზმსა და სენტიმენტებს თუ ასხვავებს? biggrin.gif

coolll question biggrin.gif cooolll tongue.gif
რა ვიცი აბა ჰკითხე ,მეც მაინეტერსებს ეგ ერთი ვედური შეხედულება სენტიმენტებზე გასაგებია უკვე და აი რომანტიზმზე მდაასსს ინტერესნო a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 18 2010, 09:01 PM

ქევანა
izi-bartki

ციტატა
ერთი მინდა ვკითხო შენს მასწავლებელს, რომანტიზმსა და სენტიმენტებს თუ ასხვავებს?


მე კი ვანსხვავებ მაგრამ თქვენ გერევათ ერთმანეთში ხშირად და ეგაა უბედურება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე რომანტიზმის თქვენეულ ახსნას თუ მეტყვით უფრო სერიოზულ პასუხსაც გაგცემთ smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 18 2010, 09:05 PM

Atman
ჩვენ რომანტიზმის შენეული გაგება გვინდა, მერე ჩვენთვის ჩვენს თავში შევადარებთ და ოოპლა, იქნებ რამე ახალიც გავიგოთ biggrin.gif biggrin.gif

სტანდარტულ ახსნას შეადარე და ისე გვითხარი შენი აზრი smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 18 2010, 09:08 PM

ქევანა

ნუ აოფებთ! huh.gif

მე იზმები არ მიყვარს და არც განვმარტავ! a075.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 19 2010, 01:08 PM

ციტატა(Atman @ Apr 18 2010, 08:01 PM) *

ქევანა
izi-bartki
მე კი ვანსხვავებ მაგრამ თქვენ გერევათ ერთმანეთში ხშირად და ეგაა უბედურება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე რომანტიზმის თქვენეულ ახსნას თუ მეტყვით უფრო სერიოზულ პასუხსაც გაგცემთ smile.gif

rolleyes.gif გადაგვისვა ეხლა ხაზი რააა biggrin.gif ჩვენ გვერევა ყველაფერი ხოო ხოო მარტო შენა ხარ გენიოსა tongue.gif
შეკითხვებს ნუ მიტრიალებ კიდევ ინგა გრიგოლიასავით tongue.gif ეგ მოძველებული ჟურნალისტური მეთოდია, dry.gif
აღარ ჭრის a075.gif შეგეკითხეთ და თუ შეგიძლია გაგვეცი პასუხი თუ არადა გადავალთ შემდეგ შეკითხვაზე

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 19 2010, 01:15 PM

izi-bartki

ნუ აოფებ! mad.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 19 2010, 01:28 PM

Atman
tongue.gif tongue.gif tongue.gif კარგი ჰოო ჩამომიწიე ერთი ეგ წარბი დაბლა ღმერთი გაგახარებს რააა kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 19 2010, 03:55 PM

Atman
დადე ვედური ტექსტები სადაც სენტიმენტებზეა საუბარი biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 20 2010, 12:00 PM

ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში

ვედებში წერია რომ არსებობს ბრაჰმანის (ყოვლისმომცველი სულის) 2 ფორმა. ერთი ფორმა ჩვენი აღქმის მიღმა იმყოფება და მიუწვდომელია ჩვენთვის. მას ეწოდება პარაბრაჰმანი, ანუ ტრანსცენდენტული რეალობის ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოებით და ჭკუით ვერ აღვიქვამთ.

ბრაჰმანის მეორე ფორმას ეწოდება შაბდა ბრაჰმანი (შაბდა – “ბგერა”). ვედები ამტკიცებენ, რომ ბრაჰმანი შესაძლებელია მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ბგერის საშუალებით. ბგერა არა მარტო ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ხიდია ჩვენსა და უმაღლეს რეალობას შორის. მას ყველა რელიგიაში, ყველა იდეოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა უკავია. ბგერა არის საშუალება, რომლითაც ჩვენი ვიწრო ცნობიერება შეიძლება დაუკავშირდეს უზენაეს ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები და თეორიები ბგერის მნიშვნელობის და ფუნქციის შესახებ ყველგანაა, ისე სისტემატურად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, როგორც ვედებშია, არც ერთ იდეოლოგიაში არაა. თავად ვედებს შაბდა ბრაჰმანსაც უწოდებენ. თავად ვედები ამტკიცებენ რომ ბრაჰმანი ჩვენამდე მოდის ვედური ცოდნის, მანტრების საშუალებით და ამ მანტრების გამეორებისას ადამიანს შეუძლია ეს უმაღლესი ცოდნა თავის ცნობიერებაში “შეუშვას”.

ვედები ამბობენ რომ არსებობს ორი რეალობა. ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხასიათდება განსხვავებით სიტყვასა და იმ ობიექტს შორის, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ყველა ობიექტს თავისი ბგერითი დასახელება აქვს და აღმნიშვნელი სიტყვის გარეშე ობიექტს არსებობა არ შეუძლია. ბავშვი რომ იბადება, სახელს ვარქმევთ, იმიტომ რომ სხვაგვარად გაგვიჭირდება მასთან ურთიერთობა. თუ შევქმნით რაიმე ახალ ნივთს, სახელი უნდა დავარქვათ იმისათვის რომ ღირებულება ქონდეს...

მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)).

მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია.

“დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.” აქ სულიერი სამყაროს სწორედ ეს დამახასიათებელი თვისებაა გამოხატული. ანუ სიტყვა ღმერთი თავად ღმერთისგან ცალკე არსებობს და ამავე დროს სიტყვა ღმერთი თავად ღმერთია. ანუ აბსოლუტურ რეალობაში არაა განსხვავება სიტყვასა და ობიექტს შორის. ბგერა არის ობიექტი და ობიექტი არის ბგერა. სამყარო შეიქმნა ბგერებით. ღმერთმა თქვა: “იყოს სინათლე!” და იქმნა სინათლე.

დავუბრუნდეთ 2 რეალობას, რომელთაგანაც ერთი სულიერია და აბსოლუტურია, მეორე კი უხეში და მატერიალურია. მივყვეთ თანმიმდევრულად, თუ როგორ ხდება ბგერის “გაუხეშება”:
ბგერა გაუხეშებას განიცდის 4 სტადიის გავლის შედეგად. ნატიფი სულიერი სამყარო, რომელიც ბგერით (ტალღურ) ბუნებას ატარებს, გაუხეშებისას, ანუ მატერიალურ სამყაროდ გარდაქმნისას, არსით ინარჩუნებს ამ ბუნებას (კვანტური ფიზიკაც ამტკიცებს რომ ყველაფერი ტალღური ბუნებისაა). ფაქტიურად მთელი ეს სამყარო გამყარებული, გაყინული ბგერითი ტალღაა (მიაქციეთ ყურადღება თავად ქართულ სიტყვას – “სა-მყარო”) სულიერი ბუნება ძალიან ნატიფი და დინამიურია. ამ სამყაროში კი იმის გამო მოვხვდით რომ ჩვენი თავის “რეალიზაცია” მოგვინდა, როგორც ღმერთებისა, ჰოდა ღმერთმა შეგვიქმნა მატერიალური სამყარო, სადაც ვართ იმის ილუზიაში, რომ ჩვენ ვმართავთ მოვლენებს და ჩვენ ვართ ღმერთები.

იმ 4 სტადიის შესახებ, რომლებსაც გადის ბგერა გაუხეშებისას, ბიბლიაში უკვე სისტემატიზებურად და ცოდნის სახით არ წერია. ვეცდები ეს ინფორმაცია წარმოვადგინო ვედური შეხედულებებიდან გამომდინარე:

ბგერას აქვს 4 ფაზა (დონე). ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბგერას, და რაც ყურით გვესმის, მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. ამ ბგერას ეწოდება “ვაიკარია” (უხეში ბგერა).
მეორე, უფრო ნატიფი დონეა ფიქრები, რომლებიც ასევე გვესმის, მაგრამ შედარებით ცუდად და მხოლოდ ჩვენს ჭკუაში (თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ფიქრებიც ესმით). ამ ვიბრაციას ეწოდება “მადჰიამა” (ფიქრები)

არის მესამე დონე, რომლის აღქმაც კიდევ უფრო რთულია. ეს არის იდეის ვიბრაცია. სანსკრიტულად ეწოდება “პაშიანტი” (ანუ ის რაც ჩანს). ამ ვიბრაციის აღწერისას ვედები ამბობენ რომ “პაშიანტის” დონეზე ბგერას გააჩნია ფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუ გულისყურით მოვუსმენთ ჩვენს სიღრმეში ამ ვიბრაციას, შევძლებთ მის “დანახვას”. პირველი ეს სამი დონე ადამიანისთვის მისაწვდომია გარკვეული პრაქტიკის შედეგად. მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, “ობრაზის” ფორმა აქვს.

ვედების მიხედვით ყველანაირი ქმნილების პროცესი ხდება ნატიფიდან უხეშის მიმართულებით. შეუძლებელია უხეში მატერიიდან წაროიქმნას ნატიფი მატერია (რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოკეანის “ბულიონში” ცილების შეკავშირების და ევოლუციის შედეგად მივიღეთ ადამიანი). ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება.

ნატიფი იდეის ვიბრაციის დონეზე, მასში უკვე არსებობს სურვილის ენერგია. და ყველა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვდის თავში, სურვილის ენერგიითაა განმსჭვალული. ანუ უყველაფრის სათავე, რასაც ვაკეთებთ, ეს ფონია იდეის ვიბრაციისა, რომელსაც სურვილიც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ.

მაგალითად გაჩნდა სურვილი რომ ავაშენო ცათამბჯენი. მესამე ნატიფ დონეზე ეს სურვილი იღებს “ობრაზის” ანუ იდეის ფორმას. მეორე ანუ ჭკუის დონეზე ეს იდეა იშლება სქემებად, გეგმებად, ნახატებად, ვიზუალიზაციებად. ვედები ამბობენ რომ თუ პაშიანტის დონეზე სურვილის ენერგია დევს, მადჰიამას (აზრების) დონეზე კი უკვე ცოდნის ენერგიაა ჩადებული (გიანას, ანუ გაგების, ჩაწვდომის ენერგია). მესამე ეტაპზე კი ამ აზრების და იდეების განხორციელება ხდება ბეტონად, კარკასებად და ა.შ.

რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენ დასაწყისში რაიმეს ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება იდეის თესლი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა რომ ეს იდეა განხორციელდება.

ბგერის ეს სამი დონე მისაწვდომია ადამიანისთვის და განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო ნატიფია ეს დონე. მეოთხე ანუ ყველაზე უხეშ დონეს ეწოდება “ვაიკარია” და მასში ჩადებულია შემოქმედების, რეალიზაციის ენერგია.

ჩვენი ცხოვრება ბგერების ამ სამი დონის თამაში და ტრანსმუტაციაა. ანუ თავიდან ბგერა იდეის და სურვილის დონეზეა, მერე გეგმის და სქემის დონეზე, შემდეგ კი ცხოვრებაში რეალიზაციის დონეზე. შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ა.შ. და რამდენად გვჭირდებოდა სინამდვილეში ის რაც ვინატრეთ და შემდეგ განვახორციელეთ ეს სხვა თემაა...

ახლა კი იწყება მთავარი: ვედები ამბობენ, რომ არსებობენ ბგერები, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული ბუნება აქვთ მატერიალური ობიექტების აღმნიშვნელი ბგერებისგან. ეს არის ბგერები, რომლებსაც ჩვენი ცნობიერების ამაღლება შეუძლიათ მაღალ საფეხურებამდე. ამ ბგერებს სანსკრიტულად ეწოდება მანტრები. ანუ მანტრები არის განსაკუთრებული ბგერები და ვიბრაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ძალაა ჩადებული. მანტრას შეუძლია ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური ბგერების ოკეანეში და ყველა მხრიდან გვბომბავენ ამ ბგერებით, რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენში ჩადონ სურვილები მესამე ნატიფ დონეზე. რაც მეტია ასეთი ბგერა, მით უფრო ქაოტური ხდება ჩვენი გონება და ცნობიერება. სტრესები, სხვადასხვა ავადმყოფობა და ა.შ. დაუბალანსებელი და არაჰარმონიული ცნობიერებიდან მოდის, რადგანაც ცნობიერება “დაავადებულია” ამ მატერიალური ბგერებით. ყველა ბგერა ატარებს რაღაც ენერგიას. ეს ენერგიები ჩვენს ცნობიერებაში ბგერასთან ერთად ხვდება და აბინძურებს მას ბევრი მავნე და არასაჭირო ინფორმაციით. თავში განუწყვეტელი “შიშინი” და “ხარვეზებია” როგორც გაფუჭებულ რადიოში და ამაში ყველა დარწმუნდება თუ თავის ფიქრებს ყურს დაუგდებს.

მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან.

იოგები ყველა ჩაკრას ხედავენ როგორც ვიბრირებად კვანძებს, რომლებსც თავისი ფერი და თავისი ბგერა (ვიბრაციის სიხშირე) აქვთ. ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე. მაგალითად თუ ვიმეორებთ ბგერას “ლამ”, იგი შეესაბამება “მულადჰარა” ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ჩაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო სტაბილური და მყარი.

შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრას აქვს ვიბრაცია – “ვამ” (გარდა ამისა ჩაკრის თვითოეულ ფოთოლს შესაბამისი მანტრებიც გააჩნია).

მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება “რამ” და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება).

გულის ჩაკრის (ანაჰატა ჩაკრის) ვიბრაციაა “იამ” (სული სწორედ გულის მიდამოშია მოთავსებული)

ყელის ჩაკრას შეესაბამება “ჰამ”, მესამე თვალის ჩაკრას – “ომ” და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე მექანიზმის ასახსნელად.

შედარებისთვის ავიღოთ მაგნიტი. ეს იგივე რკინაა, ოღონდ ჩვეულებრივი რკინისგან განსხვავებით მას გარკვეული სახით “ჰარმონიზირებული” ტალღური სტრუქტურა აქვს. და თუ ამ მოწესრიგებულ სტრუქტურას ჩვეულებრივ რკინას მივუახლოვებთ, ისიც იძენს მაგნიტის თვისებას. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებენ მანტრები. ხდება ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია და ზედმეტი სურვილები, სხვადასხვა არასაჭირო ვიბრაცია ტოვებს ჩვენს ცნობიერებას.

ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან “ომ” (აუმ).

იმისათვის რომ მანტრის (ლოცვის) გამეორება ეფექტური იყოს, ადამიანმა ბგერის სამივე საწყის დონეზე სისტემატურად უნდა გაიმეოროს იგი. ზოგიერთ მანტრას ყველა შემთხვევაში აქვს ეფექტი, როგორც არ უნდა გავიმეოროთ იგი, მაგრამ ეფექტი მით უფრო ძლიერი და სუფთა იქნება, რაც უფრო ყურადღებით და კონცენტრაციით გავიმეორებთ მათ.

იმ ადამიანის ბგერას, რომელმაც ცნობიერება გაიწმინდა, გულმართალია და არამოძალადე, გაცილებით უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისას. თუ ადამიანს არასოდეს არ უთქვამს ტყუილი, მისი ნებისმიერი სიტყვა რეალობა ხდება. ამაზეა დაფუძნებული დიდი ბრძენების და წმინდანების კურთხევის ან წყევლის ძალა.


ვედებში მოწოდებულია ყველა მანტრისა და ლოცვის გამეორება, რომელშიც ღმერთის სახელებია და ღმერთთან გვაკავშირებს. ყველა რელიგიაშია ასეთი მანტრები და მათ გააჩნიათ ტრანსცენდენტული, არამატერიალური ბუნება. ეფექტი ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში უეჭველია. (ყველა რელიგიაში მოწოდებულია მანტრების გამეორება სულიერი მოძღვრის მითითების ქვეშ და თვითნებურად მხოლოდ საწყის სტადიაზე და თანაც ზოგიერთი მანტრის გამეორება შეიძლება).

ქრისტიანობაში მე პირადად ყველაზე ძლიერ ლოცვად იესოს ლოცვა მიმაჩნია, მაგრამ მისი ძალიან ხანგრძლივი გამეორებასაც კი არ გირჩევთ სულიერი მოძღვრის გარეშე.

ღმერთის სახელი და ღმერთი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როცა მანტრას ან ლოცვას ვამბობთ ღმერთს ვუხმობთ ჩვენს ცნობიერებაში!

არ იფიქროთ რომ ეს ტექსტი იმის გამო დავწერე რომ ვედები ბიბლიაზე ამაღლებული მგონია (თუმცა ვაღიარებ რომ ცოდნის და ინფორმაციის თვალსაზრისით მართლა ასე მგონია). უბრალოდ დავდე ვედური შეხედულება ბგერის სტრუქტურაზე და მის არსზე. ვეცადე ძალიან მოკლედ და მარტივად გადმომეცა მთავარი არსი.

რეზიუმე:
რაც შეიძლება ხშირად და ხმამაღლა იმეორეთ ქრისტეს წმინდა სახელი! არ არსებობს სხვა ღირებული საფიქრალი, გარდა ღმერთზე ფიქრისა. გონებაში ყოველთვის მიმართეთ მას და ისიც მალე შემოვა თქვენს ცნობიერებაში! შედეგი გარანტირებულია! a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 20 2010, 02:43 PM

ტაააკს ამ თავში არის უდიდესი წმინდანის და ბრძენის ნარადა მუნის ისტორია, თუ როგორ იპოვა უფალი, როგორ მიიღო სიკვდილის მერე სულიერი სხეული და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო თავი ამოვარჩიე შრიმად ბჰაგავატამიდან და ვისაც აინტერესებს წაიკითხოს.



შრიმად ბჰაგავატამი

თავი მეექვსე
ნარადასა და ვიასადევას საუბარი

http://www.radikal.ru

1. სუტამ თქვა: ო ბრაჰმანებო, შრი ნარადას დაბადებისა და საქმიანობების შესახებ მოსმენის შემდეგ ვიასადევამ, ღმერთის ინკარნაციამ და სატიავატის შვილმა, შემდეგი რამ იკითხა.

2. შრი ვიასადევამ თქვა: როგორ მოიქეცი შენ [ნარადა] იმის შემდეგ, რაც წავიდნენ დიადი ბრძენები, რომელთაც მეცნიერული ტრანსცენდენტული ცოდნა შენს ახლანდელ დაბადებამდე მოგცეს?

3. ო ბრაჰმას შვილო, როგორ იცხოვრე ინიციაციის მერე და როგორ მიიღე ეს სხეული დროთა ვითარებაში ძველი სხეულის მიტოვების შემდეგ?

4. ო დიდო ბრძენო, დრო ყველაფერს შთანთქავს. მაშ, როგორ გახსოვს ბრაჰმას წინა დღეში მომხდარი ამბები ისე, რომ დრო არც შეგხებია?

http://www.radikal.ru

5. შრი ნარადამ თქვა: დიდი ბრძენები, რომელთაც ტრანსცენდენციის შესახებ სულიერი ცოდნა მომცეს, სხვაგან გაემგზავრნენ, მე კი ასე მომიხდა ცხოვრება.

6. დედაჩემს ერთადერთი შვილი ვყავდი და იგი არა მხოლოდ უბრალო ქალი, არამედ მოსამსახურეც იყო. რადგან მე მისი ერთადერთი ნაშიერი ვიყავი, მას მზრუნველობის სხვა საგანი არ ჰყავდა: მან სიყვარულის ჯაჭვით დამაბა.

7. მას ჩემზე ზრუნვა სურდა, მაგრამ რადგან დამოუკიდებელი არ იყო, ვერაფერს მიკეთებდა. სამყაროს უზენაესი უფლის სრული განმგებლობის ქვეშ იმყოფება; ამიტომ ყველა ხის თოჯინას ჰგავს თოჯინების ოსტატის ხელში.

8. ხუთი წლის ბავშვი ბრაჰმანთა სკოლაში ვცხოვრობდი. დედის სიყვარულზე ვიყავი დამოკიდებული და სხვა ქვეყნები არ მენახა.

9. ერთ ღამეს, როცა საბრალო დედა ძროხის მოსაწველად გარეთ გავიდა, უზენაესი დროის გავლენით გველმა უკბინა ფეხზე.

10. მე ეს უფლის განსაკუთრებულ წყალობად მივიჩნიე, რომელსაც მუდამ თავის ერთგულთა დალოცვა სურს და ამ ფიქრებით მოცული ჩრდილოეთის გზას დავადექი.

11. წასვლის შემდეგ ჩავუარე მრავალ აყვავებულ დედაქალაქს, ქალაქს, სოფელს, ცხოველთა სადგომს, საბადოს, ყანას, მინდორს, სანერგესა და ხელუხლებელ ტყეს.

12. მე გავიარე გორები და მთები, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მსგავსი ათასგვარი ლითონებით იყო სავეს; ადგილები, სადაც გაბრუებული ფუტკრებითა და მგალობელი ჩიტებით მორთული, წარმტაცი ლოტოსის ყვავილებით დამშვენებული წყალსაცავები იყო, რომლებიც ზეცის მობინადრეთათვის არის შესაფერისი.

13. შემდეგ მარტომ გავიარე ლერწმის, ბამბუკის, ლელქაშის, წვეტიანი ბალახისა და სარეველების ჭალები, გამოქვაბულები, რომელთა გავლაც მარტო კაცს უჭირს. მე მოვიარე უღრანი, ბნელი და საშიში ტყეები, რომლებიც გველების, ბუებისა და ტურების სათამაშო ადგილებია.

14. მოგზაურობისას წყურვილი და შიმშილი მომერია და ვიგრძენი, რომ სხეული და ჭკუა დამღლოდა. მეც განვიბანე მდინარის ნაპირას მდორე დინებაში და წყალიც დავლიე. წყალმა დაღლილობა გამიქრო.

15. ამის შემდეგ უკაცრიელ ტყეში ბანიანის ხის ჩრდილში გონების დახმარებით დავიწყე ჩემში მყოფ ზესულზე მედიტაცია, როგორც ეს განთავისუფლებული სულებისგან მქონდა ნასწავლი.

16. როგორც კი დავიწყე ღმრთეების პიროვნების ლოტოსის ტერფებზე მედიტაცია, მოვიკრიბე რა ტრანსცენდენტული სიყვარულით გარდაქმნილი ჭკუა, თვალთაგან ცრემლები წამომივიდა და ჩემი გულის ლოტოსზე დაუყოვნებლივ გამოჩნდა ღმრთეების პიროვნება შრი კრშნა.

17. ო ვიასადევა, მაშინ, უსაზღვრო ბედნიერებით შეპყრობილს, სხეულის ყოველი ნაწილი გამომიცოცხლდა. ექსტაზის ოკეანეში ჩაძირული ვერც საკუთარ თავს ვხედავდი და ვერც უფალს.

18. უფლის ტრანსცენდენტული ფორმა თავისთავად აკმაყოფილებს ჭკუის სურვილს და უმალვე განაქარვებს საწინააღმდეგო აზრებს. ამ ფორმის გაუჩინარების შემდეგ შეშფოთებული უეცრად წამოვხტი, როგორც ადამიანი, რომელიც რაიმე სანატრელს კარგავს.

19. მე მსურდა კვლავ დამენახა უფლის ეს ფორმა, მაგრამ მისი ხილვის ძლიერი სურვილისა და გულზე ყურადღების მიპყრობის მცდელობის მიუხედავად, ვეღარ ვიხილე იგი და გულგატეხილი მეტად დავღონდი.

20. განმარტოებულ ადგილას ჩემს მიერ გაწეულ მცდელობათა შემხედვარე ღმრთეების პიროვნებამ, რომელიც ტრანსცენდენტულია ყოველგვარი მიწიერი აღწერილობის მიმართ, უბრალოდ ჩემი დარდის გასაქარვებლად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიტყვები მითხრა.

21. ო ნარადა, [თქვა უფალმა], ვწუხვარ, რომ ამ სიცოცხლეში ვეღარ მიხილავ. მსახურებაში არასრულყოფილებს და მატერიალური სიბილწისგან არასრულად განწმენდილებს უჭირთ ჩემი დანახვა.

22. ო ღვთისმოსავო, შენ მხოლოდ ერთხელ იხილე ჩემი პიროვნება და ეს მხოლოდ ჩემდამი შენი ლტოლვის გასაღვივებლად მოხდა, რადგან რაც მეტს ისწრაფვი ჩემსკენ, მით უფრო განიწმინდები ყოველგვარი მატერიალური სურვილისაგან.

23. ერთგული რამოდენიმე დღის მანძილზეც კი რომ ემსახუროს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მისი გონება მტკიცდება და ჩემზე ხდება მომართული. მერე, ახლანდელი მწუხარებით აღსავსე მატერიალური სამყაროების მიტოვების შემდეგ იგი ტრანსცენდენტალ სამყაროში ჩემი თანამგზავრი ხდება.

24. ჩემს ერთგულებაში დასაქმებული გონება არასოდეს ირღვევა. ჩემი წყალობით მეხსიერება შექმნისა და განადგურების დროსაც კი გექნება.

25. შემდეგ ამ უმაღლესმა მეუფემ. ბგერით გამოვლენილმა და თვალისთვის უხილავმა, მაგრამ ყველაზე საოცარმა, საუბარი შეწყვიტა. მადლიერების გრძნობით შეპყრობილმა მოწიწებით ვეცი მას თაყვანი.

26. ამრიგად განუწყვეტელი განმეორებით უფლის წმინდა სახელისა და დიდების გალობა დავიწყე, არ ვაქცევდი რა ყურადღებას მატერიალური სამყაროს პირობითობებს. უფლის ტრანსცენდენტული გართობების შესახებ ასეთ გალობასა და მათ გახსენებას ყოველგვარი მადლი მოაქვს. ასე შემოვიარე მთელი დედამიწის ზურგი, სრულიად კმაყოფილმა, მორჩილმა და მტრობისგან თავისუფალმა.

27. ამგვარად დროთა ვითარებაში, ო ბრაჰმანო ვიასადევა, მე, რომელიც ბოლომდე კრშნაზე ფიქრში ვიყავი ჩაფლული, ამიტომაც მიჯაჭვულობები არ მქონდა, ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისგან თავისუფალს, სიკვდილი მეწია, როგორც ელვა, რომელსაც მუდამ განათება სდევს თან.

28. ღმრთეების პიროვნებასთან ურთიერთობისთვის შესაფერისი ტრანსცენდენტული სხეულის მიღების შემდეგ მე დავტოვე ხუთი მატერიალური ელემენტისგან შემდგარი სხეული და ამით შეწყდა შრომის [კარმის] ყოველი შედეგი.

29. ეპოქის ბოლოს, როდესაც ღმრთეების პიროვნება უფალი ნარაიანა გაჩანაგების წყალზე დაწვა, ბრაჰმა შევიდა მასში ქმნილების ყოველ ელემენტთან ერთად და მეც შევედი მასში მისი სუნთქვის საშუალებით.

30. 4 300 000 მზის წელიწადის შემდეგ, როდესაც, უფლის ნებით, ბრაჰმამ გაიღვიძა, უფლის ტრანსცენდენტული სხეულიდან შეიქმნენ მარიჩი, ანგირა, ატრი და სხვ. მსგავსი რშები და მათთან ერთად მეც მოვევლინე.

31. ამის შემდეგ, ყოვლისშემძლე ვიშნუს წყალობით, მე შეუზღუდავად ვმოგზაურობ ყველგან, ტრანსცენდენტალ სამყაროშიც და მატერიალური სამყაროს სამივე ნაწილშიც. ამის მიზეზი ის არის, რომ განუწყვეტლივ ერთგულად ვემსახურები უფალს.

32. ასე ვმოგზაურობ, განუწყვეტლივ უფლის დიდების ტრანსცენდენტალ ეპისტოლეს ვმღერი, ვუკრავ ვიანდ წოდებულ ამ საკრავზე, რომელიც ტრანსცენდენტული ბგერით არის სავეს და რომელიც უფალმა კრშნამ მომცა.

33. უზენაესი უფალი შრი კრშნა, ვისი დიდებაც და საქმიანობებიც საამური მოსასმენია, თითქოს მოუხმესო, უმალვე მოდის ჩემი გულის ტახტზე, როგორც კი მისი წმინდა საქმიანობების შესახებ ვიწყებ გალობას.

34. პირადად გამომიცდია, რომ მათ, ვინც გრძნობების გრძნობათა ობიექტებთან დაკავშირების სურვილის გამო ყოველთვის ზრუნვითა და მღელვარებით არიან სავეს, უმეცრების ოკეანის გადალახვა ყველაზე საიმედო ნავით – ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ განუწყვეტელი გალობით შეუძლიათ.

35. ჭეშმარიტებაა, რომ იოგას სისტემის მიხედვით გრძნობათა მოთოკვის გზით სურვილებისა და ვნების შფოთვისაგან განთავისუფლება შეიძლება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სულის დასაკმაყოფილებლად, რადგან ეს [კმაყოფილება] ღმრთეების პიროვნების ერთგული სამსახურით მიიღწევა.

36. ო ვიასადევა, შენ ყოველი ცოდვისგან თავისუფალი ხარ. შენი თხოვნით ასე აგიხსენი ჩემი დაბადება და თვითშემეცნების საქმენი. ყოველივე ეს შენს დაკმაყოფილებასაც შეუწყობს ხელს.

37. სუტა გოსვამიმ თქვა: ასე მიმართა რა ვიასადევას, შრილა ნარადა მუნიმ დატოვა იქაურობა. თავის საკრავ ვინაზე დაკვრით, საკუთარი ნებით შეუდგა სამყაროში მოგზაურობას.

38. დიდება და გამარჯვება შრილა ნარადა მუნის, რამეთუ იგი ხოტბას ასხამს ღმრთეების პიროვნების საქმეებს, ამით თავად ტკბება და თანაც სიცოცხლეს მატებს სამყაროს ტანჯულ სულებს.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 20 2010, 10:45 PM

რამხელა ტექსტია biggrin.gif
ნელ-ნელა დავაკომენტარებ საინტერესო აბზაცებზე smile.gif

ციტატა
მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)).


ეს საინტერესოა, ენათმეცნიერებს აქვთ თეორიები იმასთან დაკავშირებით თუ რა დამოკიდებულებაა სიტყვასა და მის სახელს შორის smile.gif
მაგრამ შენ ენათმეცნიერება ჩამორჩენილი გგონია მგონი rolleyes.gif

ფილოსოფიაშიც შესაბამისად სინტერესო აზრებია გამოთქმული, მე რაც შემეხება, ჩემი პირადი აზრი ჯერ მოიცდის biggrin.gif

მოდი შევთანხმდეთ (სანამ ვიკამათებდეთ) რომ ყოველ სიტყვას აქვს სახელი, მნიშვნელობა და საკუთრივ ობიექტი. ანუ ეს სამი გამოვაცალკევოთ rolleyes.gif
გამოვაცალკევოთ ანუ ცალკე აღვიქვათ სიტყვა როგორდ დამწერლობა და სიტყვა როგორც ბგერითი წარმოთქმა : )
და ამის მერე ვიკამათოთ

ციტატა
მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია.

ეს გამიშიფრე, ვერ გავიგე ერთი შეხედვით, თავად წყალი ანუ ხელშესახები, სტიქია თავად, ხო?

აუ მეტის თავი არ მაქ ამ საღამოს...

პოსტის ავტორი: murzaqan თარიღი: Apr 21 2010, 02:47 AM

ბგერაზე კარგი ტექსტი იყო.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 21 2010, 06:13 AM

ქევანა

ციტატა
მოდი შევთანხმდეთ (სანამ ვიკამათებდეთ) რომ ყოველ სიტყვას აქვს სახელი, მნიშვნელობა და საკუთრივ ობიექტი. ანუ ეს სამი გამოვაცალკევოთ გამოვაცალკევოთ ანუ ცალკე აღვიქვათ სიტყვა როგორდ დამწერლობა და სიტყვა როგორც ბგერითი წარმოთქმა : )და ამის მერე ვიკამათოთ


მაგაზე კამათი მეზარება. არსი მგონი გასაგებად ვთქვი. ბავშვს რომ მოვატყუო და მგელზე ვასწავლო ირემი ქვიათქო, მთელი ცხოვრება ირემს დაარქმევს და მგელს წარმოიდგენს მაგ დროს. სულიერ სამყაროში კი თუ იტყვის სიტყვა ირემს, გაჩნდება ირემი, იტყვის მგელს, გაჩნდება მგელი. იქ პირობითობა არ არსებობს, იქ მხოლოდ აბსოლუტური რეალობაა. რთული გასაგებია რა თქმა უნდა მაგრამ ეგრეა. მე მჯერა რატომღაც.

ენათმეცნიერების პირობითობები და ჩიხლიფორთობები მითუმეტეს არ მაინტერესებს. ენათმეცნიერების 99%-ს აგერ რაულ მამალაძე ჯობია. ყველა ენათმეცნიერების კანონი დაარღვია და მერე მიხვდა რაცხას a075.gif

ან რატო უნდა ვენდო ვედებზე მეტად მეცნიერებას, როცა 5000 წლის წინ ეწერა ვედებში სინათლის და ბგერის სიჩქარე და სხვა ზუსტი მეცნიერული ფაქტები, 19-20 საუკუნეში რომ აღმოაჩინეს. "მე თვითონის" პრინციპი აქვთ მეცნიერებს თორე რომ მოინდომონ ყველა კითხვაზე იპოვიან პასუხებს ვედებში.

ციტატა
ეს გამიშიფრე, ვერ გავიგე ერთი შეხედვით, თავად წყალი ანუ ხელშესახები, სტიქია თავად, ხო?


იმ რეალობაში რომ გადავალ მერე გაგიშიფრავ biggrin.gif


მთავარი აქცენტი მაგ ტექსტში მაინც ღმერთის სახელების ხშირად გამეორებაზე გავაკეთე. ერთადერთი ხსნა ეგაა!

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 21 2010, 12:03 PM

ციტატა
“დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.” აქ სულიერი სამყაროს სწორედ ეს დამახასიათებელი თვისებაა გამოხატული. ანუ სიტყვა ღმერთი თავად ღმერთისგან ცალკე არსებობს და ამავე დროს სიტყვა ღმერთი თავად ღმერთია. ანუ აბსოლუტურ რეალობაში არაა განსხვავება სიტყვასა და ობიექტს შორის. ბგერა არის ობიექტი და ობიექტი არის ბგერა. სამყარო შეიქმნა ბგერებით. ღმერთმა თქვა: “იყოს სინათლე!” და იქმნა სინათლე.

დავუბრუნდეთ 2 რეალობას, რომელთაგანაც ერთი სულიერია და აბსოლუტურია, მეორე კი უხეში და მატერიალურია. მივყვეთ თანმიმდევრულად, თუ როგორ ხდება ბგერის “გაუხეშება”:
ბგერა გაუხეშებას განიცდის 4 სტადიის გავლის შედეგად. ნატიფი სულიერი სამყარო, რომელიც ბგერით (ტალღურ) ბუნებას ატარებს, გაუხეშებისას, ანუ მატერიალურ სამყაროდ გარდაქმნისას, არსით ინარჩუნებს ამ ბუნებას (კვანტური ფიზიკაც ამტკიცებს რომ ყველაფერი ტალღური ბუნებისაა). ფაქტიურად მთელი ეს სამყარო გამყარებული, გაყინული ბგერითი ტალღაა (მიაქციეთ ყურადღება თავად ქართულ სიტყვას – “სა-მყარო”)

სხვათა შორის მე და მამა ამ თემაზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე smile.gif
მართლა საინტერესოა,
რაც შეეხება ლოცვას,ანუ უფლის სახელის ხშირად განმეორებას ,ეს უდავოა,უბრალოდ რა თქმა უნდა,ყველას თავისი სულიერი ძალების და მიხედვით ეძლევა ლოცვების წაკითხვის კურთხევა,ის რომ ცნობიერება იწმინდება,"ვნებები" ცხრება და სიმშვიდით და სიყვარულით ივსება გული,ამას ლაპარაკი არც სჭირდება smile.gif
როგორც ბერი პაისი იტყვის ხოლმე ადამიანებს ამ ქვეყნად უამრავი კანო ნი აქვტ შექმნილიო მაგრამ სულიერი კანონები სხვანაირად მოქმედებს smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 21 2010, 12:40 PM

ციტატა
,ყველას თავისი სულიერი ძალების და მიხედვით ეძლევა ლოცვების წაკითხვის კურთხევა,ის რომ ცნობიერება იწმინდება,"ვნებები" ცხრება და სიმშვიდით და სიყვარულით ივსება გული,ამას ლაპარაკი არც სჭირდება


თავიდან ვნებები კი არ ცხრება პირიქით, ზედაპირზე ამოტივტივდება ხოლმე და ყველაჩვენი დაფარული და ცუდი ზრახვები იჩენს თავს, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია, როცა ლოცვის დროს ასეთი აზრები მოდის, სინამდვილეში ის მიდის გონებიდან და გონება სუფთავდება. უნდა გავაგრძელოთ ლოცვა და ღმერთი მოუვლის ჩვენს ვნებებს a075.gif თავის გმობა იმის გამო რომ თურმე რა ცოდვილი ვყოფილვარ და ა.შ. შედეგს ვერ მოიტანს. ერთადერთი იარაღი ლოცვაა. მაგ ცუდ აზრებს არც ეშმაკი გაწოდებთ და არც სხვა ვინმე. ეს არის ჩვენს ქვეცნობიერში ღრმად ჩამარხული მოტივები, რომლებიც ლოცვის ძალამ შეძრა და ამოატივტივა. ამ აზრებს თუ აყევი და ინერვიულე ამის გამო ეს უარესია. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რაღაც დროის მერე იწმინდება გონება და ასეთი აზრები იშვიათად მოდის...

ნუ ვცდილობთ "ეშმაკს" დავაბრალოთ რომ გვაცდუნებს და გზას გვირევს. ყველაფრის თავი და ბოლო ჩვენი ჭკუა და გონებაა და მთავარი იარაღი მაგ დროს ლოცვაა, სხვანაირად ჩვენი ნებისყოფით და ნებით ვერ მოვერევით ცუდ აზრებს, ისევ სიღრმეში ჩავტენით და ეგ იქნება. ნათელი აზრებით ბნელ აზრებს ვერ დავამარცხებთ. ნათელი აზრების "გამომუშავებისას" ბნელი ისევ ქვემოთ ექცევა და აღარ ჩანს. შემოუშვით სინათლე და გაქრება ბნელიც. სინათლის შემოშვებისთვის კი ჩვენი ძალისხმევა ერთადერთია: ღმერთის იმედი და მისი სახელის რაც შეიძლება ხშირად გამეორება. თუნდაც მექანიკურად, მაგრამ ჯობია ვილოცოთ, ვიდრე გააზრებულად ვიფიქროთ "მშვიდობაზე მსოფლიოში" და ეგეთ ნათელ აზრებზე. ეს იგივეა რომ ფანარით ებრძოლო სიბნელეს ბნელ ოთახში smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 21 2010, 05:47 PM

ეს თემა "მეცნიერება და განათლებაში" უნდა გამეხსნა!

აქ არავინ კითხულობს და...sad.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 21 2010, 08:26 PM

Atman
ვკითხულობთ ატმან და ზოგ რამეებს ვგებულობთ.
აბო

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 21 2010, 08:34 PM

abo

გაიხარე! რომელი თემა განვავრცო? კრიშნას ცხოვრება არ გაინტერესებთ ალბათ. შრიმად ბჰაგავატამიდან ხო არ დავდო რამე კიდე?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2010, 10:09 PM

ციტატა
მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, “ობრაზის” ფორმა აქვს.

ციტატა
ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება.

სუფთა პლატონის იდეეებ biggrin.gif

ეხლა რა მინდა ვთქვა, ცხადია ყველას მოგვეხსენება, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, ასე რომ ყველა ცოდნა რომელიც არსებობს, ოდესღაც აღმოჩენილი იყო, მერე მიივიწყეს და ისევ ხელახლა აღმოაჩინეს. ასეა, სავარაუდოდ ყველა ფილოსოფიური აზრი თუ მოძღვრებაც... იდეებამდე მარტო პლატონი არ მივიდოდა, თავის დროზე ვინ იცის იგი კიდე ვის გამოუჩნდა თავში აზრის სახით....
მოკლედ, პლატონი მიიჩნევდა, რომ არსებობს იდეა, იდეათა სამყარო და რომ ჩენი სამყარო არის იდეათა ხორცშესხმა მატერიაში, და ამასთან ეს ჩვენი სამყარო არის ილუზიური, მოჩვენებითი, წარმავალი...
მაგრამ არისტომ კარგად გაახურა biggrin.gif

ციტატა
მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან.

სხვათაშორის, ამაში ვეთანხმები ვედებს, არსებობს მუსიკალური თერაპია ფსიქოლოგიაში. და საერთოდაც, როგორც გამიგია ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი პითაგორა ცდილობდა მუსიკის საშუალებით ადამიანზე დადაბითად ზემოქმედებას smile.gif
მუსიკას კიდევ მხატვრობაშიც იყენებდნენ, უფრო სწორად, ცდილობდნენ ნახატი მუსიკალურ ნაწარმოებად აღექვათ და დაეკრათ, მაგრამ კაკაფონია გამოსდიოდათ biggrin.gif
ციტატა
ქრისტიანობაში მე პირადად ყველაზე ძლიერ ლოცვად იესოს ლოცვა მიმაჩნია, მაგრამ მისი ძალიან ხანგრძლივი გამეორებასაც კი არ გირჩევთ სულიერი მოძღვრის გარეშე.

ღმერთის სახელი და ღმერთი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როცა მანტრას ან ლოცვას ვამბობთ ღმერთს ვუხმობთ ჩვენს ცნობიერებაში!

დასტურ!

პ.ს.
ციტატა
ეს თემა "მეცნიერება და განათლებაში" უნდა გამეხსნა!

აქ არავინ კითხულობს და...

ვინ მოგახსენა? ვკითხულობ cool.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 22 2010, 06:41 AM

ციტატა
სხვათაშორის, ამაში ვეთანხმები ვედებს, არსებობს მუსიკალური თერაპია ფსიქოლოგიაში. და საერთოდაც, როგორც გამიგია ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი პითაგორა ცდილობდა მუსიკის საშუალებით ადამიანზე დადაბითად ზემოქმედებას მუსიკას კიდევ მხატვრობაშიც იყენებდნენ, უფრო სწორად, ცდილობდნენ ნახატი მუსიკალურ ნაწარმოებად აღექვათ და დაეკრათ, მაგრამ კაკაფონია გამოსდიოდათ


მუსიკა კიდევ სხვა თემაა. სიტყვებს, ანუ მანტრებს და ლოცვებს გაცილებით უფრო დიდი ძალა აქვთ, მითუმეტეს სადაც ღმერთის სახელებია.

მე მაგალითად ვიცი რამდენიმე მანტრა, რომელიც ყველანაირ წვრილმან სურვილს 100% ასრულებს თუ ცოტა მოთმინებით გაიმეორებ მაგრამ ღმერთის სახელს კი არა ნახევარღმერთებს უკავშირდება და ღმერთის ხათრით ვერიდები მაინც... biggrin.gif

ვედურ ცივილიზაციაში ეშმაკთან გარიგება არ ჭირდებოდათ ეგეთებისთვის. ნახევარღმერთებიც ასრულებენ სურვილებს თუ ჭკვიანად მოიქცევი. მაგრამ ყველაზე გონიერი ადამიანები ღმერთს მიმართავდნენ, თუმცა იცოდნენ რომ ღმერთი არ აუსრულებდა იმ სურვილს, რომელიც საზიანო იყო მისთვის. ზოგ ნახევარღმერთს კი ეგ არ აინტერესებს. შენ ისურვე და საზიანოა თუ სასარგებლო ეგ შენი პრობლემაა biggrin.gif

დემონები კიდე ცალკე თემაა, ეგენი ყველაზე მალე ასრულებენ სურვილებს ოღონდ შედეგი ყველამ ვიცით biggrin.gif

პ.ს. პლატონი ბრძენი კაცი იყო და ძალიან ბევრ ჭეშმარიტებას ამბობდა a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 22 2010, 08:32 PM

Atman
აჰ ღმერთო ჩემო, სურვილების ასრულება ასე მარტივი რომ იყოს, ადამიანი მოწყენილობისგან მოკვდებოდა biggrin.gif

ეს ვედებში არ წერია? laugh.gif მაშინ ჩაწერეთ laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 22 2010, 09:11 PM

ქევანა

ადვილი? გეგონოს შენ biggrin.gif

ძველად ქონდა ხალხს ისეთი "ბლაგაჩესტია" რომ ადვილად ისრულებდნენ მანტრებით იმ სურვილებს რაც ჩვენთვის გაცილებით ძნელია, მათთვის კი წვრილმანი იყო biggrin.gif

ციტატა
ადამიანი მოწყენილობისგან მოკვდებოდა


ჰოდა მოწყენილობისგან რომ კვდებოდნენ ბოლოს იმიტომაც უნდოდათ სულიერ სამყაროში გადასვლა a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 23 2010, 06:54 PM

ადამიანის წარმოშობა (დოკუმენტური ფილმი)

http://www.vedamedia.ru/nauchno-populyarnye-filmy/skrytaya-istoriya-chelovechestva-m-kremo-r-tompson

აქ ვედური ორთაბრძოლის ტექნიკაა:

http://www.vedamedia.ru/nauchno-populyarnye-filmy/vedicheskoe-boevoe-iskusstvo-kalaripayattu

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 23 2010, 07:00 PM

ციტატა
აქ ვედური ორთაბრძოლის ტექნიკაა:

ამან შემომიტყუა ისევ user.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 23 2010, 07:12 PM

ქევანა

ციტატა
ამან შემომიტყუა ისევ


მთავარ საიდუმლოებებს ბოლოსთვის ვიტოვებ, ჯერ სადა ხარ kuku.gif

აუუუ 15:50 წუთზე გადააახვიეთ რა როგორ გავს ქართულ ორთაბრძოლას! ohmy.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 23 2010, 11:15 PM

Atman
კრიშნა იყოს, ჯერ მაგი გავარკვიოთ. ერთად ბევრი ძნელია.
აბო.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 23 2010, 11:25 PM

ციტატა(Atman @ Apr 23 2010, 07:12 PM) *

აუუუ 15:50 წუთზე გადააახვიეთ რა როგორ გავს ქართულ ორთაბრძოლას! ohmy.gif


კაი რა. მაგ ბალერონ გურუკალებს, კაი მართლმადიდებელი ქუჩის მოჩხუბარი გახევს ცემაში umnik3.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Apr 24 2010, 02:15 AM

terra

ციტატა
კაი მართლმადიდებელი ქუჩის მოჩხუბარი

როგორ? IPB-ს სურათი




biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Apr 25 2010, 09:01 PM

Atman
რა ენიდან თარგმნი ამეებს?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 25 2010, 09:08 PM

აბე
მე გეტყვი, იმედია არ მიწყენს, ვიცი და...

რუსულიდან თარგმნის smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 26 2010, 03:17 PM

ვაგრძელებ კრშნას დაბადების ისტორიას შრილა პრაპჰუპადას წიგნიდან...


უფალი კრშნას დაბადება

http://www.radikal.ru

“ბჰაგავად-გიტაში” უფალი ამბობს, რომ მისი გამოცხადება, დაბადება და საქმეები ტრანსცენდენტულია, და ვისაც ეს ესმის, უმალ იღებს სულიერ სამყაროში გადასვლის უფლებას. უფლის მოვლინება, ანუ დაბადება არა ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანის დაბადებას, რომელსაც წარსული საქმიანობების მიხედვით მატერიალური სხეულის მიღება უწევს. უფლის მოვლინება წინა თავში ავღწერეთ. უფალი მოდის მაშინ, როცა მოესურვება. როცა უფლის გამოცხადების დრო მომწიფდა, თანავარსკვლავედთა განლაგება მეტად სასიკეთო იყო. ჭარბობდა აგრეთვე ვარსკვლავ როჰინის ასტროლოგიური ზეგავლენა, ვინაიდან ეს ვარსკვლავი სიკეთის მომასწავებელია. როჰინი ბრაჰმას უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება...

იმ დროს ყველა მხარეს – აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით – მშვიდობისა და აყვავების ატმოსფერო სუფევდა. ცაზე მოჩანდა სასიკეთო ვარსკვლავები, დედამიწის ყველა ქალაქსა და სოფელში, საძოვარზე თუ ადამიანთა ფიქრებში ბედნიერების მომასწავებელი ნიშნები შეიმჩნეოდა. მოედინებოდა სავეს მდინარეები, ტბები ლოტოსის ყვავილებს ლამაზად მოერთო. ტყეები მშვენიერი ჩიტებითა და ფარშევანგებით იყო სავეს, ჩიტები ტკბილ ხმაზე გალობდნენ, ფარშევანგები კი მეუღლეებთან ერთად ცეკვავდნენ...

ამღერდნენ განდჰარვასა და კინნარას პლანეტების მცხოვრებლები. სიდდჰალოკასა და ჩარანას პლანეტების მცხოვრებლებმა ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი ლოცვები აღავლინეს. ზეციურ პლანეტებზე აპსარების თანხლებით ანგელოზები ცოლებთან ერთად აცეკვდნენ.

ამგვარ გარემოში ყოველი ცოცხალი არსების გულში მყოფი უფალი ვიშნუ, ღმრთეების უზენაესი პიროვნების სახით, ღამის სიბნელეში მოევლინა დევაკის, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი ქალღმერთთაგანი იყო. ამ დროს უფალი ვიშნუს გამოჩენა შეიძლება აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ამომავალ სავეს მთვარეს შევადაროთ. შესაძლოა წარმოიშვას წინააღმდეგობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან უფალი კრშნა მილეული მთვარის მერე დღეს მოევლინა, სავსე მთვარის ამოსვლა შეუძლებელი იყო. ამის პასუხად უნდა ითქვას, რომ უფალი კრშნა იმ დინასტიაში მობრძანდა, რომელიც მთვარის იერარქიას ეკუთვნის. ამიტომ, თუმცა იმ ღამეს მთვარე სავსე არ იყო, რამეთუ უფალი იმ დინასტიაში გამოცხადდა, სადაც თავდაპირველი პიროვნება თავად ეს მნათობია, მთვარე მეტად მხიარული ბრძანდებოდა. ასე რომ კრშნას მადლით, იმ ღამეს სავსე მთვარე ამოვიდა.

ასტრონომიულ ნაშრომში, რომელსაც “ქჰამანიაკა” ეწოდება, მშვენივრად არის აღწერილი თანავარსკვლავედები უფალი კრშნას მოვლინების დროს. დადასტურებულია, რომ ამ სასიკეთო დროს დაბადებული ბავშვი უზენაესი ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლდათ.

ვასუდევამ დაინახა, რომ ეს დიდებული ახალშობილი, რომელსაც ოთხ ხელში ნიჟარა, კვერთხი, დისკო და ლოტოსის ყვავილი ეჭირა, შრივატსას ნიშნით იყო მორთული. მას კაუსტუბჰას ქვის ძვირფასი ყელსაბამი ეკეთა და ყვითელი აბრეშუმი მოსავდა. იგი მოშავო ღრუბელივით თვალისმომჭრელად ანათებდა. ვაიდურიას ქვით შემკული ჩაფხუტი ეხურა, მთელ სხეულს ძვირფასი სამაჯურები, საყურეები და სხვადასხვა სამკაულები უმშვენებდა, თავზე ხშირი თმა ჰქონდა. ბავშვის არაჩვეულებრივმა გარეგნობამ დიდად გააოცა ვასუდევა. ვის გაუგია ასე მორთული ახალშობილი? მაშინ მიხვდა, რომ უფალი კრშნა მოევლინა და ამ ამბავმა განაცვიფრა იგი. ვასუდევას თავმდაბლად აოცებდა ის ფაქტი, რომ თუმცა იგი მატერიალური ბუნებით განპირობებული ცოცხალი არსება იყო და გარეგნულად თითქოს კამსას ტყვეობაში იმყოფებოდა, ყოვლისგამჭოლი ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ვიშნუ, ანუ კრშნა, სწორედ თავისი თავდაპირველი სახით, ბავშვად მოევლინა მის სახლში. არც ერთი მიწიერი ბავშვი არ იბადება ოთხი ხელით, ძვირფასეულობითა და ლამაზი ტანსაცმლით მორთული, ღმრთეების უზენაესი პიროვნების ყველა ნიშნით. ვასუდევა თვალს ვერ აშორებდა თავის ბავშვს და ფიქრობდა, როგორ ეზეიმა ეს ბედნიერი წუთი. “საერთოდ, როცა ბიჭი იბადება,” ფიქრობდა იგი, “ხალხი ამ ამბავს მხიარული დღესასწაულით აღნიშნავს და ჩემს სახლში, მიუხედავად იმისა, რომ დატუსაღებული ვარ, ღმრთეების უზენაესი პიროვნება დაიბადა. მაშ რამდენად მეტი სამზადისი მმართებდა ამ სასიკეთო ცერემონიის ჩასატარებლად?!.”

როდესაც ვასუდევა დსარწუნდა, რომ ახალშობილი თავად ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო, ხელდაკრეფილი მოწიწებით დაიხარა მის წინაშე და ლოცვები აღავლინა. ამ დროს ვასუდევა ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სრულიად განთავისუფლდა კამსას შიშისგან. გარდა ამისა, ახალშობილი ბრწყინვალებას აფრქვევდა იმ ოთახში, რომელშიც მოევლინა.

მაშინ ვასუდევამ ლოცვები წარმოთქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, მე ვხვდები შენს ვინაობას. შენ ხარ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ყოველი ცოცხალი არსების ზესული და აბსოლუტური ჭეშმარიტება. შენ გამოგვეცხადე მარადიული ფორმით, რომელსაც ჩვენ უშუალოდ აღვიქვამთ. მესმის, რომ კამსასადმი ჩემი შიშის გამო მოევლინე, რათა ამ შიშისგან მიხსნა. შენ არ ეკუთვნი ამ მატერიალურ სამყაროს. შენ იგივე პიროვნება ხარ, მატერიალურ ბუნებაზე უბრალოდ თვალის შევლებით რომ ქმნის კოსმიურ გამოვლინებას.”

ვინმეს შეიძლება დაებადოს საწინააღმდეგო აზრი, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, რომელიც უბრალო მზერით ქმნის მთელ კოსმიურ გამოვლინებას, დევაკის, ვასუდევას ცოლის საშვილოსნოში ვერ ჩაისახებოდა. ამ მოსაზრების უკუსაგდებად ვასუდევამ თქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, არც ისე საკვირველია, რომ შენ დევაკის საშვილოსნოში გამოჩნდი, ვინაიდან სამყაროც ამ გზით შეიქმნა – შენ იწექი მიზეზის ოკეანეზე როგორც მაჰა-ვიშნუ, და შენი სუნთქვით უამრავი სამყარო წარმოიშვა. შემდეგ თვითოეულ მათგანში შეხვედი როგორც გარბჰოკადაშაია ვიშნუ. შემდეგ კვლავ გავრცელდი, როგორც კშიროდეკაშაია ვიშნუ, და ყოველი ცოცხალი არსების გულში და თვით ატომშიც შეაღწიე. ამიტომ დევაკის საშვილოსნოში შენი შესვლაც გასაგებია. შენ თითქოს შეხვედი, მაგრამ ამავე დროს ყოვლისგამჭოლი ბრძანდები. შენი შესვლა და არშესვლა მატერიალური მაგალითებით შეგვიძლია გავიგოთ. მთელი მატერიალური ენერგია, თვით თექვსმეტ ელემენტად დაყოფის შემდეგაც კი, ხელუხლებელი რჩება. მატერიალური სხეული სხვა არაფერია, თუ არა უხეში ელემენტების, სახელდობრ, მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერისა და ეთერის კომბინაცია. მატერიალური სხეულის გაჩენასთან ერთად გვეჩვენება, რომ ეს ელემენტები ახლად იქმნება, მაგრამ სინამდვილეში ელემენტები სხეულის გარეთ ყოველთვის არსებობს. მსგავსად ამისა, შენ თითქოს ბავშვის სახით ვლინდები დევაკის საშვილოსნოში და თან მის გარეთაც არსებობ. შენ ყოველთვის შენს სავანეში სუფევ, მაგრამ ერთდროულად მაინც მილლიონ პიროვნებად ვრცელდები.

“შენი მოვლინების გაგებისთვის დიდი გონიერებაა საჭირო, ვინაიდან მატერიალური ენერგიაც შენგან მომდინარეობს. შენ ხარ თავდაპირველი წყარო მატერიალური ენერგიისა, ისევე, როგორც მზეა მზის სხივების წყარო. მზის სხივები მზის სფეროს ვერ დაფარავს, ვერც შენგან გამომავალი ენერგია დაგფარავს შენ. შეიძლება მატერიალური ენერგიეს სამ მოდუსში მყოფად მოგვეჩვენო, მაგრამ სინამდვილეში მატერიალური ენერგიეს სამ მოდუსს შენი დაფარვა არ შეუძლია. ეს დიდად გონიერ ფილოსოფოსებსაც ესმით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუმცა გვგონია, რომ მატერიალურ ენერგიაში იმყოფები, შენ მატერიალური ენერგია ვერ გფარავს.”

ვედური ლიტერატურიდან ვიცით, რომ თავის ციალით უზენაესი ბრაჰმანი ყველაფერს ანათებს. “ბრაჰმა-სამჰიტადან” ვიგებთ, რომ ბრაჰმაჯიოტი, ანუ ბრაჰმანის ციალი, უზენაესი უფლის სხეულიდან მოდის. ბრაჰმანის ციალიდან მთელი სამყარო იქმნება. “ბჰაგავად-გიტაში” ამასთანვე ნათქვამია, რომ უფალი ბრაჰმანის ციალის საფუძველიცაა. სინამდვილეში, იგია ყველაფრის ძირითადი მიზეზი. მაგრამ ნაკლებად გონიერნი ფიქრობენ, რომ მატერიალურ სამყაროში მოსვლისას ღმრთეების უზენაესი პიროვნება მატერიალურ თვისებებს იღებს. ამგვარი დასკვნები არცთუ ისე საღია და აქამდე ნაკლებ გონიერი ადამიანები მიდიან.

ღმრთეების უზენაესი პიროვნება უშუალოდ და არაუშუალოდ ყველგან არსებობს; იგი მატერიალური ქმნილების გარეთაც არის და შიგნითაც. მატერიალურ სამყაროში არა მხოლოდ გარბჰოდაკაშაი ვიშნუს სახით იმყოფება. იგი ყოველ ატომშიც არსებობს. ამქვეყნად ყოფიერება მისი აქ ყოფნის შედეგი გახლავთ. მის არსებობას ვერაფერს ჩამოვაშორებთ. ვედურ დანაწესებში ნათქვამია, რომ საჭიროა ზესულის, ანუ ყველაფრის ძირითადი მიზეზის ძიება, ვინაიდან ზესულისაგან დამოუკიდებლად არაფერი არსებობს. ამიტომ მატერიალური გამოვლინებაც მისი ენერგიეს სახევცვლილებას წარმოადგენს. მისგან გამომდინარეობს უძრავი მატერიაცა და ცოცხალი ძალაც – სული. მხოლოდ სულელს ჰგონია, რომ მოვლინებისას უზენაესი უფალი მატერიალურ პირობებში ექცევა. ამიტომ კრშნა მოევლინა და უკუაგდო არასრულყოფილი დასკვნები ღმრთეების უზენაესი პიროვნების გამოჩენა-გაუჩინარების შესახებ.

“ჩემო უფალო, შენს მოვლინებას, არსებობასა და გაუჩინარებას მატერიალური თვისებები არ ეხება. ვინაიდან შენი მეუფება ყველაფრის განმგებელი და უზენაესი ბრაჰმანის საყუდელია, შენში შეუცნობელი და ურთიერთგამომრიცხავი არაფერია.როგორც თქვი, მატერიალური ბუნება შენი განმგებლობით მოქმედებს, ისევე როგორც მთYავრობის მოხელე მოქმედებსუზენაესი აღმსრულებლის ბრძანებით. დაქვემდებარებული მოქმედებები შენზე გავლენას ვერ ახდენს. უზენაესი ბრაჰმანი და ყოველი ფენომენი შენში არსებობს და მატერიალური ბუნების მოქმედებებს შენი მეუფება განაგებს.

“შენ შუკლამს გიწოდებენ. შუკლამ, ანუ სითეთრე, აბსოლუტური ჭეშმარიტების სიმბოლური სახეა, რადგან მატერიალური თვისებები მას არ ეხება. უფალ ბრაჰმას უწოდებენ რაკტას, ანუ წითელს, ვინაიდან შესაქმნელად ბრაჰმა ვნების თვისებებს ავლენს. სიბნელე უფრო შივას აქვს მიბარებული, ვინაიდან იგი ანადგურებს კოსმოსს. ამ კოსმიური გამოვლინების შექმნა, განადგურება და შენარჩუნება შენი ენერგიებით სრულდება, თუმცა ეს თვისებები შენზე მაინც არასოდეს ახდენს გავლენას. როგორც ვედებში მტკიცდება, ჰარირ ჰი ნირგუნაჰ საკშატ: ღმრთეების უზენაესი პიროვნება ყოველთვის თავისუფალია მატერიალური თვისებებისგან. ნათქვამია ისიც, რომ ვნებისა და უგუნურების თვისებები უზენაესი უფლის პიროვნებაში არ არსებობს.

“ჩემო უფალო, შენ ხარ უმაღლესი განმგებელი, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, უდიადესი. შენ აწესრიგებ ამ კოსმიურ გამოვლინებას. და თუმცა უმაღლესი განმგებელი ხარ, მოწყალება მოირé და ჩემს სახლში გამოჩნდი. შენი მოვლინების მიზანი არის სამყაროს დემონ მმართველთა მიმდევრების მოსპობა, რომელთაც უფლისწულების სამოსი გადაუცვამთ, სინამდვილეში კი დემონები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ყოველ მათგანს, მათ მიმდევრებსა და მებრძოლებს გაანადგურებ.

“მე მესმის, რომ შენი მოვლინების მიზანს უსინდისო კამსასა და მისი მიმდევრების განადგურება წარმოადგენს, მაგრამ იცოდა რა, რომ შენ მისი და მისი მიმდევრების მოსაკლავად უნდა მოვლენილიყავი, უკვე მრავალი შენი წინამორბედი, შენი უფროსი ძმები გამოასალმა სიცოცხლეს. ახლა ის უბრალოდ შენი დაბადების ცნობას ელოდება. შეიტყობს თუ არა ამ ამბავს, ათასგვარი იარაღით აღჭურვილი უმალვე შენს მოსაკლავად გამოცხადდება.”

ვასუდევას ლოცვის შემდეგ დევაკიმ, კრშნას დედამ აღავლინა ლოცვები. ძმის სიმხეცეს იგი ძალზე შეეშინებინა. დევაკიმ თქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, ვედურ ლიტერატურაში შენი მარადიული ფორმები – ნარაიანა, უფალი რამა, ჰაიაშირშა, ვარაჰა, ნრსიმჰა, ვამანა, ბალადევა და ვიშნუდან გამოვლენილი მილიონობით მსგავსი ინკარნაცია აღწერილია თავდაპირველ ფორმად. შენ თავდაპირველი ხარ, ვინაიდან შენი ყოველი ფორმა, რომლითაც ევლინები, მატერიალური ქმნილების მიღმა არსებობს. შენი ფორმა ამ კოსმიური გამოვლინების შექმნამდე არსებობდა. შენი ფორმები მარადიულია და ყოვლისგამჭოლი. ისინი თვითმნათი, უცვლელი და მატერიალური თვისებებით წაუბილწავია. ამგვარი მუდმივი ფორმები მარადიული ცოდნითა და ნეტარებვითაა სავსე; ისინი ტრანსცენდენტალ სათნოებაში არსებობენ და სხვადასხვა გართობებით არიან დაკავებული. შენ არა ხარ მხოლოდ ერთი კონკრეტული ფორმით შეზღუდული. ყოველი ამგვარი ტრანსცენდენტული, მარადიული ფორმა თვითკმარია. მე მესმის, რომ შენ უზენაესი უფალი ვიშნუ ბრძანდები.

“მრავალი მილიონი წლის შემდეგ, როდესაც უფალი ბრაჰმას სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდება, კოსმიური გამოვლინების განადგურება მოხდება. ამ დროს ხუთი ელემენტი – მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი – მაჰატ-ტატტვაში შედის. დროის ძალით მაჰატ-ტატტვა კვლავ მთლიან მატერიალურ ენერგიაში ბრუნდება; მთელი მატერიალური ენერგია ენერგეტიკულ პრადჰანაში აღწევს, პრადჰანა კი – შენში. ამიტომ მთელი კოსმიური გამოვლინების განადგურების შემდეგ მარტო შენ რჩები შენი ტრანსცენდენტული სახელით, ფორმით, თვისებებითა და ატრიბუტებით.

“უფალო ჩემო, მოწიწებით ვხრი თავს შენს წინაშე, ვინაიდან შენ ბრძანდები მთელი გამოვლენილი ენერგიეს განმგებელი და მატერიალური ბუნების თავდაპირველი წყარო. ჩემო უფალო, მთელი კოსმიური გამოვლინება, წამიდან დაწყებული წლის განმავლობით დამთავრებული, დროის გავლენის ქვეშ იმყოფება. ყველა შენი განმგებლობით მოქმედებს. შენა ხარ ყველაფრის თავდაპირველი წარმმართველი და ყოველი ძლევამოსილი ენერგიეს წყარო.

“განპირობებული სულები გამუდმებით გადადიან ერთი სხეულიდან მეორეში, ერთი პლანეტიდან მეორეზე და მაინც ვერ აღწევენ თავს დაბადებისა და სიკვდილის შემოტევას. მაგრამ როდესაც ამგვარი შეშინებული ცოცხალი არსება შენს ლოტოსის ტერფებს აფარებს თავს, მრისხანე სიკვდილის თავდასხმის შიშის გარეშე ჰპოვებს შვებას.” დევაკის ამ ნათქვამს თავად უფალი ადასტურებს “ბჰაგავად-გიტაში”. იქ უფალი ამბობს, რომ მთელ სამყაროში, ბრაჰმალოკადან პატალალოკამდე მოგზაურობის შემდეგაც პიროვნება ვერ დააღწევს თავს დაბადების, სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის შემოტევას. მაგრამ მას, ვინც ღმერთის სამეფოში შედის, ამბობს უფალი, აღარასოდეს უწევს მატერიალურ სამყაროში დაბრუნება.

“ამიტომ ჩემო უფალო, გევედრები, გადამარჩინე უგრასენას ვაჟის, კამსას ბოროტი ხელისგან. ვემუდარები შენს მეუფებას, მიხსენი ამ საშინელი მდგომარეობიდან, ვინაიდან შენ მუდამ მზადა ხარ შენს მსახურთა დასაცავად.” ეს ნათქვამი უფალმა “ბჰაგავად-გიტაში” დაადასტურა, არწმუნებდა რა არჯუნას: “შეგიძლია მთელ სამყაროს განუცხადო, რომ ჩემი ერთგული არასოდეს დამარცხდება.”

როცა უფალს ასე ევედრებოდა ხსნას, დედა დევაკიმ თავისი დედობრივი სიყვარული გამოხატა: “მესმის, რომ ამ ტრანსცენდენტალ ფორმას, როგორც წესი, დიადი ბრძენები აღიქვამენ მედიტაციით, მაგრამ მე მაინც ვშიშობ, ვინაიდან, როგორც კი კამსა შენი მოვლინების შესახებ შეიტყობს, შეიძლება რამე გავნოს. ამიტომ გევედრები, ჯერჯერობით ჩვენი მატერიალური თვალებისთვის უჩინარი გახდი.” სხვანაირად რომ ვთქვათ მან სთხოვა უფალს, ჩვეულებრივი ბავშვის სახე მიეღო. “ჩემი ძმის, კამსას შიში მხოლოდ შენს მოვლენასთან არის დაკავშირებული. ჩემო უფალო მადჰუსუდანა, კამსამ იქნებ არ იცის, რომ შენ უკვე დაიბადე. ამიტომ გევედრები, დამალე შენი მეუფების ოთხხელიანი ფორმა, რომელსაც ვიშნუს ოთხი სიმბოლო – ნიჟარა, დისკო, კვერთხი და ლოტოსის ყვავილი უჭირავს. ჩემო ძვირფასო უფალო, კოსმიური გამოვლინების განადგურების ბოლოს მთელ სამყაროს შენს მუცელში ათავსებ; და მაინც, შენი წმინდა წყალობით, ჩემს საშვილოსნოში მოევლინე. მიკვირს, რომ უბრალოდ შენს ერთგულთა საამებლად ჩვეულებრივ ადამიანთა მოქმედებებს ბაძავ.”

მოისმინა რა დევაკის ლოცვები, უფალმა მიუგო: “საყვარელო დედა, სვაიამბჰუვა მანუს ეპოქაში მამაჩემი ვასუდევა ერთ-ერთი პრაჯაპატი იყო. იმ დროს მას სუტაპა ერქვა, შენ კი მისი მეუღლე პრშნი იყავი. როდესაც უფალმა ბრაჰმამ მოსახლეობის გაზრდა მოისურვა, შთამომავლობის შექმნა გთხოვათ. თქვენ გრძნობებს იმორჩილებდით და მკაცრ ასკეზებს ასრულებდით. იოგას სისტემის სუნთქვითი ვარჯიშებით შენდ ა შენს ქმარს მატერიალური კანონების ყოველგვარი გავლენის – წვიმების სეზონის, ქარის შემოტევისა და მზის მწველი სიცხის ატანა შეგეძლოთ. თქვენ ყველა რელიგიურ პრინციპს იცავდით. ამ გზით თქვენ გული განიწმინდეთ და მატერიალური ბუნების ზეგავლენის მართვა შესძელით. ასკეზისას მხოლოდ მიწაზე ჩამოცვენილ ხის ფოთლებს მიირთმევდით ხოლმე. შემდეგ მტკიცე ჭკუითა და სქესობრივი მოთხოვნილებების მორევით, ჩემგან რაღაც არაჩვეულებრივი მადლის მიღების სურვილით მცემდით თაყვანს. ნახევარღმერთების დროით ორივენი თორმეტი ათასი წლის მანძილზე გადიოდით მკაცრ ასკეზებს. ამ დროის განმავლობაში თქვენი ჭკუა მუდამ ჩემით იყო მოცული. როცა ერთგულ სამსახურს ასრულებდით და გულში მუდამ ჩემზე ფიქრობდით, მე ძალიან ნასიამოვნები ვიყავი თქვენით. ო უცოდველო დედაო, ამიტომ შენი გული მუდამ წმინდაა. იმ დროსაც ამ ფორმით მოგევლინე შენი სურვილების შესასრულებლად და შემოგთავაზე, გეთხოვა ჩემთვის, რაც გსურდა. იმ დროს გინდოდა, რომ მე შენს შვილად დავბადებულიყავი. თუმცა პირადად მიხილე, მატერიალური ტყვეობისაგან სრული განთავისუფლების ტხოვნის ნაცვლად მთხოვე, ჩემი ენერგიეს გავლენით შენი ვაჟი გავმხდარიყავი.”

სხვაგვარად რომ ვთქვათ უფალმა დედა და მამა_პრშნი და სუტაპა_იმ განზრახვით ამოირჩია, რომ მატერიალურ სამყაროში მოვლენილიყო.როდესაც უფალი ადამიანად მოდის , ვინმე მისი დედა და მამა უნდა იყოს, ასე რომ, მან პრშნი და სუტაპა თავის მარადიულ დედად და მამად აირჩია და ამის გამო არც პრშნისა და არც სუტაპას არ შეეძლოთ უფლისათვის განთავისუფლების თხოვნა. განთავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახური. უფალს შეეძლო, მაშინვე გაენთავისუფლებინა პრშნი და სუტაპა, მაგრამ მან მათი მატერიალურ სამყაროში ყოლა ირჩია თავისი სხვადასხვა მოვლინებისათვის, როგორც ეს შემდგომ თავებში იქნება ახსნილი. როდესაც პრშნიმ და სუტაპამ უფლისაგან მისი მამობისა და დედობის წყალობა მიიღეს, თავი ანებეს ასკეზებს და ცოლ-ქმრულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი, რათა შეძენოდათ შვილი, რომელიც თავად უზენაესი უფალი იქნებოდა.

დროთა ვითარებაში პრშნი დაორსულდა და ბავშვი შეეძინა. უფალმა დევაკისა და ვასუდევას უთხრა: “მაშინ მე პრშნიგარბჰა მერქვა. მომდევნო ეპოქაში თქვენ დაიბადეთ როგორც ადიტი და კაშიაპა, მე კი თქვენი შვილი, უპენდრა გავხდი. მაშინ მე ჯუჯას სახე მქონდა და ამის გამო ვამანადევად ვიყავი ცნობილი. მე გაკურთხეთ, რომ სამჯერ დავიბადებოდი თქვენს შვილად. პირველად პრშნიგარბჰა მერქვა, პრშნისა და სუტაპასაგან შობილი, მეორედ _ ადიტისა და კაშიაპასაგან შობილი უპენდრა და ახლა, მესამედ თქვენგან, დევაკისა და ვასუდევასაგან დავიბადე როგორც კრიშნა. მე მოგევლინეთ ვიშნუს სახით, რათა დაგარწმუნოთ, რომ მე, კვლავ შობილი, იგივე ღმრთეების უზენაესი პიროვნება ვარ. შემეძლო ჩვეულებრივი ბავშვად მოვვლენილიყავი, მაგრამ არ დაიჯერებდით რომ მე ღმრთეების უზენაესი პიროვნება გაგიჩნდით. საყვარელო მამა და დედა, უკვე მრავალჯერ გამზარდეთ დიდი სიყვარულით და მე დიდად ნასიამოვნები და დავალებული ვარ თქვენგან. გარწმუნებთ, თქვენი მისიის სრულყოფის შედეგად ამჯერად შინ ღმრთეებასთან დაბრუნდებით. ვიცი, რომ ძალიან ღელავთ ჩემს გამო და გეშინიათ კამსასი. ამიტომ გიბრძაებთ დაუყოვნებლივ წამიყვანეთ გოკულაში და გამცვალეთ იმ ქალიშვილში, რომელიც ეს-ეს არის იაშოდას შეეძინა.”

როცა მამისა და დედის თანდასწრებით ესა თქვა, უფალი ჩვეულებრივ ბავშვად გადაიქცა და გაჩუმდა.

ღმრთეების უზენაესი პიროვნების ბრძანებით ვასუდევა შეეცადა, გამოეყვანა ბავშვი იმ ოთახიდან, სადაც დაიბადა. ზუსტად ამ დროს ნანდასა და იაშოდას ქალიშვილი შეეძინათ. იგი იოგამაია, უფლის შინაგანი ენერგია გახლდათ. ამ შინაგანი ენერგიის იოგამაიას გავლენით კამსას სასახლის ყველა მცხოვრები, განსაკუთრებით მეკარეები, ღრმა ძილს იყო მიცემული. ყველა კარი გაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ურდულით დაკეტილი და რკინის ჯაჭვებით ჩარაზული გახლდათ. ღამე ძალიან ბნელი იყო, მაგრამ როგორც კი ვასუდევამ კრიშნა ხელში აიყვანა და გავიდა, ყველაფერს ისე ხედავდა, როგორც მზეში.

“ჩაიტანია-ჩარიტამრტაში” ნათქვამია, რომ კრშნა მზის შუქსა ჰგავს და სადაც კრშნაა, იქ ილუზორული ენერგია, რომელიც წყვდიადთან არის შედარებული ვერ გაჩერდება. როდესაც ვასუდევას კრშნა მიყავდა, ღამის წყვდიადი გაიფანტა. ციხის ყველა კარი თავისთავად გაიღო. ამავე დროს ცამ დაიქუხა და ძლიერი წვიმა წამოვიდა.ვიდრე ვასუდევას თავისი ვაჟი, კრშნა, თავსხმა წვიმაში მიჰყავდა, უფალი შეშა გველის ფორმით ისე გადაეფარა ვასუდევას, რომ წვიმას არ შეეწუხებინა. ვასუდევა იამუნას ნაპირზე გამოვიდა და დაინახა, რომ იამუნა აზვირთებული და ქაფით სავსე იყო. და მაინც მიუხედავად მძვინვარებისა, მდინარემ ვასუდევას გადასვლის საშუალება მისცა, სწორედ ისე, როგორც დიდმა ინდოეთის ოკეანემ მისცა გზა უფალ რამას მორევზე გადასვლისას. ასე გადაკვეთა ვასუდევამ მდინარე იამუნა. მეორე მხარეს იგი გოკულაში მდებარე ნანდა მაჰარაჯას სასახლეში მივიდა, სადაც ნახა, რომ მენახირეეებს ღრმად ჩასძინებოდათ. მან იაშოდას სახლში შეპარვის შესაძლებლობით ისარგებლა და დაუბრკოლებად შეცვალა თავისი ვაჟი იაშოდას სახლში ახალშობილი გოგონათი. იმის შემდეგ რაც სახლში შეიპარა და ბიჭი გოგონათი შეცვალა, იგი კამსას ციხეში დაბრუნდა და გოგონა უხმოდ ჩაუსვა დევაკის კალთაში. მან კვლავ დაიდო ხუნდები, რათა კამსა ვერ მიმხვდარიყო, ამდენი რამ რომ მოხდა.

დედა იაშოდამ იცოდა, რომ ბავშვი შეეძინა, მაგრამ მშობიარობით დაღლილს ღრმად ჩასძინებოდა. როცა გაეღვიძა, ვერ გაიხსენა ვაჟი შობა თუ ქალი.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 10:03 AM

ილუსტრაციები "შრიმად ბჰაგავატამიდან"

ბრძენების შეკითხვები:

http://www.radikal.ru


ნარადა არიგებს ვიასადევას:

http://www.radikal.ru


ნარადას კრშნა გამოეცხადა:

http://www.radikal.ru


დედოფალ კუნტის ლოცვები კრშნასადმი:

http://www.radikal.ru


ბჰიშმადევას გარდაცვალება:

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 27 2010, 10:52 AM

Atman
გჯერა ამ წიგნებში გადმოცემული ამბების?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 10:57 AM

lingvo

რატომ არ უნდა მჯეროდეს?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 27 2010, 11:55 AM

Atman
წმიდა წერილიც გექნება წაკითხული, რომელიც ამხელს ყველა სხვა სწავლებას როგორც ცრუს. ატიმტომ არ უნდა გჯეროდეს.

ციტატა
ვაგრძელებ კრშნას დაბადების ისტორიას შრილა პრაპჰუპადას წიგნიდან...
უფალი კრშნას დაბადება


პირველი მცნება კი გვასწავლის:
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

განმარტება:

მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ არის ერთი ღმერთი, რომ მისი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთია და იგი არის ერთადერთი ღმერთი. იქვე იმიტომ არის განმარტება და „არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“. უფლის გარეშე სხვა ღმერთის ღმერთად აღიარება პირველი მცნების დარღვევაა. ბუნებრივია, რომ სამყარო, ყოველივე ხილული თუ უხილავი, ერთი უფლის მიერ არის შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ უფალი არის ერთადერთი ღმერთი. ხშირად ადამიანები ივიწყებდნენ და დღესაც ივიწყებენ ამას და ქადაგებდნენ (ზოგიერთები დღესაც ქადაგებენ) მრავალღმერთიანობას. მათ თითქოს არ ჰყოფნიდათ ერთი ღმერთი და მრავალღმერთიანობისაკენ მიიდრიკებოდნენ. ეს ცდომილება მით უფრო აქტუალური იყო მოსეს თანამედროვე ისრაელისათვის, რომელიც ხშირად ვარდებოდა კერპთაყვანისმცემლობაში, უცხო ღმერთებისადმი თაყვანისცემაში და ამით ჭეშმარიტ ღმერთს ღალატობდა. ფსალმუნში გვიწერია: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ - რაც პირდაპირ მიგვითითებს, რომ სხვა, უცხო ღმერთები, გარდა ერთადერთი ჭეშარიტი ღმერთისა, ბოროტისგანაა.

როგორ გაჩნდა მრავალღმერთიანობა? თავიდან, პირველი ადამიანები, იგულისხმება ადამ და ევა, ასევე მათი შთამომავლები, მონოთეისტები იყვნენ და ბუნებრივია, მათ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი. იცოდნენ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია და იგია ყოვლის გამგებელი ამქვეყნად. მაგრამ თანდათანობით, რაც უფრო მრავლდებოდა კაცობრიობა და რაც უფრო სუსტდებოდა მასში სულიერი ძალა, იგი ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი მაინც. ასე ხდებოდა მათი ცნობიერების გაუკუღმართება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ეშმაკის ზემოქმედების გარეშე არ ხდება, ვინაიდან იგია ყოველი ბოროტების წყარო სამყაროში. ბუნებრივია, ადამიანებს თანდათანობით ავიწყდებოდათ ცოდნა, შემეცნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და ისინი ახალ ღმერთებს, ახალ კერპებს იგონებდნენ, თუმცა ჭეშმარიტი სარწმუნოების, უფლის ხსოვნის სრული აღხოცვა მაინც არ ხდებოდა. ჭეშმარიტი რწმენის რაღაც მცირე ნაწილი მაინც შემონახული იყო მათში, ოღონდ გაუკუღმართებილი სახით. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად უცხო რელიგიებში შესაძლებელია ჭეშმარიტების მარცვალი დავინახოთ, რამაც შეიძლება ადამიანები დააბნიოს და აფიქრებინოს, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის არსებული საერთო მორალური ნორმები, გარეგნული თუ შინაგანი მსგავსება, თითქოსდა მათ თანასწორობაზე მეტყველებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ჭეშმარიტი მარცვალი, ის ნაწილობრივი სიმართლე, რაც შეიძლება იყოს კიდეც სხვა სარწმუნოებაში, არის ანარეკლი იმ სამოთხისეული მეხსიერებისა, იმ პირველცოდნისა, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ, ანუ ყველა იმ ერის პირველ წინაპრებს, რომლებიც დღესაც არსებობენ. ჩვენ, ბუნებრივია, ყველას საერთო წინაპარი გვყავდა და ამ წინაპართაგან წამოსული ცოდნა შერყვნილი და გაუკუღმართებული სახით დღესაც არსებობს ყველა ხალხში და სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობაში. აი, ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულ რელიგიებს, რაღაც საერთო მაინც აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სარწმუნოება იყოს ჭეშმარიტი, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლად იწოდოს. თუ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი ხარ, მისი მოძღვრება მთელი სისავსით უნდა აღიქვა და დაემორჩილო, ვინაიდან რელიგიაში არ შეიძლება რაღაც ნაწილის მიღება და დანარჩენის უკუგდება. არ შეიძლება, მხოლოდ ნაწილი მივიღოთ, დანარჩენი კი უარვყოთ, როგორც ზოგიერთი არაეკლესიური ადამიანი აკეთებს. ისინი თითქოსდა სხვადასხვა რელიგიებიდან, ფილოსოფიური მიმდინარეობებიდან ამოკრებენ მათთვის მისაღებ მორალურ ნორმებს, ინტელექტუალურ თეორიებს, სხვადასხვა აზრებს და ქმნიან თავის პირად სარწმუნოებას, მსოფლმხედველობას, რომელიც მხოლოდ მისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი. ეს არ გახლავთ ჭეშმარიტების, ღვთის ერთგულება. ასეთი ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ - „მე ჩემი თვალით ვუყურებ სახარებას“, „ჩემი თვალით ვუყურებ სარწმუნოებას“, „მე ჩემი შეხედულება მაქვს“. ეს „ჩემი“ და „მე“ მათთვის იმდენად ძვირფასია, რომ ღვთაებრივზე აღმატებული ხდება, მაშინ როცა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა გამოცხადებითი რელიგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ (რა თქმა უნდა, უფლის სრული შეცნობა შეუძლებელია, მაგრამ ის მცირედიც, რაც ვიცით), არის შედეგი იმისა, რომ ეს ცოდნა გამოცხადებით, ღვთის დაშვებით მოგვეცა. ოღონდ ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს კი არ ჰქონია გამოცხადება, არამედ ღვთის რჩეულ ადამიანებს, წინასწარმეტყველებს, წმიდანებს უფალი თავისი თავის შესახებ უცხადებდა იმ მცირედს, რისი დატევნაც ადამიანებს შეეძლოთ, თუნდაც ყველაზე გამორჩეულებსა და წმიდანებს. სწორედ მათგან ვიცით უფლის შესახებ. სხვაგვარად უფლის შეცნობა აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგალითად, როგორ შეიძლება, ჭიანჭველამ შეიმეცნოს ყველაზე აღმატებული, რთული ფილოსოფია. ყველამ იცის, რომ მისთვის შეუძლებელია პლატონისა და არსტოტელეს ფილოსოფიის გაგება. ასევე ადამიანს, რომელიც შეზღუდული არსებაა, არ შეუძლია გონებით შეიმეცნოს უფალი, მას მხოლოდ შეუძლია უფლისგან დაშვებით შეიმეცნოს, ანუ ეკლესიისთვის მიცემული ცოდნა გაითავისოს, მხოლოდ მასზე იფიქროს და არა საკუთარ მიწიერ ლოგიკაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნები გამოიტანოს.

ასე რომ, პირველი მცნება, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა მცნებები, მარადიულია და დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა მოსე წინასწარმეტყველს მიეცა. სწორედ ჩვენი უფალია ჭეშმარიტი ღმერთი, სწორედ იგია ერთადერთი უფალი და არა უცხო სხვა ღმერთები, რომლებსაც არც უნდა ვემონებოდეთ და არც ვუჯერებდეთ, რადგან სხვაგვარად არ ვიქნებოდით არც ჭეშმარიტი ქრისტიანები და არც ჭეშმარიტი მორწმუნეები.

ზურაბ ცხოვრებაძე
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი

http://www.orthodoxy.ge/sakhli/10mtsneba_1.htm

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 27 2010, 11:57 AM

ციტატა(lingvo @ Apr 27 2010, 11:55 AM) *

Atman
წმიდა წერილიც გექნება წაკითხული, რომელიც ამხელს ყველა სხვა სწავლებას როგორც ცრუს. ატიმტომ არ უნდა გჯეროდეს.

არ უთქვამს მჯერაო....

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 11:59 AM

lingvo

ციტატა
წმიდა წერილიც გექნება წაკითხული, რომელიც ამხელს ყველა სხვა სწავლებას როგორც ცრუს. ატიმტომ არ უნდა გჯეროდეს.


მე მაპატიე ბრმადმორწმუნე რომ ვერ ვარ smile.gif

პ.ს. ეს სწავლება ქრისტიანობაზე გაცილებით ძველია და რატომღაც ძველს უფრო ვენდობი ვიდრე ახალს, მითუმეტეს როცა ახალი ძველს უარყოფს დაუსაბუთებლად...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 27 2010, 12:01 PM

ციტატა
ქრისტიანობაზე გაცილებით ძველია

მეც ძველი აღთქმის ათი მცნებიდან მოგიყვანე პირველი მცნება, რომელსაც არღვევს ეს ცრუ სწავლება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 12:12 PM

lingvo

ციტატა
მეც ძველი აღთქმის ათი მცნებიდან მოგიყვანე პირველი მცნება, რომელსაც არღვევს ეს ცრუ სწავლება.


მე კი პირიქით, ყველაზე კარგად ამ "ცრუსწავლებამ" ამიხსნა პირველი და უმთავრესი მცნების არსი.

kinoteli
ციტატა
არ უთქვამს მჯერაო....


კი მჯერა a075.gif

lingvo

წაიკითხე საერთოდ ის ტექსტები რაც დავდე? თუ ცოდვად ჩაგეთვლება და ვერ ეკარები? გასაგებია რომ ქრისტიანობა გმობს ამ ყველაფერს და ამის ბევრჯერ გამეორება არაა საჭირო. თუ მართლა გაინტერესებს წაიკითხე და მერე მეკამათე, თუ არადა აპოგელეტიკაა და ისეცაც ცხადია რომ "არაქრისტიანული" სწავლებაა. არ გვინა ბევრჯერ ამის გახსენება smile.gif

ციტატა(Atman @ Apr 14 2010, 01:35 PM) *

"ბჰავიშტია პურანაში" მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:

აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) "შალვაჰანა" რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ "სადჰუს" (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე):
"იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა" (ზუსტი სანსკრიტის დადება გამიჭირდება, მაგრამ ქართული ასოებით ასე ჟღერს.

თარგმანი ასეთია: "მე ვარ ძე ღვთისა, შობილი ქალწულისგან და შენ უნდა იცოდე ეს. ადამიანები მიწოდებენ მე "იესო მესიას".

ვედებში ასევე რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იესოს (იშას, იეშუას) მისიის შესახებ. ასევე მას უწოდებენ "კრშტოშას" ("კრშ" ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს (ღმერთის ერთ-ერთი სახელი სანსკრიტზე, ხოლო "ტოშა" ნიშნავს დაკმაყოფილებას, ანუ ის ვინც აკმაყოფილებს (ემსახურება) ღმერთს, ასევე ნიშნავს ღმერთის მიერ მირონცხებულს).




+ ამას დავამატებ რომ ვედების მიხედვითაც მამა და ძე განუყოფელნი არიან! ძე ასრულებს მამის ნებას!


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 27 2010, 12:15 PM

Atman
როგორც ზემოთ მოგწერე ეს სწავლება წინააღმდეგობაში მოდის ძველ აღთქმასთან. ეს იმიტომ დავწერე, რომ სხვებმა წაიკითხონ და გაიგონ რა წინააღმდეგობაში მოდის ვედები პირველ მცნებასთან და თავად გააკეთონ არჩევანი. მაგ ყველაფერზე პასუხი განმარტებაშია პირველი მცნების (რაც წითლადაა).

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 12:21 PM

lingvo

ვედები რელიგია არაა. ეს ცოდნაა. რომელიც მხოლოდ იმას ეხსნება ვინც გულწრფელად ეძებს.

არჩევანს რა თქმა უნდა ყველა თავისი რწმენის მიხედვით გააკეთებს...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 27 2010, 12:22 PM

Atman
ხო არჩევანი უნდა გააკეთოს პიროვნებამ. მაგრამ უნდა იცოდეს, რომ წმიდა წერილი არ ცნობს ამ ცოდნას. რაშიც თავადვე მეთანხმები.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 12:25 PM

ქრისტიანობაში მცირეა ცოდნა მამა ღმერთის შესახებ, ვედებში კი მამა ღმერთი მთავარი თემაა.

(არ ვგულისხმობ მთლიან ვედებს, ვგულისხმობ მის იმ ნაწილს რომელიც ღმერთს და ცის კანონებს ეძღვნება და არა მიწის კაკნონებს, რაც გაცილებით მეტია ვედებში, მაგრამ ნაკლებად საინტერესო (პირადად ჩემთვის).


პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 1 2010, 03:47 AM

ციტატა(.zakaria. @ Apr 15 2010, 03:17 PM) *

კი უფლება შეიძლება ბევრი რამის გაქ მარა ხოხედავ არავისარაინტერესებს ეს ვედები არც აქ და არც სხვა ფორუმებზეც, რაარი რა ოლმეკივით გახდი შენც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი არგეწყინოს მეგობარო ,უბრალოდ ხოხედავ არავისარუნდა აქ კრიშნა


არ გეწყინოს მაგრამ ჩემი სახელით ნუ ილაპარაკებ.მე პირადად ძაან დავინტერესდი.ამიტომ შეგიძლია თავად დატ
ოვო ეს თემა .შენი უფლებები იქ მთავრდება სადაც ჩემი იწყება.

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 2 2010, 01:14 AM

რა იყო, თემაში შაბათი კვირაა თუ აღარ ვაგრძელებთ?ძაან დამაინტერესე ატმან?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 2 2010, 01:29 AM

საკითხის გაცნობა ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს. ვგულისხმობ რწმენაში მყარად მდგარ ხალხს. მე ხანდახან იეღოველების რამეებსაც ვათვალიერებ მაგრამ მაგენისიანი კი არა ვარbiggrin.gif
მარიამს ვეთანხმები.
აბო

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 2 2010, 07:04 PM

გასული ვიყავი მომსახურეობის ზონიდან tongue.gif

თქვენის ნებართვით შრიმად ბჰაგავატამიდან დავდებ ისევ ერთ-ერთ თავს:

დედოფალ კუნტის ლოცვები და
პარიკშიტის ხსნა


1. სუტა გოსვამიმ თქვა: ამის შემდეგ პანდავები და დრაუპადი განგის ნაპირას გაეშურნენ, რათა წყალი მიეცათ მოწყურებული დახოცილი ნათესავებისთვის. ქალები წინ მიდიოდნენ.

2. მათი დატირებისა და განგის წყლის საკმარისად შეთავაზების შემდეგ მათ განიბანეს განგაში, რომლის წყალიც წმინდაა, რადგან უფლის ლოტოსის ტერფთა მტვერს არის შერეული.

3. იქ თავის დამწუხრებულ უმცროს ძმებთან, დჰრტარაშტრასთან, განდჰარისთან, კუნტისთან, და დრაუპადისთან ერთად იჯდა კურუთა მეფე, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა. უფალი კრშნაც იქ იყო.

4. უფალმა შრი კრშნამ და მუნებმა ყოვლისშემძლე ღმერთის გარდაუვალი კანონებისა და ცოცხალ არსებებზე მათი ზემოქმედების შესახებ დაიწყეს საუბარი და ამით შეძრწუნებულთა და დამწუხრებულთა დაწყნარებას შეეცადნენ.

5. ჭკვიანმა დურიოდჰანამ და მისმა მომხრეებმა ცბიერებით მოიტაცეს იუდჰიშთჰირას სამეფო, რომელსახ მტერი არ ჰყავდა. უფლის წყალობით სამართლიანობა აღდგენილ იქნა და უფალმა მოკლა უსინდისო მეფეები, რომლებმაც დურიოდჰანას მხარე დაიჭირეს. დაიხოცნენ ისინიც, ვინც უხესჰად მოექცნენ დედოფალ დრაუპადის თმებს, რითაც სიცოცხლე მოისწრაფეს.

6. უფალმა შრი კრშნამ ჯეროვნად შეასრულებინა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას სამი აშვამედჰა-იაჯნა [ცხენის შეწირვა], რითაც მთელ ქვეყანას მოედო მისი კეთილი სახელი, მსგავსად ინდრასი, რომელმაც ასი ასეთი მსხვერპლშეწირვა ჩაატარა.

7. მაშინ უფალი კრშნა გასამგზავრებლად მოემზადა. მან მოიწვია პანდუს შვილები, მას შემდეგ რაც მას თაყვანი სცეს ბრაჰმანებმა, რომელთაც სათავეში შრილა ვიასადევა ედგათ. უფალმაც უპასუხა მათ მისალმებებს.

8. როგორც კი უფალი დვარაკაში გასამგზავრებლად ეტლში ჩაჯდა, დაინახა უტტარა, რომელიც შეშინებული მორბოდა მისკენ.

9. უტტარამ თქვა: ო უფალო, სამყაროს მეუფევ! შენ უდიადესი მისტიკოსი ხარ. გთხოვ, დამიცავი, რადგან ორმაგობის ამ სამყაროში სხვას არავის შეუძლია სიკვდილის ხელიდან ჩემი დახსნა.

10. ო ჩემო უფალო, შენ ყოვლისშემძლე ხარ. ცეცხლოვანი რკინის ისარი სწრაფად მიახლოვდება. ჩემო უფალო, თუკი გსურს, დაე ისარმა მე დამწვას, მაგრამ გთხოვ, არ დააწვევინო და არ მოაწყვეტინო ჩემი ნაყოფი. მოიღეé სიკეთე, ო უფალო..

11. სუტა გოსვამიმ თქვა: მისი სიტყვების მოთმინებით მოსმენის შემდეგ უფალი შრი კრშნა, რომელსაც ყოველთვის ძლიერ უყვარს თავისი ერთგულები, უმალვე მიხვდა, რომ აშვათჰამამ, დრონაჩარიას შვილმა, ბრაჰმასტრა გამოუშვა პანდავების ოჯახის უკანასკნელი შთამომავლის მოსასპობად.

12. ო მთავარო დიად მოაზროვნეებს [მუნებს] შორის [შაუნაკა], დაინახეს რა მათკენ მომავალი მოელვარე ბრაჰმასტრა, პანდავებმა თავიანთ იარაღს სტაცეს ხელი.

13. როდესაც ღმრთეების ყოვლისშემძლე პიროვნება შრი კრშნამ იხილა, რომ დიდი საფრთხე ემუქრებოდა მის წმინდა ერთგულებს, რომლებიც მისადმი მინდობილი სულები იყვნენ, მათ დასაცავად უმალვე აიღო თავისი დისკო სუდარშანა.

14. უმაღლესი მისტიციზმის უფალი, შრი კრშნა ყველას გულში იმყოფება პარამატმას სახით. ამიტომ, უბრალოდ კურუს დინასტიის დასაცავად, თავისი ენერგიით დაფარა უტტარას ჩანასახი.

15. ო შაუნაკა, თუმცა შეუძლებელი იყო აშვათჰამას მიერ გამოშვებული უმაღლესი იარაღის შეჩერება ან განეიტრალება, იგი განეიტრალებული და მოგერიებული იქნა ვიშნუს [უფალი კრშნას] ძალასთან შეჯახებისას.

16. ო ბრაჰმანებო, არ გეგონოთ, რომ ეს განსაკუთრებული სასწაულია იდუმალებით მოცული და შეუცდომელი ღმრთეების პიროვნებისათვის. ყოველივე მატერიალურს იგი თავისი ტრანსცენდენტული ენერგიებით ასულდგმულებს და ანადგურებს, თუმცა თავად არშობილია.

17. ამრიგად, ბრაჰმასტრას გამოსხივებისგან გადარჩენილმა უფლის უბიწო ერთგულმა კუნტიმ, მისმა ხუთმა შვილმა და დრაუპადიმ მიმართეს უფალ კრშნას, როდესაც იგი სახლში გასამგზავრებლად მოემზადა.

18. შრიმატი კუნტიმ თქვა: ო კრშნა, მე მოწიწებით გეთაყვანები, რადგან შენ ხარ თავდაპირველი პიროვნება და არ გეხება მატერიალური სამყაროს თვისებები. შენ ყოვლის შიგნით და გარეთ იმყოფები, მაგრამ მაინც უხილავი ხარ ყველასთვის.

19. გრძნობათა შეზღუდული აღქმისათვის მიუწვდომელი, შენ შეცდომაში შემყვანი ენერგიეს ფარდით დაფარული მარადიული უნაკლო ძალა ხარ. შენ უხილავი რჩები სულელებისთვის, ისევე როგორც უცნობი რჩება გადაცმული მსახიობი.

20. შენ თავად ეშვები, რათა ერთგული სამსახურის ტრანსცენდენტული მეცნიერება გაავრცელო წინწასული ტრანსცენდენტალისტებისა და სპეკულაციური მოაზროვნეების გულებში, რომლებიც განწმენდილნი არიან, რამეთუ მატერიის სულისაგან გამორჩევა ძალუძთ. მაშ, როგორ შეგვწევს ჩვენ, ქალებს, შენი სრულყოფილად შეცნობის უნარი?

21. ამიტომ, დაე მოწიწებით ვცე თაყვანი უფალს, რომელიც ვასუდევას შვილი, დევაკის სიხარული, ნანდასა და ვრნდავანის სხვა მენახირეთა ბიჭი და ძროხებისა და გრძნობების მაცოცხლებელი გახდა.

22. მოწიწებით გცემ თაყვანს, ო უფალო, ვის მუცელზეც ლოტოსის ყვავილის მსგავსი ჩაღრმავებაა, ვინც ყოველთვის მორთული ხარ ყვავილწნულებითა და ლოტოსის ყვავილებით, ვისი გამოხედვაც ლოტოსივით გამაგრილებელია დ ავის ტერფებზეც ლოტოსებია ამოტვიფრული.

23. ო ჰრშიკეშა, გრძნობათა მბრძანებელო და უფალთა უფალო, შენ გაანთავისუფლე დედაშენი, დევაკი, რომელიც დიდი ხნით დაატყვევა და ტანჯა ბოროტმა მეფე კამსამ. შენ გვიხსენი მე და ჩემი შვილები ხიფათისგან.

24. ჩემო ძვირფასო კრშნა, ო მეუფეო, შენ გვიხსენი მოწამლული კვერისგან, დიდი ხანძრისგან, კაციჭამიებისგან, ბიწიერთა თავყრილობისგან, ტყეში განდევნის დროს ტანჯვებისა დამ ბრძოლისგან, რომელშიც დიდი მხედართმთავრები მონაწილეობდნენ. ახლა კი აშვათჰამას იარაღისგან გადაგვარჩინე.

25. დაე კვლავ და კვლავ განმეორდეს ეს უბედურებები, რათა კვლავ და კვლავ გიხილოთ, რადგან შენი ხილვა ნიშნავს იმას, რომ აღარ ვნახავთ განმეორებად დაბადებასა და სიკვდილს.

26. ჩემო უფალო, ადვილია შენს მეუფებასთან მიახლოება, მაგრამ ეს ძალუძთ მხოლოდ მათ, ვისაც არაფერი მატერიალური არ გააჩნიათ. ის, ვინც [მატერიალური] პროგრესის გზას ადგას და მდგომარეობის გაუმჯობესებას წარჩინებული წარმოშობით, დიდძალი სიმდიდრით, მაღალი განათლებითა და სხეულის სილამაზით ცდილობს, ვერ მოგმართავს გულწრფელი გრძნობით.

27. თაყვანს გცემ შენ, მატერიალურად გაღატაკებულთა საკუთრებას. შენ არაფერი გაკავშირებს ბუნების მატერიალური მოდუსების ქმედებებსა და უკუქმედებებთან. შენ კმაყოფილი ხარ საკუთარ თავში, ამიტომაც ყველაზე მშვიდი და მონისტთა მეუფე ბრძანდები.

28. ჩემო უფალო, მე ვთვლი, რომ შენი უზენაესობა არის მარადიული დრო, უზენაესი განმგებელი, ყოვლისგამჭოლი, საწყისისა და სასრულის გარეშე. შენ ყველას თანაბრად ჰფენ წყალობას. ცოცხალ არსებათა შორის განხეთქილებები საზოგადოებრივი ურთიერთობის შედეგად იქმნება.

29. ო უფალო, ვერავინ მიხვდება შენს ტრანსცენდენტალ გართობებს, რომლებიც ადამიანურს ჰგავს და ამიტომ შეცდომაში შეჰყავს სხვები. შენ არც წყალობის განსაკუთრებული ობიექტი გაგაჩნია და არც შურისა. ხალხს მხოლოდ ჰგონია, რომ ვინმეზე მიკერძოებული ხარ.

30. ეს მართლაც დამაბნეველია, ო სამყაროს სულო, რომ შენ მოქმედებ, თუმცა უმოქმედო ხარ და იბადები, თუმცა საციცოცხლო ძალა და არშობილი ხარ. შენ თავად ეშვები ცხოველებს, ადამიანებს, ბრძენებსა და წყლის ბინადართა შორის. ეს მართლაც დამაბნეველია.

31. ჩემო ძვირფასო კრშნა, იაშოდამ თოკით დაგაბა, როცა დანაშაული ჩაიდინე და შენი შეშფოთებული თვალები ცრემლებით აივსო, რამაც წამწამებიდან საღებავი ჩამოგირეცხა. და შენ შეშინდი, თუმცა თავად გაპიროვნებულ შიშსაც კი ეშინია შენი. ეს სანახაობა საგონებელში მაგდებს.

32. ზოგი ამბობს, რომ არშობილი ღვთისმოსავი მეფეების სადიდებლად იშვა, სხვების აზრით კი იგი იშვა იმისათვის, რომ მეფე იადუსთვის, შენი ერთ-ერთი უძვირფასესი ერთგულისთვის სიამოვნება მოენიჭებინა. შენ ისევე ევლინები მის ოჯახში, როგორც სანდალის ხე იზრდება მალაიას მთებზე.

33. სხვები ამბობენ, რომ რადგან ვასუდევა და დევაკი გევედრებოდნენ, შენ მათ შვილად დაიბადე. ეჭვი არ არის, რომ შენ არშობილი ხარ, მაგრამ მაინც იბადები მათ სასიკეთოდ და ნახევარღმერთთა მოშურნეების მოსაკლავად.

34. სხვები ამბობენ, რომ ზღვაში ნავივით გადატვირთული მსოფლიო მეტად დამწუხრებულია და ბრაჰმა, შენი შვილი გევედრებოდა და შენც მოევლინე უბედურების შასამცირებლად.

35. სხვებმა კი თქვეს, რომ შენ მოევლინე ერთგული სამსახურის ასაღორძინებლად, რომელიც მოიცავს მოსმენას, მოგონებას, თაყვანისცემასა და სხვ., რათა მატერიალური გაჭირვებებით ტანჯულ განპირობებულ სულებს ესარგებლათ ამით და განთავისუფლებულიყვნენ.

36. ო კრშნა, ისინი, ვინც გამუდმებით ისმენენ, გალობენ და იმეორებენ შენი ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ, ან ტკბებიან სხვათა მიერ ამის შესრულებისას, უდავოდ ხედავენ შენს ლოტოსის ტერფებს – მხოლოდ მათ შეუძლიათ განმეორებადი დაბადება-სიკვდილის შეწყვეტა.

37. ო ჩემო უფალო, შენ თავად მოიხადე ყოველი მოვალეობა. ნუთუ დაგვტოვებ დღეს, როდესაც ყველა მეფე გვემტერება, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად შენს წყალობაზე ვართ დამოკიდებულნი და მფარველი არავინ გვყავს?

38. როგორც სხეულის სახელი და დიდება კვდება ცოცხალი სულის წასვლისას, ასევე, თუკი მზერას მოგვაკლებ, ჩვენს დიდებასა და საქმიანობებსაც, იმავე პანდავებთან და იადუებთან ერთად, უმალვე მოეღება ბოლო.

39. ო გადადჰარა [კრშნა], ახლა ჩვენი სამეფო შენი ტერფების ანაბეჭდებით არის მორთული, ამიტომაც მშვენიერია. მაგრამ როდესაც შენ წახვალ, იგი დაკარგავს სილამაზეს.

40. ქალაქები და სოფლები ყოველმხრივ აყვავებულია, რადგან უხვად იზრდება ბალახი და მარცვლეული, ხეები ხილით არის დახუნძლული, მდინარეები მოჩქეფს, მთები მინერალებითაა სავეს, ოკეანე კი – სიმდიდრით. და ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ შენი მზერა ეცემა.

41. ო სამყაროს უფალო, სამყაროს სულო, ო სამყაროს ფორმის პიროვნებავ, ამიტომ გთხოვ, გადამიჭერი ოჯახის წევრების – პანდავებისა და ვრშნის დინასტიისადმი მიჯაჭვულობის კვანძი.

42. ო მადჰუს უფალო, როგორც განგა მუდამ, დაუბრკოლებლად მიედინება ზღვისკენ, დაემ ჩემი ყურადღებაც გამუდმებით შენსკენ იყოს მომართული, სხვაზე გადატანის გარეშე.

43. ო კრშნა, ო არჯუნას მეგობარო, ო მთავარო ვრშნის შთამომავალთა შორის, შენ ანადგურებ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც არეულობას იწვევენ დედამიწაზე. შენი ძალა არასოდეს იკლებს. შენმ ტრანსცენდენტული სავანე გაქვს და ძროხების, ბრაჰმანებისა და ერთგულების ტანჯვათა შესამსუბუქებლად ეშვები. შენ ფლობ მთელ მისტიკურ ძალებს და მთელი სამყაროს მოძღვარი ხარ. შენ ხარ ყოვლისშემძლე ღმერთი და მე მოწიწებით გცემ თაყვანს.

44. სუტა გოსვამიმ თქვა: კუნტიდევის რჩეული ლოცვების მოსმენის შემდეგ უფალს ალერსიანად გაეღიმა. ეს ღიმილი ისევე მომხიბვლელი იყო, როგორც მისი მისტიკური ძალა.

45. ამრიგად, მოისმინა რა შრიმატი კუნტიდევის ლოცვანი, უფალმა ჰასტინაპურის სასახლეში შესვლისას ამცნო დანარჩენ ქალებს თავისი გამგზავრების შესახებ. მაგრამ გამგზავრების წინ იგი მეფე იუდჰიშთჰირამ შეაჩერა და სიყვარულით შეეხვეწა.

46. ვერაფერმა დაარწმუნა მეტად დამწუხრებული მეფე იუდჰიშთჰირა: ვერც დიადი ბრძენების დარიგებებმა, რომელთაც სათავეში ვიასა ედგათ, ვერც თავად უფალმა კრშნამ, ზეადამიანური საქმეების ჩამდენმა და ვერც მრავალმა ისტორიულმა მოწმობამ.

47. თავისი მეგობრების სიკვდილით დამწუხრებული მეფე იუდჰიშთჰირა, დჰარმას შვილი, უბრალო მატერიალისტივით დარდობდა. ო ბრძენებო, მიჯაჭვულობით გაოგნებულმა, მან ასეთი რამ წარმოთქვა.

48. მეფე იუდჰიშთჰირამ თქვა: ო ჩემო ხვედრო! მე ყველაზე ცოდვილი ვარ! შეხედეთ ჩემს გულს, რომელიც უმეცრებით არის სავეს! ამ სხეულმა, რომელიც საბოლოო ჯამში სხვებისთვის არის განკუთვნილი, მრავალი ფალანგა ამოხოცა.

49. მე მოვკალი მრავალი ყმაწვილი, ბრაჰმანი, კეთილმოსურნე, მეგობარი, მშობელი, მასწავლებელი და ძმა. მილიონობით წელიც რომ ვიცოცხლო, ვერ დავაღწევ თავს ჯოჯოხეთს, რომელიც ამ ცოდვების გამო მელის.

50. არ ცოდავს ის მეფე, რომელიც მოქალაქეებს იცავს და მართალი საქმისთვის კლავს. მაგრამ ეს დანაწესი მე არ მეხება.

51. მე მოვკალი უამრავი ქალის მეგობარი და ამით ისეთ მტრობას მივეცი დასაბამი, რომ მატერიალური ქველმოქმედებით მისი გამოსწორება შეუძლებელია.

52. როგორც ტალახი ვერ გაწმენდს ტალახიან წყალს ან ღვინოს – ღვინით მოსვრილ ქოთანს, ასევე შეუძლებელია ცხოველების შეწირვით კაცის მოკვლის შედეგების გაბათილება.

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 2 2010, 11:41 PM

იცი ზოგიერთი რაღაცეები ალაზნისპირელს მაგონებს.თუ წაგიკითხია?
ადამიანის ფანტაზიას რომ ამის შეთხზვა შესძლებოდა მეეჭვება.რეინკარნაციაზე შეგეკითხები:როგორც მივხვდი მხოლოდ სასუფეველში მოხვედრილი სულები არ განიცდიან განმეორებას მატერიალურ სამყაროში,დანარჩენი ყველა(სამოთხეში მოხვედრილნიც კი)ასეა თუ რაღაც ვერ გავიგე?

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 2 2010, 11:59 PM

კიდე რა მაინტერესებს:იმდენი სახელებია ცოტა დამახსოვრება მიჭირს.კრშნა თავად უზენაესი უფლის გამოვლინებაა მატერიალურ სამყაროში ასეა არა?თუ მისი შვილი?იესო მისი ძის ერთ-ერთი გამოვლინებაა თუ ერთადერთი?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 3 2010, 11:49 AM

:_მარიამი_:

ციტატა
იცი ზოგიერთი რაღაცეები ალაზნისპირელს მაგონებს.თუ წაგიკითხია?ადამიანის ფანტაზიას რომ ამის შეთხზვა შესძლებოდა მეეჭვება.რეინკარნაციაზე შეგეკითხები:როგორც მივხვდი მხოლოდ სასუფეველში მოხვედრილი სულები არ განიცდიან განმეორებას მატერიალურ სამყაროში,დანარჩენი ყველა(სამოთხეში მოხვედრილნიც კი)ასეა თუ რაღაც ვერ გავიგე?



ამაზე პასუხად შრილა პრაპჰუპადას ერთ-ერთ კომენტარს მოვიყვან შრიმად ბჰაგავატამზე:

"ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელ ნაწილაკებს წარმოადგენენ. არსებობს მათი ორი სახეობა - ნიტია-მუკტა და ნიტია-ბადდჰა. ნიტია-მუკტები არიან მარადიულად განთავისუფლებული სულები. ისინი გამოვლენილი მატერიალური ქმნილების მიღმა არსებულ უფლის მარადიულ სავანეში მისი გამუდმებული ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურით არიან დაკავებული. მაგრამ ნიტია-ბადდჰა, ანუ მარადიულად განპირობებუილი სულები უფლის გარეგან ენერგიაზე, მაიაზე არიან მიბარებული, რათა უზენაეს მამის წინააღმდეგ აჯანყებული ბუნება გამოისწორონ. ნიტია-ბადდჰებს სამუდამოდ დავიწყებიათ, რომ როგორც მის განუყოფელ ნაწილაკებს, კავშირი აქვთ უფალთან. ილუზორული ენერგია ატყუებთ მათ, თითქოს მატერიის ნაწილები იყვნენ და ამდენად, მატერიალურ სამყაროში ბედნიერების მოსაპოვებლად ძალზე მოუცლელნი არიან. ისინი მხიარულად ადგენენ გეგმებს, მაგრამ უფლის ნებით, გეგმის შემდგენელებიცა და გეგმებიც გარკვეული დროის შემდეგ ნადგურდება.

"ბჰაგავად-გიტაში" ეს ასეა დამტკიცებული: "ო კუნტის ვაჟო, ამ ეპოქის ბოლოს ყველა ცოცხალი არსება ჩემს ბუნებას ერწყმის და როცა კვლავ შექმნის დრო დგება, ჩემი გარეგანი ენერგიის საშუალებით მე ისევ შექმნას ვიწყებ" (ბ.გ 9.7)

სიტყვა ბჰუიაჰ ნიშნავს "კვლავ და კვლავ", ე.ს. იმას, რომ უფლის გარეგანი ენერგიით შექმნის, შენარჩუნებისა და განადგურების პროცესი განუწყვეტლივ გრძელდება. უფალია ყოველივეს მიზეზი. მაგრამ ცოცხალ არსებებს, რომლებიც თავიანთი არსით უფლის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ და ავიწყდებათ ეს ტკბილი ურთიერთობა, კვლავ ეძლევათ გარეგანი ენერგიის კლანჭებიდან თავის დაღწევის საშუალება და მათი (ცოცხალი არსებების) ცნობიერების გამოსაღვიძებლად უფალი განდობილ წერილებსაც ქმნის. განპირობებული სულებისთვის ვედური ლიტერატურა არის მეგზური, რომელიც მათ მატერიალური სამყაროსა და მატერიალური სხეულის გამუდმებული შექმნისა და განადგურებისაგან თავის დახსნაში ეხმარება.

"ბჰაგავად-გიტაში" უფალი ამბობს: "ეს შექმნილი სამყარო და მატერიალური ენერგია ჩემს განმგებლობას ემორჩილება. პრაკრტის გავლენით ისინი კვლავ და კვლავ თავისთავად იქმნება და ამას ჩემი ენერგიის საშუალებით ვასრულებ."

სინამდვილეში, სულიერ ნაპერწკლებს, ცოცხალ არსებებს, არავითარი მატერიალური სახელები და ფორმები არ გააჩნიათ. მაგრამ მატერიალური ფორმებისა და სახელების მატერიალურ ენერგიაზე ბატონობის სურვილის შესასრულებლად მათ ამგვარი მოჩვენებითი სიამოვნების საშუალება ეძლევათ და ამავე დროს განდობილი წმინდა წერილების გზით ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგებაც შეუძლიათ. სულელი და გულმავიწყი ცოცხალი არსება გამუდმებით ყალბი ფორმებითა და ყალბი სახელებითაა დაკავებული. თანამედროვე ნაციონალიზმი ამგვარი ყალბი სახელებისა და ყალბი ფორმების კულმინაციას წარმოადგენს. ადამიანებს გაგიჟებით სწადიათ მოჩვენებითი სახელი და ფორმა. გარკვეულ პირობებში მიღებული სხეული რეალობადაა მიჩნეული და მიღებული სახელიც განპირობებულ სულს უამრავი "იზმით" ენერგიის არასწორი გამოყენებისაკენ იტყუებს.

წმინდა წერილები ჭეშმარიტი მდგომარეობის შეცნობის გასაღებს წარმოადგენს, მაგრამ ადამიანებს ეზარებათ უფლის მიერ სხვადასხვა ადგილისა და დროისთვის შექმნილი წმინდა წერილებიდან გაკვეთილების მიღება. მაგალითად "ბჰაგავად-გიტას" საფუძველზე სიცოცხლის მიზანი განახორციელონ. "შრიმად ბჰაგავატამი" შემეცნების "ასპირანტურის" დონეს შეესაბამება მათთვის, ვისაც "ბჰაგავად-გიტას" პრინციპები გულდასმით აქვთ შესწავლილი. საუბედუროდ, ხალხმა მათი გემო არ იცის და, განმეორებადი დაბადებისა და სიკვდილისათვის განწირული, მაიას კლანჭებში იმყოფება."


მე აქვე დავამატებ რომ მე პირადად არ გამოვყოფ ვედებს სხვა წმინდა წერილებისგან. ყველა წმინდა წერილი, მიუხედავად რელიგიისა ვედაა (ანუ ცოდნაა), ოღონდ განსხვავებული სულიერი განვითარების და აღქმის ხალხისთვის...

უფრო მეტიც. ვედაა ვეფხისტყაოსანიც, ვაჟა-ფშაველას პოემებიც (თუმცა იგავური და არა ისტორიული სახის)... ხოლო მაჰაბჰარატა და რამაიანა ისტორიული ამბებია და არა მხატვრულად შეთხზული მეტაფორები...

კითხვაზე უფრო მოკლედაც გიპასუხებ და გეტყვი რომ სამოთხეც არაა მარადიული და სანამ სულიერ სამყაროში არ მოხვდება, სული კვლავ განაგრძობს დაბადება-სიკვდილის ჯაჭვში ყოფნას...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 3 2010, 12:03 PM




ციტატა
კიდე რა მაინტერესებს:იმდენი სახელებია ცოტა დამახსოვრება მიჭირს.კრშნა თავად უზენაესი უფლის გამოვლინებაა მატერიალურ სამყაროში ასეა არა?თუ მისი შვილი?იესო მისი ძის ერთ-ერთი გამოვლინებაა თუ ერთადერთი?



კრშნა, იგივე კრშტა ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა, როგორც მატერიალურ, ისევე სულიერ სამყაროში. მატერიალურ სამყაროში თავისი პირვანდელი ფორმით დვაპარა იუგაში მოდის ხოლმე როგორც წესი (თუმცა არა ყოველთვის). მას გააჩნია უამრავი ავატარი და ექსპანსია, სხვადასხვა სახელებითა და ფორმებით...

ქრისტე, იგივე კრშტოშა კალი იუგაში როგორც მე ვიცი ერთადერთი "ძეა" ანუ "შაკტი-ავეშა" ავატარია... თუმცა ძე მხოლოდ ერთი არ ეყოლება რა თქმა უნდა და სხვა ეპოქებში სხვა ძეებიც გვხვდებიან. ეს ცოტა რთული თემაა და ავატარების შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შევეცდები რომ დავდო.

ვედებში წერია რომ კალი იუგაში კრშნა მოვა ფარული ავატარის ("გუპტა ავატარის") სახით არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც ღმერთის უერთგულესი მსახური... ეს ავატარი უკვე იყო მოსული და სწორედ მისგან მოდის მოწაფეობრივი ხაზი, რომლის ერთ-ერთი ბოლო რგოლიც შრილა პრაპჰუპადაა... თუმცა ეს ყველაფერი შედარებით ცივილიზებულ ვედური კულტურის მიმდევარ ხალხს ერგო და მერე გავრცელდა პრაპჰუპადას და სხვა მოწაფეთა წყალობით...

ქრისტემ კი უმძიმესი მისია იტვირთა და მოვიდა განსაკუთრებულად ცოდვილ ხალხში, სადაც იმდენიც კი არ ესმით რომ ცხოველის მოკვლა და განსაკუთრებით ძროხის მოკვლა დიდი უგუნურება და უმეცრებაა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 3 2010, 03:00 PM

ციტატა
და განსაკუთრებით ძროხის მოკვლა დიდი უგუნურება და უმეცრებაა.

ლოოოოლ, biggrin.gif


მოიცათ თქვენ კალის შესახებ თუ იცით რამე? biggrin.gif biggrin.gif ქალია და თან როგორი ქალი biggrin.gif

Ка́ли (санскр. काली, Kālī?, «чёрная») — тёмная и яростная ипостась Парвати, темная Шакти и разрушительный аспект Шивы. Богиня-мать, символ разрушения. Кали разрушает невежество, поддерживает мировой порядок, благословляет и освобождает тех, кто стремится познать Бога. В Ведах ее имя связано с Агни, богом огня.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 3 2010, 03:08 PM

ქევანა

ხოოო კალის ბევრი ფანი ყავს, განსაკუთრებით ისინი ვინც ტამა-გუნაში (უმეცრების გუნაში) არიან a075.gif

ჩვენ ეპოქას სწორედ კალი აკონტროლებს.

ბოროტი და ცუდი სულაც არაა, დავალება აქვს უბრალოდ ეგეთი smile.gif



შენ კიდე სანამ ხორცის ჭამას თავს არ დაანებებ სულ ეგრე ჩხირივით იქნები tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 3 2010, 03:17 PM

Atman
შენ ხო ხარ რა პუტკუნა! biggrin.gif

დიდი ბოდიში, მაგრამ დედაჩემმა კატლეტი გამიკეთა და შევჭამე biggrin.gif

ციტატა
ბოროტი და ცუდი სულაც არაა, დავალება აქვს უბრალოდ ეგეთი

ვიცი რომ არაა, იგი ეხმარება იმათ ვისაც ღმერთის შეცნობა სურს. ჩვენს ეპოქას? დასაბამიდან თუ მხოლოდ ეხლა?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 3 2010, 03:20 PM

ციტატა
ვიცი რომ არაა, იგი ეხმარება იმათ ვისაც ღმერთის შეცნობა სურს. ჩვენს ეპოქას? დასაბამიდან თუ მხოლოდ ეხლა?


კალი იუგას, რომელიც 5000 წლის წინ დაიწყო.


პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 4 2010, 12:31 AM

ატმან,ვედების მიხედვით დრო შეიძლება განმეორდეს?ანუ,როგორ ვთქვა,ვთქვათ2010წ.შეიძლება განმეორდეს?ე.ი.დედამიწა,როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი,იბადება ,ვითარდება,კვდება და შემდეგ იწყება მეორე წრე.ხელახლა იბადება .......კვდება .და ყოველ ჯერზე მეორდება ერთი და იგივე. ზუსტად ერთი და იგივე მაქვს მხედველობაში.არის ესეთი რამე დასაშვები?და კიდევ :სულის მეხსიერება.რას იტყვი ამაზე.არის შემთხვევა ,როცა მეჩვენება თითქოს ის ,რაც რაღაც კონკრეტულ მომენტში ხდება, უკვე მოხდა.საიდანღაც მახსოვს ეს მომენტი და თითქოს ვიცი ერთი-ორი წუთის შემდეგ ამას რა მოყვება.სხვათაშორის ,როგორც მახსოვს ,ასეთ კითხვაზე მამა გიორგიც პასუხობს:ეგ სულის მეხსიერებააო.ვედების მიხედვით როგორაა ეგ ამბავი?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 4 2010, 06:28 AM

:_მარიამი_:

ციტატა
ატმან,ვედების მიხედვით დრო შეიძლება განმეორდეს?ანუ,როგორ ვთქვა,ვთქვათ2010წ.შეიძლება განმეორდეს?ე.ი.დედამიწა,როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი,იბადება ,ვითარდება,კვდება და შემდეგ იწყება მეორე წრე.ხელახლა იბადება .......კვდება .და ყოველ ჯერზე მეორდება ერთი და იგივე. ზუსტად ერთი და იგივე მაქვს მხედველობაში.არის ესეთი რამე დასაშვები?



კი, ყველაფერი ციკლურად მეორდება, მაგრამ ზუსტად ერთნაირად არა. წინა ციკლში მაგალითად 2010 წელს სავარაუდოდ გაცულებით უფრო "ბნელი და უკუნი" იქნებოდა საზოგადოების სულიერი განვითარების თვალსაზრისით. smile.gif ამ ციკლში ასე ვთქვათ "გაგვიმართლა"...

ციტატა
და კიდევ :სულის მეხსიერება.რას იტყვი ამაზე.არის შემთხვევა ,როცა მეჩვენება თითქოს ის ,რაც რაღაც კონკრეტულ მომენტში ხდება, უკვე მოხდა.საიდანღაც მახსოვს ეს მომენტი და თითქოს ვიცი ერთი-ორი წუთის შემდეგ ამას რა მოყვება.სხვათაშორის ,როგორც მახსოვს ,ასეთ კითხვაზე მამა გიორგიც პასუხობს:ეგ სულის მეხსიერებააო.ვედების მიხედვით როგორაა ეგ ამბავი?


ეგ შეიძლება სულის მეხსიერებაც იყოს, შეიძლება ფსიქოლოგიური (ჭკუის) "შტუკები", დეჟა ვუ უფრო ხშირად ფსიქოლოგიური ტიპისაა ხოლმე. ვედებში არაფერი წამიკითხავს მაგაზე.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 4 2010, 09:34 AM

დოკუმენტური ფილმი ვედურ კოსმოლოგიაზე! პარალელები ბიბლიურ სიუჟეტებთან, მეცნიერული ახსნა და დასაბუთება!

მოკლედ გირჩევთ, კარგი ფილმია. a075.gif

http://www.vedamedia.ru/nauchno-populyarnye-filmy/vedicheskaya-kosmologiya

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 6 2010, 02:09 AM

ძაან საინტერესოა,ლექციას არ გააგრძელებ?ეხლა კითხვა:როგორცმივხვდი სამოთხეც(ზენა პლანეტები)და ჯოჯოხეთიც(ქვენა პლანეტები)სრულიად მატერიალურია.როცა ადამიანი გადის ამ ქვეყნიდან,ტოვებს მატერიალურ სხეულს.რა სახით განაგრძობს არსებობას იქ?ანუ იქ იძენს სხვა მატერიალურ სხეულს?მაღალგანვითარებულ სულებს ზენა სამყაროებში გადანაცვლება სიდჰების დახმარებით შეუძლიათ გარდაცვალების შემდგომ თუ სიცოცხლეშივე?(როგორც მივხვდი სიცოცხლეშიცაა შესაძლებელი)სხვა კონტინიუმში შესვლა რას ნიშნავს?ანუ კონტინიუმი რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 6 2010, 07:39 AM

:_მარიამი_:

ციტატა
ძაან საინტერესოა,ლექციას არ გააგრძელებ?


ცოტა მოგვიანებით დავდებ ძალიან საინტერესო თავებს "შრიმად ბჰაგავატიდან", რომელიც ძროხის მნიშვნელობაზე და კალი იუგის წინასწარმეტყველებებზეა.


ციტატა
როცა ადამიანი გადის ამ ქვეყნიდან,ტოვებს მატერიალურ სხეულს.რა სახით განაგრძობს არსებობას იქ?ანუ იქ იძენს სხვა მატერიალურ სხეულს?


ადამიანი სიკვდილისას მხოლოდ 4 ელემენტს (მიწას, წყალს, ცეცხლს და ჰაერს) ტოვებს, დანარჩენი თან მიაქვს. ანუ ასტრალური სხეული ძალიან გავს იმას რასაც სარკეში ვხედავთ. ხშირად ადამიანი ვერც კი აცნობიერებს რომ მოკვდა და წლობით ან რაღაც პერიოდი მაინც თავი ცოცხალი ჰგონია და თავის ილუზიაშია (იხ. ფილმი "Silent hill"). ეს უფრო ეხება იმ სულებს, რომლებიც ძალიანაა მიჯაჭვული თავის მატერიალურ სხეულზე (რომ აღარაფერი ვთქვათ მენთალურზე).

სიკვდილის მერე დაახლოებით ისე ხდება როგორც ამას ბევრი რელიგია, მათ შორის ქრისტიანობა აღწერს. ანუ დაახლოებით 40 დღე სული იქვე ტრიალებს და ყველაფერს ადევნებს თვალყურს. აქვე დავამატებ, რომ ჩვეულებრივი ადამიანის სული (ანუ სტანდარტი) ძალიან იტანჯება, როდესაც ხედავს მის ცხედართან მომტირალე ნათესავებს, იმიტომ რომ ჯერ თავი ცოცხალი ჰგონია და ვერ გაუცნობიერებია. ნუ გასაგებია, ნერვები მოგეშლება როცა ცოცხალი ხარ და თავზე დაგტირიან biggrin.gif. საერთოდ ვედების მიხედვით მაგ დროს ყველაზე ნაკლებად ღრმა მწუხარებაა რეკომენდებული, ყოველ შემთხვევაში ვაი და ვუი და მოთქმა ზედმეტია biggrin.gif ამ დროს უნდა ვილოცოთ და მიცვალებულზე ვიფიქროთ მშვიდად, წყნარად და ოპტიმიზმით. ეს მას ძალიან ეხმარება და ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ასევე მას რეალურად მისდის ის ენერგეტიკა, რასაც საჭმლის შეთავაზებით მივცემთ, ანუ ტრადიცია, როდესაც ხორბლეულს (წანდილს) ვთავაზობთ მას, ძალიან კარგია. და დაუშვებელია ალკოჰოლური საშუალებებით "დალოცვა" ღვინო უყვარდა საწყალსო biggrin.gif შეიძლება მას ეს ესიამოვნოს, მაგრამ რეალურად კარგი ნამდვილად არაა. და რაც მთავარია აბსოლუტური კრეტინიზმია ქელეხში ხორცის ჭამა და საერთოდ საკლავის დაკვლა! თუ გვიყვარს მიცვალებული, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ! 40 დღე უნდა ვევედროთ უფალს მისი დახმარებისთვის (მოკლედ მართლმადიდებლებმა ეს კარგად იცით) და მის სახელზე რაც შეიძლება მეტი საჭმელი (არა ხორცი) და ფული გავცეთ (შევწიროთ ეკლესიას ან გლახაკებს (ოღონდ არა ლოთ ბომჟებს))

ამ პერიოდშივე, ან 40 დღის მერე გადის საზვერეებს (კონკრეტულ ვადებს და წვრილმანებს ვერ გეტყვი). ანუ ხედავს და აცნობიერებს თავის "ცოდვა-მადლს", რაც შემდეგ ცხოვრებაში გამოადგება. შემდეგ წარდგება სიკვდილის ღმერთის (სანსკრიტულად იამა-რაჯას) წინაშე, სადაც გადაწყდება მისი ბედი, თუ სად დაიბადება და როგორ ვითარებაში. სულის განვითარების შესაბამისად, მას შეიძლება არჩევანიც კი მიეცეს: 2, 3 ან მეტი ალტერნატივაც კი და თავად აირჩიოს თუ სად დაიბადება. დაბალგანვითარებულ სულებს ეს არჩევანი არა აქვთ და იძულებით უწევთ დაბადება. რა თქმა უნდა მე არ მაქვს საუბარი იმ დიდ სულებზე, რომლებიც სულიერ სამყაროში მიდიან და მეტჯერ აღარ დაიბადებიან, ან დაიბადებიან რაიმე მისიით. ეს ცალკე თემაა, მათ არც საზვერეების გავლა უწევთ და შეიძლება არც "იამა-რაჯას" წინაშე მოუწიოთ წარდგენა.


ციტატა
მაღალგანვითარებულ სულებს ზენა სამყაროებში გადანაცვლება სიდჰების დახმარებით შეუძლიათ გარდაცვალების შემდგომ თუ სიცოცხლეშივე?(როგორც მივხვდი სიცოცხლეშიცაა შესაძლებელი)


რა თქმა უნდა სიცოცხლეშიც შეუძლიათ, ასტრალური სხეულით და ბევრი იოგი აკეთებს ამას, ასევე ბევრია ასეთი შემთხვევა ქრისტიანულ სამყაროში. წმინდანთა საქმენი ბევრი დაფარულია და მათი გამჟღავნება არც შეიძლება (თუმცა რაღაც ინფორმაციები ყოველთვის გამოჟონავს ხოლმე).

ციტატა
სხვა კონტინიუმში შესვლა რას ნიშნავს?ანუ კონტინიუმი რას ნიშნავს?


კონტინიუმში განზომილებას გულისხმობ ალბათ? თვითონ კონტინიუმი სიტყვა უსასრულობას ნიშნავს.

პოსტის ავტორი: uxucesi თარიღი: May 6 2010, 11:26 AM

სანამ ამ მკრეხელობებს არავინ მიხედავს არ გავჩერდები(თემაში:წინააღმდეგ
ობა ბიბლიაში )

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 6 2010, 12:45 PM

ჰოდა ნუ გაჩჩერდები.არავინ გიშლის წერას.ღმერთმა ხელი მოგიმართოს უხუცეს!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 6 2010, 07:27 PM

Упанишады (Катха, Иша, Кена, Мундака, Амритабинду, Йога-Таттва и другие Упанишады)


Год выпуска: 2009
Исполнитель: Илья Журавлев
Язык: Русский
Издательство: неизвестно
Тип: аудиокнига
Аудио кодек: MP3
Битрейт аудио: 192
Описание: УПАНИШАДЫ (санскр. उपनिषद्, Upaniṣad) — древнеиндийские трактаты религиозно-философской тематики. Являются продолжением Вед и относятся к священным писаниям индуизма категории шрути («услышанных свыше, богооткровенных»). В них в основном обсуждается философия, медитация и природа Бога. Эти написанные на санскрите произведения характерны глубиной и поэтичностью изложения, и отражают мистический опыт йогов древности (современные ученые датируют период составления основных Упанишад с 8 века д.н.э. по 3 в.н.э.)
В данной аудиокниге представлены знаменитая Катха Упанишада (беседа мальчика Начикеты с Богом смерти Ямой на вечно актуальную тему “есть ли жизнь после смерти”, в литературном переводе Б.Гребенщикова); Иша, Кена, Мундака, Мандукья, Шветашватара Упанишады; а также две средневековые Упанишады, относящиеся к традиционной хатха и кундалини йоге – Амритабинду и Йога-Таттва.

Текст читает Илья Журавлев (АЙЦ-Москва), звукорежиссер Сергей Шастин.

Катха Упанишада (48 мб)
Иша, Кена, Мундака и другие Упанишады (100 мб)
Амритабинду и Йога-Таттва Упанишады (50 мб)
Доп. информация: Упанишады – аудиокнига

http://allshares.ge/download.php?id=97770A5F29

შინაარსი:

Катха Упанишада
часть 1 21:32
часть 2 13:33
Беседа Бога смерти Ямы с мальчиком Начикетой. Литературный перевод Б.Гребенщикова (2005) www.aquarium.ru/misc/katha_upanishad.html


Иша Упанишада 4:45 Перевод А.Я.Сыркина (1967)

Кена Упанишада 8:55 Перевод А.Я.Сыркина (1967)

Мундака Упанишада 5:40 Перевод А.Я.Сыркина (1967)

Мандукья Упанишада 4:56 Перевод А.Я.Сыркина (1967)

Шветашватара Упанишада 33:58 Перевод А.Я.Сыркина (1967)


Средневековые Упанишады йоги:

Амритабинду Упанишада 7:49 Перевод Гаури (Юлии Кравченко) (2009)
www.india.ju-bee.com

Йога Таттва Упанишада 28:43 (литературный перевод, переводчик неизвестен)

УПАНИШАДЫ
(санскр. उपनिषद्, Upaniṣad) — древнеиндийские трактаты религиозно-философского характера. Являются частью Вед и относятся к священным писаниям индуизма категории шрути («услышанных свыше, богооткровенных»). В них в основном обсуждается философия, медитация и природа Бога. Считается, что в Упанишадах изложена основная суть Вед — поэтому их также называют «веданта» (конец, завершение Вед) и они являются основой ведантического индуизма.

Этимология

Слово «Упанишада» буквально означает «сидеть внизу около» гуру с целью получения наставлений. Существует много различных толкований этого термина. Согласно некоторым из них, «упанишад» означает «сидеть у стоп кого-то, внимая его словам и таким образом получая тайное знание». Согласно Шанкарачарье, слово «упанишад» означает: «то что разрушает невежество». Согласно традиционному толкованию «упанишад» означает «удаление невежества посредством знания о верховном духе». Другие значения: «эзотерическая доктрина» или «секретная доктрина».

Датировка

Упанишады трудно отнести к какому-то определённому периоду санскритской литературы. Старейшие из Упанишад, такие как «Брихад-араньяка-упанишаду» и «Чхандогья-упанишаду», учёные относят к периоду VIII века до н. э., тогда как большинство остальных, по мнению учёных, возникли в период с VII по III век до н. э., а некоторые появились только в период средневековья.


В каноне индуизма
Четыре Веды являются сборником мантр и гимнов, воспевающих различных Богов ведической религии и уже содержащих в себе основы монотеизма.

Появившиеся позднее писания Брахманы представляют собой сборники обрядовых инструкций, в которых обстоятельно описаны различные жреческие функции, это «практические комментарии» к проведению ведических ритуалов.

Являющиеся продолжением Вед писания Араньяки и Упанишады относятся к веданте. («итоговому знанию Вед») Араньяки детально описывают различные медитативные и йогические практики, тогда как в Упанишадах получают своё дальнейшее развитие религиозные и философские концепции, изложенные в Ведах.

В центре Упанишад находится познание человеком самого себя и окружающего мира, а характерное для Брахман толкование жреческого ритуала оказываются в них на втором плане. Упанишады оказали огромное влияние на развитие индийской философии.

Известный проповедник Шанкарачарья в VIII веке написал свои комментарии к 10 Упанишадам. Эти Упанишады называют мукхья Упанишадами, и их принято считать самыми древними, составленными в основном в ведический период. В «Муктика-упанишаде» имеется список из 108 Упанишад, которые принято относить к канону муктика («духовно освобождающих писаний»)
Возможно в период раннего средневековья был составлен корпус «Упанишад Йоги и Тантры», описывающих техники традиционной хатха и кундалини йоги, - пранаямы, мудры, бандхи, овладение тонкой энергией – праной, и раскрытие чакр и грантх. Большинство из них переведены на русский Б.Мартыновым (см. его книгу «Упанишады йоги и тантры»)

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 7 2010, 11:48 AM

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავი "შრიმად-ბჰაგავატამიდან", რომელიც შეეხება ხარს, როგორც რელიგიის სიმბოლოს და ურწმუნოების გავრცელების პრინციპებს.


თავი მეჩვიდმეტე
კალის დასჯა და შეწყნარება


http://www.radikal.ru

1. სუტა გოსვამიმ თქვა: იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, მაჰარაჯა პარიკშიტმა დაინახა, რომ მეფესავით ჩაცმული დაბალი წარმოშობის შუდრა ძროხასა და ხარს კომპალს სცემდა, თითქოს უპატრონოები ყოფილიყვნენ.

2.ხარი თეთრი ლოტოსივით ქათქათა იყო. მას ეშინოდა შუდრასი, რომელიც სცემდა. შეძრწუნებული ერთ ფეხზე იდგა, კანკალებდა და შარდს ღვრიდა.

3. თუმცა ძროხას სიკეთე მოაქვს, რადგან მას რელიგიის პრინციპების მოცემა შეუძლია, ახლა იგი გააუბედურეს და ხბო წაართვეს. შუდრა მას ფეხებში სცემდა. ძროხას თვალებში ცრემლი ედგა და გატანჯული და სუსტი იყო. მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა – მინდორში ცოტაოდენი ბალახი მოეძოვა.

4. მშვილდ-ისრით კარგად აღჭურვილი მაჰარაჯა პარიკშიტი ოქროთი მოჭედილ ეტლზე იჯდა. მან მეხივით მჭექარე ხმით მიმართა მას [შუდრას]

5. ეი, შენ ვინა ხარ? ძლიერი ჩანხარ და მაინც ჩემი მფარველობის ქვეშ მყოფი უმწეოს მოკვლას ბედავ? სამოსელით ღვთიურ კაცად [მეფედ] მოგაქვს თავი, მაგრამ საქმეებით ორგზისშობილი კშატრიების პრინციპებს ეწინააღმდეგები.

6. არამზადავ, იმიტომ ბედავ უდანაშაულო ძროხის ცემას, რომ კრშნა და არჯუნა, განდივა მშვილდის მატარებელი, თვალს მოეფარნენ? რადგან უკაცრიელ ადგილას უდანაშაულოს სცემ, დამნაშავედ ითვლები და ამიტომ მოკვლას იმსახურებ.

7. მაშინ მან [მაჰარაჯა პარიკშიტმა] ჰკითხა ხარს: ვინა ხარ? თეთრი ლოტოსივით ქათქათა ხარი ხარ თუ ნახევარღმერთი? სამი ფეხი დაგიკარგავს და ერთით დადიხარ. ნახევარღმერთი ხომ არა ხარ, ჩვენთვის მწუხარების მოსატანად ხარად მოვლენილი?

8. სამეფოში, რომელსაც კურუს დინასტიის მეფეთა მარჯვენა იფარავს, მწუხარების ცრემლებს პირველად ვხედავ შენს თვალებში. აქამდე არავინ ღვრიდა ცრემლს მეფეთა დაუდევრობის გამო.

9. ო სურაბჰის შვილო, მეტს ნუღარ იდარდებ. ნუღარ გეშინია ამ მდაბიო შუდრასი. ო დედაო ძროხა, ვიდრე ცოცხალი ვარ როგორც მმართველი და მზაკვარი ადამიანების დამმორჩილებელი, ტირილის მიზეზი არა გაქვს. შენ არაფერი დაგიშავებია.

10-11. ო უბიწოო, მეფის კეთილი სახელი ქრება, სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს და იგი კარგ სხეულს ვერ ეღირსება, როცა მის სამეფოში არამზადები ცოცხალ არსებებს აშინებენ. უეჭველია, რომ ტანჯულთა გასაჭირის შემსუბუქება მეფის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს. ამიტომ უბილწესი ადამიანის მოკვლა ჩემი ვალია, რადგან იგი ძალას ხმარობს სხვა ცოცხალი არსებების წინააღმდეგ.

12. იგი [მაჰარაჯა პარიკშიტი] კვლავ და კვლავ მიმართავდა და ეკითხებოდა ხარს: ო სურაბჰის შვილო, ვინ მოგკვეთა სამი ფეხი? ღმრთეების უზენაესი პიროვნების, კრშნას კანონების მორჩილ მეფეთა სახელმწიფოში არავინაა შენსავით უბედური.

13. ო ხარო, შენ უწყინარი და ყოვლად პატიოსანი ხარ, ამიტომ ყოველგვარ სიკეთეს გისურვებ. მითხარი გეთაყვა, ვინ არის ის დამნაშავე, რომ დაგასახიჩრა და ჩირქი მოსცხო პრთჰას ვაჟების სახელს.

14. უწყინარი ცოცხალი არსებების მტანჯველს ყველგან და ყოველთვის ჩემი უნდა ეშინოდეს. უპატიოსნო არამზადების ალაგმვით ადამიანს თავისთავად მოაქვს სიკეთე უწყინარისათვის.

15. თავხედ ცოცხალ არსებას, რომელიც უწყინართა წამებით დანაშაულებს ჩადის, მოვსპობ, ჯავშნითა და მორთულობით შემკული ზეცის მცხოვრებიც რომ იყოს.

16. მმართველი მეფის უმაღლესი მოვალეობაა ყოველგვარი მფარველობა გაუწიოს კანონის მორჩილებს და დასაჯოს ისინი, ვინც წმინდა წერილთა მცნებებს ჩვეულებრივ დროს არღვევენ, მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს.

17. გაპიროვნებულმა რელიგიამ თქვა: შენს მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები პანდავების დინასტიის წარმომადგენლის შესაფერისია. პანდავების ერთგულების თვისებებით დატყვევებული, თვით უფალი კრშნა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება ასრულებდა მათი შიკრიკის მოვალეობას.

18. ო უდიადესო ადამიანთა შორის, ძალზე ძნელია ზუსტად ჩვენება იმ არამზადასი, რომელმაც ტანჯვა მოგვაყენა, რადგან ჩვენ თეორეტიკოს ფილოსოფოსთა სხვადასხვა აზრებით ვართ მოტყუებულები.

19. ზოგიერთი ფილოსოფოსი, რომელიც ყოველგვარ ორმაგობას უარყოფს, აცხადებს, რომ პიროვნება თვითონაა მიზეზი საკუთარი ბედნიერებისა და უბედურებისა. მეორენი ამბობენ , ეს ზეადამიანურ ძალაზეაო დამოკიდებული, სხვანი თვლიან, რომ მათ მოქმედება განაპირობებს, უხეშ მატერიალისტებს კი მიაჩნიათ, რომ ბუნებაა თავდაპირველი მიზეზი.

20. არსებობენ აგრეთვე მოაზროვნეები, რომელთაც სჯერათ, რომ უბედურების მიზეზს მსჯელობით ვერავინ ახსნის, იგი ვერც წარმოდგენით შეიცნობა და ვერც სიტყვებით გამოიხატება. ო ბრძენო მეფეთა შორის, ყველაფერი ეს შენი გონებით განსაჯე.

21. სუტა გოსვამიმ თქვა: ო საუკეთესოვ ბრაჰმანთა შორის, როცა იმპერატორმა პარიკშიტმა გაპიროვნებული რელიგიის ნათქვამი მოისმინა, სრულიად დაკმაყოფილდა და მერყეობის გარეშე მტკიცე პასუხი გასცა.

22. მეფემ თქვა: ო ხარის სახეში მყოფო! შენ იცი რელიგიის ჭეშმარიტება, შენი ნათქვამი შეესაბამება იმ კანონს, რომლის თანახმადაც ის, რაც დამნაშავეს უღვთო საქმეებისათვის მოელის, გადახდება მასაც, ვინც დამნაშავეზე მიუთითებს. შენ სხვა არავინ ხარ, თუ არა გაპიროვნებული რელიგია.

23. ამდენად, საბოლოოდ უნდა დავასკვნათ, რომ უფლის ენერგიები შეუცნობელია. ჭკუისმიერი მსჯელობით ან სიტყვათა თამაშით მათ ვერავინ შეაფასებს.

24. ოთხი პრინციპის – ასკეტიზმის, სიწმინდის, მოწყალებისა და სამართლიანობის წყალობით სატიას [სამართლიანობის] ეპოქაში შენ ოთხივე ფეხზე იდექი. მაგრამ ჩანს, ურწმუნოების გავრცელების გამო სამი ფეხი მოტეხილი გაქვს, რაც ამპარტავნობაში, ქალებისადმი ვნებასა და სიმთვრალეში ვლინდება.

25. ახლა მხოლოდ ერთ ფეხზე დგახარ, რომელიც შენი სამართლიანობაა, და კოჭლობით როგორღაც დადიხარ. მაგრამ ტყუილის წყალობით გაფურჩქნული გაპიროვნებული ჩხუბია [კალი] იმ ფეხის მოკვეთასაც ცდილობს.

26. რა თქმა უნდა, ღმრთეების პიროვნებამ და სხვებმა შეამსუბუქეს მიწის მძიმე ტვირთი. როცა აქ იყო მოვლენილი, მისი სიკეთის მომტანი ნაფეხურების გამო ყველაფერი კარგი სრულდებოდა.

27. ახლა იგი [დედამიწა], უბიწო, თავისდა საუბედუროდ ღმრთეების პიროვნების მიერ მიტოვებული, თვალცრემლიანი გოდებს თავისი მომავლის გამო, რადგან ახლა მას მართავენ და მისით ტკბებიან მდაბიოები, რომელთაც მხოლოდ თავი მოაქვთ მმართველებად.

28. მაჰარაჯა პარიკშიტმა, რომელსაც მარტოს ათას მტერთან შეეძლო ბრძოლა, ასე დაამშვიდა გაპიროვნებული რელიგია და დედამიწა. შემდეგ გაპიროვნებული კალის, ყოველგვარი ურწმუნოების მიზეზის მოსაკლავად თავისი ბასრი მახვილი იშიშვლა.

29. როდესაც გაპიროვნებულმა კალიმ გაიგო, რომ მეფეს მისი მოკვლა ეწადა, მაშინვე გაიძრო მეფის სამოსელი და შიშისგან თავდახრილი მთლიანად მიენდო მას.

30. მაჰარაჯა პარიკშიტს, ვისაც მასზე მინდობილისათვის მიტევება შეეძლო და ვინც ხოტბას იმსახურებდა, არ მოუკლავს დანებებული და დაცემული, საცოდავი კალი, არამედ თანაგრძნობით გაუღიმა, რამეთუ მოწყალე იყო უბედურთა მიმართ.

31. ამდენად, მეფემ თქვა: ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო არჯუნას დიდება, ამიტომ, რადგან ხელებდაკრეფილი დამნებდი, ნუღარ გეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო. მაგრამ, როგორც ურწმუნოების მეგობარი, შენ ჩემს სამეფოში ვერ დარჩები.

32. გაპიროვნებულ კალის, ურწმუნოებას, ღმერთ-კაცის ანუ სახელმწიფოს მეთაურის სახით მოქმედების ნება რომ მიეცეს, უსათუოდ გამეფდება ურწმუნოების პრინციპები – სიხარბე, ვერაგობა, მძარცველობა, უხეშობა, უბედურება, სიცრუე, ჩხუბი და ამაოება.

33. ამიტომ, ო უღმერთოების მეგობარო, შენ არ იმსახურებ იმ ადგილას დარჩენას, სადაც ჭეშმარიტებისა და რელიგიური პრინციპების თანახმად ღმრთეების უზენაესი პიროვნების დასაკმაყოფილებლად მსხვერპლშეწირვებს ასრულებენ.

34. მსხვერპლშეწირვის ყველა ცერემონიაზე, თუმცა მათ ზოგჯერ ნახევარღმერთებისათვის ასრულებენ, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას ეთაყვანებიან, ვინაიდან იგია ყველას ზესული და, ჰაერის მსგავსად, შიგნითაც არსებობს და გარეთაც. ამდენად მხოლოდ იგი ასაჩუქრებს თაყვანისმცემელს ყოველგვარი სიკეთით.

35. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: მოისმინა რა მაჰარაჯა პარიკშიტის ბრძანება, გაპიროვნებულმა კალიმ კანკალი დაიწყო. მის წინაშე მდგომი მეფის დანახვაზე, რომელიც იამარაჯას ჰგავდა და მზად იყო მის მოსაკლავად, კალიმ ასეთი სიტყვებით მიმართა მას.

36. შენო უდიდებულესობავ, შენი ბრძანებით სადაც არ უნდა ვიცხოვრო, საითაც გავიხედავ, ყველგან შენ დაგინახავ, მშვილდითა და ისრებით აღჭურვილს.

37. ამიტომ, ო მთავარო რელიგიის დამცველთა შორის, გთხოვ, გამოძებნე ჩემთვის რაიმე ადგილი, სადაც შენი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ გამუდმებით შემეძლება ცხოვრება.

38. სუტა გოსვამიმ თქვა: გაპიროვნებული კალის ამგვარი თხოვნის პასუხად მაჰარაჯა პარიკშიტმა ნება მისცა მას, ეცხოვრა ისეთ ადგილებში, სადაც აზარტულ თამაშებს, სმას, პროსტიტუციასა და ცხოველთა კვლას ეწეოდნენ.

39. გაპიროვნებულმა კალიმ კიდევ მეტი სთხოვა და ამ ვედრების გამო მეფემ ნება დართო ეცხოვრა იქ, სადაც ოქრო არსებობს, რადგან სადაც ოქროა, იქ სიცრუე, ინტოქსიკაცია, ვნება, შური და მტრობა მეფობს.

40. ამდენად გაპიროვნებულმა კალიმ, მაჰარაჯა პარიკშიტის, უტტარას ვაჟის მითითების თანახმად ამ ხუთ ადგილას ცხოვრების უფლება მიიღო.

41. ამიტომ ისინი, ვინც წინსვლისა და კეთილდღეობისკენ ისწრაფვიან, განსაკუთრებით მეფეები, რელიგიური ადამიანები, ბრაჰმანები და სანნიასები, არასოდეს უნდა შეეხონ ზემოხსენებულ ურწმუნოების პრინციპებს.

42. შემდეგ მეფემ განპირობებულ რელიგიას [ხარს] დაკარგული ფეხები აღუდგინა და შთამაგონებელი საქმეებით საგრძნობლად გააუმჯობესა დედამიწის მდგომარეობა.

43-44. კაცთა შორის უბედნიერესი იმპერატორი მაჰარაჯა პარიკშიტი, რომელსაც ტყეში წასვლისას მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ ჰასტინაპურის სამეფო მიანდო, ახლა დიდი წარმატებით მართავს მსოფლიოს კურუს დინასტიის მეფეთა საქმეების ქება-დიდებით.

45. მაჰარაჯა პარიკშიტი, აბჰიმანიუს ვაჟი, ისე გამოცდილია, რომ მისი მარჯვე მმართველობისა და მფარველობის წყალობით შენ ამგვარი მსხვერპლშეწირვის შესრულება შეძელი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 7 2010, 04:20 PM

ციტატა
გაპიროვნებულმა კალიმ კანკალი დაიწყო.

ეს რას ნიშნავს? კალი პიროვნება არ იყო თავიდან? ანუ ქალღმერთია ხო :ბლინკ:

ციტატა
თქვა: ო ხარის სახეში მყოფო

რა კარგი ეპითეტია biggrin.gif

ანუ ეხლა მე რომ ვუთხრა ინდუსს: შე ძროხა თქო, ეს ნიშნავს რომ შევაქე? blink.gif

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 8 2010, 01:50 AM


გაპიროვნებული კალი--შუდრაა.ძროხა--გაპიროვნებული რელიგია,რომლის ოთხი ფეხია:ასკეტიზმი,სიწმინდე,მოწ
ალება და სამართლიანობა.ანუ ეს რელიგიის ოთხი საყრდენია,რომელთაგან პირველი სამი მოსტეხა კალიმ--ყოველგვარი ურწმუნოების მიზეზმა(ჩხუბი,სიხარბე,ვერაგო
ა,მძარცველობა,უხეშობა,უბედურ
ბა,ამაოება.)ძაან საინტერესოა.პრინციპი:ბოროტების დამარცხება ბოროტებით არ შეიძლება,აქაც მოქმედებს.კალის კი არ კლავენ,არამედ ამხელენ ,აშიშვლებენ და თავმოდრეკილს,დამდაბლებულს იწყალებენ.თან სამოქმედო არელსაც აძლევენ:ოქრო,აზარტული თამაშები,სმა,პროსტიტუცია,ცხო
ელთა კვლა.----------------------------------------------------------------------------თურმე ძროხას იმიტომ ეთაყვანებიან,რომ იგი"რელიგიის პრინციპების მომცემია".-------------------------------------საინტერესოა მე-16 სტროფი,რომლის მიხედვითაც გამოდის რომ წმ.წერილის მცნებათა დარღვევა შესაძლებელია,თუკი საჭიროება მოითხოვს.მემგონი სწორად გავიგე!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 8 2010, 10:36 AM

:_მარიამი_:

ციტატა
მე-16 სტროფი,რომლის მიხედვითაც გამოდის რომ წმ.წერილის მცნებათა დარღვევა შესაძლებელია,თუკი საჭიროება მოითხოვს.მემგონი სწორად გავიგე!


სწორად გაიგე... მცნებები და დჰარმა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მათზე მაღლა სიყვარული (ღმერთი) დგას. "ვინც დაკარგავს სულს ჩემთვის, მოიპოვებს მას" ანუ სიყვარული ყველაზე მაღლა დგას. თუმცა ამის სწორად გაგება ძალიან რთულია და ეს მხოლოდ წმინდანებს ძალუძთ.

რაც შეეხება კალის, ის თავის მისიას ასრულებს და მისი დადანაშაულება არ შეიძლება. ზამთარს ვერ დავადანაშაულებთ იმაში რომ ცივია. კალი იუგა კი ზამთარია 4 ეპოქას შორის.

ძროხა მხოლოდ სიმბოლო არაა. ის რეალურადაა დჰარმის მაჩვენებელი. ანუ იქ, სადაც ძროხას პატივს სცემენ და არ კლავენ, დჰარმა მაღალია. ხოლო იქ სადაც პირიქითაა, კალი მძლავრობს და მისი გავლენაც გაცილებით უფრო მეტია.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 8 2010, 08:06 PM

ფაქტიურად ამ თავით შედის ძალაში კალი იუგა:


თავი მეთვრამეტე
როგორ დაწყევლა ბრაჰმანის ბიჭმა
მაჰარაჯა პარიკშიტი


1. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას წყალობით, ვისი საქმეებიც გასაოცარია, დედის მუცელში მყოფი მაჰარაჯა პარიკშიტი ვერ დაწვა დრონეს ვაჟის იარაღმა.

2. გარდა ამისა, მაჰარაჯა პარიკშიტი შეგნებით მუდამ ღმრთეების პიროვნებაზე იყო მინდობილი, ამიტომ არც გონება დაუკარგავს და არც შიში უგრძვნია მფრინავი გველის წინაშე, რომელსაც ბრაჰმანის ბიჭის რისხვის გამო უნდა დაეგესლა იგი.

3. გარდა ამისა, ახლობლების დატოვების შემდეგ მეფემ თავი ვიასას შვილს (შუკადევა გოსვამის) მიანდო, გახდა რა მისი მოწაფე, და ამ გზით მან ღმრთეების პიროვნების ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგება შეძლო.

4. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ, ვინც თავიანთი სიცოცხლე მიუძღვნეს ტრანსცენდენტალ ამბებს ღმრთეების პიროვნების შესახებ, ვისაც ვედური ჰიმნები უმღერიან, და ვინც გამუდმებით უფლის ლოტოსის ტერფების ხსოვნით არიან დაკავებული, არ ემუქრებათ არასწორი წარმოდგენების ქონა სიცოცხლის უკანასკნელ წამსაც კი.

5. ვიდრე აბჰიმანიუს დიადი, ძლევამოსილი ვაჟი სამყაროს იმპერატორი იქნება, გაპიროვნებული კალი გაფურჩქვნას ვერ შეძლებს.

6. იმავე დღესა და წამს, როცა ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა შრი კრშნამ ეს დედამიწა დატოვა, ამ სამყაროში გამოჩნდა გაპიროვნებული კალი, ყოველგვარი ურწმუნო მოქმედებების ხელის შემწყობი.

7. მაჰარაჯა პარიკშიტი რეალისტი იყო, მსგავსად ფუტკრებისა, რომლებიც ყველაზე მთავარს იღებენ [ყვავილიდან]. მან შესანიშნავად იცოდა, რომ კალის ეპოქაში, სასიკეთოს მაშინვე კარგი შედეგები მოჰყვება, მაშინ როცა არასასიკეთო მოქმედებები ნამდვილად უნდა შესრულდეს [შედეგი რომ გამოიღოს]. ასე რომ, იგი გაპიროვნებული კალისადმი არასოდეს ყოფილა ცუდად განწყობილი.

8. მაჰარაჯა პარიკშიტი თვლიდა, რომ შესაძლოა ნაკლებგონიერ ადამიანებს გაპიროვნებული კალი ძალზე ძლევამოსილად მოსჩვენებოდათ, მაგრამ თვითდამორჩილებულებს არაფერი შეაშინებდათ. მეფე ვეფხვივით ძლიერი იყო და სულელ, დაუდევარ ხალხზე ზრუნავდა.

9. ო ბრძენებო, თქვენს კითხვაზე პასუხად ყველაფერი აღვწერე, რაც კი ღვთისმოსავ მაჰარაჯა პარიკშიტსა და უფალ კრშნასთან დაკავშირებულ ამბებს ეხებოდა.

10. მათ, ვისაც სიცოცხლის სრულქმნის მიღწევა სურთ, მორჩილებით უნდა მოისმინონ ყველა ამბავი, რაც კი გასაოცარი საქმეების ჩამდენი ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტალ მოქმედებებსა და თვისებებთან არის დაკავშირებული.

11. დიდმა ბრძენებმა თქვეს: ო პატივცემულო სუტა გოსვამი! დაე, მრავალ წელლს ცოცხლობდე და მუდამ დიდება დაგყვებოდეს, რამეთუ შესანიშნავად ყვები უფალი კრშნას, ღმრთეების პიროვნების საქმეთა შესახხებ. ჩვენნაირი მოკვდავი არსებებისათვის ეს ნამდვილი ნექტარია.

12. ჩვენ ეს-ეს არის შევუდექით ამ კარმულ ქმედებას, მსხვერპლშეწირვის ცეცხლი დავანთეთ, მაგრამ ჩვენი მოქმედებების მრავალი არასრულყოფილების გამო მისი შედეგების არც კი გვჯერა. სხეული კვამლმა გაგვიშავა, მაგრამ მაინც სიამოვნებას გვანიჭებს ღმრთეების პიროვნების, გოვინდას ტერფების ნექტარი, რომელსაც შენ ავრცელებ.

13. ზეციური პლანეტების მიღწევა ან მატერიალური განთავისუფლებაც კი ვერ მოვა უფლის ერთგულთან წამიერ ურთიერთობასთან და რაღა უნდა ვთქვათ მატერიალურ სიკეთეზე მატერიალური აყვავების სახით, რომელიც მათთვის არსებობს, ვისაც სიკვდილი უწერიათ.

14. ღმრთეების პიროვნება, უფალი კრშნა [გოვინდა] არის ერთადერთი თავშესაფარი ყველა დიადი ცოცხალი არსებისათვის და მისი ტრანსცენდენტული თვისებები ვერ გაიზომება უფალი შივასა და უფალი ბრაჰმას მსგავს მისტიკური ძალების მეუფეთა მიერ. განა ოდესმე შეძლებს მის შესახებ მოსმენით დაკმაყოფილებას ის, ვინც ნექტარით [რასათი] დამტკბარა?

15. ო სუტა გოსვამი, შენ სწავლული და უფლის წმინდა ერთგული ხარ, ვინაიდან ღმრთეების პიროვნება შენი სამსახურის მთავარი ობიექტია. ამიტომ, გეთაყვა, აგვიღწერე უფლის გართობები, რომლებიც ყოველგვარ მატერიალურ წარმოდგენაზე მაღლა დგას, რადგან ჩვენ მათ შესახებ მოსმენა გვწყურია.

16. ო სუტა გოსვამი, მოგვითხრე, გეთაყვა, ის ამბები უფლის შესახებ, რომელთა გზითაც მაჰარაჯა პარიკშიტმა, ვისი გონებაც განთავისუფლებაზეა მიპყრობილი, მიაღწია უფლის ლოტოსის ტერფებს, გარუდას, რომლებიც ფრინველთა მეფის თავშესაფარია. ამ ამბებს ვიასას ვაჟი [შრილა შუკადევა] მოჰყვა.

17. მაშ, გვიამბე, გეთაყვა, უსაზღვროს შესახებ, რამეთუ ეს ამბავი განმწმენდი და უმაღლესია. ისინი მაჰარაჯა პარიკშიტს მოუთხრეს, და ძალზე ძვირფასია წმინდა ერთგულებისთვის, რადგან ბჰაკტი-იოგათი არის სავსე.

18. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: ო ღმერთო, თუმცა შერეულ კასტაში დავიბადეთ, მაინც მივაღწიეთ წარმოშობით მაღალ მდგომარეობას უბრალოდ იმ ადამიანების მსახურებითა და ფეხდაფეხ მიყოლით, ვინც სრულყოფილ ცოდნას ფლობენ. ასეთ დიად სულებთან ურთიერთობით ადამიანს უმალვე შეუძლია დაბალი წარმოშობიდან მომდინარე ნაკლოვანებების განწმენდა.

19. და რაღა გვეთქმის მათზე, ვინც დიადი ერთგულების ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებიან, უსაზღვროდს, განუზომელი ენერგიების მქონე წმინდა სახელს გალობენ. ღმრთეების პიროვნებას, ვისი ენერგიაც უსასრულოა და თვისებები ტრანსცენდენტული, ანანტას [უსაზღვროს] უწოდებენ.

20. დადგენილია, რომ იგი [ღმრთეების პიროვნება] უსაზღვროა და არავინაა მისი თანასწორი. შესაბამისად, მისი აღწერა არავის ძალუძს. დიადი ნახევარღმერთები ლოცვებითაც ვერ მიიღებენ ბედის ქალღმერთის მადლს, ეს ქალღმერთი კი თავად ემსახურება უფალს, თუმცა უფალს ამის სურვილი არ გააჩნია.

21. ვინ შეიძლება იმსახურებდეს უზენაესი უფლის სახელს, თუ არა ღმრთეების პიროვნება შრი კრშნა? ბრაჰმაჯი მისი ფეხის ფრჩხილებიდან გადმოღვრილ წყალს აგროვებდა, რათა უფალი შივასთვის თაყვანისცემით სავსე მისალმების ნიშნად მიერთმია. ეს წყალი [განგა] მთელ სამყაროს წმენდს, უფალი შივას ჩათვლით.

22. უზენაეს უფალ შრი კრშნაზე ნიჯაჭვულ თვითდამორჩილებულ პიროვნებებს ერთბაშად შეუძლიათ მატერიალური მიჯაჭვულობის სამყაროს, უხეში სხეულისა და ნატიფი ჭკუის მიტოვება და წასვლა, რათა განდგომილი ცხოვრების წესით უმაღლეს სრულქმნას ეწიონ, რომელსაც არაძალმომრეობა და განდეგილობა მოჰყვება.

23. ო რშებო, მზესავით ძლევამოსილებო და წმინდებო, ვეცდები ისე აღგიწეროთ ვიშნუს ტრანსცენდენტული გართობები, როგორც ამის უფლებას ჩემი ცოდნა მომცემს. როგორც ჩიტები ფრენენ ცაში იმდენად შორს, რამდენადაც შეუძლიათ, ასევე აღწერენ უფალს სწავლული ერთგულები იმდენად, რამდენადაც შეიცნეს იგი.

24-25. ერთხელ, მშვილდ-ისრით ტყეში სანადიროდ წასული მაჰარაჯა პარიკშიტი ირმების დევნაში ძალზე მოიქანცა, მოშივდა და მოსწყურდა. წყლის ძებნაში სახელგანთქმული შამიკა რშის ქოხში შევიდა და თვალდახუჭული, უსიტყვოდ მჯდომი ბრძენი იხილა.

26. მუნი გრძნობათა ორგანოებს, სუნთქვას, ჭკუასა და გონებას მთლიანად იკავებდა მატერიალური საქმიანობებისაგან და მიაღწია რა უზენაეს აბსოლუტთან თვისობრივი თანასწორობის ტრანსცენდენტალ მდგომარეობას, ტრანსში იყო სამის [სიფხიზლის, ძილისა და უგონო მდგომარეობის] მიღმა.

27. მედიტაციაში მყოფი ბრძენი ხარირემის ტყავით იყო დაფარული და გრძელი, ხშირი თმა მთელ სხეულზე ეყარა. წყურვილისაგან სასაგამშრალმა მეფემ წყალი სთხოვა მას.

28. მეფემ, რომელსაც სათანადოდ არ დახვდნენ, არც დასაჯდომი შესთავაზეს, არც ადგილი, წყალი არ მიართვეს და ტკბილი სიტყვებით არ მიესალმნენ, ჩათვალა, რომ არაფრად აგდებდნენ და განრისხდა.

29. ო ბრაჰმანებო, შექმნილი მდგომარეობის გამო, ბრძენი ბრაჰმანისკენ მიმართული მშიერი და მწყურვალი მეფის ბრაზი და რისხვა არნახული იყო.

30. წასვლისას, შეურაცხყოფილმა მეფემ მშვილდით მკვდარი გველი აიღო და განრისხებულმა ბრძენს დაადო მხარზე. შემდეგ იგი თავის სასახლეში დაბრუნდა.

31. დაბრუნების შემდეგ ფიქრობდა და საკუთარ თავს ეკამათებოდა, მოკრებილი გრძნობებითა და დახუჭული თვალებით ბრძენი მართლაც მედიტაციაში იმყოფებოდა თუ მხოლოდ თავს იკატუნებდა, ვითომ ტრანსში იყო, რათა თავიდან აეცილებინა მდაბიო კშატრიას მიღება.

32. ბრძენს ერთი ვაჟი ჰყავდა, ძალზე ძლევამოსილი, რადგან ბრაჰმანის შვილი იყო. იგი გამოუცდელ ბიჭებთან ერთად თამაშობდა და როდესაც მამის უბედურება შეიტყო, რომელიც მეფემ მოუტანა, მაშინვე ეს სიტყვები წარმოთქვა.

33. [ბრაჰმანის ვაჟმა, შრნგიმ თქვა:] ერთი შეხედეთ მმართველთა ცოდვებს, რომლებიც ყვავებისა და ქოფაკების მსგავსად ბატონების წინააღმდეგ ცოდავენ, მსახურებისათვის დადგენილი წესების მიუხედავად.

34. სამეფო გვარის შთამომავლებს სამართლიანად უწოდებენ ქოფაკებს და მათი ადგილი კარებთანაა. რის საფუძველზე შეუძლიათ ძაღლებს შინ შესვლა და ბატონთან ერთი თეფშიდან ჭამის მოთხოვნა?

35. მას შემდეგ, რაც შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება და ყველას უზენაესი განმგებელი წავიდა და ჩვენი მფარველი აქ არ არის, ეს მეტიჩრები გაიფურჩქნენ. ამიტომ მე ვითავებ ამ საქმეს და დავსჯი მათ.

36. უთხრა რა ეს სიყრმის მეგობრებს, ბრაზისაგან თვალებჩასისხლიანებული რშის ვაჟი მდინარე კაუშიკას წყალს შეეხო და შემდეგი მეხის მსგავსი სიტყვები წარმოთქვა.

37. ბრაჰმანის ვაჟმა ასე დაწყევლა მეფე: დღეიდან მეშვიდე დღეს მფრინავი გველი დაგესლავს დინასტიაში ყველაზე ბილწს [მაჰარაჯა პარიკშიტს], რამეთუ მან მამაჩემის შეურაცხყოფით ქცევის წესები დაარღვია.

38. შემდეგ შინ დაბრუნებულმა ბიჭმა მამის მხარზე გველი დაინახა და მწუხხარებისაგან ხმამაღლა აქვითინდა.

39. ო ბრაჰმანებო, ანგირა მუნის ოჯახში დაბადებულმა რშიმ, გაიგონა რა ვაჟის ტირილი, ნელ-ნელა გაახილა თვალები და კისერზე შემოხვეული გველი დაინახა.

40. მან გვერდზე მოისროლა მკვდარი გველი და ჰკითხა ვაჟს, რისთვის ტიროდა, ხომ არავინ დაუშავა რამე. ამის გაგონებაზე შვილმა აუხსნა, რაც მოხდა.

41. მამამ ვაჟისგან მოისმინა, რომ მას მეფე დაეწყევლა, თუმცა მისი დაგმობა არ შეიძლებოდა, რამეთუ იგი საუკეთესო იყო ადამიანთა შორის. რშის არ მოეწონა ვაჟის საქციელი, პირიქით, ამ სიტყვებით დარდობდა: ვაი! რა ცოდვა ჩაიდინა ჩემმა შვილმა – უმნიშვნელო შეურაცხყოფისათვის სასტიკი სასჯელი არგუნა.

42. ო ჩემო ბიჭო, შენი გონება ჯერ მოუმწიფებელია, ამიტომ არ იცი, რომ მეფე საუკეთესოა ადამიანთა შორის, ღმრთეების პიროვნება სწორია. მას ვერასოდეს გაუტოლებ უბრალო ადამიანს. მისი უძლეველი სიმამაცის წყალობით სახელმწიფოში მოქალაქეთა კეთილდღეობა სუფევს.

43. ჩემო ძვირფასო ბიჭო, მონარქიული წყობა წარმომადგენელია უფლისა, რომელიც ეტლის თვალს ატარებს და როცა ეს წყობა ირღვევა, მთელ სამყაროს ქურდები ავსებენ, რომლებიც მაშინვე ეცემიან ხოლმე მფარველობის გარეშე დარჩენილ ქვეშევრდომებს, როგორც ფარას ჩამორჩენილ ბატკნებს.

44. მონარქიის დასასრულსა და არამზადებისა და ქურდების მიერ ხალხის ძარცვას დიდი საზოგადოებრივი უწესრიგობა მოჰყვება. ხალხს მოკლავენ და დააშავებენ, ცხოველებსა და ქალებს კი მოიტაცებენ. და ყველა ამ ცოდვაზე პასუხს ჩვენ ვაგებთ.

45. ამ დროს ადამიანთა უმრავლესობა სისტემატურად გადაუხვევს მოწინავე ცივილიზაციის გზიდან, უარყოფს რა კასტების მოვალეობებს, სოციალურ წყობასა და ვედურ მიწერილობებს. ამდენად, მათ გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის უფრო მეტად ეკონომიკური განვითარება მიიზიდავთ და შედეგად სამყაროში ძაღლებისა და მაიმუნების დონის არასასურველი მოსახლეობა გამრავლდება.

46. იმპერატორი პარიკშიტი ღვთისმოსავი მეფეა. იგი მეტად სახელოვანია და ღმრთეების პიროვნების სრულყოფილ ერთგულს წარმოადგენს. წმინდანია სამეფო გვარში და მრავალი ცხენის მსხვერპლშეწირვა აქვს შესრულებული. როცა ასეთ მეფეს შიმშილისა და წყურვილისაგან დაღლილ-დაქანცულობა იპყრობს, სულაც არ იმსახურებს წყევლას.

47. შემდეგ რში შეევედრა ყოვლისგამჭოლ ღმრთეების პიროვნებას, მიეტევებინა მისი დაუღვინებელი, უგუნური ბიჭისთვის, დიდი ცოდვა რომ ჩაიდინა ყოველგვარი ცოდვისაგან განთავისუფლებული პიროვნების დაწყევლით, რომელიც დაქვემდებარებული იყო და მფარველობას იმსახურებდა.

48. უფლის ერთგულები იმდენად მომთმენნი არიან, რომ შურისძიებას არასოდეს გაივლებენ გულში, მაშინაც კი, როცა სახელს უტეხენ, ატყუებენ, წყევლიან, აწუხებენ, უარყოფენ ან თუნდაც კლავენ.

49. ასე სწუხდა ბრძენი იმ ცოდვის გამო, რომელიც მისმა ვაჟიშვილმა ჩაიდინა. მეფის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ძალზე სერიოზულად არც მიუღია.

50. ჩვეულებრივ, ტრანსცენდენტალისტები, სხვათა მიერ მატერიალური სამყაროს ორმაგობებში რომც იყვნენ დასაქმებულნი, მაინ ცარ იტანჯებიან. ისინი არც სიამოვნებას ღებულობენ [ამქვეყნიურით], რამეთუ ტრანსცენდენტულად არიან დაკავებულნი.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 8 2010, 08:10 PM

რას ემსახურება ეს თემა არ მესმისsmile.gifsmile.gifsmile.gif
რა ვედები? რა ვეხახუნები? არ გეწყინოს თუ ძმა ხარsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 8 2010, 08:14 PM

kinoteli

ციტატა
რას ემსახურება ეს თემა არ მესმისრა ვედები? რა ვეხახუნები?


შენ სანამ მაგას მიხვდები ბევრ სხვა ცოდნას უნდა "წაეხახუნო" a075.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 8 2010, 08:15 PM

ციტატა(Atman @ May 8 2010, 08:14 PM) *

kinoteli
შენ სანამ მაგას მიხვდები ბევრ სხვა ცოდნას უნდა "წაეხახუნო" a075.gif

მპატიე,მაგრამ აზრი???

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 8 2010, 08:17 PM

kinoteli

ციტატა
მპატიე,მაგრამ აზრი???



ციტატა
შენ სანამ მაგას მიხვდები ბევრ სხვა ცოდნას უნდა "წაეხახუნო"



და ნუ აოფებთ თუ შეიძლება...

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 8 2010, 08:19 PM

ციტატა(Atman @ May 8 2010, 08:17 PM) *

kinoteli
და ნუ აოფებთ თუ შეიძლება...

ალბათ ბედნიერი ხარ რახან რაღაცას მიხვდი სხვაზე ადრე

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 8 2010, 11:18 PM

რა გინდათ,ბევრი პარალელის გაკეთება შეიძლება ქრისტიანობასთან.
- --ატმან,კალი ბუნებით ბოროტი (უარყოფითი)ძალაა თუ მას ესეთი როლი ერგო?და კიდე:რა იგულისხმება წმ.წერილთა მცნებებში?ანუ თავად წმ .წერილები რას ეწოდება? თავად ვედებს ეძახიან ასე თუ რაიმე სხვა,როგორ ვთქვა,"ნაწარმოებია"?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 8 2010, 11:58 PM

Atman

ციტატა
კი, ყველაფერი ციკლურად მეორდება, მაგრამ ზუსტად ერთნაირად არა. წინა ციკლში მაგალითად 2010 წელს სავარაუდოდ გაცულებით უფრო "ბნელი და უკუნი" იქნებოდა საზოგადოების სულიერი განვითარების თვალსაზრისით. smile.gif ამ ციკლში ასე ვთქვათ "გაგვიმართლა"...

ეს როგორ მტკიცდება. თუ წერია და გინდა დაიჯერე გინდა არა, ან რომ გაგვიმართლა რა ვიცი? და თუ ვიცი ისიც უნდა ვიცოდე როდის არ გამიმართლა ან როდის გამიმართლებს ყველაზე მეტად. ეს ხომ უკვე წინასწარმეტყველებაა და ალბათ მათთვისაც მიუღებელი რადგან მასში კალი-ს აზრი დევს უკვე?
აბო.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 9 2010, 06:05 AM

:_მარიამი_:

ციტატა
- --ატმან,კალი ბუნებით ბოროტი (უარყოფითი)ძალაა თუ მას ესეთი როლი ერგო?


"შრიმად-ბჰაგავატამში" კალი ამბობს, რომ იგი დიდი დროის ("მაჰა კალას") ანუ იგივე უფლის ერთ-ერთი გამოვლინების ბრძანებით მოვიდა, რათა თავისი მისია შეასრულოს. თუ ღმერთს ზურგს აქცევს ადამიანი, შესაბამისად მოუწევს კალის გავლენის ქვეშ ყოფნა (იგულისხმება ისევ ღმერთის გავლენის ქვეშ, ოღონდ უკვე არანებაყოფლობით და როგორც მონა და არა მსახური).

ანუ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, ვიყოთ საკუთარი გრძნობების და სურვილების მონები, ან უფლის მსახურები... უბრალოდ როცა უფლის მსახურება არ გვსურს, იგი ზედამხედველად კალის და სხვა ნახევარღმერთებს დაგვაყენებს თავზე smile.gif

abo

ციტატა
ეს როგორ მტკიცდება. თუ წერია და გინდა დაიჯერე გინდა არა, ან რომ გაგვიმართლა რა ვიცი? და თუ ვიცი ისიც უნდა ვიცოდე როდის არ გამიმართლა ან როდის გამიმართლებს ყველაზე მეტად. ეს ხომ უკვე წინასწარმეტყველებაა და ალბათ მათთვისაც მიუღებელი რადგან მასში კალი-ს აზრი დევს უკვე?


ამის მიხვედრა ადვილია როცა ვედებს კარგად გაეცნობი... ვედებში აღწერილია სხვადასხვა კალპას (ციკლის) მოვლენები ხანდახან გაუგებრადაც კია დაწერილი და ვერ გაიგებ რაღაც მოვლენა ამ კალპაში მოხდა თუ სხვაში. მაგალითად ნარადა მუნის ისტორია წინა კალპიდანაა. ანუ მისი მატერიალური სხეულიდან განთავისუფლება წინა ციკლში მოხდა, ხოლო როგორც სულიერი მასწავლებელი ამ კალპაში მოქმედებს სატია იუგის დასაბამიდან.

რაც შეეხება გამართლებას, ვედებში წერია, რომ ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ კალი იუგის დროს ე.წ. ოქროს ხანა შემოვიდეს, ანუ 10 000 წელი, რომლის დროსაც კალის გავლენა მცირდება და დედამიწაზე სინათლე შემოდის (პირველ რიგში ცოდნის სახით). მაგრამ მერე ისევ სიბნელე ისადგურებს და კალი იუგა მთელი ძალებს იკრებს (ის საშინელებები თუ რა იქნება ამ დროს ჯობია არ აღვწერო). ამაზე დაახლოებითი მინიშნება "აპოკალიფსშიც" წერია (ოქროს ხანაზე).

მოკლედ ინფორმაციის მხრივ ამ ეპოქაში ნამდვილად გაგვიმართლა. დრო მოვა და ვედური ცოდნა სხვადასხვა ტრანსფორმირებული სახით ყველასთვის მისაწვდომი იქნება.

თუმცა ისევ ვიმეორებ, ვედების ცოდნა ღმერთის სიყვარულს არ ნიშნავს. შეიძლება ზეპირად ვიცოდე ვედების უდიდესი ნაწილი მაგრამ ამას მხოლოდ ჩემთვის ან ჩემი ახლობლებისთვის ვიყენებდე და არა ღმერთის სამსახურისთვის და მისი სიყვარულის გამო. სხვა თუ არაფერი ვედების მკვლევარი ჰიტლერიც იყო. ეს არის ცოდნა და ძალა, რომელიც შენი სულიერი განვითარების მიხედვით გეხსნება და ასე ვთქვათ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ისე უნდა მოეპყრო როგორც პიროვნებას (განსაკუთრებით მის ყველაზე საკრალურ ნაწილებს).

:_მარიამი_:

ციტატა
რა იგულისხმება წმ.წერილთა მცნებებში?ანუ თავად წმ .წერილები რას ეწოდება? თავად ვედებს ეძახიან ასე თუ რაიმე სხვა,როგორ ვთქვა,"ნაწარმოებია"?


თემის დასაწყისში ავღწერე უკვე ვედების მორფოლოგია. წმინდა წერილები ვედების ის ნაწილებია, რომლებიც უშუალოდ ღმერთს, ან მის ერთგულებს (იგივე წმინდანებს) ეხება. თუმცა არის ვედებში ისეთი ნაწილები, რომლებიც უფრო ინფორმაციულ და ტექნიკურ ხასიათს ატარებს.

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 9 2010, 02:52 PM

ატმან,წაკითხული გაქვს "წერილები ბიძას ჭადრაკზე"(ბერი ნიკოლოზის ჩანაწერები)არ ვიცი რატომ,მაგრამ ვედებმა რატომღაც ეს წიგნი გამახსენა.რაც შეეხება წმ .წერილთა მცნებების დარღვევას,ქრისტიანობაშიც რაღაც ამდაგვარია.ჩვენ გვაქვს დოგმები და კანონები მაგრამ ზოგიერთი წმ მამა სრულიად განსხვავებულად საუბრობს ან მოქმედებს,რაც წინააღმდეგოპბაში მოდის ამ დოგმებთან და კანონებთან.რაც შემდეგ იწვევს კამათს .ხოდა აქაც ესე გამოდის :საჭირო სიტუაციაში წმ .მამებს უფლება ეძლევათ (ღვთის დაშვებით)დაარღვიონ ის მცნებები,რაც დოგმებით და კანონებით გვაქვს მოცემული.როგორ ფიქრობ ეს სულელური აზრია თუ არის აქ რაიმე სიმართლის მარცვალი?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 10 2010, 08:56 AM

:_მარიამი_:

ციტატა
ატმან,წაკითხული გაქვს "წერილები ბიძას ჭადრაკზე"(ბერი ნიკოლოზის ჩანაწერები)


კი წაკითხული მაქვს და ძალიან კარგი წიგნია smile.gif

ციტატა
რაც შეეხება წმ .წერილთა მცნებების დარღვევას,ქრისტიანობაშიც რაღაც ამდაგვარია.ჩვენ გვაქვს დოგმები და კანონები მაგრამ ზოგიერთი წმ მამა სრულიად განსხვავებულად საუბრობს ან მოქმედებს,რაც წინააღმდეგოპბაში მოდის ამ დოგმებთან და კანონებთან.რაც შემდეგ იწვევს კამათს .ხოდა აქაც ესე გამოდის :საჭირო სიტუაციაში წმ .მამებს უფლება ეძლევათ (ღვთის დაშვებით)დაარღვიონ ის მცნებები,რაც დოგმებით და კანონებით გვაქვს მოცემული.როგორ ფიქრობ ეს სულელური აზრია თუ არის აქ რაიმე სიმართლის მარცვალი?


მცნებები და დოგმები იმისთვისაა საჭირო რომ ღმერთამდე მიგვიყვანუს და გული გაგვისუფთაოს, მაგრამ ეს მთავარ თვითმიზნად არ უნდა იქცეს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჭეშმარიტება ამ დოგმებს მიღმა დგას...

თანაც ყველა რელიგიის დოგმები ასე თუ ისე განსხვავდება და ეს იმ ხალხის გეოგრაფიულ, ტრადიციულ თუ მენტალურ თვისებებს შეესაბამება.

ბჰაგავად გიტაში კრშნა ამბობს: "მიატოვე ყველა სახის რელიგია (დჰარმა) და მომენდე მე!"

მაგრამ ბევრს ეს სიტყვები აწყობს და ამ სიტყვებით იწყებს, რაც სრული აბსურდია. მითუმეტეს გიტაში კრშნა უამრავ საშუალებას და დჰარმის კანონებს იძლევა და მხოლოდ ბოლოს ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ საჭიროა სრული მინდობა. სინამდვილეში იმ დჰარმაში, რაზეც კრშნა გველაპარაკება, იგულისხმება ის რელიგიური, მორალური, მოქალაქეობრივი, ოჯახური და ა.შ. მოვალეობები და ვალდებულებები, რომლებიც ადამიანს აკისრია მისი განპირობებულობის შესაბამისად. აქ მთავარია პრიორიტეტთა იერარქია. ანუ პიროველ რიგში ღმერთი, მერე რელიგია, მერე სამშობლო, მერე ოჯახი და ა.შ.

სულის პირვანდელი და ბუნებრივი დჰარმა ღმერთის სიყვარული და მისი ერთგული სამსახურია, მაგრამ მატერიალურ სამყაროში ეს დჰარმა სხვა მოვალეობებითაა ჩანაცვლებული. უნდა შევასრულოდ ყველა დჰარმა, რაც გვევალება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს მთავარი და უმაღლესი...

წმინდანებს აქვთ უფლება რომ დაარღვიონ დოგმები, ოღონდ აუცილებელ შემთხვევებში. სხვა შემთხვევებში კი მაგალითი უნდა იყონ ხალხისთვის. თუმცა ისევ ვიმეორებ დოგმები და მოვალეობები, ფარდობითია და იერარქიული. უმთავრეს დჰარმას კი წმინდანი არასოდეს არ დაარღვევს. უმეცრებს კი არასოდეს არ გამოელევათ მიზეზი წმინდანთა განკითხვისათვის...


ეს არის აუდიოლექცია კალი იუგის სიმპტომების შესახებ (მანამდე შესავალია დროის ციკლურ ბუნებასთან დაკავშირებით):
http://allshares.ge/download.php?id=DF102AF49

ლექცია რუსულ ენაზეა

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 10 2010, 11:54 AM

გავაკეთებ ერთგვარ შეჯამებას და დავდებ ყველა იმ ტექსტს, რისი ქართული ვერსიებიც მაქვს.

"ბჰაგავად გიტა"
"შრიმად ბჰაგავატამი" (1 სიმღერის 1 და 2 ნაწილები)
კრშნას დაბადება
კრშნა და ქრისტე
შრი იშა-უპანიშადი
შრი შიკშაშტაკა
ვედების მორფოლოგია
ვედური კოსმოგრაფია
დრო
ბგერის მნიშვნელობა ვედებში
"ადამი და ევა"
უფლის სამსახური

http://allshares.ge/download.php?id=737E413145
http://www.bin.ge/file/146895/veda.rar.html

ველოდები წინადადებებს და შეკითხვებს...

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 11 2010, 02:58 AM

კარმა იოგას ჩათვლით წავიკითხე.ნელა ვკითხულობ.კომპიუტერში კითხვა,განსაკუთრებით ლათინური შრიფტით ,მიჭირს.თან გააზრებაც ხო უნდე და ვიღლები.ისე ძაან საინტერესო დიალოგია.-----
ღვთისმეტყველებაში "დიონისე არეოპაგელის"თემაში შეგიხედია?შეიჭყიტე--საინტერესოა. ----------------------ისე ეს რა კარგი თემა გახსენი.ერთადერთია მემგონი ამ ფორუმზე სადაც ხოცვა-ჟლეტა არაა.არც არავის აინტერესებს და კი ხარ კაცი მოსვენებული : biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 11 2010, 05:36 AM

:_მარიამი_:

ციტატა
ღვთისმეტყველებაში "დიონისე არეოპაგელის"თემაში შეგიხედია?შეიჭყიტე--საინტერესოა.


ვერ ვიპოვე. თუ დამილინკებ კარგი იქნება smile.gif

ციტატა
ისე ეს რა კარგი თემა გახსენი.ერთადერთია მემგონი ამ ფორუმზე სადაც ხოცვა-ჟლეტა არაა.არც არავის აინტერესებს და კი ხარ კაცი მოსვენებული :


სავანეა უდაბნოსა შინა! laugh.gif

ციტატა
კომპიუტერში კითხვა,განსაკუთრებით ლათინური შრიფტით ,მიჭირს.


ლათინურით რატო? ქართული არა გაქვს?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 11 2010, 08:28 AM

"ბჰაგავად-გიტა, როგორც ასეთი" მიღებულია ამ მოწაფეობრივი თანმიმდევრობით (ანუ ის მოწაფეობრივი ხაზი, რომელსაც გაურა სამპრადაი ეწოდება, ასე გამოიყურება):

1. კრშნა
2. ბრაჰმა
3. ნარადა
4. ვიასა
5. მადჰვა
6. პადმანაბჰა
7. ნრჰარი
8. მადჰავა
9. აკშობჰია
10. ჯაია ტირთჰა
11. ჯნანასინდჰუ
12. დაიანიდჰი
13. ვიდიანიდჰი
14. რაჯენდრა
15. ჯაიადჰარმა
16. პურუშოტტამა
17. ბრაჰმანია ტირთჰა
18. ვიასა ტირთჰა
19. ლაკშმიპატი
20. მადჰავენდრა პური
21. იშვარა პური, (ნიტიანანდა ადვაიტა)
22. უფალი ჩაიტანია
23. რუპა, (სვარუპა, სანატანა)
24. რაგჰუნათჰა, ჯივა
25. კრშნადასა
26. ნაროტტამა
27. ვიშვანათჰა
28. (ბალადევა), ჯაგანნათჰა
29. ბჰაკტივინოდა
30. გაურაკიშორა
31. ბჰაკტისიდდჰანტა სარასვატი
32. ბჰაკტივედანტა სვამი პრაპჰუპადა

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 11 2010, 12:11 PM

ლათინურით რატო? ქართული არა გაქვს?
[/quote]
კი მაქვს,მაგრამ შენი დადებული ტექსტი ლათინური შრიფტითაა აკრეფილი.ასე რომ ცოტა მეტი დრო დამჭირდება გასაცნობად.
---ზედა პოსტი ამიხსენი.რას ნიშნავს მოწაფეობრივი ხაზი?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 11 2010, 12:34 PM

ახლა კი დავდებ "ბჰაგავად-გიტას" ბოლო თავის ყველაზე საკრალურ მონაკვეთს, ოღონდ დავდებ პრაპჰუპადას კომენტარებით, იმიტომ რომ ეს არის თითქოს მარტივი, მაგრამ ურთულესი ცოდნა, რომელსაც ჩნენი გონება ისე იღებს როგორც აწყობს (თუ მიიღო საერთოდ) და არა ისე როგორც სინამდვილეშია. ამიტომაც ვუსმინოთ შრილა პრაპჰუპადას განმარტებებს smile.gif ამ სიტყვებშია ყველა რელიგიის უმთავრესი არსი და მიზანი. ასევე თავად ბჰაგავად-გიტას დასკვნა და საბოლოო მიზანი.

თხოვნა იქნება მხოლოდ "საკრიტიკოდ" ნუ წაიკითხავთ და შეურაცმყოფელ კომენტარებს ნუ დაწერთ.







18.61 უზენაესი უფალი ყველას გულში იმყოფება, ო არჯუნა, და წარმართავს ყოველი ცოცხალი არსების ხეტიალს, რომლებიც თითქოსდა მატერიალური ენერგიისგან შექმნილ მანქანაში სხედან.

განმარტება: არჯუნა უმაღლესი მცოდნე არ გახლდათ და მისი გადაწყვეტილება, ებრძოლა თუ არ ებრძოლა, მისი მოქმედების შეზღუდული თავისუფლებით იყო შემოფარგლული. უფალი კრშნა ასწავლიდა მას, რომ ინდივიდუალური არსება ყველაფერი არ არის. ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ანუ თავად კრშნა, როგორც ლოკალიზებული ზესული, გულში ზის, რათა წარუძღვეს ცოცხალ არსებას. სხეულების გამოცვლის შემდეგ ცოცხალ არსებას ავიწყდება წარსული საქმეები, მაგრამ ზესული, როგორც წარსულის, აწმყოსა და მომავლის მცოდნე, ყოველი მისი საქმიანობის მოწმეა, ამიტომ ცოცხალი არსებების ყოველ საქმიანობას ზესული წარმართავს. ცოცხალი არსება ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს დამ ას მატერიალური სხეული დაატარებს, რომელიც ზესულის ხელმძღვანელობით იქმნება მატერიალურ ენერგიაში. როგორც კი ცოცხალი არსება გარკვეული სახის სხეულში თავსდება, იძულებულია იშრომოს ამ სხეულის პირობების თანახმად. მაღალი სისწრაფის მქონე ავტომობილში მჯდომი ადამიანი უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე ის, ვინც ნელ ავტომობილში ზის, თუმცაღა ცოცხალი არსებები, მძღოლები, ერთნაირები არიან. სწორედ ასევე, უზენაესი სულის ბრძანებით მატერიალური ბუნება ქმნის გარკვეული სახის სხეულს გარკვეული სახის ცოცხალი არსებებისთვის, რათა მან საკუთარი წარსული სურვილების თანახმად შრომა შეძლოს. ცოცხალი არსება დამოუკიდებელი არ არის. ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან დამოუკიდებელია. ინდივიდუალურ არსებას მუდამ უფალი განაგებს, ამიტომ ადამიანის ვალია მიენდოს მას, რისკენაც მომდევნო ლექსი მოგვიწოდებს.

18.62 ო ბჰარატას შთამომავალო, ბოლომდე მიენდე მას. მისი წყალობით შენ ტრანსცენდენტულ სიმშვიდეს და უმაღლეს და მარადიულ სავანეს მოიპოვებ.

განმარტება: ამიტომ ცოცხალი არსება უნდა მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რომელიც ყველას გულში იმყოფება და მატერიალური ყოფიერების ყოველგვარი ტანჯვისაგან შვებას ანიჭებს მს. ასეთი მინდობით იგი არა მხოლოდ განთავისუფლდება ცხოვრების ყოველი ტანჯვისგან, არამედ ბოლოს უზენაეს ღმერთს მიაღწევს. ვედურ ლიტერატურაში (რიგ ვედა 1.22.20) ტრანსცენდენტული სამყარო აღწერილია, როგორც “ტად ვიშნოჰ პარამამ პადამ. ვინაიდან მთელი სამყარო ღმერთის სასუფეველია, ყოველი მატერიალური სინამდვილეში სულიერია, მაგრამ პარამამ პადამ განსაკუთრებით ეხება მარადიულ სავანეს, რომელსაც სულიერი ზეცა, ანუ ვაიკუნთჰა ეწოდება.

ბჰაგავად-გიტას მეთხუთმეტე თავში ნათქვამია, სარვასია ჩაჰამ ჰრდი სანნვიშთჰაჰ: უფალი ყველას გულში იმყოფება. ამრიგად, რჩევა, რომ ცოცხალი არსება გულში მყოფ ზესულს უნდა მიენდოს, ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, კრშნას. არჯუნამ კრშნა უკვე მიიღო უზენაესად. მან ის მეათე თავში აღიარა, როგორც პარამ ბრაჰმა პარამ დჰამა. არჯუნამ კრშნა ღმრთეების უზენაეს პიროვნებად და ყოველი ცოცხალი არსების უმაღლეს სავანედ სცნო, არა მხოლოდ პირადი გამოცდილების საფუძველზე, არამედ ისეთი დიადი ავტორიტეტების მტკიცებით, როგორებიც არიან ნარადა, ასიტა, დევალა და ვიასა.

18.63 ამრიგად მე კიდევ უფრო საკრალური ცოდნა გადმოგეცი. ბოლომდე აწონ-დაწონე და შემდეგ გააკეთე, რაც გსურს.

განმარტება: უფალმა უკვე განუმარტა არჯუნას ბრაჰმა-ბჰუტას ცოდნა. ის, ვინც ბრაჰმა-ბჰუტას მდგომარეობაშია, სიხარულით არის აღსავსე; არასოდეს გლოვობს და არც არაფერი სურს. ამის მიზეზი საკრალური ცოდნაა. გარდა ამისა, კრშნამ ზესულზე ცოდნაც ახსნა. ესეც ბრაჰმანის ცოდნა, ანუ ცოდნაა ბრაჰმანზე, მაგრამ იგი უფრო მაღალია.

აქ სიტყვები იათჰეჩჩჰასი ტათჰა კურუ – “შეგიძლია იმოქმედო ისე, როგორც გსურს” – მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი არ ერევა ცოცხალი არსების მცირე დამოუკიდებლობაში. ბჰაგავად-გიტაში უფალი ყოველმხრივ განმარტავს, როგორ შეუძლია ცოცხალ არსებას ცხოვრების მდგომარეობის ამაღლება. საუკეთესო რჩევა, რომელიც არჯუნას მიეცა, ისაა, რომ იგი უნდა მიენდოს გულში მყოფ ზესულს. სწორი განსჯის შედეგად ცოცხალი არსება ზესულის ბრძანების თანახმად მოქმედებაზე უნდა დათანხმდეს. ეს დაეხმარება მას მუდამ კრშნას ცნობიერებაში, ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი სრულქმნის საფეხურზე ყოფნაში. არჯუნას უშუალოდ ღმრთეების პიროვნება უბრძანებს ბრძოლას. ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი მინდობა ცოცხალი არსებების უმაღლესი კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი, და არა უზენაესის კეთილდღეობისთვის. მინდობამდე ცოცხალ არსებას უფლება აქვს, იფიქროს ამ საკითხზე იმდენად, რამდენის საშუალებასაც მისი გონება აძლევს; ეს ღმრთეების უზენაესი პიროვნების დარიგებების მიღების საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ასეთი დარიგებები გვეძლევა სულიერი მოძღვრის, კრშნას ჭეშმარიტი წარმომადგენლის მიერ.

18.64 ვინაიდან შენ ჩემი ძვირფასი მეგობარი ხარ, მე ჩემს უმაღლეს დარიგებას გაძლევ, ყველაზე საკრალურ ცოდნას მთელ ცოდნათა შორის. მისმინე, ვინაიდან ამას შენი სიკეთისთვის ვლაპარაკობ.


განმარტება: უფალმა მისცა არჯუნას საკრალური ცოდნა (ცოდნა ბრაჰმანზე), კიდევ უფრო საკრალური ცოდნა (ყველას გულში მყოფ ზესულზე), ახლა კი ცოდნის ყველაზე საკრალურ ნაწილს აძლევს მას: უბრალოდ მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. მეცხრე თავის ბოლოს მან თქვა, მან-მანაჰ “უბრალოდ ყოველთვის ჩემზე იფიქრე”. აქ განმეორებულია იგივე დარიგება, რათა ხაზი გაესვას ბჰაგავად-გიტას მოძღვრების არსს. ეს არსი არ ესმის უბრალო ადამიანს, მაგრამ ესმის მას, ვინც მართლაც მეტად ძვირფასია კრშნასთვის, კრშნას წმინდა ერთგულს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დარიგებაა მთელ ვედურ ლიტერატურაში. რასაც კრშნა ამასთან დაკავშირებით ამბობს, ცოდნის ყველაზე არსებით ნაწილს წარმოადგენს და ეს უნდა შეასრულოს არა მხოლოდ არჯუნამ, არამედ ყოველმა ცოცხალმა არსებამ.

18.65 მუდამ იფიქრე ჩემზე, გახდი ჩემი ერთგული, თაყვანი მეცი და ემთხვიე მიწას ჩემს წინაშე. ასე უცილობლად მოხვალ ჩემთან. მე გპირდები ამას, ვინაიდან შენ ჩემი მეტად ძვირფასი მეგობარი ხარ.

განმარტება: ცოდნის ყველაზე საკრალური ნაწილი ისაა, რომ ცოცხალი არსება კრშნას წმინდა ერთგული გახდეს, მუდამ მასზე იფიქროს და მისთვის იმოქმედოს. იგი ფორმალური მედიტაციით არ უნდა იყოს დაკავებული. სიცოცხლე ისე უნდა მოაწყოს, რომ ყოველთვის შეძლოს კრშნაზე ფიქრი. მუდამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ მთელი მისი ყოველდღიური საქმიანობები კრშნასთან იყოს დაკავშირებული. ისე უნდა მოიწყოს ცხოვრება, რომ ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ კრშნაზე იფიქროს და უფალი გვპირდება, რომ ის, ვინც კრშნას ასეთ წმინდა ცნობიერებაში იქნება, აუცილებლად დაუბრუნდება კრშნას სავანეს, სადაც კრშნასთან უშუალო ურთიერთობაში მოქმედებს. კრშნამ არჯუნას უამბო ცოდნის ეს ყველაზე საკრალური ნაწილი, ვინაიდან იგი კრშნას ძვირფასი მეგობარია. ის, ვინც არჯუნას გზას გაჰყვება, გახდება კრშნას ძვირფასი მეგობარი და არჯუნას სრულქმნას მიაღწევს.

ეს სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რომ ცოცხალმა არსებამ ჭკუა კრშნას უნდა მიაპყროს. სწორე დიმ ფორმას, რომელიც ორი ხელით ფლეიტას ატარებს, მშვენიერი სახის მქონე მოლურჯო ფერის ბიჭს, ფარშევანგის ბუმბული რომ აქვს თმებში. კრშნა აღწერილია ბრაჰმა სამჰიტაში და სხვა ნაწარმოებებში. ცოცხალმა არსებამ ჭკუა ღმრთეების ამ თავდაპირველ სახეს, კრშნას უნდა მიაპყროს. უფლის სხვა სახეებზეც არ უნდა გაექცეს ყურადღება. უფალს უამრავი სახე აქვს, როგორიცაა ვიშნუ, ნარაიანა, რამა, ვარაჰა და სხვ., მაგრამ ერთგულმა ჭკუა უნდა მიაპყროს იმ ფორმას, რომელიც არჯუნას წინაშე იმყოფებოდა. კრშნას ფორმაზე ჭკუის მიპყრობა ცოდნის ყველაზე საკრალურ ნაწილს შეადგენს და ეს კრშნამ გაუნდო არჯუნას, ვინაიდან არჯუნა კრშნას უძვირფასესი მეგობარია.

18.66 მიატოვე ყველა სახის რელიგია და უბრალოდ მე მომენდე. მე გიხსნი ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისგან. ნუ გეშინია.

განმარტება: უფალმა განმარტა მრავალი სახის ცოდნა და რელიგიის პროცესები: ცოდნა უზენაეს ბრაჰმანზე, ზესულზე, ცოდნა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საფეხურებსა და მდგომარეობებზე, ცოდნა განდეგილის ცხოვრების წესზე, განჯაჭვულობაზე, გრძნობებისა და ჭკუის კონტროლზე, მედიტაციაზე და ა.შ. მან სხვადასხვა სახით დაახასიათა სხვადასხვა სახის რელიგიები. ახლა კი ბჰაგავად-გიტის დასკვნად უფალი ამბობს, რომ არჯუნამ აქამდე მისთვის აღწერილი ყოველი გზა უნდა მიატოვოს; იგი უბრალოდ უნდა მიენდოს კრშნას. ასეთი მინდობა იხსნის მას ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისაგან, ვინაიდან უფალი პირადად პირდება მას მფარველობას.

მეშვიდე თავში ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ ის, ვინც ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან განთავისუფლდა, შეძლებს უფალი კრშნას თაყვანისცემას. ამრიგად, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ თუკი იგი განწმენდილი არ არის ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან, კრშნას ვერ მიენდობა. ასეთი ეჭვების შესახებ ნათქვამია, რომ ისიც კი, ვინც ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან განწმენდილი არ არის, თუკი უბრალოდ მიენდობა შრი კრშნას, თავისთავად განიწმინდება. ცოდვითი რეაქციებისაგან თავის განწმენდისათვის თავგადმოდებული ძალისხმევა საჭირო არ არის. ცოცხალმა არსებამ უყოყმანოდ უნდა სცნოს კრშნა ყოველი ცოცხალი არსების უმაღლეს მხსნელად. იგი რწმენითა და სიყვარულით უნდა მიენდოს მას.

კრშნასადმი მინდობის გზა აღწერილია ჰარი-ბჰაკტი-ვილასაში (11.676). ერთგული სამსახურის შესასრულებლად უნდა მივიღოთ უბრალოდ ის რელიგიური პრინციპები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, უფლის ერთგულ სამსახურამდე მიგვიყვანს. ადამიანმა შეიძლება შეასრულოს მასზე დაწესებული კონკრეტული მოვალეობა, საზოგადოებრივ წყობაში მისი მდგომარეობის თანახმად, მაგრამ თუკი თავისი მოვალეობის შესრულების შედეგად ვერ მიაღწევს კრშნას ცნობიერების საფეხურს, ყოველი მისი მოქმედება ფუჭი ყოფილა. უნდა ვერიდოთ ყველაფერს, რასაც კრშნას ცნობიერების სრულქმნის საფეხურამდე არ მივყავართ. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ნებისმიერ პირობებში კრშნა ყოველგვარი სირთულეებისგან დაიცავს მას. მას არ სჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაიტანოს სხეული და სული ერთად. კრშნა ამაზეც იზრუნებს. ადამიანმა ყოველთვის უმწეოდ უნდა იგრძნოს თავი და კრშნა ცხოვრებაში წინსვლის ერთადერთ წყაროდ ჩათვალოს. როგორც კი ცოცხალი არსება კრშნას სრული ცნობიერებით სერიოზულად დაიწყებს უფლის ერთგულ სამსახურს, უმალვე განიწმინდება მატერიალური ბუნების ყოველგვარი უწმინდურობისაგან. არსებობს რელიგიის სხვადასხვა პროცესები და განმწმენდი პროცესები ცოდნის დაგროვების, მისტიური იოგას სისტემაში მედიტაციის და სხვათა საშუალებით, მაგრამ მას, ვინც კრშნას მიენდობა, ამდენი მეთოდის შესრულება არ დასჭირდება. კრშნასადმი უბრალო მინდობა იხსნის მას დროის ფუჭი კარგვისაგან. ამრიგად უმალ მიაღწევს სრულ პროგრესს და განიწმინდება ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან.

ცოცხალ არსებას უნდა იზიდავდეს კრშნას მშვენიერი გარეგნობა. მისი სახელია კრშნა, ვინაიდან ყოვლისმიმზიდველია. იღბლიანია ის, ვისაც კრშნას მშვენიერი, ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე გარეგნობა იზიდავს. არსებობს სხვადასხვა სახის ტრანსცენდენტალისტები – ზოგიერთი იმპერსონალური ბრაჰმანის ხედვასაა მიჯაჭვული, ზოგიერთს ნიშან-თვისება ზესული იზიდავს და ა.შ. მაგრამ ის, ვისაც ღმრთეების უზენაესი პიროვნების პიროვნული ნიშან-თვისება, და ყველაფერს გარდა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, თავად კრშნა იზიდავს, ყველაზე სრულყოფილი ტრანსცენდენტალისტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრული ცნობიერებით კრშნას ერთგული სამსახური ცოდნის ყველაზე საკრალური ნაწილია, რაც მთელ ბჰაგავად-გიტას არსს წარმოადგენს. კარმა-იოგებს, ემპირიულ ფილოსოფოსებს, მისტიკოსებს და ერთგულებს – ყველას ტრანსცენდენტალისტები ეწოდებათ, მაგრამ წმინდა ერთგული საუკეთესოა მათ შორის. უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ნახმარი განსაკუთრებული სიტყვები მა შუჩაჰ “ნუ გეშინია, ნუ ყოყმანობ, ნუ ღელავ.” ადამიანი შეიძლება შეაშფოთოს იმან, თუ როგორ უნდა მიატოვოს დანარჩენი რელიგიები და უბრალოდ მიენდოს კრშნას, მაგრამ ასეთი მღელვარება ამაოა.

18.67 ეს საკრალური ცოდნა არასოდეს უნდა აუხსნა მათ, ვინც არ არიან ასკეტურნი, ერთგულნი, ვინც ერთგულ სამსახურს არ ასრულებენ ან მათ, ვისაც ჩემი შურთ.

განმარტება: მათთვის, ვისაც რელიგიურ პროცესთა ასკეზები არ გაუვლიათ, ვისაც არასოდეს უცდიათ კრშნას ცნობიერებაში ერთგული სამსახური, ვისაც წმინდა ერთგულის მიმართ მზრუნველობა არასოდეს გამოუჩენიათ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც კრშნა ისტორიულ პიროვნებად მიაჩნიათ ან შურთ კრშნას სიდიადის, არ შეიძლება ცოდნის ამ ყველაზე საკრალური ნაწილის მოყოლა. მაგრამ ზოგჯერ დემონური ხალხიც კი, რომელთაც შურთ კრშნასი და სხვა მიზნით სცემენ კრშნას თაყვანს, ბიზნესის სახით ბჰაგავად-გიტას ინტერპრეტაციის პროფესიას ჰკიდებენ ხელს. მაგრამ ის, ვისაც სინამდვილეში სურს კრშნას შეცნობა, უნდა ერიდოს ბჰაგავად-გიტას ასეთ კომენტარებს. სინამდვილეში ავხორც ხალხს ბჰაგავად გიტას მიზნის გაგება არ შეუძლია. შეიძლება ადამიანი ავხორციც არ იყოს და მკაცრად ასრულებდეს ვედურ წმინდა წერილებში დაწესებულ ეპითიმიებს, მაგრამ თუკი ერთგული არ არის, კრშნას გაგება მას არ შეუძლია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს თავი კრშნას ერთგულად მოაქვს, მაგრამ არ ასრულებს კრშნას ცნობიერების საქმიანობას, კრშნას შეცნობა მასაც არ ძალუძს. მრავალ ხალხს შურს კრშნასი, ვინაიდან ბჰაგავად-გიტაში მან განმარტა, რომ იგია უზენაესი და არავინ არის მასზე მაღალი ან მისი თანასწორი. არსებობს მრავალი ადამიანი, რომელთაც შურს კრშნასი. არ შეიძლება მათთვის ბჰაგავად-გიტას მოყოლა, ვინაიდან ისინი ამას ვერ გაიგებენ. ურწმუნო ადამიანს არ შეუძლია ბჰაგავად-გიტას და კრშნას გაგება. თუკი ადამიანი არ შეიცნობს კრშნას ავტორიტეტული წმინდა ერთგულისგან, ბჰაგავად-გიტას კომენტირება არ უნდა სცადოს.



18.68 მას, ვინც ამ უმაღლეს საიდუმლოს უხსნის ერთგულებს, განაღდებული აქვს წმინდა ერთგული სამსახური და საბოლოოდ იგი ჩემთან ბრუნდება.

განმარტება: საზოგადოდ რეკომენდებულია, რომ ბჰაგავად-გიტაზე მსჯელობა მხოლოდ ერთგულთა წრეში არის საჭირო, ვინაიდან არაერთგულებს არ ესმით არც კრშნა და არც ბჰაგავად-გიტა. ისინი, ვინც არ აღიარებენ კრშნას, როგორც ასეთს და ბჰაგავად გიტას, როგორც ასეთს, არ უნდა ცდილობდნენ ბჰაგავად-გიტას თვითნებურად განმარტებასა და მკრეხელობას. ბჰაგავად-გიტა უნდა ავუხსნათ მათ, ვინც მზად არიან კრშნა ღმრთეების უზენაეს პიროვნებად სცნონ. ეს საკითხი მხოლოდ ერთგულებისთვის არის და არა სპეკულაციური ფილოსოფოსებისთვის. მაგრამ ის, ვინც გულწრფელად ცდილობს ბჰაგავად-გიტას ჭეშმარიტი სახით წარმოდგენას, წარმატებას მიაღწევს ერთგულ სამსახურში და წმინდა ერთგულების მდგომარეობამდე ამაღლდება. ასეთი წმინდა ერთგულების შედეგად იგი აუცილებლად დაბრუნდება შინ, ღმრთეებასთან.

18.69 ამ სამყაროში ჩემთვის მასზე ძვირფასი მსახური არ არსებობს და ვერც ვერავინ იქნება ოდესმე მასზე ძვირფასი.

18.70 და მე ვაცხადებ, რომ ის, ვინც ამ ჩვენს საკრალურ საუბარს სწავლობს, გონებით თაყვანს მცემს მე.

18.71. ის კი, ვინც რწმენითა და შურის გარეშე ისმენს, იწმინდება ცოდვითი რეაქციებისაგან და აღწევს სასიკეთო პლანეტებს, სადაც ღვთისმოსავნი ცხოვრობენ.

განმარტება: ამ თავის სამოცდამეშვიდე ლექსში უფალი გარკვევით გვიკრძალავს არ მოვუყვეთ გიტა მათ, ვისაც უფლის შურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბჰაგავად-გიტა მხოლოდ ერთგულებისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ზოგჯერ უფლის ერთგული ღია გაკვეთილებს ატარებს, დამსწრეთა შორის კი შეიძლება ყველა ერთგული არ იყოს. რატომ ატარებენ ისინი ღია გაკვეთილებს? აქ განმარტებულია, რომ თუმცა ყველა ერთგული არ არის, მაინც არსებობს მრავალი ადამიანი, რომელთაც არ შურთ კრშნასი. მათ სჯერათ, რომ იგი ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა. თუკი ასეთი ხალხი უფლის ჭეშმარიტი ერთგულისგან მოისმენს, ამის შედეგად უმალ განიწმინდება ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისაგან და შემდეგ კი მიაღწევს პლანეტარულ სისტემას, სადაც ყველა ღვთისმოსავია. ამიტომ ის, ვინც არც ცდილობს წმინდა ერთგული გახდეს, უბრალოდ ბჰაგავად-გიტას მოსმენით ღვთაებრივ საქმიანობათა შედეგს ღებულობს. ამრიგად, უფლის წმინდა ერთგული ყველას აძლევს საშუალებას, განიწმინდოს ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისგან და უფლის ერთგულები გახდნენ.

როგორც წესი, ისინი ვინც ცოდვითი რეაქციებისაგან განწმენდილნი არიან, ღვთისმოსავნი, ძალიან ადვილად ღებულობენ კრშნას ცნობიერებას. აქ მეტად მნიშვნელოვანია სიტყვა პუნია-კარმანამ. იგი ეხება ვედურ ლიტერატურაში ნახსენები დიდი მსხვერპლშეწირვების შესრულებას, როგორიცაა აშვამედჰა-იაჯნა. ვინც ერთგულ სამსახურში ღვთისმოსავნი არიან, მაგრამ არ არიან განწმენდილნი, შეუძლიათ ჩრდილოეთის ვარსკვლავის, ანუ დჰრუვალოკას პლანეტარული სისტემის მიღწევა, სადაც დჰრუვა მაჰარაჯა ცხოვრობს. იგი უფლის დიადი ერთგულია და საგანგებო პლანეტა აქვს, რომელსაც ჩრდილოეთის ვარსკვლავი ეწოდება.

18.72 ო პრთჰას შვილო, ო სიმდიდრის მომპოვებელო, ყურადღებით მოისმინე? უკვე გაქარწყლდა შენი უგუნურება და ილუზიები?

განმარტება: უფალი არჯუნას სულიერი მოძღვრის სახით მოქმედებდა. ამიტომ ვალდებული იყო ეკითხა არჯუნასთვის, სწორად გაიგო თუ არა მთელი ბჰაგავად-გიტა. თუ არადა მზად იყო თავიდან განემარტა ნებისმიერი საკითხი ან, თუ საჭირო იქნებოდა – მთელი ბჰაგავად-გიტაც. მართლაც, ვინც ისმენს ბჰაგავად-გიტას ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრისაგან, როგორიცაა კრშნა ან მისი წარმომადგენელი, ნახავს, რომ მთელი მისი უგუნურება გაქარწყლებულია. ბჰაგავად-გიტა პოეტისა თუ მწერლის მიერ დაწერილი ჩვეულებრივი წიგნი არ არის; იგი ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ მოყვა. ვინც იმდენად იღბლიანია, რომ ამ მოძღვრებას კრშნასგან ან მისი ჭეშმარიტი სულიერი წარმომადგენლისგან მოისმენს, აუცილებლად განთავისუფლდება და თავს დააღწევს უგუნურების წყვდიადს.










:_მარიამი_:

ციტატა
კი მაქვს,მაგრამ შენი დადებული ტექსტი ლათინური შრიფტითაა აკრეფილი.ასე რომ ცოტა მეტი დრო დამჭირდება გასაცნობად.


"აკად ნუსხურით" მაქვს აკრეფილი. მონიშნე ტექსტი, გადაიყვანე სხვა რომელიმე ქართულ შრიფტზე და ეგაა...

ციტატა
ზედა პოსტი ამიხსენი.რას ნიშნავს მოწაფეობრივი ხაზი?


არსებობს ვაიშნავიზმის 4 ძირითადი მოწაფეობრივი ხაზი (სამპრადაი). ერთ-ერთია გაურა სამპრადაი, რომლის ერთ-ერთი ბოლო რგოლი შრილა პრაპჰუპადაა და სწორედ მისი ხაზია აქ მოყვანილი, ანუ პრაპჰუპადას მასწავლებელი, მისი მასწავლებელი და ა.შ. კრშნამდე.

ამ ჯაჭვის ზედა რგოლებს სხვა მოსწავლეებიც ყავდათ და მოკლედ ძირითადი ხაზი 4-ია, და მათი არსი ერთია. ერთ-ერთი ხაზია მაგალითად რამანუჯა აჩარიას ხაზი, ერთი შივადან მოდის, მეოთხე არ მახსოვს... რაც მთავარია ყველა ხაზის პირველი რგოლი კრშნაა.

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 11 2010, 12:38 PM

[quote name='Atman' date='May 11 2010, 01:36 AM' post='608611']
:_მარიამი_:
ვერ ვიპოვე. თუ დამილინკებ კარგი იქნება smile.gif

დალინკება არ ვიცი.ღვთისმეტყველებაში როგორც კი შეხვალ,პირველივე გვერდზე,ქვემოდან მე-9 თემაა"წმ.დიონისე არეოპაგელი"



http://allshares.ge/download.php?id=737E413145
http://www.bin.ge/file/146895/veda.rar.html

ეს ორი ვერ გავხსენი.არ იწერება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 11 2010, 12:39 PM

ეს ზემოთ მოცემული პოსტის ელ ვერსიაა:

http://www.bin.ge/file/147043/B-G--18-61-72.doc.html



:_მარიამი_:

გმადლობ, ვიპოვი a075.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 12 2010, 12:18 AM

ბუდა და მისი ნოწაფეები მდინარესთან ისხდნენ და მენავეს ელოდნენ. გამოჩნდა იოგინი, რომელიც წყალზე ფეხით გადიოდა და ბუდას პათოსით მიმართა:-აბა, სწავლულო შენ ამას შეძლებ? ბუდამ ჰკითხა:-შენ რამდენ ხანში შეძელი?-დიდხანს, ასკეტურად ვიცხოვრე და თითქმის მთელი სიცოცხლე ამის სწავლას შევალიე. ამასობაში მენავეც მოვიდა და ბუდამ ჰკითხ...ა:-რა ღირს ნავით გადაყვანა?-სამი გროში - უპასუხა მენავემ.-გაიგონე? ნუთუ ეს ღირს მთელი შენი ცხოვრება?

უცნაურია.
აბო

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 12 2010, 02:31 AM

იცი ორი რამ ვერ გავიგე:1."უზენაესი სულის ბრძანებით მატერიალური ბუნება ქმნის გარკვეული სახის სხეულს გარკვეული სახის ცოცხალი არსებისათვის,რათა მან საკუთარი წარსული სურვილების თანახმად შრომა შეძლოს"-----რას ნიშნავს "საკუთარი წარსულ ისურვილების თანახმად"?ანუ ჩვენ წარსულში (სულიერ ყოფაში,მატერიაში მოვლენამდე) ვირჩევთ ჩვენს მომავალს(თუ რა გვინდა ვიყოთ მომავალში,როცა მატერიაში მოვალთ).სწორად გავიგე თუ აქ სხვა აზრი დევს?------------------2.ცოცხალმა არსებამ ჭკუა კრშნას უნდა მიანდოს,სწორედ იმ ფორმას......ღმრთეების ამ თავდაპირველ სახეს,რომელიც არჯუნას წინაშე იმყოფებოდა...უფლის სხვა სახეებზეც (ვიშნუ,რამა..)არ უნდა გაექცეს ყურადღება.."რატომ ააქვს კრშნას უპირატესობა?იმიტომ რომ ის პირველი(და ამის გამო უფრო სრულყოფილი)გამოვლინებაა (თუ სახე,როგორ ვთქვა არ ვიცი)უფლისა?რატომ სწორედ ამ ფორმას.თავდაპირველიაო კი წერია,მაგრამ სხვა ფორმები რითი ჩამოუვარდება მას.-----------------დანარჩენი ყველაფერი გასაგებია და მისაღებია პირადად ჩემთვის.რა გასაოცარია როცა ღმერთზე სრული მინდობა საკრალური ცოდნის უმთავრეს ნაწილადაა მიჩნეული.თითქოს იოლი საქმეა ,მაგრამ თუ ბიჭი ხარ მიდი და მიენდე ერთი თვალდახუჭული,ყოველგვარი კითხვების გარეშე.ეს რომ შეძლო ძაან დიდი რწმენა უნდა გქონდეს,რაც მემგონი მხოლოდ წმინდანებს ხელეწიფებათ.და ეს ყოველივე არაა დამოკიდებული ფორმალურ მსახურებაზე ღვთისადმი და სწავლა -განათლებაზე.ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ღმერთი ჩვენს გულში ,რომელიც იქ ყოველთვის მყოფობს,მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მას იმდენად დაკავებული ვართ ამაო საქმეებით .მისი პოვნა შეიძლება მასზე სისტემატიური ფიქრით.და როცა მასზე სულ ვფიქრობთ იგი მისაწვდომი ხდება ჩვენთვის,გვეხსნება და განგვიცხადებს თუ რა არის მისი ნება ჩვენზედ.ჩვენ კი უნდა დავთანხმდეთ"ზესულის ბრძანების თანახმად მოქმედებაზე",რაც ჩვენთვისვეა აუცილებელი,რომ უმაღლესი სრულქმნის საფეხურზე ავიდეთ და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.ასე ვიქცევით კრშნას-უფლის ერთგულ მსახურებად.მემგონი სწორად მესმის.არა?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 12 2010, 06:46 AM

:_მარიამი_:

ციტატა
იცი ორი რამ ვერ გავიგე:1."უზენაესი სულის ბრძანებით მატერიალური ბუნება ქმნის გარკვეული სახის სხეულს გარკვეული სახის ცოცხალი არსებისათვის,რათა მან საკუთარი წარსული სურვილების თანახმად შრომა შეძლოს"-----რას ნიშნავს "საკუთარი წარსულ ისურვილების თანახმად"?ანუ ჩვენ წარსულში (სულიერ ყოფაში,მატერიაში მოვლენამდე) ვირჩევთ ჩვენს მომავალს(თუ რა გვინდა ვიყოთ მომავალში,როცა მატერიაში მოვალთ).სწორად გავიგე თუ აქ სხვა აზრი დევს?


განპირობებული სულებისთვის ეს დაახლოებით ასეა: მაგალითად ამ ცხოვრებაში ნატრობ რომ იყო ექიმი, თანაც ცხოვრობ წესიაერად და ასე თუ ისე იცავ დჰარმას. მომავალ ცხოვრებაში (თუ ამაში არა) ღმერთი მოგცემს დიდ შანსს რომ იყო ექიმი, იმიტომ რომ შენს გონებაში დევს ეს სურვილი და იგი სიკვდილის შემდეგაც არ იკარგება. ანუ ჩვენი დაბადება წინა ცხოვრების მისწრაფებებზეა დამოკიდებული., ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი ეს ცხოვრება წინა ცხოვრების ცოდვითი რეაქციებია და კარმული "სასჯელია".

თუმცა როგორც ავღნიშნე შედარებით წინ წასულ სულებს არჩევანის თავისუფლებაც აქვთ დაბადების წინ და შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ვარიანტიდან.

ერთი პრინციპი მოქმედებს სამყაროში: ის რაც ძალიან გვინდა და გულით გვინდა აუცილებლად აგვისრულდება ადრე თუ გვიან, მიუხედავად იმისა იმ მომენტში გვენდომება თუ არა ეს და კარგ შედეგს მოიტანს თუ არა. ანუ ღმერთი ყველა სურვილს გვისრულებს (ამის უშუალოდ თხოვნაც კი არაა საჭირო). და საერთოდ ადამიანის ჭკუა სურვილების და შთაბეჭდილებების ერთი დიდი გროვაა.

ლოცვა კი სწორედ ამ სურვილების თესლებს და აღმონაცენებს წვავს და ჭკუაში მთავარ და ყველაზე საჭირო სურვილს, ღმერთის უანგარო სიყვარულს და მისადმი სამსახურის სურვილს გვინერგავს...



ციტატა
2.ცოცხალმა არსებამ ჭკუა კრშნას უნდა მიანდოს,სწორედ იმ ფორმას......ღმრთეების ამ თავდაპირველ სახეს,რომელიც არჯუნას წინაშე იმყოფებოდა...უფლის სხვა სახეებზეც (ვიშნუ,რამა..)არ უნდა გაექცეს ყურადღება.."რატომ ააქვს კრშნას უპირატესობა?იმიტომ რომ ის პირველი(და ამის გამო უფრო სრულყოფილი)გამოვლინებაა (თუ სახე,როგორ ვთქვა არ ვიცი)უფლისა?რატომ სწორედ ამ ფორმას.თავდაპირველიაო კი წერია,მაგრამ სხვა ფორმები რითი ჩამოუვარდება მას.


რთული თემაა, მაგრამ ვეცდები ავხსნა: კრშნას ფორმა პირველადია, რადგან ის ყოვლისმიმზიდველია და ყველა სიდიადე ახასიათებს ერთდროულად. მაგალითად რამა, იდეალური მეფის სახედ მოევლინა დედამიწას. ეს იგივე კრშნაა, მაგრამ როგორც ფორმა, მასზე დაბლა დგას, თუნდაც იმიტომ რომ მას ჰყავს მხოლოდ ერთი ცოლი (სიტა) და მისადმი მინდობილ სხვა ქალებს ცოლობაზე უარით ისტუმრებს, ხოლო კრშნასადმი ბოლომდე მინდობილი, სურვილის შემთხვევაში შეიძლება კრშნას ცოლი გახდეს (მის სულიერ თამაშებში) და მას უამრავი ცოლი ყავს (გაიხსენეთ ქრისტეს სასძლოები). ანუ კრშნას ფორმა ყველაზე მოწყალეა და მასთან ურთიერთობის უამრავი ფორმა არსებობს, მას შეგიძლიათ ეურთიერთოდ როგორც მსახური, როგორც მეგობარი, როგორც მშობელი, როგორც სატრფო (ანუ არსებობს რასათა (გემოვნებათა) უსასრულო დიაპაზონი მასთან ურთიერთობაში, როდესაც მაგალითად ნარაიანასთან (მის ერთ-ერთ ფორმასთან) ურთიერთობაში ყოველთვის ეტიკეტია საჭირო და მასთან ბავშვურად მეგობრულ ურთიერთობას ვერ დავიჭერთ, კრშნა კი უბრალო მწყემსის ფორმაა და მასთან ისე მეგობრობენ სხვა მწყემსი ბავშვები, როგორც სოფელში, შეუძლიათ გაეხუმრონ, "გაეღადაონ" კიდეც biggrin.gif მაგრამ ეს ძალიან მაღალი დონეა და ჩვენ, განპირობებულ სულებს შეგვიძლია მხოლოდ მსახურებით დავიწყოთ და მერე ავიდეთ სხვა დონეებზე.

ჩვენთვის გასაგები ყველაზე მაღალი დონე არის ღმრთისადმი მშობლიური სიყვარულის დონე (ღვთისმშობელი და ყრმა იესო), უფრო საკრალურ ურთიერთობას (სასიყვარულო ტრფობას) ჩვენ ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ მატერიალურ (ვნებიან სიყვარულში) ავურევთ, ამიტომ ამის შესახებ პრაპჰუპადაც კი ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ყველას მოუწოდებდა თავი შეეკავებინათ ამ "რასას" ჭვრეტისაგან. ანუ ყველაზე ამაღლებული სასიყვარულო ურთიერთობა კრშნასა და რადჰას (გოპებს შორის ყველაზე მთავარს) შორის ურთიერთობაა. და მათ შორის განსხვავება არაა. რადჰა იგივე კრშნას ენერგიაა (ქალური) და როცა მივმართავთ ჰარე კრშნა, ჰარეთი რადჰას მივმართავთ, რომ მიიღოს მოწყალება და დაგვაკავშიროს კრშნასთან, და საერთოდ მოწყალების და თანაგრძნობის ყველა გამოხატულება რადჰასგან მოდის (ისევე როგორც ქრისტიანები ვთხოვთ ღვთისმშობელს იესოსთან შუამდგომლობას).

ღმრთეების ყველა ფორმას ყავს მეორე ნახევარი: რამას-სიტა, ნარაიანას - ლაქშმი (ბედის ქალღმერთი) და ა.შ. და საერთოდ ენერგიას ქალური (უფრო სწორედ მდედრული) ბუნება აქვს და ჩვენც ატმები (ანუ სულები) სინამდვილეში სასძლოები ვართ, რადგან კაცი (მამრობითი საწყისი) მხოლოდ ერთია და ეს ღმერთია, დანარჩენი ყველაფერი მისი ენერგიაა (ანუ მდედრობითი საწყისია). ეს ყველაფერი დაფარულად ქრისტიანობაშიც დევს. ყველაზე იდეალური კაცის და ქალის ფორმა კი კრშნა და რადჰაა, და ეს ერთი მთლიანია, ანუ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ.

ამბობენ ღმერთი დაუმარცხებელიაო, მაგრამ იმასაც ამბობენ, მას მხოლოდ მისდამი სიყვარული და მორჩილება (ბჰაკტი) ანუ რადჰა "ამარცხებსო" smile.gif


ციტატა
რა გასაოცარია როცა ღმერთზე სრული მინდობა საკრალური ცოდნის უმთავრეს ნაწილადაა მიჩნეული.თითქოს იოლი საქმეა ,მაგრამ თუ ბიჭი ხარ მიდი და მიენდე ერთი თვალდახუჭული,ყოველგვარი კითხვების გარეშე.ეს რომ შეძლო ძაან დიდი რწმენა უნდა გქონდეს,რაც მემგონი მხოლოდ წმინდანებს ხელეწიფებათ.და ეს ყოველივე არაა დამოკიდებული ფორმალურ მსახურებაზე ღვთისადმი და სწავლა -განათლებაზე.ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ღმერთი ჩვენს გულში ,რომელიც იქ ყოველთვის მყოფობს,მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მას იმდენად დაკავებული ვართ ამაო საქმეებით .მისი პოვნა შეიძლება მასზე სისტემატიური ფიქრით.და როცა მასზე სულ ვფიქრობთ იგი მისაწვდომი ხდება ჩვენთვის,გვეხსნება და განგვიცხადებს თუ რა არის მისი ნება ჩვენზედ.ჩვენ კი უნდა დავთანხმდეთ"ზესულის ბრძანების თანახმად მოქმედებაზე",რაც ჩვენთვისვეა აუცილებელი,რომ უმაღლესი სრულქმნის საფეხურზე ავიდეთ და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.ასე ვიქცევით კრშნას-უფლის ერთგულ მსახურებად.მემგონი სწორად მესმის.არა?


თეორიულად სწორად გაიგე, მთავარია გააცნობიერო და რეალიზაცია მოახდინო smile.gif

ხოლო ვიდრე შენს გულში მყოფ ზესულის (სულიწმინდის) ხმას გაიგებ, მანამდე უნდა უსმინო ზესულის გარეგან გამოხატულებებს: სულიერ მოძღვრებს და წმინდა წერილებს. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი დაბინძურებული გვაქვს ჭკუა, რომ ხშირად ჭკუის და სენტიმენტების და ემოციების კარნახი, ზესულის ხმა გვგონია და შეიძლება ადვილად შევცდეთ. smile.gif

:_მარიამი_:
ციტატა
http://allshares.ge/download.php?id=737E413145http://www.bin.ge/file/146895/veda.rar.htmlეს ორი ვერ გავხსენი.არ იწერება.


ჩემთან იხსნება ჩვეულებრივ, რა ინტერნეტი გიყენია ეგეთი? მანდ ქვემოთ 3 ციფრიანი კოდები უნდა ჩაწერო და "ენტერს" დააჭირო... ან თუ გინდა პმ-ში შენი მეილი მომწერე და იქ გამოგიგზავნი.

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 12 2010, 02:48 PM

ტელეკომი მაქვს.ციფრები კი შემყავს მაგრამ თავიდან აკრიფეთო და ჭედავსავით,არ იწერს.განმარტებისთვის მადლობა.სრულიად გასაგებ ენაზეა.რაც შეეხება ზესულის მოძიებას გულში ,სრულიად ვეთანხმები,ძაან ძნელია.დღევანდელ დღეს (კალი იუგაში)განსაკუთრებით,როცა სრულიად დახშული აქვს ადამიანს გონების თვალი,სულიერი სმენა,გულის თვალი.მთლიანად დანთქმული ვართ მატერიაში.ისე , იმას რომ წარმოვიდგენ, რომ მატერიაში შეიძლება ისევ განვხორციელდე,როგორი კარგი ხვედრიც არ უნდა მერგოს , ტანში მზრინავს.რა გაათრევს ამ ცხოვრებას ხელახლა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 12 2010, 02:51 PM

:_მარიამი_:

ციტატა
ტელეკომი მაქვს.ციფრები კი შემყავს მაგრამ თავიდან აკრიფეთო და ჭედავსანით,არ იწერს.განმარტებისთვის მადლობა.სრულიად გასაგებ ენაზეა.რაც შეეხება ზესულის მოძიებას გულში ,სრულიად ვეთანხმები,ძაან ძნელია.დღევანდელ დღეს (კალი იუგაში)განსაკუთრებით,როცა სრულიად დახშული აქვს ადამიანს გონების თვალი,სულიერი სმენა,გულის თვალი.მთლიანად დანთქმული ვართ მატერიაში.ისე , იმას რომ წარმოვიდგენ რომ მატერიაში შეიძლება ისევ განვხორციელდე,როგორი კარგი ხვედრიც არ უნდა მერგოს , ტანში მზრინავს.რა გაათრევს ამ ცხოვრებას ხელახლა.


ამ თემაში საინტერესო სემინარის დადება დავიწყე. გირჩევ წაიკითხო:

http://church.ge/index.php?showtopic=6823&hl=


ცხოვრებას გათრევა არ დაჭირდება თუ სწორ მიზანს იპოვი a075.gif

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 13 2010, 04:01 AM



http://church.ge/index.php?showtopic=6823&hl=
ცხოვრებას გათრევა არ დაჭირდება თუ სწორ მიზანს იპოვი
-------------მიზანს თუ დანიშნულებას?მიზანი შეიძლება მე სხვა მქონდეს,დანიშნულება(ანუ ღვთის ნება ჩემზე )კი სულ სხვა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 13 2010, 06:06 AM

:_მარიამი_:

ციტატა
მიზანს თუ დანიშნულებას?მიზანი შეიძლება მე სხვა მქონდეს,დანიშნულება(ანუ ღვთის ნება ჩემზე )კი სულ სხვა.


ჰოდა სწორი მიზანი დანიშნულებაა smile.gif

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 14 2010, 12:14 PM

აქ კიდე გააგრძელებ თუ აიურვედაში გადმოვინაცვლო?ისე ორ ფრონტზე ბრძოლა მიჭირს,მაგრამ მაქ ადამიანთან და გუნებთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებს.ნელნელა ვეცნობი,ბევრს ერთად ვერ ვახერხებ.თან მეხსიერების პრობლემაც მაქვს და რამდენიმეჯერ მიხდება რაღაცეების გადაკითხვა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 14 2010, 12:27 PM

:_მარიამი_:

ციტატა
აქ კიდე გააგრძელებ თუ აიურვედაში გადმოვინაცვლო?ისე ორ ფრონტზე ბრძოლა მიჭირს,მაგრამ მაქ ადამიანთან და გუნებთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებს.ნელნელა ვეცნობი,ბევრს ერთად ვერ ვახერხებ.თან მეხსიერების პრობლემაც მაქვს და რამდენიმეჯერ მიხდება რაღაცეების გადაკითხვა.


ჯერ-ჯერობით აიურვედაში რაც სემინარია ის იკითხე, უფრო მარტივად წერია იქ... მაგრამ პარალელურად რაც დაგაინტერესებს აქაც წაიკითხე ხოლმე a075.gif

დამახსოვრებით ნუ მოიკლავ თავს. რაც საჭიროა თავისით შევა გონებაში.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: May 14 2010, 03:52 PM

ატამან

გთხოვ ამას მოუსმინე, შენ გეძღვნება ჩემგანsmile.gif

http://www.youtube.com/watch?v=H-2pyKXEC-A&feature=related
tongue.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 15 2010, 10:04 PM

damiane80

ციტატა
ატამანგთხოვ ამას მოუსმინე, შენ გეძღვნება ჩემგან http://www.youtube.com/watch?v=H-2pyKXEC-A&feature=related



ეგ სიმღერა ზეპირად ვიცი! მაგარი კაცია ვლადიმირი! biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 18 2010, 03:12 PM

ასე მისდევს დედა იაშოდა "კარაქის ქურდს" smile.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 18 2010, 08:13 PM

ეს არის ძალიან ღრმა და ძალიან კარგი სემინარი ვედური ფსიქოლოგიის თემაზე. ყველას გირჩევთ. რეინკარნაციის არსსაც გაიგებთ, კარმისასაც და კიდევ ბევრი რამისას a075.gif


ვედური ფსიქოლოგია

დღეს შევეცდები ვილაპარაკო ვედური ფსიქოლოგიის საფუძვლებზე. ეს არის უნიკალური მეცნიერება, რომელიც შემუშავებულ იქნა ათასწლეულების წინ და აღწერილია ძველ ვედურ ნაწერებში. ფსიქოლოგია, რომელიც შეიქმნა დასავლეთში განსაკუთრებით ფროიდის ეპოქიდან, მხოლოდ და მხოლოდ ემსგავსება და ცოტათი უახლოვდება იმას, რაც ვედურ ფსიქოლოგიაში იყო ცნობილი.

ჩვენ ვისაუბრებთ ასევე ბედზე, კარმაზე, ჭკუაზე, ხასიათის თვისებებზე და ა.შ.... და სანამ გავიგებთ, როგორი სახით გვთავაზობენ ვედები ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას, უნდა გავიგოთ, თუ როგორ იქმნება ეს პრობლემები. თუ რას ნიშნავს კარმა ფსიქოლოგიურ დონეზე. ჩვენ ხშირად გვესმის ეს სიტყვა – “კარმა” მაგრამ ცოტა ხვდება თუ რას ნიშნავს ეს რეალურად და როგორ აპროგრამებს ადამიანი საკუთარ თავს საკუთარი ქმედებებით. როგორ ქმნის ადამიანი თავის ბედს, როგორ ილექება მისი ყველა ქმედება ცნობიერებაში და როგორ იქცევა შემდგომ მის ბედად.

ასევე წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ის მასალა, რასაც დღეს წარმოვადგენ საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია შესაძლებლობას იძლევა ასე თუ ისე გადავჭრათ რაღაც პრობლემები. ადამიანები მიმართავენ ფსიქოლოგებს, როდესაც აწუხებთ შინაგანი ტკივილი, დეპრესია და სხვა... რთული და არასრულყოფილი მეთოდებით ფსიქოლოგი გვეხმარება პრობლემის რაღაც ნაწილის მოგვარებაში. მაგრამ ამ სემინარის ბოლოს შემოგთავაზებთ მეთოდებს, რომლებსაც ყველა პრობლემის საბოლოო გადაჭრა შეუძლიათ. ცოტა არ იყოს “აფერისტულად” ჟღერს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვეცდები დავამტკიცო, რომ ყოველ შემთხვევაში პრინციპში (იდეაში) არსებობს მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გადავჭრათ არა პრობლემათა ნაწილი, არა რაიმე წვრილმანი პრობლემა, არამედ ჩავიხედოთ პრობლემის საფუძველში, ფესვებში. გადავწყვიტოთ პრობლემები არა ზედაპირულად, არამედ ჩავიდეთ სიღრმეში და ამოვძირკვოთ ეს პრობლემები ფესვებიანად.

თავიდან განვიხილოთ ფუნდამენტალური მდგომარეობები, რომლებისგანაც უნდა გამოვიდეთ. ვედები ამტკიცებენ, რომ არის ორი პრინციპი, რომელიც ადამიანის საფუძველში დევს, და არა მარტო ადამიანის, არამედ ყველა ცნობიერი ცოცხალი ორგანიზმის საფუძველში. პირველი პრინციპი ეს არის პრაკრიტი ანუ მატერია, მეორე პრინციპს კი ჰქვია პურუშა, ანუ სული. ვედები ამტკიცებენ, რომ სული არ არის მატერიის განვითარების შედეგად წარმოქმნილი “სუბსტანცია”. ცნობიერება არ წარმოქმნილა იმის გამო, რომ მატერია უბრალოდ ძალიან დიდხანს ვითარდებოდა. არსებობს პრინციპულად განსხვავებული არსი, რომელიც ცნობიერების მატარებელია. “ბჰაგავად-გიტაში” კრიშნა ამბობს ამ პრინციპზე: რომ არის “კშეტრა” და “კშეტრა გია”. “კშეტრა” ნიშნავს ველს, “კშეტრა-გია” ველის მცოდნეს. და ველი ეს ჩვენი სხეულია, მატერიაა, მოქმედების ველია, რასაც წარმოადგენს მატერიალური სამყარო. “კშეტრა-გია” ეს სულის ნაწილაკია, ცნობიერების მატარებელი. და ეს ორი არსი პრინციპულად განსხვავებულ ბუნებას ატარებს. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა სახით უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და როგორ ხდება მათი ურთიერთქმედება. სიტყვა ფსიქოლოგია ბერძნულიდან თარგმანით ნიშნავს მეცნიერებას სულის შესახებ. და მე მინდა წარმოვადგინო პირველადი მიმოხილვა სულის შესახებ მეცნიერებისა. თუ როგორ ხსნიან ვედები სულის ამ სამყაროში მოქმედებას. თუ როგორ აღიქვამს სული ამ სამყაროს.

პრობლემა, რომელიც თავიდანვე წამოიჭრება, არის ის, რომ ვედების თანახმად სული არ ეხება მატერიალურ სამყაროს უშუალოდ. უპანიშადები (ვედების საკრალური და საიდუმლო ნაწილი) ამტკიცებენ, რომ პურუშა არასოდეს მოდის შეხებაში პრაკრიტისთან. პურუშა არ აღიქვამს ამ სამყაროს პირდაპირ (უშუალოდ). რაღაც კუთხით ჩვენ ვირტუალურ რეალობაში ვცხოვრობთ. ვერ აღვიქვამთ რეალობას, როგორც ასეთს და ვედური ფსიქოლოგია, უფრო ზუსტად კი მატერიალური ვედური ფსიქოლოგია, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებ (რადგანაც არის კიდევ უზარმაზარი თემა სულიერი ვედური ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც არ შევეხები), ხსნის, თუ როგორ ხდება აღქმის პროცესი. როგორ და რის საშუალებით აღიქვამს სული სამყაროს.

ვედები წარმოგვიდგენენ კიდევ ერთ პრინციპს (პოსტულატს): გარდამავალ საშუალებას, რისი გავლითაც სული ურთიერთქმედებს მატერიასთან, წარმოადგენს “პრანა”. პრანა ნიშნავს სასიცოცხლო ენერგიას. ხანდახან არასწორად ფიქრობენ, რომ პრანა - ეს სუნთქვაა, რომ როდესაც ვსუნთქავთ, პრანას შევისუნთქავთ. პრანა ეს არის ნატიფი სასიცოცხლო ენერგია, რომელიც წარმოადგენს გარდამავალ არეს სულსა და მატერიას შორის და რომლის საშუალებითაც სული მოქმედებს მატერიაზე. ეს არის არე, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს და გაავრცელოს ცნობიერება. ჩვენი სხეული მატერიის, ხორცის ნაგლეჯია. როცა სული გადის სხეულიდან, რჩება უსიცოცხლო მატერია. ვისაც თავისი თვალით უნახავს სიკვდილის პროცესი, იცის, რომ რაღაც არსებითი წავიდა სხეულიდან და უბრალოდ მექანიზმის მოშლას არ ჰქონია ადგილი. მატერიალისტები ფიქრობენ, რომ უბრალოდ “მანქანა” გაფუჭდა. სინამდვილეში კი სხეული დატოვა სულმა, პიროვნებამ, ცნობიერმა ელემენტმა, სხვა დანარჩენ ელემენტებთან ერთად... დარჩა მხოლოდ გარეთა გარსი, მანეკენი...

მაშასადამე სულის ცნობიერება ვრცელდება მატერიალურ სხეულში და მოქმედებს მასზე პრანის მეშვეობით. უნატიფესი მატერიალური ენერგიის მეშვეობით, რომელსაც ვედებში პრანა ეწოდება. იმდენად, რამდენადაც პრანა აღწევს ჩვენი სხეულის ყველა კუნჭულში, ჩვენი სხეული შეგრძნებადი ხდება. სადაც არ უნდა შევეხოთ სხეულს, ამას ვიგრძნობთ. თუმცა სული ლოკალურია და მდებარეობს გულ-მკერდის ცენტრში (ანაჰატა ჩაკრას მიდამოში). მისი ცნობიერება ვრცელდება პრანული არხების მეშვეობით მთელ სხეულში. ეს იყო მეორე უმნიშვნელოვანესი პოსტულატი.

ახლა იწყება ყველაზე საინტერესო. ვილაპარაკებ ჩვენი ნატიფი სხეულის შემადგენლობაზე. რა სახითაა მოწყობილი ჩვენი ჭკუა და აღმქმელი (მგრძნობელობითი) მექანიზმი. ყველამ ასე თუ ისე ვიცით, რა შემადგენლობისაა უხეში მატერიალური სხეული. მაგრამ ახლა ვილაპარაკებ ჩვენი ცნობიერების და ჭკუის ანატომიაზე. უფრო სწორად არა ცნობიერების, არამედ ნატიფი სხეულის და განპირობებული ცნობიერების შესახებ. სულის ცნობიერებას, როგორც ასეთს, ანატომია არ გააჩნია, მაგრამ დღეს ამ თემას არ შევეხებით.

ნატიფი სხეული, რომელიც ჩვენი უხეში სხეულის შიგნით მოქმედებს. ანუ კომპიუტერი, რომელიც შექმნილია შემოქმედის მიერ, არის მექანიზმი რომელიც განსაზღვრავს ყველა შესაძლო პრობლემას და ჩვენი კარმის “სათავსოა”. რადგანაც სხეული, მიუხედავად იმისა, რომ კარმის პროდუქტია, როდესაც სული ტოვებს სხეულს, ეს უკანასკნელი რჩება, მან “მოიხადა” კარმა. ვედების თანახმად სიკვდილი ეს ის მომენტია, როცა კარმა რომელიც ამ სხეულისთვისაა განკუთვნილი, სრულიად ამოწურულია. ანუ რაც უნდა მოგვეხადა ამ სხეულში ის კარმული ვალი მოვიხადეთ. სული ტოვებს სხეულს, რათა გააგრძელოს თავისი მოგზაურობა და მიიღოს რომელიმე სხვა სხეული. მაგრამ სულს ამ მოგზაურობაში თან მიჰყვება ნატიფი მატერიალური სხეულიც, და სწორედ ამ სხეულში ხდება კარმის დაგროვება. მთელი კარმა ამ ნატიფ სხეულში ინახება. ახლა ვილაპარაკებთ ამ ნატიფ სხეულზე, რომელიც მიდის უხეში სხეულიდან “უდანა-პრანას” (უდანა-ვაიუს) მეშვეობით. სიკვდილის მომენტში, როცა სხეულის კარმა ამოწურულია და მას აღარ შეუძლია ფუნქციონირება, უდანა-პრანას (პრანის განსაკუთრებული ნაწილი) სული სხეულიდან გაყავს სხვადასხვა პრანული არხების მეშვეობით დანიშნულების ადგილას. და იწყება შემდეგი ფურცელი ამ სულის ცხოვრებაში.

ამ ნატიფ სხეულს, რომელსაც ხანდახან ჭკუას უწოდებენ, რომლის შესახებაც თანამედროვე ფსიქოლოგები ბევრ განსხვავებულ რამეს ამბობენ და რაღაც დონით უახლოვდებიან იმას, რაც ვედებში წერია, აქვს ძალიან საინტერესო სტრუქტურა სინამდვილეში თუ გავიგებთ ნატიფი სხეულის სტრუქტურას, ასევე შევძლებთ გავიგოთ სხვადასხვა შესაძლებლობები (სითჰები), რომლებსაც ანვითარებენ იოგები სხვადასხვა პრაქტიკების შედეგად. მაგალითად ერთ-ერთი ელემენტალური შესაძლებლობაა სხვისი აზრების კითხვა, ანუ სხვა ნატიფი სხეულებიდან ინფორმაციის აღება. ვეცდები ავხსნა, თუ როგორ ხდება ეს, როგორია მექანიზმი... ეს არ ნიშნავს რომ თქვენმ ამით აზრების კითხვას ისწავლით, მაგრამ იმას მაინც გაიგებთ, რა უნდა გააკეთოთ ამის სასწავლად.

ვედები ამტკიცებენ, რომ ჩვენს ნატიფ სხეულს, იგივე ჭკუას, განპირობებულ ცნობიერებას, ჩვენი კომპიუტერს გააჩნია ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი (ფუნქცია). ამ ოთხ ასპექტს სანსკრიტზე ეწოდება: ჩიტა, მანას, აჰანკარა და ბუდჰი. ჩიტა – ეს არის არაცნობიერი “მე”. მანას – ჩვენი ქვეცნობიერია, აჰანკარა – ცრუ ეგოა, ხოლო ბუდჰი – ცნობიერი გონებაა. ეს ოთხი ფუნქცია კარგად უნდა გავიგოთ. ჩვენ ყოველ წამს ვხედავთ, თუ როგორ ფუნქციონირებს სხეული, როგორ აღიქვამს ჩვენი ცნობიერება ამ სამყაროს. განვიხილოთ ცალ-ცალკე:

1. ჩიტა – ვედებში აღწერილია, რომ როდესაც ეს მატერიალური სამყარო იქმნება, პირველი ელემენტი, რომელიც აქ იქმნება მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერის და ეთერის და ა.შ. მთლიანი სამყაროს შექმნამდე, არის მაჰატატვა, ანუ სამყაროს გონი. ეს არის მატერიალური ელემენტი და ამ გონის ქვეშ არ უნდა ვიგულისხმოთ ღმერთი ან სხვა რამე. ღმერთი თავდაპირველად ქმნის უნატიფეს ინფორმაციულ მატრიცას, რომელზეც “იქსოვება” ეს სამყარო. იქმნება ე.წ. ვირტუალური რეალობა ჩვენთვის. სხვაგვარად რომ თქვათ, პირველად ელემენტს, რომელიც ბუნებრივად ხდება საფუძველი ჩვენი არსებობისა, წარმოადგენს ჩიტა, ანუ ჩვენი “მეს” არაცნობიერი ნაწილი. ინფორმაციული ბიბლიოთეკა... თუ შევხედავთ ჩვენი ცნობიერების სტრუქტურას, გამაცნობიერებელი (მიმღები) გონება (ბუდჰი), ანუ ის, რითაც ჩვენ აღვიქვამთ, უბრალოდ აისბერგის მწვერვალია (ხილული ნაწილია). ჩვენი ცნობიერების უმეტესი ნაწილი კი სიღრმეშია და წარმოდგენაც არ გვაქვს მის შესახებ. და მის ყველაზე ღრმა ნაწილს ეწოდება ჩიტა, ანუ სულის მთელი ინფორმაციის შემნახველი სათავსო. სული, რომელიც რეინკარნაციას განიცდის მრავალ ცხოვრებაში, იგროვებს გამოცდილებას და მთელი ეს გამოცდილება იწერება. და ეს სათავსო რაღაცით კომპიუტერის “მყარ დისკს” წააგავს. ის ძალიან “ფრაგმენტირებულია” და მასში ბევრი ნაგავია დაგროვილი. წარმოიდგინეთ ერთი წამით მთელი ის ინფორმაცია, რასაც ვიგროვებთ. ადამიანებმა, რომლებიც აპრაქტიკებენ ჰიპნოზური რეგრესიის მეთოდს, იციან, რომ შესაძლებელია გადასვლა წინა ცხოვრებებში, აღმოჩენა ეგვიპტეში და ა.შ. და რატომღაც ყველა ფარაონი აღმოჩნდება ხოლმე (ეს ხუმრობით). ასეა თუ ისე, არსი იმაშია, რომ არსებობს რაღაც უზარმაზარი ნაწილი რომელთანაც ჩვენ უშუალო შეხება არ გვაქვს, მაგრამ მუდამ თან ვატარებთ. ჩვენი შტაბეჭდილებები, ინფორმაცია წინა ცხოვრებებიდან... და როცა სანკჰიას ფილოსოფოსები აღწერენ ჩიტას ისინი ამბობენ, რომ იგი ცეცხლის ალს (ცეცხლის ენას) ჰგავს. ეს ცეცხლის ალი ირხევა ჰაერის სულ მცირე ზემოქმედებითაც კი. სწორედ ასევე ჩიტას აქვს ძალიან ლაბილური და მოძრავი სტრუქტურა. ეს ერთგვარი ინფორმაციული სტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ყველა ინფორმაცია, შეინახოს იგი და მასში ამ ინფორმაციის წარმოუდგენლად უზარმაზარი რაოდენობაა. ავღნიშნავ იმასაც, რომ ეს ინფორმაცია ძალიან სისტემურად და მოწესრიგებულადაა შენახული და არა ქაოსურად. ჩიტას მახასიათებელია ისიც, რომ ის უშუალოდ ახლა, ამ მომენტში მოქმედებს. და მერე ავხსნი თუ როგორ მოქმედებს იგი.

2. მანას – ეს არის ქვეცნობიერი ჭკუა. და სწორედ ესაა ის ბიბლიოთეკარი, რომელიც ჩიტას ბიბლიოთეკაში წიგნებს (ინფორმაციას) ალაგებს. იგი კლასიფიცირებას უკეთებს ამ წიგნებს განსაზღვრული თემების შესაბამისად და მიაწერს თვითოეულ მათგანს “პლუსს” ან “მინუსს”, “კარგს” ან “ცუდს” “ძალიან კარგს” ან “ძალიან ცუდს” (ანუ ასე ვთქვათ რამდენიმე ბალიანი შეფასების სისტემა აქვს).

ქვეცნობიერი ჭკუა, ანუ ჩვენი “მე”-ს ემოციური შემადგენელი, რომელიც განიცდის და გრძნობს ყველა ჩვენს გამოცდილებას, კლასიფიკაციას უკეთებს მას იმის მიხედვით, მოგვწონს თუ არა ეს განცდა. ანუ აძლევს შეფასებას: კარგია, ძალიან კარგია, ნეიტრალურია, საშინელია და ა.შ. ჭკუა ეს დიდი ინდექსივითაა, რომელიც ინდექსაციას უკეთებს ჩიტაში მყოფ ინფორმაციას. ჭკუაში ჩადებულია ორობითი სისტემის (დუალური) პროგრამა: ეს მომწონს და მიყვარს, ეს კი არ მომწონს და ვერ ვიტან... სწორედ ეს შეადგენს ჩვენი ემოციური “მეს” არსს. რა არის ჩვენი ემოციები? ყველა ემოციას აქვს ბიპოლარული სტრუქტურა: მიყვარს – მძულს, მომწონს – არ მომწონს, მინდა მივიღი – მინდა განვაგდო... და ეს ფუნქცია ჩვენი ქვეცნობიერისა განარჩევს ყველაფერ ამას და არა მხოლოდ განარჩევს, არამედ შეფასებასაც აძლევს. ჩიტა არაფერს არ აძლევს შეფასებას, ის უბრალოდ იგროვებს ინფორმაციას, მანასი კი ემოციურ შეფასებას აძლევს მას.

3. აჰანკარა – ცრუ ეგო. ესაა ჩემი განპირობებული “მე”. ესაა ის, რაც გამომყოფს “მე” ყველაფერი დანარჩენისგან. როგორც ვთქვით ჩიტა ერთიანი ინფორმაციული მატრიცაა. დიდი უზარმაზარი “ინტერნეტია”, მაგრამ ამ “ინტერნეტში” არსებობს ჩვენი ინდივიდუალური “საიტები”. ეს ინდივიდუალური საიტი ჩემი სახელით, არის სწორედ ჩემი აჰანკარა. ამ ინტერნეტში გამოყოფილია ინფორმაციის ნაწილაკი და ის, რაც გამოყოფს მას ყველაფერი დანარჩენისგან, არის აჰანკარა – ერთგვარი საზღვარი, კედელი...

სულიერი განვითარების ყველა მეთოდი მიმართულია იმაზე, რომ შეასუსტოს აჰანკარა, რადგანაც ეს არის კედელი, რიგიდული სტრუქტურა, რომელსაც ვებრძვით. მას აქვს პოზიტიური როლიც ჩვენს ცხოვრებაში და ნეგატიურიც (უფრო მეტად რა თქმა უნდა ნეგატიური). სწორედ ამ რიგიდულობის (სიუხეშის) გამო ჩვენთვის არაა მისაწვდომი მატრიცული ინფორმაცია. როცა ჩვენი ცრუ ეგო ცოტათი სუსტდება (თხელდება), როცა ჩვენი “ცრუ ეგოს”, ეგოიზმის ფარგლებს გარეთ გავდივართ, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ (“დოსტუპი მივიღოთ) ნებისმიერ ინფორმაციაზე. ვინ არიან ნათელმხილველები, ესენი უბრალოდ ის ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ “პაროლი” და შეუძლიათ ამ “ინტერნეტ-სტრუქტურაში” შეღწევა. და ამ ინტერნეტში შეუძლიათ ნახონ, თუ რა იყო ადრე და რა იქნება მომავალში, რადგანაც მომავლის ბადე, რაღაც დონით უკვე დაგებულია (არა 100%-ით). და არც ერთი წინასწარმეტყველი არ იძლევა 100%-იან ინფორმაციას, რადგანაც ვედების თანახმად დაახლოებით 70-75%-ით მომავალი განსაზღვრულია კარმულად, 20-25% კი გაურკვეველია. ეს ნათელმხილველები გადიან თავისი საინფორმაციო ველიდან და შედიან სხვის ინფორმაციულ ველში.


საინტერესო ადგილას ვწყვეტ თარგმნას, მაგრამ ახლა გავრბივარ და მერე გავაგრძელებ a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 18 2010, 08:54 PM

Atman
საინტერესოა smile.gif

მგონი პრანას ქრისტიანულ ვარიანტს მივაგენ, საფშვინველი. არა? smile.gif

და რა მაინტერესებს, მეხსიერება სადაა ბიჭო, მეხსიერება? სულ ყველაფერი ჩიტაშია? და ის სულს არ მიჰყვება მოგზაურობაში? თუ სხეულს რჩება? sad.gif

პ.ს. ჩემი მანა დიდ დღეშია, აშკარად უპირატესობა აქვს აღებული biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 18 2010, 10:04 PM

ქევანა

გაგრძელებას დაელოდე, თან მეორე სემინარიც წაიკითხე აიურვედაში და მიხვდები a075.gif

სხეულს არაფერი არ რჩება უხეში მატერიალური ელემენტების გარდა. მთელი "ბაგაჟი" თან მიგვაქვს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 18 2010, 10:11 PM

Atman
რომ მოვინდომო ჩემს წინა ცხოვრებას ვერ გავიხსენებ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Fee თარიღი: May 18 2010, 11:18 PM

ცრუ ეგოზე ასე ცოტა რამ წერია? sad.gif ცრუ ეგო როგორ თხელდება? მაგალითად ჩემს თავს შენგან რომ აღარ განვასხვავებ, ჩემი და სხვისი რომ აღარ მექნება დათხელდება ეს კედელი? თუ არასწორად გავიგე?

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 19 2010, 12:01 AM

ამდენი ხანია ვიბრძვი მაგის დათხელებაზე და ვერ დავძარი.ძლიერია ეგ ოხერი.(ადამიანური ეგო მაქვს მხედველობაში).ისე ცრუ ეგო და ადამიანური ეგო განსხვავდება?ცოტა დავიბენი,წავალ აიურვედაში გადავხედავ

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 19 2010, 12:35 AM

სალამი ატმან, გამარკვიე რა დამოკიდებულება აქვთ ვედებს ქორწინებასთან, თავისუფალ სექსთან და ამ ტიპის ზნეობრივ საკითხებთან... smile.gif

ოშომ მაგ ოხერმა(თავისუფალი სექსისტმა) ამ ვედებისგან აიღო თავისი მოძღვრების ეგ ნაწილი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 19 2010, 06:09 AM

ქევანა

ციტატა
რომ მოვინდომო ჩემს წინა ცხოვრებას ვერ გავიხსენებ?


რომ მოინდომო გაიხსენებ, მაგრამ რად გინდა რო? biggrin.gif

Fee
ციტატა
ცრუ ეგოზე ასე ცოტა რამ წერია? ცრუ ეგო როგორ თხელდება? მაგალითად ჩემს თავს შენგან რომ აღარ განვასხვავებ, ჩემი და სხვისი რომ აღარ მექნება დათხელდება ეს კედელი? თუ არასწორად გავიგე?


ცრუ ეგოს დათხელებაზე გავაგრძელებ... "დათხელება" ცოტა შეუსაბამო განმარტებაა მაგრამ სხვას ვერ ვპოულობ. ცრუ ეგო არასოდეს არ ქრება, უბრალოდ მისი დანახვა და გაცნობიერებაა საჭირო და ის რომ ვეღარ გვერეოდეს, თორე ცრუ ეგოს გარეშე სხეული ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.

:_მარიამი_:
ციტატა
ამდენი ხანია ვიბრძვი მაგის დათხელებაზე და ვერ დავძარი.ძლიერია ეგ ოხერი.(ადამიანური ეგო მაქვს მხედველობაში).ისე ცრუ ეგო და ადამიანური ეგო განსხვავდება?


ადამიანური ეგო პირობითი ცნებაა, არსებობს ჭეშმარიტი (სულის) ეგო და ცრუ ეგო.

Otherguy

ციტატა
სალამი ატმან, გამარკვიე რა დამოკიდებულება აქვთ ვედებს ქორწინებასთან, თავისუფალ სექსთან და ამ ტიპის ზნეობრივ საკითხებთან...


ქორწინება ღვთისგან კურთხეული უნდა იყოს, ანუ ისეთი რიტუალებია როგორც დაახლოებით ჯვრისწერის დროს. თან ისეთი ცნება, როგორიცაა ვერ შევეწყვე და გავეყრები არ არსებობს. ეს ცალკე თემაა და სიმართლე გითხრა დიდად არ დავინტერესებულვარ. smile.gif

რაც შეეხება სექსს, ვედური ტრადიციით სექსი მხოლოდ ბავშვის ჩასახვის მიზნით შეიძლება და მხოლოდ ქორწინების შემდეგ. სექსი, როგორც სიამოვნების ფორმა ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი.

Otherguy

ციტატა
ოშომ მაგ ოხერმა(თავისუფალი სექსისტმა) ამ ვედებისგან აიღო თავისი მოძღვრების ეგ ნაწილი?


ოშო არის ათეისტი და მაგარი ოხერი ჭკუის პატრონი biggrin.gif ალბათ კამა სუტრას გულისხმობ. კამა სუტრას ის ნაწილი, რომელიც ცნობილია, სიყვარულის ყველაზე მიწიერ სახეს აღწერს. მთავარი, ანუ ფსიქოლოგიურ ესთეტიური ასპექტები კამა სუტრიდან არ უთარგმნიათ. ვედებში ყველაფერი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ვედურ ცივილიზაციაში მეძავებიც კი იყვნენ, რადგან გაუსაძლისობის პირობებში ჯობდა მამაკაცი მასთან წასულიყო, ვიდრე ვინმე პატიოსანი ქალი შეეცდინა smile.gif ოღონდ მაშინდელი მეძავები ჩვენებს ნამდვილად არ ჰგავდნენ biggrin.gif დაახლოებით გეიშების მსგავსი სისტემა იყო.

ოშომ ისე შეაკოწიწა თავისი ფილოსოფია, ზოგი ვედებიდან აიღო, ზოგი ბუდიზმიდან, ზოგი ქრისტიანობიდან, ზოგი თვითონ დაამატა და გამოუვიდა ის, რაც აწყობდა და რაც ვითომ ავტორიტეტული იყო. ძალიან დიდი ძალა კი აქვს ისე მაგის ფილოსოფიას, მეც შემიტყუა ადრე დიდი ხნით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 19 2010, 11:46 AM

გავაგრძელოთ აჰანკარადან:



3. აჰანკარა – ცრუ ეგო. ესაა ჩემი განპირობებული “მე”. ესაა ის, რაც გამომყოფს “მე” ყველაფერი დანარჩენისგან. როგორც ვთქვით ჩიტა ერთიანი ინფორმაციული მატრიცაა. დიდი უზარმაზარი “ინტერნეტია”, მაგრამ ამ “ინტერნეტში” არსებობს ჩვენი ინდივიდუალური “საიტები”. ეს ინდივიდუალური საიტი ჩემი სახელით, არის სწორედ ჩემი აჰანკარა. ამ ინტერნეტში გამოყოფილია ინფორმაციის ნაწილაკი და ის, რაც გამოყოფს მას ყველაფერი დანარჩენისგან, არის აჰანკარა – ერთგვარი საზღვარი, კედელი...

სულიერი განვითარების ყველა მეთოდი მიმართულია იმაზე, რომ შეასუსტოს აჰანკარა, რადგანაც ეს არის კედელი, რიგიდული სტრუქტურა, რომელსაც ვებრძვით. მას აქვს პოზიტიური როლიც ჩვენს ცხოვრებაში და ნეგატიურიც (უფრო მეტად რა თქმა უნდა ნეგატიური). სწორედ ამ რიგიდულობის (სიუხეშის) გამო ჩვენთვის არაა მისაწვდომი მატრიცული ინფორმაცია. როცა ჩვენი ცრუ ეგო ცოტათი სუსტდება (თხელდება), როცა ჩვენი “ცრუ ეგოს”, ეგოიზმის ფარგლებს გარეთ გავდივართ, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ (“დოსტუპი მივიღოთ) ნებისმიერ ინფორმაციაზე. ვინ არიან ნათელმხილველები, ესენი უბრალოდ ის ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ “პაროლი” და შეუძლიათ ამ “ინტერნეტ-სტრუქტურაში” შეღწევა. და ამ ინტერნეტში შეუძლიათ ნახონ, თუ რა იყო ადრე და რა იქნება მომავალში, რადგანაც მომავლის ბადე, რაღაც დონით უკვე დაგებულია (არა 100%-ით). და არც ერთი წინასწარმეტყველი არ იძლევა 100%-იან ინფორმაციას, რადგანაც ვედების თანახმად დაახლოებით 70-75%-ით მომავალი განსაზღვრულია კარმულად, 20-25% კი გაურკვეველია. ეს ნათელმხილველები გადიან თავისი საინფორმაციო ველიდან და შედიან სხვის ინფორმაციულ ველში. ეს არც თუ ისე რთულია მონდომების შემთხვევაში. ადამიანები, რომლებიც ანვითარებენ თავის თავში ნატიფ მგძნობელობას და ძლევენ ეგოიზმის “უხეშ” საზღვრებს, ანვითარებენ თავის თავში ამ შესაძლებლობებს. ერთმა ექიმმა ინდოეთში სულიერი პრაქტიკის შედეგად მიაღწია ისეთ მდგომარეობას, რომ პაციენტის მოსვლამდე იცოდა მისი დიაგნოზი. წინასწარ კითხულობდა ინფორმაციას, რადგან ბოლოს და ბოლოს ავადმყოფობა ნატიფი სხეულის ინფორმაციულ-ენერგეტიკული ხინჯია. და ასეთი შემთხვევები ბევრია მსოფლიოში. და ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, რა ინფორმაციაც შეგვიძლია მივიღოთ, თუ ცრუ ეგოს საზღვრებს გადავლახავთ.

4. ბუდჰი (გონება) – ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ფუნქცია, რადგან ესაა ჩემი ცნობიერი “მე”. ცნობიერი გონება. ის ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ის “მეა”, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჩიტაში ჩადებული ინფორმაციის და მანასის ემოციური შეფერილობის და აჰანკარას ანუ ჩემს შესახებ ჩემი წარმოდგენების საფუძველზე. ჩვენ რეალურად მხოლოდ ბუდჰიზე შეგვიძლია “ვიმუშაოთ”. ქვეცნობიერი ძნელად მისაწვდომია, ფსიქოლოგები ცდილობენ იქექონ მასში მაგრამ ეს საეჭვო და სათუო პროცესია, ვედები კი გვთავაზობენ ძალიან ნათელ და ბუნებრივ მეთოდს, რომ საფუძვლად სწორედ ჩვენი ბუდჰი ავიღოთ და მისი მეშვეობით შევცვალოთ სხვა ყველაფერი. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, რადგანაც ჩვენი სემინარის მიზანია გავარკვიოთ, თუ როგორ “დავწვათ” კარმა, მე ავხსნი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გონება (ბუდჰი), რა არის გონება და როგორ გამოვიყენოთ იგი, რომ არ ვიყოთ კარმული ავტომატი ანუ მექანიზმი. ძალიან საინტერესო რამე თქვა ამაზე იუნგმა. ისიც შეისწავლიდა ვედებს და უპირველეს ყოვლისა უპანიშადებს. თავისი უზარმაზარი გამოცდილების საფუძველზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: “ყველაფერი ის, რაც არ დაგვყავს ცნობიერებამდე, შედის ჩვენს ცხოვრებაში როგორც ბედი.” ანუ შედის ჩვენს ცხოვრებაში როგორც ბრმა ძალა. ამ სემინარის აზრი კი სწორედ ისაა, რომ ავხსნა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი გონება. და როგორ მოვახერხოთ რომ გონების მეშვეობით თავი დავიცვათ ყველა იმ “ურჩხულისგან” რომლებიც იღვიძებენ, როცა გონება იძინებს. გონების ძილი ბადებს მრავალ შიშს და ინფორმაციულ “მონსტრს” რომლებიც ჩვენს ბედად (კარმად) იქცევიან. შეიძლება ეს აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ მინდა ავხსნა, თუ როგორ მოქმედებს ეს აღქმის ერთიან პროცესში. როგორ ირთვება და მუშაობს ოთხივე ეს ფუნქცია ყოველთვის, როცა ვხედავთ რამეს, ვურთიერთქმედებთ რამესთან და რა პროცესები ხდება ჩვენს ნატიფ სხეულში.

მაგალითად შეხედეთ თქვენს წინ მდებარე კომპიუტერის მონიტორს (თუ კომპიუტერთან ზიხართ რა თქმა უნდა)... ოთხივე ფუნქციამ იმუშავა ამ დროს თქვენში. თავიდან, როდესაც ვხედავთ რაღაცას, პირველად მუშაობას იწყებს ჩიტა. ის იღებს ამ ინფორმაციას არაკრიტიკულად, განურჩევლად. მეცნიერულად ამას ქვია “ნერვიკალპა-პრატიაკშა” ანუ ზოგადი შეგრძნება (აღქმა). თავიდან აღვიქვამთ ძალიან ზოგადად, რაც არ უნდა იყოს ეს, გინდ მუსიკა, გინდ გამოსახულება. და მაშინვე ჩვენ ვიწყებთ შედარებას. ჩიტა ეს დიდი ლექსიკონია და ამ ლექსიკონში უკვე დაგროვილია უამრავი სიტყვა. როგორც კი რაღაცას დავინახავთ, ვეძებთ მსგავსს ჩიტას ლექსიკონში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაგივრად კომპიუტერთან პაპუასი ზის, რომელიც ცხოვრებაში პირველად ხედავს კომპიუტერს. როგორ აღიქვამს იგი ამ საგანს? ის დაიწყებს მის შედარებას რაღაცასთან, რაც მან უკვე იცის. რაიმე შეგრძნებებთან, რაც უკვე აქვს. იგივე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც, ოღონდ თქვენ კომპიუტერთან დაკავშირებული უამრავი შეგრძნება გაქვთ და ამიტომ მისი აღქმა წამის მეასედებში მოხდა. თქვენ რომ ის ნანახი არ გქონოდათ, მაშინ ის დარჩებოდა თქვენს ჩიტაში, როგორც რაღაც ფართო კატეგორიის გაურკვეველი საგანი. პირველად სწორედ ასე აღიქვამს საგანს ჩიტა.

შემდეგ მანასი, რომელსაც მთელი ეს ინდექსები უკვე აქვს, ამბობს, რომ ეს ისაა რასაც ვიცნობ, და ეს კარგია (ან ცუდია, ან ნეიტრალურია). მანასი ძირითადად ამბობს “მინდა “ ან “არ მინდა”. ეს უშემდეგგი ეტაპია – “მე ვიცი”... უფრო სწორად მხოლოდ “ვიცი” იმიტომ რომ თავიდან ეს “მე” არ ფიგურირებს. (“მე” მესამე ეტაპია). ჭკუამ შეადარა, გაიგო თუ რა არისე ს საგანი და განსაზღვრა თავისი დამოკიდებულება ამ საგნისადმი.

აღქმის მესამე ეტაპი, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად “გაიელვებს”, არის ის ეტაპი, როცა ჩნდება ჩვენი “მე”. ეს ახალი ცნობა უთანხმდება “მე”-ს და ადამიანი განეწყობა ამ საგნისადმი თავისი თავის (“მე”-ს) შესაბამისად. ან ამბობს “მე მინდა”, ან ამბობს “მე არ მინდა” ან უბრალოდ არ ინტერესდება ამ საგნით. მაგალითად ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინასთან გაიარა ქალმა და კაცმა. ცოტა ხნის შემდეგ მათ რომ კითხო, სხვადასხვანაირად აღიქვეს ვიტრინა. ქალმა კაბებთან “გააიგივა” თავისი თავი, მამაკაცის “აჰანკარამ” კი კაბებთან დაკავშირებით ასე იმუშავა: “ეს ჩემთან არავითარ კავშირში არაა და არ მაინტერესებს”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც რაღაცას აღვიქვამთ, აჰანკარას ანუ “ცრუ ეგოს” ჩვენს შინაგან სამყაროში შემოჰყავს ეს საგანი და არკვევს, თუ რა დამოკიდებულებაშია ეს საგანი მასთან. თუ არ აინტერესებს ცნობიერების მიღმა ატარებს. აჰანკარა რაღაც უხეში ფილტრის მაგვარია, რომელიც ფილტრავს ამ სამყაროს აღქმას. ჩვენ აღვიქვამთ სამყაროს ჩვენი “მეს” პრიზმაში.

შემდეგი (მეოთხე) აქტი აღქმისა ასეთია: ან ირთვება ჯაჭვი, რომელიც ცნობიერების დონეზე ამბობს, თუ რა უნდა გავაკეთო ამ ყველაფრის მერე, ან იგი უბრალოდ არ ირთვება. ბუდჰი, ანუ ცნობიერი გონება, ეს ის სუბიექტია, რომელიც ამბობს: “რახან ასეა, ესე იგი რაღაც უნდა გავაკეთო”. ბუდჰი, ესაა მოქმედებათა პროგრამა.

ახლა ავხსნათ, თუ როგორ ფორმირდება ბავშვის ფსიქიკა და როგორ ფორმირდება ჩვენი “მე”. რაც ავხსენი, იქიდან გამომდინარე ნათელი ხდება, თუ როგორ იზრდება ბავშვი. თავიდან ადამიანს მხოლოდ ჩიტტა აქვს. მას სუსტი ეგო აქვს და ძალიან სუსტი გონება (ბუდჰი). პატარა ბავშვი, როცა იბადება, თან მოაქვს კარმის მარაგი, ანუ განპირობებული ცნობიერების მარაგი რაღაც მეხსიერებით და ის ძალიან უმწეოა. რაღაც კუთხით ყველა დანარჩენი მექანიზმი დაცვის მექანიზმებია. ისინი გვიან ფორმირდებიან და გვიან ვითარდებიან. თოთო ბავშვი ძალიან სწრაფად აღიქვამს ყველაფერს. ჩიტა ეს მეხსიერების მარაგია. აქ მთელი ჩვენი მეხსიერება ინახება. და ადამიანი თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე “შეიწოვს,” “შეისრუტავს” გარესამყაროს, თანაც ძალიან არაკრიტიკულად და განურჩევლად. მას შესადარებელი თითქოს არაფერთან აქვს და ცნობიერ ჩიტას მხოლოდ ახლა ანვითარებს. ძირითადად გემოთი შეიგრძნობს გარესამყაროს და ყველაფერს გემოს უსინჯავს. თავის ლექსიკონს ადგენს, რადგანაც მანასი მუშაობს ანალოგიის მეთოდით, ანუ შედარების მეთოდით. როცა ვიზრდებით, როცა ვსწავლობთ და როცა ვვითარდებით როგორც ადამიანები, უნდა შევითვისოთ ყველა ეს ინფორმაცია, რომელთანაც მერე შევადარებთ სხვა ინფორმაციებს. მაგალითად თუ ვხედავთ ფლომასტერს ახლა, გვიანდელ ასაკში, პირველადაც რომ ვხედავდეთ მას, მაინც ვხვდებით, თუ რისთვის გამოიყენება და რა ფუნქცია აქვს. თუ იგივე ფლომასტერს პატარა ბავშვს ვანახებთ, დაღეჭავს, პირში ჩაიდებს და ასე “გამოიკვლევს”. შემდეგ კი თანდათან მიხვდება მის ფუნქციას.

ადამიანის განვითარებასთან ერთად, მალევე ირთვება მეორე ფუნქციაც და ფუნქციების განვითარება სწორედ ამ თანმიმდევრობით ხდება. მანასის ფუნქცია თითქმის მაშინვე ვითარდება და ადამიანი განარჩევს: “ეს კარგია”, “ეს ცუდია”. “ამას შევჭამ”, “ამას ვერ შევჭამ” და ა.შ. ანუ მანასი კლასიფიკაციას უკეთებს ყველა შეგრძნებას კრიტერიუმების იმ სისტემით, რომელიც მას უკვე გააჩნია. მაგალითად ზოგ ბავშვს უყვარს ტკბილი, ზოგს კი ნაკლებად უყვარს...

შემდეგ რაღაც მომენტში ადამიანი შეიგრძნობს თავის განცალკევებულობას. დაახლოებით 3 წლის ასაკში ფორმირებას იწყებს აჰანკარა და დაახლოებითYამ ასაკში ამბობს ბავშვი: “მე თვითონ!” დაახლოებით 5-6 წლის ასაკში იწყებს ფორმირებას ცნობიერი “მე”. ამიტომაც პედაგოგიის ვედური პრინციპების თანახმად 5-6 წლამდე ბავშვისთვის არაფრის სწავლება არ შეიძლება. არ უნდა ვასწავლოთ რა არის ცუდი და რა არის კარგი. 5 წლამდე ბავშვს უნდა მოვეპყრათ როგორც მეფეს, 5 წლის შემდეგ კი როგორც მსახურს. 5 წლამდე მხოლოდ უნდა გვიყვარდეს, შემდეგ კი მკაცრად უნდა აღვზარდოთ. ყველაფერი ეს და მათ შორის აჰანკარა ფორმირებას ასრულებს 14-15 წლის ასაკში, როცა ადამიანი ბოლომდე აცნობიერებს თავის განცალკევებულობას. იწყება ბუნტი, გარდატეხის ასაკი და ა.შ. ამიტომ ნათქვამია, რომ 15 წლის შემდეგ ბავშვს უნდა მოვეპყრათ უკვე როგორც მეგობარს. ის უკვე დამოუკიდებელი პიროვნებაა და მისთვის მკაცრად ჭკუის სწავლება აღარ შეიძლება. ნებისმიერი ჩარევა იმ მხრივ, თუ რა არის სწორი და რა არის არასწორი, მის მიერ აღქმული იქნება როგორც ძალადობა. ამ დროს შეგვიძლია მივმართოთ მის გონებას, როგორც მეგობარს.

იმის მიხედვით, თუ როგორ ჩამოყალიბდება მთელი ეს სტრუქტურა, ადამიანი ჩამოყალიბდება ან ნორმალური ფსიქიკით, ან დამახინჯებულით. რა ხდება ადამიანის ზრდასთან ერთად? ის თავიდან ძალიან დაუცველი და უმწეოა. იმდენად, რამდენადაც ის უმწეოა და მას არ აქვს ცრუ ეგოს და გონების ფილტრები, ყველა ის შთაბეჭდილება, რომელსაც ამ დროს იღებს, ძალიან დიდ კვალს ტოვებს მის ფსიქიკაში. რატომა, რომ ბავშვობაში გადატანილი ტრამვები ყველაზე მძიმე და სერიოზულია? იმიტომ რომ ბავშვობაში ადამიანი ყველაზე სათუთია და მას არა აქვს დამცავი მექანიზმები. ყველაფერი, რასაც აღვიქვამ და შევიგრძნობ ბავშვობაში, იქნება ეს სიყვარული თუ შიში, დაილექება და შემდეგ ძალიან ძლიერად იმოქმედებს მთელ ჩემს ცხოვრებაზე. ბავშვობაში განცდილი მტკივნეული გამოცდილება ჩრდილს მიაყენებს რეალობის აღქმას მთელი ცხოვრების მანძილზე.

როცა რეალობას აღვიქვამთ, ამას ვაკეთებთ არა ნეიტრალურად, არამედ მთელი ჩვენი წინა გამოცდილების პრიზმაში. მაგალითად თუ რაიმე მტკივნეული გამოცდილება მაქვს და ჩემს ჩიტაში ეს სამსკარა (შთაბეჭდილება) დაილექა, და ეს სამსკარა ძალიან ძლიერია, იგი იქნება რეფერენტული წერტილი, ანუ ათვლის წერტილი სხვა ნებისმიერი აღქმისათვის. ნებისმიერი ახალი აღქმა და შეგრძნება, ასე თუ ისე მასთან კავშირში იქნება და “შეეხება” მას. ცხოვრების მთელი განცდა ასე თუ ისე ამ ტკივილით იქნება შეფერილი. ბავშვობაში ტანჯული ადამიანები მთელ შემდგომ ცხოვრებას მტკივნეული სამსკარების პრიზმით უყურებენ და ეს ტკივილი და შიში გროვდება ჩიტაში. და საერთოდ ჩიტაში ინფორმაცია ილექება ან როგორც შიში, ანუ ობიექტი, რომელსაც აღვიქვამ როგორც საფრთხეს (შიში ყველაზე ძლიერი და ნეგატიური ემოციაა ადამიანში), ან როგორც რაღაც დადებითი, ანუ ის რაც მე მიყვარს და მომწონს. ერთიც და მეორეც ძალიან საეჭვო რამეა, თუ ისინი ძალიან ძლიერნი არიან. ყველა ეს ძლიერი სამსკარა, ამრუდებს ჩემს რეალობის აღქმას. ასე ჩნდება ჩვენი შიშები და კომპლექსები.

უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, თუ რატომ ჩნდება შიში, როგორია შიშის ბუნება. რეალურად ყველა ჩვენი პრობლემა შიშის შედეგად იქმნება. რატომაა ადამიანი ხარბი? იმიტომ რომ მას ეშინია რაღაცის დაკარგვის, აქვს დაუცველობის შეგრძნება. რატომაა ადამიანი ეჭვიანი? ისევ იმიტომ რომ დაკარგვის ეშინია. ყველა ჩვენი მანკიერების ფესვებში რაღაც შიშები დევს, გაუცნობიერებელი და არაცნობიერი... რაღაც ნეგატიური განცდები, რომლებშიც ჩვენში დაილექა. სწორედ ისინი განაპირობებენ ჩვენს ეჭვიან, ხარბ, ავხორც, ბრაზიან და ა.შ. ბუნებას. ქმნიან ყველაფერ იმას, რაც აფუჭებს ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრებას. და შიშების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობის ასაკში ვიღებთ. და ეს ფობიები, შიშები არა ერთი ცხოვრება მიგვყვება და ბევრი მათგანი წინა ცხოვრებებიდანაა გამოყოლილი. მაგალითად ადამიანს აქვს კლაუსტროფობია (ჩაკეტილი სივრცის შიში), არადა ამ ცხოვრებაში არავითარი მსგავსი სტრესი არ განუცდია, მაგრამ შეიძლება წინა ცხოვრებაში ჩაკეტილ სივრცეში მოკვდა, ან მსგავსი რამ გადაიტანა. ან თუ წინა ცხოვრებაში დაიხრჩო, (ან უბრალოდ იხრჩობოდა და გადარჩა), ამ ცხოვრებაში პანიკურად ეშინია წყლის. რაღაც კუთხით კარმა, რომელსაც თან ვატარებთ, ეს გაუცნობიერებელი შიშებია, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერში და არაცნობიერში იმყოფება.

როდესაც ვიზრდებით და ცნობიერება ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია, ახალი მტკივნეული განცდები არ ტოვებენ ისეთ ტრაგიკულ სამსკარებს, როგორც ბავშვობაში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ეხება ჩვენი ცნობიერი გონების (ბუდჰის) ფუნქციას. მოისმინედ ყურადღებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია:

აირვედა ხსნის, რომ ჩვენი ცნობიერების ეს ოთხი კომპონენტი, შეესაბამება ოთხ ძირითად სტიქიას (პირველელემენტს).

ჩიტა შეესაბამება ჰაერს. ის ძალიან ლაბილური და მოძრავია, ძალიან ადვილად იგროვებს ინფორმაციას და ყველაზე მსუბუქი და მოძრავი ნაწილია ჩვენი ფსიქიკისა.

მანას – შეესაბამება წყლის სტიქიას. ესაა ემოციები, და შესაბამისად ჩანდრა (მთვარე) ვედურ ასტროლოგიაში მანასის (ჭკუის) სიმბოლოა.

აჰანკარას შეესაბამება მიწის სტიქია. ესაა ჩემი ეგოიზმი, ჩემი “ცრუ ეგო”, რომელიც ძალიან მყარი და მყიფეა.

ბუდჰი შეესაბამება ცეცხლის სტიქიას. აქედან გამომდინარეა ჩვენი სემინარის ერთ-ერთი სახელი – “როგორ დავწვათ კარმა”. ამ ოთხი ელემენტიდან ცეცხლს აქვს განსაკუთრებული თვისება – ტრანსფორმაციის უნარი. ცეცხლის ფუნქციაა გადახარშოს, ტრანსფორმაცია გაუკეთოს ყველაფერს. სხვა თვისებები შესძინოს ობიექტებს. ჩვენს კუჭშიც მოქმედებს “საჭმლის მომნელებელი ცეცხლი” (ჯატარ-აგნი), რომელიც ინელებს ყველაფერს, რასაც ვჭამთ.და როდესაც ეს ცეცხლი სუსტია, საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შხამებად, შლაკებად გარდაიქმნება. ბენჟამენ ფრანკლინის გამოთქმაა: “ადამიანი იკვებება არა იმით, რასაც ჭამს, არამედ იმით, რასაც მოინელებს.” მონელებული საკვები ენერგიას და ძალას უნდა გვაძლევდეს, ხოლო თუ საჭმლის მომნელებელი ცეცხლი სუსტია და საკვბევს ბოლომდე ვერ ვინელებ, სისუსტეს და სიმძიმეს ვგრძნობ, გროვდება ტოქსინებიდა იმის ნაცვლად, რომ გავძლიერდე, ვსუსტდები. ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ნატიფ სხეულში, თუ ცეცხლის ელემენტი (იგივე ბუდჰი) სუსტია. მოუნელებელი საკვები არის ჩვენი ფიზიკური სხეულის ავადმყოფობების მიზეზი, ხოლო მოუნელებელი ემოციები, შეგრძნებები და განცდები არის ყველა ფსიქიკური ავადმყოფობის მიზეზი. ფსიქიკური პრობლემები კი შემდეგ ფიზიკურში გადადის. რატომაა ასე ადვილი ბავშვის ფსიქიკის ტრამვირება? სწორედ იმიტომ რომ მას სუსტი გონება (ბუდჰი) აქვს. მოუნელებელი განცდა ჩვენს ქვეცნობიერში რჩება როგორც შხამი, შიშების, წყენის და ა.შ. სახით.

სწორედ ამიტომაა ყველაზე მთავარი ცეცხლის ელემენტთან (შესაბამისად გონებასთან) მუშაობა. იოგა და ნებისმიერი სხვა ფსიქიკური ტრეინინგები, ფსიქოტექნიკები ან სულიერი პრაქტიკები საბოლოოდ მიმართულია იმაზე, რომ ეს ელემენტი განავითაროს ადამიანში. როცა “ბჰაგავად-გიტაში” კრიშნა აღწერს იოგას, პირველად სიტყვა იოგას იგი ხმარობს კონტექსტში – “ბუდჰი იოგა” ანუ გონების იოგა. ბუდჰი ეს ძალიან მნიშვნელობანი ელემენტა, რომელიც ეხმარება ადამიანს, გადახარშოს ყველაფერი რაც მის თავს ხდება. თუ გონება ძლიერი მაქვს, შხამი არ დაგროვდება. პირიქით, რაც განვიცადე ენერგიად და ძალად გარდაიქმნება. მომცემს შესაძლებლობას რომ წინ ვიარო. ყველაფერი “ცუდის” მიზეზი ადამიანის სუსტი გონებაა და ამ “ცუდის” მონელების შეუძლებლობაა. თუ სწორად გადავხარშავ, რაც არ უნდა შემემთხვეს, ჩემთვის საბოლოოდ სასარგებლო გახდება. და პირიქით, თუ სუსტი გონება მაქვს, რაც არ უნდა შემემთხვეს დამაზიანებს, უფრო დამასუსტებს და სიტუაციასაც უფრო გაართულებს. წმინდა ფრანცისკო ასიზელმა ძალიან კარგი რამ თქვა თავის ლოცვაში : “ო ჩემო ღმერთო, ძალიან გთხოვ მომეცი მე აზრების სინათლე, რათა მივიღო ყველაფერი რისი შეცვლაც არ შემიძლია, მომეცი სიმამაცე შევცვალო ის, რისი რისი შეცვლაც შემიძლია, და მომეცი გონება, რომ ერთი მეორესგან გავარჩიო!” ანუ მომეცი მე გონება (ბუდჰი), რომ მივხვდე რა უნდა მივიღო უბრალოდ, წინააღმდეგობის გარეშე, რამეთუ ამის შეცვლა არ შემიძლია და რა უნდა შევცვალო... სინამდვილეში ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა რასაც ადამიანები უშვებენ, ისინი ან ებრძვიან იმას, რისი შეცვლაც არ ძალუძთ, ან არ მოქმედებენ იქ, სადაც რამის შეცვლა შეიძლება. ამიტომ ფრანცისკო ასიზელის ყველაზე მთავარი თხოვნა ბოლოშია: “მომეცი გონება, რომ ერთი მეორესგან გავარჩიო!

უფრო ნათელი რომ გახდეს, მინდა დავასახელო ღმერთის იმ ასპექტების სახელები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ ენერგიებზე, რადგანაც ისინი ბევრ რამეს ხსნიან ჩვენი ცნობიერების ფუნქციონირებაში.

ჩიტაზე პასუხს აგებს ვასუდევა. მანასზე – ანირუდდჰა, აჰანკარაზე – სანკარშანა და ბუდჰიზე – პრადიუმნა. ღმერთის ეს სანსკრიტული სახელები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფუნქციების გაგებისთვის.

ვასუდევა ნიშნავს ყველგანმყოფს (весдесушый) და ჩიტას აქვს ასეთი ბუნება (ყველგანმყოფი). ანუ ისევ გაგახსენებთ, რომ ეს ის ინფორმაცილუი ველია (მატრიცაა) სადაც ვცხოვრობთ.

ანირუდდჰა ნიშნავს დაუძლეველს. და ჩვენი ცნობიერების ეს ფუნქცია ძალია სახიფათოა, რადგან როცა ადამიანი ამბობს: “მე მინდა” (და ყველაფერი ეს ქვეცნობიერის დონეზე ხდება) ამის დაძლევა ძალიან ძნელია. როცა ჩნდება ეს ირრაციონალური, ემოციონალურად შეფერილი სურვილები, და როდესაც ადამიანი ამბობს: “მე მინდა და რაც გინდა მოხდეს!” მისი შეჩერება შეუძლებელია. ის ქვემოთ მიდის და დეგრადაციას განიცდის. არჯუნა იგივეს ეუბნება კრიშნას: “მე არ შემიძლია ვმართო ჩემი ჭკუა!” ჭკუასთან ძალიან ძნელია გამკლავება. იდეალურ შემთხვევაში გონება უნდა მართავდეს ჭკუას, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება. გონება ემსახურება ჭკუის მოთხოვნებს. ჭკუა ამბობს – “მინდა!” და ჩვენ აღარ ვფიქრობთ სწორია ეს თუ არა. ძლიერი გონება ეს ის გონებაა, რომელიც ეუბნება ჭკუას, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. სუსტი გონების ადამიანი კი უბრალოდ თავისი კაპრიზებით ცხოვრობს და ეს დიდი პრობლემაა.

აჰანკარას განაგებს ძალიან მნიშვნელოვანი ღვთაება, რომელსაც ეწოდება სანკარშანა. სანკარშანა ნიშნავს – იმას, ვინც თავისკენ იზიდავს ყველაფერს. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ჩვენი ცრუ ეგო. მას უნდა, რომ ცენტრში დააყენოს თავისი თავი და ყველას ყურადღება მიიპყროს. სწორედ ესაა ეგოს ნეგატიური ფუნქცია, რომელიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში.

პრადიუმნა – ნიშნავს ძალიან კაშკაშას. ანუ იმას, ვინც კაშკაშა სინათლეს ასხივებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ ცნობიერის ის ნაწილი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ არის გონება, რომელსაც შეუძლია ნათელი გახადოს ჩვენი ცხოვრება.

პირველი სამი ფუნქცია არაცნობიერია და ცნობიერი მხოლოდ მეოთხე ფუნქციაა (ბუდჰი). და როდესაც პირველი სამი ფუნქცია ჭარბობა, ადამიანი ავტომატურად ცხოვრობს. ის რეაგირებს გარეფაქტორიებზე როგორც დიდი კარმული მანქანა. წინასწარგანსაზღვრულობის ის 70-75% რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ ჩვენი კარმული ავტომატურებითაა განპირობებული. ჩვენ ერთგვარი რეფლექტორული მანქანა ვართ, ჩვენ გვაქვს რეფლექსები, ინსტინქტები, შიშები და გვაქვს პატარა, სუსტი გონება, რომელიც ბჟუტავს და ხან ინთება ხან ქრება. მაგრამ სწორედ გონებას შეუძლია ჩვენი გადარჩენა და ჩვენი ცხოვრების ხარისხობრივი შეცვლა. მხოლოდ ბუდჰის შეუძლია კარმის დაწვა. და სულიერი პრაქტიკის აზრი ისაა, რომ გავიღვიძოთ. ადამიანს, რომელიც იღვიძებს, სანსკრიტულად “ბუდდჰა” (ბუდა) ეწოდება. ბუდა ნიშნავს გამოღვიძებულს. სანამ მე ჩემი ინსტინქტების ხელმძღვანელობით ვცხოვრობ და ვერ ვაცნობიერებ რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ და რისთვის ვაკეთებ, მე ვცხოვრობ როგორც ძილში. სულიერი ცხოვრების აზრი კი არის იმაში, რომ გავიღვიძოთ. და გაღვიძება ძალიან ძნელია. ვედების თანახმად სიცოცხლის ადამიანური ფორმა ესაა შუალედური ფორმა ღრმა ძილის სფეროსა და გამოღვიძების სფეროს შორის. ყველაფერს რაც ამაზე დაბლა დგას, მაგალითად ცხოველებს, მათაც აქვთ გონება, ოღონდ მათ გონებას სძინავს. ისინი თავიდან ბოლომდე ინსტინქტებით და რეფლექსებით ხელმძღვანელობენ. ისინი უბრალოდ ისტუმრებენ თავის კარმას. არსებობს უფრო მაღალი სფეროები არსებებისა, რომლებმაც უკვე გაიღვიძეს, მათ აქვთ ნათელი გონება და მუდამ ფხიზლად არიან. ადამიანი კი შუალედური რგოლია პირველსა და მეორეს შორის. როგორც დილით ვიღვიძებთ, ვერ ვაცნობიერებთ რატომ უნდა ავდგეთ და ისევ ვიძინებთ, ასევეა ადამიანის სულიც, რომელიც ვერ აცნობიერებს სიფხიზლის საჭიროებას და არ შეუძლია იმ პასუხისმგებლობის ტვირთვა, რასაც სიცოცხლის ადამიანური ფორმა აკისრებს მას. “დამანებეთ თავი!” “მაცალეთ ძილი!” ამბობს იგი და აგრძელებს ძილს. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს სურვილი რომ გავიღვიძოთ, ასეთი შესაძლებლობაც გვეძლევა.

ვედები ადიდებენ სწორედ სიცოცხლის ადამიანურ ფორმას და სწორედ ადამიანს იმისთვის, რომ მას შეუძლია გაღვიძება (შეუძლია, მაგრამ ძალიან ხშირად არ უნდა). სემინარის არსი კი ისაა, რომ ავხსნათ, თუ როგორ უნდა გავიღვიძოთ. რომ გაღვიძება არც ისეთი საშიშია, ხოლო ძილი არც ისეთი კარგია როგორც გვგონია. ადამიანის სიცოცხლის მიზანი სწორედ ესაა, რომ გონების მეშვეობით შეძლოს გაღვიძება.

კიდევ ორ რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: პირველია ბავშვის აღზრდა. სამწუხაროდ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანებმა დაივიწყეს თავისი დანიშნულება. დაივიწყეს ინდივიდუალურ დონეზეც და სოციუმის დონეზეც. ვედური საზოგადოება თვლიდა, რომ საზოგადოების მიზანი სრულყოფილი ადამიანების ჩამოყალიბება უნდა იყოს. თუ შევხედავთ ვედური ცივილიზაციის რაღაც წესებს, შეიძლება ველური მოგვეჩვენოს ჩვენი თვალთახედვიდან გამომდინარე, მაგრამ თუ კარგ ანალიზს გავუკეთებთ ამას, დავინახავთ, რომ ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ შეექმნა ჯანმრთელი, სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც რეალურის სწორად აღქმა შეუძლია. ახლა, იმის გამო რომ ყველა ეს პრინციპი ირღვევა, ადამიანები ფსიქიკურად არაჯანმრთელები ხდებიან. სტატისტიკით აშშ-ს 52% ფსიქიურად არანორმალურია. ანუ ფსიქიური ჯანმრთელობის ნორმის ფარგლებს სცილდებიან. ესაა იმ პრინციპების დამსახურება, რაც ჩვენი საზოგადოების საფუძველში დევს. ეს დიდი თემაა და ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ მინდა ავხსნა, თუ რას ნიშნავს არანორმალური ადამიანი და რას ნიშნავს ნორმალური ადამიანი.

ჩვენს მიმღებ გონებას აქვს 5 ფუნქცია. მე დაწვრილებით ავხსნი ორ მათგანს, რომლებიც ამ შემთხვევაში გვაინტერესებს. ერთს ჰქვია “რეალობის სწორი აღქმა” მეორეს კი “რეალობის არასწორი (გამრუდებული) აღქმა”. შეამჩნევდით, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს. მკაცრად რომ ვთქვათ ჩვენ ყველა არანორმალურები ვართ ცოტათი. რა არის რეალობის გამრუდებული აღქმა? როცა მე სწორად აღვიქვამ ობიექტს, ეს ნიშნავს, რომ მე რაღაც ანალოგს ვუძებნიამ ობიექტს (მოვლენას, საგანსა თუ ადამიანს) ჩემს მეხსიერებაში. და შესაბამისად ვხედავ მას როგორიც არის და ნათლად ვხვდები თუ რას წარმოადგენს იგი ჩემი გამოცდილების შესაბამისად. რეალობის გამრუდებული აღქმა ჩნდება მაშინ, როცა ჩემს არაცნობიერში (თუ ქვეცნობიერში) დაგროვდნენ ძალიან ძლიერი ნეგატიური ან პოზიტიური შთაბეჭდილებები (სამსკარები). ერთგვარი დომინანტები ჩემს ცნობიერებაში. და რა ხდება როცა რეალობას ვუყურებ? როგორ ვიღებ ამას? მე ვხედავ რაღაცას და სამსკარას, რომელიც ძალიან ძლიერია ამ რეალობაზე “ვაფენ”. და მე ვხედავ არა რეალობას, არამედ საკუთარ გამრუდებულ გამოცდილებას.

ამის კლასიკური მაგალითია ადამიანი, რომელიც ნახევრადბნელ ფარდულში შედის და დახვეულ თოკს ხედავს. იგი ამ თოკს გველად აღიქვამს და ეშინია. თმები ყალყზე უდგება და გარბის. რატომ დაინახა გველი და არა თოკი? იმიტომ რომ აქვს გველის ქვეცნობიერი შიში და ეს შიში დაეფინა იმას, რაც სინამდვილეში დაინახა. ეს შიში რომ არ ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ ეს თოკია და არა გველი. სწორედ ესაა რეალობის დამახინჯებული აღქმა.

ნორმალურია ადამიანი, რომელსაც რეალობის ასე თუ ისე სწორად აღქმა შეუძლია და არა საკუთარი შიშების და ცრუ ეგოს პრიზმაში. თუ ვინმემ ძალიან მაწყენინა და გული მატკინა, სხვებსაც უნდობლად მოვეპყრობი ამის შემდეგ. არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი სხვაზე ეჭვის ქონისა, მაგრამ მაინც ეჭვს შევიტან მასში. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია, ისინი ყველაში ცუდს და საეჭვოს ხედავენ. მათი ნეგატიური გამოცდილდება პროეცირდება რეალობაზე და ამახინჯებს მას. ასეთ ადამიანს ვერ გადაარწმუნებ, იმიტომ რომ გიჟს ჰგონია, რომ არაა გიჟი და მართალია.

თუ ჩვენი ქვეცნობიერი მახინჯდება (ის კი აისბერგის უზარმაზარ ნაწილს შეადგენს), ამის შედეგად ჩემი ბუდჰი (გონება) არასწორად ფუნქციონირებს. და ამის შედეგად სულიერ პრაქტიკაშიც არ შემიძლია სწორად მოქმედება. იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი სიცოცხლის დანიშნულება აღასრულოს (ანუ გაიღვიძოს), ადამიანს უნდა ჰქონდეს სწორად მომართული გონება. მაგრამ მთელი ეს ქვეცნობიერი ჩვენს გონებაზე გავლენას ახდენს და თუ ბევრი ნეგატივია დაგროვილი, ადამიანი ვერ შეძლებს სულიერი პრაქტიკის სწორად გავლას. ამიტომ ვედური საზოგადოება პირველ რიგში სოციალურ მასშტაბებში ზრუნავდა იმაზე, რომ ადამიანები გაზრდილიყვნენ ჯანმრთელები, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი ეს ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ერთი მხრივ არა აქვს ძლიერი შიშები, ხოლო მეორე მხრივ არა აქვს მიჯაჭვულობები სიამოვნებებისადმი. სამსკარები “+” ნიშნით და სამსკარები “-“ ნიშნით ერთნაირად სახიფათოა.


ვინმემ დაპოსტეთ რომ გავაგრძელო...

პოსტის ავტორი: Fee თარიღი: May 19 2010, 01:05 PM

ძალიან საინტერესოა, გააგრძელე გთხოვ! შევიჭერი biggrin.gif

ეს ბოლო წინადადება ვერ გავიგე + და _ ნიშნები ერთნაირად სახიფათიოაო.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 19 2010, 01:37 PM

გაგრძელება...


სამსკარები მინუს ნიშნით ეს შიშებია, და თუ ადამიანს ძლიერი შიშები აქვს ის ვერ შეძლებს სხვების დაცვას და ვერ შეძლებს “გაცემას” ადამიანის ცხოვრების აზრი კი გაცემაა, სიყვარულია... სინამდვილეში გაღვიძება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გულში მხოლოდ სიყვარული დარჩეს და ყველანაირი შიში გაიფანტოს. შიშს მივყავართ სიყვარულის დამახინჯებულ ფორმებამდეც. ტირანები ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძლიერ ეშინიათ. და ტირანი ცდილობს აიძულონ ხალხი, რომ შეიყვარონ იგი. იმდენად დამახინჯებული ცნობიერება აქვთ, ფიქრობენ რომ ასე გახდებიან ბედნიერები.

რითი არიან ცუდი ძლიერი პოზიტიური (“+” ნიშნით) სამსკარები, ანუ ის ძლიერი სიამოვნებები, რაზეც ადამიანი მიჯაჭვულია? ისინი აღვირახსნილ ვნებად გარდაიქმნებიან (ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, ავხორცობა). ადამიანი სიამოვნებების მონა ხდება და შეუძლია დაიწყოს თავისი დანიშნულება, დაეშვას იმ დონეზე ქვემოთ, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს. როდესაც ვირთხების ტვინში ელექტროდი შეჰყავთ იმ ზონაში, რომელიც სიამოვნების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი, ვირთხები გამუდმებით აწვებიან ამ ელექტროდის ჩამრთველ ბერკეტს და სიკვდილამდე გამოფიტვამდე აგრძელებენ ამას. სწორედ იგივე ემართებათ ადამიანებს. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ შიში უფრო სახიფათოა, ვიდრე სიამოვნებისადმი მიჯაჭვულობა.

ამიტომ როდესაც ბავშვის აღზრდა ხდება, ამბობენ რომ მას პირველად ორი გურუ (მასწავლებელი) ყავს. პირველია დედა და დედამ უპირობო და უანგარო სიყვარული, სრული დაცვა უნდა მისცეს მას, და ეს სიყვარული ადამიანს შიშისგან თავისუფლებას აძლევს. თუ ადამიანმა ბავშვობაში მიიღო სიყვარულის ეს “ვიტამინი” მას არ ექნება შიში. ის იქნება ნორმალური და სრულფასოვანი. არ იქნება ეჭვიანი, ბრაზიანი, სხვების ექსპლუატატორი. თვითონაც სიყვარულის გაცემისკენ ექნება მიდრეკილება... ამიტომ პირველი და ყველაზე მთავარი გურუ ადმიანისთვის არის დედა. მანუს კანონებში წერია, რომ დედა ათასჯერ უფრო ღირსია პატივისცემისა, ვიდრე მამა, რადგანაც დედა ასწავლის ადამიანს ყველაზე მთავარს. ეს განსაკუთრებული ნიჭია ქალისა რომელიც ღმერთმა უბოძა მას. მამა ვერ შეძლებს შვილის ისეთ სიყვარულს, როგორიც დედას შეუძლია.

ახლა იმის შესახებ თუ რა უნდა მისცეს შვილს მამამ: მამამ უნდა ასწავლოს საკუთარი თავის შეზღუდვა და კონტროლი. დედა იცავს შიშებისგან, მამა კი სიამოვნებებისადმი მიჯაჭვულობებისგან. თუ ადამიანი არ იქნა აღზრდილი მამის მიერ (და ესეც თანამედროვე ცივილიზაციის დიდი პრობლემაა), მას ძლიერი მიდრეკილებები იქნება სიამოვნებებისადმი და თავის მოთოკვის უნარიც სუსტი ექნება. დედა ბავშვს 5 წლამდე ზრდის, შემდეგ კი იგი მამამ უნდა აღზარდოს (განსაკუთრებით ბიჭი). თუ ბავშვობაში ეს ორი გურუ არ ყავს ადამიანს, ის სრულფასოვანი ვერ გაიზრდება.

ახლა გადავიდეთ შედარებით პრაქტიკულ საკითხებზე. ანუ რაა საჭირო იმისთვის, რომ კარმამ არ დაგვძლიოს და მისგან განვთავისუფლდეთ... მინდა დაგამშვიდოთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ არ გყავდათ მზრუნველი დედა ან მკაცრი მამა, არაფერი არაა დაკარგული და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.


Fee

მეტი ჯერ არ მითარგმნია. მერე გავაგრძელებ a075.gif

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 20 2010, 12:38 AM

ძაან საინტერესოა,გაიხარე!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 20 2010, 09:22 AM

გაგრძელება...

განვიხილოთ ის საკითხი, თუ როგორ ვურთიერთქმედებთ ამ სამყაროსთან. და ხშირად ეს ურთიერთქმედება არაა პოზიტიური. მაგრამ თუ მე გავიგე ჩემი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის და ღმერთის წინაშე, უნდა ვიზრუნო, რომ ჩემი ურთიერთქმედება ამ სამყაროსთან არ მამძიმებდეს ნეგატიური ფაქტორებით და პირიქით, პოზიტიურს მაძლევდეს.

არის ერთი ძალიან არსებითი ფორმა ჩვენი გარესამყაროსთან ურთიერთქმედებისა, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერებაზე. ესაა კვება. არის კარგი გამოთქმა: “შენ ხარ ის, რასაც ჭამ!” უპანიშადები ამტკიცებენ, რომ ერთი მესამედი იმისა, რასაც ვჭამთ, სხეულის შენებაზე მიდის, მესამედი ნაწილი მოუნელებელი სახით და ტოქსინების სახით გარეთ გამოიყოფა და მესამედი – საჭმლის ყველაზე ნატიფი ენერგეტიკული ნაწილი, რომელიც ჩვენს ჭკუად გარდაიქმნება და დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ცნობიერების ფორმირებაზე. ადამიანები ვერ ხვდებიან ამას და ეს თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მანკია, რომ ადამიანები ყურადღებას აღარ აქცევენ, თუ რას ჭამენ სწორედ ნატიფ ასპექტში. უხეში ასპექტი ასე თუ ისე ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ხალხს არ ესმის, რომ პირველ რიგში მისი ნატიფი ასპექტის მნიშვნელობა უნდა გაიგოს. რასთან ასოცირდება პატარა ბავშვისთვის საჭმელი? სიხარულთან და სიყვარულთან, დაცულობასთან... საჭმელი საშუალებაა, რომ სიყვარული ვიგრძნოთ და სიყვარული გავცვალოთ ერთმანეთში. თავდაპირველად, უფრო ტრადიციულ და ჯანმრთელ საზოგადოებაში საჭმელს სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა. ვედებში ნათქვამია, რომ ის, თუ როგორ იმოქმედებს საჭმელი ჩვენს ცნობიერებაზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დაამზადა საჭმელი, რადგან იმ ადამიანის ცნობიერება, ვინც საჭმელს ამზადებს, აღიბეჭდება ამ საჭმელზე. ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოგვაწოდა საჭმელი, იმირომ რომ მიწოდებაც სხვადასხვაგვარად შეიძლება. და ასევე საჭმელზე აღიბეჭდება იმ ადამიანის ცნობიერება, ვინც მას ჭამს. ალბათ გინახავთ დოკუმენტური ფილმი წყლის შესახებ: წყალს რომ უთხრა – “მიყვარხარ”, იგი რეაგირებს და სტრუქტურას იცვლის. მისი კრისტალები ძალიან ლამაზ ფორმას იღებენ. ჩვენ დაახლოებით 90% წყლისგან შევდგებით, ასევე წყლისგან შედგება ძირითადად საკვებიც. ნებისმიერი საკვები პირველ რიგში ინფორმაციული გარემოა და იმის მიხედვით, თუ რას ვჭამთ, ჩვენ შევჭამთ ან სიძულვილს, სიბრაზეს, ეგოისმს... ან სიყვარულს და სიხარულს... ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში იმისათვის, რომ ადამიანს შეეძლოს თავისი დანიშნულების შესრულება და სრულფასოვნად ფორმირება, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კვებას და სწორედ ამ სამ ასპექტს: ვინ და ცნობიერების როგორ მდგომარეობაში ამზადებს საკვებს, როგორი განწყობითაა მიწოდებული ეს საკვები და როგორი განწყობით ვჭამთ მას.

(სემინარის პირველი დღის დასასრული)

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 20 2010, 09:43 AM

Atman
შენ უნდა თქვა: ღობე -ყორეს ვედები.

ციტატა(Atman @ May 18 2010, 03:12 PM) *

ასე მისდევს დედა იაშოდა "კარაქის ქურდს" smile.gif

http://www.radikal.ru

ვააა რა საინტერესოდ მისდევს.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 20 2010, 09:52 AM

ლეონტი

ციტატა
Atmanშენ უნდა თქვა: ღობე -ყორეს ვედები.


а ты ведаеш че говориш? smile.gif

პოსტის ავტორი: Fee თარიღი: May 20 2010, 02:15 PM

ატმან კიდევ მინდაა smile.gif

ლეონტი შენ თუ არ გაინტერესებს სხვას მაინც აცადე a075.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 20 2010, 02:53 PM

ციტატა
აცადე a075.gif

დრო არაა , ვერ დავაცდი.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 20 2010, 03:01 PM

ლეონტი

ციტატა
დრო არაა , ვერ დავაცდი.


ნუ ღელავ, დიდხანს არ ვაპირებ "ქადაგებას". რამდენიმე საბაზისო საკითხს განვიხილავ მათთვის ვინც ამ ყველაფერს კითხულობს და მერე მშვიდად დაგტოვებთ a075.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 20 2010, 03:27 PM

ესე მშვიდად და უდავიდარაბოდ ნამდვილად ვერ გაგიშვებთ.
ცოტა დაიცა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 20 2010, 03:37 PM

ციტატა
უპანიშადები ამტკიცებენ, რომ ერთი მესამედი იმისა, რასაც ვჭამთ, სხეულის შენებაზე მიდის, მესამედი ნაწილი მოუნელებელი სახით და ტოქსინების სახით გარეთ გამოიყოფა

შარდი რომელ მესამედში გადის?
აიურვედაში ძროხის შარდის დალევაზე წერდი და მაგიტომ გეკითხები : D

ლეონტი
ციტატა
ვააა რა საინტერესოდ მისდევს.

ნახატია ეგა smile.gif

პ.ს.
ციტატა
ალბათ გინახავთ დოკუმენტური ფილმი წყლის შესახებ: წყალს რომ უთხრა – “მიყვარხარ”, იგი რეაგირებს და სტრუქტურას იცვლის. მისი კრისტალები ძალიან ლამაზ ფორმას იღებენ.

ამაზე წლების წინ ფორუმზე დიდი დავა იყო smile.gif

პ.პ.ს. რაღაც რაღაც სიმართლეს წერ, მაგრამ 100% არა smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 20 2010, 03:43 PM

ქევანა

ციტატა
შარდი რომელ მესამედში გადის?აიურვედაში ძროხის შარდის დალევაზე წერდი და მაგიტომ გეკითხები : D


ძროხა განსაკუთრებული ცხოველია და მისი შარდიც კი სასარგებლოა a075.gif

ციტატა
რაღაც რაღაც სიმართლეს წერ, მაგრამ 100% არა


რასაც ხედავ სიმართლეს ის გამოიყენე და დანარჩენი გაატარე თუ არ გჯერა a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 20 2010, 04:47 PM

სემინარის მეორე დღე

უკვე ავღნიშნეთ, რომ ვედური ცივილიზაციის მიზანი მაქსიმალურად ჰარმონიული და ჯანმრთელი ადამიანის შექმნა იყო. ყველა წესი და კანონი ამას ემსახურებოდა, რომ ესწავლებინა ადამიანისთვის ბუნებასთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას. მინიმუმამდე დაეყვანა ყველა ტანჯვა და ხარვეზი, რაც ადამიანის ჭკუაში იყო, რათა შეძლებოდა სწორად ევოლუცია. ჩვენი თანამედროვე ცივილიზაცია ამაში ვერ გვიწყობს ხელს, მაგრამ მიუხედავად ამისა არავის შეუცვლია ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი და ამ ცოდნის სულ მცირე ნაწილაკებსაც კი შეუძლიათ ხარისხობრივად შეცვალონ ჩვენი ცხოვრება.

დავუბრუნდეთ ისევ შიშს, მის ბუნებას. უკვე ვთქვით, რომ ქვეცნობიერში უამრავი შიში დევს და შიში ჩვენი ყველაზე დიდი მტერია. შიში გვიშლის ხელს ამ სამყაროს სწორად აღქმაში, სხვებთან სწორად ურთიერთობაში, სიყვარულში და ა.შ. იმიტომ რომ შიში და სიყვარული, ეს ორი შეუთავსებელი ცნებაა. იქ სადაც სიყვარულია, შიში არ არსებობს, ხოლო სადაც შიშია სიყვარული არაა. და შიშის ბუნება კარგად უნდა გვსმოდეს.

იმ მოდელთან შესაბამისად, რაც გუშინ განვიხილეთ, შიშის ბუნება ძალიან მარტივია. ვედები ხსნიან, თუ როგორ ჩნდება იგი. ადამიანი კონცენტრაციას აკეთებს რაღაც მეორადზე (მატერიაზე). ეს დასაწყისია. ამის შედეგად ის ზურგს აქცევს ღმერთს და ამის რეზულტატად ადამიანის გონება მახინჯდება. გონება იღებს შეცვლილ და დამახინჯებულ ფორმას, რომელსაც ჰქვია შიში.

ეს ხდება შემდეგნაირად: არის სული, ცნობიერების ცენტრი და არის ჩიტა, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, ანუ ცნობიერების მატერიალური იმიტაცია. გუშინ ავხსენი, რომ ცნობიერების მატერიალური იმიტაცია, იგივე მატერიალური სუბსტრატი, მატერიალური გარემო, რომელშიც ცნობიერება ფუნქციონირებს, ძალიან მოძრავია (ლაბილურია). ჩვენი სული ირეკლავს ცნობიერებას ჩიტაში და ჩიტა ცოცხლდება. ეს მატერია იძენს თითქოს ცნობიერების თვისებებს. როგორც ღრუბლები, რომლებიც მთვარეს ფარავენ და ამ დროს თავად არიან განათებულნი მთვარის შუქისგან. ეს შუქი მთვარისგან მოდის, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს ის ღრუბლებიდან მოდის. და ეს მატერია, რომელშიც სულმა აირეკლა თავისი ცნობიერება, ატარებს რხევად (ლაბილურ) ბუნებას. სული იყურება ჩიტას ამ “რხევებში” და ფიქრობს: “ეს მე ვარ!” ისევე როგორც სარკეში ყურებისას ჩვენს ანარეკლს საკუთარ თავთან ვაიგივებთ. და ჩვენ გვიჩნდება შიში, რადგანაც ანარეკლი, რომელიც ჩიტაში ჩნდება, მუდმივად იცვლება. ძალიან უბრალო ანალოგია: მთვარე, რომელიც ირეკლება ტბის ზედაპირზე. თუ ტბა დამშვიდებულია, მთვარეს ისეთს ვხედავთ როგორიც არის, მაგრამ თუ ტბა ღელავს და ტალღებია, მთვარე “ტყდება” და უფორმო ხდება. მთვარე უყურებს თავის თავს და ვეღარ სცნობს. ფიქრობს: “რა დამემართა? ნაწილებად გავიხლიჩე?” დაახლოებით იგივე ემართება ჩვენს ეგოს. სული მთლიანია, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მატერიაში აირეკლა თავი და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა, იგი განუწყვეტლივ შფოთავს და ღელავს.

ვედების მიხედვით სულს სამი ფუნდამენტური ნიშან-თვისება გააჩნია:

სატ – მარადიულობა, ყოფიერება. ანუ სული არის (მარად). და შემიძლია ჩემს შიგნით აღმოვაჩინო სიცოცხლის წყურვილი, რომელიც ჩემი ცნობიერების ცენტრიდან მოდის. ცნობიერების ცენტრია: “მე ვარ!” “მე ვარსებობ!”

ჩიტ – ცოდნა, ანუ გაგება იმისა, რომ “მე ვარ”.

ანანდა – ნეტარება.

მაგრამ როცა სული მატერიაში ირეკლება და საკუთარ თავს მატერიასთან აიგივებს, შიში იპყრობს. რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? იმიტომ რომ სიკვდილი არაბუნებრივია. სული მარადიულია, მაგრამ იგი არეკლილია მატერიაში და გრძნობს რომ აქ ყველაფერი მარადიულად ცვალებადია, გრძნობს, რომ ყველაფერი ხელიდან ეცლება. სულს უნდა მარადიულობა, უნდა ცოდნა და უნდა ნეტარება, მაგრამ სად ეძებს მათ? მატერიაში!.. და შეუძლია იპოვოს მარადიულობა მატერიაში? არ შეუძლია!

ყველა ფსიქოლოგიური კრიზისი, მოზარდობის ასაკის კრიზისი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული საფუძველში. სულს ვერ გაუგია – სხეული რატომ შეიცვალა? საშუალო ასაკის და სიბერის კრიზისი – ეს ყველაფერი გარდატეხის წერტილებია. სულს მარადიულობა და სტაბილურობა უნდა და როცა დროებითობას ეჯახება, ეშინია. რატომ ვიშენებთ სახლებს? რა არის სახლი? სიმყარის და სტაბილურობის სიმბოლო. გვჭირდება, რომ მოვიწყოთ ჩვენი არსებობა ისე, თითქოს არასოდეს მოვკვდებით. ფულისადმი სწრაფვაც იგივე ფსიქოლოგიური ტენდენციაა. ვცდილობთ თავი დავიცვათ ამის საშუალებით, რადგანაც მარადიულობა გვინდა, ჩვენი სულის ბუნებრივი თვისება!

ადამიანები ასევე ეძებენ ცოდნას (ჩიტ), მაგრამ ეძებენ სად? მატერიაში!.. ამის მაგალითია ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ვიღებთ ჩვენთვის ხელსაყრელ “ცოდნას”.

და სულის მესამე ყველაზე მაღალი მოთხოვნილებაა ნეტარება (ანანდა). და სად ვეძებთ ნეტარებას? ისევ მატერიაში!.. პრობლემა კი იმაშია, რომ სულს არ შეუძლია მატერიაში იპოვოს არც მარადიულობა, არც ცოდნა და არც ნეტარება. ამიტომ იგი ყოველთვის დაუკმაყოფილებელია და ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა ჩნდება სულის მატერიასთან თვითგაიგივების გამო. ნებისმიერი სულიერი პრაქტიკის მიზანი ტანჯვისგან განთავისუფლებაა.

იოგა ამბობს, რომ არსებობს ტანჯვის 5 მიზეზი, რომლებიც ჩადებულია ჩვენს ფსიქიკაში. ყველა ტანჯვის საფუძველი “ავიდია” ანუ უმეცრებაა. ავიდია არ ნიშნავს ცოდნის არ არსებობას. ავიდია ნიშნავს არასწორ ცოდნას ანუ სულის არასწორ გაიგივებას მატერიასთან. სული უყურებს თავის დამახინჯებულ ანარეკლს და ფიქრობს, რომ ეს “მე ვარ!”. სწორედ ესაა უმეცრება. ამის გაგება ადვილია. ჩვენ გვაქვს თვისება გავაიგივოთ თავი იმასთან, რაც არ ვართ. ადამიანის რომელი გამოგონება იყენებს ამ თვისებას? კინო!.. რა ხდება კინოში? ადამიანი ზის ბნელ დარბაზში, უყურებს ეკრანს და ძალიან მალე ივიწყებს სად ზის, უკვე შიგნითაა, ეკრანს მიღმა, იგი ხდება მთავარი გმირი, ის კოცნის ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ყველაფერს განიცდის... ზუსტად იგივე ემართება სულს, როცა იგი იყურება თავის ანარეკლში, თავისი ჭკუის ეკრანზე და შედეგად ჩნდება ავიდია, ანუ უმეცრება. ეს ავიდია ჩადებულია ჩვენს ჩიტაში, ანუ ჩვენი მატერიალური ცნობიერების “მყარ დისკში”.

ტანჯვის მეორე მიზეზი ავიდიის შემდეგ არის ასმიტა – ანუ ეგო. ასმიტა და აჰანკარა თითქმის სინონიმებია. ასმიტა ნიშნავს – “მე ვარ!”, ხოლო აჰანკარა ნიშნავს – “მე ვმოქმედებ!”

შემდეგი მიზეზებია “რაგა” და “დვეშა” – ანუ მიყვარს და მძულს. ორმაგობითი სისტემა, რომლითაც მუშაობს ჩვენი ჭკუა.

მეხუთე პრობლემაა – “აბჰინივეშა” – სიცოცხლის წყურვილი, არსებობის წყურვილი, სიამოვნების წყრუვილი, რაიმე ცხოვრებისეული გამოცდილების წყურვილი და შესაბამისად სიკვდილის შიში.

ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვლინდება უკვდავი მარადიული სულის თვითგაიგივება დროებით მატერიასთან ჩვენი ცნობიერი ჭკუის დონეზე, ჩვენი მოქმედებების დონეზე, რამეთუ სიცოცხლის წყურვილით გონებადაბინდული ადამიანი საბოლოოდ საკუთარ თავს ღუპავს. ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სწყურიათ სიცოცხლე, როგორც წესი ყველაზე მალე კვდებიან. ჩვენს გონებაში (ბუდჰი) ეს გამოვლინდება, როგორც გადარჩენის ინსტინქტი და მცდელობა რომ ცხოვრებისგან ბოლომდე “გამოვწუროთ” რაც შეგვიძლია. საბოლოოდ კი ამ ყველაფერს ტანჯვამდე მივყავართ. სულიერი პრაქტიკა უნდა დაგვეხმაროს, რომ ამ 5 ტანჯვისგან განვთავისუფლდეთ.

ახლა მე დავხატავ კარმის ციკლს. ყველაფერი, რაც აქამდე ვილაპარაკეთ, კარმის ფილოსოფიის აღწერა იყო. თუ როგორ იღებს კარმა ჩვენს ჭკუაში ფორმას. რა არის კარმა თავისი არსით. კარმა ეს არის ჩვენს მიერვე დაგროვებული და მოუნელებელი (გადაუმუშავებელი) გამოცდილება. თუ ჩვენბ გვაქვს ავიდია, იგი გვაიძულებს მოქმედებას და სწორედ ასეთ მოქმედებას (ავიდიით გამოწვეულს) ეწოდება კარმა. რისგანაა გამოწვეული მოქმედება, რომელიც ბადებს შედეგს (კარმას)? სიამოვნების სურვილით და ტანჯვისგან განთავისუფლების სურვილით. ესაა კარმის განსაზღვრება. ყველა ჩვენი კარმული ქმედება ამ ორი მიზეზითაა გამოწვეული: ან მინდა სიამოვნება, ან მინდა ტანჯვისგან გაქცევა და ყველაფერ იმას, რასაც ამ ორი მიზეზით ვაკეთებთ, კარმა ეწოდება. მე ვმოქმედებ ამ ორი სურვილის ბიძგით და შედეგად ჩიტაში ჩნდება კვალი, შთაბეჭდილება (სამსკარა).

უკვე ვთქვით, რომ რაღაც ნაწილი ამ სამსკარებისა განსაკუთრებულად ძლიერი და მკაფიოა. რაღაც კარმული ქმედებები ძლიარ კვალს ტოვებენ და ეს ძლიერი სამსკარები გვაიძულებენ ცხოვრებაში შემდგომ მოქმედებას. როცა ადამიანი კვდება მას უჩნდება არარეალიზებულობის შეგრძნება. ფიქრობს ამ დროს, თუ რისი გაკეთება ვერ მოასწრო რა დარჩა აღსასრულებელი... ეს შეგრძნებები სწორედ სამსკარებიდან მოდიან და ითხოვენ რეალიზაციას. და ყველა ეს არარეალიზებული სამსკარა შეადგენს შემდეგი ცხოვრების პროგრამას. სანსკრიტულად ამ პროგრამას ეწოდება “ვასანა” ან კარმა-ვასანა.

ვინც ვედურ ასტროლოგიაში ერკვევა, იცის რომ არსებობს უხილავი (ფარული) პლანეტა რახუ. ჩვენს ჰოროსკოპში რახუ არის ძალიან ძლიერი, არარეალიზებული სურვილების სიმბოლო, რომლებიც წინა ცხოვრებებიდან თან მოვიტანეთ. იქ, სადაც რახუ ზის (ჰოროსკოპში), რაღაც მომენტში გაგვიჩნდება დაუძლეველი სურვილები საკუთარი თავის სწორედ ამ სფეროში რეალიზაციისა. თუ რახუ მეათე სახლშია, მაშინ გვექნება ძლიერი მიდრეკილება კარიერული რეალიზაციისკენ. თუ იგი მეოთხე სახლშია, გვექნება დაუძლეველი სურვილი ოჯახური ბედნიერებისა და ოჯახური მყუდროებისა. თუ რახუ მეხუთე სახლშია, გვექნება დიდი სურვილი საკუთარი თავის შემოქმედებითად რეალიზაციისა.

კარმა-ვასანა, ეს ჩვენი კარმული პროგრამაა, რომელიც თან მოვიტანეთ წინა ცხოვრებიდან და კარგი ასტროლოგი გვაჩვენებს, თუ რა მომენტებში რა სურვილებს განვახორციელებთ. ყველა პლანეტა სიმბოლოა შინაგანი ნატიფი ძალისა. იოგა სუტრა ხსნის თუ რა არის ვასანა: ესაა რაღაც ქსოვილის მაგვარი, კვანძების უამრავი რაოდენობით, ჩვენ ვიბადებით გარკვეული პროგრამით, ეს პროგრამა იმყოფება ჩვენში და რაღაც მომენტებში ეს კვანძები აქტივაციას განიცდიან და ამოქმედდებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვასანა ეს პროგრამაა, რომელიც ჩვენს ტენდენციებს, მიდრეკილებებს, სურვილებს და შესაბამისად ხასიათს განაპირობებს.

ხშირად ამბობენ, რომ პატარა ბავშვი, ეს თეთრი (დაუწერელი) ფურცელია. ეს შეცდომაა. ბავშვის არაცნობიერში უამრავი სამსკარა დევს, რომლებიც რეალიზაციას ითხოვენ ადრე თუ გვიან. მიუხედავად ამისა, კარმა-ვასანა ბოლომდე ვერ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. შესაძლებელია ყველაფერი ამის გამოსწორება. ადამიანი იბადება ამ ტენდენციებით, მაგრამ ის, თუ როგორ განვითარდებიან ისინი, დამოკიდებულია აღზრდაზე, ურთიერთობებზე და ა.შ.

პოსტის ავტორი: Fee თარიღი: May 20 2010, 07:45 PM

კარმის ყველაზე კარგი და გასაგები განმარტებაა რაც კი ოდესმე ქართულად წამიკითხვას a075.gif ატმან ამ ყველაფერს რომ ვკითხულობ ყოველი პოსტის მერე მინდა მადლობა დავპოსტო და მცხვენია ხოლმე smile.gif ეხლა გეტყვი დიდი მადლობაა smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 20 2010, 07:59 PM

Fee

გაიხარეეე! მიხარია რომ მოგწონს! smile.gif



წაიკითხეთ ვედები და ცხოვრებაში ეს იქნება თქვენი ვედები!


http://www.youtube.com/watch?v=h-8PBx7isoM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 20 2010, 08:23 PM

Atman
დაგვეხსენ ვედებით, არ გვინდა ღვედები! შენც გირჩევ გათავისუფლებას ვედების ღვედებისგან. როდემდე გელოდოთ როდემდე? smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 20 2010, 09:01 PM

lingvo

ციტატა
დაგვეხსენ ვედებით, არ გვინდა ღვედები! შენც გირჩევ გათავისუფლებას ვედების ღვედებისგან. როდემდე გელოდოთ როდემდე?


რას ხედავ ცუდს ვედებში შენ მაინც მითხარი biggrin.gif წაიკითხე საერთოდ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 20 2010, 10:35 PM

გაგრძელება...



თუ ჭკუაში რაღაც პროგრამა გაქვთ, შესაბამისად ვისახავთ გეგმებს და მიზნებს ამ პროგრამის განხორციელებისთვის. ცნობიერების ზედაპირულ დონეზე (ტბის ზედაპირზე) ეს გეგმები და ფიქრები გამოვლინდება ტალღებად. მათ ჰქვიათ “ვრიტი” (ტალღა). და კარმა, რომელმაც რაღაც სამსკარები ჩადო ჩიტაში, გამოდის ზემოთ, ქვეცნობიერში სურვილების სახით, ხოლო ცნობიერ დონეზე იგი იქცევიან აზრებად (ფიქრებად). ამ აზრებს კი საბოლოოდ ქმედებებამდე მივყავართ. მე რაღაც გავაკეთე, ამის შედეგად გამიჩნდა გამოცდილება, ამ გამოცდილებამ გამოიწვია რომ შემდეგ ცხოვრებაში დავიბადე გარკვეული პროგრამით, ამ პროგრამამ განაპირობა გარემოს განსაზღვრული აღქმა და ეს აღქმა იწვევს იმას, რომ მე ისევ ვიწყებ კარმულ მოქმედებას. და რა მხრივაა ეს წრე ჩაკეტილი? ის მთლად ბოლომდე ჩაკეტილი არაა, რადგან აქ შესაძლებელია ცვლილებებიც მოხდეს, მაგრამ სტანდარტულ შემთხვევებში ეს წრე ჩაკეტილია. შედეგად ჩნდება ავადმყოფობები, რომლებთან ერთადაც ვიბადებით, ან რომლებიც გვიან გვიჩნდება, ჩნდება ტანჯვები, რომლებსაც ვებრძვით, ფორმირდება ჩვენი გარეგნობა და ა.შ. ვედებში ნათქვამია, რომ კარმა განსაზღვრავს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას, გამოცდილებას, რომელსაც გავივლით ამ ცხოვრებაში, ჩვენს გარეგნობას, დაბადების ადგილს და ატმოსფეროს, იმას თუ როგორი მშობლები გვეყოლება და ა.შ.

და მე მაქვს ერთი შეკითხვა, რომელსაც თუ გამოიცნობთ, ძალიან მარტივი გახდება ყველაფერი: სად შეიძლება ამ ჩაკეტილი წრის გაწყვეტა? სადაა ამ ჯაჭვის სუსტი რგოლი? კარმა ინახება არაცნობიერში, მაგრამ ცნობიერის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს არაცნობიერი. შეგვიძლია გავიღვიძოთ. საბოლოოდ ჩვენ ცნობიერებაზე უნდა ვიმოშაოთ. როცა ვსაუბრობთ ჩვენი კარმის შეცვლაზე, ვსაუბრობთ ჩვენი აზრობრივი სურათის აზრობრივი ცნობიერების შეცვლაზე. თუ ამას შევცვლით, შევცვლით ცნობიერებასაც. შევძლებთ კარმის დაწვას, სამსკარების და ვასანების შეცვლას და ა.შ.

ვედების თანახმად ჭკუას ტალღური ბუნება აქვს და აზრებს, რომლებიც ტბის ზედაპირზეა, “ვრიტი” ანუ ტალღები ეწოდება, და როდესაც ადამიანი ბედნიერია, ეს ტალღები თანდათან მშვიდდება, ხოლო როცა ადამიანი ნერვიულობს, შფოთავს და ღელავს, მისი ჭკუის ზედაპირზე მაღალი სიხშირის ტალღები ჩნდებიან. სადამდე მივყავართ შიშს სუფთა ფიზიოლოგიურ დონეზე? რას აკეთებს ადამიანი, როცა ეშინია? იგი იძაბება (ხანდახან ძლიერ სპაზმებამდეც კი). ეს რეალურად ისაა, რაც ჩვენს ცნობიერებას ემართება. ჩვენი ცნობიერებაც იწყებს კანკალს და იკუმშება. და პირიქით, როცა ადამიანი კარგად გრძნობს თავს, როცა მოდუნებულია და სასიამოვნოდ გრძნობს თავს, ცნობიერებაც ფართოვდება. და ტალღები ასეთი ცნობიერების ზედაპირზე ფართო, მშვიდი და სასიამოვნო ხდება.

ორი სიტყვით გრაფიკული გამოხატულება იმისა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, ესაა აღწერა იმისა, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ჭკუა ახლა. ყველანაირი შფოთვები, ნერვიულობა, მღელვარება, სტრესი... და ადამიანები ისე მივეჩვიეთ ამას, რომ ამის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოგვიდგენია. რატომ უყვარს ბევრს როკ მუსიკა? რა არის როკ მუსიკა? რა არის საერთოდ მუსიკა? მუსიკა ესაა საშუალება მოვიყვვანოთ ჩვენი ცნობიერება ან ჩვენი ჭკუა გარკვეულ რიტმში. და ადამიანები ისე ეჩვევიან ამ დაბალ რიტმებს, რომ მძიმე როკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

ნებისმიერი სულიერი პრაქტიკის მიზანი არის ის, რომ შევცვალოთ ჩვენი ცნობიერების მუშაობის რეჟიმი, რომ დავაწყნაროთ იგი. გავხადოთ უფრო ნათელი და მკაფიო. და ბოლოს და ბოლოს გავაფართოვოთ იგი. შეკუმშული, შეჭმუხნული ცნობიერება, შეშინებული ადამიანის ცნობიერება – ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემაა. ასეთი ადამიანი თვითონ განიცდის უსიამოვნებებს და სხვებსაც გადასცემს, თავის გარშემო ავრცელებს მათ. შიშის, პანიკის, საფრთხის ეპიდემია გამოდის ამ დროს ჩვენი ჭკუიდან. და პირიქით, თუ ადამიანი ბედნიერია, იგი სხვებსაც გადასცემს ამ ბედნიერებას.

ახლა მე მინდა გადმოგცეთ, თუ როგორ გვეხმარება სხვადასხვა სულიერი პრაქტიკის ფორმები, როგორც ვედური, ასევე სხვა ტრადიციების, რომ მიზანს მივაღწიოთ. ხანდახან ადამიანები ავადმყოფურად არიან განწყობილნი ტრადიციის და იდეოლოგიის (რელიგიის) სხვა ფორმებთან და მხოლოდ საკუთარს თვლიან ჭეშმარიტად. ამბობენ: ჩემი ღმერთი ჯობია შენსას, ჩემი რელიგია ჯობია და ა.შ. ღმერთი ერთია და სულიერი პრაქტიკის მეთოდებიც უნივერსალურია. რაც არ უნდა ავიღოთ: ლოცვა, მედიტაცია, პრანაიამა, ასკეზები, საბოლოოდ, თუკი ადამიანი სწორად აკეთებს ამას, იგი განაწყობს საკუთარ ცნობიერებას სხვა რიტმზე. და თუ მიუკერძოებლად, მეცნიერული კუთხით შევხედავთ და სხვადასხვა სულიერი პრაქიკის მიმოხილვას გავაკეთებთ, ჩვენ დავინახავთ რომ მათ სწორედ აქამდე მივყავართ. ისინი ანთავისუფლებენ ადამიანს კარმისადმი მონობისაგან. ისინი ეხმარებიან ადამიანს, რომ გაიღვიძონ, გახდნენ გაცნობიერებულნი და უფრო მაღლა წავიდნენ სულიერ განვითარებაში.

მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო. მინდა რომ პასუხი გავცეთ კითხვაზე: როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა, რომ ახალი კარმა არ შეიქმნას? ხანდახან ადამიანები ამბობენ, რომ კარმა უნდა გავაუმჯობესოთ. არსებობს წიგნების მთელი სერია “კარმის დიაგნოსტიკაზე”, “კარმის გაწმენდაზე”, “კარმის გაუმჯობესებაზე” და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში კლასიკური მიდგომაა, რომ კარგი კარმა არ არსებობს. კარმა ყოველთვის პრობლემატურია. პატანჯალი იოგა სუტრებში ამბობს, რომ ავიდია ეს მიწაა და ამ მიწაზე ჩვენ ვთესავთ კარმის თესლებს. ეს თესლები სამსკარების, ჩვენი შთაბეჭდილებების სახით ადრე თუ გვიან გაიზრდებიან. როდესაც იზრდებიან, გვაბრუნებენ ახალ წრეზე და ასე ვტრიალებთ როგორც ციყვი რგოლში. ერთ ადგილს ვტკეპნით და არსობრივად ერთი და იგივე პრობლემებს ვწყვეტთ მრავალი ცხოვრების განმავლობაში.

მაშასადამე რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ კარმა აღარ შევქმნათ და სულიერად განვვითარდეთ? იმისთვის რომ ჩემმა ქმედებებმა ევოლუცია გამოიწვიოს სულიერების გზაზე და პრობლემები არ შეგვიქმნან? გუშინ ვახსენე, რომ არსებობს ძალიან საშიში ელემენტი ჩვენს ცნობიერებაში, რომელსაც ეწოდება აჰანკარა ანუ ცრუ ეგო და რომელიც გვიბიძგებს ქმედებებისაკენ.

აჰანკარას აქვს ორი ასპექტი: ერთი კარგი, ერთი ცუდი. არსებობს აჰანკარას ფუნქციონალური ასპექტი. ეს ნიშნავს: იმისათვის რომ მე ვიმოქმედო, უნდა გავიგო (მესმოდეს) თუ ვინ ვარ. უნდა მქონდეს ჩემი “მე”. წარმოვიდგინოთ რომ დავივიწყე ამ წუთას, თუ ვინ ვარ. თუ დავივიწყებ, რისთვის მოვედი აქ (სემინარზე) ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები... სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქმედებისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი “მე”, საკუთარი თავის ნათლად შეგრძნება. ჩემი “მე”-ს შეგრძნება განსაზღვრავს ჩემს ქმედითუნარიანობას. თუ არ ვიცი ვინ ვარ, ვერ ვიმოქმედებ. ეს “მეს” ფუნქციონალური ნაწილია. ადმიანებს, რომლებიც აღწევენ მწვერვალებს მატერიალურ ან სულიერ პრაქტიკაში, ყოველთვის ძლიერი აჰანკარა აქვთ. მათ საკუთარი თავის ღირსების დიდი შეგრძნება აქვთ.

მაგრამ არსებობს აჰანკარას მეორე ასპექტი: რეპრეზენტატიული ფუნქცია. ანუ ჩემი თავის გარე პროეცირებას ვახდენ. ჩემთვის ცოტაა, რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ. მე კიდევ მჭირდება, რომ სხვა ადამიანებმაც იცოდნენ, როგორი ვარ. მინდა რომ აღფრთოვანებულნი იყვნენ ჩემით. აუცილებლად უნდა გავაგებინო სხვებსაც, როგორი ვარ. შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო ყველაზე. სწორედ ესაა ჩვენი “მე”-ს შხამიანი ნაწილი. არსებობს ნორმალური, ანუ რეალური ნაწილი და არსებობს ნაწილი რომელიც ტკბება იმის წყალობით, რომ აფართოებს თავის “მე”-ს. ყველანაირად ვცდილობ, რომ სხვებსაც ის ვაფიქრებინო საკუთარ თავზე, რასაც მე ვფიქრობ. სწორედ ამას ჰქვია სიამაყე. და ჩვეულებრივ რით ამაყობს ადამიანი? როგორ მუშაობს ეს მექანიზმი? ეს მუშაობს ამგვარად: რომ ჩემ თავს მივაწერ ყველა ჩემს მიღწევას. როცა ადამიანს კითხავთ, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს, ის მოყვება თავის მიღწევებზე, წარმატებებზე... რატომ უხარია ადამიანს ასე ძლიერ წარმატებები და რატომ განიცდის წარუმატებლობების დროს? იმიტომ რომ მანამ, სანამ რამე საქმიანობას დავიწყებთ, ჩვენ გვინდა მივიღოთ გარკვეული შედეგი (ნაყოფი) ამ საქმიანობის შედეგად. სანამ ჩვენ მივიღებდით ამ ნაყოფს, უკვე მივითვისეთ იგი. ეს შედეგი საკუთარი “მე”-ს ნაწილი გავხადეთ. ჩვენ წინასწარ გვინდა ვიყოთ ის, რაც ჯერ არ ვართ. მოვიყვან ერთ მაგალითს ჩემი ცხოვრების პრაქტიკიდან. ერთ ადამიანს იმდენად უნდოდა, რომ აკადემიკოსი ყოფილიყო, რომ როდესაც არჩევნები ტარდებოდა (ფარული კენჭისყრით), ის წინასწარი ნერვიულობისგან უბრალოდ მოკვდა.

ეს კარმის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია: ჩვენ მივაწერთ საკუთარ თავს ჩვენი შრომის ნაყოფებს აჰანკარას ამ რეპრეზენტატიული ფუნქციის საშუალებით. ადამიანი ხდება ამაყი თავისი წარსული მიღწევების გამო. ხანდახან, როცა არაფერი აქვს საამაყო, რაღაც სასაცილოთი იწყებს ტრაბახს. როცა რაღაცას მივაღწიე, მიჩნდება შეგრძნება, რომ მე უფრო დიდი გავხდი. ჩემი “მე” გაფართოვდა. საკუთარი მნიშვნელოვანობის შეგრძნებით ვივსები და უფრო სრულფასოვნად შევიგრძნობ რომ “მე ვარსებობს”. მგონია რომ შრომის ნაყოფებით რეალიზაციის გარეშე ნამდვილი არსებობა არ შემიძლია. და პირიქით, როცა წარუმატებლობას განვიცდი, ეს დარტყმაა აჰანკარაზე. მე უფრო “ცოტა” გავხდი. დავპატარავდი. სინამდვილეში ეს ილუზიაა და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მე მენგრევა ჩემი წარმოდგენები ჩემი თავის შესახებ, რომელიც თავადვე შევთითხნე. ზოგი თავის მოკვლას წყვეტს იმის გამო რომ დიდი ვალები აქვს, ან ცოლი გაექცა და ა.შ...

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 21 2010, 01:33 AM

ციტატა(Fee @ May 20 2010, 03:45 PM) *

კარმის ყველაზე კარგი და გასაგები განმარტებაა რაც კი ოდესმე ქართულად წამიკითხვას a075.gif ატმან ამ ყველაფერს რომ ვკითხულობ ყოველი პოსტის მერე მინდა მადლობა დავპოსტო და მცხვენია ხოლმე smile.gif ეხლა გეტყვი დიდი მადლობაა smile.gif



--სრულიად ვეთანხმები ამ პოსტის ავტორს.

--ატმან,ტყუილად არ შრომობ ამდენს .თუნდაც ორი ადამიანის დაინტერესება რომ შესძელი ეგეც დიდი საქმეა.რასაც აკეთებ -სიყვარულით აკეთებ.ამ თემაში საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ,რასაც სამწუხაროდ სხვა თემებზე ვერ იტყვი.იმდენი საინტერესო თემებია ღვთისმეტყველებაში,მაგრამ საოცარი აგრესია მოდის.ერთმანეთის სრული უპატივცემულობა და ხოცვა ჟლეტაა.შენი ლექციები ძაან მეხმარება .ყველას ვურჩევდი თუნდაც თვალის გადავლებას.ეს ისეთი უნივერსალური ცოდნაა რომ ყველა ადამიანს შეუძლია თავის რელიგიას მიუსადაგოს.ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ქრისტიანად დარჩენაში ხელი არ შეუშლია.

--რაც შეეხება აგრესორებს,რომლებსაც არ მოსწონთ ეს თემა,მიბრძანდით აქედან ბატონო.ვინ გიჭერთ ძალად.ნუ იქნებით ეგოისტები და ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე,ჩვენც გვაცალეთ.ფორუმი დიდია-გზა ხსნილია,ბედნიერი მგზავრობა.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 21 2010, 07:01 AM

ციტატა(Atman @ May 19 2010, 06:09 AM) *



Otherguy
ქორწინება ღვთისგან კურთხეული უნდა იყოს, ანუ ისეთი რიტუალებია როგორც დაახლოებით ჯვრისწერის დროს. თან ისეთი ცნება, როგორიცაა ვერ შევეწყვე და გავეყრები არ არსებობს. ეს ცალკე თემაა და სიმართლე გითხრა დიდად არ დავინტერესებულვარ.

რაც შეეხება სექსს, ვედური ტრადიციით სექსი მხოლოდ ბავშვის ჩასახვის მიზნით შეიძლება და მხოლოდ ქორწინების შემდეგ. სექსი, როგორც სიამოვნების ფორმა ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი.

Otherguy
ოშო არის ათეისტი და მაგარი ოხერი ჭკუის პატრონი ალბათ კამა სუტრას გულისხმობ. კამა სუტრას ის ნაწილი, რომელიც ცნობილია, სიყვარულის ყველაზე მიწიერ სახეს აღწერს. მთავარი, ანუ ფსიქოლოგიურ ესთეტიური ასპექტები კამა სუტრიდან არ უთარგმნიათ. ვედებში ყველაფერი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ვედურ ცივილიზაციაში მეძავებიც კი იყვნენ, რადგან გაუსაძლისობის პირობებში ჯობდა მამაკაცი მასთან წასულიყო, ვიდრე ვინმე პატიოსანი ქალი შეეცდინა ოღონდ მაშინდელი მეძავები ჩვენებს ნამდვილად არ ჰგავდნენ biggrin.gif დაახლოებით გეიშების მსგავსი სისტემა იყო.

ოშომ ისე შეაკოწიწა თავისი ფილოსოფია, ზოგი ვედებიდან აიღო, ზოგი ბუდიზმიდან, ზოგი ქრისტიანობიდან, ზოგი თვითონ დაამატა და გამოუვიდა ის, რაც აწყობდა და რაც ვითომ ავტორიტეტული იყო. ძალიან დიდი ძალა კი აქვს ისე მაგის ფილოსოფიას, მეც შემიტყუა ადრე დიდი ხნით


აჰაა მადლობა პასუხისთვის... smile.gif

ანუ ქორწილამდე სექსი არ მოსულა, მაგრამ კაცებისთვის ზოგჯერ მოსულა(ზოგჯერ-ო რომ გიწერია)? biggrin.gif მაინც ურევდნენ რა... smile.gif

ატმან შენ ცოლი გყავს? smile.gif

პ.ს. დიდი ძალა აქვს ერთია, მაგრამ "შემიტყუა"-ო რომ წერ ესეგი არ ეთანხმები... smile.gif მეც არ ვეთანხმები რაღაცეებში, მაგრამ ჩემი თავი მაპოვნინა და უკიდურესობებმა ნამდვილად გამარკვია ბევრ რამეში უფრო ღრმად... smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 21 2010, 07:33 AM

Otherguy

ციტატა
ანუ ქორწილამდე სექსი არ მოსულა, მაგრამ კაცებისთვის ზოგჯერ მოსულა(ზოგჯერ-ო რომ გიწერია)? მაინც ურევდნენ რა...


მე ვამბობ რომ წესი იყო ასეთი და არევით მაშინაც ურევდნენ რა თქმა უნდა. აბსოლუტური წესრიგი სატია იუგაში (ოქროსეპოქაში) იყო მარტო, ჩვენს წინა ეპოქაში უკვე საკმაოდ ირღვეოდა კანონები, მაგრამ იქ ცოდნა მაინც ჰქონდათ იმის შესახებ რა იყო სწორი და რა იყო არასწორი. ახლა კიდევ მრავალი უკანონობა "ნორმაა". smile.gif

ციტატა
ატმან შენ ცოლი გყავს?


არა.

ციტატა
პ.ს. დიდი ძალა აქვს ერთია, მაგრამ "შემიტყუა"-ო რომ წერ ესეგი არ ეთანხმები... მეც არ ვეთანხმები რაღაცეებში, მაგრამ ჩემი თავი მაპოვნინა და უკიდურესობებმა ნამდვილად გამარკვია ბევრ რამეში უფრო ღრმად...


ბევრი რაღაც მეც გამაცნობიერებინა და ძალიანაც დამეხმარა, მაგრამ ძირითადად იმის გამო რომ რაც კარგი იყო იმას ვიღებდი და რასაც მორალთან შეუსაბამოს ქადაგებდა ვცდილობდი გამეტარებინა.

მოკლედ სწრაფად გამატარა ოშომ ის პროცესი, რასაც საკუთარი სურვილების აყოლა ეწოდება და ერთ მომენტში მივხვდი რომ ეს კარგს არაფერს მომიტანდა. ანუ ოშოს დიდი მადლობა ჩემში ამ პროცესების დაჩქარებისთვის. ეგაა სულ smile.gif

პ.ს. არაფერი არაა ისეთი, რაზეც ვედები ვერ გიპასუხებს და ოშო გიპასუხებს, ასე რომ საბოლოოდ მაინც არჩევანის საკითხია.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 21 2010, 07:45 AM

Atman

და მართალია ის თუ რასაც ოშო ამბობს, რომ აღმოსავლეთში უსიყვარულოდ ქორწინება უფრო მოსული პონტი იყო?

ან რამდენად შეეძლოთ მხოლოდ 1 ადამიანთან ყოფნა მთელი ცხოვრება?

და ისა, "ცოლი გყავს" თქო, არ მიგულისხმია ხელმოწერილი თუ ხარ ვინმესთან თქო... smile.gif და ასექსუალი ხარ თუ უბრალოდ არ გყავს შეყვარებული? smile.gif) თუ არ გსურს ნუ მიპასუხებ რადგან შენს პირადს ვეხები... მაინტერესებს ამ მხირვ რა დასკვნამდე მიგიყვანეს ვედებმა... smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 21 2010, 08:00 AM

Otherguy

ციტატა
და მართალია ის თუ რასაც ოშო ამბობს, რომ აღმოსავლეთში უსიყვარულოდ ქორწინება უფრო მოსული პონტი იყო?


მართალია ის, რომ ძალიან ხშირად მშობლები განსაზღვრავდნენ ქალ-ვაჟის ქორწინებას, მაგრამ მაშინ ცოლ-ქმრობა მოვალეობა იყო ღვთის წინაშე და არა ვნებით ტკბობის საშუალება. თანამედროვე ადამიანის ცნობიერებით ეს გაუგებარია, მაგრამ მაშინ ძალიან გასაგები და მისაღები იყო. ბიჭს სწავლის პერიოდში ეკრძალებოდა ქალთან ურთიერთობა და მხოლოდ მას შემდეგ რაც სწავლას დაასრულებდა (მინიმუმ 25 წლის ასაკში), ჰქონდა უფლება რომ ცოლი მოეყვანა. ან თუ ცოლის მოყვანა არ უნდოდა სანიასი უნდა გამხდარიყო და საბოლოოდ უარი ეთქვა ქალზე.

და მაშინ მშობლებისადმი პატივისცემა უზომო იყო. მათი სიტყვა ძალიან ფასობდა, რადგანაც მშობლებს მაშინ ცოდნაც გაცილებით მეტი ჰქონდათ და გამოცდილებაც, ახლა მშობლის სიტყვას უყოყმანოდ რომ დაემორჩილო, შეიძლება უფსკრულში გადაიჩეხო, იმიტომ რომ ყველა ეგოისტია, შვილიც და მშობელიც. თუმცა რაც არ უნდა იყოს მშობლისადმი დიდი პატივისცემა ვედური კულტურის ქვაკუთხედიც იყო და ახლაც ძალიან საჭიროა.

მოხუცებულთა თავშესაფარში მშობლების გაშვებას ვედურ ცივილიზაციაში ვერც კი წარმოიდგენდნენ. ეს უზომო აბსურდია. მოკლედ კალი იუგაა რა smile.gif


პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 21 2010, 08:04 AM

Atman

დიდი მადლობა ვრცელი პასუხისთვის... smile.gif

ჰო გასაგებია, მაგრამ არ მეგონა ინდურ კულტურაში თუ სექსი სიამოვნებისთვის არ იქნებოდა... biggrin.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 21 2010, 08:10 AM

Otherguy

ციტატა
ჰო გასაგებია, მაგრამ არ მეგონა ინდურ კულტურაში თუ სექსი სიამოვნებისთვის არ იქნებოდა...


ხომ გითხარი, ვედებში ყველაფერია, ყველა გემოვნების ადამიანისთვის და ყველა სფერო ხელოვნების დონეზეა აყვანილი. გააჩნია რას აირჩევ. ინდური კულტურის სექსთან ასოცირება ისევ კალი იუგის ნიშანია. რაც თავად მოწონდათ ის დაინახეს ამ კულტურაში და ის გამოარჩიეს smile.gif

პ.ს. ვედური კულტურა და ინდური კულტურა განსხვავებული ცნებებია. ინდოელებმა შედარებით შეინარჩუნეს ვედური კულტურა, თორე ვედური ცივილიზაცია მთელს მსოფლიოში იყო და ეროვნული დაყოფა არ არსებობდა. არ არსებობდა ინდოელი, ქართველი, ფრანგი და ჩეჩენი. იყო ერთი დიდი ცივილიზაცია, რომელსაც მართავდა ერთი მეფე, და მას მორჩილებდნენ სხვადასხვა ქალაქების თუ სოფლების მეფეები.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 21 2010, 09:25 AM

გაგრძელება...


რატომ ვტკბები კარმული ნაყოფებით და წარმატებებით? სწორედ იმიტომ, რომ ჩემი ცრუ ეგო ტკბება. თავისთავად მატერიალური ნაყოფები, სიამოვნების წყარო არაა, რადგან სულს არ შეუძლია მატერიით ტკბობა. ნებისმიერი ჩვენი მიღწევა მხოლოდ რამდენიმე დღის ან ცოტა მეტი ხნის განმავლობაში გვახარებს. ტკბობას განვიცდით რაღაცის მითვისების დროს, აჰანკარას ზრდის დროს. კარმული ქმედება, ესაა ქმედება, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ მივიღოთ ამ ქმედების ნაყოფები. და როცა ვიღებ ამ ნაყოფს ან პირიქით, არ ვიღებ, და ვტკბები ცრუ ეგოს საშუალებით, რა ხდება ამის შემდეგ? რჩება ძალიან ღრმა სამსკარა, კვალი – ან ძალიან ძლიერი ტანჯვა წარუმატებლობისგან, ან ძალიან ძლიერი სიხარული წარმატების გამო და იმის შეგრძნების გამო, რომ “მივაღწიე” ამას. ამიტომ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ კარმა არ შევქმნათ? უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი შრომის ნაყოფებთან მიჯაჭვულობების გარეშე.

“ბჰაგავად-გიტაში” კრიშნა სწორედ ამ საიდუმლოს უხსნის არჯუნას. ეს ძალიან მარტივი საიდუმლოა, რომელსაც რატომღაც თითქმის ვერავინ ვერ მიყვება რეალურად. “იმოქმედე, მაგრამ იმოქმედე არა ნაყოფებისთვის, არამედ თავად მოქმედებისთვის!” იმოქმედე ისე, რომ თავად მოქმედება იყოს შენი რეალიზაცია! შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ, არის ის, რომ შრომის ნაყოფებში ვეძებთ რეალიზაციას. ეს უანგარო მოქმედება მოვალეობის გამო, შედეგებზე მიჯაჭვულობის გარეშე რა თქმა უნდა ნაყოფებსაც განაპირობებს, შედეგები აუცილებლად მოვა და თანაც გაცილებით მეტი, მაგრამ როცა შედეგზე ვართ კონცენტრირებული, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ თავად მოქმედებას და გაცილებით უფრო უხარისხოდ ვმოქმედებთ. თუ ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს და შედეგებზე არ ვზრუნავ, ეს შედეგები საუკეთესოა. Lეონარდო დავინჩი რომ საბოლოო შედეგზე ყოფილიყო კონცენტრირებული, შეძლებდა “მონალიზას” დახატვას?

უკვე ავღნიშნეთ, რომ გონების მეშვეობით შემიძლია დავწვა კარმა და გავარღვიო ჩაკეტილი წრე. როცა ბუდჰი აქტივაციას განიცდის, როცა გონების ცეცხლი ინთება, პირველ რიგში ვაცნობიერებ, რომ მარადიული და უკვდავი ვარ. უნდა გავაცნობიერო, რომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს და ასევე უნდა მივხვდე, რომ ჩემი მოქმედებების ნაყოფები მე არ მეკუთვნის. ალექსანდრე მაკედონელმა მოითხოვა, რომ სიკვდილის სარეცელზე გაშლილი ხელებით წაეყვანათ, რატომო? რომ კითხეს, უპასუხა: “ხალხმა დაინახოს, რომ თან არაფერი მიმაქვს იმ ქვეყნად და ხელცარიელი მივდივარო...”

გონიერი ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრების დანიშნულება მოქმედებაა და ამ მოქმედებაში თავისი გულის, სიყვარულის, თავისი ცნობიერების ჩადებაა და მონურად არ უნდა იყოს დამოკიდებული თავისი შრომის ნაყოფებზე. გონების მეშვეობით უნდა მივხვდე, რომ წარმატებაც და წარუმატებლობაც არ უნდა მაღელვებდეს. კრიშნა იძლევა იოგის არაჩვეულებრივ განსაზღვრებას, იოგა არაა ფეხებით მაღლა დოგმა და ლოტოსის პოზაში ჯდომა. კრიშნა ამბობს, რომ ერთნაირი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წარმატებისადმი და წარუმატებლობისადმი. არ უნდა მივეჯაჭვოთ საკუთარი შრომის ნაყოფებს. უნდა ვიყოთ აუღელვებელნი, მაშინაც როცა გვაქებენ და მაშინაც როცა გვაძაგებენ. უნდა ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულით და არ ვინერვიულოთ მომავალზე. ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიმოქმედოთ და ამით ვთქვათ უარი ნაყოფებზე. მოქმედება საჭიროა და აუცილებელია! ბჰაგავად-გიტა, ეს მოქმედების ფილოსოფიაა და არა უმოქმედობის! კრიშნა ამბობს: “თუ ასე იქნები განწყობილი ცხოვრებისადმი, მუდამ ჩემთან იქნები დაკავშირებული. შენ დააკავშირებ შენს პატარა ცნობიერებას უზენაეს ცნობიერებასთან. და შენი პატარა ცნობიერება აბსოლუტურად ბედნიერი იქნება.” (ეს ციტატა არაა, შინაარსი და დასკვნაა “ბჰაგავად-გიტას” ციტატიდან).

სამადჰის, ანუ ღმერთთან დაკავშირების დროს, ჭკუა აბსოლუტურად მშვიდი ხდება. მშვიდი ჭკუა გვჭირდება იმისთვის, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება გავაცნობიეროთ. იოგები ამბობენ, რომ ჩვენი ცნობიერების ტბის სიღრმეში განძია, რომელსაც ვერ ვხედავთ, რადგანაც ტბა დაბინძურებულია და ღელავს. თუ რომელიმე სულიერი პრაქტიკის შედეგად ადამიანმა შეძლო ცნობიერების ტბის დაწყნარება, იგი ხედავს ამ განძს. ხედავს საკუთარ თავს და აბსოლუტურად ბედნიერი ხდება. იგი საკუთარ თავს უბრუნდება.

ყველა ჩვენი პრობლემა დისჰარმონიის შედეგია, რომელსაც თავად ვიქმნით. ღმერთმა მოგვცა გონება და ეს გონება მისი შეცნობისთვისაა საჭირო, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? არასაჭირო რაღაცეებისთვის ვიყენებთ მას. აიურვედა ამბობს, რომ ჩვენი ყველა ავადმყოფობის მიზეზი გონების არასწორად გამოყენებაა. მაგალითად ჩვენ ვჭამთ იმას რაც არაა სასარგებლო, ვჭამთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა, გვაქვს სექსი იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე საჭიროა... მთელი თანამედროვე ცივილიზაცია გონების არასწორი გამოყენების შედეგია. ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, აღიგზნონ თავი. ცხოველები არასწორად არ იყენებენ გონებას, რადგან მათ გონება არც გააჩნიათ თითქმის. მათ იმდენად აქვთ გონება, რამდენადაც თავისი კარმის გასტუმრებისთვის ჭირდებათ. ლომს რომ ანახო ეროტიული ფილმი ლომების მონაწილეობით, ის არ აღიგზნება. მას წელიწადში ერთხელ აქვს სექსი და რამდენი ეროტიული ფილმიც არ უნდა ანახო, ამას ვერ შეუცვლი. ის ჰარმონიაშია ბუნებასთან. ადამიანი კი განუწყვეტლივ ცდილობს, რომ გამოვიდეს ჰარმონიული მდგომარეობიდან.შეუძლებელია მარწყვი ჭამო ზამთარში და ის სასარგებლო იყოს. ასეთი მარწყვი არღვევს ჩვენს ჰარმონიას, ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას.

ახლა დავუბრუნდეთ ასტროლოგიას. ორი სიტყვით ასტროლოგია ესაა ინსტრუმენტი სულიერი განვითარებისათვის. იგი ეხმარება ადამიანს, რომ გააცნობიეროს, თუ როგორ იცხოვროს ბუნებასთან ჰარმონიაში. მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსიერთ ნიმუშზეა აგებული. ვედური ასტროლოგიის 7 პლანეტა შეესაბამება ჩვენი სხეულის 7 ჩაკრას (9 პლანეტაა, მაგრამ ჩაკრებს 7 შეესაბამება). ჩვენი სხეული ეს მიკრო სამყაროა. ვედები ამბობენ, რომ სამყაროში მოქმედებენ ნატიფი ძალები და თუ ჩვენ მათთან ჰარმონიაში მოვიყვანთ თავს, ისინი ხელს შეგვიწყობენ, რომ ჩვენი არსებობა ბედნიერი გავხადოთ. ასტროლოგია ხსნის, თუ როგორ მოვახდინოთ ეს ჰარმონიზირება. აგია ჩაკრას (მესამე თვალი) შეესაბამება მზე და მთვარე და აქ, ამ ჩაკრაში იმყოფება ჩვენი გონება (ბუდჰი). სწორედ ეს ჩაკრა მართავს ჩვენს ცნობიერ “მე”-ს. ამიტომ იოგები ძირითადად გალობენ მანტრას – “ომ”. ეს მანტრა სწორედ აგია ჩაკრას შეესაბამება. თუ ადამიანს მზე და მთვარე კარგ მდგომარეობაში აქვს ჰოროსკოპში, შესაბამისად მას კარგად ექნება განვითარებული ეს ჩაკრა. შემდეგ მოდის ვიშუთჰა (ყელის) ჩაკრა. ამ ასტროლოგიურ სახლს აკონტროლებს მერკური. შემდეგია ანაჰატა (გულის) ჩაკრა, შემდეგ მანიპურა ჩაკრა (მზის წნული), სვასთისთჰანა ჩაკრა (გამრავლების ორგანოები, რომლებსაც მართავს იუპიტერი) და ბოლო მულადჰარა ჩაკრა (მართავს სატურნი). ხოლო რახუ და კეტუ (ფარული პლანეტები) არის “იდა” და “პინგალა”, ის ორი არხი, რომლებიც წარმოადგენენ სიმპათიკურ (პინგალა) და პარასიმპათიკურ (იდა) ნერვულ სისტემას.

ასტროლოგია გვაძლევს საშიალებას, რომ დავინახოთ რომელი ცენტრებია დასუსტებული და ვიმუშაოთ მათზე. გვეხმარება შევიცნოთ, რა სახით ვარ დაკავშირებული ამ სამყაროსთან ნატიფ დონეზე. და ბოლოს და ბოლოს როგორ ვარ დაკავშირებული ღმერთთან მთელი ამ სისტემის მეშვეობით. მაგალითად თუ მიდიხართ ასტროლოგთან და ხედავს, რომ რაღაც პრობლემები გაქვთ სატურნთან, იგი გეტყვით, რომ გექნებათ უძილობა, აგზნებული გონება, დეპრესიები, და გაძლევთ მოულოდნელ რჩევას. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ყველაფრისგან განვთავისუფლდეთ... არსებობს ჰომოლოგიური რიგები ამ სამყაროში. მე სამყაროს ნაწილი ვარ და რაღაც რიტმში (რეზონანსში) ვიმყოფები ამ სამყაროსთან. და პრობლემები, რომლებიც ახლა მაქვს, შედეგია ამ ჰარმონიის დარღვევისა. რაღაც სუსტი პლანეტა, რომლითაც დავიბადე, შედეგია იმისა, რომ წინა ცხოვრებაში ვაკეთებდი იმ ქმედებებს, რომლებიც ამცირებდნენ და ზიანს აყენებდნენ ბუნების იმ ნაწილს, რაზეც პასუხს აგებს ესა თუ ის პლანეტა. არსი იმაშია, რომ თუ სწორად გამოვიყენებთ ასტროლოგიას, ის დაგვეხმარება, რომ უფრო ჰარმონიულნი ვიყოთ ბუნებასთან და გავიგოთ ჩვენი დანიშნულება. მოქმედება ნაყოფებზე მიჯაჭვულობის გარეშე ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა ვიცი თუ რა არის ჩემი შესაძლებლობები და ჩემი საქმიანობის სფერო. ასტროლოგია კი მეხმარება გავიგო, თუ რომელი სფეროა საჩემო. ასევე მეხმარება იმ შეცდომების გამოსწორებაში, რომლებიც დავუშვი. ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ აქ შევჩერდები.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 21 2010, 09:27 AM

ციტატა(Atman @ May 20 2010, 07:59 PM) *



წაიკითხეთ ვედები და ცხოვრებაში ეს იქნება თქვენი ვედები!




არ წაიკითხოთ ვედები , რომ არ .... დედები.
ეს კახური ვარიანტია.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 21 2010, 09:34 AM

ლეონტი

კახელებს შენგან განსხვავებით გაცილებით მაღალი კულტურა აქვთ...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 21 2010, 11:25 AM

Atman
მართალია.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 21 2010, 12:14 PM

გაგრძელება...


აჰანკარა აკეთებს იმას, რომ “გამოგვყოფს” მთლიანისგან და გვანცალკევებს. შეუძლია მოჭრილ თითს იყოს ბედნიერი? ვედური კულტურის მიზანია, ისევ მიაერთოს ადამიანი ერთ მთლიანს.

ახლა კი ყველაზე მთავარი, რაც ამ სემინარში მინდა გადმოგცეთ. ბჰაგავად-გიტაში კრიშნა პირველივე თავებში გვიხსნის, რომ უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დავფიქრდეთ. იგი ამბობს, რომ არის უნივერსალური მეთოდი ყველა ჩვენი პრობლემის დაწვისა. ის აღნიშნავს ამ მეთოდს სიტყვით “იაგია”, რაც ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. რაც საბოლოოდ ნიშნავს უარის თქმას საკუთარ ცრუ ეგოზე, ცრუ წარმოდგენებზე საკუთარი თავის შესახებ, რომლებიც ჩვენი უმეცრების ფესვებს წარმოადგენენ. კრიშნა ამბობს, რომ ადამიანი ყველა შემთხვევაში აკეთებს მსხვერპლშეწირვებს, მაგრამ თუ ამას არასწორად აკეთებს, ბედნიერებას ვერ მოიპოვებს, ხოლო თუ სწორად აკეთებს ბედნიერი იქნება ამ სამყაროშიც და იმ სამყაროშიც.

პრანაიამა ერთ-ერთი მსხვერპლშეწირვაა. როცა მე ვზღუდავ ჩემს სუნთქვას, როცა გადამყავს იგი არაცნობიერი სფეროდან ცნობიერში. პრანაიამის არსი ორ სიტყვაში სწორედ ესაა, რომ არაცნობიერ პროცესს (სუნთქვას) ცნობიერ პროცესად ვაქცევ. და ეს ძალიან ღმად მოქმედებს ჩემს ცნობიერებაზე. იგი ამშვიდებს მას და ცნობიერება ხდება უფრო მშვიდი, სუფთა და ღრმა. უბრალოდ დაჯექით და დაიწყეთ მშვიდად დაკვირვება თქვენს სუნთქვაზე. თქვენ იგრძნობთ, რომ მთელი სხეული და ცნობიერება დუნდება და მშვიდდება.

კრიშნა ამბობს, რომ პრანაიამა ერთ-ერთი ფორმაა მსხვერპლშეწირვებისა. და კიდევ ჩამოთვლის მსხვერპლშეწირვების სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ ის ამბობს რომ არსებობს ყველაზე ძლიერი მსხვერპლშეწირვა (იაგია), რომელსაც უწოდებს სიტყვას “ჯაპა”. და მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ამის შესახებ. ესაა ბგერის მოქმედება ჩვენს ცნობიერებაზე. პრანაიამა, ასტროლოგია და კიდევ სხვა ბევრი მეთოდი რა თქმა უნდა ხელს უწყობს ცნობიერების ჰარმონიზაციას, მაგრამ ყველაზე ძლევამოსილი მეთოდი ეს ბგერაა.

რეალობის სწორად აღქმა შეგვიძლია იმდენად, რამდენადაც გაწმენდილია ცნობიერება. და არსებობს ცნობიერების გაწმენდის ძალიან ძლიერი მეთოდი, რომელიც გვეხმარება, რომ გადავრთოთ ჩვენი ცნობიერება სხვა რეალობის აღქმაზე. ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას, რომელიც გვინდა რომ დავინახოთ, და არა ისეთს, როგორიც სინამდვილეშია და რომელსაც ჩვენ ვერ შევიგრძნობთ. და თუ ცოტათი მაინც შევცვლით ცნობიერებას, შევძლებთ რომ ცოტათი მაინც შევიგრძნოთ ეს სხვა რეალობა. ახლა ვიმყოფებით ვირტუალურ რეალობაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უბადრუკი ნაწილია ჭეშმარიტი რეალობისა. ვცდილობთ დავტკბეთ ამით, მაგრამ ჩვენ არსით გაცილების მეტის ღირსები ვართ და მეტი შეგვიძლია. შეგვიძლია პირდაპირ სულით აღვიქვათ რეალობა და არა განპირობებული მექანიზმებით. და საშუალება ცნობიერების მომართვისათვის არის ბგერა.

სანსკრიტი უნიკალური ენაა. ამბობენ რომ ის მოსულია ჩვენთან სხვა რეალობიდან და სხვა ენებისგან განსხვავებით სანსკრიტული ანბანი აწყობილია ძალიან მეცნიერულად. ყველამ ვიცით რომ არსებობს 5 სტიქია. ამ სტიქიებს შეესაბამება გრძნობათა 5 ორგანო. ასევე გრძნობათა 5 ობიექტი... სმენა, შეხება, ყნოსვა, გემოვნება და მხედველობა, რომლებსაც შეესაბამება 5 შესაბამისი გრძნობის ობიექტი... არსებობს 25 თანხმოვანი სანსკრიტში და თვითოეულ სტიქიას 5 მათგანი შეესაბამება. ბგერების საშუალებით ადამიანს შეუძლია, რომ გადართოს თავისი აღქმა სხვადასხვა ნატიფ ენერგიებზე. თუ ადამიანი სწორად გამოთქვამს მათ, ისინი ტრანსფორმაციას უკეთებენ ჩვენს შინაგან ენერგიებს.

არსებობს ოთხი ნახევრადხმოვანი სანსკრიტში: “ია”, “რა”, “ლა” და “ვა”. ისინი შეესაბამებიან 4 ნატიფ ელემენტს (ჩიტა, აჰანკარა, მანას და ბუდჰი). აჰანკარას შეესაბამება “ია” (აქედან მოდის რუსული “я”). არსებობს სამი ენერგია, რომლებიც მოქმედებენ ამ სამყაროში. ესენია: მოქმედების ენერგია (ბალა), სურვილის ენერგია (გიანა) და ნების ენერგია (კრია). ამათი შესაბამისია 3 სისინა ბგერა, რომლებიც რუსულში შეესაბამებიან “с”, “ш” და “щ”.

და არსებობს 14 ხმოვანი სანსკრიტში, რომლებიც ასევე განსაზღვრულ ელემენტებს შეესაბამება. პირველი ბგერა სანსკრიტში, ისევე როგორც სხვა ენებში არის “”, რომელიც განსაზღვრავს სულს და უკანასკნელი ბგერებია “ჰა” და ცხვირისმიერი “”. “აჰამ” სანსკრიტზე ნიშნავს “მე”-ს. სხვაგვარად რომ ვთქვათ სანსკრიტთან შესაბამისად ბგერები წარმოადგენენ მთელ სამყაროს და მთელ რეალობას და თუ ადამიანი სწორად წარმოთქვამს ბგერებს, მას შეუძლია გამოიძახოს სხვადასხვა ენერგიები ნატიფი რეალობიდან. ის რაც ადრე მანტრების საშუალებით მიიღწეოდა, ჩვენს დროში მიიღწევა “იანტრების” საშუალებით. იანტრა ნიშნავს მექანიზმს, მანქანას... ჩვენ ვცხოვრობთ მექანიზმების საუკუნეში და ჩვენს სურვილებს იანტრების საშუალებით ვანხორციელებთ.

კრიშნა ტყუილად არ ამბობს, რომ ცნობიერების ტრანსფორმაციის ყველაზე ძლიერი მეთოდი ბგერაა. ბგერით ფორმულებში შეკუმშული, კომპრესიული სახითა ჩადებული ცოდნაა. კრიშნა ხსნის, რომ ბგერაში “ომ” მთელი ვედური ცოდნაა ჩადებული. და როდესაც “ომ”-ს წარმოვთქვამთ, ეს ცოდნა შიგნიდან იხსნება ჩვენში... (ავღნიშნავ რომ “ომ” შედგება სამი ბგერისაგან: “ა” “უ” და “მ”). ბგერა იყო მატერიალური სამყაროს პირველი ელემენტი, რომლისგანაც შეიქმნა ყველაფერი დანარჩენი. და სწორედ ბგერას შეუძლია, რომ ამ სამყაროს მიღმა გაგვიყვანოს. ბგერაში რა თქმა უნდა მანტრებთან და ლოცვებთან ერთად იგულისხმება სიმღერა და მუსიკა, რომლებიც ასევე წმენდენ ჩვენს ცნობიერებას, თუ სწორად არიან შერჩეულნი. არსებობს სამკურნალო მანტრები, არსებობს მანტრები, რომლებიც კონკრეტული ჩაკრებისთვისაა განსაზღვრული, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მანტრებს, რომლებიც სულიერი განვითარებისთვისაა განკუთვნილი...

(სემინარის დასასრული)

მოცემული სემინარის აუდიოვერსია (რუსულად) შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან:
http://allshares.ge/download.php?id=6A4B7F8429

ვისაც აინტერესებს უფრო დაწვრილებით ბგერების შესახებ, წაიკითხეთ ლექცია: "ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში" ამ გვერდზე:

http://church.ge/index.php?showtopic=7774&st=120

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 21 2010, 12:29 PM

ლეონტი

მესმის, რომ ჭეშმარიტი ქართველი ქრისტიანი ხარ და გინდა ალაგმო აქედან ეს "მწვალებლობა" და ულვაშები რომ გქონდეს ხელსაც გადაისვამდი ვაჟკაცურად, მაგრამ აქ არ ვაპირებ მაგაზე კამათს და თუ რამე პრეტენზია გაქვს ჩემთან შეგიძლია პირადად შემხვდე და ისე მითხრა.

ისე კაი კაცი ხარ შენ, ლეო! a075.gif

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 25 2010, 12:29 AM

ატმან,დამთავრდა კინო და წავიდეთ სახლებში თუ გაგრძელება იქნება?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 25 2010, 12:43 AM


ჩარჩზე დავეხეტები, ღობე-ყორეს ვედები,
მენატრება ღვედები და ვედები,
სადღეგრძელოს შენსას ვსვამ, შენზე კარგი ვინა გვყავს,
სულ არ გავხარ ჩემო ატმან სხვას biggrin.gif


არ დამცოფოს ეხლა sad.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 25 2010, 01:05 AM

lingvo

ორივენი დავიცოფებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: May 25 2010, 01:17 AM

ზოგი ცაში იყურება,ზოგი ლექსს წერს?-ვერ ვხვდები...
ნაირ-ნაირ თემებით ჩანს ფორუმის ხედები,
დიდ ზღვაშია ეს კუნძული, _აპოლო ohmy.gif გეტიკა,
გაახარეთ აქ ეს კაცი,აღარ უნდა რეპლიკა tongue.gif tongue.gif tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 25 2010, 01:18 AM

izi-bartki
biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 25 2010, 01:23 AM

ვედები
თავს დაგვატყდა უეცრად,
მტკიცე რკინის ღვედებით,
ვედურ ასტროლოგიით
ვით ხაფანგი ეგების,
ნუ ენდობი მოყვასო,
ანკესს წამოეგები.
ვინც კრულია ვედების,
წამრწყმედელი ღვედებით,
დავიწყებას მიეცით,
წარმართული ვედები.
madlioba.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: May 25 2010, 01:31 AM

ატმაააააან ტაბა-გუნაშია ეს ხალხი და პლანეტა ვიტალაზე უნდაათ)))))))
სულ კალი-იუგას ბრალია რა ეს ყველაფერი ,რასუშვება ხალხს ხედავ? როდის უნდა დამთავრდეს მაგის დრო ატმან დაგვხოცა ხალხი biggrin.gif
მეხომ საერთოდ იმ გუნაში ვარ რაქვია სახელი "უმეცრების გუნა" ვერგავცდი ამ გუნას laugh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 25 2010, 05:24 AM

გული რომ არ დავწყვიტო ლინგვოს და ტერას ერთ ტექსტს კიდევ დავდებ smile.gif

შრი დამოდარაშტაკა

ეს ლოცვა წარმოთქმულ იქნა სატიავრატა მუნის მიერ ნარადა მუნისა და შაუნაკა რიშთან საუბრისას და ჩაწერილია კრიშნა დვაიპაიანა ვიასას პადმა პურანაში.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

1. ვეთაყვანები უზენაეს უფალს რომლის ფორმა მარადისობით, ცოდნითა და ნეტარებითაა აღსავსე, გოკულას ღვთაებრივ სამეფოში სუფევს და ნარნარად მოქანავე ზვიგენის ფორმის საყურეებითაა შემკული. იგი შეშინებული გაურბის დედა იაშოდას წკეპლით რომ მისდევს. სწორედ მას, უზენაეს უფალ დამოდარას, მოკრძალებით ვეთაყვანები.
2. დედის ხელში წკეპლის დანახვისას იგი ტირის და ლოტოსის ხელისგულებით იწმენდს ცრემლებს. თვალები შიშით აქვს სავსე, ხოლო მის ყელზე, ნიჟარის მსგავსად სამი ნაოჭი რომ გასდევს, ტირილნარევი სუნთქვისაგან ირხევა მარგალიტის მძივი. სწორედ მას, უზენაეს უფალ დამოდარას, რომლის სხეული თოკით კი არა დედა იაშოდას წმინდა სიყვარულითაა შებოჭილი, მოკრძალებით ვეთაყვანები.
3. მისი ბავშვური გართობები გოკულას მცხოვრებთა ენითუთქმელი ექსტაზის წყაროა. ამ გართობებით აჩვენებს იგი უფლის დიდებაზე მოფიქრალ თავის ერთგულთ რომ მისი დაპყრობა მხოლოდ წმინდა სიყვარულითაა შესაძლებელი, რომელსაც ღვთისმოშიში თაყვანისცემის ნატამალიც არ ურევია. უდიდესი სიყვარულით ასიათასჯერ ქედს ვიხრი უფალი დამოდარას წინაშე.
4. ჰოი უფალო, შენ შეგიძლია ნებიმიერი კურთხევა გვიბოძო, მაგრამ მე არ გთხოვ არც დიად განთავისუფლებას და არც სხვა სიკეთეს რომლის მიღება ცხრა სახის ერთგული მსახურებითაა შესაძლებელი. ჰოი უფალო, მხოლოდ ერთი მსურს – ჩემი გულიდან ნუ წაშლი ვრინდავანში მყოფ ბალა-გოპალას კურთხეულ ფორმას და არ მჭირდება სხვა გასამრჯელო ამაზე მეტი.
5. ჰოი უფალო, დედა იაშოდა კვლავ და კვლავ ამბორით ფარავს ხავერდოვანი კულულების ჩარჩოში მოქცეულ ლოტოსის სახეს და ბაგენი შენი ბიმბას ნაყოფივით მეწამული ხდება. მიყავ სიკეთე ერთადერთი – ნუ დამავიწყებ შენს ხატებას ლოტოსის მაგვარს, ასჯერ ათასი სხვა კურთხევა მე არ მჭირდება.
6. ჰოი უფალო უზენაესო, თაყვანისცემას მოკრძალებულს ჩემსას გთავაზობ. ო დამოდარა, ო ანანტა, ო ვიშნუ, უფალო ჩემო, მხოლოდ ერთი მსურს – კმაყოფილ იყო ჩემი მოქცევით. რახან მომაპყარ მწყალობელი მზერა შენი, გევედრები გადამარჩინე მე უბედური, უვიცი, ბრიყვი, წუთისოფელის მწუხარების ოკეანეში დასახრჩობად გადადებული – ნება მომეცი მუდამ ვხედავდე ხატებას შენსას.
7. ჰოი ბავშვის სახიანო, ხის საცეხველზე მიჯაჭვულო უფალო დამოდარა, შენ მოხსენი ნარადას წყევლა კუვერას ვაჟებს, შენ აქციე ისინი დიად ერთგულებად. ჰოი უფალო, გთხოვ მიწყალობო პრემა-ბჰაქტი - შენდამი უანგარო სიყვარული, მხოლოდ ესა მსურს და სამოთხეში არ მივისწრაფვი.
8. უფალო დამოდარა, უპირველესად ქედს ვიხრი თვალისმომჭრელად მოელვარე თოკის წინაშე, წელს რომ გიბოჭავს. შემდგომ ამისა ვეთაყვანები შენს წელს, რომელშიც სუფევს მთელი სამყარო. ასევე მოკრძალებით ვეთაყვანები შრიმატი რადჰარანის – შენ რომ გიყვარს ყველაზე მეტად. ხოლო დასასრულს, კიდევ და კიდევ ქედს ვიხრი შენს წინაშე და გეთაყვანები უზენაეს უფალს, უშრეტ წყაროს ღვთაებრივი გართობებისას.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 25 2010, 06:34 AM

:_მარიამი_:

ციტატა
ატმან,დამთავრდა კინო და წავიდეთ სახლებში თუ გაგრძელება იქნება?


მასალა საკმარისზე მეტია და ჯერ-ჯერობით ახლის დადება არაა საჭირო. მითუმეტეს ამ ფორუმზე... შეკითხვები თუ გექნებათ ვუპასუხებ.

უმჯობესი იქნება თუ ამ თემის მკითხველები აქ გადმოინაცვლებთ:

http://forum.ge/?f=84&showtopic=34102716&st=0

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 25 2010, 09:06 AM

აქ ავტვირთე "ვედური ფსიქოლოგია" და "გონების იოგა" word-ის ფორმატში.

http://allshares.ge/download.php?id=7DD2BEAF26

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 25 2010, 01:24 PM

აუუ კრიშნა რა საყვარელია რო გარბის smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 25 2010, 01:36 PM

mata

იაშოდა მატაც რა საყვარლად მისდევს biggrin.gif

მაგ ისტორიის გაგრძელება ისაა, რომ დასჯის მიზნით ცდილობს თოკით დააბას კრიშნა. მაგრამ ისე აღმოჩნდება რომ დაახლოებით 1 მტკაველის სიგრძე არ ყოფნის თოკის შესაკრავად. მერე წავა უფრო დიდ თოკს მოიტანს, მაგრამ იგივე განმეორდება, მერე კიდევ უფრო დიდ თოკს მოიტანს და ა.შ... ცრემლები რომ წამოუვა კრიშნას შეეცოდება დედამისი და დააბმევინებს თავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 25 2010, 02:59 PM

ცდილობს თოკით დააბას კრიშნა. მაგრამ ისე აღმოჩნდება რომ დაახლოებით 1 მტკაველის სიგრძე არ ყოფნის თოკის შესაკრავად. მერე წავა უფრო დიდ თოკს მოიტანს, მაგრამ იგივე განმეორდება, მერე კიდევ უფრო დიდ თოკს მოიტანს და ა.შ... ცრემლები რომ წამოუვა კრიშნას შეეცოდება დედამისი და დააბმევინებს თავს[/quote]
კიიიიიიიიი მართლა ძაან საყვარლები არიან ორივე smile.gif

დააბმევინებს თავს მომეწონა biggrin.gif
მეც მინდა ეგეთი შვილი მაბრაზოს ხოლმეეე cocxali.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 25 2010, 03:07 PM

mata

შენ რომ იცოდე იაშოდამ და ნანდამ რა ასკეზები ატარეს წინა ცხოვრებებში შვილად რომ ღმერთი მოვლენოდათ, ეგრე ადვილად აღარ იოცნებებდი ეგეთ შვილზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 25 2010, 03:21 PM

შენ რომ იცოდე იაშოდამ და ნანდამ რა ასკეზები ატარეს წინა ცხოვრებებში შვილად რომ ღმერთი მოვლენოდათ, ეგრე ადვილად აღარ იოცნებებდი ეგეთ შვილზე
:rolleyes:



ეუჰ რაღაცა ვერ გავუგე ამ ფორუმზე ტექნიკურ რაღაცეებს <_<

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 25 2010, 04:22 PM

ციტატა(Atman @ May 25 2010, 03:07 PM) *

mata

შენ რომ იცოდე იაშოდამ და ნანდამ რა ასკეზები ატარეს წინა ცხოვრებებში


და ეს საიდანაა ცნობილი?
ვინ გამოიძია და დაადგინა და რა მეთოდებით?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 25 2010, 04:25 PM

terra

ციტატა
და ეს საიდანაა ცნობილი?ვინ გამოიძია და დაადგინა და რა მეთოდებით?


ვედებში წერია. და საერთოდ ვედებში კონკრეტული ავტორიტეტული პიროვნებების რამდენიმე ცხოვრებაა აღწერილი. როგორც ნახევარღმერთების, ასევე დემონების.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 25 2010, 08:23 PM

lingvo

ციტატა
ვედებითავს დაგვატყდა უეცრად,მტკიცე რკინის ღვედებით,ვედურ ასტროლოგიითვით ხაფანგი ეგების,ნუ ენდობი მოყვასო,ანკესს წამოეგები.ვინც კრულია ვედების,წამრწყმედელი ღვედებით,დავიწყებას მიეცით,წარმართული ვედები.



რა ნიშანი გეკუთვნის შენი აზრით ამ ლექსში? biggrin.gif


პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 26 2010, 02:43 AM

[quote name='Atman' date='May 25 2010, 02:34 AM' post='613166']
:_მარიამი_:
მასალა საკმარისზე მეტია და ჯერ-ჯერობით ახლის დადება არაა საჭირო. მითუმეტეს ამ ფორუმზე... შეკითხვები თუ გექნებათ ვუპასუხებ.

უმჯობესი იქნება თუ ამ თემის მკითხველები აქ გადმოინაცვლებთ:

http://forum.ge/?f=84&showtopic=34102716&st=0
[/quote

------ვაა,რა ფართოდ გაგიშლია ფრთები ამ ფორუმზე და რა ლაღად ფრენ.3გვერდის წაკითხვა მოვასწარი,იმედია დაგეწევით.ნეტა დროზე გეთქვა მაქაც თუ წერდი.თუ მოვახერხე დავრეგისტრირდები და მაქ დაგისვამ კითხვებს, თუ არადა აქაც შემოიხედე ხანდახან.---ეხლა კითხვა:როგორც მახსოვს კალი იუგა 240000წ.გრძელდება.აქედან პირველი 5000წ.იქნებბა მზარდი დეგრადაცია,რასაც მემგონი უკვე განვიცდით.10000წ.ოქროს ხანა გაგრძელდება,რომელიც ამ ეპოქაში დადგება.დანარჩენი დრო რა იქნება?და რა მოყვება კალი იუგას შემდგომ?თუ ეს ციკლის დასასრულია?--------"სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში მოწოდებულია ღმერთის სახელების ერთობლივი გალობა"-როგორ გავიგო ერთობლივი გალობა?------რაც შეეხება ნახევარღმერთებს.რატომ უნდა ვთხოვოთ რაიმე მათ,თუკი შეიძლება ეს შევთხოვოთ მასზე ძლიერს-უზენაესს?გავიგე რომ მათ ეს ფუნქცია ერგოთ ღვთისგან,მაგრამ რატომ უნდა ვცეთ მათ თაყვანი თუკი ეს ვერ მიგვიყვანს სასუფეველში?რა, მათი თაყვანისცემა უფრო იოლია(მათდამი მსხვერპლშეწირვა,თუკი ეს საერთოდ სჭირდებათ მათ)?თუ ისინი ასრულებენ ჩვენს სურვილებს (რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული)ყფრო მარტივად,ანუ უფრო ნაკლები ძალისხმევაა ჩვენი მხრიდან საჭირო რაიმე სურვილი რომ შეგვისრულონ?რაღაც თითქოს გავიგე და თანაც ვერ გავიგე...... შეიძლება ადამიანისათვის,რომელიც სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზეა,ნახევარღმერთი უფრო ადვილი აღსაქმელია ვიდრე უზენაესი გონი,ესეა?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 06:45 AM

:_მარიამი_:

ციტატა
როგორც მახსოვს კალი იუგა 240000წ.გრძელდება.აქედან პირველი 5000წ.იქნებბა მზარდი დეგრადაცია,რასაც მემგონი უკვე განვიცდით.10000წ.ოქროს ხანა გაგრძელდება,რომელიც ამ ეპოქაში დადგება.დანარჩენი დრო რა იქნება?და რა მოყვება კალი იუგას შემდგომ?თუ ეს ციკლის დასასრულია?


კალი იუგას ხანგრძლივობა 432 000 წელია. ოქროს ხანა უკვე დაიწყო და თანდათან ძალას მოიკრეფს, ალბათ რამდენიმე წელიწადში ბუნებრივი კატაკლიზმების შემდეგ და მრავალი ადამიანის სიკვდილის შემდეგ დედამიწა "ამოისუნთქებს" ცოტას და კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადავა.

ამ ოქროს ხანის შემდეგ კი ისევ კალი იუგის სიბნელე ჩამოწვება და ისეთი საშინელებებია აღწერილი კალი იუგის ბოლოსთვის, რომ წარმოდგენაც კი ძნელია. 10 წლის ასაკში ადამიანი უკვე ღრმა მოხუცებული იქნება. დედა შვილს შეჭამს შიმშილობის მოთხოვნა რომ დაიკმაყოფილოს. აღარ იქნება ისეთი მცენარეები, რომლებიც საკვებად ვარგის ნაყოფს იძლევა. აღარ იქნება სათნოების გუნაში მყოფი ცხოველები (მათ შორის ძროხა და ფუტკარი). ადამიანებს შორის იმოქმედებს ჯუნგლების კანონი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ადამიანები იქნებიან ჯუჯებივით (ძალიან დაბლები). რადიაციის და რაღაც მუტაციების შედეგად ქვეწარმავლები მიაღწევენ გიგანტურ ზომებს და გაჩნდებიან დინოზავრები (იხ. "გოძილა" biggrin.gif ) სხვათა შორის, იმ დინოზავრების ძვლები და ჩონჩხები, რომლებსაც არქეოლოგები პოულობენ, სწორედ წინა კალი იუგიდანაა. ღმერთის ცნებაც კი არ იქნება საერთოდ, არათუ რელიგიის. სულ ბოლოს კი მოვა "კალკი ავატარი" ანუ ღმერთის ავატარი, რომელიც გაანადგურებს ყოველივე ბოროტს (და მთელი კაცობრიობა ბოროტი იქნება მაგ დროს). შემდეგ კი იქნება ისევ პრალაია, ანუ "წარღვნა" ალბათ წყალდიდობის, ან რაიმე სხვა სახით და დედამიწა განიწმინდება ყოველგვარი ჭუჭყისგან. ამის შემდეგ კი რაღაც პერიოდის მერე ისევ დაიწყება ახალი ციკლი და შესაბამისად მისი პირველი ეპოქა - "სატია იუგა".

ერთ რამეს ვიტყვი: დედამიწა და შესაბამისად საქართველო, თბილისი და ა.შ. ჩვენი სახლი არაა. ჩვენი სახლი სულიერ სამყაროშია, მამასთან და აქ ჩვენი უმეცრების გამო და გაკვეთილების სასწავლად მოვხვდით. კალი იუგა ასე ვთქვათ ეპოქებს შორის" ზამთარია" და ზამთარს ვერ დავადანაშაულებთ იმაში რომ ცივია. ეს მისი ფუნქციაა. და ყველაფერი მატერიალურ სამყაროში უარესობისკენ წავა ზამთარში (გამონაკლისია ოქროს ხანა). და ჩვენი მცდელობა იმისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, რომ აქ შევქმნათ სამოთხე, არამედ იმისკენ, რომ გავიღვიძოთ და სხვებიც გავაღვიძოთ. სამოთხის შექმნა აქაც შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ის აუცილებლად დროებითი იქნება. ხოლო დროებითი რაცაა ყველაფერი ილუზიაა. "შენ იყავი კაი და ყველა კაი გახდებაო" როგორც პრ. დიდებულიძე ამბობს ჯემალ ქარჩხაძის "განზომილებაში" a075.gif


ციტატა
"სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში მოწოდებულია ღმერთის სახელების ერთობლივი გალობა"-როგორ გავიგო ერთობლივი გალობა?


კარგია როცა ერთი ადამიანი გალობს ღმერთის სახელს (ან სახელებს). უფრო უკეთესია როცა ორი ერთად გალობს, მაგრამ გაცილებით დიდი მადლია და მეტი შედეგი მოაქვს ჯგუფურ, ხალხმრავალ გალობებს, იმიტომ რომ იქმნება ერთიანი ვიბრაციული ველი, რომელიც განწმენდს ადამიანებს (იხ. ლექცია "ბგერის მნიშვნელობა ვედებში"). ნათქვამია, რომ ოქროს ხანაში მსოფლიოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში გავრცელდება და იგალობება უფლის წმინდა სახელები. ერთობლივი გალობის ტრადიცია (ინსტრუმენტების თანხლებით) უკვე დიდი ხანია არსებობს ვაიშნავიზმში და სუფიზმში. ქრისტიანობაში თავადაც მოგეხსენებათ ეს უძველესი ტრადიციაა (მაგრამ ცოტა სხვა ფორმა აქვს). მოკლედ რომ ვთქვათ მთავარი ხსნა კალი იუგაში ბგერაა. ღმერთის სახელი განუყოფელია თავად ღმერთისგან და გვწმენდს იმის მიუხედავადაც კი, გვჯერა თუ არა თავიდან ეს. განწმენდის ფონზე თანდათან რწმენაც მოდის... შემდეგ კი სიყვარული...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 07:04 AM

ციტატა
რაც შეეხება ნახევარღმერთებს.რატომ უნდა ვთხოვოთ რაიმე მათ,თუკი შეიძლება ეს შევთხოვოთ მასზე ძლიერს-უზენაესს?გავიგე რომ მათ ეს ფუნქცია ერგოთ ღვთისგან,მაგრამ რატომ უნდა ვცეთ მათ თაყვანი თუკი ეს ვერ მიგვიყვანს სასუფეველში?რა, მათი თაყვანისცემა უფრო იოლია(მათდამი მსხვერპლშეწირვა,თუკი ეს საერთოდ სჭირდებათ მათ)?თუ ისინი ასრულებენ ჩვენს სურვილებს (რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული)ყფრო მარტივად,ანუ უფრო ნაკლები ძალისხმევაა ჩვენი მხრიდან საჭირო რაიმე სურვილი რომ შეგვისრულონ?რაღაც თითქოს გავიგე და თანაც ვერ გავიგე...... შეიძლება ადამიანისათვის,რომელიც სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზეა,ნახევარღმერთი უფრო ადვილი აღსაქმელია ვიდრე უზენაესი გონი,ესეა?


სწორად მიხვდი. თავიდან ადამიანს უჭირს ღმერთის გაგება და ნახევარღმერთებს ეთაყვანება. მითუმეტეს იმიტომ რომ ისინი სურვილებს უსრულებენ, ღმერთი კი თუ საჭიროდ არ ჩათვლის არ უსრულებს, ან გვიან უსრულებს. მაგრამ ვედების სტრუქტურა ისეთია, რომ თანდათან მიყავს ღმერთის ცნობიერებამდე. როცა ნახევარღმერთს ეთაყვანები და გამოცდი მის ძალას, და ამავე დროს კითხულობ ღმერთის ძლევამოსილებაზე და სულიერი სამყაროს აღწერაზე, ბუნებრივია გიჩნდება ლოგიკური დასკვნა, რომ ჯობია ღმერთს ეთაყვანო და არა ნახევარღმერთს. ვედებში ყველა იმას პოულობს, რაც მისი სულიერი განვითარების დონისთვისაა შესაბამისი და ამ ცოდნას იგი შემდეგ საფეხურზე გადაჰყავს.

ვერც ერთ რელიგიაში და ვერც ერთ მიმდინარეობაში ვერ იპოვით ისეთ ცოდნას რომელიც ისევე ყოვლისმომცველი, მასშტაბური და საერთოა ყველანაირი ტიპის ადამიანისთვის, როგორიც ვედებია. ბიბლიას ვერ წააკითხებ ბევრ მატერიალისტს, ათეისტს და დემონს, იმიტომ რომ ბიბლიაში ის წერია, რაც მას არ აწყობს და არ მოსწონს, ვედებში კი იპოვის თავისთვის საინტერესოს (მაგალითად კამა სუტრას, სურვილების ასრულების სხვადასხვა მეთოდებს და ა.შ. მაგრამ ვედები აუცილებლად შეიტყუებს მას და საბოლოოდ მაინც მიიყვანს (ერთ ცხოვრებაში თუ არა რამდენიმეში მაინც) იმ გაგებამდე, რომ ღმერთია ყველაზე მთავარი და მას უნდა ეთაყვანონ smile.gif

გაცილებით უფრო მაღალი გაგებაა, როცა ღმერთს შესთხოვ შენი სურვილების ასრულებას. და მორწმუნე ადამიანების დიდი უმრავლესობა ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ამას აკეთებს. და რა თქმა უნდა ჯობია ღმერთს შევთხოვოთ, ვიდრე ნახევარღმერთს ან ვიფიქროთ რომ ჩვენვე ვართ ჩვენი სურვილების ამსრულებელი და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ან უფრო უარესი - დემონებს ვთხოვოთ სურვილების ასრულება...

ყველაზე მაღალი გაგება კი ისაა, როცა ღმერთი უანგაროდ გიყვარს, არაფერს არ სთხოვ, იმიტომ რომ იცი, რაც გჭირდება ყველაფერს მოგცემს და რაც ზედმეტია და არ გჭირდება წაგართმევს (რაც შენთვისვეა კარგი). ბოლოს ვაცნობიერებთ, რომ არაფერი არ გაგვაჩნია საერთოდ... რომ ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის და "ჩემი" არაფერი არაა: არც სახლი, არც შვილი, არც ნათესავი... და ბოლოს ვაძლევ ღმერთს ერთადერთ რაღაცას, რაც მართლა მაქვს მატერიალურ სამყაროში და ესაა ნების თავისუფლება... გამოვხატავ ჩემს საბოლოო ნებას და ვამბობ: "იყავნ ნება შენი!" (და არა ჩემი)...

პ.ს. ღმერთი პიროვნებაა პირველ რიგში და არა "უზენაესი გონი", ან "სიყვარული" "აბსოლუტი" და სხვა ასეთი აბსტრაქტული ცნებები. "სიყვარულს" ვერ შეიყვარებ. ღმერთის პიროვნება უნდა შეიყვარო. თუ არაფერი იცი მამის შესახებ, შეიყვარე ძე და მიგიყვანს მამამდე... მითუმეტეს ქრისტე სწორედ უფლისადმი საბოლოო და უანგარო მინდობას გვასწავლის და თავის თავს მხსნელად, გამტარად, გზად წარმოგვიდგენს განსაკუთრებით ცოდვილ ადამიანებს...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 11:48 AM

დღეს ლომისობაცაა და ნარასიმჰას დღესასწაულიც! მაგარი დამთხვევაა! biggrin.gif

"სიმჰა" სანსკრიტზე ლომს ნიშნავს.

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 26 2010, 12:25 PM

ოქროს ხანას რა დანიშნულება აქვს კალი იიუგაში?რა საჭიროა იგი თუკი საბოლოოდ ყველაფერი სრული დეგრადაციით და წარღვნით მთავრდება?რა ფუნქცია აკისრია მას?ისე რა ბედნიერებაა ოქროს ხანაში რომ მოგვიწია ცხოვრება.ღმერთო ჩემო,იმაზე ფიქრიც კი მაშინებს რომ შეიძლება ამ ბნელ ეპოქაში კიდევ განვხორციელდე...

პოსტის ავტორი: Fee თარიღი: May 26 2010, 01:21 PM

დამბურძგლა ეს რეები წერია sad.gif ეგეთი პირი უჩანს ნამდვილად sad.gif
ჩვენი სახლი რომ არ არის აქ, იმიტომაა ეტყობა სახლის შეგრძნება რომ არ მაქვს, არ არის ჩემი ადგილი აქ! biggrin.gif


პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: May 26 2010, 05:33 PM

ციტატა(Fee @ May 26 2010, 01:21 PM) *

დამბურძგლა ეს რეები წერია sad.gif ეგეთი პირი უჩანს ნამდვილად sad.gif
ჩვენი სახლი რომ არ არის აქ, იმიტომაა ეტყობა სახლის შეგრძნება რომ არ მაქვს, არ არის ჩემი ადგილი აქ! biggrin.gif

ჩამოფრინდი მერე დროზე სანამ მანდ მოგაკიტხა კალიიუგამ laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 26 2010, 05:41 PM

Atman

ციტატა
დღეს ლომისობაცაა და ნარასიმჰას დღესასწაულიც! მაგარი დამთხვევაა! ესეც ნარასიმჰა (ლომისთავა) "სიმჰა" სანსკრიტზე ლომს ნიშნავს.



ეს დამთცხვევა არაა, ნარასიმჰასმიერი მისტიკაა biggrin.gif

გორგასალი მგლისტავას ნიშნავს biggrin.gif ხედავ, რამდენის აერთო გვაქვს ჩვენ და ამ რელიგიას.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: May 26 2010, 06:16 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 26 2010, 05:41 PM) *

Atman
ეს დამთცხვევა არაა, ნარასიმჰასმიერი მისტიკაა biggrin.gif

რამდენის აერთო გვაქვს ჩვენ და ამ რელიგიას.

ვედები რელიგია არარის,ის ცოდნაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 10:36 PM

:_მარიამი_:

ციტატა
ოქროს ხანას რა დანიშნულება აქვს კალი იიუგაში?რა საჭიროა იგი თუკი საბოლოოდ ყველაფერი სრული დეგრადაციით და წარღვნით მთავრდება?რა ფუნქცია აკისრია მას?


ერთ ქალაქში ერთი და იმავე დროს უნივერსიტეტიც არსებობს და ციხეც. რა არჩევანსაც აკეთებს აკეთებს ადამიანი იქ ხვდება. ოქროს ხანა ასე ვთქვათ ღია უნივერსიტეტია და აქ სწავლას თუ მოასწრებ საერთოდ წახვლა ამ ქალაქიდან ზეციურ ქალაქში, თუ უარს იტყვი სწავლაზე გააგრძელებ ცხოვრებას და ამ უნივერსიტეტის ადგილზე რაღაც დროის შემდეგ ციხე აშენდება. უნიჭო შედარებაა მაგრამ მგონი მიმიხვდით smile.gif

აქ, მატერიალურ სამყაროში ყველაფერი წარმავალია და არც ერთ მატერიალურ ღირებულებას არ უნდა ჩავეჭიდოთ. და ვერც კალი იუგის განვითარებას ავიცილებთ. უბრალოდ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შანსი რაც ამ "ოქროს ხანაში" გვექნება...

თუმცა აქ სხვა მომენტიცაა. შეიძლება ჩვენი ნებისმიერი დღე უკანასკნელი იყოს და ოქროს ხანის იმედზე ყოფნა არაფრად გვარგებს, აქ და ახლა უნდა დავიწყოთ მოქმედება. ოღონდ მოქმედება ცოდნის საფუძველზე და ღმერთისაკენ მიმართული.

მხევალი ნინო

ციტატა
ეს დამთცხვევა არაა, ნარასიმჰასმიერი მისტიკაა


შენ ნარასიმჰას ეგრე ნუ ეხუმრები. ღმერთის ყველაზე სასტიკი ფორმაა და განსაკუთრებით არ უყვარს როცა ვედებს დასცინიან smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 10:48 PM

კალი იუგას უარყოფით მხარეებთან ერთად ერთი ძალიან დადებითი მხარე აქვს. ყველა ეპოქას შორის, კალი იუგაში ყველაზე ადვილია განთავისუფლება, თუ ადამიანმა მოინდომა რა თქმა უნდა...

როცა დამაბრკოლებელი ფაქტორები მეტია, ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლები, ადამიანის შესაძლებლობები ნაკლები, და როდესაც უბედურება ჭარბობს ბედნიერებას, ამ დროს უფრო ადვილია ღმერთისკენ სიარული მოუნდეს ადამიანს და ღმერთის წყალობით სულიერ სამყაროში გადასვლაც გაცილებით ადვილია. მაგალითად სატია იუგაში 100 000 წელი ცოცხლობდა ადამიანი და მთელი ეს ხანი ლოტოსის პოზაში უნდა მჯდარიყო და "ომ" ეძახა (ანუ აშტანგა იოგა უნდა გაევლო. ახლა კი მეთოდი ყველაზე მარტივია და ამავე დროს ყველაზე ამაღლებული: "ბჰაკტი იოგა" უფლის მსახურება უანგარო ერთგული სიყვარულით. ოქროს ხანის მთავარი პლუსი კი ისაა, რომ ცოდნა გაიხსნება და ძალიან ბევრისთვის გახდება მისაწვდომი. ოღონდ ადამიანთა შორის ძალიან ძალიან ცოტანი, გონიერთა შორის ყველაზე გონიერნი გახდებიან ჭეშმარიტი ბჰაკტები. უმეტესობა ამ ცოდნას თავისივე მიზნებისთვის გამოიყენებს, თუნდაც სამოთხისეულ პლანეტებზე მოსახვედრად... არადა მაგ პლანეტებიდან გონიერი სულები აქ დაბადებაზე "ჩალიჩობენ" კალი იუგაში, იმიტომ რომ დედამიწა ყველაზე მარტივი გზაა და ყველაზე მოსახერხებელი "ტრამპლინია" სულიერ სამყაროში გადასასვლელად smile.gif

მეორე გზაც არსებობს: ევოლუციის გზა, რომელიც ცოდნის საფუძველზე ასკეტურ იოგას გულისხმობს და მრავალი სიცოცხლე და მრავალი ტანჯვა სჭირდება. აღწევენ ბრაჰმას ყველაზე მაღალ პლანეტამდე და იქიდან გადადიან სულიერ სამყაროში. მაგრამ ეს გზა გაცილებით რთულია და გაცილებით სახიფათო და საკუთარ მცდელობებზე და შესაძლებლობებზე უფროა გათვლილი, ვიდრე ღვთის წყალობაზე...

მაგრამ მოდის წყალობა დალოცვილებო და მივიღოთ smile.gif

პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: May 26 2010, 11:58 PM

ატმან:
შეიძლება პარალელი გავავლოთ კალი იუგას დასასრულსა და არმაგედონს შორის.არის რაიმე საერთო ამ ციკლის დასასრულსა და მეორედ მოსვლას შორის ,თუ ეს სხვადასხვა პროცესია?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 27 2010, 12:00 AM

Atman
მოაშორე ეს სატანა ვინარი. შერისხოს უფალმა

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 27 2010, 12:13 AM

Atman
მართლა საშინელი სცენებია და იქნებ წაშალო.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: May 27 2010, 02:48 AM

ციტატა(Atman @ May 26 2010, 07:04 AM) *



პ.ს. ღმერთი პიროვნებაა პირველ რიგში და არა "უზენაესი გონი", ან "სიყვარული" "აბსოლუტი" და სხვა ასეთი აბსტრაქტული ცნებები. "სიყვარულს" ვერ შეიყვარებ. ღმერთის პიროვნება უნდა შეიყვარო. თუ არაფერი იცი მამის შესახებ, შეიყვარე ძე და მიგიყვანს მამამდე... მითუმეტეს ქრისტე სწორედ უფლისადმი საბოლოო და უანგარო მინდობას გვასწავლის და თავის თავს მხსნელად, გამტარად, გზად წარმოგვიდგენს განსაკუთრებით ცოდვილ ადამიანებს...

ატმან ამ ჩემს კითხვას უპასუეხე ,და შენ ფიქრობ რომ ეს უზენაესი ღმერთი ანუ მამა კრიშნაა?
მე ქრისტიანი ვედებს გავეცანი, უმეტესება ზღაპარია ჩემის აზრით ,მაგარამ იქ ცოდნაცაა ისეთი თუ დაინახავს კაცი,რომ ბოროტ ძალაუფლების მოყვარულ ადამიანში დიდ ბოროტ ძალაუფლებად შეიძლება იქცეს, ჰიტლერის დამოკიდებულება ვედების მიმართ იქნებ გააცნო ფორუმს, და ატმან მაინტერესებს "შივა" რომელიც არაკეთილსინდისიერ თხოვნებსაც ასრულებს და გეუბნება მე გისრულებ და პასუხი შენაგე შემდგომ ამაზეო,რაღაც ძალიან გავს ეშმაკს ,რომელიც ამდაგვარ თხოვნებს ასრულებსო ამბობენ და ნუ შედეგი შემდგომი ხო ყველამ ვიცით,აი" შივას" შემთხვევაში მოყევი კანცოვკა შენ როგორ ფიქრობ როგორია.


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 27 2010, 06:28 AM

:_მარიამი_:

ციტატა
შეიძლება პარალელი გავავლოთ კალი იუგას დასასრულსა და არმაგედონს შორის.არის რაიმე საერთო ამ ციკლის დასასრულსა და მეორედ მოსვლას შორის ,თუ ეს სხვადასხვა პროცესია?


რა ვიცი ალბათ ერთი და იგივეა. კონკრეტულად როგორ მოხდება ეს არ ვიცი. ალბათ ისე როგორც აპოკალიფსში წერია.

აკაკი


ციტატა
მოაშორე ეს სატანა ვინარი. შერისხოს უფალმა


ნუ იწყევლები ერთი ღვაწმოსილი დიაკონივით biggrin.gif

ციტატა
ატმან ამ ჩემს კითხვას უპასუეხე ,და შენ ფიქრობ რომ ეს უზენაესი ღმერთი ანუ მამა კრიშნაა?


კი არ ვფიქრობ დარწმუნებული ვარ.

ციტატა
მე ქრისტიანი ვედებს გავეცანი, უმეტესება ზღაპარია ჩემის აზრით ,მაგარამ იქ ცოდნაცაა ისეთი თუ დაინახავს კაცი,რომ ბოროტ ძალაუფლების მოყვარულ ადამიანში დიდ ბოროტ ძალაუფლებად შეიძლება იქცეს, ჰიტლერის დამოკიდებულება ვედების მიმართ იქნებ გააცნო ფორუმს,


უკვე ვთქვი ბევრჯერ რომ ჰიტლერიც იცნობდა ვედებს და იყენებდა მის სიმბოლიკას, თუნდაც სვასტიკა, რომელიც მზის სიმბოლოა და მან კი ბოროტების სიმბოლოდ აქცია. საბრძოლო ხელოვნების ძალიან საიდუმლო ტექნიკას ეძებდა ჰიტკლერი ჰიმალაებში, მაგრამ ვერ მიაგნო. ეგეთი ცოდნა უწმინდურებისთვის მიუწვდომელია.

ციტატა
ატმან მაინტერესებს "შივა" რომელიც არაკეთილსინდისიერ თხოვნებსაც ასრულებს და გეუბნება მე გისრულებ და პასუხი შენაგე შემდგომ ამაზეო,რაღაც ძალიან გავს ეშმაკს ,რომელიც ამდაგვარ თხოვნებს ასრულებსო ამბობენ და ნუ შედეგი შემდგომი ხო ყველამ ვიცით,აი" შივას" შემთხვევაში მოყევი კანცოვკა შენ როგორ ფიქრობ როგორია.


არა მარტო შივა, ძალიან ბევრი ნახევარღმერთი ასრულებს სურვილებს და ეს ასკეზებზეა დამოკიდებული. (დემონი ჯერ სურვილს გისრულებს და მერე "მიაქვს შენი სული" ქრისტიანული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ. თუმცა მაცდური ეშმაკის ცნება უპასუხისმგებლო და ცოდნის არმქონე ჭკუის ნაყოფია. არსებობენ დემონები, მაგრამ არ არსებობს ეშმაკი. ესაა შექმნილი ეგრეგორი, რომელიც იმის მიხედვით მუშაობს, თუ რამდენად გჯერა, ისევე როგორც ციფრი 666. ისევ ვიმეორებ, რომ დემონები არსებობენ.

ნახევარღმერთების შემთხვევაში კი ასეთი პრინციპი მოქმედებს: შენ თუ აკეთებ ასკეზებს და ამ ასკეზების ნაყოფები შენთვისვე გინდა, იმის მიხედვით თუ რა ასკეზები აკეთე და რომელ ნახევარღმერთს მიმართე, სურვილები გისრულდება. ანუ იმ მადლს რაც ასკეზებით მოიპოვე, მიზანმიმართულად ხარჯავ რაღაცაში.


ახლა მოვყვები ნარასიმჰას ისტორიას და მაგ "საშინელი" სცენების აღწერას ეგრე რომ დაგაფეთათ და და ამით ზაქარიასაც გავცემ პასუხს კითხვაზე სურვილების ასრულებაზე შედეგის შესახებ:

მილიონობით წლის წინ, დაახლოებით ტრეტა იუგას და დვაპარა იუგას გასაყარზე, არსებობდა ერთი დიდი დემონი მეფე, რომელსაც ერქვა ჰირანია კაშიპუ (დემონი არ ნიშნავს მაინცდამაინც რომ ურჩხულს ჰგავდა და რქები ჰქონდა, მას ადამიანური ფორმა ქონდა, უბრალოდ ღმერთს ემტერებოდა და დიდი ძალაუფლება უნდოდა).

ჰოდა ამ კაშიპუმ გადაწყვიტა ძალიან მძიმე ასკეზის გაკეთება: დადგა მაღალი მთის წვერზე, ფეხის წვერებით, ხელები მაღლა ჰქონდა აპყრობილი და ათასობით წელი იდგა ასე საჭმლის, წყლის გარეშე, ყინვაში, სიცხეში... ძალიან ჩამოხმა, სასიცოცხლო აირები იმდენიღა შემორჩა რომ მხოლოდ სიცოცხლისთვის ყოფნოდა, მაგრამ სამაგიეროდ იმხელა ძალა მოიპოვა, რომ თვალის ერთი დახამხამებით შეეძლო უამრავი პლანეტის და ცოცხალი სულის განადგურება. ამის გამო ძალიან შეშფოთდნენ სამყაროს მცხოვრებლები და ბრაჰმას, მატერიალური სამყაროს შემქმნელ ნახევარღმერთს მიმართეს, დაგვეხმარე და მოგვაცილე ეს დემონი თორე თუ მოინდომა გადაგვბუგავს ყველასო.

ბრაჰმა მივიდა ჰირანია კაშიპუსთან და უთხრა, რისთვის აკეთებ ამ ასკეზებს, რა გსურს მიიღოო. მან უპასუხა, სანამ უკვდავებას არ მომანიჭებ არ გავჩერდებიო. ბრაჰმამ უთხრა: მე თვითონ მოკვდავი ვარ და უკვდავება როგორ მოგანიჭო, ამის ძალაუფლება მხოლოდ ღმერთს აქვსო. მაშინ ასეთი რამ მოიფიქრა კაშიპუმ: კარგიო, მომეცი კურთხევა, რომ არ მოვკვდები არც დღისით და არც ღამით, არც მიწაზე და არც ცაში, ვერც ადამიანი მომკლავს და ვერც რომელიმე ცხოველი ან ფრინველი ან ქვეწარმავალი, არც ერთ ცნობილ იარაღს არ შეეძლება ჩემი მოკვლაო. ბრაჰმამ მისცა კურთხევა და კაშიპუმაც განაგრძო მეფობა. უდიდესი იმპერატორი გახდა, ნახევარღმერთებიც კი თრთოდნენ მის წინაშე. თავის საბრძანებელში ვინც კი ახსენებდა ღმერთის (ვიშნუს) სახელს, ყველას თავს აჭრიდა.

ნახევარღმერთებმა როგორც ყოველთვის ისევ ღმერთს მიმართეს დახმარებისთვის. ვიშნუმ უთხრა, კარგიო ისე გავაკეთებ, რომ ჰირანია კაშიპუს შვილად ჩემი უდიადესი ერთგული დაიბადებაო. ამ ერთგულს ჰქვია პრაჰლადა მაჰარაჯა. მას დედის მუცელშივე მისცა დარიგებები ნარადა მუნიმ, რომ ღმერთის სახელები უნდა იმეოროს. როდესაც პრაჰლადა კშატრიების სკოლაში მიაბარა დემონმა მამამ, ყველაზე ცნობილი გურუები დაუყენა მასწავლებლად, რათა უდიადესი დემონი აღეზარდათ მისგან...

მოკლედ დაწვრილებით არ მოვყვები და მოკლედ ვიტყვი, რომ პრაჰლადა აქეთ ასწავლიდა თავის გურუებს, რომ ღმერთია პირვველი და მას უნდა ვცეთ თაყვანი, და არა "ყოვლისშემძლე" ჰირანია კაშიპუს ანუ მამამისს (რომელიც თავად ითხოვდა ამას ყველასგან). რომ გაიგო მამამისმა, რომ მისი შვილი ღმერთის ერთგულია, ჯერ ყველანაირი მეთოდით ეცადა რომ "ჭკუაზე" მოეყვანა, მერე კი არაფერი რომ არ გამოუვიდა ბევრჯერ უბრძანა მისი მოკვლა, ხან კლდიდან გადააგდეს, ხან წყალში ჩააგდეს, ხან შხამიანი გველებით სავსე ოთახში შეუშვეს, მაგრამ პრაჰლადა ღმერთის სახელებს იმეორებდა და არაფერი ემართებოდა.

მაშინ განრისხებულმა მამამისმა სასახლეში დაიბარა პრაჰლადა და ჰკითხა: აბა მაჩვენე სადაა შენი ღმერთი, რომ ჩემი ხელით განვგმიროო. ის ყველგანააო, უბრალოდ შენ ვერ ხედავო, უპასუხა პრაჰლადამ, აი ამ სვეტშიცააო? (რომელიღაც ქვის სვეტზე მიუთითა), კიო... ჰოდა ჰირანია კაშიპუმ მთელი ძალით შემოჰკრა მახვილი ამ სვეტს. სვეტი დაიმსხვრა და უეცრად მისგან მრისხანე არსება გამოვიდა. მას ჰქონდა ადამიანის ტანი და ლომის თავი. გააფთრებული მივარდა კაშიპუს, მუხლებზე დაიგდო და ბრჭყალებით გაუფატრა მუცელი. და ეს მოხდა მწუხრის ჟამს, როცა არც დღე იყო და არც ღამე... ეს მოხდა ნარასიმჰას მუხლებზე, ანუ არც ჰაერში და არც მიწაზე, განგმურულ იქნა ბასრი ბრჭყალებით, ანუ არც ერთი ცნობილი იარაღით და მოკლულ იქნა არც ერთი მანამდე ცნობილი არსების მიერ, ანუ ნარასიმჰა არც ცხოველი იყო და არც ადამიანი...

მოკლედ ასეთი შტუკა გაუჩალიჩა ღმერთმა ამ დემონს და სხვათა შორის დემონი ამით განთავისუფლდა, რადგანაც როცა ღმერთი პირადად, თავისი ინკარნაციის სახით კლავს დემონს, ასეთი დემონი განთავისუფლებას ღებულობს, რადგან ვისაც ღმერთი პირადად შეეხება ყველა თავისუფლდება. პრაჰლადა მაჰარაჯა კი ერთ ერთი უდიადესია 12 უდიადეს ერთგულთა შორის. ალბათ მკითხავთ, რით დაიმსახურა ამ დემონმა განთავისუფლებაო. ჯერ ერთი ის ყოველთვის დემონი არ ყოფილა და თუ არ ვცდები რომელიღაც წინა ცხოვრებაში ნახევარღმერთი იყო, რომელმაც დიდი წმინდანის შეურაცხყოფის გამო წყევლად მიიღო დემონად დაბადება... მეორეც ის პრაჰლადას მამაა, ხოლო როცა შვილი ღმერთის ერთგულია და წმინდანია, მამაც აუცილებლად თავისუფლდება ღმერთის წყალობით. ძეს სანსკრიტზე ჰქვია "პუტრა" რისი ერთ-ერთი მნიშვნელობაც "ჯოჯოხეთიდან დამხსნელია" ანუ წმინდანი შვილი ჯოჯოხეთიდან იხსნის მამას (და არა მარტო მამას, თავის წინა და შემდგომ თაობებსაც).

ეს ისტორია დაწვრილებით გაცილებით უფრო საინტერესოა თავის დიალოგებით, გაგრძელებაც აქვს და წინაისტორიაც, მაგრამ აღარ გავაგრძელებ...

მგონი კითხვას გავეცი პასუხი. ნარასიმჰა არის ღმერთის ყველაზე მრისხანე ფორმა. "ბჰაგავად-გიტაში" კრიშნა ამბობს რომ ეპოქიდან ეპოქაში, ის ეშვება მიწაზე, რათა პირადად გაანადგუროს დემონები და დაიცვას თავისი დიადი ერთგულები. და ამ ორი პუნქტიდან მეორე უფრო მნიშვნელოვანია მისთვის რა თქმა უნდა.



.zakaria.
ციტატა
მე ქრისტიანი ვედებს გავეცანი, უმეტესება ზღაპარია ჩემის აზრით


აქ ზღაპარი არაფერია, ესაა რეალური ისტორიები, რომლებიც მილიონობით და მილიარდობით წლების წინ ხდებოდა. თუ არ გჯერა არ ნიშნავს რომ არ არსებობდა a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 27 2010, 07:39 AM

lingvo

ციტატა
მართლა საშინელი სცენებია და იქნებ წაშალო.


რა ფაქიზოები ხართ რა biggrin.gif კარგი წავშლი თუ ასე გაშინებთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)