მოგესალმებით ფორუმელებო! იმედს ვიქონიებ რომ ვინმე კომპეტენტურ პასუხს და ინფორმაციას მომაწვდის სიზმრის მართვასთან დაკავშირებით( სიზმარში ცნობიერად მოქმედება ), გთხოვთ ვინმეს რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ დაპოსტეთ
სიზმარი როგორ უნდა მართო
(რამდენიმე ხნის წინ დავუწერე ეს ერთ მართლმადიდებლურ საიტს.აბა ნახე...)
სიზმრის მართლმადიდებლური გაგება
----------------------------------------------------
მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე,რომელიც ტანჯვისა და სამშჯავროს შესახებ გამცნობს.და თუ სასოწარკვეთილებაში ჩავარდები მაშინ ისიც
ეშმაკისგან ყოფილა.“ (ღირსი იოანე სინელი)
ძნელად მოიძებნება ადამიანი,რომელიც არ დაფიქრებულიყოს სიზმრის შესახებ და არ ერწმუნა მისი.მით უმეტეს,რომ სიზმრად ნანახი არცთუ იშვიათად სრულდება. საინტერესოა მართლმადიდებლური სარწმუნოების აზრი ამ თემის ირგვლივ.
ათონის წმინდა მთაზე ბერები არც უარყოფენ სიზმარს და არც იჯერებენ.ეს იმიტომ,რომ სიზმარი სეიძლება იყოს როგორც ღვთიური,ასევე დემონური ძალისმიერიმდა ამ ყველაფრის დაჯერებამ ადამიანი სეიზლება დაღუპვამდეც კი მიიყვანოს.როგორც ოპტინელი ბერი ლეონიდე გვარიგებს:,,არ გვმართებს სიზმრის დაჯერება,თუნდაცსწორი იყოს.რამეთუ სიზმრის დაჯერებით მრავალი ცდუნდა.ერთ-ერთი მათგანია ბერი თეოქტირისტე,რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შეადგინა,ერწმუნა ღამეულ ჩვენებებს და მათგან ცდუნებული წარწყმდა.
წმინდა წერილიდან ვიგებთ,რომ ბოროტი ძალა ზოგჯერ სინათლის ანგელოზის სახით ეჩვენება ადამიანს,რაც სიზმარსი აისახება.ანუ დასაშვებია,რომ წმიდანის სახითაც გამოგვეცხადოს ბოროტი ძალა სიზმარში,და აცნობოს მისი მომავლის შესახებ.დიდი ალბათობაა იმისა,რომ ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდეს და ადამიანი ამ დროს თუ ირწმუნებს სიზმარს უკვე ცოდვაშია.ამით ბოროტმა უკვე შეასრულა თავისი ,,პროგრამა მინიმუმი.“
ყველასთვის კარგადაა ცნობილი,რომ ეშმაკებს არ შეუძლიათ ჯვრის და ყოვლადწმიდა ღვთისმსობლის სახით გამოჩენა,მაგრამ აქაც ყურადღებით მოგვეთხოვება ყოფნა.აი რას გვარიგებს წმიდა ბარსანოფი დიდი:,,ეშმაკებს ძილშიც კი არ შეუძლიათ წარმოგვიდგინონ სახე ჯვრისა,რადგან მტერს ეშინია ჯვრის,მაგრამ ღმერთი უშვებს იმას,რომ იგი თქვენს სააზროვნო ძალას დაეუფლოს,ისე,რომ რაღაც ფიგურას წარმოგიდგენთ და შთაგაგონებთ აზრს,რომ ეს ჯვარია და ამით უფრო მეტად აღგაშფოთაბთ.“რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს,ბოროტი შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც ლამაზი ქალი,ახალშობილი ყრმით და ჩაგვინერგოს აზრი,რომ ეს ღვთისმშობელია.
სიზმრის ახსნისა და სხვისგან გამორჩეულობის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ,კაცმა შეიძლება საკუთარ თავში რაღაც მისტიკური,ზებუნებრივი აღმოაჩინოს.ასეთი სემთხვევები კი მართლმადიდებლური სარწმუნოების ისტორიაში უამრავია.მრავალი სემთხვევაა,როდესაც თითქოს ღვთიური ძალმოსილებით აღსავსე სიზმრები ბოროტისეული ყოფილა.სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული სასულიერო პირნი არ აქცევენ ყურადღებას სიზმარს,რწმენასი გამოუცდელი და სუსტი ერისკაცნი კი ისე მარტივად ხსნიან ნებისმიერი სიზმრის შინაარსს,რომ შეიძლება მის განსაკუთრებულ ნიჭიერებასა და მადლზე დაფიქრდეს ადამიანი.სიზმარი შეიზლება არც ბოროტისეული იყოს და არც უფლისმიერი.დასაშვებია,რომ ყოფითი პრობლემებით დაქანცულ ადამიანს,ჩაყვეს ზილში ფიქრი ნებისმიერ მოვლენაზე და ამ ფაქტმა სიზმარსი ჰპოვოს გამოძახილი.ასე,რომ როდესაც საქმე ღამეულ ჩვენებებს ეხება უდიდესი სიფრთხილე გვმართებს.
დღეს ინტერნეტი,წიგნები,სხვადასხვა
საინფორმაციო სასუალებები სავსეა ცნობებით სიზმართა ახსნის შესახებ.თუ მათ ვერწმუნებით ძილში ნანახი წიწაკა და მარილი სასინელება ყოფილა,შაქარი და თეთრი ღვინო კი აუცილებლად წარმატებას მოგიტანს.თუ მიცვალებულს დაინახავ რაღაცაზე უნდა გაფრთხილდე,ხოლო თუ განაწყენებული მეზობელი კარზე გიკაკუნებს ტრაგედიისთვის უნდა მოემზადო...ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ,რომ სიზმრისეულ ჩვენებათა ახსნა ადამიანის სესაზლებლობათა ზღვარს სცილდება და საშიშია ამგვარი ახსნის სურვილი.
ხანდახან სიზმრებს აფთიაქს ადარებენ,სადაც შხამი და წამალი ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული,და გამოცდილი აფთიაქარის გარეშე თუ მივიღებთ პრეპარატს შესაზლოა სასარგებლო წამლის წილ მომწამვლელი შხამი აღმოჩნდეს.ხშირია შემთხვევები როცა ადამიანს ძილში ეცხადება თავისი გარდაცვლილი წინაპარი და მომავალზე რაღაცას მიანიშნებს,ადამიანიც იჯერებს მისსაც და ცოდვასი ვარდება.ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს წმ.კირილე იერუსალიმელის შეგონება,რომ გარდაცვლილთა სულები ისეთ ადგილზე იმყოფებიან,საიდანაც არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების დანახვა,მით უმეტეს გამოცხადება და წინასწარმეტყველება.
წმ.სიმონ ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,რითაც სული დაკავებულია და ლაპარაკობს ცხადში,მასზე ოცნებობს ან ფილოსოფოსობს ძილსიაც.ატარებს მთელ დღეს ყოფით საქმეებზე ზრუნვაში,ასევე იქცევა სიზმარშიც.თუკი ის იმეცნებს ღვთიურს,ზეციურს,ძილის დროსაც მისით კავდება.“დემონები კი ხსირად სიზმარში გაორმაგებული ენერგიით ესხმიან თავს,რადგან ამ დროს პიროვნების თავისუფალი ნება სესუსტებულია.ბოროტი დასცინის კიდევაც კაცს და განაცდევინებს მას უაზრო,ბილწ მდგომარეობებს.
წმ.ნიკიტა სიზმრებს სამ სახედ ყოფს:1-უბრალო(რომლებიც ძირითადად უბრალო ხალხს აქვთ და მათში მრავლადაა უწმინდური,მაცდუნებელი.)
2-ხილვები(ეს იმათ აქვთ,ვინც თავისი სულიერების ამაღთლებას ცდილობს,ეს ხელს უწყობს მათ უფრო კარგად ჩაწვდნენ ღვთის ნებას და უფრო მეტად ევლტოდნენ სულიერ საზრდოს.)
3- გამოცხადებები(ეს მათ ვინც უკვე მიაღწიეს ღვთის წინასწარმეტყველთა საფეხურს,ასეთი ძილი უკვე აღარ გავს ჩვეულებრივს.წმ.ბარსანოფი დიდის განმარტებით ასეთ ხალხთან ძილი უკან იხევს,ჩათვლემის შემთხვევაშიც მათი მდგომარეობა სხვის სიფხიზლეს გავს.
და მაინც რა არის სიზმარი?ამაზე პასუხს გვცემს წმ.იოანე სინელი:სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უმოძრაობის ჟამს,გონების მოკლება სხეულის გაძლიერების ჟამს და თვალის მოტყუება აზრების მიძინებისას,
გამოყენებული ლიტერატურა
1-მართლმადიდებლური ფსიქოლოგია(თბ.2005) 2- ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია(თბ.2007)
A.V.M
სიზმარი "ჩვენს გარეთ" არსებული რეალობა არ არის...რომელიც ჩვენს არაცნობიერთან და ქვეცნობიერთან, ანუ სულისა და სამშვინველის მეტაფიზიკურ ასპექტებთან სიღრმისეულად არის დაკავშირებული.მათზე "კონტროლი" ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო "აითვისოს და ბოლომდე "გამოიყენოს".
ვიზუალიზაციის, მედიტაციისა და ტრანსის საშუალებით, ადამიანს შეუძლია საკუთარი ცნობიერი "გადაიყვანოს" ქვეცნობიერში (თუნდაც როგორც ეს "ასტრალური მოგზაურობის" დროს ხდება), გარკვეული პასუხები მიიღოს ირაციონალური სამყაროდან და ისწავლოს საკუთარი ქვეცნობიერის მართვა (თუნდაც, სიზმარში).
mstovari
აააა.გასაგებია...
ამ ეტაპზე სიზმრის მართლმადიდებლურ გაგებაზე ვსაუბრობ მხოლოდ და არა ინდუისტურზე....
(თუ მაგ მიმართულებით გსურს საუბარი,მაგისთვის გოვინდა და ლელუაშვილი მოიხმარე)
A.V.M
მომეწონა შენი პოსტი გურამ, კარგად იყო ახსნილი სიზმართან დაკავშირებით.
A.V.M
სიზმარი სულისა და სამშვინველის მეტაფიზიკურ ასპექტებთან სიღრმისეულად არის დაკავშირებული.
სიზმარში ირაციონალური დრო და სივრცეა და მასთან ჩვენს "ასტრალურ სხეულს" აქვს "ურთიერთობა". აქვე უნდა ითქვას, რომ "ასტრალული სხეული" სამშვინველის ერთ-ერთი განზომილებაა, რომელიც ჩვენს ემოციებს განკარგავს და მისი ანატომიური ცენტრი გულია.
A.V.M
mstovari
არსებობს სიზმარ-იოგა
არსებობს ლიტერატურაც სიზმრის მართვაზე
უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერებამ ვერ შეძლო სიზმრების იდუმალებით მოცული პრობლემის გადაწყვეტა. ვერც ფსიქოლოგია და ვერც პარაფსიქოლოგია ამომწურავად ვერ განამრტავს ამ მოვლენას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მეცნიერებას არ სურს აღიაროს სიზმრების წარმოშობის ზებუნებრივი ხასიათი.
აქედან გამომდინარე, სიზმრების პრობლემის ახსნისას უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი - ბუნებრივი და ზებუნებრივი, მატერიალური და სულიერი.
ზებუნებრივი სიზმარს კი ორი საწყისი აქვს – ღვთიური და დემონური.
ბუნებრივ სიზმარზე, ანუ საკუთარი აზრებიდან, განცდებიდან და მოქმედებებიდან გამომდინარე სიზმრებზე ცოცხალ მაგალითს მოვიყვან...
დღეს დილით ჩემი ძმაკაცი, რომელიც სემინარიაში სწავლობს, მწერს, რომ გუშინ სიზმარში ვნახე, უწმინდესმა ხელი დამასხა დიაკვნად და რას უნდა ნიშნავდესო
მე თავიდან ხუმრობა დავუწყე და მთლად გავაგიჟე...მერე კი ვუთხარი, რომ მთელი დღეები დიაკვნად კურთხევაზე ლაპარაკობ და ოცნებობ და ამიტომ ეს შენ ძილშიც განაგრძე-მეთქი...ეს სიზმარი არაფერს ნიშნავს, ოცნება და ფიქრი დიაკვნობაზე, სიზმარშიც გაგიგრძელებია და მხოლოდ საკუთარი აზრებიდან გამომდინარე იხილე-მეთქი ეს.
ასე, რომ თუ დღისით შენი გონება კეთილი ფიქრებითაა დაკავებული, ღამით უშფოთველ სიზმარს ნახავ.
სიზმარ-იოგა ახსენეთ?
ეს მართლაც რომ საინტერესოა.
მე შემიძლია მცირეოდენი ცნობა მოგაწოდოთ მის შესახებ. ადრე დაინტერესებული ვიყავი ამ პრაქტიკით, მაგრამ დღესდღეობით მისით აღარ ვარ დაკავებული უამრავი მიზეზის გამო.
მაშ ასე: ამჯერად წარმოგიდგენთ რაჯა-იოგას ერთ-ერთ განხრას - სიზმარხილვის პრაქტიკას!
სიზმარხილვის პრაქტიკა მოდის ატლანტების დროიდან, მას საფუძვლად უდევს ცოდნა იმის შესახებ, რომ ნებისმიერი რეალობისა და სამყაროს ბუნება ილუზორულია, სიზმარია, ზმანებაა! ჩვეულებრივი ადამიანი ამას არასოდეს დაიჯერებს, მაგრამ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიკვლიონ ეს საკითხი და შეადარონ ყოველდღიური რეალობა, სხვა რეალობებს.
მე მინდა გამოვყო სიზმარხილვის ერთი ასპექტი რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა არიული რასისათვის, საუბარი მაქვს იერარქიის გაკვეთილებზე რომლებსაც სიზმარმხილველები იღებებ ეთერულ პლაზე არსებულ აშრამებში ღამ ღამობით.
ეს გაკვეთილები უნუკალურია, ცოდნა რომელიც ამ აშრამებში გადმოიცემა განსაკუთრებულია და მიწიერ წიგნებში არ წერია. ამიტომ სიზმარმხილველები რომლებიც იერარქიის გაკვეთილებს ესწრებიან ძალიან ფართო, ღრმა და ფუნდამენტურ, უძველეს ცოდნას იძენენ, ოდესღაც მათ ამაღლების რიტუალიც გაემხილებათ!
ეს მოკლე შესავალი, ეხლა კი გაკვეთლი პირველი:
პირველი გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება მოსწავლეს, ეხება სიზმრების მახსოვრობას. სულ თავიდან მოსწავლე სწავლობს სიზმრების გახსენების ტექნიკას, რომელიც ძალზედ მარტივია ერთი შეხედვით. ამ ხელოვნების დასაუფლებლად საჭიროა მოსწავლე მიეჩვიოს სიზმრების დაწვრილებით ჩაწერას. დაწვრილებით დაწერის დროს ადამიანი იძულებულია გაიხსენოს უმნიშვნელო დეტალებიც კი, ჩაიწეროს საკუთარი შეგრძნებები, ყველაფერი რაც კი გაახსენდება, სიზმარში განცდილი თითოეული ნიუანსი. მხოლოდ წლების შემდეგ აფასებს ნამდვილად მოსწავლე ასეთ ჟურნალს, რადგან ერთ დროს უმნინიშვნელოდ მიჩნეულ ჩაწერილ სიზმრებში დიდ სიბრძნეს ხედავს.
თვითონ გახსენების მომენტი არ არის წამიერი, ანუ ადამიანთა უმეტესობა გაახელს თვალებს, წამიერად დააფიქსირებს რო არ ახსოვს სიზმარი, წამოხდება საწოლიდან და იწყებს საკუთარი საქმეების კეთებას.
ასეთი გახსენება არაფრის მომცემია. მოსწავლეები გაიღვიძებენ თუ არა ცდილობენ გაიხსენონ სიზმარი, თუ არაფერი არ ახსოვთ, უბრალოდ წვანან და "სიცარიელეში" ცდილობენ რაღაც გრძნობა მაინც დაიჭირონ ან კიდევ მცირე გამონათება ნაგლეჯი ფრაგმენტი, ასე გრძელდება 15-20 წუთი მაინც.
ხშირად ისე ხდება რომ სიცარიელედან ერთი ან რამოდენიმე სიზმრის ფრაგმენტი გამოცურდება ხოლმე და მოსწავლეც გაკვირვებული და გახარებული ჩაეჭიდება ამ ფრაგმეტს და ცდილობს უფრო მეტი გაიხსენოს, მოივლის რა რამოდენიმეჯერ ფრაგმენტს თავიდან ბილომდე აზრობრივად. შემდეგ იგი დაწვრილებით იწერს მას და იქვე მიანიშნებს რომ თავიდან არაფერი ახსოვდა, მაგრამ შემდეგ არაფრისაგან უცებ ეს ფრაგმენტი გაიხსენა! როცა კი არ უნდა გაეღვიძოს მოსწავლეს მისი ფირველი აზრი, საფიქრალი არის სიზმრის გახსენება.
როდესაც მეთვითონ ვიწყებდი ამ პრაქტიკის შესწავლას ჩემი პრობლემა ის იყო, რომ არც ერთ დილას არაფერი არ მახსოვდა, მაგრამ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი ხოლმე, იმას უბრუნდებოდი აზრობრივად თუ რა შეიძლებოდა მენახა სიზმარში და როგორ ჩავწვდომოდი ამას. ხანდახან ისეც მომხდარა რომ ასეთ მცდელობის გამოისობით, შუადღისას ხელის დაბანის დროს უცებ გამხსენებია, რომ სიზმარშიც ხელს ვიბანდი და იქ კიდევ ვიღაც იყო და ა.შ. ანუ მხოლოდ შუადღისით გამახსენდა სიზმრის ფრაგმენტი. ასე რომ გახსენება წუთიერი მცდელობა არაა, არამედ ის ხშირად მთელი დღე გრძელდება. ასე რომ მოსწავლე მუდამ მედიტირებს გახსენებაზე!
ვინც პირველ გაკვეთილს არ ისწავლის მას სიზმარხილვა გაუჭირდება!
Kanishtha-Adhikar
სიზმრის მართვაზე მეც ვიცი რაღაც-რაღაცეები
საინტერესოა, კი
Kanishtha-Adhikar
georgios
მოკლედ, შენი საშველი არ ყოფილა
სიზმრის შესწავლით მეცა ვარ დაკავებული,(მაგრამ მართლმადიდებლურით მხოლოდ)
კონკრეტულად კი ვცდილობ დავიჭირო ღვიძილიდან ძილში გადასვლის მომენტი...
ვნახოთ აბა რა გამოვა...
(მცირე წინსვლა კი მაქვს...)
ჰა, განვაგრძო?
კიდე რაღაცეებში დამდებენ მერე ბრალს, ხო ვიცი
Kanishtha-Adhikar
აკაკი
ძმობას გაფიცებ, არ დაიღალე?
"კითხვაზე, შეიძლება თუ არა გვჯეროდეს სიზმრების? - წმინდა თეოფანე დაყუდებული უპასუხებს:
- უმჯობესია არ გჯეროდეს, იმიტომ, რომ მტერი ცხადში ისედაც მრავალ წვრილმანს გვახვევს თავს, ხოლო ძილში ეს მისთვის კიდევ უფრო იოლია. თუ რომელიმე სიზმარი ასრულდება, მადლობა შესწირეთ უფალს. სასიამოვნო და ჭკუის სასწავლებელი სიზმრისათვის მადლობა უთხარით. მაცდუნებელი სიზმრებისაგან გამოღვიძებისთანავე განიწმინდეთ სული და მეხსიერება. საამისოდ საუკეთესო საშუალებაა ლოცვა და კეთილი მოვლენების გახსენება, განსაკუთრებით - სახარებისეული ამბებიდან; ძალუმად აღიბეჭდეთ ეს მოვლენები ცნობიერებაში და გონების თვალი არ მოაცილოთ მათ. მთელი ყურადღება მათზე შეაჩერეთ. ცუდი აზრები მაშინვე დაუძლურებას დაიწყებენ და გაქრებიან."
"არქიმანდრიტ ხარლამპეს (ვასილოპოლუსი) მოსაზრებით, თუ დღისით ადამიანის გონება კეთილი ფიქრებითაა დაკავებული, ღამით ის უშფოთველ სიზმრებს ხედავს".
"ძილის დროს ჩვენი ნერვული სისტემა ისვენებს და გონებას უადვილდება იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჩვენ გვაღელვებს. აი, რატომ ხდება, რომ ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოსავალს სიზმარში პოულობს".
/არქიმანდრიტი ხარლამპე (ვასილოპულოსი)/
"და მაინც, სიზმრები უშინაარსოა. მათი ცხოვრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ერთადერთი სარგებელი, რომელიც მათ ჩვენთვის მოაქვთ, ის არის, რომ კიდევ ერთხელ ვირწმუნებთ სულის არსებობას"
/არქიმანდრიტი ხარლამპე (ვასილოპულოსი)/
"ქარმა სიზმრები ამოქექა ძველი სკივრიდან"
/მანანა მიქაძე/
"არსებობს ღვთივგამოცხადებითი (ღვთივმიმადლებული) სიზმრები"
"სიზმარი არ მიიღო და არ უარყო!"
"- როგორ გავშიფროთ სიზმრები, ისინი ხომ ხშირად წინასწარმეტყველურია. მაგრამ ჩვენ ამას ყოველთვის ადრევე ვერ ვხვდებით.
- ეკლესია ამბობს, რომ არ უნდა დავუჯეროთ სიზმრებს, ვინაიდან შესაძლოა განსაცდელში ჩავვარდეთ. რა თქმა უნდა, წმინდა წერილში არის შემთხვევები, როცა უფალი თავის ნებას სიზმარში აცხადებდა. ასე, მაგალითად, იოსებ დამწინდველს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, ქრისტე სხვა ქვეყანაში წაეყვანა.
როცა სიზმარი ღვთისგანა, ადამიანი სიმშვიდეს გრძნობს, მის სულში არ არის შფოთი და მღელვარება და ეს სიზმარი აუცილებლად გამეორდება".
/მამა მოსე (აგიოტარისი)/
"ღვთივგამოცხადებული სიზმრები"
“სრულიად უმწეოთ ძილის დროს მხოლოდ უფალი თუ დაგვიფარავს თავისი ფრთებით.”
"წმინდა გრიგოლს [დიოლოღოსი] ასეთი მაგალით მოჰყავს: ბატონმა სხვაგან გამგზავრების წინ შინ ერთი მონა დატოვა და თავისი მამულის დაცვა მას მიანდო. გამოხდა ხანი. ერთხელ, ღამით, ბატონი დაბრუნდა და საკუთარი სახლის კარზე დააკაკუნა. მსახურს ესმოდა ბატონის ხმაც და კაკუნიც, მაგრამ კარი მხოლოდ დილით გაუღო, მაშინ, როცა შეეძლო მისი დანახვა.
როგორ ფიქრობთ, ბატონი განურისხდებოდა მონას იმღამინდელი საქციელის გამო, როცა ამის მიზეზს გაიგებდა? რა თქმა უნდა, არა, პირიქით, შეაქო იგი ამგვარად, - ამბობს წმინდა გრიგოლი, - უფალიც სასყიდელს მიაგებს ქრისტიანებს, რომლებიც არ ერწმუნებიან სიზმრებს იმის შიშით, რომ ეჭვობენ, ვაითუ, ეშმაკის ხელი ერიოს მათში".
"ერთი ბერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიზმრებს. ერთხელ სიზმარში, რომელიც უეჭველად ეშმაკის მოვლენილი იყო, ეუწყა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლებდა და ფულის დაგროვებას მიჰყო ხელი, რომ სიბერეში უსახსროდ არ დარჩენილიყო. მონაზვნურ ღვაწლზე ხელი აიღო და საშოვარზე გავიდა იმ იმედით, რომ დრო ბევრი ჰქონდა და სულზე ზრუნვასაც მოასწრებდა. მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა და ნაგროვები ფული ოხრად დარჩა, თვითონ კი ვერცხლისმოყვარეობა თან გაიყოლა და სულიც წარიწყმიდა. მასავით რომ არ ვცდუნდეთ, სიზმრებს ყურადღება არ მივაციოთ!
რამდენი მოხიბლა სატანამ სიზმრებით! რამდენი ჩააგდო ცოდვებში ისე, რომ შეწინააღმდეგება არც უცდიათ! ეს არავინ იცის, უფლის გარდა. საშინელი სამსჯავროს დღეს, ყველანი პასუხს აგებენ და დაისჯებიან, მაგრამ ეშმაკის მიზანიც ხომ ეს არის".
"კითხვა: როგორ დავიცვათ თავი ბოროტისგან მოგვრილი კოშმარული სიზმრებისგან?
პასუხი: ძილის წინ აუცილებლად ილოცეთ და მოინანიეთ თქვენი ცოდვები უფლის წინაშე. დაწოლილმა კი, მოიხმეთ თქვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც მძინარეს დაგიცავთ. ამასთანავე, ეცადეთ საღამოს მსუბუქად იკვებოთ და არ ჩავარდეთ ნაყროვანების ცოდვაში."
"კითხვა: როგორ დავიცვათ თავი ბოროტისგან მოგვრილი კოშმარული სიზმრებისგან?
პასუხი: ძილის წინ აუცილებლად ილოცეთ და მოინანიეთ თქვენი ცოდვები უფლის წინაშე. დაწოლილმა კი, მოიხმეთ თქვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც მძინარეს დაგიცავთ. ამასთანავე, ეცადეთ საღამოს მსუბუქად იკვებოთ და არ ჩავარდეთ ნაყროვანების ცოდვაში."
"კითხვა: როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან სიზმარი და გამოცხადება?
პასუხი: ჩვეულებრივი მოკვდავისთვის სიზმრისა და გამოცხადების გარჩევა ძალზე ძნელია, ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, სიზმრებს დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან შესაძლოა, ადამიანს უწმინდური ძალა ანგელოზის სახითაც წარმოუდგეს სიზმარში. აჯობებს, თუ სიზმარს დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მოძღვარს დაელაპარაკეთ."
"კითხვა: როგორ დავიცვათ თავი კოშმარული და ბოროტისგან მოგვრილი სიზმრებისგან?
პასუხი: ძილის წინ შეინანეთ ცოდვები, ილოცეთ, გამოისახეთ პირჯვარი, მოიხმეთ მფარველი ანგელოზი. ასევე, მიიღეთ მცირეოდენი ნაკურთხი წყალი."
"შენი სიზმარი სხვას არ უნდა მოუყვე"
"ამგვარად მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე, რომელიც მხოლოდ ტანჯვისა და სამსჯავროს შესახებ გამცნობს და თუ სასოწარკვეთილება შეგვიპყრობს, მაშინ ისიც ეშმაკისგან ყოფილა"
/ღირსი იოანე სინელი/
"სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უძრაობის ჟამს"
/ღირსი იოანე სინელი/
"წმიდა ამბროსი ოპტინელი ამბობს, რომ არ უნდა გავიხსენოთ წარსული და სიზმრები"
" - მოქმედებს თუ არა ადამიანზე ბოროტი სული სიზმარში?
- დიახ, ბოროტი სული მოქმედებს ადამიანზე სიზმარში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდ ვუთხართ სულიერ მოძღვარს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში აქვს, სწორედ ის ეზმანება მას ძილში... ასე რომ ვინც მუდამ საღმრთოზე ფიქრობს და ზეციურს ესწრაფვის, იმას ხილვებსა და ჩვენებებშიც საღმრთო და ზეციური ევლინება"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"სიზმრებს ყურს ნუ დაუგდებ, ვისაც სიზმრების სჯერა - სულელია"
/მამა სერაფიმე სოხუმელი (რომანცოვი)/
"გეშინოდეთ სიზმრების დაჯერებისა, რათა ხიბლში არ ჩავარდეთ - ეს საშინელი სულიერი დაავადებაა".
/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/
"როცა რაიმე ხილვა, სახე ან სიზმარი გეჩვენოს, ნუ მიენდობი მათ, რადგან თუ ღვთისგან არიან, უფალი ამას თავად დაგანახებს"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"წმინდა მამათა ცხოვრებებიდან ვიცით, რომ ისინი მაშინაც არ ენდობოდნენ სიზმრებს, როდესაც ღვთისგან იყო მოვლენილი. ამის გამო უფალი ზოგჯერ რამდენჯერმე განუცხადებდა ხოლმე თავის ნებას, რათა ყურადღება მიექციათ და ღვთივგამოცხადებულად მიეღოთ. ეს სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი არ აჰყვეს თავის აზრებს, არ მიენდოს მათ და არ დაიღუპოს სულიერად"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
" - მართალია, წმინდა მამები ძალიან დიდი სიფრთხილით უდგებოდნენ სიზმრებს, მაგრამ ხომ გვაქვს ბიბლიური სიზმრები, რომლებიც ღვთივგამოცხადებულადაა აღიარებული, თუნდაც მართალი იოსები, ფარაონის, ნაბუქოდონოსორ მეფის სიზმარი გავიხსენოთ..
- პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს იყო ძველი აღთქმის პერიოდი. ძველ აღთქმაში ორი ათეული საუკუნი წინ მომხდარი მოვლენებია აღწერილი, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოხსნილნი. ახალი აღთქმის ადამიანები გამოხსნილნი არიან და ჩვენ ვიცით გზა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა სული გადავირჩინოთ. თუ ადამიანი ფიქრობს - მე თუ ღვთისგან რაიმე გამომეცხადება ან დამესიზმრება, ამის შემდეგ ვიცხოვრებ ქრისტიანულად და გავყვები უფლის გზასო, ეს არის სიცრუე და თავის გამართლება მცნებების შეუსრულებლობისათვის. ღვთივგამოცხადებული სიზმრები ბიბლიაშიც იშვიათი მოვლენაა. სულ რამდენიმე ფაქტია მოთხრობილი. უფრო ცნობლია ფარაონის სიზმარი იოსების განმარტებით, ასევე მეფე ნაბუქოდონოსორის სიზმარი, რომელიც მას დანიელ წინასწარმეტყველმა განუმარტა და კიდევ რამდენიმე სიზმარი. არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ არიან ეს ადამიანები, - ქვეყნის მეფეები და მათ ეს სიზმრები, პირველ რიგში, იმის გამო ესიზმრათ, რომ პირველ შემთხვევაში იოსების, ხოლო მეორე შემთხვევაში, დანიელ წინასწარმეტყველის ღვთივრჩეულობა გაცხადებულიყო. ფარაონსა და ნაბუქოდონოსორს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან, წარმართები იყვნენ და ათასგვარ მჩხიბაობასა თუ ე.წ. წინასწარმეტყველებებს მისდევნდნენ. მათვის სიზმარი იყო მისაღები და სწორედ აქედან განუცხადა უფალმა თავისი ნება. იოსებმა და დანიელმა კი, არათუ სიზმარი, არამედ ღვთის ნება შეიტყვეს და განაცხადეს კაცთა წინაშე. ხოლო როდესაც ჩვეულებრივი ერისკაცნი ყოველდღიურად ხედავენ სიზმარს და ზოგიერთები თვლიან, რომ მათი სიზმარი წინასწარმეტყველურია, ეს არის მათი პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების გამო, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს ღვთის ნებასთან. ამ შემთხვევაში ადამიანის ნება შეუერთდება დაცემული ანგელოზის ნებას"
/არქიმანდრი მაკარი აბესაძე/
"რაც მეტად მივენდობით სიზმრებს, მეტად მივენდობით ბოროტს, მისი მარიონეტები გავხდებით და საუკუნოდ დავიღუპავთ სულს. ვინც სიზმრებს არ ერწმუნება, ბოროტი სიზმრებისს მეშვეობით ვერ აცდუნებს და ვერც წინდაწინ აუწყებს, რად შეიძლება მოხდეს მომავალში".
/არქიმანდრი მაკარი აბესაძე/
"ადამიანს სივრცეში გადასაადგილებლად დრო სჭირდება, ეშმაკი სულია და შეუძლია მეყსეულად გადაადგილდეს, დიდ მანძილზეც კი და, თუკი, დავუშვათ, ვინმეს სიკვდილს შეიტყობენ, შეიძლება წავიდეს და და ვიღაც უგუნურს ამის შესახებ სიზმარში უამბობს. ან შეიძლება ადამიანს რაიმე სასიკვდილო სენი სჭირდეს და ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ბოროტმა სულმა კი წინდაწინ განუცხადოს ადამიანს, მაგრამ ეს არაა წინასწარმეტყველება, არამედ ცოდნა. დაცემულ ანგელოზს გაცილებით მეტი ცოდნა და შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ადამიანს. ამგვარ ხრიკებზეა აგებული ბოროტის ცრუ წინასწარმეტყველებები".
"სიზმრებს, რომლებიც ბუნებრივი მიზეზითაა გამოწვეული, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ისინი ღამით ნანახ კინოფილმებს ჰგავს, მაგრამ მთლად უსარგებლოც არ არის. თუ დღის განმავლობაში თავს კარგად არ იცავ, კითხულობ უზნეო წიგნებს, უყურებ კინოფილმებს ან შეუფერებელ სანახაობებს, შენი სიზმრებიც სამარცხვინო და ბინძური იქნება. სიზმარი ააშკარავებს შენი სულის მდგომარეობას, რისთვისაც პასუხს აგებ ღვთის წინაშე.
რაც შეეხება ღვთივმიმადლებულ სიზმრებს, ისინი იშვიათია და კეთილმსახურ და წმინდა ადამიანებს ეგზავნება ცხოვრებასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადასწყვეტად. ღვთივმიმადლებული სიზმრები იმდენად იშვიათია, რომ სრულიად დაუჯერებელია, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გავხდეთ მათი ხილვის ღირსი.
რაც შეეხება ეშმაკისეულ სიზმრებს, ისინი უთვალავია. მათი მეშვეობით ეშმაკი ცდილობს, გვაცდუნოს, აღაგზნოს ჩვენი წარმოსახვა, სიძულვილი და მტრობა გააღვივოს ჩვენ შორის, ხალხის დასაცინი გაგვხადოს, რწმენა შეგვირყიოს, ყველაფერი ისე მოაწყოს, რომ ჩვენი დღეები მწუხარებაში გავლიოთ, აღგვიძრას ეჭვები, ილუზიები განგვიმტკიცოს, დაგვარწმუნოს იმაში, რომ ვესაუბრებით უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ან წმინდანებს. ბოლოს კი დაგვცეს და უკვდავი სული წარგვაწყმედინოს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ: საფრთხეს თავი რომ ავარიდოთ, სიზმრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. გვეთანხმებით? - მადლობა უფალს. არ გჯერათ ჩვენი? ფრთხილად იყავით, თქვენი შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს!"
/არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი/
"გვჯერა ყოველგვარი სიზმრებისა, ვხსნით მათ, ვმკითხაობთ. მისით ცდუნებულნი ვიწყებთ "წინასწარმეტველური" სიზმრების ხილვას, რითაც გონების დაბნელებამდე და ავადმყოფობამდე მივდივართ. შეინანეთ ღმრთის წინაშე!"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"მართებულია მიდგომა - არ ვენდოთ სიზმრებს და არ განვიხილოთ მათი შინაარსი. თუ ღმერთი ინებებს ადამიანის შთაგონებას, იგი ამას აღასრულებს კიდეც"
"ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ადამიანმა არანაირ სიზმარს არ უნდა მიაქციოს ყურადღება (მას არც მისტიკური მნიშვნელობით უნდა ექცეოდეს ყურადღება) - სიზმრების ახსნას არ უნდა შეეცადოს ადამიანი, არც სიზმრად ნანახი ავხორცობისას, არამედ მოიკვეთოს იგი და არ გაიხსენოს დღისით, რათა გონება სიძვის ვნებისკენ არ მიიდრიკოს"
"წმინდა ბასილი დიდი აღნიშნავს, რომ "ჩვენი ხილვები, რომლებიც ძილში წარმოიქმნება, დღის მანძილზე მოქმედი განსჯის ანარეკლია". ანუ ეს ხატოვანი წარმოდგენები (სიზმრები) ძირითადად მღვიძარების დროს წარმოებული გონებრივი მოღვაწეობის შედეგია. დღისით წარმოქმნილი ბოროტი საზრუნავები და ბოროტი აზრები ბოროტ სიზმრებს იწვევენ. კეთილ საქმეებთან მიმართებითაც იგივე ხდება".
"თუკი შენ ლოცვით გულშემუსვრილი დაიძინებ, სიზმარში ღვთაებრივ და მანუგეშებელ ხილვას ნახავ"
" - სიზმარს როდის შეიძლება დავუჯეროთ?
- როცა შენს თავს დაინახავ ჯოჯოხეთში, ის დაიჯერე და როცა შენს თავს ანგელოზებთან ნახავ, ის არ დაიჯერო. ღვთისგანაა ის სიზმარი, რომელიც შენს ცოდვებზე დაგაფიქრებს. ეხლა ისეთი დრო მოდის, როდესაც სიზმრის დაჯერება არ შეიძლება".
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ზოგჯერ სიზმრებს აფთიაქის თაროებს ადარებენ, სადაც შხამი და წამალი ერთადაა მოთავსებული, მხოლოდ ისე, რომ მათ სახელები არ აწერიათ. შეიძლება გასინჯო და წამლის ნაცვლად შხამი აღმოჩნდეს. ამგვარად, შეიძლება სიზმარი მეტად შთამბეჭდავი მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი ახსნის სურვილმა დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ერთ ქალს სიზმარში წმინდა სერაფიმე საროველი გამოეცხადა და არქიმანდრიტ ზაქარიასთან მისი ძროხის რძის მიტანა უბრძანა. რადგანაც თვითონ წასლვა ვერ შეძლო, რძე ნაცნობს მიუტანა და მამა ზაქარიასთან მისი გადაცემა სთხოვა. როცა ბერმა გაიგო, ვისი გამოგზავნილი იყო ეს ნობათი, რძეს რამდენჯერმე ჯვარი გადასახა და თქვა: ისეთ ქალს, როგორიც ის არის, არ შეიძლებოდა წმინდანი დასიზმრებოდა. ეს დემონისგანაა და რძე უკან გაატანა"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"სიზმარი ადამიანის ფხიზელი ცხოვრების ერთგვარ ასლს, სარკეს წარმოადგენს და ამ დროს ხშირად იმით არიან დაკავებულები, რასაც მათი გონება ცხადში უტრიალებს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"მაშასადამე, სიფრთხილე გვმართებს იმ გულისსიტყვებთან, რომლებიც გაღივძებისთანავე მოდის. სიზმრები, წარმოსახვები, კარგი თუ ცუდი, რაც ძილმა დაგვიტოვა, მაშინვე უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან და დაუყოვნებლივ მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, როგორც ჩვენი სულის სუნთქვას"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"სიზმრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, სიზმრები მზაკვრისაგანაა - რომ არიოს ადამიანი, აზრები აღუმღვრიოს"
/მართალი მატრონა მოსკოველი/
"ბრძენი მოხუცი თეოსტერიქტი, რომელმაც შეადგინა პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, სიზმრების დაჯერებით ისე მოიხიბლა, რომ გარდაიცვალა"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"ვისაც სჯერა სიზმრების, ჰგავს კაცს, რომელიც თავის ჩრდილს დასდევს და ცდილობს, ის ხელში ჩაიგდოს (სიზმრების შესახებ წმინდა იოანე კიბისაღმწერელი). სიზმრები, უმეტესწილად, სხვა არაფერია, თუ არა აზრების კერპები, ფანტაზიის თამაში ან, როგორც უკვე ვთქვი, დემონების მიერ ჩვენი შეურაცხყოფა და გართობა ჩვენზე".
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"ქრისტიანი ასკეტი მოძღვრები ასწავლიან, რომ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციონ არცერთ მოვლენას, რომლებიც კი სულიერ და სხეულებრივ გრძნობებს წარმოუდგება. ასწავლიან, რომ ყველა მოვლენისადმი დაიცვან კეთილგონივრული გულგრილობა, მაცხოვნებელი სიფრთხილე. არსებობს სიზმარი ღვთისაგან, რისი მაგალითი და საბუთიც იოსების სიზმრებია, მაგრამ სიზმრებისა და ჩვენებების მხილველის მდგომარეობა სახიფათოა, ძალიან ახლოა თავის მოტყუებასთან, ჩვენი ნაკლოვანებების ხედვა - აი, უსაფრთხო ჩვენება! "სული შემუსვრილი და დამდაბლებული" - აი, არსებითად სასარგებლო მდგომარეობა, რომლისთვისაც უცხოა თავის მოტყუება, მდგომარეობა, რომელსაც იწონებს ღმერთი! განსჯა, რომელსაც შეუძლია ჩასწვდეს, შეაფასოს და განმარტოს ხილვა, მხოლოდ სულიერ ღვაწლში წარმატებულთა თვისებაა: იგი ხანგრძლივ დროში შეიძინება. იგი ღვთის ნიჭია. ღვთის ეს ნიჭი წმინდა იაკობს ჰქონდა: მან გააჩერა ძე, რომელიც წინასწარმეტყველურ სიზმარს ყვებოდა, ხოლო თვითონ, როგორც წმინდა წერილი მოწმობს, მეხსიერებაში შეინახა მისი სიტყვები, რომლებიც სულიწმიდის ცხების ნიშანს ატარებდა"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"შენი სიზმარი სხვას არ უნდა მოუყვე"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"მრავალჯერ მითქვამს თქვენთვის და ახლაც იმავეს გაგიმეორებთ: არ უნდა დავუჯეროთ სიზმრებს, რადგან ჩვენ გაგვიჭირდება იმის გარკვევა, რომელია ღვთისგან და რომელი - ეშმაკებისგან. ეშმაკი ხომ ყოველ ნაბიჯზე აგებს თავის მახეებს, რომ გაუფრთხილებელი ადამიანები შიგ ჩაითრიოს. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ მხოლოდ იმ სიზმრების უნდა გვჯეროდეს, რომლებიც მარადიულ სატანჯველზე დაგვაფიქრებენ. მაგრამ თუ ასეთი სიზმრები გახშირდება, მათაც აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ჩანს, რომ ამით მტერს სურს, მოწყინებასა და სასოწარკვეთილებაშიც კი ჩაგვაგდოს"
/წმ. ბარსანოფი ოპტინელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)