თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ვერ გავიგე მე ეს

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Dec 17 2011, 02:32 PM

წმინდა ზიარებას რატომ ვიგებთ სამკურნალოდ როცა ამას ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო.. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მიერ გახსნილი თემები სად ვნახო.. (მხოლოდ ჩემი გახსნილები)

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 17 2011, 03:49 PM

სასულიერო პირი აირჩევს ოთხი სეფისკვერისაგან ერთ-ერთ საუკეთესოს, დაადებს მას მარცხენა ხელს, ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს მასზე და ამბობს: მოსახსენებელად უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. იესო ქრისტემ დააწესა რა სერობაზე ზიარების საიდუმლო თქვა: ესე ჰყავთ მოსახსენებლად ჩემდა (ლუკ. 23) ეს არ ნიშნავ რო ზიარება მარტო უფლის მოსახსენიებლად არის რადგან თვითონ უფალი ამბობს ეს არის სანკურნებელი ადამიანთათვის.. smile.gif ზიარების საიდუმლო სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო (უსისხლო) მსხვერპლს. ასეთ გაგებას ეფუძნება ზიარების ბერძნული სახელწოდება ევქარისტია („მადლობა“)...

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Dec 17 2011, 04:23 PM

ციტატა(dr.house... @ Dec 17 2011, 03:49 PM) *

რადგან თვითონ უფალი ამბობს ეს არის სანკურნებელი ადამიანთათვის.. smile.gif

მუხლი მიმითითე ძალიან გთხოვ

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Dec 17 2011, 04:37 PM

realoba

ციტატა
წმინდა ზიარებას რატომ ვიგებთ სამკურნალოდ როცა ამას ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო..

ზიარებაზე ამის გარდა მეტი არაფერი წერია წმიდა წერილში?
კარგად გაქვთ წაკითხული?

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Dec 17 2011, 04:43 PM

ციტატა(athos @ Dec 17 2011, 04:37 PM) *

realoba

ზიარებაზე ამის გარდა მეტი არაფერი წერია წმიდა წერილში?
კარგად გაქვთ წაკითხული?

არა კარგად არ მაქვს წაკითხული,, ახლა ვერც ვახერხებ აბიტურიენტი ვარ.. უბრალოდ მუხლი მაინტერესებდა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2011, 04:51 PM

realoba
მეგობარო!როგორც ჩანს ძალიან ხარ დაინტერესებული მართლმადიდებლობასა და ევანგელისტ-რასელისტთა დამოკიდებულებით.
ამის გამო ლინკებს დაგიდებ ჩვენი ფორუმის და ნახე იქ.იქნებ ის საკითხებიც იპოვო რაზეც ახალი თემები უნდა გახსნა...
http://church.ge/index.php?showtopic=7920&pid=684462&st=40&#entry684462

http://church.ge/index.php?showtopic=5747&pid=484643&st=300&#entry484643

http://church.ge/index.php?showtopic=7926&pid=611164&st=40&#entry611164

http://church.ge/index.php?showtopic=7343&pid=587960&st=0&#entry587960

http://church.ge/index.php?showtopic=8820&pid=667151&st=740&#entry667151

http://church.ge/index.php?showtopic=6162&pid=663896&st=660&#entry663896

http://church.ge/index.php?showtopic=8395&pid=646534&st=0&#entry646534

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Dec 17 2011, 05:04 PM

ციტატა(A.V.M @ Dec 17 2011, 04:51 PM) *

realoba
მეგობარო!როგორც ჩანს ძალიან ხარ დაინტერესებული მართლმადიდებლობასა და ევანგელისტ-რასელისტთა დამოკიდებულებით.
ამის გამო ლინკებს დაგიდებ ჩვენი ფორუმის და ნახე იქ.იქნებ ის საკითხებიც იპოვო რაზეც ახალი თემები უნდა გახსნა...

ხო ძალიან და ნათესავი მყავს.. მემგონი იაგოველობის ანალოგია

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 17 2011, 07:52 PM

ადამიანმა რაღაც იკითხა და შესაბამისად ხომ უნდა ვუპასუხოთ, რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია?

როგორც ჩანს იუზერი realoba დამწყები მართლმადიდებელია და რაც ჩვენ კარგად ვიცით, მას შეიძლება არ ესმოდეს; ამიტომ ვინც მეტ-ნაკლებად რაღაც ვიცით და გაგვეგება, მათ გვეკითხება.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში:

ციტატა
წმინდა ზიარებას რატომ ვიგებთ სამკურნალოდ როცა ამას ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო..

ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ ერთმნიშვნელოვნად, როგორც ჩვენ გვესმის.
ჯერ უნდა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს წმინდა ზიარება.

ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "სამადლობელს". ეს არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის.

მას ეწოდება უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი, ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლო. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა ან სასუმელი ცხოვრებისა, წმიდა საიდუმლონი და უსისხლო მსხვერპლი. ევქარისტია ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა.

ეხლა გადავიდეთ იმ საკითხზე, თუ რატომ ვეზიარებით "საკურნებლად სულისა და ხორცისა".
როგოც ვთქვით ზიარების მიღებით ჩვენში შემოდის თავად უფალი (რაღათქმაუნდა თუ ჩვენ მას ღირსეულად და რწმენით მივიღებთ). ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ მან ჩვენში საკვირველი კურნებები აღასრულოს?

თუ გახოვს, ერთი ქალი, რომელიც მრავალი წელი სისხლდენით იტანჯებოდა (სხვათაშორის ეს ადგილი სახარებიდან დღეს წირვაზე იქნა წარკითხული), მხოლოდ უფლის სამოსს შეეხო რწმენით და მყისვე განიკურნა, ხოლო რაოდენ აღმატებული და გონებისთვის მიუწვდომელია, როცა ჩვენში თავად ქრისტე შემოდის და თუ მისმა სამოსელმა ამგვარი კურნება აღასრულა სისხლდენით დატანჯულ ქალზე, როცა ის თავად, მისი არსებით შემოვა ჩვენში, მაშინ რაღა მოხდება?

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაზეც პავლე მოციქული მკაცრად გვაფრთხილებს: "რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი" (I კორ. 11,26-30).
ამ მუხლსაც დააკვირდი, რომ თუკი უღირსად მაზიარებელი სულიერადაც ისჯება და ფიზიკურადაც, ანუ ხორცითაც, მაშინ ღირსეული მაზიარებელი არ გაჯანსაღდება ფიზიკურად?

თუ უღირსად მაზიარებელი თავს უძლურებაში ჩაიგდებს, მაშინ ღირსეულად მაზიარებელი განა საკურნებლად არ მიიღებს მას? smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 17 2011, 08:02 PM

ციტატა
კიდევ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მიერ გახსნილი თემები სად ვნახო.. (მხოლოდ ჩემი გახსნილები)

ფორუმზე რომ შემოხვალ, ხო არის ამგვარად ჩამოწერილი განყოფილებები:

საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო

ღვთისმეტყველება

ქვეგანყოფილება: ღვთისმსახურება, აპოლოგეტიკა

მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება


საეკლესიო სამართალი

ქვეგანყოფილება: ეკლესია და სახელმწიფო


ჩვენი პატრიარქი


ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები


ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი



თემატური ფორუმი

მეცნიერება და განათლება

ქვეგანყოფილება: ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ფსიქოლოგია და მედიცინა


ხელოვნება და კულტურა

ქვეგანყოფილება: საეკლესიო გალობა, საეკლესიო ხელოვნება, ფოლკლორი


გალერეა



ჰოდა უნდა შეხვიდე ამ განყოფილებებიდან იმაში, სადაც შენ თემები გახსენი.
მაგალითად, შენ ეს თემა გახსენი "აპოლოგეტიკის" განყოფილებაში.
ჰოდა მოძებნე თავფურცელზე, სადაც "აპოლოგეტიკა" აწერია, შედი იქ და ნახავ უამრავ თემას, მათ შორის შესნსასაც.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Dec 17 2011, 08:51 PM

realoba

ციტატა
არა კარგად არ მაქვს წაკითხული,, ახლა ვერც ვახერხებ აბიტურიენტი ვარ.. უბრალოდ მუხლი მაინტერესებდა


თუ კარგად არ გაქვს გათავისებული, მარტო აქ დაწერილი მუხლებით ვერ ეკამათები შენს ახლობელს.

იმიტომ რომ ყველა ამ კამათს ერთი სქემა აქვს.
ისედაც ცნობილია რა შეიძლება შენ დაუწერო, მერე ის რას დაგიწერს, მერე ისევ შენ და ა.შ.
დაუსრულებელი ისტორიაა, იმიტომ რომ სხვადასხვა მხრიდან იყურებით.

თუ საკამათოდ არ გინდა და შენ თვითონ გაინტერესებს შენთვის, აგერ დაგიწერა გიორგიმ
smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 17 2011, 10:13 PM

realoba

ციტატა
კიდევ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მიერ გახსნილი თემები სად ვნახო.. (მხოლოდ ჩემი გახსნილები)

შედი შენს ბარათში, ყველაზე იოლია შენი დაწერილი პოსტის ქვემოთ ,,ბარათი'' რომ წერია მაგას დააკლიკო, გადახვალ მეორე გვერდზე, იქ კი მარჯვენა მხარეს ზემოთ ნახავ ,,პარამეტრები'' რომ ჩამოშლი იქნება გრაფა ,,წევრის ყველა თემა'' დააკლიკებ და გადახვალ შენს გახსნილ თემებში. ზუსტად ასეთივე წესით უნდა მოძებნო ,,წევრის ყველა პოსტი'' თუ ესეც დაგაინტერესებს. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2011, 11:49 PM

ციტატა
იმიტომ რომ ყველა ამ კამათს ერთი სქემა აქვს.
ისედაც ცნობილია რა შეიძლება შენ დაუწერო, მერე ის რას დაგიწერს, მერე ისევ შენ და ა.შ.
დაუსრულებელი ისტორიაა, იმიტომ რომ სხვადასხვა მხრიდან იყურებით.

ჩვენ რომ რაღაცა არ გვესმის ნუ მოვინდომებთ,რომ სხვაც მოვაქციოთ ჩვენსკენ.
ჯერ რაღაც გავიგოთ კარგად და მერე ავუხსნათ სხვას.

და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება,ვატონო:,,რეალობა''რომ მხოლოდ ფორუმის პოსტებით ასეთ რამეს ვერ მოახერხებ.დარწმუნდი ალბათ,რომ აქ არავის არაფერი ენანება და ყველანაირად ცდილობს რომ დაგეხმაროს,მაგრამ ვინმეს ჩვენს რწმენაში მოქცევა რომ მოვახერხოთ ჯერ თავად უნდა გავითავისოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავმოძღვროთ სხვა.და პირადი გამოცდილებდან ვამბობ,რომ უფრო ეფექტურია თუ ჯერ საკუთარ აზრზს გავიგებთ და სხვისას მხოლოდ ამის შემდეგ შევაჯერებთ.

ხოლო თუ ეს ინფორმაცია შენთვის გჭირდება,ყველანაირად შევეცდებით ჩვენი მწირი ცოდნით დაგეხმაროთ.

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Dec 18 2011, 05:59 PM

ციტატა(A.V.M @ Dec 17 2011, 11:49 PM) *

ჩვენ რომ რაღაცა არ გვესმის ნუ მოვინდომებთ,რომ სხვაც მოვაქციოთ ჩვენსკენ.
ჯერ რაღაც გავიგოთ კარგად და მერე ავუხსნათ სხვას.

და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება,ვატონო:,,რეალობა''რომ მხოლოდ ფორუმის პოსტებით ასეთ რამეს ვერ მოახერხებ.დარწმუნდი ალბათ,რომ აქ არავის არაფერი ენანება და ყველანაირად ცდილობს რომ დაგეხმაროს,მაგრამ ვინმეს ჩვენს რწმენაში მოქცევა რომ მოვახერხოთ ჯერ თავად უნდა გავითავისოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავმოძღვროთ სხვა.და პირადი გამოცდილებდან ვამბობ,რომ უფრო ეფექტურია თუ ჯერ საკუთარ აზრზს გავიგებთ და სხვისას მხოლოდ ამის შემდეგ შევაჯერებთ.

ხოლო თუ ეს ინფორმაცია შენთვის გჭირდება,ყველანაირად შევეცდებით ჩვენი მწირი ცოდნით დაგეხმაროთ.

ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის და იმაშიც დავრწმუნდი რომ აქ არავის არაფერი ენანება.. ღმერთმა დაგლოცოთ

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 17 2011, 07:52 PM) *

ადამიანმა რაღაც იკითხა და შესაბამისად ხომ უნდა ვუპასუხოთ, რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია?

როგორც ჩანს იუზერი realoba დამწყები მართლმადიდებელია და რაც ჩვენ კარგად ვიცით, მას შეიძლება არ ესმოდეს; ამიტომ ვინც მეტ-ნაკლებად რაღაც ვიცით და გაგვეგება, მათ გვეკითხება.


ხო ასეა გიორგი დამწყები ვარ.. ძალიან დიდი მადლობა,, კარგად გავიგე რაც დამიწერე..

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 18 2011, 08:41 PM

realoba

ციტატა
ხო ასეა გიორგი დამწყები ვარ.. ძალიან დიდი მადლობა,, კარგად გავიგე რაც დამიწერე..

გაიხარე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

რაც დაგაინტერესებს გვკითხე ხოლმე, იქნებ რაიმე სარგებელი მოგცეთsmile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)