როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში?
მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა?
საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს?
■გიორგი■
ზოგჯერ მგონია, რომ შენი ნიკის უკან აბსოლუტურად გაუცნობეირებელი ადამიანი დგას, ზოგჯერ საპირისპირო განწყობას ტოვებ.
ჯერ ხომ შეკითხვაა საერთოდ ჩამოუყალიბებელი, ადამიანი რომ ვერ მიხვდება რა გაინტერესებს.
მეორეც, ცნება - ღმერთი ზედროული არსია, ეს იმდენად ლოგიკურია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანს (ვგულისხმობ რელიგიური ცნობიერების მქონეს) არც უნდა გაუჩნდეს შეკითხვა ღმერთი ზედროული არსია თუ არა. კვლავ ვიმეორებ, არ ვიცი რას გულისხმობ იმაში, რომ ამ შეხედულებას აკრიტიკებ, კარგი იქნებოდა რომ განგემარტა. რაღაც ჩვევად იქცა მართლმადიდებელ მამათა გაკრიტიკება, მაშინ როცა სახელიც კი არ იციან ამა თუ იმ მამისა, არათუ მისი რომელიმე ნაშრომი აქვთ წაკითხული.
ამიტომ კეთილი ინებე სათანადოდ განმარტე რა გაინტერესებს. მერე კი შესაძლებელია საუბარი (მაგრამ რაც გვერდით თემაში დაატრიალეთ, მეეჭვება ნორმალური საუბარი შედგეს).
■გიორგი■
■გიორგი■
იცი რა არის როცა ამბობ დროშია, მაგრამ დროს არ ემორჩილებაო არასწორია. თუ დროშია ეს უკვე ნიშნავს ემორჩილება რადგან. თუ შენ დროში ხარ გაგაჩნია წარსული თუ წარსული გაქვს ესეგი დასაწყისი დასაბამი გაგაჩნია როცა შეიქმენი ან შეგმქნეს. მგონი სწორედ გადმოვეცი რაც მინდოდა მეტქვა
■გიორგი■
afxazi
ნაცვლდ იმისა რომ კითხვებზე პასუხები გამცე, აქეთ მისვამ კითხვებს. ეს ნიშნავს, რომ შენ შეხედულებებს ლოგიკური არგუმენტებითა და წმინდა წერილის დახმარებით ვერ ასაბუთებ.
ღმერთს და დროს აცალკევებ ერთმანეთისგან, მაგრამ უსაფუძვლოდ!
ღმერთი არაა მატერიალური და არც დრო. ამიტომ მათი განცალკევებისთვის საფუძვლიანი არგუმენტი უნდა გქონდეს. იქ სადაც ღმერთია, იქაა დროც. ღვთის არსებობა დროშია და ვერ გააცალკევებ ერთმანეთისგან. ის ფაქტი, რომ ღმერთი არ ბერდება, არ ნიშნავს რომ მისთვის დრო არ არსებობს. ეგ არაა არგუმენტი.
ერთადერთი, რაც შენ არგუმენტად მოიყვანე, ებრ. 1:2-ე მუხლი იყო, რაც სრულიად სხვა რამეზე მიუთითებს სინამდვილეში!
ებრ. 1:2-ში წერია: "შექმნა ქვეყნიერებანი" (მეფე იაკობის თარგმანი: "made the worlds"; King James Translation).
ბერძნ: ὃν ἔθηκεν κληρονόμον πάντων, δι' οὗ καὶ ἐποίησεν τοὺς αἰῶνας:
KJV_Strongs(i)
2 G2980 Hath G1909 in G5130 these G2078 last G2250 days G2980 spoken [G5656] G2254 unto us G1722 by G5207 his Son G3739 , whom G5087 he hath appointed [G5656] G2818 heir G3956 of all things G1223 , by G3739 whom G2532 also G4160 he made [G5656] G165 the worlds;
Webster_Strongs(i)
2 G2980 0 Hath G1909 in G5130 these G2078 last G2250 days G2980 [G5656] spoken G2254 to us G1722 by G5207 his Son G3739 , whom G5087 [G5656] he hath appointed G2818 heir G3956 of all things G1223 , by G3739 whom G2532 also G4160 [G5656] he made G165 the worlds;
მოციქულს რომ სდომოდა დროის შექმნა აღენიშნა, დაწერდა ბერძნულ სიტყვას "ქრონოუ" (დრო!). იხ. მაგალითად საქ. 1:7.
ეს იმას ნიშნავს, რომ მუხლი (ებრ. 1:2), რომელიც შენი შეხედულების მხარდასაჭერად გამოიყენე, არ გულისხმობს იმას რაც შენ გეგონა. ის გულიხმობს წყობას, ამა თუ იმ ეპოქაში მიმდინარე მოვლენებს და არა თვითონ დროს.
ბიბლიის თანახმად, ღმერთი მარადიულია. ზემოთ აღვნიშნე და რადგან მკითხე, განვავრცობ: ღმერთი რომ მარადიულად არსებობს, ნიშნავს რომ დროის თანახმად, ღმერთი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს; არ იყო ისეთი დრო, როცა ღმერთი არ არსებობდა. დრო და ღმერთი ყოველთვის არსებობდა. იქ სადაც მოქმედება და აზროვნებაა, იქ დროა. ღმერთი ყოველთვის აზროვნებდა და შესაბამისად დროც ყოველთვის იყო. მატერიალური სამყარო არ განაპირობებს დროის არსებობას. მატერიალური სამყარო დროის იმ განზომილების არსებობას განაპირობებს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და როგორადაც დროს აღვიქვამთ. მატერიალური სამყარო აგრეთვე დროის იმ განზომილებას გვთავაზობს, რომელიც ადამიანმა გარკვეულწილად გაიაზრა და აღიქვა. ამიტომ, დროისა და ღვთის ერთმანეთისგან გამოცალკევება შეუძლებელია და ამავ დროს არასწორიც.
არ უნდა გსურდეს და არ უნდა იყო იმით მოწადინებული, რომ დროისგან ღვთი გამოაცალკეო. ამიტომ მაინტერესებს, და გკითხე კიდეც, რა არის იმის მიზეზი რომ დრო განაყენოთ ღვთისგან?! რა გაიძულებთ (ან აღგძრავთ) მასეთი დამოკიდებულება რომ გქონდეთ დროისა და ღვთის მიმართ? რატომ გგონია რომ ღმერთს რაიმეთი აკნინებს ის ფაქტი, რომ ის სულ არსებობს დროსთან ერთად? დრო არაა ცოცხალი ან მკვდარი არსება. ან ნივთი ან პიროვნება რომ მისი არსებობა ღმერთს რაიმენაირად ამცირებდეს. დრო აბსტრაქტული ცნებაა. ამიტომ როცა ამბობთ, ღმერთი დროის მიღმაა, ეგ მცდარი შეხედულებაა. დრო არაა ფიზიკური არსება, რომ შეეხო ან სულიერი არსება რომ მის მიღმა რაღაც მოიაზრო. მომიყვანე საფუძვლიანი მიზეზები, რატომ გგონია რომ ღმერთი დროის მიღმა უნდა მოიაზრებოდეს? მოიყვანე ლოგიკური მსჯელობა და წმინდა წერილიდან მხარდამჭერი მუხლები რის გამოც მასე უნდა მეგონოს მეც, როგორც შენ გგონია. მხოლოდ ის, რომ შენ მასე გგონია, საკმარისია იმისთვის რომ მეც მასე მეგონოს? რა თქმა უნდა არა!
■გიორგი■
■გიორგი■
რელიგიაც და მეცნიერებაც იმას ამბობს რომ დრო მატერიალურია. რასაც შენ ამბობ ეგ მხოლოდ შენი პირადი ხედვაა და არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
დრო როგორ არის დაუსაბამო? როცა არაფერი არ არსებობს არც დრო არ არსებობს არა? როგორც კი რაიმე შეიქმენბა დროც გაჩნდება ანუ დროს დასაბამი ექნება. ელემენტარული ამბავია მე თუ მკითხავ.
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=159%3A2010-03-08-14-20-00&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=ka
წმინდა იოანე დამასკელი - მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. რომელსაც შეგიძლია გეაცნო და ამის შემდეგ ვისაუბროთ უფრო გონივრული იქნება
■გიორგი■
ახლა შენ მიპასუხე ღმერთმა შექმა თუ არა დრო?
G_saxva
ეგ ბმული რაც დადე, კარგად მაქვს წაკითხული, მაგრამ იოანე დამასკელი ვერ ხსნის და ვერც იმის საფუძვლებს წარმოუდგენს მკითხველს რის გამო ჰგონია რომ ღმერთი დროის მიღმაა. დრო ქმნილება არაა რომ მის მიღმიერი იყოს ღმერთი. დამასკელი მაგ ნაშრომში მხოლოდ თავის [ჩემი აზრით მცდარ] სუბიექტურ აზრს გამოხატავს, რომ ჟამთე შემქმნელია ღმერთიო. მსგავსი რამ არსადაა წმინდა წერილში გაცხადებული. რატომ ფიქრობს მასე? რის საფუძველზე? ამას ვკითხულობ ზუსტად. შენ რატომ გჯერა მასე? უბრალოდ დაიჯერე, იმიტომ რომ დამასკელმა სთქვა. რატომ დაიჯერე, თავადაც არ იცი.... ჩემთვის მასე ადვილი არაა ვინმეს პირადი მოსაზრებები დავიჯერო.
ეჰ... არავის არაფერი დაგიწერიათ. ესე იგი არაფერი გაქვთ სათქმელი.....
დაველოდოთ აფხაზს. (დავითს).
ღმერთი ყველაფრის შემქმნელია და ესეიგი ჟამთა შემქმნელიც.
■გიორგი■
afxazi
დროს მატერიალურ სამყაროსთან არ აქვს კავშირი იმ გაგებით როგორც შენ გგონია, იმიტომ რომ მანამ სანამ მატერიალური სამყარო შეიქმნებოდა, დრო არსებობდა. ამაში მეც და შენც, ერთი აზრის ვართ. ღმერთი კი თავადვე აცხადებს წმინდა წერილში რომ ის ყოველ ჟამს იყო. ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ დრო-ჟამი ყოველთვის არსებობდა. მარტივია. მე ვერ ვნახე ვერცერთი პოსტი ამ თემაში, რომელიც საპაირისპირო თვალსაზრისის ჩამოყალიბებისთვის რაიმე საფუძველს შემომთავაზებდა.
■გიორგი■
ტერმინ "დროის" განსაზღვრება თქვი. თუ ახალ რაღაცას იგონებ არ ვიცი, მაგრამ ტერმინ "დრო" სხვა შინაარსს ატარებს და არა იმას რასაც შენ ამბობ. მაშინ სხვა ტერმინით აღნიშნე რასაც ამბობ, მაგრამ ეს სიტყვა არ ნიშნავს მაგას.
afxazi
ტერმინოლოგიებზე ვიკინკლაოთ ეხლა? თემის არსი გასაგებია და თუ იმის საპირისპირო გსურს თქვა, რაც დავწერე, გისმენ.
ღმერთი არის ზეარსი! ის არის დროის რგოლს შიგნით და თავადვე მოიცავს თავისი არსით დროს, ანუ თავად ღმერთს უჭირავს დროც და სამყაროც და ყოველივეს თავად ამოძრავებს თავისი ძალმოსილებით. ღმერთი დროზე მაღლა დგას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ღმერთი მარადიულად შობს დროს თავისი მარადიულობით, რამეთუ თუ იყო დრო, მაშინ ღმერთიც იყო და თუ დრო არ ყოფილა, მაშინ არც ღმერთი ყოფილა! უკუნისიდან ხარ შენ უფალოო დავითი ბრძანებს! თავად ღმერთი არის არსი , მყოფი, იგი დროზე მაღლა დგას, თუ დრო შექმნილია, მაშინ ღმერთიც შექმნილი გამოდის, რადგან თუ არის დრო იქვე უნდა იყოს გონიც, რომელიც დროში წარმოშობს ფიქრს! ღმერთს ფიქრი არ ესაჭიროება , ის განიზრახავს და ახორციელებს . მოფიქრება ესაჭიროება ადამიანს შეზღუდულ არსებას რომელიც დროშია ქმნილი. დავითთან არ ვაპირებ არანაირ მსჯელობას და მადლობელი დავრჩები თუ იგნორს გაუკეთებს ჩემ პოსტს!
აუ აქ რა მარაზმი და აზრთ ფრქვევა ტრიალებს ვფიქრობ დასახურია სასწრაფოდ ეს თემა და არა მარტო დასახური წასაშლელიც. მოდერატორები რას აკეთებენ? მართლმადიდებლური ფორუმია თუ რასელის საგუშაგო კოშკი? შემოვა მერე ვინმე წაიკითხავს ამ უაზრობებს და აერევა თავ გზა.
G_saxva
აპოლოგეტიკის განყოფილება ითვალისწინებს განსხვავებული აზრის შესახებ საუბარსაც, როგორი "უაზროც" არ უნდა იყოს ის.
თქვენ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ მე და გიორგიმ მივახწიეთ შეთანხმებას პმ ში აღნიშნულ საკითხზე
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
G_saxva
esre ars cheshmariteba
თემის ირგვლივ ვერცერთი ვერ წერთ. რატომ?
ღმერთი თავის დროზე ყველას დაეხმარება და მოხდება უდიდესი გამოცისკროვნება ჭეშმარიტებისა , მაგრამ ბევრი არ მიიღებს ჭეშმარიტებს და უფალ იესო ქრისტეს გაცვლის სხვაზე გამოგონილ ღმერთზე! სანამ იესო ქრისტეზე იტყვი რომ ის ღმერთი არაა დაფიქრდი!!! რადგან ის ვინც ღმერთმა განადიდა და ინება რომ ყოფილიყო ყოველზე უზენაესი მისი სახელი, ის ღმერთი უნდა იყოს! მოწმეების ყველაზე საშინელი ცდომილება ისაა რომ ქრისტე არ არის ქვემდგომი! ის თანაარსია მამისა , ის არის ერთადერთი ვინც ყველაზე ძლიერად უყვარს მამა ღმერთს და საკუთარ თავზე წინ აყენებს! დაე განდიდდეს მისი წმინდა სახელი , იესო ნამდვილად უფალია!!!!
A.V.M
ხომ ნახე წინა გვერდზე რა დაწერა G_saxva-მ, ეკლესიის მამების შრომები წაიკითხეთო. მაგრამ როცა ეს მივწერე, ვერანაირი შრომები ვერ მიგვითითა:
■გიორგი■
esre ars cheshmariteba
დრო გადის ყველასთვის. ღმერთისთვისაც. თუ დრო არ გადის ღმერთისთვის, გამოდის ლოგიკაზე მაღლაა და თუ ლოგიკაზე მაღლაა, როგორ შეიძლება მასზე რაიმე სახის ლოგიკური საუბარი? თუ არ შეიძლება მასზე ლოგიკური საუბარი, რა უფლებით საუბრობს ვინმე მასზე და მსჯელობს თუ როგორია იგი?
დრო რომ გადის ვინმესთვის, არ ნიშნავს, რომ იგი მოკვდავია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მას აქვს ცვალებადობა აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში. მაგრამ თუ ღმერთისთვის დრო გადის, მაშინ მის მიერ სამყაროს შექმნა მომხდარა აბსოლუტურად ალოგიკურად. უსასრულო დროის მანძილზე ღმერთი მარტო ყურყუტებდა და უცებ ბუმ - თავში აზრად მოუვიდა რომ სამყარო შეექმნა, რაც მარაზმია.
შეუძლებელია იმის აღქმა ლოგიკურად, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ეგ აზრი მთლიანად ალოგიკურია. შეუძლებელია ერთმა მარადიულმა არსებამ დროის რაღაც მონაკვეთში შექმნას რამე. მართლმადიდებლები ამას მხოლოდ ძის შობას აწებებენ, არადა ყველაფერზე შეიძლება მსგავსი ლოგიკა გამოვიყენოთ.
ასე რომ, თუ ღმერთი დროის მიღმაა, მაშინ მასზე ვერ ვისაუბრებთ. თუ არაა დროის მიღმა, მაშინ მისი იდეა მთლიანად აბსურდია.
■გიორგი■
აკაკი
თუ ჩემზე მოქმედებს დრო, ესეიგი მასში ვარ ხომ? რადგან იესო განკაცდა, ჩვენ სისტემაში გადმოვიდა, მას სიკვდილი შეეძლო ხომ ასეა?
როგორ შეიძლება ღმერთისთვის დრო არ გადიოდეს, მაგრამ დროში იყოს? აბა გამოთქმა - "დროის მიღმა" რას ნიშნავს?
მე იმის თქმა მინდა, რომ ღმერთის იდეა ალოგიკურია ლოგიკური აზროვნებით. აბსოლუტურად უაზრობაა იმის თქმა, რომ სანამ სამყარო შეიქმნებოდა, ღმერთი მარტო იჯდა და ყურყუტებდა უთვალავი დროის მანძილზე. მერე უცებ მოუნდა და შექმნა სამყარო.
მაგრამ თუ ღმერთი არის ლოგიკაზე მაღლა, მაშინ შეუძლებელია მასზე საუბარი საერთოდ.
წარმოიდგინე, ჩვენ ვამბობთ - "ღმერთი არის ყოვლისმცოდნე". კი მაგრამ, რა იცოდა ღმერთმა მაშინ როცა მის გარდა არაფერი არ არსებობდა? თუ ადრე არ ყოფილა ღმერთი ყოვლისმცოდნე და მერე გახდა, ესეიგი შეცვლილა. მაგრამ ეს უფრო ლოგიკურია ვიდრე ის, რომ სრულყოფილი ღმერთი უთვალავი დროის მანძილზე იყო სრულიად მარტო და მერე უცებ რაღაც მისტიურ მომენტში მოუვიდა აზრად შეექმნა სამყარო.
შეუძლებელია მარადიულმა არსებამ თქვას: "მოდი, შევქმნათ ადამიანი"-ო. ალოგიკურია უბრალოდ. თუ ვამბობთ, რომ ღმერთი ლოგიკაში არ ჯდება, მაშ როგორ ვმსჯელობთ მასზე.
///
არსიდან არარსში გასვლა და კვლავ არსში შემოსვლა ერთი წამის ფაქტორია! ეს არის უდიდესი კანონზომიერება! თუ არარსი ანუ არარსებობა 1 წამია მაშინ არსებობა ანუ არსი არის _ გაბერილი ერთი წამი! ღმერთს ერთ წამში შეუძლია იარსებოს 1OOO წლით და პირიქით 1000 წელში 1 წამით. აკი გითხარით ღმერთი თავად შობს მეთქი ჟამს თავისი არსებობით! როგორ მოუწევს ღმერთს ყურყუტი თუკი მას შეუძლია თავად დროში მცირეში ან დიდში იმკვიდროს იმდენი ხნით რაც თავად სურს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღმერთი ბადებს დროს დიდსაც და მცირესაც
esre ars cheshmariteba
შე კაი კაცო დამაყენე საშველი კითხვაზე :
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
აბა გავედი და ჩემი ფეხი არ იქნება თქვენ ოჯახშიო?
რაშია საქმე ძმისგულ?
esre ars cheshmariteba
არა სად უნდა წავიდე თუ ძმა ხარ ! სიცოცხლის სიტყვები აქ არის ფორუმზე სადღაც შეყუჟული და უნდა ვიპოვო
esre ars cheshmariteba
თუ თემაზე გინდათ საუბარი და თვლით რომ რამის მომცემი იქნება ისაუბრეთ.
ნუ აოფებთ!
დრო დრო დრო რეეები გაწუხებთ ხალხო ხვალ თუ ზეგ მოგვიკაკუნებს "ცელია კაცი" და მერე გინდა ყოფილა დრო გინდა არა
http://media.photobucket.com/user/ny666nk/media/Gif/Death.gif.html
მევიდა?!
მოვა მოვა მერე გინდ ყოფილა დრო გინდა არა... ჩემი აზრით უაზრო ბრახაბრუხი მიდის, რადგან არცერთი არ ითვალისწინებს მოწინააღმდეგის მიერ მოყვანილი ციტატების ავტორიტეტს, საუბრის წინ ჯერ ისაა გასარკვევი, როდესაც ჩვენ ორი ვსაუბრობთ რაიმე თემაზე, ამ დროს რა უნდა იყოს ჩვენი წარმართველი, რა უნდა იყოს ავტორიტეტი.
გეყოთ ახლა !!!
ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი უკვე მოხდა ეს ყველაფერი უკვე გავიარე და მაინც გავდივარ რა ხდება? თუ ღმერთი დროს არ ემორჩილება მან ხომ იცის უკვე სად ვართ ახლა უფრო სწორად სად მოვხვდებით ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში და თითქოს უკვე ვართ სადღაც და ახლა გავდივართ იმას თუ რატომ მოვხვდით ამა თუ იმ ადგილას რა დავაშავეთ სადაც ვართ/ვიქნებით იქ რატომაც ვართ ესაა ჩვენი ცხოვრება, მოგზაურობააო ცხოვრება რომაა გამონათქვამი აქედან მოდის? ეხლა ვგებულობთ ჩვენ თუ რატომ ვართ ამა თუ იმ ადგილას ზესამყაროში?
ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი უკვე მოხდა ეს ყველაფერი უკვე გავიარე და მაინც გავდივარ რა ხდება? თუ ღმერთი დროს არ ემორჩილება მან ხომ იცის უკვე სად ვართ ახლა უფრო სწორად სად მოვხვდებით ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში და თითქოს უკვე ვართ სადღაც და ახლა გავდივართ იმას თუ რატომ მოვხვდით ამა თუ იმ ადგილას რა დავაშავეთ სადაც ვართ/ვიქნებით იქ რატომაც ვართ ესაა ჩვენი ცხოვრება, მოგზაურობააო ცხოვრება რომაა გამონათქვამი აქედან მოდის? ეხლა ვგებულობთ ჩვენ თუ რატომ ვართ ამა თუ იმ ადგილას ზესამყაროში?
„აწმყო მხოლოდ იმენადაა დრო, რომ წარსულში გადადის“
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"ასე ასრულებ მთხოვნელის ლოცვა-ვედრებას და აკურთხებ მართლის წელიწადს. შენ კი მარად იგივე ხარ და შენი წარუვალი წლებით ამზადებ წარმავალ წელთა ბეღელს"
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"ჩვენ, ქრისტიანები დროსაც კი, არაფრისგან შექმნილ, რაღაც უცნაურ ღვთაებრივ ქმნილებად განვიხილავთ"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"დრო, როგორც ნადავლს დადევნებული მხეცი, წინ მიგვერეკება და შეჩერებისა და სულის მოთქმისთვის წუთსაც არ გვაძლევს. ან კიდევ, დრო ჰგავს მდინარეს, რომელიც არ ჩერდება არც დღე, არც ღამე. მის შესაჩერებლად ადამიანი, რა ღონეს არ ხმარობს, მაგრამ მდინარე წინ, შესართავისკენ მიისწრაფვის. კაცი მუშაობს თუ სძინავს, ერთობა თუ ტრაპეზს უზის, დრო უხმაუროდ განაგრძობს თავის დინებას".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დრო მოყინულ დაღმართსაც ჰგავს: ადამიანი ვერაფერს ეჭიდება, ვერაფერს ეყრდნობა, ქვევით მიცურავს, ფეხქვეშ კი უფრსკრულია. დედამიწა სასაფლაოა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"კოსმოსი თანავარსკვლავედთა არქიპელაგებით, უსაზღვრო და უსასრულო გვეჩვენება, მაგრამ ისიც იძირება სხვა, ჩვენთვის ამოუცნობ უფსკრულში, რომლის სახელია დრო".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დროის საიდუმლო მიუწვდომელია კაცთათვის"
"ღმერთი წინასწარმეტყველ მოსეს გამოსვლათა წიგნში ასე განუცხადებს თავს: "უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ". ეს ნიშნავს, რომ ის მარადის არის, ის არის არსი, მას აქვს უცვალებელი არსებობა და ის დროის მიღმაა, რადგან დროში არსებული ყველაფერი დროშივე სრულდება. მხოლოდ ღვთის არსება არის უსასრულო. ღმერთი ყოვლისმცოდნეა, მისთვის ყველაფერი ერთდროულად არის ცნობილი. მისთვის არ არსებობს წარსული, აწმყო და მომავალი. მხოლოდ მან იცის, რაც იყო, არის და იქნება, რადგან მისთვის ყველაფერი ერთდოულადაა".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"მარადიულობა დროში შემოვიდა"
"დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს"
/წმ. ილია მართალი/
"დროის უქმად ხარჯვით ადამიანი თავადვე ისპობს ბედნიერებას".
"ყოველი საუკუნე, ყოველი დრო არის განსაკუთრებული, განსხვავებული. ყოველ დროს აქვს თავისი ხასიათი. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. Tempora mutantur et nos mutamur in illis - ასე ამბობდნენ ლათინები".
/ილია II/
"დრო უკვალოდ ქრება, მაგრამ როცა ადამიანი მას ლოცვით აჩერებს, უხილავ სინათლედ იქცევა და მის სულში რჩება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"რადგან ღმერთისთვის დრო საერთოდ არ არსებობს, არც წარსული და არც მომავალი. ეს ჩვენ ვცხოვრობთ დროში, მოკვდავი ადამიანები. ღმერთი კი ზედროულია და მისთვის არსებობს მხოლოდ მარადიული აწმყო".
/დეკ. საბა ჭიკაიძე/
"დრო გამოვიყენოთ სწავლულებთან და ფილოსოფოსებთან საუბარში, ვიყოთ მათი მსმენელები და მოწაფეები".
"ეკლესიაში დროის გაწმენდა ხდება. ღვთისმსახურების პროცესში დრო წმინდა სიმბოლოებისა და რიტუალების შესრულებაში გადის. დღეღამურ, კვირის მანძილზე ჩატარებულ წლიურსა და სხვა სახის ღვთისმსახურებას ციკლური ხასიათი აქვს - წრე-მარადიული რიტმიკა, მკაფიო პერიოდები და ციკლურობა უნდ ახასიათებდეს. საეკლესიო კალენდარი დროის უბრალო აღნუსხვა როდია, არამედ ჟამთასვლისგან განწმენდილი ხატი, რომელიც მარადისობაში მყოფობს".
"ყოვლისშთანმთქმელი დრო"
„არის ასეთი რუსული ანდაზა: „საათი, დღე და წლები გადის, ხოლო დრო მიფრინავს“.
"რელიგიურად აფორიაქებული დროის ტიპური მდგომარეობა".
"ათონის მთა დროზე მაღლა დგას. დრო მხოლოდ მიდის ღვთის სადიდებლად და იქ მოღვაწე მამების სულის საცხოვნებლად. არ ექვემდებარება არც ცვალებადობას, არც წუთისოფელს და რჩება სვეტად და შუქურად მართლმადიდებლობისა".
"გარეთ სამყარო თითქოს დამავიწყდა. წარსული აწმყოდ იქცა, აწმყო კი წარსულად".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დროის უქმად ხარჯვით ადამიანი თავადვე ისპობს ბედნიერებას".
/მამა იოანე ბარკალაია/
"დიდი დრო ჩვეულებრივი დროა. დრო, რომელშიც ვცხოვრობთ და ვკვდებით. დიდი დრო სწორედ დროის დასასრულის შემდგომ იწყება ადამიანის ცხოვრებაში".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს, სწორედ იმიტო შექმნა უფალმა დრო, რომ ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა, შეენანებინა და ცხონებულიყო".
"დრო მნიშვნელოვანი ფენომენია და ხშირად მას უნდა გავუფრთხილდეთ. პავლე მოციქული ბრძანებს, მოუკლებლივ ილოცვიდეთო. ანუ აქაც დროის საკითხი დგას და ეს ღვთაებრივი მოციქული დროის უქმად დახარჯვას ცოდვად მიიჩნევს და მოუკლებელი ლოცვისკენ მოგივიწოდებს".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"დროის სწორად გამოყენება ერთგვარი სათნოებაა".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ჭეშმარიტი დრო - დროა აღსარებისა".
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"როდესაც სამყარო მოკვდება ამ ფორმით და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, დროც განადგურდება".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"დრო - ეს გაელვებათა ჯაჭვია, ყოველი წამი უკან დაუბრუნებელია, ყოველი წამი სამარესთან გვაახლოვებს, ყოველ წამს ჩვენი სხეულის ნაწილი კვდება, მაგრამ ისე ვცხოვრობთ, თითქოსდა დროის შეჩერება გვინდა, თითქოსდა შეპყრობა გვსურს გაელვებისა. ის კი მიდის ჩვენგან და შეუძლებელია მისი დაბრუნება. ადამიანს დიდი მთის გადადგმა ან მდინარის შემობრუნება შესართავიდან სათავისკენ გაცილებით იოლად ძალუძს, ვიდრე ერთი წამის დაბრუნება. დრო - ეს გზაა ღმერთისაკენ, ეს ცხონების საშუალებაა, მაგრამ ღმერთის დაკარგვით ადამიანები დროს თავიანთი წარწყმედის საბედისწერო გარდაუვალობად, რაღაც ავისმაუწყებელ რეკვიემად აქცევენ".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მარადისობა - მარადიული აწმყოა, ცათა სასუფეველი კი სულაც არ გახლავთ უსასრულოდ გაჭიანურებული დრო. ეს რომ ასე იყოს, ადამიანს ახალი, უსასრულო ტანჯვის მიზეზი გაუჩნდებოდა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"დრო ჩვენთვის ღვთისაგან მომადლებულ ძვირფას საგანძურს წარმოადგენს რომელიც არა იმისათვის მოგვემადლა, რომ ამაოდ განვლიოთ, არამედ სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვით სხვისა და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ძალების მაქსიმუმის დახარჯვისას ჩვენ კი არ ვუძლურდებით, არამედ მის წყალობას ვამრავლებთ".
/ილია მეორე/
"დროს ერთი სასარგებლო თვისებაც აქვს - ნათელს ჰფენს დაფარულს, მათ შორის - ადამიანის გულისწადილს".
"დრო უკვალოდ როდი ქრება და არც ფუჭად მიედინება, ისე, რომ არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს ჩვენს გრძნობებზე: არა, ის უცნაური ნამოქმედარით ავსებს ჩვენს სულს".
/ნეტარი ავგუსტინე/
"დრომ დრო წაიღო"
/პოეტი ეკა ბაქრაძე/
"დრო კი არ უნდა ატარო, არამედ უნდა გამოიყენო. ერთი დაკარგული წუთი შეუფასებელია. განვლილ წუთს ვერც დააბრუნებ და ვერც მილიონად იყიდი. ჩვენი დრო-ჟამი ქვედინებით მიდის და იგი იცლება ქვიშის საათივით".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"მეცნიერებმაც კი შეამჩნიეს დროის შემცირება და დაიწყეს მისი გაზომვა, თუმცა ეს არც ისე ადვილი საქმეა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადრინდელი 24 საათი ახლა გადის 16 საათში, ანუ ჩვენ უკვე დავკარგეთ ჩვენი ცხოვრების მესამედი დრო, ანუ აქტიური ცხოვრების ნახევარი".
"ცხოვრების აჩქარებული რიტმი არ გვაძლევს საშუალებას სულიერი ნაბიჯების რიტმი ავაჩქაროთ. სული ხომ, როგორც ბავშვი და სიყვარული, მოითხოვს ყურადღებას და დროის გამოყოფას. მას აქვს საკუთარი - ღმერთთან და სხვა სულებთან ურთიერთობის რიტმი. საბოლოოდ ეს ყველაფერი სულიერ კვდომას იწვევს".
/გიორგი ფეჩორუ/
"ვავლებ თვალს წარსულს, გარდასულ წლებს, უნდა გამოვტყდე, რომ მათ საკმაოდ უნაყოფოდ ჩაიარეს!"
"[ადრე] ადამიანი ყველა ადგილზე ნახულობდა თავისუფალ დროს იმისთვის, რათა მიემართა ღვთისთვის და გულში ღებულობდა მტკიცე დასტურს, რომ იგი მარტო არ იყო".
"მოვიხვეჭოთ დრო ტელევიზორის გადაგდებით, იგია ყველაზე დიდი ფრონოფაგი - დროის შთანმთქმელი მთელი ისტორიის მანძილზე. ის, საშუალოდ, ნთქავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მთელი დროის 3,7 საათს.
ნუ დაკარგავთ ცხოვრების უძვირფასეს წუთებს ტელევიზორთან ჯდომით. თქვენ უნდა მოიხვეჭოთ დრო, როგორც უწინ, რომ გახდეთ მგრძნობიარე მეგობრების, ახლობლების, მეზობლების და უბრალოდ, ადამიანების ტკივილის და უბედურების მიმართ. ყველაზე მეტად კი - უნდა გახდეთ მგრძნობიარე საკუთარი გულის მიმართ".
/გიორგი ფეჩორუ/
"წმინდა მამებს აქვთ ასეთი გამოთქმა - "ემსახურეთ ღმერთს და არა დროებას". ადამიანი უნდა ამაღლდეს დროზე, დროის განსაცდელებზე და სულისკვეთებაზე. როგორ ამაღლდეს? ემსახუროს ჭეშმარიტებას, ანუ მარადისობას. თუკი მარადისობას, ანუ ღმერთს ემსახურები, მაშინ დროს დაამარცხებ და მასზე ამაღლდები.
ძველი რომაული გამონათქვამია: "დრონი მეფობენ და არა მეფენი". სულიერი გაგებით ადამიანს შეუძლია გამეფდეს დროზე, მაშინ როდესაც უფალი შენში მეფობს. თუკი უფალი მეფობს ადამიანში, მაშინ ადამიანიც მეფობს დროზე. თუკი პირიქით არის, მაშინ ადამიანი განწირულია დროში და შემდეგ იგი ხდება არა მარადიული ნეტარების, არამედ მარადიული ტანჯვის ნაყოფი".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"დრო სადოღე ბედაურივით გაირბენს თავის სარბიელს. ვეცდები მჭიდროდ ავეკრა უნაგირს მისას და მტკიცედ ვიპყრა ხელთ მისი სადავეები, რათა არ მიმუხთლოს და ფლოქვებქვეშ არ მომიყოლოს მის მარულაში ჩაბმული, იმედის კარიბჭეთა მაძიებელი".
"ეს ტიალი დროც მამალი მგელისაგან დამფრთხალი კურდღელივით გადირბენს თავის მინდორს. ოღონდ ჩვენ ნუ შევუშინდებით მის სიურპრიზებს. მთავარი ისაა, ჩვენი მომავალი გზათშესაყარისაკენ რომ მიგვაქანებს იგი შეუჩერებლივ".
/მერაბ კოსტავა/
"წუთი წამს შეაბერდა, ცხოვრებას ღამეს ვუთევ"
/პოეტი ნანა ნოზაძე/
დღე, რომელიც მსოფლიო დროს "დააკლდა"
მზე გაჩერდა?!
ასწლეულები ილევა, რწმენისგან დაცლილ უკანასკნელ საუკუნეს კი, რომელიც მიზეზს არ უშვებს, როგორმე თავი ღვთის არარსებობაში დაირწმუნოს, სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება საამისოდ. წმინდა წერილი არავითარ ეჭვს აღარ ტოვებს - მასში გადმოცემული ყველა ამბავი რომ რეალობაა, მეცნიერულადაც აბსოლუტურად დასტურდება.
აი, ერთი მათგანიც:
ეს ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოხდა. აქაურმა მკვლევარებმა და ასტრონავტებმა, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ, განიზრახეს დაედგინათ, რა პოზიციაზე იქნებოდა 1000 წლის შემდეგ მზე, მთვარე და სხვა პლანეტები. "ამის ცოდნა საიმისოდ გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მათი არსებობის მანძილზე და მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შესაძლო შეჯახებაო", - ირწმუნებოდა კომპანია "კერტის ენჯირინგის" პრეზიდენტი და ამ პროგრამის კონსულტანტი ჰაროლდ ჰილი.
მკვლევარნი იმგვარ კომპიუტერზე მუშაობდნენ, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით სწვლობდა როგორც ერთი საუკუნის შემდგომ, ისე საუკუნის წინათ მომხდარ მოვლენებს.
კომპიუტერმა ერთ დღესაც ყველასთვის მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე დაიწერა: "პროგრამა არასწორია ან მასში შეტანილი ფაქტები და შედეგები ურთიერთს გამორიცხავენ..."
როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ყველა მონაცემი სწორად იყო შეტანილი, პროცესის ხელმძღვანელი მყის დაინტერესდა, - მაინც, რა ხდებაო. ყოვლად საოცარი, ირეალური პასუხი მიიღო - წარსულს ერთი დღე აკლია!
რა არ იღონეს, როგორ არ ითვალეს და იჭყლიტეს ტვინი მეცნიერებმა, მაგრამ მიზეზს მანამ ვერავინ მიხვდა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა, მორწმუნე ქრისტიანმა, არ გაიხსენა წმინდა წერილის ის მონაკვეთი (ისუ ნავეს წიგნი), სადაც ყოველი "საღად მოაზროვნე" ურწმუნოსთვის წარმოუდგენელი რამ წერია: "უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერც ერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ" (ისუ ნავეს ძე 10,8).
როგორც ბიბლიიდან გახსოვთ, ისუ ნავე იმის გამო წუხდა, რომ ბინდდებოდა, მტრის დასამარცხებლად კი დღის სინათლე იყო აუცილებელი.
"მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს და თქვა: მზეო, დადექ, და მთვარევ! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე. განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? "იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,12-13).
"ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე. როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?" (ზირ. 46,1-5).
- აი, დღე, რომელიც საუკუნეს აკლია! - წამოიძახეს მეცნიერებმა და კვლავ გადაწყვიტეს, ის დღეები გამოეთვალათ, რომელიც ამ დღემდე განვლო დედამიწამ.
როგორც გაირკვა, დრო, რომელიც ისუ ნავეს ძეს ბრძოლისას აკლდებოდა, 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე.
მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუცხოველა და მათ წმინდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს. და უფრო გაოცდნენ: იქ სწორედ ასე წერია: "მზე თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,13) და არა მთელი დღე.
ეს იყო უცხადესი დასტური იმისა, რომ წმინდა წიგნებში შემთხვევით არაფერი დაწერილა და თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება (იოანე ოქროპირი).
ეს თითქოს უმნიშვნელო სიტყვა "თითქმის", როგორც აღმოჩნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები იმ 40 წუთს ვერ შეაჯერებენ, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა ათასობით წლის მანძილზეც განმეორდება. მსგავსი პროექტებისთვის, სადაც წამებიც კი ფასეულია, 40 წუთი, რაღა თქმა უნდა, ძალზე ბევრია.
როდესაც ამ "დაკარგული" დღის აღმომჩენმა მორწმუნე მეცნიერმა გაიხსენა, რომ ძველი აღთქმა არა მხოლოდ მზის გაჩერების, მისი უკუსვლის ამბავსაც მოგვითხრობს, მავანმა იგი შეშლილად ჩათვალა, ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით ადვილად მიაგნეს "მეოთხე მეფეთას", სადაც იხილეს: "უთხრა ეზეკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი?
თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათი საფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?
თქვა ეზეკიამ: უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით" (4 მეფ. 20,8-11).
მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა თუ მასთან ერთად მზეც? კერძოდ რომელ სასწაულზე ეკითხებოდნენ ეზეკია წინასწარმეტყველს ბაბილონის ელჩები?
ეზეკიას განკურნებისას უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის "ცხოვრების საღამო" თავისი "ჩრდილით" ჯერაც შორს იყო...
ეს სასწაული მხოლოდ მათთვის იყო ხილული, ვინც მას შეესწრო თუ ასტრონომიულ სასწაულს ჰქონდა ადგილი? სწავლულებმა ამ კითხვაზე პასუხი "ესაია წინასწარმეტყველის წიგნში" იპოვეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული:
"და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: "აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია საფეხურზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, საფეხურზე, რომელიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ეს. 38,4-8).
თავად მზის მობრუნების საკითხი ნეტარმა თეოდორიტემ, ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორმა, ამგვარად ახსნა: "მზესთან დაკავშირებული სასწაული მსოფლიო მასშტაბით მოხდა, რადგან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო".
მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, ზუტად 40 წუთს შეადგენს. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს, ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდავოდ ის დღეა, რომელიც მსოფლიო დროს კლია.
ამ სასწაულის შესახებ მატიანე შემდეგს გვიამბობს: ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე ქრისტემდე 480 წლით ადრე წერდა, რომ ზოგმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით.
უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ეს მოვლენა მოხდა იმპერატორ იოს ეპოქაში, ჩინური გენეალოგიური ნუსხა კი იუწყება, რომ ხსენებული იმპერატორი სწორედ ისუ ნავეს თანამედროვე იყო.
ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური წყაროების გარდა მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუული და მრავალი სხვა ხალხის ისტორიული წყაროც.
მაგალითისთვის, პირველყოფილ ამერიკელ ინდიელთა ყოფის ცნობილმა კვლევარმა ლ. კინგსბორომ დაასკვნა, რომ მექსიკელებს აქვთ უძველესი გადმოცემა მზის შესახებ, რომელიც "უძრავად იდგა მთელი დღის მანძილზე, და ეს სწორედ "შვიდი კურდღლის წელიწადს" - ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის ჟამს მოხდა.
მსგავსი მარგალიტები ისტორიამ უამრავი იცის, მაგრამ მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერული აღმოჩენა ერთი მიზნითაა დაშვებული: დამოწმდეს ის ღვთაებრივი გამოცხადებანი, რომლებზეც წმინდა წერილი მოგვითხრობს."
"ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გინდა იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ამაოდ დაიკარგა".
"მეშინოდა შეცდომების, მარტოობის და ყველა არასწორად გამოყენებული წუთის"
/თათა ქუტიძე/
"ადამიანს დრო არ აქვს, რათა ზეცისკენ აიხედოს"
"ჩვენი ვერაგი დრო"
"რა იყო მანამდე, ვიდრე დრო აჩქარდებოდა და ცხოვრება თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა წინ?"
"დრომ დროებით გული გაიხალისა"
/მამა არჩილ გვიმრაძე/
"[საბერძნეთში] ცდილობენ, დრო მაქსიმალურად გამოიყენონ და არა პირიქით - დრომ გამოიყენოს კაცი.
მაჯის საათი აუცილებელი ატრიბუტია, რადგან, როგორც გითხარით, აქ დროს განსაკუთრებით აკონტროლებენ".
"ღმერთისთვის დროზე ძვირფასი არაფერია. მან ის ჩვენ მოგვცა, რათა გადავრჩეთ".
"ჩვენ რომ შეგვეძლოს, ვკითხოთ მათ, რომლებიც უკვე ზეცაში არიან, რის მეშვეობით მიაღწიეს მათ ასეთ ბედნიერებას? - პასუხი ასეთი იქნებოდა: "დროის მეშვეობით, ცოტა დროის, რომელიც კარგად განვლეთ მიწაზე".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ჟამთა მდინარებამ წარგვტაცა"
"აპოკალიფსის პერიოდი კაცობრიობას კუს ნაბიჯებით თუ უახლოვდებოდა, დღეს ელვის სისწრაფით მოდის. დრო მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათია. გათენებული არ არის, უკვე ღამეა".
/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/
“მთელი დღე ისე გეპარება, რომ ღვთისთვის წუთიც აღარ გრჩება.”
/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"დრო - ის საიდუმლოა, რომელშიც ვცხოვრობთ. ნეტარი ავგუსტინე თავის უკვდავ "აღსარებაში" დროის ცნებას ასე ხსნის: "მე ვიცი, რა არის დრო, როდესაც არ მეკითხებიან, მაგრამ როდესაც მის შესახებ მეკითხებიან, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვიბნევი და ვიფანტები".
"დრო ტალანტია, რომელიც უფალმა ადამიანებს დაურიგა განსხვავებული საზომით, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. დრო ძვირფასი საუნჯეა, რომლის გონივრული გამოყენება უფალს მიგვაახლოებს, ხოლო უგუნური - მისგან სამუდამოდ განგვაშორებს.
დროსა და მცონარებაზე ერთი უბრალო მაგალითის მოყვანა შეიძლება. წარმოვიდგინოთ მასპინძელი, რომელიც სტუმარს ელოდება, თუმცა არ იცის მისი მოსვლის ზუსტი დრო. ბეჯითი ადამიანი დილაადრიან წამოდგება, შეუდგება სახლის დასუფთავებას, ტრაპეზის მომზადებას, ბოლოს თვითონაც მოირთვება და სტუმარს შეეგებება.
ზოგი მასპინძელი კი გვიან გაიღვიძებს. ამაო საქმეებში ჩაერთვება, ყავას მიირთმევს, ტელევიზორს მიუჯდება, მეგობრებთან ტელეფონით ამაო საუბარს გააბამს და ძალიან გვიან, ნელ-ნელა დაიწყებს მზადებას იმ იმედით, რომ სტუმარი დაიგვიანებს. მცონარე კი დიდხანს ინებივრებს საწოლში, იმის ფიქრში, სტუმარი დღეს არ მოვა, ხვალ კი უსათუოდ ადრე ავდგებიო, მაგრამ ვაი, რომ სტუმარი იმ დღეს მოვა, როცა არ ელოდება.
ამ მაგალითში მასპინძლები ჩვენ ვართ, ხოლო სტუმარი უფალია, რომელიც აუცილებლად მოვა, ოღონდ არ ვიცით, როდის, რათა მიიღოს უფალმა უფლისა და მიწამ - მიწისა. როგორც მოვემზადებით, ისე დავხვდებით და იმ მდგომარეობაში განგვიკითხავს, როგორც მოგვისწრებს."
/დედა რუთი (ღლონტი)/
„ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის“
/პატრიარქი ილია მეორე/
"საღამოს იმაზე იფიქრეთ, როგორ გაატარეთ დღე. თქვენი მომავალი უფლის განგებას მიანდეთ და მაცხოვარი შეგეწევათ"
"დრო არის სიმდიდრე და ვინც დროს ფუჭად ფლანგავს, ის კარგავს ბედს და ცხოვრებას"
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"დრო ფრინველია, რომელიც ჭრელი ფრთებით გამკობს, მაგრამ ოდესღაც ის გაფრინდება და ფრთებსაც თან გაიყოლებს; და თუ შენი სული ზედმეტად მიეჯაჭვება მათ, მაშინ რაოდენ საზიზღარი შესახედავი იქნება ფრთებისგან განმოსილი მისი სიშიშვლე!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"კითხვა: როგორ უნდა გადაანაწილოს ქრისტიანმა დრო გონივრულად?
პასუხი: ქრისტიანმა ადამიანმა დროის უმეტესი ნაწილი უნდა დაუთმოს სულისთვის ზრუნვას – ლოცვას, უფალზე ფიქრს, შესაბამის გარჯას, კეთილ საქმეთა სრულყოფილად შესრულებას, ხოლო დანარჩენი დრო მოახმაროს ხორციელ საჭიროებათა შესახებ ზრუნვას. სამწუხაროდ, ადამიანები პირიქით იქცევიან – ჯერ ხორციელი სიამოვნებისთვის ზრუნავენ, ხოლო სულისთვის – თუ დრო დარჩებათ, მხოლოდ მაშინ ირჯებიან."
"კითხვა: რას ნიშნავს დროის გონივრულად ხარჯვა?
პასუხი: ქრისტიანმა ადამიანმა დროის უმეტესი ნაწილი სულისთვის ზრუნვას უნდა დაუთმოს – ლოცვას, უფალზე ფიქრს, შესაბამის გარჯას, კეთილ საქმეთა სრულყოფილად შესრულებას. ხოლო დანარჩენი დრო კი მოახმაროს ხორციელ საჭიროებათა შესახებ ზრუნვას. ოღონდ ეს ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ვთქვათ, ქალს ბავშვები ჰყავს მისახედი, მოსავლელი და დასაპურებელი, ის კი მთელ დღეს ტაძარში ატარებდეს. ქრისტიანმა ადამიანმა თავად უნდა გადაანაწილოს დრო და ის ყველა საქმეს შეუთავსებს ეკლესიურ ცხოვრებას."
"დრო აჩქარდა... აჩქარდა მსოფლიო მაჯისცემა, ცხოვრების რიტმი... ტემპი... "დრო, როგორც ნადავლს დადევნებული მხეცი, წინ მიგვერეკება და სულის მოთქმისთვის წუთსაც არ გვაძლევს". (არქ. რაფაელი) წამზომი ჩაირთო, კაცობრიობა დასასრულისკენ მიიჩქარის... სამყარო თითქოს ერთ დიდ, აზვირთებულ მდინარეს დაემსგავსა, რომლის მღვრიე, წამლეკავი ტალღები სადღაც შორს მიგვაქანებენ... არც კი ვიცით - სად... დრო გამოაჩენს..."
"დრომ დაკარგა მოთმინება", - ამბობს მარინ პრედა თავის ერთ-ერთ რომანში.
"დრო მოსწყდა თავის საყრდენს", - ამბობს შექსპირი ტრაგედიაში "ჰამლეტი".
და მართლაც, დრო სულ უფრო სწრაფად მიჰქრის, თვალსა და ხელს შუა გვეცლება."
"დრო როგორც ხორცზე, ასევე სულზეც ახდენს გავლენას"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღვთის სიყვარულში დრო სხვა სისწრაფით გადის"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"დრო საღვთო ნიჭია. თითოეული დღე ჩვენი სულის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. ხშირად გეგონებათ, რომ დრო მიფრინავს, ნამდვილად კი იმდენად დრო არ მიფრინავს, რამდენადაც მას ვფლანგავთ ჩვენი სულის დასაღუპავად!"
/მამა პიმენი (ქარდავა)/
"უფალი აჩქარებს დროს, რომ რაც შეიძლება მეტი წმინდანი ავიდეს ცათა სასუფეველში"
"დრო მოკვდა ჩვენთვის"
"ყოველი დღე ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, ღვთის საჩუქარია"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"დაივიწყე სამყარო. გამოიყენე დარჩენილი დრო, სანამ ჩვენც მტვრად გადავიქცევით"
/ელიფ შაფაქი/
"დრო აჩქარდა... აჩქარდა მსოფლიო მაჯისცემა, ცხოვრების რიტმი... ტემპი... "დრო, როგორც ნადავლს დადევნებული მხეცი, წინ მიგვერეკება და სულის მოთქმისთვის წუთსაც არ გვაძლევს..." (არქ. რაფაელი).
წამზომი ჩაირთო, სამყარო თითქოს ერთ დიდ, აზვირთებულ მდინარეს დაემსგავსა, რომლის მღვრიე, წამლეკავი ტალღები სადღაც შორს მიგვაქანებენ... არც კი ვიცით - სად?!..
დრო გამოაჩენს..."
"ყოველ საქმეს მიუჩინე განწესებული დრო, რომ ყოველივე თავის რიგზე დაცულ იყოს: სმა-ჭამა, ლაპარაკი, ლოცვა და წიგნის კითხვა"
/წმ. ეფრემ ასური/
"დრო კი ბრუნავდა წუთისოფელთან ერთად"
"ტაძარში ღვთის სასუფეველი ისადგურებს და მარადისობა აუქმებს დროს"
"ყველაფერი მეორდება და ამიტომ ადამიანი ისე ბერდება და კვდება, ვერც კი გრძნობს დროის სვლას, თითქოს არც კი არსებობდეს იგი"
/ორჰან ფამუქი/
"ამქვეყნად ყველაფერს, მათ შორის დროსაც, თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. სამყარო, რომელიც ღმერთმა დროსთან ერთად შექმნა, ამჟამინდელი სახით არსებობას შეწყვეტს და ქმნილება მარადიულობას შეუერთდება"
"კოკიდან კი დიოდა წყალი... იცვლებოდა წამოქცეული კოკა... ხელზე მეღვრებოდა, მშრალი ხევის კენჭებში მიიპარებოდა, როგორც დაუფასებელი დრო..."
/ლევან გოთუა/
"რაც გრძნობადი საგნებისათვის დროა, ის ზესამყაროს მკვიდრთათვის საუკუნის ბუნებაა"
"ღვთის მყოფობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი"
/პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი/
"ჯერ გეჩვენება, რომ წინ დიდი დროა, რა მოსთვლის ამდენ წელიწადს... მერე კი, ერთ წვიმიან საღამოს მყუდროდ მოკალათებული ძველ ფოტოალბომს გადაშლი და აღმოაჩენ, რომ წლები ქარს ატაცებული ფოთლებივით გაფრენილან. შენ კი დაგრჩა მხოლოდ მოგონებები, მათზე ჯერ გაგეცინება, გაგახსენდება ყველა დეტალი, ყველა საყვარელი ადამიანი და ბოლოს ბავშვივით ატირდები, რადგან იგრძნობ, რომ დროის ხელში პატარა პეპელაა ადამიანი..."
"მოლოდინმა დროის საზომის დაბნევა იცის"
/ლევან გოთუა/
"არ უნდა არსებობდეს ჩვენთვის ისეთი დრო, როდესაც უფალს არ ვადიდებდეთ"
"დრო უფლის ძვირფასი ნაბოძვარია, რომლის ფუჭად ხარჯვისათვის საშინელ სამსჯავროზე პასუხი მოგვეკითხება. დრო სულის ხსნისათვის მაშინ გამოიყენება, როდესაც ადამიანი მას ატარებს, უპირველესად, ლოცვაში, უფალთან საუბარში; მეორე - ღვთის სიტყვის კითხვაში; მესამე - ღვთის სახლში სიარულში; მეოთხე - ღვთისმოსავ საუბრებში; მეხუთე - ფიქრებში იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, მის სიკვდილზე, საშინელ სამსჯავროზე, მუდმივ ტანჯვასა და მუდმივ ნეტარებაზე; მეექვსე - კეთილი საქმეების კეთებაში"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"დედამიწას შეიძლება ირგვლივ შემოუარო, მაგრამ წარსულს ვერ მოუვლი მოსაბრუნებლად! ასე რომ, ნამყო წამი და საუკუნე, არსებითად, ჩვენთვის თანასწორია"
/ლევან გოთუა/
"ერთი დოქის ავსების დრო"
/ლევან გოთუა/
"ადამიანი ცხოვრობს დროში, მაგრამ არა დროისთვის, მიწაზე, მაგრამ არა მიწისთვის."
/დავით სურგულაძე/
"გუშინდელი დღე გავიდა, ხვალინდელი ჯერ არ დამდგარა, ნუ დაკარგავ დღევანდელ დღეს!"
/მონაზონი ვერონიკა/
"როგორი სწრაფია დრო, ამაოდ კი არ გამოხატავენ დროს ფრთებით, რადგან იგი მართლაც ისე მიედინება, თითქოს ფრთებით მიფრინავს..."
"დრო კი არ მოდის, დრო მიდის!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"საკუთარი საზრუნავით ამოჭმული და უაზროდ შემოხარჯული დრო"
/დოდო (მარიამ) ღლონტი/
"ნურც ერთ წუთს ამაოდ ნუ გაფლანგავთ და ნუ დაკარგავთ"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"გაუფრთხილდი დროს. იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება ნეტარი მარადიულობა".
/სულიერი მარგალიტი/
"დაკარგულ ან ფუჭად ჩავლილ ერთ დღეს, ერთ საათს, ერთ წუთს შეუძლია მარადიულობაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს".
/სულიერი მარგალიტი/
"იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო"
/სულიერი მარგალიტი/
"ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ".
/ილია მეორე/
"სამყარო და დრო ერთდროულად გაჩნდა"
/ილია მეორე/
"ჩვენი ცხოვრება ღვთის ხელშია: ჩვენ ნამდვილად ვერ გამოვთვლით ხვალ ცოცხლები ვიქნებით თუ არა. ჩვენ სუსტი და წარმავალი ქმნილებანი ვართ; ჩვენი ცხოვრება ნისლის მსგავსია, რომელიც მცირე ხნით ჩნდება და მსწრაფლ განქარდება. ამიტომ ცხოვრების თითოეული წუთი უნდა გამოვიყენოთ კეთილგონივრულად, უნდა გავუფრთხილდეთ დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი (ეფეს. 5.16), მოციქულის თანახმად"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"უფალს ყოველთვის შეუძლია თარიღების შეცვლა"
"დრო, რომელშიც უფალმა გვარგუნა ცხოვრება, ძალზე არეულია: შფოთი, მჭმუნვარება და გაურკვევლობა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული. წინ უფრო რთული დრო გველის. ეკლესია კი, უფლის აღთქმის თანახმად, გააგრძელებს არსებობასა და მსახურებას, უდიდესსა და მაცხოვნებელს ქვეყნიერების აღსასრულამდე, ბოლო დღემდე; ამიტომ ჩვენთვის ეკლესიის ხმა, რომელიც მისი კანონიკური სამღვდელოებისგან ისმის - უფლის ხმაა"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"გურულებს აქვთ ერთი შესანიშნავი სიტყვა: "გუშხამ", რომელიც აღნიშნავს განუსაზღვრელ წარსულს. როდესაც ამბობენ: "გუშხამ", ეს შეიძლება იყოს 100 წლის წინაც და 3 დღის წინაც"
"ამ ქვეყანაზე ჩვენთვის გამოყოფილია დრო, და არა მარადისობა. ჩვენ თითქოს ვიყენებთ დროს, მაგრამ გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ გადასახლება მოგველის!"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"ისეთი მოწყობილობა წარმოვიდგინოთ, როგორიც საათია: იგი მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც დროის ჩვენება ჰქვია; ასევე ჩვენც მხოლოდ ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც ღმერთს ესათნოება"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"დრო ყველაზე დიდი წყალობაა. დროში შეიძლება კაცი ცხონდეს ან შეიძლება წარწყმდეს"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"დრო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, მოსახერხებელია სიკეთის ქმნისათვის და არა მომავალი დრო, სიკვდილით რომ დადგება, როცა მისაგებელის მიღების დროა"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"მიწაზე ზეცისათვის ვიცხოვროთ, დროში - მარადიულობისათვის!"
"როგორც ნათქვამი სიტყვის, ასევე, დაკარგული დროის მოძებნა შეუძლებელია"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"გეშინოდეს თუნდაც ერთი დღის დაკარგვისა, იცოდე, რომ იგი არ დაბრუნდება!"
"ვინც უფალს თავის დროს არ მიუძღვნის, მას უფალი თავის ნეტარ მარადისობას მოაკლებს"
"ყოველგვარი საქმის კეთებისას ვპოულობთ დროს, რომ უეცრად გაჩენილი რაღაც სურვილები დავიკმაყოფილოთ, ხელოვნების ამა თუ იმ დარგში სრულყოფილებას მივაღწიოთ, შევისწავლოთ ახალი მეცნიერება, ვიკითხოთ აზრსმოკლებული წიგნები, მხოლოდ სულზე ზრუნვისათვის არ გვაქვს დრო!"
"გახსოვდეს წარსული; მიენდე უფალს მომავალში; კეთილად გამოიყენე აწმყო!"
"დღის განმავლობაში ის საქმეები აკეთე, რომლებიც შენი მოწოდებისა და საზოგადოებაში ადგილის შესაბამისად გევალება. შეეცადე და საქმის კეთებისას იპოვე თუნდაც წუთები, რათა მიმართო ღვთისადმი ფიქრითა და ლოცვით მას, ვინც აკურთხებს პატიოსან შრომასა და წარმატებას ანიჭებს კეთილ საქმეს!"
"წარმართთა იმპერატორი ტიტუსი მთელი ცხოვრება ღამის დადგომისთანავე ანგარიშს აბარებდა საკუთარ თავს, თუ რა გააკეთა დღის განმავლობაში; და როდესაც დღე ისე გათავდებოდა, რომ კარგი არაფერი ჰქონდა გაკეთებული, თავის დღიურში აღნიშნავდა: "ეს დღეც დავკარგე!".
"თუ ვინმე დაკარგავს ოქროს ან ვერცხლს, მის ნაცვლად შეუძლია, იპოვოს სხვა; ხოლო თუ დავკარგავთ დროს მცონარობითა და უქმი ცხოვრებით, მაშინ ვერ შევძლებთ, ვიპოვოთ დაკარგულის სანაცვლოდ სხვა!"
/ამბა დოროთე/
"დროთი უნდა სარგებლობდე: იგი რკინის მსგავსია, რომელიც თუ გაცივდება, გამოჭედვისთვის მოუხერხებელი იქნება"
"დრო, ასე ვთქვათ, ბაზარია: შეგვიძლია იქ ვიყიდოთ, რაც გვინდა, მაგრამ თუ ჩვენსავე სასიკეთოდ არ გამოვიყენებთ მას, მაშინ ყიდვას ვერაფრისას შევძლებთ!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ყველა დროისთვის არის თავისი საქმე და ყველა საქმისთვის არის თავისი დრო"
"დროის მეშვეობით შეიძლება მოიპოვო ყველაფერი, - თუნდაც - ზეცა და ნეტარი მარადისობა, ხოლო დროის შეძენა არაფრით შეიძლება!"
"ვიდრე დრო გვაქვს, ვაკეთოთ სიკეთე. დედამიწაზე ყოველგვარი დანაკარგი შეიძლება ანაზღაურდეს (თუ მთლიანად არა, რამდენადმე მაინც) სხვა რაიმეთი; მაგრამ როდესაც ვკარგავთ დროს, მაშინ სხვას ვეღარ ვიპოვით"
/წმ. იოანე მმარხველი/
"აი, მაშინ კი გაიგებ, შენ, ცოდვილო, რამდენად ძვირფასია ის დრო, რომელსაც კარგავ, მაგრამ უკვეე ძალიან გვიან იქნება! შენ გსურს, ის ნებისმიერი ფასით გამოისყიდო, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია!"
"დრო ისე უცებ გარბის, ის როგორ უნდა დაკარგო სიძულვილში!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არაერთხელ შეუნიშნავთ, რომ ადამიანები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად თავისუფალი დრო აქვთ, ნაკლებად იყენებენ მას სასარგებლოდ"
"დრო ძვირფასია, მაგრამ რაოდენ ფუქსავატი დამოკიდებულება აქვთ მისდამი, როგორ ნაკლებად აფასებენ მას? - "როდესაც თქვენი ღვინო ილევა, მწუხარენი ხართ, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ხოლო როდესაც კარგავთ დროს - მხიარულები!"
"დაკარგულ ან ფუჭად ჩავლილ ერთ დღეს, ერთ საათს, ერთ წუთს შეუძლია მარადიულობაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს!"
"როგორი სწრაფია დრო. ამაოდ კი არ გამოხატავენ დროს ფრთებით, რადგან იგი მართლაც ისე მიედინება, თითქოს ფრთებით მიფრინავს".
"ყოველ საათს, ყოველ წუთს გაუფრთხილდი, რადგან თვლითაა მოცემული და მათში ანგარიშს მოითხოვენ!"
"მოუფრთხილდი ყოველ წამს, თითოეულ მათგანზე შენი სიცოცხლე ემყარება!"
"როდესაც არ მეკითხებიან, რა არის დრო, მე ვიცი, რა არის იგი; ხოლო როდესაც მინდა მისი განმარტება, უკვე საერთოდ აღარ ვიცი!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"დრო ხანგრძლივი ჩანს მხოლოდ მათთვის, ვინც არ იცის, რაში გამოიყენოს იგი".
"არა მხოლოდ დღეების, არამედ საათების გამოყენებაც სასარგებლოდ შეეცადე, რადგან ყველა დიდი საგანი მცირედისგან შედგება. "ახლანდელი წამი არის პაწაწინა მარადიულობა", - თქვა ერთმა ბრძენმა. როგორ არ უნდა მივიჩნიოთ ძვირფასად წუთებიც კი?!"
"დრო მიჰქრის, მარადისობა კი ახლოვდება!"
"იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო"
"დაიჭირე წუთები, რათა მოიხელთო წლები და არ გაგექცეს მთელი ცხოვრება!"
"გაუფრთხილდი დროს, იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება ნეტარი მარადიულობა!"
შეიძლება შენ დაგეგმო ხვალინდელი დღე, მაგრამ მან სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანოს!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანები ვითვლით დღეებს, თვეებსა და წლებს, ხოლო უფალი კი ითვლის და ზომავს არა დროს, არამედ ადამიანურ სიმართლესა და უსამართლობას და თავის რჩეულთა საზომით საზღვრავს იმ დიდი და ნათელი დღის მოახლოებას ვადას, როცა უკვე "აღარ იქნება დრო" (აპოკ. 10.6) და დაიწყება მისი სუფევის დღეები, ყოველგვარი ღამეების გარეშე".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"მიგვაჩქარებს დრო. საათი... წამი წამს მისდევს. მივუყვებით რწმენის ბილიკებს. ვსწავლობთ ცხოვრების დიდ გზაზე გასვლის ხელოვნებას. ცხოვრებისას, რომელიც დადგრომლად მიედინება თავისი ტკბილ-მწარე მიმოქცევებითა და ცრემლიან-სიცილიანი შენაკადებით".
"ამქვეყნიური ცხოვრება თითოეულ ადამიანისათვის არის დრო, რომელიც მოსანანიებლად მიეცა"
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"როგორი ცოდვაა "დროის მოკვლა!" ეს წამები გვებოძა უდიდესი საქმისთვის, მათზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი მომავალი, ჩვენი მარადიული ცხოვრება. ნუთუ ჩვენ, საწყალი ესავის მსგავსად, საკუთარ მეფურ პირმშოებას ოსპის შეჭამადზე გავცვლით? ნურასოდეს!"
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"ჩემო უფალო, ჩვენი წარსულიც დაივიწყე, აწმყოც და [მხოლოდ] ჩვენს მომავალზე იზრუნე. ახლა მზად ვართ გაგიგონოთ. უარვყოფთ საკუთარ თავს, უარვყოფთ ფართო გზას და ვდგებით ვიწროსა და საჭირველზე, რომელსაც შენ პირველი შეუდექი"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ჩვენ რომ გვეკითხა ზეცაში მცხოვრებ ცხონებულთათვის, - რითი მოისყიდეთ ასეთი ნეტარებაო, ალბათ, გვიპასუხებდნენ: "დროთი, დედამიწაზე კარგად (ნაყოფიერად) გატარებული მცირე დროთი!" ამგვარად, გამოდის, რომ ჩვენ საერთოდ არა გვაქვს სხვა დრო, საკუთარი სულის სრულყოფილებამდე მისაყვანად, რომელიც ღვთისგან არის მოწოდებული, დასაჩუქრებული და აღსავსე ამგვარი შემართებით".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"აინშტაინი თვლის, რომ დრო - ეს სივრცის მეოთხე განზომილებაა, და სივრცეც და დროც შემოზღუდულნი არიან".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ). არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ. სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი."
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"მთელი ცხოვრება რაღაცას ეპოტინები, ფიქრობ ჯერ დრო გაქვს და დანარჩენსაც მოასწრებ, მაგრამ მოულოდნელად მოგიკაკუნებენ და გეტყვიან, რომ უკვე წასვლის დროა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მხოლოდ პირუტყვი ივიწყებს წარსულს, არ ჰფიქრობს მომავალზე და მარტო აწმყოთია კმაყოფილი"
/აკაკი წერეთელი/
"წარსულშია აწმყოსა და მომავლის თესლი"
"გაატარე დაწყებული დღე ისე, რომ მან შეძლოს, გასტანოს შენი დღის დაღამებამდე და არა - მარადიულ ღამემდე"
"სასიამოვნოა აწმყო, მაგრამ იგი სიზმარია მომავალთან შედარებით"
/"სულიერი მარგალიტი"/
"არახილული იგი საუკუნო"... მარადიულობის წინაშე, როგორც ერთი წუთი, ასევე, ხანგრძლივი დრო. თანაბრად შეუმჩნეველია, რას წარმოადგენს დრო ნაკლულოვანებისა, როდესაც მას მოსდევს დრო სიკეთის მარადიული ფლობისა, წუთები ტანჯვისა, რომელიც მარადიული სიტკბოებისთვის გვამზადებს, სათნოებაში მოღვაწეობის წუთები, რომელსაც მარადიული მისაგებელი და დიდება ელის?"
"არ არსებობს დრო, როცა შეგვიძლია, რომ საფრთხე არად ჩავაგდოთ, იმიტომ, რომ ნებისმიერ წამს შესაძლებელია, როგორც ჩვენი ცხონება, ასევე - დაღუპვა!"
"კარგ ჩვეულებასაც და ცუდსაც დრო კვებავს, როგორც შეშა - ცეცხლს"
/წმ. პეტრე დამასკელი/
"ადამიანებს, რომლებიც ყურადღებით ეპყრობიან საკუთარ მოვალეობებს, არ ჰყოფნით საქმე დროისთვის, დრო კი - საქმისთვის!"
"დროის ყოველი ის წამი დაკარგულად ჩათვალე, როცა უფალზე არ გიფიქრია"
"ის საათები, როცა არ ფიქრობ ღმერთზე, და როცა გონებასა და გულში არანაირი კეთილზნეობრივი ფიქრი არ გიელვებს, შენთვის დაკარგულად ჩათვალე. დაფიქრდი, საყვარელო ქრისტიანო, რამდენი დრო დაგიკარგავს: ითხოვე უფლისგან პატიება წარსულისათვის და ამიერიდან კეთილგონიერად და ქრისტიანულად იცხოვრე".
"დრო დროთი, თორემ ჟამი ყოველთვის იწირვის"
/ვასილ ბარნოვი/
"რა მრავალია ახლაც ისეთი, ვისაც უნდა უმტკიცო იგივე, რასაც სენეკა ხშირად ეუბნებოდა თავის თანამედროვეთ: "დროის ერთ ნაწილს თქვენ სულელურად ატარებთ, უმეტეს ხანს არაფერს აკეთებთ, და თითქმის მთელ ცხოვრებას აკეთებთ იმას, რაც საჭირო არ არის!"
"ხანგრძლივია თუ არა ჩვენი ცხოვრება, რომლითაც მშვიდი მარადიულობა უნდა მოვიპოვოთ? ჩვენ კი მცონარებით უფრო ვამცირებთ ძვირფას დროს!"
"ადრე მხოლოდ ზრდასრული ადამიანები ამჩნევდნენ იმ ფაქტს, რომ წლებთან ერთად მათთვის დრო სწრაფად მიედინებოდა. ახლა ვითარება შეიცვალა - ბავშვები და მოზარდებიც ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მათ დრო არ ჰყოფნით"
"ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: "ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები - ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ - სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს. კაცმა არ იცის თავისი დრო".
"ღმერთში დრო არ არის!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"მარადიულობასთან შედარებით ჩვენი ცხოვრება ერთი წუთია!"
"ო, დრო, დრო! როგორი სწრაფი და ამასთან, რა არასაიმედო ხარ! ზარის ყოველი ჩამოკვრა, რომელიც შენს მდინარებას აუწყებს, განა ჩვენთან მოახლოებული მარადისობის მაცნე არაა?! დროისა და წლების შემცველმა თავისი მარჯვენით ამაოდ კი არ გვიანდერძა, გაგვეწმიდა ჩვენი საჭიროებანი და სურვილები არა უშორეს აწმყოს დღის საზღვრამდე, და ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებლისგან ჩვენთვის მხოლოდ არსობის პური გვეთხოვა!"
"როგორ არ უნდა გავუფრთხილდეთ დროს, როდესაც უბრძნესი ჩანაფიქრი არ გვაძლევს ჩვენ ერთდროულად ორ წუთს, არამედ ახალს სხვანაირად არ აგზავნის, თუ ადრე მოცემულს არ წაგვართმევს; ყოველ წუთს კი, რომელიც ჩვენთვის ბოძებულს მოსდევს, თავისთან ინახავს, ჩვენ კი დაეჭვებულს გვტოვებს, მივითებთ კი მას?!"
"უდიდეს ქმედებებს მუდამ მარადისობაზე ფიქრი წარმოშობდა: იგი შთააგონებდა მოწამეებს და მათ ყველაზე ულმობელი ტანჯვისადმიც კი უშიშარს ხდიდა; იგი ამწყვდევდა უდაბნოებში მოსაგრეებს და მიჰყავდა ისინი არაადამიანური თვითუარყოფის ღვაწლამდე; იგი აჩერებდა უკანონობის გზაზე მდგარ ფესვებგადგმულ ცოდვილსაც და ძალას ჰმატებდა მათ, ვაჟკაცობით შერკინებოდნენ თავინათ ვნებებ. მარადისობაზე განსჯას რა არ შეეძლო მოეწია ჩვენზე, დროდადრო რომ საკუთარი სულის ცხონებისათვის მოგვესმინა, შეგვძლებოდა მივნდობოდით მას ისე, როგორც საჭიროა?!"
"წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს? ასევე, ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი", - არაუმეტეს, ვიდრე ზღვაში წვეთი, როგორც მარცვალი - სილაში, ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე, - როგორც "არარაი" და ამასთან, უმეტესწილად, ჩვენ, უგუნურნი, მათ ყოველგვარი საზრუნავით ვზღუდავთ და მარადიულობაზე თითქმის არც ვფიქრობთ, თითქოს იგი ჩვენთვის არც არსებობს!"
"მარადისობა მუდამ და არასდროს არის, ანუ ყოველთვის იქნება და არასდროს დასრულდება!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ვინც აწმყოს მეტისმეტ პატივს სცემს, ის ვერასდროს გახდება მომავალი სიკეთეების ხილვის ღირსი!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ნამდვილს დრო ვერაფერს აკლებს… ყალბი დროსთან ერთად მიდის!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანი ას წელსაც ვერ ცოცხლობს, ათასი წლისთვის კი ემზადება!"
"მომავლიდან ჩვენთვის არაფერია ცნობილი, გარდა - ერთ მთლიანი უცნობელობისა. ჩვენ მასზე მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი ვიცით!"
"კმა არს დღისა მის სიბოროტე თვისი" (საკმარისია ყოველი დღისთვის თავისი საზრუნავი), - თქვა უფალმა. ამაო და უსარგებლოა გაწუხებდეს ან გიხაროდეს ის, რაც ჯერ კიდევ მომავალშია, მაშინ, როდესაც იგი, შესაძლოა, საერთოდაც არ მოხდეს!"
"ისწავლე დროებითით ისე სარგებლობა, რომ ამან არაფრით შეგიშალოს ხელი მარადიულისადმი მისწრაფებაში"
"დროის სული სიცრუის სულია. იგი დღეს ერთს აქებს, ხვალ - მეორეს; ის დღეს დასცინის იმ კანონებსა და აზრებს, რომლებიც ხუთი წლის წინ მისაბაძად მიაჩნდათ, ხუთი წლის შემდეგ კი, თუ უფრო ადრე არა, უკვე იმას დასცინის, რომლითაც დღეს აღფრთოვანებულნი არიან!"
"როგორც აღტაცების წუთებში, როდესაც თავში ხმაურია, თვალებში ყველაფერი გაორებულია და თავბრუ გეხვევა, შეუძლებელია, რაიმეს დანახვა ან მოსმენა, და შესაბამისად - გაგება; ასევე, დროის სულის გავლენის ქვეშ ადამიანები ისეთივე თავბრუსხვევაში არიან და ისევე ნაკლებად ხედავენ და ესმით, როგორც - აღტაცების ჟამს"
"დრო მირბის, არადა, რა ძვირფასი და აუნაზღაურებელია ის ჩვენთვის!"
"დრო - ფრინველია, რომელიც ჭრელი ფრთებით გამკობს, მაგრამ ოდესღაც ის გაფრინდება და ფრთებსაც თან გაიყოლებს; და თუ შენი სული ზედმეტად მიეჯაჭვება მათ, მაშინ რაოდენ საზიზღარი შესახედავი იქნება ფრთებისგან განმოსილი მისი სიშიშვლე!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"არა დრო, არამედ, ღმერთთან ერთობა უნდა იყოს განმსაზღვრელი შენი ცხოვრებისა. ხსნისათვის დროს კი თავად უფალი გიბოძებს:
ღმერთს მიენდე, დროს ნუ ითვლი,
რომ არ გახდე ღვთისთვის ტვირთი".
"შეეშვი წარსულს და იფიქრე მომავალზე:
თუ გინდა საქმე ააწყო
დაივიწყე წარსული
და დააფასე აწმყო".
"გახსოვდეს, წარსული უკან დარჩება, მაგრამ ბევრს გასწავლის"
"გახსოვდეს დროის მოუხელთებლობა და შენი ცხოვრების გაფლანგვის ნება არ მისცე მას"
"ერთხელ თქვა [მომღერალმა თემურ წიკლაურმა] - წარსული არის ეტაპი, რომელმაც დღევანდელობამდე მომიყვანა. წარსულს ვუყურებ არა როგორც გულდასაწყვეტ პერიოდს, არამედ როგორც კოსმიურ აუცილებლობას, გამოცდილების, სწავლის, შემეცნების შესაძენად განკუთვნილ დროის მონაკვეთს. იქ, წარსულში, ღმერთმა სულიერი და ფიზიკური ზრდის შანსი გვიბოძა და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთო".
"ჩვენი მიწიერი არსებობა განპირობებულია დროითა და სივრცით. მაგრამ რა არის დრო? მრავალგვარად შეიძლება მისი განსაზღვრა: დრო არის შემოქმედთან ჩვენი შეხვედრის "ადგილი"; დრო არის ქმნილებასთან დაკავშირებით ღმერთის განზრახვის აქტუალიზაციის პროცესი: "მამა ჩემი აქამდე მოქმედებს და მეც ვმოქმედებ". შექმნა ჯერ კიდევ არ დასრულებულა: "...იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა; ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა". ყოველი ჩვენგანისათვის გამოყოფილია ერთგვარი "თავის დრო". მოკლე, მაგრამ საკმარისი ცხონების მოსაპოვებლად. ღმერთის შემოქმედებითი იდეა შექმნაში. გოლგოთაზე მომაკვდავმა უფალმა თქვა: "აღსრულდა...". დადგება ისეთი დროც, როდესაც კვლავ ითქმება მსგავსი სიტყვა; ამის შესახებ აპოკალიფსში წერია: "და ანგელოზმა... თავისი ხელი აღაპყრო ზეცად, და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე..." რომ უკვე აღარ იქნება დრო".
/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/
"დრო დიდი წყალობაა. დროში შეიძლება კაცი ცხონდეს და შეიძლება წარწყმდეს. ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფოდეს ღვთისაკენ და როცა უფალი ამას ხედავს, მაშინ იწყალებს ადამიანს და ყოველივეს აძლევს რაც მისთვის საჭიროა"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ღვთის საათი არასდროს ჩქარობს და არასდროს აგვიანებს, ის ყოველთვის დროულად მიდის..."
/ამბა დოროთე/
"აწმყო, არაგვის წყალივით
დღე და ღამ გამდინარეა"
/ვალერიან წიკლაური/
"გუშინდელი დღე გავიდა, ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა... ნუ დაკარგავ დღევანდელ დღეს..."
/მონაზონი ვერონიკა/
"დღევანდელი დღე და მოვალეობები ჩვენია, შედეგი და მომავალი კი - ღვთისა..."
/მონაზონი ვერონიკა/
"ნივთები უნდა გააუბრალოოთ და დრო ამით მოიგოთ, თქვენ კი ამის მაგიერ - კარგავთ დროს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"აწმყოთი უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და ხშირად უფრო მეტად დამდგარ წუთს ის მოაქვს, რასაც ნაკლებად ველით ან არ გვინდა"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"...გამოციებულ, გამობეტონებულ, სულგაცლილ დროში..."
"საჭიროა დრო, რათა წარიხოცოს ცოდვიანი შთაბეჭდილებები; საჭიროა დრო, რათა აღიბეჭდოთ სულიწმიდის შთაბეჭდილებებით; საჭიროა დრო, რათა ბიწისგან განვიწმინდოთ თავი; საჭიროა დრო, რათა შევიმოსოთ სათნოებების სამოსით, შევიმკოთ ღვთისთვის მოსაწონი თვისებებით, რომლებითაც შემკულია ზეცის ყველა მცხოვრები"
"უილიამ პენის თქმით:
დრო არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, მაგრამ ცუდად ვიყენებთ მას"
"შოპენჰაუერს აქვს ნათქვამი: "საშუალო ადამიანი იმაზე ზრუნავს, როგორმე დრო მოკლას, ნიჭიერი კი - მის გამოყენებას ესწრაფვის". ამიტომ, ვეცადოთ, ეს საჩუქარი კი არ მოვკლათ და გავფანტოთ, არამედ სწორად დავგეგმოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ"
"პირადად ჩვენთვის, ამქვეყნად ღვთივბოძებულ დროში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი წუთი, არცერთი საათი, არცერთი დღე ფუჭად არ გავანიავოთ, ამაოებაში არ გავფლანგოთ (რადგან დრო ღვთისაგან, ასე ვთქვათ, დათვლით გვაქვს მოცემული) და, რაღა თქმა უნდა, ნეტარი მარადიულობის მოსაპოვებლად სასიკეთოდ მოვიხმაროთ"
/აკაკი მინდიაშვილი/
"რამდენი ადამიანი გაანადგურა, გააპარტახა და გასრისა დრომ!"
/აკაკი მინდიაშვილი/
"პავლე მოციქულის სიტყვები: გაუფრთხილდით დროს, რადგან ოხერნი არიან დღენი, ანუ სწრაფწარმავალნი არიან დღენი და იგივე პავლე მოციქული ამბობს: მე ყოველდღე ვკვდები"
/აკაკი მინდიაშვილი/
"დრო მართლაც სწრაფად გარბის. ეს ჩვენი ხანმოკლე მიწიერი ცხოვრება მომავალ, საუკუნო ცხოვრებასთან შედარებით, ზღვის ქვიშისოდენაა. რაღაც ცოტას ვფიქრობთ მარადიულზე და ცუდად ვემზადებით მისთვის, ძალიან გავმიწიერდით და ერთი სახმარის შესახებ ფიქრი დაგვავიწყდა"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"თითოეული ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია აწმყო, დრო - რომელიშიც ახლა ვართ, რომელსაც ახლა ვფლობთ. იმიტომ, რომ წამიც უკვე წარსულია და მას უკან ვერ დავაბრუნებთ. ამიტომ, ეს დრო ადამიანმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს კეთილი საქმეებისთვის, რომ აკეთოს სხვისთვისაც ყველაფერი ისე, როგორც საკუთარი თავისთვის. აი, ეს დრო და ჟამი არ უნდა იყოს უქმად დაკარგული"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"საუკუნის წყევლა - სიჩქარე" - ეს ერთ-ერთი თანამედროვე პოეტის სიტყვებია. და მართლაც, ეს "აჩქარება" დღეს ყველას ძალიან ტანჯავს: ეშმაკი ერთი ფიქრიდან მეორისკენ გვდევნის, სურვილიდან სურვილისკენ, ერთი საქმიდან მეორისკენ - თითოეულის თავისებურად თავის ადგილზე"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"და რა არის დრო? ერთი წამია, რომელმაც ახლა გაიელვა და აღარ არის! ახალი წუთი მოვიდა, ახალი წამი მოვიდა! როგორ უნდა გამოვიყენოთ დრო? ეს ნიშნავს, რომ ყოველ ამ ახალ წუთში, ახალ ჟამში, რომელიც შემოდის, ჩვენც უნდა განვახლდეთ. ეს არის მოწოდება, ეს ნიშნავს დროის სწორად გამოყენებას, რომ ჩვენ განვახლდეთ, მივუახლოვდეთ ღმერთს, მოვიხვეჭოთ მეტი სიყვარული ღვთისადმი, მოყვასისადმი! აი, ეს არის დროის სწორად გამოყენება!"
/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/
"ერთ ღამეს დაშალა ანგელოზმა დროის კვანძი, რომლის ბოლოსაც კი ვერ მოვკარი თვალი და მასზე ერთმანეთის გვერდით ორი წერტილი მიჩვენა. "მათ შორის მანძილი, - მითხრა მან, - შენი სიცოცხლის ხანგრძლივობაა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ერთმა კაცმა მდინარის ნაპირზე ფერადი კენჭებით სავსე დიდი ჩანთა იპოვა. აიღო და დაიწყო მათ წყალში ჩაყრა, ესროდა თავს ზემოთ მფრინავ ჩიტებს, სადაც მოუხვდებოდა, იქ ისროდა. როცა მხოლოდ ორი-სამი კენჭი დარჩა, რომლის გადაგდებასაც აპირებდა, მეზობელს შეხვდა. მან დახედა კენჭებს და თქვა:
- საიდან მოიტანე ეს კენჭები? ისინი ძალიან ძვირია!
ეს რომ გაიგო კაცმა, სასოწარკვეთილი გაიქცა უმიზნოდ გადაყრილი კენჭების მოსაძებნად, მაგრამ უკვე ძნელი იყო მათი უკან რაიმეს დაბრუნება.
ეს არის ის, როგორც ჩვენ ვექცევით ჩვენი ცხოვრების დღეებს. ადამიანის ყოველი დღე, ყოველი კვირა, ყოველი თვე, ყოველი წელი არის საგანძური, რომელსაც წინდაუხედავად ვისვრით და რაც ერთხელ დავკარგეთ, მათი დაბრუნება უკვე შეუძლებელია"
/არქიმანდრიტი იუსტინე (პირვუ)/
"ერთმა კაცმა მდინარის ნაპირზე ფერადი კენჭებით სავსე დიდი ჩანთა იპოვა. აიღო და დაიწყო მათ წყალში ჩაყრა, ესროდა თავს ზემოთ მფრინავ ჩიტებს, სადაც მოუხვდებოდა, იქ ისროდა. როცა მხოლოდ ორი-სამი კენჭი დარჩა, რომლის გადაგდებასაც აპირებდა, მეზობელს შეხვდა. მან დახედა კენჭებს და თქვა:
- საიდან მოიტანე ეს კენჭები? ისინი ძალიან ძვირია!
ეს რომ გაიგო კაცმა, სასოწარკვეთილი გაიქცა უმიზნოდ გადაყრილი კენჭების მოსაძებნად, მაგრამ უკვე ძნელი იყო მათი უკან რაიმეს დაბრუნება.
ეს არის ის, როგორც ჩვენ ვექცევით ჩვენი ცხოვრების დღეებს. ადამიანის ყოველი დღე, ყოველი კვირა, ყოველი თვე, ყოველი წელი არის საგანძური, რომელსაც წინდაუხედავად ვისვრით და რაც ერთხელ დავკარგეთ, მათი დაბრუნება უკვე შეუძლებელია"
/არქიმანდრიტი იუსტინე (პირვუ)/
"დროისა და სივრცის უღელში შებმული ადამიანი მიათრევს სამყაროს. საით, რომელ კლდეზე, რომელ ზედროითსა და ზესივრცობრივ მყინვარზე აიტანს? ადამიანები, ტომები, ერები, თაობები ერთმანეთის მიყოლებით ერთნაირად შებმულან დროისა და სივრცის ერთსა და იმავე უღელში. მათ დღედაღამ რაღაც უხილავი ძალა მიერეკება. ისინი მძიმე ჭაპანს ეწევიან, ეწევიან და ბორძიკობენ, კვლავ ეწევიან და ბორძიკობენ, ეცემიან და იღუპებიან. რისთვის? ვინ დაადგა მათ ეს უღელი, რომლიდანაც არასდროს არავინ გამოიხსნის? ჰოი, დროვ! დროის საიდუმლო გამიმხილე, დრო - ეს მწარე ტვირთია. სივრცე? - ის სევდიანი ტყუპისცალია დროისა.
არაფერია ისე ტრაგიკული, ისე მწარე, როგორც დროისა და სივრცის უღელში შებმული კაცთა მოდგმა. ის ეწევა დროს, მაგრამ მისი არც ბუნება უწყის, არც აზრი და არც მიზანი. უმიზნო უაზროს ჰყავს დატყვევებული, უმიზნობა უაზრობას ეპაექრება და ამ შეჯიბრში მუდამ ტრაგიკულობა იმარჯვებს"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ის, ვინც დროში შედის, მარადისობის წინკარში შედის"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
დრო დაჩქარებულია - მზის ციკლი ჩქარდება ორჯერადი წინსწრებით
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო ჟამს უფალი შეამოკლებს დღეებს. ჩვენს დროში ბევრმა ადამიანმა შეამჩნია, რომ დროს რაღაც უცნაური დაემართა. დღეები მიქრიან, როგორც საათები, კვირები, როგორც დღეები და წლები, როგორც თვეები.
დროის დინების სიჩქარე იმგვარია, რომ ადამიანი სულ უფრო ცოტა რამის გაკეთებას ასწრებს. თითქოს დღე ეს-ესაა დაიწყო, ვერ ასწრებ უკან მოხედვას და უკვე ღამეა ფანჯრებს მიღმა. და რაც მნიშვნელოვანია - თუკი ადრე მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები ამჩნევდნენ, რომ წლებთან ერთად დრო სულ უფრო ჩქარა მიქრის, ამჟამად ამას უკვე მოზარდებიც ამჩნევენ და ბავშვებიც წუწუნებენ დროის უკმარისობის გამო.
აი, რას ამბბობენ დროის დაჩქარების შესახებ ათონელი ბერები - ღამისთევის ლოცვაზე მათ შეამჩნიეს ასეთი უცნაურობა: უძველესი დროიდან მათ აქვთ გარკვეული ლოცვითი კანონი და განსაზღვრული დროის განმავლობაში ისინი კითხულობდნენ ლოცვების გარკვეულ რაოდენობას; ეს ხდებოდა ყოველდღიურად, მკაცრად საათების მიხედვით.
უწინ ბერები ასწრებდნენ ღამის განმავლობაში ამ კანონის აღსრულებას და დილის მსახურებამდე მათ რჩებოდათ დრო, რომ დაესვენათ. ამჟამად კი ისინი დილის ლოცვამდე ღამის კანონის წაკითხვას ვეღარ ასწრებენ, არადა ლოცვები ზუსტად იმდენივეა. უკვე საუბარი აღარაა დასვენებაზე.
არანაკლებ საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს იერუსალიმელმა ბერებმაც, რომლებიც წმიდა მთაზე მსახურობენ. როგორც აღმოჩნდა, უკვე რამდენიმე წელია უფლის საფლავთან არსებული დიდი კანდელები იწვის უფრო დიდხანს, ვიდრე ადრე.
უწინ კანდელებში ზეთს ამატებდნენ ერთი და იგივე დროს, აღდგომის წინ. წლის განმავლობაში ის სრულებით იწვოდა. მაგრამ ამჟამად, უკვე მერამდენედ, აღდგომის წინ კანდელში რჩება კიდევ დიდი რაოდენობით ზეთი. როგორც ჩანს, დრო ასწრებს წვის ფიზიკურ კანონებსაც.
უწინდელი წყაროები ადასტურებს, რომ რეალური და არა კალენდარული ხანგრძლივობით, თუკი ეტალონად ავიღებთ ძველ, საუკუნეების განმავლობაში უცვალებელ დროს, ამჟამად 24 საათი დასულია 18 საათზე. გამოდის, ყოველ დღიურად ჩვენ გვაქვს 6 საათიანი დროის დეფიციტი და სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად არ გვყოფნის დრო - დღეები მიქრის დაჩქარებული რეჟიმით. განსაკუთრებულად იგრძონოდა დღე-ღამის შემოკლება XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე.
როგორც ჩანს, მზე ასევე განიცდის დროის დაჩქარების ეფექტს, რომელიც გარკვეული ხანია, შეიმჩნევა დედამიწაზე: მონასტერში სანთლები ვერ ასწრებს ჩაწვას, ბერები ვერ ასწრებენ ოდითგან დადგენილი ლოცვის კანონის აღსრულებას, ადამიანები წუწუნებენ, რომ ერთმა საათმა თვალის დახამხამებაში გაიარა და ა.შ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აპოკალიფსი აღესრულება და მასში ჩართულია არა მხოლოდ დედამიწა, არამედ მთელი მზის სისტემა ან სრულიად სამყარო. თუკი დედამიწაზე ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია კატაკლიზმები და კატასტროფები, მზეზე მას გავლენის მოხდენა არანაირად არ შეეძლო. როგორც ჩანს, დროის ეს დაჩქარება - აპოკალიფსური პროცესია, რომელზედაც საუბარი იყო წინასწარმეტყველებებში".
"შეუძლებელია დროის გამოცანის გამოცნობა, მაგრამ ძველი ბერძნები ცდილობდნენ სიმბოლოთა და ალეგორიათა მეშვეობით როგორღაც ამოეცნოთ იგი და ერთგვარად ხელშესახები გაეხადათ. დროის ერთ-ერთი ასეთი სახეა კრონოსი, მძვინვარე და დაუნდობელი, საკუთარი შვილების შთანმთქმელი ღვთაება. დრო დღეებსა და ღამეებს შობს: დღეებს - ვითარცა ძეებს, ღამეებს - ვითარცა ასულებს და იმავწუთს უკლებლივ შთანთქავს. საუკუნეები და ათასწლეულები გაუმაძღარი დროის სტომაქში ქრებიან"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დრო გამუდმებით ანადგურებს თავის თავს. ძველები მას გამოსახავდნენ გველის სახით, რომელიც საკუთარ კუდს ყლაპავს. დრო შეფარდებითი ყოფიერების ატრიბუტია, დროში არ არის წარსული, ის მხოლოდ იგულისხმება. დროში არ არის აწმყო, ეს არის სხივი, რომელსაც არც სიგრძე აქვს, არც სიგანე და შეუჩერებლად მისრიალებს უკვე დაკარგული წარსულიდან ჯერ კიდევ არარსებული მომავლისაკენ. ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოები დროის, როგორც აწმყოს დაფიქსირებას შეეცდებიან, ის უკვე გასულია, ის წარსულად იქცა, ჩვენ ამ ტალღამ ჩაგვიქროლა, ესე იგი აწმყო - ეს მხოლოდ მოგონებაა ახლო წარსულისა, ჩვენი გრძნობითი ორგანოების უძრაობაა, რომლებსაც ჩვენამდე უკვე აღარარსებული წამი მოაქვთ. ანუ აწმყო - ეს მარტოოდენ წარსულის კვალი და მომავლის მოლოდინია"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დრო - ეს გზაა ღმერთისაკენ, ეს ცხონების საშუალებაა, მაგრამ ღმერთის დაკარგვით ადამიანები დროს თავიანთი წარწყმედის საბედისწერო გარდაუვალობად, რაღაც ავისმაუწყებელ რექევიემად აქცევენ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სკანდინავურ თქმულებებში არის მოთხრობა უძლეველ დევგმირზე, მას ძალ-ღონითა და გმირობით ვერავინ სჯობდა. ერთხელ უცნაურ სიზმარს ხედავს დევგმირი: ფართო არენას შეჯიბრებისათვის. ის გამოდის და შესარკინებლად ნებისმიერ მსურველს იწვევს. წარმატებაში წინასწარ დარწმუნებული, მოწინააღმდეგეებს სამგზის გამოიწვევს და უცებ... მოხრილი დედაბერი გამოდის. უყურებს გაკვირვებული ფალავანი ბებერს, მაგრამ ის უეცრად სწვდება მას თავისი მარწუხივით ხელებით და გრძნობს დევგმირი, რომ ძალა ეცლება, ჩვილივით უმწეო ხდება. შემდეგ დედაბერი მას მაღლა სწევს და ნელა ახრჩობს. ახალგაზრდა ფალავანს შეშფოთებულსა და გაოგნებულს ეღვიძება - რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? - სიზმრის ახსნა ერთი განდეგილი ბრძენის გარდა ვერავინ შეძლო. მან თქვა: "შენს თავს უძლეველად თვლიდი, მაგრამ გყავს მოწინაამდეგე, რომელიც შენზე ძლიერია. ესაა - დრო. ის ჯერ არავის დაუმარცხებია, შენც ჩვილივით დაგაუძლურებს და თავის ძვლოვან მკლავებში მოგახრჩობს. ეს სიზმარი იმისათვის გამოგეგზავნა, რომ შენი ძალღონით არ იამაყო. მოვა სიბერე, ღონე წაგერთმევა და ბოლოს სიკდვილიც გეწვევა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"უმიზნოდ გატარებული ყოველი დღე - მკვლელობაა დღისა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მიწაზე მდიდარიც კი - ხალიფაა ერთი საათით, შემდეგ ის ღატაკი ხდება. როცა სახლში შედიხარ, გახოვდეს, რომ დრო არა მარტო ადამიანებს, ქვებსაც ანგრევს. ამიტომ დადგება დრო, როცა ამ სახლისგანაც ნანგრევები დარჩება. ამიტომ ისე შედი საკუთარ სახლში, როგორც სხვისაში, როგორც სასტუმროში, რომლის მეპატრონეებიც იცვლებიან. ვნება ადამიანისგან დროისა და სიკვდილის დავიწყებას მოითხოვს, ის წამის შენელებას ცდილობს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ ვნება ყოველთვის ცრუობს, ყოველთვის ატყუებს ადამიანს. ის ძაღლს ჰგავს, რომელსაც ხორცის ნაჭერი მიუგდეს და მაშინვე გამოსტაცეს პირიდან"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დრომ გადაყლაპა დღეების ნერწყვი,
დროს ჰქონდა მშრალი უდაბნოს ხახა"
/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience