თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ გურუ-როგორც სულიერი მოძღვარი
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 11 2011, 10:47 PM
გურუ (სანსკ. गुरु guru ”მძიმე”) - ტიტული ინდუიზმში, რელიგიური მასწავლებელი, სულიერი მოძღვარი. გურუს მოვალეობაა, მას მინდობილ ადამიანს ჭეშმარიტების შეცნობაში დაეხმაროს და ღმერთთან დასაბრუნებელი გზა დაანახოს. ინდუისტური ლიტერატურა ხაზს უსვამს გურუს ყოლის აუცილებლობას სულიერი რეალიზირების საქმეში და მის, როგორც ღმერთის, თაყვანისცემას.
გურუს ტრადიცია გავრცელებულია ბუდიზმსა და ჯაინიზმშიც, ხოლო სიქიზმისთვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მაინტერესებს თქვენი აზრი,დამოკიდებულება,იქნებ მოგწონთ კიდეც რომელიმე გურუ.(თუმცა წინასწარ ვიცი უმეტესობა რასაც დაწერს,მაგრამ "უმცირესობის"აზრი ვგონებ უფრო საინტერესო იქნება)
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 11 2011, 11:24 PM
GIORGI LELUASHVILI
რავიშანკარი მომწონს
რაო სანიასმა?
ეგ სურათზე ვინაა შივარამასვამია?
პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Jun 12 2011, 01:46 AM
GIORGI LELUASHVILI
ნეტაი შენა რა
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 12 2011, 07:42 AM
.zakaria.
ციტატა
რავიშანკარი მომწონს
ეგ ხო იმპერსონალისტია
ციტატა
ეგ სურათზე ვინაა შივარამასვამია?
ვაჰ,ყოჩაღ შენ,გცოდნია
კი ეგაა.მე მაგის ხმა მომწონს მაგრად.
ანანოციტატა
ნეტაი შენა რა
ოჰ,შენ რა ცუდი გოგო ხარ რა
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 12 2011, 12:34 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 12 2011, 07:42 AM)
.zakaria.
ეგ ხო იმპერსონალისტია
მერე რა იყოს რა ვუყო ეხა
პროსტა კაი კლიენტია
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 12 2011, 12:45 PM
.zakaria.
ციტატა
მერე რა იყოს რა ვუყო ეხა პროსტა კაი კლიენტია
იმპერსონალისტებთან მე ძალიან ცუდად ვარ განწყობილი
შევარამა სვამის გალობები მოსმენილი გაქ?
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 12 2011, 01:12 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 12 2011, 12:45 PM)
.zakaria.
შევარამა სვამის გალობები მოსმენილი გაქ?
კი მოსმენილი მაქ,მე რადჰანათასვამი მირჩევნია
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 12 2011, 01:20 PM
.zakaria.
ციტატა
კი მოსმენილი მაქ,მე რადჰანათასვამი მირჩევნია
ეს რადჰანათა სვამი
http://www.youtube.com/watch?v=YUf_o3lKu4g&feature=related
და ეს შივარამა სვამი
http://www.youtube.com/watch?v=zUcOQI2BJPE&feature=related
აბა დავაჯიბროთ,ორივე "ჯაია რადჰა მადჰავას"მღერის
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 12 2011, 01:21 PM
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 12 2011, 01:21 PM
.zakaria.
ჰა რომელი ჯობია?
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 12 2011, 01:25 PM
GIORGI LELUASHVILI
ერთი ორივე მაგათაც გავარტყი....
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 12 2011, 01:26 PM
უბრალოდ ნახეთ რა ტკბილი ხმა აქვს...
http://www.youtube.com/watch?v=HMdr6ur5OUE&feature=related
.zakaria.
ციტატა
ერთი ორივე მაგათაც გავარტყი....
ყოჩაღ შენ
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 12 2011, 01:28 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 12 2011, 01:26 PM)
ყოჩაღ შენ
კაი არ გაბრაზდე ,შივარამასვამი ჯობს
პოსტის ავტორი: Kanishtha-Adhikar თარიღი: Jun 12 2011, 06:50 PM
რა გჭირთ მართლმადიდებლებო?დაცინვა და შეურაცხყოფა განა შორს წაგიყვანთ?განა არ შეიძლება ერთმანეთის მიმართ სიყვარულით და პატივისცემით ვიყოთ განწყობილი?
მსგავსი რამ არამართლმადიდებელს რომ სამღდელოებაზე,ან წმინდა სინოდის წევებზე დაეწერათ,ალბათ თავს მოაჭამდით.
თქვენ სულიერ მოძღვარს რომ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს,წარმომიდგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებით და განა არ უნდა იფიქროთ,რომ ეს ორი წმინდა გურუ-რადჰანათა სვამი და შივარამა სვამი ვიღაცისთვის ძალიან ბევრს ნიშნავენ?მათ ხომ თავიანთი მოწაფეები ყავთ,რომლებიც უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობიან მათ.
თან მართლმადიდებლებისგან ეს ცოტა ჩემთვისაც მოულოდნელია.
პოსტის ავტორი: totlaa თარიღი: Jun 14 2011, 04:21 PM
.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 14 2011, 04:43 PM
.
პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Jun 16 2011, 05:06 PM
მეც ორივე მოვუსმინე და ყველა თავისებურად კარგია. ( ხუმრობით )-> არაბულებ ვუსმენ .
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 16 2011, 05:09 PM
davithet
ციტატა
მეც ორივე მოვუსმინე და ყველა თავისებურად კარგია.
ჰა,მაინც რომელი ჯობია?
ციტატა
არაბულებ ვუსმენ .
ესენი ჯობია
თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ
პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Jun 25 2011, 08:15 AM
ციტატა
რა გჭირთ მართლმადიდებლებო?დაცინვა და შეურაცხყოფა განა შორს წაგიყვანთ?განა არ შეიძლება ერთმანეთის მიმართ სიყვარულით და პატივისცემით ვიყოთ განწყობილი?
მსგავსი რამ არამართლმადიდებელს რომ სამღდელოებაზე,ან წმინდა სინოდის წევებზე დაეწერათ,ალბათ თავს მოაჭამდით.
თქვენ სულიერ მოძღვარს რომ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს,წარმომიდგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებით და განა არ უნდა იფიქროთ,რომ ეს ორი წმინდა გურუ-რადჰანათა სვამი და შივარამა სვამი ვიღაცისთვის ძალიან ბევრს ნიშნავენ?მათ ხომ თავიანთი მოწაფეები ყავთ,რომლებიც უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობიან მათ.
თან მართლმადიდებლებისგან ეს ცოტა ჩემთვისაც მოულოდნელია.
მაგაში გეთანხმები მართლმადიდებლებმა არ უნდა მივაყენოთ შეურაწყუფა, ეს ბუდისტი იქნება, კრიშნა იქნება თუ რაც იქნება. მაგრამ ეს მოძღვარი გურუ ან სხვა კრიშნაიტი სულ ერთია ჩვენთვის წმინდა არაა და არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს.
პოსტის ავტორი: Kanishtha-Adhikar თარიღი: Jun 25 2011, 03:14 PM
gabrieli.
ციტატა
მაგრამ ეს მოძღვარი გურუ ან სხვა კრიშნაიტი სულ ერთია ჩვენთვის წმინდა არაა და არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს.
გასაგებია, რომ თქვენთვის წმინდა და ავტორიტეტი არაა გურუ,მაგრამ ის მაინც გაითვალისწინეთ,რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინიც ადამიანები არიან და შეურაცხყოფას მაინც ნუ მიაყენებთ.მართლმადიდებელ ქრისტიანებს ეს არ გეკადრებათ, რადგან უდიდესი მოძღვარი გყავთ და ისიც სიყვარულსა და ზნეობას გასწავლით.
პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Jun 28 2011, 07:28 PM
ციტატა
გასაგებია, რომ თქვენთვის წმინდა და ავტორიტეტი არაა გურუ,მაგრამ ის მაინც გაითვალისწინეთ,რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინიც ადამიანები არიან და შეურაცხყოფას მაინც ნუ მიაყენებთ.
მოიცა ეხლა მე რა გურუს შეურაწყოფა მივაყენე? როდის შეურაცხვყავი ნეტავი? მე ვთქვი, რომ ის არაა ავტორიტეტი და წმინდა, თორე როგორც პიროვნებას მას როდის შევეხე?
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 28 2011, 07:42 PM
ჩვენ მართლმადიდებლებს არ გვძულს კრიშნაიტები,მრუშები,მკვლელებ
ი და ნებისმიერი სხვა მანკიერი რწმენისა თუ ქცევის მიმდევარი ადამიანები.აქედან გამომდინარე არც შეურაცხყოფას ვაყენებთ მას.
ჩვენ გვძულს კრიშნაიზმი,მრუშობა,ქურდობა,რ
გორც გზა ჩვენი თანამოძმის დაღუპვის და მასში ღვთის ხატების შერყვნისა.
აი ესაა ჩვენი დამოკიდებულება გურუს,კრიშნას ან ნებისმიერი სხვა მიმდინარეობისადმი და არა ჩვენიანის სიძულვილი.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 28 2011, 09:00 PM
gabrieli.
ციტატა
მოიცა ეხლა მე რა გურუს შეურაწყოფა მივაყენე? როდის შეურაცხვყავი ნეტავი? მე ვთქვი, რომ ის არაა ავტორიტეტი და წმინდა, თორე როგორც პიროვნებას მას როდის შევეხე?
მერე არც კანიშთჰა ადჰიკარს უთქვამს მსგავსი-რომ შენ გურუს შეურაცხყოფა მიაყენეო.მან უბრალოდ თქვა-ნუ მივაყენებთო
A.V.Mციტატა
ჩვენ მართლმადიდებლებს არ გვძულს კრიშნაიტები,მრუშები,მკვლელებ
ი და ნებისმიერი სხვა მანკიერი რწმენისა თუ ქცევის მიმდევარი ადამიანები.
კრიშნაიტების მრუშებთან, მკვლელებთან და მანკიერი რწმენის ხალხთან გვერდით დაყენება ნამდვილად არასწორია, რადგან როგორც ისინი იცავენ თავს მრუშობისგან, პირდაპირ ვიტყვი-ბევრი მართლმადიდებელი არ იცავს თავს იმგვარად.
ეხლა ამას გინდათ ფანატიკური დამოკიდებულება დაარქვით, ან რაც მოგესურვებათ.ფაქტი ფაქტად რჩება.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 28 2011, 09:45 PM
ციტატა
კრიშნაიტების მრუშებთან, მკვლელებთან და მანკიერი რწმენის ხალხთან გვერდით დაყენება ნამდვილად არასწორია,
არ მეგონა ასეთი ძნელი თუ იქნებოდა ჩემი პოსტის აზრის გარკვევა,მაგრამ რადგან ასე აღმოჩნდა შევეცდები უფრო მკაფიოდ ავხსნა.როდესაც მე დავწერე კრიშნაიტები,მრუშები,მკვლელებ
ი ამით მოვიხსენიე დაღუპვისკენ მიმავალი ხალხი და არავითარი სხვა.მე მკვლელისა და მრუშის მაგივრად ტერორისტი და რეციდივისტი რომ დამეწერა მეტყოდი მაგათ გვერდით რატომ დააყენეო და ამ ლოგიკით ცალკე უნდა დამეწერა მხოლოდ კრიშნაიტი და შემდგომ პოსტში კი სხვა ცოდვას დამონებული ადამიანები.
რაც შეეხება შემდეგ ფრაზას:
ციტატა
რადგან როგორც ისინი იცავენ თავს მრუშობისგან, პირდაპირ ვიტყვი-ბევრი მართლმადიდებელი არ იცავს თავს იმგვარად.
ეხლა დავფიქრდი და ვერ გავიხსენე რომელი რელიგია აძლევდა თავის მიმდევრებს თავაშვებული ცხოვრების საშუალებას(მრუშობასთან დაკავშირებით)დაოიზმშიც დებენ უბიწოების აღთქმას,კონფუციონიზმშიც და.ა.შ. ცუდი და კარგი ყველგან და ყველაფერშია,და ე.ი.მათ მანკიერებებზე არ უნდა ვისაუბროთ?
წმ.იაკობ მონანმული მართლმადიდებელი სასულიერო პირი იყო და სცოდა(როგორ მოხდა ეს იმედია იცი)თუმცა ამის შემდეგ სინანულში ჩავარდა და მოინანია,მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ მარიამ მეგვიპტელი და მარიამ მაგდალინელი და.ა.შ. ეხლა გეკითხები იმ კრიშნაიტებმა,რომლებმაც მრუშობის გარეშე იცხოვრეს,ჩემს მიერ ჩამოთვლილ პიროვნებებზე მეტი მიიღეს?რა თქმა უნდა არა.
აქედან კი მივდივართ დასკვნამდე,რომ მხოლოდ მრუშობ
პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Jun 29 2011, 12:33 AM
ციტატა
კრიშნაიტების მრუშებთან, მკვლელებთან და მანკიერი რწმენის ხალხთან გვერდით დაყენება ნამდვილად არასწორია, რადგან როგორც ისინი იცავენ თავს მრუშობისგან, პირდაპირ ვიტყვი-ბევრი მართლმადიდებელი არ იცავს თავს იმგვარად.
და ისინი რო იცავენ მერე რა ხეირი რო? რა აზრი აქვს ბუდისტები დაიცავენ თუ არა თავს ვნებებისგან? აზრი?
პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jun 29 2011, 01:17 AM
მე მაგალითად მჯერა და დარწმუნებული ვარ ინდუიზმით და ბუდიზმითაც შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს წმინდანობას, მაგრამ რა ენერგიას იყენებენ არ ვიცი
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 10:32 AM
gabrieli.
ციტატა
და ისინი რო იცავენ მერე რა ხეირი რო? რა აზრი აქვს ბუდისტები დაიცავენ თუ არა თავს ვნებებისგან? აზრი?
ჰო, არანაირი.
რა მნიშვნელობა აქვს ეხლა კაცის მკვლელი, მრუში, ცილისმწამებელი და ანგარებიანი იქნები თუ წმინდად მცხოვრები.
starscreamციტატა
მე მაგალითად მჯერა და დარწმუნებული ვარ ინდუიზმით და ბუდიზმითაც შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს წმინდანობას
სწორი ხარ
პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Jun 29 2011, 12:33 PM
ციტატა
მე მაგალითად მჯერა და დარწმუნებული ვარ ინდუიზმით და ბუდიზმითაც შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს წმინდანობას, მაგრამ რა ენერგიას იყენებენ არ ვიცი
საერთოდ წარმოდგენა გაქვს წმინდანობა რას ნიშნავს? ან თითონ "წმინდა" რას ნიშნავს?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 12:41 PM
gabrieli.
ციტატა
საერთოდ წარმოდგენა გაქვს წმინდანობა რას ნიშნავს? ან თითონ "წმინდა" რას ნიშნავს?
იქნებ შენ განმარტო?
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 29 2011, 12:48 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 29 2011, 10:32 AM)
gabrieli.
ჰო, არანაირი.
რა მნიშვნელობა აქვს ეხლა კაცის მკვლელი, მრუში, ცილისმწამებელი და ანგარებიანი იქნები თუ წმინდად მცხოვრები.
არ მომწონს როცა მარტო ჯოჯოხეთის შიშით,ანდა სამოთხეში მოხვედრის სურვილით რომ ცხოვრობს ადამიანი სუფთად.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 12:50 PM
.zakaria.
ციტატა
არ მომწონს როცა მარტო ჯოჯოხეთის შიშით,ანდა სამოთხეში მოხვედრის სურვილით რომ ცხოვრობს ადამიანი სუფთად.
ეს რათქმაუნდა არასწორია, მაგრამ იმედია ამას კრიშნაიტებზე არ ამბობ
პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jun 29 2011, 01:07 PM
gabrieli.
ციტატა
საერთოდ წარმოდგენა გაქვს წმინდანობა რას ნიშნავს? ან თითონ "წმინდა" რას ნიშნავს?
კი მაქვს
მაგრამ მაინც ამიხსენი..
წმინდანი ყველას შეუძLია გახდეს თუ მის რელიგიას როელსაც მისდევს აქვს შესაბამის პრაქტიკები, მაგრამ ის ვისაც შესთხოვს ღმერთს იმის ენერგია ჩადის მასში.. როცა ადამიანი ხდება წმინდანი მას სჭირდება ენერგია იმიტომ რომ სამყაროს უვე სხვანაირად ხედავს და ძალები გააჩნია..
ბოლოს და ბოლოს ადამიანი ენერგიის ჭურჭელია და ვის გაყვები და ვისი ენერგიის მატარებელი გინდა იყო ეს შენი არჩევანია..
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 29 2011, 01:08 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 29 2011, 12:50 PM)
.zakaria.ეს რათქმაუნდა არასწორია, მაგრამ იმედია ამას კრიშნაიტებზე არ ამბობ
არა კონკრეტულად რომელიმე ცალკე რელიგია არ მიგულისხმია,საერთოდ ვთქვი,გული მწყდება რომ ბევრი ქრისტიანი მმარტო იმიტომ იცავს მცნებებს,რომ ისტერიულად ეშინია ჯოჯოხეთის, ბევრმა ლოცვა ღმერთთან ურთიერთობა საერთოდ რაღაც მაგიურ რიტუალს დაამსგავსა
შენ მითხარი რა განსხვავებაა, იმ ადამიანს რომელიც ლოცვით ღმერთს თხოვს მატერიალურ საგნებს( ფული ,მანქანა და ა.შ.) და იმ ადამიანს შორის რომელიც ცეცხლს კრუგებს ურტყავს ბარაბანზე უკრავს და იგივეს ითხოვს სამყაროსგან ოღონდ ამ მეთოდით
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 01:18 PM
starscream
სწორია რასაც შენ ამბობ
აი ამას უყურეთ.
მამა თოდორე ბევრისგან განსხვავებით არაა ფანატიკოსი.
http://www.youtube.com/watch?v=akJMM7PZUwM&feature=related
აი ენერგიები.
1:55 ამ დროზე გადაახვიეთ და ნახეთ
http://www.youtube.com/watch?v=1BS6xLEru0Y&feature=related
.zakaria.
ციტატა
შენ მითხარი რა განსხვავებაა, იმ ადამიანს რომელიც ლოცვით ღმერთს თხოვს მატერიალურ საგნებს( ფული ,მანქანა და ა.შ.) და იმ ადამიანს შორის რომელიც ცეცხლს კრუგებს ურტყავს ბარაბანზე უკრავს და იგივეს ითხოვს სამყაროსგან ოღონდ ამ მეთოდით
არანარი განსხვავება არ არის!
მატერიალური კეთილდღეობის მსურველი და მთხოვნელი ყველა შემთხვევაში არასწორია.გინდა ბარაბანზე უკრავდეს და გინდა ხელებაპყრობილი ლოცულობდეს.
მართალია მატერიალური სიმდიდრე კარგია და უარს არავინ იტყვის, მაგრამ როდესაც სიმდიდრე უფლისკენ მიმავალ გზაზე გეღობება, ეს უკვე სახიფათოა.
"უმალ აქლემი გაძვება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში"
პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jun 29 2011, 02:27 PM
სიმდიდრე რა შუაშია აქ მგონია რომ მთავარია ის ადამიანი და მისი ყურადღება არ იყოს საგნებზე მიჯაჭვული და არ გახდეს მისი სიმდიდრის მონა ეს სულ არ ნიშნავს იმას რომ სამოთხეში ვერ შევა..
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 02:43 PM
starscream
მაგას არც არავინ ამბობს.
აქ საუბარია ისეთ ხალხზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობასა და სიმდიდრეზე ზრუნავენ და ღმერთიც ამისთვის "სჭირდებათ".
პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Jun 29 2011, 02:51 PM
ციტატა
ბოლოს და ბოლოს ადამიანი ენერგიის ჭურჭელია და ვის გაყვები და ვისი ენერგიის მატარებელი გინდა იყო ეს შენი არჩევანია..
კაი მაშინ რა ენერგიები არსებობს, ანუ ვის ენერგიებს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი, ვინები მთავაზობენ ენერგიებს?
პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jun 29 2011, 02:53 PM
gabrieli.
არაფერს არ გთავაზობენ
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 05:39 PM
ადამიანის სულის პოტენციები შეიძლება ითქვას ,რომ შეუზღუდავია.
მას ასკეტური ცხოვრებით უდიდესი სასწაულების მოხდენა შეუძლია.
ენერგიები კი ორი გზის მიერაა.ეს ორი გზე კი ყველამ კარგად ვიცით.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 29 2011, 08:40 PM
starscream
შენთვის როგორც მართლმმადიდებლისთვის რა არის წმიდანობა?
ციტატა
"უმალ აქლემი გაძვება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში"
GIORGI LELUASHVILI
ალბათ იცი,მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ ამ ფრაზაში ,,ნემსის ყუნწი"საბაჟოს აღმნიშვნელია და არა მართლაც საკერავი ნემსისა.მე მახსენდება უფლის სიტყვები,რომელიც ამბობს:,,მდიარი ძნიად შევიდის სასუფეველსა ცათასა",ე.ი.მასაც თავისუფლად შეუძლია ცხონება და არ უნდა ვიფიქროთ ისე,რომ რადგან ფული აქვს წარწყმდა.მდიდარი კარგი პიროვნებები ბევრი ყოფილან და აგრეთვე ბევრია გაჭირვებულები,რომლებიც სიღარიბის დფაძლევას მოპარვით,ან სხვა რაიმე სიავით ცდილობენ.
ციტატა
არ მომწონს როცა მარტო ჯოჯოხეთის შიშით,ანდა სამოთხეში მოხვედრის სურვილით რომ ცხოვრობს ადამიანი სუფთად. smile.gif
სხვა რელიგიის მიმდევართათვის(ზოგში სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნება საერთოდ არაა) და მათთვის რა თქმა უნდა ამგვარი ცხოვრება არასწორია.თუმცა ქრისტიანისთვის ,რომლის რელიგია დაფუძნებულია იმაზე,რომ ამქვეყნიური გარდაცვალებით არაფერი არ მთავრდება,არამედ პირიქით მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ემზადებოდეს მისთვის სხვაგვარი მიდგომა შეუძლებელია.მას ყოველი ავი საქმის ჩადენის წინ თვალწინ უნდა წარმოუდგეს ჯოჯოხეთის ტანჯვა და განცდა იმისა თუ რა მოელის თუ ამას გააკეთებს,და ყოველი სათნოების გაკეთების წინ კი სამოთხე და მარადიული ნეტარება.ამ ქვაკუთხედზე დაფუძნებული რწმენაა ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო(მართლმადიდებელს ვგულისხმობ,სხვამ ყველამ თავის თავს მიხედოს)
მახსენდება ერთი წმიდანის სიტყვები:,,ადამიანს რომ ჰქონდეს ნანახი ჯოჯოხეთის ტანჯვა ან სამოთხისეული ნეტარება,ცოდვას აღარ ჩაიდენდა."
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 08:55 PM
A.V.M
ციტატა
ალბათ იცი,მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ ამ ფრაზაში ,,ნემსის ყუნწი"საბაჟოს აღმნიშვნელია და არა მართლაც საკერავი ნემსისა.
თვითონ "ნემსის ყუნწის" მნიშვნელობა შემდეგნაირად აიხსნება:იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭე ძალიან ვიწრო იყო, რომელსაც იუდეველი ხალხი ნემსის ყუნწს ადარებდა.კარიბჭეში შემოსვლა აქლემს ძალიან უჭირდა;მას უნდა დაეჩოქა და დიდი გაჭირვების და წვალების შედეგად პატრონს ძლივს შეყავდა ის ქალაქში.უფალიც ამ მნიშვნელობით ახსენებს"აქლემსა"და "ნემსის ყუნწს".
ანუ მდიდრის შესვლა ცათა სასუფეველში შეუძლებელი კი არა, უბალოდ უფრო ძნელია, რადგან მას განცხრომისა და ვნებების დაკმაყოფილების უფრო დიდი საშუალება აქვს.
ციტატა
სხვა რელიგიის მიმდევართათვის(ზოგში სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნება საერთოდ არაა) და მათთვის რა თქმა უნდა ამგვარი ცხოვრება არასწორია.
რადგან კრიშნაიზმის თემაში ვსაუბრობთ, ბარემ ვიტყვი, რომ კრიშნაიზმში არსებობს ჯოჯოხეთის ცნება.მაგრამ მას არ აქვს ზუსტად ისეთი გაგება, როგორც მართლმადიდებლობას;კერძოდ კრიშნაიზმის გაგებით ჯოჯოხეთი არაა მარადიული.ვინაიდან კრიშნაიზმში არსებობს რეინკარნაციის ცნება, რეინკარნაცია მათი გაგებით არის მტანჯველი პროცესი, რომელიც გულისხმობს სულის მოძრაობას სხვადასხვა ცოცხალ სხეულებში.ასევე ჯოჯოხეთი მათი გაგებით არის დროებითი სატანჯველი ცოდვილი სულისა, რომლისგანაც განთავისუფლება გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 29 2011, 09:09 PM
GIORGI LELUASHVILI
ნემსის ყუნწზე,რომ დაწერე მაგას ვგულისხმობდი,უბრალოდ დამეზარა დაწერა,რაც შეეხება სამოთხეს და ჯოჯოხეთს მე კრიშნაიზმი არ მიგილისხმია,ზოგადად იყო საუბარი და მეც ზოგადად ვთქვი.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 09:10 PM
A.V.M
გასაგებია
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 29 2011, 10:03 PM
ციტატა(A.V.M @ Jun 29 2011, 08:40 PM)
თუმცა ქრისტიანისთვის ,რომლის რელიგია დაფუძნებულია იმაზე,რომ ამქვეყნიური გარდაცვალებით არაფერი არ მთავრდება,არამედ პირიქით მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ემზადებოდეს მისთვის სხვაგვარი მიდგომა შეუძლებელია.მას ყოველი ავი საქმის ჩადენის წინ თვალწინ უნდა წარმოუდგეს ჯოჯოხეთის ტანჯვა და განცდა იმისა თუ რა მოელის თუ ამას გააკეთებს,და ყოველი სათნოების გაკეთების წინ კი სამოთხე და მარადიული ნეტარება.
ანუ იმას ამბობ რომ ცუდს იმიტომ არ აკეთებ რომ ჯოჯოხეთის გეშინია?
და თუ რაიმე სასიკეთოა და სათნოება შენში მარტო იმიტომაა რომ სამოთხეში მოხვდე?
სიკეთეს სამოთხეში მოხვედრის სურვილის გამო აკეთებ?
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 29 2011, 10:21 PM
ციტატა
ანუ იმას ამბობ რომ ცუდს იმიტომ არ აკეთებ რომ ჯოჯოხეთის გეშინია?
ჯოჯოხეთის შიში, ეს შეიძება გავიგოთ როგორც ღმერთთან დაცილების შიშად, ანუ გვეშინია იმის რომ ღმერს არ დავშორდეთ არ მოვწყდეთ.
ციტატა
და თუ რაიმე სასიკეთოა და სათნოება შენში მარტო იმიტომაა რომ სამოთხეში მოხვდე?
სამოთხეში მოხვედრა კი გულისხმობს ღმერთთან ერთად ყოფნას. ეს კი განღმრთობას
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 10:34 PM
ikanosi
ციტატა
ჯოჯოხეთის შიში, ეს შეიძება გავიგოთ როგორც ღმერთთან დაცილების შიშად, ანუ გვეშინია იმის რომ ღმერს არ დავშორდეთ არ მოვწყდეთ.
არამარტო ღმერთთან გაშორების შიში...
ზოგს პირდაპირ ტანჯვისა და გვემის ეშინია
პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jun 29 2011, 11:47 PM
A.V.M
ციტატა
შენთვის როგორც მართლმმადიდებლისთვის რა არის წმიდანობა?ციტატა
იმ ადამიანის სულიერი მდგომარეობა რომელიც წმინდანია
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 11:51 PM
starscream
ციტატა
იმ ადამიანის სულიერი მდგომარეობა რომელიც წმინდანია
მომეწონა
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 26 2011, 09:50 PM
"ნამდვილი სულიერი მასწავლებელი ცდილობს გამოიყვვანოს წინა პლანზე მოწაფის შინაგანი ღვთიურობა, რომელიც მოწაფის გულის სიღრმეებში იმყოფება. სულიერი მასწავლებლის სამუშაოა - აგრძნობინოს თავის მოწაფეებს ის, რომ სიყვარულის, ჭეშმარიტების და სინათლის გარეშე, ცხოვრება უაზრო და უნაყოფოა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც აკეთებს გურუ მისი სულიერი ბავშვებისათვის არის ის, რომ გააცნობიერებინოს მათ რაღაც უკიდეგანო და უსასრულო მათში, რომელიც სხვა არაფერია გარდა თავად ღმერთისა." - შრი ჩინმოი
კითხვა: როგორ შეიძლება ვიცნით ჭეშმერიტი ცოცხალი მასწავლებელი?
შრი ჩინმოი: ადამიანს შეუძლია იცნოს ჭეშმარიტი მასწავლებელი თუ, მასწავლებელთან მიახლოვებისას, მისი შიინაგანი არსება ივსება აღწაცებით და ექსტაზით. თუ თქვენ ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებლის წინაშე დგახართ, რომელიც თქვენთვის არის განკუთვნილი, მაშინ თქვენი გარე არსებაც კი აივსება უზომო სიხარულით და ექსტაზით. ასევე, ის შეიძლება იყოს ჭეშმარიტი მასწავლებელი, მაგრამ თუ ის არ არის თქვენთვის განკუთვნილი, მაშინ თქვენ დაუყონებლივ ვერ განიცდით ინტენსიურ სიხარულს. და თუ ის არ არის ჭეშმარიტი მასწავლებელი, თქვენ კი გულწრფელი ხართ, მაშინ თქვენ საერთოდ არ გექნებად სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ვერაფერი მიიღეთ მასწავლებლისგან, თქვენ ყოველთვის არ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ის არ არის ჭეშმარიტი; თქვენ შეიძლება იმყოფებოდეთ ძალიან დაბალ ცნობიერებაში და მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ იგრძნოთ იმ მასწაწავლებლის სინათლე. მაგრამ თუ თქვენი გული შესძახის ჭეშმარიტ სულიერ მასწავლებელზე, მაშინ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ რამეს ჭეშმარიტ მასწავლებელში. და თუ ეს მასწავლებელი განკუთვნილია თქვენთვის, მაშინ მასში ნახავთ ყველაფერს რაც გჭირდებათ ამ ცხოვრებაში.
შრი ჩინმოის წიგნიდან : " შრი ჩინმოი საუბრობს", ნაწილი მე-5.
კითხვა: თუ შეუძლია მასწავლებელს მიიღოს და გაუძღვეს ახალ მოწაფეებს, მას შემდეგ რაც ტოვებს დედამიწას?
შრი ჩინმოი: რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. შეხედეთ ქრისტეს, მაგალითისათვის. დიდი მასწავლებლები, როგორებიცაა ქრისტე, კრიშნა, ბუდა, რამაკრიშნა და სხვა, იღებენ და უძღვებიან თავის მიმდევრებს. მათ აქვთ თავისუფალი მისადგომი დედამიწის ცნობიერებასთან, იმის და მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან ისინი. მაგრამ ჩვეულებრივ მასწავლებლებს - არის ბევრი მასწავლებელი,
სვამი და ასე შემდეგ - ამის გაკეთება არ შეუძლიათ. არის რამოდენიმე, რომლებსაც არ შეუძლიათ მოწაფეების გაძღოლა, დედამიწაზე ყოფნისაც კი. მაგათ ყავთ მილიონობით მოწაფე, მაგათ ძალა კი არ აქვთ გაუძღვნენ მოწაფეებს, მაშინაც კი როცა ისინი ცხვირწინ არიან. მაშ რანაირად ოცნებობენ ისინი გაუძღვნენ მათ, ზეცაზე აღმოჩენისას?
ეს ასევე მოწაფეზეცაა დამოკიდებული. თუ ის პირველი კლასის ნამდვილი მოწაფეა, რომელიც ყოველთვის მასწავლებელზე ფიქრობს და მედიტირებს, მაშინ მასწავლებლისათვის ბევრად ადვილია გაუძღვეს ამ მოწაფეს. მაგრამ თუ ეს მეოთხე კლასის მოწაფეა, რომელიც მუდამ დაკავებულია მიწიერი აზრებით და იდეებით, როგორ შეუძლია მასწავლებელს შეაგნებინოს მას თავისი ხელმძღვანელობა? მაშ ასე, ეს დამოკიდებულია მასწავლებლის დონეზე და მოწაფის ამთვისებლობაზე.
შრი ჩინმოის წიგნიდან: "ღმერთი, ავატარები და იოგები"
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2011, 10:33 PM
ამ გურუებზე გამახსენდა.
გურუ არ იყო,პაისი ათონელმა რო სახეში შემოარტყა წმ.მთაზე?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 26 2011, 10:40 PM
A.V.M
ციტატა
გურუ არ იყო,პაისი ათონელმა რო სახეში შემოარტყა წმ.მთაზე?
რააიიიოოოო???
აბა კარგად გაიხსენე და კონტექსტში თქვი თუ შეგიძლია...
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 26 2011, 10:43 PM
QUOTE(A.V.M @ Sep 26 2011, 10:33 PM)
ამ გურუებზე გამახსენდა.
გურუ არ იყო,პაისი ათონელმა რო სახეში შემოარტყა წმ.მთაზე?
ვააჰ ვააჰ ეგრე უნდათ ამ ტარტაროზებს ამათ
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 26 2011, 10:58 PM
karpaki
ციტატა
ვააჰ ვააჰ ეგრე უნდათ ამ ტარტაროზებს ამათ
ეეჰ, რა ძნელია, როცა არ ესმით და არც უნდათ გაგება
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 26 2011, 11:04 PM
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 26 2011, 10:58 PM)
karpakiეეჰ, რა ძნელია, როცა არ ესმით და არც უნდათ გაგება
ანუ გვძინავს და გაღვიზებს გინდა ჩვენი ხო
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 26 2011, 11:20 PM
karpaki
ციტატა
ანუ გვძინავს და გაღვიზებს გინდა ჩვენი ხო
"ტამა-გუნა"
ეს გჭირთ ყველას
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 26 2011, 11:30 PM
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 26 2011, 11:20 PM)
karpaki"ტამა-გუნა"
ეს გჭირთ ყველას
ანუ იეღოველების ენაზე შენ საგუშაგო კოშკი და ჟურნალი გამოიღვიძეთ ხარ?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 08:35 AM
karpaki
ციტატა
ანუ იეღოველების ენაზე შენ საგუშაგო კოშკი და ჟურნალი გამოიღვიძეთ ხარ?
მე რატო ვარ?
მაგ ბროშურებით გატენილი მაქვს თარო
"ტამა-გუნა" უმეცრების მოდუსს ნიშნავს
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 27 2011, 10:20 AM
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 08:35 AM)
karpakiმე რატო ვარ?
მაგ ბროშურებით გატენილი მაქვს თარო
"ტამა-გუნა" უმეცრების მოდუსს ნიშნავს
შენ იმიტო რომ მართლმადიდებლური ფორუმი წაგილეკავს ამ კრიშნათი
კარგი იქნებოდა ამ ფორუმზე იქით გესწავლა მართმადიდელური,არათუ აქეთ გექადაგა ქრისტეს ძველი მოსვლის გადარჩენის ფორმულა.
რა ვერ გაიგეთ
ეგ ძველია
მას მერე კიდე მოვიდა ქრისტე და ახალ ფორმულას უნდა მივდიოთ სანამ კვლავ არ მოვა და არ შეგვიცვლის.
ცივილიზაცია მხოლოდ ბოლო ფორმულის მიხედვით გადარჩება და ყველა ძველი მკვლევარების საქმეა.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 02:24 PM
karpaki
ციტატა
შენ იმიტო რომ მართლმადიდებლური ფორუმი წაგილეკავს ამ კრიშნათი
მთელი უბედურება კი იმაშია, რომ თქვენ (უმეტესობა) ვერ ხედავთ რა მხრივ მიმყავს კრიშნასა და ზოგადად-ვაიშნავიზმზე საუბარი.
მხოლოდ ხედავთ რომ კრიშნას ვახსენებ, ხოლო რა კონტექსტში, რატომ და რა მიმართულებით, ამას აღარ უყურებთ. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავთ და კარგი და ცუდი ვეღარ გაგირჩევიათ.
ციტატა
არათუ აქეთ გექადაგა ქრისტეს ძველი მოსვლის გადარჩენის ფორმულა.რა ვერ გაიგეთეგ ძველია
ანუ ამ "ძველ გადარჩენის ფორმულაში" კრიშნას მოძღვრებას გულისხმობ?
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 27 2011, 03:07 PM
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 02:24 PM)
karpakiმთელი უბედურება კი იმაშია, რომ თქვენ (უმეტესობა) ვერ ხედავთ რა მხრივ მიმყავს კრიშნასა და ზოგადად-ვაიშნავიზმზე საუბარი.
მხოლოდ ხედავთ რომ კრიშნას ვახსენებ, ხოლო რა კონტექსტში, რატომ და რა მიმართულებით, ამას აღარ უყურებთ. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავთ და კარგი და ცუდი ვეღარ გაგირჩევიათ.
ანუ ამ "ძველ გადარჩენის ფორმულაში" კრიშნას მოძღვრებას გულისხმობ?
კარგია რომ საწინააღმდეგო არაფერი დაგიწერია ამ პოსტში
როგორც სჩანს კაკალ გულში მოვარტყიიიიიიი
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 03:14 PM
karpaki
ციტატა
კარგია რომ საწინააღმდეგო არაფერი დაგიწერია ამ პოსტში
არა?
მაშინ ძალიან კარგი თუ შენც ჩემ აზრზე ხარ
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 27 2011, 03:16 PM
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 03:14 PM)
karpakiარა?
მაშინ ძალიან კარგი თუ შენც ჩემ აზრზე ხარ
მე კი არა შენ ხარ ჩემ აზრზე
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 03:17 PM
karpaki
ციტატა
მე კი არა შენ ხარ ჩემ აზრზე
ეუF
რაღაც არ მგონია
სულ არ გეხატება კრიშნა გულზე
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 27 2011, 03:28 PM
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 03:17 PM)
karpakiეუF
რაღაც არ მგონია
სულ არ გეხატება კრიშნა გულზე
მე მოდერნისტი კრიშნაიდი ვარ
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 04:40 PM
karpaki
ციტატა
მე მოდერნისტი კრიშნაიდი ვარ
და რას უკეთებ მოდერნიზებას?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 04:58 PM
A.V.M.
შენ გადახედე ამ თემაში წინა გვერდს, რაღაც გთხოვე;
მაგრად დამაინტერესა.
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 27 2011, 06:12 PM
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 04:40 PM)
karpaki
და რას უკეთებ მოდერნიზებას?
ძირითადად ოტახში ვაადგილებ ხოლმე ავეჯს
ტვეში ერთხელ
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2011, 06:36 PM
ციტატა
შენ გადახედე ამ თემაში წინა გვერდს, რაღაც გთხოვე;
მაგრად დამაინტერესა.
გურუზე?
მოკლედ ეს წაკითხული მაქვს,თუმცა ეხლა გადავხედე წიგნს და ვეღარ მივაგენი,რომ ციტირება გავაკეთო,რომ მივაგნებ შეგატყობინებ აუცილებლად.
ისე კი შინაარსი მგონი ასეთი იყო,რომ ვიღაც გურუს ათონზე მამა პაისიმ ყვლასდა გასაოცრად სილა გააწნა.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 08:28 PM
karpaki
ციტატა
ძირითადად ოტახში ვაადგილებ ხოლმე ავეჯს ტვეში ერთხელ
ეეე
A.V.Mციტატა
მოკლედ ეს წაკითხული მაქვს,თუმცა ეხლა გადავხედე წიგნს და ვეღარ მივაგენი,რომ ციტირება გავაკეთო,რომ მივაგნებ შეგატყობინებ აუცილებლად.
აუცილებლად, არ დაგავიწყდეს.
ციტატა
სე კი შინაარსი მგონი ასეთი იყო,რომ ვიღაც გურუს ათონზე მამა პაისიმ ყვლასდა გასაოცრად სილა გააწნა.
არ მგონია ეგ ვაიშნავი გურუ ყოფილიყო.
დღეს ინდოეთში რაც კი ინდუიზმის განშტოებები თუ სექტებია (და მათი რიცხვი ძალიან დიდიდა) ყველა ამ რელიგიური მიმდინარეობის უმაღლეს იერარქებს "გურუს" უწოდებენ.
მაგრამ როგორც ქრისტიანობას ყავს 30 000 სექტა და თითოეულ სექტას თავისი "სულიერი მოძღვარი" ყავს, ჭეშმარიტი მოძღვრები კი კარგად ვიცით ვინც არიან, ასევეა ინდუიზმშიც.
არ შეიძლება ყველა და ყველაფერი ერთ ადგილას დავაყენოთ.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 28 2011, 07:27 PM
ციტატა
არ მგონია ეგ ვაიშნავი გურუ ყოფილიყო.
დღეს ინდოეთში რაც კი ინდუიზმის განშტოებები თუ სექტებია (და მათი რიცხვი ძალიან დიდიდა) ყველა ამ რელიგიური მიმდინარეობის უმაღლეს იერარქებს "გურუს" უწოდებენ.
ვერაფერს გეტყვი.
ისიც კი არ ვიცი თუ რომელი რწმენის მიმდევარიიყო.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 28 2011, 08:18 PM
აჰა ლელუაშვილი,ვეძებე,ვეძებე და ვიპოვე.
,,მრავალი წლის მანძილზე ათენში ინდუიზმის სკოლის დამაარსებელი თავს მამა პაისის მოწაფედ ასაღებდა და ყოველწლიურად მოწაფეებთან ერთად წმ.მთის ,,მოსალოცად"მიდიოდა ხოლმე.იგი მოსწავლეებს სენაკთან ახლოს ტოვებდა თავად კი მოძღვრის კელიისკენ მიემართებოდა ხოლმე,მცირე ხანი გაჩერდებოდა,ჩამოდიოდა და უყვებოდა არარსებულ,გამოგონილ ზღაპრებს.
და აი ზაფხულის ერთ დღეს,როცა მასთან ინდუისტი მასწავლებელი ჩამოვიდა ყველასდა გასაოცრად მუდამ თავმდაბალმა და მშვიდმა პაისიმ ,აღვსებულმა სამართლიანი რისხვით,როგორც მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა სილა გააწნა არიოზს და პირდაპირ კარს იქით გასტუმრა დაუპატიჟებელი სტრუმარი."
(აჰა,არ ყოფილა ბატონო ეს გურუ კრიშნაიტი)
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 05:42 PM
ძალიან არ მინდა ხოლმე ამის აღიარება და საჯაროდ თქმა, ნამდვილად არ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:
ის, რომ ვიღაცა ე.წ. "მართლმადიდებელი თეოლოგები" იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება დააკნინიონ, მეტი შეურაცხყოფა მიაყენონ და დემონური ხასიათი მისცენ არამართლმადიდებლურ რელიგიებს, იგონებენ მრავალ ცილისწამებას და სისულელეს. ამ გამონაგონებს უკავშირებენ არაქრისტიანულ რელიგიებს (ყველაფრის განურჩევლად) და ვითომ ამით მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეს წინ წევენ, სინამდვილეში კი უფრო დაბლა აყენებენ მას.
გასაგებია მიზანი და მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებელი ეკლესია ამხილებს ხოლმე სექტებსა და ცრუ რელიგიებს, მაგრამ კარგი იქნება ეს გააკეთოს მეტად ობიექტურმა და განსწავლულმა პიროვნებამ, რომელიც არგუმენტირებულად და ღვთისმეტყველურად იმსჯელებს და ამხილებს სიცრუეში ცრუ რელიგიებს.
მე არასწორად მიმაჩნია გარკვეულ რელიგიაში სულ ცუდის ჩხრეკა და ამის გამო მთლიანად რელიგიის დამცირება, შეურაცხყოფა და მიწასთან გასწორება. ეს დაუშვებელია და ვინმემ ყურადღება უნდა მიაქციოს ამას, რომ ამდენი ცილისმწამებლური აპოლოგეტიკური ნაშრომი იწერება.
კარგი და ცუდი ყველგანაა და ამიტომ თუ მიზანია რელიგიის არასწორი თეზისების გამოვლინება და მხილება, ეს უნდა მოხდეს ზომიერების ფარგლებში და ისე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეშვენის.
A.V.M
ეს ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ვგონებ ამ შემთხვევაშიც ზემოთ ხსენებულ სიტუაციებთან გვაქ საქმე.
ციტატა
მრავალი წლის მანძილზე ათენში ინდუიზმის სკოლის დამაარსებელი თავს მამა პაისის მოწაფედ ასაღებდა და ყოველწლიურად მოწაფეებთან ერთად წმ.მთის ,,მოსალოცად"მიდიოდა ხოლმე.
ჯერ ერთი მე არ მესმის რატომ უნდა გაესაღებინა ვიღაც ინდუისტ და მით უმეტეს რელიგიური სკოლის (ალბათ "გურუკულის") დამაარსებელ პიროვნებას თავი, როგორც მამა პაისის მოწაფე.
ინდუისტურ რელიგიებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სულიერი მოძღვრის მნიშვნელობას, მის აუცილებლობას. ამიტომ ყველანაირ ინდურ რელიგიაში ყავთ თავიანთი სულიერი მასწავლებლები, ანუ გურუები.
ჰოდა არ მესმის ეს ავტორის პირადი აზრია, თუ საერთოდ სიცრუე, რადგან ჩემამდე არ დადის რატომ უნდა ასაღებდეს თავს რომელიმე ინური რელიგიის წარმომადგენელი მამა პაისის მოწაფედ, მითუმეტეს თავისი მოწაფეების თანდასწრებით.
საერთოდ ალოგიკურია ეს ყოველივე და მორიგი სიცრუე მგონია.
ციტატა
ჩამოდიოდა და უყვებოდა არარსებულ,გამოგონილ ზღაპრებს.
ამაზე კი საერთოდ კომენტარს არ გავაკეთებ.
უარესი ცილისწამებაა.
ჩემამდე არ დადის რაში სჭირდებოდა ეს ამ ინდუისტს.
ინდოეთიდან რომ ათონზე ჩამოსულიყო, იმისთვის იკლავდა თავს, რომ მერე მისი მოწაფეებისთვის "გამოგონილი ზღაპრები" მოეყოლა?
რავიცი, თავად განსაჯეთ...
ციტატა
და აი ზაფხულის ერთ დღეს,როცა მასთან ინდუისტი მასწავლებელი ჩამოვიდა ყველასდა გასაოცრად მუდამ თავმდაბალმა და მშვიდმა პაისიმ ,აღვსებულმა სამართლიანი რისხვით,როგორც მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა სილა გააწნა არიოზს და პირდაპირ კარს იქით გასტუმრა დაუპატიჟებელი სტრუმარი.
და ისმის კითხვა–აქამდე სად იყო?
რატომ იქამდე არ გაისტუმრა მამა პაისმა "დაუპატიჟებელი სტუმარი" და რატომ დაელოდა მოვლენების ასე გამწვავებას?
ციტატა
(აჰა,არ ყოფილა ბატონო ეს გურუ კრიშნაიტი)
არა, თუ მართლა იყო ასეთი პიროვნება, ის აუცილებლად კრიშნაიტი იქნებოდა, რადგან არ არსებობს რომელიმე ინდური რელიგია, სადაც კრიშნას არ ეთაყვანებოდნენ.
მაგრამ მომკალით და არ მჯერა ამ სისულელის.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 06:36 PM
A.V.M
ციტატა
ამის პასუხი კი წერია ბატონო,,მოძღვრის სენაკის წინ სხვებთან ერთად ლოდინის შემდეგ,იგემებდა რა ტრადიციულ გამასპინძლებას-წყაროს წყალს.სტუმარი უსიტყვოდ დგებოდა და მიდიოდა....
ეს გამაგებინეთ ერთი- რა მიზანი ქონდა ამ ინდუისტს მამა პაისთან ჩასვლისა?
წყაროს წყალი რომ დაელია?
დავიჯერო განგასა და იამუნაზე წმინდად მიაჩნდა ეგ წყალი?
ციტატა
ღმერთმა დაუშვა რომ მოძღვრისთვის დაფარული ყოფილიყო ის ბოროტება რაც მის ზურგს უკან ხდებოდა.
და რა ბოროტებაზეა საუბარი ხო უნდა გამარკვიოს?
ციტატა
მან ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო,როცა ის მოინახულა ინდუისტური სკოლის ერთ-ერთმა მსმენელმა და თავი წარუდგინა როგორც მისი უახლოესი მოწაფის აღსაზრდელი...."
ამაზე დაფიქრება კიდე ღირს, მაგრამ რატომღაც ძალიან უაზრო და გაუგებარ ამბად მიმაჩნია ეს.
რაღაცას ვერ ამბობს ავტორი გასაგებად.
რაღაც აკლია...
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2011, 06:54 PM
ციტატა
რაღაც აკლია...
მარილი.
,,უკუეთუ მარილი განქარდეს რაღამან დაამარილოს."
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 06:55 PM
A.V.M
ციტატა
მარილი.
არა, რაღაც ინფორმაცია ვერაა სრულად მოწოდებული.
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 29 2011, 06:56 PM
გურუზე რომ საუბრობთ ეს კარგია, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ ჟურნალი "გული გონიერი"?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 06:58 PM
afxazi
ციტატა
თქვენ თუ გაქვთ ჟურნალი "გული გონიერი"?
რას გულისხმობ?
თემასთან რა კავშირშია...
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 29 2011, 07:00 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
რას გულისხმობ?
არაფერს, უბრალოდ თუ გაქვთ.
ციტატა
თემასთან რა კავშირშია...
არც თემასთანაა კავშირში.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2011, 07:03 PM
ციტატა
"გული გონიერი"
ჟურნალი არ ვიცი,მარა ედიშერის წიგნს რომ ქვია ეგ სახელი ვიცი,თან ეხლახანს კიდევ ერთი ნაწილი გამოვიდა.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 07:04 PM
afxazi
ციტატა
არაფერს, უბრალოდ თუ გაქვთ.
გამიგია, მაგრამ არ მაქვს...
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 29 2011, 07:04 PM
A.V.M
წიგნი არა ჟურნალია, ნომრებად გამოდის. ხოდა თუ გაქვთ ტექსტის აკრეფაში დამეხმარეთ თქო ამის თქმა მინდოდა, თორემ გადაყვებით ამ გურუს და აღარაფერი გიშველით
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2011, 07:24 PM
ვა,ჟურნალია??
მადლობ!
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 11 2011, 08:44 PM
სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად თემა იხურება. წევრებს მოვუწოდებ ნუ გახსნიან თემებს, რომლებიც ეხებიან განსხავვებული რელიგიების დეტალურ განხილვას. აპოლოგეტიკაში თემა აუცილებლად უნდა გაიხსნას ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირში. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ამა თუ იმ სწავლებასთან (ქრისტიანობაში) და ა.შ.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)