თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ სუფიზმი

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 18 2009, 08:57 PM

სუფიზმი (არაბ.: تصوف “თასავუფ”) წარმოადგენს ისლამის შინაგან, მისტიკურ, ფსიქო-სულიერ განზომილებას. სუფიზმის მიმდევარს სუფი ეწოდება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს.

დოქტრინა [რედაქტირება]

სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა “იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა”, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე “ტარიკა”, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს (“მიურიდი”) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი (“შაიხი” ან “მუშრიდი”), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წრთვნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში “ალ-ჯიჰად ალ-აკბარ”-ის ტერმინით აღინიშნება (“დიდი ბრძოლა” – “პატარა ბრძოლასთან”, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით).

ისტორია [რედაქტირება]

სუფიებმა, თავიანთი სწავლების, ფილოსოფიისა და სიბრძნის თაობიდან თაობამდე გადასაცემად, ხელი მიჰყვეს აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას. შედეგად მისტიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, უწევდათ რა უცხო ხალხისთვის მათთვის მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სხვადასხვა რეგიონებში (მაგალითად, სპარსეთში, XIII საუკუნის ინდოეთში, სამხრეთ აზიაში, თურქეთში) ლიტერატურის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარებას.

მუსლიმური მისტიციზმის განვითარების ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. სუფიზმის თავდაპირველი მიმდევრები, ჯერ კიდევ VII საუკუნიდან, ომაიადთა დინასტიის ზეობის ხანაში, მისტიკოსები იყვნენ ცნობილი იყვნენ ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულის, უზენაესი სამსჯავროს წინაშე წარდგომის დღეზე მუდმივი მედიტაციითა და ქადაგებით, ამქვეყნიერების, როგორც ”ბოროტების ჭის” უარყოფით. მოგვიანებით სუფიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის შინაარსმა სხვა ფორმები მიიღო – მასში ღვთის სიყვარული აბსოლუტურ ღირებულებად იქცა, ამავე დროს, მისკენ სწრაფვა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ადამიანის განცდებთან, მგრძნობელობასთან, სიყვარულის ნიჭთან, გამოხატვის ფორმებთან. ეს უკანასკნელი გაცილებით მოქნილი და შეუბოჭავი გახლდათ - კლასიკური, ორთოდოქსული ისლამისგან განსხვავებით, რაც ხშირად სუფიებისადმი ეჭვის თვალით ყურების საფუძველს წარმოადგენდა.

მაშასადამე, სუფიური ასკეტიმზმი მისტიკურ ფილოსოფიაში გადაიზარდა, რომელმაც მოგვიანებით ჰუმანიზმის იდეებიც შეითვისა. ამის გამო სუფიებს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ სუნიტურ განხარასთან, ხშირად რელიგიური ძალადობის, დევნის მსხვერპლნიც გამხდარან, თუმცა ეს უფრო მეტი შთაგონების წყაროდ იქცეოდა მათი გზის გამგრძელებლებისათვის.

სუფიზმის განვითარების ისტორიის მესამე ეტაპად მიიჩნევა მისი განტოტვა საძმოებად და სამისიონერო საქმიანობის გააქტიურება. ეს სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც მუსლიმურ სამყაროს შეჭირვების ჟამი ედგა – ერთის მხრივ, ქრისტიანების, ხოლო მეორე მხრივ, მომთაბარე, “უკულტურო” ტომების შემოტევის მოგერიება უხდებოდა. ამ დროს მწვავედ დადგა სუფიური და საერთოდ, ისლამური სწავლების, სიბრძნის, მემკვიდრეობის მოფრთხილებისა და გადარჩენის საკითხი, რაც სუფიზმმა იტვირთა.

XII საუკუნისთვის 12 ძირითადი სუფიური ტარიკატი (საძმო, ორდენი) იყო ცნობილი , რომელთაც მუჰამედის სიტყვა მანამდე სრულიად უცნობ, შორეულ საზოგადოებებამდე (მათ შორის, კავკასიამდე) მიჰქონდათ.

ურთიერთობა ისლამთან [რედაქტირება]

სუფიზმის გაჩენის პირველივე წლებიდან მწვავე საკითხად იდგა მისი ”ლეგიტიმურობის”, ისლამის (დოგმატურ) ფარგლებში მოქცევის პრობლემა. ულემის მხრიდან სუფიების მუდმივმა დევნამ და კრიტიკამ მუსლიმ მისტიკოსებს ხელში საპოლემოკო კალამი ააღებინა. პოლემიკა კი ამ საკითხის ირგვლივ დღემდე გრძელდება . ერთის მხრივ, ძნელია სუფიზმის ისტორიასა და თანამედროვეობაში ”თავისუფალი ფორმების” შარიათის წესებთან წინააღმდეგობრიობის უგულებელყოფა, მეორეს მხრივ კი – მისი მემკვიდრეობის, მუსლიმური აზრისა და სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილის, უდიდესი კულტურულ-სიფოლოფიური წარსულისა და მნიშვნელობის უარყოფა.

სუფიურ ტრადიციაში დაშვებული მრავალი ელემენტი ყურანსა და წმინდა გადმოცემებში ნაკლებ ”გამართლებას” ჰპოვებს. ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სამართლიანად აკრიტიკებდნენ შეიხებისა და პირების, მათი საფლავებისა და აკლდამების გაკულტების და სარიტუალო მონახულებას (“ზიარათ”) ტრადიციას, მუსიკალური ელემენტის შეტანას ლოცვასა და ღვთისმსახურებაში (ზოგჯერ ყავის და მათრობელი საშუალებების გამოყენებას). კლასიკური სუნიტური სწავლებისათვის სრულიად მოუთმენელი იყო ასევე ზოგიერთი სუფის მხრიდან სასწაულების მოხდენის უნარის მტკიცება (“კარამათ”) – ”კარდიოგნოზია” (”გულისთქმის ცოდნა”), არაფრისგან საკვების მოპოვება, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა და ა.შ. სუფიზმის კრიტიკის დროს ორთოდოქსული ისლამის მომხრეები ხაზს უსვამენ ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის (მუშრიდის) ფენომენის ნეგატიურ მხარეს, მის მეტისმეტად დიდი ავტორიტეტულობასა და სიძლიერეს, ძლიერ გავლენას მოწაფეზე, რომელმაც, მათი აზრით, შეიძლება მახინჯი ფორმები მიიღოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში აქტიურობის შემთხვევაში. თუმცა, მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ეს კლასიკური ისლამის კლასიკური პრობლემატიკაცაა.

ტრადიციულად, სუფიზმის უარყოფა და მისი მიმდევრების სექტანტებად გამოცხადება დამახასიათებელი იყო მუსლიმურ სამყაროში არსებული იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც რელიგიური ყოფისა და ტრადიციების განწმენდისა და გაჯანსაღების იდეით იყვნენ გამსჭვალულნი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სალაფიტები (ზოგჯერ მოიხსენიებიან ”ვაჰაბიტების” სახელით). საინტერესოა, რომ თავად ალ-სალაფიიაც ბევრი მუსლიმისათვის მეორე უკიდურესობად არის აღირებული.

სუფიზმი ყველაზე უფრო ”მოქნილი” ფორმა იყო მუჰამედის სწავლების გავრცელებისა, ტარიკატები ყველაზე უფრო შემწყნარებელი იყვნენ წინაისლამური და არაისლამური ელემენტებისადმი, რომლებიც საბოლოო სახით უხვად დაილექა სხვადასხვა რეგიონების (მათ შორის კავკასიის) მუსლიმურ რწმენასა და ყოფაში.



ვისაობროთ სუფისტურ მოძრაობაზე. ვინ რა აზრის ხართ და რა იცით მის შესახებ. მე პირადად სიმპათიით ვარ განწყობილი, ფუნდამენტურ ისლამთან შედარებით ჰუმანური, სიყვარულისადმი და ღმერთისადმი უფრო ახლოს მდგომი მიმდინარეობაა და ბოლოს და ბოლოს გადამტერებულ ინდუსებს და ისლამისტებს აერთიანებს რაღაც ადგილებში. მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ მოძრაობის შესახებ და თქვენი აზრი. ასევე არსებობს თუ არა საქართველოში ეს მოძრაობა...

ნუ აქვე დავდებ მერკან დედეს რამდენიმე კომპოზიციას, ესაა დიჯეი, რომელიც სუფისტურ, არაბულ და ინდურ ფოლკს ელექტრონულ მუსიკასთან აერთიანებს. საკმაოდ კარგი მოსასმენია a075.gif

http://bin.ge/file/70595/Mercan-Dede.zip.html

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 18 2009, 09:22 PM

ოჰ ოჰ ოჰჰჰჰჰოო biggrin.gif

მაინტერესეეეებს.. სიამოვნებით მოგისმენთ : )

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 18 2009, 09:33 PM

თუ დაინტერესდებით მეტ ლინკს და მეტ ინფორმაციას მოგაწვდით a075.gif ხო მართლა, ავიცენაც და მოლა ნასრედინიც სუფიები იყვნენ. ძალიან მაგარი აფორიზმები აქვთ. რამდენიმეს დავდებ:

Каждый предмет день и ночь являет Бога; но некоторые люди осознают это, а большинство - нет.
Руми.

Познавший Бога становится равнодушным ко всему остальному: ему безразлично, одет он или обнажён, богат или беден, велик или ничтожен, восхваляем или порицаем, он не влечётся сердцем к Раю и не страшится Ада.
Хамза Фансури.

Нужно, чтобы целью странника на Пути аскезы и подвижничества не был поиск Бога, ибо Он присутствует во всём и нет нужды Его искать, бытие всего - от Него, вечность всего - в Нём, и возвращение всего - к Нему, более того, само всё - это Он. Следует знать и другое: цель Пути не в том, чтобы стремиться к чистоте и доброму нраву, и не в том, чтобы стремиться к знанию и познанию, и не в стремлении к явлению света, и не в том, чтобы стремиться к открытию тайн. Каждый относится к одной из человеческих ступеней, и путнику, когда взойдёт на некую ступень, сама явится та вещь, которая свойственна той ступени, хочет он того или нет.
Ализ ад-дин ибн Мухаммад Насафи.

Хотя Истина была ниспослана в любви, внешне она облачена в слово и смысл.
Анвар ал- Касими.

Имея сердце, не стремись избежать страданий. Если убежишь от любовной тоски, тебя раздавит бремя житейских забот.
Мирза Галиб.

Грех, совершённый с любовью, более похвален, чем богослужение без любви.
Шейх Музаффер.

Обладатели сердец знают, что мир есть пашня другого мира, что сердце есть почва, вера - семя в ней, что проявления покорности подобны вспахиванию почвы, очищению её, прорыванию рек и орошению её водой, что сердце, погрязшее в бренном мире и погружённое в него, подобно засолённой почве, на которой не взрастёт семя.
Ал-Газали.

Если человек прекращает раздоры, когда он не прав, для него будет построен дом в Раю. Но если он отказывается враждовать, даже если он прав, дом будет построен для него в наивысшей части Рая.
Хадис.

Тот, кто знает три вещи, избавлен от трёх вещей.
Тот, кто знает, что Творец не допустил ошибок в Творении, избавлен от мелочных придирок.
Тот, кто знает, что у Него нет любимчиков, когда Он наделяет удачей, избавлен от зависти.
Тот, кто знает, из чего он создан, избавлен от гордыни.
Ансари.

То, что человек осознаёт как первый опыт своего духовного развития, есть тот факт, что он начинает чувствовать общность, связь с живыми существами; не только с людьми, но и с животными, с птицами, с деревьями и растениями.
Хазрат Инайят Хан.

Нещата са смислени не защото ние им даваме смисъл,а защото разкриват смисъла си пред нас.


აქ კარგი მასალებია სუფისტურ ტრეინინგებზე და სუფისტურ მედიცინაზე, რომელიც ძალიან ეფექტურია:

http://www.sufy.org/.main/rus/index.htm

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 19 2009, 06:42 AM

ეს კი სუფისტური სიმღერების ლეგენდაა, აქ შედარებით გათანამედროვებულ და ადაპტირრებულ სიმღერებს ვდებ:

http://bin.ge/file/70692/Sufi-music-Nusrat-Fateh-Ali-Khan.zip.html

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 19 2009, 10:00 AM

http://files.ge/file/426055/800-ape.html

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 20 2009, 12:36 AM

bekas

ციტატა
ვისაუბროდ? რა საუბარი უნდა მაგას? შაჰ-აბასის სუფისტი დედაც და მამაც. მაგარი ჰუმანური და კაცთმოყვარე იყო. მთელი მაგათი სეფიანი საგვარეულო.

blink.gif



ციტატა
ავიცენაც

biggrin.gif

აქედან დაგეწყო biggrin.gif

რომ მივიცლი, დავწერ კარგ რამეებს, ჩემი საყვარელი თემაა smile.gif ძალიან მიყვარს და ლამაზადაა სპარსულ პოეზიაში სუფიზმის ელემენტები.

სხვა პერიოდში მთრგუნავს უსასრულო ტრაგიზმი და სისხლი და ალბათ, უფრო ცოდნისთვის ვკითხულობდი ვიდრე სიამოვნებისთვის...

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Aug 20 2009, 05:34 PM

cinemamu

ციტატა
შაჰ აბასზე და კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი არ მიგულისხმია, საერთოდ სუფიზმის ფილოსოფიაზე და ჭეშმარიტ სუფისტებზე ვისაუბროთ... თორე ეგრე ბევრი სუფისტისაც და ბევრი უვარგისი ქრისტიანის დედაც და მამაც

სეფიანთა საგვარეულო რიგითი სუფიები არ იყვნენ. შეიხები იყვნენ როგორც ვიცი და მახსოვს.
აი აქედან დაიწყო ყველაფერი
Шейх Сефи ад-Дин Исхак Ардебили (Ардебиль, 1252—1334) (перс. شیخ صفیالدین اردبیلی) — основатель известного на Востоке суфийско-дервишского ордена Сефевие и родоначальник династии Сефевидов. В Иране[1](преимущественно в Азербайджане) деятельность этого ордена привела к выделению в суфизме особого направления, которое принято называть Кызылбашским (красноголовым), по цвету головных уборов членов ордена.
მასე მარქს-ენგელს-ლენინის შრომებიც რომ წაიკითხო შენი ჭირიმე-შენ გენაცვალეს მეტი არაფერი წერია. ბევრი დღეს იმასაც ამტკიცებს რომ მაჰმადიანური რელიგია ძაან ჰუმანური და კაცთმოყვარეა და ექსტრემიზმთან საერთო არაფერი აქვსო. გჯერა? მე არა.
ეგრეა სუფიზმიც.
Истина — это когда суфий, освободившись от мирских желаний, в состоянии экстаза (опьянение божественной любовью) способен на интимное общение с божеством. ინტიმი ღმერთთან ერთი მასტერკა პლანის მერე. მაგარია არა? ლოთობა და პლანაქეშობა იყო ძირითადი მიზეზი რის გამოც სუფიები არ მოსწონდათ დანარჩენ მუსლიმებს.
საერთოდ ქიშმიშის გამორჩევა კექსიდანაც შეიძლება, მაგრამ როგორც წესი კექსში ბისკვიტი ბევრია და ქიშმიში ცოტა. მასე დადებითის დანახვა ნებისმიერ მოძღვრებაში შეიძლება. საქმე იმაშია რა არის ბევრი ამ მოძღვრებაში: ქიშმიში თუ კექსი. ამიტომაც მოვიყვანე სეფიანთა დინასტია მაგალითად. ყიზილბაშებში აშკარად კექსი სჭარბობდა ქიშმიშს. ამიტომაც არ მიყვარს სუფიები.

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 20 2009, 06:53 PM

ციტატა
ამიტომაც მოვიყვანე სეფიანთა დინასტია მაგალითად. ყიზილბაშებში აშკარად კექსი სჭარბობდა ქიშმიშს. ამიტომაც არ მიყვარს სუფიები.



მსოფლიოს მესამედს, ანუ თითქმის მთელ მუსულმანურ სამყაროს არ ევასება სუფიები და შენ თუ არ მოგწონს ეგ არაფერი a075.gif შეიძლება მაგ საგვარეულომ ორდენი ჩამოაყალიბა თორე სუფისტური მოძრაობა გაცილებით უფრო ადრე არსებობდა და მაგათი პლანი და ექსტაზე მუსიკა და ტრიალი უფროა biggrin.gif არ გაქვს სრულყოფილი ინფორმაცია სუფიზმზე როგორც მოძღვრებაზე. პლანაქეში კიდე ჩვენთანაც ბევრი მამაოა და მაგათ შემოვევლე სიყვარულიც იციან და ჰუმანიზმიც... და დატოვებაც biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Aug 22 2009, 02:01 AM

cinemamu

ციტატა
არ გაქვს სრულყოფილი ინფორმაცია სუფიზმზე როგორც მოძღვრებაზე

მე სუფიზმზე ის ვიცი რაც მე მჭირდება და მაწუხებს. კექსის ბისკვიტი არ მომწონს. ერთადერთი რაც ჩემის აზრით შეიძლება ავიღოთ სუფიზმიდან ეს "ალავერდია" biggrin.gif

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 31 2009, 08:48 AM

kato_Bato


ციტატა
რომ მივიცლი, დავწერ კარგ რამეებს, ჩემი საყვარელი თემაა ძალიან მიყვარს და ლამაზადაა სპარსულ პოეზიაში სუფიზმის ელემენტები.



მოუთმენლად ველოდებით... smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 31 2009, 03:17 PM

სუფიზმი როგორც მე ვიცი ესაა ერთ-ერთი ეზოთერიკული სკოლა... მაჰმადიანური "ეზოთერიკა" biggrin.gif
აქვს თავისებური მისტიკური ფილოსოფია, როგორც თემის ავტორმა აღნიშნა, მაგრამ თვითონ სუფიზმის განვითარების ისტორია არ ვიცი.. და არც ძირეული არსი...

ხოდა, ძალიან მინდა გავიგო, მოკლედ მაგრამ დამაკმაყოფილებლად: რა წარმოდგენები სუფისტებს აქვს სამყაროზე, ადამიანობაზე, და ა.შ.

ანუ სუფისტური მედიცინა და მედიტაცია არ მინდა მე, მინდა სუფთა ფილოსოფია : )

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 31 2009, 07:41 PM

ციტატა
მინდა სუფთა ფილოსოფია : )



გირჩევ ნახო ფილმი "баба азиз" (ტორენტების სისტემაში თუ ერკვევი www.torrents.ru-ზე დევს), მანდ უფრო შეიგრძნობ სუფიზმის არსს თორე სიტყვებით სუფიზმზე ლაპარაკი როგორც თავად სუფისტები ამბობენ სისულელეა, მათთვის მთავარი აღქმა და მთავარი ხედვა გულით ხედვაა. ისინი ძირითადად აფორიზმებით და იგავებით ლაპარაკობენ.



http://www.youtube.com/watch?v=dXi_k4W9A1A&feature=related

ესეც ერთ-ერთი იგავი და ნახე a075.gif

http://www.youtube.com/watch?v=f2bTDM6OiBs&NR=1

ესეც ნახე

ეს კი სუფისტის დაწერილი წიგნია საკუთარ თავზე:
http://www.oshoworld.ru/library/Rasskazy/Reshat_Feidl__Poslednii_barer__Puteshestvie_sufiya/

ვიცი მეტყვი მოკლედ მაინტერესებს ფილოსოფიაო მაგრამ მოკლედ თუ გინდა ესაა: სუფიზმი არის მოძღვრება ღმერთის სიყვარულის შესახებ smile.gif

Суфизм - это алхимия. Это наука превращения свинца в золото, низшего в высшее, внешнего во внутреннее. Наука превращения мира в Бога. Суфизм не верит в умствование - он верит в переживание. Он не верит в логическое мышление - он верит в экспериментирование. Только эксперимент решает, что есть истина - ничто другое не может быть решающим. Только при эксперименте ты знаешь - другого способа узнать не существует. Суфии говорят, что, если ты хочешь спросить, как добраться к вершине, спрашивай это у человека, который спускается с нее и поднимается на нее каждый день. Спрашивай человека, который знает эту тропу настолько совершенно, что может идти по ней хоть с завязанными глазами... Вся философия суфизма заключается в приближении к Богу как космической энергии, без всякой концепции.

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 31 2009, 08:04 PM

http://www.youtube.com/watch?v=nbhLArrHi3s&feature=related

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 31 2009, 10:38 PM

cinemamu

ციტატა
ვიცი მეტყვი მოკლედ მაინტერესებს ფილოსოფიაო მაგრამ მოკლედ თუ გინდა ესაა: სუფიზმი არის მოძღვრება ღმერთის სიყვარულის შესახებ

ციტატა
способен на интимное общение с божеством.

ამ ორი წინადადების სინთეზით, სრულიად ნათელია ვინ ხალხი არის სუფისტები. biggrin.gif
აბო.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2009, 12:29 AM

abo
აბო ბიძია, ინტიმური მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს biggrin.gif

cinemamu
ვნახავ აუცილებლად, ეხლა ღამეა და ...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 1 2009, 12:31 AM

ქევანა
ვაგლახ რომ არც მე არ მინდა მაგას ნიშნავდეს.
აბო.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2009, 12:36 AM

ციტატა
აგრამ მოკლედ თუ გინდა ესაა: სუფიზმი არის მოძღვრება ღმერთის სიყვარულის შესახებ

მაგას ბევრი რელიგია იჩემებს biggrin.gif
რამე განმასხვავებელი პრინციპები არ აქვთ?
როგორ ხდება ღმერთის შეცნობა?

abo
მესმის biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Sep 1 2009, 05:36 AM

ციტატა
მაგას ბევრი რელიგია იჩემებს რამე განმასხვავებელი პრინციპები არ აქვთ?როგორ ხდება ღმერთის შეცნობა?



პრინციპები და წესები პირველ (განმწმენდ) ეტაპზე ისეთივეა როგორიც სხვა რელიგიებში, ანუ გონების, სიტყვის და ქმედებების სიწმინდე. ღმერთის შეცნობის 3 ეტაპია მერე მგონი, ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ რაც გამიგია მოკლედ გეტყვი: პირველი ეტაპია "მე და ღმერთის ურთიერთობა (შეიძლება იყოს როგორც შვილის მამასთან, მეგობარის მეგობართან ან მსახურის ბატონთან ურთიერთობა). მეორე ეტაპია მე ღმერთში ვარ, ანუ ღმერთისგან განუყოფელი ვარ (რაც ინდუიზმში იგივე ბრაჰმანის შეცნობაა), და მესამე ეტაპი საკუთარი მისიის შეცნობა და ქმედითი უმოქმედობა (ანუ დავეხმარო სხვებს რომ შეიცნონ ღმერთი)... დაახლოებით ასეა, თუმცა რამე განსაკუთრებული პრინციპები და დოგმები, მითუმეტეს გვიანდელ ეტაპებზე არა აქვთ, ამიტომაც არ უყვართ ორთოდოქს ისლამისტებს. უმეტესობა სიმღერით და ცეკვით ურთიერთობს ღმერთთან, ზოგი პოეზიით (თუმცა ესეც სიმღერაა)...

abo

ინტიმური ურთიერთობას როგორ აღიქვამ? სიყვარული არაა ინტიმური ურთიერთობა?

მთავარი რაც სუფისტებს ისლამისტებისგანაც და ჩვენგანაც გამოარჩევს ისაა, რომ მათ არა აქვთ ღმერთისადმი შიშის გრძნობა, და მიაჩნიათ რომ შეუძლებელია ერთდროულად გიყვარდეს და თან გეშინოდეს. შიში პირველ ეტაპზე საჭიროა, იმიტომ რომ შიში ენერგიას კეტავს და როცა ენერგია ქვემოთ და უაზროდ მიდის, შიში აჩერებს მას, მაგრამ როცა მას ღმერთისკენ წარმართავ ან ცდილობ მაინც რომ წარმართო, შიში ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს. ამიტომ ჯოჯოხეთით დაშინება პირველ ეტაპზე ჭრის, შემდეგ კი სრული უაზრობაა ჩემი პირადი აზრით.

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Sep 1 2009, 06:48 PM

ესეც კარგი საიტები სუფიზმზე:

http://mto.org/aos/ru/rumi.htm
http://www.ssloha.ru/top/sufizm-tajna-za-semyu-pechatyami

ეს აპოგელეტიკა კარცერივით გაქვთ შექმნილი? თუ არავინ შემოხვედით ჩემთვის ვილაპარაკო? user.gif gio.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 10 2009, 01:56 PM

აქ დავდებ აუდიო ლექციას ციკლიდან მუსიკა და რელიგიები. თემა შეეხება სუფიზმის მუსიკალური მხარის აღწერას:

http://bin.ge/file/75989/-------------04-----------.mp3.html

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 10 2009, 06:15 PM

ციტატა
მთავარი რაც სუფისტებს ისლამისტებისგანაც და ჩვენგანაც გამოარჩევს ისაა, რომ მათ არა აქვთ ღმერთისადმი შიშის გრძნობა, და მიაჩნიათ რომ შეუძლებელია ერთდროულად გიყვარდეს და თან გეშინოდეს. შიში პირველ ეტაპზე საჭიროა, იმიტომ რომ შიში ენერგიას კეტავს და როცა ენერგია ქვემოთ და უაზროდ მიდის, შიში აჩერებს მას, მაგრამ როცა მას ღმერთისკენ წარმართავ ან ცდილობ მაინც რომ წარმართო, შიში ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს. ამიტომ ჯოჯოხეთით დაშინება პირველ ეტაპზე ჭრის, შემდეგ კი სრული უაზრობაა ჩემი პირადი აზრით.


ეს ჩვენთანაც ასეა... შიში პირველი ეტაპია ...

სუფისტების ღმერთი როგორია ? როგორც ფუნამენტალიზმში უპიროვნო ენერგია თუ აქ ღმერთი პიროვნებაა ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 10 2009, 06:31 PM

ციტატა
ეს ჩვენთანაც ასეა... შიში პირველი ეტაპია ...



იდეაში ასეა ჩვენთანაც... მაგრამ პრაქტიკულად რასაც ვხედავ ქადაგებებში დაშინება ჭარბობს...

ციტატა
სუფისტების ღმერთი როგორია ? როგორც ფუნამენტალიზმში უპიროვნო ენერგია თუ აქ ღმერთი პიროვნებაა ?



როგორ გითხრა, მე თითქოს ბუდისტსაც ვგავარ და კრიშნაიტსაც, მაგრამ სუფიზმს რომ გავეცანი მათთან უფრო მეტი მსგავსება აღმოვაჩინე ჩემი თავის smile.gif

სუფისტები აღიარებენ ერთ ღმერთს და თავის სიმღერებში სხვადასხვა სახელს უწოდებენ მას. ასევე თავის თავსაც ღმერთის ნაწილად მიიჩნევენ (თვისობრივად და არა რაოდენობრივად (როგორც წვეთის შედარება ოკეანესთან), მათი ტანტრიზმი (ტანტრა მექანიზმს ნიშნავს ღმერთთან დასაკავშირებლად და სულაც არაა ცუდი სიტყვა როგორც ბევრს გონია) მუსიკა, სიმღერა და ცეკვაა. და მათთანაც ეტაპებია გასავლელი ღმერთის შესაცნობად.. სიმართლე გითხრა ტექნოლოგიაში ნაკლებად ვერკვევი, იმიტომ რომ ეს საიდუმლო ცოდნაა და მოძღვრიდან მოსწავლეს გადაეცემა უშუალოდ, მაგრამ რაც ცნობილია ისიც საკმარისია ჩემთვის ამ გზის გასაგებად. ეს მოისმინე საინტერესოა, სუფიზმის მუსიკალურ მხარეს შიფრავს კარგად. (40 წუთია სულ და თუ სიმღერებს გადაახვევ უფრო ნაკლები smile.gif
http://bin.ge/file/75989/-------------04-----------.mp3.html




პ.ს. სუფისტები, ისევე როგორც კრიშნაიტები (და არა ბუდისტები) აღიარებენ ღმერთის პიროვნულ ასპექტსაც და უპიროვნოსაც...

ხო კიდე იუდეველებსაც აქვთ მისტიკური საიდუმლო მოძღვრება. კაბალა ქვია, გეცოდინება ალბათ. და იმდენად ეგოისტები არიან იძახიან ჩვენი მოძღვრებისგან მოდის ვედებიც და სუფიზმიც და ყველა მისტიკური გზაო biggrin.gif მოკლედ ყველა თავისთვის ითვისებს smile.gif (თან კაბალას მაგიად და ხშირად შავ მაგიად უფრო ხმარობენ, და ეს არაა თავად ცოდნის ბრალი, მთავარია რისთვის გამოიყენებ მას).

ვედები არც ინდურია არც სლავიანო-არიული და არც ტიბეტური. ის ღმერთის მიერ მოვლინებული ცოდნაა ყველასთვის,ოღონდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახით. და ქრისტე რომ ინდოეთში იყო იმ წლებში, რომელიც არ ჩანს მის ისტორიაში რატომღაც დარწმუნებული ვარ, თუმცა ამაზე არავისთან კამათს არ ვაპირებ smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 11 2009, 01:00 PM

ციტატა
ვედები არც ინდურია არც სლავიანო-არიული და არც ტიბეტური. ის ღმერთის მიერ მოვლინებული ცოდნაა ყველასთვის,ოღონდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახით.



სად არის ახლა ეს ცოდნა, როგორ შემიძლია ვეზიარო მას ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 11 2009, 01:06 PM

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://bin.ge/file/76384/Baba-Aziz.zip.html

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 11 2009, 05:28 PM

საღოლ, მაგარი მუსიკაა smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 11 2009, 07:28 PM

დათიკო

ბაბა აზიზს გულისხმობ? კი ძალიან მაგარია, ფილმიც გენიალურია, რუსულად არც უთარგმნიათ ჯერ და სუბტიტრებით დევს ტორენტებზე.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 12 2009, 01:47 PM

ეს სუფისტური მუსიკის ლეგენდაა. უმაგრესი და ულამაზესი ალბომი! სულისშემძვრელი და გულწარმტაცი! შეუძლებელია არ წაგიღოს! biggrin.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://bin.ge/file/76945/Nusrat-Fateh-Ali-Khan---Michael-Brook.zip.html

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 12 2009, 11:56 PM

Atman

ციტატა
აბა აზიზს გულისხმობ? კი ძალიან მაგარია, ფილმიც გენიალურია, რუსულად არც უთარგმნიათ ჯერ და სუბტიტრებით დევს ტორენტებზე.

მაგ კინოს ველოდები დივიდიზე როდის გამოვა smile.gif
ძალიან მაინტერესებს.
მუსიკა (რამდენიმე ტრეკი) უძალიანმაგრესია smile.gif

Atman
ციტატა
სიმართლე გითხრა ტექნოლოგიაში ნაკლებად ვერკვევი, იმიტომ რომ ეს საიდუმლო ცოდნაა და მოძღვრიდან მოსწავლეს გადაეცემა უშუალოდ, მაგრამ რაც ცნობილია ისიც საკმარისია ჩემთვის ამ გზის გასაგებად.

რატომ არის საიდუმლო?
საერთოდ რატომ ცდილობენ მავანნი საკუთარი რელიგია საიდუმლოებით მოცული გახადონ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 13 2009, 06:07 AM

ციტატა
მაგ კინოს ველოდები დივიდიზე როდის გამოვა ძალიან მაინტერესებს.


მომავალ წლამდე არა მგონია თარგმნონ, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ინტერფილმს დაუჭოჭეს.

ციტატა
რატომ არის საიდუმლო? საერთოდ რატომ ცდილობენ მავანნი საკუთარი რელიგია საიდუმლოებით მოცული გახადონ?



სუფიზმი რელიგია არაა, სულის მდგომარეობა და ცხოვრების სტილია. საიდუმლო კი იმიტომაა რომ მათთვის თეორიას და სიტყვებს ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს და უშუალოდ მოძღვრიდან მოსწავლეს გადაეცემა ცოდნა როგორც ცოცხალი სიტყვა და არა რამე დაწერილი მოძღვრება. ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება... ასე რომ ურჩევნიათ არ გააპაპსავონ, მანამდე კი ისლამიც არსებობს სადაც წესების საერთო კრებულია (ნუ არაბებს ვგულისხმობ). მე კარგა ხანია სუფისტებით ვარ დაინტერესებული მაგრამ მათ არსს ცოტა ნორმალურად ცოტა ხანია რაც ჩავწვდი და მართლა ვხვდები რატომაა შეუძლებელი ამის სიტყვებით გადმოცემა. აი მაგ ბაბა აზიზს რომ უყურებ გულით მიხვდები სუფიზმის არსს, თუმცა შეიძლება გონებამ არ მიიღოს. ისე შეგიძლია ტორენტებიდან გადმოწერო, ბევრი ტექსტი არა აქვს, ასე რომ სუბტიტრებითაც მოჟნა ყურება.

შეგიძლია აქედან გადმოწერო თუ ერკვევი ტორენტების სისტემაში:
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=1717687

და თუ მართლა გაინტერესებს ეგ საიდუმლო ცოდნა, ჩვენ ეპოქაში აღარაა ეგ საიდუმლო (თუნდაც თეორიული სახით) და ვედები მისაწვდომი გახდა ჩვენთვის, იუდეველები თითქოს ამჟღავნებენ უკვე კაბალის საიდუმლოს, მაგრამ ეგ გამჟღავნება მოჩვენებითია და იუდეველი მარტო იუდეველს გაუმჟღავნებს მაგ საიდუმლოს (ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ), ეს ცოდნა სახიფათო იარაღია და ეგოისტური მიზნებისთვის თუ გამოიყენე საკუთარ თავსაც დაასახიჩრებ და სხვასაც, ამიტომაცაა საიდუმლო smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 13 2009, 12:25 PM

ელექტრონულ მუსიკასთან ადაპტირებული სუფისტური მუსიკა:

http://www.radikal.ru
http://www.link.ge/file/293950/1999---Journeys-Of-A-Dervish.zip.html

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 13 2009, 06:58 PM

ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი, -
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.


ჯალალედინ რუმი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 14 2009, 01:26 PM

Atman

ციტატა
სუფიზმი რელიგია არაა, სულის მდგომარეობა და ცხოვრების სტილია.

ჩემი აზრით, რელიგიაა.
ყველა დამახასიათებელი ნიშნით.
რადგან რელიგია არ არის მხოლოდ ღმერთის ძიების რიტუალური ნაწილი, არამედ ის ბევრ რამეს მოიცავს თავის თავში.
ციტატა
საიდუმლო კი იმიტომაა რომ მათთვის თეორიას და სიტყვებს ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს და უშუალოდ მოძღვრიდან მოსწავლეს გადაეცემა ცოდნა როგორც ცოცხალი სიტყვა და არა რამე დაწერილი მოძღვრება.

მერე ეგ "ცოცხალი სიტყვა" ყველას რატომ არ გადაეცემა?
რა არის ისეთი მასში, რასაც ყველა ვერ გაიგფებს და აუცილებლად გასაიდუმლოებული უნდა იყოს ვინმესთვის?
ციტატა
ურჩევნიათ არ გააპაპსავონ

რას ნიშნავს გაპაპსავება?
ადამიანს თუკი ღმერთისკენ გზას მიასწავლიან ამით სუფიზმი გაპაპსავდება? და თუკი ვიღაცას მაინც ასწავლიან, ამით არ გაპაპსავდება?
ციტატა
და თუ მართლა გაინტერესებს ეგ საიდუმლო ცოდნა, ჩვენ ეპოქაში აღარაა ეგ საიდუმლო (თუნდაც თეორიული სახით) და ვედები მისაწვდომი გახდა ჩვენთვის, იუდეველები თითქოს ამჟღავნებენ უკვე კაბალის საიდუმლოს, მაგრამ ეგ გამჟღავნება მოჩვენებითია და იუდეველი მარტო იუდეველს გაუმჟღავნებს მაგ საიდუმლოს (ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ), ეს ცოდნა სახიფათო იარაღია და ეგოისტური მიზნებისთვის თუ გამოიყენე საკუთარ თავსაც დაასახიჩრებ და სხვასაც, ამიტომაცაა საიდუმლო

აი, ეს კი მიმაჩნია რომ უზოტერული ბრიაბრუაა biggrin.gif
ხალხის დასაბოლებელი იარაღია, რადგან არაფერი საშიში ამაში არ არის.
ეს ერთგვარი ხერხია ხალხის მოზიდვისა, რადგან დამალულ-აკრძალული ხილი საინტერესო და გემრიელია.
ემ ასე ვფიქრობ.

Atman
ციტატა
ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი, -
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.


ჯალალედინ რუმი

კარგია რუმი, მომწოდნა ყოველთვის. გულახდილი კაცია და ამის გამო ვაფასებ.
ისე, ვფიქრობ რომ დაბნეულია და გზა ვერ უპოვნია.


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 14 2009, 01:50 PM

ციტატა
ჩემი აზრით, რელიგიაა. ყველა დამახასიათებელი ნიშნით. რადგან რელიგია არ არის მხოლოდ ღმერთის ძიების რიტუალური ნაწილი, არამედ ის ბევრ რამეს მოიცავს თავის თავში.



მე ვიგულისხმე რომ რელიგია არაა თავისი სტანდარტული გაგებით.


ყველას გადაეცემა, ვისაც უნდა რომ გაიგოს და წინააღმდეგობა არა აქვს მისდამი (აბა ორთოდოქს ისლამისტებს კითხე თუ უნდათ smile.gif )

ციტატა
რას ნიშნავს გაპაპსავება? ადამიანს თუკი ღმერთისკენ გზას მიასწავლიან ამით სუფიზმი გაპაპსავდება? და თუკი ვიღაცას მაინც ასწავლიან, ამით არ გაპაპსავდება?



ნუ ეს ჩემი უაზრო ტერმინოლოგია იყო და გაატარე, სერიოზულად თუ ვილაპარაკებ გაპაპსავებაში მაინც ის იგულისხმება რომ სუფიზმის როგორც დაწერილი თეორიის გარეთ გამოტანა ახალი კონცეფციის, შესაბამისად ახალი რელიგიის შექმნას გამოიწვევს (სუფიზმი კი კონცეფციებისგან ანთავისუფლებს ადამიანს (განსაკუთრებით მაღალ საფეხურებზე), ისინი არავის არ უმალავენ თავის მოძღვრებას უშუალო საუბარში. მაგრამ წესების და დებულებების დაწერას არ აპირებენ. (და ბოლო დროს მივხვდი რატომ არ წერდა ქრისტე თავის სწავლებას და რატომ იყო "სიტყვა ცოცხალი". საკუთარი გამოცდილებიდანაც დავრწმუნდი უკვე, რომ 2 განსხვავებულ ადამიანს ერთიდაიგივე (მითუმეტეს ამაღლებულ) თემაზე სხვადასხვანაირად უნდა ელაპარაკო (და ისინი შეიძლება ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც კი იყოს).
ამ ცოდნის კარგად აღქმა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც დიალექტიკურად აზროვნებს (ცოტათი მაინც). აი მართლმადიდებელი ადამიანისთვის მისაღები იქნება სიმღერაში იესოც ახსენოს, ალაჰიც და ვიშნუც? მათთვის მისაღებია, იმიტომ რომ ერთი და იგივე ღმერთს ხედავენ სამივეში. მათთვის სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ამ სამყაროსთან კავშირის საშუალებაა, რაც შეეხება ღვთაებრივს, მხოლოდ გულით ცდილობენ დაამყარონ კავშირი (და რა თქმა უნდა სიმღერით). ამასთან დავამატებ რომ გასაიდუმლოებული იმიტომაც არის მათი შეკრებები, რომ ისლამისტები დევნიან მათ (არაოფიციალურად მაგრამ საკმაოდ აქტიურად).

ციტატა
აი, ეს კი მიმაჩნია რომ უზოტერული ბრიაბრუაა ხალხის დასაბოლებელი იარაღია, რადგან არაფერი საშიში ამაში არ არის. ეს ერთგვარი ხერხია ხალხის მოზიდვისა, რადგან დამალულ-აკრძალული ხილი საინტერესო და გემრიელია. ემ ასე ვფიქრობ.



მართალი ხარ, მაგრამ რეკლამა ყველაფერს ჭირდება biggrin.gif

ციტატა
კარგია რუმი, მომწოდნა ყოველთვის. გულახდილი კაცია და ამის გამო ვაფასებ. ისე, ვფიქრობ რომ დაბნეულია და გზა ვერ უპოვნია.



დაბნეული არაა, უბრალოდ სახელს ვერ არქმევს თავის გზას, სახელს ვერ არქმევს ღმერთს და თავის თავს, მაგრამ ხედავს, გრძნობს და მიყვება...

"დაო რომ გვეხილა:
დაო არ იქნებოდა უცვლელი.
სახელი რომ გვებოძა:
სახელი არ იქნებოდა უცვლელი.
გამოუთქმელია დასაბამი:
ცისა და მიწის."

ლაო ძი




(..ჯერაც არ ვიცი)

ჯალალ-ედ-დინ რუმი

თარგმანი სპარსულიდან - თამაზ ჩხენკელი

ჯერაც არ ვიცი, მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ,
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ.

სიყვარული ვარ მოყვარული თუ საყვარელი?
ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ.

ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა,
მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ.

მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი,
რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ.






(...მე დავიბენი)

ჯალალ-ედ-დინ რუმი

თარგმანი სპარსულიდან - ვახუშტი კოტეტიშვილი

მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?

უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?

შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?






(მენიაზება...)

ჯალალ-ედ-დინ რუმი

თარგმანი სპარსულიდან - ნინო მგალობლიშვილი

მენიაზება: წუთისოფელში
ამ ჩემს კაეშანს არ აქვს სამანი...
გულდაკოდილი მივდევ გზასავალს, _
თვალუწვდენელი მიძევს სავალი.
ჰო, მტანჯავს ჩემნი სალმობანი და
ნაღდად არ მინდა ეშმას წამალი.





(ჰე, ღმერთი, რჯული...)

ჯალალ-ედ-დინ რუმი

თარგმანი სპარსულიდან - ნინო მგალობლიშვილი

ჰე, ღმერთი, რჯული, _ მეც არ ვუწყი,
ვინა ვარ, რა ვარ,
ეს რა უცნაურ ყოფაში ვარ, _ მე მე არა ვარ;
მეტრფე ვარ? სატრფო? სიყვარული
თუ საყვარელი?
ღვინით კი არა, გაოგნებით სავსე ჯამი ვარ.
მე მე ვარ ნეტავ? მე მე არა ვარ?
რა ვარ, ვინა ვარ, _ არსი ვარ თუ ბრმა მოჩვენება,
თუ სულ სხვა რამის ნიღაბი ვარ? _
მე მე არა ვარ.
მარადისობის წილკერძი ვარ, _ სული მედინი,
უცხო დიდების თავი ვარ და... მე მე არა ვარ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 14 2009, 02:26 PM

http://www.radikal.ru
http://bin.ge/file/91445/Mustt-Mustt--1990-.zip.html

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 14 2009, 08:08 PM

.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 15 2009, 11:33 AM

Atman
მუსიკები კარგია, მაგრამ კარგი იქნება, თუკი თეორიასაც შევურევთ ჩცვენს პოსტებს. ბოლო, ბოლო აპოლოგეტიკის განყოფილებაა და არა მელომანიის smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 15 2009, 11:39 AM

დათიკო

სუფიების თეორია მუსიკა და პოეზიაა smile.gif

არავინ სვამს კითხვას აქ შენს მეტი და მარტო ხო არ ვილაპარაკებ... რუმის იგავები მაქვს რაღაც უცნაურ ფორმატში და თუ გინდა იმას ავტვირთავ...



და მელომანიის განყოფილება გაქვთ საერთოდ? smile.gif მარტო ფოლკლორია იქ...

ესეც რუმის იგავები:

http://bin.ge/file/77920/rumi.zip.html

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 15 2009, 12:00 PM

Atman
არა, მელომანიის განყოფილება არ გვაქვს.
მე წინააღმდეგი კი არ ვარ სუფისტური მუსიკის ატვირთვის, პირიქით, მადლობელი ვარ მშვენიერი მუსიკისთვის. უბრალოდ, თეორიული კუთხეც მაინტერესებს. აი, მაგალითად რა სახის ტექტები აქვს ამ მუსიკას smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 15 2009, 12:05 PM

დათიკო

თავად ნუსრატი ძირითადად გალობებს მღერის ალაჰზე და სხვადასხვა წმინდანებზე, ზოგი სუფი ლექსებს მღერის, თუნდაც რუმის ლექსებს და ასე შემდეგ. ზოგი სამიჯნურო სიმღერებს მღერის და ზოგს გონია რომ ქალს უძღვნია, მაგრამ სინამდვილეში ვისაც ეძღვნება გასაგებია ალბათ smile.gif


პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 15 2009, 12:08 PM

Atman

ციტატა
თავად ნუსრატი ძირითადად გალობებს მღერის ალაჰზე და სხვადასხვა წმინდანებზე, ზოგი სუფი ლექსებს მღერის, თუნდაც რუმის ლექსებს და ასე შემდეგ. ზოგი სამიჯნურო სიმღერებს მღერის და ზოგს გონია რომ ქალს უძღვნია, მაგრამ სინამდვილეში ვისაც ეძღვნება გასაგებია ალბათ

გასაგებია. smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 15 2009, 10:26 PM

აუ ამას ვინც არ მოუსმინოს ის იყოს ლონგვერი! biggrin.gif

http://bin.ge/file/78103/Signal.mp3.html

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 17 2009, 04:32 PM

Atman

ციტატა
აუ ამას ვინც არ მოუსმინოს ის იყოს ლონგვერი! biggrin.gif

http://bin.ge/file/78103/Signal.mp3.html


და რა შუაშია ეს სუფიზმთან?
ეხლა რა სიმღერაც მოგეწონება, ეგრე თუ ყუველა აქ დადე, არ გამოვა მასე საქმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 17 2009, 05:01 PM

დათიკო

მთვრალი ვიყავი მაგ დღეს და... oops.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 19 2009, 12:47 PM

მერკანის უმაგრესი ალბომი. ნუსრატის სიმღერებია დარემიქსებული:

http://www.radikal.ru
http://bin.ge/file/95759/Ecstasy.zip.html

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 5 2009, 10:44 AM

არსებობს ზღვა, რომელიც შორსაა... და მაინც ჩანს...
მასზე ლაპარაკი არ შეიძლება...
და მაინც შეუძლებელია არ ილაპარაკო მასზე...

რუმი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 5 2009, 01:43 PM

ბზრიალა დერვიშები არ გინდათ? biggrin.gif ესეც სუფიზმის ნაწილია : P

http://www.youtube.com/watch?v=3Peh01OvsNE&feature=related

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 5 2009, 01:45 PM

ქევანა

ეგრე ბზრიალი ვცადე... 1 საათი ვიბზრიალე და მერე 2 საათი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ყველაფერი ტრიალებდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 5 2009, 01:50 PM

Atman

ბზრიალსაც ცოდნა უნდა (მე საერთოდ კინაღამ გონება დავკარგე biggrin.gif)

მასეთი მოძრაობით თუ არ ვცდები ტრანსში ვარდებიან .. მაგრამ დაზუსტება არ გვაწყენდა რა არის და რატომ : )

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 5 2009, 01:51 PM

ქევანა

თვეობით უნდა ივარჯიშო რომ შედეგს მიაღწიო... და მარტო ბზრიალი არ გიშველის, ფილოსოფიაც საჭიროა მანდ a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 27 2009, 08:28 PM

ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი

* * *

რაშიგანა ვარ, მორწმუნენო, რომ თავი ჩემი ვერ შემიცვნია!
არც ქრისტეანი ვარ, არც იუდეველი, არც მუსლიმანი.
არც აღმოსავლელი ვარ, არც დასავლელი, არც ზღვიერი, არც მიწიერი.
არც მბრუნავი ცისა ვარ და არც ბუნებისა,
არც მტვრისაგან ვარ, არც წყლისაგან, არც ქარისაგან, არც ცეცხლისაგან...
არცა ჰინდო ვარ, არც ჩინელი, არც ხორასნელი.
არც ამ ქვეყნისა ვარ და არც იმ ქვეყნისა,
სამოთხის და ჯოჯოხეთის მკვიდრიც არ მქვია.
მე არც ადამის ტომთაგანი ვარ და არც ედემის მცხოვრებთაგანი,
ჩემი სამყოფლო უმყოფლობაა, ჩემი კვალი - უნიშანწყლობა.
მე არც სული და არც სხეული არ გამაჩნია, რადგან მიჯნურის ნატამალი ვარ.
მე განვიშორე ორჭოფობა და ერთს ვუჭვრეტ ორსავ სოფელში,
იმ ერთს დავეძებ, ერთს ვცნობ, ერთს ვხმობ, ერთს ვემონები.
იგია პირველყოფილი და უკანასკნელი, იგია ცხადი და დაფარული.
და ამ სოფელში, ჩვენ ორის გარდა, სხვას არვისა ვცნობ.
მე სიყვარულმა დამათრო და ცნობისაგან მიხდილი მაქვს ორივ ქვეყანა,
და მე რინდი ვარ და მებრუვე - სხვა სამანი არ მაბადია.
თუ ჩემი ერთი ამოსუნთქვაც უშენოდ ქმნილა -
დამნანებია მე სიცოცხლე იმავ წამითვე.
და შენთან ერთად რომ მამყოფა მე ერთი წუთით -
ორსავ ქვეყანას გავქელავდი, სიხარულით აროკებული.
ო, შამსი თაბრიზ, მე ამქვეყნად ისე ვარ მთვრალი,
რომ ამის გრადა, საამბობლად სხვა გზა არა მაქვს რა.

(...შენ, ჩემო ღმერთო, ქვეყნად ვერვინ შეგედარება)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: ალექსანდრე გვახარია

* * *

შენ, ჩემო ღმერთო, ქვეყნად ვერვინ შეგედარება,
ასე გულგრილად რად შეჰყურებ ჩემს მწუხარებას?!

შენთა ხელთაა გული ჩემი, კალმად ქცეული,
შენ განმიწესე ტკივილები და ნეტარება.

რასაც მომივლენ, ოდენ იმას უნდა ვუმზირო,
და რაიც შენ გსურს, ჩემს სულს მხოლოდ ის ენატრება.

ზოგჯერ ვკრეფ ეკალს, ზოგჯერ მათრობს ვარდის სურნელი,
ვარდი ვიყავი, ახლა ვიქეც ეკალ-ბარდებად.

უძირო ქვევრში ფერს რომ უცვლი გულებს, უფალო,
ეს ჩემი გულიც, როგორც შენ გსურს, შეფერადდება.

დასაბამს უდებ ყოველივეს და აღასრულებ,
შენ შემეწიე, აღსასრულის დღე რომ დადგება.

თუ მიმეფარვი, უსჯულო ვარ და გიაური,
ოდეს გიხილავ, გული რწმენით გამინათდება.

რაც შენ მიბოძე, იმის გარდა რა მაბადია,
სხვას ან რას ვპოვებ, ანდა რაღა დამეკარგება?!






(...მოდი, უფალო, მოდი, უფალო)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

* * *

მოდი, უფალო, მოდი, უფალო,
ოდეს გარს ზრახვებს მოისევ, მოდი!
ნუ განმიზღუდავ, თავისუფალო,
ნუ განმიზღუდავ, მო, ისევ, მოდი.
მო, ნახე ჩვენი დრტვინვა და შფოთი,
აქ მეტრფეს სატრფო არ სწყალობს "ჰოთი",
მწყურვალნი სხედან მებრუ და ლოთი...
მოდი, სიბრუვის მეუფევ, მოდი!
თავად ხარ ფეხი, თავად ხარ ხელი,
ხარ ყოველ არსთა არსობა მთელი,
შენ ბულბული ხარ მთვრალი და ხელი,
მო, მრავალთაგან რჩეულო, მოდი!
თავად ხარ თვალი, თავად ხარ ყური,
შენ ნებიერნი გიმზერენ შურით,
იოსებს მიეც შენ ხელი ძმური,
მო, ერთგულებას ჩვეულო, მოდი;
ვის ძალუძს, მზერას ხუნდი აჰყაროს
და შეემზეროს სულთა სამყაროს?
მო, მოემზევე ამ ბნელს, ამ ხაროს...
მო, უსახოდ და უნიღბოდ მოდი!
დღის სინათლეთა სხივი შენა ხარ,
ჯავრში თმენა ხარ, ჭირში ლხენა ხარ,
არმურში მთვარის შუქთაფენა ხარ,
მო, გამკითხავო ღრუბელო, მოდი
ეჰა, სიბრძნეო სხვა საბრძანისთა,
შენგან ცხოვრება გადახალისდა!
მარად მაუწყე იყავ ახლის და
წა, ხან იქ წადი, მო, ხან აქ მოდი!
ეჰა, გულს შინა ნაჟღენთო სისხლით,
ჩვენზედ ცარგვალი მოიქცა რისხვით,
ყურძენი გვიმწიფს ჩვენ მისხის მისხით...
მო, ჩაგვიწურე თაღარში, მოდი.
ეჰა, გამშორდი, შმაგო არმურო,
გასწით სევდავ და ვნების ალმურო!...
რად გსურს, ო, გონო, რომ მაღამურო!
მოდი, სიფხიზლის სამყაროვ, მოდი!
ეჰა, მო, სულო გზებდაცვეთილო,
მო, გულო ჩემო, მთლად დაფლეთილო
კარს თუ ვერ ჰპოვებ, ჩემო კეთილო,
მო, მომიმსხვრიე კედლები, მოდი!
ეჰა, წყალობა ცოდვიანს მოე,
ეჰა, მო, ფიქრებს მოესათნოე,
მო, მომევლინე ისე, ვით ნოე,
მო, მოავადის კურნებად მოდი.
შაბაშ, შენ, რაიც იენე სულო,
შაბაშ შენც, სიტყვავ, ენიდან თქმულო!
ხამს ეს ღაღადი მივასასრულო...
მო, უჩქამოდ და უსიტყვოდ მოდი!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 2 2009, 02:05 PM

Who Am I, Poem By Rumi
What is to be done, O Moslems?

for I do not recognize myself.
I am neither Christian, nor Jew, nor Gabr [Magian], nor Moslem.
I am not of the East, nor of the West, nor of the land, nor of the sea;
I am not of Nature's mint, nor of the circling heavens.
I am not of earth, nor of water, nor of air, nor of fire;
I am not of the empyrean, nor of the dust, nor of existence, nor of entity.
I am not of India, nor of China, nor of Bulghar, nor of Saqsin;
I am not of the kingdom of 'Iraqain, nor of the country of Khurasan.
I am not of this world, nor of the next, nor of Paradise, nor of Hell;
I am not of Adam, nor of Eve, nor of Eden and Rizwan.
My place is the Placeless, my trace is the Traceless;
'Tis neither body nor soul, for I belong to the soul of the Beloved.
I have put duality away, I have seen that the two worlds are one;
One I seek, One I know, One I see, One I call.

....RUMI.

ვინ ვარ მე?-რუმის პოემა

რა არის გასაკეთებელე მუსლიმანო?

რამეთუ ვერ ვცნობ თავს:
არც ქრისტიანი ვარ, არც იუდეველი, არც მაგი და არც მუსლიმანი.
არც აღმოსავლეთის ვარ, არც დასავლეთის, არც მიწის და არც ზღვის;
არც ბუნების ვარ და არც ზეცის;
არც მიწის ვარ, არც წყლის, არც ჰაერის და არც ცეცხლის;
არც ზეციური ვარ, არც მტვრის, არც არსებული ვარ და არც რაიმე ვარ;
არც ინდოელი ვარ, არც ჩინელი, არც ბულგარი ვარ და არც საქსინელი;
არც ერაყის სამეფოს ვეკუთვნი და არც ქურაზანს;
არც ამ სამყაროსი ვარ და არც მომდევნოსი, არც სამოთხის და არც ჯოჯოხეთის;
არც ადამის ვარ და არც ევასი, არც ედენის და არც რიზვანის;
ჩემი ადგილი უადგილოა, ჩემი გზა უგზოა;
არც სხეული ვარ და არც სული, რამეთუ მე ვეკუთვნი სიყვარულის* (საყვარელის) სულს.
მე დავასრულე დუალობა; მე დავინახე ორი სამყარო როგორც ერთი;
ერთს ვეძებ, ერთი ვიცი, ერთს ვხედავ და ერთს ვამბობ.






(...მოდი, უფალო, მოდი, უფალო)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

* * *

მოდი, უფალო, მოდი, უფალო,
ოდეს გარს ზრახვებს მოისევ, მოდი!
ნუ განმიზღუდავ, თავისუფალო,
ნუ განმიზღუდავ, მო, ისევ, მოდი.
მო, ნახე ჩვენი დრტვინვა და შფოთი,
აქ მეტრფეს სატრფო არ სწყალობს "ჰოთი",
მწყურვალნი სხედან მებრუ და ლოთი...
მოდი, სიბრუვის მეუფევ, მოდი!
თავად ხარ ფეხი, თავად ხარ ხელი,
ხარ ყოველ არსთა არსობა მთელი,
შენ ბულბული ხარ მთვრალი და ხელი,
მო, მრავალთაგან რჩეულო, მოდი!
თავად ხარ თვალი, თავად ხარ ყური,
შენ ნებიერნი გიმზერენ შურით,
იოსებს მიეც შენ ხელი ძმური,
მო, ერთგულებას ჩვეულო, მოდი;
ვის ძალუძს, მზერას ხუნდი აჰყაროს
და შეემზეროს სულთა სამყაროს?
მო, მოემზევე ამ ბნელს, ამ ხაროს...
მო, უსახოდ და უნიღბოდ მოდი!
დღის სინათლეთა სხივი შენა ხარ,
ჯავრში თმენა ხარ, ჭირში ლხენა ხარ,
არმურში მთვარის შუქთაფენა ხარ,
მო, გამკითხავო ღრუბელო, მოდი
ეჰა, სიბრძნეო სხვა საბრძანისთა,
შენგან ცხოვრება გადახალისდა!
მარად მაუწყე იყავ ახლის და
წა, ხან იქ წადი, მო, ხან აქ მოდი!
ეჰა, გულს შინა ნაჟღენთო სისხლით,
ჩვენზედ ცარგვალი მოიქცა რისხვით,
ყურძენი გვიმწიფს ჩვენ მისხის მისხით...
მო, ჩაგვიწურე თაღარში, მოდი.
ეჰა, გამშორდი, შმაგო არმურო,
გასწით სევდავ და ვნების ალმურო!...
რად გსურს, ო, გონო, რომ მაღამურო!
მოდი, სიფხიზლის სამყაროვ, მოდი!
ეჰა, მო, სულო გზებდაცვეთილო,
მო, გულო ჩემო, მთლად დაფლეთილო
კარს თუ ვერ ჰპოვებ, ჩემო კეთილო,
მო, მომიმსხვრიე კედლები, მოდი!
ეჰა, წყალობა ცოდვიანს მოე,
ეჰა, მო, ფიქრებს მოესათნოე,
მო, მომევლინე ისე, ვით ნოე,
მო, მოავადის კურნებად მოდი.
შაბაშ, შენ, რაიც იენე სულო,
შაბაშ შენც, სიტყვავ, ენიდან თქმულო!
ხამს ეს ღაღადი მივასასრულო...
მო, უჩქამოდ და უსიტყვოდ მოდი!




(...რაშიგანა ვარ, მორწმუნენო, რომ თავი ჩემი ვერ შემიცვნია!)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი

* * *

რაშიგანა ვარ, მორწმუნენო, რომ თავი ჩემი ვერ შემიცვნია!
არც ქრისტეანი ვარ, არც იუდეველი, არც მუსლიმანი.
არც აღმოსავლელი ვარ, არც დასავლელი, არც ზღვიერი, არც მიწიერი.
არც მბრუნავი ცისა ვარ და არც ბუნებისა,
არც მტვრისაგან ვარ, არც წყლისაგან, არც ქარისაგან, არც ცეცხლისაგან...
არცა ჰინდო ვარ, არც ჩინელი, არც ხორასნელი.
არც ამ ქვეყნისა ვარ და არც იმ ქვეყნისა,
სამოთხის და ჯოჯოხეთის მკვიდრიც არ მქვია.
მე არც ადამის ტომთაგანი ვარ და არც ედემის მცხოვრებთაგანი,
ჩემი სამყოფლო უმყოფლობაა, ჩემი კვალი - უნიშანწყლობა.
მე არც სული და არც სხეული არ გამაჩნია, რადგან მიჯნურის ნატამალი ვარ.
მე განვიშორე ორჭოფობა და ერთს ვუჭვრეტ ორსავ სოფელში,
იმ ერთს დავეძებ, ერთს ვცნობ, ერთს ვხმობ, ერთს ვემონები.
იგია პირველყოფილი და უკანასკნელი, იგია ცხადი და დაფარული.
და ამ სოფელში, ჩვენ ორის გარდა, სხვას არვისა ვცნობ.
მე სიყვარულმა დამათრო და ცნობისაგან მიხდილი მაქვს ორივ ქვეყანა,
და მე რინდი ვარ და მებრუვე - სხვა სამანი არ მაბადია.
თუ ჩემი ერთი ამოსუნთქვაც უშენოდ ქმნილა -
დამნანებია მე სიცოცხლე იმავ წამითვე.
და შენთან ერთად რომ მამყოფა მე ერთი წუთით -
ორსავ ქვეყანას გავქელავდი, სიხარულით აროკებული.
ო, შამსი თაბრიზ, მე ამქვეყნად ისე ვარ მთვრალი,
რომ ამის გრადა, საამბობლად სხვა გზა არა მაქვს რა.



(...ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

* * *

ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი,
ეს შენ ხარ მხოლოდ მესაკრავე, შენია ჰანგი.
ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი ლიტონი სტვირი,
ეს შენ ქვითინებ ჩვენს სხეულში და ჩვენში სტირი.
ჩვენ აბა რა ვართ, - მთა ვართ მხოლოდ, რა უნდა გვექოს,
ეს შენ ხმიანობ და ჩვენც შენი აგვიდის ექო.
ლომნი ვართ, მაგრამ დროშის ფრთებზე ვმძლავრობთ და ვმარდობთ,
გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ, და ეს ვართ მარტო...
ჩვენ რატომ გვიმზერ, როცა შენთან ესოდენ ვსხვაობთ,
შენს თავს შეხედე, სიუხვის და სიკეთის ზღვაო!

საზრიანი სულელი
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

იგავი

საზრიანი სულელი

არაბს ტომრის ორი ცალი,
პირთამდე რომ იყო სავსე,
აქლემისთვის აეკიდა
და მოჰქონდა გზაზე ასე.
ვიღაც კაცი დაემგზავრა, -
ღარიბს ჰგავდა შესახედად, -
არაბს ტკბილად უსალამა,
არც არაბი ეთავხედა.
აქეთურზე, იქითურზე
ისაუბრეს ასე დიდხანს.
- ამ ტომრებით რა მოგაქვსო? -
ბოლოს მგზავრმა არაბს ჰკითხა.
- ხორბალი მაქვს ერთში, ძმაო,
მეორით კი ქვიშა მომაქვს.
- ქვიშა? ტომრით ქვიშის თრევა
რა ეშმაკმა მოგანდომა?
- მაშ, რა მექნა, ცალ ტომარას
აქლემს როგორ ავკიდებდი!
- სრულ ჭკუაზე ვერ ხარ, ძმაო,
როგორც ახლა გაკვირდები.
- იქნებ გზაში დამეყარა
ანდა სადმე გამეყიდა!
- ორად უნდა გაგეყო და
აქეთ-იქით დაგეკიდა.
- ბიჭოს, ეს რა ჭკვიანურად
მოიფიქრე ახლა შენო.
ეს რა კარგი რამ მასწავლე,
მამაღმერთმა აგაშენოს!
მოდი, უკან შემომიჯექ,
ვისაუბროთ გზაში ტკბილად,
ბრძენკაცივით მსჯელობ, თუმცა
მოყმე ჩანხარ ჩემი კბილა.
ვინ ხარ, ძმაო, სადაური,
რა კაცი ხარ, ერთი მითხარ,
ასე ჭკუით დატენილი
მეფე ხარ თუ ვეზირი ხარ? -
მგზავრს ამაზე გაეცინა,
არაბს მეტი არ აცალა:
- რისი მეფე, რა ვეზირი,
ბოგანო ვარ მაწანწალა.
- საქონელი რაერთი გყავს,
ან აძოვებ რამდენ აქლემს?
- რა აქლემზე მეუბნები,
მოიხედე, კაცო, აქეთ, -
ერთი ვინმე გლახაკი ვარ,
ტიტველი და ძონძიანი,
ღმერთმა ასე მომისაჯა
სხვის კარდაკარ წოწიალი.
- ფული მაინც რამდენი გაქვს
შავი დღისთვის შენახული, -
რა ფერია, არ მინახავს
თავლით ფარაც გახვრეტილი.
ვმათხოვრობ და სულს ვიბრუნებ
მშიერი და გაღლეტილი.
ის არაბი იმ მათხოვარს
დააკვირდა მაშინ კარგად.
(ბიჭოს, მართლაც ღვთის გლახაა,
შეძლებულ კაც მართლა არ ჰგავს):
- წადი, თავი დამანებე,
ვიღაცა ხარ, მომწყდი იქეთ!
ეს რა ბოთე რამ ყოფილხარ,
მე კი ჭკუა როგორ გიქე!
მე მიხვედრა არ მაქვს დიდი,
ხორბლის ცალად ვათრევ ქვიშას,
მაგრამ შენთან შედარებით,
როგორც ვატყობ, არა მიშავს.
რაც ვარ, მასზე ლენჩი ვიყო
და ქონება მქონდეს, ვარჩევ,
ვიდრე ვიყო მიხვედრილი
და შენსავით გლახად დავრჩე!










(...ჰეი, რომელნიც ეძიებთ უფალს)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

* * *

ჰეი, რომელნიც ეძიებთ უფალს
სადღაც თქვენს მიღმა, სადღაც თქვენს იქით,
ვერსად იპოვით სხვაგან, რამეთუ
თქვენშია იგი, თქვენშია იგი.

თუ არაფერი არ დაგიკარგავთ,
ფუჭი ძიება რისთვის გარგიათ.
რატომღა უხმობთ, რატომღა ეძებთ
მას, რაც აროდეს არ დაგკარგვიათ.

თქვენ ხართ სახელი, თქვენა ხართ ასო,
თქვენა ხართ სიტყვა, თქვენა ხართ წიგნი
და ზეციერი მოციქულებიც
თქვენა ხართ მხოლოდ, თქვენსავე შიგნით.

თქვენა ხართ მოსე და მკლავი მისი,
თვით სასწაული და საოცრება,
თქვენ ხართ იესო, ცათა სიმაღლე
და ქრისტეანი ბერის ოცნება.

თქვენ ხართ მგზავრი და თქვენვე მეგზური
და ყოველივე თქვენში ცხადდება,
თქვენ ხართ ღვთაების არსების ახსნა,
გარდმოვლენა და გამოცხადება.

ხან ხართ ღვთაებრივ სახეთა ხილვა,
ხან მოამბენი ხართ მიწიერი.
ხან ფერი გაძევთ მღვრიე ნალექის,
ხან გაცისკროვნებთ შუქი ძლიერი.

იყუჩეთ, თქვენსავ სენაკს დასჯერდით
და გარე-გარე ნუ იარებით,
რამეთუ თქვენ ხართ სადგომი ღვთისა,
მის დიდ სიყვარულს ნაზიარები.

თქვენ ხართ არსიც და მისი ნიშანიც,
ზეცა და მიწა, მყიფე და მყარი.
მარადისობის არსი თქვენა ხართ
თვითონ სიკვდილის გარეშე მდგარი.

თუ გსურთ, რომ იგრძნოთ მიჯნურის ღაწვი
და ღვთაებრივი ისმინოთ ჰანგი,
გააპრიალეთ სარკე სულისა,
ჩამოაშორეთ ჭუჭყი და ჟანგი.

რაც გეუბენით, იგი ყოველი
თქვენგნითვე ვცან და ვიჭეშმარიტე,
ამ არსებობით მოარსებენო,
სიუხვის თქვენსას სიტყვა არ იტევს.

მიწის წიაღით ზეცაღა მიღმა
განფენილია საუფლო თქვენი,
ხართ სიმაღლეთა გარდამეტება
გამოუთქმელი გონით და ენით.

ჭეშმარიტებით შტანაგონები
ის, რაიც რუმის ბაგეთგან ითქვა,
თქვენ ძალგიძთ ახსნათ და შეიმეცნოთ
ყოველი აზრი, ყოველი სიტყვა.

შამსე თაბრიზი თუ კი მეუფებს
სულის მეოხად, ბნელის ყადაღად,
დიდსულოვნების მაძიებელნო,
მოდით, სადა ხართ! მოდით, სადა ხართ!

(...ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

* * *

ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ,
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ.
სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი?
ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ.

ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა,
მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ.
მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი,
რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ.

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Nov 2 2009, 03:21 PM

ციტატა
Нужно, чтобы целью странника на Пути аскезы и подвижничества не был поиск Бога, ибо Он присутствует во всём и нет нужды Его искать, бытие всего - от Него, вечность всего - в Нём, и возвращение всего - к Нему, более того, само всё - это Он. Следует знать и другое: цель Пути не в том, чтобы стремиться к чистоте и доброму нраву, и не в том, чтобы стремиться к знанию и познанию, и не в стремлении к явлению света, и не в том, чтобы стремиться к открытию тайн. Каждый относится к одной из человеческих ступеней, и путнику, когда взойдёт на некую ступень, сама явится та вещь, которая свойственна той ступени, хочет он того или нет.


მომიტევეთ, ბევრი არ წამიკითხავს, მაგრამ ამ პატარა ციტატიდან ნათლად, ჩანს რომ აქ საუბარია ყოფიერების მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე მორალის კუთხიდან, აქ არავინ არაფერს ამბობს გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაზე და სრულიად უგულებელყოფილია "მიზანი" აქტივობისა.. აღსანიშნავია, რომ აქ საუბარი (ყველაზე საინტერესო ნაწილი ყოველ შემთხვევაში) იწყება "მიზნის" ძიებით:
ციტატა
Следует знать и другое: цель Пути не в том, чтобы

მსჯელობა ლოგიკური უარყოფით ვითარდება, მაგრამ გვაინტერესებს დანასკვი, აი, რას ვღებულობთ ბოლოს:
ციტატა
Каждый относится к одной из человеческих ступеней, и путнику, когда взойдёт на некую ступень, сама явится та вещь, которая свойственна той ступени, хочет он того или нет.

უკაცრავად, მაგრამ მიზანი გამოდის კიბეზე შედგომა და ყველას მიეზღვებაო საფეხურის (და საქციელისაც ალბათ) შესაბამისად... კარგი მოსაზრებაა, მაგრამ ის ვერანაირად ვერ იქნება გაგებული როგორც "მიზანი"...
მიზნის ამგვარი დაჩიავება ჩემი აზრით ეგზისტენციალიზმის ნაირსახეობაა და მეტი არაფერი.
ციტატა
Нужно, чтобы целью странника на Пути аскезы и подвижничества не был поиск Бога

ღმერთის ძიება საკუთარ თავში, ვფიქრობ უპირველესი ამოცანაა და სულ ტყუილად დააჩიავა ციტატის ავტორმა ეს "მიზანი", მითუმეტეს რომ ბოლოს გაექცა მასზე პასუხს და ფაქტიურად ლოგიკურ ჩიხშიც აღმოჩნდა..

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 2 2009, 05:30 PM

xokaido

ციტატა
უკაცრავად, მაგრამ მიზანი გამოდის კიბეზე შედგომა და ყველას მიეზღვებაო საფეხურის (და საქციელისაც ალბათ) შესაბამისად


არა, მიეზღვევა არა smile.gif

თითოეული მათგანი შეგხვდება ამ საფეხურებზე თავისთავად....

და მიზანი კიბეზე შედგომა არაა, კიბე ეს გზაა.. უბრალოდ გზა არის კიბისებური a075.gif


ჩემი აზრით ლოგიკური ჩიხი არაა : )

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Nov 2 2009, 05:53 PM

ქევანა
გეთანხმები რომ კიბე არის გზა (ორივე გაგებით - პირდაპირი და ირიბითაც)..
ანუ ეს არის გზა მიზნისაკენ, მაშინ როდესაც ჩემს მიერ მოყვანილ ციტატაში
ნათლად ჩანს რომ კიბე არის მიზანი...
აქვე ციტატა:

ციტატა
цель Пути не в том, чтобы стремиться к чистоте и доброму нраву, и не в том, чтобы стремиться к знанию и познанию, и не в стремлении к явлению света, и не в том, чтобы стремиться к открытию тайн. Каждый относится к одной из человеческих ступеней, и путнику, когда взойдёт на некую ступень, сама явится та вещь, которая свойственна той ступени, хочет он того или нет.

მსჯელობა:
ციტატა
цель Пути не в том, чтобы стремиться к чистоте и доброму нраву, и не в том, чтобы стремиться к знанию и познанию, и не в стремлении к явлению света, и не в том, чтобы стремиться к открытию тайн.

და დანასკვი:
ციტატა
Каждый относится к одной из человеческих ступеней, и путнику, когда взойдёт на некую ступень, сама явится та вещь, которая свойственна той ступени, хочет он того или нет.

ლოგიკური უარყოფით ავტორი გვაცნობს "რა არ არის მგზავრობის მიზანი" და ბოლოს აკეთებს დანასკვს - "რა არის"... ანუ მიზანია კიბეზე დგომა.. ესეც ლოგიკური ჩიხი.. ;-)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 2 2009, 06:03 PM

xokaido

ციტატა
და დანასკვი:


და რატომ ასკვნი რომ ეგ დანასკვია?

ეგეც მსჯელობაა, ოღონდ ახნსნითი, ანუ გაშალა და ახსნა : )

ციტატა
ბოლოს აკეთებს დანასკვს - "რა არის"

მაგას ბოლოში არ აკეთებს, არამედ მთლიანობაში აკეთებს.. : D

უნდა იცოდე რას არ მიაქციო ყურადღება, რომ გამოჩნდეს და დაინახო ის რასაც უნდა მიაქციო ყურადღება : )

მაგრამ ვხედავ შენი მიზანი ღმერთის ძიებაა, ასეა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Nov 2 2009, 07:27 PM

ქევანა

ციტატა
მაგრამ ვხედავ შენი მიზანი ღმერთის ძიებაა, ასეა?

ჩემი მიზანია ვიყო მართლმადიდებელი!...
მონათლული ვარ მხოლოდ, მეტი არაფერი...
მინდა ვიყო მართლმადიდებელი, ჭეშმარიტი და ნამდვილი...
ციტატა
მაგას ბოლოში არ აკეთებს, არამედ მთლიანობაში აკეთებს.. : D

ბოდიშს ვიხდი გულწრფელად ასეთი მომართვისათვის, მაგრამ თქვენ ლოგიკას როგორც
მეცნიერულ დისციპლინას იცნობთ?..
მე პირადად ზედმეტად ვარ ჩაფლული ლოგიკაში..
ვიცნობ მსჯელობების ტიპებს, კატეგორიებს, ამომწურავად ვიცი მათი სტრუქტურა და
აგებულება... მათემატიკა-პროგრამირებასთანაც ძალიან ახლოს ვარ (ფუნდამენტი ამათიც
ლოგიკაა)...
ციტატა
ეგეც მსჯელობაა, ოღონდ ახნსნითი, ანუ გაშალა და ახსნა : )

მსჯელობა "ახსნითი" უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში...
ფორმალური და მათემატიკური ლოგიკა არ იცნობს "ახსნითი" მსჯელობის არც ერთ შემთხვევას
(მითუმეტეს დიალექტიკური ლოგიკა)... აქ იყო ტიპიური "უარყოფითი" მსჯელობა, როცა ავტომრა იმით დაიწყო რა არ არის "მიზანი" და შემდგომ შემოგვთავაზა თAვისი ვარიანტი (რომელიც კატასტროფულად უსუსურია)...
ამიტომ მე ვეცადე აქ აზრი გამეშალა და მეჩვენებინა, რომ წინადადება (უფრო სწორი
იქნება - შინაარსი) აქ არის მცდარი... მე მგონია, რომ ძალიან ნათლად ვაჩვენე ეს, ვწუხვარ თუ ვერ მოვახერხე ეს და ამ შინაარსის სიმცდარე ვერ დაგანეთ თქვენც...
მომიტევეთ, მე მეტს აღარ დავპოსტავ ამ თემაში...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 2 2009, 08:02 PM

xokaido
არა, საბოდიშო არაფერია თქვენს ამ პოსტში, ნუ ღელავთ

ციტატა
აგრამ თქვენ ლოგიკას როგორც
მეცნიერულ დისციპლინას იცნობთ?..


კი ვიცნობ, მაგრამ ღრმად არა : )

მოფილოსოფოსო ელემენტი ვარ

ციტატა
მომიტევეთ, მე მეტს აღარ დავპოსტავ ამ თემაში...

არა რატომ.. განა ასეთი აგრესიული ვჩანვარ? biggrin.gif sad.gif


პ.ს. გინდათ ცალკე თემა ლოგიკა გავხსნათ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Nov 2 2009, 08:08 PM

ქევანა
კაი, დავარღვევ ჩემს პირობას, გავხსნათ მაშინ ახალი თემა ლოგიკაზე...
მე მაქვს მოსაზრებები რაღაც, საინტერესო იქნება თუ მოვა ის თანხმობაში დანარჩენ ფორუმელების შეხედულებებთან.. :-)

ციტატა
არა რატომ.. განა ასეთი აგრესიული ვჩანვარ?

არა, არა, ნამდვილად არა..
მე სულ სხვა მოსაზრებით ვაპირებდი (და მგონი ვაპირებ კიდეც) შევწყვიტო დისკუსია ამ თემაზე:
მგონია, რომ ამომწურავად ჩამოვაყალიბე აზრი და აღარ უნდა მჭირდებოდეს დამატებითი განმარტებები... :-)

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 3 2009, 08:27 AM

მირზაკარიმ ნორბეკოვი (მთლად სუფი არაა მაგრამ...):
აუდიო-გადაცემების კრებული:
http://bin.ge/file/94969/Mirzakarim-torrents-ru-.zip.html

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 3 2009, 02:36 PM

წინასწარმეტყველი
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
თარგმანი ინგლისურიდან - დავით-დეფი გოგიბედაშვილი

http://www.lib.ge/body_text.php?4488

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 4 2009, 12:05 PM

Atman

ვა ოშო მოგწონს? რეები გაქვს წაკითხული მაგ ჭეშმარიტად დიდი ფილოსოფოსის და მისტიკოსის? smile.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 4 2009, 12:29 PM

”ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.”
”ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”
”რასაც არ უნდა ეძებდეთ თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.”
”ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია ვიდრე ნახევრად სიმართლე.”
”გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა.”
”აღმოჩენის გასაკეთებლად აგრესიული გონებაა საჭირო.”
”აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.”
”როდესაც ადამიანი ტრანსფორმაციას განიცდის იგი საკუთარი თავის მამა ხდება.”
”ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.”
”რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი მით უფრო ხან მოკლეა მისი სიყვარული.”
”ბიზნესი საზიზღარი და აუცილებელი ბოროტებაა სამყაროში.”
”იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.”


ოშო

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Nov 4 2009, 12:30 PM

Atman
ეს მარტო ოშოს აზრია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 4 2009, 12:32 PM

Atman

მაგ ფრაზები ამოგლეჯილია მისი ნაშრომებიდან და საუბრებიდან, თუმცა ბევრი მათგანი არ შემხვედრია...

კარგი იქნება თუ პირადად ნაშრომებს და საუბრებს/ქადაგებებს გაეცნობი მისას და მერე წინადადებებს. smile.gif

აიღე "მდოგვის მარცვალი", ასე ქვია მის ეგზეგეზას თომას სახარებისა, ძალიან კარგი ნაშრომია. smile.gif

პ.ს. ქორწინებას რაც შეეხება, იუთუბზე ნახე მისი საუბარი ქორწინებაზე, მანდ აღწერს ძალიან კარგად მის აზრს იმაზე რომ - ქორწინება მოძველდა უკვე და აღარ უნდა ხდებოდეს...

მაშინ უკეთ გაიგებ მის აზრს და არა მაგ ფრაზებიდან. smile.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 4 2009, 02:18 PM

ციტატა
ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”

უჰუჰუუჰუუ biggrin.gif
არ შეწვა ერთ ტაფაში ყველა biggrin.gif
რ-ოშ-ვ-ო-ლოგია biggrin.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Nov 4 2009, 02:44 PM

ციტატა
ოშო


დავწერდი რას ვფიქრობ ამ ადამიანზე, მაგრამ შემდეგ მოჰყვება დავიდარობა, ამიტომ გავუფრთხილდები ზოგიერთის "რელიგიურ" გრძნობებს biggrin.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 4 2009, 02:46 PM

აპოლოგეტიკაში ჩაგვახუტე ეგ ნააზრევი სიკვდილ smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 4 2009, 05:39 PM

ციტატა(death @ Nov 4 2009, 03:44 PM) *

დავწერდი რას ვფიქრობ ამ ადამიანზე, მაგრამ შემდეგ მოჰყვება დავიდარობა, ამიტომ გავუფრთხილდები ზოგიერთის "რელიგიურ" გრძნობებს biggrin.gif


მოდი გელოდებით, როგორც იტყვიან: Bring it on! biggrin.gif tongue.gif

ოშომ ბევრი რამ მასწავლა მე პირადად და ბევრ რამეზე სხვანაირად დამაფიქრა, მიუხედავად იმისა რომ მის ზოგ იდეას არ ვეთანხმები, მაგ იდეებმაც კი ჩემზე დიდ გავლენა მოახდინა...

ეხლა გისმენ. smile.gif

პოსტის ავტორი: Doc თარიღი: Nov 4 2009, 09:56 PM

მერკან დედე ბმული არ მუშაობს. შეგიძლია ახლიდან დადო?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 08:15 AM

Doc

http://www.radikal.ru
http://www.link.ge/file/293950/1999---Journeys-Of-A-Dervish.zip.html

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 08:49 AM

მერკანის უმაგრესი ალბომი. ნუსრატის სიმღერებია დარემიქსებული:

http://www.radikal.ru
http://bin.ge/file/95759/Ecstasy.zip.html

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 12:43 PM

მერკან დედე - Nefes

http://www.radikal.ru
http://bin.ge/file/95790/2006---Nefes.zip.html

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 04:13 PM

ხოოო დავბრუნდი ახალი ფორმატით და მეკამათოს ვისაც უნდა biggrin.gif

Otherguy როგორც ვატყობ კარგად იცნობს ოშოს.


death

ციტატა
დავწერდი რას ვფიქრობ ამ ადამიანზე, მაგრამ შემდეგ მოჰყვება დავიდარობა, ამიტომ გავუფრთხილდები ზოგიერთის "რელიგიურ" გრძნობებს


მიყვარს დავიდარაბა და მითუმეტეს "ოშოს" ფანიც რომ ვიყო მაინც გამიხარდებოდა, იმიტომ რომ ოშოც დავიდარაბის და კამათის მოყვარული იყო biggrin.gif

ასე რომ მიდი დაფქვი მაქსიმალურად შენი შეხედულება ოშოზე a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 13 2009, 05:26 PM

ძალიან მაგარი სუფისტური წიგნი ვიპოვე!

Хазрат Инайят Хан (1882-1927)

Гайян ( 1923)

http://www.futura.ru/hazrat/index_007.htm

გირჩევთ გაეცნოთ a075.gif

Бог - ответ на каждый вопрос.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 13 2009, 05:39 PM

ციტატები ამ წიგნიდან:

Какой бы путь ты не выбрал
правильный или нет,
знай что всегда позади
есть могущественная рука, чтобы помогать тебе.


О, миротворец,
прежде чем пытаться установить
мир во всем мире,
сначала установи мир внутри себя.

Обопрись на доверие к Богу
и зри его скрытую руку
действующую сквозь все источники.


Скромность моя!
Ты вуаль на моем тщеславии.


Мое смирение!
Ты есмь сама суть моего тщеславия.

Тщеславие!
И святой и грешник пьют из твоей чаши.

Мой возлюбленный идеал!
Покуда я искал Тебя на земле,
Не ты ли смеялся надо мною в небесах?

Мое воображение, что ты?
Я поток который питает фонтан твоего ума.

Ад и рай это материальное проявление
желательных и неприятных мыслей.

Истина, это божественное наследие
находящееся в глубине каждого человеческого сердц

Бог, понятный человеку, создан самим человеком;
но то что лежит за пределами его понимания есть реальность.

Чем теснее приближаешься к реальности
тем ближе подходишь к единству.

Человек ищет чудес.
Если бы он только видел, как чудесно сердце человека!


პოსტის ავტორი: Doc თარიღი: Nov 13 2009, 09:02 PM

Atman
გმადლობ. ისე რო იცოდე მოსკოვის კლუბებში პოპულარულია.
ეს არ მუშაობს sad.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 14 2009, 07:13 AM

Doc

რომელი არ მუშაობს? ჩემთან ორივე ლინკი მუშაობს, ალბათ შენი ნეტის ბრალია.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 17 2009, 11:06 AM

Atman

ციტატა
О, миротворец,
прежде чем пытаться установить
мир во всем мире,
сначала установи мир внутри себя.

ეს კარგია! smile.gif
ციტატა
Скромность моя!
Ты вуаль на моем тщеславии.

ესეც

ციტატა
Бог, понятный человеку, создан самим человеком;
но то что лежит за пределами его понимания есть реальность.

ეს უძლიერესია!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 17 2009, 11:38 AM

დათიკო

http://www.futura.ru/hazrat/index_007.htm

მთლიანი ტექსტი წაიკითხე a075.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 18 2009, 03:43 PM

Atman

ციტატა
მთლიანი ტექსტი წაიკითხე

ვნახე ეგ საიტი. ზევითაც გაქვს დაპოსტილი და რამდენიმე ადგილი გადავიკითხე უკვე.
საინტერესო რამეა.
თუმცა, მე მხოლოდ რამდენიმე ამონარიდმა დამაინტერესა. smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 18 2009, 04:00 PM

დათიკო

ციტატა
თუმცა, მე მხოლოდ რამდენიმე ამონარიდმა დამაინტერესა.


ანუ იმან რაც შენმა გულის სარკემ აირეკლა smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 22 2009, 03:49 AM

Atman

ციტატა
ანუ იმან რაც შენმა გულის სარკემ აირეკლა

ო, რა პოეტურია biggrin.gif
სხვა ფრაზებიც კარგი იყო, მაგრამ ისინი ჩემთვის ბანალური და ყოველდღიურია, ანუ ხშირად ვხვდები სხვადასხვა ადგილებში. აი ეს რამდენიმე კი ორიგინალური იყო, თან ლამაზად ნათქვამი და ამიტომ მომეწონა. smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 05:23 PM

ეს ატმანისგან biggrin.gif

Баба Азиз
Bab'Aziz
Год выпуска: 2005
Страна: Германия, Франция, Великобритания, Швейцария, Иран, Венгрия, Тунис
Жанр: Драма
Продолжительность: 01:35:38
Перевод: Субтитры
Русские субтитры: есть (отдельным файлом, в папке с фильмом)
Режиссер: Насер Хемир / Nacer Khemir

В ролях: Парвиз Шахинхо, Марьям Хамид, Нессим Кахул, Мохаммед Грайя, Гульшифте Фарахани, Хоссейн Панахи
Описание: Два человека, затерянные в океане песка. Иштар, веселая маленькая девочка, и ее дед, Баб Азиз, слепой дервиш. Их цель – великое воссоединение дервишей, которое происходит каждые тридцать лет. Но узнать, где это произойдет, каждый пытается исходя из своей веры. Каждый должен услышать бесконечную тишину пустыни своим сердцем. Пока они пересекают безграничное пространство пустыни по обжигающим пескам, они встречаются с другими людьми. Осман, страдающий по прекрасной девушке, которую он нашел на дне колодца… Зайд, чьи песни воспевают восхитительную красавицу. которую он потерял… Тут и Принц, который отказался от своего королевства, чтобы стать дервишем – древняя легенда, которую Баб Азиз рассказывает Иштар, пока они преодолевают тяжелый путь. Пустыня – друг дервиша, однако, в течение всего времени она не открывает Баб Азизу секрета: места сбора. Пожилой мужчина в последний раз целует внучку, прежде чем отправить ее с Зайдом в буйство красок и волшебные звуки сбора. А для Баб Азиза настало время слиться с песками, став частью множества преданий и легенд, которые витают над пустыней, как мечта, и другая мечта, и еще, и еще, и так до бесконечности, подобно песчинкам в пустыне. Насер Хемир создал щемящую поэму о неудержимом наступлении зыбких песков Ирана и Туниса.
7.4/10
Качество: DVDRip
Формат: AVI
Видео: 704x368 (1.91:1), 25 fps, XviD MPEG-4 ~1805 kbps avg, 0.28 bit/pixel
Аудио: 48 kHz, AC3 Dolby Digital, 2/0 (L,R) ch, ~224.00 kbps avg (оригинальный, арабский)

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


ფილმი დერვიშებზე. გირჩევთ ყველას რომ ნახოთ. ულამაზესი ფილმია, თან ძალიან უბრალო და ღრმა. ენა არაბულია, რუსული სუბტიტრები მოყვება, ტექსტი ცოტაა და ადვილი საყურებელია a075.gif სამწუხაროდ რუსული გახმოვანებით არ დევს არსად.

გადმოსაწერი ლინკი:
http://www.allshares.ge/download.php?id=7DFD122A17

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 4 2010, 09:38 AM

დოკუმენტური ფილმი სუფიურ მუსიკაზე:

http://www.vedamedia.ru/nauchno-populyarnye-filmy/dusha-sufiya-misticheskaya-muzyka-islama

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 15 2010, 10:15 PM

სუფი ფართი! biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=c_1nCl-RzOQ&feature=related

ეს სიმღერა მე მომიძღვნეს biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=opBrZJgbSSk&feature=related

პოსტის ავტორი: taam თარიღი: Jan 3 2011, 04:16 PM

შეგიძლიათ bab'aziz განახლებული ლინკი დადდოთ გადმოსაწერაად. ძაააალიან გთხოვთ jump.gif

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Apr 12 2012, 03:44 PM

სამშაბათს სუფი შეიხი იყო ჩამოსული თბილისში და მის ლექციას დავესწარი. ერთ-ერთი კითხვა რინდებზე დაუსვეს. "რინდები" დაახლოებით ქრისტიანი სალოსების მსგავსი სუფიები არიან, რომლებსაც ვერ გაუგებ რას აკეთებენ, ხშირად მემთვრალეებსაც უწოდებდნენ smile.gif

ისიც ახსენეს, რომ ლაშა გიორგი ხშირად "გლახათ დაძვრებოდა" რინდებთან და ხომ არ გსმენიათ ამაზე რაიმე?


აგერ ვიპოვე ინფორმაცია:



რინდები

მაშრიყით მაღრიბამდე


რინდებს თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ აღმოსავლეთის ისტორიაში. ისინი ხშირად გვხვდებიან აგრეთვე აღმოსავლური პოეზიის ფურცელებზე. ქარველი მკითხველისთვის უცნობი როდია მათი სახელი. რინდების ვინაობა სხვადასხვა ასპექტით არის გაშუქებული როგორც ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში (ი. ჯავახისვილი, ვ. გაბაშვილი, ე. ჯაველიძე), ასევე _ მხატვრულ ლიტერატურაში (,,ლაშარელა"). მაგრამ საკითხი ამოწურულად არ შეიძლება ჩაითვალოს და კვლავ იმსახურებს ყურადღებას, დაინტერესება რინდების ასავალ-დასავალით სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობენ ,,ქართლის ცხოვრების" ერთ ფრიად საგულისხმო ეპიზოდში.ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს ლაშა-გიორგის შესახებ: ,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და წესთა მასწავლელნი, შეიყუარნა თანამოსაჰაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ ესეოდენ უსახურებად მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღვინისა თაფლუჭისა, ტფილისს მყოფი, წარიყვანეს რ ი ნ დ თ ა თანა, რათა მუნ განძღონ სიბილწე თვისი. ხოლო რ ი ნ დ ნ ი, მეფისა მისლვასა არ მგონებელნი და ღვინით უცნობო-ქმნილნი, ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს".ჯამთააღმწერლის მიხედვით, ამ ეპიზოდს ის მოჰყვა შედეგად, რომ საქართველოს სამეფოს დიდებულებმა, და განსაკუთრებით_ივანე მხარგრძელმა და ვარამ გაგელმა, მკაცრი ულტიმატუმი წაუყენეს ლაშა-გიორგის: ვეღარ მოვითმენთ შენს მეფობას, თუ ,,ბოროტთა კაცთა" არ განუდგებიო. ქართველი მემატიანე გვარწმუნებს, მეფემ მოინანია თავისი შეცდომები და ფიცი მისცა ვეზირებს, თქვენს დაუკითხავად ნაბიჯს აღარ გადავდგამო.ვინ იყვნენ ეს რინდები, რომელთაც წრეში ქართველი მეფის ყოფნა საძრახის და სამარცხვინო მოვლენად მიაჩნია ჟამთააღმწერელს?,,რინდ" სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მოქეიფეს, მსმელს, თავზე ხელაღებულ ლოთი-ფოთს (ესაა ძირითადი მნიშვნელობანი). ჟამთააღმწერლის ცნობის შინაარსიც თითქოს ემთხვევა ასეთ განმარტებას და მაშინ ბუნებრივია მისი აღშფოთება ლაშა-გიორგის მიერ ჩადენილი ,,უსახურების" გამო. მაგრამ შეცდომა იქნებოდა, რომ ჩვეულებრივ ლოთებად წარმოგვედგინა ზემოხსენებული რინდები. აღმოსავლურ სამყაროში დიახაც დაცინვითა და ზიზღით ეძახდნენ ასე, მაგრამ თვით ,,რინდები" ამაყად ატარებდნენ შერქმეულ სახელს და სრულიად სხვა მნიშვნელობას ანიჭებდნენ. რინდი, მათი გაგებით ნიშნავდა ვაჟკაცსა და დარდიანს, კეთილშობილსა და პატიოსან ადამიანს. ეს მშვენივრად ჩანს აღმოსავლური პოეზიის ნიმუშებიდან...სხვას რომ თავი დავანებოთ, ჟამთააღმწერლის მიერ უდიერად მოხსენიებულ რინდთა რიცხვს მიეკუთვნება XIV საუკუნის სახელოვანი სპარსელი პოეტი ჰაფეზი. იგი წერდა: ,,როდესაც ჩაუვლი ჩემს საფლავს, სიყვარულით დაიჩოქე. მთელი ქვეყნის ლაღი რინდები აქ მოვლენ სალოცავად".ლაშა-გიორგი და ჰაფეზი... ქართველი მეფე და სპარსელი პოეტი... დროსა და სივრცეს რომ არ დაეშორებინა ისინი, ვინ იცის ეგებ შეხვედროდნენ ერთმენეთს რინდების წრეში.რინდის სახეს ღრმა გენეტიკური ფესვები მოეპოვება აღმოსავლეთის საზოგადოებრივ და კულტურულ ისტორიაში. მისი ჩანასახი ჩნდება ჯერ კიდევ X საუკუნის არაბული პოეზიის ფურცლებზე. ეს სახე ჰაფეზმა დახვეწა და მაღლა ატყორცნა როგორც სიმბოლო ამაყი და თავისუფალი ადამიანისა.

ჰაფეზის სიტყვით, ბოროტებითა და მაცდურობით აღვსილ წუთისოფელში უსამართლოდ აღზევებულ ბრიყვთა და რეგვენთა ზეიმია, ხოლო ბრძენთ მათ წინაშე სამათხოვროდ გაუწვდიათ ხელი. არაბულ მერმებს ზურგზე ვირის კურტანი ადგათ, ბნელი სიმდაბლე ცხოვრების კანონად გადაქცეულა და ქერის ერთ მარცვლად აღარ ფასობს მგოსნის სიმღერა. მაგრამ ჰაფეზი არ მისდევს მუხთალი წუთისოფლის წესსა და რიგს (,,ო, გულო ჩემო, არ გაიკარო მხვეჭელობა და სიხარბე მგლური"). მისთვის სულ ერთია, რას იტყვიან სხვანი. თავისი დაძონძილი მოსასხამი ურჩევნია სულტნის ზიზილ-პიპილებს.ჰაფეზის ლექსებში ხშირად შეხვდებით რინდს _ უსახლკარო მოქეიფეს, უდარდელსა და ენამახვილს. ეს გახლავთ პოეტის დადებითი გმირი და თვითონაც ეხალისება რინდობა (,,რინდებს და თავზე ხელაღებულებს ღამეს ვუნათებ, როგორც სანთელი"). ჰაფეზი უმოწყალოდ დასცინის საზოგადოების უხამს კანონებს; სარკაზმითა და რისხვით მოიხსენიებს ზნეობის დამცველ მუჰთასიბებს, ვერცხლისმოყვარულ მუფთიმებს, მოსსყიდულ მსაჯულებს, ამპარტავან დიდმოხელეებს, მატყუარა იმამებსა და მოლებს _ მათი თვალთმაქცური ლოცვებითა და ბინძური საქმეებით, დედამიწაზე დამყარებული ჯოჯოხეთითა და ზეცაში აღმართული სამოთხით. ხოლო ფარისევრული მორალით შებორკილ საზოგადოებას უპირისპირდება რინდი _ არწივივით ლაღი, გულითა და გონებით მდიდარი, ერთგული მეგობარი, შმაგი მიჯნური.ადამიანური სიყვარულის ქებათა-ქება ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიყვარულის ქადაგებას. ჰაფეზის მიხედვით, სატრფოს სიყვარულს მოჰყვება განთავისუფლება მიწიერ თუ ზეციურ მეუფეთაგან. სიყვარულის თემასთან მჭიდროდ არის გადახლართული ღვინის თემა. კულტი მაჰმადიანთათვის აკრძალული ღვინისა მკრეხელობას წარმოადგენდა მორწმუნეთა თვალში. ხშირად იმოწმებენ ხოლმე ფრანგი ირანისტის ჯ. დარმსტეტერის სიტყვებს იმაზე, რომ სპარსულ პოეზიაში ღვინის სმა ესაა ამბოხი მიმართული ყურანის წინააღმდეგ, ფარისეველთა წინააღმდეგ, სარწმუნოების მიერ ადამიანის ბუნებისა და გონების დათრგუნვის წინააღმდეგ.ჰაფეზიც სვამს და ხან ღვინით თვრება, ხანაც_სიყვარულით (,,ჰაფეზ, არც ერთი წამი უღვინოდ, არც ერთი საათი უსიყვარულოდ!''); სვამს დააღიზიანებს თავისი დროისა და მომდევნო საუკუნეთა ფარისევლებს. მას ეამაყება სახელი მეამბოხე რინდისა, რომელიც ამსხვრევს ისლამის მიერ კვარცხლბეკზე აღმართულ ფეტიშებს. რინდს არ ხიბლავს აღთქმული სამოთხის მაცდუნებელი სილამაზე და დაცინვით მიმართავს მოაწმუნე ასკეტს: სამოთხეში ნუ მეპატიჯები, ეგ ჩემი ხვედრი არ არისო. შენ წილად გერგო ღვთისმოსაობა, ლოცვა და კანონი, მე კი ღვინის სარდაფში წავალ, იქაც ტაძარია, ოღონდ სხვაგვარად ლოცულობენო (,,მოდი და შევსვათ იმდენი ღვინო, რომ თავს დაგვექცეს მთელი სამყარო.")ჰაფეზის შემოქმედებით თანაბრად ტკბებოდნენ მეფენიც და გლახაკნიც, სწავლულნიც და უსწავლელნიც. მის ლექსებში ყველა იმასპოულობდა, რასაც ეძებდა. აღმოსავლელი კომენტატორები ჰაფეზის თითქმის ყოველ სტრიქონში მისტიკურ შინაარსს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ჰაფეზის მიერ ვნებიანი შტრიხებით დანახული სატრფო ესაა ღმერთი, ხოლო ღვინო_სულიერი ექსტაზია, რომელსაც ეძალება ადამიანი, რათა მიაღწიოს სანატრელ შეერთებას ღმერთთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპელ მკვლევართა ერთი ნაწილი სავსებით უარყობს ჰაფეზის შემოქმედებაში სუფიურ განწყობილებათა არსებობას და მისი ჰედონიზმი რეალური ცხოვრების მრწამსად მიაჩნია.

ჰაფეზი ამბობს: გათავდა მარხვა და მოვიდა გაზაფხული. გაიარა ფიცისა და პირმოთნე ლოცვათა ჟამმა. დგება ჟამი რინდებისა_მხიარული ჟამი. ტკბებიან რინდები სიმღერითა და ღვინით. რა არის დანაშაული მსმელთა? რა ბრალი მიუძღვით? სჯობს იყო ალალი რინდი, ვიდრე ფარისეველი, შავ სინდისს რომ მალავს. ჩვენ ასკეტები არა ვართ, ლაღი რინდები ვართ. ჭეშმარიტების ცოდნა_აი, ჩვენი ერთადერთი საიდუმლო. არაფერს ვუშავებთ არავის. სჯობს ღვინის მსმელი იყო, ვიდრე სისხლის მსმელი! (საბჭოთა ირანისტი ი. ბრაგინსკი ასკვნის, რომ ჰაფეზის მთელ შემოქმედებას წითელ ხაზად გაჰყვება პროტესტი არსებული წყობის წინააღმდეგ და ოცნება ნათელ მერმისზე. რინდები ამიტომაც ხდებოდნენ ხოლმე სოციალურ მოძრაობათა აქტიური მონაწილენი).ჰაფეზის პოეზიამ შთააგონა გოეთეს შეექმნა თავისი 'დასავლურ აღმოსავლური დივანისა~, რომლის მეორე ნაწილს ეწოდება 'ჰაფეზის წიგნი~. ვაიმარელი ბრძენი ასე მიმართავს შირაზელ პოეტს: არც დასაბამი გაქვს, არც დასასრული_მარადისობის დარად. ნეტავი, შენი ხვედრი მარგუნა! ჰაფეზ, ვიქნები ჩვენ მეგობრები. ცხოვრების ჭირსა და ლხინში შენთან ერთად შევიცნობ სიყვარულსა და თრობას...როდესაც საბჭოთა პოეტების დელეგაციამ ირანში ყოფნისას მოინახულა ჰაფეზის აკლდამა_მუზეუმი, მათ მიართვეს შირაზელი პოეტის ვეება ტომი, მწვანე ტარსიკონის ყდა რომ ჰქონდა გადაკრული,და საბჭოთა სტუმრები, აღმოსავლური ჩვეულებისამებ, შეუდგნენ 'წიგნზე მკითხაობას~. ერთმა მათგანმა შემთხვევით გადაშლილ გვერდზე ამოიკითხა შემდეგი: 'მე მოვდიოდი შენს შესახვედრად, გადმოვიარე უდაბნო და მაღალი მთები. ჩვენ ერთი სისხლისანი არა ვართ, ჩვენ ერთი ენა არა გვაკვს, მაგრამ გული ეხმია გულს~....რინდებს მარტო ჰაფეზის ლექსებში როდი ვხვდებით.XII საუკუნის სპარსელი პოეტი სანაი თავს მიიჩნევდა რინდად და ასე მიმართავდა ზნეობის მეთვალყურე მუჰთასიბს: რა გესაქმება ჩვენს ზარხოშAუბანთან, რა დაგიშავეს სევდით შეპყრობილმა მიჯნურებმა?XIII საუკუნის სპარსელი პოეტი ჯელალ ედ-დინ რუმი აცხადებს: 'ტრფობისაგან მთვრალი მივენდე რინდებს... და მეც რინდი ვარ'მომხიბვლელად ელვარებს თავისუფლების მოტრფიალე რინდის სახე XVI საუკუნის თურქი პოეტის რუჰი ბაღდადის შემოქმედებაში. მისი სიტყვით სიყვარულით გახელებული რინდები მწუხარების მტვრით დაფარულ ქვეყანაზე მგორავი მარგალიტები არიან, რომლებიც არად აგდებენ მუხთალი ბედის სიბნელეს, რადგანაც სიყვარულის მზით არიან გასხივოსნებულნი...ცხადია, რინდებისათვის ღვინოცა და სიყვარულიც ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის გზა იყო, წვდომა უხილავი სინათლისა და შეურყვნელი ჭეშმარიტებისა; ძიება სხვა ღმერთისა, რომელიც არ ჰგავდა მაჰმადიანი მოლებისა თუ ქრისტიანი ხუცების ყბადაღებულ ღმერთს.აღმოსავლური პოეზიის მასალების მიხედვით ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთის ქალაქებში არსებობდა 'რინდების უბანიც", სადაც თავშესაფარს პოულობდნენ სხვადასხვა გვარისა და სარწმუნოების მიუსაფარნი: ქრისტიანები, იუდეველნი, ზოროასტერლნი, მანიქეველნი, მრავალნაირი ერეტიკოსნი ისლამისა, მოხეტიალე დევრიშები, მელექსენი და მუტრიბნი.რინდაბი XIII საუკუნის თბილისშიც ცხოვრობდნენ. ამას ნათლად მეტყველებს ჟამთააღმწერლის ცნობა.ქართული სიტყვა 'გარინდება~, ალბათ, სულიერი ექსტაზით შეპყრობილი რინდის სახემ წარმოქმნა (ვგონებ, პ. ინგოროყვას გარდა, არავის აღუნიშნავს ეს ანდა იმდენად უეჭველია, რომ აღარც ჩაუთვლიათ მსჯელობის ღირსად. ამას გვაფიქრებინებს ვახუშტი კოტეტიშვილის მოხდენილი თარგმანიც ჰაფეზიდან: '...გზად ვინმე რინდი შეჰყრია, პირად გარინდებული~).მაგრამ რა ესაქმებოდა ქართველ მეფეს რინდაბთან?ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა; 'უეჭველია, ლაშა-გიორგი სამეფო ტახტის მპყრობელთა შორის თავისი ადამიანური თვისებებით არაჩვეულებრივ პიროვნებად მოჩანს".მართლაც, ჟამთააღმწერელი ერთობ კოლორიტული შტრიხებით გვიხატავს თამარის მემკვიდრის პორტრეტს.როგორც ცნობილია, გველის ციხეში ყოფნისას ჭაბუკი მეფე ერთი გათხივილი ქალის მშვენებას ისე მოუხიბლავს, რომ თავისი გრძნობა ვეღარ დაუმორჩილებია და ცოლად წაუყვანია იგი. ქართული სახელმწიფო სამართალი უკრძალავდა მეფეს თავისივე ქვეშევრდომი ქალის შერთვას. მაგრამ სიყვარულის დაუოკებელი გრძნობა სახელმწიფო სამართლის დებულებაზე ძლიერი გამოდგა. მეფისაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ველისციხელი ქალის გაგდებასა და კანონიერი ცოლის შერთვას, რათა სამეფოს ჰყოლოდა კანონიერი ტახტის მემკვიდრე. ლაშა-გიორგი კი ვერაფრით თმობდა თავის სატრფოს და სხვა ცოლის გაგონებაც არ სურდა ('მიჯნური შმაგისა გქვიან არაბულითა ენითა"). სამღვდელოება ჰკიცხავდა მეფეს და აფრთხილებდა, მსიძავნი და მემრუშენი ღვთის სასჯელს ვერ ასცდებიანო. აფრთხილებდნენ და შეახსენებდნენ ბიბლიური დავითის სიყვარულის ისტორიას... ლაშა-გიორგისაც უკვე ჰყავდა შვილი ველისციხელი ქალისაგან, მაგრამ მოსალოდნელმა ღვთის სასჯელმა ვერ შეაკრთო ახალგაზრდა მეფე. მაშინ უმაღლესმა სამღვდელოებამ უკიდურეს ზომებს მიმართა: 'წარგუარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს". მაგრამ ლაშა-გიორგი თავისი სატრფოს ერთგული დარჩა და სხვა ცოლი აღარ მოუყვანია.საერთოდ, ქართულ წყაროებში იშვიათია მეფეთა სამიჯნურო რომანების გადმოცემა, ლაშა-გიორგის ამბავი სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს. ჟამთააღმწერლის თხრობა ადამიანური უბრალოებით ამდიდრებს თამარის მემკვიდრეს. საქართველოს მეფეც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვეულებრივად უძგერდა გული.გაუგონარი რამ იყო ლაშა-გიორგის სურვილი გადედოფლება ველისციხელი ქალისა. ამიტომაც უკიჟინებდნენ: ,,ვითარ ეგების თამარ მეფისა ძესა ესვას ცოლად გლეხთა ასული?" (ანალოგიური სიტუაციები ჩვენშიაც ყოფილა და სხვაგანაც, შორეულსა თუ ახლო წარსულში).ქართველმა მეფემ თამამი გამოწვევა ესროლა ფეოდალურ-კლერიკალურ წრეებს და ზურგი აქცია ტრადიციას. 'აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ~, _ როგორც გვამცნობს ჟამთააღმწერელი. და მაინც არ ეწერა პირადი ბედნიერება სამეფო ტახტის მპყრობელს. თავისუფლად მოაზროვნე მეფე უძლური აღმოჩნდა სამღვდელოების წინაშე. თავისი დოგმების გასამარჯვებლად არაფერს შეეპუებოდნენ ფანატიკოსი ღვთისმსახურნი, რომლებმაც ჯერ კიდევ ლაშა-გიორგის გამეფებამდე გამართეს ის სარწმუნოებრივი პაექრობა (,,სამარცხვინო და შემაძრწუნებელი შეცილება" _ ივანე ჯავახიშვილის სიტყვით), დაწვრილებით რომ არის აღწერილი ,,ქართლის ცხოვრებაში". თურმე კათალიკოსმა მართლმადიდებლობის გამოსაკვლევად და გადასაწყვეტად იმაზე უკეთესი ვერა მოიფიქრა რა, რომ სეფისკვერი (სხვა ვერსიით _ ,,წმინდა კრავი") სამი დღის ნაშიმშილარი ძაღლისათვის მიეგდო და რომელი სარწმუნოების სეფისკვერსაც შეჭამდა ძაღლი, ის სარწმუნოება გამოეცხადებინა ცთომილად.,,კალმასობის" ავტორი იოანე ბატონიშვილი გვაუწყებს, რომ სამღვდელოებას ლაშა-გიორგის მეფობაშიც განუზრახავს იმავე ექსპერიმენტის ჩატარება. მაგრამ ახალგაზრდა მეფეს უთქვამს კათალიკოსისათვის: ,,არა, მამაო, უკეთუ მე მაშინ დავსწრებოდი, არამცა მექნევინებინა საქმე ესე, ვინაითგან საშინელ და შემაძრწუნებელ არს ესე". მიუხედავად ამისა, ლაშა-გიორგი მაინც იძულებული გამხდარა ნება დაერთო სარწმუნოებრივი პაექრობისა, ოღონდ მისივე დაჟინებით უფრო ესთეტიკური ფორმა შეურჩევიათ მართლმადიდებლობის დასადგენად დამშეული ძაღლების ჩარევის გარეშე (იოანე ბატონიშვილის ცნობები მისი თხზულებიდან 'ისტორია ქართლისა ვრცლად არის განხილული და ნდობის ღირსად მიჩნეული კორნელი კეკელიძის ნაშრომში 'ახალი ლიტერატურული წყაროები ლაშა-გიორგის ისტორიისათვის).......ღვთისმსახურებს Dიეშიერი ძაღლის სამსჯავროზე გაჰქონდათ თავისი სარწმუნოების ჭეშმარიტება. რინდების ერთადერთ სარწმუნოებას წარმოადგენდა ჭეშმარიტება.მიმზიდველი იყო მათი ლაღი ცხოვრება და მეამბოხე სული. რინდები არ ემორჩილებოდნენ ცისა თუ ხმელეთის მეიფეებს, უსახლკარონი იყვნენ და მთელი ქვეყანა თავის სახლკარად ეგულებოდათ, უქონელნი იყვნენ და ყველაზე მდიდრებად მიაჩნდათ თავი. საქართველოს მეფე, პატრონი ქალაქებისა და სასახლეებისა, მბრძანებელი ყმათა დალაშქართა, დათრგუნეს ფეოდალური საზოგადოების ულმობელმა კანონებმა, რომელთაც არაფრად აგდებდნენ რინდები.ათაბაგ-რეგენტობის ჟინით შეპყრობილ დიდვეზირთა, თავკერძა ფეოდალთა და ფანატიკოს ღვთისმსახურთა გარემოცვაში მოქცეული მეფისათვის რინდებთან ყოფნა დროებითი გაქცევა იქნებოდა სამეფო კარზე გაბატონებული სულისშემხუთველი ატმოსფეროდან.

ლაშა-გიორგი თავისებურად მისდევდა მამა-პაპათა ტოლერანტულ პოლიტიკას. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია იმდროინდელი ქართველი მეფეების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საქართველოს სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მაჰმადიანთა მიმართ. გავიხსენოთ თუნდაც დავით აღმაშენებელი, თავის სასახლეში რომ იწვევდა მაჰმადიან სწავლულებსა და თეოლოგებს სადისკუსიოდ, ანდა გულმოდგინედ რომ ზრუნავდა მაჰმადიან პოეტებსა და სუფიებზე.რაც შეეხება რინდების მიერ ლაშა-გიორგისათვის მარჯვენა თვალის გამოთხრას, ეს ფაქტი არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ჩოგანბურთის თამაშისას მეფეს თვალში მოხვედრია მეტოქის ჩოგანი. თითქმის მთელი თვე მკურნალობდნენ, მაგრამ ცალ თვალში მხედველობა მაინც დააკლდაო. ავტორი იქვე დასძენს, ლაშა-გიორგის თავისი მეტოქისათვის ერთი ურიგო სიტყვაც არ უკადრებიაო.XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ამ ეპიზოდის წყაროდ ასახელებს მღვდელმონაზონ იოსებ გამრეკელის ძის თხზულებას, რომელიც დღესდღეობით უცნობია ჩვენთვის (აღსანიშნავია ისიც, რომ იოანე ბატონიშვილის მიხედვით, ლაშა-გიორგის სატრფო, სახელად სუსანა, გათხოვილი ქალი არა ყოფილა, როგორც ამას ამტკიცებს ჟამთააღმწერელი).რომელს უნდა ვერწმუნოთ, ჟამთააღმწერელს თუ იოანე ბატონიშვილს?ქართულ ისტორია გეოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჟამთააღმწერელი ტენდენციურად არის განწყობილი ლაშა-გიორგისადმი. XIV საუკუნის ქართველი მემატიანე ცდილობს აგვიხსნას მიზეზი საქართველოს ძლიერი სამეფოს დაქვეითებისა და გვთავაზობს ყველაზე მარტივ განმარტებას, რომელიც ემყარება შუა საუკუნეებში გავრცელებულ თეოლოგიურ კონცეფციას _ ყოველგვარი უბედურება ამა თუ იმ ხალხის ცხოვრებაში წარმოადგენს ღვთის მიერ დაწესებულ სასჯელს ხალხის უსჯულოებისა და უზნეობისთვის. უფალმა ჩვენი ცოდვების გამო სასჯელად მონღოლები მოგვივლინაო, ვკითხულობთ ქართულსა და სომხურ წყაროებში.ხოლო სპარსელი ისტორიკოსის რაშიდ ად-დინის თხზულებასი ჩინგიზ-ყაენი ასე მიმართავს დაპყრობილი ქალაქის მოსახლეობას: 'მე სასჯელი ღვთისა, თქვენ რომ დიდი ცოდვები არ ჩაგედინათ, არც სასჯელი დაგატყდებოდათ თავზე!~ჟამთააღმწერელსაც მონღოლთა გაბატონება საქართველოში და ქვეყნის გაუგონარი აოხრება მიაჩნია განგების რისხვად, რადგანაც "იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან და მიიქცის ყოველნი სიბოროტედ". ღმერთი და სარწმუნოება, სიკეთე და სათნოება აღარავის ახსოვდაო. და უზნეობის უპირველეს ნიმუშად ჟამთააღმწერელს ესახება ლაშა-გიორგის ცხოვრება.მაგრამ ქართველი მეფის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, მოთხრობილი თვით ჟამთააღმწერელის მიერ, აბათილებს ზემოხსენებულ მტკიცებას (მით უმეტეს – იოანე ბატონიშვილის კორექტივის გათვალისწინებით).ანდა როგორ დავარქვათ "უსახურება" ლაშა- გიორგის ნაცნობობას სახელგანთქმული სპარსელი პოეტის წინამორბედ რაინდებთან?"ლომიძალითა და უმანკო გონებითა, მოყვარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა",-- ასე ახასიათებდა ლაშა-გიორგის მისი თანამედროვე ქართველი მემატიანე და დავით აღმაშენებელს ადარებდა გადახდილი ომების გამო.ჟამთააღმწერელს რომ დავუჯეროთ, თამარ მეფის მომდევნო თაობის ღმერთები, თითქოსდა ვენერა და ბახუსი ყოფილან. თავის დროზე, ამასთან დაკავშირებით ზ.ავალიშვილი შენიშნავდა: "ამგვარი შეხედულება უთუოდ შემდეგი მწარე გაჭირვების ნაყოფია და ქრონოგრაფის ზნეობრივ- სარწმუნოებრივი ტენდენციით ასახსნელი. ნამდვილად კი ეს იქნებოდა სიმდიდრესა და უზრუნველყოფაში გაზრდილი, განათლებული, ხელოვნებაში დაწინაურებული და საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება, სწორედ ის, რომლის მგოსანია შოთა რუსთაველი... რა თქმა უნდა, ჩვენი დროისათვის არ არის სავალდებულო ძველ ქრონიკებში მოთავსებული ზოგიერთი ზნეობრივი მსჯელობანი, არც მათი ისტორიის ფილოსოფია. საქართველოს თანდათანი დაცემის მიზეზები და საფეხურნი რთული რამეა, რომლის ახსნა ორიოდე ფორმულით არ შეიძლება".ზუსტი და ყურადსაღები ნათქვამი გახლავთ და დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, ვინაიდან წარსული საუკუნეების ღირსეულ მოღვაწეთა შეცოდება-შეცდომებს (ტყუილსა თუ მართალს) ზოგჯერ უსაშველოდ აზვიადებენ და ზოგჯერაც, სრულიად უსაფუძვლოდ, ათასი უბედურების მიზეზად სახავენ --- ვერც რომ დაესიზმრებოდათ. ხოლო მათ, განკითხულთა და განქიქებულთ, პასუხის გაცემა არ ძალუძთ სამარადისო მდუმარების ტყვეობიდან. თავს ვეღარ დაიცავენ, ბრალდება ცილისწამებათა და გაქილიკების წინაშეუმწეონი არიან.თქმულ არს: ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთო...ეს შეგონება უსამართლო განკითხვას უნდა ეხებოდეს.

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Apr 12 2012, 06:24 PM

Суфийское понимание смерти



სამწუხაროდ სუბტიტრები არ აქვს... sad.gif


მთლიანი ფილმი რუსული სუბტიტრებით ამ ლინკზეა:


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Apr 17 2012, 08:42 PM

ისეეეეეეეეეეეეევვვ კრიშნნააააა გააიტანეეეეთთთთ !!!!!! ისევ კრიშნა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)