თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ დაბადება 1:1

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 12 2011, 03:15 PM

მაინტერესებს როგორ განმარტავს ეკლესია დაბადების 1:1-ში გამოყენებულ სიტყვას "დასაწყისში" ანუ "თავდაპირველად" (ბერძ. ἀρχῇ , "არხე").

"Ἐν ἀρχῇ ἐποίησεν ὁ θεὸς τὸν οὐρανὸν καὶ τὴν γῆν".

ბიბლიაში ვკითხულობთ რომ დასაწყისში (ბერძ. ἀρχῇ ) ანუ "თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა". - http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-1.htm

რა შექმნა ღმერთმა ყველაზე პირველად თავისი შემოქმედების დასაწყისში? ცა? ცა და დედამიწა ერთად? ანდა ამ "Ἐν ἀρχῇ"-ში რის დასაწყისზეა საუბარი? შემოქმედების დასაწყისზე? რა იყო ღვთის შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისი? რას ასწავლიან ეკლესიის მამები, რა იყოო ღვთის ყველაზე პირველი შემოქმედება?

საეკლესიო მოღვაწის, წმინდა მამის ეფრემ ასურის თანახმად, აქ მოხსინებულ "დასაწყისში" (Ἐν ἀρχῇ-ში) იგულისხმება "ხილული ქმნილებების დასაწყისი". ეკლესიის მამების განმარტებები ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნებოდა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 12 2011, 03:24 PM

კი,აბსოლუტურად ასეა.წმინდა მამები იმას ასწავლიან,ასაც ბიბლია ამბობს.
იეჰოვას მოწმეებისგან განსხვავებით ჩვენ ვამბობთ,რომ დასაწყისში,ანუ თავდაპიველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა და არა იესო,ლოგოსი,თუ მიქაელიsmile.gif

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 12 2011, 03:28 PM

GIORGI LELUASHVILI

მოდი გავანებოთ თავი იეჰოველები რას ამბობენ. ვისაუბროთ ეკლესიის მამების განმარტების მიხედვით. ხო ვერ დადებდი ეკლესიის მამების განმარტებას დაბადების 1:1-ში გამოყენებული სიტყვა "დასაწყისის" თაობაზე?

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 12 2011, 03:43 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 12 2011, 03:24 PM) *

კი,აბსოლუტურად ასეა.

GIORGI LELUASHVILI

თუ მასეა როგორც წმ. მამა ეფრემ ასური განმარტავს, ანუ ხილული ქმნილებების დასაწყისი იგულისხმებაო, მაშინ უხილავი ქმნილებების დასაწყისზე რას ამბობენ ეკლესიის მამები? ანდა რა იგულისხმება და რა შედის უხილავ ქმნილებებში?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 12 2011, 04:18 PM

■გიორგი■

შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს რას ამბობენ ეკლესიის მამები?

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 12 2011, 05:04 PM

ციტატა(afxazi @ Apr 12 2011, 04:18 PM) *

■გიორგი■

შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს რას ამბობენ ეკლესიის მამები?


კი.

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Apr 12 2011, 05:30 PM

ალბათ იესო ლოგოსი ან მიქაელი ესენი სულიერი ქმნილებებეი არიან და სადღაც ხო უნდა ეარსებათ> არა?

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 12 2011, 05:55 PM

ციტატა(starscream @ Apr 12 2011, 05:30 PM) *

ალბათ იესო ლოგოსი ან მიქაელი ესენი სულიერი ქმნილებებეი არიან და სადღაც ხო უნდა ეარსებათ> არა?

starscream

ალბათ? მასე რაფერ ვიმკითხავებთ ახლა? smile.gif მე მაინტერესებს რას ამბობენ ეკლესიის მამები? რა იგულისხმება და რა შედის უხილავ ქმნილებებში? რომლებიც ცისა და დედამიწის შექმნისას, შექმნის შემდეგ ან შექმნამდე შეიქმნენ ღვთის მიერ.

არავინ იცის ამის შესახებ არაფერი? afxazi შენ რას იტყოდი?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 12 2011, 07:41 PM

■გიორგი■

ციტატა
afxazi შენ რას იტყოდი?


მე მაინც ვერ მივხვდი რა მიზანს ისახავს შენი შეკითხვა (მომიტევე, მაგრამ იოლად ვერ მივიღებ შენგან შემოთავაზებულ, როგორც იძახი, გულწრფელ შეკითხვას).

ამ მუხლის განმარტებები, ცხადია, არის.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 12 2011, 08:20 PM

ციტატა
ალბათ იესო ლოგოსი ან მიქაელი ესენი სულიერი ქმნილებებეი

რას ქვია ქმნილება? იესო ქმნილება?

პოსტის ავტორი: zatoichi თარიღი: Apr 12 2011, 09:00 PM

■გიორგი■
იეჰოველი არ ვარო რომ პასუხობ აქ კითხვებს
ხუცესმა იცის ეგ ამბავი?biggrin.gif

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 12 2011, 09:11 PM

ციტატა(afxazi @ Apr 12 2011, 07:41 PM) *

■გიორგი■
მე მაინც ვერ მივხვდი რა მიზანს ისახავს შენი შეკითხვა

afxazi

ზემოთ დავწერე უკვე:

ციტატა
მაინტერესებს რას ამბობენ ეკლესიის მამები? რა იგულისხმება და რა შედის უხილავ ქმნილებებში? რომლებიც ცისა და დედამიწის შექმნისას, შექმნის შემდეგ ან შექმნამდე შეიქმნენ ღვთის მიერ.

მარტივი კითხვებია თუ იცი წმინდა მამების განმარტებები.


ციტატა
ამ მუხლის განმარტებები, ცხადია, არის.

მუხლების განმარტებები არ მითხოვია. რაც მაინტერესებდა ქე ვიკითხე და თუ შეგიძლია დადე წმ.მამების განმარტებები.

ikanosi

ვის ეკითხები ნიკი მიუთითე. smile.gif

ციტატა
ხუცესმა იცის ეგ ამბავი?

zatoichi

რაი ამბავი?

პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 12 2011, 09:59 PM

მემგონი ჩანასახშივე ნათელია, რომ ეს თემა დასახურია და ჩემი შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს smile.gif თემის ავტორი ტიპიური სექტანტური "მიამიტობით" ინტერესს იჩენს წმ. მამების აზრზე ამ სტორფის ირგლივ, მაგრამ არ ავიწყდება პირადი შეხედულებები და როგორც ჩანს კამათის დაწყებას იგავების 8.22 მისეული ინტერპრეტაციით ცდილობს smile.gif ხოლო შემდეგ აციტირებს ეფრემ ასურს (დამახინჯებით), მაშინ როდესაც ქრისტე, როგორც ხილულის ასევე უხილავის შემოქმედიცაა და ის დასაწყისიდან არსებულია είναι და არა შეძენილი γίνομαι, რადგან დროის საწყისში უკვე ღმერთთან იყო καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν და თავადაც ღმერთი არის. როგორც ოქროპირმა ამბობს: "πρώτα απ 'όλα αδιανόητη και πριν από τους αιώνες" – ყოველი წარმოდგენისა და საუკუნის ადრე.

მოკლედ რა, ახლა ისევ აგორდება არაფრის მომცემი კამათი. არაფრისმომცემი იმიტომ რომ მომსმენი და გამგები არავინ იქნება. ხოლო თუ ვინმეს მართლა სურს რაიმე მასალების მოძიება წმ. მამების ნაშრომებიდან ამ საკითხვის ირგლივ შეუძლია ეს აქ მოითხოვოს: http://church.ge/index.php?showtopic=1073&st=300 და თუ ვინმეს ხელი მიუწვდება ამ მასალაზე ალბათ მიაწვდის.

პ.ს. თემა კი დახურეთ.

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 12 2011, 10:16 PM

ციტატა(death @ Apr 12 2011, 09:59 PM) *

როგორც ჩანს კამათის დაწყებას იგავების 8.22 მისეული ინტერპრეტაციით ცდილობს smile.gif

death

რაი მისეულ ინტერპრეტაციაზე წერ ვერ გავიგე? ვახსენე ან მე ან ვინმემ იგავების რომელიმე მუხლი? biggrin.gif როგორც ჩანს ნამეტანი შეუშინებიხარ ვიღაცას.

ციტატა
ხოლო შემდეგ აციტირებს ეფრემ ასურს (დამახინჯებით), მაშინ როდესაც ქრისტე, როგორც ხილულის ასევე უხილავის შემოქმედიცაა და ის დასაწყისიდან არსებულია

წმ. ეფრემ ასური დამახინჯებით არ დამიციტირებია. არც ქრისტეს შემოქმედებას შევხებივარ. smile.gif საიდან რა მოიგონე ვერ გავიგე.

ციტატა
είναι და არა შეძენილი γίνομαι, რადგან დროის საწყისში უკვე ღმერთთან იყო

რა შუაშია ეს ყველაფერი იმასთან რასაც თემაში ვკითხულობდი მითხარი ერთი. biggrin.gif

ციტატა
პ.ს. თემა კი დახურეთ.

არა, ყველა თემა დახურეთ, უფრო საინტერესო იქნება.

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Apr 13 2011, 08:24 PM

საერთოდ არ ვარ მომხრე ამ უაზრო კამათების და ასე შემდეგ როდის შეიქმნა ღმერთი ამ აზრებს და ამის განხილვას არაფრადე მივყავართ... ამას ჯობია სულ არ ვიფიქროთ არაფერზე ვილოცოთ დღეში 24 საათი და ყველაფერს ჩვენი თვალით დავინახავთ რა როგორ იყო

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Apr 14 2011, 12:59 AM

ციტატა(starscream @ Apr 13 2011, 08:24 PM) *

საერთოდ არ ვარ მომხრე ამ უაზრო კამათების და ასე შემდეგ როდის შეიქმნა ღმერთი ამ აზრებს და ამის განხილვას არაფრადე მივყავართ...

starscream

ეს თემა არანაირად არ ეხება იმას, თუ როდის შეიქმნა ღმერთი. სად ამოიკითხე მსგავსი რამ? biggrin.gif
death-სა არ იყოს, ისეთი რაცხები დაწერა, რაზეც თემაში არანაირად არაა საუბარი. smile.gif

ციტატა
ამას ჯობია სულ არ ვიფიქროთ არაფერზე

ნუ იფიქრებ მაშინ.

ციტატა
ვილოცოთ დღეში 24 საათი და ყველაფერს ჩვენი თვალით დავინახავთ რა როგორ იყო

ხოდა მხოლოდ ილოცე. სხვები კი ვისაც ეკლესიის მამების განმარტებები წაუკითხავს უპასუხებს ამ თემაში დასმულ კითხვებს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)