http://allshares.ge/download.php?id=4FA5CBD631
ძალა და თავისუფლება
http://allshares.ge/download.php?id=B6A7AC0F17
ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელია
(ვორდის ფაილებია და არავითარი დამხმარე პროგრამა არ სჭირდება)
ძალიან საინტერესო საკითხავია. ხოლო თვითონ პიროვნება, კიდევ უფრო საინტერესო.
აბო.
ამის წიგნბი დევს აქ მგონი, რომ იცოდეთ და რა მაინტერესბს გავიგე რომ ა წიგნს "ქარტველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი" განმარტება ქონია გაკეთებული არჩილ მინდიაშვილს? და სად მოვიზიო ინეტში არის არჩილ მინდიაშვილსი ქადაგებები ძალიან საინტერესო იქნება მაგის მოსმენა
მესამე წიგნი გამოვიდა,ფეხითმოსიარულე 2
უძლიერესია,გუშინ დავიწყე და ვერ ვწყდები,იყიდება მაღაზიებში და შეიძინეთ.
გულში გაიარა პირდაპირ ამ სიტყვებმა.
დიდება უფალს
გუშინ მამა გიორგისთან ვტსუმრობდით
საოცრად თბილოდა ქუთაისში...
სიხარულით დავფრინავ...
მეც მთელი დღე გულიდან ღიმილი ვერ მოვიშალეე ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მადლიანი და დალოცვილი დღეები !!!
მეოთხე წიგნიც არის: თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი
KAIROS
რა გინდოდა აბა, ღვთისმეტყველებაში დახურეთ, აქ არ გინდა რომ იყოს და აპოგელეტიკაში ხომ არ დავდო შემთხვევით?
აქ კამათი არ იქნება, უბრალოდ გაეცნობა ხალხი ამ წიგნებს...
იმშვიდე კაიროს...
ამ ტემაშI გავაკეთებ ამონარიდებს მამა გიორგის ქადაგებებიდან.
გთხოVტ დამეხმაროთ მეგობრებო.
პ.ს.ეს კაცი გაიტანეთ ამ თემიდან
KAIROS
KAIROS
შეცდომები ვერ დაამტკიცა და ახლა რაღა უნდა ვერ გავიგე
უკომენტაროდ და ამ საკითხის მოგვარების მოლოდინში.
ცინიზმი ატმან არ გიხდება (მეორეს არაფერს ვწერ).
მერე რა მე მაინც მიყვარხარ
KAIROS
Atman
დაგადგა თAვზე ცენზურა ....? )))))
"
არიან მამაოები რომლებიც კრძალავენ ამ წიგნების წაკითხვას, მაგრამ ასევე არიან მამაოები (და თანაც ძალიან ბევრი) რომლებიც მოუწოდებენ მრევლს ამ წიგნების წაკითხვისკენ და შენ რომელი მამაოების თანრიგს განეკუთვნები "
პოსტის ავტორი სიმართლეს ამბობს -
რეალურად ეს წინგიები ოფიციალურად არც არავის დაუგმია და არც არავის გამოუცხადებია ერეტიკულად - ასე რომ მისი გავრცელების ხელის შეშლა არის პროვოკაცია და საკუთAრი აზრის სხვის თAვზე მოხვევა.
ატმანს შევახსენებ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველი არის ჭეშმარიტება, მე არ ვაკრიტიკებ მამა გიორგის, მემილიონჯერ ვიმეორებ, უნდა ისწავლოთ განსხვავება პიროვნების კრიტიკასა და აზრების კრიტიკას შორის, გიმეორებთ ისევ "მამაოები " (ქართულად მამები ანუ მოძღვრები სწორი ფორმით) რას ამბობენ იმაზე კი არაა საუბარი, არამედ
KAIROS
მე როგორც ვიცი მამა გიორგი ბასილაძე თავად უარყოფს იმ ცდომილებებს რაც მის წიგნშია, რაზეც ადრე იყო აქ საუბარი და რაც არამართლმადიდბლურია. მე როგორც ვიცი ეს წიგნი არაა გამოცემული მამა გიორგის მიერ, არამედ სხვების მიერ. ვინც იყო მამა გიორგისთან ალბათ მათ ჩაწერეს მისი აზრები + რაღაცეები მიუმატეს და დაამახინჯეს... რა ვიცი...
მოკლედ ნუ იკამათებთ ამაზე და ჯობია დახუროთ თემა
მეც ვემხრობი თემის დახურვას.
მე არ მინდა ამ თემის დახურვა,. არც კამათი და არც თმების წიწკვნა...
დაგიჩოქებთ და ისე გთხოვთ
გევედრებით
კაიროს
არ ვარ მე შენი ოპოზიცია
გთხოვ გადი ამ თემდან,სადაც იწვევ კამათს.
ნუ კამათობ კაიროს
გევედრები გვაცადე გვიყვარდეს მამა გიორგი.
არ შეგითანხმებ არც შენ და არც არავის,რომელ მოძღვარს ავირჩევ და ვცემ პატივს,არც მე და არც არავინ.
ამოტომ ნუ გვიშლი ამას.
ნუ კამათობ და ურევ ყველაფერს
არ ეთანხმები,გავიგეთ,დაგვანებე ახლა თავი.
როცა საპატრიარქო აუკრძალავს მამა გიორგის ქადაგებას,მერე აგვიკრძალეთ ჩვენც აქ მისი ქადაგებების დადება.
თამარს ვთხოვ ეს თემა გაასუფთავოს.
მეც ვეთანხმები რომ სიფრთხილეა საჭირო ამ წიგნებთან..
ვიცი რომ მამა არჩილმა გაუგზავნა წერილი მამა გიორგის რომელშიც კითხა ამ წიგნში არსებული არამართლმადიდებლური სწავლებების შესახებ დაწვრილებით, მამა გიორგის პასუხი ასეთი იყო, მგონი კასეტაზეც ჩაიწერა მრევლმა, რომ არ იყო ეს აზრები მისი დაწერილი არამედ დამახინჯებული, თვითონ გამომცემლების მიერ თუ არვიცი , მოკლედ მამა გიორგიმ უარყო რომ ამ წიგნებში დაწერილი ერეტიკული აზრების ავტორია..
მგონი მშვიდობისკენ მივდივართ.
შევირგოთ ერთი მხრივ მამა გიორგის სითბოთი, სიყვარულით და საღმრთო მოშურნეობით განმსჭვალული სიტყვები, მეორე მხრივ კი იმ წიგნში გაპარული აზრების კრიტიკა, რომელიც საპატრიარქოს კომისიასთან და (როგორც ვასკვნით) თვით მამა გიორგისთან შეუთახმებლად არის წიგნში. ამ კრიტიკისთვისაც მხოლოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ მათი, ვასაც არ ეზარება, დაკვირვებით კითხულობს, მერე წერს და გვიცავს უნებურად არასწორი შეხედულებების გავლენისგან, რომელიც წიგნშია და არა თვით მამა გიორგიში.
მე ვარ მართლმადიდებელი! ოღონდ ჩემი ჭეშმარიტება და სიმართლე განსხვავდება ბევრის სიმართლისგან
ეს წიგნები მაინც არაფრისმომტანია იმათთვის ვინც ჭეშმარიტებას არ ეძებს და გონია რომ იპოვა ჭეშმარიტება, ხოლო ის ვინც ეძებს მაინც მიაგნებს გინდ აქ, გინდ სხვაგან. აბსოლუტური ჭეშმარიტება არც ამ წიგნში წერია და არც სხვაში, რადგან ჭეშმარიტება ცოცხალი სიტყვაა პირველ რიგში და გულიდან გულში გადაეცემა და არა გონებიოდან გონებაში (თუნდაც ბრწყინვალე იყოს ეს გონება).
კაიროს, შენ კი ისევ გიმეორებ (ხუმრობით რა თქმა უნდა) ბნელი მწიგნობარი ხარ, თუმცა გამოსწორების გზაზე ხარ, რადგანაც უმეტესობა ამით ვიწყებთ
ტაძრის მთავარი არსი გუმბათზე რომ ჯვარია ისაა, მაგრამ თვალი ჯერ ტაძარს ხედავს და მერე ადის ზემოთ, ჯვრისკენ...
მამა გიორგის
ხორცი, შიშისგან თავისუფალი
იხარებს სულის გახარებითა
სულის ძალითა სასუფეველი
იიძულების სახარებითა.
ცოდნის გარეშე ცხოვრება კაცთა
წუთისოფელში არის ამაო
და კიდევ ბევრი გესწავლოს ჩვენთვის
მადლით მოსილო წმიდა მამაო!
მერაბ ცინცაძე
იქნებ დაწყნარდეთ ჰა. უკვე პატარა ბავშვებს ვემსგავსებით, რომლებმა არ იციან რაზე ჩხუბობენ.
რა ვქნა ეხლა ყველა განყოფილება დავხურო ხოლმე იმის შიშით, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ? არ შეიძლება ასე, ასე ფორუმი ვერ განვითარდება.
მოკლედ ასე მოვიქცეთ, ეს თემა გადამაქვს ღვთისმეტყველებაში და ვაძლევ იმ ადამიანებს უფლებას, ვისაც აღნიშნული მოძღვრის ირგვლის სურს საუბარი, ისაუბროს მშვიდად, სხვებს კი მოვუწოდებ მიუხედავად ჩვენთვის მიუღებელი აზრებისა, ნუ შევლენ და ნუ დააფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს ამ თემაში, რათა არ შექმნან კომფლიქტური სიტუაცია. ყველას აქვს უფლება საკუთარი შეხედულება გააჩნდეს.
ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად ავუხსნათ ერთმანეთს ის თუ რაში ვცდებით ან რაში ვართ მართლები, ასე იყოს.
წესების გამკაცრება კი სამწუხაროდ ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ამის პირობასაც გაძლევთ.
"საპატრიარქოს არ მიუცია ნებართვა ამ წიგნების გამოცემაზე და მგონი მართლმადიდებლური ფორუმი არაა საპატრიარქოს მიერ ნებართვა არ დართული წიგნების გავრცელების ადგილი. "
nebartvis micema saero piristvis gaugebaria ratom unda ikos sachiro - wigni xom ubralod mogonebebis saubrebis da interviuebis krebulia.
xolo dagmobit aravis ar daugmia - garna ramdenime mwignobrisa da mgvdlisa ---- mitumetes opicialurad - tu ar varga da margla eretikuli azrebi vrceldeba martmadideblobis saxelit ratom dums sapatriarqo da ratom ikideba wigni eklesiebshi? - rad ar igeben xmas ?- dumili tanxmobis nishania - ese igi araperi eretikuli mand araa .
rodis aket gaxda erti kacis xma eklesiis xma?
ra uplebit gvikrdzalavs es adamiani am wiignis kitxva-gavrcelebas chemtvis gaugebaria.
afxazi
ღირსეული თავმჯდომარე ხარ!
ვინც კი იცნობს მამა გიორგის, ყველა დამეთანხმება, რომ ის არის ძალიან დიდი სიყვარულის მატარებელი პიროვნება, გულისხმიერი და კეთილი, მაგრამ ის მაინც მკაცრი პიროვნებაა. ის მკაცრია მაშინაც, როცა გულიანად იცინის და თბილად გესაუბრება...
მთელი კვირა ემზადები მასთან შესახვედრად, გეგმებს აწყობ, რა ჰკითხო, როგორ მოიქცე, მაგრამ მიხვალ თუ არა მასთან – შენს თავს აღარ ეკუთვნი. აღარაფერი გახსოვს, რაც რამ მოამზადე, ბრინჯივით დაბნეული დგახარ მის წინ. ენით აღუწერელი მორიდება და კრძალვა შემოდის შენს სულში, მაშინაც კი, როცა მხიარულად შემოგეგებება. როგორც კი შემოგხედავს მამაო, სულს თითქოს რაღაც ემართება, თითქოს გრძნობ, რომ სული გაქვს... რაღაცნაირად პატარავდები, გრძნობ შენს უბადრუკობას, უმწეობას და უღირსობას. შენგან დამოუკიდებლად, გონებაში წამებში გაიელვებს ჩადენილი ცოდვები, ცუდი და მანკიერი თვისებები...
როგორი მობილიზებულიც არ უნდა მიხვიდე, როგორადაც არ უნდა გაიმხნევო თავი, მამაოს რომ დაინახავ, ისე იბნევი, შენდაუნებლიედ თვალებში ცრემლი ჩაგიდგება. დგახარ და არ იცი, როგორ მიესალმო, როგორ მოიქცე, რა მოიმოქმედო. სანამ დაჯდომას შემოგთავაზებს, ერთიანად გაიწურები. ისევ წამებში გაგონდება, რაც ამ ერთი კვირის მანძილზე ჩაგიდენია, რაც გიფიქრია, რაც გითქვამს. მერე ცოტა ხანში რაღაც მოგეშვება. მერე მამაო გეტყვის: დაჯექი, რას დგეხარ... გაგესაუბრება. თავს შინაურულად იგრძნობ. მამაო უბრალო ენით გესაუბრება და ამით გიადვილებს მასთან ურთიერთობას. მაგრამ შენი სული შენდა უნებურად გრძნობს, რომ ძალიან დიდი არსება გესაუბრება... საუბარში ისევ გრძნობ ძალის ზემოქმედებას. თავი არ მოგწონს, ჯდომა გიჭირს, რა ქნა არ იცი. ამასობაში მამაოს სახე ხან კეთილად შეიცვლება, ხან კი შიშის მომგვრელი, მკაცრი იერი გადაჰკრავს... მერე იწყებს ხუმრობას, თითქოს გრძნობ, რომ ახლა არის ხელსაყრელი მომენტი შეკითხვის დასასმელად, მაგრამ არა, პირს ვერ აღებ, ისევ მუნჯად, დაძაბული ზიხარ. მამაო აგრძელებს საუბარს... ერთი-ორი სიტყვა შემოდის სულში, და გრძნობ, რომ ეს სიტყვები შენ გეხება. როგორც კი ყურადღებით მიადევნებ გულისყურს მამაოს საუბარს, ხვდები, რომ პასუხი მოგცა იმ შეკითხვაზე, რომელიც გაწუხებდა, მაგრამ ვერ დაუსვი. მერე მამაო გიმასპინძლდება, მაგრამ არ იცი, რა ჭამო და როგორ... ადამიანი გრძნობს: რომ არა მამაოს სიკეთე, მის შინაგან სიმართლესა და სიმკაცრეს წამითაც ვერავინ გაუძლებს (თვითონაც ხშირად უთქვამს, `მე ძნელად ასატანი კაცი ვარო~), ეს უნდა განიცადო...
ამას ვერ აღწერ და ენით ვერ გადმოსცემ. მამაოს უდიდესი ძალა აქვს. ის აკონტროლებს მის ირგვლივ ყველასა და ყველაფერს. ეს არაერთხელ შეგვინიშნავს. ადამიანი გრძნობ იმას, თუ რა უძლური ხარ და რა ყოვლისშემძლეა ღმერთი. რეალურად გრძნობ, რომ მართლაც ბალახიც არ შეტოკდება ღმერთის გარეშე და თვალსაც ვერ გაახელ შენს ნებაზე... ეს შიშისმომგვრელი განცდაა, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი სიხარულის მომნიჭებელიც. რადგან ცოცხლად გრძნობ ღმერთს და არა გადმოცემით, არა წიგნებით, არამედ შენი პირადი განცდებითა და გრძნობით. ამას შენით ხედავ და გწამს. ხედავ, რა ახლოსაა ღმერთი შენთან და გრძნობ: თუ იცხოვრებ მის მოსაწონად, რა სიხარულის მონიჭება შეუძლია ღმერთს და თუ არადა, მისი სიახლოვე ჯოჯოხეთად გექცევა და ერთი წამით ვერ გაუძლებ მის სიდიადეს, მის სიმართლეს!..
აი, ასეთ დაძაბულ ყოფას მამაო რაღაც წუთებში შეცვლის, სული შენდაუნებლიედ მშვიდდება და მოეშვები. მამაო კი ისეთი ახლობელი და უბრალო ხდება შენთვის, ზოგჯერ კი სულ ბავშვივით საყვარელი, რომ არც შიში, არც შეზღუდვა არ მოდის მისგან. ლაპარაკში ისე `შეხურდები~, თითქოს თანატოლს ესაუბრებოდე. ერთი სულის მოთქმით იტყვი, რაც შენში დაგროვდა, რისი გაზიარებაც გინდოდა. მაგრამ ისევ იცვლება იქაურობა, ისე რომ მამაო სახის გამომეტყველებას არ შეიცვლის...
რა თქმა უნდა ვადევნებ თვალს ამ თემაში წამოჭრილ ძალით შექმნილ გაუგებრობას
ფორუმს აქვს თავის წესები, რომელიც ზოგადად ყველა ფორუმზე ვრცელდება. აქ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება და ეს აზრი შეიძლება არასწორი იყოს. აქ არავის არ აქვს უფლება ვინმეს დაუშალოს ამ აზრის დაფიქსერება, ბატონო არ გჯერა ჩემი ქამოთქმული აზრის? ამიხსენი და გავიგებ... მაგრამ რას მაიძულებ მაინდამაინს შენ დაგიჯერო?თქვი შენი და ვინც დაგიჯერებს კაი და ვინც არა გაეცალე. რატომ ცდილობ ამ შენი სწორი აზრის ჩემზე მოხვევას თუ მე რაღაც საეჭვო დავინახე ამ შენ აზრებში? თუ დეგენერატად მთვლი რომ არ გიჯერებ? ცდებით თქვენც მეტნაკლებად ისევე როგორც წმინდანებიც(ისე ამაში უფრო მეპარება ეჭვი ) თუ გარანტია გაქვს რომ სწორს ამბობ? სახელებს არ ჩამოვთვლი ახლა მაგრა აქ ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება სპეციალურად რომ დაავალებ ადამიანს ერთი ამ ფორუმს მიმიხედე ვინმემ ღობის იქეთ არ გადაიხედოს თუ არა და ეცი და თუ არ დაგიჯერებს ძალით დააჯერე, ან ფანატიკოსი და ერეტიკოსი უძახეო, ქრისტიანს ერესი უნდა დააბრალო რომ დაიმორჩილოო.
მოკლედ აქ მართალია ახალგაზრდები შემოდიან, მაგრამ ისინი საკმაოდ ნაკითხები და ზრდასრულები არიან, ყველას ყავს თავის მოძღვარი და მათგან გაიგებენ სიმართლეს. დაანებეთ ამ ვირტუალურ ამბიონს თავი თუ არა სულ გავვირტუალურდებით. ასე რომ ადამიანს უნდა სურდეს ჯერ რომ რაღაც ნახოს შენ ნათქვამში და შემდეგ უფრო დაგიჯერებს. ვერ ითმენ ? თქვი და შენი და გაირე. ბრიყვი მიუშვი სნებასა თვით შეეყრება ვნებასა. ისეთი საკითხი ხდება ხანდახან აქ საპოლემიკო, აგერ 1500წელიწადია ჩვენზე ბევრად დიდებმა ვერ გაარკვიე სიმართლე, ახლა ჩვენ ხომ ვერ მივალთ სწორ დასკვნამდე? და რომც მივიდეთ იქნება ის კი სწორი? იქნებ არა? ამიტომ თქვენი ე.წ. სწორი აზრები ყველამ თავისთვის შეინახოს და თვით იაროს ამ აზრებით(აბა ჩემი აზრით ხომ არ ივლის) სწორი ფონს გავა და არასწორი გვიან მაინც მიხვდება სიმართლეს.
რასაც მამა გიორგიზე წერენ აქ შეიძლება გაპარებული იყოს რაიმე ხარვეზი, მაგრამ ამიტომ არ წავიკითხოთ წიგნი თუნდაც იგი არ იყოს ნაკურთხი? რაც ლიტერატურა მაქვს წაკითხული 0.2% იქნებოდა ნაკურთხი მაგრამ დანარჩენი არ წავიკითხოთ? წმინდა ბუნაგში, ალ ნეველის ცხოვრება, წიგნები ჯვაროსნულომებზე და იკვიზიციის საქმეები, სულ არ არის ნაკურთხი მაგრამ ხომ ვკითხულობთ? და ვხემძღვანელობთ კიდეც მისით თუ რამეს ამოღმოვაჩენთ მასში ჩვენთვის სასარგბლოს. ას რომ იYუჩეთ ხალხო და ერთმანეთს აცალეთ აზრის გამოთქმა.
მე არ მჯერა ახალი სტილის და ვემხრობი ჩემი ეკლესიის აზრს ამის შესახებ არა მაქვს უფლება? ცდომილებას მე რას მიმტკიცებ ამ ექიმ კაცს, წადი ვისაც ხელეწიფება მასზე ღრმად მსჯელობა იმას დაუტკიცე და დააჯერე. მერე იქნებ მან უფრო მოხერხებულად ამიხსნას. რა თქვენ კურთხევა გაქვთ იმისი რომ აქ იძულებით დაგიჯერონ? არა ხომ? აბა რა გინდა მე თუ არ ვდგავვარ სწორ აზრზე და შენც ვერ მიმტკიცებ არგუმენტირებულად მე ბრიყვივით წამოგყვე? ბრიყვივით ეკლესიას არ მივყვები შენ რატომ მაიძულებ?
მოკლედ აქ მე არავის და ყველას მივმართავ, მათ შორის ჩემ თავსაც ვღებულობ მხედველობაში. და რაზეც მინდა იმაზე ვისაუბრებ ფორ წესებიდან გამომდინარე. ნუ დასდევხართ ერთმანეთს "სალდატკი პრიჩინებზე", ეს სიკეთეს არცერთ მხარეს არ მოუტანს. დავიწყებ ახლა მე ჩიპებზე და შეთქმულებებზე და ათასგვარ მართლმადიდებლობისათვის მიუღებელ რამეებზე საუბარს და რამეების მტკიცებას. აქეDან ბევრი სწორი და არასწორი შეიძლება იყოს, მაგრამ ვინ არის ერთი ის რომ ამიკრძალოს ამაზე საუბარი? მაშინ მე უკრაძალავ იმას შემეწინააღმდეგოს. რა რითი გამოდის ჩემი პოზიცია იმისაზე ნაკლები?ასე რომ ვაცალოთ ერთმანეთს აზრის გამოთქმა, არასწორს აუხსნათ თუ არ გვიჯერებს წავიდეს თავის გზაზე შენ რა გინდა?
დამიჯერეთ არ წააგებთ აბო.
გაიხარეთ ვისაც მამა გიორგი გიყვართ,მამა გიორგი ძალიან დიდი ხედვის მოძღვარია,რომელმაც ყველაფერი იცის ადამიანის შესახებ და გეხმარება განსაცდელიდან გამოსვლაში.
ვისაც არ აქვს წაკითხული მამა გიორგის წიგნები და ვერ შოულობს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში არის და ყველას შეუძლია წაიკითხოს
იქნებ ვინმემ მოიძიოს მამა არჩილის განმარტება და ატვირთოს(წინასწარ დიდი მადლობა)
მამაო ზოგჯერ ისეთი დიდი პატივით მიგიღებს, თავი დედოფალი გგონია. ზოგჯერ სამი საათი ფეხზე დგახარ და ფიქრობ – ნეტავ, სულ არ მოვსულიყავიო. მამაო უსიტყვოდ გაგახარებს და უსიტყვოდ დაგაღონებს. როცა ის დაგაღონებს, დედამიწაზე არაფერი არ არსებობს შენთვის, მხოლოდ იცი, რომ ძალიან ცუდი და უსუსური არსება ხარ. მაგრამ, როგორც კი გაგახარებს, მთელი სამყარო შენ გეკუთვნის, ყველა გიყვარს, მზად ხარ, ეს სიხარული სხვებსაც გაუნაწილო, მტერსაც აპატიო, სიცოცხლე ძალიან საამური და მსუბუქი ხდება.
ეს ორი, უკიდურესად საწინააღმდეგო სულიერი განცდა მამაოს ოთახში შეიძლება განიცადო სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში, ისე, რომ ოთახში ფიზიკურად არაფერი შეიცვალოს, თითქოს არც არსებობდა ასეთი დაღონების საბაბი, მით უმეტეს, ოც წუთში ასეთი გახარებისა. როდესაც აანალიზებ ამ ორ სულიერ მდგომარეობას, მაშინ ხვდები მამაოს სიტყვების არსს: `ქართველს ჯოჯოხეთიც და სამოთხეც მისსავე გულში აქვსო.~
მამა გიორგი ზამთრის ცივ და ბნელ ღამეში მოგიზგიზე ძლიერ ც ე ც ხ ლ ს ა ჰგავს, რომელიც ირგვლივ არე-მარეს ანათებს და ათბობს, მაგრამ ზომაზე მეტად ვერ მიუახლოვდები!.. მამაო ჰგავს მზესაც, რომელიც გავსებს სიცოცხლით, სიხარულით, მაგრამ თვალს ვერ გაუსწორებ და ვერც ვერასდროს შესწვდები. მამა გიორგი ლომსაც ჰგავს, რომელიც ერთი შეხედვით მომხიბვლელია, როგორც მეფე, მაგრამ საშიში სხვა დანარჩენი არსებებისთვის!.. მამა გიორგი არწივსაც ჰგავს, -დიდებულებით, რომელიც შენც ცაში ნავარდის სურვილით აღგძრავს, მაგრამ ცაში მხოლოდ მისნაირები თუ მიუახლოვდებიან!..
არიადნას მოგონება
_________ 1 ¬¬___¬______
ქუთაისი
მე და ჩემი მეგობრები, ეკლესიურად მორწმუნეები, 2002 წელს ვიყავით ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან. მეუფეს პირადად არ ვიცნობდით, მაგრამ მის მიმართ პატივისცემა და მოწიწება გაგვაჩნდა, როგორც სხვა მეუფეების მიმართ, ამიტომ ქალები 4-5 მეტრის მოშორებით მოკრძალებით დავდექით, ხოლო იაკობი მეუფეს ესაუბრებოდა. საუბრის თემა შეეხო მამა გაბრიელს (ურგებაძე), რადგან გროვდებოდა მასალები მის შესახებ წიგნის გამოსაცემად. იაკობის კითხვაზე: `არის თუ არა მამა გაბრიელი წმინდანი?~ მეუფე კალისტრატემ გაკვირვებით უპასუხა:
- გაბრიელი წმიდანი როგორღაა, როცა შერაცხული არ არის?!
იაკობმა მორიდებით უთხრა:
- მეუფევ, არც წმ. სერაფიმე იყო დიდხანს შერაცხული, სანამ მეფე ნიკოლოზი არ ჩაერია საქმეში. რა, არ იყო წმიდანი?..
პასუხმა მიტროპოლიტ კალისტრატეს სახე შეუცვალა და იაკობს მკაცრად მიმართა:
- შენ რა?... გინდა მოგატყუო?! მიტროპოლიტი კაცი ვარ და გეუბნები, გაბრიელი არ არის წმიდანი!... აბა, წმიდანი!... გაბრიელს ღვინის სმა უყვარდა... ფულს ითხოვდა... რამდენჯერ მიმიცია მისთვის ღვინის ფული!..
- მეუფევ, მამა გაბრიელის საფლავის კანდელის ზეთი რომ კურნავს?
- რაო?! რა ზეთი?!... სამთავრო წმინდა ადგილია, მანდ მეფე მირიანის და დედოფალი ნანას საფლავია. ჰოდა, წმიდანები ახდენენ სასწაულს...
იაკობს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ მიტროპოლიტი მანქანაში ჩაჯდა და გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა: `ვინაა ეს კაცი, მომაცილეთ!~ _ და წავიდა.
ყველანი დაბნეული და გაოგნებული ვიდექით. მეუფისაგან ასეთ პასუხს არანაირად არ ველოდით. მისმა სიტყვებმა საშინელი შფოთი, შინაგანი არეულობა და ეჭვები გამოიწვია ჩვენში. მეუფესთან მამა გაბრიელის სიწმინდის `გადასამოწმებლად~ კი არ მივსულვართ, არამედ ველოდით, გვიამბობდა (გაიხსენებდა) რაიმე საინტერესო შემთხვევას მამა გაბრიელთან მისი პირადი ურთიერთობიდან, აქ კი მეხივით დაგვეცა მისი სიტყვები... გონებაში აზრები ერთმანეთს ებრძოდნენ. მამა გაბრიელის სასწაულებრივი დახმარება პირადად განმიცდია და საეჭვო მასში რა უნდა მქონოდა? მაგრამ მიტროპოლიტ კალისტრატეს სიტყვასაც ჰქონდა ძალა, თან იერარქიის მოშიშებაც გვქონდა. ამ დაძაბულობაში მხოლოდ იაკობი იყო მხნედ. თავი გააქნია, ეტყობოდა, თვითონაც ნაწყენი იყო, მაგრამ რომ ნახა ჩვენი `დაღრეჯილობა~, მტკიცედ გვითხრა:
_ ... რა ვუყოთ მერე, ეს მიტროპოლიტის პირადი მოსაზრებაა...… მიტროპოლიტიც კაცია, ღმერთი კი არ არის!...
... წმიდანს თუ უნდა, დალევს და თუ უნდა, გიჟადაც მოგაჩვენებს თავს... ისე, მამა გაბრიელს რომ დევნიდნენ კომუნისტები და ტაძარში არ აყენებდნენ, მაშინ ბევრი ცეკას რეკომენდაციით ინიშნებოდა სასულიერო იერარქად!... როცა მამა გაბრიელი ამხელდა და ებრძოდა უღვთო ხელისუფლებას, მაშინ ბევრი სასულიერო პირი ხოტბას ასხამდა კომპარტიას და მისი დღეგრძელობისთვის ლოცულობდა!.. იმ დროს, როცა მამა გაბრიელმა საქვეყნოდ ცეცხლი წაუკიდა ლენინის სურათს, საეკლესიო კალენდრებში ლენინის დაბადების დღე და საქართველოს გასაბჭოების თარიღი ჰქონდათ იერარქებს შეტანილი ხელისუფლების შიშით!... თუ არ გჯერათ, ჩაიხედეთ კალენდრებში. Dდა კიდევ, როცა მშიერი მამა გაბრიელი ღამეებს სასაფლაოებზე ათევდა, ბევრი სასულიერო პირი კომპარტიის ნადიმებზე ასეტრინის ხინკალს მიირთმევდა დიდ მარხვაში!... ეს ყველაფერი ახსოვს ხალხს და ისიც ახსოვს _ შევარდნაძე რომ ჩამოჰყავდათ მოსკოვიდან, ბევრი სასულიერო პირი სიხარულს ვერ მალავდა თავის „ქადაგებაში“ _ ახლა გვეშველება, უფლის ნება აღსრულდებაო... მაგრამ, როცა შევარდნაძე ხალხმა მოიცილა, იგივე პირნი პირველები ულოცავდნენ ერსა და ახალ ხელისუფლებას „ბოროტისგან“ განთავისუფლებას!... ეს ჩვენც გვახსოვს, ოღონდ ძალით ვივიწყებთ!.. ღმერთი მაინც მოჰკითხავს ყველასNთავისას.
ხო ასეტივე აზრზე იყვნენ როცა მამა გაბრიელს ეხებოდა მოკლედ ამ სალოსი მამების არავის გაეგება საერტოდ და ნუ განვიკიტხავთ
გახსოვთ ყველას რეებს ამბობდნე მამა გაბრიელზე და როგორც იქცეოდა, უბრალო ადამიანისტვის გაუგებარი იყო და არა მარტო ბერებმაც ვერ გაუგეს ხო და ეხლა უზომდ უყვარტ და ხალხი ინკურნება , ართქვას ვინმემ ეხლა მამა გაბრიელი არამარტლმადიდებელიაო ან ეგეტი რამე
დასანანი ისაა, რომ მიტროპოლიტის სიტყვებს: „მამა გაბრიელი ლოთი იყოო“ ხომ შეუძლია, მართლა დააჯეროს ვინმე მამა გაბრიელის „ლოთობაში“. ჩვენი დიდი წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა 2000 წელია სამთავროში ასვენია და სასწაულის ძალაც შესწევთ, მაგრამ ზეთის სასწაული მხოლოდ მამა გაბრიელის საფლავზე აღესრულება. წავიდეთ აქედან და ვიაროთ, ნათქვამია: „სიარული ფანტავს მჭმუნვარებასო...“
იმ დღეს მართლაც ბევრი ვიარეთ და გვიან დავიშალეთ. მთელი ღამე ძილი არ მომეკარა, სულ რაღაც დანაშაულის გრძნობა მქონდა მამა გაბრიელის წინაშე, რომ იგი ხმამაღლა ვერ ვაღიარე. ორი დღე გამყვა სულიერი ფორიაქი. ძალიან განვიცდიდი. მესამე ღამეს სიზმარში ვხედავ სასულიერო პირს, მოგრძო სამკუთხა წვერით და ვითომ მამა გაბრიელი იყო, მაგრამ მამა გაბრიელის სახეს არ ჰგავდა, ოდნავ თუ ჩამოგავდა და ეს მითხრა:
„_ არ მწყენია, მოყვასო... გულს მიენდე~... და თავზე ხელი დამადო. შემდეგი სიტყვები ძალიან ჩუმად, შეიძლება ითქვას ტუჩების მოძრაობით თქვა. გავიგე მხოლოდ `გნახავ მე შენ... თ ე ა ტ რ ი...~ და გამომეღვიძა. ცრემლები მომდიოდა. გული რაღაც ძალასა და სიხარულს გრძნობდა. მინდოდა, მალე გათენებულიყო...
ეს სიტყვები - `გ ნ ა ხ ა ვ მე შენ... თ ე ა ტ რ ი...~ დრო და დრო მომდიოდა გონებაში. მაგრამ რა იყო ეს არ ვიცოდი. გავიდა სამი წელი. ღმრთის განგებით ქუთაისში მომიწია ცხოვრებამ....
2005 წლის 20 აგვისტო იყო. ფეხით მივდიოდი ბაზრიდან და ნაცნობს შევხვდი. საუბარში გართულები თეატრს უკანა მხრიდან მივუახლოვდით. ამ ლაპარაკში ჩაგვიარა #14 `მარშუტკამ.“ წინ უცნობი მღვდელი იჯდა, რომ დამინახა, ხელი ამიწია და რაღაც ჩაილაპარაკა. გამიკვირდა. ამ მამაოს მე არ ვიცნობდი, მაგრამ იმ მომენტში თითქოს საიდანღაც მეცნოო... გონება დავძაბე, მაგრამ ეს მამაო ვერანაირად ვერ გავიხსენე. ნაცნობს ვკითხე, ხომ არ იცნობდა მამაოს; _ ეს მამა გიორგია, ბასილაძე, მოწამეთაში მსახურობსო _ მიპასუხა. ვერც ამ პასუხმა გამარკვია იმაში, თუ რატომ მეცნო. ამ დროს ჩემს ნაცნობს ვიღაც მოუახლოვდა და დიდი სიყვარულით მოიკითხა, ეტყობოდათ, დიდი ხნის უნახავი ჰყავდათ ერთმანეთი. მე ცოტა განზე გავდექი. საუბარი გაუგრძელდათ. წასვლის წინ ახლადმოსულმა უთხრა ჩემს ნაცნობს: „რას ვიფიქრებდი, დღეს, რომ თეატრთან გნახავდი შენ“ და ეს სიტყვები ისე უცნაურად მომხვდა გულზე, თითქოს მეც რაღაც გამახსენაო... სულ რაღაც წამებში გონებაში აღმიდგა სიზმარი, სადაც მამა გაბრიელმა მითხრა ... `გნახავ მე შენ... თეატრი...~ და როცა სიზმარი სრულად აღვიდგინე, მივხვდი, თუ რატომ მეცნო ეს მამაო „მარშრუტკიდან“ ...რადგან სწორედ ასეთი სახე ჰქონდა მამა გაბრიელს სიზმარში. სიხარულმა და მღელვარებამ ერთად მომიცვა. ერთი სული მქონდა, მენახა ეს მამაო. ნაცნობს დიდი მადლიერებით დავემშვიდობე. მეორე დღეს მოწამეთაში წავედი, მაგრამ მამა გიორგი არ იყო... მომდევნო დღეებში ვეღარ ავედი, რადგან ქალაქიდან მომიწია გასვლამ.
ბევრ სასულიერო პირს ეხლაც ჰგონიათ მამა გაბრიელი გიჟი(შენდობას ვთხოვ მამა გაბრიელს ამ სიტყვის გამეორებისთვის)
ერთ-ერთმა საეკლესიო მაღაზიების ქსელმა არ მიიღო ერთი საეკლესიო ჟურნალი იმის გამო რომ იქ ეწერა ,,ღირსო მამაო გაბრიელ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის"ჯერ ვედრება არ შეიძლებაო წმინდანათ არ არისო შერაცხულიო, იმ უამრავ ადამიანს რომ არ ეთხოვა მამა გაბრიელისთვის განიკურნებოდნენ?ან ეს ათასობით სასწაული რაც მამა გაბრიელის საფლავზე ხდება არ არის წმინდანობის ნიშანი?
მამა გიორგის ძალიან უყვარს მამა გაბრიელი ჩემი მასწავლებელი იყოვო
მამა გიორგის ოთახში უკიდია მამა გაბრიელის სურათი
b-a-r-b-a-r-e
ღმერთმა გაგახაროს აი სასწაული რა!!
ისე მეც მესიზმრა მამა გაბრიელი და როგორ ,თუ გახსოვთ წიგნში აქ დაწერიალი კიდე 5 გირსეულ და თავისნაირ მღვდლებზე ერტია იქიდან მამა ლეონტი ჯვანია , მამა ლეონტი ჩემი პირველი მოძღვარი იყო
ეხლა ჩემი სიზმარი: მე ვარ განთიადში ეს აფხაზეთშია და ვდგავარ დედაჩემის სახლთან თან დანგრეულია ყველაფერი ვხედავ რომ დაგმართიდან პატარა მრღდელი ამოდის და რომ დავაკვირდი მამა ლეონტი ჟვანია იყო და მიახლოვდება, ახლოს რომ მოვიდა უცებ მამა გაბრიელად გადაიქცა და თან კოჭლობდა და ჯოხი ეკავა ,მაგ დროს გავიფირე უცებ უეჭველი ჩვენი ცოდვების გამოათქო რადგან მთელი საქართველო იტვირთა და რომ მომიახლოვდა თიტქოს ხელის აწევა უნდოდა და არ წაიქცესთქო გავიფიქრე მაგრამ არა ჩვეულებრივად გასწორდა აიღო ეს ჯოხი ჯვარი დამწერა, სახლს გადაწერა და ამ დროს უნდა მეკითხარ რაგაც რაგცეები მაინტერსებდა სხვადასხვა საკითხები და ხმა ვერ ამოვიგე საერტოდ, მივხვდი რომ სისულელები უნდა მეტქვა, მერე გაბრუნდა და წავიდა და დანარჩენ დანგრეულ სახლებს ჯვარს წერდა და მიდიოდა, დიდხანს ვფიქრობდი რაშუაში იყო მამალეონტი და გაბრიელი ამ წიგნის წაკითხვის მერე მივხვდი რომ მამა ლეონტი,გაბრიელი და გიორგი ერტი ძალის გამტარნი (შევასწორე Atman ) და ერტი საქმის გამკეთებლნი არიან !!! ღმერთმა გვიმრავლოს სალოსი და გიღსეული მამები და ბოდიში თუ წოტა არასწორად დავწერე
cxz
იხარე მეგობარო
არა მარტო ისინი
ჩვენ ერთი მიზნით გაერთიანებული მრევლი,ვუერთდებით ერთმანეთს და ერთმანეთს გვაკავშირებს უდიდესი სიყვარული მამა გიორგი.
აქამდე სად ვიყავი?
სად ვიყავი მეძინა!
როგორ ვჯავრობ რომ ეს დრო დამიკარგავს,თურმე უკვე დიდი ხანია ხალხი იკრიბება ერთი დროშის ქვეშ და სანამ არ მოვიდა მამა გიორგი და მითხრა თავად,მანამდე მეძინა.
ახლა კი უფლის მადლით და წყალობით
გვაერთიანებს ერთი მიზანი,ეს საქართველოა,მართლამდიდებლობ
ა და მებრალება ადამიანი,ვინც ვერ,თუ არ გამოსცდის ამ სიხარულს.
ენით აუღწერელი სიხარულია ჩვენს თავს,ვერ ვიტევთ,ვერ ვმალავთ
სადაცაა გული გასკდეს სიხარულით
გმადლობ უფალო რომ არ დაგვტოვე,გმადლობ უფალო რომ ისევ გიყვარვართ.
Atman
კი ეგრეა არასოწრად დავწერე მაპატიეთ შევასწორებ ,გაიხარე )))
abo
კიდევ ერთხელ და არა ერთხელ გეთანხმებით
ამ ფორუმზე არიან თეოლოგები პროფესიით, არიან ამა თუ იმ რელიგიურ საკითხში კომპეტენტურნი, ვისაც მე დიდ პატივს ვცემ, ვის აზრსაც ვითვალისწინებ და ალბათ ასეა ყველაც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი აზრია ერთადერთი ჭეშმარიტება და ისინი არ ცდებიან. თუ რამე არ ვიცი და ამ საკითხში არაკომპეტენტური ვარ, მოვუსმენ მათ და დავუჯერებ, თუ ვთვლი, რომ ცდებიან, ისევ ჩემ აზრზე დავრჩები და თავად გავარკვევ სიმართლეს
ნუ ვიქნებით რადიკალურები, ნუ განვიკითხავთ სხვებს და მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი მგონი ქრისტიანობაც ესაა
პ.ს. ოფისთვის ბოდიში, მამა გიორგის რაც შეეხება პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიცნობდი მეც მას როგორც ამბობენ ძალიან საინტერესო ადამიანია
ეგრე არ ჯობია? ვისაუბროთ წყნარად და მშვიდად... ვმედიტირებ და სიმშვიდე მინდა!
გინდატ დავდო მამა გიორგის წიგნი ფეხიტ მოსიარულე ოგონდ პირტველი ნაწილი??, მეორეცა გამოშვებული წიგნი მატხოვეს მაგრამ ციფრული ვერსია არაა რა ინეტში
cxz
cxz
აქამდე სად იყავი თუ გქონდა
დადე დადე
გაიხარე
გამომცემელთაგან 2 უკვე ჩემი მეგობარია და დანარჩენებსაც იმედია გავიცნობ მალე.
მზად ვარ ვემსახურო ამ საქმეს,თავდადებით
ძალა და თავისუფლება ხო დევს უკვე... ეს სხვაა?
cxz
Atman
აქამდე ისეთები ერეს აქ რომ მერე გადავიფიქრე ისე ის წიგნი როა ქარტველობა ზნელია ტუ არა ჩემი დადებული გადმოიტანეს აქ სხვა საიტიდან :D:D მაგასაც დავდებ თუ გინდათ, ამ წიგნს რომ წაიკიტხავ გეამაყებათ და გაგიხარდება ის რომ ღმერთMა არა სხვა ეროვნების არამედ ქართველად რომ გაგაჩინ და ასეტი დიდი პატივი დაგსდო
პ.ს. რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, ქართულად იქნება კაცობრიობის განსჯა და ესეც საქართველოში მოხდება ხო კიდე მამა გიორგის რომ აქ ცამთვლილი 5 გირსეული და ზლიერი ამა ერთერთიც ვნახე კიდე მცხეთაში სახელი დამავიწყდა ოღონ მაპათიეტ გავიგებ და დავწერ ისიც ძლიერია ატატატატა ))
cxz
რამდენი საქმე მაქვს და ვერ გავეტიე სახლიდან თქვენი სიყვარულით ვტკბები
ძალიან მეამაყებით ჩემებო,გენაცვალეთ ყველას
Atman
კი ეს სხვააა და კიდე აქ მგონი რამოდენიმე წიგნი და არ მახსოვს მამა გიორგის უწერია რომ მამა ბარიელის სულიერ შვილზე ტურმე მაგასც ქონია დაწერილი წიგნები სერიოზული ასე რომ გავეცნოთ მოვიძიოთ და გავძლიერდეთ ყველა დროა უკვე ჩვენს გულებში ნამდვილი ჭეშმარიტი რწმენა აღიძრას როგორ ღირსეულ მართმადიდებელს შეეფერება!!!
izi-bartki
უღრმესი მადლობა )))
გენაცვალეთ ყველას საღამოს მოვიცლი და ერთ ნაწყვეტს დავდებ,ძალიან მომწონს. მიყვარხართ ყველა!! თავსაც კი დავდებ თქვენი გულისთვის,
izi-bartki
ეს წიგნია მერე ფეხით მოსიარულე )))
b-a-r-b-a-r-e
ხო გამახსენდა ეხლა, გაიხარე
მართლაც რომ ზლიერი ბერია, როგორც მამა გიორგიმ თქვა მალე გამოჩნდება თავის ძლიერტებითო ასე რომ რამდენი ღირსეული ბერია ფარულად კიდე არავინ იცის და რაუნდა გვიქნან ჩვენმა მტრებმა ვერაფელიც
პ.ს. ბეეებეე ჩვენს ეკლესიის მტრებს )))
ვერ გავიგე... ფეხით მოსიარულე და ძალა და თავისუფლება ერთი და იგივეა? დადე თუ გაქვს "ფეხითმოსიარულე 1"
"ძალა და თავისუფლება" და "ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი" ამ თემის პირველივე პოსტში დევს.
ჩემი რჩევა იქნება და ნუ მიწყენთ
ნუ გავაფანატებთ რომელიმე მოძღვარს, რადგან უცდომელი არავინაა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ჩვენ მიერ გაფანატებულმა მოძღვარმა რომ შეცდომა დაუშვას, მერე ან ჩვენ მივყვებით მას შეცდომით, ან ძალიან დიდ იმედგაცრუებას ვნახავთ ეს მარტო მამა გიორგის არ ეხება და გაითვალისწინეთ ნებისმიერი მოძღვარი ღვთის სიტყვის მქადაგებელია და სულიწმიდნის მადლის მატარებელი ხელდასხმის გზით
ნანინა
მართალი ხარ, გაფანატება არაა კარგი, მაგრამ ერთი თვისება აქვს მამა გიორგის: გაფანატებისგანაც გიცავს რაღაცნაირად. ხვდება ვინ აფანატებს და ვინ შეგნებულად და გაცნობიერებულად მისდევს
Atman
არა იგივე ყოფილა ვინც მომცა მეგონა ძალადა თავისეფლება ფეხით მოსიარულე იყო მაპატიეთ თუ ვისოვი ინეტშI რამეს დავდებ
მამა გიორგის ლოცვა კურთხევით გამოდის ეს წიგნები?
კი მართალია.გაფანატება არ შეიძლება,იცის მამა გიორგიმ,ვინ რას ფიქრობს და ვის სულში რა ტრიალებს,იმდენ სარგებელს გაწვდის სულისას რამდენსაც დაიტევ ვერ მიუახლოვდები იმხელა ძალა იგრძნობა,მიკარებასაც ვერ გაბედავ,ძალიან საყვარელია,მადლიანი!...
და აქვს ადამიანის დამდაბლების საოცარი ნიჭი უდიდესი სიყვარულით და სითბოთი,მე ეს ვიგრძენი,ნამდვილად!გრძნობ რა ძლევამოსილია უფალი! რომ ეკლესია მარტო იმას არ ნიშნავს "ჯვარი აქვს თავზე ხომ??" გრძნობ რომ არაფერი ხარ ღვთის წინაშე და მხოლოდ ერთადერთი უფალია შენი პატრონი და ნუგეში,რომ არა ღვთის მოწყალება პირში სულიც არ შეგვრჩებოდა ჩვენ საცოდავებს...
მე მყავს ფანები და მამა გიორგის რომ ყავდეს მაგაში რაა გასაკვირი
Atman
ხალხნო არ იცით არის თუ არა ეს წიგნები მამა გიორგის ლოცვა კურხევით? ვინც იცის მითხარით!
m i s h k a
ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემს მაგ კითხვაზე. ოფიციალური კურთხევა არ მიუცია, მაგრამ რადგანაც გამოუშვეს ესე იგი მისცა უფლება...
თუ კურთხევა არ არის არ უნდა წავიკითხოთ ხო ესეა? მამა გიორგი დიდი ადმიანია. ვინმეს იაგოველი არ ვეგონო. უბრალოდ კურთხევის გარეშე ხომ ვიცით რომ არაფერს არ აქვს ძალა. მეც გაგონილი მქონდა რო არ არის კურთხევა და მაგიტო გკითხეთ თქვენ უფრო ჩახედულები ხართ. რა იყო არ გაგიგიათ რო მოძღვრის კურთხევის გარეშე აკეთებდნენ რამეს ? დიდი სიფრთხილე გვმართებს. კველაზე კაი იქნება თვითონ მამაოს რო კითხოთ ვინც იცნობთ, მე ასე ვფიქრობ.
m i s h k a
მგონი გითხარი უკვე, არ დაუშლია ხალხისთვის წაკითხვა მიუხედავად იმისა რომ იცის, ბევრი კითხულობს... მაგრამ "ოფიციალური განცხადება" არ გაუკეთებია... პროვოკატორებს რომ არ ქონდეთ ბევრი სალაპარაკო... გამგები გაიგებს. შენ თუ ყველაფერს კურთხევით კითხულობ დიადი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ყოფილხარ
ვერაფერი ვერ გავიგე რო არ მოგატყუო ":) ყველაფერს რას ნისნავს. ესეიგი ზოგი კურთხევის გარეშე უნდა წავიკითხო და ზოგი კურთხევით ? ამას მირჩევდი ?
კარგი მადლობა მეგობარო გასაგებია შენი აზრი ოგონდ ბოლომდე ვერ ;-)
m i s h k a
მე არაფერს არ გირჩევ.
კაი მადლობა. უბრალოდ გაგონილი მქონდა და მაგიტო მაინტერესებდა. შენ მართლა სხვანაირად გაიგე მარა არაუუშავს.
m i s h k a
შენს მოძღვარს კითხე და თუ მოგცემს კურთხევას წაიკითხე. მგონი საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევაში
გაიხარე მადლობ რჩევისთვის.
Atman
ვეღარ გცნობ და მიხარია
ხალხო წაკითხვა ყველაფრის შეიძლება, მათ შორის 1001 ზღაპრისაც და დეკამერონისაც, რაზეც კურთხევას არცერთი მოძღვარი არ მოგცემთ ალბათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ნაწარმოები(სპეციალურად ვხმარობსიტყვა ნაწარმოებს) სახელხლმძღვანელოდ გამოიყენო. არც კურთხევამიცემული საეჭვო ხასიათის რამე არ ღირს სახელმძღვანელოდ.
სახელმძღვანელო უფლის ნებით და საყოველთაო კურთხევით მხოლოდ ბიბლიაა.
ნანინა
აფერიზმის კურსებს გავდივარ და ძნელდება ჩემი ცნობა თანდათან
Atman
ანუ აღარ მიხაროდეს?
ნანინა
გიხაროდეს შენი რა მიდის
რას გავს ეს უაზრო დაკითხვები აქ
http://www.radikal.ru
მამა გიორგი მართლმადიდებლურ ფორუმელებთან. მოწამეთა 2007წ.
აბო.
მაგარი ფოტოა!
http://www.radikal.ru
m i s h k a
მაინც აპოგელეტიკაში გადმოიტანეთ? კარგი ბატონო. იყოს აქ. ჩემი სამფლობელოა მაინც
აწი მაინც მიხვდებით რომ ძალიან ღირებული რაღაცეებია აპოგელეტიკაში
ერთხელ მამაოს უცნაურობით გაოგნებული ადამიანი უკან გაბრუნდა და ბრაზმორეულმა თქვა: _ რა გზა გამოვიარე... ეგ კი ვინ ყოფილაო! მერე მამაომ გვითხრა: _ ეს კაცი ძლიერი პიროვნებაა და იმ განზრახვით მოვიდა, სიმართლე რომ გაეგო და ვერაფრით მას ვერ მოვიცილებდი. მაინც მიმიყვანდა იქობამდე, რომ ვეტყოდი, არადა მან არ უნდა იცოდეს ეს ჯერ! ჯობია, ჩემზე გაბრაზდეს! მაგრამ როდესაც ღმერთი გაუხსნის საიდუმლოს, შენდობასაც და მადლობასაც მეტყვის. მე სხვა სიჩქარეზე ვყავარ ღმერთს. მე ჩემს ნებაზე არა მაქვს მოცემული ადამიანებთან ურთიერთობა. ჰგონიათ, მე არ მინდა მათ თქვენობით მივმართო? ან ბატონობით, ან ქალბატონობით. მაგრამ არ მაძლევს ღმერთი. მეც მინდა ადამიანს ტკბილად ვესაუბრო და მოვუყვე ის, რაც გაახარებს, მაგრამ არც ეს მაქვს მოცემული ღმრთისგან. ერთი წამით რომ გაგიხსნათ ღმერთმა, რა სული არის ჩემთან, რომელი თქვენგანი მოხვიდოდით ასე წარამარა ჩემთან?! ეს სული იქცევა ისე, როგორც მას სურს. მე ვინ ვარ, ბაბუა! მე შემიძლია, მხოლოდ ვუთანაგრძნო ადამიანს. სინამდვილეში ისინი მიბრაზდებიან იმიტომ, რომ გრძნობენ იმ ძალას, რომელიც ჩემშია, რომელსაც შეუძლია მათი დახმარება, ისე, როგორც მათ სურთ. მაგრამ, როცა ასე არ ხდება, მაშინ სულ ახელებთ მათ ბოროტი! მაგრამ რაა ადამიანის ნება ღმრთის ნებასთან შედარებით! ღმერთია ყველაფერი, ბაბუა!.. ასე, რომ ჩემი შრომა ძალზე რთულია!...
http://convert.ge/ge/text.shtml
ეს ხომ გასწავლე უკვე
საქართველოს გააბრწყინებს არა მონაზონთა რაოდენობა, არამედ ჭეშმარიტი მსახურების სულიერი სიმაღლე!
არა ტაძრების რაოდენობა, თუნდაც ისინი ოქროს გუმბათებით იყოს დამშვენებული, არამედ საქართველოს გააბრწყინებს ტაძარში მწირველი და მლოცველი ადამიანების სიწმინდე და საღმრთო მოშურნეობა!
და კიდევ, საქართველოს გააბრწყინებს არა უბრალოდ პირჯვრის გამომსახველთა რაოდენობა, არამედ ისინი, ვის გულებშიაც ქრისტე დაიდებს ბინას!
თუ ღმერთმა შეგვინდო, მაშინ რატომ ვართ დასჯილი? რატომ ვართ ისევ ცუდ ყოფაში? ე.ი. გამოდის, რომ ღმერთმა არ შეგვინდო!.. მაშინ როგორ გავიგოთ, რომელი ცოდვა გვეპატია და რომლის გამოსასყიდად კიდევ უნდა ვიტანჯოთ?! ამიტომ ვიძახი, ბაბუა. ც ო ც ხ ა ლ ი წ მ ი დ ა ნ ე ბ ი ე ძ ე ი ე თ – მ ე თ ქ ი !... წმინდა მღვდელი ხედავს ყოველივეს და ის არ შეგინდობს, თუ ღმერთს არ სურს ჯერ შენი შენდობა და დაგინიშნავს ეპიტემიას. ის მკაცრიც არის, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მოწყალე და მოსიყვარულეც. მას შეუძლია, შენი ცოდვები დაიდოს და ღმერთის წინაშე თვითონ გამოიტიროს იგი. ძალიან მცირე დროში გამოიტირებს ისეთ ცოდვებსაც, რომლებსაც თქვენ წლებს მოანდომებდით. როდესაც წმინდა მღვდლისაგან გესმით შენდობა, იცოდეთ, ეს ქრისტესგან შენდობაა!
კითხვა: მამა გიორგი, ერთმა მოძღვარმა გვითხრა, რომ მამა გაბრიელი არ არის წმიდანიო, რადგან მასზე არ დაწერილა არც ტროპარი და არც კონდაკიო.
პასუხი: მე ვერ გავიგე, რატომ გიხსენათ მან ტროპარ-კონდაკი?! განა ტროპარ-კონდაკი აქცევს კაცს წმიდანად?! ან კიდევ, ტროპარ-კონდაკი როგორ დაიწერებოდა ჯერ, როცა ეკლესიას ოფიციალურად არ შეურაცხავს გაბრიელი წმიდანად! მე არ ვიცი, რას ფიქრობს ის მოძღვარი გაბრიელზე, მარა ჩემს აზრს გეტყვით _ გაბრიელი უდიდესი წმიდანია ღმერთის წინაშე, ის ღმრთისგან არის წმიდანი და ვინ და როდის დაწერს მასზე ტროპარს, ამას ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! თუ გწამთ გაბრიელი, ევედრეთ მას და ნახავთ, თუ შეუშლის ხელს გაბრიელს თქვენს შეწევნაში ის, რომ მასზე ტროპარ-კონდაკის დაწერა ჯერ არ გადაუწყვეტიათ ზერელე და ურწმუნო ადამიანებს!..
21. კითხვა: როდის გახდა მამა გაბრიელი წმიდანი?
პასუხი: მამა გაბრიელი კი ა რ გ ა ხ დ ა, არამედ დ ა ი ბ ა დ ა წმიდანად! გასაგებია?! თქვენ ცოტა იცით და სხვებს ამოწმებთ... დაღუპავთ სულს, ბაბუა!...
გაბრიელი წმიდანი იყო მაშინაც, როცა მას საქართველოში მღვდლები არ აზიარებდნენ! გასაგებია?!... ის მღვდელი იყო ღმერთის თვალში მაშინაც, როცა მას მღვდლობა შეჩერებული ჰქონდა!... გასასგებია?!
როდის უნდა გამოიღვიძოთ!.. გაბრიელის დევნა არ უნდა იყოს ქართველი ერის ჩაკვირვებისა და სულიერი გამოღვიძების საგანი? ნუთუ ვერ ხვდებით რას გეუბნებით?! რა დღეში ვყოფილვართ და ვართ კიდევ ჯერჯერობით!...
გაბრიელს, ამ ჭეშმარიტად უდიდეს მოძღვარს, საქართველოში არ აზიარებდნენ!... მერედა ვინ, განა ისევ ქართველი სამღვდელოება არა?!.. განა ქართველი მღვდელმთავრებისაგან არ ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება?! რა დიდი განსჯა ამას უნდა. თავად ეს ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე!.
რაში იყო საქმე?! ვერ ს ც ნ ო ბ დ ნ ე ნ გაბრიელს, თუ ვერ ი ტ ა ნ დ ნ ე ნ მას?! თუ იმას იტყვიან, რომ ვერ ცნობდნენ; აი მე რას გეტყვით: სასულიერო პირი იქნება ის ეპისკოპოსი თუ მღვდელი, რომელიც ვერ სცნობს და სულით ვერ გრძნობს წმიდანს, მიუხედავად იმისა, როგორადაც არ უნდა იქცეოდეს გარეგნულად წმიდანი, არ შეიძლება ჩაითვალოს სულიერ მოძღვრად! რადგან სულიერი ხედვა არ გააჩნია! ასეთ სასულიერო პირებს ცოდვილის სასუფეველში აყვანა არ შეუძლიათ, რადგანაც ისინი აქ მიწაზე, ვერ სცნობდნენ ჭეშმარიტების სულის მატარებელს!.. ამიტომ ვერავინ სასულიეროთაგან, რომელმაც გაბრიელი ვერ იცნო, ვერ იმართლებს ამით თავს.
ახლა ვთქვათ მეორე _ გაბრიელი ბევრმა იცნო კიდევაც, მაგრამ დევნიდნენ სწორედ იმიტომ, რომ არ იყვნენ მისი სულის, რადგან კომპარტიას დამორჩილებული სასულიერო პირებზე, რომლებსაც, ღმერთზე მეტად ცეკას მდივნების და `კაგებეს~ შიში ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების სული არ დაივანებდა!
აპოლოგეტიკაში რა ლოგიკით არის ეს თემა ?
და რისი თქმა სურს ადმინისტრაციას აპოლოგეტიკაში თემის გადატანით?
გთხოვთ თემა დააბრუნოთ უკან თავის ადგილას
Iona
Iona
"მოთმინება,სიყვარული და პატიება..შენც ამას გეუბნები რასაც ყველას ბაბუ..."
აქ მტკივა..ძალიან
”აუ რა კაი განყოფილებაშია
გაახაროს ადმინისტრაცია ღმერთმა ”
განყოფილებაც მშვენიერია
ადმინისტრაციაც გაახაროს ღმერთმა
მაგრამ....
თემის აპოლოგეტიკაში გადატანა ნიშნავს მის არაკანონიკურად არა მართმადიდებლურად გამოცხადებას - ჩემის აზრით კი ადმინისტრაციას ამის არანაირი, არც იურიდიული და არც მორალური უფლება არა აქვს.
ცენზურას ხომ არ გავს ეს საქციელი რაღაცით ?
ვინ აძლევს თავს იმის უფლებას რომ წიგნს ჩამოკიდოს ერეტიკულისა და არა მართმადიდებლურის ”იარლიკი” ?
ისაუბრეთ თემის ირგვლივ. ვისაც არ სურს საუბარი, ნუ შემოვა თემაში.
Iona
თანდათან როლები იკვეთება ამ ფორუმზე... ერთი მე ვერ გამშიფრეს ჯერ
http://church.ge/index.php?showtopic=7062&st=100
Atman
შენ გაშიფრული ხარ! არსებობს ცხრათვალა მზე და რვათვალა ატმანი. (ავატარიდან) ასე რომ ისიც ცნობილია რომ ამ თვალებიდან 7 მართლმადიდებლობას უყურებს, ის ერთი ჯერ ვერ შელევია კრიშნას.
მომავალი ბჰაგავატ გიტისტი აბო.
.
.
.
თემას ნუ აოფებთ თავისიც ყოფნის ამ თემას,მოიარა ყველა კუთხე-კუნჭული ამ ფორუმზე
ნაწყვეთი წიგნიდან "ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი"
" ვასილ ბარნოვის ტრფობაი წამებულისა"(გვ.183)ვკითხულობთ"ეკლესიას ორი მოთავე უნდა ჰყავდესო,ე რ თ ი,ბრწყინვალე თავი ეკლესიია,მსოფლიური დიდებით შემკული,რადგან ეკლესიამ იტვირთა ზრუნვა ამაქვეყნიერი:დამოძღრა სამწყსოის ხორციელი არსებისა,მ ე ო რ ე მოთავე მისი უნდა იყოს წმინდანი,ქვეყნიურ ზრუნვათაგან დახსნილი,ხორციელ სიამეთაგან თავისუფალი,ხილული დიდების თუ განცხრომის უარისმყოფელი,ძნელია ადამიანის წმიდანობა ამ ქვეყნად,შესაძლებელი კი არის.
საქართველოს ეკლესიასაც კი უნდა ჰყავდეს კაცთაგან დადგენილი საჭეთმპყრობელი,პარტიარქი,მოთ
ავე თვისი და უნდა ჰყავდეს წმიდანიც,ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა.."
მამა გიორგი.თუ ჰყავს საქართველოს ეკლესიას ეს მეორე მოთავე - წმიდანი,ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა?
პასუხი:ეს ორი მოთავე ქართულ წმიდა ეკლესიას სულ ჰყავდა!..პ ი რ ვ ე ლ ი მოთავე როგორც წაიკითხეთ არის - ხილული,ბრწყინვალე თავი ეკლესიისა,ანუ პ ა ტ რ ი ა რ ქ ი, მ ე ო რ ე მოთავე ეკლესიისა არის,ანუ წ მ ი დ ა ნ ი-ღვთისაგან ნაკურთხი ს ხ ი ვ ი ე კ ლ ე ს ი ი ს ა,რომლის უხილავ - სულიერ დანიშნულებაში ბოლო საუკუნეებში ასევე შედის მოძღვართ-მოძღვრობა!..
ქართული ეკლესიის ხილულ მოთავეს უკვე 30 წელია წარმოადგენს მისი უწმინდესობა ილია-II.ხოლო მეორე დაფარული მოთავე მოძღვართ მოძღვარი,მთელი 40 წლის მანძილზე,გახლდათ დიდი გ ა ბ რ ი ე ლ ბ ე რ ი.მისი სხეულიდან გასვლის შემდგომაც,საქართველოს ჰყავს წმინდა ეკლესიის ეს მეორე მოთავე ანუ ღვთისგან კურთხეული სხივი ეკლესიისა,ანუ მოძღვართ მოძღვარი და უწყვეტად ეყოლება ის,ქრისტეს მეორედ მოსვლამდის!..
გამიხარდა თქვენი შეკითხვა.ვხედავ, ქართველები ისევ ვუბრუნდებით ჭეშმარით სულიერ ხედვას.მე შემიძლია დაგისახელოთ საქართველოს ეკლესიის დღევანდელი "ღვთივკურთხეული სხივი",მაგრამ ის ქართველმა ერმა თავად უნდა აღმოაჩინოს სულიერი სრულყოფილების გზით,სამწუხაროდ დიდი გაბრიელ ბერი ვერ იცნო ერმა რწმენისა და სულიერი განათლების სიმწირის გამო.
ძალიან ბევრი პოსტებია ამ თემაში და ყველას წაკითხვა ახლა არ შემიძლია, ამიტომ არ ვიცი თქვენ იცით თუ არა ის რასაც ახლა დავწერ.
წმ. ანდრია პირველწოდებულისა და წმ. ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს წირვას დავესწარი მამა არჩილ მინდიაშვილთან პეტრე-პავლეს ტაძარში. ქადაგების ბოლოს მამა არჩილმა გაგვაცნო ის წერილი, რომელიც მისი მრევლის ხეით გაუგზავნა მამა გიორგი ბასილაძეს. წერილში ჩამოთვლილი იყო მამა გიორგი ბასილაძეზე გამოცემული წიგნიდან მართლმადიდებლობასთან შეუსაბამო და უფრო მეტიც, ანტიმართლმადიდებლური მოსაზრებები. მამა არჩილი ამ ჩამონათვალის შემდგომ წერილში სთხოვდა მამა გიორგის შეეტყობინებინა მისთვის ნამდვილად ეკუთვნოდა ეს მოსაზრებები მას (მამა გიორგის) თუ არა. მამა გიორგისგან კი მამა არჩილმა მიიღო საპასუხო წერილი, რომელიც ასევე წაგვიკითხა მამა არჩილმა. წერილში მამა გიორგი ამბობდა, რომ ეს აზრები მას არ ეკუთვნოდა და იგინი მხოლოდ წიგნის გამომცემელთა ფანტაზიის ნაყოფია. და რომ ამ მეთოდებით ებრძვიან ეკლესიას მტრები.
ძალიან გამიხარდა, რომ გაირკვა მამა გიორგი ბასილაძის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა!
აბე
მეც ძალიან გამიხარდა
ბარბარე გილოცავ ბარბარობას
---
---
მამა გიორგი ხშირად ახსენებს ამა თუ იმ პიროვნებაზე სახლი მაჩუქაო,ნეტავ რას გულისხმობს,პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ ამბობს გუშინ მაგაზე ვფიქრობდი.
რას უნდა ნიშნავდეს 500 00 ღირებულების სახლი მაჩუქაო.
KAIROS
კაიროს მე გთხოვე არ შემოსულიყავი ამ თემაში, მაგრამ რატომღაც ისევ წერ, რაც გარანტიაა დაუსრულებელი უთანხმოებისა.
ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ორივე მხარემ გამაღიზიანებელი პოსტებისგან. მე მივეცი საშუალება ადამიანებს, რომ ისაუბრონ მათთვის სასურველ თემაზე, არასწორია ის თუ არა. ამიტომ პირადად მე ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავონ ამ თემაში შემოსვლისგან. სხვა შემთხვევაში სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ რჩება, თემა დაიხურება.
ღირსო მამაო გაბრიელ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
http://imghost.ge
http://imghost.ge
ეს ქართული ჰოსტინგია,აბა ვნახოთ როგორ მუშაობს
giorgi 7
giorgi 7
მე მგონი საბოლოოდ გამაგიჟებთ მე თქვენ.
ეს სურათები კარგია, მაგრამ გალერია არსებობს და იქ დადეთ.
მამა გაბრიელზე არის სადმე თემა? იქნებ ლინკი მიმითითოთ?
გიო მართალია
ამ სურათებს სხვა ტემაშI გამოვიყენებთ
აქ წიგნზე ვისაუბროთ კარგი?
ესეც მამა გაბრიელი
http://church.ge/index.php?showtopic=4310&pid=565131&st=60entry565131
რა დამთხვევაა,ბოლო პოსტი ჩემია და მანდ მამა გიორგის ვგულსიხმობდი რომ ვამბობდი გამოეჩინა ჩვენთვისო
http://www.radikal.ru
b-a-r-b-a-r-e
არა მარტო საპატრიარქოს მიერ უარყოფილი , არამედ საპატრიარქოს ნაკურთხი წიგნებიც ძალზე ფრთხილად უნდა იკითხო კაცმა, ისეთი დროა.
მე ვთვლი რომ საპატრიარქოს კურთხევა არკურთხევა წიგნის რირსებას არ ამცირებს, იქ სასარგებლოც არის და საზიანოც.
ნუ დაგავიწყდებათ წიგნი ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების იარაღია.
და ფხიზლად იკითხეტ , უფრო ღმერთს ევედრეთ რომ სწორი აზრი მოგცეთ.
პირველ წიგნს თვალი გადავავლე და აი რა შემხვდა:
"მე სიხარულით არ ვიცოდი რა მექნა, დავაპირე ხელზე ვმთხვეოდი, მაგრამ მამაომ ხელი სწრაფი მოძრაობით ასწია მაღლა და მითხრა: არაა ეს ჩვენი წესი და არც არასდროს მიყვარდაო და მარჯვენა თავზე დამადო."
ჩვენში ეს წესი რუსეთიდან მოვიდა, იქ საიდან მივიდა არ ვიცი მაგრამ ლიტერატურაში უწერიათ მოძღვარს რომ ხელზე ეამბორები , იგივე ქრისტეს ეამბორებიო.
არაა ეს ჩვენი წესი და ცუდად მოქმედებს როგორც მღვდლის ისე მრევლის ფსიქიკაზე, თავმდაბლობის კანონებს არ შეესაბამება, როდის იყო მსახურს ხელზე კოცნიდა ის, ვისაც მსახური ემსახურება?
მე მგონი გასაგებად წერია სახარებაში: ვისაც უნდა თქვენ შორის მეტი იყოს, ის სხვების მსახური უნდა იყოსო.
და ....თავმდაბლობის, სიყვარულის, მსახურების და სინანულის "კანონები" საკოცნელად ამაყად ხელის გაწვდენას არ ესადაგება.
ხელზე კოცნით.
ლეონტი.
ლეონტი
ინტერვიუ მამა გიორგისთან:
“რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ”
ძვირფასო მკითხველებო, რამდენიმე თვის წინ, “კვირის პალიტრის" საშუალებით გაგაცანით საოცარი პიროვნება, მოწამეთას მონასტრის მღვდელთმსახური მამა გიორგი (ბასილაძე), სტატიას საზოგადოების ფართო წრეებში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაგპირდით, რომ პერიოდულად მოგაწოდებდით ჩანაწერების გაგრძელებას.
საქართველოში, ბოლო დღეებში, დიდი ვნებათაღელვაა... საზოგადოების ყველა ფენა ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს, აფიქსირებს თავის პოზიციებს... ამიტომ, დაგვაინტერესა რას გვეტყოდა იგი...
გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
ღვთივკურთხეულ მეფეს წმინდანები დიდი ხანია ამზადებენ და იგი ერს წინასწარმეტყველისგან ეუწყება!
“სწორედ საიდუმლო წმინდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად”
“ღმერთს ჩვენი დასჯა კი არ უხარია, ეს ჩვენ გვჭირდება”
- მამა გიორგი, პატრიარქის ცნობილ ქადაგებაში ხაზგასმული ახალი აზრი, "საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შესახებ", პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებული იქნა საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნის საბაბად. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?.
- საქართველოს მეფე ეყოლება!... და ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის მიერ განსაზღვრულ ჟამს!!!
ბოლო ჟამის საქართველოს ღვთივკურთხეული მეფე ნაწინასწარმეტყველებია არაერთი ქართველი წმინდანის მიერ... ქართველი წმინდანების მთელი თაობები იღვწოდნენ და დღესაც იღვწიან ერისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია დიდი შოთა რუსთაველის “"ვეფხისტყაოსან"შიც” - იგი იქნება საღმრთო ხედვისა და დიდი სულიერი ძალის მფლობელი პიროვნება და არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, ან კიდევ უბრალოდ სიმბოლო "“ფრთებშეკვეცილი”" მმართველისა არა! მეფე იქნება სვეტი მართლმადიდებლობისა - ძლიერი მმართველი! მეფე - დიდი დავითის სულით!!!
მეფის გამოჩენა არანაირად არ არის დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე. როგორც გითხარით, ის გამოჩნდება თავის დროზე და ამ დროს ვერც ვერავინ დააჩქარებს და ვერც ვერავინ დააყოვნებს! პირადი პოლიტიკური ამბიციებითა და ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა ყველა მცდელობა - სათავისოდ გამოიყენონ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება სამეფო დინასტიის აღდგენის შესახებ - დიდი ცოდვაა და განწირულია დამარცხებისთვის. თუმცა ამ დაძაბულ მომენტში უწმინდესის სიტყვა რომ არაერთაზროვნად იქნებოდა აღქმული სხვადასხვა ძალის მიერ, იმთავითვე იყო ნათელი.
ვიმეორებ, ცხებული მეფის მოსამზადებლად მოქმედი წმინდანები დიდი ხანია, რაც იღვწიან, ასე რომ, ეს პროცესი ხვალ კი არ იწყება ყრმა ბაგრატიონის შერჩევით, არამედ მიმდინარეობს და ეს წმინდანთა საიდუმლოა!.. ვურჩევ ყველას, ვინც კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას იმიტომ მოითხოვს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას მოიაზრებს ამაში, ან კიდევ არასასურველი პიროვნება მათთვის ხელსაყრელი ფიგურით შეცვლას - შეეშვან ცეცხლთან თამაშს!!! მეფე არ გამოჩნდება იმ დროს, როგორც ეს ძალაუფლების წყურვილით სულდაბნელებულ ადამიანთა ჯგუფს სწადია!.. და არ იქნება ის პიროვნება, ვისზედაც ისინი იმედს ამყარებენ!...
ღმერთს განსაზღვრული აქვს დროც და ის დიდი სულის, ღვთისმოყვარე პიროვნება, რომელიც უნდა მოგვევლინოს მეფედ!
მეფის კურთხევისათვის უპირველესად თავად ერია მოსამზადებელი! აუცილებელია ერის როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება. ერმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა უპირობოდ აღიაროს ღმრთით რჩეული მეფის ძალაუფლება! ერი უნდა დაეკითხოს ღმერთს, ღმერთი კი წინასწარმეტყველის პირით აუწყებს ხალხს თავის რჩეულს!!! და მხოლოდ ამის შემდეგ, პატრიარქი აკურთხებს მეფეს.
ბოლო ჟამის ქართველი მართლმადიდებელი მეფის მოვლინება, უდიდესი ისტორიული და მისტიკური მომენტია, არა მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობისათვის! როგორც ანტიქრისტე ემზადება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად, ასევე ემზადება დიდი ქართველი - ქრისტესმოყვარე მეფე ბოლო ჟამის გადამწყვეტი ბრძოლებისათვის!!! და ამ საკითხთან პოზიცია-ოპოზიციის" თამაში" დანაშაულებრივი წინდაუხედაობაა და ამავე დროს მძიმე ცოდვა ღმრთისა და ერის წინაშე.
ღმერთთან ომი არავის მოუგია!... დამარცხებით კი ისე დამარცხებულან, რომ მთელი მოდგმით აღგვილან პირისაგან მიწისა!!!
- მამა გიორგი, თქვენ ხშირად ახსენებთ ცოცხალ-მოქმედ წმინდანებს. მოგვიტევეთ, მაგრამ დღევანდელ ეკლესიაში ამ ცნებას ცოტა არ იყოს სხვა თვალით უყურებენ. ერთმა სასულიერო პირმა ისიც თქვა: "სად ნახეთ წმინდანები და ვინ არიან წმინდანები დღესო?"
- ნახეთ, რა დღეშია ჩვენი ცნობიერება... თუმცა რა გასაკვირია, სულ ოციოდე წლის წინ დედამიწის 1/6-ზე ადამიანებს უმტკიცებდნენ, "ღმერთი არ არსებობსო".
იმ სასულიერო პირს ჰკითხეთ ერთი: "ეშმაკები თუ არიან და სად არიან-თქო?" თუ ეშმაკები არ არიან, მაშ ვისღა ებრძვის ჩვენი ეკლესია?! თუ ეშმაკები არიან და ისინი აქ არიან, იცოდეთ, რომ წმინდანებიც აქ არიან. ღმერთს წმინდანები ყოველთვის ჰყავდა ქვეყანაზე და ეყოლება, მიუხედავად იმისა, ხედავენ თუ არა მას ცოდვებით სულდაბნელებულები!... ადამიანებს, დიდი ტანჯვისა და ვნებათა დათრგუნვის ფასად, დღესაც ისე როგორც ძველად, როგორც უდიდესი ჯილდო, სიცოცხლეშივე ეძლევათ წმინდანობის დასტური ღმრთისაგან. წმ. იოანე ოქროპირი არათუ აღიარებდა დედამიწაზე ცალკეული წმინდანების ყოფნას, არამედ ნახეთ რას ამბობდა: “"ხალხს შეადგენენ წმინდანები და არა ბრბო"“.
არ არსებობს ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო, არც ერთი ფენა, სადაც წმინდანები არ მოქმედებენ. ერში წმინდანების საიდუმლო მოქმედება, ძალიან დიდი და საინტერესო თემაა... დღესდღეობით ყველაფერ ამას, უბრალოდ, ვერ გაიგებთ და შეიძლება “ყოვლისმცოდნე, თავდაჯერებულმა”, მართლმადიდებელმა ათასგვარი მკრეხელობა და მწვალებლობა მოგვაწეროს, ამიტომ წმინდანები ამ საიდუმლოს ერის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ნელ-ნელა გაგვიხსნიან. ისე, იმათ, ვინც "ძალიან ბევრი იციან მართლმადიდებლობაზე" მინდა წმინდა წერილიდან შევახსენო: რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ.
ყველა ნამდვილი მღვდელი წმინდანია... მღვდელი, რომელიც არ არის წმინდანი, არ არის ჭეშმარიტი მღვდელი!!!
წმინდანები - არა მარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმინდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმინდანები კი ამზადებენ მათ სასუფეველსათვის. ადამიანთა მოდგმაში წმინდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები, რომლებმაც უცდომლად იციან სამოთხისაკენ მიმავალი გზა. მხოლოდ მათ უწყიან, როგორ გაიყვანონ წუთისოფლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ ცათა სასუფეველში. როგორც ცაზე ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომისა და სიკაშკაშის მიხედვით, ისე წმინდანებიც განსხვავდებიან ძალისა და სულიწმინდის ნიჭის მიხედვით. ზოგი წმინდანი სულიწმინდის მადლის მატარებელია, ზოგი უფრო დიდი - სულიწმინდის ჭურჭელია. ჯერჯერობით მეტს ვერ გეტყვით, არადა სათქმელი ძალიან ბევრია... ერთი იცოდეთ, ეს ცოდნა ყველაზე წინ ჩვენ, ქართველებს გაგვეხსნება!...
ჰოო.. არაა საინტერესო, დიდი ვაჟა ფშაველა როგორ ესვენა 20 წელი უხრწნელად მიწაში?!...
- მამა გიორგი, გასაგებია, რომ ჩვენ ერს ცოდვების გამო დაატყდა თავს ამდენი უბედურება, ტკივილი, მწუხარება და განსაცდელი, მაგრამ დღეს ხომ ერის დიდი ნაწილი ეკლესიაში დადის, აბარებს აღსარებას, ეზიარება... ჩვენ კი მაინც გვიჭირს, როგორც სულიერად, ისე ეკონომიკურად და პოლიტიკურად. თქვენ როგორ ახსნით ამ მდგომარეობას?
- ერის ღმერთთან შერიგების აუცილებელი და ჭეშმარიტი პირობა - არა ტაძრებში ზერელედ მისულ ადამიანთა სიმრავლეა, არამედ მორწმუნე ადამიანების - რწმენის, სინანულის, ლოცვის, მოშიშეობის, მორჩილების ხარისხი, აღსარების სიწრფელე და ცოდვებიდან გამოსვლის მტკიცე გადაწყვეტილება! წმ. იოანე ოქროპირი წერს: "“იმიტომაა ყველაფერი დაქცეული, იმიტომაა ყველგან გამეფებული უკიდურესი უწესრიგობა, რომ ჩვენ, როგორც სანახაობაზე, ვეძებთ ხალხის სიმრავლეს!”... ხალხის კრებული, საყვარელო, როდესაც იგი ღმერთის ნებას არ ასრულებს, არაფრით განსხვავდება მათგან, ვინც საერთოდ არ არსებობს!..."
გეტყვით აგერ... აღსარება ერთია, ხოლო სინანული მეორე... გულისშემუსვრილობის, სინანულის გარეშე ნათქვამი აღსარება რა შედეგის მომცემი უნდა იქნას!!! სინანულია მთავარი... სინანულს ითხოვს ღმერთი ცოდვის სანაცვლოდ, რადგან სინანულია ის საშუალება, რომლითაც შემცოდე ადამიანს უბრუნდება ღმერთთან ურთიერთობის მორალური უფლება და როცა ერს არ აქვს საკმარისი სინანული, მაშინ კაცთმოყვარე ღმერთი ისევ ჩვენდა სასიკეთოდ გვიგზავნის ტკივილს, მწუხარებას, შიმშილს და სხვადასხვა სახის განსაცდელს და ამით გვიბათილებს ცოდვებს. ცოდვა მატერიაა, ის არ ქრება, ის უარყოფითი, ბოროტი ენერგიაა და მისი განეიტრალება მხოლოდ ცოდვის გამოტირებით ან ტანჯვითა და ტკივილებით არის შესაძლებელი.
ჩვენ კი ვაბარებთ აღსარებას, მღვდლებიც გვპატიობენ ცოდვებს, მაგრამ აქ მთავარია გვპატიობს თუ არა ღმერთი!!!თქვენ იცით, რომ აღსარების საიდუმლოს თვითონ ქრისტე ღმერთი ესწრება და უგულოდ და ზერელედ მისულს ის არ შეუნდობს, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმა შეიძლება აპატიოს. აი, ამაშია აუცილებლობა!!! ჩვენ რომ მღვდელმა შეგვინდო ცოდვები, ღმერთმა თუ შეგვინდო?! თქვენ ბიბლიიდანაც იცით, როცა ღმერთი შეუნდობდა ერს ან ცალკეულ ადამიანს, მათი ცხოვრება საგრძნობლად იცვლებოდა კეთილდღეობისაკენ. მათზე ღვთის კურთხევა მოდიოდა.
მე მომეწონა თქვენი შეკითხვა, ე. ი. აზროვნებთ.
თუ ღმერთმა შეგვინდო, მაშინ რატომ ვართ დასჯილ მდგომარეობაში, რატომ ვართ ისევ ცუდ ყოფაში? ე.ი. გამოდის, რომ ღმერთმა არ შეგვინდო. მაშინ როგორ გავიგოთ, რომელი ცოდვა გვეპატია და რომლის გამოსასყიდად კიდევ უნდა ვიტანჯოთ? ამიტომ ვიძახი, შვილო, ცოცხალი წმინდანები ნახეთ-მეთქი. წმინდა მღვდელი ხედავს ყოველივეს და ის არ შეგინდობს თუ ღმერთს არ სურს ჯერ შენი შენდობა და დაგინიშნავს ეპიტემიას. ის მკაცრიც არის, მაგრამ ამავდროულად ძალიან მოწყალე და მოსიყვარულე. მას შეუძლია შენი ცოდვები დაიდოს ღმერთის წინაშე და თვითონ გამოიტიროს. იგი ძალიან მცირე დროში გამოიტირებს ისეთ ცოდვებსაც, რომელსაც თქვენ წლებს მოანდომებდით. როდესაც წმინდა მღვდლისაგან გესმით შენდობა, იცოდეთ, ეს ქრისტესგან შენდობაა...
ყოველი კაცის მსაჯული - საკუთარი სინდისია. სინდისი გეტყვის, რას იმსახურებ. ან კიდევ ესა თუ ის განსაცდელი რომელი კონკრეტული ცოდვის გამო გეწვია. აღსარებაზე მიმავალს, სინდისი გეტყვის, ხარ თუ არა მზად, ან რა გულით მიდიხარ. ღმერთს ჩვენი დასჯა კი არ უხარია, ეს ჩვენ გვჭირდება. უსამართლობაზე რომ გვსჯის ე.ი. მისიანები ვართ, თორემ ღმერთი არ დაგვსჯიდა, გვაცლიდა და ბოლოს საუკუნო სატანჯველს მოგვცემდა.. "ის, ვინც ცოდვის გამო არ ისჯება, ამბობს წმ. იოანე ოქროსპირი-ყველაზე უბედური ადამიანია"ო.
ჩვენ, ვიმეორებ, ქრისტეს ქვეყანა ვართ... (ეს სიტყვები ერთ ჟურნალში გადამიკეთეს! თითქოს მე არ ვიცოდე, რას ნიშნავს ქრისტიანული ქვეყანა და რას ქრისტეს ქვეყანა!!!) ამიტომ ერს რამე ცოდვის ლაქა არ უნდა ჰქონდეს. ეს ტანჯვა და სისხლი, მწუხარება, სიდუხჭირე ჩვენი განსაბანელი იყო. ჩვენ მძიმე ჟამი უკვე გამოვიარეთ... წმ. ბერებმა ერის ცოდვათა დიდი უმეტესობა უკვე გამოიტირეს, ჩვენც საკმაოდ ვეტანჯეთ...
ისეთი დრო დადგება საქართველოში, არა თუ სამღვდელო დასი, არამედ ხელისუფლებაშიც წმინდანები გვეყოლება... მეფე უდიდესი წმინდანი იქნება...
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქრისტეს გაბრწყინებულ საქართველოს დაახვედრებს!!!
-მამა გიორგი, თქვენ როგორ მიიღეთ ძალა?
- მე მღვდელი ვარ და სიმართლე უნდა ვთქვა როგორც სხვებზე, ასევე საკუთარ თავზე. კარგი იქნება ეს თუ ცუდი.... მე მაქვს ძალა, მაგრამ არა ისე, როგორც ექსტრასენსებმა იციან "დავიძინე, გავიღვიძე და ძალა მივიღე"ო. ჩვენთან არ ხდება. ღმერთი დაუმსახურებლად ძალას არავის აძლევს. თან ძალას იმიტომ კი არ გაძლევს, რომ სხვა დაიპყრო, დაიმორჩილო, განაცვიფრო და მერე თავი განიდიდო. არა, შვილო, ღმერთი ძალას იმიტომ გაძლევს, რომ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს ემსახურო.
ადამიანი სანამ ღმერთისაგან დიდ ძალას მიიღებს, გადის გამოცდებს ღმერთისაგან ერთგულების, თავმდაბლობის, სიყვარულის, მორჩილების, სიმამაცის, სიმტკიცის, სამართლიანობის და სხვა. დიდი ძალის მფლობელები დიდი ცოდვილებიც არიან წარსულში, რომ ოდესმე ამპარტავნებით არ დაიღუპონ, რომ თავი ღმერთი არ ეგონოთ, ან სხვებმა ღმერთად არ მიიღონ. ძალის მეტი რა ჰქონდა ბოროტს, უპირველესი ანგელოზი იყო და ძალის საცდურს ვერ გაუძლო. ამიტომ ღმერთს წმინდანები წინასწარ დაცული ჰყავს ცოდვებით, "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის" - გაიხსენეთ დიდი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის-დავითის სიტყვები.
ერთხელ ერთი ბუდისტი იყო მოსული მოწამეთაში, ნახევარი დღე დაყო აქ. საუბარში მითხრა: "ამ ადგილზე დიდი ენერგია ამოდისო"... მეც დავეთანხმე. ვუსმინე, მათ აქვთ ცოდნა ძალებზე, თუმცა ბოროტისაგან. არ ვიტყვი, რომ ისინი ძალას უშრომლად ღებულობდნენ, მაგრამ არა სულიწმინდისგან. მერე მეუბნება, - თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთო...
ვგრძნობდი, საით მიჰყავდა ლაპარაკი და ვინც ალაპარაკებდა.
- რა ვიცი, ბრუსლი არა ვარ, მარა არა უშავს, ვურტყამდი-მეთქი
არ მოეწონა... რადგან ძალა მასაც ჰქონდა და ხუმრობა დამცირებად მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მკითხა:
- თქვენისთანები ბევრი ხართო?
- საკმარისად-მეთქი.
- თქვენ ხომ ომის მოგება შეგიძლიათო - სრული სერიოზულობით მკითხა.
- როგორც კი ქრისტე ბრძანებს-მეთქი.
- რა ომზე გეკითხებათო. გაკვირვებული მეკითხება ქართველი თარჯიმანი, ვუთხარი რა ომზეც. გაოგნებულმა თავი გაიქნია. არადა იმ ბუდისტმა მართალი თქვა, ხომ იცი დავით და კონსტანტინეს ორი ომი უჯაროდ აქვთ მოგებული. აქვე გაგახსენებთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს - “გაიყვანეთ ბრძოლაში ასი ათასი კაცი და ერთი წმინდანი, ვნახოთ ვინ მეტს შესძლებს?! ისუ ნავესი გავიდა საბრძოლველად და მარტომ გააკეთა ყველაფერი”.
წმინდანებს შეუძლიათ ზემოქმედება სტიქიაზე, ადამიანებზე, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ნებისმიერ მყარ მატერიაზე, საერთოდ ძალიან ბევრ რამეზე - გააჩნია რა ძალას ფლობენ ღვთისგან - იმოქმედონ ასიდან ათასობით მტრის ცოცხალ ძალაზე, მოჰგვარონ შიში, პანიკა, ძილი, დაბნეულობა. შეუძლიათ მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტრო და რადიოსისტემები, მწყობრიდან გამოიყვანონ საბრძოლო ტექნიკა და მასალა, მოკლედ, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ყველაფერი ამისათვის წმინდანებს ღმერთის ნებართვა, კურთხევა სჭირდებათ, ხოლო ღმერთის ნება მიმართულია ერის სულიერი გადარჩენისთვის. ღმერთმა იცის როდის აღგვიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. როდის გვეპატიება ცოდვები, შემთხვევით კი არ დავკარგეთ მიწები, ან იმიტომ, რომ "ცოტანი ვართ და დაგვჩაგრეს". არა, ღმერთი გვწმენდდა და გვასუფთავებდა. მთავარია ღმერთთან მოვაგვაროთ ცოდვა-მადლის საკითხი და მერე ვნახავთ, ღმერთი რასაც მოიმოქმედებს. ამიტომ საქმე წმინდანებზე კი არა, ჩვენზეა. თორემ როცა წმინდანები ღმერთისგან მიიღებენ ნებართვას, ნახავთ და არა მარტო თქვენ, არამედ მტერ-მოყვარე, მთელი მსოფლიო, რა მოიმოქმედონ წმინდანებმა და ჩვენმა ჯარმა...
მე არაფერს ვაჭარბებ, ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და პასუხისმგებელი ვარ ღმერთთან ამ სიტყვებზე!!!... ვის რა სჯერა, ეს მათი საქმეა. კიდევ ვიმეორებ, მთავარია ჩვენ ღმერთისაგან გამოვითხოვოთ ომში გამარჯვების უფლება ღმერთთან მიახლოების, სინანულის და განწმენდის გზით, ჰოდა, წმ. გიორგი ისევ იქნება ჩვენი ჯარის სათავეში. ის უკვე აქ არის... აქ არიან სხვა დიდი წმინდანებიც და ელოდებიან იმ დღეს, როცა ღმერთი დაგვრთავს ნებას, მტერს ყველაფერზე ძალიან მწარედ ვაზღვევინოთ. ილორის წმ. გიორგი აქ არის.... თქვენ ვერ ცნობთ... მე ნასაუბრები ვარ მასთან და გეტყვით, ჩვენი გამარჯვებების დრო ძალიან ახლოა!.. სამშობლოსთვის თავდადება იგივე ღმერთისთვის თავდადებაა და ამ გზით ძალიან ბევრი დაიმკვიდრებს სასუფეველს... არ შეორგულდეთ... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ... მე ეს ნანახი მაქვს, სულ გახსოვდეთ ეს სიტყვები:
უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა.
ას. პროფესორი ლელა ცირეკიძე
მზისა შამათავა
- ზოგჯერ მოწყალების გამღები დიდ უმადურობას აწყდება მათი მხრიდან, ვისაც სიკეთეს უკეთებს და გული სწყდება. რა ვქნათ, ვაძლიოთ თუ არა მოწყალება უმადურ ადამიანს?
- არაფერია უმადურობაზე უსაძაგლესი. უმადური სხვისი ქონების მიმტაცებელს ჰგავს. მაგრამ უმადურობასთან შეხვედრამ არ უნდა შეგვაჩეროს, მოწყალების გაცემისაგან არ დაგვაბრკოლოს. თავად უფლის მიმართ გამოიჩინეს უმადურობა მრავალგზის. გავიხსენოთ ათი კეთროვანის განკურნება - მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად.
- თუ შეიძლება გვითხარით, სად არის დაკრძალული წმ. ქეთევან წამებულის ვაჟი
თეიმურაზ I?
- კახეთის მეფე თეიმურაზ I აღესრულა ირანში. დიდი სირთულეების გადალახვის შემდეგ, კახელმა დიდებულებმა ჩამოასვენეს მეფის ნეშტი და ალავერდის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი საფლავი დღესაც იქ მდებარეობს.
- შეიძლება თუ არა მოვნათლო ჩემი ახლობლის შვილი, თუკი ახლობელი არის ჩემი შვილის ნათლია. ეს ცოდვა ხომ არ არის, მირონის დაბრუნება ხომ არ გამოდის?
- “ნათელ-მირონის დაბრუნების” გაგებას არანაირი საერთო არა აქვს ეკლესიურ, ქრისტიანულ აზროვნებასთან. ამგვარი რამ არც არსებობს და შეუძლებელიც არის. ეს მორიგი ცრურწმენაა. თქვენ თამამად შეგიძლიათ მონათლოთ ახლობლის შვილი.
- როგორ უნდა შევებრძოლოთ განკითხვის ცოდვას?
- ნებისმიერი ცოდვის დაძლევას, ისევე როგორც განკითხვას, სჭირდება შრომა, დიდი ძალისხმევა და რაც მთავარია, ამის დიდი სურვილი. თუ ადამიანის რომელიმე მხარე არ მოგწონთ, გაფიქრებისთანავე, სანამ ამას გააჟღერებდეთ - პირი დაიდუმეთ, აიძულეთ თავი, რომ სიტყვა განკითხვისა არ წამოგცდეთ. თუ ამას სისტემატურად შეძლებთ, საკუთარი ფიქრების დამორჩილებასაც მიაღწევთ.
მხევალი ნინო
26 აგვისტო დადგა, მამა გ ა ბ რ ი ე ლ ი ს დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე. მე და იაკობი მოწამეთაში ავედით. მამა გიორგი ეზოში ქალბატონთან საუბრობდა. ახლოს დავდექით. ქალბატონის ხმა არ გვესმოდა, მამა გიორგისი – კი. საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. რაღაც პრობლემის ირგვლივ იყო ლაპარაკი. მამა გიორგი დრო და დრო ჩვენსკენ გამოიხედავდა. ხმას უფრო აუწევდა, რაღაცას უმტკიცებდა მას. უცებ ჩვენ შემოგვხედა და გვითხრა:
- წმიდანია, წმიდანი...
და ისევ განაგრძო ქალბატონთან საუბარი. სიხარული ვიგრძენით, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ეს სიტყვები, რომ უცებ ვერ გავაცნობიერე, თუ რას გვეუბნებოდა ამით. გავიდა კიდევ 7-10 წუთი. მამა გიორგიმ ისევ შემოგვხედა და თქვა:
- არ მწყენია, მოყვასო...
და ეს სიტყვები სულში შემოვიდა. გონება იმწამსვე გამინათდა და უკვე ვიცოდი, მამა გიორგი შემახსენებდა სამი წლის წინანდელ სიზმარს... უკვე ეჭვი არც იმაში მეპარებოდა, მამა გაბრიელი რომ ვნახე სიზმარში _ მამა გიორგის სახით იყო და რომ ეს მამა გიორგიმაც იცოდა. იაკობს შევხედე, ის იღიმოდა. მითხრა:
_ `მაგრობაა~... შენ გეუბნება!.. ასეთი რამ ჩემს მოძღვართან მინახავს, მამა იოანესთან... სხვას ელაპარაკებოდა და მე მეხებოდა...
ეს რომ მითხრა, უფრო ახლოს მივიწიე მამაოსთან. და მესმის, ის ქალბატონი ეუბნება:
_ სულ სასმელის ბრალია ყველაფერი. დაღუპა სასმელმა...
ამ დროს მამაო ისევ ჩემსკენ იხედება, მიყურებს და იმ ქალს ისე პასუხობს:
_ მას სმა არ უყვარდა, მას ადამიანები უყვარდა...
და განაგრძო ქალბატონის მოსმენა. ქალბატონი კი ისევ იმეორებს:
_ როგორ გეკადრება, მამაო, სწორედ დასალევმა დაღუპა და ამ დღემდე მიიყვანა. როგორმე უნდა დაგვეხმარო, მამა გიორგი.
მე მსგავსი რამ პირადად არ მენახა. მამა გიორგიმ იცოდა ჩვენი და მიტროპოლიტ კალისტრატეს საუბარი, რომელიც სამი წლის წინ შედგა. იცოდა ასევე სამი წლის წინ ნანახი სიზმრის დეტალები, ჩემი განცდები და აზრებიც... ეს ნამდვილი სასწაული ხდებოდა ჩვენს წინ!.... თანაც როგორი სიბრძნით და მოხერხებით შესძლო ჩემთვის პასუხის გაცემა მაშინ, როცა ქალბატონს ესაუბრებოდა. როგორ მოხერხებულად გადააბა და შეაზავა პასუხები ერთმანეთს. ქალს ეგონა, რომ მხოლოდ მას ეუბნებოდა. არადა ეს სიტყვები იყო იმის პასუხი, რაც მიტროპოლიტმა კალისტრატემ გვითხრა, `მას ღვინის სმა უყვარდაო~_მამა გაბრიელზე... ამის ენით აღწერა შეუძლებელია! ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვერ ვახერხებ. მხოლოდ სული გრძნობს ამას... დ ი დ ე ბ ა ღ მ ე რ თ ს!
ქალბატონი მალევე წავიდა. მე ახლოს მივედი გახარებული. მამაო კი მკაცრად მეკითხება:
- შენ ჩემთან ხარ, ანიჩქა?
- დიახ, მამაო.
- რაშია საქმე?!..
- დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა და პანაშვიდის გადახდა მინდა-მეთქი.
- გაბრიელი ვინაა?! _მკაცრად მკითხა მამაომ.
- არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე), _ ვუპასუხე.
- ააა! მერე შენ უნდა გადაუხადო პანაშვიდი?!..
- არა მამაო, თქვენ უნდა გთხოვოთ - ვუპასუხე დაბნეულმა.
- ესე იგი, გიყვარს გაბრიელი?.. თუ იცნობდი მას?
- არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მიყვარს-მეთქი, ვუპასუხე.
- თუ არ იცნობდი, მოდით აგერ, ჩამოვსხდეთ და მოგიყვებით გაბრიელზეო, გვითხრა. იაკობმაც მოიწია, მამაოსგან კურთხევა ითხოვა. მამა გიორგიმ გაუღიმა და უთხრა:
- რაო, მეგრელო, რა გითხრა იოანემ პეტროგრადში _ `ჟორა~ ჩემი ძმაკაციაო?..
იაკობს თითქოს არც გაკვირვებია, გაეღიმა და უპასუხა: ეგ დიდი ხნის წინ მითხრა, მამაო, და დღემდე ვერ მოვაღწიე თქვენამდე...
_ ჰოო... კარგი... გაბრიელს ახალგაზრდობიდან ვიცნობდი. ის ჩემზე 4 წლითა და 4 დღით იყო უფროსი. ძალიან უყვარდა სამშობლო და ქართველი ადამიანი. ძალიან მამაცი და ვაჟკაცური სული ჰქონდა. დევნა, შევიწროება და შეურაცხყოფა მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო. ყოველივეს უდრტვინველად იტანდა და ითმენდა, თუმცა შეეძლო, არც მოეთმინა. სულში ის არავის დაუმარცხებია!.. არც ადამიანებს, არც ბოროტებს. მას არავინ მორევია!.. თუ სიბრძნით წაიკითხავთ, წმ. წერილებში არის გაბრიელზე მინიშნება. ის ძალიან ძველი სულია. მასზე არის ცნობები `ვეფხისტყაოსანში~, თუმცა მის წამკითხავს, გარდა სიბრძნისა, სულიერი ხედვაც სჭირდება..
გაბრიელი ძალიან დიდი სალოსური ძალის და სიწმინდის მატარებელი პიროვნება იყო. ამავე დროს უკიდურესად თავმდაბალი, კეთილი და ღმრთისმოშიში, ძალიან მგრძნობიარე; ტკივილით განიცდიდა ადამიანების უბედურებასა და მწუხარებას. შეიძლება ითქვას, სხვებისთვის ცხოვრობდა. თუმცა პირადი ცხოვრება მწუხარებით აღსავსე ჰქონდა, იყო ხუმრობის `დიდი მაესტრო~, შეეძლო უკიდურესად სასოწარკვეთილი ადამიანის გახარება. მოკლედ - დიდი იყო ძალიან. ის ბოლოჟამის წმიდანთა გვირგვინია. დღეს ბევრს წერენ მასზე, მაგრამ ეს რას ეყოფა?!.. გაბრიელის ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი, სიტყვა და ლოცვა სასწაული იყო, სალოსების `ბელადი~ იყო (იცინის). მის მიერ გაწეული შრომის შეფასება შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანის გონებისათვის, იმდენად დაფარული და გაუგებარი იყო გაბრიელის ღვაწლი! ხშირად თავადაც ხუმრობით იტყოდა: `სალოსების მეფეც კი ვერ მიგებსო~ –ანდრიაზე ამბობდა.
გაბრიელთან ძაან ახლოს ვიყავი სულიერად. ძმას მეძახდა. საერთოდ, ადამიანებს `მოყვასოთი~ მიმართავდა უმეტესწილად. გაბრიელის `დამუშავება~ უცდიათ ეკლესიის იერარქებს, სამღვდელოებას, მონაზვნებს და ერისკაცებსაც კი. უსამართლობას ვერ იტანდა. კომპარტიასთან როგორც იყო, ეს გეცოდინებათ. `საქმეზე~ ბევრჯერ ვყოფილვარ მასთან ერთად (იცინის). აი, იმ ცნობილ `პარადზეც~ მასთან ვიყავი. ასანთი მე მივაწოდე. მაშინ მღვდელი არც ვიყავი... მე არ გამომაჩინა, თუმცა, კგბ-ს რა გამორჩებოდა!... ნამდვილი გმირობა იყო. ადამიანური ხედვით უეჭველი სიკვდილი იყო, მაგრამ სულით მას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა!... `ბისმარკი რას გამიძლებდა მეო~_ იტყოდა.
კომუნისტების შიში ხალხში მხოლოდ ბოლშევიკების ტერორით არ დანერგილა. თვითონ ეს სისტემა და მისი თავადი _ ლენინი _ მსოფლიო ისტორიაში ცნობილ ყველა ანტიქრისტეზე დიდი იყო. ამ ბოროტი ძალით იყო მოცული მთელი სისტემა, და სისტემა კი ამ შიშს აფრქვევდა ხალხის მასებზე, ისე, რომ ადამიანებს არც კი ესმოდათ, თუ რატომ ეშინოდათ ამ ზომამდე.
ხალხს ეშინოდა დაპატიმრების, სიკვდილით დასჯის, ეშინოდათ გამვლელების, მეზობლების და ა.შ., ხმის გაღებას ვინ გაბედავდა. კომუნისტების გარეშე დილით ჩიტებიც ვერ ბედავდა გალობას (იცინის). ეკლესია დამორჩილებულ და გაჭირვებულ ყოფაში იყო და ასეთ დროს ამ დიდ ძალასთან ბრძოლას მხოლოდ დიდი ძალის მფლობელი თუ გაბედავდა, ბაბუა!!!
განა ერთი და ორი იყო საქართველოში მართალი და კეთილი ადამიანი, რომელსაც სძულდა ბოროტის ეს ხელისუფლება, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდათ, ბევრი დახვრიტეს, ბევრი დაიჭირეს, ბევრი გააგიჟეს. ბევრი დაიმორჩილეს და დაიყოლიეს.
ასე რომ, 1965 წელს Gგაბრიელ ბერის მიერ კომუნისტური რეჟიმის მიმართ ეს პროტესტი მოითხოვდა უდიდეს სულიერ ძალას. ამას ვერანაირი ადამიანური ძალა ვერ შეძლებდა. გაბრიელმა ჯერ სულით დაარტყა ბოროტების თავს, დაამარცხა ის და მერე წაუკიდა ცეცხლი ლენინის სურათს.
აწ მომავალმა ანტიქრისტემ იცის, რომ მას ვერსად ვერ გაუძლებენ. ვერც ერთი ერი და სახელმწიფო მას სულში დარტყმას ვერ მიაყენებს, გარდა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი. იმ დროს ჩვენში იქნება ის დიდი ძალა, რომელიც მას არ გააბატონებს საქართველოში. ეს ძალა კი ჩვენთან გამოჩნდება მაშინ, როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება მსოფლიო არენაზე. იცის რა ანტიქრისტემ ყოველივე ეს, წინასწარ ცდილობდა და ცდილობს დღესაც საქართველოს განადგურებას. მაგრამ, ვერ ჩაუვა ფეხები (იცინის)! საქართველოში მას ქრისტე დახვდება, ბაბუა!!! როგორ და რანაირად, ამაზე თითონ იმტვრიოს თავი!..
...ჰო, კომუნისტები იმდენად გაოგნებული იყვნენ, რომ დახვრეტითაც ვერ დახვრიტეს გაბრიელი და მოხერხებული გამოსავალი იპოვეს _ გაბრიელი შეურაცხადად გამოაცხადეს.
ეს ამბავი მაშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო. თუნდაც ის ფაქტი, რომ გაბრიელ ბერი ვერ დახვრიტეს, არ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ვერ მოერივნენ მას?! გაბრიელი კი არ შეიბრალეს _ ვერ დახვრიტეს!..
გაბრიელი სალოსობით ფარავდა დიდ ძალას. იმდენად ინიღბებოდა, რომ შესძლო, თვით შევარდნაძე დაეჯერებინა მის `სიგიჟეში~. შევარდნაძე შემთხვევით არ მიხსენებია. მას სულიერი ხედვა ჰქონდა. ესმოდა, რომ ვიღაც უშლიდა ხელს და მომავალშიც შეუშლიდა მისი ბოროტი მიზნების განხორციელებაში.
შევარდნაძემ ანგრია, ჰყიდა, კატასტროფის პირამდე მიიყვანა საქართველო, მაგრამ მის მ თ ა ვ ა რ მ ი ზ ა ნ ს მაინც ვერ მიაღწია!.. შ ე ვ ა რ დ ნ აძ ე ამ უბედურებებით ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე ს თ ვ ი ს ამზადებდა საქართველოს,
გ ა ბ რ ი ე ლ ი კ ი - ქ რ ი ს ტ ე ს თ ვ ის. შევარდნაძე უბრალო მოვლენა არ იყო, ის არ იყო მხოლოდ მოხერხებული და ცბიერი პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკის სათავეებში შეაღწია. არა, ბაბუა, ის სულით _ `წითელი გველეშაპი~ იყო, რომელიც აწ მომავალი ანტიქრისტეს 70-80% ძალას ფლობდა. ის ებრძოდა გაბრიელს და სხვა წმინდა დაფარულ ბერებს. ახლა, რომ ჰკითხო, ჩვეული ცინიზმით გეტყვის:
_ `რა ძალა, რა გაბრიელი, რა საქმე მქონდა მასთანო!~
მაგრამ რა ძალაც ჰქონდა, კარგად იციან წმიდანებმა. მისი გათრევა წმიდანების ბრძოლის შედეგია, ვამბობ სულიერად, ხილულად კი რაც მოხდა, ქვეყანამ იცის. ი ს დ ა მ ა რ ც ხ დ ა! დამარცხებაში არ იგულისხმება ფიზიკური ლიკვიდაცია, ან თუნდაც ხელისუფლებაზე კონტროლის დაკარგვა. ის დამარცხდა ს უ ლ ი ე რ ა დ, რაც ხილულად არ სჩანს.
თქვენ წარმოიდგინეთ, შევარდნაძის მმართველობის წლებში, ქართველმა ხალხმა სულიერად გაუძლო ანტიქრისტეს, ვიმეორებ, 70-80% ძალის წნეხს. ეს ის ძალაა, რომელსაც 20-30% ძალის დამატებით დედამიწის 6 მილიარდი ადამიანის დამორჩილება და წახდენა სძალუძს!... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ, სულ 3 მილიონმა ქართველმა, გავუძელით. და გავუძელით იმ დაფარული დიდი წმიდანების წყალობით, რომელთა უმეტესობის ვინაობა ხალხმა არც კი იცის.
საქართველოში დღესდღეობით, შევარდნაძის წასვლის შემდეგ, კიდევ დარჩა ე რ თ ი ძველი _ `შავი გველეშაპი~, რომელსაც ხალხის დიდი უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს. ეს ის მესამე გველეშაპია, რომელსაც ებრძოდა ა მ ი რ ა ნ ი, რომელმაც გადაყლაპა ამირანი, მაგრამ როგორ დაამარცხა ამირანმა სამივე, თქვენ იცით!... თავის დროზე ერს ეუწყება ეს ყველაფერი ისე, რომ ქართველებს არ ექნება საეჭვოდ, თუ ვინ იყო ეს სამეული _ თ ე თ რ ი , წ ი თ ე ლ ი დ ა შ ა ვ ი. და ეს შავიც სულიერად უკვე დამარცხებულია!.. გამოჩნდება ასევე ხილულად ამირანი, რომელიც დიდი ხანი ებრძოდა ამ სამ გველს. ჩვენი ერი, დიდი ხანია, მოუთმენლად ელოდება მის ფიზიკურ გამოჩენას. შემიძლია გითხრათ, რომ ის
მ ზ ა დ ა ა გამოსასვლელად.!...
ახლა გავაგრძელოთ გაბრიელზე. გაბრიელს ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია, მან გაიმარჯვა!!! ის ახლაც გვეხმარება ჩვენ...
ხსენებული `პარადიდან~ დიდი ხნის შემდეგ, გაბრიელი რუსთაველზე შემხვდა. უკვე სასულიერო პირი ვიყავი და მითხრა:
_ გიორგი, მოვაწყოთ კიდევ ერთი `შტუკა?~
_ დოუშვათ პურ-მარილი-მეთქი – ვუპასუხე მე.
ეს ჩემგან თანხმობის `პაროლი~ იყო (იცინის). ერთი კვირის შემდეგ მიბარებს პატრიარქი დავითი (დევდარიანი) და მეუბნება:
_ გიორგი, თბილისიდან უნდა წახვიდე, თორემ ან შენ დაგიჭირავენ, ან მეო. კეთილი და თავმდაბალი იყო პატრიარქი, თან მე შვილივით ვუყვარდი. ჰოდა, მეც ვკითხე პატრიარქს:
_ რაშია საქმე, უწმინდესო?
_ საქმე იმაშია, რომ ეგ მთავრობა ვერ აგიტანთ შენ და გაბრიელს ერთად და მეც გადამიყოლიებთო!
მე წამოვედი დასავლეთში, მარა `შტუკებს~ მაინც ვაწყობდით გაბრიელთან ერთად.
_ ეხლა გეყოფათ... ეს გაცნობისა იყოს. დრო და დრო კიდევ გიამბობთ გაბრიელზე. აბა, დავაი!... კარგია, რომ გაბრიელისთვის მოინდომეთ, მაგრამ არ მგონია, გაბრიელს ახლა პანაშვიდი ჭირდებოდეს (გაეცინა). ვემსახურებით მართლმადიდებელ საქართველოს!
ჩვენ წამოვედით, აზრმა გამიელვა, რატომ `მარშუტკის~ ამბავი არ შევახსენე-მეთქი. Eეს იყო და ეს, რომ მამაომ დაგვიძახა და ხელით გვანიშნა, მოდითო. რომ მივედით, მამაო ოდნავ დარცხვენილივით მეუბნება: ვერ მოვიშალე კაცო ერთი ჩვევა, თუ მანქანაში წინ ვზივარ, ხელის აწევით მიყვარს მისალმებაო. Mმე სიხარულით არ ვიცოდი რა მექნა, დავაპირე ხელზე ვმთხვეოდი, მაგრამ მამაომ ხელი სწრაფი მოძრაობით ასწია მაღლა და მითხრა: არაა ეს ჩვენი წესი და არც არასდროს მიყვარდაო და მარჯვენა თავზე დამადო. Mმერე იაკობს მიუბრუნდა და უთხრა:
- მეგრელო, იოანეს უყვარს ქართველები, ხომ?.. _ დიაღ, მამაო, ასე თქვა, საქართველოში რომ ჩავალ, ჯერ მცხეთაში მივალ და მერე ბოდბეშიო და ერთი წირვა ქართულად უნდა დავაყენო, მანამდე კი ლექსიკონი გამომიგზავნეო, _ უპასუხა იაკობმა. Mმამაოს გაეცინა და უთხრა _ კიდე ვერ გიცვნია, წიე, შენ იოანე!.. რად უნდა მაგას ლექსიკონი, ის ხომ სულით ქართველია!.. მაშინ იაკობმა კიდევ რაღაცის გახსენება დააპირა, მაგრამ მამაომ გააწყვეტია _ვიცი, ვიციო!.. წადით ახლა, წადით!.. რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადმოვდგით, მამაომ ისევ დაგვიძახა: - ლეონტი როგორაა, ბიჭო? - მივხვდი, რომ მამა ლეონტიზე იკითხა. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს ჩვენი პირველი მისვლა იყო მამაოსთან, თან ჩვენ არც მამა იოანე და არც მამა ლეონტი არ გვიხსენებია. იმ მომენტში არც კი გამკვირვებია, თითქოს სულით ვგრძნობდი, რომ მამაო გვიცნობდა. იაკობი სწრაფად მიბრუნდა მამაოსთან და უთხრა: წნევები აწუხებს მამა ლეონტის. Mმამა გიორგიმ გულიანად გაიცინა და თქვა: რას უზამს წნევა ბიჭო ლეონტის, რა წნევა მოერევა მაგას!..……კაცი პლანეტებს არ ტოვებს, ეს კი მეუბნება წნევები აწუხებსო _ ისევ სიცილით თქვა მამაომ.…იაკობს უხერხულობა დაეტყო. მაშინ მამაომ უთხრა _შენ საითა ხარ, მეგრელო?.. ქუთაისში ვარ `განწესებული~ _უპასუხა იაკობმა. Oოო, კარგია!.. ისე ადრე უნდა მოსულიყავი ჩემთან! Kკარგი!...…ახლა მართლა წადით! კიდევ ერთხელ დაგვლოცა და წამოვედით.
ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა. Eეს დღე უბედნიერესი დღე იყო ჩემთვის. ამ დღიდან მოყოლებული თითქმის ყოველ კვირას დავდიოდით მამა გიორგისთან და მოკლედ შევეცდები, შეძლებისდაგვარად გადმოგცეთ ორი წლის მანძილზე მასთან ურთიერთობის ცალკეული ეპიზოდები.
...ერთ დღეს ქუთაისში ნაცნობები შემხვდნენ. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ მათ სურვილი გამოხატეს მამა გიორგისთან ასვლისა. ორი მათგანი ეკლესიური იყო, მესამე არ იყო მორწმუნე. წამოვიდა, ასე ვთქვათ ხათრით. თქვეს, ხელცარიელი ვერ ავალთ მონასტერში, რაღაც-რაღაცეებს ავიტანთო. მაშინ, იმ ერთმა, რომელიც არ იყო ეკლესიური, თავად იყიდა ხილი, ბოსტნეული და ხაჭაპური.
ავედით მამაოსთან. მივესალმეთ.
- თქვენ ვინები ხართ! _ჩვეული კილოთი მიმართა მამაომ. მათ სახელები ჩამოუთვალეს. _აბა, გისმენთ _თქვა მამაომ.
_ ჩვენ თქვენი ნახვა გვაინტერესებდა, _ უთხრეს მათ.
_ ჩემი ნახვა?!... რატომ ვითომ, ინდოეთის ვეფხვი ვარ თუ პოლარული დათვი! _ მიუგო მკაცრად მამაომ. თითქმის ათი წუთი ვიყავით ხმაამოუღებლად. ჩემი ნაცნობები უხერხულობას გრძნობდნენ. ამასობაში მამაომ საუბარი დაიწყო და საღამოს 9 საათამდე გველაპარაკა.
უკვე ვემშვიდობებოდით, კურთხევა ავიღეთ და ამ დროს მამაომ ჯიბიდან ფული ამოიღო და იმ ქალიშვილს მიაწოდა, რომელმაც მოსაკითხი იყიდა და ეუბნება: გამომართვი ბაბუა და ტაქსით წადითო. ქალიშვილმა იუარა, მაგრამ მამაოსთან კამათი უაზრობაა.
გამოვედით მონასტრის ეზოდან. ქალიშვილმა ფული ჩანთიდან ამოიღო და დათვალა _ 27 ლარი აღმოჩნდა. გაკვირვება ყველამ ერთნაირად გამოვხატეთ, რადგან ტაქსს მხოლოდ 5 ლარი სჭირდებოდა. მაშინ იმ ქალიშვილმა ცოტა დაყოვნების შემდეგ გვითხრა _თქვენ არ იცით, ეს რა ფულია... 27 ლარი ის თანხაა, რაც მე ბაზარში დავხარჯეო. - მართლა საკვირველი ყოფილა მამა გიორგი. Aარადა მთელი ის დრო, რაც მასთან დავყავით, განვიკითხავდი. რატომღაც არ მომეწონა. ისიც კი ვიფიქრე, რა მინდოდა აქ-მეთქი. ეწყინა ალბათ ჩემი აზრები... აბა, რაღა მაინც და მაინც მე მომაწოდა ეს ფული?!
სანამ ტაქსი მოვიდოდა, სინანულს გამოხატავდა და ძალიან სწუხდა. ჩვენ ჩვენებურად ვანუგეშეთ: ხომ მიიღო მოსაკითხი. 27 ლარი შეიძლება შემთხვევით დაემთხვა იმ თანხას, რაც ბაზარში დახარჯეო. მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ ეს დამთხვევა არ იყო... ქალაქში მშვიდობით ჩამოვედით.
ახლა ეს ქალიშვილი ეკლესის მრევლია, რამდენჯერმე ეზიარა და მადლობს მამა გიორგის. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი შეიძლება დაიწეროს. მამა გიორგისთან უამრავი მაგალითი გვინახავს იმისა, როცა ის მასთან მისულებს `ტაქსის ფულს~ აძლევს _ სადა გაქვთ, თქვე გაჭირვებულებო, ფულიო? _ იტყვის სიყვარულით. ფული მეც არ მაქვს, მაგრამ როცა მაქვს, აგერაა!... ბევრჯერ ყოფილა პურის ფული გამოგვლევია, მამაოსთვის არც კი გვითქვამს, მას კი წამოსვლის წინ მოუცია ჩვენთვის.
ღმერთმა დღეგრძელი ამყოფოს მამა გიორგი!
შაბათი დღე იყო. ტაძარში მექორწილეები მოვიდნენ. სიძე-პატარძალს ამალა ტაძარში შეყვა; ჯვრისწერას მღვდელი სულხანი აღასრულებდა. მომყოლთა ნაწილი გარეთ იდგა. მამა გიორგი და ჩვენ სამრეკლოს გვერდით ვისხედით. ორი კაცი ხმამაღლა ლაპარაკობდა, თავდაჯერებული მოგვიახლოვდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს თავიანთ მამულში რაღაცეებს ათვალიერებენო. მათ მამაოს ისე ჩაუარეს, თითქოს აქ მღვდელი არც ყოფილიყო. მაშინ მამა გიორგიმ `გამომწვევად~ ერთ-ერთს ჰკითხა: `რა გვარის კაცი ხარ შენ?~ - იმან ცოტა დააყოვნა და, როგორც იქნა, იკადრა გვარის დასახელება. `სად მუშაობ მერე?~ - ჰკითხა ისევ მამაომ. კაცმა ირონიულად შეხედა და უთხრა, საპატრიარქოშიო. მამაომ თავი გააქნია! კაცმა ახლა კითხვა შემოუბრუნა, მე რომ მეკითხები, ერთი ეს მითხარი, შენ რა გვარის ხარო. ჰკითხა ისე, რომ არანაირი მოკრძალება მღვდლის მიმართ არ გამოუხატავს. `ბასილაძე ვარ, გიორგი, არ გაგიგია ხომ?!..~ - ეუბნება მამაო. მან პასუხის ღირსად არც კი ჩათვალა, ერთი შემოხედა და გაიარა. ამას იმ კაცის თანმხლებნიც ხედავდნენ, ერთ-ერთი მამაოს გამოელაპარაკა. მამაომ იმასაც გვარი ჰკითხა. ცოტა ხანში ლაპარაკი დაიძაბა, რადგან მამაო მასაც რაღაც `გამომწვევი~, `საწყენი~ სიტყვით გაეხუმრა. ეს შედარებით ახალგაზრდა იყო და იუკადრისა: `რატომ მაკადრებთ, მამაო,~ _უთხრა. მამაომ გაუცინა. მან კი სხვებს გადახედა და ხმამაღლა თქვა: `ეგ, ვერაა კარგადო~. ჩვენ დავიძაბეთ. ჩანდა, `ძველი ბიჭობიდან~ მოდიოდნენ. `ძველი ბიჭი~ ჩვენიც გვახლდა, ამიტომ რაიმე ცუდის მოლოდინში სუნთქვა შეგვეკრა... მამაომ ამ დროს მათ ერთი ქურდი უხსენა (მამაოს ნათესავი). `ეგ შენ საიდან იცი?~ - ჰკითხეს. მამაომ პასუხი არ მისცა. მაშინ ერთი ეუბნება მეორეს: `ნახე!.. მოდი ერთი გავიგოთ, ეს მღვდელი რას `ჩალიჩობსო~. მოიწიეს და მამაოს წინ დაუდგნენ. ერთი გვერდით ჩამოუჯდა. მამა გიორგის სიმშვიდე ეტყობოდა, ჩვენი ახლობელიც მშვიდად იჯდა და თვალი ჩაგვიკრა, გვანიშნა, ვნახოთ, რა უნდათო! როცა `ბიჭებმა~ გაარკვიეს, რომ ეს ქურდი მართლა მამა გიორგის ახლო ნათესავი იყო, ტონი შეარბილეს. ერთი წამოდგა და მამაოს თქვენობით მიმართა: შემოგევლეთ, მამაო, ჩვენი დიდი ძმის ახლოკაცი ყოფილხარო და თბილი საუბარი წამოიწყო. მეორემ მოუბოდიშა კიდევაც. მამაოც თბილად საუბრობდა, მაგრამ დრო და დრო მკაცრადაც...
ჯვრისწერა ამასობაში მორჩა. მამაოს დიდი პატივით დაემშვიდობდნენ. მამაო იმ ერთს ეუბნება: „რაო, ბიჭებო, ქურდის ნათესავი რომ ვარ იმიტომ მეცით პატივი, არა?! ქრისტეს ნათესავი რომ ვარ, მაგას რატომ არ ეცით პატივი?!.. ჰოდა, თუ არ შეინანებთ, არც ქრისტე გაპატიებთ და არც მე!.. ისე, იცოდე, _მიმართა იმ ერთს_ შენნაირებს კიდევ შვიდს ვცემ ერთად.!..“ ისინი წავიდნენ. მამა გიორგის ბრაზი ეტყობოდა.
მე ჩემდა უნებურად აზრები მომივიდა: რატომ ახსენა მამაომ ქურდი?.. ამ ფიქრებში რომ ვიყავი, მამაო მოგვიბრუნდა და გვეუბნება: ნახეთ, ეს ხალხი ქურდს უფრო სცემს პატივს, ვიდრე მღვდელსო, ჰოდა, რას უნდა მოელოდნენ ისინი ღმრთისაგან. მე შემეცოდა და იმიტომ ვუხსენე ქურდი, თორემ ბოროტს ისე ჰყავდა ისინი მომართული, რომ დიდ ცოდვას ჩაიდენდნენ დღეს აქ!.. და არც მე ვარ ის კაცი, რომ მღვდლის შეურაცხყოფა ვინმეს შევარჩინო!.. ის ერთი მაინც გახდება ავად!.. იცის ღმერთმა, რომ ჩემი ბრალი რომ არ არის!..
წარმოვიდგინე თითქოს მამა გიორგის უსმენ, ასეთი ტიპის საუბარი აქვს. ღიმილნარევი მკვახე სიმართლე...
აბო
2006 წლის დეკემბრის თვე იდგა. მოწამეთაში ასულებს მამა გიორგი არ დაგვხვდა. ეკლესიაში მღვდელი სულხანი იყო. სამრეკლოს გვერდით ჩამოვსხედით. მამა სულხანმა გვკითხა: ხომ არ გჭირდებათ რამეო. ჩვენ ვუთხარით, რომ თბილისიდან არიან მამა გიორგისთან. მისგან გავიგეთ, რომ მამა გიორგი სოფელში წასულიყო და არ იქნებოდა. საღამოს 6 საათია. ცივა. თან უკვე ბინდდება. გაურკვევლობაში ვართ. ამ დროს ახალგაზრდა კაცი მოვიდა ტაძრად. სანთლები დაანთო და ტაძრის შემოვლა დაიწყო. მე-3 წრეზე რომ უნდა წასულიყო, ჩვენ გამოგვხედა, არადა, პირველად ვხედავდით. მერე საათს დახედა, ისევ ჩვენ შემოგვხედა და უცნაურად ჩაილაპარაკა _ `ერთი საათი~. თავი დაგვიქნია და წავიდა. ეს კაცი სულიერ ავადმყოფს არ ჰგავდა, არც გვიცნობდა, არც საათი გვიკითხავს, და ვერაფრით ვერ ავხსენით, რას ნიშნავდა მისი უცნაური საქციელი. მაშინ იაკობმა უთხრა თბილისელ სტუმრებს: _ ვფიქრობ, მამა გიორგი ერთ საათში მოვაო. სტუმრებმა კი თქვეს: _ მამა სულხანს ხომ ეცოდინებოდა, რომ გვითხრა დღეს, აწი არ მოვაო. მაშინ იაკობმა უთხრა: `მამა გიორგი მოვა, გეუბნებით, ასე აკეთებდა პეტერბურგელი მამა იოანე, როცა ტაძარში არ იყო... ის კაცი მამა გიორგის ძალით მოქმედებდა, და ის უცნაურობაც მისივე მოწყობილია. ნახავთ, თუ ერთ საათში არ მოვიდესო~. ნახევარი საათი გავიდა. მამა სულხანი წასასვლელად ემზადებოდა. ტაძარში არავინ იყო. მონასტერი უნდა დაეკეტა. სტუმრების მორიდებით არ გვითხრა, წასვლის დროაო, მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით ამას. სტუმრები წამოდგნენ. იაკობი კი ფეხს ითრევდა და მობილურზე საათს აკვირდებოდა. შვიდს თხუთმეტი წუთი აკლდა. წამოვედით. იაკობმა გვითხრა, ნელა მაინც ვიაროთ, რომ შვიდი საათი შესრულდეს, სანამ ტრასამდე გავალთო. მამა სულხანმა მანქანით ჩაგვიარა. იაკობი თავს საყვედურობდა: `მე მაინც არ უნდა წამოვსულიყავი. რა შუაში იყო აქ მორიდება, ის უცნაურობა იმ კაცისა იგივე მამა გიორგის კურთხევა იყო. ეს მან მიგვანიშნა. და ე.ი. კურთხევაცაა. ვიცი მე ამათი უცნაურობები, გულიც მეუბნება, რომ სწორად არ მოვიქეციო~...
რკინიგზის გასწვრივ პირველ აღმართს რომ მივუახლოვდით, ტაქსი გამოჩნდა მოსახვევში. მერე ჩაგვიარა და ათიოდე მეტრის მოშორებით გაჩერდა. `ვალიკო!..~ -გავიგეთ მამა გიორგის ხმა. ხუთივენი მივცვივდით მანქანას. `მოდი ბიჭო შენ აქ!~ _ უთხრა იაკობს. ისიც დამნაშავესავით მიუახლოვდა ტაქსში მჯდომ მამაოს. `სად მიდიხართ!.. ხომ გითხარი შენ, ერთ საათში მოვალ-მეთქი!.. _ უთხრა იაკობს... _ ჰოდა რას მიდიოდით!..~ - მერე მამაომ საათს დახედა და თქვა: `ახლაა ბიძიკო ერთი საათი!... მე სიტყვის კაცი ვიყავი ყოველთვის. თუ ჩემთან იყავით, სად გარბოდით!.. და თუ ჩემთან არა ხართ, გაყევით გზას!..~ _ ბრაზით გვითხრა მამაომ. ჩვენ ვუთხარით, `თქვენთან ვიყავით, მამაო.~ - `მაშინ დაეტიეთ აქ, მანქანაში!~ _ გვიპასუხა. მე და სტუმრები მანქანაში მოვთავსდით. იაკობმა უთხრა მამაოს, _ მე ფეხით ჩამოვალო. მამაომ იაკობს მკაცრად გახედა და უთხრა: `ეეხ, ჟორა, ჟორა...~
ჩავედით. ოთახში შეგვიყვანა. ბევრი გვესაუბრა. 9 საათზე გამოგვიშვა. მონასტრის გალავნამდე გამოგვაცილა. იქვე მონასტერს შეკედლებული ძაღლი იდგა. მამაო გაუწყრა მას და უთხრა, წაყევი ამათ და გააცილეო. წამოვედით.
ძაღლი ჭკვიანივით მოგვყვა. მერე წინ გაიჭრა. თამაშ-თამაშით ხან მოირბენდა, ხან წინ გაიჭრებოდა. საკვირველი ის იყო, ძაღლი 3 კილომეტრზე გამოგვყვა, და კიდევ ერთი რამ, ამ საღამოს შემდეგ რამდენჯერაც ავსულვართ მამა გიორგისთან, ეს ძაღლი შემოგვეგებება. კუდის ქიცინით თუ შეგვხვდა _ მამა გიორგი ტაძარშია. თუ დაგვინახავს და არც კი წამოდგება _ ასედაც ხდება _ ე.ი. მამა გიორგი ტაძარში არაა, ანდა ჩვენი რაღაც-რაღაცეები არ მოსწონს. წასვლისას, თუ დღის შუქია, ტრასამდე მოგვყვება, თუ კი ბნელა, კიდევ გამოგვყვება და გვაცილებს.
გზაში ჩვენი თბილისელი სტუმრები გაკვირვებას ვერ მალავდნენ. ყველაზე მეტად მათ უკვიდრათ კავშირი იმ უცნაური კაცის საქციელსა და მამა გიორგის სიტყვებს შორის _ `ხომ გითხარი, ერთ საათში მოვალო~. უკვირდათ ისიც, თუ რატომ ამბობდა იაკობი _ მამაო მოვაო... მეც ეს უჩვეულო რამ პირველად ვნახე. იაკობმა სტუმრებს აუხსნა ის, თუ რას ნიშნავდა მამაოს ნათქვამი: `ეხ, ჟორა, ჟორა~! ამ სიტყვებით _ თქვა იაკობმა _ მამა გიორგიმ პეტერბურგელი მამა იოანე გამახსენა, რომელთანაც ასეთი რამეები ბევრჯერ მაქვს ნანახი. მამა იოანეს ნათქვამი აქვს: `საქართველოში მეგობარია ჩემი ჟორა (გიორგი) _ ისიც ჩემნაირიაო~.DF და კიდევ მამა გიორგიმ ამ `ჟორა_ჟორათი~ მისაყვედურა _ `მაგრა~ ასრულებ შენი მოძღვრის სიტყვებსო! იაკობი ძალიან განიცდიდა, თანაც ერთი ისტორია მოგვიყვა, მამა იოანესთან მორჩილების დროს როგორი უცნაური კურთხევების შესრულება უწევდა. საოცარი ის იყო, რომ გვითხრა: მამა იოანე ასე პირით, პირდაპირ კურთხევას კი არ გაძლევდა, კურთხევა შიგნით გესმოდა, და იცოდი, რომ აუცილებელი იყოო. _ ისეთი კურთხევაც ყოფილა, ქალაქში, სადაც კი გზაჯვარედინს მივუახლოვდებოდი, ქუჩა მაშინ უნდა გადამეკვეთა, როცა ფეხით მოსიარულეთათვის წითელი შუქნიშანი აინთებოდა. ძალიან მიჭირდა, უნდა მერბინა, თან მოყინული ქუჩები, საფრთხე და კიდევ მძღოლების გინება, აქეთ `გაის~ თანამშრომლები. ისე გამოვიქანცე ქალაქში, გასვლა არ მინდოდა; თან აზრებიც მჭამდა, არის ეს კურთხევა თუ არა. და კიდევ, ტროლეიბუსებსა და ავტობუსებში უნდა უბილეთოდ მემგზავრა... კონდუქტორები, რომ უბილეთო ქართველს დამინახავდნენ, ატეხავდნენ ლანძღვა-გინებას მთელი მგზავრების გასაგონად. რამდენჯერ კონდუქტორს მძღოლი გაუჩერებია და ჩამოვუგდივარ. ერთი დღე იყო და ვერ მოვითმინე. კონდუქტორი ქალი, მართლაც `კობრას~ გავდა. ამოვედი თუ არა, პირდაპირ მომვარდა და მეუბნება: _ ბილეთი გაქვს?! – არა _ ვუპასუხე. ატეხა საშინელი ლანძღვა. მოთმინებიდან გამოსულმა შევაგინე და ვუთხარი: თქვე ღორებო, ჩვენთან ჩამოსულები ვერაფრით ძღებოდით. მწვადიდან დაწყებული, რიწის ტბამდე, რესტორანი იყო, მთა თუ ზღვა, ფულს ვინ გაყვედრიდათ!.... აქ კი 50-კაპიკიან ბილეთს ვერ მპატიობთ. სახლი რომ წამართვით, ეგ არაფერი?!.. და თქვენს ავტობუსში უბილეთოდ რომ ვიმგზავრო ეგ არაადამიანობაა-მეთქი?!_უმადური ხალხი ხართ!.. ამდენი მგზავრიდან, არავინ ყოფილხართ აფხაზეთში, რომ ხმა ამოიღოთ?... ბიძაჩემი აქ რომ ომობდა და დაიღუპა, ეგ გვევალებოდა ქართველებს! თქვე უმადურებო!.._ _ბილეთის ფული არ გიდევს ამ ხნის კაცს, და კიდევ ყბედობო, _ მომაძახა კონდუქტორმა. მაშინ სულ დავკარგე ჭკუა, რისი კურთხევის თავი მქონდა, დავაძრე რკინის მონეტა და მინდოდა შუბლში მეხეთქა. მაშინ ვიღაც კაცმა მითხრა: `შვილო, ამ კაპასს შენ ვერ გამოზრდი, თავს კი დააჭერინებ, მიეცი ეგ ფული და მშვიდობით ჩადიო.~_ გონს მოვეგე. ხმა ამ მოხუცისა ასლი იყო მამა იოანეს ხმისა. ჩამოვედი, გახელებული წავედი მამა იოანესთან, რომ მეთქვა _ არც შენი კურთხევა მინდა და არც ეგ რუსეთი... კიდევ რაღაც-რაღაცეები. ვაწყობდი გეგმას, როგორ მიმემართა მამა იოანესთვის. რადგან ვიცოდი, რა ათასი მეთოდი ჰქონდა ადამიანის მოთვინიერებისა. მაშინ ისე განვეწყე, რაც არ უნდა ეთქვა, არ მომესმინა და ჩემი სათქმელი მეთქვა და წამოვსულიყავი. ყველაფერი მოვიფიქრე, სანამ მეტრო `ჩორნაია რეჩკამდე~ მივაღწიე. ხიდი გადავირბინე, რომ ბრაზი არ დამცხრომოდა. ვხედავ, მამა იოანე ტაძრიდან გარეთ გამოსულა _ თითქოს მელოდა. მიყურებს და იცინის. რომ მივუახლოვდი, ვიფიქრე, რა უნდა მომიწყოს ახლა ისეთი, რომ შემირიგოს-მეთქი. წინ მივიწიე. მამა იოანემ ხელები აწია: `ნუ, მაგარი ხარ, მეგობარო!.. გხედავდი აქედან, ავტობუსში რა უყავი იმათ!.... ნამდვილი მეგობარი ხარ, ჩემი ჯავრიც იყარე მათზე (მამა იოანე მოლდაველია). ეს მან ისეთი ჟესტებითა და ტონით მითხრა, რომ კაცის მკვლელს გააცინებდა. მეც გამეცინა. დამელოდეო – მითხრა. რამოდენიმე წუთში ერთად მივიდეთ შუქნიშნამდე. მე უკვე ინსტიქტი „გამომუშავებული“ მქონდა, წითელზე ადგილიდან დავძრულიყავი.... მამაომ ხელი მომკიდა და მითხრა: `აწი, მეგობარო, მწვანეზე ვიაროთო~. ეს იყო იმის დასტური, რომ უსაფუძვლოდ არ დავრბოდი. და თანაც აწი, ეგ კურთხევა აღარ იყო საჭირო.
მამა გიორგიმ იცის მამა იოანესთან მთელი ჩემი ორწლიანი მორჩილების წვრილმანი დეტალებიც, რომელიც არც კი მომიყოლია მისთვის. მამა გიორგიმ იმ უცნაური კაცის საქციელით შემახსენა მამა იოანეს სწავლება და როგორც გამოცდილების მქონეს, მისაყვედურა უგულისყურობა და ურჩობა!..
ამასობაში ჩამოვედით კიდეც ქუთაისში... ჩვენი სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ განცდილით და გაგონილით. ის დღე მათთვისაც დაუვიწყარი გახდა. როგორც შემდგომ გავიგეთ, ჩვენს თბილისელ სტუმრებს დაურეკავთ პეტერბურგში _ მამა იოანესთან. მათ სიხარულსა და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. როგორც თვითონ გვითხრეს, მამა იოანეს ყურმილის აღებისთანავე, სანამ თბილისელი გიორგი და ნინი ეტყოდნენ, თუ საიდან და ვინ რეკავდა, _ მამა იოანეს უთქვამს _ `იაკობს სვეტაფორებზე ხომ არ მონატრებია სირბილიო!.. დაუჯეროს მანდ ჟორას თორემ, ტროლეიბუსებს გავახსენებო!..~ მერე დიდი სითბოთი დაულოცავს ახლად გაცნობილები და სიყვარულით მოუკითხავს მამა გიორგი, რომელსაც ფიზიკურად არც კი იცნობს თურმე.
---
---
---
---
ეეეჰ, მართლაც რომ ეეჰ.............
12-ში წმ.აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს ჩემი მოძღვრისათვის წიგნის ჩუქება გადავწყვიტე (აბიბოსი ჰქვია და..) ნუ დავიარე მთელი ქუთაისი და ჰოი საოცრებავ, ცამეტი ასურელი მამის ცხოვრებას ვერსად მივაკვლიე,ვერც რამე ისტორიულს, ვერც ეკლესიის ისტორიას ან მამების ცხოვრებას...
სამაგიეროდ უხვად იყო: მამა გაბრიელის ნათქვამი ბოლო ჟამთან, ბოლო ჟამი კარზე გვიკაკუნებს, ახალი მსოფლიო წესრიგი, ჩიპები, ჩიპები და ბევრი ჩიპები...
ხოდა რატომ დავწერე ეს, ჩემი აზრით ხალხი ეძებს სასწაულებს და ისეთ მამაოებს რომლებიც სასწაულ;მოქმედებენ (თითქოს) და არა ჭეშმარიტებას და ეკლესიის სწავლებას...
პატივისცემით: გიორგი
მართალია ხალხი ეძებს სასწაულს მაგრამ სასწაულთმოქმწდი მამები რო ეძებო ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
მამა გიორგის პასუხი ყველას...
თქვენი წიგნი წავიკითხე და...?
არაა ეს ჩემი წიგნი.-მკვახედ გააწყვეტინა მამაომ.-ეს ავტორების წიგნია. იქ ჩემი საუბრებია მოყვანილი.რამდენ ხანს უნდა მამოწმოთ? ეგ წიგნი კი არა, იმდენი ვიცი,ხუთი მწერალი ვერ ჩაიწერს და კიდევ ათი წვეროსანი!...გაიგე?! ეგ წიგნი ანაბანაა!გეყურება შენ? მე სხვის არაფერს ვიტაცებ! რაც ვიცი ღმერთმა გამიხსნა!როგორ და რატომ ეგ ბიძია არც შენთვის და არც არავისთვის შესათანხმებელი არა მაქვს.
მე თქვენტვის ვთქვი,რაც ვთქვი,თორემ ამ წიგნების გამო ეშმაკების მთელი არმადა დამესია და ასევე, ,,მწიგნობარი რევიზორების"მთელი დასტა
იქ რაც წერია,ბევრმა ნამდვილმა იცის, მაგრამ წიგნის ტვირთი მე გავქაჩე, მე დავიდე თავზე.გზა მე მივეცი სულიერი, წიგნი რომ სხვას გაეგო.ეგ არ იცი შენ!...
ცოდვილმა კაცმა რომ ჭეშმარიტება გაიგოს, იცი რა დარტყმები მოდის ბოროტისაგან?! ჰო არ იცი!არ იცი!..ცოდნა სხვისი მოსმენა კი არა,ცოდნა მაშინ გაქვს,როცა შენ სულზე გამოცდი ყოველივეს!...
ნახე რა დღეში არიან ეს რა დაწერაო,ეს რა დაწერაო?...ეს საცოდავები ესენი!..იქ სიმართლე წერია!...მართალს ვერავინ შეზღუდავს!...ვის რა არ მოსწონს, თავის თავში ეძიოს! კაცთაგან სასჯელი რა საშიშია?! საშიში ღვთის სასჯელია!... ჰოდა ვნახოთ ეს სასჯელი ვის ეწევა!მალე ყველა ნამდვილი აღიმაღლებს ხმას!
ჩემგან ის უნდათ,რომ ზ ნ ე დ ა ც ე მ უ ლ ი,ე შ მ ა კ ე უ ლ ი,გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი ა რ ვ ა რ.იჩხრიკონ მაგ წიგნებში,აბა რას დაიჭერენ?!.. სულ ცოტა დარჩა!..ვნახოთ!..არ გეწყინოს ბიძია მე პირდაპირი კაცი ვარ და გეტყვი:არ ხარ შენ კეთილად მოსული!..წესიერად გამარჯობა არც კი გითქვამს,არც მოგიკითხივარ!... იქნებ რამე მიჭირს,იქნებ მტკივა რამე,მეც ხომ ხორცით დავდივარ... მეცი და კითხვებს რომ მაყრი! რავა შენთან ანგარიშვალდებული ვარ რამეში თუ?!იქნებ პასუხიც მომთხოვო რამეზე?!კაცმა რომც შესცოდოს, კი არ უნდა ეძგეროთ,არამედ სიყვარულით შეცდომა უნდა გაასწორებინოთ!... თქვენ უბრალო ადამიანებს რას უზამთ ამ ხნის მღვდელს ასე მექაჩებით?! თქვენთვის არ ვარგა თქვენთვის...ასეთი მოქცევა.
მესქისედეკი გიჭირს ახლა შენ? მელქისედეკი კი არა ძლივს გიდგას ბიძია სული დაბნეული და გაურკვეველი ხარ, რამდენჯერ გიფიქრია რა მინდოდა სასულიეროშიო!ახალგაზრდა კაცმა ამ სიტყვებზე ტავი ძირს დახარა.-მე მტერი კი არა ვარ შენი.მე ყველა მიყვარხართ,ყველასთვის სიკეთე მინდა.აბა რა მღვდელი ვიქნები წყენა, ბოღმა და შური გულით რომ ვატარო?რამდენ რამეს იძახიან ჩემზე საწყენს მარა გული არ შემცვლია, ბიძიკო, მე ყველას ვლოცავ;დახმარება მსურს შენი და ყველასი მაგრამ არ სურს ეს ბევრს! რას იზამ შეკითხვა რომ გაგიჩნდა იმაზე არ გიბრაზდები,მარა კაცს რო შეხედავ და იგრძნობ,და მაინც თავს ეჭიდები - როგორმე შენი გეგმა შეასრულო ამას ვერ ვტანილობ, ბიძია!...არ ვტრაბახობ,გეუბნები,თავს არ გამეტებ,არ გჩაგრავ,მარა შენით ხომ გრძნობ ბიძია , ცოტა მეტი რომ შეგეხოს ჩემი ძალა ცუდად გახდები.ხოდა ნუ მცდი შე კაი დედმამიშვილო!ვინ გითხრა არ მქონდეს იმისი უფლება უკეთურად მოსულს პასუხი რომ გავცე? რა იცი შენ რა მომცა ღმერთმა!... რისი უფლება მომანიჭა და როგორ გამოვიყენებ ამ უფლებას! მე არ გიშავებთ თქვენ!შენ რომ მომადექი და სულში ჩახედვას მიპირებ,არ ვარ ბიძია ის დონე რომ ვინმემ ჩამხედოს მე! არ ვტყუი და არ ვტრაბახობ! სინამდვილეა ეს და არ ვთქვა?არ ვამბობ მე ამას სანამ არ მაიძულებენ.ვერავინ ჩამხედავს სულში კიდევ გიმეორებ!ეს იცის ყველა ნამდვილმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეYაც.ეს ეშმაკებმაც კი იციან.ეს თქვენ არ იცით უძლურებმა!
,,ტრაბახობსო გიორგი"- გაიძახის იქ ერთი თბილისში.თუ ვტრაბახობ...ჩავედი თბილისში და გადაიმალა სადღაც...მოწამეთაში ჩამოსვლას კი ვეღარ ბედავს.
ყველაპერი არ წერია წიგნებში გეუბნები.წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს.მეცოდებით,ბიძია,რადგან გგონიათ სიმართლეს იცავთ,არადა არ იცით თქვენ ჭეშმარიტება!...დამიჯერეთ თუ ჯიუტი არ იქნები ღმერთი გაგაგებთ სიმართლესთქვენ არ იცნობთ ღმერთს!ამიტომ ღმერთის სახელით ნუ დიდგულობთ,ტორემ სასჯელის საქმეა ეს!ხარისხი ვერავის უშველის,ნუ ცდით ღმერთს!..თორემ ღმერთს შეუძლია არა სიყვარულითა და სალოსობით გამხილოთ,არამედ პირდაპირი ძალითა და სიმკაცრით!ნუ იმედოვნებთ სასულიერო თანამდებობებზე!...
არის ხილული იერარქია და არის უხილავი იერარქია.გაიხსენონ იერარქებმა რა მოსდიოდათ სულში გაბრიელთან შეხვედრისას! თუ გრძნობდნენ იმას,რომ ხარისხის გამო უპირატესობას ინარჩუნებდნენ?!ვერა,ბიძია!...გაბრიელი ძალაში ხილული იერარქიით კი არ იყო,ის პირდაპირ ღმერთით იყო ძალაში1
მე შენი კითხვებისა კი არ მეშინია,მაგ წიგნშიც ხომ კითხვებზე ჩემი პასუხი წერია!შე დალოცვილო,ახლა სულში რაც გიჭირს,ის მაინც გეკითხა.მექისედეკი გიჭირს?!
ისე მეკითხები თითქოს ყველა საკითხი მოგვარებული გქონდეს და ესღა გაკლდეს.რომ გითხრა ჰოო იყოო რა შეიცვლება შენში?რომ გითხრა:არა,- ისევ ისეთი წახვალ აქედან.არ გაწუხებს ეს საკითხი შენ და არც იმ სიმაღლეზე ხარ ასული ჯერ ამის ცოდნა შენ უკვე გჭირდებოდეს.ჩემს რას გაიგებ შენ ხომ ,,აკადემია" გაქვს დამთავრებული ...ყველაფერი იცი?...მელქისედეკზე პავლე მოციქული წერს იქნებ იმას მაინც დაუჯეროთ თქვენ,თანამედროვე ,,მწიგნობრებმა".,,უმამო,უდედო,უგვარტომო,არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული"-ვინ უნდა იყოს შენი აზრით მელქისედეკი?...შენნაირი კაცი რომ ყოფილიყო,დაბადების დღეც ექნებოდა და თავის დროზე გარდაცვალების თარიღიც!
მე ნუ მცდით ბიძია;სემინარია მეც დავამთავრე და თქვენზე ნაკლები მასწავლებლები არც ჩვენ გვყოლია.არ იცით თქვენ არა!...ბევრი რამ არ იცით!...ბევრმა კი სულ არაფერი იცის!... მღვდლობა მარტო ის კი არაა რომ იცოდე როდის აკმიო და როდის ჯვარი გამოსახო!არ იცით ბევრი რამ თქვენ არა!ასკეტიკას ერისკაცი უნდა ასწავლიდეს?ან ასკეტიკა წიგნებით ისწავლება?იმისი ცოდნა რომელი წმიდა მამა როგორ შიმშილობდა და ლოცულობდა,შენ რას გიშველის!ეს შენ უნდა შეგეძლოს,თუ გინდა სულის მკურნალი გახდე!
მღვდლობა სხვა რაა თუ არა სულიერი მკურნალი?სულიერი მკურნალი როგორღა გახდები თუ სული ცნობა არ გაქვს?შეგიძლია იცნო კაცი შენ?აი ეს ვთქვათ,-მამაომ იქ მდგომზე მიუთითა,ახალგაზრდა კაცმა თავი გააქნია.-აბა იქნებ ის იცი რა სულიერი წყლულები ჭირს?- ამაზეც ახალგაზრდა კაცის პასუხი უარყოფითი იყო.- არ იცი ხომ?-უთხრა მამაომ.- აბა ჯვრის გამოსახვას ბიძია აკადემია არ ჭირდება!თუმცა ბევრს ჯვრის წესიერად გამოსახვაც ეზარება.
მელქისედეკი?...მელქისედეკისას რას გაიგებ, შენი თავისა ვერა გაგიგია რა!მელქისედეკი ვინ იყო და ვინ არა,ამას თავად მელქისედეკი გაგაგებთ მალე!...პავლე მოციქული გეუბნება უკვდავიაო,შენ კიდევ მეუბნები ვინ არისო?
იყო აქ კიდევ ერთი შენნაირი წვეროსანი.მითხრა,წიგნში რომ გიწერია,დავით მეფე ,,ბუნებით ღმერთია და არა მადლით ღმერთქმნილი",ვერ გავიგეო.დავით მეფე ბუნებით ღმერთი როგორ იყოო?შენ მელქისედეკის გარკვევა გინდა სხვა ყველაფერი გარკვეული გაქვს.იმას დავითის ღმერთობა ჰქონდა გასარკვევი,დანარჩენი გარკვეული ჰქონდა.ჯერ ერთი წიგნში ჩემი სიტყვები ასე წერია:,,დავით მეფე გაცილებით უფრო დიდია ,ვიდრე უბრალოდ წმიდა კეთილმსახური მეფე!ნახეთ რას წერს დავით მეფეზე ჩვენი დიდი წმიდა მამა არსენ იყალთოელი:,,ბუნებით ღმერთი,მადლით ღმერთქმნილთა შორის".
გეყურება შენ? ის რომ დავითი ბუნებით ღმერთია მადლით ღმერთქმნილთა შორის არის არსენ იყალთოელის სიტყვები.და ეს სიტყვები ავტორებს კი არ გამოუყვიათ წითელი ასოებით.
წმინდა არსენ იყალთოელს ,,ეშლებოდა" და თქვენ დგახართ ,,ჭეშმარიტების სადარაჯოზე?" თავმდაბლობა გმართებთ!
,,ბუნებით ღმერთობა" ვერ გაიგეთ,ხოლო ,,მადლით განღრთობა" გაიგეთ?ეს ისეთი თემებია, დიდი წმიდა მამებიც შიშით რომ ეხებოდნენ!წმიდა ბერებს გგონიათ წიგნისმიერი ცოდნა ჰქონდათ მხოლოდ?უწიგნურ ბერებსაც მიუღიათ განმღთობა ღმერთშემოსილება!და ისინი ცოდნასა და ძალას წიგნებიდან იძენდნენ?მათ თვითონ ღმერთი უხსნიდა სულში უდიდეს საიდუმლოებებს და როგორ დაიტევს ერისკაცი ამ ცოდნას?!და რომ ვერ იტევს ხომ არ ნიშნავს რომ ასეთი ცოდნა არ არსებობს?არსენ იყალთოელის ცოდნა ვინ უნდა დაიტიოს დღეს?არსენის ცოდნას ვინ გაუტოლდება დღეს სამღვდელოებაში?არსენი სიწმინდით განბრძნობილი ხედავდა,ტუ ვინ იყო დავითი!ეს საერო საზოგადო ცოდნა არაა!ბერები განა ყველაფერს ამბობდნენ?ან კიდევ როგორ ეთქვათ და ვისთვის!ვნებიან ადამიანს წმიდა ცოდნა გადარევს და წაახდენს ბიძია!ცოდვილ ადამიანებს იმდენს აძლევენ ცოდნას,რამდენსაც მათი გონება დაიტევს!და უკვირთ ადამიანებს როგორ შეიძლება დავითი ყოფილიყო ბუნებით ღმერთი.მე მათ ადგილზე ადამიანის მადლით განღმრთობას უფრო გავიკვირვებდი!ღმერთი თავადაც ცოდნის და შესაძლებლობების უსასრულობაა,ღმერთი ამოუწურავია!
საწყენად არ გეუბნები ამას ბიძია!არც შენ და არც იმ ბიჭს.კარგი ხალხი ხართ ორთავენი.შეკითხვა ჭკვიან ხალხს უჩნდება,მაგრამ სულიერ კითხვებზე პასუხი მარტო ცოდნაზე არაა დამოკიდებული!..აქ ათასი რამ არის....
არ მიწყინო!.. ღმერთს ვინც უყვარს იმას წვრთნის.
მერე ხელი მხარზე დაადო და დალოცა.ახალგაზრდა კაცი წავიდა.მამაომ მოულოდნელად ისევ დაუძახა და უთხრა:აბა,შენ იცი!..შენ მე გამიგე!..ახალგაზრდა კაცმა ხელი ასწია და თავი დაუკრა.
http://church.ge/index.php?showtopic=4310&st=80&gopid=574618entry574618
დილა მშვიდობისა ჩემო კარგებო.
აქ გაიჟღერა პროვოკაციულმა მიმართვამ,თითქოს ვიღააც ვიღაცეებს ეკრძალება ამ თემაში შემოსვლა.
მე მეტს გეტყყვით
ამ თემაში იკრძალება პროვოკატორების შემოსვლა და პროვოკაციული კითხვების თუ ამოოხვრების დადება.
არ ეთანხმებით და გაბრძანდით,მოთმინება ყველას აქვს და ნუ ცდით სხვის მოთმინებას.
კამათის გარეშე, გისურვებთ სიმშვიდეს
არ არის კამათში ჭეშმარიტება,ჭეშმარიტება არის სიყვარულში და გისურვებთ თქვენც ისე შეგეყვარებინოთ მოყვასი,როგორც შეიყვარა მამა გიორგიმ,მამა გაბრიელმა და სხვა წმინდა მამებმა.
მამა გიორგი წმინდა ადამინია,და არა წმინდანი,როგორხც ამას დაცინვით უწოდებენ(!)
ადამიანი ყოველი წმინდა ადამიანის სიახლოვეს უნდა მიისწრაფვოდეს,რათა ისწავლოს მისგან სიწმინდე.
თუ სიწმინდისკენ არ მიისწრაფვი,ეს შენი არჩევანია,მაგრამ როდესაც აბრკოლებ სხვას სიწმინდისკენ სწრაფვაში,ამას არ მოგიწონებს არავინ.
ნუ ჩაიყენებთ წინასწარ თავებს იმ მდგომარეობაში,რომ მერე შეგრცხვეთ თქვენივე ნათქვამის,
მერწმუნეთ ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და იმიტომ გესაუბრებით.
იმედია მსგავსი პოსტი აღარ დამჭირდება ამ თემაში.
შეიყვარეთ სიყვარული!
http://www.radikal.ru4. kiTxva: mama giorgi, Tqven axseneT uwmindesisi da unetaresis – ilia II–s amagi Tqvenze.
პასუხი: დიახ, ვახსენე, რადგან ეს ასეა!... სასულიერო სემინარიდან მოყოლებული, ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩემთვის. ბევრჯერ დამხმარებია ხორციელადაც. ადამიანმა სიკეთის დანახვა და დაფასებაც უნდა ისწავლოს და კეთილისმყოფელის პატივისცემაც!... ესაა აუცილებელი !...
ილია II ძალზე რთული პერიოდის პატრიარქია. გარდა რწმენისა, კიდევ ბევრი სხვა თვისებებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული, როგორც პიროვნება, რომელსაც უნდა ემართა ეკლესია უღმრთო ხელისუფლების პერიოდში... მოთმინება, სიბრძნე, განათლება, ხედვა, მოქნილობა, სიფრთხილე, გამჭრიახობა და, გნებავთ, პოლიტიკური ალღოც, სწორედ ის თვისებებია, რომელთა წყალობითაც და უფლის შეწევნით შესძლო უწმინდესმა ეკლესიის ისე მართვა, რომ განერიდებინა ის მტრების მიერ საგანგებოდ მომზადებულ არა ერთ საფრთხესა თუ ხლართებს.
რამდენიმე ხნის წინ ჩემთან იყო ქალბატონი ენდი, რომელიც თავის დროზე ტყიბულის ქალაქკომის მდივნად მუშაობდა, დღეს ის ეკლესიურია... და აი რა მიამბო: `1978 წლის დამდეგს, ედუარდ შევარდნაძემ მოიწვია საგანგებო რესპუბლიკური თათბირი, რომელზეც რაიკომების ყველა მდივანი ესწრებოდა. მათ შორის მეც გახლდით.. და არ დამავიწყდება შევარდნაძის სიტყვები, რომლებმაც მაშინ ყველა ჩვენთაგანი გააოცა: `საპატრიარქოს სათავეში ჩაუდგა ისეთი ძლიერი პიროვნება, რომელსაც შეუძლია კომუნისტურ იდეოლოგიას სერიოზული საფრთხე შეუქმნას, ამიტომ საჭიროა გავაძლიეროთ აქტივობა იდეოლოგიურ მუშაობაში!~ მაშინ ყოვლად აუხსნელი იყო ჩემთვის შევარდნაძის მიერ გამოთქმული განგაშის ეს სიტყვები, მით უმეტეს, იმ დროს, ეკლესიისაგან საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელი მესახებოდაო.~
იმ ქალბატონის სიტყვები იმიტომ მოვიყვანე, რომ შევარდნაძე, რომელიც თვითონ ფლობდა დიდ ძალას და გააჩნდა სულიერი ხედვა ბოროტისგან, გრძნობდა უწმინდესის სულიერ ძალასაც და მისი მოსვლის პირად საშიშროებასაც! თორემ პოლიტიკურად, იმ ხანად, დამორჩილებულ მდგომარეობაში მყოფ ეკლესიას რა საფრთხე უნდა შეექმნა კომპარტიისათვის?!
ბევრი რამ გააკეთა უწმინდესმა და უფასდება კიდეც ქართველი ერისაგან...
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!... უწმინდესი `რომის პაპი~ კი არ არის!... ცოცხალ ადამიანს მოსდის შეცდომები, მაგრამ პიროვნების სახეს მაინც განსაზღვრავს კეთილი საქმეებისა და შეცდომების მეტ-ნაკლებობა. კეთილი საქმე კი უწმინდესს, როგორც ხედავთ, ბლომად აქვს!...
ისევ ვიმეორებ, რთული დრო იყო. უწმინდესს ურთულესი `ფრონტი~ ებარა. ბევრი განკითხვა, შეურაცხყოფა და უნდობლობა იწვნია მან, მაგრამ ყოველივე თავმდაბლობითა და სულგრძელობით დაითმინა: სწამდა, რომ ხალხი ბოლოს მაინც გაუგებდა მას... თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ბევრი უწმინდესს განიკითხავდა არა იმიტომ, რომ მის მიმართ პირად სიძულვილს განიცდიდა, არამედ იმიტომ, რომ მათაც ძალიან უყვარდათ საქართველო... მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი სულიერი ხედვა იყო საჭირო, რომ ჩაეხედათ უწმინდესის დაფარულ პიროვნებაში.
თუ დააკვირდებით, უწმინდესი საოცრად მლოცველი პატრიარქია. ის გამუდმებით წირვა-ლოცვაშია, იშვიათია სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც ამდენ ლოცვებზე იდგეს წლების მანძილზე და თანაც ამ ასაკში; და კიდევ, ეს არის პატრიარქი, რომელსაც უიშვიათესი მოსმენის უნარი გააჩნია...
დღეს საქვეყნოდ აღიარებენ უწმინდესის ღვაწლს: რომ, აშენდა და კეთილმოეწყო ამდენი ტაძარი, მომრავლდა სასულიერო პირთა რაოდენობა. გაიხსნა სემინარია-აკადემიები, გამოიცა ამდენი სასულიერო ლიტერატურა და კიდევ ბევრი სხვა რამ!.. მაგრამ ეს არ არის მთავარი... აქ ჩამოთვლილი, ადრე თუ გვიან მაინც აღესრულებოდა სხვა, ნებისმიერი პატრიარქის ხელშიც, რადგან ერი, ღვთის შეწევნით, შემობრუნდა და დაადგა ღვთით განსაზღვრულ გზას!... ეს ისტორიული აუცილებლობა იყო!
მე კი მინდა აღვნიშნო უწმინდესის კაცთაგან დაფარული ღვაწლი, რომელთაგან ერთ-ერთი გახლავთ მისი უდიდესი დამსახურება ეკლესიის ერთიანობის საქმეში. ის, რომ ეკლესია, დღემდე მოვიდა სწორედ ასეთი სახით, არის უწმინდესის დიდი სულიერი ძალისხმევის შედეგი. ბევრჯერ ჰქონია მტერს ქართული ეკლესიის განადგურების, გახლეჩის და არევის მცდელობა. დღესაც ძალიან ბევრს არ ასვენებს ქართული ეკლესიის აღორძინება. ვგულისხმობ, როგორც აშკარა მტრებს, ისე `ერთმორწმუნე კეთილმოსურნეებსაც~. საფრთხე სულ იყო და არის კიდევ, როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც _ ვგულისხმობ სხვადასხვა ძალების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ და ასევე დიდებისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილ პირებს, რომელთაც `შეთქმულების ჭია~ ჯერაც უღრღნით გულს... რომელთა წინდაუხედავ ზრახვებს შეეძლო ეკლესიაში საშინელი არეულობა, განხეთქილება და მღელვარება შეეტანა, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ისეთი უმძიმესი შედეგი, როგორიცაა მორწმუნე მრევლის სასოწარკვეთილება და ეკლესიიდან გაუცხოება!...
ყველა ეს საფრთხე რეალური იყო, თუმცა შეუმჩნეველი ერისთვის და შეუმჩნეველია ის ძალისხმევაც, რომელიც გამოავლინა უწმინდესმა ამ საფრთხეების ასაცილებლად. ეს უმძიმესი შრომაა!...
სხვა საკითხია, ვინ როგორ აფასებს და როგორ იყენებს უწმინდესის ნდობასა და ხელდასხმას!...
თუმცა, უწმინდესს, თავისი ხედვის წყალობით, არა მგონია, ვინმეს `სუნთქვა~ გამოეპაროს და თუ ითმენს ბევრ რამეს, ალბათ, მისი სულგრძელობითა და კაცთმოყვარეობით ითმენს. მაგრამ როცა საკითხი ეკლესიის სიწმინდესა და ქვეყნის მომავალს შეეხება, არა მგონია, უწმინდესმა, ვინმეს მიმართ ზედმეტი `შემწყნარებლობა~ გამოიჩინოს!...
http://www.radikal.ruმამა გიორგის ძალიან უყვარს წმ.ალექსი(შუშანია+1921)
ღირსო მამაო ალექსი ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
“შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან ღმრთის წინასწარმეტყველნი ისევე, როგორც სატანის მსახურები! უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება. ასეთივე იქნებიან ბერების წინამდგომნიც, რამეთუ ყველანი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარებითა და დიდებისმოყვარებით; ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი. ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულვებელყოფილი; ვერცხლისმოყვარეობა იმეფებს მაშინ, და ვაი, ბერებს, ოქროთი გამდიდრებულებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრებელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცხოველი ღმერთის სახეს.”
წმ. ნიფონტი კონსტანტინეპოლელი
(IV საუკუნე)
15. კითხვა: მამა გიორგი, თქვენ ხშირად ახსენებთ ცოცხალ _ დღეს მოქმედ წმიდანებს. მოგვიტევეთ, მაგრამ დღევანდელ ეკლესიაში ამ მცნებას, ცოტა არ იყოს, სხვა თვალით უყურებენ. ერთმა სასულიერო პირმა ისიც თქვა: `სად ნახეთ წმიდანები და ვინ არიან წმინდანები დღესო?!..~
პასუხი: ნახეთ რა დღეშია ჩვენი ცნობიერება!... თუმცა რა გასაკვირია, სულ ოციოდე წლის წინ დედამიწის 1/6–ზე ადამიანებს უმტკიცებდნენ: `ღმერთი არ არსებობსო~.
იმ სასულიერო პირს ჰკითხეთ ერთი: `ეშმაკები თუ არიან და სად არიან-თქო?.~ თუ ეშმაკები არ არიან, მაშ ვისღა ებრძვის ჩვენი ეკლესია?! თუ ეშმაკები არიან და ისინი აქ არიან, იცოდეთ, რომ წმიდანებიც აქ არიან! ღმერთს წმიდანები ყოველთვის ჰყავდა ქვეყანაზე და ეყოლება, მიუხედავად იმისა, ხედავენ თუ არა მათ ცოდვებით სულდაბნელებულები!... ადამიანებს, დიდი ტანჯვისა და ვნებათა დათრგუნვის ფასად, დღესაც ისე, როგორც ძველად, სიცოცხლეშივე ეძლევათ წმიდანობის დასტური ღმრთისაგან, როგორც უდიდესი ჯილდო. წმიდა იოანე ოქროპირი არა თუ, აღიარებდა დედამიწაზე ცალკეული წმიდანების ყოფნას, არამედ, ნახეთ, რას ამბობდა: `ხ ა ლ ხ ს შეადგენენ წ მ ი დ ა ნ ე ბ ი და არა ბრბო!~
არ არსებობს ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო, არც ერთი ფენა, სადაც წმიდანები არ მოქმედებენ. ერში წმიდანების საიდუმლო მოქმედება ძალიან დიდი და საინტერესო თემაა... დღესდღეობით ყველაფერ ამას, უბრალოდ, ვერ გაიგებთ და შეიძლება `ყოვლისმცოდნე და თავდაჯერებულმა მართლმადიდებელმა~ –ათასგვარი მკრეხელობა, მწვალებლობა და ხიბლში ყოფნა მოგვაწეროს, ამიტომ წმიდანები ამ საიდუმლოს ერის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ნელ-ნელა გაგვიხსნიან. ისე იმათ, ვინც `ძალინ ბევრი იციან მართლმადიდებლობაზე~, მინდა წმინდა წერილიდან შევახსენო: `რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ!~. ყველა ნ ა მ დ ვ ი ლ ი მღვდელი წმიდანია... მ ღ ვ დ ე ლ ი, რომელიც არ არის წმიდანი, არ არის ჭეშმარიტი მღვდელი!!!
წმიდანები, არა მარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმიდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმიდანები კი ამზადებენ მათ სასუფევლისათვის. ადამიანთა მოდგმაში წმიდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები, რომლებმაც უცდომლად იციან სამოთხისაკენ მიმავალი გზა. მხოლოდ მათ უწყიან, როგორ გაიყვანონ წუთისოფლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ ცათა სასუფეველში. როგორც ცაზე ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომისა და სიკაშკაშის მიხედვით, ისე წმიდანებიც განსხვავდებიან ძალისა და სულიწმინდის ნიჭის მიხედვით. ზოგი წმიდანი სულიწმიდის მადლის მატარებელია, ზოგი უფრო დიდი, სულიწმიდის ჭურჭელია... ჯერჯერობით მეტს ვერ გეტყვით, არადა, სათქმელი ძალიან ბევრია... ერთი იცოდეთ, ეს ცოდნა ყველაზე წინ ჩვენ, ქართველებს გაგვეხსნება!...
ჰოო.. არაა საინტერესო, დიდი ვაჟა ფშაველა როგორ ესვენა 20 წელი უხრწნელად მიწაში?!...
ერთხელ ერთი თავხედი იყო ამოსული, ხალხს ველაპარაკებოდი, სიტყვა გამაწყვეტინა და მითხრა: `სად არიან წმიდანებიო?.. და თუ არიან, რას გვემალებიან? რატომ არ გვეხმარებიანო?!~.
_ ნახეთ, რას მეკითხებოდა?!.. მინდოდა მეხეთქა ცხვირში, რადგან მას წმიდანები კი არ აინტერესებდა, არმედ ბოროტის ძალით ჩემთან დავა უნდოდა!...
ქრისტე ღმერთი ჩამობრძანდა, ხალხში დადიოდა. რავა, დაიმალა თუ? არ თქვა ვინ იყო თუ?! არ გამოავლინა, ღმერთი რომ იყო.?! ათასობით მშიერი გააძღო. მიცვალებულები აღადგინა, ხეიბრები და ბრმები განკურნა. რა სიკეთეები არ ჩაიდინა. რავა მიიღეს?!.. იგივე ხალხმა არ აცვა ჯვარს?! თუ იმას იტყვით, ურიების სინოდმა ვერ იცნო ქრისტეო?... მათ იცნეს ქრისტე, მაგრამ მაინც ჯვარს აცვეს!.. ვერ მიიღეს კი არა, არ მიიღეს, რადგან ქრისტე ღმერთმა უთხრა მათ: `თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. მამათქვენი ეშმაკ არსო~. დღეს გგონიათ ბევრი ვერ ხედავს წმიდანებს?! ხედავენ და არ უნდათ. ბევრი კი მართლაც ვერ ხედავს, ისიც თავისი ცოდვების გამო.
წმიდანები მოქმედებენ და აღასრულებენ ღმერთის დავალებებს და მოქმედებენ ღვთისგან დადგენილი ნორმებით. შენ რომ ვერ ხედავ, განა წმიდანის ბრალია?!.. ამათ უნდათ, სასწაულებით დაუმტკიცონ წმიდანებმა!...Qქრისტე ღმერთი კი ბრძანებს: `ბოროტი მოდგმა ეძებს სასწაულს, მაგრამ არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.~ სასწაული წმიდანისათვის ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რა შედეგი ექნება მას ცოდვილზე, წაადგება მის სულს, თუ ცოდვას უფრო დაუმძიმებს. სასწაულიც ვერ მოაქცევს ზოგიერთებს. წმიდანებმა იციან ეს და ჩვეულებრივ ცხოვრობენ ხალხში. რავა, იცნეს წმიდანი, ითხოვეს დახმარება და წმინდანი განუდგა? არ დაეხმარა? ასე არ ხდება...
ყოველდღე ათასობით სასწაული აღესრულება, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ცოდვილ და გულბოროტ ხალხს აინტერესებს, რადგან მათი ეს ინტერესი ბოროტისგანაა. მზე ყველას ერთნაირად ანათებს და ათბობს, მაგრამ შენ თუ ვერ გრძნობ, ეს არც მზის ბრალია და არც იმას ნიშნავს, რომ მზე არ არსებობს! შენ ღმერთი არ გაინტერესებს და გინდა წმიდანი იხილო და დაგეხმაროს?. წმიდანებს ღმერთი უყვართ, მათთვის ღმერთია ყველაფერი. წმიდანი რწმენის მოშურნეა. შენ კი ღმერთის არც ერთ მცნებასა და შეგონებას არ ასრულებ. სიძულვილით, გარყვნილებით, ავაზაკურად ცხოვრობ და კიდე პრეტენზია გაქვს დახმარებისა?!.. დახმარება არ არის, რომ ღმერთი კიდევ ამდენს გითმენს და დროს გაძლევს მოქცევისათვის?!.. კაცი კაცს არ ჰგავს, ქალი _ ქალს!.. აღარც ადათი, აღარც ზრდილობა. ქალი უფროსობს, ივიწყებს სამშობლოს, რჯულს, ოჯახს, სახელს, ნამუსს და ყველაფერს!... ეშმაკის ჭურჭლებად ქცეულან და კიდევ უტიფრად ითხოვენ: `სად არიან და რად არ გვეხმარებიან წმიდანებიო?~
_ ვაი, თქვე გლახებო! მალე ნახავთ, წმიდანები რომ არიან და მერე როგორები!..
წმიდანები მარტო კეთილები კი არ არიან, არამედ სასტიკებიც. წმიდანებს მხოლოდ განკურნება კი არ შეუძლიათ, სენის შეყრაც ძალუძთ. წმიდანებს მხოლოდ ნუგეშისცემა კი არ შეუძლიათ, შიშის ზარისცემაც ძალუძთ. წმიდანები მარტო მშვიდობისმყოფელნი როდი არიან. ისინი უძლეველი და დაუნდობელი მეომრებიც არიან. თქვენ თქვენი ავადმყოფური და ცოდვით დაბნელებული გონებით, წარმოსახულ წმიდანებს ეძებთ. ასეთები ნამდვილები არ არიან! თქვენ ისეთ წმინდანებს ეძებთ, რომ ჭკუა იქით დაარიგოთ და ასწავლოთ. ეგეთები ღმერთის წმიდანები არ არიან. თქვენ ისეთი წმიდანები გჭირდებათ, რომ თქვენი გარყვნილება, უსამართლობა, სამშობლოსა და ეკლესიის ღალატი, ღვთის გმობა, ძარცვა, ქურდობა და კიდევ ბევრი რამ უნანებლად-ძმაკაცურად გეპატიოთ. თქვენ თქვენი სულის წმიდანებს ეძებთ გადარჩენისათვის, მაგრამ ასეთებს გადარჩენა არ უწერიათ. რადგან ანტიქრისტესი არიან. ვინც ღმერთისგან არის და ღმერთი უყვარს, იხილავს ღმერთს და მის წმიდანებს. ახლა საავადმყოფოში რომ წევს და თვეები ვერ გამოვა იქიდან, კიდევ იკითხავს, არიან თუ არა წმიდანებიო?!... და კიდევ თუ ვერ მოეგო გონს, ტანჯვას ტანჯვაზე დაუმატებენ… ის წმიდანები, რომლებიც მას თურმე ემალებოდნენ!..
საშიში და სასტიკია ღმერთი თავხედებისთვის.! თქვენ კი ნუ გეშინიათ, თქვენ ღმერთის მოყვარე ხალხი ხართ. უცოდველები არა ხართ, მაგრამ... (იცინის), ღმერთი განახებთ ბოროტების ტანჯვას და ვაებას.
24. კითხვა:L მამა გიორგი, რატომ არის, რომ ჩვენს დროში წმიდანები არ აღასრულებენ ისეთ სასწაულებს, როგორც ეს ძველ დროში ხდებოდა წმიდა მამათა მიერ. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ვინ გითხრათ, რომ დღეს წმიდანების მიერ არ აღესრულება სასწაულები?! ძველი დროის სასწაულებს იმ ჟამის ადამიანებისათვის სხვა დატვირთვა ჰქონდათ _ მათი ზოგადი განვითარების შესატყვისი. დღეს ადამიანი კი განვითარების სხვა საფეხურზე იმყოფება. დღესაც ხდება სასწაულები და არა ერთი და ორი, მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული, ყველაზე აუცილებელი და მაცხოვნებელი სასწაული, რაც ოდითგან დღემდე აღუსრულებიათ წმიდანებს, არის უხილავი სასწაული, ანუ სასწაული არა ადამიანის გარეთ, არამედ ადამიანის შიგნით!.. ეს არის სასწაული, რომელიც გარდაქნის მის შინაგან სამყაროს. ეს არის სულის გაწმენდა და ქრისტე მაცხოვრისათვის გულის მომზადება. ამ გარეგნულად უხილავი, მაგრამ ყველა სასწაულზე აღმატებული სასწაულით ქრისტე იმკვიდრებს ადამიანის გულში და ამის შემდეგ კი ადამიანი ამჩნევს მის გარეთ ყოველწუთიერად აღსრულებულ უამრავ სასწაულს ქვეყნიერებაზე. წმიდანის მიერ აღსრულებულ ამ სასწაულს ადამიანი თვალით ვერ ხედავს, ის მხოლოდ გრძნობს ამას მის შიგნით!.. ამ სასწაულის წყალობით ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს, მის სულიერ სამყაროს. წმიდა მამები კი წერენ: _ `ადამიანი, რომელმაც შეძლო საკუთარი თავის შეცნობა, უფრო დიდია იმაზე, ვინც იხილა ანგელოზიო~_ აი, რატომ არის, რომ წმიდანები არ მიელტვიან ხილულ სასწაულებს, თუმცა შესაძლებელია ეს მათთვის!..
წმიდანის დანიშნულება ადამიანის მიმართებაში არის მისი გადარჩენა, განწმენდა და ღმერთამდე მიყვანა და არა ღმრთისაგან ბოძებული ძალისა და შესაძლებლობების გამოვლინება-დემონსტრირება!
თუ ადამიანს სულიერი სამყარო არა აქვს დასუფთავებული და მომზადებული, რა აზრი აქვს გაუხეშებული გულის ადამიანის თვალწინ, მიცვალებული რომ აღადგინოს წმიდანმა?... ან კიდევ გაჩნდეს და გაქრეს?!... ეს სასწაულები წამით გააკვირვებს ცოდვილს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ურწმუნოება დააბნელებს ეჭვებით! ასეთი სასწაულით ურწმუნოთა მცირე ნაწილმა შეიძლება იწამოს ღმერთი, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მათ სულიერ სამყაროს, რადგან სული მხოლოდ მასზე უშუალო ზემოქმედებით იწმინდება და იცვლება, და არა მის გარეთ ნანახი წმიდანის ძალის დაფიქსირებით. ადამიანის გარეთ აღსრულებული ყველა სასწაული მხოლოდ უბიძგებს ადამიანს რწმენისკენ, მაგრამ თავისი მნიშვნელობით და შედეგებით ვერ შეედრება იმ სასწაულს, რასაც წმიდანები ადამიანის სულზე, მის შინაგან სამყაროზე უშუალო ზემოქმედებით ახდენენ. წმიდანის ეს სასწაული ანთებს ადამიანის გულში რწმენის, სასოების და სიყვარულის ჩაუქრობელ ცეცხლს. ცეცხლს, რომელიც წვავს მასში ყოველგვარი ცოდვის ფესვებს და ასევე გარედან მომავალი ცოდვების ბადესა და ხლართებს. ეს უდიდესი სასწაულია, ეს ადამიანის შეცვლის სასწაულია, რაც ყველაზე ძნელად ა ღ ს ა ს რ უ ლ ე ბ ე ლ ი ა!
დიდ წმიდანებს დღესაც არ უჭირთ პურისა თუ ოქროს გაჩენა, მატერიის შეცვლა, კურნება, დროსა და სივრცეში გადაადგილება, მაგრამ ადამიანის სულის შეცვლა გაცილებით ძნელი საქმეა და ამასაც აღასრულებენ დღეს წმიდანები. თუმცა ამ სასწაულს ვერავინ ხედავს ადამიანთაგან გარდა იმათისა, ვისზედაც აღესრულება ეს სასწაული. მაშინ, როცა ადამიანის გარეთ აღსრულებულ სასწაულს შეიძლება ძალიან ბევრმა მოჰკრას თვალი. გავიხსენოთ თვით ქრისტე მაცხოვრის ხილული სასწაულები, რავა, ექნათ ურიებს სარგებელი?! პური განუმრავლა, ათასობით მშიერი განაძღო, ხეიბრები და ბრმები განკურნა, ლაზარეც აღადგინა მკვდრეთით და კიდევ უამრავი სხვა სასწაული, რომელსაც ასობით და ათასობით ებრაელი ადევნებდა თვალს, მაგრამ ამ გარეგნულმა სასწაულებმა ვერ შეცვალეს მათი გაცივებული და განდგომილი გულიები!... მათ როგორადაც მიიღეს ეს სასწაულები, ისევე უარჰყვეს ისინი. მაგრამ ნახეთ სასწაული ქრისტე მაცხოვრისა, რომელიც არ ყოფილა ხილული, რომელიც არავის შეუნიშნავს და რომელზედაც ეჭვიც კი არ გაჩენია, ვინმეს _ ის ჯვარცმული, სიკვდილის მომლოდინე, თავისი ღვთაებრივი მადლით უ ხ ი ლ ა ვ ა დ შეეხო ავაზაკის გულს, წამებში შეცვალა მისი სულიერი სამყარო, მისცა მას საკუთარი თავის შეცნობის უნარი და ძალაც!... აი, ეს სასწაული არის უდიდესი სასწაული, თუმცა არავის უნახავს, გარდა ჯვარცმული ავაზაკისა, რომელმაც ქრისტეს მადლითვე იცნო თავად ქ რ ი ს ტ ე ღ მ ე რ თ ი და ეს სასწაული ექმნა მას მაცხოვნებელი, როცა ათასობით ადამიანს, რომლებიც ძალზე ხშირად ჰხედავდნენ მაცხოვრის ხილულ სასწაულებს, ვერ ექმნათ სულის მაცხოვნებელი, არამედ პირიქით_დასასჯელი!.. ხუთი ათასმა კაცმა პური ჭამა. ნახეთ რამდენი ვინმე აფიქსირებდა ამ სასწაულს? მათ ხორციელადაც განიცადეს, რადგანაც სჭამეს, მაგრამ ვერ შეიცვალნენ!.. მათ მხოლოდ მუცელი გაუძღათ!... ხოლო ნახეთ ავაზაკი_ჯვარცმული, ნატანჯი, სიკვდილის მომლოდინე, წესით ღმერთზე უმადური უნდა ყოფილიყო, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც კი შეეხო უხილავი მადლი, გ ა ნ ი ც ა დ ა ს უ ლ ი ე რ ი ც ვ ლ ი ლ ე ბ ა, აეხილა სულიერი თვალები და იცნო ქ რ ი ს ტ ე! პირველი იყო ხორციელად ხილული სასწაული, რომელიც ხუთიათასმა იხილა, მაგრამ ისეთივენი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ. ხოლო მეორე არის ხორციელად უხილავი სასწაული _ საიდუმლო, ის არავის უნახავს გარდა ავაზაკისა, რომელიც ამ ზემოქმედების შედეგად შეიცვალა და იცნო ქრისტე და აღიარა კიდევაც !... ის ამას ვერ იზამდა, რომ არა ეს სასწაული!.. ეს სასწაული არ ყოფილა აღტაცების საგანი მ ა ს ე ბ ი ს თ ვ ი ს, ეს მათგან დაფარული იყო!.. მაგრამ მაცხოვნებელი აღმოჩნდა ერთისთვის! ეს იგრძნო მხოლოდ ერთმა და ვერც მოახერხა ხალხისთვის ეთქვა, რაც მოხდა მასში! ეს არის სწორედ ის სასწაული, რისთვისაც გარდამოხდა ძე ღმრთისა ქვეყნად!...მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრების არსი, ჯვარცმის მიზანი _ ცოდვილთა ცხონება!.. ამიტომ ჭეშმარიტი მორწმუნე უნდა ეძებდეს სწორედ ასეთ სასწაულს! ხოლო ურწმუნო ითხოვს ხილულ, ხორციელ სასწაულს _ მას “პური” უნდა. კი ბატონო!.. წმიდანებს შეუძლიათ მისცენ მათ ეს პური, მაგრამ იქნება ეს სასწაული მათთვის მამხილებელი და დასასჯელი, რადგან, როგორც კი ისევ მოშივდებათ, ეს სასწაული მათ დაავიწყდებათ!
ხორციელი სასწაული თვით ქრისტე ღმერთს არ დაუფასდა. მათ იხილეს, მაგრამ არ იწამეს. ქრისტე მაცხოვარმაც უთხრა ურიებს : `რომ არ გენახეთ, ცოდვა არ გექნებოდათო!” ამიტომ არ აღესრულება დღეს ურწმუნოთათვის ხორციელად ხილული სასწაულები, რათა ცოდვა არ გაუორკეცდეთ!!! სასწაულის არსი და მიზანი, ვიმეორებ, მდგომარეობს არა იმაში, რომ წმიდანის ძალა დაფიქსირდეს, არამედ იმაში, რომ მაცხოვნებელი ექმნეს ცოდვილებს!...
სასწაულის ჩადენა შეუძლიათ ბოროტებსაც, რადგან ძალის გამოვლინება მათაც შეუძლიათ, მაგრამ მათი ეს `სასწაულები~ მიმართულია ადამიანების დასაპყრობად და დასაღუპად. წმიდა მამები გვაფრთხილებენ ბოლო ჟამის სასწაულებზე!...
ისინი, რომლებმაც იგრძნეს წმიდანის უხილავი სასწაული, ანუ განიცადეს სულიერი ცვლილება, არასოდეს მიიდრიკებიან სხვა `სასწაულებისკენ~, და არც ბოროტის `სასწაულებს~ მიიღებენ!
აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ წმიდანმა ეს უხილავი სასწაული რომ მოახდინოს თქვენს გულში, ამისთვის შენი სურვილი და თანხმობაც არის საჭირო, შენი ნება. ეს შენ უნდა გინდოდეს ღმერთს გაუღო გულისკარი და ამისთვის აიტანო დროებითი სიმძიმე, ტკივილი და ტანჯვა!
მე გისურვებთ თქვენ, რომ წრფელი გულით შესდგომოდეთ ღმერთს და მოგცემოდეთ მგზნებარე სურვილი მარადიული ცხოვრებისა; და თქვენს გულში ქრისტე დამკვიდრდება! და როცა ეს სასწაული მოხდება თქვენში, მერწმუნეთ, ყველა სხვა დანარჩენ სასწაულს იხილავთ თქვენ, რადგან მაშინ სხვა_ ხორციელი სასწაული არ იქნება თქვენთვის სასჯელი და საზიანო, მაშინ თქვენთვის წმიდანები არ იქნებიან დაფარულნი და `გაუგებარნი~. წმიდანის ცხოვრებაც ხომ სასწაულია.
37 კითხვა: ბოლო ჟამის ერთ-ერთი რუსი წმიდა მამა, ნ ი კ ო ნ ი, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს ეწამა, სიცოცხლის ბოლო დღეებში, გადასახლებიდან ახლობლისადმი მიწერილ წერილში წერს: `ვერაგი და განდგომილი დროება დადგა!.. ხალხს რას მოსთხოვ, როცა სულიერი წინამძღვრები დანებდნენ!... გულდაწყვეტით მინდა გითხრა ჩემო სულიერო ძმაო, დროება აწი სულ უფრო ხარბად და მუხანათურად შთანთქავს ადამიანთა სულებს!...~
`... რადგან იმ დროს სულიერი მოძღვრებიც ნებაყოფლობით აღასრულებენ ანტიქრისტეს ნება-სურვილს ისე, რომ არც სინდისი და არც საღვთო მოვალეობის გრძნობა აღარ შეაწუხებთ.
`... დროში ნახავენ, თითქოს რაღაც გამოსწორდება, თითქოს ხელისუფლება მოლბა, მერე შეიცვლება კიდევაც, თითქოს სულიერება აღორძინებას დაიწყებს და აღდგება ეკლესია-მონასტრები, მაგრამ იცოდეთ, ჩემო სულიერო ძმებო და დებო, სულ უფრო დაუმეგობრდით სიფრთხილეს! სულ გახსოვდეთ მოციქულის სიტყვები: `არა `ადგილი~ გასწმენდს კაცსს, არამედ კაცი გასწმედს ადგილს?... იფხიზლეთ `სულიერად, რადგან დიდია მზაკვრის ჩანაფიქრი!..~
`... იმხანად, ქვეყანა სულიერ `თვითკმაყოფილებას~ მიეცემა, სულიერ აღორძინებაზე კვეხნას დაიწყებენ, ფეხის ხმას აყოლილები, სხვათა მოსაჩვენებლად მორწმუნის გარეგნობით ტაძრებს სიმრავლით შეავსებენ. ქვეყნის დიდებულები და წარჩინებულნიც `მორჩილად~ მოიხრიან ქედს წირვა-ლოცვებზე, მაგრამ ცხონების გზას აცდენილები, ფარისევლების მიერ მიწოდებული `მათრობელათი~ გაბრუებულნი ჯოჯოხეთში ჩაეშვებიან!~
`... მაგრამ მოწყალეა ღმერთი, რომელიც თავის რჩეულებს აღუხელს სულიერ თვალებს და ისინიც შეძლებენ, აღმოაჩინონ იმ დროისათვის ქვეყნად სასულიერო პირთა ასეთი `ნაირფეროვნება~:
1. პატიოსანი, ნასწავლი, ლოცვისმოყვარე და თავმდაბალი პიროვნებები, რომელთაც, სამწუხაროდ, სულიერი ხედვა და გამოცდილება არ ექნებათ, რის გამოც დროში ბრძოლების მატებასა და ადამიანთა ცოდვების მოზღვავებასთან ერთად, შესაძლოა, ვერ გაუძლონ და დანებდნენ. ნაწილი - გააღწევს ღმერთამდე, წმინდანთა ხაზზე გასვლით.
2. ზერელე და ნელთბილი `მსახურნი~. დიდი იქნება მათი რიცხვი, ისინი სამწყსოს ღმერთამდე ვერ გაიყვანენ.
3. ურწმუნონი _ ადამიანთა ეს ჯგუფები, სამღვდელოებაში მოკალათდებიან, მატერიალური კეთილდღეობის და სხვადასხვა `აუცილებლობების~ გამო, ან სხვათა რჩევითა და დავალებით. სინამდვილეში, ისინი, თავიდანვე, ვერ იქნებიან მღვდლები და მათი `სამწყსო~ დიდ განსაცდელში აღმოჩნდება.
4. ცოდვილნი _ ვამბობ დიდ ცოდვებზე, რომელთა ჩამდენნი, არ შეიძლება, რომ ტაძრად მსახურებდნენ. მათი სამწყსო დაღუპვის პირზე იქნება.
5. სულგაყიდულნი _ ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც Mმთავრობის შიშით, ან მიწიერი პატივის ჟინით გაჰყიდიან სულს. აქვე იქნებიან, ვიღაცის ან რაღაცას გამოქცეულნი, რომელნიც ეკლესიას შეაფარებენ თავს და `ჩეკისტებთან~ ითანამშრომლებენ.
6. ბოროტის მსახურები _ ნუ გაგიკვირდებათ, ჩემო მეგობრებო, იმხანად ტაძრებში ასეთებიც იქნებიან, ყველაზე საშიშნი და ვერაგნი, რადგან სულიერი ხედვაც ექნებათ და ძალაც. ისინი ჩაიხედავენ ადამიანის შინაგანში, აუწყებენ მათ წარსულსა და მომავალს, ადამიანთა დასანახად დიდხანს ილოცებენ და `გონიერად~ იქადაგებენ.
გარეგნულად სათნოების ბევრი ხილული ნიშნით იქნებიან `შემოსილნი”, პირით სულ უფლის ნებისადმი მორჩილებას მოუწოდებენ, საქმით კი, სამწყსოს, ჯოჯოხეთურად დაიმორჩილებენ, რათა ადვილად მართვადი მრევლი ჩააბარონ თავიანთ ბოროტ ბრძანებელს. ასეთი `მოძღვრების~ ნება-სურვილს დამორჩილებული საბრალო ადამიანები აზროვნებას შეწყვეტენ და მათთვის მართლმადიდებლობის მტერნი, მათივე `მოძღვრები~ გახდებიან.
ღმერთო, დაგვიფარე! მძიმე ყოფას გრძნობს ჩემი სული!...
ეს მტაცებლები მოხიბლავენ, თავს შეაყვარებენ გულუბრყვილო ადამიანებს და მათი ძალით დაშტერებული და სულიერ ხედვას მოკლებული ადამიანები სიმართლის `დამცველებად~, მოწყალეებად და მადლმოსილებად აღიარებენ მათ.
ამ სულიერ მტაცებლებთან მიახლებაც საშიში იქნება, არათუ მათ წინაშე აღსარება და მათი ნებელობაში შემოშვება, რადგან მათთან ურთიერთობა დაასნეულებს ადამიანებს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.
მაგრამ ჩემდა და თქვენდა სანუგეშოდ, გეტყვით იმასაც, რომ ღმერთს იმხანად ეყოლება:
7. წმიდანები _ წმინდანთა ლოცვა აკავებდა უფლის რისხვას, მათი ლოცვითა და ტანჯვით იძლეოდა ბოროტი და იმ ბოლო გამოცდის ჟამსაც ისინი შეგიფარებენ, დაგიცავენ, გამოგზრდიან და მიგიყვანენ ღმერთთან!...~ (ავტორის თარგმანი).
მამა გიორგი, რას გვეტყოდით წმიდა მამის ამ წერილზე?
პასუხი: ვერ გავიგე რას მეკითხებით?!... რა უნდა გითხრათ?! ეს წმიდა მოწამის სიტყვებია!... ჰოდა, რა უნდა გადაამოწმოთ?!...
მოწამე მღვდელმა ეს გაფრთხილება ადამიანთა უსაზღვრო სიყვარულითა და მათი გადარჩენის დიდი სურვილით გამოგზავნა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა!... მან შესანიშნავად იცოდა, ამ მოკლე, მაგრამ ზუსტი აღწერით, რომ ანტიქრისტეს მსახურებს è`ეტაკებოდა!~, მაგრამ ის წმიდანი იყო და სხვანაირად არც მოიქცეოდა!...
მან ეს სიტყვები, ღვთის ჩაგონებით, ბოლო ჟამის მორწმუნეთა გამოსაფხიზლებლად დაწერა, და ამდენად, მორწუნეს ევალება ყურად იღოს, აღმოაჩინოს და დარწმუნდეს წმიდა მამის სიტყვების ჭეშმარიტებაში.
არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ ტვინის განძრევაც არ გინდათ და ისე ელოდებით წმიდა მამათაგან ცხონების მზა რეცეპტებს და მზა პასუხებს!... მე გეუბნებით, თუ სულიერად არ ვიღვაწეთ, ცხონებისთვის პირადად არ ვიშრომეთ და სულიერად არ ვიფხიზლეთ, რატომ გგონიათ წმიდა მამის ეს წერილი, რომ მხოლოდ რუსებს ეხება და სხვას არავის არ შეეხება?!...
დროება ყველასთვის ერთია, წმიდა მამები მთელ დედამიწას აფრთხილებენ!...
ამ წერილში პასუხიც არის, გაფრთხილებაც და გამოსავლის მინიშნებაც!...
გეტყობათ, რომ მოგეწონათ წმიდა მამის მიერ გაკეთებული დახასიათება ბოლო ჟამის სამღვდელოებისა, თორემ ამ წერილს არ წამიკითხავდით აქ მე!...
მოგეწონათ, რადგან მასში სიმართლე აღმოაჩინეთ, თქვენ რაღაც გეცნოთ იქიდან, მაგრამ იმდენად დამოკიდებული ხართ სხვებზე და იმდენად შეზღუდული სულიერ აზროვნებაში, რომ ჩემთან რაღაცის დასტურის მისაღებად მოხვედით!. ნუ გეშინიათ, ეგ არ არის ცოდვა!...
`თეთრისა და შავის გარჩევა~ _ ეს მაცხოვრის გაფრთხილებაა!... ეს აუცილებელი ნაბიჯია. ჰოდა, უნდა გაარჩიოთ კიდევაც!... ცუდი დროა!... სახიფათოა გულუბრყვილობა და გაურჩევლად სხვათა მინდობა!...
`იყავით მეცნიერ, ვითარცა გველნი და უმანკონი, ვითარცა ტრედნი~ _ გვაფრთხილებს მაცხოვარი.
ჯერ ერთი, ეს ნატანჯი და წამებული წმიდა მამის სიტყვებია, მეორე, თუ კი თავადაც გრძნობ, რომ მართალი სიტყვაა, რაღად უნდა მას გადამოწმება?! ვერ გამიგია?, თუ უფრო, მე მამოწმებდით?!... მე სულ მამოწმებენ, ბაბუა, `ჩვენიანებიც~და `სხვისნებიც~. ჯარისკაცის მამის არ იყოს, რომ იძახის: „გდე ნემცი... გდე ნაში?“ (იცინის).
მე არავის არ მეშინია, ბაბუა!.. მართალი სიტყვა ეს ღმერთამდე მისვლის უმოკლესი და უტყუარი გზაა!... ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ წერილის შესახებ, რა თქმა უნდა ვეთანხმები წმიდა მამის ამ წინასწარმეტყველებას!
თქვენ კი ნუ გეშინიათ, საქართველო ბევრი რამით არის დაცული, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა. ჩვენი ერის ათასწლოვანი ტანჯვა და ქრისტესთვის დაღვრილი ზღვა სისხლი არის სწორედ ის სულიერი ზღუდე, რაც დაგვიცავს ბოლო ჟამის ქართველებს. ჩვენ ნამდვილი სამღვდელოება გვეყოლება!...გადარჩენის მსურველთ მოწყალე ღმერთი დედამიწის არცერთ კუთხეში არ დატოვებს შეუწევნელად
http://www.radikal.ru41. კითხვა: მამა გიორგი, პატრიარქის ცნობილ ქადაგებაში ხაზგასმული ახალი აზრი `საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შესახებ~, პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებულ იქნა საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნის საბაბად. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?.
პასუხი: საქართველოს მეფე ეყოლება!... და ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის მიერ განსაზღვრულ ჟამს!!!
ბოლო ჟამის საქართველოს ღვთითკურთხეული მეფე ნაწინასწარმეტყველებია არა ერთი ქართველი წმიდანის მიერ... ქართველი წმიდანების მთელი თაობები იღვწოდნენ და დღესაც იღვწიან ერისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია დიდი შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსან”-შიც.
მეფე იქნება საღმრთო ხედვისა და დიდი სულიერი ძალის მფლობელი პიროვნება და არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, ან კიდევ, უბრალოდ, სიმბოლო `ფრთებშეკვეცილი~ მმართველისა, როგორც ეს წარმოუდგენიათ და სურთ ცალკეულ პოლიტიკოსებს!!! არა! მეფე იქნება ს ვ ე ტ ი მართლმადიდებლობისა, ძლიერი მმართველი! მ ე ფ ე _ დ ი დ ი დ ა ვ ი თ ი ს ს უ ლ ი თ !!!
მეფის გამოჩენა არანაირად არ არის დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე. როგორც გითხარით, ის გამოჩნდება თავის დროზე და ამ დროს ვერც ვერავინ დააჩქარებს და ვერც ვერავინ დააყოვნებს! პირადი პოლიტიკური ამბიციებითა და ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა ყველა მცდელობა, სათავისოდ გამოიყენონ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება სამეფო დინასტიის აღდგენის შესახებ, დიდი ცოდვაა და განწირულია დამარცხებისთვის. თუმცა ამ დაძაბულ ვითარებაში რომ უწმინდესის სიტყვა არაერთაზროვნად იქნებოდა აღქმული სხვადასხვა ძალების მიერ, იმთავითვე იყო ნათელი.
ვიმეორებ, ცხებული მეფის მოსამზადებლად მოქმედი წმიდანები დიდი ხანია, რაც იღვწიან. ასე რომ, ეს პროცესი ხვალ კი არ იწყება ყრმა ბაგრატიონის შერჩევით, არამედ მიმდინარეობს და ეს წმიდანთა საიდუმლოა!... ვურჩევ ყველას, ვინც კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას იმიტომ მოითხოვს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების განახორციელებას მოიაზრებს ამაში, ან კიდევ არასასურველი პიროვნების მათთვის ხელსაყრელი ფიგურით შეცვლას, შეეშვან ცეცხლთან თამაშს!!! მეფე არ გამოჩნდება იმ დროს, როგორც ეს ძალაუფლების წყურვილით სულდაბნელებულ ადამიანთა ჯგუფს სწადია!.. და არ იქნება ის პიროვნება, ვიზედაც ისინი იმედს ამყარებენ!... ღმერთს განსაზღვრული აქვს დროც და ის დიდი სულის ღვთისმოყვარე პიროვნებაც, რომელიც უნდა მოგვევლინოს მეფედ!
მეფის კურთხევისათვის უპირველესად თავად ერია მოსამზადებელი! აუცილებელია ერის როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება. ერმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა უპირობოდ აღიაროს ღმრთით რჩეული მეფის ძალაუფლება! ერი უნდა დაეკითხოს ღმერთს, ღმერთი კი წინასწარმეტყველის პირით აუწყებს ხალხს თავის რჩეულს! და მხოლოდ ამის შემდეგ პატრიარქი აკურთხებს მეფეს!
ბოლო ჟამის ქართველი მათლმადიდებელი მეფის მოვლინება უდიდესი ისტორიული და მისტიკური მომენტია, არა მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობისათვის! როგორც ანტიქრისტე ემზადება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად, ასევე ემზადება დიდი ქართველი _ ქრისტესმოყვარე მეფე ბოლო ჟამის გადამწყვეტი ბრძოლებისათვის!!! და ამ საკითხთან პოზიცია – ოპოზიციის `თამაში~ დანაშაულებრივი წინდაუხედაობაა, ამავე დროს მძიმე ცოდვა ღმრთისა და ერის წინაშე!..
ღმერთთან ომი არავის მოუგია!... დამარცხებით კი ისე დამარცხებულან, რომ მთელი მოდგმით აღგვილან პირისაგან მიწისა!!!
მინდა ვთქვა რომ ერთადერთი მამაო, რომელიც რეალურად (ცოცხლად) ვნახე და ბოლომდე აღვიქვი მამაოდ, რომელიც შეიძლებოდა ჩემი მოძარვარი ყოფილიყო, მამა გიორგია
კანუდოსელი
კანუდოს, საქმე იმაშია, რო ბევრ წმინდანს ჰქონდა მცდარი პოზიცია რიგ საკიტხებისადმი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მატ მიმართ არ იქნებოდა შემტევითი დამოკიდებულება. ანუ, ეს ერტადერთია რაცარ მომწონს ხოლმე. სხვა მხრივ, თუ რაიმე მცდარი აზრია, ვინც არ უნდა ავრცელებდეს მას, ეს უნდა აღინიშნოს, რადგან ცვენთვის უპირველესია ეკლესიის სწავლება!!!
ხოდა ტქვით ყველამ ვინც რაიმე იცით, მაგრამ ვინმეზე შეტევის გარეშე. მით უფრო უკვე აღინიშნა, რომ მამა გიორგი ტავად არ დაეთანხმა მის წიგნებში გამოთქმულ ზოგიერთ აზრს. ხოდა ესეც გაითვალისინეთ ყველამ. ანუ ჩვენთვის უპირველესია ეკლესიის სწავლება და ჩვენ არავის ვებრძვით, არამედ, მცდარ აზრებს. მამა გიროგი წმინდანია თუ არა, დრო გვაჩვენესბს.
მხევალი ნინო
სად შევუტიე?
ჩევნ და თქვენ
ხედავთ როგორ ცდებით?
მართლმადიდებელი არ ხართ თქვენ თუ რა ხდება?
ჩვენ ერთნი ვართ
მართლმადიდებლები და ნუ გამოგვყოფთ
პ.ს
ტანაც როცა ვერ ამტკიცებთ
გავხსნათ ცალკე თემა სადაც იკამათებთ და ამ თემას გადავიტანთ ისევ სხვა განყოფილებაში
http://www.allshares.ge/download.php?id=21E1379E31
ფილმი მამა გაბრიელზე
სულის უკვდავება
ყველამ უყურეთ ძალიან კარგი ფილმია(არსად არ დევს ინტერნეტში)
ეძღვნება ყველას ვისაც მამა გაბრიელი უყვარს!
მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ!
კანუდოსელი
giorgi 7
უკვე მესამედ ვწერ, რომ სურათებს ნუ დადებთ ამ განყოფილებაში (გამონაკლისი შეიძლება იყოს იმ პიროვნების სურათი, ვისაც თემა ეძღვნება). რატომღაც ამ თხოვნას მაინცდამაინც შენგან არ ექცევა ყურადღება.
ამჯერად საბოლოოდ ვწერ და გაითვალისწინე. მეორეც ეს თემა არ ეძღვნება მამა გაბრიელს და ესეც გაითვალისწინე.
კანუდოს ელი,
მე შენი აზრი სწორედ გავიგე,
არავინ იმსახურებს იმას რაც ეძლევა, ანუ არავინაა ღირსი მაგრამ ეძლევა.
მაგრამ შენ ესე უნდა გაგეგო მამა გიორგის სიტყვები:
ღვაწლი და შრომაა საჭირო რომ რამე მიიღო და მოგცემს თუ არა ეგ სხვა საკითხია.
ანუ უღვაწლოდ და უშრომელად ქაჯების დევნებით მადლი 100% არ მოვა.
ამას გულისხმობს მამაგიორგი.
აცკანუმეს?
აი კიდევ რას ამბობს მამაგიორგი:
"დღეს ეშმაკის უფრო ეშინიათ, ვიდრე ღმერთის, რადგან ასწავლიან, რომ ბოროტი დაუნდობელია, კაცის მკვლელი, ძლიერი, მოხერხებული. ღმერთი კი მოწყალე, კეთილი, მიმტევებელი. ქრისტე ჯვარს ეცვა. ევნო, შეურაცხყოფა და შენერწყვა დაითმინა. მაგრამ გეუბნებით _ ქრისტემ ეს ამ ცოდვილი მოდგმისაგან ერთხელ მოითმინა."
ანუ გვასწავლიან რომ ეშმაკი საშინელებაა, ღმერთი კი ბუნჩულა, არავის არ უშლის ხელს ბიზნესში პირიქით ეხმარება წარმატებულებს.
რეალურად კი პირიქითაა ღმერთი უკიდურესად საშინელია, ეშმა კი ხელს უმართავს, წარმატებულებს, სათბურ პირობებს უქმნის ანუ ბუნჩულაა მრავალთათვის.
ეხლა ვკითხულობ მის აზრებს და ასკარად სიმართლის მთქმელი კაცი ჩანს.
მრავალთაგან განსხვავებით.
ეხლა არ მითხრათ გააჩნია სიმართლეს რას ეზახი, ანუ ქავილითა ყურთა მისითაითა აირჩია მოზღვრი თვისიო.
დიდი მარხვა იყო, ქალაქში ნახშირი, საკმეველი და ზეთი შევიძინეთ შესაწირის სახით და საღამოს ლოცვისთვის ავედით მოწამეთაში. მამაო მარტო იყო ტაძარში, ის უმეტესად მარტო ლოცულობდა. არც დიაკონი, არც მედავითნე, არც სტიქაროსანი არ იყო მაშინ ტაძარში. ჩვენ რომ თვალი მოგვკრა, გამოვიდა: `რამ შეგაწუხათ ამ სუსხში?~ გვკითხა. ჩვენ უსიტყვოდ გავუწოდეთ პარკი, რაშიც იყო ჩვენი შესაწირი. `ეს ის არის, რაც მე მჭირდებაო~-თქვა და საცეცხლური გამოიტანა. გვეუბნება: `იცით ნახშირის გახურება? აბა გამიმზადეთ ერთი!~ მერე წამში შეიცვალა სიტყვა: `თქვენ რომ ამას მოახერხებთ, რაღა დროს იქნება!~
ჩვენ გული დაგვწყდა, პარკი მივაწოდეთ. უცებ ერთ-ერთს მიმართა: ამოიღე ერთი ეს ნახშირი და ჩადე აგერ საცეცხლურში. გიამ მამაოს სიტყვა შეასრულა; მამაომ საცეცხლური მაღლა ასწია და დაახლოებით 8_10 წამი განუწყვეტლივ, ერთი ამოსუნთქვით, სული უბერა და ჩვენ თვალწინ ნახშირის ზედაპირი ერთიანად გაწითლდა და ნაპერწკლები გასცვივდა. მამაომ შემოგვხედა. დაუვიწყარია ის სახე! ეს იყო არამიწიერი სახე _ ძლიერი, ენით აუწერელი, არწივისებრი, შიშის აღმძვრელი, დიდებული სახე, თვალები ძალიან დიდი... ამ სახის შემხედვარეებს, ის მომენტი სულ გამოგვრჩა, მამა გიორგიმ სულის შებერვით ნახშირი გავარვარებამდე რომ მოიყვანა. მერე სახე ისევ დაუმშვიდდა და გვეუბნება: - ცოდვები ხართ ახლა თქვენ, ფეხებიც სველი გექნებათ, ნელ-ნელა გაუყევით გზას. - სინამდვილეში ფეხები ყველას მართლა სველი გვქონდა, მაგრამ წასვლას არ ვაპირებდით: ვითომდა მამაო მარტო არ დავტოვოთო. `წადით, წადით, მე მარტო არა ვარ. თქვენ ვერ ხედავთ თორემ, აქ ჩემნაირები ეგერ დგანან საკურთხეველშიო. წადით, ახლა წადით და აღდგომის მერე, კიდევ უფრო მაგარ `ფოკუზს~ შეგისრულებთო.~ წამოვედით სიხარულით და მადლით აღსავსენი. ნახშირის ამბავი, ეს ისეთი ხილული სასწაული იყო, რომ გადმოცემა ამისა ნამდვილად გაუჭირდება ადამიანის ენას, თან არც კი გვაცალა, რომ ყურადღება მიგვეპყრო და აღგვექვა თუ რა მოხდა, ისეთი სახით შემოგვხედა, რომ მას შემდეგ, როცა მამა გიორგის მომღიმარი და საყვარელი სახით ვხედავთ, არანაირად არ გვჯერა, რომ ის შიშისმომგვრელი სახე უხილავად არ `გვითვალთვალებს~ მისგან, რის გამოც კეთილი შიში გვახლავს სულ...
ერთხელ მწუხრი-ცისკრის ლოცვისას ავედით ტაძარში. ხალხი არ იყო. 3-4 ადამიანი იდგა და კიდევ ჩვენ ოთხნი ვიყავით. ტაძარში ახალგაზრდა დიაკვანი იყო მოსული. ვერ გეტყვით, რომელი ეპარქიიდან იყო ან კიდევ რომელი ტაძრიდან. ის მამაოს ეხმარებოდა; მედავითნეობდა და თან თავის მოვალეობასაც ასრულებდა. უცნაური ეს ლოცვა იმითი იყო, რომ მამა გიორგი უცოდინარ და დაბნეულ ახალბედა მსახურს ჰგავდა, რომელმაც არ იცის ლოცვები, და არც ის, თუ რა, რის შემდეგ იკითხება. დიაკვანი ლოცვის მსვლელობისას ცოტათი გაღიზიანებული ჩანდა. თავიდან თითქოს ერიდებოდა კიდეც მამაოსთვის მითითება, მაგრამ მერე და მერე უფრო გაბედულად `შეახსენებდა~ მამაოს ლოცვის მსვლელობას. ასეთი რამ ჩვენ არ გვენახა და მამაო იმდენად ბუნებრივად `ასრულებდა~ უცოდინარი მღვდლის როლს, რომ ეჭვი ჩვენც შეგვეპარა, აზრებიც მოგვდიოდა: რაღა სხვა ტაძრიდან მოსულთან მოუვიდა ესო... როცა მის წირვა-ლოცვას არა ერთხელ და ორჯერ დავსწრებივართ.
დიაკვანმა მოკრძალებით შეახსენა _ მამაო, ზეთი სცხეთ ხალხსო. _ ოხ, ბიჭო, დღეს ზეთს სცხებენო? -აბა?! _ მიუგო დიაკვანმა. ჩამოვიდა მამაო, გვცხო ზეთი და ასეთი რამ გვითხრა _ თურმე ვიცი ზეთის ცხება!.. მცოდნია, მცოდნია თურმე!.. გაგდება უნდოდათ ჩემი!... - ჩვენ ვერ ავხსენით რას ნიშნავდა მისი ასეთი საქციელი ან კიდევ ეგ სიტყვები.
მსახურება მორჩა. გამოვედით გარეთ, დაიკვანმა და მამაომ გადაკოცნეს ერთმანეთი. მამა გიორგი დიაკვანს არ უშვებდა. აქ დარჩიო, მაგრამ სტუმარმა იუარა, ქუთაისში ნათესავები მყავს და იქ გავათევ ღამესო.
ჩვენ დავრჩით. ერთი სული გვქონდა, გაგვეგო მამაოსგან, თუ რას ნიშნავდა დღევანდელი უცნაურობა, ცოტა ხანი ამინდზე ილაპარკა და მერე თქვა:
- გამოსცადა ის დიაკვანი ღმერთმა. ჩემთან მოვიდა, რომ გაიგო `დიდი მამაოაო~. ჰოდა ღმერთმა მოსთხოვა, ლოცვის წესს თუ მოსთხოვ შენ ამ `დიდ მამაოს?~ თუ ვერ შებედავ და კაცთმოთნეობით დაელოდები მის `შეცდომებსო~. გამიხარდა, გულიანი ბიჭი ყოფილა, არ მომერიდა, როცა მსახურება ითხოვდა სიმართლეს. მარა მერე ცოტა ძალა დავანახე, რომ წმიდანი კი არა, სულ დურაკი არ ვგონებოდი. ისე ხო იცით, გრამი განკითხვა არ გაელვებია. ჩანს, კეთილი კაცია ბუნებით.
მეორე მუხლიც იდო ამ საქმეში; ის რომ მგრძნობიარე სულებს უჭირთ `ავტორიტეტებთან~ გვერდში დგომა. ისინი გაუბედავები არიან, მოკრძალებული და მოშიშნი. ჰოდა ღმერთი რომ ხედავს მათ მოშიშებას, ამხნევებს. როცა ხედავენ დიდი მამების `შეცდომებს~, უადვილდებათ და როგორც იციან ერში -`კომპლექსი~-უქრებათ. ეს ადამიანი დიდ გზაზე, რომ გამოდის, ხელშეწყობა უნდა ბაბუა!.. ჩვენს წირვა-ლოცვას რას შეიწირავს ღმერთი თუ გაჭირვებული არ გებრალება, ავადმყოფი არ გეცოდება, დამწყებს არ წაახალისებ, განსაცდელში მყოფს არ ანუგეშებ და არ შეეწევი! მერე ჩვენც დავგლოცა და გამოგვიშვა.
ასეთი რამ მამა გიორგიმ კიდევ ერთხელ `მოაწყო~ სხვა დროს და სხვა ახალბედა დიაკვანთან, ეს ახალგაზრდა კი დიდხანს განიკითხავდა მამაოს ხალხშიც...
...ქალაქში გამოსულებს გზად მამა გიორგი შემოგვხვდა. მივესალმეთ. -საით გაგიწევიათ, ქართველებო! -აქ პატარა საქმე გვქონდა, -ვუთხარით ჩვენ. - წამოხვალთ ჩემთან? _დიახ,_ვუპასუხეთ, - ჰოდა წავიდეთ, თქვა მამაომ.
ტაქსი გააჩერა. ორიოდე წუთში მძღოლმა რაღაც შეკითხვები დაუსვა მამაოს. მამაომ ზოგიერთზე პასუხი გასცა, ზოგი კი არც მოისმინა. მძღოლი არ ეშვებოდა, რაღაცას `ბრძნობდა~ და ცდილობდა თავისი რელიგიური ცოდნა გამოეხატა, მაშინ მამაომ მკაცრად უთხრა: -რა იცი ბიჭო, შენ ღმერთზე, ამდენს რომ ლაქლაქებო! -მძღოლმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ცოტა დაბოღმილად უთხრა: - რასაც ეკლესიაში ასწავლიან, ის ვიცი მეც, როგორც სხვებმა. _რას ასწავლიან ეკლესიაში?! შენ ბაბუა ის ისწავლე, რომ ღმერთი მოწყალეა, და ამის იმედად მექაქანები მე აქ, მარა, ის არ გასწავლეს ეკლესიაში, რომ ღმერთი სასტიკიც არის და ულმობელი?! – უთხრა მამაომ მკაცრად, _ეგ რა შუაშია, მამაო? _მიუგო მძღოლმა. -ეგ იმ შუაშია, რომ შენ არაფერი არ იცი ღმერთზე და არც მან იცის რამე სიმართლე ღმერთზე, რომ იძახი, მასწავლაო. - მამაო ასე მაშინ ცხარდებოდა, როცა რაღაც არ მოსწონდა ადამიანის სულში. გარეგნულად, მაინც და მაინც ვერ იტყოდი იმას, რომ თითქოს ყოფილიყოს მისი ასეთი გაცეცხლების საბაბი, მაგრამ ჩვენ გამოცდილებიდან უკვე ვიცოდით, რომ ბოლოს მამაო აუცილებლად მართალი იქნებოდა და `ოპონენტი~ `რაღაცას~, მაინც გამოავლენდა სულის სიღრმიდან.
მძღოლი ისევ აენთო კამათის ჟინით და ეუბნება მამაოს: - მამაო, ღმერთზე როგორ არ ვიცით?.. ამდენი წიგნი, ამდენი ქადაგება. - მამაომ თავი გააქნია და ხმა არ გასცა. მძღოლმა ისევ დაიწყო: -როგორ მძლავრობს ეშმაკი. რამდენი მხრიდან გვიტევს და რა დღეში ჩაგვაგდო... რუსეთში ორ კაპიკს ვშოულობდით და ისიც მოგვისპო. - მამაო მაშინ მიუბრუნდა და უთხრა: - ვინაა ბიჭო ეშმაკი?!.. ე.ი. გამოდის, რომ ყველაფერს ეშმაკი აკეთებს და ჩვენი ღმერთი შორიდან უყურებს?! ე.ი. ეშმაკი რასაც უნდა იმას აკეთებს და ღმერთი ზომებს ვერ ღებულობს?! _ხომ გითხარი ბიძია, რომ არაფერი იცი ღმერთზე შენ, და არა მარტო შენ, არამედ დიდმა უმრავლესობამ დღეს ადამიანებისა _ ე.ი. ღმერთი ვერ ხედავს? და თუ ხედავს, ზომებს ვერ ღებულობს, არა?! ღმერთია ბიძია ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. უღმერთოდ აქ ბალახიც არ ტოკდება. უღმერთოდ არავის კლავენ, უღმერთოდ ვერავის ვერ მოერევა ბოროტი. ჩვენ რომ გვიჭირს, ეს იმიტომ კი არაა, რომ ეშმაკია მაგარი, არამედ იმიტომ რომ ღმერთი დაგვავიწყდა! და ღმერთი გვსჯის სწორედ, ჰოდა ეშმაკია დასჯის იარაღი. დღეს ეშმაკის ძლიერებაზე უფრო ქადაგებენ, ვინემ ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე! ვინაა ბიჭო ეშმაკი?! მას ღმერთი ისე გააქრობს, როგორც გააჩინა, რას უზამს ეშმაკი მართალს?! ოღონდ მართლები საიდან იქნებით, როცა საღმრთოს არაფერს აკეთებთ!.. რომ იძახი წიგნებიო. ჯერ ერთი, წიგნებს ყურადღებით უნდა კითხვა, მეორეთი და, წიგნით გინდა ღმერთი იცნოთ?! გგონია ღმერთი მარტო იქ, ზევითაა და ტელევიზორით გვიყურებს?!.. ღმერთი აქაცაა!.. ღმერთი ყველგანაა! ღმერთი ამ მანქანაშიც არის ახლა!.. კიდევ გიმეორებ: ღმერთისაა აქ ყველაფერი, რასაც ხედავ! და გვათხოვა დროებით! რომ ებღაუჭებიან ქონებას და ღმერთის გაგონებაც არ უნდათ, არ არიან დასასჯელნი?! _ჰოდა ისჯებიან კიდევაც! ღმერთი სულ იყო ქვეყანაზე, სულ დადიოდა და იქცეოდა ხალხში! ეს შენ არ იცი და იმან, რომ იძახი, მასწავლაო; რომელმაც გასწავლა, რომ ბოროტია ძლიერიო. არის ის ძლიერი, მარა, რამდენზედაც ღმერთი მიუშვებს!.. ღ მ ე რ თ ს ვ ი ნ
შ ე ზ ღ უ დ ა ვ ს ?!.. - ღმერთი იქ გამოჩნდება, სადაც მის დიდებულებას მოესურვება, და გამოჩნდება იმ სახით, როგორსაც მოისურვებს!.. ღმერთს, ბიძია, წიგნით ვერ იცნობ, ღმერთს მხოლოდ სულით იცნობ, ოღონდ წმიდა სულით, უბრალო და თავმდაბალი სულით. ღ მ ე რ თ ი ა ქ დ ა დ ი ს ა დ ა მ ი ა ნ ი ს ს ა ხ ი თ ა ც ! ჩვენი წინაპრები არ იყვნენ ასე განვითარებული `მეცნიერ-ტექნიკური~ მიღწევებით, მაგრამ ხალხში მოსიარულე ღმერთს ცნობდნენ!..
ვისი სახითაც მოესურვება ღმერთს, იმის სახით მოვა. ერთსა და იმაე დროს და ერთსა და იმავე ადგილზე, შეუძლია, რამდენიმე სახით გამოჩნდეს!.. იმას აღიარებთ, რომ მთავარანგელოზები დადიან და ეხმარებიან ადამიანებს, როცა ღმერთის დაშვებაა მათზე. და რომ ღმერთი მოისურვებს მიწაზე სიარულს, ვინ უნდა შეზღუდოს?! ვის უნდა შეუთანხმდეს ღმერთი, მის შექმნილ მიწაზე გამოჩენას!?_ გაეროს, თუ რომელიმე პრეზიდენტს, თუ ევროკავშირს, თუ ნატოს, თუ `ეკლესიის~ მსოფლიო საბჭოს, თუ რომელიმე პატრიარქს?!
ღმერთზე ჭეშმარტი სწავლება არა აქვს ბევრ მორწმუნესაც. ადამიანის მიერ რამეში შეზღუდული ან კანონში მოქცეული ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთი არ არის!... რა იცი, როცა კაცი რაიმეს გთხოვს, კაცია იგი თუ ღმერთი?! -მე საიდან უნდა ვიცოდე, _ მიუგო მძღოლმა. ჰოდა, რომ არ იცი, მაგიტომაც გთხოვს და კი არ გაიძულებს! ხომ შეუძლია არ გ თ ხ ო ვ ო ს , არამედ მ ო გ თ ხ ო ვ ო ს ! ღმერთი პიროვნულია, ბიძია!.. შეუძლია შენ მკაცრად დაგსაჯოს, ხოლო სხვას, იგივე ცოდვის ჩამდენს, ცოტა გაუწყრეს. რავა არა აქვს ამის უფლება თუ?!
ღმერთის სამართალი სხვა სამართალია. ის არ არის მიწიერი კაცების დარი! შენ რომ ღმერთს ვერ ცნობ, ვისი ბრალია?! -შენი ბრალია, შენი, ბიძია!... წიგნები და წიგნები დაგიჩემებია!... ბევრი რამ არ წერია მაგ შენ წიგნებში და ბევრი რამ დამახინჯებით წერია!.. რომელი წიგნებით სცნობდნენ ძველად წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი ღმერთს?! არადა სცნობდნენ!.. სულით სცნობდნენ, სულით!... ღმერთი აქ დადის, ბიძია. ქრისტე ურიებმა არ იცნეს მაშინ და ვერც დღეს სცნობს მას კაცობრიობა! ამიტომ უნდა იყო ფთრხილი ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას _ აკვნის ბავშვიდან დაწყებული წელშიმოხრილ მოხუცამდე, გლახაკიდან დაწყებული მეფემდე და ა.შ... ამიტომ უნდა გეშინოდეს ადამიანების შეურაცხყოფისა და შევიწროებისა. ღმერთს შეუძლია შენს ირგვლივ ყველა ადამიანში იყოს _ გარდა შენისა!..
მძღოლმა მამაოს პაუზით ისარგებლა და უთხრა: `არ გეწყინოთ, მამაო, მაგრამ ღმერთი რომ ქვეყანაზე დადის, ეს ვერანაირად ჩემამდე ვერ დადის.~ _ შენს გონებამდე, ბიძია, შიშველი ქალები და დაკუჭული ლარიანები დადის!.. ეგ, შენი სატირალია და არა ჩემი!.. გაგაგებინებს ეხლავე ღმერთი, რა უნდა დადიოდეს შენამდე! - ეს თქვა მამაომ და ის იყო პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის წინ გაჩერებას მივუახლოვდით და რაღაცამ ძალიან მაღალ ხმაზე `იფეთქა~. კიდევ რამდენიმე წამში ეს ხმა მეორეჯერ განმეორდა. მე მოულოდნელობისაგან შემეშინდა, მძღოლს ინსტიქტურად შევხედე. ვხედავ, მძღოლი საჭეს მაგრად ჩაეჭიდა. მანქანა გააჩერა. როგორც აღმოჩნდა, მძღოლის მხარეს ორივე _ წინა და უკანა საბურავი იყო გახეთქილი....
მამაო ჩამოვიდა, ფული სავარძელზე `დაუგდო~ და იქვე მეორე ტაქსი გააჩერა, კარები გამოაღო და იმ პირველი ტაქსის მძღოლს ეუბნება_ახლა კი ჩემამდე ვერ დადის, ახალი `პაკრიშკები~ რამ გაგიხეთქა!!! - მძღოლს ბოღმა, გაურკვევლობა, შიში არეოდა ერთმანეთში. მამაოდან ისეთი ძალა გამოდიოდა, ერთი სული გვქონდა ჩვენს გაჩერებამდე მისვლისა. მამა გიორგიმ მოიხედა უკან და ხუმრობით გვითხრა: -ბოდიში მომითხოვია, რომ ექსკურსია დაძაბული გამოგვივიდა... ცოტა ხანში მამა გიორგიმ განაგრძო _ ნახე, ეს უტიფარი, იცის რომ ცოდვილია და ჯიუტობს. ის კი არა, რომ თქვას, ღმერთია, ბატონო, რასაც უნდა იმას მოიმოქმედებს... მე ცოდვილი კაცი ვარ, და არ ვიცი არაფერი. _არა, ჩემამდე ვერ დადისო_ხედავთ?!.. ვინ ხარ შენ ადამიანო და შენამდე რა უნდა დავიდეს?!... ღმერთი ცოდვილებს კი არა, წმიდანებსაც იმდენად ეხსნება, რამდენადაც მას სურს, და ყველა წმიდასაც არა აქვს ერთნაირი ცოდნა ღმერთზე. რაც უფრო აღემატება წმიდანი, მით მეტად გრძნობს, რომ ღმერთი უსასრულობაა, ამოუწურავია თავის შესაძლებლობასა და გამოვლინებაში. ერთმა წმიდანმა, რაც იცის, შეიძლება არ იცოდეს მეორემ. შეიძლება, მისთვის ბევრი რამ იყოს გაუგებარი. მაგრამ წმიდანებს ცოდვილებისაგან განსხვავებით კარგად ესმით თავიანთი უძლურება ღმერთის წინაშე, და აქვთ დიდი თავმდაბლობა, რომ თქვან: დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, ვინ ამოგხსნას შენ!..
დღეს ეშმაკის უფრო ეშინიათ, ვიდრე ღმერთის, რადგან ასწავლიან, რომ ბოროტი დაუნდობელია, კაცის მკვლელი, ძლიერი, მოხერხებული. ღმერთი კი მოწყალე, კეთილი, მიმტევებელი. ქრისტე ჯვარს ეცვა. ევნო, შეურაცხყოფა და შენერწყვა დაითმინა. მაგრამ გეუბნებით _ ქრისტემ ეს ამ ცოდვილი მოდგმისაგან ერთხელ მოითმინა. და მოითმინა, რათა კაცთა მოდგმა ეხსნა. მაგრამ აწი ისე საწყალი, ურიების მიერ ნაცემ-ნაგვემი კი არ გამოჩნდება. ღმერთი თავის დიდებით გამოჩნდება. და რა არის ეშმაკის ძლიერება ქრისტესთან შედარებით და ვის მოკლავს ეშმაკი ქრისტეს უმისოდ. ღმერთი რომ მოწყალეა, ღმერთი მოსამართლეცაა. ღმერთი რომ კეთილია, ღმერთი სასტიკიცაა. ის ცეცხლია ბოროტი ადამიანებისათვის!... ჭეშმარიტი ღმერთი ცოცხალი და ძლიერია. ის ისეთი არის, როგორიც არის. თავის თავში მყოფი, ყველგან მყოფი, მართალი და მოუსყიდველი, ყოვლადწმიდა, პირუთვნელი, სულგრძელი და მიმტევებელი, მაგრამ მებრძოლი. ღმერთი იმიტომ კი არა გვითმენს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ, ან კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვაწყობს, არამედ თავისი ღვთიური სულგრძელებით. ვის აქვს ღმერთთან სიმართლე ან ღმერთთან კამათის უფლება?! ღმერთი ისეთი არაა როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია!!! ღმერთი ისეთია, როგორიც არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნად გამოჩნდეს ისეთი სახით, როგორიც სურს მას, რომ შენ მოგიახლოვდეს!.. ღმერთი ითმენს, მაგრამ შეუძლია, არ მოგითმინოს, არც მეორედ მოსვლას დაელოდოს, აქვე გაზღვევინოს! `ღმერთს ვუყვარვართ~-გაიძახიან. შენ თუ გიყვარს ღმერთი?! ვაი, მათ, ვისაც ღმერთის არ ეშინია, ვინც არ უნდა იყოს ის: პრეზიდენტი, პატრიარქი, მინისტრი, ეპისკოპოსი, ძლიერი თუ სუსტი, კაცი თუ ქალი!!! ღმერთი ღმერთია!!! დიდება ჩვენს ღმერთს!
ამ სიტყვებს რომ ამბობდა მამაო, ძალიან დიდი ძალა გადმოდიოდა მისგან. ჩვენ კი ტანში ჟრუანტელი გვივლიდა, შიშმაც მოგვიცვა, სიხარულმაც და იმედმაც...
გამეცინა...
ახლა მიყვებოდა ჩემი მეუღლე, მის თანამშრომელს ქჰვია სალომე. ერთხელ თურმე მამა გიორგისთან მისულა, მამა გიორგის შეუპატიჯებია" მოდი ანიჩკა ჩვენთანო" ამ გოგოს გაკვირვებია ანიჩკა თი რატომ მომმართაო, მამა გიორგის წამსვე დაუყოლებია, ორივე მხრიდან ბებიებს ანნა ერქვათ და შენ სალომე რატომ დაგარქვესო.
წარმომიდგენია ეს გოგო რა დღეში ჩავარდებოდა, მის ბებიებს მართლაც ანა ჰქვიებიათ.
აბო
2007 წლის 26 მარტს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა სტატია მამაოზე: `ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!..~ ამ სტატიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა მამაოსთან ხალხის სიმრავლე ყოველთვის იყო, მაგრამ საგაზეთო სტატიის შემდეგ, საგრძნობლად იმატა. მამაო საათობით ქადაგებდა. ყოფილა შემთხვევა, დილის 10 საათიდან საღამოს 12-მდე გადაბმული ესაუბრებოდა მასთან სხვადასხვა პრობლემებით მისულ ადამიანებს.
მსურს, მოგიყვეთ ერთი ფაქტი. ხუთშაბათი დღე იყო. ტაძარში მამა გიორგის მორიგეობის კვირა იყო. მამაო სამრეკლოს გვერდით ჩამოჯდა და საუბარი დაგვიწყო. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოვიდა ვიღაც უცნობი შუახნის კაცი, შორიახლოს დადგა და ჩვენს ლაპარაკს უსმენდა. ვიფიქრეთ, პირადი პრობლემა აწუხებსო და დავაპირეთ მამაოსთან მარტო დაგვეტოვებინა. მაშინ მამაომ ჰკითხა:
¬¬_ ჩემთან ხარ?
_ დიახ _ უპასუხა უცნობმა.
_ რაშია საქმე? _ ისევ ჰკითხა მამაომ, თან ხელით გვანიშნა დავრჩენილიყავით. დავემორჩილეთ. უცნობი უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც დაიწყო:
_ მამა გიორგი, არ მიწყინოთ, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არ მჯერა იმისი, რასაც თქვენზე ამბობენ და წერენ.
_ მერე, მთავრობიდან დაგირეკეს და გითხრეს, დაიჯერეო?! - ცოტა მკაცრად უთხრა მამაომ - არ გჯერა და ნუ გჯერა შე კაცო! _ რავა, მე დაგპატიჟე ამოდი, გამოფენა მაქვს, თუ ცირკის არენაზე გამოვდივარ და სეანსებს ვაწყობ, თუ შენთან მივედი სახლში და გითხარი ესა და ეს ვარ და დაგეხმარები-მეთქი?! _ არა ბიძიკო, არ მეწყინება, ეგ შენი საქმეა! მარა ისე, არც მე მჯერა შენი კაი კაცობის!...
უცნობმა უცებ ტონი შეიცვალა და უთხრა:
_ ამას რატომ მაკადრებთ, მამაო!
_ რას გაკადრებ, შე კაცო!
_ კაცობა რა მოსატანია აქ... _ კადნიერად მიმართა უცნობმა.
_ ესე იგი გჯერა შენი კაცობის?_უთხრა მამაომ.
_ აბა, რა!
_ ჰო-და, შენ რომ გჯერა შენი კაი კაცობის, მეც მჯერა ის, რაც ღმერთმა მომცა! მკაცრად თქვა მამაომ.
სიჩუმე ჩამოვარდა. დაძაბულობა იგრძნობოდა. ცოტა ხნის შემდეგ უცნობი უკვე უხეში კილოთი ეუბნება მამაოს.
_ მაინც რა არ მოგწონთ ჩემს კაცობაში?!
_ მომეშვი ახლა ადამიანო, ხოა `ნიჩია~! ჰოდა, გაჩუმდი! მე არ გამოგკიდებივარ შენ!.._უთხრა მამაომ.
მაშინ უცნობმა უმატა ხმას და მამაოს მიმართა:
_ მაგ სიტყვებს არავის ვაპატიებდი!
ამის გაგონებაზე მამაო წამოდგა და მკაცრად უთხრა:
_ ესე იგი, გამოდის, ბოდიში უნდა მოგიხადო?!
უცნობმა ნიშნის მოგებით გადმოგვხედა. მამაოს თვალები უცნაურად აენთო, სახე შეეცვალა და მრისხანედ უთხრა:
_ გამოდის, ბოდიში უნდა მოგიხადო იმაში, რომ ხუთი წლის წინ რუსეთში საძმოში, ათი ათასი მოიპარე და უდანაშაულო კაცი კინაღამ მოაკვლევინე?! ამაში?!... თუ იმაში მოგიხადო ბოდიში, სტუდენტობის დროს, საწყალი სოფლელი გოგო შეაცდინე და დღესაც გაუბედურებული რომ დადის!.. თუ კიდევ იმისთვის მოგიხადო ბოდიში, ფულებზე წევხარ და შენი დისშვილი უცხოეთში სხვის თეფშებს რეცხავს!
კაცმა ფერი დაჰკარგა. მხრები ჩამოყარა, აშკარად ეტყობოდა მოულოდნელობისა და წარსული ამბების გამო ცუდად გახდა. მაშინ მამაომ ტონი შეარბილა და უთხრა:
_ რა გითხრა, ბაბუა, თუ იცი? ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ დაგამცირო და განახო ვინცხა ვარ! არამედ იმიტომ, რომ ვერ ვიტან, როცა მელას ქათმების მწყემსად მოაქვს თავი! თანაც შენნაირებს სინანული არა აქვს!... ჰოდა, გონს მოდი, თორემ ცუდად წაგივა საქმე!..
უცნობი კაცი ნირწამხდარი იდგა. ხმა არ ამოუღია. ერთი კი უთხრა მამაოს:
_ შევცდი, თქვენთან არ უნდა მოვსულიყავიო...
_ მოგცემ ტაქსის ფულს, თუ ტაქსით ხარ მოსული._უთხრა მამაომ.
უცნობი წავიდა... მამა გიორგი მთელი ოცი წუთი იჯდა და ხმას არ იღებდა. ვერც ჩვენ გავბედეთ რაიმეს თქმა:
_დავალებით იყო მოსული. რამდენი ვინმე მინახავს მოგზავნილი. არ ისვენებენ, ხომ ხედავთ. მე გავუძელი მათ... კიდევ გავუძლებ ღმერთის მადლით... არ შემეცოდა. არა იმიტომ, რომ ჩემთან იყო მოგზავნილი. არამედ იმიტომ, რომ თავხედი და ყალბი კაცი იყო!.. მე ვიცოდი თუ რას აპირებდა ის! თუ პირველი კითხვით ვერ `წამომაგდებდა~, კიდევ შეკითხვების დასტა ჰქონდა. დავიღლებოდით ყველა ერთად, ამიტომ მოვიქეცი ასე. რავა კარგი ნაცნობივით დამიდგა აქ!... ისე, ხო იცი, მაგრა გამიხსნა ღმერთმა მისი წარსული (იცინის). სულ მოვუყვებოდი თავიდან ბოლომდე, მარა რა მოსასმენია მისი გაფუჭებული ცხოვრება. კაცი რომ მღვდლის `გამოსაჭერად~ ვინმეს გამოეგზავნება, სადა აქვს, ბაბუა, მას ადამიანის რაიმე. არისტოტელეს უთქვამს: `გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნაო!~
abo
ამ კითხვაზე არ მპასუხობ და...
ისე ცნობისთვის მამა გიორგის არ ყავს ოჯახი და ბერია თუ არ ვცდები.
მე მხარს ვუჭერ აქ გაჟღერებულ აზრს, და ვთხოვ აფხაზს გაგვიხსნას ის თემა სადაც ამ წიგნებს ვარჩევდით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ა და აქამდის და არც ამის შემდეგ არ მიმიყენებია და არ მივაყენებ შეურაცხყოფას მოპაექრეს, შემოვიდეს იონა და გვეკამათოს მე და კანუდოსელს, თუნდაც იმ ერესზე რაც აქ დაიწერა:
არ ყავს მამა გიორგის მეუღლე
izi-bartki
ფეხითმოსიარულე 2 (ორის) ელექტრონული ვერსია ატვირთეთ ვინმემ. 3 (სამი) რომ გამოვა არ გამომაპაროთ
აბო ბატონო ართულებ
მე არანაირ დაშლაზე არაფერი დამიწერია, უბრალოდ ვთქვი, რომ არ ჩავერევი საუბარებში როგორც მთხოვა აფხაზმათქო, ხოლო ის რომ ერესია მაგ წიგნებში ამაზე ვითხოვე საუბრის უფლება, თორემ ვისაც რა უნდა ის წეროს , კარგად გამიგე ახლა, არაფერი არ მითქვამს უცნაური.
მოკლედ ან შევთანხდმეთ იმაში რომ წიგნში შეცდომებია და მორჩება კამათი ან გავხსნათ თემა კამათისათვის, სულ ეს იყო და არანაირი დაშლა და ა.შ. რაც მე არ მეხება და არ შედის არც ჩემს სურვილებში და კომპეტენციაში.
KAIROS
KAIROS
ნუ ვიდავებთ რა.
სეცდომებზე საუბარი აუცილებელია და მე მგონი ეგ ტავად მამა გიორგიმ დაადასტურა, როცა აღნიშნა ზოგიერთი წიგნში დაფიქსრირებული აზრი, მის მიერ არ ყოფილა გამოთქმული.
სამწუხაროდ, დღეს ყველა წიგნს გამოსცემს, არადა, ადრე მერჩულე (ანუ რჯულისმცოდნე ) წერდა წიგნებს წმინდანებზე და ღვთისეტყევლებაზე, შესაბამისად, ცდომილებების ალბათობა ნოლს უტოლდებოდა. ჩვენ საუკუნეში, წიგნების გამოცემა გაადვიალებულია და ვისაც არ ეზარება იმას გამოსცემს, თანაც არაპროფესიონალები... ვისაც რა ესმის, როგორც უნდა ისე იგებს, ისე წერს და .. მოკლედ რა...
თუ ცდომილებები არის წიგნში, მე მგონი ყველა ს ინტერესი უნდა იყოს, რომ ის აღინიშნოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენი რელიგიაა და ეკლესიის სწავლება და არა ვინმესი უაპელაციო დაცვა.
ნანინა
სარდიონ
თუმცა არის გიორგი7 მიერ დაწერილი მამა გიორგის პასუხი (ალბათ ჩვენს მიმართ) სადაც იგი უარყოფს რომ შეცდომებია ანუ უფრო სწორედ არ ამბობს, რომ წიგნში შეცდომებია, მოკლედ ის თემა გახსნილია და თუ ვინმეს ოდნავ მაინც ეპარება იმ წიგნში არსებულ შეცდომების რეალობაში ეჭვია, აფხაზმა მიანიშნა ლინკი და იქ გადმოდით, მადლობა აფხაზს და ვტოვებ აქაურობას
გამდლობთ რომ ესტემა დაინდეთ კამათსიგან
ახლა კი გავაგრძელებ ჩემს საქმინობას.
თქვენ ეცადეთ დაამტკიცოთ უზუსტობები,ოღონ კამათის და შეურაცხყოფის გარეშე.
აბა მშვიდობიან პოსტინგს გისურვებთ
აქ ვერ ვხედავ აღიარებით ჩვენებას
ვნახოთ
ვინაიდან თავისთავად უცნაურია, რომ თემა ცალკეა და თემის ირგვლივ კამათი - ცალკე, სასურველია ამავე თემაში (ანუ, სადაც კამათი არ მიდის) სადმე აისახოს ამის თაობაზე, ისე, რომ ყველა უზერმა დაინახოს...
თემა უკვე გაიხსნა, ხოდა ამ თემაში კამათსა და გარჩევებს მოერიდეთ.
http://church.ge/index.php?showtopic=7062&st=120
გავიმეორებ რა აქაც
მაქვს პატივი და ბედნიერება ამ უდიდესი მოძღვრის გაცნობისა.
მამა გიორგი უდიდესი ადამიანია,უბრძნესი მოძღვარია,
გავა დრო და მის ფრაზებში სიმართლეს დავინახავთ.
მამა გიორგი მრავალი ადამინისთვის იმედია.
მამა გიორგი ის ადამიანია,რომელიც ქრისტემდე მიგიყვანს,თუ ჯერ არა ხარ მისული და თუ ვერ ახრხებ მისვლას,მამა გიორგი უსიტყვოდაც ხვდება შენს გასაჭირს და ასევე უსიტყვოდ შეგეწევა.
მის თვალებს ვიმახსოვრებდი...
მისი მზერა,უდიდეს სიყვარულს და სითბოს ასხივებს.
ის ზოგჯერ მკაცრია და პირდაპირი,მაგრამ მისგან ვერ გეწყინება,უფლება არა გაქვს მისი სიტყვა გეწყინოს.
დაუსრულებლად შემიძლია ამ უდიდეს ადმიანზე ვწერო და ვიკითხო.
მადლობა უფალს
რომ არ დაგვტოვა მარტო და გამოგვიგზავნა მამა გაბრიელი,მამა გიორგი,და კიდევ ის მოძღვრები,რომლებიც დაუღალავად შრომობენ და იღწვიან მოყვასისათვის.
როდესაც მე გავიგე მამა გაბრიელზე,რომ გარდაიცვალა.მას მერე ძალიან გამიჭირდა, და დავიწყე ტირილი,და ვამბობდი,მამაო,რატომ წახვედი
ხომ იცი როგორ მჭირდებოდა რომ მოვსულიყავი და მომეტანა შენთან ჩემი ბრძოლები.
ხომ იცოდი რომ მჭირდები,იქნებ რა გეთქვა შენ ჩემთვის?რატომ წახვედი,მე ძალიან მჭირდბოდი რომ გეთქვა სიტყვა,რომელიც მიშველიდა მე.
ამის მერე დიდი დრო გავიდა
და ყოველთვის მტკიოდა ის,რომ არ არის აქ ფიზიკურად მამა გაბრიელი,რომელიც მე ძალიან მჭირდება,რომ შემრისხავს და მეტყვის,შესდექ!
ან დამიყვავებს და მეტყვის,ნუ გეშინია,შენ მარტო არ ხარ.
და ერთ მშვენიერ დღესაც,მე ვკითხულობდი წიგნს,რომელიც შემთხვევით ხელში ჩამივარდა და ამ წიგნში წავიკითხე მხოლოდ 5 სიტყვიანი ფრაზა!
რომელიც ჩემთვის ეწერა.
და მივხვდი
რაღაც ხდება,რაღაც დიდ ბედნიერებასთან მაქვს საქმე.გავაგრძელე კითხვა და ბოლომდე ჩავედი.
ჩემზე ბედნიერი მაშინ არავინ არ იყო.
სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა.
თურმე მარტო არ დავუტოვივარ მამა გაბრიელს.ყველა წმინდანი აქ რომ იყო და გვეხმარებოდა მაშინვე მივხვდი.
თურმე კიდევ შემიძლია ვინმესთან მივიდე და მივენდო მას.
მაის მერე მე მოვისმინე მისი განკითხვა
და ეს გახდა ზუსტად ის მიზეზი,რამაც გადამაწყვეტინა მასთან ჩასვლა.
და ჩავედი.
ჩემს უსაყვარლესმამა გიორგის:
მამაო,ძალიან მიყვარხარ,ძალიან მეიმედები,ძალიან მსჯი ხოლმე მაგრამ მასწორებ ამით.
მხოლოდ შენ გახდი შესძელი ჩემი სიველურის დათრგუნვა.
ჩემი მოჯანყე სული დაიმორჩილე
ჩემი გამოუსწორებელი ბუნება შესძელი შეგეცვალა.
ეს ძალზედ რთული საქმეა
ეს ნამდვილი სასწაულია
მაგრამ მე ვატყობ ჩემს თავს ფერისცვალებს.
არავის არ შეეძლო ამის გაკეთება,ჩემს გულში ჩაწვდომა მხოლოდ შენ შესძელი.
მადლობელი ვარ და ბედნიერი ვარ,რომ აქ ხარ და გვყავხარ,გვასწორებ და გვსჯი,გვეფერები და გვაძლევ ძალას,
ამ დროში ზუსტად ეს ძალაა საჭირო,რომ გავუმკლავდეთ სისუსტეებს.
მოვილტვოდი შენსკენ და ვიცოდი და ვგრძნობდი
ჩემნაირ მოჯანყეს ვერაფერი უშველიდა,გარდა შენებური სიმკაცრისა.
მაგრამ ის მიკვირს მხოლოდ
რა სასწაულებრივად შეგიძლია გამოცნობა,რა მჭირდება.როცა სრულებით არ მიცნობდი.
ხანდახან როცა მგონია რომ როგორი დაცემული ვარ,ვერ წამოვდგები
შენ შემომხედავ და
ფრთხილად აწევ ჩემი მხრებიდან ტვირთს,თვალებს შემავლებ და მეტყვი
რაო ბაბუ
ძნელია ბრძოლა?
მაშინვე ირგვლივ ყველაფერი ფერს იცვლის ოქროსფერ თოვლში ვეშვები და მიხარია,რომ ცხოვრება ლამაზი და კარგია,როცა უფალს ყავხარ გულში.
მე ვგრძნობ მაშინ უფლის სიახლოვეს და აუტანელი სიხარული მეუფლება.
მადლობა უფალს წყალობისათვის,როცა მოგიწოდა შენ ჩვენს სამხილებლად და გამოსასწორებლად გადაგედო თავი.
რამდენი ადამიანი მოდის შენთან
როგორ დაგღალეთ
როგორ ვითხოვთ ყველა შენგან რაღაცას,რაც ყველაზე მატად გვაწუხებს,შველას ვითხოვთ.
მოძღვრებიცა გვყავს და ვეზიარებით,მაგრამ შენ წინაშე მაინც ყველა ვტირივართ.
ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს შენი თავი ბაბუ.
ძალიან მიყვარხარ
ბარბარე.
კანუდოსელი
Iona
გაიხარე.
მე დიდხანს არ ვერეოდი, და იცი, ცოტა სასაცილოც მეჩვენება ჩვენი მცდელობები, რადგანაც მამა გიორგი არაა ის კაცი, ვისაც ვინმესგან დაცვა სჭირდება. ვინც ვერ უგებს, ალბათ, ამ ეტაპზე მათთვის ასეა საჭირო. ქრისტე გააკრეს ჯვარზე და რა გასაკვირია, რომ მისი მსახურები იდევნებოდნენ? განა თავად არ ეუბნებოდა მოციქულებს, რომ ჩემს გამო თქვენც დიდი ტანჯვის მოთმენა მოგიწევთო? არაფერი არაა გასაკვირი. მესმის, გულით გინდა, რაღაცა გააგებინო, მაგრამ, მგონია, წყლის ნაყვაა... ნაწილობრივ. ხომ ნათქვამია, რაღაა ნათელი, რასაცა ახლავს ბნელიაო, მაგრამ ბნელი რომ არ იყოს, ნათელს ხომ ვერ დაინახავ? ყველაფერი კანონზომიერია.
და ბოროტი კი რისი ბოროტია, თუ თავის სიბოროტეს აშკარად დაგანახებს? ის ყოველთვის ეცდება, შეფუთული სახით შემოძვრეს ნებელობაში. მხოლოდ ღვთისმშობლისა და ჯვარცმის სახის მიღება არ შეუძლია.
მამა გიორგის პირადად გაცნობა არის განუმეორებელი შთაბეჭდილება. მე მიკვირს, რა ძალა აქვს ამ ადამიანს, რომ უამრავ მიმსვლელს, ყველას განურჩევლად უთმობს დროს და ყველას პრობლემა იცის! ერთი შეხედვით გაგრძნობინებს, რომ შენზე ყველაფერი იცის! ყველაზე კარგი კი ისაა, იცის, როგორ გიმკურნალოს, რა გჭირდება კონკრეტულად შენ. მას აქვს უნარი, რამდენიმე ფრაზით გააკეთოს ეს. შეუძლია, ერთი სიტყვით გამოუშვას ადამიანი, შეუძლია, დიდხანს გესაუბროს, მაგრამ უყურადღებოდ არავის დატოვებს. უდიდესი სიყვარულის მატარებელია. ხე ნაყოფით იცნობა და ნაყოფია უამრავი მოქცეული ადამიანი, ვინც გულით ცდილობს, ისწავლოს მარხვა, მიტევება, სინანული, სიყვარული, აღსარება, და ეღირსოს-ხოლმე წმიდა ზიარებას. ცდილობს, ისწავლოს დასაბამი სიკეთის... ესაა საქართველოს გადარჩენის აუცილებელი პირობა. ამას ნიშნავს სულიერი გაბრწყინება.
იცი, არის ასეთი არხი, "Спас", НТВ+-ის პაკეტშია, სადაც ამ ორი დღის უკან აჩვენეს მონასტრის მოხუცი წინამძღვარი, მამა პავლე. ფილმი მოგვითხრობდა მის ბიოგრაფიაზე, გადატანილ ტანჯვაზე, მის უკომპრომისო სამართლიანობაზე, რითაც ის მივამსგავსე მამა გიორგის, ნაკვთებით არა, რაღაცა იყო საერთო - თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ ეს იყო მადლი; შემდეგ სიტყვით გამოვიდა იმ ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, რომელიც სიხარულით აღნიშნავდა, რომ მის ეპარქიაში ასეთი მადლმოსილი ღვთისმსახურია, და რომ მას აქვს დიდი ხედვა და წინასწარმეტყველების მადლი... ხაზი გაუსვა, რომ მამა პავლე, ვისაც საჭირო იყო, ამხილებდა, ზოგსაც - უწინასწარმეტყველებდა, და ეს სიხარულითა და სიამაყით აღნიშნა მისმა იერარქიულმა ხელმძღვანელმა... ეჰ, გული დამწყდა რაღაც-რაღაცეებზე... რუსებმა ჩვენზე გაცილებით გვიან მიიღეს ქრისტიანობა, ახლა კი უამრავი რამე გვაქვს მათგან სასწავლი, სამწუხაროდ... ცხადია, რუსეთის ნამდვილ, მორწმუნე ნაწილს ვგულისხმობ და არა მათ სამხედრო-უშიშროების სულისკვეთებით განმსჭვალულ დამპყრობელ მმართველობას.
თამარ
Iona უჩინონი და დაფარულნი იმდენია, რომ მათ გაცხადებას მთელი ცხოვრება არ ეყოფა და მერეც არ ვიცი, გვეცოდინება თუ არა... მამა გაბრიელის ერთერთი სულიერი შვილი, ბერ-მონაზონი კირიონის პატარა ბროშურა არსებობს, "მამა გაბრიელის სწავლებანი" ჰქვია, თუ არ ვცდები, თუმცა, იქ სწავლებათა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია. იქაც არის გამახვილებული ყურადღება ამ ფრაზაზე.
abo
კია საამაყო, განსაკუთრებულად კარგი ადამიანის გვერდით ყოფნა, მაგრამ მე ეს იმიტომ დავწერე, რომ რუსი მიტროპოლიტი თავის ეპარქიაში მყოფ "სტარეცს" დიდი პატივისცემით ეპყრობა, მადლმოსილად თვლის და ამას სახალხოდ გამოხატავს, ხოლო მამა გიორგის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მისი ეპარქიის ხელმძღვანელი დიდ უკმაყოფილებას გამოხატავს. საწყენია ეს... სიცოცხლეში ასეთი მოღვაწეები იდევნებიან და ათას ცილისწამებასა და განსაცდელს იტანენ, ხოლო როცა ჩვენთან აღარ არიან, მერე იწყება საერთო სახალხო ტირილი... მამა გაბრიელს ერთეულები თუ ცნობდნენ და ისინიც ვერ უგებდნენ...
კარგი ხალხი ხართ. კიდევ გავიცანი ამ ფორუმზე კარგი ხალხი. ესეც ხომ მნიშვნელოვანია? ნუ ვიქნებით ძალიან კატეგორიულები.
მართლაც ბევრი აღარ წერს ამ ფორუმზე და მოძღვარსაც კი აღარ აქვს სურვილი, აქ ჩანდეს. სამწუხაროა. ბოლოს ალბათ იმ იუზერებს, ვისაც შენ გულისხმობ, დარჩებათ ბურთი და მოედანი და იქნებიან "сам играет, сам поет" მდგომარეობაში.
თამარ
ახალი დარეგისტრირებული ვარ. მამა გიორგიზე ვეძებდი რაღაცეებს და მოგადექით. კარგი ფორუმი გაქვთ. საინტერესო.
მინიმუმ ერთ კეთილ ფორუმელ ნაცნობსაც ვხედავ, თუ არ ვცდები.
გამარჯობა, თამარ!
კიდევ იმაზე ვდავობთ რაც ჩვენი გასარჩევი არაა?
ყველამ თავის საქმეს და მოვალეობას მიხედოს ჯობია და თუ კაიროსს მამა გიორგის კრიტიკა თავისი მოვალეობის შემადგენელ ნაწილად მიაჩნია კი ბატონო, თვითონ იქნება მერე პასუხისმგებელი საკუთარი სინდისის წინაშე, ასე რომ მიიიიდი კაიროს, შეუბერე, შენივე იარაღითაც კი არ შეგეწინააღმდეგები ამ თემაში (ეს სხვებსაც ეხებათ )
agmsarebeli
"სტარეცად აღიარება ხდება არა საკუთარი თავის, არამედ ხალხის მიერ."
აჰა, და ეს ხალხი, რომელმაც მისგან შველა და სასოება მიიღო, ხალხი არაა?
ვინც აქ წერს, ან იმ წიგნებში რომ დაწერა თავისი გამოცდილების შესახებ, ხალხი არაა?
"და ისეთი ხალხის მიერ, ვისაც ცოტაოდენი რამ სულიერი ხედვა, გარდა სავალდებულო ქრისტიანული ჩვეულებებისა გააჩნია."
ოკ, და ესენი ვინღა უნდა აღიაროს ასეთებად?
murzaqan
როგორც გავიგე სტალინის სურათI უკიდიაო წმინდანი არისო ასე იძახისო
არანაირი სხვა გაგებით არ დამიწერია ეს პოსტი უბრალოდ აინტერესებს.. სუფთა ინტერესი... მართLა ასეა? საინტერესოა მისი აზრი რატომ ფიქრობს ასე
agmsarebeli
Atman
რეინკარნაცია არსებობს? და ასი პროცენტით იცი?
მაშ ბიბლიას უარყოფ? და მას (მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს) ვინც ბიბლია მოგვცა?
აკაკი
ბიბლიას არ ვუარყოფ. და ღმერთს მარტო ბიბლია არ მოუცია. ვედებიც მისი მოცემულია, ყურანიც და კიდე სხვა წმინდა წერილებიც. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს რეინკარნაცია არსებობს თუ არა. მთავარია აქ და ახლა ვინ ვართ და მთავარია ღმერთი გვიყვარდეს და ვემსახუროთ. და მე შევწყვიტე კიდე იმის მტკიცება რომ რეინკარნაცია არსებობს, მითუმეტეს იმათთან ვისაც არ უნდა რომ დაიჯეროს არ ავატკიებ თავს, მაგრამ როცა გმობენ ამ თეორიას და ტყუილად აცხადებენ, იძულებული ვარ შევეწინააღმდეგო ამას.
პ.ს. ბიბლიაშიც არის მინიშნებები რეინკარნაციაზე, მაგრამ აღარ მინდა ამ თემაზე კამათი. არაა მოკლედ ეს მთავარი და ალბათ საჭიროც იყო თავის დროზე რომ აკრძალეს. კი ბატონო ნუ დაიჯერებთ, მაგრამ ცალმხრივად და ბრმადაც ნუ უარყოფთ როცა საფუძვლიანად არ შეგისწავლიათ ეს საკითხი.
Atman
თუ რენიკარნაცია არის? მაშ ღმერთ რა საჭიროა?
აკაკი
Atman
მის გარეშე ხდება ყველაფერი . . .
აკაკი
როცა ადამიანი უღმერთოდ ცხოვრობს და თავისი სურვილებისთვის, როცა არ ცდილობს ღმერთს მიუახლოვდეს, მაშინ მოქმედებს მასზე კარმის და რეინკარნაციის კანონი, მაგრამ როცა ღმერთისკენ შებრუნდება ყველაფერი იცვლება და ღმერთი მას ანთავისუფლებს ხელახალი დაბადებებისგან. და ითვლება რომ ეს მატერიალური სამყარო ტანჯვისთვისაა, რათა მრავალი დაბადების მანდზილზე სული მიხვდეს რომ მისი მოვალეობა და მისი არსი ღმერთის სიყვარული და სამსახურია და არა ის დარდუბალა რასაც აქ ვხედავთ.
ჩემო აკაკი, თუ სერიოზულად გაინტერესებს ეგ საკითხები ჯერ კარგად გამოიკვლიე არა მარტო ბიბლიის, არამედ სხვა კუთხითაც და მეორე მხარესაც მოუსმინე, თუ არადა გიმეორებ რომ არ გჭირდება არაფერში და ჯობია შევეშვათ კამათს. ზუსტად მაგიტომ აკრძალეს რეინკარნაციის კანონი, რომ არასწორად ესმოდა დიდ უმრავლესობას და ღვთის შიშს კარგავდა იმის გამო, რომ ახლა თუ ვერ გამოვიყენებ შანსს, კიდევ დავიბადები, რა პრობლემააო, მაგრამ ეს უმეცრებაა და მეტი არაფერი. რეინკარნაციითაც საკმაოდ დიდი სატანჯველია მატერიალური სამყარო. დროებითია ყველა ბედნიერება და ილუზორული.
მიჰყევ ქრისტეს ბოლომდე და მთავარში მიჰყევ, წვრილმანებს ნუ ჩაუღრმავდები
Atman
ვერ გავიზიარებ იმიტომ, რომ ვიცი, რომ 100% არ არსებობს . . .
ქრისტიანობა მას უარყოფს . . . მოცემული გვაქვს მხოლოდ 1 ამქვეყნიური ცხოვრება მოსანანად . . და შემდეგ მარადიული ნეტარება ან ტანჯვა . . .
იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ როგორ არის მაშინ?
როგორ და განისჯება კაცობრიობა და სამუდამ სატანჯველში წავა ის ხალხი ვინც ღმერთ არ ირწმუნა და არ მოინანია. . . ვიმეორებ "სამუდამო" სატანჯველი
ქრისტიანობა ყველანაირად უარყოფს რეინკარნაციას . . .
რეინკარნაცია, რომ სიმართლე ყოფილიყო ქრისტეც გვეტყოდა და კრებებზეც დადგინდებოდა. . რაც არ მოხდა რადგან სულიწმინდამ არ დაუშვა . .
კარგად იცი, რომ ყველა (ადამიანი) შეიძლება შეცდეს მხოლოდ ეკლესიაა უცდომელი
_____
ოკ კამათი რამე არ გვინდა შევეშვათ
კანუდოსელი
გამიხარდა შენი ხილვა.
აკაკი
კარგი ბოლო სიტყვა შენზე იყოს. მხოლოდ ერთ შესწორებას გავაკეთებ: ქრისტემ თქვა თუ არა რამე რეინკარნაციაზე ეგ არავინ იცის ზუსტად და არც ეკლესიაა შეუცდომელი. შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია.
Atman
მერე ეკლესია ვიზეა აშენებული . . . ვისია ეკლესია ვინ მართავს?
ღმერთს და ეკლესიას ნუ გაყოფ
კარგი, კარგი
Atman
აკაკი
ეკლესიას და ღმერთს ნუ აიგივებ. ეკლესიაში დროებით მაგრამ მაინც ჩნდებიან ხოლმე ცრუ მოძღვრები და ბნელები, ღმერთი კი მარად ნათელი და მარად სუფთაა. ღმერთისგან მოდის რელიგია, მაგრამ ღმერთის ქვეშაა რელიგია და აბსოლუტურად ჭეშმარიტს ვერავის და ვერაფერს ვერ ვუწოდებთ გარდა ღმერთისა. უშეცდომო ღმერთის გარდა არავინაა. მათ შორის არც მამა გიორგი და არც ისინი ვინც მამა გიორგის აკრიტიკებენ.
Atman
მაცალე ჩავიწერო.
ლეონტი
გიკარნახებ თუ გინდა უფრო მალე ჩაიწერ.
Atman
მეც მაგას ვიძაღი ბნელი მოძღვრები შეიძLება მოდიან მაგრამ ისენი ადამიანები არიან და ეკლესია დამიჯერე უცდომელია
ეკლესიას მოძღვრები არ მართავენ ხომ?
აკაკი
აბა ვინ მართავს? ვინც მართავს მათშიც ვგულისხმობ რომ უცდომელი არავინაა.
Atman
რათქმაუნდა უფალი, ღმერთI სულიწმინდა მართავს და როგორ შეიძLება შეცდეს
აკაკი
ეგრე თუ მივუდგებით თბილისის მერიასაც უფალი მართავს და მთელ სამყაროსაც და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება. ხო კარგი არ ჩავერევი შენს რწმენაში.
ატამან ამტკიცებ არ რეინკარნაცია არსებობსო და ორიგენეს, მის გამოჩენილ წარმომადგენელს არ იცნოობ? იქნებ ორიგენეს განსხეულება ხარ? ამას შეურაცხყოფად არ მიიღებ თუ რეინკარნაციის გწამს. თუ მართლმადიდებელი ხარ( არ ვიცი შენ მრწამსი) ან უნდა უარყო ან არ ვიცი,
რაც შეეხება ეკლესიას: იგი უცდომელია, რადგან მისი თავი ქრისტეა. კონკრეტული ადამიანები კი არღვევენ კანონებს, მაგრამ ეს ეკლესიის უცდომელობას ვერ აკნინებს. ასე, რომ ნუ გაყოფ, როგორც გითხრეს ქრისტეს და ეკლესიას.
agmsarebeli
"სტარეცი არ ამბობს საკუთარ თავზე მე სტარეცი ვარო. მამა გიორგი კი ამბობს!"
აი, ეგ მაინტერესებს ვინ დაადგინა "რას ამბობს სტარეცი და რას არა"?
თქვენ ისეთი დამაჯერებლობით ამბობთ, რომ სტარეცი თავისთავზე არასოდეს "დაამოწმებს", თითქოს საეკლესიო კრებას ქონდეს მსგავსი რამე დადგენილი.
აკი არაა ეგრე.
თქვენ, ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს და მეც, გარკვეული წარმოდგენების კომპლექსი შეგექმნათ ქარისტიანობაზე, მღვდელმსახურზე.
სწორედ ამ წარმოდგენათა კრებულში, თქვენს პირად ქრისტიანულ კულტურაში ვერ შედის ისეთი "სტარეცი", რომელიც სიტყვით მიანიშნებს თავისთავზე.
რაც რეინკარნაციას შეეხება. მე ასე მახსოვს, რომ ეს შთაბეჭდილება ეყრდნობა იმ ადგილს, სადაც მამა აგიორგი რომელიღაც "ძველ სულზე" ლაპარაკობს.
ასეა თუ ვცდები? ზეპირად არ მახსოვს.
თუ მარტო ესაა, ამაზე ნამდვილად არ შეიძლება თქმა, რომ მამა გიორგი რეინკარნაციის არსებობას ამტკიცებს. აქ უფრო ის ადამიანები იგულისხმება, ეტყობა, რომლებიც ღვთის ნებით ძალიან დიდი ხანია ცოცხლობენ, მხოლოდ დაფარულად. ან უფალი ცოცხალი სახით გამოაჩენს ხოლმე ისევ, მოვლენის სახით.
მანდ, ჩემი აზრით, მრავალი საშუალება არსებობს ინტერპრეტაციის.
რეინკარნაცია კი ჩემს ყველანაირ რწმენას ეწინააღმდეგება!
რაც კი რამ მნიშვნელოვანია ქრისტიანულ მოძღვრებაში. რაც კი რამ ვიცი (თუ ვიცი)
ყველაფერს თავდაყიერა აყენებს.
რეინკარნაცია და ქრისტიანობა შეუთავსებელი ცნებებია.
მურზაგან, მე საწინააღმდეგო პირადად, როგორც ადამიანთან და მღვდელთან საწინააღდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ მის სწავლებაში იგრძნობა მეტ-ნაკლები გადახრა-დარღვევა ქრისტიანული სწავლებისა. თუ გინდა ამას სწავლების ჩარჩოებიდან გასვლა დაარქვი. მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობის ისტორიამ არ იცის, რომ სტარეცი მრავალჯერ ამტკიცებდეს თავის თავზე მე ,,ნამდვილი"(ნამდვილი თვით მამაოს სიტყვებია) სტარეცი ვარო. გითხარი, რომ მაგ ადამიანი არა სრულად გარკვეული პირველ რიგში დოგმატურ საკითხებში და საერთოდ ქრისტიანულ სწავლებაში. ესაა ობიექტური ხედვა იმ წიგნისა, რომლის მეშვეობითაც მასზე საუბარი შემიძლია. ამ წიგნებში ეს ნაკლი მრავალ ადგილზეა და შემიძლია ნებისმიერს დავუმტკიცო მართლმადიდებლური სწავლების ფონზე იმ წიგნში არსებული ხარვეზები, რომელსი მიმალვაც და მით უმეტეს სიმართლედ აღიარება დაუშვებელია. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ამ წიგნით მოიხიბლნენ და უკვე დოგმატებზე მაღლა აყენებენ ამ წიგნს. ვის სჭირდება ეს?! ერთს ვიტყვი კიდე, როგორ შეილება ისეთი სათნოების, როგოიც მარხვაა, სულიერი ნაყოფის, დაყვანა ფეხუბურთის დონეზე. კარგით რა, რამდენი შეიძლება. ნუთუ მეტს ვერ ცდება ჩვენი ქრისტიანობა! ახლა ერთ-ერთის წიგნის(თუ არ ვცდები II ნაწილი) ფოტო: ღრუბლებზე აზიდული მოძღვრის სურათი, რომელიც სამყაროს დასცქერს. მაპატიეთ, მაგრამ ღრუბლებში მონავარდე მარტო ბერძნული მითოლოგიის ღმერთები მინახავს. ეს შეიძლება გადააჭარბეს გამომცემლებმა, არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს წიგნი არ იმსახურებს ისეთ ავტორიტეტს, როგორსაც ცდილობენ რომ მიაკერონ. სხვათა შორის მე ვაპირებ ამ დღეებში მამა გიორგის ნახვას და პირად საუბარს, მაინტერესებს რას მეტყვის მის წიგნში გაშლილ ამათუიმ საკითხებზე, რომელიც ჩემს და კიდევ ბევრის ეჭვს იწვევს.
agmsarebeli
"როგორ შეილება ისეთი სათნოების, როგოიც მარხვაა, სულიერი ნაყოფის, დაყვანა ფეხუბურთის დონეზე."
ფეხბურთზე ლაპარაკი მახსოვს. მაგრამ "მარხვის დაყვანა" არ მახსოვს. უნდა გადავიკითხო.
"სხვათა შორის მე ვაპირებ ამ დღეებში მამა გიორგის ნახვას და პირად საუბარს, მაინტერესებს რას მეტყვის მის წიგნში გაშლილ ამათუიმ საკითხებზე, რომელიც ჩემს და კიდევ ბევრის ეჭვს იწვევს."
ეგ კარგი გიფიქრია.
მერე მოგვიყევი, თუ შეგიძლია.
ისე, იმ მონათხრობის არ იყოს, შენც რომ გკითხოს,-ძველი და ახალი სული გიჭირს ახლა შენ ყველაზე მეტადო? -რას ეტყვი .
ააა, ახლა მივხვდი. ფეხბურთელს რომ ეუბნება, დიდი ფეხბურთელი თუ გინდა გამოხვიდე მარხვა დაიცავიო, მაგას გულისხმობ?
თუ მაგას გულისხმობ, მაშინ საერთოდ დავიბენი! აქ არათუ მარხვის სათნოებას არ აკლდება რაიმე, პირიქით მარხვის ყოველმხრივი სიკეთის და სარგებლიანობის სწავლებაა და ამან როგრ უნდა შეგაწუხოს კაცი?
თუ ეს ის ადგილი არაა და მე შემეშალა?
KAIROS
KAIROS
agmsarebeli
რათქამუნდა იქ გაცილებით დიდი ლაფსუსებია. მე ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე. არ უნდა გავიგოთ მარხვა, როგორც მატერიალური კეთილმოწყობის საუალებად.
საერთოდ ფეხბურთი ამ წიგნში ყველაზე მეტადაა შემოჭრილი. როგორ იბრძვიან წმინდანები და დემონები ამათუიმ გუნდის წარმატებისთვის.
ეს წიგნი უბრალო ადამიანებისთვისაა. ყველაფერი ღმერთს უნდა გვახსენებდეს. და რა იქნება ცუდი იმაში თუ მამა გიორგის ნათქვამის გამო, თუკი ფეხბურთის მოყვარული რიგითი ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს სულიერ ცხოვრებაზე, ფეხბურთს ღმერთს დაუკავშირებს და იფიქრებს რომ საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ღმერთის და წმინდანთა დახმარებით შეიძლება მოიგოს და არა ფედერაციის პრეზიდენტის შეცვლით ან სხვა რეფორმებით. ყველას არ აქვს სასულიერო სემინარიის განათლება. და არც მაღალ საფეხურზე ახტომაა ადვილი, თუ რაღაც საფეხურები არ გაიარა ადამიანმა.
ნუ გგონიათ რომ თქვენ უფრო იცით რა უნდა თქვას და რა არ უნდა თქვას მამა გიორგიმ. ის სიყვარულით მოქმედებს. თქვენ კი ცოდნა-განათლებით და დოგმატებით. რომელი უფრო მაღლა დგას და რომელი უფრო მოქმედია მაგ "ცოდნა-განათლებიდანვე" უნდა იცოდეთ!
agmsarebeli
ეს ერთ-ერთი ადგილია, რაც მაგ წიგნში თავს იჩენს.
ატამანო, უბრალო წესისი საკითხია, რომ წიგნს დააწერონ რომ განკუთვნილია ,,ყრმათათვის", იმას ვერ იტყვი გამორჩათო, რადგან რამდენიმე ტომი უკვე გამოსულია.
ცოდნას და სიყვარულს ნუ დააშორებ ძალიან გთხოვ. არ გამოვა მასე. ნუ ცდილობ გაამართლო მამა გიორგი თითქოსდა უშურველი სიყვარულით და ნუ ცდილობ ცილი დამწამო ცოდნიერ ამპარტავნებასა და სიყვარულში.
agmsarebeli
მე მამა გიორგის არ ვიცნობდი. ამ რამდენიმე ხნის წინ ფილტვების ანთებით საავადმყოფოში მოხვდა. იმ საავადმყოფოში მეც მომიწია კონსულტაციის გაკეთებამ. საორდინატოროში შევიტყვე რომ მამა გიორგი დაუწვენიათო. მოკლეთ პალატაში შევედი და იქვე შორიახლოს მოფარებულში დავდექი. უამრავი მნახველი ყავდა მაგრამ ყველა მონუსხულივით ჩუმად იდგა. რამდენიმე ხნის შემდეგ უცებ იკითხა ეს ვინღა არისო ჩემზე. იქვე მდგარმა კოლეგამ აუხსნა ასე და ისეო (თავის ქება არ მინდა) მოდი დამენახეო და უცებ ისეთი რამე მითხრა რაც 2 წინადადებაში იტევდა ჩემს ცხოვრებას. ხმა ვერ ამოვიღე ისე დავიბენი. ვერ მივხვდი როგორ მიაყოლა ეს წინადადებები ერთმანეთს, ეს ხომ ჩემს მეტმა არავინ იცოდა ამ ქვეყანაზე. საინტერესოა, მაგრამ დამთხვევის 1%-ც არ არსებობდა.
ამის შემდეგ რამდენჯერმე ვინახულე და უკვე გაბედულად ბევრიც ვისაუბრეთ. უცნაური მეტყველება აქვს, ხანდახან უკმეხიც მოგეჩვენება. ბევრსაც ვერ გებულობ რას გესაუბრება. ძალიან დამაფიქრა.
აბო.
abo
ახლა როგორ არის, რომ არ იცი?
ამ ასაკში ფილტვების ანთება ვერაა ადვილი საქმე!
agmsarebeli
murzaqan
abo
ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილება და მასზე თუ უფრო მეტს მოყვებით ძალიან გამიხარდება
მოკრძალებით
ატ(ა)მანო....რას უნდა გაწვდეს? ქრისტიანული მოძღვრების შუქზე უნდა განიხილო ის წიგნი და იმდენ განსხვავებას დაინახავ მათ შორის, რომ აღტაცებული დარჩები, თუ რა თქამუნდა იცი ქრისტიანული მოძღვრება.(კონკრეტულად არაცვის ვგულისხმობ). უბრალო ხალხმა არ იცის რა არის ქრისტიანული მOძღვრება ამა თუ იმ საკითხზე და ამიტომ ეს წიგნი ჰგონიათ ავტორიტეტული და აქედან ბუნებრივად დასკვნა: მისი მთავარი გმირი ,,სტარეცი". მე ვეწინააღმდეგი ,,სტარეცის'' ამ ფორმით გაგებას. ვინც სულ უბრალოდ ჩახედულია ქრისტიანულ მონოძვნური ღვაწლის ისტორიაში, მიხვდება რომ ,,სტარეცობა" ასე არ მოდის. მარხვის საკითხი ერთ-ერთია. არის უამრავი, გაცილებით მძიმე შეცდომები, რომელზეც თვალის დახუჭვა ნამდვილად არ შეიძლება.
ხოდა ატმანო, ვინც ცოდნას და სიყვარულს აცილებს იმას მიუთითე და ჩემსკენ ხელს ნუ გამოიშვერ...მე მინახავს ადამიანები, მათ შორის სამღვდელონოიც და მონოზვნებიც, რომლებიც ცოდნად აბუჩად იგდებდნენ და ასევე პირიქით როცა ,,წიგნიერები" რწმენას აქილიკებდნენ. ასე რომ ნუ ამართლებ მამა გიორგის თითოქოს ის სიყვარულით წერს და დოგმატური შეცდომები აქაოდა უბრალო საქმეაო. ასე არ შეიძლება.. გთავაზობთ ნებისმიერს, ნებისმიერი მისი წიგნის განხილვას, თუნდაც სიტყვა-სიტყვით, ქრისტიანული მოზღვრების ფონზე და დაინახავთ რა დიდი დაშორებაა მათ შორის მთელ რიგ საკითხებში.
agmsarebeli
დაგვლოცოს უფალმა ყველა ქართველი.
დალოცოს უფალმა ყველა ჩვენი მტერიც.
მადლობა უფალს, რომ ასეთი მოძღვრები გვყავს, რომელთაც თვალებში ეტყობათ სულიერი სიმაღლე, ქცევებში აცოცხლებენ ქრისტეს სიტყვას და ღვთიურ სიბრძნეს ქადაგებენ. მე ძალიან მიხარია ეს ყველაფერი.
დიდი მადლობა ატმან, ეს თემა რომ გახსენი. დიდი მადლობა ბარბარე, რომ ასეთი კარგი მოგონებები დადე ამ დიდებულ ადამიანზე. დიდი მადლობა cxz, რომ მამა გიორგიზე წიგნი, "ფეხით მოსიარულე", ატვირთე. თუ კიდევ დადებთ ამ წიგნებს DjVu ფორმატში, ძალიან კარგი იქნება. მე მაქვს ჩამოტვირთული ლათინური შრიფტებით აკრეფილი ქართული, მაგრამ ვერ ვკითხულობ, ძალიან ძნელად იკითხება ასე ქართული წიგნები.
რამოდენიმე სათხოვარი მაქვს თუ არ შეწუხდებით: 1) მამა გიორგი მინდა ვნახო აუცილებლად ჩემს ოჯახთან ერთად და როგორ და სად შეიძლება ამ მოძღვის ნახვა. ცაკლე აუდიენციას არ ვითხოვ სადაც ხალხს ხვდება, იქ ვნახავ მეც. უბრალოდ არ ვიცი როგორ და სად შევხვდე. 2) მამა ლეონტიზეც (აქ გავიგე პირველად) და მამა ნიკოლოზ მაქარაშვილზეც მინდა ბევრი რამ გავიგო; მათი საუბრები, ქადაგებები და ა.შ.
"ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი" DjVu
http://allshares.ge/download.php?id=733F33E317
http://www.bin.ge/file/141467/MAMA-GIORGI-...y--cXz.zip.html
"ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი"
"ძალა და თავისუფლება" (Word)
http://allshares.ge/download.php?id=29385C8C12
http://www.bin.ge/file/141468/cignebi.zip.html
agmsarebeli
ვფიქრობ მათ, ვისაც მამა გიორგი უყვარს დააინტერესებთ, იმიტომ რომ მამა გიორგი მამა ნიკოლოზს ერთ-ერთ ყველაზე ღვაწლიან ბერად მოიხსენიებს:
ეს არის მონაკვეთი წიგნიდან:
"მონაზონი ნიკოლოზი
(ნარიმან მაქარიშვილი)
წერილები ბიძას
(მერაბ სამუელის ძე ცინცაძეს)
ჭადრაკზე"
(მონაზონი ნიკოლოზი, რომელიც არის მდუმარე ბერი წაღვერში, არის გაბრიელ ბერის მოსწავლე)
ურწმუნო უფრო გაუგებს მორწმუნეს, ვიდრე მორწმუნე წმინდანს! და წმინდანი დიდ წმინდანს, იმიტომ რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის მხოლოდ გაგებაა განსხვავება, ხოლო მორწმუნესა და წმინდანს შორის ძალა!!
იგივე სიტუაციაა დიდ წმინდანსა ანუ წინასწარმეტყველსა და უბრალო წმინდანს შორის!
საერთოდ მასწავლებელი დიდი მოვლენაა!
მასწავლებელი დროს ამოკლებს, აჩქარებს სწავლას. მამა გაბრიელი მე ყოველ 1-2 კვირაში, ახალ ცოდვაში მაგდებდა და სანამ არ უარვყოფდი მთელი ჩემი არსებით, მანმადე სულ მაგდებდა!!
სანამ არ წავაღებინებდი ცოდვისაგან გამძღარი, მოწამლული, არ მომეშვებოდა, მაგდებდა და მაგდებდა ცოდვაში! მამეორებინებდა და მამეორებინებდა!!
ბოლოს, როცა გავიღვიძებდი, გავჯერდებოდი და ბოლო-ბოლო სიკვდილის პირას მივიდოდი, ერთხელ კიდე ჩამაგდებდა და მე ვაღებინებდი მოწამლული და მთელი ჩემი არსება-არსი, იწყებდა ბრძოლას არსებობისათვის, პროტესტს უცხადებდა ცოდვას, უარყოფდა მას, როგორც მისთვის საშინელს, მისთვის სასიკვდილო საფრთხეს!!!
ჰოდა ამ დროს მამა გაბრიელი მეტყოდა: “ესეც გადავხარშეთ!” ანდა “შენ უკვე მოხარშე”.
ზუსტად ვეღარ ვიხსენებ და ვერც ვწერ! დრომ ყველაფერი დამავიწყა, მახსოვრობა საერთოდ არ მაქვს!!!
ეს ძალიან დიდი ტექნიკაა, თუ როგორ უნდა ჩააგდო მორწმუნე ან ნებისმიერი კაცი ცოდვაში და მერე როგორ უნდა გამოიყვანო. რა გზებით. რა ფსიქოლოგიით. რა სულით. გუილტ. რა გაგებით აგდებ და მერე რა გაგებაში გინდა მიაღწიოს აღსაზრდელმა. ცხოვრება ამ მხრივ ჯობია მონასტერს. ცხოვრებაში მრავალფეროვნებაა, ხოლო მონასტერში ერთფეროვნება, ამიტომ სხვადასხვანაირი ბრძოლებია. ამიტომ მამა გაბრიელი თვითონ ქმნიდა ცხოვრებისეულ სიტუაციებს და ყოველ დღე-ღამის განმავლობაში ახალ-ახალ ცოდვაში მაგდებდა, რითაც სწავლა-აღზრდის სულიერი პროცესი ჩქარდებოდა, რადგან ზოგიერთ იმ ცოდვაში, რაშიც ხელოვნურად ჩამაგდო მამა გაბრიელმა, მე არ ჩავარდებოდი ერში! საერთოდ მოვერიდებოდი!! ხოლო ზოგიერთებში შეიძლება მრავალი ათიო წლის მერე ჩავვარდნილიყავი.
აი ასეთი კარგია დიდი მასწავლებელი!!
იგი 2-3 წელიწადში გატარებს=გაცხოვრებს 20-30 წელს და თან ყველა მისი გამოვლენით, მისი მრავალფეროვნებით!!
იმიტომ ეუბნებოდა მამა გაბრიელი მეუფე დანიელს: “შენ მასწავლი რა უნდა გავაკეთო?? შენ ჯერ კიდევ ოქტომბრელი (პიონერი ან კომკავშირელი) ხარ ჩემთან შედარებით!!
ამ შედარებებს სხვადასხვანაირს ეუბნებოდა სიტუაციების მიხედვით, თორემ ყველა შედარებას კი არ ეუბნებოდა ერთდროულად!
მე პროფესორი ვარ, შენ სტუდენტი და შენ უნდა გისმინო?? შენ უნდა მასწავლო?..
როცა 60-70 წლებში, ვაჟას გადასვენება ხდებოდა დიდუბიდან მთაწმინდაზე, აღმოაჩინეს, რომ ვაჟა უხრწნელი იწვა!! ეს ყველამ იცის! გაზეთებშიც წერია!
მაშ რატომ არ რაცხავენ წმინდანად?
იმიტომ, რომ მან მუსულმანზე ილოცა ეკლესიაში და მსხვერპლიც შესწირა მის სახელზე! და მეტიც, განაცხადა, რომ თუ კაცი ხარ ცხონდები რა სარწმუნოებისაც არ უნდა იყოო.
სიმღერა: “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო!!”
ვაჟამ ვაჟკაცობიდან იაზროვნა – იგრძნო ჩემგან მოკლული ქისტი-მუსლიმი კი იყო, მაგრამ ვაჟკაცი იყოო! სამშობლო უყვარდაო!, დედა, მამა, მისიანები, სიმამაცე ჰქონდა მეომარი იყოო – ვაჟკაცი იყოო და ის როგორ არ ცხონდებაო? ცხონდებაო!!
მამა გაბრიელმაც მითხრა: ვინც 10 მცნებას იცავს, ყველა ცხონდებაო!!
მე მეტიც შევეკითხე, ვთქვათ არასწორ სარწმუნოებაშია კაცი ან სექტაში და ლოცულობს, ღმერთი მას უსმენს??
მამა გაბრიელმა მიპასუხა: “თუ გულწრფელად ლოცულობს , კიდეც უსმენს და ხანდახან კიდეც უსრულებსო!!”
მისი სწავლებიდან დამახსომდა, რომ მთავარია წრფელი იყო პავლე მოციქულივით და ცხონდებიო!! ღმერთი აუცილებლად გაგიყვანს სწორ გზაზე.
ვფიქრობ ეს მონაკვეთი საკმარისია. წიგნი ბევრისთვის ძნელი "გადასახარში" იქნება და შედარებით მარტივი მონაკვეთი ამოვიღე
Atman
ნონა
შემოსკაიპდი
ნონა
თემა გაასუფთავეეეთ. სორი ოფოფებისთვის
KAIROS
murzaqan
Atman
სამწუხაროდ საქართველოში არა ვარ და ვერ ვიშოვი ამ წიგნს.
ისე, ავტორი ინტერნეტში რომ დადებდეს, რასაც ფასს დაადებს გადავიხდი.
მაგარი ტექსტია. იგივე მხრიდანაა, საინადაც მამა გაბრიელი და მამა გიორგი მოდიან.
შემოვლენ ახლა მაჯლაჯუნა-მუხლუხუნები და ჰერესია-ჰერესიას იძახებენ სამ ხმაში.
murzaqan
მე პირადად არ ვიცნობ ავტორს და ვინც იცნობს იმას ვკითხავ
Atman
დიდი მადლობა.
უნდა დადონ ინტერნეტში, თუ უნდათ, რომ ადამიანებმა გაიცნონ ეს წიგნი.
საერთოდ, ალბათ თავად იციან, დადონ თუ არა.
მაგრამ, მე მაგალითად ძალინ მინდა წაკითხვა.
murzaqan
ხო, თავად უფრო იციან
Atman
ესე იგი გაყიდვაში არაა ფაქტიურად?
murzaqan
არ ვიცი ნამდვილად. მე მათხოვეს და ქსეროასლი გადავიღე თორე წიგნი მეც არ მაქვს.
გასაგებია, იქნებ რაიმე მონაკვეთი დადო კიდევ, ჰა?
.
ვაიმე!
ეს მართლა იმ წიგნიდანაა თუ შენი რაღაცეები მიაყოლე?
ანუ, მაგ წიგნიდან მონაკვეთი სადაა და შენი სიტყვები სად იწყება ვერ გავარკვიე.
murzaqan
არა იმ წიგნიდანაა მართლა სუბიექტურად ამოვარჩიე მაგრამ არაფერი მიმიმატებია
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience