თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ქეთევან წამებული და კათოლიკე სასულიერო პირები

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 02:37 AM

იგივე თემა რასაც ეხლა ვხსნი მოდერატორმა ლინგვომ უარგუმენტო ახსნის გარეშე წაშალა!

რამოდენიმე ფორუმელს აინტერესებდა ამ საკითხის განხილვა, მათი თხოვნით და თემის საინტერესო შინაარსიდან გამომდინარე ისევ ვხსნი თემას smile.gif იმედი მაქვს არ ჩამთვლით ავანტიურისტად!

ქეთევან წამებული



ქეთევანი (ქეთევან წამებული) იყო კახეთის დედოფალი, რომელიც შაჰ-აბასმა პოლიტიკური მოტივით დაატყვევა და 1614 წელს ირანში, შირაზში, გადაასახლა. იქ მის თანმხლებ მღვდელს, მართლმადიდებელს, ისლამზე გადასვლა მოსთხოვეს. ქართულ წყაროში აღნიშნულია, რომ მღვდელმა ვერ გაუძლო განსაცდელს და ქრისტეს სარწმუნოება უარყო. დედოფალი თანამორწმუნე ხუცესის გარეშე დარჩა. ამის გამო მან სულიერი ნუგეშისათვის, კათოლიკე მისიონერთა ცნობით, იმავე ქალაქში მყოფ კათოლიკე მღვდლებს მიმართა. როდესაც მას მთელი სიმკაცრით მოსთხოვეს, ან გამოიცვალე რჯული, ან კოცონისა და შანთებისათვის მოემზადეო, კახეთის დედოფალმა განსასვენებელი ზიარება კათოლიკე მღვდლის ხელით მიიღო. შემონახულია ჩანახატი წარწერით: “ქეთევან დედოფალი მამა ამბროზიო დუშ ანჟუშისთან აღსარებაზე”. ქართული წყაროებიც ადასტურებს, რომ წმ. მოწამის გაუპატიოსნებლად დამარხული გვამი “ფრანგმა მღვდლებმა” მოიპარეს და “წარიღეს ფრიადითა კრძალულებითა და ლუსკუმაი შეუმზადეს მას ფრიად კეთილი სურნელთა თანა მრავალთა და დასხნეს საკურთხეველსა ზედა”, სადაც მან, წმ. გვამმა, საწაულები აღასრულა. ამის შემდეგ ავგუსტინელმა ბერებმა ცხედარი დაანაწილეს: თავი და მარჯვენა ფეხი საქართველოში წამოაბრძანეს და მეფე თეიმურაზს, მოწამის ძეს, გადასცეს; ნაწილი ინდოეთში, გოაში, წაასვენეს, ნაწილი _ რომში და დასავლეთ ევროპის სხვა წმინდა ადგილებშიც. დედოფლის ტანჯვისა და წამების თვითმხილველმა ბერებმა რომის პაპის წინაშე დასვეს საკითხი, რომ ის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად გამოცხადებულიყო. დაისვა კითხვა: არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომლის თანახმად ქრისტესთვის წამებულმა ქართველმა ქალმა კათოლიკური სარწმუნოება აღიარა და კათოლიკურ ეკლესიას შეუერთდა? ასეთი დოკუმენტი არ აღმოჩნდა და ეს ვერც წმ. მოწამის კათოლიკე მოძღვარმა ამბროზიომ დაადასტურა. შედგა კომისია, რომელმაც ასეთი დასკვნა გამოიტანა: ის ფაქტი, რომ მორწმუნე მართლმადიდებელმა გაჭირვების გამო კათოლიკურ ეკლესიას მიაკითხა და წმ. საიდუმლოს იქ მიეახლა, კათოლიკე წმინდანად გამოცხადების საკმარისი საბუთი არ არის. ამის მიუხედავად ამ საგანზე კამათი დიდხანს გაგრძელდა და დიდძალი მასალაც დაგროვდა. მას ჩვენს დროში თავი მოუყარა და ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა რ. გულბეკიანმა სათაურით: “ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ” (თარგმნილია ქართულად). იქ მოყვანილია მამა ამბროზიოს სიტყვები, წარმოთქმული 1640 წელს, საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემდეგ: “სავარაუდოა, რომ დედოფალი ზეცაშია და ღვთის დიდებით ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წეს-ჩვეულებას მისდევდა, იგი დიდი სიყვარულით ეკიდებოდა წმ. კათოლიკურ ეკლესიას და ყველა ლათინელს; მხურვალედ უყვარდა ისინი და რითაც შეეძლო, ეხმარებოდა მათ. გარდა ამისა, ჩვენთან ისეთ კარგ ურთიერთობაში იყო, რომ შეუძლებელია, წმ. კათოლიკური ეკლესიის მოწინააღმდეგე ყოფილიყო”. იქვე მოყვანილია პედრო დეშ სანტუშის დასტური, რომლის თანახმად იგი (პედრო) მამა ამბროზიოსთან ერთად “ეხმარებოდა და ანუგეშებდა ქეთევან დედოფალს, აზიარებდა მას და ყოველივეს აკეთებდა მისი სულის სახსნელად” (გვ. 22).

აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა
სტატიათა კრებული (გვ.152-153)



პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 23 2010, 10:04 AM

ციტატა(Believer @ May 23 2010, 02:37 AM) *

რამოდენიმე ფორუმელს აინტერესებდა ამ საკითხის განხილვა,

ერთერთი მე ვიყავი იმ ფორუმელთა შორის

საინტერესო იქნება თუ საბლე შემოვა და ისტორიულ კონტექსტში შემოგვთავაზებს რამეს...

პ.ს.
პრინციპში არაა გამორიცხული, რომ ინფორმაცია მიკერძოებული იყოს, რადგან ცნობები კათოლიკური წყაროდანაა, ამიტომ აჯობებს სპეციალისტმა ისაუბროს

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 01:25 PM

კანუდოსელი

ციტატა
პრინციპში არაა გამორიცხული, რომ ინფორმაცია მიკერძოებული იყოს


ამას არც მე გამოვრიცხავ...

მაგრამ ქართულ წყაროშიც არის ის ფაქტი დაწერილი, რომ ქეთევანის ერთი მოძღვარი მოკლეს, მეორემ უარყო ქრისტიანობა...

თან იქ მემატიანე ქართველები არ ყოფილან, რეალური ისტორია რომ აღეწერათ, თუმცა:
ციტატა
პრინციპში არაა გამორიცხული, რომ ინფორმაცია მიკერძოებული იყოს, რადგან ცნობები კათოლიკური წყაროდანაა


ამავე ლოგიკით, ქართული თანამედროვე წყაროებიც შესაძლოა მიკერძოებული იყოს, და ის ფაქტი, როგორც კრებულში სწერია- "კახეთის დედოფალმა განსასვენებელი ზიარება კათოლიკე მღვდლის ხელით მიიღო" შეგნებულად იქნას უარყოფილი..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 23 2010, 01:27 PM

ციტატა(Believer @ May 23 2010, 01:25 PM) *

კანუდოსელი
ამას არც მე გამოვრიცხავ...

მაგრამ ქართულ წყაროშიც არის ის ფაქტი დაწერილი, რომ ქეთევანის ერთი მოძღვარი მოკლეს, მეორემ უარყო ქრისტიანობა...

თან იქ მემატიანე ქართველები არ ყოფილან, რეალური ისტორია რომ აღეწერათ, თუმცა:

ამავე ლოგიკით, ქართული თანამედროვე წყაროებიც შესაძლოა მიკერძოებული იყოს, და ის ფაქტი, როგორც კრებულში სწერია- "კახეთის დედოფალმა განსასვენებელი ზიარება კათოლიკე მღვდლის ხელით მიიღო" შეგნებულად იქნას უარყოფილი..

არც ეგაა გამორიცხული ცხადია...

კლასიკური მაგალითია მეფის პირადი ისტორიკოსები, რომლებიც ხშირად ზედმეტად განადიდებდნენ მეფეს

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 01:32 PM

კანუდოსელი

ციტატა
კლასიკური მაგალითია მეფის პირადი ისტორიკოსები


რომელიც დედოფალ ქეთევანს გაჭირვების ჟამს მგონი აღარ ჰყავდა...

აქ ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ კათოლიკეები აღიარებენ მის მართლმადიდებლობას (ბერძნულ წეს-ჩვეულებას მისდევდაო) და იმასაც, რომ ქეთევანი აღესრულა მართლმადიდებელად!

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 23 2010, 02:14 PM

ეს მოვიძიე :


ქეთევანი წამებული - სულის გალობანი


„ღვაწლ მრავალი და სამების სანატრელი დედათა შორის, ახოანი დედოფალი და მოწამე, ყოვლად ქებული ქეთევან, ჭეშმარიტი შენ ხარ, ვინცა ერთი რჯული გაათასე“ (თეიმურაზ I).

„ამას იქმს ქალი, ბუნებით ჭირთა მკრთალი“ (ანტონ I).

წმინდა ქეთევან დედოფალს სპარსეთში წასვლის წინ ულოცია გურჯაანის ყველაწმიდის ტაძარში.

მოძღვრის ქადაგებიდან:

ქეთევან დედოფალი, შევიდა სახლში, რომელიც ჰქონდა სალოცველად, მოიდრიკნა მუხლნი და მხურვალეს გულით წარმოსთქვა ვედრება:

„შენ ღმერთსა სამებასა და თანა არსსა ვიცნობ უცნაურსა და უხილავსა, ვერ შემძლებელი თქმად საკვირველებათა შენთა. გევედრები მეუფეო უფალო, შიშნეული მძლავრთაგან მცველთა ჰაერისათა, მომივლინე მე ანგელოზი მცველი სულისა ჩემისა და მიითვალე სული ჩემი, და განმიღე კარი სასძლოისა შენისა; აღმრაცხე მე გუნდსა თანა მოწამეთა შენთასა, არ არს რიცხვი ცოდვათა ჩემთა და არცა ვისმე შენდამი მორწმუნეთაგანსა უცოდავს ჩემებრ, აღგიარებ ცოდვათა ჩემთა. შენ განკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი; მიეც ძესა ჩემსა თეიმურაზსა ძლევაი და რომელნი ჰყოფდენ ხსენებასა ჩემსა მიანიჭე საუკუნო სუფევაი. ქალწულო უბიწოო, შემიწყალე მორწმუნე განგებულებითა ძისა შენისათა“.

რადგანაც არ ჰყავდა მღვდელი, „თავისი ხელით უხრწნელთა საიდუმლოთა თანაზიარ იქმნა და იგი ესრეთ უფლისათან“, გამოვიდა უშიშრად გარეთ და ამაღლებულმა „მტანჯველთა თვისთა, განუცხადა: „როგორ არ იცის თქვენმან მომვლინებელმან, რომ თვით უმეცარნი ყმაწვილნიც კი დაცინვით მიიღებენ იმის რჩევასა და დარიგებასა? მე როგორ შემაცდენს იგი, რომელსაც შემიმოსია ძალი ქრისტესი? მან აღაოხრა სამეფო ჩემი, განაძო ძე ჩემი, მოაკუდინა ძის ძენი ჩემნი, აღაოხრა და შეაგინა ეკლესიანი და ჰსურს სიკვდილიცა ჩემი? მომაკუდინოს - ვჯმნი მაჰმადისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან! მრწამს მამ, ძე და სული წმიდა: სამება ერთარსი და განუყოფელი. ვევედრები ჯვარცმულსა ჩვენთასა და ყოვლად წმიდასა დედასა მისსა, განმაძლიეროს მე ჟამსა ტანჯვისასა, რათა მით ღირს ვიქმნე მე მოწამეთა გვირგვინსა. აჰა მე ვსდგევარ წინაშე თქვენსა, ჰქმენით რაიცა გნებავსთ“.

ქეთევან დედოფალი იდგა შუაში მტანჯველთა შორის, როგორც კლდე და წყნარად და დამშვიდებით ასე ლოცულობდა: „უფალო იესო ქრისტე, ნუ ჰყოვნი მიღებად სულისა ჩემისა!“.

მოამზადა გიორგი სარაჯიშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №35 2004 წ.

http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/13-qetevani.htm

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 02:18 PM

terra

ციტატა
რადგანაც არ ჰყავდა მღვდელი, „თავისი ხელით უხრწნელთა საიდუმლოთა თანაზიარ იქმნა


ეს რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 23 2010, 02:21 PM

ციტატა(Believer @ May 23 2010, 02:18 PM) *

terra
ეს რას ნიშნავს?

არაა გამორიცხული, რომ წაღებული ჰქონდა წმინდა ძღვენი

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 23 2010, 02:33 PM


ესეც :


ქეთევან დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი მამა ამბროსიო დუშ ანჟუში წერს:

„სპარსელები გააოცა ქეთევან დედოფლის დამშვიდებულმა გამომეტყველებამა და პასუხმა, რომ შეასრულონ მათი მბრძანებლის დავალება, რამდენადაც იგი მზადაა უფლის წყალობით აიტანოს ყოველგვარი მკაცრი წამება, მაგრამ შეინარჩუნოს სარწმუნოება, რომელსაც იგი ბუნებრივად სთვლის და არ სცნობს მაჰმადიანობას. შემდეგ დასძინა: შაჰს შეუძლია დაჭრას მისი სხეული, მაგრამ ვერ შეძლებს ზიანი მიაყენოს მის სულს, რასაც ჩვენ გვასწავლის სახარება, და წარმოსთქვა წმინდა მათე მოციქულის სიტყვები: „და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდეს მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“. „უპასუხა რა ასეთი მეფური ღირსებით, ქეთევან დედოფალმა მათ სთხოვა მისთვის მიეცათ საშუალება სამლოცველოში განმარტოებისა. ისინი დათანხმდნენ და იქ, თავის სამლოცველოში, ქეთევან დედოფალი დაეცა მუხლებზე, რათა მხურვალედ და მოკრძალებით, ცრემლებით ელოცა ღმერთზე, რათა უფალს მიეცა მისთვის ძალა და გამბედაობა მოწამეობრივისა სიკვდილისა... დაამთავრა ლოცვა, წამოდგა, შეხედა თავის სამლოცველოს კედლებზე განლაგებულ წმიდათა ხატებს, შესთხოვა მათ ყოფილიყვნენ მისი დამცველნი უფლის წინაშე... ამის შემდეგ პირში ჩაიდო ნაკურთხი პურის ნატეხი, სწრაფად გამოვიდა სამლოცველოდან და წავიდა ხალხით გაჭედილ მოედანზე შაჰის ემისრებისაკენ, რომლებიც მას უკვე ელოდებოდნენ“ - წერს ევროპელი მისიონერი.

წმინდა ქეთევანის სილამაზით დატყვევებული შაჰის ემისრები შეეცადნენ ტკბილი სიტყვებით დაერწმუნებინათ იგი შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება, თავი შეებრალებინა და მაჰმადიანობა მიეღო, მაგრამ ამაზე დედოფალმა მეტად დამაჯერებლად და მტკიცედ უპასუხა: ვერც დაპირებით, ვერც მუქარით, ვერც სიმდიდრითა და ვერც წამებით, „არა შესაძლებელ არსო მათგან, შეცვალებაი ჩუენისა კეთილმსახურებისა, რომელსაცა შევსწირავ ღმრთისადმი ჩუენისა“. ამის შემდეგ შაჰის ემისრებმა მოუხმეს ორ ჯალათს, რომლებიც იქვე, ქეთევან დედოფლის ბაღში იცდიდენ. ამბროსიო დუშ ანჟუში წერს: ისინი მოვიდნენ, მოიტანეს ორი მაყალი სავსე გავარვარებული ნახშირით, რომლებშიც ჩაყრილი იყო რკინის მარწუხები, და მოემზადნენ დედოფლის წამებისთვის. მათ უბრძანეს ყველას, სახლიდან გამოსულიყვნენ (რომლებიც იქ დასტიროდნენ დედოფლის ბედს), რათა ქეთევან დედოფლის საშინელი წამებისთვის ეყურებინათ და ისლამი ეღიარებინათ. მაშინ დედოფლის „მხევალთა მათ საწყალობელთა, მხილველთა საშინელთა მათ და ყოვლად საზარელთა სატანჯველთა რკინისა და ცეცხლისათა იწყეს გოდებად, თმათა მოფხურად და ღაწუთა დახოკვად“ და მაჰმადიანთა სასიხარულოდ უარყვეს ქრისტე. ქეთევანი კი ევედრებოდა მათ, რაითა მასთან ერთად ვნებულიყვნენ და ცათა სასუფეველშიც ერთად წასულიყვნენ. მაგრამ ისინი თვითონ სთხოვდნენ დედოფალს, „რაითა შეიწყალოსმცა ყოვლად მშუენიერ თავი თვისი და არა მიიღოს მწარენი იგი მძვინვარებანი ტანჯვათანი“. ამის შემდეგ მოედანზე დედოფლის მოძღვარი, მღვდელი გიორგი გამოიყვანეს და მანაც „სატანჯვე-ლთაგან მძრწოლარემან უარყო ქრისტე“. დედოფალმა ამხნევებდა შეშინებულ მღვდელს და ურჩევდა, მტკიცედ დაეცვა ქრისტეს სარწმუნოება - რისი გეშინია, მამაო, მრავალმა დაითმინა ასეთი სატანჯველნი, დრო ხომ ისე სწრაფად გარბის, რომ ვერავინ ამ ქვეყანაზე საუკუნოდ ვერ დარჩება, ამიტომ უმჯობესია ჩვენ თვითონ მივისწრაფოთ ყოველთა განსასუენებელისაკენ. არ გახსოვს „რაი უყვეს ძესა ღმრთისასა, ვითარ იგი წმიდანი ხელნი და ფერხნი მისნი ძელსა ზედა დამსჭვალნეს“. ჩვენც მოვითმინოთ ტანჯვანი, რათა ჩვენც ვეზიაროთ ქრისტეს ვნებებს. „მაშინ ყოველნი იძლინეს (ქრისტე უარყვეს) თანა მსახურნი და მხევალნი წმიდისანი და თვით საწყალობელიცა იგი ხუცესი“ - ასე მოგვითხრობს მეფე თეიმურაზიო, სწერს ანტონ კათალიკოსი და მისი მოთხრობილისა უფრო მჯერავსო.

http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/qetevani2.htm

ციტატა(Believer @ May 23 2010, 02:18 PM) *

terra
ეს რას ნიშნავს?


ეს, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ, საკუთარი ხელით ეზიარა წმინდა ძღვენს.


ციტატა(კანუდოსელი @ May 23 2010, 02:21 PM) *

არაა გამორიცხული, რომ წაღებული ჰქონდა წმინდა ძღვენი


უფრო - დატოვებული მამა გიორგისგან და მამა მოსესგან.
ამ მართლმადიდებელ მღვდლებს, როგორც ვიცით, ბოლო დროს, აუკრძალეს მოწამესთან კონტაქტი.

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 02:36 PM

....წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


აღსანიშნავია, რომ ირანში არ არსებობდა არც ერთი ქართული (მართლმადიდებლური) ეკლესია, მაშინ, როცა მრავლად იყო სომხური და კათოლიკური ეკლესიები (ამ დროს სპარსეთში წმ. ავგუსტის ორდენის სამი მონასტერი არსებობდა - ისფაჰანში, შირაზსა და ბოსორაში). ეკლესიაში ლოცვას დანატრებული ქეთევან დედოფალი განუწყვეტლივ ლოცულობდა. განსაკუთრებით მოწიწებით იგი ლოცულობდა ღმრთისმშობელზე და სთხოვდა თავის წილხვედრი საქართველოს მტერთაგან განთავისუფლებასა და გადარჩენას“.



ამბროსიო დუშ ანჟუში წერს: ისინი მოვიდნენ, მოიტანეს ორი მაყალი სავსე გავარვარებული ნახშირით, რომლებშიც ჩაყრილი იყო რკინის მარწუხები, და მოემზადნენ დედოფლის წამებისთვის. მათ უბრძანეს ყველას, სახლიდან გამოსულიყვნენ (რომლებიც იქ დასტიროდნენ დედოფლის ბედს), რათა ქეთევან დედოფლის საშინელი წამებისთვის ეყურებინათ და ისლამი ეღიარებინათ. მაშინ დედოფლის „მხევალთა მათ საწყალობელთა, მხილველთა საშინელთა მათ და ყოვლად საზარელთა სატანჯველთა რკინისა და ცეცხლისათა იწყეს გოდებად, თმათა მოფხურად და ღაწუთა დახოკვად“ და მაჰმადიანთა სასიხარულოდ უარყვეს ქრისტე. ქეთევანი კი ევედრებოდა მათ, რაითა მასთან ერთად ვნებულიყვნენ და ცათა სასუფეველშიც ერთად წასულიყვნენ. მაგრამ ისინი თვითონ სთხოვდნენ დედოფალს, „რაითა შეიწყალოსმცა ყოვლად მშუენიერ თავი თვისი და არა მიიღოს მწარენი იგი მძვინვარებანი ტანჯვათანი“. ამის შემდეგ მოედანზე დედოფლის მოძღვარი, მღვდელი გიორგი გამოიყვანეს და მანაც „სატანჯვე-ლთაგან მძრწოლარემან უარყო ქრისტე“. დედოფალმა ამხნევებდა შეშინებულ მღვდელს და ურჩევდა, მტკიცედ დაეცვა ქრისტეს სარწმუნოება - რისი გეშინია, მამაო, მრავალმა დაითმინა ასეთი სატანჯველნი, დრო ხომ ისე სწრაფად გარბის, რომ ვერავინ ამ ქვეყანაზე საუკუნოდ ვერ დარჩება, ამიტომ უმჯობესია ჩვენ თვითონ მივისწრაფოთ ყოველთა განსასუენებელისაკენ. არ გახსოვს „რაი უყვეს ძესა ღმრთისასა, ვითარ იგი წმიდანი ხელნი და ფერხნი მისნი ძელსა ზედა დამსჭვალნეს“. ჩვენც მოვითმინოთ ტანჯვანი, რათა ჩვენც ვეზიაროთ ქრისტეს ვნებებს. „მაშინ ყოველნი იძლინეს (ქრისტე უარყვეს) თანა მსახურნი და მხევალნი წმიდისანი და თვით საწყალობელიცა იგი ხუცესი“ - ასე მოგვითხრობს მეფე თეიმურაზიო, სწერს ანტონ კათალიკოსი და მისი მოთხრობილისა უფრო მჯერავსო.


პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერები დიდხანს ეძებდნენ ქეთევან დედოფლის საფლავს, მაგრამ ამაოდ. ერთხანს მისი პოვნის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. მისიონერები ამბობდნენ, ნეტავ ვინ იქნება ისეთი ბედნიერი, რომელიც მიაგნებს ქეთევან დედოფლის საფლავს, ამოიღებს მას საფლავიდან და ასეთი ძვირფასი საგანძურით გაამდიდრებს თავის მონასტერსო?.

ასეთი ბედნიერება წილად ხვდა ზემოხსენებულ მამა ამბროსიო დუშ ანჟუშს, 3 თვისა და 13 დღის შემდეგ, მიაგნო რა ქეთევან დედოფლის საფლავს, სპარსეთის ტყვეობაში მყოფ ორ პორტუგალიელთან ერთად დაიწყო ორმოს ამოთხრა, მაგრამ დედოფლის ნეშტი ისე ღრმად იყო ჩამარხული, რომ იმ ღამეს ორმო ბოლომდე ვერ ამოთხარეს. გათენებისას ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ თხრა, რომ ვინმეს არ შეენიშნა. ღამით კვლავ განაგრძეს მუშაობა, მიაღწიეს ქეთევან დედოფლის ნეშტამდე და ამოიღეს იგი. აქ მხოლოდ ძვლებიღა იყო შემონახული, ხორცი კი, თითქმის მთლიანად დამწვარა. „ხორცის მთელი ნაწილი შერჩენილი იყო მხოლოდ მარჯვენა მკლავზე და მარცხენა ფეხზე“ - შენიშნავს ამბროსიო დუშ ანჟუში, რომელსაც ეხმარებოდა მეორე პორტუგალიელი მორჩილი ძმა პედრო დუშ სანტოში

წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა
(ისტორიული მიმოხილვა)



ისტორიულ მიმოხილვაში არაფერი სწერია არც კათოლიკეების მიერ ზიარებაზე, და არც იმაზე, რომ თითქოს ქეთევანი საკუთარი ხელებით ეზიარა...


პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 23 2010, 02:40 PM

ვნახე ესეც :


Затем, продолжает в стихах о страдании Кетевани царь, святая, окончив молитву, приняла Святые Тайны Тела и Крови Христовых от рук иерея, своего духовника, и, укрепившись на подвиг, сказала: "Царю Христе, Слове Божий, не подобает рабе Твоей отвергнуться Тебя, не предай рабу Свою в руки диавола".

აქ ცოტა გაუგებარია, როგორ ეზიარა თავისი მოძღვრის (მამა გიორგის) ხელიდან, თუ კონტაქტი ჰქონდათ აკრძალული.
და თუ ეზიარა კათოლიკე მღვდლის ხელით, ვიცით, რომ კათოლიკენი, საერო პირებს,
მხოლოდ ,,ხორცით’’ აზიარებდნენ. აქ კი მითითებულია - ხორცი და სისხლი.
და საერთოდ, ძალიან რთულია ამ ტექსტის ავთენტურობის დადგენა.

http://katolikforum.ru/lofiversion/index.php?t797.html

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 23 2010, 03:27 PM

ციტატა(Believer @ May 23 2010, 02:37 AM) *

იგივე თემა რასაც ეხლა ვხსნი მოდერატორმა ლინგვომ უარგუმენტო ახსნის გარეშე წაშალა!

რამოდენიმე ფორუმელს აინტერესებდა ამ საკითხის განხილვა, მათი თხოვნით და თემის საინტერესო შინაარსიდან გამომდინარე ისევ ვხსნი თემას smile.gif იმედი მაქვს არ ჩამთვლით ავანტიურისტად!

ქეთევან წამებული

ქეთევანი (ქეთევან წამებული) იყო კახეთის დედოფალი, რომელიც შაჰ-აბასმა პოლიტიკური მოტივით დაატყვევა და 1614 წელს ირანში, შირაზში, გადაასახლა. იქ მის თანმხლებ მღვდელს, მართლმადიდებელს, ისლამზე გადასვლა მოსთხოვეს. ქართულ წყაროში აღნიშნულია, რომ მღვდელმა ვერ გაუძლო განსაცდელს და ქრისტეს სარწმუნოება უარყო. დედოფალი თანამორწმუნე ხუცესის გარეშე დარჩა. ამის გამო მან სულიერი ნუგეშისათვის, კათოლიკე მისიონერთა ცნობით, იმავე ქალაქში მყოფ კათოლიკე მღვდლებს მიმართა. როდესაც მას მთელი სიმკაცრით მოსთხოვეს, ან გამოიცვალე რჯული, ან კოცონისა და შანთებისათვის მოემზადეო, კახეთის დედოფალმა განსასვენებელი ზიარება კათოლიკე მღვდლის ხელით მიიღო. შემონახულია ჩანახატი წარწერით: “ქეთევან დედოფალი მამა ამბროზიო დუშ ანჟუშისთან აღსარებაზე”. ქართული წყაროებიც ადასტურებს, რომ წმ. მოწამის გაუპატიოსნებლად დამარხული გვამი “ფრანგმა მღვდლებმა” მოიპარეს და “წარიღეს ფრიადითა კრძალულებითა და ლუსკუმაი შეუმზადეს მას ფრიად კეთილი სურნელთა თანა მრავალთა და დასხნეს საკურთხეველსა ზედა”, სადაც მან, წმ. გვამმა, საწაულები აღასრულა. ამის შემდეგ ავგუსტინელმა ბერებმა ცხედარი დაანაწილეს: თავი და მარჯვენა ფეხი საქართველოში წამოაბრძანეს და მეფე თეიმურაზს, მოწამის ძეს, გადასცეს; ნაწილი ინდოეთში, გოაში, წაასვენეს, ნაწილი _ რომში და დასავლეთ ევროპის სხვა წმინდა ადგილებშიც. დედოფლის ტანჯვისა და წამების თვითმხილველმა ბერებმა რომის პაპის წინაშე დასვეს საკითხი, რომ ის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად გამოცხადებულიყო. დაისვა კითხვა: არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომლის თანახმად ქრისტესთვის წამებულმა ქართველმა ქალმა კათოლიკური სარწმუნოება აღიარა და კათოლიკურ ეკლესიას შეუერთდა? ასეთი დოკუმენტი არ აღმოჩნდა და ეს ვერც წმ. მოწამის კათოლიკე მოძღვარმა ამბროზიომ დაადასტურა. შედგა კომისია, რომელმაც ასეთი დასკვნა გამოიტანა: ის ფაქტი, რომ მორწმუნე მართლმადიდებელმა გაჭირვების გამო კათოლიკურ ეკლესიას მიაკითხა და წმ. საიდუმლოს იქ მიეახლა, კათოლიკე წმინდანად გამოცხადების საკმარისი საბუთი არ არის. ამის მიუხედავად ამ საგანზე კამათი დიდხანს გაგრძელდა და დიდძალი მასალაც დაგროვდა. მას ჩვენს დროში თავი მოუყარა და ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა რ. გულბეკიანმა სათაურით: “ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ” (თარგმნილია ქართულად). იქ მოყვანილია მამა ამბროზიოს სიტყვები, წარმოთქმული 1640 წელს, საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემდეგ: “სავარაუდოა, რომ დედოფალი ზეცაშია და ღვთის დიდებით ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წეს-ჩვეულებას მისდევდა, იგი დიდი სიყვარულით ეკიდებოდა წმ. კათოლიკურ ეკლესიას და ყველა ლათინელს; მხურვალედ უყვარდა ისინი და რითაც შეეძლო, ეხმარებოდა მათ. გარდა ამისა, ჩვენთან ისეთ კარგ ურთიერთობაში იყო, რომ შეუძლებელია, წმ. კათოლიკური ეკლესიის მოწინააღმდეგე ყოფილიყო”. იქვე მოყვანილია პედრო დეშ სანტუშის დასტური, რომლის თანახმად იგი (პედრო) მამა ამბროზიოსთან ერთად “ეხმარებოდა და ანუგეშებდა ქეთევან დედოფალს, აზიარებდა მას და ყოველივეს აკეთებდა მისი სულის სახსნელად” (გვ. 22).

აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა
სტატიათა კრებული (გვ.152-153)


სიცრუვე და ორპირობა ავნებს ხორცსა,მერმე სულსა

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 07:32 PM

terra

ციტატა
აქ ცოტა გაუგებარია, როგორ ეზიარა თავისი მოძღვრის (მამა გიორგის) ხელიდან, თუ კონტაქტი ჰქონდათ აკრძალული.


ანუ ეგ წყარო არასწორია, ერთ-ერთ ქართულ წყაროში წერია რომ თავისი ხელით ეზიარაო, ისტორიულ წყაროში ზიარებაზე არაფერი წერია...


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 23 2010, 07:45 PM

Believer


და ამ თემის რისი დადატურება გინდა? არ ცამტვალო ინტრიგანად, მაღთლა მაინტერსებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 23 2010, 07:48 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 23 2010, 07:45 PM) *

Believer
და ამ თემის რისი დადატურება გინდა? არ ცამტვალო ინტრიგანად, მაღთლა მაინტერსებს biggrin.gif

ის რომ კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიები, ორი "და ეკლესიაა"

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 23 2010, 07:53 PM

kinoteli

ციტატა
ორი "და ეკლესიაა"



და თუ და არის, მაშინ ქ

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 23 2010, 07:55 PM

??????????????

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: May 23 2010, 07:55 PM

Believer

ციტატა
აღსანიშნავია, რომ ირანში არ არსებობდა არც ერთი ქართული (მართლმადიდებლური) ეკლესია, მაშინ, როცა მრავლად იყო სომხური და კათოლიკური ეკლესიები (ამ დროს სპარსეთში წმ. ავგუსტის ორდენის სამი მონასტერი არსებობდა - ისფაჰანში, შირაზსა და ბოსორაში).

ბევრის მთქმელი ფაქტია.
კანუდოსელი
ციტატა
არაა გამორიცხული, რომ წაღებული ჰქონდა წმინდა ძღვენი

იმ დროში ირანის გზაზე შემდგარი წინასწარ ეზიარებოდა ხოლმე.
kinoteli
ციტატა
ის რომ კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიები, ორი "და ეკლესიაა"

ვითამ? მაშინ მნათეს ეგრე მოსვლია: თხა გავყიდე, თხა ვიყიდეო.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 23 2010, 08:19 PM

Believer
შენდობას გთხოვ, თუ ჩემს მიერ შენი თემის წაშლით გაწყენიე. შევეცდები შენი თხოვნისაებრ გამოვყო ის ასპექტები, რის გამოც თემა წავშალე.

1. დაუზუსტებელი და საეჭვო წყარო, სადაც არაა მითითებული აღნიშნული კრებულის გამოცემის წელი, გამომცემლობა და ა.შ. (ღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა სტატიათა კრებული (გვ.152-153))

2. სტატია შეიცავს მკრეხელურ ვარაუდს: "იქვე მოყვანილია პედრო დეშ სანტუშის დასტური, რომლის თანახმად იგი (პედრო) მამა ამბროზიოსთან ერთად ეხმარებოდა და ანუგეშებდა ქეთევან დედოფალს, აზიარებდა მას და ყოველივეს აკეთებდა მისი სულის სახსნელად” (გვ. 22).

“ქეთევან დედოფალი მამა ამბროზიო დუშ ანჟუშისთან აღსარებაზე”.

"კახეთის დედოფალმა განსასვენებელი ზიარება კათოლიკე მღვდლის ხელით მიიღო".


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევქარისტიული კავშირი არ არის მათლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის და დაუშვებელია საიდუმლოებებში თანაზიარება.

3. "ის ფაქტი, რომ მორწმუნე მართლმადიდებელმა გაჭირვების გამო კათოლიკურ ეკლესიას მიაკითხა და წმ. საიდუმლოს იქ მიეახლა, კათოლიკე წმინდანად გამოცხადების საკმარისი საბუთი არ არის".

აქ კიდევ მეორდება და მცდელობაა "ფაქტობრივად" ამ სიცრუის სიმართლედ წარმოჩენისა.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან და სტატიის შინაარსიდან გამომდინარე ცხადია, რომ ის ემსახურება წმ. ქეთევან წამებულის შესახებ ყალბი და ცრუ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2010, 08:29 PM

ციტატა
"ის ფაქტი, რომ მორწმუნე მართლმადიდებელმა გაჭირვების გამო კათოლიკურ ეკლესიას მიაკითხა და წმ. საიდუმლოს იქ მიეახლა, კათოლიკე წმინდანად გამოცხადების საკმარისი საბუთი არ არის".

დასტურ : )

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 08:31 PM

lingvo

ციტატა
2. სტატია შეიცავს მკრეხელურ ვარაუდს: "იქვე მოყვანილია პედრო დეშ სანტუშის დასტური, რომლის თანახმად იგი (პედრო) მამა ამბროზიოსთან ერთად ეხმარებოდა და ანუგეშებდა ქეთევან დედოფალს, აზიარებდა მას და ყოველივეს აკეთებდა მისი სულის სახსნელად”


და ეს მკრეხელობაა?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 23 2010, 08:38 PM

ციტატა
და ეს მკრეხელობაა?

დიახ, ვინაიდან უშვებს იმას (წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობა), რაც დაუშვებელია მართლმადიდებელი აღმსარებლობის პიროვნებისთვის.

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 08:47 PM

lingvo

ციტატა
დიახ, ვინაიდან უშვებს იმას (წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობა), რაც დაუშვებელია მართლმადიდებელი აღმსარებლობის პიროვნებისთვის.


მკრეხელობაა სიწმინდის შეურაცხყოფა ან წმინდანების შეურაცხყოფა!
მკრეხელობა იყო ის, რაც ჩაიდინეს წმ. ქეთევანის მიმართ ჯალათმა ირანელებმა, ალბათ თქვენი ლოგიკით ისიც მკრეხელობაა, ქეთევანის წმინდა ნაწილები რომ დაასვენეს კათოლიკურ ტაძარში და საერთოდ, კათოლიკეებმა რომ მოუარეს და დაიცვეს...

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 23 2010, 08:49 PM

ციტატა(Believer @ May 23 2010, 08:47 PM) *

lingvo
მკრეხელობაა სიწმინდის შეურაცხყოფა ან წმინდანების შეურაცხყოფა!
მკრეხელობა იყო ის, რაც ჩაიდინეს წმ. ქეთევანის მიმართ ჯალათმა ირანელებმა, ალბათ თქვენი ლოგიკით ისიც მკრეხელობაა, ქეთევანის წმინდა ნაწილები რომ დაასვენეს კათოლიკურ ტაძარში და საერთოდ, კათოლიკეებმა რომ მოუარეს და დაიცვეს...

რომ მოუარეს მადლობელი ვარ პირადად მე....მაგრამ იმის იქეთ აღარაფერია

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 09:00 PM

kinoteli

ციტატა
რომ მოუარეს მადლობელი ვარ პირადად მე....მაგრამ იმის იქეთ აღარაფერია




აჰა... user.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 23 2010, 09:01 PM

ციტატა(Believer @ May 23 2010, 09:00 PM) *

kinoteli
აჰა... user.gif

რას ელოდი???

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2010, 09:01 PM

ციტატა
ქეთევანის წმინდა ნაწილები რომ დაასვენეს კათოლიკურ ტაძარში და საერთოდ, კათოლიკეებმა რომ მოუარეს და დაიცვეს...

აბა მართლმადიდებლები არ გააკარეს და biggrin.gif

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 09:03 PM

ქევანა

ციტატა
აბა მართლმადიდებლები არ გააკარეს და


მართლმადიდებლებმა, ქეთევანის მოძღვრის ჩათვლით უარყვეს ქრისტე, წაიკითხე ისტორია!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 23 2010, 09:05 PM

Believer


ერთნი ხომ ვართ ჩვენ და კათოლიკეები. ხომ არ საჭიროებენ ხელახლა მონათვას. ხომ მათ გააპატიოსნეს ქეთევან დედოფალი. ხომ მრწამსის ერთი გვქონია, რატომ არ შერაცხეს წმინდანად და გამოკკვლევა დაიწყებს ბერძნულ რწმენაზე იდგაო???? ანუ ტავად ყოფენ კათილოციზმს და მართლმადიდებლობას, არაააა??????

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2010, 09:06 PM

ციტატა
წაიკითხე ისტორია!

თავად წაიკითხე!

გეუბნები მართმადიდებლები არ გააკარეს smile.gif
უნდოდათ წმინდანის ნაწილები გადმოესვენებინათ საქართველოში, მაგრამ შაჰ აბასის ხალხმა არ გააკარა biggrin.gif ხოდა ისევ ქეთევანით აღფრთოვანებულმა კათოლიკეებმა ითავეს, თორე ისემც საკითხავია, რომ არ აღფთოვანებულიყვნენ, თუ გადმოასვენებდნენ?

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 09:07 PM

მხევალი ნინო

ციტატა
რატომ არ შერაცხეს წმინდანად და გამოკკვლევა დაიწყებს ბერძნულ რწმენაზე იდგაო???? ანუ ტავად ყოფენ კათილოციზმს და მართლმადიდებლობას, არაააა??????



არ შეუცვლია ქეთევანს კონფესია და იმიტომ, თანაც მაშინ ასე დაახლოვებული არ იყო ეკლესიები როგორც დღეს არის

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 23 2010, 09:09 PM

Believer

ციტატა
თანაც მაშინ ასე დაახლოვებული არ იყო ეკლესიები როგორც დღეს არის



დღეს რა შეიცვალა ჩვენს დოგმებში?> ანუ რა იო განსხვავება, რამაც ქეთევანის მწინდანად შერაცხვაზე უარი ათქმევინა კათოლიკეებს და რა შეიცვალა ამ მხრივ დღეს?

ციტატა
არ შეუცვლია ქეთევანს კონფესია



ანუ საჭიროებდა შეცვლას ხო?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2010, 09:10 PM

ციტატა(Believer @ May 23 2010, 08:07 PM) *


არ შეუცვლია ქეთევანს კონფესია და იმიტომ, თანაც მაშინ ასე დაახლოვებული არ იყო ეკლესიები როგორც დღეს არის

ეს გაამუქეთ laugh.gif

ანუ მართმადიდებლად აღესრულა, ხო? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 23 2010, 09:13 PM

ქევანა

ციტატა
ეს გაამუქეთ



მნიშვნელოვანი რა არის იცი? მიუხედავად იმის,ა რომ ქრისტეთვის ეწამა ქეთევან დედოფალი, კათოლიკეებმა მაიც არ მიიჩნიეს წმინდანად, ბერძნული რმწმენის გამო biggrin.gif ანუ, სადღაც მხოლოდ ქრისტე არ ყოფილა მნიშვნელოვანი კათოლიკეებისთვის, ქრისტეს როგორ აღიარებდი ეს ყოფილა საქმე. და ამის შემდეგ, შარს ჩვენ გვდებენ და თავი ჩვენ უნდა ვიმართლოთ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2010, 09:22 PM

მხევალი ნინო

დასტურ biggrin.gif

მოკლედ, როგორც კანუდოსელმა თქვა: დაველოდოთ საბლეს და მისი აზრის მერე, ალბათ თემა დაიხურება, სხვა სპეციალისტი ისტორიაში არ გვყავს ფორუმზე და.. : )

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 09:26 PM

მხევალი ნინო

ციტატა
მნიშვნელოვანი რა არის იცი? მიუხედავად იმის,ა რომ ქრისტეთვის ეწამა ქეთევან დედოფალი, კათოლიკეებმა მაიც არ მიიჩნიეს წმინდანად, ბერძნული რმწმენის გამო



ანტონი პირველს კათალიკოზს იმიტომ აკრიტიკებენ დღემდე რომ ერთი პერიოდი პაპის პრიმატი აღიარა, და კათოლიციზმს უჭერდა მხარს...

პეტრე იბერზე იცი რა სირცხვილიც ჭამა საპატრიარქომ და წმ. სინოდმა ეხლახანს... ასე რომ მხოლოდ სხვებისკენ ნუ გავიშვერთ თითს...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2010, 09:28 PM

ციტატა
ნტონი პირველს კათალიკოზს იმიტომ აკრიტიკებენ დღემდე რომ ერთი პერიოდი პაპის პრიმატი აღიარა, და კათოლიციზმს უჭერდა მხარს...

არ შეიძლება მართმადიდებლური ეკლესიის მწყემსი კათოლიკე იყოს, ეს არალოგიკურია smile.gif

აბა, მითხარი კათოლიკეები მართლმადიდებელს პაპად აირჩევენ?

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: May 23 2010, 09:34 PM

Believer

ციტატა
ალბათ თქვენი ლოგიკით ისიც მკრეხელობაა, ქეთევანის წმინდა ნაწილები რომ დაასვენეს კათოლიკურ ტაძარში და საერთოდ, კათოლიკეებმა რომ მოუარეს და დაიცვეს...

მე უფრო ის მგონია მკრეხელობა გვამი რო დაანაწევრეს.
ციტატა
მართლმადიდებლებმა, ქეთევანის მოძღვრის ჩათვლით უარყვეს ქრისტე, წაიკითხე ისტორია!

ყველა ვერ უძლებს წამებას. ეგეც არ იყოს ზოგს აწამებდნენ და ზოგს მონასტრების აშენების ნებას აძლევდნენ. გააჩნია....
მხევალი ნინო
ციტატა
ერთნი ხომ ვართ ჩვენ და კათოლიკეები. ხომ არ საჭიროებენ ხელახლა მონათვას. ხომ მათ გააპატიოსნეს ქეთევან დედოფალი. ხომ მრწამსის ერთი გვქონია, რატომ არ შერაცხეს წმინდანად და გამოკკვლევა დაიწყებს ბერძნულ რწმენაზე იდგაო???? ანუ ტავად ყოფენ კათილოციზმს და მართლმადიდებლობას, არაააა??????

ჩვენსას მზვერავი ქვია, იმათსას ჯაშუში. ჩვე გვძულს კათოლიკეები, იმათ უყვართ მართლმადიდებლები. ყოველთვის ეგრეა....


მხევალი ნინო
ციტატა
მნიშვნელოვანი რა არის იცი? მიუხედავად იმის,ა რომ ქრისტეთვის ეწამა ქეთევან დედოფალი, კათოლიკეებმა მაიც არ მიიჩნიეს წმინდანად, ბერძნული რმწმენის გამო biggrin.gif ანუ, სადღაც მხოლოდ ქრისტე არ ყოფილა მნიშვნელოვანი კათოლიკეებისთვის, ქრისტეს როგორ აღიარებდი ეს ყოფილა საქმე. და ამის შემდეგ, შარს ჩვენ გვდებენ და თავი ჩვენ უნდა ვიმართლოთ.

ისევ მზვერავ-ჯაშუშობასთან გვაქვს ადგილი. რას იზამ. რაც ეპატიებათ კათოლიკეებს არ ეპატიება მართლმადიდებლებს, ეგეთია მაგათი ლოგიკა.

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 23 2010, 09:36 PM

bekas

ციტატა
მე უფრო ის მგონია მკრეხელობა გვამი რო დაანაწევრეს.


წაიკითხე კარგად ქეთევანის წამება და მიხვდები ვინ დაანაწევრა გვამი smile.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: May 23 2010, 09:47 PM

Believer

ციტატა
წაიკითხე კარგად ქეთევანის წამება და მიხვდები ვინ დაანაწევრა გვამი

კარგად ვიცი ვინც დაანაწევრა.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: May 24 2010, 01:35 PM

გადასარევია... მართლმადიდებლურ ფორუმზე უკეთეს თემებს ვერ ნახავ.. შემოხვალ და გულს გაუხარდება რა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 24 2010, 04:26 PM

ციტატა(ნანინა @ May 24 2010, 01:35 PM) *

გადასარევია... მართლმადიდებლურ ფორუმზე უკეთეს თემებს ვერ ნახავ.. შემოხვალ და გულს გაუხარდება რა

პაჩი-პუჩი თემებიც მიამატე ბარემ biggrin.gif

პ.ს.
ისე რით არის ეს თემა ცუდი თავისთავად?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 24 2010, 04:32 PM

ციტატა
ისე რით არის ეს თემა ცუდი თავისთავად?

ავტორი ჰყავს სახელგატეხილი და მიტომ biggrin.gif
არაობიექტური (ამ სიტყვის ზოგადი მნიშვნელობით), ცალმხრივად მსჯელობის მოყვარე და ისტერიკიანი yes.gif
რომელიც თემას ხსნის არა იმიტომ, რომ აინტერესებს, არამედ იმიტომ რომ სისხლი უდუღს და ადრენალინი უნდა, ამისთვის თემა უნდა იყოს აქტიური, რაც შეიძლება ბლომა მოწინააღმდეგეებით და რომ მერე ერთმანეთს დასცხონ biggrin.gif

ეს ყველაფერი (რუსული) იმHო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 04:45 PM

ციტატა(ქევანა @ May 24 2010, 04:32 PM) *

თემას ხსნის არა იმიტომ, რომ აინტერესებს, არამედ იმიტომ რომ სისხლი უდუღს და ადრენალინი უნდა


მე კი მგონია, რომ, სისხლი და ადრენალინი, მეორეხარისხოვანია აქ.
ეს ყველაფერი, საერთო, დიდი გეგმის ნაწილი მგონია,
ლადარიას, კობახიძის, მინდიაშვილის, თუთბერიძის და მისთანათა ორგანიზატორობით.
დაახლოებით იგივე, რის განხორციელებასაც აპირებდნენ მაუწყებელში და რაც მხილებულ იქნა.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 05:07 PM

Believer

ციტატა
ანტონი პირველს კათალიკოზს იმიტომ აკრიტიკებენ დღემდე რომ ერთი პერიოდი პაპის პრიმატი აღიარა, და კათოლიციზმს უჭერდა მხარს...

პეტრე იბერზე იცი რა სირცხვილიც ჭამა საპატრიარქომ და წმ. სინოდმა ეხლახანს... ასე რომ მხოლოდ სხვებისკენ ნუ გავიშვერთ თითს...




ეხლა, ეს რა შუასია ხომ არ იცი იმასთან, რაც დაგიწერე? გეუბნები, ტავად კათოლიკეები ყოფდნენ თქო და მპასუხობ - პეტრე იბერიო. შეცდომებზე და ინკვიზიციებზე ნუ ვისაუბრებთ. ცოცხლად დამწვარი მილიონობით ადამიანი, ასეულობით საუკუნის სირცხვილია. მე მგონი ერთ დადგენილებასთან, რომლითაც არავინ დაშავებულა, არ მოვა, ხომ ასეა? მაგრამ პეტრე იბერი რა შუაშია მიანც არ ვიცი biggrin.gif






კანუდოსელი
ციტატა
ისე რით არის ეს თემა ცუდი თავისთავად?



არანიარად. ოღონდ თემას დაეწეროს, რისი დადასტურება სურს, შეკითხვის სახით არის და აინტერსებს ეს ფაქტი კათოლიკეების მიერ ზიარება მართლა მოხდა თუ უკვე დარწმუნბულია ამაში. თუ ასე მოხდა, ვისუბროთ რატომ მოხდა (თუ მმოხდა ცხადია) და აშ, მაგრამ აშკარად არეულია თემის ავტორი, ხან პეტრე იბერიო საპატრიარქოს სირცვხილიო. ნეჩეგო ნე პონიმაიუ biggrin.gif

საერთოდ, გუჯას ერთ თემაზე ბოლომდე მიყოლა უჭირს ხოლმე.

terra
ციტატა
ლადარიას, კობახიძის, მინდიაშვილის, თუთბერიძის და მისთანათა ორგანიზატორობით.



და რა მიზანს მიაღწია გუჯამ ამით? სხვათა შორის, მე ძალიან დამაინტერესა, მაგრამ რა?დადო ერთი საეჭვო ინფორაცია, სხვა არაფერი უტქვია. არ დაუცვია ტავის მიერ გახსნილი თემა ისტირიული ფაქტებით, ან რაიმე სხვა არგუმენტებით. უბრალოდ, დადო ერთი საეჭვო იფორმაცია. მასე დავით ამღმაშენებეზეც მახსოვს ფართოდ გავრცელებული ,,ისტორიული ფაქტი,, რომელიც სხვათა შორის მომდევნო საუკუნეში იყო შეთხზული მაჰმადიანების მიერ.

არა, პეტრე იბერი და საპატრაიქო რა შუაში იყო???? biggrin.gif biggrin.gif უყვარს ამ ოხერ გუჯუნას ლირიკული გადახვევები საპატრიარქოს მისამართით biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 24 2010, 05:16 PM

ციტატა
და რა მიზანს მიაღწია გუჯამ ამით?


ვერანაირს.

თუმცა, ზემოთხსენებული დიდი გეგმის მიზანი გასაგებია :
სასულიერო პირების და მრევლის დისკრედიტაცია (დისკრედიტაციაში ბევრი რამ იგულისხმება)


პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 24 2010, 10:26 PM

ეს არის შედარებით ობიექტურად მომზადებული სტატია ქეთევან დედოფლის შესახებ ისტ. მეც. დოქტორის თამარ აბულაძის მიერ. ნუ ამ სტატიაში არ არის გამახვილებული ყურადღება იმ საკამათო საკითხების შესახებ, რომლებიც ფორუმზე არის წამოწეული; არ არის გამორიცხული რომ დედოფალს მართლაც ჰქონოდა მჭიდრო ევქარისტული კავშირი კათოლიკე ბერებთან, რასაც მათი განსაკუთებული ზრუნვა მიანიშნებს მისი ნეშთის და პიროვნების მიმართ. პრინციპში, ქეთევანი წმნდანი იყო, იმ დროს როგორც კათოლიკებისთვის ასე ქართველი მართლმადიდებლებისთვის, რადგან მან მაგალითი მისცა ''წვრილ ერს'' (რანგით მდაბიოებს), იმისა რომ თვით დედოფალიც კი თავს სწირავდა რჯულის გამო, რაც პრინციპში ძალიან უცხო იყო კათოლიკებისთვის, რადგან მათ მუსლიმური ექსპანსია ისე არ შეხებიათ, როგორც ეს საქარველოს ეხებოდა (ერთი უნგრეთსა და ავსტრიას შეეხო თუმცა იქ არცერთი მეფე ან დედოფალი არ უწამებიათ ქრისტეს რჯულისათვის). ამდენად ამ თავგანწირავას იქ მყოფებსა და თვითმხილველებზე დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა.

მოკლედ იხ. ეს მონაკვეთი (ავტ. თ. აბულაძე):

1614 წლიდან დაწყებული 1617 წლის ჩათვლით, მან რამდენჯერმე ილაშქრა კახეთში. ამ ლაშქრობების დროს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა კახეთს. მან თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ასი ათასამდე ტყვე ირანში გადაასახლეს, გაჩანაგდა მეურნეობა. შაჰმა თეიმურაზისგან მძევლები მოითხოვა. მეფე იძულებული იყო ირანში თავისი შვილები – ალექსანდრე, ლევანი და დედა _ ქეთევანი გაეგზავნა. ისინი ჯერ განჯას იყვნენ, შემდეგ კი აშრაფს. 1620 წელს სამეფო ოჯახის წევრები შირაზში გადაიყვანეს.

თეიმურაზი თავგანწირვით ებრძოდა შაჰ-აბასს. იგი მოკავშირეებს ხან ოსმალეთში, ხან რუსეთში ეძებდა. ამით აღშფოთებულმა შაჰმა სასტიკად იძია შური ურჩი ვასალის ოჯახის წევრებზე – ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისა, რის შედეგადაც უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა, უფროსი კი ჭკუიდან შეიშალა.

დედოფალმა თერთმეტი წელი გაატარა სპარსეთში. ამ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს პორტუგალიელი ავგუსტინელი ბერი მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა სპარსეთის მისიონში. ორი წლის განმავლობაში იგი შირაზში ცხოვრობდა და თვითმხილველი იყო დედოფლის სასტიკი წამებისა. მისი სიტყვებით, სპარსეთში განთქმული იყო სათნო და ღვთისმოსავი დედოფლის სახელი. მას სტუმრობდნენ ქრისტიანი ბერები. ქეთევანი თავის თანმხლებ პირებთან ერთად მისიონერთა მონასტერში ხშირად დადიოდა წირვის მოსასმენად და სალოცავად.

შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს მოსთხოვა დედოფლის გამაჰმადიანება, რაზედაც ქეთევანისაგან სასტიკი უარი მიიღო. მან ასე უპასუხა შაჰის მსაჯულებს: “შაჰს შეუძლია ბევრი ჭრილობა მიაყენოს ჩემს სხეულს, ამით ჩემს სულს მხოლოდ სიკეთეს მოუტანსო”. მსაჯულები ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეს სთავაზობდნენ და ცდილობდნენ დაეყოლიებინათ დედოფალი მიეღო მაჰმადის რჯული, მაგრამ ამაოდ. ის საშინელი წამებით მოკლეს შირაზში 1624 წლის 22 სექტემბერს.

დედოფლის ნეშტის ნაწილები გოას ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან გაიტანეს. ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის მონასტერში, დაიკარგა 1723 წელს), ინდოეთში (გოა და გრასის მონასტერში), რომში (წმ. პეტრეს ტაძარში), ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).

წმინდანის ცხოვრება აღწერა თავის პოემაში მისმა პოლიტიკურად უიღბლო, მაგრამ უდრეკმა შვილმა თეიმურაზმა პოემაში “წამება ქათევან დედოფლისა”; მის შესახებ გვიამბობენ ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, ბერი ეგნატაშვილი, კათოლიკე მისიონერები: გრიგორიო ორსინი, პიეტრო დელა ვალე, კლოდ მალენგრი. გერმანელმა მწერალმა გრიფიუსმა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივ ცხოვრებას უძღვნა თავისი ტრაგედია “ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე”.

ქართულმა ეკლესიამ ქეთევანი წმინდანად შერაცხა. მის წამებას მიეძღვნა გრიგოლ დოდორქელის (ვახვახიშვილის) აგიოგრაფიული თხზულება “წამებაÁ ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისი”. ამ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე ანტონ კათალიკოსმა შექმნა ქეთევანის წამების მეტაფრასული რედაქცია, რომელიც შეტანილია მის “მარტირიკაში”; სვინაქსარული “წამება” სამი რედაქციითაა ცნობილი.





წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

ხელნაწერები: S-3269, Q-78, A-130, S-1272

1. თეიმურაზ I, “წამება ქათევან დედოფლისა”, თხზულებათა სრული კრებული, გამომცემლები: ა.ბარამიძე, გ. ჯაკობია, თბილისი, 1934.

2. რ. გულბეკიანი, “ნამდვილი ცნობები დედოფლის ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ”, თბილისი, 1987.

3. დიმიტრი ბაგრატიონი, “წამება ქათევან დედოფლისა ახლად თქმული”, სანკტ-პეტერბურგი, 1819.

4. გრიფიუსი, “ქათევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე”, თარგმანი ა. გელოვანისა, თბილისი, 1975.

5. კ. კეკელიძე, ქართველი ქალები შაჰ-აბას პირველის კარზე, თსუ შრომები, ტ. XXXIV.

6. გ. ჯამბურია, ირან-ოსმალეთის ახალი ომი და ქართლ-კახეთის სამეფოები/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბილისი, 1973, გვ. 243-254.

7. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II, თბილისი, 1981.

8. ზ. ავალიშვილი, თეიმურაზი და მისი პოემა “წამება ქათევან დედოფლისა”, პარიზი, 1938.

9. ა. ტაბაღუა, ახალი ცნობები ქეთევან დედოფლის წამების შესახებ, “მაცნე”, ისტ. სერია, 1974, №1.

მოამზადა თამარ აბულაძემ

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 10:34 PM

sable

ციტატა
არ არის გამორიცხული რომ დედოფალს მართლაც ჰქონოდა მჭიდრო ევქარისტული კავშირი კათოლიკე ბერებთან, რასაც მათი განსაკუთებული ზრუნვა მიანიშნებს მისი ნეშთის და პიროვნების მიმართ. პრინციპში ქეთევანი წმნდანი იყო, იმ დროს როგორც კათოლიკებისთვის ასე ქართველი მართლმადიდებლებისთვის,



მე რამდენადაც ვიცი, წამების ფაქტმა და რაც მთავარია ტავდადებამ დიდი რეაქცია გამოიწვია დასავლურ ქვეყნებში, რადგან იმ დროს ცოტა არ იყოს მორალური მხრივ სისუსტე იყო. წამების თვითმხილველი კათოლიკე ბერებიც იყვნენ, ნუ კათოლიკეა თუ მართლმადიებელი, ქრისტიანისთვის მგონი ტავადდება ერთნიარად ფასება, მით უფრო იმ დროს, როცა მორალი ცოტა უკანა პლანზეა გადასული ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ სულაც არ მიკვირს კათოლიკე ბერების მიერ ქეთეან დედოფალზე ზრუნვა. ამასთა, საბლე აღინიშნა კიდეც, რომ წმინდა ქეთევან დედოფალი, არ შეურაცხიათ წმინდანად კათოლიკეებს. ბერძნული (ანუ მართლმადიდებლური) რწმენის გამო.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 24 2010, 10:42 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 24 2010, 11:34 PM) *

sable
მე რამდენადაც ვიცი, წამების ფაქტმა და რაც მთავარია ტავდადებამ დიდი რეაქცია გამოიწვია დასავლურ ქვეყნებში, რადგან იმ დროს ცოტა არ იყოს მორალური მხრივ სისუსტე იყო. წამების თვითმხილველი კათოლიკე ბერებიც იყვნენ, ნუ კათოლიკეა თუ მართლმადიებელი, ქრისტიანისთვის მგონი ტავადდება ერთნიარად ფასება, მით უფრო იმ დროს, როცა მორალი ცოტა უკანა პლანზეა გადასული ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ სულაც არ მიკვირს კათოლიკე ბერების მიერ ქეთეან დედოფალზე ზრუნვა. ამასთა, საბლე აღინიშნა კიდეც, რომ წმინდა ქეთევან დედოფალი, არ შეურაცხიათ წმინდანად კათოლიკეებს. ბერძნული (ანუ მართლმადიდებლური) რწმენის გამო.


თავდადებამ გამოიწვია დიდი რეაქცია იქიდან გამომდინარე რომ მათ თავად იხილეს ის. რეაქცია ევროპაში იყო იმ ინფორმაციის შედეგი რაც მათ იქ ჩაიტანეს, სხვა შემთხვევაში ლუარსაბ II ქართლის მეფის წამება არანაკლები მნიშვნელობის იყო მაგრამ ის ყურადღების მიღმა დარჩა. რაც შეეხება წმინდანობას - იმ კათოლიკეებისთვის ვინც მისი წამება იხილეს ის გარკვეულწილად წმინდანი იყო მიუხედავად იმისა შერაცხეს თუ არა რომში.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 10:45 PM

sable

ციტატა
თავდადებამ გამოიწვია დიდი რეაქცია იქიდან გამომდინარე რომ მათ თავად იხილეს ის. რეაქცია ევროპაში იყო იმ ინფორმაციის შედეგი რაც მათ იქ ჩაიტანეს, სხვა შემთხვევაში ლუარსაბ II ქართლის მეფის წამება არანაკლები მნიშვნელობის იყო მაგრამ ის ყურადღების მიღმა დარჩა.



ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ მე როგორც მახსოვ საბლე, აქ იმანაც ითამაშა დიდი როლი, რომ ქეთეანი ქალი იყო. თორემ, ცხადია, როგორც ჩაიტან და ისე მიიღებენ.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 24 2010, 10:57 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 24 2010, 11:45 PM) *

sable
ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ მე როგორც მახსოვ საბლე, აქ იმანაც ითამაშა დიდი როლი, რომ ქეთეანი ქალი იყო. თორემ, ცხადია, როგორც ჩაიტან და ისე მიიღებენ.


ალბათ უფრო იმის გამო რომ დედოფალი იყო, რომ ეხილათ მეფის წამება ალბათ რეაქცია იგივე იქნებოდა. რაც შეეხება მისი გვამის გამოხსნას ამაში კათოლიკეების ღვაწლი უდაოა, ხოლო ის ფაქტი რომ ქართველებმა ვერ გამოიხსნეს ქეთევანის ნეშთი, ალბათ უფრო არა იმაშია საძიებელი, რომ თითქოსდა არავინ გააკარა ქართველები 'წმინდა ნაწილებს' (თუ არ გააკარა აბა ალავერდში როგორ მოხვდა მისი 'წმინდა ნაწილები'?!), არამედ იმაში, რომ ბევრი ამას არ შეეცადა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ან კიდევ ეს გააკეთეს კათოლიკების ხელით. როდესაც მოინდომეს გამოიხსნეს სვიმონ მეფის ნეშთი და ქეთევანის ნეშთის გამოხსნაც სურვილის, თავის გამოდება/გამჟღავნებისა და სახსრების გაღების შემთხვევაში სრულებით არ იყო წარმოუდგენელი.

პს. ხო კიდევ აქ წამოიჭრა ქეთევანის მოძღვრის საკითხი რომელიც თითქოს მუსლიმურ მრწამსზე მოექცა, რის მერეც დედოფალი კათოლიკე მისიონერებს დაუკავშრიდა. ჯერ ერთიც რომ დედოფალი ყველა შემთხვევაში დაუკავშირდებოდა მისიონერებს თუნდაც პოლიტიკური მოსაზრების გამო (კათოლიკური ქვეყნები განიხილებოდა პოტენციურ მოკავშირედ), ხოლო მეორეც ქართველი ბერის მუსლიმურ მრწამსზე მოქცევის შემთხვევაში არ გაჭირდებოდა სხვა ქართველი მოძღვარის მოძიება, თუნდაც საქართველოდან მივლინებულის. თუ კათოლიკური წყარო მართლაც აფიქსირებს ქართველი მოძღვრის მოქცევას ისლამზე, ის შესაძლოა ტედენციურიც იყოს და გადამოწმებას საწიროებს (ტენდენიურობას ბერზნული და ლათინური წესის დაპირისპირება წარმოადგენს, ანუ ხშირია ერთმანეთის კრიტიკა რწმენის სიმწირეში რისი მაგალითებიც ხშირია ისტ. მასალებში).

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 24 2010, 11:04 PM

sable

ციტატა
ქეთევანი თავის თანმხლებ პირებთან ერთად მისიონერთა მონასტერში ხშირად დადიოდა წირვის მოსასმენად და სალოცავად.

ეს სიმართლედ არ მიმაჩნია ამ სტატიაში. მართლმადიდებელი კათოლიკური წირვა-ლოცვის მონაწილე ვერ იქნება. თუ სწურად მესმის და მისიონერული მონასტერი კათოლიკური იყო.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 11:09 PM

ციტატა
ხოლო მეორეც ქართველი ბერის მუს



უი, იმედია გაგრძელება ექნება smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 24 2010, 11:15 PM

ციტატა(lingvo @ May 25 2010, 12:04 AM) *

sable

ეს სიმართლედ არ მიმაჩნია ამ სტატიაში. მართლმადიდებელი კათოლიკური წირვა-ლოცვის მონაწილე ვერ იქნება. თუ სწურად მესმის და მისიონერული მონასტერი კათოლიკური იყო.


ეგ მე არ მიმაჩნია ისტორიული ფაქტების დამახინჯებად, რადგან ქეთევანის კავშირი კათოლიკებთან უდავოა, უდავოა მისი ვაჟის განწყობაც კათოლიკობის მიღებით ჩაება ისინი აღმოსავლურ პოლიტიკურ ბატალიებში (რაც რათქმაუნდა უტოპია იყო, მაგრამ მას ამის სწამდა ამას ვერ ვუარყოფთ). ამდენად მათთან ლოცვაც მე არამგონია რომ საეჭვო იყოს მითუმეტეს რომ ამას რამოდენიმე ლათინური წყარო უნდა მიუთითებდეს, არანაირი საფუძველი იმისა ვიფიქროთ, რომ ისინი ფაქტებს ამახინჯებენ არ გვაქს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 24 2010, 11:17 PM

sable

ციტატა
რამოდენიმე ლათინური წყარო უნდა მიუთითებდეს,



რა წყაროები?

სულხან საბამ პოლიტიკური მიზნით სულაც მიიღო კათოლიკობა. შესაძლოა, რაღაც ამ შემთხვევაში იყო. ნუ, ქეთევან დედოფალს არ მიუღია კათოლიკობა არასოდეს, მაგრამ შეიძლება დადიდოდა კათოლიკურ ეკლესიაში. არ ვიცი ზუსტად.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 24 2010, 11:26 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 25 2010, 12:17 AM) *

sable
რა წყაროები?

სულხან საბამ პოლიტიკური მიზნით სულაც მიიღო კათოლიკობა. შესაძლოა, რაღაც ამ შემთხვევაში იყო. ნუ, ქეთევან დედოფალს არ მიუღია კათოლიკობა არასოდეს, მაგრამ შეიძლება დადიდოდა კათოლიკურ ეკლესიაში. არ ვიცი ზუსტად.


გრიგორიო ორსინი, პიეტრო დელა ვალე, კლოდ მალენგრი - ეს რაც ავტორს ააქვს მითითებული ლათინური მასალებზე ქეთევანის შესახებ. ის ზუსტად არ მიუთითებს თუ რომელი ავტორი წერს ამის შესახებ, მაგრამ ამათან რომელიღაც ნამდვილად არის შესაძლოა ყველას მოეპოვება ანალოგიური ინფორმაცია, მე ზუსტად არ ვიცი თუმცა ავტორის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება მაგრამ წყაროების შემოწმება მაინც საჭიროა თუ ამის ეჭვი არსებობს, მე პირადად ამ პასაჟში საეჭვოს ვერ ვხედავ ვერაფერს ვინც ხედავს, მას შეუძლია შეამოწმოს, ეს ადვილი უნდა იყოს იმირომ რომ ეს წყაროები ქართულად მგონი თარგმნილია (პიეტრო დელა ვალე დანამდილებით ვიცი, რომ თარგმნილია).


ეკლესია ალბათ არა უფრო საკრებულო იქნებოდა, რადგან შირაზში კათოლიკური ეკლესიის შესახებ არაფერი მსმენია; წყაროა სანახავი მოკლედ, რომ ვთქვათ.



პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 24 2010, 11:34 PM

ციტატა
ამდენად მათთან ლოცვაც მე არამგონია რომ საეჭვო იყოს მითუმეტეს რომ ამას რამოდენიმე ლათინური წყარო უნდა მიუთითებდეს, არანაირი საფუძველი იმისა ვიფიქროთ, რომ ისინი ფაქტებს ამახინჯებენ არ გვაქს.
მოიყვანე ეს წყაროები. ჩემთვის საეჭვო კი არა მიუღებელია.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 24 2010, 11:38 PM

ციტატა(lingvo @ May 25 2010, 12:34 AM) *

მოიყვანე ეს წყაროები.


მე დავასახელე წყაროები და ისიც აღვნიშნე, რომ ამ პასაჟის კორექტულობაში არ მეპარება ეჭვი მეთქი (საუბარია ქეთევანის კათოლიკების საკრებულო/ეკლესიაში ხშირი სტუმრონის და ლოცვის შესახებ), ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ ავტორი რამეს შეცდომით წერს (მიუხედავად იმისა, რომ სქოლიოს არ უთითებს) თავად გადაამოწმოს.

ციტატა(lingvo @ May 25 2010, 12:34 AM) *

ჩემთვის საეჭვო კი არა მიუღებელია.


ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ აზრი არ ექნება თავადაც რომ წაიკითხო smile.gif

პოსტის ავტორი: MONTY თარიღი: May 25 2010, 01:35 AM

sable

ციტატა
დედოფლის ნეშტის ნაწილები გოას ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან გაიტანეს. ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის მონასტერში, დაიკარგა 1723 წელს), ინდოეთში (გოა და გრასის მონასტერში), რომში (წმ. პეტრეს ტაძარში), ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).

დღეს რა ინფორმაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით? რომში, ბელგიაში და ინდოეთში ისევ ინახება?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 25 2010, 11:32 AM

sable

ციტატა
(თუ არ გააკარა აბა ალავერდში როგორ მოხვდა მისი 'წმინდა ნაწილები'?!),

როგორ მოხვდა და კათოლიკე ბერებმა ჩაუტანეს ქეთევანის შვილს yes.gif

აი ასე მოხვდა ალავერდში, საიდანაც მერე დაიკარგა...

პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება შეხვედროდა კათოლიკე მისიონერებს, მაგრამ ევქარისტიული კავშირი მეეჭვება smile.gif კიარა, გამორიცხულია. რა გინდათ რომ მითხრათ, ქეთევანი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე სამაგალითო მართლმადიდებელი იყო და უცებ, შირაზში ყოფნის დროს შეხვდა კათოლიკეებს, ერთი ორი გაესაუბრა და ჰოპლა, მიხვდა რომ კათოლიკობაა ჭეშმარიტი? (რუსულ კათოლიკურ ფორუმებზე ძირითადად ამას წერენ, რომ კათოლიკედ აღესრულაო) biggrin.gif და ის განსხვავებები რაც კათოლიკეებსა და მართმადიდებლებს შორის არის, უცებ ერთი ხელის მოსმით მოგვარდა და გაქრა? laugh.gif

ხო, და მათთვის ვისაც გონია რომ კათოლიკეჭამია ვარ: თუმცა ვწერ, რომ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის არის სხვაობა, მაინც არანაირი ანტიკათოლიკური განწყობა არ მაქვს მათდამი smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 25 2010, 12:29 PM

ციტატა(ქევანა @ May 25 2010, 12:32 PM) *

sable

როგორ მოხვდა და კათოლიკე ბერებმა ჩაუტანეს ქეთევანის შვილს yes.gif

აი ასე მოხვდა ალავერდში, საიდანაც მერე დაიკარგა...


მაგას მნიშვნელობა არა აქვს როდის და ვინ, ფაქტია ქართველების ხელში გადავიდა ის ნაწილები.

ციტატა(ქევანა @ May 25 2010, 12:32 PM) *

პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება შეხვედროდა კათოლიკე მისიონერებს, მაგრამ ევქარისტიული კავშირი მეეჭვება smile.gif კიარა, გამორიცხულია. რა გინდათ რომ მითხრათ, ქეთევანი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე სამაგალითო მართლმადიდებელი იყო და უცებ, შირაზში ყოფნის დროს შეხვდა კათოლიკეებს, ერთი ორი გაესაუბრა და ჰოპლა, მიხვდა რომ კათოლიკობაა ჭეშმარიტი? (რუსულ კათოლიკურ ფორუმებზე ძირითადად ამას წერენ, რომ კათოლიკედ აღესრულაო) biggrin.gif და ის განსხვავებები რაც კათოლიკეებსა და მართმადიდებლებს შორის არის, უცებ ერთი ხელის მოსმით მოგვარდა და გაქრა? laugh.gif


smile.gif იმ დროს საქართველოში ეგ განსხვავება ნაკლებად ადარდებდათ, განსხვავება ძირითადად წესში იყო და არა დოგმებში და ა.შ. და საერთოდ დაპირისპირება და შეუთანხმებლობა ძირითადად იყო ბერძნებსა და ლათინებს შორის ქართველები მაგ დროს თეოლოგიაში ნაკლებად იყვნენ ჩახედულნი, ასე რომ ქეთევანი მათთან ურთიერთობის დამყარებისას ნაკლებად იხელმძღვანელებდა რაიმე კანონიკით, არამედ უფრო პიროვნული და პოლიტიკური თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეგ არის წყაროში დაფიქსირებული და ის მასალა საეჭვოდ არ განიხილება მით უმეტეს რომ თვითმხილველების დაწერილია (ახლა ზუსტად ჰქონდა თუ არა ზიარებას ადგილი არ ვიცი მაგრამ კავშირი ფაქტია იყო, რა სახის კავშირი ჰქონდათ მაგაზე ზუსტად წარმოდგენა არ მაქვს იმ სტატიაში წერია ეკლესიაში სტუმრობა და ლოცვაო მეტს ვერაფერს დავამატებ).

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)