თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ მედიტაცია

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 5 2011, 10:51 PM

რა არის მედიტაცია?

http://www.radikal.ru


მედიტაცია ეს თვალია ჭეშმარიტების მჭვრეტი, გულია ჭეშმარიტების შემგრძნებელი და სული ჭეშმარიტების შემმეცნებელი.

მედიტაციის წყალობით სული მთლიანად აცნობიერებს საკუთარ ევოლუციას თავის მარადიულ მოგზაურობაში. მედიტაციის წყალობით ჩვენ ვხედავთ თუ როგორ გარდაიქმნება ფორმის მქონე უფორმოში, სრული -უსასრულოში და თვალს ვადევნებთ იმას, თუ როგორ იძენს უფორმო ფორმას და უსასრულო ხდება სასრული.

მედიტაცია მეტყველებს. ის მეტყველებს მდუმარებაში. ის გვიხსნის. ის მისწრაფებულს უხსნის იმას, რომ მატერია და სამშვინველი, რაოდენობა და თვისობრიობა, იმანენტური და ტრანსცენდენტალური ერთიანია. მედიტაცია ხსნის, რომ ცხოვრება არ შეიძლება იყოს უბრალოდ არსებობა, სამოცდაათი ან ოთხმოცი წლის განმავლობაში, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის; სიცოცხლე ეს თვით მარადიულობაა. ჩვენი დაბადება, ისე როგორც ჩვენი გარდაცვალება - მნიშვნელოვანი მოვლენაა ღმერთის არსებობაში. დაბადების შემდეგ ცხოვრება მიედინება სხეულში. გარდაცვალების შემდეგ კი - სამშვინელში.

* * *

მედიტაცია ნიშნავს საკუთარი თავის შეგნებულ გაფართოებას. მედიტაცია ნიშნავს საკუთარი ჭეშმარიტი “მე”-ს შეცნობას, ან გახსნას. სახელდობრ მედიტაციის წყალობით ვლახავთ შეზღუდვების, ნაკლულობის, დამოკიდებულების ტვირთს.

მედიტაცია - ესაა დინამიზმი ცნობიერების შიდა პლანებზე. რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ვმედიატირებთ? ვიძირებით ჩვენი არსებობის უფრო ღრმა ნაწილში; ამ დროს წინა პლანზე შეგვიძლია გამოვიტანოთ ის სიმდიდრე, რომელიც სადღაც ღრმადაა ჩაბუდებული. მედიტაცია გვაჩვენებს, თუ როგორ მივისწრაფოთ რაღაცისაკენ და როგორ მივაღწიოთ მას. თუ ყოველდღიურად აკეთებთ მედიტაციას, მაშინ ღრმად იყავით დარწმუნებულნი, რომ თქვენი შიდა და გარე ცხოვრებისეული პრობლემები გადაჭრილი გექნებათ.

სულიერი გული - ეს მარადიული და ყოვლის მომცველი სიყვარულის ცენტრია. ღრმად გულში იმყოფება სული, ჩვენი შიდა ღვთაებრიობა. სულიერ გულში მედიტაცია მაქსიმალური თვითგახსნის ყველაზე უსაფრთხო გზაა, ასეთი მედიტაციის დროს, ჩვენ მთელ ყურადღებას მოვიკრებთ გულზე, გონების დამშვიდებით და ვიძირებით შიგ სიმშვიდის, ნეტარებისა და უფრო და უფრო ღრმა დონეებზე ან ჩვენ შეგვიძლია მოვიხმოთ საშველად წარმოსახვა და წარმოვიდგინოთ, როგორ იფურჩქნება ჩვენს გულში ყვავილი. ჩვენ შევიგრძნობთ იმას, რომ როდესაც იფურჩქნება ყვავილის ფურცლები, მთელი ჩვენი არსება იწყებს ჩვენი შიდა ღვთაებრიობის ნათების გამოსხივებას; ჩვენ შეგვიძლია ჩავიძიროთ ჩვენი გულიდან ამომავალ ნაკადში და მივცეთ მას ნება ჩაიღვაროს ჩვენს შიგნით, და უშორესი უსაზღვროებისაკენ წარიტაცოს ჩვენი ცნობიერება. გულზე ყველაზე ღრმა მედიტაციის დროს ჩვენ გავდივართ აზროვნების საზღვრებს მიღმა და შთანთქმულები ვართ მდუმარე ურთიერთობით ჩვენს ღვთაებრივ არსებასთან, მედიტაციას მივყავართ ჩვენს უზენაეს “მე”- სთან შეგნებულ გაიგივებამდე.

მედიტაცია ზღვის ფსკერზე დაშვების მსგავსია, სადაც სიმშვიდე და სიწყნარეა; ზედაპირზე შეიძლება უამრავი ტალღა იყოს, მაგრამ ისინი ზღვაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ. ზღვის ფსკერზე - თვით მდუმარებაა. როდესაც ვიწყებთ მედიტირებას, ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ მივაღწიოთ საკუთარი თავის შიდა არსს, ანუ ზღვის ფსკერს. თუ გარე სამყაროდან ტალღები მოიყრიან თავს, ისინი ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. შიში, ეჭვი, შეშფოთება და ყველა მიწიერი ალიაქოთი უბრალოდ ამოირეცხება, რადგან ჩვენში ურყევი სიმშვიდეა. აზრები ჩვენ არ გვეხებიან, იმიტომ, რომ ჩვენი გონება - თვით სიმშვიდე, სიწყნარე, ერთიანობაა. აზრები, როგორც თევზები ზღვაში, ამოხტებიან და მიცურავენ, მაგრამ კვალს არ ტოვებენ. უზენაეს მედიტაციაში ყოფნისას ჩვენს თავს ზღვად ვგრძნობთ და ზღვის ბინადარნი ვერ გვაწუხებენ. თავს ცად ვგრძნობთ და ყველა ფრინველი ირგვლივ მფრინავი ვერ გვაწუხებს; ჩვენი გონება იქცევა ცად, გული კი უსაზღვრო ზღვად. აი რა არის მედიტაცია. როდესაც მედიტაციაში გვინდა მაღლა ავიდეთ, ჩვენი მისწრაფება ადის, უშიშრად ადის უმაღლესისკენ. ჩვენს აღმავლობას ზღვარი არ აქვს, რადგან ჩვენ უსასრულობაში ვმოგზაურობთ. ჩვენ ავდივართ მუდამ საკუთარი თავის გადამლახავ ზეზღვრულში. მანძილის თვალსაზრისით - მოძრაობა ზემოთ და მოძრაობა სიღრმისკენ, ეს არის უსასრულო მოგზაურობა ერთი მიზნისკენ: უზენაესისკენ. მაგრამ გონების დახმარებით ჩვენ მაღლა ვერ ავალთ. გონებას უნდა დავსძლიოთ, გავიდეთ მის ფარგლებს გარეთ, და კიდევ ერთხელ შევიდეთ სულიერი გულის სამეფოში. სულიერი გულის არე უსასრულოდ მაღლა მდებარეობს და უფრო ფართოა, ვიდრე უმაღლესი გონების არე. გონების მიღმა, გონებაზე უფრო შორს იმყოფება სულიერი გულის სამფლობელო. გული უსაზღვროა ყველა მიმართულებით, ამიტომაც შიგ გულში მდებარეობს უმაღლესი სიმაღლეც და უღრმესი სიღრმეც.

რაც უფრო შეგვიძლია ჩვენ ზევით ასვლა, მით უფრო შეგვიძლია ღრმად ჩაძირვა და პირიქით, რაც უფრო ღრმად შეგვიძლია ჩაძირვა, მით უფრო შეგვიძლია მაღლა ასვლა. ეს ხდება ერთდროულად. თუ ჩვენ შევძლებთ ინტენსიურ მედიტირებას, უთუოდ შევიგრძნობთ, რომ ერთდროულად კიდევაც ავდივართ ძალიან მაღლა და კიდევაც ვეშვებით ძალიან ღრმად. სიმაღლეცა და სიღრმეც თანმხლებია ერთმანეთისა, მაგრამ ისინი მიეკუთვნებიან ორ სხვადსხვა განზომილებას. მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია ძალიან მაღლა ასვლა მედიტაციაში, მაშინ მას ასევე აქვს უნარი ძალიან ღრმად ჩაშვებისა.

სანამ ჩვენ ვერ შევიცნობთ უზენაესს, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიმაღლე და სიღრმე სხვადასხვა რამაა. ზევითკენ ასვლისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიმაღლეს და შიდა სიღრმეში უფრო ღრმად დაშვებისას, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიღრმეს. მაგრამ სიმაღლე და სიღრმე ეს ყოველივე, მენტალურ ცნობიერებაში არსებული კატეგორიებია, გონების ბარიერის გადალახვით, უნივერსალურ ცნობიერებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი არის ერთიანი და განუყოფელი არის ერთიანი და განუყოფელი. ამ დროს ჩვენში მღერის და ცეკვავს მხოლოდ რეალობა და ჩვენც ვიქცევით რეალობად. მას არა აქვს არც სიმაღლე, არც სიღრმე და არც სიგრძე - ხანგრძლივობა. ეს არის რაღაც მთლიანი. ამავდროულად, ის თავის საკუთარ საზღვრებს მუდამ სცილდება.

მედიტაციაში მუდმივი მისწრაფების ალი ანთია. ჩვენი მოგზაურობა მარადიულია. ჩვენი პროგრესი და ჩვენი რეალიზაცია ასევე მუდმივი და უსასრულოა იმიტომ, რომ საქმე გვაქვს უსასრულობასთან, მარადიულობასა და უკვდავებასთან.

მედიტაცია ეს არის ადამიანის წყურვილი უსასრულო რეალობაზე, მარადიულ რეალობაზე და აბსოლუტურ რეალობაზე. მედიტაციის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მიაღწიო ღმერთთან შეგნებულ და მუდმივ ერთიანობას. მედიტაციის უმაღლესი საიდუმლოა - შეიგრძნო, რომ ღმერთი მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის, და ბოლოს შევიცნოთ ღმერთი თვით მისი გულისათვის, გავხსნათ იგი და ასრულება მოვუტანოთ მას.

მედიტაცია - საკუთარი თავის გადალახვაა. საკუთარი თავის გადალახვა - ეს ზეზღვრულის გზავნილია. ეს ზეზღვრულის გზავნილი - არის ღმერთი, როგორც მარად განვითარებადი სული, და ღმერთი, როგორც მარად ასრულების მომტანი მიზანი.

მედიტაცია ამბობს მხოლოდ ერთს: ღმერთი არის.

მედიტაცია გვიხსნის მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას: თქვენ იხილავთ ღმერთს.

http://www.radikal.ru


მედიტაცია - მდუმარებაა ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი. მდუმარება - მჭერმეტყველი გამოთქმაა გამოუთქმელისა.

პირველ რიგში რას ველით ჩვენ მედიტაციისაგან? სიმშვიდეს. სიმშვიდეს და არაფერს სხვას.

სიმშვიდე დასაწყისია სიყვარულისა. სიმშვიდე ჭეშმარიტების დასრულებაა. სიმშვიდე წყაროსთან დაბრუნებაა.

მედიტაცია ფრინველის ფრთების მსგავსად ყოველთვის ფართოვდება სიმშვიდეში, სინათლესა და აღტაცებაში.

მხოლოდ მედიტაციას შეუძლია დაბადება მისცეს სრულყოფილებას. მედიტაციას მივყავართ ჩვენი გრძნობების იმედგაცრუების მიღმა, გონივრული გონების შეზღუდულობის მიღმა. ბოლოს, მედიტაციას შეუძლია დაგვასაჩუქროს სრულყოფილების სუნთქვით.

მედიტაცია ჩვენ გვეხმარება წუთიდან წუთამდე ვიცხოვროთ. სხვა მხრივ, წუთებს შორის არესბობს მარადიული ახლა. არცერთი წუთი არ შეიძლება განვაცალკევოთ მარადიულობისაგან. აი, ეს წუთი, და აქ ყველგან ირგვლივ მარადიულობაა. მარადიულობა მოიცავს აწმყოს, წარსულს და მომავალს.

მარადიულობის შიგნით წუთია და პირიქით წუთში იმყოფება მარადიულობა. ეს ოკეანის მსგავსია. ოკეანეში უთვალავი პაწაწინა წვეთის რაოდენობაა. მეორე მხრივ, ყოველი პაწაწინა წვეთი თავის თავში ინახავს უდიდესი ოკეანის არსს. ჩვენ ვიღებთ წვეთს და უცებ ვიძენთ უკიდეგანო ოკეანის შეგრძნებას იმიტომ, რომ წვეთი შეიცავს უდიდეს ოკეანეს. ამიტომ არცერთი წუთი არ შეიძლება გამოყო მარადიულობისა და უსასრულობისაგან. მედიტაცია - ეს ერთადერთი გზაა სასრულის და უსასრულობის ერთიანობის შეგრძნებისა.

გვიბიძგებს თუ არა მედიტაცია რეალობიდან წასვლისაკენ? არა! პირიქით მედიტაცია ჩვენ შთაგვაგონებს მივიღოთ ღმერთის ქმნილება, როგორც უთუო რეალობა, რომელიც კიდევ გარდაქმნისა და სრულყოფილების მოლოდინშია. ჩვენ შევძლებთ გავხდეთ უსასრულო ჭეშმარიტებისა და უსასრულო სინათლის ნამდვილ სათავსოდ მხოლოდ მაშინ, როდესაც გარდაიქმნება მიწიერი ცნობიერება და გარდაიქმნება სხეულის ცნობიერება. ის ვინც მედიტირებს, ვალდებულია კაცობრიობაში მოქმედებდეს, როგორც ღვთაებრივი გმირი. კაცობრიობა ღმერთის განუყრელი ნაწილია. როგორ ვაპირებთ მივაღწიოთ ღვთაებრივობას კაცობრიობისაგან გამიჯვნით? უნდა მივიღოთ სამყარო ისეთად, როგორიც ის ახლა არის. როგორ შეიძლება რაიმე გარდაქმნა, თუ შენ მას არ ღებულობ? თუ მეთუნე არ აიღებს ხელში თიხას როგორ გამოძერწავს ქოთანს? სამყარო ჩვენს ირგვლივ სრულყოფილია, მაგრამ ჩვენც ხომ არასრულყოფილები ვართ. სრულყოფილი სრულყოფილება ჯერ არ შობილა ქვეყანაზე. უნდა გვესმოდეს ის, რომ სრულყოფილებისაგან კაცობრიობა ჯერ შორსაა, ძალიან შორს. მაგრამ ჩვენც ხომ ამ კაცობრიობის ნაწილი ვართ. როგორ ვაპირებთ ჩვენს და-ძმებზე უარის თქმას, როდესაც სინამდვილეში ისინი ჩვენი სხეულის ნაწილებია? მე არ შემიძლია მოვიგლიჯო ჩემი ხელი, ეს შეუძლებელია. და ამნაირად, როდესაც ჩვენ გასულიერებულად, ერთგულად ვმედიტირებთ, ჩვენ უნდა მივიღოთ კაცობრიობა ისე, როგორც ჩვენი პირადი, მთლიანად განუყოფელი და ღვიძლი ნაწილი. ჩვენ უნდა ავიყვანოთ კაცობრიობა თავისთან. თუ შეგვიძლია შთავაგონოთ სხვები, თუ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ, მაშინ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვემსახუროთ ღვთაებრივობას მათში, ვინც ჩვენ მოგვყვება.

ასე რომ, ჩვენ არ უნდა წავიდეთ ჰიმალაის გამოქვაბულებში. უნდა მივიღოთ მსოფლიო აქვე და ახლავე. უნდა გარდავქმნათ მსოფლიოს იერი, ჩვენი ერთგულების ძალაზე დაყრდნობით. მედიტაცია - სინამდვილისაგან გაქცევა არ არის. მედიტაცია - ეს არის სიცოცხლის მიღება მთელი თავისი სისავსით, მისი გარდაქმნის განზრახვით, იმისათვის რომ ღვთაებრივმა ჭეშმარიტებამ მოიპოვოს აქ ადედამიწაზე უმაღლესი გამოვლინება.

როდესაც ის კონცერტრირდება,
ყველაფერს აქვს მნიშვნელობა:
როდესაც ის მედიტირებს,
არაფერს აქვს მნიშვნელობა
როდესაც ის ჭვრეტს
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ღმერთს.


თუ ვგრძნობთ, რომ კმაყოფილნი ვართ იმით, რასაც ვფლობთ, და იმით, რანიც ვართ, მაშინ ჩვენში არაა მედიტაციის სფეროში შესვლის აუცილებლობა. ჩვენ მივმართავთ მედიტაციას იმიტომ, რომ განვიცდით შინაგან შიმშილს. ვგრძნობთ ჩვენში რაღაც ნათელს, უსაზღვროს, ღვთაებრივს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ამ წამს არ გვაქვს მასთან მისასვლელი გზა. ასე რომ ჩვენი შიმშილი გამოწვეულია სულიერი მოთხოვნილებით.

მედიტაცია არ ნიშნავს უბრალოდ ხუთი-ათი წუთით სიჩუმეში ჯდომას, მედიტაცია ითხოვს შესაბამის ძალისხმევას. გონება უნდა დააწყნარო და უნდა გააჩუმო, მაგრამ ამავდროულად ის ფხიზელი უნდა იყოს და არ უნდა შემოუშვას არანაირი განყენებული აზრები ან სურვილები. როდესაც ჩვენ გავაჩუმებთ და დავაწყნარებთ გონებას, ვიგრძნობთ იმას, თუ როგორ წარმოიშვება ჩვენში ახალი ქმნილება. როდესაც გონება არაფრითაა დაკავებული და მშვიდადაა, მთელი ჩვენი არსება ცარიელ ჭურჭლად იქცევა. ჩვენ შინაგან არსებას შეუძლია მოუხმოს უსაზღვრო სიმშვიდეს, სინათლესა და ნეტარებას ამ ჭურჭელში შესასვლელად და მის შესავსებად. აი ეს არის მედიტაცია.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ეს ჩვენ ვცდილობთ მედიტირებას, მედიტაცია რთული გვეჩვენება. მაგრამ ნამდვილი მედიტაცია ჩვენ მიერ არ სრულდება. მას ასრულებს ჩვენი შინაგანი მესაჭე, უზენაესი, რომელიც გამუდმებით მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით. ჩვენ მხოლოდ ჭურჭელი ვართ. და ჩვენ ვაძლევთ მას უფლებას განგვმსჭვალოს მთელი თავისი ცნობიერებით. ჩვენ ვიწყებთ პირადი ძალისხმევით, მაგრამ საკმარისია ჩავღრმავდეთ - ვხედავთ იმას, რომ ეს არაა ჩვენი ძალისხმევა რაც გვაძლევს ნებას შევიდეთ მედიტაციაში. სწორედ რომ უზენაესი მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით, ჩვენი შეგნებული ნებართვით და თანხმობით.

http://www.radikal.ru


მედიტაციის პრაქტიკა უნდა იყოს სპონტანური, გასულიერებული და სწორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელი ეჭვი დაახშობს გონებას, გულში კი შემოიპარება სრული იმედგაცრუება. და, შესაძლოა, თქვენ აღმოაჩინოთ მთელი თქვენი არსება შემწყვდეული პირდაღებული უფსრკულის სიღრმეებში.

მედიტაციისთვის საჭიროა შთაგონება. შთაგონებაში მოგიყვანთ წმინდა წერილები. იმისათვის რომ შეიძინო სასულიერო წიგნი საჭიროა ათი წამი. იმისათვის რომ წაიკითხო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე საათი და იმისათვის, რომ გაიაზრო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე წელიწადი. ხოლო იმისათვის, რომ იცხოვრო ჭეშმარიტებით საჭიროა არა მარტო მთელი სიცოცხლე, არამედ რამოდენიმე ინკარნაციაც კი.

მედიტაციისთვის საჭიროა მისწრაფება. სულიერი მასწავლებლის ფიზიკურ ან სულიერ დასწრებას, შეუძლია გააღვიძოს თქვენი მიძინებული მისწრაფება; მას ადვილად შეუძლია ამის გაკეთება და ხალისით გააკეთებს ამას თქვენთვის.

მისწრაფება - აი რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მიაღწიოთ მოგზაურობის მიზანს. თქვენ არ გჭირდებათ შეწუხება თქვენს რეალიზაციაზე. ამაზე იზრუნებს თქვენი მისწრაფება.

თუ თქვენი მასწავლებელი რეალიზებული სულია, მისი მდუმარე, დაჟინებული მზერა გასწავლით მედიტირებას. მასწავლებელმა არ უნდა აგიხსნათ თქვენ, როგორ უნდა მედიტირებდეთ გარეგანი საშუალებების დახმარებით. არ უნდა გაძლევდეთ თქვენ მედიტაციის გარკვეულ ტექნიკას. ის უბრალოდ იმედიტირებს თქვენზე და შინაგანად გასწავლით მედიტირებას. თქვენი სული შევა მის სულში და დაიწყებს მისგან სწავლას. ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში.

როდესაც რეალიზებული სულიერი მასწავლებელი შედის თავის უმაღლეს ცნობიერებაში, ის აღწევს მასში მყოფ ღვთაებრივობასთან ერთიანობას. მასში მყოფი ადამიანური ინდივიდუალურობა მთლიანად ერთვის უზენაესს. ამ მომენტში მასწავლებლის ცნობიერება წარმოადგენს პირდაპირ არხს სინათლისაკენ, რომლის აღმოჩენას ცდილობს მომედიტირე ადამიანი თავის გულში. მასწავლებლის ცნობიერება ხსნის და სთავაზობს იმას, რასაც მაძიებელი ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი თავის შინაგან სიღრმეებში. მასწავლებლის უმაღლეს მედიტაციასთან გაიგივება ნიშნავს მიიღო იმ ცნობიერების პირდაპირი განცდა, რომელიც წარმოადგენს ადამიანის შინაგანი ძიების მიზანს. ეს მედიტაცია არა ადამიანის პიროვნებაზეა, არამედ ღვთაებრივ ცნობიერებაზეა მიმართული, რომელიც იყენებს ადამიანს, როგორც თავისი გამოვლენის ინსტრუმენტს.

http://www.radikal.ru


გული - სულის ადგილსამყოფელია, გულში იმყოფება წყარო და რეალობა.

იმის მსგავსად, თუ როგორ ახდენთ კონცენტრირებას რომელიმე საგანზე - პორტრეტზე, ყვავილზე ან ალზე - თქვენ შეგიძლიათ გულზეც კონცენტრირება.

წარმოდგენაც კი შეუძლებელია, თუ რა შეუძლია ქნას კონცენტრაციამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონცენტრაცია - ესაა მიზნის მიღწევის ყველაზე საიმედო ხერხი. კონცენტრაცია ისარივით შედის მიზანში.

კონცენტრაცია - ისარია.
მედიტაცია - მშვილდია.



კონცენტრაციისას თქვენ ახდენთ მთელი ენერგიის ფოკუსირებას არჩეულ მოვლენაზე, იმისათვის რომ ამოხსნათ მისი საიდუმლოებანი. მედიტირებისას თქვენ ადიხართ უფრო მაღალ ცნობიერებაში.

კონცენტრაცია ცდილობს ობიექტში შეღწევას, რომლისკენაც ის არის მიმართული. მედიტაცია ცდილობს იცხოვროს მდუმარების უსაზღვრო სივრცეში.

კონცენტრაციისას თქვენ ცდილობთ არჩეული ობიექტის ცნობიერების შემოტანას უშუალოდ თქვენი შეცნობის სფეროში. მედიტირებისას თქვენ ადიხართ საკუთარი შეზღუდული ცნობიერებიდან უფრო მაღალ და უფრო ვრცელ არეში.

თუ თქვენ გსურთ დახვეწოთ საკუთარი შესაძლებლობანი – აკეთეთ კონცენტრირება და თუ გსურთ დაკარგოთ საკუთარი თავი - იმედიტირეთ.

კონცენტრაციის დანიშნულება გზის გაწმენდაა, როდესაც მედიტაციას სურს წავიდეს ან უფრო ღრმად, ან მაღლა ზევით.

კონცენტრაციას სურს დაეუფლოს ცოდნას, რომელზეც ისაა დამიზნებული, მედიტაციას სურს გაიგივდეს ცოდნასთან, რომელსაც ის ეძებს.

* * *

კონცენტრაცია ნიშნავს შინაგან მზადყოფნას და სიფხიზლეს. ყველგან ჩვენს ირგვლივ და ჩვენს შიგნით არიან ქურდები. შიში, ეჭვი, ღელვა და წუხილი - ეს შინაგანი ქურდებია, რომლებიც ცდილობენ მოიპარონ ჩვენგან შინაგანი წონასწორობა და გონების სიმშვიდე. როდესაც ჩვენ ვისწავლით კონცენტრირებას, ამ მტრულ ძალებს გაუჭირდებათ ჩვენში შეღწევა. თუ ჩვენ გონებაში ეჭვები შეაღწევენ, კონცენტრაციის ძალა მათ ნაკუწებად აქცევს. თუ ჩვენ გონებაში შეაღწევს შიში, კონცენტრაციის ძალა მას შორს განდევნის. ახლა ჩვენ ბნელი, გაუსხივოსნებელი, დამანგრეველი აზრების მსხვერპლნი ვართ, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ჩვენი კონცენტრაციის ძალის გამო, მღელვარე აზრებს პირიქით ჩვენი შიში ექნებათ.

კონცენტრაცია - ეს არის გონების დინამიური ნება, რომელიც მოქმედებს ჩვენში, რათა ჩვენ ვღებულობდეთ სინათლეს და უარვყოფდეთ სიბნელეს. ის მსგავსია ჩვენში ღვთაებრივი მეომრისა. შეუძლებელია წარმოდგენაც კი, თუ რა შეუძლია გააკეთოს კონცენტრაციამ ჩვენი მისწრაფების ცხოვრებაში. მას შეუძლია იოლად გამოჰყოს ზეცა ჯოჯოხეთისაგან, რათა ჩვენ შეგვეძლოს ვიცხოვროთ მუდმივ ზეციურ აღტაცებაში, და არა მუდმივ შფოთვებში, შიშებსა და ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებაში სანამ აქ დედამიწაზე ვიმყოფებით.

კონცენტრაციისას ჩვენ ვემსგავსებით რაიმეში შემავალ ტყვიას ან მაგნიტს, რომელიც თავისკენ იზიდავს კონცენტრაციის ობიექტს. ამავდროულად ჩვენ არ ვაძლევთ არანაირ აზრს ჩვენს გონებაში შეღწევის უფლებას, იყონ ისინი თუნდ ღვთაებრივნი ან არაღვთიურნი, მიწიერნი ან ზეციურნი, კარგნი ან ცუდნი. კონცენტრაციის დროს გონება უნდა იყოს ფოკუსირებული კონკრეტულ ობიექტზე ან საგანზე. თუ ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ ყვავილის ფურცელზე, მაშინ ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ ჩვენსა და ამ ფურცლის გარდა ამ სამყაროში მეტი არაფერი არსებობს. ჩვენ არ ვიყურებით არც წინ, არც უკან, არც ზემოთ, არც შიგნით; ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ შევაღწიოთ ამ ობიექტში კონცენტრაციის დახმარებით, შეკრებილს ერთ წერტილში. მაგრამ ეს არაა საგნის შიგნით ჩახედვის ან ობიექტში შეღწევის აგრესიული ხერხი. სავსებით არა! ეს კონცენტრაცია გამომდინარეობს უშუალოდ დაუოკებელი სულის ნების ან ნებისყოფისაგან.

* * *

მე ძალიან ხშირად მესმის მისწრაფებულნი როგორ ამბობენ, რომ არ შეუძლიათ კონცენტრირება ხუთ წუთზე მეტი. ხუთი წუთის შემდეგ მათ ეწყებათ თავის ტკივილი ან მხურვალების შეგრძნება აქვთ თავში. რატომ? ეს ხდება იმიტომ, რომ მათი კონცენტრაციის ძალა გამომდინარეობს ინტელექტუალური, ანუ, შეიძლება ვთქვათ, დისციპლინირებული გონებისაგან. გონებამ იცის, რომ არ უნდა იხეტიალოს, ამისათვის მას ცოდნა ჰყოფნის, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ გონებას, ნათელი გზით, მაშინ მასში უნდა შევიდეს სულის სინათლე. როდესაც სულის სინათლე შედის გონებაში, საათობით რაიმეზე კონცენტრირება ადვილი ხდება. ამ დროს არ არიან არც აზრები, არც ეჭვები, არც შიშები. თუ გონება სავსეა სულის სინათლით, მასში ვერანაირი ნეგატიური ძალები ვერ შეაღწევენ.

ამგვარად, კონცენტრირების დროს ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ სულის სინათლე გამოდის გულიდან და მესამე თვალის გასწვრივ მიედინება. შემდეგ ჩვენ ამ სინათლით კონცენტრაციის ობიექტში შევდივართ და მასთან გაიგივებას ვახდენთ. ჩვენი კონცენტრაციის ბოლო ეტაპია ის, რომ აღმოვაჩინოთ ფარული საბოლოო ჭეშმარიტება კონცენტრაციის ობიექტში.

http://www.radikal.ru


კონცენტრირებისას ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას ვახდენთ ერთ კონკრეტულ საგანზე. მაგრამ მედიტირებისას ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩვენში არის შესაძლებლობა ერთდროულად დავინახოთ, ვაკეთოთ და ავითვისოთ ბევრი რამ. მედიტირებისას ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი თავი ფრინველის მიერ ფრთების გაშლის მსგავსად. ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი სასრული ცნობიერება და შევიდეთ უნივერსალურ ცნობიერებაში, სადაც არც შიშია, არც შური, არც ეჭვი, არამედ მხოლოდ სიხარული, სიმშვიდე და ღვთიური ძალაა.

მედიტაცია ნიშნავს შეგნებულ შეზრდას უსასრულობაში. არსებითად რას ვაკეთებთ მედიტაციის დროს? ჩვენ შევდივართ ცარიელ, წყნარ, ჩუმ გონებაში და ვაძლევთ ნებას თვით უსასრულობას გვკვებოს და გვზარდოს.

კონცენტრაციის დახმარებით ჩვენ ვკრებთ თავს ერთ წერტილში, მედიტაციის დახმარებით კი ვაფართოვებთ საკუთარ ცნობიერებას უსაზღვროებამდე და შევდივართ მის ცნობიერებაში. ჭვრეტისას კი ჩვენ შევიზრდებით თვით უსაზღვროებაში და მისი ცნობიერება ხდება ჩვენი საკუთარი. ჭვრეტისას ვიმყოფებით ერთდროულად უღრმეს კონცენტრაციაში და ამასთან ერთად უზენაეს მედიტაციაში. ჭვრეტისას შევიზრდებით იმ ჭეშმარიტებაში, რომელიც დავინახეთ, შევიგრძენით მედიტაციაში და მასთან ერთ მთლიანობად ვიქცევით. როდესაც ჩვენ ვახდენთ კონცენტრაციას ღმერთზე, შეგვიძლია შევიგრძენოთ ღმერთი პირდაპირ ჩვენს წინ ან ჩვენს მახლობლად. როცა ვმედიტირებთ, აუცილებლად ვგრძნობთ ჩვენს შიგნით უსასრულობას, მარადიულობას და უკვდავებას. როდესაც ვჭვრეტთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ თვითონ ვართ ღმერთი და რომ ჩვენ თვითონ ვართ უსასრულობაც, მარადიულობაც და უკვდავებაც.

ჭვრეტა ნიშნავს, შეგნებულ ერთიანობას უსასრულო, მარადიულ აბსოლუტთან. აქ შემქმნელი და ქმნილება, მოსიყვარულე და საყვარელი, შემმეცნებელი და შესაცნობი ერთმანეთს ერთვიან. ერთ მომენტში ჩვენ ღვთაებრივი მოსიყვარულენი ვართ და ღმერთი ჩვენი უზენაესი შეყვარებულია. შემდეგ მომენტში ჩვენ ვიცვლით როლებს. ჭვრეტისას ჩვენ ვერთიანდებით შემქმნელთან და ჩვენში მთელ სამყაროს ვხედავთ. ამ დროს, საკუთარ არსებაზე მზერისას, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანს, ვხედავთ სინათლის, სიმშვიდისა და ნეტარების გენერატორის მსგავსს რამეს.

თუ ჩვენ ვმედიტირებთ ფორმის არმქონე კონკრეტულ ღვთაებრივ თვისებაზე, როგორებიცაა სინათლე, სიმშვიდე, ნეტარება, ან თუ ჩვენ აბსტრაქტულად ვმედიტირებთ უსასრულობაზე, მარადიულობაზე ან უკვდავებაზე, მაშინ მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობთ ჩვენში მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს. ჩვენ ვმედიტირებთ სიმშვიდეზე, სინათლეზე ან ნეტარებაზე და ჩქაროსნული მატარებელი ამ დროს შეუჩერებლივ მიჰქრის. ჩვენი გონება ჩუმი და მშვიდია უსასრულობის უსაზღვროებაში, მაგრამ აქ არის მოძრაობა; მიზნისკენ შეუჩერებლივ მიჰქრის მატარებელი. ჩვენ წარმოვიდგენთ მიზანს და მედიტაციას მივყავართ იქამდე.
ჭვრეტაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჭვრეტაში ჩვენ ვგრძნობთ მთელ სამყაროს და ყველაზე შორეულ მიზანს საკუთარ თავში. როდესაც ჩვენ ვჭვრეტთ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში ვიტევთ მთელ სამყაროს მისი უსასრულო სინათლით, სიმშვიდით, ნეტარებითა და ჭეშმარიტებით. არ არის არც აზრები, არც ფორმები, არც იდეები. ჭვრეტისას ყველაფერი ერთიანდება; ყველაფერი ხდება ცნობიერების ერთიანი ნაკადი. ჩვენს უმაღლესს ჭვრეტაში ვგრძნობთ, რომ სხვა არაფერი ვართ, თუ არა თვით ცნობიერება; ჩვენ აბსოლუტთან ერთიანი ვართ. მაგრამ ჩვენს უმაღლეს მედიტაციაში კი დინამიური მოძრაობაა. ეს მოძრაობა არ არის აგრესიული; ჩვენ არავის ვცემთ. სრულებით არა! უბრალოდ ჩვენს ცნობიერებაში სრულდება დინამიური მოძრაობა. მთლიანად ვაცნობიერებთ იმას თუ რა ხდება შინაგან და გარე სამყაროში, მაგრამ ეს ჩვენზე არ მოქმედებს. ჭვრეტისას ჩვენზე ზეგავლენას ვერ ახდენს, თუ რა ხდება გარე და შინაგან სამყაროში. მაგრამ იქ ჩვენ და მთელი ჩვენი არსება ვხდებით განუყრელი ნაწილი იმ სამყაროსი, რომელიც ჩვენში ღრმად არის.

მაშასადამე კონცენტრაციას მოაქვს სიფხიზლის გზავნილი, მედიტაციას მოაქვს უსაზღვრობის გზავნილი, ჭვრეტას კი - განუყოფელი ერთობის გზავნილი. ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას იმიტომ, რომ მიზნის მიღწევა გვსურს. ჩვენ ვმედიტირებთ იმიტომ, რომ გვინდა ვიცხოვროთ მიზნის გულში. ჩვენ ვჭრეტთ იმიტომ, რომ გვინდა მიზნად ვიქცეთ.

ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას გონების გამასხივოსნებელი ჩაწერტებით. ჩვენ ვმედიტირებთ გულის გამაფართოებელი უსაზღვროებით. ვჭვრეტთ ჩვენი სულის ასრულების მომტანი ერთიანობით.

სულიერი მოგზაურობის დასაწყისში ვგრძნობთ, რომ მედიტაცია მიიღწევა პირადი ძალისხმევით და ოფლის ღვრით. მოგზაურობის ბოლოს კი ვაცნობიერებთ, რომ მედიტაცია ეს ღვთის წყალობაა, მისი უსასრულო შებრალებაა.

ფასი არასდროს ჩანს სამართლიანი. ღმერთის შემეცნებამდე ის გვეჩვენება ძალიან მაღალი. შემეცნების შემდეგ ის ძალიან დაბალია. დამწყებისათვის ზუსტად მედიტაცია არის უმაღლესი რეალობა. მაგრამ როდესაც ის ხდება წინ წაწეული მძებნელი, მან იცის, რომ მედიტაციას მხოლოდ უმაღლესი რეალობისკენ მივყავართ. თუ ადამიანმა დიდხანს იცხოვრა უვიცობაში, თუ მთელი ცხოვრება მას არც ერთი წუთით არ ულოცია, მაშინ მისთვის, ბუნებრივია, მედიტაცია იქნება უზენაესი რეალობა, რომლის მიღწევაც შეუძლია მის ცნობიერებას. მაგრამ იმეცადინებს რა მედიტაციაში რამოდენიმე წელი, მას ესმის, რომ თვით მედიტაცია თავისთავად არ არის უზენაესი რეალობა. უმაღლესი რეალობა ეს ისაა, რასაც ის აღწევს ან რაშიც შეიზრდება, როდესაც მიყვება მედიტაციის გზას.

მოგზაურობა უნდა დავიწყოთ შთაგონებით. ყოველდღე ჩვენს სიღრმეში უნდა ვგრძნობდეთ, რომ იმაში რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შთაგონებაა საჭირო. შთაგონების გარეშე ნამდვილად არაფერი მიიღწევა. შემდეგ უნდა გადადგა მომდევნო ნაბიჯი. შთაგონების შემდეგ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ მისწრაფების საჭიროება. შთაგონება ეს ყველაფერი არაა. იმისათვის რომ მიაღწიო ოქროს, დაინახო ზეზღვრულის ოქროს ნაპირები, საკუთარი თავის მარად გადამლახავი ზეზღვრულისა - უნდა მივისწრაფოდეთ. აი რას ველით ჩვენ მისწრაფებიდან, ამ ჩვენში აღმავალი ალისაგან.

მაგრამ მისწრაფებაც არ კმარა. საჭიროა მედიტირება. მისწრაფება თავის თავში მედიტაციასაც ითავსებს. მედიტირებისას ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ შევდივართ უსასრულობაში, მარადიულობასა და უკვდავებაში. ეს არ არის ბუნდოვანი ტერმინები, არამედ ჩვენი ნამდვილი მფლობელობაა. ოდესმე ღვთაებრივ სამფლობელოში - უსასრულობაში, მარადიულობასა და უკვდავებაში - შესვლის უფლება დაბადებიდან გვაქვს ბოძებული. შემდეგ, როდესაც მედიტაციაში ჩვენ წინ წავიწევთ, როცა მედიტაცია იწყებს ნაყოფის მოტანას, მაშინ შევდივართ რეალიზაციის სამეფოში. ჩვენ ამ სხეულში, აქ დედამიწაზე შევიცნობთ უზენაეს ჭეშმარიტებას. იმისათვის რომ ღმერთი შევიცნოთ საჭირო არაა სადმე წასვლა. იმისათვის, რომ სულიერ პრაქტიკას მივყვებოდეთ არ არის საჭირო განმარტოვება ჰიმალაის გამოქვაბულში, ან ჩამოჯდომა დათოვლ მთაზე.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 5 2011, 10:55 PM

GIORGI LELUASHVILI
ტექნიკა დავდო? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 5 2011, 10:58 PM

მანტრა-მედიტაცია
---------------------------
არსებობს მედიტაციის მრავალი ფორმა. მათი დიდი უმრავლესობა გულისხმობს არა წარმოსახვას, არამედ უბრალოდ დაკვირვებას. ანუ ჭკუის წარმოსახვები და "ობრაზები" თავისით მოდის, შენ უბრალოდ აკვირდები, ისე რომ არ ერევი, როგორც ღრუბლებს აკვირდები თვითმფრინავიდან. შენ თუ ხელს უფათურებ ამ ფიქრებს, ეს უკვე მედიტაცია არაა... მაგრამ ეს ყველაფერი ძირითადად იმპერსონალური მედიტაციებია.

არსებობს მედიტაციის უფრო ძლიერი ფორმები - მანტრა მედიტაციები. ეს უკვე დაკვირვებაცაა და კონცენტრაციაც ერთდროულად. ანუ მთელი ყურადღება უნდა იყოს ბგერაზე (მანტრაზე). არსებობს მანტრები, რომლებიც არანაირ აზრობრივ დატვირთვას არ ატარებს და მხოლოდ ვიბრაციებია (და კონკრეტული შედეგები მოაქვს). აქაც განსხვავებაა: არსებობს ღმერთის პიროვნულ ასპექტზე მედიტაციებიც და უპიროვნოზეც. მე სხვების კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ მოკლედ აგიხსნი იმ მანტრა-მედიტაციის არსს, რომელსაც ვაიშნავები აპრაქტიკებენ.

ეს არის ჰარე კრიშნა მაჰა მანტრის გამეორება. ამ მანტრის უბრალოდ გამეორებითაც კი უზარმაზარი ეფექტია, მაგრამ გურუები გვაძლევენ მის არსსაც, რომელიც რამდენიმენაირად შეიძლება განიმარტოს: "ო უფლის ენერგიავ, მამყოფე შენს უანგარო ერთგულ სამსახურში!", ასევე ჰარე არის მიმართვა უფლის შინაგანი ენერგიისადმი (რადჰარანისადმი) რომელსაც შუამდგომლობას ვთხოვთ თავად უფალთან (კრიშნასთან), ისევე როგორ ქრისტიანულ პრაქტიკაში ღვთისმშობელს სთხოვთ შუამდგომლობას ქრისტესთან, როგორც უსაზღვროდ მოწყალეს...

ანუ მაჰა მანტრა მანტრაცაა და ლოცვაც ერთდროულად. უბრალოდ მანტრა ქვია გარკვეული უნიკალური სტრუქტურის მქონე ბგერით ვიბრაციებს, თორე ლოცვებიც ძალიან ბევრი გვაქვს ვაიშნავებს.

რაც შეეხება წარმოდგენას (ვიზუალიზაციას), ვაიშნავურ პრაქტიკაში თავიდან ამის რეკომენდაციას არ იძლევიან, იმიტომ რომ ბინძურ ჭკუას არა აქვს სწორი ვიზუალიზაციის უნარი, თუმცა სულიერ განვითარებასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიზუალიზაცია მოვახდინოთ ღმერთის იმ ფორმაზე, რომელსაც გურუ წარმოგვისახავს. თვითნებური ვიზუალიზაცია ჩვენთვისაც დაუშვებელია.

ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში
--------------------------------------------

"ვედებში წერია რომ არსებობს ბრაჰმანის (ყოვლისმომცველი სულის) 2 ფორმა. ერთი ფორმა ჩვენი აღქმის მიღმა იმყოფება და მიუწვდომელია ჩვენთვის. მას ეწოდება პარაბრაჰმანი, ანუ ტრანსცენდენტული რეალობის ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოებით და ჭკუით ვერ აღვიქვამთ.

ბრაჰმანის მეორე ფორმას ეწოდება შაბდა ბრაჰმანი (შაბდა – “ბგერა”). ვედები ამტკიცებენ, რომ ბრაჰმანი შესაძლებელია მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ბგერის საშუალებით. ბგერა არა მარტო ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ხიდია ჩვენსა და უმაღლეს რეალობას შორის. მას ყველა რელიგიაში, ყველა იდეოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა უკავია. ბგერა არის საშუალება, რომლითაც ჩვენი ვიწრო ცნობიერება შეიძლება დაუკავშირდეს უზენაეს ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები და თეორიები ბგერის მნიშვნელობის და ფუნქციის შესახებ ყველგანაა, ისე სისტემატურად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, როგორც ვედებშია, არც ერთ იდეოლოგიაში არაა. თავად ვედებს შაბდა ბრაჰმანსაც უწოდებენ. თავად ვედები ამტკიცებენ რომ ბრაჰმანი ჩვენამდე მოდის ვედური ცოდნის, მანტრების საშუალებით და ამ მანტრების გამეორებისას ადამიანს შეუძლია ეს უმაღლესი ცოდნა თავის ცნობიერებაში “შეუშვას”.

ვედები ამბობენ რომ არსებობს ორი რეალობა. ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხასიათდება განსხვავებით სიტყვასა და იმ ობიექტს შორის, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ყველა ობიექტს თავისი ბგერითი დასახელება აქვს და აღმნიშვნელი სიტყვის გარეშე ობიექტს არსებობა არ შეუძლია. ბავშვი რომ იბადება, სახელს ვარქმევთ, იმიტომ რომ სხვაგვარად გაგვიჭირდება მასთან ურთიერთობა. თუ შევქმნით რაიმე ახალ ნივთს, სახელი უნდა დავარქვათ იმისათვის რომ ღირებულება ქონდეს...

მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)).

მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 5 2011, 11:02 PM

.zakaria.
აბა შენც გელოდები.
მე სიამოვნებით გავეცნობი ყველა აქ დადებულ ინფოსa075.gif

A.V.M
კარგია, რომ ვაიშნავური მიმართულება მიეციa075.gif
ისიც თქვი ვისიაlaugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 5 2011, 11:04 PM

ციტატა
კარგია, რომ ვაიშნავური მიმართულება მიეცი

ნუ,მართლმადიდებლობისა და მედიტაციის დამოკიდებულება კი იცით ყველამ და ამიტომ ვარჩიე ვაიშნავური აზრი შემომეთავაზებინა.
ციტატა
ისიც თქვი ვისია

რამოდენიმე ხნის წინ მე მომაწოდა ერთმა ჭკვიანმა კრიშნაიტმა.
გავაგრძელოთ საუბარი.

ბგერას აქვს 4 ფაზა (დონე). ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბგერას, და რაც ყურით გვესმის, მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. ამ ბგერას ეწოდება “ვაიკარია” (უხეში ბგერა).
მეორე, უფრო ნატიფი დონეა ფიქრები, რომლებიც ასევე გვესმის, მაგრამ შედარებით ცუდად და მხოლოდ ჩვენს ჭკუაში (თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ფიქრებიც ესმით). ამ ვიბრაციას ეწოდება “მადჰიამა” (ფიქრები)

არის მესამე დონე, რომლის აღქმაც კიდევ უფრო რთულია. ეს არის იდეის ვიბრაცია. სანსკრიტულად ეწოდება “პაშიანტი” (ანუ ის რაც ჩანს). ამ ვიბრაციის აღწერისას ვედები ამბობენ რომ “პაშიანტის” დონეზე ბგერას გააჩნია ფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუ გულისყურით მოვუსმენთ ჩვენს სიღრმეში ამ ვიბრაციას, შევძლებთ მის “დანახვას”. პირველი ეს სამი დონე ადამიანისთვის მისაწვდომია გარკვეული პრაქტიკის შედეგად. მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, “ობრაზის” ფორმა აქვს.

ვედების მიხედვით ყველანაირი ქმნილების პროცესი ხდება ნატიფიდან უხეშის მიმართულებით. შეუძლებელია უხეში მატერიიდან წაროიქმნას ნატიფი მატერია (რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოკეანის “ბულიონში” ცილების შეკავშირების და ევოლუციის შედეგად მივიღეთ ადამიანი). ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება.

ნატიფი იდეის ვიბრაციის დონეზე, მასში უკვე არსებობს სურვილის ენერგია. და ყველა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვდის თავში, სურვილის ენერგიითაა განმსჭვალული. ანუ უყველაფრის სათავე, რასაც ვაკეთებთ, ეს ფონია იდეის ვიბრაციისა, რომელსაც სურვილიც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ.

მაგალითად გაჩნდა სურვილი რომ ავაშენო ცათამბჯენი. მესამე ნატიფ დონეზე ეს სურვილი იღებს “ობრაზის” ანუ იდეის ფორმას. მეორე ანუ ჭკუის დონეზე ეს იდეა იშლება სქემებად, გეგმებად, ნახატებად, ვიზუალიზაციებად. ვედები ამბობენ რომ თუ პაშიანტის დონეზე სურვილის ენერგია დევს, მადჰიამას (აზრების) დონეზე კი უკვე ცოდნის ენერგიაა ჩადებული (გიანას, ანუ გაგების, ჩაწვდომის ენერგია). მესამე ეტაპზე კი ამ აზრების და იდეების განხორციელება ხდება ბეტონად, კარკასებად და ა.შ.

რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენ დასაწყისში რაიმეს ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება იდეის თესლი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა რომ ეს იდეა განხორციელდება.

ბგერის ეს სამი დონე მისაწვდომია ადამიანისთვის და განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო ნატიფია ეს დონე. მეოთხე ანუ ყველაზე უხეშ დონეს ეწოდება “ვაიკარია” და მასში ჩადებულია შემოქმედების, რეალიზაციის ენერგია.

ჩვენი ცხოვრება ბგერების ამ სამი დონის თამაში და ტრანსმუტაციაა. ანუ თავიდან ბგერა იდეის და სურვილის დონეზეა, მერე გეგმის და სქემის დონეზე, შემდეგ კი ცხოვრებაში რეალიზაციის დონეზე. შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ა.შ. და რამდენად გვჭირდებოდა სინამდვილეში ის რაც ვინატრეთ და შემდეგ განვახორციელეთ ეს სხვა თემაა...

ახლა კი იწყება მთავარი: ვედები ამბობენ, რომ არსებობენ ბგერები, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული ბუნება აქვთ მატერიალური ობიექტების აღმნიშვნელი ბგერებისგან. ეს არის ბგერები, რომლებსაც ჩვენი ცნობიერების ამაღლება შეუძლიათ მაღალ საფეხურებამდე. ამ ბგერებს სანსკრიტულად ეწოდება მანტრები. ანუ მანტრები არის განსაკუთრებული ბგერები და ვიბრაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ძალაა ჩადებული. მანტრას შეუძლია ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური ბგერების ოკეანეში და ყველა მხრიდან გვბომბავენ ამ ბგერებით, რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენში ჩადონ სურვილები მესამე ნატიფ დონეზე. რაც მეტია ასეთი ბგერა, მით უფრო ქაოტური ხდება ჩვენი გონება და ცნობიერება. სტრესები, სხვადასხვა ავადმყოფობა და ა.შ. დაუბალანსებელი და არაჰარმონიული ცნობიერებიდან მოდის, რადგანაც ცნობიერება “დაავადებულია” ამ მატერიალური ბგერებით. ყველა ბგერა ატარებს რაღაც ენერგიას. ეს ენერგიები ჩვენს ცნობიერებაში ბგერასთან ერთად ხვდება და აბინძურებს მას ბევრი მავნე და არასაჭირო ინფორმაციით. თავში განუწყვეტელი “შიშინი” და “ხარვეზებია” როგორც გაფუჭებულ რადიოში და ამაში ყველა დარწმუნდება თუ თავის ფიქრებს ყურს დაუგდებს.

მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან.

იოგები ყველა ჩაკრას ხედავენ როგორც ვიბრირებად კვანძებს, რომლებსც თავისი ფერი და თავისი ბგერა (ვიბრაციის სიხშირე) აქვთ. ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე. მაგალითად თუ ვიმეორებთ ბგერას “ლამ”, იგი შეესაბამება “მულადჰარა” ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ჩაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო სტაბილური და მყარი.

შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრას აქვს ვიბრაცია – “ვამ” (გარდა ამისა ჩაკრის თვითოეულ ფოთოლს შესაბამისი მანტრებიც გააჩნია).

მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება “რამ” და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება).

გულის ჩაკრის (ანაჰატა ჩაკრის) ვიბრაციაა “იამ” (სული სწორედ გულის მიდამოშია მოთავსებული)

ყელის ჩაკრას შეესაბამება “ჰამ”, მესამე თვალის ჩაკრას – “ომ” და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე მექანიზმის ასახსნელად.

შედარებისთვის ავიღოთ მაგნიტი. ეს იგივე რკინაა, ოღონდ ჩვეულებრივი რკინისგან განსხვავებით მას გარკვეული სახით “ჰარმონიზირებული” ტალღური სტრუქტურა აქვს. და თუ ამ მოწესრიგებულ სტრუქტურას ჩვეულებრივ რკინას მივუახლოვებთ, ისიც იძენს მაგნიტის თვისებას. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებენ მანტრები. ხდება ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია და ზედმეტი სურვილები, სხვადასხვა არასაჭირო ვიბრაცია ტოვებს ჩვენს ცნობიერებას.

ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან “ომ” (აუმ).

იმისათვის რომ მანტრის (ლოცვის) გამეორება ეფექტური იყოს, ადამიანმა ბგერის სამივე საწყის დონეზე სისტემატურად უნდა გაიმეოროს იგი. ზოგიერთ მანტრას ყველა შემთხვევაში აქვს ეფექტი, როგორც არ უნდა გავიმეოროთ იგი, მაგრამ ეფექტი მით უფრო ძლიერი და სუფთა იქნება, რაც უფრო ყურადღებით და კონცენტრაციით გავიმეორებთ მათ.

იმ ადამიანის ბგერას, რომელმაც ცნობიერება გაიწმინდა, გულმართალია და არამოძალადე, გაცილებით უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისას. თუ ადამიანს არასოდეს არ უთქვამს ტყუილი, მისი ნებისმიერი სიტყვა რეალობა ხდება. ამაზეა დაფუძნებული დიდი ბრძენების და წმინდანების კურთხევის ან წყევლის ძალა.


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 5 2011, 11:13 PM

როგორ ყველა თემა ვედებს უკავშირდება? dry.gif
ამოვიდა რა უკვე dry.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 5 2011, 11:16 PM

ციტატა
როგორ ყველა თემა ვედებს უკავშირდება?
ამოვიდა რა უკვე

რატო ვედებს?
ეს თემა ზოგადად მედიტაციას უკავშირდება და მთელი ინდუისტური რელიგიები თითქმის ამ თემაზეა დაფუძნებული.
უბრალოდ ამ საკითხზე ვედებს ასეთი მოსაზრება ქონდათ და მაგიტომ თორე...
აი შემოვა ვახო და ის ბუდიზმზე იტყვის,ჩვენც პატარა შევეშველებით და...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 5 2011, 11:20 PM

A.V.M

ციტატა
რამოდენიმე ხნის წინ მე მომაწოდა ერთმა ჭკვიანმა კრიშნაიტმა.

მივხვდი და იმიტომ გკითხეa075.gif

მაგარი საინტერესოა.
მერე მე ვეცდები მართლმადიდებლური აზრიც დავაფიქსირო ამის შესახებ.
მათალია ეს ვახოს და ნიკოლოზს არ მოეწონებათ, მარა საჭიროდ მივიჩნევ.

ikanosi
ციტატა
როგორ ყველა თემა ვედებს უკავშირდება? ამოვიდა რა უკვე

ვედებს არა იმას! biggrin.gif
ეს თემა დღეს ისეთი აქტუალური და ძლიერია, რომ ძალიან ბევრია მისით დაინტერესებული და დაკავებული.
კრიშნა მედიტაციასთან არაფერ შუაშია.
აქ არ იქნება კრიშნაზე საუბარი; მაგისთვის ცალკე თემაა.
აქ იქნება საუბარი მედიტაციასა და მის განხილვაზე მრავალი კუთხით.
მგონი საინტერესო უნდა გამოვიდეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 5 2011, 11:23 PM

ციტატა
მივხვდი და იმიტომ გკითხე

მიხვდებოდი აბა...
შენ დამაკავშირე კრიშნაიტებს და... biggrin.gif biggrin.gif
ციტატა
აქ არ იქნება კრიშნაზე საუბარი; მაგისთვის ცალკე თემაა.

რა კრიშნა კაცო,ყველა თემაში ამას რაზე ახსენებთ.
სწორია გიო.
მგონი მართლმადიდებლურ ფორუმზე წმ.სამებას არ ვახსებებთ ისე ხშირად როგორც ამ სახელს...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 5 2011, 11:25 PM

განსხვავება ლოცვასა და მედიტაციას შორის

განსხვავება ლოცვასა და მედიტაციას შორის შემდეგშია: ლოცვა - ეს აბსოლუტურად ინტენსიური და აღმავალი რამაა, მედიტაცია კი - ეს უსაზღვრო და უკიდეგანო რამაა, რომელიც საბოლოოდ აფართოვებს საკუთარ თავს უსასრულობაში. როდესაც ვლოცულობთ, ჩვენ ვგრძნობთ ვიბრაციას ფეხის ტერფებიდან თავის გვირგვინამდე. მთელი ჩვენი არსება ლოცულობს, უხმობს, მოუწოდებს. მედიტაციაში კი სხვაგვარადაა. მედიტაციაში ჩვენ ვისვრით საკუთარ თავს ფართო სივრცეში, სიმშვიდის ზღვაში, აღტაცების ზღვაში, უსასრულობაში; ან მივესალმებით უსასრულო სივრცეს შემოვიდეს ჩვენში.

ლოცვაში ჩვენ ვგრძნობთ ერთისკენ დამიზნებულ აღმავალ და ლივლივა ალს. ლოცვის ბუნებაშია - ღვთის მიღწევა ზევით ასვლით. მთელი ჩვენი არსება ალივით ადის მაღლა. მაშინაც კი, თუ ღმერთს ვთხოვთ კაცობრიობისათვის, მთელი სამყაროსათვის, ჩვენ დავინახავთ რომ ლოცვისას ჩვენ მაღლა ავდივართ. ლოცვა ინტენსიური და მგზნებარეა. ჩვეულებრივ ის არ ფართოვდება. მაგრამ მედიტაცია ფართოვდება; სინამდვილეში მედიტაცია დაუყოვნებლივი გაფართოვება. მედიტაცია ჩიტის ფრთებივითაა, ის ყოველთვის ვრცელდება, ფართოვდება ჩიმშვიდეში, სინათლეში და აღტაჩებაში. რედესაც ვმედიტირებთ ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და გადავიქცებით სინათლის და აღტაცების სამყაროდ. როდესაც ვლოცულობთ, ამაში ყოველთვის არის ნატიფი სურვილი ან რაღაცისაკენ სწრაფვა. ჩვენ ვლოცულობთ, რომ გავხდეთ კარგები ან მოვიპოვოთ რამე ღვთაებრივი, რაც ჯერ არ გვაქვს, ან განვთავისუფლდეთ შიშისგან, საფრთხისგან, ეჭვისგან და ასე შემდეგ. ლოცვაში არსებობს გრძნობა, მოდით ასე ვთქვათ, რომ ღვთაებრივი მათხოვარი ხარ. ჩვენ ვლოცულობთ რადგან ჩვენ გვჭირდება რამე. მასინაც კი, როდესაც ვლოცულობთ სიმშვიდისათვის, სინათლისათვის და აღტაცებისათვის, მაინც არსებობს რაღაც მოთხოვნის გრძნობა. ზოგჯერ არსებობს პირადი განცდა "მე შენ, შენ კი მე" და ლოცვა იღებს ამ ფორმას: "მე გთავაზობ ჩემ ლოცვას შენ, უფალო. ასე რომ შენც შეგიძლია გააკეტო რამე ჩემთვის. გეთაყვა, მიხსენი, დამეხმარე, აღასრულე ჩემი ცხოვრების მიზანი."

მაგრამ მედიტაციაში ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. უბრალოდ, ჩვენ შეგნებულად ვაძლევთ საკუთარ თავს ნებას შევიდეთ სინათლის ნაკადში, ან მოვუხმობთ უნივერსალურ სინათლეს ჩვენი უვიცობის სიბრძნეში გარდასაქმნელად. მისწრაფებული ადამიანი, რომელმაც მიაღწია წინსვლას მედიტაციაში და შეუძლია უსასრულობის და მარადისობის უფრო ღრმა არეში შესვლა, არ ლოცულობს ისე როგორც ლოცულობენ ეკლესიებში, სინაგოგებში ან ტაძრებში. თავის მედიტაციაში ის შედის ღვთიურ ცნობიერებაში და ღვთის ხელებში ტოვებს ყველაფერს. აქ ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტი განდგომის დამოკიდებულებას. მაძიებელი გრძნობს, რომ არ არის აუცილებელი რაიმე ვთხოვოთ უფალს, რადგან მისი ღვთიური მამა ზუსტად იცის რა ჭირდება მას და როდის მისცემს ამას. ის ღმერთს აძლევს საშუალებას აკეთოს ის რაც მისტვის არის საუკეთესო, რაც მისცემს მას სასუალებას გამოავლინოს ღმერთი ისე, როგორც ღმერთს სურს. უღრმეს მედიტაციაში მაძიებელი უბრალოდ შედის მის საკუთარ უსასრულო ასპექტში. ის ღრმად იძირება იმაში რაც მას უკვე აქვს: განუყოფელი ერთიანობა მის უსასრულო მამასთან. მაშინ უკვე მამის საქმეა, გააკეთოს ის რაც შვილისთვის უკეთესი იქნება ან მისცეს ის რას მას ჭირდება.

ნამდვილი მაძიებლისათვის , მე უნდა ვთქვა, რომ მედიტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოცვა. მაგრამ ლოცვასაც ასევე მნიშვნელოვანია. მე არასოდეს არ ვიტყოდი, რომ ლოცვა საერთოდ არ არის საჭირო. ლოცვა საჭიროა, მაგრამ თუ ადამიანი მედიტირებს იმისთვის უფრო ადვილია უნივერსალური ცნობიერების ან უსაზღვრო ცნობიერების მიღწევა. როდესაც ადამიანი ლოცულობს, მას გონებაში აქვს გარკვეული მიზანი. მაგრამ როდესაც ადამიანი მედიტირებს, ის გარს ერტყმის და მოიცავს მთელ სამყაროს. ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა უნდა ცხოვრებისაგან. თუ მას სურს უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება - უსასრულო სიმშვიდე, სინათლე და ნეტარება - მაშინ მედიტაცია უფრო ძლიერია და უფრო სწრაფად დაგეხმარება.

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 5 2011, 11:51 PM

ციტატა
ასევე ჰარე არის მიმართვა უფლის შინაგანი ენერგიისადმი (რადჰარანისადმი) რომელსაც შუამდგომლობას ვთხოვთ თავად უფალთან (კრიშნასთან), ისევე როგორ ქრისტიანულ პრაქტიკაში ღვთისმშობელს სთხოვთ შუამდგომლობას ქრისტესთან, როგორც უსაზღვროდ მოწყალეს...

შედარებები მაგარიაsmile.gif

მედიტაცია მართლა სეიოზული რამაა.
მშვიდ ბუნებაში, მშვიდ მუსიკაზე, იოგის პოზაში მჯდომარე, თვალებდახუჭული და...
ამ სამყაროში აღარ ხარ...

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Oct 6 2011, 01:48 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მედიტაცია მართლა სეიოზული რამაა.
მშვიდ ბუნებაში, მშვიდ მუსიკაზე, იოგის პოზაში მჯდომარე, თვალებდახუჭული და...
ამ სამყაროში აღარ ხარ...


შესაძლებელი თუ არის მედიტაცია და მისი განუყრელი კონცეტრაციით ჭვრეტის შესაძლებლობა? ანუ ჭვრეტა სულიერ სამყაროში?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 6 2011, 07:30 PM

გიო ვახო როდის შემოვა ფორუმზე ხო არ იცი?
საინტერესო იქნება მისი დამოკიდებულება ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 6 2011, 07:46 PM

lasha_k

ციტატა
შესაძლებელი თუ არის მედიტაცია და მისი განუყრელი კონცეტრაციით ჭვრეტის შესაძლებლობა? ანუ ჭვრეტა სულიერ სამყაროში?

საერთოდ, მედიტაციის მიზანი სწირედ ესაა.
ის, ვინც მედიტირებს, მხოლოდ ერთი მისწრაფება აქვს, რომ როგორმე მიუახლოვდეს ღმერთს, სინათლეს, შეაღწიოს სულიერ სამყაროში და ყოველივე მატერიალური დაუტევოს.
ერთი სიტყვით, ეს არის ღმერთისა და საკუთარი თავის შეცნობა.

მაგრამ საკითხავი სწორედ ისაა, თუ რამდენად აღწევს ადამიანი მედიტაციით ღმერთსა და სულიერ საუფლოს.
აქ არაა მედიტაციის ხარისხზე საუბარი. საკითხავი ისაა იძლევა თუ არა მედიტაცია ამის შესაძლებლობას.

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თუკი მართლმადიდებლობას მივმართავთ, იგი რათქმაუნდა მართლმადიდებლური ლოცვის გარდა, უარყოფს ყველა სხვა საშუალებას, რომლის მიზანიც ღმერთთან საუბარია. უარყოფს მედიტაციასაც, იოგასაც და მანტრებსაც.
და შემდეგ უკვე ჩვენი ნებაა დავუჯერებთ თუ არა ამაში ეკლესიას.


A.V.M
ციტატა
გიო ვახო როდის შემოვა ფორუმზე ხო არ იცი?საინტერესო იქნება მისი დამოკიდებულება ამის შესახებ.

არ ვიცი.
მაგას ეხლა ტურნირები აქვს მოსაგები და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. მგონი ღამეებსაც ათენებსsmile.gif
ეგეც და გოვინად აზრიც მაინტერესებს.
მაგას კიდე ბევრი საქმეები აქვს ტაძარში. ლექციებსაც კითხულობს, არც ერთ ჰარინამას და იატრას არ ტოვებს, შეხვედრებზე დადის და რავიცი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 6 2011, 08:02 PM

ციტატა
არ ვიცი.
მაგას ეხლა ტურნირები აქვს მოსაგები და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. მგონი ღამეებსაც ათენებს

რა კაცი დავკარგეთ... no.gif user.gif cray.gif
ციტატა
ეგეც და გოვინად აზრიც მაინტერესებს.
მაგას კიდე ბევრი საქმეები აქვს ტაძარში. ლექციებსაც კითხულობს, არც ერთ ჰარინამას და იატრას არ ტოვებს, შეხვედრებზე დადის და რავიცი...

თან ეხლა ვიღაც გურუები ჩამოდიან და ლექციებს მართავენო.
(დაპატიჟებული ვარ ხო იცი)
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 6 2011, 08:14 PM

A.V.M

ციტატა
რა კაცი დავკარგეთ...

იშვიათად შემოვა ხოლმეsmile.gif
ციტატა
თან ეხლა ვიღაც გურუები ჩამოდიან და ლექციებს მართავენო.

სამშაბათს, საღამოს 7 საათზე, თბილისის აშრამში ლექციას ჩაატარებს პრაბჰავიშნუ სვამი.
ციტატა
(დაპატიჟებული ვარ ხო იცი)

მერე რას ელოდები? smile.gif



ეხლა წმ. სერაფიმე როუზის იმისთანა ნაშრომი წავიკითხე მედიტაციებსა და აღმოსავლურ რელიგიებზე, რომ გული გამისკდა კინაღამ!

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 6 2011, 08:22 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 6 2011, 08:14 PM) *

A.V.M

იშვიათად შემოვა ხოლმეsmile.gif
სამშაბათს, საღამოს 7 საათზე, თბილისის აშრამში ლექციას ჩაატარებს პრაბჰავიშნუ სვამი.
მერე რას ელოდები? smile.gif
ეხლა წმ. სერაფიმე როუზის იმისთანა ნაშრომი წავიკითხე მედიტაციებსა და აღმოსავლურ რელიგიებზე, რომ გული გამისკდა კინაღამ!

გვითხარი რა როუზის დამოკიდებულებები
მოკლედ smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 6 2011, 08:23 PM

karpaki

ციტატა
გვითხარი რა როუზის დამოკიდებულებებიმოკლედ

ეგ მასალა აქ რო დავდო, ამ თემაში აღარავინ შემოიხედავსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 6 2011, 08:33 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 6 2011, 08:23 PM) *

karpaki

ეგ მასალა აქ რო დავდო, ამ თემაში აღარავინ შემოიხედავსbiggrin.gif

მოკლედ კაცო

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 6 2011, 08:38 PM

karpaki

ციტატა
მოკლედ კაცო

რა მნიშვნელობა აქვს...
მერე დავდებ, ჯერ არა.

კიდევ ერთი მონათხრობი აღმოვაჩინე, სადაც ერთ დროს ინდუიზმით გატაცებული ქალი მართლმადიდებელი გახდა.
შემდეგ კი ინდუიზმს მათლმადიდებლური თვალთ უყურებდა და... ძალიან დიდი მრავალწერტილი.........

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 6 2011, 08:42 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 6 2011, 08:38 PM) *

karpaki

რა მნიშვნელობა აქვს...
მერე დავდებ, ჯერ არა.

კიდევ ერთი მონათხრობი აღმოვაჩინე, სადაც ერთ დროს ინდუიზმით გატაცებული ქალი მართლმადიდებელი გახდა.
შემდეგ კი ინდუიზმს მათლმადიდებლური თვალთ უყურებდა და... ძალიან დიდი მრავალწერტილი.........

ინდუისტი რომ გახდეს მართლმადიდებელი უფრო არ მეწყინება ვიდრე გახდეს კათოლიკე smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 6 2011, 08:55 PM

karpaki

ციტატა
ინდუისტი რომ გახდეს მართლმადიდებელი უფრო არ მეწყინება

და ინდუისტი თუ მართლმადიდებელი გახდა, რაა მანდ საწყენი?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 6 2011, 09:00 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 6 2011, 08:55 PM) *

karpaki

და ინდუისტი თუ მართლმადიდებელი გახდა, რაა მანდ საწყენი?

ნუ ეგ ჩემი პირადი აზრია
ჩემი შეხედულებაა და სუბიექტურია თავისთავად,
ასეთივე დამოკიდებულება მაქვს საპირისპირო შემთხვევაშიც.ჩემი აზრით მართლმადიდებლობა არის გადარჩენის ბოლო ფორმულა,რომლითაც სცადა გამჩენმა ამ ცივილიზაციის გადარჩენა
(ჩვენ ვიცით რომ დანარჩენი ცივილიზაციები თავს ინადგურებდნენ.გიგანტების ცივილიზაცია და ა.შ.)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 6 2011, 09:02 PM

karpaki
გასაგებია.



მედიტაციის დაწყება



და ისევ იმავე დაკარგულ ჭეშმარიტებას მე ვხსნი,
ისევ იმავეს.
და ისევ იგივე დავიწყებულ თავს მე ვიხსენებ,
ისევ იმავეს.
და ისევ იმავე დაკარგულ მიზანს მე ვიძენ,
ისევ იმავეს.


უნდა იცოდეთ, რომ სულიერი თვალსაზრისით ყოველი მაძიებელი დამწყებია. დამწყები ეს ადამიანია, რომელიც განიცდის შინაგან გულის წადილს შეიზარდოს უფრო მეტად ღვთიურში, უფრო მეტად სინათლის მომტანში და უფრო მეტად ასრულების მომტანში. როგორც კი თქვენ მოგინდათ მუდმივი და უწყვეტი პროგრესის გზაზე დადგომა, როგორც კი თქვენ მოგინდათ მუდმივად საკუთარი თავის გადალახვა და შესვლა მარად საკუთარი თავის გადამლახავ ზეზღვრულში, ამ წამს თქვენ ხდებით მარადიული დამწყები.

თუ თქვენ აბსოლუტურად ახალბედა ხართ, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ რამოდენიმე სულიერი წიგნის ან წმინდა წერილების წაკითხვით. ისინი მოგცემენ შთაგონებას. მაგრამ უნდა წაიკითხოთ იმ სულიერი მასწავლებლების წიგნები რომლების უთუოდ გწამთ. არიან მასწავლებლები, რომლებმაც მიაღწიეს უმაღლეს ცნობიერებას, და თუ წაიკითხავთ მათ წიგნებს, თქვენ აუცილებლად მიიღებთ შთაგონებას.

ჭეშმარიტების შეთავაზება შეუძლია მხოლოდ იმათ, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდება ის, რომ ბრმას მოჰყავს ბრმა.

დასაწყისში თქვენ არც კი უნდა იფიქროთ მედიტაციაზე. უბრალოდ შეეცადეთ დღის განმავლობაში გამოჰყოთ გარკვეული დრო, როცა თქვენ შეეცდებით იყოთ ჩუმი და წყნარი და შეიგრძნოთ, რომ ეს ხუთი წუთი ეკუთვნის თქვენს შინაგან არსებას და სხვას არავის. რეგულარულობას აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. ის რაც თქვენ გჭირდებათ - რეგულარული პრაქტიკაა ერთსა და იმავე დროს.

მედიტირების სწავლების დაწყების საუკეთესო ხერხია ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლებიც რამოდენიმე ხანია უკვე მედიტირებენ. ეს ხალხი იმ დონეზე არ არის რომ გასწავლონ, მაგრამ ისინი შეძლებენ თქვენს შთაგონებას. თუ გყავთ მეგობრები რომლებმაც იციან მედიტირება, უბრალოდ დაჯექით მათ ახლოს, როდესაც ისინი მედიტირებენ. თქვენი შინაგანი არსება შეძლებს გაუცნობიერებლად მიიღოს მათგან გარკვეული მედიტაციური ძალა. თქვენ მათ არაფერს არ პარავთ. უბრალოდ თქვენი შინაგანი არსება ღებულობს დახმარებას მათგან, ზედაპირული ცოდნის გარეშე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეს პრაქტიკაა. დღეს თქვენი გონება მაიმუნივით იქცევა. სულ აკაკუნებს თქვენი გულის კარებში და გულის წონასწორობას არღვევს. მაგრამ ყოველთვის, როგორც კი გონება მოდის თქვენთან, უბრალოდ განდევნეთ ის ან განზრახ გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 6 2011, 09:06 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 6 2011, 09:02 PM) *

karpaki
გასაგებია.



სკყპე ჩAრთე და ლინკს გამოგიგზავნი,პატარა თემაა.ბევრი რამ გახდება ცნობილი შენთვის smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 6 2011, 10:26 PM

ციტატა
ჩემი აზრით მართლმადიდებლობა არის გადარჩენის ბოლო ფორმულა,

ერთადერთი ფორმულა.


მოდით ვახოს მოსვლაზე ძალიან ,,ლაითად შევეხები"ბუდიზმისა და მედიტაციის დამოკიდებულებაზე.
მედიტაციაში ჩაღრმავებული მჯდომარე ბუდას ქნდაკება ბუდიზმის ყველაზე პოპულარული სიმბოლოა.იგი მიუთითებს უმჭიდროეს კავშირზე ამგვარ მდგომარეობასა და გასხივოსნებას შორის.ბუდიზმის თითქმის ყველა რელიგია,მედიტაციას განიხილავს,როგორც გასხივოსნებისკენ მიმავალ გზას.
მედიტაციის ტრადიციულიუ პოზა შემდეგია:ადამიანი ჯდება მოხრილი და გადაჯვარედინებული ფეხებით,ხერხემალი გამართულია,ხელები მუხლებზეა დალაგებული და თავი ოდნავ წინ გადახრილი.ამგვარ ჯდომას უწოდებენ ,,ლოტოსის პოზას."
მოხერხებული პოზის დაჭერის შემდგომ მედიტაციის შესაბამისი ობიექტის შერჩევა ხდება,რომელსაც ადამიანი ყურადღებით აკვირდება და მის თითოეულ დეტალს სწავლობს ისე,რომ თვალების დახუჭვის შემდეგაც შეუძლია ამ საგნის მაქსიმალური სიზუსტით წარმოსახვა.
ბუდისტური წყაროები ადამიანის გონებას ადარებენ მაიმუნს,რომელიც ერთი ტოტიდან მეორეზე დახტის.
ცნობიერების თანაბარი კონცენტრაციის მიღწევას საშუალოდ რამდენიმე თვის ვარჯიში მაინც სჭირდება.ამ პროცესში მიზანმიმართულობა და ნების სიმტკიცე აუცილებელი პირობაა.
მედიტირების შემდეგ კი როგორც აღნიშნავენ,ადამიანს კონცენტრაციის უნარი უვითარდება,უძლიერდება შინაგანი სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგრძნება. გაფანტულობა,ნერვოზები,შიშები
სამუდამოდ ქრება.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 6 2011, 10:31 PM

A.V.M

ციტატა
მედიტაციაში ჩაღრმავებული მჯდომარე ბუდას ქნდაკება ბუდიზმის ყველაზე პოპულარული სიმბოლოა.იგი მიუთითებს უმჭიდროეს კავშირზე ამგვარ მდგომარეობასა და გასხივოსნებას შორის.ბუდიზმის თითქმის ყველა რელიგია,მედიტაციას განიხილავს,როგორც გასხივოსნებისკენ მიმავალ გზას.მედიტაციის ტრადიციულიუ პოზა შემდეგია:ადამიანი ჯდება მოხრილი და გადაჯვარედინებული ფეხებით,ხერხემალი გამართულია,ხელები მუხლებზეა დალაგებული და თავი ოდნავ წინ გადახრილი.ამგვარ ჯდომას უწოდებენ ,,ლოტოსის პოზას."მოხერხებული პოზის დაჭერის შემდგომ მედიტაციის შესაბამისი ობიექტის შერჩევა ხდება,რომელსაც ადამიანი ყურადღებით აკვირდება და მის თითოეულ დეტალს სწავლობს ისე,რომ თვალების დახუჭვის შემდეგაც შეუძლია ამ საგნის მაქსიმალური სიზუსტით წარმოსახვა.ბუდისტური წყაროები ადამიანის გონებას ადარებენ მაიმუნს,რომელიც ერთი ტოტიდან მეორეზე დახტის.ცნობიერების თანაბარი კონცენტრაციის მიღწევას საშუალოდ რამდენიმე თვის ვარჯიში მაინც სჭირდება.ამ პროცესში მიზანმიმართულობა და ნების სიმტკიცე აუცილებელი პირობაა.მედიტირების შემდეგ კი8 როგორც აღნიშნავენ,ადამიანს კონცენტრაციის უნარი უვითარდება,უძლიერდება შინაგანი სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგრძნება. გაფანტულობა,ნერვოზები,შიშები
სამუდამოდ ქრება.

ვაჰ, ყოჩაღ შენ, კარგად გცოდნია პრინციპიa075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 6 2011, 10:38 PM

ციტატა
ვაჰ, ყოჩაღ შენ, კარგად გცოდნია პრინციპი

აბა მარტო შენ ხო არ გეხოდინება ყველაფერი... saidumlo.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 6 2011, 10:42 PM

A.V.M

ციტატა
აბა მარტო შენ ხო არ გეხოდინება ყველაფერი...

biggrin.gif biggrin.gif
ხო, გამიკვირდა მაინც...
კაია, ასე განაგრძეa075.gif

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Oct 7 2011, 01:21 PM

ყველას მოგესალმებითsmile.gif

GIORGI LELUASHVILI
ეს რა მაგარი თემა გაგიხსნია; მასალაც მაგრად მომეწონა.
სადაც მედიტაციის არსზა და მიზანზე გაქვს საუბარი, აბსოლუტურ თანხმობაში მოდის ბუდიზმთან.

ამას რომ ვკითხულობდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართლა ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს მედიტაცია, ვინც კი სერიოზულად ეწევა ამ პრაქტიკას. მე არ მაქვს აქ ხარისხზე საუბარი, არამედ ზოგადად ვამბობ, რომ მედიტაცია მართლა ერთი მიმართულებით მიედინება-საკუთარ ჭეშმარიტ მესა და უზენაესი ნეტარების შესაცნობად.
თუკი ადამიანი ნეტარების მიღწევას ეძებს და ცდილობს, ამაში მედიტაცია მთავარ როლს თამაშობს.

მე მედიტაციაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი (ყველაფერი დასაწყისშია მოცემული), მხოლოდ შემიძლია საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ.
მედიტაციის დროს (ყველა შესაბამისი წესის დაცვით თუ სრულდება) ხდება ადამიანის შინაგანი ენერგიების, ძალის, გონების, ჭკუის, სხეულის სრული კონცენტრირება და იწყება ამ ყოველივეს რეალიზაცია.
ადამიანის ჩამოყალიბებაში, მის ზებუნებრივ ზრდაში და გამოუვლენელი ბუნებისა და ძალის გამოვლინებაში მედიტაციაა ყველაზე მართებული გზა.
მე არ ვლაპარაკობ ლიტონად და ზერელედ. მე ეს ყოველივე საკუთარ თავზე განმიცდია და განვიცდი. თუკი ჩემში რაიმე კარგი და მისაღები შეიძლება იყოს, ეს მხოლოდ სწორი მედიტაციის დამსახურებაა. დღეს მრავალი მედიტირებს სხვადასხვანაირად და ყველას თავისი პრაქტიკა გონია მისაღები და ჭეშმარიტი, ამიტომ შეიძლება მე შემომედავონ-რა იცი რომ სწორად მედიტირებო. ამის დამტკიცება ძალიან მარტივია:

სწორი მედიტაციის შემთხვევაში ჩნდება სპონტანური შინაგანი სიხარული. ვინც სწორად მედიტირებს, არავის მოუტანია მათთვის კარგი ამბები, არავის არაფერი უჩუქებია, არავის შეუქია ისინი, არავის გამოუთქვამს აღფრთოვანება მათით, არავის არაფერი გაუკეთებია მათთვისს, მაგრამ მათ უჩნდებათ შინაგანი აღტაცების გრძნობა. თუ ესეთი რამ ემართებათ ,უნდა იცოდნენ, რომ სწორედ მედიტირებენ.

მე ბევრმა მკითხა ის, თუ მართლა იწევიან თუ არა ბუდისტი ბერები ჰაერში მედიტაციის დროს, ან თუ გინახავს ისინი ჰაერში აწეულებიო.( biggrin.gif ) ეს ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ და გეტყვით, რომ თუ თქვენ ნამდვილი მედიტაცია, ამაღლებული მედიტაცია გაქვთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ სიმშვიდეს შიგნით და გარეთ. თუ ეს გასულიერებული მედიტაციაა, თქვენ საკუთარ მარად ყოფიერებას იგრძნობთ; თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენ მარადისობიდან ხართ და მარადისობისათვის ხართ. ამას თქვენ ვერ მიიღებთ გონებრივი ჰალუცინაციისაგან.

არის სხვა ხერი, რომლის გაცნობაც თქვენ შეგიძლიათ. თუ თქვენ ნამდვილად შეაღწევთთ უმაღლეს დონეზე, თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი სხეული ძალიან მსუბუქი ხდება. იმის და მიუხედავად რომ ფრთები არა გაქვთ, თქვენ თითქოს გრძნობთ, რომ ფრენა შეგიძლიათ. ფაქტიურად, როდესაც თქვენ მიაღწევთ ძალიან მაღალ სამყაროს, თქვენ მართლაც დაინახავთ ფრინველს თქვენს შიგნით, რომელსაც ადვილად შეუძლია ფრენა, როგორც ნამდვილ ჩიტს.


მე ვეტყვი მათ, ვინც მედიტაციის დაწყებას აპირებს, რომ ნუ განიცდით იმას, თავიდან თუ ვერ შეძლებთ კარგად მედიტირებას. გარე სამყაროშიც კი, ღმერთმა იცის, რამდენი წლის პრაქტიკა დაგჭირდებათ, რომ სრულყოფილებას მიაღწიოთ რამეში. თუ ვირტუოზ პიანისტს გაახსენდება, როგორი იყო ის, როდესაც სწავლობდა დაკვრას, მას გაეცინება. სწორედ თანდათანობითმა წინსვლამ მუსიკალურ ოსტატობას მიაღწევინა. შესაზლებელია, თავიდანვე თქვენც გაგიჭირდებათ მედიტირება, მაგრამ თანდათან თქვენი შესაძლებლობები განვითარდება. მეორეს მხრივ, სარგებელს მედიტაციიდან თქვენ პირველივე დღიდან იგრძნობთ. ზღვის წვეთსაც კი მლაშე გემო აქვს. ანალოგიურად, თუ მედიტაციის დროს ვიგემებთ ზღვის სიმშვიდის წვეთს, ჩვენ, უსათუოდ, ვიგრძნობთ სიმშვიდეს ჩვენს ცხოვრებაში.

დამიჯერეთ, ეს საკუთარი გამოცდილებით ვიციsmile.gif

Sidharta-Gautama-Buddha

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 7 2011, 03:10 PM

NINJA - ნინძა

ციტატა
მე ბევრმა მკითხა ის, თუ მართლა იწევიან თუ არა ბუდისტი ბერები ჰაერში მედიტაციის დროს, ან თუ გინახავს ისინი ჰაერში აწეულებიო.

მაინც არ გაგვეცი პასუხი, გინახავს თუ არა...

შენ როგორ და სად მედიტირებ?
შენზე უფრო ვრცლად რომ დაგეწერა, საინტერესო იქნებოდა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 7 2011, 06:17 PM

ვახო რო იცოდე როგორ გელოდით მე და ლელუაშვილი...

ეხლა რაღაც უნდა შეგეკითხო.
ჩვენ ვსაუბრობთ მედიტაციაზე თეორიულად(რადგან მართლმადიდებლობა ამას კრძალავს)ეს გასაგებია,მაგრამ როგორია იგი პრაქტიკაში?
რამოდენიმე პიროვნებისგან (ვინც ადრე მედიტირებდნენ)ვიცი რომ ამ პოროცესში ექსკრეცია ხდება და.ა.შ.
ანუ თუ შეგიძლია გვითხრა ფიზიოლოგიურად რა და როგორ ხდება მაგ დროს.გონება როგორ მუშაობს,რა პროცესები მიმდინარებს და...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 9 2011, 11:37 PM

წარმოიდგინეთ, რომ სამყარო ცოცხალი ორგანიზმია, ოღონდ ფორმა აქვს (ადამიანისმაგვარი) და უფორმო მასა სულაც არაა. ჩვენ კი ამ ორგანიზმის უჯრედები ვართ...

ჯანმრთელ ორგანიზმში ყველა უჯრედი მთლიან ორგანიზმს ემსახურება. ყველა უჯრედს თავისი კონკრეტული და უნიკალური ფუნქცია აქვს. ლეიკოციტი თავს სწირავს მავნე უჯრედებთან ბრძოლაში, ნერვული უჯრედი იმპულსებს გადასცემს, ზოგიერთი ქსოვილის უჯრედი ჰორმონებს გამოჰყოფს, ზოგი საკვებს ინელებს და ა.შ. თავისი უზარმაზარი მრავალფეროვნებით...

ახლა დავახასიათოთ ავადმყოფური მდგომარეობა: კიბოს ქსოვილის მთავარი თვისება ისაა, რომ აქ უჯრედებმა დაივიწყეს თავისი პირვანდელი ფუნქცია და გადაწყვიტეს თავის ნებაზე იმოქმედონ. ლეიკოციტმა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციის შესრულება გადაწყვიტა, ნერვულმა უჯრედმა ჰორმონების გამოყოფა, ნაწლავის უჯრედებს აღარ უნდათ სიბინძურეში ყოფნა და გადაწყვიტეს საკვები აღარ მოინელონ...

ეს ამბოხებული უჯრედები ერთიანდებიან, ცდილობენ სხვა უჯრედების თავისი გავლენის ქვეშ მოაქციონ და მათი პირვანდელი უნარი და სურვილი - მსახურებისა, თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს დამონებული "სათნო" უჯრედები კვლავინდებურად გულწრფელი უანგარობით ემსახურებიან, მაგრამ უკვე არა მთლიანს, არამედ კიბოვან ქსოვილს. ამ ქსოვილს თავისებური "კლანი" აქვს შექმნილი და მოქმედებენ პრინციპით "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" მაგრამ მათი მსახურება მათსავე არეალს არ სცდება.

მთლიანი ორგანიზმი სიგნალებს უგზავნის გაფრთხილებების, ხანდახან კი ტკივილების სახით. პათოლოგიური ქსოვილი კი იმის ნაცვლად, რომ დანებდეს და შეიცვალოს, უფრო და უფრო ძლიერდება. ქმნის ეგრეგორების სისტემას და ცდილობს დათრგუნოს და ჩაახშოს ყველა ის უჯრედი (საკუთარ არეალში) რომელიც ჯერ კიდევ მთელის მსახურებას ცდილობს... როცა სხვა გამოსავალი არ რჩება, ორგანიზმი ლეიკოციტებს და სხვადასხვა "ქილერ" უჯრედებს აგზავნის კიბოს ქსოვილთან. კიბოს ქსოვილი მტრებად შერცხავს ამ უჯრედებს და ყველანაირი საშუალებით თავს იცავს მათგან. უწოდებს მტერს, ეშმაკს, სატანას და აგრესიულ ეგრეგორს აძლიერებს...

ორგანიზმი კიბოს ქსოვილში აგზავნის ჯანმრთელ უჯრედებსაც, რომლებიც ფარულად ან ცხადად ცდილობენ კიბოვანი უჯრედების შეცვლას. თავიდან ცვლილება უმნიშვნელოა. რეალურად მხოლოდ რამდენიმე უჯრედი იცვლება, მაგრამ ხშირად ხდება კიბოვანი ქსოვილების ნაწილობრივი "გამოჯანსაღება" თუნდაც იმით, რომ ისინი აღარ არიან აგრესიულნი და აღარ ესხმიან თავს სხვა უჯრედებს, ან უკეთეს შემთხვევაში ენერგიის გაცემის არეალს აფართოებენ და მხოლოდ ავადმყოფ უჯრედებს არ აწვდიან ენერგიას (არ ემსახურებიან). ზოგიერთი აგრესიული აღარ არის, მაგრამ არც თავის საქმეს აკეთებს და უბრალოდ "გაჩერებულია"...

იმ უჯრედებს, რომლებიც გარდაქმნას ცდილობენ, მთლიანი ორგანიზმი უფრო და უფრო მეტად ეხმარება, მეტ ენერგიას აწვდის და მეტად ასწავლის. ანუ კიბოვან ქსოვილში ჩნდება ჯანმრთელი უჯრედების ორი კატეგორია:

1) უჯრედი რომელიც ორგანიზმმა გამოგზავნა დასახმარებლად (მისიით);
2) უჯრედი, რომელიც პათოლოგიური იყო და ზემოთხსენებული უჯრედის მეშვეობით შეიცვალა...

ესენი ორივენი ცდილობენ თანდათანობით სხვებიც შეცვალონ და ჩნდება იმის შანსი, რომ კიბოვანი ქსოვილი მინიმალური დანაკარგებით გარდაიქმნას ჯანმრთელ ქსოვილად.

ყველამ გავაცნობიეროთ, რომელ უჯრედებს ვგავართ... და გავაცნობიეროთ, რომ მთლიანი ორგანიზმის (და საკუთარი თავის) საკეთილდღეოდ საჭიროა საკუთარი თავისუფალი ნება მთლიანი ორგანიზმის ნებას დავუქვემდებაროთ. ამის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია. თუკი ჩვენი ენერგიის რაღაც პროცენტს მაინც დავუთმობთ მთლიან ორგანიზმს, უფრო მეტად გავჯანსაღდებით და უნდა ვიცოდეთ, რომ საბოლოო მიზანი 100%-ით მსახურებაა.

ჩვენს პირვანდელ ფუნქციას ჩვენით ვერასოდეს გავიხსენებთ, იმიტომ რომ შეუძLებელია პრობლემის გადაწყვეტა გონების იმ დონეზე, რა დონეზეც ეს პრობლემა წარმოიქმნა (ეს აინშტაინის სიტყვებია ). ჩვენი ფუნქცია ორგანიზმის მიერ გამოგზავნილმა ჯანმრთელმა უჯრედებმა უყნდა გაგვახსენონ. ასეთები კი ღმერთის წყალობით უკვე საკმარისად არიან...

უბრალოდ დავემორჩილოთ და მივენდოთ იმ ჯანმრთელ უჯრედებს, რომლისკენაც უფრო მეტად მიგვიწევს გული, მაგრამ ჯერ კარგად გავარკვიოთ, მართლა ჯანმრთელია თუ არა იგი... იმიტომ რომ კიბოს ქსოვილი არ დაუშვებს, რომ ეგრე იოლად "დამარცხდეს"!

ვფიქრობ მალე დადგება დრო, როცა ამ არჩევანის გაკეთება აუცილებელიც და უფრო ადვილიც გახდება, მანამდე კი დრო არ დავკარგოთ და ვეძებოთ ის ჯანმრთელი უჯრედები, რომლებსაც გადამწყვეტ მომენტში მივენდობით!

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 10 2011, 12:17 AM

GIORGI LELUASHVILI
ტარგაკოვა გეყვარება შენც smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 10 2011, 12:39 AM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Oct 9 2011, 11:37 PM) *

. ჩვენი ფუნქცია ორგანიზმის მიერ გამოგზავნილმა ჯანმრთელმა უჯრედებმა უყნდა გაგვახსენონ. ასეთები კი ღმერთის წყალობით უკვე საკმარისად არიან...

მთელი ცხოვრება ამ ჯანმრთელ უჯრედებს ვეძებ ,მარა ამაოდ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2011, 12:49 AM

,,ეხლა დღითიდღე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მედიტაციის ხელოვნება. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ჰოლივუდს მსახიობები (გვენეტ პელტროუ, ვუდი ხარელსონი, სტივენ სიგალი, ჯიმ ქერი...), ცნობილი მომღერლები (სტინგი, მადონა, ბორის გრებენშიკოვი...), პოლიტიკოსები, სპორტსმენები (მუჰამედ ალი, კარლ ლუისი, სვეტლანა ლებედევა...) და ბევრი სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ეროვნების, რელიგიის და მსოფლმხედველობის ადამიანი ინტერესდება მედიტაციით.
პოპულარულ ლიტერატურაში მედიტაციას მოიხსენებენ, როგორ მოდუნებული მდგომარეობის მიღწევას, რომლის მიზანია სტრესიდან გამოსვლა და ყოველდღიური ცხოვრებისეული დაძაბულობისაგან განმუხტვა. ლექსიკონებში კი ხშრად მედიტაციას ხსნიან, როგორც ღრმა აზროვნების პროცესს. მედიტაციით ვაღწევთ ყველაფერს ამას, მაგრამ მედიტაცია გაცილებით უფრო შორს მიდის.
მედიტაციის ხელოვნება აღმოსავლეთიდან მოდის, იოგის ტრადიციიდან. იოგის ტრადიციაში მედიტაცია სუფთა ცნობიერების მდგომარეობაა. მედიტაცია თვითჩაღრმავების ხელოვნებაა რომელსაც, გონების დამშვიდებით, მივყავართ სუკუთარი უსაზღვრო "მე"-ს აღმოჩენისაკენ. ეჭვების, შიშებსა და შფოთის მიღმა გასვლით, ჩვენში აღმოვაჩენთ ჰარმონიის, მდუმარების და სიბრძნის საწყისს. მედიტაციას არა მხოლოდ მივყავართ სრულიად განსხვავებულ გამოცდილებებისაკენ, არამედ ის გვეხმარება ჩვენი ყოვლდღიური ცხოვრების გარდაქმნაში უფრო ბედნიერ, უფრო მნიშვნელოვან და უფრო ასრულების მომტან არსებობად. მედიტაციის მეშვეობით მიიღწევა კავშირი უმაღლეს რეალობასთან, - და ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანია - გასხივოსნების, თვით-რეალიზაციის, ღვთის-რეალიზაციის, განთავისუფლების მიღწევა.
ასევე მედიტაციისათვის ჩვენ არ გვჭირდება გამოქვაბულებში განმარტოება. ჩვენ შეგვიძლია მედიტირება სახლში, ოფისში... მედიტაციისათვის ჩვენ გვჭირდება მისწრაფება - შინაგანი წყურვილი ამ უმაღლესი რეალობის შეცნობის."
(შრი ჩინმოი)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 10 2011, 08:38 AM

.zakaria.

ციტატა
მთელი ცხოვრება ამ ჯანმრთელ უჯრედებს ვეძებ ,მარა ამაოდ

"ეძიებდით და ჰპოვებდით" a075.gif
A.V.M
ციტატა
(შრი ჩინმოი)

ეს საიდან იცი? smile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 10 2011, 09:27 AM

QUOTE(.zakaria. @ Oct 10 2011, 12:39 AM) *

მთელი ცხოვრება ამ ჯანმრთელ უჯრედებს ვეძებ ,მარა ამაოდ biggrin.gif

შენ თვითონ ხარ ჯანმრთელი უჯრედი ამ სამყაროსთვის ზაქარია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2011, 05:24 PM

ციტატა
ეს საიდან იცი?

რამდენჯერ გითხრა მარტო შენ ხო არ გეცოდინება ყველაფერი მეთქი.
ისე გაგონილი მქონდა ჩინმოის შესახებ თუმცა წიგნს ვერ ვშოულობდი და ინტერნეტში ვნახე მერე...

"მედიტაცია ღვთიური საჩუქარია, მედიტაცია აუბრალოებს ჩვენს გარეგან ცხოვრებას და ენერგიით ავსებს ჩვენს შინაგან ცხოვრებას, მედიტაცია გვაძლევს ჩვენ ბუნებრივ და სპონტანურ ცხოვრებას."
შრი ჩინმოი

biggrin.gif laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 10 2011, 10:11 PM

A.V.M
სად პოულობ ჩინმოის სწავლებებს?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 10 2011, 10:15 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
სად პოულობ ჩინმოის სწავლებებს?

რთული მისახვედრია biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 10 2011, 10:20 PM

ikanosi

ციტატა
რთული მისახვედრია

საიდან უნდა ვიცოდე სად პულობს?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 10 2011, 10:28 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
საიდან უნდა ვიცოდე სად პულობს?

ჰაიტ შე აბდალო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 10 2011, 10:37 PM

ikanosi

ციტატა
ჰაიტ შე აბდალო



biggrin.gif biggrin.gif
არა, არ მოწონს მაინცდამანც ჩინმოიsmile.gif
თორე მასეთ რაღაცეებს შენზე ადრე ვხვდები ხოლმეtongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2011, 11:09 PM

ციტატა

ჰაიტ შე აბდალო

ორი ამბავი მაქვს,კარგი და ცუდი.
1-კარგი-ესაა,რომ კარგი ინტუიცია გაქვს.
(,,თქვენ საქმის არსს სწორად ჩასწვდით იკანოს!")
2-ცუდი ინტუიცია გაქვს.ჩინმოი ჩემით აღმოვაჩინე.


ლელუაშვილი ლინკი მოგცე მაგის სწავლებების?

ეხლა ჩინმოის გარდა,სხვის აზრებსაც გავეცნოთ:

მედიტაცია- ლათინურად meditatio, რაც ნიშნავს ღრმა განსჯას, ჩაფიქრებას რაიმე საკითხზე, შინაგან ლოცვას. XIX საუკუნის ბოლომდე ამ ტერმინს ჰქონდა საკმაოდ მარტივი განმარტება, მაგრამ მოგვიანებით კი სიტყვა მედიტაციამ შეიძინა უკვე სხვა დატვირთვა და ახლა წარმოადგენს ბუდიზმისა და ინდური იოგების (ასევე სხვადასხვა მიმდინარეობებისა თუ მეცნიერებების) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს. “ბჰაგავატ-გიტა, როგორც ასეთი”, რომელიც წარმოადგენს ვედური სიბრძნის საუკეთესო ნაწარმოებს გადმოგვცემს მედიტაციის სხვადასხვა ვარჯიშებს და ასევე საუბარია, რომ მხოლოდ ამის მეშვეობითაა შესაძლებელი ადამიანისთვის საკუთარ თავში ჩაღმავება და საკუთარი “მეს” შეცნობა.
მედიტაცია არსებობს სხვადასხვა სახის და თითოეულ მათგანს განსხვავებული დატვირთვა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა მედიტაციური ტრანსი, რომელიც გარკვეულწილად წარმოადგენს ადამიანის გადასვლას სხვა განზომილებაში, ამ დროს იგი საერთოდ კარგავს რეალურ “ამქვეყნიურ” შეგრძნებებს, რეფლექსებს და რჩება მხოლოდ ცნობიერება, რომლითაც ცდილობს აღიქვას სხვა სამყარო…ანუ ე.წ. ასტრალში გასვლა. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირად ეს ასტრალში გასვლა წარმოადგენს ადამიანის ფანტაზიის ნაყოფს და საკმაოდ საშიშია მისი ფსიქიკისთვის. გარდა ბუდიზმისა და ინდური იოგასი მედიტაცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს სხვადასხვა ოკულტურ ორდენებში. მედიტაცია – ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის მიღწევის კიდევ ერთი გზაა. იგი გულისხმობს გარკვეული რიტუალებისა და პროცედურების შესრულებას, რის შედეგადაც ადამიანი ფიზიკურად დუნდება, სულიერად მშვიდდება, მას მოიცავს სიამოვნებისა და ზოგჯერ ნეტარების ბრძნობა. ხანგრძლივმა მედიტაციამ შეიძლება გამოიწვიოს მისტიკური განცდა იმისა, რომ პიროვნება ქრება და რაღაც უფრო ფართო და იდუმალი ცნობიერების ნაწილად იქცევა. მედიტაციის ტექნიკა ცნობილია უძველესი დროიდან და წარმოდგენილია თითქმის ყველა ძირითად რელიგიაში: ინდუიზმში, ბუდიზმში, იუდაიზმში, სუფიზმში და სხვა. ძირითადად მედიტაცია წარმოადენს რაიმე ობიექტზე ან აზრზე კონცენტრირებას. არსებობს ასევე მისი კლასიფიკაცია:

1. ჩაკრა (კუნდალინური მედიტაცია)
2. მანტრა (ტრანსცენდენტური მედიტაცია)
3. შინაგანი ხმა (ნაამი, შაბდი, ანახატა ნადა)
4. სუნთქვა (ანაპანასატი-მედიტაცია)
5. სანთელი და მისი ანარეკლი სარკეზე (ტრაკატა)
6. საკუთარი ცნობიერება (ვიპასსანა მედიტაცია)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 10 2011, 11:16 PM

A.V.M

ციტატა
ლელუაშვილი ლინკი მოგცე მაგის სწავლებების?

აქეთ მოგცემ შე კაცო.
არამარტო ლინკს, მთლიანად მაგის საიტს თუ გენდომებაsmile.gif
ჰოდა იმიტომ გეკითხებოდი, საიდან იცი მეთქი ეს პიროვნება, რომ ვიფიქრე მისი საიტი ხომ არ აღმოაჩინა-მეთქი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2011, 11:17 PM

ციტატა
აქეთ მოგცემ შე კაცო.
არამარტო ლინკს, მთლიანად მაგის საიტს თუ გენდომება

ვიცი ეგრე რო იქნებოდა და წყარო აღარ მივუთითე...
ციტატა
ჰოდა იმიტომ გეკითხებოდი, საიდან იცი მეთქი ეს პიროვნება, რომ ვიფიქრე მისი საიტი ხომ არ აღმოაჩინა-მეთქი.

არსებობს საძიებო სისტემა-გუგლი...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 10 2011, 11:19 PM

ციტატა
იგი გულისხმობს გარკვეული რიტუალებისა და პროცედურების შესრულებას, რის შედეგადაც ადამიანი ფიზიკურად დუნდება, სულიერად მშვიდდება, მას მოიცავს სიამოვნებისა და ზოგჯერ ნეტარების ბრძნობა.

ki.gif
ციტატა
ხანგრძლივმა მედიტაციამ შეიძლება გამოიწვიოს მისტიკური განცდა იმისა, რომ პიროვნება ქრება და რაღაც უფრო ფართო და იდუმალი ცნობიერების ნაწილად იქცევა.

ეს უკვე ბუდისტური აზრიააა...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 10 2011, 11:39 PM

ციტატა
კარგი ინტუიცია გაქვს.

ციტატა
ცუდი ინტუიცია გაქვს

რაცხა ნამეტანი დალაგებულად ლაპარაკობ შენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2011, 11:43 PM

ციტატა
რაცხა ნამეტანი დალაგებულად ლაპარაკობ შენ

ხედავ შვილო?
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

მე ასე ვთქვი,რომ---------ზოგადად კარგი ინტუიცია გაქვს თქვა,მაგრამ ეხლა ცუდად წარმოაჩინე მეთქი.(ვერ გაარტყი რა...)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 10 2011, 11:45 PM

A.V.M
მივხვდი მაგრამ ცოტა ინტრიგა ხო უნდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2011, 11:48 PM

ციტატა
მივხვდი მაგრამ ცოტა ინტრიგა ხო უნდ

მერე ძლივს შევაკოწიწე რაცხა და ის იმას რო არ შეუტიო...
აგერ თოკა რა სურათებს ხატავს...
ეგ დავაინტრიგოთ... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 12 2011, 04:06 PM

მუსიკა მედიტაციისთვისsmile.gif


პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Oct 12 2011, 05:27 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მუსიკა მედიტაციისთვის


გიორგი აღიარე! მედიტირებ? gio.gif ki.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2011, 05:31 PM

ციტატა
გიორგი აღიარე! მედიტირებ?

გადავცე ანათემას?

რა მედიტაციაო გეორგიოს სტიქაროსანია კაცი... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Oct 12 2011, 05:39 PM

A.V.M

ციტატა
გადავცე ანათემას?


ჯერ არა. g.gif

ციტატა
რა მედიტაციაო გეორგიოს სტიქაროსანია კაცი...

აბა მე ვდებ მუსიკას მედიტაციისთვის? whistling.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 12 2011, 08:26 PM

georgios

ციტატა
გიორგი აღიარე! მედიტირებ?

no.gif
ვკაიფობ ხოლმე რაlaugh.gif

A.V.M
ციტატა
გადავცე ანათემას?

სანამ ანათემასა გადასცემდა ვინმეს ეკლესია, ჯერ ძირფესვიანად იკვლევდა ობიექტის საქმესtongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2011, 10:32 PM

ციტატა

აბა მე ვდებ მუსიკას მედიტაციისთვის?

თუ მუსიკის დადებაზეა საქმე,მაშინ მე ჩინმოის მთელი მოძღვრებები დავდე და მაგ ლოგიკით უკვე ,,გასხივოსნებული"უნდა ვიყო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 12 2011, 10:55 PM

A.V.M

ციტატა
თუ მუსიკის დადებაზეა საქმე,მაშინ მე ჩინმოის მთელი მოძღვრებები დავდე და მაგ ლოგიკით უკვე ,,გასხივოსნებული"უნდა ვიყო...

ხოდა გეტყვიან კიდეც გასხივოსნებული ხაროlaugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2011, 10:56 PM

ციტატა
ხოდა გეტყვიან კიდეც გასხივოსნებული ხარო

ეხლაც ლოტოსის პოზაში ვზივარ კომპიუტერთან biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 12 2011, 10:57 PM

A.V.M

ციტატა
ეხლაც ლოტოსის პოზაში ვზივარ კომპიუტერთან

მით-უმეტესbiggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 12 2011, 11:16 PM

QUOTE(A.V.M @ Oct 12 2011, 10:32 PM) *

თუ მუსიკის დადებაზეა საქმე,მაშინ მე ჩინმოის მთელი მოძღვრებები დავდე და მაგ ლოგიკით უკვე ,,გასხივოსნებული"უნდა ვიყო... biggrin.gif

წაკითხული თუ გაქვს მაინც biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2011, 11:18 PM

ციტატა
წაკითხული თუ გაქვს მაინც

აღარა მაქვს ხო საშველი...

(რა აღარა მაქვს კაცო,მოიცათ რაღა მედიტაციას მაბრალებთ,რამე მართლმადიდებლური მითხარით...)
:დ :დ :დ

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 12 2011, 11:29 PM

QUOTE(A.V.M @ Oct 12 2011, 11:18 PM) *

აღარა მაქვს ხო საშველი...

(რა აღარა მაქვს კაცო,მოიცათ რაღა მედიტაციას მაბრალებთ,რამე მართლმადიდებლური მითხარით...)
:დ :დ :დ

მე არა მაქ წაკითხული biggrin.gif
მეზარება biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Oct 13 2011, 06:39 PM

http://www.youtube.com/watch?v=gtOR-f_aick

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 13 2011, 07:06 PM

მედიტაციისთვის ძალიან კარგი ვიდეოები მაქვს, მარა თუ პრაქტიკაში არავინ გამოიყენა, რა აზრი აქვს.
ისე თუ მოუსმენთ, მიგითითებთ კარგ ლინკებს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 14 2011, 08:43 PM

ეს მათთვის, ვისაც რუსული ესმის.
ერთ-ერთი გამოცდილი პიროვნება მედიტაციაში - დალაი-ლამა.
ბუდუზმის ელიგიური წინამძღოლი.


პოსტის ავტორი: cristiani თარიღი: Oct 18 2011, 07:42 PM

იოგა

იოგა ინდური ფილოსოფიის ექვს „ორთოდოქსულ“ (ანუ ვედების ავტორიტეტზე დამყარებულ) მიმდინარეობათაგან (დარაშნა) ერთ-ერთს ეწოდება, მაგრამ იოგურ ტექნიკას მეტ-ნაკლებად ძველინდური აზროვნების თითქმის ყველა მიმდინარეობა აღიარებს (მიმანსასა და ჩარვაკის გარდა), რის გამოც იოგა ინდურ სისტემათა უმეტესობის საერთო ელემენტს წარმოადგენს (ბუდიზმის ჩათვლით).

თვით ტერმინი „იოგა“ არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება: იგი ნიშნავს შეერთებას, მონაწილეობას, წესრიგს, აგრეთვე ღრმა ფიქრს, ჭვრეტას, თუმცაღა, უფრო ხშირად მას სანსკრიტული ძირიდან - „იუჯ“ - წარმოშობილად მიიჩნევენ, რაც ძალისხმევას, ვარჯიშს ნიშნავს.

იოგას უძველესი წარმოშობა აქვს. იგი ჯერ კიდევ რიგვედაში, ინდური რელიგიის ლიტერატურის უძველეს ძეგლშია ნახსენები. შემორჩენილია იოგას პოზაში მყოფი ადამიანების ფიგურები, რომლებიც ძვ.წ. III ათასწლეულითაა დათარიღებული. როგორც ჩანს, მისი წინამორბედი ძველ დრავიდთა (ინდოეთის უძველესი მაცხოვრებლები) შამანიზმი იყო, მაგრამ მან არიელთა რელიგიის დიდი გავლენაც განიცადა. უპანიშადებში იგი საკმაოდ ხშირად მოიხსენიება, ხოლო მაჰაბჰარატაში ნათქვამია, რომ იოგა ვედების სამსხვერპლო რიტუალის შემცვლელიაო, მაგრამ მიუხედავად ამისა იოგას უმთავრესი პრინციპები ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისში მცხოვრებმა ფილოსოფოსმა პატანჯალიმ ჩამოაყალიბა „იოგა-სუტრაში“ - იოგას პირველ

კლასიკურ სახელმძღვანელოში.

იოგას მთავარი მიზანია ღვთაებრივი არსის წვდომა და ამით უკვდავებისა და თავისუფლების მოპოვება. ადამიანის კითხვაზე, თუ რატომაა ღვთაება მიუწვდომელი და ხილული სამყაროსაგან განსხვავებით უხილავი, ბრაჰმანიზმი პასუხობს: „ღვთაება აქვეა, ახლოსაა, იგი შენშია, მაგრამ შენ არ ძალგიძს მისი ჭვრეტა, რადგან სიცრუესა და ილუზიაში ხარ ჩაფლული. მისი უშუალო შეცნობა და აღქმა კი ვარჯიშითაა შესაძლებელი, რითაც შენ შეიძენ უნარს მარადიულის საიდუმლოს შეცნობისა“. ამ მიზანს ემსახურება იოგა. დათრგუნავს რა სხეულს თავშეკავებით, დაძლევს შიშს, დარდს, ყოველგვარ ადამიანურ ვნებას, იოგი თავისით აღწევს უმაღლეს მდგომარეობას. იგი არა მარტო სხვა მოკვდავთ აღემატება, არამედ ერწყმის ღვთაებრივ ბუნებას და ღმერთად იქცევა, ნათქვამია მაჰაბჰარატაში. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, იოგა განიმარტება, როგორც ხსნის გზა თვითგაღმერთების მეოხებით.

თავისი ფილოსოფიური წინამძღვრობით იოგა სანქიას მეტაფიზიკასთან სიახლოვეს ამჟღავნებს (სანქია ძვ. ინდური ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც ბრძენ კაპილას მიერაა შექმნილი ძვ.წ. VIII საუკუნეში). მისი აზრით არაცნობიერი სტიქიური პროცესები ასეთივე ბრმა სტიქიური ბუნებისაგან წარმოიშობა, რომელსაც პირველმატერია - პრაკრიტი ეწოდება, მაგრამ ამგვარი დებულებით სანქია მატერიალიზმამდე არ მიდის. მისთვის სულიერი სამყაროს არსებობაც ისეთივე უეჭველია, როგორც ფიზიკურისა. აქედან გამომდინარე, სანქია ასკვნის, რომ ცნობიერებას დამოუკიდებელი წარმოშობა აქვს. იგი თავდაპირველად ამგვარ წყაროდ ერთიან სულს - პურუშას მიიჩნევდა, მაგრამ შემდგომ მისი შეხედულება იმ აზრისკენ გადაიხარა, რომლის მიხედვითაც არსებობს სულიერ ერთეულთა ურიცხვი რაოდენობა, რომლებიც უსხეულო არასებათა მთელ სამყაროს ქმნიან (ეს ყოველივე რაღაცით ლაიბნიცის „მონადოლოგიასაც“ მოგვაგონებს). ამრიგად, სანქიას ფილოსოფია მკვეთრად გამოხატული დუალიზმით ხასიათდება და ორ - მატერიალურ და სულიერ, მარადიულ, ურთიერთდაპირისპირებულ სამყაროს არსებობას აღიარებს, რომელთა „შეთავსებითაც“ იქმნება იმგვარი სამყარო, როგორსაც ჩვენა აღვიქვამთ. იგი იმდენად არასრულყოფილია, რომ მთლიანად ტკივილითა და ტანჯვითაა განმსჭვალული. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც სხეულის მონობაში იმყოფება, სულისა და მატერიის ურთიერთკავშირის შესუსტებისაკენ უნდა ისწრაფვოდეს. კაპილას ამ კონცეფციის მიხედვით, პატანჯალიც ადამიანს პრაკრიტის ტყვეობაში მყოფად მიიჩნევდა. მისი აზრით, იოგმა უარი უნდა თქვას ხილულ საგანთა სურვილზე. ადამიანი, რომელსაც არ შეუცნია თავისი ზებუნებრივი სიდიადე და ვერ აცნობიერებს საკუთარ მე-სა და ღვთაებას შორის იგივეობას, მატერიის მონად რჩება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხადავად პატანჯალისა და უპანიშადების ფილოსოფიას შორის არსებული სხვაობისა, „იოგა-სუტრაში“ ასახული პრაქტიკა ბევრად არ განსხვავდება ძველისაგან, რის გამოც პატანჯალის სახელმძღვანელო მათთვისაც უმაღლეს ავტორიტეტად და სამაგიდო წიგნად რჩება, ვინც შესაძლოა ამ უკანასკნელის შეხედულებებს არ იზიარებს.

შემდგომში „იოგა-სუტრას“ იდეები განავითარეს და გააღრმავეს მისმა კომენტატორებმა - ვიასამ და ვიჩასპატმა.

„იოგა-სუტრას“ მიხედვით, საბოლოო მიზნის მისაღწევად იოგმა 8 საფეხურიანი გზა უნდა გაიაროს. პირველ ეტაპს იამა (თავშეკავება) ეწოდება, იგი ელემენტარულ ასეკზასა და ეთიკური ნორმების დაცვას მოითხოვს (ცოცხალი არსებებისადმი ზიანის არმიყენება, უანგარობა, სიმართლე, მოთმინება, უბიწოება).

მეორე საფეხურია ნიიამა (სიწმინდე). იგი პირველის მსგავსია და გულის, სხეულისა და გონების დისციპლინას გულისხმობს. მისი საფუძველია წმინდა ტექსტებზე ფიქრი, სხეულებრივი და სულიერი სიწმინდე, სურვილთა მოთოკვა და სტიქიური ძალების კონტროლი. ამ ეტაპზე იოგა დიდ ადგილს უთმობს ადამიანის არსების სიღრმისეულ პოტენციალს, რომლის ცენტრიც (კუნდალინი), იოგას თანახმად, ხერხემლის ქვედა ნაწილში მდებარეობს. მისი სიმბოლოა რგოლებად დახვეული გველი (მწარმოებლური, სექსუალური ძალის ძველი ემბლემა), კუნდალინის ენერგიის ვიბრაცია სწორედ იქიდან ხდება განსაკუთრებული კვანძების (ჩაკრა) მეშვეობით. კუნდალინის ძალის ფლობა სულის უმაღლესი დაძაბულობის პირობაა. ესაა არა მისი დათრგუნვა (როგორც ეს ქრისტიანულ ასკეტიკაშია), არამეად მისი შემოქმედებით აქტივობად გარდაქმნა.

ყველაზე დიდი გავრცელება მესამე ეტაპმა - ასანამ ჰპოვა, რადგან იგი მჭიდრო კავშირშია ე.წ. „ჰათჰა-იოგასთან“, რომელიც ადამიანის სხეულებრივ ცხოვრებას, მის ჯანმრთელობას ეხება. ასანა სხეულის გარკვეული მდგომარეობაა, რომელშიც იოგი გარკვეული ხნის მანძილზე იმყოფება. მოგვიანებით დაახლოებით 840000 ასანა იქნა შემუშავებული, ძირითადად სამედიცინო მიზნებისათვის. პატანჯალი და მისი მიმდევრები კი ასანებს სხეულის, ფიზიოლოგიური პროცესების დასაუფლებლად იყენებდნენ, რომლებიც დაბრკოლებას წარმოადგენენ სულიერი აღმასვლის გზაზე.

იოგაში უდიდესი მნიშნველობა აქვს სუნთქვას, რომლის მოწესრიგებასაც მე-4 საფეხური პრანაიამა (პრანას ფლობა) ახდენს. სიტყვა „პრანა“, ვივეკანანდას განმარტებით, სუნთქვას არ ნიშნავს. იგია ენერგია, რომელიც მთელ სამყაროს მსჭვალავს. სუნთქვის მეოხებით ადამიანს ჩაკრებიდან მომდინარე, „სასიცოცხლო დენთა“ მართვა შეუძლია. მას ძალუძს მიიღოს და შეინარჩუნოს კოსმიური ძალა, რომელიც მის რიტმს სამყაროულ რიტმთან თანხმიერს გახდის, ეს კი იოგს დროის გამთიშავი ზემოქმედებისაგან ათავისუფლებს. არსებობს უტყუარი ცნობები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი იოგი სიბერეშიც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ხოლო ცნობილი მკვლევარი მირჩა ელიადე იცნობდა იოგს, რომელიც დღეში სულ 10 ჩასუნთქვას ახდენდა.


წყარო: orthodoxy.ge
http://www.orthodoxy.ge/apologetika/religiebi/ioga.htm

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 18 2011, 07:54 PM

GIORGI LELUASHVILI
როგორ ხარ შენ მაგარო a075.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 18 2011, 09:56 PM

.zakaria.

ციტატა
როგორ ხარ შენ მაგარო

აი ასეthumbs.gif
იმედია შენცa075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 18 2011, 11:13 PM

ვინ თქვა ინტერნეტში კარგს ვერაფერს ნახავო?
ნახეთ რა კარგი რაღაც ვნახე შემთხვევით..იიდამი, იდამი ან იშთჰადევა[ტა](ჩინ. 神體 შენთი, სანს. इष्टदेवता iṣṭhadevatā), შემოკლება ტიბეტურ ჲიდ-კჲი-დამ-წიგ-იდან) არის სრულად გასხივოსნებული არსება, რომელიც ფოკუსია მედიტირებისთვის. იიდამებთან დაკავშირებულია მედიტაციები, გამოსახულებები, ქანდაკებები და მანტრები. არიან ბრძენი, მშვიდობიანი და მრისხანე თვისებების განსხვავებული ფორმებით, ხშირად უამრავი ხელით, ფეხით, თავითა და თვალებით.
ტანტრის პრაქტიკოსი ბუდისტისთვის, იიდამი გამოსახავს გასხივოსნებულ გონებას, ბუდას თვისებას, რომლის გამოსახულებაზეც ყურადღებას აფოკუსირებენ მედიტაციის, გალობისა და ლოცვის დროს ან მთელი ცხოვრების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, იიდამის პოპულარული სახელები პირადი ღვთაება ან მედიტაციის ღვთაება, არც ისე კორექტულია. იიდამი არის იდეალური ფორმა მედიტაციისთვის, რომ გამოაღვიძო საკუთარი ბუდას ბუნება. ამ ფორმასთან შეჩვევა ეხმარება გონიერების შენარჩუნებაში, რასაც ბარდოს მდგომარეობაში ღრმა მედიტა

აციისას ან სიკვდილისას პრაქტიკოსი მიყავს რეალიზაციის მიღწევამდე.
იიდამები ბოდჰისატვების სხვადასხვა ფორმას იღებენ, მაგ: თანაგრძნობის განსახიერებების (ავალოკიტეშვარა ან მანჯუშრი), ოსტატების (პადმასამბჰავა, კარმაპა...), მცველების მრისხანე ფორმების (როგორბიც არიან ჰაჲაგრივა, ვაჯრაკილაჲა, ვაჯრაპანი, ჰევაჯრა, მაჰაკალა ან პალდენ ლჰამო). მაგ., არსებობს ავალოკიტეშვარას ოთხხელიანი და თერთმეტთავიანი ფორმა, ამასთანავე მისი ათასხელა ფორმაც. იიდამები იღებენ განსხვავებულ ფორმებს, მშვიდსა და მრისხანეს, ცალკე და კავშირში, შეუძლიათ იყვნენ მთასავით დიდები და მტვერივით პატარები. მაგრამ მათი არსი ყოველთვის ერთია - პრაქტიკოსის ბუდას ბუნებასთან დაკავშირება. ხშირად იიდამები ჲაბ-ჲუმის სახით გამოისახებიან.
იიდამებთან მედიტაცია ხდება მკაცრად გამომუშავებული რიტუალით. იიდამებთან მუშაობის აუცილებელი მოთხოვნილება ბოდჰისატტვათა აღთქმების მიღებაა, აუცილებლობა ყველა ცოცხალი არსებისთვის გასხივოსნების მიღწევა და სიცარიელის პრინციპის თუნდაც მცირედი გაგება. იიდამებთან მუშაობისთვის საჭიროა ლამისგან აუცილებელი ინიციაციების მიღება (ვანგი), რომელშიც შედის რიტუალი ტექსტების წაკითხვით (ლუნგი) და პრაქტიკის ახსნა (თრი).
ამგვარად, იიდამებს არ აქვთ რამე კავშირი ქრისტიანულ, იუდაისტურ ან ისლამურ დემონებთან, ანგელოზებთან ან რამე სახის მფარველებთან. იიდამი, უფრო ზუსტად, არის ფორმა, რომლის საშუალებითაც პრაქტიკოსს შეუძლია გახდეს ბუდა.
ესა თუ ის იიდამი „პირად ღვთაებად“ ირჩევა ადამიანის ფსიქიკის, მიდრეკილებებისა და ხასიათის მიხედვით.
ჲიდ-კჲი-დამ-წიგ ზუსტად ნიშნავს გონების ფორმირებას (სამაჲა), გონების გამაგრება შინაგანი თავისუფლებისა და სიცხადის მდგომარეობაში.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 19 2011, 12:04 AM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Oct 18 2011, 09:56 PM) *

.zakaria.

აი ასეthumbs.gif
იმედია შენცa075.gif

მეც a075.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Nov 1 2011, 03:58 PM

ცოდვააო და არ შეიძლებაო და ა.შ

მართალია?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 1 2011, 04:01 PM

*ana*

ციტატა
ცოდვააო და არ შეიძლებაო და ა.შმართალია?

თუკი მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება გაინტერესებს ამის თაობაზე, მაშინ ეს მართლაც ასეა.

ცოტა ვრცელი თემაა თუ რატომ უარყოფს ქრისტიანობა მედიტაციასა და იოგას.

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Nov 1 2011, 04:05 PM

GIORGI LELUASHVILI
გმადლობ პასუხისთვის

რა ყველაფერი აკრძალულია, ტვინი ვერ დაგისვენებია კაცს –_–
რა მოხდა ცოტა ხნით თუ გამოეთიშე ამ სამყაროს.
ძაან ზედმეტებში გადაშვებას არ ვგულისხმობ, ისე ''ლაითად''.

როგორც ვიცი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ფსიქიკაზე, გონებაზე...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 1 2011, 04:09 PM

*ana*

ციტატა
რა ყველაფერი აკრძალულია, ტვინი ვერ დაგისვენებია კაცს –_–რა მოხდა ცოტა ხნით თუ გამოეთიშე ამ სამყაროს.ძაან ზედმეტებში გადაშვებას არ ვგულისხმობ, ისე ''ლაითად''.როგორც ვიცი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ფსიქიკაზე, გონებაზე...

ყველაფერი არაა აკრძალულიsmile.gif
აკრძალულია ის, რაც სულისთვის სახიფათოა და ცხონებაში ხელისშემშლელი.

თუკი განტვირთვა და ამ სამყაროდან გათიშვა გსურს, რა უნდა იყოს ამაზე კარგი საშუალება, თუ არა ლოცვა; ღმერთთან საუბარი.

აი, მიპასუხე - როცა მედიტირებ, რაზე ახდენ კონცენტრაციას?

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Nov 1 2011, 04:12 PM

GIORGI LELUASHVILI
ჰოდა, რატომაა ცხონებისთვის ხელისშემშლელი, არ მესმის
უფრო სწორად არ ვიცი

ციტატა
თუკი განტვირთვა და ამ სამყაროდან გათიშვა გსურს, რა უნდა იყოს ამაზე კარგი საშუალება, თუ არა ლოცვა; ღმერთთან საუბარი.

მგონი ბევრჯერ რთულია, ამის მიღწევას ხალხი წლობით ცდილობდა,
უმარტივესი მედიტაციის (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) მიღწევა კი
ბევრად მოკლე დროშიც შეიძლება

ციტატა
აი, მიპასუხე - როცა მედიტირებ, რაზე ახდენ კონცენტრაციას?

მე არ ვმედიტირებ, ლაწირაკი ვარ ჯერ :უსერ:
უბრალოდ ძალიან მაინტერესებს და ვკითხულობ რაღაცებს.
მართალია მეშინია, მაგრამ მაინც biggrin.gif
რო ვცადო და ასტრალში გავიჩხირო სად მივდივარ.. girl_angel.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 1 2011, 04:23 PM

*ana*

ციტატა
ჰოდა, რატომაა ცხონებისთვის ხელისშემშლელი, არ მესმისუფრო სწორად არ ვიცი

იმიტომ, რომ მედიტაციით ადამიანი უკავშირდება არა ღმერთს, არამედ ბნელ ძალებს.

დღევანდელი "ქრისტიანების" უმეტესი ნაწილის ყოფა იმდენად არის გაჟღენთილი ეგოცენტრიზმითა და თვითკმაყოფილებით, რომ სულიერი ცხოვრება მათთვის ღრმა საიდუმლოებითაა მოცული. ამიტომ, როდესაც ისინი "სულიერი ცხოვრების" დაწყებას ცდილობენ, მხოლოდ თვითკმაყოფილების სხვა ფორმამდე მიდიან.

ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს იმ სრულიად ყალბ რელიგიურ იდეალში, რომელსაც აღიარებს "ქარიზმატული აღორძინებაც" და "ქრისტიანული მედიტაციის" ბევრი განშტოებაც. ყველა ისინი ადამიანს აღუთქვამენ (და მართლაც აძლევენ) "კმაყოფილებისა" და "სიმშვიდის" განცდას; მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ქრისტიანული იდეალი, რაც სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა შეურიგებელი ბრძოლა და ომი.

"კმაყოფილება" და "სიმშვიდე", რომლებსაც ყველა ეს თანამედროვე "სულიერი" მიმდინარეობა აღგვითქვამს, აშკარად ამხელენ მათ, როგორც სულიერი ცთომილების, სულიერი თვითკმაყოფილების ნაყოფს, ეს კი არის სიკვდილი სულიერი ცხოვრებისათვის, რომლის ცენტრი ღმერთია. მედიტაციის ეს სახესხვაობები მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიკურ დონეზე ახდენენ ზემოქმედებას და არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტ ქრისტიანულ სულიერებასთან.
ციტატა
მგონი ბევრჯერ რთულია, ამის მიღწევას ხალხი წლობით ცდილობდა,უმარტივესი მედიტაციის (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) მიღწევა კიბევრად მოკლე დროშიც შეიძლება

რათქმაუნდა, ეს ასეა.
ქრისტიანული სულიერება მარადიული სასუფევლის მოპოვებისათვის ძნელ ბრძოლაში ყალიბდება, იმ სასუფევლისა, რომელიც მთელი სავსებით მხოლოდ ამ წარმავალი სოფლის დასასრულის შემდეგ დადგება, და ქრისტეს ჭეშმარიტი მხედარი ვერასოდეს ჰპოვებს მოსვენებას – მაშინაც კი, როდესაც წინასწარ გრძნობს მარადიული ნეტარების მოახლოებას, რომელიც მას შეიძლება უკვე ამ ცხოვრებაში გაეხსნას.

ხოლო რაც შეეხება აღმოსავლურ რელიგიებს, რომლებიც ზეციურ სასუფეველს არ იცნობენ, ისინი მხოლოდ გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობების მისაღწევად იბრძვიან, მთლიანად ამ წარმავალ ცხოვრებაში რომ იწყებიან და მთავრდებიან.
ციტატა
უბრალოდ ძალიან მაინტერესებს და ვკითხულობ რაღაცებს.მართალია მეშინია, მაგრამ მაინც

კითხვა და გაცნობა ძალიან კარგია, მაგრამ... smile.gif
აღარ გავაგრძელებsmile.gif
ციტატა
რო ვცადო და ასტრალში გავიჩხირო სად მივდივარ..

ასტრალში გასვლას მხოლოდ ერთი დადებითი თვისება აქვს - ხვდები, რომ სხეული არ ხარ და სული არსებობს.
სხვა ყოველმხრივ იგი უსარგებლო და არაფრის მომცემია და ცოტა სახიფათოცsmile.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Nov 1 2011, 04:39 PM

GIORGI LELUASHVILI
გმადლობ, რომ ამდენი წერე და არ დაგეზარა..

ბნელ ძალებს რატომ უკავშირდება მაინც და მაინც არ მესმის. ანუ ''იქ'' რომ გადიხარ სრულიად დაუცველი ხარ(სავით) და ადვილად შეიძლება ვიღაცამ ან რაღაცამ გტაცოს ხელი და თავისთან დაგიტოვოს sleep.gif სხეულშია როცაა სული, მაშინ ხომ დაცულია, მაშინ ხომ მფარველობს ღმერთი და ანგელოზი, თუ სხეულს გარეთ გავა, შორდებიან?

ლოცვის იმ დონემდე სრულყოფას, რომ ''ღმერთთან საუბარი'' შევძლოთ, ბევრი ჩვენგანი ვერ მიაღწევს. მაშ ისღა დაგვრჩენია რაც შეგვიძლია ისიც არ გავაკეთოთ.

უბრალოდ იმდენადაა დღევანდელ დღეს ტვინი გადატვირთული და გადამწვარი ამდენი ტელევიზიით, კომპიუტერით, ზოგადად ემოციებით და ა.შ, რომ დასვენება ნამდვილად სჭირდება. რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ დასვენებას ღმერთს უკავშირებენ. და ეს ადამიანები ჭეშმარიტად ბედნიერები არიან..

ციტატა
კითხვა და გაცნობა ძალიან კარგია, მაგრამ... აღარ გავაგრძელებ

ჰო მომიწევს biggrin.gif პრაქტიკაში ამის განხორციელების გამბედაობა ნაკლებად შემწევს, თუმცა სიამოვნებით შევიჭყიტებოდი სარკეში რაღაც-რაღაცეების ან გზააბნეული სულების დასანახად user.gif

ციტატა
ასტრალში გასვლას მხოლოდ ერთი დადებითი თვისება აქვს - ხვდები, რომ სხეული არ ხარ და სული არსებობს.სხვა ყოველმხრივ იგი უსარგებლო და არაფრის მომცემია და ცოტა სახიფათოც

და კიდევ-ექსტრემია biggrin.gif

არა, მართლმადიდებლობა რომ არ კრძალავდეს ერთ დიდ არდადეგებს მოვუწყობდი ჩემტ ტვინს, გონებას, სულს თუ რაცაა.. biggrin.gif
ცოტა არ იყოს ნაკლებ სარწმუნოდ მიმაჩნია იმის საშიშროების არსებობა, რომ შეიძლება ''იქ'' დარჩე. რათქმაუნდა შესაძლოა, თუმცა არც ისე დიდი პროცენტით. რავიცი, ასე ამბობს ის ხალხი ვინც მედიტირებს biggrin.gif


აკრძალული ხილი რა გემრიელია sleep.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 1 2011, 05:03 PM

*ana*

ციტატა
ბნელ ძალებს რატომ უკავშირდება მაინც და მაინც არ მესმის.

იცი რაშია საქმე?

მედიტაცია არ ხდება ქრისტეზე, არ ხდება იმ მიზნით, რომ ღმეთთან დაამყარო ლოცვითი კავშირი, არამედ მისი მიზანია, რომ ადამიანმა "სიმშვიდე" და "კმაყოფილება" მოიპოვოს.
ჰოდა ვინაიდან მედიტაციის მიზანია არა ღმერთი, არამედ ღმერთის გარეშე მოპოვებული "სიმშვიდე", ამიტომ უფალი და მედიტაცია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

აქედან გამომდინარე, სადაც უფალი არ არის, იქ ბნელი ძალები, ანუ დემონები არიან.

ეხლა მიხვდი? smile.gif
ციტატა
ანუ ''იქ'' რომ გადიხარ სრულიად დაუცველი ხარ(სავით) და ადვილად შეიძლება ვიღაცამ ან რაღაცამ გტაცოს ხელი და თავისთან დაგიტოვოს სხეულშია როცაა სული, მაშინ ხომ დაცულია, მაშინ ხომ მფარველობს ღმერთი და ანგელოზი, თუ სხეულს გარეთ გავა, შორდებიან?

ეხლა რაც შეეხება ღმერთისა და ანგელოზების მფარველობას:

ღმერთი და ანგელოზები მაშინ მფარველობენ ადამიანს, როცა ადამიანი თავად სთხოვს მათ მფარველობას.

მედიტაცია და ასტრალში გასვლა ღმერთის საწინააღმდეგო ქმედებებია, რომელში მონაწილეობასაც ადამიანი დამოუკიდებლად იღებს და ღმერთი არ აინტერესებს.
ამიტომ თუკი ადამიანს ღმერთი და მისი მფარველობა არ აინტერესებს, ღმერთიც ძალდატანებით ხომ არ მოახდენს ამას?
ციტატა
ლოცვის იმ დონემდე სრულყოფას, რომ ''ღმერთთან საუბარი'' შევძლოთ, ბევრი ჩვენგანი ვერ მიაღწევს. მაშ ისღა დაგვრჩენია რაც შეგვიძლია ისიც არ გავაკეთოთ.

არა, არა, ეს ძალიან არაჯანსაღი და გაუმართლებელი აზრიაsmile.gif

თუკი ადამიანმა პირველი ნაბიჯები არ გადადგა ლოცვაში და თუკი ეტაპობრივად არ მოახდინა ლოცვაში წინსვლა, მაშინვე ხომ არ აიწევა ჰაერში?

თუკი სწავლა მინიმუმიდან არ დაიწყო, მასწავლებელი ხომ ვერ გახდება?

მაგალითად, ბავშვმა რომ ინგლისურად ლაპარაკი ისწავლოს, ამისათვის მას ჯერ ანბანს ასწავლიან, შემდეგ სიტყვებს, შემდეგ გრამატიკას, სიტყვათა შეკავშირებას და ბოლოს ხდება მოსწავლე ინგლისურის კარგი მცოდნე.
ასევეა ლოცვაშიც.
ლოცვის მაღალ საფეეხურებს ვერ მივაღწევთ, თუკი უმდაბლესიდან არ დავიწყეთ.
ეს კი ყველას შეუძლიაsmile.gif
ციტატა
უბრალოდ იმდენადაა დღევანდელ დღეს ტვინი გადატვირთული და გადამწვარი ამდენი ტელევიზიით, კომპიუტერით, ზოგადად ემოციებით და ა.შ, რომ დასვენება ნამდვილად სჭირდება. რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ დასვენებას ღმერთს უკავშირებენ. და ეს ადამიანები ჭეშმარიტად ბედნიერები არიან..

რას ეძახი "ბედნიერებას"?
წუთიერ კმაყოფას?
ეხლა რომ კარგად ვარ და არაფერი მიჭირს, ამას?
ღმერთის გარეშე ყოველგვარი ბედნიერება წარმავალია.; დღეს არის და ხვალ აღარ იქნება.
იგი სულ მალე გაქრება, თუკი უფალი არ არის იქ.
ამიტომ, ის რაც არის ჭეშმარიტი ბედნიერება, ესაა მხოლოდამხოლოდ ღმერთთან მარადიული ყოფიერება.

არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე!
აი ესაა ბედნიერების საწინდარიsmile.gif
ციტატა
ჰო მომიწევს პრაქტიკაში ამის განხორციელების გამბედაობა ნაკლებად შემწევს

ეს გარკვეულწილად კარგიცააbiggrin.gif
ციტატა
თუმცა სიამოვნებით შევიჭყიტებოდი სარკეში რაღაც-რაღაცეების ან გზააბნეული სულების დასანახად

გგონია ეს ყოველივე ისეთივე ადვილი სანახავია, როგორც ფილმებში უჩვენებენ?
smile.gif
ციტატა
არა, მართლმადიდებლობა რომ არ კრძალავდეს ერთ დიდ არდადეგებს მოვუწყობდი ჩემტ ტვინს, გონებას, სულს თუ რაცაა..

biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
ცოტა არ იყოს ნაკლებ სარწმუნოდ მიმაჩნია იმის საშიშროების არსებობა, რომ შეიძლება ''იქ'' დარჩე. რათქმაუნდა შესაძლოა, თუმცა არც ისე დიდი პროცენტით. რავიცი, ასე ამბობს ის ხალხი ვინც მედიტირებს აკრძალული ხილი რა გემრიელია

კი, სწორია, მაგრამ უბრალოდ მართლა არაფრის მომცემია ასტრალი.
ერთხელ გაუგებ გემოს და მიხვდები, რომ სრული სისულელეა.

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Nov 1 2011, 05:14 PM

GIORGI LELUASHVILI
აჰა, ახლა გასაგებია biggrin.gif

ციტატა
რას ეძახი "ბედნიერებას"?წუთიერ კმაყოფას?ეხლა რომ კარგად ვარ და არაფერი მიჭირს, ამას?ღმერთის გარეშე ყოველგვარი ბედნიერება წარმავალია.; დღეს არის და ხვალ აღარ იქნება.იგი სულ მალე გაქრება, თუკი უფალი არ არის იქ.ამიტომ, ის რაც არის ჭეშმარიტი ბედნიერება, ესაა მხოლოდამხოლოდ ღმერთთან მარადიული ყოფიერება.

არა ეს იმ ადამიანებზე ვიგულისხმე, რომლებიც ლოცვით აღწევენ მაგ მდგომარეობას

ციტატა
გგონია ეს ყოველივე ისეთივე ადვილი სანახავია, როგორც ფილმებში უჩვენებენ?

არა რა თქმა უნდა,
წარმომიდგენია რამხელა შიში იქნება, რა რაღაც სხვანაირი გრძნობა
მაგ ''რიტუალის'' ჩატარებისას sleep.gif

ციტატა
კი, სწორია, მაგრამ უბრალოდ მართლა არაფრის მომცემია ასტრალი.ერთხელ გაუგებ გემოს და მიხვდები, რომ სრული სისულელეა.

ჰო, შეიძლება..
დამღუპავს მე ამდენი საშIნელებათა ფილმები და ცნობისმოყვარეობა biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 1 2011, 05:21 PM

*ana*

ციტატა
არა ეს იმ ადამიანებზე ვიგულისხმე, რომლებიც ლოცვით აღწევენ მაგ მდგომარეობას

მაპატიე, უცებ მედიტაციიდან მიღებული "ბედნიერება" გავიგეbiggrin.gif
ციტატა
არა რა თქმა უნდა, წარმომიდგენია რამხელა შიში იქნება, რა რაღაც სხვანაირი გრძნობა მაგ ''რიტუალის'' ჩატარებისას

განსაკუთრებით გოგოსთვისbiggrin.gif
ციტატა
ჰო, შეიძლება..დამღუპავს მე ამდენი საშIნელებათა ფილმები და ცნობისმოყვარეობა
ნუ, მოზარდისთვის დამახასიათებელია.
ეგ პერიოდი ყველას აქვს.
მაგრამ უმჯობესი იქნება თუკი ცნობისმოყვარეობას სხვა კუთხით წარმართავ.
smile.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Nov 1 2011, 05:26 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მაგრამ უმჯობესი იქნება თუკი ცნობისმოყვარეობას სხვა კუთხით წარმართავ.

არა რატომ, წავიკითხავ მაინც, რამეს გავიგებ... biggrin.gif

ახლა კი წავედი ბიოლოგიაზე, თორემ დავრჩი უსწავლელი და გამოცდებჩაუბარებელი sleep.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 1 2011, 05:30 PM

*ana*

ციტატა
არა რატომ, წავიკითხავ მაინც, რამეს გავიგებ...

ჰოდა კარგი იქნება თუ მაგ ყოველივეს სწორად გამოიყენებsmile.gif
ციტატა
ახლა კი წავედი ბიოლოგიაზე, თორემ დავრჩი უსწავლელი და გამოცდებჩაუბარებელი

აბა წარმატებებიsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 3 2011, 09:18 PM

ჩინმოის წიგნებს ვეძებ...
,,ნამიოკი"მომეცით რა...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 3 2011, 09:22 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 3 2011, 09:18 PM) *

ჩინმოის წიგნებს ვეძებ...
,,ნამიოკი"მომეცით რა...

კარგიაthumbs.gif
თუ გინდა ჩინმოის საიტს დაგიწერ და ამონარიდებს ნახავ მაგის წიგნებიდან სხვადასხვა საკითხებზე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 3 2011, 09:27 PM

საიტი მეც ვიცი.(მანდედან ვდებდი ხოლმე მედიტაციის შესახებ ინფორმაციებს,რომლებიც სენ ძალიან გაგიკვირდა,)
მაგრამ კომპიუტერში კითხვა ვერ ,,დავამუღამე"წიგნს სხვა ეშხი აქვს ჩემვის და ამიტო ვეძებ...
ისე,ვაღიარებ რომ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.ეტყობა ძალიან ჭკვიანი პიროვნება რომაა.(მეორე საკითხავია რისთვის და ვის სამსახურში იყენებს ამ ჭკუას.)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 3 2011, 09:31 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 3 2011, 09:27 PM) *

საიტი მეც ვიცი.(მანდედან ვდებდი ხოლმე მედიტაციის შესახებ ინფორმაციებს,რომლებიც სენ ძალიან გაგიკვირდა,)
მაგრამ კომპიუტერში კითხვა ვერ ,,დავამუღამე"წიგნს სხვა ეშხი აქვს ჩემვის და ამიტო ვეძებ...
ისე,ვაღიარებ რომ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.ეტყობა ძალიან ჭკვიანი პიროვნება რომაა.(მეორე საკითხავია რისთვის და ვის სამსახურში იყენებს ამ ჭკუას.)

ჰო, კომპში კითხვა მართლა ცოტა ძნელი და მოსაბეზრებელია.
ამ პოსტში გეთანხმებიa075.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 19 2011, 09:33 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 3 2011, 09:18 PM) *

ჩინმოის წიგნებს ვეძებ...
,,ნამიოკი"მომეცით რა...

მე ვიყიდე სამი დღის წინ , წიგნების მაღაზია" პარნასში" შემხვდა , "სწავლება მდუმარედ"ასე ქვია .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2011, 09:34 PM

ციტატა


მე ვიყიდე სამი დღის წინ , წიგნების მაღაზია" პარნასში" შემხვდა , "სწავლება მდუმარედ"ასე ქვია .

და რა მიეცი ზაქარ?

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 19 2011, 09:40 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 19 2011, 09:34 PM) *

და რა მიეცი ზაქარ?

არ მახსოვს, შემიძლია გაჩუქო თუ გინდა smile.gif თუ გინდა ახალს გიყიდი და იმას გაჩუქებ.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Nov 19 2011, 10:05 PM

QUOTE(.zakaria. @ Nov 19 2011, 09:40 PM) *

არ მახსოვს, შემიძლია გაჩუქო თუ გინდა smile.gif თუ გინდა ახალს გიყიდი და იმას გაჩუქებ.

wub.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 19 2011, 10:07 PM

.zakaria.

ციტატა
არ მახსოვს, შემიძლია გაჩუქო თუ გინდა თუ გინდა ახალს გიყიდი და იმას გაჩუქებ.

smile.gif) rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Kanishtha-Adhikar თარიღი: Nov 24 2011, 09:42 PM

მომწონს ჩინმოი.
კარგი სწავლებები აქვს, მაგრამ უფრო კარგი ექნებოდა იმპერსონალიზმს რომ არ მიყოლოდაsmile.gif
თუმცა ვერ გაამტყუნებ, გაცილებით მარტივი შესაძლებელია უპიროვნო ბრაჰმანის შეცნობა, ვიდრე პიროვნული ღმერთისა. (ჩემი აზრი ასეთია ყოველ შემთხვევაშიsmile.gif )

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2011, 11:09 PM

ციტატა
გაცილებით მარტივი შესაძლებელია უპიროვნო ბრაჰმანის შეცნობა, ვიდრე პიროვნული ღმერთისა

როგორც ყოველთვის ეხლაც საინტერესო აზრი მოგვაწოდე გოვინდა! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 24 2011, 11:11 PM

.zakaria.

ციტატა
მე ვიყიდე სამი დღის წინ , წიგნების მაღაზია" პარნასში" შემხვდა , "სწავლება მდუმარედ"ასე ქვია .

სადაა ეგ მაღაზია?
ციტატა
არ მახსოვს

სამი დღის უკან რაღაც იყიდე და არ გახსოვს რა მიეცი? biggrin.gif biggrin.gif

Kanishtha-Adhikar
ციტატა
თუმცა ვერ გაამტყუნებ, გაცილებით მარტივი შესაძლებელია უპიროვნო ბრაჰმანის შეცნობა, ვიდრე პიროვნული ღმერთისა. (ჩემი აზრი ასეთია ყოველ შემთხვევაში)

ჰო, თითქოს ადვილი გასაგებია, რომ ღმერთი პიროვნება უნდა იყოს, მაგრამ მე პირადად რომ ჩავუღრმავდი ამ საკითხს, გარკვეულწილად წინააღმდეგობასაც წავაწყდი ჩემ თავში.
მართლაც და, იმის აღქმა, რომ ღმერთი პიროვნებაა და რომ ერთია, არაა ადვილი.
თუკი ამას გაუცნობიერებლად შეხედავ, არც კი დაფიქრდები ღვთაებრივი ბუნება პიროვნებას გააჩნია თუ არა, მაგრამ აი, დაუფიქრდა ზოგიერთი და მივიდა კიდეც იმპერსონალიზმთანsmile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 25 2011, 09:47 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Nov 24 2011, 11:11 PM) *

.zakaria.

სადაა ეგ მაღაზია?
სამი დღის უკან რაღაც იყიდე და არ გახსოვს რა მიეცი? biggrin.gif biggrin.gif


ჭავჭავაძის გამზირზეა.
მაგ დღეს ბევრი რაღაცეები ვიყიდე,მერე ზომაზე მეტი დავლიე, ასე რომ კიდევ კარგად მახსოვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 09:54 PM

.zakaria.

ციტატა
ჭავჭავაძის გამზირზეა.

მანდ იმედია საი ბაბა და ოშოც ექნებათ; არ გახსოვს?
ციტატა
მაგ დღეს ბევრი რაღაცეები ვიყიდე,მერე ზომაზე მეტი დავლიე, ასე რომ კიდევ კარგად მახსოვს

ჰოდა მიზეზიც უნდა მოაყოლო ხოლმე, თორე რაღაცას აფიქრებინებ კაცსsmile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 25 2011, 09:59 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Nov 25 2011, 09:54 PM) *

.zakaria.

მანდ იმედია საი ბაბა და ოშოც ექნებათ; არ გახსოვს?


არა არ მახსოვს

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Nov 25 2011, 09:54 PM) *

.zakaria.


ჰოდა მიზეზიც უნდა მოაყოლო ხოლმე, თორე რაღაცას აფიქრებინებ კაცსsmile.gif

და შენ რა იფიქრე?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 10:02 PM

.zakaria.

ციტატა
არა არ მახსოვს

მართლა ნამეტანი ბევრი დაგილევიაbiggrin.gif
ციტატა
და შენ რა იფიქრე?

ვიფიქრე, რომ ნაადრევ დაბერებას ქონდა ადგილიsmile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 25 2011, 10:06 PM

GIORGI LELUASHVILI
მოგწონს ოშო?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 10:09 PM

ციტატა(.zakaria. @ Nov 25 2011, 10:06 PM) *

GIORGI LELUASHVILI
მოგწონს ოშო?

მხოლოდ ერთი ნაწილიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 25 2011, 10:11 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Nov 25 2011, 10:09 PM) *

მხოლოდ ერთი ნაწილიbiggrin.gif

რომელი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 10:13 PM

ციტატა(.zakaria. @ Nov 25 2011, 10:11 PM) *

რომელი? biggrin.gif

"ტანტრრაა" biggrin.gif biggrin.gif
იცი?

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 25 2011, 10:18 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Nov 25 2011, 10:13 PM) *

"ტანტრრაა" biggrin.gif biggrin.gif
იცი?

რა თქმა უნდა smile.gif
ჰა შენ http://absolutelyfreelevan.blogspot.com/2009/04/blog-post.html
თუ კარგად მოიქცევი ტანტრისტ ქალბატონებსაც გაგაცნობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 11:11 PM

ციტატა(.zakaria. @ Nov 25 2011, 10:18 PM) *

რა თქმა უნდა smile.gif
ჰა შენ http://absolutelyfreelevan.blogspot.com/2009/04/blog-post.html
თუ კარგად მოიქცევი ტანტრისტ ქალბატონებსაც გაგაცნობ biggrin.gif

გმადლობ, გამოვლილი მაქვს უკვე ეგ ყოველივეbiggrin.gif
ამან დამღუპაlaugh.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Nov 26 2011, 12:36 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
გმადლობ, გამოვლილი მაქვს უკვე ეგ ყოველივეამან დამღუპა


ციტატა
"ტანტრრაა"


ტანტრას ფლობ? blink.gif blink.gif blink.gif

.zakaria.
ციტატა
თუ კარგად მოიქცევი ტანტრისტ ქალბატონებსაც გაგაცნობ

მე გამაცანი, მე გამაცანი! jump.gif jump.gif jump.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 26 2011, 12:27 PM

ციტატა(georgios @ Nov 26 2011, 12:36 AM) *

GIORGI LELUASHVILI
ტანტრას ფლობ? blink.gif blink.gif blink.gif

.zakaria.

მე გამაცანი, მე გამაცანი! jump.gif jump.gif jump.gif

biggrin.gif biggrin.gif
კარგია ექსპერიმენტები rolleyes.gif

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Nov 30 2011, 10:57 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მიტომ, რომ მედიტაციით ადამიანი უკავშირდება არა ღმერთს, არამედ ბნელ ძალებს.დღევანდელი "ქრისტიანების" უმეტესი ნაწილის ყოფა იმდენად არის გაჟღენთილი ეგოცენტრიზმითა და თვითკმაყოფილებით, რომ სულიერი ცხოვრება მათთვის ღრმა საიდუმლოებითაა მოცული. ამიტომ, როდესაც ისინი "სულიერი ცხოვრების" დაწყებას ცდილობენ, მხოლოდ თვითკმაყოფილების სხვა ფორმამდე მიდიან. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს იმ სრულიად ყალბ რელიგიურ იდეალში, რომელსაც აღიარებს "ქარიზმატული აღორძინებაც" და "ქრისტიანული მედიტაციის" ბევრი განშტოებაც. ყველა ისინი ადამიანს აღუთქვამენ (და მართლაც აძლევენ) "კმაყოფილებისა" და "სიმშვიდის" განცდას; მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ქრისტიანული იდეალი, რაც სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა შეურიგებელი ბრძოლა და ომი. "კმაყოფილება" და "სიმშვიდე", რომლებსაც ყველა ეს თანამედროვე "სულიერი" მიმდინარეობა აღგვითქვამს, აშკარად ამხელენ მათ, როგორც სულიერი ცთომილების, სულიერი თვითკმაყოფილების ნაყოფს, ეს კი არის სიკვდილი სულიერი ცხოვრებისათვის, რომლის ცენტრი ღმერთია. მედიტაციის ეს სახესხვაობები მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიკურ დონეზე ახდენენ ზემოქმედებას და არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტ ქრისტიანულ სულიერებასთან.

გიორგი, რა წესია ეს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 2 2011, 06:57 PM

NINJA - ნინძა

ციტატა
გიორგი, რა წესია ეს?

მართლმადიდებლური.
ასეა, მწარეა სიმართლეbiggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 21 2011, 12:06 AM

აგერ ამ საიტზე ბევრი რამეა მედიტაციაზე.

http://www.self-discovery.ge/


http://www.self-discovery.ru/

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 21 2011, 03:06 PM

QUOTE(.zakaria. @ Nov 25 2011, 10:18 PM) *

რა თქმა უნდა smile.gif
ჰა შენ http://absolutelyfreelevan.blogspot.com/2009/04/blog-post.html
თუ კარგად მოიქცევი ტანტრისტ ქალბატონებსაც გაგაცნობ biggrin.gif

laugh.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 21 2011, 03:09 PM

ციტატა(.zakaria. @ Dec 21 2011, 12:06 AM) *

აგერ ამ საიტზე ბევრი რამეა მედიტაციაზე.

http://www.self-discovery.ge/
http://www.self-discovery.ru/

ვიცი შრი ჩინმოი.
ამ თემაში ნახევარზე მეტი, მაქედან მაქვს დაკოპირებული.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 21 2011, 04:28 PM

ციტატა
ამ თემაში ნახევარზე მეტი, მაქედან მაქვს დაკოპირებული.

მეც... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 21 2011, 06:33 PM

გასხივოსნდით უკვე თუ როგორაა საქმე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 21 2011, 06:49 PM

ციტატა(ikanosi @ Dec 21 2011, 06:33 PM) *

გასხივოსნდით უკვე თუ როგორაა საქმე biggrin.gif biggrin.gif

აბა შენსავით ბნელში კი არ ვართtongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 21 2011, 06:54 PM

ციტატა
გასხივოსნდით უკვე თუ როგორაა საქმე

,ღამეო ბნელო წარვედ ჩვენგან!
დღეო ნათელო,მოდი შენ!'

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Dec 21 2011, 08:19 PM

ვაიმეეე.... ნოუ ქომენთ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 21 2011, 08:25 PM

ციტატა
ვაიმეეე.... ნოუ ქომენთ

WHY?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 21 2011, 08:53 PM

თემას ნუ გავცდებით...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 21 2011, 10:52 PM

ინდუიზმი მრავალმხრივ იტაცებს კაცის გულს: იგი საოცრად მაცთურია ყოველი გრძნობისათვის, და მიმზიდველი – ყოველი სისუსტის, განსაკუთრებით კი ამპარტავნებისათვის. თანამედროვე ინდუიზმი "იოლად პასუხობს" ყველა კითხვას და "ხსნის" ყველა გაუგებრობას, რასაც დღევანდელ მცირედმორწმუნეთა შორის ზოგიერთი დოგმატი იწვევს და რაც ასე მიუღებელია თანამედროვე ადამიანის "ჰუმანური" გონებისათვის – პირველქმნილი ცოდვა, ჯოჯოხეთი, საუკუნო სატანჯველი. ინდუიზმი ყოველ ასეთ ქრისტიანულ დოგმას "ინტელექტუალურად დამაკმაყოფილებელ" ალტერნატივას უძებნის: ჯოჯოხეთი თურმე სულის დროებითი სამყოფელია, ჩვენი "ცუდი კარმის" ნაყოფი, და ცხადია, სასრული მიზეზი უსასრულო შედეგს ვერ გამოიღებს. პირველქმნილი ცოდვა "პირველქმნილ ღმრთაებრიობად" იქცევა, ადამიანი – "უსასრულო მესიზმრედ, რომელიც სასრულ სიზმრებს ხედავს", ტანჯვის პრობლემა კიდევ უფრო მარტივად წყდება: ტკივილი არის "მაია" ანუ ილუზია, იგი რეალურად არ არსებობს და ა.შ.
თანამედროვე ინდუისტები ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ ინდუიზმსა და ქრისტიანობას შორის "არავითარი რეალური განსხვავება ან უთანხმოება" არ არსებობს, რომ კარგი ქრისტიანი  კიდევ უფრო უკეთესი გახდება, თუ ვედანტას (მისტიკურ ინდუიზმს) შეისწავლის და განახორციელებს. ქრისტიანებს ისინი საყვედურობენ, რომ მეტისმეტად უფრთხილდებიან თავიანთ დოგმებს – აუცილებელია "გაყინული დოგმებისაგან" გათავისუფლება და მაშინ ეს რელიგიები შეძლებენ ერთმანეთის გამდიდრებას.
სამწუხაროდ, ცოტას თუ ესმის, რომ ინდუიზმიც დოგმატების სისტემაა, ოღონდ ქრისტიანობის საპირისპირო დოგმატებისა – ყველაფერი, რასაც პატივს სცემენ ქრისტიანები თუ ინდუისტები, თითოეული მათგანის დოგმატებისაგან გამომდინარეობს. ის, რაც  ქრისტიანისათვის ყველაზე დიდი ცოდვაა, ინდუისტისათვის უმაღლესი სიკეთის განსახიერებაა. ქრისტიანები უმთავრეს ცოდვად ყოველთვის ამპარტავნებას თვლიდნენ, რომელიც ყველა სხვა ცოდვის საწყისად იქცა. ამ ცოდვის პროტოტიპია ლუციფერი, რომელიც ამბობს: "აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა" (ესაია, 14, 14). სწორედ ამპარტავნებაა, კაცის ყველა ღირსებას ნაკლოვანებად რომ აქცევს. ინდუისტებისათვის კი, განსაკუთრებით ვედანტას მიმდევართათვის, ერთადერთი ცოდვა ისაა, თუ არ გწამს, რომ სწორედ შენ თვითონ და მთელი კაცობრიობა ხართ ღმერთი. ვედანტას ერთ-ერთი თანამედროვე მქადაგებელი, სვამი[1] ვივეკანანდა[2] ამბობს: "თქვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გესმით ინდოეთი! ჩვენ, ინდოელები, კაცთთაყვანისმცემლები ვართ. ჩვენი ღმერთი ადამიანია!"
ამრიგად, ინდუიზმისა და ქრისტიანობის დოგმატები შეპირისპირებისას ყველაფერში გამორიცხავენ ერთმანეთს, რაც ღმერთის ბუნებას, ადამიანის ბუნებასა და ადამიანის არსებობის აზრს შეეხება.
ინდუიზმი იმდენად ინტელექტუალური ძიება როდია, რამდენადაც პრაქტიკული სისტემა, და ეს პრაქტიკა სინამდვილეში შავი მაგია გახლავთ. გურუ თავის მოწაფეს სთავაზობს საკუთარი გამოცდილებით შეამოწმოს ფილოსოფია და ისიც თვალნათლივ ხედავს, რომ ინდუისტური რიტუალები მართლაც მოქმედებენ მასზე (ცხადია, ბოროტი სულების შეწევნით). მას შეუძლია სხვადასხვა ძალის, ანუ სიდჰის მიღება. ესაა ძალზე საშიში ფსიქიკური ტრიუკები, და კაცი აუცილებლად ხიბლის მდგომარეობაში ვარდება, საიდანაც ტყუილს რეალობად აღიქვამს: უსაზღვრო "ნეტარებითა" და "სიმშვიდით" აღსავსე სულიერ ცდებს ატარებს, ეწყება "გამოცხადებები" – "ღმრთაება" და "ნათელი" ელანდება. ამ დროს გურუს მოწაფე იშვიათად კითხულობს, საიდან ჩნდება და ვისგან ევლინება ეს განცდები, მან არ იცის მთავარი: ყოველივე ეს თავისი უკვდავი სულით უნდა ზღოს.
ინდუიზმის ეს მრავალფეროვანი "სულიერი" ვარჯიშები რამდენიმე პრაქტიკულ საკითხს ეყრდნობა. ესენია: კერპთაყვანისცემა ("ღმრთაების" გამოსახულებისა ან ქანდაკების თაყვანისცემა სხვადასხვა შესაწირავით, კმევითა და სხვა რიტუალებით); "ჯაპა" – სანსკრიტული მანტრის ანუ მაგიური ფორმულის გამეორება, რომელსაც მოწაფეს კურთხევის დროს აძლევენ ხოლმე; "პრანაიამა" – "ჯაპასთან" შეერთებული სუნთქვითი ვარჯიშები. არსებობს კიდევ ტანტრაში შემავალი სხვა პრაქტიკული ვარჯიშები, მაგალითად, ღმერთის, როგორც "დედის", ქალური საწყისის, ძალის, ენერგიის თაყვანისცემა. ეს ვარჯიშები შეუფარავი ბოროტებით სუნთქავენ. მაგალითად, სვამი ვივეკანანდა ამბობდა: "მე თაყვანს ვცემ საშინელებას. მცდარია წარმოდგენა, რომ ყველა ადამიანს მხოლოდ ტკბობისადმი ლტოლვა ამოძრავებს. სინამდვილეში ბევრს აქვს თანდაყოლილი მიდრეკილება ტანჯვისაკენ. მაშ მოდით, თაყვანი ვცეთ საშინელებას! ცოტას თუ გაუბედავს სიკვდილის ანდა კალის[3] თაყვანისცემა. მაშ მოდით, თაყვანი ვცეთ სიკვდილს".
ვივეკანანდას კიდევ ერთ გამონათქვამს მოვიყვანთ, ამჯერად ქალღმერთ კალის შესახებ: "არიან ისეთებიც, ვინც დასცინის კალის არსებობას. მაგრამ დღეს იგი აქაა – ბრბოში. ადამიანები შიშისაგან ძრწიან, ჯარისკაცები კი სიკვდილის სათესად ემზადებიან. ვის ძალუძს ამტკიცოს, რომ ღმერთი ისევე არ გაცხადდება ბოროტებაში, როგორც სიკეთეში? მაგრამ მხოლოდ ინდუისტი ბედავს თაყვანი სცეს მას, როგორც ბოროტებას". და ვივეკანანდა უხმობს თავის ქალღმერთს: "მოდი, დედაო, მოდი! რამეთუ სახელი შენი არის საშინელება!" მისი რელიგიური იდეალი იყო: "სამუდამოდ შეუერთდეს საშინელს".
და ასეთი მიზანდასახული ბოროტება პრაქტიკაში ინერგება, როგორც სიკეთე!
ვედანტას ძირითადი აზრი, ვივეკანანდას გადმოცემით, ესაა: "ყველა რელიგია ჭეშმარიტია, მაგრამ ვედანტა უმაღლესი ჭეშმარიტებაა. განსხვავება მხოლოდ დონეებშია. ადამიანი ცთომილებიდან ჭეშმარიტებამდე კი არ მიდის, არამედ ჭეშმარიტებიდან ჭეშმარიტებამდე მაღლდება, უფრო დაბლიდან უფრო მაღალ ჭეშმარიტებამდე". "დღევანდელი მატერია ხვალინდელი სულია", "დღევანდელი მატლი – ხვალინდელი ღმერთი". მთელი ვედანტა იმას ეფუძნება, რომ ადამიანი ღმერთია, ასე რომ კაცის ცხონება თვით კაცის ხელთაა. ვივეკანანდამ ეს ასე გამოხატა: "ვის ძალუძს დაეხმაროს უსასრულოს? თვით ხელი, შენს შესაწევნად გამოწვდილი, შენივე საკუთარი ხელი უნდა იყოს".
თანამედროვე ინდუისტები თითქოს ერთნაირი პატივისცემით ეპყრობიან ყველა რელიგიას და თვითეულ მათგანთან გაერთიანება სურთ: მზად არიან, რომ "მაჰმადიანთან ერთად ილოცონ მეჩეთში", "მაზდეანთან ერთად თაყვანი სცენ ცეცხლს", "ქრისტიანთან ერთად მოიყარონ მუხლი ჯვარის წინაშე", თითქოს მიიჩნევენ, რომ ყველა რელიგია, უმარტივესი ფეტიშიზმიდან "აბსოლუტის" თაყვანისცემამდე, მხოლოდ უსასრულოს შეცნობის სხვადასხვა მცდელობაა. ამბობენ, რომ თვითონ ისინი "ერთად აგროვებენ ამ ყვავილებს, სიყვარულის ძაფით კრავენ და მათგან თაყვანისცემის საოცარ თაიგულს ქმნიან", მაგრამ თან იმასაც ამტკიცებენ, რომ ყველა ეს რელიგია მხოლოდ საფეხურებია "უმაღლესი რელიგიისაკენ" – ადვაიტა ვედანტასაკენ.
ინდუისტები განსაკუთრებით აგდებულად უყურებენ ქრისტიანობას, რომელსაც "დაბალ, დუალისტურ ჭეშმარიტებას" უწოდებენ (მაგალითად, ვივეკანანდამ ერთ-ერთ კერძო საუბარში თქვა, რომ მხოლოდ მხდალს შეუძლია მარცხენა ლოყა მიუშვიროს მას, ვინც მარჯვენაში გაარტყა).
ინდუიზმის მიზანი – მსოფლიო (უნივერსალური) რელიგიის შექმნა ძალიან სასურველია ეშმაკისათვის, რადგან მას საშუალება ეძლევა ამ ცრურელიგიას ცრუღმერთი, ანტიქრისტე დაუდგინოს, და ბოლოს და ბოლოს აიძულოს მთელი მსოფლიო, თაყვანი სცეს მას, როგორც ღმერთს. ეს "მსოფლიო რელიგია" არ ცნობს "ინდივიდუალისტურ, სექტანტურ იდეებს", მას არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ქრისტიანობასთან. იგი, ე.წ. "მომავლის რელიგია" იქნება ხანძარი, რომელიც ქრისტიანობის შთანთქმას შეეცდება და თუკი ქრისტიანი დაეთანხმება ინდუიზმის ქადაგთა მტკიცებას, რომ განსხვავება ჩვენს რელიგიებს შორის მხოლოდ მოჩვენებითია და არა რეალური, მაშინ ინდუისტური იდეები თავისუფლად შეაღწევენ მის სულში, ინდუიზმის ძალა კი დამანგრეველია – მას ბოროტის თაყვანისცემამდე მიჰყავს კაცი.
"ვაჲ, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ! ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!" (ესაია, 5, 20-21).


ინდური იოგა არის სწავლება, რომელიც თავის მიმდევრებს საკმაოდ ასკეტური, დისციპლინირებული ცხოვრების წესს კარნახობს. ესაა სუნთქვის მართვისა და გარკვეული ფიზიკური პოზების სისტემა, რომელთა შედეგადაც სხეული დუნდება და ხელს უწყობს მედიტაციას. ამ მედიტაციის დროს ჩვეულებრივ იყენებენ მანტრას, ანუ მაგიურ სიტყვებს. იოგას, ფიზიკურის გარდა, სულიერი მიზნებიც აქვს, იგი არ იფარგლება მხოლოდ ჯანმრთელობის ან სილამაზის მოპოვებით. უფრო ხშირად მათ, ვინც ხელს ჰკიდებს ამ ვარჯიშებს, ზებუნებრივის შესახებ არაფერს ეუბნებიან და მხოლოდ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და ზნეობრივ სრულყოფილებაზე უმახვილებენ ყურადღებას.
მაგრამ ზოგჯერ "წარმატებულ", სანდო და პერსპექტიულ მოწაფეებს საიდუმლო, ეზოთერულ სწავლებას უმჟღავნებენ. თუმცა ამ უბრალო ვარჯიშების გავლენითაც კი იოგას მიმდევარს თანდათან უყალიბდება გარკვეული სულიერი შეხედულებანი და მზადდება სხვა ეტაპისათვის, რომლის არსებობა მან ჯერჯერობით არც კი იცის. უმრავლესობა ამ ეგზოტიკური ვარჯიშების, ინდუისტური ჟარგონისა და "კოსმოსში" თავისი მნიშვნელობის შეგნების დონეზე რჩება. სწორედ ამ ბოლო პუნქტშია თავმოყრილი მისტერიებში თავდაპირველი ზიარების ჭეშმარიტი ეზოთერული მიზნები: საკუთარი მნიშვნელობის შეგნება – აი რას უნერგავენ ადამიანს. ამასთან ერთად, რასაკვირველია, ლაპარაკია ჯანმრთელობაზე, "ადამიანის სიყვარულზე", რაღაც აბსტრაქტულ სწავლებაზე "სიკეთისა" და "ზნეობრიობის" შესახებ. მაგრამ ქრისტიანისთვის "საკუთარი მნიშვნელობის შეგნება" არის სატანური ამპარტავნების გამოვლინება, რომელიც არარად აქცევს ყოველ კეთილ წამოწყებას.
ბოლო ხანს ერთობ პოპულარული გახდა ე.წ. "ქრისტიანული იოგა" – იოგას ხერხების გამოყენება ქრისტიანული მედიტაციისათვის. მისი მიზანია გახადოს ადამიანი "თავისუფალი, კმაყოფილი, პასიური", "სულიერი იდეებისა და შთაბეჭდილებების აღქმისათვის მომზადებული". ვინც ამ ცდებს მიჰყო ხელი, ისინი აღწერენ "სიმშვიდის საოცარ განცდას", "შესანიშნავ განწყობას", "ეიფორიას" (ნეტარებას), "სრული ჯანმრთელობის განცდას", "სულისა და სხეულის მომცველ კმაყოფილებას, რომელიც სულიერი ცხოვრებისათვის განგაწყობს", "სიმსუბუქეს", "განსაკუთ-რებულ მზადყოფნას ღმერთთან თანაზიარებისთვის", "უტკბეს ლოცვას, რომელიც ადამიანის მთელ არსებას მოიცავს", "სული წმიდის შეხების მთრთოლვარე მოლოდინს", "სულიერი ზრდის, ღმერთთან მიახლოების სულ უფრო მეტ წყურვილს" და ა.შ. ყველა, ვინც იცნობს ხიბლის (სულიერი ცთომილების) ბუნებას, მიხვდება, რომ აქ აღწერილ განცდებში კარგად ჩანს სწორი გზიდან სექტანტების "ქრისტიანული" ცდებისკენ, მეტიც, წარმართული რელიგიებისაკენ გადახვევა: იგივე მიდრეკილება "წმიდა და ღმრთაებრივი" გრძნობებისკენ, ადამიანის მზადყოფნა რაღაც "სულის" მისაღებად, "სულიერი ტკბობის" და არა ღმერთის ძიება. ამ დროს კაცი დაბანგულია, თვითონ კი ჰგონია, რომ სული წმიდის მადლი მიიღო, საოცრად ადვილად ხდება "მჭევრმეტყველი" და "მისტიკოსი", ხშირდება "საიდუმლო გამოცხადებები" და ფსევდოსულიერი განცდები – ყოველივე ეს კი ხიბლის ზოგადი ნიშნებია.
სულიერი ჭეშმარიტების გზასაცდენილ, ამპარტავნებით სავსე მაძიებლებს დღეს ყველაზე მეტად ხიბლში ჩავარდნის საფრთხე ემუქრებათ. აღმოსავლეთის ბნელი სწავლებების შემოტევა და მათი წარმატება სწორედ ამ ყალბი მისტიციზმითაა განპირობებული. და რაოდენ მაცთურია ეს სწავლებანი იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც ნარკოტიკებს უკვე ეზიარა და ვისთვისაც  ამგვარი ცდები ნაცნობი ხილია!

შეგვიძლია აღმოსავლური კულტების მრავალი სხვა მაგალითი მოვიყვანოთ, ყოველ წელს ძველი სწავლების ახალი სახესხვაობები მოაქვს, მაგრამ ნათქვამი, ვფიქრობთ, საკმარისია იმის მისახვედრად, რომ არც კრიშნაიზმს, არც მედიტაციისა და იოგას ათასგვარ სახეობას და არც სხვა ამგვარ "სულიერ ძიებებს" არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანულ ტრადიციასთან, ყველა ისინი აღმოსავლური წარმართული რელიგიებისა და თანამედროვე სპირიტიზმის ნარევს წარმოადგენენ. მართლმადიდებელ ქრისტიანს სასტიკად ეკრძალება მათთან მიახლოება, და ამ აკრძალვის დარღვევა დამღუპველია, რადგან "სულიერი განცდები" და "მშვენიერი გრძნობები", ეს მედიტაციები რომ იძლევიან, ნიშნავს "კოსმოსის სულიერ სფეროში" შეჭრას ანუ ნამდვილ სულიერ არსებებთან – დემონებთან, დაცემულ სულებთან კონტაქტს, რომლებიც ყოველთვის გარს ეხვევიან ადამიანს და მხოლოდ იმას ელიან, როდის დაუცდება ფეხი. სულიერი სამყაროს ცდებში ასეთ ჩართვას ადამიანი იმ სფერომდე მიჰყავს, რომელიც მისი ნების კონტროლს აღარ ემორჩილება და უკვე ძალიან გაუჭირდება არასასურველი ფსიქიკური განცდებისაგან თავის დაღწევა.

ასეთი "ახალი რელიგიური აზროვნება" ქრისტიანობის მტერი ხდება – ბევრად უფრო ძლიერი და საშიში, ვიდრე წარსული დროის მწვალებლური მიმდინარეობანი. თავიდან აღმოსავლური კულტების "სულიერი" ცდები თითქოს კეთილი ან ნეიტრალური ჩანს, შემდეგ მასწავლებლები რაღაც უცნაურ და შემაძრწუნებელ ცდებზე გადადიან, რომლებიც ბოლოს და ბოლოს აშკარად დემონურ ხასიათს ღებულობენ. იოგას ფიზიკური ვარჯიშებიც კი დიდ საფრთხეს შეიცავენ, რადგან ისინი ადამიანს ფსიქიკური ცდებისაკენ განაწყობენ – სინამდვილეში სწორედ ესაა ამ ვარჯიშების უმთავრესი მიზანი.

მსჯელობა "სულიერ" საკითხებზე საოცრად მოგვაგონებს მართლმადიდებელი ერისკაცისა და მონაზვნის საუბარს, მათი შეხედულებებიც გულწრფელად და დამაჯერებლად გამოიყურებიან. ასეთ ძენ-ბუდიზმს თითქმის ყველაფრის მიცემა შეუძლია დღევანდელი რელიგიურად განწყობილი ახალგაზრდა კაცისათვის, გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა – ქრისტესი, და მარადიული ცხონებისა, რომელსაც იგი მოგვანიჭებს.

როგორც უკვე ითქვა, აღმოსავლური რელიგიების საბოლოო მიზანია უნივერსალური რელიგიის შექმნა, და ამ საქმეში ძენი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მაშ, დაე გაფრთხილებად გამოგვადგეს: "მომავლის რელიგია" უბრალოდ კულტი ან სექტა კი არა, ღრმა და ძლიერი რელიგიური მიმდინარეობა იქნება, რომელიც სავსებით დამაჯერებლად მოეჩვენება მრავალი ადამიანის გულსა და გონებას.

ჩვენ, ქრისტიანები, ერთადერთ ჭეშმარიტ მეცნიერებას ვიცნობთ სრულყოფილებისა და ჩვენი დაცემული, დარღვეული ბუნების შესახებ. ეს მეცნიერება გახლავთ ქრისტეს სწავლება, რომელიც ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრების ყველა წვრილმანს მოიცავს და რომელსაც ხმამაღლა ქადაგებს ქრისტეს ეკლესია. ისიც კარგად ვიცით ქრისტიანებმა, რომ "ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს, და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტრე, 5, 8), ასე რომ, ყოველი "დიდი" სწავლება, რომელსაც "სასწაულები", "განსაკუთრებული ნიჭები" და "ზებუნებრივი შესაძლებლობები" ახლავს თან და არ ქადაგებს ქრისტეს, ეშმაკის საქმეა.

სხვა რაღა გითხრათ ამ ბოროტებაზე, როგორ გადმოგცეთ, თუ რა შეუთავსებელია იგი ქრისტიანულ ცხოვრებასთან?

სერიოზულად დავუფიქრდეთ ყოველივე ზემოთქმულს და განვიშოროთ ყოველგვარი თანაგრძნობა ამ "ძველების სიბრძნის" მიმართ, გავემიჯნოთ სიბნელეს, განვწმიდოთ ჩვენი ცხოვრება, გარეგნულიც და შინაგანიც, ყოველგვარი დემონური გავლენისაგან, და ახლობლებსაც ვურჩიოთ, განეშორონ ამ საშინელ ცთომილებას. თუკი ოდესმე, თუნდაც დიდი ხნის წინ, გვქონია გატაცება რაიმე წარმართული კულტით, მაშინ სასწრაფოდ მოვინანიოთ აღსარებაში ეს ცოდვა!

_______________________________________________________________________

[1] სვამი – ინდუისტ მოღვაწეთა წოდება.

[2] ვივეკანანდა – ინდუისტი ბერი, პირველად გამოჩნდა 1893 წ. ჩიკაგოში, რელიგიათა პარლამენტში, მიზნად ისახავდა დასავლეთის სამყაროს ინდუიზმზე, უფრო კონკრეტულად, ვედანტას სწავლებაზე მოქცევას (ვედანტა – მისტიკური ინდუიზმი).

[3] ქალღმერთი კალი – ინდუიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება. ჩვეულებრივ მას საზარელი სისხლისღვრის ფონზე გამოსახავენ, თავის ქალებსა და მოკვეთილ თავებს შორის. ქალღმერთს ენა გამოყოფილი აქვს, რაც იმის ნიშანია, რომ კვლავ სისხლი სწყურია. ინდუისტურ ტაძრებში კალის დაკლულ თხებს სწირავენ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 22 2011, 12:02 AM

აკაკი ვის მიერაა დაწერილი?
ძალიან საინტერესოა...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 02:21 PM

აკაკი
მოაშორე ვივეკანანდა...
მაგას არანაირი საერთო არ აქვს ვაიშნავიზმთან.


პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 22 2011, 06:14 PM

GIORGI LELUASHVILI
დანარჩენი?...

"არვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად" ეს საშიშია

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 22 2011, 06:49 PM

GIORGI LELUASHVILI
ჟორჟ, თუ იცი, რაჯა-იოგას ოსტატი საქართველოში არსებობს?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 10:25 PM

აკაკი

ციტატა
დანარჩენი?...

ჯერ ის მითხარი, რომელი "ჭკვიანი თეოლოგის" ნააზრევია ეს?
ციტატა
"არვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად" ეს საშიშია

გასაგებია, მაგამ ამას მე რატომ მიწერ ვერ ვხვდები.
იქნებ ამიხსნა?

.zakaria.
ციტატა
ჟორჟ, თუ იცი, რაჯა-იოგას ოსტატი საქართველოში არსებობს?

ნამდვილად არ ვიცი.
რაო, გაბატონება მოგინდა რაღაც-რაღაცეებზე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 22 2011, 10:34 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 22 2011, 10:25 PM) *



.zakaria.

ნამდვილად არ ვიცი.
რაო, გაბატონება მოგინდა რაღაც-რაღაცეებზე? biggrin.gif

biggrin.gif რა ვქნა აბა, უარი ვთქვა კარმულ მოვალეობაზე? გადავდო იქეთ? laugh.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 22 2011, 10:50 PM

არა, საჭიროდ ჩავთვალე ამ თემაში საზოგადოდ დამეწერა... მათთვის ვინც ნათელ-ღებულია

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 10:51 PM

.zakaria.

ციტატა
რა ვქნა აბა, უარი ვთქვა კარმულ მოვალეობაზე? გადავდო იქეთ?

შენ აღარ ხუმრობ, ხო იციbiggrin.gif

რავიცი, ვერ მოგიყვანე აშრამში და...
იქ მოგცემენ კაი რჩევებსsmile.gif
თან ეხლა ერთი მაგარი ვაიშნავია ჩამოსული და ძალიან საინტერესო სემინარებს ატარებს ვედურ ფილოსოფიაზე...

ინტერესის გამო მაინც მოდი, კაი პრასადიც იქნებაa075.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 22 2011, 10:53 PM

ციტატა
განსხვავება ლოცვასა და მედიტაციას შორის


ეს ვისი დაწერილია?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 10:54 PM

აკაკი

ციტატა
არა, საჭიროდ ჩავთვალე ამ თემაში საზოგადოდ დამეწერა... მათთვის ვინც ნათელ-ღებულია

უნდა იცოდე, რომ ინდუიზმს, ისევე როგორც ქრისტიანობას, ყავს უამრავი მიმდინარეობა და აქედან ძალიან ბევრი მათლაც მიუღებელ სწავლებებს გვთავაზობს.

ამიტომ ყველა მიმდინარეობის ერთ ქვაბში მოხარშვა, რომელსაც "ინდუიზმი" ქვია, ვფიქრობ არასწორია.
ეს იგივეა, რომ იეღოველობასაც და მართლმადიდებლობასაც "ქრისტიანობა" უწოდო განურჩევლად.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 22 2011, 10:56 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 22 2011, 10:51 PM) *

.zakaria.

შენ აღარ ხუმრობ, ხო იციbiggrin.gif

რავიცი, ვერ მოგიყვანე აშრამში და...
იქ მოგცემენ კაი რჩევებსsmile.gif
თან ეხლა ერთი მაგარი ვაიშნავია ჩამოსული და ძალიან საინტერესო სემინარებს ატარებს ვედურ ფილოსოფიაზე...

ინტერესის გამო მაინც მოდი, კაი პრასადიც იქნებაa075.gif


მართლმადიდებელი კაცი აშრამში როგორ მოვიდე biggrin.gif
რომელი ვაიშნავია რა ქვია?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 22 2011, 10:57 PM

ციტატა
ძალიან ბევრი მათლაც მიუღებელ სწავლებებს გვთავაზობს....
ამიტომ ყველა მიმდინარეობის ერთ ქვაბში მოხარშვა, ომელსაც "ინდუიზმი" ქვია, ვფიქრობ არასწორია.


რა მნიშვნელობა აქვს?!

"რაი მოყუსება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა?"

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 10:57 PM

აკაკი

ციტატა
ეს ვისი დაწერილია?

აი ამისი
http://www.self-discovery.ge/locva-da-meditacia

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 22 2011, 10:58 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 22 2011, 10:51 PM) *



ინტერესის გამო მაინც მოდი, კაი პრასადიც იქნებაa075.gif

აი როგორ ცდილობს ქრისტიანის ცდუნებას ამ მარხვაში laugh.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 11:02 PM

.zakaria.

ციტატა
მართლმადიდებელი კაცი აშრამში როგორ მოვიდე

მერე მართლმადიდებელი კაცი "რაჯა–იოგით" უნდა დაკავდე და კარმული ვალების გადახდაზე უნდა დარდობდე? biggrin.gif
ციტატა
რომელი ვაიშნავია რა ქვია?

ვივასვანი ქვია, ძალიან საყვარელი ადამიანია. მე მაგრად მომწონს. ძალიან დადებითი ენერგია შემოაქვს შენში.
http://www.radikal.ru

აკაკი
ციტატა
რამნიშვნელობა აქვს?!

არ აგიხსენი რა მნიშვნელობა აქვს?
ანუ გინდა თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს იეღოველი იქნები, თუ მართლმადიდებელი?
ციტატა
"რაი მოყუსება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა?"

არც არანაირიsmile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 22 2011, 11:06 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 22 2011, 11:02 PM) *

.zakaria.

მერე მართლმადიდებელი კაცი "რაჯა–იოგით" უნდა დაკავდე


მართლმადიდებელმა ყველაფერი უნდა იცოდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 11:08 PM

ციტატა(.zakaria. @ Dec 22 2011, 11:06 PM) *

მართლმადიდებელმა ყველაფერი უნდა იცოდეს biggrin.gif

ცოდნა შეიძინო ერთია და დაკავდე-მეორეtongue.gif
ასერომ, მე პირველისკენ მოგიწოდებ და გეპატიჟები აშრამშიa075.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 22 2011, 11:13 PM

თქვენგან ვინმე იოგია? მედიტირებს?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 11:13 PM

აკაკი

ციტატა
თქვენგან ვინმე იოგია? მედიტირებს?

მერე? smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 22 2011, 11:15 PM

არა, პასუხისათვის ვიკიხე

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 22 2011, 11:17 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 22 2011, 11:13 PM) *

აკაკი

მერე? smile.gif

რაღა მერე, ჯოჯოხეთში მოხვდება smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 22 2011, 11:27 PM

აკაკი

ციტატა
არა, პასუხისათვის ვიკიხე

რომელი პასუხისთვის?

.zakaria.
ციტატა
რაღა მერე, ჯოჯოხეთში მოხვდება

biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 22 2011, 11:29 PM

ვერ მივხვდი რა მოხდა.

კითხვა დავსვი: აქედან ვინმე იოგია? და მედიტირებს? (ვგულისხმობ ნათელღებულებს), პასუხი ამისთვის ვითხოვე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 23 2011, 12:21 AM

ციტატა

თან ეხლა ერთი მაგარი ვაიშნავია ჩამოსული და ძალიან საინტერესო სემინარებს ატარებს ვედურ ფილოსოფიაზე...

თბილისში მინდა.... kitxva.gif kitxva.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 23 2011, 01:05 AM

GIORGI LELUASHVILI

ბჰაგავად-გიტას კრძალავენ
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D1%83%D0%B4%D0%B5%D0%B1%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%86%D0%B5%D1%81%D1%81_%D0%BD%D0%B0%D0%B4_%C2%AB%D0%91%D1%85%D0%B0%D0%B3%D0%B0%D0%B2%D0%B0%D0%B4-%D0%B3%D0%B8%D1%82%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%B0%D0%BA_%D0%BE%D0%BD%D0%B0_%D0%B5%D1%81%D1%82%D1%8C%C2%BB#.D0.9C.D0.BD.D0.B5.D0.BD.D0.B8.D0.B5_.D0.90..C2.A0.D0.9B..C2.A0.D0.94.D0.B2.D0.BE.D1.80.D0.BA.D0.B8.D0.BD.D0.B0

ანუ აპიარებენ გიტას, ეხლა ყველა წაიკითხავს.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 23 2011, 10:16 AM

QUOTE(.zakaria. @ Dec 23 2011, 01:05 AM) *

GIORGI LELUASHVILI

ბჰაგავად-გიტას კრძალავენ
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D1%83%D0%B4%D0%B5%D0%B1%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%86%D0%B5%D1%81%D1%81_%D0%BD%D0%B0%D0%B4_%C2%AB%D0%91%D1%85%D0%B0%D0%B3%D0%B0%D0%B2%D0%B0%D0%B4-%D0%B3%D0%B8%D1%82%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%B0%D0%BA_%D0%BE%D0%BD%D0%B0_%D0%B5%D1%81%D1%82%D1%8C%C2%BB#.D0.9C.D0.BD.D0.B5.D0.BD.D0.B8.D0.B5_.D0.90..C2.A0.D0.9B..C2.A0.D0.94.D0.B2.D0.BE.D1.80.D0.BA.D0.B8.D0.BD.D0.B0

ანუ აპიარებენ გიტას, ეხლა ყველა წაიკითხავს.

biggrin.gif
ყველაფერს რასაც გავიფიქრებ შენ ამბობ biggrin.gif

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 22 2011, 11:08 PM) *

ცოდნა შეიძინო ერთია და დაკავდე-მეორეtongue.gif
ასერომ, მე პირველისკენ მოგიწოდებ და გეპატიჟები აშრამშიa075.gif

biggrin.gif
აუ პრასადიი
მინდააა
:მუცელასმაილი:

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 23 2011, 10:31 AM

ციტატა(karpaki @ Dec 23 2011, 10:16 AM) *

biggrin.gif
ყველაფერს რასაც გავიფიქრებ შენ ამბობ biggrin.gif


ეგ იმიტომ რომ შენთან ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 23 2011, 10:38 AM

QUOTE(.zakaria. @ Dec 23 2011, 10:31 AM) *

ეგ იმიტომ რომ შენთან ვარ smile.gif


wub.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 23 2011, 02:28 PM

A.V.M

ციტატა
თბილისში მინდა....

ჩამო მერეsmile.gif

.zakaria.
ციტატა
ბჰაგავად-გიტას კრძალავენ http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D1%83%....B8.D0.BD.D0.B0 ანუ აპიარებენ გიტას, ეხლა ყველა წაიკითხავს.

ჰო, ვიცი ესsmile.gif

karpaki
ციტატა
აუ პრასადიიმინდააა
:მუცელასმაილი:

მოკლედ, შენ, ზახარა და გურამა რომ წამოხვიდეთ, პატარა შეკრებაც გამოგვივაsmile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 23 2011, 03:29 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 23 2011, 02:28 PM) *


karpaki

მოკლედ, შენ, ზახარა და გურამა რომ წამოხვიდეთ, პატარა შეკრებაც გამოგვივაsmile.gif

ზაქარია თუ წამოვა წამოვალ მეც biggrin.gif
მიდი დაითანხმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 23 2011, 04:14 PM

ციტატა
ჩამო მერე

უნდა გადავდო ორი დღე რომ ჩამოვიდე...რაც ყველაზე მეტად მიჭირს...ყოველთვის...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 23 2011, 06:45 PM

karpaki

ციტატა
ზაქარია თუ წამოვა წამოვალ მეც

მარტოს არ გამოგიშვებენ? biggrin.gif
ციტატა
მიდი დაითანხმე

რავიცი, შევთავაზე და ვუთხარი, რომ კარგი დღე იქნებოდა და დალშე მაგის გადასაწყვეტია.
მე კი მივდივარ კვირას და...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 23 2011, 07:10 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 23 2011, 06:45 PM) *

karpaki

მარტოს არ გამოგიშვებენ? biggrin.gif
რავიცი, შევთავაზე და ვუთხარი, რომ კარგი დღე იქნებოდა და დალშე მაგის გადასაწყვეტია.
მე კი მივდივარ კვირას და...

ხოდა თუ წამოვა წამოვალ მეც smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 23 2011, 07:36 PM

ციტატა(karpaki @ Dec 23 2011, 07:10 PM) *

ხოდა თუ წამოვა წამოვალ მეც smile.gif

ეე, ნეტაი შენა რა dry.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 23 2011, 08:11 PM

" ვივეკანანდა ამერიკაში ჩამოვიდა, რათა რელიგიათა პარლამენტში ინდუიზმი წარედგინა – ეს იყო 1893 წელს. 1968 წელს ამ მოვლენიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა რელიგიათა სიმპოზიუმი ჩიკაგოს ვივეკანანდას ვედანტისტური საზოგადოების ხელშეწყობით. რომის კათოლიციზმს წარმოადგენდა დომინიკელი ღმრთისმეტყველი პავლე მოციქულის სახელობის უნივერსიტეტიდან, მამა რობერტ კემპბელი. სხდომა გახსნა სვამი ბჰაშიანანდამ, რომელმაც სამი ერთობ წარჩინებული პირის მისალმება წაიკითხა; მეორე იყო ამერიკის კარდინალის წერილი. სხდომა სადილის შემდეგ მამა კემპბელმა თანამედროვე კათოლიციზმში მიმდინარე კონფლიქტის მიმოხილვით დაიწყო (ტრადიციონალისტებსა და მოდერნისტებს შორის). მან თქვა: "ჩემს უნივერსიტეტში კათოლიკე სტუდენტებს შორის ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ ბოლო ხუთი-ექვსი წლის მანძილზე დიდი გარდატეხა მოხდა მსოფლმხედველობის ლიბერალიზაციის მხრივ. მე ვიცი, დიდი სვამი ვივეკანანდა მოიწონებდა იმ ტენდენციებს, რომლებსაც ქრისტიანობის ლიბერალიზაციისკენ მივყავართ". მაგრამ არის ერთი რამ, რასაც მამა კემპბელი, როგორც ჩანს, ვერც კი ხვდებოდა: მის მიერ ნახსენებ მოდერნისტულ დოქტრინებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან – ეს თავიდან ბოლომდე ვედანტაა და სხვა არაფერი.

და რათა ეჭვი არავის შეეპაროს არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობაში, მე აქ მოვახდენ მამა კემპბელის გამონათქვამების ციტირებას სამი საერთაშორისო ჟურნალიდან.

დოქტრინების შესახებ: "ჭეშმარიტება შედარებითია, დოქტრინები და დოგმები (მაგ. ღმერთის ბუნება, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, საუკუნო ცხოვრება) გაყინული ცნებები როდია, ისინი იცვლებიან, და ჩვენ ყოველთვის იქამდე მივდივართ, რომ უარვყოფთ ზოგიერთ რამეს, რაც ადრე უცთომელ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა".

ღმერთის შესახებ: "იესო ქრისტე ღმრთაებრივია – ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ ნებისმიერ ჩვენგანსაც შეუძლია ღმრთაებრივი იყოს. ვფიქრობ, თქვენც დაინახავთ, რომ მრავალ პუნქტში ლიბერალი ქრისტიანების შეხედულებები თანდათან უახლოვდება აღმოსავლეთს: როგორც უპიროვნო ღმერთის კონცეფციით, ისევე იმის მტკიცებით, რომ ჩვენ ყველანი ღმრთაებრივნი ვართ".

ამა სოფლის შესახებ: "... ლიბერალი ამტკიცებს, რომ ამა სოფლის გაუმჯობესება შესაძლებელია და ჩვენ საკუთარი თავი უფრო ჰუმანური საზოგადოების შექმნას უნდა მივუძღვნათ, იმის ნაცვლად, რომ ზეცაში დამკვიდრებას ვესწრაფვოდეთ"

სხვა რელიგიების შესახებ: "ლიბერალური დაჯგუფება მოგვიწოდებს: "ნუ ზრუნავთ ისეთ ძველმოდურ საკითხებზე, როგორიცაა ვინმეს მოქცევა და ა.შ. უმჯობესია სხვა რელიგიებთან ურთიერთობა განავითაროთ".

პირველქმნილი ცოდვის შესახებ: "ეს კონცეფცია უკიდურესად შეურაცხმყოფელია ლიბერალური ქრისტიანობისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია სრულყოფილების მიღწევა სწავლისა და სწორი აღზრდის მეშვეობით".

ასეთი გახლავთ მოდერნისტ კათოლიკეთა შეხედულებები მამა კემპბელის გადმოცემით. მოდერნისტებს პატარა ბავშვებივით იზიდავენ უმაღლესი სიმართლის, ყველაზე ბრძნული ფილოსოფიისა და ყველაზე ღირსეული სიდიადის უხვი დაპირებებით, და ყოველივე ეს შეიძლება სულ "მცირე" საფასურად – ცხოველი ღმერთის, იესო ქრისტეს თანამედროვე ადამიანის დონეზე დაყვანით მივიღოთ.

ამგვარად, ჩვენს წინაშეა ინდუიზმის, სვამი ვივეკანანდასა და მათ უკან მდგომი ძალების ეფექტური წარმატება. მათ კარგად გაქურდეს რომის კათოლიციზმი, რომლის მოდარაჯე ნაგაზებმა ქურდი პატრონის მეგობრად მიიღეს და სახლი თავიანთ თვალწინ "მოასუფთავებინეს". ქურდმა შესთავაზა: "მოდი, რელიგიებს შორის ურთიერთგაგება დავამყაროთო", და ისიც თავისუფლად შეუშვეს ჭიშკარში. ნახეთ, რა უბრალო ხერხი მოიგონეს "ქრისტიანმა" ინდოელებმა (სვამებმა): მათ ქრისტიანული ტერმინებით გადმოსცეს ვედანტას ფილოსოფია. ინდუისტ "ქრისტიანებს" კი (მოდერნისტ კათოლიკეებს) მოუხდათ თავიანთი რელიგიის ჩარჩოების გაფართოება, რათა შიგნით ინდუიზმი შეეშვათ. ამასობაში ჭეშმარიტება გარდუვალად იქცევა ტყუილად, ხოლო ტყუილი – ჭეშმარიტებად. და აი, ამ იავარქმნილ სახლში ვიღაც-ვიღაცეებს მართლმადიდებელი ეკლესიის შეყვანა სურთ. მაგრამ დაე, ამ მოდერნისტებმა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები გაიხსენონ: "ვაჲ, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ! ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ (მცოდნე)!" (ეს. 5,20-21).

ამონაწერი მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) წიგნიდან

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 23 2011, 08:30 PM

" ეგვიპტის უდაბნოს დიდი მამის, პაისის (ხსენება 19 ივნისს) ცხოვრებაში გვხვდება საოცარი მაგალითი იმისა, თუ რა ადვილია ღმრთის მადლის დაკარგვა. ერთხელ მისი მოწაფე ქალაქში წავიდა ხელსაქმის გასაყიდად. გზად ერთი ებრაელი გადაეყარა, რომელმაც შენიშნა მისი გულუბრყვილობა და გადაწყვიტა ეცთუნებინა. "საყვარელო, რატომ გწამს უბრალო კაცი, ჯვარზე გაკრული? – უთხრა მან. – ის არ არის ჩვენი ამდენი ხნის ნანატრი მესია, მის ნაცვლად სულ სხვა მესია მოვა". პაისის მოწაფე მიამიტი და ცოტა გონებასუსტიც იყო და უპასუხა: "შესაძლოა, მართალიც იყო". უდაბნოში დაბრუნებულ მოწაფეს პაისიმ ზედაც აღარ შეხედა და ერთი სიტყვაც არ აღირსა. ბოლოს, ხანგრძლივი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ჰკითხა: "ვინა ხარ? მე შენ არ გიცნობ. ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, მას წმ. ნათლისღების მადლი ჰქონდა, შენ მას არ ჰგავხარ. ხოლო თუ მართლა ჩემი მოწაფე ხარ, მაშინ წმ. ნათლისღების მადლი დაგიკარგავს და ქრისტიანის სახე აღარა გაქვს". მაშინ მოწაფემ ტირილით უამბო ებრაელთან შეხვედრის ამბავი. პაისიმ უთხრა: "ჰოი, ბედკრულო! რა უნდა იყოს იმ სიტყვებზე უარესი, რითაც შენ ქრისტე და მისი ღმრთაებრივი ნათლისღება უარყავი? ახლა წადი და იგლოვე საკუთარი თავი, როგორც გინდა, ჩემს გვერდით შენი ადგილი აღარ არის. შენი სახელი მათ შორის ჩაიწერა, ვინც ქრისტე უარყო – მათთანვე მოგელის სასჯელი და წამება". ასეთი განაჩენი რომ მოისმინა, მოწაფე სინანულში ჩავარდა და დიდხანს ევედრა წმიდანს შეწევნას. ღირსი მამა სენაკში დაეყუდა და შესთხოვა უფალს მიეტევებინა მისთვის ცოდვა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ლოცვა და გამოუცხადა, რომ შეუნდო დამნაშავეს. პაისიმ უთხრა მოწაფეს: "შვილო, ერთად აღვუვლინოთ ღმერთს მადლობა და დიდება, რადგანაც ღმრთისმგმობი, არაწმიდა სული განდევნა შენგან, მის ნაცვლად კი სული წმიდა მოგივლინა და წმ. ნათლისღების მადლი დაგიბრუნა. ამიერიდან გაფრთხილდი, შენი დაუდევრობით კვლავ არ გაება მტრის მახეში, არ შესცოდო და ჯოჯოხეთის კერძი არ გახდე".

საინტერესოა, რომ "ქარიზმატულმა" და "მედიტაციურმა" მიმდინარეობებმა სწორედ "ეკუმენიზირებულ" ქრისტიანებს შორის მოიკიდეს ფეხი. ეკუმენისტური მწვალებლობისათვის დამახასიათებელია ეს მცდარი პოსტულატები: მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ქრისტეს ერთადერთი ეკლესია; ღმრთის მადლი სხვა "ქრისტიანულ" აღმსარებლობებში და თვით არაქრისტიანულ რელიგიებშიც არსებობს; ცხონების ვიწრო გზა, მართლმადიდებელი წმ. მამები რომ მიგვითითებენ, მხოლოდ "ერთ-ერთია მრავალთაგან", რომლებსაც ცხონებისაკენ მივყავართ; ქრისტეს სარწმუნოების სხვადასხვა დეტალები კი ისევე არაარსებითია, როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ეკლესიისადმი კუთვნილება. მართალია, ამ მოსაზრებას ეკუმენისტური მოძრაობის ყველა მართლმადიდებელი მონაწილე მთლიანად არ იზიარებს (პროტესტანტები და კათოლიკეები კი ძირითადად ასე ფიქრობენ), მაგრამ უკვე თავიანთი მონაწილეობით ეკუმენისტურ მოძრაობაში, აუცილებელი საერთო ლოცვით მათთან, ვისაც არასწორი წარმოდგენა აქვს ქრისტესა და მის ეკლესიაზე, ისინი, პაისი დიდის იმ საბრალო მოწაფისა არ იყოს, თითქოს ეუბნებიან მწვალებლებს: "იქნებ მართლებიც იყოთო", ეს კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დაკარგოს ღმრთის მადლი – და მერე რა მძიმე შრომა დასჭირდება მის დასაბრუნებლად!

მაშ, რაოდენ მნიშვნელოვანი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ღმრთის შიში – კაცს მუდამ უნდა ეშინოდეს ღმრთის მადლის დაკარგვისა, რომელიც ყველას კი არ ეძლევა, არამედ მხოლოდ მას, ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებას იმარხავს, ცხოვრებას ცოდვასთან ქრისტიანულ ბრძოლაში ატარებს და უძვირფასესი საგანძურივით უფრთხილდება ღმრთის მადლს, რომელსაც ძალუძს სულის ზეცად აყვანა. მით უმეტეს, რა სიფრთხილე მართებთ ქრისტიანებს დღეს, როდესაც გარშემო ყალბი "ქრისტიანობა" აკრავთ, "მადლისა" და "სული წმიდის" საკუთარ განცდებს რომ სთავაზობს მათ და თავისი "სიმართლის" დასამტკიცებლად მზად არის უამრავი ციტატა მოიყვანოს საღმრთო წერილიდან თუ წმ. მამათა ნაწერებიდან! ჭეშმარიტად, ახლოს არის უკანასკნელი ჟამი და მოვა დიდი სულიერი საცთური, რათა აცთუნოს, "უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა" (მათე, 24,24).

თანამედროვე ცრუწინასწარმეტყველნი, მათ შორის ბევრი ისეთიც, ოფიციალურად რომ "მართლმადიდებელი" ჰქვია, სულ უფრო ხმამაღლა აცხადებენ "სული წმიდის ახალი ერის", "სული წმიდის ახალი გარდამოსვლის", "ომეგას წერტილის" მოახლოებას – მაგრამ ეს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა თანახმად ანტიქრისტეს მეუფება გახლავთ; და სწორედ დღეს, ჩვენს დროში იწყება ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულება ეშმაკთა ძალით. დღევანდელი მსოფლიოს მთელი სულიერი ატმოსფერო პირდაპირ დამუხტულია დემონურ ინიციაციათა ენერგიით, როცა "უსჯულოების მისტერია" თანდათან იპყრობს ადამიანთა სულებს და ცდილობს, ეს რომ შესაძლებელი იყოს, თვით ქრისტეს ეკლესიასაც დაეუფლოს. სწორედ ამ მძლავრ "რელიგიურ ცდას" უნდა დაუპირისპირდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ამისათვის კი ბოლომდე უნდა ჰქონდეთ შეგნებული, რას წარმოადგენს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, რა არის მისი მიზანი და რით განსხვავდება იგი ყველა სხვა რელიგიის – ქრისტიანულისა და არაქრისტიანულის – მიზნებისაგან.

მართლმადიდებელო ქრისტიანებო! მთელი ძალ-ღონით დაიცავით თქვენთვის ბოძებული მადლი ღმრთისა, გაუფრთხილდით მას, ნუ ეცდებით მის გაზომვას კაცობრივი საზომით და ნურც კაცობრივი ლოგიკით შეაფასებთ! არ გეგონოთ, თითქოს შეიძლებოდეს ჩასწვდეთ მას კაცობრივი გონებით ანდა თითქოს სული წმიდის მოხვეჭა რაღაც სხვა გზითაც შეიძლება, იმის გარდა, რომელიც ქრისტეს ეკლესიამ გვამცნო. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ადგილი ამ დემონურ დროში თითქოს მართლაც აღარსად არის – ესაა სულ უფრო მცირე ჯგუფი შეურაცხი და "უგუნური" ადამიანებისა, რომელთაც გარშემო სულ სხვა სულით შთაგონებული რელიგიური "აღორძინება" აკრავთ. მაგრამ დაე, უფალ იესო ქრისტეს სიტყვებმა გვანუგეშონ: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა, 12,32).

მაშ დაე, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გამხნევდეს მომავალი ბრძოლის მოლოდინში და ნუ დაივიწყებს, რომ ქრისტეს მიერ გამარჯვება მუდამ ჩვენ დაგვრჩება. მან აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მათე, 16,18), რომ თავის რჩეულთათვის შეამოკლებს ამ უკანასკნელი, საძაგელი მოოხრების დღეებს (მათე, 24,22). და მართლაც, "უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩუენდა?" (რომ. 8,31). უმძიმეს განსაცდელთა ჟამსაც კი უნდა გვახსოვდეს უფლის ბრძანება: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე, 16,33). მაშ მოდი, ისე ვიცხოვროთ, როგორც ყველა დროის მორწმუნე ქრისტიანები ცხოვრობდნენ – მოველოდეთ სოფლის აღსასრულს და მაცხოვრის მოსვლას, რამეთუ "იტყვის, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ამინ. ჰე, მოვიდოდე, უფალო იესო!" (გამოცხ. 22,20)."

" როგორც უკვე ითქვა, აღმოსავლური რელიგიების საბოლოო მიზანია უნივერსალური რელიგიის შექმნა... მაშ, დაე გაფრთხილებად გამოგვადგეს: "მომავლის რელიგია" უბრალოდ კულტი ან სექტა კი არა, ღრმა და ძლიერი რელიგიური მიმდინარეობა იქნება, რომელიც სავსებით დამაჯერებლად მოეჩვენება მრავალი ადამიანის გულსა და გონებას.

შეგვიძლია აღმოსავლური კულტების მრავალი სხვა მაგალითი მოვიყვანოთ, ყოველ წელს ძველი სწავლების ახალი სახესხვაობები მოაქვს, მაგრამ ნათქვამი, ვფიქრობთ, საკმარისია იმის მისახვედრად, რომ არც კრიშნაიზმს, არც მედიტაციისა და იოგას ათასგვარ სახეობას და არც სხვა ამგვარ "სულიერ ძიებებს" არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანულ ტრადიციასთან, ყველა ისინი აღმოსავლური წარმართული რელიგიებისა და თანამედროვე სპირიტიზმის ნარევს წარმოადგენენ. მართლმადიდებელ ქრისტიანს სასტიკად ეკრძალება მათთან მიახლოება, და ამ აკრძალვის დარღვევა დამღუპველია, რადგან "სულიერი განცდები" და "მშვენიერი გრძნობები", ეს მედიტაციები რომ იძლევიან, ნიშნავს "კოსმოსის სულიერ სფეროში" შეჭრას ანუ ნამდვილ სულიერ არსებებთან – დემონებთან, დაცემულ სულებთან კონტაქტს, რომლებიც ყოველთვის გარს ეხვევიან ადამიანს და მხოლოდ იმას ელიან, როდის დაუცდება ფეხი. სულიერი სამყაროს ცდებში ასეთ ჩართვას ადამიანი იმ სფერომდე მიჰყავს, რომელიც მისი ნების კონტროლს აღარ ემორჩილება და უკვე ძალიან გაუჭირდება არასასურველი ფსიქიკური განცდებისაგან თავის დაღწევა.

ასეთი "ახალი რელიგიური აზროვნება" ქრისტიანობის მტერი ხდება – ბევრად უფრო ძლიერი და საშიში, ვიდრე წარსული დროის მწვალებლური მიმდინარეობანი. თავიდან აღმოსავლური კულტების "სულიერი" ცდები თითქოს კეთილი ან ნეიტრალური ჩანს, შემდეგ მასწავლებლები რაღაც უცნაურ და შემაძრწუნებელ ცდებზე გადადიან, რომლებიც ბოლოს და ბოლოს აშკარად დემონურ ხასიათს ღებულობენ. იოგას ფიზიკური ვარჯიშებიც კი დიდ საფრთხეს შეიცავენ, რადგან ისინი ადამიანს ფსიქიკური ცდებისაკენ განაწყობენ – სინამდვილეში სწორედ ესაა ამ ვარჯიშების უმთავრესი მიზანი."

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 23 2011, 08:39 PM

აკაკი
მოაშორე კაცო ეს ვივეკანანდა, არ მევასება მეbiggrin.gif

არ გინდა შენ წამოხვიდე აშრამში? a075.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 23 2011, 08:44 PM

GIORGI LELUASHVILI
ვივეკანანდას გარდა რამდენი რამ წერია


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 23 2011, 08:45 PM

აკაკი

ციტატა
ვივეკანანდას გარდა რამდენი რამ წერია

ვივეკანანდაზეა შენი პირველი პოსტი, ხოლო მეორეს არა აქვს საერთო ინდუიზმთან და მით-უმეტეს ვაიშნავიზმთან.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 23 2011, 08:49 PM

როგორ არა აქვს, ნახე...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 23 2011, 08:54 PM

ციტატა(აკაკი @ Dec 23 2011, 08:49 PM) *

როგორ არა აქვს, ნახე...

რო ვნახე, იმიტომ გეუბნები.

აბა შენ მანახეsmile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 23 2011, 10:21 PM

ფაკირის "სასწაული" და იესოს ლოცვა
- არქიმანდრიტ ნიკოლოზ დრობიაზგინის მიხედვით-


ამ მოწმობის ავტორმა, კომუნისტური რეჟიმის ახალმოწამემ, თავის დროზე საზღვაო ოფიცრის ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, ამასთან, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ოკულტიზმთან – იყო ოკულტური ჟურნალის "რებუსის" რედაქტორი. ერთხელ, როდესაც ზღვაზე ქარიშხალი ატყდა, იგი წმ. სერაფიმე საროველის სასწაულით თითქმის გარდაუვალ დაღუპვას გადაურჩა, რის შემდეგაც საროვის უდაბნო მოილოცა, უარი თქვა საერო კარიერასა და ოკულტურ ცდებზე და ბერად აღიკვეცა. მალე ნიკოლოზი მღვდლად აკურთხეს, იგი მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა ჩინეთში, ინდოეთსა და ტიბეტში – იყო რუსეთის საელჩოების მღვდელი, აგრეთვე რამდენიმე მონასტრის წინამძღვარი. 1914 წლიდან კიევის მღვიმეთა ლავრაში ცხოვრობდა და ახალგაზრდობას, რომელიც ხშირად დადიოდა მასთან, ესაუბრებოდა იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენდა ოკულტიზმი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. 1924 წლის შემოდგომაზე მას ეწვია ვინმე ტუხოლკსი, ცნობილი წიგნის "შავი მაგიის" ავტორი. მალე დრობიაზგინი მკვდარი იპოვეს თავის სენაკში – იგი უცნობმა პირებმა მოჰკლეს, ცხადია, ხელისუფლების ხელშეწყობით. ბერი ხანჯლით იყო განგმირული, ამ ხანჯალს აშკარად ოკულტური მნიშვნელობის განსაკუთრებული ტარი ჰქონდა. აქ აღწერილი შემთხვევა, რომელიც აღმოსავლური რელიგიებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მედიუმური "ნიჭის" ბუნებას გვიმჟღავნებს, 1900 წლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა და 1922 წელს ჩაიწერა დოქტორმა ა. პ. ტიმოფეევიჩმა, რომელიც მოგვიანებით ნოვო-დევეევოს მონასტრის (ნიუ იორკის შტატი) ბერი გახდა. აი, ეს მონათხრობიც:

მშვენიერი ტროპიკული დილა გათენდა. ჩვენი გემი ინდოეთის ოკეანის ტალღებს მიარღვევდა და კუნძულ ცეილონს უახლოვდებოდა. მგზავრები ძირითადად ინგლისელები იყვნენ, რომლებიც ოჯახებითურთ სამსახურებრივი დანიშნულების ადგილას ანდა თავიანთი ინდური კოლონიების საქმეებზე მიემგზავრებოდნენ. ყველა გამოცოცხლდა და ხარბად მიაშტერდა შორეთს – ცდილობდნენ როგორმე გაერჩიათ მომხიბლავი კუნძულის კონტურები, რომელიც მათთვის ბავშვობიდანვე რაღაც ძალიან საინტერესოსა და იდუმალს უკავშირდებოდა, მხოლოდ ზღაპრებსა და მოგზაურთა წიგნებში რომ გვხვდება.

კუნძული ჯერ კიდევ ძლივს მოჩანდა, ხეების ნაზი, მათრობელა არომატი კი ქარის ყოველ დაბერვასთან ერთად სულ უფრო მკვეთრად იგრძნობოდა ჰაერში. და აი, ჰორიზონტზე რაღაც ცისფერი ღრუბლისმაგვარი დავლანდეთ, რომელიც, რაც უფრო უახლოვდებოდა ჩვენი გემი, მით უფრო იზრდებოდა. უკვე შეიძლებოდა ნაპირზე მიმოფანტული, დიდებული პალმების ჩრდილში შეყუჟული სახლებისა და ნაპირზე მოგროვილი ჭრელი ბრბოს გარჩევა. მგზავრები, რომლებიც გზაში გასცნობოდნენ ერთმანეთს, ხმამაღლა საუბრობდნენ და იცინოდნენ – აღტაცებას ვერ მალავდნენ მათ წინაშე გადაშლილი კუნძულის მშვენიერი პანორამით. გემი ნელა მობრუნდა და ნაპირზე მისადგომად მოემზადა.

ამ კუნძულთან გემი ნახშირის მარაგის ასაღებად შეჩერდა და მგზავრებს საკმაო დრო ჰქონდათ ნაპირზე გასასეირნებლად, მაგრამ იმდენად ცხელოდა, რომ ბევრმა გადაწყვიტა გემბანზე დარჩენილიყო საღამომდე, როდესაც შუადღის პაპანაქებას საამო სიგრილე შეცვლიდა. რვა კაცისაგან შემდგარ პატარა ჯგუფს, რომელსაც მეც შევუერთდი, სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი ელიოტი – იგი ნამყოფი იყო კოლომბოში და კარგად იცნობდა ქალაქს და მის გარეუბნებს. პოლკოვნიკმა მაცდური წინადადებით მოგვმართა: "ბატონებო და ქალბატონებო! ხომ არ ინებებდით ქალაქიდან რამდენიმე მილის მოშორებით გაგვესეირნა და ერთ-ერთი აქაური მაგი-ფაკირი მოგვენახულებინა? შეიძლება რაიმე საინტერესოსაც წავაწყდეთ". მისი წინადადება ყველამ სიამოვნებით აიტაცა.

უკვე ბინდდებოდა, როდესაც ქალაქის ხმაურიანი ქუჩები უკან მოვიტოვეთ და ჯუნგლებს შორის მიმავალ შესანიშნავ ბილიკს დავადექით, მილიონობით ციცინათელას ნათებით რომ იყო გაჩირაღდნებული. ბოლოს გზა მოულოდნელად გაფართოვდა და ჩვენს წინაშე პატარა ნაკაფი გაჩნდა, რომელსაც ყოველი მხრიდან ჯუნგლები აკრავდა. მის კიდეში, დიდი ხის ქვეშ, ქოხი იდგა, ქოხის წინ პატარა კოცონი ენთო და ამ კოცონთან გამხდარი მოხუცი იჯდა – თავზე დოლბანდი ეხურა, ფეხები გადაეჯვარედინებინა და ცეცხლს მიშტერებოდა. ჩვენი ხმაურიანი ჯგუფის გამოჩენის მიუხედავად მოხუცი უძრავად იჯდა და ოდნავ ყურადღებასაც არ გვაქცევდა. უცებ საიდანღაც ყმაწვილი გამოჩნდა, პოლკოვნიკს მიუახლოვდა და ჩუმად რაღაც ჰკითხა. მალე მან რამდენიმე დაბალი სკამი მოიტანა და ჩვენი ჯგუფი ნახევარწრედ მოეწყო მოხუცის შორიახლოს. მსუბუქი არომატული კვამლი მაღლა ადიოდა, მოხუცი კვლავ იმავე პოზაში იჯდა, თითქოს ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. ახლად ამოსულმა მთვარემ ცოტათი გაფანტა ღამის წყვდიადი და მისმა მკრთალმა შუქმა ყველა საგანს ფანტასტიური მოხაზულობა მიანიჭა. უნებლიეთ ყველა გაყუჩდა და ელოდა, რა მოხდებოდა.

უეცრად მის მერიმ აღელვებით წამოიძახა: "შეხედეთ, ხეს შეხედეთ!" ყველამ იქით მივიხედეთ: ხის უზარმაზარი წვერი თითქოს მთვარის ნაზ შუქს ერთვოდა, თვითონ ხე კი თანდათან ბუნდოვანდებოდა და კარგავდა თავის მოხაზულობას, გეგონება ვიღაცის უხილავმა ხელმა ჰაეროვანი მოსასხამი გადააფარაო, და ეს მოსასხამი სულ უფრო მყარი და გაუმჭვირვალი ხდებოდა. მალე ჩვენს წინაშე საოცარი სიცხადით გაჩნდა ზღვის ზედაპირი – ტალღები მსუბუქი შრიალით მისდევდნენ ერთმანეთს და თავზე ქაფს იგდებდნენ, ცა უეცრად გალურჯდა და ზედ ღრუბლებმა დაიწყეს ცურვა. გაოგნებულები ვიდექით და თვალს ვერ ვაშორებდით ამ უცნაურ სანახაობას. აი, შორს თეთრი ხომალდიც გამოჩნდა, ორი დიდი მილიდან სქელი კვამლი ამოდიოდა. ხომალდი სწრაფად კვეთდა ტალღებს, მალე კიდეც მოგვიახლოვდა და უცებ უწინდელზე უფრო მეტმა გაოცებამ შეგვიპყრო: ჩვენ ვიცანით გემი – სწორედ ის, რომლითაც კოლომბოს მოვადექით! როდესაც კიჩოზე ოქროს ასოებით ამოკვეთილი სახელი "ლუიზა" წავიკითხეთ, ჯგუფში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმან გაგვაოგნა, რომ გემზე ყველამ საკუთარი თავი დაინახა! თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, ყოველივე ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც კინემატოგრაფი ჯერ არ არსებობდა და რაიმე ამდაგვარს ვერც კი წარმოვიდგენდით. თითოეული ჩვენგანი გემბანზე მყოფთა შორის საკუთარ თავს სცნობდა – ისინი იცინოდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მარტო საკუთარ თავს კი არ ვხედავდით, არამედ მთელ გემბანს უმცირეს დეტალებში – თითქოს ზემოდან, ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან, რაც სინამდვილეში სრულიად შეუძლებელი იყო. მე ერთდროულად ვხედავდი ჩემს თავს მხიარულ მგზავრებს შორის, გემის მეორე ბოლოში მომუშავე მეზღვაურებს, თავის კაიუტაში მოკალათებულ კაპიტანს და თვით ყველასათვის საყვარელ მაიმუნ ნელისაც კი, რომელიც, მთავარ ანძაზე შემომჯდარი, ბანანებს შეექცეოდა. ყველა ჩემი თანამგზავრი თავისებურად აღტაცებული იყო ნანახით, რასაც ხმადაბალი შეძახილებით და აღგზნებული ჩურჩულით გამოხატავდა.

ამასობაში სულ დამავიწყდა, რომ მღვდელი და ბერი ვარ და საეჭვოა, ამგვარ სანახაობებში მონაწილეობა შემეფერებოდეს: ყოველივე ეს იმდენად მომხიბლავი იყო, გული და გონება სდუმდნენ. მაგრამ უცებ გულში რაღაც შეშფოთება შემოვიდა, უსიამოვნო განცდა დამეუფლა – მალე მთელი ჩემი არსება ძრწოლამ მოიცვა. და აი, ჩემმა ბაგეებმა თითქოს თავისთავად წარმოთქვეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" უმალვე შვება ვიგრძენი, თითქოს დამცვივდა რაღაც უხილავი ჯაჭვები, აქამდე სხეულს რომ მიბორკავდნენ. ლოცვა თანდათან მომძლავრდა და მასთან ერთად ჩემს სულს მშვიდობა დაუბრუნდა. მე ისევ ხეს ვუყურებდი – ანაზდად მთელი ეს სურათი, გეგონება ქარმა დაუბერაო, ნისლმა მოიცვა და გაქრა. ვეღარაფერს ვხედავდი, მთვარის შუქით განათებული უზარმაზარი ხისა და კოცონთან მჯდომი მდუმარე მოხუცის გარდა. ამ დროს კი ჩემი თანამგზავრები ერთმანეთისათვის თავიანთი შთაბეჭდილებების გაზიარებას განაგრძობდნენ: მათთვის ზღვის სურათი არ წაშლილა.

მაგრამ ამ დროს, როგორც ჩანს, ფაკირს რაღაც დაემართა – იგი გვერდზე გადავარდა. მასთან შეშფოთებული მოწაფე მიიჭრა. სეანსი მოულოდნელად შეწყდა. ყოველივე განცდილით საოცრად აღელვებული მგზავრები წამოდგნენ – მათ ვერ გაეგოთ, რატომ დამთავრდა ყველაფერი ასე ერთი ხელის მოსმით. ჭაბუკმა ეს იმით ახსნა, ფაკირი გადაიღალაო – მოხუცი ახლა უკვე კვლავინდებურად თავდახრილი იჯდა ცეცხლთან და გარშემო მყოფთ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ჩვენმა ჯგუფმა უხვად დააჯილდოვა ფაკირი (ჭაბუკის საშუალებით) ასეთი საოცარი წარმოდგენის მოწყობისათვის და სწრაფად მოემზადა უკან დასაბრუნებლად. წასვლის წინ უნებლიეთ უკან მივიხედე, რათა მეხსიერებაში აღმებეჭდა მთელი ეს სცენა, და უეცრად თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა – ჩემი მზერა ფაკირის სიძულვილით აღსავსე მზერას წააწყდა. ეს მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა: მან კვლავ ჩვეული პოზა მიიღო, მაგრამ ამ მზერამ ერთხელ და სამუდამოდ ამიხილა თვალი იმაზე, თუ ვისი ძალით ხდება მსგავსი "სასწაულები".

აღმოსავლური "სულიერება" სრულიადაც არ კმაყოფილდება მედიუმური ტრიუკებით, რომლებსაც ეს ფაკირი იყენებდა, – შემდეგ თავში ჩვენ მის სხვა, უფრო დამახასიათებელ გამოვლინებებს გაგაცნობთ. ამჯერად მხოლოდ იმასღა დავსძენთ, რომ ძალებს, რომლებსაც აღმოსავლური რელიგიების პრაქტიკოსები ფლობენ, სათავეში მედიუმიზმის ფენომენი უდგას – მისი მთავარი თავისებურებაა პასიურობა "სულიერი რეალობის" წინაშე, ეს კი ადამიანს არაქრისტიანული რელიგიების "ღმერთებთან" (ანუ დემონებთან) კონტაქტის დამყარების საშუალებას აძლევს. ამგვარი ფენომენი არსებობს აღმოსავლურ მედიტაციაში (მაშინაც კი, როდესაც იგი "ქრისტიანულის" სახელს იჩემებს) და, შესაძლოა, იმ უცნაურ "ნიჭებშიც", რომლებსაც ჩვენ დროში – სულიერი დაცემის ხანაში – არასწორი სახელი, "ქარიზმატული" ეწოდა...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 24 2011, 06:50 PM

GIORGI LELUASHVILI
აშრამში მაშინ წამოვალ, როცა მუნჯი ეტყვის ყრუს,რომ ბრმას დაუნახავს უფეხებო კაცი როგორ გარბოდა. ანუ არასოდეს! smile.gif
სხვაგან წავიდეთ, მაგალითად მოწამეთაში,ან სადმე..

karpaki
რას იტყვი, სად წავიდეთ?


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 24 2011, 08:57 PM

QUOTE(.zakaria. @ Dec 24 2011, 06:50 PM) *

GIORGI LELUASHVILI
აშრამში მაშინ წამოვალ, როცა მუნჯი ეტყვის ყრუს,რომ ბრმას დაუნახავს უფეხებო კაცი როგორ გარბოდა. ანუ არასოდეს! smile.gif
სხვაგან წავიდეთ, მაგალითად მოწამეთაში,ან სადმე..

karpaki
რას იტყვი, სად წავიდეთ?

მოდი მართლა წავიდეთ მოწამეთაში gio.gif
მიდიან ჯგუფები და შევუერთდეთ,გავარკვევ თუ მართლა წამოხვალთ smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 24 2011, 10:37 PM

აკაკი

ნახე სად გვეპატიჟება ლელუაშვილი მართლმადიდებლებს http://vedamedia.ru/ekadashi-live/ უნდა რომ ეშმაკზე თაყვანი გვაცემინოს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 24 2011, 11:05 PM

.zakaria.

ციტატა
უნდა რომ ეშმაკზე თაყვანი გვაცემინოს.

თაყვანი ეციო არავინ გეუბნება!

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 24 2011, 11:24 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 24 2011, 11:05 PM) *

.zakaria.

თაყვანი ეციო არავინ გეუბნება!

biggrin.gif რა იყო

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 24 2011, 11:34 PM

"სიცრუე ნარევი სიმართლე, ყველაზე დიდი სიცრუე და უბედურებაა...."

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 24 2011, 11:34 PM

karpaki

ციტატა
რა იყო

ჯერ ეშმაკიო, მერე მისი თაყვანისცემაო; კარგით რა!

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 24 2011, 11:41 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 24 2011, 11:34 PM) *

karpaki

ჯერ ეშმაკიო, მერე მისი თაყვანისცემაო; კარგით რა!

biggrin.gif გეხუმრება რა იყო რა გაცხარდი biggrin.gif
წამო მოწამეთაში წავიდეთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 24 2011, 11:46 PM

GIORGI LELUASHVILI

friends.gif


karpaki
kiss1.gif

აკაკი
გაიხარე მართალი ხარ , მარა ხანდახან ხუმრობაც კარგია.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 24 2011, 11:52 PM

karpaki

ციტატა
წამო მოწამეთაში წავიდეთ

დაგვადგა საშველი? biggrin.gif


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 24 2011, 11:59 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 24 2011, 11:52 PM) *

karpaki

დაგვადგა საშველი? biggrin.gif

არ ვიცი ზაქარიამ დაადასტუროს და დავრეკავ smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 25 2011, 12:01 AM

ციტატა(karpaki @ Dec 24 2011, 11:59 PM) *

არ ვიცი ზაქარიამ დაადასტუროს და დავრეკავ smile.gif

და დარეკვა რად უნდა ,ან სად რეკავ?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 25 2011, 12:05 AM

QUOTE(.zakaria. @ Dec 25 2011, 12:01 AM) *

და დარეკვა რად უნდა ,ან სად რეკავ?

მოკლედ მარშუტკით მიდის ჯგუფები და ვინც არის ორგანიზატორი დავრეკავ და შევუერთდეთ

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 25 2011, 12:07 AM

ციტატა(karpaki @ Dec 25 2011, 12:05 AM) *

მოკლედ მარშუტკით მიდის ჯგუფები და ვინც არის ორგანიზატორი დავრეკავ და შევუერთდეთ

და როდის მიდიან? ხოო გაიგე აბა.

GIORGI LELUASHVILI
მართვის მოწმობა გააქვს?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 25 2011, 12:08 AM

QUOTE(.zakaria. @ Dec 25 2011, 12:06 AM) *

და როდის მიდიან? ხოო გაიგე აბა.

ხვალ დავურეკავ და გავიგებ.თუ დროზე შევთანხმდებით ჩავაწერინებ 3 ადამიანს და წავიდეთ cocxali.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 25 2011, 12:09 AM

ციტატა(karpaki @ Dec 25 2011, 12:08 AM) *

ხვალ დავურეკავ და გავიგებ.თუ დროზე შევთანხმდებით ჩავაწერინებ 3 ადამიანს და წავიდეთ cocxali.gif

ხოო ჯერ გაიგე რომელ რიცხვში მიდიან

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 25 2011, 12:10 AM

karpaki

ციტატა
ჩავაწერინებ 3 ადამიანს და წავიდეთ

მოიცა, როდის?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 25 2011, 12:11 AM

QUOTE(.zakaria. @ Dec 25 2011, 12:09 AM) *

ხოო ჯერ გაიგე რომელ რიცხვში მიდიან

კაი ხვალ გვეცოდინება smile.gif

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 25 2011, 12:10 AM) *

karpaki

მოიცა, როდის?

მაგას ხვალ გავიგებთ smile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 25 2011, 05:04 PM

გუშინ ყოფილან მოწამეთაში და კაი ერთი თვე ვეღარ წავალთო sad.gif
ჩვენით წავიდეთ რა პრობლემაა
თან იქ ბატონი აბო დაგვხდება და ამოგვყვება
დაპირებულია მასპნძლობას biggrin.gif
აბა რა ვქნათ ახალგაზრდებო
წავიდეთ ახალი წლის შემდეგ?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 26 2011, 05:06 PM

karpaki

ციტატა
წავიდეთ ახალი წლის შემდეგ?

ვნახოთ, შევხედავ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 26 2011, 09:31 PM

karpaki
მაგარი ავატარი გაქვს.
ხოო მოვიფიქროთ წასვლაზე.
GIORGI LELUASHVILI
აშრამში რომ დადიხარ მოძღვარი რას გეუბნება?


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 26 2011, 09:33 PM

.zakaria.

ციტატა
აშრამში რომ დადიხარ მოძღვარი რას გეუბნება?

PM-ში მოგწერ.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 26 2011, 11:15 PM

QUOTE(.zakaria. @ Dec 26 2011, 09:31 PM) *

karpaki
მაგარი ავატარი გაქვს.
ხოო მოვიფიქროთ წასვლაზე.


kiss1.gif
კაი ზაქარია ეგრე ვქნათ

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 26 2011, 11:58 PM

GIORGI LELUASHVILI

გაიგე აბა ეხლა რომელია პრავი laugh.gif

http://www.youtube.com/watch?v=1FrYvAUmIws

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 27 2011, 03:29 PM

ციტატა(.zakaria. @ Dec 26 2011, 11:58 PM) *

GIORGI LELUASHVILI

გაიგე აბა ეხლა რომელია პრავი laugh.gif

http://www.youtube.com/watch?v=1FrYvAUmIws


სითავხედე რომ არასდროს არის "პრავი", ეს კარგად ვიცი.
აქედან გამომდინარე, სრულიად გაუცნობიერებელი რომ ვიყო ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასა და ასტროლოგიაში, მიხვხდებოდი ვინ იქნებოდა მართალი ამ შემთხვევაში.


პ.ს. მედიტაციაზე თქვი რამეsmile.gif
შენ არ მედიტირებდი?

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 27 2011, 03:48 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 27 2011, 03:29 PM) *


პ.ს. მედიტაციაზე თქვი რამეsmile.gif
შენ არ მედიტირებდი?

წელის მალა მაქვს დაზიანებული უკვე 17 წელია და ლოტოსში 15 წუთი რომ გავჩერდე ერთი სამი დღე ვეღარ დავდივარ. სხვა ვერცერთ პოზაში კონცეტრირებას ვერ ვაკეთებ და მერე საერთოდ ძილის მდგომარეობისკენ მივყავარ, ასერომ არ ვმედიტირებ, მარტო ვლოცულობ ღმერთზე შეძლებისდაგვარად კონცეტრირებული.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 27 2011, 03:50 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 26 2011, 06:33 PM) *

.zakaria.

PM-ში მოგწერ.


რატომ PM-ში, ჩვენც გვაინტერესებს პასუხი.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 27 2011, 03:58 PM

k@the
ქეთო როგორ ხარო?
შენი ბაია მომიკითხე kiss1.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 27 2011, 04:02 PM

.zakaria.
მადლობა, ჩემი ბაიის შემყურე გადასარევად ვარ. მაოცებს ყოველ დღე biggrin.gif
თავად როგორ ხარ ზაქარ? 2kiss.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 27 2011, 04:08 PM

.zakaria.

ციტატა
წელის მალა მაქვს დაზიანებული უკვე 17 წელია და ლოტოსში 15 წუთი რომ გავჩერდე ერთი სამი დღე ვეღარ დავდივარ. სხვა ვერცერთ პოზაში კონცეტრირებას ვერ ვაკეთებ და მერე საერთოდ ძილის მდგომარეობისკენ მივყავარ, ასერომ არ ვმედიტირებ, მარტო ვლოცულობ ღმერთზე შეძლებისდაგვარად კონცეტრირებული.

აუჰ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილხარbiggrin.gif
ვიზიარებ...

აი მე კი, მე... biggrin.gif

k@the
ციტატა
რატომ PM-ში, ჩვენც გვაინტერესებს პასუხი.

პასუხი რომ საჯაროდ დავაფიქსირო, (გამოცდილებიდან ვამბობ) შესაძლოა ცუდი რეაქციები მოყვეს და რაღაც-რაღაცეებში ბრალი დასდონ ჩემ მოძღვარს ფანატმა და გაუცნობიერებელმა ხალხმა, მერე ვიცი რაც ჩემგან წამოვა და ეს ყოველივე მწვავე კამათში გადაიზრდება, რაც არ მინდა; ამიტომ თავს შევიკავებ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 27 2011, 04:11 PM

ციტატა(k@the @ Dec 27 2011, 04:02 PM) *

.zakaria.
მადლობა, ჩემი ბაიის შემყურე გადასარევად ვარ. მაოცებს ყოველ დღე biggrin.gif
თავად როგორ ხარ ზაქარ? 2kiss.gif

მადლობა ქეთო ,მეც მაგრად ვარ friends.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 27 2011, 04:11 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
პასუხი რომ საჯაროდ დავაფიქსირო, (გამოცდილებიდან ვამბობ) შესაძლოა ცუდი რეაქციები მოყვეს და რაღაც-რაღაცეებში ბრალი დასდონ ჩემ მოძღვარს ფანატმა და გაუცნობიერებელმა ხალხმა, მერე ვიცი რაც ჩემგან წამოვა და ეს ყოველივე მწვავე კამათში გადაიზრდება, რაც არ მინდა; ამიტომ თავს შევიკავებ.


გასაგებია უკვე პასუხიც.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 27 2011, 04:13 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 27 2011, 04:08 PM) *

.zakaria.

აუჰ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილხარbiggrin.gif
ვიზიარებ...

აი მე კი, მე... biggrin.gif


არა არ ვარ ცუდ მდგომარეობაში smile.gif

რა შენ კი? biggrin.gif მოყევი საინტერესოა

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 27 2011, 04:31 PM

k@the

ციტატა
გასაგებია უკვე პასუხიც.

არამგონიაsmile.gif

.zakaria.
ციტატა
რა შენ კი? მოყევი საინტერესოა

biggrin.gif

არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 27 2011, 04:33 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
არამგონიაsmile.gif


ნუ გგონია smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 27 2011, 04:35 PM

k@the

ციტატა
ნუ გგონია

ჰო, ალბათ შენც არასწორი წარმოდგენა შეგექმნა.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 27 2011, 05:11 PM

ციტატა
წელის მალა მაქვს დაზიანებული უკვე 17 წელია და ლოტოსში 15 წუთი რომ გავჩერდე ერთი სამი დღე ვეღარ დავდივარ.


მადლობა გეთქმის მაშინ.... smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 27 2011, 05:13 PM

biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 27 2011, 05:27 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ჰო, ალბათ შენც არასწორი წარმოდგენა შეგექმნა.


არასწორი წარმოდგენა შეიძლება მქონდეს შენზე, მოძღვარი არ ვიცი ვინაა, რაიმე წარმოდგენა რომ შევიქმნა. smile.gif)))

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 27 2011, 05:29 PM

k@the

ციტატა
არასწორი წარმოდგენა შეიძლება მქონდეს შენზე

გააქვს? smile.gif

ხო არც მე მიცნობsmile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 27 2011, 05:39 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
გააქვს? smile.gif


წარმოდგენა მაქვს, ისევე როგორც დანარჩენ ამ ფორუმის წევრებზე. smile.gif
სწორია ის თუ არა, ეგ სხვა საკითხია biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 28 2011, 03:49 PM

QUOTE(.zakaria. @ Dec 27 2011, 03:48 PM) *

წელის მალა მაქვს დაზიანებული უკვე 17 წელია და ლოტოსში 15 წუთი რომ გავჩერდე ერთი სამი დღე ვეღარ დავდივარ. სხვა ვერცერთ პოზაში კონცეტრირებას ვერ ვაკეთებ და მერე საერთოდ ძილის მდგომარეობისკენ მივყავარ, ასერომ არ ვმედიტირებ, მარტო ვლოცულობ ღმერთზე შეძლებისდაგვარად კონცეტრირებული.

huh.gif
რა სამივეს ერთნაირად ხერხემალში დაგვარტყა

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 28 2011, 09:57 PM

აბა ვეგეტარიანელებს ვეპატიჟები ამ ფილმზე smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=kna1y2QGftw&feature=player_embedded

რა ხორცი აუტყდა ამ ხალხს, აირჩიე ჯანმრთელი ცხოვრება...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 28 2011, 10:05 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 28 2011, 09:57 PM) *

აბა ვეგეტარიანელებს ვეპატიჟები ამ ფილმზე smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=kna1y2QGftw&feature=player_embedded

რა ხორცი აუტყდა ამ ხალხს, აირჩიე ჯანმრთელი ცხოვრება...

შენ ვცეგეტარიანელი ხარ?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 28 2011, 10:11 PM

karpaki

ციტატა
შენ ვცეგეტარიანელი ხარ?

აბა როგორ უნდა ვჭამო ცხოველის ხორცი, როცა ვიცი რა სისასტიკითაა იგი მოკლული.
როგორ უნდა გადამივიდეს ყელში ბატკნის, კურდღლის, ირმის (და ა.შ.) ხორცი... gio.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 28 2011, 10:18 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Dec 28 2011, 10:11 PM) *

karpaki

აბა როგორ უნდა ვჭამო ცხოველის ხორცი, როცა ვიცი რა სისასტიკითაა იგი მოკლული.
როგორ უნდა გადამივიდეს ყელში ბატკნის, კურდღლის, ირმის (და ა.შ.) ხორცი... gio.gif

მე ვჭამ dry.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 28 2011, 10:33 PM

ციტატა

რა ხორცი აუტყდა ამ ხალხს, აირჩიე ჯანმრთელი ცხოვრება...

დარწმუნებული ხარ რომ ხორცი ჯანმრთელობისთვის არაა საჭირო?პირიქით ძალზე აუცილებელია,ოღონდ დრო,ჯიში და დამზადების სტილი უნდა შეარჩიო...
ციტატა
როგორ უნდა გადამივიდეს ყელში ბატკნის, კურდღლის, ირმის (და ა.შ.) ხორცი...

შენ შემოგევლე გული არ ამიჩუყო...

არ დამჭირდეს,თორემ გველის ხორცს შევჭამ ცოცხლად და ხვლიკს გადავყლაპავ...

(ვაოფებთ და გავჩუმდეთ ეხლა)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 28 2011, 11:55 PM

A.V.M

ციტატა
დარწმუნებული ხარ რომ ხორცი ჯანმრთელობისთვის არაა საჭირო?პირიქით ძალზე აუცილებელია,ოღონდ დრო,ჯიში და დამზადების სტილი უნდა შეარჩიო...

ადამიანის ორგანიზმს გააჩნია.
უმეტესობისთვის მავნეა და კუჭ–ნაწლავს პრობლემებს უქმნის.
ლეში მუცელში დიდხანს რჩება, ლპება და ათასგვარ საშინელ დაავადებას იწვევს.
ციტატა
შენ შემოგევლე გული არ ამიჩუყო...

შენ ამათ შეჭამ? ammm.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ციტატა
არ დამჭირდეს,თორემ გველის ხორცს შევჭამ ცოცხლად და ხვლიკს გადავყლაპავ...

გველის ხორცი მიჭამია...მაგრამ ამ საცოდავი ცხოველების ხორცი არ გადამდის ყელშიgio.gif
ციტატა
(ვაოფებთ და გავჩუმდეთ ეხლა)

ამ თემაში შეიძლება ვეგეტარიანელობაზე საუბარი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 12:19 AM

ხბოს ხორცი რამდენჯერ მიჭამია არც მახსოვს.(რომ გახსნილდება დასაკლავადაც მყავს ერთი გამზადებული.)
კურდღელი ხომ უგემრიელესია და რაც შეიხება შველს მაქვს გასინჯული მისი მწვადებიც.მართალია ტახის ხორცზე მეტად არ მომწონებია,მარა საკმაოდ გემრიელი იყო.

ისე დიდად არ მაწუხებს ,,ბუნების სილამაზის"ხელყოფა.
ამ საკითხზე შეიძლება ითქვას,რომ იდეალისტურად ვაზროვნებ.
მჭირდება?მაშინ დამთავრდა კონცერტი... biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 29 2011, 12:21 AM

ციტატა(A.V.M @ Dec 29 2011, 01:19 AM) *

ხბოს ხორცი რამდენჯერ მიჭამია არც მახსოვს.(რომ გახსნილდება დასაკლავადაც მყავს ერთი გამზადებული.)
კურდღელი ხომ უგემრიელესია და რაც შეიხება შველს მაქვს გასინჯული მისი მწვადებიც.მართალია ტახის ხორცზე მეტად არ მომწონებია,მარა საკმაოდ გემრიელი იყო.

ისე დიდად არ მაწუხებს ,,ბუნების სილამაზის"ხელყოფა.
ამ საკითხზე შეიძლება ითქვას,რომ იდეალისტურად ვაზროვნებ.
მჭირდება?მაშინ დამთავრდა კონცერტი... biggrin.gif

ბიჭოო, შენ ვინ ყოფილხარ!
წადი შე მლეჩიხო! biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 12:29 AM

ციტატა

ბიჭოო, შენ ვინ ყოფილხარ!
წადი შე მლეჩიხო!

აბა ლოიალურობისთვის და ლიბერალიზმისთვის არა ვარ მე გაჩენილი ამ ქვეყანაზე...
ცხოველი კი არა ხალხს აღარ ინდობენ და ბუნების სილამაზეს თუ დავუწყეთ ცქერა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 29 2011, 12:30 AM

A.V.M

ციტატა
აბა ლოიალურობისთვის და ლიბერალიზმისთვის არა ვარ მე გაჩენილი ამ ქვეყანაზე...

აბა რისთვის ხარ?
ციტატა
ცხოველი კი არა ხალხს აღარ ინდობენ და ბუნების სილამაზეს თუ დავუწყეთ ცქერა...

ხოო, შენ თუ მაგათ უყურე და მიბაძე, შორს წახვალtongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 12:37 AM

ციტატა
აბა რისთვის ხარ?

პეტრე მოციქული რო იყო იაფოში ხო იცი.ხოდა რო ჩამოეშვა ცხოველებით მაგიდა რა უთხრა ხმამ:ყველაფერი ჭამეო.
ხოდა თუ დამჭირდა და საშუალება მაქვს სიამოვნებით გეახლები.

(მარა ამ ხილვას სხვა დატვირთვა უფრო ქონდა) biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 29 2011, 12:39 AM

GIORGI LELUASHVILI
A.V.M
ნუ აოფებთ

A.V.M
შენ განსაკუთრებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 12:45 AM

ეგ შენამდე მე ვთქვი იკანოს...
მარა ლელუაშვილმა მედიტაციაზე საუბრისას ვეგეტარიანელობა არაა გაოფებაო... biggrin.gif
ხოდა მეც ვენდე ეხლაა.არა ვარ მასსავით გამოცდილი მედიტირებაში...

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Dec 29 2011, 03:10 PM

მედიტაცია არის როცა ადამიანი ჭვრეტს საკუთარ გონების სიბნელეს ან თავისი გონებას მის სინათლეს და სიამოვნებთ და არა ღმერთის ესაა სატანური რადგან ლუიციფერი ჭვრეტდა საკუთარ გონებას და სიამოვნებდა და ის თვითგანღმრთოვდნა ამიტომაც დაეცა.. ისიხასტი ბერები კი ღმერთის უქმნელ სინათლეს ჭვრეტენ..

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 29 2011, 05:00 PM

A.V.M

ციტატა
პეტრე მოციქული რო იყო იაფოში ხო იცი.ხოდა რო ჩამოეშვა ცხოველებით მაგიდა რა უთხრა ხმამ:ყველაფერი ჭამეო.

სად გადაიჭერი ჯიგარო, მერე რა უთხრა პეტრემ, ეს უწმინდური ცხოველებიც შევჭამოო?
რატომ გაუკვირდა და შეყოვნდა?
ეს მაგალითი მე უნდა მომეყვანა შენთვისsmile.gif

ikanosi
ციტატა
ნუ აოფებთ

არ ვაოფებთ.
როგორც გურამმა დაგიმოწმა, ამ თემაში მოსულა ვეგეტარიანელობაზე საუბარი.
ციტატა
არა ვარ მასსავით გამოცდილი მედიტირებაში

laugh.gif

starscream
ციტატა
მედიტაცია არის როცა ადამიანი ჭვრეტს საკუთარ გონების სიბნელეს ან თავისი გონებას მის სინათლეს და სიამოვნებთ და არა ღმერთის ესაა სატანური რადგან ლუიციფერი ჭვრეტდა საკუთარ გონებას და სიამოვნებდა და ის თვითგანღმრთოვდნა ამიტომაც დაეცა.. ისიხასტი ბერები კი ღმერთის უქმნელ სინათლეს ჭვრეტენ..

აბა გარკვევით თქვი რას ფიქრობ მედიტაციაზე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 08:03 PM

ციტატა
სად გადაიჭერი ჯიგარო

ისემც შენ რა გითხარი... kiss1.gif
ციტატა
რატომ გაუკვირდა და შეყოვნდა?

ძველი აღთქმა ხო გაქ წაკითხული.ხოდა ლევიანში არის გარკვეული აკრძალვები ცხოველთა ჭამაზე.(წმინდა და უწმინდური)
ღმერთმა კი უთხრა რომ ყველაფერი წმინდაა რაც ღმერთისგან მოგეცაო...
ანუ ყველაფერი ჭამეო ყველაფერიო...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 29 2011, 08:18 PM

A.V.M
აბა ის გაიხსენე, ადამსა და ევას (შემდეგ ნოეს) რა კურთხევას აძლევს უფალი;
რა ჭამეთო... smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 08:21 PM

ციტატა
აბა ის გაიხსენე, ადამსა და ევას (შემდეგ ნოეს) რა კურთხევას აძლევს უფალი;
რა ჭამეთო...

მეც მაგას გეუბნევი.ძველ აღთქმაში იყო შეზღუდვები მარა ახალში ვსო...(მაგ მხრივ)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 29 2011, 08:54 PM

A.V.M

ციტატა
მეც მაგას გეუბნევი.ძველ აღთქმაში იყო შეზღუდვები მარა ახალში ვსო...(მაგ მხრივ)

"ლევიანები" ახალი აღთქმაა? biggrin.gif
თუ თევზს გულისხმობ?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 29 2011, 09:23 PM

GIORGI LELUASHVILI
სანამ ნირვანაში გავუშვებდე თემას, ნუ უხვევ თემიდან biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 29 2011, 09:28 PM

ikanosi

ციტატა
ნუ უხვევ თემიდან

არ ვუხვევ მეთქიtongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 09:31 PM

ციტატა
"ლევიანები" ახალი აღთქმაა?

ვინ თქვა ეგ?
ციტატა
თუ თევზს გულისხმობ?

რა შუაშია თევზი და დინოზავრი.ზოგადად ცხოველების ჭამაზე ვამბობ,არანაირად არ იკრძალება მეთქი...
(თან ქართველი კაცისთვის ნადირობა,შველი,ირემი რამე...)
რა ვეგეტარიანელობა თუ ძმა ხარ...დაილოცოს ჩაქაფული,ხაშლამა,ოსტრი უჰჰ. laugh.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 29 2011, 10:51 PM

A.V.M

ციტატა
ვინ თქვა ეგ?

აბა "ლევიანებში" ჩაწერილის საფუძველზე მიმტკიცებდი, რომ ხორცის ჭამა დასაშვებია და...
ციტატა
რა შუაშია თევზი და დინოზავრი.ზოგადად ცხოველების ჭამაზე ვამბობ,არანაირად არ იკრძალება მეთქი...

საიდან ეს დასკვნა? smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 11:48 PM

ციტატა

აბა "ლევიანებში" ჩაწერილის საფუძველზე მიმტკიცებდი, რომ ხორცის ჭამა დასაშვებია და..

პირიქით ლევიანშია რომ უწმინდური ცხოველები არ ჭამოთო.(ჩლიქგაყოფილი და მცოხნელები...)ამაზე არ გეტყვი არაფერს...
ციტატა

საიდან ეს დასკვნა?

ის დასკვნა საიდან ვეგეტარიანელები იყავითო?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 29 2011, 11:50 PM

A.V.M

ციტატა
პირიქით ლევიანშია რომ უწმინდური ცხოველები არ ჭამოთო.(ჩლიქგაყოფილი და მცოხნელები...)ამაზე არ გეტყვი არაფერს...

ჰოდა მე გეუბნები, რომ თავდაპირველად უფალი სამოთხეში ადამსა და ევას მხოლოდ მცენარეულობის ჭამის ნებას რთავს.
ციტატა
ის დასკვნა საიდან ვეგეტარიანელები იყავითო?

"არა კლა"!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 11:57 PM

ციტატა

ჰოდა მე გეუბნები, რომ თავდაპირველად უფალი სამოთხეში ადამსა და ევას მხოლოდ მცენარეულობის ჭამის ნებას რთავს.

გაგახსენო რამდენი რამ შეიცვალა ძველი აღთქმისა ახალში?
ციტატა
"არა კლა"!

შენ შემოგევლე...
(ისე ეგ მუხლია მთავარი მოსაზრება რის გამოც იაღოველები ჯარში არ მიდიან...)
თუ ძმა ხარ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 12:00 AM

A.V.M

ციტატა
გაგახსენო რამდენი რამ შეიცვალა ძველი აღთქმისა ახალში?

ვთქვათ და მე ძველს მივყვები ამ შემთხვევაში? smile.gif
ციტატა
შენ შემოგევლე...(ისე ეგ მუხლია მთავარი მოსაზრება რის გამოც იაღოველები ჯარში არ მიდიან...)თუ ძმა ხარ...

ჯიგო, ეგ აუცილებელია. შენ არ მოკლავ და ის ამოწყვეტს ქართველობას და ყოველივეს, რაც შენთვის წმინდაა, მაგრამ რას გიშავებს ის ბატკანი?
ავტომატით მოგდევს თუ ამხედრებული გიტრიალებს ხმალს?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 12:55 AM

A.V.M

ციტატა
(თან ქართველი კაცისთვის ნადირობა,შველი,ირემი რამე...)რა ვეგეტარიანელობა თუ ძმა ხარ...დაილოცოს ჩაქაფული,ხაშლამა,ოსტრი უჰჰ.


გურამ, ეს დასაბუთება არაფრით გამოდგება.
ნადირობა არ არის "ქართული მოვლენა", ყველა ერში არანაკლებ იყო და არის გავრცელებული ნადირობა და, ზოგადად, რაც ჩვენ ერში ტრიალებს თუნდაც ტრადიციის სახით, არ ნიშნავს, რომ მისი შეცვლა არ შეიძლება.

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
"არა კლა"!


ციტატა
ჯიგო, ეგ აუცილებელია. შენ არ მოკლავ და ის ამოწყვეტს ქართველობას და ყოველივეს, რაც შენთვის წმინდაა, მაგრამ რას გიშავებს ის ბატკანი?ავტომატით მოგდევს თუ ამხედრებული გიტრიალებს ხმალს?


გიო, ვერც იმას ვიტყვით, რომ ძველი აღთქმის რჯული ვეგეტარიანელობას იცავდა, საკმარისია გადავხედოთ მოსეს რჯულს და იმ რიტუალებს, რომლებსაც დღემდე ატარებენ ებრაელები. "არა ჰკლა" რომ ცხოველებსაც ეხებოდეთ მოსეს რჯულით, იმდენი აღარ ეცოდინებოდა თუნდაც მოსეს, რომ მსხვერპლის შეწირვა აღარ უნდა დაეწესებინა? რაც შეეხება ქრისტიანობას, ჩვენ ვიცით კიდევ ბევრი წმინდა მამა და სულიერი მოღვაწე, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით მართლაც ვეგეტარიანელები გახდნენ დროთა განმავლობაში და მუდმივ მარხვას იცავდნენ. მაგრამ ხორცის არჭამა არ არის ამოსავალი წერტილი ქრისტიანულ სულიერებაში და ის, რომ ადამიანი ხორცს მიირთმევს, არ არის კატასტროფა. სასურველია და მისასალმებელია ვეგეტარიანელობა, მაგრამ ეს ადამიანის ცხონება-არცხონების საკითხს არ ეხება ისე, როგორც სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. ბოლოსდაბოლოს, შეიძლება არავეგეტარიანელი მარხვას იცავდეს, გარკვეული სახის საკვების არმიღებით, მაგრამ სულაც არ იყოს სულიერებით გამორჩეული. ქრისტიანობა საერთოდ არ აკეთებს ამ საკითხზე განსაკუთრებულ აქცენტს და თითოეული ინდივიდის გადასაწყვეტია, თავის საზრდოს მიღებას როგორ მოაწესრიგებს.

ბატკანს კი რაც შეეხება, ძალიან არ მომწონს, ეკლესიებში რომ სწირავენ საკლავს. ზოგი იტყვის, ეს რაიმე დღეობის აღნიშვნა არის უბრალოდო, მაგრამ აშკარად შეუთავსებელია ეკლესიასთან მიმართებაში ამის კეთება. ამას წინათ ქაშუეთის ეზოში ფეხით დაბმული იყო ბატკანი და ძალიან არ მესიამოვნა. სადმე სახლში კი არა პირდაპირ ეკლესიაში მიიყვანეს ალბათ ნათლობის ან რამე სხვა ამბის აღსანიშნავად, რაც ძალიან მიუღებელია.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 30 2011, 12:58 AM

A.V.M

ციტატა
"არა კლა"

არა კაცთ კლა

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 01:05 AM

ikanosi

ციტატა
არა კაცთ კლა


ქართულ ბიბლიაში ორი ვარიანტია:

ძველქართულად სწერია "არა კაც-ჰკლა"

და ახალ თარგმანში "არა კლა"


ებრაულად სწერია "ლო ტირცახ". ეს ნიშნავს წინასწარგანზრახულ, ბოროტი სურვილით მკვლელობას, განსხვავებით, მაგალითად, თავდაცვით გამოწვეულ სიკვდილისგან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 02:09 AM

ციტატა
მაგრამ რას გიშავებს ის ბატკანი?
ავტომატით მოგდევს თუ ამხედრებული გიტრიალებს ხმალს?

შენ ის ანეკდოტი თუ იცი.ბატკანს მღვდელი და მონადირე რომ მოსდევს?
ციტატა
ნადირობა არ არის "ქართული მოვლენა",

და ვინ თქვა საქართველოშია ,,დაპატენტებულიო?" biggrin.gif
ციტატა
არ ნიშნავს, რომ მისი შეცვლა არ შეიძლება.[/qu0ote]
და რატომ უნდა შევცვალოთ ნადირობის ტრადიცია ვერ ვხვდები.[
quote] მაგრამ ხორცის არჭამა არ არის ამოსავალი წერტილი ქრისტიანულ სულიერებაში

ნამდვილად და ციტატების დადება არ დამაწყებინოთ თქვენ შემოგევლეთ...
ციტატა
სასურველია და მისასალმებელია ვეგეტარიანელობა,

და რატომ?


ისე მე ბევრი მონასტერი ვიცი სადაც ხორცს არ ჭამენ.აგრეთვე ბევრი ბერი,მაგრამ იმიტო კი არა ბუნებაა,არაფერს მიშავებს და.ა.შ.
ყველა ბერს რომელსაც ვკითხე ასე მიპასუხა:ხორცი მაღალკალორიულია და ფიზიკურ ძალას მმატებს მე კი პირიქით მსურსო.და ყველა პასუხი ამგვარი იყო და არა რას მIშავებს რომ ვჭამოო,ან სასარგებლო არაააო.

ციტატა
ქრისტიანობა საერთოდ არ აკეთებს ამ საკითხზე განსაკუთრებულ აქცენტს და თითოეული ინდივიდის გადასაწყვეტია, თავის საზრდოს მიღებას როგორ მოაწესრიგებს.

ვოტ ტაკ.მაგას ვამბობ მეც.ჩვენი რელიგია არც კრძალავს და არც გავალებს ხორცის მუდმივ მიღებას.
ციტატა
ბატკანს კი რაც შეეხება, ძალიან არ მომწონს, ეკლესიებში რომ სწირავენ საკლავს

მეც.
ან თუ ხდება ეს აბსოლიტურად სხვა ფორმით უნდა მოხდეს....

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 09:30 AM

A.V.M

ციტატა
და ვინ თქვა საქართველოშია ,,დაპატენტებულიო?"


აგერ, ნამეტანი პატრიოტული იყო. tongue.gif

ციტატა
(თან ქართველი კაცისთვის ნადირობა,შველი,ირემი რამე...)რა ვეგეტარიანელობა თუ ძმა ხარ...დაილოცოს ჩაქაფული,ხაშლამა,ოსტრი უჰჰ.


ციტატა
და რატომ?ისე მე ბევრი მონასტერი ვიცი სადაც ხორცს არ ჭამენ.აგრეთვე ბევრი ბერი,მაგრამ იმიტო კი არა ბუნებაა,არაფერს მიშავებს და.ა.შ.ყველა ბერს რომელსაც ვკითხე ასე მიპასუხა:ხორცი მაღალკალორიულია და ფიზიკურ ძალას მმატებს მე კი პირიქით მსურსო.და ყველა პასუხი ამგვარი იყო და არა რას მIშავებს რომ ვჭამოო,ან სასარგებლო არაააო.


მიზეზი არა ერთია. მე პირადად საკმაოდ გემრიელად მიმაჩნია ხორციანი საკვები, მაგრამ ერთი მიზეზი ხორცის შემცირების არის ზუსტად მისი მოქმედება ჩემზე, ანუ ვიგრძენი, რომ, ცოტა არ იყოს, მავნებელია კიდეც ჩემთვის ხორცის საგრძნობი მიღება. და დამოკიდებულებაც ცოტა შემეცვალა. ახლა არა, მაგრამ მომავალში ნელნელა ამოვიღებ ხორცს ჩემი რაციონიდან, მებრალება ცხოველები მეც. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაიმე რა მაღალი სულიერებით გამოვირჩევი. girl_angel.gif ერთს ვიცნობ, ხორცს საერთოდ არ ჭამს, მაგრამ... mellow.gif

ციტატა
მეც.ან თუ ხდება ეს აბსოლიტურად სხვა ფორმით უნდა მოხდეს....


სახლში თავისთან ვისაც როგორ უნდა ისე ქნას, მაგრამ ეკლესიაში საკლავის მიყვანა და რაიმე სახით ამის გამართლება, იქ აღსრულება არის მიუღებელი. ასევე რომც იქ არ მიიყვანო და ისე "შესწირო" ღმერთს საკლავი, საერთოდ არ ჯდება ქრისტიანულ ტრადიციაში.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 30 2011, 12:15 PM

http://www.youtube.com/watch?v=o4jx3sukfLM&feature=related

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 30 2011, 12:38 PM

QUOTE(.zakaria. @ Dec 30 2011, 12:15 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=o4jx3sukfLM&feature=related

აი ეს მინდოდა ზუსტად biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 12:53 PM

ციტატა


აგერ, ნამეტანი პატრიოტული იყო

ერთია რაღაცა რომ მოგწონს და აკეთებ და მეორეაა რამდენად ეკუთვნის იგი შენს ერს...გეთანხმები რომ მომწონს,მაგრამ მის წარმოშობას საქართველოს და ქართულ ტრადიციებს არ მივაწერ...
ციტატა
მაგრამ ერთი მიზეზი ხორცის შემცირების არის ზუსტად მისი მოქმედება ჩემზე, ანუ ვიგრძენი, რომ, ცოტა არ იყოს, მავნებელია კიდეც ჩემთვის ხორცის საგრძნობი მიღება.

უზომოდ მიღება ყველაფრისა მავნებელია,მაგრამ ზომიერების ფარგლებში პირიქით სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
მაგალითად გუნდში არის პერიოდები(მარხვის დროს არა ოღონდ)როდესაც გვინიშნავენ გარკვეული დოზით მოხარშული ხორცის მიღებას.(შეიძლება გვითხრან ცხვრის,ხმოს,ქათმის ან.ა.შ.)
ციტატა
ამოვიღებ ხორცს ჩემი რაციონიდან, მებრალება ცხოველები მეც

ცხოველები გებრალება?მოგცლია თუ ძმა ხარ.
არ ვამბობ რომ სადისტი ანაც ბრაკონიერი უნდა იყო კაცი მეთქი,მაგრამ ზომიერების ფარგლებში,როგორც საჭიროება მოითხოვს უნდა მიიღო იგი.

(ვერავინ ვერ ვიტყვით ისეთ სიტყვებს ცხოველებზე,როგორც ვთქვათ ვაჟამ თქვა ,,შვლის ნუკრის ნაამბობში",მაგრამ გავიხსენოთ აბა როგორი მონადირე იყო...
(ოღონდ ერთიანად ანაც სურვილის მოკვლის მიზნით კი არ ხოცავდა ცხოველებს.არამედ როცა დაჭირდებოდა მაშინ...)

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 01:03 PM

A.V.M

ციტატა
უზომოდ მიღება ყველაფრისა მავნებელია,მაგრამ ზომიერების ფარგლებში პირიქით სასარგებლოა ორგანიზმისთვის.მაგალითად გუნდში არის პერიოდები(მარხვის დროს არა ოღონდ)როდესაც გვინიშნავენ გარკვეული დოზით მოხარშული ხორცის მიღებას.(შეიძლება გვითხრან ცხვრის,ხმოს,ქათმის ან.ა.შ.)


თუმცა ცილების ჩამანაცვლებელი სხვა საშუალებებიც არსებობს. a075.gif

ციტატა
ცხოველები გებრალება?მოგცლია თუ ძმა ხარ.არ ვამბობ რომ სადისტი ანაც ბრაკონიერი უნდა იყო კაცი მეთქი,მაგრამ ზომიერების ფარგლებში,როგორც საჭიროება მოითხოვს უნდა მიიღო იგი.


ჰოო, მებრალება. user.gif user.gif user.gif
სხვათა შორის, ბავშვობიდან მაქვს ასეთი ჩვევა, რომ, მაგალითად, მთლად ცინცხალ დაკლულ ქათამს ვერ ვჭამ, ან თუ შევჭამე მაინც, რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება მაქვს. ეს ჩემი პირადი შეგრძნებაა და ახალდაკლული ცხოველი ასე ვთვლი, რომ სიცოცხლის ნიშანწყალს შეიცავს ჯერ კიდევ და იმიტომ ვერ ვჭამ. ახალი თავწაცლილი, ჯერ კიდევ რომ არ გაცივებულა... ცოტას რომ აცლი გაციებას, ის სულ სხვაა. ასევე სხვადასხვა აღქმა მაქვს მაგალითად მთლიანი ხორცის ნაჭრების და გატარებული ხორცის, მთლიან ნაწილს რომ ვუყურებ, ის უფრო მიქმნის ცხოველთან ასოციაციას, ვიდრე გატარებული ხორცი... ეს ჩემი ასოციაციები და შეგრძნებებია. smile.gif

ციტატა
(ვერავინ ვერ ვიტყვით ისეთ სიტყვებს ცხოველებზე,როგორც ვთქვათ ვაჟამ თქვა ,,შვლის ნუკრის ნაამბობში",მაგრამ გავიხსენოთ აბა როგორი მონადირე იყო...(ოღონდ ერთიანად ანაც სურვილის მოკვლის მიზნით კი არ ხოცავდა ცხოველებს.არამედ როცა დაჭირდებოდა მაშინ...)


ვაჟა ერთ-ერთია, ვინც ამ საკითხზე დამაფიქრა. არა უპირობო ვეგეტარიანელობაზე, არამედ ბუნებაზე და ზოგადად სიცოცხლეზე, ერთ-ერთი პოეტია, რომელმაც დაღი დაასვა ჩემს ცნობიერებას და რა თქმა უნდა, პირდაპირაც და ირიბადაც დამაფიქრა ცხოველებზეც უფრო მეტად.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 30 2011, 01:13 PM

საქართველოში როდესაც არ გვქონდა კარტოფილი,სიმინდი და პომიდორი,კომბოსტო და ბადრიჯანი,ვჭამდით პურს ღვინოს და მწვადს biggrin.gif
აუ მწვადი მინდა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 01:17 PM

შენ შემოგევლე კარპაკ...

რო გადაწვავდნენ ხოლმე შაჰ-აბასები და თემურ ლენგები მიწებს ქართველები ძირითადად მთებში იხიზნებოდნენ...
არა მგონია ბევრი მათგანი ვეგეტარიანელი ყოფილიყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 30 2011, 01:19 PM

QUOTE(A.V.M @ Dec 30 2011, 01:17 PM) *

შენ შემოგევლე კარპაკ...

რო გადაწვავდნენ ხოლმე შაჰ-აბასები და თემურ ლენგები მიწებს ქართველები ძირითადად მთებში იხიზნებოდნენ...
არა მგონია ბევრი მათგანი ვეგეტარიანელი ყოფილიყო biggrin.gif

ხინკალს და წალამზე შემწვარ მწვადს რომ არ შეჭამს ის რა კაცია biggrin.gif
ან რა ქართველი.
გამომივიდნენ აქ ეხლა რა

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 30 2011, 01:23 PM

ადრე თუ გვიან პრანულ კვებაზე მოგვიწევს ალბათ გადასვლა biggrin.gif , დღეს დედამიწაზე ბევრი საჭმელია, მაგრამ ყოველთვის ესე არ იქნება,იმასაც თუ გავითვალისწინებთ დედაბუნებას როგორ ვექცევით,შეიძლება ძალიან შორს არც იყოს ის დრო როცა საჭმელი აღარ იქნება ჯანსაღი.
ის სასიცოცხლო ენერგია რასაც საკვების მიღებით ვიღებთ სხვანაირადაც მიიღება, უბრალოდ რაღაცეები ხელს გვიშლის biggrin.gif
მსოფლიოში უვე ათი ათასზე მეტი ადამიანი არ იღებს საკვებს საერთოდ, მათ "სოლცეედებს" "პრანაედებს " ეძახიან . აი ერთ ერთი მათგანიც http://www.youtube.com/watch?v=njI339BHjd4

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 01:26 PM

karpaki

ციტატა
საქართველოში როდესაც არ გვქონდა კარტოფილი,სიმინდი და პომიდორი,კომბოსტო და ბადრიჯანი,ვჭამდით პურს ღვინოს და მწვადს აუ მწვადი მინდა


ამერიკიდან არ შემოტანილა და კონტინეტზეც გვქონდა ბოლქვებიანებიდან სტაფილო, ჭარხალი, თალგამი, ბოლოკი. მწვანილეულობა, კომბოსტო იყო აქეთ, არ შემოტანილა. ასევე გოგრა, კიტრი, ყაბაყი. პარკოსნებიც. სიმინდის შემოტანამდე ნაღდი ღომიც იყო. მეტი მგონი არც არაფერს ვჭამთ. biggrin.gif + ჩვენი ხილი, მარტო გორის ვაშლი რად ღირს. rolleyes.gif

ციტატა
რო გადაწვავდნენ ხოლმე შაჰ-აბასები და თემურ ლენგები მიწებს ქართველები ძირითადად მთებში იხიზნებოდნენ...არა მგონია ბევრი მათგანი ვეგეტარიანელი ყოფილიყო


ფორსმაჟორი არ ითვლება. smile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 30 2011, 01:36 PM

QUOTE(.zakaria. @ Dec 30 2011, 01:23 PM) *

ადრე თუ გვიან პრანულ კვებაზე მოგვიწევს ალბათ გადასვლა biggrin.gif , დღეს დედამიწაზე ბევრი საჭმელია, მაგრამ ყოველთვის ესე არ იქნება,იმასაც თუ გავითვალისწინებთ დედაბუნებას როგორ ვექცევით,შეიძლება ძალიან შორს არც იყოს ის დრო როცა საჭმელი აღარ იქნება ჯანსაღი.
ის სასიცოცხლო ენერგია რასაც საკვების მიღებით ვიღებთ სხვანაირადაც მიიღება, უბრალოდ რაღაცეები ხელს გვიშლის biggrin.gif
მსოფლიოში უვე ათი ათასზე მეტი ადამიანი არ იღებს საკვებს საერთოდ, მათ "სოლცეედებს" "პრანაედებს " ეძახიან . აი ერთ ერთი მათგანიც http://www.youtube.com/watch?v=njI339BHjd4

მე პირადად ვიცნობ 2 მათგანს smile.gif
არანაირ საკვებს არ იღებენ მრავალი წელია

QUOTE(georgios @ Dec 30 2011, 01:26 PM) *

karpaki
ამერიკიდან არ შემოტანილა და კონტინეტზეც გვქონდა ბოლქვებიანებიდან სტაფილო, ჭარხალი, თალგამი, ბოლოკი. მწვანილეულობა, კომბოსტო იყო აქეთ, არ შემოტანილა. ასევე გოგრა, კიტრი, ყაბაყი. პარკოსნებიც. სიმინდის შემოტანამდე ნაღდი ღომიც იყო. მეტი მგონი არც არაფერს ვჭამთ. biggrin.gif + ჩვენი ხილი, მარტო გორის ვაშლი რად ღირს. rolleyes.gif
ფორსმაჟორი არ ითვლება. smile.gif

არა მგონია ეგენი შრემოტანილი არ იყოს
კარგად გავარკვიოთ ვჭამდით თუ არა ჭარხალს და სტაფილოს 1 საუკუნეში მაგალითად.
პარკოსნები მითუმეტეს,გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გვიდებ რა tongue.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 30 2011, 01:36 PM

ციტატა(karpaki @ Dec 30 2011, 01:34 PM) *

მე პირადად ვიცნობ 2 მათგანს smile.gif
არანაირ საკვებს არ იღებენ მრავალი წელია

ქართველები არიან?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 01:38 PM

ციტატა
მსოფლიოში უვე ათი ათასზე მეტი ადამიანი არ იღებს საკვებს საერთოდ, მათ "სოლცეედებს" "პრანაედებს " ეძახიან . აი ერთ ერთი მათგანიც http://www.youtube.com/watch?v=njI339BHjd4


როგორ თუ საერთოდ არ იღებს საკვებს? საერთოდ საერთოდ არ ჭამს, და არც სვამს?? ohmy.gif huh.gif wacko.gif blink.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 30 2011, 01:40 PM

QUOTE(.zakaria. @ Dec 30 2011, 01:36 PM) *

ქართველები არიან?

დიახ ქართველები არიან smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 07:21 PM

georgios
მე არ ვამბობ, რომ ბიბლია ვეგეტარიანელობისკენ მოუწოდებს.
მასში პირდაპირაა მითითებული, თუ რომელი ცხოველების შეჭმაა დასაშვები და რომლები ითვლება უწმინდურად.

უბრალოდ მე უფრო სწორად მიმაჩნია, რომ არ უნდა მოიკლას ცოცხალი არსება კუჭის და ენის დასაკმაყოფილებლად.
როგორ უნდა გამოჭრა ბატკანს ყელი და როგორ უნდა შეჭამო? ადამიანი ხარ თუ...რა ხარ!

მე ვფიქრობ ბიბლიის საფუძველზე, რომ ადამიანის გადასაწყვეტია ვეგეტარიანელი იქნება თუ არა.
ბიბლია არც ერთს კრძალავს და არც მეორეს.
ვიცი რომ ადამიანი არ დაისჯება იმის გამო, რომ ხორცს არ ჭამდა. პირიქით, ის უფრო დიდი გვირგვინს მიიღებს ამ ღვაწლისათვის.
დიახ, ეს ღვაწლია.
თუ არა, აბა თქვას ყველამ უარი ხორცზე! ეს ძალიან ძნელია.

და კიდევ, "ლევიტელთა" წიგნში უფალი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომ მგონი დაფიქრებად ღირს.
"ყოველი ცხოველის მკვლელს მოვკითხავ".
რას ნიშნავს ეს? უნდა ვნახო ამის განმარტება.

ერთი რამ კი ცხადია - თავდაპირველად უფალი მხოლოდ მცენარეულობის ჭამის კურთხევას იძლევა და მე ამ კურთხევას ვასრულებ.
ვერავინ მომკითხავს ამისათვის პასუხს.



A.V.M

ციტატა
შენ ის ანეკდოტი თუ იცი.ბატკანს მღვდელი და მონადირე რომ მოსდევს?

შენ ჯერ კითხვაზე გამეცი პასუხიtongue.gif

ikanosi
ციტატა
არა კაცთ კლა

საიდან?
ეს არასწორი თარგმანია!

ქრისტემ თქვა "არ კლა".

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 08:19 PM

ციტატა
როგორ უნდა გამოჭრა ბატკანს ყელი და როგორ უნდა შეჭამო? ადამიანი ხარ თუ...რა ხარ!

ანუ ადამიანი არ ვარ... biggrin.gif
ციტატა
თუ არა, აბა თქვას ყველამ უარი ხორცზე! ეს ძალიან ძნელია.

მითხრას ბატონო ჩემმა მოძღვარმა და არაა პრობლემა...
ციტატა
"ყოველი ცხოველის მკვლელს მოვკითხავ".

მაგასთან ახლოს კიდე რა წერია იცი?
კაცი რომ გარკვეულ დანაშაულს ჩაიდენს გაიქცეს მეორე ქალაქში დადგეს გალავანთან დაუძახოს უხუცესებს აღიაროს ცოდვა და თუ ისინი გაამაღთლებენ მაშინ გამართლდესო.(და ასეთი რამ)
ერთი არ გაქცეულხარ მარნეულში და კედელთან არ გიყვირია დაგანახებ მერე ტაეკვანდოს.
ციტატა

შენ ჯერ კითხვაზე გამეცი პასუხი

შენ მე იაღოველი ხო არ გგონივარ პასუხს არ გცემდე რამეზე.
რომელ კითხვაზე აბა? laugh.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 08:24 PM

A.V.M

ციტატა
ანუ ადამიანი არ ვარ...

ე ბიჭო, ნუ კაიფობ; სერიოზულად იმსჯელე.
მასე გვერდს უვლი შენ ამ საკითხსtongue.gif
ციტატა
მითხრას ბატონო ჩემმა მოძღვარმა და არაა პრობლემა...

ვითომ? biggrin.gif
ციტატა
მაგასთან ახლოს კიდე რა წერია იცი?კაცი რომ გარკვეულ დანაშაულს ჩაიდენს გაიქცეს მეორე ქალაქში დადგეს გალავანთან დაუძახოს უხუცესებს აღიაროს ცოდვა და თუ ისინი გაამაღთლებენ მაშინ გამართლდესო.(და ასეთი რამ)ერთი არ გაქცეულხარ მარნეულში და კედელთან არ გიყვირია დაგანახებ მერე ტაეკვანდოს.

აღსარების წესი უშუალოდ შეიცვალა, მაგრამ ეს???
სად არის ცვლილება?
ციტატა
რომელ კითხვაზე აბა?

232 პოსტი.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 09:03 PM

karpaki

ციტატა
არა მგონია ეგენი შრემოტანილი არ იყოსკარგად გავარკვიოთ ვჭამდით თუ არა ჭარხალს და სტაფილოს 1 საუკუნეში მაგალითად.პარკოსნები მითუმეტეს,გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გვიდებ რა


ზუსტადაც გადამოწმებულია. smile.gif

ამას წინათაც დამაინტერესა და ეგ ჩამონათვალი მოდიოდა და ზოგის სამშობლო სწორედ აზია არის. საქართველოში კი მათი შემოტანა პირველ საუკუნეში არ ვიცი, მაგრამ დიდი ხნის წინ უპრობლემოდ მოხდებოდა, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო სავაჭრო გზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი იყო.

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
როგორ უნდა გამოჭრა ბატკანს ყელი და როგორ უნდა შეჭამო? ადამიანი ხარ თუ...რა ხარ!


ბატკანიც ცოდოა, ქათამიც და ზრდასრული ძროხაც.

ახალდაკლულ ქათამზე განსაკუთრებული რეაქცია მაქვს ბავშვობიდან, ბეთანიაში ჩემს სამეზობლოში ქეიფი იყო და ჩემს თვალწინ დაკლეს ქათამი, ჩემი თვალებით ვუყურე როგორ გაპუტეს, მერე კარგად მოხარშეს და ისე დადეს მაგიდაზე. ადრე ნანახი არ მქონდა ეს პროცესი, ჩემს მუცლამდე როგორ მოდის ქათმის ხორცი და მაშინ ვერ ვჭამე, ცოცხლად აღვიქვამდი მას ისევ. smile.gif იმის მერე ახალდაკლული ცხოველების საჭმელზე ასოციაცია მექმნება იმ ამბავზე. user.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 09:15 PM

ციტატა

ე ბიჭო, ნუ კაიფობ; სერიოზულად იმსჯელე.
მასე გვერდს უვლი შენ ამ საკითხ

აბა თუ ბატკანს დაკლავ კაცი არ ხარო და ამაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკო? biggrin.gif
ციტატა
ვითომ?

100000000000000000%

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:15 PM

georgios

ციტატა
ბატკანიც ცოდოა, ქათამიც და ზრდასრული ძროხაც.

რათქმაუნდა, მაგრამ მე ბატკანზე განსაკუთრებით გული მტკივა.
ძალიან საყვარელი, მშვიდი და დამყოლი ცხოველია.
კრავი უფალს მახსენებს ხოლმე...ალბათ ამიტომ.

ცხვრის ხორცი სულ ერთხელ მაქვს ნაჭამი, ისიც ძალიან მცირეოდენი, ბავშვობაში...
ციტატა
ახალდაკლულ ქათამზე განსაკუთრებული რეაქცია მაქვს ბავშვობიდან, ბეთანიაში ჩემს სამეზობლოში ქეიფი იყო და ჩემს თვალწინ დაკლეს ქათამი, ჩემი თვალებით ვუყურე როგორ გაპუტეს, მერე კარგად მოხარშეს და ისე დადეს მაგიდაზე. ადრე ნანახი არ მქონდა ეს პროცესი, ჩემს მუცლამდე როგორ მოდის ქათმის ხორცი და მაშინ ვერ ვჭამე, ცოცხლად აღვიქვამდი მას ისევ. იმის მერე ახალდაკლული ცხოველების საჭმელზე ასოციაცია მექმნება იმ ამბავზე.

kiss1.gif
შენც ვეგეტარიანელი ხომ არ ხარ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 09:16 PM

ციტატა
ვთქვათ და მე ძველს მივყვები ამ შემთხვევაში?

ამ კითხვას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 30 2011, 09:17 PM

QUOTE
ზუსტადაც გადამოწმებულია.

ამის მერე ეს

QUOTE
მოხდებოდა



აღარ უნდა დაგეწერა biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 09:17 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
რათქმაუნდა, მაგრამ მე ბატკანზე განსაკუთრებით გული მტკივა.ძალიან საყვარელი, მშვიდი და დამყოლი ცხოველია.კრავი უფალს მახსენებს ხოლმე...ალბათ ამიტომ.ცხვრის ხორცი სულ ერთხელ მაქვს ნაჭამი, ისიც ძალიან მცირეოდენი, ბავშვობაში...


კურდღელიც ძალიან საყვარელია, არადა რა გემრიელი ხორცი აქვს... არაჟანში შემწვარი... user.gif

ციტატა
შენც ვეგეტარიანელი ხომ არ ხარ?


არა, მაგრამ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. girl_angel.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:18 PM

A.V.M

ციტატა
აბა თუ ბატკანს დაკლავ კაცი არ ხარო და ამაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკო?

ისე არ მითქვამს, როგორც გაიგე.
მე ცხვრის მკვლელ ადამიანს, მკვლელობის მომენტში, როგორც მთლად დალაგებულ ადამიანს, ისე ვერ ვუყურებ და მომკალი!

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 09:19 PM

karpaki

ციტატა
ამის მერე ეს

ციტატა
აღარ უნდა დაგეწერა


მეზარება წყაროების დადება, გადახედე ბოსტნეულის სახეობების ისტორიას და აზიაში მათ გავრცელებაზეც ნახავ. თუმცა ხილეულიც არ არის ზოგი ჯიში მთლად ძირძველი ქართული კულტურა. მაგალითად ატამი ჩინეთიდან მოდის, ბროწეული სპარსეთიდან, მაგრამ განსაკუთრებით ეს უკანასკნელი ნამეტანი ქართული ხილია. smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:21 PM

A.V.M

ციტატა
ამ კითხვას გულისხმობ?

მე რომ ციტატა მოგიყვანე:"არა კლა", შენ დამიწერე ამგვარი რამ:"შენ შემოგევლე...(ისე ეგ მუხლია მთავარი მოსაზრება რის გამოც იაღოველები ჯარში არ მიდიან...)თუ ძმა ხარ..."
ამაზე კი ამგვარად გამოგეხმაურე:
ეგ აუცილებელია. შენ არ მოკლავ და ის ამოწყვეტს ქართველობას და ყოველივეს, რაც შენთვის წმინდაა, მაგრამ რას გიშავებს ის ბატკანი?
ავტომატით მოგდევს თუ ამხედრებული გიტრიალებს ხმალს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 09:21 PM

ციტატა

მე ცხვრის მკვლელ ადამიანს, მკვლელობის მომენტში, როგორც მთლად დალაგებულ ადამიანს, ისე ვერ ვუყურებ და მომკალი!

თუ ,,გასწორება"გინდა და იმიტომ კლავ რა თქმა უნდა ცოდვაა.
მაგრამ თუ გჭირდება საკვებად და მოკალი რა არის ამაში გასაოცარი?


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:23 PM

georgios

ციტატა
არადა რა გემრიელი ხორცი აქვს... არაჟანში შემწვარი...

კიი, გემრიელი ნამდვილად არისbiggrin.gif

A.V.M
ციტატა
მაგრამ თუ გჭირდება საკვებად და მოკალი რა არის ამაში გასაოცარი?

ჰოო, კარგია აქამდე რომ მივედითsmile.gif
შენ იმიტომ კლავ ცხოველს, რომ სხვა საჭმელი არ გაქვს და რომ არ მოკლა შიმშილით მოკვდები?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 09:25 PM

ციტატა
რას გიშავებს ის ბატკანი?
ავტომატით მოგდევს თუ ამხედრებული გიტრიალებს ხმალს?

შენ მთვრალი ხო არა ხარ ლელუაშვილი? biggrin.gif biggrin.gif
ბატკანმა რა უნდა დამიშაოს კაცო?
მარა თუ დამჭირდა დაუფიქრებლად გამოვჭრი ყელს.
ამ პასუხს ელოდი ამდენი ხანი?თუ არ იცოდი ამასვე რომ დავწერდი? biggrin.gif

ციტატა
შენ იმიტომ კლავ ცხოველს, რომ სხვა საჭმელი არ გაქვს და რომ არ მოკლა შიმშილით მოკვდები?

ღმერთმა ნუ მიმიყვანოს იქამდე რომ მხოლოდ ცხოველების ჭამის იმედზე ვიყო დარჩენილი.

ბატკანს სხვა დროსაც სიამოვნებით მივირთმევ.
მაგალითად როდესაც მარხვა გავა,სადღაც ერთი კვირის შემდეგ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:28 PM

A.V.M

ციტატა
შენ მთვრალი ხო არა ხარ ლელუაშვილი? ბატკანმა რა უნდა დამიშაოს კაცო?მარა თუ დამჭირდა დაუფიქრებლად გამოვჭრი ყელს.ამ პასუხს ელოდი ამდენი ხანი?თუ არ იცოდი ამასვე რომ დავწერდი?

ეეე!
წაიკითხე რა ის პოსტი, რასაც ეს სიტყვები მოვაყოლე.
რატომ ვახსენე ეგ "ავტომატიანი კურდღელი".
ციტატა
ბატკანს სხვა დროსაც სიამოვნებით მივირთმევ.მაგალითად როდესაც მარხვა გავა,სადღაც ერთი კვირის შემდეგ.

მიირთვი კაცო, ღმერთმა შეგარგოსsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 09:33 PM

ციტატა
წაიკითხე რა ის პოსტი, რასაც ეს სიტყვები მოვაყოლე.
რატომ ვახსენე ეგ "ავტომატიანი კურდღელი".

აუ რა გინდა ძმობას გაფიცებ მითხარი?

ციტატა

მიირთვი კაცო, ღმერთმა შეგარგო

ვოტ ტაკ.
აგაშენა ღმერთმა...

:დ :დ :დ :დ

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:34 PM

ციტატა
აუ რა გინდა ძმობას გაფიცებ მითხარი?

კაი ხო, აღარაფერიbiggrin.gif
ვაჰ!

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 30 2011, 11:17 PM

QUOTE(georgios @ Dec 30 2011, 09:19 PM) *

karpaki
მეზარება წყაროების დადება, გადახედე ბოსტნეულის სახეობების ისტორიას და აზიაში მათ გავრცელებაზეც ნახავ. თუმცა ხილეულიც არ არის ზოგი ჯიში მთლად ძირძველი ქართული კულტურა. მაგალითად ატამი ჩინეთიდან მოდის, ბროწეული სპარსეთიდან, მაგრამ განსაკუთრებით ეს უკანასკნელი ნამეტანი ქართული ხილია. smile.gif

მწვადი ხაჭაპური ხინკალი და რძის პროდუქტებისგან დამზადებული პროდუქტი იყო ჩვენი საკვები.
თხა,ძროხა,კამეჩი და ცხვარი იყო ჩვენი საკვები და ცხენი კიდევ ტრანსპორტი
ხორბლის 300 ჯიში გვქონდა ქართველებს და ქართული ღვინო და მარანი კიდევ ჩვენი სიამაყე.

არ ვიცი მე კარტოფილის და სხვა რაღაცეების შემოტანის თარიღები,რაც ვიცი იმას ვამბობ მე

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 11:22 PM

karpaki

ციტატა
მწვადი ხაჭაპური ხინკალი და რძის პროდუქტებისგან დამზადებული პროდუქტი იყო ჩვენი საკვები.


მწვადი ყველა ხალხში არის.

ხინკალს რაც შეეხება, სუფთა ქართულია, მთიულების საჭმელი მაგრამ ისიც გამიგია, რომ ზოგი ვერსიით შეიძლება სპარსეთიდანაც იყოს შემოსულიო. ხინკლის ანალოგიას ვხვდებით ჩინეთშიც, იტალიელებს აქვთ უფრო მცირე ზომის - რავიოლი.

ციტატა
თხა,ძროხა,კამეჩი და ცხვარი იყო ჩვენი საკვები და ცხენი კიდევ ტრანსპორტიხორბლის 300 ჯიში გვქონდა ქართველებს და ქართული ღვინო და მარანი კიდევ ჩვენი სიამაყე.არ ვიცი მე კარტოფილის და სხვა რაღაცეების შემოტანის თარიღები,რაც ვიცი იმას ვამბობ მე


არა მგონია ქვეყანაში, რომელიც იწოდება დღემდე გეორგიად, ადრეულ ხანაში მარტო ხორბალი და ვაზი ჰქონოდათ სამეურნე კულტურად. smile.gif ამერიკიდან მნიშვნელოვანი შემოიტანეს კარტოფილი, პომიდორი, სიმინდი, რაც ჩვენთან ფართოდ გამოიყენება, დანარჩენი მნიშვნელოვანი ბოსტნეული აქეთაც იყო...

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 12 2012, 07:40 PM

ვინმემ რომ გკითხოს გძინავსო, და კიო, რო უპასუხო, ე.ი. გძინავს?


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 12 2012, 08:17 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მედიტაცია ეს თვალია ჭეშმარიტების მჭვრეტი, გულია ჭეშმარიტების შემგრძნებელი და სული ჭეშმარიტების შემმეცნებელი.

მართლმადიდებლობა უარყოფს მედატაციას. მედიტაციით არათუ ჭვრეტას და შემეცნებას, არამედ ხიბლში შევა ადამიანი და დაშორდება ცხოვნების გზას.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2012, 08:30 PM

ციტატა
ვინმემ რომ გკითხოს გძინავსო, და კიო, რო უპასუხო, ე.ი. გძინავს?

ერთი ყოფნა არ ყოფნის კითხვაა და მეორე ეს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 12 2012, 09:48 PM

lingvo

ციტატა
მართლმადიდებლობა უარყოფს მედატაციას. მედიტაციით არათუ ჭვრეტას და შემეცნებას, არამედ ხიბლში შევა ადამიანი და დაშორდება ცხოვნების გზას.


ყველა ყველა და შენ არ იცვლები smile.gif

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 13 2012, 09:10 AM

ჩემი ძველი შემოქმედება:




პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 13 2012, 03:55 PM

ეს მე მგონი ზოგიერთს წაკითხული გაქვთ, მაგრამ აქაც დავდებ - მედიტაციის დროს მომივიდა თავში და... smile.gif





წარმოიდგინეთ, რომ სამყარო ცოცხალი ორგანიზმია, ოღონდ ფორმა აქვს (ადამიანისმაგვარი) და უფორმო მასა სულაც არაა. ჩვენ კი ამ ორგანიზმის უჯრედები ვართ...

ჯანმრთელ ორგანიზმში ყველა უჯრედი მთლიან ორგანიზმს ემსახურება. ყველა უჯრედს თავისი კონკრეტული და უნიკალური ფუნქცია აქვს. ლეიკოციტი თავს სწირავს მავნე უჯრედებთან ბრძოლაში, ნერვული უჯრედი იმპულსებს გადასცემს, ზოგიერთი ქსოვილის უჯრედი ჰორმონებს გამოჰყოფს, ზოგი საკვებს ინელებს და ა.შ. თავისი უზარმაზარი მრავალფეროვნებით...

ახლა დავახასიათოთ ავადმყოფური მდგომარეობა: კიბოს ქსოვილის მთავარი თვისება ისაა, რომ აქ უჯრედებმა დაივიწყეს თავისი პირვანდელი ფუნქცია და გადაწყვიტეს თავის ნებაზე იმოქმედონ. ლეიკოციტმა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციის შესრულება გადაწყვიტა, ნერვულმა უჯრედმა ჰორმონების გამოყოფა, ნაწლავის უჯრედებს აღარ უნდათ სიბინძურეში ყოფნა და გადაწყვიტეს საკვები აღარ მოინელონ...

ეს ამბოხებული უჯრედები ერთიანდებიან, ცდილობენ სხვა უჯრედების თავისი გავლენის ქვეშ მოაქციონ და მათი პირვანდელი უნარი და სურვილი - მსახურებისა, თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს დამონებული "სათნო" უჯრედები კვლავინდებურად გულწრფელი უანგარობით ემსახურებიან, მაგრამ უკვე არა მთლიანს, არამედ კიბოვან ქსოვილს. ამ ქსოვილს თავისებური "კლანი" აქვს შექმნილი და მოქმედებენ პრინციპით "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" მაგრამ მათი მსახურება მათსავე არეალს არ სცდება.

მთლიანი ორგანიზმი სიგნალებს უგზავნის გაფრთხილებების, ხანდახან კი ტკივილების სახით. პათოლოგიური ქსოვილი კი იმის ნაცვლად, რომ დანებდეს და შეიცვალოს, უფრო და უფრო ძლიერდება. ქმნის ეგრეგორების სისტემას და ცდილობს დათრგუნოს და ჩაახშოს ყველა ის უჯრედი (საკუთარ არეალში) რომელიც ჯერ კიდევ მთელის მსახურებას ცდილობს... როცა სხვა გამოსავალი არ რჩება, ორგანიზმი ლეიკოციტებს და სხვადასხვა "ქილერ" უჯრედებს აგზავნის კიბოს ქსოვილთან. კიბოს ქსოვილი მტრებად შერცხავს ამ უჯრედებს და ყველანაირი საშუალებით თავს იცავს მათგან. უწოდებს მტერს, ეშმაკს, სატანას და აგრესიულ ეგრეგორს აძლიერებს...

ორგანიზმი კიბოს ქსოვილში აგზავნის ჯანმრთელ უჯრედებსაც, რომლებიც ფარულად ან ცხადად ცდილობენ კიბოვანი უჯრედების შეცვლას. თავიდან ცვლილება უმნიშვნელოა. რეალურად მხოლოდ რამდენიმე უჯრედი იცვლება, მაგრამ ხშირად ხდება კიბოვანი ქსოვილების ნაწილობრივი "გამოჯანსაღება" თუნდაც იმით, რომ ისინი აღარ არიან აგრესიულნი და აღარ ესხმიან თავს სხვა უჯრედებს, ან უკეთეს შემთხვევაში ენერგიის გაცემის არეალს აფართოებენ და მხოლოდ ავადმყოფ უჯრედებს არ აწვდიან ენერგიას (არ ემსახურებიან). ზოგიერთი აგრესიული აღარ არის, მაგრამ არც თავის საქმეს აკეთებს და უბრალოდ "გაჩერებულია"...

იმ უჯრედებს, რომლებიც გარდაქმნას ცდილობენ, მთლიანი ორგანიზმი უფრო და უფრო მეტად ეხმარება, მეტ ენერგიას აწვდის და მეტად ასწავლის. ანუ კიბოვან ქსოვილში ჩნდება ჯანმრთელი უჯრედების ორი კატეგორია:

1) უჯრედი რომელიც ორგანიზმმა გამოგზავნა დასახმარებლად (მისიით);
2) უჯრედი, რომელიც პათოლოგიური იყო და ზემოთხსენებული უჯრედის მეშვეობით შეიცვალა...

ესენი ორივენი ცდილობენ თანდათანობით სხვებიც შეცვალონ და ჩნდება იმის შანსი, რომ კიბოვანი ქსოვილი მინიმალური დანაკარგებით გარდაიქმნას ჯანმრთელ ქსოვილად.

ყველამ გავაცნობიეროთ, რომელ უჯრედებს ვგავართ... და გავაცნობიეროთ, რომ მთლიანი ორგანიზმის (და საკუთარი თავის) საკეთილდღეოდ საჭიროა საკუთარი თავისუფალი ნება მთლიანი ორგანიზმის ნებას დავუქვემდებაროთ. ამის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია. თუკი ჩვენი ენერგიის რაღაც პროცენტს მაინც დავუთმობთ მთლიან ორგანიზმს, უფრო მეტად გავჯანსაღდებით და უნდა ვიცოდეთ, რომ საბოლოო მიზანი 100%-ით მსახურებაა.

ჩვენს პირვანდელ ფუნქციას ჩვენით ვერასოდეს გავიხსენებთ, იმიტომ რომ შეუძLებელია პრობლემის გადაწყვეტა გონების იმ დონეზე, რა დონეზეც ეს პრობლემა წარმოიქმნა (ეს აინშტაინის სიტყვებია ). ჩვენი ფუნქცია ორგანიზმის მიერ გამოგზავნილმა ჯანმრთელმა უჯრედებმა უყნდა გაგვახსენონ. ასეთები კი ღმერთის წყალობით უკვე საკმარისად არიან...

უბრალოდ დავემორჩილოთ და მივენდოთ იმ ჯანმრთელ უჯრედებს, რომლისკენაც უფრო მეტად მიგვიწევს გული, მაგრამ ჯერ კარგად გავარკვიოთ, მართლა ჯანმრთელია თუ არა იგი... იმიტომ რომ კიბოს ქსოვილი არ დაუშვებს, რომ ეგრე იოლად "დამარცხდეს"!

ვფიქრობ მალე დადგება დრო, როცა ამ არჩევანის გაკეთება აუცილებელიც და უფრო ადვილიც გახდება, მანამდე კი დრო არ დავკარგოთ და ვეძებოთ ის ჯანმრთელი უჯრედები, რომლებსაც გადამწყვეტ მომენტში მივენდობით!

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jan 13 2012, 04:03 PM

ციტატა(აბდალა @ Jan 13 2012, 03:55 PM) *

ეს მე მგონი ზოგიერთს წაკითხული გაქვთ, მაგრამ აქაც დავდებ - მედიტაციის დროს მომივიდა თავში და... smile.gif
წარმოიდგინეთ, რომ სამყარო ცოცხალი ორგანიზმია, ოღონდ ფორმა აქვს (ადამიანისმაგვარი) და უფორმო მასა სულაც არაა. ჩვენ კი ამ ორგანიზმის უჯრედები ვართ...

ჯანმრთელ ორგანიზმში ყველა უჯრედი მთლიან ორგანიზმს ემსახურება. ყველა უჯრედს თავისი კონკრეტული და უნიკალური ფუნქცია აქვს. ლეიკოციტი თავს სწირავს მავნე უჯრედებთან ბრძოლაში, ნერვული უჯრედი იმპულსებს გადასცემს, ზოგიერთი ქსოვილის უჯრედი ჰორმონებს გამოჰყოფს, ზოგი საკვებს ინელებს და ა.შ. თავისი უზარმაზარი მრავალფეროვნებით...

ახლა დავახასიათოთ ავადმყოფური მდგომარეობა: კიბოს ქსოვილის მთავარი თვისება ისაა, რომ აქ უჯრედებმა დაივიწყეს თავისი პირვანდელი ფუნქცია და გადაწყვიტეს თავის ნებაზე იმოქმედონ. ლეიკოციტმა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციის შესრულება გადაწყვიტა, ნერვულმა უჯრედმა ჰორმონების გამოყოფა, ნაწლავის უჯრედებს აღარ უნდათ სიბინძურეში ყოფნა და გადაწყვიტეს საკვები აღარ მოინელონ...

ეს ამბოხებული უჯრედები ერთიანდებიან, ცდილობენ სხვა უჯრედების თავისი გავლენის ქვეშ მოაქციონ და მათი პირვანდელი უნარი და სურვილი - მსახურებისა, თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს დამონებული "სათნო" უჯრედები კვლავინდებურად გულწრფელი უანგარობით ემსახურებიან, მაგრამ უკვე არა მთლიანს, არამედ კიბოვან ქსოვილს. ამ ქსოვილს თავისებური "კლანი" აქვს შექმნილი და მოქმედებენ პრინციპით "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" მაგრამ მათი მსახურება მათსავე არეალს არ სცდება.

მთლიანი ორგანიზმი სიგნალებს უგზავნის გაფრთხილებების, ხანდახან კი ტკივილების სახით. პათოლოგიური ქსოვილი კი იმის ნაცვლად, რომ დანებდეს და შეიცვალოს, უფრო და უფრო ძლიერდება. ქმნის ეგრეგორების სისტემას და ცდილობს დათრგუნოს და ჩაახშოს ყველა ის უჯრედი (საკუთარ არეალში) რომელიც ჯერ კიდევ მთელის მსახურებას ცდილობს... როცა სხვა გამოსავალი არ რჩება, ორგანიზმი ლეიკოციტებს და სხვადასხვა "ქილერ" უჯრედებს აგზავნის კიბოს ქსოვილთან. კიბოს ქსოვილი მტრებად შერცხავს ამ უჯრედებს და ყველანაირი საშუალებით თავს იცავს მათგან. უწოდებს მტერს, ეშმაკს, სატანას და აგრესიულ ეგრეგორს აძლიერებს...

ორგანიზმი კიბოს ქსოვილში აგზავნის ჯანმრთელ უჯრედებსაც, რომლებიც ფარულად ან ცხადად ცდილობენ კიბოვანი უჯრედების შეცვლას. თავიდან ცვლილება უმნიშვნელოა. რეალურად მხოლოდ რამდენიმე უჯრედი იცვლება, მაგრამ ხშირად ხდება კიბოვანი ქსოვილების ნაწილობრივი "გამოჯანსაღება" თუნდაც იმით, რომ ისინი აღარ არიან აგრესიულნი და აღარ ესხმიან თავს სხვა უჯრედებს, ან უკეთეს შემთხვევაში ენერგიის გაცემის არეალს აფართოებენ და მხოლოდ ავადმყოფ უჯრედებს არ აწვდიან ენერგიას (არ ემსახურებიან). ზოგიერთი აგრესიული აღარ არის, მაგრამ არც თავის საქმეს აკეთებს და უბრალოდ "გაჩერებულია"...

იმ უჯრედებს, რომლებიც გარდაქმნას ცდილობენ, მთლიანი ორგანიზმი უფრო და უფრო მეტად ეხმარება, მეტ ენერგიას აწვდის და მეტად ასწავლის. ანუ კიბოვან ქსოვილში ჩნდება ჯანმრთელი უჯრედების ორი კატეგორია:

1) უჯრედი რომელიც ორგანიზმმა გამოგზავნა დასახმარებლად (მისიით);
2) უჯრედი, რომელიც პათოლოგიური იყო და ზემოთხსენებული უჯრედის მეშვეობით შეიცვალა...

ესენი ორივენი ცდილობენ თანდათანობით სხვებიც შეცვალონ და ჩნდება იმის შანსი, რომ კიბოვანი ქსოვილი მინიმალური დანაკარგებით გარდაიქმნას ჯანმრთელ ქსოვილად.

ყველამ გავაცნობიეროთ, რომელ უჯრედებს ვგავართ... და გავაცნობიეროთ, რომ მთლიანი ორგანიზმის (და საკუთარი თავის) საკეთილდღეოდ საჭიროა საკუთარი თავისუფალი ნება მთლიანი ორგანიზმის ნებას დავუქვემდებაროთ. ამის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია. თუკი ჩვენი ენერგიის რაღაც პროცენტს მაინც დავუთმობთ მთლიან ორგანიზმს, უფრო მეტად გავჯანსაღდებით და უნდა ვიცოდეთ, რომ საბოლოო მიზანი 100%-ით მსახურებაა.

ჩვენს პირვანდელ ფუნქციას ჩვენით ვერასოდეს გავიხსენებთ, იმიტომ რომ შეუძLებელია პრობლემის გადაწყვეტა გონების იმ დონეზე, რა დონეზეც ეს პრობლემა წარმოიქმნა (ეს აინშტაინის სიტყვებია ). ჩვენი ფუნქცია ორგანიზმის მიერ გამოგზავნილმა ჯანმრთელმა უჯრედებმა უყნდა გაგვახსენონ. ასეთები კი ღმერთის წყალობით უკვე საკმარისად არიან...

უბრალოდ დავემორჩილოთ და მივენდოთ იმ ჯანმრთელ უჯრედებს, რომლისკენაც უფრო მეტად მიგვიწევს გული, მაგრამ ჯერ კარგად გავარკვიოთ, მართლა ჯანმრთელია თუ არა იგი... იმიტომ რომ კიბოს ქსოვილი არ დაუშვებს, რომ ეგრე იოლად "დამარცხდეს"!

ვფიქრობ მალე დადგება დრო, როცა ამ არჩევანის გაკეთება აუცილებელიც და უფრო ადვილიც გახდება, მანამდე კი დრო არ დავკარგოთ და ვეძებოთ ის ჯანმრთელი უჯრედები, რომლებსაც გადამწყვეტ მომენტში მივენდობით!

მომწონს მარინა ტარგაკოვა ,პირველად შენ მომეცი მაგის ლინკი და ეს ლექცია იყო smile.gif

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 13 2012, 04:29 PM

.zakaria.

ციტატა
მომწონს მარინა ტარგაკოვა ,პირველად შენ მომეცი მაგის ლინკი და ეს ლექცია იყო


მე სხვისგან უფრო ადრე მოვისმინე ეს შედარება. ტარგაკოვასაც კარგად აქვს გააზრებული, თან თავისი უშუალო პირველი სპეციალობის მიხედვით...

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 16 2012, 12:51 PM

მომავლის რელიგია





თანამედროვე კაცობრიობის სულიერი მდგომარეობისთვის ერთობ დამახასიათებელია, რომ "ქრისტიანები" სულ უფრო მეტად ემორჩილებიან "ქარიზმატული" და მედიტაციური ცდების გავლენას

http://martlmadidebloba.ge/sacdurebi10.html

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 16 2012, 01:20 PM

aamirani
მხოლოდ ლინკების დადებით ნუ იფარგლები.
დაწერე შენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით და გავისაუბროთ.

არამგონია ვინმემ ლინკები გულისყურით წაიკითხოს. საინტერესო კია, მაგრამ... smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jan 16 2012, 01:30 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jan 16 2012, 01:20 PM) *



არამგონია ვინმემ ლინკები გულისყურით წაიკითხოს. საინტერესო კია, მაგრამ... smile.gif

საინტერესო ლინკებია, ყველას ვურჩევდი წაკითხვას მართლმადიდებელსაც და ინდუსსაც, მე პირადად მომეწონა

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Jan 16 2012, 02:44 PM

ეეჰ რა გესმით თქვენ მედიტაციის. ასე ზერელედ მსჯელობა ადვილია. არც არაფერი განგიცდიათ (მედიტაციაში) და მხოლოდ იმას ცდილობთ რაიმე ცუდი დაიჭიროთ განსხვავებულ რელიგიებში.

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 16 2012, 02:49 PM

გიორგი ჩემ სათქმელს ლინკები გეტყვიან,მემგონი ჯობია წმინდა მამების დარეგებები ვიკითხოტ უფრო სასრგებლოა ჩემი აზრით..თუ ვინმეს უნდა რო მართლმადიდებლობას გაეცნოს ღრმათ რა არის სიცრუე და სიმართლე მას არ დაეზარება წაკითხვა

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Jan 16 2012, 03:00 PM


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 16 2012, 03:08 PM

რაც შეეხება აღმოსავლურ რელიგიებს, რომლებიც ზეციურ სასუფეველს არ იცნობენ, ისინი მხოლოდ გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობების მისაღწევად იბრძვიან, მთლიანად ამ წარმავალ ცხოვრებაში რომ იწყებიან და მთავრდებიან.
ზუსტად ასეა

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Jan 16 2012, 03:24 PM

karpaki
რა არის ზეციური სასუფეველი? smile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 16 2012, 03:31 PM

QUOTE(NINJA - ნინძა @ Jan 16 2012, 03:24 PM) *

karpaki
რა არის ზეციური სასუფეველი? smile.gif

უამრავი საიტია დაგუგლე და წაიკითხე smile.gif
ბოდიში რა?
მაპატიე ძალიან ცუდი ვარ ალბად მაგრამ მეზარება ძებნა
ძალზე ადვილი კითხვაა

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Jan 16 2012, 03:34 PM

ციტატა
ძალზე ადვილი კითხვაა

ვფიქრობ, პასუხია ცოტა რთულიsmile.gif

საუბარი არ მაქვს თეორიულ გაგებაზე.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 16 2012, 03:35 PM

QUOTE(NINJA - ნინძა @ Jan 16 2012, 03:34 PM) *

ვფიქრობ, პასუხია ცოტა რთულიsmile.gif

საუბარი არ მაქვს თეორიულ გაგებაზე.

ხოდა რაღას ფიქრობ smile.gif
დასერჩე და წაიკითხე
დასკვნები კი მერე დაგივიწერე კაი ? smile.gif)))

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Jan 16 2012, 03:36 PM

karpaki
მე ვიცი როგორც ხსნით ამ ცნებას, უბრალოდ თქვენი პასუხი მაინტერესებდა.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 16 2012, 03:41 PM

QUOTE(NINJA - ნინძა @ Jan 16 2012, 03:36 PM) *

karpaki
მე ვიცი როგორც ხსნით ამ ცნებას, უბრალოდ თქვენი პასუხი მაინტერესებდა.

იმას უნდა ესაუბრო ვინც უბრალოდ ელემენტარულ ცოდნას ფლობს smile.gif
თუ კი არ იცით რა არის სასუფეველი და არც გინდათ წაკითხვა და გაგება რაზე უნდა გესაუბროთ?
აქ იმისთვის კი არ ხართ რომ რამე იქადაგაოთ ან აზრი შეაცვლევინოთ ვინმეს და ეკამათოთარამედ გაუზიაროთ ცოდნა smile.gif) როგორც ატმანმა თქვა გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები

როგორც ხსნის მართლმადიდებლობა რა არის ზეციური სასუფეველი დამოუკიდებლად უნდა მოიძიოთ და წაიკითხოთ.
მერე ვისაუბროთ მხოლოდ.
ჯერ არ იცით

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Jan 16 2012, 03:44 PM

აუ გიო სად ხარsmile.gif
როგორ მიყვარს მაგის ენერგიული და შემართული პასუხებიsmile.gif

karpaki

ციტატა
თუ კი არ იცით რა არის სასუფეველი და არც გინდათ წაკითხვა და გაგება რაზე უნდა გესაუბროთ?

ვიცი მეთქი ამ ცნების მნიშვნელობა.
კაი, დავამთავროთ, როგორც ჩანს ვერ მიმიხვდითsmile.gif

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jan 16 2012, 03:46 PM

ცათა სასუფეველი თქვენშიაო ქრისტემ და ესეიგი ეს სულიერი მდგომარეობაა და არ ვიცი რა დავაქვა სიყვარული,სიხარული ალბათ გრძნობაა დიდი ვფიქრობ ადაიანი სიცოცხლეშივე თუ მოიპოვებს ცათა სასუფეველს იგივე მდგომარეობაში გადადის ცათა სასუფეველში ისე ვერა.
როცა სულიერ რამეზეა საუბარი როგორ შეიძლება ცათა სასუფეველი მატერიალური იყოს შენობები ან ასე შემდეგ.. ალბათ სულ ამ მდგომარეობაში ყოფნაა ღმერთან ყოფნა..
და იგივე ცნება ანუ ნირვანა ბუდიზმშიც არის

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Jan 16 2012, 03:50 PM

starscream

ციტატა
ცათა სასუფეველი თქვენშიაო ქრისტემ და ესეიგი ეს სულიერი მდგომარეობაა და არ ვიცი რა დავაქვა სიყვარული,სიხარული ალბათ გრძნობაა დიდი ვფიქრობ ადაიანი სიცოცხლეშივე თუ მოიპოვებს ცათა სასუფეველს იგივე მდგომარეობაში გადადის ცათა სასუფეველში ისე ვერა.როცა სულიერ რამეზეა საუბარი როგორ შეიძლება ცათა სასუფეველი მატერიალური იყოს შენობები ან ასე შემდეგ.. ალბათ სულ ამ მდგომარეობაში ყოფნაა ღმერთან ყოფნა..და იგივე ცნება ანუ ნირვანა ბუდიზმშიც არის

მომეწონა ახსნაa075.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 16 2012, 03:50 PM

QUOTE(NINJA - ნინძა @ Jan 16 2012, 03:44 PM) *

აუ გიო სად ხარsmile.gif
როგორ მიყვარს მაგის ენერგიული და შემართული პასუხებიsmile.gif

karpaki

ვიცი მეთქი ამ ცნების მნიშვნელობა.
კაი, დავამთავროთ, როგორც ჩანს ვერ მიმიხვდითsmile.gif

ენერგიული და შემართებული კი არ უნდა გიყვარდეს არამედ მართალი პასუხები რაც არ უნდა აგეწვას და როგორც არ უნდა ჩაგერტყას ცრუ ეგოში biggrin.gif

თუკი იცი რაღას მეკითხები რას ნიშნავს გცოდნია უკვე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 16 2012, 03:55 PM

ვახო გახვედი უკვე?
კარგად ვსაუბრობთ ხოლმე მე,შენ და გიო...

პოსტის ავტორი: NINJA - ნინძა თარიღი: Jan 16 2012, 03:57 PM

A.V.M

ციტატა
ვახო გახვედი უკვე?კარგად ვსაუბრობთ ხოლმე მე,შენ და გიო...

რავიცი არ ჩანს გიორგი; მეც გავალ მალე, თორე შემითრია უკვე ამანbiggrin.gif

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 16 2012, 04:08 PM

მეც გავედი, ჰარი პოტერს უნდა ვუყურო a075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 16 2012, 04:11 PM

ციტატა
რავიცი არ ჩანს გიორგი; მეც გავალ მალე, თორე შემითრია უკვე ამა

სკაიპში მივწერე გიოს.მარა არ ჩანს...
(ალბათ ჩართული დარჩებოდა,თორემ თუ იგნორს მიკეთებს ჩავიტარებ ნინძიცუს... laugh.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 16 2012, 05:41 PM

QUOTE(A.V.M @ Jan 16 2012, 03:55 PM) *

ვახო გახვედი უკვე?
კარგად ვსაუბრობთ ხოლმე მე,შენ და გიო...


მოგვიანებით წავშლი ამ პოსტს biggrin.gif tongue.gif laugh.gif

biggrin.gif წავშალე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)