თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ პაპი ბენედიქტე მსოფლიო მთავრობის შექმნას ითხოვს

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 8 2012, 05:04 PM

მე მგონია აქ ყველას მოეხსენება რას ნიშნავს მსოფლიო მთავრობის შექმნა და რა დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებლურ საწრწმუნოებას აღნიშნულ თემასთან. მე ვიცი რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ეს ინფორმაცია თქვენთვის მომეწოდებინა. ისიც ვიცი რომ ზოგი ახალგაზრდა დღეს ქართულ წერა კითხვასთან ცოტა მწყრალადაა, ამიტომ ინგლისურენოვანთათვის აქ:
http://www.holyghostinthemachine.com/page/pope-benedict-we-need-a-world

პაპი ბენედიქტე მსოფლიო მთავრობის შექმნას ითხოვს



ეს არის მისი 2009 წლის ენციკლიკის "Caritas in Veritate" ("მოწყალება ჭეშმარიტება") უმთავრესი თემა. მასში პაპი ბენედიქტე საჯაროდ მოუწოდებს "ჭეშმარიტი და ახალი მსოფლიო ძალაუფლებისკენ", რომელსაც ექნება "ნამვდილი კბილები". მსოფლიოს თვალსაჩინო ლიდერებთან ერთად რომის პაპი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ ღიად მოუწოდებს. რომის პონტიფიკოსი აცხადებს, რომ "გვჭირდება მსოფლიო მთავრობა". ეს ვითარება ძალზედ დამაფიქრებელია, რადგან ერთ ერთი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ვცხოვრობთ ბოლო პერიოდში.ენციკლიკა 144 გვერდიანია და გახლავთ პაპ ბენედიქტეს ორწლიანი ინტენსიური ძალისხმევის შედეგი კათოლიკური ეკლესიისთვის მიეცა სოციალური სწავლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - ეკონომიკური განვითარება, ტერორიზმი, სექს-ტურიზმი, დემოგრაფიის საკითხები, ბიოეთიკა, გარემოს დაცვა და სხვა.რადგან პაპმა თავის ენციკლიკაში მსოფლიო მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდა, მან გამოიყენა სიტყვები, რომლებიც სრულიად კონკრეტულნი არიან არსებით საკითხთან მიმართებაში."იგრძნობა ძლიერი საჭიროება... გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეკონომიკური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ფინანსირების რეფორმირებაში, ასე რომ, ხალხთა ერთი ოჯახის კონცეფციამ შეიძლება გამოაჩინოს რეალური კბილები... არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ჩამოყალიბდეს ერთი, ჭეშმარიტი და მსოფლიო პოლიტიკური ძალაუფლება"."რეალური კბილები"?საინტერესოა როგორ გამოიყურება პაპის თვალში ეს გლობალური მთავრობა "რეალური კბილებით"?პაპა ბენედიქტეს თქმით, ამგვარი მსოფლიო ძალაუფლების მუშაობა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რათა "მართოს მსოფლიო ეკონომიკა; მიმართული იყოს კრიზისისგან დაზარალებულთა ეკონომიკური აღორძინებისკენ, რათა თავიდან აიცილოს ამჟამინდელი კრიზისის გაუარესებანი და დიდი დისბალანსი, რომელიც შესაძლოა აღმოცენდეს".პაპი ასევე ოფიციალურად უწევს რეკომენდაციას იმ იდეას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური სისტემის მმართველი სწორედ ერთი მსოფლიო მთავრობა უნდა იყოს.მეტიც, გარდა იმისა, რომ პაპი ბენედიქტე ხელს უწყობს ახალ მსოფლიო ეკონომიკური სისტემის დამყარებას, ის წინ სწევს იდეას, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს აშკარა სოციალიზმს. ენციკლიკაში პაპმა ბენედიქტემ დაწერა, რომ ერთი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა "უპრეცედენტო შესაძლებლობებს შექმნიდა დედამიწის მთელი სიმდიდრის გადანაწილებაში მსოფლიო მასშტაბით".საინტერესოა წაკითხული აქვს თუ არა პაპ ბენედიქტეს კარლ მარქსის წიგნები? ან რა დროიდან არის პაპის საქმე "სიმდიდრეთა მასშტაბური გადანაწილება"?როდესაც პაპი ბენედიქტე გამოსცემს ენციკლიკას, რომელშიც რეკომენდაციას უწევს ერთ მსოფლიო მთავრობასა და ერთიან მსოფლიო ეკონომიკურ სისტემას, გვაჩვენებს, რამდენად ვუახლოვდებით ბოლო ჟამს და რა ხდება დღეს სინამდვილეში. აწ საითკენ მოუწოდებს რომის პაპი? ერთი მსოფლიო რელიგიისკენ?ბოლოს და ბოლოს, ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა უმეტესობა იმ აზრში თანხმდება, რომ ანტიქრისტეს სისტემას ექნება სამი ძირითადი პრინციპი - ერთიანი მსოფლიო მთავრობა, ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა (მხეცის ნიშანი და ა. შ.) და ერთი მსოფლიო რელიგია.პაპ ბენედიქტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება ერთი მსოფლიო მთავრობა და ერთი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, საგანგაშო სიგნალად უნდა მივიჩნიოთ. ჩვენ ბოლო პერიოდში ვცხოვრობთ. ეს არის ჟამი, როდესაც განსაცდელთათვის უნდა მოვემზადოთ.

"შეშინებული" აბო

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 8 2012, 06:25 PM

მე არ მიკვირს. ყველაფერი ისე მიდის, როგორც მოსალოდნელი იყო.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 8 2012, 08:37 PM

მარიამი
დიახ მარიამ, სწორს ბრძანებ, მაგრამ აქვე მახსენდენდება სერბეთის ცნობილი პატრიარქი პავლეს(გოიკო სტოიჩევიჩის)სიტყვები „შეუძლებელია, დედამიწა ვაქციოთ სამოთხედ, მაგრამ ხელი უნდა შევუშალოთ ჯოჯოხეთად ქცევაში"-ო. საუბედუროდ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ.
დიდი მოყვასისეული სიყვარულით აბო.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Sep 8 2012, 10:33 PM

abo
აბო, როგორც ვიცი მამები როცა ჭვრეტდნენ ბოლო ჟამის მოვლენებს გვირჩევდნენ წინ არ ავღდგომოდით გლობალიზაციის პროცესს, რადგან ეს შეუქცევადია. სერბეთის პატრიარქის რჩევა ასე მესმის: ქრისტეს მიერ საკუთარ თავში ვებრძოლოთ ბოროტებას და ვამრავლოთ სიკეთე ვის რისი შესაძლებლობაც მოგვეცა. პატრიარქის ქადაგებებიდანაც მახსოვს, როცა ბრძანებს, რომ გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესიაო, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ის უარყოფითი რაც მას მოაქვსო.

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 8 2012, 10:49 PM

იწყება...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 8 2012, 11:45 PM

lingvo
თქვენ სწორს ბრძანებთ და სწორადაც გესმის. ეს წინასწარმეტყბელებსა და მახარებლებსაც ნათლად აქვს გადმოცემული. ამას ჩვენ წინ ვერ აღუდგებით ვინაიდან ეს გარდაუვალია და მოხდება, მაგრამ მე ამჟამად ვხელმძღვანელობ წმ.კირილე იერუსალიმელის სიტყვებით "...იცი ნიშნები ანტიქრისტესი?..მხოლოდ შენ გულში ნუ დაიმარხავ, არამედ უკლებლივ აუწყე ყველას!"

ვინმე მეტყვის, მერე რა მოხდა ამ კაცს მონანიებული აქვს უკვე ეს ყველაფერიო.
http://www.facebook.com/notes/zviad-iverieli/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%D0%B8%D0%BE%D1%81%D0%B8%D1%84-%D1%80%D0%B0%D1%82%D1%86%D0%B8%D0%BD%D0%B3%D0%B5%D1%80-%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%D0%B1%D0%B5%D0%BD%D0%B5%D0%B4%D0%B8%D0%BA%D1%82-xvi-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%9E/460305310654499

http://www.dazzle.ru/wars/sib1604.shtml

პატივისცემით აბო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2012, 07:18 PM

რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა მოხდეს მე შორს ვარ იმ აზრიდან რომ ესქატოლოგიურ და ბოლო ჟამის ეპოქაში ვცხოვრობთ.

და რომც იყოს ახლო მეორედ მოსვლა შიში არაფრის არ უნდა გვქონდეს.
ჩემი ღმერთი მოდის ბოლო ბოლო მეორედ დედამიწაზე...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 9 2012, 08:58 PM

არის რაღაც.....

გვაშფოთებს ჩვენი მდგომარეობა... ჩვენი ახლობლების, გვერდით მყოფი ადამიანების მდგომარეობა... განა ჩვენ, ჩვენს გვერდით მყოფნი ყველანი მზადა ვართ? . . . არ ვიცით... აი, ახლა ვხვდებით რატომაა მნიშვნელოვანი და კარგი, დიდი სარგებლის მომტანი დრო-ჟამის უცოდნარობა - ყველთვის ცდილობ მზად იყო!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2012, 11:33 PM

ციტატა
აი, ახლა ვხვდებით რატომაა მნიშვნელოვანი და კარგი, დიდი სარგებლის მომტანი დრო-ჟამის უცოდნარობა - ყველთვის ცდილობ მზად იყო!

მაგას ვამბობ ზუსტად რა...

როგორც ტერენტი იტყოდა:
,,momento mori.''
და დავანებოთ თავი ამ ჩიპებს და უბედურობებს...

პოსტის ავტორი: ხრიდოლიონი თარიღი: Sep 12 2012, 08:40 PM

პაპი ჩქარობს რატომღაც და თუ ასე გააგრძელა,სავარაუდოდ უცნაურ ვითარებაში მოკვდება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 08:44 PM

ციტატა
პაპი ჩქარობს რატომღაც და თუ ასე გააგრძელა,სავარაუდოდ უცნაურ ვითარებაში მოკვდება.

გაუშვა გაღმა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 12 2012, 08:57 PM

გლობალიზაცია და მსოფლიო მთავრობის შექმნა ბევრ ქვეყანას აწყობს და არა მხოლოდ პაპს.
პაპმა ბენედიქტემ გაახმოვანა მათი სურვილი. ასე მალე ეგ არ მოხდება, ასე თუ ისე გარკვეული დრო დასჭირდება მაინც.
თითქოს ხალხის მასას აქვ ძალა, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად უძლურია, იყვირე შენ, მოსმენით არავინ მოგისმენს,
სამაგიეროდ მოგიქსევენ გაწვრთნილ ქოფაკებს და გაგანადგურებენ.
მეორედ მოსვლას პირველი საუკუნიდან დაწყებული დღემდე ელოდებიან და ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ამბობდნენ რომ იწყება.
ადამიანი ვერასოდეს გაიგებს ზუსტად როდის იწყება. მთავარია შენ იყო პირნათელი და გულწრფელი უფალთან,
ვერანაირი გლობალიზაცია და მსოფლიო მმრთველობა ვერ მოერევა მორწმუნეს, ანტიქრისტე ძლიერია მასთან, ვისაც უფლის რწმენა არა აქავს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 09:23 PM

ნაინა
უჰ შენ გენაცვალე დეიდა-ბებია!

biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხრიდოლიონი თარიღი: Sep 12 2012, 10:05 PM

ციტატა
გაუშვა გაღმა...

წინასაც ეგრე არ მოუწყვეს ჯიგარ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 12 2012, 10:15 PM

A.V.M

ციტატა
ნაინა
უჰ შენ გენაცვალე დეიდა-ბებია!

biggrin.gif


biggrin.gif tongue.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)