ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრს პირველად ბექა და ბეშქენ ოპიზრები გაგახსენდათ. სწორედ მათით დავიწყებ
ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII ს.-ის II ნახევარსა და XIII ს.-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებს – ბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები.
ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში
http://www.radikal.ru
ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია:"ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია "ვედრების" კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. "საყდრის" ალეგორიული გამოსახულებაა - სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია.
და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
წყაროსთავის ოთხთავის ზედა ყდა
http://www.radikal.ru
წყაროსთავის ოთხთავის ქვედა ყდა
http://www.radikal.ru
წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს.
ბექა ოპიზარს შეუსრულებია აგრეთვე ანჩის სახარების ყდის მოჭედილობაც, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1895, როცა ეს სახარება ე. თაყაიშვილმა პირველად ნახა წალკის რაიონის სოფ. წინწყაროში, მას მხოლოდ ხის ყდა ჰქონდა. ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში ნათქვამია, რომ სოფრომ მწიგნობარმა წიგნის ყდა მოაჭედინა "... ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროჲსმქანდაკებელსა ბექასა".
ბეშქენ ოპიზრი ბექას უფროსი თანამედროვეა. მის შემოქმედებაზე საუბარი მხოლოდ ერთი ნიმუშის, ბერთის სახარების მოჭედილობის მაგალითზეა შესაძლებელი. ოსტატის სხვა ნახელავი არაა შემორჩენილი.
XII ს., ბერთის სახარების ზედა ყდა
http://www.radikal.ru
ბერთის სახარების ქვედა ყდა
http://www.radikal.ru
ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა (ინახებოდა გელათში, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტშია). ყდის წარწერაში ნათქვამია: "მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა". ყდის ერთ მხარეს გამოსახულია "ჯვარცმის", მეორე მხარეს "ვედრების" კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რომელთა ინტერვალები "ჯვარცმის" მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, "ვედრების" მხარეს კი შევსებულია წარწერებით. განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსელის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბეშქენ ოპიზარის მაღალ ოსტატობას.
რა კარგი თემაა, კარგი გოგო ხარ სოფი
ქართული ჭედური ხელოვნების უძველესი ნიმუშები ძირითადად საეკლესიო ნივთები გვაქვს (ჯვრები, ხატები, ოთხთავების გაფორმება, ბარძიმი და ა. შ.), ხოლო საერო დანიშნულების ნაკლებად არის შემორჩენილი.
ნეტავ ეს რამ განაპირობა და რაზე იყო დამოკიდებული?
საეკლესიოს მეტად ხარისხიანს აკეთებდნენ, მეტად აქცევდნენ ყუარდღებას? :?
აღსანიშნავნია ისიც, რომ სწორედ ჭედური ძეგლები დაგვეხმარნენ ქართული ხელოვნების შესწავლაში. თითქმის ყველა ნაწარმოებზე მინიშნებულია ოსტატის ვინაობა, შესრულების თარიღი და დამზადების ადგილი.
სოფიი რა კარგი გოგო ხარ ძალიან კარგი თემებით
არავინაა ამ ფორუმზე ვინც ჭედურობას სწავლობს ან აკეთებს? რამდენჯერმე ვიყავი ჩემი მეგობრის სახელოსნოში და ვნახე როგორ კეთდებოდა ხატის ვერცხლით მოჭედილი მინანქრით შემკული პერანგები. ულამაზესია.მეც მინდოდა სწავლა ჭედურობის, მაგრამ მითხრეს გოგოს საქმე არააო ))
სოფი
ოო, ძალიან კარგი თემაა
ქრისტიანული ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე ვისაუბროთ თუ ქრისტიანობამდელ პერიოდზე? თუ მივყვეთ და რომელიც როგორ მოჰყვება?
ქევანა
XVI ს., შუამთა, ღმრთისმშობლის ხატი
http://www.radikal.ru
XI ს., ზარზმა, ლაკლაკიძის ხატი
http://www.radikal.ru
შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი
როგორც ცნობილია ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს.
კარგი იქნებოდა თუ უკანა მხარის ფოტოსაც მოვიძიებდით.
მამნე ოქრომჭედელი, მე14-15 საუკუნეები, თუ არ ვცდები
დასკანირებული წიგნის ერთი ნაწილს დავდებ
"ბარაკონის ჯვარი"
http://i012.radikal.ru/1003/b4/de71eefe7cc3.jpg
http://s42.radikal.ru/i097/1003/2d/b7b4c2e677f9.jpg
http://s07.radikal.ru/i180/1003/c6/cfaf88f6cec2.jpg
http://i055.radikal.ru/1003/a9/c0ac5a099bab.jpg
http://s002.radikal.ru/i200/1003/5a/d60e4b94670c.jpg
http://s47.radikal.ru/i115/1003/b8/9650c5e6dd43.jpg
http://s16.radikal.ru/i190/1003/b5/8696988e1441.jpg
პ.ს. ერთი დამრჩა, პაწუკა ბოლო აბზაცის გვერდი და მერე აგიტვირთავთ, არ შეგეშინდეთ ტიფ გაფართოების ფაილია და ადვილად იხსნება.
ვენი ვიდი ))
tamuna m
ხო, სწორია, ეხლა დავგუგლე... შევცდი
მამნე, ქართველი ოქრომჭედელი. მოღვაწეობდა XVI საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც ირკვევა, თავდაპირველად სამცხის ათაბაგთა კარზე, შემდეგ - იმერეთში.
ჩვენამდე მოაღწია მის მიერ მოჭედილმა რამდენიმე ძეგლმა. მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანის სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ისა და მისი მეუღლის ანას შეკვეთიტ მოჭედილი კანკელის წინ დასადგმელი (230x107 სმ) სადგერის დიდი ჭედური ჯვარი, რომელიც მასზე გაკეთებული წარწერების თანახმად, 1522/1523-1529 წლებით თარიღდება. ჯვარზე გამოსახულია რელიგიური დღესასწაულები (13 კომპოზიცია) და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები. მოჭედილია (მაღალი რელიეფით) მოოქრული ვერცხლის სქელი ფირფიტებით, რომლებიც შემდეგ დაკრულია ხის ჯვარზე. მამნე ჯგუფური სცენების დიდი ოატატია. მისი კომპოზიციები შეკრული, ერთიანი და დინამიკურია, ფიგურები - ოდნავ დაგრძელებული და მონიმენტური. ოსტატი ზოგჯერ მოცულობის გამოვლენასაც ახერხებს. მამნეს შემდეგი პერიოდის ნამუშევარი, ბარაკონის კანკელის წინ დასადგმელი ჯვარი (213x105 სმ) იმერეთში უნდა იყოს შესრულებული (ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში). მამნე ბარაკონის ჯვრის კომპოზიციებში ოსტატურად იყენებს ორნამენტსაც.
მამნეს ნამუშევარია აგრეთვე გელათისა და ხონის საწინამძღვრო ჯვრები (პირველი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, მეორე - ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში), რომელთა მიხედვით მამნე ორნამენტის საკმაოდ დახვეწილ ოსტატად გვევლინება. მამნეს მოუჭედავს შემოქმედის ხატი, რომელიც ჯერ კიდევ 1920-თვის დაკარგული იყო.
მამნე ოქრომჭედელი მაღალი რანგის ოსტატი იყო, მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გვიანდელი ხანის ქართულ ოქრომჭედლობაში. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის აღორძინება სწორედ მამნეს დამსახურებაა.
წყარო:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%94
ქევანა
ქეთ პირველის გარდა ყველა დაყირავებულია
ძალიან საინტერესოდ იკითხება, ყოჩაღ გოგონებო
მერე თანამედროვეებზე გადადით და სადმე იქნებ ვწეროთ ასევე ძალიან ძლიერ ქართულ ტრადიციაზე ემალის დამუშავებაზე...
ქევანა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
კობა გურული - 30 წლამდე ასაკის თაობაში ცოტანი თუ იცნობენ. 1930 წელს დაიბადა, გარდაიცვალა 2010 წლის 9 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულში, ზიარების მიღებისთანავე ნათელი მოეფინა სახეზე და დაიძინა....
ბოლო წლებში სახლ-სახელოსნოს, ე.წ. "დელისციხეს" თითქმის არ ტოვებდა - აღარ უნდოდა გარეთ გამოსვლა. ასკეტურად ცხოვრობდა - და დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა. უძვირფასესი ნამუშევრებით სავსეა მისი სახელოსნო. ვიცი, ახლა გამოჩნდება, "აღმოაჩენენ".
კობა გურულისნაირი კაცები საუკუნეში რამდენიმე თუ დაიბადება, ისიც საქართველოში... არ მინდა, ვინმემ ურაპატრიოტიზმში ჩამომართვას - კობა გურული არის ღვთისშვილი, ღვთისკაცი, რომელიც საქართველოსთვის სუნთქავდა, მისით ცოცხლობდა და ვიცი, უკვდავია ის, არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ უდიდესი ღვაწლით. ასეთი კაცების ცხოვრება მსგავსია... თანამედროვეთა მხოლოდ უმცირესი ნაწილი უგებს მათ, ისინიც - თავისებურად, შესაძლებლობების ფარგლებში. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ ის იყო მთელი საქართველოსათვის მლოცველი. ესენი არიან სასუფევლის ძენი - რომელნიც ამ სოფელს არ უყვარს, მოძულებულნი ჰყავს. მაგრამ ისინი რომ არ იყვნენ ამ სოფელში, ის ცოტა კაცებიც, და დედაკაცებიც, მისი რომ ესმოდათ, ის რომ უყვარდათ, ვერ გადარჩებოდნენ "სოფლის უკუღმა ტრიალს".
* * *
უფრო ზუსტი ცნობები მის შესახებ, ალბათ, ასე უნდა გამოიყურებოდეს: ქართული ლითონმქანდაკებლობის ამღორძინებელთა შორის მისი სახელი ყოველთვის გამორჩეული იყო. 60-იან წლებში ქუხდა - გამოფენები გერმანიაში, იაპონიაში, კიდევ ბევრგან. აქვს სრულიად განსაკუთრებული საკუთარი ხელწერა - პირველი იყენებს "ფერწერულ" ლითონქანდაკებას, აცოცხლებს საუკეთესო, ოპიზრებისდროინდელ ქართულ ტრადიციებს და ქმნის სრულიად განუმეორებელ, თანამედროვე და თან ნამდვილ ეროვნულ სტილს. ბევრი მიმბაძველი ჰყავს... გარდა ლითონზე მუშაობისა, დატოვა შესანიშნავი ქანდაკებები, ხეზე კვეთილი შედევრები, უზარმაზარი კარედი - ქაშვეთისათვის განკუთვნილი, სამწუხაროდ, მის ეზოში რომ დარჩა, და ნაშრომები - ნარკვევები, ჩანაწერები, ფილოსოფიური ნაშრომები, პროზა და ლექსები. შესანიშნავი ლექსები. დღეს ძნელი სათქმელია, მხატვარი უფრო იყო, პოეტი თუ მოაზროვნე? რომელი ტალანტი იყო მასში მეტი?
kinoteli
ბატონო (თუ ქალბატონო), როგორც ჩანს, ჩემსავით დიდი ხანია, ამ ფორუმზე აღარ შემოგიხედავთ, და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს კომენტარს წაიკითხავთ, თუმცა, თავს ვერ ვიკავებ, არ მოგწეროთ. მიხარია, კობა გურულზე რომ დაგიწერიათ, იცნობდით? სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ თქვენს მიერ აქ გადმოკოპირებული ტექსტი ბრჭყალებში მაინც ჩაგესვათ, ავტორი ამ სიტყვებისა თქვენ არა ხართ, ეს მე დავწერე თბილისის ფორუმზე, როდესაც კობა ბიძიას გარდაცვალებით ვიყავი დამწუხრებული. საერთოდ, როცა სხვის სიტყვებს იყენებენ, წესია ასეთი, ბრჭყალებში ჩასმა და მითითება, ვისიცაა. თუ "ბილწთ არ შაეკვრი ზავითა", მაშინ ესეც აღიარეთ და ნუ მიითვისებთ სხვის სიტყვებს, ეს არაფერს შეგმატებთ.
http://forum.ge/?showtopic=34102862 აქ მომყავს ბმული თბილისის ფორუმზე, საიდანაც ეს სიტყვები გადმოიტანეთ.
"საჭრეთლით ამბობდა თავის სათქმელს [მორჩილი ანა მიქიანი]. თითქოს კი არ ჭედავდა, ქარგავდა სულის ძაფებით".
"თლილი ქვით ნაგებ ეკლესიაში დაცულ ჭედური ხელოვნების ძეგლთა უმეტესობა ბალსქვემო სვანეთის თომანიანთა სახელოსნოშია შესრულებული XII-XIII საუკუნეებში. ეს სახელოსნო ცნობილი იყო მთელ სვანეთში, გვარის რამდენიმე თაობა მისდევდა მას. ეკლესიაში დაცულმა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხატმა ოქრომჭედელ მიქაელ თომანიანის სახელი შემოგვინახა. მისი სახელი მოხსენიებულია აგრეთვე ვერცხლით მოჭედილ ჩარდახზე, რომელიც ფხოტრერის მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახება და წმინდა გიორგის ხატზე ფარის სვიფის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მიქაელ თომანიანს აქვს თავისი ხელწერა, მან შეიმუშავა ხატის თავისებური მოჩარჩოება."
"ჯუმათის მონასტერთან გახსნილი იყო სასულიერო და ჭედური ხელოვნების სკოლები. აქვე იმართებოდა ბაზრობა. თვით სახელწოდება ჯუმათი - ბაზრობით განთქმულ ადგილს ნიშნავს."
"XI საუკუნის პირველ მეოთხედში სვანეთში გვაზავების საოქრომჭედლო სკოლაც არსებობდა."
"მნიშვნელოვანია მაცხოვრის X საუკუნის პატარა ვერცხლის ხატი. სადა ფონზე, ცენტრში, ორ მთავარანგელოზს შორის, მუთაქაზე მჯდომარე ქრისტეა გამოსახული მაკურთხეველი მარჯვენით და სახარებით. რელიეფურად გამოკვეთილ ფეხსადგამთან ქრისტეს ფეხისაკენ ხელებგაწვდილი მუხლმოდრეკილი ფიგურაა. თაყვანისცემის ეს სცენა ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლებზე სხვაგან არ გვხვდება. ხატი შესრულებულია შუა საუკუნეების მიჯნაზე."
"[ლაგურკის] ეკლესიაში ინახება აგრეთვე უცხოური წარმოშობის ხატები. მათ შორისაა ბიზანტიური სანაწილე ხატი, "შალიანის ხატი", შემკული მინანქრით (ჯვარცმის კომპოზიცია), ჭედურობითა (კონსტანტინესა და ელენეს გამოსახულებები ჯვრის შესანახი ბუდით ორივე მხარეს და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის სცენა) და ძვირფასი ქვებით, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეს სანაწილე, გადმოცემით, ჩამოუტანია სვანეთში შალიანს, რომელიც სამუშაოდ იყო ბარში ჩასული და სწრაფად დამთავრებული სამუშაოს საფასურში დამქირავებლისგან ეს ხატი მოუთხოვია. ხალხში დღემდე დარჩენილია რწმენა, რომ შალიანის ხატის განაბანი წყალი ავლენს ყოველივე ბოროტების ჩამდენს და მძიმე ავადმყოფს კურნავს, განბანილ ხატზე ხდებოდა დაფიცებაც. შალიანის ხატის ჩამონაბანი წყალი სოფლიდან სოფელში დაჰქონდათ სპილენძის სურით, რომელიც აქვე, ლაგურკის ეკლესიაში ინახება - იგი სასანური ხელოვნების ნიმუშია."
"ერთი სახარება ბერთის ტაძრისთვის შეუწირავს იოანე ოპიზელს, იოანე მთვარაისძის აღზრდილს. მისი ოქროჭედური ყდა ცნობილი ოქრომქანდაკებლის ბეშქენ ოპიზარის ნახელავს წარმოადგენს".
"ბეშქენ ოპიზარი (XII ს.) - გამოჩენილი ოქრომქანდაკებელი. მას ეკუთვნის ბერთის სახარების მოჭედილობა. ესაა ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნამუშევარი ბეშქენისა. იგი ბექასთან შედარებით უფროსი თაობის ოსტატია".
"ჯუმათის მონასტერთან გახსნილი იყო სასულიერო და ჭედური ხელოვნების სკოლები. აქვე იმართებოდა ბაზრობა. თვით სახელწოდება ჯუმათი - ბაზრობით განთქმულ ადგილს ნიშნავს"
"XVII საუკუნეში საქართველოს მეფეებს კოჯრის მიდამოებში საზაფხულო სასახლე აუგიათ. ვახტანგ VI-ის მეფობისას აქ საოქრომჭედლო სახელოსნოების არსებობასაც ვარაუდობენ. ამის საფუძველს იძლევა კოჯრის მიდამოებში აღმოჩენილი სპილენძის სამეფო თეფშები და თასი."
"დახელოვნებით მოჭედილი"
"საქართველოში ჭედურ ხელოვნებას ღრმა ფესვები აქვს, ცნობილია ანტიკური თუ წინარეანტიკური ხანის ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ კი ხელოვნების ეს დარგი ძირითადად ქრისტიანული კულტურის სამსახურში ჩადგა, ყოველ შემთხვევაში ამაზე მეტყველებენ ჩვენამდე მოღწეული ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშები".
"თამარის დროს მოღვაწეობდნენ ოქრომქანდაკებლები ბექა და ბეშქენ ოპოზრები. ბექა ოპიზარის შექმნილია წყაროსთავის სახარების ყდა (ჯვარცმისა და ვედრების სცენებით) და ანჩისხატის მოჭედილობა (ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის და სხვა წმინდანების ფიგურებითა და ორნამენტული არშიებით). ბეშქენ ოპიზარის ნახელავია ბერთის სახარების ყდა".
"ოქრომჭედლობის თავისებურებაა პოლიქრომია - ნაირფერი ქვების ზედაპირის მოსართავად გამოყენება. ამ თვალსაზრისით იბერიელ ოსტატთა ნახელავი ე.წ. "სარმატულ" თუ "ბერძნულ-სარმატულ" ოქროს ნაკეთობებს ეხმაურება"
"უახლესი აღმოჩენების საფუძველზე შეგვიძლია სრულიად თამამად ვამტკიცოთ, რომ ძვ.წ. V-IV სს-ში (აგრეთვე უფრო გვიან III-II სს-ში) ძველ ვანში და კოლხეთის სხვა ცენტრებში (მაგ., საირხეში არსებობდა პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა, რომელიც ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით (კვერვა-ჭედვა, რჩილვა, გავარსი, ტვიფრა) საუკუნეების მანძილზე ქმნიდა მხატვრული ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს. ანა ჭყონიამ ვანის შემთხვევით მონაპოვარში გამოყო ერთი მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ჯგუფი ოქროს ნივთებისა: ნამზადი - ჭდეებიანი მავთული, ოქროს "წვეთები", ზოდი და გამოუყენებელი ნატვიფრი ფირფიტის ფრაგმენტი. ეს ნივთები ა. ჭყონიას საწარმოო პროცესის ნაშთებად მიაჩნია.
ამგვარად, გვაქვს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ძვ.წ. VI-V სს-ის მახლობელი აღმოსავლეთის ოქრომჭედლობის ცენტრების (აქემენიდური ირანი, ეგვიპტე, კვიპროსი, ლიდია, არმენია, მიდია, ბაქტრიანა) გვერდით კოლხეთიც დავასახელოთ, მით უფრო, რომ, როგორც ცნობილია, კოლხეთში ოქროს მოპოვებასა და დამუშავებაზე ბერძენ-ლათინი მწერლებიც მოგვითხრობენ და მას "ოქრომრავალ" ქვეყანას უწოდებენ".
"განსაკუთრებით ბრწყინვალე იყო წარჩინებული კოლხი ქალის სამკაული, თითქმის მთლიანად ოქროსა და ვერცხლისაგან ნაკეთები. ამასთან ყველა ისინი ადგილობრივ, კოლხ ოქრომჭედელთა მიერაა დამზადებული!"
"ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის ოქრომჭედლობის დიდებული ნიმუშია ოქროს თასი (7,3 სმ სიმაღლისა; ზედა ნაწილის დმ 4,5 სმ-ია), რომელიც მთლიანად ფერადი (წითელი და ცისფერი) ქვებითა და აპლიკაციებითაა მორთული. იგი დამზადებულია მთლიანი ფურცლოვანი ოქროსგან და აქვს ორმაგი კედლები. დამზადების ტექნიკა საკმაოდ რთულია და საინტერესო: თლიალეთის ოქროს თასი დამზადებულია სახარატო გასაწნევ ჩარხზე გაწნევის გამოყენებით - ჯერ ქვემოდან ზემოთ, ხოლო შემდეგ - ზემოდან ქვემოთ ძირამდე. ფერადი ქვები ჩასმულია წნული მავთულით მოჩარჩოებულ მრგვალ ბუდეებში. ასევე მავთულითაა მოჩარჩოებული ბორდიური და სპირალისებური ვოლუტები, რომელნიც ქმნიან ძირითად დეკორს ამ სრულიად უნიკალური თასისა, რომელიც გამოირჩევა დამზადების განსაკუთრებული მაღალი ოსტატობით, იმ დროისათვის ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით (ლითონის წნევით დამუშავება, მორჩილვა, მხატვრულორნამეტიანი ნაწილების დამზადება, ფერადი თვლებით მორთვა და სხვ.), ნატიფი პროპორციებითა და თასის ფორმასთან ინკრუსტირებული ზედაპირის მოხდენილი შეხამებით".
"ეს მხატვრულ-სტილისტური ერთიანობა იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ვივარაუდოთ არსებობა ოქრომჭედლობის ადგილობრივი სკოლისა, რომელმაც უკვე ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის პირველ ნახევარში მიაღწია განვითარების ძალიან მაღალ დონეს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.179/
"ოქროს მოსაპოვებლად ცხვრის ტყავს გამოიყენებდნენ, რომელსაც ძირითადად ფიცარზე ჭიმავდნენ და მდინარეში ამაგრებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ტყავს წყლიდან იღებდნენ. მას გასაშრობად მიწაზე შლიდნენ. შემდეგ კი ტყავიდან ოქროს მარცვლებს ამოკრებდნენ. ქალაქელი ოქრომჭედლების მფარველად წმინდა გიორგი ითვლებოდა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 196/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience