ვფიქრობ, ეს თემა საინტერესო იქნება. მე ხელთ რა მასალებიც მაქვს ნელ-ნელა დავდებ და გაგაცნობთ ეტიკეტის დაცვის ნორმებს, თქვენც შემომიერთდით შეიძლება თემა სახალისოც გამოვიდეს
1. ნუ წარუდგენთ მანდილოსანს გასაცნობად მამაკაცს, კაცს წარუდგენენ ქალს მიუხედავად რანგისა. ასაკით უმცროსებს წარუდგენენ უფროსი ასაკის ადამიანებს.
2. ნუ შეეცდებით ხელის შეხებით მიიპყროთ მოსაუბრის ყურადღება.
ქუჩაში
ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს, მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია.
თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, ნუ ჰკითხავ, თუ სად მიდის. ქალი წყვილში მარჯვენა მხარეს იკავებს.
გასასვლელში მამაკაცი წინ ქალს ატარებს, მაგრამ თუ გასვლა გაძნელებულია (ხალხი, ვიწრო გასასვლელი) მაშინ მამაკაცი ქალს გზას უკაფავს და ხელსაც აშველებს.
რათქმაუნდა, ქალს ყოველთვის უნდა მიეშველოს მამაკაცი მძიმე ტვირთის ტარებაში, მაგრამ ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება იგი, თანამგზავრი ქლის ჩანთით, ჟაკეტით თუ ქოლგით ხელში.
შემთხვევით გამვლელს არ შენიშნოთ: "თქვენი კოლგოტი გახეული" ან "თქვენს პალტოზე ტალახის შხეფია" - ეს მხოლოდ უტაქტობაა და არა კეთილი სამსახური, მაგრამ სრულიად მიზანშეწონილია უთხრათ უცნობ ქალბატონს, რომ მისი ჩანთა გახსნილია. ხოლო თუ უცნობი მამაკაცის ჯიბიდან ბოლი ამოდის, დაუყოვნებლივ ამცნეთ!
/გაგრძელება იქნება/
წვეულებაზე:
1. ნუ დაიგვიანებთ წვეულებაზე.
2. ნუ შეხვალთ სასტუმრო ოთახში ლაბადით.
3. არ არის აუცილებელი წვეულების ყველა დამსწრესთვის ხელის ჩამორთმევა. ხელს ართმევენ მასპინძელს, დანარჩენებს კი თავს უხრიან.
4. მაგიდას არ მიუჯდეთ, სანამ ქალები არ დასხდებიან ან ვიდრე დიასახლისი არ მიგწვევთ.
5. სუფრაზე თქვენს მარჯვნივ მჯდომ ქალს განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყარით.
ერთს დავამატებდი.
თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, მოკითხვის შემდეგ ნუ შეეკითხები; "რამდენი გაქვს ხელფასი, კმაყოფილი ხარ? " არაეთიკურია და უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებ მას
მარინე ძალიან კარგი თემაა - ყოჩაღ
1. დაუთმეთ ადგილი ქალბატონებს და მოხუცებს ტრანსპორტში
2. დახმარების ხელი გაუწოდეთ ყველას - რაც, სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა
3. ნუ დააგვიანებთ ქუჩას (დავეთანხმები მარინეს), მაგრამ გამოვყოფდი შემდეგს - ნუ დაყრით მზესუმზირას ისევ თქვენივე ცხვირწინ და ფანჯრებიდან ნუ გადმოყრით ნაგავს, ისევ თქვენ შეგაწუხებთ
4. ყოველთვის "დახარეთ თვალები", როცა თქვენზე უფროსი და თქვენზე განსწავლული გესაუბრებათ
5. ხშირად გაიღიმეთ
6. (ცოტაოდენი ხუმრობით) ფეხზე ნუ გაიხდით, თუ მოგიწევთ ჩემს სახლში შემოსვლა - გაჭუჭყიანდება, გავწმინდავ - არაა პრობლემა
ბევრი რამის სწავლა შეიძლება ნამდვილად ამ თემიდან - მარინე
თიკო
თუ ჩოყლაყობას(ქართული სიტყვაა და კავალერობას ნიშნავს) უწევ მანდილოსანს, არაეთიკურია სხვა მანდილოსანის ღირსებებზე ისაუბრო, ან სუფრასთან ყურადღება მოაკლო და თამადას ეხუტო და ეცეკვო იმის ნაცვლად.
ჩემმა ახლობელმა თქვა:
- საზოგადო ტრანსპორტში არასოდეს ვმჯდარვარო.
- ეგ როგორ?- გავიკვირვე მე.
- აი ასე, სულ ფეხზე ვდგევარო, მაშასადამე, არასოდეს დავმჯდარვარო.
რაკი მოგეწონათ თემა, ვაგრძელებ
1. სტუმრად ან საზოგადოებაში ყოფნის დროს არ გაიწმინდოთ, არ მოიჭრათ ფრჩხილები, არ დაივარცხნოთ თმა, არ დაიწყოთ ტანსაცმლის წესრიგში მოყვანა.
2. ნუ დაიწყებთ საკუთარ თავსა და საქმეებზე, ან თქვენს ავადმყოფობაზე, წარუმატებლობაზე ლაპარაკს.
3. ნუ გაიხუმრებთ ვინმეს მისამართით, ნუ დასცინებთ სხვას.
4. ნუ დაიწყებთ ძველი ხუმრობის, ანეკდოტისა და ამბის მოყოლას.
5. ნუ იქნებით მოწყენილი იმის გამო, რომ ყურადღების ცენტრში არ იმყოფებით.
არაეთიკურია კიდევ კითხვა:აუ რა კაი რაღაც გაცვია, რა მიეცი? სად იყიდე?
ვერ ვიტან...
მოერიდეთ ამდაგვარ კითხვებს
არ მიყვარდა როცა მეკითხებოდნენ არ თხოვდებიო არც ახლა მიყვარს, მაგრამ ახლა პასუხი მაინც მაქვს
ასევე ამაზრზენია, ხმამაგლა დაცემინება, შეუკავებელი ხარხარი და ჩაის კოვზის წკარუნით მორევა.
არაკულტურული ქცევაა.
მე როცა ვეწეოდი, სუფრაზე არასოდეს მომიწევია. გავსულვარ გარეთ მომიწევია და შემოვსულვარ. ახლა პირდაპირ თვალებში აბოლებენ.
კიბეზე ჩამოსვლის დროს მამაკაცი ერთი-ორი საფეხურით წინ მიდის ქალზე, ხოლო კიბეზე ასვლისას - პირიქით (ფეხის დაცურების შემთხვევაში მამაკაცი დაიჭერს, თუ რამე პირადი ბოღმა არ ამოძრავებს, რასაკვირველია )
მისალმებისას, ყოველთვის, პირველი მამაკაცი ესალმება ქალს და უმცროსი - უფროსს.
როცა ქუჩაში სამი ადამიანი მიდის, ყველაზე საპატიო ადგილი უკავია შუაში მდგომს, შედარებით ნაკლებად საპატიო - მარჯვენას, კიდევ უფრო ნაკლებად საპატიო - მარცხენას. როდესაც ამ სამიდან ორი მამაკაცია შუა ადგილი ქალს უნდა დაუთმონ
კინოში, თეატრში და ა.შ დარბაზში რიგებს შორის გამვლელმა, ყოველთვის, მაყურებელთა მიმართ პირით უნდა გაიაროს. ამ დროს პირველი მამაკაცი მიდის, შემდეგ - ქალი.
მომწონს ეს თემა
მე თვითონ როგორც შემიძლია ვიცავ ეტიკეტს (თუმცა ზოგ ზოგიერთებს უზრდელი ვგონივარ ეს იმიტომ რომ ზრდილობის განმარტება არ იციან )
***
ხმამაღლა დაცემინება კი არის არაეთიკური, მაგრამ დაუშვათ დაგაცემინა (რაც ბუნებრივია, როცა გაციებული ხარ), მაშინ ბოდიში უნდა მოიხადო ასთეა ასთე ეს წესი..
ცხვირის მოხოცვაც არ ითვლება უზრდელობად, თუ ეს პროცესი უხმაუროდ ხდება
მოკლედ, ვაგრძელებ
კაფე, რესტორანში
თუ კაფეში ან რესტორანში შეხვედრაზე შეთანხმდნენ ქალი და მამაკაცი, ეს უკანასკნელი ვალდებულია რამდენიმე წუთით ადრე მივიდეს და დაიჭიროს თავისუფალი მაგიდა.
მაგრამ თუკი ადგილზე პირველი ქალი მივიდა, ეს არ იქნება ტრაგედია; მამაკაცმა ბოდიში უნდა მოიხადოს და გარკვევით აუხსნას დაგვიანების მიზეზები. ქალმაც დიდსულოვნად უნდა აპატიოს პარტნიორს და არ ჩაამწაროს საღამო თავისი მოღუშული სახით.
რესტორანში შესვლისას ზედა ტანსაცმელს გარდერობში ტოვებენ. გამოსვლისას მამაკაცი ეხმარება ქალს პალტოს ჩაცმაში.
გარდერობის სარკესთან შეიძლება მხოლოდ ვარცხნილობის შესწორება და არა სხვა კოსმეტიკური ოპერაციები.
/გაგრძელება იქნება/
ვაგრძელებ
კაფეში, რესტორანში
ფინჯანი ისე დაიჭირეთ სახელურით, რომ მასში საჩვენებელი თითი არ გაუყაროთ. კოვზით მხოლოდ შაქარი მოურიეთ, შემდეგ კი ლამბაქზე დადეთ. ჩაის და ყავას სვამენ ფინჯნით და არა კოვზით, ხოლო თუ სასმელი ცხელია, მოთმინებით დაელოდეთ გაგრილებას, სულის შებერვა მიუტევებელია. ლამბაქის ხელში აღება და ფინჯნიდან ისე დალევაც უზრდელობაა.
რაც შეეხება ლიმონის ნაჭერს ფინჯანში, გავიხსენოთ ნატაშა როსტოვა - თავადის ასული, რომელსაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ ეტიკეტს: ის ამბობს მავანზე "Он из плебеев" - ложкой жмет лимон в стакане. ასე რომ, არ გამოწუროთ ლიმონი, დატოვეთ ის ჭიქაში.
კაფეში, რესტორანში
/გაგრძელება/
თუ ყავას ან ჩაის ღვეზელთან ან ტორტთან ერთად მიირთმევთ, ჭიქაზე არ დატოვოთ ცხიმიანი ლაქები, იხმარეთ ქაღალდის ხელსახოცი და დატოვეთ იგი თეფშზე და არა საფერფლეზე.
სიგარეტი ჩააქრეთ მხოლოდ საფერფლეზე და არა თეფშზე, ან ლამბაქზე. მენიუს მამაკაცი აწოდებს ქალს, დიდ კომპანიაში კი ერთი წევრი ხმამაღლა კითხულობს მას.
სრულიადაც არ ჩაგეთვლებათ უტაქტობად, თუ ოფიციანტს ჰკითხავთ ამა თუ იმ კერძის შესახებ, რადგან დღესდღეობით უამრავი სახის კერძი არსებობს და ჩვენ სრულიადაც არ ვართ ვალდებულნი, ყველა მათგანის შესახებ ვიცოდეთ.
ვაგრძელებ:
სამსახურში
ახალი თანამშრომელი კოლექტივს უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელმა.
სამსახურის ტელეფონით რაც შეიძლება ნაკლებად ილაპარაკეთ პირად საკითხებზე, ილაპარაკეთ ხმადაბლა, შეკვეცილი ფორმით.
თუკი კოლექტივში ტრადიცადაა დამკვიდრებული დაბადების დღის აღნიშვნა, აღნიშნეთ, ოღონდ ღრეობად ნუ გადააქცევთ. მილოცვების მიღებისას იუბილარი ფეხზე დგას. არ გაუმასპინძლდეთ სტუმრებს ძალზე ხელგაშლილად, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებთ მომავალ იუბილარებს, საკმარისია ყავა, ხაჭაპური და ნამცხვარი.
ოფისში შესვლისთანავე შეფი პირველი ესალმება თანამშრომლებს.
თუ ვინმე ბევრს ეწევა, მან არ უნდა იწუწუნოს იმაზე, რომ ოთახს ხშირად ანიავებენ. უმჯობესი იქნება, თუ ამას თვითონ გააკეთებს.
ოფისში ყოფნისას, შეეცადეთ, რაც შეიძლება ხმადაბლა "აკაკუნოთ" კლავიატურაზე, უზრდელობა ყოფილა, განსაკუთრებით თუ უცხოელებთან მუშაობთ, ქართველები ხმაურიანი ხალხი ვართ და თურმე ნაკლებად აღიზიანებთ - სახლში კი რამდენიც გინდათ
შვებულებაში
დასასვენებლად მიმავალს გახსოვდეთ "ოქროს წესი": "თვითონ დაისვენე, მაგრამ სხვებიც დაასვენე".
მოგზაურობა საზღვარგარეთ მოითხოვს, საკუთარი ჩვევებით არ გაზომოთ ამა თუ იმ ქვეყნის ადათ-წესები. ასეთი მოგზაურობის ძირითადი აზრია კეთილმოსურნეობა, ინტერესი და მისწრაფება, რაც შეიძლება მეტი ნახოთ და გაიცნოთ.
არ გირჩევთ, ძალიან სერიოზულად მოეპყრათ "საკურორტო ნაცნობობას", როგორც წესი, ასეთი ნაცნობობა წყდება ყოველდღიურობასთან დაბრუნებისთანავე.
სუფრასთან
- პური ხელით უნდა აიღოთ და არა ჩანგლით.
- პურის ნაჭერს ნუ მოკბეჩთ, ის ხელით უნდა მოტეხოთ.
- ნუ მიირთმევთ დანით. საჭმელს დანით ნუ გადაიტანთ ჩანგალზე.
- იდაყვით ნუ დაეყრდნობით მაგიდას. ხელები ტანთან ახლოს უნდა გეჭიროთ.
ნუ დააბოყინებთ ახალ გაცნობილ გოგოსთან რესტორანში.
მოკლედ ვაგრძელებ
- ნუ ათამაშებთ ხელში ჩანგალს, დანას ან კოვზს.
- ნუ ისაუბრებთ ჭამის დროს.
- დანა-ჩანგალი თუ გადაგივარდათ, ნუ შეგრცხვებათ, სხვა მოითხოვეთ.
- ჭამის შემდეგ ნუ დაკეცავთ ხელსახოცს, მაგიდაზე დადეთ.
- წამდაუწუმ ნუ დაიწყებთ საათზე ყურებას. თუ სხვებზე ადრე გსურთ წვეულებიდან წასვლა, გააკეთეთ ეს შეუმჩნევლად; ამის შესახებ წინასწარ შეუთანხმდით მასპინძელს.
ვაგრძელებ
თეატრში, კინოში
მართალია, დღეს ჩვენს თეატრებს შედარებით ნაკლები მაყურებელი ჰყავს, მაგრამ თეატრი თეატრია და თავისი კანონები აქვს.
რიგებს შორის მაყურებლისკენ სახემიმართულმა გაიარეთ.
თუ დარბაზში ჯდება ორი წყვილი, ქალები შუაში უნდა დასხდნენ, მამაკაცები - ორივე მხარეს.
სპექტაკლის (ან ფილმის მსვლელობის დროს) შეყვარებულებმა არ უნდა აიძულონ მათ უკან მსხდომი მაყურებლები, ერთდროულად ორ სანახაობას უცქირონ.
დარბაზში კამფეტის, ნაყინის ან სხვა სასუსნავის ჭამა არ შეიძლება.
თეატრში მიმავალმა ქალმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სუნამო.
ბინოკლით მხოლოდ სცენას უყურებენ და არა მაყურებელს.
დარბაზის დატოვება სპექტაკლის დამთავრებამდე უზრდელობაა, მაშინაც კი, თუ თქვენ არ მოგწონთ პიესა - ჩვენ ხომ სტუმრობის შემდეგ ყოველთვის ვემშვიდობებით დიასახლისს?
ზემოთ ჩამოთვლილ "უსიამოვნებათა" გარდა კინოში კიდევ ერთი რამ გელით: სულსწრაფი მაყურებელი წინასწარ უამბობს თანამგზავრს "ახლა რა იქნება", თანაც, საკმაოდ ხმამაღლა. თქვენ შეგიძლიათ თავაზიანად გააჩუმოთ არამკითხე კომენტატორი.
კინოში შეიძლება კანფეტის ან ბატიბუტის ჭამა, მაგრამ დანაგვიანების გარეშე.
-როცა რაიმე ოფიციალურ თუ არაოფიციალურ წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული და მოსაწვევში გიწერიათ რომ შეგიძლიათ თანმხლები პირი წამოიყვანოთ, სასურველია ეს მეორე ადამიანი იყოს საწინააღმდეგო სქესის,
თუ დაოჯახებული ხართ და მეუღლეს არ სცალია მაშინ საპირისპირო სქესის მეგობრის წაყვანას მარტო წასვლა აჯობებს
- როცა წვეულებაზე ითხოვენ რაიმე ჩაცმის კოდს, ეცადეთ ისე ჩაიცვათ როგორც ითხოვენ, მერე რა რომ კოსტუმირებული წვეულებაა
- როდესაც არის რაიმე კომპანიის პრეზენტაცია, და თქვენც ხართ დაპატიჟებული, ჩაიცვით ოფიციალურად
- როდესაც აღნიშნული პრეზენტაციის შემდეგ იქნება რაიმე ალა-ფურშეტის მსგავსი, თეფშზე ბევრ რამეს ნუ დაიდებთ და ასე ნუ დადგებით მოსაუბრესთან, თუ მაინცადამიანც გშიათ, ჯერ დანაყრდით და შემდეგ აიღეთ რამე სასმელი და ისე ესაუბრეთ სხვას,
- ღვინის ჭიქით საქმიანი საუბარი პრობლემას არ წარმოადგენს აი თეფშით და თან სავსეთი უხერხულობას ქმნის
სუფრასთან, როდესაც კერძს მიირთმევთ ტუჩები მოკუმული გქონდეთ. აი ასე -->
მამაკაცის წინდის ფერი შარვალის ფერს უნდა ემთხვეოდეს და არა ფეხსაცმლის.
Amuza
ეს კლასიკურ ჩაცმულობას შეეხება თქვენო გასხივოსნებულესობავ. (ერთ ჟურნალში წავიკითხე და დამამახსოვრდა, თუმცა თეორიად რჩება). გარდა ლაკის ტუფლებისა, განგსტერს კარგი შლიაპაც უნდა ეხუროს, თეთრი ცხვირსახოცი უნდა ქონდეს აუცილებლად სმოკინგის გულის ჯიბეში, კოპლებიანი ბაბთა და რათქმაუნდა შავი ტომპსონი
თუ ადამიანმა შემთხვევით დაგაბიჯათ და ბოდიში მოგიხადათ, სამაგიეროს ნუ გადაუხდით
თუ თავსხმა წვიმაში მოხვდი მანდილოსანთან ერთად და მას ქოლგა აქვს, გამოართვი და შენ გეჭიროს მის თავს ზემოთ... ოდნავ შეიძლება საკუთარ თავზეც ფიქრი...
ინტერნეტით (ჩატით) გაცნობა და თან სურათი გამომიგზავნე თუ კიდევ აქტუალური იყო არ მეგონა
საინტერესოა ამ ეტიკეტებს მამაკაცები ზედმიწევნით იცავენ????.... მე არ ვამბობო , რომ ჩვენ ვართ იდეალურები... თემა ნამდვილად აქტუალურია.
შინაგანი კულტურა რაც ნებისმიერ ადამიანს ოჯახიდან გადაეცემა და არსაც არ წერია შავით თეთრზე ვფიქრობ რომ უმნიშვნელოვანესია. არ დაგვავიწყდეს შეგნება ... შეგნებულ ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა.
ბაბუაჩემმა იცოდა ხშირად თქმა.. " სეგნებულ კაცთან მოგცა საქმეო"- ვეთანხმები ...
მე ვიცი, თეფშით საჭმელს რომ მოგაწოდბენე ის ნაჭერი უნდა გადმოიღო, რომელიც შენ მხარეს არის, მაგრამ იქნება ქათმის ფრთა არის და მე მკერდის ნაწილი მინდა?
ვიცი, რომ სუფრასთან თმის გასწორება არ შეიძლება, მაგრამ თუ თმის ჩხირი მვარდება და თმა მეპუწება ჩემი გაჯეჯილი თმის ყურაებას არ ჯობია ავიკაპიწო?
ჩაიში ჩაგდებული ლიმნის მირთმევაც მიყვარს!
სპექტაკლზე კანფეტის ქაღალდის ჭრაჭუნიც აკრძალულია, მაგრამ იქნება დიაბეტიკი ვარ და აუცილებელია ტკბილის მიღება?
სკამზე ჯდომისას ფეხებს იატაკამდე ვერ ვაწვდენ და მირჩევნია მოკეცილი მქონდეს.
ვარ :უეთიკო: ადამიანი!
პ. ს. სულ მინდოდა ეთიკის მასწავლებელს შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ მერე ნიშანს დამაკლებდა და... :შიშიოხერია:
ფეხს ერთხელ კი არა, ორჯერ ვიხვევ მეოერე ფეხზე.
ნუ, მე ისედაც ცნობილი ვარ, როგორც ყოვლად უზნეო პიროვნება.
მასეთი იმდენი რამის ჩამოთვლა შემიძლია.
თურმე ტელეფონზე 3-4 ზარის გასვლის მერე უნდა გათიშო.
რახანც აქამდე არ გიპასუხეს ე. ი. არ სცალიათ და საქმეს არ მოწყვიტოო.
იქნება ვკვდები და დიდი საქმე მოწყდეს საქმეს!
ჩემთვის ხინკლის ჭამა დანა-ჩანგლით უეთიკობაა!!!
ისე, რასაც 100%-ით ვეთანმხები-სუფრაზე რომ მიდიხარ დამშეული არ უნდა მიხვიდე, ისე, რომ გვერდით მჯდომს ვერ ხედავდე საჭმელზე გამწარებული
აბა ტკბილეულს რომ მომართმევენ მეკეტება
მარტო მე და ის (ნუგბარი) ვრჩებით
გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი ხდება და მხოლოდ მასთან შეერთების სურვილი მრჩება
ყავაში 7-9 კოვზ შაქარს ვიყრი და ვიცი სტუმრად მისი დალევა სირცხვილია, მაგრამ ზოგი ისე დაჟინებით მთავაზობს უარს ვერ ვეუბნები
პ. ს. მერე კი ნანობენ
ქევანა
tamuna m
ა ნ უ კ ა
რა გულახდილები ხართ გოგონებო
გამახალისეთ მაგრად
თქვენ გაიხარეთ. კარგები ხართ ))
tamuna_m
სად წავიდა აქ პოსტები გუშინ იუზერმა რისხვა რომ დაგვატეხა. : ) მეც დავწერე რაღაც ნახევრად კი მეძინა..
აა ხო ვთქვი რომ პირიქით, ჩანგლით ჭამაა უეთიკობა, წვენის ამბავი და რამე, რავი, მე რომ ვჭამ ჩანგლით სულ მეჩხუბებიან და ნებისმიერ სუფრაზე ორ საათიან გაკვეთილს ვისმენ .
გუშინაც ერთმა იუზერმა იეღოველი იქნებიო. : ) ხო და რავი "სიყვარულს მიხსნიდა," და ზნეჩვეულებებსაც აგიხსნიო..
გასცა პასუხები გუშინ, ამ კონკრეტულ ქმედებებში რას ხედავს ასეთ დამაქცეველს?
იუბილარისთვის განკუთვნილი თაიგული, როგორც წესი, უნდა იყოს შედარებით დიდი ზომის: სტუმრად მისვლისას თაიგულს აძლევთ დიასახლისს, თუნდაც იუბილარი ქმარი იყოს.
ავადმყოფის ნახვის დროს მიუტანეთ მომცრო თაიგული, რომელიც ღია ფერის ყვავილებისგანაა აკონილი და აქვს ნაზი სუნი. არ ღირს თეთრი ყვავილების მიტანა, საავადმყოფოს პირობებში ისედაც ბევრი რამაა თეთრი ფერის.
თვით მეც დღეს გავიგე ამ თემის არსებობის შესახებ...
რამოდენიმე ძალიან მომეწრონა და აი ისინიც
marine
უზრდელს მარტო ჩემ თავს ვიტან
ნუ პოსტავთ უაზროდ! ვიცი რომ ცხელა, მაგრამ მეც და ამ თემას და ამ განყოფილებას გაუგეთ
ბოლოს ვინც პოსტავდა იმათ ეხებათ, ორი ადამიანია ასეთი და წავშალე იმათი პოსტები, მეორეჯერ არ დავინახო აქ "გავუზიაროთი"-ს ამბები
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=583%3Arogor-moviqceth-sufrasthan-etiketi-da-kargi-manerebi&catid=34%3Archevebi&Itemid=228
კარგი მანერები და სუფრასთან მოქცევის წესები ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს! შესაძლოა, ბევრისთვის ეს მომაბეზრებელი და უსარგებლო შეზღუდვებია, თუმცა მისი დაცვა გარკვეულ წრეებში აუცილებლად მოგიწევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ ხმამაღლა მოხვრეპილმა ჩაიმ ან კბილების გამოჩიჩქვნამ სამუდამოდ დაგიხუროთ მათი კარი.
ტერმინი ეტიკეტი ფრანგული ენიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს ქცევის კოდექსს, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ.
სუფრასთან მოქცევის მთავარი წესია, რაც შეიძლება ჩუმად, ან სულაც უხმაუროდ მიირთვათ და დალიოთ.
მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ამ ხელსახოცით ხელის ან პირის გაწმენდა რეკომენდირებული არაა, მაქსისმუმ - ტუჩებზე ნაზად მიიდოთ სასმელის დალევის შემდეგ სისველის შესაშრობად. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ.
სუფრასთან დაჯდომისთანავე მაშინვე ჭამას ნუ დაიწყებთ. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ. საკვების დაწუნება ცუდი ტონია. მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა კი ყოველთვის მისასალმებელია.
ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.
თუ თეფშის გარშემო ბევრი სახეობის დანა-ჩანგალია დალაგებული, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი "გარედან–შიგნით" პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ისე კი, მაინცდამაინც აუცილებელი არაა ბოლო კოვზიც მიირთვათ. მთავარი თეფშის თავთან პატარა თეფში პურისთვისაა განკუთვნილი. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.
GEMRIELIA
კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.
ჩანგლით მხოლოდ იმდენი საკვები აიღეთ, რამდენის აღებაც დისკომფორტს არ შექმნის და თეფშზეც არ ჩამოიყრება. ამასთანავე პირს მთლიანად ნუ გაივსებთ საჭმლით. ღეჭეთ მოკუმული პირით და ლუკმებს შორის მცირე ინტერვალები გააკეთეთ.
თუ ერთ გვერდით მჯომთან გსურთ საუბარი, ამის გამო მეორეს ზურგს ნუ შეაქცევთ. ხოლო თუ თქვენსა და მოსაუბრეს შორის კიდევ ერთი ადამიანი ზის, შეეცადეთ მის ზურგსუკან ისაუბროთ და არა მის წინ გადმოწეულებმა.
არასოდეს შეიმჩნიოთ, თუ სუფრის რომელიმე წევრი ეტიკეტის დარღვევით მიირთმევს, მაგრამ თავად შეეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. თუ მაინც ვერ ახერხებთ ეტიკეტის დაცვას რომელიმე ეგზოტიკური კერძის მირთმევისას, სჯობს დაარღვიოთ იგი, ვიდრე მისი დაცვის უხერხული მცდელობით მიიქციოთ მთელი სუფრის ყურადღება.
ხორცი ან სხვა ნებისმიერი კერძი არასოდეს დაანაწევროთ ლუკმებად ერთბაშად. მოაჭერით მხოლოდ იმდენი რასაც ერთ ლუკმად შეჭამთ. შემდეგ კვლავ მოაჭერით პატარა ნაწილი და ა.შ.
თუ მასპინძელი ხართ, სტუმრებზე ადრე ნუ დაამთავრებთ ჭამას, მით უმეტეს, თუ ეს კერძი ბოლოა სუფრაზე. დაელოდეთ სანამ ჯერ სტუმრები დაასრულებენ. მთავარი კერძის შეთავაზება სტუმრებისთვის დაშვებულია ორჯერ, მაგრამ თუ სტუმარი ხართ, თავად ნუ მოითხოვთ დამატებას. ასევე ნუ მოითხოვთ მეორე ფინჯან ჩაის ან ყავას თუ კი სტუმართა ნაწილს ჯერ პირველიც არ მიუღია.
სუფრასთან ნებისმიერი ტიპის მომსახურებისას გადაიხადეთ მადლობა.
სუფრასთან დაჯდომის წინ ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ, რათა გარშემო მყოფნი გაუთავებელი წკრიალით არ შეაწუხოთ. ეს ცუდი ტონია. თუ მნიშვნელოვან ზარს უნდა უპასუხოთ, ბოდიში მოიხადეთ და მოშორებით გადით - აუცილებელი არაა თქვენი საუბარის მომსწრე მთელი სუფრა გახდეს.
სადილის ან ვახშმის დასრულების შემდეგ დანა ჩანგალი თეფშზე დიაგონალზე, ერთმანეთის პარალელურად დადეთ - ეს ნიშნავს რომ თქვენ დაამთავრეთ.
დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასოდეს, არასოდეს მოხვრიპოთ!
“კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამს მოკრძალებით, ტაქტიანად, მუდამ ინარჩუნებს აკადემიურობას“.
"უკულტურობის ტალღა"
"ზედმიწევნით თავაზიანი"
"მე მგონია, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი გულწრფელად იქცევა".
/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/
"თავაზიანობა - ესაა მორალური ღირსება ადამიანისა, რომლისათვის სხვა ადამიანების პატივისცემა ურთიერთობის ფორმაა. იგი თავის თავში მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა - ყურადღება, კეთილგანწყობა, დელიკატურობა და ტაქტი. ყოველივე ამას სახარება გვასწავლის".
"არასდროს დაივიწყოთ, რა დაისახეთ მიზნად და რამდენჯერაც გადაუხვევთ, იმდენჯერ დაუბრუნდით მას. მცირე წარმატების შემთხვევაში შეაქეთ და წაახალისეთ თქვენი თავი. ნუ წამოიწყებთ ბრძოლას ერთბაშად რამდენიმე ჩვევასთან. ერთით დაიწყეთ და ეს სხვების დაძლევაშიც ავტომატურად დაგეხმარებათ. შეიცვალეთ გარემო, ის რაც აპროვოცირებს თქვენს ქცევას, მოიშორეთ, მათ შორის თქვენი მავნე ჩვევის წამქეზებელი ადამიანები. შეირჩიეთ ის სტიმულები, რაც შეგძენთ ხალისს და ენერგიას, ყველაფერზე ერთბაშად ნუ იტყვით უარს. იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რასაც მავნე ჩვევა გიკმაყოფილებთ, ჩამანაცვლებელი შეარჩიეთ. რა უნდა ქნათ თუკი კონტროლი დაკარგეთ საკუთარ თავზე? - აპატიეთ საკუთარ თავს და განაგძეთ ბრძოლა. რამდენიმე მძიმე დღე მოგელით, მაგრამ ამას საკუთარი მიღწევით კმაყოფილების და საკუთარი თავისადმი პატივისცემის განცდა მოსდევს და ეს გაგიადვილებთ წინსვლას".
/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/
"კლიმენტი ალექსანდრიელი განსაკუთრებული ყურადღებით მოძღვრავს ქრისტიანებს საკვების მიღებასთან დაკავშირებით. მისი რჩევით, ქრისტიანებმა თავდაჭერილად უნდა გადაიღონ კერძი, არ დაისვარონ ხელები, წვერი და სუფრის ის ნაწილი, სადაც სადილობენ. უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და გარკვეული პერიოდულობით გადმოიღონ სხვა ულუფა."
"თუნდაც უგემური გამოგივიდეს სადილი, მაინც არ უნდა გალანძღო და დაამცირო საკვები, რომელსაც პირში იდებ; უნდა მადლობდე ღმერთს დიდი წყალობისთვის"
"მშვენიერი სული და ქცევა ჰქონდა"
"კულტურული მამაკაცები მანდილოსანთან საუბრისას პერანგის ღილს საყელოსთანაც კი იკრავენ".
"კულტურა - ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მის ყოველ მოძრაობაში, სიტყვასა თუ მდუმარებაში უცხო, განსაკუთრებული სულიერი კულტურა იხილვებოდა"
"ადამიანი ქცევაში ჩანს და ქცევაა განმსაზღვრელი შინაგანი კულტურისა"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ბებიაჩემი დიდად მწიგნობარი ქალი არ იყო, მაგრამ საოცარი კულტურა და ზრდილობა ჰქონდა. სახლში შემოსულ ყველა ადამიანს, თუდნაც ბავშვი ყოფილიყო, ფეხზე ადგომით ეგებებოდაო", - წერდა ერთგან ნოდარ დუმბაძე".
"შეხედეთ ქუჩას და უცებ დარწმუნდებით, რომ ჩვენ არა მარტო კულტურასა და ზრდილობას, არამედ ადამიანურ იერ-სახესაც ვკარგავთ!"
"არავითარი ცოდნის შეძენას სარგებლობა არ მოაქვს, თუ კაცს პატიოსნება და ზრდილობა არ ამშვენებს"
"მარტო ტექნიკა კიდევ არ ნიშნავს განათლებას, ისევე როგორც მარტო ახალმოდურობა არ ნიშნავს კულტურას!"
/ლევან გოთუა/
"გარეგნობა ვერაფრით გაუტოლდებოდა განათლებულ გონებასა და დახვეწილ მანერებს"
/ენ ბრონტე/
"პურობის წინ მიღებული იყო ხელის დაბანა. ანტიკურ ქართლში კი ზეთსაც იცხებდნენ. წმ. ნინოს მცხეთაში დამკვიდრების ამბის გადმოცემისას ლეონტი მროველი წერს: "დაჰბანნა ხელნი და სცხო ზეთი, მოართუა პური და ღვინო". ჰიგიენის ამ დეტალს ახსენებს XVII საუკუნის მოღვაწე ლამბერტი, რომელიც მეგრელთა პურობაზე საუბრისას დასძენს: "პურის საჭმელად როცა დასხდებიან, ხელს იბანენ, ამისათვის მოსამსახურე ტაშტით და ხელადით ცქვიტად ჩამოუვლის ყველას (უფროსიდან დაიწყებს, რასაკვირველია) და მიართმევს ხელის დასაბან წყალს. ამ მოსამსახურეს მოსდევს მეორე და მოაქვს ერთი ხელსახოცი მხოლოდ პირველი სამი თუ ოთხი კაცისათვის, რომელნიც თავში სხედან; დანარჩენებმა კი თავიანთი ცხვირსახოცით უნდა შეიმშრალონ ხელები. ამავე ცხვირსახოცით ხელებს იწმენდნენ პურის ჭამის დროს".
ტრაპეზის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ელოცათ. ეს არა მხოლოდ შუა საუკუნეებში იყო მიღებული, არამედ XVIII-XIX საუკუნეებშიც ჩვეულებრივ წესად ითვლებოდა. პლატონ იოსელიანი გიორგი XII-ზე წერს, რომ "უკურთხებელი სუფრისა, არა მიმრთმევი არც სადილსა, არცა ვახშმისა". სხვა ადგილას მეფის ბიოგრაფი საგანგებოდ წერს, რომ "სადილი მისი არ იქნებოდა თვინიერ მღვდლისა, რომელიც მარადის მამაო ჩვენისა თქმითა, აკურთხევდა დაგებულსა სუფრასა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.204/
"კულტურა - ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული"
/ღირსი პაისი ათონელი/
"კულტურას აქვს ორი მხარე - შინაგანი და გარეგანი. ჩვენი გარეგანი კულტურა, ანუ შესამოსელის კულტურა და მეტყველების, ქცევის, ადამიანთა დამოკიდებულების კულტურა არის გამოხაატულება შინაგანი კულტურის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ტანსაცმელი არის იმის გამოხატულება, ადამიანს აქვს თუ არა საერთოდ კულტურა. ვეცადოთ, რომ თუ არ გვინდა, სხვებისათვის მაცდუნებლად გამოვიყურებოდეთ, დავიცვათ გარკვეული ტრანდიციები, მით უმეტეს, ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)