თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ იოჰან სებასტიან ბახი
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 20 2009, 11:36 PM
იოჰან სებასტიან ბახი (*21 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - † 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.
ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704).
არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.
ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).
სავიოლინო სონატა Nº1, სოლ მინორი (BWV 1001). ბახის ხელნაწერი
ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.
ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX-ე საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას.
ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ.
ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში.
ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ.
B Y W I K I P E D I A
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?
1. ძალიან კარგი კომპოზიტორია
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?
ჩემ კითხვებს გავცემ მე პასუხს
1. ძალიან კარგი კომპოზიტორია
2. უდიდესი , ენით აუღწერელი გრძნობაა რომელსაც ვერავის გადასცემ რაღაცა სასწაულია .
3 . გლენ გულდი ....
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 20 2009, 11:46 PM
რომ არა ბახი...
ციტატა
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?
1) რას ვფიქრობ? იმას რომ ის ამოუწურავია ჩემთვის...
ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩავწვდი...
2) სხვადასხვა გრძნობაა... განსაკუთრებით თუ საორღანო ნაწარმოებს ვუსმენ...
3) გულდის დაკრული უფრო ხშირად მომისმენია და ვუსმენ, ვიდრე სხვა რომელიმესი, ასე რომ...
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 20 2009, 11:50 PM
ციტატა
3) გულდის დაკრული უფრო ხშირად მომისმენია და ვუსმენ, ვიდრე სხვა რომელიმესი, ასე რომ...
კი ვირსალაძეც კარგია . ვირსალაძე გულდის დონე არაა მთლად მაგრამ არ ჩამორჩება :) .
ქევანა%
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 21 2009, 04:11 PM
ციტატა
ვირსალაძეც კარგია
აი ეხლა ვეძებდი იუტუბზე ვირსალაძის დაკრულ ბახს სპეციალურად
და ვერ ვნახე
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 21 2009, 04:26 PM
ქევანა
ხო ძალიან ცუდია .
პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 25 2009, 03:01 PM
ციტატა
ესეც იუთუბის ლინკი:http://www.youtube.com/watch?v=ipzR9bhei_o(აბა გამოიცანით რა ნაწარმოებია )
ეხლა ვსტავლობ და რო დავამხეცებ დაგიკრავთ მერე
ლინგვოს გაუხარდება
პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Mar 25 2009, 03:53 PM
გაიხარე ამ თემის ავტორო, დიდება შენ!!!
ახალს და საინტერესოს ვერაფერს ვიტყვი ბახზე, ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი რომაა ეს მარტო მე მაინტერესებს ამიტომ მხოლოდ აქ მოცემულ ლინკებს გამოვიყენებ
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 04:28 PM
dariala
მიხარია , რომ ბახი ასე გიყვარს.
ციტატა
ესეც იუთუბის ლინკი:http://www.youtube.com/watch?v=ipzR9bhei_o(აბა გამოიცანით რა ნაწარმოებია )
ვგიჟდები მაგ ნაწარმოებზე.
ქევანასხვებმა არ იაქტიურეს რატომღაც და მე ვიფიქრე ცოტახანი დავიცდი მეთქი მაინტერესებს სადამდე შეტოპავენ თქო
http://www.youtube.com/watch?v=ZpESNhE3VmQ&feature=related
მშვენიერი სინფონიაა ძალიან კარგი , მაგრამ ამ ბავშვზე უკეთესი შემსრულებელი ვერ ვიპოვე .
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 25 2009, 04:50 PM
tustusa-gogo
ციტატა
ეხლა ვსტავლობ და რო დავამხეცებ დაგიკრავთ მერე
რა ქენი იცი? მობილურით გადაიღე და.. აქ თU არ დადებ, მე მაინც გამომიგზავნე, ანონიმურობა და საავტორო უფლებები და საიდუმლო დაცულ იქნების
პიონერულ სიტყვას ვიძლევი....
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 08:31 PM
ციტატა
რა ქენი იცი? მობილურით გადაიღე და.. აქ თU არ დადებ, მე მაინც გამომიგზავნე, ანონიმურობა და საავტორო უფლებები და საიდუმლო დაცულ იქნების
რატომ? მეც მაინტერესებს . ჩაიწეროს დიქტაფონით მერე ატვირთოს და დააგდოს აქ ლინკი
შევაფასებ აბა ერთი როგორ იცის
ხო იცი მე რა ტიპი ვარ ეგრევე ჩავჭრი კოჭლობაში
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 25 2009, 08:52 PM
ციტატა
შევაფასებ აბა ერთი როგორ იცის ხო იცი მე რა ტიპი ვარ ეგრევე ჩავჭრი კოჭლობაში
რატო უნდა ჩაჭრა, რას ერჩი, ანგელოზივით გოგოა
ისე, Belief, სად მოასწარი მუსიკის და ისტორიის სწავლა...
ბახის მათეს ვნებანი
http://www.youtube.com/watch?v=M_LLFfFXaUA
(შევეცადე მოსასმენად კარგი ნაწილი ამერჩია. არ დაიღლებით რა)
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 09:44 PM
ციტატა
რატო უნდა ჩაჭრა, რას ერჩი, ანგელოზივით გოგოა ისე, Belief, სად მოასწარი მუსიკის და ისტორიის სწავლა...
მუსიკაში მაგას არ აქვს ქევანა მნიშნველობა ანგელოზი ხარ ტუ ტარტაროზი
ჩემო ქევან ჯერ სად ხარ მალე კიდევ ბევრი რამის ცოდნას გამოვავლენ დამაცა დამაცა . მე ყველაფრის შესწავლა გულდასმით მოვასწარი ისე კი არა . მუსიკას რაც შეეხება შვიდწლედი მაქვს დამთავრებული . მაგას არაფრად ვთვლი კიდევ კურსებიც მაქვს გავლილი.
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 25 2009, 09:49 PM
ციტატა(tustusa-gogo @ Mar 25 2009, 04:01 PM)
ეხლა ვსტავლობ და რო დავამხეცებ დაგიკრავთ მერე
ლინგვოს გაუხარდება
ვაა რა მაგარია
მშვენიერი თემაა
რავიცი მე რაც შემეხება მიყვარს შოპენი უფრო
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 25 2009, 10:14 PM
ციტატა
მაგას არაფრად ვთვლი კიდევ კურსებიც მაქვს გავლილი.
და რისი კურსებიო?
ციტატა
მუსიკაში მაგას არ აქვს ქევანა მნიშნველობა ანგელოზი ხარ ტუ ტარტაროზი
ბუნებითაც რომ იყოს, მაინც არ?
ჰო კაი, თითს ვკაკვავ
შუბერტზეც თუ იქნება თემა, კარგი იქნება
საწყალი შუბერტი... მისმა ცხოვრებამ დამამწუხრა
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 10:17 PM
ქევანა
ხო შუბერტი კარგია .
მუსიკის კურსებზე საზღვარგარეთ. კლასიკურზე ოღონდ . შევისწავლეთ რაღაცეები.
არა ქევანა ბუნება არაფერშუაშია მუსიკაში შიგნით უნდა გქონდეს განაწილებული . თანაბრობა თავის ადგილზე - სუფთა უნდა იყოს დაკრული . ცოდა ზებუნებრივი და მეოცნებე ხასიათიც თუ შემატე ჰომ კარგი . მარა მეოცნებე და ზებუნებრივი ბახში აუცილებელია.
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 25 2009, 10:19 PM
კლასიკურ მუსიკაში ახლახანს შევდგი ფეხი და რაღაცეებს გკითხავთ ხოლმე
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 10:31 PM
ციტატა
კლასიკურ მუსიკაში ახლახანს შევდგი ფეხი და რაღაცეებს გკითხავთ ხოლმე
კაია აბა გვკითხე.
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 25 2009, 11:19 PM
მირჩიეთ რაიმე კომპოზიტორები ისეთი შოპენის ნაირები, სევდიანი და რომანტიული
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 05:23 PM
ციტატა
მირჩიეთ რაიმე კომპოზიტორები ისეთი შოპენის ნაირები, სევდიანი და რომანტიული
პახულსკი
BOOსევდიანი და რომანტიული ბევრია პახულსკი გითხარი , შუმანი - ყველაზე ფანტაზიური და რომანტიულია .
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 26 2009, 05:29 PM
ციტატა(BOO @ Mar 25 2009, 08:19 PM)
მირჩიეთ რაიმე კომპოზიტორები ისეთი შოპენის ნაირები, სევდიანი და რომანტიული
ვივალდი
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 05:29 PM
ციტატა
ვივალდი
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 05:33 PM
Belief
შენ გაიხარე შე კაცო! ეგრე რა ეს რა მაგარი თემა გახსენი ჩემ სუსტ წერტილს კლასიკას შეეხე და ბახი ხო საერთოდ სუპერია ძალიან მიყვარს ამაზე ნაკლები თემა არ გაგეხსნას ამის შემდეგ
ციტატა(k@the @ Mar 26 2009, 05:29 PM)
ვივალდი
+1
სეზონებს მოუსმინე და მოგეწონება ვივალდი მაგრამ ვივალდიზე მაგარი maksim mrvica ეს არი ახალია კლასიკაშიც არ გადის ბოლომდე ძალიან მაგარია (ჩემი სისუსტე
)
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 05:36 PM
ბექა
აგრემც ვალმოხდილ ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები
ციტატა
+1
ბექა ანტონიო ბატონი ნაღდადაც კარგი კომპოზიტორია , მაგრამ ბუუ-ს სხვა ჭირდება . ვივალდი სხვა რაღაცაა ხომ გესმის მე გეუბნები როგორც პროფესიონალი , რომ ვივალდს აქვს სხვა რაღაცა . მე მაგალითად ბუუს შუმანს ვურჩევდი უფრო რომანტიული და ფანტაზიურია . თუმცა ძნელი შესასრულებელი .
ეხლა ვივალდის შესრულება ფორტეპიანოზე ცოტა იშვიათია აი რაც გითხარი ვივალდი სხვა რაღაცაა..
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 05:38 PM
Belief
შენივე თემას რატო აფუჭებ ამიხსენი არ შეიძლება მარტო მუსიკაზე ისაუბრო და არ ჩააქსოვო პოლიტიკა 100 სიტყვიდან 120 პოლიტიკაზე გაგიგია?
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 05:41 PM
Belief
აი აი აი
ციტატა
შუმანს ვურჩევდი
მაგარია ძალიან შუმანის ძალიან თან, რამდენი ხანაი არ მომისმენია ჩავრთო ერთი (happy)
პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Mar 26 2009, 05:46 PM
ციტატა(ქევანა @ Mar 25 2009, 09:52 PM)
რატო უნდა ჩაჭრა, რას ერჩი, ანგელოზივით გოგოა
ისე, Belief, სად მოასწარი მუსიკის და ისტორიის სწავლა...
ბახის მათეს ვნებანი
http://www.youtube.com/watch?v=M_LLFfFXaUA
(შევეცადე მოსასმენად კარგი ნაწილი ამერჩია. არ დაიღლებით რა)
ერთობ ვისიამოვნე, თავადაც მოგწონს კლასიკა?
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 05:50 PM
Belief
ციტატა
სენც მესაუბრენ მუსიკაზედა ზედა
მუსიკას რაც შეეხება, ძირითადად ვუსმენ, ვივალდის, მოცარტი, ჩაიკოვსკი მარა ყოველ საღამო მაკსიმს რო არ მოვუსმინო არ შემიძლია
აი ნახე
ამ კომპაზიციის გადამკიდე ერთხელ ლამის ავილეწე
http://www.youtube.com/watch?v=1apK942NqZM
P.S. როცა მანქანით მიდიხართ არასოდეს მოუსმინოთ
ეს კი ჩემი უსაყვარლესია
http://www.youtube.com/watch?v=YkKue_MEnkk და still waters ნახეთ კიდე
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 26 2009, 06:08 PM
ციტატა(Belief @ Mar 26 2009, 06:23 PM)
პახულსკი
BOOსევდიანი და რომანტიული ბევრია პახულსკი გითხარი , შუმანი - ყველაზე ფანტაზიური და რომანტიულია .
მადლობა..შუმანი კარგი იყო, რასაც ვეძებდი ზუსტად ის
ციტატა(ბექა @ Mar 26 2009, 06:50 PM)
ამ კომპაზიციის გადამკიდე ერთხელ ლამის ავილეწე
http://www.youtube.com/watch?v=1apK942NqZM
P.S. როცა მანქანით მიდიხართ არასოდეს მოუსმინოთ
ისეთი ემოციურია აილეწები აბა რას იზამ
პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Mar 26 2009, 06:19 PM
გურამ დოჩანაშვილის "იოჰან სებასტიან ბახი"
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 06:23 PM
BOO
ციტატა
ისეთი ემოციურია აილეწები აბა რას იზამ
სამაგიეროდ მაგარია
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 26 2009, 06:29 PM
ციტატა(ბექა @ Mar 26 2009, 07:23 PM)
BOOსამაგიეროდ მაგარია
როცა მანქანა ამის საშუალებას გაძლევს ხომ უკეეთესი
ადრე ფილმს ვუყურე ''The Piano'' და ძალიან მომეწონა მუსიკა, მერე აღმოვაჩინე Michael Nyman
აი ეს ადგილი მომწონს განსაკუთრებით http://www.youtube.com/watch?v=0Su8LXNS16A
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 06:31 PM
BOO
ციტატა
როცა მანქანა ამის საშუალებას გაძლევს ხომ უკეეთესი
მაგის ბედნიერება მაგ დროს არ მქონდა
რო რამე საშუალება მოეცა
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 26 2009, 06:37 PM
მიხარია რომ თემა აქტუალურია
ეს ერთი და სხვა მრავალი მსგავსი...
Belief
ციტატა
გეუბნები როგორც პროფესიონალი , რომ ვივალდს აქვს სხვა რაღაცა .
1) რა ინტრუმენტზე უკრავთ, მუსიე?
პიანინო თუ?
2) მაინც რა აქვს ვივალდის?
zegardeliკი, მე თითქმის ყველაფერს ვუსმენ რაც მელოდიური და მუსიკალურია
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 26 2009, 06:42 PM
ვივალდს რატომ აქვს სეზონების მიხედვით ესე? გაზაფხული, შემოდგომა..
ციტატა(lashuka. @ Mar 26 2009, 07:25 PM)
ლექ-სენს მაშინ უნდა მოუსმინო როცა ავტომატიკის დროს მანქანა, რომ სიჩქარეში რთავს და ბიძგს აძლევს მაგ დროს
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 07:06 PM
ციტატა
ბახი მაგარია მარა სად ლექ-სენი
საცოდაო საქართვეოლო რავა ჯომოლუნგმისაკენ მიექანები
ციტატა
1) რა ინტრუმენტზე უკრავთ, მუსიე? პიანინო თუ?
მისიე გენაცვალოს , მე ვურკავ ფორტეპიანოზე და ვიოლინოზეც
ციტატა
ვივალდს რატომ აქვს სეზონების მიხედვით ესე? გაზაფხული, შემოდგომა..
ამას ერთად ,,წელიწადის დრონი'' – ეწოდება .
ციტატა
2) მაინც რა აქვს ვივალდის?
მოდი მარტივად გეტყივი . ენით აღუწერელია . ვივალდი ავადმყოფი იყო . ჰაერის უკმარისობა სჭირდა და ამიტომ . აი ისეთი არ არის როგორიც სხვები უფრო მეტად სხვა რაღაცაა რა ვივალდი .....
რა გინდა ქევანა?
http://www.youtube.com/watch?v=pe-MIDDfckw
ეს არის ბოლო სიტყვა ვივალდიზე . გთხოვთ არ გააგრძელოთ თემა არის ი.ს ბახის ანუ როგორ ჭკვიანი კაცი იტყოდა იოსებ სერგოს ძე ბახის
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 26 2009, 07:06 PM
ციტატა(Belief @ Mar 26 2009, 08:04 PM)
ამას ერთად ,,წელიწადის დრონი'' – ეწოდება .
აააა
და Piano Quartet in Eb, Op. 47 - 2 - Scherzo; Molto vivace
OP.რას ნიშნავს და ეს ებ და როგორ იკითხება? ზოგჯერ რაღაც რომ მომეწონება ვერ ვიმახსოვრებ დასახელებას ესეთი გრძელი რომაა
მგონი მე აურიე ეს თემა
ბახზე იყო
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 07:07 PM
Belief
ჩემი ლინკები ნახე?
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 08:02 PM
ბექა
კი , ძალიან ლამაზი ნაწარმოებები შეგირჩევია !
ციტატა
Piano Quartet in Eb, Op. 47 - 2 - Scherzo
ეს არის ფორტეპიანოს კვარტეტი . Op- ნიშნავს ოპუსს ანუ თხზულებას . ყოველი ნაწარმოებები არის დანომრილი და თხზულებებია .
ბუუ გთხოვ ბახზე ვისაუბროთ ეხლა რა და მუსიკის გარშემო ეს რაც მკითხე მუსიკას ეხება , მაგრამ ვივალდიზე ნუ გადავიჭერით.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 26 2009, 08:47 PM
ციტატა
პ.ს ნახე რა დავკნინეეეეეე
არადა რეაქცია არ მაქ
ციტატა
ქევან აბა ისევ მე და შენ კაც გულდზე ვისაუბროთ
სიამოვნებით
ის შენეული შეფასება "ღმუილი" არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ღმუილი არაა... როცა უკრავ, განა გულში არ მღერიხარ ტაქტებს?
გულდი უბრალოდ ხმამაღლა მღერის ....
ციტატა
ახლა მე ბახს ვუსმენ
მე ზამთარს... მაგრამ გადავალ ეხლა ბახზეც... მით უმეტეს გულდის დაკრულზე ...
http://www.youtube.com/watch?v=8-KyL2gMxV8&feature=related
Glenn Gould - Bach Concerto in D minor (1 of 3)
აი ეხლა ამას ვუსმენ სწორედ და თან ვეძებ კონკრეტულად ამ ნაწარმოებზე ინფორმაციას... ისტორიას... მომწონს და ვცდილობ გავიგო რას გადმოსცემს კომპოზიტორი... თუ ამას გავიგებ და მერე გულდის დაკრულსაც დავუგდე ყური, უფრო შევძლებ დავაფასო პიანისტი.
ჯერ ჯერობით არაფერი გამომდის, ჩემი საკუთარი ემოციის გარდა არაფერია ჩემ თავში
რა ცუდია
პ.ს. ისე ბილიF, ნუ ღელავ, ამ საუბრის შემხედვარე სხვებიც მოვლენ მსგავს განწყობაზე
და ... :იმედი მაქ ერთ-ერთი საინტერესო თემა იქნება:
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 27 2009, 11:51 AM
ციტატა
ის შენეული შეფასება "ღმუილი" არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ღმუილი არაა... როცა უკრავ, განა გულში არ მღერიხარ ტაქტებს?
ვხუმრობ რათქმა უნდა , მაგრამ როგორ გგონია ჩანაწერებში არ შეეძლო წაეშალა ეს სიმღერა? მაგრამ არ მოინდომა . მაგარი კაცი იყო ....
ისე არც მე მომწონს ეგ შეფასება რათქმა უნდა მეც ვმღერი თან გულში არა
ისედაც
ქევანაქევანიკუნიკუნა გენატალე , ინვენციებს ჩაწვდი , რომ კონცერტზე გადადიხარ? ჯერ ინვენციები ისმინე რა გთხოვ.
პ.ს ნახეეთ რა დავაკნინუნეე?
პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 28 2009, 06:05 PM
იოჰან სებასტიან ბახი
"კარგად (თუ სწორად) ტემპერირებული კლავირი", ტომი I.
ფორტეპიანო - გლენ გულდი (ბახის ერთერთი განუმეორებელი შემსრულებელი)
http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=39b88a3f16e238c2
- - -
ტომი II.
სვიატოსლავ რიხტერის შესრულებით.
http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=c0b00c3edd5deb69
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 12:23 PM
ციტატა
1) http://www.youtube.com/watch?v=AJZS0qCrSqw2) http://www.youtube.com/watch?v=Jm1gZkzdIHU&feature=related ეს უკვე პრელუდიაა, მაგრამ საოცრად ლამაზი და ცნობილი http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg
http://www.youtube.com/watch?v=E_ttS3JtRxY ესეც ნახე უცნობილესი და ულამაზესი ინვენციაა
რა ინვენციებიც დადე ყველას ვუკრავდი ერთ დროს , მაგრამ ხომ უნდა გაიზარდო ახლა უფრო ძნელებს ვეტანები.... თუმცა ესენიც არაა ადვილი და მინდა ხელახლა ვისწავლო . და მაგ პრელუდიასაც , ამასაც რაც ეხლა დაგიდე
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 29 2009, 12:27 PM
ციტატა(ქევანა @ Mar 27 2009, 11:16 PM)
http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg
რა ლამაზი მელოდიაა, დატკბები მისი მოსმენით
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 12:33 PM
ციტატა
რა ლამაზი მელოდიაა, დატკბები მისი მოსმენით
კი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ცოტა ბანალურობისაკენ მიექანება , ძალიან ცნობილია . ქევანამ ინვენციები დადო და მეც დავდე და იქნებ იმას მოუსმინო...
პ.ს ამით იმის თქმა არ მინდა , რომ მოსაწყენი და ისეთი გახდა ეს მელოდია . ეს მელოდია უკვდავია , მაგრამ სწორედ გამიგეთ ყველამ იცის !
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 01:25 PM
პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 29 2009, 01:30 PM
Belief
პრელუდია და ფუგა დადე I ტომიდან C minor ფუგას შემდეგ ჯანიზ ჯოპლინის summer time მოაყოლე და ჩათვალე შთაბეჭდილება მოხდენილი გაქვს
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 04:47 PM
tustusa-gogo
http://www.youtube.com/watch?v=eJkaw_Vwz0Y
http://www.youtube.com/watch?v=u7Ac3eRarGI
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 29 2009, 05:23 PM
ციტატა
http://www.youtube.com/watch?v=E_ttS3JtRxY ესეც ნახე
ესეც მშვენიერია, წყნარი და მშვიდი.. ოდნავ მელანქოლიური.... და კარგადაც ასრულებს...ჩემი სამოყვარულო შეფასებით
მეორეც ... პრელუდია და ფუგა...
ჰუჰ.. ჯოპლინ
და ისე, ბილიეF, შენი მთავარი ინსტრუმენტი პიანინოა?
ისე მაინტერესებს... განა რამე... მაგრამ თუ რამე კონფიდენციალურია, ყურში მითხარ ..
lchძალიან სასიამოვნოა, რომ ატვირთე
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 05:42 PM
ციტატა
ესეც მშვენიერია, წყნარი და მშვიდი.. ოდნავ მელანქოლიური.... და კარგადაც ასრულებს...ჩემი სამოყვარულო შეფასებით
კი . უკეთესი ვერსიებიც მომისმენია
ციტატა
და ისე, ბილიეF, შენი მთავარი ინსტრუმენტი პიანინოა? ისე მაინტერესებს... განა რამე... მაგრამ თუ რამე კონფიდენციალურია, ყურში მითხარ ..
აიტ , შე ყურუმსაღო შენა ჰაა
. პიანინო არა ფორტეპიანო . მთავარი რას ნიშნავს ვერ გავაცნობიერე
ამ შემთხვევაში ;D
ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც
გავაბახოთ თემა...
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 29 2009, 08:53 PM
ციტატა
ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც
გასაგებია რომ ორივეზე უკრავ, მაგრამ აი.. როგორ აგიხსნა... მევიოლინისათვის (და არამარტო) ფორტეპიანოზე დაკვრა ეს სავალდებულოა, მაგრამ ძირითადად ხო ვიოლინოზე უკრავს იმიტომ რომ მევიოლინეა, ხოდა პიანისტი ერთადერთია რომელსაც სავალდებულო ინსტრუმენტზე დაკვრა არ სჭირდება
ეხლა გამიგე? ვერა ხო? :ყურებამდე გავწითლდი სმაილი:
ნუ კაი, გავა
ბახოთ თემა
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი 'Air' from Suite No.3 in D major
http://www.youtube.com/watch?v=CyLo9-Voy5s&feature=related
ეს გადიოდა ხოლმე დოკ ფილმებში ხელოვნების თემაზე და ფონად ედებოდა.. ენით აუწერელი სიამოვნება იყო რა.. ეხლაც, ლინკზე რომ გახვიდეთ, რა ფრესკებია ვიდეოშიიიი
პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 29 2009, 08:55 PM
ციტატა
ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც
მე ფორტეპიანოზე და გარმონზე
ხომ არ გვეანსამბლ-გვედუეტა?
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 31 2009, 03:21 PM
ციტატა
გასაგებია რომ ორივეზე უკრავ, მაგრამ აი.. როგორ აგიხსნა... მევიოლინისათვის (და არამარტო) ფორტეპიანოზე დაკვრა ეს სავალდებულოა, მაგრამ ძირითადად ხო ვიოლინოზე უკრავს იმიტომ რომ მევიოლინეა, ხოდა პიანისტი ერთადერთია რომელსაც სავალდებულო ინსტრუმენტზე დაკვრა არ სჭირდება ეხლა გამიგე? ვერა ხო? :ყურებამდე გავწითლდი სმაილი:
ა მივხვდი მაშინ უნდა გეთქვა სპეციალობითო . სპეციალობა რათქმა უნდა არის ფორტეპიანო მაგრამ ვიოლინო სავალდებულოდ არ მისწავლია ნამდვილად (ლოგიკურად)
ციტატა
მე ფორტეპიანოზე და გარმონზე ხომ არ გვეანსამბლ-გვედუეტა?
. მე არ ვთვლი ჩემს თავს პიანისტად და ვერც ჩავთვლი , მიუხედავად იმისა რომ მეუბნებიან კარგად უკრავო , მე მაინც არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი ამიტომ მგონია რომ ჯერ იმ დონემდე არ ვარ რომ ვიანსაბლ-ვიდუეტო
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 1 2009, 04:21 PM
გავაქტიურდეეთ !
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 1 2009, 08:06 PM
ციტატა
გავაქტიურდეეთ !
ვსეგდა რად პამოჩ
http://www.youtube.com/watch?v=s9tnB_SoSjw
ხომ ლამაზია ეს მელოდია.. მაგრამ ...
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Apr 1 2009, 08:08 PM
ციტატა(Belief @ Mar 29 2009, 01:33 PM)
კი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ცოტა ბანალურობისაკენ მიექანება , ძალიან ცნობილია .
მერე რა : ) მე მაინც მომწონს
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 1 2009, 09:25 PM
უი რას მივაგენ მართლა.. ბახის ავე მარია
არფა/ვიოლინო
http://www.youtube.com/watch?v=wsxu6nKTS_A
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 16 2009, 06:15 PM
დაბრუნა ბილიიფ.
განახლდა თემა.
ძალიან შევიცვალე ხალხო ძალიან !
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 17 2009, 07:03 PM
Belief
ვიცით (ეს თუ ის ხარ, ვისაც ვფიქრობ )
მააშ, განვაახლოთ თემა:
ბახის სუიტა
http://www.youtube.com/watch?v=qaOHG8t8Rh0
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 18 2009, 05:50 PM
ქევანა
კაია კაია ეგ სუიტა კაცო
http://www.youtube.com/watch?v=_3MVZfLReo0&feature=PlayList&p=4FAF27BE7DC040D5&playnext=1&playnext_from=PL&index=16
გულდი უკრავს ბახის პრელუდიას რომელიც არის დო მინორში
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 20 2009, 02:24 AM
Belief
ციტატა
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ?
ყავდა 20 შვილი, მათ შორის 7 პირველი ცოლისგან, რომელიც მისი ბიძაშვილი იყო და 13 მეორესგან.
უყვარდა ლუდი, არ იკრავდა "შნუროკებს", ჯიბეები ხშირად ამოტრიალებული ქონდა.
იტოგში, კაცური კაცი იყო (ერთი ის ბიძაშვილის ქმრობა არ მამწონს). http://www.Caqtus.caucasus.net
ჩემი უსაყვარლესი კომპოზიცტორია.
მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი კომპოზიტორი იყო.
არ მომწონს ფორტეპიანოზე შესრულებული ბახის საკლავირო ნაწარმოებები.
გლენ გულდის შესრულებას მირჩევნია რიხტერის შესრულება.
ბახის საკლავირო ნაწარმოებების მოსმენა ყოველთვის კლავესინზე ან კლავირზე მირჩევნია. http://www.youtube.com/watch?v=N5JD-HejeWg
ბახს არ ეკადრება საფორტეპიანო პედალი.
ბახს ხშირად არ აქვს მითითებული თავისი ნაწარმოებების ტემპები და ვისაც როგორი ხოში აქვს, ისე ასრულებს.
ბახის ნაწარმოებებს არ უხდება გრძნობებით შესრულება.
კომპიუტერში ნოტების საბეჭდი პროგრამა მაქვს და მას მოყვება ნიმუშად ბახის ორმაგი სავიოლინო კონცერტის ნოტები, რომელიც შეგიძლია კომპიუტერის მიერვე გააჟღერო, იმ პროგრამაშივე არსებული სინთეზატორით. ამ სინთეზატორზე შესრულებული ეს ნაწარმოები 1000 თავით მირჩევნია ლიანა ისაკაძის მიერ შესრულებულ იმავე ნაწარმოებს, ვინაიდან, ისევ და ისევ, ბახს არ უხდება ზედმეტი გრძნობები. მისი მუსიკა ისედაც მშვენიერია და რამეს რომ ამატებ, ყოველთვის გადაჭარბებულ-გადამლაშებული გამოდის.
ვინმეს თუ გაქვთ ბახის ქორალური პრელუდიები ორგანისთვის, აუცილებლად ატვირთეთ.
წინასწარ მადლობა.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2009, 12:11 PM
ვეშაპო
ჯიგაარ © დათო "შუა ქალაქიდან"
ციტატა
ბახს არ უხდება ზედმეტი გრძნობები. მისი მუსიკა ისედაც მშვენიერია და რამეს რომ ამატებ, ყოველთვის გადაჭარბებულ-გადამლაშებული გამოდის.
და მექანიკურად რატო უნდა დაუკრას კაცო მუსიკოსმა?
არ უნდა იგრძნობოდეს რომ ადამიანი უკრავს?
პ.ს. პრელუდიების ნოტები სავარაუდოდ ბელიFს ექნება
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 21 2009, 12:25 PM
ქევანა
ციტატა
და მექანიკურად რატო უნდა დაუკრას კაცო მუსიკოსმა? არ უნდა იგრძნობოდეს რომ ადამიანი უკრავს?
ეგრეა, ეგრე, ბახი კლასიკოსებამდელი კომპოზიტორია და ზედმეტი რომანტიზმი არ უხდება მის მუსიკას.
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 21 2009, 02:09 PM
ვეშაპო
პირიქით ბახს ჭირდება ძალიან დიდი გამღერება გუნებაში . . . . . . დიდი დიდი და დიდი . . . ნუ ეხლა გადამლაშებაზე დაგეთანხმები ყველაფერი გამოზომილად უნდა ბახს ნუ განსაკუთრებით 3 ხმიან ინვენციას . რომანტიზმი შუმანშია ნუ ბახს არ უხდება . . . ბახი უფრო ჰგავს ადამიანების საუბარს ანუ მართალი ხარ რა . . .
ციტატა
ყავდა 20 შვილი, მათ შორის 7 პირველი ცოლისგან, რომელიც მისი ბიძაშვილი იყო და 13 მეორესგან.
უყვარდა ლუდი, არ იკრავდა "შნუროკებს", ჯიბეები ხშირად ამოტრიალებული ქონდა.
იტოგში, კაცური კაცი იყო (ერთი ის ბიძაშვილის ქმრობა არ მამწონს).
კორექშიონ პლის
ციტატა
გლენ გულდის შესრულებას მირჩევნია რიხტერის შესრულება.
მაშასადამე ელისო ვირსალაძის უნდა მოგწონდეს
ციტატა
ბახს ხშირად არ აქვს მითითებული თავისი ნაწარმოებების ტემპები და ვისაც როგორი ხოში აქვს, ისე ასრულებს.
ოპოპოპო , გამომცემლები აწერენ სასურველ ''ხოშ'' ტემპებს
ციტატა
და მექანიკურად რატო უნდა დაუკრას კაცო მუსიკოსმა? არ უნდა იგრძნობოდეს რომ ადამიანი უკრავს?
გადაჭარბებათ თუ არ ჩამითვლით , ისეთი გოგო დაბადებულა დაურქმევიათ თურმე ქევანა
. ქევანა ვეშაპო მართალია ბახი სხვა ეპოქის კომპოზიტორია. ნუ სხვა ახსნები მეტად ფილოსოფიურ სამყაროში გადაგვაგდებს . . .
ქევანასამწუხაროდ მე ორღანისთვის არ მაქვს ნოტები პრელუდიების
.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2009, 03:51 PM
Belief
ციტატა
ისეთი ბიჭი დაბადებულა დაურქმევიათ თურმე ქევანა
მე სქესი არ შემიცვლია და... საიდან მეორე?
And let it be no OFF! (
)
http://www.youtube.com/watch?v=FDdqxj-jT5w&feature=related
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 21 2009, 05:32 PM
Belief
ციტატა
კორექშიონ პლის
არა, მართლა ეგეთი ტიპი იყო.
თუ არა და, ჩაბრძანდი ბატონო ლაიფციგში, ჯერ მაგის ძეგლი ნახე და მერე ბახავისტებს შეეკითხე, რატომ აქვს ჯიბეები ამობრუნებული და შნუროკები გახსნილითქო?
ციტატა
მაშასადამე ელისო ვირსალაძის უნდა მოგწონდეს
არაა, ელისოს შესრულებული ბახი არ მევასება.
ციტატა
ოპოპოპო , გამომცემლები აწერენ სასურველ ''ხოშ'' ტემპებს
შეიძლება, მაგრამ ბახს არ მიუწერია ბევრისთვის.
აგერ, ქვემოთ ვიდეოს დავდებ და ნათლად დაინახავ, რომ ნოტებს არ უწერია არ ტემპი და არც ალტერაციის ნიშნები.
მხოლოდ ბოლოში, კოდაზე აქვს მიწერილი ტემპი.
ქევანაციტატა
And let it be no OFF! ()
http://www.youtube.com/watch?v=FDdqxj-jT5w&feature=related
იგივე რომ ავიღოთ ახლა ეგ დო მინორული პრელუდია, რასაც შენ ასრულებ (მგონი ხო?), ბახს არ აქვს მითითებული ყოველი ტაქტის ბოლოს შენელებები და ახალი ტაქტის საწყის ტემპში დაწყება.
შენ აშკარად გლენ გულდის გავლენას განიცდი.
გულდი კი არის მშვენიერი პიანისტი, მაგრამ მაინც თავისი განცდების მოხვევას ცდილობს მსმენელზე.
უფრო სწორად, იმას კი არ ჩალიჩობს, რომ არიქა ჩემი განცდილი მოვახვიო მსმენელსო, უბრალოდ რახან ალტერაციის ნიშნების ნაკლებობაა და ტემპიც არაა მითითებული, თავს უფლებას აძლევს, როგორც უნდა, ისე დაუკრას.
აბა მოუსმინე რიხტერს.
ის სულ სხვანაირად უკრავს: http://www.youtube.com/watch?v=1GXHjxvSi24
ჩემთვის ბახის ასეთი შესრულება უფრო მისაღებია.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2009, 08:27 PM
ვეშაპო
ციტატა
რასაც შენ ასრულებ (მგონი ხო?),
არ ვუკრავ მე, ბატონო არცერთ ინსტრუმენტზე (ნერვების გარდა) :ყვარყვარე თუთაბერის სტილში:
ხელოვნებათმცოდნე ვარ ძირთადში და მუსიკა უბრალოდ მიყვარს,
გულდი იქით იყოს და თვითონ გიდონ კრემერიც თავისებურად უკრავს ბახს... ერთმა მითხრა მასეთი სტილით დავუკარიო გამოცდაზეო და მასწავლებელი გავაგიჟეო, ხოდა უთქვია, აღარ დაუკრა მასეო,
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 26 2009, 02:13 PM
ქევანა
გეთანხმები ასეა თუ ისე ბახი ბახია ზოგი ისე უკრავს ზოგი ასე . რა ვქნა ამ კაცს ვერ გავაცოცხლებ და ვერ ვკითხავ არიქა ბატონო ჯიბეები ისევ აიტრიალე დ გვითხარი ეს შენი ცოდვით სავსე მუსიკა რავა დავუკრათ ძამია თქო და
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 28 2009, 06:05 PM
ეჰ ამ ჩემმა თემამ კიდე კარგად გაძლო 17 გვერდი მენახოს გემშვიდობები ბახო >
პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Apr 28 2009, 06:07 PM
Belief
უკრავ ბახს?
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 28 2009, 10:04 PM
tustusa-gogo
კი
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 29 2009, 02:29 PM
tustusa-gogo
მუსიკოსი კი არა ისტორიკოსი ვარ მაგრამ მუსიკაში ბევრი რამ მესმის ნუ მოკლედ მეორე პროფესიაა ფაქტიურად.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 1 2009, 10:16 PM
ბექა
ციტატა
ვეშ ნეტა შენი მოსაწონი მანახა რამე რაა
რა გინდა, ხომ დავწერე, ბახი მომწონს რიხტერის შესრულებით მეთქი?
პოსტის ავტორი: L i B e R a L თარიღი: May 1 2009, 11:03 PM
ციტატა
რა გინდა, ხომ დავწერე, ბახი მომწონს რიხტერის შესრულებით მეთქი?
ჩემნაირი კაცი . . . რა გინდათ რას ერჩით მშვენიერი გემოვნება ჰქონია ბახს რიხტერის შესრულებით რა სჯობს?
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 12 2009, 12:25 AM
ბახი
გამოვაცოცხლოთ თემა ვინმეს აქვს სათქმელი?
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 30 2009, 11:34 PM
ქევანა
გაიხარე
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2009, 09:25 PM
ვაცოცხლებ თემას... :D
ბახის კურანტა
http://www.youtube.com/watch?v=PiwDP042h6E
შენიშვნა: Куранта (франц. courante - бегущая, текущая) - старинный французский салонный танец трехдольного размера, распространенный в странах Европы с начала XVI века. В XVII-XVIII вв. куранта вошла в инструментальную сюиту и исполнялась, как правило, после аллеманды.
http://www.youtube.com/watch?v=Wsqe-pbmj9A&feature=related
(ესეც ბახის კურანტაა ერთ-ერთი)
პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Sep 1 2009, 09:26 PM
J.S. Bach??? Mein Respekt!
http://www.youtube.com/watch?v=L9reoUinXgA
პოსტის ავტორი: Diversity თარიღი: Sep 1 2009, 09:34 PM
ნანინა
ციტატა
უი ეს რა თემა ვიპოვეეეე გენიალური გერმანელი კომპოზიტორი (ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ) და ასევე გენიალური პოლიფონისტი
პ.ს. გულდის შესრულება ძალიან მაგარია
პ.პ.ს. ამ თემას აქ რა უნდა?
ვინც მართლმადიდებელი არაა ის ეშმაკის მოციქულია
მისი შედევრებიც ეშმაკისეულია...
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2009, 09:36 PM
Courante from Bach English Suite No.1
ფორტეპიანოზე
http://www.youtube.com/watch?v=nhiSMBhFEqI
ჩემი აზრით კარგად უკრავს : )
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 1 2009, 09:51 PM
Diversity
ციტატა
ვინც მართლმადიდებელი არაა ის ეშმაკის მოციქულია მისი შედევრებიც ეშმაკისეულია...
Oh, mein Gott..
ქევანაციტატა
ჩემი აზრით კარგად უკრავს : )
კლავესინზე უფრო მაგარია
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2009, 10:12 PM
ციტატა
კლავესინზე უფრო მაგარია
ხო
http://www.youtube.com/watch?v=dtZLdZKETyw&feature=related
ამას სულ ვუსმენ და ვუსმენ.... საღამოს განწყობისთვის სწორედ რომ შესაფერისია.. კურანტა სუიტიდან, ბახი
საერთოდ ეს კურანტები გამახსენა Ж.Б. Лейе-ს куранта-მ... სახლში ნოტები აღმოვაჩინე, ჩემი და უკრავდა ადრე.. მაგრამ იუტუბზე კი ვერ ვნახე : (
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 13 2009, 01:18 PM
საოცრად ნიჭიერი კომპოზიტორი იყო. მისი ნაწარმოებებიც საკმაოდ რთული შესასრულებელია და ამიტომაც არის რომ სასწავლო პროგრამაში აუცილებლობას წარმოადგენს მათი შესრულება. ყველაზე მეტად ბახის ნაწარმოებებზე მუშაობა მიყვარდა, განსაკუთრებით კი ფუგები
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 05:55 PM
ბახის ”კარგად ტემპერირებული კლავირი” ძალიან მომწონს. განსაკუთრებით გულდისა და რიხტერის შესრულებით. ასევე ”გოლდბერგის ვარიაციები” მშვენიერია...
http://allshares.ge/download.php?id=713CAE2F12
http://allshares.ge/download.php?id=DC740C3312
http://allshares.ge/download.php?id=ECDFA39824
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 06:52 PM
ძალიან მომწონს სვიატოსლავ რიხტერის შესრულებით ბახი. განსაკუთრებით პირველი საფორტეპიანო კონცერტის მეორე და მესამე ნაწილები.
http://www.youtube.com/watch?v=qCDlhLE-uZk
http://www.youtube.com/watch?v=As-ATuGsU2M&feature=related
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 07:08 PM
ძალიან მომწონს ბახი-ზილოტის საფორტეპიანო ტრასკრიპციები. მოისმინეთ, მოგეწონებათ.
http://www.youtube.com/watch?v=Yu06WnXlPCY
ბახის ყველაზე ცნობილი ტოკატა და ფუგა ორგანისთვის, კარლ რიხტერის შესრულებით მომწონს. მოისმინეთ.
http://www.youtube.com/watch?v=Zd_oIFy1mxM
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 08:52 PM
http://www.youtube.com/watch?v=CmmpjziKcFU
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 09:06 PM
http://www.youtube.com/watch?v=Jk5BZBlwGxU
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 13 2009, 11:24 PM
lingvo
გაიხარე შენ!
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 14 2009, 11:41 AM
lch
რიხტერის შესრულებით "კარგად ტემპერირებული კლავირის" პირველი ტომი ხომ არ გაქვს რომ დადო? მეორე ტომი გაქვს დადებული ადრე და...
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 14 2009, 11:51 AM
ბახი-ბუზონის საფორტეპიანო ტრანსკრიპციებიც ძალიან მომწონს.
http://www.youtube.com/watch?v=2PzGf-_zKuM
http://www.youtube.com/watch?v=VZtg6pKdtlM&feature=related
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 29 2010, 01:00 AM
გეხვეწებით, ვინმეს თუ გაქვთ ბახის ქორალური პრელუდიები ორღანზე, დაზიპეთ და ატვირთეთ რა სადმე. ან ლინკები მაინც მიმასწავლეთ, სადაცაა. დავიტანჯე კაცი, რამოდენიმეს მივაგენი, ძლივს გადმოვწერე, მაგრამ მე რაც მინდა, ისინი არაა იმაში. სადაცაა ყველაზე დიდი არქივი ამ ქორალური პრელუდიების, ეგ მიმასწავლეთ რა ვინმემ, ან თუ გაქვთ, დაზიპეთ და ატვირთეთ რა.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 29 2010, 05:59 AM
ოოო, ბახ!
აქ მასზე წერენ
http://church.ge/index.php?s=&showtopic=6512&view=findpost&p=508243
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 29 2010, 01:00 PM
http://www.youtube.com/watch?v=CrpL9lCNs5o
ძალიან მომწონს საზეიმო დასაწყისი (ლიტავრების საზეიმო ხმა), რომელიც ჩემი აზრით გადმოსცემს შობის უდიდესს ზეიმსა და საყოველთაო სიხარულს.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 01:36 PM
ციტატა
ბახის ქორალური პრელუდიები ორღანზე
ვაჰ, ძველ ვინჩესტერზე გვაქვს და დრო უნდა სანამ ამოვიღებთ
თუ არადა, ტორენტ.რუზე იქნება
აი აქ არის ბახის სრული საორღანო ნაწარმოებები, იმდენია სიაში, აქ აუცილებლად იქნება ის რაც შენ გინდა.
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=2674782
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 7 2010, 03:00 PM
http://allshares.ge/download.php?id=44E862C738
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბახის ნაწარმოებია.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)