გამარჯობათ, პირველად ვპოსტავ ამ ფორუმზე და თუ თემა არასწორ ადგილას გავხსენი გადაიტანეთ სადაც საჭიროა.
მოკლედ მეგობრისთვის საჩუქრად მინდა ზეთის საღებავების ყიდვა თავისი ფუნჯებით და ტილოებით 100-120 ლარის ფარგლებში და იქნებ მირჩიოთ ამაზონიდან რომლის ყიდვა სჯობს. მე რაც ჩემით შევარჩიე ესენია.
http://www.amazon.com/Liquitex-BASICS-Acrylic-Paint-36-Piece/dp/B000JESVA8/ref=sr_1_3?s=home-garden&ie=UTF8&qid=1367004332&sr=1-3&keywords=oil+paints+and+brush+set
http://www.amazon.com/gp/product/B002E0IM04/ref=gno_cart_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=A1ZEMTT4HTM149
http://www.amazon.com/Canvas-panels-12-inch-pack/dp/B00251AWSW/ref=pd_sim_hg_18
ესეთი კრებულები ვარგა საერთოდ?
http://www.amazon.com/gp/product/B00A41JID0/ref=ox_sc_act_title_2?ie=UTF8&psc=1&smid=A1V6GP691B554G
http://www.amazon.com/gp/product/B002GALZCY/ref=ox_sc_act_title_6?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER
ქევანა
ყაზბეგის ქუჩაზე არის ძალიან კარგი მაღაზია, ვაკე-საბურთალოს გადასახვევთან. იქ იყიდება ძალიან კარგი, სუფთა, ხარისხიანი იტალიური სააღებავები. ფირმა "Maimeri Classico" (http://www.maimeri.com.ua/)
თუ არ გინახავთ, ნახეთ.
საშინელებაა ჩინური საღებავებ, 6 ლარი რომ ღირს 200 მლ. კაცი შეიძლება მოგწამლოს, ნახატიც არ გამოდის სასურველი. საკმარისია ცოტა ხანი გავიდეს, იბზარეება ნახატი. ფერები გასდის. არაუშავს რუსულებეს, ფასი ცოტა მეტი აქვს. მაგრამ, როგორც ბევრს აღუნიშნავს, ეს ხსენებული იტალიურები ნამდვილად კარგია. 12 ლარი ღირს ნორმალური ტუბი. 200 მლ, თუ სწორად მახსოვს, 19 ლარი. მოკლედ, ხარისხიანია.
აკაკი
და ეგ მაღაზია რომლამდე მუშაობს? სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ასე თავისუფლათ სიარულს მაგიტომ მირჩევნია გამოწერა.
შედარებით პატარა ტუბები ექნებათ ხომ? 50-100 მლ და რამდენი ფერი უნდა ვიყიდო? ანუ ძირითადი რომლებს იყენებენ ხოლმე?
white&black
დიახ, აქვთ პატარა ტუბები. გააჩნია რა ჩანაფიქრი გაქვს. ერთი შეხედვით, აუცილებელია წითელი, მწვანე, ყვითელი, თეთრი, ლურჯი, ყავისფერი (ჩამოვთვალე ყველაფერი ).. მაგრამ მათ შორისაც არის განსხვავება, არის სხვადასხვა ტონალობის წითელი, ყივთელი და ასე თითოეული ფერი. საათები კი ნამდვილად არ ვიცი.
აკაკი
გასაგებია, გმადლობ. მე არაფერი ჩანაფიქრი არ მაქვს საჩუქრად მინდა
და მაგ საღებავებს დამატებით სპეციალური ზეთი ან რამე ხსნარი სჭირდება?
white&black
ზეთი თვითონ ურევია, ანუ თხევადი რომ არის ტუბებში და არ არის ფხვიერი, როგორც პიგმენტი, იმიტომაა, რომ საკმარისი ოდენობის ზეთი ურევია, და არამარტო ზეთი. მაგრმ არის შემთხვევები, როცა მხატვარს სურს კიდევ გაათხელოს საღებავი ან შეურიოს ლაქი... იქ ნახავ, სპეციალურ ზეთებსაც, ლაქსაც, გამხსნელსაც... კარგი მომსახურენი არიან და აგიხსნიან ყველაფერს, მთავარია ჰკითხო
white&black
http://iartsupplies.co.uk/Limited-Edition-Van-Gogh-Oil.html
აი ასეთი თუ ნახე ძალიან კარგია, მე ამას ვხმარობ, ყაზბეგზეც იყიდება და კიდობანშიც, როგორც მახსოვს. თან ზუსტად იმ ფასშია რაც შენ გინდა. სატარებლადაც ძალიან პრაქტიკულია.
არ უნდა ამდენი ფილოსოფია
კიდობანში მიდი და ან "გამმას" ფირმის იყიდე (მოსკოვისაა და შედარებით იაფია) ან ლენინგრადის (უკეთესია).
ნაკრებს მე მირჩევნია ცალკე ტუბები შევიძინო.
უმჯობესია იცოდე მისი პლაიტრა (რა ფერებს მოიხმარს) და იმის მიხედვით შეარჩიო ფერებიც.
დანარჩენს თვითონ დააყენებს
არ უნდა ამდენი ფილოსოფია
კიდობანში მიდი და ან "გამმას" ფირმის იყიდე (მოსკოვისაა და შედარებით იაფია) ან ლენინგრადის (უკეთესია).
ნაკრებს მე მირჩევნია ცალკე ტუბები შევიძინო.
უმჯობესია იცოდე მისი პლაიტრა (რა ფერებს მოიხმარს) და იმის მიხედვით შეარჩიო ფერებიც.
დანარჩენს თვითონ დააყენებს
უი, ორჯერ დაპოსტა.
პ. ს. დამავიწყდა მეთქვა: ტილო ჯობია ქვეჩარჩოზე იყოს გადაკრული. ფუნჯის შეხებისას ვიბრაცია აქვს ტილოს და მეტად მოგყვება.
აკაკი
qetevano
tamuna m
ქევანა
ყველას დიდი მადლობა, ესეიგი მთავარია ჩინური არ ვიყიდო
white&black
გადაჭიმულ ტილოებს რუსთაველზე ნახავ, სადაც მხატვრები სხედან. მიწისქვეშა გადასასვლელში მოპირდაპირე მხარეს შუაში არის კარები, იქ შეხვალ და ზომებში დაგიმზადებენ, უნდა აარჩიო ტილო. ჩემი რჩევა იქნება ჩინური ტილო არ იყიდო, ცოტა პრიალა ზედაპირი აქვს. იყიდე საშვალო სისქის ტილო და რა ზომაზეც გინდა. შეგიძლია გამზადებულები იყიდო, ოღონდ იმ ჩინურს არ გირჩევ.
ზომებს გააჩნია, რაც პატარაა მით უფრო იაფია.
white&black
და დაგრუნტული იყიდე.
ზოგი თვითონ გრუნტავს სახლში.
ფასები არ ვიცი.
დაახლოებით 7 წელია შეხება არ მქონია ))
ფასები 5-6ლარად იყიდი დაახლოებით 30/40 სმ-იანს და მერე ზრდის მიხედვითაა
tamuna m
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience