თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ნიკო გომელაური

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 10:15 AM

დღეს დილით გარდაიცვალა ნიკო გომელაური...

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მოვიხსენიოთ ლოცვებში...
გავიხსენოთ მისი ლექსები...



"არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა
და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა?
როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა.
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა.






ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს,
ხეც მომიჭრეს ვერსად დავდებ ჰამაკს,
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს.
სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი,
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით,
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.

სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად არ მაქვს,
გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა.
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა.









ნიკო გომელაური ძალიან ნიჭიერი მსახიობია... ნიკო როგორც კარგი მსახიობი ასევე შესანიშნავი პოეტია..

ნიკო გომელაური
“თავისუფალი თეატრის” ყველაზე ცნობადი სახე. მან ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებში “კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”,”ვოიცეკი”, “ჯინსების თაობა”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “იდიოტოკრატია”.

“არავისთვის აღარაა დასამალი, რომ ნიკო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ანდა როგორ გინდა დამალო, როდესაც ბოლო ათი წლის მანძილზე თუკი რამე დავდგი, თითქმის ყველაფერში მთავარი როლი მან ითამაშა. ის იმდენს თამაშობს ჩემთან, რომ მე მგონი აღარც კი იცის სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ მსახიობებთან.

საერთოდ, ძალიან საინტერესო და უცნაური ფენომენია „საყვარელი მსახიობი“.

ერთხელ ლუის ბუნუელს ჰკითხეს რას გადაეკიდე ამ ფერნანდო რეის, ყველა ფილმში, რომ იღებო, არ ვიციო, გულწრფელად უპასუხა გენიალურმა რეჟისორმა, უბრალოდ, სცენარს, რომ ვწერ მისი სახე მიდგას თვალწინო, დაახლოებით იგივე სთქვა მასტროიანზე ფელინიმ, 8/2 ზე ხან ვის ვსინჯავდი და ხან ვისო, ლოურენს ოლივიეზეც ვფიქრობდი და თვით ჩარლი ჩაპლინზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მასტროიანს მივადექიო, გია დანელიამ კი ლეონოვზე თქვა ჩემი თილისმაა და იმიტომაც ყველგან მას ვიღებო.

არანაირად არ ვედრები ამ გენიალურ რეჟისორებს, მე უბრალოდ რეჟისორების „ახირებაზე“ ვსაუბრობ, დღემდე ვთვლი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ფანტასტიური მსახიობია, მაგრამ ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა და მეხუთე რეპეტიციის შემდეგ ვუთხარი, ხვალ არ მცალია და ზეგ დაგირეკავთო, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და არავითარი სურვილი არ მაქვს დავურეკო, აფსოლუტურად არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც ვთვლი, რომ ბატონი ოთარი ფანტასტიური მსახიობია, პრობლემა ჩემშია და არა მასში.

როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილება მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმის ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად უდგება ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარია, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეცაა, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ერთია მთავარი:

-როდესაც ის სცენაზე დგას - მე ვდგავარ სცენაზე!

-როდესაც მას სტკივა, ეს მე მტკივა!

-როდესაც ის ბედნიერია, ეს მე ვარ ბედნიერი!

ნიკო ჩემი ალტერ-ეგოა!”

ავთო ვარსიმაშვილი (ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”შავ-თეთრი წიგნი ბევრი სათაურით”)

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 13 2010, 10:32 AM

http://www.youtube.com/watch?v=dvgBVONpaKA&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=6lO5BCPdvxc&NR=1


ნიკო გომელაურის სიმღერა:
http://allshares.ge/download.php?id=100255AE17

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 13 2010, 10:38 AM

ამ დილას მოვსიმნიმე ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში და საშინალდ დამწდა გული. არ ველოდი sad.gif

არადა, ბოლოს გადაცემაში ისე იყო გამხდარი და შეცვლილი, სანამ არ ტქვეს სტუმრის სახელი, მანამ ვერ ამოვიცანი.

ღმერთმა აცხოვნოს..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Apr 13 2010, 10:45 AM

ძალიან დამწყდა გული... sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2010, 11:05 AM

ღმერთმა აცხონოს sad.gif ძალიან დამენანა...

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Apr 13 2010, 11:11 AM

ერთი ლექსია მართლაც კარგი, აი იუდაც მიერ ქრისტეს გაცემაზე. ია არის ერთი პასაჟი ასეთი, რომ არა მხოლოდ ვერცხლისთვის გასცა იუდამ ქრისტე, არამედ "თავის სიმცირეს ვერ მოერია"-ო... მართლა შესანიშნავი მიგნება არ არის?

ეს ლექსი თუ ვინმეს შეგიძლიათ დადოთ, კარგი იქნება ძალიან.

პოსტის ავტორი: თიბეა თარიღი: Apr 13 2010, 11:28 AM

.

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Apr 13 2010, 11:54 AM

sad.gif ძალიან სწყენია,
ასეთი ახალგაზრდა sad.gif(


წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...



დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...




...რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი...


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 13 2010, 12:42 PM

ციტატა(damiane80 @ Apr 13 2010, 11:11 AM) *

ერთი ლექსია მართლაც კარგი, აი იუდაც მიერ ქრისტეს გაცემაზე. ია არის ერთი პასაჟი ასეთი, რომ არა მხოლოდ ვერცხლისთვის გასცა იუდამ ქრისტე, არამედ "თავის სიმცირეს ვერ მოერია"-ო... მართლა შესანიშნავი მიგნება არ არის?

ეს ლექსი თუ ვინმეს შეგიძლიათ დადოთ, კარგი იქნება ძალიან.

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 13 2010, 12:49 PM

ვაი, რა საწყენია! sad.gif
ნიჭიერი ადამიანი იყო...
აცხონოს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 13 2010, 01:04 PM

აცხოვნოს უფალმა.

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Apr 13 2010, 01:05 PM

ძალიან დამწყდა გული
კაი კაცი იყო

წავიდა...


,,წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის''

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Apr 13 2010, 01:24 PM

აცხონოს უფალმა!

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Apr 13 2010, 01:29 PM

ღმერთმა აცხონოს.

ხუთშაბათს სპეკტაკზე უნდა წავსულიყავი მისი მონაწილეობით, მაგრამ თბილისში მომიწია წასვლა უცაბედად, ეხლა ორმაგად დამწყდა გული რომ ვერ შევძელი დასწრებაsad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 13 2010, 01:29 PM

როგორ მეწყინა, რა უეცარი ამბავია, რამე მოხდა? როგორ გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი? sad.gif

ღმერთმა აცხონოს!

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Apr 13 2010, 01:31 PM

k@the
სიმსივნე ჰქონდა თვითონაც იცოდა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 13 2010, 01:59 PM

მაშიკო
მადლობა მაშიკო, რა საწყენია.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 13 2010, 02:57 PM

ღმერთმა აცხოვნოს მისი სული sad.gif ძალიან დამენანა

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 13 2010, 03:00 PM

არ მომწონდა, მაგრამ შემეცოდა ძალიან.
აცხოვნოს უფალმა.


პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 13 2010, 03:06 PM

ეხ.. ღმერთMა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Apr 13 2010, 03:24 PM

აცხოვნოს უფალმა!

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Apr 13 2010, 03:27 PM

დღეს, იმედის დილის გადაცემას ვუყურებდი, გადაცემის დასასრულს ითქვა ეგ ამბავი.

ძალიან გული დამწყდა. ღმერთმა აცხონოს. მართლაც ნიჭიერი ადამიანი იყო, იმის გამოც მქონდა მისი პატივისცემა, რომ ავადმყოფობას არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. სასოწარკვეთას არ მისემია, არც წუწუნი სჩვეოდა, თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Apr 13 2010, 03:31 PM

ციტატა(lamara @ Apr 13 2010, 04:27 PM) *

იმის გამოც მქონდა მისი პატივისცემა, რომ ავადმყოფობას არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. სასოწარკვეთას არ მისემია, არც წუწუნი სჩვეოდა, თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა.


+ 1000

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Apr 13 2010, 04:39 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Apr 13 2010, 12:42 PM) *

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .


ცქნაფო ჩემპიონი ხარsmile.gif მადლობა


პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 13 2010, 06:27 PM

ძალიან დამწყდა გული, ნიჭიერი და მებრძოლი ადამიანი იყო.
უფალმა დაუმკვიდროს მართალთა თანა!

ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Apr 13 2010, 06:31 PM

ცრემლები მომერია..
რა ძალიან დასანანია, უფალმა აცხონოს...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 13 2010, 06:46 PM

რატომ დაიღუპა ასეთი ახალგაზრდა კაცი? sad.gif

აცხოვნოს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 13 2010, 07:03 PM

ციტატა
რატომ დაიღუპა ასეთი ახალგაზრდა კაცი?

რამდენადაც ვიცი ფილტვის სიმსივნე ქონდა sad.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Apr 13 2010, 07:19 PM

აცხოვნოს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Apr 13 2010, 08:11 PM

ძალიან დამწყდა გულიsad.gif


http://nikogomelauri.piczo.com/?g=45898633&cr=7

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Apr 13 2010, 08:18 PM

ეეეჰ....
ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული....

მეწყინა sad.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Apr 13 2010, 08:53 PM


პოსტის ავტორი: კესო თარიღი: Apr 13 2010, 08:59 PM

ღმერთმა აცხონოს cray.gif

პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Apr 13 2010, 09:48 PM

ეჰ sad.gif ასეთი ხალხი სიცოცხლეში სულ დაუფასებელი როგორ გვრჩება sad.gif ღმერთმა აცხოვნოს მისი სული sad.gif

"ქართული პოეზიის და თეატრის ერთადერთი გამონათება ამ ბნელ არემარეში" - აი ნიკო გომელაური ჩემს გონებაში ასეთია sad.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 13 2010, 10:14 PM

http://nikogomelauri.ge/

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Apr 13 2010, 10:35 PM

ძალიან დამენანა sad.gif არადა გუშინ იავნანას კონცერტზე უნდა მიეღო მონაწილეობა და ჯამრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო sad.gif


ის ლექსი მიყვარს თბილისზე რომ აქვს

ესე მთავრდება " აქ ჯამლეტამ ჯონდი დააორსულა"

პოსტის ავტორი: კობა თარიღი: Apr 14 2010, 12:46 AM

რაც ჰქონდა მისცა თეთრი
ხელებ გამოწვდილ გლახაკს
აგაშენებსო ღმერთი, გლახაკმა მიაძახა
და ისე მოკვდა წამში, იმას ვერ მიხვდა გლახა
რომ სწორედ ერთხელ მაშინ
თავად უფალი ნახა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 14 2010, 12:47 AM

ღმერთმა აცხონოს

პოსტის ავტორი: კობა თარიღი: Apr 14 2010, 12:51 AM

ქალის არ მესმის
ვბორგავ და ვხვნეში
რამდენი გესლი მქონია ნეკნში


მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა ტვისსა.
ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი დიდი ადამიანი დააკლდა საქართველოს sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Apr 14 2010, 10:58 AM

აუ ძალიან მწყინა user.gif user.gif user.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 14 2010, 11:59 AM

რაც ჰქონდა მისცა თეთრი
ხელებ გამოწვდილ გლახაკს
აგაშენებსო ღმერთი, გლახაკმა მიაძახა
და ისე მოკვდა წამში, იმას ვერ მიხვდა გლახა
რომ სწორედ ერთხელ მაშინ
თავად უფალი ნახა

ასეთ რამეს მხოლოდ დიდი ნიჭი თუ ამოათქმევინებს ადამიანს .

პოსტის ავტორი: kiki თარიღი: Apr 14 2010, 02:18 PM

არ მჯერა, მაგრამ ფაქტია...

მტკივა უნიკოობაsad.gif

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა..

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო...

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2010, 02:19 PM

ძალიან უნდოდა სიცოცხლე... sad.gif უნიჭიერესი და უკარგესი ადამინი იყო...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 14 2010, 03:16 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Apr 13 2010, 10:35 PM) *

ძალიან დამენანა sad.gif არადა გუშინ იავნანას კონცერტზე უნდა მიეღო მონაწილეობა და ჯამრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო sad.gif
ის ლექსი მიყვარს თბილისზე რომ აქვს

ესე მთავრდება " აქ ჯამლეტამ ჯონდი დააორსულა"

უცენზურობა მაპატიეთ


***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"...
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები...
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა...


აგე ამის აუდიოც http://www.youtube.com/watch?v=q188hzNcIU8...player_embedded


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 30 2010, 01:52 PM

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ნიკო გომელაურის გზა


ადამიანი მიდის, მისი შემოქმედება კი რჩება… ნიკო გომელაური წავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება უკვდავია, უკვდავია მისი პოეზია, მის მიერ, თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები. ნიკო იყო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 12 ივლის და გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს. ამ დროის მანძილზე მან შექმნა ლეგენდა, შექმნა ისტორია რომელსაც ჰქვია “ნიკო გომელაურის გზა”, გზა პოეზიისკენ, გზა თეატრისკენ და ზოგადად ნიჭიერებისკენ, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოულოდნელად და უდროოდ დასრულდა.


ახლა ვწერ ამ პოსტს და თითოეული სიტყვაზე ვჩერდები და ვფქრობ, რამდენი რამ უნდა გაეკეთებინა კიდევ მას თავისი ხალხისთვის, თავისი საყვარელი ხალხისთვის… რამდნი უნდა დაეწერა ან რამდენი როლი უნდა ეთამაშა კიდევ სცენაზე და არამარტო… მაგრამ დრომ გაწირა ის, გაწირა საათმა რომელმაც ისრები დროზე ჩქარა დაატრიალა, თითქოს და ნიკოს საწინააღმდეგოთ… 13 აპრილს კი ეს საათი გაჩერდა და ნიკოს გულიც, რომელიც მთლიანად მიყურადებული იყო ამ საათის წიკწიკს აღარ ფეთქავდა…

***

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.


იტირა ხალხმა და აქვითინდა თავად კალამი მისი, რომელმაც თავი კვლავ მარტოსულად იგრძნო. ნიკო წერად და თამაშობდა სპექტაკლებს მთელი თავისი არსებით… ვინც კი ისმენდა მის ლექს ან ნახულობდა მის მიერ შესრულებულ როლებს თეტრის სცენაზე, ყველას მხოლოდ ერთი რამ აოცებდა, თუ როგორი ნიჭიერი და როგორი შეყვარებული იყო თავის სამშობლოზე ეს ადამიანი! იგი მარტო პოეტი და მსახიობი არ იყო, ის გმირი და მამულიშვილი იყო! ისე გულიანად კითხულობდა თავის გულიან ლექსებს ,რომ აუცილებლად შეგძრავდა შიგნიდან ან შეგაყვარებდა, შეგაძულებდა, გაგამხიარულებდა და სევდიანსაც გაგხდიდა, დაგაფიქრებდა და გაგიტაცებდა ოცნებებში… მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაცია და მოელვარე თვალები, რომელიც წაკითხულ ლექს აკომპანიმენტს უკეთებდა, ანალოგიური სიტუაცია იყო სცენაზე, როდესაც ნიკო მთლიანად ითავისებდა როლს და იმდენად სწორად გადმოსცემდა პერსონაჟის ბუნებას და სიტუაციას რომ, ვერ გაარჩევდით სპექტაკლს უყურებდით თუ ნიკო გომელაურის ცხოვრებას.

***

წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.


“ვაგროვე დარდი, ვაგროვე სევდა და ახლა ვეცადე ნაწილი აქ მეთქვა” თითქოს გულმა მიბიძგა.. ბევრმა დაწერა ჩემს გარდა, მაგრამ მეც ვთვლი რომ იყო საჭირო მეც დამეწერა ის რასაც ახლა კითხულობთ… ის იმსახურებს უფრე მეტს ვიდრე ეს ქება ჩემი აქ ნათქვამი… მჯერა ის მუდამ გვეხსომება და ვერ დაგვავიწყდება! გახსოვდეთ გზა, გზა რომელიც მიდის ნიკო გომელაურის შემოქმედებასთან! მისი შემოქმედება კი უკვდავი!

პ.ს. გამიზნულად არ ვწერ მისი ბიოგრაფიას ოფიცალურ ნაწილს… 1. ვიცი რომ ყველას ექნება წაკითხული 2. ვფიქრობ ამ პოსტით ცოტათი მაინც შევძელი მის პიროვნებაზე ისე საუბარი, რომ ვინმემ თუ არ იცის ვინ იყო ნიკო გომელაური დაინტერესდება და ნახავს მის პეროსნალურ გვერდს ან სხვა წყაროებს რომელიც უხვადაა ინტერნეტში!


ავტორი: Leonsio.Ge

პოსტის ავტორი: tinatin-i თარიღი: Oct 9 2010, 10:34 AM

ძალიან მიყვარდა და იყვარს ჩემი ნიკო.. გენიალური ადამიანი.... სითბოთი მავსებს მისი პოეზია... მენატრება sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)