თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ კათოლიკური ხელოვნება

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 16 2009, 11:09 PM

მოკლედ არ მეცეთ და არ გამიოფოთ ახლა, იყოს რა მოხდა biggrin.gif

კარგ რამეებს შემოგთავაზებთ!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 16 2009, 11:15 PM

ამათ ხომ არა? smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=4071&hl=

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 16 2009, 11:21 PM

KAIROS

ეგ გალერეაა, აქ მუსიკასა და მხატვრობაზე გავაკეთებ აქცენტირებას biggrin.gif

რას მერჩი კაცო, მალერი ვერ წერდა ისეთ მუსიკას ახლა თქვენ რომ რამე შეგირყიოთ laugh.gif



უმაგრესი მამაო ჩვენო:

http://www.youtube.com/watch?v=1hWE52zsOaA

PATER NOSTER, qui es in caelis, sanctificetur nomen tuum. Adveniat regnum tuum. Fiat voluntas tua, sicut in caelo et in terra. Panem nostrum quotidianum da nobis hodie, et dimitte nobis debita nostra sicut et nos dimittimus debitoribus nostris. Et ne nos inducas in tentationem, sed libera nos a malo.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 09:51 AM

მნათე

რაფაელის "სიქსტის მადონა" დადე რა თუ გაქვს მაგარი ხარისხით ოღონდ...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 17 2009, 10:14 AM

მნათე

wub.gif

კათოლიკურ საგალობლებს დადებ?

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 17 2009, 11:42 AM

აუ შენ გაიხარე , დადე რა კათოლიკური გალობები , მაგრად მევასება

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 17 2009, 02:42 PM

სოროსის მოციქულებო http://elar.ge/

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 17 2009, 04:46 PM

ციტატა
რაფაელის "სიქსტის მადონა" დადე რა თუ გაქვს მაგარი ხარისხით ოღონდ...


ოკ, ჩავძვრები კურიის არქივში და მოგინახავ.

მანამ კი:

წმიდათა ლიტანია

Litaniae Sanctorum

http://www.youtube.com/watch?v=KiM9uJIN64g&feature=related

მოხსენიება და სავედრებელი smile.gif

Kyrie, eleison (Kyrie, eleison.)
Christe, eleison (Christe, eleison.)
Kyrie, eleison (Kyrie, eleison.)

Christe, audi nos (Christe, audi nos.)
Christe, exaudi nos. (Christe, exaudi nos.)

Pater de caelis, Deus, (miserere nobis.)
Fili, Redemptor mundi, Deus, (miserere nobis.)
Spiritus Sancte, Deus, (miserere nobis.)
Sancta Trinitas, unus Deus, (miserere nobis.)
Sancta Maria,
Sancta Dei Genetrix,
Sancta Virgo virginum,

Sancte Michael,
Sancte Gabriel,
Sancte Raphael,
Omnes sancti Angeli et Archangeli,
Omnes sancti beatorum Spirituum ordines,

Sancte Ioannes Baptista,
Sancte Ioseph,
Omnes sancti Patriarchae et Prophetae,

Sancte Petre,
Sancte Paule,
Sancte Andrea,
Sancte Iacobe,
Sancte Ioannes,
Sancte Thoma,
Sancte Iacobe,
Sancte Philippe,
Sancte Bartolomaee,
Sancte Matthaee,
Sancte Simon,
Sancte Thaddaee,
Sancte Matthia,
Sancte Barnaba,
Sancte Luca,
Sancte Marce,
Omnes sancti Apostoli et Evangelistae,
Omnes sancti discipuli Domini,

Omnes sancti Innocentes,
Sancte Stephane,
Sancte Laurenti,
Sancte Vincenti,
Sancti Fabiane et Sebastiane,
Sancti Iohannes et Paule,
Sancti Cosma et Damiane,
Sancti Gervasi et Protasi,
Omnes sancti martyres,

Sancte Sylvester,
Sancte Gregori,
Sancte Ambrosi,
Sancte Augustine,
Sancte Hieronyme,
Sancte Martine,
Sancte Nicolae,
Omnes sancti Pontifices et Confessores,
Omnes sancti Doctores,

Sancte Antoni,
Sancte Benedicte,
Sancte Bernarde,
Sancte Dominice,
Sancte Francisce,
Omnes sancti Sacerdotes et Levitae,
Omnes sancti Monachi et Eremitae,

Sancta Maria Magdalena,
Sancta Agatha,
Sancta Lucia,
Sancta Agnes,
Sancta Caecilia,
Sancta Catharina,
Sancta Anastasia,
Omnes sanctae Virgines et Viduae o
r
a
(te)

p
r
o

n
o
b
i
s

Omnes Sancti et Sanctae Dei, (intercedite pro nobis.)
Propitius esto, (parce nos, Domine.)
Propitius esto, (exaudi nos, Domine.)
Ab omni malo,
Ab omni peccato,
Ab ira tua,
A subitanea et improvisa morte,
Ab insidiis diaboli,
Ab ira et odio et omni mala voluntate,
A spiritu fornicationis,
A fulgure et tempestate,
A flagello terraemotus,
A peste, fame et bello,
A morte perpetua,
Per mysterium sanctae Incarnationis tuae,
Per adventum tuum,
Per nativitatem tuam,
Per baptismum et sanctum ieiunium tuum,
Per crucem et passionem tuam,
Per mortem et sepulturam tuam,
Per sanctam resurrectionem tuam,
Per admirabilem ascensionem tuam,
Per adventum Spiritus Sancti Paracliti,
In die iudicii,
l
i
b
e
r
a

n
o
s,

D
o
m
i
n
e

Peccatores,

Ut nobis parcas,

Ut nobis indulgeas,

Ut ad veram paenitentiam nos perducere digneris,

Ut Ecclesiam tuam sanctam regere et conservare digneris,

Ut domum Apostolicum et omnes ecclesiasticos ordines in sancta religione conservare digneris,
.
Ut inimicos sanctae Ecclesiae humiliare digneris,

Ut regibus et principibus christianis pacem et veram concordiam donare digneris,

Ut cuncto populo christiano pacem et unitatem largiri digneris,

Ut omnes errantes ad unitatem Ecclesiae revocare, et infideles universos ad Evangelii lumen perducere digneris,

Ut nosmetipsos in tuo sancto servitio confortare et conservare digneris,

Ut mentes nostras ad caelestia desideria erigas,

Ut omnibus benefactoribus nostris sempiterna bona retribuas,

Ut animas nostras, fratrum, propinquorum et benefactorum nostrorum ab aeterna damnatione eripias,

Ut fructus terrae dare et conservare digneris,

Ut omnibus fidelibus defunctis requiem aeternam donare digneris,

Ut nos exaudire digneris,

Fili Dei, T
e

r
o
g
a
m
u
s,

a
u
d
i

n
o
s

Agnus Dei, qui tollis peccata mundi, (parce nobis, Domine.)
Agnus Dei, qui tollis peccata mundi, (exaudi nos, Domine.)
Agnus Dei, qui tollis peccata mundi, (miserere nobis.)

Christe, (audi nos.)
Christe, (exaudi nos.)
Kyrie, eleison. (Kyrie, eleison.)
Christe, eleison. (Christe, eleison.)
Kyrie, eleison. (Kyrie, eleison.)

[Pater noster silentio] Et ne nos inducas in tentationem. (Sed libera nos a malo.)

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 17 2009, 07:50 PM

http://www.youtube.com/watch?v=yDortyyp228&feature=related

ეს რა გალობაა?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 17 2009, 08:05 PM

Adam

მრწამსი smile.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 17 2009, 10:12 PM

მნათე

მპ3 -ები თუ გაქვს დადე რა smile.gif


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 17 2009, 10:14 PM

ციტატა

მპ3 -ები თუ გაქვს დადე რა


მალე მექნება, მანამდე ეს იყოს..

ულამაზესი საგალობელი:

http://www.youtube.com/watch?v=xRi1GDoaQu4

Veni Veni Emmanuel

მოდი, მოდი, ემანუელ smile.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 17 2009, 10:29 PM

არა რა.. კათოლიკური გალობები სულ სხვა არის. ჩვენსას მირჩევნია , მამშვიდებს ძალიან, მსიამოვნებს მოსმენა. smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 18 2009, 04:11 AM

ციტატა
კათოლიკური გალობები სულ სხვა არის. ჩვენსას მირჩევნია , მამშვიდებს ძალიან

ohmy.gif
მდას, აქ ნამდვილად შეგედავები გემოვნებაზე...
ჩვენი გალობები გაღელვებს და ესენი გამშვიდებენ? ...
ოხ მნათე, გვიბოლებ ხალხს!
პაქს ვობის!

პ.ს.
ესეც რაფაელი , უზარმაზარი ფორმატია

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/archive/e/ea/20090226060833!Raffael_051.jpg

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 18 2009, 04:13 AM

ციტატა
მდას, აქ ნამდვილად შეგედავები გემოვნებაზე...
ჩვენი გალობები გაღელვებს და ესენი გამშვიდებენ? ...
ოხ მნათე, გვიბოლებ ხალხს!
პაქს ვობის!


მანდაც ტაბუ გვადევს? biggrin.gif

ზეცაში მარტო გურულ კილოზე ესმით თუ რაფრაა შენი საქმე? laugh.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 18 2009, 05:30 AM

KAIROS

ციტატა
ესეც რაფაელი , უზარმაზარი ფორმატიაhttp://upload.wikimedia.org/wikipedia/comm...Raffael_051.jpg


kiss1.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 18 2009, 09:22 AM

ხო კაი ახლა მორჩი,
უბრალოდ არ მომეწონა შედარება ის მირჩევნია და ეს არაო ქართველი კაცი, მართლაც ულამაზეს და უმშვენიერეს, უწყნარეს და ორიგინალურ (არა მხოლოდ გურული, ქართ-კახურიც, რაჭულიც და ა.შ.) გალობას გაცვლის იმ კაცის არ მესმის და ჩემი რეაქცია იყო ბუნებრივი...
თუმცა კარგი გავედი, ზოგს შეიძლება ჭის ვედროს ჭახუნიც მოეწონოს ბახზე მეტად... თუმცა გრიგოლიანულ უძველეს ლათინურ გალობებს მეც პატივს ვცემ და იცი შენც, მაგრამ ჩემებს არაფერი მირჩევნია... და ესეც იცი smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 18 2009, 12:18 PM

ციტატა
კათოლიკური გალობები სულ სხვა არის. ჩვენსას მირჩევნია

საკუთარის უარყოფა და უცხოს გაფეტიშება ჩემი ეროვნების ადამიანისგან მთლად სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებს ჩემზე : )

კარგი და ცუდი ყველაში შეიძლება მონახო : )

მთავარია რას ეძებ (თუ იცი) : )

ციტატა
ესეც რაფაელი , უზარმაზარი ფორმატია

ისე მანდ კარგად დააკვირდით ფონს biggrin.gif ვისაც ორიგინალში ჰყავს ნანახი, უმეტესობას საშინლად არ მოსწონს biggrin.gif
პატარა ოქროს ამურიკოებით არის გატენილი ფონი და სურათს ამძიმებსო, იძახიან biggrin.gif ილუსტრაციებში კიდევ არ ჩანს იმდენად ...

ციტატა
Litaniae Sanctorum

ეს რა კარგი მოსასმენია biggrin.gif


ამის წინებზე წიგნში შემხვდა სალვე რეჯინას მღეროდა მთავარი გმირი და დამაინტერესა რა იყო.. ხოდა, მომეწონა და ვინატრე ძველებურ ეკლესიაში მომასმენინა როგორ გალობენ თქო biggrin.gif
Salve Regina არის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დიდება : )

http://www.youtube.com/watch?v=zuHYMFLE00c

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 18 2009, 12:28 PM

ქევანა

ციტატა
ისე მანდ კარგად დააკვირდით ფონს ვისაც ორიგინალში ჰყავს ნანახი, უმეტესობას საშინლად არ მოსწონს


რას ამბობ! მაგ ნახატს ორიგინალში ორი საათი ვუყურებდი! დამაზომბირა! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 18 2009, 12:34 PM

მნათე
ვაიმე მნათე, ეს რა არის? შოკში ვარ biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=eth3sfPmZUk
რაღაც სხვანაირია რა, არ ვიცი როგორ აგიხსნა,... biggrin.gif rolleyes.gif

Atman
ორიგინალში? biggrin.gif ანუ დრეზდენში იყავი? ჰმ, ალბათ ოქროსფერმა მოგჭრა თვალი biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 18 2009, 12:39 PM

ქევანა

ხო დრეზდენში, და რაც მქონდა დრო იმის მესამედი მარტო მაგ ნახატმა წამართვა... დანარჩენს თვალი გადავავლე პროსტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 18 2009, 12:51 PM

ციტატა(ქევანა @ Oct 18 2009, 01:18 PM) *

საკუთარის უარყოფა და უცხოს გაფეტიშება ჩემი ეროვნების ადამიანისგან მთლად სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებს ჩემზე : )



საღოლ შენ , თუ ეგრე საზღვრავ ადამიანს smile.gif



ციტატა(KAIROS @ Oct 18 2009, 05:11 AM) *

ohmy.gif
მდას, აქ ნამდვილად შეგედავები გემოვნებაზე...






გემოვნებაზე არ დაობენ , შენ ეგ გირჩევნია მე ის..
შენ ახლა იცი როგორ გამოგივიდა , შენი ცუდი გერჩივნოს სხვის კარგსო.



ციტატა
ჩვენი გალობები გაღელვებს და ესენი გამშვიდებენ? ...


სად ვთქვი რომ მაღელვებენ?
ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობ a075.gif
უბრალოდ კათოლიკურის მოსმენა უფრო მსიამოვნებს ..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 18 2009, 02:11 PM

"დიდება მაღალიანი"

http://www.youtube.com/watch?v=Ue9HxppC_Gg

Gloria in excelsis Deo

http://www.radikal.ru

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება smile.gif

ესეც მეორე:

http://www.youtube.com/watch?v=Ue9HxppC_Gg&feature=related

ციტატა
საკუთარის უარყოფა და უცხოს გაფეტიშება ჩემი ეროვნების ადამიანისგან მთლად სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებს ჩემზე : )


კიდევ კარგი მოზამბიკაში არ დაიბადე a075.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 18 2009, 04:48 PM

ციტატა
შენ ახლა იცი როგორ გამოგივიდა , შენი ცუდი გერჩივნოს სხვის კარგსო.

რაა კაცო ცუდი???
მე ხომ არ მითქვამს ეს ლათინურია ცუდითქო? მე საერთოდ არ მახასიათებს კულტურათა ცუდად და კარგად დაყოფა, ყველას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ საკუთარის შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ და გირჩევნია უკან დაიხიო, ან დაამტკიცე რატომაა ქართული გალობა ცუდი?
მნათე მრევლი აკონტროლე biggrin.gif

ციტატა

საკუთარის უარყოფა და უცხოს გაფეტიშება ჩემი ეროვნების ადამიანისგან მთლად სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებს ჩემზე : )

არც ჩემზე და მართლაც სამარცხვინოა ადამ... ნუ გვიგინებ ჩვენსას და შენ თუ გინა აპაიას ტომის უაუა მოგწონდეს!

ციტატა


კიდევ კარგი მოზამბიკაში არ დაიბადე


მაშინ იგივე მოზამბიკურსაც დავიცავდით, აქაა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც გვიგვინებს ჩვენსას, თან იმას, რაც მართლა არაა საგინებელი, გულით მჯერა, რომ არც შენ უყურებ ცუდად უზარმაზარი ისტორიის და ტრადიციის, ქართულ გალობას, ამიტომ არ მივცემთ უფლებას ვინმემ მართლმადიდებლურ ფორუმზე ქართულ გალობას ცუდი უძახოს, ისე რაც უნდა ის მოწონებია.

ციტატა
მთავარია რას ეძებ (თუ იცი) : )

კარგი ნათქვამია, არ იცის...
მაგრამ ცუდი ისაა, რომ არც იცის და მაინც იგინება...
მნათე, ეს თემა ქართული გალობის სალანძღავი თემაა თუ დასავლური (და არა კათოლიკური,ეგეც შეცდომაა) კულტურის წარმოდგენა?
ჰოდა, მიხედეთ აქაურობას!
კაიროსი!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 18 2009, 08:28 PM

KAIROS

კაიროს საერთოდ რა შუაშია აქ გინება? რის გინება, რა ლანძღვა, რის შენერწყვა? ადამიანს აქვს უბრალოდ სუბიექტური გემოვნება და თქვა რომ აიო მომწონს უფროო, ის ხომ არ უთქვამს ვაიმე ვერ ვიტან ქართულ გალობასო?

შენ გემოვნებას ანაწილებ ასე "ჩემია" "სხვისია" მოზამბიკურსაც კი დავიცავდიო, ეს კი უკვე არის იდეოლოგია და არანაირი საერთო არ აქვს არც კულტურასთან და არც ხელოვნებასთან და მითყმეტეს არც დაცვასთან smile.gif

შთაბეჭდილება მრჩება რომ უბრალოდ თემა არ მოგწონს biggrin.gif

მოდერმა წაშალოს ოფები და განვაგრძოთ მშვიდად.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 18 2009, 08:40 PM

ჩემი სათქმელი მნათემ თქვა smile.gif


მე უბრალოდ უფრო მეტად მომწონს კათოლიკური, ნანასავით ჩამესმის .. სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ მსიამოვნებს


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 18 2009, 08:52 PM

Adam

აჰა შენ ერთი კარგი გალობა biggrin.gif

Tu es Petrus
et super hanc petram ædificabo ecclesiam meam
et portæ inferi non prævalebunt adversus eam.
Et tibi dabo claves regni cælorum.

შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას...

http://www.youtube.com/watch?v=zW8ARCswRns

კათოლიკე ეკლესიის სწავლებით სწორედ პეტრე და მისი მემკვიდრეა რწმენის გარანტი და კლდე.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 19 2009, 02:36 AM

ციტატა
კათოლიკე ეკლესიის სწავლებით სწორედ პეტრე და მისი მემკვიდრეა რწმენის გარანტი და კლდე.

მხოლოდ ხელოვნება მნათე smile.gif
თორემ დაგიწყებ ახლა შემოდავებას და აპოლოგეტიკაში წავა ეს თემა... შეეშვი ქადაგებებს და დადე ხელოვნების ნიმუშები.
პ.ს.
პეტრეს გვერდით იქვე პავლეა a075.gif

ახლა რაც შეეხება იმ კამათს:

ციტატა
ის ხომ არ უთქვამს ვაიმე ვერ ვიტან ქართულ გალობასო?

დიახაც, რომ თქვა
ციტატა
შენი ცუდი გერჩივნოს სხვის კარგსო.

ჯერ ერთი მართლა ჩემი კლდე მირჩევნია სხვის სამოთხეს და მერე ის , რომ მან ჩვენს გალობას ცუდი უწოდა და ამას ასე ვერ ჩავატარებთ, იმედია დაიხია უკან.
ციტატა
მე უბრალოდ უფრო მეტად მომწონს კათოლიკური, ნანასავით ჩამესმის .. სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ მსიამოვნებს

ეს პოსტი კარგია და არაფერი მაქვს საკამათო.
რაც შეეხება მოზამბიკური დავიცავდითქო, არც ესაა იდეოლოგია, რადგან ადამიანი საიდანაც მოდის იქაური კულტურის დამფასებელი უნდა იყოს უპირველესად, თორემ ვერც სხვისას გაიგებს და დარჩება ასე ღამურასავით.

ასე რომ მეც ველოდები თემის გაგრძელებას, ზედმეტი შეფასებებისა და მოძღვრებების გარეშე smile.gif

პ.ს.ს.
ეგ თემა, როგორ შეიძლება მე არ მომწონდეს? როცა თავადვე გავხსენი მაშინ როცა შენ ჯერ კიდევ ორთოდოქსობდი smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 19 2009, 03:05 AM

ციტატა
მხოლოდ ხელოვნება მნათე
თორემ დაგიწყებ ახლა შემოდავებას და აპოლოგეტიკაში წავა ეს თემა... შეეშვი ქადაგებებს და დადე ხელოვნების ნიმუშები.


და აღნიშვნა ქადაგებაა? ოკ კაი ეს დაიხურა.

ციტატა
დიახაც, რომ თქვა


სად თქვა? აბა დადე, მომწონს უფრო მეტადო, არ შეიძლება?

ციტატა
რაც შეეხება მოზამბიკური დავიცავდითქო, არც ესაა იდეოლოგია, რადგან ადამიანი საიდანაც მოდის იქაური კულტურის დამფასებელი უნდა იყოს უპირველესად, თორემ ვერც სხვისას გაიგებს და დარჩება ასე ღამურასავით.


კაცმა რომ თქვას რა მაქვს ქართული გალობის საწინააღმდეგო, მაგრამ ეს არარეალური და ტრაფარეტული რამეა. შესანიშნავად შეიძლება გესმოდეს ფრანგული კულტურის, მაშინ როცა გარტყმაში არ იყო ქართულისაში და არანაირ ღამურასავით არ იყო.

ციტატა
ასე რომ მეც ველოდები თემის გაგრძელებას, ზედმეტი შეფასებებისა და მოძღვრებების გარეშე


მეც.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 19 2009, 03:12 AM

ციტატა
სად თქვა? აბა დადე, მომწონს უფრო მეტადო, არ შეიძლება?

ციტატა
შენი ცუდი გერჩივნოს სხვის კარგსო.

შენი ცუდი ( ე.ი. გალობა) სხვის კარგს (ე.ი. ლათინური)
ასე გამოუვიდა... და გამიხარდა რომ უკან დაიხია...
შენს ფრანგულს შესანიშნავ ცოდნაზე და ქართულის გარტყმაშიც არ ცოდნაზე გამეღიმა, კი მაგრამ მამამ პარიზში რომ წაგიღო მაშინ დაავიწყდა? ესეც ხომ არეალურია, ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო, მასეა ეგ მაგალითი...
თუმცა მოვრჩეთ აქ ხო და გააგრძელე თემა smile.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 19 2009, 09:24 PM

KAIROS

შეგიძლია დააკოპირო ჩემი ნაწერი სად ვუწოდე ჩვენს გალობას ცუდი ? smile.gif
ყველაზე ძალიან მაგას ვერ ვიტან, რამეს რომ მაბრალებენ ხოლმე და შემდეგში გაითვალისწინე , ჩემი დიდი თხოვნა იქნება..


ციტატა
ჯერ ერთი მართლა ჩემი კლდე მირჩევნია სხვის სამოთხეს


ასე მგონია პაპაჩემს ველაპარაკები .. : /
იდეაში ვინმე მოხუც კაცს.


ჩემი ცუდი რატომ უნდა მერჩივნოს სხვის კარგს ?.. :/


ციტატა

ადამიანი საიდანაც მოდის იქაური კულტურის დამფასებელი უნდა იყოს უპირველესად, თორემ ვერც სხვისას გაიგებს და დარჩება ასე ღამურასავით.


ვერ დაგეთანხმები smile.gif
რა ვქნა რომ ჩვენსაზე ძალიან მიყვარს ბევრი რამ ?.. მაგას რა მნიშვნელობა აქვს ..
ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩემსას პატივს არ ვცემ, უბრალოდ მე ის მირჩევნია და მანდ მთავრდება ყველაფერი.
და ძალიან კარგადაც ვიგებ სხვისას a075.gif


პ/ს რაც შეეხება თემას , რომ არ გაოფდეს და საერთოდაც მაინტერესებს.. სად არის თბილისში კათოლიკური ეკლესია და გალობენ თუ არა ?






პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 19 2009, 09:33 PM

ციტატა

პ/ს რაც შეეხება თემას , რომ არ გაოფდეს და საერთოდაც მაინტერესებს.. სად არის თბილისში კათოლიკური ეკლესია და გალობენ თუ არა ?


ლესელიძეზე და ჯავახიშვილის ქუჩაზე... გალობენ, ოღონდ ქართულად და ცოტა მოიკოჭლებენ smile.gif კვირის მესაზე შედარებით უკეთესად...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 19 2009, 09:37 PM

დიდი სიამოვნებით ვუსმენ მეც კათოლიკურ საგალობლებს, თუმცა გალობად და ლოცვად ვერ აღვიქვამ (მნათე მე მაპატიე biggrin.gif)
დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი საკონცერტო დარბაზში და მოვუსმენდი მესას (კარგი გუნდის შესრულებით smile.gif )
ჩემთვის ეს უბრალოდ ლამაზი მუსიკაა და ძალიანაც მსიამოვნებს rolleyes.gif

პ.ს. კარგი გუნდებია a075.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 19 2009, 09:38 PM

ციტატა
დიდი სიამოვნებით ვუსმენ მეც კათოლიკურ საგალობლებს, თუმცა გალობად და ლოცვად ვერ აღვიქვამ


აი ჩემთვის კი ეს მთელი არსებით, სულით, სხეულითა და სამშვინველით განდიდებაა ღვთისა...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 19 2009, 09:41 PM

მნათე

ციტატა
აი ჩემთვის კი ეს მთელი არსებით, სულით, სხეულითა და სამშვინველით განდიდებაა ღვთისა...

იცი უცნაურია, წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით გეუბნები smile.gif
ქართველი ადამიანის ყური არ არის შეჩვეული დასავლეთ ევროპულ საგუნდო მუსიკას. ალბათ მანამდეც უსმენდი მესებს და ზოგადად საგუნდო ნაწარმოებეს, თორე ქართული გალობის მერე ცოტა ძნელი აღსაქმელია ყურისათვის unsure.gif მით უმეტეს ლოცვად მისაღები unsure.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 19 2009, 09:55 PM

Veni Creator Spiritus

მოდი სულო შემოქმედო

http://www.radikal.ru

http://www.youtube.com/watch?v=sVqalU2yKjI&feature=related



ციტატა

იცი უცნაურია, წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით გეუბნები
ქართველი ადამიანის ყური არ არის შეჩვეული დასავლეთ ევროპულ საგუნდო მუსიკას. ალბათ მანამდეც უსმენდი მესებს და ზოგადად საგუნდო ნაწარმოებეს, თორე ქართული გალობის მერე ცოტა ძნელი აღსაქმელია ყურისათვის მით უმეტეს ლოცვად მისაღები


არანაირად... სამების გუნდის რეგენტი თვლის რომ ბახს თავად სულიწმიდა ასწავლიდა გალობას... შენთვის ეს კულტურული შოკია, უბრალოდ smile.gif



პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 19 2009, 10:01 PM

მნათე

ციტატა
. სამების გუნდის რეგენტი თვლის რომ ბახს თავად სულიწმიდა ასწავლიდა გალობას...

სვიმონი? laugh.gif ვკითხო? laugh.gif
ციტატა
შენთვის ეს კულტურული შოკია, უბრალოდ

რა არი შვილო კულტურული შოკი, რაც დავიბადე იმის მერე კათოლიკური მესების და რეკვიემების ნაწილებს ვუსმენ მგონი biggrin.gif კათოლიკური მუსიკალური ხელოვნებისგან არ ვარ შორს ნამდვილად rolleyes.gif
ბახიც ძალიან მიყვარს, მართლა გენიალური მუსიკა აქვს (ისე პროტესტანტი რომ იყო არაუშავს? rolleyes.gif biggrin.gif )

პ.ს. ნუ არა სამების გუნდის მოსმენის მერე არ გაგიჭირდებოდა ამ გუნდების აღქმა tongue.gif
ვკითხავ სვიმონს a075.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 19 2009, 10:08 PM

ნანინა

კითხე, კითხე... biggrin.gif

ციტატა
რა არი შვილო კულტურული შოკი, რაც დავიბადე იმის მერე ბახის მესას ვუსმენ მგონი კათოლიკური მუსიკალური ხელოვნებისგან არ ვარ შორს ნამდვილად
ბახიც ძალიან მიყვარს, მართლა გენიალური მუსიკა აქვს (ისე პროტესტანტი რომ იყო არაუშავს? )


მე განდიდებისთვის ვამბობ... კათოლიკური გალობის გენიალურობა მას შემდეგ გავიაზრე, რაც ლოცვა დავიწყე... მართლმადიდებელი როგორცვე ცდილობს ასე განადიდოს ღმერთი, მაშინვე იჩენს თავს "ნუ მწვალებლობ" და შემდეგ უკვე გასაქანი აღარ გაქვს... მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რა სიღრმეა ეს კათოლიკესთვის, სულიერი გამოცდილების რამხელა მრავალფეროვნება smile.gif

ციტატა
პ.ს. ნუ არა სამების გუნდის მოსმენის მერე არ გაგიჭირდებოდა აიმ გუნდების აღქმა
ვკითხავ სვიმონს


ნუ კბენთ სიმონიკას, ვაბოდებ მაგათ გალობაზე... და არა მხოლოდ, ქართულ გენიალურ საგალობლებზე, საოცრებაა! აი კარდინალად რომ მაკურთხებენ ( biggrin.gif ) აუცილებლად შევიტან მესაზე სვანურ ქრისტე აღდგას biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 19 2009, 10:16 PM

მნათე

ციტატა
ნუ კბენთ სიმონიკას

მაგას შემოევლოს ჩემი თავი რას ლაპარაკობ biggrin.gif
ციტატა
ვაბოდებ მაგათ გალობაზე..

girl_angel.gif მე ანჩისხატზე a075.gif
ციტატა
აუცილებლად შევიტან მესაზე სვანურ ქრისტე აღდგას

laugh.gif
სიმონს არავინ კბენს, სხვა საკითხია მანდ, ესე ვერ გაიგებ, ბევრი უნდა ვწერო biggrin.gif
მართლმადიდბლური გალობის კანონინკა სხვაგვარია და სადა, ბუნებრივი ბგერით გალობაა მიღებული smile.gif
ციტატა
მართლმადიდებელი როგორცვე ცდილობს ასე განადიდოს ღმერთი, მაშინვე იჩენს თავს "ნუ მწვალებლობ" და შემდეგ უკვე გასაქანი აღარ გაქვს...

არ მიფიქრია ასე ღმერთის განდიდებაზე. ჩემთვის ქართული გალობა და მისი მადლია ღმერთის განდიდების საშუალება smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 19 2009, 10:18 PM

ციტატა
მართლმადიდბლური გალობის კანონინკა სხვაგვარია და სადა, ბუნებრივი ბგერით გალობაა მიღებული


აი მაგალითად ზევითა გალობა, გრეგორიანულ სოლოში:

Veni creator Spiritus, Inno gregoriano

http://www.youtube.com/watch?v=XLYMYua5M_0


პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 19 2009, 10:22 PM

მნათე

ციტატა
აი მაგალითად ზევითა გალობა, გრეგორიანულ სოლოში:

ეს რა არის და სადაურია. გრეგორიანულ სოლოში რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 19 2009, 10:27 PM

ციტატა

ეს რა არის და სადაურია. გრეგორიანულ სოლოში რას ნიშნავს?


გრეგორიანული (პაპი გრეგორის დროინდელი) გალობაა, სრულდება როგორც ერთის მიერ, ასევე მთელი გუნდის...

ეს ამბროსი მილანელის სკოლაა smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 19 2009, 10:28 PM

მნათე

ციტატა
გრეგორიანული (პაპი გრეგორის დროინდელი) გალობა

გრიგორიანული ქორალი ანუ? გასაგებია smile.gif
ხო, მაგრამ ეს საგალობლები ხომ გაყოფამდე შეიქმნა? fiqri.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 19 2009, 10:32 PM

ციტატა
ხო, მაგრამ ეს საგალობლები ხომ გაყოფამდე შეიქმნა?


მრავალი, რა თქმა უნდა...

აი უძველესი ლათინური გალობა:

http://www.youtube.com/watch?v=B6Fxn3rHa5A

Caro mea vere est cibus, et sanguis meus vere es potus: qui manducat meam carnem, et bibit meaum sanguinem, in me manet et ego in eo.

(იოანე, 6, 55-56)

სახარებიდან smile.gif




პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 20 2009, 02:48 AM

ციტატა
ასე მგონია პაპაჩემს ველაპარაკები .. : /
იდეაში ვინმე მოხუც კაცს.

ადამ, იდეალები არ "ბერდებიან"
ძალიან აგდებულად უყურებ ჩვენს გალობას და სამწუხაროა, რომ ვერ გებულობ თუ
ციტატა
რატომ უნდა მერჩივნოს ჩემი ცუდი სხვის კარგს ?.. :/
იმიტომ, რომ 1) შენი ცუდი კი არაა აქ რაზედაცაა საუბარი, არამედ ის რაც ქართული კულტურის ერთერთი უპირველესი გამომხატველია მსოფლიოში
2) აქ პირდაპირ კი არ უნდა გაიგო "ცუდი" , არამედ გადატანითი მნიშველობით, რომ შეიძლება ჩემი ჯვრის მონასტერი ღარიბია და სან ჯოვანი ლატერანოსავით არაა ოქროებში და მარმარილოებში ჩასმული, მაგრამ ჯვარია, ჩემია, ჩემი კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია და ჩვენი ერის რაობის ობელისკია, ჰოდა ამის არ დამფასებელი შორს ვერ წავა, ისევ ვიმეორებ ღამურასავით დაემართება საბოლოოდ, არც იქ მიიღებენ, სადაც "მიფრინავს" და ვერც იქ დაბრუნდება საიდანაც "გაფრინდა"
ასე რომ ბაბუა და პაპა არაფერ შუაშია, უბრალოდ ღირებულებები არ ბერდება და ეგ უნდა იცოდე.
თორემ ვიმეორებ შენ რაც გინდა ის მოგწონდეს.
შემიძლია თუ არა დავაკოპირო?
კი მეგობარო, როგორ არა smile.gif
აი ვსაუბრობდით გალობაზე, შენ თქვი ჩვენსას სჯობიაო და მერე წერ:
არ გესმის მისი ვინც ამბობს:
ციტატა
შენი ცუდი გერჩივნოს სხვის კარგსო.

აქედან ლოგიკა:
შენი ცუდი ( ე.ი. გალობა) სხვის კარგი (ე.ი. ლათინური)
და ამას მოყვა კამათი, თუ ეს არ გიგულისხმია, თუ ცუდად არ მიგაჩნია გალობა მოვრჩეთ კამათი smile.gif თუ მაინც ამცირებ გალობას, მაშინ ნამდვილად ვერ გამაჩუმებ.
გელი;
კაიროსი!
პ.ს.
მნათე, თხოვე რომ ნუღარ შემეკამათება, და მოვრჩებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 20 2009, 08:42 AM

KAIROS

ტაკ ტაკ ტაააკ.. :ხელების_ტკაცუნის_სმაილი: biggrin.gif

ციტატა


ძალიან აგდებულად უყურებ ჩვენს გალობას და სამწუხაროა, რომ ვერ გებულობ თუ


ე ბიჯო ნუ მაბრალებ მეთქი რაღაც რაღაცეებს .. : /


ციტატა
შენი ცუდი კი არაა აქ რაზედაცაა საუბარი, არამედ ის რაც ქართული კულტურის ერთერთი უპირველესი გამომხატველია მსოფლიოში


არსად არ მითქვამს რომ ცუდია და არც ვიტყვი!


ციტატა
აქ პირდაპირ კი არ უნდა გაიგო "ცუდი" , არამედ გადატანითი მნიშველობით, რომ შეიძლება ჩემი ჯვრის მონასტერი ღარიბია და სან ჯოვანი ლატერანოსავით არაა ოქროებში და მარმარილოებში ჩასმული


არც ვიგებ პირდაპირ , საიდან მოიტანე ? კიდევ ჩემ მაგივრად ლაპარაკობ?.. მდაა..


ციტატა
შენი ცუდი გერჩივნოს სხვის კარგსო

ციტატა
აქედან ლოგიკა:
შენი ცუდი ( ე.ი. გალობა) სხვის კარგი (ე.ი. ლათინური)
და ამას მოყვა კამათი, თუ ეს არ გიგულისხმია, თუ ცუდად არ მიგაჩნია გალობა მოვრჩეთ კამათი




არა ძლიერო ლოგიკაა , უბრალოდ ეგ მართლაც რომ არ მიგულისხმია smile.gif


და საერთოდ გეტყვი იმ ცუდში მე რას ვგულისხმობ:
რაც ჩემთვის არაა მიღებული , რაც არ მომწონს და რაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება .. ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნის ღირებულებები იქნება თუ რა , უფრო მეტად რომ მიყვარდეს , ეს იმას კი არ ნიშანვს რომ ჩემსას პატივს არ ვცემ , ვიმეორებ უბრალოდ მე ის მირჩევნია , იმიტომ რომ ჩემთვის ჯობია..


პ/ს მემგონი კამათი დასრულდა http://www.ubralo.caucasus.net

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 20 2009, 12:09 PM

Adam

ციტატა
პ/ს მემგონი კამათი დასრულდა

არა biggrin.gif
ეს ხუმრობით, ისე მაინტერესებს ქართულ გალობას რამდენად კარგად იცნობ და რა აზრის ხარ მასზე? smile.gif
თუ რამე არაა მიუღებელი, რატომ? მიანტგრესებს უბრალოდ, არ შეგეკამათები smile.gif

პ.ს. მნათე ბოდიში ცოტა გადავუხვიე თემას smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 20 2009, 02:44 PM

ბახის "ვნებანი"

http://www.youtube.com/watch?v=M_LLFfFXaUA

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 20 2009, 04:31 PM

ქევანა
"მათეს პასიონზე" ვგიჟდები, მაგრამ კათოლიკური არაა + გერმანულადაა biggrin.gif
ბახი პროტესტანტი იყო a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 20 2009, 04:41 PM

ნანინა
გენაცვალე, მაგ საკითხზე დავაა დიდი biggrin.gif შენ რა უცებ დაამტკიცე : D

საერთოდ კათოლიკეა, მაგრამ რახან პასიონი დაწერა პროტესტანულ კანონებზე ფიქრობენ რომ პროტესტანტი იყოვო, მაგრამ ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ბახმა ეს სპეციალურად მიმართა ამ მეთოდს, რადგან თემას ასე უფრო სჭირდებოდაო (ც) ჩემი და (რომელიც სხვათაშორის მომავალი პიანისტია biggrin.gif)

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 20 2009, 04:57 PM

ქევანა

მუსიკისმცოდნეობაში მიღებულია მოსაზრება, რომ ის პროტესტანტი (ლუთერანი) იყო და არა კათოლიკე, ნუ გერმანელი იყო და ლოგიკურია a075.gif

მათეს და იოანეს პასიონების გარდა გერმანულ ენაზე მას დაწერილი აქვს ბევრი ქორალი და გაკეთებული აქვს პროტესტანტული ქორალის გადამუშავებებიც (ლუთერისეული, კანონიკურის a075.gif).
პროტესტანტული ქორალიდან ამიოზრდება მისი ძირითადი ნაწარმოებებიც tongue.gif
რაც შეეხება მის მესა სი მინორს ("მაღალი მესა"), ის მართალია ლათინურ ტექსტზეა, მაგრამ მე როგორც ვიცი არ სრულდება ღვთისმსახურებაზე, მხოლოდ საკონცერტო შესრულებით smile.gif
მიზეზი მარტივია _ ბახი იყო პროტესტანტი და გერმანელებისთვის ლათინური ტექსტი მიუღებელი იყო smile.gif


პ.ს. რას ამბობ, ლუთერის იდეების მიმდევარი იყო, პირველად მესმის ბახზე კათოლიკეაო blink.gif
ლიტერატურა მიმითითე თუ შეგიძლია smile.gif
შვაიცერს აქვს სერიოზული მონოგრაფიული კვლევა ბახზე, სადაც მისი მუსიკის სიმბოლიკაცაა ახსნილი. ლუთერთან და პროტესტანტულ ქორალთან კავშირი იქ ნათლად ჩანს smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 20 2009, 05:09 PM

ვკითხავ როცა მოიცლის : )

მანამდე ეს ვიპოვე და წავიკითხავ,

ციტატა
შვაიცერს


ხოდა, რაც შეეხება კათოლიკე იყო თუ პროტესტანტი თუ ლუთერანი თუ ბუდისტი, უკვე დავიბენი, აქამდე მეგონა რომ კათოლიკე იყო : )
a075.gif


პ.ს. არ გავაოფო, თორე რას გადავურჩები biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 20 2009, 09:54 PM

ციტატა
ნუ გერმანელი იყო და ლოგიკურია


აბა გააგონე ახლა ეგ შენ უმრავლესობას მიღწეულ კათოლიკურ საზოგადოებას გერმანიაში და მერე ვინ იყო ლუთერი აგიხსნიან კარგად biggrin.gif

აღარაა გერმანია ლუთერანული, კათოლიკურია... რაც იყო თავიდანვე, მცირე შფოთს თუ არ ჩავთვლით laugh.gif

ბახზე ვერაფერს გეტყვით, მააააააგრამ:

პაპის ვიზიტი ამერიკაში, იანკეს სტადიონი, პლაჩიდო დომინგო "პანის ანჯელიკუს"

http://www.youtube.com/watch?v=D47e_i1uFAM&feature=related

ტექსტი ეკუთვნის წმიდა თომა აქვინელს, ეკლესიის დოქტორსა და მასწავლებელს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 20 2009, 10:13 PM

ციტატა
ე ბიჯო

ვინც ასე საუბრობს, მე ვფიქრობ ჯერ ზრდილობაზე უნდა იზრუნოს და მერე ქართული გალობის გაგებაზე, შესაბამისად შენთან კამათი დამთავრდა, ცოტა უნდა ჩამოყალიბდე და დაიხვეწო, მერე მეკამათე.
კარგად;
კაიროსი!
პ.ს.
მნათე, მიხედე სიტუაციას smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 20 2009, 10:44 PM

ციტატა
მნათე, მიხედე სიტუაციას


მოდერ ფუნქციებით? რა გიყოთ, წავიყვანო ადამი ჩემკენ? laugh.gif

ძედა... აქაც მე ვიყო მწყემსი? თუ ექს პოსტი შეუმცდარობა მაქვს მონიჭებული და არიქა, დაზავდებით ყველა? biggrin.gif


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 21 2009, 01:46 PM

KAIROS
გაატარე კაიროს biggrin.gif აღარ შეეპასუხო ხოლმე და კამათიც თავისთავად ამოიწურება smile.gif

ნანინა
ისა და სოფო, კათოლიკური ხელოვნება კათოლიკეების მიერ იქმნება ხო? biggrin.gif ხო თუ არა? რაღაც მინდა დავდო და შენს პასუხზე ვარ დამოკიდებული laugh.gif

ნუ სანამ ბახის გენეალოგიას ვეცნობი იქამდე სხვა რამით შევიქციოთ თავი biggrin.gif
ჩემმა დამ, შემეშვითო, საერთოდ არც წამებული კათოლიკე იყო არც გულმხურვალე პროტესტანტიო, მუსიკოსი იყო და მუსიკაზე ფიქრობდაო biggrin.gif მომიწევს ჩემი მცირე კვლევა ჩავატარო..

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 21 2009, 04:42 PM

ძალიან გთხოვთ ნუ ადარებთ ერთმანეთს კულტურებს. smile.gif

საერთოდ აქ გერმანელები ბახს პროტესტანტად მოიაზრებენ, ანუ ეჭვი მე არსად გამიგია მის კათოლიკობაზე. თუმცა, გერმანიაში დღეს ტერიტორიების მიხედვით სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლებია კათოლიკებზე და პროტესტანტებზე. თითქმის თანაბრად არიან.

სხვათაშორის, ქეთი, კათოლიკური ხელოვნებაა თუ არა ბახი, მანდ რა იგულისხმება ვერც მე გავიგე. ჩემი აზრით ხელოვნება, უფრო მეტად ეროვნული მახასიათებლებით განისაზღვრება, ვიდრე რელიგიურით. ჩემთვის ბახი გერმანული კულტურის ნაწილია და არც კათოლიკურის არც ევანგელისტურის.
ამიტომ, თუ კათოლიკე იყო ადამიანი და მის შემოქმედებას კათოლიკური კულტურა ვუწოდო, ასეთი რამ არ მესმის. ცხადია, თუ ეს შემოქმედება კათოლიკური ეკლესიისათვის არ შექმნილა, ანუ ქანდაკებანი, ხატები, საორღანე კომპოზიციები. დანარჩენი უკვე პიროვნებები არიან, ქვეყნის და არა რომელიმე რელიგიის მონაპოვრები ეს ხალხი.
ანუ, ჩემთვის ქართველი ადამიანის შექმნილიც, ქართული კულტურის მონაპოვარია და არ მოვინდომებდი აღმსარებლობების მიხედვით დახარისხებას. smile.gif

დავუბრუნდეთ კათოლიკურ ეკლესიას, მის არქიტექტურას და ა.შ.
ნუ გავცდებით თემას.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 21 2009, 04:50 PM

k@the
არა ქეთ, განა რამე... კათოლიკური ხელოვნებაო და ფალიაშვილის დადებას ვაპირებდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სათაურია არასწორად შერჩეული ჩემი აზრით და მაგან გამოიწვია არეულობა.. ალბათ აჯობებდა სასულიერო ხელოვნება დაეწერა ლევანს smile.gif


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 21 2009, 04:54 PM

ქევანა
მივხვდი და იმიტომაც ავღნიშნე ქართველი, განურჩევლად აღმსარებლობისა rolleyes.gif biggrin.gif

ჰო, ალბათ, სათაური დაზუსტებას საჭიროებს.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 12 2009, 02:12 AM

http://www.youtube.com/watch?v=HTiM-khUePY

Salve Regina - გიხაროდეს დედოფალო smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 12 2009, 02:36 AM

ქევანა

დადეთ კაცო რაც გინდათ მე ექსპერტი კი არ ვარ a075.gif laugh.gif
ფალიაშვილს რაც შეეხება კი კათოლიკე იყო, მაგრამ მისი შემოქმედება რამდენად შეიძლება კათოლიკურ ხელოვნებად ჩაითვალოს ეს სხვა საკითხია a075.gif
ჩემი აზრი თუ გაინეტრესებთ, კათოლიკური ხელოვნება ესაა საეკლესიო ხელოვნება, ანუ, ტაძრები, ფერწერა, ქანდაკება, გალობა და ა.შ. და არა კონკრეტულად კათოლიკე (აღმსარებლობით) ადამიანების შქმნილი ხელოვნება rolleyes.gif უბრალოდ ძირითადად ასეა (მგონი) რომ ამა თუ იმ რელიგიის ხელოვნების ნიმუშებს ნიმუშებს ამავე რელიგიის მიმდევარი ადამიანები ქმნიან. (მანდ კიდევ სხვა დეტალია, ის რაც მათთვის რელიგია და ლოცვაა (მაგალითად მესა და მისი შემადგენელი საგალობლები), ჩვენთვის ხელოვნებაა და ა.შ. არა მგონია ახლა ქრისტიანმა მეჩეთი ააგოს და მაჰმადიანმა მესა დაწეროს, სულ ესაა a075.gif მგონი მიმიხვდით smile.gif

ბახს რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ვიცნობ მის შემოქმედებას, ის იყო პროტესტანტი (ლუთერანი) და მისი შემოქმედების ამომავალი იყო მისი რელიგიური მრწამსი, იმდენად, რამდენადაც თავადაც ძალიან რელიგიური ადამიანი იყო smile.gif ლუთერის იდეები ვახსენე, პროტესტანტული ქორალი და აღარ განვაგრძობ smile.gif გერმანიის თანამედროვე მდგომარეობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ცხადია რომ ეს რელიგია ამ ქვეყანაში წარმოიშვა და ბახის პროტესტანტობაც უფრო ლოგიკურია, ვიდრე კათოლიკობა, იმ დროისთვის მით უმეტეს smile.gif


პ.ს. თემის სათაური მე მომწონს. ასე რომ მნათესთან პრეტენზიები არ მაქვს. smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 12 2009, 02:52 AM

de l'Emmanuel

პროცესია პარიზის ნოტრ დამის ტაძარში

http://www.youtube.com/watch?v=qJwp3EiaoPc

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 12 2009, 01:02 PM

ნანინა
აი ხედავ, უკვე დაიბენი : D
როცა დავდევი ბახის მესა, არააო კათოლიკური დამიწერე და მიმიყოლე, რომ კომპოზიტორიც არაა კათოლიკე

ციტატა
"მათეს პასიონზე" ვგიჟდები, მაგრამ კათოლიკური არაა + გერმანულადაა
ბახი პროტესტანტი იყო


ნუ ამის მერე რა უნდა მეფიქრა? სწორია, უნდა მეფიქრა ის, რომ კონკრეტული მესა არ შეიძლება იყოს კათოლიკური, და რომ არაკათოლიკე კომპოზიტორის შექმნილიც არ შეიძლება იყოს კათოლიკური ხელოვნება smile.gif

ამიტომაც ვახსენე ფალიაშვილი biggrin.gif

მოკლედ, შეიძლება მითხრა რომ ბახის პასიონებს აღარ მღერიან კათოლიკურ ეკლესიაში, რომ ენა გერმანულია (ვითომ რა აუცილებლად ლათინური უნდა იყოს, რომ კათოლიკურ ხელოვნებასი შევიდეს?) მაგრამ ეს ხომ არაფერს ცვლის, რადგან არც რაფაელის მადონებია ეკლესიაში, მუზეუმშია.

და თემის გაგება ორაზროვანია, იმიტომ რომ ეს თემა ან საკუთრივ კათოლიკურ საეკლესიო ხელოვნებას ეხება, ან დასავლეთ ევროპულ ხელოვნებას... და მაშინ რაც არასაეკლესიოა (მიუხედავად სასულიერო თემატიკისა) აქ არ უნდა დაიდოს tongue.gif

ვხედავ მე უკვე, ავტორს საეკლესიო მიმართულებით მიჰყავს, მაშინ ბახი მართლაც არ უნდა დამედო smile.gif

მოვნახავ კიდევ საგალობლებს smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 12 2009, 07:17 PM

ქევანა

ციტატა
როცა დავდევი ბახის მესა

შენ პასიონი დადე a075.gif
მე არ ვაპირებ კამათს, ერთი რაღაცა რაც შემიძლია გითხრა ისაა, რომ ბახის ნაწარმოებები არ სრულდება კათოლიკურ ეკლესიებში, არც პასიოენი (მით უმეტეს გერმანულია) და არც მესა სი მინორი, რომელიც ლათინურადაა, მაგარმ არ სრულდება ღვთისმსახურებაზე და მე რა ვქნა? a075.gif
ამიტომ არ ვთვლი მე პირადად ბახის ხელოვნებას კათოლიკურად და პასიონი რომ ამ თემაში დადე, იმიტომ შეგედავე a075.gif
ციტატა
ეს ხომ არაფერს ცვლის, რადგან არც რაფაელის მადონებია ეკლესიაში, მუზეუმშია.

რა სისულელა, ეგრე ანჩისხატიც მუზეუმშია a075.gif რაფაელიდ მადონებიც და ანჩისხატიც იმიტომაა მუზეუმში, რომ ხელოვნების ნიმუშებია და არა იმიტომ, რომ ტაძარში არ უნდა იყოს a075.gif
მნათე კომპეტენტურია ამ საკითხში და გვპიასუხოს, მგონი არალათინური ტექსტები არ ითვლება კანონიკურად კათოლიკებისთვის a075.gif
ციტატა
თემა ან საკუთრივ კათოლიკურ საეკლესიო ხელოვნებას ეხება

მგონი კათოლიკური ხელოვნება ქვია და დასალლეთევროპულს რატომ უნდა ეხებოდეს? blink.gif ცხადია საეკლესიო ხელოვნება იგულისხმა მნათემაც a075.gif
მნათეუს გაგვაშველე biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 12 2009, 07:47 PM

ტვინის ბურღვას აქვს ადგილი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 12 2009, 08:00 PM

ქევანა
P.S. მგონი ახლა თავად დაიბენი და ამიტომ აგიხსნი a075.gif
დაანებე თავი ბახი კათოლიკე იყო, პროტესტანტი თუ მაჰმადიანი მაგას თავი biggrin.gif ამის გარეშე აგიხსნი რატომ არ იყო შენი დადებული ლინკი კათოლიკური ხელოვნება რახან ასე გინდა).
ბახმა დაწერა 2 პასიონი _ იოანეს და მათეს. (პასიონი იგივე ვნებანი a075.gif). ორივე მათგანი არის გერმანულად. კათოლიკური ეკლესია არ ცნობს გერმანულ ტექსტს კანონიკურად.
შენ დადე მათეს პასიონიდან ნაწყვეტი და ახლა მიხვდი რატომაც არაა კთოლიკური?
ხო, ახლა შემედავები და მეტყვი, სი მინორი მესა არის ლათინურად და ის რატომ არაა კათოლიკურიო. ისიც მხოლოდ საკონცერტო შესრულებითაა პრაქტიკაში, ანუ ღვთისმსახურებაში არ გამოიყენება.
ჩემი აზრით იმიტომ, რომ ბახი არ იყო კათოლიკე და იყო პროსეტტანტი a075.gif ისევ აქ მოვედით biggrin.gif
რომ მიეღო ეს მესა კათოლიკურ ეკლესიას ბახის პროტესტანტობის მიუხედავად და ღვთისმსახურებაშI გამოეყენებინა, ვაღიარებდი მეც კათოლიკურ ხელოვნებად

ზაქარიას რაც შეეხება, კი იყო კათოლიკე, მაგრამ მასაც აქვს გაკეთებული მართლმადიდბლური საგალობლების გადამუშავებები. ეს საგალობლებიც (ფალიაშვილის ვარიანტი) ძირითადად საკოცერტო ესტრადაზე სრულდება (უნდა სრულდებოდეს biggrin.gif), და არა ღვთისმსახურებაზე, რადგან ჩვენი სინოდის დადგენილებით მხოლოდ ძველი ქართული კანონიკური გალობა უნდა იყოს ღვთისმსახურების ნაწილი და არა არაკანონიკური. როგორ ასრულებენ ეს ცალკე თემაა. ხშირად სრულდება ფალიშვილის "შენ ხარ ვენახი" და ა.აშ, ზოგი ვერც ხვდება განსხვავებას, იმდენა გავს დედანს.. ზოგი უბრალოდ სინოდის დადგენილებას არღვევს a075.gif მოკლედ ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ რახან ფალიაშვილი ახსენე, აი ესეც ჩემი აზრი a075.gif

პ.პ.ს. შენ დას უთხარი, რომ ბახი რელიგიური ადამიანი იყო და მარტო მუსიკაზე კი არა, ღმერთზეც ბევრს ფიქრობდა როცა ნაწარმოებებს ქმნიდა, განსაკუთრებით სასულიერო თემატიკის. ასე რომ თუ ჩაგივარდება ხელში შვაიცერი, წაიკითხე და ნახავ იქ ამ რელიგიურ სიმბოლოებს როგორაა გადმოცემული მუსიკაში a075.gif
დიდი პატივს ვცმე მომავალ პიანისტებს, მაგრამ მუსიკისმცოდნეების აზრი ასეთია.. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 12 2009, 11:33 PM

ციტატა
მნათეუს გაგვაშველე

გვიშელეთ biggrin.gif


კაი ხო, მეზარება უკვე
ციტატა
ტვინის ბურღვა
biggrin.gif
თან მით უფრო რომ ვერაფერი ვერ გავიგე შენი ორივე პოსტიდან sad.gif

და მაშინ ასე: დავდოთ ის რასაც

ციტატა
კათოლიკური ეკლესია ცნობს.


შევრიგდით? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 13 2009, 04:27 AM

ციტატა
და მაშინ ასე: დავდოთ ის რასაც


ციტატა
კათოლიკური ეკლესია ცნობს.


დასტურ!

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 13 2009, 11:22 AM

ქევანა
რა ვერ გაიგე ადამიანო ქართულად ხომ ვწერ? biggrin.gif მე არ ვიყავი გაბრაზებული და შესარიგებელიც არაფერი მჭირს, შენ ამიშარდი დაიბენიო და tongue.gif laugh.gif
kiss1.gif kiss1.gif მოკლედ კარგი გოგო ხარ შენ, ფერწერაში დაგიჯერებ მარა მუსიკაში მენდეთ რა biggrin.gif

პ.ს. რაღაცა კითხვები მაქვს და გავხსნი კითხვების თემას თქვენი ნებართვით smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 13 2009, 10:02 PM

ნანინა

ციტატა
შენ ამიშარდი დაიბენიო

ჭორებს ნუ ავრცელებ biggrin.gif 2kiss.gif

აშარება სხვაა, კამათი სხვა, ნურვინ გარევთ ერთმანეთსა, biggrin.gif
დაბნევით ბოლო პოსტის მერე მართლა დავიბენი, რას მერჩოდი biggrin.gif tongue.gif

აჰა ეს შენ:

REGINA CAELI LAETARE

http://www.youtube.com/watch?v=yzMa0qzwagA

აი ეს კი წარმოდგენა არ მაქვს რა არის:
http://www.youtube.com/watch?v=ikHM5-UzqGU&feature=related
რისი საგალობელია, საგალობელია მართლა თუ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 14 2009, 02:27 AM

ციტატა
რისი საგალობელია, საგალობელია მართლა თუ?

კი, საგალობელია.
CREDO IN UNUM DEO

მრწამს ერთი ღმერთი...

მრწამსია ეგ ქევან, ლამაზი გრეგორიანულად ნაგალობები "ფილიოქვე" გარეული (რაც არის ამ ტექსტში ჩვენი და მათი მრწამსის განსხვავება) მრწამსი...

Credo in unum Deum, Patrem omnipoténtem, factórem cæli et terræ, visibílium ómnium et invisibílium;

Et in unum Dóminum Iesum Christum, Fílium Dei unigénitum, et ex Patre natum ante ómnia sæcula: Deum de Deo, lumen de lúmine, Deum verum de Deo vero, génitum non factum, consubstantiálem Patri, per quem ómnia facta sunt; qui propter nos hómines et propter nostram salútem descéndit de cælis; et incarnátus est de Spíritu Sancto ex María Vírgine et homo factus est; crucifíxus étiam pro nobis sub Póntio Piláto, passus et sepúltus est; et resurréxit tértia die secúndum Scriptúras; et ascéndit in cælum, sedet ad déxteram Patris; et íterum ventúrus est cum glória iudicáre vivos et mórtuos; cuius regni non erit finis;

Et in Spíritum Sanctum, Dóminum et vivificántem: qui ex Patre Filióque procédit; qui cum Patre et Fílio simul adorátur et conglorificátur; qui locútus est per Prophétas;

Et unam sanctam cathólicam et apostólicam Ecclésiam.

Confíteor unum baptísma in remissiónem peccatorum; et expecto resurrectionem mortuorum et vitam ventúri sæculi. Amen.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 14 2009, 12:20 PM

ესეც წმიდათა ლიტანია.

ფრანცისკანელების მონაზვნად აღკვეცა

http://www.youtube.com/watch?v=dphkoa9Mae8&feature=related

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 17 2009, 02:49 PM

ლეონსიო მნათუშა... biggrin.gif კიდევ კარგი შენი თემა შემომრჩა აქ... user.gif

კათოლიკურზე ვეძებდი იუთუბზე და ამას მივაგენ
Shepherd Me O God - Psalm 23

http://www.youtube.com/watch?v=hQqJF-2ijhg
:უსერ:

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 22 2012, 01:35 AM

რენესანსის ფერწერაზე ვინ ისაუბრებს ჩემთან ერთად?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 23 2012, 10:09 PM

A.V.M
აქაც შეიძლება ნამდვილად. მაგრამ მეორე თემაც წამოვწიე "საყვარელ მხატვრებზე" იქაც შეიძლება საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 24 2012, 12:56 AM

ქევანა
ძალიან კარგი...
რომელიმეში დავიწყებ ლაპარაკს...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 24 2012, 10:02 AM

A.V.M
აკაკის ესაუბრე. ბუგეროზე გიჟდება smile.gif
აბესაც უყვარს ბუგერო... ცოტა წაუკლასიცისტებს : )

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 4 2012, 01:50 AM

ქევანა

ციტატა
აკაკის ესაუბრე. ბუგეროზე გიჟდება

აკაკი ჩვენი ფორუმელი?

ციტატა
აბესაც უყვარს ბუგერო... ცოტა წაუკლასიცისტებს :

როდესაც შევხვდი რომ მცოდნოდა მისი ,,გრძნობები'' რენესანსზე აუცილებლად დაველაპარაკებოდი...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 4 2012, 01:11 AM

A.V.M დავკარგე biggrin.gif biggrin.gif

მოდი გიჟო, ამ შაბათს თუ გადავრჩი, ერთ ორ აბზაცს დავწერ კონსპექტიდან biggrin.gif
რაო, რომელი გიყვარს? აღორძინების ხანა ხომ? ხოდა ეგრე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 5 2012, 01:37 AM

ციტატა
რაო, რომელი გიყვარს? აღორძინების ხანა ხომ?

კი...
რენესანსი ბრ.........
ციტატა
ხოდა ეგრე

აი ეგრე...
biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)