თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ აფიშა

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Feb 9 2010, 04:45 PM

ვფიქრობ, რომ ეს თემა აუცილებელია ამ განყოფილებისთვის smile.gif
აქ დავდოთ საინტერესო ღონისძიებების, კონცერტებისა და სპექტაკლების აფიშები smile.gif


დღეს, 19 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კამერული მუსიკის საღამო
კამერული ორკესტრი KREMERATA BALTICA
სამხატვრო ხელმძღვანელი გიდონ კრემერი
სოლისტები: გიდონ კრემერი (ვიოლინო) ხატია ბუნიათიშვილი (ფორტეპიანო)


http://www.radikal.ru

დაწვრილებით იხილეთ http://www.conservatoire.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=634

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 12 2010, 08:19 PM

საგანმანათლებლო პროგრამა “ქრისტიანული ხელოვნება საქართველოში”
23 თებერვლიდან 26 მარტის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ლექციების კურსი “ქრისტიანული ხელოვნება საქართველოში”. ლექციები განკუთვნილია სტუდენტებისა და უფროსი ასაკის მსმენელთათვის.
პროგრამა ხორციელდება გამოფენის `ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნება” ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილია შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები - ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ძეგლების დიდი ნაწილი პირველად იფინება. თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიცია წარმოდგენილია ეკლესია-მონასტრებში, სახელოსნოებში და კერძო მფლობელთა კოლექციებში შერჩეული საეკლესიო ნივთებით. აქვე გამოიფინება თანამედროვე კედლის მხატვრობის ფოტოებიც.

ლექციების დასაწყისი: 16.00 საათი.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია (ფურცელაძის ქ.1).
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 932042; 931652.
23. 02. ხუროთმოძღვრება და რელიეფის ხელოვნება
გიორგი გაგოშიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი;

26. 02. კედლის მხატვრობა
ნინო ჩიხლაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი;

02. 03. ქრისტიანული ტაძარი როგორც სიმბოლურ-ლიტურგიული სივრცე
ქეთევან აბაშიძე - ხელოვნებათმცოდნე, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერთანამშრომელი;
05. 03. ქრისტიანული ხატის სახისმეტყველება
ასმათ ოქროპირიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერთანამშრომელი;
09. 03. ჭედური ხელოვნება
თეიმურაზ საყვარელიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერთანამშრომელი;

12. 03. ტიხრული მინანქარი
ლეილა ხუსკივაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერთანამშრომელი;
16. 03. ხატწერა
ნანა ბურჭულაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი;
მამა მაკარი (თოდუა) - ყოვლადწმინდა სამების ლავრის ბერი - ხატმწერი;

19. 03. მინიატიურის ხელოვნება
ნინო ქავთარია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
23. 03. ნაქარგობა
იზოლდა მელიქიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
ეთერ უროტაძე - თბილისის სასულიერო აკადემიის ქარგვის სახელოსნოს ხელმძღვანელი;
26. 03. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ანაზომების ფონდი და მისი მნიშვნელობა საეკლესიო არქიტექტურის ძეგლთა კვლევის საქმეში
გიორგი მარსაგიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კონსერვატორი;

ხელმძღვანელი - ნანა ბურჭულაძე.


ამის შესახებ ვინმემ რამე იცის?

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Feb 13 2010, 01:10 AM

tamuna m
კი, მე დავრეკე გუშინწინ. ტარდება ზემოთ ჩამოთვლილი ლექციები აღნიშნულ მისამართზე. დასწრება თავისუფალია smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 23 2010, 07:43 PM

ციტატა
საგანმანათლებლო პროგრამა “ქრისტიანული ხელოვნება საქართველოში”

ხომ არ ყოფილა ვინმე?
პატრიარქის საუბარზე ვიყავი და ვერ მოვახერხე

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 1 2010, 05:48 PM

ციტატა
02. 03. ქრისტიანული ტაძარი როგორც სიმბოლურ-ლიტურგიული სივრცე
ქეთევან აბაშიძე - ხელოვნებათმცოდნე, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერთანამშრომელი;


არავის უნდა წამოსვლა? user.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 1 2010, 06:07 PM

ციტატა
02. 03

ამ დღეს სამებაში მინდა, სამზე sad.gif იქაც კარგი ლექციაა...

ციტატა
05. 03. ქრისტიანული ხატის სახისმეტყველება
ასმათ ოქროპირიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერთანამშრომელი;

ამაზე წამოვაააააალ mze.gif
4-ზე მუზეუმის აუდიტორიაში, ხო? ხოდა, დარჭობილი ვიქნები biggrin.gif ახლოს ვარ მაინც

და ვუაბშე ყველაზე ვივლი 5-იდან

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 1 2010, 06:16 PM

ქევანა
ახალგაზრდულის ლექციაზე მეტად ამან დამაინტერესა smile.gif
დანარჩენებზე მეც ვაპირებ და "ვგულოაბთ"

ციტატა
ვუაბშე

ვფოქრობდი, რომელი დარბაზია და ნეტავ რა ტარდება-თქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 1 2010, 06:25 PM

tamuna m
cool.gif ოჰო, მაშ გნახავ? :იამიიი: :კაია:

სხვები? cool.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 5 2010, 08:16 PM

ციტატა
05. 03. ქრისტიანული ხატის სახისმეტყველება

აუ ვიყავი biggrin.gif

და 2 მარტის ლექცია კიევ განმეორდებაო, ქალბატონი ქეთი ამ პროგრამის განმავლობაში აუცილებლად ჩაატარებს იგივე თემაზე ლექციას, ოღონდ ზუსტად როდის არ ვიცით smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 5 2010, 09:16 PM

ქევანა
მეც ვიყავი და ხელში გაზეთი რატომ არ გეჭირა? user.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 5 2010, 10:23 PM

tamuna m
არა, თუ ვინმე შეამჩნიე სათვალით, ნაწნავებით ორ რიგად, სახეზე ირონიული ან ცინიკური ღიმილით, ჯინსებითა და ქურთუკით, და მოჩხრიალე ხურდებით (ისე თითქოს ფეხზე ბორკილები ასხიაო), ხელში მობილურით, მაშინ ეს მე ვიყავ biggrin.gif

ვაჰ, ნატუკა დღეს არ იყო, ვერ მოახერხა, და როგორ გიცნო შემდეგში? user.gif

და ისა, ლექცია მოგეწონა? შენ კითხვა დასვი? მე არ დამისვია.. მეოთხე რიგში ვიჯექი biggrin.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Mar 6 2010, 01:25 AM

ქევანა
ოხ, როგორ მინდოდა წამოსვლაა.
საინტერესო იქნებოდა ლექციაsmile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 6 2010, 09:10 PM

ქევანა
არა, კითხვა არ დამისვამს biggrin.gif
ვერც შენ გიხილე.
ნაცნობი ვნახე და ენა მოვიფხანე.
შენს უკან ვიჯდებოდი, ალბათ 6-7 რიგში.
დაბალი ვარ და მირჩევნია ამაღლებულზე ჯდომა biggrin.gif
ლექციას რაც შეეხება, სახლში ჯდომას ჯობდა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა (თუ არ მიწყენენ)
პ. ს. შემდეგისთვის ფოტო მაჩვენე, ან მე გაჩვენებ biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 9 2010, 08:29 PM

ციტატა
09. 03. ჭედური ხელოვნება
თეიმურაზ საყვარელიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერთანამშრომელი;


ვიყავი :)
ლეილა ხუსკივაძემ წაიკითხა

კარგი იყო, ერთი ნაკლი ჰქონდა მარტო, :)

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 9 2010, 09:42 PM

ქევანა
მოკლედ გაგვაცანი დადებითი და უარყოფითი მხარეები kiss1.gif
სამწუხაროდ ვერ მოვედი.
ჭედურობაზე ისაუბრა, თუ მინანქარზე? :?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 9 2010, 09:50 PM

tamuna m
ჭედურობაზე, საინტერესო იყო, თვითონაც დაიქანცა, დარბაზიც, კითხვებისთვის არ დარჩა დრო და ასე...

ლექციის ძირითადი თემა იყო შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ისტორია, მოკლედ

პოსტი ჩამიყლაპა და მერე დავწერ, :)

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 9 2010, 10:03 PM

ქევანა

ციტატა
შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ისტორია,

აუუუუ, საინტერესო იქნებოდა : (((((((
2 მარტის ლექციის გამეორებაზე არაფერი უთქვამთ?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 9 2010, 10:10 PM

ქევანა

ციტატა
ჭედურობაზე, საინტერესო იყო, თვითონაც დაიქანცა, დარბაზიც, კითხვებისთვის არ დარჩა დრო და ასე...

ლექციის ძირითადი თემა იყო შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ისტორია, მოკლედ

მოკლედ რომ გვითხრა ერთი-ორი სიტყვით არ გინდა? user.gif მიდი რააა 2kiss.gif

თვითონ ჭედურობის თემაშიც შეიძლება საინტერესო პოსტის დაწერა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 12 2010, 09:49 PM

სოფი
აუცილებლად სოფ, kiss1.gif ჯერ მოვუყარო აზრებს თავი

დღეს მინანქრის ლექციაზე ვიყავი, კარგი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Mar 12 2010, 10:15 PM

მეც დავდიოდი ლექხიებზე, ბოლო ორი გავაცდინე, ვერ გამოვედი სამსახურიდან sad.gif
სამშაბათს ხატწერაა,აუცილებლად უნდა წავიდე.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 12 2010, 10:35 PM

14 მარტს გალერეა შარდენზე საღამოს 6 საათზე გაიხსნება ქართველი მხატვრის გამოფენა
ოღონდ ზუსტად ვისი, აღარ მახსოვს sad.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 16 2010, 09:57 PM

ქევანა
იყავი? user.gif
მე - მეუფესთან...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 17 2010, 11:24 AM

tamuna m
არა, ვერ წავედი... user.gif

შენ სამების ახალგაზრდულ ცენტრში იყავი?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2010, 02:10 PM

ქევანა
კი, სამებაში ვიყავი.
რატომღაც სურვილმა იქით გადამძალა, თან აქეთაც მინდოდა :|

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Mar 17 2010, 05:40 PM

მე ვიყავი ლექციაზე მუზეუმში, ისე რა მომეწონა huh.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2010, 11:33 PM

მაგდალინა
ხუროთმოძღვებაზე განმეორებითი ლექცია როდის იქნება, ხომ არ გამოუცხადებიათ?

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Mar 18 2010, 03:56 PM

ხუროთმოძღვრების არა, "ქრისტიანული ტაძარი, როგორც სიმბოლურ-ლიტურგიული სივრცე" - ამ ლექციის გამეორება იქნება ხუთშაბათს ან პარასკევს, ქეთევან აბაშიძემ რომ წაიკითხა. პარასკევს წესით მინიატურის ხელოვნებაა და შეიძლება გადაადგილდნენ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 18 2010, 08:58 PM

მაგდალინა
ეგ ლექცია ვიგულისხმე.
აუუუ, ზუსტი თარიღი როგორ მაინტერსებს! : (

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 19 2010, 09:21 PM

დღევანდელი არ ვარგოდა... ისე სხვაპასხუპით მიაყარა, გამოვშტერდი მე პირადად.. ძლივს ვიწერდი და თავშიც ძლივს რჩებოდა რაღაც.... უიმე.. ეხლა მივხვდი დისერტაციისას რათაა აუცილებელი დინჯი ლაპარაკის მანერა smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 23 2010, 09:49 PM

ვიყავი, საინტერესო ლექცია ვნახე, დიახ დიახ, მოვისმინე კიდეც და ვნახე კიდეც...

ხუთშაბათს 4ზე იქნება დაპირებული განმეორებითი ლექცია
და პარასკევს იქნება ბოლო ლექცია.

smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 23 2010, 10:57 PM

ქევანა

ციტატა
ხუთშაბათს 4ზე იქნება დაპირებული განმეორებითი ლექცია

მაგ დროს მამა თეოდორესთანა არის შეხვედრა :|

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Mar 23 2010, 11:51 PM

tamuna m

ციტატა
მაგ დროს მამა თეოდორესთანა არის შეხვედრა :|


ის თემა ვეღარ ვიპოვე და შეგიძლია დააზუსტო სად არის შეხვედრა? ძალიან მთხოვა ახლობელმა და შენი იმედი მექნება smile.gif


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 24 2010, 12:11 AM

maZiebeli
25 მარტი ხუთშაბათი 17:00სთ. უნივერსიტეტის VIII კორპუსის დარბაზი (ბოლო სართულზე)

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Mar 24 2010, 01:14 AM

tamuna m
გმადლობ თამუნა, გაიხარე!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 19 2010, 10:11 PM

თესეუს მე8 კორპუსში, 4სთ–ზე, 220 აუდიტორიაში არის ქურდიანის სემინარი (სემინარებისა და პრეზენტაციების პროგრამა დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ იყოს), თემა შეეხება ბასკების ენის ადგილს იბერიულ–კავკასიურ ენათა ოჯახში smile.gif

მე ვფიქრობ საიტერესოა და თუ რამეა იქნებ დავესწრო smile.gif


და კიდევ:

ვისაც აინტერესებს კვაშილავამ როგორ გაშიფრა ფესტოს დისკი, 31 მაისს, 4 სთ–ზე, ამავე ადგილას, 220 აუდიტორიაში, ჩაატარებს სემინარს biggrin.gif

მე უნდა წავიდე, იქნებ აქ მაინც გავიგო როგორ გაშიფრა ფესტოს დისკი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 15 2010, 11:52 PM

ბარემ აქაც დავწერ:
გალერეა ჰობიში არის ძალიან კარგი გამოფენა smile.gif
ასე სამი დღე მაინც გასტანს yes.gif

პ.ს. კულტურული შიმშილი არავის გაქვთ? laugh.gif


პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jun 16 2010, 11:19 AM

მე მაქვს ეგ შიმშილი გამძაფრებულად და გაიხარე ინფორმაციისთვის.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 22 2010, 01:14 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 22 2010, 01:16 PM

tamuna m
გაიხარე 2kiss.gif წავიდეთ? ნატუკას თუ ცალია ნეტავ smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 22 2010, 02:38 PM

ქევანა

ციტატა
წავიდეთ?

yes4.gif მე მივდივარ
მეგობრის მამაა

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 26 2010, 01:34 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 27 2010, 01:28 PM

წელს ბევრად უფრო მომეწონა საღამო, თუ არ ჩავთლით ჭუანჭველებს

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 22 2011, 10:44 PM

ვა, ზუსტად ერთი წელია არავის დაუპოსტავს?
იგივე თემისთვის სემოვიხედე.
მგონი 26-ში იგეგმება ხესვურული საღამო და ვინმემ რამე იცის?

ყოფილა.
დავაზუსტე : ))

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 29 2011, 04:28 PM

tamuna m
ხო იყო წელსაც, მე არ მეცალა, არც ნატოს.. მიშა იყო წასული happy.gif

ეხლა აი მაგალითად, 30ში 6 საათზე ლიტერატურის მუზეუმში არის არტ საუბრები... smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 13 2011, 02:39 PM

სამშაბათი 14 : 00 – 18: 00
ხეზე კვეთა (ხის ზარდახშებისა და სამარილეების დამზადება).
მეთუნეობა (თიხის ჭურჭლის დამზადება და გამოწვა).

შაბათი 13 : 00 – 17: 00
...ფარდაგების ქსოვა
ხევსურული თათების (ნაქსოვი ფეხსაცმელი) ქსოვა.
მაღალყელიანი წინდების ქსოვა.
მჭედლობა (ქართული დანების დამზადება).

ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით მითითებულ კონტაქტებზე (იხ. info)

კიდევ ერთხელ ჩვენი კონტაქტები:

crafts@museum.ge

T. 272 90 46 mob. 555 272 002

ლექციები უფასოა, ოღონდ უნდა ჩაეწეროთ წინასწარ smile.gif
იმედია ვინმეს მოეწონება და ისარგებლებს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)