ნუ ჩემთვის სალვადრო დალი ნამდვილი სასწაულია...ზოგი უბრაო ვერ აღიქვამს მის შემოქმედებას,ან უბრალოდ არ უნდა აღიქვას,რადგან სხვისი აზრის გავლენის ქვეშაა... გთავაზობთ ნახატს სადაც ჩემი თავი მყავს შეცნობილი http://www.radikal.ru
ასეთი ძალიან ბევრია
ფაქტიურად დაწყებული რენესანსიდან დამთავრებული მე19 საუკუნით და ზოგიერთი მეოცე საუკუნის მხატვარი
აი ქართულებიდან განსაკურებით: ფიროსმანი, კაკაბაძე, მაღალაშვილი, ახვლედიანი, ქიქოძე, ფარჯიანი, გაბაშვილი, მერაბ აბრამიშვილი, ალექსანდრე ბერიძე და ავთო ვარაზი.
მგონი არავინ გამომრჩენია
ხომ არ ჯობდა ყოფილიყო რომელიმე მხატვრის რომელიმე კონკრეტული ნამუშევარი, რომელიც სხვებთან შედარებით აღგვაფრთოვანებს, ასეთს კი შევარჩევდი ასე 7ულს ან 10ულს
ა? რას იტყვი?
დალი.ვერმეერი.და ლეონარდო
საერთოდ, გურჯიევი ყოფდა ხელოვნებას ორ ნაწილად: სუბიექტურად და ობიექტურად... ობიექტური არის ისეთი შედევრები რომლებიც ადრე შეიქმნენ და არ იყო შემქნელის პირადი აზრის ჩაქსოვა შიგნით... ტაჯ მაჰალი, პირამიდები, შუასაუკუნეების ფერწერა და ასე შემდეგ... სუბიექტურებში შედიან პიკასო და სხვები, ვინც თავიანთი ცხოვრების მახინჯ/სამწუხარო დეტალებს "აფურთხებდნენ" ტილოზე...
ანეკდოტს გეტყვით:
კაცი ეჩხუბება მაჭანკალს, რადგან მახინჯი ქალი შემოაპარა ყველანაირად... მაჭანკალი პასუხობს: "შენ ეტყობა პიკასოს ნახატები არ გინახავს"-ო...
კაი გვეყო ფილოსოფია, ისე კი კარგად ვიცნობ შუასაუკუნეების ფერწერასაც და უფრო თანამედროვეებსაც... (აბაა, ყველა სფეროში ვერკვევი ასე თუ ისე )
აი ეს მომწონს:
http://www.radikal.ru
მახსოვს გოიას ეს სურათი გავარჩიე "Word Scholar's Cup"-ის მომზადების დროს... ასევე პიკასოს გერნიკაც, მაგრამ დიდად არ მომეწონა...
toka@
სხვისი დამცირება რა საჭიროა? "არ უნდა აღიქვას, ან სხვისი გავლენის ქვეშაა" - არ შეიძლება ასეთი სიამაყე და ეგოიზმი ჩემო კარგო... ვაღიარებ რომ დალის ზოგიერთი ნახატი საინტერესოა და ფიგურების ფორმები საოცარია, მაგრამ მთლიანობაში ეს არაა ობიექტური ხელოვნება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე... ასეთი ნახატების უმრავლესობა პათოლოგიურია, თუმცა კარგი, არ გავაგრძელებ ამაზე...
მოდი მაშინ ასე ვიტყვი,მოწონთ დალი,მაგრამ არ ამბობენ რადგან არ უნდათ სხვას"გაუტეხონ" და იმას ემხრობია..მგონი აგრააა ეგიოზმი ნუ პიკასო არც მე მიყვარს,დალი და მოდილიანი ჩემი კერპები არიან ასე ვთქვათ....
p.s. ქევანა თორნიკე სამხარაძე გამოგრჩა
მე ორ კატეგორიად დავყავი ხალხოოოოოოოო,,ვერ აღიქვამენ და აღიქვამენ და არ ამბობენ... p.s. კარგი ანეგდოტი იყო გამეღიმა
დაინახეთ პიკასოც
აბა ეს მშვენიერი არ არის?
http://www.radikal.ru
ან ეს.. რამხელა სწრაფვაა თავისუფლებისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ..
http://www.radikal.ru
ქევანა
ლეონარდო და ვინჩიზე მეტად არავინ აღამფრთოვანებს
http://img684.imageshack.us/i/rembranti.jpg/
რემბრანტი აღმაფრთოვანებს და მაოცებს
განსაკუთრებით ეს ნახატი.
ჩემი აზრით, ფერწერული ტილო პირველ რიგში უნდა იყოს ფერწერული(!) და არა ფილოსოფიური.
უნდა გიქმნიდეს "შთაბეჭდილებას" და განწყობას.
ფრაზა: "მხატვარს რა აქვს ამაში ჩაქსოვილი" ნერვებს მიშლის
არ უნდა იღლებოდეს ტვინი ფიქრით, თუ რა შეიძლება ეფიქრა ავტორს.
ის მხოლოდ მისი კი არ არის, რომ მაყურებელი ვერ იგებდეს შინაარსს.
........
ვან გოგი გენიოსია!
მზის ფერები შენში იღვრება და გათბობს კი არა, პირდაპირ - გწვავს.
ქევანას ვეთანხმები, ყოველი მხატვრის შემოქმედების შესწავლასთან და გაცნობასთან ერთად რაღაც დონეზე იწყებ მის დაფასებას და მოწონებას.
ხვდები, რომ აქვს რაღაც ინდივიდუალური სულის გამოძახილი, რაც მხოლოდ მისია და სხვა ვერ შექმნის.
მაგ. შაგალი თავიდან ისეთ უარყოფით ემოციას იწვევდა ჩემში, მაგრამ მერე ჰაეროვანი გახდა.
აბა დააკვირდით მისი ნახატის გმირების, ისინი დაფრინავენ.
თითქოს სხვა განზომილების (ზღაპრული) ადამიანები არიან
აქ რაც დავდე, ჩემი საყვარელი ნახატები არაა, უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე.
ბარემ ჩამოვთვლი საყვარელ მხატვრებს: ვან გოგი, ფოროსმანი, ველასკესი, რემბრანტი, გოია, სეზანი და სხვანი მრავალნი (ჯოტო, ვერმეერი, გოგენი...)
საერთოდ იმპრესიონისტები და მათი გამგრძელებელი პოსტიმპრესიონისტები.
ასე მგონი, ამის შემდეგ დაიწყო დეპრესიულ-ექსრპესიული ხანა თავის "გადაგვარებებით"
პ. ს. ამ თემაში შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო
ქევანა
პიკასოს არც ეგ პირველი სურათი მომწონს და არც მეორე...
toka@
დალი საინტერესოა კი... მაგრამ ვეთანხმები tamuna m-ს...
nat_uly
თვალები აქვს საინტერესო მაგას, ისე სახე არ მომწონს...
აჰა ხალხო, ეს ნახეთ:
http://www.radikal.ru
ივან სლავიანსკისია როგორც ფეისბუქზე ეწერა...
ძალიან მომწონს ამგვარი ფოტოები და ნახეთ რა ლამაზი გამომეტყველება აქვს სახის ამ პატარა გოგოს...
Otherguy
მთლიანობაში კარგია, მაგრამ თვალები ხომ ისედაც ყველაზე მთავარია ))
ikanosi
გაგლლახავ მე შენ
tamuna m
არ გეთანხმები თამუნ, შენ ეხლა მხატვარს აკნინებ, როცა ამბობ:
ქევანა
tamuna m
ქევანა
ყველაფერში შეიძლება დაგეთანხმო ამის გარდა:
tamuna m
ნუდამეთანხმები რა
მხოლოდ აი... სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია, გლეხმა შეიძლება თქვას: ლამაზია... მაგრამ ვერ გითხრას კონკრეტულად რაში დაინახა სილამაზე, ან როგორ დაინახა, ეს იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს შესაბამისი ... ვერ გეტყვის რომ ლამაზია იმიტომ რომ წითელის გვერდით ბაცი ვარდისფერი ტონია დადებული, და კიდევ იმიტომ რომ შუქ-ჩრდილები აქვს.
კიდევ აი რა.. გლეხმა შეიძლება ვერ გაიგოს მალევიჩის კვადრატი რა სიმბოლოებს იტევს, შეხედოს და არ მოეწონოს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მალევიჩის ნახატია ცუდი? ხოდა ასე... მგონი მე სათქმელი ამოვწურე
ეხ, მაგისტრის ხარისხი რატო არ მაძლევს ლექტორობის უფლებას მგონი ვიცი რატომაც
tamuna m
ქევანა
ნეტაი თქვენ რა
toka@
ბროწეული არ გამოგრჩეს კიდე
ბერძნულ მითში ეგ ცოლქმრული ერთგულების სიმბოლო იყო : )
მე პიტერ ბრეიგელის ეს გრავიურა მომწონს ძალიან
"დიდი თევზი ჭამს პატარა თევზს"
ამ ულმობელ სამყაროში დიდი ყოველთვის ყლაპავს პატარას თავისდაუნებურად... ბრეიგელი ძალიან მძაფრად აღიქვამდა რეალობას. მის ნახატებში კარგად ჩანს ეს.
თქვენ რას ფიქრობთ ამ ნახატზე? რას ხედავთ? ეთანხმებით ბრეიგელს?
http://pix.ge/
toka@
მსოფლიოს მუზეუმების და ნახატების დათვალიერება ინტერნეტით www.googleartproject.com
სალვადორ დალი..კაცი მისტიკა.. Шишкин Иван კაცი ბუნებისმეტყველი ტყიური სული ..,აივაზოვსკი,კაცი ოკეანე...გუსტავ მორე..ბოტიჩელი კაცი რომანტიკა ..და ვინჩჰი კაცი ენიგმა ...
ცჰემი საყყვარელიიიი http://www.youtube.com/watch?v=T_c0s4ODBH0&feature=related შიშკინი http://www.youtube.com/watch?v=bIVu42EU2kw დალი http://www.youtube.com/watch?v=QHH28cRXu0U&feature=related ბოტცელი http://www.youtube.com/watch?v=lRph7o8Keo მორე http://www.youtube.com/watch?v=gojnciLNn4Y&playnext=1&list=PL231F1A9999A7B60F
კარგია რომ მხატვრობა გაინტერესებთ
რეიმონდ ჯორჯეს ივ ტანგი (Yves Tanguy; 5 იანვარი, 1900 - 15 იანვარი, 1955) იყო სიურეალისტი მხატვარი.
დაიბადა პარიზში, საფრანგეთში. მისი ორივე მშობელი ბრეტონული წარმომავლობის იყვნენ.
1918 წელს ივ ტანგი შეუერთდა სავაჭრო ფლოტს მანამ, სანამ მას გაიწვევდნენ ჯარში, სადაც იგი მხარდაჭერას უცხადებდა ჟაკ პრევერს. მისი საჯარო მოღვაწეობის ბოლოს, 1922 წელს ივი დაბრუნდა პარიზში, სადაც იგი მუშაობდა შემთხვევით შემხვედრ სამუშაოებზე. სრულიად შემთხვევით ის გადაეყარა ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევარს და ისე იყო შთაბეჭდილებული, რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი, მიუხედავად მისი არასათანადო განათლებისა.
ტანგის ჰქონდა ჩვეულება, სრულიად ყოფილიყო ჩაფლული მხატვრობის ტალღაში, რომელზედაც ის მოქმედებდა.
მისი მეგობრის, ჟაკ პრევერის მეშვეობით, დაახლოებით 1924 წელს იგი მოხვდა ანდრე ბრეტონის გარშემო მყოფი სიურეალისტი მხატვრების ჯგუფში. ტანგიმ მალევე შეძლო განევითარებინა საკუთარი უნიკალური მხატვრობის სტილი, რამაც მას 1927 წელს მისცა საშუალება პირველი გამოფენა ჩაეტარებინა პარიზში. ბრეტონმა კონტრაქტი დაუდო ტანგის, რათა მას 12 ნაწილი გაეკეთებინა წელიწადში, მაგრამ მისი შემოსავლების მიხედვით ტანგი უფრო ნაკლებს აკეთებდა და მან მხოლოდ 8ხელოვნების ნიმუში შექმნა ბრეტონისთვის.
1930-იანი წლების განმავლობაში, ტანგი ეწეოდა ბოჰემურ ცხოვრებას, რამაც მისი პირველი ქორწინება შეიწირა. 1928 წლიდან ტანგი მეთვალყურეობს მხატვარ კეი სეიჯს, რის შედეგადაც ტანგი მეორედ ქორწინდება.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სეიჯი მიმეგზავრება მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში და ტანგი, რომელიც ბრძოლისთვის გამოუდეგარი აღმოჩნდა, მასთან ერთად მიდის. მათ გადააკეთეს სოფლის ერთ-ერთი სახლი მხატვრების სახლად ვუდბერში, კონეკტიკუტის შტატში. 1948 წელს ტანგი გახდა აშშ-ის მოქალაქე.
1955 წელს ტაგიმ გადაიტანა ფატალური დარტყმა ვუდბერში. მის სხეულს გაუკეთეს კრემაცია და შენახული იყო სეიჯის სიკვდილამდე, 1963 წლამდე. მისი ფერფლი გაფანტა მისმა მეგობარმა პიერ მატისმა დოუარნენნეზის სანაპიროზე, მის საყვარელ ბრეტონეთში, ტანგის ორივე მეუღლის ფერფლთან ერთად.
ტანგის სურათები ფლობენ უნიკალურ, ადვილად ამოსაცნობ სტილს, არწარდგენილი სიურეალიზმისა. დიდად შეზღუდული ფერების პალიტრაში მხოლოდ ხანდახან ფეთქდება კონტრასტული ფერადი მხარეები.
http://www.radikal.ru
ალტერნატიული თემა
AVM
პოსტეთ აქ საყვარელ მხატვრებზე დასავლეთ ევროპულ მხატვრობიდან : )
უილიამ ბუგერო ( 1825 - 1905)
აი იგიც
მლოცველი გოგონა
მენელსაცხებლე დედები
შეხედეთ ყველაფერი როგორი პროპორციულია, ფოტოებს ჰგავს... ძალიან ლამაზია
აკაკი
ბუგეროს გოგოს არ გავს ეს გოგო?
http://radikal.ru/fp/c0cd46a4f76540c381b4add1d8c62499
qetevano
ჰგავს, კი, კიდევ უფრო მაღალი თუ მსხვილი ტუჩები რომ ჰქონდეს მთლად დაემსგავსებოდა.
თავის თავი აქვს ბუგეროს სტილში დახატული, თუ ვიპოვე დავდებ. კარგია ძალიან.
qetevano
მალადეც, საინტერესოა.
qetevano
გელოდებით...
ვერ ვპოულობ, წაშალა ალბათ. ვქექავ კიდე მის ალბომებს აბა და....
ვერ ვპოულობ, წაშალა ალბათ. ვქექავ კიდე მის ალბომებს აბა და....
http://radikal.ru/fp/9d78baee630342eda22b4634f98f602d
საათობით შემიძლია ვუყურო რემბრანდტის აი ამ ნამუშევარს
qetevano
რამოდენიე წუთი მეც მშვიდად ვუყურე
რა ვქნა , არ შემიძლია რემბრანტზე ას ,,გადარევა.''
აღორძინება და ბაროკო კი ბატონო...
რა ბაროკო რა გურამ, რემბრანდტის ცხოვრებას რომ გაეცნო, მაგის ფიქრებს და აზრებს, მერე უბრალოდ რომ დაჯდე და მაგის ნამუშევრების თვალებს დააკვირდე, ვერაფერს ვეღარ იტყვი რა. ჯადოქარია ჩემთვის რემბრანდტი და გაჩერდი ახლა
არ მიყვარს კუბიზმი, საშინლად ვერ ვუგებ აბსტრაქციონიზმს და მისთანებს ადრე ფოვიზმი მხიბლავდა რაღაცნაირად (დღეს უკვე ნაღდად არ ვიცი რატომ ).
გემოვნება არ მაქვს ისეთი იმპრესიონიზმი რო მომეწონოს...
საჭიროზე მეტად არასოდეს ვაწვრილმანებ საქმეს; ანუ არც პუანტილიზმი და პრერაფაელიტების შემოქმედება.
რა თქმა უნდა მოდერნიზმზე საუბარი არც არის
ჩემს სიმპატიებს იმსახურებენ ბაროკო და სიურეალიზმი. ჯერჯერობით საყვარელი მხატვრები არიან რემბრანდტი და სალვადორ დალი (Avida Dollars-ს ვეთანხმები კი არადა, სხვას ვერ იტყვი რომც გინდოდეს მემგონი )
მეტი არ გამეგება მხატვრობაში.
მაინტერესებს რატომ შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა რაიმე ნახატში (გინდა რემბრანდტი იყოს, გინდა პიკასო, გნებავთ ჩემი 6 წლის ასაკში დახატული ცხენი) სადღაც 1000 დოლარზე მეტი.
კიდე ცნობისმოყვარეობა მკლავს რატო არ არის ისეთივე ფასეული კუბიზმის აბსტრაქციონიზმის და ა.შ ნამუშევრების ე.წ ,,კაპიროვკები''
პ.ს ვინმე თუ გამცემს ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს მადლობელი დაგრჩებით. რატომ იხდის ადამიანი ამ ნამუშევარში 140 მილიონ დოლარს????????????????????????????????????????
http://radikal.ru/fp/258bbb640e0f4291a69bc49e023d7b9f
ჩემი აზრით მე ამაზე ლამაზად ჯღაბნა შემიძლია
პ.პ.ს ბუგერომ ,,გაასწორა''
qetevano
დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიმიღია ჯერ
სიურეალიზმი მაინდამაიც არა...
და რატომ იცი?
ძირითადად არარეალური კომპოზიციებია რა , და რენესანსში რეალური...
ფანტასტიკა , ოცნება, ილუზიები , იდეალიზმი და.ა.შ არ მიყვარს...
პრაქტიკულობა და პრაგმატულობა...
ვსო...
: d
qarizma2
qetevano
მხატვრისგან საინტერესო იქნება მაგის მოსმენა...
"იშვიათია მხატვარი, რომელსაც ამდენი ტაძარი დაეხატოს [ნათელა იანქოშვილი], მათი რიცხვი ხომ სამ ათეულს აღწევს: "უფლისციხე", "მოწამეთა", "დავით გარეჯი", "სხალთა", "ქურმუხა", "შემოქმედი", "უჯარმა", "ჯვარი პატიოსანი", "ნეკრესი", "იყალთო"... შენაქოს, ალავერდის, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიები... სად არ დაუდგამს ფეხი, რომელ მათგანთან არ შეჩერებულა ჩვეული მოკრძალებით, რომელ მათგანს არ მოფერებია მხატვრის შთაგონებული ფუნჯი..."
"ნიკო [ფიროსმანი] იყო მაღალ-მაღალი, ჭაღარაშერთული, ახოვანი, ჯანსაღი და წარმოსადეგი ვაჟკაცი. ეხურა ქუდი-ჟოკე, ეცვა შავი პიჯაკი, შავი შარვალი და ასეთივე პალტო. თავის სიღარიბეში სუფთა კაცი იყო, ბოლო დროს ცოტათი მოეშო. ხმა ჰქონდა ბოხი, ძალიან მშვიდი და უწყინარი კაცი იყო. მეც გულმხურვალედ ვუყვარდი, როგორც იქაური სიძე, ცოლი ქიზიყელი ქალი მყავს. მაინცა და მაინც არ იყო ნაკითხი, მაგრამ არც უცოდინარი კაცი იყო. ქართული მწერლობა ცოტად იცოდა. ძალიან უყვარდა ვაჟა-ფშაველა. სხვათა შორის, თითონაც ლექსებს სწერდა. კაი პოეტი იყო და მე და ჩემს მეუღლესაც გვინახავს მისი ლექსების რვეული. სად არის იგი, არ ვიცით".
/ნიკოლოზ სოზაშვილი/
"ჟან ბატისტ კოროს პეიზაჟებში ტალახიანი ორღობეებიც ძალიან ლამაზია იმიტომ, რომ მხატვარს სიყვარულით დაუხატავს"
"მე–15 საუკუნის ბოლოს ნიურნბერგთან ახლოს ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა ოჯახი 18 შვილით. მამა ძალიან ბევრს შრომობდა, რათა ოჯახი ერჩინა.
ამ აშკარად უიმედო მდგომარეობაში ორი ბავშვი ოცნებობდა, გამხდარიყო ხელოვანი, თუმცა იცოდნენ რომ მამა ვერასოდეს შეძლებდა დახმარებოდა მათ.
ბევრი მსჯელობის შემდეგ მათ გადაწყვიტეს მონეტა აეგდოთ. წაგებულს ახლოსმდებარე მაღაროში უნდა ემუშავა და შემოსავლით ძმისთვის აკადემიის ფული უნდა გადაეხადა. როცა ის სწავლას დაასრულებდა, შემდეგ უკვე ის დააფინანსებდა პირველი ძმის სასწავლო თანხას. ერთ დილასაც მათ მონეტა ააგდეს.
ალბრეხტ დიურერმა მოიგო და ნიურნბერგში წავიდა. მისი ძმა ალბერტი მაღაროში მუშაობას შეუდგა და ძმას ეხმარებოდა.
ალბრეხტის ტილოები, გრავიურები და ზეთით შესრულებული ნახატები გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე პროფესორებისა და სწავლის დასასრულს იგი უკვე მნიშვნელოვან საფასურს იღებდა საკუთარი ნამუშევრებით.
როცა ახალგაზრდა ხელოვანი ოთხი წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, ოჯახმა ზეიმი გამართა. ზეიმის დასასრულს ალბრეხტი წამოდგა რომ მისი ძმისთვის,ალბერტისთვის, მადლობა გადაეხადა ასეთი მსხვერპლისთვის, რომელიც მას მიზნის მიღწევაში დაეხმარა.
„ალბერტ, ძმაო,ახლა შენი ჯერია. შეგიძლია წახვიდე ნიურნბერგში და შენი ცხოვრების ოცნება აისრულო და მე ვიზრუნებ შენზე ამისთვის“. ყველას თავი სუფრის ბოლოსკენ შეტრიალდა დიდი მოლოდინით, სადაც ალბერტი იჯდა. მის მკრთალ სახეს ცრემლები სდიოდა, დახრილ თავს აქნევდა და იძახდა „არა... არა... არა...“
ბოლოს ის წამოდგა და ხელებით ლოყებს იწმენდდა. მარჯვენა ლოყის სრესით მან ნელა წარმოთქვა: „არა, ძმაო, უკვე ძალიან გვიანია, შეხედე, რა უქნა ამ ოთხმა წელმა ჩემს ხელებს!
ყველა თითზე დამტვრეული მაქვს ძვლები თითოჯერ მაინც,მარჯვენა ხელი კი ისე დამიზიანდა რომ ჭიქის დაჭერაც აღარ შემიძლია, შევეშვი კალამს და ფუნჯს. არა ძმაო, ჩემთვის უკვე ძალიან გვიანია.“
მას შემდეგ ხუთას წელზე მეტი გავიდა.
დღეს ალბრეხტ დიურერის ცნობილი ნახატები მთელი მსოფლიოს მუზეუმებშია გამოფენილი.
თუმცა ალბათ ყველაზე ცნობილი მათ შორის ალბერტის დამაშვრალი ხელებია, რომელიც ალბრეხტ დიურერმა გამოსახა, რათა გამოეხატა მოწიწება იმ ყველაფრისათვის, რაც მისმა ძმამ მას შესწირა.
მან ამ ნახატს, რომელზეც ერთმანეთზე მიდებული ხელის მტევნებია გამოსახული ცისკენ აშვერილი თხელი თითებით, უბრალოდ „ხელები“ უწოდა. თუმცა მთელი მსოფლიო გასაოცრად სწრაფად ჩაწვდა ამ დიდებული ნახატის სათქმელს და მას „მლოცველი ხელები“ უწოდა.
ვინც ამ ნახატს შეხედავს მიხვდება,რომ ამ ცხოვრებაში მარტოს არაფრის ქმნა შეგვიძლია“
"ზოგჯერ წლობით დაგვყვება გულში რაღაც ფიქრი, უეცრად სულ პატარა, უმნიშვნელო დეტალი მისცემს ბიძგს, წარმოსახვით აგავსებს. იპოვი ფერსაც, რომელსაც ეძებდი, იპოვი კომპოზიციასაც, და ჰკიდებ ფუნჯს ხელს... ხანდახან სულ სხვა საგანი ან მოვლენა აღვიძებს შენში სწორედ იმ შთაგონებას, რომელიც აუცილებელია მუშაობის დასაწყებად. ეს ძალზე რთული პროცესია და მის ახსნას მე ვერ შევეცდები"
/ლადო გუდიაშვილი/
"ლეონარდო და ვინჩს დაავალეს მილანის მონასტრის კედლების მოხატვა. მონასტრის იღუმენმა გენიალურ მხატვარს უჩივლა ჰერცოგ მოროსთან - ნაცვლად იმისა, გულმოდგინედ მუშაობდეს, სამუშაო დროის დიდ ნაწილს ფიქრებსა და ფუჭ ოცნებებში ატარებსო. მხატვარი იძულებული გახდა, მოროსთვის აეხსნა, რომ ხელოვანი მარტო მაშინ კი არ შრომობს, როცა წერს ან ხატავს, არამედ შრომობს მაშინაც (და, შესაძლოა, შრომობს უფრო მეტს) , როცა ფიქრობს იმაზე, რაც უნდა დაწეროს ან დახატოს"
/აკაკი მინდიაშვილი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience