თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ თეატრალური სამყარო

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 19 2009, 10:42 PM

მახსოვს ადრე თემა იყო, მაგრამ ვერ ვიპოვნე : )

ამიტომ ვხსნი ახალ თემას.

ვისაუბროთ თეატრზე, სპექტაკლზე, მსახიობებზე, დრამატურგიაზე, გავიზუაროთ ერთმანეთს ჩვენი განცდები და შთაბეჭდილებები, დავდოთ ინფორმაცია რომელიმე სპექტაკლზე და მოვაწყოთ ჯგუფური კულტურული სვლა თეატრში : )


რა არის თეატრი?
მარტოოდენ შენობა სადაც მსახიობები გამოდიან და ასრულებენ მათთვის დაკისრებულ როლებს, სადაც ყველას თავისი მოვალეობა აქვს შესასრულებელი, თუ ესაა სამყარო, მშვენიერი და მომხიბლავი, ემოციური, ესთეტიური, სადაც თავს იყრის ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგალითები...

"თეატრის ფარდის გახსნა ცხოვრების კარის გახსნასა ჰგავს. გაიხსნება ფარდა და ჩვენს წინაშე წარმოსდგება სინამდვილის მხატვრული მოდელი, ამოძრავებული, ცოცხალი, თიქმის ზუსტად ისეთი, როგორიც არსებობს, როგორიც შეიძლება სინამდვილეში ყოფილიყო.

სცენაზე მომხდარი ამბები იმდენად ჰგავს ყოველდღიური ცხოვრების სურათებს, რომ მის გასაგებად და ასათვისებლად საკუთარ თავზე დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება.

თეატრი ცხოვრების სარკეაო - გვასწავლიდა დიდი ილია, მართლაც სინამდვილის პოეტური, სცენური ორეული ერთი პირველთაგანია იმათ შორის, ვინც გზას უკვალავს ადამიანს და წინ მიუძღვის ცხოვრების რთულ ლაბირინთებში. ადამიანს ავისა და კარგის, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად, მის ერთგულ მრჩევლად, ჭკუისა და გონების დამრიგებლად თეატრიც ეგულება.

ხელოვნების დარგებიდან თეატრი ყველაზე გასაგებ, ყველაზე მისაწვდომ ენაზე მართავს საუბარს ადამიანებთან. ამიტომაცაა, რომ ცხოვრების დედა ენის, ხელოვნების ანაბანის, სილამაზისა თუ მშვენიერების ერთ-ერთ პირველწყაროდ თეატრიცაა მიჩნეული."


ხელოვნების დარგებს შორის ეს დარგი მე მიმაჩნია ერთ-ერთ ადვილ აღსაქმელად თუ ადამიანს ელემენტარული აზროვნება შეუძლია, და მინდა აქ, ამ თემაში ვისაუბროთ თეატრზე, გავიხსენოთ პირველი თეატრი რომელ ქვეყანაში დაირწა, ვისაუბროთ შენობების არქიტექიტექურაზე, ვისაუბროთ სამსახიობო ნიჭზე, რეჟისორზე, თუნდაც თეატრის მხატვრობაზე და რათქმაუნდა დიდ დრამატურგებზე.


ჩამოვიყალიბოთ გემოვნება და სწორი აზროვნება, მერე იქნებ თეატრში წამსვლელთა ჯგუფიც შევქნათ და დავესწროთ სპექტაკლებს, როცა ამისთვის მზად ვიქნებით და მერე მოვაწყოთ საჯარო განხილვა. მაგრამ ეს სამომავლოდ.


პ.ს. ამასთან, მე მინდა რომ არამარტო ქართულ სპექტაკლებზე ვისაუბროთ, არამედ უცხოურ სპექტაკლებზეც, მე ვიცი ჩვენი უცხოეთში მცხოვრები ფორუმელებიც დადიან სპექტაკლებზე, მაინტერესებს მათი აზრიც : )

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 23 2009, 12:22 AM

ძალიან კარგი თემაა, მიყვარს თეატრი smile.gif

ამ თემაში დავდოთ ხოლმე თეატრალური აფიშა, კარგი იქნება ერთადაც თუ წავალთ ხოლმე smile.gif



პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Oct 23 2009, 09:53 AM

კირას, უსთაველის თეატრში "კაცია ადამიანზე" ვაპირებ წასვლასsmile.gif ლუარსაბის როლს ჟანრი ლოლაშვილი თამაშობს smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 23 2009, 01:15 PM

აჰა, მართალი ხართ : )

თავისუფალი თეატრის სპექტაკლების აფიშა:

ციტატა
16.პარ ,,5 დღე უმუშევარი მსახიობების ცხოვრებიდან,,

17.შაბ ,,იდიოტოკრატია,,

18.კვ ,,კავკასიური ცარცის წრე,,

23 პარ ,,ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები,,

24. შაბ ,,ძმები,,
25 კვ ,,იდიოტოკრატია,,
30 პარ ,,ჯინსების თაობა,,
31 შაბ ,,ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები,,
1 კვ ,,იდიოტოკრატია,,
დასაწყისი 19 სთ

ბილეთების ფასი სხვადასხვაა, 5ლარიანიც არის, 10ლარიანიც..

თვეების წინ, გაზაფულზე მგონი, "კავკასიური ცარცის წრე" ვნახე და სიმართლე გითხრათ მაინცდამაინც არ ავღფრთოვანდი : )
ერთადერთი სიახლე გომელაურის აზდაკი იყო, რომელიც უფრო შეშლის ჭკვიანს ჰგავდა, ვიდრე ცბიერ მოფილოსოფოსო აზდაკს, ჩხიკვაძის სახით smile.gif

მე მიყვარს სპექტაკლების შედარება, რომ ჩემთვის უფრო გამოიკვეთოს მასში ჩადებული აზრი და რეჟისორის ოსტატობა თავინს გუნდიანად : )

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 23 2009, 02:13 PM

ესეც ჩემი საყვარელი თეატრის აფიშა (ჩემდა საუბედუროდ ვერ დავადგი საშველი რომ წავსულიყავი sad.gif )

მარჯანიშვილის თეატრი

ციტატა
ორნი საქანელაზე
23 ოქტომბერი / 20:00
ფასი: 11 ლარი

ქვრივები
24 ოქტომბერი / 20:00
ფასი: 11 ლარი

პეიზაჟს აკლია სითბო
25 ოქტომბერი / 20:00
ფასი: 11 ლარი

ქალი ძაღლით
28 ოქტომბერი / 20:00
ფასი: 11 ლარი

წვიმის გამყიდველი
29 ოქტომბერი / 20:00
ფასი: 11 ლარი

Private life
30 ოქტომბერი / 20:00
ფასი: 11 ლარი


ოღონდ არვიცი რომელი სპექტაკლი რომელ დარბაზშია: დიდში თუ მცირეში sad.gif

ბალის კლუბის წევრებს შეუძლიათ სამშაბათს და ხუთშაბათს იყიდონ სპეც კოდის გამოწერით 3ლარად ბილეთი და დაესწრნონ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში

პ.ს. თუ რომელიმე წავა, ან წახვალთ, მოყევით შთაბეჭდილებები : )

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 24 2009, 03:16 PM

ქევანა მიყვარხარ biggrin.gif kiss1.gif

ძალიან მიყვარს თეატრი, ვერ გეტყვით რომ ხშირად ვახერხებ წასვლას, მაგრამ როცა მივდივარ, დიდ სიამოვნებას ვიღებ smile.gif
კარგი იქნება თუ აქ დადებთ აფიშებს და ერთად ვივლით სპექტაკლებზე smile.gif

შემდეგ განვიხილავთ smile.gif
ვინმე ხომ არ გვყავს ამ სფეროს წარმომადგენელი ფორუმზე? smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 29 2009, 01:21 AM

29 ოქტომბერი


მარჯანიშვილის თეატრი

მისამართი: მარჯანიშვილის 8
955–966;
თეატრი სხვენში
დასახელება: "წვიმის გამყიდველი"
დრო: 20:00
ფასი: 11 ლარი


ვ.აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 182
34-80-90;
დასახელება: "მაკბეტი" -
დრო: 20:00
ფასი: 10 ლარი


თეატრი "ვერიკო"

მისამართი: ანჯაფარიძის ქ. 16
22-13-38;
დასახელება: "კონსენსუსი"
დრო: 18:00
ფასი: 5 ლარი



30 ოქტომბერი


თავისუფალი თეატრი
მისამართი: რუსთაველის 2
98 58 21;
დასახელება: "ჯინსების თაობა"
დასაწყისი : 19:00
ფასი: 4-10 ლარი




მარჯანიშვილის თეატრი

მისამართი: მარჯანიშვილის 8
955–966;
თეატრი სხვენში
დასახელება: "Private Lives"
დრო: 20:00
ფასი : 11 ლარი



რუსთაველის თეატრი

მისამართი: რუსთაველის 17
93 18 94:; 99 98 64;
დიდი სცენა
დასახელება: "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო"
დრო: 19:45
ფასი: 5-12 ლარი

პანტომიმის თეატრი
მისამართი: რუსთაველის 37
99-63-14;
დასახელება: "Stop Aids" (პრემიერა)
დრო: 19:00
ფასი: 5 ლარი

ვ.აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 182
34-80-90;
დასახელება: "მაკბეტი"
დასაწყისი: 20:00
ფასი : 10 ლარი

თუმანიშვილის თეატრი
მისამართი: დ.აღმაშენებლის 164
34-28-99 35-31-52;
დასახელება: "ორნი აქა, იქა..."
დრო: 19:00
ფასი: 7 ლარი



31 ოქტომბერი


თავისუფალი თეატრი
მისამართი: რუსთაველის 2
98 58 21;
დასახელება: "ღმერთო! დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები"
დასაწყისი : 19:00
ფასი: 4-9 ლარი


რუსთაველის თეატრი

მისამართი: რუსთაველის 17
93 18 94:; 99 98 64;
დიდი სცენა
დასახელება: "დარისპანის გასაჭირი"
დრო: 19:45
ფასი: 5-12 ლარი

ვ.აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 182
34-80-90;
დასახელება: "მაკბეტი" -
დრო: 20:00
ფასი: 10 ლარი

თუმანიშვილის თეატრი
მისამართი: დ.აღმაშენებლის 164
34-28-99 35-31-52;
დასახელება: "სერობა"
დრო: 19:00
ფასი: 10 ლარი

ახმეტელის თეატრი
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ვეკუას ქ. 8
62-59-73, 62-61-97;
დასახელება: "ცერკოვნი ბუნტ - 1819 წელი"
დრო: 18:00
ფასი : 5-7 ლარი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 29 2009, 06:12 PM

არავის არ აქვს სპექტაკლი ნანახი? არც უნდა რომ ისაუბროს? აი მაგალითდ, რომელიმე მსახიობს ვერ გამოარჩევთ? რეჟისორს? დადგმას? თეატრს?
დრამატურგებს? ახალს და ძველს?

არა? ვერა? : (

პოსტის ავტორი: ეკატერინე :) თარიღი: Oct 31 2009, 03:14 PM

ყველას მოგესამლმებით smile.gif))))))

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 6 2009, 03:18 PM

აბა რა ხდება აქ? თბილისის საერთაშორისო თეტრალურ ფესტივალზე ვერაფერს გვეტყვით?
მე სამწუხაროდ ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ თეატრში წასვლას sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 6 2009, 03:28 PM

ნანინა

ციტატა
თბილისის საერთაშორისო თეტრალურ ფესტივალზე ვერაფერს გვეტყვით?

ოქტომბერში ჩატარდა, სამწუხაროდ მე გვიან გავიგე და ისეც, არ მეცალა მაგ დროს smile.gif


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 6 2009, 03:52 PM

ციტატა(ეკატერინე :) @ Oct 31 2009, 12:14 PM) *

ყველას მოგესამლმებით smile.gif))))))


ეკკ, შენ თუ ის ხარ ვინც მგონია kiss1.gif მაშინ ამ თემას ერთი კვალიფიციური ადამიანი მოუპოვებია და ეგაა.
მიხარია რომ დარეგისტრირდი. smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Nov 6 2009, 03:55 PM

სამი წელი მსახიობი ვიყავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 6 2009, 03:57 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
სამი წელი მსახიობი ვიყავი

განვედ შე სატანის მსახურო laugh.gif laugh.gif laugh.gif





kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 23 2009, 08:39 PM

მოკლედ, დღეს პირველ არხზე (უფრო სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე) იყო გადაცემა "მეხსიერება" სადაც გაიხსენეს 1975 წლის ტელექსპეტქკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", .. ძალიან სასიამოვნო იყო...

მოგეხსენებათ, რომ მონაწილეობდნენ: მურმან ჯონორია, ზაზა ლებანიძე, ვასო გოძიაშვილი, გივი ბერიკაშვილი და ა.შ.

ერთ მომენტში თვალზე ცრემლიც კი მომადგა biggrin.gif

აი ეს ლინკი კი იყოს ამ თემაშიც:
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=57

აქ არის რადიო თეატრის სპექტაკლების შესანიშნავი მარაგი.. მოუსმინეთ ძილის წინ და დატკბით : )

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 24 2009, 12:42 AM

ქევანა

ციტატა
მოკლედ, დღეს პირველ არხზე (უფრო სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე) იყო გადაცემა "მეხსიერება" სადაც გაიხსენეს 1975 წლის ტელექსპეტქკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", .. ძალიან სასიამოვნო იყო.

მეც ვუყურე მაგ გადაცემას და ძალიან ვისიამოვნე smile.gif
მურმან ჯინორია ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია wub.gif

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: Nov 24 2009, 02:12 PM

ადრე უფრო ხშირად დავდიოდი სპექტაკლებზე, ეხლა ვეღარ ვახერხებ, დრო აღარ მაქვს რაზეც გული მწყდება ძალიან. ბავშვობაში მეც ვმონაწილეობდი რაღარ სპექტაკლებში, ყოველთვის ლამაზად ვიხსენებ იმ დროს. კარგი დრო გავატარე, ბევრიც ვისწავლე ცხოვრებაში თეატრიდან.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 28 2009, 04:14 PM

ოპერისა და ბალეტის თეატრში მაკნატუნა გადის smile.gif

იყო ვინმე? ან აპირებს ვინმე?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 28 2009, 05:13 PM

ქევანა

ციტატა
იყო ვინმე? ან აპირებს ვინმე?

შარშან ვიყავი და იმის წინაც tongue.gif მარტო მეზარება და თუ წამყვებით რა პრობლემაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 28 2009, 05:27 PM

ნანინა
ხო მარტო არავის უნდა smile.gif
ეხლა ფასს ვეძებდი

5-დან 25 ლარამდეაო მაკნატუნაო....


რუსთაველის თეატრში:
ვარსკვლავბიჭუნა პრემიერა
დიდი სცენა
რეჟისორი: რობერტ სტურუა
3 იანვარი/ 15:00

ვარსკვლავბიჭუნა პრემიერა
დიდი სცენა
რეჟისორი: რობერტ სტურუა
4 იანვარი/ 15:00

ვარსკვლავბიჭუნა პრემიერა
დიდი სცენა
რეჟისორი: რობერტ სტურუა
5 იანვარი/ 15:00

გონზაგოს მკვლელობა
მცირე სცენა
5 იანვარი/ 19:45
ერთ მოქმედებად

გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება პრემიერა
ექსპერიმენტული სცენა
7 იანვარი/ 19:45
ერთ მოქმედებად

სულიერი არსებები
მცირე სცენა
8 იანვარი/ 19:45
კომედია ერთ მოქმედებად

სტუმარი
ექსპერიმენტული სცენა
8 იანვარი/ 19:45
დრამა ერთ მოქმედებად

დიდი სცენა 5-15 ლარი
მცირე სცენა 7-10 ლარი
ექსპერიმენტული სცენა - 5-7 ლარი

წყარო: http://www.e-info.ge/CityLife/private.php?F=CityLife&P=Personal_Rustaveli%20Theatre&lang=GE

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 28 2009, 05:38 PM

მარჯანიშვილის თეატრში:
პეიზაჟს აკლია სითბო
რეჟისორი: დიმიტრი ღვთისიაშვილი
29 დეკემბერი/ 20:00
ფასი: 11 ლარი (სხვენი)

ქვრივები
რჟისორი: მალხაზ ასლამაზაშვილი
5 იანვარი/ 20:00
ფასი: 11 ლარი (სხვენი)

პაემანი სხვენში
რეჟისორი: გიზო ჟორდანია
6 იანვარი/ 20:00
ფასი: 11 ლარი (სხვენი)

წყარო: http://www.e-info.ge/CityLife/private.php?F=CityLife&P=Personal_K.%20Marjanishvili%20State%20Academic%20Theatre&lang=GE



კონსერვატორიის დარბაზში (ჩავაკვეხე laugh.gif )
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი
მხარდამჭერი - პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
ლიზა ლეონსკაია (ავსტრია)
29 დეკემბერი / 19:00

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Dec 28 2009, 09:40 PM

ციტატა
პეიზაჟს აკლია სითბო
რეჟისორი: დიმიტრი ღვთისიაშვილი
29 დეკემბერი/ 20:00
ფასი: 11 ლარი (სხვენი)

ეს სპექტაკლი ნანახი მაქვს smile.gif მოგეწონებათ smile.gif

ქვრივები ვერ ვნახე, ამბობენ კარგიაო...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 13 2010, 12:30 PM

ბალის ესემეს რეკლამა მომივიდა:
13ში 14ში და 17ში მარჯანიშვილის თეატრში არის პრემიერა
ეუხენა ბალბოა, ალექსანდრო კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"-ის მიხედვით
ვისაც დააინტერესებს, წადით ნახეთ cool.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 13 2010, 08:46 PM

ციტატა
ძალიან მიყვარს თეატრი, ვერ გეტყვით რომ ხშირად ვახერხებ წასვლას, მაგრამ როცა მივდივარ, დიდ სიამოვნებას ვიღებ

იგივეს თქმა შემიძლია მეცsmile.gif

ციტატა
ბალის ესემეს რეკლამა მომივიდა:

მეცbiggrin.gif

მოხარული ვარ,რომ ბალი ხშირად გვანებივრებს აქციებით. სწორედ მისი დამსახურებით ვიხილე ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი - "წვიმის გამყიდველი"(რ. ნეში). ვინმეს გაქვთ ნანახი? მე მომეწონა,მახოსოვს, როგორ დადებითად განწყობილი და ნასიამოვნები წამოვედით მეგობრები უკან biggrin.gif
უმეტესად "შუა ქალაქის" მსახიობები თამაშობენ. სახალისო სპექტაკლია და ამავე დროს რაღაც სულშიჩამწვდომიsmile.gif
რეჟისორი ციცინო კობიაშვილი გახლავთ.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 13 2010, 09:13 PM

14 თებერვალის აფიშა:


15:00 - "ვარსკვლავბიჭუნა" -
(ბილეთის ფასი - 5, 7, 8 ლარი)
რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა)
რუსთაველის გამზ. 17 ტელ: 72-68-68


19:45 - "სულიერი არსებები" -
(ბილეთის ფასი - 8, 10 ლარი)
რუსთაველის თეატრი (მცირე სცენა)
რუსთაველის გამზ. 17 ტელ: 72-68-68


20:00 - "ქალი ძაღლით" -
(ბილეთის ფასი - 11 ლარი)
მარჯანიშვილის თეატრი (თეატრი სხვენში)
მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966


20:00 - "ეუხენია ბალბოა" (პრემიერა) -
(ბილეთის ფასი - 4 - 11 ლარი)
მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966


14:00 - "პეპი გრძელი წინდა" -
(ბილეთის ფასი - 4, 7 ლარი)
20:00 - "ღმერთო! დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" -
(ბილეთის ფასი - 4, 9 ლარი)
თავისუფალი თეატრი
რუსთაველის 2 ტელ: 98-58-21


19:00 - "კამინო რეალი" -
(ბილეთის ფასი - 10 ლარი)
თუმანიშვილის თეატრი
დ. აღმაშენებლის გამზ. 164 ტელ: 34-28-99


19:00 - "მუსიკის ჰანგები" -
(ბილეთის ფასი - 10, 15 ლარი)
ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
აღმაშენებლის გამზ. 182 ტელ: 34-80-90


18:00 - "არტურო უის კარიერა" -
(ბილეთის ფასი - 5 ლარი)
გრიბოედოვის თეატრი
რუსთაველის გამზ. 2 ტელ: 93-11-06


12:00 - "ტრამალების რისხვა"
15:00 - "სათაფლიას ზღაპარი",
"რწყილი და ჭიანჭველა" -
(ბილეთის ფასი - 5 ლარი)
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის
სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი
დ. აღმაშენებლის გამზ. 99/1 ტელ: 95-78-74, 95-39-27


პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Feb 15 2010, 07:34 PM

დარაბებს მიღმა გაზაფხულია როგორ მინდა ამ სპექტაკლზეsad.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 15 2010, 08:22 PM

16 თებერვალი


20:00 - "ონეგინი" (პრემიერა) -
(ბილეთის ფასი - 11 ლარი)
მარჯანიშვილის თეატრი (თეატრი სხვენში)
მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966


20:00 - "ხანუმა" -
(ბილეთის ფასი - 4 - 11 ლარი)
მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966



17 თებერვალი


19:45 - "ვარდნილი სხეულები" -
(ბილეთის ფასი - 8, 10 ლარი)
რუსთაველის თეატრი (მცირე სცენა)
რუსთაველის გამზ. 17 ტელ: 72-68-68


20:00 - "ეუხენა ბალბოა" (პრემიერა) -
(ბილეთის ფასი - 4 - 11 ლარი)
მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966


20:00 - "Private Lives" -
(ბილეთის ფასი - 11 ლარი)
მარჯანიშვილის თეატრი (თეატრი სხვენში)
მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966




19:00 - "ირმის უკანასკნელი ბღავილი"
(სოხუმის თეატრის სპექტაკლი) -
(ბილეთის ფასი - 4, 7, 9 ლარი)
თავისუფალი თეატრი
რუსთაველის 2 ტელ: 98-58-21



18 თებერვალი


19:45 - "გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება" +16 -
(ბილეთის ფასი - 6 - 7 ლარი)
რუსთაველის თეატრი (ექპერიმენტული სცენა)
რუსთაველის გამზ. 17 ტელ: 72-68-68


20:00 - "Art-ხელოვნება" -
(ბილეთის ფასი - 4 - 11 ლარი)
მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966


20:00 - "ქალი ძაღლით" -
(ბილეთის ფასი - 11 ლარი)
მარჯანიშვილის თეატრი (თეატრი სხვენში)
მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966


19:00 - "ჯინსების თაობა" -
(ბილეთის ფასი - 4, 8, 10 ლარი)
თავისუფალი თეატრი
რუსთაველის 2 ტელ: 98-58-21


18:00 - "მწირი" -
(ბილეთის ფასი - 5 ლარი)
გრიბოედოვის თეატრი
რუსთაველის გამზ. 2 ტელ: 93-11-06

mogzaura

ციტატა
დარაბებს მიღმა გაზაფხულია როგორ მინდა ამ სპექტაკლზე

ამ ახლო ხანში მგონი არსად არ გადისsad.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 15 2010, 08:31 PM

თეატრი ალბათ ის ადგილია სადაც ხელოვნების და კულტურის ძირითადი დარგებია გაერთიანებული: მხატვრობა, მუსიკა, სასცენო ხელოვნება, ლიტერატურა, რეჟისურა.
ყოველთვის ბევრად უფრო მომწონს თეატრი ვიდრე კინო.
კინო თითქოს მკვდარია (თუმცა მასაც აქვს განსაკუთრებული მხარეეები)
აქ ცოცხლად გიწევს შეხება სიუჟეტთან.
ფილმში თუ ერთი კადრი არ გამოგივა, მეორეს იღებ... და ბოლოს საუკეთესოს არჩევ.
ყოველი სპექტაკლი კი განსხვავებულია.
მუდმივად მზად ხარ იმპროვიზაციისთვის.
ფილმი 100-ჯერ რომ ნახო იგივე რჩება (აღქმას არ ვგულისხმობ), დადგმა კი ერთმანეთის ანალოგი არასდროს იქნება.
ქართულ თეატრში უდიდესი სიტყვა თქვა რ. სტურუამ.
ჩემთვის კლასიკოსი რეჟისორია.
ძალიან მრავალფეროვანია მისი შემოქმედება.
მინახავს აქ დადგმული "ჰამლეტი" (ერთ დროს ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო) და მოსკოვის ცსენაზე დადგმული იგივე პიესა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებულია.
საერთოდ მაოცებს მისი ფანტაზიის არეალი!

ამ თემაში არავის უხსენებია შექსპირი, თუ მე ვერ მოვძებნე? unsure.gif
მისი ცნობილი "გლობუსის თეატრი"

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 17 2010, 07:31 AM

ციტატა
დარაბებს მიღმა გაზაფხულია



”ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე..ცოდვიანი..ჩემს სიცოცხლეს დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა..თვითონ კი ჩემს შვილს ,განაჩენი გამოვუტანე და საყვარელ გოგონას სული დავუსახიჩრე..როდის ხდება ეს,როდის,როდის? ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში ღორს რომ აღმოაჩენ.. როდის ვხდებით პირუტყვები,როდის?...მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს ,ყველაზე უხეშს,ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი რო კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან...მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე..რატო,რისთვის?! ადამიანს ხო სინაზის,სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაბუდებული მკერდში...აი ,სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა ,რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ,ღმერთო?!”

ეს მოუსმინეთ ზემო ციტატას:
http://www.youtube.com/watch?gl=IT&v=LanYy2YsTSw


ხო, მივაკლვიე, მოგზაურა (დაკარგულ) მგონი აქედან გადმოწერა შეიძლება

http://men.ge/index.php?newsid=3031

ხოლო აქედან ლაივყურება შეიძლება smile.gif

http://www.geomovies.co.cc/news/2009-09-10-452

(მგონი ახლა არ მუშაობს sad.gif)


ან აქედან

http://giz.ge/movies/2970-geo-films-43074304432043044305430843054321.html

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 9 2010, 10:54 PM

ამ კვირაში "მუსიკის ჰანგები" როდის არის ხომ არ იცით?

ვერცერთ საიტზე ნორმალურ აფიშას ვერ მივაგენი huh.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 9 2010, 11:21 PM

ეკატო

თავად მუსიკისა და დრამის თეატრის საიტი ნახე http://www.musictheatre.ge/geo/ smile.gif

16 17 18 19 20
მარტი
მუსიკის ჰანგები
რეჟ. დავით დოიაშვილი

სპექტაკლების დასაწყისი 19 00

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 9 2010, 11:23 PM

ეკატო

ან დარეკე : 34-80-90 smile.gif

ოღონდ დილით.


პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 9 2010, 11:34 PM

ციტატა(სოფი @ Mar 9 2010, 11:21 PM) *

ეკატო

თავად მუსიკისა და დრამის თეატრის საიტი ნახე http://www.musictheatre.ge/geo/ smile.gif


უი ეს საიტი არ ვიცოდი, გაიხარე kiss1.gif

ციტატა

16 17 18 19 20
მარტი
მუსიკის ჰანგები
რეჟ. დავით დოიაშვილი

სპექტაკლების დასაწყისი 19 00

უი, ამ კვირაში არ ყოფილა sad.gif

პოსტის ავტორი: self თარიღი: May 6 2010, 01:13 AM

ბოლოს თავისუფალ თეატრში "ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" ვნახე.

კარგი კომედიაა, მართლა ვისიამოვნე, თქვენც გირჩევთ a075.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:02 PM

"თეატრი ხელოვნების ტაძარია, სამოძღვრო ანბიონი და არა უბრალო გასართობი, საფუნდრუკო რამ. სცენა არის ეროვნული სარკე, რომელიც უშიშრად და უტყუვრად უნდა გვისახავდეს ჩვენი ცხოვრების ავკარგს, რომ სანახაობით მოხიბლული, მშვენიერებისაკენ სიყვარულით მივისწრაფოდეთ და უშვერებას ზიზღით გავურბოდეთ"

/"აკაკის [წერეთელი] სიტყვა თქმული 8 ენკენისთვეს ქართული თეატრის არტისტთა წინაშე"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 06:31 PM

"სცენა ხომ სარკე უნდა იყოს, ცხოვრების ავ-კარგის უტყუვრად მაჩვენებელი და იმავ დროს ხალხის გამწვრთნელი უმაღლესი სკოლაც".

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:26 PM

"სცენა სწორედ რომ წმინდა ტრაპეზია, რომელიც გულწრფელ მსახურებას მოითხოვს"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 03:14 PM

"ქუთაისი ქართული თეატრის გაზაფხულის ქალაქია. აქ ყველაფერზე მეტად ქართული სიტყვა უყვართ, და იმას, ვისაც ქართული სიტყვა უყვარს, უყვარს ქართული თეატრი - უყვარს ადამიანი"

/გამოჩენილი ქართველი ებრაელი გურამ ბათიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 09:23 PM

"ჩვენს დროში იროდიადას ვნება ხელოვნებისადმი თითქმის კანონად იქცა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)