თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ იოჰან სებასტიან ბახი

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 20 2009, 11:36 PM

იოჰან სებასტიან ბახი (*21 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - † 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.

ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704).

არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.

ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).

სავიოლინო სონატა Nº1, სოლ მინორი (BWV 1001). ბახის ხელნაწერი

ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.

ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX-ე საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას.

ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ.

ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში.

ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ.



B Y W I K I P E D I A


დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?




1. ძალიან კარგი კომპოზიტორია
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?

ჩემ კითხვებს გავცემ მე პასუხს


1. ძალიან კარგი კომპოზიტორია

2. უდიდესი , ენით აუღწერელი გრძნობაა რომელსაც ვერავის გადასცემ რაღაცა სასწაულია .


3 . გლენ გულდი .... smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 20 2009, 11:46 PM

smile.gif
რომ არა ბახი...

ციტატა
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?

1) რას ვფიქრობ? იმას რომ ის ამოუწურავია ჩემთვის... user.gif ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩავწვდი...
2) სხვადასხვა გრძნობაა... განსაკუთრებით თუ საორღანო ნაწარმოებს ვუსმენ...

3) გულდის დაკრული უფრო ხშირად მომისმენია და ვუსმენ, ვიდრე სხვა რომელიმესი, ასე რომ...

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 20 2009, 11:50 PM

ციტატა
3) გულდის დაკრული უფრო ხშირად მომისმენია და ვუსმენ, ვიდრე სხვა რომელიმესი, ასე რომ...


კი ვირსალაძეც კარგია . ვირსალაძე გულდის დონე არაა მთლად მაგრამ არ ჩამორჩება :) .





ქევანა%

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 21 2009, 04:11 PM

ციტატა
ვირსალაძეც კარგია

აი ეხლა ვეძებდი იუტუბზე ვირსალაძის დაკრულ ბახს სპეციალურად smile.gif
და ვერ ვნახე sad.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 21 2009, 04:26 PM

ქევანა
ხო ძალიან ცუდია .sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 25 2009, 02:56 PM

დავიწვი ამ თემის საცოდაობით :|

არ აქტიურობს თემის ავტორი, არც ფორუმელები აქცევენ ყურადღებას sad.gif

მაშ აბა, მე უნდა ვცადო biggrin.gif

ბახის ნოტების გადმოსაწერი საიტი:
http://www.freepianostuff.com/freeclassicalpianosheetsbach.html
(თუ არ ვცდები უფასოა rolleyes.gif )


ესეც იუთუბის ლინკი:
http://www.youtube.com/watch?v=ipzR9bhei_o
(აბა გამოიცანით რა ნაწარმოებია laugh.gif )

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 25 2009, 03:01 PM

ციტატა
ესეც იუთუბის ლინკი:http://www.youtube.com/watch?v=ipzR9bhei_o(აბა გამოიცანით რა ნაწარმოებია )

ეხლა ვსტავლობ და რო დავამხეცებ დაგიკრავთ მერე wub.gif ლინგვოს გაუხარდება tongue.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Mar 25 2009, 03:53 PM

გაიხარე ამ თემის ავტორო, დიდება შენ!!!

ახალს და საინტერესოს ვერაფერს ვიტყვი ბახზე, ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი რომაა ეს მარტო მე მაინტერესებს biggrin.gif ამიტომ მხოლოდ აქ მოცემულ ლინკებს გამოვიყენებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 04:28 PM

dariala
მიხარია , რომ ბახი ასე გიყვარს.

ციტატა
ესეც იუთუბის ლინკი:http://www.youtube.com/watch?v=ipzR9bhei_o(აბა გამოიცანით რა ნაწარმოებია )



ვგიჟდები მაგ ნაწარმოებზე.




ქევანა

სხვებმა არ იაქტიურეს რატომღაც და მე ვიფიქრე ცოტახანი დავიცდი მეთქი მაინტერესებს სადამდე შეტოპავენ თქო biggrin.gif



http://www.youtube.com/watch?v=ZpESNhE3VmQ&feature=related

მშვენიერი სინფონიაა ძალიან კარგი , მაგრამ ამ ბავშვზე უკეთესი შემსრულებელი ვერ ვიპოვე . smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 25 2009, 04:50 PM

tustusa-gogo

ციტატა
ეხლა ვსტავლობ და რო დავამხეცებ დაგიკრავთ მერე

რა ქენი იცი? მობილურით გადაიღე და.. აქ თU არ დადებ, მე მაინც გამომიგზავნე, ანონიმურობა და საავტორო უფლებები და საიდუმლო დაცულ იქნების biggrin.gif

პიონერულ სიტყვას ვიძლევი....

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 08:31 PM

ციტატა
რა ქენი იცი? მობილურით გადაიღე და.. აქ თU არ დადებ, მე მაინც გამომიგზავნე, ანონიმურობა და საავტორო უფლებები და საიდუმლო დაცულ იქნების



რატომ? მეც მაინტერესებს . ჩაიწეროს დიქტაფონით მერე ატვირთოს და დააგდოს აქ ლინკი biggrin.gif შევაფასებ აბა ერთი როგორ იცის biggrin.gif ხო იცი მე რა ტიპი ვარ ეგრევე ჩავჭრი კოჭლობაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 25 2009, 08:52 PM

ციტატა
შევაფასებ აბა ერთი როგორ იცის ხო იცი მე რა ტიპი ვარ ეგრევე ჩავჭრი კოჭლობაში


რატო უნდა ჩაჭრა, რას ერჩი, ანგელოზივით გოგოა smile.gif

ისე, Belief, სად მოასწარი მუსიკის და ისტორიის სწავლა... smile.gif


ბახის მათეს ვნებანი

http://www.youtube.com/watch?v=M_LLFfFXaUA

(შევეცადე მოსასმენად კარგი ნაწილი ამერჩია. არ დაიღლებით რა)

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 09:44 PM

ციტატა
რატო უნდა ჩაჭრა, რას ერჩი, ანგელოზივით გოგოა ისე, Belief, სად მოასწარი მუსიკის და ისტორიის სწავლა...



მუსიკაში მაგას არ აქვს ქევანა მნიშნველობა ანგელოზი ხარ ტუ ტარტაროზი biggrin.gif


ჩემო ქევან ჯერ სად ხარ მალე კიდევ ბევრი რამის ცოდნას გამოვავლენ დამაცა დამაცა . მე ყველაფრის შესწავლა გულდასმით მოვასწარი ისე კი არა . მუსიკას რაც შეეხება შვიდწლედი მაქვს დამთავრებული . მაგას არაფრად ვთვლი კიდევ კურსებიც მაქვს გავლილი.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 25 2009, 09:49 PM

ციტატა(tustusa-gogo @ Mar 25 2009, 04:01 PM) *

ეხლა ვსტავლობ და რო დავამხეცებ დაგიკრავთ მერე wub.gif ლინგვოს გაუხარდება tongue.gif


ვაა რა მაგარია smile.gif


მშვენიერი თემაა

რავიცი მე რაც შემეხება მიყვარს შოპენი უფრო

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 25 2009, 10:14 PM

ციტატა
მაგას არაფრად ვთვლი კიდევ კურსებიც მაქვს გავლილი.

და რისი კურსებიო? blink.gif


ციტატა
მუსიკაში მაგას არ აქვს ქევანა მნიშნველობა ანგელოზი ხარ ტუ ტარტაროზი

ბუნებითაც რომ იყოს, მაინც არ? biggrin.gif

ჰო კაი, თითს ვკაკვავ biggrin.gif

შუბერტზეც თუ იქნება თემა, კარგი იქნება user.gif საწყალი შუბერტი... მისმა ცხოვრებამ დამამწუხრა sad.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 10:17 PM

ქევანა
ხო შუბერტი კარგია .


მუსიკის კურსებზე საზღვარგარეთ. კლასიკურზე ოღონდ . შევისწავლეთ რაღაცეები.



არა ქევანა ბუნება არაფერშუაშია მუსიკაში შიგნით უნდა გქონდეს განაწილებული . თანაბრობა თავის ადგილზე - სუფთა უნდა იყოს დაკრული . ცოდა ზებუნებრივი და მეოცნებე ხასიათიც თუ შემატე ჰომ კარგი . მარა მეოცნებე და ზებუნებრივი ბახში აუცილებელია.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 25 2009, 10:19 PM

კლასიკურ მუსიკაში ახლახანს შევდგი ფეხი და რაღაცეებს გკითხავთ ხოლმე

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 25 2009, 10:31 PM

ციტატა
კლასიკურ მუსიკაში ახლახანს შევდგი ფეხი და რაღაცეებს გკითხავთ ხოლმე

კაია აბა გვკითხე.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 25 2009, 11:19 PM

მირჩიეთ რაიმე კომპოზიტორები ისეთი შოპენის ნაირები, სევდიანი და რომანტიული

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 05:23 PM

ციტატა
მირჩიეთ რაიმე კომპოზიტორები ისეთი შოპენის ნაირები, სევდიანი და რომანტიული


პახულსკი smile.gif

BOO
სევდიანი და რომანტიული ბევრია პახულსკი გითხარი , შუმანი - ყველაზე ფანტაზიური და რომანტიულია . smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 26 2009, 05:29 PM

ციტატა(BOO @ Mar 25 2009, 08:19 PM) *

მირჩიეთ რაიმე კომპოზიტორები ისეთი შოპენის ნაირები, სევდიანი და რომანტიული


ვივალდი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 05:29 PM

ციტატა
ვივალდი

piqri.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 05:33 PM

Belief
შენ გაიხარე შე კაცო! ეგრე რა smile.gif ეს რა მაგარი თემა გახსენი ჩემ სუსტ წერტილს კლასიკას შეეხე და ბახი ხო საერთოდ სუპერია ძალიან მიყვარს smile.gif ამაზე ნაკლები თემა არ გაგეხსნას ამის შემდეგ biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(k@the @ Mar 26 2009, 05:29 PM) *

ვივალდი rolleyes.gif

+1
სეზონებს მოუსმინე და მოგეწონება ვივალდი მაგრამ ვივალდიზე მაგარი maksim mrvica ეს არი ახალია კლასიკაშიც არ გადის ბოლომდე ძალიან მაგარია (ჩემი სისუსტე wub.gif)

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 05:36 PM

ბექა
აგრემც ვალმოხდილ ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები biggrin.gif

ციტატა
+1


ბექა ანტონიო ბატონი ნაღდადაც კარგი კომპოზიტორია , მაგრამ ბუუ-ს სხვა ჭირდება . ვივალდი სხვა რაღაცაა ხომ გესმის მე გეუბნები როგორც პროფესიონალი , რომ ვივალდს აქვს სხვა რაღაცა . მე მაგალითად ბუუს შუმანს ვურჩევდი უფრო რომანტიული და ფანტაზიურია . თუმცა ძნელი შესასრულებელი .

ეხლა ვივალდის შესრულება ფორტეპიანოზე ცოტა იშვიათია აი რაც გითხარი ვივალდი სხვა რაღაცაა..


პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 05:38 PM

Belief
შენივე თემას რატო აფუჭებ ამიხსენი არ შეიძლება მარტო მუსიკაზე ისაუბრო და არ ჩააქსოვო პოლიტიკა 100 სიტყვიდან 120 პოლიტიკაზე გაგიგია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 05:39 PM

ბექა
მე არაფერნი მითქვამს სალავეიიიი (მუსიკ) a075.gif

ბექა
სენც მესაუბრენ მუსიკაზედა ზედა smile.gif


პ.ს დღეს ძველ ქართულადა ვსაუბრობ ვითარცა რუსთაველმან ჰქმნუა : biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 05:41 PM

Belief
აი აი აი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
შუმანს ვურჩევდი

მაგარია ძალიან შუმანის ძალიან თან, რამდენი ხანაი არ მომისმენია ჩავრთო ერთი (happy)

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Mar 26 2009, 05:46 PM

ციტატა(ქევანა @ Mar 25 2009, 09:52 PM) *

რატო უნდა ჩაჭრა, რას ერჩი, ანგელოზივით გოგოა smile.gif

ისე, Belief, სად მოასწარი მუსიკის და ისტორიის სწავლა... smile.gif
ბახის მათეს ვნებანი

http://www.youtube.com/watch?v=M_LLFfFXaUA

(შევეცადე მოსასმენად კარგი ნაწილი ამერჩია. არ დაიღლებით რა)

ერთობ ვისიამოვნე, თავადაც მოგწონს კლასიკა?

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 05:50 PM

Belief

ციტატა
სენც მესაუბრენ მუსიკაზედა ზედა

მუსიკას რაც შეეხება, ძირითადად ვუსმენ, ვივალდის, მოცარტი, ჩაიკოვსკი მარა ყოველ საღამო მაკსიმს რო არ მოვუსმინო არ შემიძლია smile.gif აი ნახე

ამ კომპაზიციის გადამკიდე ერთხელ ლამის ავილეწე
http://www.youtube.com/watch?v=1apK942NqZM

P.S. როცა მანქანით მიდიხართ არასოდეს მოუსმინოთ biggrin.gif biggrin.gif

ეს კი ჩემი უსაყვარლესია wub.gif
http://www.youtube.com/watch?v=YkKue_MEnkk და still waters ნახეთ კიდე smile.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 26 2009, 06:08 PM

ციტატა(Belief @ Mar 26 2009, 06:23 PM) *

პახულსკი smile.gif

BOO
სევდიანი და რომანტიული ბევრია პახულსკი გითხარი , შუმანი - ყველაზე ფანტაზიური და რომანტიულია . smile.gif


მადლობა..შუმანი კარგი იყო, რასაც ვეძებდი ზუსტად ის


ციტატა(ბექა @ Mar 26 2009, 06:50 PM) *


ამ კომპაზიციის გადამკიდე ერთხელ ლამის ავილეწე
http://www.youtube.com/watch?v=1apK942NqZM

P.S. როცა მანქანით მიდიხართ არასოდეს მოუსმინოთ biggrin.gif biggrin.gif




ისეთი ემოციურია აილეწები აბა რას იზამ biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Mar 26 2009, 06:19 PM

გურამ დოჩანაშვილის "იოჰან სებასტიან ბახი"

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 06:23 PM

BOO

ციტატა
ისეთი ემოციურია აილეწები აბა რას იზამ

სამაგიეროდ მაგარია biggrin.gif

პოსტის ავტორი: lashuka. თარიღი: Mar 26 2009, 06:25 PM

ბახი მაგარია მარა სად ლექ-სენი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 26 2009, 06:29 PM

ციტატა(ბექა @ Mar 26 2009, 07:23 PM) *

BOO

სამაგიეროდ მაგარია biggrin.gif


როცა მანქანა ამის საშუალებას გაძლევს ხომ უკეეთესი biggrin.gif

ადრე ფილმს ვუყურე ''The Piano'' და ძალიან მომეწონა მუსიკა, მერე აღმოვაჩინე Michael Nyman
აი ეს ადგილი მომწონს განსაკუთრებით http://www.youtube.com/watch?v=0Su8LXNS16A

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 06:31 PM

BOO

ციტატა
როცა მანქანა ამის საშუალებას გაძლევს ხომ უკეეთესი

მაგის ბედნიერება მაგ დროს არ მქონდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რო რამე საშუალება მოეცა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 26 2009, 06:37 PM

მიხარია რომ თემა აქტუალურია biggrin.gif
ეს ერთი და სხვა მრავალი მსგავსი... smile.gif

Belief

ციტატა
გეუბნები როგორც პროფესიონალი , რომ ვივალდს აქვს სხვა რაღაცა .

1) რა ინტრუმენტზე უკრავთ, მუსიე? biggrin.gif პიანინო თუ?
2) მაინც რა აქვს ვივალდის? unsure.gif


zegardeli
კი, მე თითქმის ყველაფერს ვუსმენ რაც მელოდიური და მუსიკალურია smile.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 26 2009, 06:42 PM

ვივალდს რატომ აქვს სეზონების მიხედვით ესე? გაზაფხული, შემოდგომა..


ციტატა(lashuka. @ Mar 26 2009, 07:25 PM) *

ბახი მაგარია მარა სად ლექ-სენი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ლექ-სენს მაშინ უნდა მოუსმინო როცა ავტომატიკის დროს მანქანა, რომ სიჩქარეში რთავს და ბიძგს აძლევს მაგ დროს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 07:06 PM

ციტატა
ბახი მაგარია მარა სად ლექ-სენი


საცოდაო საქართვეოლო რავა ჯომოლუნგმისაკენ მიექანები biggrin.gif



ციტატა
1) რა ინტრუმენტზე უკრავთ, მუსიე? პიანინო თუ?





მისიე გენაცვალოს , მე ვურკავ ფორტეპიანოზე და ვიოლინოზეც smile.gif




ციტატა
ვივალდს რატომ აქვს სეზონების მიხედვით ესე? გაზაფხული, შემოდგომა..


ამას ერთად ,,წელიწადის დრონი'' – ეწოდება .

ციტატა
2) მაინც რა აქვს ვივალდის?


მოდი მარტივად გეტყივი . ენით აღუწერელია . ვივალდი ავადმყოფი იყო . ჰაერის უკმარისობა სჭირდა და ამიტომ . აი ისეთი არ არის როგორიც სხვები უფრო მეტად სხვა რაღაცაა რა ვივალდი .....
რა გინდა ქევანა? biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=pe-MIDDfckw


ეს არის ბოლო სიტყვა ვივალდიზე . გთხოვთ არ გააგრძელოთ თემა არის ი.ს ბახის ანუ როგორ ჭკვიანი კაცი იტყოდა იოსებ სერგოს ძე ბახის biggrin.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 26 2009, 07:06 PM

ციტატა(Belief @ Mar 26 2009, 08:04 PM) *


ამას ერთად ,,წელიწადის დრონი'' – ეწოდება .


აააა
და Piano Quartet in Eb, Op. 47 - 2 - Scherzo; Molto vivace
OP.რას ნიშნავს და ეს ებ და როგორ იკითხება? ზოგჯერ რაღაც რომ მომეწონება ვერ ვიმახსოვრებ დასახელებას ესეთი გრძელი რომაა

მგონი მე აურიე ეს თემა biggrin.gif ბახზე იყო

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 26 2009, 07:07 PM

Belief
ჩემი ლინკები ნახე? smile.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 08:02 PM

ბექა
კი , ძალიან ლამაზი ნაწარმოებები შეგირჩევია !



ციტატა
Piano Quartet in Eb, Op. 47 - 2 - Scherzo


ეს არის ფორტეპიანოს კვარტეტი . Op- ნიშნავს ოპუსს ანუ თხზულებას . ყოველი ნაწარმოებები არის დანომრილი და თხზულებებია . smile.gif


ბუუ გთხოვ ბახზე ვისაუბროთ ეხლა რა და მუსიკის გარშემო ეს რაც მკითხე მუსიკას ეხება , მაგრამ ვივალდიზე ნუ გადავიჭერით.

პოსტის ავტორი: lashuka. თარიღი: Mar 26 2009, 08:07 PM

Belief

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დაიჯერე?

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 08:12 PM

lashuka.
არა კაცო . უბრალოდ ვთქვი biggrin.gif

lashuka.
გევედრები , ბახზე ისაუბრე და ნუ აოფებ რა გთხოოოვ smile.gif



http://www.youtube.com/watch?v=LU_QR_FTt3E

როსტროპოვიჩი უკრავს.ბახის პრელუდიას ჩელოსთვის , სუიტა N1 smile.gif კარგია

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 26 2009, 08:14 PM

შევეცდები ისევ ბახზე გადავიყვანო თემა smile.gif

მომბაძეთ biggrin.gif

რამდენადაც მახსოვს, ბახი ცხოვრებაში იმდენად დაფასებული არ იყო, რამდენადაც სიკვდილის მერე smile.gif

ვიოლინოსა და ორღანის გარდა, უკრავდა კლავესინზე და არფაზეც... ხო მგონი არფაზეც

ბახის მუსიკალური გენები მის შვილებზეც გადავიდა და შეიძლება ითქვს, რომ არ ამართლებს ანდაზას: მამის გენებ შვილებში ისვენებენო laugh.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 26 2009, 08:20 PM

ახლა მე ბახს ვუსმენ smile.gif

ქევანა
კი მართლაც .

მოგბაძავ მისიე ქევანიკო biggrin.gif

პ.ს ნახე რა დავკნინეეეეეე biggrin.gif biggrin.gif


ქევან კი მართალი ხარ ყველაფერში . ბახის ბიოგრაფია დავწერე ასეა თუ ისე გავეცანით ამ კაცს ეხლა მოდით ვისაუბროთ მის შემსრულებელზე . ქევან აბა ისევ მე და შენ კაც გულდზე ვისაუბროთ biggrin.gif




აუ ხალხო ერთ ინიციატივას შემოვიტან .


კლასიკური საიტი გავხსნათ , კლასიკური ფორუმი და ყველაფერი
.

იქნებ სენატს შევატყობინოთ და ფონდიდან ცოტაოდენი თანხა გამოყონ .


ქართულ სივრცეში არის ერთადერთი კლასიკური საიტი ეს არის bach.myweb.ge , მაგრამ ეს ცოტაა sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 26 2009, 08:47 PM

ციტატა
პ.ს ნახე რა დავკნინეეეეეე

არადა რეაქცია არ მაქ biggrin.gif

ციტატა
ქევან აბა ისევ მე და შენ კაც გულდზე ვისაუბროთ

სიამოვნებით smile.gif
ის შენეული შეფასება "ღმუილი" არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ღმუილი არაა... როცა უკრავ, განა გულში არ მღერიხარ ტაქტებს?
გულდი უბრალოდ ხმამაღლა მღერის ....

ციტატა
ახლა მე ბახს ვუსმენ

biggrin.gif მე ზამთარს... მაგრამ გადავალ ეხლა ბახზეც... მით უმეტეს გულდის დაკრულზე ...

http://www.youtube.com/watch?v=8-KyL2gMxV8&feature=related
Glenn Gould - Bach Concerto in D minor (1 of 3)

აი ეხლა ამას ვუსმენ სწორედ და თან ვეძებ კონკრეტულად ამ ნაწარმოებზე ინფორმაციას... ისტორიას... მომწონს და ვცდილობ გავიგო რას გადმოსცემს კომპოზიტორი... თუ ამას გავიგებ და მერე გულდის დაკრულსაც დავუგდე ყური, უფრო შევძლებ დავაფასო პიანისტი.

ჯერ ჯერობით არაფერი გამომდის, ჩემი საკუთარი ემოციის გარდა არაფერია ჩემ თავში laugh.gif რა ცუდია sad.gif


პ.ს. ისე ბილიF, ნუ ღელავ, ამ საუბრის შემხედვარე სხვებიც მოვლენ მსგავს განწყობაზე a075.gif და ... :იმედი მაქ ერთ-ერთი საინტერესო თემა იქნება:

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 27 2009, 11:51 AM

ციტატა
ის შენეული შეფასება "ღმუილი" არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ღმუილი არაა... როცა უკრავ, განა გულში არ მღერიხარ ტაქტებს?


ვხუმრობ რათქმა უნდა , მაგრამ როგორ გგონია ჩანაწერებში არ შეეძლო წაეშალა ეს სიმღერა? მაგრამ არ მოინდომა . მაგარი კაცი იყო ....
ისე არც მე მომწონს ეგ შეფასება რათქმა უნდა მეც ვმღერი თან გულში არა smile.gif ისედაც smile.gif

ქევანა
ქევანიკუნიკუნა გენატალე , ინვენციებს ჩაწვდი , რომ კონცერტზე გადადიხარ? ჯერ ინვენციები ისმინე რა გთხოვ.

პ.ს ნახეეთ რა დავაკნინუნეე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 27 2009, 10:16 PM

თხოვნა შესმენილია, მაგრამ მე რო არ ვუკრავ? : უნსურე:

1) http://www.youtube.com/watch?v=AJZS0qCrSqw

user.gif


2) http://www.youtube.com/watch?v=Jm1gZkzdIHU&feature=related

rolleyes.gif

ეს უკვე პრელუდიაა, მაგრამ საოცრად ლამაზი და ცნობილი wub.gif
http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 28 2009, 06:05 PM

იოჰან სებასტიან ბახი

"კარგად (თუ სწორად) ტემპერირებული კლავირი", ტომი I.

ფორტეპიანო - გლენ გულდი (ბახის ერთერთი განუმეორებელი შემსრულებელი)

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=39b88a3f16e238c2

- - -

ტომი II.

სვიატოსლავ რიხტერის შესრულებით.

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=c0b00c3edd5deb69

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 12:23 PM

ციტატა
1) http://www.youtube.com/watch?v=AJZS0qCrSqw2) http://www.youtube.com/watch?v=Jm1gZkzdIHU&feature=related ეს უკვე პრელუდიაა, მაგრამ საოცრად ლამაზი და ცნობილი http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg



http://www.youtube.com/watch?v=E_ttS3JtRxY ესეც ნახე უცნობილესი და ულამაზესი ინვენციაა smile.gif

რა ინვენციებიც დადე ყველას ვუკრავდი ერთ დროს , მაგრამ ხომ უნდა გაიზარდო ახლა უფრო ძნელებს ვეტანები.... თუმცა ესენიც არაა ადვილი და მინდა ხელახლა ვისწავლო . და მაგ პრელუდიასაც , ამასაც რაც ეხლა დაგიდე smile.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 29 2009, 12:27 PM

ციტატა(ქევანა @ Mar 27 2009, 11:16 PM) *


http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg


რა ლამაზი მელოდიაა, დატკბები მისი მოსმენით

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 12:33 PM

ციტატა
რა ლამაზი მელოდიაა, დატკბები მისი მოსმენით


კი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ცოტა ბანალურობისაკენ მიექანება , ძალიან ცნობილია . ქევანამ ინვენციები დადო და მეც დავდე და იქნებ იმას მოუსმინო...

პ.ს ამით იმის თქმა არ მინდა , რომ მოსაწყენი და ისეთი გახდა ეს მელოდია . ეს მელოდია უკვდავია , მაგრამ სწორედ გამიგეთ ყველამ იცის !

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 01:25 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 29 2009, 01:30 PM

Belief
პრელუდია და ფუგა დადე I ტომიდან C minor ფუგას შემდეგ ჯანიზ ჯოპლინის summer time მოაყოლე და ჩათვალე შთაბეჭდილება მოხდენილი გაქვს tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 04:47 PM

tustusa-gogo

http://www.youtube.com/watch?v=eJkaw_Vwz0Y

smile.gif


http://www.youtube.com/watch?v=u7Ac3eRarGI

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 29 2009, 05:23 PM

ციტატა
http://www.youtube.com/watch?v=E_ttS3JtRxY ესეც ნახე


ესეც მშვენიერია, წყნარი და მშვიდი.. ოდნავ მელანქოლიური.... და კარგადაც ასრულებს...ჩემი სამოყვარულო შეფასებით

მეორეც ... პრელუდია და ფუგა...

ჰუჰ.. ჯოპლინ laugh.gif rolleyes.gif

და ისე, ბილიეF, შენი მთავარი ინსტრუმენტი პიანინოა? biggrin.gif ისე მაინტერესებს... განა რამე... მაგრამ თუ რამე კონფიდენციალურია, ყურში მითხარ ..

lch
ძალიან სასიამოვნოა, რომ ატვირთე smile.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 29 2009, 05:42 PM

ციტატა
ესეც მშვენიერია, წყნარი და მშვიდი.. ოდნავ მელანქოლიური.... და კარგადაც ასრულებს...ჩემი სამოყვარულო შეფასებით


კი . უკეთესი ვერსიებიც მომისმენია smile.gif




ციტატა
და ისე, ბილიეF, შენი მთავარი ინსტრუმენტი პიანინოა? ისე მაინტერესებს... განა რამე... მაგრამ თუ რამე კონფიდენციალურია, ყურში მითხარ ..

აიტ , შე ყურუმსაღო შენა ჰაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif . პიანინო არა ფორტეპიანო . მთავარი რას ნიშნავს ვერ გავაცნობიერე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ამ შემთხვევაში ;D

ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც biggrin.gif biggrin.gif



გავაბახოთ თემა...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 29 2009, 08:53 PM

ციტატა
ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც

biggrin.gif გასაგებია რომ ორივეზე უკრავ, მაგრამ აი.. როგორ აგიხსნა... მევიოლინისათვის (და არამარტო) ფორტეპიანოზე დაკვრა ეს სავალდებულოა, მაგრამ ძირითადად ხო ვიოლინოზე უკრავს იმიტომ რომ მევიოლინეა, ხოდა პიანისტი ერთადერთია რომელსაც სავალდებულო ინსტრუმენტზე დაკვრა არ სჭირდება biggrin.gif ეხლა გამიგე? ვერა ხო? :ყურებამდე გავწითლდი სმაილი:


ნუ კაი, გავაბახოთ თემა biggrin.gif

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი 'Air' from Suite No.3 in D major
http://www.youtube.com/watch?v=CyLo9-Voy5s&feature=related
ეს გადიოდა ხოლმე დოკ ფილმებში ხელოვნების თემაზე და ფონად ედებოდა.. ენით აუწერელი სიამოვნება იყო რა.. ეხლაც, ლინკზე რომ გახვიდეთ, რა ფრესკებია ვიდეოშიიიი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 29 2009, 08:55 PM

ციტატა
ვიოლინოზეც ვუკრავ და , ფორტეპიანოზეც

მე ფორტეპიანოზე და გარმონზე biggrin.gif biggrin.gif

ხომ არ გვეანსამბლ-გვედუეტა? rolleyes.gif tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 31 2009, 03:21 PM

ციტატა
გასაგებია რომ ორივეზე უკრავ, მაგრამ აი.. როგორ აგიხსნა... მევიოლინისათვის (და არამარტო) ფორტეპიანოზე დაკვრა ეს სავალდებულოა, მაგრამ ძირითადად ხო ვიოლინოზე უკრავს იმიტომ რომ მევიოლინეა, ხოდა პიანისტი ერთადერთია რომელსაც სავალდებულო ინსტრუმენტზე დაკვრა არ სჭირდება ეხლა გამიგე? ვერა ხო? :ყურებამდე გავწითლდი სმაილი:



ა მივხვდი მაშინ უნდა გეთქვა სპეციალობითო . სპეციალობა რათქმა უნდა არის ფორტეპიანო მაგრამ ვიოლინო სავალდებულოდ არ მისწავლია ნამდვილად (ლოგიკურად)



ციტატა
მე ფორტეპიანოზე და გარმონზე ხომ არ გვეანსამბლ-გვედუეტა?


biggrin.gif . მე არ ვთვლი ჩემს თავს პიანისტად და ვერც ჩავთვლი , მიუხედავად იმისა რომ მეუბნებიან კარგად უკრავო , მე მაინც არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი ამიტომ მგონია რომ ჯერ იმ დონემდე არ ვარ რომ ვიანსაბლ-ვიდუეტო smile.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 1 2009, 04:21 PM

გავაქტიურდეეთ !

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 1 2009, 08:06 PM

ციტატა
გავაქტიურდეეთ !

ვსეგდა რად პამოჩ cool.gif
http://www.youtube.com/watch?v=s9tnB_SoSjw

ხომ ლამაზია ეს მელოდია.. მაგრამ ... laugh.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Apr 1 2009, 08:08 PM

ციტატა(Belief @ Mar 29 2009, 01:33 PM) *

კი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ცოტა ბანალურობისაკენ მიექანება , ძალიან ცნობილია .


მერე რა : ) მე მაინც მომწონს

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 1 2009, 09:25 PM

უი რას მივაგენ მართლა.. ბახის ავე მარია

არფა/ვიოლინო
http://www.youtube.com/watch?v=wsxu6nKTS_A

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 16 2009, 06:15 PM

დაბრუნა ბილიიფ.

განახლდა თემა.


ძალიან შევიცვალე ხალხო ძალიან !



პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 17 2009, 07:03 PM

Belief
ვიცით biggrin.gif (ეს თუ ის ხარ, ვისაც ვფიქრობ 2kiss.gif )

მააშ, განვაახლოთ თემა:
ბახის სუიტა
http://www.youtube.com/watch?v=qaOHG8t8Rh0

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 18 2009, 05:50 PM

ქევანა
კაია კაია ეგ სუიტა კაცო a075.gif

http://www.youtube.com/watch?v=_3MVZfLReo0&feature=PlayList&p=4FAF27BE7DC040D5&playnext=1&playnext_from=PL&index=16


გულდი უკრავს ბახის პრელუდიას რომელიც არის დო მინორში a075.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 20 2009, 02:24 AM

Belief

ციტატა
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ?

ყავდა 20 შვილი, მათ შორის 7 პირველი ცოლისგან, რომელიც მისი ბიძაშვილი იყო და 13 მეორესგან.
უყვარდა ლუდი, არ იკრავდა "შნუროკებს", ჯიბეები ხშირად ამოტრიალებული ქონდა.
იტოგში, კაცური კაცი იყო (ერთი ის ბიძაშვილის ქმრობა არ მამწონს). http://www.Caqtus.caucasus.net

ჩემი უსაყვარლესი კომპოზიცტორია.
მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი კომპოზიტორი იყო.

არ მომწონს ფორტეპიანოზე შესრულებული ბახის საკლავირო ნაწარმოებები.
გლენ გულდის შესრულებას მირჩევნია რიხტერის შესრულება.
ბახის საკლავირო ნაწარმოებების მოსმენა ყოველთვის კლავესინზე ან კლავირზე მირჩევნია. http://www.youtube.com/watch?v=N5JD-HejeWg
ბახს არ ეკადრება საფორტეპიანო პედალი.
ბახს ხშირად არ აქვს მითითებული თავისი ნაწარმოებების ტემპები და ვისაც როგორი ხოში აქვს, ისე ასრულებს.
ბახის ნაწარმოებებს არ უხდება გრძნობებით შესრულება.
კომპიუტერში ნოტების საბეჭდი პროგრამა მაქვს და მას მოყვება ნიმუშად ბახის ორმაგი სავიოლინო კონცერტის ნოტები, რომელიც შეგიძლია კომპიუტერის მიერვე გააჟღერო, იმ პროგრამაშივე არსებული სინთეზატორით. ამ სინთეზატორზე შესრულებული ეს ნაწარმოები 1000 თავით მირჩევნია ლიანა ისაკაძის მიერ შესრულებულ იმავე ნაწარმოებს, ვინაიდან, ისევ და ისევ, ბახს არ უხდება ზედმეტი გრძნობები. მისი მუსიკა ისედაც მშვენიერია და რამეს რომ ამატებ, ყოველთვის გადაჭარბებულ-გადამლაშებული გამოდის.


ვინმეს თუ გაქვთ ბახის ქორალური პრელუდიები ორგანისთვის, აუცილებლად ატვირთეთ.
წინასწარ მადლობა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2009, 12:11 PM

ვეშაპო
ჯიგაარ © დათო "შუა ქალაქიდან" biggrin.gif

ციტატა
ბახს არ უხდება ზედმეტი გრძნობები. მისი მუსიკა ისედაც მშვენიერია და რამეს რომ ამატებ, ყოველთვის გადაჭარბებულ-გადამლაშებული გამოდის.

და მექანიკურად რატო უნდა დაუკრას კაცო მუსიკოსმა? sad.gif არ უნდა იგრძნობოდეს რომ ადამიანი უკრავს?


პ.ს. პრელუდიების ნოტები სავარაუდოდ ბელიFს ექნება smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 21 2009, 12:25 PM

ქევანა

ციტატა
და მექანიკურად რატო უნდა დაუკრას კაცო მუსიკოსმა? არ უნდა იგრძნობოდეს რომ ადამიანი უკრავს?

ეგრეა, ეგრე, ბახი კლასიკოსებამდელი კომპოზიტორია და ზედმეტი რომანტიზმი არ უხდება მის მუსიკას.

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 21 2009, 02:09 PM

ვეშაპო
პირიქით ბახს ჭირდება ძალიან დიდი გამღერება გუნებაში . . . . . . დიდი დიდი და დიდი . . . ნუ ეხლა გადამლაშებაზე დაგეთანხმები ყველაფერი გამოზომილად უნდა ბახს ნუ განსაკუთრებით 3 ხმიან ინვენციას . რომანტიზმი შუმანშია ნუ ბახს არ უხდება . . . ბახი უფრო ჰგავს ადამიანების საუბარს ანუ მართალი ხარ რა . . .

ციტატა
ყავდა 20 შვილი, მათ შორის 7 პირველი ცოლისგან, რომელიც მისი ბიძაშვილი იყო და 13 მეორესგან.
უყვარდა ლუდი, არ იკრავდა "შნუროკებს", ჯიბეები ხშირად ამოტრიალებული ქონდა.
იტოგში, კაცური კაცი იყო (ერთი ის ბიძაშვილის ქმრობა არ მამწონს).


biggrin.gif biggrin.gif კორექშიონ პლის biggrin.gif


ციტატა
გლენ გულდის შესრულებას მირჩევნია რიხტერის შესრულება.


მაშასადამე ელისო ვირსალაძის უნდა მოგწონდეს a075.gif



ციტატა
ბახს ხშირად არ აქვს მითითებული თავისი ნაწარმოებების ტემპები და ვისაც როგორი ხოში აქვს, ისე ასრულებს.


ოპოპოპო , გამომცემლები აწერენ სასურველ ''ხოშ'' ტემპებს a075.gif



ციტატა
და მექანიკურად რატო უნდა დაუკრას კაცო მუსიკოსმა? არ უნდა იგრძნობოდეს რომ ადამიანი უკრავს?


გადაჭარბებათ თუ არ ჩამითვლით , ისეთი გოგო დაბადებულა დაურქმევიათ თურმე ქევანა smile.gif . ქევანა ვეშაპო მართალია ბახი სხვა ეპოქის კომპოზიტორია. ნუ სხვა ახსნები მეტად ფილოსოფიურ სამყაროში გადაგვაგდებს . . .




ქევანა
სამწუხაროდ მე ორღანისთვის არ მაქვს ნოტები პრელუდიების sad.gif.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2009, 03:51 PM

Belief

ციტატა
ისეთი ბიჭი დაბადებულა დაურქმევიათ თურმე ქევანა

მე სქესი არ შემიცვლია და... საიდან მეორე? biggrin.gif


And let it be no OFF! (laugh.gif)
http://www.youtube.com/watch?v=FDdqxj-jT5w&feature=related

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 21 2009, 03:57 PM

ქევანა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გამოგტეხეეე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 21 2009, 05:32 PM

Belief

ციტატა
კორექშიონ პლის

არა, მართლა ეგეთი ტიპი იყო.
თუ არა და, ჩაბრძანდი ბატონო ლაიფციგში, ჯერ მაგის ძეგლი ნახე და მერე ბახავისტებს შეეკითხე, რატომ აქვს ჯიბეები ამობრუნებული და შნუროკები გახსნილითქო? IPB-ს სურათი

ციტატა
მაშასადამე ელისო ვირსალაძის უნდა მოგწონდეს

არაა, ელისოს შესრულებული ბახი არ მევასება.

ციტატა
ოპოპოპო , გამომცემლები აწერენ სასურველ ''ხოშ'' ტემპებს

შეიძლება, მაგრამ ბახს არ მიუწერია ბევრისთვის.
აგერ, ქვემოთ ვიდეოს დავდებ და ნათლად დაინახავ, რომ ნოტებს არ უწერია არ ტემპი და არც ალტერაციის ნიშნები.
მხოლოდ ბოლოში, კოდაზე აქვს მიწერილი ტემპი.

ქევანა
ციტატა
And let it be no OFF! ()
http://www.youtube.com/watch?v=FDdqxj-jT5w&feature=related

იგივე რომ ავიღოთ ახლა ეგ დო მინორული პრელუდია, რასაც შენ ასრულებ (მგონი ხო?), ბახს არ აქვს მითითებული ყოველი ტაქტის ბოლოს შენელებები და ახალი ტაქტის საწყის ტემპში დაწყება.
შენ აშკარად გლენ გულდის გავლენას განიცდი.
გულდი კი არის მშვენიერი პიანისტი, მაგრამ მაინც თავისი განცდების მოხვევას ცდილობს მსმენელზე.
უფრო სწორად, იმას კი არ ჩალიჩობს, რომ არიქა ჩემი განცდილი მოვახვიო მსმენელსო, უბრალოდ რახან ალტერაციის ნიშნების ნაკლებობაა და ტემპიც არაა მითითებული, თავს უფლებას აძლევს, როგორც უნდა, ისე დაუკრას.

აბა მოუსმინე რიხტერს.
ის სულ სხვანაირად უკრავს: http://www.youtube.com/watch?v=1GXHjxvSi24

ჩემთვის ბახის ასეთი შესრულება უფრო მისაღებია.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2009, 08:27 PM

ვეშაპო

ციტატა
რასაც შენ ასრულებ (მგონი ხო?),

არ ვუკრავ მე, ბატონო არცერთ ინსტრუმენტზე (ნერვების გარდა) :ყვარყვარე თუთაბერის სტილში: laugh.gif
ხელოვნებათმცოდნე ვარ ძირთადში და მუსიკა უბრალოდ მიყვარს, biggrin.gif

გულდი იქით იყოს და თვითონ გიდონ კრემერიც თავისებურად უკრავს ბახს... ერთმა მითხრა მასეთი სტილით დავუკარიო გამოცდაზეო და მასწავლებელი გავაგიჟეო, ხოდა უთქვია, აღარ დაუკრა მასეო, rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 26 2009, 02:13 PM

ქევანა
გეთანხმები ასეა თუ ისე ბახი ბახია ზოგი ისე უკრავს ზოგი ასე . რა ვქნა ამ კაცს ვერ გავაცოცხლებ და ვერ ვკითხავ არიქა ბატონო ჯიბეები ისევ აიტრიალე დ გვითხარი ეს შენი ცოდვით სავსე მუსიკა რავა დავუკრათ ძამია თქო და biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 28 2009, 06:05 PM

ეჰ ამ ჩემმა თემამ კიდე კარგად გაძლო 17 გვერდი მენახოს გემშვიდობები ბახო smile.gif>

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Apr 28 2009, 06:07 PM

Belief
უკრავ ბახს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Apr 28 2009, 06:35 PM

ვეშაპო
ვეშ ნეტა შენი მოსაწონი მანახა რამე რაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 28 2009, 10:04 PM

tustusa-gogo
კი sad.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Apr 29 2009, 11:30 AM

Belief
მუსიკოსი ხარ? smile.gif გამეცანი rolleyes.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 29 2009, 02:29 PM

tustusa-gogo
biggrin.gif მუსიკოსი კი არა ისტორიკოსი ვარ მაგრამ მუსიკაში ბევრი რამ მესმის ნუ მოკლედ მეორე პროფესიაა ფაქტიურად.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 1 2009, 10:16 PM

ბექა

ციტატა
ვეშ ნეტა შენი მოსაწონი მანახა რამე რაა

რა გინდა, ხომ დავწერე, ბახი მომწონს რიხტერის შესრულებით მეთქი?

პოსტის ავტორი: L i B e R a L თარიღი: May 1 2009, 11:03 PM

ციტატა
რა გინდა, ხომ დავწერე, ბახი მომწონს რიხტერის შესრულებით მეთქი?


ჩემნაირი კაცი . . . რა გინდათ რას ერჩით მშვენიერი გემოვნება ჰქონია ბახს რიხტერის შესრულებით რა სჯობს?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 12 2009, 12:25 AM

ბახი biggrin.gif

გამოვაცოცხლოთ თემა smile.gif ვინმეს აქვს სათქმელი?

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Jul 12 2009, 01:15 AM

უი ეს რა თემა ვიპოვეეეე rolleyes.gif გენიალური გერმანელი კომპოზიტორი (ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი wub.gif ) და ასევე გენიალური პოლიფონისტი cool.gif

პ.ს. გულდის შესრულება ძალიან მაგარია smile.gif
პ.პ.ს. ამ თემას აქ რა უნდა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 30 2009, 10:43 PM

კიდევ ერთი დასტური იმისა თუ როგორ მაოცებს ბახი biggrin.gif
ამას როგორ ვიფიქრებდი აბა...

ბახის ყავის კანტატა biggrin.gif
Coffee Cantata

http://www.youtube.com/watch?v=xF0dd0EaXDg&feature=related

ბელიეფ, ეს შენ 2kiss.gif არიაა ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 30 2009, 11:34 PM

ქევანა
kiss1.gif გაიხარე

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2009, 09:25 PM

ვაცოცხლებ თემას... :D
ბახის კურანტა

http://www.youtube.com/watch?v=PiwDP042h6E

შენიშვნა: Куранта (франц. courante - бегущая, текущая) - старинный французский салонный танец трехдольного размера, распространенный в странах Европы с начала XVI века. В XVII-XVIII вв. куранта вошла в инструментальную сюиту и исполнялась, как правило, после аллеманды.

http://www.youtube.com/watch?v=Wsqe-pbmj9A&feature=related
(ესეც ბახის კურანტაა ერთ-ერთი)

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Sep 1 2009, 09:26 PM

J.S. Bach??? blink.gif Mein Respekt! huh.gif

http://www.youtube.com/watch?v=L9reoUinXgA

პოსტის ავტორი: Diversity თარიღი: Sep 1 2009, 09:34 PM

ნანინა

ციტატა
უი ეს რა თემა ვიპოვეეეე გენიალური გერმანელი კომპოზიტორი (ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ) და ასევე გენიალური პოლიფონისტი

პ.ს. გულდის შესრულება ძალიან მაგარია
პ.პ.ს. ამ თემას აქ რა უნდა?

ვინც მართლმადიდებელი არაა ის ეშმაკის მოციქულია tongue.gif მისი შედევრებიც ეშმაკისეულია...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2009, 09:36 PM

Courante from Bach English Suite No.1
ფორტეპიანოზე

http://www.youtube.com/watch?v=nhiSMBhFEqI

ჩემი აზრით კარგად უკრავს : )


პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 1 2009, 09:51 PM

Diversity

ციტატა
ვინც მართლმადიდებელი არაა ის ეშმაკის მოციქულია მისი შედევრებიც ეშმაკისეულია...


Oh, mein Gott.. rolleyes.gif

ქევანა
ციტატა
ჩემი აზრით კარგად უკრავს : )

კლავესინზე უფრო მაგარია yes.gif user.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2009, 10:12 PM

ციტატა
კლავესინზე უფრო მაგარია

ხო user.gif

http://www.youtube.com/watch?v=dtZLdZKETyw&feature=related
ამას სულ ვუსმენ და ვუსმენ.... საღამოს განწყობისთვის სწორედ რომ შესაფერისია.. კურანტა სუიტიდან, ბახი


საერთოდ ეს კურანტები გამახსენა Ж.Б. Лейе-ს куранта-მ... სახლში ნოტები აღმოვაჩინე, ჩემი და უკრავდა ადრე.. მაგრამ იუტუბზე კი ვერ ვნახე : (

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 13 2009, 01:02 PM

ეძღვნება ჩემზე განაწყენებულ ქევანას biggrin.gif kiss1.gif

გულდი უკრავს ბახის "კ.ტ.კ."-დან პრელუდიასა და ფუგებს, საყვარელი, თან რომ მღერის wub.gif

http://www.youtube.com/watch?v=SBXO7cNi20k&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=wZ_PJvAYlX4&feature=related

ესეც გოლდბერგვარიაციები smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=g7LWANJFHEs&feature=related

ვგიჟდები ამაზე
wub.gif wub.gif wub.gif

ჰა აქ დავოთ ბახი და აღარ გამიბრაზედე biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 13 2009, 01:18 PM

საოცრად ნიჭიერი კომპოზიტორი იყო. მისი ნაწარმოებებიც საკმაოდ რთული შესასრულებელია და ამიტომაც არის რომ სასწავლო პროგრამაში აუცილებლობას წარმოადგენს მათი შესრულება. ყველაზე მეტად ბახის ნაწარმოებებზე მუშაობა მიყვარდა, განსაკუთრებით კი ფუგები

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 05:55 PM

ბახის ”კარგად ტემპერირებული კლავირი” ძალიან მომწონს. განსაკუთრებით გულდისა და რიხტერის შესრულებით. ასევე ”გოლდბერგის ვარიაციები” მშვენიერია...
http://allshares.ge/download.php?id=713CAE2F12


http://allshares.ge/download.php?id=DC740C3312
http://allshares.ge/download.php?id=ECDFA39824

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 06:52 PM

ძალიან მომწონს სვიატოსლავ რიხტერის შესრულებით ბახი. განსაკუთრებით პირველი საფორტეპიანო კონცერტის მეორე და მესამე ნაწილები.

http://www.youtube.com/watch?v=qCDlhLE-uZk
http://www.youtube.com/watch?v=As-ATuGsU2M&feature=related

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 07:08 PM

ძალიან მომწონს ბახი-ზილოტის საფორტეპიანო ტრასკრიპციები. მოისმინეთ, მოგეწონებათ.
http://www.youtube.com/watch?v=Yu06WnXlPCY


ბახის ყველაზე ცნობილი ტოკატა და ფუგა ორგანისთვის, კარლ რიხტერის შესრულებით მომწონს. მოისმინეთ.
http://www.youtube.com/watch?v=Zd_oIFy1mxM

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 08:52 PM

http://www.youtube.com/watch?v=CmmpjziKcFU

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2009, 09:06 PM

http://www.youtube.com/watch?v=Jk5BZBlwGxU

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 13 2009, 11:24 PM

lingvo

გაიხარე შენ! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 14 2009, 11:41 AM

lch
რიხტერის შესრულებით "კარგად ტემპერირებული კლავირის" პირველი ტომი ხომ არ გაქვს რომ დადო? მეორე ტომი გაქვს დადებული ადრე და... smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 14 2009, 11:51 AM

ბახი-ბუზონის საფორტეპიანო ტრანსკრიპციებიც ძალიან მომწონს.

http://www.youtube.com/watch?v=2PzGf-_zKuM

http://www.youtube.com/watch?v=VZtg6pKdtlM&feature=related

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 29 2010, 01:00 AM

გეხვეწებით, ვინმეს თუ გაქვთ ბახის ქორალური პრელუდიები ორღანზე, დაზიპეთ და ატვირთეთ რა სადმე. ან ლინკები მაინც მიმასწავლეთ, სადაცაა. დავიტანჯე კაცი, რამოდენიმეს მივაგენი, ძლივს გადმოვწერე, მაგრამ მე რაც მინდა, ისინი არაა იმაში. სადაცაა ყველაზე დიდი არქივი ამ ქორალური პრელუდიების, ეგ მიმასწავლეთ რა ვინმემ, ან თუ გაქვთ, დაზიპეთ და ატვირთეთ რა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 29 2010, 05:59 AM

ოოო, ბახ!

აქ მასზე წერენ smile.gif

http://church.ge/index.php?s=&showtopic=6512&view=findpost&p=508243

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 29 2010, 01:00 PM

http://www.youtube.com/watch?v=CrpL9lCNs5o

ძალიან მომწონს საზეიმო დასაწყისი (ლიტავრების საზეიმო ხმა), რომელიც ჩემი აზრით გადმოსცემს შობის უდიდესს ზეიმსა და საყოველთაო სიხარულს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 01:36 PM

ციტატა
ბახის ქორალური პრელუდიები ორღანზე

ვაჰ, ძველ ვინჩესტერზე გვაქვს და დრო უნდა სანამ ამოვიღებთ sad.gif

თუ არადა, ტორენტ.რუზე იქნება
აი აქ არის ბახის სრული საორღანო ნაწარმოებები, იმდენია სიაში, აქ აუცილებლად იქნება ის რაც შენ გინდა.
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=2674782

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 7 2010, 03:00 PM

http://allshares.ge/download.php?id=44E862C738
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბახის ნაწარმოებია. smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)