ძალიან მინდა დავიწყო ხატვა ზეთის საღებავებით,ვიყიდე ტილო ჩარჩოზე გადაკრული,რითი დავამუშავო სანამ ხატვას დავიწყებ? გთხოვთ მირჩიეთ რომელი საღებავები შევიძინო?
უი, თემა გაგიხსნია
ხო, აქვე დავწერ ბარემ:
დღეს უკვე დაგრუნტული ტილოები იყიდება და აღარ დაგჭირდება ზედაპირის დამუშავება
შეგიძლია პირდაპირ დაიწყო ფანქრით მონახაზი და მერე საღებავები დაადო
რაც შეეხება ზეთის საღებავებს, კონკრეტულად რომელი იყიდო, ეს მე არ ვიცი, ჩემზე გამოცდილები გირჩევენ
niblia
ყველაზე მარტივი ხერხია, თეთრი ემულსიის წებო გადაუსვა.
წყალში გახსენი თხლად და რამდენიმე ფენა დაადე.
თუ ტილო მოეშვა, უკანა მხრიდან დაასველე.
გაშრობის შემდეგ დაფასავით გახდება.
შემდეგ როგორც მოგერხება: თუ გინდა ფაქნრით გააკეთე კონტური, თუ გსურს საღებავით მოხაზე, ან პირდაპირ დაფერვა დაიწყე.
მგონი დამწყები ხარ და ალბათ პირველ ეტაპზე ფანქრით გაგიადვილდება.
ადვილი წასაშლელია, სანამ სასურველ ფორმამდე მიხვალ.
რაც შეეხება საღებავებს - იყიდე მოსკოვის "მასტერ კლასის" ფირმის ტუბები.
ყველაზე ნორმალური ხარისხია და ფასიც მისაღები.
კერძოდ რომელი დასახელების ფერები გამოდგება, ეგეც გაინტერსებს?
ნამდვილად დამწყები ვარ,იმდენად დიდი სურვილი მაქვს რომ დავიწყო ხატვა,იმდენი იდეები მაწუხებს ...აუცილებლად უნდა დავხატო...ჩემით რაც გამომივა გამომივა,დიდი მადლობა თამუნა მ,მართლა დიდად დამეხმარე,ქევანა შენც უღრმესი მადლობა საყვარელო
ისე ერთი თვითნასწავლი მაგარი მხატვარი ფიროსმანი ვიცი და ხატწერაში კი ვერ ვიხსენებ.
ვიღაცა მასწავლებველსავით აუცილებლად უნდა მონახო,ჩემი აზრით.
ეს სხვა სფეროა ასეა თუ ისე.
ჯერ ვიყიდი 5ძირითად ფერს,(წითელს,ყვითელს,ლურჯს,შავ
ს და თეთრს)დანარჩენ ფერებს ამათგან შევადგენ
niblia
არც მასე ადვილადაა საქმე, რომ მაგ ხუთი ფერით შექმნა ის, რაც გსურს.
ჯობია, ნელ-ნელა ააგროვო ფერები და მერე შეუდგე მუშაობას.
A.V.M
ყველასგან მივიღებ ყველანაირ რჩევებს,წინასწარ ყველას დიდი მადლობა დახმარებისტვის
niblia
მერე ფრებსაც ჩამოგიწერ, მაგრამ ყველა მხატვრას პალიტრა განსხვავებული აქვს.
მის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მაგ. მე აჩემებული მქონდა ულტრამარინი (ლურჯი), ვირიდონოვი (მწვანე) და კრაპლაკი (წითელი).
ეს უკანასკნელი ძალიან შხამიანი ფერია და ზოგი სულ არ ურჩევს მის მოხმარებას.
მე კიდე ყველა ფერში თითქმის მაგას ვაზავებდი.
შავს ძალიან იშვიათად ვიყენებდი.
მინდა გამოგიტყდეთ რომ ვცდილობ ინტერნეტში მოვძებნო რომელიმე საიტი,თუნდაც მცირედი რამ,თუ როგორ დავიწყო ხატვა ვკითხულობ დიდი მხატვრების ცხოვრებას, მათ შემოქმედებას და ეს დიდი სურვილი ხატვის დაწყებისა სწორედ აქედან წამოვიდა
ვფიქრობ ცივი ფერებით დავიწყებ,ძალიან მომწონს,ე.ი.ულტრამარინი
მართლა ძალიან მიხარია რომ ასე დამიდექით გვერდში,უღრმესი მადლობა
მეც ვცდილობ დავიწყო ზეთებში ხატვა,niblia შე ჩემნაირო მოკლედ youtube გადავანგრიე... tamuna m შენი ნახატები დადე რააააა
niblia
მაინც რისი ხატვა გიტაცებს, რისი დახატვა გსურს? პეიზაჟების, პორტრეტების, ნატურმორტების თუ რამე სხვა?
http://100art.ru/usluga7_7.htm
ეს არის სტატია თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საღებავები და სხვა...
გვერდით სვეტზე, მწვანე შრიფტით უკვე ხატვის დაწყების საფეხურებია, პორტრეტი იქნება თუ ჟანრული კომპოზიცია...
იქნებ გამოგადგეს.
კიდევ არის წიგნებიც, ავტორებს მოვიძიებ და დაგიდებ, შენ შეგეძლება ბიბლიოთეკაში ნახო და წაიკითხო
niblia
1) белила цинковые,
2) белила титановые,
3) лимонная,
4) желтая средняя,
5) охра светлая,
6) красная или киноварь,
7) карминовая,
8) зеленая «ФЦ»,
9) голубая «ФЦ»,
10) ультрамарин,
11) умбра жженая
12) черная.
აქედან ჯობია თეთრი ტიტანის იყიდო.
ცინკის უკეთესია, მაგრამ ტიტანის ძლიერია და ცოტას გაზავება მოგიწევს.
ანუ ეკონომიას გააკეთებ
ორივეს შეძენა არ გინდა.
ასევე ბოლო ორი შავიდან ერთ-ერთი იყიდე.
«ФЦ»-ებთან ფრთხილად იყავი.
ფუნჯის წვერით შერევაც საკმარისია, რომ თავისკენ წაიყვანოს ნებისმიერი ფერი.
ანუ მილიგრამი დაამატე ხოლმე.
საერთოდ, ნებისმიერი ფერი (წითელი, ყვითელი, წმვანე...) ჯობია კადმირები იხმარო.
უფრო კლასიკურად მიმაჩნია.
მოკლედ, შენ თვითონ მიხვდები პრაქტიკაში, რა როგორ გამოიყენო.
წარმატებები!
თუ რამე აქ ვართ ყველა და რითიც შეგვიძლია დაგეხმარებით
toka@
საკანცელარიო მაღაზიებშიც შეიძლება იყოს.
თბილისში კიდობანში და პასაჯში ვყიდულობდი ადრე, მაგრამ მგონი აღარაა იქ ეგ ფილიალები.
რუსთაველზეც იქნება.
მაღაზისის სახელი არ მახსოვს.
აბა, ახალი მხატვრები სად არიან.
იმათ ეცოდინებათ უკეთ
ჩემი პირველი ნახატია ზეთებში და ტილოზე და ძალიან ნუ გამანდაგურებთ,კრიტიკას ველი აბა ჰე..
http://www.radikal.ru
ჰო მართლა სად უნდა შევიძინოთ?ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ
toka@
შენ ხატავ? ეს როგორ გამომრჩა?
ჩქარა ფორუმელთა შემოქმედებაში და გამოფენაში მიიღე მონაწილეობა
უარს არ ვღებულობ მე!
მოგესალმებით ყველას
ბავშვობაშ მეც ვხატავდი მერე რატომღაც შევწყვიტე, იდეაშ კარგად გამომდიოდა მაგრამ 1 ფაქტის გამო აღარ გავაგრძელე.
ეხლა ვთვლი რომ დამწყები ვარ, დიდიხანია მინდა შევიძინო საღებავები და ამ თემამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა. ეხლა მივდივარ უნდა ვიყიდო. ))
დიდი მადლობა თემის ავტორს.
ერთი თხოვნა მაქვს იქნებ ფუნჯებიც მირჩიოთ სად ვიყიდო ხარისხიანი და როგორ ავარჩიო. მადლობა
nina-nina
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)