http://www.link.ge/file/318963/New---kidev-vxvdebi-erT-gazafxuls--1234567890.mpg.html
გლახას ლექსი, მუსიკა და ფოტოები . . .
კითხულობს თავად უბადრუკი გლახა
გადასარევია
დამაინტერესა რას კითხულობს გლახა
გადმოვიწერე მაგრამ ვერ ვხსნი
სტუდენტური დოკუმენტური ფილმი "დაუნის" სინდრომიან და გონებრივად შეზღუდულ ბავშვებზე, (რომლებსაც სიყვარული ჩვენზე მეტი აქვთ...)
რეჟისორი ჩემი მეგობარია, ერთად ავაწყვეთ და ვეცადეთ რაღაც გამოსულიყო... თავიდან მძიმედ იწყება და სუსტი ნერვების პატრონებმა "გადაახვიეთ", მერე უფრო "ლაითი" საყურებელია
რეჟისორი და ოპერატორი: ნინი ჩიკვაიძე (ამ ფორუმის ახალი წევრი "pasolini" )
მონტაჟი და მუს. გაფორმება ჩემია
ქრონომეტრაჟი 16 წუთი...
ანოტაცია: Killing of handicapped children was continuing until 1945. Some people think that a lot has changed since that time. In this film a lot of children with different mental problems are shown. The film tells the story of their dreams, intentions, worries, educational processes and communicative skills. When watching this film you will find out that sometimes these children even are more sensible than ordinary people.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://allshares.ge/download.php?id=E4218E9A38
ველი შეფასებებს...
ვახ ვახ ანოტაციაც ამას ქვია
2008 წლის რუსეთ საქართვოლოს ომის შემდეგ დამიკვეთეს ეს კლიპი .
stop war
http://www.allshares.ge/download.php?id=5AE8880D27
http://www.radikal.ru
pasolini
Atman
ჩემი ნიჭიერებიიი !!! მე ეს ყველაფერი უკვე ვიხილე ასე რომ სხვებსაც ვურჩევ ,ცოტა ჩავფიქრდებით, იქნებ "ცოტა"მეტი ლმობიერებაც შეგვეპაროს გულში,კარგია ბავშვებო ამ ფორუმზეც რომ დადეთ (სიზარმაცეს რა ვუთხარი თორემ რამდენი ხანია ამ ფილმის დადებას აპირებთ? )
ესეც ჩემი სადიპლომო
" my reality "
http://allshares.ge/download.php?id=07CE9AF625
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
tamuna m
Atman
ფილმიც მომეწონა, თავის მუს. გაფორმებით
ჩემ აწყობილ კლიპებს აქაც დავდებ. ვისაც არ გინახავთ შემიფასეთ, პატარა კლიპებია
Dreaming
http://bin.ge/file/75588/Dreaming--avi.avi.html
Meditation
http://bin.ge/file/75590/Meditation.avi.html
პ.ს. თუ სიმბოლოები დაინახოთ ეგ მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი იქნება
ეს ჩემი შემოქმედებაა, რაჯუ და რათჰა,ხელნაკეთი თოჯინები,ექსკლუზიურად ინდუსების მოყვარული გურუსთვის *
from india to rustavi
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აწ უკვე ჩემს კერძო კოლექციაში ინახება
დიდი მადლობა იზის
izi-bartki
ვაიიი
უკვე დაამთავრე? რა ლამაზებიაა
აკი აიშვარიას დავარქმევო?
izi-bartki
http://www.link.ge/file/322092/HERIO-BIWEBO-MINUSi-03-THE-FINAL.wav.html
"ჰერიო ბიჭებო" გლახას შესრულებით...
izi-bartki
ჩვენი ნიჭიერი!
syd
რაღაც არ ხსნის :?
ტექნიკური პრობლემა მქონია და გავასწორე.
უყურე შენ გლახას
თან რა ემოციურად მღერის
http://www.radikal.ru
11 წლის წინანდელი, მაგრამ ჩემთვის საყვარელი და მსუბუქი... http://www.SmileS.Ge
tamuna m როგორ მომწონს ეს ფერები
tamuna m
რა კოხტაა
ეჰ მე ესე ვერასდროს დავხატავ, ფერებთან ვერ "ვმეგობრობ" ისე როგორც საჭიროა
self
ქევანა
"ქაშუეთი" ქაღალდი, ტუში, კალამი. შესრულებულია მხოლოდ წერტილებით
http://www.radikal.ru
zura.bi
ძალიან კარგია!
zura.bi
რა კარგი გრაფიკაა!
მხატვარი ხართ?
ეკატო
პაწა დაუმთავრებელია.
სიცხეს ვეღარ გავუძელი :|
http://www.radikal.ru
Atman
გმადლობ!
tamuna m
გმადლობ! მოყვარული ენდოკრინოლოგი
''9 აპრილი" ქაღალდი, ტუში, კალამი
http://www.radikal.ru
zura.bi
ეკატო
არა, 4 წლის წინ დავიწყე და გდია მასე
"ყარაჩოხლების ქეიფი" ქაღალდი, ტუში, კალამი. შესრულებულია მხოლოდ წერტილებით
http://www.radikal.ru
dariala
რას მერჩოდი ამ დილაადრიან?
"გიას გორა" წავიკითხე
მაინც რას ნიშნავს მზრუნველი დედიკო
zura.bi
dariala
მოკლედ, მე პირადად აღვფრთოვანდი!
როგორ მხატვრულად ხატავ ხასიათს.
თითქოს იმ გარემოს სუნს და გემოს გვაგებინებ.
თან მოკლედ და ლაკონურად გადმოცემ ისტორიას.
ხომ მოკლეა, მაგრამ გგონია სქელტანიანი წიგნი ჩაიკითხე ერთი ამოსუნთქვით.
ვითომ რამდენიმე დღე იმათთან ერთად იცხოვრე და დაუახლოვდი.
მეტი არ გაქვს დაწერილი?
კიდევ მინდა
dariala
მაშინ სიახლე არ გამომაპარო
dariala
ბარაქალა ქალავ! მიგულე შენს მკითხველად!
dariala
გიძღვნი ვირტუალურად
'' მოხუცი უსტა და შეგირდი'"ქაღალდი, ტუში, კალამი. შესრულებულია მხოლოდ წერტილებით
http://www.radikal.ru
სტრადივარიუსის ვნებანი
ტილო, ზეთი
1996 წ.
http://www.radikal.ru
zura.bi
მე სურათების წაკითხვა მინდა ვისწავლო
აი, როგორ აგიხსნათ, მინდა ჩავწვდე და მესმოდეს რას გადმოსცემს მხატვარი და როგორ გადმოსცემს
მაგრამ ჯერ ჯერობით მე თვითონ ვატყობ ჩემს თავს, რომ მაკლია ცოდნა
ქევანა
სურათების "წაკითხვა" დამოკიდებულია მხატვრული მიმდინარეობის სხვა და სხვა ასპექტთან, ძირითადად კი ასოციაციურ-შედარებითი მომენტია გადამწყვეტი.
მაგ. იმპრესიონისტები ხატავ(დნ)ენ არა გარშემო მყოფ საგნებს - არამედ ჰაერს ამ საგნებამდე! და ასე შემდეგ - მიმდინარეობათა მიხედვით და მათგან გამომდინარე...
თუმცა არსებობს "ხელოვნება - ხელოვნებისათვის" - ეს საერთოდ განყენებული თემაა...
ქევანა
ნუ თავმდაბლობ
zura.bi
მმმმ.... სიტყვები არ მყოფნის, ისიც კი არ ვიცი რა ვთქვა - ეს ის ვითარებაა, როცა სიტყვები ზედმეტია. ერთს კი ვიტყვი ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი შემოქმედების წინაშე და ეს ჩემგან მადლობის ნიშნად -
ჩემი გადაღებულია, ამ დროს დილის 6 საათია, ხილობ ვიყავი ქუთათის მთაზედ
http://www.radikal.ru
ეს იზი-ბარტყის შემოქმედებაა. თვითონ ვერ შემოდის ფურუმზე და მთხოვა მე დამედო:
“ცუცქნა გოგოს ამბები”
დედამიწა ღერძზე ჩამომჯდარა და ჩაფიქრებულა...
_ აქა მშვიდობა! _ ისე რიხიანად მიესალმა მთვარე, დამფრთხალი მტრედებივით აუშალა ფიქრები.
_ ჩემო სავსე მთვარე, _ გაუღიმა დაბნეულმა დედამიწამ.
_ ოჰ, შეკრებილან მეზობლები _ გადმოსძახა მზემ, გაეხუმრა და მოსაუბრეებს შეუერთდა.
_ მოდით, მოდით, ჩემს არსებაში ჩაგახედებთ.
“ნეტავ დღეს რით გაგვახარებს?” _ გადაულაპარაკეს ერთმანეთს და დედამიწას მიუცუცქდნენ.
დამალული შროშანები
იყო ერთი ბერი, მზის ამოსვლისას, მოვიდოდა დილის სიმშვიდე და საუბრობდნენ. ყველაზე მეტად, მოხუცი ბერი, სულის მინდვრის ყვავილებს უყვარდათ. დაინახავდნენ და შესციცინებდნენ თვალებში, ისიც გაუღიმებდა, ამოიღებდა ჭიდან წყალს და ყვავილებს ურიგებდა. ერთხელ, ბერი სიმშვიდეს გაუნაწყენდა, გაებუტა და კელიიდან გააგდო. ყვავილებმა ფოთლები ჩამოყარეს. მოხუცს მოსწყურდა, მაგრამ, ჭაც დამშრალა. უხმოდ დაუბერა ნიავმა, დამჭკნარი ყვევილები ააშრიალა, ბერს წვეთი წყალი მოუტანა:
_ სულ ესაა რაც გადარჩა, რაც გინდა ის უყავი! _ შეუბღვირა ნიავმა და ისევ უხმოდ გაძვრა ტოტებში...
უყურებს მოხუცი წვეთს და ფიქრობს: “რომ დავლიო? გემოსაც ვერ ვიგრძნობ, ვერც ხელს დავიბან, ვერც სხვას გავუზიარებ” _ წვეთი ხელის გულზე აიყვანა და სულის ყვავილებში ცასვა. დაბნეულმა წეთმა მინდორს აღმოსავლეთით გახედა, მერე დასავლეთით. _ ყველა დამჭკნარა.
“ აქ რა გავაკეთო?” _ ფიქრობდა გულში, რომ არავის დაენახა უცებ ერთ ნაპრალში ჩაძვრა...
ბერს დილა ჰყავდა სტუმრად, რაგაცას უხალისოდ ელაპარაკებოდა, მგონი შერიდგნენ. გამხმარი ყვავილები აჩოჩქოლდნენ. თურმე, წვეთს გახეთქილ ნაპრალში თეთრი შროშანები უპოვნია, ამოსვლას აპირებდნენ, დაუნახავთ მინდორი გამხმარა, შეშინებიათ და დამალულან. წვეთმა ხელი მოჰკიდა, ამოიყვანა. გაიხარა ბერმა, ლოცვა გულში ცაიხუტა, ჩაიხუტა და სულის მდელოც დათბა.
ჭაში წყალი ისევ აკამკამდა, წვეთი ფოთლებში დაბინავდა, შროშანმა ღიღინი ისწავლა და როგორც მოხუცთან მიმავალ დილას დაინახავდა, მაშინვე, კრიალა ხმით სიმღერას აშხაპუნებდა.
“აბა აქეთ გამოიხედეთ” _ გასძახა დედამიწამ ცნობისმოყვარე მეზობლებს_“ ყოველ წამს, ჩემში, ახალ-ახალი სიცოცხლე ალუბლებივით ყვავდება, ნახეთ რა ყოფილა?”
ნაქსოვი...
მწვანე ოთახში ბავშვები ისხდნენ მაგიდაზე, პატრა შანდალი ასანთი და ნახევარი სანთელი იდო, იქვე ღვთისნაირი ქალი იჯდა, თვალებიც და თავსაფარიც წყლისფერი ჰქონდა. ვერ ისვენებდა მოლოდინი... ერთი გოგო ფეხზე ადგა და...
_ ლია მაას, სული როგორია?
_ როგორი? _ გონებამ აზრებით ქსოვა დაიწყო, აიღო ერთი ფიქრი,_ “სული უკვდავია და მარადიული”, უცებ ზედ მეორეც მიაბა და გამონასკვა, “სულზე ძვირფასი არც ოქროა და არც აბრეშუმი”, “თან იზრდება, თან იგივე რჩება”, “უყვარს, როცა, მასში სიკეთე ანთია”, “უბრალოებაზე სუფთაა, გაშლილი და ზედ ღვთის სიყვარულით სავსე თასები ალაგია, ეს თასები იმდენს ეყოფა, რამდენი ადამიანიც ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, მაინც არასოდეს იცლება.” _ მოდიოდნენ აზრები, უცებ, გონებამ ყურადღება გამოაცალა და ნაქსოვიც წამში დაირღვა… პატარა ისევ ფეხზე იდგა, მოლოდინიც ილოდებოდა.
“წარმოიდგინეთ, სული, თეთრი დიდი წრე, რომელზეც შუაში, ერთი შავი წერტილია, თუ ისე მოიქცევით, რომ მოსვენება დაგეკარგებათ, შავი ლაქა გაიზრდება და ტეთრს გადაფარავს. თუ პირიქით _ დაპატარავდება და წრეში ბევრი, ბევრი ტეთრი ფერი გექნებათ. ეცადეთ, ისე იცხოვროთ, თქვენს წრეში, სითეთრე მუდმივად შეინახოთ.
_ იცანი? _ შეეკითხა მთვარემ მზეს.
_ ჰო, _ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
_ ორივე? _ ისევ ჩაეძია მთვარე და პასუხიც იგივე იყო.
სულის კარები
გზაზე, ღიმილმა გადაირბინა და თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ. გულმა რაღაც დაიჭირა და დამალა. გოგომ შიგნით შეიჭყიტა. მერე ჩუმად შეიპარა და სულის კარები დაინახა, კარებზე ოქროსფერი ასოებით წარწერა იყო: “არ შეხვიდე, თორემ შეგიყვარდება...” _ არ დაუჯერა გოგომ ოქროსფერ ასოებს და...
კაბა მუხლებს ძლივს რომ უფარავდა ერიდებოდა, სირცხვილისგან გაწითლდა. გოგოს ლამაზი თმების სამეფოც ჰქონდა, მიხვდა, ვერც მათ უშველეს, სულის კარებს მარტო შესასვლელი აქვს, გვიანი იყო... იზრდებოდა დამალული და ვეღარსად ეტეოდა, ახლა, გული ისეთი პაწია ეჩვენებოდა სად წასულიყო აღარ იცოდა, დაიღალა... გოგომ თმების სამეფო ხელებში შეაცურა, უცებ, თითქოს შველას მიაგნოო, ადგა, სახელოსნოს კარი შეაღო. “დავხატავო” _ ჩამოშლილი თმა, გატეხილი ფუნჯით აიწია. თეთრ ტილოს მიაჩერდა. _ “რა დავხატო? რა,რა,რა? _ არაფერი, დავხატავ და მორჩა”_ მაგრამ, გაახსენდა ფუნჯები არ ჰქონდა, _ “ეგ არაფერი ხელით დავხატავ” _ საღებავებს გადახედა, თითი ჩააწო ბლანტ სითხეში, ცისფერით დაიწყო, მთელ სიგრძეზე ჩამოუსვა ტილოს, მერე, მწვანე, იისფერი, თეთრი, ლურჯი, რაღაც წრეებივით მოხაზა, ვარდისფერი ფოთლები მოხატა_სიზმარშიც რომ შრიალებენ ისეთი, ხატავდა ამოუსუნთქავად და ვერ შეამჩნია, როგორ აბობოქრდნენ ლამაზი თმების სამეფოში. გატეხილი ფუნჯი თმას ვეღარ აკავებდა, ცვიოდნენ, სათითაოდ იპარებოდნენ კულულები. გოგომ ჩამოშლილი სამეფოს ქვევიდან ფუნჯების შეკვრას მოჰკრა თვალი, ფერებმა ჩუმად ჩაიცინეს. ერთი ფუნჯი გამოაცალა და ურჩი თმები ისევ დაამწყვდია. ფეხის ნაბიჯებმა კარები გაიხურეს...
“ახალ ნახატს დავიწყებ!...”
ბიჭი დგას და შორიდან უყურებს ნახატს, იცის გოგომ, ვარდისფერი ფოთლები იმიტომ მიუხატია სიზმარში მაინც ეშრიალათ, რაღაც წრეებივით მიუხატავს, ტილოზე სულის კარები ხატია, კარებზე ოქროსფერი ასოებით წარწერაა, ”არ შეხვიდე თორემ...” _ ოქროსფერი ასოების გჯერა?
_ მოუთმენელ მთვარეს რაღაცის სათქმელად თვალები აუცქრიალდა მაგრამ დედამიწა, მიუხვდა და ტუჩებზე ხელი მიაფარა, _ “სუუუუუ, შენ ხომ მაინც იცი, ორივე ვის ხელშია, იმის, ვიცი საყდარიც ზეცაშია და ის ზეცაც ყველგანაა...”
მეოთხე სცენის ამბავი
იყო ერთი პატარა სცენა, ერთ სცენას ერთი მსახიობი ჰყავდა, ერთ შარვალში გამოწყობილი, ერთი წითურთმიანი, ერთ მსახიობს ორი ფერის თვალები და ორი სახე ჰქონდა _ მცინარა და მტირალა, თუ მიტრიალდებოდა ტიროდა და ტიროდა, თუ შემობრუნდებოდა გაიცინებდა და გიცინოდა. ბავშვებს ერთი მსახიობი ძალიან უყვარდათ, ყველა მათ სურვილს ასრულებდა; ხან ბუხრის მწმენდავს აჯავრებდა, ხან მებილიკეს, უცებ სარკედ იქცეოდა, მერე ბუზღუნა უფლისწულად, ბუმბულებიან სირაქლემად ან რასაც ეტყოდნენ იმათ. ყველა როლის თამაში შეეძლო, ერთის გარდა, ეს, წინწკლებიანი პეპელა მეე იყო. მისი უცნაური მეგობარი, რომელსაც სადღაც გაუგონია, პეპლები, მხოლოდ სამ დღეს ცოცხლობენო, ამ სამი დღის შიშით პერანგში ჩაძვრა და ცხოვრობდა, ჯიბეს ერთი ძაფი გამოაცალა, სარკმელი გაიკეთა და იქიდან იჭყიტებოდა. სპექტაკლებსაც ესწრებოდა, მცინარა და მტირალა სახეები რომ ჩხუბობდნენ ისიც იცოდა. ხედავდა, რამით. როცა დარბაზში ნათურებს ეძინათ, მტვერი შემოიპარებოდა და დასეირნობდა.
ბუხარში შეშა ცეცხლს ვითომ ეჭიდავებოდა. დაინახეს სიზმრებმა მსახიობს ჩაეძინა და ტყვედ წაიყვანეს, პეპელას ხის ტკაცუნი აფხიზლებდა. სიზმარში, მცინარა და მტირალა სახეებს ომი ჰქონდათ, ომშიც სიზმარი იყო, ორივეს დიდი ლაშქარი ჰყავდა. მცინარა ეუბნებოდა: “ორივე სახე უნდა იცინოდესო, მტირალამ _ მსურს ორივე ტიროდესო”, შეწუხდა პეპელა, მაგრამ დამწყვდეულ მსახიობს ერთი, დიდი ვეებერთელა, მაღალი და ძლიერი ძილი იცავდა, ძილს მარტო მზის ეშინოდა, სხვა რა გზა ჰქონდა? მეე იჯდა და მზეს ელოდებოდა...
_ “ამას ვაჩვენებ სეირს!” _ გაბრაზდა მზე და ამოჩახჩახდა, ძილი შიშისგან დაპატარავდა, დაილია და გაქრა!..
_ ჩქარა მეე ჩქარა! _ გაგვიანდება, _ გამოფხიზლდა მსახიობი, ჩაიცვა თავისი ერთი შარვალი, შეიკრა ერთი წითური თმა და ერთ სცენაზე სათამაშოდ გაიქცა, გზაზე მებილიკეს წვიმის მოტანილი ქვების გადაყრა დავიწყებია? _ მსახიობი წაიქცა, ხმაურზე ხალხი მოგროვდა. პერანგი გახეულია, წინწკლებიანი პეპელა მეე გულგახეთქილი აქეთ-იქით იყურება,
_ ვაიმე! დავიღუპე! _ თვალები მინაბა და ამოილუღლუღა:
“ჩემი ჩურჩული მხოლოდ რმერთს ესმის,
აწეწილ ძაფებს გვანან ფიქრები,
არც ღირს ვინმეს გული ვატკინო
მე ხომ არც ვიცი ხვალ თუ ვიქნები...” _ იფიქრა ვკვდებიო ღრმად ამოისუნთქა და მთელი ხმით გააგრძელა:
“გთხოვ ნუ გამიყვან იმ ქვეყნად ისე,
ამ ერთს შეგბედავ, ცემს სურვილს უთქმელს,
მინდა ვიპოვნო პაწია ჩიტი,
ფრთის ქვეშ რომ მალავს სიყვარულს ულევს!”_ თავი გვერძე გადააგდო...
_ კარგი რა, ადექი მეე, ადექი! ცქარა დაგვაგვიანდა ისედაც, ადექი რაა! მეე! ჩქარა მეთქი! არ გესმის? _ მსახიობი ტავზე დასდგომია და ჯიუტად ცდილობდა პეპელას წამოყენებას.
_ რა ხდება? _ ძლივს ამოილაპარაკა მეემ,
_ სავსეა დარბაზი, აქ სცენების თამაშის ადგილი არაა მეე _ ჩაეცინა მსახიობს.
_ სახლი აღარ მაქვს! დაიხა, _ თავი დახარა მეემ.
_ აღარ გინდა, მე ვარ მეეს სახლი _ ფრთებზე თითი გადაუსვა.
_ მაშინ, შენი ყველაზე ლამაზი თმის სამაგრი ვიქნები, ცოცხალი თმის სამაგრი!
_ თქვა წინწკლებიანმა პეპელამ.
_ იყავი მეე, იყავი, ახლა წავიდეთ.
თმებზე მოკალათდა, მცინარა და მტირალა სახეებმა ბევრი იკამათეს, ითათბირეს და როგორც იქნა გაერთიანდნენ, გადაწყვიტეს, როცა სახეს გაუხარდებოდა ეცინა, როცა მოიწყენდა _ ეტირა.
დარბაზი ბავშვებით იყო სავსე, მსახიობი და მეე დღეს წინწკლებიან პეპელას თამაშობდნენ!
დედამიწამ მზეს და მთვარეს გადახედა და დაბალი ხმით გააგრძელა საუბარი.
_ ხანდახან მგონია ალბომს ვგავარ, ადამიანები, ჩემში, ფოტოებივით არიან ჩაკრულები, ყველას თავისი ისტორია აქვს, ზოგი ხასხასაა და ხალისიანი, ზოგი გაცრეცილი, ამს კუთხე აქვს ჩამოხეული, აქ სურათი დაიკარგა... ამაზეც არარაფერი ჩანს, _ დედამიწა ტკივილმა შეათრთოლა და კუნწულა ცრემლები ჩამოსცვივდა. მთვარეს შეებრალა, მაგრამ, ვერ ატირდა, აბა, მთვარე იყო და როგორ იტირებდა? მზეს კი უნდოდა ტირილი მაგრამ, ისეთი მცხუნვარე იყო, ცრემლებმა გონებაშიც ვერ მოასწრეს ჩამოვარდნა, ტიროდა დედამიწა მარტო... უცებ, ცრემლები ბურთულებად გადაიქცნენ, არავის დაუნახავს საიდან და როგორ გაჩნდა ანგელოზი, წამოკრიფა ბურთულები და შორიახლოს გაფრინდა...
ყველაზე ძლიერს უჩრდილო ნათელით შექმნილი უფლის სამოსისფერი სამოსი ეცვა, ანგელოზმა თავი დახარა და დამჭვირვალე ბურთულები ფეხებთან განუბნია, წამსვე გაუჩინარდა...
მოფრინავს ანგელოზი, სახეზე უჩრდილო ნათელით შექმნილი სამოსის ფერი აურეკლავს, ხელში, თეთრ ღრუბლებში გამოხვეული რაღაც უჭირავს, დედამიწას მიურბენინა.
_ რამე მომეცი, რომ შიგ, შენი საჩუქარი ჩავდო,
_ რამე? რა მოგცე? _ შეფიქრიანდა დედამიწა, უცებ მუყაოს ყუთს დასწვდა და ანგელოზებს მიაჩეჩა.
_ რას მაძლევ? მუყაოს ყუთი? სიყვარულისთვის? _ გადაიკისკისა ანგელოზმა _ გეხუმრე, გეხუმრე, ამას ყუთი რად უნდა? _ ანგელოზის ნათქვამზე მზეს და მთვარეს გაეცინათ.
გამოართვა ბერმა სიყვარული და სულის მინდორზე ყველაზე კარგ ადგილას შროსანების გვერდით დარგა, ღვთისნაირმა ქალმა უბრალოების გასლილ სუფრაზე, ყველაზე მშვენიერ თასში ჩაასხა, გოგომ, რომელმაც ლამაზი თმების სამეფო ჰქონდა, ანგელოზის ნაჩუქარ სიყვარულს თავისი ფერები შეურია და ახალი ნახატი დახატა, მსახიობმა და პეპელა მეემ საჩუქრით უცვეთი წინწკლებიანი კაბა შეიკერეს. არიგებდნენ დედამიწა და ანგელოზი სიყვარულს, აძლევდნენ დიდებსაც და პატარებსაც, გლახაკებსაც და ჯიბესქელსაც, მებაღეებს, მებილიკეებს, წვიმას, თოვლს, ნიავს და ევლას, უხმო ქარს და სულის კარებს, ზოგი მკერდში იხუტებს და ზოგიც გაშლილი ხელით ართმევს! _ ერთმა იუკადრისა, _ “ერთი ამას უყურეთ _ განაწყენდა ანგელოზი _ აბა გამომართვი, ნეტავ რას უკადრისობ? რაო, ადამიანად ყოფნას გაურბიხარ? არ გინდა? მერე რომ დაინახავ ყველას ექნება და შენ არა, ეგ ტკბილი გული დაგწყდება იცოდე, _ გაუწოდა ანგელოზმა სიყვარული, გაუღიმა, ქოჩორზე მიეფერა, მიეხუტა და გაფრინდა შირიახლოს, მარჯვნივაც, მარცხნივაც, არც აქეთ და არც იქით, იქეთაც და აქეთაც, ბოლოს ისევ იმასთან გაუჩინარდა, ვისი საყდარიც ზეცაშია და ის ზეცაც ყველგანაა!...
ეს მოთხრობა ეძღვნება იმას, ვისთვისაც დავწერე
21 აგვისტო 2010წ.
Atman
სპასიბა დარაგოი
ქევანა
რა ტიპი ხარ ქეეთ ახლა შემოვძვერი 2 წამით,ვეცადე ვეცადე და რაღაც გამოვიდა რა უბრალოდ ცუდი ისაა ოქროსფერი საღებავი გამითავდა,სულის კარებზე ერთი სიტყვა დამრჩა დასაწერი
Atman
izi-bartki
ძალიან მომეწონა და მიყვარხარ!
izi-bartki
izi-bartki
titina
სპასიბა თათუშკი,მეც მიყვარხარ ხომ იცი
ქევანა
შენ ხომ ყველაზე ორიგინალური მყავხარ
ნეტა ყველას შენსავით გულიანად ვუყვარდე
Atman
სპასიბა დარაგოი
ხატი არაა, მაგრამ ხატებს წერისას პატარა პაუზა მაქვს და და ტემპერისა და ოქროს გამოყენებით "ოდესღაც დიდი ყოფილა..." - ვწერ. კიდეებში ოქროს დავუფენ და მზად იქნება. 1 კვირის ტავზე კი თბილისს გამოვემგზავრები
Dr_Zuzumbo
რა მაგარი რაღაცაა
კიდევ დადე
ეს თემა რატომ მიივიწყეთ?
მე ველი თქვენს ნამუშევრებს
http://i033.radikal.ru/1109/f9/ac0b9a688374.jpg მლაშეა ყოველი ღვინო უღირსი
მიყყვარს ესენი
"ჩვენი შემოქმედებაო" ჰქვია თემას, ჰოდა, ეხლა, ვისაც კალამი გიჭრით იმათ საყურადღებოდ გავავრცელებ აქ ერთ ინფორმაციას:
რა:ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალისათვის „წმინდა ნინოს ჯვარი“ დაიწყო ნაშრომების მიღება.
თარიღი:ფესტივალი ჩატარდება 2012 წლის ივნისში - თბილისში.
თითოეული ავტორისაგან მიიღება ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი 2012 წლის 31 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე:festivali2011@yahoo.com; festivali2011@mail.ru
ლექსს თან უნდა ერთვოდეს ავტორის ტელეფონის ნომერი. საფესტივალოდ დაიბეჭდება საუკეთესო 50 ლექსისაგან შედგენილი კრებული.
ჯილდო:3 გამარჯვებულს გადაეცემა ფესტივალის მთავარი პრიზი - წმინდა ნინოს ჯვარი! ფესტივალის 5 მონაწილე დაჯილდოვდება წმინდა ნინოს ჯვრის გამოსახულებიანი მედალიონით.
ასევე, ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ლექსების კრებულის - „წმინდა ნინო ქართულ პოეზიაში“ გამოცემა.
ავტორებმა წმინდა ნინოზე დაწერილი ლექსები უნდა გამოგზავნონ 31 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: cmindanino@mail.ru
დამატებითი ინფორმაციისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორგანიზატორებს: 595 19 40 24
ეს ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა დამხატა <3
კი დავდებდი ფორუმელთა ფოტოებში, მაგრამ რავიცი, აქაც იყოს
http://www.radikal.ru
ხატწერის პირველი მცდელობა 3-4 წლის წინ
http://www.radikal.ru
გორში რავა ყველა ნიჭიერია კაცო...
A.V.M
ქევანა
ვა-ი-მე!
რა მაგარია!!!
mariami-k
და 3-4 წლის მერეც გვანახე : ))
tamuna m
http://imageshack.us/photo/my-images/502/55619747078400628055966.jpg/
Uploaded with http://imageshack.us წმინდა დავით მეფსალმუნე
After Caravagio
სულ ახლახან დავამთავრე ეს სავარჯიშო.
მასალა- კვერცხის გულის ტემპერა და ოქრო
ფინალური ვერსია
Dr_Zuzumbo
მაგარი კაცი ხარ...
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/181271_148378662014571_1390463566_n.jpg
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash4/421199_148378962014541_795780391_n.jpg
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash4/511_157600227759081_411063457_n.jpg
თუ ჩანს.
ეს შარშანდელი ნამუშევარია. ჩემი შვილის, გიოს პორტრეტი
ტრადიციული კვერცხის გულის ტემპერა
Dr_Zuzumbo
მახსოვს საიდანღაც , მარა კიდევ გეტყვი რომ მაგარი კაცი ხარ...
http://radikal.ru/fp/50a781827e2545288e14f7fe24327a7a
ერთი კუთხე ჩემი სადიპლომო პროექტიდან ეხლა მისაღებ ოთახს ველოდები 70 %-ზეა
90 %-ზეა უკვე, წავედი.
qetevano
ძალიან ლამაზია მე მომეწონა
G_saxva
qetevano
ხო ცოტა ყვირის სადა ფონზე ლურჯი წიგნები თუ საქაღალდეები.
http://radikal.ru/fp/ad4f28e598c5436f875fcaece3ece110
mariami-k
მრავალმხრივ ნიჭიერი...
A.V.M
Atm@n
მადლობა, მამუკა!
დღევანდელი ნაღვაწი
http://radikal.ru/fp/88ea7ef1c2ed40ab8d84f84db9a58135
mariami-k
ჯიგარი ხარ...
(ჩემი და გახდა თქვენი სტუდიის ,,მოსწავლე'' ხო იცი...)
A.V.M
mariami-k
A.V.M
mariami-k
http://radikal.ru/fp/1e5ad23dd53746c190bd511b86f1d57d
http://radikal.ru/fp/51760cd6582c4e3792f0307a87a22882
ჩემი გაკეთებული მისაღები, ჩემივე ფერწერული ტილოთი
qetevano
მშვენიალურია
qetevano
ჯიგარი ხარ....
ჩემი სახლი უნდა დაგაპროექტებინო...
http://www.radikal.ru
ესეც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პროექტი. ამას რომ მოვრჩები მერე კლინიკის შეკვეთა მაქვს
ერთი ეგაა ცუდი მაინც დამკვეთს ემორჩილები რა ფერებში და რაღაცებში
qetevano
დაგლიჯააააა.....
(რატომ გააუქმე ფბ . ხომ გავაზიარებდი ამას...)
A.V.M
qetevano
შენიშვნები მიიღება?
qetevano
ჰო მარა დეტალებს არ უნდა ჩავუღრმავდეთ ?
http://www.radikal.ru
ეს კოტეჯის საწყისი რენდერი. კიდე შესაცვლელი მაქვს
qetevano
შეკვეთაა ?
A.V.M
ხოოო ოღონთ ფულზე კი არა ენთუზიაზმზე დეიდაჩემისთვისაა
qetevano
ეეეეე....
ეგეთი რაღაცეების არ მწამს .
საქმე საქმეა – ახლობლობა ახლობლობა .
A.V.M
აბა დეიდაჩემსაც თუ ფული გამოვართვი რაღა ადამიანი ვიქნები კარგი რა...
qetevano
საქმემ ახლობლობა არ იცის !
ვოტ !
გაუმარჯოს კაპიტალიზმს !
კარგით ბიჭებო ახლა. ახლობელსაც ხომ გაჩნია.
G_saxva
http://www.radikal.ru
რას იტყვით წავაა?
ძაან დამღალა უკვე, არადა დასამთავრებელი მაქვს :/ თან ბევრი დამრჩა კიდე
სიტყვა მეტრის გაგება აღარ მინდა
qetevano
შევაფასო?
ისე ამ სახლების შენებას ასქმეს მიხედე საქმეს
G_saxva
cuxel ukve imdeni rame shevucvale agar ginda shefaseba
egec saqmea bicho tore giji xom ar var rom vaketeb
qetevano
აა ეგც საქმეა?
G_saxva
qetevano
არ და მე ჩემს საქმის მიხედვაზე გეუბნებოდი
qetevano
დასრულებულს შევაფასებ(თ)
ბარემ გადმოვიტან ფბ-დან
tamuna m
რა საყვარელია, ერთი-ორჯერ მეც გავაკეთე თექის რაღაცები მაგრამ არ მომეწონა პროცესი თვითონ, იმ ნემსს რომ ურტყავ და ურტყავ და თავი დავანებე
qetevano
tamuna m
MIRDAT
ხოო ცა უნდა გავუკეთო ბალახებიც და გარემოც, უბრალოდ ჯერ შენობა უნდა დავასრულო, ეგ
Archicad-ში მაქვს, მანდ კონსტრუქციულად ზუსტ ნახაზს აკეთებ და აშ... რენდერებში ცოტა ვერაა არჩიკადი კარგი. მერე გადამაგვს ეგ ფაილი 3d max-ში, იქ ტექსტურებს ვადებ, განათებებს და ა.შ და მერე ვარენდერებ.
3დ=ზე ვამბობდი, ადამიანის გამოგონილი არაა=თქო.
საცორება შეგიძლია გააკეთო.
ერთ დროს მეც სიხარულით ვმუშაობდი და ახლა არაფერი მახსოვს.
თუ დავძებნე ძველი ნამუშვევრები დავდებ
tamuna m
ადამიანის გამოგონილია ეგაც და ბევრი გაცილებით საოცარი რაღაცაც... მაგრები ვართ ადამიანები
tamuna m
ასაკმა იცის თამო ...
დასრულებული ისევ არაა, ტოპოთი უნდა დავსვა მიწაზე და თიტქმის ეგაა რა
ეს ხო უკეთესი რენდერია?
http://www.radikal.ru
qetevano
ჯიგარი ხარ ...
qetevano
qetevano
რა მარკის მანქნაა?
tamuna m
ხოოო რენდერების გასწორებას ძაან დიდი დრო მიაქვს. :/
G_saxva
არ მახსოვს )) რაც მომხვდა პირველი ის გადმოვწერე
დავამთავრე მუშაობა მეუღლის პორტრეტზე
კვერცხის გულის ტემპერა, ზომა 35 x 45 cm
3D ა
Dr_Zuzumbo
ძალიან ლამაზია,იმდენადდახვეწილია რომ ხელით ნამუშევარს არ გავს
http://www.radikal.ru Vარგა? ?
iohanan
ბოდიში პირდაპირობისთვის არა
ცუდი არ არი
Aრა კაცო Aზრი მაინტერესებდა
iohanan
რამდენი წლის ხარ ეგ მითხარი და რამე სამხატვრო განათლება თუ გაქვს თუნდაც ხატვის წრეზე სიარულის, და მე გეტყვი ვარგა უ არა, სახვაძემ რა იცის
qetevano
სახვაძემ ყველაფერი იცის
22 ვარ და არსად არ მივლია,იმიტო დავდე რომ Xატწერერა რო ვისწავლო თU გამომივა რამე
G_saxva
სახვაძე ყველაფერში ერკვევა, სახვაძე სასწაულია)))
ეგ კარგი და
iohanan
თუ არსად არ გივლია და ასე დახატე, მაშინ ცუდი არაა, ხელი უნდა გაივარჯისო, ხაზების სუფთად გავლებაში უნდა ივარჯიშო და გამოგივა. უნდა სცადო მაინც ჩემი აზრით
qetevano
G_saxva
ყველგან როგორ უნდა აოფებდე, ჩემს სამოდეროში ხარ და წაგიშლი პოსტებს იცოდე
qetevano
წაშალე ერთადერტთი მე ვპოსტავ ხოლმე ყველგან
G_saxva
და დანაპირებზე ამბობ??ვისმეს თუ შევპირდი დაგიწერ ხატსთქო???qetevano
ისე ფრესკა უპრო მაინტერესებს.თუ ერთად ისწავლება ორივე???
ერთი კიდე ეს მაქ
http://www.radikal.ru
iohanan
რა დანაპირებზე ამბობს და მე შემიპირა ადრე ხატი დამიწერეო და მეც სულელი რომ ვარ შევპირდი და ეხლა შხამად უნდა მადინოს სანამ დავუწერ
პ.ს. სუფთა ხელი გექნება თუ დახვეწავ. არა ფრესკა სხვა რამეა საერთოდ და ხატწერა სხვა რამე. ანუ ორივეს სწავლა შეგიძლია მაგრამ ტექნიკა სხვაა
G_saxva
ხატებს წერ??
iohanan
კი ხატებსაც ვწერ
აუ მაგარია...კურსებია სწავლის თუ როგორაა???
აუ მაგარია...კურსებია სწავლის თუ როგორაა???
iohanan
არა საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ვსწავლობ ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე. ვსწავლობ რაა 2 კვირაში ვამთავრებ უკვე ისე თუ კურსები გინდა შეგიძლია სამების სამრევლო სკოლაში მიხვიდე ინგასთან, ადრე მე მანდ დავდიოდი
ამ ეტაპზე მაინც არ მცალია,მაგრამ საერთოდ კი მინდა,ოღონდ კურსებზე,საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მისაგები მაგოცდები იქნება ხო???და ,მაგდენი დრო არ მაქვს... ისე მაგ კურსებზე პროპესიონალურ დონეზე მასწავლიან თუ ისე ლაითად?
iohanan
კიი ინსტიტუტში ჩვეულებრივ ეროვნულებს პლიუს ხატწერის გამოცდების ცაბარება მოგიწევს, კურსებზე კი მე რომ გითხარი მანდ მთლად პროფესიონალურად არა მგონია ისწავლო, იმიტომ რომ კვირაში ორჯერაა და თან ბევრი ბავშვია
აუ არ ყოფილა მაშინ საშველი გამოცდების ხსენებაზე უკვე ალერგიას მაძლევს "მაფოთლავს"
პრესკაზე მუშაობას ასწავლიან???მაგრად მაინტერესებს...ოგონდ გამოცდების გვერდის ავლით
iohanan
კიი ასწავლიან მაგრამ უგამოცდოდ როგორ არ ვიცი. ისე თუ ფრესკა გაინტერესებს ჯობია ვინმე ხატმწერთან იარო ტაძრის მოხატვის დროს დაგასწროს ხოლმე, ზაან ბევრ რამეს ისწავლი მასე უფრო.
G_saxva
ხოდა ჩუუ
qetevano
თუ დრო მექნა(ოდესმე)დიდისიამოვნებით
ვისწავლიდი...
iohanan
მე დავდივარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში (ხეთაგუროვზე).
კვირაში ორჯერ არის 2-2 საათით. დაახლოებით 5-ნი ვართ.
თუ დაგაინტერსებს, პირადში მომწერე და დაგაკვალიანებ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience