თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ მსოფლიოს მუზეუმები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2008, 12:30 PM

საფრანგეთი

ლუვრი

IPB-ს სურათი

მუზეუმი განთავსებულია ყოფილ სამეფო სასახლეში (აგებულია XII ს-ის მიწურულს, ფილიპ ავგუსტის მიერ),რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად გაიხსნა 1793 წლის8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ფაქტობრივად, მუზეუმების ისტორიაში ლუვრი წარმოადგენს პირველ საზოგადოებრივ მუზეუმს, რომელმაც ფართოდ და უფასოდ გაუღო კარი დამთვალიერებელს.

1808 წელს ლუვრის კოლექციას დაემატა ვილა ალბანის კოლექცია (რომი), ბორგეზების კოლექცია, რომლებიც ნაპოლეონ ბონაპარტმა შეიძინა. ლუვრი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1821 წელს, ვენერა მილოსელისა და ნიკა სამოთრაკიელის შეძენის შემდეგ. მანამდე ლუვრში ძირითადად წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსის კოლექციები.

XVIII ს-ის II ნახევრიდან კი იწყება ნაციონალური ნივთების შეძენა, რაც ლუვრის ისტორიაში შემობრუნების ხანას მოასწავებდა. შემდეგში ლუვრი ნელ-ნელა გამდიდრდა ეგვიპტური და აღმოსავლური კოლექციებით, ნიდერლანდებისა და გერმანული შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებით.

ამჟამად ლუვრის შემადგენლობაში შედის სამი ძირითადი გალერეა: სიული, რიშელიე და დენონი. მათ მრავალრიცხოვან კოლექციებს შორისაა ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა (მონა ლიზა), რემბრანდტის, ტიციანის, ბოტიჩელისა და სხვათა შედევრები.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.louvre.fr


დ’ ორსეს მუზეუმი

IPB-ს სურათი

დ’ ორსეს მუზეუმი განთავსებულია პარიზის ცენტრში მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე, ლუვრთან ახლოს, რომლის კოლექციის ნაწილსაც იგი შეიცავს.

თავდაპირველად მუზეუმის XIX ს-ის ფრანგული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია განთავსებული იყო პარიზის ორლეანის ყოფილ რკინიგზის სადგურის შენობაში, რომელიც 1900 წელს აიგო მსოფლიო გამოფენისათვის (სადაც პირველად ექსპონირებული იყო ცნობილი ეიფელის კოშკი).

შემდეგში თავდაპირველად სადგურის შენობა ცოტა ხნით ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო, ხოლო 1986 წელს (პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით) აქ გაიხსნა დ’ ორსეს მუზეუმი, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო აღიარება ფრანგ იმპრესიონისტთა უმდიდრესი კოლექციის აქ განთავსებით.

დ'ორსეს მუზეუმის კოლექციაში შედის ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ფოტოები, ავეჯი. მუზეუმის კოლექცია ძირითადად მოიცავს 1848-1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორისაა იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების საუკეთესო ნამუშევრები (ედუარდ მანე, ედგარ დეგა, ოგიუსტ რენუარი და სხვ.).

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.musee-orsay.fr

ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი

IPB-ს სურათი

პომპიდუს ცენტრი აშენდა 1971-1977 წლებში, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით. ფუტურისტულ სტილში გადაწყვეტილი ულტრათანამედროვე ნაგებობა სპეციალურად აიგო მუზეუმისათვის (არქიტექტორები: იტალიელი რენცო პიანი და ინგლისელი რიჩარდ როჯერსი).
პომპიდუს ცენტრი მდებარეობს პარიზში, ბობურგის მოედანთან. პომპიდუს ცენტრში განთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი.

პომპიდუს ცენტრში დაცულია ფოვიზმის, კუბიზმის, სიურეალიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშები. მათი რაოდენობა 50000-ს (ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ნახაზები და ფოტოები) აღწევს. მუდმივ ექსპოზიციაში გამოფენილია მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარი.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.centrepompidou.fr



http://www.georgianmuseums.ge/World/France.html

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 27 2008, 02:04 PM

კარგი თემებია მარინე, მუზეუმი ხომ შენობა ენციკლოპედიაა და შეხებადი მეხსიერება ისტორიისა!

ციტატა
ნაპოლეონ ბონაპარტმა შეიძინა.

მეტი მაგას რა ვუთხარი მე smile.gif მოიპარა, მოიტაცა smile.gif გაატყავეს რომი ნაპოლეონის ჯარებმა, დღესაც დავაა, იმ განძეულის დაბრუნებაზე...

მქონდა ბედნიერება და ევროპის თითქმის ყველა თუ არა უმრავლესი დიდი მუზეუმები მაქვს დათვალიერებული, აუცილებლად მოვუყრი თავს და სურათებსაც დავდებ, მანამ კი აი თქვენ ინტერნეტ მისამართები
ლუვრი ( საოცრებაა მართლაც)

http://www.louvre.fr/llv/commun/home.jsp?bmLocale=en

ძალიან კარგი ვებ.გვერდია, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ფოტოალბომი და შეინახოთ ლუვრის უმდიდრესი მუზეუმის საუკეთესო ნამუშევრების სურათები და ისტორია... მოკლედ ნახეთ!

მოდი ისევ საფრანგეთში დავრჩები,
ლუვრის შემდეგ ვერსალში წავიდეთ

http://www.chateauversailles.fr/index.cfm?langue=en

ეს არის სასახლეთა აურაცხელი სიმდიდრისა და ბაღ-შადრევანთა ურიცხვო საოცრებების ნაკრები, ნახეთ ეს ვირტუალური ტურია ვერსალში

http://www.chateauversailles.fr/en/multimedia/virtual-tours/01160-.html

პომპიდუს ცენტრზე და დ'ორსეს მუზეუმზე წერია უკვე...


გაგრძელება იქნება:

au revoir-ით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2008, 02:25 PM

KAIROS

გმადლობ, კაიროს, ინფორმაციისთვის და წინასწარვე გიხდი დიდ მადლობა იმ მასალებისთვის, რომლებსაც მოგვაწვდი smile.gif მოხარულნი ვიქნებით, თუკი მუზეუმებთან დაკავშირებულ შენ შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2008, 05:19 PM

იტალია

უფიცის გალერეა


IPB-ს სურათი

უფიცის გალერეა განთავსებულია ფლორენციის ცენტრში, კანცელარიისთვის აგებულ შენობაში (1560-1580, არქიტექტორი ჯ. ვაზარი და ბ. ბუონტალენტი). გალერეა შეიქმნა 1575 წელს, მედიჩების საგვარეულო კოლექციების ბაზაზე.

უფიცის გალერეაში თავმოყრილია XIII-XVIII საუკუნეების იტალიური ფერწერის ნიმუშები (ვენეციის და ფლორენციის სკოლა) – ჯოტოს, ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, ჯორჯონეს, ტიციანის, ანტიკური, ფრანგული, გერმანული, ნიდერლანდური, ჰოლანდიური და ფლანდრიული ხელოვნების ნაწარმოებები, ევროპელ მხატვართა ავტოპორტრეტების უმდიდრესი კოლექცია.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.polomuseale.firenze.it/uffizi/




პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Feb 27 2008, 06:10 PM

ციტატა(marine @ Feb 27 2008, 05:19 PM) *

იტალია

უფიცის გალერეა


IPB-ს სურათი

უფიცის გალერეა განთავსებულია ფლორენციის ცენტრში, კანცელარიისთვის აგებულ შენობაში (1560-1580, არქიტექტორი ჯ. ვაზარი და ბ. ბუონტალენტი). გალერეა შეიქმნა 1575 წელს, მედიჩების საგვარეულო კოლექციების ბაზაზე.

უფიცის გალერეაში თავმოყრილია XIII-XVIII საუკუნეების იტალიური ფერწერის ნიმუშები (ვენეციის და ფლორენციის სკოლა) – ჯოტოს, ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, ჯორჯონეს, ტიციანის, ანტიკური, ფრანგული, გერმანული, ნიდერლანდური, ჰოლანდიური და ფლანდრიული ხელოვნების ნაწარმოებები, ევროპელ მხატვართა ავტოპორტრეტების უმდიდრესი კოლექცია.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.polomuseale.firenze.it/uffizi/



რა დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი და უდიდი სიამოვნებისობებით დავათვალიერებდი ფლორენციას wink.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 27 2008, 06:42 PM

მარინე, მაშინ შენ დადე, რასაც მოიპოვებ და თარგმნი ქართულად, ხოლო მე უფრო როდესაც რომელიმე ქვეყანას დაამთავრებ თუ იქნა დასამატებელი დავამატებ და თან ჩემს ძველ სურათებს დავძებნი...
ზვიადაური, ნამდვილად ღირს, ულამაზესია...
აი "გაისეირნე" ფლორენციაში
ვირტუალური ტური:
http://www.hotelsangiorgioflorence.com/Florence%20Virtual%20Tour/Florence_Virtual_Tour_Uffizi_Gallery.htm

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 27 2008, 07:10 PM

არასდროს დამავიწყდება 'ვატიკანის მუზეუმი".....wub.gif

http://en.wikipedia.org/wiki/Vatican_Museum

სხვა საიტი არ ვიცი piqri.gif



აი, ამ რიგში დგომა კიდე ხო საერთოდ...... biggrin.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 27 2008, 07:43 PM

მარინე, აქ ნაკლებად ცნობილი მუზეუმების დაწერაც შეგვუიძლია?
თუ მარტო ცნობადებია?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 27 2008, 08:24 PM

მსოფლიო მუზეუმების საიტები:
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BF%D0%B8%D1%81%D0%BE%D0%BA_%D0%BC%D1%83%D0%B7%D0%B5%D0%B5%D0%B2_%D0%BC%D0%B8%D1%80%D0%B0

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D1%82%D0%B5%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%8F:%D0%A1%D0%BF%D0%B8%D1%81%D0%BA%D0%B8_%D0%BC%D1%83%D0%B7%D0%B5%D0%B5%D0%B2

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Feb 28 2008, 12:15 AM

http://www.metmuseum.org/toah/hm/03/hm03.htm
http://www.metmuseum.org/home.asp

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი

საბერძნეთის მუზეუმები -
http://www.greece-museums.com/

ათენის კიკლადური კულტურის მუზეუმი -

http://www.cycladic-m.gr/en_version/about.htm

http://www.cycladic-m.gr/index.htm


http://www.antike-am-koenigsplatz.mwn.de/antikensammlung/index.html
მიუნხენის მუზეუმი -


http://www.egyptianmuseum.gov.eg/

ეგვიპტეს მუზეუმი



http://www.museum.ru/wm/
მსოფლიოს ხელოვნების მუზეუმები

ბრიტანეთის მუზეუმი
http://www.thebritishmuseum.ac.uk/


რუსეთის მუზეუმები

ერმიტაჟი -
http://www.hermitagemuseum.org/


ტრეტიაკოვის გალერეა -
http://www.tretyakovgallery.ru/


რუსული მუზეუმი -
http://www.shm.ru/


პალეოტოლოგიური მუზეუმი -
http://www.paleo.ru/museum/


სანკტ-პეტერბურგის მუზეუმი
http://www.spbmuseum.ru/

სხვა მუზეუმები
http://www.museum.ru/mus/


http://jfbradu.free.fr/GRECEANTIQUE/turqui...usee-ankara.htm

ანკარას მუზეუმი ანატოლიური კულტურის


http://jfbradu.free.fr/index.html

http://www.beloit.edu/~logan/index.php
мезоамерика


http://www.culture.gr/war/index_en.jsp
საბერძნეთის მუზეუმები

http://www.culture.gr/war/cult_eikastika_en.jsp

http://www.thmphoto.gr/english

http://odysseus.culture.gr/h/1/eh10.jsp

http://odysseus.culture.gr/h/1/eh151.jsp?obj_id=3368
ათენის ნუმიზმატიკის მუზეუმი

http://www.greeceathensaegeaninfo.com/destinations-greece-heraklion-museum.htm
Crete's Heraklion Museum


http://www.caroun.com/Museums/MuseumsIranContents.htm


www.smb.spk-berlin.de
მუზეუმები ბერლინში



http://www.ancienttouch.com/index.htm
ancient art, CLASSICAL ANTIQUITIES,
ANCIENT BEADS AND ARTIFACTS
OF ANTIQUITY AND MEDIEVAL TIMES


http://www.ancienttouch.com/roman%20gold%20jewelry.htm

http://www.hermitagemuseum.org/html_En/03/hm3_2_9c.html - эрмитаж


http://www.ncsml.org/exhibits/past/exhibits-garnets.htm
музей Чехословакии по гранату.


http://www.museum.upenn.edu/

University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology

Greece
http://www.museum.upenn.edu/new/exhibits/galleries/greekworld.html


http://www.petrie.ucl.ac.uk/

http://www.petrie.ucl.ac.uk/index2.html
"Petrie Museum"


http://www.harappa.com/indus/43.html
http://www.harappa.com/index.html

- ჰარაფას კულტურაზე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 28 2008, 12:18 AM

აუფ დახურა თამარამ თემა biggrin.gif

ციტატა


სხვა საიტი არ ვიცი

http://mv.vatican.va/2_IT/pages/MV_Home.html

ისე კი ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მარინეს აღწერას ვაცლით, თორემ ინტერნეტში ყველაფერის იპოვის კაცი...

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Feb 28 2008, 12:19 AM

ირანის მუზეუმი -

აქემენიდური საგანძური
http://www.iranchamber.com/art/articles/art_of_achaemenids.php

http://www.iranchamber.com/museum/royal_jewels/national_iranian_jewels01.php

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2008, 12:03 PM

ციტატა(tamuna m @ Feb 27 2008, 07:43 PM) *

მარინე, აქ ნაკლებად ცნობილი მუზეუმების დაწერაც შეგვუიძლია?
თუ მარტო ცნობადებია?


ნაკლებად ცნობილებიც იყოს, თამუნა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2008, 12:17 PM

ვატიკანის მუზეუმები

IPB-ს სურათი

ვატიკანის მუზეუმები წარმოადგენს ევროპული მუზეუმებისა და გალერეების კომპლექსს, რომლებიც შეიქმნა პაპ კლემენტ XIV-ისა და პაპ პიუს VI-ის პატრონაჟით.

ამჟამად ვატიკანის მუზეუმების შემადგენლობაში შედის ვატიკანის პინაკოთეკა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სკულპტურის მუზეუმი, პიო-კლემენტინოს მუზეუმი, ჩიარამონტის მუზეუმი, გრეგორიანო ეტრუსკოსა და გრეგორიანო ეგიპჩიოს მუზეუმები.

ვატიკანის ხელოვნების მუზეუმი XVI საუკუნეში დააფუძნა პაპმა პიუს II-ემ. მუზეუმში ძირითადად თავმოყრილია XVI_XIX სს-ის იტალიური ფერწერა. პიო-კლემენტინოს მუზეუმში (დაარსა 1771 წელს პაპმა კლემენტ XIV-მ) დაცულია ბერძნული და რომაული სკულპტურების მსოფლიოში საუკეთესო კოლექცია (მათ შორის, აპოლონ ბელვედერელის ქანდაკება და ლაოკოონის ქანდაკება). აგრეთვე მიქელანჯელო ბუონაროტის “სიქსტის კაპელა” და სხვა მრავალი შედევრი.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.christusrex.org/www1/vaticano/0-Musei.html

tamara
tamuna m
KAIROS
likka

ყველას მადლობას გიხდით და კვლავ ველი მასალებსა და ინტერნეტ მისამართებს. კარგი იქნება თუ თემაში ყველაფერს ერთად მოვუყრით თავს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2008, 04:24 PM

დრეზდენის სურათების გალერეა

IPB-ს სურათი

დრეზდენის სურათების გალერეაში დაცულია მსოფლიო ფერწერის ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია. გალერეა დაარსდა 1560 წელს, როგორც საქსონიელი კურფიურსტების სასახლის კოლექცია. 1722 წლიდან იგი გაფართოვდა და სპეციალური შენობის აგების შემდეგ (1847-1856 წწ.,) გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის.

1945 წელს, ინგლისისა და აშშ-ის ავიაციის მიერ დრეზდენის დაბომბვისას, გალერეა დაინგრა და 197 სურათი განადგურდა. II მსოფლიო ომის დასასრულს გადამალული დანარჩენი ტილოები საბჭოთა მეომრებმა აღმოაჩინეს და საბჭოთა კავშირში გადმოაგზავნეს. 1955 წელს ეს სურათები კვლავ გერმანიაში (მაშინდელი - გდრ) დაბრუნდა და 1956 წელს დრეზდენის სურათების გალერეა კვლავ გაიხსნა.

ამჟამად დრეზდენის სურათების გალერეის კოლექციის შემადგენლობაში შედის იან ვან ეიკის, რაფაელის (მათ შორის: ცნობილი სიქსტის მადონა), ტიციანის, ჯორჯონეს, ვერონეზეს, კორეჯოს, დიურერის, ჰანს ჰოლბაინ უმცროსის, ლუკას კრანახის, პაულ რუბენსის, რემბრანდტის, ვერმეერის, რეისდალის, ველასკესის, ვატოსა და XIX-XX სს-ის სხვა ცნობილ მხატვართა ნაწარმოებები.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.skd-dresden.de

http://www.georgianmuseums.ge/World/German.html

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 5 2008, 06:29 PM

საინტერესო ინფოა.. smile.gif

პრადო - ესპანეთის ნაციონალური სიამაყე... აქ, ესპანურის გარდა, დაცულია იტალიური (რენესანსის) და XVIII ს. ფრანგული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები... smile.gif პრადოსაც საინტერესო ისტორია აქვს, მისი შენობა მეფის სასახლე იყო თუ სწორად მახსოვს...

ერმიტაჟის მუზეუმის ბმული
http://www.hermitagemuseum.org/html_Ru/index.html

ფერწერის მხრივ კი ეს საიტი მიყვარს smile.gif
http://www.wga.hu/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2008, 11:53 AM

ციტატა(ketino @ Mar 5 2008, 06:29 PM) *

პრადო - ესპანეთის ნაციონალური სიამაყე... აქ, ესპანურის გარდა, დაცულია იტალიური (რენესანსის) და XVIII ს. ფრანგული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები... smile.gif პრადოსაც საინტერესო ისტორია აქვს, მისი შენობა მეფის სასახლე იყო თუ სწორად მახსოვს...



პრადო

IPB-ს სურათი

პრადოს (ესპ. ‘მინდორი”) გალერეა 1810 წელს შეიქმნა ესპანეთის სამეფო მხატვრული კოლექციების განსათავსებლად და დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა 1819 წელს.

მუზეუმში დაცულია XIV-XIX სს.-ის ევროპული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია: 8600-ზე მეტი ფერწერული ტილო (მათ შორისაა ველასკესის, გოიას, ბოსხის, ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, მურილიოს, ბოტიჩელის, კარავაჯოს, დიურერის, რემბრანდტის, და სხვათა ნაწარმოებები), 700-მდე სკულპტურა, 5000-მდე ნახაზები, 2000-მდე ანაბეჭდები, 1000-მდე მედლებისა და მონეტების კოლექცია.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ერთა ლიგის გადაწყვეტილებით, მუზეუმის თანამშრომლებმა 353 ფერწერული ტილო, 168 ნახაზი და დოფენის განძი გადაიტანეს ვალენსიაში, შემდეგ - ჟირონაში, ბოლოს კი ჟენევაში. II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ხელოვნების ნიმუშები საფრანგეთის გავლით ღამის მატარებლით დააბრუნეს მუზეუმში.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.museoprado.mcu.es


http://www.georgianmuseums.ge/World/Spain.html



პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 20 2008, 12:16 PM

ლონდონის ნაციონალური გალერეა

IPB-ს სურათი

ლონდონის ნაციონალური გალერეის ისტორია, ლუვრის, პრადოსა და უფიცის გალერეების ისტორიაზე ადრე დაიიწყო. იგი, პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა, 1824 წლის. ნაციონალური სამხატვრო გალერეის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ ბრიტანეში 1777 წელს ჩაისახა, მაგრამ ეს იდეა, მხოლოდ იდეის დონეზე რჩებოდა, 1823 წლამდე, როდესაც აუქცუონზე უნდა გატანილიყო ნახატების ფართო კოლეაცია, რუსი მოსახლეობისგან აგროვებული, მდიდარი საქმოსანის ჯონ იულიუს არგენშტეინის მიერ. ინგლისის მთავრობამ გადაწყვიტა ამ კოლექციი შესყიდვა. თავდაპირველად, ნაციონალურ საგანძურს მხოლოდ 38 ტილო წარმოადგენდა. ძირითადად, ესენი იყო მე-16-17 საუკუნის იტალიელი ოსტატების ნამუშევრები, ასევე იყო რამდენიმე სურათი ძველი ბრიტანელი, ჰოლანდიელი, ფლამანდრიელი და ფრანგი მხატვრების. ახალი საზოგადო მუზეუმის გახსნა ოფიციალურად მოხდა 1839 წლის 9 აპრილს, ანგერსტეინის ყოფილ სახლში, პელ მელზე, მაგრამ ზოგი გახსნის თარიღად მიიჩნევს 1824 წლის 10 მაისს, როდესაც მოხდა ანგერსტეინის კოლექციის შესყიდვა. იგი შეადგებოდადა 38 სურათისგან: კლოდ ლორენის 5 პეიზაჟი, სებასტიანე დელ პომბოს "ლაზარეს აღდგინება", ხოგარტის ნახატების სერია "მოდური ქორწინების" თემაზე,

IPB-ს სურათი
ხოგარტი
"ადმირალ ხიტფილდის პროტრეტი", ავტორი რეინოლდსი, უილკის "სოფლის დღესასწაული", რუბენსის "ამორძალების მოტაცება", ტიციანის "ვენერა და ადონისე".
ერთი წლით ადრე, თვითნასწავლმა მხატვარმა და კოლექციოენარმა ჯორჯ ბომონტმა გამოთქვა სურვილი, რომ სახელწიფოსთვის ეჩუქებინა თავისი პატარა, მაგრამ ძალიან ღირშესანისნავი სურათების კოლექცია: განალეტოს პეიზაჟი, უესტის "ორესტი და პილადი", უილკის "ბრმა მევიოლინე", რუბენსის პეიზაჟი "პეიზაჟი ციხესიმაგრის კედლებით". სულ 54 ნამუშევარი, მხოლოდ ერთი პირობით, თუ ამ საგანძურისთვის მოძიებული იქნებოდა შესაბამისი შენობა. ამავე დროს, ასეთივე წინანდადებით მიმართა კოლექციონერმა უილიამ ხოლველ კარმა ("წმ. გიორგი" ტინტორენტო, "წმ. ოჯახი" ანდრეი დელ სარტო,

IPB-ს სურათი
"მდინარეში მობანავე ქალი" რემბრანტი) . 1831 წელს მუზეუმი შედიოდა 105 ნახატი. არგენშტეინის სახლი ძალზედ პატარა იყო, იმისათვის, რომ ასეთი რაოდენობის ტილოები დაეტია. ამისათვის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაციონალური გალერეისთვი აშენებული ახალი შენობა, ტრაფალგარდის მოედანზე. მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი უილიამ უილკინსი. ამ შენობის ფსევდოკლასიკური სტილი ბევრისთვის დაცინვის საბაბი გახდა. მაგალითად, ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ ჯონ სამერსონმა აღნიშნა, რომ " მუზეუმის სუსტ მხარეს წარმოადგენს შეუხედავი ცენრალური გუმბათი, ხოლო ფასადის ვაზები და საათი ბუხრის თაროს მოგვაგონებს."

თავდაპირველად გალერეის მართვაში იგრძნობოდა ანარქიული ელემენტები, მაგრამ 1855 წელს დირექტორის პოსტ იკავებსპროფესიონალი ადმინისტრატორი ჩარლზ ისტლეიკი და ყველაფერი რიგიანად წავიდა. იგი ხშირად მიემგზავრებოდა კონტინენტის სხვადასხვა ადგილებში, თავისი გალერეისთვის ნამუშევრების შესაძენად. მისი მეშვეობით მუზეუმის კოლექცია შეივსო ისეთი ნახატებიც, როგორებიცაა

IPB-ს სურათი
"ქრისტეს ნათლიღება" (პიერო დელა ფრანჩესკო) და "სან-რომანის ბრძოლა" (უჩელო).
1910 წელს ჯორჯ სოლტინგმა მუზეუმს გადასცა თავისი კოლექცია.
ისტლეიკს არ უყვარდა ჰოლანდიური ფერწერა და ამის გამო მათ შეძენას ერიდებოდა. მაგრამ ნელ-ნელა შემოწირულობებით (1870 წელს ჯონ მეემ) მუზეუმში გაჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰოლანდიური ფერწერისა. ძველი ჰოლანდიელი ოსტატების გვერდით ფართოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნების და ფერწერული სკოლის მხატვრები.მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტანდარტების მიხედვით ნაციონალური გალერეის კოლექცია მცირედია (დაახ. 2000 ტილო), მისი ექსპოზიცია ძალიან მრავალფეროვანია. გალერეის ერთ-ერთი დირექტორი ნეილ მაკ გრეგორი სიამაყით წერდა, რომ მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს ეძლევა იმის საშუალება, რომ იმოგზაუროს ევროპის ფერწერის ისტორიის 7 საუკუნეში და თავისი თავლებით იხილოს ყველაზე ცნობილი ოსტატების შემოქმედება.
ნაციონალური გალერეის ფასადი ტრაფალგარდის მოედნის თითქმის მთელ ჩრდილოეთ მხარეს იკავებს. პირვანდელი შენობა ძალიან ვიწრო იყო, ამიტომ ძალიან მალე და მკაფიოდ დადაგა ადგილის გაფართოების საკითხი. გალერეა ფართოვდებოდა მუდმივი მიშენების ხარჯზე. 1991 წელს მოხდა შენობის უკანასკნელი რეკონსტრუქცია, როდესაც მიმატებული იქნა, კიდევ ერთი გვერდი. ახლანდელ დროში ამ ადგილას, სადაც მიკროკლიმატია მოწყობილი, ინახება ნაციონალური მუზეუმის დაახ. 1500 ყველაზე ძველი სურათი.
მუზეუმის კოლექციაში შედის ისეთი ნახატები, როგორებიცაა: რუბენსის "საღამო", გეინსბოროს "მზის ჩასვლა", "ბაზარზე მიმავალი ეტლი", კონტებლის "პურის ყანა", ვან დეიკის "კარლ1 პორტრეტი ცხენით", ასევე რაფაელოს,

IPB-ს სურათი
ლეონარდოს,
მიქელანჯელოს,რემბრანტის (400-მდე),

IPB-ს სურათი
ვან ნგოგის,

IPB-ს სურათი
დეგას, მონეს, მანეს, სეზანი, რენუარის, ვან დეყიკის, ვერმეერის, და სხვა ცნობილი ოსტატების ნამუშევრები.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
ვან გოგი
IPB-ს სურათი
მიქელანჯეო
IPB-ს სურათი
ხოგარტი
IPB-ს სურათი
რენუარი
IPB-ს სურათი
ტიციანი
IPB-ს სურათი
ვან დეიკი
IPB-ს სურათი
რაფაელო
IPB-ს სურათი


რემბრანტი
IPB-ს სურათი

http://www.nationalgallery.org.uk/default.htm

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 20 2008, 05:30 PM

სოლომონ რ. გუგენხეიმის მუზეუმი, ნიუ-იორკში

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


მილიონერი და მრეწველი სოლომონ რ. გუგენხეიმი 1920 წელს დაინტერესდა თანამედროვე ხელოვბებით.ნელ-ნელა თავის კოლექციას შემატა რამდენიმე ათეული მხატვარ-ავანგარდიოსტების ნამუშევრები.
1937წელს გუგენხეიმის კოლექცია იმდენად გაიზარდა, რომ დაარსდა მისი სახელობის ფონდი, თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების საგამოფენო დარბაზის შენობის ასაშენებლად. ორი წლით ადრე აბსტრაქტული ხელოვნების მუზეუმმა კარი გაუღო ფერწერის მოყვარულებს. იგი განთავსებული იყო ხით მოპირკეთებულ, ყოფილ მანქანების სალონში. მაგრამ ნამუშევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად ,იზრდებოდა უფრო შესაფერის შენობაში გადასვის აუცილებლობაც. 1943 წელს გუგენხეიმმა ამერიკელ არქიტექტორს ფრანკ ლოიდ რაუტს შესთავაზა ახალი შენობის პროექტის იდეა. რაიტი, ძალიან სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს და დაახარა ამ პროექტირებას 14 წელი.
მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 1957 წელს და დამთავრებული იყო 2 წელიწადში.
აი როგო აღწერს ამ შენობას ცპირო კოსტო თავის "არქიტექტურის ისტორიაში": "ეს არის რაიტის გედების სიმღერა, თხზულება. რომელიც არქიტექტურის ვიწრო ჩარჩოებს არღვევს,-ენათესავება ქანდაკებას. შენობა წარმოადგენს უწყვეტი სივრცის სპირალს. მას აგვირგვინებს ბრტყელი გუმბათი. კონსტრუქცია მოგვაგონებს მოზრაობაში გაყონულ ტალღას."

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

შიგნიდან მუზეუმი მოგვავგონებს გადმობრუნებულ პირამიდისეულ კოშკს. ინტერიერის სპირალისებრი ფორმები ისეა დაპროექტებული, რომ ლოკოკინის ნიჟარის ასოციაციას ქმნის. იგი მე-20 სდაუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაგებობაა. როდესაც შენობა დასრულდა, 1959 წელს, არც სოლომონ გუგენხეიმი და არც ფრანკ რაიტი ცოცხლები აღარ იყვნენ.

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

მუზეუმის განძი შეესაბამება შენობის არქიტექტურულ სიმდიდრეს. კოლექცია გაყოფილია სამ ნაწილად. პირველი ნაწილი წარმოადგენს თვითონ სოლომონ რ. გუგენხეიმის კოლექციას, რომელიც თითქმის მთლიანად აბსტარქტული ხელოვნების ნამუშევრებისგან შედგება. მეორე ნაწილი კი-ჯასტინ კ. ტანხაუერის საჩუქარია . მან 1976 წელს გადასცა მუზეუმს. ძირითადად იმპრესიონისტების შემოქმედებაა წარმოდგენილი. ხოლო, მესამე ნაწილი-გუგენხეიმის კიდევ ერთი კოლექციას წარმოადგენს: ამერიკელი მხატვრებისა და მინიმალისტ-მოქანდაკეების 300-მდე ნამუშევარი.
გუგენხეიმის ჯოლექცია, იმდენად ფართოა, რომ ამხელა შენობაშიც კი ვიწროთ არის. ამიტომ გალერეის ექსპოზიცია თითქმის მუდმივად იმყოფება მოძრაობაში და ძნელია მიხვდე და გამოიცნო, ამა თუ იმ დღეს, მუზეუმის დარბაზებში რომელი ნამუშევარი დაგხვდება.
გუგენხეიმის მუზეუმს წელიწადში სამი მილიონი დამთვალიერები სტუმრობს.


http://www.guggenheim.org/new_york_index.shtml



IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 21 2008, 06:32 PM

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ძველი პინაკოტეკა, მიუნხენი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ძველი პინაკოტეკა ოფიციალურად გასნილად გფამოცხადდა 1836 წელს. საფუძველი დაუდო ბევარიის ჰერცოგმა ვილგელმ მე-4 (1493-1550). 1528 წელს მან შეუკვეთა 16 სურათი ბიბლიურ და ანტიკური გმირების თემაზე. ამ შეკვეთის შესრულებაში მონაწილეობას იღებდნენ თითქმის ყველა იმმპერიოდისთვის ცნობილი გერმანელი მხატვრები. ამ სერიიდან ყველაზე ღირებულია ალბერხტ ალტორფერის "ესსევის ბრძოლა".
ვილგელმის ვაჟმა, ალბრეხტ მე-4, რომელიც ბავარიას მართავდა 1550-1579წწ. გააგრზელა მამის საქმე. სწორედ მის დროს მიუნხენი იქცა კულტურის ძლიერ ცენტრად. ასევე, მან მიიღო, საგვარეულო ციხე-სიმაგრის კარდინალური გადაკეთების გადაწყვეტილება. რეკონსტრუქციის შედეგად, აქ გაჩნდა მთელი კომპლექსი წიგნების, სურათებისა და ანტიკური ქანდაკებების შესანახად.

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

დინასტიის შემდეგი წარმომადგენელი აღმოჩნდა ისეთი ვნებიანი შემგროვებელი, რომ თითქმის მთელი თავისი მემკვიდრეობა ხელოვნების ნიმუშებს დაახარჯა. 1579 წელს მან უარი თქვა ტახტზე, თავისი შვილის მაქსიმლიანის (რომელიც სიკვდილის ბოლომდე მართავდა საჰერცოგოს) სასარგებლოდ.
მაქსიმიალიანეც არანაკლებ აფასებდა ხელოვნების ნიმუშებს, განსაკუთრებით კი დიურეის შემოქმედება უყვარდა. ჰერცოგი მუდმივად იძენდა მხატვრის ნახატებს.
1777 წელს საჰერცოგოს მიწები გადავიდა კარლ თეოდორის მფლობელობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1799 წელს, ხელისუფლებში მოვიდა მაქსიმილიან მე-4. ნახატები გროვდებოდა მთელი გერმანიიდან, მაგრამ ნაპოლეონის ომების დროს ბევრი მათგანი საფრნაგეთში აღმოჩნდა. მათი უმეტესობა სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, მაგრამ ბედნიერი შემთხვევით მოხდა გამონაკლისი და "ესეევის ბრძოლა" დაბრუნებული იქნა.
1825 წელს მაქსიმილიანი შეცვალა თავისმა შვილმა, ლუდვიგ 1. მის დროს მიუნხენში აშენებული იქნა სკულპტურების შესანახად, ასევე დაიწყო პინაკოტეკის სურათების გალერეის მშენებლობა. ორივე შენობა ააგო ცნობილმა არქიტექტორმა ლეო ფონ კლენცმა (1784-1864).
პინოკოტეკის გალერეა ცნობილია თანამედროვე აღორძინების ეპოქი გერმანელი ფერმწერების ნამუშევრებით.
იგი გახსნილი იყო თავისუფალი დათვალიერებისთვის.

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

http://commons.wikimedia.org/wiki/Category:Paintings_in_the_Alte_Pinakothek

http://www.pinakothek.de/alte-pinakothek/

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 6 2008, 03:58 AM

ციტატა
ძველი პინაკოტეკა, მიუნხენი

მე რაც ესთეტიური სიამოვნება მომანიჭა მიუნჰენის ამ საოცარმა მუზეუმებმა... მხოლოდ ვატიკანის და ლუვრის მუზეუმს დავაყენებდი მათ წინ...
აი ზოგი სურათი... სურათები ყველა ჩემია და ბოდიში ხარისხისათვის, ფლეში არ შეიძლებოდა და ...

ეს დეტალია ხარებისა, როგორ ხდება უფლის ჩასახვა, რომელსაც თავიდანვე თან ახლავს ჯვარი!

IPB-ს სურათი

ეს კმევა მომეწონა ძალიან...

IPB-ს სურათი

ძალიან თავისებური ხარება, შობა და მირქმა

IPB-ს სურათი


ეს დეტალებია ორი სხვადასხვა ნახატისა, რომელიც ერთად მოვაქციე, იმიტომ ხაზი გამესვა საოცარ ძაღლუკებზე, რომლებიც ხატებში დამკვიდრდა შუასაუკუნეებში, იყო ფარშევანგები, ფისუნიები და ა. შ. biggrin.gif

ნახეთ რა მაგრებია smile.gif

IPB-ს სურათი

ისევ ბიბლიური თემები:

იოსების ცდუნებას ცდილობს მეპატრონის ცოლი

IPB-ს სურათი

დატირება

IPB-ს სურათი


მადონა:

IPB-ს სურათი

საით გინდა რომ გაიხედო? ohmy.gif smile.gif

IPB-ს სურათი

დროებით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 6 2008, 03:07 PM

ამ თემაში მეგონა არავინ იხედებოდა
ძალიან გამიხარდა რომ ვიღაცამ დაპოსტა და თან ნამყოფი ყოფილხარ
ძალიან კარგი!
ამ დღეებში ახალ რაღაცეებს დავწერ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 6 2008, 05:28 PM

ციტატა
ამ თემაში მეგონა არავინ იხედებოდა

გპირდები ამ თემას ავაფეთქებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Apr 6 2008, 09:04 PM

რა კარგი თემაა smile.gif აქამდე არასოდეს მინახავს smile.gif აწი ხშირად გესტუმრებითbiggrin.gif

ციტატა
ლონდონის ნაციონალური გალერეა

ციტატა
სოლომონ რ. გუგენხეიმის მუზეუმი, ნიუ-იორკში

ციტატა
ძველი პინაკოტეკა, მიუნხენი


ნამყოფი ვარ სამივეგან... ფოტოების საკმაოდ მოზრდილი კოლაჟიც მაქვს, საღამოს შევიტან კომპიუტერში და ავტვირთავ smile.gif

შთაბეჭდილებებს... ო, ნუ მკითხავთ, განსაკუთრებით Pinakothek დიდებულია....

ესეც დაპირებული ფოტოები smile.gif
Alte Pinakothek ... : )
რუბენსის ოთახი smile.gif
http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Apr 6 2008, 10:35 PM

Sir Anthony Van Dyck(1599-16410
"ქრისტეს დაკრძალვა "


http://imageshack.us


სანდრო ბოტიჩელი "დატირება"
http://imageshack.us

რაფაელი Madonna Della Tenda

http://imageshack.us

პ.ს. ხარისხისთვის მეც ბოდიშს გიხდით, როგორც კაიროსმაც აღნიშნა, Fლეშის ჩართვის უფლება არ გვქონდა, თან არც აპარატი მიწყობდა ხელს : )
სულ ესაა რაც შევძელი smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 6 2008, 10:42 PM

სად იყავით აქმდე?
გადმოვქექო ჩემი ბიბლიოთეკა, იმ კვირაში.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 8 2008, 03:34 PM

ალბერტინის გრაფიკული კოლექცია, ვენა IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

კოლექცია საფუძველი ჩაუყარა ჰერცოგ ალბერტ სასკონსკიმ (1738-1822), რომელიც გახლდათ მარია-ხრისტინის (იმპერატრიცა მარია-ტერეზას საყვარელი შვილი) მეუღლე. თითქმის ორმოცდაათი წელი აგროვებდა თავისი კოლექციისთვის გრაფიკულ ნახატებს და გრავიურებს, რომელზეც დახარჯა თავისი მემკვიდრეობის (მეუგლისგან მიღებული) უამრავი თანხა. ჰერცოგის გარდაცველბის შემდეგ ეს საქმე მისმა მეკვიდრეებმა გააგრძელეს. როდეს გაბსბგურგების სახლი დაეცა, ალბერტ სასკონსკის კოლექცია შეუერთეს ყოფილ იმპერატორის ბიბლიოთეის კოლექციას, ხოლო 1921 წელს ყველასთვის დასათვალიერებლად გამოფინეს, სახელწოდებით: "ალბერტინას კოლექციის გრაფიკა"
დღეს ალბერტინის კოლექციაში შედის 65 000 გრაფიკუნი ნამუშევარი და მილიონამდე გრავიურა ძველი და თანამედროვე ოსტატების შესრულებით. აქ ინახება ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რუბენსის, დიურერის, რემბრანტის, ალტდორფერის შემოქმედება. რათმაუნდა ძველი ოსტატების ნახატები ალბერტინის კოლექციის სიამყეა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგი მათგანი არსად არ არის იმ რაოდენობით წარმოდეგენილ, როგორც აქ (მაგ. დიურერის 130 გრავიურა). მაგრამ მე-19-20სს. გრაფიკული ხელოვნების ნაწილიც საკმაოდ მრავლაფეროვანია. მასში შედის გუსტავ კლიმტის, ოსკარ კოკოშკას, ეგონ შილეს და სხვა მხატვრების ნამუშევრები.
ამასთანავე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნაკრები ( 25 000 გეგმა, ეტიუდი და მაკეტი), აგრეთვე მინიატურები და ფოტოგრაფია. სამწუხაროდ ამ სიმდიდრის ერთბაშად ნახვა შეუძლებელია. გრაფიკულო ნამუშევრები მოითხოვს განათებისა და ტემპერატურის გასაკუთრებულ შენახვის რეჟიმს. ამიტომ ალბერტინში არ არის მუდმივი ექსპოზიცია-მხოლოდ დორებიტი გამოფენები (ერთი მეორეს ცვალებადობით და ყოველთვის ძალიან შინაარსიანი).
თანამედროვე - "საგამოფენო" - ეტაპი გრაფიკული კოლექციი ისტორიაში დაიწყო რამედნიმე წლის წინ. მანამდე დიდი ხანი დაკეტილი იყო სარემონტოდ. ალბერტინის შენობის რესტავრაცია (ჰერცოგი ალბერტ საქსონსკის ყოფილი სასახლის, რომელიც აშენებული იქნა მე-18 საიკუნეში), სახელმწმიფოს დაუჯდა 80 000 000 ევრო. და შედეგმა ყოველ მოლოდინს გადააჭარბა: გალერეეის Oტახები გაფართოებული იქნა, ყველფერი განახლდა შიგნითაც და გარეთაც. ხოლო სპეციალური მოწყობილობა, რომელიც რემონტის დროს დატანილი იქნა შენობაში, შეზღუდული მოძრაობის ადმინებსაც აძლევს საშუალებას, რომ დაათვალიერონ კოლექცია.
ახლა ალბერტინას შეუძლია თავის დამთვალიერებელს შესთავაზოს მრავალფეროვანი "დროის გატარება"-სტანდარტული ექსკურსიებიდან მთლიან პროგრამამდე. ასევე აქ არის სასკოლო გაკვეთლები.
პირველი გამოფენა, დაეთმო ედვარდ მუნკს. იგი, საზეიმოდ გაიხსნა 2003 წლის 14 მარტს. მას მოჰყვა "ალბერტ დიურერის" გამოფენა, ასევე "გუსტავ კლიმტიდან პაულო კლემდე", "პოპარტი და მინიმალიზმი", "რემბრანტ", "პიტერ პაულ რუბენს", და ა.შ.
ტურისტები, რომლებიც ვენას სტუმრრობენ, თვიანთ მარშრუტებს გეგმავენ ალბერტინის გალერეის გვერდის ავლით. ჩქარობენ მხატვრულ-ისტორიული მუზეუმის და ავსტრიის გალერეის დათვალიერებას. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ალბერტინის გრაფიული ნამუშევრების კოლექცია. რის ნახვაც აქ შეიძლება, სხვაგან ვერსად შეხვდებით.

IPB-ს სურათი
ლუკას კრანახი

IPB-ს სურათი
ალბერტ დიურერი

IPB-ს სურათი
ალბერტ ალტდორფერფერი

IPB-ს სურათი
მიქელანჯელო

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
იერონიმუს ბოსხი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 9 2008, 03:46 AM

ციტატა
სულ ესაა რაც შევძელი

მოკლედ არ ხუმრობ, შენც რომ ხელმოწერილი გაქვს სურათები smile.gif
ციტატა
მიქელანჯელო

გენია!
ლუვრი
მაპატიეთ, უბრალოდ იმდენად დამალულად და ჩქარა გადავიღე, რომ...
ლუვრის ზოგიერთ ადგილას უფლეშოდაც აგვიკრძალეს სურათების გადაღება და ...sad.gif და ვინჩი...


ნათლისმცემელი


IPB-ს სურათი

ჯოკონდა ! იმდენი ხალხი იყო, შორიდან ძლივს გადავიღე


IPB-ს სურათი


ვენერა..


IPB-ს სურათი


უძველესი კულტურები ლუვრში ეგვიპტე, შუმერი, ბაბილონი...

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

რამხელა სიმდიდრეა!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 9 2008, 12:13 PM

ციტატა(KAIROS @ Apr 9 2008, 02:46 AM) *

უძველესი კულტურები ლუვრში ეგვიპტე, შუმერი, ბაბილონი...

IPB-ს სურათი




ეს იშთარის ჭიშკარია?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 21 2008, 04:31 PM

კაიროსის რჩევით ამ სურათებს აქ დავდებ და ლუვრშიც შეგახედებთ ცალი თვალით
მართალია სურათების გადაღება აკრძალული იყო, მარა აბა თქვენზე ვზრუნავდი user.gif biggrin.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 21 2008, 11:56 PM

ამ თემაში ერთხელ რომ შემოიხედავს ადამიანი გასვლა აღარ მოუნდება რაა smile.gif
პირადად მე ასე დამემართა

რა სილამაზეააა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Sep 24 2008, 01:34 AM

ნუ ახლა მე სულ ახლახანს ჩამოფრენილი ვარ და ზეგ ისევ უნდა გავფრინდე rolleyes.gif
ჰოდა ამ მცირედ "მიწაზე" შეჩერების პერიოდში ვისარგებლებ იმით, რომ დიდი საღვთისმეტყველო
კამათებიც არ არის და ჩემი საყვარელი მუზეუმების თემას ამოვწევ ისევ, მუზეუმი ხომ ქვეყნის სავიზიტო
ბარათია და კულტურის ღია ენციკლოპედია... დანარჩენებს მოგზაურობის შესახებ შარშანდელი ჩემი თემის
"ზაფხულის ჩანაწერების" მე-2 ნაწილში შემოგთავაზებთ, როგორც კი დავბრუნდები...

ნუ ახლა ამ კაცს ყველა იცნობთ smile.gif , უფლის თვალები იყო საოცარი, მისი დგომა, რაღაც ჰაეროვანი,
რაღაც არაამქვეყნიური... შესანიშნავადაა გადმოცემული!

IPB-ს სურათი

ჩახედე ხელოვანს თვალებში უნდა ერქვას ამ ავტოპორტრეტს

IPB-ს სურათი

ეს კი ძალიან უცნაური, უცხო და ჩემთვის პირადად პირველი ნახატი იყო, რომელმაც 14 იანვრის დღესასწაული
ნახატის სახით გადმოგვცა, კერძოდ ხომ იცით, რომ წინადაცვეთის დღესასწაულია? მაგრამ არ არსებობს პირდაპირ ამ ფაქტზე დაწერილი ხატი, და გასაგებია რატომაც, მაგრამ აღორძინების ხელოვნებას საზღვრები არა აქვს და ნახეთ ეს უცნაური ნახატი....

IPB-ს სურათი

ვინც ლუვრშია ნამყოფი ეს ნახატი აუცილებლად თვალში მოხვდება, რადგან სწორედ იმ დარბაზის შესასვლელშია სადაც ჯოკონდაა, ჰოდა ნაპოლეონიც ხომ იქვე უნდა იყოს smile.gif და აი ისიც, როგორ აკურთხებს თავისთავს თვითონ
და თვითონვე იდგამს თავზე საიმპერატორო გვირგვინს!

IPB-ს სურათი

შემდეგში ცოტა სურათები იქნება ტექნიკური მიუნჰენის, ბერლინის, რომის, ბარსელონას, მალმოს, პარიზის მუზეუმებიდან იმედია თემიდან არ ამოვარდებით, მუზეუმი ხომ მუზეუმია... smile.gif

დროებით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 24 2008, 02:13 AM

არაჩვეულებრივია, თქვენ გაიხარეთ.
დამარჩენ სურათებსაც ველით თქვენგან smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience