მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ სპორტის სახეობები
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 12:52 PM
ამ თემის გახსნის იდეა გამიჩნდა მოზარდების ძალადობის თემასთან კავშირში. მოკლედ, მე ვთვლი, რომ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ორი ძირითადი მიმართულებით - სკოლაში სასწავლო დისციპლინების დონის აწევით და შეჯიბრების-კონკურენციის გაზრდით და აგრეთვე სპორტისადმი ინტერესის გაღვივებით
მე ვხსნი ძალოსნობის მიმართულებით თემას.
მოკლედ თუ ვინმეს უნდა რომ ფიზიკურად იყოს ჯანმრთელი არსებობს რამდენიმე უმთავრესი ვარჯიში, რომელსაც თავისი სისტემა გააჩნია.
ვინაიდან დიდ დრო არ მაქვს, ნაწილობრივ დავდებ თითოეული კუნთის განვითარების ვარჯიშებისთვის სისტემას.
მკერდის კუნთის განვითარებისთვის უმთავრესია ე.ი. წოლჭიმის ვარჯიში (იხ. სურათი)
წვები ჰორიზონტალურ სკამზე, იღებ შტანგას სადგამიდან, ხელებს ჰკიდებ ოდნავ უფრო განივად ვიდრე მხრების ზომაა და მკერდამდე ჩამოტანით და აზიდვით იმეორებ 15-ჯერ
პირველი მისვლა არის კუნთებისთვის გასახურებელი, ამიტომ წონა უნდა შეარჩიო ისე, რომ 15 აზიდვა შეძლო თავისუფლად
მეორე მისვლაზე ირჩევ წონას ისე, რომ განახორციელო უკვე 8 აზიდვა და მერვე იყოს რთულად მიღწევადი. შეიძლება რომ დაიხმაროთ მეწყვილე, რომ ბოლო აზიდვაში ოდნავ დაგეხმაროთ
იგივეს იმეორებთ მეორედ, ოღონდ უკვე 6 აზიდვით. აქაც მეექვსე უნდა იყოს რთულად მიღწევადი - შესაბამისად წონას ზრდით
იგივეს იმეორებთ მესამედ...
დამწყებთათვის სამი მისვლა საკმარისია (გახურება ძირითად მისვლაში არ ითვლება), თუმცა შეიძლება აგრეთვე მეოთხედ მისვლა და უკვე ან ისევ 6 აზიდვას განახორციელებთ, ან წონას მოუმატებთ და 4 აზიდვას შეასრულებთ - ისე, რომ მეოთხე იყოს რთულად ასაწევი
ანუ სისტემა ასეთია: 15, 8, 6, 6 (6, ან 4) შეიძლება ასეც: 15, 8, 8, 6, (6 ან 4) ან ასე: 15, 10, 8, 6, (6 ან 4)
ზოგადად იდეოლოგია ასეთია: პირველი სამი მისვლა არის იმ წონებზე გავარჯიშება, რისი აწევაც ასე თუ ისე შეგიძლია და ერთგვარად კუნთების იმ წონებზე შეჩვევაა (რაც გამოიხატება კუნთის მოცულობის ზრდაში)...ბოლო მეოთხე მისვლა არის ისეთი წონის არჩევა, რაც გარკვეულ წილად ახალია, ანუ ყველაზე დიდია და კუნთის ამტანობაზე მუშაობას გულისხმობს
http://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება
პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 29 2010, 12:56 PM
კანუდოსელი
ბოდიბილდინგს თუ წავაწყდებოდი პრავასლავნი ფორუმზე, ეგ აღარ მეგონა
პრავოსლავნი ხალხი არც დებილები ვართ და არც იდიოტები
პ.ს. ახლა დრო არ მაქვს, თუ შენც გაქვს პრაქტიკა ამ საქმეში (მე კაი ხანია ვაწვალებ თავს ), მიდი დაამატე...
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 29 2010, 01:25 PM
კანუს, ხომ გახსოვს, ადრე ნანას ქონდა მსგავსი თემა, შევაერთოთ შენთან და საინტერესო გამოვა.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 01:27 PM
ციტატა(KAIROS @ May 29 2010, 01:25 PM)
კანუს, ხომ გახსოვს, ადრე ნანას ქონდა მსგავსი თემა, შევაერთოთ შენთან და საინტერესო გამოვა.
დავაი გლიჯე
პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 29 2010, 01:28 PM
კანუდოსელი
პრაქტიკა მაქვს, მეტნაკლებად. მერე შემოვიხედავ
ეხლა დავამატებ მხოლოდ გვერდით კუნთებს, ე.წ. - ,,ბაკავიკებს’’.
ეს კუნთები საკმაოდ დიდი ზომისაა და იოლად უძლებს დიდ დატვირთვას. ღერძზე აზიდვით შეგვიძლია ლამაზი მოხაზულობაც მივცეთ და მუსკულატურის მასაც გავზარდოთ. ზემოთ აღნიშნული სისტემა შეიძლება ოდნავ შევცვალოთ და დავამატოთ როგორც მიზიდვების რაოდენობა, ასევე - ღერძთან მისვლების რიცხვი. მაგალითად, შეგვიძლია ათ-ათი მიზიდვა განვახორციელოთ, ოთხჯერ ან ხუთჯერ. ნუ, ვისაც როგორ შეუძლია. მხრებზე განიერი ტაცით, კუნთების ზედა ნაწილი უფრო მუშავდება, რაც განაპირობებს ტანის სამკუთხა მოყვანილობას, ხოლო ვიწრო ტაცით - ქვედა, რაც გამოკვეთილად გამოყოფს ვიზუალურად ამ კუნთებს ტორსისგან. ღერძზე მიზიდვებით, ამავე დროს, მუშავდება მხრების და ხელების მუსკულატურაც.
პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: May 29 2010, 01:30 PM
კანუდოსელი
ჩემი პრაქტიკაც გაგიზიაროთ?
მაგრამ ვერ გავიგე რომელი ეხება ამ თემას: სპორტი რომლითAც თავს ვირთობ, მსიამოვნებს, თუ რომ ვვარჯიშობ არაგასართობად?
:ვითომ გასაგებად ვიკითხე:
პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 29 2010, 01:33 PM
ცნობისათვის აგრესიის წინააღმდეგ ჰათჰა-იოგა (ფიზიკური იოგა) და სუნთქვითი ვარჯიშები ჯობია ბოდიბილდინგს. + ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია.
თუ ენერგიის დახარჯვაზეა საქმე ცურვას ვერაფერი შეედრება.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 01:43 PM
ციტატა(Atman @ May 29 2010, 01:33 PM)
ცნობისათვის აგრესიის წინააღმდეგ ჰათჰა-იოგა (ფიზიკური იოგა) და სუნთქვითი ვარჯიშები ჯობია ბოდიბილდინგს. + ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია.
თუ ენერგიის დახარჯვაზეა საქმე ცურვას ვერაფერი შეედრება.
ყველა სპორტს თავისი მინუსები და პლიუსები აქვს
ცურვა მაგალითად შედარებით ჰარმონიულად ანვითარებს სხეულს, თუმცა ფეხებს ტოვებს შედარებით განუვითარებელს მხრებთან და მკერდთან შედარებით...კიდევ უფრო ცუდ დღეშია წელი
ამიტომ სასურველია შეათავსოს ადამიანმა სხვადასხვა სპორტი...ჯერ ერტი მოსინჯოს, მერე მეორე დ.ა.შ. სხვათა შორის კრივი - ასევე ერთერთი ალტერნტივაა სხეულის გარკვეული კუნთების განვითარებისთვის
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 02:04 PM
ვაგრძელებ მკერდის კუნთების ვარჯიშების განხივას
ვინაიდან ტექნიკურად შიძლება სირთულეებთან დაკავშირებული იყოს შტანგის სახლში ქონა, ამიტომ სასურველია განტელებით შეთავსება
ასეთ დროს, ვიღებთ ხელში შესაბამისი წონების მქონე განტელებს და ვასრულებთ ზუსტად ისეთივე მოძრაობას, როგორც შტანგით http://www.radikal.ru
სისტემა ისეთივა: 15(12), 8,6,6,6(4)
ეს ვარჯისი ანვითარებს მკერდის მასას (მოცულობას) და შუა და გარე პექტორალური კუნთების ზრდას უწყობს ხელს
მკერდის კუნთები შედგება სამი ძირითადი კუნთისგან (კიდევ არის მეოთხე - ე.წ. ზედა პექტორალური კუნთი, ამაზე მოგვიანებით): გარე კუნთი - რომელიც წინიდან ხედვისას კანტს შემოწერს - ეს ის ნაწილია მკერდისა, რომელიც ხელების მხარესაა შუა კუნთი - რომელიც ძირითადში კუნთს სიმაღლეს აძლევს, ანუ რამდენად გამოწეულია მკერდის კუნთი შიდა კუნთი - ეს არის ის ნაწილი კუნთისა, სადაც მარჯვენა და მარცხენა მკერდის კუნთები ერთმანეთთან ყველაზე ახლოს არიან
პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 29 2010, 02:10 PM
კანუდოსელი
ციტატა
სხვათა შორის კრივი - ასევე ერთერთი ალტერნტივაა სხეულის გარკვეული კუნთების განვითარებისთვის
მერე მცნება როგორღა აღვასრულოთ : ,,რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა“ ხო გაგვხიეს ცემით
ისე, მე, ცურვის და სირბილის კომბინაციას ვამჯობინებ. სირბილის დროს მუშავდება სხეულის აბსოლუტურად ყველა კუნთი, სახის მიმიკური კუნთების ჩათვლით, ასევე, ხდება ყველა შინაგანი ორგანოს ბუნებრივი მასირება, რაც ძალიან პოზიტიურად აისახება მათ მუშაობასა და ცხოველმყოფელობაზე.
ციტატა(კანუდოსელი @ May 29 2010, 02:04 PM)
http://www.radikal.ru
აქ, ხელების დაბლა დაშვებისას, წინამხარს, 90 გრადუსის მაგივრად თუ 130-140 გრადუსით მოვხრით, მაშინ, ჩვენი მკერდის კუნთები სიგანეშიც გაიზრდება. ანუ, გვექნება ე.წ. ფართო მკერდი.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 02:19 PM
ციტატა(terra @ May 29 2010, 02:10 PM)
აქ, ხელების დაბლა დაშვებისას, წინამხარს, 90 გრადუსის მაგივრად თუ 130-140 გრადუსით მოვხრით, მაშინ, ჩვენი მკერდის კუნთები სიგანეშიც გაიზრდება. ანუ, გვექნება ე.წ. ფართო მკერდი.
მართალია, თანაც თუ უკვე კარგად შეგვიძლია ამის შესრულება, შეიძლება ე.წ. სუპერსეტი განვახორციელოთ
ანუ: მანდ ნაჩვენები განტელებით მოძრაობა-აზიდვას ვახორციელებთ, ოღონდ მხოლოდ 6-ჯერ და უცებ ხელები შემოვატრიალოთ ისე, როგორც ნაჩვენებია ახალ სურათზე და ასევე 6 აზიდვა განვახორციელოთ
ვისვენებთ 1-1.5 წუთი და ისევ ვიმეორებთ კიდევ 2-ჯერ (შეიძლება სამჯერაც)
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 02:36 PM
ციტატა(terra @ May 29 2010, 02:10 PM)
ხო გაგვხიეს ცემით
ნაღდად ისე მე ერთი შემთხვევა ვიცი, ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება ნანობდა ამას...მოკლედ ჩხუბისას ხელი გავარტყი და არ მიბრუნებდაო...თანაც არ ემჩნეოდა რომ მშიშარა იყოვო...ეკლესიაში რომ მივიდა ის ადამიანი, სულ ამას ნანობდა ... ეს რა ვქენიო
პოსტის ავტორი: neo თარიღი: May 29 2010, 02:48 PM
ჩემთვის სპორტი უფრო გართობაა ვიდრე სხვა რამე. ხან ვოფროუდობ, ხან ვჭიდაობ, ხან მიზანში სროლაზე ვვარჯოშიბ, ახლა სტრაიკბოლოსთვის მოდის კარგი ამინდები... შტანგების თრევა ყველაზე მოსაწყენი სპროტია რაც კი აქამდე შემხვედრია მაგრამ წელიწადში 2-3 თვეს მაინც დავდივარ ხოლმე... ოღონდ მსუბუქად ვვარჯიშობ თავს არ ვიკლავ მოკლედ... მანდ კიდე რაღაც წამლებს სვავენ, დალევ ერთ აბს და 10%-ით მეტს აწევ ეგრევე... მულთფილმებში ჩიტავდა ხოლმე ეგეთი წამლები
ჩემი აზრით სპორტმა რაღაც ახალი უნდა ასწავლოს ადამიანს... მაგალითად მიზანში სროლა გასწავლის რომ სასხლეტზე გამოკვრის შემდეგ ტყვიას მიიმართულებას ვეღარ შეუცვლი... ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული კანონია...
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 29 2010, 05:10 PM
ძალიან კარგი თემაა, ნანას (სთეივაითს) ჰქონდა, მაგრამ მეცნიერების განყოფილებაშია
მე დილაობით ვვარჯიშობ, დილის უბრალო, გამამხნევებელ ვარჯიშებს ვაკეთებ ძირითადად, ჯერ მივაჩვიო სხეული
neo ასწავლის, ასწავლის
პ.ს. ვისაც ჰანტელები არ აქვს, პლასტმასის ბოთლები აავსოს წყლით, დასაწყისისთვის ეგ წონაც გამოდგება
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 07:29 PM
ვაგრძელებ მკერდის კუნთების ვარჯიშის განხილვას
ამ შემთხვევაში მოცემულია ე.წ. დახრილი წოლჭიმი. ვსხდებით დახრილ სკამზე და იგივს ვაკეთბთ, რასაც ჰორიზონტალური წოლჭიმის დროს
http://www.radikal.ru
სისტემა იგივეა, რაც ჰორიზონტალურის შემთხვევაში: 15,10,8,6,4
ეს ვარჯიში ანვითარებს მკერდის შუა და ზედა ნაწილებს
აგრეთვე წინა დელტოიდებს (იხილე წითლად გაფერადებული) http://www.radikal.ru და ტრიცეპსს http://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 30 2010, 01:25 PM
მკერდის ვარჯიშების გაგრძელება
დარჩა კიდევ ერთი საბაზისო ვარჯიში, ე.წ. პულოვერი ვიღებთ განტელს და როგორც ნაჩვენებია ვიდეოზე, ვასრულებთ მოძრაობას. http://www.radikal.ru სისტემა განსხვავებულია დანარჩენებისგან
3 ან 4 მისვლა 15 გამეორებით პულოვერი ანვითარებს მკერდს და აგრეთვე ზოგადად ზრდის მკერდის მოცულობას, თვით ნეკნების ჩართცით ამ საქმეში
ეს ვარჯიში იმდენად ფუნდამენტურია, რომ ჩართულია უამრავი სხვა კუნთიც: ტრიცეფსი, და აგრეთვე სურათზე ნაჩვენები კუნთები http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://radikal.ru/F/s005.radikal.ru/i209/1005/84/d9cf42ec91fa.gif.html http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 30 2010, 01:36 PM
რა იყო, არავის აინტერესებს სპორტი?
რამე დაწერეთ, ან დამცხეთ, ან რამე
ეეეჰ...პაკისტანი რომ პაკისტანია, იქაც კი მოდაშია სპორტი
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 30 2010, 02:12 PM
შენ რომელ საფეხურზე ხარ აქედან?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 30 2010, 02:19 PM
ციტატა(ikanosi @ May 30 2010, 02:12 PM)
შენ რომელ საფეხურზე ხარ აქედან?
რა გაინტერესებს კონკრეტულად?
მე კაი ხანია ვვარჯიშობ ერთი და ორი წელი არა...(თუმცა მოყვარულის დონეზე ცხადია)
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 30 2010, 02:22 PM
კანუდოსელი სიმაღლეში რომელიც ზრდის, ისეთი ვარჯიში არ არის რამე?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 30 2010, 02:49 PM
ციტატა(ikanosi @ May 30 2010, 02:22 PM)
კანუდოსელი სიმაღლეში რომელიც ზრდის, ისეთი ვარჯიში არ არის რამე?
მითი რომ ძელზე დაკიდება შველისო, ეგ ნამდვილად ეგრე არაა
ამბობენ ცურვაო, თუმცა მართლა არ ვიცი
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 30 2010, 02:57 PM
კანუდოსელი რამე ვარჯიში არ არის?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 30 2010, 03:05 PM
ციტატა(ikanosi @ May 30 2010, 02:57 PM)
კანუდოსელი რამე ვარჯიში არ არის?
ნამდვილად არ ვიცი
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 30 2010, 09:14 PM
ikanosi სიმაღლეში ზრდას სტაფილო შველისო, გამიგია
კანუდოსელი რა დავწერო, მე მარტო ვკითხულობ
პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: May 30 2010, 10:09 PM
ციტატა(ikanosi @ May 30 2010, 03:22 PM)
კანუდოსელი სიმაღლეში რომელიც ზრდის, ისეთი ვარჯიში არ არის რამე?
მასაჟისტთან უნდა იარო. არის სპეციალური დაწელვის ვარჯიშები მაგისთვის. ოღონდ მასაჟისტი ცოტა ჯანზე უნდა იყოს
პოსტის ავტორი: arali? თარიღი: May 31 2010, 11:40 PM
იქნებ ფეხის კუნთების სავარჯიშოებიც დაწერო (სახლის პირობებისთვის) მჭირდება ძალიან
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 1 2010, 12:03 AM
arali?
20 ლიტრიანი კანისტრა შეიგდე მხრებზე და ჩაჯდომები გააკეთე.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 1 2010, 12:19 AM
ციტატა
იქნებ ფეხის კუნთების სავარჯიშოებიც დაწერო
რომელი, წვივის თუ ბარძაყის?
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 1 2010, 01:50 AM
მოკლედ, გარდა ზემკლავი, განმკლავისა, მე მუცლის პრესის ვარჯიშებს ვაკეთებ დილაობით
დაახლოებით ასეთს: http://www.radikal.ru
ნუ ესეთი ტიპის ვარჯიში რისთვისაა სასარგებლო არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ ხერხემლის მალები ტკაცუნობს ხოლმე და თან მაფხიზლებს http://www.radikal.ru
ჩაჯდომები მართლაც კარგია ფეხისთვის კიდე ისაა კარგი: სკამის ზურგს დაეყრდენი ცალი ხელით, და ჯერ ერთი ფეხი ასწიე უკან, მერე მეორე. ხერხემლისთვისაც კარგია, პლუს
პ.ს. ზაზასნაირი ფოტოები არაა, მაგრამ იყოს.. დანარჩენი მერე ...
პ.პ.ს. ტერა, მოგხვდება
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 1 2010, 12:23 PM
ციტატა(ქევანა @ Jun 1 2010, 12:19 AM)
რომელი, წვივის თუ ბარძაყის?
არც ერთის და არც მეორის...ეს არის ფეხის კვადრიცეფსის ვარჯიში, თუმცა ნაწილობრივ დანარჩენი ორიცაა ჩართული
აი ამ კუნთზეა გათვლილი http://www.radikal.ru
თუ არ გაქვს კანისტრა და გაქვს მჩატე განტელები შეიძლება ასეთი ვარჯიშიც http://www.radikal.ru
წვივის თუ გინდა, დადექი გამართულად, ერთი ხელით შედებული ტვირთი (კანისტრა მაგალითად) გეჭიროს და მეორეთი რაიმე საყრდენზე მოჰკიდე ხელი და მხოლოდ ფეხის ტერფებით აიწიე...ასე აწევ-დაწევა გაიმეორე მინიმუმ 20-ჯერ, თუ ვერ აკეთებ, წონა შეამცირე.
ფეხის ბარძაყის კუნთისთვის არის ასეთი ვარჯიში: დაეკიდე ძელზე, ფეხებზე დაიკიდე რაიმე ტვირთი და ფეხები მოკეცე ისე, რომ მხოლოდ წვივის ძვალი აამოძრავო, მუხლები არ ამოწიო....
ციტატა(ქევანა @ Jun 1 2010, 01:50 AM)
http://www.radikal.ru
თუ შეძლებ, რომ ერთი აწევისას მარჯვენა მხარი მიუახლოვო მარცხენა მუხლს და მეორე აწევისას მარცხენა მხარი მარჯვენა მუხლს - უფრო მაგარი ეფექტი იქნება
ციტატა(ქევანა @ Jun 1 2010, 01:50 AM)
ნუ ესეთი ტიპის ვარჯიში რისთვისაა სასარგებლო არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ ხერხემლის მალები ტკაცუნობს ხოლმე და თან მაფხიზლებს
გიპასუხნია და ეგაა... ეგ არის გაწელვის ვარჯიში - ასეც ქვია
პოსტის ავტორი: arali? თარიღი: Jun 1 2010, 02:20 PM
terra კარგი იდეაა მომწონს,მარა ეგ 20 ლიტრიანი კი იქნება სადღაც 30 კილო და მაგით რომ ჩავუჯდე ალბათ ვეღარც გამშლიან(65-67 კილო ვარ) მირჩევნია მაგ 20-იანს ისევ ცხვარი დავამატო და ''მამა-პაპურად ჩავუჯდე''
კანუდოსელი მადლობა,გაიხარე განტელებით ვარჯიში მომეწონა,ვცდი აბა. ...და რამდენჯერ უნდა გავაკეთო?
საქმე იმაშია,რომ ველოსპორტის(mountain bike&cross country) მოყვარული ვარ და უდროობის გამო ჩემი ფეხის კუნთების ვარჯიში კვირაში 2 დღით შემოიფარგლება(როცა ველოთი დავდივარ),რაც არასაკმარისია და ამიტომ გადავწყვიტე სახლშიც დავამატო ვარჯიშები
თუ რამეა კიდევ დაწერეთ ასეთი ვარჯიშები
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 1 2010, 02:28 PM
ციტატა(arali? @ Jun 1 2010, 02:20 PM)
კარგი იდეაა მომწონს,მარა ეგ 20 ლიტრიანი კი იქნება სადღაც 30 კილო და მაგით რომ ჩავუჯდე ალბათ ვეღარც გამშლიან(65-67 კილო ვარ)
ნუ გაავსებ ბოლომდე
ციტატა(arali? @ Jun 1 2010, 02:20 PM)
...და რამდენჯერ უნდა გავაკეთო?
სამჯერ მისვლა (4-ჯერაც შეიძლება), თითო მისვლაზე 20 ბუქნი (ნელნელა ბუქნების რაოდენობა გაზარდე)
შეგიძლია ყოველ დღე აკეთო
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 4 2010, 09:06 PM
რახან ეს თემა გაიხსნა მოზარდებში ძალადობის აღმოფხვრისა და მათი სპორტით დაკავების მიზნით, ჩემი მხრივ შემოგთავაზებთ ამ ვიდეოს
ბევრი რამ ზღაპარივით ჩანს, მაგრამ საინტრესოა
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 4 2010, 09:53 PM
ქევანა
გვანან ეხლა ეგენი გრიმებს? საკაიფოდ ჩხუბობენ.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 4 2010, 11:13 PM
პატარა განტვირტვა
დამიენ უოლტერსი, რომელიც ცნობილი გიმნასტია, და ამ ბოლო დროს უკვე პარკურით დაინტერესდა ნახეთ რა მაგარია
http://www.youtube.com/watch?v=5MeiwLLZjDo
http://www.youtube.com/watch?v=cNvJy0zoXOY
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 5 2010, 12:03 AM
მკერდის კუნთების ვარჯიშების გაგრძელება ჩვენ ვნახეთ მკერდის: გარე, შუა და ზედა კუნთების შესაბამისი ვარჯიშები. ახლა ვნახოთ ქვედა პექტორალური ნაწილის ვარჯიშის განხილვა. ქვედა მკედრის კუნთია ... ნუ რავი, ქვედა ნაწლი რა...თვალითაც როდესაც უყურბთ მკერდს მისი ქვედა მოხაზულობის მიმცემი კუნთია
მოკლედ, ვარჯიში არის შემობრუნებულ ზედაპირზე განხორციელება წოლჭიმის - იხილეთ ვიდეო http://www.radikal.ru
სისტემა ისეთივა როგორიც ჰორიზონტალური წოლჭიმის, ანუ: 15, 10, 8, 6, 4 (ან ზემოთ მოცემული სხვა ვარიანტები...არჩევა დამმოკიდებულია ინდივიდზე...ვის რომელი მოუხდება)
ცხადია რომ ასეთი სისტემის სახლში ქონა ძნელია, მაგრამ არის გამოსავალიც, შეგიძლიათ გააკეთოთ ქვემოთ მოცემული ვარჯიში (საზურგეებიანი ორი სკამის მეშვეობითაც კეთდება ვარჯიში საკმაოდ კარგად), ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რომ ნაჩვენებია ტრენაჟორზე მიბმული ტიპი
http://www.radikal.ru
აქ სისტემა ოდნავ სხვაგვარია: მისვლა 3-ჯერ ან 4-ჯერ და ყველა 8 ან 10 გამეორებით
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 5 2010, 12:58 PM
ციტატა
დამიენ უოლტერსი, რომელიც ცნობილი გიმნასტია, და ამ ბოლო დროს უკვე პარკურით დაინტერესდა
რულამს მევასება ეგეთი ტიპები. ნეტა ცხოვრებაში თუ იყენებს მეც მინდა სულ მცირე ერთი ილეთი მაინც შევძლო კოჭლი სამიანის დონეზე
ციტატა
შეგიძლიათ გააკეთოთ ქვემოთ მოცემული ვარჯიში (საზურგეებიანი ორი სკამის მეშვეობითაც კეთდება ვარჯიში საკმაოდ კარგად),
მმმ, ვცდი ამ საღამოს სახლში
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 5 2010, 01:33 PM
ციტატა
ბევრი რამ ზღაპარივით ჩანს, მაგრამ საინტრესოა
90% ზღაპარია, მაგ ილეთებიდან 3-4 თუ იქნება პრაქტიკული
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2010, 12:04 AM
ძირითადში ყველა საბაზო ვარჯიში, რომელიც პასუხისმგებელია მკერდის კუნთებზე უკვე განხილულია. ახლა მინდა გადავიდე წელის ვარჯიშებზე.
ერთერტი მთავარი ვარჯიშია ე.წ. ბაკავიკის ვარჯიში და ზოგადად ვარჯიში წელის თითქმის ყველა კუნთისა.
აიღეთ განტელი და გააკეთეთ ისე, როგორც ნაჩვენებია ვიდეოზე (დაწკაპუნეთ). http://radikal.ru/F/s16.radikal.ru/i191/1006/e4/9f42192a1a8b.gif.html მცირე განმარტება: ამ ვარჯიშისას აუცილებელია სპეციალური ქამარი (რომლის შეძენა შეიზლება ნებისმიერ სპორტულ მაღაზიაში - იკითხეთ შტანგისტების ქამარი) წელზე, რომ არ მიიღოთ ხერხემლის ტრამვა. ამას გარდა პოზა ვარჯიშისა არის ისეთი, რომ კუდუსუნი უნდა გაბზიკოთ უკან, რათა კიდევ უფრო შეამციროთ ტრამვირების შანსი. დაიმახსოვრეთ - ასეთი პოზა არის უპირობოდ შესასრულებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მალების ტრამვა მიიღოთ. ერთი ხელით რომ მორჩებით, მეორეზე გადადით, შემდეგ დაისვენეთ 1-2 წუთი და ისევ გაიმეორეთ.
სისტემა არის შემდეგი: 15,10,8,6
ამ დროს მუშავდება შემდეგი კუნთები: http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 8 2010, 10:04 AM
გადასარევი თემაა
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2010, 10:51 AM
განტვირთვა ყველას უნდა მამენტ
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2010, 12:16 PM
კანუდოსელი
ციტატა
რა იყო, არავის აინტერესებს სპორტი?
რამე დაწერეთ, ან დამცხეთ, ან რამე
მე მაინტერესებს და მოყვარულის დონეზე მივსდევ კიდეც (თუმცა არა შენნაირი ინტენსივობით)
რაც დაწერე ვიცი და თუ გინდა ტაშს დაგიკრავ
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 8 2010, 12:23 PM
ციტატა
(საზურგეებიანი ორი სკამის მეშვეობითაც კეთდება ვარჯიში საკმაოდ კარგად),
კანუდოს, ასე ვცადე და კინაღამ მოვკვდი თავიდან
ორჯერ ძლივს ავიწიე.. მაგრამ ვაგრძელებ მაინც, იქნებ როდისმე 5მდე გავზარდო : )
ციტატა
ერთერტი მთავარი ვარჯიშია ე.წ. ბაკავიკის ვარჯიში და ზოგადად ვარჯიში წელის თითქმის ყველა კუნთისა.
ამასაც ვცდი
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2010, 12:26 PM
ციტატა(კანონისტი @ Jun 8 2010, 12:16 PM)
რაც დაწერე ვიცი და თუ გინდა ტაშს დაგიკრავ
ტაში არა...უფრო ჩხუბს ვარ მიჩვეული, ამიტომ აჯობებს სადმე რამე გამიკრიტიკო, ეგრე უფრო ნავაროჩენი თემა იქნება...თან პახოდუ ძველი დრო გავიხსენოთ, მე რომ აზრებს სისულელედ გირაცხდი და შენ ბანით მემუქრებოდი
ციტატა(ქევანა @ Jun 8 2010, 12:23 PM)
კანუდოს, ასე ვცადე და კინაღამ მოვკვდი თავიდან
ორჯერ ძლივს ავიწიე.. მაგრამ ვაგრძელებ მაინც, იქნებ როდისმე 5მდე გავზარდო : ) ამასაც ვცდი
ფეხები ოდნავ მოკეცე თუ არა? თუ ფეხები გაშლილია უფრო რთულია და თან არასწორიც...რაც უფრო მკეცავ ფეხებს უფრო გაადვილდება და ჩაატარებ სწორადაც
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2010, 12:27 PM
კანუდოსელი ეხლა შენ თუ სპარინგ-პარტნიორს ეძებ, გეთქვა თავიდან
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2010, 12:28 PM
ციტატა(ქევანა @ Jun 8 2010, 12:23 PM)
ამასაც ვცდი
მარა, ბაკავიკები რად გინდა გოგო?
კანონისტი
ციტატა
ეხლა შენ თუ სპარინგ-პარტნიორს ეძებ, გეთქვა თავიდან
ნუ გარკვეულწილად....სვანივით მოვიწყინე
პ.ს. ისე, პარტნიორობას მიწევს ხოლმე ლაზარე...როცა განტელების აწევა მიჭირს, ის დგება უკან და მეხმარება
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 8 2010, 12:29 PM
კანუდოსელი
კანონისტი
მე მახსოვს კანონისტი მეუბნებოდა სპორტი მოუნანიებელი ცოდვააო და მართლმადიდებელმა სხეულს საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღებაო
ეს ის დრო იყო, ფუნდამენტალზმი რომ ყვაოდა
ისე კაცს ზომიერი წვერი უნდა ქონდეს, ზომიერი ღიპი და ხევსურული ქუდი უნდა ეხუროს
კარგია სპორტი და ისევ ამოვარდნილი ვარ ფორმიდან. უნდა ვივარჯიშოთ
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 8 2010, 12:29 PM
ციტატა
ფეხები ოდნავ მოკეცე თუ არა?
კი მოვკეცე. ძირითადად მკლავები მტკიოდა. ნუ, როგორც სურათიდან ჩანს, მკლავები უნდა იყოს უძრავად და მხრით ჩავიზნიქო, ხოდა, მაინც მკლავები მტკივა :დ
ციტატა
მარა, ბაკავიკები რად გინდა გოგო?
შემრცხვა
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2010, 12:30 PM
ციტატა(Giorgi- @ Jun 8 2010, 12:29 PM)
მე მახსოვს კანონისტი მეუბნებოდა სპორტი მოუნანიებელი ცოდვააო და მართლმადიდებელმა სხეულს საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღებაო
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 8 2010, 12:32 PM
უფრო რად მინდა იცი, კომპიუტერთან დიდხანს რომ ვზივარ, სხეულის ყველა ნაწილი მიბუჟდება საშინლად
ფიზიკური ვარჯიში მინდა, თორე მოკვდი და ეგაა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2010, 12:33 PM
კანუდოსელი ეგ ის დრო იყო ძილ-ბურანში მიცემული ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად (!!) გიორგი რომ "ძილსა შინა დაცემის" ლოცვებს კითხულობდა ვარდების რევოლუციის დღეებში
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2010, 12:33 PM
ქევანა ტრიცეფსის კუნთი გაქვს სუსტი...აი ეს გააკეთე: აიღე ორი განტელი, დაწექი ჰორიზონტალურ ზედაპირზე და გაიმეორე ეგ მოძრაობები.
http://www.radikal.ru
სისტემა ასეთია: 10,8,8,6
ასევე ძალიან კარგი ვარჯიშია ტრიცეფსის გასამაგრებლად აი ეს:
http://www.radikal.ru ამ ტიპს ბლინი უდევს ფეხებზე წონის გასაზრდელად...ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ
სისტემა: 10,10,10,10 ან 8,8,8,8
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 8 2010, 12:36 PM
კარგი თემაა!
მე, როგორც ძველი ნასპორტსმენალი და ნაიმნაირევი, გარკვეულ რცევებს დავწერ
დილით სირბილი არ ვარგა, თუ მაინც გინდათ მინიმუმ 30 წუთიანი მოთელვა უნდა გააკეთოთ რომ ორგანიზმი კარგად გამოფხიზლდეს, თუმცა არ მინახავს ადამიანი რომელიც თუნდაც 1 თვის განმავლობაში ყოველ დღე დარბოდეს. აუცილებლად გადაირლება ორგანიძმი და ჩვენი დილით სირბილი წელიწადში 2–3 კვირას ვერ გაცდება
დილით კარგია გაწელვითი ვარჯიშები, მუცლის პრესი სხვადასხვა სახის აზიდვები, ძუნძულით სირბილს კიდევ არაუშავს
სამაგიეროდ საღამოს სირბილი გადასარევია
ვისაც გახდომა უნდა ვარჯიშის შემდეგ 2 საათი არ უნდა ჭამოს, რომ დახარჯული კალორიები მართლმადიდებლური ზომიერი ღიპიდან დაიხარჯოს
ვერ მივესალმები სიმძიმეებით ვარჯიშს, რადგან მოუქნელობას და დამძიმებას იწვევს
თუმცა არსებობს ჰანტელებით სწრაფი მოძრაობები და ვისაც დააინტერესებს ცალკე ვესაუბრები
კარგია ცურვა, სირბილი, ღერძე აწევა, ე.წ. "აჯიმანია"– ატაცი. შპაგატი და გაწელვები. მუცლის პრესი დღეში რამდენჯერმე
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 8 2010, 12:45 PM
ხუმრობა იქეთ იყოს და პირველი რომელი ვარჯიშით ჯობია დავიწყო?
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 8 2010, 12:45 PM
კანონისტი
ციტატა
ეგ ის დრო იყო ძილ-ბურანში მიცემული ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად (!!) გიორგი რომ "ძილსა შინა დაცემის" ლოცვებს კითხულობდა ვარდების რევოლუციის დღეებში
ძილსა შინა დაცემა ერისა კაცისა, ესეიგი კაცი რომ ძილად მივარდება (გადატანითი მნიშვნელობით და შემოლაწუნება/შემოძახება რომ უნდა)
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2010, 12:57 PM
ციტატა(ikanosi @ Jun 8 2010, 12:45 PM)
ხუმრობა იქეთ იყოს და პირველი რომელი ვარჯიშით ჯობია დავიწყო?
ეს დამოკიდებულია შენს პრიორიტეტზე, ანუ რა გინდა რომ განივითარო.
ზოგადად სისტემა იყოფა სამ ნაწილად:
ტანის კუნთების ხელის კუნთების და ფეხის კუნთების ვარჯიშები
რომელსაც აძლევ პრიორიტეტს, ის უნდა ჭარბობდეს შენს სისტემაში
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 8 2010, 01:00 PM
კანუდოსელი
ციტატა
ფეხის კუნთების ვარჯიშებ
ამით დავიწყებ რა უნდა გავაკეთო?
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 8 2010, 01:12 PM
Giorgi-
ციტატა
არ მინახავს ადამიანი რომელიც თუნდაც 1 თვის განმავლობაში ყოველ დღე დარბოდეს. აუცილებლად გადაირლება ორგანიძმი და ჩვენი დილით სირბილი წელიწადში 2–3 კვირას ვერ გაცდება
მამაჩემი უკვე 18 წელია დარბის ყოველ დილით, 6 საათზე და კაჟივით არის, არაფერი აწუხებს საერთოდ, ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის გარდა
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 8 2010, 02:40 PM
terra
ციტატა
ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის გარდა
გადაღლილა უკვე
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 8 2010, 02:51 PM
ციტატა(Giorgi- @ Jun 8 2010, 02:40 PM)
terra გადაღლილა უკვე
ფაიზაღი
ციტატა(კანუდოსელი @ May 30 2010, 01:36 PM)
რამე დაწერეთ, ან დამცხეთ, ან რამე
რახან დაბეჯითებით ითხოვ
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 8 2010, 05:56 PM
ციტატა(ikanosi @ Jun 8 2010, 01:00 PM)
კანუდოსელი
ამით დავიწყებ რა უნდა გავაკეთო?
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 8 2010, 06:01 PM
ikanosi
ჩაგერთვებით, ბოდიშის მოხდით. ფეხების მუსკულატურის განსავითარებლად, სირბილიც საკმარისია და ცურვაც. არაა აუცილებელი მძიმე წონებით დატვირთვა. ჯობია ტორსის განვიტარებაზე იზრუნო, რაც კაცს კაცურ ფორმას აძლევს და სიძლიერეს. მკერდი, ბაკავიკები, მხრები, მკლავები და პრესი.
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 8 2010, 06:05 PM
კარგი "ღიპი"-ს დაგდებით ვიწყებთ
რა უნდა ვქნა? ახლა არ მითხრათ ირბინეო სავარჯიშოებს ველოდები
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 8 2010, 06:44 PM
.zakaria.
ძმაო, რეებს უქადაგებ ბავშვს პატარაა მაი ჯერ და ცოლის მოყვანაც ადრეა მაგისთვის.
ikanosi
პრესის ვარჯიშები აკეთე ქანცის გაწყვეტამდე. დღეში რამდენჯერმე. პრესი იტანს დიდ დატვირთვას.
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 8 2010, 06:49 PM
ციტატა(terra @ Jun 8 2010, 06:44 PM)
.zakaria.
ძმაო, რეებს უქადაგებ ბავშვს პატარაა მაი ჯერ და ცოლის მოყვანაც ადრეა მაგისთვის.
არა რას ვუქადაგებ რომელი მამო მევარ,უბრალოდ სირბილი არმინდაო და ვურჩიე ვარჯიში რომელიც სასიამოვნო გასაკეთებელიცაა და შეგეგიცააქ,რა არმეთანხმები?? და ბავშვი როა ეგეც არვიცოდი.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 8 2010, 07:24 PM
მაგრამ ერთი კია...უნდა შეათავსო სწორ კვებას...მოკლედ უნდა ჭამო ხშირად და ცოტ ცოტა და არა კალლორიული
ჭამა აამუშავებს ქონის დაწვის მექანიზმს, დიდი სიხშირე - ამ მდგომარეობას თითქმის უწყვეტს გახდის, კალორიების სიმცირე - დამწვარ ცხიმებს არ დააბრუნებს უკან
რაციონში გაზარდე სალათები ძმრით - თან ვაშლის ძმრით
ეს და მორჩა? თუ მოვკვდი რად მინდა
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 9 2010, 11:07 AM
ციტატა(ikanosi @ Jun 8 2010, 08:03 PM)
ეს და მორჩა? თუ მოვკვდი რად მინდა
არა, რატომ?! სიკვდილის მოახლოვებას იგრძნობ თუ არა, ეგრევე შეწყვიტე ვარჯიში და დაისვენე
პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jun 9 2010, 11:56 AM
რავი ჩაქოლვა რატომ, კარგი თემაა : )) სპორტი თავდაცვისთვის გამსაყენებლად არვიცი, მარა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მითუმეტეს უმეტესობას მჯდომარე სამუშაო აქვს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის მოვალეობაა საკუთარი თავის, სხვების წინაშეც ერთი რომ ცუდადაა მთელი ახლობლები წყვეტენ სრულფასოვან ცხოვრებას ..
მე ზარმაცი ვარ, მამაა გიჟი ყველა სპორტის სახეობა მისდევს, ადრე ცურვზე და ჩოგბურთზე მაძალებდა, დასასვენებლად თუ მასთან ერთად წავედი მეთქი ეხლა მაინც დავიძინო თორმეტამდე - ექვსზე უკვე სპორტულებით დარბის 'ადე ვირბინოთ' 'ადე ვიცურავოთ მერე დაცხება' და ასე : ))
ცურვა ვფიქრობ ყველა კუნთს ავარჯიშებს და ყველაზე სასარგებლოა ან რაღაც კომპლექსური ვარჯიშები და ცოტცოტა შეიძლება
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 10 2010, 11:14 AM
ვეთანხმები ხელმძღვანელ - ამხანაგებს. პრესი იტანს დიდ დატვირთვას და ალბათ ერთადერთია რომელსაც მოთელვა არ სჭშირდება. პრესი უნდა ვაკეთოთ დრეში რამდენჯერმე სხვადასხვანაირი მიმართულებით. მაგალითად დილით, საღამოს, ან დილით უადღეს საღამოს, ან დილით და საღამოს 2-3-ჯერ
თითო "სეანსი" 100 ერთეულს უნდა აღემატებოდეს,
ვისაც მუცლის ქონის გამოშრობა უნდა თავს უკან ჰანტელი და რაიმე სიმძიმე არ უნდა დაიდოს. მხოლოდ ზიმძიმეების გარეშე ვარჯიშითაა შესაძლებელი გამოშრობა
ჰანტელები კარგია ხელის კუნთებისთვის, ტონუსისთვის, გულის კუნთისთვის
ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ:
ნებისმიერი ვარჯიშის შემდეგ რომელ კუნთზეც გვქონდა აქცენტი, აუცილებლად უნდა გაიჭიმოს ის ადგილი, მაგალიტად მუცლის პრესის შემდეგ აუცილებლად "ხიდზე" უნდა გადავიდეთ და მუცლის კუნთები გავჭიმოთ
სირბილის და ჩაჯდომების შემდეგ ფეხის კუნთები უნდა გავჭიმოთ მსუბუქ ტკივილამდე
ამ გზით ტანის გარდა მოქნილობა შეგემატებათ, სხვანაირად კი სიტლანქე და დამძიმება
ვერცერთი ვარჯიში ვერ იქნება სრულყოფილი თუ კვირაში რამდენჯერმე 4-5 კმ მსუბუქი სირბილი არ დაახმარეთ.
სირბილი პირველ ადგილზეა
მეორეზეა ველოსიპედი, მაგრამ "კაცური" არ არის, თვალებს გამოგაყოლებენ დუქნების ფანჯრებიდან ცხიმიანტუჩებიანი რაინდები, მოცლია ამხელა კაცსო
ერთხელ წავიკიტხე, რომ ცურვა რაც არ უნდა გაგვიკვირდეს მესამე ადგილზეა. თუმცა შეუდარებელია. თუ გავითვალისწინებთ რომ ოჯახის 2 წევრი მაინც ბასეინზე დადიხართ კვირაში სამჯერ მაგ ფასად ყოველ თვე კარგი რესტორნის დახურვა შეიძლება თავისი ყველაფრით
მე ცურვას გირჩევთ ყოველ სეზონზე 1 თვე, მთელი წელი მაინც არავინ დადის. ოღონდ რამდენად დაზღვეულები ხართ სოკოვანი დაავადებებისგან არ ვიცი.
გუშინ საღამოს იპოდრომზე ვიყავი. 1.8 კმ-ა ერთი წრე, არც აღმართი არც დაღმართი, ხალხი ვარჯიშობს გვიანობამდე, მოკლედ იდეალური ადგილია სარბენად და ტანის მსუბუქი ვარჯიშისთვის. აქამდე მხოლოდ კუს ტბაზე დავდიოდი მაგრამ იპოდრომი უკეთესია რაღაც მომენტში
ასევე ძალიან კარგი ადგილია "ჯანმრთელობის ბილიკები", ვაკიდ პარკშია, მაგრამ ბევრმა არ იცის. 750 მ-ა ერთი წრე, ვარდების რევოლუციამდე საღამოობით ვარჯიში ცოტა ჭირდა, აღვირახსნილი ახალგაზრდები ისხდნენ და უსირცხვილოდ ტუჩებში კოცნიდნენ ერთმანეთს , მაგრამ ახლა ხალხი ვარჯიშობს
ჰო და კიდევ ერთი იდეა მაქვს:
ფორუმელები და სამაგალითო ხალხი შევიკრიბოთ კვირაში თუნდაც ერთი დღე მაგალითად იპოდრომზე და ჯგუფური სირბილი მოვაწყოთ
ტერას მამისგან განსხვავებით თუ სწორად ვივარჯიშებთ და არ გადავიღლებით ყველაფერი ლამაზად მოგვეჩვენება და არც ამ ქვეყნის უსამართობაზე ვიდარდებთ დიდად
აბა ვინ წამოვა სარბენად?
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 10 2010, 11:28 AM
ციტატა
აგალიტად მუცლის პრესის შემდეგ აუცილებლად "ხიდზე" უნდა გადავიდეთ
ხიდის გაკეთება ძნელია : (
უბრალო რაღაც მინდოდა: წინა მხარეს დახრით ხელის გულებით იატაკს მივწვდენოდი (ცხადია მუხლის მოხრის გარეშე), და თითების წვერებით მივწვდი, მერე რამდენჯერმე ვცადე და თითების ფალანგებამდე გავზარდე, მაგრამ საკმარისია ერთი დღე გამეცდინა, რომ ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდი : )
მუცლის პრესის ვარჯიშის მერე იქნებ სირბილი ჯობდეს?
ციტატა
ფორუმელები და სამაგალითო ხალხი შევიკრიბოთ კვირაში თუნდაც ერთი დღე მაგალითად იპოდრომზე და ჯგუფური სირბილი მოვაწყოთ
კარგი იდეაა, მომხრე ვარ
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 10 2010, 11:37 AM
ქევანა
ციტატა
ხიდის გაკეთება ძნელია : (
უამრავი რამ არსებობს ხიდის გარდა პრესის გასაჭიმად, ეგ არ არის პრობლემა
ციტატა
საკმარისია ერთი დღე გამეცდინა, რომ ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდი
ბუნებრივია, მყესები და კუნთები იმ მომენტში იწელება, თუმცა რაღაც დროის შემდეგ უფრო ელასტიური ხდება და აღარ გაგიჭირდება
ციტატა
მუცლის პრესის ვარჯიშის მერე იქნებ სირბილი ჯობდეს?
სირბილი ყოველთვის კარგია, მერეც და მანამდეც, თან სირბილის უამრავი ვარიანტია. ერთ წრეს როცა ვარტყამთ ყველანაირ სირბილს მოვიცავთ
ძუნძული სწრაფი სირბილი ისევ ძუნძული გვერდულად სირბილი უკან სირბილი ტრიალით სირბილი
ყოველ რაღაც მონაკვეთში ე.წ. "აჯიმანია"
უბრალოდ დილით ასეთი დატვირთვა არ შეიძლება
სირბილი არეგულირებს წონას, ანუ ზუსტ წონაზე აყენებს ადამიანს
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 10 2010, 12:50 PM
ქევანა
ციტატა
ხიდის გაკეთება ძნელია : (
უზურგო სკამზე დაჯექი, ფეხები ლოგინის ქვეშ ამოსდე და ისე ეცადე უკან გადაწევა, ოღონდ ფრთხილად, სკამი არ დაცურდეს და არ გადაყირავდე
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 10 2010, 01:28 PM
აქ რამოდენჯერმე გაიჟღერა მართლმადიდებლური ღიპიო.
რას ნიშნავს ეს? განა შეიძლება ღიპი იყოს მართლმადიდებლური, პროტენსტანტული, ბაპტისტური ან მუსულმანური?
ყველაზე კარგი ვარჯიში არის დიდი მეტანიები, როგორც ისიქასტელი მამები აკეთებენ დღეში 5000. ყველა კუნთი ვარჯიშობს. ლოცვა და შრომა. ლოცვა და მეტანიები. სასწაულ სულიერ და ფიზიკურ ფორმაში ჩადგება მოღვაწე.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 10 2010, 01:56 PM
ციტატა(Amuza @ Jun 10 2010, 01:28 PM)
ყველაზე კარგი ვარჯიში არის დიდი მეტანიები, როგორც ისიქასტელი მამები აკეთებენ დღეში 5000.
ეს რომ ისიქაზმის სისტემატიზატორს - გრიგოლ პალამას გაეგო, ანათემას გადაგცემდათ
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 10 2010, 02:10 PM
მისტიკური მედიტაცია, სუნთქვის მოწესრიგებულობა, იესოს ლოცვის მრავალჯერადი გამეორება, დროული გალობა, მეტანიები ეს ყოველივე ის არის რაც ადამიანს სრულყოფის უმაღლეს საფეხურზე აიყვანს, უდიდეს სიხარულს და ნეტარებას განაცდევინებს.
ამ ყოველივეს შემსრულებელი იცოცხლებს დიდხანს, სულიერ სიმშვიდეში, ზედმეტი წონის და სულიერი ტვირთის გარეშე.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 10 2010, 06:32 PM
ხუმრობ ამუზ?
მართლმადიდებლური ღიპი რას ნიშნავს და მე და შენ რომ გვაქვს, იერი კიდევ ზომიერად ფერ–ხორციანი...
მოკლედ არ მოვაწყოთ ჯგუფური სირბილი? ძაან სახალისო იქნებოდა
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 10 2010, 06:42 PM
k@the
ციტატა
უზურგო სკამზე დაჯექი, ფეხები ლოგინის ქვეშ ამოსდე და ისე ეცადე უკან გადაწევა, ოღონდ ფრთხილად, სკამი არ დაცურდეს და არ გადაყირავდე
უფრო მარტივი არის ე.წ "სეზანი". მუხლებზე ვდგებით, შემდეგ ვჯდებით წვივებზე და უკან გადავწევთ ტანს, თან მუცელს მაქსიმალურად ამოვბერავთ. ვისაც ღიპი გვაქვს ამობერვა არ არის საჭირო
რთული არაფერი არ არის.
ჩვენნაირი პროგრესული ხალხი შპაგატშიც თავისუფლად უნდა ჯდებოდეს
მოკლედ აქცენტი გააკეთეთ წონის რეგულირებაზე, სხეულის გამკვივებაზე და კუნტების მოქნილობაზე, სხვა შემთხვევაში ძმები ჩიკვაიძეებივით ჩაკუნთულები, ტლანქები და ჯეჯგვები იქნებით
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 11 2010, 10:05 PM
Giorgi- ყოჩაღ გიოჯან...მაგრად მიგყავს თემა
პ.ს. დღეს ბოლი ავადინე ასფალტს იმდენი ვირბინე პ.პ.ს. მე ერთი დღე წონები მაქვს (ძალოსნობის სისტემა), მეორე დღე განტვირთვა(ნუ, პირობითია, თორე რაც მე დღეს მომივიდა განტვირთვა არაა ) ანუ სირბილი
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 12 2010, 10:51 PM
კანუდოსელი
ციტატა
ყოჩაღ გიოჯან...მაგრად მიგყავს თემა
რას ამბობ კანუდოს, ამათ ისევ ცოდვა გონიათ ვარჯიში ვერავინ ავიკოლიეთ ხომ ხედავ?
მართლმადიდებლებს უყვართ წმინდა ადგილების მოლოცვა და ქართული რესტორნები ამავე თანმიმდევრობით
ციტატა
დღეს ბოლი ავადინე ასფალტს იმდენი ვირბინე
ჰო, სირბილი შეუდარებელია, მაგრამ რაღაც პულსის ამბები არ მახსოვს კარგად. რამდენზე უნდა "ავუშვა"? როცა ფორმაში ჩადგები პულსი დასვენებულზე, არასპორტულ მდგომაერეობაში რაღაც ნორმაზე ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს, როგორც ვიცი რაც უფრო ნელია მით უკეთესია. ჰოდა რაღაცნაირად არეგულირებენ ვარჯიშებით
დაბალი და ძლიერი პულსი სიმშვიდეს და ნეტარებას ნიშნავსო მსმენია ხომ ვერ დაწერ ამ საკითხზე რამეს?
თქვენ კიდევ, ხალხნო, დაარღვიეთ ერთხელ ურბენლობის აღთქმა, და სახმართმოყვარეობაში ჩავარდით - შეიძინეთ 5 ლარიანი კეტები. ერთად გავაკაჟოთ სხეული თუნდაც კვირაში ერთი დღე და ხორცზე ზრუნვის ცოდვა გვექნება ჩასაბარებელი. არ მოგბეზრდათ სულ მუსიკალურ საკრავთა სმენას რომ ინანიებთ ერთხელ არ გაინტერესებთ ვარჯიში როგორია?
ასევე ფეხით გასვლები მოვაწყოთ, ბეთანია, კოჯრის ციხე, უძოს მთა... ზაფხულია და გამოვიყენოთ... ფეხით დიდ მანძილზე სიარული ყველაზე სასარგებლოა ჩვენნაირი ჰამბურგერისტი, კომპიუტერთან მიჯაჭვული ხალხისთვის
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 16 2010, 12:43 PM
ნუ ახლა მე აქტიურად დავკავდი მუცლის პრესის ვარჯიშებით: ახლა კი შემოგთავაზებთ ზოგადად მათ წესებს თუ როგორ უნდა შესრულდეს ვარჯიშები:
მუცლის პრესის სწორი ვარჯიში
იმისათვის რომ სწორად ვივარჯიშოთ, საჭიროა ვიცოდეთ რომელი ვარჯიში, რომელ კუნთს ავარჯიშებს. პრესის ვარჯიშის დროს დატვირთვა მოდის მუცლის არეში მდებარე სამი სახის კუნთზე, მათ ზოგადად მუცლის კუნთები დავარქვათ. ესე სამი ნაწილია – მუცლის სწორი კუნთი, გვერდითი კუნთები და ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები.
წელში მოხრას ჩვენ მუცლის სწორი კუნთის საშუალებით ვახერხებთ, როდესაც ეს კუნთები კარგად არის განვითარებული მათი დატვირთვისას, ეს კუნთები ”კუბიკის” სახეს იღებენ.
მეორე სახის კუნთი, რომელზეც დატვირთვა მოდის ეს არის გვერდითი კუნთები, რომლებიც განლაგებულია მუცლის სწორი კუნთის გვერდით, სტრუქტურით ეს კუნთები ორი შრისგან შედგება, ესენია გარე და შიგნითა. ეს კუნთები უზრუნველყოფს ტანის გვერდით გადახრას, ამ დროს კი ერთ მხარეს კუნთი იკუმშება, ხოლო მეორე მხარეს იშლება.
გვერდითი კუნთების ზემოთ არის ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები, იგი მკერდის კუნთებამდეა ასული და ეს მუცლის კუნთების შემადგენელი მესამე ნაწილია. ეს კუნთები საშუალებას გვაძლევს მოვატრიალოთ ტანი სასურველი მიმართულებით.
აუცილებელია ვიცოდეთ: 1) ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელიც მუცლის პრესის ვარჯიშის დროს ხდება არის ინერციის გამოყენება. სავარჯიშოს ბოლო ფაზაში მოვარჯიშე ხშირად იხმარიებს გაქანებისას წარმოქმნილ ინერციას, იმის მაგივრად რომ დატვირთვა მოვიდეს კუნთზე. ამ შეცდომის აღმოსაფხვრელად საჭიროა ვარჯიში შევასრულოთ ნელი ტემპით, რომ ვიგრძნოთ კუნთის დაჭიმვა.
2) სწორად ვარჯიშისთვის საჭიროა მივხვდეთ, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს კუნთი ვარჯიშის სხვადასხვა ფაზაზე, ასევე ტანის განლაგებაც უნდა ვაკონტროლოთ. დროთა განმავლობაში თავად შეძლებთ, რომ უბრალოდ შეიგრძნოთ ეს ყველაფერი და მიხვდეთ, რომ ყვეაფერს სწორედ აკეთებთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა დაწყებისას ვარჯიში გავწმინდოთ ხარვეზებისგან.
3) პრესის კუნთის მაქსიმალური გავარჯიშებისთვის აუცილებელია სუნთქვის რიტმი გამოიყურებოდეს ასე: დაწყებისას ჩავისუნთქოთ, აწევის დასრულებისას კი სრულიად ამოვისუნთქოთ ჰაერი.
4) იმისათვის, რომ ვარჯიშისას არ დაგვეღალოს კისერი, ხელების თავს უკან წაღებისას, სასურველია კეფა ხელებზე კი არ დავაყრდნოთ, არამედ ხელის თითებზე.
5) პრესს აქვს რთული კუნთოვანი განლაგება, ამიტომ თითოეული კუნთის ვარჯიშისათვის საჭიროა შევასრულოთ სხვადასხვა ვარჯიშები და მოვახდინოთ მათზე დატვირთვის გადანაწილება. ამასთანვე ერთი და იგივე ვარჯიშის დიდი ხნის განმავლობაში შესრულებისას, ორგანიზმი ეჩვევა მას და კუნთი ნელა იზრდება, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღწევად, ზემოთ ხსენებულ ყველაფერთან ერთად, საჭიროა შევცვალოთ ვარჯიშებიც და მოვახდინოთ მათი ჩანაცვლება ახალი ვარჯიშებითაც.
პ.ს შემდეგში ვარჯიშებსაც დავდებ
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 16 2010, 01:12 PM
პირველი ვარჯიში
ვარჯიში განკუთვნილია ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის.
1. დაწექით იატაკზე და მიიღეთ ისეთი მდგომარეობა, როგორიც პირველ სურათზეა ნაჩვენები. ეს გახლავთ საწყისი პოზიცია.
2. კარგი იქნება თუ ტერფებს დაალაგებთ რაიმე მყარი სხეულის ქვეშ, ( მაგ: წონები ) ასე უფრო გაგიადვილდებათ ვარჯიშის შესრულება.
3. აწევისას დაჭიმეთ მუცლის კუნთები და ამოისუნთქეთ.
4. უკან ჩამოსვლისას ჩაისუნთქეთ და თანმიმდევრობით დადეთ იატაკზე, ჯერ ქვედა ზურგი შემდეგ შუა ზურგი და ბოლოს მხრები. აწევისასაც ამ თანმიმდევრობით ხდება ოღონდ პირიქით. ანუ აწევა ჩამოწევისას ზურგი მოხრილ და მუცლის კუნთები დაჭიმულ მდგომარეობაშია. უკეთ გასაგებად იხილეთ ვიდეო.
მოქმედი კუნთები :
ვიდეო:
წყარო:self.ge
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 17 2010, 01:12 PM
ikanosi შენ რა გითხარი, ისევ კანუდოსელი მეგონე
ციტატა
ამ შეცდომის აღმოსაფხვრელად საჭიროა ვარჯიში შევასრულოთ ნელი ტემპით, რომ ვიგრძნოთ კუნთის დაჭიმვა.
ამ ტიპის შეცდომას მეც ხშირად ვუშვებ
ციტატა
და ამოისუნთქეთ.
ციტატა
კან ჩამოსვლისას ჩაისუნთქეთ დ
ვოო, კარგ საკითხს შეეხე, იკანოს სწორი სუნთქვა ვარჯიშის დროს კარგი იქნება თუ კანუდოსელი ამაზეც დაგვიდებს რამე მასალას
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 17 2010, 01:33 PM
ქევანა
სუნთქვა არ არის რთული, ნებისმიერი ვარჯიშის დროს დატვირთვისას უნდა ამოვისუნთქოთ და პირიქით უნდა ჩავისუნთქოთ.
პრესის შემთხვევაში თავი როცა იატაკისკენ მიდის ჩავისუნთქავთ, მუხლებისკენ როდესაც მიდის (პრესი რომ იჭიმება) ამოვისუნთქავთ
ღერძზე აწევის დროს ამოვისუნთქავთ, "ჩამოწევის" დროს ჩავისუნთქავთ
თუმცა კანუდოსელმაც გააკეთოს კომენტარი, მის ნათქვამს მეტი მადლი აქვს მაინც
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 18 2010, 12:12 AM
Giorgi-
მართალი ხარ, არანაირი კომენტი... უბრალოდ,როცა წერ - უნდა ამოისუნთქოსო - უნდა კი არა, ავტომატურად ასე გამოვა...როცა დატვირთვაა, ყველა კუნთი იკუმშება და ეს ეხება მუცლის კუნთებსაც რაც გამოიწვევს ამოსუნთქვას.
მცირე გამონაკლისია სპეციალიზირებული ვარჯიშისას. მაგალითად ძელზე სპეციალიზირებული ვარჯიშია, როცა იწევი ნელა, ჩერდები რამდენიმე წამი აწეულ მდგომარეობაში და მერე ქვემოთ ჩამოდიხარ ისევ ნელა. აქ სუნთქვა ტიპიური ძელზე აზიდვის სისტემის მიხედვით არ ხორციელდება, არამეტ, ვინაიდან აწევაც და ჩამოწევაც დატვირთვაა ამ შემთხვევაში, საჭიროა ორივე დროს ამოვისუნთქოთ და ჩასუნთქვა განვახორციელოთ მაშინ, როცა აღმოვჩნდებით ძელის მაქსიმალურ სიმაღლეზე და ნელა ამოვისუნთქოთ ასევე ნელა ჩამოსვლისას (ბოლომდე რომ ჩამოხვალთ- სწრაფად ჩაისუნთქეთ). ეს ვარჯიში იდენად სპეციალიზირებულია, რომ იშვიათად სრულდება, თუმცა თუ ადამიანს აინტერესებს ბაკავიკების სერიოზული ზრდა, ეს ვარჯიში რაღაც ეტაპზე აუცილებელი ხდება
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 18 2010, 12:58 AM
ვაგრძელებთ მუცლის პრესის ვარჯიშს....
1. დაწექით, გაასწორეთ ფეხები და ხელები წაიღეთ თავს უკან. 2. ერთდროულად აწიეთ ფეხები და ტანი და ხელები მიიტანეთ ფეხებთან. უკეთ გასაგებად იხილეთ ვიდეო.
ვიდეო
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 18 2010, 12:41 PM
/მუცლის პრესის ვარჯიში/ არ არის მთლად ქართველობაზე მორგებული წინადადება,
ჩემი აზრით უნდა ერქვას "ღიპის დასაგდები ვარჯიშები"
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 24 2010, 01:41 AM
კვება ვარჯიშის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ
იმისათვის, რომ გაემართოს სავარჯიშო დარბაზისკენ, ზოგი გულდასმით ემზადება, ამზადებს ყველაფერს, რომ სამსახურის შემდეგ მაშინვე მივიდეს დარბაზში. ზოგისთვის კი ეს უკვე ჩვევად არის ქცეული. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ყველას, ვინც დაკავებულია ფიტნესით, უნდა ვარჯიშიდან შედეგის დანახვა, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ვერანაირად ვერ ხერხდება. ეს აიხსნება იმით, რომ ხშირად ადამიანები ივიწყებენ, რომ აქტიური ცხოვრების რითმის გარდა საჭიროა სწორი კვება.
კვება ვარჯიშის დაწყებამდე
ვარჯიშის დაწყებამდე უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც შეიცავს ცილებს და ნახშირწყლებს და რაციონიდან გამოვრიცხოთ ცხიმი.
ნახშირწყლების მიღება ვარჯიშის დაწყებამდე უზრუნველყოფს ტვინის და კუნთების ენერგიით მომარაგებას. თუ სხეულში ბევრი ცხიმია, ჟანგბადის დეფიციტის გამო ის ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის ენერგიის გადაცემას.
ცილა, ვარჯიშამდე მიღების შემთხვევაში, გახდება წყარო ამინომჟავებისა და არა ენერგიისა. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ კი ცილების სინთეზი კუნთებში საგრძნობლად გაიზრდება.
ცხიმი კი უნდა გამოვრიცხოთ ვარჯიშამდე, რადგან იგი ხელს უშლის კუჭის მუშაობას და ანელებს საკვების გადამუშავების პროცესს. საქმე იმაშია რომ კუჭში ცხიმიანი საკვები იმყოფება დიდი ხანი და შეიძლება გულისრევის მიზეზიც გახდეს.
მაგალითისთვის კარგია ვარჯიშის დაწყებამდე მიირთვათ ბიფშტექსი კარტოფილთან, ფრინველის ხორცი ბრინჯთან ან ომლეტი. ამასთანავე არ არის აუცილებელი იმდენი შეჭამოთ, რომ შემდეგ ვეღარ იმოძრავოთ.
სასურველია ვარჯიშის დაწყებამდე მიიღოთ მაგარი შავი ან მწვანე ჩაი. რაც დაგეხმარებათ იმ ნივთიერებების გამომუშავებაში, რომლებიც მობილიზებას უკეთებენ ცხიმს ცხიმოვანი უჯრედებიდან, რომ შემდგომ გამოვიყენოთ იგი როგორც საწვავი ვარჯიშის დროს. ასეთ შემთხვევაში ვარჯიშის დროს დაწვავთ უფრო მეტ ცხიმს.
სითხის მიღება ვარჯიშის დროს ვარჯიშის დროს მთავარია არ დაგვავიწყდეს სითხის მიღება. თუ ამ დროს იგრძენით წყურვილი, დაღლა, მადის მოშლა, თავბრუსხვევა, პირის ღრუს და ტუჩების სიმშრალე, შეაჩერეთ ვარჯიში და მიიღეთ სითხე.
სითხის მიღების რეჟიმი მგდომარეობს შემდეგში: ვარჯიშის დაწყებამდე უნდა მიიღოთ 1 ჭიქა წყალი და ყოველ 15–20 წუთში მოსვათ ცოტ–ცოტა. სასურველია ვარჯიშის დროს მიიღოთ ვიტამინების შემცველი ხილის წვენები. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ხართ გადაღლილი და გული აჩქარებული გაქვთ, აუცილებელია ჯერ დაისვენოთ და შემდეგ მიიღოთ სითხე.
კვება ვარჯიშის შემდეგ
ვარჯიშის შემდეგ სასურველია მიიღოთ საკვები პირველ 20 წუთში. თუ ვაჯიშის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არაფერს არ შევჭამთ ვარჯიში დაკარგავს აზრს. რადგან ამ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ დაწვავთ ცოტა ცხიმს, კუნთს კი ძალიან მცირე სარგებელი ექნება.
ვარჯიშის შემდეგ კარგია თუ მიიღებთ ისევ ცილებს და ნახშირწყლებს. ის, რაცას ვარჯიშის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში მიირთმევთ, წაადგება კუნთის მასის ზრდას და კუნთის აღდგენას, ცხიმში კი საკვების არც ერთი კალორია არ წავა.
ვარჯიშის შემდეგ, 2 საათის განმავლობაში, სასურველია არ მიიღოთ შოკოლადი, ყავა, ჩაი და კაკაო – საკვები რომელიც შეიცავს კოფეინს.
წყარო:self.ge
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 10 2011, 04:41 PM
არ გამოვაცოცხლოთ ეს თემა?
პირადად მე მაინტერესებს როგორ ვარჯიშობენ მძლეოსნები
მძლეოსნობა (athletics) რამდენიმე სპორტის ერთობლიობა (სირბლილი, ბარიერებზე გადახტომა და ა.შ.)
მე, როგოც ვხვდები ეს სპორტი იდეალური უნდა იყოს ჩვენნაირი მოყვარულებისათვის რადგან ჩემი დაკვირვებით მძლეოსნები
1. ძალიან მოქნილები არიან 2. ძალიან ლამაზი აღნაგობა აქვთ 3. ჩემთვის ყველაზე მთავარი- არ აქვთ უზომოდ დაკუნთული სხეული, ანუ არ მუშაობენ მასის გაზრდაზე
ჰოდა სწორედ ამიტომ დავინტერესდი მათი ვარჯიშების სისტემით
ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია ზოგადად ვარჯიშზე, თუმცა რთულია გაიგო, თუ სად გადის ზღვარი ბოდიბილდინგსა და "ვარჯიშს" შორის
თითქოს ფიტნესი, ცხოვრების ჯანსაღ წესს, სხეულის ფორმაზე მუშაობას უნდა ნიშნავდეს, თუმცა იუთუბში ინსტრუქტორების მონოლოგს თუ ვუყურებთ 90% ძალიან დიდი და ტლანქი, სპორტმენისთვის შეუფერებელი აღნაგობით გამოირჩევა
სად ხარ კანუდოს, დავიწყოთ თავიდან
თორემ გაზაფხულს ტრადიციული ქართველებივით ქამარზე ღიპგადმოგდებულები შევხვდებით
არაფერს ვამბობ აერობიკაზე - მხოლოდ ვაჟკაცური სპორტის სახეობები და დანარცენები ნელნელა შევაპაროთ
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 29 2011, 12:32 PM
ციტატა
ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია ზოგადად ვარჯიშზე, თუმცა რთულია გაიგო, თუ სად გადის ზღვარი ბოდიბილდინგსა და "ვარჯიშს" შორის
თუკი ვინმე დაინტერესებულია აღმოსავლური ორთაბრძოლებით, მე მათ "ნინძუცუს" ვურჩევდი. ეს არის ერთ-ერთი უდიადესი ხელოვნება, უმაღლესი პოტენციების გამოვლინება.
"ნინძუცუში" არ ისწავლება მხოლოდამხოლოდ მოწინააღმდეგის გამკლავება და ფიზიკური ვარჯიში; აქ უპირველესი ზნეობა და ადამიანური ღირსებაა. უდიდესი ყურადღება ექცევა უფროსისადმი პატივისცემას, სენსეის მორჩილებას, სუსტის დაცვასა და ძლიერის გამკლავებას.
ყველაზე უპირველესი და მთავარი ამ ხელოვნებაში არის გონების კონცენტრაცია, გონების სწორად წარმართვა და გამოყენება. ეს ფიზიკურ ძალაზე ბევრად უპირველესია. აქ შეისწავლება ადამიანი, მოწინააღმდეგის ფსიქოლოგია, მაზსე გონებით, ფსიქოლოგიურად მოქმედება და რაც მთავარია ყველაზე ძლიერი საბრძოლო ხელოვნება.
2009 წელს მე გავაკეთე ვიდეო, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება და ვეცადე, რომ მოკლედ გადმომეცა ნინძების ვარჯიში და გარკვეული შესაძლებლობები. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია ჩემს დარბაზში და იქ, სადაც უმეტესწილად ვვარჯიშობთ. ვიდეოში მეც რამდენიმე ადგილას ვჩანვარ...
დიდ პატივს დამდებთ თუკი უყურებთ. დაახლოებით 3 წუთს გრძელდება.
კიდევ ათამდე ვიდეო მაქვს გაკეთებული ჩვენ შესახებ, მთვარი სათქმელი კი ამაშია.
პირველ რიგში გეტყვი ვახო,რომ ძალიან მაგარია(მართალია არ ვიცი რომელი იყავი მარა მაინც) შემდეგ იმას,რომ ეღთი ახლობელი მყავს,ისიც საზღვარგარეთ იყო რომლიღაც ნინძის სკოლაში დიდი ხნის განმალობაში(მართლა არ ვიცი რომელი ხელოვნების მიმდევარია კონკრეტულად) ხოდა არ შეიძლება იყო მანდ,ისწავლო ეგ ხელოვნება ოღონდ მართლმადიდებელი იყო და არა ბუდისტი?
NINJA - ნინძა მალადეც ვახტანგ, მალადეც ძაან მაგარი ხარ. მაინც ვერ ვიჯერებ ასე მაგრად როგორ შეისწავლე ეს ხელოვნება, ფაქტიურად დაფრინავ უკვე.
მეორე ვიდეოში ხო საერთოდ ბრწყინავ ერთი ეს მითხარი, მანდ ვიღაც ბზრიალა ბასრ დანებს რომ გესვრის ( თუ არ ვიცი რა ქვია), ნაღდია? დადებითი პასუხის შემთხვევაში გადავირევი
A.V.M
ციტატა
არ ვიცი რომელი იყავი
მეორე ვიდეოში ხმალს რომ ატრიალებს, სალტოებს რომ აკეთებს ეგაა. სულ ეგ ჩანს.
პირველ რიგში გეტყვი ვახო,რომ ძალიან მაგარია(მართალია არ ვიცი რომელი იყავი მარა მაინც)
მადლობა, გაიხარე მეორე ვიდეოში ხმალს რომ ატრალებს ვიღაცა, ის ვარ
ციტატა
შემდეგ იმას,რომ ეღთი ახლობელი მყავს,ისიც საზღვარგარეთ იყო რომლიღაც ნინძის სკოლაში დიდი ხნის განმალობაში(მართლა არ ვიცი რომელი ხელოვნების მიმდევარია კონკრეტულად)
მართლა? საინტერესოა... ზუსტად არ იცი?
ციტატა
ხოდა არ შეიძლება იყო მანდ,ისწავლო ეგ ხელოვნება ოღონდ მართლმადიდებელი იყო და არა ბუდისტი?
ასე რატომ ამბობ მე ვერ ვხედავ პრობლემას იყო ან მართლმადიდებელი, ან ბუდისტი.
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ერთი ეს მითხარი, მანდ ვიღაც ბზრიალა ბასრ დანებს რომ გესვრის ( თუ არ ვიცი რა ქვია), ნაღდია?
კი, ნაღდია მაგის სწავლას 7 წელი მოვანდომე, რომ პრაქტიკაში გამეტარებინა. ამ გაკვეთილის ჩაბარება აუცილებელია შავი ქამრისათვის.
georgios
ციტატა
სად ეუფლები აღმოსავლური ბრძოლების ხერხებს?
ეხლა კონკრეტულად მოსკოვში. თუმცა ძალიან ხშირად დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში შეჯიბრებებზე.
ციტატა
მიჰყვები საერთოდ ცხოვრებით თუ უბრალოდ დროებითი გატაცებაა?
არა, ეს არაა დროებითი გატაცება, ეს ჩემი ცხოვრებაა.
ციტატა
აქვთ თუ არა ნინძებს შეხება ბუსიდოსთან, სამურაების ზნეობრივ კოდექსთან, თუ ცალკე აქვთ თავიანთი ეთიკური კანონები?
დიახ რათქმაუნდა. შეიძლება ითქვას, რომ "ნინძუცუ" გათანამედროვებული სამურაების ახალი სკოლაა. სამურაების ფენის წარმოშობისთანავე შეიქმნა მათი მორალური პრინციპების მსოფლმხედველობა –ბუშიდო. (მეომრის გზა) ეს იყო სამურაების ქცევის კოდექსი. ბუშიდო შეიძლება განვიხილოთ, როგორც წლების განვმალობაში ჩამოყალიბებული მორალური პრინციპების სისტემა, რომელზეც დამყარებული იყო სამურაების აზროვნება და მოქმედება. კოდექსის ძირითად პრინციპთა შორის ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ თვისებებზე, როგორიცაა: საქმისადმი ერთგულება, გამბედაობა, ჰუმანურობა, პატიოსნება, პრინციპულობა, უბრალოება, თავშეკავება, თვითკონტროლი, პირადი გამორჩენის და ფულის სიძულვილი.
ბუშიდოს ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, სამურაისთვის ყველაზე მაღალი შეფასება იყო მის საფლავზე გაკეთებული წარწერა: “მას არასდროს დაუჩაგრავს სუსტი და არასდროს დაუხევია უკან ძლიერის წინაშე.” ბუშიდო მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, მათგან იღებდა ფილოსოფიურ და ეთიკურ დოქტრინებს, ზოგ შემთხვევაში კი ერწყმოდა მათ. მაგალითად, ბუდიზმმა ბუშიდოში ბედის გარდაუვალობის რწმენა შეიტანა, აგრეთვე სიმტკიცე საშიშროების და უბედურების მიმართ, ცხოვრებისადმი მშვიდი დამოკიდებულება და სიკვდილისადმი გულგრილობის გრძნობა შინტოიზმიდან კოდექსმა შეითვისა ბატონისადმი ერთგულების მოვალეობა, წინაპართა კულტი და შვილების მოკრძალება მშობლებისადმი.
ბუშიდოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე კონფუციონიზმმა, რომელმაც შეიტანა მასში ადმიანთა შორის ურთიერთობის ხუთი დოგმა, დამყარებული მორჩილებაზე: უფროს – უმცროსი, ბატონი – მსახური, მამა – შვილი, ქმარი – ცოლი, მეგობარი – თანასწორუფლებიანი. მთლიანობაში ბუშიდო ფილოსოფიურად მოიაზრებდა ადამიანის არსთან დაკავშირებულ საკითხებს. მის დამოკიდებულებას სიკეთესთან, ბოროტებასთან, ზნეობრივ ფასეულობასთან, იდეალთან და ა.შ.
ბუშიდოს თანახმად, სამურაის სამი მთავარი თვისება უნდა ჰქონოდა: სიბრძნე, ჰუმანურობა და სიმამაცე. ამ თვისებებზე იყო აგებული ის მორალური წესები, რომლებსაც მათი კოდექსი შეიცავდა. ზემოხსენებული თვისებების ჩამოყალიბების სამურაების სწავლა-აღზრდის კარგად შემუშავებული სისტება განაპირობებდა. იგი სხვადასხა საგნების მთელ კომპლექსს შეიცავდა. კერძოდ, სამურაების სპეციალურ სკოლებში საბრძოლო დისციპოლინების (ფარიკაობა, მშვილდოსნობა, ჯირითი, ცურვა, ორთაბრძოლის მრავალი სახეობა) გარდა, ისწავლებოდა: ფილოსოფია, ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ეთიკა, ჩინური ენა და სხვა.
ამ დისციპლინათა სწავლების მიზანი ის იყო, რომ სამურაი არა მხოლოდ კარგი მეომარი უნდა ყოფილიყო, არამედ ერუდირებული და ინტელექტუალურად დახვეწილი პიროვნებაც.
და რა მინდა გკითხო: ამდენი საბრძოლო ხელოვნებიდან (ჭიდაობა, კარატე, ბოქსი, ნინძუცუ და ა.შ.) შენი აზრით რომელია საუკეთესო?
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 29 2011, 01:48 AM
NINJA - ნინძა
ციტატა
დიახ რათქმაუნდა.შეიძლება ითქვას, რომ "ნინძუცუ" გათანამედროვებული სამურაების ახალი სკოლაა.სამურაების ფენის წარმოშობისთანავე შეიქმნა მათი მორალური პრინციპების მსოფლმხედველობა –ბუშიდო. (მეომრის გზა) ეს იყო სამურაების ქცევის კოდექსი. ბუშიდო შეიძლება განვიხილოთ, როგორც წლების განვმალობაში ჩამოყალიბებული მორალური პრინციპების სისტემა, რომელზეც დამყარებული იყო სამურაების აზროვნება და მოქმედება. კოდექსის ძირითად პრინციპთა შორის ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ თვისებებზე, როგორიცაა: საქმისადმი ერთგულება, გამბედაობა, ჰუმანურობა, პატიოსნება, პრინციპულობა, უბრალოება, თავშეკავება, თვითკონტროლი, პირადი გამორჩენის და ფულის სიძულვილი.ბუშიდოს ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, სამურაისთვის ყველაზე მაღალი შეფასება იყო მის საფლავზე გაკეთებული წარწერა: “მას არასდროს დაუჩაგრავს სუსტი და არასდროს დაუხევია უკან ძლიერის წინაშე.” ბუშიდო მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, მათგან იღებდა ფილოსოფიურ და ეთიკურ დოქტრინებს, ზოგ შემთხვევაში კი ერწყმოდა მათ. მაგალითად, ბუდიზმმა ბუშიდოში ბედის გარდაუვალობის რწმენა შეიტანა, აგრეთვე სიმტკიცე საშიშროების და უბედურების მიმართ, ცხოვრებისადმი მშვიდი დამოკიდებულება და სიკვდილისადმი გულგრილობის გრძნობა შინტოიზმიდან კოდექსმა შეითვისა ბატონისადმი ერთგულების მოვალეობა, წინაპართა კულტი და შვილების მოკრძალება მშობლებისადმი.ბუშიდოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე კონფუციონიზმმა, რომელმაც შეიტანა მასში ადმიანთა შორის ურთიერთობის ხუთი დოგმა, დამყარებული მორჩილებაზე: უფროს – უმცროსი, ბატონი – მსახური, მამა – შვილი, ქმარი – ცოლი, მეგობარი – თანასწორუფლებიანი. მთლიანობაში ბუშიდო ფილოსოფიურად მოიაზრებდა ადამიანის არსთან დაკავშირებულ საკითხებს. მის დამოკიდებულებას სიკეთესთან, ბოროტებასთან, ზნეობრივ ფასეულობასთან, იდეალთან და ა.შ.ბუშიდოს თანახმად, სამურაის სამი მთავარი თვისება უნდა ჰქონოდა: სიბრძნე, ჰუმანურობა და სიმამაცე. ამ თვისებებზე იყო აგებული ის მორალური წესები, რომლებსაც მათი კოდექსი შეიცავდა. ზემოხსენებული თვისებების ჩამოყალიბების სამურაების სწავლა-აღზრდის კარგად შემუშავებული სისტება განაპირობებდა. იგი სხვადასხა საგნების მთელ კომპლექსს შეიცავდა. კერძოდ, სამურაების სპეციალურ სკოლებში საბრძოლო დისციპოლინების (ფარიკაობა, მშვილდოსნობა, ჯირითი, ცურვა, ორთაბრძოლის მრავალი სახეობა) გარდა, ისწავლებოდა: ფილოსოფია, ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ეთიკა, ჩინური ენა და სხვა.ამ დისციპლინათა სწავლების მიზანი ის იყო, რომ სამურაი არა მხოლოდ კარგი მეომარი უნდა ყოფილიყო, არამედ ერუდირებული და ინტელექტუალურად დახვეწილი პიროვნებაც.
ბუშიდოს წესებიდან, სხვებთან ერთად ერთი მომწონს ძალიან: "სამურაის უპირველეს ყოვლისა უნდა ახსოვდეს, რომ ის უნდა მოკვდეს. ეს არის მისი მთავარი საქმე."
ნინძა, სამურაისგან განსხვავებით ასევე დაზვერვით სამსახურშიც იყო არა?
ამდენი საბრძოლო ხელოვნებიდან (ჭიდაობა, კარატე, ბოქსი, ნინძუცუ და ა.შ.) შენი აზრით რომელია საუკეთესო?
საუკეთესო ხრიდოლია ჩემო ძმაო, ხრიდოლი. ამაზე მაგარი საბრძოლო ხელოვნება არ არსებობს. აი ამის შემდეგ კი მე ნინძუცუს ვანიჭებ უპირატესობას.
georgios
ციტატა
ბუშიდოს წესებიდან, სხვებთან ერთად ერთი მომწონს ძალიან: "სამურაის უპირველეს ყოვლისა უნდა ახსოვდეს, რომ ის უნდა მოკვდეს. ეს არის მისი მთავარი საქმე."
ხო, ეს წესი ვიცი ნინძებს კი რადიკალურად განსხვავებულს გვეუბნებიან-"ნინძას მიზანი არის გადარჩენა სხვისი და საკუთარი თავისა-ეს არის მისი საქმე. მას არ აქვს სიკვდილის უფლება!"(მე-6 კანონი)
ციტატა
ნინძა, სამურაისგან განსხვავებით ასევე დაზვერვით სამსახურშიც იყო არა?
კი, ეს მათ ერთ-ერთ მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა.
როგორც მახსოვს, ეს ორი მთავარი განსხვავებაა საუმურაებსა და ნინძებს შორის.
პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jan 16 2012, 04:10 PM
ხრიდოლზე დავდიოდი 1 წელი ძალიან კარგი იყო.. ნამდვილად გამოგადგება ადამიანს ცხოვრებაში მე დავდიოდი ფსიქოლოგიურად მზად რომ ვყოფილიყავი ადამიანისთვის დამერტყა რომ არ დავბნეულიყავი მოცემულ სიტუაციაში.. თუმცა არასდროს მიჩხუბია შინაგანად ვამარცხებდი ხოლმე ფსიქო-მენტალურად ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე საიტერესო იყო ფიზიკურ სხეულს ეშინოდა გონებრივად კი სინათლე და სიმშვიდე ჩამოვიდა და დავამარცხე კიდევაც..
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 16 2012, 10:57 PM
ინფორმაცია მაქვს, რომ ფარიკაობა (კლასიკური და არა ხრიდოლის ფრანკენშტეინი) შეიძლება ისწავლოს კაცმა, სკოლა არის ვაკის საცურაო აუზის გვერდით... თებერვალში ვაპირებ მისვლას და უფრო დაწვრილებით დაგიწერთ. თუ ფასი ხელსაყრელი იქნა, უნდა ვიარო, ვნახოთ აბა
პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Mar 9 2012, 01:40 PM
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 9 2012, 09:24 PM
ნუ ჭორაობთ! გიფრენთ იცოდეთ ^^
გადახედეთ პირველ გვერდს, როგორ დაიწყო ეს თემა და როგორ გრძელდება თქვენი წყალობით... რავა ხარ, რაფრა გიხდება ნინძის ფორმა, მეც არა მიშავს, დავხტუნაობ სტილის ფრაზები რეალურ ურთიერთბებში! და პმ–ში!
პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jan 18 2013, 01:02 AM
football - 4ever (გარდა ხვალინდელი (ანუ უკვე დღევანდელი) დღის დილის 7:30-9:00 საათისა nba მაგარია ზოგჯერ )
პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 18 2013, 11:36 AM
თბილისის ძიუდოს ტურნირი მოახლოვდა.2-3 თებერვალს გაიმართება სპორტის სასახლეში,იაპონელებიც ჩამოდიან.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2013, 12:29 PM
qarizma2
ხახაბოელი
ციტატა
თბილისის ძიუდოს ტურნირი მოახლოვდა.2-3 თებერვალს გაიმართება სპორტის სასახლეში,იაპონელებიც ჩამოდიან.
როგორც ყოველთვის დაძაბული და საინტერესო ტურნირი იქნება... ახალი სამწვრთნელო შტაბის ,,გამოცდაა'' უპირველესად...
პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 22 2013, 11:13 AM
ხო საინტერესო იქნება,თან ძიუდოს წესები ძალიან შეიცვალა და მოუთმენლად ველოდები, მაინტერესებს როგორი იქნება სანახაობრივად ახალი ძიუდო.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2013, 01:05 AM
ხახაბოელი
ციტატა
ხო საინტერესო იქნება,თან ძიუდოს წესები ძალიან შეიცვალა და მოუთმენლად ველოდები, მაინტერესებს როგორი იქნება სანახაობრივად ახალი ძიუდო.
აგრეთვე ტრადიციულად ამ ტურნირზეც მრავალ ახალ სახეს ვიხილავთ როგორც ქართველ ისე უცხოელ სპორცმენებს შორის და ამ მხრივაც საინტერესო იქნება...
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 23 2013, 05:06 PM
ციტატა(ქევანა @ Jan 16 2012, 10:57 PM)
თებერვალში ვაპირებ მისვლას და უფრო დაწვრილებით დაგიწერთ. თუ ფასი ხელსაყრელი იქნა, უნდა ვიარო, ვნახოთ აბა
ისწავლე ფარიკაობა?
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 23 2013, 10:15 PM
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები , ამდენ განსხვავებულ რამეს როგორ ახერხებ ) მაგარია
ძალიან მაგარია. დღეს მქონდა პირველი გაკვეთილი და დგომას და სიარულს ვსწავლობდით. ფარიკაობაში სწორად დგომას დიდი მნიშვნელობა აქვს და მივხვდი რომ ადამიანს ფეხის კუნთები ძალიან განვითარებული უნდა ჰქონდეს, ხერხემალი კიდე გამართული, რომ სწორად დაიჭირო დაშნა და იფარიკავო ოფლში გავიღვარე
საბრძოლო ხელოვნებებზე იყო საუბარი და მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს. ხრიდოლი არის დიდი სისულელე და ტყუილი. ყველა ხრიდოლის ილეთი აღებულია აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებებიდან, არაფერი მასში ქართული არ არის. ვარჯიშის წინ თუ მამაო ჩვენოს იტყვი და კიმონოს მაგივრად ჩოხა-ახალუხით ივარჯიშებ ეს არაფერ ქართულს არ მატებს მას.
ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური საბრძოლო ხელოვნება არის მუაი ტაი, იგივე ტაილანდური ბოქსი.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 11 2013, 12:50 AM
ႲႭႡႰႠႬ
ციტატა
ხრიდოლი არის დიდი სისულელე და ტყუილი.
როგორ არ დაგეთანხმო აბა დიახ, მეც ეგრე ვფიქრობ
ციტატა
ყველა ხრიდოლის ილეთი აღებულია აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებებიდან, არაფერი მასში ქართული არ არის. ვარჯიშის წინ თუ მამაო ჩვენოს იტყვი და კიმონოს მაგივრად ჩოხა-ახალუხით ივარჯიშებ ეს არაფერ ქართულს არ მატებს მას.
აი ზუსტია..
მაგრამ შენ უნდა იცოდე რა აგრესიულები არიან :ფეისპალმ: