თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ საქართველოს მუზეუმები
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 09:04 PM
თბილისი
ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის
ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8
აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა.
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 24 2007, 09:04 PM
მუზეუმში დაცულ ეკლესიის ქონებაზე, ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 09:05 PM
არ წავიდეთ ?
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 24 2007, 09:07 PM
ციტატა
არ წავიდეთ ?
ზეზვასა და მზიას ნახვა მსურს
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 09:22 PM
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული
მუზეუმი ღია ცის ქვეშ
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, კუს ტბის გზატკეცილი №1
აღწერა: ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი (ღია ცის ქვეშ მუზეუმი) მდებარეობს კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში და უკავია დაახლოებით 65 ჰექტარი ტერიტორია. დღეისათვის აქ განლაგებულია 70 საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ხალხური ხუროთმოძღვრების ნიმუში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ღია ცის ქვეშ მუზეუმში წარმოდგენილია 14 ეთნოგრაფიული ზონა: ქართლი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, და სხვა. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სხვადასხვა სახის ქსოვილის (ხალიჩები, ფარდაგები, ხალხური სამოსელის ნიმუშები) ძვირფასი ლითონების, ხის, კერამიკის, ტყავის ნაკეთობანი.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
აღწერა: მუზეუმში დაცულია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921-1991 წწ.) დაკავშირებული მასალები, რომელთა უმრავლესობა მოპოვებული იქნა უშიშროების არქივიდან, აგრეთვე სხვადასხვა მუზეუმების არქივებიდან და საცავებიდან, ოჯახებიდან. მათ შორისაა: სხვადასხვა სახის დოკუმენტები და ნივთიერი მასალები (ქართველ ეროვნულ გმირთა მემორიალური ნივთები, ციხის კარი, ქართველ პატრიოტთა მასობრივი დახვრეტის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული შორაპნის მატარებლის ვაგონი, მოსასმენი აპარატურა და სხვა), დაკითხვის ოქმები და დახვრეტილთა სია (400 გვერდი), ფოტომასალები, ინსტალაციები (“ბოლშევიკების შემოსვლა და დამკვიდრება საქართველოში” და სხვა). საექსპოზიციო სივრცეში დამონტაჟებულია 8 მონიტორი, რომლებიც გადმოსცემს საქართველოს 70-წლიანი ოკუპაციის პერიოდის სიტუაციას. მუზეუმში შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს. ამჟამად მუზეუმი განთავსებულია სიმონ ჯანაშიას სახ. მუზეუმში და უახლოეს ხანებში გადაინაცვლებს ცალკე შენობაში.
http://imageshack.us
თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, თრელის გორა
აღწერა: მუზეუმი დაარსდა ცნობილი ქართველი არქეოლოგის, თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის - როსტომ აბრამიშვილის (1924-1996 წწ.) ინიციატივით. მუზეუმში დაცულია თბილისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლები (10 000-ზე მეტი ექსპონატი), რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. V ათასწლეულიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით. მათ შორის: მსოფლიოში უადრესი მოკალული ბრინჯაოს ნივთები დელისის ნამოსახლარიდან, რომელთა ასაკი 4000 წელს აღწევს; თრელის სამაროვანის ძვ. წ. XII-VIII-VII სს-ის სამეფო სამარხების მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ინვენტარი, ვერცხლით ინკუსტრირებული ბრინჯაოს ბალთა მხედრის გამოსახულებით, ბრინჯაოსა და თიხის მცირე სკულპტურის ნიმუშები, სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებული სამკაულები, კერამიკისა და მინის ნაწარმი და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 09:44 PM
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, ანტონ კათალიკოსის ქ. 3
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XX ს-ის დასაწყისის არქიტექტურულ ნაგებობაში (”გუმბათოვანი სინაგოგის” ყოფილ შენობაში). 1951 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე ანტისემიტური მოძრაობის დროს მუზეუმი გაუქმდა, ფონდებში დაცული ათასობით უნიკალური ექსპონატი გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და საცავში. ამჟამად მუზეუმში დაცულია ექსპონატების მცირე ნაწილი. მათ შორის: ებრაული სარიტუალო დანიშნულების ნივთები, დავით ნარინის (XIII ს.) ვერცხლის მონეტა, XIX ს-ის ვერცხლის რიმონი, ებრაელი ქალის საქორწილო კაბა, ცნობილი ებრაელი მხატვრის შალვა კობოშვილის ფერწერული ტილოები.
http://imageshack.us http://imageshack.us
სამეგრელო-ზემო სვანეთი
დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 2
აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 60-90-იანი წწ., არქიტექტორები გ. რაისი და ლ. ვასილევი), კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად მუზეუმში დაცულია 44 475 ექსპონატი, მათ შორის: ძვ. წ. I ს. - ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები (ხატები და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების ნიმუშები), ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექცია, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილი); სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც სასახლეში აღმოჩნდა დავით დადიანის სიძის - აშილ მიურატის მეოხებით) რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიები, XV-XIX ს-ის ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოები, მდიდარი ფოტოფონდი (5000 ფოტო), ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელი და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მისამართი: დაბა მესტია
აღწერა: მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები - IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 10:13 PM
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ფოთი, 26 მაისის ქ. 9
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1908 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვეული მასალისგან, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII სს. პერიოდს. მათ შორისაა: ფერადი ლითონების ნაკეთობათა კოლექცია (ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე), ნუმიზმატიკა (ალექსანდრე მაკედონელის, იუსტინიანეს, ელისაბედ დედოფლის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი), ამავე პერიოდის ვერცხლის აზარფეშა ფრინველების გამოსახულებით, ეთნოგრაფიული მასალა (XIX-XX საუკუნეების მიჯნა), ფოთის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტომასალა.
http://imageshack.us
გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: მარტვილი, გივი ელიავას ქ. 4
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა). მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები: ლადო გუდიაშვილის ”სამაია”, ელენე ახვლედიანის ”ჩვენი სოფელი”, აგრეთვე მოსე თოიძის, რობერტ სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას, ნამუშევრები, ირაკლი ოჩიაურის, ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.
http://imageshack.us
ხობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ხობის რაიონი, სოფელი ხეთა
aღწერა: მუზეუმში დაცულია ყულევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული II-I ათასწლეულების მასალის ნაწილი (ძირითადად თიხის ჭურჭელი ან მისი ფრაგმენტები), ადრეფეოდალური ხანის სამშენებლო მასალის დეტალები, ჭურჭელი, XIX-XX სს. მიჯნის ეთნოგრაფიული მასალები - საოჯახო ნივთები, სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი; ადგილობრივი წარმომავლობის ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობების პიერ და ბადრი კობახიძეების პირადი ნივთები (ავეჯი, სამოსელი, აფიშები, თედო სახოკიას შრომების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, დოკუმენტური და ფოტომასალა), ხობის რაიონში მცხოვრებ II მსოფლიო ომის მონაწილეთა კუთვნილი ნივთები და დოკუმენტური მასალა.
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. 152
აღწერა: მუზეუმში დაცულია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. მათ შორისაა: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სანაყები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, ნეოლითის პერიოდის სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის დოქები, შუასაუკუნეების სარიტუალო ქვები.
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 11:22 PM
წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მისამართი: ქ. წალენჯიხა, კალისტრატე სალიას ქ. 6
აღწერა: მუზეუმში დაცულია შემთხვევითი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) პერიოდს. მუზეუმში მრავლადაა წალენჯიხის მხარის XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, თიხის, ხის, მინისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი და სხვა), რაიონის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ფოტო და დოკუმენტური მასალები.
ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ჩხოროწყუ, სტალინის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) და სხვა საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი, ძვ. წ. IX-VIII-VI სს-ის სარდიონის, პასტის, აქატია, იაშმის, გიშრის, მინის მძივები, ამავე პერიოდის ქვევრსამარხები) ხანა. ნუმიზმატიკური ძეგლებიდან აღსანიშნავია ქართული, რომაული, ბიზანტიური, თურქული, რუსული მონეტები. გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან: XV-XVI სს. საეკლესიო წიგნები, ბეჭდები, ხელნაწერები, ხატები, ეკლესიების ორნამენტიანი ქვები, გვიანდელი პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ლენტეხი, თამარ მეფის ქ. 49
აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა (შრომისა და საბრძოლო იარაღები, სამკაულისა და კერამიკის ნიმუშები), XI ს-ის სარიტუალო ჯვარი და კვერთხი, ეკლესიის საკურთხევლის დეტალები ქრისტეს გამოსახულებით, XVII - XVIII სს. ხელნაწერი ლოცვები. მუზეუმში დაცულია ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველ ექსპონატთა საინტერესო კოლექცია, რომელიც ექსპონირებულია მუზეუმის კუთვნილ სვანური ტიპის საცხოვრისში (მაჩუბი).
ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ცაგერი, რუსთაველის ქ.
აღწერა: მუზეუმში დაცულიa ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც ძირითადად მოიცავს ადრეული და გვიანი ბრინჯაოს ხანას, ანტიკურ პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს მხედარი, ბრინჯაოს განძი, აღმოსავლური და კოლხური ბრინჯაოს სტილიზებული ცულები, კავკასიური სიკილი, ხეთური ლაგამი, ქვის ხანის იარაღები: ცულ-წერაქვი, ისრისპირები, სახნისი, დანები; ნუმიზმატიკის ნიმუშები (ალექსანდრე მაკედონელის მონეტა, კოლხური თეთრი და სხვ.), იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემები (მათ შორის, XIX ს-ის გამოცემები).
http://imageshack.us http://imageshack.us
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ონი, რუსთაველის ქ. 26
აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალa მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს (ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით). ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ის ფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (უჩა ჯაფარიძე, ვალენტინ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავით ნალბანდიანი, სერგო ჩახოიანცი და სხვა).
http://imageshack.us http://imageshack.us
სამცხე- ჯავახეთი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ახალციხე, პ. ხარისჭირშვილის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია: რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერ და ძველ ნაბეჭდ წიოგნთა ფონდი. განსაკუთრებით მნiშვნელოვანია ქართული ლაპიდარული წარწერების ნიმუშები, ასევე XIX-XX სს.-ების მიჯნის ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექცია.
ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. 37
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა (ხალხური ავეჯისა და სამოსელის ნიმუშები, ფარდაგები) და ეთნოგრაფიის მასალები (XIX-XX სს-ის დასაწყისი), აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით). მათ შორის: შრომის და საბრძოლო იარაღის ნიმუშები, სამკაულები, კერამიკული და მინის ჭურჭელი.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. 5
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ 1890 წელს აშენებულ რომანოვების ყოფილ კანცელარიაში. მუზეუმში ექსპონირებულია ძვ.წ. I ს. და ძვ. წ. II ათასწლეულის არქეოლოგიური მასალები (ბრინჯაოს ბალთები, საკიდები, VIII- VII ს.ს. ბრინჯაოს მხედარი, მინის, თიხის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარღები), ნუმიზმატიკა (კოლხური თეთრის კოლექცია, მანგუ ყაენის მონეტა, თურქული მონეტები), XIX ს. I ნახევრით დათარიღებული რომანოვების ნაქონი ფრანგული, იტალიური, ჩინური, იაპონური, გერმანული წარმოების ჭურჭელი, იარაღი, ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, 1810 წელს დამზადებული ფისჰარმონია.
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 12:30 AM
აჭარა
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ბათუმი, ჯინჭარაძის ქ. 4
აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. XII – IX სს.-ის, აგრეთვე VII - IV სს.-ის უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, ბრინჯაოს ვერძი, გონიოს განძი - ინტალიო აფროდიტესა და ეროსის გამოსახულებით, I-II სს.-ს ოქროს ჭედური ფიალა, ბადროს მტყორცნელის ოქროს ფიგურა, ოქროს სარტყლის ფრაგმენტები, გულსაკიდები ჰელიოსისა და სტილიზებული გამოსახულებებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევი, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), სკივრის მორთულობის ფრაგმენტი მუხის ფოთლებისა და ნაყოფის გამოსახულებით; აგრეთვე: ბუნების იშვიათი ძეგლები (მათ შორის 25 მლნ. წლის გაქვავებული ხე), XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
მისამართი: ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქ. 77
აღწერა: მუზეუმში დაცულია აჭარისა და ქალაქის ბათუმის ტერიტორიაზე (ფიჭვნარი, ნამჭედური, ხიხაძირი, კვაშტა და სხვა) საქართველო-ინგლისის ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური მასალა მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორის: ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტების უნიკალური ნიმუშები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us
ხელვაჩაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მეჯინისწყალი
აღწერა: რეგიონში გავრცელებული მინერალური ქვების კოლექცია, მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის (სამუშაო იარაღები, საოჯახო ნივთები, სამოსელის ნიმუშები და ელემენტები) მე-19 მე-20 საუკუნეების დასაწყისის მასალები.
ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ხულოს რაიონული ცენტრი
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები: XIX-XX ს.ს.-ის სპილენძისა და თიხის ჭურჭლი, ტექსტილის ნიმუშები (აჭარის მხარისთვის დამახასიათებელი სამოსელი, თავსამკაული, ქსოვილის ნიმუშები, ხელით ნაქსოვი საოჯახო დანიშნულების ნივთები), ფარდაგები, ხის მასალის დასამუშავებელი იარაღები, სამეურნეო და სამუშაო იარაღები და სხვა.
P.S. არა ვარ ნამყოფი , რა სირცხვილია
გურია
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი
მისამართი: ოზურგეთი, გ. ჭანტურიას ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული (ძირითადად XIX ს. სამუშაო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური მასალა, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალები - საბეჭდავები, საგვარეულო ღერბები და დროშები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. მუზეუმში დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ლანჩხუთი, ნინოშვილის ქ. 21
აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ადრე ქვის ხანიდან ახ.წ. შუა საუკუნეებამდე ( მათ შორისაა: ქვისა და ბრინჯაოს ხანის ცულები, გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკა, ძვ.წ. IV ს.-ით დათარიღებული ბრინჯაოს მუზარადი, შუბის პირები, ახ.წ.VI ს. ბრინჯაოს ჯვარი), ნუმიზმატიკური მასალა. აღსანიშნავია XII ს. ლაპიდარული წარწერა სოფ. ეწერის ეკლესიიდან, რომლიც უძველესია რეგიონში. ეთნოგრაფიული მასალა და ხელნაწერები (სიგელები, საეკლესიო წიგნები) ძირითადად განეკუთვნება XIX-XX ს.ს. დასაწყისს და სხვა.
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 25 2007, 12:31 AM
გაიხარე ნათ, მშვენიერი თემაა. უამრავი რამ გვაქვს ქართველებს საამაყო. ჩვენ ხომ უხსოვარი დროიდან მოვდივართ.
აქაურებს რომ ველაპარაკები ჩვენი ქვეყნის მრავალწლიან კულტურაზე მაგრად უკვირთ. 100 და 200 წლიანი ნაკეთობებით ამაყობენ. კი რა თქმა უნდა დიდ პატივს ვცემ მათ წარსულს, ჩვენსას ყველაზე მატად.
ერთი ამბავი მახსენდება, დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა. კათოლიკეთაგან გამოყოფილი ერთ-ერთი რელიგიის მიმდევარი, რამოდენიმე ადამიანი სახლებში დადიოდნენ და ბუკლეტებს არიგებდნენ, მეც მომაკითხეს, მომცეს თავიანთი ბროშურა სადაც იყო ეკლესიისა და ამ ეკლესიასთან არსებული მუზეუმის სურათები, სადაც დაცული იყო ხატები და სხვადასხვა ექსპონატები. თან იცი შენ რამდენი ხნის ისტორია აქვს ჩვენს მუზეუმსო? რამდენის მეთქი? დაინტერესებით შევეკითხე. რამდენის და 56 წლისო. უფფ აბა ძალიან ძველი ყოფილა თქო და გადმოვულაგე თუკი რამე გამაჩნდა ქართული და უხსოვარი დროის ექსპონატების სურათები. გაოცებულები და მგონი ცოტა გაბრაზებულებიც კი წავიდნენ. მაგრამ მომაკითხეს რამდენიმე დღეში და მთხოვეს თუ შეიძლება ეგ მასალა გვათხოვოო. ჩვენს მრევლს რომ მოვუყევით ძალიან დაინტერესდნენ და ნახვა უნდათო და თუ მოგვცევ უფლებას რომ ასლები გადავიღოთო. როგორ დავუკავებდი. რამდენიმე დღეში დიდი მადლობებით დამიბრუნეს უკან, ჩვენ არც კი ვიცოდით თუ ამხელა კულტურის ქვეყანა არსებობდაო, ეხლა კი ვიცით რომ შორეულ მხარეში არსებობს პატარა georgia რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს წარსულსა და კულტურას დაიტევსო.
მგონი არ მოვიქეცი ცუდად, ვფიქრობ რომ უნდა გაიგოს ყველამ რომ არსებობს ტერიტორიულად პატარა, მაგრამ უდიდესი წარსულის და განვითარების ქვეყანა.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს საქართველოს
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 12:42 AM
ციტატა(nini_1 @ Jun 25 2007, 01:31 AM)
გაიხარე ნათ, მშვენიერი თემაა. უამრავი რამ გვაქვს ქართველებს საამაყო. ჩვენ ხომ უხსოვარი დროიდან მოვდივართ.
აქაურებს რომ ველაპარაკები ჩვენი ქვეყნის მრავალწლიან კულტურაზე მაგრად უკვირთ. 100 და 200 წლიანი ნაკეთობებით ამაყობენ. კი რა თქმა უნდა დიდ პატივს ვცემ მათ წარსულს, ჩვენსას ყველაზე მატად.
ერთი ამბავი მახსენდება, დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა. კათოლიკეთაგან გამოყოფილი ერთ-ერთი რელიგიის მიმდევარი, რამოდენიმე ადამიანი სახლებში დადიოდნენ და ბუკლეტებს არიგებდნენ, მეც მომაკითხეს, მომცეს თავიანთი ბროშურა სადაც იყო ეკლესიისა და ამ ეკლესიასთან არსებული მუზეუმის სურათები, სადაც დაცული იყო ხატები და სხვადასხვა ექსპონატები. თან იცი შენ რამდენი ხნის ისტორია აქვს ჩვენს მუზეუმსო? რამდენის მეთქი? დაინტერესებით შევეკითხე. რამდენის და 56 წლისო. უფფ აბა ძალიან ძველი ყოფილა თქო და გადმოვულაგე თუკი რამე გამაჩნდა ქართული და უხსოვარი დროის ექსპონატების სურათები. გაოცებულები და მგონი ცოტა გაბრაზებულებიც კი წავიდნენ. მაგრამ მომაკითხეს რამდენიმე დღეში და მთხოვეს თუ შეიძლება ეგ მასალა გვათხოვოო. ჩვენს მრევლს რომ მოვუყევით ძალიან დაინტერესდნენ და ნახვა უნდათო და თუ მოგვცევ უფლებას რომ ასლები გადავიღოთო. როგორ დავუკავებდი. რამდენიმე დღეში დიდი მადლობებით დამიბრუნეს უკან, ჩვენ არც კი ვიცოდით თუ ამხელა კულტურის ქვეყანა არსებობდაო, ეხლა კი ვიცით რომ შორეულ მხარეში არსებობს პატარა georgia რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს წარსულსა და კულტურას დაიტევსო.
მგონი არ მოვიქეცი ცუდად, ვფიქრობ რომ უნდა გაიგოს ყველამ რომ არსებობს ტერიტორიულად პატარა, მაგრამ უდიდესი წარსულის და განვითარების ქვეყანა.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს საქართველოს
საქართველოს მუზეუმების საიტიდან გადმოვიტანე, აქაც მინდა განთავსდეს და ყველამ ნახოს ჩვენი პატარა, მაგრამ ისტორიულად ძველი საქართველო
მშვენივრად მოქცეულხარ, აი ეგრე უნდათ მაგათ
უფალმა დაგლოცოს ნინ
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ჩოხატაური, დუმბაძის ქ. 7
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია - არქეოლოგიური მასალა (ძვ.წ. V-VII კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის ინვენტარი: სახვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, სამუშაო იარაღი), ნუმიზმატიკური მასალა (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები და ყურუშები, მეჯიდები, XIX- ს.ს გერმანული, ესპანური ფრანგული, რუსული ფულის ნიშნები), XIX ს-ი საბრძოლო იარაღი: მოვერცხლილი ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა - საოჯახო ჭურჭელი და ავეჯი, სამუშაო იარაღები. ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები - ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი) და სხვა.
http://imageshack.us
იმერეთი
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ქუთაისი, თბილისის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები (მოყოლებული ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეებამდე). მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.
მუდმივი ექსპოზიციები განთავსებულია ორი სართულის 10 დარბაზში. 2005 წელს დასრულდა “ოქროს ფონდის” დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის შედეგად მუდმივი ექსპოზიცია უკვე შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.
2006 წლიდან დაიწყო მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულ რეკონსტრუქციას და მუზეუმის მოწყობას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი:, ქ. ხონი, დავით გურამიშვილის ქ. 2
აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (კოლხური თეთრის კოლექცია, კოლხური ცულები, რკინისა და ბრინჯაოს შრომის იარაღები, სამარხეული მასალა) და XIX- XX სს. დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალა - საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღი (სევადიანი, მოვერცხლილი ხანჯლები, თოფები), XVIII-XIX სს. ხელნაწერები, ძველბეჭდური წიგნები.
გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: წყალტუბო, შოთა რუსთაველის ქ. 37
აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები (სამეურნეო და სამხედრო დანიშნულების ნივთები, იარაღები, კოლხური ცულები, თოხები, ხანჯლები, სამაჯურები, ბრინჯაოს ზოდები ჩვ.წ. აღ-მდე II ათასწლეულის II ნახევარი). ანტიკური ხანის სამარხეული ინვენტარი (მძივები სამაჯურები), პალეოლითის და ენეოლითის ეპოქის - კაჟის, ძვლის, ობსიდიანის იარაღები, ვერცხლის ქამრები, საბრძოლო იარაღები, XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული მასალები.
http://imageshack.us http://imageshack.us
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ჭიათურა, გაგარინის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები.
პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 25 2007, 12:43 AM
ციტატა
მშვენივრად მოქცეულხარ, აი ეგრე უნდათ მაგათ
ხოდა ეგრე რომ ვიფიქრე იმიტომაც გადმოვუფრქვიე ჩემი ცოდნა და აზრები, რომლებიც მასალებით გავამყარე
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 12:45 AM
ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ტყიბული, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. 12
აღწერა: მუზეუმში ძირითად ფონდს შეადგენს ტყიბულის რაიონში (საკაჟია, ნაქერალა, ჭახათი, ორპირი, ცუცხვათი, კურსები) ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა. კერძოდ, ზედა პალეოლითის პერიოდის ადამიანის საცხოვრისში აღმოჩენილი კაჟისა და ქვის იარაღები, ბრინჯაოს იარაღისა და ანტიკური კოლხური მონეტების ზარაფხანის, ანტიკური ხანის ნასახლარების ნაშთები. მუზეუმში წარმოდგენილია ტყიბულის ზონის წიაღისეულის ნიმუშები (ქვანახშირი, ქალცედონი, ტეშენიტი, ბარიტი, გიშერი, კვარცის ქვიშები, მარმარილო), აგრეთვე XIX–XX სს. ეთნოგრაფიული მასალა.
ჩხარის მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის მუზეუმი
მისამართი: თერჯოლის რაიონი, სოფელი ჩხარი
აღწერა: მუზეუმში დაცულია თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ექსპონატები, რომელთა პერიოდიზაცია იწყება პალეოლითიდან და მოიცავს - ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკურ და ფეოდალურ ხანას. აღსანიშნავია ძვ. წ. აღ. IV-II ს.ს., მასალა: სამკაული, ანტიკური ხანის თიხის ორნამენტებიანი ჭურჭელი და სხვა კერამიკული ნაწარმი, ადრეფეოდალური ხანის მინის ჭურჭელი, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, ნუმიზმატიკა, მიწათმოქმედებასა და ხელოსნობასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული ნივთები.
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქ. 27
აღწერა: მუზეუმში დაცულია - ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა (კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები), რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები კოლხური ცული, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.
http://imageshack.us
იმერეთი
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ქუთაისი, თბილისის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები (მოყოლებული ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეებამდე). მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.
მუდმივი ექსპოზიციები განთავსებულია ორი სართულის 10 დარბაზში. 2005 წელს დასრულდა “ოქროს ფონდის” დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის შედეგად მუდმივი ექსპოზიცია უკვე შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.
2006 წლიდან დაიწყო მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულ რეკონსტრუქციას და მუზეუმის მოწყობას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი:, ქ. ხონი, დავით გურამიშვილის ქ. 2
აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (კოლხური თეთრის კოლექცია, კოლხური ცულები, რკინისა და ბრინჯაოს შრომის იარაღები, სამარხეული მასალა) და XIX- XX სს. დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალა - საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღი (სევადიანი, მოვერცხლილი ხანჯლები, თოფები), XVIII-XIX სს. ხელნაწერები, ძველბეჭდური წიგნები.
გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: წყალტუბო, შოთა რუსთაველის ქ. 37
აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები (სამეურნეო და სამხედრო დანიშნულების ნივთები, იარაღები, კოლხური ცულები, თოხები, ხანჯლები, სამაჯურები, ბრინჯაოს ზოდები ჩვ.წ. აღ-მდე II ათასწლეულის II ნახევარი). ანტიკური ხანის სამარხეული ინვენტარი (მძივები სამაჯურები), პალეოლითის და ენეოლითის ეპოქის - კაჟის, ძვლის, ობსიდიანის იარაღები, ვერცხლის ქამრები, საბრძოლო იარაღები, XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული მასალები.
http://imageshack.us http://imageshack.us
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ჭიათურა, გაგარინის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები.
პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 25 2007, 12:46 AM
ციტატა
მისამართი: ჭიათურა, გაგარინის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები.
უფფ ნათ რაც მე მანდ მირბენია, თემა მომცეს დასაწერად და კაი ხანს მანდ ვათენ ვაღამებდი ძველ კეთილ დროს
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 12:52 AM
ციტატა(nini_1 @ Jun 25 2007, 01:46 AM)
უფფ ნათ რაც მე მანდ მირბენია, თემა მომცეს დასაწერად და კაი ხანს მანდ ვათენ ვაღამებდი ძველ კეთილ დროს
ეჰ, რა სირცხვილია რომ არ ვარ ნამყოფი
ეხლა არ მითხრა შენ ხულოს მუზეუმშიც არ ხარ ნამყოფიო
ვიცი, გენა, ვიცი
ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ტყიბული, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. 12
აღწერა: მუზეუმში ძირითად ფონდს შეადგენს ტყიბულის რაიონში (საკაჟია, ნაქერალა, ჭახათი, ორპირი, ცუცხვათი, კურსები) ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა. კერძოდ, ზედა პალეოლითის პერიოდის ადამიანის საცხოვრისში აღმოჩენილი კაჟისა და ქვის იარაღები, ბრინჯაოს იარაღისა და ანტიკური კოლხური მონეტების ზარაფხანის, ანტიკური ხანის ნასახლარების ნაშთები. მუზეუმში წარმოდგენილია ტყიბულის ზონის წიაღისეულის ნიმუშები (ქვანახშირი, ქალცედონი, ტეშენიტი, ბარიტი, გიშერი, კვარცის ქვიშები, მარმარილო), აგრეთვე XIX–XX სს. ეთნოგრაფიული მასალა.
ჩხარის მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის მუზეუმი
მისამართი: თერჯოლის რაიონი, სოფელი ჩხარი
აღწერა: მუზეუმში დაცულია თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ექსპონატები, რომელთა პერიოდიზაცია იწყება პალეოლითიდან და მოიცავს - ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკურ და ფეოდალურ ხანას. აღსანიშნავია ძვ. წ. აღ. IV-II ს.ს., მასალა: სამკაული, ანტიკური ხანის თიხის ორნამენტებიანი ჭურჭელი და სხვა კერამიკული ნაწარმი, ადრეფეოდალური ხანის მინის ჭურჭელი, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, ნუმიზმატიკა, მიწათმოქმედებასა და ხელოსნობასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული ნივთები.
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქ. 27
აღწერა: მუზეუმში დაცულია - ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა (კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები), რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები კოლხური ცული, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jun 25 2007, 01:03 AM
ციტატა
სამცხე- ჯავახეთი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი
მისამართი: ქ. ახალციხე, პ. ხარისჭირშვილის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია: რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერ და ძველ ნაბეჭდ წიოგნთა ფონდი. განსაკუთრებით მნiშვნელოვანია ქართული ლაპიდარული წარწერების ნიმუშები, ასევე XIX-XX სს.-ების მიჯნის ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექცია.
ოოო, მე აქა ვარ ნამყოფი, სამწუხაროდ მხოლოდ ერთხელ
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 01:11 AM
შიდა ქართლი
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ხაშური, მერაბ კოსტავას ქ. 2
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა (ქვის ხანიდან ჩვ. წ. აღ. X ს-ის ჩათვლით - საციხურის გორა-ნამოსახლარის, ნაცარგორას გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარის, წაღვლის სამაროვანის მასალები, ალის, ახალდაბისა და წაღვლის სამონეტო განძი). მათ შორისაა: ქვის ხელთოხი, გვიანბრინჯაო-ადრერკინისხანის კოლხური ცულები, ჭვირული ბალთები, აღმოსავლეთ ამიერკავკასიული ცული (ბრინჯაო XV-VII სს), გვიანბრინჯაოს ხანის სამკაული - პასტის, სარდიონის, გიშრის, შუშის მძივები, სასაფეთქლეები, სავარცხელი, საკინძეები, ადრებრინჯაოსა და ადრეანტიკური ხანის შავპრიალა კერამიკა. სახვითი ხელოვნების (ლ. გუდიაშვილი, გ. გაბაშვილი, ციმაკურიძე, ვ. ნოზაძე, თ. კიტოვანი), XVII-XX სს ეთნოგრაფიული, ფოტოდოკუმენტური მასალები და სხვა.
http://imageshack.us
ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქარელი, ალ. ყაზბეგის ქ. 86
აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალebi (კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები), რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XIX ს-ის საყოფაცხოვრებო ნივთები, წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.
http://imageshack.us
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. გორი, კირიონ II-ის ქ. 12
აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა (პინტადერები - თიხის საგვარეულო ბეჭდები, ვერცხlისწყლის გადასატანი ჭურჭელი, მთვარის ღვთაების სამსხვერპლო, თიხის მცირე ზომისა და ზოომორფული ქანდაკებები, სამკაულის, იარაღის კოლექცია), ნუმიზმატიკური მასალა (ძვ. წ. VI-III სს-ის სპილენძის მონეტები, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, რომაული ოქროს მონეტა (370 წ.), არაბული ვერცხლის მონეტა (775 წ.), დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნადირ-შაჰის მონეტები, თურქული დუკატები, XV ს-ის ვერცხლის მონეტები; XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია.
http://imageshack.us http://imageshack.us
კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: კასპი, სტალინის ქ. 88
აღწერა: მუზეუმში დაცულია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე და შუაბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III-I ათასწლეულით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა, გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV-XII სს-ით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები - ძვ. წ. XIII-VII სს), სოფელ სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქროვილი ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის ბრინჯაოს დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), თიხის მოჭიქული ჭურჭელი შუა საუკუნეების არქეოლოგიურ მასალებიდან.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 25 2007, 01:15 AM
იმერეთის და კერძოდ ჭიათურის რაიონში არის ერთი მაღალმთიანი სოფელი მანდაეთი, ჩემი საყვარელი სოფელია. და როგორც უხუცესებიდანაც და კიდევ სხვადასხვა გარემოებებიდან ვიცი აქ არის უძველესი ნაქალაქარი. ბევრჯერ მინახავს ხალხი ამ ადგილებში მიწას რომ თხრიდნენ და სხვადასხვა ნაკეთობებს პოულობდნენ. მერე ან ჰყიდდნენ ან დაანაწევრებდნენ და ვინ რისთვის იყენებდა ვინ იცის. აქვეა კიდევ რამდენიმე გორა, რომლებიც შეხედვისთანავე სამარხებს მოგაგონებთ, ხალხში თქმულებაც არსებობს, რომ არის შესაძლებლობა ვიფიქროთ რომ არაა გამორიცხული აქ არსებობდეს თამარის ნეშტი. ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებას ცხადია ვერ დავამტკიცებ, მაგრამ მახსოვს როგორ ჰყვებოდნენ უხუცესები თავიანთი წინაპრების მიერ მონათხრობ ამბებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ნაქალაქარში კი დანამდვილებით ვიცი როგორ პოულობდნენ სხვადასხვა ძვირფას ნივთებს. ისიც ვიცი მონეტებით სავსე ქოთანიც რომ აღმოაჩინეს. თავის დროზე ბევრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი, ძირითადად მათთან ვინც ამ ადგილით უნდა დაინტერესებულიყო, ვერაფერს გავხდი, უსახსრობითა თუ სხვადასხვა მიზეზებით ყოველთვის მომავლისთვის გადადებდნენ ხოლმე. ეს დღე კი არადა არ დადგა. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ გაღარიბებული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი ამ ადგილების გათხრებით და იქ აღმოჩენილი ნიმუშების გაყიდვით ირჩენს თავს. ეს ტერიტორია რამდენიმე სოფელს ესაზღვრება. ასე რომ მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. გული მტკივა ასე რომ ნადგურდება ჩვენი ისტორიული წარსული. იმედი მაქვს როცა დავბრუნდები ( თუ მანამდე არავინ გამოჩნდა მისი გადარჩენის მსურველი) ისევ ვეცდები რამეს მივაღწიო. ეგებ ცოტა რამ მაინც შემოვუნახოთ მომავალ თაობას.
ციტატა
ეჰ, რა სირცხვილია რომ არ ვარ ნამყოფი
ეხლა არ მითხრა შენ ხულოს მუზეუმშიც არ ხარ ნამყოფიო
ვიცი, გენა, ვიცი
ნათი
კაი. პატივს ვცემ შენს აღიარებას და აღარაფერს არ გეტყვი
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 01:18 AM
ციტატა(nini_1 @ Jun 25 2007, 02:15 AM)
იმერეთის და კერძოდ ჭიათურის რაიონში არის ერთი მაღალმთიანი სოფელი მანდაეთი, ჩემი საყვარელი სოფელია. და როგორც უხუცესებიდანაც და კიდევ სხვადასხვა გარემოებებიდან ვიცი აქ არის უძველესი ნაქალაქარი. ბევრჯერ მინახავს ხალხი ამ ადგილებში მიწას რომ თხრიდნენ და სხვადასხვა ნაკეთობებს პოულობდნენ. მერე ან ჰყიდდნენ ან დაანაწევრებდნენ და ვინ რისთვის იყენებდა ვინ იცის. აქვეა კიდევ რამდენიმე გორა, რომლებიც შეხედვისთანავე სამარხებს მოგაგონებთ, ხალხში თქმულებაც არსებობს, რომ არის შესაძლებლობა ვიფიქროთ რომ არაა გამორიცხული აქ არსებობდეს თამარის ნეშტი. ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებას ცხადია ვერ დავამტკიცებ, მაგრამ მახსოვს როგორ ჰყვებოდნენ უხუცესები თავიანთი წინაპრების მიერ მონათხრობ ამბებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ნაქალაქარში კი დანამდვილებით ვიცი როგორ პოულობდნენ სხვადასხვა ძვირფას ნივთებს. ისიც ვიცი მონეტებით სავსე ქოთანიც რომ აღმოაჩინეს. თავის დროზე ბევრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი, ძირითადად მათთან ვინც ამ ადგილით უნდა დაინტერესებულიყო, ვერაფერს გავხდი, უსახსრობითა თუ სხვადასხვა მიზეზებით ყოველთვის მომავლისთვის გადადებდნენ ხოლმე. ეს დღე კი არადა არ დადგა. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ გაღარიბებული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი ამ ადგილების გათხრებით და იქ აღმოჩენილი ნიმუშების გაყიდვით ირჩენს თავს. ეს ტერიტორია რამდენიმე სოფელს ესაზღვრება. ასე რომ მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. გული მტკივა ასე რომ ნადგურდება ჩვენი ისტორიული წარსული. იმედი მაქვს როცა დავბრუნდები ( თუ მანამდე არავინ გამოჩნდა მისი გადარჩენის მსურველი) ისევ ვეცდები რამეს მივაღწიო. ეგებ ცოტა რამ მაინც შემოვუნახოთ მომავალ თაობას.
ნათი
ნათი
კაი არ გეტყვი
საინტერესოა ნინ, ნეტა შენს მერე რამე ხომ არ შეიცვალა? სურათები ხომ არ გაქვს?
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 01:33 AM
მცხეთა-მთიანეთი
დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: დუშეთი, მილახვრიანთკარის დასახლება
აღწერა: მუზეუმში დაცულია: დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები (ადრებრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე), XIX ს-ის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხალხური სამოსელი და აქსესუარები), მინისა და კერამიკული ჭურჭელი (მათ შორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები) და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: თიანეთის რაიონი, დაბა თიანეთი
აღწერა: მუზეუმში დაცულია თიანეთის რაიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, საეკლესიო დანიშნულების ნივთები და ოთხთავის ხელნაწერი და ნაბეჭდი გამოცემები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკული ჭურჭელი და სხვა.
ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქ.2
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1890) მემორიალურ სახლში, სადაც მწერლის მემორიალურ ნივთებთან და ბიბლიოთეკასთან ერთად დაცულია არaმარტო ხევის, არამედ კავკასიური კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთიერი და დოკუმენტური მასალა. კერძოდ, რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (XIX-XX სს-is დასაწყისის საოჯახო ნივთები, აქსესუარeბი, ჭურჭელი, ფარდაგები, ხურჯინები), არქეოლოგიური მასალა (ნუმიზმატიკა, საბრძოლო და სამუშაო იარაღების ფრაგმენტები, სამკაული, მოსართავები, თიხისა და კერემიკის ჭურჭელი), საეკლესიო დანიშნულების ნივთები, წიგნები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები.
პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 25 2007, 01:36 AM
ციტატა
საინტერესოა ნინ, ნეტა შენს მერე რამე ხომ არ შეიცვალა? სურათები ხომ არ გაქვს?
შეცვლით ბევრი რამ შეიცვლებოდა ნათ. 5 წელია აღარაფერი ვიცი ამ ამბის. სამწუხაროდ სურათებიც არა მაქვს.
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 01:44 AM
ქვემო ქართლი
რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: რუსთავი, მშენებელთა ქ. 17
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ქალაქ რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რაიონი) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა (ძვ. წ. XIX ახ.წ. XVIII სს-ის თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, მათ შორის სასანური სარდიონისა და ქვის საბეჭდავები და სხვა).
http://imageshack.us http://imageshack.us
გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: გარდაბანი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61
აღწერა: მუზეუმში დაცულია გარდაბნის ტერიტორიაზე (ისტორიული კუხეთი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები, საინტერესოა ქვის ხანის სამეურნეო და საბრძოლო იარაღების კოლექცია, ანტიკური პერიოდის კერამიკის ნიმუშები, გვიანი შუასაუკუნეების ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები.
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95
აღწერა: მუზეუმში დაცულია ბოლნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ახალი ქვის ხანიდან (ძვ.წ. VI-V ათასწ.) გვიან შუა საუკუნეებს. მათ შორისაა: ნეოლითის პერიოდის მასალები: მიწის დასამუშაველი იარაღები, ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი, გაქვავებული ხე, რომელიც თარიღდება მილიონი წლით, XVII ს.საეკლესიო წიგნები, 1712 წელს გამოცემული შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”.
კახეთი
საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: საგარეჯო, კახეთის ქ. 66
აღწერა: მუზეუმში დაცულია კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა გვიანი ბრინჯაოდან მოყოლებული შუასაუკუნეების ჩათვლით (ბრინჯაოს შუბისპირები, სამაჯურები, პასტისა და სარდიონის მძივები, სხვადასხვა პერიოდის კერამიკული ხელოვნების ნიმუშები), ადგილობრივი ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ტიპის მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ძირითადად XIX-XX სს. დასაწყისის ხალიჩა-ფარდაგები, სამოსელისა და აქსესუარების ნიმუშები).
http://imageshack.us http://imageshack.us
გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: გურჯაანი, თავისუფლების ქ. 10
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია გურჯაანისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოიპოვებული მასალა: ქვის ხანის ღია ტიპის სახელოსნო, გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი, I-II სს-ის წარმართული სამლოცველოს მასალები. XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ნივთები, საბრძოლო და სამუშაო იარაღები და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 02:08 AM
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თელავი, ერეკლეს II-ის ქ. 1
აღწერა: სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახეთის მეფის - ერეკლე II-ის მემორიალური სასახლე (აგებულია 1884-86 წწ.), მეფის კარის ეკლესია, ერეკლეს მიერვე აგებული ფილოსოფიური სკოლის ნაგებობის ნაშთები, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აგრეთვე ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეა. მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები. ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში დაცულია ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისათვის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი. მათ შორის XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ახმეტის რაიონი, სოფელი ქვემო ალვანი
აღწერა: მუზეუმში დაცულია კახეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა (გვიანი ბრინჯაოდან მოყოლებული შუასაუკუნეების ჩათვლით), აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო რეგიონის - თუშეთის ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ძირითადად XIX-XX სს-ის დასაწყისის ხალიჩა-ფარდაგები, თუშური სამოსელისა და აქსესუარების ნიმუშები.
http://imageshack.us
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მისამართი: სიღნაღი, თამარ მეფის ქ. 1
აღწერა: მუზეუმში დაცულია: არქეოლოგიური (ჩვ. წ. აღ. II ათასწლეულის შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, სამკაული, იარაღი), V-XIX სს-ის ნუმიზმატიკური მასალა (სასანური, კოლხური თეთრი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის მონეტები, სხვადასხვა ქვეყნის ფულის ერთეულები), XIX ს-ის I ნახევრის ეთნოგრაფიული მასალები, ვერცხლის ჭურჭელი, სევადიანი მოვერცხლილი ქამრები, ხანჯლები, თოფები, დამბაჩა, საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხატები, XIX ს-ის I ნახევრის ხალიჩებისა და ფარდაგების კოლექცია, XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი და სხვ.).
http://imageshack.us http://imageshack.us
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: დედოფლისწყარო, ცხრა ძმის ქ. 10
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიანფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა: საბეჭდავები, სამკაული, სამედიცინო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს პინცეტი, საკულტო სკულპტურები, კამეჩის ნიღბები, სკვითური ისრის პირები, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები (რ. სტურუა, ა. პოპიაშვილი, ჯ. გვიმრაძე, რ. თორდია, ვ. ალბოროვი).
ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ლაგოდეხი, შრომის ქ. 2
აღწერა: მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ლაგოდეხისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი მასალისაგან: ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი; მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მხარის ეთნოგრაფიული მასალა. შენობის უქონლობის გამო, ამჟამად მუზეუმი დროებით არ ფუნქციონირებს.
პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 25 2007, 02:18 AM
აუ მადლობა ნათია ასეთი ინფორმაციებისთვის
მიუხედავად ამისა რომ ბევრგან ვარ ნამყოფი საქართველოში
გული მწყდება მუზეუმების სრული უმრავლესობა არც მინახია, იმედია ამასაც გამოვასწორებ, მანამდე კი შენი დადებული ინფორმაციით შემოვიფარგლებით
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 03:02 AM
ციტატა(piligrimi @ Jun 25 2007, 03:18 AM)
აუ მადლობა ნათია ასეთი ინფორმაციებისთვის
მიუხედავად ამისა რომ ბევრგან ვარ ნამყოფი საქართველოში
გული მწყდება მუზეუმების სრული უმრავლესობა არც მინახია, იმედია ამასაც გამოვასწორებ, მანამდე კი შენი დადებული ინფორმაციით შემოვიფარგლებით
ვაიმეე ეხლა მაზოლზე ნუ დამაჭერ ფეხს
მე საერთოდ არ ვარ ნამყოფი
((
კიდევ ბევრს დავდებ
განყოფილებებია
ესეც ჩემი 1300 პოსტი, აღნიშნეთ ...
ლიტერატურული პროფილის მუზეუმები
თბილისი
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. 8
აღწერა: მუზეუმში წარმოდგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები: ხელნაწერები - (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX ს.ს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულებები), ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნიკლოზ ბარათაშვილის ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის , აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, კონსტანტინე ბალმონტის, ბორის პასტერნაკის და სხვათა არქივები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები (ავეჯი, საოჯახო რელიქვიები, სამოსელი) ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, (გ. გაბაშვილი, ე. ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, ა. მოლინარი, ქ. მაღალაშვილი, მ. თოიძე, დ. კაკაბაძე, თ. ბუროვი, გ. კორადინი და სხვა), ფოტო და დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.
http://imageshack.us http://imageshack.us
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
მისამართი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. 7
აღწერა: დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.) ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი წარმოადგენს მემორიალურ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმი, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი სადაც მოთავსებული იყო გაზეთ “ივერიის” რედაქცია და სტამბა. მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები (კაბინეტი, - საძინებელი და სასადილო XIX ს-ის ავეჯით, ჭურჭელი, სხვადასხვა სახის სამშვენისები, ბიბლიოთეკა), დოკუმენტური და ფოტო მასალა (მათ შორის დ. ერმაკოვის ფოტოები), ილიას მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, XIX-XX სს-ის დასაწყისის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ილიას თხზულებათა გამოცემები და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
იმერეთი
ბაღდათი
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ბაღდათი, ბაღდათის ქ. 1
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ცნობილი პოეტის მემორიალურ სახლში, სადაც პირვანდელი სახით აღდგენილია ვლადიმერ მაიაკოვსკის კაბინეტი, საძინებელი, მისაღები, ექსპონირებულია - ვლადიმერ მაიაკოვსკისა და მისი მშობლების მემორიალური ნივთები (ავეჯი, პირადი მოხმარების საგნები, სხვადასხვა საოჯახო ნივთები და სხვ.). საექსპოზიციო დარბაზში გამოფენილია ვ, მაიაკოვსკის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფერწერული ტილოები. წარმოდგენილია პოეტის სხვადასხვა პერიოდის გამოცემები და სხვა დოკუმენტური მასალები.
საჩხერე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: საჩხერის რაიონი, სოფელი სხვიტორი
აღწერა: ცნობილი ქართველი პოეტის მუზეუმი განთავსებულია წერეთლების საგვარეულო სასახლეში.მუზეუმის ფონდებში დაცულია პოეტისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები - (აქსესუარები, ტანსაცმელი), XIX ს. პირველი ნახევრის ფრანგული, იტალიური, გერმანული წარმოების ავეჯი, ჭურჭელი (რუსული წარმოების - ”კუზნეცოვი”), ბიბლიოთეკა (სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, რუსულ,ფრანგულ ენებზე), პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები - XIX ს. პირველ ნახევარში გადაწერილი ქართლის ცხოვრება და სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი.
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: მცხეთის რაიონი, საგურამო
აღწერა: სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 ს-ის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები (”ივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), მე-19 ს-ის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს ”ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში”, ვერნეს ”მაზეპა მგლების გარემოცვაში”, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო ”შიში”, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები; XVIII-XIX ს.ს. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.
http://imageshack.us
P.S. აქ ნამყოფი ვარ
დუშეთი
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: დუშეთის რაიონი, სოფელი ჩარგალი
აღწერა: სახლ-მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას (1861-1915) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, აგრეთვე პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა.
კახეთი
თელავი
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში (საზაფხულო რეზიდენცია, აგებულია 1830 წელს), სადაც თავმოყრილია როგორც მისი ცხოვრება-შემოქმედების, ასევე თანადროული ეპოქის მასალები - ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი, XIX ს-ის სხვადასხვა სახის გამოცემები (ფრანგული, გერმანული, ინგლისური, პოლონური, სომხური), XVIII ს-ის ხელნაწერები, დ. ერმაკოვის ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ქართული, რუსული, ფრანგული ავეჯი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი (ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული, რუსული), მუსიკალური ინსტრუმენტები; 1830 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძემ წამოიწყო დეკორატიული პარკის განაშენიანება, რომელიც ესთეტიკური და დეკორატიული მნიშვნელობით წარმოადგენს ინგლისური პარკების - რიჩმონდისა და კიუს ანალოგიას (ავტორი გერმანელი პეიზაჟისტ-არქიტექტორი არნოლდ რეგელი). ამჟამად პარკს უჭირავს 12 ჰა და იგი შედგება ხეივნების, მოედნების, ცალკეული და ჯგუფური ნარგავებისგან, რომელთა შორის უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო და ტექნიკურ მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური მცენარეებიც (ჩინეთი, ამერიკა, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და სხვა); აქვე 1835 წელს აშენდა ერთ-ერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 20 000 ბოთლი ღვინო).
ყვარელი
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 2
აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, ჭავჭავაძეთა საგვარეულო გერბი, ბეჭედი, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები (ჰენრიხ ჰრინევსკი, ლ. გუდიაშვილი, კ. გურული, ს. მესხი, თ. მირზაშვილი), მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე.
პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 25 2007, 08:25 AM
ნათია
მოკლედ ძაან სერიოზული და მაგარი მასალებია ნათი.
გეიხარე შენა ბოშო. საინტერესოა ძაან.
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 10:26 AM
საუნივერსიტეტო მუზეუმები
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი
მისამართი: ქ. თბილისი, გრიბოედოვის 22
აღწერა: მუზეუმში დაცულია თბილისის სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა ნამუშევრები (მოყოლებული XX ს-ის 30-იანი წლებიდან), ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ჩანახატები და ესკიზები.
http://imageshack.us http://imageshack.us
მუზეუმ-ნაკრძალები
სამეგრელო-ზემო სვანეთი
პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
სენაკის რაიონი, სოფელი ნოქალაქევი
ვებ გვერდი: http://www.nokalakevi.ge
აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეული შუასაუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ნოქალაქევს (ციხეგოჯი-არქეოპოლისი). ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. მათ შორისაა: სხვადასხვა ცხოველთა (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, ძვ. წ. VI-IV სს-ის, ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი (ამფორები), ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I სს.) ორმოსამარხები და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია აგრეთვე საერო არქიტექტურის ნიმუშები (სასახლეები აბანოები), ქრისტიანული ტაძრები წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XVI-XVIII სს-ის მცირე ზომის სასახლე, ძველ გალავნებზე და კოშკებზე - შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც.
http://imageshack.us http://imageshack.us
სამცხე-ჯავახეთი
ვარძიის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: ასპინძის რაიონი, ვარძია
აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი შედგება XII ს-ის კლდეში ნაკვეთ ისტორიულ-არქიტექტურულ გამოქვაბულთა კომპლექსისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII სს.) ანანაურის ძეგლისაგან. მრავალსართულად (13 სართული) გამოკვეთილი კომპლექსი (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, თავდაცვითი და საირიგაციო ნაგებობები, მონაზონთა სენაკები და სხვ.) ძირითადად შეიქმნა 1156-1203 წლებში, თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წწ.), ხოლო მისიმრავალსათავსიანი პალატებისა (120 საცხოვრებელი კოპლექსის 420 სათავსი, 25 მარანი 185 ქვევრით და სხვ.) და ანსამბლის სხვა ელემენტების (სენაკები, სამრეკლო, სატრაპეზო და სხვ.) აგება XVIII-XIV სს-ში დასრულდა. ამჟამად კომპლექსში შემორჩენილია 242 გამოქვაბული, “სადარბაზო” მცირე ეკლესიით, თამარის სენაკი, სათათბირო ოთახი, სატრაპეზო, სალხინო მარნით, აფთიაქი, წყალსადენის ტრასა, თავდაცვითი ნაგებობები (საგანგებო სამალავები, საიდუმლო გვირაბები), XIII საუკუნის სამრეკლო და მთავარი ეკლესიის კარიბჭე, ანანაურის ეკლესია XV-XVI სს-ის მოხატულობით, ”ლიტანიის ეკლესია” (სულ თხუთმეტი ეკლესია), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1203), სადაც მაცხოვრის ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 10:50 AM
აჭარა
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გონიო
აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა (მაკედონიის მეფის ანტიგონა გონატას მონეტა, ძვ. წ. აღ. - III ს. სინოპური კერამიკა). აღმოჩენილია საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგეობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები, ჰიდრავლიკურხსნარიანი იატაკისა და კრამიტის ნიმუშები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება და ამჟამად დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.
http://imageshack.us http://imageshack.us
პეტრა-ციხისძირის მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: ქობულეთი, სოფელი ციხისძირი
აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ადრეფეოდალური ხანის ძეგლის პეტრას ციხის კომპლექსს და მის შემოგარენს, მუზეუმში დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად და ასევე შემთხვევით აღმოჩენილი მასალა, რომელიც მოიცავს ვრცელ ქრონოლოგიურ პერიოდს წინარე ანტიკური ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით. კერძოდ, ახ. წ. მე- 5ს. ბაზილიკის ნაშთები, მარმარილოს, ქვის კაპიტელის არქიტექტურული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, ანტიკურ-ელინისტური ხანის სამაროვანის, მე- 8 - 6 ს.ს. სადგომების მასალები, სამსხვერპლოსა და მე-4 - 5 ს.ს. ნაგებობის (ე.წ. ”ვილის”) ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური (ბერძნული, რომაული, პართიული, სასანური, თურქული, არაბული) მასალა, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი და სხვა.
გურია
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი: ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. 8
აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ადრე-შუასაუკუნეებით დათარიღებულ ციხე-ქალაქს, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული, შემოჩენილია გალავნის ნაშთი, შიდაციხის კედლების, კოშკების, ბაზილიკის, მავზოლეუმისა და სახელსონო უბანის ნაშთები. ადრეანტიკური, ანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარები, თიხის სარკოფაგები, ქვევრ-სამარხები, აბანოს ნაშთი და სხვა .
იმერეთი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის
ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი: ქ. ვანი, ვახტანგ გორგასლის ქ.7
აღწერა: მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. მასში განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
ქუთაის-გელათის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ქუთაისი, ნაზარიშვილის ქ. 7
აღწერა: ქუთაის-გელათის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს: ქუთაისის, წყალტუბოსა და ტყიბულის ტერიტორიაზე განლაგებულ ისტორიულ, არქიტექტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებს - ანტიკური ხანის ქვევრ-სამარხებს, ნამოსახლარები, ციხე-კოშკებს, XVII-XIII ს.ს. იმერეთის მეფეთა სასახლე (”ოქროს ჩარდახი”), სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლებს.
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 12:35 PM
შიდა ქართლი
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: გორი, სოფელი ქვახვრელი
აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ძვ. წ. I ათასწლეულისა და ახ. წ. დასაწყისის ძეგლს - უფლისციხეს. აგრეთვე IX-X სს. სამნავიანი ბაზილიკა და ანტიკური პერიოდის სხვადასხვა დანიშნულების კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები. საგამოფენო დარბაზში გამოფენილია ძვ. წ. VII-VI სს. კერამიკული მასალა, რკინის ეტლის თვალი, სამკაული, საოჯახო ნივთები (დოქები, ქვევრები, საღვინეები).
http://imageshack.us
დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: ცხინვალის რაიონი, სოფელი ქურთა
აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს ცხინვალის რაიონში (დიდი და პატარა ლიახვის აუზი) არსებულ ისტორიისა და მატერიალური კულტურის ძეგლებს: ქაშუეთი, მინდიაანთ კოშკი (ქემერტი), გორა სამოსახლო, ხეთაგაანთ კოშკი (სვერი), საბაწმინდა, ძელიცხოველი (ხეითი), კეხვის ციხე, წმინდა კვირიკეს, აბოწმინდას, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები (ზემო აჩაბეთი), პარსეთის წმინდა გიორგის ეკლესია (ძარწემი), მაჩაბლის სასახლე, გორა სამოსახლო (ქურთა), მაჩაბლის ძველი სასახლე, გერის ნიში (თამარაშენი) და სხვა. მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის პროცესი.
http://imageshack.us
ქსნის ხეობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: ახალგორი, თამარ მეფის ქ. 57
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ქსნის ერისთავების ყოფილ სასახლეში, რომელიც აგებულია XVI-XIX სს-ში. სტაციონარულ ექსპოზიციაში ძირითადად წარმოდგენილია არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ქსნის ხეობაში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადრეანტიკური პერიოდის მასალა (კაბენის, ქვემო ალევის სამაროვანი). მათ შორის, გვიანბრინჯაო - ადრერკინის ხანის სატევარი, ბრინჯაოს ინსიგნია-შტანდარტი (ძვ. წ. IV ს.), ირმის გამოსახულებიანი ბრინჯაოს სამკაული, ბეჭდები, საყურეები, თიხის, პასტის, სარდიონის მძივები, საკინძები, სატევრები, ცულები, შუბისპირები, ნუმიზმატიკური მასალები, XVIII-XIX სს-ის მოჭიქული კერამიკა, XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა.
http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 01:04 PM
მცხეთა-მთიანეთი
დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი: მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. 54
აღწერა: ნაკრძალის სამოქმედო არეალია: სამეფოს რეზიდენცია არმაზციხე (I-V სს.), სამეფო აკლდამა (I ს.), პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია, სამთავროს ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, ბებრისციხე და სხვა. მუზეუმში დაცული კოლექციების ძირითად ნაწილს შეადგენს საქართველოს პირველი დედაქალაქის -მცხეთისა და მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, შემთხვევით მონაპოვარი და შეძენილი მოძრავი ძეგლები (ქრონოლოგიური ჩარჩოები: ძვ.წ. აღ. IV ათასწლეული - ახ. წ. X-XII სს.), საფონდო მასალიდან გამოიყოფა სამი მნიშვნელოვანი კოლექცია: ბრინჯაო ადრერკინის ხანის ლითონმქანდაკებლობისა და სამეთუნეო ნაწარმის ძეგლები, ანტიკური ხანის ოქრომჭედლობისა და მინის კოლექციები. ცალკე აღსანიშნავია გვიანანტიკური ხანის ბერძნულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები არმაზციხიდან და ანტიოქიის ტაძრის ტერიტორიიდან.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
ქვემო ქართლი
კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: წალკა, არისტოტელეს ქ. 19
აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთავოს ტერიტორიაზე პირველი ერისთავის – ლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს-ის 70-იან წლებში აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართლში გადასასვლელ ერთადერთ ისტორიულ გზაზე; აგრეთვე თრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის
საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
აღწერა: ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, რომელზეც მიმდინარეობს საველე არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, რომელსაც მიშენებული აქვს XIII ს-ში ორნამენტებითა და წარწერებით შემკული კარიბჭე. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეული ჰომინიდებისა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთებით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის ხუთი თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და საერთოდ შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 01:30 PM
კახეთი
დავით გარეჯის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: საგარეჯოს რაიონი, უდაბნო
აღწერა: დღეისათვის ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს შუა საუკუნეების ცამეტ არქიტექტურულ ძეგლს (გარეჯის ტერიტორიაზე კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა VI ს-ის შუა წლებიდან დაიწყო). ნაკრძალის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანების სადგომის ნაშთები, ძვლისა და ქვის იარაღები, ადრე და გვიანი ბრინჯაოს, აგრეთვე რკინის ხანის ნამოსახლარის კომპლექსები.
http://imageshack.us
გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
http://imageshack.us
მისამართი: ყვარლის რაიონი, სოფელი გრემი
აღწერა: ნაკრძალი ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში (XV ს-ის ძეგლი), რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII ს.ს.-ის რკინის ცულები, XV ს-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს-ის ზარბაზანი და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებული “მეფეთა პორტრეტების სერია”.
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 01:40 PM
ხელოვნების პროფილის მუზეუმები
თბილისი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციებში ძირითადად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით და ასევე, მცირე რაოდენობის ქრისტიანობამდელი პერიოდის მასალა. მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები (ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, ტონდო წმინდა მამაის გამოსახულებით, საწინამძღვრო ჯვრები და სხვ.), აგრეთვე ქართული ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), სხვადასხვა პერიოდის მდიდრული საიუველირო ნაწარმი, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები. ძველი ქართული ხელოვნების ფონდებში შედის შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), ალექსანდრე ბერიძის, შალვა ქიქოძის, გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის და სხვათა ნაწარმოებები. ხელოვნების მუზეუმში ასევე ინახება XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების (მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია) საინტერესო კოლექციები.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. 12
აღწერა: სახლ-მუზეუმი დაფუძნდა 1976 წელს ცნობილი ქართველი მხატვრის, მე-20 საუკუნის ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ელენე ახვლედიანის (1901-1975 წწ.) ბინა-სახელოსნოს ბაზაზე. ახალგაზრდა მხატვარი წლების მანძილზე სწავლობდა იტალიასა და საფრანგეთში (პარიზის კოლოროსის აკადემია), სადაც ინტენსიურად აწყობდა გამოფენებს, რომლებიც ფრანგი კრიტიკოსებისა და ხელოვანების დიდ ინტერესს იწვევდა (პაბლო პიკასოსა და პოლ სინიაკთან ნაცნობობა შემდეგში მეგობრობაში გადაიზარდა). თბილისში დაბრუნების შემდეგ ელენე ახვლედიანის ბინა-სახელოსნო ხელოვნების თავისებურ სალონად იქცა, სადაც იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები, უკრავდნენ რიხტერი, ჰ. ნეიჰაუზი. სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია (3292 ექსპონატი) მხატვრის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული ტილოები (ძირითადად საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები), გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები; აგრეთვე მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული უტილიტარულ-დეკორატიული ნივთები - XIX-XX სს-ის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ფარდაგები, ხალიჩები, კერამიკა, სპილენძის ჭურჭელი, მუზეუმში დაცულია უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, ბიბლიოთეკა. სახლ-მუზეუმი ამჟამადაც კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია - რეგულარულად ხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტები, იმართება პოეზიის საღამოები, ეწყობა კონცერტები.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 01:53 PM
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი
მისამართი: ქ. თბილისი, მ. ლაღიძის ქ. 1
აღწერა: ცნობილი ქართველი მხატვრის – მოსე თოიძის (1871-1953) მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები (2000-ზე მეტი ერთეული), მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. მუზეუმში დაცულია აგრეთვე მხატვრის შვილის – მხატვარ ირაკლი თოიძის ნამუშევრები. მუზეუმთან ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო ფსიქორეაბილიტაციური ტრენინგ-ცენტრი, ხორციელდება საქველმოქმედო პროექტები.
http://imageshack.us
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, როდენის ქ. 6
აღწერა: ცნობილი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე (1876-1951 წწ.) ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი იყო. სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894-1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). 1906-1907 წლებში მუშაობდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის როდენის სახელოსნოში. მოქანდაკის გარდაცვალების შემდეგ, სახლში, რომელიც 1922 წელს მისივე დაკვეთით ააშენა არქიტექტორმა კალგინმა, გაიხსნა სახლ-მუზეუმი, სადაც ექსპონირებულია იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ქანდაკებები: ბიუსტები, პორტრეტები, ფიგურები. ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.
http://imageshack.us
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, შიო მღვიმელის ქ. 2
აღწერა: მუზეუმი დაფუძნდა 1988 წელს, ცნობილი ქართველი მხატვრის - უჩა ჯაფარიძის (1906-1986) ბინა - სახელოსნოს ბაზაზე. მასში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალები.
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 02:12 PM
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, კარგარეთელის ქ. 6
აღწერა: მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა (დაწყებული ვანში აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის თეატრალური ნიღბით და დამთავრებული XX ს-ის ავანგარდული ხელოვნების ნიმუშებით). მათ შორისაა: XVII ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ელ. ახვლედიანის, ირ. გამრეკელის, ი. ნიკოლაძის, ლ. გუდიაშვილის, ს. ვირსალაძის, პ. ოცხელის, დ. კაკაბაძის, ვ. სიდამონ-ერისთავის, ს. ქობულაძის, ლ. ბაქსტის, ალ. ბენუას. კ. ზდანევიჩის, ფ. ლეჟეს, აგრეთვე თანამედროვე ხელოვანთა (გ. ალექსი-მესხიშვილის, ი. გეგეშიძის. ნ. მალაზონიას, მ. ჭავჭავაძის, ირ. ფარჯიანის, ს. ფარაჯანოვის ნამუშევრები), ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების - ილია ჭავჭავაძის, გ. ერისთავის, აკ. წერეთლის, ნემიროვიჩ-დანჩენკოს, სუმბათაშვილ-იუჟინის, ი. შტრაუსის, დ. შალიაპინის, სტანისლავსკის, კ. მარჯანიშვილის, შ. დადიანის, ს. ახმეტელის, დ. არაყიშვილის და სხვა შემოქმედთა პირადი წერილები, ხელნაწერები, არქივები. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა. ამჟამად მუზეუმში მიმდინარეობს სრული რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, შ. დადიანის ქ. 28
აღწერა: მუზეუმში წარმოდგენილია XIX-XX ს.ს. მიჯნის საქართველოს და კავკასიის ქვეყნების ხალხთა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი, ხის, ლითონის, გიშრის, ძვლის, რქის მხატვრულად დამუშავებული ნიმუშები (ძირითადად, სამკაული, ქამრები, იარაღი, საოჯახო ნივთები), აბრეშუმის, ტყავის, მაუდის, ნაბდის ნაწარმი, კავკასიური ხალიჩების კოლექცია მუსიკალური ინსტრუმენტები (სალამური, ფანდური, ჩონგური, დაირა, დიპლიპიტო), ხევსურული კოსტიუმები, გობელენები, ნაქარგობის ნიმუშები, თავსამკაული, მხატვარ-პრიმიტივისტთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები (ივანე მელიაშვილი, გიგო ზაზიაშვილი და სხვა), ქანდაკება (დავით ნავროზაშვილი), ხალხური ხელოსნობის ნიმუშები, ლატვიელი მხატვრის იული სტრაუმეს (1874-1970) კავკასიის თემაზე შექმნილი ესკიზებისა და ჩანახატების მრავალრიცხოვანი კოლექცია.
http://imageshack.us http://imageshack.us
სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერეა
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11
აღწერა: გალერეის ფონდებში დაცულია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების (ფერწერა, გრაფიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) ნიმუშები, მათ შორის: ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, ზურაბ ნიჟარაძის, ედმუნდ კალანდაძის, თენგიზ მირზაშვილის, დიმიტრი ერისთავის, მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, გია გუგუშვილის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ნანა ჭურღულიას, გოგი წერეთლისა და სხვათა ნამუშევრები.
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 25 2007, 08:10 PM
ქართული სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი: ქ. თბილისი, ერეკლე II-ის მოედანი 10
აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული აუთენტური მუსიკალური საკრავები, მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, მათ შორის ცნობილი ჩეხი ოსტატის ნეჩადას მიერ დამზადებული არღნები, ასევე ქართულ ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, ჩვ. წ. აღ-მდე XV- XIV სს-ის გედის ძვლისგან დამზადებული სალამურის ასლი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, XX ს-ის დასაწყისში გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები. მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მხატვრების - ლ. გუდიაშვილის, ი. შარლემანის, ჯ. ხუციშვილის ფერწერული ტილოები, ასევე XVIII-XIX ს-ის აღმოსავლური ხალიჩები და ქართული ფარდაგები.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
კინოს ისტორიის მუზეუმი
მისამართი: ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. 88
აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია კინოს ისტორიასთან დაკავშირებული მასალები (5000-ზე მეტი ექსპონატი). მათ შორის: ფოტოარქივები, კინოაპარატურა, წიგნები, ბროშურები, ჟურნალ-გაზეთები, აფიშები, თოჯინები, ცნობილ კინოხელოვანთა არქივები, ქართველ კინემატოგრაფისტთა, აგრეთვე ჩარლი ჩაპლინისა და უოლტ დისნეის ვიდეოფილმების კოლექციები, ანიმაციური კინომარკების (ქართული, აგრეთვე უ. დისნეის ანიმაციური ფილმები) კოლექცია.
http://imageshack.us http://imageshack.us
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი
მისამართი: ქ. თბილისი, გრიბოედოვის 22
აღწერა: მუზეუმში დაცულია თბილისის სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა ნამუშევრები (მოყოლებული XX ს-ის 30-იანი წლებიდან), ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ჩანახატები და ესკიზები.
http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 26 2007, 12:33 AM
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი
მისამართი: ქ. თბილისი, შარდენის ქ. 19
აღწერა: მუზეუმი დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის შემოქმედებითი სახელოსნოს ბაზაზე. მუზეუმში დაცულია ფაკულტეტის სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა ნამუშევრები (მოყოლებული XX ს-ის 60-იანი წლებიდან). მუზეუმში ფუნქციონირებს სახელოსნო (სადაც სტუდენტები მუშაობენ) და თანამედროვე ტექსტილის გალერეა ”თინათინი”, რომელიც მნახველს სთავაზობს ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზის საფუძველზე შექმნილ კოსტიუმებს, სხვადასხვა აქსესუარებსა და დიზაინერულ ობიექტებს.
http://imageshack.us http://imageshack.us
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
მისამართი: ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. 10
აღწერა: მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები (ავეჯი, ჭურჭელი, სამოსი, პირადი მოხმარების საგნები), პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების ”აბესალომ და ეთერის”, ”დაისის” პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, ზ. ფალიაშვილის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ექსპედიციების ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა და სხვა.
http://imageshack.us
ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი
მისამართი: ქ. თბილისი, ვერიკო ანჯაფარიძის ქ. 16
აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების ვერიკო ანჯაფარიძის (1900-1987 წწ.), მიხეილ ჭიაურელის (1894-1974 წწ.), კოტე მახარაძისა (1926-2004 წწ.) და სოფიკო ჭიაურელის არქივები, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მდიდარი ფოტომასალა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ხელნაწერები, წერილები, საოჯახო ნივთები (ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი, სამოსელი), ცნობილ ქართველ მხატვართა მიერ ოჯახისთვის საჩუქრად გადაცემული ფერწერული ნამუშევრები (მათ შორის: ნიკო ფიროსმანაშვილის ”ბიჭის პორტრეტი”, ლადო გუდიაშვილის ”პარიზელი არშიყი ქალების დაკითხვა”, ელ. ახვლედიანის ”ძველი თბილისი”, ქ. მაღალაშვილის, პ. ოცხელის, რ. მირზაშვილის, თ. ხუციშვილის, ირ. თოიძის, ზ. ნიჟარაძის ნამუშევრები), მიხეილ ჭიაურელის მიერ შესრულებული შარჟები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 27 2007, 06:15 PM
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ამბროლაური, თამარ მეფის ქ. 4
აღწერა: მუზეუში დაცულია XX ს-ის ცნობილი ქართველი მხატვრების - ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის , დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, კობა გურულის, ავთო ვარაზის, ლევან ცუცქირიძის, ნათელა იანქოშვილის და სხვათა ფერწერული ტილები და გრაფიკული ნამუშევრები.
http://imageshack.us
აჭარა
აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ბათუმი, ერას ქ. 8
აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული ტილოები (ნიკო ფიროსმანი, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ელ. ახვლედიანი, სტ. ბაკალოვიჩი, ზომერი, ა. ტერნი, რ. ფეტვიაშვილი, ნ. იგნატოვი, ა. ზანკოვსკი, გ. წერეთელი და სხვა), გრაფიკული (ნ. ჭურღულია, ლ. ზამბახიძე და სხვა) ნამუშევრები, კერამიკის, ხის, მინის, ჭედურობის, გობელენის ნიმუშები, სკულპტურა (ე. ფანტარელი ”ნიმფა და პატარა ფავნი”, გ. ოჩიაური ”პორტრეტი” და სხვა).
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 27 2007, 06:33 PM
გურია
ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა
http://imageshack.us
მისამართი: ოზურგეთი, შოთა რუსთაველის ქ. 6
აღწერა: მუზეუმში დაცულია ხალხური რეწვის ნიმუშები (ხეზე კვეთილობა და ნაქარგობა, ფარდაგები, გობელენი), ქართველ მხატვართა ნამუშევრების კოლექცია (ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, გ. ბუღაძე, ა. ნიქაბაძე, მ. ცეცხლაძე, ნ. ცეცხლაძე, ა. თავართქილაძე, ბ. შველიძე, გ.ღლონტი, ვ. მამეიშვილი, გ. ჯაში და სხვა).
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
იმერეთი
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ქუთაისი, შოთა რუსთაველის ქ. 8
აღწერა: მუზეუმში დაცულია ფერწერული (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ალ. ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ელ. ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 27 2007, 06:50 PM
კახეთი
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი გურჯაანი
აღწერა: ცნობილი ქართველის კინომსახიობის ნატო ვაჩნაძის (1904-1953) სახლ-მუზეუმი გახსნილია ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგული ფაიფური) ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით; მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები; აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.
http://imageshack.us
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი
აღწერა: მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი (”სონა უკრავს გარმონს”, ”წარაფი”, ”კალოობა”, ”მოწყალების და სააღდგომო კვერცხებით”, ”მუშა”, ”შოთა რუსთაველი”, ”თამარ მეფე” და სხვა), მხატვრის პირადი ნივთები, Pპაბლო პიკასოს ლითოგრაფია “ფიროსმანაშვილის პორტრეტი“, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები (ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, კობა გურული, ნათელა იანქოშვილი და სხვ.) ხელნაწერები (ფიროსმანის პირადი საქმე, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ქართველ პოეტთა ლექსები და სხვა), XIX-XX სს. ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები - ხალიჩები, ფარდაგები (მათ შორის ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი), ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვა.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ყვარელი, კ. მარჯანიშვილის 24
აღწერა: მუზეუმი გახსნილია ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის (1872-1933 წწ.) მემორიალურ სახლში. შენობა წარმოადგენს XIX ს-ის ქართული არქიტექტურის ძეგლს. რეჟისორის მემორიალური ნივთების (პირადი მოხმარების საგნები, სამოსელი და სხვა) გარდა, მუზეუმში დაცულია მისი ფილმისა (“ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, პიესები, ფერწერული (ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, პ. ოცხელი და სხვა), გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ხელნაწერები, წერილები, XX ს-ის დასაწყისის ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვა.
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 29 2007, 05:01 AM
ყოჩაღ ნათი. ძალიან საინტერესო მასალებია. ეს ხომ ჩვენი წარსული და ისტორიაა. მეტ- ნაკლებად ყველამ უნდა ვიცოდეთ.
ძალიან დიდი შრომა გაქვს გაწეული, ამდენ მასალას მოძიება და თან აქ გადმოტანა ხომ უნდოდა.
დიდი, დიდი მადლობა ჩემო კარგო
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 29 2007, 11:07 AM
ციტატა(nini_1 @ Jun 29 2007, 05:01 AM)
ყოჩაღ ნათი. ძალიან საინტერესო მასალებია. ეს ხომ ჩვენი წარსული და ისტორიაა. მეტ- ნაკლებად ყველამ უნდა ვიცოდეთ.
ძალიან დიდი შრომა გაქვს გაწეული, ამდენ მასალას მოძიება და თან აქ გადმოტანა ხომ უნდოდა.
დიდი, დიდი მადლობა ჩემო კარგო
სურვილი მაქვს თბილისში რაც მუზეუმებია მოვინახულო... იმედია ფორუმელებიც შემომიერთდებიან ...
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2007, 11:11 AM
ციტატა(ნათია @ Jun 29 2007, 11:07 AM)
ნათი, ძალიან კარგი თემაა და შენი მადლიერი ვარ
მეც იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას ყველა ფორუმელი გამოეხმაურება
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 29 2007, 11:31 AM
ციტატა(marine @ Jun 29 2007, 11:11 AM)
ნათი, ძალიან კარგი თემაა და შენი მადლიერი ვარ
მეც იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას ყველა ფორუმელი გამოეხმაურება
მადლობა არაა საჭირო
პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jun 29 2007, 12:38 PM
მეც დიდი სიამოვნებით მოვინახულებ.. ოქროს ფონდით დავიწყოთ რაა.. თან, XII-XIII საუკუნის ნაქარგობების გამოფენაა და მოგვესწრო იქნებ...
პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jul 11 2007, 11:24 AM
ნათი დიდი მადლობა ასეთი საინტერესო მასალის მოწოდებისთვის, მრცხვცენია იმის თქმა რომ არ ვოფილვარ ბევრ მუზეუმში
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 11 2007, 11:31 AM
ციტატა(catherina_10 @ Jul 11 2007, 11:24 AM)
ნათი დიდი მადლობა ასეთი საინტერესო მასალის მოწოდებისთვის, მრცხვცენია იმის თქმა რომ არ ვოფილვარ ბევრ მუზეუმში
არამარტო შენ......
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2008, 05:07 PM
ციტატა(ნათია @ Jun 25 2007, 01:44 AM)
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95
აღწერა: მუზეუმში დაცულია ბოლნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ახალი ქვის ხანიდან (ძვ.წ. VI-V ათასწ.) გვიან შუა საუკუნეებს. მათ შორისაა: ნეოლითის პერიოდის მასალები: მიწის დასამუშაველი იარაღები, ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი, გაქვავებული ხე, რომელიც თარიღდება მილიონი წლით, XVII ს.საეკლესიო წიგნები, 1712 წელს გამოცემული შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”.
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიზურაბ ერისთავი
(ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი)
ჩვენი დიდი წინაპრები შეუნელებელი ყურადღებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებს. ისინი სიცოცხლის ფასად არ ერიდებოდნენ არავითარ დაბრკოლებას, რათა დაეცვათ და მომავალი თაობებისათვის შემოენახათ ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა.
ქ. თბილისში პირველი მუზეუმის დაარსების გამო, 1887 წელს ილია ჭავჭავაძე წერდა: მუზეუმის დაარსებას ყველა ჩვენი ქვეყნის მოყარე კაცი დიდის სიყვარულით უნდა მიეგებოს, დიდი მადლობა ჩაინერგოს გულში იმათ მიმართ, ვინც ეს ფრიად სასარგებლო საქმე ითავეს და შესრულებამდე მიიყვანეს. ბოლნისის რაიონის მუზეუმებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1951 წლის 11 თებერვალს დაარსდა. მისი პირველი დირექტორი იყო დიდად პატივცემული ქალბატონი ნათელა ჯაფარიძე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. იგი წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა ამ საპატიო საქმეს.
1957 წლიდან 1964 წლამდე მუზეუმს ხელმძღვანელობდა აწ განსვენებული, ბატონი მიხეილ მაჭავარიანი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მუზეუმი განთავსებული იყო დღევანდელი კულტურის სახლის აღმოსავლეთ მინაშენში.
1964 წლიდან 2004 წლამდე მუზეუმის შეუცვლელი დირექტორი გახლდათ ბატონი იაკობ ბობოხიძე - პიროვნება, რომელმაც ყველაზე მეტი იმუშავა მუზეუმის ექსპონატებით. დღეს ეს ღვაწლმოსილი ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ნამოღვაწარი არ დაკარგულა.
რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ენეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს, ადრეული რკინის ხანისა და გვიანდელი ხანის ექსპონატები.არქეოლოგიურ მასალებს მუზეუმში ორი ვრცელი დარბაზი უჭირავს.
აქვეა განლაგებული ქართული დამწერლობის ეტაპობრივი განვითარების ამსახველი მასალა: საქართველოში დღემდე აღმოჩენილი ბოლნისის სიონის უძველესი ქართული მრგვლოვანი რელიეფური ასოებით შესრულებული წარწერების ასლები (Vს.), აგრეთვე 1712 წლით დათარიღებული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" საიუბილეო გამოცემა. იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" უძველესი ეგზემპლიარი და ასევე ამ წიგნის საიუბილეო (1500წ.) გამოცემა 7 ენაზე თარგმნილი და დაბეჭდილი.მეორე სართულზე ძირითადად განთავსებულია არქეოლოგიური ექსპოზიცია. არსებული ექსპონატებიდან აღსანიშნავია: ირმის რქა (ნეოლითი), ამავე პერიოდს განეკუთვნება ქვის სანაყები. ბრინჯაოს ხანის ექსპონატებიდან გამორჩეულია ხელცულები, სარტყელები, სამკაულები და ორიგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების ჭურჭელი.ხელოვნების იშვიათი ნიმუშია დაცული მუზეუმში ანტიკური პერიოდის ფრინველის დოქი, მილიონი წლის გაქვავებული ხე, სვეტის თავი "ბოლნური ჯვრით" ბოლნისის სიონიდან და სხვ.
მუზეუმი თავის საგანძურში 3000-ზე მეტ ნივთიერ და წერილობით მასალას ინახავს.ბოლნისის ეპარქიის გაზეთი "სიონი" N3, 2007
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2008, 01:53 PM
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი
http://georgianmuseum.iatp.ge/history.htm
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2008, 12:24 PM
საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაცია
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ “ღია საზოგადოება_საქართველოს” დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მუზეუმებისა და კოლექციების სამმართველოს მიერ განხორციელდა “საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაციის“ პროექტი. მოძიებული იქნა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია საქართველოში ამჟამად მოქმედი სახელმწიფო და კერძო, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან არსებული მუზეუმების შესახებ, მომზადდა დაკონკრეტებული ანოტაციები, შედგენილ იქნა ყველა მუზეუმის პასპორტი (მუზეუმის პროფილი, ადგილმდებარეობა, ინფორმაცია კოლექციებსა და განყოფილებებზე, ექსპონატთა რაოდენობასა და დაცულობაზე, მატერიალურ - ტექნიკურ მდგომარეობაზე და სხვა, მუზეუმისა და რამდენიმე ექსპონატის თანმხლები ფოტოებით), რომელიც პერიოდულად შეიცვლება მუზეუმში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად.
მოპოვებული მასალის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოში ამჟამად სხვადასხვა პროფილის 223 მუზეუმია. მათ შორის:
თბილისში – 70
რეგიონების მუზეუმები:
აჭარა – 15
აფხაზეთი – 2
გურია – 8
იმერეთი – 31
სამეგრელო-ზემო სვანეთი _ 16
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 5
სამცხე-ჯავახეთი – 6
შიდა ქართლი – 15
ქვემო ქართლი – 10
მცხეთა-მთიანეთი – 10
კახეთი – 32
მოპოვებული მასალის საფუძველზე მომზადდა ბაზა საქართველოს მუზეუმების ვებ-გვერდის შესაქმნელად და ინტერნეტში განსათავსებლად, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კვლევასა და პოპულარიზაციას, ინფორმაციის გაცვლას და ახალი კულტურული კონტაქტების დამყარებას.
http://www.georgianmuseums.ge/MuseumGe/News/Pasport.html
პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 3 2008, 01:26 PM
იაზონის და არგონავტების მითი სათავეს ანტიკური საქართველოს ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებში იღებს, რომლის რამდენიმე შედევრი პარიზის მონეს სასახლეშია გამოფენილი.
http://embassy.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=752&info_id=3501
http://embassy.mfa.gov.ge/functions/img.php?src_jpg=../album/752_3501_774534.jpg&im_new_w=300
ერთ-ერთი მრავალ ლეგენდათაგანი, რომელიც კოლხეთის მდინარეებში - დღევანდელ საქართველოში - ანტიკური ელდორადოს საძიებლად წასული იაზონისა და არგონავტების ეპოპეას ეხება, სტრაბონიდან მოდის. ისტორიკოს- გეოგრაფი მოგვითხრობს, რომ იქაურ მდინარეებში ოქროს მოიპოვებდნენ, მდინარის წყალში ცხვრის ტყავს ასველებდნენ და მანამ არ ამოიღებდნენ, ვიდრე იგი ძვირფასი მეტალის მტვერით მთლიანად არ დაიფარებოდა.. რამდენად მართალია, ვინ იცის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ცხადი ის არის, რომ დასავლეთ საქართველოს ცივილიზაცია, რომელიც ჩვ. წ. აღ. მდე მე-8 დან პირველ საუკუნეებამდე არსებობდა, ისევე უეცრად გაქრა, როგორც აღმოცენდა, და თავის შესახებ მცირე ინფორმაცია, მაგრამ უდიდესი სიმდიდრე, ბრწყინვალება და სინატიფე დაგვიტოვა.
http://embassy.mfa.gov.ge/functions/img.php?src_jpg=../album/752_3501_784602.jpg&im_new_w=300
ანტიკური ქალაქის, ვანის საფლავებიდან მოძიებული საგანძური, პირველად პარიზში, მონეს სასახლეშია გამოფენილი. პატარა დარბაზი, ცოტა ნივთები, მაგრამ ოქრომჭედლობის ოსტატობა და იშვიათი წარმოსახვის უნარი გამოფენას ნამდვილ ùმარგალიტად აქცევს. პირველ დარბაზში ბრინჯაოსა და რკინის ორი კაცის ჯაკომეტისეული ფილიფორმული ქანდაკება გვხვდება. ისინი საფლავებში ნაპოვნი მიცვალებულების ნამდვილი მინიატურული ასლებია, მინიატურული ყვავილის ფორმის დიადემებით, საყურეებით და ყელსაბამებით, სწორედ ისეთი, რომელსაც რეალურ ზომაში ვნახავთ შემდგომ დარბაზებში.
კოლხეთის თავისებურება, გრანულირების არაჩვეულებრივი ოსტატობაა, ეს უწვრილესი ოქროს მარგალიტები, ტემპერატურის უეცარი ცვლილების შედეგად მიიღება. კოლხები ამას ისეთი ოსტატობითა და ვირტუოზულობით აკეთებენ, რომ მნახველს ხმა უწყდება. თითოეულ დიადემაზე, თითოეულ ყელსაბამზე, თითოეულ საყურეზე - რომელიც ნამდვილ არქიტექტურულ კონსტრუქციას წარმოადგენს, სადაც პერსონაჟები ერთმილიმეტრიან ძეწკვებზე არიან ჩამოკიდებულნი - თითოეულ სამაჯურზე ფიგურებია ჩამწკრივებული, ხშირად იხვები ან არწივები, რომლებიც თავადაც ყველზე უცნაური აკრობატული ფორმის ათასობით ოქროს მარცვლისგან შედგება.
ექსპოზიციისთვის ვანში 24 გათხრის დროს აღმოჩენილი 6 საფლავის ნივთებია წარმოდგენილი. ქალებიც და კაცებიც მდიდრულად არიან აღკაზმულნი. წარმოუდგენელი - 6 სმ სიმაღლის - მამაკაცის თმის სარჭი, ოქრომჭედლის სრული ოსტატობის ნიმუში, მოჭედილი ოქროს გრანულირებული ცხოველების ჯარით, ირმების ბრძოლა კოლხური თავისებურებაა, ხარი - სპარსული თემატიკა.
იგრძნობა ასევე მეზობელი სამყაროს გავლენა. მე- 3 - მე 4 საუკუნის საბერძნეთი - სფინქსის ფორმებით, მეზობელი სკვითები - შეჭიდებული ცხოველებით, სტეპების მეომერების ხელოვნება, ეგვიპტეც კი, ტიხრული ოქროს ტრაპეზოიდული პექტორალი, ცხოველების მწკრივით..კვლავ ბერძნები, შუშის მასალა, წმინდა ფარაონული სამკაული, რომელიც წვრილ გრძელ ოქროს ძეწკვებზე ჩამოკიდებული ბროწეულებით ბოლოვდება.
პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 10 2008, 03:44 PM
ციტატა
მისამართი: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი
აღწერა: მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი
ერთი რამ მინდა დავაზუსტო.. ფიროსმანის მუზეუმი მირზაანში რომ იყო, სიღნაღში გადაიტანეს მგონი, ხომ? ნაწილი სურათებისა ხომ არ დარჩა მირზაანში? თუ მთლიანად გადაიტანეს... ან დირექტორი ვინაა ახლა?
მადლობა წინასწარ....
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2008, 05:49 PM
ციტატა(ნათია @ Jun 25 2007, 12:40 PM)
თბილისი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
http://imageshack.us
მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1
აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციებში ძირითადად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით და ასევე, მცირე რაოდენობის ქრისტიანობამდელი პერიოდის მასალა. მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები (ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, ტონდო წმინდა მამაის გამოსახულებით, საწინამძღვრო ჯვრები და სხვ.), აგრეთვე ქართული ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), სხვადასხვა პერიოდის მდიდრული საიუველირო ნაწარმი, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები. ძველი ქართული ხელოვნების ფონდებში შედის შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), ალექსანდრე ბერიძის, შალვა ქიქოძის, გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის და სხვათა ნაწარმოებები. ხელოვნების მუზეუმში ასევე ინახება XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების (მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია) საინტერესო კოლექციები.
http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us http://imageshack.us
მეც დავამატებ
ხელოვნების მუზეუმის დაარსების თარიღად 1920 წლის 1 თებერვალი სახელდება, როდესაც ცნობილი მხატვრის, ქართული კულტურის მოამაგის დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობითა და სხვა ქართველ მოღვაწეთა შემწეობით თბილისში გაიხსნა ეროვნული გალერეა. ამ ფაქტს აღფრთოვანებით შეხვდა
იმდროინდელი საზოგადოება, რამაც განსაზღვრა კიდეც გალერეის შემდგომი ბედი: საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ინტერესის, მხარდაჭერისა და გალერეის მესვეურთა ძალისხმევის შედეგად ეროვნული გალერეა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად იქცა, სადაც ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო.1932 წლის 5 აგვისტოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით მოხდა ეროვნული გალერეის რეორგანიზება და მის ბაზაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაფუძნდა, სადაც თავი მოიყარა
საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო და ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების, აგრეთვე თბილისის უნივერსიტეტის ძველი ქართული ხელოვნების კოლექციებმა.1933 წელს მუზეუმისათვის მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო შენობა, რის გამოც მომდევნო წლებში მას ხელოვნების მუზეუმ ‘’მეტეხად’’ მოიხსენიებდნენ. მუზეუმის პირველი დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე. 1945 წელს სასიქადულო მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით საქართველოს 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური დაუბრუნდა, რომლის დიდი ნაწილიც ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.
1950 წლიდან მუზეუმი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმად იწოდებოდა. ამავე წელს მას გადასცეს შენობა, რომელშიც დღემდეა განთავსებული. რუსული ამპირის სტილის ნაგებობა, რომელიც 1838 წელს აშენდა და მასში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული.
მუზეუმის შემდგომი აღმავლობა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია მისი დირექტორის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან.
2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია და მიმდინარე რეფორმების პირობებში კვლავაც განაგრძობს კოლექციების ექსპონირებას, კვლევასა და დაცვას.
პ.ს. ძალიან მიყვარს ეს მუზეუმი!
ერთ ზაფხულს პრაქტიკები მიტარდებოდა და...
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 17 2008, 05:50 PM
კარგი იქნებოდა ერთი დღე დაგვეგეგმა და რამდენიმე მუზეუმი გვენახა
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2008, 05:52 PM
მეც, დიდი სურვილი მაქვს!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2008, 10:42 AM
ნათია
tamuna m
მეც ძალიან მსურს, რომ დავგეგმოთ და მოვინახულოთ ჩვენი საგანძური.
ბოლოს ალექსანდრე ყაზბეგის სახლმუზეუმში ვიყავი ფორუმელებთან ერთად და დღემდე მომყვება ემოცია
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 18 2008, 10:48 AM
marine
ნეტა კვირაობით მუშაობენ?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2008, 10:57 AM
ციტატა(ნათია @ Mar 18 2008, 10:48 AM)
marineნეტა კვირაობით მუშაობენ?
არ ვიცი, ნათი. დავრეკავ და გავიგებ. მერე კი ერთ დღეს დავგეგმოთ წასვლა.
ახლა ვნახე საიტზე, და ყოველ დღე მუშაობს ყველა მუზეუმი ორშაბათის გარდა:
http://www.georgianmuseums.ge/MuseumGe/Musums/Erovnuli/xelovnebis%20muzeumi.html
პოსტის ავტორი: goba41 თარიღი: Dec 7 2010, 01:43 PM
როგორც გავიგე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყოფილა ბაქრაძეების საგვარეულო გერბი,იქნებ ვინმე დამეხმაროს ამ გერბის მოძიებაში.
როგორც გავიგე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყოფილა ბაქრაძეების საგვარეულო გერბი,იქნებ ვინმე დამეხმაროს ამ გერბის მოძიებაში.
გოჩა ბაქრაძე ტ.722636
როგორც გავიგე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყოფილა ბაქრაძეების საგვარეულო გერბი,იქნებ ვინმე დამეხმაროს ამ გერბის მოძიებაში.ტ722636
პოსტის ავტორი: მანდაეთი თარიღი: May 7 2011, 01:40 AM
ციტატა(ნათია @ Jun 25 2007, 01:18 AM)
საინტერესოა ნინ, ნეტა შენს მერე რამე ხომ არ შეიცვალა? სურათები ხომ არ გაქვს?
მანდაეთი მანდ იყვნენ და არიან ჩემი წინაპრები, მეც მანდ ვარ და ჩემი შვილებიც მანდ იქნებიან.
თუ დაგაინტერესათ მოგიყვებით რომ
მანდაეთი[u] ნიშნავს -"მანდაა ერთი" კიდევ ბევრ რამეს სიამოვნებით მოგიყვებით თუ ამ შეტყობინებას წაიკითხავთ ვინმე და დაინტერესდებით. ზემოთ თქმულს ვადასტურებ და როგორც ნაქალაქარს ისე მონეტებსაც შემიძლია სურათებიც მოგაწოდოთ.
პატივისცემით: Khvicha@hotmail.com
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 7 2011, 02:16 AM
მანდაეთი
ციტატა
მანდაეთი მანდ იყვნენ და არიან ჩემი წინაპრები, მეც მანდ ვარ და ჩემი შვილებიც მანდ იქნებიან.
თუ დაგაინტერესათ მოგიყვებით რომ მანდაეთი[u] ნიშნავს -"მანდაა ერთი" კიდევ ბევრ რამეს სიამოვნებით მოგიყვებით თუ ამ შეტყობინებას წაიკითხავთ ვინმე და დაინტერესდებით. ზემოთ თქმულს ვადასტურებ და როგორც ნაქალაქარს ისე მონეტებსაც შემიძლია სურათებიც მოგაწოდოთ.
პატივისცემით: Khvicha@hotmail.com
ოჰოოო, მგონი თანასოფლელიც ვიპოვე ამ ფორუმზე
ციტატა
ზემოთ თქმულს ვადასტურებ და როგორც ნაქალაქარს ისე მონეტებსაც შემიძლია სურათებიც მოგაწოდოთ.
კიი, მე ნამდვილად მინდა და მაინტერესებს.
შეიძლება გიცნობ კიდეც, არაა არც ეგ გამორიცხული
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2015, 11:03 AM
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს.
მოზაიკა ფიქსირდება საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე, რომაული პერიოდის, კერძოდ პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ცენტრალურ მონაკვეთში. გათხრებზე, რომლის შედეგადაც იქნა მოზაიკა აღმოჩენილი, ბათუმელი და პოლონელი არქეოლოგები ერთდროულად მუშაობენ.
შოთა მამულაძე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი აცხადებს, რომ პოლონურ-ქართული ექსპედიცია წელს ციხის სამ უბანზე მიმდინარეობდა.
1. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე.
2. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე და
3. ახალსოფლის თავზე, ეკლესიის ნანგრევების ნაშთებზე.
შოთა მამულაძე: „პირველ უბანზე აღმოჩნდა რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, საკმაოდ საინტერსო არქელოგიური მასალა - მინის ნაწარმი, სხვადასხვა მონეტა. მეორე უბანზე - პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, სადაც შესანიშნავადაა წარმოდგენილი იმ პერიოდის წყლის რეზერვუარები, ციხის ტერიტორიის ქვაფენილები და, რაც მთავარია, აბანოს ცენტრალურ მონაკვეთში მოზაიკა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე. მოზაიკა ძირითადად შესრულებულია მოვარდისფრო და მუქი ფერრის ქვების მონაცვლეობთ. წარმოდგენილია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ორნამენტები, უმთავრესად- ჭადრაკისა და რომბისებურივ ფორმის ორნამენტები. სამუშაოს დასრულების შემდეგ ორივე უბანზე გათვალისწინებულია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
რაც შეეხება მესამე უბანს ახალსოფლის თავში, ეს გახლავთ მონუმენტური ეკლესიის ნაშთები, რომელიც დათარიღებულია ახალი საუკუნის წელთააღრიცხვის მე-6 საუკუნით. მისი ზომები გახლავთ - სიგრძე 24 და სიფართე - 18 მეტრამდე და საკმაოდ კარგად არის შემონახული. ალბათ პერსპექტივაში გაამაგრებენ და აღადგენენ ამ ეკლესიას. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი საეკლესიო ნაგებობა დასავლეთ საქართელოსთვის იქნება იშვიათი“.
პოლონურ-ქართულ ერთობლივ ექსპედიციას აჭარის კულტურული მემკვიდერობის დაცვის სააგენტო აფინანსებს.
http://news.ge/ge/news/story/145074-gonio-afsarosis-muzeum-nakrdzalshi-geometriuli-motivebit-shesrulebuli-mozaika-aghmoachines
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2015, 02:53 PM
http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=95&info_id=12946
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2020, 06:10 PM
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წლის 10 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ შარაძის ინიციატივით.
გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა, რომელმაც მუზეუმის დაფუძნება სპეციალურად ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის დღეს დაუკავშირა, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, შეაგროვა უნიკალური წიგნები, პერიოდული გამოცემები, ცნობილ ქართველ ემიგრანტთა პირადი არქივები, მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჰქონდა ჩამოტანილი, მისი დამსახურებით ვიქტორ ნოზაძის პარიზული ქართული სტამბაც დღეს მუზეუმის კუთვნილებაა.
ახლახან ემიგრაციის მუზეუმი დიასპორის დღისათვის უცხოეთიდან ჩამოსულ თანამემამულეებს მასპინძლობდა, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ.
შეხვედრა ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლის, "მიგრაციის მარშრუტების" ავტორის ნანა ლომიძის და მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, რუსუდან კობახიძის ინიციატივით მოეწყო.
ნანა ლომიძე, ჟურნალისტი: "მინდოდა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ენახათ ის ფასდაუდებელი საგანძური, რაც მუზეუმშია დაუნჯებული. კარგად მახსოვს თბილისში ჩატარებული ყოველთა ქართველთა კონგრესი, სწორედ მაშინ გაიხსნა მუზეუმი. საარქივო ფონდში 80-ზე მეტი პირადი არქივი ინახება. დაცულია ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ რობაქიძის, მიხაკო წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი მაჩაბლის, რაფიელ ინგილოს, კალისტრატე სალიას და სხვა გამოჩენილ ქართველ ემიგრანტთა ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ჩანაწერები, პირადი და ოფიციალური დოკუმენტები, ფოტოები, აუდიოთეკა, რომლებმაც შემოგვინახა გრიგოლ რობაქიძის, გიორგი კვინიკაძის, ვიქტორ ნოზაძის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, მიხეილ წერეთლის ხმები, მათი მიმართვები, რადიოინტერვიუები. ყველაფერ ამას ბატონი გურამი წლების განმავლობაში აგროვებდა უცხოეთის ქართული ოჯახებიდან. ამიტომ მინდოდა ამ გარემოში ასეთი შეხვედრა მოწყობილიყო, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ღირსეულ მამულიშვილებს და გასჩენოდათ იმის სურვილი, როდესაც სამშობლოს მოსანახულებლად ჩამოვლენ, მუზეუმშიც მოვიდნენ, აქ ყოველთვის დახვდებათ მათ რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე - წიგნი, ნივთი თუ წერილი. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ ამ მუზეუმს ჩვენც შევძენთ რაიმეს.
გაივლის დრო და საუკუნის შემდეგ აქ ჩვენი თაობის ადამიანთა ნაკვალევიც აღინიშნება და ვინ იცის, იქნებ მომავალში ისიც შესასწავლი გახდეს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ ამ არქივს - ჩვენს დღევანდელობას. მუზეუმის ფუნქცია ხომ მარტო ექსპონატებით და წარსულის გაცრეცილი ფურცლებით არ ამოიწურება, იგი ცოცხალი ორგანიზმია, დღევანდელობით სუნთქავს და მისი ცხოველმყოფელობა ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რაც მთავარია, დღეს აქ ტრიალებს ბატონი გურამ შარაძის სული. იგი წინაპართა მემკვიდრეობის დამფასებელი და თანამედროვე ემიგრაციის დიდი მოამაგე იყო.
არ დამავიწყდება, 1992 წელს საქართველოს რადიოში მოვიდა და ასე გამეცნო: "მე დიდი ინტერესით ვისმენ გადაცემებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე. მინდა დახმარება შემოგთავაზო, საინტერესო ჩანაწერები დამიგროვდა და შემიძლია მოგაწოდოო". აი, ასე უშურველად დადიოდა ეს პიროვნება. ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა, მოიძიებდა მასალებს, იკვლევდა, იღვწოდა, წერდა. საბედნიეროდ, ჩემს იმდროინდელ რადიოგადაცემებში შემონახულია მისი გამოსვლები, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. ამ ადამიანმა დიდი სიყვარული ქართველი ხალხისა თან გაიყოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზეციდანაც ლოცულობს საქართველოსთვის და მისი ლოცვა შეეწევა ჩვენს სამშობლოს".
უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხაზგასმით აღნიშნეს გურამ შარაძის დამსახურება ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის კვლევისა და მეცნიერულად შესწავლის საქმეში და გაკვირვება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე წლის წინ იგი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, მისი საქმე კი დღემდე გამოუძიებელია."
/"კარიბჭე" N14, 2012, გვ.58/
პოსტის ავტორი: sabaaaa12 თარიღი: Feb 24 2023, 04:49 PM
https://adshubshop.ge/samajuri/ თუ გინდათ ეწვიეთ ლინკს)))
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)