თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ინდოეთი

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 29 2011, 04:24 PM

გადავწყვიტე ამ განყოფილებაში თანმიმდევრობით გავხსნათ თემები ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებზე და დავდოთ ყველანაირი ინფორმაცია და ჩვენი მოგზაურობები შთაბეჭდილებები და ასე შემდეგ smile.gif

რადგან ფორუმზე შევნიშნე რამოდენიმე პირის აქტიურობა(აღმსარებლობას ვგულისხმობ) ამის მიხედვით გამიჩნდა სურვილი ვისაუბროთ ამ ძველი ქვეყნის შესახებ,ტრადიციები,რელიგია,ხ
ლხი,სამზარეულო,კულტურა, და ასე შემდეგ.




http://indoeti.wordpress.com/


ბენგალის ყურე (ბენგ. বঙ্গোপসাগর, ტამ. வங்காள விரிகுடா, ინდურად बंगाल की खाड़ी) მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხმელეთით ესაზღვრება ინდოეთი, ბანგლადეში, მიანმარი და შრი-ლანკა. დასავლეთით ისაზღვრება ინდოსტანის ნხაევარკუნძულით, აღმოსავლეთით — მიანმარის სანაპიროთი და ანდამანის და ნიკობარის კუნძულები. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბენგალიის ისტორიული მხარე (თანამედროვე ბანგლადეში და ინდოეთის შტატი „დასავლეთი ბენგალია“), რომლიდანაც წარმოიშვა ყურის დასახელება.

ბენგალის ყურეში ბევრი დიდი მდინარე ჩაედინება — განგი, ბრახმაპუტრა და მეგხანი.

ბენგალის ყურის უმნიშვნელოვანესი პორტებია — ჩენაი, ვიშაკხაპატნამი, პონდიშერი, კალკუტა (ინდოეთი), ჩიტაგონგი (ბანგლადეში). ყურის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კაკს-ბაზართან (ბანგლადეში) მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე გრძელი პლაჟი (120 კმ).

ყურე განეკუთვნება ზღვათა ტიპს.


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 29 2011, 04:37 PM

ინდოეთი ფედერალური სახელმწიფოა, რამდენადაც მახსოვს.
მე თამილის ენა მომწონს.. რიტუალური ცეკვებიც ძირითადად თამილის ხალხშია შენარჩუნებული ^^

მრავალეროვანი ქვეყანა.... ერთობ ჭუჭყიანი, მაგრამ საინტერესო წარსულისა და კულტურის მქონე... ზოგი ტრადიცია მოძველებული აქვთ, ჩემი აზრით, მაგრამ რა ჩემი საქმეა...

ოღონდ ეხლა "პახაბნს" ნუ დაწერთ, მართლმადიდებლურ ფორუმზე ხართ rolleyes.gif

მოგვიანებით მოვიძიებ შესანიშნავ არქიტექტურული გადაწყვეტის ტაძრების ფოტოებს და დავდებ... ქანდაკებები, აქვთ კიდევ კედლის მხატვრობაც... ჰმმმ ^^

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 29 2011, 04:50 PM

QUOTE(ქევანა @ Sep 29 2011, 04:37 PM) *

ინდოეთი ფედერალური სახელმწიფოა, რამდენადაც მახსოვს.
მე თამილის ენა მომწონს.. რიტუალური ცეკვებიც ძირითადად თამილის ხალხშია შენარჩუნებული ^^

მრავალეროვანი ქვეყანა.... ერთობ ჭუჭყიანი, მაგრამ საინტერესო წარსულისა და კულტურის მქონე... ზოგი ტრადიცია მოძველებული აქვთ, ჩემი აზრით, მაგრამ რა ჩემი საქმეა...

ოღონდ ეხლა "პახაბნს" ნუ დაწერთ, მართლმადიდებლურ ფორუმზე ხართ rolleyes.gif

მოგვიანებით მოვიძიებ შესანიშნავ არქიტექტურული გადაწყვეტის ტაძრების ფოტოებს და დავდებ... ქანდაკებები, აქვთ კიდევ კედლის მხატვრობაც... ჰმმმ ^^

იმედია ჩვენი საყვარელი თAნაფორუმელებიც ისეთ საინტერესო რამეებს დადებებნ რაც სხვა საიტზე შეიძლება არ იყოს.
მე მაგალითად შემოგთავაზებთ როგორ ვამზადებ ბრინჯს ინდური სანელებლით კურკუმათი biggrin.gif
ძალიან გემრიელიაა

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 29 2011, 05:02 PM

karpaki

უყურე რუსულ არხს "Индия" და გაიგებ ბევრ რამეს. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2011, 05:11 PM

ციტატა
karpaki

არა რა,ფორუმისთვის შენი უკომპიუტეროდ ყოფნა არ შეიძლება.დანაშაულია.
აწი თუ კიდევ არ გექნება გვითხარი და ფულს შეგიგროვებთ. laugh.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 29 2011, 05:19 PM

QUOTE(georgios @ Sep 29 2011, 05:02 PM) *

karpaki

უყურე რუსულ არხს "Индия" და გაიგებ ბევრ რამეს. smile.gif

ხო ვიცი ინტერნეტდამოკიდებულებსგან რომ უნდა გავთავისუფლდე laugh.gif

QUOTE(A.V.M @ Sep 29 2011, 05:11 PM) *

არა რა,ფორუმისთვის შენი უკომპიუტეროდ ყოფნა არ შეიძლება.დანაშაულია.
აწი თუ კიდევ არ გექნება გვითხარი და ფულს შეგიგროვებთ. laugh.gif

laugh.gif
იცოდე ამას დავიმახსოვრებ და მერე აღარ გადათქვა laugh.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 06:43 PM

ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?
http://www.radikal.ru

ძველი ინდური ტაძრები, ქვაში გამოკვეთილი ღვთაებებით.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ვაიშნავების რელიგიური დღესასწაული "რათჰა-იატრა"(ეტლების დღესასწაული)

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 29 2011, 06:45 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 29 2011, 06:40 PM) *

ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?


რელიგიის თემის გარდა უამრავი რამ არის საინტერესო
სამოსი,კულინარია ტრადიციები
საინტერესო იქნებოდა, შენ რელიგიის თემა განავრცე,თუმცა თავიდანვე მაგით იწყებ? a075.gif
ჯერ ქვეყნის შესახებ ვსაუბრობდით

smile.gif
ფოტოები დააკომენტარეეეეეეტ ფლიიიიიიზზზზზ

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 06:53 PM

karpaki

ციტატა
რელიგიის თემის გარდა უამრავი რამ არის საინტერესოსამოსი,კულინარია ტრადიციები

ინდური რელიგია და ტრადიციები განუყოფელია ერთმანეთისაგანsmile.gif
ყველაფერი რაც ინდურ რელიგიებშია-ის ტრაციებშია და რაც ტრადიციებშია-რელიგიაშიsmile.gif
ციტატა
საინტერესო იქნებოდა, შენ რელიგიის თემა განავრცე,თუმცა თავიდანვე მაგით იწყებ? ჯერ ქვეყნის შესახებ ვსაუბრობდით

ეს კი მგონი ქვეყნის ირსშესანიშნაობაცაა და რელიგიისაცsmile.gif



ტაჯ მაჰალი


http://www.radikal.ru


დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს...


http://www.radikal.ru


ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო...


http://www.radikal.ru



ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. დასრულებული ტაძარი ხაზების და ფერების სრულყოფილებითა და სილამაზით აღაფრთოვანებს მნახველს. ეს მართლაც რომ სასწაულების სასწაულია. უკუნითი უკუნისამდე. დილის სიმღერასავით მსუბუქი, მთის წყაროსავით ანკარა... სიმაღლე 74 მეტრს აღწევს. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ. უმშვენიერესი, სრულყოფილი ფორმების ტაჯ მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებითაც – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ქონგურები მორთულია არაბული წარწერებით, რომლებმაც ქვაში ყურანის სურები აღბეჭდეს. ტაჯ მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღი გაშენდა ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. ხელოვნური არხის გასწვრივ, რომელიც ტაჯ–მაჰალის წინ მდებარეობს, დარგულია კვიპაროსები. ტაჯ მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები ორი მეჩეთი. სრულყოფილების სურათს ავსებენ ლაჟვარდოვანი მინდვრები და უზარმაზარი კაშკაშა ყვავილები, რომლებიც ამ ბაღის სასწაულებრივ და ზღაპრულ იერს ამყარებს.


http://www.radikal.ru


მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და დატანჯული... ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი...

მალე თვით ერთ დროს დიდებული და შემდეგში დამხობილი სულთანიც თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს... ასეთია ეს ლამაზი და სევდიანი ისტორია, რომელმაც მსოფლიოს დიდი სიყვარულის და დიდებული ხელოვნების მაგალითები აჩუქა. ტაჯ მაჰალი ინდურ–მუსულმანური ხელოვნების ყველაზე შესანიშნავ ქმნილებად რჩება, რომელსაც დედამიწაზე პატივს მიაგებენ, როგორც ულამაზეს ნაგებობას და რომლის ნახვაც ამ სასწაულებრივ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ადამიანს სურს. ყველას მეოცნებეს ვუსურვებ რომ ადრე თუ გვიან, თავისი ოცნება აისრულოს და საკუთარი თვალით იხილოს ეს სასწაული. ვერანაირი ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა ტაჯ მაჰალთან აღმოჩნდება.



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2011, 06:56 PM

რაღა დავაკომენტარო,კაცს სიკვდილის მერე რა მოუნდა(ტაჯმაჰალი) და სიცოცხლეში რას ,,იგულავებდა"ხო ადვილი წარმოსადგენია.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 06:58 PM

წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ...
fiqri.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2011, 07:00 PM

ციტატა
წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ...

აბა,აბა.

კაცები ასე ვუფრთხილდებით მეუღლეებს და ისინი აბანოში გვკეტავენ 3 წლით.
მერე კიდე იტყვიან ყველა კაცი ერთნაირიაო...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 29 2011, 07:05 PM

A.V.M

ციტატა
კაცები ასე ვუფრთხილდებით მეუღლეებს და ისინი აბანოში გვკეტავენ 3 წლით.მერე კიდე იტყვიან ყველა კაცი ერთნაირიაო...

laugh.gif
ნუ ხარშავ ყველას ერთ ქვაბშიa075.gif


oops.gif თემას არ გავცდეთ...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 29 2011, 07:18 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 29 2011, 06:58 PM) *

წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ...
fiqri.gif

გული გამითბააა wub.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 30 2011, 01:45 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?

გასაგებია. მაგრამ
1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა smile.gif
2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან?

რას იტყვი ჯაინიზმზე?


თამილის ხალხის ერთ-ერთი ფოლკორული ცეკვა
http://www.youtube.com/watch?v=Mt9JTYeJ0Xg

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 30 2011, 02:43 PM

QUOTE(ქევანა @ Sep 30 2011, 01:45 PM) *

GIORGI LELUASHVILI

გასაგებია. მაგრამ
1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა smile.gif
2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან?

რას იტყვი ჯაინიზმზე?
თამილის ხალხის ერთ-ერთი ფოლკორული ცეკვა
http://www.youtube.com/watch?v=Mt9JTYeJ0Xg

თAმილის ხალხზეც მოგვიყევი რამე smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 30 2011, 03:12 PM

ქევანა

ციტატა
1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა

სხვა ღვთაებები რათქმაუნდა ყავთ, მაგრამ უზენაესად ყველა კრიშნას აღიარებს.
არ არესბობს ინდოელი, რომელიც კრიშნას არ ეთაყვანებოდეს.
ციტატა
2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან?

აქ აპოლოგეტიკურად წავიდა ლაპარაკი?
ვერ გავიგე...
dntknw.gif
ციტატა
რას იტყვი ჯაინიზმზე?

ჯაინიზმი (სანსკრ. जैन, jaina? მომდ. სანსკრ. जिन, jina?, «გამარჯვებული») — რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს.

ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).

ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა, სანსკრ. जीव, jīva?) ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა (სანსკრ. अनन्त ज, ananta jña?), უსასრულო შემეცნება (სანსკრ. अनन्त दर्शन्, ananta darśan?), უსასრულო გათვითცნობიერება (სანსკრ. अनन्त चरित्र, ananta caritra?) და უსასრულო ბედნიერება (სანსრკ. अनन्त सुख, ananta sukha?). ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.

ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.



ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).

ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა, უსასრულო შემეცნება, უსასრულო გათვითცნობიერება და უსასრულო ბედნიერება . ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.

ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.

ჯაინებს სჯერათ, რომ სანამ ადამიანის სული კარმისგან (ბედისწერისგან) არ განთაისუფლდება, ხელახლა შობის ციკლი გრძელდება. სიდჰა თავისუფალია შობის და სიკვდილის ციკლისგან, მაგრამ მაინც ინარჩუნებს უნიკალურობას; სიდჰა ვერ გრძნობს სიხარულს, დარდს, სიამოვნებას, ტკივილს და მარადიულ ნეტარებაში ცხოვრობს. გარდაცვალების შემდეგ უფლისწული მაჰავირა, როგორც დედამიწაზე ხუთნაირი სიბრძნის მბლობელი და მასწავლებელი, ტირტანკარად გამოაცხადეს.

ჯაინიზმის 5 პრინციპი:

1. აჰინსა ან აჰიმსა: არ მიაყენო ვნება არც ერთ ცოცხალ არსებას. ეს ნიშნავს მკაცრ ვეგეტარიანელობას და კიდევ აზრის, სიტყვის და ქცევის სრულ უვნებლობას.

2. სატია: არ მოიტყუო, ყოველთვის ილაპარაკე უვნებელი სიმართლე.

3. ასტეია: არ მოიპარო და უნებართვოდ არ აიღო არაფერი.

4. ბრაჰმაჩარა: უმანკოება; ხორციელი სიამოვნების დათმენა. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის იგი სექსუალურ ცხოვრებას მხოლოდ ქორწინებაში ცნობს. ბერებსა და მონაზვნებს ქორწინება ეკრძალებათ.

5. აპარიგრაჰი: არ ფლობდე არაფერს. გამოეყავი ადამიანებს და დათმე მატერიალური ნივთები


აჰიმისას მიხედვით, ხუთი დებულებიდან პირველი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჯაინებს სჯერათ, რომ სხეულს ენერგიის ცენტრები აქვს, რომლებსაც ჩაკრები ეწოდება (სანსკრიტის ენაზე ჩაკრა ბორბალს ნიშნავს). არსებობს 7 მთავარი ჩაკრა: 6 სხეულშია, მეშვიდე კი თავზე ზევიდანაა განლაგებული. ითვლება, რომ ჩაკრების აღქმა ბგერით, სინათლით და ფერით არის შესაძლებელი. ჩაკრებზე ზემოქმედებით ადამიანს კურნავენ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 30 2011, 06:05 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
აქ აპოლოგეტიკურად წავიდა ლაპარაკი?
ვერ გავიგე...

აი ეხლა გადახედე შენს პოსტებს ამ თემაში, მერე აპოლოგეტიკაში და 1 განსხვავებას თუ მიპოვი, 10იან დაგიწერ 10ქულიანი სისტემით ^^

აქ ვსაუბრობთ ქევყნის კულტურაზე და არა საკუთრივ რელიგიის შესახებ.
ძალიან კარგია როცა არქიტექტურაზე და ტაჯ მაჰალზე დაწერე, მაგრამ აქ არ დავინახო ეგ იისფერი ჭაბუკი, თან ამხელა ფოტოთი ^^ უბრალოდ არ შეჰფერის ამ განყოფილებას, გამიგე?

თამილებზე კი აუცილებად დავწერ. ეხლა რაც მახსოვს ისაა, რომ სამხრეთში ცხოვრობენ, დრავიდების შთამომავლებად ითვლებიან.
როგორც მახსოვს, და არ ვცდები, დღემდე ინდოეთში შემავალი ეთნოსები ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპატიით არ არიან გამსჭვალულები. ისე, კანის ფერითაც განსხვავდებიან.

საინტერესო იქნება ასევე სითჰებზე საუბარი ^^

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 30 2011, 08:48 PM

ქევანა

ციტატა
აი ეხლა გადახედე შენს პოსტებს ამ თემაში, მერე აპოლოგეტიკაში და 1 განსხვავებას თუ მიპოვი, 10იან დაგიწერ 10ქულიანი სისტემით ^^

კაი რა ქეთევან, მეკაიფები?
რა შედარებაა?
იქ ერთმანეთს ვხოცავთ და აქ კიდე უბრალოდ, როგორც ინდურ კულტურასთან მთლიანად შერწყმული რელიგიის სურათები დავდე.
აი შენ თუ ერთ მსგავსებას მაინც მიპოვი, მე დაგიწერ აქეთ ქულებს.
ციტატა
აქ ვსაუბრობთ ქევყნის კულტურაზე და არა საკუთრივ რელიგიის შესახებ.

ეს რელიგია ინდური კულტურისგან განუყოფელიაtongue.gif
ციტატა
ძალიან კარგია როცა არქიტექტურაზე და ტაჯ მაჰალზე დაწერე

მადლობა ღმერთს კარგიც რომ აღნიშნეmadlioba.gif
ციტატა
აქ არ დავინახო ეგ იისფერი ჭაბუკი, თან ამხელა ფოტოთი

რათქმაუნდა აღარ დაინახავ.
შენ რო არ გეთქვა, მე ისედაც აღარ დავდებდი. რა საჭიროა?
მართლა ისეთი შეუგნებელი არ ვარ როგორც აქ უმრავლესობას გონია.



პ.ს. თუ მასე არ მოგწონს წაშალე ეგ სურათი...
მაგრამ ინდოეთი კრიშნას გარეშე ვერ წარმომიდგენია...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 30 2011, 08:53 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 30 2011, 08:48 PM) *

ქევანა

კაი რა ქეთევან, მეკაიფები?
რა შედარებაა?
იქ ერთმანეთს ვხოცავთ და აქ კიდე უბრალოდ, როგორც ინდურ კულტურასთან მთლიანად შერწყმული რელიგიის სურათები დავდე.
აი შენ თუ ერთ მსგავსებას მაინც მიპოვი, მე დაგიწერ აქეთ ქულებს.
ეს რელიგია ინდური კულტურისგან განუყოფელიაtongue.gif
მადლობა ღმერთს კარგიც რომ აღნიშნეmadlioba.gif
რათქმაუნდა აღარ დაინახავ.
შენ რო არ გეთქვა, მე ისედაც აღარ დავდებდი. რა საჭიროა?
მართლა ისეთი შეუგნებელი არ ვარ როგორც აქ უმრავლესობას გონია.

კაი კაი გასაგებია kiss1.gif
მოდი ეხლა შენ რამე საინტერესო გვითხარი smile.gif
აი მაგალითად სამოსი
ძალიან მომწონს მათი სამოსი ქალების, ანუ სარი smile.gif
და მათი ცნობილი ნიშანი შუბლზე,სხვადასხვა ფერის,წითელი და შავი.გათხოვილ ქალებს აქვთ წითელი ხო,თუ პირიქით smile.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Oct 1 2011, 12:38 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Sep 30 2011, 10:29 PM) *

რა ხდება, ვეღარ ვპოსტავ...

აღარ ვდებ ამ კრიშნას სურათებს, სხვა სურათების დადება მინდა კაცო, რა ჯანდაბაა ეს!

ვითომ ეხლა ამით გინდა კრიშნას სურათები აღარ დავდო?

))) ეგ ნიშანია, ქეთი არაფერ შუაშია

მე რამდენადაც ვიცი გვერდის ბოლოს როცა დიდ პოსტს ვდებთ რადგან არ ეტევა ხოლმე აღარ აქვეყნებს.. ან ნაწილ ნაწილ უნდა დადო ან მეორე გვერდზე..







ისე დღესდღეობით ტრადიციეს როგორც თვითონ ინდოელებისგან ვიცი, აღარ ინარჩუნებენ, ტრადიციულ სამოსი , სულირება, სიყარული, აგერ ა რეებზე ფიქრობენ : D
http://www.youtube.com/watch?v=hZBeOv2CsaI

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 1 2011, 01:03 PM

ციტატა
))) ეგ ნიშანია, ქეთი არაფერ შუაშია მე რამდენადაც ვიცი გვერდის ბოლოს როცა დიდ პოსტს ვდებთ რადგან არ ეტევა ხოლმე აღარ აქვეყნებს.. ან ნაწილ ნაწილ უნდა დადო ან მეორე გვერდზე..

თუ ქეთი მართლა არაფერ შუაშია, შენდობას ვთხოვ, მარა რაღაცის ბრალია.
არც მასალაა ისეთი დიდი, რომ არ დაიდოს.
ყოველ შემთხვევაში შუაზე მაინც უნდა გაყოს...

karpaki
ციტატა
ძალიან მომწონს მათი სამოსი ქალების, ანუ სარი

ხო სარი, კაცების კი დჰოტიsmile.gif

http://www.radikal.ru

დჰოტი არის მამაკაცის ტრადიციული სამოსი ინდოეთში. 2-5 მეტრი სიგრძის ქსოვილის სწორი ნაჭერი (თეთრი ან სადა, ზოგჯერ ორნამენტირებული), რომელსაც წვივებსა და თეძოებზე იხვევენ ისე, რომ ერთ ბოლოს ფეხებს შუა გაატარებენ, რაც შარვლის შთაბეჭდილებას ქმნის. სამხრეთ ინდოეთსა და პენჯაბში მას შემოკალთული ქვედატანით იცვამენ. მაღალ კასტებში უპირატესად გრძელი დჰოტია გავრცელებული, დაბალში - სამუშაოდ მოსახერხებელი, მოკლე. ამჟამად კი ინდოეთში დჰოტი შარვალმა და შორტებმა შეცვალა, მაგრამ კიდევ ბევრი დაიარება ტრადიციული სამოსითsmile.gif

http://www.radikal.ru






სარი კი უფრო გრძელი და ლამაზია.
სარი ქალის ტრადიციული სამოსია ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს, და ეს ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული.

http://www.radikal.ru

სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე გადაიკრავენ თავსაფრის სახით.

http://www.radikal.ru

ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალუსამოსს მართლაც რომ უძველესი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. ყველაზე საეჭვოდ კი მაინც ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობა მიიჩნევა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ.

ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის.

http://www.radikal.ru





ზუსტად ეს სამოსები აცვია ყველა კრიშნაიტს.
თბილისშიც კი.
ძალიან უხდებათsmile.gif
დაფიქრდი შენც მოგიხდება saidumlo.gif





კიდევ ერთხელ შენოდაბას ვითხოვ ქეთისგანsmile.gif
მარა არც ჩემი ბრალია, გუშინ არ დებდა, ეხლა კი დადო.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 1 2011, 05:30 PM

GIORGI LELUASHVILI
რა მშვენიერი ქალია ბოლოს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2011, 05:49 PM

ციტატა
რა მშვენიერი ქალია ბოლოს...

ჰაიტ!!!
,,ერიდე ქალებს როგორც ცეცხლს."
(წმ.სერაფიმე საროველი)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 1 2011, 06:06 PM

A.V.M

ციტატა
ჰაიტ!!!

რაის ჰაიტ კაცო biggrin.gif შეხედე სილამაზე აღიქვი wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2011, 06:12 PM

ციტატა
შეხედე სილამაზე აღიქვი

,,სხეულის სანთელი თვალია."
,,უკუეთუ თვალი შენი გაცდუნებდეს შენ,აღმოიღე და..."

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2011, 08:01 PM

...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2011, 08:12 PM

ციტატა
მერე კიდე სწყინთ მაცდურებს რომ ვეძახით



განვედ ჩემგან ჰოი!მაცდურო!!!

:დ :დ :დ

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 1 2011, 08:28 PM

გაოფებაში რომ არ ჩაგვეთვალოს ლამაზ სურათებს შემოგთავაზებთsmile.gif

ეს არის ერთ-ერთი ინდური ღვთაება, ნახევაღმერთი-განეშა და მასთან დაკავშირებული რიტუალი
"ომ გამ განაპათჰი ვინაიაქა"
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ინდური ღვთაება კალი.
"ჯაი კალი მატა"
smile.gif
http://www.radikal.ru

მდინარე იამუნა.
განბანვის რიტუალი.
"იამუნა ჯი ქი-ჯაი!"

http://www.radikal.ru

ინდოელი გურუ.
"ჯაი შრი გურუ!"

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ერთ-ერთი ინდური ტაძარი

http://www.radikal.ru






ხო მართლა, ინდური ტაძრების სურათებს დავდებ, არ გინდათ?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 2 2011, 08:41 AM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 1 2011, 01:03 PM) *



karpaki

ხო სარი, კაცების კი დჰოტიsmile.gif

http://www.radikal.ru

დჰოტი არის მამაკაცის ტრადიციული სამოსი ინდოეთში. 2-5 მეტრი სიგრძის ქსოვილის სწორი ნაჭერი (თეთრი ან სადა, ზოგჯერ ორნამენტირებული), რომელსაც წვივებსა და თეძოებზე იხვევენ ისე, რომ ერთ ბოლოს ფეხებს შუა გაატარებენ, რაც შარვლის შთაბეჭდილებას ქმნის. სამხრეთ ინდოეთსა და პენჯაბში მას შემოკალთული ქვედატანით იცვამენ. მაღალ კასტებში უპირატესად გრძელი დჰოტია გავრცელებული, დაბალში - სამუშაოდ მოსახერხებელი, მოკლე. ამჟამად კი ინდოეთში დჰოტი შარვალმა და შორტებმა შეცვალა, მაგრამ კიდევ ბევრი დაიარება ტრადიციული სამოსითsmile.gif


http://www.radikal.ru
ზუსტად ეს სამოსები აცვია ყველა კრიშნაიტს.
თბილისშიც კი.
ძალიან უხდებათsmile.gif
დაფიქრდი შენც მოგიხდება saidumlo.gif


ეს ორი ადამიანი და მათი სამოსი ძალიან მომეწონა biggrin.gif
შენ არ მიცნობ და მამუკას კითხე რა დამოკიდებულებები მაქვს და რატო წავედი იქ smile.gif
მაინც ამოვათრევ მანდედან yes.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 2 2011, 11:28 PM

karpaki

ციტატა
ეს ორი ადამიანი და მათი სამოსი ძალიან მომეწონა

madlioba.gif
ციტატა
შენ არ მიცნობ და მამუკას კითხე რა დამოკიდებულებები მაქვს და რატო წავედი იქ

ვიცი, ვიციtongue.gif
კარგად ვიციbiggrin.gif
ციტატა
მაინც ამოვათრევ მანდედან

რა გისურვო არ ვიცი... biggrin.gif
წარმატებები? ვიცი რომ შენი მცდელობა უშედეგო იქნება და ამიტომ არ გისურვებtongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:35 PM

ციტატა
მაინც ამოვათრევ მანდედან

,,დაკარგული ცხვრის დაბრუნებას ხომ არ აპირებ?"

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 2 2011, 11:41 PM

A.V.M

ციტატა
,,დაკარგული ცხვრის დაბრუნებას ხომ არ აპირებ?"

laugh.gif


ამას უყურეთ თუ გესმით რუსული.
საინტერესო სლაიდშოუა...


ციტატა
ხო მართლა, ინდური ტაძრების სურათებს დავდებ, არ გინდათ?

???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:43 PM

აუ ორმოცწუთიანია და რის შესახებაა გვითხარი რო
,,ინტერესი გამიმძაფრდეს."

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 2 2011, 11:49 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 2 2011, 11:28 PM) *

karpaki

madlioba.gif
ვიცი, ვიციtongue.gif
კარგად ვიციbiggrin.gif
რა გისურვო არ ვიცი... biggrin.gif
წარმატებები? ვიცი რომ შენი მცდელობა უშედეგო იქნება და ამიტომ არ გისურვებtongue.gif

მაინც შევასრულებინებ ერთ ბრძანებას biggrin.gif
დაემორჩილება აბა რას იზამს biggrin.gif
ურჩია და იმიტომაც დაიბნა ეგრე სასტიკად.
მაგრამ არა უშავს მაინც მიხვდება ეგ


QUOTE(A.V.M @ Oct 2 2011, 11:35 PM) *

,,დაკარგული ცხვრის დაბრუნებას ხომ არ აპირებ?"

ვგავარ ეხლა მე მწყემსს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:52 PM

ციტატა
ვგავარ ეხლა მე მწყემსს

ნაბდით კი არავინ დაბადებულა?


ჯოხს გიშოვთ,ნაბადი, ქუდი...
და იძახე მერე:
,,მივალ,მივყვები.
თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა..." biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 2 2011, 11:52 PM

A.V.M

ციტატა
აუ ორმოცწუთიანია და რის შესახებაა გვითხარი რო,,ინტერესი გამიმძაფრდეს."

რავი, ასე როგორ გითხრა...
ინდოეთის ცივილიზაციაზე, კულტურაზე, განვითარებაზე და რავი...


karpaki
ციტატა
მაინც შევასრულებინებ ერთ ბრძანებას დაემორჩილება აბა რას იზამს ურჩია და იმიტომაც დაიბნა ეგრე სასტიკად.მაგრამ არა უშავს მაინც მიხვდება ეგ

რა ნამიოკებით ლაპარაკობ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 2 2011, 11:56 PM

QUOTE(A.V.M @ Oct 2 2011, 11:52 PM) *

ნაბდით კი არავინ დაბადებულა?
ჯოხს გიშოვთ,ნაბადი, ქუდი...
და იძახე მერე:
,,მივალ,მივყვები.
თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა..." biggrin.gif biggrin.gif

მერე ვიტყვი მე ვარ და ჩემი ნაბადიო არა? biggrin.gif



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 2 2011, 11:52 PM) *

A.V.M

რავი, ასე როგორ გითხრა...
ინდოეთის ცივილიზაციაზე, კულტურაზე, განვითარებაზე და რავი...
karpaki

რა ნამიოკებით ლაპარაკობ? biggrin.gif

აი შენი გამოტეხვა მინდა რაა laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 12:01 AM

ციტატა
მერე ვიტყვი მე ვარ და ჩემი ნაბადიო არა?

,,...და ვიქნებით ასე
აპა რააა."

ხო რა გინდა,წელიწადში ერთი ორი ბატკანი არაფერი იქნება შენთვის.
ჩამოვალთ ხოლმე მშიერი ფორუმელები და დაგვაპურე."

ტელეფონით პოსტვას ქე ხარ მიჩვეული და...
მერე იტყვი ხოლმე:,,აქაცა რეკავს ეს დალოცვილი მააშ..."

ხანდახან ქალაქშიც ,,გაატასავებ ხოლმე ცხვრებს:მეტრო,ბომბორა,ზოოპარ
ი ანახე ხოლმე.
თან იძახე:
,,ხოდა გადმოვრეკე აი..."
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 12:05 AM

QUOTE(A.V.M @ Oct 3 2011, 12:01 AM) *

,,...და ვიქნებით ასე
აპა რააა."

ხო რა გინდა,წელიწადში ერთი ორი ბატკანი არაფერი იქნება შენთვის.
ჩამოვალთ ხოლმე მშიერი ფორუმელები და დაგვაპურე."

ტელეფონით პოსტვას ქე ხარ მიჩვეული და...
მერე იტყვი ხოლმე:,,აქაცა რეკავს ეს დალოცვილი მააშ..."

ხანდახან ქალაქშიც ,,გაატასავებ ხოლმე ცხვრებს:მეტრო,ბომბორა,ზოოპარ
ი ანახე ხოლმე.
თან იძახე:
,,ხოდა გადმოვრეკე აი..."
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ოო გადაიჭრნენ ოცნებებში biggrin.gif
მთაშI არ იჭერს ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 10:11 AM

A.V.M

ციტატა
კრიშნაიტი რომ ხარ,პროტესტანტი,საპატრიარქო რომ გყავს წილში ბიზნესის,ქრისტიანულისაქმეებ
რომ არ გაქვს ... (ჯერ მარტო ეს ცილისწამებები გამახსენდა)

მოკლედ რა დამცირებების ატანა მიწევს რაlaugh.gif
ციტატა
ხო მართლა, ინდური ტაძრების სურათებს დავდებ, არ გინდათ?

??????????

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 04:03 PM

ციტატა
მოკლედ რა დამცირებების ატანა მიწევს რა

,,ნეტარ იყვნენ თქვენ,რომელთა გდევნიდნენ და გყვედრიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის."

ამას უფალი ამბბს და არა კრიშნა.
ხოდა თუ კრიშნაიტობის გამო იტან...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 05:58 PM

A.V.M

ციტატა
,,ნეტარ იყვნენ თქვენ,რომელთა გდევნიდნენ და გყვედრიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის."

ციტატა
ამას უფალი ამბბს და არა კრიშნა.ხოდა თუ კრიშნაიტობის გამო იტან...

და მსგავსი რომ ბჰაგავად-გიტადან დაგიციტირო რას იზამ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 06:08 PM

ციტატა
და მსგავსი რომ ბჰაგავად-გიტადან დაგიციტირო რას იზამ?

როგორც ბუდისტებმა დაწერეს იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ რომ ბუდა ქალწულისგან იშვა და...
როგორც ყურანში არაა ღირებული რამ,რაც ბიბლიიდან არ იყოს ამოღებული.
აგრეთვე ბჰაგავად-გიტაში ჩემი აზრით მაგდაგვარი ფრაზა სწორედ ბიბლიის გავლენით იქნება დაწერილი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:14 PM

A.V.M

ციტატა
როგორც ბუდისტებმა დაწერეს იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ რომ ბუდა ქალწულისგან იშვა და...როგორც ყურანში არაა ღირებული რამ,რაც ბიბლიიდან არ იყოს ამოღებული.აგრეთვე ბჰაგავად-გიტაში ჩემი აზრით მაგდაგვარი ფრაზა სწორედ ბიბლიის გავლენით იქნება დაწერილი.

ჯიგარო ბჰაგავად-გიტა ქრისტემდე 3 საუკუნით ადრე დაიწერაtongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 06:17 PM

ციტატა
ჯიგარო ბჰაგავად-გიტა ქრისტემდე 3 საუკუნით ადრე დაიწერა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ბუდიზმი კი ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბდა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:20 PM

A.V.M

ციტატა
ბუდიზმი კი ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბდა.

ვიცი და მერე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 06:25 PM

ციტატა
ჯიგარო ბჰაგავად-გიტა ქრისტემდე 3 საუკუნით ადრე დაიწერა

ვიცი და მერე?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:33 PM

A.V.M

ციტატა
ვიცი და მერე?

მერე ის, რომ ბჰაგავად - გიტაში ჩაწერილი სიტყვები ბიბლიიდან, კერძოდ ახალი აღთქმიდან ვერ იქნება ამოღებულიtongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 06:50 PM

ციტატა
მერე ის, რომ ბჰაგავად - გიტაში ჩაწერილი სიტყვები ბიბლიიდან, კერძოდ ახალი აღთქმიდან ვერ იქნება ამოღებული

ბუდაც ქრისტეს შობამდე იყო და ე.ი.ჯერ ის დაიბადა ქალწულისაგან და მერე მაცხოვარი... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:59 PM

A.V.M

ციტატა
ბუდაც ქრისტეს შობამდე იყო და ე.ი.ჯერ ის დაიბადა ქალწულისაგან და მერე მაცხოვარი...

ეს სხვა საკითხია.
გააჩნია სწორია თუ არა მათ წმინდა წერილებში ჩაწერილი სიტყვები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 07:05 PM

ციტატა
ეს სხვა საკითხია.

ნამდვილად!
ციტატა
გააჩნია სწორია თუ არა მათ წმინდა წერილებში ჩაწერილი სიტყვები.

კი ბატონო,მაგრამ არც ერთი ჭეშმარიტი ბუდიტსი არ დააყენებს ალბათ ეჭვქვეშ ,,ტრიპიტაკა"-ში დაწერილს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 07:09 PM

A.V.M

ციტატა
კი ბატონო,მაგრამ არც ერთი ჭეშმარიტი ბუდიტსი არ დააყენებს ალბათ ეჭვქვეშ ,,ტრიპიტაკა"-ში დაწერილს.

ბუდისტი შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ რაღაც-რაღაცეები შეიძლება მართლა დავაყენოთ ეჭვქვეშ, მაგრამ იმ გამოთქმას, რაც შენ დაწერე სახარებიდან, ბჰაგავად-გიტაში რომ ვაწყდებით, რა, უარყოფ და ეჭვქვეშ დააყენებ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 07:13 PM

ციტატა
აც შენ დაწერე სახარებიდან, ბჰაგავად-გიტაში რომ ვაწყდებით, რა, უარყოფ და ეჭვქვეშ დააყენებ?

მე არავის და არაფერს ვაყენებ ეჭვქვეშ.
უბრალოდ ვამბობ.რომ რაღაცა შეიძლება ასე იყოს ან ისე.
სადმე მიწერია აუცილებლად ისეა როგორც მე ვფიქრობ?
უბრალოდ შეიძლება ასე იყოს მეთქი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 07:59 PM

A.V.M

ციტატა
სადმე მიწერია აუცილებლად ისეა როგორც მე ვფიქრობ?უბრალოდ შეიძლება ასე იყოს მეთქი.

ჰოდა მეც გიწერ, რომ ცდებიa075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 3 2011, 08:31 PM

დავიღალე.. მოთმინება აღარ მყოფნის...
ჭორაობა ისე გიყვართ, ვირტუალურ ცხოვრებაშიც კი ვერ იცილებთ, წარმომიდგენია სამოთხეში რა ხმაურს დააყენებთ smile.gif

GIORGI LELUASHVILI
A.V.M
თქვენ, გაილახებით... დაასვენეთ ხელები კლავიატურისგან

GIORGI LELUASHVILI
პირადად შენს გასაგონად კი ვიტყვი, არ არსებობს ორ უფალს დაემონოს მონა... მიდი და მიპოვე ესეთი ფრაზა ბჰაგავატ გიტაში smile.gif
მე ვხედავ შენ კრიშნა უფრო გიყვარს ვიდრე ქრისტე. ხოდა ნუ გეშინია, ღმერთი არ ძალადობს, ამიტომ ნუ ყოყმანობ, გააკეთე არჩევანი. თქვი ან ჰო, ან არა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, დაე იყოს შენი პასუხი ჰო-ჰო, ან არა-არა...

***
ინდური სამზარეულოდან
http://pix.ge/
ეს არ ვიცი ზუსტად რომელი კერძია, მაგრამ ერთ-ერთ ინდურ ფილმში მაქვს ნანახი.
ეს საწებელში ამოვლებული ბრინჯიანი ბურთებია. ძალიან ცხარეა, ეტყობა, იმიტომ რომ იმ ფილმში სულ ცრემლები სდიოდათ როცა ჭამდნენ... აუ, მინდა როდისმე ეს გავსინჯო cool.gif

პ.ს. მეტჯერ აღარ გააოფოთ, თორემ პირდაპირ დავაყენებ მოდერთან საკითხს, რომ დაივორნოთ ოფტოპიკობისთვის.
ის რომ მართლმადიდებლური ფორუმია, არ ნიშნავს რომ თავზე უნდა დაიმხოთ. აქაც სრულდება წესები : )

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 08:34 PM

ქევანა

ციტატა
პირადად შენს გასაგონად კი ვიტყვი, არ არსებობს ორ უფალს დაემონოს მონა... მიდი და მიპოვე ესეთი ფრაზა ბჰაგავატ გიტაში მე ვხედავ შენ კრიშნა უფრო გიყვარს ვიდრე ქრისტე. ხოდა ნუ გეშინია, ღმერთი არ ძალადობს, ამიტომ ნუ ყოყმანობ, გააკეთე არჩევანი. თქვი ან ჰო, ან არა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, დაე იყოს შენი პასუხი ჰო-ჰო, ან არა-არა...

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
laugh.gif laugh.gif laugh.gif
კომენტარს არ გავაკეთებ და შესაბამისად არც ნერვებს მოვიშლიsmile.gif

ციტატა
პ.ს. მეტჯერ აღარ გააოფოთ, თორემ პირდაპირ დავაყენებ მოდერთან საკითხს, რომ დაივორნოთ ოფტოპიკობისთვის.ის რომ მართლმადიდებლური ფორუმია, არ ნიშნავს რომ თავზე უნდა დაიმხოთ. აქაც სრულდება წესები : )

connie_08.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 08:48 PM

QUOTE(ქევანა @ Oct 3 2011, 08:31 PM) *

დავიღალე.. მოთმინება აღარ მყოფნის...
ჭორაობა ისე გიყვართ, ვირტუალურ ცხოვრებაშიც კი ვერ იცილებთ, წარმომიდგენია სამოთხეში რა ხმაურს დააყენებთ smile.gif

GIORGI LELUASHVILI
A.V.M
თქვენ, გაილახებით... დაასვენეთ ხელები კლავიატურისგან

GIORGI LELUASHVILI
პირადად შენს გასაგონად კი ვიტყვი, არ არსებობს ორ უფალს დაემონოს მონა... მიდი და მიპოვე ესეთი ფრაზა ბჰაგავატ გიტაში smile.gif
მე ვხედავ შენ კრიშნა უფრო გიყვარს ვიდრე ქრისტე. ხოდა ნუ გეშინია, ღმერთი არ ძალადობს, ამიტომ ნუ ყოყმანობ, გააკეთე არჩევანი. თქვი ან ჰო, ან არა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, დაე იყოს შენი პასუხი ჰო-ჰო, ან არა-არა...

***
ინდური სამზარეულოდან
http://pix.ge/
ეს არ ვიცი ზუსტად რომელი კერძია, მაგრამ ერთ-ერთ ინდურ ფილმში მაქვს ნანახი.
ეს საწებელში ამოვლებული ბრინჯიანი ბურთებია. ძალიან ცხარეა, ეტყობა, იმიტომ რომ იმ ფილმში სულ ცრემლები სდიოდათ როცა ჭამდნენ... აუ, მინდა როდისმე ეს გავსინჯო cool.gif

პ.ს. მეტჯერ აღარ გააოფოთ, თორემ პირდაპირ დავაყენებ მოდერთან საკითხს, რომ დაივორნოთ ოფტოპიკობისთვის.
ის რომ მართლმადიდებლური ფორუმია, არ ნიშნავს რომ თავზე უნდა დაიმხოთ. აქაც სრულდება წესები : )




ეს უნდა იყოს ის კერძი რომელიც მე ინდურ დღესასწაულზე გავსინჯე
მამუკას ვკითხავ რა ქვია ამ გემრიელობას
კურკუმა აუცილებელი ინგრედიენტია

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 10:00 PM

A.V.M
dntknw.gif
ეპატიება, რაღაცაზე გაბრაზებული ჩვენზე იყრის ხოლმე ჯავრსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 4 2011, 06:24 PM

გაოფებაში რომ არ ჩაგვეთვალოს, ვინაიდან ქეთევანმა ინდური-ვეგეტარიანული საჭმელებისკენ წაიყვანა საუბარი, მეც განვაგრძობ და განვვავრცობsmile.gif

თავიდან აკეთებენ საჭმელს მხოლოდ მცენარეებისგან.
http://www.radikal.ru

შემდეგ სთავაზობენ კრიშნას

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

და შემდეგ ასე გემრიელად მიირთმევენsmile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 5 2011, 03:46 PM

A.V.M

ციტატა
რატომ ვაოფებ?ინდოელთა ვარცხნილობაზე ვლაპარაკობთ.აბა ამდენი კულინარია ნაყროვანებაში მაგდებს.

ხო, ეს ყველაფერი მერე ქალბატონ ქეთევანს აუხსენი და ჩაგაგდებს სადაც საჭიროაtongue.gif

ციტატა
ასე მაგალითად არა:წვერის სტილი-ეწ.ბლანჟე რაღაცის დაცვის სიმბოლოა.

კარგი, მე კი აგიხსნი რასაც ნიშნავს ეგ:

მაგას "შიქჰა" ჰქვია. კონკრეტულად ეგ ადგილი საჰასრარა ჩაკრას ადგილია და ბევრ ტრადიციაში აქვთ ეგრე დატოვებული (შაოლინებს, კაზაკებს და ა.შ.)

მაგ ადგილზე გრძელი თმის დატოვება ღმერთისადმი მინდობის სიმბოლოა, თმა თითქოს ბაწარია, რითაც ღმერთის ნებას უკავშირდები... თან მორჩილების და დისციპლინის გამომხატველია... ასევე აღნიშნავს განსხვავებას იმპერსონალისტებისგან (რომლებსაც როგორც წესი მთლიანად გადაპარსული აქვთ თმა).

კიდევ ნათქვამია, რომ სიკვდილის დროს ვიშნუდუტები მაგ თმაში კიდებენ ხელს და სულიერ პლანეტებზე მიყავთ biggrin.gif ნუ ეს იმათთვის, ვისაც მორჩილების გამო არ შეუძლია თმის ასე დატოვება და მაინცდამაინც დამაჯერებელი ახსნა უნდა biggrin.gif

მოკლედ ბევრნაირი ახსნაა, მაგრამ კრიშნაიტები პირველ რიგში იმიტომ ატარებენ, რომ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს და შრილა პრაბჰუპადას ესიამოვნებათ. ასევე უკან დასხევ გზა არ გიტოვებს, უკვე ვერ დამალავ, რომ ვაიშნავი ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 16 2011, 05:00 PM

ბლოგი ინდოეთზე

http://indoeti.blogspot.com/



პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 16 2011, 07:53 PM

ინდურ ფილმებზე რატომ არაფერს ამბობთ? biggrin.gif სადაა ბოლივუდი, ჯიმი-ჯიმი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 17 2011, 04:09 PM

ikanosi

სხვათაშორის ინდოეთში კინოინდუსტრია ყევლაზე მომგებიანი საქმეა, მილიონობით გამოდის და მილიარდობით მაყურებელი ჰყავს biggrin.gif

მე ორი კინოინდუსტრია ვიცი
ბოლივუდი - ჩრდილოეთში აქტიურობს და რომელსაც იცნობენ საზღვაგარეთ
http://en.wikipedia.org/wiki/Tamil_cinema - თამილის ხალხის, ანუ ჩვეულებრივ სამხრეთში აქტიურობს ეს, ერთი ორი ფილმი მაქვს ნანახი, ბოლივუდს არაფრით ჩამოუავრდება, უბრალოდ ცოტა მურთხი ხალხია ბევრი biggrin.gif biggrin.gif

ხო, ინდური კინოები არის რამოდენიმეგვარი, ანუ არის ძირითადად სიმღერით, ცეკვა-თამაშით და ტაშ-ფანდურით და არის სერიოზული ინდური კინო, ღლიცინის გარეშე, ბევრი სისხლით და სერიოზული დრამებით, უფრო სწორად ტრილერებით... მინახია ეგეთი. მაგრამ რადგან მძიმე ფილმებია, მირჩევნია ცეკვა-თამაშებს ვუყურო

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 17 2011, 05:06 PM

ქევანა

ციტატა
მაგრამ რადგან მძიმე ფილმებია, მირჩევნია ცეკვა-თამაშებს ვუყურო

ჰოდა, აი დატკბიsmile.gif
მე მაგრად მომწონს...ფილმიც ძალიან აზრიანია - "გულისცემა"


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 17 2011, 08:09 PM

კლასიკა უნდა დავდო biggrin.gif


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 18 2011, 04:10 PM

ikanosi

ციტატა
კლასიკა უნდა დავდო

ეგ კლასიკა არააა... კლასიკაა რაჯ კაპურის ფილმები: ბატონი 420, ავარა და ა.შ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 18 2011, 11:00 PM

ინდურ ასტროლოგიაზე დავდებ ორიოდ სიტყვას თქვენის ნებართვით.
(გამოგიტყდებით და ძჩემთვის საინტერესო თემაა ძალიან)
ინდური (ვედური) ასტროლოგია, ანუ როგორ მას ინდოეთში უწოდებენ, ჯიოტიშა (სანსკრ. ज्योतिष jyotiṣa "სინათლის ბატონი" (jyoti "სინათლე" + isha "უფალი", "ღმერთი"), - ეს არის ასტროლოგიის ინდური მიმართულება, რომელიც წინასწარმეტყველების მეცნიერება და ტექნოლოგიაა. ჯიოტიშა ინდოეთში ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყო განვითარებული, ამის ნათელი მაგალითია უძველესი ინდური ასტროლოგიური ტრაქტატი ბრიჰატ–პარაშარა–ჰორა–შასტრ
, რომელიც ჩვ. წ. აღ–მდე 3000 წლის შეიქმნა. ჯიოტიშა იყოფა სამ ნაწილად (სკანდად): ჰანიტა (ასტროლოგიის ასტრონომიული საფუძვლები), სამჰიტა (მომასწავებელი ნიშნების ასტროლოგია) და ჰორა (ჰოროსკოპული ასტროლოგია). სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ჯიოტიშა ექვსი განშტოებისგან შედგება:
გოლა - უშუალოდ ცაზე დაკვირვება
განიტა - ასტრონომიული და ასტროლოგიური გამოთვლები
ჯატაკა - ნატალური ასტროლოგია (დაბადების ასტროლოგია)
პრაშნა - ჰორარული (კითხვების) ასტროლოგია
მუხურტა - ელექტიური ასტროლოგია (არჩევანის ასტროლოგია)
ნიმიტა - მომასწავებელი ნიშნების ინტერპრეტაცია
გარდა ამისა, ინდოელი ასტროლოგები ხშირად იშველიებენ ნუმეროლოგიას, ფიზიოგნომიკას და ქირომანტიას.
ზემოთ მოტანილი ასტროლოგიის ნაწილები მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ ასტროლოგის ყველაზე დიდ ყურადღებას დაკვირვების და გამოთვლების (გოლა და განიტა) ნაწილები ითხოვდნენ, რომელიც ყველა დანარჩენი განშტოების საფუძველია. ჯიოტიშ (ასტროლოგ) ვარაჰამიჰირას (505 - 587 წ.წ.) თქმით, "შეცდომა განიტაში ისეთივე საშინელი ცოდვაა, როგორც წინასწარმეტყველის მკვლელობა".

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 19 2011, 05:09 PM

ქევანა

ციტატა
რაჯ კაპურის ფილმები: ბატონი 420

აუ როგორ მიყვააარსhehe.gif
დატკბითsmile.gif


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 25 2011, 11:01 PM

აიშვარია!!!



პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 26 2011, 09:41 AM

წავიდოდა კაცი ინდოეთში

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 26 2011, 02:21 PM

ციტატა
წავიდოდა კაცი ინდოეთში

ki.gif

მე ვაპირებ უახლოეს მომავალშიa075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 26 2011, 02:23 PM

GIORGI LELUASHVILI
სად აპირებ, კონკრეტულად?

მე როგორც გავიგე თვითმფრინავით ბილეთები ძვირი ღირს : (

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 26 2011, 02:28 PM

ქევანა

ციტატა
სად აპირებ, კონკრეტულად?

უფრო ინდური ტაძრების ნახვა მინდა.
ტაჯ-მაჰალი განსაკუთებით.
რავიცი, სადაც შემეძლება, მოვივილი.
ციტატა
მე როგორც გავიგე თვითმფრინავით ბილეთები ძვირი ღირს : (

ki.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 26 2011, 04:07 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Oct 26 2011, 02:21 PM) *

ki.gif

მე ვაპირებ უახლოეს მომავალშიa075.gif

მაგარია ,მეც მინდა, მაინც როდის აპირებ?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 26 2011, 06:24 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 19 2011, 05:09 PM) *

ქევანა

აუ როგორ მიყვააარსhehe.gif
დატკბითsmile.gif



ვაიმეეე ძაააან გამიხარდა ამის მოსმენაა
უტკბილესიაა

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 26 2011, 02:28 PM) *

ქევანა

უფრო ინდური ტაძრების ნახვა მინდა.
ტაჯ-მაჰალი განსაკუთებით.
რავიცი, სადაც შემეძლება, მოვივილი.
ki.gif

წამიყვანეე biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 26 2011, 07:47 PM

.zakaria.

ციტატა
მაგარია ,მეც მინდა, მაინც როდის აპირებ?

ჯერ მასეც არ არის საქმე, რომ ზუსტი დრო ვიცოდე, მაგრამ სურვილი მაინც თავისასა იზამს.
ჯერ იერუსალიმში ვარ წასასვლელი და მერე მანდsmile.gif
ციტატა
წამიყვანეე

ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 27 2011, 12:12 PM

GIORGI LELUASHVILI
ტაჯ მაჰალი ყველაზე ცნობილია biggrin.gif

მთლიანი ინდოეთის დათვალიერება კარგია, გადასარევია. პაკისტანიც კარგია, მე მაგალითად, პირველ რიგში არქეოლოგიურ განათხარ ქალაქს ვნახავდი - მოხენჯო დაროს ^^
კიდევ ჰარაპას... მუზეუმებს ვნახავდი

კდიევ რამდენი ბუდისტური და ინდუისტური ტაძრები და გამოქვებულები აქვთ, სადაც არამარტო რელიეფები, არამედ ფრესკებია.. ^^ საერთოდ არაფერი ვიცი ინდური კედლის მხატვრობის შესახებ, მინდა რომ ჩემი თვალით ვნახო და ვისწავლო

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 27 2011, 01:00 PM

ღმერთო ნუ მომკლავ ისე რომ ტაჯ მაჰალი არ მანახო biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 28 2011, 07:41 PM

ციტატა
ღმერთო ნუ მომკლავ ისე რომ ტაჯ მაჰალი არ მანახო

იერუსალიმი,ეგვიპტე მოლოცვილი გაქვს?
ეგ ინატრე კაცო ინდოეთის ნატვრას...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 1 2011, 10:39 PM

მოკლედ ინდურ ცეკვებსა და სიმღერებს რომ ხასიათზე მოვყავარ, ტყუილია რაbiggrin.gif
hehe.gif
dans2.gif


პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 2 2011, 08:25 PM

http://www.youtube.com/watch?v=oBNX_f5tAi8&feature=related
ბოლოს ეს ვნახე, ფილმი მგონი დიდიარაფერი , კატრინას ყურება შეიძლება : P

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Nov 13 2011, 03:21 PM

http://www.radikal.ru

აიშვარია რაი wub.gif
თითებზე რა უსვია?საღებავია ?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 14 2011, 10:10 PM

GIORGI LELUASHVILI

აუ, კიდე დასდე რა ბოლივუდი biggrin.gif დაიცა მეც მაქ ერთი ორი კლიპი შაკრუკ კხანის შემოქმედებიდან ^^ ან უფრო უკეთესი, მადჰურის ცეკვა მიყვარს სიგიჟემდე, ვაფრან ამ ქალზე :დ ეს არის ინდური კინოკულტურის დივა :იმჰო:


მეც მინდა ასე ვცეკვავდე :უსერ:

პ.ს. ოფები წაიშლება, შემდეგში ოფებს სხვა რამესაც მივაყოლებ - თქვენთვის ძვირფას პოსტებსაც წავშლი ამ თემაში. დიახ, ეს მუქარაა, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ გაოფებაზე, მე რა თქვენი პირადი "ჩისწილშიკი" ვარ? წტფ... :/

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 24 2011, 10:47 PM

ქევანა

ციტატა
აუ, კიდე დასდე რა ბოლივუდი დაიცა მეც მაქ ერთი ორი კლიპი შაკრუკ კხანის შემოქმედებიდან ^^ ან უფრო უკეთესი, მადჰურის ცეკვა მიყვარს სიგიჟემდე, ვაფრან ამ ქალზე :დ ეს არის ინდური კინოკულტურის დივა :იმჰო:

ვააჰ, მაგარი ვიდეოა;
ისე მაგ ქალზე მეც ვაფრენlaugh.gif
აიშვარიას მაინც ვერავინ ჯობია...
(უხ!)
ციტატა
პ.ს. ოფები წაიშლება, შემდეგში ოფებს სხვა რამესაც მივაყოლებ - თქვენთვის ძვირფას პოსტებსაც წავშლი ამ თემაში. დიახ, ეს მუქარაა, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ გაოფებაზე, მე რა თქვენი პირადი "ჩისწილშიკი" ვარ? წტფ... :/

biggrin.gif biggrin.gif
რა მაგრად ბრაზდები ხოლმე...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 08:40 PM

რაღაც რომანტიულ სტილშია და მომწონს...
ყვითელკაბიანი გოგოსა და თეთრმაისუიანი ბიჭის დუეტი განსაკუთრებულიაsmile.gif


პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 26 2011, 10:56 AM

ეს მაგჰური მოცეკვავეა თუ მსახიობი .. მარტო ეს ფილმი ვიცი და აქაც ცეკვავს თუ რაღაც
http://www.youtube.com/watch?v=-yI46PEWlXc
რაღაცეები შეგვიძლია არ შევიმჩნიოთ :დ


ეს ძველი ფილმი მგონი პირველად ეს ვნახე საინტერესო, და ძალიან მელოდიური

http://www.youtube.com/watch?v=GUn7Hvzmv-0&feature=fvwrel

ვსო მგონი ამოვწურე ინდ რესურსები :დ

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:12 PM

რა საყვარელი ბავშვია.
ცოდო არაა ეს და უსინათლო? sad.gif


პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Jan 9 2012, 03:50 PM

http://www.youtube.com/watch?v=q9_5Lyp46V4

http://www.youtube.com/watch?v=GwQshWj9anQ&feature=results_main&playnext=1&list=PL961AA592866A0414

http://www.youtube.com/watch?v=PkBw60qy9Eo

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 10 2012, 05:19 PM

ციტატა(Elisa_Day @ Jan 9 2012, 04:50 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=q9_5Lyp46V4

http://www.youtube.com/watch?v=GwQshWj9anQ&feature=results_main&playnext=1&list=PL961AA592866A0414

http://www.youtube.com/watch?v=PkBw60qy9Eo

ძალიან მაგარი კლიპები იყო, მაგრად მომეწონაthumbs.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 15 2012, 08:49 PM

http://droni.ge/?m=7&AID=5894
აი ესოდენ ჭირს ინდოეთში გათხოვება biggrin.gif
ამიტომაც ჩემი აზრით მათ რელიგია მაქსიმალურად მოარგეს გამრავლების და სოცილური მხარის არსებულ მოდელს biggrin.gif
ჩვენ ალბათ ასე ძალიან არ გაგვიჭIრდება არასოდეს რა ვიცი smile.gif
პრინციპში ღმერთმა დაგვიფაროს

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 15 2012, 09:33 PM

karpaki

ციტატა
აი ესოდენ ჭირს ინდოეთში გათხოვება

არა რატო, ეს ტრადიციას უფრო გავს;
მაგალითად ჩინეთში ზუსტად ასე ხდებოდა. გასათხოვარი გოგონები ერთად მიდიოდნენ მაჭანკალთან, რომელიც წინასწარი გამოცდის შემდეგ შეურჩევდა სასიძოს...

ნუ, რამდენად გავს ეს ჩინური ტრადიცია ამ ინდურ მოვლენას, არ ვიცი, მაგრამ მე რატომღაც ერთმანეთთან დავაკავშირე.
ციტატა
ამიტომაც ჩემი აზრით მათ რელიგია მაქსიმალურად მოარგეს გამრავლების და სოცილური მხარის არსებულ მოდელს

აბა ეს განმიმარტე ერთი, რას გულისხმობ.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jun 26 2012, 10:34 AM

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი – „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“:

ინდუიზმის თავდასხმა ქრისტიანულ სამყაროზე

3. ინდუიზმის წეს-ჩვეულებები და წმიდა ადგილები





1956 წლის საველე სეზონს ფილიპინებზე, თავის ქალების მაძიებლებთან ერთად ვატარებდი. პრიმიტიულ რელიგიებს ვსწავლობდი, განსაკუთრებით იმათ, ე.წ. "არაგაკულტურულებულ" რეგიონებში რომ არსებობენ, სადაც ცოტა მისიონერი იყო ნამყოფი. როდესაც იფუგაოებთან (ტომის დასახელებაა) ჩავედი, მე ჯერ კიდევ არ მჯეროდა შავი მაგიის არსებობა, მაგრამ იქიდან დაბრუნებული უკვე მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული საპირისპიროში. იფუგაოს ქურუმი (მუნბაკი), სახელად ტალუპა, ჩემი უახლოესი მეგობარი და ინფორმაციის წყარო გახდა. მალე შევიტყვე, რომ იგი განთქმულია შავი მაგიის ცოდნით. ერთხელ მან წამიყვანა "ბაკიზე" – ასე ეწოდება რიტუალურ მაგიურ წეს-ჩვეულებას, რომელიც თითქმის ყოველღამ ტარდება მოსავლის აღების სეზონზე. რომელიმე ქოხში თორმეტიოდე ქურუმი იკრიბება, ისინი მთელი ღამე მოუხმობენ წინაპართა ღმერთებსა და სულებს, სვამენ ბრინჯის ღვინოს და მსხვერპლს სწირავენ ორ მომცრო გამოსახულებას, რომლებსაც "ბულოლები" ეწოდებათ. მათ ასხურებენ ლანგრით მორთმეული დაკლული წიწილების სისხლს, რომელსაც მანამდე მომავლის საწინასწარმეტყველოდ იყენებენ – ამისთვის სწავლობენ სისხლის ბურთულების ზომასა და რაოდენობას, დროს, რომელიც მის შედედებას სჭირდება, აგრეთვე შინაგანი ორგანოების ფერსა და ფორმას. მე დიდი გულმოდგინებით ვიწერდი ყველაფერს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იფუგაოს მაგიის დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, იმის თქმაც საკმარისია, რომ იქ ყოფნის პერიოდში იმდენი და იმდენნაირი ზებუნებრივი მოვლენის მომსწრე გავხდი, რომ მათთვის რაიმე მეცნიერული ახსნა-განმარტების მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი მეჩვენება. მე რომ წინასწარ ვყოფილიყავი განწყობილი ყველაფრის სარწმუნებლად, კიდევ შეიძლებოდა მთელი ამ მაგიისათვის ფსიქოლოგიური ახსნის გამონახვა, თანაც უნდა გითხრათ, რომ მშიშარა არა ვარ. და აი, იფუგაოდან წამოვედი დარწმუნებული, რომ მათი რიტუალები ზემოქმედებას ახდენენ – მეტიც, ზემოქმედებას ახდენენ პირადად ჩემზე.



ყოველივე ამას იმისთვის მოგახსენებთ, რომ ჩემი შემდგომი მონათხრობი ინდუიზმის რიტუალებისა და წმიდა ადგილების შესახებ ნაკლებ სარწმუნოდ, "აღგზნებული ფანტაზიის " ნაყოფად არ მოგეჩვენოთ. იფუგაოს მონახულებიდან 11 წლის შემდეგ ამარნაჰტის გამოქვაბულს ვეწვიე, რომელიც ჰიმალაის მთების სიღრმეში მდებარეობს. ინდუისტური ტრადიცია მას შივას თაყვანისცემის ყველაზე წმიდა ადგილად მიიჩნევს; აქ იგი ეცხადება თავის თაყვანისმცემლებს და საჩუქრებსაც კი უგზავნის. იქამდე გრძელი და ძნელი გზა მიდის მაჰაგუნუს გავლით, შუაში 4000 ფუტის სიმაღლის უღელტეხილი და მყინვარი ძევს. ამგვარად, საკმარისი დრო მქონდა იმისათვის, რომ გონებაში თაყვანი მეცა ინდუისტური ღმერთისათვის, მით უმეტეს, რომ ჩემი გამყოლი ბიჭი ერთ სიტყვასაც ვერ იტყოდა ინგლისურად, მე კიდევ ჰინდი არ ვიცოდი. ამჯერად უკვე წინასწარ ვიყავი განწყობილი, რომ მეფიქრა: ღმერთი, რომლის წინაშეც ვლოცულობდი და რომელსაც ამდენი წელია თაყვანს ვცემდი, მოწყალედ გადმომხედავდა.



შივას გამოსახულება გამოქვაბულში თავისთავად საოცარია: ესაა ყინულის ქანდაკება, რომელსაც წყლის წვეთები ქმნიან. მთვარის ფაზების შესაბამისად იგი ხან იზრდება, ხანაც პატარავდება. მთვარის აღვსებისას ეს ბუნებრივი ქანდაკება გამოქვაბულის ჭერს – დაახლოებით 15 ფუტს აღწევს, ახალი მთვარის დროს კი მისგან თითქმის აღარაფერი რჩება. და ეს კლება-მატება ყოველთვიურად მეორდება. რამდენადაც ვიცი, შივას ქანდაკების ფენომენი ჯერაც აუხსნელია. გამოქვაბულთან სწორედ კარგ დროს მივედი – როდესაც გამოსახულებამ თავის სრულ სიმაღლეს მიაღწია. ჩემს ღმერთს შესაწირავიც მოვუმზადე: მწვანე ქოქოსის კაკალი, სურნელოვანი ნივთიერებანი, თეთრი და წითელი ქსოვილის ნაჭრები, კაკალი, ქიშმიში და შაქარი – ყველაფერი, რასაც რიტუალი მავალებდა. გამოქვაბულში რომ შევედი, თვალზე მოწიწების ცრემლი მომადგა, მაგრამ იმის აღწერა, რაც იქ მოხდა, ძალიან ძნელია. გამოქვაბული ზანზარებდა – სწორედ ისე, როგორც იფუგაოს ქოხი "ბაკის" დროს. ამ ადგილის ენით აუწერელი უწმინდურებით შეძრწუნებული გარეთ გავვარდი, ისე რომ ვერ დაველოდე, სანამ ქურუმი უზარმაზარი კერპისთვის მსხვერპლის შეწირვას დაამთავრებდა.



შივას გამოქვაბულში შესვლის შემდეგ ინდუიზმის ფასადი ჩემს სულში გაიბზარა, მაგრამ საბოლოო განთავისუფლებისათვის დრო მჭირდებოდა. ამ დროს მე ჯერ კიდევ ვეძებდი, როგორ შემემაგრებინა მორყეული შენობა, თუმცა ხელმოსაკიდს ვერაფერს ვპოულობდი. ახლა, როდესაც უკან ვიხედები, ვფიქრობ: ძალიან ხშირად ამა თუ იმ საგნის სიავკარგეში კარგა ხნით ადრე გვებადება ეჭვი, ვიდრე ამას საბოლოოდ გავაცნობიერებდეთ, ეს ეხება როგორც ინდუისტურ "სულიერ ვარჯიშებს", ისევე "წმიდა ადგილებსაც".



როდესაც მოწაფე გურუსგან "ინიციაციას" ღებულობს, მას ეძლევა სანსკრიტული მანტრა (პირადი მაგიური ფორმულა) და ინდივიდუალური რელიგიური სავარჯიშოები. ყოველივე ეს ეზოთერულ სფეროს ეკუთვნის და მხოლოდ ზეპირ ტრადიციაში არსებობს – "განდობილთაგან" ბევრს ვერაფერს შეიტყობთ, რადგანაც ისინი სერიოზული მუქარის შიშით დუმილს არჩევენ. გურუ სთავაზობს მოწაფეს, ვარჯიშების საშუალებით საკუთარ თავზე გამოსცადოს ინდუისტური ფილოსოფიის სისწორე. ირკვევა, რომ ეს ვარჯიშები მართლაც იძლევიან შედეგს: მოწაფე ეშმაკის დახმარებით ცრუსასწაულებს ახდენს. მაგრამ რაც ყველაზე უარესია, ამ დროს ადამიანი აუცილებლად ხიბლის მდგომარეობაში ვარდება, როდესაც ილუზიას რეალობად აღიქვამს: მას უჩნდება უსაზღვრო "ნეტარებითა" და "სიმშვიდით" სავსე სულიერი განცდები, ეჩვენება, რომ "ღმერთი" და "სინათლე" ეცხადება (გავიხსენოთ, რომ ნათლის ანგელოზის სახით თვით სატანა შეიძლება გამოგვეცხადოს). ილუზიებზე რომ ვლაპარაკობ, იმას როდი ვგულისხმობ, თითქოს ის, რასაც კაცი აღიქვამს, სინამდვილეში არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველივე ეს ღმერთისგან არ მოდის. ინდუიზმის ქადაგნი, ცხადია, ფილოსოფიურ მსჯელობებსაც იშველიებენ ამ განცდების გასამართლებლად – ამდენად, პრაქტიკა და ფილოსოფია მხარს უმაგრებენ ერთმანეთს, რის შედეგადაც მთელი ეს სისტემა ერთობ მყარი ხდება.



ფაქტიურად, ინდუიზმი იმდენად ფილოსოფიური ძიება არ არის, რამდენადაც პრაქტიკული მიღწევების გამოყენება, ეს პრაქტიკა კი არც მეტი, არც ნაკლები, შავი მაგია გახლავთ. თუ X-ს შეასრულებთ, მიიღებთ Y-ს – მარტივი გარიგებაა. მაგრამ ამ გარიგების პირობები შეთანხმებული არ გახლავთ, და მოწაფე იშვიათად თუ კითხულობს, რა წყაროებიდან იღებს სათავეს მისი განცდები ან ვინ აძლევს მაგიური ძალებისა და "მშვენიერი" განცდების კრედიტს. ესაა კლასიკური ფაუსტური სიტუაცია, ოღონდ ამ შემთხვევაში კაცმა არ იცის, რომ ყოველივე შეიძლება თავისი უკვდავი სულით ზღოს.



არსებობს ვარჯიშების დიდი არჩევანი, ამ ვარჯიშებს ნებისმიერი ტემპერამენტის დაკმაყოფილება შეუძლიათ. ღვთაებას შეიძლება ჰქონდეს ღმერთის ან ქალღმერთის ფორმა, ან სრულიად უფორმოც იყოს – აბსოლუტური ბრაჰმანი. არჩეული იდეალისადმი დამოკიდებულებაც ასევე იცვლება. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა ბავშვის, დედის, მამის, მეგობრის, სატრფოსა თუ მსახურის პოზიციიდან, ანდა, როგორც ეს ადვაიტა ვედანტას შემთხვევაში ხდება, "ღვთაებასთან გაიგივება". მანტრა, რომელსაც გურუ თავის მოწაფეს აძლევს, განსაზღვრავს მის შემდგომ გზას, მასში მოცემულია აგრეთვე მოწაფის მიერ შესასრულებელი ვარჯიშები. გურუ ადგენს იმასაც, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვედანტა (მონისტური სისტემა) ცალკეულ მოწაფეებს არ აძლევს ქორწინების უფლებას, რათა მთელი მათი ენერგია პრაქტიკაში სრულყოფას მოხმარდეს. ბეჯითი მოწაფე არც ხორცს უნდა ჭამდეს, რადგანაც ხორცი აღქმის უნარს ადუნებს. ვედანტაში გურუს ზუსტად ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორსაც ღმერთს – მოწაფისათვის ის მხსნელი გახლავთ.



"სულიერი" ვარჯიშების უმრავლესობას საფუძვლად პრაქტიკული ხერხები უდევს. მოკლედ მიმოვიხილავ ამ ხერხებს: პირველ ყოვლისა, ეს გახლავთ კერპთაყვანისცემა. შეიძლება თაყვანს სცემდნენ ქანდაკებას ან გამოსახულებას, რასაც მსხვერპლშეწირვაც თან ახლავს – ცეცხლის, ქაფურის, სურნელოვანი ნივთიერებების, წყლისა და ტკბილეულის სახით. ქანდაკებას იაკის კუდის საგრილობლით უნიავებენ, აბანავებენ, ტანისამოსს აცმევენ, დასაძინებლად აწვენენ და ა.შ. ერთი შეხედვით ეს იქნებ ბავშვურ თამაშად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი ემოციური ზემოქმედების სათანადოდ შეუფასებლობა შეცდომა იქნებოდა. ვედანტას კერპთაყვანისცემა საკუთარი თავის თაყვანისცემის ფორმაა მთელი მისი რიტუალური რეკვიზიტის გამოყენებით. ინდოეთში გავრცელებული აფორისტული გამონათქვამი "სო ჰამ, სო ჰამ" ანუ "მე ვარ ის (ღმერთი)" საკუთარი თავის თაყვანისცემის ამ პრინციპის მოკლე ფორმულირებაა.



გარდა ამისა, გამოიყენება "ჯაპა", ანუ მოწაფის მიერ მიღებული მანტრის მრავალგზისი გამეორება – სინამდვილეში ეს მაგიური ფორმულაა. "ჯაპასთან" ერთად მიმართავენ "პრანაიამას", რომელიც სუნთქვითი ვარჯიშებისაგან შედგება. არსებობს აგრეთვე სხვა პრაქტიკული სისტემები, რომლებიც ტანტრიზმს ეკუთვნიან, მაგალითად, დედა ღმერთის თაყვანისცემა. ამაში შედის ქალური საწყისის, ძალის, ენერგიის, განვითარების პრინციპის, მოქმედების საფუძვლის თაყვანისცემა. ამ ვარჯიშებს ხუთი "მ" ეწოდებათ – ისინი შეუფარავი ბოროტებით სავსენი და საძაგელნი არიან, ამიტომ მათ აღწერას აღარ შევუდგები, იმასღა დავუმატებ, რომ მათაც იპოვეს აშშ-ში დამკვიდრების გზა. სვამი ვივეკანანდა ინდუიზმის ამ შტოს ვედანტას პარალელურად ნერგავდა. იგი ამბობდა: "მე თაყვანს ვცემ საშინელებას. მცდარია წარმოდგენა, თითქოს ყველა ადამიანს ტკბობისადმი ლტოლვა ამოძრავებდეს: სინამდვილეში ბევრსა აქვს თანდაყოლილი მიდრეკილება ტანჯვისაკენ. ასე რომ, თაყვანი ვცეთ საშინელებას მხოლოდ მისი გულისათვის! ცოტა ვინმეს თუ გაუბედავს კალის ანდა სიკვდილის თაყვანისცემა. მაშ მოდი, თაყვანი ვცეთ სიკვდილს!" აი, კიდევ რას ამბობს სვამი ქალღმერთ კალის შესახებ: "არიან ისეთებიც, ვინც დასცინის კალის, მაგრამ დღეს იგი აქ არის – ბრბოში. ადამიანები შიშისაგან ძრწიან, ჯარისკაცები კი სიკვდილის სათესად ემზადებიან. ვის ძალუძს იმის მტკიცება, რომ ღმერთი ისევე არ გაცხადდება ბოროტებაში, როგორც სიკეთეში? მაგრამ მხოლოდ ინდუისტი ბედავს თაყვანი სცეს მას, როგორც ბოროტებას"[2].



ძალიან სამწუხაროა, რომ ბოროტების აშკარა მსახურება ამჟამად იმის მტკიცე რწმენით ხორციელდება, თითქოს ეს სიკეთე იყოს. სინამდვილეში ხსნა, რომლის მოპოვებაც ადამიანებს ინდუიზმის ერთგული სამსახურით სურთ, მხოლოდ ღმერთისგან შეიძლება მიიღონ ქრისტიანული სიმდაბლის გზით.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jul 14 2012, 12:18 AM

karpaki
ამ დღეებში ბჰაქტი ვიგიანა გოსვამი მაჰარაჯი ჩამოდის და დაახიე ეგ სტატია თავზე. kiss1.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 14 2012, 09:40 PM

მგონი თემას შეეფერება biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=YdftWl-0oJw

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 15 2012, 10:04 PM

ალექს ჯიგარი ხარ!
ეგ გვ(მ)ინდა თქვენგან რა...კვირაში ერთი-ორი პოსტი... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 19 2012, 12:51 AM

ალექსანდრე
ჩემი კომენტარებიც წაიკითხე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 19 2012, 03:40 PM

George Leluashvili

ციტატა
აიშვარიას მაინც ვერავინ ჯობია

+ 1 გეთანხმები smile.gif ეგ ქალი ჩემი ფავორიტია

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 19 2012, 08:35 PM

აუ ეს ნახეთ რა კაცია biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=U2EVXT4FtuY

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 3 2012, 10:00 PM

ეს ინდოეთი ჩემთვის დღითითღე მისტიური და მიმზიდველი ხდება.
სულ რამოდენიმე წელში აუცილებლად წავალ ჩემს რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად.


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2012, 10:19 PM

ციტატა
სულ რამოდენიმე წელში აუცილებლად წავალ ჩემს რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად.

ახალჩასულებს აკლიმატიზაციის პრობლემა აქვთ ხოლმე ინდოეთის ჰაერთან და ხველება უტყდებათ.

ლიზლი წაიღე ყოველი შემთხვევისთვის. კარგი პრეპარატია...

biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 3 2012, 10:23 PM

A.V.M

ციტატა
ახალჩასულებს აკლიმატიზაციის პრობლემა აქვთ ხოლმე ინდოეთის ჰაერთან და ხველება უტყდებათ.

ჰო, ვიცი smile.gif

ციტატა
ლიზლი წაიღე ყოველი შემთხვევისთვის. კარგი პრეპარატია...

მიმაქვს a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 4 2012, 10:42 PM

George Leluashvili
შაკრუკ კხანის ავტოგრაფს თუ ჩამომიტან, მაშინ გზას დაგილოცავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 6 2012, 09:51 PM

ქევანა

ციტატა
შაკრუკ კხანის ავტოგრაფს თუ ჩამომიტან, მაშინ გზას დაგილოცავ

ხომ იცი რომ არ მევასება ეგ ტიპი tongue.gif

ეს სიმღერა ძალიან მიყვარს ^^

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 6 2012, 10:38 PM

George Leluashvili
გეეეეეეეეეეეხვეწები რა, ჩემი ხათრით sad.gif(((

ან კაჯოლის ან აბიშეკის ავტოგრაფი, მაშინ :DDDD

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 6 2012, 10:47 PM

ქევანა
აუ აქეთ აიღონ ჩვენგან ავტოგრაფები რააა biggrin.gif
რითი არიან ჩვენზე მეტნი huh.gif

პოსტის ავტორი: ხრიდოლიონი თარიღი: Sep 12 2012, 10:16 PM

თავზე რომ საბურავი აქვთ შემოხვეული და გრძელი წვერები,რომ აქვთ ეგ რა ჯიშია ინდუსების?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 28 2012, 11:42 PM

ხრიდოლიონი

ციტატა
თავზე რომ საბურავი აქვთ შემოხვეული და გრძელი წვერები,რომ აქვთ ეგ რა ჯიშია ინდუსების?

"ჯიში" biggrin.gif biggrin.gif

კშატრიების კასტაა (მეომრული ხალხი).

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 28 2012, 11:55 PM

ციტატა
თავზე რომ საბურავი აქვთ შემოხვეული და გრძელი წვერები,რომ აქვთ ეგ რა ჯიშია ინდუსების?

ეგენი არიან სიქჰები
http://en.wikipedia.org/wiki/Sikh


http://www.loupiote.com/photos_m/4162861084-sikh-nihang-singh-golden-temple-amritsar-india.jpg


ციტატა
კშატრიების კასტაა

:ფეისპალმ:

სირცხვილია არ იცოდე ვინ არიან ეგ ჩალმიანები dry.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 28 2012, 11:58 PM


უკაცრავად.. მუსულმანებზე გადავერთე...

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 5 2012, 06:01 PM

ქევანა

ციტატა
სირცხვილია არ იცოდე ვინ არიან ეგ ჩალმიანები

მერე ვინ არ იცის, კშატრიები არიან მეთქი tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 6 2012, 12:44 PM

George Leluashvili
ვახ, გეშლება თქო გეუბნები და რატო არ გესმის? გგონია რომ იცი? აი მანდ ცდები smile.gif
კასტებად დაყოფა, ანუ ვარნა სხვა სფეროა

კშატრიები - ძველად მეომართა, დღესდღეობით - ჩინოვნიკების ფენა (ფერი: წითელი, გუნა: რაჯასი)
კშატრიებისთვის არაა აუცილებელი თავზე ჩალმა ეხუროს. არ გინახია ინდოელი ჯარისკავი უჩალმო? კშატრიებისთვის აუცილებელია სამხედრო სამსახური, მაგრამ ჩალმის ტარება და წვერების მოშვება - არაა სავალდებულო, 21-ე საუკუნეა, ტი შტო... აშოკას ინდოეთი კიარაა

სიქები (ჰინდი ენაზე სიქ - მოწაფე) სიქიზმის მიმდევრები. სიქების უმრავლესობა ეროვნებით პენჯაბელია.
ამათთვის აუცილებელია, იმიტომ რომ მათი რელიგიური მოძღვრების ნაწილია. ეგენი თმებსაც არ იჭრიან.

ჩვენთან სიქჰები არიან, იმიტომ რომ ინდოელი ჩინოვნიკები აქ არ ჩამოვლენ smile.gif

აი ზოგადად სიქჰი როგორ გამოიყურება:
http://www.radikal.ru

პ.ს. ენის გამოყოფა ცოდნის დონეს არ ზრდის smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 6 2012, 12:49 PM

კაი, დამამარცხე - ვაღიარებ kiss1.gif

პოსტის ავტორი: ხრიდოლიონი თარიღი: Oct 6 2012, 09:18 PM

სიქჰები ესეიგი.ჩვენთან რა უნდათ?ბლომად არიან საკმაოდ

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 7 2012, 04:52 PM

ხრიდოლიონი

ციტატა
ჩვენთან რა უნდათ?ბლომად არიან საკმაოდ

ჩემს სოფელ სამგორში კი ააწყვეს თავიანთი მეურნეობა და ქართველები მაგათგან ყიდულობენ ბოსტნეულს.

ესეიგი ქართველს საქართველო აღარ უნდა და აგერ, ჩამოგისახლდნენ და შენს მიწაზე მოყვანილს გაჭმევენ.

ჯერ კიდე სადა ვართ...

რუსთავს გასცდები და... ქართული დასახლება აღარაა.
მიაქვს გაჩიანი და გარდაბანი თათარს.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 7 2012, 04:54 PM

სადჰუები მევასებიან. მაგარი როჟები არიან. კაი მოსაწევიც ქონიათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 7 2012, 04:57 PM

syd

ციტატა
სადჰუები მევასებიან. მაგარი როჟები არიან. კაი მოსაწევიც ქონიათ

ისე, "სადჰუ" წმინდანს ნიშნავს და საინტერესოა როგორი ტიპები არიან.

შივაიტებს უფრო მაგარი მოსაწევი აქვთ a075.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 7 2012, 09:13 PM

George Leluashvili

ციტატა
ისე, "სადჰუ" წმინდანს ნიშნავს და საინტერესოა როგორი ტიპები არიან.


როგორი ტიპები არიან და ზიან ინდუისტური ტაძრების შესასვლელებთან და ფოტო თუ გადაუღე მაგათი თანმხლები გამოგეკიდება ფოტო რომ გადაუღე ფული უნდა გადაიხადოო.
სინამდვილეში სწორედ მაგიტომ ზიან რომ ფული აიღონ ფოტოებში.

ამიტომ, მაგათი ფოტოები არ მაქვს tongue.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 29 2012, 01:56 PM

athos
დადე რა ფოტოებიც გაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Oct 30 2012, 04:53 PM

ბოლივუდის ფილმებს რაც შეეხება ნებისმიერი ფილმი დაასახელეთ უეჭველად მექნება ნანახი biggrin.gif ოღონდ კარგი ფილმის და ცნობილი მსახიობების შესრულებით იდიოტობა ფილმებს არ ვუყურებ smile.gif
პ.ს ამ ბოლო დროს ახალი მსახიობები აღმოვაჩინე smile.gif სრკ კიდევ ისე ძალიან მიყვარს მაგის ყველა ფილმი მაქვს ნანახი biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=F2FK7O-Rh1Y
ეს კიდევ ძაან საყვარელი ფილმია smile.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 8 2012, 06:17 PM

George Leluashvili

ციტატა
დადე რა ფოტოებიც გაქვს


დავდებ რამდენიმე კვირაში.
ახლა ინტერნეტი არ მივარგა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2012, 03:54 AM

George Leluashvili

ციტატა
athos
დადე რა ფოტოებიც გაქვს

შენ ოღონდ სიტყვაში ,,ინდ'' ერიოს და ისე ხარ გადარეული მდინარე ,,ინდ-ში'' გადახტები.
biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)