თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია უამრავი უსაზიზღრესი ცოდვა

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 12 2007, 12:07 AM

"ის სხვებშიც ისეთსავე დაცემულობას ხედავს, როგორსაც საკუთარ თავში და უკვე ებრალება ისინი, როგორც მასსავით უბედურები"


ესეთი რთულია ამ დამოკიდებულებით საუბარი ერთმანეთან მხოლოდ იმისთვის რო ჩვენივე სიტყვებით ძალიან ბევრი შენსავით უბედური ადამიანის გული არ შეურაწყოო და არ დამცირო smile.gif რთულია მათვის ვისაც ცხოვრებამ ჯერ კიდე ვერაფერი ასწავლა და თვალიც კი არ ახელია ხოლი ისინი "ვინც მართებულ თუ უმართებულო მხილებას უარყოფს, ის საკუთარ ცხონებას უარყოფს“. ვისაც თვალი აეხილება თავისი ცოდვების დასანახად, დაინახავს არამარტო ცალკეულ ცოდვებს, არამედ თავისი სულის სრულ გარყვნილებას, რაც ყოველგვარი ცოდვის მუდმივი წყაროა, უფრო მეტიც - კეთილი საქმეებიც კი ცოდვის შხამითაა მოწამლული. როცა ადამიანი კარგად დაინახავს ამას, და ამასთანავე ათასგვარი შემთხვევა დაარწმუებს, რომ თავად არ ძალუძს თავისი სულიერი კეთრის განკურნება, მაშინ „ბუნებრივად“ (და არა ხელოვნურად) დამდაბლდება. ასევე „ბუნებრივად“ შეწყვეტს სხვათა განკითხვას და შეურაცხყოფაც არ ეწყინება. ის სხვებშიც ისეთსავე დაცემულობას ხედავს, როგორსაც საკუთარ თავში და უკვე ებრალება ისინი, როგორც მასსავით უბედურები. მაშინ შეწყვეტს ერთის განდიდებას და მეორის დამცირებას, სავსებით შეწყვეტს განკითხვას, რადგან, ერთი მხრივ, ყველა დაცემულია "

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 12 2007, 12:22 AM

ეს ჩემ თავზე გამოვცადე როცა ჩემ თავში დირეები დავინახე სხვების ბეწვების განკითხვას თავი დავანებე შედარებით და რაც უფრო საკუთარი სულის სიღრმეებში ჩადიხარ და უკეთ ხედავ შენს ცოდვებს და განიცდი მათ სიმძიმეს უფრო ნაკლებ განმკითხველი ხდები და საკუთარი თავიდან გამომდეინარე უგებ მათ.

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Nov 12 2007, 05:27 PM

ეჰ, ლილიანა, როგორ ამიხმიანე ჩემი სულის ყველაზე მტკივნეული სიმები . ხანდახან ისე საზიზღარი მგონია საკუთარი თავი, იმდენად მზარავს საკუთარი სულიერი სისუსტე ცოდვის მიმართ რომ ლამისაა სული შემეხუთოს. მაგრამ რა, ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ კი ვხვდები ჩემი ცოდვების სიმძიმეს მაგრამ მაინც ერთსა და იმავე ცოდვას ჩავდივარ.


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 12 2007, 05:34 PM

ციტატა
ეს ჩემ თავზე გამოვცადე როცა ჩემ თავში დირეები დავინახე სხვების ბეწვების განკითხვას თავი დავანებე შედარებით და რაც უფრო საკუთარი სულის სიღრმეებში ჩადიხარ და უკეთ ხედავ შენს ცოდვებს და განიცდი მათ სიმძიმეს უფრო ნაკლებ განმკითხველი ხდები და საკუთარი თავიდან გამომდეინარე უგებ მათ.

მაგდენს მე ვერ მივაღწიე. ეგ დირეც ძნელი საპოვნელია ჩემთვის sad.gif
ლილიანა
სხვას აქვს თუ არა არ ვიცი მაგრამ მე რომ მაქვს უსაზიზღრესი ცოდვა ეგ ვიცი... დაჟე აღსარებაში თქმისაც მეშინია... sad.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 12 2007, 05:39 PM

sad.gif

ციტატა
დაჟე აღსარებაში თქმისაც მეშინია...
მე ფიქრები მაქვს ეგეთი....თან ვიცი რომ ძალიან საშინელია ...და სასოწარკვეთილებაში ვვარდები...მაგრამ რომ ავყვე უარესს გავიკეთებ ვიცი რომ ამას ნორმალური ადამიანი ვარ იფიქრებს რომც გამეფიქროს არც კი უნდა ავკყვე...ამიტომ კი ვუბრაზდები და ვშიშობ და ვშფოთავ მაგრამ რა გზას დავადგე არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 12 2007, 06:39 PM

რამოდენიმე თვის წინ ეგნატე ბრიანჩინინოვის წიგნი ვიყიდე სათაურით " მონანულთა დასახმარებლად " იქ განმარტებული იყოო თუ როგორ უნდა ჩავაბაროთ მოძღვარს ახსარება და ცოდვების მთელი ნუსხა ერთი კონკრეტული სიტყვის ქვეშ იყო მოქცეული
ძალიან გამიხარდა ამ წიგნის აღმოჩენა და მეორე თუ მესამე დღეს გავემართე აღსარების ჩასაბარებლად ანუ ახალი ფორმით და ლაკონურად
მაგალითად
ამპარტავნება
განკითხვის ცოდვა
და ა.შ.
ეს ყველაფერი მაძლევდა საშვალებას ჩემ ჩადენილზე დაწვრილებით არ მესაუბრა მამაოსთან მაგრამ იმედები გამიცრუვდა , გამომართვა ფურცელი ამოიკითხა პირველი სიტყვა და მოულოდნელა მკითხა რატოო განკითხვა რა მოხდა ? : )))
მივხვდი რო თუ ახსარებაზე მისვლას ბედავ და გადაგიწყვეტია ისიც უნდა იცოდე რო დაფარული არ დარჩება არაფერი თუ მართლა გაქვს სინანული რომელიც მძიმეც არის და მსუბუქიც იმიტომ რო მონანულთა ბედნიერება უსაზღვროო ! და ყველაზე უფრო მოკრძალებული ბედნიერება მაშინ გეწვევა როცა საკუთარი თავის უღირსობას გრძნობ როცა ამ გრძნობაში გაწრთვნილი სხვის დანდობას არგანკითხვას სწავლობ ...
ერთი დღე თითქოს ამ ყველაფრს ვფლობთ და მეორე დღეს ხელსადახელშუა ქრება ... sad.gif
დაგვლოცოს უფალმა და მხნეობა მოგვცეს რო ყოველი ჩვენგანი ვეწიოთ სიმდაბლის მოყვასის სიყვარულის ბედნიერებას !

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 12 2007, 09:07 PM

100%

ცერი ზევით


უბრალოდ ძალიან რთულია ვინმე არ აკრიტიკო... მითუმეტეს ჩემნაირი ინტრიგანი ადამიანისთვის

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 12 2007, 09:52 PM

ჩვენ აქაურებმა ყველამ ვიცით რომ ცოდვილები ვართ და არა ნაკლებ სხვებისა, მაგრამ ამას მაინც არ მივყავართ ტავმდაბლობამდე... აცმისათვის ცოდნა საკმარისი არ არის, განცდაა აუცილებელი...

არის წუთები როცა განვიცდი ჩამეს ცოდვებს და მაგ დროს ყველანაირი განკითხვის სურვილი ქრება, მაგრამ ვაი რომ ყოველთვის არ მახსოვს... არცერთი დღე არ გადი განკითხვის გარეშე, რა დღე ნეტა საათი მაინც გაივლიდეს, თუმცა რა საათი...




პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 12 2007, 10:45 PM

თითოეულს ალბათ იმდენი ცოდვები გვაქს წამოკიდებული... და კიდევ ახლებს ვამატებთ ყოველ დღე ... საშინელებაა... რამდენს გვითმენს უფალი...


პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 12 2007, 10:48 PM

ციტატა
რამდენს გვითმენს უფალი...
ჩვენ ძალიან მოუთმენლები ვართ

მე პირადად მიჭირს დათმენა წყენის არა უფრო განსაცდელის sad.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 13 2007, 04:05 AM

ციტატა
მე ფიქრები მაქვს ეგეთი....თან ვიცი რომ ძალიან საშინელია ...და სასოწარკვეთილებაში ვვარდები...მაგრამ რომ ავყვე უარესს გავიკეთებ ვიცი რომ ამას ნორმალური ადამიანი ვარ იფიქრებს რომც გამეფიქროს არც კი უნდა ავკყვე...ამიტომ კი ვუბრაზდები და ვშიშობ და ვშფოთავ მაგრამ რა გზას დავადგე არ ვიცი

leluka აქ წერია ზოგადად როგორ ვებრძოლოთ უკეთურ აზრებს.
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/uketuri_azrebi.htm
არის კიდევ კატეგორია განსაკუთრებით მძიმე ფორმის აზრებისა.


ღვთის მგმობი (მკრეხელური) აზრებიქრისტიანს, არცთუ იშვიათად, ღვთის მგმობი აზრებიც ეწვევა ხოლმე.

არქიმანდრიტი ბორის ხოლჩევი ამაზე წერს: „აზრთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც აშკარად ეშმაკისეულია. ბევრ ქრისტიანს გამოუცდია მათი შემოტევა. წმიდა მამათა თხზულებებშიც ხშირად არის ამაზე საუბარი. მათ მკრეხელური (ანუ ღვთისმგმობი) აზრები ეწოდებათ.

ადამიანი ლოცულობს, მის სულში სიმშვიდეა, ამ დროს, მოულოდნელად, ცნობიერებაში ისარივით ეჭრება ღვთის შეურაცხმყოფელი რომელიმე აზრი, ან ეჭვი ჭეშმარიტებისადმი, რომელიც ადამიანს იმდენად აცდუნებს, რომ უჩნდება უნდობლობა ღვთის არსებობისადმი, უჩნდება ეჭვი უფალი იესო ქრისტესადმი, როგორც კაცობრიობის მხსნელისადმი. ღვთის საგმობი აზრები, შესაძლოა, ეხებოდეს ღვთისმშობელს, ან სხვა წმიდანებს. ხდება ისეც, რომ ხატის შემყურე ადამიანს რამე უმსაგვსოება გაუელვებს ხოლმე თავში“.

წმიდა მამები ასეთ ზრახვებზე ამბობენ, რომ ისინი ეშმაკისაგან მოვლენილი საცდურებია. ზოგიერთ ადამიანს ეს უნებლიე აზრები სასოწარკვეთილებაში აგდებენ, ისინი დამნაშავედ თვლიან თავს და წყვეტენ ლოცვას, აღარ ეზიარებეინ წმიდა საიდუმლოებებს.

წმიდა მამები ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს ბრალი არ მიუძღვის. ღვთისმგმობ აზრებს ადამიანს ეშმაკი ახვევს თავს, პასუხსაც ის აგებს მათზე.

მამათა ცხოვრებაში ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი: რომელიღაც ღვთისმოშიში ბერი საშინელი ღვთისმგმობი აზრებისგან იტანჯებოდა. ეშმაკმა იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ბერმა იფიქრა, რომ ის წარწყმდა. სხვა მოსაგრეებსაც მიმართავდა რჩევისათვის, მაგრამ ისინი ვერაფრით ეხმარებოდნენ.

ერთხელაც დიდი სულიერი გამოცდილების მქონე ბერთან მივიდა, მაგრამ შერცხვა, მოეთხრო მისთვის იმ მკრეხელურ აზრებზე, რომლებიც ეხებოდა ღმერთს, მარიამ ღვთისმშობელსა და ღვთის წმიდა საიდუმლოს. ამიტომ ეს აზრები წერილობით გადასცა ხუცესს.

ხუცესმა ისინი წაიკითხა, ბერს მხარზე დაადო ხელი და უთხრა: „ნუ გეშინია, შვილო, ეს შენი ბრალი არაა, დამნაშავეა ეშმაკი. ამ აზრებზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“.

ბერმა შვებით ამოისუნთქა.

ადამიანი დამნაშავეა იმ შემთხვევაში, როცა ყურადღებას შეაჩერებს ხოლმე ამ აზრებზე, ებმება მათთან საუბარში. ესეც ეშმაკის ერთ-ერთი ხლართია.

წმიდა მამები მკრეხელური აზრებისაგან თავდაცვის უებარ საშუალებად თვლიდნენ ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებთან ხშირ ზიარებას. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში ყოველდღიურად ზიარებას ურჩევდნენ.

ღვთის მგმობი აზრებისაგან განთავისუფლების კიდევ ერთი საშუალება არსებობს.

ერთ-ერთ ბერს, რომელიც გამუდმებით იესოს ლოცვას წარმოთქვამდა, ჰკითხეს, თუ ვინ ასწავლა მას ასეთი ლოცვა. ბერმა უპასუხა - ავსულებმა, და განმარტა: უკეთური აზრები ხშირად მაწუხებდნენ. როგორც კი ისინი მეწვეოდნენ, უმალვე იესოს ლოცვას ვიწყებდი. ასე მექცა იგი ჩვევად“.


პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 13 2007, 01:31 PM

ციტატა
უჩნდება უნდობლობა ღვთის არსებობისადმი, უჩნდება ეჭვი უფალი იესო ქრისტესადმი


არა ის რაც და როგორც მწამს იმას რაც არ უნდა მოხდეს არ შემეცვლება რწმენა....იმდენად განსაცვიფრებელი აზრებია რომ მე თვითონ მიკვირს....
რწმენას არა უფრო ჩემი თავის რწმენას ვკარგავ და სასოწარკვეთილებაში მაგდებს ...უფრო ვაბრალი შიშს რაც ცხოვრებისეულად გამაჩნია და იქაც გადააქვს....ეგრევე უკუვაგდებ მაგრამ მრჩება სასოწარკვეთილება იმაზე რომ აი რომ გამეფიქრა ვსოო განწირული ვარ sad.gif და იმის კეთების სურვილს მიკარგავს რაც მსურს...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 13 2007, 02:13 PM

ციტატა
რომელიღაც ღვთისმოშიში ბერი საშინელი ღვთისმგმობი აზრებისგან იტანჯებოდა. ეშმაკმა იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ბერმა იფიქრა, რომ ის წარწყმდა. სხვა მოსაგრეებსაც მიმართავდა რჩევისათვის, მაგრამ ისინი ვერაფრით ეხმარებოდნენ.

ერთხელაც დიდი სულიერი გამოცდილების მქონე ბერთან მივიდა, მაგრამ შერცხვა, მოეთხრო მისთვის იმ მკრეხელურ აზრებზე, რომლებიც ეხებოდა ღმერთს, მარიამ ღვთისმშობელსა და ღვთის წმიდა საიდუმლოს. ამიტომ ეს აზრები წერილობით გადასცა ხუცესს.

ხუცესმა ისინი წაიკითხა, ბერს მხარზე დაადო ხელი და უთხრა: „ნუ გეშინია, შვილო, ეს შენი ბრალი არაა, დამნაშავეა ეშმაკი. ამ აზრებზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“.

ბერმა შვებით ამოისუნთქა.



rolleyes.gif kitxva.gif

პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Nov 16 2007, 09:42 PM

სულ პრეტენზია მქონდა უცოდველობაზე smile.gif ვიცი სასაცილოა...
როცა პირველად აღსარების სახელმძღვანელო ჩამონათვალი წავიკითხე.....კინაღამ სირცხვილით მოვკვდი....ძალიან ცოტა რამე თუ გამოვტოვე,ანუ თითქმის ყველა ცოდვა მქონდა ჩადენილი...ნუ რამდენიმე ვერ გავიგე და მოძღვარმა არ გამიშიფრა და მიპასუხა არ ზის ეს ცოდვა შენში და არაა საჭირო ახსნაო.
ცოდვებს ვებრძვი და ცოდვები მებრძვიან მე......მე ვფიქრობ ეს დაუსრულებელი ბრძოლაა ამ წუთისოფელში.
პატივისცემით ნინო დედიკო. oops.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 16 2007, 09:46 PM

ციტატა
სულ პრეტენზია მქონდა უცოდველობაზე ვიცი სასაცილოა...
როცა პირველად აღსარების სახელმძღვანელო ჩამონათვალი წავიკითხე.....კინაღამ სირცხვილით მოვკვდი....ძალიან ცოტა რამე თუ გამოვტოვე,ანუ თითქმის ყველა ცოდვა მქონდა ჩადენილი...ნუ რამდენიმე ვერ გავიგე და მოძღვარმა არ გამიშიფრა და მიპასუხა არ ზის ეს ცოდვა შენში და არაა საჭირო ახსნაო.
ცოდვებს ვებრძვი და ცოდვები მებრძვიან მე......მე ვფიქრობ ეს დაუსრულებელი ბრძოლაა ამ წუთისოფელში.
პატივისცემით ნინო დედიკო.
შენ გაიხარე..ყველგან სიმართლეს წერ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: shoko23 თარიღი: Nov 24 2007, 02:41 AM

ღმერთმა შეგვინდოს და შეგვაძლებინოს საკუთარი ცოდვების დანახვაც და მონანიებაც,რაც ხანსახან კველას ეუხერხულება მოძღვართან თკმა.ეს დაფარული ცოდვა რომელსაც ვერ ვინანიებთ არის საშინელება და ადამიანი როდესაც ამ წუტისოფელს ტოვებს ეს 18 საზვერეადა ზნელია იმ კვეყნად ცხონება,აუცივლებელია მონანიება..გავძლიერდეთ და ეშმაკს ვძლიოთ

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Jan 12 2008, 08:44 PM

სჰეიდზლება ადამიანმა სულ არ ცჰაიდინოს ცოდვა მაგრამ პიკრიტ ტვიტეული ცჰვენგანი ისე ეცემა oops.gif ამიტომ სანამ სხვაზე რამეს ვიტკოდეტ საკუტარ პიკრებსჰი ცჰავიხედოტ რომელიც სად აგარ დადის,რა ბილცია,რა დაუნდობელი.
პირველ რიგსჰი საკუტარი ტავი უნდა სჰევიცნოდ,ამას კი მტელი ცხოვრება არ ეკოპა.
ადამიანს უნდა კონდეს მუდამ ხსოვნა სიკვდილის
გატენდება ისეტი დგეც როცა აგარ ვიკნებიტ,საერომ საკუტარ პიკრები უნდა გავცმინდოტ.და ერტიტა პირიტა და ერტიტა გულიტა ვადიდებდეთ უპალს bye1.gif

პოსტის ავტორი: tatia333 თარიღი: Jan 18 2008, 08:13 PM

"საკუთარი თავიდან გამომდინარე უგებ მათ." ვეთანხმები სოლომონს.
ეკლესიაში მოსვლამდე საკუთარ თავს საერთოდ არ ვიცნიბდი,არც ეხლა ვიცნობ კარგად,მაგრამ ამჟამად შედარებით უკეთესი მდგომარეობ მაქვს ვიდრე ადრე მქონდა.საკუთარი თავის გარკვეულ წილად ხედვა გაძლევს საშვალებას სხვები დაუნდობლად არ განიკითხო.თუმცა ნებით თუ უნებლიეთ განკითხვის ცოდვა უმრავლესობას გვახასიათებს.

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 13 2008, 05:48 AM

ციტატა(leluka @ Nov 12 2007, 06:39 PM) *

sad.gif

მე ფიქრები მაქვს ეგეთი....თან ვიცი რომ ძალიან საშინელია ...და სასოწარკვეთილებაში ვვარდები...მაგრამ რომ ავყვე უარესს გავიკეთებ ვიცი რომ ამას ნორმალური ადამიანი ვარ იფიქრებს რომც გამეფიქროს არც კი უნდა ავკყვე...ამიტომ კი ვუბრაზდები და ვშიშობ და ვშფოთავ მაგრამ რა გზას დავადგე არ ვიცი sad.gif

არ შეშინდე ჩემო კარგო უფალი მფარველობს ყველა ადამიანს.და ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე ბოროტი დემონი ადამიანს ფიქრებით ებრძვის.ებრძვის შთაგონებით.შთააგონებს ადამიანს ათასგვარ სისულელეს და მერე ხარობს ადამიანის ტანჯვით.ამიტომ როცა ცუდი აზრები შეგაწუხებს მაშინვე მოუხმე უფალს და მაცდური დემონი და აზრები სწრაფად მოგცილდება. გპარავდეს ღმერთი.

ციტატა(თათი87 @ Nov 12 2007, 11:45 PM) *

თითოეულს ალბათ იმდენი ცოდვები გვაქს წამოკიდებული... და კიდევ ახლებს ვამატებთ ყოველ დღე ... საშინელებაა... რამდენს გვითმენს უფალი...

უფალი ყოვლად მოწყალეა ჩემო კარგო.უცოდველი არავინაა ამქვეყნად.მთავარია შეეცადო დაამარცხო შენი ცოდვები მთელი გულით და უფალი არ დაგტოვებს.უნდა ილოცო ხშირად ეს დაგეხმარება.

პოსტის ავტორი: manchi თარიღი: Jun 19 2009, 02:43 PM

კარგად ჩავიკითხე ყველა წერილი ბოლომდე და არც კი ვიცი რა ვთქვა რა დავწერო, სიტყვებს ხომ ამ შემთხვევაში აზრი აგარ აქვს...
ვცდილობ მარხვა ყოველთვის შევინახო , მყავს მოძღვარი, მაგრამ აღსარება ძალიან დიდი ხანია არ ჩამიბარებია და ზიარებაც არ მიმიღია.. sad.gif
არ ვიცი რა ჭირს ვერ მივდივარ მოძღვრამდე რომ აღსარება ჩავაბარო,მრცხვენია იმის რომ ამდენი ცოდვა მაქვს ჩადენილი, sad.gif sad.gif თან ვიცი რომ ცოდვას ჩავდივარ და არ ვერიდები ამ ყველაფერს.... cray.gif
არ ვიცი რა ვქნა ეკლესიაშიც აღარ დავდივარ საშინლად მეზარება დილით ადგომა და აღარც სახლში ვლოცულობ.... user.gif
ამას წინათ ეკლესიაში დგომისას საშინელმა აზრმა გამიელვა თავში ჩემს მოძღვარზე, ეკლესიაზე და იმის მერე რამდენჯერაც ეკლესიაში ვარ უამრავი დებილური აზრი მომდის თავში,არც კი ვიცი რა ვქნა როგორ ვებრძოლო ამ ყველაფერს მე ხომ არ მინდა ეს ეშმაკი საშინლად მებრძვის.... cray.gif cray.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jun 19 2009, 04:28 PM

მეც პერმანენტულად მაქვს თავში დომხალი თან უკვე კაი ხანია sad.gif


მე რასაც ვუკურბ მთავარია კაი დუხზე იყო - არ შეგეშინდეს და არ აყვე.
როგორც ომში მასე უნდა იყო, რომ არ დაუთმო ფიქრებს და განეშორო.

ძნელია კი ნამდვილად, ზერელე მიდგომის ბრალიცაა შეიძლება ზოგჯერ გეზარება ლოცვა და უყურადღებოდ კითხულობ მაგ დრო უფრო ადვილად მოგივა მსგავსი აზრი. -
ისერა მიდგომა აგ მუშაობს , ამ სფეროში განსაკუთრებით.





პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Dec 14 2009, 06:58 PM

მე ძალიან მაწუხებდა ბევრი რამ,სული ითხოვდა აღსარების თქმა.იყო ბევრი ისეთი რაღაცეები,რომლის თქმისაც ძალიანმრცხვენოდა.შაბათს ისე გავმწარდი ჩემ თავზე და ჩემ მოძღვართან მივედი ტაძარში და პირდაპირ ასე დავიწყე,მამაო დღეს მინდა ყველაფერი მოვინანიო მეთქი.ყველაფერი ვთქვი,ნუ დიდი და ისეთი ცოდვები რასაც მე მომაკვდინებელ ცოდვებად ვთვლი.უკან რომ წამოვედი ბევრი რამ ისეევ მახსენებს თავს,ეხლა არ ვიცი როგორ მოვიქცე,კიდევ ერთი და იგივეს თქმა მგონი არ შეიძლება ხო???მიპასუხეთ რა....

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 14 2009, 07:08 PM

თუ საკუთარ თავს არ აპატიებთ ცოდვებს, ვერც სხვებს შეუნდობთ... და პირიქითაც...

ცოდვა წარსულშია იმ შემთხვევაში თუ მოინანიებ აღარაა შენი და აპატიე საკუთარ თავს, თუ არ აპატიებ ისევ სცოდავ, იმიტომ რომ თუკი არ გაქვს რწმენა რომ იესოსადმი ცოდვათა მიტევების ლოცვას ძალა არა აქვს, ამით უარესად სცოდავ. "წადი და აღარ სცოდო!" გვეუბნებოდა უფალი...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Dec 14 2009, 08:08 PM

Atman

ბიჯო შენ მთლად გასხივოსნებულხარ user.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 14 2009, 08:09 PM

syd

არა, ჯერ ულტრაიისფერში გადავდივარ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 14 2009, 08:13 PM

Atman

მე რაღაც დიამეტრალურად განსხვავებული აზრი მომისმენია გამოცდილი ხალხისგან.
კერძოდ : რაც უფრო არ პატიობ საკუთარ თავს ცოდვას, მით მეტად მიიღებ შენდობას და ნუგეშს უფლისგან.
და შესაბამისად საპირისპიროდ.
’’ცოდვა წარსულშია იმ შემთხვევაში თუ მოინანიებ აღარაა შენი და აპატიე საკუთარ თავს’’ - ამ ფრაზას რაც შეეხება,
ცვაიგის ’’მოუთმენლობა გულისა’’ გამახსენა. კერძოდ კი მისი დასკვნითი ნაწილი,
სადაც ნათქვამია, რომ ცოდვა მანამდე არაა ნაპატიები, სანამ იგი ვინმეს ახსენდება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 14 2009, 08:20 PM

protestanti

ციტატა
მე რაღაც დიამეტრალურად განსხვავებული აზრი მომისმენია გამოცდილი ხალხისგან.კერძოდ : რაც უფრო არ პატიობ საკუთარ თავს ცოდვას, მით მეტად მიიღებ შენდობას და ნუგეშს უფლისგან.და შესაბამისად საპირისპიროდ.


ეგ ასეთი რაღაცაა: სარეზერვო ვარიანტია იმ შემთხვევაში თუკი ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ რომ ღმერთმა გაპატია... ყოველი შემთხვევისთვის გონება მაინც იტოვებს სარეზერვო ვარიანტს: "კი მაპატია ღმერთმა მარა მაინც ცოდვილი ვარ და რაც უფრო ცოდვილად ვთვლი თავს უფრო მაპატიებს!" smile.gif გონების პროგრამაა ეს და მეტი არაფერი. გულით თუ მოინანიებ გულივე ხვდება აპატია თუ არა ღმერთმა, დანარჩენი გონების ფანტაზიებია a075.gif

ციტატა
’’ცოდვა წარსულშია იმ შემთხვევაში თუ მოინანიებ აღარაა შენი და აპატიე საკუთარ თავს’’ - ამ ფრაზას რაც შეეხება,ცვაიგის ’’მოუთმენლობა გულისა’’ გამახსენა. კერძოდ კი მისი დასკვნითი ნაწილი,სადაც ნათქვამია, რომ ცოდვა მანამდე არაა ნაპატიები, სანამ იგი ვინმეს ახსენდება.


დაახლოებით იგივე პასუხი შეიძლება ამაზეც გავცე. ესეც რწმენის ნაკლებობის ბრალია და გონების "ხრიკები".

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 14 2009, 08:41 PM

ციტატა(Atman @ Dec 14 2009, 08:20 PM) *

გულით თუ მოინანიებ გულივე ხვდება აპატია თუ არა ღმერთმა, დანარჩენი გონების ფანტაზიებია a075.gif

+1


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 14 2009, 08:46 PM

protestanti

ძლივს რაღაცაში დამეთანხმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Dec 14 2009, 08:48 PM

ციტატა
. გულით თუ მოინანიებ გულივე ხვდება აპატია თუ არა ღმერთმა, დანარჩენი გონების ფანტაზიებია

და იმ წუთასვე შვებას გრძნობ.რომ განთავისუფლდი და მოგშორდა.. საოცარი განცდაა!!

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 14 2009, 10:07 PM

ციტატა(Atman @ Dec 14 2009, 08:46 PM) *

protestanti

ძლივს რაღაცაში დამეთანხმე biggrin.gif

ეგ განცდილი მაქვს და იმიტომ biggrin.gif
ნუ, არის საკითხები, რომლებშიც შეიძლება დავეთანხმოთ ერთმანეთს.
მეტემფსიქოზზე არც იოცნებო biggrin.gif

ციტატა(სოფიო1977 @ Dec 14 2009, 06:58 PM) *

უკან რომ წამოვედი ბევრი რამ ისეევ მახსენებს თავს,ეხლა არ ვიცი როგორ მოვიქცე,კიდევ ერთი და იგივეს თქმა მგონი არ შეიძლება ხო???მიპასუხეთ რა....

შეიძლება. განსაკუთრებულ შემთხვევებში.
თუ ისევ და მაინც გვაწუხებს, შეიძლება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 14 2009, 10:11 PM

protestanti

უცხო სიტყვათა ლექსიკონი მჭირდება შენთან biggrin.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 15 2009, 12:08 AM

ციტატა(Atman @ Dec 14 2009, 10:11 PM) *

protestanti

უცხო სიტყვათა ლექსიკონი მჭირდება შენთან biggrin.gif

სანსარა ქვია კიდე, ეგ ხო იცი მაინც biggrin.gif
კიდე აქვს ერთი - ორი დასახელება, აღარ მახსენდება ეხლა.
ნუ, რეინკარნაცია ლათინურია, მეტემფსიქოზი - ბერძნული ტერმინი. დაახლოვებით ერთი და იგივე რამეებია smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 15 2009, 08:40 AM

protestanti

ეჰ, ამ ფორუმზე ადვაიტას სწავლებაზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი. იქ საერთოდ ზედმეტია ყველა სიტყვა biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)