ქრისტეს მიერ ძმებო და დებო,
ყველას გვახსოვს ალბათ უწმიდესის კურთხევა, დავლოცოთ ერთმანეთი. ურთიერთლოცვა გარდამოგვივლენს საღვთო მადლს, კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, ხოლო დამლოცავს ასწილად დაუბრუნდება მისი ლოცვა.
გუშინდელმა დღემ დააჩქარა ჩემში ამ იდეის თქვენთვის შემოთავაზება. მოდით ამ თემაში დავლოცოთ ერთმანეთი, როგორც ერთობლივად, ისე პირადად, ვუსურვოთ სიკეთენი და წყალობა ღვთისა.
განსაკუთრებით გთხოვთ შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ ოფტოპიკები
მაშ, ასე პირველ მაგალითს მე მოგცემთ და დავლოცავ ფორუმის ყველა წევრს და ადმინისტრატორ გიორგის
ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!
ჰოი, წმიდაო ძლევაშემოსილო გიორგი, უფლისა მიერ ქუეყანისა ჩუენისა მფარველად დადგინებულო, მე უღირსი და უხმარო მონაი ღმრთისა, ვითარცა შვილი შენ მიერ საკვირველად დაცულისა ქართუელთა ერისა, გევედრები რათა მფარველ ექმნა მოსახელესა შენსა გ ი ო რ გ ი ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ჩემი, დაიცევ იგი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, აკურთხე ყოველნი საქმენი მისნი, დაულოცე მოყვარულნი და უმრავლე იგინი, მტერნი მოკეთედ უქციე, ჩემ მიერ აღვლენილი ყოველნი სიტყუანი ლოცვათა ჩემთანი, დაღაცათუ გაფანტულითა გონებითა, გარნა გულითა ჩემითა აღმოთქმულნი, შესწირე უფალსა გიორგისათვის, რათა შენ თანა ადიდებდეს შენ მიერ ბარბაროზთა წინაშე უშიშრად აღსარებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
კანონისტი
მშვენიერი იდეა და სიტყვებია..
ყველა ფორუმელს დაგლოცავთ!!!
ღმერთმა უფლისმიერი სიყვარულით, რწმენით, ახდენილი სურვილებით გააჯეროს თქვენი ცხოვრების ყოველი წუთი და ყოველი წამი!
ისე გეცხოვროთ, რომ კენჭზეც კი არ წამოგეკრათ ფეხი.
ქრისტესმირი სიყვარული და სიმშვიდე არ მოკლებოდეს თქვენს გულებს
დაგგლოცავთ ხალხო ყველას,ღმერთს ებარებოდეთ!!!
მნათეს დალოცვა:
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, რომელმან უკუანასკნელსა ჟამსა გამოუთქმელად ხორციელად ჰშევ ძე ღმრთისა დაუსაბამო, რომელმან აურაცხელითა მოწყალებითა სათნო იჩინე მფარველობაი და კურთხევაი ქუეყანისა და ერისა ჩუენისა, შენ გევედრები, რაითა მარადჟამს ჰფარავდე და აკურთხევდე შვილსა შენგან შეყუარებულისა და შენდა წილხდომილისა ქართუელთა ერისა, მონასა ღვთისასა ლ ე ვ ა ნ ს, რომელი შედგომილ არს მსახურებად ძისა შენისა ტაძარსა შინა შენსა, დაიცევ უმწიკვლობაი მისი, მიეც მას აზრი კეთილი, სიბრძნე გუელისა, სიმშვიდე ტრედისა და უმანკოება ჩჩვილისა, ექმენ მას, დედაო ყოველთა ქრისტიანეთაო, მეოხ წინაშე უფლისა, რათა ჩუენთა დიდთა წინაპართა დარად მსახურებდეს მშობელსა ერსა და ეკლესიასა მისსა და ღირს-იქმნეს ნეტარებად წიაღთა შინა აბრაამისათა, სადაცა დაუსრულებელ არს დიდებაი ღმრთისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
კანონისტი– გაიხარე ასეთი თემისთვის, დალოცვილი ყოფილიყავი როგორც შენ ასევე ყველა ფორუმელი,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
კანონისტი
გაიხარე დავით, გაუცებული და გაშეშებული ვარ. უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, დიდი მადლობა ასეთი კარგი თემის გახსნისთვის.
შოთას დალოცვა:
ჰოი, დიდო წინასწარმეტყველო ილია, წინასწარმეტყველთა შორის ყოვლადქებულო, ისრაელის წმიდა მიწაზე განბრწყინვებულო, იუდეველთა შორის აღმატებულო, რჩეულისა ერისა შვილთა შორის რჩეულო, ძველისა აღთქმისა თვალო, უფლის მეორისა მოსლვისა წინამორბედო, შენთა თანა მყოფთა საღმრთოითა ძალითა დამილოცე ძმაი იგი ქრისტეს მიერი შ ო თ ა, აკურთხე იგი, რათა წარემატოს სიმხნითა, განმტკიცდეს სარწმუნოებითა, აღივსოს წყალობითა უფლისაითა, ევედრე შენ მიერ განდიდებულსა მაცხოვარსა ჩუენსა, ნუ დააკლებს მას ზეციურსა და ყოვლადკეთილსა შეწევნასა მისსა, უფროისად განაძლიეროს მადლითა წმიდისა მიწისაითა, სადა აღბეჭდულ არნ წმიდანი ნატერფულნი მისნი, რათა ღირსებით დაუბრუნდეს დედასამშობლოსა თვისსა, მეორედ იერუსალიმად წოდებულსა ივერიასა, რათა მარადის შენთა თანა განადიდებდეს ყოვლადუხრწნელსა სახელსა ღმრთისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
კანონისტი
საოცარი ადამიანი ხარ
http://www.patriarchate.ge/su/text/N389_5.htm წაიკითხეთ
ქრისტესმიერო ძმებო და დებო,ღმერთმა მოგცეთ რწმენა,იმედი,სიყვარული და სინანული!ღმერთს ებერებოდეთ!
დაგლოცოს უფალმა ჩემო მეგობრებო და გაგაძლიეროთ რწმენაში.
დიდი მადლობა კანონისტს.
ყველანი დალოცვილები ყოფილიყავით და თითოეულ თქვენგანს ამას ვუსურვებდი: "უფალმა დაგლოცოს, მოგანიჭოს ძალა და შეწევნა, რომ სიმშვიდით მიღოს შენმა სულმა ყოველივე რასაც მოგცემს ღმერთის წმინდა ნება. გაძლიერებულიყოს შენში ღვთის სიყვარული და რწმენა. გაანათოს უფალმა შენი გულიდან წამოსული თითოეული აზრი და გრძნობა, რომლითაც საზრდოობ ყოველ წამის განმავლობაში. გისურვებ! შეგეწიოს ღმერთი, არ დაგივიწყოს, ყოველთვის მოგმადლოს თავისი უსაზღვრო სიყვარული და გაგინათოს ცხოვრების თითოეული დღე. უფალი ყოფილიყოს წინამძღოლი შენი თავისუფალი ნების, რომელიც თავად მან მოგანიჭა. მოგეცეს ის მადლი და წყალობა, რომლისაგანაც ისწავლება - ლოცვა, სასოება, რწმენა სიყვარული, მოთმინება და მიტევება. "
დავით ივერიელის დალოცვა:
ჰოი, დიდო მეფეო დავით, ქრისტე მაცხოვრის მიერ ქართუელთა გადარჩენისათვის საკვირველად დადგინებულო, მადლიერთა ივერიელთა მიერ აღმაშენებლად წოდებულო უსაჩინოესო სკიპტრის-მპყრობელთა შორის, ღვთივცხებულო მახვილო მესსიისა, საბაძველო საქართუელოის ყოველთა მმართველთა, რომელსა გქონან დიდნი მეოხებანი წინაშე ღმრთისა მოსახელეთა შენთათვის, ევედრე მას, რათა ზეგარდამო გარდამოუვლინოს მდიდარნი წყალობანი თვისნი მონასა თვისსა დ ა ვ ი თ ს, დალოცოს და განაძლიეროს ყოველსა საქმესა შინა, ღირს ჰყოს პყრობად საკვირველისა ამის სახელისა შენისა, რომელ არს "საყუარელი ღმრთისა", მიჰმადლოს მას სული სახიერი, გული წრფელი, გონება აღვსილი სულითა წმიდითა, რათა შენებრ ემსახუროს შენ მიერ შეყუარებულსა და საკვირველად დაცულსა ერსა ჩუენსა, და რათა ჟამსა ამიერ სოფლითგან განსლვისა წიაღთა შინა უფლისათა შენ თანა ადიდებდეს შენსა გვიგვინოსან-მყოფელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა. ამინ!
ნიკოლოზ_V-ის დალოცვა:
ჰოი, დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, მნათობო მირონ-ლუკიისაო, კაცთა საკვირველო და მსწრაფლმეოხო წინაშე ღმრთისა, განგებითა მისითა ეკლესიისა ჩუენისა მფარველად დადგინებულო, შენთა თანა აღურაცხელითა შეწევნითა მოხედენ მონასა ღმრთისასა ნ ი კ ო ლ ო ზ ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ქრისტესმიერი, მიმადლე აზრი კეთილი, გული შემუსვრილი, სული მონანული, აკურთხე ყოველნი სიტყუანი მისნი, რათა მარადჟამს ოდენ დიდებაი უფლისა აღმოდიოდეს ბაგეთაგან მისთა, ევედრე შენ მიერ განდიდებულსა მაცხოვარსა ჩვენსა იესოს, რათა ნუ მოიხსენებს უსჯულოებათა მისთა, არამედ შეიწიროს ლოცვაი და ღვწაი და მსახურებაი მისი და ნუ დააკლებს მას კეთილსა სიტყვისგებასა დღესა მას კურთხეულსა და საშინელსა მეორედ მოსლვისა მისისასა, რომლისაი არს სუფევა თანა მამით და წმიდით სულით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
საოცარია დავით, დიდი მადლობა გაგახაროს უფალმა და დედა ღვთისმშობელმა.
კანონისტი
გაიხარე დავით... გაკურთხოს დედა ღვთისამ...
მარიამის დალოცვა:
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, ქერუბიმთა და სერაფიმთა უზესთაესო, ქალწულთა დიდებაო, პირველისა დედისა ჩუენისა ევაის წყევისაგან გამომხსნელო, რომელმან საკვირველად გვიშევ ქრისტე მაცხოვარი, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, რომლისა მიერ განეღმრთო უძლური კაცობრივი ხორცნი ჩუენნი, რომელმან წილისყრითა ინებე მფარველობაი ერისა ჩუენისა, აწცა გევედრები რაითა მფარველ ექმნა მხევალსა ღმრთისა მ ა რ ი ა მ ს, მისცე მას ძალი ზიდვად თვისისა ჯვრისა, ტვირთვად უსუბუქესისა და უტკბილესისა უღელისა ძისა შენისა, რათა შენითა მეოხებითა განბრწყინებული, სულითა წმიდითა განბრძნობილი, ყოველ საქმესა შინა კეთილწარმატებული, თვისითა მოქმედებასა შინა მადიდებელი ყოვლადწმიდისა სამებისა, ღირს იქნეს მიახლებათა ზეციურთა სამყოფელთა, სადა ყოველნი წმიდანი და ანგელოზნი ღმრთისანი დაუსრულებელსა გალობასა აღავლენენ წინაშე მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
კანონისტი
დაგლოცოს დედა ღვთისმშობელმა!!! ძალიან გამახარე, ღმერთმა სიხარული არ მოგაკლოს
ყველას გლოცავთ და გეფერებით
ყველას შეგეწიოთ ღვთის მადლი, გაიხარეთ
გამარჯობათ ხალხო....მე ახლახანს დავრეგისტრირდი,ასე,რომ კარგად არ ვიცნობ ამ საიტს....ერთი თხოვნა მექნება : თუ შეგიძლიათ მამა დოსითეს სურათი რომ დადოთ??????
ძალიან მახარებს რომ გაქვთ სურვილი ერთმანეთი დალოცოთ,სამწუხაროდ მე ცოდვილს არ ძალმიძს ამ სასწაულმოქმედი სიტყვების წარმოთქმა, ერთი რაც შემიძლია რომ გისურვოთ ეს არის სიტყვის ძალა,რომ შეძლოთ დალოცვა და სიყვარულში სიმდიდრე,რომ შეძლოთ სიყვარულის(ღმერთის) მიმართ სიყვარულის გამოხატვა. საქართველოში რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ამას,მით მეტი ჭეშმარიტი მადიდებელი (სიყვარულის) გაჩნდება ჩვენს ღვთივკურთხეულ ქვეყანაში.
ღმერთმა სიყვარულით და სიმშვიდით აგივსოთ გულები.
ღმერთმა გაახაროს თითოეული აქ პირველი შემომსვლელი. უფლის რწმენაში ანთებოდეს გული და გონება და მის დიდებაში გაეტარებინოს მთელი სიცოცხლე...
ღმერთმა მტერიც მოგვცეს და მოყვარეც!
აქ ლოცვები იხვეწება.რამეთუ სრულყოფილება სიმარტივეშია.
ოთხ კუთხივ ჯვარი გესახოთ.
გამარჯობათ ყველას... კეთილი იყოს ჩემი მოსვლა თქვენს წრეში...
ჩემი სიტყვებით ცოტა გამიჭირდება დალოცვა, კანონისტის პოსტების წაკითხვის შემდეგ. ამიტომ პატრიარქის სიტყვებს გავიხსენებ და თქვენ მოგიძღვნით:
"ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს თქვენ და სრულიად საქართველო" ამინ
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახრაოთ ყველანი ძალიან მომეწონა ეს თემა განსაკუთრებით კანონისტის დალოცვა
ღმერთმა დაგლოცოთ, ღვთის მადლი შეგეწიოთ ყველას!
დაგლოცოთ უფალმა სუყველა, გეხაროთ ორთავ სოფელსა შინა და წმინდა მარიამის მეოხება ნუ მოაკლოს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.... ამინ
ახლა დალოცვა ჩვენ საყვარელ მეგრულ და სვანურ ენებზე:
ახალ წანას მოგახვამანთ, ჩქიმ ჯიმალეფი დო დეფი! ირფერ ჯგირი, ძინა-სიკეთე დო ღორმოთიში წყალობა ვა მორკებუდას თქვან კერიეფის!
ხოჩაამდ, ჯამრთელდ, ბედნიერდ უხარიიხი! ხოჩა ზაოვ ეიცაადეენა! ღერბეთ ლოგვეშდ ი ლოგუეწდ ათხე ი ამუნღი ი ჩიგარ!
ქართველო ხალხო ამ ფორუმის თითოეულო წევრო გილოცავთ შობა-ახალ წელს მრავალს დაესწარით გისურვებთ უფლის სიყვარულში გაძლიერებულიყავით ყოველთვის დედა მარიამისგან ყოფილიყავით დალოცვილი და მისი მადლით გევლოთ ასევე მაცხოვრის მადლი ფარავდეს თითოეული თქვენთაგანის ოჯახსა და სრულიად საქართველოს, რაც მე ვერ დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ! გაიხარეთ სუყველა მაგრები ხართ
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მისი მადლი არ მოგვკლებოდეს, გაიხარეთ
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამ დიდი ოჯახის წევრები. უფალი იყოს თქვენი შემწე და დედა ღვთისმსობელი გფარავდეთ მისი კალთით.
შეგეწიოთ ყველა წმინდანის ლოცვა.
წმ. მატრონას ტროპარი სად მოვიძიო?
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ , მრავალჟამიერო ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში , გაიხარეთ, გფარავდეთ დედა ღვთისა
magdalina
ყველას გფარავდეთ მადლი უფლისა, მარად ქალწული მარიამისა და ყოველთა წმიდათა.. ღვთის სიყვარულში გავძლიერებულიყავით და ღვთის შეწევნითა და მადლით მასვე ვებარებოდეთ საუკუნოდ...
ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს, ერთმანეთი არ მოგვიშალოს.
მადლობა უფალს ამ ფორუმისთვის.
ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა ჩვენი თანამემამულე,
სიკეთე უმრავლოს, ჭირი აშოროს,
ძალა მისცეს განსაცდელის დათმენისა, ბოროტზე გამარჯვებისა, ღვთის დიდებისა,
მადლი მოსცეს ურთიერთსიყვარულისა, მიტევებისა, შენდობისა,
უნარი ლხინში სიხარულისა, ჭირში ურვისა, კეთილი საქმის კეთებისა და უფლის სასოებისა,
ვაჟებს მიმადლოს სარწმუნოება წმინდა გიორგისა, შორსმჭვრეტელობა დიდი დავითისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა, გამბედაობა თორნიკე ერისთავისა და ღვაწლი გრიგოლ ხანძთელისა,
გოგონებს უბოძოს უმანკოება წმინდა ნინოსი, მშვენიერება ქალწულ ბარბარესი, სიბრძნე თამარისა და სიმტკიცე ქეთევან დედოფლისა
უფალო, იყავნ!
ბექა შუხოშვილის დალოცვა:
ჰოი წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველო მაკურთხეველო და მფარველო ივერიის უწმიდესისა ეკლესიისაო, მირონისა შენისა წდევითა სნეულთა მკურნალო და მაცხოვნებელო, მონაზონთა თვალო, მღვდელმთავართა სიმტკიცეო, ღვთისა და ღვთისმშობლის შემდგომად სასოებაო ქრისტეანეთაო, ხატო სიმშვიდისაო, კანონო სარწმუნოებისაო, მფარველო და დიდო მეოხო ყოველთა მართლმადიდებელთაო, შენთა თანა საღმრთოითა მადლითა დაიცევ და დალოცე ძმაი ჩემი ბ ე ქ ა, მფარველ და მეოხ ეყავ მას წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა, ევედრე შენგან განდიდებულსა ყოვლადწმიდასა სამებასა, რათა მოსცეს მას გონებაი გუელისა, უმანკოება ჩჩვილისა, სულის სიმტკიცე წმიდა გიორგისა, დედასამშობლოს სიყუარული ილია მართლისა, შორსმჭვრეტელობა დიდისა დავითისა, კეთილმოღუაწება გრიგოლ ხანძთელისა, დღეთა სიმრავლე ნოესი და ოჯახის სიწმიდე ბასილი დიდისა, აღავლინე ლოცვაი შენი წმიდა წინაშე საშინელისა ზეციერისა საკურთხევლისა ღმრთისა, რათა მანცა შენებრ განადიდოს, შენებრ აკურთხევდეს, შენებრ მორჩილ ექმნას ნებასა ღმრთისასა, რათა ოდეს ინებოს განსლვაი მისი ამიერ სოფლითგან, შენ თანა უგალობდეს შენსა მაკურთხეველსა და განმაბრძნობელსა ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
მშვიდობა!!!!!ღმერთმა დაგლოცოთ და უკვდავყოს თკვენი სულები!!!
ქრისტე მოეფეროს თქვენს გულებს
იოანა
კანონისტი
გაიხარე დავით, უფალმა ისმისნოს შენი ლოცვები
.nino
დაგლოცოს, გაგახაროს და გაცხონოს ქრისტე მაცხოვარმა!
beqa.shuxoshvili
და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა, და აღსრულდება შენზე, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
კურთხეულ იყავ ქალაქში და კურთხეულ იყავ მინდორში.
კურთხეულ იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და შენი მიწისა, და ნაყოფი შენი საქონლისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა, და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა.
კურთხეულ იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაოები.
კურთხეულ იყავ შენ შესვლისას და კურთხეულ იყავ შენი გამოსვლისას!
მეორე რჯული 28:1-6
უფალი გეწეოდეთ!!!
ღმერთი გფარავდეთ,გაძლიერებდეთ და გაბედნიერებდეთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და წყალობა არ მოგაკლოთ
დაგვლოცოს მამა ზეციერმა.
ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადმოგვაფაროს და ყოველი წმინდა ფარავდეს ჩვენს ოჯახებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
შეგეწიოთ დედა ღვთისმშობელი!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, ძალიან კარგი ხალხი ხართ აქ ყველა და შეგეწიოთ ყველას უფალი, დაგიფაროთ ყოველი ბოროტებისაგან და "იხარეთ ორსავ სოფელსა შინა"
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ერთ წიგნში ამოვიკითხე ეს სიტყვები: ”მამცნე ღმერთო ის ჭეშმარიტება,რომელიც ადამიანს სიკვდილზწე მაღლა აყენებს. არამც თუ გვეშინოდეს სიკვდილისა, არამედ თითქმის შევიყვაროთ კიდეც იგი.”
საოცარი სიმშვიდე და ბედნიერება ვიგრძენი ამ სიტყვების წაკითხვისას.
ღმერთმა ყველას ასეთი მყარი რწმენა მოგვცეს თუ ეს შესაძლებელია
ჰოი მაცხოვარო და მხსნელო სოფლისაო ქრისტე იესუ, უფალო უფლებათაო, მამისა და წმიდისა სულისა თანა დიდებულო, მსაჯულო სიმართლისაო, სიტყუაო მამისაო, რომელსა დაუცხრომელად გიგალობენ ანგელოსთა დასნი და გადიდებენ კრებულნი წმიდათანი, რომელსა გაქუს ხელმწიფებაი ცოდვათა მოტევებისა, რომელმან თვისითა კაცობრივითა ბუნებითა გვიჩუენე წესი იგი მარხვისაი, რომელმან სძლიე ბოროტსა და მთავარსა ამა სოფლისასა, აწცა გევედრებით, რაითა გვაკურთხო მარხვასა ამას შინა, მოგვეც ძალი და სიწმიდე სულისა, რაითა განერეს ყოველი ბოროტი და ძვირი სულთაგან ჩვენთა, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "ნათესავი ესე არა განვალს თვინიერ ლოცვისა და მარხვისა", მოგვმადლე მარხუაი ლოცვასა თანა შეერთებული, რაითა სინანულითა და ცოდვათა აღხოცვითა განვვლოთ იგი და მშვიდობითა აღვსილნი და ძალითა შენითა ზეგარდამოითა საკვირველად დაცულნი, მივიწივნეთ დღესა მას აღვსებისასა - შენ მიერ ჯოჯოხეთის ბჭეთა შემუსვრისასა, რაითა ზეციურთა ძალთა თანა ვუგალობდეთ ბრწყინვალესა აღდგომასა შენსა, რომლითა საყოფელი იგი მამისაი დაგვიბრუნე მმოსავთა შენთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა ფორუმელი და მთლიანად საქართველო. უფალი გფარავდეთ
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!
მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს !
ღმერთის შიში და სიყვარული გქონოდეთ!
სულში _ მშვიდობას, გულში _ უფალს, გონებაში საქართველოს გისურვებთ!
უფალი შეგყვარებოდეთ გაუნელებელი სიყვარულით!
ღმერთი გწყალობდეთ თითოეულ თქვენგანს...
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!უძლურებაში მყოფთ ძალა მოგცეთ ღმერთმა,სასოწარკვეთაში მყოფთ იმედი,სნეულებაში მყოფთ ჯანმრთელობა...
ღმერთი არს ჩვენში!!!
('ubralod gio')
არს და იყოს!
ღვთის მადლი და წყალობა არ მოგვკლებოდეს ქართველთ...
ღმერთმა გაგვაძლიეროს და გაგვახაროს სრულიად საქართველო
ღმერთს ებარებოდეთ რათა იხაროთ ორსავე სოფელსა შინა! ...
"დაგიკოცნით მირონცხებულ შუბლს და ოქრომეტყველ ბაგეთ"
gmertma dagvlocos mertmadidebeli qristianebi. gvtiskaloba da mparveloba ar mogvklebodes.
უფალმა გაგაძლიეროთ,ყველანი,მის სიყვარულში!!!!!
ღმერთმა დაგლოცოთ... გაგაძლიეროთ.... და რაც მთავარია არასოდეს დაგეკარგოთ ღვთის სიყვარული.... გიყვარდეთ ერთმანეთი..... ჩემი პატარა გულით გლოცავთ.....დიდი სიყვარულით......
ბექა, მნათე, კანონისტი, ნიკოლოზი და სხვა.... იხარეთ მუდამ.....
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, გარიდოთ ბოროტ თვალსა და გზას
- ასე მლოცავს დედაჩემი ) ჰოდა მეც გადმოგილოცავთ თქვენ
ღმერთმა სიყვარულითა და სიხარულით აავსოს თქვენი გულები.
ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაბედნიეროთ, გაგაძლიეროთ. მისი მადლი არ მოგკლებოდეთ ყველა ფორუმელს და მთელს საქართველოს. უფალი შეგეწიოთ ყველას
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ რწმენაში.მისი მადლიანი კალთის მფარველობა არ მოგკლებოდეთ.
როგორ უნდა დაგლოცოთ?დამილოცნიხართ
დალოცვილი და ბედნიერი გამყოფოთ უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თქვენ და სრულიად საქართველო.
ღმერთს ებარებოდეთ, ღმერთს ეყვარებოდეთ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ღმერთო მართალო, საკვირველო და გამოუთქმელო,
გარდამოიხილე მოწყალითა თვალითა ჭირვეულსა ერსა ჩვენსა ზედა და აღგვიდგინე
რწმენა ცხოველი, გული შემუსვრილი, ეკლესია ძლიერი, მოძღვარნი ღვთივგანბრძნობილნი, მთავრობა ქრისტეს მსახური, სამზღვარნი დაცულნი, ყოველი ქართველი შენი მადიდებელი!!!
უფალო, იყავნ......
უფალმა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ რწმენაში.და ჭეშმარიტებას გზა აცდენილნიც დალოცოს და გააძლიეროს ისე რო მართმადიდებლოდის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. სინანულისა ბჭენი განუხვენ სულსა ჩემსა, ცხოვრებისმომცემელო
ქრისტეს მიერ საყვარელნო იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!!!
მეც ზოსიმესი არ იყოს, ვინ ვარ მე თქვენ რო დაგლოცოთ,...
თუმცა გისურვებთ რწმენაში უფრო გაძლიერებას და ღვთის ნების აღსრულებას.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!
ქრისტე არს ჩვენს შორის!
ღმერთმა დაგვლოცოს ყველა ქრიასტიანი და არა ქრისტიანი.
გვფარავდეს ყოველთა წმიდათა მადლი და მათი ლოცვა გვეწეოდეს!
Floyd
ვაააააა შენც დაგლოცოს ზზზზზზზზ გირეკავ აიღე
ღმერთმა დაგლოცოთ.
დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს და გვფარავდეს სრულიად საქართველოს.
ქრისტე აღსდგა!!!!!! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
უფალს ებარებოდეთ!
ქრისტე აღსდგა!!!!!!!!!!!!!!!
შეგეწიოთ აღდგომის მადლი და ცხონდით ორსავ სოფელსა შინა.
დამილოცნიხართ შვილნო ჩემნო ეგე აბრაამ დანელიასი
მღვდელი უნდა გამოვიდე,ისე ბევრჯერ მიფიქრია ბერობაზე
ღმერთმა დალოცოს ამ თემის გამხსნელი და სუყველა აქ დარეგისტრირებული და მარტმადიდებელი ქრისტიანენი !
აღდგომა მშვიდობისა და სიხარულისა არ მოგიშალოთ ღმერთმა!
ქრისტე აღსგა!
ვაკის წმინდა სამების მრევლი ზაზა იმედია მიცნობთ.
გაიხარეთ !
გვეცხოვროს სარწმუნოებაში სიხარულისთვის!
ლოცვის მადლი შეგეწიოთ,
ანგელოზთა გალობა,
ზეციური სამყარო და
მამა ღმერთის წყალობა...
გლოცავთ ღმერთის ნებით ყველა კარგად ჯამრთელად და ბედნიერად ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა რწმენაში გავძლიერებულიყავით
ყველას კომენტარზე ვიტყოდი ა მ ი ნ !!!
უფალი შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ
დაიცვას ჩვენი ქვეყანა, ერი
გისმინოთ უფალმა
ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!
კანონისტი
უფალო შეგვიწყალე სრულიად მსოფლიო, გევედრები!
უფალო ისეო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილები, ამინ!
ზესქვი_უჩა-ს დალოცვა:
ჰოი წმიდაო ახოვანო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა შორის განდიდებულო, ყოვლადწმიდა სამების აღმსაარებელთა შორის განბრწყინვებულო, ქრისტესმოყვარეთა მთავართა უძლეველო წინამბრძოლო, საქართუელოის ქუეყანისა საკვირველად მფარველო, გიორგიანელთა დამცველო და ძლევისა მომნიჭებელო გიორგი, გვედრი ყოვლითა გულითა ჩემითა, რაითა საკვირველად მფარველ ექმნე ქრისტეს მიერსა ძმასა ჩემსა უ ჩ ა ს, შენ მიერ ფრიად შეყვარებულისა ქართველთა ერისა შვილთაგანსა, რაითა ყოველსა საქმესა შინა კეთილად წარემართოს სლვაი თვისი, რაითა ყოველსა დღესა და ღამესა შინა დაუცხრომელად ჰმადლობდეს შემოქმედსა და კეთილისა მიზეზსა მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა, რაითა მარად ჟამს შენებრ განადიდებდეს კაცთმოყვარესა და ყოვლადძლიერსა სამწმიდაობით განდიდებულსა ღმერთსა ჩვენსა, დაიფარე, დაიცევ და აკურთხე იგი უძლეველითა მეოხებითა შენითა, კეთილად შესწირე ყოველი ლოცვაი ჩემი უღირსად აღვლენილნი მეგობართა ჩემთათვის ქრისტესა ღმერთსა, რაითა ესეცა ყოველთა ზეციურთა ძალთა თანა განადიდებდეს შენდა საკვირველისა ძალისა მომცემელსა ღმერთსა ჩვენსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
DEDA XVTISA GFARAVDET KOVELTA DGETA CXOVREBISA TQVENISATA
კანონისტი
მეც დამლოცე დავით მაგრები იცი შენა
ქავთარაძე
კანონისტი
დაგვიანებით გილოცავთ გიორგობას. მისმა მახვილმა დაგვიცვას მტრისგან
misdevs mela loms
გაიხარე ძმაო. შენც გილოცავ.
შეგეწიოს მისი მადლი.
ღმერთმა დაგლოცოთ ხალნხო ხვთის მადლი არ მოგაკლდეთ !
ბავშვებოოოოოოოო მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ
სიყვარულით გლოცავთ მარი
ჩვენი წინაპრების ძალიან ლამაზ დალოცვას წავაწყდი:
- გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსაო.
დაგლოცავთ ყველას მთელი სული და გულით,
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიერო, ღმერთს ებარებოდეთ.
გაგაძლიეროთ ყოვლადწმიდა სამებამ , ღვთისმშობელმა დაგიცვათ თვისი კალთის ქვეშ , წმიდა ნინო იყოს თქვენი მეგზური ყველგან ჯვრით ხელში.
marine
დაგლოცავთ ყველას და თამარობას გილოცავთ თამარებსაც და არა თამარებსაც. წმიდა თამარ დედოფალი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე! ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!ღვთის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ შეიყვარეთ ერთმანეთი და შეუყვარდებით სხვებსაც:0მადლობელნი იყავით უფლისა ყველაფრისთვის,წყალობისთვისა
და განსაცდელისთვისაც.არ დაგავიწყდეთ რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს და გაუფრთხილდით:მოეფერეთ ერთმანეთს,ღმერთმა სეგაძლებინოთ სიკეთის კეთება:0 ისეთი სიკეთის რომ ის კი არ გასცეთ რაც გეჭარბებატ არამედ გაიმეტოტ ის რაც თქვენც გჭირდებათყველანი ძალიან მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!!!!::
გენაცვალეთ მაგ ლამაზ გულებში!!!!!!!თქვენთან ვარ და არაა საცოდაობა მე რომ კომპიუტერი სახლსი არ მაქვს სულ თქვენთან ვიქნებოდიმიყვარხართ ,
დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უალმა!შეგეწიოთ სამება და ღვთისმშობელი!
ღმერთმა არ მოგაკოთ სიყვარული და სიხარული!
წმინდა ნიკოლოზის ძალა, მფარველობა და მადლი არ მოგკლებოდეთ!
გილოცავთ ნიკოლოზობას!
მინდა განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი პრეზიდენტი:
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, სამებისა წმიდისა საშინელისა საყდრისა წინაშე მდგომარეო, ანგელოზთა დიდებაო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ეშმაკისა ძალისა შემმუსვრელო და განმაქიქებელო, შენ თანა საღმრთოითა მადლითა განანათლე და დაიფარე ნებითა ღვთისაითა დედისა ღვთისა წილხდომილისა ქუეყანისა ივერიისა მთავრად დადგინებული მოსახელეი შენი მ ი ხ ე ი ლ ი, წარუმართე მას სლვანი თვისნი, შთაუთხრენ გულსა შინა მისსა კეთილი და მშვიდობაი წმიდისა ეკკლესიისათვის და ერისა შენისა, დაუმორჩილენ ქუეშე ფერხთა მისთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი საქართველოისანი, ევედრე უფალსა, რაითა მოსცეს მას სიმტკიცეი წმიდისა გიორგისა, კეთილმსახურება დავით აღმაშენებელისა, ქველისმოქმედება ვახტანგ გორგასლისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა და ცხოველი რწმენა მირიან მეფისა, მიქაელ მთავარანგელოზო, ევედრე უფალსა და შემოქმედსა ჩვენსა, რათა გაუღვივოს მთავარსა ჩვენსა სარწმუნოება ჭეშმარიტი, მდუღარებაი გულისა და სიწმიდით ცხოვრებაი მისი, მოგვეც ჩვენ პატივისცემაი და კეთილმიგებაი მისდამი, რათა ოდეს განასრულოს მართვაი ქვეყანისა ჩვენისა, სათნო ეყოს იგი საქმითა თვისითა მისა ძალაუფლებისა მიმცემელსა ზეციურსა მეუფესა ჩვენსა, რომლისაი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ
შეგეწიოთ უფლის, ყველა წმიდანის და ყოველი დღის მადლი, გაიხარეთ და ცხოვნდით, ამინ!
დაგლოცოთ ღმერთმა!
მნათე გვაკურთხე
ჩვენი წინაპრების კიდევ ერთი დალოცვა:
" ვინც თქვენ გაგიხსენებთ, ვინც მწყურვალს ღვინოსა და მშიერს ლუკმას მიაწვდის, პერანგს გაიხდის და სხვას ჩააცმევს, წარსულის შესანდობარსა და მომავლის დღეგრძელობას იტყვის, სიკეთის უღელში შეებმევა და კაცობის კვალს დატოვებს - იმას გაუმარჯოს!"
shakuna_-ის დალოცვა:
ჰოი წმიდაო დიდო მოწამეო შალვა, ახალციხისა სასანთლეო, ქართველთა ერისა ძლიერებაო, მართლმადიდებელთაგან პატივცემულო, საკვირველო მეოხო და ხელისაღმპყრობელო ქრისტესმოყვარეთა მხედართაო, ყოველთა წმიდისა სამებისა მადიდებელთა სიმტკიცეო, შენთა თანა საღმრთოითა ძალითა დალოცე და ყოველ საქმესა შინა კეთილად აკურთხე ძმაი ჩემი ქრისტესმიერი შ ა ლ ვ ა , მიმადლე ჟამი თვისისა ცხორებისა მრავალი, სული შემუსვრილი, გული კეთილი, გონება ნათელი და სიმრთელე მტკიცე, შესწირე ყოველი ლოცვაი მის მიერ აღვლენილი შენგან შეყვარებულსა ტკბილსა იესოს, აკურთხე მშობელნი მისნი და ყოველნი მოყვარენი მისნი, უმრავლე მოკეთენი, კეთილად უქციენ ბოროტნი და მტერნი, შენითა მეოხებითა წარუმართე სლვანი მისნი ყოველსა კეთილსა შინა, რაითა ოდეს ინებოს უფალმან განსლვაი მისი ამიერ სოფლით, შენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა ადიდებდეს და თაყვანის-ცემდეს დამბადებელსა თვისსა ზესთა წმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ubralod_gio-ს დალოცვა:
წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ჰოი დიდო და საკვირველმოქმედო ახოვანო მხედარო ქრისტესო, წამებითა განბრწყივებულო, ქრისტეს მიერ განათლებულო, სულითა წმიდითა აღვსილო, გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, უძლურთა შემწეო და ერისა ჩვენისა მფარველო ზეციურო, შენსა სიწმიდესა შემოვედრებული, გვედრი ყოვლითა გულითა, გონებითა და არსებითა ჩემითა, რაითა ყოვლადვე მფარველ და დამცველ ექმნე მოსახელესა შენსა გ ი ო რ გ ი ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ჩემი, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩვენსა, რათა მიმადლოს მას სიბრძნე გველისა და უმანკოება ტრედისა, აკურთხე ყოველსა დღესა ცხოვრებისა მისისა, კეთილად წარუმართე მსახურებაი სადიდებელად უფლისა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შენგან შეყვარებულსა, რათა იყოს იგი ქუეყნის მოყუარულ, ვითარცა ილია მართალი, თავგანწირულ, ვითარცა თავდადებული დემეტრე, ლოცვით განძლიერებული, ვითარცა ხანძთელი გრიგოლ, სიკეთის მთესველ, ბოროტის არმომხსენებელ და მოყუარულ ყოველთა, რათა შენთანა და ზეციურისა იერუსალემისა მკვიდრთა თანა ადიდებდეს ყოვლადწმიდასა სამებასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
უფალმა შეისმინოს თქვენი ლოცვა ვედრება.............................. ა მ ი ნ................. ღვთის ცყალობა,მადლი,შემცეობა.სათნოება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოსა და ემიგრანტ ქართველებს
ამ განსხვავებული სასმისით თქვენ გაგიმარჯოთ
:აუუუFFFFFსმაილი:
ჩემო ფორუმელო ძმებო და დებო,
უფალმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგახაროთ,
ღვთივ გბოძებოდეთ მადლი სახიერისა, სიყვარული ერისა, სურვილი მოთმინებისა, ერთმანეთის გვერდით დგომისა
ყოვლადწმინდა დედის ლოცვით ვყოფილიყავით ძისა მისისა ჭეშმარიტი მადიდებელნი, ქვეყნისთვის თავდადებულნი, მოძმეთა გამტანი და მტრისათვის მლოცველნი,
წმინდა გიორგის შემწეობით ყოვლადწმიდა სამებამ დალოცოს საპატრონო და საზეპურო ერი თვისი ქართველთა, სამზღვანი აღუდგინოს, მადიდებელნი თვისნი განამრავლოს, ტაძარ-მონასტერნი აღადგინოს,
წმინდა ანდრიას და წმინდა ნინოს ლოცვით ყოველი შვილი ჩვენი ეკლესიისა ყოფილიყოს აღვსილი დიდი რწმენითა და სარწმუნოებრივი საქმეების კეთებით,
უფალო, იყავნ!
კანონისტი
დაგლოცავ გიორგი ღმერთმა ჯანი და სული გაგიმაგროს და ეს დავენება შეგარგოს. ალალი იყოს შენი დაბრუნება დელ-მამულს.
ღმერთს შევთხოვ ყველა ფორუმელის და და სრულიად საქართველოს გაძლიერბას , მტერი მოყვრად მოგვდგომოდეს .
გაიხარეთ აბო.
abo
გაგახარის უფალმა!
ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ
xandaxan Tqven pawawuna gulukeebSi momixsenieT xolme
ღვთის მადლი გფარავდეთ
უფალმა გაგაძლიეროთ და ღვთისმშობლის მადლიანი კალთა გფარავდეთ ჩემო ლამაზებო!დღეს უბედნიერსი ადამიანი ვარხდიდი მადლობ მინდა მოვუხადოყვლას ვინცცმინდანიკოლოზის სახელობის ტაზარს(ვორონცოვზე,სანპიროსთა
ნ)შეეწია ,დღეს ვიყავი და სიხარულისგან თვალებიც ამიცრემლიანდატაძარში იატაკის გამოცვლა უკვე დიწყოშესაწირი ყუთიც ეკლესიის კართან დგას და ვისაც სურვილი ექნება შეძლბისდაგვარად შეგიძლიათ დაეხმაროთ:ეჰ ჯერ კიდევ არ იცით როგორ მიყვარხართ ყველა,გფარავდეთ უფალი და დედა ღვთისა,წმინდა ნიკოლოზი!
zviadauri
აუცილებლად ჩემო კარგო ლოცვისას ჩემს პაწია გულსი სულაც მთელ ფორუმელებს მოგიხსენიებთ დღეს მარტო მოფერების და სიყვარულის დღე მაქვსგაიხარეთ
უფალმა მოგცეთ რწმენა, ძალა და სიმშვიდე
ღმერთმა დაგლოცოთ..გაჭირვებაში მოგცეთ ძალა,რწმენა..სიხარული და სიყვარული ხარობდეს თქვენს გულებში.გევლოთ ღმერთისაკენ მიმავალი ნათელი გზით.
გფარავდეთ უფალი,შეგეწიოთ მისი მადლი!
ქრისტეში სყვარელო ძმებო და დებო დაგლოცოთ უფალმა,წყალობა და ცოდვათა მოტევება არ მოგიშალოთ ღმერთმა. მარად გისურვებთ მადლისმონიჭებას ღვთისგან და სულიერ ამაღლებას ზეცაში დაგლოცოთ ღმერთმა და შეგიწყალოტ და გაცხონოთ ცათა სასუფეველში
ღმერთმა მოგმადლოთ,ნიჭი სასოებისა,
რწმენისა და სიყვარულისა.
ღვთისმობელი შეგეწიოთ ყველას.
სუყველა დამილოცნიხართ,
გფარავდეთ დედა ღვთისაო!
ქრთველი კაცის ღირსება
არვის დაგეგდოთ ძირსაო!
M.M.
ენამ ვეღარ გაგიკაფა
თუ მაწბილებს თვალებიცო?
სადმე ჩაგეკვეხებინა
"საცოდავი" " ქალებიცო"
დალოცვილებს გვევლოს ყველგად
ფორუმელებს ჩვენსაო!
კატო-ბატო ნუ ბლატაობ
ამ თემაში ბევრსაო
M.M. kato_Bato
ორივესაც გეტყვით ეხლა,
თუკი გერჩით სიტყვაო,
წადით კაფიების თემას,
დღეს არაფერი ითქვაო
k@the
კაი, აწი დალოცვა
ღმერთმა ყველას მოგვანიჭოს
განსაცდელის ატანაო,
ლხინში ვიცით,_ უბრობაშიც
ერთმანეთის გატანაო
მაშინ ერთს მეც დავამატებ!
ღმერთმა მოგცეთ იმის ნიჭი,
სხვა არ ყვედროთ გულითა!
არასოდეს არ განსაჯოთ -
ეს ცხოვრება ფულითა!
სწავლა სიკვდილამდე არის,
მართალ იყო ბრძენიო,
ხოდა კარგად დაისწავლეთ
უფლის სიტყვა ჩვენიო!
ღმერთმა კეთილად ისურვოს,
თქვენი ცხოვრების წარმართვა,
სხვას პირიდან ლუკმა
არასოდეს წაართვა!
თუ ხვდები ეშმაკს ვერ უძლებ,
ვერ უმკლავდები შენითა,
ილოცე! ჩვენი უფალი,
შენ დაგიფარავს ხელითა!
ამას ვთქვამ და გულით მინდა
ასეც ახდეს ყოველიო,
მეტს სიკეთეს უფლისაგან,
არაფერს არ მოველიო.
მომიტევეთ დიდაქტიკა, შემომერითმა
ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს.მოგესალმებით ყველას მე ახალი ფორუმელი ვარ
romuli123
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე, ღმერთმა დაგლოცოს!
ყველა ფორუმელს
ალავერდს ვთხოვ დაგიფაროთ,
ბეთანია გწყალობდეთ,
ნიკორწმინდამ ჩაგიხუტოთ,
გელათი კი გყვარობდეთ.
ყოვლაწმინდა შეგეწიოთ
უფლის მადლი გწყალობდეთ!
(ნეტა ვისი ლექსია?)
კვერექსში არის ესეთი სიტყვები"აცხოვნე უფალო კეთილმსახურნი და ისმინე ჩვენი."
მაცხოვნებელი მადლი არ მოკლებოდეს ყოველ ქრისტიანს,ღმერთმა კეთილმსახურებაში განგამტკიცოთ და განგაბრძნოთ.
ც ხ ო ნ დ ი თ!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი
ღმერთმა ყველა დაგილოცოთ
სტუმარიც და მასპინძელიც
შეგეწიოთ ყოვლადწმინდა *
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი, ქვემო ბარი
ქოლოსი და მრავალძალი
აგარა და უყეში,
ღმერთმა მოგცეთ ნუგეში
რაჭული დალოცვა
____________________
* იგულისხმება ბარაკონის მიძინების ტაძარი (XVII ს.)
ხმატკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროისა ნესტო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.
ღმერთმა გაგაძლიეროთ
ამინ!
ყველას გილოცავთ ხსენებას, მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს(ხონას)შინა ქმნილ სასწაულს(|V);
ყველას გილოცავთ წმიდათა მოწამეთა და ქრისტეს ახოვანი მხედრების,სახელოვანი ქართველი გმირების,ბიძინა,შალვა და ელიზბარის ხსენების დღეს!დაესწარით მრავალს.განსაკუთრებით ვულოცავ მათ ვინც ხსენებული მოწამეების სახელებს ატარებს, გეწეოდეთ მათი ლოცვა თქვენ და მთლიანად საქართველოს.
ძალიან კარგი თემაა
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
გმერთმა დაგლოცოთ და გაძლიეროთ უფრო გავძლიერებულიყავი რწმენაში ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი
მე პირველად ვარ ამ საიტზე და ძალიან მომეწონა უფალი გეწეოდეთ
t.d
გაიხარე, უფალი გფარავდეს უკუნითი უკუნისამდე!
ჩემო დედა ღვთისმშობელო მეც ხომ შენი შვილი ვარ,შემაფარე მე შენს კალთას, თორემ მუდამ ვტირივარ, შენსა ძესა შემავედრე, ცოდვილი ვარ ძალიან, მეშინია განკითხვისა, მისი მოსვლა მალეა. ჩემო დედა ღვთისმშობელო ყველა შენს იმედად ვართ, ვიცი ყველა გებრალება, რადგან ყველას დედა ხარ! ჩემო დედა ღვთისმშობელო შეგვიბრალენ ცოდვილნი, ცოგვილ მიწის შვილები ვართ, ცოდვისაგან შობუილნი.
რუის-ურბნისის მამებმა უგალობეს დედა ღვთისას.
-პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,ნაწილმა ბარძიმისამან,ქალაქჩი-სიონისამა დარეკამ ზარებისამან,მცხეთაჩი-სვეტიცხოველმა, გადმომცქერელმა მტკვრისამან,ლომისამ თორმეწამემა,პატრონმა არაგვისამან,
მა კობის წმიდა გივარგიმ,პატრონმა დიდის მთისამან,მა ბერმა წმიდა სამებამ,პატრონმა ხმელეთისამან,ივანე ნათლისმცემელმან,პატრონმა ბალღებისამან,მა ბახტრის წმიდა გივარგიმ,პატრონმა მგზავრებისამან. [/b]
P.S.-სულ დალოცვილნი გამყოფოთ გამჩენმა,უკუნითი უკუნისამდე!
დღეს დავრეგისტრირდი, აქამდე ერთი-ორჯერ თუ შემოვსულვარ ამ საიტზე, ინფორმაციების მოსაძებნად და დღეს მომინდა დათვალიერება და დავიწყე "დავლოცოთ ერთმანეთით" და ძალიან სიხარულის მომცემი განცდაა დალოცვების კითხვა, დიდი მადლობა და ღმერთს ებარებოდეთ და ეყვარებოდეთ!
sopho_stumari
sopho_stumari
გაიხარე!
წყალობა უფლისა იყოს შენ თანა უკუნისამდე!
მე ახალი ფორუმელი ვარ, ძალიან მომეწონა თქვენი თემა.
თითოეული ფორუმელი დალოცვილი ყოფილიყავით უფლის მიერ.
nino27
უფალი შეგეწიოს!
კანონისტი
დალოცვა ჭიქით
გაგვეცანი აბა:
http://church.ge/index.php?showtopic=24&pid=189924&st=1420&
უფალი გვფარავდეს მთელ ფორუმს და სრულიად საქართველოს
ფორუმელებო ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გამრავლოთ , და მრავალს დაგასწროთ ...... ყველა წმინდანი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი................. გ ა ი ხ ა რ ე თ
ღმერთმან დაგლოცოთ !
უფალი იყოს ჩვენი მფარველი
დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს უფალმა, შეურცხვენლად გვაზიდინოს ყველას ჩვენ ჩვენი ჯვარი და ღირსეულად მიგვიყვანოს გოლგოთამდე! უფალს ებარებოდეთ!
დედა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ ბავშვებო სუყველააას.
გაიხარეეეთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და ყოვლნი მართლმადიდებელი ქრისტიანენი ,ღვთის რწმენა გქონოდეთ, ღმერთს ებარებოდეთ.
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
ღმერთმა ყველა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ
ღმერთმა დაგლოცთ, გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ ეს საოცარი სიტყვები _ „გიხაროდენ, მიმადლებულთ“, _ შინაგანად მოისმინოს ყოველმა ჩვენგანმა, ყოველი ჩვენთაგანი აივსოს ღვთის მადლითა და სიხარულით; სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. რაც უფრო მეტს გავცემთ სიყვარულს, უფალი მით უფრო მეტს მოგვცემს სიყვარულსაც და სიხარულსაც.
ერთხელ ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგეცით, რომ მიგეწერათ თქვენი ახლობლებისთვის, ნაცნობებისთვის და დაგელოცათ თქვენი სიტყვებით. ახლა კიდევ გახსენებთ ამას, და თქვენ დაწერილი უნდა გაუგზავნოთ ან გადასცეთ, თვით უცნობსაც კი. თქვენი გულწრფელი დალოცვა აუცილებლად აუსრულდება იმ ოჯახს და იმ ადამიანს, ეს კი ათმაგად დიდ სიხარულსა და სიყვარულს მოგიტანთ თქვენ. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ლოცვა-კურთხევა და ყოველ დღე უნდა დალოცოთ ადამიანები. არ დაგავიწყდეთ ჩემი თავიც, მეც ველოდები თქვენგან დალოცვას.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.
ჩვენთან არს ღმერთი.
აი მე აბა სუყველას ერთი ჩვენი მამაპაპურად დაგლოცავთ გაიხარეთ ყველამა.
"უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი
საძირკვლიანი,
ხარი-კამეჩი გუთნებით, ურმები სავსე
ძნიანი.
იმყოფებოდე ხალხმრავლად, დედ-მამა-
რძლიან-ძმიანი,
ლამაზი შემოგეყვანოს - მშვენიერი და
ჭკვიანი".
ღმერთმა დალოცოს ამ ფორუმის საძირკველი და ჭერი! დაილოცოს ჩვენი ყველა კეთილისმსურველი! კეთილი თვალით იყოს იმაზე, ვინც ამ ფორუმზედ კეთილი გულით შამადის, ღმერთმა ბედიან-დავლათიანი ამყოფოსთ. ვისაც ჩვენი ფორუმის დღეგრძელობა და სიცოცხლე არ უნდოდეს, ღმერთმა ისინიც მოაბრუნოის და ჭეშმარიტების გზაი ასწავლოს.
ნუ გეშინით ყინვის, უფალი ჩვენთანაა!!!
მე პირადად -17 გრადუს ყინვაში გარეთ, ღამის ცვლაში ვიყავი.
ღმერთმა გაგაძლებინოთ და გაგაძლიეროთ!!!
ღმერთო მილხინე მე ცოდვილს!!!
უფალი ძლიერი და უფალი შემწე!!!
ამინ!!!
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა,ღვთის მადლი არ მოგკლებოდესთ
rien
გილოცავ ახალ წელს
ღმერთმა წყალობა არ მოგაკლოთ
ღმერთმა დაგლოცოთ სუყველა, თავისი მადლი, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, არ მოგაკლოთ არასდროს. ღვთაებრივი სიყვარულით ყოფილიყავით მუდამ აღსავსე.
უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,
მარიამ ღვთისმშომელი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი
გმერთი იყოს ჩვენი მფარველი
ღმერთს ებარებოდეთ
ღმერთი იყოს ყველა ჩვენგანის მფარველი და შემწე! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
უფალმა თავისი კალთა გადაგაფაროთ
ღმერთმა მოგცეთ გონიერება, ბედნიერება . სიყვარულის განცდის უნარი,მრავალჟამიერ !
უფალმა დაგლოცოთ!
გაგახაროთ!
და გაგაძლიეროთ!!! იმინ!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!! მე ამ ფორუმის ახალი წევრი ვარ. აბა თქვენ იცით!!! ღმერთს ებარებოდეთ!!!
ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ყველაა :*
დაგლოცოთ უფალმა...
ღმერთს ებარებოდეთ.
უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ყველა.
მიყვარხართ
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი........
უფლის წყალობა და მადლი გვფარავდეს და გვაძლიერებდეს მარადჟამს...
უფალს ვებარებოდეთ...
გაიხარეთ
დაგლოცოთ ღმერთმა და გაგვაძლიეროს რწმენაში !
გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგვლოცოს და გაგავძლიეროს, მიყვარხართ ყველააააააა
ღმერთმა დალოცოთ და გაგაძლიეროთ
უფალმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ ყველა,სულიერი ძალა გაგიძლიეროთ და ყველას მოგვცეს საკუთარი ცოდვების განცდის დასინანულის ძალა და მოგმადლოთ სიმშვიდე,თავმდაბლობა მოთმინება და უსაზღვრო რწმენა.
ღმერთო ძლიერო, დალოცე, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!
ღმერთო ყველა კარგად ამყოფე, გაიხარეთ ყველამ და იბედნიერეთ...როცა სხვას ვლოცავ გულში, ძალიან დადებითი ემოციებით ვიმუხტები...ამ ქვეყნად არსად არაფერი იკარგება არც ადამიანის დალოცვა ის მასაც მისდის ვისაც ლოცავ და შენც გიბრუნდება...) გაიხარეეეეთ
იხარეთ და იბედნიერერთ მუდამ
გფარავდეთ მადლი უფლისა!
თემა: დავწყევლოთ ერთმანეთი
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ
ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ !!!!
გისურვებთ ყველას, სასუფევლის დამკვიდრებას!
ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება ...
შეგვიწყალოს და გვაცხონოს
უფალმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და მთელი ქვეყანა
ყველას უფლის შემწეობა და მადლი არ მოგკლებოდეთ
ღმერთს ებარებოდეთ, ძვირფასო ფორუმელებო!!!
ძველად თურმე ქართველები დამშვიდობებისას ერთმანეთს ასე ლოცავდნენ!!!
უფალმა დაგლოცოთ, გაიხარეთ, გამრავლდით ღვთისა და ერის სადიდებლად, შეგეწიოთ წმინდა სალოცავების ძალა და მადლი, ღვთისმშობლის მფარველობა არ მოგვკლებოდეს , ღმერთმა გაგვაძლიეროს რწმენაში.
კანონისტი
ღმერთმა გისმინოს ჩემო კარგო! გაიხარე და სულ ბედნიერი გევლოს!
მეც ასევე ვთხოვ უფალს, რომ მფარველობა, მადლი და წყალობა ნუ მოგვიშალოს უფალმა ჩვენც დ სრულიად საქართველოს. ყველას ბედნიერად და დალოცვილ გზაზე გვევლოს.
ღმერთო ისმინე ესეი ვედრებაი ჩვენი და შეგვიწყალენ ჩვენ! ამინ!
ყველას დაგლოცაბთ, პირველ რიგში იყავით თქვენ თავთან მართლები და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება
კანონისტი
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს
და საერთოდ ღმერთმა გააძლიეროს ყველა ჩვენთგანი,მითუმეტეს ასეთ დღეებში
უფალი ჩვენთანაა
ღმერთმა დალოცოს თითოეულუ ქართველი!!! განსაკუთრებით ისინი ვინს ეხლა საქართველოსთვის იბრძვიან!!! უფალი იყოს ჩვენი მფარველი!!!
ყველა წმინდა მამის,ყველა მინდა მეფისა და მოწამეების,ღვთის და დედა ღვთისმშობლის ლოცვამ გადააარჩინოს საქართველო
ღმერთმა დაგლოცოთ
მე ახალი ვარ ფორუმზე. დიდი სურვილი მაქვს თქვენთან დაახლოვების
ღმერთმა გლოცოთ ქართველებო!!!–მოქცეთ მრავალჟამიერი!
ავად ვინც კი მოგიხსენოთ –გახდეს ისიც ხვთისნიერი.
შავნაბადის მთიდან მოჰქრის წმინდა გიორგი მერანით
წმინდანები გვერდითაგყავს – გაინათლეთ მათი მადლით
მამას ლოცვა არ დააკლოთ,მამულს დაუაროთ ჩოქვით
დიდგორის წინ , შამქორს წინ შესვით მაცხოვარის დოქით
არ დაუთმოთ არვის მიწა –ხვთისმშობლის ჯვრით მონანათლი
ქრისტეს კვართი დაიცავით – რადგან გიცავთ უფლის მადლი
ღმერთმა სიმშვიდით და სიხარულით გამყოფოთ!
კი მომენატრეთ ისე
ყველა ამ ფორუმელს დაგლოცავთ. ჯერ არ გიცნობთ და უკვე გული მიგრძნობს, რომ უმაგრესი ხალხი ხართ! ! !
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ! ! !
უფალმა დაგლოცოთ და ბედნივრები გამყოფოთ.
ქრისტემ ჩაგიხუტოთ უსაყვარლესნოოო!
ღმერთმდა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ
გწყალობდეთ!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ღმერთმა გაგვაძლიეროს და გაგვამრავლოს, და მოგვანიჭოს სიბრძნე და მოთმინება.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მისი მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ... ღმერთმა მოგცეთ ძალა რათა შევიცნოთ ჩვენი სულიერი უძლურება და დავინახოთ რო მის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. ღმერთმა მოგცეთ ცოდვაზე გამარჯვება და სიკვდილის მარადიული ხსოვნა. ღმერთმა დედა ღვთისას და თქვენი მფარველი ანგელოზების ლოცვით შეგიწყალოთ, დაგლოცოთ დაგიფაროთ და გაგახაროთ.დაე სულიწმინდის მადლმა აავსოს თქვენი გულები და სულები სიყვარულით.
ღმერთს ებარებოდეეთ
რა კარგი აზრია ერტმანეტის დალოცვა დაილოცოს ამ აზრის ავტორი.
უფალმა გახსნას ჩვენი გულები მისი სიტყვის მოსასმენად და გასაგებად და სულიწმინდის მიერ ვიმართებოდეთ ყოველი ჩვენგანი. უფალმა გაკურთხოთ თავის მადლით და სულიწმინდის ძალით.
gmerTma daglocoT
მშვიდობა მოგმადლოთ უფალმა!
უფალმა დაგლოცოთ! მისი მადლი არასოდეს მოგკლებოდეთ!
ღმერთმა დაგლოცოცოთ ფორუმელებო...
ღმერთს ებარებოდეთ.
თქვენი გამარჯვებისა იყოს!
ღმერთმა დაგლოცოთ! : )
ღმერთმა ყველა ფორუმელს სინანული მისცეს
იყოს უფალი ჩვენი ნების წინამძღვარი!
დაგლოცოთ უფალმა!
ღმერთო გააღვიძე ყველა ფორუმელი (როცა საჭირო დრო მოვა)
შენდობის მადლი, თავმდაბლობის ძალა და სწავლის წყურვილი არ მოგაკლოთ ღმერთმა!
,მშვიდობა ყველას,სიყვარული,უფლისა და ერთმანეთისა,მოფერება და თანადგომა,მიტევება და ერთობა გვქონოდეს ღვთის მადლით ფორუმელებომიყვარხართ და დალოცვილნი ყოფილიყავით.ამინ!!!
ღმერთმა დაგლოცოთ!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!!!
ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ იმის ძალა, რომ კარგად დაიცვათ შობის მარხვა(ჩემთან ერთად)
გულები გაგითბოთ და გაგახაროთ უფალმა სულიწმინდის მადლი გფარავდეთ....
ღმერთმა სინანულისა და სიყვარულის უნარი მოგვცეს
იყავნ უფალო ჩვენ შორის
იყოს მშვიდობა თქვენ ყოველთა თანა. ამინ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაძლიეროთ ბოროტთან ბრძოლაში...
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ ყოველგვარ განსაცდელთაგან...
ღმერთმა დაგლოცოთ.
მადლი გიმრავლოთ უფალმა!
თუ შეიძლება დამლოცეთ გამოცდები მაქვს
tibikonaA
Gmertma daglocos da gagadzlieros
გაიხარე მაშიკო
tibikonaA
შეგეწიოს უფალი
მაშიკო
kesaria777
უფლის მადლი და წყალობა არ მგკლებოდეთ
tibikonaA
უფალი შეგეწიოს!
გაიხარე შენც დაგლოცოს და გაგაძლიეროს უფალმა
ყველანი დალოცვილნი ყოფილიყავით ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!!!
უფალი შეგეწიოთ განსაცდელში. უფალმა გაგვამარჯვებიონოს ბრძოლაში.
გაიხარეთ!
დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ
უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა!!!!
ყველა წმიდანის მადლი და ძალა შეგეწიოთ!!!
უფალმა გაკურთხოთ..მისი მადლი თქვენს სულთან...
zanneti
llaasshhaa
გაგიმარჯოს კი გიცანი ისედაც სურათით და ნიკითაც...
რავი ვნახოთ თუ ვნახე თემა შესაბამისი შეიძLება ვისაუბრო მაგრამ შენც ხედავ იქაც ბევრს არ ვპოსტავ უფრო სწორად თითქმის საერთოდ არ ვპოსტავ..
მუდამ ვეძებდი ერთსაო,
თურმე იესო ღმერთსაო,
იგი ვიპოვე სულშიო,
რომ ჩავიხედე გულშიო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა ტკბილად ლოცავთ ერთმანეთს, თქვენ შემოგევლეთ.
ხალხნოო უბედნიერესი ადამიანი ვარ მთელს სამყაროში, და ამ ბედნიერების მიზეზი, რომელიც არის უზენეასი მბრძანებელი, უტკბილესი მეუფე, უსათუთესი და უსპეტაკესი არსება, ღმერთი გულისა და უსანატრელესი სიძე სულისა ,(გაგიჟებული ვარ მისი სიყვარულით, არ ვიცი როგორ მოვეფერო, როგორ გავგიჟდე კიდევ უფრო მეტად) მიბრძანებს და ამავდროულად უსაყვარლესად, უფაქიზესად მთხოვს ყველანი თქვენ და მთელი სამყარო შევავედრო მის სიტკბოებასა და დიად მეუფებას.
დაე მეუფემ და მამამ ყოვლისა არსებისამ დაგლოცოთ, უტკბილესი მარჯვენით გაკურთხოთ , გაგახაროთ და მთელი არსებით ჩაგიხუტოთ. არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ეხლანდელი გულის ცეცხლი, რომელიც ახლა ამ წუთში აღაგზნო ღმერთმა ჩემს გულში, დაე უზენაესი ღმერთის ცეცხლი უსასრულოდ აღეგზნებოდეს და იზრდებოდეს თქვენს გულებსა და მთელს თქვენს არსებაში და მთელს სამყაროში.
ამინ!
ამინ!
ამინ!
( მიყვარს უზენაესი მთელი არსებით, მიყვარხართ თქვენ, სახალხოდ მოფერების არც ძალა მაქვს და არც შნო, აქ მაინც მოგეფერებით ჩემო უტკბილესებო,შემინდეთ ამდენი ბრძნადმეტყველება, მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო, ვერ მოვერიე გულში ანთებულ გრძნობას, რომელიც თავად უზენაესს ეკუთვნის, გენაცვალეთ, თქვენს სანაცვლოდ წავსულიყავი, ამინ!გეხუტუნეთ, მინდა უსასრულოდ მოგეფეროთ, შემოგევლეთ, და ასე შემდეგ უსასრულოდ. ......
გფარავდეთ ღმერთი,საქართველოს და სრულიად მსოფლიოს,ცოცხლებს და სრულიად გარდაცვლილებს ამინ :yes:
გფარავდეთ ყოვლადწმინდა სამება სრულიად საქართველოს ყველა ცოცხალს მშვიდობა და სათნოებაში წამატება ხოლო გარდაცვლილებს სამუდამო სასუფეველი
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. ღმერთმა გაგაძლიეროტ, ძალა გვქონოდეს, რათა შეგვეძლოს წინ აღვდგომოდით ბოროტს.
ღმერთმა დაიფაროს ვინმე, მე რომ დავლოცო
Lucrezia Borgia
პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ ხალხმა ერთმანეთი დალოცოს. ერისკაცსაც შეუძლია ადამიანის დალოცვა.
zaz მაშ დამილოცნიხართ
ღმერთმა იმხელა მადლი მოგვცეს ხალხო ლოცვის ფასი გაგვეგოს
toka@
ბოდბელი ეპისკოპოსი-მეუფე იაკობი
26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა! გილოცავთ ყველას.
მისი წმინდა ლოცვა ეწევა სრულიად საქართველოს. "თქვენი სიყვარული ღვთის ტრაპეზზე უნდა ავიტანოო, როცა გაგიჭირდებათ ერთი მახსენეთ და იქვე გავჩნდებიო"-ამბობდა წმინდანი.
ეს წმინდა გაბრიელის პირველი დაბადების დღეა, მას მერე რაც მოხდა მისი კანონიზაცია. დღეს სამთავროს დედათა მონასტერში საზეიმო ლიტურგია აღესრულა. წირვის დასრულების შემდეგ კი პარაკლისი - წმინდა გაბრიელის საფლავზე.
მამა გაბრიელი: იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ , ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ -- ჩამოდიხარ, ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება... უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებააა...
ღმერთმა ძალა მოგვცეს, ვუერთგულოთ მისკენ სავალ გზაზე და გვასწავლოს, მისი და ერთმანეთის, ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი ქრისტიანობა! ქრისტემ დაგიფაროთ !
უფალო იესო ქრისტე,ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისა და მხოლოისა ურცხუენელისა შუამდგომელისა კაცთა ნათესავისაითა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა,მეოხებითა წმიდათა პატიოსანთა ზეცისა უხორცოთა ძალთაითა,მფარველებისა ჩვენისა წმიდათა ანგელოსთაითა,ვედრებითა წმიდისა დედებულისა წინაისწარმეტყუელისა,წინამორ
ედისა და ნათლისმცემელისა შენისა იოანესითა,ღმრთისმეტყუელთა შენთა მოციქულთაითა,ღირსთა და ღმერთშემოსულთა მამათა და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაითა,შეიწირე უნდო ლოცვაი ესე შემწიკვლებულისა მონისა შენისაგან და მოჰმადლე მადლი სულისა წმიდისა შენისაი ყოველთა ცოდვილთა და უხმართა მონათა ამათ შენთა,მხოლოო კურთხეულო.ამენ
"უფალმა მოგვცეს მტკიცე რწმენა, ყოველკვირეული სვლის ძალა ტაძარში, აღსარებისა და ზიარების უნარი. ეს არის ჩვენი განღმრთობის ერთადერთი საშუალება: თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო ყოფა ღვთისა - გვასწავლის მოციქული. გისურვებთ განღმრთობასა და ნეტარების უმაღლეს საზომს!"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ცხოვრების მომნიჭებელს შევთხოვ, განაგრძოს თქვენი სიცოცხლე ჯანმრთელობით მრავალჟამიერ!"
/უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე)/
"ვისურვებდი, რომ ღვთის დასაბამიერი ხატება და მსგავსება მძლავრად და შეუქცევლად წარმოჩენილიყოს თვითოეულ ჩვენგანში"
/ნუგზარ მეკოკიშვილი/
"მაღალმა ღმერთმა განწმინდოს თქვენი გული და გონება ცოდვის ბურუსისგან!"
"ღმერთი იყოს ყველა ჩვენი საქმის დასაწყისი და დასასრული"
"უფლისგან კურთხეულებო, კურთხეულია მაკურთხეველი თქვენი"
"ზოგჯერ ასე დალოცავდა ხოლმე ადამიანებს [წმ. გაბრიელ ბერი]: "ღმერთმა მოგცეს მოსეს სიწმინდე, დავით მეფსალმუნის თავმდაბლობა, მოთმინება იობისა და სიბრძნე სოლომონისა"
/დედა პარასკევა/
"გონების თვალის ნათელი გაუძღვეს მას ჭეშმარიტების გზაზე"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience