სასუწარკვეთილება ადამიანის (ხაზს უსვავ ადამიანს როგორც ილია იტყოდა კაცია ადამიანი ? ამ პრინციპით ) სულიერ ძალებს ყველაზე უფრო მეტად ფიტავს, ანგრევს. რას ნიშნავს იყო სასუწარკვეთილი და ამ ნიშნით იყო შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის თანაზიარია, სად გადის ზღვარი ?რა ეტაპზე შეიძლება ჩაითვალოს რო ადამიანი სასუწარკვეთილია რო ის მომაკვდინებელ ცოდვას ჩადის ?!
p.s.(თუ გაუგებრად ვწერ დ ( და ხშირ შემთხვევაში ეს ასეა) თემას წავშლი )
სასოწარკვეთა, ჩემი აზრით, ეს დეპრესიაა, როცა ადამიანს ეკარგება სიცოცხლის სურვილი და აზრს ვეღარ ხედავს მასში.. სამწუხაროდ ჩნდება თვითმკვლელობის სურვილიც.. მხოლოდ ეკლესიაშია შვება, მხოლოდ ტაძარშია ხსნა ამ სენისაგან.. როცა სულიერი სიმშვიდე ირღვევა, წირვა-ლოცვაა წამალი და აღსარებაა მალამო
სასოწარკვეთა ალბათ უწმუნოებიდან ან მცირედმორწმუნეობიდან მოდის. როცა ადამიანს სწამს, რომ ყველაფერი ღვთის ნებითა და განგებით ხდება მისივე სასარგებლოდ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება... უფრო სწორედ - ვერ ჩავარდება.
რა თმა უნდა სასოწარკვეთა ურწმუნოებისგან ან მცირედმორწმუნეობისგან მოდის, როგორც მარიამმა აღნიშნა უკვე. ყველაზე ხშირად ადამიანი სასოწარკვეთილებაში მაშინ ვარდება როდესაც ახლობელ ადამიანს კარგავს. ეს კი ძაან ცუდია. ამ დროს იმის მაგივრად რომ ადამიანმა ილოცოს გარდაცვლილისთვის, დგას და ტირის. რა თქმა უნდა ტირილი ბუნებრივია მაგრამ ძაან გადაყოლაც არ შეიძლება, რასაც შემდეგ სასოწარკვეთილება მოყვება.
ვაიმეე, რა ცუდი ბიჭია სასოწარკვეთა(
ადამიანი ცოტა მეტად თავმდაბალი რომ იყოს, უფრო ნაკლებად დაემართება ეს ამბავი(
აი მაგალითად, ცხოვრობ, ყველაფერი ნორმალურადაა, თანდათან ეჩვევი"კარგად ყოფნას", ეჩვევი კარგ მდგომარეობას, რომელიც, რა თქმა უნდა, ღმერთმა მოგანიჭა, მაგრამ ჩვენ ჩვენი დამსახურება გვგონია... მერე ჩნდება კმაყოფილება საკუთარი თავით...
მერე დადიხარ ამაყად და ამასაც ეჩვევი...
მერე გათენდება ერთი დღე და ნახავ, რომ არაფეეერიც არ შეგიძლია...
...დაიწყებ ძებნას იმისა, რაც ამდენი ხნის მანძილზე შენგან დამსახურებული გეგონა...
ხოდა, რომ ვეღარ ნახავ, მოგეჩვენება რომ არც არასდროს ყოფილა...
აღარ ჩანან არც ისინი ვინც იმ "კარგ დროს" შენს გვერდით იყვნენ
დამნაშავეს ეძებ ყველგან საკუთარი თავის გარდა და
ვაიმე რა მარტო ხარ.....
სასუწარკვეთილება ურწმუნო ადამიანს ემუქრებაო და მართალია მაგრამ არის მეორე მხარეც მორწმუნე ადამიანი რომესაც ამქვეყნიური ცხოვრების აზრად ღვთის საქმის ,სიტყვის კეთება მიაჩნია, გრანელის არ იყოს "ღმერთო მაპატიე უქმად სიარული" უქმად ყოფნას მისტირის , იბრძვის , გრძნობს ძალას, ხედავს დაშვებულ შეცდომებს ,დრო ეცოტავება გამოსასწორებლად ,ძალას კარგავს და სასუწარკვეთაში ვარდება აღსასრულის მოლოდი სხვა ადამინებისთვის დაუთმია "ჭრელი " მადლიანი სამყარო თვითონ კი თამაშ გარე რჩება
მისმინეთ, აქ თამარი დაგვჭირდება, სასოწარკვეთაა თუ სასუწარკვეთა, როგორც თემის სათაურია?
სასოწარკვეთისას იკითხება იესო ტკბილის დაუჯდომელი.. http://orthodoxy.wanex.net/lotsvani/akatisto/iesu.htm
მქონია შემთხვევა ,როდესაც ერთი ნაბიჯი მაშორებდა სასოწარკვეთამდე მაგრამ ბოლო მომენტში, ბოლო წამს იმ შეგრძნებამ გადამარჩინა, რომ უფალი ჩემთანაა და მარტო არ ვარ. ცოდნამ კი არა-- შეგრძნებამ.
ახლა ზუსტად ვიცი ,ეს ცხოვრებაში ვეღარასდროს დამემუქრება.
არ არსებობს ჩემთვის მიწიერი შიში რომელიც ამ ზომამდე მიმიყვანს, იმიტომ რომ ვიცი მარტო არ ვარ. (შეიძლება ძალიან ხმამაღალი და ამპარტავნული ნათქვამი გამომივიდა , მაგრამ გულახდილი ვარ, არ მეშინია და რა ვქნა )
სახელგანთქმულ ლონდონის ხიდზე თვითმკვლელობათა რიცხვი ორჯერ შემცირდა, როდესაც იგი შავიდან მწვანედ შეღებეს...
ხოდა დავეძალოთ ჩვენც ფერად ხიდებს
ისე ცნობისათვის morrison-ის ძმა ვარ ზურაბი და მოგესალმებით ყველას.
როგორც იქნა დავრეგისტრირდი.მთიული და ასეთი ზარმაცი არავის უნახავს ალბათ.
სასოწარკვეთა, მორწმუნეთა თუ ურწმონოთა სენი არ არის. იგი მთლიანად კაცობრიობის სენია და საკმაოდ მყარად აქვს ფეხი მოკიდებული დღევანდელ საზოგადოებაში. სამწუხაროდ , დღესდღეობით ბევრს სასოწარკვეთა ეუფლება იმ მატერიალური სიდუხჭირის გამო , რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში არც თუ ისე უცხო ხილია ბევრ მორწმუნე მართლმადიდებელსაც კი უჭირს ამაღლდეს ამქვეყნიურ პრობლემებზე და შეხედოს მას , როგორც წარმავალს.
მაგრამ რწმენის სიმტკიცე და მომავლის იმედი (პროპაგანდაში ნუ ჩამითვლით ) ადამიანს ყველაფერს გადაატანინებს. გამოსავალი ყველაზე რთული სიყუაციიდანაც კი ლოცვაა
სასოწარვეთა ბუნებრივად ყველა მძიმე ცოდვილ ადამინს ელოდება თუ გონს არ მოეგება და ჩვენი ვალიც ეგაა რომ ის ხალხი გადავარჩინოთ
მემგონი რომ სასოწარკვეთილებაში მყოფ კაცს რათქმაუნდა ლოცვა და მეგობრების დახმარება თუ შეეწევა, ეს დახმარებაც რა თქმა უნდა ლოცვა უნდა იყოს,
რათქმაუნდა ლოცვა .
თორე მატერიალური დახმარება არაფერს უშველის.
სასოწარკვეთა სულმოკლეობის შედეგია...
სად გადის ზღვარი?
სასო წარკვეთა, ანუ უფრო ახალ ქართულად იმედის დაკარგვა, შესაძლებელია დაემართოს მხოლოდ ისეთ ადამიანს რომელიც საკუთარ თავს იყო დაყრდნობილი... თვითმკვლელობამდე სასოწარკვეთით მხლოდ უიდურესად ამპარტავანი ადამიანები მიდიან...
სწორი შენიშვნა იყო, როცა საკუთარი თავის იმედი გაქვს, როცა გჯერა რომ მაგარი ტიპი ხარ, როცა დარწმუნებული ხარ რომ ნებისმიერ პრობლემას გადაჭრი და ნებისმიერ სირთულეს გადალახავ და უცებ ერთ დღესაც არარ გაგიმართლებს რა მოგივა? დაკარგავ საკუთარი თავის იმედს...
ეს ჩვეულებრივი ქრისტიანლი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ყველას გვექნება გამოცდილი როცა რომელირაც ცოდვასთან ბრძოლის დროს დამარცხდება ადამიანი ხვდება რომ უსუსურია და ღმერთს მიმართავს...
საკუთრი თავის იმედის დაკარგვა უკიდურესად სასარგებლოა მაგრამ, უკიდურესად სახიფათო თუ ღმერთის იმედის გარეშე აღმოჩნდები... ეს უკანასკნელი კი ქრისტიანს ნაკლებად ემუქრება...
როდესაც მთელი კვირეების განმავლობაში უხასიათოდ ხარ, არ გინდა ცხოვრება, მიგაჩნია სრულ უაზრობად შენი არსებობა და ვერ ხვდები ყველასთან მხიარული, მარტო რომ რჩები რატომ გბეზრდება ყველაფერი, მემგონი ესაა დეპრესია...
ეს არის სულის საშინელი მდგომარეობა, როცა ძალიან იტანჯება...
ასე გაგრძნობინებს...
მე ასე ვიყავი, ამას ვეძახდი დეპრესიას
მერე კი მივხვდი, რომ ერთადერთი რამ, რაც მშველოდა ეკლესია იყო...
ახლა ვცდილობ დავეხმარო სულს... (თუმცა ახლაც მაქვს დეპრესიის შემოტევები)
მაიკო
ასეთ დროს ძალიან კარგად უნდა გაიაზროო რა გაწუხებს რატო აღარ გინდა ცხოვრება და რა გაგდებს სასუწარკვეთაში .. უნდა გაიგო და დაიწყო ბრძოლა ამ მომაკვდინებელი ცოდვის წინაღმდეგ ...
თუ ისაუბრებ იმაზე რაც გტკივა ანალიზი დაგეხმარება ზუსტად მიხვდე რატო გემრთება და ამასთან ისიც დაასვკნა რო ამ ყველაფრიდან თავის დახწევა შესაძლებელია ..
ძნელია ამაზე საუბარი როცა სხვები ვერც კი წარმოიდგენენ შენს სულიერ მდგომარეობას....
მთავარი ფიქრია, არ უნდა შეწყვიტო ფიქრი და მიაგნებ გამოსავალს...
დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებს, მე მეგობრების დახმარებით მივედი ეკლესიაში...
დავიჯერე რომ ”ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს...”
იქნებ მეც მაგიტომ ვიყავი ცუდად, რომ ღმერთი მომეძებნა?
მაიკო
მეც მაგას ვამბობ
დაგლოცოს უფალმა!
ალბათ არ არსებობს ჩვენს შორის ადამიანი რომელსაც არ განეცადოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სასოწარკვეთილება.მაგრამ ნაწილი ვახერხებთ რომ გადავლახოთ ეს გრძნობა უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ცოდვაა და მეორეც-რომ არ გადაიზარდოს უფრო საშიშ სენში რასაც დეპრესია ქვია.მსოფლიოში უამრავი ადამიანია დეპრესიით დაავადებული მათ შორის საქართველოში და ბევრი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს,მიუხედავად იმისა რომ იცის რამხელა ცოდვას სჩადის.ნუთუ იმდენად იპყრობს ამ ადამიანებს ეშმაკი რომ მათი გადარჩენა ვერ ხერხდება? ეს არის მტკინვეული თემა ჩემთვის რადგან ჩემმა მეგობარმა სწორედ ასე დაასრულა სიცოცხლე
მარიტა, რატომ წამოიწყე, ჩემო კარგო ეს თემა დეპრესიაში ხომ არ ხარ, ან ხომ არ იყავი და უკვე გადალხე ეს სენი?
გეთანხმები მართლა ძალიან ცუდი გრძნობაა სასოწარკვეთილება, მქონია მეც დეპრესიის შემოტევები. მაგრამ ეკლესიაში რაც შევედი, მას მერე სერიოზულად აღარ შევუწუხებივარ ამ სენს. იმედგაცრუებას ხშირად წავაწყდებით ადამიანები ცხოვრების მანძილზე მაგრამ არ შეიძლება ეს სასოწარკვეთილებაში გადაიზარდოს. ასე უფალს გავანაწყენებთ, სასო წარვიკვეთოთ-ეს ნიშნავს არ გვწამდეს მისი თანადგომის.
(ისე ამ მარხვაში საკმაოდ ხშირად მომეცა მიზეზი სასოწარკვეთილებისა და ღვთის მადლით მაინც ძლიერად ვდგავარ. ესეც გამოცდაა ალბათ)
ნიანია
არა მე პირადად დეპრესია არ მაწუხებს ნუ სასოწარკვეთა მქონია რათქმაუნდა.მაგრამ ჩემ ნაცნობებს რომ უყურებ და მესმის ამბები კიდევ მივხვდი რომ ეს პრობლემა აქტუალურია დღეს.ის ჩემი მეგობარი დეპრესიაში ჩავარდა ჯერ და შემდეგ იძახოდა ეშმაკი მებრძვის და კვეთებული მჭირდებაო.არავინ არ მიაქცია ყურადღება და მალე თავი მოიკლა
რას ფიქრობთ რა შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი?
afxazi
ჩემი აზრით ინდივიდუალურია მაგრამ ძირითადად-დიდი იმედგაცრუება ცხოვრებაში როცა ვერ აღწევ იმას რაც გსურს თუმცა არიან ისეთებიც რომლებმაც მიაღწიეს ყველაფერს მაგრამ მაინს რაღაც მიზეზის გამო კარგავენ სიცოცხლის არსს.ჩემი მეგობრის შემთხვევაში მთავარი ბიძგი სამსახურის დაკარგვა იყო
როდესაც ადამიანის სურვილები და შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს მაშინ ვარდება იგი დეპრესიულ მდგომაეობაში...
დეპრესიას მხოლოდ ეგ იწვევს.
დღევანდელ დროში კიდე იშვიათია შენი სურვილი და შესაძლებლობა ემთხვეოდეს ერთიმეორეს.
afxazi
სწორია რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები ამ დროს ვერ შველიან.რადგან არ ვიცით რითი დავეხმაროთ ალბათ
სამწუხაროდ მე ვიყავი დეპრსიაში,არც თუ ისე ცოტა ხანს ....ეკლესია ძალიან დამეხმარა დეპრსესიის გადალახვაში
BOO
კარგია.მხოლოდ ეკლესია შველის ყველაზე მეტად ამ დროს
afxazi
კი შეიძლება ხდება ეგეთი რამ როცა ზიარების მადლი და სიხარული ვერ მიაქ ადამიანს ტაძრიდან
marita26
დეპრესიის დროს ადამიანი აცნობიერებს იმას თუ რა მოხდა ან რა ხდება მის თავს, ეხლა მე რაღაც ეგეთ პროცესში ვარ, ალბათ დეპრესია ქვია, ვხარშავ თუ რას ვხედავ დღეს , უბნელი მოკლეს, მისი მკვლელი კი მამამისმა გადამალა. აი ამას ვაანალიზებ და თქვენ გინდათ თქვათ რომ ადამიანისათვის ეს პროცესი ძალიან ცუდია? მოდით აბა მაშინ ცუდი რამე რო დაგვემართება ეგრევე ან თავი მოვიკლათ ან კიდევ არ მივაქციოთ ყურადღება და გავატაროთ.
მე ხშირად ვარ ხოლმე დეპრესიაში და ეს ალბათ ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია. დღეს შეიძლება ეკლესიაში წავიდე მარა დეპრესიაში რომ ვარ შეიძლება გზაზე კაცს მანქანა რომ გაიტანს ზედ გადავუარო.
დეპრესიაში ყოფნისას მსოფლიოზე ვარ გაბრაზებული და ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ.
მარა ის ვიცი რომ ეს მდგომარეობა დროებითია და იმის ძალას ვპოულობ რომ დეპრესიაში ყოფნისას ისეთი არ ჩავიდინო, რაც მერე წინ ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდებს. ეს ისეთია, მთვრალი რომ ხარ და ცდილობ გაჩუმდე ვიდრე რამეს წამოროშავ.
ამიტომ როცა ჩუმად და უხმოდ ვარ შორს ჩემგან შეიძლება უბედურება დატრიალდეს.
არასდროს არ ვყოფილვარ დეპრესიაში......
ქავთარაძე
კარგი არ მოაქ ამ პროცესს თუ დიდხანს გრძელდება.თორე არის ხანმოკლე დეპრესიული მომენტები-მე ასე უწოდებდი პირადად მაგრამ ხომ ვახერხებთ გადავლახოთ.აი ხანგძლივის უკვე ჩამოყალიბებული დეპრესიის გადალახვა უკვე ძნელია
დასცინეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ეეთ
აი ჩემი რეაქცია დეპრესიაზე
დეპრესია ღმერთს არ გამოუგონია
არც ეშმაკს
ვიღაც უბედურმა ნეანდრეტალელმა ამერიკა-ევროპამ გამოიგონა და იყვნენ დეპრესიაში
და ქართველები რომ გაიძახია დეპრესიაში ვარო,აი ამაზე ვცეცხლდები
ქვეყანა ფეხზეა დასაყენებელი და ხალხი სიგარეტის წევით სკდება,დეპრესიაში ვარო
მალადეეეეეეეეეეეც
მეც მქონია დეპრესიები... მაგრამ არა რაიმე ამბის გამო...
არ ვიცი უფრო ქრუნიკული იყო მემგონი, ცუდად ვგრძნობდი თავს და ამ განწყობიდან გამოსავალს ვერ ვხედავდი, მეგონა რომ უმიზნოდ ვცხოვრობდი...
მოლედ ასეთი დეპრესიაც არსებობს, რომელიც ჩემი აზრით სულის დაავადება... ჩვენი სული კი ყოველთვის იტანჯება, როცა გმერთისგან შორს ვართ...
რა დროს დეპრესიაა ხალხო. მერე რა თუ რაიმე კონკრეტულ საქმეში არ გაგვიმართლა, ყოველი დილა რომ გვითენდება ეს არ არის გამართლება?
თავზე ჭერი რომ გვაქვს, რომ არ გვცივა და არ გვშია, მეგობრები რომ გვყავს, ადამიანები რომელიც გვიყვარს და ვუყვარვართ,
ვიღაცას ამ დროს ქუჩაშია, სცივა შია და არავინ ყავს.
გვაქვს კი უფლება ამის მერე რაღაც ყოფითი წარუმატებლობის გამო ვიძახოთ დეპრესიაში ვარ და უბედური ვარო?
ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას, დეპრესია უნამუსობად მოგვეჩვენება და აღარ გავიკარებთ
მე პირადად სასოწარკვეთის პერიოდი მქონდა ყველაზე ხანგძლივი 1 თვე დაახლოებით-სიყვარულში იმედგაცრუების გამო
ჯიგრები ხართ,musikosi და ხათუნა!! სრულიად გეთანხმებით!
დეპრესია და სასოწარკვეთა ჩვენი თავის ზედმეტი სიყვარულის , ეგოიზმის გამო მოგვდის! და ამასობაში ვერ ვამჩნევთ ჩვენი ასეთი განწყობით როგორ შევურაცჰყოფთ ღვთის ნებას როგორ გგონიათ, ღმერთი, რომელმაც ისე შეგვიყვარა, რომ თავისი ძეც მოგვივლინა გამოსახსნელად და ამდენ წყალობას და სიხარულს გვანიჭებს, ეს ღმერთი გაგვწირავთ ჩვენ?? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. ყველაზე ძნელია ამის დაჯერება იმ მომენტში, როცა გიჭირს, მაგრამ გადის დრო და ხვდები, რა საოცარი სიბრძნე დევს ყველაფერში.
ღმერთმა მოგვცეს მოთმინება და სულიერი თვალი აგვიხილოს.
ორმოცი დღის წინ მამიდაჩემი რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა (ინსულტი მიიღო)...იმ ხანებში ერთმა სასოწარკვეთილმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე(იმავე რეანიმაციაში)...როცა ეს ვნახე გავოგნდი და გავბრაზდი:იმ დღეებში მთელი ჩვენი ნათესაობა ვცდილობდით,ყველანაირი ხერხით ჩვენთან დაგვეტოვებინა ავადმყოფი და ასეთ დროს ვიღაცამ უფულობას ვერ გაუძლო და სიცოცხლე მოისწრაფა...
ცუდია დეპრესია...
ხათუნა
salomea07
გეთანხმებით
afxazi
ეხლა ვარ დიდ დეპრესიაში
ოღონდ არ ვიცი როდის მორჩება.
დაგვტოვეს ხომ ჩემო კორსიკელო მე და შენ მარტო?!!!!
ubralod ninka
გამარჯობათ, პირველად შემოვედი ამ ფორუმზე და მინდა ვაღიარო, ეს ჩემი რთული სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, მე რო დღეს თქვენი ნაწერები არ წამეკითხა ალბათ დარდისგან მოვკვდებოდი, ძალიან არ მინდა ამის თქმა მაგრამ ცუდად ვააარ, არ ვიცი რით ვუშველო თავს ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ ჩემი საყვარელი ადამიანის გარეშე რო სხვას ყველაფერს ხალისი დაეკარგა ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ ისე მოხდა რო დავშორდით, შეიძლება თქვენ უმრავლესობამ ვერ გამიგოთ, მაგრამ დამიჯერეთ ეს ჩემთვის ისეთი ტკივილის მომტანია რო აგერ უკვე 6 თვეა ვცდილობ გონზე მოსლვას მაგრამ არ გამომდის, ძალიან მინდა რო მწამდეს რო ყველაფერი კარგად იქნება მარამ მის გარეშე ჩემი კარგად ყოპნა ვერ წარმომიდგენია, მაშინ სასწაული უნდა მოხდეს და ის ადამიანი დამიბრუნდეს (რისი შანსიც ძალიან მცირეა) სხვა შემთხვევაში რა იქნება ჩემი ხსნა გთხოვთ დამეხმარეთ და მირჩიეღ რამეე
ფსალმუნები იკითხე
"იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში კადნიერი სიტყვა წარმოთქვა, - იუდასაც რომ შეენანა, უფალი არა მარტო შეუნდობდა მას, არამედ, ვითარცა მოციქულს, მიიღებდა. მაგრამ იუდამ სასო წარიკვეთა და დაისაჯა. ამიტომაც ყველა ცოდვაზე მეტად სასოწარკვეთას უფრთხილდი-მეთქი."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი რამაა საშიში - აღარ გვინდოდეს სინანული, ჩავვარდეთ სასოწარკვეთაში და საყვედურებით ავიკლოთ ღმერთი. დანარჩენი გამოსწორებადია"
"არასდროს ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, ყოველთვის გვქონდეს ღვთის იმედი, რომელიც ცდილობს, განსაცდელით დაგვიახლოვოს".
/მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)/
"ზეციერმა მაცნემ, სალათიელმა, აუხსნა აგარს, რომ სასოწარკვეთის ცრემლები ვერ დაეხმარებოდა, შეეწეოდა მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა"
"გიგზავნით სულიერ რეცეპტს და გირჩევთ, მოცემული წამალი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებული უიმედობისა და სასოწარკვეთილების წუთებში. ამ წამლის გამოყენებისას უბრალო მკურნალობის დაფარული ძალა და მაკურნებელი თვისება სწრაფად გამოჩნდება, როდესაც აუჩქარებლად, საკუთარი თავის გასაგონად გონებაში წარმოვთქვამთ შემდეგი ლოცვის სიტყვებს:
"დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, მოვლენილი მწუხარებისათვის. ამას ჩემი ცოდვებით ვიმსახურებ. მომიხსენე, მე, სასუფეველსა ჩემსა".
ეს ლოცვა უნდა წარმოითქვას აუჩქარებლად, შემდეგ მცირე ხნით შევისვენოთ და განვაგრძოთ 5 ან 10 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ ვიგრძნობთ, რომ სული დაგვიმშვიდდა და დაგვიწყნარდა".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"არ წარიკვეთო სასო, იმიტომ რომ უფალი მოწყალეა; მაგრამ არ იყო უდარდელიც, იმიტომ, რომ იგი მართალია"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არ არსებობს ქვეყანაზე სრულებით სასოწარმკვეთი მწუხარება"
/კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)/
"სასოწარკვეთაზე დამღუპველი და საშინელი ცოდვა, სულისთვის არ არსებობს"
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ნურასოდეს დაივიწყებ, რომ რამდენი განსაცდელი და უსიამოვნებაც უნდა შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, ისინი ყოველთვის გამოცდად უნდა მიიღო და არა ღვთისაგან დავიწყებად. ეს ბევრ ქრისტიანს ემართება. სწორედ ამიტომ ცვივდებიან სასოწარკვეთილებაში, რამეთუ თავს უარყოფილად მიიჩნევენ".
"მწუხარებისა და სასოწარკვეთილების დროს გირჩევთ იესო ტკბილის დაუჯდომლის წაკითხვას"
/ბერი არსენ ათონელი/
"განსაცდელისა არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან არის ღმერთი. ცდუნებისაგან სასოწარკვეთა და სულმოკლეობა არ უნდა დაგვემართოს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ყოველგვარი ცოდვის მონანიება შეიძლება. შესცოდე - მოინანიე, კიდევ შესცოდე - კვლავ მოინანიე და ასე ბოლომდე. ასე თუ მოიქცევი, სასოწარკვეთილებაში არასოდეს ჩავარდები და ნელ-ნელა სიმშვიდეს მოიპოვებ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"სასოწარკვეთილება დიდწილად მანკიერი ცხოვრების შედეგია"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
***
აჰა, განქარდა ყოველივე
ესე ციური,
ამაოების კვლავ აჩრდილმა
გული განკვეთა.
ახლა... შენ აღებ ცივ დარბაზებს
ჩემი სულისთვის
და...
მწუხარების სახლში მიწვევ,
სასოწარკვეთავ!
/ანა კალანდაძე/
"ზოგჯერ სასოწარკვეთილების ვნება გვიტევს და პროტესტის გრძნობა გვეუფლება: "ადრე ვლოცულობდი და ვცდილობდი, ღვთისთვის სათნოდ მეცხოვრა, მაგრამ რა შედეგი გამოიღო ამან? განა დამთრგუნველი, მძიმე შინაგანი მდგომარეობა საპირისპიროზე არ მიუთითებს?!"
თუ ეს დაბრკოლება გადავლახეთ და ლოცვა დავიწყეთ, უმეტესად მალევე ვიგრძნობთ, როგორ ცხრება სასოწარკვეთილება, იდევნება ბოროტი და მჭმუნვარე, შავბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა. ხოლო თუ კაცი აჰყვა კაეშანს, ვერ სძლია თავს და ადრე თუ გვიან არ დაიწყო ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება, მდგომარეობა თანდათანობით უფრო და უფრო დამძიმდება. სანამ ადამიანი არ მიუბრუნდება ლოცვას, თავს უკეთ ვერ იგრძნობს."
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"რამდენჯერ ყოფილა, განერვიულებულნი ვართ, გვებრძვის სასოწარკვეთილების მძიმე და მტანჯველი განცდები, ამ დროს ვიწყებთ ლოცვას და ნუგეშს ვგრძნობთ, გვიმსუბუქდება მდგომარეობა"
/მამა ლაზარე აბაშიძე/
"ნურავითარი მწუხარების დროს ნუ შეგვიპყრობს სასოწარკვეთილება, არამედ მადლობა შევწიროთ უფალს და მასში ვჰგიებდეთ".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"შეუდნეთ, გიყვარდეთ - და არც სასოწარკვეთილება მოვა, არც მწუხარება"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ადამიანებისადმი დამახასიათებელი სევდა მისთვის [ბერი იოსებ ვატოპედელი] არ არსებობდა. გულში მუდმივი სულიერი სიხარული ჰქონდა. არ იცოდა, რას ნიშნავდა სასოწარკვეთილება ან წყენა. ცხოვრებისეულ საშიშ სიტუაციებშიც კი სრულიად აუღელვებელი რჩებოდა".
"ადამიანმა მხნეობა არ უნდა დაკარგოს, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს, როდესაც ხედავს, რომ რაღაც მიზნისთვის უნდოდა მიეღწია და ვერ მიაღწია. წარუმატებლობა წარმატებაა, რადგან არ ვიცით, ღმერთს რა უნდა. როდესაც იცი რა უნდა ღმერთს, ადვილად ითმენ, მაგრამ ღმერთის ნება ყოველთვის ტკბილი არაა, ზოგჯერ მწარეცაა".
"ის, ვინც არ აღასრულებს ქრისტეს მცნებებს, ადვილად ვარდება სასოწარკვეთილებაში".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"ცოდვილ სულს, რომელმაც არ იცის უფალი, ეშინია სიკვდილისა, რადგან ფიქრობს, რომ უფალი არ მიუტევებს ცოდვებს. ეს იმის ბრალია, რომ სული არ იცნობს უფალს და არ იცის, როგორ ვუყვარვართ მას. ადამიანებმა ეს რომ იცოდნენ, არავის შეიპყრობდა სასოწარკვეთილება, რადგან უფალი არა მარტო შეგვინდობს, არამედ ძლიერ ხარობს ცოდვილის მოქცევის გამო. სიკვდილი მოვიდა, მაგრამ შენ გწამდეს, რომ როგორც კი ითხოვ, მაშინვე მოგეცემა შენდობა"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ეშმაკისეული მზაკვრობა და საქმე ის გახლავთ, რომ შთაგვაგონოს სასოწარკვეთილება მას შემდეგ, რაც ცოდვაში ჩაგვაგდებს, რათა სასოწარკვეთილებით საბოლოოდ დაგვღუპოს"
/ამბა სტრატიგიოსი/
"ცოდვა იმდენად არ ღუპავს, რამდენადაც სასოწარკვეთა. ცოდვის ჩამდენი თუ გამოფხიზლდება, სინანულით სწრაფად გამოასწორებს ჩადენილს, ხოლო ვინც სასოწარკვეთაში ვარდება და არ ინანიებს, იმიტომაც რჩება გამოუსწორებელი, რომ სინანულით არ იმკურნალა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უფალი, რომელმაც იცის ჩვენი ბუნების სისუსტე, მხოლოდ იმას ითხოვს ჩვენგან, რომ, როდესაც რაიმე ცოდვაში აღმოვჩნდებით, სასოწარკვეთილებამ არ შეგვიპყროს, არამედ განვეშოროთ ცოდვას და გამოსწორება ვიჩქაროთ. და თუ ასე მოვიქცევით, ის სწრაფ შეწყალებას აღგვითქვამს, რადგან მისი სიტყვებია: განა ვინც დაცემულა, არ ამდგარა ან ვინც გაბრუნებულა, არ მობრუნებულა? (იერ. 8,4)"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სასოწარკვეთა ნიშნავს საკუთარი თავისთვის უფლის მოწყალების წართმევას, რომლის გასაღებადაც უფალი ყოველ წუთს მზად არის"
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/
"მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ - პირიქით, უნდა გვიხაროდეს და ვმადლობდეთ, მისი უსაზღვრო გულმოწყალების გამო უფალს, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა, და რომელიც მცირეოდენი მწუხარების სანაცვლოდ მარადიულ სიხარულს გვიმზადებს"
"შეცოდება ადამიანური საქმეა; სასოწარკვეთა - სატანური!"
/წმ. ნილოს სინელი/
"წარიკვეთო სასო - ნიშნავს, თავად წაართვა საკუთარ თავს ღვთის მოწყალება, რომლის მოსაცემადაც უფალი ყოველ წუთს მზადაა!"
"დაუდევრობა აგდებს ზეციდან, სასოწარკვეთა კი უღრმესი ბოროტების უფსკრულისაკენ მიუძღვის!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სასოწარკვეთა ჯოჯოხეთია სულში, მანამ, ვიდრე სულს ჯოჯოხეთში ჩააგდებდეს".
"სასოწარკვეთილება სხეულსაც ახმობს და სულსაც ანადგურებს"
"ისე ვერაფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისაგან დათრგუნულ გულს, როგორც - ღმერთის გახსენება!"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"აღსასრულამდე ნურავის დანატრებ და სიკვდილამდე სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი!"
/წმ. ეფრემ ასური/
"ბერი იოსები [ვატოპედელი] ამბობდა, რომ სინანული ერთადერთი იმედია სასოწარკვეთლი ადამიანისთვის, რომელიც ადამის დაცემამ სრულიად "უხმარ-ჰყო" და გახრწნა მისი გონიერი ძალები და ღმრთივმიმსგავსებული ხატი".
"ეშმაკისთვის დამახასიათებელია შემცოდველის სასოწარკვეთილებაში ჩაგდება. მაგრამ წმიდათა ცხოვრებებში უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ადამიანებს თავიანთი შეცდომებისა და დიდი ცოდვების გამო ეშმაკი სასტიკად ებრძოდა, მაგრამ ისინი სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ და უკან არ დაიხიეს, მიუხედავად მრავალი უხილავი ჭრილობისა, რომელსაც, ღმერთის დაშვებით, სატანისგან იღებდნენ; სინანულის გზას არ გადაუხვიეს, რადგან უფლის უცვლელი მოწყალების იმედი და რწმენა ჰქონდათ".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"მოდის ეშმაკი, რათა სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს.
- აბა, დაიკარგე, აქედან, ურჩხულო! შენნაირი ადვოკატი არ მჭირდება!
როდესაც მხნეობას ვკარგავთ და იმედი გვეწურება, ასე უნდა მოვიქცეთ: იარაღი მუდამ მომარჯვებული უნდა გვქონდეს. მხნეობა ჩვენი "ძრავის საწვავია". საწვავი რომ თავდება, მანქანა აღარ იქოქება. მხნეობა ჩვენი ძალაა, მამოძრავებეული ძალა. ეშმაკის ნათქვამის შეგვეშინდება? რა შეცდომაც არ უნდა მოგვივიდეს, ეს შეცდომა არ შეიცავს არც ღალატს, არც უარყოფას, არც აზრისა და ნების შეცვლას, არა. უბრალოდ, შევცდით, უყურადღებობა და გამოუცდელობა გამოვიჩინეთ".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"სასოწარკვეთილების შავი ქვა ფარავს ყველაფერს..."
"ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას. ყოველგვარი ცოდვა, ღვთის მადლით, ემორჩილება განკურნებას"
/დეკ. გიორგი რაზმაძე/
"ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"წარმატებებით ნუ იტრაბახებ და ცოდვის აღსრულების შემდეგ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი"
/წმ. ეფრემ ასური/
"იმისათვის, რომ არ შესცოდო, საჭიროა, ღვთის სამართლის შიში გქონდეს; ცოდვილი სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეს, ღვთის გულმოწყალების იმედი უნდა ჰქონდეს!"
/წმ. ბასილი დიდი/
"ხშირად უიმედობაში ვვარდებით, მწუხარებაში, დეპრესიაში, - სიცოცხლე არ გვსურს, ამას ქვია სასოწარკვეთილება, ეს უმძიმესი განცდაა და უმძიმესი ცოდვაც. ცოდვაა იმიტომ, რომ სასოწარკვეთილი ადამიანისაგან უფალი განეშორება, და ეს ძალიან მტკივნეულია კაცობრიობისთვის"
"სასოწარკვეთილების ცოდვა ერთ-ერთი იმათგანია, რომლის შენდობაც ყველაზე ძნელია, იმიტომ, რომ ის პირდაპირ, ბუნებრივად ეწინააღმდეგება შენდობას, რადგანაც კარს უხშობს სინანულს - იმ ერთადერთს, რომლის საშუალებითაც შენდობას მიიღებდა, და განსაკუთრებით იმიტომ, რომ შეურაცხყოფს და განაგდებს ღვთის გულმოწყალებას, რომელიც შენდობის მიმნიჭებელია!"
"როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სიმამაცე არ მომმატებია, უფრო სასო წარმევკეთა, სასოწარკვეთილება ხომ ხშირად იმ ადგილს იკავებს, სადაც, წესით, სიმამაცე უნდა იდგეს სადარაჯოზე"
/შარლოტ ბრონტე/
"სასოწარკვეთა ღმერთის წყალობაზე უარის თქმაა, სიტყვასიტყვით სასოწარკვეთა ნიშნავს იემდის დაკარგვას, რაც უკვე თვითმკვლელობაა და ამის საფუძველია ამპარტავნება"
/მამა გურამ ოთხოზორია/
"სინანულში მყოფი ადამიანი საკუთარ თავს სჯის, მაგრამ საჭიროა ჯანსაღი სინანულის გამოვლენა - ცოდვათა განცდამ სასოწარკვეთილებამდე არ უნდა მიიყვანოს, არამედ მონანულს უფლის შეწევნის იმედი უნდა ჰქონდეს: მან სასოება უნდა დაამყაროს ღვთის გულმოწყალებაზე"
"ცოდვათა გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა საკუთარი თავის მკვლელობას ნიშნავს. ღვთის სახიერებასა და კაცთმოყვარეობას ვერაფერი აღემატება და ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მას ღმერთი არ აპატიებს, ღმერთს შეურაცხყოფს"
"სირცხვილი და სასოწარკვეთა, როცა ვნებები გაწუხებენ, ნიშანია სულიერი სიამაყისა, - ბრძანებს წმინდა მაკარი ოპტელი. საჭიროა ყველაზე დიდი დაცემისასაც არ გაახარო მტერი დარცხვენით და სასოწარკვეთით, არამედ დამდაბლდით, დაინახეთ თქვენი უძლურება და სიღრმით გულისათ, სინანულით წარდექით უფლის წინაშე. სჯობს დამდაბლდეთ და შეინანოთ, ვიდრე სასო წარიკვეთოთ. სინანულით და სიმდაბლით მოიხვეჭთ ღვთის მადლსა და შეწევნას."
"მოთმინება, მოთმინება, მოთმინება... ერთხელაც ვეღარ გავუძელი და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი! იცით, რას ნიშნავს სასოწარკვეთილება? ჯოჯოხეთის, გეენიის შეგრძნება. მხოლოდ მისი გახსენებაც კი საშინელი კოშმარია"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"ტყუილად არ არის ნათქვამი: უსასოობა სასოებით იკურნება. სასოწარკვეთილება იმედის დაკარგვაა, სასოება კი იმედით ლოდინი. რა შეიძლება იყოს მარადიულ ცხოვრებაზე უკეთესი? არაფერი! ღმერთთან უსაზღვრო ურთიერთობა, მართლებთან ურთიერთობა - ყოველივე ეს ელოდება მართლმადიდებელ ქრისტიანს. ისეც ხდება, რომ გადაჭარბებული მუშაობისგან ადამიანი, უბრალოდ, იქანცება და სასოწარკვეთილებაში ვარდება"
/მღვდელი დანიელ სისოევი/
"სასოწარკვეთილება უმძიმესი სულიერი მდგომარეობაა. ღვთის შეწევნის გარეშე ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან ძნელია"
"სასოწარკვეთილება და ამპარტავნება სრულიად საპირისპირო სულიერი მდგომარეობანია, ამის მიუხედავად, ეშმაკის მანქანებით, ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ვნებაც კი შეიძლება ერთდროულად დაეუფლოს ადამიანს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"შესაძლებელია ადამიანს ხელის ან ფეხის თითი ისე დაუზიანდეს, რომ საჭირო გახდეს მისი მოკვეთა, მაგრამ ადამიანს როგორც არ უნდა ასტკივდეს თავი, მის მოკვეთას არც არავინ გაიფიქრებს. ვინც სიცოცხლის ბოლომდე სასოს წარიკვეთს და უფლის შემწეობის იმედს დაკარგავს, შეიძლება მივამსგავსოთ კაცს, რომელიც თავის ტკივილის გამო თავის მოკვეთაზე იფიქრებს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის კაცთმოყვარეობას აღემატება, ამიტომაც არ უნდა წარიკვეთოს ადამიანმა სასო; სასოწარკვეთილება - ეს არის უარყოფა ღვთის კაცთმოყვარეობისა"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სასოწარკვეთილებაში ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ორი გზით - მას სასოწარკვეთილება ეუფლება ან თავისი ცოდვების გამო, ან ამ მდგომარეობამდე მიჰყავს ამპარტავნებას. როდის ვარდება ადამიანი ამპარტავნების გამო სასოწარკვეთილებაში? - როდესაც თვლის, რომ უღირსად ექცევიან და სათანადო პატივს არ მიაგებენ. ორივე შემთხვევაში მას სულიერი კურნებაც სხვადასხვაგვარად სჭირდება. როდესაც კაცი ცოდვების გამო ვარდება სასოწარკვეთილებაში, მისთვის მაკურნებელია ლოცვა და ღვთის სასოება. ამპარტავნების მიზეზით სასოწარკვეთილებისგან განკურნება მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბლობით და სხვათა განუკითხველობით არის შესაძლებელი"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"თუკი სული სასოწარკვეთისკენ არის მიდრეკილი, მაშინ უფალი მას დააყენებს ყველაზე დაძაბული სამუშაოს ეპიცენტრში, სადაც მას არ ექნება დრო, მიეცეს თავის ვნებას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მუდამ ადამიანებს განვიკითხავთ. ასეთ დროს შეიძლება სიძულვილიც დაგვეუფლოს, შეიძლება შურისძიებისა და სასოწარკვეთილების გრძნობაც გაგვიჩნდეს. სხვათა შორის, სასოწარკვეთილი ადამიანი ძალიან გაბოროტებულია ხოლმე, შეუძლია დიდი სისასტიკე ჩაიდინოს"
/მეუფე დანიელი/
"თუკი შემუსვრილი გულის ტკივილით უკვე სასოწარკვეთილი ხარ ცხოვრებაში, შენ გაგეხსნა უფლის დაფარული საიდუმლოებანი"
"საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა: არსებობს ორი სახის სასოწარკვეთილება: ერთი - პირწმინდად ნეგატიური, ადამიანის ჯერ სულიერად, შემდეგ კი - ხორციელად დამღუპველი; მეორე - კურთხეული"
/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/
"მოციქული ამბობს, რომ სასოწარკვეთილების დროს ილოცე, ხოლო როდესაც გიხარია - ფსალმუნები და სასულიერო საგალობლები იგალობე"
/ღირსი იოსები (ლიტოვკინი, 1837-1911)/
"იქ, სადაც სულიერი შფოთი და სასოწარკვეთილება მეფობს, ეშმაკეული სულიერი ცხოვრებაა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"როგორც ითქვა, მრუშული შემოტევები ხშირად ძლიერდება ნერივულობის, სასოწარკვეთის დროს, მაშინ, როცა ადამიანს უჭირს, აფორიაქებულია. ასეთ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი სიმშვიდის დაბრუნებაა. ამას კი ხელს უწყობს განმარტოება. მრუშული განცდების მოძალებისას, და სულაც არ არის ეს აუცილებელი სასოწარკვეთას, ნერვიულობას დაუკავშირდეს, მათთან ბრძოლის სურვილის შემთხვევაში, შვების მომტანია ცალკე ოთახში გასვლა, თუნდაც 10-15 წუთით მარტო დარჩენა. ამ დროს თუ თვითონ არ აძლევენ საკუთარ თავს სიძვით განცდებში ჩაძირვის საშუალებას და ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ცდილობენ, თვალშისაცემია, თანდათან როგორ სუსტდება ვნების შემოტევა და სიმშვიდის დაბრუნებიასთან ერთად ხდება მისი მარწუხებისგან განთავისუფლება"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"გააცნობიერე, რომ თავდაჯერებაც და სასოწარკვეთილებაც მტრის მიერ არის შთაგონებული, მტკიცედ გაექეცი ორივეს"
"რადგანაც მწუხარება, რომელიც არ არის ღვთისამიერი, ხდება ფესვი ყოველგვარი ბოროტებისა; და თუ დიდი ხნით დარჩება ჩვენ შორის, მალე სასოწარკვეთილებად ქცეული, სულს დააცარიელებს და დახსნის, დაასუსტებს, მოუთმენელს გახდის და გააზარმაცებს ლოცვისა და კითხვის მიმართ"
/ღირსი ნილოს სორელი/
"სასოწარკვეთილებაში ყოველთვის ბოროტი ძალა გვაგდებს, მას არ უნდა ვუსმინოთ"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მხსნელი უფალია. ჩვენ არა ვართ ჩვენი ხსნის შემოქმედნი, უფალი ჩვენდამი თავისი გულმოწყალებით გამოგვიტაცებს ყოველი მანკიერებისგან - მათ შორის სასოწარკვეთილებისგან"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"სასოწარკვეთილებაში არ ჩავცვივდებით, მოვითმენთ და ვილოცებთ, რათა უფალი შეგვეწიოს ჩვენ, ცოდვილთ"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"ერთხელ, გემის კატასტროფისას ერთადერთი ადამიანი გადარჩა. ის გამოირიყა უკაცრიელ კუნძულზე.
კაცი მთელი ძალებით ლოცულობდა ღვთისადმი და ევედრებოდა გადარჩენას. ის ყოველ დღე აკვირდებოდა ჰორიზონტს, მაგრამ არავინ ჩანდა მის გადასარჩენად.
ბოლოს დატანჯულმა გემის ნამსხვრევებიდან ააშენა ქოხი, რათა თავი შეეფარებინა სტიქიისგან და იქ შეენახა გადარჩენილი ნივთები.
მაგრამ ერთხელაც, საკვების მორიგი ძიების შემდგომ როცა დაბრუნდა, მან დაინახა, რომ მისი ქოხი იწვის და კვამლი ცას სწვდება. მოხდა ყველაზე საშინელი რამ - მან დაკარგა ყველაფერი. მწუხარებითა და სასოწარკვეთით აღვსილმა მან ღმერთს შეჰღაღადა: "ღმერთო, რისთვის?!"
მეორე დღეს, ადრე დილით ის გააღვიძა კუნძულისკენ მცურავი გემის ხმამ, რომელიც მის გადასარჩენად მოისწრაფოდა.
როგორ გაიგეთ, რომ მე აქ ვარ? - ჰკითხა კაცმა თავის მხსნელებს.
ჩვენ დავინახეთ თქვენი სასიგნალო კოცონი, - უპასუხეს მათ.
რა ადვილია, ჩავვარდეთ სასოწარკვეთაში, როცა მოდის განსაცდელი. მაგრამ არ უნდა დავეცეთ სულიერად. ღმერთი ხომ ზრუნავს ჩვენზე, მაშინაც, როცა ჩვენ ტკივილი და სატანჯველი გვეწვევა ხოლმე. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი ქოხი დაიწყვება ძირის ძირამდე - იქნებ ეს სასიგნალო კოცონია, რომელიც ღმერთს მოუხმობს".
"სასოწარკვეთილების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ვნების შემოტევისას ზოგჯერ ამის არავითარი სურვილი, განწყობა არ აქვთ. ასეთ დროს ხშირად ეჩვენებათ, რომ აზრი არა აქვს ამ ღვთისმსახრუებითი წესის შესრულებას, ხანდახან შემოდის პროტესტის გრძნობაც, თუ ადრე ვლოცულობდი, ვცდილობდი ამით თუ სხვა რამით მესიამოვნებინა უფლისთვის, ვინდომებდი მეცხოვრა მისთვის სათნოდ, მოიტანა კი ამან ყველაფერმა თვალშისაცემი დადებითი შედეგი - ფიქრობენ ასე - განა დამთრგუნველი, მძიმე შინაგანი მდგომარეობა სულ საპირისპიროს არ მიუთითებს. თუ გადალახული იქნება ეს ბარიერი და დაწყებულ იქნა ლოცვა, ხშირად მალევე იგრძნობა, თანდათან როგორ ცხრება სასოწარკვეთილების ვნება, იდევნება გონებიდან მჭმუნვარე, შავ-ბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა, არადა, თითქოს რა შეიცვალა, მწარე სინამდვილე თავისი პრობლემებით, გაჭირვებით ხომ იგივე დარჩა, მაგრამ ლოცვა დევნის იმ სასოწარკვეთილების დემონს, ადამიანის ყურთან რომ არის უხილავად დადარაჯებული და შთააგონებს უიმედობას, ღვთისმგმობელ თუ სხვა სახის ცოდვილ აზრებს. თუ კაცი აჰყვა თავის კაეშანს, ვერ ძლია საკუთარ თავს, ადრე თუ გვიან არ დაიწყო ლოცვა, მდგომარეობა თანდათანობით უფრო და უფრო დამძიმდება და სანამ არ მიუბრუნდება ღვთისმსახურებითი წესების შესრულებას, გაუმჯობესებას ადგილი არ ექნება.
სასოწარკვეთილების განცდების მოძალების ერთ-ერთი ხელისშემწყობი პირობაა გონებრივი და ფიზიკური გადაღლა. როგორც წმიდა მამები აღნიშნავენ, გულგატეხილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ან გადაღლით, როცა თავის შესაძლებლობებზე მეტად იტვირთავენ თავს, ან ბოროტისეული ზემოქმედებით. როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, ხშირად ის პრობლემები, რომლებსაც აქვს მის ცხოვრებაში ადგილი, გასაჭირი, რომელშიც იმყოფება და ამას ვერ აცდება, ხშირად უფრო შავ, მუქ ფერებში მოჩანს. როგორც დასუსტებულ ორგანიზმს ადვილად ერევა სენი, ასევე გადაღლილ, გამოფიტულ კაცსაც არცთუ იშვიათად ერთგვარად ჯაბნის სასოწარკვეთილებითი შემოტევები. ამიტომაც ასეთ დროს, ერთ-ერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უბრალოდ შეეცადონ დასვენებას. ოთახში განმარტოება, სავარძელში თავისთვის ჩაჯდომა ან უბრალოდ წამოწოლა და ამ დროს გონების, სხეულის დასვენება ასეთ დროს ზოგჯერ მეტად კარგი შედეგის მომტანია. ძალების აღდგენასთან ერთად თავისთავად ხდება შავ-ბნელი განცდების განეიტრალება და აზროვნება ბუნებრივად გადაერთვება უფრო სასიამოვნო, ნაკლებ შემაწუხებელ ფიქრებზე"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"მრავალი განსაცდელის, გაჭირვების გადატანა უხდება კაცს მიწიერ ცხოვრებაში და ერთის მხრივ სრულიად გასაგებია რაღაც მომენტში ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, დაკარგოს იმედი, შეერყას რწმენა ღვთისა, ამას ვერავინ აცდება, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი აუცილებლად გულისხმობს მას, რაც შეიძლება ნაკლებად აყვე სასოწარკვეთილებით ფიქრებს, განცდებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო მდგრადი გახდე მათდამი"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"რა საშუალებები არსებობს სასოწარკვეთილების ვნების წინააღმდეგ? ისინი მრავალგვარია, მაგრამ პირველი და უმთავრესი მაინც მორჩილებაა"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"იგი [ღირსი პაისი ათონელი] არასოდეს იყო უიმედო და სასოწარკვეთილი, როგორი რთული და გამოუვალი მდგომარეობაც არ უნდა ჰქონოდა. ისე მტკიცედ სწამდა ღვთის დახმარების, როგორც პირადი განსაცდელის დროს, ისევე სხვათა, საეკლესიო, ეროვნული თუ საერთაშორისო პრობლემების არსებობისას. სწამდა: "უფალი არ დაუშვებს, რომ ცუდი რამე მოხდება, თუკი ამ ცუდიდან კარგი არ გამოვა ან არ შეუშლის ხელს უფრო დიდ ცუდს"
"ნუ წარვიკვეთთ სასოს, რადგან სასოწარკვეთილება ამპარტავნებისგანაა. ის უდიდესი ამბოხია ღმერთის წინააღმდეგ. ნუ დანებდებით სასოწარკვეთილებას!"
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/
"ქოხს, რომელშიც მეუფე ლუკა [ვოინო-იასენეცკი] ცხოვრობდა, ფანჯრებზე შუშები არ ჰქონდა, მათ ადგილას სქელი ყინული იყო აკრული და მისი ნახვრეტებიდან საშინელ გამჭოლ ქარს თოვლის გროვა შიგნით შეჰქონდა. სურათი საკმაოდ დამთრგუნველი იყო და სასოწარკვეთილების მიზეზიც ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ღირსი მამა სიმშვიდეს, წონასწორობასა და მოთმინებას ინარჩუნებდა"
"მომაკვდინებელი ცოდვაა სასოწარკვეთა; იგი არის ქრისტეს ცოცხალი რწმენის ქმედითი უარყოფა".
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"რა ტანჯვაა, რა ჯოჯოხეთური ტანჯვაა ჩიოდე, დრტვინავდე ზემოდან წინასწარგანგებულ სასმისზე!
ღვთის წინაშე ცოდვაა დრტვინვა, მოუთმენლობა, სულმოკლეობა, განსაკუთრებით კი, სასოწარკვეთა - დამნაშავე ურწმუნოების მახინჯი შვილები"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ადამიანს, რომელიც ღვთისთვის წუხს, რომელსაც ღვთისმიერი გულმოდგინება აქვს, სასოწარკვეთა არ იპყრობს"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"დემონის დამახასიათებელი თვისებებია ასევე - გულგატეხილობა, სევდა, უიმედობა, სასოწარკვეთა"
"და კიდევ: მაინცდამაინც ნუ ჩაუღრმავდები ცხოვრებისეულ გარემოებათა ჭვრეტას - ისინი ადგილზე კი არ დგანან, მიედინებიან, მიქრიან, ელვის სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს. და ჩვენც მივქრივართ მარადისობის კარიბჭისკენ! ხოლო ვინც გარემოებათა ცქერით ერთობა, ვისაც ისინი უმოძრაოდ წარმოუდგენია, ის ადვილად ვარდება სასოწარკეთილებაში. ვინც ხედავს, რომ ყოველივე მიფრინავს და თვითონაც მიფრინავს ამ ყოველივესთან ერთად, ის თავს მსუბუქად და მხიარულად გრძნობს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მაგრამ რატომაა, რომ ადამიანი ვარდება სასოწარკვეთილების, ურწმუნოების უძირო უფსკრულსა და უწმინდურობების ჭაობში? სწორედაც რომ ფსილაფიზმისგან ნუ გრძნობადი და ზეციური სიკეთეების გაუფრთხილებლობისას ადამიანი ვარდება გონებრივ ხიბლში, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც საეკლესიო ლოცვებში ხშირად სახელდება "ცბიერი და ხორციელი სიბრძნით".
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience