თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ თავმდაბლობა vs ამპარტავნება

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 10:05 PM

ჩვეს დროში, ყველგან გარეთ, სახში, ქალაქში, ქვეყანაში არი ჩაბუდებული ამპარტავნება, რომელიც ადამიანს
აყენებს დიდ ზიანს, უნადგურებს სულს და აშორებს უფალს.

"ვედრება მდაბლისა მიიწევის წინაშე ღმრთისა და ვედრება ამპარტავნისა განარისხებს ღმერთსა"

წმ. იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: May 3 2008, 10:10 PM



მარათლა ძალიან მტკივნეული თემაა,აღარ ვიცი რა მოვუხერხო ჩემს ამპარტავნებას sad.gif ,როცა მგონია ,რომ ცოტათი მაინც დავამარცხე ეს ცოდვა მაშინ ვარდები ხოლმე ყველაზე დიდ ამპარტავნებაში,ეხ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2008, 10:12 PM

ჩემი აზრით ამპარტავნებას ყველაზე ნაკლებად შეიძლება ეწოდოს "ჩვენი დროის", ის უფრო ყველა დროისაა smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 3 2008, 10:15 PM

მნათე
გეთნხმები.....ეს ისეთი ცოდვაა ყველა ადამიანზე მოქმედებს...ერთხელ მაინც შეგეპარება....

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 3 2008, 10:17 PM

user.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: May 3 2008, 10:19 PM



ციტატა(nino_ni @ May 3 2008, 09:15 PM) *


გეთნხმები.....ეს ისეთი ცოდვაა ყველა ადამიანზე მოქმედებს...ერთხელ მაინც შეგეპარება....

ერთხელ? რაღაც არამგონია ეს მარტო ერთხელ მოხდეს laugh.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 3 2008, 10:23 PM

makiki

ციტატა
ერთხელ? რაღაც არამგონია ეს მარტო ერთხელ მოხდეს

ნუ კაკ მინიმუმ ვიგულისხმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2008, 10:24 PM

სიყვარულის ანტიპოდია...

როგორც სიყვარულია ყოველივე კეთილის დასაბამი ასევეა ამპარტავნება ყოველივე ბოროტის დასაბამი...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 3 2008, 10:43 PM

მნათე
ამპარტავნება მართლა სერიოზულად ცუდი რაიმეა, საზიზღარი თვისებაა ადამიანის გამოვლინებული ყველაფერში, როდესაც ვერ იტანს შენიშვნას, სწავლებას, საკუთარი თავი ყველაზე სრულყოფილი და კარგი ჰგონია, სხვას არაფრად აგდებს და ა.შ. ძალიან ბევრი უარყოფითის სათავე შეიძლება გახდეს ამპარტავნება...

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 10:45 PM

ციტატა(მნათე @ May 3 2008, 10:12 PM) *

ჩემი აზრით ამპარტავნებას ყველაზე ნაკლებად შეიძლება ეწოდოს "ჩვენი დროის", ის უფრო ყველა დროისაა smile.gif



ისე შენც მართალი ხარ მაგრამ მე ვფიქრობ ყველაზე მძაფრად დღეს არის, ეს ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 10:47 PM

კავკასიელი
კარგი წამოწყებაა.
ამპარტავნება არის თვითდამკვიდრების აუცილებელი გზა ამ ქვეყნად.
გინდა ამ ქვეყნად რამეს წარმოადგენდე?
იყავი ამპარტავანი.
თავმდაბლობა ანტიამქვეყნიური თვისებაა, ამქვეყნიური გაგებით არარაობაა თავმდაბალი.
ეს "მართლმადიდებლური" ფორუმიც ამპარტავნების კანონებზეა აგებული.
ეეეეეეეეეეხლა გავიპარეეეეეეე.
აუ სიყვარულიიიიიიიიი.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 3 2008, 10:51 PM

საქართველოში და პირადად ჩემთან ანგარიშში, ასეთი შედეგია.

1:6

"სუხოის" არ ვაგებ რა smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 3 2008, 10:54 PM

სარდიონ

ციტატა
ამპარტავნება არის თვითდამკვიდრების აუცილებელი გზა ამ ქვეყნად.

მერე? რას შვრები იმკვიდრებ თავს თუ ვერა არსებულ სოციუმში? a075.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2008, 10:57 PM

ციტატა
მერე? რას შვრები იმკვიდრებ თავს თუ ვერა არსებულ სოციუმში?

საქმე ამაშია გიორგი, ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ პატიოსნად მცხოვრები, ღია და გახსნილი ადამიანი... როცა ლუპით ეძებ ცუდს, ალბათ ყველგან იპოვი, მათ შორის საკუთარ თავში...

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 10:59 PM

გიორგი
დროული შეკითხვაა.
რადგან ვატყობ რობ მართლაც მალე დავმკვიდრდები არსებულ სუბ სოციალურ კლასტერში.
smile.gif



მნათე
მაგ თვით პორტრეტ ავატარში ლუპა ხომ არ გიჭირავს?

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 3 2008, 11:03 PM

მნათე

ციტატა
ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ პატიოსნად მცხოვრები, ღია და გახსნილი ადამიანი...

ძალზედ ცუდია...
ციტატა
მალე დავმკვიდრდები არსებულ სუბ სოციალურ კლასტერში.

ამპარტავნების საშუალებით? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2008, 11:06 PM

ციტატა
მაგ თვით პორტრეტ ავატარში ლუპა ხომ არ გიჭირავს?

პორტრეტი არათვითურიც არსებობს? ლუპა არა, მინიატურული ჩიბუხი, ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად biggrin.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 11:11 PM

გიორგი
აბა აქ ერთი მეორეზე გაწეული და მეორე პირველზე ბოდიშის მომხდელი ჯერ არ მინახავს.



მნათე
კიდე კაი მინიატურული თორე...სტალინის თემაში შენი პოსტი არ შემინიშნავს.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2008, 11:13 PM

ციტატა
კიდე კაი მინიატურული თორე...სტალინის თემაში შენი პოსტი არ შემინიშნავს.


დარწმუნებული ხართ რომ თქვენს ფსიქოლოგიას ჩემს ჩიბუხს არ ახვევთ თავს? laugh.gif

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 11:14 PM

ამპარტავნებისთვის ანგელოზნი ეშმაკად შეიცვალნეს და ვაი ჩვენ საცოდავებს

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2008, 11:16 PM

ციტატა
ამპარტავნებისთვის ანგელოზნი ეშმაკად შეიცვალნეს და ვაი ჩვენ საცოდავებს


მე და სარდიონი პრაქტიკულ მეცადინეობებს ვატარებთ ამპარტავნებაში, შემოგვხედე და დატკბი laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 3 2008, 11:17 PM

სარდიონ

ციტატა
აბა აქ ერთი მეორეზე გაწეული და მეორე პირველზე ბოდიშის მომხდელი ჯერ არ მინახავს.

ცოტანი, მაგრამ არიან...

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 11:17 PM

მნათე
თქვენობას მოეშვი და ზდილობებს, სიალალეზე და გულგახსნილობაზე საუბრობდი...
არავის არაფერს არ ვახვევ, მე ვარ ვირტუალური სუბიექტი, ხვალ აღარ ვიქნები... და კოჭის საგორებელი შენთან არაფერი მაქვს.
პოსტების რაოდენობაც და ავტორიტეტიც მკიდია.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2008, 11:19 PM

სარდიონ

დიახ, სიმშვიდე არავის გვაწყენდა...

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 11:25 PM

ციტატა(მნათე @ May 3 2008, 11:19 PM) *

სარდიონ

დიახ, სიმშვიდე არავის გვაწყენდა...


დამშვიდდი მერე გენაცვალე smile.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 11:26 PM

მნათე

მომიტევე მოყვასო, მცირედ ავღელდი. smile.gif


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 3 2008, 11:28 PM

ციტატა


დამშვიდდი მერე გენაცვალე


ხო, მშვიდუიუ biggrin.gif

ციტატა
მომიტევე მოყვასო, მცირედ ავღელდი.


ჩვენს მხარეში ტალღები არ გვიკვირს, მოყვარეო smile.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 11:31 PM

ციტატა(მნათე @ May 3 2008, 11:16 PM) *

მე და სარდიონი პრაქტიკულ მეცადინეობებს ვატარებთ ამპარტავნებაში, შემოგვხედე და დატკბი laugh.gif laugh.gif laugh.gif

იმედია ნიჭიერი თაობა მოდის და წყალში არ გადაყრის.

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 11:33 PM

წმ. დავით გარეჯელი იერუსალიმში ფეხით ჩასულმა ვერ გაბედა შესვლა ქალაქში სადაც უფალი დადიოდა და ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ან კიდევ ტაძარში როცა სიწმინდეებს გამოაბრძანებენ ხოლმე ხალხი ერთმანეთს თელავ არიქა გამიშვით პირველიო. რა თავმდაბლობა რის თავმდაბლობა, რა სიწმინდა რის სიწმინდე.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 11:40 PM

კავკასიელი
ეგ გადმოცემა თუ სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ მისი ინტერპრეტაცია არასწორი მგონია.
რას ქვია იქ შესვლა ვერ გაბედა?
გავიწყდებატ რომ მან ქვები წამოიღო გოლგოთიდან?
უფლის სისხლით და მდევრები გამოუშვეს იერუსალიმის მადლი მიაქვს და წაართვითო?
და ნაწილი წაარტვეს?
ჰეროდეს იერუსალიმში, უფალს დამცირების და ტანჯვის მეტი არაფერი მიუღია.

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 11:46 PM

ციტატა(სარდიონ @ May 3 2008, 11:40 PM) *

კავკასიელი
ეგ გადმოცემა თუ სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ მისი ინტერპრეტაცია არასწორი მგონია.
რას ქვია იქ შესვლა ვერ გაბედა?
გავიწყდებატ რომ მან ქვები წამოიღო გოლგოთიდან?
უფლის სისხლით და მდევრები გამოუშვეს იერუსალიმის მადლი მიაქვს და წაართვითო?
და ნაწილი წაარტვეს?
ჰეროდეს იერუსალიმში, უფალს დამცირების და ტანჯვის მეტი არაფერი მიუღია.


დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 11:48 PM

კავკასიელი
აბა ის ადგილიც დაამატე მდევრები რატო გამოუდგნენ და რა მოჰქონდა ესეთი რომ იერუსალიმი ცარიელდებოდა?

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 11:50 PM

ციტატა(სარდიონ @ May 3 2008, 11:48 PM) *

კავკასიელი
აბა ის ადგილიც დაამატე მდევრები რატო გამოუდგნენ და რა მოჰქონდა ესეთი რომ იერუსალიმი ცარიელდებოდა?



წაიკითხე , სწერია აქ ყველაფერი, საიდან და როგორ

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 11:53 PM

""იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“.""

მიაქციე ყურადღება, იერუსალიმი მადლისგან იცლებოდა,ისეთი რამ მოჰქონდა დავით გარეჯელს.
და ვიმეორებ, იერუსალიმის გალავანს გარეთიყო ეს მადლი, გოლგოთაზე,
თვით იერუსალიმი კი ღვთისგან განდგომის ქალაქია.
სადაც უფლის არც ესმოდათ და არც მიიღეს, არამედ ტანჯეს და მოკლეს.

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 11:55 PM

ციტატა(სარდიონ @ May 3 2008, 11:53 PM) *




მე ამით თავმდაბლობაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, ხომ გესმის თუ არა

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 4 2008, 12:00 AM

კავკასიელი
არა , ესე ნუ გამიგებ რომ შენ გედავები.
მე მაგ ინტერპრეტაცია არასწორი მგონია.
დავით გარეჯელი მივიდა იქ, სადაც უდიდესი მადლი იყო და ეს იკადრა.
ხოლო იერუსალიმში ფეხი თავმდაბლობის გამო არ შედგა.
არამედ იქ, უბრალოდ არაფერი არ ესაქმებოდა.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 4 2008, 06:06 PM

ხოოოოო :მრავალმნიშვნელოვანი ამოოხვრა: smile.gif

მე მაინც მჯერა რომ ამ ქვეყნად შესაძლებელია თავმდაბლობით იცხოვროს ადამიანმა, თუ სწორედ გავიგე, თქვენ დაობთ რომ არაო...

ხო მართლა, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ, ღვთისმეტყველების განყოფილებაში ვართ, laugh.gif ემანდ რამე არ გვითხრან rolleyes.gif

თავმდაბლობა მოთმენიდან და სიმშვიდის უნარიდან მოდის; ეს ისეთი უნარია, რომელსაც გამომუშავება უნდა საკუთარ თავში, სწავლა.. რათქმაუნდა ღვთის შეწევნით smile.gif
რადგან იოანე ოქროპირი წერს: "ქრისტესაგან ვისწავლოთ, საყვარელნო ძმანო, ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე, რამეთუ იტყვის: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"...."
"შევიმოსოთ სიმდაბლე, დედა იგი ყოველთა სათნოებათა, დავნერგოთ იგი სულთა შინა ჩვენთა..."


და მე რაც მაინტერესებს ყველაზე უფრო ესა: რისი დათმენა შეიძლება და რისი არა unsure.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 4 2008, 07:32 PM

ციტატა(ketino @ May 4 2008, 07:06 PM) *

ხოოოოო :მრავალმნიშვნელოვანი ამოოხვრა: smile.gif

მე მაინც მჯერა რომ ამ ქვეყნად შესაძლებელია თავმდაბლობით იცხოვროს ადამიანმა, თუ სწორედ გავიგე, თქვენ დაობთ რომ არაო...

ხო მართლა, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ, ღვთისმეტყველების განყოფილებაში ვართ, laugh.gif ემანდ რამე არ გვითხრან rolleyes.gif

თავმდაბლობა მოთმენიდან და სიმშვიდის უნარიდან მოდის; ეს ისეთი უნარია, რომელსაც გამომუშავება უნდა საკუთარ თავში, სწავლა.. რათქმაუნდა ღვთის შეწევნით smile.gif
რადგან იოანე ოქროპირი წერს: "ქრისტესაგან ვისწავლოთ, საყვარელნო ძმანო, ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე, რამეთუ იტყვის: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"...."
"შევიმოსოთ სიმდაბლე, დედა იგი ყოველთა სათნოებათა, დავნერგოთ იგი სულთა შინა ჩვენთა..."
და მე რაც მაინტერესებს ყველაზე უფრო ესა: რისი დათმენა შეიძლება და რისი არა unsure.gif


ვიზიარებ... tongue.gif

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 6 2008, 10:45 AM

ციტატა(ketino @ May 4 2008, 06:06 PM) *

მე მაინც მჯერა რომ ამ ქვეყნად შესაძლებელია თავმდაბლობით იცხოვროს ადამიანმა



რა თქმა უნდა შესაძლებელია და თავმდაბლობით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი თუ აქვს სურვილი გადარჩენის

პოსტის ავტორი: ugirsi თარიღი: May 10 2008, 03:01 PM

მინდა გაგახსენოთ ერთი თქმულება ამპარტავანი გავს იმ კაცს რომელიც ვიწრო კარში გრზელი ჯოხიტ შედის რომელიც მას სიგანეზე უჭირავს,გამოექანება და დაეტაკება ანუ ერტი სიტკვიტ ვერ შედის.კარი ეს სასუფეველია და ჯოხი ამპარტავნებააა

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 13 2008, 08:13 PM

ციტატა(ugirsi @ May 10 2008, 03:01 PM) *

მინდა გაგახსენოთ ერთი თქმულება ამპარტავანი გავს იმ კაცს რომელიც ვიწრო კარში გრზელი ჯოხიტ შედის რომელიც მას სიგანეზე უჭირავს,გამოექანება და დაეტაკება ანუ ერტი სიტკვიტ ვერ შედის.კარი ეს სასუფეველია და ჯოხი ამპარტავნებააა


კარგი შედარებაა

გრძელი ჯოხები კი არა გრძელი მორები გვიჭირავს როგორც ვატყობ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 2 2010, 09:54 PM

მაინტერესებს როგორ უნდა ებრძოლო ამპარტავნობას

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 2 2010, 10:11 PM

1. შენი იდეალი უნდა იყოს ქრისტე; 2. უნდა ეცადო იცხოვრო მცნებების მიხედვით; 3. ვერ შეძლებ მცნებების მიხედვიტ ცხოვრებას რაც არ უნდა ეცადო და მიხვდები რომ იდეალისგან ძალიან ძალიან შორს ხარ 4. სხვების განკითხვას ტავს დაანებებ რადგან შენ თვითონ ვერ ხარ იდეალური (რაც ღრმად იაზრებ მიტ უფრო არ განიკითხავ) 5. კანკითხვისგან განტავისუფლება უტყუარი ნიშანია იმისა რომ ამპარტავნება დაამარცხე.

ეს მუდმივი და სპირალური პროცესია. ბოლომდე ვინც განტავისუფლდა განკითხვისგან მან მოიპოვა სიყვარული - იმიტომ რომ ვისაც საკუტარი არ შეუცვნია სხვა ცოდვილს ვერ შეიყვარებს და ვერც განკიტხვას შეეშვება, ვინც მოიპოვა სიყვარული ის ღმერთშია...

აქამდე კი ძალიან შორია...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 2 2010, 10:20 PM

ციტატა(neo @ Sep 2 2010, 10:11 PM) *

ვისაც საკუტარი არ შეუცვნია სხვა ცოდვილს ვერ შეიყვარებს



აი ეს ვერ გავიგე და ვერ დავეთანხმები,
მადლობთ ნეო

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 2 2010, 10:50 PM

ციტატა
იმიტომ რომ ვისაც საკუტარი არ შეუცვნია სხვა ცოდვილს ვერ შეიყვარებს და ვერც განკიტხვას შეეშვება,


არადა, რა გასაგებად წერ ნეო smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2012, 01:47 PM

"შენ უკმაყოფილო ხარ? ესე იგი ამპარტავანი ხარ.

ნაწყენი ხარ? ესე იგი ამპარტავანი ხარ.

გაბრაზდი? ესე იგი ამპარტავანი ხარ.

ნახეთ, რა ადვილად შეგვიძლია გავიგოთ, ვართ თუ არა ამპარტავნები."

/დეკ. შალვა როსტიაშვილი/


"თავმდაბალი არასოდეს ეცემა. სადღა დაეცემა იგი, ვისაც საკუთარი თავი უმდაბლესად მიაჩნია?"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 26 2012, 06:15 PM

ციტატა
"შენ უკმაყოფილო ხარ? ესე იგი ამპარტავანი ხარ.ნაწყენი ხარ? ესე იგი ამპარტავანი ხარ.გაბრაზდი? ესე იგი ამპარტავანი ხარ.

არ ვეთანხმები..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 11:47 AM

"ჰოი, კაცო, დროში წამო და მილიმეტრო სივრცეში! რითი ამაყობ? წმინდა წერილი ბრძანებს: - არაწმინდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა (იგავთა 16,5). აი, კიდევ: "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი" (იაკობ 4,6), ანდა: "უწინარეს დაცემისა სახე ბოროტება?(იგავთა 16, 18).

შენი სიამაყით ომი გამოუცხადე ყოვლისშემძლესა და მარადიულს. ატომი წინ აღუდგა უსაზღვრობას! წამი აუჯანყდი უკვდავებას! ჭიანჭველებისთვისაც ცხადი არის შენი დამარცხება. უეცრად მოიწევა შენზე სირცხვილი და წარწყმედა. ამიტომაც მოიქეცი, შეინანე, გამოფხიზლდი, გონს მოდი, გახდი ადამიანი. იყავი ადამიანი. ეს უფრო საპატიოა, ვიდრე მეფობა. იყავ ადამიანი. ეს ყველა გვირგვინზე ძვირფასია და ყველა ტახტზე მნიშვნელოვანი".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 12:37 PM

"დაიკარგა კაცი მაღალ სავარძელში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 11:02 AM

"აშკარაა, რას აკეთებს ადამიანი გულით და რას - არა. თუ ვინმეს ზედმეტი ამპარტავნება აქვს, ეს ძალიან შესამჩნევია ხოლმე".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:37 PM

"დემონები ამპარტავნები არიან და ამპარტავნებს ეუფლებიან, მაშასადამე, ჩვენ თავი უნდა დავიმდაბლოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2017, 11:07 AM

"ამპარტავანი არის კაცი, გაქვავებული გულითა და დემონური ბუნებით".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2017, 11:29 AM

წმინდა დიმიტრი როსტოველი ამბობს: "სჯობს ამქვეყნად დიდებული არაფერი გააკეთო, ვიდრე გააკეთო და მერე უზომოდ იქო თავიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 01:24 PM

"თუ შეურაცხგოფს მოკრძალებული შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, ხოლო არარსებული ღირსებების ქება გახარებს და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ".

/ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2017, 11:57 AM

"თვითკმაყოფილები და ამპარტავნებით გაჟღენთილები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:12 AM

"ამპარტავნება არის ცრუ შეგრძნება საკუთარი თავის უპირატესობისა".

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2017, 09:56 AM

"თავის ქების აზრები რომ მოგივა, შენს ცოდვებს უნდა შეხედო და გახსოვდეს, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ჩვენ ვერაფერ სასიკეთოსა და სასარგებლოს ვერ გავაკეთებთ; ჩვენი მხოლოდ უძლურებები და ცოდვებია".

/წმ. ილარიონ ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2017, 10:57 AM

"ღმერთი კი არ ეწინააღმდეგება ამპარტავანს, არამედ ამპარტავანი ეწინააღმდეგება ღმერთს, რადგან არ ძალუძს იყოს მასთან, იმიტომ რომ ამპარტავანს თავად წარმოუდგენია თავი ღმერთად".

/პროფესორი ალექსი ოსიპოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 11:07 AM

"ზოგჯერ დიდი ამპარტავნებით შეპყრობილ ადამიანებზე ქედმაღალი ზრახვების დასამსხვრევად ღმერთი საკმაოდ დიდ განსაცდელს უშვებს. მაგრამ ბოლომდე არ ტოვებს და კვლავ წყალობას უგზავნის. ჰოი, რა კეთილია ღმერთი!"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2017, 09:08 PM

"მთავარია, ვძლიოთ ამპარტავნებას, ეგოიზმს, სხვების გულის ტკენას, დაუმსახურებელი კეთილდღეობის სურვილს, ვძლიოთ ქედმაღალი ბაბილონის ცოდვას - "მე და სხვა არავინ" (ესაია, 47,10).

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:07 PM

"გაალმასებული ამპარტავნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 01:15 PM

"ამპარტავანი ადამიანი ყოველთვის უბედურებას მოაწვს თავს, ამპარტავანი ერი კი თავის თავს ჭამს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 01:50 PM

"უცოდინრობა ბადებს ამპარტავნებას, ამპარტავნება ბადებს ქაოსს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:20 PM

"საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა სისაძაგლეა ღვთის წინაშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 01:44 PM

"როგორც კი სხვაზე უკეთესი გგონია თავი, გგონია დიდი სიყვარული გაგაჩნია, კეთილი ხარ, ესე იგი, თვითდაჯერებული ხარ და აქედან იწყება ამპარტავნება".

/მამა გიორგი (თევდორაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:26 PM

" მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ეკლესიის დიდი მოძღვარი იოანე ოქროპირი ბრძანებს: მირჩევნია, ათასი ბარბაროსის ტყვეობაში აღმოვჩნდე, ვიდრე ერთი პატივმოყვარეობისო. ადამიანი უნდა გაურბოდეს პატივმოყვარეობას, თუმცა ის ძალზე რთული მოსაგერიებელია. თანაც, ამპარტავნება ისეთი ცოდვაა, რომელიც ქურდობასავით, მრუშობასავით აშკარად არ ჩანს. ამიტომ ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ ამპარტავნებაშია."

/მამა საბა ბიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 09:44 AM

"ადამიანს, რომელიც თავს აიმაღლებს, ამპარტავნებას გამოავლენს, უფალი ამდაბლებს. სჯობს, ამქვეყნად დაამდაბლოს უფალმა ადამიანი, ვიდრე იმ ქვეყნად წარდგეს იგი ამპარტავნებით და მან თავადმან უთხრას, - მე შენ არ გიცნობ, ჩემთვის არ არის სათნო შენი აღსრულებული საქმე და შენი სიტყვა".

/მეუფე საბა (გიგიბერია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2018, 02:00 PM

"საინტერესო დიალოგი იმართება წმინდა იოანესა [სინელი] და ამპარტავნებას შორის: როდესაც ვკითხე ამპარტავნებას, რა დაგამარცხებს-მეთქი, მიპასუხა: მე ვერაფერი დამამარცხებს, ადამიანში მაშინაც კი შემიძლია შევიდე, როდესაც იგი ღვაწლშია, ვერ მძლევს ვერც ძლიერი მარხვა, ვერც ლოცვა, ვერც მორჩილება, ვერც ურისხველობა, ვერც განუკითხველობა, ვერც ყალბი მოღვაწეობა. მე მხოლოდ ერთი რამ მანადგურებს - თუ ღვთის წინაშე საკუთარ თავს გულწრფელად დაიდანაშაულებ, შენ წინაშე ობობას ქსელივით დავდნებიო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2018, 05:33 PM

"წმიდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები. თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2019, 09:25 PM

"განკითხვა ამპარტავნების ფარული გამოვლინებაა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:39 PM

"ამპარტავანს თავისი თავი მიაჩნია ჭეშმარიტების საზომად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 08:24 PM

"ერთი გულისზრახვა - "წარმატებული ვარ", ყველაფერს წყალში ყრის. რა გვაქვს საამპარტავნო? არაფერი ჩვენი საკუთარი არ გაგვაჩნია."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:12 PM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავნის სულში"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:34 PM

"წმინდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები. თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:25 PM

"გსურს პირველობა? - ის ჯერ სხვას დაუთმე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2020, 09:15 PM

"ეშმაკი ყველას ებრძვის, მაგრამ მგმობელი აზრები უფრო მეტად ამპარტავანთ ეუფლებათ, რამეთუ ადამიანის ამპარტავნების გამო ღმერთი ეშმაკს მიუშვებს მასზე"

/ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:21 PM

"ამპარტავნობა ართმევს ადამიანს საკუთარ ცოდვათა განცდის უნარს, რადგან მისით დაბრმავებული სულიერი თვალით, ბუნებრივია, რასაც ვერ ხედავს, იმის გამო არც სინანულის გრძნობა აღეძვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:13 PM

"ამპარტავნება ბოროტების მწვერვალია, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - ღმერთის წინაშე არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 03:02 PM

"ყველაზე საშინელი დაბრკოლება ღმერთისკენ სავალ გზაზე სულიერი ამპარტავნებაა - იგი ყველაზე ადამიანურ ვნებაზე უფრო საძაგელია ღმერთის წინაშე"

/ბერი სვიმეონ ჯოხაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:10 PM

"სულიერი ამპარტავნება არის ორიენტაცია საკუთარ თავზე, მხოლოდ საკუთარ შინაგან ძალებზე დაყრდნობა, ანუ ღმრთის შეწევნის უარყოფა"

/ბერი სვიმეონ ჯოხაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 05:28 PM

"უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში."

/წმ.ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:36 PM

"ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა" (იგავ. XI, 1)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2020, 07:44 PM

" ამპარტავნება უსათუოდ მოახერხებს, დაამახინჯოს სწორი შეხედებულება ჩვენსავე თავზე და საკუთარი დაცემა წარმოგვიდგინოს არც ისე ღრმად, ხოლო კარგი თვისებები - გაცილებით ბრწყინვალედ და საიმედოდ, ვიდრე ეს სინამდვილეშია."

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 07:01 PM

"ჩვენში ქრისტეს შემოსვლას ჩვენი ამპარტავნული გულისსიტყვების,სიტყვებისა და საქმეების ბორცვები და მთები ეწინააღმდეგება,რამეთუ ქრისტე არ მიდის იქ სადაც ამპარტავნება აღმართულა,წმიდა წერილის თანახმად:"არაწმინდა არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა" (იგავ.16,6)."

/წმ.დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 03:41 PM

"ამპარტავანი ადამიანი, მზად არის ყველა და ყველაფერი მსხვერპლად შესწიროს საკუთარ ამპარტავნებას!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 06:53 PM

"სული სამი ძალისაგან - გონების, გრძნობისა და ნებისაგან შედგება. ლოცვისას გონებისათვის დამაბრკოლებელია მისივე ამპარტავნება, რომელიც ძალაუფლების სიყვარულსა და საკუთარ ძალებში თავდაჯერებას წარმოშობს. როცა კაცი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, მას არაფრის თხოვნა აღარ ძალუძს. მისი ლოცვა დაზეპირებულ მონოლოგად იქცევა ხოლმე და ღმერთი აღარ სჭირდება.

საკუთარ თავს დაყრდნობილი გონება ღმერთს განეშორება და ამპარტავნებისა და ძალაუფლების სიყვარულის წყალობით ძალთა გარეგნული ცოდნით შევსებას ცდილობს და ამით საკუთარი სიდიადის იარაღისა და ბრწყინვალების მოპოვება ეიმედება. თავს იჩენს გონების ცნობისმოყვარეობა, ადამიანი თავს არასაჭირო ცოდნით იტვირთავს და ამას ინტელექტუალურ სიმდიდრედ მიიჩნევს. სწორედ ეს ცოდნა კვებავს მის ამპარტავნებას, მზვაობრობა კი სულ ახალ და ახალ ცოდნას მოითხოვს. ამგვარი კაცი იმ ძუნწს გვაგონებს, ქუჩიდან რომ განურჩევლად ყველაფერს შინ ეზიდება. გონება, რომელიც არასაჭირო ცოდნითაა გადატვირთული, კაცის სულს დაბლა ექაჩება. იგი იმ ფრინველს ჰგავს, ფრთებზე ტყვიის ზოდები რომ აქვს გამობმული, აფრენა აღარ ძალუძს და უმწეოდღა ხოხავს მიწაზე."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 09:12 PM

"ამპარტავნება სამარცხვინო და საშინელი რამ არის. მან ხომ ანგელოზი დემონად აქცია! მან ჩვენ სამოთხიდან მიწაზე გამოგვდევნა, ახლა კი მიწიდან ჯოჯოხეთში გვიპირებს ჩაგდებას"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2020, 06:23 PM

" - წმიდაო მამაო, მე შურიანი, ავმეხსიერი ვარ, განვიკითხავ და ვმრისხანებ...

- შური, განკითხვა, მრისხანება, ავმეხსიერება და ა.შ. - ეს ყოველივე ამპარტავნებიდან მოდის. ამპარტავნება - ასე ვთქვათ, - ვნებათა გენერალური შტაბია. ამპარტავნების დაძლევით შენ ყოველგვარ ვნებას სძლევ და გულში სიმდაბლე და სიყვარული შემოდის. ამიტომ მგონია, რომ შენთვის ისიც საკმარისია, მთელი გულისყურით მოეკიდო ამპარტავნებას და ფრონტის ხაზი მისი მიმართულებით გადაიტანო. მთლიანად ამპარტავნებაზე დააუნჯეთ ყურადღება და ცეცხლი გაუხსენით ღვთისაგან განმაშორებელ მის ციხე-სიმაგრეს. როდესაც თავდამსხმელს სახელმწიფოს დამარცხება სურს, მთავარ დარტყმას დედაქალაქისკენ მიმართავს ხოლმე. თუკი მან დედაქალაქის აღება შეძლო, ჩათვალე, რომ მთელი ქვეყანა დაპყრობილია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 07:28 PM

" - წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ამპარტავნული ზრახვები გვეწვევიან ხოლმე?
- როგორც სხვები იცინიან მაშინ, როდესაც ჩვენში ამპარტავნებას ხედავენ, ასევე უნდა დავცინოთ ჩვენც საკუთარ ამპარტავნულ ზრახვებს.
- თავმდაბალ ადამიანს თუ მოსდის ხოლმე თავში ამპარტავნული ზრახვა?
- მოსდის, მაგრამ ასეთი ადამიანი მას სასაცილოდ იგდებს, რადგანაც იცის, თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 02:33 PM

" - წმიდაო მამაო, როგორ გავთავისუფლდე საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისაგან?

- თუკი საკუთარ თავში ჩაიხედავ, შეიცნობ შენს თავს, იქ ისეთ სიმახინჯეს დაინახავ, რომ თავი შეგძულდება".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 06:51 PM

"რაოდენ მიმზიდველია თავმდაბალი ადამიანი და რაოდენ ამაზრზენია ამპარტავანი! ამპარტავანი არავის უყვარს. ღმერთიც კი მიიქცევა მისგან. პატარა ბავშვებიც კი, როდესაც ხედავენ, რომ რომელიმე მათგანი თავს ამეტებს, დასცინიან მას. წყნარსა და გონიერს კი პატივს სცემენ. როდესაც ბავშვები ნახავენ, რომ ვინმე ცხვირაწეული მიდის ქუჩაში, მაშინვე ხვდებიან, რა ხილიცაა, უკან აედევნებიან და აჯავრებენ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2020, 05:35 PM

"ბოროტებასაც და სიბნელესაც სხვაგვარად ამპარტავნება ჰქვია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 09:56 PM

"ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2020, 06:21 PM

"კაცი, რომელსაც თავის ამაღლება სურს, საბოლო ჯამში დასაცინი ხდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2020, 05:55 PM

"ამპარტავნებით შეპყრობილ კაცს თავი არა აქვს შეცნობილი. საკუთარი თავი რომ შეეცნო, ამპარტავნება დატოვებდა. შეიცნო - ეს უმთავრესია! არ არის შეცნობა და ამიტომაც არ არის სიმდაბლე. და როდესაც თავმდაბალი ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს, მაშინ სხვა ადამიანებიც აღიარებენ მას"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 08:59 PM

"ვაი ამპარტავანს! როდესაც კუბოში ჩავა, მიხვდება, რასაც წარმოადგნეს"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 09:15 PM

"ღმრთის წინაშე ამპარტავნებაზე საძაგელი არაფერია, და არც სიმდაბლეზე პატიოსანია რაიმე"

/პატერიკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 10:15 PM

"ამპარტავნება ჰგავს მაღალ, მოხრილ ხეს, რომელსაც ტოტები მომტვრეული აქვს; თუ ვინმე მასზე ავა, მეყსეულად ჩამოვარდება სიმაღლიდან".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2020, 09:06 PM

"ამპარტავანთა სულებში გმობის სიტყვები იშვებიან, ხოლო მდაბალთა სულებში - ზეციური ხილვანი"

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 02:32 PM

"ისეთი საუცხოვო მხატვარია ეს სულის დამღუპველი ამპარტავნება, რომ რაც ნამდვილად ხარ, იმას შორს გადაისვრის და რაც არ ხარ, იმას შეგაჩეჩებს ძვირფას სურათად ხელში"

/წმ. ალექსი ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 02:52 PM

"ამპარტავნება - უგუნური ვნებაა, რომელიც ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს"

/წმ. ნიკოდიმოს ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2020, 10:21 PM

"როგორც კი დავუშვებთ, რომ რომელიმე სხვა ადამიანზე უკეთესი ვართ, მაშინ საკუთარ თავს ვუხურავთ ღვთის შეწევნის კარს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 03:51 PM

" - შეიძლება ისე მოხდეს, რომ მე არ მქონდეს სათნოებები, ვიღაც კი ღვთისმოსავად მთვლიდეს?

- ცუდი ისაა, საკუთარ თავს რომ მიიჩნევ ღვთისმოსავად".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:14 PM

"ამპარტავანი ადამიანი თავს არასდროს გამოუტყდება, რომ რაღაცაში შეცდა!.."

"ამპარტავანი ადამიანის გულში სიმშვიდე არასდროს დაისადგურებს!.."


/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2020, 05:40 PM

"ამპარტავნების აზრი მანამდე დაამდაბლე, ვიდრე სიამაყე (ვნებაში გადაზრდილი) დაგამდაბლებს. გაანადგურე იგი მანამდე, ვიდრე თვითონ გაგანადგურებდეს. დათრგუნე ხორცი მანამდე, ვიდრე ვნება დაგთრგუნავდეს".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2020, 10:12 PM

"თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2020, 07:00 PM

"კაცობრიობის ძირითადი შეცდომა ამპარტავნებაა. ადამიანმა განიზრახა, მხოლოდ საკუთარი ძალით მოიპოვოს ბედნიერება და შეიქმნას მომავალი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 09:42 PM

"ადამიანმა შეიძლება ამპარტავნების გარდა სხვა ყველა ნაკლოვანება დაძლიოს, მაგრამ ამ უსაშინლეს ცოდვას შეუძლია გადაწონოს ყველა სიკეთე და ჩვენი სულიერი შენობა ძირფესვიანად დაანგრიოს. გეშინოდეთ მისი!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 01:23 PM

"ამპარტავან, ჯიუტ ადამიანს ისე არაფერი აზარალებს, როგორც საკუთარი თავი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 07:32 PM

"დამდაბლდი! ამპარტავანს სამოთხეში ადგილი არა აქვს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 01:35 PM

"ამპარტავნულ თხოვნას ღმერთი უკუაგდებს, უსარგებლოს - არ გვისრულებს, მაგრამ როცა მისი ქმნილება სთხოვს მას არსებითად სასარგებლო და აუცილებელ ნიჭს, უგზავნის ამ ნიჭს თავისი დაულევნელი საუნჯიდან. არსებითად სასარგებლო და აუცილებელი სულიერი ნიჭი კი ადამიანისათვის სულის სიგლახაკეა, - შეგვაგონებს წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2020, 10:42 PM

"თავმდაბალი კაცის პირველი აზრი არის ის, რომ იგი არსებობს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისა და მოყვასისთვის, ხოლო საკუთარ თავს ანგარიშს საერთოდ არ უწევეს".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2020, 01:39 PM

"არასდროს იკამათო საკუთარ ამპარტავნებას შეწირულთან... მაინც ვერაფერს გააგებინებ, სანამ ცხოვრება ძირს არ დაანარცხებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:22 PM

"ადამიანს აბრმავებს ამპარტავნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2021, 08:52 PM

"ყველა სიკეთის მტერია ამპარტავნება"

/მამა გიორგი ნერგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 08:13 PM

"სჯობს ცოდვა თავმდაბლობით, ვიდრე უცოდველობა ამპარტავნებით"

/ღვთისმეტყველი მოძღვარი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2021, 10:15 PM

"არაფერი ისე სწრაფად და ნამდვილად არ მიანიჭებს მონანულ ცოდვილს ზეციური მამის წყალობასა და მადლმოსილ შეწევნას, როგორც თავმდაბლობა, სულით გლახაკობა, რომელიც ტყუილუბრალოდ როდია დადგინებული 9 ნეტარების თავში, ცათა სასუფევლისაკენ რომ მივყავართ. და არაფერი ისე არ განაშორებს ცოდვილს ღმერთის მოწყალებისაგან, როგორც ამპარტავნება, რომელიც საღმრთო სიტყვით ყოველთვის ითვლება უდიდეს სისაძაგლედ ღმერთის წინაშე".

/ღვთისმეტყველი მოძღვარი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 01:12 PM

"ეგვიპტელი ბერი აბბა მოსე ამბობდა, რომ ვისაც თავმდაბლობა აქვს, ის ეშმაკებს იმორჩილებს, ხოლო ვისაც არა აქვს, მათ დასცინიან დემონები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2021, 08:39 PM

"ამპარტავნების გამო იკარგება ღვთის მადლი, მასთან ერთად კი ღვთის სიყვარული და ლოცვაში კადნიერებაც; სული ბოროტი აზრებით იტანჯება და არ ესმის, რომ უნდა დამდაბლდეს და მტრები შეიყვაროს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია სათნო-ეყოს ღმერთს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2021, 10:26 PM

"ამპარტავნება ცეცხლივით წვავს ყოველივე კეთილს, ქრისტეს სიმდაბლე კი ტკბილია და აღუწერელი. ადამიანებმა ეს რომ იცოდნენ, მთელი ქვეყანა ამ მეცნიერების შესწავლას შეუდგებოდა".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:26 PM

"თუ სრულიად დამდაბლდები, სრულ განსვენებას მოიხვეჭ ღვთისა მიერ"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:47 PM

"ადამიანს აბრმავებს ცოდვები. მათ შორის ერთ-ერთი, ყველაზე მძიმე - ამპარტავნებაა, რომელიც მას ღმერთისგან აუცხოებს: "თვალნი ამპარტავანთანი დაამდაბლენ" (ფსალმ. 17, 27)".

/დეკ. იოანე მამულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2021, 09:57 PM

"სიამაყე და თავის ამაღლება სძულს ღმერთს, ამიტომაც ღმერთი ამდაბლებს ამპარტავანთ. არაფერი შეედრება სიმდაბლეს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2021, 08:52 PM

"ჩვენ ყველანი დაავადებულნი ვართ სიამაყის სენით და იმას კი ვივიწყებთ, რომ ყოველივე კეთილი, რაც კი გვაქვს, ჩვენი კი არა, ღმრთისაა"

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2021, 09:05 PM

"რით ვარ სხვაზე ნაკლები? ვერ გამიგეს, განგებ მამცირებენ, მე ეს არ დამიმსახურებია", - აი, ასე ამეტყველდება ხოლმე ჩვენი ამპარტავნება".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2021, 08:39 PM

"ერთმა დიაკონმა მიამბო:
"სატანა გამომეცხადა და მითხრა: "მიყვარს ამპარტავნები, ისინი მე მეკუთვნიან. შენ ამპარტავანი ხარ და ჩემთან წაგიყვან". ვუპასუხე: "არა, მე ყველაზე უარესი ვარ", და გაქრა სატანა".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 08:40 PM

"ადამიანები ვერ სწავლობენ სიმდაბლეს, თავიანთი ამპარტავნების გამო მათ არ შეუძლიათ სული წმიდის მადლის მიღება - ამიტომაც იტანჯება მთელი სოფელი. ადამიანებს რომ შეეცნოთ უფალი, რომ გაეგოთ, რა მოწყალე, მშვიდი და მდაბალია იგი, ერთ საათში შეიცვლებოდა მთელი სამყარო: ყველას დიდი სიყვარული და სიხარული დაეუფლებოდა".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 09:23 PM

"დღეს ადამიანები ამპარტავნები გახდნენ და მხოლოდ მწუხარებებით და სინანულით ცხონდებიან, სიყვარულს კი იშვიათად თუ ვინმე აღწევს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2021, 05:38 PM

"ყველა სული ერთნაირად ძლიერი როდია: ზოგი ქვასავით მაგარია, ზოგიც კვამლივით სუსტი - ამ კვამლს ჰგვანან სწორედ ამპარტავანი სულები. როგორც ქარი ერეკება კვამლს, საითაც უნდა, ისე იზიდავს ეშმაკი ამპარტავნებს იქით, საითაც თვითონ სურს, რადგან ან მოთმინება არა აქვთ, ან მტერი ატყუებთ იოლად. მდაბალი სული კი უფლის მცნებებს იცავენ და მტკიცედ დგანან, წყალქვეშა კლდეებივით, ტალღები რომ სცემენ. ისინი ღვთის ნებას არიან მინდობილნი და გონებით ღმერთს ჭვრეტენ, ამიტომ უფალი აძლევს სული წმიდის მადლს".

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2021, 02:58 PM

"ამპარტავან სულს უფალი არ გამოუცხადებს თავის თავს. ამპარტავანი სული, რაც ამქვეყნად წიგნებია, ყველაც რომ წაიკითხოს, უფალს ვერასოდეს შეიცნობს, რადგან თავისი ამპარტავნების გამო არ უთმობს ადგილს თავის თავში სული წმიდას, ღვთის შეცნობა კი მხოლოდ სული წმიდის მიერ შეიძლება"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2021, 10:10 PM

"ამპარტავანი გულით ნათქვამი ლოცვა, ამპარტავნების საკვებია!."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2021, 08:19 PM

"უფალი მოწყალეა, მაგრამ ამპარტავნებისათვის სულს შიმშილით სჯის და არ აძლევს თავის მადლს, სანამ იგი სიმდაბლეს არ ისწავლის"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2021, 08:47 PM

"თავმდაბლობას შეუძლია მხოლოდ მაღალი სულის პირობებში იარსებოს, ქედმაღლობა კი მხოლოდ მდაბალი სულიდან მოდის".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2021, 08:28 PM

"თავმდაბალი კაცი ყოველთვის მშვიდობას ამყარებს ღმერთთან, საკუთარ თავთან და მოყვასთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 08:37 PM

"მხოლოდ მორჩილებით დაძლევ შენს ამპარტავნებას, რომელიც ყველა შენი ცოდვის წყაროა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 04:56 PM

"ძალიან ძნელია საკუთარ თავში ამპარტავნების დანახვა. მაგრამ აჰა შენ მისი ნიშნები: თუ ეშმაკები გესხმიან თავს ანდა ბოროტი გულისსიტყები გაწვალებენ, ეს ნიშნავს, რომ შენში არ არის სიმდაბლე. ამიტომ დამდაბლდი, თუნდაც ვერ გრძნობდე საკუთარ ამპარტავნებას".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 09:24 PM

"ღრუბელი მოვიდა, მზე დაფარა და წყვდიადი ჩამოდგა. ასევე, ერთი ამპარტავნული გულისსიტყვისთვისაც კი კარგავს სული ღვთის მადლს და ბნელში რჩება. მაგრამ ასევე ერთი მდაბალი გულისსიტყვისთვის მოდის მადლი. საკუთარ თავზე მაქვს ეს გამოცდილი".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2021, 03:03 PM

"უფალი მოწყალედ ზრუნავს ჩვენთვის და არც ერთი ლოცვა, არც ერთი კეთილი აზრი არ დაიკარგება ღვთის წინაშე. ხშირად უფალი თითქოს არ გვისმენს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამპარტავნები ვართ და რასაც ვითხოვთ, არ არის ჩვენთვის სასარგებლო. საკუთარ თავში ძნელია ამპარტავნების დანახვა, მაგრამ უფალი ამპარტავანს საკუთარი უძლურების ამარა ტოვებს, რათა იტანჯოს, ვიდრე არ დამდაბლდება. ხოლო როცა სული მდაბლდება, მტრები იძლევიან და სული დიდ უფლისმიერ მშვიდობას იხვეჭს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:39 PM

"სადაც არის ამპარტავნობა, იქ სარწმუნოება არ მოქმედებს"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2021, 08:41 PM

"ო, წყეულო ამპარტავნობავ, ყოველგვარი ცოდვის სათავევ და ფესვო, რა ბოროტება აღარ მოუტანე შენ ბედკრულ ადამიანს!"

/წმ. ნიკოდიმოს ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2021, 08:46 PM

"თავმდაბალი თუ არ არის ადამიანი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, იგი დაიღუპება"

/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 08:06 PM

"ამპარტავნება, უპირველეს ყოვლისა, იმაში იჩენს თავს, რომ ამ სენით შეპყრობილი თავს უტოლებს თუ ყველას არა, უმეტესს მაინც იმათგან, ვინც მას აღემატება ასაკით, ძალაუფლებით, ნიჭით, და ვერ იტანს, რომ მათზე ნაკლებია. ყოველმხრივ უნდა ვერიდოთ სხვებისთვის თავის შედარებას, რა ნიშნითაც უნდა იყოს, და თავი ყველაზე დაბლა დავაყენოთ"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 03:39 PM

"არაფერი ისე არ აბრკოლებს მონანიებას, როგორც გაღიზიანება, რადგან სინანული უდიდეს სიმდაბლეს მოითხოვს, გაღიზიანება კი უდიდესი ამპარტავნების ნიშანია"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 09:05 PM

"ამპარტავანი სული შიშის მონაა: აქვს რა საკუთარი თავის იმედი, მას ოდნავი ხმაურის და საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 10:24 PM

"თავმდაბალი, რომც სცოდოს, ადვილად შეინანებს, ამპარტავანი კი მართალიც რომ იყოს, ადვილად იქცევა ცოდვილად"

/ღირსი ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 08:46 PM

"რაც უფრო ავზნიანი ხარ, მით ნაკლებად ერიდე შეურაცხყოფასა და ყოველგვარ დამცირებას, რათა მათი დათმენით ამპარატავნობა დაამარცხო"

/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 03:59 PM

"ამპარტავანს თვით უფალი განკურნავს. ეს ნიშნავს, რომ შინაგან მწუხარებას და განსაცდელს (რითაც იკურნება ამპარტავნობა) უფალი გვიგზავნის, ადამიანებისგან კი ამპარატავანი ამას ვერ დაითმენს"

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 07:35 PM

"ეშმაკი მხოლოდ სიამაყის გამო გარდამოვარდა ზეციდან, დავით მეფე კი, როგორც თვითონვე ამბობს საკუთარ თავზე, არც მარხულობდა, არც მღვიძარებდა, არც ცივ მიწაზე ეძინა, არამედ დამდაბლდა და აცხოვნა ღმერთმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 09:43 PM

"ამპარტავანს ზეცის კარი დაეკეტება და მის ნაცვლად ჯოჯოხეთი განეხვნება"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:38 PM

"დამდაბლდი ადამიანთა წინაშე და მაშინ უფლის წინაშე დამდაბლებასაც შეძლებ. როცა რაიმე ამპარტავანი აზრი გეწვევა, იტირე"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 10:31 PM

"სიტყვით დამდაბლება ამპარტავნობის ნაშიერია და თავადვე შობს მათი მეშვეობით თავის მშობელს - პატივმოყვარეობას"

/ღირსნი ბარსანუფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 05:57 PM

"ამპარტავნობა ბრმაა - საკუთარ თავს ვერ ხედავს"

/სქემიღუმენი იოანე (ალექსეევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 08:29 PM

"ამპარტავანს საყვედურის ეშინია; თავმდაბალს - ოდნავადაც არა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 01:45 PM

"როგორ უნდა მივხვდე, ვარ თუ არა ამპარტავანი და თავისმოყვარე? ეს ადვილია. თუ რომელიმე ნაცნობი მშრალად და უდიერად მომექცევა და მე მეწყინება - ეს ნიშნავს, რომ ამპარტავანი და თავისმოყვარე ვარ. თუ მწარე სიტყვა გამანაწყენებს - ესე იგი, ამპარატავანი ვარ. თუ ვინმე შემეწინააღმდეგება, მე კი გავბრაზდები და გავღიზიანდები - ესეც ჩემი ამპარტავნობის ნიშანია"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2021, 05:50 PM

"ბერის სულიერი შვილის აღსარებაში ვხვდებით ასეთ სიტყვებს: "მე სავსე ვარ ამპარტავნებით, გულში ჩემ გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს, რჩეული მგონია იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:21 PM

"[პავლე] მოციქული გვასწავლის: "შენ სულ თავმომწონეობ და ბაქიბუქობ, მაგრამ ნუ შეეცდები საკუთარი თავის ძალიან ჭკვიანად წარმოდგენას, თორემ ზეცამდე ამაღლდები და ზეცას ცხვირით გაკაწრავ". მრავალად არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საუკეთესოდ საკუთარი თავი მიაჩნიათ. მოციქული პავლე გვასწავლის: "ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:26 PM

"პირფერობა ყველგან ისე ზეობს, რომ ყველაზე მანკიერ ადამიანს ხშირად მიაგებენ პატივს იმის გამო, რაც არათუ არანაირი ხოტბის, არამედ, პირიქით, გაკიცხვის ღირსია; ასე ეძლევა საბაბი ყველაზე უბირი და უგუნური ადამიანების ამპარტავნობას.
ამპარტავნები ლამობენ ყველა სხვა ადამიანების დამცირებას და, საკუთარ სურვილთა მონადქცეულთ, სული მუდამ სავსე აქვთ სიძულვილით, შურით, ეჭვით და რისხვით."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 04:08 PM

"ამპარტავნობა რყვნის რწმენას, აცივებს სიყვარულს, წარმოქმნის ერესებს, ხლეჩს ეკლესიას, მთელი საზოგადოების სიკეთეს სწირავს ერთი ინდივიდის სასარგებლოდ. არსობრივად, ამპარტავნობა არის რწმენისა და სიყვარულის არარსებობა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 11:07 PM

"თუ ამპარტავნება დაგეუფლება, გაიხსენე, როგორ იღუპება მისგან სათნოების ყველა ნაყოფი და ეს დაგიცავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 04:14 PM

"ამპარტავნების აზრი მანამდე დაამდაბლე, ვიდრე სიამაყე (ვნებაში გადაზრდილი) დაგამდაბლდებდეს. გაანადგურე იგი მანამდე, ვიდრე თვითონ გაგანადგურებდეს. დათრგუნე ხორცი მანამდე, ვიდრე ვნება დაგთრგუნავდეს!"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 04:27 PM

"თუნდაც, ვინმემ მრავალი კეთილი საქმე აღასრულოს და ყოველგვარი სათნოებაც ჰქონდეს, თუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, იგი ყველაზე ღატაკი და შეჩვენებულია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 05:22 PM

"თავმდაბალი ცოდვილები კეთილი საქმეების გარეშეც გამართლდებიან, მართალნი კი ამპარტავნების გამო მრავალი წლის შრომას ღუპავენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:12 PM

"ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ ამპარტავნება ყველაზე მეტად!"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2021, 05:49 PM

"ამპარტავნებით ღმერთს ჩვენს მტრად ვიხდით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2021, 06:07 PM

"თავს ნუ აღიმაღლებ რწმენითა და საკუთარი სიწმიდნით, არამედ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შიში გქონდეს!"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 07:23 PM

"ღვთისთვის არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება, რადგან მასში საკუთარი თავის ღმერთთან გატოლება იმალება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 08:35 PM

"ვინც ადამიანთა წინაშე ავლენს ქედმაღლობას, ის ღვთის წინაშეც აიმაღლებს თავს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:24 PM

"ვინც საკუთარ თავს თვითონვე აღიმაღლებს, იგი თვითონვე იმზადებს დაცემას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 10:38 PM

"თავმდაბალი ბევრს უყვარს, ამაყი და ქედმაღალი კი სძულთ მათაც კი, ვინც თვითონაც მათნაირნი არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 08:27 PM

"უდიდესია თავმდაბლობის სიმაღლე, ღრმაა - ამპარტავნების უფსკრული; და ამიტომაც, გირჩევთ, შეიყვაროთ პირველი და არ ჩავარდეთ მეორეში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:23 PM

"ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ!"

/წმ. გრიგოლ ღვთსმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:12 PM

"საკუთარ თავს სხვებზე მაღლა ნუ დააყენებ, რათა ღვთის წინაშე უფრო დაბლა არ დადგე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 10:20 PM

"ვინც საკუთარ თავს თვითონვე აღიმაღლებს, ამით თავს აბუჩად იგდებს, ხოლო ვინც გულწრფელად ყველას წინაშე დაიმდაბლებს თავს, ის უყვართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 07:01 PM

"ამპარტავნება გონების სიმწირის დადასტურებაა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 08:24 PM

"ვაი ამპარტავანს! როდესაც კუბოში ჩავა, მიხვდება, რასაც წარმოადგენს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 03:31 PM

"თუ სიამაყემ ანგელოზები სასუფევლიდან ჯოჯოხეთში ჩააგდო, მაშ, ამის საწინააღმდეგოდ უნდა დავასკვნათ, რომ თავმდაბლობას თვით ჯოჯოხეთიდან, ე.ი. ცოდვის სიღრმიდანაც კი შეუძლია ზეცად აღიყვანოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:08 PM

"ამპარტავნება მადლს ვერ მიიღებს, რადგან საკუთარი თავითაა აღვსილი; თავმდაბლობას მადლის მიღება ძალუძს, რადგან უგულებელყოფილია როგორც საკუთარი თავისაგან, ასევე - ყოველგვარი ქმნილებისაგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 09:25 PM

"რა არის მთელი ჩვენი ქველმოქმედებები თავმდაბლობის გარეშე? სხვა არაფერი, თუ არა მტვერი, რომელიც ამპარტავნების პირველივე დაბერვაზე გაიფანტება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2021, 05:34 PM

"ნეტარია, ვისაც თვალწინ აქვს წუთისოფლიდან გასვლის დღე და შეიძულა ამპარტავნება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამომჟღავნდება ჩვენი ბუნებრივი არარაობა, - კუბოში ხრწნილებით"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2021, 07:20 PM

"განა შეიძლება, რაიმეთი ვამპარტავნებდეთ, როდესაც საკუთარი არაფერი გვაქვს, დროებითი და მარადიული სასჯელის გარდა?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2021, 06:44 PM

"ერთმანეთის წინაშე თავს ნუ აღვიმაღლებთ, რადგან მიწა ყველას გაგვათანასწორებს და თითოეულს თანაბარ წილს მიაგებს!"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 08:17 PM

"სრულყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ თავი მოყვასზე ნაკლებად ჩათვალო"

/ამბა იაკობი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 08:09 PM

"ვინც თავს რაიმედ მიიჩნევს, იგი სინადვილეში არაფერია, თუმცა თვითონ ასე არ ფიქრობს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 09:55 PM

"ნელ-ნელა ვასწავლოთ ჩვენს გულს, რომ ყოველ ძმაზე თქვას: "ჭეშმარიტად, ის ჩემზე უკეთესია". ამგვარად თანდათან ისწავლი, საკუთარი თავი სხვებზე უარესად მიიჩნიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 06:37 PM

"ცნობილი, მაგრამ უგუნური დიდებული მთაზე მდგომ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ქვემოთ მოსიარულე ადამიანები პატარებად ეჩვენება, მაგრამ მათთვის თვითონაც ასეთივე ჩანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 08:29 PM

"საკუთარი წინაპრების დიდებითა და კეთილშობილებით თავის მოწონება ნიშნავს, ხის ფესვებზე ეძებდე ნაყოფს, რომელიც სინამდვილეში ტოტებზე უნდა იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:35 PM

"ყველაზე იოლია, მოატყუო საკუთარი თავი, ქედმაღლობდე ცარიელი დიდებით და შენს თავს რაღაცად თვლიდე, როცა არაფერი ხარ!"

/წმ. გრიგოლო ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 01:41 PM

"მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 09:25 PM

"ამპარტავანი სძაგს უფალს"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2021, 12:18 PM

"ეკლესიის ისტორია აღსავსეა იმ ადამიანების სიმამაცის მაგალითებით, რომლებმაც ქრისტესთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. წარმოიდგინეთ, რომ არა ეკლესიის გამოცდილება, ჩვენ ხომ ვერ გავიგებდით წმიდა სერაფიმე საროველის ან წმინდა სერგი რადონეჟელის შესახებ და ვერც ისინი გაიგებდნენ, თუ რა ძალა იმალებოდა მათ სულში!
მაგრამ ცხოვრების საზრისი უკუდურესი მიზნების მიღწევაში კი არა, არამედ სიმდაბლეშია და მხოლოდ სიმდაბლის მიერ აძლევს ქრისტე ჩვენს სულს იმის შესაძლებლობას, რომ მისთვის სათნო მიმართულებით განვითარდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2021, 08:01 PM

"ამპარტავნები თიხის ჭურჭელივით იმსხვრევიან"

/წმ. კესარიოს არლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 10:16 PM

"ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა: "უმჯობესია თავმდაბლობით გაიმარჯვო, ვიდრე - ამპარტავნებით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:24 PM

"მე ვთხოვე ღმერთს, ჩემი ამპარტავნება გაექრო, მაგრამ მან მითხრა: "არა. ამპარტავნებას არ აქრობენ. მასზე უარს ამბობენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2022, 04:32 PM

"თავმდაბლობასთან თვითგვემა, ანუ საკუთარი თავის დადანაშაულება ასოცირდება. ამიტომ, მოდით, ჩვენი თავი პირველმა ჩვენ დავადანაშაულოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 05:41 PM

"ამპარტავნებას ქვეცნობიერი გავლენა აქვს, ამიტომ მოქმედება არ უნდა ვიჩქაროთ, არამედ კარგად ავწონ-დავწონოთ და ვილოცოთ".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 05:53 PM

"ზეცაში ერული აღმართებით კი არა, არამედ - სულიერი დამდაბლებით ადიან. ვინც დაბლა ჩადის, ის იმედიანად მიდის და არასოდეს ეცემა"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 09:05 PM

"-წმიდაო მამაო, რატომაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაიმეს რწმენით ვითხოვ, ღმერთი არ მაძლევს?
-შენ გწამს და ითხოვ, მაგრამ თუკი შენში არ არის სიმდაბლე ან ამპარტავნებისკენ ხარ მიდრეკილი, ღმერთი არ მოგცემს იმას, რასაც ითხოვ. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს რწმენა არა მხოლოდ "მდოგვის მარცვლის ოდენა", არამედ კილოგრამი მდოგვის ხელა, მაგრამ თუ არა აქვს რწმენის შესაბამისი სიმდაბლე, ღმერთი არ იმოქმედებს, ვინაიდან ეს ადამიანს არ წაადგება. თუ არის ამპარტავნება, რწმენა არ მოქმედებს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2022, 09:44 PM

"სიმდაბლეა ის, რაც წარმოაჩენს ყოვლისმპყრობელი ღმერთის გონებით მიუწვდომელ სიდიადეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 03:52 PM

"ბერი [იოსებ ვატოპედელი] ამბობდა, რომ თავმდაბალი ადამიანი ქრისტეს ხასიათს იძენს და ღმერთის ხელთუქმნელ დიდებას იგემებს. ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება თავის ბრალობის წყალობით. ამბა ისააკი წერს: "შეურაცხ-ჰყავ თავი შენი და იხილო შენი დიდება ღმრთისა".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2022, 05:23 PM

"ჩვენს ადამიანურ ბუნებას, დაცემის შემდეგ ხრწნას მიცემულს, ღრმად აქვს გამჯდარი ამპარტავნება და ეგოიზმი. ბერი იოსები [ვატოპედელი], რადგან იცოდა, რომ ამპარტავნება არის ღმრთისშემეცნების ყველაზე დიდი წინაღობა, გვასწავლიდა, გველოცა შემუსვრილებითა და თავმდაბლური სულით".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2022, 02:06 PM

"ბერი იოსები [ვატოპედელი] გვასწავლიდა, ყოველთვის თავმდაბლურად ვფიქრობდეთ საკუთარ თავზე, ვისწავლოთ საკუთარი თავის კრიტიკა. საძმოს კრებებზე გვეუბნებოდა ხოლმე, თქვენი თავი ბრალდებულის სკამზე დასვით და დაუნდობლად განიკითხეთო".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 08:36 PM

"სიმდაბლე და ამპარტავნება ღვიძლი დები არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 07:59 PM

"რაც უფრო უყურადღებოა ვინმე საკუთარი თავისადმი, მით უფრო ღვთისსათნოდ მიიჩნევს თავს. მაგრამ, ვინც ცდილობს, თავი ვნებებისა და უწესო ქმედებებისგან გაწმინდოს, მას რცხვენია, თვალი ცად ღვთისკენ აღაპყროს, რადგანაც ხედავს, რომ საკმაოდ შორს დგას მისგან".

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 10:19 PM

"როგორც ვენახს შემოხვეული სურო მოაშთობს მის ნაყოფს, ასევე პატივმოყვარეობა ანადგურებს მოსაგრის შრომას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 04:07 PM

"სიტყვით კი როგორი თავმდაბალნი ვართ? თითქოს არაფერი ვიცით, არაფერი შეგვიძლია, სულიერად უძლურნი ვართ, ლოცვის ძალაც კი არა გვაქვს და ა.შ. მაგრამ თუ ვინმემ, თუნდაც კეთილი ზრახვით, საქმისათვის სასარგებლოდ აღნიშნა შენი უუნარობა და უცოდინარობა, მაშინ მეყსეულად ქრება შენი მოჩვენებითი სიმდაბლე სულიდან და იწყებ დრტვინვას, მრისხანებას, ლანძღვას: რით ვარ სხვაზე ნაკლები?! ვერ გამიგეს, განგებ მამცირებენ, მე ეს არ დამიმსახურებია... აი, ასე ამეტყველდება ხოლო ჩვენი ამპარტავნება"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 06:51 PM

"რასაც ჩრჩილი ვერ შეჭამს და ქურდი ვერ მოიპოვებს, იმას პატივმოყვარეობა მიიტაცებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 01:29 PM

"თვითონ პატივმოყვარე სხვებში პატივმოყვარეობას ვერ იტანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 10:08 PM

"თქვენ, რომლებიც ადამიანის ღირსებისათვის მიუღებლად მიგაჩნდათ ჯოჯოხეთის არსებობის დაჯერება, გამოიკვლიეთ თქვენი შინაგანი სამყარო ისეთ წუთებში, როდესაც თქვენი ამპარტავნული გეგმები საპნის ბუშტებივით სკდება და საკუთარ თავშივე დაინახავთ ჯოჯოხეთს, რომელსაც საკუთარი თავის გარეთაც უარყოფთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 02:26 PM

"მხოლოდ ის პატივი შეიძლება იწოდოს ჭეშმარიტად, რომლითაც უფალი ოდესმე დააჯილდოვებს თავის რჩეულებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:17 PM

"წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ მრავალი რამ არის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ და მაშინ ყველა ჩვენი მიწიერი დამსახურება საკუთარ თვალში არარაობად გამოჩნდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 09:00 PM

"საზოგადოებაში დამამცირებელი საქციელი ქრისტიანულ თავმდაბლობას არ ტოვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 10:22 PM

"ამაყი, მაგრამ ამპარტავანი ადამიანები ჰგვანან ცარიელ ჭას, რომლებიც თავს სხვაზე მეტად აღიმაღლებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 01:33 PM

"ჩვენი გზის საკუთარ თვალში ამაღლებაც კი ღვთის გზიდან გადახვევაა, თუნდაც ამ გზაზე უკვე შემდგარნი ვიყოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 09:17 PM

"გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც, ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს, ზნეობრივი დაცემის კიბეზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 08:27 PM

"მაღალი შეხედულება საკუთარი სათნოებების შესახებ, ადამიანების წინაშეც კი, სათნოების არსის დაკარგვაა; მით უმეტეს - ღვთის წინაშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 10:11 PM

"პატივმოყვარეობა კეთილ ადამიანურ საქმეებსაც ამაოს ხდის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2022, 08:25 PM

"თუ ჩვენ, მოციქულის მსგავსად, აღტაცებულნი ვიქნებით "მესამე ცამდე", კიდევ უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს ამბოხებულ ანგელოზთან ერთად ღრმა უფსკრულში ჩავარდნისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:17 PM

"შეილახებოდა ყეინის თვითყვარება"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2022, 10:21 PM

"თავმოყვარეობა ჩვენი ყველაზე საშიში მტერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2022, 04:24 PM

"ამპარტავნება ყველა ცოდვის დედაა. ეს ის ცოდვაა, რომელმაც ზეციდან გადმოაგდო უფლის ყველაზე ახლობელი მთავარანგელოზი, რომელიც ფსალმუნის მიხედვით ასე ამბობდა: ავფრინდები, ავფრინდებიდა და ტახტს დავიდგამ უფლის ზევითო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 04:03 PM

"თუ ლოცვასა და ღვაწლს თავმდაბლობით აღასრულებ, როგორც უღირსი, ისინი ღვთისთვის სათნო იქნება; ხოლო თუ გაიხსენებ სხვას - მიძინებულსა და ჯერ კიდევ დაუბადებელს და გულს გაიამპარტავნებ, ამაო იქნება შენი შრომა!"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 09:16 PM

"ამპარტავანი პატივისცემას ეძიებს მათგან, ვისაც იგი არაფრად მიაჩნია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2022, 08:47 PM

"თავს ნუ აღიმაღლებ საკუთარი საქმეებით, როგორიც არ უნდა იყოს ისინი!"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 09:25 PM

"მრავალი საკუთარ თავს მართლად მიიჩნევს, აშკარა ბოროტმოქმედებთან შედარებით; მაგრამ მათ საკუთარი თავი ღვთის წმიდა ადამიანებს შეადარონ და მაშინ უცილობლად დაინახავენ, რომ მხოლოდ საბრალო ცოდვილნი არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 08:35 PM

"ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ! რას მიიღებ შენი ცოდვებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწადვე მიიქცევი; დიდი ხარ, სუფთა და სამართლიანი, ვიდრე ღმერთი შეგეწევა: უფალმა შეგქმნა და მისით დგახარ; ნუ უარყოფ და ნუ დაივიწყებ კეთილისმყოფელს, შესაძლოა, სათნოებას აღასრულებ კიდევაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უფალი დაგეხმარა"

/"სულიერი მარგალიტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 08:10 PM

"სულიერი შეცოდებანი - მაგალითად, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა - აზრად გავლებულიც კი, უკვე ცოდვაა, რადგან ამპარტავნებას ფიზიკურად ვერ ჩავიდენთ, ეს სულში ხდება და უკვე სრულყოფილი ცოდვაა".

/მამა მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 08:14 PM

"თავს ძალიან ნუ აღიმაღლებ, რათა ძლიერ არ დაეცე!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 08:32 PM

"ამპარტავნება პატარა და მდაბიო სულის უდიდესი გამოვლინებაა!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 06:17 PM

"დაცემისას ოხრავდე, წარმატების ჟამს კი ნუ გაამაყდები!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 07:09 PM

"ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 08:13 PM

"ამპარტავნება წყალქვეშა ქვაა, რომელზეც ხშირად იმსხვრეოდნენ ისინი, რომლებიც დიდხანს ეწინააღმდგებოდნენ ვნებათა და სხვადასხვა განსაცდელთა ქარიშხლებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 09:35 PM

"საკუთარი თავისათვის ქველმოქმედებით ადამიანი თავისივე თავის მტერი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 09:50 PM

"ამაღლებისაკენ მისწრაფება, ამავე დროს, დამდაბლებისაკენ მისწრაფებაცაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 07:58 PM

"ამპარტავნება მანკიერებათა დედაა, რომლისგანაც ეშმაკიც დაეცა, რომელიც ადრე ასეთი არ იყო"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:32 PM

"განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს, რომელსაც თავის განკარგულებაში სახელმწიფო მილიონები აქვს, საკუთარ ჯიბეში კი გროშიც არ გააჩნია? ასევე ადამიანი, რომელმაც სრულად და ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი ცოდვიანობა, ანგელოზებრივი სიწმიდის შემთხვევაშიც საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელ ცოდვილად ჩათვლის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:13 PM

"დღევანდელ დროს გვესმის იგავი: "ცუდია ის მეომარი, რომელსაც მხედართმთავრობა არ სურს!". ეს არც სოლომონის იგავია, არც მისი სიბრძნე, არამედ - ხორციელი და ამაო სიბრძნე! ჭეშმარიტი იგავი კი ბრძნანებს: "ვინც მაღლად აღაშენებს თავის სახლს, იგი დაეცემა"; და კიდევ: "ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე". ამას ეთანხმება იგავი იმისა, ვინც სოლომონზე აღმატებულია: "რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 08:49 PM

"ადვილად შეგეძლოს ყველაფრის უგულებელყოფა განდიდებისას და ნუ იქნები დიდი შენს სიმცირეში!"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2022, 09:24 PM

"თუ თავისი კეთილი საქმეებით გაამპარტავნებული ყველაფერს ღუპავს ამით, მაშ, როგორი იქნება ამპარტავანი ცოდვილის სასჯელი?! ასეთ ადამიანს უკვე სინანულიც კი არ ძალუძს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2022, 08:39 PM

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ!"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2022, 08:00 PM

"ამაყი, მაგრამ სულელი მდიდარი ქანდაკებას ჰგავს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა - თიხის გროვა, ანდა - ხის ნაჭერი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2022, 10:59 PM

"მზის ნათელი შენი შუქი როდია და, რასაკვირველია, მისით არ ამაყობ; ნუ იამაყებ შენი გონებითაც: თუ მასში არის ნათელი, ეს ღვთის საჩუქარია, ხოლო თუ სიბნელეა, მაშინ საამაყო არაფერი გაქვს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 03:01 PM

"ღვთის - სიცოცხლის წყაროსა და სიკეთის საწყისთან გაუცხოების გამო გაუხუშებული სული ამაოდ იმედოვნებს, რომ ვითარდება, მაღლდება, იზრდება და წინ მიდის: მასში კი მხოლოდ თავმოყვარეობის სული იზრდება, იგი მხოლოდ ამპარტავნებით მაღლდება, მხოლოდ ბოროტებაში იზრდება, წინ მიდის, მაგრამ - ამაოების გზით, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 03:30 PM

"ჩვენი საკუთარი ძალებით არცერთი კეთილი საქმის ქმნა არ ძალგვიძს, ამიტომ, თუკი ღვთის შეწევნით ვნებებს დათრგუნავ და საკუთარ თავს უკეთესად ჩათვლი, დაემსგავსები ხაზინადარს, რომელიც სახელმწიფო ფულის მიღებით თავს მდიდრად ჩათვლის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 10:03 PM

"რატომ მოხდა, რომ ამაყ ფარისევლებს, - რომლებიც უფალმა გველებს, ანუ, განკიცხულ სულთა რიცხვს მიაკუთვნა, - "იქედნეს ნაშობნი" - გველთა განსაკუთრებული ჯიშის სახელი ეწოდათ? იქედნე პატარა, ძლივს შესამჩნევი, ბრმა გველია, მაგრამ შეიარაღებულია უძლიერესი, მომაკვდინებელი შხამით. ასევე ამპარტავნებაც სულის უძლურებაა, ძლივს შესამჩნევი, ხშირად ადამიანის უღრმესი თავმდაბლობით წარმოდგება, რომელსაც ადამიანები სიწმიდედ და ვნებათაგან თავისუფლებად შერაცხავენ, მაგრამ იგი კლავს სულს და მისთვის ყოველგვარი სათნოება შეუძლებელი ხდება. იქედნე ბრმაა; ბრმაა ამპარტავანიც. მისგან დაბრმავებული ვერც ხედავს და ვერც გრძნობს ღმერთს, მოკლებულია მართალ ხედვას - საკუთარი თავისა და ადამიანთა მიმართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 08:00 PM

"ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცდუნებული ხარ, არის ის, რომ საკუთარი თავი სხვაზე ცბიერი გგონია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2022, 08:42 PM

"ამპარტავანს არ ძალუძს დიდხანს იფიქროს, რადგან მას სურს, ჭკვიანი ჩანდეს და სხვების წინაშე ბრწყინავდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2022, 09:54 PM

"ამპარტავნება არის ცრუ შეგრძნება საკუთარი თავის უპირატესობისა"

/დეკ. ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 12:45 PM

"თქვენი ცოდვების ზომა დაადგინეთ მხოლოდ სიმდაბლით, შეზღუდეთ ამპარტავნება და არ გაზომოთ მისით ღვთის მოწყალება, რომელიც უსაზღვროა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 01:07 PM

"ამპარტავანი თავის პატივისმცემელთ არაფრად მიიჩნევს, მისთვის მიგებულ პატივს კი დიდად აფასებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 02:22 PM

"საკუთარი თავით მეტისმეტი უკმაყოფილება სისუსტეა; მეტისმეტი კმაყოფილება კი - სისულელე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 05:53 PM

"განა არ ჰგავს ქედმაღალი და გაბღენძილი ადამიანი გაბერილ ბუშტს, ანდა, - წყალმანკით თუ ძლიერი სიმსივნით დაავადებულ ადამიანს? განა არ მიემსგავსება იგი სასაცილო ბავშვს, რომელსაც ლოყები გამოუბუშტავს?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2022, 08:44 PM

"ვისაც გამოცდილებით სურს, შეიცნოს მუდმივი მოუსვენრობა, მისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, ამპარტავანი იყოს და მაშინ იგი საკუთარი მხრებით ატარებს ნამდვილ ჯოჯოხეთს - მტანჯველ მისწრაფებას ადამიანთა პატივისცემის გამყინავი გრძნობისადმი, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 03:32 PM

"როგორც ბრმას ვერ მოჰკითხავ, რატომ ვერ ხედავს, ასევე ამპარტავანს ვერ გააგებინებ, რა არის სიმდაბლე. სამწუხაროდ, მისი სულიერი თვალები დაბრმავებულია. პირველ რიგში მათი თვალების გახელვას სჭირდება საკუთარი ნება. უფალი არ ძალადობს არავისზე, არც ურწმუნოზე და არც მორწმუნეზე. ამპარტავნები ხომ მორწმუნეებშიც არის და არამორწმუნეებშიც. უფალი მდაბალია და ცდილობს, მოთმინებით, სიყვარულით განკურნოს. ის ელოდება მათ ნებას, რომ მიხვდნენ, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორც აპოკალიფსში ბრძანებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, მე ყველა ადამიანის კართან ვდგავარ და ვრეკ, იქნებ ვინმემ გამიღოს. იქნებ ვინმემ შეისმინოს ჩემი კაკუნი და გამიღოსო"

/დეკ. ლუკა ბუცხრიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 09:55 PM

"ყველა ადამიანი შენზე აღმატებულად ჩათვალე!"

/წმ. ბარსანოფი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2022, 10:25 PM

"მართალია, გონიერი ხარ, მაგრამ სხვა მაინც გჭირდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 02:49 PM

"სიმდაბლეს (თავმდაბლობას) ღირსი იოანე კიბისაღმწერელი უწოდებს "ყველა ვნებათა მომაკვდინებელსა და გამანადგურებელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 03:23 PM

"ღირსი იოანე კიბისაღმწერელი თავმდაბლობას უწოდებს "ღვთაებრივ საფარველს", რომელიც "საკუთარი სათნოებების დანახვის საშუალებას არ გვაძლევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 08:08 PM

"ყოველ საქმეში საკუთარი თავი მწირად ჩათვალე იმისათვის, რომ სხვებს ასწავლო, და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭკვიანი იქნები"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 06:50 PM

"ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 09:44 PM

"ვინ ვართ ჩვენ, ყველა, თუ არა - ღატაკნი? რა გაგვაჩნია საკუთარი? - არაფერი, - ცოდვების გარდა! აპოკალიფსში ვიღაც თავს იქებს: "მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების", - არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლიაო. ასეთს ეტყვიან: "და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშველ!". როგორი შესამეცნებელი გაკვეთილია ჩვენი ამპარტავნებისათვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 10:05 PM

"ამპარტავნების დასაწყისი - პატივმოყვარეობის დასაწყისია"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2022, 09:40 PM

"ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 06:53 PM

"როგორც მაღალი მთიდან დამკვირვებელნი ვერ ხედავენ ხშირად ხეობაში არსებულ ნაპრალებს, ორმოებს, მათგან მომდინარე უწმინდურობას, გაფანტულ მყრალ ნაკელს; ასევე მოსდის ამპარტავნული გონების მქონეს. ისინი თავს ზემოდან უყურებენ - ხედავენ მხოლოდ თავიანთ ზედაპირს, ხოლო სულის ამაზრზენ სიღრმეებს, საკუთარი გულის უწმინდურობას, საიდუმლოებათა სიხშირეს, მაგრამ ამაზე არანაკლებ ეგვანოსა და საზიზღარს, ვერ ხედავენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 01:56 PM

"რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარებაზე, რომელიც უფრო მეტად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქრით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილი არიან. პატივმოყვარება კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოუდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგაა მიმართული"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 09:37 PM

"ფუფუნებისმოყვარე ადამიანი ადვილად უამხანაგდება ფუფუნებისმოყვარეს; ანგარი კაცი, თუ ანგარს არ თანაეზიარება, გაურბის მას; მაგრამ პატივმოყვარე პატივმოყვარე ადამიანის დამცირებასა და შემუსვრას ცდილობს და სიმშვიდეს არავის აძლევს, ვინაიდან მისი საბოლოო მიზანია, რომ ყველა მის ფერხთით განერთხას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 06:05 PM

"უგუნური კაცისთვის პატივი იგივეა, რაც ხმალი, რომლითაც თავსაც იკლავს და სხვებსაც ხოცავს!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:35 PM

"უგუნურებაა და სულისათვის დამღუპველია ამპარტავნება, თუნდაც შრომითა და ღვაწლით იყოს იგი მოპოვებული. უმეტესი უგუნურება და სისულელა, თავი აღიმაღლო და სხვებზე უკეთესი გეგონოს მხოლოდ წარმომავლობის გამო, რომელიც ცნობილი მშობლებისგან ან წინაპრებისგან გადმოგეცა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 09:09 PM

"წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ მრავლისმეტყველება ნიშანია ამპარტავნობისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 03:10 PM

"თავმდაბლობას ყველაზე მეტად ადამიანი მიაღწევს გლოვით. თავმდაბლობის მტერი - ესაა სიცილი, მხიარულება და განცხრომით ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 09:15 PM

"შინაგანი გლოვა დაფარულ განძს ჰგავს, გარეგნული - სავაჭრო ადგილზე გამოფენილს. დაფარული განძი დაცულია მპარავისაგან, ხოლო სავაჭროდ გამოტანილი შეიძლება ადვილად დაიკარგოს. ამის მსგავსად, შინაგანი გლოვა დაფარულია ბოროტის ხელყოფისაგან, გარეგნულად გამოხატული კი შეიძლება ადვილად იქნეს მართული ეშმაკისაგან - ადვილად გადაიზარდოს ამპარტავნობასა და პატივმოყვარეობაში და დააკარგვინოს ის მადლი, რაც გლოვის სანაცვლოდ მოიპოვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 06:30 PM

"ამპარტავნობაში მყოფ ადამიანში არ არსებობს სინანულის განცდა და დაღუპვის გზაზე დგას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 12:53 PM

"მხოლოდ თავმდაბლობა ანიჭებს ადამიანებს უნარს, გულწრფელად სცემდნენ პატივს ერთმანეთს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 06:21 PM

"თუ ადამიანი ჭეშმარიტად ღვთისსათნოდ ცხოვრობს და სიმდაბლით და მორჩილებით მოღვაწეობს, ის ამპარტავნობაში არ არის. მაგრამ, როგორი ადამიანია ამპარტავნობით დაცემული? - ურჩი და პატივმოყვარე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 06:41 PM

"ამპარტავნობაში მყოფი ადამიანი ცოდვებს ვერ ამჩნევს. თუ რაღაც მომენტში მაინც შენიშნავს, უდიდესი სიმდაბლეა საჭირო, რომ ეს ცოდვები მოიკვეთოს. როდესაც სიმდაბლით ამპარტავნობას დათრგუნავს და განდევნის, ნებისმიერ ცოდვას ადვილად დაამარცხებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:25 PM

"დიდ ამპარტავნებაში ჩავარდნილი ხშირად გონებას კარგავს - მის გონებას მთლიანად ეპატრონება ეშმაკი და ეშმაკეული ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:41 PM

"მდაბალი სიტყვა წამალია სულისა, ხოლო ამპარტავანი ზრახვა სავსეა სილაღით. მდაბლის ლოცვას შეისმენს უფალი, ხოლო ამპარტავნის ლოცვა ვერ მიაღწევს უფალ ღმერთამდე"

/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:02 PM

"შიშის გამოწვევის მთავარი მიზეზი ამპარტავნებაა. როგორც წმინდა მამა [იოანე სინელი] გვეუბნება, ამპარატავან ადამიანს არა ღვთის, არამედ საკუთარი თავის იმედი აქვს. ამიტომაცაა, რომ ხშირად ეუფლება შიში ისეთი მოვლენებისა და საქმეთა მიმართ, საიდანაც დამოუკიდებლად გამოსვლის პერსპექტივას ვერ ხედავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:19 PM

"რატომ ვერ ინარჩუნებს ამპარტავანი სიმშვიდესა და თავმდაბლობას? - რადგან გამუდმებით ეძიებს სხვათაგან განდიდებას: თუ არ განადიდებენ, ცდილობს, თვითონ შეურაცხყოს და დაამდაბლოს მოყვასი, რათა მასზე აღმატებულად გამოჩნდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:00 PM

"როგორც მატლიდან გამოდის პეპელა, ასევე გამოდის პატივმოყვარეობიდან ამპარტავნება, - ბრძანებს წმინდა მამა [იოანე სინელი]. ამპარტავნება კი ყველა ცოდვისა და უკეთური საქმის დასაბამია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:19 PM

"ერთი სულიერი ბერი ძმას ასწავლიდა, მან კი, დაბრმავებულმა, ბერს უპასუხა: "მამაო, მაპატიე, მაგრამ ამპარტავანი არ ვარ". მაშინ ბრძენმა ბერმა მას უთხრა: "შვილო, რას მეუბნები, უფალმა შეგინდოს! ზუსტად ახლა დამარწმუნე, რომ ამპარტავანი ხარ, რადგან თავად აღიარე ეს, როგორც კი თქვი, რომ ამპარტავანი არ ხარ"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:33 PM

"წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამპარტავან კაცს ადარებს დამპალ ხილს, რომელიც გარეგნულად საღად გამოიყურება. ასევეა ამპარტავანი კაცი, - მისი კეთილი საქმეები მხოლოდ გარეგნული და მოჩვენებითია, - შინაგანი მდგომარეობა კი დაზიანებული აქვს. ასეთი სიკეთენი არათუ სარგებლის მომტანია მისთვის, არამედ ერთიანად ანადგურებს მას სულიერად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:51 PM

"ამპარტავნების სული სულიერ მანკიერებებს შორის ყველაზე სასტიკია. ის ასევე სასტიკია თავისი შედეგებით: წარმოშობს ფსიქიკურ აშლილობას, შინაგან სიმძიმესა და სიბეჩავეს. იგი ადამიანის გულში ნერგავს სისასტიკეს, სიჯიუტეს, წინააღმდეგობას. "სხვის ზიზღს, ძმების დამცირებას, მრისხანებას, გულის სისასტიკეს". საბოლოოდ მისი შედეგია ღვთის მადლისგან განშორება, სულის უნაყოფობა და ბოლოს - სულის სიკვდილი - აი, ის მწარე ნაყოფები, რომლებიც იზრდება გულში ჩათესილი ამპარტავნების თესლიდან"

/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 06:07 PM

"ვინც ამპარტავნებას მოერევა, მისი სულიერად დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 02:21 PM

"თუ ბოროტი მოახერხებს და ამპარტავნებით შეიპყრობს ადამიანს, საბოლოოდ შეიძლება ჭკუიდანაც გადაიყვანოს. მრავლად გვაქვს იმის მაგალითები, როდესაც ამპარტავნებით შეპყრობილ ადამიანს იმდენად დაუკარგავს საღაც აზროვნების უნარი, არა მხოლოდ სულიერად, ფიზიკურადაც კი დაუღუპავს თავი"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 02:35 PM

"ამპარტავანი ადამიანი სულიერად ღატაკია. რატომ? - ამპარტავნება ერთიანად ანადგურებს ყველაფერს, რაც ადამიანს სულისთვის გაუკეთებია. ამპარტავნებას კეთილი საქმეები კვებავს. კეთილი საქმეებით დანთებული ამპარტავნების ალი მხოლოდ თავმდაბლობით შეიძლება ჩაქრობილ იქნეს. სხვაგვარად, მის კეთილ საქმეებს ამპარტავნების ცეცხლი დაწვავს და გაანადგურებს, რადგან ასეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი სულიერ სიბნელეშია, მაგრამ როდესაც გამოიღვიძებს - ამ ცხოვრებიდან მოუხდება გასვლა - სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ ყველაფერი, რასაც სიმდიდრედ მიიჩნევდა, ამპარტავნების ცეცხლს გაუნადგურებია და თვითონ კი სულიერად სიღატაკეშია დარჩენილი"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 07:07 PM

"სიძვაში მყოფ ადამიანს შეიძლება ადამიანი დაეხმაროს, ხოლო ბოროტებაში მყოფს ანგელოზი სჭირდება. რადგან ამპარტავნება ყველაზე დიდი ცოდვაა, მისგან მხოლოდ უფალი თუ განკურნავს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 07:30 PM

"როცა ადამიანი მრუშობის ცოდვაშია, მას ისევ ადამიანი განკურნავს. როცა ადამიანში არის დაცემულობა, მას განკურნავს ანგელოზი, ხოლო ამპარტავნების მკურნალი მხოლოდ ღმერთია. იმდენად დიდი ცოდვაა ამპარტავნება, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ამ ცოდვის მოშორება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 05:22 PM

"69. ერთხელ, ჩემს ახალგაზრდობაში, ერთ ქალაქში ჩავედი. როცა სუფრას მივუჯექი, ნაყროვანებისა და სიამაყის აზრები გარს მომადგნენ. რადგან ნაყროვანების ნაშიერმა, სიძვამ, შემაძრწუნა, სიამაყით დამარცხება ვამჯობინე. (ღირსი იოანე სინელი)

სწავლება ორ ბოროტებას შორის არჩევანის გაკეთებას ეხება: წმინდა მამამ არჩევანი ამპარტავნების ვნებაზე გააკეთა, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამპარტავნების ვნებას დამორჩილება გაცილებით ნაკლები ბოროტება იყო"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 08:54 PM

"შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს გარკვეულ სულიერ სიმაღლეებს, მაგრამ, თუ ის თავის თავში ამპატავნების ვნებას შემოუშვებს და მას დაემორჩილება, სულიერების მწვერვალზეც რომ იყოს ასული, ეს ბილწი ცოდვა იქიდანაც გადმოაგდებს და სულიერად დაღუპავს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 09:21 PM

"შეიძლება ადამიანი იკვეხნიდეს, რომ მდიდარია, მაგრამ არ გააჩნდეს სიმდიდრე, ასევეა ამპარტავანი კაციც, - იკვეხნის კეთილი საქმეებით, რომლებიც სინამდვილეში არ გააჩნია, ხოლო თავმდაბალი კაცი, რომელიც მართლაც მდიდარია კეთილი საქმეებით, მიიჩნევს, რომ ღვთის წინაშე არაფისმქონეა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2022, 05:29 PM

"61. უნაყოფობა თურინჯის ხის რტოებს მაღლა სწევს. როცა ხე მსხმოიარეა, მაშინ რტოები ქვემოთ აქვს დახრილი. ვინც გულისყურით კითხულობს ამ სიტყვებს, მის აზრსაც ჩასწვდება. (ღირსი იოანე სინელი)

რაც მეტი სულიერი ნაყოფით არის დახუნძლული ადამიანი, მით მეტად თავმდაბალია"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 04:46 PM

"ერთადერთი სათნოებაა თავმდაბლობა, რომელსაც ეშმაკი ვერ იჩემებს. შეიძლება ადამიანის ნებისმიერი კეთილი საქმე მიითვისოს ეშმაკმა, - მაგალითად, მარხვის დროს მიაწოდოს აზრი, რომ თავისი მარხვით მოიწონოს თავი და პატივმყოვარეობაში ჩააგდოს, მაგრამ ვერასდროს დაიჩემებს და გამოიყენებს სათავისოდ თავმდაბლობას, რადგან თუ ადამიანი თავმდაბლობას მიაღწევს, მას ეშმაკი განეშორება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 05:17 PM

"თავმდაბლობა ამპარტავნების საპირისპირო თვისებაა. ამპარტავნებამ ანგელოზები დასცა და ეშმაკებად აქცია, მაგრამ თავმდაბლობასაც შეუძლია ეშმაკის (დაცემული ანგელოზის) მორჩილებაში მყოფი ადამიანის ანგელოზად ქცევა, ანუ ამპარტავნების ცოდვიდან გამოყვანა, გამოსწორება და განწმენდა. არ არსებობს ამქვეყნად ცოდვა, რომელსაც თავმდაბლობა ვერ განაქარვებს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2022, 06:05 PM

"ღვთისთვის არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება, რადგან მასში საკუთარი თავის ღმერთთან გატოლება იმალება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:13 PM

"თუკი სიფხიზლეს შეუთავსე სიმდაბლე და ლოცვა, მაშინ კეთილად ივლი გონებრივი გზით, როგორც სინათლის შუქზე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით"

/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 06:07 PM

"წმინდა მაქსიმე ბრძანებს, რომ ამპარტავნობის ვნება წარმოიშობა ორი რამის არცოდნიდან: საღვთო ძალისა და ადამიანური უძლურებისა. ამ ორმაგი უცოდინრობის ნიადაგზე "ცნობიერების რღვევა" წარმოიქმნება. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ამპარტავანი ამავდროულად - უმეცარია, მაშინ, როდესაც თავმდაბალი ადამიანი ორმაგი ცოდნის მფლობელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2022, 07:11 PM

"ყველაზე დიდი საქმე სიმდაბლისა და სიწმინდის მოსართვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 06:48 PM

"საგულისხმოა, რომ ამპარტავნება ისეთი მანკიერებაა, რომელიც იპყრობს არა მხოლოდ მათ, ვინც არ შეეწინააღმდეგა მას, არამედ მათაც, რომელთაც გაბედულად დაამარცხეს იგი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2022, 09:27 PM

"ამპარტავნების სული სულიერ მანკიერებებს შორის ყველაზე სასტიკია. ის ასევე სასტიკია თავისი შედეგებით: წარმოშობს ფსიქიკურ აშლილობას, შინაგან სიმძიმესა და სიბეჩავეს, ადამიანის გულში ნერგავს სისასტიკეს, სიჯიუტეს, წინააღმდეგობას. "სხვის ზიზღს, ძმების დამცირებას, მრისხანებას, გულის სისასტიკეს". საბოლოოდ, მისი შედეგია ღვთის მადლისგან განშორება, სულის უნაყოფობა და ბოლოს, სულის სიკვდილი - აი, ის მწარე ნაყოფები, რომლებიც იზრდება გულში ჩათესილი ამპარტავნების თესლიდან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 09:40 PM

"საავადმყოფოში შემავალი ადამიანი, ამპარტავნებას გარეთ ტოვებს; აღსარებაზე მისული ადამიანი ამპარტავნებას ეკლესიის ზღურბლს გაერთ ტოვებს. ბედნიერება იქნება მისთვის, თუ უკანა გზაზე დაივიწყებს მას. ღმერთმა ინებოს, რომ გარეთ გამოსული ამპარტავნების ყავარჯნის ნაცვლად, სიმდაბლის ყავარჯერნს დაეყრდნოს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)