თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ღ ვ თ ი ს მ გ მ ო ბ ე ლ ნ ი

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 27 2007, 12:16 AM

ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას.

ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“.

დავით ჰიუმი - ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“

ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.

შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“.

ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“

ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული.

ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.

ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები.

უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“

იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.

იაროსლავსკი - ათეისტული ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 27 2007, 03:26 PM

ციტატა
ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.


ეჰ ასეთ მარტო სიკვდილსაც ვინატრებდი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2007, 04:10 PM

ბიძაჩემი, დეიდას ქმარი, საშინელი ათეისტი იყო და დეიდაჩემს არ აძლევდა უფლებას ეკლესიაში შესულიყო და ელოცა..

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და რამდენიმე კვირაში დეიდამ სიზმარში ნახა, გამძვინვარებული ეუბნებოდა რატომ არ ლოცულობ ჩემზე, რატომ დამივიწყეო..

ეს სიზმარი გახდა დასაბამი დეიდაჩემის ეკლესიური ცხოვრებისა, მოძღვარიც აიყვანა და დღეს აქტიური მრევლია..

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 28 2007, 11:50 PM

ციტატა
ეს სიზმარი გახდა დასაბამი დეიდაჩემის ეკლესიური ცხოვრებისა, მოძღვარიც აიყვანა და დღეს აქტიური მრევლია..

ძალიან სასიხარულოაsmile.gif გააძლიეროს უფალმა.

* * * * * * * * *


mampali

ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვა, რომელიც მან სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი“. ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა“. მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, განიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? – თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე – იესო ქრსიტე – ღმერთია!“

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 29 2007, 12:10 AM

zeskvi
ეხლა ნაპოლეონის და ქრისტეს შედარება უადგილოა. ბოლოსდაბოლოს ღმერთს ადარებ კაცს. მეც სიამოვნებით ვიტყტოდი ასეთ აღსარებას ოღონდ ჯერ ასეთი ცხოვრება მომეცი. smile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 29 2007, 12:15 AM

mampali
რად გინდა? მისნაირი ცხოვრება? მე ყველა დამპყრობელი მეცოდება.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 29 2007, 12:23 AM

ვოლტერ სკოტის სიკვდილის წინა სურვილი

სასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა:
- შვილო, წიგნი მომიტანე.
მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა:
- რომელი წიგნი, სერ?
მომაკვდავმა მიუგო:
- ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი.
ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა.


პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 29 2007, 12:27 AM

ციტატა
რად გინდა? მისნაირი ცხოვრება? მე ყველა დამპყრობელი მეცოდება


შემიცოდეთ მარა ჩემი სიკვდილის მერე. wink.gif

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 29 2007, 12:29 AM

mampali

ციტატა
ეხლა ნაპოლეონის და ქრისტეს შედარება უადგილოა. ბოლოსდაბოლოს ღმერთს ადარებ კაცს.

და სად ვადარებ ხომ ვერ მეტყვი? რაცხა ვერ გაგიგე.smile.gif

ციტატა
მეც სიამოვნებით ვიტყტოდი ასეთ აღსარებას ოღონდ ჯერ ასეთი ცხოვრება მომეცი.

დიქტატურის შემაშფოთებელი ნიშნებია. მე მითქვია შენთვის ფაშისტობას შეეშვიიიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 29 2007, 12:30 AM

zeskvi

ჩემი აზრით არავის იმდენად მრავლისმეტყველი წლები არ უცხოვრია ვიდრე ქრისტეს თავისი ამქვეყნიური წლებით. ეგ უდავოა. ამ წლებმა ყველაფერი შეცვალა და რასაც ამბობ ეგ მართალია. მარა არის უბრლო ადამიანური ცხოვრებაც რომელიც უნდა გაიარო. სხვაგვარად ვერ იქნება.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 29 2007, 12:30 AM

ქავთარაძე
ყურადღებას ნუ მიაქცევ სუფთა დიქტატიაsmile.gif
სტალინზე, ნაპოლეონზე ალექსანდრეზე და ჰიტლერზე აფანატებსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 29 2007, 12:31 AM

და ცხოვრება თუნდაც იმისთვის რომ შენ მაგალითებში დაგამატონ ღირს ხომ?

ეეეეეე რა სტალინი აზრზე მოდი. offtopic-ია მარა არ წამიშალოთ.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 29 2007, 01:12 PM

mampali
მასე ქალმა(მეძავმა) რომ იესო ქრისტეს ფეხები დაბანა ისიც შევიდა აღთქმაში. ანუ ისტორიაშიც.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 29 2007, 01:13 PM

და ესენი ვინ აღწერა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 29 2007, 01:13 PM

mampali
უი დამპყრობელი ხარ? biggrin.gif laugh.gif აადმიინ ბანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 29 2007, 03:24 PM

ციტატა
უი დამპყრობელი ხარ? აადმიინ ბანს


biggrin.gif
ციტატა
მასე ქალმა(მეძავმა) რომ იესო ქრისტეს ფეხები დაბანა ისიც შევიდა აღთქმაში. ანუ ისტორიაშიც.

ეს ქალი კურთხეული ყოფილა ასეთ დროს რომ ცხოვრობდა თორე სხვამ რა ვქნათ? საბოლოო ჯამში მაინც სულის სახელია გადამწყვეტი მარა ესეც რჩეულების ბედია.
საერთოდ სასულიეროების და საეროების შედარება არაა "სამართლიანი", რადგან სასულიეროებს დიდი უპირატესობა აქვთ.

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 5 2007, 03:53 PM

მაგალითად ცნობილია რომ სტალინი ბოლო წლებში პანიკური შიშით ცხოვრობდა და შეთქმულებების ეშინოდა.

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: May 6 2007, 04:09 PM

აკრძალული ნაყოფი ტკბილია


09.08.2006


გუშინ მოსკოვში დაიწყო ბილეთების გაყიდვა ამერიკელი პოპ-მომღერალ მადონას კონცერტზე, რომელიც გაიმართება 11 სექტემბერს ვორობიოვის მთაზე. სალაროების გახსნამდე დიდი ხნით ადრე ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ბილეთის მოლოდინში. უფრო ადრე მომღერალმა, მიუხედავად ვატიკანის აშკარა წინააღმდეგობისა, რომის ოლიმპიურ სტადიონზე სრული ანშლაგი მოაწყო, ხოლო მადონას შემოქმედების ჩეხმა გულშემატკივრებმა ბილეთები პრაღაში კონცერტამდე 9 წუთით ადრე იყიდეს.

“მოუსმინე, რას ამბობს ეკლესია და ყველაფერი გააკეთე საპირისპიროდ”. ეტყობა, სწორედ ასეთი ლოგიკით ხელმძღვანელობს მოსახლეობა როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში. ვატიკანმა და მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეაჩვენა ფილმი “დავინჩის კოდი”, მაგრამ კინოთეატრები მაინც ხალხითაა გადავსებული. კათოლიკური იერარქია მადონას ახალ შოუსაც გმობს, მოსკოვის საპატრიარქო კი მართლმადიდებლებს აძლევს რეკომენდაციას, თავი შეიკავონ მომღერლის მოსკოვურ კონცერტზე დასწრებისაგან. ამავე დროს ამ სკანდალური შოუს ბილეთები რუსეთსა და ევროპაში ცხელი ფუნთუშებივით იყიდება.


პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 6 2007, 04:17 PM

ეკუმენისტი
მადონა იუდეური სექტის-კაბალას წევრია.ერთი კონცერტი უყურე ჯვარზე გაკრული ჩამოდის მაღლიდან სცენაზე.ადრე ორგიებს აწყობდა პირდაპირ სცენაზე მარა ახლა დაბერდა და "მოჭკვიანდა" მაგ მხრივ

პოსტის ავტორი: laziale თარიღი: May 7 2007, 11:58 PM

ციტატა(marita26 @ May 6 2007, 03:17 PM) *

ეკუმენისტი
მადონა იუდეური სექტის-კაბალას წევრია.ერთი კონცერტი უყურე ჯვარზე გაკრული ჩამოდის მაღლიდან სცენაზე.ადრე ორგიებს აწყობდა პირდაპირ სცენაზე მარა ახლა დაბერდა და "მოჭკვიანდა" მაგ მხრივ

magaze meti sadardebeli ar gqondes... laugh.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 8 2007, 12:28 AM

laziale
მადონას ნამდვილად არ ვდარდობ wink.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 10 2007, 12:24 AM

ისე აქ იყო საუბარი დავინჩის კოდზე, ხოდა აი საინტერესო სტატიას წავაწყდი ამ კინოსთან დაკავშირებით ხოოოდა თქვენც ნახეთsmile.gif

http://www.dzmoba.ge/Articles/antiqristes_standartebi.htm

პოსტის ავტორი: t a m a r i თარიღი: Apr 14 2008, 04:41 PM

"ღმერთმა რომ ადამიანი გააჩინა, პროგრესის, ცოდნისა და ჭეშმარიტების ლანდი ჩასჩარა სათამაშოსავით... მერე არხეინად განისვენა და თქვა: ლა ეს ცუღლუტი და მოუსვენარი სულიერი თავს ვეღარ მომაბეზრებსო...
დაჩოჩავს მას აქეთ ხუთი წლის კაცობრიობა ხუთ მილიონ წელიწადს და ამაყად გაიძახის:"ცოდნა, ჭეშმარიტება, შეგნება, მეტყველება...'
გაიძახის თუთიყუშივით ამ სიტყვებს, თავისი თავი ქვეყნის ბატონი ჰგონია და სამყაროსაც ისე ეპოტინება როგორც პატარა ბავშვი მთვარეს..."

პოსტის ავტორი: ათეისტი თარიღი: Apr 22 2008, 07:37 PM

ციტატა(Zeskvi_ucha @ Mar 27 2007, 12:16 AM) *

ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას.

ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“.

დავით ჰიუმი - ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“

ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.

შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“.

ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“

ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული.

ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.

ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები.

უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“

იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.

იაროსლავსკი - ათეისტული ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“




ალბერტ აინშტაინი, ჩარლზ დარვინი, სოკრატე, ლუდოვიკ ფეირბახი, ჟან ჟაკ დიუკლო, ფრიდრიხ ენგელსი, რუდოლფ კარნაპი და სხვა მრავალი... გამოდის რომ ესენი ტკბილი სიკვდილით მოკვდნენ? სიკვდილი ყველასთვის ერთნაირია, ათეისტია ადამიანი თუ მორწმუნე ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს... ეს ბიოლოგიური მოვლენა ყველას ერთნაირად ექცევა და რელიგიურობას ნამდვილად არ აქცევს ყურადღებას...

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Apr 22 2008, 07:45 PM

ათეისტი

ციტატა
ალბერტ აინშტაინი, ჩარლზ დარვინი, სოკრატე, ლუდოვიკ ფეირბახი, ჟან ჟაკ დიუკლო, ფრიდრიხ ენგელსი, რუდოლფ კარნაპი და სხვა მრავალი... გამოდის რომ ესენი ტკბილი სიკვდილით მოკვდნენ? სიკვდილი ყველასთვის ერთნაირია, ათეისტია ადამიანი თუ მორწმუნე ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს... ეს ბიოლოგიური მოვლენა ყველას ერთნაირად ექცევა და რელიგიურობას ნამდვილად არ აქცევს ყურადღებას...

ჯერ ერთი თუ ათეისტი ხარ აქ რა გინდა?
მერე მეორე მაგათი სიკვდილი არ არის ცნობილი ალბათ.
დარვინმა სხვათაშორის სიცოცხლის ბილოს აღიარა რომ ღმერთი არსებობდა რამდენადაც ვიცი ეკლესიის ეზოში არის დაკრძალული

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Apr 22 2008, 07:57 PM

ციტატა
ალბერტ აინშტაინი, ჩარლზ დარვინი, სოკრატე, ლუდოვიკ ფეირბახი, ჟან ჟაკ დიუკლო, ფრიდრიხ ენგელსი, რუდოლფ კარნაპი და სხვა მრავალი... გამოდის რომ ესენი ტკბილი სიკვდილით მოკვდნენ? სიკვდილი ყველასთვის ერთნაირია, ათეისტია ადამიანი თუ მორწმუნე ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს... ეს ბიოლოგიური მოვლენა ყველას ერთნაირად ექცევა და რელიგიურობას ნამდვილად არ აქცევს ყურადღებას...

სამყარო თავისით შეიქმნა აი ეგრე !! a075.gif

სადაა ლოგიკა ... sad.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Apr 23 2008, 12:07 AM

უჩა
Nanio
llaasshhaa

რომელიმე ამ "ათეისტებად" წოდებული მეცნიერების ნაშრომებს იცნობთ? და თუ კი იქნებ მითხრათ რომელს?


ციტატა
სამყარო თავისით შეიქმნა აი ეგრე !!


ნუ დამიმალავთ ახალგაზრდავ ეს დასკვნა თქვენ გეკუთვნით თუ რომელიმე ორი რუსი ბაბუშკის მსჯელობათა ჰიბრიდია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Apr 23 2008, 01:50 PM

დავით ივერიელი

ციტატა
რომელიმე ამ "ათეისტებად" წოდებული მეცნიერების ნაშრომებს იცნობთ? და თუ კი იქნებ მითხრათ რომელს?

სიმართლე გითხრა არ დავინტერესებულვარ და ალბათ არც დამაინტერესებს biggrin.gif
მეცნიერება ნაკლებად მაინტერესებს

პოსტის ავტორი: ათეისტი თარიღი: Apr 23 2008, 05:14 PM

ციტატა(Nanio @ Apr 22 2008, 07:45 PM) *

ათეისტი

ჯერ ერთი თუ ათეისტი ხარ აქ რა გინდა?
მერე მეორე მაგათი სიკვდილი არ არის ცნობილი ალბათ.
დარვინმა სხვათაშორის სიცოცხლის ბილოს აღიარა რომ ღმერთი არსებობდა რამდენადაც ვიცი ეკლესიის ეზოში არის დაკრძალული


დარვინმა ღვთის რწმენა საბოლოოდ მაშინ დაკარგა, როდესაც 1851 მისი ქალიშვილი მოკვდა, მანამდე ის აგნოსტიკი იყო. ხოლო ის რომ თითქოს დარვინმა სიკვდილის წინ ღმერთის არსებობა აღიარა, უბრალოდ ეკლესიის მიერ მოგონილი სიცრუეა, შემდგომში ეს ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმაც უარყვეს... თუმცა სამწუხაროდ დღემდე ეს მცდარი ინფორმაცია ბევრს სიმართლედ მიაჩნია... და რაც შეეხება მის სიკვდილს. ის გარდაიცვალა თავსი სიკვდილით, მის სახლში, დაუნში(კენტის საგრაფოში) და დაკრძალულია არა ეკლესიის ეზოში არამედ, ლონდონში "დიდი მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების პანთეონში".

ციტატა
სიმართლე გითხრა არ დავინტერესებულვარ და ალბათ არც დამაინტერესებს


ძალიან ცუდი რომ არ გაინტერესებს, სწორედ მეცნიერებაშია ნამდვილი ჭეშმარიტება...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 23 2008, 05:17 PM

ციტატა(ათეისტი @ Apr 23 2008, 05:14 PM) *

დარვინმა ღვთის რწმენა საბოლოოდ მაშინ დაკარგა, როდესაც 1851 მისი ქალიშვილი მოკვდა, მანამდე ის აგნოსტიკი იყო. ხოლო ის რომ თითქოს დარვინმა სიკვდილის წინ ღმერთის არსებობა აღიარა, უბრალოდ ეკლესიის მიერ მოგონილი სიცრუეა, შემდგომში ეს ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმაც უარყვეს... თუმცა სამწუხაროდ დღემდე ეს მცდარი ინფორმაცია დღეს ბევრს სიმართლედ მიაჩნია... და რაც შეეხება მის სიკვდილს. ის გარდაიცვალა თავილი სიკვდილით, მის სახლში, დაუნში(კენტის საგრაფოში) და დაკრძალულია არა ეკლესიის ეზოში არამედ. ლონდონში "დიდი მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების პანთეონში".

ნუ ი ჩტო? tongue.gif უცებ არ შემირყიოს რწმენა დარვინის ურწმუნოებამ dry.gif

პოსტის ავტორი: ათეისტი თარიღი: Apr 23 2008, 05:21 PM

ციტატა(მარიამი @ Apr 23 2008, 05:17 PM) *

ნუ ი ჩტო? tongue.gif უცებ არ შემირყიოს რწმენა დარვინის ურწმუნოებამ dry.gif


მერე ვინ ამბობს რო უნდა შეგირყიოს, მე უბრალოდ შევასწორე არასწორი ინფორმაცია...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 23 2008, 05:22 PM

ციტატა(ათეისტი @ Apr 23 2008, 05:21 PM) *

მერე ვინ ამბობს რო უნდა შეგირყიოს, მე უბრალოდ შევასწორე შენი არასწორი ინფორმაცია...

ჩემი? huh.gif რომელი ჩემი ინფორმაცია? unsure.gif

პოსტის ავტორი: ათეისტი თარიღი: Apr 23 2008, 05:24 PM

ციტატა(მარიამი @ Apr 23 2008, 05:22 PM) *

ჩემი? huh.gif რომელი ჩემი ინფორმაცია? unsure.gif


სად წერია "შენი" ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Apr 23 2008, 05:26 PM

ციტატა
სად წერია "ჩემი" ?


ათეისტი
ციტატა
მერე ვინ ამბობს რო უნდა შეგირყიოს, მე უბრალოდ შევასწორე შენი არასწორი ინფორმაცია...




პ.ს. ამ "ცხელ-ცხელ "ინფორმაციებს ვინ გაწვდის?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 23 2008, 05:27 PM

ციტატა(ათეისტი @ Apr 23 2008, 05:24 PM) *

სად წერია "ჩემი" ? biggrin.gif

ვა, პოსტის რედაქტირება იცი? biggrin.gif მალიადეც laugh.gif

პოსტის ავტორი: ათეისტი თარიღი: Apr 23 2008, 05:29 PM

ციტატა(მარიამი @ Apr 23 2008, 05:27 PM) *

ვა, პოსტის რედაქტირება იცი? biggrin.gif მალიადეც laugh.gif


მე მეგონა რო შენი დაწერილი იყო ის ბრძნული პოსტი და მაგიტო დავწერე სიტყვა "შენი"... biggrin.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 23 2008, 05:31 PM

ათეისტი

როგორც ჩანს აქ თემის ავტორი გულისხმობდა არ ზოგადად ათეისტების სიკვდილს, არამედ კონკრეტულ შემთხვევებს.

ეხლა იმის მტკიცება, თითქოს ყველა ღვთიმგმობელი საშინლად იტანჯებოდეს სიკვდილის უკანასკნელ წუთებში, რომ სისულელეა ამაზე მემგონი აქ არავინ დაობს.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 23 2008, 05:33 PM

ციტატა(ათეისტი @ Apr 23 2008, 05:29 PM) *

მე მეგონა რო შენი დაწერილი იყო ის ბრძნული პოსტი და მაგიტო დავწერე სიტყვა "შენი"... biggrin.gif

გასაგებლარია smile.gif
ციტატა
როგორც ჩანს აქ თემის ავტორი გულისხმობდა არ ზოგადად ატეისტების სიკვდილს, არამედ კომკრეტულ შემთხვევებს.

ეხლა იმის მტკიცება, თითქოს ყველა ღვთიმგმობელი საშინლად იტანჯებოდეს სიკვდილის უკანასკნელ წუთებში, რომ სისულელეა ამაზე მემგონი აქ არავინ დაობს.


თავისთავად yes.gif

პოსტის ავტორი: ათეისტი თარიღი: Apr 23 2008, 05:35 PM

ციტატა(death @ Apr 23 2008, 05:31 PM) *

ათეისტი

როგორც ჩანს აქ თემის ავტორი გულისხმობდა არ ზოგადად ათეისტების სიკვდილს, არამედ კონკრეტულ შემთხვევებს.

ეხლა იმის მტკიცება, თითქოს ყველა ღვთიმგმობელი საშინლად იტანჯებოდეს სიკვდილის უკანასკნელ წუთებში, რომ სისულელეა ამაზე მემგონი აქ არავინ დაობს.


ხო მაგრამ მაინც სულელური თემაა...

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Apr 23 2008, 11:50 PM

ათეისტი
ნამდვილად სულელურია... იმიტომ რომ აქ ნახევარზე მეტი რაციონალიზმს ქრისტიანობასთან ვერ აკავშირებს...


პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 24 2008, 12:49 AM

დავით ივერიელი
დავით თქვენ ის ივერიელი არა ხართ ცაგერში რომ სტიქარი დაგიზიანდა?

ციტატა
ნამდვილად სულელურია... იმიტომ რომ აქ ნახევარზე მეტი რაციონალიზმს ქრისტიანობასთან ვერ აკავშირებს...

რაციონალიზმსაც ვიცნობთ ირაციონალიზმსაც და ემპირიოკრიტიციზმსაც , მაგრამ აქ რატომ მოგაქვს ვერ ვგებულობ.
ციტატა
რომელიმე ამ "ათეისტებად" წოდებული მეცნიერების ნაშრომებს იცნობთ? და თუ კი იქნებ მითხრათ რომელს?

დავით რატომ სვამთ ათეისტებს ბრჭყალებში? რა არ იყვნენ ათეისტები და აბრალებენ? ან თუ ვიცნობთ ვოლტერის ზადიგს და კანდიდს , ან ნაპოლეონს , ან ნიცშეს ზეკაცს, ან ლენინის ბრუტუნს( თუმცა ზოგი ნაშრომი საინტერესო და დეტალები სწორია) მერე რა? რატომ აშინებ ხალხს?

ნამდვილად არ არის სულელური თემა, თუმცა შეიძლება უინტერესო უწოდო.
სტიქაროსანიდან არ ველოდებოდი ასეთი პათოსის პოსტს.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Apr 24 2008, 11:35 PM

ციტატა
რაციონალიზმსაც ვიცნობთ ირაციონალიზმსაც და ემპირიოკრიტიციზმსაც , მაგრამ აქ რატომ მოგაქვს ვერ ვგებულობ.



რაციონალიზმს თუ იცნობთ დააკავშირებთ კიდეც ქრისტიანობასთან...



ციტატა
დავით რატომ სვამთ ათეისტებს ბრჭყალებში?

იმიტომ რომ უარეს ატეისტებს ვიცნობ... და არც მეტი არც ნაკლები ეკლესიის წიაღში...

ციტატა
რა არ იყვნენ ათეისტები და აბრალებენ?

გააჩნია ვინ აფასებთ ატეისტებად და არგუმენტად რა მოაქვთ...


ციტატა
ან თუ ვიცნობთ ვოლტერის ზადიგს და კანდიდს , ან ნაპოლეონს , ან ნიცშეს ზეკაცს, ან ლენინის ბრუტუნს( თუმცა ზოგი ნაშრომი საინტერესო და დეტალები სწორია) მერე რა?


არაფერი... უბრალოდ უკეთ შეძლებთ შეფასებას..

ციტატა
რატომ აშინებ ხალხს?

ხალხს მე კი არა ეს თემა შინებს და მათი ნაშრომების კითხვას ვეღარ ბედავენ

ციტატა
სტიქაროსანიდან არ ველოდებოდი ასეთი პათოსის პოსტს.


მე სტიქაროსანი ვარ... მე მრევლისა და სასულიერო პირს ვეხმარები ურთიერთობაშI მხოლოდ... ლოცვით უსტიქროდ ვლოცულობ smile.gif


ბაოდიშს ვიხდი თუ რამე გადავაჭარბე.. და ეს ბოდიში მხოლო დ ტქვენ გეკუთვნით აბო.... დიდი პატივს გცემთ smile.gif

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 17 2008, 05:43 AM

ციტატა(ათეისტი @ Apr 22 2008, 08:37 PM) *

ალბერტ აინშტაინი, ჩარლზ დარვინი, სოკრატე, ლუდოვიკ ფეირბახი, ჟან ჟაკ დიუკლო, ფრიდრიხ ენგელსი, რუდოლფ კარნაპი და სხვა მრავალი... გამოდის რომ ესენი ტკბილი სიკვდილით მოკვდნენ? სიკვდილი ყველასთვის ერთნაირია, ათეისტია ადამიანი თუ მორწმუნე ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს... ეს ბიოლოგიური მოვლენა ყველას ერთნაირად ექცევა და რელიგიურობას ნამდვილად არ აქცევს ყურადღებას...

ათეისტი არ უნდა იყოს ჩემი აზრით ქართველი კაცი,ბოლოსდაბოლოს გადახედე საქართველოს ისტორიას რამდენი ადამიანი ეწამა ქრისტიანობის გულისთვის.საქართველოს დიდი მეფე დავითი,რომელსაც ხალხმა აღმაშენებელი უწოდა,იყო დიდი მორწმუნე.მან დაწერა გალობანი სინანულისანი.ყველაფერი ამის შემდეგ როგორ არ უნდა გწამდეს ღმერთის.
უფალმა გაგინათოს გონება.

პოსტის ავტორი: აზნაური თარიღი: Feb 6 2010, 01:17 PM

ღმერთო ჩემო, ეს სად ამოიკითხეთ. მე ჩერჩილის გარდაცვალება მომეწონა ყველაზე მეტად, მაგარი იყო და უკაცრავად, რა გიხარიათ ??????????/

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 6 2010, 03:53 PM

უჩა მშვენიერი თემა გაგიხსნია მაგრამ სიცოცხლე მოკლებია smile.gif



ციტატა(Zeskvi_ucha @ Mar 27 2007, 01:16 AM) *

ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“

მეც ვმდგარვარ მაგ წყვდიადის პირას sad.gif
საბედნიეროდ არა სიკვდილის წინ no.gif

რა სულის შემძვრელია ამდენი ჯოჯოხეთური აღსასრული ერთ პოსტში უჩააა sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)