ღვთის წყალობით, ბლომად ვართ მოსახსენიებელიც არ დაგვაკლდება და მეორე მხრივ გონების გამფანტავი ამდენგვერდიანი სახელის საკითხავი ლოცვის დროს.
აქ დავწეროთ განსაკუთრებით მოსახსენიებელი ადამიანების სახელები.
დავწეროთ რამდენ ხანს უნდა მოვიხსენიოთ და ისიც რა გასაჭირი (აუცილებელი არ არის ) ადგათ.
რაც შეეხება სრულიად ფორუმს, ძალიან ახლობლებს სახელებით გიხსენიებთ და დანარჩენს ასე" "მართლმადიდებლური ფორუმის ყველა წევრი" ...
ასევე ვიხსენიებთ ფორუმის ყოფილ და იმედი მაქვს ახლანდელ და მომავალ მოძღვრებს:
ეპისკოპოსი სტეფანე
დეკანოზი ანდრია
დეკანოზი ირაკლი
დეკანოზი დავითი
მღვდელი მამუკა
მღვდელი ლუკა
მღვდელი არჩილი
გთხოვთ მოიხსენიოთ ახლადშესვენებული ნანული.
თუ შეძლებთ ორმოცამდე მოიხსენიეთ ლოცვებში.
დიდი მადლობა ყველას
ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ გემრიელო ხალხო ერთი უსაყვარლესი და უგემრიელესი კაცი, ახლდაშესვენებული მიხეილ გოგოლაშვილი, სულ რაღაც 32 წლის იყო. ძალიან დამძიმებული ვარ მომხდარით
თუ არ შეწუხდებით გთხოვთ მოიხსენიოთ ახლადშესვენებული ნინო-იგივე ნარგიზა.. წინასწარ დიდი მადლობა ...
ხო ცოცხალ ადამიანებს იხსენიებთ?
ეს ცოდო გოგო მოიხსენეთ:
მაიკო სნეულებაში მყოფი
http://www.orthodoxy.ge/
განსაცდელსა შინა მყოფი შორენა და გვანცა.
და უძლურებასა შინა მყოფი 8 წლის ალექსანდრე, ცერებრალური დამბლით და ეპილეფსიით.
ვისაც შეუძლია გთხოვთ ერთხელ მაინც მოიხსენოთ ლოცვებში.დიდი მადლობა ღმერთი გაგახარებთ.
SOS!!!
მიხეილი
ძალიან გთხოვთ ,რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ლოცვებში მოიხსენეთ მიხეილი,ძალიან დიდი უბედურება დაატყდა თავს,რაც სავარაუდოდ მის ამქვეყნიურ ცხოვრებას საშინელ დღეში ჩააგდებს...როდემდეც შეძლებთ მოიხსენიეთ
ახლადშესვენებული დეკანოზი ზურაბი.გთხოვთ მოიხსენიოთ .. .
მსჯავრდებული მამუკა,მოიხსენიეთ რა .გმადლობთ
გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლშესვენებული ნინო (ნინა)
დიდი მადლობა ყველას.
ეჰ, არ გინდათ ჩემი შეხსენება, მაგრამ მაინც ვწერ..
მოიხსენეთ ის საწყალი დედა-შვილი ქუთაისში რომ შეეწირნენ გრუზინულ არაპროფესიონალიზმს და ახირებას...
ეკა და ნინო
ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ მოიხსენიოთ მარინა. ინსულტი დაემართა. ძალიან ცუდადაა. მადლობა.
გეხვეწებით მოიხსენიოთ ახლადშესვენებული ირაკლი და პაატა
28 წლის ბიჭები დაიღუპნენ ავარიაში
ძალიან გთხოვთ თუ შეძლებთ მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მონაზონი ნონა
მოიხსენიეთ 21 წლის ნოდარი ჩვენი ოლიმპიელი ათლეტი და ასევე ჩვენი ფორუმელი შაკუნას ნათესავი
ბადრი
ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ ჩემი ძმა და მეგობარი მონა ღვთისა ზურა, რომელმაც გუშინ მიაბარა სული უფალს,
http://www.youtube.com/watch?v=XQOdQ2-WJYI&feature=player_embedded
გთხოვთ მოიხსენოთ ემიგრაციაში მყოფი ია, სარწმუნოებაში გამტკიცებისათვის.
მადლობა.
ბავშვებო ეკატოს გარდაეცვალა გუშინ ყაზბეგში ბიძა. (დედის ძმა)
და გთხოვთ ყველას მოვიხსენიოთ რა ახლად შესვენებული ჯორჯი.
გაანათლოს უფალმა და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
ბავშვებო გთხოვთ მოიხსენიეთ უძლერებაში მყოფი ბექა (ჩემი ძმაა)
ძვირფასო ფორუმელებო! ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.
ვიცი, უყურადღებოდ არ დატოვებთ ამ თხოვნას,
ახლობელმა დღეს ურთულესი ოპერაცია გაიკეთა,
მზექალა ჰქვია(ქებულისაც ეძახიან) და ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ.
თუნდაც ამ პოსტის წაკითხვისას, თქვენი თუნდაც რამდენიმე
სიტყვით შეეწიეთ უფლის წინაშე... გმადლობთ
ძალიან გთხოვთ, მოიხსენოთ უძლურებაში მყოფი ქეთევანი. 26 წლის გოგოა, უმძიმეს მდგომარეობაშია. ძალიან გტხოვთ
ჩემს თანამშრომელს 20 წლის ბიჭი გარდაეცვალა გთხოვთ, მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში ახალშესვენებული ანდრო.
მცირე პრობლემები შეექმნა დედას ჯანმრთელობაზე, გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში-ნუნუ, მადლობა
უმორჩილესად გთხოვთ მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი ეკატერინე(გაფანტული სკლეროზი ჭირს)
თქვენი გულისხმიერების იმედი მაქ..მადლობა ყველას
გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი ლევანი (კიბო აქვს)
გარდაიცვალა ლევანი, გთხოვთ მოიხსენიოთ მისი სული
გთხოვთ მოიხსენოთ ახლადშესვენებული მარიამი. 17 წლის იყო, ჩემი მეზობელი და მდინარეში უეცრად გარდაიცვალა. საშინელი ტრაგედიაა. უფალმა აცხოვნოს მისი სული!
გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული ნუნუ (ჩვენი ძალიან კეთილი და კარგი ფორუმელის მამიდა იყო)
ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული ალექსანდრე სულ 13 წლის იყო ღმერთმა აცხონოს
გთხოვთ მოიხსენიოთ განსაცდელში მყოფი მამაჩემი დავითი
გთხოვთ მოიხსენიოთ ჩვენი ყოფილი მნათე, უძლურებაში მყოფი ნოდარი.
გუშინ გულმა დაარტყა...
http://www.radikal.ru
ეს თემა ამოვწიოთ...
უმეტესობა ვლოცულობთ ფორუმელები და შევეცადოთ ჩვენი მწირი ქმედებით მცირე ნუგეში მაინც მივცეთ სხვებს...
ძალიან გთხოვთ მოიხსენოთ ჩემი ბებოც ახლადშესვენებული ანგელინა
თუ შეძლებთ, იქნებ ცოტა ხანს თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ
მონა ღვთისა გიორგი.
საავადმყოფოშია, ავტოავარიის შედეგად დაზიანდა ბიჭი.
მადლობა.
გუშინ დაიბადა 25 კვირის ნაყოფი მონათლეს და სალომე დაარქვეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გთხოვთ მოიხსენოთ მეგობრებო
†სერგი†
OK...
"აბრაამის, ისააკისა და იაკობის წიაღი დაემკვიდრებინოს, სადაც მართალნი განისვენებენ უფლის წინაშე"
"სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მის სულს"
"მისი ადგილი მხოლოდ მართალთა შორისაა, თუმცა უიმისობა მოუშუშებელი ჭრილობასავითაა"
„კაცმა დაასრულა ქვეყნიური სიცოცხლე და უკეთეს ქვეყანაში გადასახლდა“
"ამ წუთისოფლიდან უდარდელ ცხოვრებაში გადავიდა"
"უბერებელი, საუკუნო ხსოვნა დატოვა"
"მრავალნაღვლიანის ნაცვლად დაუბერებელი და უნაღვლო (უდარდელი) ცხოვრება მოიპოვა"
„ღვთის დიდმა მადლიერმა სული თვისი უფალს ჩააბარა“
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience