თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ სასწაულები...

პოსტის ავტორი: Cotn3 თარიღი: Nov 13 2009, 04:53 PM

ძალიან ხშირად ხდება სასწაულები და ამის მომსწრეც ძალიან ბევრია. მე გამიგია არსებობს ასეთი ხატი რომელიც თვაებს ხუჭავს და ახელს.. ესეც ხომ სასწაულია.
მე სულ ყოველთვის მინდოდა სასწაულს შვესწრებოდი და ეს სურვილიც ამიხდა

ერთ დღეს მივდიოდით ექსკურსიიდან მცხეთაში და შიო მღვიმეში. როდესაც შიო მღვიმელის ტაძარში შევედით, დასავლეთით პატარა სამკუთხედში იყო თვალი რომელსაც სარკმლიდან შემოსული სინათლე ანათებდა.კლასელმა ამის მნიშვნელობა მკითხა, მე რა ვიცოდი და მივუგე:
- ალბათ ეს იმის ნიშანია რომ უფალი სულ ყოველთვის გიყურებს.
მე დავეჭვდი. ამ თვალს ვუყურებდი და თან დედაჩემთან მივდიოდი თუ მეკითხა ეს თვალი რას ნიშნავდა. დედაჩემი თვალისგან გვერდულად იდგა, მივედი ავიხედე და შევამჩნიე რომ ეს თვალი ისევ მე მიყურებდა ჩემკენ იყო შემოტრიალებული. შემდეგ მარცხნივ წავედი უკიდურასმდე, და ისევ ჩემსკენ იყო შემოტრიალებული. გავვარდი ეს და ბავშვებს ვუთხარი ბავშვები ასე მოიქცნენ: ერთი მარჯვნივ დადგა მეორე მარცხნივ,

და ბოლოს აღმოჩნდა რომ ის თვალი ორივეს უყურებდა, ეს იმას ნიშნავდა რომ უფალი სულ ყოველთვის გიყურებს და არასდროს გშორდება. შეიძლება დედაშენს დაუმალო რამე მაგრამ უფალს ვერასდროს დაუმალავ.


პოსტის ავტორი: aia თარიღი: Nov 13 2009, 05:57 PM

ციტატა(Cotn3 @ Nov 13 2009, 04:53 PM) *

ძალიან ხშირად ხდება სასწაულები და ამის მომსწრეც ძალიან ბევრია. მე გამიგია არსებობს ასეთი ხატი რომელიც თვაებს ხუჭავს და ახელს.. ესეც ხომ სასწაულია.
მე სულ ყოველთვის მინდოდა სასწაულს შვესწრებოდი და ეს სურვილიც ამიხდა

ერთ დღეს მივდიოდით ექსკურსიიდან მცხეთაში და შიო მღვიმეში. როდესაც შიო მღვიმელის ტაძარში შევედით, დასავლეთით პატარა სამკუთხედში იყო თვალი რომელსაც სარკმლიდან შემოსული სინათლე ანათებდა.კლასელმა ამის მნიშვნელობა მკითხა, მე რა ვიცოდი და მივუგე:
- ალბათ ეს იმის ნიშანია რომ უფალი სულ ყოველთვის გიყურებს.
მე დავეჭვდი. ამ თვალს ვუყურებდი და თან დედაჩემთან მივდიოდი თუ მეკითხა ეს თვალი რას ნიშნავდა. დედაჩემი თვალისგან გვერდულად იდგა, მივედი ავიხედე და შევამჩნიე რომ ეს თვალი ისევ მე მიყურებდა ჩემკენ იყო შემოტრიალებული. შემდეგ მარცხნივ წავედი უკიდურასმდე, და ისევ ჩემსკენ იყო შემოტრიალებული. გავვარდი ეს და ბავშვებს ვუთხარი ბავშვები ასე მოიქცნენ: ერთი მარჯვნივ დადგა მეორე მარცხნივ,

და ბოლოს აღმოჩნდა რომ ის თვალი ორივეს უყურებდა, ეს იმას ნიშნავდა რომ უფალი სულ ყოველთვის გიყურებს და არასდროს გშორდება. შეიძლება დედაშენს დაუმალო რამე მაგრამ უფალს ვერასდროს დაუმალავ.



გაიხარეეsmile.gif ღმერთმა გაგაძლიეროოოოს!!!! smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 20 2009, 01:28 AM

გაგაძლიეროს უფალმა... smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 20 2009, 01:55 AM

ციტატა
სასწაულები


ციტატა
ხატი რომელიც თვაებს ხუჭავს და ახელს


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 23 2009, 12:06 AM

ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა პატარა სასწაულუკები. აი, ერთი მათგანი: ერთ საღამოს ვწმენდდი ჩემი ანგელოზის, წმინდა ეკატერინეს ხატს. რატომღაც დავფიქრდი, რომ ის ეგვიპტელი იყო. ადრე არასოდეს გამიმახვილებია ყურადღება მის წარმოშობაზე. ცოტა ხანში ჩემმა მეგობარმა დარეკა, მამაჩემი ეგვიპტეში მიდის, შენ წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან აუცილებლად ჩამოგიტანს რამესო. საოცარი გრძნობა დამეუფლა. რაღაც საოცრად დაემთხვა, რომ წმინდა ეკატერინეს ხატს ვწმენდდი (რასაც არც ისე ხსირად ვაკეთებ) და მის წარმოშობაზე ვფიქრობდი. მამამისმა მართლა ჩამოიტანა წმინდა ეკატერინეს ბეჭედი(რომელიც იქურმა მოძღვარმა აჩუქა, ესეც საოცრად მეჩვენება), ის ახლა მე მაქვს.smile.gif მადლობა ჩემს მფარველ სეხნიას!:)

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Nov 23 2009, 10:53 AM

ერთხელ დავინახე ხიდან ფოთოლი როგორ ვარდებოდა, განა ესეც სეზონური სასწაული არაა.. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 29 2009, 12:45 AM

მინდა ერთი სასწაულის შესახებ კიდევ მოგითხროთ. დაახლოებით ერთი წლის წინ დიდუბის ტაძარში ვესწრებოდი წირვას. გარეთ, ეზოში ვიდექი. მინდოდა მრწამსი წამეკითხა, მაგრამ ეჭვი შემეპარა მის ჭეშმარიტებაში. იმ პერიოდში ხშირად მაწუხებდა ეჭვები. ვიფიქრე, გავივლი, გამოვივლი-მეთქი. ასეც მოვიქეცი, უცებ გავიგონე, ერთი ქალი ამბობდა " ბავშვებს წასვლა, წამოსვლაში მრწამსი ზეპირად ვასწავლეო"... გავოგნდი... იმედია ნათლად გადმოვეცი... smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 29 2009, 08:28 AM

სასწაული არ არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერი სასწაულია a075.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 29 2009, 06:19 PM

საერთოდ სასწაულს უფალი ან ჩვენდა სანუგეშოდ ან გასაფრთხილებლად გვიგზავნის,დაახლოვებით 4 წლის წინ,აღდგომის დღესასწაულზე,სიონიდან პირველად წამოვიღე სახლში მადლმოსილი ცეცხლი,ყველა სანთელი ავანთე,ისეთი გახარებული ვიყავი ფრთაშესხმულივით დავდიოდი,სანთლები ჩაიწვა,ერთადერთი პატარა სანთელიღა იყო დარჩენილი,იმდენად გული მეტკინა რომ უნდა ჩამქვრალიყო,ცეცხლი,ჩვეულებრი
ვ პარაფინის თეთრ სანთელზე გადავუკიდე,(ისიც ნახევარზე)ხომ იცით ეგ სანთლები,ეს დაახლოვებით,დღის 2 საათზე მოხდა,სანთელი ღამის 2 საათამდე,ისე ენთო არ დამდნარა!!თითქმის იმხელავე დარჩა რამხელაც ანთებისას იყო,არც ჩამოღვენთილა და რაღაცნაირად თეთრად ციმციმებდა!!! მთელი დღე ვუყურე ამ საოცრებას,(ეგ სანთლები ნახევარ საათში აღარაფრად ვარგა ხოლმე!)მართალია ღამე ანტებული არ დამატოვებინეს,მაგრამ დარწმუნებული ვარ დილამდე ისევ ისე დამხვდებოდა,შევინახე ის სანთელი და როცა ძალიან გამიჭირდებოდა ხოლმე ლოცვისას ვანთებდით,ჩვენი ცხოვრება მთლიანად დიდი სასწაულია,ისე ჯობია სასწაული ყველამ მხოლოდ საკუთარ გულში ეძიოს,(სულიერი ფერისცვალების სასწაული!)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 29 2009, 08:54 PM

სასწაულია ამ თემაშ რომ არ დამიპოსტავს აქამდე biggrin.gif

ხალხნო, სასწაული მარტო ისაა, ხატებს რომ მირონი სდით, თვალებს რომ გიპაჭუნებენ და ა.შ. და თქვენც რომ ხედავთ ამას? აბა კარგად დაფიქრდით, გეხუეწებით biggrin.gif


პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 30 2009, 12:20 AM

ციტატა(ქევანა @ Nov 29 2009, 08:54 PM) *

გიპაჭუნებენ


რა შესაფერისი სიტყვაა,არა? smile.gif
სასწაულია პირდაპირ!როგორ მიუსადაგებთ ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 30 2009, 01:09 AM

b-a-r-b-a-r-e
ნორმალური ქართული სიტყვაა, რატომ უნდა დავკარგოთ და გამოვაძევოთ ენიდან? smile.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Dec 1 2009, 02:46 AM

wminda egnate brianCaninovi daaxloebiT amas ambobs, Cven miveCvieto RvTis saswaulebs (bunebis silamaze aqvs naxsenebi da kidev ra, samcuxarod agar maxsovs), ise vuyurebTo, rogorc Cveulebriv ambavs.. anu saswaulis perebs xSirad ver vamchnevT, arada cxvirwin sheizleba iyos...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 1 2009, 03:31 PM

ციტატა
anu saswaulis perebs xSirad ver vamchnevT, arada cxvirwin sheizleba iyos...

სწორედაც smile.gif

ჩემთვის სასწაული ადამიანის თბილი გულია smile.gif


პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 1 2009, 03:45 PM

ციტატა(ქევანა @ Dec 1 2009, 03:31 PM) *

სწორედაც smile.gif

ჩემთვის სასწაული ადამიანის თბილი გულია smile.gif

ეგ მართლა სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელ რეალში.

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Dec 3 2009, 01:12 AM

სასწაულია მილიარდ ადამიანში რომ იპოვი იმ ერთს, ის ერთი კი - შენ... ჩემთვის ყველაზე სასიხარულო სასწაულია სწორედ ეს სასწაული... smile.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 3 2009, 01:39 AM

ციტატა(blue night @ Dec 3 2009, 01:12 AM) *

სასწაულია მილიარდ ადამიანში რომ იპოვი იმ ერთს, ის ერთი კი - შენ... ჩემთვის ყველაზე სასიხარულო სასწაულია სწორედ ეს სასწაული... smile.gif

+1

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 6 2009, 10:46 PM

ერთ ტენდენციას ვამჩნევ ფორუმზე -
ცოტა აგდებულად ეპყრობით ხოლმე ასეთ ინფორმაციებს.

სასწაული მარლთმადიდებლობაში არსებობს და ეს მიღებულია
და რატომ უნდა იღადავოს ვიღაცამ ამაზე?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 7 2009, 12:16 AM

არსებობს მეორე ტენდენციაც, ყველა სიზმარს და მოჩვენებას სასწაულს არქმევენ, ყველგან სასწაული გონიათ smile.gif
სამეუფო გზა სჯობს;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 7 2009, 12:47 AM

ციტატა
არსებობს მეორე ტენდენციაც, ყველა სიზმარს და მოჩვენებას სასწაულს არქმევენ, ყველგან სასწაული გონიათ
სამეუფო გზა სჯობს;

სწორედ მაგია ოქროს შუალედი

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 7 2009, 01:03 AM

ციტატა(tamara @ Dec 6 2009, 10:46 PM) *

ერთ ტენდენციას ვამჩნევ ფორუმზე -
ცოტა აგდებულად ეპყრობით ხოლმე ასეთ ინფორმაციებს.

სასწაული მარლთმადიდებლობაში არსებობს და ეს მიღებულია
და რატომ უნდა იღადავოს ვიღაცამ ამაზე?


"ღადაობა" არ ვიცი, მაგრამ ცოტა იუმორ-ნარევი საუბარი პირადად ჩემთვის ამ საკითხზე მისაღებია. რადგანაც

1. როგორც კაიროსმა აღნიშნა: "ყველა სიზმარს და მოჩვენებას სასწაულს არქმევენ, ყველგან სასწაული გონიათ"... სასწაულებზე სერიოზული ტონით საუბარი რელიგიაში მეტნაკლებად განსწავლული ადამიანების მიერ, კიდევ უფრო წაახალისებს ამ ადამიანების სასწაულებისადმი ლტოლვას. ასეთი ადამიანები კი რწმენას სასწაულებში ეძებენ უპირველესყოვლისა, ის კი არ იციან და არ აქვთ გაცნობიერებული, რომ რწმენა სასწაულებით არ მოდის. სწორედ ამიტომ მალავდა მაცხოვარი თავის სასწაულებს და ბოლოს ლაზარეს აღდგინება აღარ დამალა, მაგრამ ამით რა შეიცვალა?! -არც არაფერი. არცერთ სახარებაში არ წერია, რომ ამ სასწაულის ხილვის შემდეგ ხალხმა ირწმუნა. ვისაც სწამდა ისევ ის დარჩა მორწმუნე და ვისაც არ წამდა ისევ ურწმუნო დარჩა. ამითი დაგვანახა მაცხოვარმა, რომ რწმენა მართლა არ მოდის სასწაულებით. ამიტომ სასწაულებთან დაკავშირებულ საკითხებზე მცირე იუმორით საუბარი მისაღებია, რამეთუ ასეთი საუბარი ხაზს უსვამს ასეთი სასწაულების (და არა ღმერთის) მაძიებელი ხალხის წარმოდგენებს, თითქოს ესა თუ ის მოვლენა მართლაც სასწაული იყოს... ეს სასარგებლოა მათთვის.

2.
სასწაული ხდება არა სასაუბროდ, არამედ კონკრეტული დანიშნულებით - ვიღაცის დასაფიქრებლად, ჭკუაში ჩასაგდებად, გამოსაფხიზლებლად, გამოსასწორებლად და ა.შ. მასზე გაუთავებელი საუბარი იწვევს ადამიანის ყურადღების არასწორი მიმართულებით წარმართვას, როდესაც იგი გამოსწორების გზისაკენ უნდა წარმართულიყო. თავს არ ვიქებ, მაგრამ მე რომ ეკლესიაში სასწაულის გამო ვარ მისული ამაზე საუბარს ხშირად ვერიდები, რადგანაც რაღაცნაირად გული მიგრძნობს არაა ეს სასაუბრო თემა. ჯობია ეს დრო რაიმე სასარგებლო რელიგიური ლიტერატურის კითხვას მოვახმაროთ, ან თუნდაც ფორუმზე რაიმე საკითხის განხილვას.


3.
როგორც ვიცით, მართლმადიდებელი ადამიანი 2012 წელს კი არა ყოველ დღეს და ყოველ წუთას უნდა ელოდოს უფალთან შეხვედრას, გარდაცვალებას. ადამიანის ყურადღების სასწაულებისაკენ მიპყრობა ხომ ბოროტის ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც იგი ადამიანს მის რეალურ საზრუნავს სწყვეტს. ხომ დაწერილია წმიდა წერილში ბოლო ჟამის დროს გამრავლდება ცრუ სასწაულებიო... ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სასწაულებისაკენ ლტოლვის გაძლიერების გამო ეშმაკი არ გაუშვებს ამ შანსს ხელიდან და აქტიურად გამოიყენებს მას ადამიანების დასაღუპად. პირადად მე ძალიან მეშინია - თუ ბოლო ჟამს მოვესწარი შეიძლება სასწაულის ანკესზე წამოვეგო და მხოლოდ უფლის იმედი მაქვს ამ საკითხში... და რა ვქნა მე ეხლა, სხვებს გავუღვივო სასწაულებისაკენ ლტოლვა?

P.S. თუ რაიმე შეცდომა დავუშვი, შენიშვნას მივიღებ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Dec 7 2009, 07:02 PM

სასწაული არის მოვლენა, რომელიც ღვთისაგან ხდება და ბუნების კანონებით აუხსნელია. ღმერთს, რომელმაც მხოლოდ სიტყვით შექმნა სამყარო, იმის ძალაც შესწევს, რომ წმინდანებისა და კეთილმორწმუნე ქრისტიანების ხელით სასწაულები აღასრულოს.

ვინმემ იხილა ეს სასწაული?

ფოტო-სასწაული (ანჩისხატის ტაძრის ფრესკა)

ანჩისხატის ტაძრის მრევლმა მამუკა დემეტრაშვილმა ციფრული ფოტოაპარატით გადაიღო ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილი სხვადასხვა ფრესკები, მათ შორის ფრესკა, სადაც მეფე ავგაროზს გადასცემენ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. ეს ფრესკა მდებარეობს ანჩისხატის ტაძრის სამხრეთ საყრდენი კოლონებს შორის განლაგებულ არკაში. ფრესკა მაშინაც და ეხლაც, სხვა დანარჩენი ფრესკებივით, ჩვეულებრივად გამოიყურება, მასზედ არ შეინიშნებოდა და არც ეხლა შეინიშნება არანაირი ნათება, შარავანდედი, მაგრამ კომპიუტერში სურათების ხილვისას მაცხოვარსა და მეფე ავგაროზს ნათელი შარავანდედი გამოესახა.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Dec 8 2009, 10:59 PM

QUOTE(Amuza @ Dec 7 2009, 08:02 PM) *

ფრესკა მაშინაც და ეხლაც, სხვა დანარჩენი ფრესკებივით, ჩვეულებრივად გამოიყურება, მასზედ არ შეინიშნებოდა და არც ეხლა შეინიშნება არანაირი ნათება, შარავანდედი, მაგრამ კომპიუტერში სურათების ხილვისას მაცხოვარსა და მეფე ავგაროზს ნათელი შარავანდედი გამოესახა.


ეს სანთლებიც სინამდვილეში ჩვეულებრივი სანთლებია, მაგრამ კომპიუტერში უკვე ასე ჩანს smile.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ბევრს ეს სასწაული ჰგონია და დევს სხვა სასწაულებთან ერთად.
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=18212
თუ ვინმეს ეს მაინც სასწაული ჰგონია შემიძლია დასაბუთებით ავხსნა, როგორ მიიღება ასეთი ფოტოები smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Dec 9 2009, 07:12 PM


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Dec 9 2009, 07:23 PM

ეს ხომ აშკარად სასწაულია, ამის გაკეთება როგორ შეიძლება. დიდება უფალს!
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Dec 9 2009, 09:02 PM

საინტერესოა, ეგ როდის ჩანდა მასე? ახლა ჩემთან ასეთი ჩანს.
http://www.radikal.ru
ცოტა ფოტოშოპის მერე კი შეიძლება ასეც გამოჩნდეს.
http://www.radikal.ru
ეგ ფოტო თვითონ Google Earth ში რომ მენახა მაშინ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 10 2009, 02:16 PM

საღოლ იაკობ, საინტერესო იყო

პ.ს. საღოლ ნიშნავს მადლობას smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Dec 11 2009, 01:14 PM

QUOTE(ქევანა @ Dec 10 2009, 03:16 PM) *

საღოლ იაკობ, საინტერესო იყო

პ.ს. საღოლ ნიშნავს მადლობას smile.gif

მადლობა რისთვის ?

ეს მარტო ეკრანზე არ ჩანს ასე, სინამდვილეშიც ასეთი თვალები მაქვს biggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 11 2009, 05:40 PM

ციტატა(იაკობ @ Dec 11 2009, 01:14 PM) *

მადლობა რისთვის ?

ეს მარტო ეკრანზე არ ჩანს ასე, სინამდვილეშიც ასეთი თვალები მაქვს biggrin.gif
http://www.radikal.ru

laugh.gif

ლოლ laugh.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Dec 12 2009, 09:20 PM

ციტატა(იაკობ @ Dec 11 2009, 01:14 PM) *

ეს მარტო ეკრანზე არ ჩანს ასე, სინამდვილეშიც ასეთი თვალები მაქვს biggrin.gif
http://www.radikal.ru

ეს მოკლე ჩართვაა თუ "სვალკის"განსახიერება გადაწყვიტე? tongue.gif laugh.gif

კიდე კაი გიცნობ თორე სასწაულთა რიგებში ჩაგწერდი biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)