თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 9 2010, 12:51 PM

ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.

ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა.

როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში?
უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია,
თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"?

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Jan 9 2010, 01:28 PM

smile.gif საინტერესო კითხვაა...
უბრალოდ თქვენი პარიკმახერი ალბად ასაკით თქვენზე უფროსი იყო... ალბად მთელი ცხოვრებას მასეთი ანეგდოტები უხალისებდნენ და სიამოვნებს =) არ უნდა მოუშალოთ ეგ სიხარული, მითუმეტეს რომ თქვენს მიერ მიცემული შენიშვნა მას არ შეცვლის მაგრამ გააღიზიანებს და არაა გამოიცხული თმები "კიბე-კიბე" შეგჭრათ =) ვფიქრობ არის მომენტი როდესაც დუმილით და უბრალოდ ღიმილით უფრო მეტს გააგებინებთ ვიდრე მორალის კითხვით თუ ქადაგებით... ისე მე მაგ შემთხვევაში შევცდებოდი რაიმე ისეთ თემაზე მესაუბრა სადაც ანეგდოტების ადგილი არ დარჩებოდა... ან იქნებ ავყოლოდი ანეგდოტებში და უარესიც მეთქვა? პრინციპში მე კი ვიზამდი მაგას... მაგრამ თქვენ მართლმადიდებლურ გარემოზე საუბრობდით არა? =)

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 9 2010, 01:41 PM

ციტატა
როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში?

ჩემი აზრით 2 ვარიანტია

1) სრული წაყრუება დუმილი და არც არანარი დიპლომატიური ღიმილის ჩუქება
2) რჩევა და თხოვნა (თბილად და არა მკცრად) რომ მის სარწმუნოებაზე ანეგდოტები არ მოყვეს, ხოლო თუ ყურად არ იღო თხოვნა შემდეგ ისევ ვუბრუნდებით ავტომატურად პირველ ვარიანტს არანაირი დიპლომატიური ღიმილი biggrin.gif smile.gif პ.ს. კარგი იქნება თუ ამ დროს იესოს ლოცვას ვიმეორებთ გულში rolleyes.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Jan 9 2010, 02:13 PM

llaasshhaa

თუ სწორად გავიგე, ანეკდოტები სარწმუნოებას არ შეეხებოდა.
და თუ იქნება ასეთი შემთხვევა, ვფიქრობ - მოურიდებლად და პრინციპულად უნდა ვუთხრათ მთხრობელს,
რომ ასეთ, ჩვენთვის ძვირფას თემებს უშნოდ არ შეეხოს.
ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა და დაკვირვებული ვარ - კატეგორიულად ნათქვამი,
აფხიზლებს ხოლმე მთხრობელს.
და თუ უბრალოდ უწმაწური ანეკდოტებია დღის წესრიგში, რა თქმა უნდა გეთანხმები -
იგნორი და არანაირი ღიმილი.
მიშამაც სწორი აზრი გამოთქვა - საუბრის სხვა თემაზე გადატანა ძალიან შედეგიანია.
და ამით, თან აგრძნობინებ, რომ მისი საუბარი მიუღებელია.
ნუ, ქადაგება და მისთანები ალბათ არ იქნება სწორი, გარდა განსაკუთრებული
და იშვიათი შემთხვევებისა.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 9 2010, 02:56 PM

როდესაც ძმაკაცებში ხარ და ისინი უწმაწური ტერმინებით საუბრობენ?

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jan 9 2010, 03:06 PM

აბე

ციტატა
როდესაც ძმაკაცებში ხარ და ისინი უწმაწური ტერმინებით საუბრობენ?

ძმაკაცებმა უნდა იცოდნენ რომ არ გსიამოვნებს, ახსნა უნდა მაგას.
თუკი ყურს არ გიგდებენ, უბრალოდ აღარ უნდა შეხვდე.

განდეგილები აბდლები კი არ იყვნენ : )

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 9 2010, 03:19 PM

მოძღვრის პასუხი იქნება ამ თემაში საინტერსო

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 9 2010, 03:28 PM

ციტატა(leluka @ Jan 9 2010, 03:06 PM) *

აბე

ძმაკაცებმა უნდა იცოდნენ რომ არ გსიამოვნებს, ახსნა უნდა მაგას.
თუკი ყურს არ გიგდებენ, უბრალოდ აღარ უნდა შეხვდე.

განდეგილები აბდლები კი არ იყვნენ : )


მასე ადვილი ხო არაა...

მასე მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენი თანდასწრებით მოერიდებიან უხამს საუბარს, სხვა დროს კი ყოველთვის ისაუბრებენ ასე. ანუ შენი ახსნა განმარტებით ისინი არ შეიცვლებიან, არ გამოსწორდებიან. ეს სიტუაცია კიდევ უფრო გააძლიერებს შენს ამპარტავნებას... პირადად ჩემს ამპარტავნებას მეტი კი არ უნდა - მაშინვე დავიწყებ იმის ფიქრს, აი ამათმა იციან, რომ მე ეკლესიური ვარ და მე მათ თვალში ღვთისაკენ მავალ ადამიანად ვჩანვარ თქო....

თან მეგობრების დაკარგვაც არაა კაი საქმე და თან ძნელია ამდენი წლის ურთიერთობას და მეგობრობას ხაზი გადაუსვა. თან შეიძლება ნებისმიერი ჩემი არაეკლესიური მეგობარი ახლო თუ შორეულ მომავალში ისე გამოსწორდეს და იცვალოს ფერი, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი მორწმუნე გახდეს. იმის, გამო რომ ამჟამად იგი სცოდავს სიგარეტის მოწევით, უწმაწური სიტყვებით, გინებით, არ ნიშნავს იმას, რომ იგი წარწყმედულია და მე ცხონებული. თქვენთვის, გოგოებისთვის ადვილია მეგობრების პოვნა, მაგრამ პირადად მე ერთი ორი მეგობარი მყავს, რომლებიც არ იგინებიან და ეშმაკს საკმეველს არ უკმევენ (სიგარეტს არ ეწევიან)...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 9 2010, 03:33 PM

აბე

ციტატა
თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "თავს არ გიყადრებო"?

და რატომ არ უნდა გამოუვიდეს მასე?
თავის დაცვა ამპარტავნებაა?

თავის ადგილას მოსმა სჭირდებათ ხოლმე, მითუმეტეს თუ შენს ტერიტორიაზეა და იქაურობას აბინძურებს.

რაძი ბოგა..
თავებს მივხედოთ არ ჯობია?
ერთი წარბი, ან მოწყალე ღიმილი, მნიშვნელობით, სულ არაა სასაცილოო და დაუბრუნდება თავის ადგილს.

მე ის უფრო მაღიზიანებს ხოლმე, სხვების ლანძღვით რომ ცოცხლობენ, დაჯდებიან, სახე შეეშლებათ და ვინც ეზიზღებათ შენც თუ არ გძულს, ვაი შენი ტყავის ბრალი.
რომელ კარში გავძვრე, იმას ვფიქრობ ხოლმე, მითუმეტეს თუ ადამიანი ასაკით ჩემზე დიდი და მოსარიდებელია.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 9 2010, 03:42 PM

ციტატა(kato_Bato @ Jan 9 2010, 03:33 PM) *

აბე
და რატომ არ უნდა გამოუვიდეს მასე?
თავის დაცვა ამპარტავნებაა?


ხო მართალი ხარ. ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ სრულიად შესაძლებელია ამპარტავნება არ დაგეუფლოს ასეთ შემთხვევებში. შენ თუ გარშემომყოფებს არ უყურებ, როგორც შენს თავთან შესადარებელ არსებებს, არამედ როგორც შენს დებსა და ძმებს, რომლებიც გარემოებათა გამო დაბნეული არიან და სწორ გზას აცდენილი, როგორ უნდა მოგინდეს გაბღენძვა და ამპარტავნული ფიქრები. პირიქით, გული სიბრალულით აგევსება და ლოცვას დაიწყებ მათთვის...

მოკლეთ, სიყვარული ყველაფრის წამალია რა...
და როგორ დაცლილი ვარ სიყვარულისგან... sad.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 9 2010, 06:42 PM

სიტუაციურია, ხან ისე და ხან ასე.

პოსტის ავტორი: INFORMATION თარიღი: Jan 9 2010, 10:01 PM

აბე

ციტატა
როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში?
უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია,
თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"?


არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს!


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 9 2010, 10:04 PM

ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."


ანუ უზნეობას არ უნდა შეურიგდე არსად (ჩემი აზრია მხოლოდ)

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 9 2010, 10:57 PM

ციტატა(INFORMATION @ Jan 9 2010, 10:01 PM) *

აბე
არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს!


ასეთი ვითარებები ჩემს სულიერ მდგომარეობას არყევს და ეს მადარდებს პირველ რიგში და მერე ჩემი თმები. ეს თემაც თმებისთვის არ მიმიძღვნია, არამედ იმისთვის, რომ გვემსჯელა:

-თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვეებში, რათა ჩვენი ისედაც სუსტი სულიერი მდგომარეობა არ შეირყეს;
-ხომ არ არის უფლის სახელის გინება, როდესაც უწმაწური ანეგდოტის მსმენელი ხარ და ანეგდოტის მოყოლის შემდეგ გაღიმებასაც ბედავ - და მერე ლოცვაში იტყვი "წმინდა იყავნ სახელი შენი";
-ასეთ ვითარებებში მიზანშეწონილია თუ არა ახსნა განმარტებების მიცემა, რომ სულიერი სარგებელი ნახონ იმ ადამიანებმაც და შენც;
-ამპარტავნებაში ხომ არ ჩაგაგდებს ესა თუ ის ქმედება;
-და ა.შ.

P.S. მაშინ როდესაც მძღოლებიც კი ახერხებენ ავტომობილის მართვის დროს საუბარს, პარიკმახერებისთვის ეს ბევრად უფრო იოლია...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 9 2010, 11:07 PM

ციტატა(INFORMATION @ Jan 9 2010, 11:01 PM) *

აბე
არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს!


ადგება და იროქესენს შეგჭრის მერე smile.gif
ტი შტოოოო, არ იცი შენ ხალხი პარიკმახერებთან თან მამაკაცებთან რომ არჩევენ თავიანთ ქმრებთან რა პრობლემები აქვთ (ქალებზე ვამბობ) ? ფსიქოლოგებივითა ყავთ smile.gif


ასე რომ აბეს ვეთანხმები პარიკმახერი ლაპარაკის დროს თმას არ შეგჭრის ცუდად smile.gif არ ეფანტება ყურადღება smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 9 2010, 11:08 PM

ციტატა(ikanosi @ Jan 9 2010, 10:04 PM) *

ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."
ანუ უზნეობას არ უნდა შეურიგდე არსად (ჩემი აზრია მხოლოდ)


ხო, ეგ მაშინებს მეც...
და ამ შიშმა გამახსნევინა ეს თემა.

დუმილი ადვილია, იგნორირებას გაუკეთებ ამა თუ იმ ცოდვის ჩამდენ ადამიანებს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ დატოვებ აღნიშნულ ადგილს, გიწევს იქ იყო გარკვეული დროის განმავლობაში და ისმინო ათასი სიბილწე, არაუწმაწური სიტყვებით გამოთქმული ღვთისა და მართლმადიდებლობის მგმობელი ფრაზები და ა.შ. და შენ იცი, რომ ნათლობის ძალით ხარ ქრისტეს მხედარი, და მეომარი ომში მშვიდად დადგებოდა და უცქერდა, თუ როგორ აფურთხებენ სულში და გმობენ მის მეფეს?! ჩვენ კი, ქრისტეს ჯარისკაცები ვდგევართ და ვუცქერით, როგორ იგმობა და იფურთხება ჩვენს თვალწინ ჩვენი მეფის (მეუფის, უფლის) სახელი... არის ეს ქრისტეს მხედრობა და ჯარისკაცობა?! ამისათვის არ მოგვეკითხება?

აი ეს მაშინებს...

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 9 2010, 11:10 PM

არ ვიცი დეგრადირებული რწმენის მქონე ვარ თუ რა ვარ, მაგრამ ჩემი თანდასწრებით ღმერთი ვინმემ აუგად რო მოიხსენიოს კბილებს დავამტვრევ თვით ამ ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყოს მაინც...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 9 2010, 11:13 PM

ციტატა(xokaido @ Jan 9 2010, 11:10 PM) *

არ ვიცი დეგრადირებული რწმენის მქონე ვარ თუ რა ვარ, მაგრამ ჩემი თანდასწრებით ღმერთი ვინმემ აუგად რო მოიხსენიოს კბილებს დავამტვრევ თვით ამ ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყოს მაინც...


საქმე იმაშია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე პირდაპირ გმობენ ღმერთის სახელს, სხვადასხვა ორგანიზაციებში, სექტებში და რაღაცეებში არიან გაერთიანებული. მათთან ურთიერთობა კი ჩვენ, უბრალო ადამიანებს არა გვაქვს. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი საქციელით, არაპირდაპირ, ირიბად შეურაცხყოფენ ღმერთის სახელს.

მართლმადიდებელი ადამიანი, რომ ეშმაკს უკმევს საკმეველს (სიგარეტს მოსწევს), არ იგინება უფლის სახელი?! მაგრამ პირდაპირ არა, ირიბად...

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 9 2010, 11:23 PM

ციტატა
მასე მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენი თანდასწრებით მოერიდებიან უხამს საუბარს, სხვა დროს კი ყოველთვის ისაუბრებენ ასე. ანუ შენი ახსნა განმარტებით ისინი არ შეიცვლებიან, არ გამოსწორდებიან

ყველაზე მთავარი არის პიროვნული, ინდივიდუალური და საკუთარი ბინძური სულის "განწმენდა"... ამ მიზნით ზოგი ბერში მიდის, ზოგიც კი ერში ახერხებს ამას..
ჩემი აზრით რაც შენ გსურს ეს უკვე ის საფეხურია როცა მინიმუმ ადამიანი თვითონ არის გაწმენდილი და უკვე ზრუნავს სხვათა გაწმენდას... ეხლა დიდი ბოდიშის მოხდით ძალიან პრადულ კითხვას დაგისმევ: შენ შენს თავში ცოდვებს ხედავ თU გაქრნენ ისენი?...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 9 2010, 11:23 PM

ციტატა(აბე @ Jan 10 2010, 12:13 AM) *


მართლმადიდებელი ადამიანი, რომ ეშმაკს უკმევს საკმეველს (სიგარეტს მოსწევს), არ იგინება უფლის სახელი?! მაგრამ პირდაპირ არა, ირიბად...


რაღა სიგარეტს მისწვდი biggrin.gif

ნებისმიერი ცოდვით ჯვარს ვაცვავთ უფალს და მოდი ახლა ნურავინ მეტყვის უფლის სახელს ვინც შეურაცხყოფას ამას და იმას ვუზამო, მაშინ საკუთარი თავიდან დაიწყონ smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 9 2010, 11:23 PM

აბე
netav mxolod saparikmaxeroshi mxvdebodnen urcmunoni... sashinelebaa roca mshoblebi marcmuneben imashi rom eklesiuri cxovreba sisulelea, ar unda davicva marxva da ar unda viaro tadzarshi. am shemtxvevashi ra unda vqna me? mati moqceva aris sheudzlebeli, shedegad mivige is rom susti gavxdi rcmenashi... gmertma gagadzlierot da gagaxarot kvela.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 9 2010, 11:25 PM

ციტატა(xokaido @ Jan 10 2010, 12:10 AM) *

არ ვიცი დეგრადირებული რწმენის მქონე ვარ თუ რა ვარ, მაგრამ ჩემი თანდასწრებით ღმერთი ვინმემ აუგად რო მოიხსენიოს კბილებს დავამტვრევ თვით ამ ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყოს მაინც...


ჯერ შენი კბილებიდან დაიწყე, მერე ჩემზე გადმოდი, ასე ჩამოგვიარე ყველას და მერე მიდი იმ პარიკმახერთან თუ კიდევ გექნება ღონე და ჯანი biggrin.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 9 2010, 11:26 PM

Ligia
შენ მგონი ორი სხვადასხვა ადამიანის ნათქვამი აურიე.. :-P
მე ვთქვი ვინც ღმერთს ჩემი თანდასწრებით აუგად მოიხსენიებს კბილებს დავუმტვრევ მეთქი... :-)
და ვისაც არ სჯერა შეუძლია მთხოვოს და დავუმტკიცებ.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 9 2010, 11:33 PM

ციტატა(მაშიკო @ Jan 10 2010, 12:23 AM) *

აბე
netav mxolod saparikmaxeroshi mxvdebodnen urcmunoni... sashinelebaa roca mshoblebi marcmuneben imashi rom eklesiuri cxovreba sisulelea, ar unda davicva marxva da ar unda viaro tadzarshi. am shemtxvevashi ra unda vqna me? mati moqceva aris sheudzlebeli, shedegad mivige is rom susti gavxdi rcmenashi... gmertma gagadzlierot da gagaxarot kvela.


სუსტი რომ გახდი მგონი შენშივე უნდა იპოვო ამის პასუხი smile.gif
თუ დაგიწყებენ რომ სისულელეა, შენც უპასუხე რა ვქნა ასეთი სულელი ვარ და მომიტევეთთქო smile.gif

ციტატა(xokaido @ Jan 10 2010, 12:26 AM) *

Ligia
შენ მგონი ორი სხვადასხვა ადამიანის ნათქვამი აურიე.. :-P
მე ვთქვი ვინც ღმერთს ჩემი თანდასწრებით აუგად მოიხსენიებს კბილებს დავუმტვრევ მეთქი... :-)
და ვისაც არ სჯერა შეუძლია მთხოვოს და დავუმტკიცებ.. biggrin.gif




არა შენ დაგიწერე smile.gif

აბა ახლა მაშინ ის მიტხარი რომელი უფრო კბილჩასამტვრევია: ის ვინც არ იცის უფლის არსებობა, გონზე არ არის სარწმუნოების და ის სიტყვიერად შეურაცყოფს უფალს თუ ის ვინც მართლადიდებელია, და მაინც შეურაცყყოფს საქმით უფალს? შენ, მართლმადიდებელი რომ შენი ცოდვებით აყენებ შეურაცყობას , მაგაზე გიტხარი ჯერ შენი კბილები გადაითვალეთქო, მე რომელიც იგივეს ვშვრები, მერე აგერ მე გადამითვალეთქო biggrin.gif და ჩახვალ მასე ფორუმის ბოლოში smile.gif

საწყალ პარიკმახერს, (თუ ვინც იქნება) გონზე რომ არ არის რას ამბობს იმას რას ერჩი , იმას კულტურულად ახსნაც ეყოფა , მოსამტვრევები ჩვენ ვართ აგერ

რა მნიშვნელობა აქვს როგორ შეურაცხყოფ უფალს, ? ის საწყალი უცოდინარია და ნაკლები მოკიტხება და შენ, მე სხვებს ვიცით და მეტი მოგვეკითხება ასე რომ მოგვდე ყბებში უფრო მწარედ smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 9 2010, 11:39 PM

Ligia
eg ukve bevrjer maqvs natqvami, mamachemi meubneba kidev tu daicav marxvaso mival shens modzgvartano da vkitxav shvili ratom gamisulelao? imedi maqvs ar sheasrulebs...

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 9 2010, 11:40 PM

Ligia
სხვათაშორის ისეთი უკულტუროც არ ვარ ვეცე ეგრევე ადამიანს და კბილების თვლა დავუწყო.. :-P
ჯერ ავუხსნი, რომ მე მართლმადიდებელი ადამიანი ვარ, ჩემთან ეგეთი საუბარი არ შეიძლება, ძალიან წყნარად (გამიჭირდება, მაგრამ ღვთის მადლით დარწმუნებული ვარ შევძლებ), აუღელვებლად და გასაგებად გადავცემ აზრს, რომ ჩემი თანდასწრებით მსგავს თემებზე საუბარი არის დაუშვებელი... ამის შემდეგ დავინახავ/გავიგონებ რა გამეორებას გადავლ პრიდაპირ კბილების დათვლაზე... ;-) ანუ, აუცილებელი არ არის პირველივე ცდაზე კბილებს მივადგეთ... ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემთან ესეთი რამე რო არ გადის, მქონდა სამწუხაროდ რამოდენიმე შემთხვევა ცხოვრებაში და პროტეზების ფულს მე ვუხდიდი ხალხს საჩივარი რომ არ დაწერათ... biggrin.gif ცუდია ეს, ვიცი, მაგრამ ის უფრო ცუდია რო დგეხარ და პარიკმახერი ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც ყველაზე ღირებულს გილანძღავს.. :-)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 9 2010, 11:40 PM

ერთი კიტხვა მაქვს
დავუშვათ შენზე უცნობმა ადამინამა გაგაგზავნა სიგარეტის მოსატანად მისთვის....ამით შენ სცოდავ როგორ მისი ცოდვის თანაზიარი? ანუ ხელს ხომ არ უბიძგებ მის ცოდვას?

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 9 2010, 11:41 PM

ციტატა(მაშიკო @ Jan 10 2010, 12:39 AM) *

Ligia
eg ukve bevrjer maqvs natqvami, mamachemi meubneba kidev tu daicav marxvaso mival shens modzgvartano da vkitxav shvili ratom gamisulelao? imedi maqvs ar sheasrulebs...


უთხარი ჩემი მოძრვარი რა შუაშია , მე თუ სულელი ვართქო smile.gif
და მივიდეს რა, რა მოხდა მერე? ხომ იცის შენმა მოძღვარმა შენი მშობლების ამბავი

აბა ეგააა კარგი რწმენა რომ შეგისუსტდა?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 9 2010, 11:45 PM

xokaido
Mshobels xom ver chaumtvrev kbilebs? ,,pativi eci mamasa shensa da dedasa shensa...,,

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 9 2010, 11:45 PM

ციტატა(xokaido @ Jan 10 2010, 12:40 AM) *

Ligia
სხვათაშორის ისეთი უკულტუროც არ ვარ ვეცე ეგრევე ადამიანს და კბილების თვლა დავუწყო.. :-P
ჯერ ავუხსნი, რომ მე მართლმადიდებელი ადამიანი ვარ, ჩემთან ეგეთი საუბარი არ შეიძლება, ძალიან წყნარად (გამიჭირდება, მაგრამ ღვთის მადლით დარწმუნებული ვარ შევძლებ), აუღელვებლად და გასაგებად გადავცემ აზრს, რომ ჩემი თანდასწრებით მსგავს თემებზე საუბარი არის დაუშვებელი... ამის შემდეგ დავინახავ/გავიგონებ რა გამეორებას გადავლ პრიდაპირ კბილების დათვლაზე... ;-) ანუ, აუცილებელი არ არის პირველივე ცდაზე კბილებს მივადგეთ... ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემთან ესეთი რამე რო არ გადის, მქონდა სამწუხაროდ რამოდენიმე შემთხვევა ცხოვრებაში და პროტეზების ფულს მე ვუხდიდი ხალხს საჩივარი რომ არ დაწერათ... biggrin.gif ცუდია ეს, ვიცი, მაგრამ ის უფრო ცუდია რო დგეხარ და პარიკმახერი ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც ყველაზე ღირებულს გილანძღავს.. :-)


გასაგებია, მაგრამ შენს კბილებს რატომ არ ითვლი? რამდენჯერ შეგაგონებს უფალი სახარებიდან, სასულიერო პირიდან, შენი სინდისიდან, რაიმე განსაცდელიდან ვინ იცის, რამდენჯერ უსმენ ნეტა? biggrin.gif რა ქნას ახლა "კბილები ჩაგიმტვრიოს?" თან ამის სრული უფლება აქვს smile.gif

ადექი, ჩაიქნიე ხელი და გამოერიდე, გამოდი ნახევრად შეჭრილი თმით რა უჭირს biggrin.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 9 2010, 11:47 PM

მაშიკო
და შეასრულოს რა, რა იცი, იქნება შენს მამაოსთან მისვლაა საწირო მამაშენისთვის, იქნებ მაგით მოექცეს ისიც და ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს?..
ლოცვა, ლოცვა და კიდევ ერთხელ ლოცვა.. გულმხურვალე, გულითადი, ცრემლიანი ლოცვა არ დარჩება უყურადღებოდ... ილოცე შენი მშობლებისათვის და მოექცევიან ისენიც ჭეშმარიტებისაკენ... ;-) და შენს მამაოსთან მისვლა კი უნდა გიხაროდეს ჩემი აზრით მამაშენის... მე რატომღაც მგონია, რომ ან ვერ მივა მამაშენი, ან მისვლის შემდეგ მოექცევა... ლოცვა არ შეწყვიტო, ილოცე შენი სიტყვებითაც და ევედრე ღმერთს მოგიქციოს მშობლები... მე აგერ კბილი მტკივა, გამოხრული მაქვს და ლოცვით ვიქრობ ტკვილს, გუშინ ვიდექი არჩევანის წინაშე ან წამალი ან ლოცვა... ერთხელ რო ვიდექი არჩევანის წინაშე ვერ ჩავაბარე, წამლისაკენ გადავიხარე, რატომღაც მეგონა, რომ ქიმია უფრო შველოდა ვიდრე ლოცვა... ქიმიამ რო არ გამიყუჩა ლოცვა დავიწყე... კბილის ტკივილმა გაიარა... მაგრამ წამალს დავბრალე, ალბათ წამალმა გამიყცა, გვიან იმოქმედამეთქი.. გუსინ იგივე გამეორდა.. არ გავეკარე წამალს და ლოცვამ უშესანიშნავესად იმოქმედა, კბილის ტკვილმა ისე გამიარა დღეს სულ ოდნავ რამოდენიმე წამით შეხსანა თავი მხოლოდ... :-) ასე რომ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს, შეისმენს ღმერთი აუცილებლად შენსას, გამორიცხულია რო არ შეისმინოს, ღმერთი ყოვლადმოწყალე და ყოვლად სახიერია, ჩვენი მისი სახიერების შესახებ წარმოდგენითაც კი შეზღუდულები ვართ... :-)

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 9 2010, 11:49 PM

Ligia
ki icis chemma modzgvarma rogor ara, eklesiashi 10 jer rom caval chemi mshoblebi ertxel gebuloben da isic ebevrebat. sasulieroshi rom vscavlob eg rom gaigon albat saxlshic ar shemishveben...

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 9 2010, 11:53 PM

ციტატა
გასაგებია, მაგრამ შენს კბილებს რატომ არ ითვლი? რამდენჯერ შეგაგონებს უფალი სახარებიდან, სასულიერო პირიდან, შენი სინდისიდან, რაიმე განსაცდელიდან ვინ იცის, რამდენჯერ უსმენ ნეტა?

ხოდა მაგიტომ ვთქვი და ვახსნე რო შეიზლება ჩემი დეგრადირებული რწმენის ბრალიათქო.. :-P
ფეთქბადი ხასიათი მაქვს.. აგერ მხევალი ნინომ მაგარი რამე მითხრა მოვა, კოდალასავით ჩაგიკაკუნებს თავში და მერე ბოდიშს მოგიხდისო.. :-D მართალია, ცხოვრებაშიც ესე ვარ.. ჯერ დავამტრევ კბილებს და მერე ბოდიშს მოვუხდი, თან ისე რო პატიების სურვილი გაუჩნდეს.. :-P
რა ვქნა, ესეთი ვარ, ყოველდღიურად ვცდილობ კარგი გავხდე დაუკეთესი, მაგრამ ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ვერ მივაღწიე მაგას.. :-)

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 9 2010, 11:56 PM

ციტატა(xokaido @ Jan 10 2010, 12:47 AM) *

, კბილის ტკვილმა ისე გამიარა დღეს სულ ოდნავ რამოდენიმე წამით შეხსანა თავი მხოლოდ... :-) ასე რომ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს,


სხვის კბილს რას ერჩი აბა? დამტვრევის მაგივრად ილოცო არ ჯობია? biggrin.gif თან გცოდნია როგორ კარგად შველის smile.gif

ციტატა(xokaido @ Jan 10 2010, 12:53 AM) *

ხოდა მაგიტომ ვთქვი და ვახსნე რო შეიზლება ჩემი დეგრადირებული რწმენის ბრალიათქო.. :-P
ფეთქბადი ხასიათი მაქვს.. აგერ მხევალი ნინომ მაგარი რამე მითხრა მოვა, კოდალასავით ჩაგიკაკუნებს თავში და მერე ბოდიშს მოგიხდისო.. :-D მართალია, ცხოვრებაშიც ესე ვარ.. ჯერ დავამტრევ კბილებს და მერე ბოდიშს მოვუხდი, თან ისე რო პატიების სურვილი გაუჩნდეს.. :-P
რა ვქნა, ესეთი ვარ, ყოველდღიურად ვცდილობ კარგი გავხდე დაუკეთესი, მაგრამ ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ვერ მივაღწიე მაგას.. :-)


ძამიკო ეგ შენი პრობლემა ყოფილა მაშინ და არა პარიკმახერის biggrin.gif

ინდულგენციებით ხომ არ ვაჭრობდი წინა ცხოვრებაში? არიქა ცოდვას ჩავიდენ და მერე პატიებას ვითხოვო smile.gif ოღონდ ახლა ქაღალდის ნაცვლად ლიტონი სიტყვები გიჭირავს ხელში biggrin.gif

:გამოვისხიფრთები:

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 9 2010, 11:57 PM

Ligia

ციტატა
სხვის კბილს რას ერჩი აბა? დამტვრევის მაგივრად ილოცო არ ჯობია? biggrin.gif თან გცოდნია როგორ კარგად შველის

მაგასაც ვაკეთებ... ;-)
მარტო მუშტებს კი არ ვიქნევ აბა კაცო?.. :-D
ჯერ დავამტვრევ კბილებს, მერე ბოდიშს მოვუხდი და ვილოცებ მისთვისაც და ჩემთვისაც რომ მომიტევოს ღმერთმა.. ეჰ, ცუდი როა ვიცი, მაგრამ ამ მომენტებში აზროვნება მეთიშება, ადამიანის სახეს მაკარგინებს... როცა მოვდივარ გონს მერე კი ვხვდები რო ცუდი ვქენი, მაგრამ საქციელი საქციელად რჩება ჩადენილი... ვაჟკაცობა მყოფნის ხოლმე ბოდიში მოვიხადო, რაც არც თU ისე ცოტაა... ;-) ადრე ესეც არ შემეძლო, ასე რომ პროგრესს თU გავითვალისწინებთ უსათუოდ მივაღწევ იმ დონეს როცა კბილებს თავს გავანებებ რაიმე სხვა, უფრო "მართალი" მეთოდით ვეცდები სიმართლის გატანას.. ;-)

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 10 2010, 12:00 AM

კი მარა რომ შემოგაკვდეს ადამიანი? მაშინ?
ან უარესი შენ შემოაკვდე და დარჩე მერე ბოდიშმოუხდელი? რას იტყვი მერე იქ, დამაბრუნე, ბოდიშის მოხდის ვაჟკაცობა მყოფნისო biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 10 2010, 12:04 AM

xokaido
Madlobt imediani sitkvebistvis:)

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 10 2010, 12:05 AM

Ligia
ხოდა მაგას არის გამუდმებულად რო ვევედრები ღმერთს როგორმე გამაძლიეროს ასეთი სიტუაციებისას... ისე, გარემოს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ უკვე...
სადაც ასეთი აურა იგრძნობა იმ ადგილს ვეცლები, საკუთარ თავში არ ვარ ჯერ დარწმუნებული... რაცხა სულიერი ძვრები კი არის ჩემსი ისე, ბევრ თითქოს წარმოუდგენელ რამეზე ვთქვი უარი.. მაგრამ ესეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია და არ ვიცი როგორ მოვიქცევი... მაგრამ მაინც გავურბივარ, მეშინია, ვაითუ მართლა შემომაკვდეს ვინმე... ტიტუუ, წარმოდგენაც მძაგს.. საშინელებაა, არ დაუშვებს მაგას ღმერთი, იცის რო ვიტანჯები ამ ცოდვისაგან და მომივლენს შვებას... :-)
მოკლედ, ლოცვა, ლოცვა და ლოცვაა მხოლოდ ის,რ აც გადაარჩენს (მოიცა კაცო, მარხვის ხსენება სჭირდება საერთოდ?.. ეგ ხომ ისედაც ცხადია?!).. :-)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 10 2010, 12:05 AM

ჩემს კითხვას არ გასცემთ პასუხს? tongue.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 10 2010, 12:25 AM

ციტატა(ikanosi @ Jan 9 2010, 11:40 AM) *

ერთი კიტხვა მაქვს
დავუშვათ შენზე უცნობმა ადამინამა გაგაგზავნა სიგარეტის მოსატანად მისთვის....ამით შენ სცოდავ როგორ მისი ცოდვის თანაზიარი? ანუ ხელს ხომ არ უბიძგებ მის ცოდვას?

Me ar mimachnia eg codvad...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 10 2010, 04:48 PM

xokaido

ყოველთვის ჩემს ცოდვილობაზე მიმითითებ. მე განა წმინდანი მგონია ჩემი თავი, მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ ნათელი უნდა ვიყო ამა სოფლისა და მინდა რაც შეიძლება უკეთესად შევძლო ეს, თუმცა საერთოდ ვერ ვახერხებ. ხოდა იმისათვის, რომ შევასრულო ეს კურთხევა უფლისა, იყავით ნათელი ამა სოფლისაო, მინდა, რომ ჩემი მწირი ცოდნა გადავცე სხვა ადამიანებს, რომ არ შესცოდონ. დიდი საღვთისმეტყველო ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ მიხვდე უწმაწური სიტყვებით საუბარი ცოდვაა. ხოდა მინდა ეს გავაგებინო ადამიანს, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო ვბრკოლდები. აი ახლაც საფერფლე მივუტანე ჩემს სტუმარს, რომ სიგარეტი მოეწია...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 10 2010, 07:08 PM

ციტატა(აბე @ Jan 9 2010, 12:51 PM) *

ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.

ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა.

როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში?
უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია,
თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"?

მემგონი ასეთ შემთხვევაში მდუმარება ჯობს. როდესაც ასეთ ანეკდოტზე არ გაიცინებ, ის ადამიანი დაფიქრდება და მიხვდება, რომ ასეთი ხუმრობა შენთვის მიუღებელია და შეწყვეტს ანეკდოტებს smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)