თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ კოლაიდერი, საშიში თუ სასარგებლო?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 2 2010, 03:17 PM

IPB-ს სურათი

ეს წრიული ხაზი არის მილი რომელშიც ნაწილაკებმა უნდა აკრიფონ სინათლის სიჩქარე
და შეეჯახონ ერთმანეთს, მიწის ქვეშ არის დიდი სადგურები განთავსებული
სადაც უნდა შეეჯახონ ნაწილაკები ერთმანეთს

და კიდევ ერთ იქ ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი მუშაობს მათ შორისაა გიორგი დვალი

IPB-ს სურათი

მეგობრებო მოდით უბრალოდ ეს პოსტი იყოს სადისკუსიო

ვიმსჯელოთ სამყაროს სამეცნიერო მომავალზე

ალბათ ბევრს სმენია ეს ამბავი რომ უცხოეთში 1 წელიწადში იგეგმება, ძალიან რთული ექსპერიმენტი,
რომელსაც ეწოდება კოლაიდერი, მისი ძირითადი აზრია ნაწილაკთა შეჯახება სინათლის სიჩქარით (სიჩ.300000)კმ.წ,
რომლის შედეგად 8 მილიონი დაჯახება უნდა მოხდეს და დაჯახების შედეგად წარმოქმნილი ძალა
პირდაპირ პროპორციული იქნება დიდი აფეთქების თეორიის, რომლის მეშვეობით
დამტკიცდება განზომილებების საიდუმლოებები, უხეშად რომ ვთქვათ ახალი კარი გაიღება ფიზიკაში.

მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწორია ეს ექსპერიმენტი
რადგან სამყაროს შექმნასთან აქვს კავშირი და დიდი საშიშროება არსებობს
შავი ხვრელი წარმოიქმნას ან რაიმე საშიში ამოუცნობი მოვლენა ..

IPB-ს სურათი

ვიდეო მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=qQNpucos9wc

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jan 2 2010, 05:27 PM

ციტატა
მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწორია ეს ექსპერიმენტირადგან სამყაროს შექმნასთან აქვს კავშირი და დიდი საშიშროება არსებობსშავი ხვრელი წარმოიქმნას ან რაიმე საშიში ამოუცნობი მოვლენა ..

მაგ ექსპერიმენტი რომ იმედის მომცემი არ იყოს რაც სურათებზეა გამოსახული იმდენ ხარჯს არ გაიღებდენ. რაც შეეხება აქაურ აზრს, შედარებით კომპეტეტური რამდენიმე უსერი მეგულება. ისე ისეთი თემაა ატომის ფიზიკის სპეციალისტების გარეშე ძნელია მსჯელობა. მე რომ მკითხო, რაც ნაკლებს შეუჩხიკინებ დედამიწას, მით დიდხანს გვეყოფა.
აბო.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 2 2010, 06:04 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 2 2010, 03:17 PM) *

დიდი საშიშროება არსებობს
შავი ხვრელი წარმოიქმნას


ნებისმიერი შავი ხვრელი ორთქლდება, რომელიც, კოლაიდერის შემთხვევაში, დასრულდება (სრულიად აორთქლდება, ანუ გაქრება) ძალიან მცირე დროში.

საზოგადოდ თუ დიდ შავ ხვრელებზეა საუბარი, მათი გაქრობის დრო შეიძლება იყოს იმდენად დიდი რომ სამყაროს არსებობის მანძილზე ვერასოდეს მოვესწრებით გაქრობას.

კოლაიდრის შემთხვევაში ხდება უმცირესი ნაწილაკების დაჯახება, ამის შედეგად წარმოიქმნება პატარა შავი ხვრელი, რომლის მასა ელემენტარული ნაწილაკების მასის რიგისაა. კერძოდ პროტონ პროტონული, ან ანტირპოტონული დაჯახებების შედეგად უნდა მივიღოთ პროტონის მასის რიგის შავი ხვრელი. მაშინ როგორც გათვლები აჩვენებს, მისი აორთქლება მოხდება 10^(-97) წამის შემდეგ. ანუ ეს შავი ხვრელი იმდენად არასტაბილურია, რომ გარემოზე საგრძნობი ეფექტის მოხდენას ვერ მოასწრებს

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jan 2 2010, 07:19 PM

კანუდოსელი
ზაზა ის კაცია ვისაც პროფესიონალურ დონეზე შეუძლია ამ საკითხზე ისაუბროს, მარა რათ გინდა, ისეთი მშრალი და მოკლე პასუხი გაგვცა...
თუ ცნობილია რომელი ქვეყნები უდგას სათავეში ექსპერიმენტს და როდის დასრულდება, ან დაახლოებით რა თანხებია გამოყოფილი ექსპერიმენტში?რა შემთხვევაში ჩაითვლება ესპერიმენტი დასრულებულად და რა შედეგს ელოდებიან?.
აბო.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 2 2010, 08:03 PM

მე მგონია, რომ რისი დამტკიცებაც უნდათ იმას ვერ დაამტკიცებენ...

ანუ ის, რომ სამყარო არაფრის აფეთქებისაგან წარმოიშვა

კარგი ვთქვათ აფეთქდა

რაც მთავარია მეცნიერები იმას ვერ ადგენენ თუ რამ მისცა ბიძგი აფეთქებისა

სწორედაც... ეს იყო სიტყვა, რომელიც პირველად იყო, რომელიც იყო ღმერთთან და რომელიც იყო ღმერთი .... smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Jan 2 2010, 08:17 PM

ნუ მასეთი კვლევა ცოდვაა!!!
ძირს ეს სატანისტი ფიზიკოსები!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 2 2010, 08:27 PM

ციტატა(abo @ Jan 2 2010, 07:19 PM) *

კანუდოსელი
ზაზა ის კაცია ვისაც პროფესიონალურ დონეზე შეუძლია ამ საკითხზე ისაუბროს, მარა რათ გინდა, ისეთი მშრალი და მოკლე პასუხი გაგვცა...
თუ ცნობილია რომელი ქვეყნები უდგას სათავეში ექსპერიმენტს და როდის დასრულდება, ან დაახლოებით რა თანხებია გამოყოფილი ექსპერიმენტში?რა შემთხვევაში ჩაითვლება ესპერიმენტი დასრულებულად და რა შედეგს ელოდებიან?.
აბო.

ბოდიში აბო, უბრალოდ დრო მქონდა ცოტა....

ამ ექსპერიმენტში ჩართულია მრავალი ევროპული ქვეყანა (ზუსტი დეტალები არ ვიცი ზეპირად...ინეტი სავსეა ინფორმაციით) და ა.შ.შ. თანხებიც არ მახსოვს, მილიარდებზეა საუბარი

რაც შეეხება რას ელოდებიან

ელოდებიან ადრეული სამყაროს მავალი დეტალის გარკვევას. კერძოდ ერთერტი მთავარი პრობლემაა მასის შეძენა ნაწილაკების მიერ. ამისათვის უნდა არსებობდეს ე.წ. ჰიგსის ნაწილაკი (ჰიგსის ბოზონი), ამიტომ ექსპერიმენტის უმთავრესი ამოცანა იქნება ამ ნაწილაკის დეტექტირება და შესაბამისად სალამ ვაინბერგის თეორიის (ამ თეორიის თანახმად ხდება ელექტროდინამიკის და სუსტი ურთიერთქმედების გაერთიანება) შემოწმება.

ამავე დროს მოხდება უამრავი მოდელის შემოწმება და ასე ვთქვათ გაფილტვრა. მოსალოდნელია რომ მოხდება სუპერსიმეტრიების თეორიის (სალამ ვაინბერგის თეორიის ერთგვარი გაფართოებაა) სისწორის ექსპერიმენტული შემოწმება

ციტატა(აკაკი @ Jan 2 2010, 08:03 PM) *

კარგი ვთქვათ აფეთქდა

ვთქვათ არა, რამდენადაც მეცნიერება შეუძლია რამეზე თქვას სიტყვა "დარწმუნებით", აქ სორედ ასეა საქმე: დარწმუნებით ვამბობთ, რომ აფეთქდა

ციტატა(აკაკი @ Jan 2 2010, 08:03 PM) *

რაც მთავარია მეცნიერები იმას ვერ ადგენენ თუ რამ მისცა ბიძგი აფეთქებისა

სწორედაც... ეს იყო სიტყვა, რომელიც პირველად იყო, რომელიც იყო ღმერთთან და რომელიც იყო ღმერთი .... smile.gif


ღმერთის არსებობა და მის მიერ ბიძგის მიცემა არანაირად მოდის წინააღმდეგობაში მეცნიერულ კვლევასთან...ბევრი რამ ოდესღაც არ ვიცოდით რაც დღესაა ცნობილ და ბევრი რამ რაც დღეს არ ვიცით, მალე შეიძლება აიხსნას კიდეც - ნაადრევად მისტიკაში გადავარდნა როგორც მეცნიერებისთვისაა მიუღებელი, ისე რელიგიისთვის

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 2 2010, 08:40 PM

კანუდოსელი
ხო ასეა არც მე არ ვუარყოფ ამ აფეთქებას მაგრამ ის
ყოვლად წარმოუდგენელი მგონია, რომ სრული ვაკუომი, სრულიად არაფერი აფეთქდა, რაც არ არსებობს ის ვერ აფეთქდებოდა ხომ? მეც ამას ვამბობ ენერგიის მიმცემი მუხტის მიმცემი ეს ღმერთია...

უბრალოდ რისი შესაცნობის უფლება მოგვცა და გასაგებად ღმერთმა იმას ვისმენ მეც
როგორც რიგითი მორწმუნე


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 2 2010, 08:43 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 2 2010, 08:40 PM) *

ხომ?

არა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 2 2010, 08:46 PM

კანუდოსელი
სწორი შენიშვნაა!!!!!!

აფთქდებოდა smile.gif

მე შემეშალა უნდა დამეწერა:
სრული ვაკუომი, სრულიად არაფერი აფეთქდა, რაც არ არსებობს ის ვერ აფეთქდებოდა გარდა ღვთის ჩარევისა smile.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 2 2010, 09:31 PM

ციტატა
სრული ვაკუომი, სრულიად არაფერი აფეთქდა, რაც არ არსებობს ის ვერ აფეთქდებოდა გარდა ღვთის ჩარევისა

ღვთის ჩარევის გარეშე...
მგონი ესე უფრო კარგად იქნება ჩამოყალიბებული ის აზრი რაც შენ გინდოდა გადმოგეცა აკაკი... smile.gif
გეთანხმები აბსოლუტურად...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 2 2010, 09:33 PM

xokaido
Yes my friend...

სრული სიმართლეა...


პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 2 2010, 11:26 PM

ნუ რასაც ეგ ხალხი მაგაზე წვალობს ნეტა მაგდენს ჩემ სულის ცხონებაზე ვწვალობდე biggrin.gif laugh.gif მოსცლიათ რა

და რაც მაგაში ფულს ხარჯავენ რამდენ მომაკვდავ ადამიანს და ღარიბს გადაარჩენდა კაცი tongue.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 2 2010, 11:58 PM

ციტატა(llaasshhaa @ Jan 2 2010, 11:26 PM) *

ნუ რასაც ეგ ხალხი მაგაზე წვალობს ნეტა მაგდენს ჩემ სულის ცხონებაზე ვწვალობდე biggrin.gif laugh.gif მოსცლიათ რა

და რაც მაგაში ფულს ხარჯავენ რამდენ მომაკვდავ ადამიანს და ღარიბს გადაარჩენდა კაცი tongue.gif

ზუსტად ასევე ამბობდნენ იმ ხალხზე, ვინც ელეტრომოწყობილობების გამოგონებას ედგა სათავეში - რაც იმ კომპიუტერით დაგვირგვინდა, რომელსაც ამ წუთას უზიხართ...


პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 3 2010, 01:26 AM

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 2 2010, 11:58 PM) *

ზუსტად ასევე ამბობდნენ იმ ხალხზე, ვინც ელეტრომოწყობილობების გამოგონებას ედგა სათავეში - რაც იმ კომპიუტერით დაგვირგვინდა, რომელსაც ამ წუთას უზიხართ...

სად კომპიუტერი და სად ეგ ჯანდაბა laugh.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 3 2010, 01:32 AM

llaasshhaa

ციტატა
ნუ რასაც ეგ ხალხი მაგაზე წვალობს ნეტა მაგდენს ჩემ სულის ცხონებაზე ვწვალობდე მოსცლიათ რა

ლაშ ასე არ შეიძლება ჩემო კარგო smile.gif ადამიანი სულის ცხონებაზეც რომ ფიქრობდეს და მეცნიერებაზეც არ შეიძლება? smile.gif ღმერთმა გონება იმიტომ მოგცა, რომ ის გამოიყენო smile.gif მაშინ რა საჭიროა საერთოდ მეცნიერება, საერთოდ რატომ ვცხოვრობთ, ვარსებობთ და ვმუშაობთ? smile.gif ყველანი მონასტერში უნდა ვიყოთ მაშინ smile.gif არასწორი მიდგომაა ეგ და ნუ მიწყენ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 3 2010, 01:42 AM

ციტატა(ნანინა @ Jan 3 2010, 01:32 AM) *

llaasshhaa

ლაშ ასე არ შეიძლება ჩემო კარგო smile.gif ადამიანი სულის ცხონებაზეც რომ ფიქრობდეს და მეცნიერებაზეც არ შეიძლება? smile.gif ღმერთმა გონება იმიტომ მოგცა, რომ ის გამოიყენო smile.gif მაშინ რა საჭიროა საერთოდ მეცნიერება, საერთოდ რატომ ვცხოვრობთ, ვარსებობთ და ვმუშაობთ? smile.gif ყველანი მონასტერში უნდა ვიყოთ მაშინ smile.gif არასწორი მიდგომაა ეგ და ნუ მიწყენ 2kiss.gif

მეცნიერება მომწონს არ ვებრძვი , მაგრამ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ნამდვილად არაა მიზანშეწონილი rolleyes.gif

რატო? ნებისმიერ სასულიერო პირს კითხეთ

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 01:45 AM

ციტატა(llaasshhaa @ Jan 3 2010, 01:42 AM) *

რატო? ნებისმიერ სასულიერო პირს კითხეთ

და მაინც რატომ? biggrin.gif

პ.ს.
მე ბუდისტი ვარ, თან მასონი, ამიტომ სასულიერო პირებთან კონტაქტი არ მაქვს და იქნებ თქვენ განმანათლოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 3 2010, 01:48 AM

llaasshhaa
კანუდოსელი

ორივენი რადიკალურად აზროვნებთ და ამიტომ არ ღირს ამაზე კამათი biggrin.gif
მე რაც არ ვიცი არ ვიცი, ჩინურია ჩემთვის, ამიტომ ჩუმად ვარ. biggrin.gif ლაშ მგონი ჯობია შენც გაჩუმდე biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 01:50 AM

ციტატა(ნანინა @ Jan 3 2010, 01:48 AM) *

ორივენი რადიკალურად აზროვნებთ და ამიტომ არ ღირს ამაზე კამათი biggrin.gif

რათა რათა ?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 3 2010, 01:55 AM

კანუდოსელი

ციტატა
რათა რათა ?

ნუ იმიტომ, რომ თქვენ მეცნიერი ხართ, თან როგორც გატყობთ საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე და ამ ყველაფერს მეცნიერების კუთხით უყურებთ smile.gif ამ შემთხვევაში რელიგიის ჩარევა და რომელიმე სასულიერო პირის აზრი თქვენ სასაცილოდაც არ გყოფნით biggrin.gif
ლაშა არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს რელიგიის გადასახედიდან უყურებს და მიაჩნია, რომ ასეთი კვლევები სახიფათოა smile.gif ნუ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ვერ ვხვდები საშიშროებას, ან სასულიერო პირებთან კავშირს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამაზე მაინც არ ღირს კამათი biggrin.gif მით უმეტეს მე არც არაფერი გამეგება ამ საკითხის biggrin.gif ასე რომ რელიგიასთან მაინც ნუ დავაკავშირებთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 02:00 AM

ჯერ ერთი ახალ წელს გილოცავთ smile.gif
მეორეც

ციტატა(ნანინა @ Jan 3 2010, 01:55 AM) *

ამ შემთხვევაში რელიგიის ჩარევა და რომელიმე სასულიერო პირის აზრი თქვენ სასაცილოდაც არ გყოფნით biggrin.gif

რელიგიის ჩარევა არ ვიცი და სასულიერო პირის აზრს გააჩნია...

ციტატა(ნანინა @ Jan 3 2010, 01:55 AM) *

ლაშა არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს რელიგიის გადასახედიდან უყურებს და მიაჩნია, რომ ასეთი კვლევები სახიფათოა biggrin.gif

ეს მისი უფლებაა biggrin.gif

ციტატა(ნანინა @ Jan 3 2010, 01:55 AM) *

ან სასულიერო პირებთან კავშირს,

ეს ლაშას კითხეთ


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 10:40 AM

ერთადერთი, რაც ამ ეპქსერიმენტით უნდა დადასტურდეს, ისაა, რომ აფეთქბის შედეგად წარმოიშვა დედამიწა? როგორ არ მესმის მეცნიერების, ამისთვის იხარჯებიან? rolleyes.gif ვთქვათ არ გაამართლა ექსპერიმენტმა, იტყვიან, რომ დადგინდა აფეთქებით არ წარმოშობილაო. მერე?

ნუ, რა ვიცი, ყველას თავისი პორფესია უყვარს, ალბათ საინტეროა. ოდესმე რაღაც ზომ უნდა დადგინდეს.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 3 2010, 11:21 AM

ძალიან მაგარი ექსპერიმენტი მგონია, საქმე იმაშია რომ თეორია თეორიადვე რჩება თუ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა. სამყაროს შეცნობა ადამიანის უშინაგანესი მისწრაფებაა... ადამმა პირველი რაც გააკეთა - ის იქო რომ სახელები დაარქვა ცხოველებს, ეს ნიშნავს რომ ცხოველების არსში ცვდომით დაიწყო შესწავალა...

რაც შეეხება რისკს... მე გამარტებულად მიმაჩნია... აბა კარტოპილის საჭმელად იმედია არ მოვვლენირართ ამ ცხოვრებას... იქნებ რა მკაი გამოვუვიდეთ მეცნიერებს იქნებ ახალი გზები იპოვინ ცხოვრების...

მე ძალიან მაინტერესებს რა სიახლეები მოყვება...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 11:21 AM

თუ ამ ცდებით ცდილობენ, რომ ღვთის არსებობა უარყონ, რათქმაუნდა დაუშვებელია....
ეს ერთგვარი ღვთის გამოცდაც არის, მისი უარყოფა... დამღუპველია...

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 3 2010, 11:25 AM

ციტატა
თუ ამ ცდიც ცდილობე ღვთის არსებობა უარყონ რათქმაუნდა დაუშვებელია....
ეს ერთგვარი ღვთის გამოცდაც არის, მისი უარყოფა... დამღუპველია...


რა თქმა უნდა არ ცდილობენ... ეს საკითხი ძალიან არაპრიორიტეტულია მათთვის... ყველა სერიოზული მეცნიერი მორწმუნეა სინამდვლილეში... სამყაროს შეცნობა კი წრესავითაა სიბრტყეზე... რაც იზრდება წრფე მით მეტია შეხების წერტილი უცნობ სფეროსთან და მით უფრო ხვდებიან მეცნიერები რომ არაფერიც არ იციან...




პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 11:26 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 3 2010, 10:40 AM) *

ერთადერთი, რაც ამ ეპქსერიმენტით უნდა დადასტურდეს, ისაა, რომ აფეთქბის შედეგად წარმოიშვა დედამიწა?

არა biggrin.gif

ეს არის ექსპერიმენტი თანამედროვე ველის კვანტური თეორიების შესამოწმებლად, რომლის ერთერთი საკითხია დიდი აფეთქების ზოგიერთი უმნიშნელოვანესი ასპექტი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 11:27 AM

neo

ციტატა
აბა კარტოპილის საჭმელად იმედია



მარხვაში მეტი რა დაგვრჩენია ნეო biggrin.gif

ციტატა
თუ ამ ცდებით ცდილობენ, რომ ღვთის არსებობა უარყონ, რათქმაუნდა დაუშვებელია....



და როგორ უნდა უარყონ აფეთქების თეორიით ღმერთის არსებობა?

ან გამართლებულია შიში, თუნდაც ამისტვის უნდოდეთ?

არა, მეცნიერება მართლა ძალიან საინტერსოა. მახსოვს, ადრე გვამის კვეთაც აკრძალული იყო, ამის გარეშე კი, ადამიანის ორგანიზმის, შესაბამისად კი მისი მკურნალობის შეწავლა შეუძლებელია. მე მგონი საშიში ექსპერიმრნტი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის რაიმეს დაგვიაიზიანებს, მაგალითად რაღაც შავ ხვრელს წარმოქმნის, დაგვასხივებს, ადამიანის მოსპობის იარაღად გამოიყენება და აშ. სხვა მხრივ, ეგებ ზუსტად ღმერთის არსებობა დაამტკიცოს, რა იცი. ნუ გეშინია.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 11:30 AM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 11:21 AM) *

თუ ამ ცდებით ცდილობენ, რომ ღვთის არსებობა უარყონ, რათქმაუნდა დაუშვებელია....
ეს ერთგვარი ღვთის გამოცდაც არის, მისი უარყოფა... დამღუპველია...

მეციერებას საერთოდ არ აინტერესებს ღმერთის შეცნობა/არშეცნობა...ის იკვლევს სამყაროს უზოგადეს კანონებს, რომელიც ათეისტისთვის ყოველთვის იყო, ხოლო მორწმუნისთვის - ღმერთმა შექმნა, ამიტომ ყველა თავის ინტერპრეტაციას მისცემს მეცნიერებას ზოგადად. ამის გასარკვევად უკვე ფილოსოფია უნდა ჩაერთოს...

ანუ, ეს ექსპერიიმენტი არის მიმართული სამყაროს შემეცნებაზე, რაც ჩვენი, მორწმუნე საზოგადოების თვალსაზრისით - ღმერთის ქმნილების შეცნობას და ე.ი. ღმერთთან ერთგვარ შეხებას ნიშნავს

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 11:33 AM

კანუდოსელი
კი ბატონო სარწმუნოება მეცნიერებას არ უარყოფს და არც მეცნიერება ღმერთს სწორია, უბრალოდ ათეისტები ცდილობენ ამას...
....

მაგრამ ვაი და რაღაც საშIნელება ჩაიდინეს და საფრთხე შეუქმნეს კაცობრიობას...


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 11:37 AM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 11:33 AM) *

კი ბატონო სარწმუნოება მეცნიერებას არ უარყოფს და არც მეცნიერება ღმერთს სწორია, უბრალოდ ათეისტები ცდილობენ ამას...

ანუ, შევთანხმდით, რომ თავად ექსპეიმენტი და ზოგადად მცნიერება არაა ღმერტის წინააღმდეგ...

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 11:33 AM) *

მაგრამ ვაი და რაღაც საშIნელება ჩაიდინეს და საფრთხე შეუქმნეს კაცობრიობას...

ეს უკვე სხვა საკითხია და როგორც წინა გათვლები აჩვენებს, არაფერი მსგავსი არ მოხდება. რისიც ყველაზე უფრო ეშინია საზოგადოებას, არის შავი ხვრელები და აგერ ზემოთ დავწერე, რომ ესეთი შავი ხვრელის სიცოცხლის ხანგრძლივობაა 10^(-97) წამი (ანუ, 0,000...[96ცალი 0-ანი]...01), ანუ იმდენად მცირე დროა, რომ შავი ხვრელი ვერ მოასწრებს ზემოქმედებას სამყაროზე და უკვე იქამდე გაქრება.

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 3 2010, 01:15 PM

ეჰ, ბოლოს რომ დაჯამდება ჩვენი ცხოვრება და გვკითხვენ აბა, რას აკეთებდი რო იყავი იქო და ჩვენ ვუპასუხებთ: "მე სამყაროს ვიკვლევდი"...
რა მწარედ მოვირტყამთ ხელს თავზე და რა მწარედ ვიტყვით: "ვაი, ჩემო თავო უბადრუკო და შემცდარო... ჯობდა გელოცა, ღმერთი განგედიდებინა ეგებ მოგტევებოდა ცოდვები"-ო...
ნეტავ გაგებულ-გააზრებული მქონდეს როგორი ამაო და ფუჭია მოღვაწეობა წუთისოფელში...
ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 01:19 PM

ციტატა(xokaido @ Jan 3 2010, 01:15 PM) *

ეჰ, ბოლოს რომ დაჯამდება ჩვენი ცხოვრება და გვკითხვენ აბა, რას აკეთებდი რო იყავი იქო და ჩვენ ვუპასუხებთ: "მე სამყაროს ვიკვლევდი"...
რა მწარედ მოვირტყამთ ხელს თავზე და რა მწარედ ვიტყვით: "ვაი, ჩემო თავო უბადრუკო და შემცდარო... ჯობდა გელოცა, ღმერთი განგედიდებინა ეგებ მოგტევებოდა ცოდვები"-ო...

ჰოდა ილოცეთ და მოეშვით აქ თითების ბრახუნს კლავიატურაზე dry.gif

საერთოდ სკოლაშიც არ ისწავლოთ, ნურც გაიღიმებთ, ნურც გაერთობით, დაიბღვირეთ და ილოცეთ - მადლი ეგრე მოდის biggrin.gif

ციტატა(xokaido @ Jan 3 2010, 01:15 PM) *

ნეტავ გაგებულ-გააზრებული მქონდეს როგორი ამაო და ფუჭია მოღვაწეობა წუთისოფელში...
ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე...

აღსარების ონლაინ ჩაბარებას აქ არავინ გთხოვთ biggrin.gif

პ.ს.
თუ გააზრებული თავად არ გაქვთ, სხვას ჭკუას ნუ არიგებთ მაშინ

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 01:42 PM

კანუდოსელი
და სიმართე არ თქვა? smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 01:42 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 01:42 PM) *

და სიმართე არ თქვა? smile.gif

არა

პ.ს.
არის ასეთი სტერეოტიპი, რომელიც რუსული "მართლმადიდებლობიდან" გადმოვიდა ჩვენში - ეკითხები ეკლესიურ ბავშვს, მის შესახებ და პასუხია: "ეჰ, რა ვიცი, ვიწვი ცოდვებში"

ბავშვი ასე არ უნდა აღზარდო - ბავშვს ბავშვობა თუ დაუკარგე დიდობაში ინფანტილური იქნება...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 01:45 PM

კანუდოსელი

ეს შენ ამბობ "არა"-ს biggrin.gif

ნუ გეშინია ქრისტეანობა სიყვარულით სავსე სიკეთის საუნჯეა, და ისე აღზდრდის დიდსაც და პატარას როგორადაც მას შეეფერება smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jan 3 2010, 01:45 PM

დღევანდელი მეცნიერება იმ დონეზეა განვითარებული, რომ თუ ექსპერიმენტის წარმატებით დასრულებას ვერ შეძლებენ, იმის გარანტია მაინც ექნებათ რომ კაცობრიობისათვის დამღუპველ გამოსავალს არ მიიღებენ. არა მგონი ამის წინააღმდეგი რომელიმე რელიგია იყოს.

რაც შეეხება არაფრიდან რამის შექმნას, ეს შემომქმედის დამსახურებაა, მას კი არაა გამორიცხული ამ საქმისათვის დიდი აფეთქება გამოეყენებია როგორც ერთ-ერთი კომპონენტი. ასე რომ არც დიდი აფეთქების მომხრეობა ნიშნავს ათეიზმს.

თუ საკითხს რელიგიის კუთხით განვიხილავთ, ღმერთის ჩარევის გარეშე აფეთქების თეორიით სამყაროს წარმოშობა, ღმერთის გატოლების ტოლფასია და ამისათვის უფალი დაგვსჯის, როგორც სინათლის გაამპარტავნებული და ღმერთსგატოლებული ანგელოზი დასაჯა. ხოლო თუ ათეისტური კუთხით განვიხილავთ ექსპერიმენტს, მაშინ იმედი უფლის ჩარევის გარეშე სამყაროს წარმოშობის ახსნისა, გამწირულია ფიასკოსათვის.

და საეროდ ამ ექსპერიიმენტს მე მგონი სულ არ აქვს სამყაროს წარმოშობის ახსნის პრეტენზია. აქ სხვა სკრუპულოზური დეტალები უფრო უნდა აინტერესებდეთ.
აბო.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 01:47 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 01:45 PM) *

ეს შენ ამბობ "არა"-ს biggrin.gif

მითხარით - სკოლაში სწავლა გაცხონებს თუ ლოცვა?

და მეორე კითხვა: ვიაროთ სკოლაში? თუ კი, რატომ?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 01:48 PM

კანუდოსელი

სკოლაც და ლოცვაც გაცხოვნებს smile.gif

"სკოლა" გასწავლის "ლოცვას"

აქედან გამომდინარე უნდა ვიაროთ! რატომ? იმიტომ, რომ... ("ზევით წერია") biggrin.gif smile.gif

ასეა ასე

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 01:50 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 01:48 PM) *

კანუდოსელი

"სკოლა" გასწავლის "ლოცვას"

აქედან გამომდინარე უნდა ვიაროთ! რატომ? იმიტომ რომ ზევით წერია biggrin.gif smile.gif

სეა ასე


არის სკოლები, სადაც საერთოდ არც ლოცულობენ და ასეთი სკოლები უმეტესობაა სხვათა შორის
და უნივერსიტეტში? ჩავაბაროთ? იქ ვინ ლოცულობს?

რამდენი წლის ხართ აკაკი?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 01:53 PM

კანუდოსელი
მე სხვა გვარად გადმოვეცი აზრი პირდაპირი აზრით კიდევ წაიკითხე და მიხვდები...

უფრო ვრცლად გადმოვეცი...


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 01:54 PM

აკაკი

ციტატა
"სკოლა" გასწავლის "ლოცვას"



უიმეეეე, როგორ შეცვლილა დრო, მე მაგფერ სკოლაში არ მისწვალია.

ისე, ჩვენში რომ დარცეს, ასეთი ლოგიკით, რაც ჩვენს აკაკის აქვს, არც საჭმმლის გაკეთებაა სწორი, ილოცე და ციური მანანა წამოვა.

ვაიმე აკაკი, არ ხარ მართალი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 01:58 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 01:53 PM) *

მე სხვა გვარად გადმოვეცი აზრი

სამწუაროდ აზრი არ არის იქ

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 01:58 PM

არა თქვენ ვერ გამიგეთ უბრალოდ...

მე პირდაპირი აზრით გადმოვეცი დიდი და ვრცელი აზრი

აქ ეხლა უკვე როგორ გავიგებთ ამაზეა smile.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 3 2010, 02:10 PM

კანუდოსელი
რა გინდა, შენი ტრანსცენდენტურ-იმანენტური დევიაციებით მიხვალ ღმერთთან?..
როგორ გგონია რა არის ადამიანის საზრისი?..
რა მიგაჩნია ადამიანის არსებობის მთავარ ამოცანად და მიზნად?..
კოლაიდერის ფსევდო-ჭეშმარიტი, გამო-ლოგიკებულ, გამო-ტერმინებული მეცნიერება
გგონია მართლა დავიჯერო ჭეშმარიტების კრიტერიუმად?...
ჭეშმარიტება ვერ აიტანს, უთავსებადია ჩარჩოებთან...
ჩარჩოშია (გინდა თუ არა) მოქცეული შემეცნების ყველანაირი მეთოდოლოგია, ყველანაირი საშულება... არ ძალუძს მოკვდას შეიცნოს უკვდავი, არ ძალუძს სასრულს
შეიცნოს უსასრულო...
გნოსეულოგიურ პრობლემემებზე სასაუბროდ კი (თუ სურვილი გაქვს) გიწვევ ჩემს თემაში "ლოგიკა", რომელიც აქვეა გახსნილი...
არ არის სამყაროს პროტონ-ნეიტრონული სისტემა "არსი" სამყაროსი, ეს უბრალოდ საშუალებაა, რითაც ყველგან მყოფის არსება ვლინდება...
ვერასდროს მიხვალ "საშუალება"-ს კვლევით "არსი"-მდე... ისევე როგორც ვერასდროს გაიგებ ნაწარმოების აზრს, იდეასა და შინაარსს მისი ოდენ "სასუალება"-ს კვლევით... ვერასოდეს გამოიცნობ რისთვის არსებობს რაიმე ოდენ იმის კვლევით თუ რისგან შედგება ის...
მხევალი ნინო

ციტატა
ისე, ჩვენში რომ დარცეს, ასეთი ლოგიკით, რაც ჩვენს აკაკის აქვს, არც საჭმმლის გაკეთებაა სწორი, ილოცე და ციური მანანა წამოვა.

მოვა ეგ დროც...
ნაწინასწარმეტყველებია ბოლო ჟამს ქრისტიანები, ის ქრისტიანები ვინც მარტლად ადიდებენ ღმერთს პირჯვარს გადასახავენ ტალახს და ამით დანაყრდებიან...
შენნაირი მიდგომით, შენნაირი აზრებით (რწმენით?) გავუძლებთ ამ ჟამს (რომ დადგეს)?..
მე მჯერა, კი არ მჯერა მწამს, რომ მუხლებზე დავარდნილი და თავმდაბლად, ცხარედ მლოცველი არ მოკვდება მშიერი...
"უნდა" ცოტა უხერხული სიტყვა გვაქვს ქართველებს...
რა "უნდა" აკეთოს ადამიანმა ეს თითოეულს პირადად ეძლევა...
ერტი რამ კი ცხადი მგონია მე: სხვათა გასამარტლებას "არ უნდა" ახდენდეს ადამიანი... რამეთუ "რომელი სასამართლოთიც ასამართლებთ იმავეთი გასამართლდებით"...
და ერთისას ვერ მოახვევ თავს მეორეს...
ეჰ, რამდენს ვლაპარაკობ, ჭკუას გარიგებთ ვითომ და მართალი მითხრა კანუდოსელმა, ჩემს თავს მივხედო მე უბადრუკმა, ცოდვების
ჭაობში ჩაფლულს ვინ მომცა მორალის კითხვის უფლება?!... ;-(

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 02:20 PM

ციტატა(xokaido @ Jan 3 2010, 02:10 PM) *

ჭაობში ჩაფლულს ვინ მომცა მორალის კითხვის უფლება?!... ;-(

biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 02:20 PM

http://church.ge/index.php?showtopic=7328&hl=

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 02:28 PM

xokaido

ციტატა
შენნაირი მიდგომით, შენნაირი აზრებით (რწმენით?) გავუძლებთ ამ ჟამს (რომ დადგეს)?..



ნუ ხოკაიდო, საშინალდ განმიკიტხავ, მიფასებ რწმენას... არც ამის ცოდნა გაქვს და არც მორალური უფლება.

შენ რა იცი ვინ არის ჩვენში მართალი? ნებისმიერი პორფესიის ადამიანი ცხონდება, რადგან ადამიანს არ აცხონებს პროფესია, არამედ, მართალი ცხოვრება.

საინტერსოა, სართოდ აპირებ რაიმე პროფესიას დაეუფლო, თუ არ გინდა დროის გაცდენა ?

ციტატა
მე მჯერა, კი არ მჯერა მწამს, რომ მუხლებზე დავარდნილი და თავმდაბლად, ცხარედ მლოცველი არ მოკვდება მშიერი...



ჩაქრი 2kiss.gif biggrin.gif

ხან შიმშილის გეშინია, ხან ანტიქრისტესი.. მოკლედ რა... მორწმუნეს უფალი არც საშიმშილოდ გასწირავს და არც სასიკვდილოდ, მაგრამ შენ ძალიან სასაცილო ხარ. არ გეწყინოს ოღონდ. ტან ვითომ ტავმდაბალი, ტან, არც ისე თავმდავალი biggrin.gif

ციტატა
ჩემს თავს მივხედო მე უბადრუკმა, ცოდვების
ჭაობში ჩაფლულს ვინ მომცა მორალის კითხვის უფლება?!... ;-(



ნუ ეს ჩვენი მრევლის საყვარელი ფრაზაა, მას შემდეგ, რაც მუშტს ცხვირში დაგაწეპებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 3 2010, 02:28 PM

xokaido
ჯგირო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან რა კავშირი გაქ? kiss1.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 02:29 PM

აბა მორჩიეთ ეხლა აქ რაცხა-რუცხაებს

მოგიწოდებთ სიყვარულისაკენ.... kiss1.gif biggrin.gif

http://church.ge/index.php?showtopic=7328&hl=

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 02:33 PM

ციტატა
რომელი სასამართლოთიც ასამართლებთ იმავეთი გასამართლდებით"...



ოჰ, დედი, დედი, სამსიგრძე ენა გქონდა. არადა, გამიგია, ენა ჩემი მტერი ჩემიო. ისე, ენით დაკიდებული ხალხის ამბავი ჯოჯოხეთსი არ გაგიგიათ? ხოდა, გაუფრტხილდით ენებს, ბოროტად მოსაუბრეს განსაკუთრებულად biggrin.gif

ზოგი სახლშია და იმდენ ბოროტებას ცადის ჩემო ხოკაიდო , მეცნიერი იყოს და რაღაც ახალ აღმოჩენებს აკეთებდეს რა უჭირდა, ჩვენთვისაც სარგებელი იქნებოდა და მისტვისაც biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 3 2010, 02:34 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 3 2010, 02:33 PM) *

ოჰ, დედი, დედი, სამსიგრძე ენა გქონდა. არადა, გამიგია, ენა ჩემი მტერი ჩემიო. ისე, ენით დაკიდებული ხალხის ამბავი ჯოჯოხეთსი არ გაგიგიათ? ხოდა, გაუფრტხილდით ენებს, ბოროტად მოსაუბრეს განსაკუთრებულად biggrin.gif

შეგაჩვენეს კანონისტურად წამში? laugh.gif laugh.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 3 2010, 02:34 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ძალიან სასაცილო ხარ. არ გეწყინოს ოღონდ. ტან ვითომ ტავმდაბალი, ტან, არც ისე თავმდავალი

არა, არ მეწყინება, ვიცი ეს მე ისედაც.. smile.gif
მე ვებრძვი იმას, რაც ჩემშია...
ხან ვამარცხებ და ხან - ვერა...
ხან მძლევს ბოროტი და უკიდურესად ამპარტავანი ვარ, ხან მოიღებს უფალი წყალობას და ჩემს სულში თავმდაბლობას აღვივებს...
მე ვიბრძვი, მე ვლოცულობ იმისთვის რომ თავმდაბლობა და სიყვარული მუდმივად დარჩეს ჩემში, სამწუხაროდ ჯერ ვერ მივაღწიე ამას...
ციტატა
ნუ ხოკაიდო, საშინალდ განმიკიტხავ, მიფასებ რწმენას

პატიებას ვითხოვ გულწრფელად... მომიტევე, მაპატიე...
აკაკის მოწოდებას შევუერთდეთ მგონი კარგი იქნება...
სიყვარული გამოვხატოთ ერთურთის მიმართ, გვეყო დავი-დარაბა და
უსიყვარულობა... ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და თამამად მივუყვეთ უფლის გზას... ვადიდოთ ღმერთი და ნუ ვიფიქრებთ თუ "რა ვჭამოთ, გინა რაი ვსუათ, რამეთუ მამამან თქვენმან ზეცათამან უწყის ეს ყოველივე, რაიცა გიხმს თქუენ"...
მიყვართ, გენაცვალეთ. გაიხარეთ და გაძლიერდით ბოროტთან ბრზოლაში, ღმერთი შეგეწიოთ ამ ყოვალდ რთულ მისიაში... ;-)

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 02:37 PM

xokaido
მოეშვით ფრთების ტყლაშუნს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 02:38 PM

xokaido

ციტატა
პატიებას ვითხოვ გულწრფელად... მომიტევე, მაპატიე...



სერთოდ, ჯერ კარგად გამლანძრავ ხოლმე ხან პმ-ით ხან ღია ფორუმით და მერე ბოდიშს მიხდი, ტავს სინანული ჯობია, ბოლოჟამს დანანებასაო, ხომ იცი. იქნებ, არ განმიკიტხო და არ მაწყენინო, ვიდრე ნაწყენს ბოდიში მიხადო, ამაზე არ გიფიქრია? biggrin.gif მარტო ჩემზე არ ვამბობ, საერთოდ ავმბობ. შენ გგონია ასე ადვილია ცოდვის მიეტევბა? ერთი მაპატიე, მომიტივე და გაქრა ცოდვა? ჯ

კანუდოსელი
ციტატა
მოეშვით ფრთების ტყლაშუნს

ფრთების ტყლაშუნამდე ჩანისკარტება იცის მწარედ. მერე, როცა ყველაფერს იტყვის და გულს მოეშვება, მომიტევეო ამბობს biggrin.gif biggrin.gif

ოჰ, ხოკაიდო რა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 3 2010, 02:38 PM

ბექა
არა, არანაირი კავშირი არ მაქვს არანაირ კავშირთან გარდა "მართლმადიდებელ ადამიანთა კავშირი"-სა, რომლებიც ყოველ წირვაზე ეკლესიაში იკრიბებიან... ;-)
ანუ (ვინმემ ლოგიკა რო არ დაამახინჯოს) მრევლი ვარ უბრალო, არაფრით გამორჩეული,
არაფერი განსაკუთრებული, არსად ორგანიზაციაში არ ვარ გაწევრიანებული...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 02:40 PM

რა ფრთების ტყლაშუნი, ადამიანები ვართ კაცო...

მივუტევოთ ერთანეთს...

ხალხო გთხოვდ გადმოდით ამ თემაში ასე რთულია "კლიკი" ? biggrin.gif

http://church.ge/index.php?showtopic=7328&hl=


პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 3 2010, 02:41 PM

xokaido

ციტატა
არა, არანაირი კავშირი არ მაქვს არანაირ კავშირთან გარდა "მართლმადიდებელ ადამიანთა კავშირი"-სა, რომლებიც ყოველ წირვაზე ეკლესიაში იკრიბებიან... ;-)
ანუ (ვინმემ ლოგიკა რო არ დაამახინჯოს) მრევლი ვარ უბრალო, არაფრით გამორჩეული,
არაფერი განსაკუთრებული, არსად ორგანიზაციაში არ ვარ გაწევრიანებული...

ააა, არადა რო მისულიყავი მაგ საზოგადოებაში სიხარულით მიგიღებდნენ smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 3 2010, 02:51 PM

აკაკი
ვორნი მიგიღია?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 3 2010, 03:04 PM

რაღაცის დაწერა მინდოდა და გადავიფიქრე. მერე თუ მოვალ ხასიათზე დავწერ, ოღონდ სხვაგან smile.gif რადიკალიზმი არ ვარგა ხალხო sad.gif
მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართება "არ ახალია, ძველია", მარა რა ვიცი აბა.. მეცნიერება, აზროვნება, ტექნიკური განვითარება, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ეს რამით ღმერთს ეწინააღმდეგება. ჩვენ ადამიანები ვართ და ვარსებობთ, ვაზროვნებთ, ვცოცხლობთ, ეს კი გარდაუვალია smile.gif სხეულზეც ისევე იზრუნო და ამ ქვეყანაზე, როგორც სულზე a075.gif ისინი, ვინც მარტო სულზე ზრუნავენ, მონასტერში არიან (ისე ისინიც არ ზრუნავენ მარტო სულზე, მათაც ჭირდებათ საკვები და ამისთვისაც შრომობენ). ასე ფიქრი არ ვარგა ხალხო, მართლა ფანატიზმში გადავვარდებით, ეს კი ცუდია sad.gif
ამით სხვებს ჩვენი გაკიცხვისა და ზემოდან ყურების საშუალებას ვაძლევთ (შეიძლება უნებურად, მაგრამ ასე გამოდის, ეს ადამიანებიც ცოდვაში ვარდებიან და ჩვენც რა გვემატება ამ ყველაფრით? ) ისევ იწყება ახალი ტალღა, რომ ეკლესიაში ფანატიზმი და გაუნათლებლობაა.. ამის მიზეზს კი ჩვენ ვაძლევთ.. დავფიქრდეთ, განა ყველაფერი ისეა როგორც გვგონია?
რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულება საკმაოდ რთული თემაა. რელიგია აგებულია რწმენაზე. მე მწამს, მაგრამ ამას გონებით ვერ ავხსნი. შეიძლება რაღაც დონეზე დავასაბუთო და ყველა რელიგიას აქვს თავისი ასეთი "საბუთები", მაგრამ ყოველთვის რჩება რაღაც, რაც მარტო შენს გულშია და რაც ვერ აიხსნება. ეს "რაღაც" კი ჯობია ყველამ ჩვენს გულებში დავიტოვოთ smile.gif
საერთოდ მე ეს ორი მიმდინარეობა შევნიშნე მრევლში (ნუ ფორუმზეც შესაბამისად). ერთნი _ განათლებული ინტელიგენცია აკრიტიკებენ ყველასა და ყველაფერს საკუთარი ცოდნის საზომით, მაგრამ ვფიქრობ ხშირად არ ფიქრობენ, რომ რელიგია ძალიან სუბიექტურია და პირველ რიგში რწმენა გულიდან მოდის. ეს ისეთი ფაქიზი თემაა, რომელსაც არ შეიძლება შეეხო და რაზეც არ შეიძლება აბუჩად და აგდებულად ისაუბრო.
მეორე ფრთა არის აჟიტირებული მრევლი, რომლებიც ხშირად ყველაფერს რელიგიის თვალით უყურებენ და ხანდახან იმდენად გაზვიადებულადაც, რომ ამით ამ "ინტელიგენციის" დასაცინი ხდებიან ხოლმე.
ამ თემაზე არ მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ მაინც მომიხდა. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ნუ მიწყენთ, მაგრამ ეს სიმართლეა და უნდა მეთქვა.
მე არც ერთ რადიკალურ მხარეს არ ვემხრობი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ორივე უკიდურესობაა. რწმენა და ცოდნა ერთმანეთის ხელის შემშლელი არ იქნება, თუ ამ ცოდნას გონივრულად გამოვიყენებთ. მეორე მხრივ კი ამ მცოდნეთა მიმართ უარყოფითად არ განვეწყობით და ცილს თუ არ დავწამებთ. შეიძლება ბევრი რამ სიმართლეა, ბევრი რამ არც არის სათქმელი, ვინ იცის... მთავარი მაინც ერთობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია ალბათ. ერთმანეთის ინტერესებს თუ გავითვალისწინებთ და ხანდახან სხვისი თვალითაც შევხედავთ მოვლენებს, მგონი ყველაფერი უკეთ იქნება smile.gif

მაპატიეთ ერთგვარი ოფი გამომივიდა, მაგრამ ამის დაწერა ძალიან მინდოდა და იმედი მაქვს არ გამინაწყენდებით პირდაპირობისთვის smile.gif
სიყვარულით, ნანინა kiss1.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 03:14 PM

ბექა

არა არს კაცი რომელი ცხონდეს და არა სცოდოს

რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2010, 03:26 PM

ვისაც კოლაიდერზე საუბარი არ უნდა, რას იტანჯავთ ნერვებს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 03:29 PM

მოდი ნუ ვიდავებთ. მტავარია ამ კოლაიდერმა ზიანი არ მოგვაყენოს, ანუ ბოროტად არ იქნას გამოყენებული. სხვა პრობელმა არაა, სულ ტყუილად ნერვიულობს ხოკაიდო.

ემოციური ფორუმელია ძალიან 2kiss.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 03:50 PM

მხევალი ნინო
მაგრამ მოსიყვარულე

ამ ტოპიკს რატომ არ ნახულობთ?

http://church.ge/index.php?showtopic=7328&hl=

სუნი ასდის თუ რა არის biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 3 2010, 09:22 PM

ციტატა
ნებისმიერი შავი ხვრელი ორთქლდება, რომელიც, კოლაიდერის შემთხვევაში, დასრულდება (სრულიად აორთქლდება, ანუ გაქრება) ძალიან მცირე დროში.

საზოგადოდ თუ დიდ შავ ხვრელებზეა საუბარი, მათი გაქრობის დრო შეიძლება იყოს იმდენად დიდი რომ სამყაროს არსებობის მანძილზე ვერასოდეს მოვესწრებით გაქრობას.


უკაცრავად და ამაზე უფრო ვრცლად მინდა biggrin.gif

ისა და რატომღაც მეგონა რომ მეცნიერები ვერ შეთანხმებულან შავი ხვრელი რას წარმოადგენს თქო, რამე ახალი აღმოაჩინეს? რა შეიცვალა? განა შავი ხვრელი ენერგიას არ ისრუტავს? როგორღა ორთქლდება?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience