თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ რით ცხოვრობენ ურწმუნონი?

პოსტის ავტორი: XAFRAN თარიღი: Feb 15 2013, 03:39 PM


ძალიან მაინტერესებს რა აზრს ატანენ ურწმუნო ადამიანები თავის ცხოვრებას?

მესმის ვთქვათ მდიდარი ადამიანების მათ მრავალი საშვალება აქვთ გაირთონ თავი ამ წუთისოფელში. smile.gif ასევე მესმის იმ ადამიანების რომლებიც თავის ცხოვრებას ხელოვნებას ან მეცნიერებას სწირავენ და მათ ისევე უყვართ თავისი პროფესია, როგორც ქრისტიანს თავისი რწმენა. dry.gif მაგრამ ესეთი ხალხი ხომ ძალიაან ცოტაა. მე ვსაუბრობ 75% მთელი დედამიწის მოსახლეობაზე, რით არსებობენ?
ამ თემაზე რომ ვფიქრობ საბოლოოდ მივდივარ იმ აზრამდე რო ძალიან განუვითარებლები არიან გონებრივად ურწმუნოები. unsure.gif
ისინი ამბობენ: ეს ყოფილა ცხოვრება სმა-ჭამა, პრობლემები+პრობლემები+პრობლე
მები+არარეალური რწმენა იმის რომ ერთ დღეს მაგარ ფულს ვიშოვი, მუშაობა+მუშაობა+მუშაობა=უაზრ
ბა, კვირის ბოლოს მეგობრებთან 1.5 გართობა. და 75% ადამიანების თავისი ცხოვრება სძულს უფრო მეტად ვიდრე უყვარს.

და რომ ვაკვირდები კონტრასტს ქრისტიან მორწმუნესა და მათ შორის, როგორც ღმერთი და ეშმაკი.


ურწმუნოებო შემოიხედეთ! რით ცხოვრობთ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2013, 08:27 PM

XAFRAN
სერიოზულად ვიმსჯელოთ?

მაშინ დავკონკრეტდეთ. ურწმუნოძში ზოგადად გულისხმობ ამ ცნების ფართო მნშივნელობა , თუ უშუალო არამართლმადიდებლურს?
(თორემ ურწმუნო თომა მოციქულის ეპითეტიცაა...)

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 15 2013, 10:32 PM

იგივე კითხვა გამიჩნდა მეც... რას ვგულისხმობთ ურწმუნოში? მაგალითად მე მყავს ნაცნობი რომელიც არაა მართლმადიდებელი, მაგრამ სწამს ღმერთი, აქვს თავისი შეხედულებები, მიზნები, რომლებიც არანაირად არ უპირისპირდება ქრისტიანულ შეხედულებებს. მიზეზი რატომაც ის არაა მართლმადიდებელი არის ის რომ არ ენდობა ამ სისტებას, მისი აზრით ეს სისტება თავისუფალ აზროვნებას და შეხედულებებს ზღუდავს... მე ამ ადამიანს არ მოვიაზრებ ურწმუნოებში...

საინტერესო თემაა, თუ გაგრძელდა ამ თემაზე საუბარი აუცილებლად ჩავერთვები... საინტერესო თუნდაც იმიტომაა, რომ დავაკონკრეტებთ ვის მოვიაზრებთ ურწმუნო ადამიანებში...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 15 2013, 11:19 PM

ჩემი აზრით საერთოდ არ შეიძლება, არასამართლიანია, ან უფრო სწორად არამიზანშეწონილია ადამიანების ასე დაყოფა, ურწმუნოებად და მორწმუნეებად. თითქოს ისინი ცუდები იყვნენ და ჩვენ კარგები. ვიცნობ ათეისტებს რომლებიც ბევრად კეთილები არიან ვიდრე ზოგიერთი ფსევდო მორწმუნე. და რაც შეეხება მათ ცხოვრებისეულ მიზანს, ადამიანი მაინც მოაზროვნე არსებაა და ცხოვრების აზრს ყოველთვის იქონიებს, ეგ უკვე სხვა საქმეა სულის ცხონება იქნება მისი მიზანი თუ არა მაგრამ ზოგადად ასეა...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 15 2013, 11:37 PM

ციტატა(qetevano @ Feb 15 2013, 11:19 PM) *

ჩემი აზრით საერთოდ არ შეიძლება, არასამართლიანია, ან უფრო სწორად არამიზანშეწონილია ადამიანების ასე დაყოფა, ურწმუნოებად და მორწმუნეებად. თითქოს ისინი ცუდები იყვნენ და ჩვენ კარგები.


გეთანხმები

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 15 2013, 11:37 PM

მართლმადიდებლობა მხოლოდ მირონცხებით ხომ არ შემოიფარგლება? ან დიდი ჯვრის გულზე დაკიდება,წელში მოხრილი სიარული და დიდი პარაფინის სანთლის (ან უკეთეს შემთხვევაში თაფლის) დანთება კი არაა რწმენა.. თუ ის გგონიათ მორმუნეობა კვირა დღეს ტაძარში რომ წავალთ იმიტო რო ყველა დადის? რამდენი "ურწმუნო" გვჯობია.. იყავი ცხელი ან ცივიო და რომელი გავცდით ნელთბილობას?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2013, 11:39 PM

ციტატა
ან დიდი ჯვრის გულზე დაკიდება,წელში მოხრილი სიარული და დიდი პარაფინის სანთლის (ან უკეთეს შემთხვევაში თაფლის) დანთება კი არაა რწმენა..

თუ გვასალიაა , გვასალია იყოს...biggrin.gif

არც გადაღვლეპილი მუხლებით იატაკზე თავის რტყმა და მესანთლის ქადაგების მოსმენა...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 15 2013, 11:41 PM

A.V.M
გვასალიაა biggrin.gif

ისე თაგვი სულ წისქვილშია და მეწისქვილე კი არ გამოვა.. რამდენიც არ უნდა ვიაროთ ტაძარში და ვიძახოთ მორმუნეები ვართო განა ყველა ერთ გზაზე წავა? smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2013, 11:42 PM

ციტატა
ისე თაგვი სულ წისქვილშია და მეწისქვილე კი არ გამოვა.

სანამ გკითხე თაგვსა და კაცს საერთო რა აქვს მეთქი გაჩერდი...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 15 2013, 11:46 PM

A.V.M
პასუხსაც მოგაგებ მერე ხომ იცი biggrin.gif biggrin.gif არაა ძმაო წესი დავყოტ მორმუნეები და ურწმუნოები.. ჩვენ ხალხის გულები არ ვიცით და მათ სინანულს ვერ ვხედავთ. რა აზრი აქვს კიდევ მათი ცხოვრების გზა ვიცოდეთ? რა ხეირს გვაძლევს? ან ჩვენი სულებისთვის შვებაა? თუ სიკეთე გვინდა ვილოცოთ მათთვის,თუ ვერ ვლოცულობთ ჩვენი თავებისთვის მიანც ვილოცოთ სიყვარული რომ გვაკლია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2013, 11:48 PM

toka@

ციტატა
არაა ძმაო წესი დავყოტ მორმუნეები და ურწმუნოები..

ხო...
ძალიან ზოგადი გამოთქმაა და არამართებულად მიმაჩნია ამგვარ ,,სიფართოვეში'' ასეთი სერიოზული დასკვნების კეთება...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 15 2013, 11:48 PM

ციტატა(toka@ @ Feb 15 2013, 11:46 PM) *

არაა ძმაო წესი დავყოტ მორმუნეები და ურწმუნოები.. ჩვენ ხალხის გულები არ ვიცით და მათ სინანულს ვერ ვხედავთ. რა აზრი აქვს კიდევ მათი ცხოვრების გზა ვიცოდეთ? რა ხეირს გვაძლევს? ან ჩვენი სულებისთვის შვებაა? თუ სიკეთე გვინდა ვილოცოთ მათთვის,თუ ვერ ვლოცულობთ ჩვენი თავებისთვის მიანც ვილოცოთ სიყვარული რომ გვაკლია...

აი მართალია ეს ადამიანი

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 16 2013, 12:47 AM

ნუ მზაკვრობთ

პოსტის ავტორი: XAFRAN თარიღი: Feb 18 2013, 11:39 AM

ურწმუნოებში უფრო ვგულისხმობ მათ ვინც თავის უმთავრეს მოწოდებათ არაამქვეყნიური სიმდიდრის მოხვეჭას არ ისახავსს და ამქვეყნიური თამაშობებით გართულა.)

მე უფრო მათი ფსიქიკის აგებულება მაკვირვებს, რომ არაფერ მიღმიერს არ ეძებენ საერთოდ, და ეს უბრალოდ ძალიან ჩამორჩენილობად განუვითარებლობად მეჩვენება. მე ვფიქრობ რომ ეს ზოგადად განათლების ბრალია, ძალიან გაუნათლებელი საზოგადოება გვყავს.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 18 2013, 02:42 PM

ციტატა(XAFRAN @ Feb 18 2013, 11:39 AM) *

მე ვფიქრობ რომ ეს ზოგადად განათლების ბრალია, ძალიან გაუნათლებელი საზოგადოება გვყავს.

მე კი ვფიქრობ რომ განათლება მანდ არაფერ შუაშია. სუფთა სინდისს და პატიოსნებას განათლება არ ჭირდება.
ცოტა მეცნიერი და პროფესორი გინახავს ამქვეყნიური სიმდიდრის მოხვეჭით შეპყრობილი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 18 2013, 10:48 PM

ციტატა
ცოტა მეცნიერი და პროფესორი გინახავს ამქვეყნიური სიმდიდრის მოხვეჭით შეპყრობილი?

yes.gif yes.gif

პოსტის ავტორი: XAFRAN თარიღი: Feb 20 2013, 03:35 PM

http://forum.ge/?f=20&showtopic=34499947&st=0

აჰა ერთი ამას შეხედეთ DD ისაა რაზეც ვსაუბრობ, ჭკუათხელი ურწმუნო.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 20 2013, 03:47 PM

ციტატა(XAFRAN @ Feb 20 2013, 03:35 PM) *

http://forum.ge/?f=20&showtopic=34499947&st=0

აჰა ერთი ამას შეხედეთ DD ისაა რაზეც ვსაუბრობ, ჭკუათხელი ურწმუნო.

ხო სცადა მაინც ადამიანმა, არ გამოუვიდა და რა ქნას? ან დანარჩენებმა რა ვქნათ გავრიყოთ საზოგადოებიდან? იქნებ იპოვოს სწორი გზა... შეცდომა ვის არ მოსვლია... ვინც თავის თავს მორწმუნეს ეძახის რაა შეცდომებს არ უშვებს?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)