თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ რატომ არ დღესასწაულობენ მართლმადიდებლები ახალ წელს?

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 6 2013, 06:08 PM

მიზეზი 1: თვით თარიღის არასაეკლესიო და არამართლმადიდებლური ხასიათი

წმიდა ეკლესია ახალ წელს ზეიმობს 1 სექტემბერს (ძვ. სტილით, ახალი სტილით 14 სექტემბერს), ინდიქტიონის დასაწყისს. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება შესაბამისი ღვთისმსახურებაც. ხოლო სამოქალაქო ახალი წელი, რომელსაც ზამთარში ზეიმობენ, არანაირად არ არის დაკავშირებული საეკლესიო კალენდართან. რუსეთში მისი შემომტანია პეტრე I, კერძოდ 1700 წლიდან (თუმცა მაშინ მას დღესასწაულობდნენ იულიანური კალენდრით, და არა კათოლიკურ-გრიგორიანული, ანუ ახალი სტილით, როგორც ეს არის ევროპაში).

ახალი წელი, რომელსაც 1 იანვარს ზეიმობენ, ამოვარდნილია საღვთისმახურებო წრიდან და მიიღო არაქრისტეანული ხასიათი, რასაც აღნიშნავდა მრავალი ქრისტეანი მოღვაწე და ღვთისმსახური (მაგ. თეოფანე დაყუდებული, იოანე კრონშტადტელი და სხვები). ისინი რუს ხალხს ამხელდნენ იმაში, რომ ბაძავდა და ღმერთსგანდგომილ დასავლეთს, წარმართულად ხვდებოდა ახალ წელს: "უჭახუნებთ ერთმანეთს ჭიქებს და რა თვალსაზრისით? თქვენ მეტყვით: ჩვეულებაა ასეთი. და მე დაგიდასტურებთ: დიახ, ჩვეულებაა, მაგრამ სულაც არა ქრისტეანული, არამედ წარმართული, უკეთური და ღმრთისსაწინააღმდეგო" (Феофан Затворник. Слово на Богоявление, 6 января 1865 г.).

ბოლშევიკების მიერ ახალი სტილის, ანუ ახლანდელი სამოქალაქო კალენდრის შემოღების შემდეგ, ახალი წლის 1 იანვარს ზეიმობა ემთხვევა შობის მარხვის ბოლო დღეებს, როდესაც ტიპიკონის მიხედვით მართლმადიდებელ ქრისტეანებს მკაცრი მარხვა აქვთ დაწესებული.

მიზეზი 2-ე: ახალი წლის ანტიქრისტეანული ხასიათი

თანამედროვე, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ახალი წელი და ზეიმობა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული, იმთავითვე ქრისტეს შობის დღესასწაულის საპირისპიროდ იყო გამიზნული, და ბოლშევიკები მას ანტირელიგიური პროპაგანდის წარმატებად მიიჩნევდნენ.

გამოდის, რომ მართლმადიდებლები, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ, უღმრთო სამყაროს უმეგობრდებიან კერპთაყვანისცემაში. ამ დროს ისეთი ტერმინების გამოყენება და თავის მართლება, რომ თითქოსდა ეს არის "მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატულება" არაეკლესიურ ადამიანთა ვიწრო წრეში, ან "სამარხვო სუფრა" (წეს-განგების ფორმალური დაცვის მცდელობა) - იმ სამყაროსთან მეგობრობის გამოვლინებაა, რომელთანაც დაძმობილება, წმიდა წერილის მიხედვით, მტერობა ღმრთისა (იაკობი 4:4).

ქრისტეს ეკლესია არაამქვეყნიურია. ძველ ქრისტეანებს არ ეშინოდათ იმისი, რომ შესაძლოა ვერ მორგებოდნენ მათ თანამედროვე მსოფლიოს, პირიქით, უპირისპირდებოდნენ კიდევაც მას, უშიშრად მიდიოდნენ ტანჯვაზე, და თავისი წმიდა, უბიწო და აღმსარებლობითი ცხოვრებით ახალი ქრისტეანები მოჰყავდათ ეკლესიის წიაღში. ახლა კი ეკლესია კი არ "ამარილებს" მსოფლიოს, არამედ მსოფლიო ცდილობს "გადააეკლესიუროს" ქრისტეანობა და გააამსოფლიუროს იგი. მსოფლიოსთან, ამ წუთისოფელთან ასეთი დაახლოვება ქრისტეანებს ამსგავსებს იმ "განქარვებულ მარილს" მაცხოვარი რომ ბრძანებს თავის სახარებაში (იხ. მათე 5:13).

სამოქალაქო ახალი წლის, 1 იანვრის დღესასწაულობა ახალი კალენდრით მიუღებელი უნდა იყოს მართლმადიდებლებისთვის. ამ დღეს, როდესაც უღმერთო, მწვალებლური და ღმერთსგანდგომილი მსოფლიო თავის ახალ წელს ზეიმობს, მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმ. მოწამე ბონიფანტეს ხსენების დღეს, რომელიც გახლავთ უბადლო მაგალითი სრული აღმსარებლობისა და გემოთმოყვარების დამარცხებისა.

მართლმადიდებელნო ღირსეულად მოვემზადოთ შობისთვის და არა წარმართული ზეიმობისთვის, რომელიც შეურაცხყოფს ქრისტეს შობას.

ეს ყველაფერი იწერება საიტზე http://apocalypse.ge და თუ კი ასეა და წარმართულ და მწვალებლურ დღესასწაულს ავღნიშნავთ 1 იანვარს მაშინ რატო გვილოცავს 31 დეკემბერს ახალ წელს პატრიარქი?

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 6 2013, 07:26 PM

დეგრადაცია, ფანატიზმი, ბოღმა, გონებადაბნელება, ბედნიერების დაკარგვა, თვითგვემა....


გიხარიათ ასეთი მდგომარეობა და მართლმადიდებლობაა ეს ყველაფერი? sad.gif

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 6 2013, 09:26 PM

ციტატა(benediqt @ Jan 6 2013, 07:26 PM) *

დეგრადაცია, ფანატიზმი, ბოღმა, გონებადაბნელება, ბედნიერების დაკარგვა, თვითგვემა....
გიხარიათ ასეთი მდგომარეობა და მართლმადიდებლობაა ეს ყველაფერი? sad.gif



მე მეხება ეგ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 6 2013, 09:33 PM

Alterego

ციტატა

ეს ყველაფერი იწერება საიტზე http://apocalypse.ge

ხოდა ყველაფერი დამთავრებულია მანდ....biggrin.gif
Alterego
ციტატა
მე მეხება ეგ?

ახლაი ხარ ჯერ...biggrin.gif
benediqt
ციტატა
დეგრადაცია, ფანატიზმი, ბოღმა, გონებადაბნელება, ბედნიერების დაკარგვა, თვითგვემა....


გიხარიათ ასეთი მდგომარეობა და მართლმადიდებლობაა ეს ყველაფერი?

გუჯას გაუმარჯოს!
რამდენი ხანია შენებური მოსიყვარულე პოსტი არ გვინახავს ფორუმზე...biggrin.gif

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 6 2013, 09:46 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 6 2013, 09:33 PM) *

Alterego

ხოდა ყველაფერი დამთავრებულია მანდ....biggrin.gif
Alterego




ვიცით ვინ მუშაობს მაგ საიტზე?

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 6 2013, 09:59 PM

Alterego

ციტატა
ვიცით ვინ მუშაობს მაგ საიტზე?


სქიზმატებისაა?

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 6 2013, 10:01 PM

ციტატა(benediqt @ Jan 6 2013, 09:59 PM) *

Alterego
სქიზმატებისაა?



მე მეკითხები თუ პასუხს მცემ? 2 პოსტი დაპოსტე უკვე და ვერ მივხვდი smile.gif) მე არ ვიცი ვინ მუშაობს და გეკითხებით თქვენ და თქვენ თუ მე მეკითხებით ისევ არ ვიცი smile.gif) მაგრამ მგონი პასუხი უნდა იყოს ეგ smile.gif))

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 6 2013, 10:23 PM

Alterego

ციტატა
მე არ ვიცი ვინ მუშაობს და გეკითხებით თქვენ და თქვენ თუ მე მეკითხებით ისევ არ ვიცი



რომელიღაც ფსევდომართლმადიდებლური დაჯგუფება, სავარაუდოდ სქიზმატებიც შესაძლოა იყვნენ, რომლებიც ხალხს აშინებენ აპოკალიპსით, ბოლო ჟამით... ერთი სიტყვით უსაქმურთა, შეშინებულთა და ფსევდოქრისტიანების ხროვაა

პოსტის ავტორი: მახოროგა თარიღი: Jan 6 2013, 10:24 PM

რეალურად რომ დავუკვირდეთ რა არის ახალი წელი? ანუ ახალი წლის 1-ლი დღე... რა სულიერი ან ეკლესიური დატვირთვა უნდა ჰქონდეს?
მე პირადად გასახარებელს მხოლოდ იმას ვხედავ, რომ კიდევ ერთი წელი ჩავაგორეთ ღვთის წყალობით და მოვესწარით ახალ წელსაც...
ეს წუთისოფლის ცხოვრებაში პირობითად დაწესებული განსაკუთრებული დღე არის, როდესაც ვნებების ზეიმია და არაფერი საერთო არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს საეკლესიო ცხოვებასთან...
ქრისტეშობის დღესასწაულის მოლოდინში მომარხულე ადამიანისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იქმნება, ამაში ბევრი დამეთანხმებით, ასევე ძნელია ოჯახში ბავშვებს გააგებინო და აუხსნა ეს ყველაფერი და იძულებული ხარ ნაწილობრივ (ბავშვების ნაწილში) გაიზიარო ეს საერო დღესასწაული, არადა რა მაგარი იქნებოდა ყველანი ისე აღნიშნავდეს ქრისტეშობას, როგორც ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 6 2013, 10:30 PM

ციტატა(benediqt @ Jan 6 2013, 10:23 PM) *

Alterego
რომელიღაც ფსევდომართლმადიდებლური დაჯგუფება, სავარაუდოდ სქიზმატებიც შესაძლოა იყვნენ, რომლებიც ხალხს აშინებენ აპოკალიპსით, ბოლო ჟამით... ერთი სიტყვით უსაქმურთა, შეშინებულთა და ფსევდოქრისტიანების ხროვაა



ჰო მაგას მეც მივხვდი smile.gif) მადლობ პასუხისთვის smile.gif)

ციტატა(მახოროგა @ Jan 6 2013, 10:24 PM) *

რეალურად რომ დავუკვირდეთ რა არის ახალი წელი? ანუ ახალი წლის 1-ლი დღე... რა სულიერი ან ეკლესიური დატვირთვა უნდა ჰქონდეს?
მე პირადად გასახარებელს მხოლოდ იმას ვხედავ, რომ კიდევ ერთი წელი ჩავაგორეთ ღვთის წყალობით და მოვესწარით ახალ წელსაც...
ეს წუთისოფლის ცხოვრებაში პირობითად დაწესებული განსაკუთრებული დღე არის, როდესაც ვნებების ზეიმია და არაფერი საერთო არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს საეკლესიო ცხოვებასთან...
ქრისტეშობის დღესასწაულის მოლოდინში მომარხულე ადამიანისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იქმნება, ამაში ბევრი დამეთანხმებით, ასევე ძნელია ოჯახში ბავშვებს გააგებინო და აუხსნა ეს ყველაფერი და იძულებული ხარ ნაწილობრივ (ბავშვების ნაწილში) გაიზიარო ეს საერო დღესასწაული, არადა რა მაგარი იქნებოდა ყველანი ისე აღნიშნავდეს ქრისტეშობას, როგორც ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ



სხვათაშორის ევროპაში კათოლიკეები შობას უფრო ზეიმობენ ვიდრე ახალ წელს!! კარგი იქნებოდა ჩვენთანაც ეგრე იყოს

პოსტის ავტორი: მონა უფლისა თარიღი: Jan 6 2013, 10:34 PM

მე ვთვლი,რომ ახალი წელი სულაც არ არის საზეიმო,რა არის სასიხარულო საერთოდ?ერთი წელი მიდის და მეორე მოდის მერე მაგით რა?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 6 2013, 11:32 PM

Alterego
შენც გუჯუნა ხომ არ ხარ? biggrin.gif მისი ალტერ-ნიკი?

ღმერთო ჩემო, ეს კაცი როდის დაგვანებებს თავს? biggrin.gif



პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 6 2013, 11:54 PM

ციტატა(ქევანა @ Jan 6 2013, 11:32 PM) *

Alterego
შენც გუჯუნა ხომ არ ხარ? biggrin.gif მისი ალტერ-ნიკი?

ღმერთო ჩემო, ეს კაცი როდის დაგვანებებს თავს? biggrin.gif



უკაცრავად? smile.gif გუჯუნა არ ვიცი ვინ არის მე გიორგი მქვია smile.gif და იმედია ჩემი მოშორება არ გინდა და სხვაში შეგეშალე smile.gif

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 08:50 PM



რატომ უნდა იდღესასწაულოს და აღნიშნოს მართლმადიდებლობამ დღე რომელიც არაფერს ნიშნავს? და ნამდვილი ახალი წლის აღნიშვნა კი იწყება ქრისტეშობიდან, რის გამოც წინა ღამით უთენებენ მართლმადიდებლები ღამეს უსისხლო მსხვერპლშეწირვით

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 9 2013, 10:02 PM

ციტატა
რატომ უნდა იდღესასწაულოს და აღნიშნოს მართლმადიდებლობამ დღე რომელიც არაფერს ნიშნავს? და ნამდვილი ახალი წლის აღნიშვნა კი იწყება ქრისტეშობიდან, რის გამოც წინა ღამით უთენებენ მართლმადიდებლები ღამეს უსისხლო მსხვერპლშეწირვით



ციტატა
დეგრადაცია, ფანატიზმი, ბოღმა, გონებადაბნელება, ბედნიერების დაკარგვა, თვითგვემა....


გიხარიათ ასეთი მდგომარეობა და მართლმადიდებლობაა ეს ყველაფერი?


ეჰ.....

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 10:33 PM

ციტატა
დეგრადაცია, ფანატიზმი, ბოღმა, გონებადაბნელება, ბედნიერების დაკარგვა, თვითგვემა....


გიხარიათ ასეთი მდგომარეობა და მართლმადიდებლობაა ეს ყველაფერი?



განა რა სიბოროტეს უდნა დაეწერა ეს ეხხ

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 9 2013, 10:36 PM

Martl_madidebeli

ციტატა
რატომ უნდა იდღესასწაულოს და აღნიშნოს მართლმადიდებლობამ დღე რომელიც არაფერს ნიშნავს?


მართლმადიდებლობა ახალ წელს არ დღესასწაულობს, ეს რელიგიური შინაარსის დღესასწაული არ არის და ვერ ექნება მას ეს დატვირთვა, მაგრამ რატომ არ უნდა აღნიშნოს (არ ვგულისხმობ ასტროლოგიურ, უაზრო და ლოგიკას მოკლებულ დატვირთვებს) ადამიანმა ეს დღე? ამით რამეს აშავებს?

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 10:50 PM

afxazi

შე დალოცვილო ვახანგ გორგასლის ხსენების დღე და დავით აღმაშენებლის ხსენების დღე არ გახსენდებათ და ამ ახალ წელს რას გადაეკიდეთ ის დღე რა საქეიფოდაა ცუდი? ეკლესიაში წასასვლელადაა ცუდი? შუშხუნების გასაშვებადაა ცუდი თუ რას უწუნებ შე კაი დედმამიშვვილო?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 9 2013, 10:54 PM

Martl_madidebeli

ვის რა ახსენდება ეს ნაკლებად იცი და ვინ როგორ დღესასწაულობს რელიგიურ დღეებს ეს ხომ მითუმეტეს. რას აშავებს ადამიანი, რომელიც აღნიშნავს პირველ იანვარს (ყოველგვარი ასტროლოგიური დატვირთების გარეშე)?

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 11:01 PM

afxazi

აშავებს იმას რომ სხვა მნიშვნელოვანი დღეები არ უხარია ისე როგორც ეგ ეგრედ წოდებული შემოპარული კერპთაყვანისმცემლობა ახალი წელი

ახალი წლის წინა კვირას გაიხუმრა მოძღვარმა ქადაგებაზე და გვითხრა:

ყველაზე კარგი დღესასწაული არის ახალი წელიო ხოდა წადით ეხალ და გილოცავთ სულით და გულითო, კი მივხვდით რატომაც იძახდა მაგრამ სიმართლე კი გვითხრა



და ვის რა ახსენდება ზედმეტად კარგად ვიცი, შენ გახსენდება მაგრამ აზრად არ მოგსვლია დაგერეკა ყველასთვის და სულით და გულით მიგელოცა აი ახალ წელს კოთოლიკურ კერპთაყვანისმცემლობას არავინ გამოგრჩება + თავისი ნაძვის ხე

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 9 2013, 11:03 PM

Martl_madidebeli

ციტატა
აშავებს იმას რომ სხვა მნიშვნელოვანი დღეები არ უხარია ისე როგორც ეგ ეგრედ წოდებული შემოპარული კერპთაყვანისმცემლობა ახალი წელი


რაც არ იცი რატომ ლაპარაკობ? შენ რა იცი ვინ როგორ აღნიშნავს ამა თუ იმ დღეს. გასაგებია რომ შენსავით მუხლმოყრილი არ ვუვლით ირგვლივ ტაძარს, მაგრამ არ გვიცნობ და ცოტა მეტი სიფრთხილე არ გაწყენდა.

ციტატა
კერპთაყვანისმცემლობა ახალი წელი


რატომ არის კერპთაყვანისმცემლობა?

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 11:08 PM

ციტატა
რატომ არის კერპთაყვანისმცემლობა?

რატომ არ არის?

ციტატა
ოტა მეტი სიფრთხილე არ გაწყენდა.

ხო ეხლა მრევლი იქნებით რომელიმე ეკლესიის და რათქმაუნდა არ შეგეშლებათ ერთეულებს ეგეთები მაგრამ დანარჩენ მილიონებს?

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 11:08 PM

ლლლლლლლლ

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 10 2013, 04:11 AM

ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 9 2013, 11:01 PM) *

afxazi

აშავებს იმას რომ სხვა მნიშვნელოვანი დღეები არ უხარია ისე როგორც ეგ ეგრედ წოდებული შემოპარული კერპთაყვანისმცემლობა ახალი წელი


და ვის რა ახსენდება ზედმეტად კარგად ვიცი, შენ გახსენდება მაგრამ აზრად არ მოგსვლია დაგერეკა ყველასთვის და სულით და გულით მიგელოცა აი ახალ წელს კოთოლიკურ კერპთაყვანისმცემლობას არავინ გამოგრჩება + თავისი ნაძვის ხე


კერპთაყვანისმცემლობას რაც შეეხება ეგ არცისე პირდაპირგასაგები ცნებაა როგორც საერთოდ გონიათ. არ მინდა ამის განხილვა ახლა, ცოტა დაღლილი ვარ (5 დაიწყო...)

კარგი რა, დაუფიქრდი აბა მეორე აბზაცში რა გიწერია, რომ გეთქვა რომ ვიცი ვინ რას აკეთებსო, კიდე ხო. ზედმეტად კარგად საიდან იცი ვინ რას აკეთებს? მითუმეტეს კონკრეტული ადამიანი. დამეთანხმები ალბათ, რომ რაც შენ დაწერე აზრსმოკლებულია.

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 10 2013, 06:12 AM

Martl_madidebeli

შენთვის ის არ უსწავლებიათ არ განიკითხოო? ან კიდე ფარისევლის მდგომარეობაში რო იგდებ თავს ვერ ხედავ? აქაოდა მე მახსენდება დავითი და ვახტანგი და თქვენ არაო?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2013, 10:53 AM

ერთმა მამაომ ტელევიზორში თქვა, რომ ახალ წელს მონასტერში მიდის და ბრუნდება ორ იანვარს, როცა ყველაფერი ჩავლილია.

ასეთი დამოკიდებულება ძალიან მომეწონა, რადგან ახალი წლის ზეიმი მიფერმკრთალებს შობის დღესასწაულს, მერღვევა სულიერი მარხვა...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 10 2013, 01:47 PM

marine

ციტატა
ასეთი დამოკიდებულება ძალიან მომეწონა, რადგან ახალი წლის ზეიმი მიფერმკრთალებს შობის დღესასწაულს, მერღვევა სულიერი მარხვა..


ვფიქრობ ეს არასწორია, რადგან ახალ წელს არანაირი რელიგიური შინაარსი არ აქვს და ის ვერანაირ გავლენას ვერ უნდა ახდენდეს შობაზე. ამ ლოგიკით თვით შობასაც ისეთ ღრეობას აწყობს მრავალი, რომ საერთოდ ვერ იზიარებს შობით გამოწვეულ სიხარულს. ასე რომ დამნაშავე არა ვთქვათ ახალი წელი, არამედ თავად ადამიანია, თუ როგორ აღიქვამს და იაზრებს ამა თუ იმ დღის მნიშვნელობას. თავის დროზე შობის 25 დეკემბერს დაწესება უაღრესად საყურადღებო მოვლენით იყო განპირობებული. ეკლესიამ ამ დღით წარმართთა უმთავრესი მზის თაყვანისცემის დღესასწაული გააქრისტიანა, რომელიც სწორედ ამ პერიოდში აღინიშნებოდა, რომ არა მატერიალურ მზეს, არამედ ჭეშმარიტ მზეს, მაცხოვარს (რომელსაც ეწოდება მზე სიმართლისა) უნდა ვცეთ თაყვანი.

ვრცლად აქ იხილეთ: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=368%3A2011-05-15-08-00-00&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=en

ეკლესია არასოდეს არ უპირისპირდებოდა ამა თუ იმ მახინჯ მოვლენას რადიკალურად, არამედ აქრისტიანებდა მას.

ამიტომ არა მგონია დარღვევა იყოს აღვნიშნოთ ახალი წელი ყოველგვარი ასტროლოგიური მოტივების გარეშე, როგორც ოჯახური დღესასწაული, გავაანალიზოთ განვლილი წელი და წარმატება ვუსურვოთ ერთმანეთს მომავალ წელს. ამაში კატასტროფას მე პირადად ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება შობის მოლოდინი ახალმა წელმა გამიფერმკრთალოს, ეს ხომ წარმოუდგენელია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2013, 01:50 PM

ციტატა(afxazi @ Jan 10 2013, 02:47 PM) *

marine
ვფიქრობ ეს არასწორია, რადგან ახალ წელს არანაირი რელიგიური შინაარსი არ აქვს და ის ვერანაირ გავლენას ვერ უნდა ახდენდეს შობაზე. ამ ლოგიკით თვით შობასაც ისეთ ღრეობას აწყობს მრავალი, რომ საერთოდ ვერ იზიარებს შობით გამოწვეულ სიხარულს. ასე რომ დამნაშავე არა ვთქვათ ახალი წელი, არამედ თავად ადამიანია, თუ როგორ აღიქვამს და იაზრებს ამა თუ იმ დღის მნიშვნელობას. თავის დროზე შობის 25 დეკემბერს დაწესება უაღრესად საყურადღებო მოვლენით იყო განპირობებული. ეკლესიამ ამ დღით წარმართთა უმთავრესი მზის თაყვანისცემის დღესასწაული გააქრისტიანა, რომელიც სწორედ ამ პერიოდში აღინიშნებოდა, რომ არა მატერიალურ მზეს, არამედ ჭეშმარიტ მზეს, მაცხოვარს (რომელსაც ეწოდება მზე სიმართლისა) უნდა ვცეთ თაყვანი.

ვრცლად აქ იხილეთ: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=368%3A2011-05-15-08-00-00&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=en

ეკლესია არასოდეს არ უპირისპირდებოდა ამა თუ იმ მახინჯ მოვლენას რადიკალურად, არამედ აქრისტიანებდა მას.

ამიტომ არა მგონია დარღვევა იყოს აღვნიშნოთ ახალი წელი ყოველგვარი ასტროლოგიური მოტივების გარეშე, როგორც ოჯახური დღესასწაული, გავაანალიზოთ განვლილი წელი და წარმატება ვუსურვოთ ერთმანეთს მომავალ წელს. ამაში კატასტროფას მე პირადად ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება შობის მოლოდინი ახალმა წელმა გამიფერმკრთალოს, ეს ხომ წარმოუდგენელია.



დავით, გეთანხმები, რომ პრობლემა ჩემშია და არა მარტო ჩემში. რომ არა ახალი წლის ზეიმის გავლენა, არც ის მამაო გაერიდებოდა ერს და წავიდოდა მონასტერში.

მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ხდება, მაგრამ რეალობა ესაა... მართალი ხარ, წესით არაფერი არ უნდა აფერმკრთალებდეს შობის მოსვლას...

საახალწლო ზარ-ზეიმში და მხიარულებაში სულიერი მარხვა მერღვევა და რა ვქნა? sad.gif

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 12 2013, 10:31 AM

ციტატა
კარგი რა, დაუფიქრდი აბა მეორე აბზაცში რა გიწერია, რომ გეთქვა რომ ვიცი ვინ რას აკეთებსო, კიდე ხო. ზედმეტად კარგად საიდან იცი ვინ რას აკეთებს? მითუმეტეს კონკრეტული ადამიანი. დამეთანხმები ალბათ, რომ რაც შენ დაწერე აზრსმოკლებულია.



აზრს მოკლებული მე და შენში ჩემი აზრით შენ ხარ და მე რაც დავწერე მე ვიცი შენი დამხარება რო დამჭირდება თემას გაგიხსნი

Alterego
ციტატა
შენთვის ის არ უსწავლებიათ არ განიკითხოო? ან კიდე ფარისევლის მდგომარეობაში რო იგდებ თავს ვერ ხედავ? აქაოდა მე მახსენდება დავითი და ვახტანგი და თქვენ არაო?


რას ამბობ რა ცილს მწამებ მოეშვი მაგას საცდუნებელში იგდებ თავს
არც მე ვფარისევლობ და არც ვიკვეხი და არც განვიკითხავ მე ვამხილებ ეს გაიაზრეთ ცილისმწამებელნო




marine
ციტატა
ერთმა მამაომ ტელევიზორში თქვა, რომ ახალ წელს მონასტერში მიდის და ბრუნდება ორ იანვარს, როცა ყველაფერი ჩავლილია.

ასეთი დამოკიდებულება ძალიან მომეწონა, რადგან ახალი წლის ზეიმი მიფერმკრთალებს შობის დღესასწაულს, მერღვევა სულიერი მარხვა...


მადლობა უფალს ერთი მოაზროვნე ადამიანი უკვე აღმოვაჩინე

afxazi
ციტატა
ვფიქრობ ეს არასწორია,


არ აქვს აზრი შენს ნაწერს

ციტატა
რადგან ახალ წელს არანაირი რელიგიური შინაარსი არ აქვს და ის ვერანაირ გავლენას ვერ უნდა ახდენდეს შობაზე.


ცრუ აზრია

ციტატა
ეკლესია არასოდეს არ უპირისპირდებოდა ამა თუ იმ მახინ

ეკლესია პირდაპირ ომს არასდროს აცხადებს, ღმერთიც ასევეა ომი რო სდომოდა დღეს უამრავი მკვდარი ბოროტი იქნებოდა დედამიწაზე და ჩვენ განსაცდელებშიც ვერ გამოვიწრთობოდით


ციტატა
საახალწლო ზარ-ზეიმში და მხიარულებაში სულიერი მარხვა მერღვევა და რა ვქნა?


ყველას ერღვევა დამიჯერე ბოროტი მძლავრობს მაგ დროს განსაკუთრებით ხსნილის მერე დააკვირდით

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 12 2013, 10:41 AM

ვინ არ დღესასწაულობს, ისეთი ნაძვის ხე მაქვს, ციმციმა <3

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2013, 11:22 AM

Martl_madidebeli

ციტატა
არ აქვს აზრი შენს ნაწერს


ასეთი ზოგადი ფრაზები ბევრისგან მომისმენია, უარესიც, მაგრამ ვერ დაუკონკრეტებიათ უშუალოდ რა არის არასწორი ჩემს ნათქვამში და რას არა აქვს აზრი.

ციტატა
ცრუ აზრია


კონკრეტულად?

ციტატა
ეკლესია პირდაპირ ომს არასდროს აცხადებს, ღმერთიც ასევეა ომი რო სდომოდა დღეს უამრავი მკვდარი ბოროტი იქნებოდა დედამიწაზე და ჩვენ განსაცდელებშიც ვერ გამოვიწრთობოდით


ზუსტად აღნიშნე, მაგრამ ჩანს ნაკლებად იცნობ წმინდა წერილს, ანდა საეკლესიო ისტორიას.

კვლავ იგივეს გავიმეორებ, რაც ზემოთ ვთქვი. ეკლესია არასოდეს არ იყო კატეგორიული ამსოფლიურ გამოვლინებებთან. მაგალითად შეგვიძლია ვახსენოთ მონობა, რომელიც თავისი არსით, ცხადია, არაქრისტიანულია, მაგრამ ეპისტოლეებში ვერ ვხვდებით კატეგორიულ მოწოდებებს ამ მოვლენის წინააღმდეგ, პირიქით, მონისა და ბატონის ურთიერთსიყვარულს ქადაგებენ მოციქულები. ამგვარი დამოკიდებულება იყო წიანდაცვეთის მიმართ, რომელიც ისე იყო გამჯდარი იუდეველ ერში, რომ გაქრისტიანების მიუხედავად ადვილად მაინც ვერ ამოიძირკვებოდა ეს ჩვეულება მათგან. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა კრებაზე 51 წელს ოფიციალურად გააუქმეს ეს ჩვეულება, მაინც დიდი ხნის მანძილზე იერუსალიმის ეპისკოპოსები წინადაცვეთილები ინიშნებოდნენ (პავლე მოციქულის ქმედებაც შეიძლება გავიხსენოთ). დროთა განმავლობაში ეს ჩვეულება თავისით ამოიძირკვა. დასაბამშივე კატეგორიულობა, ცხადია, კარგ შედეგს ვერ მოიტანდა.

ამიტომ ქრისტიანი იმას კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ამსოფლიური მოვლენების გავლენის ქვეშ მოექცეს, არამედ აქრისტიანებდეს მათ.

ციტატა
ყველას ერღვევა დამიჯერე ბოროტი მძლავრობს მაგ დროს განსაკუთრებით ხსნილის მერე დააკვირდით


სულიერი მარხვის შესახებ მშვენიერი მოძღვრებაა გადმოცემული უფლის მიერ:

და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. (მათე 6. 16-18).

აი სულიერი მარხვა. ეხლა მითხარით როგორ უნდა დაურღვიოს ადამიანს ეს მდგოამრეობა ოჯახურ გარემოში სუფრის გაშლამ და ერთმანეთისადმი წარმატების სურვილის გამოხატვამ.

სულიერი მარხვა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, ამას რაღაც პერიოდები არ ჭირდება. ქრისტიანობა თავისი არსით უკვე გულისხმობს მოღვაწეობას და იმის თქმა, რომ ქრისტიანმა მხოლოდ ამ პერიოდებში უნდა იმოღვაწეოს, ხოლო ხსნილში სხვებივით აიშვას, უაზრობაა. და თუ ხსნილში არ ხარ ერთგული, ცხადია მარხვის პერიოდში ერთგულება ფარისევლობაა და მეტი არაფერი.

ამას ჯობია ასტროლოგიის უაზრო და ულოგიკო მოწოდებების წინააღმდეგ ვიქადაგოთ, რომლითაც მართლა დასნეულებულია ხალხი და ახალი წლის ღამეს სწორედ მათი რჩევებით ხელმძღვანელობს. პრობლემა სწორედ ამაშია და ესაა ამოსაძირკვი და არა ის, რომ ერთმანეთს წარმატება ვუსურვოთ მომავალ წელს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 09:29 PM

"ღმერთმა დალოცოს ახალი წელი სიტკბოებით, მშვიდობით, სიხარულით"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 09:24 PM

"რადგან ახალ წელთან მუდამ ახალი იმედებია დაკავშირებული, ამ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, ყოველთა წმიდათა ლოცვით, მომადლოს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:49 PM

"დამდეგი წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხარულის და საქართველოს გაბრწყინების წელიწადი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 09:36 PM

"ახალი წლის მეორე დღე 2(15) იანვარი დასავლეთ საქართველოში ბედობის დღე იყო. რაჭაში მას "ფეხის დაპწნა" ეწოდება.

ლეჩხუმში ახალი წლის მეორე დღეს ასევე "ფეხის დაპწნა" ეწოდებოდა. ამ დღეს ძველად იწვევდნენ ახალშეძენილ მოყვრებს. სტუმრებს "ფეხდაპწნის წოულს" ეძახდნენ. შემოსვლისას ხელზე ღვინოს გადაასხამდნენ და ზედ მარილს მოაყრიდნენ - ამას ხელის აშვებას ეძახდნენ. ვინც ამ დღეს ხელს ჰბანდა სტუმრებს, ის იყო "მოხელადე", რომელზეც დამოკიდებული იყო წლის წარმართვა."

"ლეჩხუმშიც ნაახალწლევის მეხუთე დღე ნათლისღების მარხვა და უქმეა. ამ დღეს წირვაზე მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჭინჭში გამოხვეული ყოველგვარი თესლეული - თესლს წირვას "მიაყურებინებდნენ" და ნაკურთხ თესლს შეინახავდნენ. ნაკურთხ წყალს ბოთლით წამოიღებდნენ. აიაზმით მოზელდნენ ნაცარწმენდილს და კვერებად დააცხობდნენ. კვერებს ინახავდნენ. თესვის დროს ახალ "ფეხგასულ" თესლში აურევდნენ ნაკურთხ თესლს, ნაცარწმენდილს და შეულოცავდნენ: "ღმერთო, დაგვიცავი მრავალი თაგვისაგან, მჭრელისაგან, კოხისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 07:59 PM

"ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა.

თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს)."

/ვაჟა-ფშაველა/



"ახალი წლის იდუმალი ღამე გვაახლოებს მარადიულობასთან, შემოქმედთან და მოყვასთან. ამიტომაც გვინდა, რომ იგი ნათესავებისა და მეგობრების წრეში გავატაროთ. ამ ღამეს ჩვენ ერთმანეთს ვუსურგებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს. უპირველეს ყოვლისა კი, უნდა აღვავლინოთ ლოცვა, რადგან, როგორც ბრძანებს მაცხოვარი, „ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ“ (ლუკა 21,22).

მაინც რა გისურვოთ საახალწლოდ, რითი დაგლოცოთ?

ერთხელ ერთ მეცნიერს ჰკითხეს, თუ რა მიაჩნდა თავის აღმოჩენათა შორის უმნიშვნელოვანესად.

ყველას ეგონა, რომ ის თავის ცნობილ გამოკვლევას დაასახელებდა, რომელმაც ხალხს იმდენი სიკეთე მოუტანა. მან კი უპასუხა: ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა არის იესო ქრისტე, ჩემი მხსნელი და ჩემი ღმერთი.

ვისურვებდი, ყველა ქართველს მალე დადგომოდეს ამ დიდი აღმოჩენის დღე.

ეძიებდეთ, უპირველეს ყოვლისა, სასუფეველსა ღვთისასა, ეძიებდეთ მას და საზღაურად მიიღებთ ყველაზე დიდ სიკეთეს, რაც შეიძლება ისურვო ახალ წელს, რაც შეიძლება ინატრო ამქვეყნიურ ცსოვრებაში და მარადიულ ნეტარებაში, ამაშია ნამდვილი ბედნიერება.

ახალი წლის სიხარული ქრისტიანისთვის არის გამოხატულება იმის შეგნებისა, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კვლავ ვემსახუროთ ღმერთს, ერს, მოყვასს, ვიმოღვაწეოთ და ვიშრომოთ სულის ასამაღლებლად, ზნეობის განსაწმენდად, რომ მეტი მადლით შევიმოსოთ, ახალი წყალობით აღვივსოთ."

/ილია II (1990 წლის საახალწლო ეპისტოლედან)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 10:27 AM

"შენთვის ბედნიერი მაშინ კი არ იქნება წელიწადი, თუ პირველ დღეს დათვრები, არამედ მაშინ თუ პირველ დღესაც და ყოველდღიურად ღვთის საქმეს გააკეთებ. დღე თავისი ბუნებით კი არ არის კარგი ან ცუდი - დღე დღისაგან არაფრით განსხვავდება, არამედ კარგია ან ცუდი ჩვენი გულმოდგინების ან ჩვენი უზრუნველობის მიხედვით.

სიკეთეს თუ ჩაიდენ, დღე კარგია. თუ ცოდვას ჩაიდენ - ცუდია და სასჯელიც მოსდევს. თუ შენ ასე იფირებ და ამგვარად განაწყობ თავს, ყოველდღე ილოცებ და გასცემ მოწყალებას, მაშინ მთელ წელიწადს ბედნიერი იქნები".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 02:07 PM

"შობა ახალ წელზე მნიშვნელოვანია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:35 PM

ჩემო ფორუმო და ფორუმელებო, სტუმრის სტატუსით შემოსულო თითოეულო გულანთებულო ქრისტიანო, გილოცავთ დამდეგ ახალ ხელს! smile.gif გისურვებთ ყველა სურვილის უკლებლივ კეთილად ახდენას რათა შემდგომ, 2019 წელს ახალი სურვილებით შეეგებოთ smile.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 01:03 PM

"ეს კარზე მოსული ახალი წელიწადი ჯერ ხომ გაუჭრელი ნესვია და რა საბუთია, რომ შევხარით"

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:15 AM

"ჭურო, მრავალ ახალ წელიწადს დაესწარი, პატრონი კარგად გყოლოდესო"

"დაე, ეს წელი სიმშვიდის, ჯანმრთელობის, ჭირთათმენის, მიტევების, შერიგების, რწმენაში განმტკიცების, გაერთიანების, ბარაქისა და სიუხვის წელი ყოფილიყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:52 AM

"ნაძვი სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა, ჩიჩილაკს კი მეორენაირად ბასილასაც ეძახიან, მზის ფორმა აქვს და თავისი შინაარსით ესეც სიცოცხლეს განასახიერებს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 07:05 PM

"ზოგადად ახალი წელი კარგი საშუალებაა "ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად" პირობითი ზღვარი რომ გაავლო".


"ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და მისი მთავარი ხიბლი ისაა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება".


"მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება".

"აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ "ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 07:03 PM

"ხვალ დგება ნამდვილი ახალი წელი. მინდა, ღმერთს შევთხოვო, თქვენთვის და საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის ტკბილი წელი ყოფილიყოს, გამართლებულები ვყოფილიყავით და ერთმანეთი აგვეტანოს და გაგვეტანოს. ღმერთს შევთხოვ, ხვალინდელი დღე კეთილი გაგვთენებოდეს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2018, 10:04 PM

"მეკვლე [სამეგრელოში] ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 10:06 PM

"კიდევ ერთი წელი შთაინთქა წელთა აღრიცხვის ოკეანეში, - წერდა 1970 წლის მიწურულს პატრიარქი ეფრემი თავის საშობაო ეპისტოლეში, - და აი, ვდგევართ ძველი და ახალი წლის შუა ჩამოშვებულ ფარდის წინაშე... გვინდა, სულ მცირე მაინც ავწიოთ რომელიმე კუნჭული ამ სქელი ფარდისა და დაახლოებით განვჭვრიტოთ, თუ რა მოგველის თვითეულ ჩვენგანს, ან ჩვენ ქვეყანას, ან თუ მსოფლიოს მომავალში..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2018, 02:39 PM

"ჩემს ხორციელ ძმას ლადიმერ სიდამონიძეს ვულოცავ ბედნიერ ახალ წელს, შობას, მრავალს შესწრებოდე სულის სიმშვიდით, - ოჯახის სიცოცხლით", - სწერდა ეფრემი ძმას 1962 წელს გამოცემული საეკლესიო კალენდრის შიგა ყდაზე."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:26 PM

"ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2019, 03:26 PM

"სიმდაბლის, სიყარულის, რწმენის, იმედის გარეშე არც ლოცვაა და არც მარხვა, არც ახალი წელი იქნება ბედნიერების მომტანი".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

"თუ გვინდა მომავალი წელი უკეთესი იყოს, ცოდვების მონანიებით დავიწყოთ".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2019, 05:04 PM

"ბოროტი, მავნე ჩვევები გავატანოთ ძველ წელს და ღმერთს შევევედროთ, შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი, გვაპატიოს ყოველივე და გადმოგვხედოს მოწყალე თვალით და დაგვიხსნას ჩვენც და ჩვენი სამშობლოც, ამინ!"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2019, 04:21 PM

"ყოველ ახალ წელს ჩვენ ერთმანეთს მისალოცებს ვუგზავნით, დღეგრძელობის, ბედნიერების და სიხარულის სურვილით. ყველანი ამ სიხარულს ვეძიებთ, მაგრამ მცირედნი ჰპოვებენ მას, რადგან მხოლოდ ერთეულები ადგებიან ეკლესიისა და ქრისტეს გზას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 10:23 PM

“…ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ უნდა მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა.

თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით…

თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს).”

/ვაჟა ფშაველა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2019, 12:30 PM

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ფორუმელებო და ფორუმის სტუმრებო smile.gif ინებოს უფალმა, რომ ფორუმი კვლავ აღორძინდეს და ყოველ ახალ წელს შევხვედროდეთ საინტერესო თემებით, ღირებული პოსტებითა და ერთმანეთის სიყვარულით wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2020, 07:19 PM

--------------

"ვნახოთ, როდესაც მოვა კალენდარული ახალი წელი, როდესაც მძიმდება მარხვა, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მეცხრე თვეშია, კარდაკარ დადის და არც ერთ სახლში არ უშვებენ, რომ ღვთაებრივი ყრმა გააჩინოს, რა დღეშია საქართველო მაშინ"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:03 PM

"შენ გგონია, მხოლოდ პირველ იანვარს და ისიც რომელიმე გეოგრაფიულ წერტილზე იწყება ახალი წელი? ეს ბუნების უბრალო კალენდარია. ადამიანის ცხოვრების დიდ ფერხულში ჩაბმას კი სხვა, უფრო რთული კალენდარი აქვს. ყველას თავისი და თავისებური დღითა და გზით ეწყება ახალი წელი. მე სიკეთისა და შემოქმედების კალენდარს ვგულისხმობ, თორემ უბედურების კალენდარი, აბა, რაღა მოსატანია!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2020, 03:49 PM

"ახალ წელს გილოცავთ, ჩემო თანამემამულეებო!.. მომავალი წელი კვლავ სიკეთისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის, კვლავაც მშვიდობის მადლით ცხებული!"

/ანა კალანდაძე, 1983 წ./

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 01:49 PM

"გილოცავთ ახალი წლისა და ქრისტესშობის დღეების ღვთივსულიერ დღესასწაულს!"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 08:40 PM

"წმიდა ნინოს დროს ქართლში ახალი წელი 6 აგვისტოს იწყებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2020, 09:39 PM

"შობა-ახალ წლის დღესასწაულთა შესახებ განვმარტავთ, რომ: შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია და სულიერი ღირებულების მქონე, მეორე კი საერო დღესასწაულია და, შესაბამისად, ყოფით სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნითაა მათ შორის არსებითი სხვაობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2020, 01:06 PM

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ კეთილი სურვილებით!!! wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 09:28 PM

-----------------

"ახალი წელი არ ცვლის არაფერს... მხოლოდ ადამიანს შეიძლია ცვლილებები ან გამოიწვიოს, ან არა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2021, 06:03 PM

უკვე დაღვინებულია
მაჭარი,
საღამო ჰგავს ზამთრის
მკლავზე დანარწევს...
თოვს... და ვიღაც, აივნიდან,
მაჟარით,
ძველ წელიწადს ზურგში
ტყვიას დააწევს ...

/საშა გველესიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 08:28 PM

"ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვს, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 08:45 PM

"ახალ წელს და ქრისტეშობას გილოცავთ, ჩემო საქართველო - ტკივილიანო, მრავალჭირნახულო, იმედიანო, ოპტიმისტო და ორჯერ დღესასწაულების აღმნიშვნელო ერო!"

/ჟურნალისტი გიორგი ბერიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 05:25 PM

"მარანი წმინდა ადგილად ითვლებოდა. მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა შორის უმთავრესი გახლდათ ბარაქიანობასთან და მოსავალიანობასთან დაკავშირებული რიტუალური წეს-ჩვეულებები. ყველაზე მეტად გავრცელებული იყო, მარნისთვის ახალი წლის მილოცვა. ამ დღისთვის ოჯახი საგანგებოდ ემზადებოდა: საუკეთესო ფქვილისგან აცხობდნენ ძროხის ცურების, მტევნის და ვაზის ფორმის სარიტუალო პურებს. ახალი წლის დადგომამდე ოჯახის უფროსი მამაკაცი ჩიჩილაკითა და ხონჩაზე კოხტად დაწყობილი სარიტუალო სანოვაგითა და სამეურნეო ნივთებით, მიულოცავდა მარანს ახალი წლის დადგომას. მოხდიდა ჭურს, ოჯახის წევრებთან ერთად ღვინოს გასინჯავდა, დაილოცებოდა და ღმერთს ბარაქიანობას შესთხოვდა. ყველანი საწნახელთან ჩამწკრივდებოდნენ, ხელში მარნის იარაღებს აიღებდნენ, საწნახელზე ურტამდნენ და ღვინის ღვთაებას - აგუნას - თხოვნით მიმართავდნენ, ყურძნის დიდი მოსავალი მიეცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 02:29 PM

"აღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2022, 05:15 PM

"ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ოჯახს ჰყავდა რამდენიმე მეკვლე, უმეტესად შინაური და გაერშე მეკვლე. მაგალითად, სვანეთში იცოდნენ წყლის მეკვლეც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2022, 05:29 PM

"მოდური გახდა ჩიჩილაკზე დოლარის დაკიდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 09:58 PM

"BBC-მ გურული ჩიჩილაკი აღიარა ბუნებისთვის უზიანო ნაძვის ხედ.
განმარტება: გურული ჩიჩილაკის დასამზადებლად არანაირი ზიანი არ ადგება მწვანე საფარს რადგან იჭრება მხოლოდ ზედმეტი ამონაყარები.
ბრიტანული BBC-ის ვებ-გვერდმა ქართული საახალწლო ჩიჩილაკს ცალკე რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის ტყის თხილის გამხმარი ტოტებისგან მზადდება და ამით ტყე არ ზიანდება.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ასწლეულებია და ათასწლეულებიც კი, რომ არსებობს სადღესასწაულო ნაძვის ხის - ჩიჩილაკის დამზადების საკუთარი ტრადიცია და ქართველებს სწამთ, რომ მას ოჯახში წარმატება და ბარაქა მოაქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:11 PM

"ეთნოგრაფი სერგი მაკალათია ამბობს, რომ თხილის ხისგან გაკეთებული ხუჭუჭა გრძელი, თეთრწვერებიანი ჩიჩილაკი მზის სიმბოლოდ იყო მიჩნეული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:32 PM

"ახალი წელი განსაკუთრებული დღეა. დაე, ეს წელი სიმშვიდის, ჯანმრთელობის, ჭირთათმენის, მიტევების, შერიგების, რწმენაში განმტკიცების, გაერთიანების, ბარაქისა და სიუხვის წელი ყოფილიყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 09:30 PM

"გაუმჯობესდეს სოციალური ფონი, შემცირდეს კომუნალური გადასახადები, სათანადო ყურადღება მიექცეს მრავალშვილიან ოჯახებს, ფასი დააკლდეს მედიკამენტებს, არ გაძვირდეს საწვავი…
აი, ეს არის შობა-ახალი წლის მილოცვა და არა, განათებული ქუჩები, რომლის ხარჯებს ისევ ჩვენ ვიხდით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 09:10 PM

"ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობდა ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 07:33 PM

"სამეგრელოში ახალ წელს ოჯახის უფროსი მარანს მიულოცავდა და იძახოდა: "ბაღ (ბეღელი) სავსე, მარანი სავსე. ჩემი მამული დატვირთული, სხვის მამულში კი ფურცელი". გურიაში მოსავლიანი წლის დადგომის მიზნით საკალანდო ქვევრის თავზე ახალ წელს კალმახის დაკვლა იცოდნენ. რაჭაში ახალ წელს ჭურის თავზე გავიდოდნენ. უფროსი მამაკაცი ჭურის თავს მოხდიდა, ღვინო სარქველზე მოწოლილი უნდა ყოილიყო და იტყოდა: "ასე სავსე გვამყოფე, ასე მთელი გვამყოფეო". სამჯერ ჭიქით ღვინოს ამოიღებდა და ისევ ჩააბრუნებდა. მოხდის უმალვე ოჯახის წევრებს დაუძახებდა და სავსე ჭურში ყველას ჩაახედებდა. ამის შემდეგ ყველა ფეხს დააბჯენდა სავსე ჭურთან და თითოეულ მათგანს თითო ჭიქა ღვინო უნდა დაელია. ამით ისინი მთელი წლის ბარაქას იბედებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 79/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2022, 08:23 PM

"ნიშანდობლივია, რომ საახალწლო გვერგვის, ჩიჩილაკისა და ტაბლის გაფორმების პროცესში ვაშლს გამროჩეული ადგილი ეკავა. რაჭასა და ლეჩხუმში გვერგვების თავზე წითელ ვაშლებს ჰკიდებდნენ, ხოლო ჩიჩილაკებს გვერდებზე - ვაშლებს ან ბროწეულებს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 116/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 02:01 PM

"[აჭარაში] დილით ადრე ოჯახში შესული მეკვლე ნაკვერცხალს გაჩხრეკდა, "ჯოხით შეუჩიჩხინებდა", ნაპერწკლებს ააყრევინებდა და დაილოცებოდა: "რამდენი ნაპერწკალიც ავარდა, იმდენი სიმინდი, იმდენი ოქრო, იმდენი საქონელი, ქათამი, ხვავი და ბარაქაო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 393/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 04:12 PM

"რაჭაში ახალ წელს ჭურის თავზე გავიდოდნენ. უფროსი მამაკაცი ჭურს თავს მოხდიდა, ღვინო სარქველზე მოწოლილი უნდა ყოფილიყო და იტყოდა: "ასე სავსე გვამყოფე, ასე მთელი გვამყოფეო". სამჯერ ჭიქით ღვინოს ამოიღებდა და ისევ ჩააბრუნებდა. მოხდის უმალვე ოჯახის წევრებს დაუძახებდა და სავსე ჭურში ყველას ჩაახედებდა. ამის შემდეგ ყველა ფეხს დააბიჯებდა სავსე ჭურთან და თითოეულ მათგანს თითო ჭიქა ღვინო უნდა დაელია. ამით ისინი მთელი წლის ბარაქას იბედებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 412/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 05:18 PM

"ახალი წელი არა მხოლოდ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, არამედ ხალხის ტრადიციულ ყოფაში მას სამურნეო თვალსაზრისითაც განსაკუთრებული ადგილი უკავია და სათავეს უდებს ნაყოფიერებასთან დაკავშირებული აგრარული სამეურნეო წესჩვეულებების მთელ ციკლს. ქართველების, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ხალხის ყოფაში, დამოწმებულ საახალწლო წეს-ჩვეულებათა დიდი ნაწილი მოსავლის სიუხვისა და ნაყოფიერებისთვისაა გამიზნული. პირველ რიგში იგულისხმება საახალწლოდ ბედის კვერების გამოცხობის ჩვეულება, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხისთვის იყო დამახასიათებელი. კვერები ცხვებოდა ბასილას, კერია-ბერიას, ოჯახის წევრთა, საქონლის, სამეურნეო იარაღების, თესლისა და ნათესი კულუტურების სახელზე. ამ კვერებს აძლევდნენ სხვადასხვა ფორმას ან მათზე გამოსახავდნენ პურეულის თავთავს, ყურძნის მტევანს, მზეს, მთვარეს და სხვა. კვერების მეშვეობით არკვევდნენ მოსავლიანობას. ამ კვერებით მიუკვლევდნენ არა მარტო ოჯახის წევრებსა და საქონელს, არამედ სათესლე გოდორსა და ბეღელს. ბარაქისთვის კვერს ბეღელშიც ჩააგდებდნენ და საგაზფხულო თესვამდე ინახავდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 391/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 07:33 PM

"ახალ წელს დასავლეთ საქართველოში ყოველ ოჯახს ჰქონდა საკუთარი ჩიჩილაკი. დღესასწაულის დილას შინაური მეკვლე, უმეტეს შემთხვევაში ოჯახის უფროსი, ოჯახის სხვა მამრობითი სქესის წევრების თანხლებით, ჩიჩილაკით ხელში შემოივლიდა ეზოს, სახლსა და სამეურნეო ნაგებობებს და ულოცავდა მათ ახალი წლის დადგომას. შემდეგ მივიდოდა სახლთან და კარის გაღებას ითხოვდა. შიგნიდან ოჯახის დედა იკითხავდა, რა მოჰქონდა მეკვლეს. პასუხად ჩამოთვლიდნენ სიკეთეს, გამრავლებას, მოსავლის სიუხვეს, სიმდიდრეს და ა.შ. კითხვა-პასუხის შემდეგ გაუღებდნენ კარს მეკვლეს და სახლში შეუშვებდნენ. იგი ჩიჩილაკით ხელში სამჯერ წაღმა (მარჯვნიდან მარცხნივ) შემოუვლიდა ოთახს, დალოცავდა ახალ წელს, ერთმანეთს მიულოცავდნენ და ამის მერე ჩიჩილაკს დაკიდებდნენ გამოსაჩენ, საპატიო ადგილას".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 376/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 08:03 PM

"გურიაში "კალანდობას" - საახალწლოდ, ფრინველს საგანგებოდ ასუქებდნენ, მას "ხაროში" (მოწნულში - "გოდორში") ამწყვდევდნენ და სიმინდით კვებავდნენ დაახლოებით ორი-სამი კვირის განმავლობაში. აქ საკალანდო სუფრაზე ღორის თავსა და ფირნველის ხორცთან ერთად, ნანადირევიც უნდა ყოფილიყო, რისთვისაც ახალი წლის წინა დღეს ოჯახის უფროსი შაშვებზე სანადიროდ გადიოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 177/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 12:01 PM

"აი, ისევ ახალი წელი! კვლავ სურვილები და იმედები"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 07:53 PM

"ქრისტეს შობიდან ავითვლით ჩვენ წელთაღრიცხვას, ანუ ახალი წელი იწყება ქრისტეს შობის შემდეგ. ეს უნდა ისწავლოს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. უნდა დაუბრუნდეს ამ დიდ ჭეშმარიტებას. მინდა მოგილოცოთ ეს დღე; მრავალს დაგასწროთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2023, 08:37 PM

"დაე, მომავალი წელი, ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის, განკაცებული ღმერთის სიტყვის სათნოჩენითა და მადლით, იყოს მშვიდობის, სიყვარულის, ურთიერთსოლიდარობისა და უფლისმიერი სიტკბოს ჭეშმარიტი წელიწადი.

მრავალი კურთხეული წელი!"

/მსოფლიო პატრიარქი ბართლომე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2023, 05:44 PM

"ბედნიერი მაშინ კი არ იქნება წელიწადი, თუ პირველ დღეს დათვრები, არამედ მაშინ, თუ პირველ დღესაც და ყოველდღიურადაც ღვთისთვის სათნო საქმეს გააკეთებ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2024, 11:05 AM

ახალ 2024 წლის დადგომას გილოცავთ, ფორუმო და ფორუმელებო wub.gif რა ვისურვო? მთელი ეს წელი ყოფილიყოს ამ ფორუმზე ფორუმელთა დაბრუნების, აქტიურობის, ბევრი შინაარსიანი პოსტების და ერთმანეთის სიყვარულის წელი!!! smile.gif მრავალს და მრავალს!!!

ძალიან მომეწონა FB-ზე ჩვენი აფხაზის სიტყვები და მინდა, თქენც გაგიზიაროთ:

"ვფიქრობ არავის საქმე არაა ვინ როგორ შეხვდება ახალ წელს. ვიღაცას საერთოდ არ მიაჩნია ეს დღე რამედ და ესეც მისი საქმეა. ვიღაც ზეიმობს და ამაშიც თავისუფალია. ვიღაცას ფიქრობს, რომ მუხლმოყრილი ლოცვით უნდა შეხვდეს 12 საათს, ესეც მისი არჩევანია, ვიღაც მაგიდაზე დახვავებული საკვებით ხვდება 2024-ს და აქაც თავისუფალია არჩევანში. ყველა შემთხვევაში ჩვენ არავინ გვეკითხება ვინ რამდენს დახარჯავს ამ დღეებში და ვინ როგორი განწყობით იქნება. ყველამ საკუთარ თავს მივხედოთ და საჯარო "ქადაგებებს" მოვრჩეთ - "არიქა მარხვაა და რა გვეზეიმება" და ა.შ. მარხულობ, იმარხულე, სხვისგან რა გინდა? რატომ აქვს ზოგს პრეტენზია, რომ როგორც ის ფიქრობს სხვებიც ანალოგიურად უნდა ფიქრობდნენ და იქცეოდნენ? ამ სტრესულ ცხოვრებაში ძლივს ერთი რაღაც განტვირთვის დღეა და დააცადეთ ხალხს როგორც უნდათ ისე მოიქცნენ.
ნუ ერთი რაცაა ასტროლოგებს ვერ ვიტან, მარა ვინც იტანს ესეც მათი საქმეა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2024, 04:19 PM

"ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ წმინდა მამას, არც XVI ს-მდე (ანუ ახალი სტილის შემოღებამდე) და არც მის შემდეგ, იულიუსის კალენდრის უნივერსალურობის გამო, მისი შეცვლის აუცილებლობის შესახებ საკითხი არასდროს დაუყენებია.

რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს, იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლეიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რელიგიურ ზეიმთან შეცდომაა".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)