ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი:
განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს.
ქავთარაძე
გიო, მე ისიც მაინტერესებს სად გადის ზღვარი განკითხვასა და მხილებას შორის და როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან..
marine
მე ამ ამბავზე ასე ვფიქრობ, ადამიანზე როცა გული შეგტკივა ის უნდა დაიმარტოვო და არა ხალხში უთხრა ის რაც მასში არ მოგწონს ... თბილი ადამიანური რჩევით...
marine
ეგრეა
ხშირად ადამიანები ერთმანეთს განიკითხავენ და ამტკიცებენ, რომ ეს ცოდვა კი არა, მხილებაა. რით განვასხვაოთ განკითხვა და მხილება?
მხილება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. პირველ რიგში საკუთარი თავის მხილება უნდა ვისწავლოთ და მერე ვამხილოთ სხვები. საჭიროა ეს სიყვარულითა და გულისტკივილით გავაკეთოთ. სანამ ვინმეს ვამხელდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, ნამდვილად სცოდავს თუ არა, სასარგებლო იქნება თუ არა მხილება მისი სულისთვის.
თუკი ამაში დავრწმუნდებით, უფალს ჯერ ლოცვით უნდა ვთხოვოთ შემწეობა მისთვის, ხოლო შემდეგ პირისპირ ვუთხრათ, რატომ გვტკივა მასზე გული. თული მან იგივე გაიმეორა, შეგვიძლია ორი-სამი კაცის თანდასწრებით ვამხილოთ. კვლავ შეცოდების შემთხვევაში უკვე შეიძლება - საჯაროდაც. თუ მაინც არაფერი შეისმინა, თავი გავანებოთ.
ჩვენ კი ასე იშვიათად ვიქცევით. ისე ვამხელთ ერთმანეთს, თითქოს სხვისი შეცდომა გვახარებს, ადამიანი ამას გრძნობს და რასაკვირველია, მხილებაც კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
ეს არის კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული კითხვები მოძღვართან.
მემგონი ყველაფერია ნათქვამი ამით
მე ასე ვმიჯნავ:
მხილება - სიყვარულით შენიშვნა ვისიმე ცუდი ქცევის.
განკითხვა - უსიყვარულოდ შენიშვნა ...
საერთოდ ჩვენ ცოდვებს ძნელად ვამჩნევთ ხოლმე და სხვისი ეგრევე მოგხვდება თვალში განკითხვა ყველაზე გავრცელებული ცოდვაა ჩემი აზრით ადამიანებში,მეც მაწუხებს და სულ ვამბობ ხოლმე აღსარებაში
ქავთარაძე
მეც მგონია რომ როცა ვინმეს შეამჩნევ არასწორ საქციელში და გულში შეგებრალება ამისთვის, ილოცებ მისთვის და გამოუსწორებლობის შემთხვევაში მოიხელტებ მარტოს და ისე ამხელ მას კი არ განიკითხავ არამედ ეხმარები ცოდვის დანახვში. მაგრამ თუ საერთოდ არ შეგებრალება და გაგიხარდება კიდეც მისი ასეთი დაცემულობა და ამით თავსაც ცოტათი მაინც მაღლადმდგომად იგრძნობ მასზე იმ წამს უკვე განიკითხავ მას.
[] რა არის განკითხვა?
განკითხვა არის უმძიმესი ცოდვა ცოდვათა შორის.ეს არის სხვისი საქმის განქიქება,მოყვასის ცოდვის გამო დასჯა,შეურაცხყოფა,მასზე ავი ზრახვა,სხვის მსაჯულად დადგომა,მაშინ,როცა მსაჯული ერთადერთია _ უფალი ჩვენი იესო ქრისტე.შეიძლება ითქვას,განკითხვა გამორჩეულად,სხვა ცოდვაზე მეტად ეხება ადამიანის ცხონების საკითხს,რადგან განმკითხველს თავად გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. "არ განიკითხოთ,რათა არ განიკითხეთ" _ გვასწავლის უფალი.ის კი,ვინც განიკითხავს,უფლისაგან იქნება განკითხული იმავე საზომით _ "რომელი განკითხვითა განიკითხვიდეთ,განიკითხნეთ და რომელთა საწყაულითა მიუწყოთ,მიგეწყოთ თქვენ".
[] ხშირად მხილება და განკითხვა ერთმანეთში გვერევა...
სანამ სხვის თვალში ბეწვის ამოღებას გადაწყვეტთ,ჯერ საკუთარიდან დირე,მორი ამოვიღოთ და მერეღა ვიფიქროთ სხვების მხილებაზე.ჩვენ ხშირად თვითონ ვართ ძალიან დიდი ცოდვებით დამძიმებული და სხვისი მცირე შეცდომის მიმართ დიდ სიმკაცრეს ვიჩენთ.პირში მივახლით სიმართლეს,გვგონია,ვამხელთ.მხილება კი სხვა რამეა.პირველ რიგში,იმისთვის,რომ გვქონდეს მხილების უფლება,უნდა გვქონდეს სიყვარული,სურვილი,რომ ადამიანი მართლა გამოსწორდეს.გარდა ამისა,საჭიროა დროის შერჩევა,ზუსტად განსაზღვრა,რა დროს,რა ფორმით უთხრა მოყვასს სამხილებელი.თუ ასეთი განწყობა არ გვექნა, "მხილებამ" შეიძლება ამ ადამიანზე უარესად იმოქმედოს,განრისხდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ეკესიას.ეს კი ჩვენი ბრალი იქნება და უფალი მწარე პასუხს მოგვთხოვს.მეორე მხრივ,შეიძლება მხილებისგან თავის შეკავებაც ცოდვად გვექცეს.თუ ვხედავთ,რომ ადამიანს გამოფხიზლდება სჭირდება,ცოდვას დაემონა,უფსკრულისკენ მიდის და ჩვენს მეტი არავინ ჰყავს,ჩვენი ვალია,ვამხილოთ,ოღონდ ვამხილოთ სიყვარულით,გულისტკივილით,სათ
ანადო ფორმით.
[] როგორ ვებრძოლოთ განკითხვას?
გვახსოვდეს,ნებისმიერი ცოდვა დამღუპველია. ადამიანმა,ქრისტიანმა,ცოდვებს
დროულად უნდა დაუდოს ზღვარი.უნდა იცოდეს,რომ არასწორი სულიერი მდგომარეობის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი სწორედ განკითხვაა.თუ მოყვასს განიკითხავს,თავს სხვაზე უკეთესად წარომაჩენს,უნდა მიმართოს მოძღვარს აღსარებისთვის,ითხოვოს ღვთისგან სინანული.ყველა ცოდვას აქვს საპირისპირო სათნოება,რითაც შეიძლება მისი დაძლევა.განკითხვის საწინააღმდეგო არის საკუთარი თავის განკითხვა,სინანული.ეს არის ის,რითაც უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერი ცხოვრება და გააგრძელოს ბოლომდე _ შეიცნოს საკუთარი თავი,დაცემულობა.ამის გარეშე ცხონება არ არსებობს.
(დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი)
"მხოლოდ მაშინ გავუგებთ ერთმანეთს,თუ ჩვენს თავს უღირსად ჩავთვლით და უფალს ვთხოვთ,გაგვაგებინოს და დაგვანახოს სწორი გზა"
პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
განკითხვა, მხილება და განსჯა
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gamrekeli_gankitkhva.htm
sofi89
კი ეგრეა და ჩემი აზრით არ უნდა ვეცადოთ რომ ადამიანის რაიმე ნაკლი დავიჭიროთ, რაც ჩვენს ფორუმზე ხშირად ხდება, ადამიანის შეცდომას რომ დავინახავთ დავუწყებთ ლანძღვას, ვითომ გვიკვირს და ამ გაკვირვებას გამოვხატავთ, უფალმა იმიტომ გვითხრა ნუ განიკითხავთ სხვასო რომ არ განვიკითხოთ, აქ კი უკვე საბაბს ეძებენ რომ ეს გააკეთონ...
არ განიკითხოთ და არ განიკითხებით
ეგვიპტეში,იმ ადგილის მახლობლად,სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ,ცხოვრობდა ერთი ძმა,რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა.ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება.ღვთის განგებით,იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი,რომელსაც სთხოვეს,მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად.აბბა ამონი დათანხმდა.როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი,ქალი ქვევრში დამალა.ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას,მივიდა,დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა,ქალის ძებნა დაეწყოთ.გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს,რომ ქალი არსად იყო.მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა: _ ხედავთ,რა ჩაიდინეთ?უდანაშაულო ძმა განიკითხეთ.დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!
ამის შემდეგ,რაც სოფლელები წავიდნენ,აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:
_ ძმაო,იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!
ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.
მოგესალმებით.მე მინდა გავხსნა ერთი ასეთი თემა მე მსმენია რომ ასეთი რამე ეს მღვდელი გაუნათლებელია ის ფანატიკოსია და ასე შემდეგ და კითხვა ასეთია არის თუ არა მერთებული ჩვენ საერო პირებმა განვიკითხოთ სასულიერო პირები და მათზე ცუდი ვთქვათ და რატო ვიქცევით ასე, მოდით გთხოვთ ვისაც სურვილი აქვს ვისაუბროთ ამ საკითხზე
მასეთი საუბარი ართუ სასულიერო პირზე არამედ საერზეც არ არის სწორი.
გაიხარეთ აბო.
განა მე სასულიერო პირებს განვიკითხავ ან საერო პირებს, მე გამიგონია რომ ვიღაცას ცუდი უთქვია სასულიერო პირებზე მემინდა მიუთითო მათ რომ ეს ძაან ცუდ საქმეს აკეთებენ სასულიერო პირების ცხოვრებას არც უნდა შეეხონ მათი ყოველდღიური ცხოვრება ღვთის საიდუმლოა
კარგი თემაა, საქმე განკითხვაში კი არ არის, ფანატიკოსებს, რომ ვუწოდებთ ხოლმე ეს მტალდ განკითხვაც არ არის, უფრო მეტად ხადნახადნ ისე გამოგვდის, რომ სასულიერო პირს რაიმე საკიტხის მიმართ მისი კონკრეტული დამოკიდებულების გამო ფანატს ვუწოდებთ და გაუნათლებელს (სულო ცოდვილო ნამდვილად ასეა), ხოდა ისე ვამბობთ ხოლმე, რომ ფონი იქმნება ზოგადად, რომ სასულიერო პირები გაუნათლებლები არიან და ფანატები მე ასე მეჩვენება,, თუმცა ამას არ ვგულისხმობთ, მაგრამ ძალიან ცუდად ფ=გამოგვდის.
ისე ამ თემას ღვთისმეტყველებაში რა უნდა?
ზებედე
არ ვიცოდი სა უნდა გამეხსნა ისე დიდი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება მთავარია გაიგონ რაც აქ წერია მაგარმ თუ გინდათ გადაიტანეთ
ეეეხ...
ძალიან ცუდად ვხდები, როცა განიკითხავენ სასულიერო პირებს (განსაკუთრებით), ასეთ დროს ვცდილობ მათ ავუხსნა რომ არ შეიძლება განკითხვა დამითუმეტეს სასულიერო პირების,
alilo
კარგი თემაა,
რა თქმა უნდა საერთოდ არ შეიძლება ადამიანის განკითხვა, თუმცა როგორც მხევალმა ნინომ თქვა შეიძლება რაღაც ვთქვათ სასულიერო პირზე არა განკითხვის გზით, თუმცა ასე ჩანდეს. მაგალითად ზოგი მღვდელი გაუნათლებელია და თუ ამას აღვნიშნავთ არ მგონია ეს განკითხვა იყოს.
alilo
alex_b
კი შეიძლება სასულიერო პირი რაღაცას აკათებდეს რომელიც ჩვენს თვალში არ მოდის მაგარმ უფლის თვალში ის გამართლებულია მან იცის რასაც აკეთებს ის მღვდელია დიდი პასუხის მგებლობა აქვს დაკისრებული და ერთ ერთი ქართველი ეპისკოპოსი მანთებს ხუცურს რომ ასწავლიდა კვერთხს ურტყვადა ზურგში და იზახოდა ურჩები სხვა ნაიარდ არ გამოწრდებიან ის სასიკეთო განზრახვით აკეთებდა და ერთი მამა წირვის წინ საჭმელს ჭამდა პატრიარქმა დაიბარ საპატრიაქოში და საპატრიარქოში რო ელოდებოდა შესვლას მან მზის სხივზე კვართი გადაკიდაეს როპატრიარქმა დაინახა გაუკივრდა და კიდევ ერთი მომენტი ერთი მამა წირვას ხან შუადღის 3 სააატზე იწყებდა ხან დილის 9 საათზე და ხალხმა ეპისკოპოსთან უჩივაამ მამას ეპისკოპოსი ეუნება რატო შვები ამასაო მეუფეო ცისკრის შემდეგო ჟვდებიო და ველოდები სული წმიდასო როდის გადომოვაო გაუკვირდა მეუფეს და რაემდენი ასეთი ცუდი ქცევები მაგარმ კეთილი განზრახვით და უფლის სასიკეთოდ და თუ ცუდი ჩაიდინა სასულიერო პირმა ეგ ეპისკოპოს ეხება რომ იგი დასაჯოს ან შენიშვნა უთხრას მაგრამ ჩვენ (ხაზ ვუსვამ) არ შეიძლება ცუდი ვთქვათ საულირო პირზე კიდევ ვიმეორებმაგრამ ჩვენ (ხაზ ვუსვამ) არ შეიძლება ცუდი ვთქვათ საულირო
მღვდელი ორმელიც განკევეთილია იგი დასჯილია ის აღარ არის მღვდელი
ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე [Iტიმ. 5, 19]
მართალი ხარ ალექსანდრე იგი შეძლება სასიკეთო საქმეს აკეთებდეს ჩვენ შევცოდოთ
და ცუდად მოვიხსენიოთ
კარგი მაშინ სხვანაირად შეგეკითხებით
როგორც ჩანს ბასილის თემამ გაგიტაცათ სხვა მიმართულებით.
როცა ადამიანი "სამღვთოს" კლავს, და შენ ეუბნები არ არის საჭიროვო, ის კი გპასუხობს რა ამბობ მღვდელმა მითხრაო. რას ეტყვი? რაკი გითხრა დაკალიო? თუ ეტყვი, რომ ალბათ მღვდელი ცდება არ იცის ანდა სხვა მიზნით ამბობს ამას?
და ეს მღვდელი ისევ მღვდელია დღეს
ვფიქრობ რომ ეს მართალია კარგი თემაა, თუმცა საღვთისმეტყველო განყოფილებაში არ უნდა იყოს, ამიტომ გადავიტან ახალ თემებში და იქ გავაგრძელოთ საუბარი.
alex_b
გთხოვთ გადაშალეთ ეს თეამ დიდ მადლობა წინასწარ
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასულიერო პირების განკითხვა! ერთი რომ არამართებულია და ცოდვაა არამარტო სასულიერო პირების არამედ საერო პირების განკითხვაც და მეორეც შეიძლება ძალიანაც სწორს ამბობდე ,მაგრამ ამის გაცხადება მადას უხსნის ჩვენი ეკლესიის მტრებს და საშუალება ეძლევათ,მოახდინონ მასზე შეტევა, " დავუშვათ" რამოდენიმე შეცდომილი სასულიერო პირის გამო!
იოანე კიბისაღმწერელი წერს: რაჟამს მოგიხდეს გულისსიტყვა განკითხვად მოძღვრისა,ვითარცა სიძვისაგან,ილტვოდე მისგან,ნუ დაუჯერებ ამ გველს,არამედ უთხარ:ჰოი მაცთურო,მე კი არა ვარ მისი მთავარი არამედ ის არის ჩემი მსაჯული,რამეთუ არ მე-მისი არმედ მას ჩემი ტვირთი უტვირთავს.
ბავშვობაში ბიძაჩემი ყოველ წელს კლავდა სამღვთო ცხვარს, ხანდახან ხბოს და მთელი ნათესაობა ვიკრიბებოდით ხოლმე. მაგრამ ეს შეკრება გადაიზრდებოდა ქეიფში. არა მგონია საღვთო რიტუალების დროს ქეიფი და დროს ტარება გამართლებული იყოს. როგორია თქვენი აზრი?
ჩემო არმანი აქ ამის სასაუბრო არ არის მაგარმ მაინც გაგცემ პასუხს.იესოს შობამდე საღვთოს წირავდნენ მაგრამ უფალი რო იშვა განხოციელებული მან კაცთა ცოდვის გამოსახსენლად თავის თავი შეწირა ადამიანი მააგასზე დიდ შესაწირავს ვერ შეწირავს.ამიტომ უფალმა დაადგინა საიდუმლო სერობა რაც დღეს უმსხვერპლო შესაწიარია ანუ ზიარება და ყოველ კვირას ადმიანი ანუ მღვდელი წირავს წირვას ანუ ატარებს წირვას და საღვთო რიტუალის დროს ქეიფი და დროს ტარება არ შეიძლება და ის რასაც შენი ბიძა აკეთებდა ისიც არ შეიძლებოდა.გთხოვთ ამაზე კამათი არ წამოიწყოთ დიდი მადლობა
მოძღვრის, სასულიერო პირის განკითხვა კი არა შენიშვნის მცემაც კი თვითონ ეკლესიას აყენებს ჩრდილს და ამისმა მოქმედმა კარგად უნდა გაიაზროს, ქვეტექსტით ვის ებრძვის, როდესაც ვითომდა სიმართლისთვის ხმალამოღებული ქადაგად დავარდება ხოლმე.
ნოეს დათრობის და მისი შვილების საქციელზე კარგად ამ თემას ვერაფერი უპასუხებს, მგონი.
მოდი ერთი რამ განვიხილოთ, როდესაც რაიმე სულიერ საკიტხზე ან თუნდაც ყოფით თემაზე სასულიერო პირთან გინდა საუბარი , ან თუნდაც ამა თუ იმ თემის ირგვლივ გსურს მოძღვართან ერთად იმსჯელო და მოძღვარი კი მოგმართავს "ჩვენ შენიაზრი არ გვაინტერესებს, რადგან ეკლესია ასე ფიქრობს", ან სადღაც გარბის და არ ცალია ერთი წუთით მაინც ნუგეში გცეს ან პირიქით გითხრას რომ შენ ცდები, მოდი ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ არ გაგვჩენია გულისწყრომა იმ სასულიერო პირის მიმართ?
ერთია ეკლესია რომ ასე ფიქრობს და ის დოგმაა, მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმის აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია, მოძღვარმა (ჩემი აზრით) ყველაშემთხვევაში უნდა მოუსმინოს მის სულიერ შვილს და დაარწმუნოს არგუმენტირებულად რომ ის მართლაცდა ცდება, არასწორია მისი მსჯელობა და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შEმხვევაში მიმაჩნია რომ ის ადამიანი დაბრკოლდება ზუსტად იმ საკითხის გაბუნდოვნების გამო.
იცით რა არის ფაქტია რომ სასულიერო პირების ბრალია, რომ მრევლის დიდ ნაწილს უწმიდესი დღემდე უკანასკნელი პატრიარქი ჰგონია სასულიერო პირების ბრალი იყო 2000 წელს მრევლის დიდი ნაწილი მეორედ მოსვლას რომ ელოდა
დამერწმუნეთ სასულიერო პირისათვის უპირველესი არის განათლება და სათნოება და შემდეგ სხვა დანარჩენი...
მრევლის განათლება მოძღვრის ქადაგებაზეა დამოკიდებული
და რათქმა უნდა განკითხვა ზოგადად დიდი ცოდვაა... რასაც თავად უფალი აღნიშნავს....
მაგრამ სამწუხაროდ ამ ცოდვასთან ძალიან ძალიან ახლო კავშირი მაქვს
alilo,
ძალიან საინტერესო პოსტებს წერ,მაგრამ სასვენ ნიშნებს რომ დასვამდე უფრო ადვილად წასაკითხი იქნება,ნამდვილად საინტერესო თემაა,მაგრამ ორ-სამჯერ მიწევს პოსტის წაკითხვა რომ გავიგო მაპატიეთ
როდესაც თავად მაცხოვარის გვერდში მდგომი ადამიანი შეცდა, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა ყოველგვარ აღსრულებულ სასწაულს, რა უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2000 წლის შემდეგ რომელიმე სასულიერო პირი შეცდეს?
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საეროს პირის განკითხვა ხომ ცოდვაა, მაგრამ სასულიეროსი ათასგზის მძიმე
იცით მე როცა ერთ მამაოზე გავიგე რაღაც ცუდი განკითხვა არ დამიწყია და ჭორაობა უბრალოდ გული არ მიმივიდა და ვერ მივედი მასთან ...აი რას შვება ყოველგვარი ჭორი ....
მისი განკითხვა არ დამიწყია გული დამწყდა ძალიან .....რატომ უნდა განვიკითხო მამაო როცა მე 1000ჯერ უარესი ვარ და მის საქმეებში ჩავყო ცხვირი,მეც ხომ ცოდვილი ვარ და ვიღაცამ ჩემს ცოდვებს ხაზი რომ გაუსვას ჭორაობა დაიწყოს ჩემზე ხომ არ იქნება ლამაზი, ამიტომ ჩვენი თავები განვიკითხოთ 1 რიგში
აქსიომაა!!! არც საერო და არც სასულიერო პირის განკითხვა არ შეიძლება.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ ერთ მონასტერში ავედი წირვაზე დასასწრებად (მაშინ ახალ მრევლად ვითვლებოდი), და დავინახე რომ ერთი მამაო წირავს მისთვის წყნარად, ჩუმად, ვხედავ ფიზიკურად დაბალი ტანის მოძღვარია, მანამდე არსად არ მინახავს და წირვაზეც ერთი ქალბატონი ესწრება, ხომ იცით ადამიანს ეშმაკი რას არ აპიქრებინებს რა , დავდექი წირვაზე ფიზიკურად ხოლო აზრები წავიდაააააააა, გაფრინდა ჰერიი, და დამეწყო გულში ამ უცნობი და საყვარელი მოძღვრის განკითხვა, რას ვერჩოდი დღემდე არ ვიცი.
მამო აგრზელებს მისთვის წირვას და სახარების წაკითხვის დროც მოვიდა , სახარებიდან ნაწყვეტები მესმის მეტი არაფერი და ტავს ვეჭიდავები რომ განკითხვები მოვიშორო ზემოთაც კი არ ვიყურები, თავჩაღუნული ვდგავარ.
მამაომ დაამთავრა სახარების კითხვა, შეაბრძანა სახარება საკურთხეველში და აღსავლის კარისაკენ გამობრუნდა და შემომხედა. ციტატა "როგორც განიკითხავ ისე განიკითხებიო" და სებრუნდა გაარძელა წირვა...
ნუ რეაქცია და განცდები რაც დამემართა არ შემიძლია აღვწერო...
დამთავრდა წირვა ისე რომ ერთი სული მქონდა ჯვარზე მთხვევის დროს შენდობა მეთქვა მისთვის. მივედი და შემინდე მამოთქო, შემომხედა და მიპასუხა "მე შემინდეო".
ტაძრიდან როგორ გამოვედი აგარ მახსოვს
ეს იყო მღვდელ მონაზონი. სახელს არ ვიტყვი, მართლაც დიდი მამაა ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩემი სულიერი მამა, მართლა კარგი მოძღვარი მყავს (მე არ ვარგივარ თორე), მამაომ მიამბო:
ერთხელ მორჩილებას გადიოდა სიონში (თუ არ ვცდები) , საბერე მორჩილი იყო და ტაძარში მდგომი ხედავს რომ ერთი წელში მოხრილი შემოსილი სასულიერო პირი სემოსულა და არეული ნაბიჯებით დაუწყია სიარული, მამაოს უფიქრია ალბათ მთვრალი სასულიერო პირიაო.
ეს მოხუცი მივიდა მამაოსთან და ჰკითხა "ცხონება გინდაო" "კი"-ო უპასუხა ჩემმა მოძღვარმა, "მაშინ არავინ არასდროს არ განიკითხოო" _ ეს იყო მამა გაბრიელი მცხეთის სამთავროდან
თემო გაფიქრება განკითხვაა ?
თემო არა თემო ვერ გამიგე
ზემოთ რომ აღნიშNე მამაომ გაიფიქრა ალბათ ნასვამი მამაო იქნებაო, ის ხომ არ უფიქრია უი უკურე ამას როგორ დალიაო. ანუ აღნიშვნის დონეზე ეგ კი მესმის რომ ფიქრით განიკითხავ თუ იტყვი ერთი და იგივე რომაა
მოძღვრის განკითხვაზე ვიტყვი.ზოგადად მოძღვარს ჩვენზე ორჯერ უფრო მძიმე ჯვარი აქვს ნატვირთი ეპისკოპოს უფრო მძიმე და პატრიარქს უფრო მძიმე რის ტარებასაც უფრო მეტი სულიერი და ფიზიკური ღვაწლი სჭირდება და ჩვენ ერის კაცებს ყველაზე მსუბუქი ჯვრის მტვირთველებს ხშირად გვავიწყდება ეს და ადვილად განვიკითხავთ მოძღვრებს,მაგრამ დავფიქრდეთ იმაზე ჩვენ თუ ვიტვირთავთ იმ მძიმე ჯვარს ჩვენ როგორ მოვიქცევით.
საერთოდ განკითხვა არ შეიძლება ,განსაკუთრებით სასულიერო პირების.ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ღვთისა და ჩვენს სამსახურში დგანან.ზუსტად არ მახსოვს ვისი სიტყვებია, მაგრამ გამოგია, მათში სულიწმიდა ცხოვრობს და წარმოიდგინეთ, განკითხვით ხომ სულიწმიდას შეურაცხვყოფთ.მღვდლობა ერთერთი წმინდა საიდუმლოა და ნუ ვიტყვით მათზე აუგს...
საინტერესოა. სულ მაინტერესებდა ხალხის აზრი ამ თემაზე.
იცით რა მე მგონი სასულიერო პირიც ადამიანია როგორც ნათია-მ აღნიშნა. და შეიძლება შეცდომა დაუშვას. სულ სხვაა განკიცზვა და სულ სხვაა შენი აზრის დაფიქსირება ამასთან დაკავშირებით თუ გინდაც იმ მამაოსთან, ვინაც თქვენი აზრით რამე შეცდომა დაუშვა. რას ქვია აქსიომაა რომ სასულიერო პირი ყოვეთვის სწორია და არ ეშლება და მისი განკიცვა. მიზეზის მოგონება და გამართლება ყოველთვის შეიძლება.
ადამიანს ყოველთვის ეშლება და თუ მისი განკიცხვა ან შენიშვნა არ შეიძლება, მაშინ მისი შეცდომები როგორ უნდა დააფიქსიროს. თუ რაღაც ეშლება რაიმე სფეროში უნდა შევნიშნოთ ეს თორემ მისთვისაა ცუდი. და ჩვენთვისას, თუ რამე ცუდი გაგვიკეთა ან სხვას გაუკეთა და არავინს შენიშნა, ისევ გააკეთებს.
ფარისეველი არ დასჯილა იმის გამო, რომ საკუთარ სათნოებათათვის მადლობდა ღმერთს, (რადგან, თუ რამ სათნოებას აღვასრულებთ, ჩვენც გვმართებს ღვთის მადლიერება, რამეთუ ღმერთია ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელი), არც იმის გამო რომ თქვა, არა ვარო მე სხვათა მსგავსი, არამედ როდესაც მეზვერეზე მიუთითა და თქვა - "და არც ისეთი, როგორიც ეს მეზვერეო", მაშინღა დამძიმდა (ანუ შესცოდა), რადგან თავად მოყვასიც განიკითხა და მთელი მისი ცხოვრების წესიც. ამიტომაც შეიქნა მეზვერე უფრო მეტად გამართლებული, ვიდრე ფარისეველი (ლკ. 18.11).მართლაც, არაფერია მოყვასის განკითხვასა და შეურაცხყოფაზე უძვირესი!
ხო მართლა.....
საინტერესოა თუ არ უნდა განვიკითხოთ, მაშ როგორ უნდა მოექცეს ქრისტიანული სახელმწიფო დამნაშავეს რომელსაც თავისუფლების აღკვეთა ეკუთვნის.
შესაძლებელია კაცი იყოს მოსამართლეც და ქრისტიანიც??????
სასულიერო პირების განკითხვა, უფრო მეტი დანაშაულია,ჯერ იმიტომ რომ განმკიტხველმა შეიძლება დააბრკოლოს სხვა ადამიანი,რომელიც ჯერ ეკლესიური არ არის და ის ადამიანი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი გამოდის,ნებით თუ უნებლიეთ. სასულიერო პირები ატარებენ მადლს,რომელსაც მათი პირადი ცოდვები არ აზიანებს.პირად ცოდვებს რაც შეეხება ეს არავის განსასჯელი არ არის გარდა უფლისა.
ეჰ მაგას მოვესწრებოდე ამ ფორუმზე და რა მინდა მეტი....
განკითხვა არავისი არ შეიძლება... ზოგადად
შესაბამისად ყველა ადამიანი საწყის ეტაპზე თავისი სტატუსიტ ფასდება და მოგვიანებით, მისი სიტყვადასაქმით.... აქედან ყველას მიმართ ინდივიდუალური განკრძალვა არსებობს...
მეორე რადიკალური მხარე.... მაღალი სტატუსიდან დაშვებული შეცდომა ბევრად მავნებელია როგორც სიმაღლიდან ნასროლი ქვა. ამიტომ კომპეტენტური აზრი ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის საჭირო აზრად ითვლება....
მოგეხსენებატ, რომ ეკლესია ბევრ ცალკეულ შეცდომებს იცნობს თავის წიაღში...
Genesis
Genesis
ცალკეული პიროვნებები შეიძლება შეცდნენ მაგრამ მსოფლიო ეკლესია შეუძლებელია შეცდეს.
პ.ს. მიშა სად დაიკარგა ხომ არ იცი?
Genesis
არა მარტო სასულიერო პირების განკითხვა ცუდი ეს დიდი ცოდვა იმან თუ რაიმე გაკეთა ისეთი რო განკითხვის საგანი გახდეს განკითხვით სენ იმაზე დიდ ცოდვას ჩადიხარ, სასულიერო პირები არ უნდა განკითხო ხალხს შთაბეჭდილებები ეკარგებათ მერე სასულიერო პირიც ადამიანია ხო და სეიძლება შეცდომაში შევიდეს და ამის გამო ხო არ განკითხავ,
Genesis
მხევალი ნინო
მოიცა მოვიდეს მიშა...
მერე თავდადებული მხევალი იქნები :ლოლ:
Genesis
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით, როგოროც განიკითხავთ ისევე განიკითხებით თქვენცო და რომელი საწყაულიტაც მიუწყავთ იმითივე მოგეწყვებათ თქვენცო. აქ უფალს არსად არ გამოუცალკევებია სასულიერო პირები სხვა ადამიანებისაგან, არამედ ზოგადად ყველა ადამიანის განკითხვაზეა საუბარი.
ერთი მამა იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტი სმის გამო, უღირს მღვდლად, უღირს ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელ ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდან თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, რომ სულ სხვანაირად წარმოდგა იგი ჩემს თვალთა წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა".
უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე, რათა სამეუფეო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი მივიდა და მღვდელი განიკითხა. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. როცა მას, ჩვეულებრისამებრ, მღვდელმა მიაკითხა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი არ გაუღო. მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა შინ.
ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა: დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, დაყუდებული შიშმა შეიყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ჭურჭელი. წყალი გასაოცრად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღები ჩანდა არაწმინდა. მივიდა მასთან უფლის ანგელოზი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღები ან რას მოაკლებს ყოვლადწმინდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი? ის მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს ვერარას ავნებს.
ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა სთხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. მას შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა, არავინ განეკითხათ, რადგან მხოლოდ ღმერთია ყოველთა განმკითხველი. მით უფრო არ უნდა განვიკითხოთ მღვდლები, რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდმოიწვევენ სულიწმინდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე!
Genesis
Genesis
Genesis
მგონი, ჩემი ზემოთ დაწერილი პოსტები კარგად არ წაგიკითხავს...
შენი აზრით, რა არის მღვდლობის საიდუმლოება?
განკითხვა ცოდვა რომლელშიც თითქმის ყოველდღე ვვარდები ჩემდა საუბედუროდ
ნათია
მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლის განკითხვა არ შეიძლება?
მე მოვისმინე ახლახანს სასულიერო პირის განკითხვა უფრო ხნიერი სასულიერო პირის მიმართ,რომელსაც მკითხავებს ადარებს და ახლა არც მე მინდა განკითხვა გამომივიდეს და ეს მოძღვარი ამბიონიდან ძველი ბიჭივით აკაჩავებდა,საუბარში უფრო მეტად სჭარმობდა "რა"ის ყოველ წინადადებას ასე ამთავრებდა "რა"
ძალიან მეტკინა გული,რადგან განკითხულ მოძღვარს არაფერი სჭირს განსაკითხი(იგი მთელი ქვეყნის სიქადულია),ხოლო გამნმკითხველ მოძღვარს პირადად ვიცნობდი და გული დამწყდა
შეუნდოს უფალმა...
და შეგვინდოს ჩვენ ყველას
ეს პოსტიც შემინდეთ...
მე ის მამაო უფრო მეცოდება ვისაც განიკითხავენ დღეს სწორედ ისეთ მამაოსთან ვიყავი,ვისაც ხშირად განიკითხავენ საერო პირები და ვერ ვხვდები რატომ... და ამ დროს ის საერო პირები სულიერებაზე დებენ თავს... თავად მამაოს რომ არ ეთქვა ვერც დავიჯერებდი რომ არსებობს ისეთი ადამიანები ვისაც შეუძლია ენა მიუტანოს მეუფეს...
ეს ის ცოდვააა რომლისგანაც განშორება ძალიან ძნელია ,
სასულიერო პირები ხომ განიკითხავენ?
m16
მერე რაღა ცუდში ვეჯიბრებით ჩვენ კარგ რაეში შევეჯიბროთ ერთმანეთს... ეგ ჩემი მამაოს სიტყევბია
asmoo
უფრო ადვილი არაა?
m16
არა უფრო ძნელია ჩემთვის ასე და
ამ თემის დანახვაზე მაკანკალებს.... ამ ბოლო დროს განსაკუთხებით..,
რა არის განკიტხვა და
ენას რომ ვატლიკინებ უაზროდ ეგ :|
სხვაზე უბრალო რამის
ცოტა ''ისე'' ტქმაც განკიტხვაა ალბათ,
ჰოდა კარგად ყოფილა ჩემისაქმე..
როცა სხვაზე დაიწყებ საუბარს, შენ გულში ჩაიხედე, სიყვარულით საუბრობ თუ სიძულვილით... თუკი სიყვარული გალაპარაკებს, მაშინ განკითხვა არაა...
marine
ვერ დაგეთანხმბი მარინე. ზოგი ისე საყვარლად განიკითხავს შენც კი ჩაგითრევს
marine
ეგრე ადვილი რომ იყოს
G_saxva
ხო . და ხანდახან შემოგეგანკითხოს , შეიძლება ვინმე ...
განკითხვას, ხშირად, მოკითხვაც მოსდევს ხოლმე.. ახლო ნათესავების
terra
A.V.M
რა აცერცეტებული ხარ შენ
"როდესაც ადამიანი ვიღაცას განიკითხავს, ამით ის უსიყვარულობასაც ავლენს."
"ვინც მოშურნეა, დაინახოს თავისი ნაკლოვანებები, სხვათა ცოდვების შესამჩნევად აღარ სცალია"
/წმ. სერაფიმე საროველი/
"რაც უფრო მეტად დაინახავ შენს თავს დამნაშავედ, უფრო მეტ უდანაშაულოს აღმოაჩენ შენ გარშემო... რადგან ჩვენ გვჩვევია ყველაფრის ან ვინმეზე ან რაიმეზე (გარემოებაზე) გადაბრალება"
"წმინდა წერილში ვკითხულობთ: "მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად" (ზირაქ. 19,10). უფალი გვასწავლის მოყვასის განუკითხველობას"
"ხშირად ვამჩნევთ სხვების ცოდვებს, მაგრამ მათ სინანულს ამ ცოდვების მიმართ ვერ ვამჩნევთ"
"როგორ მოვიქცე საცდურში ჩავარდნილის ხილვისას?
ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი"
/წმ. ეფრემ ასური/
"როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს.
ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი"
/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/
"ეკონომიკური პირობები, უმუშევრობა, სიღატაკე, დაბალი ხელფასი - ეს ყველაფერი ერთად, რათქმაუნდა, მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ბადებს აგრესიას, რაც ხშირად გამოიხატება განკითხვის ფორმით".
/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/
"თუ ადამიანების განსჯაში ფლანგავ დროს, ხშირად დროც აღარ გრჩება გიყვარდეს ისინი"
/დედა ტერეზა/
"როცა შენი თავის მაყვედრებელი ხარ, მაშინ განსაცდელი ვერაფერს დაგაკლებს, რადგანაც განიკითხავ საკუთარ ქმედებებს - ეს სულიერი ცხოვრების ფორმულაა, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ და ვიაზროვნოთ სწორი შეხედულებებით"
როდესაც გაიგონებ, რომ მოყვასს განიკითხავენ, ფრთხილად იყავი, სმენის მეშვეობით არ აღმოჩნდე სხვისი ენის თანამონაწილე.
მღვდელმთავარი ფილარეტი, მოსკოველი
"ღირსი მამის [პახომი დიდი] მოთმინებას საზღვარი არ ჰქონდა. ის სხვებს ფიქრებშიც კი არ განიკითხავდა"
"როდესაც ჩვენ განვიკითხავთ ადამიანს, ჩვენს თავს ვაყენებთ ღვთის ადგილზე, ამიტომაა განკითხვა უდიდესი ცოდვა, არა მხოლოდ ის არის ცოდვა, რომ მოყვასს განვიკითხავთ, არამედ ის, რომ ჩვენს თავს ღვთის ადგილზე ვაყენებთ. რათქმაუნდა, ეს შეგნებულად არ ხდება, მაგრამ მაინც უდიდესი ცოდვაა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"როდესაც განსჯი სხვას, გაითვალისწინე, რომ მისთვის შენც სხვა ხარ"
/ინგა გულაშვილი/
"მსმენია ერთ ძმაზე, როცა ვინმეს სენაკში მივიდოდა და დაუგველს ნახავდა, ამბობდა: "ნეტარია ეს ძმა, რადგან ამქვეყნიურ საქმეებს ყურადღებას იმდენად არ აქცევს და გონებით ზეცაშია, რომ სენაკის დასაგველად ვერ იცლის".
ასევე თუ სხვა ძმის სენაკში მივიდოდა და დაგვილ-დასუფთავებულს ნახავდა, ამბობდა: "სუფთაა მისი სული და სენაკიც სუფთა აქვს, მისი კეთილი სულივით არის მისი სენაკიც". არავისზე ამბობდა, ეს უწესოაო ან ის - ამაყიო, არამედ თავისი სიკეთით ყველა კეთილად მიაჩნდა.
სახიერმა ღმერთმა მოგვმადლოს, ყველაფერში სარგებელი ვპოვოთ და მოყვასზე ცუდად არასდროს ვიფიქროთ; და თუ მაინც ვიფიქრებთ, კვლავ კეთილად ვაქციოთ, რადგან მოყვასის ბოროტების არგაგონება შობს სახიერებას, რაც უყვარს ღმერთს, ვისიც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ".
/წმ. აბბა დოროთე/
"თუ გსურს, სიმშვიდე მოიპოვო ამ წუთისოფელშიც და იმ ქვეყნადაც, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს ჰკითხე: "ვინ ვარ მე?" და ნურავის განიკითხავ".
/ილია II/
განკითხვა და მხილება , გარკვეულ დონეზე ერთიდაიგივეა .
თუ ჩვენი მოყვასი სცოდავს , უნდა ვამხილოთ , თუმცა არ უნდა მოვითხოვოთ მისგან , ის რაშიც ჩვენც უძლურნი ვართ
"მე ვნახე აშკარად შემცოდე და საიდუმლოდ მონანული და ის, ვისაც მე განვიკითხავდი როგორც მეძავს, ღვთისთვის უკვე უმანკო იყო, რადგან თავისი მოქცევით შეაწყალა მას თავი".
/წმ. იოანე სინელი/
„ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფებოდა აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს“.
/წმ. იოანე სინელი/
"ყველაზე მეტად შინაგანი - გულისსიტყვათამიერი განკითხვისა გეშინოდეთ. და ეს იმიტომ, რომ სხვისთვის საცნაური არ ხდება სიტყვის მეშვეობით, და მსმენელის მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს. ერიდეთ, ვამბობ, შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად მომაკვდინებელ დამნაშავდე გვაქცევს, გვწყვეტს ღვთაებრივი მადლის ცხოვრებას და უმწარეს სასმელს - სულიერ სიკვდილს გვთავაზობს".
"გინახავს კაცი, რომელიც ვინმეს განიკითხავს შენთან? დარწმუნებული იყავი, რომ ის შენ როდესმე აუცილებლად განგიკითხავს სხვებთან".
"როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე სიმდაბლესთან ერთად? ერთ-ერთი აუცილებელი პირობა განუკითხველობაა. ჩვენ სულ განვიკითხავთ, სულ. ასე იქნება ბოლომდე, სანამ არ დავიწყებთ ბრძოლას. მაკარი დიდი ამბობს, რომ მთელი თქვენი არსებით იბრძოლეთ იმისათვის, რომ არ განიკითხოთ. მთელი თქვენი რესურსი, სულიერი და ფსიქოლოგიური ძალები დახარჯეთ იმაში, რომ არ განიკითხოთ. ადვილი არ არის ეს. მაგრამ თუ ჩვენ ყოველთვის გვეხსომება უფალი, ეს შესაძლებელი ხდება.
თუ კონტროლიდან გამოვა ჩვენი დაცემული ბუნება და კვლავ განიკითხავს, აბობოქრდება შიგნით, რომ აი, შენ უკეთესი ხარ, ვიდრე სხვა და განიკითხავ, იმწამსვე დააფიქსირე და თქვი აღსარებაში. დაიღლები, მაგრამ არაუშავს. სამაგიეროდ, დადგება ჟამი, როცა შენ აღარ განიკითხავ ჯერ ბაგეებით. შემდეგ დადგება ჟამი, როცა შენ აღარ განიკითხავ გულით. ისეთი სიმშვიდე შემოვა, ისეთი სიმდაბლე იქნება და, აქედან გამომდინარე, სიმაღლე იქნება უკვე. იმიტომ, რომ ღმერთი სიმდაბლის და სიმშვიდის სანაცვლოდ გაჩუქებს საოცარი ღირსების გრძნობას და ბედნიერების განცდას, რადგან შენ ამ ბრძოლით ქრისტეს ემსგავსები. სიმდაბლე და სიმშვიდე ხომ ღმრთაებრივი თვისებებია".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"დიდება უფალს! მე სად მცალია, ვიღაცის ცოდვებს ვუყურო, ვიღაცები განვიკითხო, როცა ვხვდები, რომ დღეს თუ მოვკვდი, ვერ ვცხონდები. გესმით? მე რომ დღეს მოვკვდე, ვერ ვცხონდები. სად მცალია, შენი განკითხვისათვის!"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"არასდროს ვამახვილებ ყურადღებას ნეგატიურზე. უარყოფითი ისედაც ყოველთვის ჩანს. ნურავის გავკიცხავთ, უბრალოდ, ვილოცოთ მათთვის. ღმერთმა ყველა დალოცოს, სწორ გზაზე დააყენოს და იმრავლოს სიკეთემ და სიყვარულმა".
/არქიმანდრიტი ანდრია (ლაცაბიძე)/
"- ნებაყოფლობით დაბრმავდით. ნუ შეამჩნევთ სხვების შეცდომებს".
"ადამიანი, რომელიც სხვებს განიკითხავს, ჰგავს სარკეს, რომელიც თავის თავში ყველას ასახავს, საკუთარ თავს კი ვერ ხედავს".
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"ის, რაც არ მოგვწონს სხვებში, გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი".
/კარლ გუსტავ იუნგი/
"ადამიანი, რომელიც ცოდვასთან ბრძოლით მცირედიდ მაინც დამაშვრალა, ოფლთან შეზავებული ცრემლი უხვად სდენია და თავისი უღირსება და უძლურება შეუცვნია, ის მართლაც ვერასოდეს შეძლებს სხვის განკითხვას".
/დეკ. გიორგი შაშვიაშვილი/
"განკითხვის ცოდვით, გარდა იმისა, რომ ადამიანები შემოქმედს ვშორდებით და ჩვენი თავმომწონეობით გაჯერებული ლოცვა ფუჭი და არა კეთილსასემენლი ხდება უფლის წინაშე, ამავე დროს, ამ ცოდვის მორევშიც ვკადნიერდებით და როგორც წმინდა მამა იოანე სინელი ბრძანებს, "ღვთის მისიას უპირობოდ მივიტაცებთ", რითაც ფაქტობრივად, თავად ვხდებით ღვთის მიერ თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის უსამართლო მოსამართლენი".
/დეკ. გიორგი შაშვიაშვილი/
" - ჩვენ თუ ვიტყვით, ყველა ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა განკითხვაა - ეს უღმრთოებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ამაში თავად უფალს ვდებთ ბრალს, რომელმაც თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოთქმის უფლება გვიბოძა ყველა ჩვენგან. ამიტომაც საგულისხმოა, ჩვენი მსჯელობა ადამიანების შესახებ თავიდანვე გულწრფელი თანაგრძნობის სურვილს შეიცავდეს, რადგან ეს ერთადერთი გზაა უფალთან მიმყვანებელი, რომელიც ვიწროა, სიმართლის მთქმელი და განსაცდელებით გაჯერებული, ხოლო მეორე გზა მსუბუქი - თითქოს თავმომწონეობაზე, საკუთარი თავის განუსჯელობაზე და პატივმოყვარეობაზე გამავალი, რომელიც საკუთარი ცოდვების შენიღბვას სხვისი ცოდვების გამოაშკარავების სანაცვლოდ ახორციელებს".
/დეკ. გიორგი შაშვიაშვილი/
"სულიერი კაცი არავისგან განიკითხვისო", ანუ: ასეთ ადამიანს ვერავინ განიკითხავს სწორად, და თუკი ვინმე განიკითხავს, ცდება თავის განკითხვაში, ხოლო თუ ვინმე სწორად აფასებს, ის ამას მდუმარებით ადასტურებს და ხდება მისი მაგალითი. ვინც ასეთი კაცის ცხოვრების სიმარტივეს ჩაწვდება, თვითონაც ხარობს, ძლიერდება რწმენაში და შეიძლება ეს სხვასაც გაუზიაროს. მისი შეფასება კი შეუმცდარია და ვინც განიკითხავს მას, ის თავის განკითხვაში ცდება".
/ბერი სერაპიონი (მახათაძე)/
"ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული, სხვისთვის თვალყურის სადევნელად არ სცალია. თავი განიკითხე და მოეშვი კაცთა განკითხვას. ცუდი საქმე კი განიკითხე მაგრამ ადამიანს ნუ ერჩი".
"სხვათა განსჯის უმთავრესი მიზეზი ხორცის განცხრომა, ნაყროვანება და ამპარტავნებაა".
" - საერთოდ, რატომ გვაძლევს უფალი სხვათა ცოდვებისა და ნაკლოვანებების დანახვის უნარს?
- ისევ და ისევ საკუთარი თავის განსჯისთვის. როდესაც სხვათა ცოდვებსა და ნაკლოვანებებს დავინახავთ, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, ჩვენც ხომ არ ვცოდეთ იმავე ცოდვით. როგორც კეთილმა გამომძიებელმა, ისე უნდა გამოვიძიოთ და განვსაჯოთ საკუთარი თავი".
/მამა იაკობ აბაშიძე/
"საუფლო ლოცვაში "მამაო ჩვენო" მართლმადიდებელი ადამიანი ყოველდღიურად აღთქმას დებს უფალთან სიტყვებით: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა".
"ძლიერი მწუხარების ჟამსაც არ უნდა განვიკითხოთ სხვები".
"როცა თუნდაც ვმსჯელობთ ხოლმე რომელიმე ადამიანზე, ჩვენ უნებლიეთ უკვე განვკითხავთ მას".
/წმ. სერაფიმე ვირიცელი/
"წმინდა მამები განკითხვის წამალს უწოდებენ გაჩუმებას".
"ჩვენ მზად ვართ, საკუთარ თავს ყოველგვარი უმსგავსობა ვაპატიოთ, ყველაზე დიდი გარყვნილების გასამართლებლად შესაბამის სიტყვებსაც ვიშველიებთ: შეცდომა, ხუმრობა, ცელქობა, სისუსტე... სულიერებაში მეტ-ნალებად გარკვეულ ადამიანებს კი გვაქვს ტერმინი - უძლურება, - და თითოეულ ამ სიტყვას მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მოვიხმობთ; ხოლო სხვათათვის, თუნდ მართლაც უძლურთათვის, მზად გვაქვს სიტყვები: უსამართლობა, უხეშობა, უნამუსობა, უსირცხვილობა, სულმდაბლობა, უფრე მეტიც - გარყვნილება, სირცხვილი, დანაშაული...
რა გვრჯის, ამგვარი უსამართლობა ჩავიდინოთ? რა განაპირობებს მოყვასისა და ჩვენი "მე"-ს ამგვარი უთანასწორობას? რა უდევს საფუძვლად ჩვენ მიერ ერთსა და იმავე ქმედებათა მიკერძოებით განსჯას? რა თქმა უნდა, ამის მიზეზია არა ჩვენი არალოგიკური აზროვნება (ლოგიკის მოშლა), არამედ გადაგვარებულობა და სიყალბე, რომელიც გარყვნილი გულის სიღრმიდან მომდინარეობს".
"სულის სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყოველნაირად უნდა განვეშოროთ სხვების განკითხვას. არა განკითხვითა და დუმილით სულის სიმშვიდეს შევინარჩუნებთ".
/წმ. სერაფიმე საროველი/
"მახსოვს, მწუხრის ლოცვაზე ვიდექი ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში. მოძღვარი მამა ნ. აკათისტოს კითხულობდა. გავიფიქრე: მსუქანი მღვდელ-მონაზონი დაბლა თავის მოდრეკას ვერ შეძლებს-მეთქი. იმ წუთში მუხლის დრეკა დავიწყე. უეცრად ვიღაც უხილავმა სილა გამაწნა. ყვირილი მინდოდა: "შემაკავეთ", მაგრამ ძლიერი ტკივილისგან ვერ შევძელი. უფალმა ასე მოწყალედ დამსაჯა და ამით გონს მომიყვანა, მეტად არავინ განმეკითხა".
"სული, რომელსაც სხვების განკითხვა უყვარს, ურჩია, ანდა სინანული დაუტევა - ვერ გაექცევა ეშმაკის მზაკვრობას და ბოროტ გულისთქმებს. მაგრამ თუ ტირის თავის ცოდვებს და უყვარს სულიერი მამა, მაშინ უფალი მთელი სამყაროსთვის ლოცვისას ცრემლებს აძლევს".
"როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა სდგას; თუ იმის წინაშე არ იტყვი იმის ძვირს, ნურც უიმისოდ იტყვიო".
"თუკი ადამიანი საკუთარ ნაკლს ხედავს, მაშინ ძმა მას სრულყოფილი ჰგონია, მაგრამ თუკი თავისი თავი ჰგონია სრულყოფილი, მაშინ ძმა უღირსი ეჩვენება!"
/ამბა პიმენი/
"იტყოდნენ მამა მაკარი დიდზე: იქმნა იგი, ვითარცა ღმერთი ქვეყნისა. რამეთუ ვითარცა დაფარავს ღმერთმა ქვეყანასა და სულგრძელ ექმნება, ასევე ისიც დაფარავდა კაცთა შეცოდებებს, რომელიც ეხილა, თითქოს არ ეხილა და რომელიც მოესმინა, თითქოს არ მოესმინა".
"არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) სწერდა ერთ ქრისტიანს: "აბა, სცადე, თვითონ იცხოვრე განკრძალულად ერთი დღე მაინც, თვალყური ადევნე საკუთარ თავს... ჯერ შეიცანი საკუთარი თავი, შემდეგ კი სცადე, ერთი დღე მაინც შეეწინააღმდეგო ცოდვას. მიხვდები, რარიგ ძნელია ეს და ისწავლი ადამიანური სისუსტეების მიმართ უფრო შემწყნარებლობას და არავის განიკითხავ. ორი ცოდვაა ყველაზე საშიში - განკითხვა და საცდური. ორივე ცხოვრებას სხვებსაც უფუჭებს და შენც. ღმერთი როგორ უპატიებელ ცოდვებს გვპატიობს, მე და შენ კი სხვებისთვის მცირეოდენის პატიებაც არ შეგვძილია".
"ერთხელ მამა ისააკმა მონასტერში დაინახა მცოდველი ძმა და განიკითხა. თავის სენაკში დაბრუნებულს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენთან ღმერთმა გამომგზავნა. რას მიბრძანებ, შენი ძმა სად ჩავაგდოო? ისააკი ტირილით პირქვე დაემხო და შეჰღაღადა. "ადექი, შეგინდოს ღმერთმა. ამიერიდან ნურავის განიკითავ, ვიდრე მას ღმერთი არ განიკითხავს", - ანუგეშა ანგელოზმა".
"ყოველი საკუთარ თავს ამართლებს, ყოველი საკუთარ თავს პატიობს, როგორც ამის შესახებ იყო ნათქვამი, თავად არაფერს უწევ ანგარიშს, ხოლო მოყვასისაგან მცნებების დაცვას მოითხოვ".
/ღირსი აბბა დოროთე/
"ისე მოგდის, სხვისი ცოდვით თავი გაიხალისო,
თითქოს "ღორმა ღორს გასცინა - დრუნჩიანი არისო".
"მამა პაფნუტიმ ასევე ბრძანა: "ნუ განიკითხავ მეძავს, უკეთუ შენ ხარ წმინდა, უწყოდე, ვითარმედ ეგეც შჯულის დარღვევაა, რამეთუ რომელმა თქვა: ნუ იმრუშებ, მანვე თქვა, ნუ განიკითხავ".
"როცა სოდომელთა ცოდვაზე შეიტყო, ღმერთმაც კი არ დაიჯერა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილა (შესაქმე 18,20-21). ასევე ჩვენც ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის წინააღმდეგ ნათქვამი", - გვასწავლის ამბა პიმენი".
"მამა პიმენს ჰკითხა ძმამ: "მამაო, თუ ჩემი სულიერი ძმის ცოდვით დაცემას დავინახავ, კარგი იქნება, თუ მას დავფარავ?" ბერმა უთხრა: "როცა ძმის შეცოდებებს დავფარავთ, ღმერთიც დაფარავს ჩვენს ცოდვებს, ხოლო როცა ძმის ცოდვებს გავამხელთ, ღმერთიც გამოაცხადებს ჩვენსას".
"განკითხვა იმითაც არის სახიფათო, რომ განკითხვის ცოდვა განმკითხველზე გადადის. მახსოვს ასეთი შემთხვევა: ერთმა დედაბერმა მითხრა: "მამაო, ილოცეთ ჩემთვის! ეს რა შემოტევები მაქვს? ახალგაზრდობაში არ მიგრძნია იმგვარი ხორციელი ვნება, ახლა რომ მჭირს. ნეტავ რა მემართება?" "ესე იგი, მემრუშე განიკითხე. ხომ ასეა?" "დიახ, მამაო, მეზობელი განვიკითხე". "ჰოდა, შეინანე და მას პატიება სთხოვე. სასოს ნუ წარიკვეთ. გაგივლის". დავამშვიდე. მართლაც, როგორც კი მეზობელს უთხრა, რომ განიკითხავდა და შენდობა აიღო მისგან, ვნებებიც დაუცხრა.
ცოდვამ ასაკი არ იცის. განიკითხე - იმავეს მიიღებ. სისასტიკეს გამოიჩენ სნეულის მიმართ - თვითონაც ავად გახდები, რომ მერე გულმოწყალე შეიქმნე. ავადმყოფობაც ღვთის წყალობაა, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ. ის დედაბერი მერე ჰყვებოდა, ამ შემთხვევამ გამომაფხიზლა. როცა ვხედავ, ვიღაც სცოდავს, ჩემთვის ვამბობ: - მე ვერაფერს ვამჩნევ. ცოდვები საკუთარიც მეყოფა, სხვისი არ მჭირდება-მეთქი. ჩემო მეგობარო, ეცადე, ეს გამოცდილება გამოიყენო. როცა ვინმეს განკითხვის ფიქრი მოგივა, საკუთარ თავს უთხარი: რად მინდა სხვისი ცოდვები, საკუთარიც, არ ვიცი, როგორ მოვიშორო-თქო!
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
არსებობს ამგვარი კანონი სულიერ ცხოვრებაში: ვინმეს როგორც განიკითხავ, აუცილებლად იმნაირსავე ცოდვაში ჩავარდები. ეს კანონი ბევრმა ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიტყო, ზოგიერთი კი ახალ, ჯერ განუცდელ ცოდვაში ვარდება და იმ დედაბერზე არანაკლებ განცვიფრებულია. ასეთ დროს გაიხსენე, თუ ვინ განიკითხე. მოძებნე ის ადამიანი, აღიარე ცოდვა მის წინაშე, შენდობა სთხოვე, მერე ცოდვა სულიერი მამის წინაშეც წარმოთქვი აღსარებაში, მაშინ ღმერთიც გაპატიებს.
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
საშინელი ცოდვაა - განკითხვა ცოდვილისა, მართლის განკითხვა კი უფრო მძიმე ცოდვაა. ამ ცოდვის გამო ღმერთი მაშინვე სჯის. წინასწარმეტყველ დავითის ცოლმა, მელქოლამ, ქმარს დასცინა და მოაკლდა კურთხევა შვილთა შობისა! წინასწარმეტყველ მოსეს დამ მარიამმა ძმა განიკითხა და კეთრი შეეყარა. ქანაანი დაწყევლილიც კი იყო იმისთვის, რომ თავისი პაპა, მართალი ნოე განიკითხა და დასცინა. ბევრი ფიქრობს: - დიდი ამბავი, თუ ერთი სიტყვა ვთქვიო. არა, ეს უმნიშვნელო არაა! სამაგიეროდ, მკაცრად მიეზღვებათ მათ, ვინც ასე ცხოვრობს. არა მარტო არ უნდა განიკითხო ცოდვილი, განკითხვა გულშიც არ უნდა გაივლო, ეს დამამცირებელი აზრი ღვთის საწინააღმდეგოა და ისჯება, განსაკუთრებით მაშინ, როცა განიკითხავენ...
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
მაგალითი აიღე იესო ქრისტესგან. მას არ განუკითხავს არც ერთი ცოდვილი, უძლურების გამო რომ სცოდავდა, მხოლოდ ფარისევლებს ამხელდა მკაცრად, რამეთუ ისინი არც თვითონ შედიოდნენ ცხონების კარში და არც სხვებს უშვებდნენ. ქრისტე ყველას მიმართ ალერსიანი იყო, მზრუნველი, ყურადღებიანი, მგრძნობიარე; ყველას ანუგეშებდა, ყველას ეხმარებოდა.
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი".
"სხვის განმკითხველს ქრისტე არ უყვარს. ეს ეგოიზმის ბრალია. აქედან იწყება განკითხვა. მოდით, ყველანი წმინდანებად მივიჩნიოთ".
/წმ. პორფირი კავსოკალივიტი/
როცა ჩვენი ძმა ცდება, უნდა ავიტანოთ მისი განსაცდელი. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისთვის მსხვერპლის გაღებას შთაგვაგონებს. უმსხვერპლოდ, მხოლოდ განკითხვით, ხელს ვუწყობთ ჩვენი ცოდვილი ძმის უფრო ღრმად დაცემას; ხოლო ჩვენი სიყვარულის ჩუმი მსხვერპლითა და მისთვის ლოცვით ვაღვიძებთ მის სინდისს, მისსავე მამხილებელს, მასაც სინანული ეუფლება და გამოსწორების გზას ადგება.
/ბერი პორფირე/
"განკითხვა სხვისთვის დამიზნებული, მაგრამ საკუთარი სულის მოსაკლავად შემართული იარაღია".
"როცა ვინმე შენს საქციელს განიკითხავს, რაც უნდა მართალი იყო, გაიხსენე, შენც რომ განგიკითხავს სხვა უსამართლოდ. ასე გადაიტანე განკითხვა საკუთარ თავზე, რადგანაც რა საზომითაც მიუზღავ, იმ საზომით მოგეზღვება. ვინც განიკითხავს, ანტიქრისტეა, რადგან თავს მსაჯულის უფლებებს ანიჭებს მაშინ, როცა ჭეშმარიტი მსაჯული მხოლოდ ერთი - ქრისტე ღმერთია."
წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, - სხვისი განკითხვის მოსმენაც კი უდიდესი ცოდვაა.
წმინდა სერაფიმ საროველი კი ამბობს, - არასდროს დაგავიწყდეს შეურაცხმყოფელთა დასაჩუქრება.
- ზოგჯერ ადამიანი სიტყვიერად არ განიკითხავს, მაგრამ განიკითხავს გონებით...
- ცხადია, ესეც ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მცირე, ვიდრე სიტყვიერად განკითხვა. დავუშვათ, ადამიანმა დაინახა სხვისი ცოდვა, გულში განიკითხა, მაგრამ არავისთვის უთქვამს, დაფარა მოყვასის ცოდვა - არ სურს, მიჰყვეს ბოროტისგან ჩაწვეთებულ აზრს, საცდურს. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე სიტყვიერად განკითხვა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს, რათა სძლიოს განკითხვის ცოდვას და ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ გონებითაც აღარ განიკითხოს.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
- რა განსხვავებაა განკითხვასა და განსჯას შორის?
- ერთი ადამიანის მიერ მეორის ცოდვებზე საუბარი განკითხვაა. როდესაც მოძღვარი სულიერ შვილს ესაუბრება მის ცოდვებზე, უხსნის, რატომ არის ესა თუ ის საქციელი ცოდვა და როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ამას შეიძლება ვუწოდოთ განსჯა. მოძღვარს აქვს უფლება, განსაჯოს სულიერი შვილი. თუ ერისკაცთან მოყვასი მივიდა და ჰკითხა, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ ვითარებაში ან მართებულად მოიქცა თუ არა, ამ შემთხვევაში მისი განსჯა ცოდვად არ ჩაეთვლება, მაგრამ მაინც სჯობს, თავი შეიკავოს და ღვთისმსახურისკენ მიუთითოს, აუხსნას, რომ მოძღვრის მოვალეობაა განსაჯოს, მის მიერ ქმნილი საქმე კეთილია თუ ბოროტი, სათნოა ღვთისთვის თუ საზიანოა სულისთვის. ვეცადოთ, ნაკლებად განვსაჯოთ სხვების საქციელი, რადგან სულიერად ისეთი სრულყოფილნი არ ვართ, რომ თუნდაც კეთილი განზრახვა განსჯისა განკითხვად არ გვექცეს და სიკეთის ქმნის ნაცვლად საბოლოოდ თავი არ დავიღუპოთ.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
- ხდება, რომ ადამიანი უსმენს, როგორ განიკითხავენ სხვები, მაგრამ თვითონ არ ერთვება ძვირსიტყვაობაში...
- გააჩნია, როგორია ამ დროს მისი გონებრივი მდგომარეობა, ეთანხმება მათ თუ არა. შესაძლოა არ ეთანხმებოდეს, მაგრამ თავად მათ განიკითხავდეს, ვინც განიკითხავს, ან თავადაც განიკითხავდეს მას, ვისაც სხვები განიკითხავენ, მაგრამ თავს იკავებდეს, რომ სიტყვით მაინც არ ჩავარდეს განკითხვის ცოდვაში. ცხადია, ესეც ცოდვაა, მაგრამ, როგორც ვთქვით, სიტყვით განკითხვაზე გაცილებით მცირე. თუ ადამიანი ისმენს სხვების განკითხვას და ამას არავითარი შფოთვა არ შეაქვს მასში, - არც ეთანხმება, არც განმკითხველებს განიკითხავს, თუნდაც გონებით, - ასეთ კაცს მიუღწევია სულიერი სიმაღლისთვის და ცხონების გზას ადგას.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ერთი თანამედროვე ათონელი მამა ამბობს: "ხომ გინახავს კაცი, რომელიც შენთან სხვას განიკითხავს? გჯეროდეს, რომ შენც ოდესმე სხვებთან განგიკითხავსო".
"როგორ გავექცეთ მრავალსიტყვაობას, განკითხვას? მამა არისტოკლე (+1918) გვასწავლის: "თუ ვინმესთან უსაგნო, ცარიელ საუბარს ისმენ, მუხლი მოიდრიკე და თქვი: "მაპატიე" და განეშორე იქაურობას, ანდა შეუმჩნევლად წადი. მაგრამ ნურავის განიკითხავ: თითოეული თავის ჩადენილ საქმეზე თვითონ აგებს პასუხს უფლის წინაშე."
"ერთხელ მაკარი დიდი სენაკიდან გამოვიდა და იხილა - ძმა ვინმე ცოდვიდა. ბერმა არ ამხილა: - უკუეთუ ღმერთი ხედავს და არ დაწვავს, მე ვინა ვარ, მისი დაბადებულის მხილება რომ ვიკადროო."
მამა პიმენს ჰკითხა ძმამ: "მამაო, თუ ჩემი სულიერი ძმის ცოდვით დაცემას დავინახავ, კარგი იქნება, თუ მას დავფარავ?" ბერმა უთხრა: "როცა ძმის შეცოდებებს დავფარავთ, ღმერთიც დაფარავს ჩვენს ცოდვებს, ხოლო როცა ძმის ცოდვებს გავამხელთ, ღმერთიც გამოაცხადებს ჩვენსას".
"როცა სოდომელთა ცოდვებზე შეიტყო, ღმერთმაც კი არ დაიჯერა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილა (შესაქმე 18,20-21). ასევე ჩვენც ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის წინააღმდეგ ნათქვამი", - გვასწავლის ამბა პიმენი.
მამები გვასწავლიან: "თუ შენი თვალით დაინახავ ძმის შეცოდებას და გულისთქმა გეტყვის, "განიკითხეო", - განაძევე ეს ფიქრი და უთხარი მას: "ანათემა შენ, სატანავ. დამნაშავე შენ ხარ, ჩემმა ძმამ კი, აბა, რა გააკეთა?" და განიმტკიცე გული, რომ ძმა არ განიკითხო, თორემ ღვთის წყალობა მოგშორდება".
"განკითხვის მოსმენისას წესად უნდა გვქონდეს, არ დავიჯეროთ გაგონილი".
"მიტევების აქტი მიმტევებელს სულიერად აძლიერებს, რადგან ამით იგი სძლევს საკუთარი ეგოცენტრიზმის შემზღუდველ საზღვრებს და სულიერი მოღვაწეობის ფართო ასპარეზზე გადის. მიტევებას თან სდევს სულიერი კმაყოფილება იმის გამო, რომ ადამიანმა ეს შეძლო. წინა პლანზე გამოდის ადამიანის ახალი შესაძლებლობები და ისინი ახალი სიმაღლეების დაძლევის სურვილს უღვიძებენ მას. "როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი, ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს ის" (წმინდა ამბროსი მედიოლანელი)."
"ერთი ბერი არც ისე დიდი მოღვაწე იყო, არც არავის განიკითხავდა და არც სწყინდა, როცა შეურაცხყოფდნენ. როცა კვდებოდა, ძმები წუხდნენ, მას კი ნათელი და მხიარულება არ შორდებოდა სახიდან. ჰკითხეს, რა გახარებსო. მაპატიეთ, ძმებო! მე ცოდვილი და ზარმაცი ბერი ვარ, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში არავინ განმიკითხავს და არც ვინმეს წყენა ჩამიდია გულში. ღვთის ანგელოზი მოვიდა და მითხრა, შენ არ განიკითხავდი და არც ღმერთი განგიკითხავსო. შენ პატიობდი და ღმერთიც გპატიობსო. ამ სიტყვების მოსმენამ ისე გაახარა ჩემი გული, რომ მკერდიდან ამოხტომას ლამობსო. ასე გარდაიცვალა ბერი. ხედავთ, როგორი სამაგიეროა! ამის შემდეგ როგორღა იტყვით, რისთვის ვაპატიოო?"
"როდესაც იცი, რომ ვიღაც განგიკითხავს და შეურაცხგყოფს, თითქმის შეუძლებელია, არ შეიცვალო მისადმი. მაგრამ მიტევებით და ლოცვით გაწონასწორდები და მოიშუშებ ტრავმას, რომელიც მწუხარებამ მოგაყენა."
/ბერი იოსებ ათონელი/
"თუ მოგვიძულა სოფელმა და განგვიკითხეს, უფალი გვეუბნება: ნუ გეშინიათ, მეც განმიკითხესო."
"როდესაც ბერთან ერთმა მეორეზე აუგის თქმა დაიწყო, მოძღვარმა ჰკითხა: - საიდან იცი ესო. მან უპასუხა: - ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრაო. არა, ის კეთილი არ არის, - უპასუხა ბერმა, - კეთილი რომ იყოს, სხვაზე ავს არ იტყოდაო."
"სჯობს ცოდვილი იყო, ვიდრე - განმკითხველი ცოდვისა, რადგან პირველი ადამიანის ბუნებაა, მეორე კი - ეშმაკისა".
"მამა პაფნუტი ჰყვებოდა: ერთხელ, მგზავრობისას, გზა შემეშალა და სოფელთან ახლოს მოვხვდი. ვიხილე, კაცნი ცოდვათა შინა ურთიერთას. მივბრუნდი, დავდექი ლოცვად და ვევედრებოდი ღმერთს ჩემი ცოდვებისთვის. და ვიხილე მახვილმომარჯვებული ანგელოზი. მითხრა: პაფნუტი, იცი, რომ ყოველნი, რომელნი განიკითხავენ სხვათა, ამით განიგმირებიან? შენ არ განიკითხე, დაიმდაბლე თავი ღვთის წინაშე ისე, თითქოს თავად გექმნა ეს ცოდვა. ამიტომაც დაიწერა შენი სახელი ცხოვრების წიგნშიო. მამა პაფნუტიმ ასევე ბრძანა: "ნუ განიკითხავ მეძავს, უკეთუ შენ ხარ წმინდა, უწყოდე, ვითარმედ ეგეც შჯულის დარღვევაა, რამეთუ რომელმა თქვა: ნუ იმრუშებ, მანვე თქვა, ნუ განიკითხავ".
"ვაპატიოთ უსასრულოდ, რადგან თვითონ ჩვენც უსასრულოდ ვსაჭიროებთ პატიებას."
"აგრესიული, შიშველი განკითხვა ვირუსივით გადამდებია. ადამიანი უკვე აღარავის ერიდება, განურჩევლად ყველას განიკითხავს, ზომიერების გრძნობას კარგავს, შედეგად კი სულს იზიანებს. იმ ადამიანსაც კი განიკითხავს და მაჭირვებლად რაცხავს, რომელიც ერთ დროს მისი კეთილისმყოფელი იყო, მერე კი რაღაც შეეშალა. ნათქვამია, როგორი საზომითაც მიუზღავ, იმავეთი მოგეზღვებაო."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"პასკალი ამბობს: - არიან ადამიანები, რომელთაც ღმერთი სწამთ, მაგრამ არ ემსახურებიან მას. ასეთებს მუდმივად ექნებათ განსაცდელებიო. ბევრი ეკლესიაში დადის, მაგრამ არა აქვს სიმშვიდე, მუდმივად ვიღაცას განიკითხავს."
/მამა ლუკა სუპატაშვილი/
"ბრმა ვერ გაკადნიერდება ბრმის დასაცინად, ხეიბარი - ხეიბრისა. საკუთარი თავის შემცნობიც არასდროს განიკითხავს მოყვასს".
"თუ ვინმემ ჩვენზე ცუდი იფიქრა, ეს იმის ტოლფასია, მავანს საკვამლე მილი გაეწმინდოს ჩვენთვის. მას აუცილებლად სახე გაემურება, გაუჭუჭყიანდება მტვრისგან. მტვერი კი ცოდვებია, მერე უბრალო მტვერი კი არ არის, ადვილად რომ ჩამოიშორო. თუ მან ჩვენზე ცუდი გაიფიქრა და სინანული დაავიწყდა, მაშინ ეს მტვერი ზედ დარჩება, ასევე, ჩვენც თუ ვინმეს განვიკითხავთ და არ შევინანებთ, ცოდვისგან შევილანძღებით."
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"განკითხვა მოყვასისთვის დამიზნებული სასიკვდილო იარაღია, რომელსაც ქვეცნობიერად საკუთარ ბუნებას ვესვრით, რადგან ყოველი ჩვენგანი თავის მოყვასში ამოიცნობა. ამიტომაც განმართლდა ცოდვით დამძიმებული მეძავი მაცხოვრის წინაშე, რადგან მისკენ თითგაშვერილი, ქვაშემართული, ღვარძლით დაბრმავებული მისივე ბუნების მქონე თანამოძმეთაგან ემხილა, გაიწირა სასიკვდილოდ. ასევეა თითოეული განმკითხველი, მოყვასის ჩასაქოლად, მოსაკლავად იარაღმოღერებული, თითგაშვერილი ადამიანი - სასიკვდილოდ წირავს მას, ვისი სიცოცხლისა და უკვდავებისთვის თვით ღმერთმა გაწირა თავი სასჯელისა და სიკვდილისათვის."
"წმიდა სახარება და წმიდა მამები განკითხვის შესახებ ბევრს გვეუბნებიან. სიმაღლიდან დაცემა სჯობს ენით დაცემას".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"თუკი ჩვენ წინააღმდეგ შემცოდეთ მთელი გულით არ მივუტევებთ, მაშინ ჩვენც კვლავ მოგვთხოვენ იმას, რაც სინანულის შემდეგ შეგვენდო".
/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/
"უნდა დავითმინოთ ჩვენი ძმის უძლურებანი. თვით უფალი უთმენს მას და ჩვენ რატომ არ უნდა მოვუთმინოთ? ის ხომ უცხო არ არის, ჩვენი ძმაა. გახსოვდეს ეს! მის უძლურებას არ უნდა ცქერა, ვინაიდან ღმერთი ძლიერია: მას ძალუძს ხვალ იგი წამოაყენოს და მისგან წინასწარმეტყველი შექმნას. გახსოვს მოციქული პავლე? მდევნელი, უფალმა თავის მოციქულთა შორის უპირველესი გახადა. ასე რომ, დაცემულს ნუ მოიძაგებ. ის შენს თვალშია დაცემული, თორემ ღვთის გამორჩევით, შესაძლოა უპირველესი მარცვალია მის ბეღელში. განა უნდა დავუშვათ მისი სულის დაღუპვა?"
"როდესაც ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდება, იმდენ ნაკლოვანებას აღმოაჩენს, რომ ეკარგება სურვილი სხვათა განკითხვისა. გულწრფელი სინანული კი ხდება აღმხოცველი ჩადენილი დანაშაულისა და ამასთან, ჩვენი შემრიგებელი უფალთან".
/ილია მეორე/
"დაცემულს რომ განიკითხავ, ღმერთს განიკითხავ. ავაზაკი, მრუში, მეძავი ნახო, თუნდაც ქუჩაში ეგდოს, არ განიკითხო, რადგან უფალს მათი ვნებები მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ, შენი ვნებები კი უფალს უჭირავს, რადგან, რომ მიგიშვას, უარეს ცოდვებში ჩაეფლობი, ვეღარ გახვალ ცოდვებიდან და დაიღუპები. ამიტომ შენი თავით ნურასოდეს იამაყებ. რომ ნახე, კაცმა მოყვასს შესცოდა, ისიც ნახე, რომ შეინანა? როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისევე უნდა გაიაროს ადამიანმა ის ცოდვა, რომელშიც სხვა განიკითხა".
/წმ. გაბრიელ სალოსი/
"ეკუმენიზმს, ისევე როგორც ყველა ბერი, უარყოფითად უყურებდა, მაგრამ არ უყვარდა, როცა მისი თანდასწრებით საუბრობდნენ ამაზე და მღვდელმთავრებს განიკითხავდნენ. "დაჰფარე სამოსით სიშიშვლე შენი მამისა", - ამბობდა იგი [მამა სერაფიმე]."
"მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ ადამიანის მეტისმეტი უგუნურება. ეს საქმეებიც რომ ჩამედინა, თავს მაინც ვერ გავიმტყუნებდი და იმედს არ დავკარგავდი. ვიტყოდი, ვემართლებოდი და იმიტომ მოვკალ, იმიტომ გავგლიჯე-მეთქი. ვითომ და ამ "უცოდველობის" დროს სხვების განკითხვა და მათ შესახებ ცუდი ლაპარაკი ისე მიყვარდა, როგორც მოშივებულ კაცს პურის ჭამა. უმთავრესი ჩემი საბაასო და სალაპარაკო სხვისი სახელის ცუდად ხსენება იყო. სულ კი იმისთვის, რომ ამითი მინდოდა ჩემი კარგი კაცობა დამემტკიცებინა. ის კი არ ვიცოდი, რომ ამით უფრო ჩემს ავკაცობას ვამტიცებდი და უფრო მე ვიყავი ღირსი გაკიცხვისა და ცუდად ხსენებისა.
რა საშინელი გავხდებოდი, როცა იმისთანა ცოდვის მოქმედ კაცს ვნახავდი, რომელსაც მე არ ჩავდიოდი! მაშინვე ვიტყოდი: მადლობა ღმერთს! მეც ამისთანა შემცოდავი არა ვარ-მეთქი. საკვირველი ის არის, რომ, ცოდვას შეჩვეული, ვერც კი ვგრძნობდი, ჩავდიოდი თუ არა რაიმე ბოროტებას. და თუ როგორმე მოხდებოდა და შევამჩნევდი, მაშინვე ამ სიტყვებით ვიმართლებდი თავს: მარტო მე ხომ არ ჩავდივარ, მთელი ქვეყანაც ასე შვება-მეთქი. ერთი სიტყვით, როგორ შემიძლია, თვითოეულად ჩამოვთვალო მაშინდელი ჩემი საზიზღარი ყოფაქცევა. სათქმელადაც კი ძნელია მაშინდელი ჩემი ბოროტმოქმედება და ვინ იცის, რამდენს ჩავიდენდი კიდევ, რომ არ მოესწრო ღვთის მადლს და ამ გზაზე არ დავეყენებინე."
/მამულიშვილი - მაქსიმე შარაძე/
"სხვა ადამიანში უპირველესად, საკუთარ თავს ვხედავთ და როცა გამუდმებით მის განკითხვაში ვართ, უნებლიეთ ჩვენს თავსაც გავცემთ!"
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"დაცემული კაცი უნდა გტკიოდეს. მის დაცემაში შენი თავიც უნდა დაინახო და როცა მას განიცდი, მერე არა თუ განიკითხავ, მისდამი თანაგრძნობაც კი გაგიჩნდება".
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"სხვაზე არაფერი ცუდი არ უნდა ვთქვათ".
/იღუმენია თეოსემნია/
"თუ სხვებით ვიქნებით დაკავებული, მაშინ ლოცვისთვის საჭირო დრო და სიმშვიდე როგორღა გვექნება? ჩვენი ვნებები რომ დავიტიროთ, ამისთვის ათი ცხოვრებაც არ გვეყოფა. ათი ცხოვრება! ჩვენ კიდევ დავმსხდარვართ და სხვებს განვიკითხავთ".
/იღუმენია თეოსემნია/
"პატერიკი მოგვითხრობს მრავლისმეტყველებისა და განკითხვის ცოდვით შეპყრობილი ორი მონაზვნის ამბავს. ისინი გარდაიცვალნენ. ყოველი წირვის დროს, როდესაც დიაკვანი წარმოთქვამდა: "კათაკმეველნო, განვედით!", ამ საფლავებიდან ორი მოკაკვული ჩრდილი ამოდიოდა და მორცხვად ტოვებდა ეკლესიას. ეს ამბავი ეპისკოპოსს მოახსენეს, რომელმაც მრევლს სთხოვა, გარდაცვლილთა სულებისთვის ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებმა თავიანთი ცხოვრება უბიწოდ განვლეს, მაინც დაისაჯნენ, რადგანაც თავი არ დაანებეს განკითხვისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას. ეს ხილვა მანამდე არ გაქრა, სანამ მონაზვნებს შეცოდებები არ მიუტევეს მათგან განკითხულმა და შეურაცხყოფილმა ადამიანებმა."
"წმინდანები ყოველთვის ამას ამბობენ: "ჩემი ბრალია". ისნი არასდროს სხვას არ განიკითხავენ, რა მშვენიერია! ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და უკვე აქვე დავიწყებთ სამოთხეში ცხოვრებას, თუკი საკუთარი თავის ბრალობაში ვიქნებით, იცით, სულში როგორი განსვენება მოვა? დიდი განსვენება! უსაზღვრო სიმშვიდე! ყველაფერს მდუმარებით, ლოცვითა და სინანულით უნდა აღვუდგეთ წინ".
/იღუმენია თეოსემნია/
"ადამიანზე არ თქვათ არაფერი ცუდი"
"რა გესაქმება სხვის ცოდვებთან, როცა საკუთარი თავის გამოსწორებაც კი არ შეგიძლია".
/სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე/
"ჩვენ მოვიხსენით იოლი ტვირთი საკუთარი თავის დადანაშაულებისა და სხვათა ბრალდების მძიმე ტვირთი ავიკიდეთ".
მე დავბრუნდები
"ხომ არ გსურთ, თქვენზე და თქვენს ოჯახზე ზედმეტს, უჯეროს, ცუდს ამბობდნენ? ამიტომ თქვენც სიფრთხილეს მოუხმეთ სხვებზე საუბრისას."
"რატომ უნდა თქვა ცუდი, როცა შეიძლება კარგი თქვა?"
"არავიზე ცუდი არ ილაპარაკოთ, ცუდიც რომ იყოს სათქმელი"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ნუ გეყვარება სხვების ნაკლოვანებების მოსმენა - და შენ შეგიმცირება ნაკლოვანებები".
/წმ. ამბროსი ოპტელი/
"ყოველთვის გახსოვდეთ სულიერი ცხოვრების კანონი: თუკი შეცბუნდები სხვა ადამიანის რომელიმე ნაკლოვანებით და განიკითხავ, შემდგომ შენც იგივე გელოდება და იმავე ნაკლოვანებით ევნები".
/წმ. ნიკონ ოპტელი/
"დაუოკებელნი ვართ მოყვასის განკითხვაში და ერთობ შემწყნარებელნი - საკუთარი თავისადმი. მივაპყროთ თვალი საკუთარ თავს, მკაცრად განვაქიქოთ იგი, "განვეშოროთ ყოველგვარ ბოროტს" (1 თეს. 5,22), და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე, შესაძლოა, ერთი მხოლოდ პირადი მაგალითით შევძლებთ განვრდომილი ძმების უფალთან მიყვანებას. მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება ცოცხალი ქადაგება იქნება, ბევრად უფრო სასარგებლო მოყვასისთვის, ვიდრე გაკიცხვა და შეგონებანი".
"განუკითხველობით ნახევრად გადარჩენილები ვართ".
"გამოვიკვლიოთ ჩვენი საქმეები და ცუდს ნურავიზე ვიტყვით".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"სხვის სულს არ იცნობ, ამიტომაც ნუ განიკითხავ, შენს თავს უყურე, იკითხე წიგნები, წაკითხული საქმით აღასრულე, შენი თავი გამოასწორე და არა სხვები".
/წმ. ამბროსი ოპტელი/
“ არა მარტო ლაპარაკისას უნდა ვფხიზლობდეთ, გონებაც კი ფხიზლად უნდა გვქონდეს. არავინ განვიკითხოთ. ერთხელ მამა პაფნუტიმ ერთ დაბაში ნახა, ორნი მესამეს განიკითხავდნენ. მამა პაფნუტი მობრუნდა, დადგა და თავისი ცოდვების მიტევება შესთხოვა უფალს. ამ დროს წარმოუდგა წინ უფლის ანგელოზი ორლესული მახვილით ხელში და უთხრა: - პაფნუტი, ვინც სხვას განიკითხავს, ამ მახვილით განიგმირება. შენ კი არ განიკითხე ისინი, თავი დაიმდაბლე ღვთის წინაშე, თითქოს შენ გექმნას ის ცოდვა. ამისთვის შენი სახელი ცოცხალთა წიგნში ჩაიწერაო.”
"სხვისი ნაკლი ნაკლებად გამოვიძიოთ და უფალი მთელი სულითა და გულით შევიყვაროთ"
"ადამიანთა სულები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, გული გულს სათქმელს გადასცემს, ასე რომ, თუკი გულწრფელად შევუნდობთ და არ გავუწყრებით, ყველაფერში მხოლოდ თავს დავიდანაშაულებთ, სხვებს კი გავამართლებთ - ყველაზე შეურიგებელი მტრებიც კი დაგვიზავდებიან. თუ მაინც არ შეგირიგდნენ, ნათქვამია: "კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათე 5,44)".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მოყვასთა ცოდვები უნდა დავფაროთ და საქვეყნოდ არ განვაცხადოთ"
"რა მალე ივიწყებს ადამიანი თავის უკეთურ საქმეებს, და როგორ არ ჩქარობს, დაივიწყოს სხვათა ცდომილება. ნუთუ გახარებს ის, ვის გამოც ანგელოზები ტირიან?"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ერთმა ქალმა უთხრა მამა ანდრონიკეს: "როცა ჩემთან ადამიანებს განიკითხავენ, მდუმარედ ვზივარ და საუბარში არ ვერევიო". ბერმა უთხრა: "უკეთესი იქნება თქვა, რომ მდუმარედ უსმენ და ყველა სიტყვას იმახსოვრებ. ის, ვინც ცილისწამებას უსმენს, თვითონაც ცილისწამების თანამოზიარე ხდება, იმას, რაც შენ დაიმახსოვრე, თავის დროზე სხვებს მოუყვები. ვინც სმენა ვერ დაიმარხა, ვერც ენას შეაკავებს".
"მღვდელმთავრის განკითხვა უბეში ცეცხლის შენახვას ნიშნავს"
/მამა ვიტალი სიდორენკო/
"უმძიმესი ცოდვა, საზარელი კეთრი ჩვენი სულისა - განკითხვის ცოდვა"
/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/
"გონებაში განკითხვის დროსაც მაშინვე უნდა დავიწყოთ ჩვენს თავშიც იმავე ცოდვის ძიება, რომლის გამოც სხვას განვიკითხავთ და სანამ არ აღმოვაჩენთ, არ გავჩერდეთ, რადგან, როგორც ვთქვით, ჩვენც აუცილებლად გვექნება იგივე ცოდვა, რაშიც სხვას განვიკითხავთ".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"პატერიკი მოგვითხრობს ორი მონაზვნის შესახებ, რომლებიც მრავლისმეტყველებისა და განკითხვის ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი გარდაიცვალნენ. ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ეპისკოპოსმა მათი ტაძარში დაკრძალვა გადაწყვიტა.
ყოველი წირვის დროს, როდესაც დიაკვანი წარმოთქვამდა: "კათაკმეველნო, განვედით!", ამ საფლავებიდან ორი წელში მოხრილი აჩრდილი ამოდიოდა და მორცხვად ტოვებდა ეკლესიას.
ეს ამბავი ეპისკოპოსს მოახსენეს, რომელმაც მრევლს სთხოვა, გარდაცვლილთა სულებისათვის ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებმა თავიანთი ცხოვრება უბიწოდ განვლეს, მაინც დაისაჯნენ, რადგანაც თავი არ დაანებეს განკითხვისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას.
ეს ხილვა მანამდე არ გაქრა, სანამ მონაზვნებს შეცოდებები არ მიუტევეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მათგან განკითხულნი და შეურაცხყოფილნი იყვნენ."
"წარმოიდგინეთ მგლოვარე დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და გულით გლოვობს. უკვე ვეღარ იცლის სხვისთვის და მხოლოდ საკუთარს გლოვობს. მისთვის მიუღებელია მოყვასის განკითხვა. როდესაც ადამიანი საკუთარ ცოდვებს გლოვობს, ის წააგავს შვილმკვდარ დედას, რომელიც გლოვობს ცოდვილ სულს და ცდილობს სულის გადარჩენას, ცხონებას და სასუფევლის დამკვიდრებას."
/მამა მათე ვაშაყმაძე/
"ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს... ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ კაცსა აქვს; ყოველი კაცი იმას ცდილობს, რომ განიკითხოს მოყვასის ცოდვა, გარნა კეთილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე უმეტესად თავის თავს განიკითხავს და არა სხვას. თქვენც ესრეთ ეცადენით, ძმანო ჩემნო, თუ გსურთ, რომ იყვნეთ კეთილნი ქრისტიანენი. ამინ."
/წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/
"ენის დამორჩილება ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობაა"
"ცხონების ყველაზე მარტივი გზაა - არავინ განიკითხო, და ღმერთიც არ განგიკითხავს"
"წმინდა სახარებაში მრავლად არის ადგილი, სადაც საუბარია საზღაურის უკუმიგებაზე, მაგალითად: უფალი ბრძანებს, - "ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ, ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ". ე.ი. განკითხვასაც თავისი საზღაური ჰქონია...
ზოგიერთს ეს ცოდვა მიაჩნია "პატარა ცოდვად", მაგრამ ეს ის ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ჩვენს ნებისმიერ წარმატებას ამ ცხოვრებაში და სამომავლო ცხონებაშიც... ნუთუ გვგონია, რომ ჩვენს მიერ მავანის მიმართ გასროლილი განკითხვისა და გაჭორვის სიტყვის ძალა უკან არ მოგვიბრუნდება? მოგვიბრუნდება! და თან როგორ, ისიც არ ვიცით...
ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი, ილოცეთ თქვენი მტრებისთვის და დალოცეთ თქვენი დამაწყევრებიო... რათა კეთილი სიტყვა და კეთილი სურვილი დაითესოს ჩვენს ირგვლივ... რა იცი, იქნებ, ის შენი მტერიც მოყვარედ გექცეს მალე ღვთის ძალით და შენი ლოცვით... შენთვის კი ეს უდიდესი საზღაური იქნება... "კბილი კბილისა წილ" კი არა, არამედ სიყვარული სიძულვილისა წილ..."
/მამა იოანე კავსაძე/
"მახსოვს, ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში მწუხრზე ვიდექი. მოძღვარი მამა ნ. დაუჯდომელს კითხულობდა. როცა მას შევხედე, გავიფიქრე, რომ რადგან ეს მღვდელმონაზონი მსუქანია, ალბათ მუხლის მოდრეკა უჭირს. იმავე წამს მე თვითონ დავიჩოქე და უეცრად ვიღაცამ წელზე უხილავად დამარტყა. მსურდა მეყვირა და დახმარება მეთხოვა, მაგრამ ძლიერი ტკივილისგან ხმა ვერ ამოვიღე. ასე მოწყალედ დამსაჯა უფალმა და ამით შემაგონა, რომ არავის განკითხვა არ შეიძლება".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"ერთხელ ამონ ეპისკოპოსს უთხრეს, ვინმე ბერთან დედაკაცი დადის, წავიდეთ და ცოდვაში ვამხილოთო. გაემართნენ ბერის კელიისკენ. შეშინებულმა ბერმა მისკენ მომავალი ხალხი რომ დაინახა, დედაკაცი ჭურში დამალა. როცა მის კელიაში შევიდნენ, წმინდა ამონმა გულისხმაყო და ჭურზე დაჯდა, დანარჩენებს კი ქალის მოძებნა უბრძანა. ქალი ვერ იპოვეს, ეპისკოპოსმა მხილების მოსურნენი დატუქსა და გაუშვა. როცა ბერთან მარტო დარჩა, მაშინღა უთხრა: ეკრძალე თავსა შენსა, ძმაო! დაარიგა და სინანულში მოიყვანა."
"თუ გინდა შეიყვარო ადამიანები, ნურასოდეს განიკითხავ მათ; შეეცადე გახსოვდეს, რომ ყოველ მათგანს დაფარული სათნოებები აქვს და თქვი: "ვინც უნდა იყოს ეს ადამიანი, ჩემზე უკეთესია". შენს მტრებს ფარულად მიაგე წყალობა და ყოველთვის ასე ილოცე: "უფალო, მომეცი ძალა, შეგიყვარო ისე, როგორც ადრე ცოდვა მიყვარდა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"რამდენადაც წყალი ვერ უთავსდება ცეცხლს, იმდენად განკითხვა - მოყვასის სიყვარულს".
/წმ. იოანე სინელი/
"ნუ გაბოროტდებით და ნუ განიკითხავთ"
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"საკუთარ თავს შეიძლება ბევრი რამ ვერ აპატიო, მაგრამ სხვას ყველაფერი უნდა აპატიო...
ჩვენ პირიქით ვიქცევით!.."
/მამა პეტრე/
"ის ადამიანი, რომელიც თავის ცოდვებს ვერ ხედავს, სხვის ცოდვებს კარგად ამჩნევს".
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"კრიტიკული შეფასებები მარტოოდენ საკუთარი თავისკენ უნდა მიმართო; სხვას ნუ განიკითხავ"
"საკუთარი თავის განსჯა - სულის ერთი ნაბიჯია წინ, სხვათა განკითხვა კი ათი ნაბიჯი უკან!"
"ის, ვინც სულიერ ღვაწლს აღასრულებს, სხვებს ყოველთვის ამართლებს, საკუთარ თავს კი არასოდეს"
/წმ. პაისი ათონელი/
"მართლმადიდებლობა არის მოთმინება, სიყვარული და არა სხვისი განკითხვა"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"ვისწრაფოთ, რომ გავხდეთ უფრო კეთილები, კარგი ვიფიქროთ სხვებზე, ნაკლებად განვიკითხოთ და გავიხსენოთ ის, რაც დადებითი ყოფილა ადამიანების მხრიდან ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა, ოღონდ ღვთაებრივი მადლით".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ჯერ შენ განიწმინდე, მერე დაიწყე სხვისი განწმენდა"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"მორწმუნე ადამიანმა, ვიდრე ის სხვას ამხელს, უნდა სთხოვოს უფალს, რათა მან მიანიჭოს ცოდვით დაცემულის მიმართ სიყვარული და გულის კარი გაუღოს ამ უკანასკნელს მისი სიტყვების მოსასმენად. ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ ჰიპოკრატეს წესი: "უპირველესად არ ავნო, ხოლო შემდეგ - დაეხმარე".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"სხვისი სიცუდის, ნაკლოვანების, შეცდომების დანახვის ბოროტი სიხარული ხშირად გასდევს განკითხვის ცოდვას"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი მოსაუბრე სხვას განიკითხავს და ცილს სწამებს, მივუთითოთ ამის შესახებ თუ მოვერიდოთ კონფლიქტს?
პასუხი: ასეთ დროს საუბარში, რა თქმა უნდა, არ უნდა აჰყვეთ სხვას. აუცილებელი არ არის თქვენი საუბარი კონფლიქტში გადაიზარდოს, უბრალოდ, მეგობრულად მიუთითეთ, რომ შეწყვიტოს მსგავსი საუბარი და შეახსენეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი ყოველდღიურად ბევრ ცოდვას სჩადის."
"კითხვა: რით განვასხვავოთ განკითხვის ცოდვა და მხილება?
პასუხი: მხილება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. უპირველესად, ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მხილება და შემდეგ ამხილოს სხვა. მხილება სიყვარულითა და გულისტკივილით უნდა აღვასრულოთ. სანამ ვამხელდეთ მოყვასს, უნდა დავრწმუნდეთ, ნამდვილად სცოდავს თუ არა ის და სასარგებლო იქნება თუ არა მხილება მისი სულისთვის. ჩვენ ასე იშვიათად ვიქცევით, რადგან ისე ვამხელთ ერთმანეთს, თითქოს სხვისი შეცდომა გვიხარია, ადამიანი ამას გრძნობს და ეს მხილება კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
რაც შეეხება განკითხვას, ეს ცოდვა ძირითადად შურითა და ბოროტებით არის განპირობებული, რადგან ადამიანები საკუთარ ცოდვებს ვერ ხედავენ და სხვისი პატარა შეცდომაც კი დიდ დანაშაულად ეჩვენებათ. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ – გვმოძღვრავს მაცხოვარი."
"კითხვა: ადამიანებს, როგორც წესი, ეადვილებათ სხვისი გაკილვა და განკითხვა, საკუთარ თავს კი იოლად ვერ განსჯიან. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: აი, რას პასუხობენ მსგავს კითხვაზე წმიდა მამები: „სხვათა განკითხვის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ არა გვაქვს შეცნობილი საკუთარი თავი. ვისაც თუნდ მხოლოდ ერთხელ მიუპყრია სათანადო მზერა საკუთარი თავისთვის, ის არასდროს მიაქცევს ყურადღებას თანამოძმეთა მანკიერებებს“.
"კითხვა: საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ სხვისი ცოდვები განსაკუთრებით მხვდება თვალში და მათზე ბევრს ვფიქრობ. ამით ვცოდავ?
პასუხი: რადგან ამაზე დაფიქრდით, ესე იგი თქვენი დამოკიდებულება სხვების ცოდვებისადმი ჯანსაღია. თუმცა, ფრთხილად იყავით, არ ჩავარდეთ განკითხვის ცოდვაში. სხვების ცოდვები, ისევე, როგორც საკუთარი, უნდა გძულდეთ, მაგრამ სხვისი ცოდვები ისევე უნდა დაივიწყოთ, როგორც საკუთარი კეთილი საქმეები და უფალიც დაივიწყებს თქვენს ცოდვებს."
"განკითხვაც ერთ-ერთი ავადმყოფობაა, ცოდვაა"
/იეროთეოზ ვლახოსი/
"წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ განკითხვა არის ყველაზე ძნელად გადასაჩვევი ჩვევა"
"ყველა შეიძლება განვიკითხოთ ნებისმიერი მიზეზით, მაგრამ თუკი გულში იქნება ლოცვა, სიყვარული და გულშემუსვრილება, მაშინ ამას შეიძლება დაერქვას უფრო მხილება, ვიდრე განკითხვა"
/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/
"სანამ განკითხვაზე გადახვალ, იფიქრე ქრისტეზე"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"როდესაც სხვის განკითხვას განიზრახავ რაიმე შეცოდების გამო, განურისხდი შენს თავს, როგორც იგივე საქმისა და დანაშაულის მოქმედს და გულში წარსთქვი: „ვითარ ვბედავ, მე წყეული, იგივე ცოდვაში მყოფი და კიდევ უარესის მოქმედი, აღვიხილო თვალი, რომ სხვისი შეცოდება ვიხილო და განვიკითხო?“ ამგვარად მოქმედი შეიქნები იარაღი, რომელსაც ბოროტი ზრახვა ჩაგაგონებდა, გევნო სხვისთვის, მაგრამ საკუთარი თავისაკენ მიმართვით, მოყვასის მოწყვლის ნაცვლად, საკუთარ იარებს დაადებ სალბუნს."
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"თუ ისევ განკითხვისკენ გრძნობ სწრაფვას, გაიხსენე ჭეშმარიტება, რომ შენ არა გაქვს მოცემული ხელმწიფება სხვათა განკითხვისა და თუკი მიითვისებ მას, შენ თვითონ დაიმსახურებ მსჯავრსა და განკითხვას არა უძლურ ადამიანთა, არამედ ყოვლადძლიერი მსაჯულის, უფლის მიერ."
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"უნდა გახსოვდეს, რომ ცხონებისთვის აუცილებელია, არავის განიკითხავდე და შენც არავინ განგიკითხავს"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"კიდევ ერთი რამ იცოდეთ. ტანჯული და დათრგუნული სულები, რომლებიც ვნებებისგან იტანჯებიან, ღვთის უხვ სიყვარულსა და მადლს მოიპოვებენ. ასეთი ადამიანები წმინდანები ხდებიან, ჩვენ კი ხშირად მათ ვკიცხავთ.
გაიხსენეთ, რას ამბობს პავლე მოციქული: 'სადა-იგი განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი". როდესაც ეს გემახსოვრებათ, იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები თქვენზეც და ჩემზეც უფრო ღირსეულები არიან. ჩვენ ვხედავთ, როგორი უძლურები არიან ისინი, მაგრამ როდესაც ღმერთს გაეხსნებიან, ხდებიან სიყვარულითა და საღვთო ტრფიალებით სავსენი.
მიუხედავად იმისა, რომ წინათ სხვაგვარად ცხოვრობდნენ, შემდეგ ქრისტეს სიყვარულისგან ცეცხლივით მგზნებარენი ხდებიან, გასცემენ რა მთელ თავიანთ სულიერ ძალებს ქრისტესთვის. ასე მოქმედებს ღვთის სასწაული ასეთ სულებში, რომლებსაც ჩვენ უვარგისებს უწოდებთ".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჩვენში არის სულის ერთი ნაწილი, რომელსაც "მორალისტი" ეწოდება. ეს "მორალისტი", როდესაც ხედავს, რომ სხვა უწესოდ იქცევა და ზღვარს გადადის, ამბოხს იწყებს, ხშირ შემთხვევაში კი მას, ვინც განსჯის, თავად აქვს ჩადენილი მსგავსი უწესობა; თუმცა საკუთარ თავს იოლად პატიობს, სხვას კი მაშინვე განიკითხავს. ღმერთს კი ეს არ ესათნოება".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"უნდა მოვძებნოთ რაიმე საშუალება და განვკურნოთ ჩვენში არსებული მიდრეკილება - სხვის მიმართ ავის ფიქრი და უარყოფით დამოკიდებულება".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ვინც უგუნურად მხოლოდ სხვებს ამხელს, - თავად არიან ჩაძირულნი სულიერ სიბნელესა და ბოროტებაში"
/წმ. პაისი ათონელი/
"განკითხვის ძირი უკმაყოფილებასა და სიძულვილშია"
"უფალზე ადრე ნურავის განვიკითხავთ"
"არასოდეს არავისზე ცუდს არ იტყოდა და ამიტომაც თითოეულის თვალებში შეხედვის არ რცხვენოდა"
"მთავარია, ერიდოთ მოყვასის განკითხვას. როგორც კი განკითხვის აზრი გეწვევათ, მაშინვე მთელი გულისხმით მიმართეთ: "უფალო, მომეც მე ხილვა ცოდვებისა ჩემისა და არა განკითხვა მოყვასისა ჩემისა"
/ღირსი ნეკტარი/
"ყოველთვის გახსოვდეთ სულიერი ცხოვრების კანონი: თუკი დაგაბრკოლებს ადამიანის რაიმე ნაკლოვანება და ამისათვის განსჯი მას, შედეგად შენ თვითონ მოგეწევა იგივე და იმავე ნაკლოვანებით დაიტანჯები"
/ღირსი ნიკონი/
"თუ ძმის ან დის შესახებ რაიმე ცუდს იტყვი, თუნდაც ეს სიმართლე იყოს, შენ ამით საკუთარ სულს განუკურნებელ ჭრილობას მიაყენებ. სხვისი შეცოდებების გამხელა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც შენს გულში ერთადერთი განზრახვაა - სარგებელი მოუტანო შემცოდებელის გულს"
/ღირსი ნიკონი/
"ნუ განიკითხავ ნურავის, ნურც მეზობელს, ნურც ნურავის კაცთაგან. იცი, როგორ განგეშორება მადლი, როცა სხვას განიკითხავ?"
"თავი აიძულეთ, არ იცრუოთ და არავინ განიკითხოთ. თუკი ვინმე თქვენს წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ლოცვით დაითმინეთ. დაე, უსამართლოდ მოგეპყრან, წყენაზე წყენით ნუ მიაგებთ; დაე, სილა გაგაწნან, სამაგიეროს ნუ გადაუხდით; დაე, განგიკითხონ, თქვენ ნუ განიკითხავთ.
თუკი ამას შეძლებთ, მაშინ მადლით აღივსებით და თქვენს სულში ყოვლადწმინდა სამება დაიმკვიდრებს. კეთილად იღვაწეთ და ყველა საქმეში ქრისტეს ემსგავსეთ"
/ბერი ეფრემ არიზონელი/
"მხილების სახელით ადამიანზე სიბინძურეების საუბარი არაფრით დარჩება ღვთისგან პასუხგაუცემელი!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"როდესაც ადამიანები განგვიკითხავენ, ცილს გვწამებენ, არ უნდა გავბრაზდეთ, არამედ სასწრაფოდ განვიხილოთ, ამ განკითხვისათვის რაიმე საფუძველი ხომ არ არსებობს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"შენ მწერ, რომ განიკითხავ. ამის გამო ხომ მთელი შენი შრომა და ღვაწლი იკარგება?!"
/წმ. იოსებ ოპტინელი/
"როდესაც შენზე ვინმე ცუდს ლაპარაკობს, შური იძიე მასზე მისი მხარდაჭერითა და შექებით"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - ზოგჯერ მესმის, რომ ჩემზე აუგს ლაპარაკობენ და დამცინიან
- ამისი ნუ გეშინია. ეს ეშმაკისეული დაავადებაა. უკეთესია იფიქრო, რას იტყვის შენზე უფალი ღმერთი, რას იტყვიან შენზე ანგელოზები და წმინდანები"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"სათნოებათა მომხვეჭელთ ავი ენების არ უნდა ეშინოდეთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - როგორ მოვიქცე, როდესაც ჩემი თანდასწრებით ვინმეს განიკითხავენ?
- როგორც კი ვინმე მოყვასის განკითხვას იწყებდა, ბერი ილიოდორი ფრთხილად გადაიტანდა ხოლმე საუბარს რაიმე, სულისთვის სასარგებლო თემაზე"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - შეიძლება გადავცეთ მძიმე გმობა და უწმაწური სიტყვები?
- ნუ გაიმეორებ (ნუ გადასცემ) გმობას ან უწმაწურ სიტყვებს, რათა არ წაიბილწო აზრი და არ გახდე განკითხვის მონაწილე"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მთავარია სუფთად იცხოვრო, სხვებმა ილაპარაკონ რაც სურთ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ზოგიერთი ადამიანი გარეგნულად მდუმარედ გამოიყურება, მაგრამ მისი გული მუდამ სხვას განიკითხავს. ასეთი კაცის ღვაწლი ამაოა."
/წმ. პიმენ დიდი/
"ადამიანს გამუდმებით ორი ზრახვა ებრძვის: სხვათა განკითხვა, მათი ღვაწლის დამცირება და საკუთარ წარმატებათა გაზვიადება"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ღმერთო, ყველაზე მეტად მას უშველე, ვინც თვლის, რომ უკვე ნაშველი აქვს და სხვაზე ქილიკობს, რა ეშველებაო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"გაუგონარს არ უნდა მივუთითოთ შეცდომებზე, არ ვუსაყვედუროთ, აქედან კამათისა და გაღიზიანების მეტი არაფერი გამოვა. ასეთ შემთხვევაში ჯობს, ვილოცოთ, რათა თავად უფალმა მოიყვანოს ისინი გონს, ჩვენ კი დაგვიცვას სხვა დაცემისაგან - განკითხვისაგან. განმკითხველს თავად უფალი განიკითხავს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - როგორ უნდა ვამხილოთ?
- მეგობარი, რომელიც ამხელს ფარულად (ერთი - ერთზე, როდესაც მარტონი არიან), გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა წინაშე მამხილებელი მაგინებელია"
/წმ. ისააკ ასური/
" - როგორი მხილებაა სასარგებლო?
- მხოლოდ მშვიდი და წყნარი მხილება ჩააგონებს ადამიანებს, მკაცრი კი უფრო აღიზიანებს, ვიდრე არგებს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მონასტერში მიმავალ აბბა დანიელს გზად დააღამდა და ღამე სოფელში გაათია. მან გაიგონა თუ როგორ ლანძღავდნენ ბინძური სიტყვებით მოჩხუბარი თანასოფლელები ერთმანეთს. აბბა მაშინვე წამოდგა, მუხლებზე დავარდა და ლოცვა დაიწყო. მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი უზარმაზარი ხმლით ხელში და უთხრა: „ამ ხმლით იქნება ძლეული ყველა, ვინც მოძმეს განიკითხავს. ნეტარ ხარ შენ, რადგანაც შენდა საცდუნებლად ჩხუბის ხმა მოგესმა და არავინ განიკითხე, არამედ ილოცე! ამიტომაც ღვთის კურთხევა იქნება შენზედ“
"უკულტურო და დაუფიქრებელი ადამიანის დამახასიათებელი თვისება სხვისი დადანაშაულებაა"
/მონაზონი ვერონიკა/
"იქ ძნელია თავი კარგად იგრძნო, სადაც მხოლოდ იმიტომ გლანძღავენ, რომ სხვას არ გავხარ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ნუ განიკითხავ ნურავის, საკუთარი ცოდვები გაგცემენ."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"იყავი მკაცრი საკუთარი თავის და ლმობიერი სხვების მიმართ"
/მონაზონი ვერონიკა/
"ყველაზე უსაფრთხო გზა განკითხვისაგან გასაქცევად საკუთარი ნაკლის გამოსწორებაა"
/მონაზონი ვერონიკა/
"კრიტიკა წამალივითაა: იოლია, სხვას მისცე და რთულია, თავად შენ მიიღო"
/მონაზონი ვერონიკა/
"ყალბ, მოთამაშე ადამიანებს მეტი მიმდევარი ყავს, ვიდრე გულწრფელს!..
ეს იმიტომ, რომ ფარისევლობაში ცხოვრება ურჩევნიათ, პირთან სარკის მიტანას და საკუთარი მანკიერებების ნახვას!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
ერთმა ძმამ ჰკითხა აბბა პიმენს: როგორ შეიძლება კაცმა მიაღწიოს იმას, რომ მოყვასზე ცუდად არ ილაპარაკოს? ბერმა უპასუხა: ჩვენ და ჩვენი ძმები ორი სურათივით ვართ. თუკი კაცი ხედავს თავის ნაკლოვანებებს, ძმა სრულყოფილად ეჩვენება, ხოლო თუკი საკუთარი თავი ეჩვენება სრულყოფილად, მაშინ ძმას უღირსად მიიჩნევს.
"ვის რა უჭირს, მხოლოდ ღმერთმა იცის და სულს ნუ დაიმძიმებ სხვისი ცხოვრების განსჯით!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანთა უმრავლესობა ჭორაობაში ვატარებთ სიცოცხლეს"
"მიზეზი განკითხვისა ჩვენი სულიერი სიზარმაცეა"
/მეუფე იოანე გამრეკელი/
"ქართველ სოკრატედ აღიარებული ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი, ერთ ლექციაში, ადამიანის დანიშნულების შესახებ ამბობს: "როგორ ცხოვრობ, როცა სხვას განიკითხავ? როგორ არსებობ და ურთიერთობ საკუთარ თავთან, როცა ეჭვიანობ და გძულს სხვა ადამიანი? ესე იგი, გამოდის რომ შენ არ არსებობ!"
"არ განსაჯო, არ განიკითხო, თორემ დაგავიწყდება, რომ შენ უსხეულო არ ხარ... ეს მცნებაა, რომელსაც მუდამ უნდა ვიცავდეთ და ვუღრმავდებოდეთ"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ჩვენ შეგვიძლია დავეწიოთ და დროსაც გავუსწროთ, მაგრამ ერთმანეთის ლანძღვით დათითოკაცებულნი ჭეშმარიტ ნავსაყუდელს ვერ მივაღწევთ"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"განკითხვა არის ცოდვა, როდესაც გინდა, თავი გაიმართლო და სხვა დაამცირო"
/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/
"წმინდა ანასტასი სინელი ამბობს, - ვინც ძმას განიკითხავს, ანტიქრისტეა, რადგან ქრისტეს ადგილს იკავებს მეორედ მოსვლამდე, როცა მაცხოვარმა უნდა განიკითხოს ყველა"
"ადამიანი, ვინც სხვას არ განიკითხავს, ვისაც სხვისი შეცდომა არ ახარებს, ღმერთს მიემსგავსა და ღმერთს მიმსგავსებულს ღმერთი არ განიკითხავს, პირიქით, განადიდებს"
/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/
"როცა ექიმი სნეულში ეძებს სნეულების მიზეზს, რათა განკურნოს ის, ასეთი ექიმი საქებია. ასევე სულიერ ცხოვრებაში სხვისი ცოდვის განკითხვა იმ ადამიანის კურნებისთვის, სიკეთეა"
/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/
"პავლე ბრძენს უწოდებს იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვისი განსჯა, განკითხვა მის სასიკეთოდ. როგორც ვხედავთ, ასეთი განკითხვა არ არის ცოდვა. ბიბლიაში ვხედავთ დიდი მამების მიერ სხვების განკითხვას, რის გამოც ღმერთს არცერთი არ დაუსჯია, პირიქით, ქების ღირსნი იყვნენ"
/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience