ვისაც კაზინოში არ ჰქონია საქმე, შეიძლება მისთვის ეს პრობლემა პრობლემაც არ იყოს. მე ჩემი მეგობრის პირად მაგალითზე გეტყვით, 35-წელს გადაცილებული ცოლშვილიანი უვაჟკაცესი კაცი, რომელიც სხვებს არიგებდა, კაზინოში მოსიარულე ახლობლებს, თვითონ შეხედულიც არ ჰქონდა შიგნით. მოხდა ისე, რომ ერთხელ მეგობართან ერთად ,,შეიარა" კაზინოში და რაღაცა 5თუ 10 ლარით ითამაშა. ასე დაიწყო ამ კაცური კაცის უკან უკან წასვლა ჯერ პატარა თანხებით მერე და მერე... გაყიდა რაც გასაყიდი ჰქონდა... ამას წინათ მელაპარაკა ყველაფერი გამოვცადე სამწუხაროდ ამ ცხოვრებაშიო მაგრამ ვერც წამალი ვერც ლოთობა ახლოც ვერ მივა ამ უბედურებასთანო. განსაკუთრებით რულეტკა. აშშ-ის ნაციონალური ასოციაციის გამოკვლევით შესაძლოა ამ ქვეყნის მოქალაქეების 6% სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს 34%-ალკოჰოლიკი, 32%-ნარკომანი და 48%მოთამაშე, მაგრამ იმათ რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს ეს უსერიოზულესი სენია საქართველოში შეხედეთ რა ამბავია კაზონოების წინ ნუ გეგონებათ, რომ იქ მარტო ოლიგარჰები დადიან უმრავლესობა ავადმყობია ნასესხები, დალომბარდებული და კიდევ ვინ იცის რა ნაცოდვილარი ფულით არიან შესული. ღმერთმა ძალა მისცეს ყველას ამ ურთულესი ,,აზარტის ცოდვიდან" განკურნებისა, ამინ. /ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გამოსავლის გზების თქვენეული ხედვა/.
ძალიან დიდი პრობლემაა!
ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალი "მინი-კაზინო" იხსნება. შესაბამისად მოთხოვნაც არის.
მე პირადად კაზინოს არასოდეს ჩაუთრევივარ, მაგრამ ძალიან დიდი ხნით ვიყავი "ტოტალიზატორშიკი" და ბევრი ფული არა, მაგრამ ბევრი დრო და ენერგია კი დავკარგე მაგით!
გამოსავალი ეკლესისი წიაღში უნდა ვეძებოთ ეს ფაქტია!
მეც ვტვლი რო ეს ერთერთი ყველაზე პრობლემური თემა( ნარკომანიათან ერთად) და მტკივნეული მთელი საქართველოსთვის.
მე ასეთ რამეებს, "სატანის სახლს" ვეძახი
კაზინო ტატალიზატორი დორი და ა.შ ეს ყველაფერი ერტი სისტემაა უნაკლო ,მასაზე გათვილი და ბიუჯეტში სოლიდური თAნხის შემტანიც.. მეც ვთამაშობდი არცთუ ისე შორ წარსულში და დღემდე მიჭირს იმ შეგრდზებისგან განთავისუფლება რასაც აზარტი ქვია და ფეღბურთს საერტოდ ვეგარ უკურებ Eღთგული გულშემატკივარი. თითქოს "მუღამი" დამეკარგა ფულზე თამაშს და ფეღბურტის კურებას ერთად სუსხვა განცდა ქონდა.
დავამატებდი ამას კიდევ მომრავლებულ ლომბარდებს. საშინელებაა. პეკინზე ბუკიას ბაღიდან დოლიძის კუთხემდე რომ გაიარო ამ არც თუ დიდ ქუჩის მონაკვეთზე მინიმუმ 6-7 სლოტ კლუბსა და ლომბარდს შეხვდები. დოლიძის კუთხეში კი "გვირგვინდება" დიდი გასართობი კლუბით. სპორტის სასახლის ქვემოთ კი დიდი ტოტალიზატორი "აჭარაბეტია" და სასტუმრო აჭარაში კი "კაზინო აჭარა"
სამწუხაროა, მაგრამ სადაც არის მძორი იქ მოგროვდებიან ყორნები
...
sicher
აკრძალვის მეთოდი განსაკუთრებით ქართველებში არ მუშაობს, უფრო გემრიელი ხდება.
ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრების სურვილი და გავხადოთ შინაარსიანი.
მოკლედ დიდი თერაპია არის აქ საჭირო.
P.S.აკრძალეთ აბა ბრაზილიური სერიალები ,შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება მოყვეს
ეეეეეჰჰჰჰ... ამ თემაზე როცა ვსაუბრობ ან ვფიქრობ, რაღაც შიშივით მეუფლება და საშინლად ვგრძნობ თავს...
არცტუ ისე დიდი ხანია რაც ამოვძვერი მაგ წუმპიდან...(კაზინო, აპარატები, ტოტალიზატორი)
ყველაფერინმაქვს მოსინჯული და კიდევ დროზე ვუშველე თავს ღვთის წყალობით... ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი გავყიდე თქო, მაგრამ მნიშვნელოვანი დანაკლისი განვიცადეთ მე და ჩემმა ოჯახმა...
იმდენად კარგად მაქვს შესწავლილი ადამიანური სისუსტეები აზარტული თამაშების მიმართ, რომ შემეძლო ხარისხი დამეცვა ამ თემაზე... საკმაოდ კარგად გამომდიოდა სხვებისთვის (განსაკუთრებით უმცროსი თაობისათვის) რჩევა დარიგების მიცემა, იმდენად კარგად, რომ ხშირად შედეგიც დადებითი მოყოლია... თუმცა იმ რჩევებს მე ვერ ვასრულებდი და ამის შესახებ ჩემს მეგობრებსაც ვეუბნებოდი ხოლმე, ეშმაკის არსებობა და მისი ძალა არამგონია სხვაგან უფრო კარგად შეიგრძნოს ადამიანმა, ვიდრე ამ აზარტული თამაშებით... დიდი დაკვირვებაც არ უნდა, უბრალოდ წაგების მეორე და შემდეგ დღეებში კარგად უნდა გაიხსენო ყველაფერი, ყველაფერში ვგულისხმობ იმასაც თუ რას ფიქრობ თამაშის მსვლელობის მანძილზე და უმალვე მიხვდები და გაგიკვირდება შენივე საქციელი, თუმცა ეს გაკვირვება დიდხანს არ გრძელდება და ისევ იღვიძებს შენში ეშმაკისეული წაგებული თანხის ამოღების სურვილი, მოგებული თუ ხარ კიდევ უფრო მძაფრი მაცდუნებელი შედეგი აქვს ვიდრე წაგებას, იმდენად სასიამოვნოდ გახსენდება ის უცებ მოგებული ფული, რომ არ არსებობს შანსი არ შეგაბრუნოს მორე ან მესამე-მეოთხე დღეს, მოგებისას სულ გგონია, რომ აი შენ რომ იმ კონკრეტული ლოგიკით ითამაშე იმიტომ მოიგე და უკვე იცი თუ როგორ უნდა მოიგო, ძალიან უხეშად ვხსნი მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად აღვწერო ის მომენტი... შენს თAვს არწმუნებ რომ თუ შეხვალ უეჭველი იგებ, არადა 99% წაგებული ხარ შემდეგ შესვლაზე და აგებ იმაზე სამჯერ მეტს, ვიდრე წინა შესვლაზე მოიგე...
მეტს აღარ გავაგრძელებ... მე პირადად ვერ ვიტყვი რომ ხსნა ეკლესიის წიაღში ვიპოვე, არა უბრალოდ ბევრი ვიზარალე და ვაზარალე ჩემი ოჯახი, მართალია არაფერი გამიყიდია და არ დამილომბარდებია, მაგრამ რაც წავაგე ძალიან ბევრი იყო ერტი უბრალო საჯარო მოსამსახურისათვის, რომელსაც თვიდან თვემდე ხელფასის გარდა სხვა არავითარი შემოსავალი არ ჰქონდა...
სხვა მოთამაშეებს იმითი ვჯობდი, რომ მე სამსახური მქონდა და ცოტა დრო მქონდა სათამაშოდ... სწორედ ამიტომ გადავრჩი შედარებით კარგად... ბოლოს მორიგი წაგების შემდეგ დიდი ინტერვალი გავაკეთე შემდეგ თამაშამდე, ისევ წუმპეში რომ აღმოვჩნდი ისევ დიდი ინტერვალი და ბოლო შესვლაზე კი ძAლიან უჩვეულო შიშმა შემიპყრო შენობაში რომ შევედი, თითქოს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ შემიყვანა ვიღაცამ, სულ რაღაც ნაევარი საათი ვითამაშე, რაც ფული მქონდა წავაგე და ისევ მოვიგე და ეგრევე გამოვვარდი... იმის მერე აღარ მითამაშია... გავანებე რა... დავუმტკიცე ჩემს თავს, რომ ეს ამბავი ეშმაკის იყო და მე და ჩემნაირებს იქ არანაირი შანსი არ გვქონდა...
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე იმას ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ აუცილებლად უნდა შემოიღოს რაღაც სახის შეზღუდვები, ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ეშმაკის სახლები, ძალიან ბევრჯერ სულ რომ არ მიფიქრია ისეც მოვხვედრილვარ, 5 წუთით შევსულვარ და 5 საათი ვერ გამოვსულვარ... ასე მაგალითად უნდა გასამმაგდეს ლიცენზიის ღირებულება თითოეულ აპარატზე და თავისით დაიხურება ის პაჭა-პუჭა ზავედენიები, სადაც მოგების შანსი საერთოდ არ არსებობს და აპარატები ხშირად შესაწირავი ყულაბის მოვალეობას ასრულებენ, მეორე ღონისძიება კი მიმაჩნია რომ რეკლამა უნდა შეიზღუდოს, სიგარეტის კოლოფზე ხომ აწერია დიდი ასოებით რომ კლავს ადამიანს, ხომ ყველამ იცის რომ მაგ სათამაშო სახლებსაც კარგი ვერაფერი მოაქვს და ნუ გააბრდღვიალებენ ფერად-ფერადი რეკლამებით ქალაქს რა... ხომ შეიძლება ყველასთვის ერთიდა იგივე ტიპის აბრა გახდეს სავალდებულო, მაგალითად ისეთი, ადრე, კომუნისტების დროს ყველა გასტრონომს რომ ერთნაირი ჰქონდა...
მართალია ამ საიტზე და ამ თემის მკითხველი ძალიან ცოტა თუ იქნება ზემოთხსენებულ გასაჭირში (შეიძლება არც არავინ იყოს) მაგრამ ტუ ვინმე წაიკითხავს ამას, ყველას მოგიწოდებტ, რომ კარგად დაფიქრდეტ და გააანალიზოთ თუ რას ჩადიხართ, რამხელა სისულელეს (ცოდვას რომ თავი დავანებოთ).... თუ ვერ იზამ ამას ჩათვალე რომ შენს წინ დიდი ხრამია და ძალაიან ახლო მომავალში გადავარდები, გადავარდები ისე, რომ ვერასოდეს ამოხვალ...
ჩემის აზრით პირველ რიგში საჭიროა აიგრძალოს ტოტალიზატორები და სათამაშო მაშინები შემდეგში მათ მოყვეს სალომბარდოები რადგან საზაგადოების უმეტეს ნაწილს მათზე მიუწვდება ხელი ყველაზე ადვილათ რაც შეხება დარჩენილ კაზინოებზს ისინი არც ისე ბევრი არიან მათზე შეიძლება მკაცრი კონტროლის დამყარება მაგალითათ მონაკოში ადგილობრივებს კაზინოში შესვლის უფლება არ აქვთ .
საერთოთ მათ ასეთი მომარავლებას იწვევს ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობა უცხოეთში მაგალითათ ლატარის ბუტკებს მდიდარ უბნებში ვერ დაინავ მეტი წილი განლაგებულები არიან შედარებით დაბალი ფენის უბნებში ერთი სიტყვით ამ გაჭირვებული ხალხს კანონიერათ ქურდავენ და კაი იქნებოდა ვიღაცამ რომ დაიწყოს მაგ პრობლემის გადაჭრა.
kent5
მე, მაგალითად კაზინოში ქუდი (რაც არ უნდა ძვირფასი) რომ შემიგდონ გამოსატანად არ შევალ და არა იმიტომ, რომ სხვაზე ნაკლებად აზარტული ვარ, არამედ გააზრებული მაქვს, რომ ნებისმიერი სამორინე საჩვენებელი (შოუ) ილუზიონი დაფუძნებულია ტყუილზე და მიზნად ისახავს ადამიანისგან მატერიალური და ფინანსური სახსრების გამოძალვას.
თავად სათამაშო -აზარტი (ფრანგულად- შემთხვევა, რისკი) ფსიქოლოგიური ფენომენია გამოწვეული ადრენალინის ჭარბი გამოყოფით. ადრენალინის მოქმედებისა და იოლად სწრაფი გამდიდრების სურვილის შერწყმა იწვევს ძლიერ ლტოლვას არა განყენებულად მიზნისკენ (ფული), არამედ მიზნისა და საშუალების (თამაში) ერთობლივ "ხიბლს"- დამოკიდებულებას. დამოკიდებულებაში კი ხშირად იკარგება მიზანი და ყოველთვის რჩება თამაში. მავანთაგან ბევრჯერ მსმენია - "აუ, თუ არ ვითამაშე, ცუდად ვარ!" - ფაქტია, რომ დამოკიდებული ადამიანი აცნობიერებს მოგების მიუწვდომლობას, მაგრამ ვერაფრით ვერ სძლევს თამაშის პროცესიდან მიღებული "კაიფის" ცდუნებას, თან - "კიდეც რომ მოვიგო!!!" ყალბი გამამართლებელი დასაბუთებით.
საზოგადოდ კი აზარტი თავის განუყოფელი ადრენალინით, სასარგებლოც შეიძლება და უნდა იყოს კიდეც! გააჩნია რა მიზნისკენ და რა მიმართულებით მიმართავს მას ადამიანი.
P.ს. ასე რომ თამაშს - ტაბუ!!!
ლას ვეგასის ისტორიაში მთავარი როლი ებრაელებმა შეასრულეს. თავიდან ისინი უბრალო ვაჭრები იყვნენ 1940-იან წლებში მიგრაციის მეორე ტალღამ-ებრაელმა განგსტერებმა ლას-ვეგასი უდაბნოში უდიდეს მეგაპოლისად გადააქციეს. ბენჟამინ ზიგელმა სა მისმა მეგობრებმა მეირ ლასკიმ, დავიდ ბრმანმა და ჰად გრიუმმა.
ბევრ მუსულმანუირ ქვეყანაში, ასევე სკანდინავიაში აზრტული თამაშები აკრძალულია. გასული საუკუნის 50-იან წლებში სინგაპურში კაზინო ნონ გრატად გამოცხადდა მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრის ვაჟმა რაც კი გააჩნდა, ყველაფერი წააგო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.
ლომბარდებს რაღას ერჩით...
აბე
ლომბარდების არსებობა პირდაპირ კავშირშია კაზინოში თამაშის შესაძლებლობასთან.
თავად ლომბარდის პრინციპი(ისევე როგორც ბანკის), ანგარებაზეა დამყარებული და "ღვთიურ საქმედ" ვერ ჩაითვლება.
და საერთოდ კრედიტული სისტემა "ეშმაკის" წისქვილზე ასხამს წყალს.
zura.bi
...
აზარტი, - ეს ვნება კარგად ვლინდება კაზინოში თორე თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს რეალურ ცხოვრებაში, - ყოველდღიურობაში.
აზარტი ეს არის არარაციონალრი რისკებისაკენ მიდრეკილება, როცა ადამიანი ვერ ეგუება დამარცხებას და არ იცის როდის უნდა გაჩერდეს. აზარტული ბიზნესმენებიც არსებობენ და აზარტული სახელმწიფოებიც კი... მაგალითად საბჭოთა კავშირის ეკონომიკური კრახის ავაღანეთის ომში აზარტულმა მოქმედებება დააჩქარა.
კაზინოშიც შეიძლება ითამაშოს ადამიანმა აზარტის გარეშე. ეს მაშინ როცა იცის წინასწარ რამდენის წაგების უფლებას აძლევს ტავის ტავს და რამდენის მოგების სემდეგ უნდა დაანებოს თავი ტამაშს. ასეთი ადამიანების არსებობენ. თუმცა ალბათ იშვიათად.
ამას სამხედრო და ბიზნეს ენაზე ,,ეგზიტ სტარტეგიას" ეძახიან. როცა ადამიანები წინასწარ ტანხმდებიან ,,რდის უნდა გაჩერდნენ და თუ გაჩერდებიან როგორ"...
neo
ადამიანის სული იღუპება და რა მნიშვნელობა აქვს აზარტის გამო დაიღუპება თუ პრაგმატულად წინასწარ გათვლილი წაგების მოლოდინში?
neo
...
sicher
...
sicher
...
sicher
გასაგებია და მაინც კონკრეტულად კაზინოს აკრძალვამ რა უკუ შედეგი შეიძლება მოიტანოს?
ლომბარდების აკრძალვა ან დახურვა იმის გამო რომ ადამიანები მაქედან გამოტანილ ფულებს აგებენ კაზინოებში ნამეტანი სუსტ არგუმენტად მიმაჩნია და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ლომბარდის სტატუსი იგივეა, რაც ძველად მევახშეობა, ვთვლი, რომ უნდა იყოს და არსებობდეს... ათას გაჭირვებულს გამოსდგომია ძალიან ბევრჯერ...
...
...
აბე
lingvo
იმის გამო, რომ დანით პურის დაჭრის გარდა კაცის მოკვლაც შესაძლებელია, დანა არავის აუკრძალავს. ლომბარდი შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა არა კაზინოში წაგებული ფულის სასესხებლად, არამედ სხვა საქმისთვის. ამიტომ ლომბარდის აკრძალვა არაა სწორი და არც არავინ გააუქმებს მათ.
არც გადატანაა გამოსავალი: ლომბარდები რომც გადაიტანონ კაზინოებისა და ტოტალიზატორებისაგან მოშორებით, თქვენი აზრით შორს ვერ წავა ლომბარდში ფულის სასესხებლად ადამიანი, კაზინოში წაგებული ვალი რომ გადაიხადოს?
თვითონ ადამიანს უნდა ჰქონდეს ტვინი, რომ გონივრულად იცხოვროს, ლომბარდი არაფერ შუაში არაა... ხოლო თუ ლომბარდის მეპატრონეებს სხვის უბედურებაზე საკუთარი წარმატება ახარებთ და ზრუნავენ კიდეც ამისთვის, ეს მათი პირადი სულიერი პრობლემაა. მათ შეუძლიათ არ მისცენ სესხი კაზინოდან და ტოტალიზატორიდან გამოსულებს, რომლებსაც დარწმუნებული ვარ სახეზეც ცნობენ... მოკლედ ამ ადამიანების სულიერება თავიანთი საქმეა და თქვენ არავინ გეკითხებათ... შენ თუ გაქ ჭკუა ნუ გაიხდი საქმეს წაგებულის ლომბარდით დასაფინანსებლად...
Atman
პ.ს. თბილისში აღარ ვიქნები სამი კვირა და ვერ გიპასუხებთ.
მე ლას-ვეგასი ვახსენე ამას წინათ იქ მოგების ალბათობა არის. ჩვენთან კი ეს თითქმის არ არსებობს, მთელ ინგლისში 57 სათამაშო დაწესებულებაა,თავის სლოტ კლუბებიანად 57 ჩვენთან მარტო პეკინზეა. კაზინოში შესულ ადამიანს შვეიცარიდან დაწყებული კრუპიემდე გიყურებენ როგორც ,,ლუკმას” ეს სხვაგან არ ხდება. აქ ფიქსირებულს იხდის კაზინო და კაცი არ არის მისი პატრონი, აი ,,თბილ ქვეყნებში” კი სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს ყველა დეტალს.
ნეტა ახლა ვინმე ერთ მილიონს მასესხებდეს და ვიყო მუდმივ ვალში, ნო პრობლემ. ოღონდ იპოთეკა არ მომთხოვოს...
"მონტე კარლოს ეფექტი - წინასწარმეტყველების და გამოცნობის მცდელობა - არასწორი დასკვნები, მოგების ალბათობის გადაფასება მაშინ, როცა 98% თამაშის მცდელობებისა, წამგებიანია".
"აზარტულმა თამაშებმა ლუდომანია (ლათინურად Ludus - თამაში) წარმოშვა. თამაშომანია, როგორც მასობრივი მოვლენა, XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა "ჩინური სინდრომის" სახელწოდებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები და ჩინელები აზარტული თამაშებით გატაცების წინაშე დაუცველნი აღმოჩნდნენ. ავადმყოფობა იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ფსიქიკური დარღვევების" კლასიფიკაციაში "პათოლოგიური გეიმბლინგიც" (ინგლ. game - თამაში) კი გამოყო. თამაშომანია ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის ჯგუფს მიეკუთვნება."
"მონაწილეობა თამაშში - არ აქვს მნიშვნელობა, ვიგებთ თუ ვაგებთ - გამოხატულებაა სურვილისა, უშრომლად მოვიპოვოთ ამქვეყნიური სიკეთე. თუ გვსურს, თამაშს თავი დავაღწიოთ, მოგებისას გავიხსენოთ, რომ ათასმა ადამიანმა წააგო, რადგან ვერ სძლია ცდუნებას, წააგო უკანასკნელი ლუკმაპური, და სწორედ მათ მიერ წაგებულს გვაძლევენ ჩვენ, რომ შემდგომში ჩვენით სხვა აცდუნონ. წაგებისას კი მიმოვიხედოთ, რამდენი გაჭირვებულია ჩვენს ირგვლივ და ეს თანხა გონივრულად რომ დაგვეხარჯა, რამდენ უპოვარს გავუხარებდით გულს მოწყალების გაღებით, ჩვენ კი სიკეთის ქმნით ზეციურ საუნჯეს დავაგროვებდით. ამასთან, ნებისმიერ თამაშში ვლინდება აზარტი, რომელიც გრძნობების მონობაა და ასუსტებს გონივრული მოქმედების უნარს."
"კაზინოთი გამდიდრებული კაცი არ არსებობს, გარდა მეპატრონისა, თუმცა ისიც საკითხავია, ის მეპატრონეც იხვეჭს თუ არა ამ სიმდიდრის წყალობით თუნდაც მიწიერ ბედნიერებას. ასეთი გზით მოპოვებულ ფულს აუცილებლად მოჰყვება დიდი პრობლემები. ბოროტი სული კეთილად არავის არაფერს აძლევს, სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცას ითხოვს, თანაც ძალიან ბევრს."
"ბანქო მართლმადიდებლობის მოძულეთა მიერ არის მოგონილი. ეს მისტიკური თამაშია. ქრისტიანს არა თუ თამაში, ბანქოს ხელში აღებაც კი ცოდვად ეთვლება, რადგან მასზე ქრისტეს ჯვარცმის ელემენტებია ასახული. ჯვარი იმ ჯვარს ნიშნავს, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს; აგური - სამჭვალებს, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე მიამსჭვალეს; გული შუბის წვერია, ჯვარცმულ უფალს რომ უგმირეს გვერდში და სისხლით შეიღება, ამიტომაც არის გული წითელი ფერის; ყვავი შუბზე წამოცმულ ღრუბელს აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარს წყლის ნაცვლად ძმარში გაჟღენთილი მიაწოდეს. ამის ნიშნად არის ყვავი შავი ფერის. ვალეტები წმინდა მოწამეები "არიან", დამები - წმინდა დედები, კაროლები - ეპისკოპოსები. მათ ხელში კვერთხი და ჯვრიანი სფეროები უჭირავთ (ძველ რუსულ ბანქოზე პირდაპირ ჩანს, რომ მასზე წმინდანები არიან გამოსახულნი). ტუზი "ტაფუს" - ქრისტეს საფლავს ნიშნავს. იერუსალიმში უფლის საფლავის მცველ ღვთისმსახურთ შესამოსელზე უკანა მხრიდან "ტაფუს" აწერიათ. ჯოკერი ეშმაკია. წარმოიდგინეთ, რამხელა ცოდვაში ვარდება ადამიანი, როცა ბანქოს თამაშს იწყებს და ქრისტეს ჯვარცმის ელემენტებს ერთმანეთს ურტყამს! ამით უფლის ჯვარცმას შეურაცხყოფს. მეტსაც გეტყვით: გინდა ბანქო გითამაშია და გინდა ჯვრები და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები შეგიმუსრავს და შეურაცხგიყვია! აშკარაა, რომ იგი ქრისტეს მოწინააღმდეგეთა მოგონილია. სამწუხაროდ, მოახერხეს და ბანქო ქრისტიანებშიც გაავრცელეს."
/მამა დავით ქვლივიძე/
"კაზინო ეშმაკის სახლია"
/მამა დავით ქვლივიძე/
"მოთამაშეები ექიმებს ემუდარებიან: "დაგვეხმარეთ, ამდენი რომ არ წავაგოთო!.." ნარკომანები კი იხვეწებიან: "ორი გრამი პრეპარატი ძვირია, დოზა შეგვიმცირეთო!.." ცხადია, ეს მკურნალობის მცდარი მოტივაციაა. ადამიანი მოვალეა, ჭეშმარიტ მოტივაციამდე მივიდეს: "არ მინდა, სიცოცხლე წავაგო!"
მაგრამ ეს სამედიცინო კი არა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი პრობლემაა. ეს არის აზარტით სულის დასნეულება იმ იმედით, რომ შესაძლებელია, ზღაპრული თანხა მოიგო. მაგრამ ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა. ეს სულიერი დაავადება, რომლის სახელწოდებაც ვნებაა, მრავალი საუკუნის წინ ზედმიწევნით აღწერეს მართლმადიდებელმა წმინდანებმა. მათვე მოგვცეს განკურნების რეცეპტი: ვნება თავისთავად ანდა ადამიანური ძალისხმევით არ ითრგუნება, ის ღვთის წყალობით იძლევა. ამისათვის კი საჭიროა: ცოდვების შეგნება, გონებით ჩაწვდომა, რომ ადამიანი დემონის ბადეშია გახვეული, და გულწრფელი მონანიება. შეწევნა კი უფლის წყალობაა, რომელსაც აღსარებით, ზიარებითა და ლოცვით ვიღებთ."
"1655 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა, ფილოსოფოსმა და მწერალმა ბლეზ პასკალმა გამოიგონა მბრუნავცილინდრიანი ბორბალი ციფრების კომბინაციების ზუსტი რიგით. დიდი მეცნიერის ტრაგედია ისაა, რომ იგი ხედავდა, ყოფიერების საიდუმლოს ჩაწვდომა და სასოწარკვეთილებისგან ადამიანის ხსნის გზა მხოლოდ ქრისტიანობაში იყო, მაგრამ თავისდა უნებურად (ეს ხელსაწყო პასკალმა ალბათობის თეორიის ასახსნელად შექმნა) კაცობრიობას საშინელი ბიწიერების ბორბალი დაუტოვა.
რულეტკა (ფრანგულიდან roulette - ბორბალი) ფულის კეთების ოსტატებმა აიტაცეს. "წარმატების ბორბლის" გაუმჯობესების იდეა საზოგადოებას დომინიკელმა ბერებმა მიუგდეს. თუმცა ახლახან ჯადოსანმა იური ლონგომ აღიარა: "ის ეშმაკმა მოიგონა და თავისი ბნელი საქმე სხვის მხრებზე გადაიტანა".
სხვათა შორის, "ბედის ბორბლის" ყველა ციფრის (0-დან 36-მდე) ჯამი 666-ს შეადგენს!"
"არის აზარტი, საღმრთო აზარტი ანუ სურვილი კაცთა მოქცევისა. ასეთი აზარტული კაცი გახლდათ მაქსიმე შარაძე. ხალხში ისე ლმობიერად კითხულობდა ქადაგებას, სახარებას და წმინდანთა ცხოვრებას, რომ ცრემლს ვერ იმაგრებდა. იმის მხილველთ გულში ღვთის შიში და სიყვარული ენერგებოდათ.
ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: - აბა, ძმებო, გთხოვთ ყური დამიგდოთ, ერთი რამ კაი ამბავი უნდა წაგიკითხოთო.
მოთამაშეები შეჩერდნენ. მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა... ისეთ ლმობიერებაში შევიდნენ მოთამაშენი, რომ ყველამ ტირილი დაიწყო, ჯოხები დაყარეს და მაქსიმეს აღარ მოშორდნენ, თან გაჰყვნენ, ბინა ისწავლეს და სხვებთან ერთად ისინიც საღამოობით მასთან იკრიბებოდნენ."
"მონაწილეობა თამაშში - არ აქვს მნიშვნელობა, ვიგებთ თუ ვაგებთ - გამოხატულებაა სურვილისა, უშრომლად მოვიპოვოთ ამქვეყნიური სიკეთე. თუ გვსურს, თამაშს თავი დავაღწიოთ, მოგებისას გავიხსენოთ, რომ ათასმა ადამიანმა წააგო, რადგან ვერ სძლია ცდუნებას, წააგო უკანასკნელი ლუკმაპური, და სწორედ მათ მიერ წაგებულს გვაძლევენ ჩვენ, რომ შემდგომში ჩვენით სხვა აცდუნონ. წაგებისას კი მიმოვიხედოთ, რამდენი გაჭირვებულია ჩვენს ირგვლივ და ეს თანხა გონივრულად რომ დაგვეხარჯა, რამდენ უპოვარს გავუხარებდით გულს მოწყალების გაღებით, ჩვენ კი სიკეთის ქმნით ზეციურ საუნჯეს დავაგროვებდით."
"სპეციალისტების აზრით, თამაშზე დამოკიდებულება უფრო ძნელად იკურნება, ვიდრე ნარკომანია".
"აზარტული თამაშებით გატაცება გახლავთ "ნარკომანია ნარკოტიკების გარეშე". საკუთარ ემოციებზე ზემოქმედება შესაძლებელია არა მარტო ქიმიური გზით, არამედ კომპიუტერით, ტელევიზორით, გემრიელი საკვებით და აზარტული თამაშებითაც. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, არის ნარკოტიკი "ფართო გაგებით". მძიმე შემთხვევებში აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და ადამიანი მიჰყავს ისეთსავე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია იწვევს.
აზარტი, რომელსაც ადამიანი თამაშისას განიცდის, ძალიან ძლიერია და მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს ახალი მსხვერპლით. თუ მოთამაშე არ ზრდის რისკს, ფსონს, ისე თამაშს აღარ მოაქვს სიამოვნება, ამასობაში ახლობლებისთვის შესამჩნევი ხდება პიროვნების ცვლილებები - საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაკარგვა; რაც თამაშთან არ არის დაკავშირებული, მისადმი ინტერესის დაკარგვა; თამაშის გარდა ყველა სხვა მოთხოვნილების უგულებელყოფა. მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი გამოჯანმრთელებაზე ზრუნვას არავინ ჩქარობს.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სჯერათ საკუთარი ძალებით პრობლემასთან გამკლავების შესაძლებლობისა, მეორეც, წარმოდგენა არა აქვთ, ვის მიმართონ დასახმარებლად. უნდა აღინიშნოს: თამაშზე დამოკიდებულება არ განიკურნება ნამუსზე შეგდებით, ყვედრებით, მუქარით, ყვირილით. აქ პროფესიონალის ჩარევაა საჭირო. ყველა ახლობელს უნდა განემარტოს, რომ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებაა და გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზე აუცილებელია თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ფინანსურად შეზღუდვა. არ არის გამართლებული მათი ვალების გადახდა."
"მოთამაშის მიერ კაზინოს გაკოტრების მაცდური კადრები, რომელთაც ხშირად ვხედავთ ჰოლივუდის ფილმებში, რეალობისგან ძალიან შორს არის."
/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/
"- მეზობლის ოჯახს კალათით ბავშვი მიუგდეს. როგორც კალათზე ეწერა, ანდრონიკა ერქვა. იზრდებოდა ამ ოჯახის ხუთ შვილთან ერთად.
პატიოსნად ცხოვრობდნენ, მაგრამ ანდრონიკა გზას ასცდა.
გორიჯვრის ეკლესიაში პატარა ხის ყუთში ხალხი შესაწირავს აგროვებდა. ავიდოდა ანდრონიკა ეკლესიაში და რადგან ფულს პირდაპირ ვერ იღებდა, - ღვთისა და ეკლესიის ეშინოდა! - აიტანდა კამათელს და ვირტუალურად ეთამაშებოდა ღმერთს (შემინდე, უფალო, მკრეხელობა!). თუ წააგებდა, უკან ხელცარიელი ბრუნდებოდა, მაგრამ თუ მოიგებდა, იტყოდა: რა ვქნა, მოგიგეო... შეუცნობელია ადამიანის ბუნება!.."
"კომპიუტერული თამაშები ორგანიზმზე ზემოქმედებით აზარტულ თამაშებს ძალიან ჰგავს".
"კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება ისეთ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება, სადაც ფულადი ჯილდოებია დაწესებული?
პასუხი: გათამაშებაში მონაწილეობის მიღება არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ზნეობას, მაგრამ ამით გატაცებას შეუძლია აზარტისა და მეტოქეობის გამოწვევა. ამიტომ ამ საქმიანობის მიმდევარს, ეს საქციელი ცოდვად ჩაეთვლება. თავისთავად, ფულის შოვნა არ არის ცოდვა, რადგან წმიდა მამებს მიაჩნდათ, რომ ფულის გამოყენება სასიკეთო საქმეებისთვისაც შეიძლება. მაგრამ, ფული, სამწუხაროდ, ადამიანის ვნებიან გულს იპყრობს. წმიდა იოანე ოქროპირი წერდა: მინახავს ხალხი, ვინც აგროვებს ფულს გლახაკებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი თანხის შეგროვების შემდეგ, შესძულებია ეს გლახაკნი."
"კითხვა: რატომ ითვლება ცოდვად აზარტული თამაშები?
პასუხი: აზარტული თამაშები იმიტომ არის მძიმე ცოდვა, რომ მის გზაზე შემდგარი ადამიანი კარგავს მთავარ საუნჯეს – ნების თავისუფლებას და ემონება აზარტის ვნებას. ამ ყველაფრის შედეგად კი მოგებული რჩება მხოლოდ ბოროტი ძალა, რომელიც ადამიანს სულიერად და ხორციელად ფიტავს."
"კითხვა: შეიძლება თუ არა იმ ინტელექტუალურ და აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, სადაც ფულადი ჯილდოებია დაწესებული? ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება ასეთი საქციელი?
პასუხი: ასეთი თამაშებით გატაცება ადამიანს ცოდვად ჩაეთვლება. აზარტი და მეტოქეობა ქრისტიანისთვის მიუღებელია. საერთოდ, ფულის შოვნა ცოდვა არ არის, რადგან წმიდა მამებს მიაჩნდათ, რომ ფულის გამოყენება სასიკეთო საქმეებისთვისაც შეიძლება. მაგრამ, სამწუხაროდ, ფული ადამიანის ვნებიან გულს იპყრობს და ის მრავალი ცოდვის ჩადენის მიზეზი ხდება."
"სულიერი თვალსაზრისით, აზარტული თამაშები არის ნამდვილი ბოროტება, რომელიც ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ოჯახებს, ახდენს დეგრადირებას, ადამიანი ემონება ცოდვას და ექცევა მის ტყვეობაში"
/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/
"კაზინოში" მოსიარულე ადამიანი არაფრით არ განსხვავდება ნარკომანისგან. მას შეუძლია გაყიდოს დედა, მამა და მთელი თავისი ოჯახი, ოღონდ კი ფული იშოვოს და კვლავ ითამაშოს. ამასთანავე, ის ღარიბიცაა. ხოლო "კაზინოთი" გამდიდრებულები, ანუ "კაზინოებისა" და ტოტალიზატორების მეპატრონეები თავიან თავზე და საკუთარ ოჯახის წევრებზე აგროვებენ ნაკვერჩხალს, მარადიულ ნაკვერჩხალს, რომელიც აღარასოდეს არ ჩაქრება, თუ ისინი სინანულით არ მოინანიებენ. და ეს განსაცდელი შეიძლება აქვს დაიწყოს"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ახდენს დეგრადირებას. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს უნდა ითვალისწინებდეს და იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას”
/მეუფე შიო მუჯირი/
"უნდა ითქვას, რომ ბევრი ქალიც თამაშობს. ის შეიძლება არ შევიდეს კაზინოში, მაგრამ საიტიდან ითამაშოს და თამაშდამოკიდებული გახდეს. ასეთ ადამიანს ვერ უხსენებ სულიერ ცხოვრებას და შვილების ქრისტიანულად აღზრდას"
/მღვდელი დავით მექვაბიშვილი/
"აზარტი ისევე გადამდებია, როგორც სახადი"
/ლევან გოთუა/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience