http://imageshack.us
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება.
დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს.
სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.
სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ.
სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს.
წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს.
დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.
საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით.
სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?
დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.
მახსოვს ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება, როცა ჩემს მოძღვარს ვთხოვე მოეცა კურთხევა სკვნილის ტარების და მასზე ლოცვის, მაგრამ მან ამის უფლება არ მომცა. ახლა ვხვდები რომ ის სწორად მოიქცა, რადგან მაშინ არ ვიყავი სულიერად ძლიერი და სკვნილი უფრო ჩემი ხელის სამშვენისი იქნებოდა..
mariami-k
სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.
რატომ?
რაღაც იდუმალებასთან გვაქვს საქმე...
მნათე
მნათე
მე, დაახლოებით, ერთი წლის წინ ვთხოვე მამაოს კურთხევა ფსკვნილზე,მაგრამ ასე მითხრა ჯერ ერთი თვე ისე თქვი ლოცვები და მერე მოდიო,აშკარად ეტყობოდა კურთხევის მოცემა არ სურდა.ახლა, ამ რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ვუთხარი და ცოტა ყოყმანის შემდეგ, მაინც დამთანხმდა,ოღონდ სასტიკად ამიკრძალა გარეთ ხმარება,ასე მითხრა მხოლოდ ლოცვის დროს დაიჭირეო,მე არ მომწონს,როდესაც ხშირად ადამიანები ქუჩაში უაზროდ იქნევენ,ათამაშებენ ფსკვნილსო.
sofi89
აბსოლუტურად გეთანხმები.
ბევრი მოძღვარისაერთოდ არ აძლევს სულიერ შვილებს სკვნისზე ლოცვის კურთხევა.
სკვნილი საერთოს ბერ-მონაზვნებისთვის არი განკუთვნილი და იგი მათი "სულიერი იარაღია".
მათ კანონის სახით ყოველდღიურად აქვთ გარკვეული რაოდენობის ლოცვა სათქმელი.
ერის კაცის მიერ ყოველდღიურად სკვნილზე ლოცვის ერთი და იგივე რაოდენობის დაკანონება არ შეიძლება.
გლახა
თავად თუ ლოცულობ სკვნილზე?
ნუ მონასტერში როგორც განმიმარტეს როგორც მებრძოლისთვის ავტომატია იარაღი ასევეა ბერისთვის ფსკვნილი და მერე ათონის მთის წმინდა ბერების ცხოვრებაშიც კი წავიკითხე ესეთი ამბავი რომ ერთი ბერი წმინდა ფსკვნილზე ლოცულობდა და გარედან უცნაური ხმაური შემოესმა და როცა გავიდა ეშმაკთა არმია დახვდა და ეს ამბავი ხდებოდა აღდგომის პირველ კვირას თუ არ ვცდები და ამ არმიის მხედართმთავარი ამბობდა რომ აი ეს ერთი ბერი გვაფერხებსო რომ ხალხში გავიდეთო და ხალხი ვაცდუნოთო.
ერთხელ მეც ავიღე ბერის ფსკვნილი და ისეთი ამბავი დამაყარეს რომ ვაი მერე მითხეს ამ ფსკვნილს შეეძლო სულიერად დავეჭერი ნუ იმ წამს ვე რმივხვდი რა მითხრეს მარა მერე გავიაზრე და იმის მერე არ ვეკარები ბერის ფსკვნილს
beqa.shuxoshvili
ხალხნო ეშმაკს ღვთის სიტყვას გააგებინებთ
საბოლოოდ როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?
სკვნილი არაფერი საშინელება არაა.... და არ უნდა ეშინოდეს მრევლსა ასე...
პახუმი დიდმა გამოიგონა პირველი სკვნილი რომ მონოზვნებს კანონს რომ უნიშნავდა თვლა არ იცოდნენ მამებმა და ამიტომ იყენებდნენ სკვნილსა...
უბრალოდ სკვნილი ახლად მოსული მრევლისთვის მართლა ტვირთIა იმიტომ ორმ მალე ბეზრდებათ და რჩებათ კანონები წაუკითხავი... რაც ურჩობაში აგდებთ....
mariami-k
მე ვფიქრობ რომ შეიძლება რომ ლოცულობდეს.... თუმცა ვინ თვლა იცის იმას ისედაც შეუძლია ლოცვა...
რაც შეეხება მის ავტომატობას... მონოზვნად აღკვეცისას მონოზონს ეძლევა რამდენიმე საგანი რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვსა...
1.ჯვარი რომელიც ფარის სიმბოლოა და წელს არტყია
2.კუნკულ-ბარტყული რომელიც გლოვის სიმბოლოა და
3.სკვნილი რომელიც მახვილის სიმბოლოა, მახვილის რომელზე ლოცვითაც მონოზონი ებრძვის ცუდ აზრებს მორჩა... ეგაა და ეგა...
ჩემი შმოქმედება აქა ნახეთ http://church.ge/index.php?showtopic=1035
დავით ივერიელი
ძალიან მომეწონა შენი მოქსოვილი სკვნილი.
მე ამ თემით ხალხის აზრი მაინტერესებდა. ზოგი მოძღვარი არ აძლევს არავის სკვნისზე ლოცვის კურთხევას. მე პირადად ვლოცულობ სკვნილზე. მოძღვარმა მომცა ლოცვის კურთხევა.
სკვნილი მგონია რომ ძალიან პრაქტიკული საშუალებაა იმისათვის რომ ქრისტეს სახელი გახსოვდეს, მაგრამ არ უნდა გააუფასურო ეს ხსოვნა, სახიფათო აქ ეს არის, სკვნილი თავითავად სკვნილია და მეტი არაფერი, უბრალოდ განწყობის შესაქმნელადაა კარგი...
რა ვიცი რაც მე მისი გამოყენება დავიწყე უფრო უკეთესად დავდივარ, თუმცა დღის განმავლობაში 20 წუთით აინც ვვარჯიშობ ხომე სკვნილზე ლოცვაში ...
სკვნილის ტარება მართალია ერისკაცთათვის სავალდებულო არაა, მაგრამ მოძღვრის კურთხევით შეიძლება ერიკაცმაც ატაროს (როცა რაღაცის აღება გინდა საკუტარ თავზე საერთოდ ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა ხდებოდეს).
მეორეც, სკვნილი არის საეკლესიო დანიშნულების ნივთი და მისი უდიერად მოპყრობა, ან ხელში სათამაშოდ გამოყენება არ არის სწორი. იგი ლოცვითი დანიშნულებისაა.
ხშირად ასეთი რაღაცაც გვემართება ხოლმე რომ ტაძარში ახლადმისულები აღტყინებულინი და ძალიან მოწადინებულნი ვართ და გვინდა რომ ჩვენს ტავზე ვიტვირთოთ რაიმე განსაკუთრებული, დამატებითი ღვაწლი, ან რაიმე ლოცვები დავიმატოთ ან რაიმე კანონი დავიდოთ ტავზე, თუნდაც სკვნილის ტარება, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ეს ენთუზიაზმი ჩვენში ქრება, ვეღარც იმ დამატებით ლოცვებს ვკიტხულობთ და თითქოს ეს ტვირთი გვსრისავს.
არის კიდევ სხვა შემთხვევები რაც ასევე გვჭირს რომ ხშირად ისე ვართ აღტყინებულნი რომ გვინდა გარეგნულადაც მივბაძოთ წმიდა მამებს, და გამოდის ისე რომ გარეგნულად თითქოს ვბაძავთ მათ, მაგრამ შინაგანად ვატყობთ თავს, რომ საშინელი სიამაყით და სხვებისათვის დასანახად გამოდის ჩვენი საქციელი. აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. 100 სკვნილზე მუდმივ ლოცვას დიდი ზალა სჭირდება, ერის კაცს კი მგონია რომ ამის არც დრო აქვს და არც საშუაკლება რომ მუდმივად ილოცოს დღის განმავლობაში, ცემი აზრით ასეთი ადამიანი ან მექანიკურად ასრულებს სკვნილზე ლოცვას ან ხიბლშია ჩავარდნილი.
ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად
ძალიან გამიხარდა ეს განყოფილება რომ ვიპოვე,მაინტერესებდა,დიდი მადლობა,... ერთი კვირის წინ ჩემ მამაოს ვთხოვე რომ ფკვნილზე ვილოცებ ხოლმეთქო,რადგნა ვფიქრობდი რომ ყურადღებას უფრო მოვიკრებდი.მან არ მომცა ამის უფლება, სკვნილზე ბერ-მონაზვნები ლოცულობენო. მე გამიკვირდა,გულში გავიფიქრე ”აბა ამდენ ერისკაცსაც რომ აქვსთქო?” ეხლა ვხვდები რომ მართალი ყოფილა ჩემი მოძღვარი,მან იცის რომ მე არ ვარ ამისთვის მზად და დამიცვა "მოსალოდნელი ცოდვებისგან":)
უფალმა გააძლიეროს
დიდი მადლობა
http://imageshack.us
Shot with http://profile.imageshack.us/camerabuy.php?model=E3200&make=NIKON at 2007-06-27!!!
აი მე,როგორი სკვნილი მაქვს,ლამაზი და მშვენიერი
ძალიან მიყვარს,ჩემი გაკეთებულია. იესოს ლოცვა ამან მასწავლა.
თქვენ როგორ გგონიათ, სკვნილი უფრო ძველი სიტყვაა თუ ფსკვნილი
ნათია
ხოდა რაღატო უნდა ვისაუბროთ და ჩავერიოთ მოძღვრების საქმეებში?
თამარი_ცქნაფო
მადლობ.
ავტორის მითითება დამავიწყდა
თამარი_ცქნაფო
შენც გგონია რომ სკვნილი სახიფათო სიწმინდეა?
გაიგეთ ყველამ სკვნილი სიწმინდე არაააა!!!!
მხოლოდ ის ჯვარია სიწმინდე რომელიც სკვნილს აქვს მობმული... სკვნილი ლოცვის დასათვლელი საშუალებაა მხოლოდ!!!!!
მნათე
ჩოთქს უსუპს ეძახიან.. ჯვარს რომ აქვს მობმული... ნაკურთხი წყლის სასხურებლად
teo..
ღმერთმა გაგაძლიეროს!!!აღფრთოვანებული ვარ ხოლმე შEნი ისტორიებით...
პირველად სკვნილი თორმეტი წლისას მაჩუქა ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა,მის ძმას გააკეთებია მონასტერში ყოფნისას და მაჩუქა...მითხრა ზედ იესოს ლოცვა უნდა წაიკითხოო...მაშინ მოძღვარიც არ მყავდა...სიმართლე გითხათ,სამკაულივით უფრო მეკეთა...მერე გაწყდა და თვლები დამეარგა,ძალიან განვიცადე....
ორი წლის წინათ ჩემს მეგობარს ვუყიდე იერუსალიმიდნ ჩამოტანილი სკვნილი და მეც ძალიან მომინდა ჩემთვის...ბოლოს მამაოს მივუტანე და მომცა კურთხევა...ზოგჯერ ვერ ვასრულებშემინდოს უფალმა...
განსაცდლის ჟამს მასზე ლოცვით ძალიან ვმშვიდდები და ვძლიერდები........
რა იცით ფსკვნილის შესახებ? რა დატვირთვა აქვს მას და თქვენთვითონ იყენებთ თჲ არა მას!
და იცით თუ არა ფსკვნილის მოქსოვა სუტაჟით, თუ არ იცით და სურვილი გექნებათ მამაოს კურთხევის შემდეგ შემილია გასწავლოთ ვისაც სურვილი გექნებათ
მე სურვილი რო გამიჩნდა სკვნილზე ლოცვის ახალი მრევლი ვიყავი მაგრამ კურთხევა არ მითხოვია სანამ ჩემ თავში არ დავრწმიუნდი მზად ვიყავი ამისთვის თუ არა,კაი ხნის მერე ავიგე კურთხევა უკვე ერთი წლის სტიქაროსანი ვიYავი მამაომ რო მომცა კურთხევა,მეც გეთანხმებით აუცილებელი არა ქალაქში ატარო და აქეთ იქით აქნიო შეიძლება შენ გვეძე ვიგაჩ სიგარეთსაც კი ეწეოდეს ეს კი დაუშვებელია მას სათუთად გაფრთხილება უნდა.ისე მონასტერში ყოფნის მერე გადავჭყვიტე სკვნილზე ლოცვა
რამდენიმე დღეა რაც პატარა, თითზე წამოსაცმელი სკვნილი შევიძინე მონასტერში..
მოძღვარმა ჯვარი გადამისახა მასზე და კურთხევა მომცა, რომ ყოველდღე ვილოცო..
როცა ერისკაცს აქვს კურთხევა სკვნილზე ლოცვისა, მან ეს ნივთი ხელის სამშვენისად და სხვების დასანახად არ უნდა აქციოს..
ხშირად მინახავს, რომ სამაჯურივით უკეთიათ ქუჩაში..
მე ვიცი პიროვნება, რომელიც წლებია ყოველდღიურად ატარებს სკვნილს მაჯაზე, მაგრამ მისი ცხოვრების სტილი სამწუხაროდ არ ჯდება ქრისტიანული ცხოვრების ჩარჩოში..
marine
მე ყოველთვის და ყველგან დავატარებ სკვნილს, და ჩემთვის ის არაფერ იდუმალებასთან კავშირში არ არის, უბრალოდ როცა სკვნილი მიჭირავს ხელში ავტომატურად ვლოცულობ იესოს ლოცვას და ტექნიკურად კონცეტრაციაში მეხმარება... იესოს ლოცვის გარეშე კი ძალიან ძალიან მიჭირს საერთოდ რამის გაკეთება... და იესოს ლოცვა კიდევ მაშინ არის ჩემთვის ძალიან ეფექტური როცა სხვა ლოცვის წარმოთქმის უნარი არ მაქვს... იესოს ლოცვას შეუძლია უკიდურესი დაცემულობიდან ამოთრევა, მარტივად გამოცდილებიდან ვიძახი...
თან დატრაბახებითაც
სკვნილის უარყოფითი მხარე არის ხიბლი...
რაც შეეხება გონების გულში ჩარრმავებას იესოს ლოცვისას, მეტაფიზიკურ გამოსხივებებს, სითბოს შეგრძნებებს და ა.შ. მაგათზე ბევრი წავიკითხე და მოვისმინე მაგრამ სულ ტვინი ამერია... ვერაფერი გავიგე...
neo
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა ადამიანს ყოველდღიურად, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, სკვნილი მაჯაზე აქვს შემოგრაგნილი სხვების დასანახად, მგონია რომ ის ამით ხაზს უსვამს თითქოს სხვაზე მეტად მორწმუნეა..
ამიტომ ამბობენ მოძღვრები რომ ერისკაცმა მასზე ფარულად და არა სხვათა დასანახად უნდა ილოცოს..
[quote name='marine' date='Oct 4 2007, 03:22 PM' post='183985']
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა ადამიანს ყოველდღიურად, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, სკვნილი მაჯაზე აქვს შემოგრაგნილი სხვების დასანახად, მგონია რომ ის ამით ხაზს უსვამს თითქოს სხვაზე მეტად მორწმუნეა..
ამიტომ ამბობენ მოძღვრები რომ ერისკაცმა მასზე ფარულად და არა სხვათა დასანახად უნდა ილოცოს..
გეთანხმები. ბევრი სწორედ მაგიტომ ხმარობს. მაგრა არია ადამიანები რომლებიც თავის სულიერ მდგომარეობის გასაძლიერებლად ლოცულობენ. ისე შეგიძლია ტრანსპორტშიც ილოცო ის ხო ჩვენი იარაღია
ტრანსპორტში თუ ლოცვა უნდა ადამიანს ისედაც ილოცებს გულში იესოს ლოცვას, აუცილებელი არაა სკვნილი მარცვლოს სხვათა დასანახად..
მე ყველაფრის არ მჯერა რასაც ვკიტხულობ
neo
კონკრეტულად რა არ გჯერა?
კაი შევეშვათ ამას,
ნუ არ მჯერა ის რომ სკვნილის ტარება არ შეიძლება... მე ცალსახად ვიცი რომ მჭირდება და მის გარეშე გამიჭირდება...
თუმცა როცა ატარებ ასევე აუცილებელია მიზანმიმართული ვარჯიში დრეში 30 წთ მაინც...
neo
marine
გეთანხმები ყველაფერში.....მეც არ მომწონს რავიცი ჩემი პირადი აზრია...ლამაზი შეიძლებ იყოს მაგრამ მას მისი დანიშნულება აქვს...და არ ვიცი პატარა გოგოებს დაბიჭებს რატომ აძლევენ უფლებას ატარონ(ბევრზე მაქვს შემჩნეული).....ასეთი აუცილებელია ? ან უნდა ილოცო ან მართლაც ჩანთაში გედოს ...
ჩემი აზრით ერისკაცმა სკვნილი უნდა ატაროს მაშინ როცა სულიერად ძლიერია
სკვნილი გეხმარება ლოცვაში (იესოს ლოცვაში).
თუ ვინმე მოსაჩვენებლად ლოცულობს ეს არც სკვნილზე ლოცვის დრსაა მისაღები და არც ტაძარში ან სხვაგან. მნიშვნელობა არ აქვს სკვნილით ილოცებ თუ არა, მთავარი აქ ლოცვაა, მორწმუნის გულის მდგომარეობა და არა სკვნილი, სკვნილი მხოლოდ ეხმარება საშუალებაა ლოცვისათვის.
მე ვფიქრობ რომ თუ ერისკაცს აქვს სურვილი სკვნილის დახმარებით ილოცოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ნამდვილად ლოცვა უნდა გინდოდეს.
kavkasieli
ახლახანს გავიგე, თურმე ახალ სკვნილების გამოშვბას აპირებენ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით...
ნუ თუ ხელში გიჭირავს და არ ლოცულობ დენს გირტყავს რა
neo
ეგ კაი ხანია გამიგონეს ოღონდ სკვნილი არ ქვია მაგას ელექტრო შოკი ქვია
ქავთარაძე
პატარა ხარ პატარა
გაიზრდები აბა რა
ეკლესიაში რომ მივედი მეგონა სკვნილი განსაკუთრებულ მორწმუნეებს ქონდათ და შევნატროდი
ჩემი აზრით,სკვნილზე, სულიერად ძლიერი ადამიანი უნდა ლოცულობდეს
sapo
სკვნილიზე ,არ შეიძლება ყოველი ადმიანი ლოცულობდეს
მე ვფიქრობ,შეიძლება იმ შემთხვევაში თუ სკვნილზე ლოცვისკენ მოძღვარი მოგიწოდებს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო სულიერად ძლიერი ხარ,თუ არა პირიქით. სკვნილის ტარებას რაც შეეხება,მე მგონია გარეთ არ უნდა ატარო,რადგან მეტი მოგეთხოვება სხვების წინაშე, რომ სხვა არ დააბრკოლო .
აკ უამრავი ინფორმაცია დევს მაგრამ ეხლა არ მცალია რომ ცავიკიტხო,უბრალოდ მაინტერესებს ერის კაცს უნდა კონდეს ტუ არა პსკვნილი,სხვადასხვა მოდზგვრისგან სხვადასხვა პასუხი მივიგე,ერტმნისჰვნელოვანი პასუხი არ უნდა იკოს,ტუ ვინმემ დაზუსტებიტ იციტ სჰემეხმიანეტ,სჯულის კანონსჰი ცერია რამე ამის სჰესაგებ?აუცილებლად ვნახავ რას მომცერტ
დიდი ხანია რაც სკვნილი მაქვს,, იმ დროიდან როცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა რომ იესოს ლოცვა უნდა მეთქვა მასზე... ახლა ვხვდები რომ მისი ტარება და მასზე ლოცვა დიდი პასუხისმგებლობაა, გადავწყვიტე მამაოს მივცე,, თუ ოდესმე მივხვდები რომ მისი "ზიდვა" ჭეშმარიტად შემიძლია მაშინ ავიღებ კურთხევას... გმადლობთ რომ ეს ტემა წამოჭერით. უფალს ებარებოდეთ
იესოს ლოცვა უნივერსალური ლოცვაა და ყველა მორწმუნემ უნდა ილოცოს სკვნილით თუ მის გარეშე
მე ვფიქრობ ეს ინდივიდუალურია და ეს მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს ილოცოს მორწმუნემ სკვნილით თუ არა
neo
შენ ეტყობა სკვნილით ლოცვის წესზე ლაპარაკობ როცა წერ"რაც შეეხება გონების გულში ჩარრმავებას იესოს ლოცვისას, მეტაფიზიკურ გამოსხივებებს, სითბოს შეგრძნებებს და ა.შ. მაგათზე ბევრი წავიკითხე და მოვისმინე მაგრამ სულ ტვინი ამერია... ვერაფერი გავიგე...
"
შეგიძლია უფრო მეტი დაწერო? ან სად წაიკითხე ამის შესახებ?
სკვნილი მართლა იარაღია... და არ არის მარტო "სათვლელი ხელასაწყო"...
თუ სხვებმაც იცით ამის შესახებ, დაწერეთ ნებისმიერი ინფორმაცია სკვნილით ლოცვის წესის შესახებ ...
ისე ერთმა მოძღვარმა მითხრა სკვინლზე ლოცვის დროს რომ იტყვი ერთხელ უფალო შეგვიწყალენს ან სხვა რაიმე ლოცცვას ერთ ტყვიას ესვრი ბოროტსო და ის საპასუხოდ ზარბაზანს გესვრისო და იმისათვის რომ ეს ზარბაზანი აიცილო დიდი სულიერება გჭირდება ადამიანსო აქედან გამომდინარე ზალიან ზნელია სკვნილზე ლოცვა საერთოდ კი როგორც ვიცი ზოგი სკვნილს ბერის იარაღს ეძახის. და თუ როგორ უნდა ილოცო სკვნილზე ამ ლოცვით კანონს მემგონი მოძღვარი თვითონ აძლევს ხოლმე.
სკვნილი ანუ კრიალოსანი - კრიალოსანი წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან ''კირიე ელეისონ'', რაც ნიშნავს: ''უფალო შეგვიწყალენ''. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - წმიდა პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას: ''უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი''. მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო ყოველდღიურად რამდენჯერმე აღესრულებინათ იესოს ლოცვა. ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო, პახუმი დიდმა ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი - სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინა სახე. იგი სულიერ მახვილს და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისაგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს.
სკვნილი ეს იარაღია რომლიტაც უნდა იბრზოლო წესით ერის კაცს და თეთრ სამგვდელოებას არ უნდა ჰქონდეს მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი გაუბრალოვდა
ugirsi
ალექსანდრე
მეც გეთანხმები სკვნილი მხოლოდ ლოცვის ატრიბუტია
კაცო რა გადაეკიდეთ ამ სკვნილსა კაცმა ილოცოს და თუ უნდა გაკვანძული ტილო დაიჭიროს, რატო აბრკოლებთ ხალხს?
იქნებ ვიდეო ან რაიმეს ლინკი დადოთ როგორ კეთდება ფსკვნილი
ესეც ინდური "სკვნილი"
http://www.radikal.ru
სუფთა კაი ბიჭური ატრიბუტია. უბანში ბირჯაზე რო დგახარ მალე გადის დრო ტრიალში
syd
llaasshhaa
კლასიკურ მუსიკაში შედი ერთ წამს, მოგწერე რაღაც
აბე
მგონი ჯობის სკვნილზე ლოცვის დროს ნაკლები ყურადღება მიიქციოს ადამიანმა... და თითზე ტრიალი არ დაიწყოს სათამაშოსავით (ბრელოკივით ) ვცდილობ ისე ვილოცო რომ ვერ შეამჩნიონ
მე ვატარებ სკვნილს და როცა ვლოცულობ სულიერი ვმშვიდდები
http://www.chotki.com/
აი ეს სკვნილები მომწონს ძალიან, რაღაც რბილი ძაფისაგან არის ბარხატივით არის თან რბილი და ელასტიური ჩანს...
ჩვენთან ხშირად უხეში ძაფისაგან დამზადებულია და არ არის ელასტიური...
მაგრამ ფასი რამხელა აქვს აქ.... 50 იანი 20$
მე ვთვლი, რო არაა აუცილებელი ყველაას 100იანი,და დიდი სკვნილები გვქონდეს,მაგრამ მცირე სკვნილი(12,33) ერისკაცისთვის შეიძლება..
მეპირადად მოძღვარმა,ნელ-ნელა,საფეხურებრივად გამიზარდა სკვნილისზომა(33,50 და 100),თუმცა მისი სიდიდის გაზრდასთან ერთად მასზე შესასრულებელი კანონების რაოდენობაც საგრძნობლად გამიზარდა..მადლობა უფალს,Dღეს მის გარეშე არ შემიძლია,უზომოდ მიყვარს,არ ვიცილებ..ოღონდ არა სხვის დასანახად..როცა მაქ განმარტოების საშუალება,მხოლოდ მაშინ..მიმაჩნია,რო არაა საჭირო ყველამ დაინახოს,რო შენ ლოცულობ..და ასეთი და ისეთი მლოცველი ხარ..მოძღვარმაც გამაფრთხილა თუ დაგინახე სხვის დსანახადმერე შენ თავს დააბრალეო ეხა ვხვდები 100%იანია..
მოკლედ ადამიანზეა დამოკიდეული,და ყველა ვერ დაიტევს სკვნილს მოძღვარს დაუჯერეთ და ყველაფერი კარად იქნება
თუ განმარტოებისთვის დრო არ გაქვს მაშინ რა უნდა ქნა? გარეთ რომ იკიტხო ლოცვა, ქუჩაში, ან 'მარშუტკაში" არ შეიძლება?
Atman
როგორ არ შეიძლება, უბრალოდ ლოცვის აფიშირება არ უნდა მოხდეს
Atman
მაგ შემთხვევისთვის არსებობს ე.წ თითის სკვნილი,რომელიც არ გამოჩნდება..მე ვიგულისხმე,რო მე პირადად არ მსიამოვნებს,როცა ქუჩაში,ან თუნდაც მარშუტკაში ვხედავ ხალხს,რომელსაც სამაჯურად,ან ყელსაბამად უკიდია ვეებერთელა სკვნილი და ატრიბუტივითაა..
მე პირადად მოძღვარმა მაკურთხა,რო როცა იცი,ისეთ ადგილას მიდიხხარ რო სკვნილზე ლოცვის საშუალება არ გექნება,სახლში ხატების კუთხეში დააბრძანეო..რადგან სკვნილი დიდი სიწმიდეა..ჩვენ ერისკაცებს არც კი გვაქ მისი ტარების უფლებბა,და რახან მოძღვარმა გვაკურთხა,მაქსიმალური კრძალვითა და რიდით უნდა მოვეპყრათ და გავუფრთხილდეთ,როგორცც დიდ სიწმინდეს..ნუ გავაუფასურებთ ..
აჰა ჩემი სუბიექტური აზრი
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?
კი ოღონდ ალამივით არ უნდა აქნევდეს... და სკვნილზე ლოცვის დროს თუ გინებას არ დაიწყებს და სიგარეტის გაბოლებას ეგეც კარგი იქნება .
მოქსოვა გვასწავლეთ რა. რამე ქსქემა ან ვიდეო დადეთ თუ გაქვთ, ოღონდ გარკვევით რომ იყოს ახსნილი. რა ვიდეოებიც ვნახე ვერ გავიგე ვერაფერი როგორ ქსოვენ
karpaki
რაშია საქმე ამხანაგო?
მე მაქვს კურთხევა ,,უფალო შეგვიწყალენ,, ვთქვა სულ პატარა სკვნილზე, (12იანი) და მარშუტში მირჩევნია უაზრობაზე ფიქრს ვილოცო და სკვნილით უფრო ყურადგებით ვარ და არამგონია რამე ცუდს ვაკეთებდე ჩემი სულისთვის მითუმეტეს ისეთი პატარაა ვერც ვერავინ ამჩნევს
A.V.M
syd
ვინმე მადლიანმა ამიხსენით ბოლო ბოლო ადამაინურ ენაზე როგორ გავაკეთო ეს კვანძი
კვანძის გაკეთება ვისწავლე. ახლა ის მითხარით თუ შეიძლება რა სისქის და სიგრძის თოკია საჭირო 50 ან 100 კვანძიანი სკვნილის მოსაქსოვად
syd
გააჩნია,როგორ იწყებ ქსოვას.
მაგალითად მე ვიღებ 10 მეტრიანს და შუაზე ვკეცავ.
პირველი კვანძის გაკეთების შემდეგ, პატარა ხვრელს ვტოვებ ბოლოში, რომ დასრულებისას იმაში გავუყარო და შევკრა.
ზოგი კი თავშივე ტოვებს ძაფს და პირველ კვანძს ისე აკეთებს.
ბოლოს კი ორმაგი ძაფით აკეთებს ჯვრის ბურთულებს.
მოკლედ, ჩემი პრინციპით მოქსოვილს დაახლოებით 10 მეტრი უნდა 100 ცალიანს.
სუტაჟი შეიძლება 8 გეყოს,მაგრამ შალის ძაფით ცოტა მსხვილი ბურთულები შეგიძლია და 10 მეტრი მაინც უნდა.
ნუ მაქსიმუმ 12.
ახლა ამის მიხედვით დაინაგრიშე შენ, რამდენიანს რამდენი დასჭირდება
ისე,ჯობია ცოტა გრძელი იყოს, ვიდრე დაგაკლდეს.
დანრჩენილ ძაფეხბს მოაჭრი და გამოიყენებ ფოჩებისთვის.
tamuna m
კვანძის გაკეთება კი ვისწავლე ამგრამ მსხვილ თოკზე, აი მთამსვლელები რომ აკეტებენ კვანძებს ისეთ თოკზე. მაგრამ შალის ძაფზე რომ ვცადე ძალიან ძნელია. პატარაა და ვერ ვგებულობ სად რომელი ბოლო გადის...
syd
სუტაჟი იყიდე, თოკის ტიპისაა და გაგიადვილდება.
მარიამის გახსნილ თემას გადავაწყდი?
ხოდა შენ გაკეთებულ სკვნილებს თუ წარუდგენ საზოგადოებას ფორუმის გამოფენაზე ძალიან გაგვიხარდება...
დღემდე თითებს ვიყენებ და რა ვქნა? ვაშავებ რამეს?
ქევანა
კი, მომაკვდინელებლი ცოდვაა!
რა მნიშვნელობა აქვს.
ზოგისთვის თითია მოსახერხებელი, ზოგისთვის - კვანძი და კიდე ზოგისთვის სხვა რამ...
ერთი კითხვა მაქვს. რაც ვაკვირდები ამ სკვნილებს, უმეტესობას არ აქვს კვანძებს შორის დაშორება, ან თუ აქვს ძალიან შეუმჩნეველი და ლოცვის დროს როცა მარცვლავთ, არ გიჭირთ გარჩევა და ხელში გადასვლა ერთი კვანძიდან მეორეზე?
syd
არანაირად სიდს შემოვევლე...
(ნასკვს ხანდახან ,,ვატრიალებთ'' და ისე გადავდივართ, რაც თავიდან გვაცილებს მაგას...)
ხალხო, გუშინ მითხრეს სკვნილზე ლოცვის კურთხევა მარტო შენმა მოძღვარმა კი არა, ეპისკოპოსმა უნდა მოგცეს ან არქიმანდრიტმაო. მართლა ასეა?
G_saxva
ისე საერთოდ რატომ აძლევენ კურთხევას,თუ სულიერ შვილს არ უთხოვია?..
თქვენ გაიხარეთ. მეც ეგეთი რეაქცია მქონდა
უბარლოდ არ გიჩნდებათ კითხვა "რატომ მამაო?". მე მაგალითად სკვინილი რომ დამინახომ მოძღვარმა ალბათ 200 მეტანიას ვერ ავცდები, ესეც იმიტომ რომ კარგად გავიაზრო სკვნილით ლოცვასთან ხმრობა რომ არ შეიძლება. არაერთი სტატია არის ინტერნეტში რომელშიც ნათლად არის გადმოცემული სკვნილით ლოცვაზე. ყველაფერი ბრმად კი არ უნდა მივიღოთ, მღვდელიც ადამიანია და შეიძლება ისიც ცდებოდეს.
პ.ს ისე ძალიან მაღიზიანებს სამარიაჟოდ რომ დააქვს ხალხს სკვნილი და წარმოდგენა არ აქვს რა არის
სკვნილზე ლოცვის გამოცდილება თუ არ აქვს ადამიან იგი ვერასდროს ვერ მიაღწვს ლოცვით სიმხურვალეს !!
nick
ძალიან დიდ პატივს ვცემ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს, მაგრამ თუ რომელიმე წმინდა მამის სიტყვები არ არის არგუმენტად ნაკლებად ჩაითვლება.
G_saxva
G_saxva
G_saxva
qetevano
ცოტა შენც დაამატე თორემ უხერხულია
პ.ს ისე სუფთა გიშრის კრიალოსანი მაქ ბებიის ნაჩუქარი რომელიც უჯრაშია რამდენი წელია უკვე ერთი ორთხელ თუ ორჯერ მექნება გამოყონებელი საჭირებისამებრ.
G_saxva
მე მაჩუქა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ძალიან კარგი სკვნილი! ვერაფერში გამოვიყენებ, მაგრამ სამახსოვროდ შევინახავ!
nick
ეგ ხოოო მაგრამ სკვნილი არ დამაქვს მაგრამ იესოს ლოცვას ვამბობ მაინც და მასე რაა იგივე არაა?
nick
რაზე ვდაობთ?
A.V.M
რავიცი რაღაცაზე მედავება და რატომ მედავება ვერ გავიგე
nick
რა საკითხზე აფიქსირებთ პოზიციებს ?
(კონკრეტულად რომ მითხრათ უფრო)
ჯერ სკვნილის ტარება არ ტარებაზე, დანარჩენი წინა გვერდზე გადახედე და მანდ გაერკვევი
"ერთხელ კალივაში სხვადასხვა ნივთით დატვირთული ადიოდა. გზად ერისკაცი შეხვდა და შესთავაზა, დაგეხმარებიო. ეს საცოდავი ეშმაკეული ყოფილა, გზაში მიწაზე დაეცა. ბერმა [ღირსი პაისი ათონელი] მას სკვნილით ჯვარი გამოსახა. ეშმაკეული მარჯვენა ხელზე ეცა, მამა პაისიმ სკვნილი მარცხენა ხელში გადაიტანა და კვლავ გადასახა - "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, გამოვედ, არაწმინდა სულო". ის მაშინვე დამშვიდდა და შენდობა ითხოვა. მამა პაისი ამბობდა: - ხომ ხედავთ, რა დიდი ძალა აქვს სკვნილსო".
– აბბა! რას ფიქრობთ ფიჭური, მობილური კავშირის შესახებ?
– დიდი ხანია, რაც მისით ვსარგებლობ, – მიპასუხა ბერმა, და თავისი გაცვეთილი სკვნილი დამანახა, – აი ეს; ასობით კვანძი – მუდმივი მობილურობა, და კავშირი ზეცასთან!
"მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე თვითნებურად სკვნილზე ლოცვა დაუშვებელია და ამან შეიძლება ცოდვაშიც კი ჩააგდოს ადამიანი"
"სკვნილი" არის ლოცვითი კონცენტრაციის გამაძლიერებელი ერთ-ერთი საშუალება. იგი არ არის ერისკაცის ატრიბუტი. დღეს უამრავ ადამიანს ქუჩაში უჭირავს უზარმაზარი სკვნილი და ლოცულობს მასზე. რაც არ არის სწორი და მართებული.
მაცხოვარი ამბობს: "როცა თქვენ ლოცულობთ, შედით სენაკში, თქვენს ოთახში და ილოცეთ ზეციური მამისკენ პირისპირ, ისე რომ, არ გახდე სხვების თვალწინ დასანახი". თუ ლოცვას ეძლევა ასეთი ფორმა და აფიშირება ხდება, თითქოს გვინდა ვთქვათ საჯაროდ: "მე ვლოცულობ" და ამით ადამიანი ამაყობს, ეს უკვე ქედმაღლობა და ამპარტავნებაა".
სკვნილი არის ლოცვისთვის განკუთვნილი და ვთვლი რომ ეს ერის კაცისთვისაცაა საჭირო მაგრამ თუ ის დიდი ხნის მრევლია და თუ მისმა მოძღვარმა იცის მისი შესაძლებლობა რადგან ლოცვის მაგივრად არ არდგეს და თAმაში არ დაიწყოს. ზოგს უკავია სკვნილი მაგრამ მათგან ცოტამ თუ იცის მისი დანიშნულება. ამიტომ ჯერ გაიგე რისთვისაა სკვნილი და მერე მოძღვრის კურთხევით დაიწყე ლოცვა.... მაგრამ არის ეპარქიები რომლებიც სკვნილის ხმარებას ერის კაცისთვის კგრძალავს და ის მხოლოდ მონაზონს აქვს
რა შეიძლება რომ ვაჩუქო მონაზონს?
„გაცრეცილი სკვნილი“
„ჩვენი კალივის სამორჩილო კანონის მიხედვით, სკვნილი 6-ჯერ უნდა ჩამოგელოცა და 60 მეტანია აღგესრულებინა. დარღვევას ვერაფრით გაამართლებდი, სერიოზული მიზეზიც რომ გქონოდა“.
"ვისაც ძალა შესწევს, ფსკვნილზე ილოცოს იესოს ლოცვა - მას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია"
/მამა ელპიდე/
"მამა პაისი, სკვნილი ხელიდან არასოდეს არ უნდა გავუშვათ, რადგან ეს მონაზონის იარაღია და უზარმაზარი ძალა აქვს. ერთხელ კარეასში სკვნილით ჯვარი გადავსახე ერთ ეშმაკეულს და ის მაშინვე განიკურნა".
"მამა არსენი მღვიმელი ამბობდა: "როცა ფეხზე მდგომარე ვლოცულობ სკვნილზე, მაშინ ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებას ვგრძნობ, როცა მჯდომარე ვლოცულობ, ოდნავ თუ ვამჩნევო".
"ადამიანები შეგიძლია აცხოვნო სკვნილზე ლოცვითაც"
"როცა სკვნილი იწყებდა კეთილსურნელებას, ვიცოდი, რომ საღამოს ლოცვა მექნებოდა. ხოლო, როცა სკვნილი კეთილსურნელებას არ გამოსცემდა, მაშინ ლოცვა არ მქონდა."
"სკვნილი ჩვენი მფარველი ანგელოზის უტყვი ხმაა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სკვნილი წინაპართა სიხარულია იმის გამო, რომ შთამომავლობაში გაუჩნდათ მლოცველი, მათი შველა რომ ძალუძს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სკვნილი ჩვენი გზამკვლევია მიწიდან ცისაკენ, გასაღებია, იესოს ლოცვისათვის გულის კარის გამღებელი; ჯაჭვია, სულიერ სამყაროსთან სულის დამაკავშირებელი; კიბეა, ზეციურ იერუსალიმში ამყვანებელი, სადაც ყოველი კვანძი ზევით მიმავალი საფეხურია".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
ულამაზესი სიტყვები
"სკვნილი განუყრელი, საყვარელი მეგობარია, რომელსაც სული ესაუბრება. ესაა სულის ყელსაბამი, სჯულიდან მადლამდე - ლოცვითი კანონიდან განუწყვეტელ ლოცვამდე გადებული ხიდი.
სკვნილის ყოველი კვანძი სულიერ ყულაბაში ჩადებული პატიოსანი თვალია, საუკუნო ცხოვრებაში რომ გამოჩნდება; ესაა ოქრო, რომლითაც სული საზვერეებში თავის გამოსყიდვას შეძლებს. სკვნილის კვანძები ლოცვის ცრემლებია, მფარველი ანგელოზი რომ აღნუსხავს.
სკვნილი ადამიანის იმედია , იმედი იმისა, რომ ღმერთია მასთან, თუნდაც ბედმა ქვეყნის დასალიერში გადააგდოს თოვლის ფანტელივით. სკვინილი სიხარულის განცდაა იმის გამო, რომ უფლის სახელი ასე ახლოსაა სულთან - უფრო ახლოს, ვიდრე სუნთქვა, თვალისჩინი და გულისძგერა. სკვნილის კვანძებზე თითების მოძრაობა სულის საიდუმლო სიმებზე ხელის შეხებას წააგავს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"საეკლესიო გადმოცემის მიხედვით თვითოეული კვანძის მოქსოვისას მქსოველი ეკლის გვირგვინს წნავს. ამბობენ, რომ თუ ყველა კვანძი ზუსტად არ არის მოქსოვილი, მქსოველი თანმიმდევრულად, საკმარისი ყურადღებით არ ლოცულობდა".
"იქ ახლაც ცხოვრობს მამა ელეფთერ მესკვნილე"
"მამა პაისი თავის წიგნში იხსენებს მამა არსენის ნათქვამს:
"როცა სკვნილზე ფეხზე მდგარი ვლოცულობ, ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებასა ვგრძნობ, ხოლო დამჯდარი ლოცვისას სუსტად ვგრძნობ".
"- აბა, მუხლი მოიდრიკე, ხელზე მემთხვიე, ემთხვიე სკვნილის ჯვარზე, რათა გაკურთხო, რომ შეგეწიოს ღმერთი".
"ერთი სამწუხარო ტენდენციაც შემიმჩნევია, უმეტესობა მათგან ისეთი სისწრაფით მარცვლავს, გააზრებულად და ხეირიანად არათუ იესოს ლოცვას, არამედ ამ ტემპით "უფალო, შეგვიწყალენს" ვერ წარმოთქვამს. აღარაფერს ვამბობ, როცა ეს სკვნილები ჰაერში უმისამართოდ დაფარფატებენ".
/დეკ. ლევან ფიროსმანაშვილი/
"ყოველდღიურად სკვნილს ამოილოცავდა"
"- სკვნილზე ლოცვისას ერთ მარცვალსაც ნუ გამოტოვებ. ერთმა მონაზონმა იზარმაცა მთელი კვირა თავისი ლოცვითი კანონის აღსრულებისას და ეშმაკმა ის ათონის მთიდან ერში წაიყვანა, - მიყვებოდა ერთი ძალზე მოშურნე და კეთილკრძალული მეუდაბნოე".
"ლოცვას დამარცვლით კითხულობდა, ერთგვარად გაგრძელებულად, ამასთან თითოეულ სიტყვას მკაფიოდ წარმოთქვამდა, თითქოს ჭედდა. სიტყვებს შორის მცირეოდენ პაუზებს აკეთებდა. ლოცვისას სკვნილით ხელში იდგა, ყოველ მეათე კვანძზე მცირე მეტანიას ასრულებდა. სკვნილის ყოველ ჩამოლოცვაზე კი მუხლს იდრეკდა. ხშირად მდუმარედ ლოცულობდა, იჯდა კუთხეში დაბალ სკამზე, პირით კედლისკენ. ისე ჩაეშვებოდა ლოცვაში, რომ არა სკვნილი, რომელსაც ამოძრავებდა, შორიდან გეგონებოდა, სძინავსო."
როდესაც ფსკვნილს ვქსოვ,
ჩემი თითები იმედს წნავენ
ჯვრების გვირგვინში...
და ლოცვა მხოლოდ ასე მიდის
გონიდან გულში,
გულიდან - ხელში, საიდანაც
ადრესატები რწმენითა და იმედებით
დამძიმებულ "ჯვარს" მართმევენ...
როდესაც ფსკვნილს ვქსოვ,
ყოველ მათგანს ჩემი გულის ძაფებს
ვატან...
ვიცი, დავკარგავ...
იმედებიც უმოწყალოდ გაცრუვდებიან
და ჯვრიან გვირგვინში
ეკლებიღა შემრჩება მხოლოდ...
თუმცა, რჩება ჩემი გულის ძაფის
იმედი,
რომელსაც უკან მობრუნებულები
გამოჰყვებიან...
მთავარია, მე ვიდგე მყარად,
რომ დავუხვდე...
სადაც დამტოვეს!
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი
"ფუძნარი" N7, 2017, გვ.9/
"სკვნილი სიწმინდეა, ამიტომ დაუშვებელია მისი გამოყენება სამკაულად (სამაჯურად და სხვა)".
"ჩამარცვლავდა ხოლმე სკვნილს და იესო ლოცვას ამოიტყოდა"
"სკვნილი - აი ეს არის სასწაულთმოქმედი".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"იღუმენია ევპრაქსიამ მამა იოსებს ორმოცდაათმარცვლიანი სკვნილი გამოუგზავნა. მამაო, მაჩუქე ეს სკვნილი-მეთქი, - ვთხოვე, - აიღეო. სკვნილი ყოვლადწმინდა ხატზე ჩამოვკიდე (მანამდე მან ეს ხატი და პარამანი მაჩუქა). როცა სკვნილი იწყებდა კეთილსურნელებას, ვიცოდი, რომ საღამოს ლოცვა მექნებოდა. ხოლო როცა სკვილი კეთილსურნელებას არ გამოსცემდა, მაშინ ლოცვა არ მქონდა. დიდი ხნის წინ იყო ეს".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"ერთი კაცი წუხდა, ის სკვნილი დავკარგე, რომელითაც გარდაცვლილმა მოძღვარმა მაკურთხაო. ბერმა უთხრა: "შენ სკვნილი დაკარგე და არა მოძღვრის კურთხევა". მან ჰკითხა: "როგორ გავიგო შენი სიტყვები?" ბერმა უპასუხა: "შენ მატყლით გაკეთებული სკვნილი დაკარგე, სულიერი სკვნილი კი განუწყვეტლივ ლოცვაზე შენთვის მოძღვრის მიერ მოცემული კურთხევაა. ის არ წაგერთმევა. აიღე ნებისმიერი სკვნილი და მოძღვრის კურთხევა მასზე იქნება".
"მონაზონმა თქვა, - დავინახე, ერთი ძმა იესოს ლოცვის სკვნილზე კითხვისას ჩქარობდა და ნასკვებს ტოვებდა. მე ის ლოცვის გამქურდველად ჩავთვალეო."
"საუკეთესო ლოცვა სკვნილზე ლოცვაა"
მახსოვს, 60-იან წლებში, სოხუმის ეპარქიაში ყოფნისას, სამღვდელოებაში როგორ ატყდა დავა-კამათი - ერისკაცს აქვს თუ არა უფლება სკვნილზე ლოცვისაო. ამ კამათმა მხოლოდ ერთი რამ გვიჩვენა: რამდენად არასულიერი გახდა დღევანდელობა.
ადამიანებმა, რომლებიც თავიანთი ხარისხითა და მოვალეობით მოწოდებულნი არიან, ასწავლონ ლოცვა (მრევლს), დაივიწყეს, რას ნიშნავს ღვთის წინაშე შინაგანი ლოცვით წარდგომა, რომელსაც ასევე უწოდებენ "მღვიძარებას", "საიდუმლო სწავლებას", "ღვთის ხსოვნას" და იესოს ლოცვას. ისინი თვლიან, რომ პავლე მოციქულის სიტყვები: "მოუკლებლივ ილოცევდით" (თესალ. 5,17), ყველა ქრისტიანს კი არ ეხება, არამედ მათ, ვინც განსაკუთრებული ასკეტური ცხოვრება ირჩია, ანუ მონაზვნებს.
სკვნილი - ეს ერთ-ერთი გარეგნული იარაღია ლოცვისა. მისით სარგებლობისას, საეკლესიო კანონების მიხედვით, სადღეღამისო მსახურებანი და სხვა ლოცვები (რა თქმა უნდა, საეკლესიო საიდუმლოებების გარდა) ადამიანს შეუძლია შეცვალოს განსაზღვრული ოდენობის იესოს ლოცვის წარმოთქმით. ამის გარდა, სკვნილი განუწყვეტლივ შეახსენებს ადამიანს ლოცვას.
ისტორიულმა ლიტერატურამ შემოინახა მოწმობა იმისა, რომ ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ სკვნილებს ატარებდნენ ხელოსნები, გლეხები და მეომრებიც კი. ბერძნულ ეკლესიებსა და აღმოსავლეთში სკვნილზე ლოცვა მიღებული იყო, როგორც საეკლესიო გარდამოცემა.
ახლანდელ დროში შინაგანი ლოცვის დაკარგვამ და გარეგნულ ქმედებებზე გადასვლამ, უმთავრესის - გული ღმერთს რომ უნდა შეუერთდეს - დავიწყებამ თანამედროვე ქრისტიანები მიიყვანა ლოცვის დამახინჯებულ გაგებამდე, თითქოს ის უნდა შემოიზღუდოს მხოლოდ განსაზღვრული დროით და ადგილით, და ამის გარდა, გონებასა და სულს შეუძლია შეუფერხებლად იმოძრაოს მიწიერ საგანთა და წარმოდგენათა წრეზე.
ამიტომაც სკვნილს დღეს უცქერენ როგორც ბერის ერთ-ერთ ატრიბუტს, ბარტყულსა და მანტიასთან ერთად. როცა ერისკაცს ხელში სკვნილს დაუნახავენ, ამბობენ: "სკვნილის ტარების უფლება ვინ მისცა, ის განა მონაზონია? ეს კანონების დარღვევაა!" მაგრამ რომელი კანონებისა, თვითონაც არ იციან.
უნდა ითქვას, რომ სკვნილზე ლოცვის ძველი გარდამოცემა შემორჩათ არა მარტო აღმოსავლეთის მართლმადიდებლებს, არამედ მონოფიზიტობას და კათოლიციზმს, ასევე მეძველწესეობას, რომლებიც წარმოადგენს XVI-XVII საუკუნეების რუსული ეკლესიის წესების კონსერვაციას. სკვნილი არსებობს ასევე მუსლიმანებში, ბუდისტებში და ა.შ.
ძველ სამონაზვნო წესდებებში, სადაც ახსნილია მონაზვნური სამოსის სიმბოლური მნიშვნელობა, არ იხსენიებენ სკვნილს. არც XVIII საუკუნეში გამოცემულ კურთხევანში იხსენიება წესი სკვნილზე ლოცვის კურთხევისა, რადგან ამ დროს სკვნილი ჩვეულებრივი საგანი იყო ქრისტიანულ ცხოვრებაში. მხოლოდ XVIII საუკუნეში გახდა აუცილებელი, მონაზვნად აღკვეცის წესში შეეტანათ სკვნილის მიცემით მოუკლებელ ლოცვაზე კურთხევა, რადგან ამგვარ ლოცვას თანდათან ივიწყებდნენ.
ამის შესახებ ვკითხე არქიმანდრიტ სერაფიმეს (რომანცევს). მიპასუხა, - სკვნილთმებრძოლობა უცოდინარობისგან წარმოიშობაო. მონასტრის მამები თვლიან, რომ ერისკაცმა სულიერი მამისგან უნდა აიღოს სკვილზე ლოცვის კურთხევა, ვინაიდან იესოს ლოცვისთვის საჭიროა ხელმძღვანელობა და დამოძღვრა, განსაკუთრებით პირველ პერიოდში.
იგი თვლიდა, რომ სკვნილის ტარება ადამიანისგან განუწყვეტლივ ლოცვით ღვაწლს მოითხოვს, თორემ თვითონ ეს სკვნილი ამხელს მას გულგრილობასა და ფარისევლობაში ღვთის სამსჯავროზე. მამა სერაფიმე ამბობდა, რომ გლინელი მამები თავიანთ სამწყსოს აკურთხებდნენ სკვნილზე ლოცვისთვის, მაგრამ ღვთის წინააღმდეგ ბრძოლის წლებში არ ურჩევდნენ, გამოსაჩენად ეტარებინათ."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მახსენდება ერთი ამბავი: 70-იან წლებში სამთავროს მონასტერში დასახლდა ერთი მეგრელი დედაკაცი ოთხი წლის შვილთან ერთად. ამ ბავშვს საოცრად უყვარდა ტაძარი, ლოცვა და მოხუცებულ მონაზვნებს არ სცილდებოდა გვერდიდან. მათ პატარას გრძელი პერანგი შეუკერეს, სამონაზვნო კაბის მსგავსი, და ხელში სკვნილი მისცეს. ბავშვი ამ სკვნილზე ლოცულობდა, აჩვენებდა მას მონასტრის სტუმრებს და მათთვის სკვნილის მნიშვნელობის ახსნასაც ცდილობდა.
მონასტერთან არსებული სემინარიის ზოგიერთი მასწავლებელი კიცხავდა მონაზვნებს - სკვნილი ბავშვის სათამაშო არ არისო. მაგრამ მგონია, რომ ბავშვის გულს ჩვენსაზე უფრო ღრმად შეუძლია გაიგოს ძალა და საკვირველი მშვენიერება იესო ქრისტეს სახელისა. ვერც ერთი მებაღე ვერ იტყვის, - ადრეა ნერგის მორწყვა, ჯერ უნდა გაიზარდოსო.
ძველად იყო ოჯახები, სადაც ყველა იესოს ლოცვას წარმოთქვამდა. იგი ბავშვის ცნობიერების პირველი გაელვებისას ჩაინერგა. ბავშვები, რომლებიც იესოს ლოცვას კითხულობენ, მადლით არიან განათლებულნი და სხვანაირდებიან."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
„ბერდიდმა დანიელ ახალსკიტელმა 115 წელი იცოცხლა. მას მახვილი მხედველობა ჰქონდა. სკვნილზე ლოცვისას მასთან ტურის სახით ეშმაკი მიდიოდა და სკვნილზე ეკიდებოდა, მაგრამ ის თავის ღვაწლს აგრძელებდა“.
"როცა სკვნილზე ფეხზე მდგარი ვლოცულობ, ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებას ვგრძნობ, ხოლო დამჯდარი ლოცვისას სუსტად ვგრძნობ".
/მამა არსენი/
"სკვნილებს ძველად ვარდის ფურცლებისგანაც ამზადებდნენ. ვარდის ფურცლებს ნაყავდნენ, გარკვეული ხნით ტენიან ადგილზე დებდნენ. შემდეგ ასეთი მასისგან აკეთებდნენ ბურთულებს, ხვრეტდნენ მათ, მზეზე ახმობდნენ, ძაფზე აასხამდნენ და სკვნილიც მზად იყო, რომელიც სასიამოვნო სუნს გამოსცემდა".
სკვნილით განკურნება
"პატარა გოგონა ი.გ. საზაფხულო ბანაკში ისვენებდა. ერთხელ, შუადღისას, ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო. ბანაკის თანამშრომლები ცდილობდნენ მისთვის დახმარების აღმოჩენას, ყველა ხერხს მიმართეს, რაც კი იცოდნენ, მაგრამ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ბანაკის თანამშრომლები შეშფოთებამ მოიცვა. უეცრად დირექტორს გაახსენდა:
- დედამ დაგიბარა, თუ სისხლის დენა დაგეწყება, იცი, რაც უნდა გააკეთო. რას აკეთებ ხოლმე ასეთ შემთხვევაში?
- ჩანთაში სკვნილი მაქვს, მომიტანეთ, თუ შეიძლება!
როგორც კი მოუტანეს, გოგონამ ჯვარი გამოისახა სკვნილით და სისხლდენა მყისვე შეუჩერდა. იქ მყოფებმა გაოცებულებმა ჰკითხეს:
- საიდან გაქვს ეს სკვნილი, ვინ მოგცა?
- სკვნილი მამა პაისიმ მოქსოვა თავისი ხელით! სისხლდენა ძლიერ მაწუხებდა და ექიმები ვერ მშველოდნენ, რადგანაც ძალიან სუსტი კაპილარები მაქვს. ჩვენ ვიყავით სუროტის მონასტერში, სამწუხაროდ მოძღვარი მონასტერში არ დაგვხვდა, სკვნილი გადმოგვცა ერთმა მონაზონმა. მან გვითხრა, რომ მოძღვრის მოქსოვილია და სისხლდენის დროს ჯვარი გამოვისახო იმით. მას შემდეგ, როგორც კი დამეწყება სისხლდენა, მოძღვრის კურთხევას ვასრულებ, სხვა არაფერი მშველის.
ყველა იქ მყოფმა ადიდა ღმერთი, რომელმაც ღირსყო ისინი, ესოდენ დიდი სასაწაული ეხილათ საკუთარი თვალით, რომელიც ცხადყოფს მოძღვრის სიწმინდეს და მის წმინდა კადნიერებას ღმრთის წინაშე.
აღსანიშნავია ისიც, რომ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა გოგონას რწმენას და მოძღვრისადმი მორჩილებას, მსგავსად სახარებისეული სისხლმდინარე დედაკაცისა, რომელიც ამბობდა: "შეხოლო-თუ-ვახო ფესუსა სამოსლისა მისისასა, ვცხონდე".
/"კრიალოსანი" N2, 2008, გვ.34/
"რამდენჯერმე ჩამომარცვლილი სკვნილის მერე ერთგვარი შაქარყინულისმაგვარი სიტკბოება გაუჩნდა ხახაში, ენასა და ბაგეებზე, იმ განსხვავებით, რომ შაქარყინულის სიტკბოება გაიწოვება, ეს კი იზრდებოდა და ყმწვილიც დიდი მადლიერების გრძნობით განუწყვეტლივ იმეორებდა ლოცვის ღვთაებრივ სიტყვებს."
"სკვნილი ხშირი, გულმოდგინე ხმარებისაგან უნდა გაცვითო, მაგრამ ამას სხვის დასანახად ნუ გააკეთებ. არ არის საჭირო ხალხისათვის სკვნილის ჩვენება. სკვნილზე რომ ლოცულობ, ეს მხოლოდ შენ, ღმერთმა და შენმა სულიერმა მოძღვარმა უნდა იცოდნენ".
/არქმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"განუწყვეტლივ ატრიალეთ სკვნილი, სანამ არ გახურდება სულიერი ზეთი და არ დაიძვრება სულიერი მანქანა, გულში რომ თავისით ამუშაოს ლოცვა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"იესოს ლოცვას ბერები ხშირად ფსკვნილზე აღასრულებენ. ფსკვნილს "კრიალოსანსაც" უწოდებენ, წარმოსდგება ბერძნულიდან "კირიე-ელეისონ" - "უფალო შეგვიწყალენ".
"- შეიძლება ერისკაცი კრიალოსანზე ლოცულობდეს?
- შეიძლება. "კრიალოსანზე ლოცვის შესახებ, პირველად ერისკაცისგან გავიგე და არა მონაზვნისაგან. ბევრი ერისკაცი თუ ქალი ლოცულობს ამგვარად. ეს თქვენც გამოგადგებათ". - ამბობს წმ. თეოფანე დაყუდებული".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - შეიძლება თუ არა ადამიანმა კრიალოსანი ატაროს?
- ატარე შენთვის, - ეუბნებოდა წმ. ბარსანოფი ოპტინელი თავის სულიერ შვილს, - ისე, რომ არავინ დაგინახოს".
"ერთხელ წმინდა პავლეს მონასტრის ერთი ბერი წმინდა გერასიმეს თაყვანის საცემად კეფალონიაში წავიდა (წმინდა გერასიმე XVI ს-ში მოღვაწეობდა, ეშმაკეულებს კურნავდა. ამიტომ მის მონასტერში ახლაც უამრავი ეშმაკეული მოჰყავთ, რომლებიც წმინდანის ლოცვით იკურნებიან, - კ.კ.). ბერი საღმრთო ლიტურგიისას საკურთხეველში იდგა და სკვნილზე მდუმარედ, გონებით, იესოს ლოცვას ლოცულობდა. ამ დროს ეკლესიაში წმინდა გერასიმესთან განსაკურნებლად ერთი ეშმაკეული შემოიყვანეს.
საკურთხეველში ბერის ლოცვა ტაძარში ეშმაკს სწვავდა და ისიც ყვიროდა (კაცის ბაგით): ბერო, მაგ თოკს (სკვნილს) ნუ ქაჩავ - ეგ მე მწვავსო! ეს რომ მწირველმა მღვდელმა გაიგო, ბერს უთხრა: მთელი ძალით ილოცე, ძმაო, სკვნილზე, ღვთის ქმნილებიდან ეშმაკი გავიდესო. განრისხებულმა ეშმაკმა ახლა მას დაუყვირა: "ბებერო მღვდელო, რატომ ასწავლი, რომ თოკი ატრიალოს?! ეგ მე მწვავსო". ბერმა მთელი გულით დაიწყო ლოცვა და სკვნილის ჩამარცვლა. მალე ეშმაკი გამოვიდა კაციდან და საწყალი საბოლოოდ განთავისუფლდა ბოროტისგან."
"სულხან-საბა კრიალოსანს ამგვარად განმარტავს: "კრიალესვანი (კრიალესონი) სალოცავად ასხმული მარცვალნი", "ეს არის ასხმულნი მძივნი, ანუ ხეთა ნათალნი ძაფთა ზედა, ლოცვისა სათქმელად". დ. ჩუბინაშვილი ასე განმარტავს: "კრიალოსანი, კრიანესული - სავარდი ასხმული მძივები სათვალავად" და იქვე გვაძლევს რუსულ შესატყვისს: "ჩოტკი". სავარდზე იგი წერს: "150 მარცვალი კრიალოსანი ფსალმუნთ სათვალავზედ". სავარდს საბა ამგვარად განმარტავს: "ეს არს 150 მარცვალი კრიალოსანი ფსალმუნის სათვალავზე, საუფლო საიდუმლოთათვის ლოცვის სათქმელი".
სკვნილი სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა და მზადდება, კერძოდ: შალის ძაფისაგან, მინისაგან, ძვირფასი ქვებისაგან: ქარვისგან, გიშრისგან და სხვა. სარდიონის, მარგალიტის, ძოწის და მარჯნის სკვნილები ევროპაში ყოფილა გავრცელებული. ისინი ასევე მზადდებოდა ხის, ძვლის ან სხვადასხვა მცენარისაგან, როგორიცაა: ღვთისმშობლის ცრემლები, იობის ცრემლები, კრიალოსნის მოლი, ანუ კაკბის საკენკელა, რომელსაც რუსები ჩოტოჩნიკს უწოდებენ, ფინიკისა და ზეთისხილის კურკებისაგან და სხვ.
ღვთისმშობლის ცრემლებს დღეს ჩვენში კარგად იცნობენ. მისი ქართული სახელწოდება რუსულის კალკი უნდა იყოს, ქართულად მას, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დიალექტურ ნაირსახეობებს, ძირითადად "ჩალამძივი" ჰქვია, აჭარაში "თესპეს მძივსაც" უწოდებენ, ჭანურად - "თესფიღს", ვინაიდან თურქულად კრიალოსანს თასბა-თასპა ეწოდება. "თესპეს მძივიც" და "თესფიღიც" სკვნილის დასამზადებლად სახმარ მცენარეს უნდა ნიშნავდეს.
ალბათ ისიც ნიშანდობლივია, რომ ღვთისმშობლის ცრემლები აჭარასა და გურიაში უხვად მოდის, რაც კიდევაც აისახა მცენარის დიალექტურ სახელწოდებაში. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს ერთ-ერთ ფოტოზე ნიჟარების სკვნილი უმშვენებს ხელს. საბასთან ვხვდებით ე.წ. ჭიქის, ანუ თიხის კრიალოსანს, რაც გარკვეული მასალითა და ტექნოლოგიით დამუშავებულ სკვნილზე მიუთითებს."
"სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს პახუმი დიდს. საძმოს, რომელშიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს.
როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილზე ითქმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმინდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". საერო ადამიანები სულიერი მოძღვრის კურთხევით ატარებენ სკვნილს და მასზე ლოცულობენ."
"ერთმა ასკეტმა თავისი მორჩილი კარიესში გაგზავნა. იქ პროტატის ტაძარში მორჩილმა მშვენიერი გალობა მოისმინა. უკან დაბრუნებულმა მოძღვარს უთხრა: "მამაო, რომ გენახა, რა მშვენივრად გალობენ... ჩვენ კი მხოლოდ სკვნილი და "უფალო იესო ქრისტე" გვაქვსო"...
მეორე დღეს მოძღვარმა უთხრა: "წავიდეთ, შვილო, ვნახოთ, როგორ ლოცულობენ მამები და კანონად ავიღოთო". როცა ტაძარში იდგნენ, მოძღვარმა სულიერ შვილს უჩურჩულა: "შვილო, ისინი აქ მართლაც ღმერთს ადიდებენო". ამ ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, რომ საშინლად იძრა მიწა. მგალობლებმა მაშინვე თავი ანებეს სანოტო წიგნებსა და გალობას და სკვნილზე ლოცვა დაიწყეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ!"
- მამაო, - თქვა მორჩილმა, - დავუბრუნდეთ ჩვენს კელიას, სიმშვიდეს, სამუშაოს, რასაც ჩვენ იქ ვაკეთებთ, გალობაზე მეტიაო."
"იერუსალიმური სკვნილები, ძირითადად, სადაფისგან მზადდებოდა; ისინი დიდი რაოდენობით ჩამოჰქონდათ ევროპაში პილიგრიმებს. ათონელი ბერები განთქმულნი იყვნენ ხეზე კვეთით და ხის სკვნილების დამზადებით. აღმოსავლეთში სკვნილის დასამზადებლად უპირატესობას გიშერსა და ქარვას ანიჭებდნენ. მათი დამუშავება და გაპრიალება სხვა მასალაზე უკეთაა შესაძლებელი. ისინი შეიცავენ ზეთს, რის გამოც მათგან დამზადებული კრიალოსნების ხმარება სასიამოვნოა. ჩვენში პოპულარული ყოფილა გიშრის სკვნილები. გიშრის საბადოები უხვად იყო იმერეთში, განსაკუთრებით, ტყიბულსა და საგიშრეში. სკვნილს უფრო ახალსოფლელები, ძირულელები და ოკრიბელები აკეთებდნენ. ძველად სკვნილს თხილის ზეთით აპრიალებდნენ.
ქრისტიანული (მართლმადიდებლური) სკვნილი შედგება 10, 30, 33, 50, 100, 150 და 300 მარცვლისაგან. იგი ჯვრით უნდა ბოლოვდებოდეს. ზოგჯერ ჯვარს ფოჩებიც აქვს, რომლებიც გადმოცემის მიხედვით 12 უნდა იყოს. სკვნილის ფოჩების რაოდენობა მოციქულთა რიცხვს განასახიერებს. ფოჩებს უსუპადაც ხმარობდნენ თურმე. ისინი ცრემლების მოსაწმენდადაც იხმარებოდა. ბერძენი ბერები ხშირად მოძრავმარცვლიან სკვნილს ტყავის თასმებს "მარტირიას" უმაგრებდნენ, რათა ათასობით სათქმელი ლოცვა უკეთ დაეთვალათ. 10-მარცვლიან სკვნილს ბეჭედს უწოდებენ. 30-მარცვლიანი სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს ასაკს, როდესაც მან ქადაგება დაიწყო. 33-მარცვლიანი კი ასაკს, როცა ის ჯვარს აცვეს, 50-იან სკვნილზე მთავარანგელოზ მიქაელს და წმინდანებს ევედრებიან, 150-იანზე - ფსალმუნებს ლოცულობენ."
"სკვნილი ლოცვით უნდა მოიქსოვოს. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, თითოეული კვანძის მოქსოვისას მქსოველი ეკლის გვირგვინს წნავს. ამბობენ, რომ თუ ყველა კვანძი ზუსტად არ არის მოქსოვილი, მქსოველი თანმიმდევრულად, საკმარისი ყურადღებით არ ლოცულობდა.
სკვნილზე სხვადასხვა რაოდენობის ლოცვა და მეტანია სრულდება, რასაც კანონი ეწოდება. ასევე კარგადაა ცნობილი, რომ სკვნილზე ძირითადად იესოს ლოცვას ლოცულობენ. სკვნილზე ლოცვას ლიტურგიის გარდა ყველა ლოცვა შეუძლია შეცვალოს. თუ ბერი ან მონაზონი რაიმე მიზეზის გამო ვერ ესწრება წირვა-ლოცვას, მას შეუძლია სანაცვლოდ სკვნილზე ილოცოს.
ეპიტიმიების დროს სხვადასხვა სახით ხდება სკვნილზე ლოცვა. XIX საუკუნის ათონის მთის იოანე ნათლისმცემლის სკიტში, სადაც რუმინელი ბერები მოღვაწეობდნენ, თურმე სატრაპეზოს კარს უკან ეკიდა სკვნილი. ტრაპეზის დროს თუ ვინმეს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი (მაგალითად, არ დაემორჩილა იღუმენს), იღებდა სკვნილს, დგებოდა სატრაპეზოს შუაში, სკვნილზე ლოცულობდა იესოს ლოცვას და ყოველ ჯერზე დიდ მეტანიას ასრულებდა. დანარჩენები ტრაპეზობდნენ. ერთ-ერთი ბერი კი რომელიმე სულისთვის სასარგებლო საკითხავს კითხულობდა. სკვნილი ტაძარშიც ეკიდა. თუ რომელიმე ბერი წუთით მაინც ჩათვლემდა, მის გვერდით მდგომი კანდელზე წვრილ სანთელს ანთებდა და ჩათვლემილი ბერის გვერდით ამაგრებდა. როდესაც ბერი ფხიზლდებოდა და ანთებულ სანთელს ხედავდა, ხვდებოდა საკუთარ დანაშაულს, კედლიდან სკვნილს ხსნიდა, დგებოდა ეკლესიის ცენტრში და ნახევარი საათის განმავლობაში კანონს ასრულებდა. ეს წესი დასტურდებოდა იქ, სადაც კინოვიტები იყვნენ..."
"მამა დანიელ ახალსკიტელმა 115 წელი იცხოვრა. როცა სკვნილზე ლოცულობდა, ეშმაკი ტურის სახით მოდიოდა მასთან, სკვნილზე ექაჩებოდა, მაგრამ ის თავის ღვაწლს აგრძელებდა."
"მიიღე ეს პატარა სკვნილი, ილოცე და ძალა შეიძინე"
"კრიალოსანს ამღერებდა"
/ვასილ ბარნოვი/
"კრიალოსანს შეექცეოდა"
/ვასილ ბარნოვი/
"კრიალოსანს ათამაშებს, მარცვლავს, ჩაითვლის"
/ვასილ ბარნოვი/
"მისი [მამა ბენედიქტე ქართველი] შინაგანი ცხოვრება სრულიად იდუმალი იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავის ყოველდღიურ წესს კრიალოსნის მიხედვით ასრულებდა"
"მამა ეფრემმა [კატუნაკელი] მოგვითხრო: "ერთხელ სიზმარში ჩემი ძმა ვიხილე, რომელიც თითქოს ზღვაში ჩავარდა და ვფიქრობდი, დაიხრჩო თუ არა. მე მაშინვე ზღვის ტალღებზე გავიარე და ძმის ზედაპირზე გამოჩენას ველოდებოდი. როგორც კი გამოჩნდა, მაშინვე თმაში ვტაცე ხელი და ნაპირზე გამოვიყვანე. როცა ეს სიზმარი ვნახე, სწორედ იმ დროს ჩემი ძმა თურმე მძიმედ დაშავდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ტალღებზე სიარული, თმაში ხელის ჩავლება და გადარჩენა ნიშნავდა სკვნილით ლოცვას, რომელსაც მუდამ ვასრულებ მისთვის".
"იღუმენია ევპრაქსიამ სკვნილი გამოუგზავნა ბერ იოსებს: მგონი ორმოცდაათიანი იყო.
- მამაო, მომეცი ეს სკვნილი, - ვთხოვე ბერ იოსებს.
- წაიღე.
ეს სკვნილი იმ ხატზე დავკიდე, რომელიც ბერმა იოსებმა მომცა. როცა სკვნილი კეთილსურნელებას გამოსცემდა, ვიცოდი, რომ საღამოს მადლიანი ლოცვა მექნებოდა, ხოლო როდესაც არ გამოსცემდა, არ მქონდა ლოცვა"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"საკვირველმოქმედია სკვნილის ძალა!"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"როცა შენი მოყვასისთვის, ნათესავისთვის სკვნილზე ლოცულობ, ეს არ იკარგება. რთულ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, ღმერთი მას შეეწევა. სკვნილზე ლოცვას ისეთი ძალა აქვს, არა მარტო შეწევნა, არამედ სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანაც კი ძალუძს!"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"ზამთარში, საღამო ხანს, ერთ სოფელში ღამის გასათევად ტყეზე გავლით მარტო მივდიოდი. იქამდე ორიოდე ვერსი დამრჩენოდა. უეცრად თავს დამესხა დიდი მგელი. ხელში ბერის შალის სკვნილი მეჭირა (ყოველთვის თან დამქონდა). მეც ეს სკვნილი მოვუქნიე მგელს. იცით, რა მოხდა?! - სკვნილი ხელიდან გამივარდა და როგორღაც მგელს პირდაპირ კისერზე შემოეხვია. მგელი გაიქცა და ეკლიან ბუჩქს გადაახტა, მაგრამ უკანა ფეხებით ბუჩქში გაიხლართა, ხოლო სკვნილით გამხმარ ხის ტოტს გამოედო. დაიწყო ფართხალი, მაგრამ თავის დაღწევას ვერ ახერხებდა, რადგან სკვნილი კისერზე უჭერდა. რწმენით გადავიწერე პირჯვარი და მგლის გასათავისუფლებლად გავემართე, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ვფიქრობდი, თუ მგელი სკვნილს გაწყვეტდა და მასთან ერთად გაიქცეოდა, ჩემი ძვირფასი სკვნილი დაიკარგებოდა. ის იყო, მივუახლოვდი და სკვნილს ხელი წავავლე, რომ მგელმა, მართლაც, გაწყვიტა იგი და უგზო-უკვლოდ გაიქცა. ასე რომ, ღმერთს მადლობა შევწირე, ჩემი ნეტარი ბერი მოვიხსენიე და სოფლამდე მშვიდობით ჩავაღწიე"
"იესუს ლოცვის შეერთება სუნთქვასთან, როგორც ამას თქვენ აკეთებთ, შესაძლებელია. ერთ-ერთმა ძველმა მამამ თქვა: "სუნთქვა ფსკვნილის ნაცვლად"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"ერთხელ მასთან უგუნებოდ მყოფი მორჩილი მივიდა და უთხრა: "წარმოგიდგენია, სკვნილი დავკარგე. მაგრად მომხვდება, თუკი სკვნილის გარეშე დამინახავენ!" - და ტროფიმემ [ოპტინელი] დილისთვის ახალი სკვნილი დაუწნა"
"ლოცვას რომ იწყებდა სკვნილზე, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა"
"მამა ფერაპონტეს [ოპტინელი] გარდაცვალების შემდეგ მის სენაკში სკვნილებით სავსე ტომარა იპოვეს, რომლებიც გონიერი ლოცვის დროს დაეწნა. და ახლაც ოპტინაში ბევრი ლოცულობს ახალმოწამე ფერაპონტეს მიერ მოქსოვილი სკვნილით"
" - იესუს ლოცვას ვკითხულობ, მაგრამ ის ერთგვარად "მშრალია" და ჩემს უგრძნობელ გულზე ნაკლებად მოქმედებს. გამოდის,რომ მხოლოდ ფსკნილს ვმარცვლავ. როგორ მოვიქცე?
- ასეთ შემთხვევაში ზოგიერთები გვირჩევენ, ლოცვები ათეულებად დავყოთ. ათეულის წაკითხვის შემდეგ, შენს თავს უნდა ჰკითხო: "როგორ წავიკითხე, ყურადღებით თუ უყურადღებოდ? კეთილმოკრძალებით, თუ უკრძალველად, სინანულით, თუ უნანელად? და მყისვე სინანულს გამოვთქვამთ: "მომიტევე, უფალო, უგრძნობელს, უნანელს, გონებაგაფანტულს!"
შემდეგ მომდევნო ათეულზე გადახვალ. მოიგონე საკუთარი მუცლის მაამებლობა, ან დრტვინვა ვიღაცის მიმართ - ესეც სინანულია.
და თუმცა ასეთი ლოცვა არც ისე სუფთაა, მაგრამ სამაგიეროდ ცოცხალია - რომელსაც სინანულამდე და გამოსწორებამდე მივყავართ.
თუკი ადამიანი ამგვარ საქმიანობაში გულმოდგინედ იწვრთება, თანდათან გონების დაბნეულებისგან, ვნებების ტყვეობისა და ეშმაკის ცდუნებისგან განთავისუფლდება, ანუ ყოველივე იმისგან, რაც ჩვენს ლოცვას აბრკოლებს და არღვევს"
იქიოსი ამბობს, რომ მის თანამედროვე მონაზვნებს სიფხიზლე თითქმის დაკარგული ჰქონდათ (ერის ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ)"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"გარკვეული ხნის შემდეგ მოძღვარმა დამიძახა, სკვნილი მომცა და მითხრა, რომ ყოველ საღამოს მეთქვა ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მეტი არაფერი. არავითარი სწავლება, არავითარი ახსნა-განმარტება. სანამ სკვნილს მომცემდა, მითხრა:
- ყურადღებით იყავი! მეტანია გამიკეთე, ხელზე მემთხვიე და სკვნილზე რომ ჯვარია, იმასაც ემთხვიე, რათა დაგლოცო, რომ ღმერთი შეგეწიოს.
მე მაშინ ვისწავლე სკვნილზე ლოცვა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღვისმშობლის ცრემლებით" აწყობილი სკვნილი"
"სკვნილი განუყრელი, საყვარელი მეგობარია, რომელსაც სული ესაუბრება. ესაა სულის ყელსაბამი, სჯულიდან მადლამდე - ლოცვითი კანონიდან განუწყვეტელ ლოცვამდე გადებული ხიდი.
სკვნილის ყოველი კვანძი სულიერ ყულაბაში ჩადებული პატიოსანი თვალია, საუკუნო ცხოვრებაში რომ გამოჩნდება; ესაა ოქრო, რომლითაც სული საზვერეებში თავის გამოსყიდვას შეძლებს. სკვნილის კვანძები ლოცვის ცრემლებია, მფარველი ანგელოზი რომ აღნუსხავს. სკვნილი ადამიანის იმედია, იმედი იმისა, რომ ღმერთია მასთან, თუნდაც ბედმა ქვეყნის დასალიერში გადააგდოს თოვლის ფანტელივით.
სკვნილი სიხარულის განცდაა იმის გამო, რომ უფლის სახელი ასე ახლოსაა სულთან - უფრო ახლოს, ვიდრე სუნთქვა, თვალისჩინი და გულისძგერა. სკვნილის კვანძებზე თითების მოძრაობა სულის საიდუმლო სიმებზე ხემის შეხებას წააგავს.
იესოს ლოცვა ყველა ლოცვის საფუძველია, ამიტომ სკვნილი არის წიგნთა წიგნი, ესაა გალობა, ამა სოფლის გზაზე რომ მიგვაცილებს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მოგვიანებით დედა თამარი [მარჯანიშვილი] იხსენებდა: თეატრში ვიჯექი, ჯიბეში კი სკვნილს ვმარცვლავდი"
"[მონაზონ პელაგია ქსოვრელს] სკვნილზე ლოცვა აღარ შეეძლო, მაგრამ ხელებით ისე ლოცულობდა, თითქოს სკვნილი ეჭირა, კანონებს ვასრულებო, მეუბნებოდა. რომ ვკითხავდი, რა გაწუხებთ-მეთქი, არაფერიო. ძილშიც კი უღიმოდა სახე"
"[მონაზონი პელაგია ქსოვრელი] უკვე მოხუცებული და წელში მოხრილი, თითქოს თავისსავე სკვნილს ჰგავდა, თუ სკვნილი ჰგავდა მას!
ისეთი გაცრეცილი სკვნილი ეჭირა, მიხვდებოდი, ბევრს რომ ლოცულობდა. თუ გაიგებდა, ვინმეს ლოცვითი შეწევნა სჭირდებაო, აუცილებლად ილოცებდა მისთვის, თან დააყოლებდა, ამდენი და ამდენი "შემოვუტარეო".
"ეროვნული პრობლემების და ეკლესიაში არსებული სირთულეების დროს მამებს ურჩევდა [ღირსი პაისი ათონელი]: "კარგად შევეხოთ სკვნილს" - რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი უნდა ელოცათ"
"ერთხელ, [ღირს პაისი ათონელს] კონიცადან ამოსვლა დააგვიანდა, რადგან იქ მუსულმანებს უქადაგებდა. მწუხრი რომ არ გაეცდინა, მონასტრისკენ ამავალმა, ღამით, სკვნილით დაიწყო ლოცვა. ბოროტმა მოსტაცა სკვნილი. მამა პაისი დაჩოქილი დარჩა და განაგრძო ლოცვის წაკითხვა, "არ წავალ აქედან, თუ არ დამიბრუნებ სკვნილს" და ბოროტმა, ლოცვით დათრგუნულმა, დაუბრუნა"
"კალივში ავდიოდი - გვიამბო მამა პაისმა [ათონელი] - ტვირთი მიმქონდა. გზაში ერთი ახალგაზრდა შემხვდა ტრიკალადან, უნდოდა დამხმარებოდა, მაგარმ ბოროტისგან იყო შეპყრობილი და დაბლა დავარდა. ჯვარი გადავსახე სკვნილით. მარჯვენა ხელში მწვდა და ისე მომიჭირა, კინაღამ მომამტვრია. მაშინ მარცხენა ხელში გადავიტანე სკვნილი და ვთქვი: "სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, გამოდი უწმინდურო სულო". ახალგაზრდა მაშინვე დამშვიდდა და პატიება მთხოვა". მამა პაისმა მონათხრობის ბოლოს თქვა: "სკვნილს დიდი ძალა ჰქონდაო!"
"...ავიღე სკვნილი და ავედი მთაზე სალოცავად, რათა მიმეღო ღმერთის პასუხი..."
/ღირსი პაისი ათონელი/
"ბატონი დ. იგონებს: "ერთხელ ვნახე მამა პაისი [ათონელი] სკვნილით ხელში. გავიფიქრე მე ჩემს სკვნილს მივცემ და თავისას ვთხოვ-მეთქი. სწორედ ამ ფიქრისას მომიბრუნდა და მითხრა:
"რასაც ფიქრობ არ მოხდება. ჩემი სამას სკვნილიანია, შენი კი - ასიანი". ამის შემდეგ სამასსკვნილიანი ვიყიდე და ვუთხარი: "მამაო, ვერ გამექცევი, ახლა გავცვალოთ".
- რომ იცოდე, რას მთხოვ, არ იზამდი ამას. დაე ასე იყოს, აიღე, კურთხეული იყოს - მიპასუხა - ნუ ჯიუტობ, რადგან გინდა, აიღე.
ეს სკვნილი მაქვს როგორც მცველი და მამა პაისის კურთხევა".
" - მამაო, რა დანიშნულება აქვს სკვნილს?
- სკვნილი არის მემკვიდრეობა, კურთხევა, რომელიც წმინდა მამებმა დაგვიტოვეს. მარტო ამიტომაც აქვს მას დიდი ღირებულება. ნახე, როცა ბაბუა შვილიშვილს მემკვიდრეობით უტოვებს რაიმე უმნიშვნელო ნივთს, იგი მას სათუთად და თილისმად ინახავს და რამდენად უფრო ძვირფასია სკვნილი, რომელიც წმინდა მამებმა დაგვიტოვეს.
ძველად, როცა საათი არ არსებობდა, მონაზვნები სკვნილზე ითვლიდნენ ლოცვის ხანგრძლივობას, მაგრამ მაშინ სკვნილის კვანძები მარტივი იყო. ოდესღაც ერთი მოსაგრე მკაცრად მოღვაწეობდა, ბევრ მეტანიას ასრულებდა, ბევრს ლოცულობდა და ა.შ., მაგრამ ეშმაკი მიდიოდა და მის სკვნილზე კვანძებს ხსნიდა. საბრალო მოსაგრე ასრეულებდა მეტანიებს და გათანგული იყო, რადგან ეშმაკი გამუდმებით ხსნიდა კვანძებს და მოსაგრე ვერ ახერხებდა დათვლას. მაშინ მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და სკვნილის ქსოვა ასწავლა ისე, რომ ყოველ კვანძზე ცხრა ჯვარი იყო გამოსახული. ამის მერე ეშმაკს, რომელიც ძრწის ჯვრის წინაშე, აღარ შეეძლო კვანძების დაშლა. ასე რომ, სკვნილის ყოველ კვანძს ცხრა ჯვარი აქვს, რაც სიმბოლურად ანგელოზთა ცხრა დასს განასახიერებს.
- მამაო, რას ნიშნავს სკვნილზე 33, 50, 100 და 300 კვანძი?
- ამათგან მხოლოდ ციფრი ოცდაცამეტია სიმბოლური, რაც ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების წლებს აღნიშნავს. დანარჩენი ციფრები უბრალოდ გვეხმარება, რომ მეტანიებისა და იესოს ლოცვის რაოდენობა დავითვალოთ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სკვნილს დიდი ძალა აქვს. იგი მონაზვნის საჭურველია, კვანძები კი ტყვიებია, რომელთა მეშვეობით ეშმაკს მუსრს ავლებ"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - მამაო, როდესაც ვინემსთვის სკვნილზე ვლოცულობ, პირჯვრის გამოსახვითა და მცირე მეტანიებით უნდა შევასრულო?
- გააჩნია, რისი გაღება გსურს. რასაც მეტი შრომა ახლავს, მეტი ფასი აქვს.
- როცა სკვნილზე ვლოცულობთ და მცირე მეტანიებს ვაკეთებთ, ხელი იტაკს უნდა ეხებოდეს?
- არა. როცა მცირე მეტანიებს სკვნილზე ლოცვის დროს ვასრულებთ, ხელი მუხლამდე უნდა დავწიოთ და მერე ისევ გავიმართოთ. სხვაა, როცა მცირე მეტანიას ხატების თაყვანისცემის დროს ვასრულებთ. მაშინ სასურველია, რომ ხელი მიწას ეხებოდეს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუ მონასტერში ძმობიდან ერთ-ერთი სულიერად მამაცია, ის ადვილად გაუმკლავდება ბოროტი მიზნით მოსულს. იგი სულიერად ესვრის ბოროტმოქმედს პირდაპირ თავში, არა პისტოლეტით, არამედ სკვნილით, ის ცოტას ილოცებს და დამნაშავე ადგილიდან ვეღარ დაიძვრება"
/ღირსი პაისი ათონელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience