ნარკომანია რომ დღევანდელი საქართველოს სერიოზული პრობლემაა ყველამ ვიცით.ეს დაავადება ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი,არადა ნარკომანების რაოდენობა ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მძიმე სოციალურ ფონზე სულ უფრო და უფრო იზრდება.საბედნიეროდ, უკვე დაიწყო ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრების გახსნა,რაც ჩვენი პატრიარქის დიდი დამსახურებაა
თქვენ რას ფიქრობთ ნარკომანიაზე,ნარკომანებზე და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასეთი ადამიანებთან
სერიოზული პრობლემაა, სტატისტიკური მონაცემებით შეუძლებელია არსებობდე საქართველოში და არ გყავდეს ნარკომანი ნაცნობი ეს უკვე ობიექტური რეალობაა. . .
samcuxarod chems garshemo am bolo dros bevria araaqtiuri, magram mainc narkomani, maqvs sul kamati, radgan umetesobas goniat rom tu ar "ichxiraven" da ubralod ecevian an eqstazs svamen es ar aris narkomania, chemi azrit ki kvelanairi sashualeba, risi migebis shemdegac xar arafxizel mdgomareobashi narkomaniis sackisia, aseti adamianebi dges tu ara xval namdvilad gaiketeben, radgan ragac dozas rom sheechvevian meti moundebat, radgan agar daakmakofilebt.
me piradad aseti adamianebis mimart agresia ar maqvs, dzalian mecodebian, radgan isini avdmkofebia arian, ubralod sackenia, rom bevri adamiani romelsac unda rom janmrteli ikos da raime avadmkofoba sheeyrebat xolme da narkomani absuluturad janmrteli adamiani tavisit edzebs sikvdils.
albat mtlianad eris tragediaa, rom dgevandel axalgazrdobashi, dzalian bevri narkomania da mat shoris arc mdedrobiti sqesi chamouvardeba mamrobits
ნეტა ეს თემა არავის აინტერესებს?
ამ თემაში ჩემი ფოსტი იყო და სად წავიდა ?
ნარკომანია მართლა დიდი პრობლემაა. ღვთისმშობლობას მზეზე გამოსახული ”შეუსმელი ბარძიმი” სწორედ ამაზე იმაზე მეტყველებს რომ საქართველოში უამრავი ნარკომანია. ერთ-ერთმა მღვდელმა აღნიშნა რომ ღვთისმშობელს თავი გვერძე აქვს გადაწეული ანუ დაღონებულია საქართველოში ამდენი ნარკომანი რომ არის. რაც შეეხება დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა არ შეიძლება ადამიანი ბოროტულად იყოს განწყობილი ასეთი ადამიანების მიმართ, ეს ხომ ჩვეულებრივი დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. მე ძალიან მიხარია რომ ბევრი ნარკომანი მონასტერში მიდის სადაც მას მართლა აქვს შესაძლებლობა თავი დააღწიოს ამ ავადმყოფობას
ეგ ფაქტი მეც ძალიან მახარებს
ნარკომანია სულიერი დავადების ერთ-ერთი ფორმაა. ცხოვრების აზრის ვერ შეცნობის,მისი უდიდეს სიმძიმედ აღქმის შემთხვევაში ადამიანები ცდილობენ რეალობას გამოეთიშონ და შვება ე.წ. ''კაიფში'' ნახონ. თუმცა ისე ღრმად იჭრებიან ამ შეგრძნებაში რომ ბოლოს ამაოების სრული განცდა ხშირად თვითმკვლელობამდე უბიძგებს მათ. ასეთი ადამიანები გარეგნულად თითქოსადა ძლიერებად გვაჩვენებენ თავს, სინამდვილეში კი იმდენად სუსტები არიან, რომ ცხოვრების '' ქარტეხილების'' ატანა მარტო არ შეუძლიათ და აღიარება თავიანთი სისუსტის კი სირცხვილად მიაჩნიათ.
არსებობს უამრავი მაგალითები, როდესაც ამ სენისგან ვითომცდა განკურნებული ადამიანი ისევ უბრუნდება ნარკომანიას ან სხვა სენით დაავადდება, უმეტესად ლოთობით.მიზეზი კი ის არის რომ განკურნება ხდება არა სულის, არამედ გარემოსგან იზოლირებით ისინი დროებით ყოფითი პრობლემებისგან თავისუფლდებიან და სხვადასხვა მეთოდებისა და რეჟიმების მეშვეობით თავიანთ სადარდებელს ივიწყებენ.
სამწუხაროა საქართველოს მონაცემები ნარკომანთა თაობაზე. პროცენტული მაჩვენებელი მართლაც რომ კატასტროფულია.
ამ ადამიანების დახმარება ყველაზე მეტად მათ ახლობლებს შეუძლიათ. თუმცა ამისთვის დიდი მოთმინება და ნებისყოფა არის საჭირო, რომ ერთად შეებრძოლონ ამ დაავადებას.
რადგან ეს დაავადება სულიერ დაავადებებს განეკუთვნება, მისი საუკეთესო მკურნალი საქართველოს პირობაზე ეკლესია და რწმენაა. გამუდმებული ლოცვით შეიძლება ამ ადამიანების ჭეშმარიტების გზაზე დაყენება. თუნდაც იმის ჩვენება რომ ისინი მარტო არ არიან( ჩვენ მარტო არასდროს არ ვიმყოფებით , უფალი ყოველთვის ჩვენთან არის), რისი შეცნობაც აუცილებელია მათთვის. უმეტეს მათგანს ეს პრობლემა უჩნდება მაშინ, როცა მიტოვებულად და გარიყულად გრძნობენ თავს. თუმცა მათთვის, ამის გაცნობირება და აღიარება საკმაოდ მტკივნეულია.
ჩემ უბანში იცით რამდენი ნარკომანია? მიჭირს ამისი თქმა მაგრამ ძმაკაცებიც მყავს ნარკომანები
ეს არის ძალიან საზიზღარი მანია, პირდაპირ ესშმაკისგან მოვლენილი
მე არ მესმით რატომ უჩნდებათ სურვილი იმისა რომ იყვნენ ნარკომანები, რატომ უნდა გასინჯონ იმ ერთხელ მაინც ?!
ეთმა ძმაკაცმა მითხრა საქართველოს 99 % იქნებოდა ნარკომანი რომ არა ნემსის ჩხვლეტის შიშიო, პირი დავაღე ამის გამგონმა
ჩვენში საკმაოდ მომრავლდა ამ სენით ადავადებულთა რიცხვი. საზღვარგარეთ უამრავი შემთხვევებია, როცა ქართველები ნარკომანიის სენით არიან დაავადებული, აქ ხომ ასე იოლია შესაბამისი ''წამლის'' შოვნა.
გამოსავალი ადამიანის ეკლესიაში დაბრუნებაშია.
უფალი ხომ განსაცდელებს ჩვენზე ისევ ჩვენი სულის და სასარგებლოდ უშვებს, თუ დავინახავთ და გამოვფხიძლდებით ''ძილის'' მდგომარეობისაგან.
ნარკოტიკებისათვის თავის დანებება ე.წ. "ლომკის" გარეშე შესაძლებელია!!!
მკვლევართა ჯგუფმა Xia Zhang-ის მეთაურობით, გაშიფრა ნარკოტიკული დამოკიდებულების სასიგნალო მექანიზმი და შექმნა მეთოდი მისი(ნარკოტიკული დამოკიდებულების) ბლოკირებისა. ეს მეთოდი არის პოტენციური სტრატეგია, ყველა სახის დამოკიდებულების სამკურნალოდ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს ბუნებრივი ფერმენტი PTEN-ი, რომელიც აქტივობას ავლენს თავის ტვინის იმ არეში სადაც ხდება ფორმირება დამოკიდებულებისა ყველა ცნობილ ნარკოტიკზე - ე.წ. ვენტრო-ტეგმენტალური არე შუამდებარე ტვინისა (VTA). ტვინის ამ არის უჯრედები მგრძნობიარენი არიან სეროტონინის - ჰორმონის მიმართ, რომელიც(ჰორმონი) ასოცირებულია სწავლებასთან, ძილთან და ხასიათთან. აღმოჩნდა, რომ დამოკიდებულების მექანიზმი დაფუძნებულია ფერმენტ PTEN-ის ზემოქმედებაზე სეროტონინის რეცეპტორებზე.
მეცნიერებმა სინთეზის გზით მიიღეს ცილა, რომელიც მოქმედებს სეროტონინის რეცპტორებზე და ამ გზით ბლოკირებას უკეთებს PTEN-ის ფუნქციონირებას, თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით, რომელთაც PTEN-ის ბლოკატორს აძლევდნენ, საცდელ ცხოველებში არ ყალიბდებოდა დამოკიდებულების და შეწყვეტის სინდრომი.
დადებითი შედეგები იქნა მიღებული ნიკოტინისა და ტეტრაჰიდროკანაბიოლის(მარიჰუ
ნის აქტიური ინგრედიენტი) შემთხვევებში; გამიკვლევათა ავტორები თვლიან, რომ მათ მიერ მიღებული ცილა იქნება ეფექტური სხვა ნარკოტიკების და პირველ რიგში კოკაინის, ჰეროინის და ამფეტამინების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ თერაპევტული ცილა სინთეზირებულია, მისი სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვა მოხდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება კლინიკური გამოცდები, რასაც რამოდენიმე წელი ჭირდება.
წყარო: Shao-Ping Ji et al.; "Disruption of PTEN coupling with 5-HT2C receptors suppresses behavioral responses induced by drugs of abuse" - in these Journals
British Journal of Pharmacology (5564)
The EMBO Journal (5439)
Nature Medicine (4604)
Kidney International (4591)
Nature Biotechnology (2846)
British Journal of Cancer (2768)
სამწუხაროდ მთავრობაშიც და პოლიციაშიც ალის ხალხი რომლებიც ამაზე ხელს ითბობენ, შვერდნაძის დროს თითქმის ლეგალიზებული იყო ნარკოტიკი ეგრეთწოდებული ,,მაკი" რომელიც ნებისმიერი ადმიანისთსის ხელმისაწვდომი იყო და მაშინ დაეჩვია უმრავლესობა ანუ გემო გაუგო, მერე კი აიკრძალა ამ ყაყაჩოს თესლის გაყიდვა მაგრამ არავინ დასჯილა ამის გამო, კიდევ ერთი ფაქტი წამლის გაყიდვა კანონით რომ არ ისჯებოდეს მკაცრად ძალიან ბევრი ადამიანი მიჰყობდა ხელს ამ ხერხით ფულის შოვნას,ანუ ის კი არ აკავებს ხალხს რომ ვიღაცას ღუპავენ არამედ კანონის შიში. რაც დზლიან ცუდია
"კევიღეჭიათა" და სხვათა საყურადღებოდ
ასპარტამი, პოპულარობით მეორე, ხელოვნური დამატკბობელია და შედის უამრავი პროდუქტის შემადგენლობაში, მათ შორისაა: უალკოჰოლო სასმელები, ცხელი შოკოლადი, საღეჭი რეზინი, კანფეტები, იოგურტები, შაქრის შემცვლელები, ვიტამინები, ხველის საწინააღმდეგო ტაბლეტები და სხვა.
ასპარტამი 30 წელზე მეტია, რაც გამოყენებაშია და მისი, FDA-ში(მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული სამთავრობო სააგენტო აშშ-ში, კვების პროდუქტების და საყოფაცხოვრებო მასალებისა) ლიცენზირების მომენტისათვის, ტესტები მის კანცეროგენობაზე იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა ეჭვები მის კარცენოგენობაზე რჩებოდა, განსაკუთრებით ჩვეულებრივი შაქრის მწარმოებელთა მხრიდან.
იტალიელი მეცნიერების უახლესი გამიკვლევებით - ასპარტამი წარმოადგენს მულტიპოტენციურ კანცეროგენულ აგენტს და ეს ეფექტი ვლინდება მისი 20 მილიგრამის მიღებისას, ადამიანის სხეულის მასის ერთ კილოგრამზე, რაც გაცილებით მცირეა ყოველდღიურად რეკომენდებულ დოზაზე - 50მგ/კგ აშშ-ში და 40მგ/კგ ევროპაში.
წყარო: Environmental Health Perspectives Volume 114, Number 3, March 2006
First Experimental Demonstration of the Multipotential Carcinogenic Effects of Aspartame Administered in the Feed to Sprague-Dawley Rats
Morando Soffritti, Fiorella Belpoggi, Davide Degli Esposti, Luca Lambertini, Eva Tibaldi, and Anna Rigano
Cesare Maltoni Cancer Research Center, European Ramazzini Foundation of Oncology and Environmental Sciences, Bologna, Italy
Address correspondence to M. Soffritti, Cesare Maltoni Cancer Research Center, European Ramazzini Foundation of Oncology and Environmental Sciences, Castello di Bentivoglio, Via Saliceto, 3, 40010 Bentivoglio, Bologna, Italy. Telephone: 39-051-6640460. Fax: 39-051-6640223. E-mail: crcfr@ramazzini.it
P.S. ასპარტამს რამოდენიმე კომერციული დასახელება აქვს, ესენია: Е 951; свитли, сластилин, сукразид, нутрисвит(რუსული ლიცენზიის მქონე საქონელზე); ასპარტამი შედის კომპლექსურ, შაქარშემცვლელებში "Сурель", "Дулко"და სხვა რუსული ლიცენზიის მქონე პროდუქტი; ასპარტამი სუფთა სახით გამოდის პროდუქტ "NutraSweet" სახით ამის რუსული ანალოგია "Сладекс"-ი.
დღევანდელი საქართველოს მართლაც დიდი პრობლემაა და თვითოეული ჩვენგანის,მე პირადად მყავს ერთი ძალიან ახლობელი ადამიანი რომელიც სულ არ'' ზის ''ასე ვთქვათ მაგრამ თუ გამოუვარდა ხელსაყრელი მომენტი უარს არ იძახცისგული მტკივა პირდაპირ მერე მეორე დგეს და კაი ხცანი სულ აგზნებულია და არ ვიცი ფსიქიკურად არანორმალური ხდება რამდენჯერ ვთხოვე მამაოსთან გამოყოლა ან შევებოდა მაგრამ არა არაფერი შველისმე პირადად სიბრალულს განვიცდი რადგან ყველა არა მაგრამ უმრავლესობა ვერ ეშვება და ნებისყოფა არ აქვს!მართლა საშინელებაა რადგან პადიეზდებში,ქუჩებში ყრია ნემსები და ბავშვის გაშვებაც კი საშიში გახდამე ძალიან ვწუხცვარ და განვიცდი რომ გარდა ლოცვისა მეტი არაფრის გაკეთება არ სემიძლია.
მე ვიცი ერთი პიროვნება, რომელიც ნარკომანი იყო, მაგრამ ღვთის წყალობით განიკურნა ამ სენისგან, დღეს ბერადაა აღკვეცილი და ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობს.
ამით იმის თქმა მსურს, რომ მთავარია სურვილი ჰქონდეს გზას აცდენილ ადამიანს ეს საშინელი სენი დასძლიოს და გაითავისოს ის, რომ გამოსავალი არსებობს და რომ ხსნა ყოველთვის უფალშია..
მაგაში გეთანხმები მაგრამ ბევრს მაგის ნებისყოფა და გვთის სიყვარული მაინდამაინც არ გააჩნია რაც სამწუხაროა
ცოტა სხვა თემაა, მაგრამ ხშირად ბევრი ჩვენთაგანიც ვემსგავსებით ნარკომანს,პირველ რიგში საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, გართობაც ხომ ნარკოტიკივით არის, რაც მეტს ერთობი უფრო მეტიდამეტი გინდა ესეც ერთთგვარი ხერხია რეალობისგან თავის მოწყვეტის და დროთა განმავლობაში ამის გარეშე სასოწარკვეთილება და მოწყენილობა ადვილად გიპყრობს.მომიტევეთ მტკივნეული თემიდან გადახვევასავით რომ მომივიდა, მაგრამ კავშირი მგონი არის და ვისაც ასეთი რამ განუცდია უფრო ადვილად ჩაწვდება ნარკომანის ფსიქიკას.
მამა აკაკის მიერ ჩატარებულ კვეთებულის ლოცვაზე ხშირად მინახავს ნარკომანის და ლოთების, ან გზა აბნეული ადამიანების მშობლები რომ მოდიოდნენ და მათი ტანსაცმელი მოჰქონდათ, რადგან თვითონ პირადად ვერ მოჰყავდათ.მათთ სახელებს წარმოთქვამდენენ ლოცვის დროს.
ამ გზით მაინც ხომ შეიძლება დაეხმრო შენს ახლობელს თუ სხვაგვარად არ ესმის შენი.
iako
კი, იაკო, ახლობლების ლოცვა ეს ერთადერთი გზაა, როცა თვითონ ნარკომანი ვერ აცნობიერებს თავის უძლურებას, მცდარ გზაზე ყოფნას ან პირიქით, უნდა რომ განიკურნოს, მაგრამ მის ძალებს აღემატება..
"ნარკომანია - ეს სულისა და სხეულის სიკვდილის სინონიმია."
ყველაზე საშინელი იცით რა არის??? პატარა ბავშვებმაც კი უკვე ყველაფერი იციან! უბანში "შპრიცებს" რო ხედავს ჩემი ძმა პირველი რეაქცია ეგეთი აქვს: "ფუ, კიდე გაიკეთეს, ისე მაინც დაყარონ ეს "შპრიცები" ხალხმა რო ვერ დაინახოსო."
ერთხელ ეგეთ ფაქტს შევესწარი: ერთი ნარკომანი მეზობელს სთხოვდა "რასტვარიწელი" არ გაქვსო???
მერე ვკითხე რაში სჭირდებოდა-თქო და 7 წლის ბავშვმა მიპასუხა "მაგით წამალს ხსნის და მერე იკეთებსო ".
საშინელებაა!!! მომავალი თაობა რა მაგალითზე იზრდება???
ნარკომანია მარტლა ცუდი და საშინელებაა.ძმაკაცი მყავს ადრე იკეტებდა და დიდი გაჭირვებით დაანება როგორც იქნა თავი წამალს.მაგრამ ეხლა ძალიან ბევრს სვავს თუმცა კიდე კაი არ გალოთდა და არ გაბომჟდა.არ ვიტყვი რომ არ მაქ მოწეული.დღესაც ვეწევი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვალ მეტი დოზა მინდა და გაკეთებასაც დავიწყებ.და არც ერთი გაკეტებით იწყება შეჩვევა.კი კარგია წამალი (კარგი ეგ კაიფისთვის ვიძახი თორე ყველამ კარგად იცით რაც არი).ოღონდ რა არის იცით მერე კიდე უნდათ კაიფი იმიტომ რომ მოეწონათ მაგრამ შეჩვევა რამოდენიმეჯერ რომ გადააბავ მერე გეწყება "ლომკა".რაც შეეხება პლანს კიდე გაქ ეწევი არ გაქ და არ ეწევი მაგრამ შეჩვევა არ იცის.სამწუხაროდ ამ საკითხში დიდი გამოცდილება მაქ.პირადად არ ვიკეტებ და არც გავიკეტებ მაგრამ ვეწევი .უბრალოდ ეგეთ წრეში ვიზრდები თავიდანვე. რაც შეეხება კიდე ქუჩას ეს ის ადგილია სადაც "ჩემი აზრით" ყველა ბიჭმა უნდა გაიაროს.ცხოვრებაში გამოადგება.ოგოდ ყველაფერს თავისი ასაკი აქ და არ უნდა ჩარჩე ქუჩაში
ხო ეს მესამე პოსტია ჩემი აქ ნინორეს აღარ ექნება საბლატაო რომ 0 პოსტიანს ვიცნობო . და რაც შეეხება ამ ფორუმს აქ მართლა გავიცანი მართლა კაი ადამიანიები. სანდრო, ნინორე , გლახა მატასი და მატასის და.იმედია ყველას გაგიცნობთ.მე და გლახას თურმე ერთი სკოლა გვაქ დამთავრებული.
ეჰ ჩემთან უბნაში ყოველ ორ ნაბიჯზე ინსულინის შპრიცები ყრია.... რავიცი მე პირადად ერთ დასკვნამდე მივედი,შვენ ვერაფერს გავხდებით თუ თვითონ არ მოინდომეს ამ სენისგან თავის დაღწევა.... ჩემი აზრით ნარკომანია უპირველესად ცოდვაა,რომელიც შემდეგ ავადმყოფობად იქცევა....ავადმყოფობად რომელიც სულსაც ვნებს და ხორცსაც....ასეთ ადამიანს ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით...უბრალოდ არ უნდა განვსაჯოთ,ერთადერთი რითიც დავეხმარებით სითბო და მოთმინებაა...თუ თავად არ იგრძნო პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე,თუ ვერ მიხვდა რომ უფალი ერთადერთია ვინც მუდამ მასთანაა და მის გულშია ვერ გამოსწორდება....ეკლესია კი ადამიანთა განკურნების ადგილია და თუ იქ ნარკომანი დაინახეთ კი არ უნდა განიკითხოთ,არამედ უნდა გაგგიხარდეთ,ერთი მათგანი მაინც თუ დაადგება ჭეშმარით გზას....მთავარია თვითონ იპივოს უფალი და თავისი ტკივილი ღმერთთან მიიტანოს.მიიიტანოს მწუხარე,შემუსვრილი გული და იმ იმედით რომ ღმერთი მის ტკივილს შეიწირავს.ჰქონდეს იმედი რომ უფალი დაეხმარება და ასეთ დროს ღმერთი მას არ მიატოვებს....
ნარკომანობა მართლაც საშინელებაა.ერთ სამწუხარო ამბავს მოგიყვებით,რომელიც, დაახლოებით, ნახევარი წლის წინ მოხდა.ერთი ჩემი მეზობელი გოგონა მისაღებ გამოცდებს აბარებდა და ამიტომ,მისი მამა საბერძნეთიდან ჩამოვიდა.(დედაც საბერძნეთში იყო წასული,მაგრამ ამჯერად მარტო მამა ჩამოვიდა).ხოდა, მოკლედ, ამ შუა გამოცდების დროს,ამ ბავშვის მამა ჩემმა მეზობლებმა დაიგულეს და ძალით,(ყურადღება მიაქციეთ_ძალით) წაიყვანეს საქეიფოდ,რაღაც ფული ექნებაო ჩამოტანილი ალბათ იფიქრეს.მერე ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი ნარკომანის სახლში აიყვანეს და ნარკოტიკიც გაუკეთეს, და აი საბოლოო შედეგი:ის კაცი გარდაიცვალა.სასწრაფოშიც კი გააქანეს,მაგრამ უკვე გვიანი იყო. აი ასე შემოაკვდათ კაცი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.კაციც დაღუპეს და ოჯახიც.ყველაზე ცუდი კი ისაა,რომ მღვდელმა წესი არ აუგო:ეს ყოველივე მისი ნება-სურვილით მოხდაო, და ეს ხომ, ფაქტობრივად, თვითმკვლელობაა.მაგრამ, რა იცი,ის ხომ მთვრალი იქნებოდა...
ეხ,ძალიან სამწუხაროა,რომ ზოგჯერ ნარკომანი არ მარტო თავის თავს,არამედ სხვასაც ღუპავს.აიძულებს თვითონაც მას მიჰბაძონ.
ნარკომანია? ჰეჰ ნარკომანი იგივე KAMIKADZE
alioo
გოგო ხარ?
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ყოფილა ნარიყალაზე , სადაც სპეციალური ლოცვები ტარდება თურმე ნარკომანებისთვის, ბევრი ნარკომანი შემოუბრუნებიაო იქაურ მოძღვარს. მისადგომად ცოტა ძნელი ყოილა, ანუ გზა უნდა იცოდე რომ მიხვიდე, შეიძლება ვინმემ უფრო მეტი იცით ამ ტაძრის და მოძღვრის შესახებ და იქნებ დამაკვალიანოთ. წინასწარ მადლობას გიხდით
მეცოდებიან ასეთი ადამიანები... რადგან საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანეს მე მყავდა ნარკომანი მეგობარი და ყველას შეიძლება ყავდეს... მაგრამ როცა იქნება, ის ადამიანი იმ დონემდე მივა, რომ... მოკლედ, ბოლოს წამლის გარდა მათ აგარავინ და აღარაფერი უყვართ არადა იმ ადამიანს ძალიან უნდოდა თავი დაეღწია ამისგან, ხან მონასტერში იყო... ხან ისე მკურნალობდა...მაინც ვარ შეძლო
ალბათ ძალიან ძლიერი უნდა იყო...
_MATASI_
პატრიოტი
ანუ ნარკომანს არ აქვს სიცოცხლის უფლება?
_MATASI_
პატრიოტი
სხვისი გაფუჭების სურვილი იმისი ბრალია რომ ნარკოტიკი უთავდებათ. ჰოლანდიაში ეს სენი უკვე დაძლიეს თან დიდი ხანია. მათ უნდა მისცენ იმდენი წამალი რამდენიც მოესურვებათ და წამლის დეფიციტიც აღარ იქნება და აღარავის აღარ მოაფჭებენ რადგან ფულიც აღარ დაჭირდებათ და ახალი, "საწველი" ბიჭები აღარ დაჭირდებათ
ქავთარაძე
ხომ ეგრეა ძამია? ეგ ხალხი ზომბებივით არის უვკე და არც დედა იციან არც მამა და არც არავინ
სიცოცხლის უფლება ყველას აქვს..................................
როგორც უნეტარესი იტყოდა, ეს ადამიანები ლაჩრები არიან
პატრიოტი
აბა რა სხვა რა გზაა უნდა მიაყენო კედელთან და დახოცო. ჩემი მეზობელია ერთი, ეუბნება უკვე განარკომანებულ ბიჭებს წამლის გულისთვის რას არ ვიზამო მივალ და ფულისთვის გლაზოკში ვესვრი ნებისმიერს ბავშვსაც და ქალსაცო
პატრიოტი
არასდროს თქვა რომ ვინმეს სიცოცხლეს აზრი არ აქვს... აზრი რომ არ ჰქონდეს უფალი აქამდე ცაიბარებდა მის სულსა...
მე ვიყავი სტუმრად ერთ-ერთ მონასტერში და ვნახე ადამიანები რომლებმაც და ძლიეს ეს პრობლემა... სინანულით იხსენებდნენ საკუთარ წარსულს....
ნარკომანი ეს არის ადამიანი, რომელზეც გაიმარჯვა ბოროტმა, მაგრამ ისაც უფლის შვილია...
დავით ივერიელი
დავით ივერიელი
მართალი ხარ, ამისათვის უფლის სურვილია საჭირო
და რაღათქმა უნდა ჩვენი უდიდესი სინანული
ერთად უნდა მოაგროვონ მთელი ნარკომანები და უმკურნალონ უნდათ თუ არა ეს
(რა უცებ მოვაგვარე პრობლემა)
მგონი არაა სწორი ნარკომანის გაკიცხვა, გასაკიცხი და დასაგმობი სენია და არა ის ადამიანი,ნარკომანს ციხე ვერ გამოასწორებს ვერც საზოგადოებისგან მოკვეთა..და სწორედ მათ აქვთ სიცოცხლის უფლება!მგონი ყველამ იცის უფლის სიტყვები რომ ის ამ ქვეყნად სნეულებისთვის მოვიდა და არა ჯანმრთელთათვის..თუ ჩვენ ვიტყვით რომ მათ არ აქვთ სიცოცხლის უფლება ვფიქრობ ამის მთქმელი დამნაშავეა..ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს და ალბათ ის კიდევ უფრო მეტად რადგან ის ღვთის ის შვილია რომელიც გზას აცდა..მე მინახია ნარკომანი რომელიც ნანობს, მაგრამ ეშინია,არ იცის რა ქნას, ჩვენ ვერ გავუგებთ ამ ადამიანებს ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გამოგვიცდია ჩვენ თავზე ეს საშინელი სენი,ჩვენთვის უცხოა ის დამოკიდებულება რასაც ნარკომანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებიან...ეს თემა საკმაოდ საკამათოა და სათუთი მასზე ესე ერთი ხელის მოსმით საუბარი ჩემი აზრით არ შეიძლება
lelenika
ეგრეა
narkomanebs tavisi cxovreba akvt da aravis gasarchevi araa magati cxovrebis gza da mitumetes ak internetit
ar gecyinot sorry
პატრიოტის ნაწერ სრო ვკითხულობ თან ვფიქრობ ღვთის წყალობით მის ხელში არაა ნება თორე ალბათ Yველას კედელთან მიაყენებდა)))იცი რა მაინტერესებს შენი შვილი ავად რომ იყოს კედელთAნ მიაყენებ და იტყვი რა აზრი აქვს მის სიცოცხლესო?ავადმყოფს კი არ კლავენ ცდილობენ ის განკურნონ,და შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ ქვეყნად
getanxmebit, mat zurgi ki ar unda vaqcioT da xeli ki ar unda vkrat, piriqit chveni gverdshi dgomit unda vecadot mati am mdgomareobidan gamoyvanis,dzalian rtulia magram, esec albat ertgvari jvaria da gamocda uplisgan dashvebuli. me tviton vici ramodenime admiani vinc gamovida mdgomareobidan da exla jansagi cxovrebit cxovrobs,ase rom.....
kide magat cxovrebaze laparakobt sheeshvit narkomanebs araa tkveni sakm vin ras izams da ra cxovrebit icxovrebs
narkomanebs tavisi cxovreba akvt da aravis gasarchevi araa magati cxovrebis gza da mitumetes ak internetit
ar gecyinot sorry
კიდე კაი ყველა შენნაირად არ ფიქრობს
kide magat cxovrebaze laparakobt sheeshvit narkomanebs araa tkveni sakm vin ras izams da ra cxovrebit icxovre
აბა ვისი საქმეა?))))
narkomani narkomani narkomani
magfat tavisi cxovreba akvt da kaipit cxovroben da ara imistvis ro vinmem magat cxovrebas sheexos da ganagos
aliooos საყურადღებოდ ვიტყოდი რომ აქ ვინმეს ცხოვრებას კი არ განვიხილავთ საერთოდ სენზეა საუბარი და მგონი სრული უფლება გვაქვს ამაზე ვისაუბროთ
lelenika
imis sakmea visi cxovrebacaa
tamunia
tu vinmes ar moscons an ar siamovnebs ar uyuros da ar shexedos da shen tu mogayena sheuracyopa an ziani shenc miayene
tu yvelas tavisi azri gagachniat mec chemi azri gamovtkvi da meti araperi magas tavisi cxoverba akvs da veravin ver gansjis magaaaaaaaaat!
lelenika
shen ers tkveni sityvebi ver ushvelis da vec veravos sityvebi chveni eri dagupulia
aravis cxovrebas ar varchevt, es metnaklebad saerto problemaa da tkivili yvelastvis da vtvisac ar aris sasiamovno am temaze saubari unternets ukidegano sivrceebi aqvs da sheudzlia mibrdzandes.
lelenika
AR VITXOV MOVITXOV
alioo
იცი რაა? ნახევარი საათის წინ ვუყურე კადრებს,სადაც 12 წლის ბავშვები რაღაც საწამლავს იკეთებდნენ ვენაში და შენი აზრით ეს მათი ცხოვრებაა?
NARKOMANI VIYAVI DA GANVIKURNE DA SANAM GANVIKURNEBODI MANAMDE VERAVIS DAARAVIS AR SHEEZLO CHEMI CXOVREBIS GANGEBA<
EXA UKVE TKVENAERI ADAMIANI VAR DA MIXARIA:(
თუ ძალიან დაგაინტერესებს შემიძლია ის კადრები გამოგიგზავნო,და შეხედე როგორი თვალები აქვთ 10-12 წლის ბავშვებს
alioo მე მყავდა მეგობარი ნარკომანი რომელიც ვერ განიკურნა სამწუხაროდ ;(
ხოდა შენსავით უნდა მოიქცეს ყველა
CHVEN NARKOMANEBS CHENI CXOVREBA GVKONDA DA ARAVIS ARR VAZLEVDIT IMIS UPLEBAS CHVEN CXOVREBASHI CHAREULIYOOOO DA ARC TKVEN MOGCEMT MAGIS SASHUALEBAS VINMES CXOVREBASHI CHAERIOT
kato_Bato
ARAVIS AR GIRCEVT CAMALS GAEKAROT
NARKOTIKI IGIVEA RAC SHXAMI
alioo, ramdeni wlis xar erti kacurad mitxari?
gogas
RA MNISHHVNELOBA AK?
lelenika
shen kide sulelo miyvarxar dzaan ))))))))))))))))))))))))))))))))
psix dzaan dzaan miyvarxar
((((((
alioo, rogor daanebe tavi wamals iqneb sheni gamocdileba gagviziaro. dzalian sainteresoa.
'ninore'
მართალი ხარ ნინორე, სისხლი როგორ არ ეყინებათ, ასე რომ გადადებენ ხოლმე ადამიანებს არ ვიცი..
ეგ ღმერთმა უწყის ვის რომელი გზა წაიყვანს ჯოჯოხეთისკენ (ღმერთმა დაგვიფაროს).
აუცილებელი არაა ნარკომანი იყო, ანგელოზემბა რომ "მიგატოვონ"...
e. SevardnaZem sheqmna ramodenime dgis win arasamtavrobo organizacia, romelic narkomaniis problemaze imushavebs. gamecina mis intervius rom movusine radganac misi prezidentobis periodi iyo narkotikebs rom miqonda saqartvelo, tumca arc exlaa naklebi. tu sinanulis grdznoba daeupla da cdilobs chadenili shecdomis gamosworebas, mashin misasalmebelia misi es nabiji. tu arada ....
lelenika
ნარკომანი არის საცოდავი არსება რომელმაც მის თავში ვერანაირი გზა ვერ აღმოაჩინა და წამალში ეძებს ხსნას იგი ქუჩაში დგომით და ლომკის გადაგებით ვერასდროს დაანებებს წამალს თავს ორი ხსნა არის მარტო მაგაში 1: სიკვდილი 2: რწმენა მე მხოლოდ ისეთებს ვიცნობ ვინც წამალს თავი ეკლესიით და რწმენით დაანება და არა ლომკის გადაგდებით და მკურნალობიტ მკურნალობამ შეიძლება გამოიღოს შედეგი 1 თვე 2 თვე ან რაიმე თორე როგორც ღორი ვერ გადაეცვევა მძ**ის ჭამას ისე ნარკომანი ვერ გადაეჩვევა წამლის კეთებას
ერთერთი მიზეზი ნარკომანიის ასე გავრცელებისა ის არის რომ წამალი ყველასთვის ხელმისაწვდომია და მერწმუნეთ ასე რომ არ იყოს ბევრი დაანებებდა თავს ელემენტრულად იმის გამო რომ ვერ იშოვიდა წამალს. ასე რომ ასეთი მკაცრები ნარკომანების მიმართ კი არ უნდა ვიყოთ არამედ რეალიზატორების და ვინც მათ მფარველობს იმ ხალხის მიმართ.
ხომ არაჰუმანური გეჩვენებათ რასაც ეხლა ვიტყვი.
ნარკომანი ან უნდა იზოლაციაში მოექცეს საზოგადოებისგან,ან უფრო სასტიკი მეთოდით გაუვნებელყოფდეს.
სამუდამოდ.
რადგან ჯობია ერთი მოკვდეს ვიდრე ასი წარიწყმიდოს.
ერთი ნარკომანი შობს ათეულობით სხვას.
მე ვინც მინახავს ნარკომანი, არავინ ნანობს,პირიქით აგიტაციას უწევენ კაიფს.
ჩვენ აქ სამშობლოს და ეკლესიის დაცვაზე ვსაუბრობდით.
რა განსხვავებაა შენიანი მოვა იარაღით და შებილწავს ეკლესიას და სამშობლოს თუ გადამთიელი?
gogas
მე პირადად როდესაც მქონია შეხვედრა მაღალჩინოსნებთან ყოველთვის ვაყენებ ასეთ წინადადებას, რომ მსხვილ ნარკო რეალიზატორების მიმართ გამოყენებული იქნას სიკვდილით დასჯა. დამეწრმუნეთ ამის მერე მართლაც შემცირდება მათი რიცხვი. სარფში დავიჭირეთ 1 კილოგრამი ჰეროინის შემომტანები რამდენიმე თვის წინ. მიუსჯიან 20-25 წელს. რეალურად გამოვლენ 15 წელიწადში. ამ რაოდენობის კონტრაბანდაზე ბევრ ქვეყანაში არის სიკვდილით დასჯა. და მე ვემხრობი ამას. იმიტომ რომ ესენი წამლავენ და სიკვდილს უსჯიან უამრავ ახალგაზრდას. ეხლა ცუდი ტენდენციაა, რომ გოგოებმაც დაიწყეს კეთება და წამლის სანაცვლოდ საკუთარ სხეულს სთავაზობენ. თანაც ძალიან მაგარი გოგოები. მე პირადად მინახავს და გაოცებული დავრჩი
gogas
ნარკომანების მიმართ არც არავინ არ არის ჩემო კარგო მკაცრი ბარიგები კი მკვლელები არიან მაგათ კილერები ჯობია დაქირავებული მკვლელები ნარკომანები მეცოდება მებრალებაა აიიიი რაგაცც როგორ აგიხსნა ვერ გამოვხატავ იმ გრზნობას რაც მატ მიმარტ გამაჩნია
მე ვეთანხმები ზემოთგამოთქმულ აზრს რომ ნარკომანი მართლაც საცოდავია,და რომ ის არ იქნებოდა პრობლემა საზოგადოებისთვის რომ ახალ ნარკომანებს არ ბადებდეს.
მაგრამ გახსოვთ რუსთაველი მანიაკი,პატარა ბავშვებს რომ აუპატიურებდა და მერე კლავდა.
გახსოვთ რა ამბავი იყო სანამ არ შეიპყრეს?
ზუსტად იგივეა აქტიური ნარკომანი,მხოლოდ ის პატარა გოგოებს კი არა თავის ტოლებს და უმცროსებს ანადგურებს
და ეს ჯაჭვური რეაქციით მიდის.
ამაზე ხმა მხოლოდ ეხლახან ამოიღეს როცა ყოველ მეათეს კარზე მიუკაკუნა.
t.l.
ცოდვის ცდენა იმითია ცუდი, რომ მის შესახებ იცი და უკვე ბრძოლა გჭირდება დასავიწყებლად. იგივეა ნარკომანია. იწყებენ წაბაძულობით, მაგარი ბიჭობით და აშ. და მერე უფრო საღი გონების ხვდება რა დაუშავა თავის ტავს და იწყება ბრძოლა, გაუტავებელი დაცემა, აღდგომა, დაცემა, აღდგომა და აშ. არც კი მმეგონა ამდენი ნარკომანი თუ იყო საქარტველოში, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ქუჩის ბიჭების 80% ნარკომანი ყოფილა და დღეს იბრძვიან , ზოგმა ამ ეტაპზე მაინც აჯობა, ზოგი ხან დაეცემა ხან ადგება და აშ. მერე მათი გენეტიკა დანგრეული და გაუბედურებული, თუ სვილი გამოვა ჯანმრთელი, შვილიშვილს მაინც ექნება რაიმე დეფექტი, ეს კიდევ წინ გვავქს...
თქვენ გჯერათ, რომ ის ვინც ერთხელ მაინც "გაიკეთებს" მერე სამუდამოდ შეზლებს თავი დაანებოს? მგონი მაგას ძლიერი ნებისყოფა ჭირდება და ეგეთი ძლიერი ყველა ვერ იქნება. (სამწუხაროდ) და ეს ხალხი იმას აღარ ფიქრობს ქვეყნის გენოფონდსაც რო ანადგურებენ თავიანთი უჭკუობით!
მე მინდა წერტილი დავუსვა ორჭოფრულ აზრებს ნარკომანის გამოსწორების შესახებ.
თანამედროვე მეცნიერებამ დაადგინა რომ ნარკომანი, თუ ის ხდება წამალდამოკიდებული,
ვარდება გამოუვალ მდგომარეობაში.
ორგანიზმი ჰორმონულად და ფიზიოლოგიურად გადაეწყობა ნარკოტიკული ნივთიერების მიღებაზე.
რის შემდეგაც მისი (ორგანიზმის) უკან "გადმოწყობა" ანუ პირვანდელ მდგომარეობაში მოსვლა აღარ ხდება, ეს შეუძლებელია.
ამიტომ ნარკომანი,როგორც ავადმყოფი სიკვდილამდე რჩება ნარკომანად.
მეორე საკითხია თუ ის თავს დაანებებს მოხმარებას და სხვადასხვა ხერხებით გვერდს აუვლის ნარკოტიკებს სიცოცხლის ბოლომდე.
ამ შემთხვევაშიც იგი რჩება ნარკომანად, მხოლოდ ამ მდგომარეობას უწოდებენ ღრმა რემისიას, ანუ ავადმყოფობის დაკონსერვებას.
სინანულით და ქრისტეს სიყვარულით ამის მაგალითები არსებობს მონასტრებში.
ასეთი ნარკომანები მე ვთვლი რომ შეწყნარებული იქნებიან უფლის მიერ.
დიდება მის სახელს.
ლეონტი
ის რომ ნარკომანობა განუკურნებული სენია მაგაში გეთანხმები! მაგრამ რამდენად რეალურია, რომ თუნდაც ის ვინც ეკლესიისა და მოძღვრის დახმარებით თავს დააღწევს ამ სენს, სრულად განკურნებულად უნდა ჩაითვალოს?
რაღაც სულ მანტერესებდა ნარკომანობა :ხო:
ნეტა რა მუღამი აქვს ასეთი?
ნარკომანია, ეს ის თემაა, რაზეც საქართველოში ასეთი ნაკლები ყურადღება აქვთ გამახვილებული იმ ხალხს, ვის ხელშიცაა ჩვენი ერის, სამშობლოს და ახალგაზრდების ბედი. ნარკომანია არის დაავადება ფიზიკური და ფსიქოლოგიური სენი. მისი დაძლევა ადამიანისთვის შესაძლებელია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა იგი დაინახავს ამ სენის შედეგებს თავის თავში, ირწმუნებს მის "ცუდს" და უფლის დახმარებით შეუდგება ბრძოლას თავის თავთან მხოლოდ გამარჯვების მოლოდინში. იმისათვის რომ ახალგაზრდა არ იყოს ნარკომანი, აუცილებელია ოჯახი იყოს დაინტერესებული "კარგად" მის ეკლესიურ ცხოვრებაზე, რაც აკლდა ჩვენს დედათა და მამათა თაობას საბჭოთა ცხოვრებიდან გამომდინარე. ვიცხოვროთ იმედით, რომ გადავრჩებით ჩვენი თაობა-ახალგაზრდობა და ვიპოვით იმ ჭეშმარიტების გზას რასაც ქართველი და მართმადიდებელი ადამიანის გზა ქვია, უფალი გვფარავდეს.
ლეონტი
ყველაფერში გეთანხმები, გაიხარეეეეეეეეეე
თათი87
რა თქმა უნდა, შენ არა?
ikaka
მე სამწუხაროდ არ მჯერა, რომ ყველას ეყოფა ნებისყოფა!
ნეტა შენ იყო მართალი და მე ვცდებოდე!!!
იცი როგორ გამიხარდება
მე ვიცნობ ბევრ ადამიანს რომელმაც ისე დაანება თავი ნარკოტიკს რომ აგარასდროს შეეხება მას.ეს მხოლოდ მონასტერშია შესაძლებელი რადგან აქ ბევრ გადაგდებულს დაუცყია ისევ კეთება .
Floyd
ხოდა მაგას ვამბობ მეც, რომ ბევრი კი ანებებს თავს, მაგრამ მერე ისევ უბრუნდება. ვერ უძლებენ ე.წ. "ლომკებს"...
არა ლომკა არაფერ შუაშია.
ლომკის გადაგდება 2 კვირაშიცაა შესაძლებელი,მთავარია ტვინში შეცვალო ის აზრი რომ წამალი ასწორებს.
Floyd
როცა წამალს აგდებ, მაგრამ იგივე ხალხში, იგივე საზოგადოებაში ტრიალებ ტვინში მაგ აზრს ვერ შეცვლი.
ამიტომ საჭიროა ცხოვრება თავიდან დაიწყო
მაგრამ ბევრს არ შესწევს ამის უნარი...
ვერ ხედავს იმ მეორე შანსს, რომელიც უფალმა მათ აჩუქა
მაგიტომ გინახავს აქ ვისაც გადაგდებული აქვს და იძახის აგარასდროს გავიკეთებო?
Floyd
რომ არ მინახავს იმიტომ მტკივა გული თორე...
ანუ იმის თქმა მინდა რომ ღმერთმა ეს შანსი მოგცა და ჩემი აზრით ამ შანსის გამოყენება მონასტერშია შესაძლებელი.
ისეთ ადამიანს ვიცნობ მონასტერში რო მივედი პირველად ანგელოზი მეგონა და მერე აღმოჩნდა რომ ბათუმში ერთ-ერთი პირველი ნარკომანი იყო და მონასტერში რომ აიყვანეს კბილებიც კი აგარ ქონდა კეთებისგან.
Floyd
ახალი ცხოვრებათქო რო დავწერე ზუსტად ეგ ვიგულისხმე ახალი სიტუაცია, ზოგისთვის შეიძლება ეს მონასტერი იყოს, ზოგისთვის ოჯახური გარემო და ა.შ.
გეთანხმები. მაგრამ იქ სადაც ამდენი ცოდვა ტრიალებს ძნელია ახალი წესიერი ცხოვრების დაწყება
მე ყოველთვის მინდოდა ამ თემაში ჩემ უახლოს მეგობარზე მომეყოლა
წამალს 15 წლიდან იკეთებდა 17 წლის ასაკში როცა გააცნობიერა რას აკეთბდა ქონდა პერიოდული მცდელობები თავი დაენებებინა იკეტებოდა სალხში და კვირაობით გარეთ არ გამოდიოდა ძალიან ყავდა ჩათრეული საშინლად აწვალებდა პერიოდებში როცა წამალს თავს ანაებებდა ეწყებოდა საშინელი ლომკები ამ ყველაფერმა გულის დაავადება შესძინა მერე აღმოჩდა რო სისხლის გათეთრებაც ქონია ერთი წლის წინ საბოოლოოდ გადაწყვიტა რო არ გაიკეთებდა წამალს აქედან დაიწყო ზაზას განადგურება დღითიდღე დნებოდა ადამიანს აღარ გავდა მეოგობრები ურჩევდნენ ცოტა დოზით მაიც შეეყვანა ორგანიზმში მორფი რო აღარ დაეტანჯა ამ საშინელ ტკივილებს მაგრამ ყოველთვის ძალიან თამამად და პრინციპულად ამბობდა რო მე არჩევანი გავაკეთეო !
ბოლოს გერმანიაში რო ველაპარაკე ვკითხე ზაზა როგორ ხარ მეთქი და მადლობ ღვთის წყალობით კარგადო
ძალიან შეცვილილი იყო ბოლო 2 თვე სულ ეკლესიაში დადიოდა სულ ჩუმად იყო და სახლიდან არ გამოდიოდა
გერმანიაში წასვლა არ უნდოდა მშობლებმა წაიყვანეს მიდიოდა და იცოდა რო ვეღარ დაბრუნდებოდა
ბოლოს სამებაში ავიდა აეროპორტში დავხვდით და დამშვიდობებისას ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა
სასწაულად არამქვეყნიური სახე ქონდა უფალმა შემინდოს თუ რამეს მეგობრული სიყვარული მაზვიადებინებს !
დაუმკვიდროს უფალმა სასუფეველი !
ნარკომანია.....
ეს ამბავი უბრალო ცნობისმოყვარეობიან იწყება და როგორც ცხოვრების წესი ისე მთავრედება. თავიდან ყველას გონია რომ სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ დგება მომენტი და ხვდებინ რომ ისე არიან ჩაფლული რომ NO WAY OUT...
ერთი სიტვვით ხასიათით და ცხოვრების წესით ნარკომანები ხდებიან. ტვინში შედის ბოროტი და მერე კარგად იყავი ზომბი. ადამიანი კარდინალურად იცვლება, მას ბოროტი განაგებს და იგი ამას ვერ აცნობიერებს. მხოლოდ ძალიან ძლიერი ადამიანები ახერხებენ ბოლომდე განთავისუფლებას. შეიძლება ნარკოტრიკს თავი დაანებოს და მაინც ნარკომანად დარჩეს.
თავს აღარ შეგაწყენთ
სურათის უფრო რელაურად აღქმისათვის წაკითხეთ მიხაილ ბულგაკოვის "მორფი"
ნახეთ კინოები "კალათბურთელის დღიური"; "ოცნების რექვიემი" ეს რეალობაა
ადამიანისათვის ამის პირველად გასინჯებას ჯობია იარაღი ესროლო და დაჭრა
დამიჯერეთ ნამდვილად ჯობია, ბევრი ადამიანის ვიცნობ ვინც ამ მორევში დაიკარგა
და მაინც პრევენცია საუკეთესო საშუალებაა ანუ აგიტაცია პროპაგანდა
აი ამაზე ვსუბრობდით ზევით, ვინ მისცა 15 წლის ბავშვს წამალი?
და ნარკომანიის ასაკი ძალზე გაახალგაზრდავდა.
რა საზოგადოება ის საზოგადოება სადაც ეს ხდება ყოველ ნაბიჯზე და პატრონი არ ჩანს?
giusha
რა ადრე ქალები იყვნენ "ბარიგები"???
ეგ კი მართლა არ ვიცოდი
ბიზნესი და მოგება კი მესმის მარა 15 წლის ბალღი სად შოულობს იმდენ ფულს , რო წამალი იყიდოს?
ე.ი. ან იპარავს ან კიდე რამე უარესი ხო?!
დავღუპულვართ სულ მთლად და ეგ არის
ლილიანა
ვაიმე ლიკ საშინელ ისტორიებს ყვები
ზაზას შემთხვევას რაც შეეხება ეგ იშვიათი გამონაკლისია და დანარჩენები ???
ყველას ხო არ აქვს მშობლებისგან გამოგზავნილი თანხები, რომ წამალი იყიდოს?
მაშ ისინი რას აკეთებენ. ანუ უკვე მეორე პრობლემაც წამოიჭრა
ერთ ი ის რომ ამდენინი წამალს დამონებული ადამიანია და მეორეც ის რომ წამალი მათ (როგორც წესი) დამნაშავეებად აქცევს
ერთნი იმ ფულს, რომელსაც საზღვარგარეთ წამოსული მშობლები ან მეუღლეები უგზავნიან, იმის ნაცვლად რომ საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ ამით '' იუმჯობესებენ ''მდგომარეობას და რაოდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს მშობლები საქმის კურსში არიან. ამით პირდაპირ უბიძგებ ნარკომანიისკენ:
მეორეა რომ ძალიან მომრავლდა დანაშაული მოზარდებს შორის. აღრიცხვაზე პოლიციაში უკვე ზალიან დიდი რაოდენობის მოზარდები არიან.შემდეგ როგორც ყურმოკრულად ვიცი ვერ დავამტკიცებ, სკოლებში ხდება ე. წ. ''დატერორება'' შედარებით სუსტი თანასკოლელების და პირდაპირ ''აწერენ'' ფულს. შემდეგ ამდენი აუტანელი ტოტალიზატორები, რომელიც მართლაც რომ ჩვენი თაობის გადაგვარებას უწყობს ხელს. ამას სპორტთან ხომ აგარავითარი საერთო არ აქვს ფულის მახე და მაფიის კიდევ ახალი კერა გაჩნდა იქ მოგებული ფულით ბევრი ნარკომანიას ახმარს და თუ წააგებენ არც ამას დაგიდებენ რამდე შEიძლება მშობელი აიძულონ სახლის გაყიდვაში და ა. შ.
მაგრამ ჩემი აზრით მაინც ოჯახი და აღზრდაა ამ ყველაფერში დამნაშავე. ვზრდით შვილებს ზარმაცებად, უსაქმურებად, ლუკმას ლამის ჩვენი ხელით უდევთ პირში და შემდეგ კიდევ გვიკვირს ზრუნვა არ მოვაკელი და რისი ბრალია მისი ესეთი გაუკუღმართებაო.ან პირიქით საერთოდ არ ვერევით მათ აღძრდის საკითხში.
დღეს ისეთი საშინელებები გავიგე ნარკომანებთან დაკავშირებით (უფრო სწორად ერთი ისტორია მოვისმინე) და კინაღამ ცუდად გავხდი ...
ვაიმე რა საშინელი სენია...
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა...
კარგი იდეაა ,თვალსაჩინოება
საცოდაობაა, ასეთ დღეში ადამიანს ხედავდე და ვერ ეხმარებოდე, იმტომ, რომ ყრუა ...
ჩინელები არიან მილიარდ ნახევარზე მეტი.
აი რა პლაკატებს შეხვდები იქ:
ცვენ ვართ 3 მილიონზე მეტი.
აქ ჯერ არ ცალიათ პრობლემისთვის.
ლეონტი
ძალიან მტკივა მაგ თემა
ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ადამიანს ვერაფრით შველი.
მე ვფიქრობ ერთერთი გზა ნარკომანიასთან ბრძოლის, არის აგიტაცია და რაც შეიძლება მეტი საუბარი ნარკომანიაზე, როგორც დაავადებაზე.
http://www.myvideo.ge/?video_id=4814- აი ამ ვიდეოს ვინც უყურებს მიხვდება რა საზიზღრობაა ნარკომანია, სუსტი გულის ადამიანებმა არ უყუროთ
ქავთარაძე
წაშლილიაო
ქავთარაძე
გვეხუმრები???
მარიხუანაც საშინელებაა და ჰეროინიც
პირველი ტვინის უჯრედებს კლავს და მეორე ორგანიზმს კლავს
http://www.myvideo.ge/?video_id=4814
აბა ეს ნახეტ
თათი87
რა ვთქვი სახუმარო გენაცალე?
ვაიმე ცუდად გავხდი!!!
მივხედოთ იმათ ვინც მართლა ჯერ კიდევ არ არი დაკარგული , მაგრამ თქმა ადვილია და საქმის გაკეთება ძნელი!
თათი87
გაიხსნა.
აი ესეთებიც ხდება თბილისიში
არა ეგ არაა თბილისი.რუსეთია ან რა ვიცი სადაა.ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან.ეჰ რამდენი ესეთი მაქ ნანახი მაგრამ ბავშვზე პირველად ვნახე. ჩემი 2 ძმაკაცი იკეთებს.ძალიან ძნელია უყურო შენი ბავშვობის ძმაკაცი ნელ ნელა როგორ კვდება
გუშინ გავიგე ნაცნობს (ნარკომანს) 23 წლის ბიჭს C ჰეპატიტი აღმოუჩინეს....
აი ეგრე იღუპავენ თავს....
"ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, რვაასმა ადამიანმა მოგვმართა... არიან ისეთებიც, რომლებმად მოახერხეს და გათავისუფლდნენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისაგან, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ შეიძლება, კარგ შედეგად ჩაითვალოს, რადგან რემისიის პერიოდი ორწელიწადნახევარია, ანუ ნარკოტიკის ბოლო გაკეთებიდან ეს დრო უნდა იყოს გასული."
მამა ბართლომე
ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერი
როგორ უნდა მოიქცეს ქრისტეანი მეგობარი, როცა ხედავს როგორ იღუპავს თავს მისი მეგობარი წამლით???
"ნარკომანია მონობაა."
მამა ბართლომე
ეს სტატია საპატრიარქოს საიტზე ვნახე , მომეწონა და აქვე მკაფიოდ ფიქსირდება ეკლესიის აზრი ნარკომანიასთან დაკავშირებით, ასევე მინდა შეგახსენოთ რომ ნარკომანია მედიცინაში უვკე გათანასწორებულია სუიციდდთან, ყოველი მეორე ნარკომანი იღუპება, ნარკომანიაზე იყო ფორუმზე საუბარი მაგრამ ეს სტატია უფრო მკაფიოდ გვაჩვენებს ეკლესიის პოზიციას.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
თანამედროვე ადამიანი რთულ დროს ცხოვრობს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იოლი დრო არასდროს ყოფილა. იმ დროზე, როდესაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პავლე მოციქული, იგი ამბობს: დრონი ბოროტნი არიან. არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობდა, რატომ უწოდებდა იგი იმ დროს ბოროტს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ ამის შესახებ. ბოროტება ხშირად ზეიმობს, ხშირად გვაყენებს განსაცდელის წინაშე. ასეთ დროს ადამიანმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა, არ უნდა დაკარგოს იმედი და რწმენა და უნდა სიმშვიდით გაუძლოს მოვლენილ განსაცდელს, რომელიც დაუშვა უფალმა.
ჩვენი ცხოვრება მწუხარებისა და სიხარულისაგან შედგება. სულ ერთმანეთს ენაცვლება ეს ორი მოვლენა. ცოტა ხანს ვიმყოფებით სიხარულში, შემდეგ მოდის მწუხარება, მერე მწუხარებას კვლავ სიხარული ცვლის და ასე შემდეგ.
უნდა ითქვას, რომ ადამიანისათვის განსაცდელის ჟამს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიას. რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ იმისათვის, რომ მისი შვილი, დაცემული მორწმუნე ისევ ადგეს და განაგრძოს თავისი გზით სვლა - არ დარჩეს დაცემული. თუ ადამიანი ამ მდგომარეობაში დარჩა - იგი დაღუპვის გზაზე დადგება. ეკლესიამ მას უნდა მისცეს ნუგეში, სასოება, ძალა, მადლი და რწმენა, რაც მორწმუნეს განსაკუთრებით წირვა-ლოცვის დროს ენიჭება.
დღეს ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს ახალგაზრდობას. ახალგაზრდობას არ აქვს ის გამოცდილება, რომელიც გააჩნია უფროს თაობას. ამიტომ ხშირად იგი ვერ უძლებს იმ საცდურებს, რომლის წინაშეც მას ცხოვრება აყენებს და მერე ისეთ სასოწარკვეთილებაში ვარდება, რომ თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი ახალგაზრდობა, გახსოვდეთ, თვითმკვლელობა - საშინელი და მიუტევებელი ცოდვაა. საეკლესიო კანონიკით, თვითმკვლელებზე წესის აგება არ აღესრულება, მათზე ეკლესია ვერ ლოცულობს. ამ ადამიანებისთვის ლოცვა არ შეიძლება, რადგან თვითმკვლელები საკუთარი ნებით გადასცემენ თავის სულს ბოროტ ძალას. არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი: ეკლესია უშვებს თვითმკვლელებისთვის ლოცვას, თუკი ის ადამიანი იყო სულიერად ავადმყოფი.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი და პრობლემა, რომლის წინაშე დგანან დღეს ჩვენი ახალგაზრდები, არის ნარკომანია. საერთოდ, ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერნი არიან და, შეიძლება, ესეც შურს ეშმაკს, კაცობრიობის მტერს და უბიძგებს ნარკომანობისკენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის საშინელი ცოდვა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი სირცხვილი. სირცხვილია იმიტომ, რომ ნარკომანობით ადამიანი გამოავლენს თავის უძლურებას, თავის ლაჩრობას. სწორედ ლაჩრობაა, რომ ადამიანი მიმართავს ისეთ საშულებას, რომელსაც გაჰყავს იგი ამ რეალური ცხოვრებიდან და, თითქოს, უმსუბუქებს ცხოვრებას. სინამდვილეში, ნარკოტიკი კი არ უადვილებს ადამიანს ცხოვრებას, არამედ კიდევ უფრო მეტად უმძიმებს ჯვარს. ნარკოტიკი სპობს ადამიანის გონებას, ახდენს ნებისყოფის პარალიზებას და ადამიანი აღარ არის გამოსადეგი არც ოჯახისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც სამშობლოსთვის. ნარკომანობა არის სამშობლოს ღალატი! მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას: ყოვლად დაუშვებელია ნარკოტიკების გამოყენება!
როდესაც განვიხილავთ ამ საშინელ სენს, ჩვენი ყურადღება 3 ასპექტზე უნდა შევაჩეროთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე ღებულობენ ამ საშინელ წამალს, უფრო სწორად, საწამლავს. რა ეშველებათ მათ? ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს სენი განკურნებადია. მეორე არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი გათავისუფლებისა და, მესამე, რაც მთავარია, - ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში. ეკლესიაში არის უდიდესი მადლი; აღსარებასა და ზიარებაში, ღვთისმსახურებასა და ეკლესიის ლოცვაში, მოძღვრის საზოგადო ლოცვებში არის უდიდესი ძალა, რომელიც გაათავისუფლებს ადამიანს ამ სენისაგან.
მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი აშშ-ში. ერთ ქალაქში დიდი წვეულება მოგვიწყვეს, მაშინ ჯერ კიდევ ეპისკოპოსი ვიყავი. ჩემთან მოვიდა ახალგაზრდების ჯგუფი და დამიწყეს საუბარი ნარკომანიის პრობლემებზე. ვკითხე: თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი, მითხრეს ჩვენ ამერიკელები ვართ, ყოფილი ნარკომანებიო. ახლა უკვე განვიკურნეთ და გადავწყვიტეთ, რომ ვიმოგზაუროთ ქვეყნის სხვადასხვა შტატებში და დავეხმაროთ ნარკომანებს, მივიდნენ ეკლესიაშიო. ჩვენ არ მოვუწოდებთ მათ, რომ თავი დაანებონ ნარკოტიკებს, ჩვენ მათ მოვუწოდებთ მხოლოდ, რომ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან თავად ჩვენ სწორედ ეკლესიაში განვიკურნეთ ამ საშინელი სენისაგანო.
მინდა, ვურჩიო ჩვენს სულიერ შვილებს, ნუ ჩავარდებიან სასოწარკვეთილებაში, ნუ მიეცემიან უიმედობას, - მოვიდნენ ეკლესიაში, უთხრან მოძღვარს აღსარება, მიიღონ წმინდა ზიარება და ამით დაიწყონ განკურნება. მადლი გადმოვა მათზე, მიეცემა ძალა ღვთისა და ისინი აუცილებლად გათავისუფლდებიან ამ ცოდვისაგან.
ახლა განვიხილოთ ამ პრობლემის მეორე ასპექტი. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ადამიანებს, განსაკუთრებით, საშუალო სკოლის ასაკის ბავშვებს, რომელთაც ჯერ არ გაუსინჯავთ ნარკოტიკი. ყველაზე საშიში არის ის, როდესაც ადამიანი პირველად სინჯავს ამ საშინელ საწამლავს. მინდა გთხოვოთ, ჩვენო ძვირფასო სულიერო შვილებო: არავითარ შემ- თხვევაში არ გასინჯოთ ნარკოტიკი! პირველივე გასინჯვა - ეს უკვე არის დაახლოება ეშმაკთან, ეს არის დაცემის დასაწყისი. ამიტომ, როგორც საშინელ საწამლავს, ისე უნდა განერიდოთ და გაექცეთ ნარკოტიკის პირველ გასინჯვას. ამისთვის უნდა შეიქმნას ნარკოტიკებისადმი წინასწარი უარყოფითი განწყობა. არსებობს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური განწყობის თეორია. ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი უარყოფითად უნდა განეწყოს ამ საწამლავის მიმართ, რომელიც მისთვის საზიანოა და უნდა იცოდეს, რომ პირველივე გასინჯვიდან იწყება პიროვნების დაშლა და ადამიანის დაღუპვა.
დაბოლოს, მესამე ასპექტი ამ პრობლემისა - ნარკოტიკებით ვაჭრობაა. ნარკოტიკებით მოვაჭრენი საცოდავი ადამიანები არიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს სისხლიანი ფულია და ეს დამღუპველია მათთვის! ადრე თუ გვიან ეს მოხდება და ისინი პასუხს აგებენ ღვთისა და ერის წინაშე! ეს არის ადამიანის მკვლელობა. ამ ხალხმა უნდა მოინანიოს და თავი უნდა დაანებოს ამ საქმიანობას. ჯობს, ყველაზე მძიმე საქმე აკეთოს და გაჭირვებით იცხოვროს, ვიდრე ასეთი ბოროტება ჩაიდინოს და თავისი ოჯახი სისხლიანი პურით გამოკვებოს.
მოგეხსენებათ, შექმნილია კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ მცირე ერი ვართ და ეს პრობლემა მეტად საშიშია საქართველოსთვის.
შევთხოვოთ უფალს, გაათავისუფლოს საქართველო ნარკომანიის სენისაგან და მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ სძლიოს ამ საშინელ ვნებას.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს არის დიდი საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული - ხსენება წმიდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა. ანდრია პირველწოდებული იყო პირველი მოციქული უფლისა, მაგრამ ჩვენთვის ის არის განსაკუთრებული იმიტომ, რომ მან პირველმა იქადაგა სახარება საქართველოში. და ამავე დღეს არის ხსენება წმიდისა მეფისა ვახტანგ დიდისა გორგასლისა, რომელიც არის დამაარსებელი თბილისისა და დამფუძნებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა. ჩვენმა დიდმა მეფემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესია ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამასთან დაკავშირებით, გვექნება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, საღამოს კი ახალგაზრდულ ცენტრში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება საზეიმო მიღება.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი!
მე მგონია რომ უფრო ნარკო დილერობაა სამშობლოს ღალატი
უფრო დიდი მოღალატების კიდე ისინი არიან ვინც ამ საქმეს ხელს უწყობს, ჩემის აზრით მაგ ხალხის წინაღმდეგ უფრო გამკაცრდეს და სამუდამოდ ციხეში უნდა იჯდენ.
მთავარი ის კი არ არის, რომ ნარკომანია ღალატია, არამედ გამოსავალის ძიება. ეს ადამი8ანებიც ჩვენი ტანამემამულეები არიან, არც ისე ბევრი ვართ, თითო კაცი დასათვლელია საქართველოში. ეს ადამიანებიც ჭირდება ქვეყანასაც და ოჯახსაც ცხადია. ამიტომ გასავალის ძიებაა კარგი, თორემ ღმერთა ნუ ცაგვაგდოს იმ მდგომარეობაში, რომ ხვალ რომელიმე ჩვენგანმა ნარკომანობა დაიწყოს,
beqa.shuxoshvili
ნარკომანია ერის ტრაგედიაა..
ერთ დროს ძალიან ლამაზი და სიყვარულით აშენებული კიდევ ერთი ოჯახი ინგრევა საქართველოში ამ სენის გამო და ძალიან დამწუხრებული ვარ..
beqa.shuxoshvili
მართალი ხარ ბექა, ახლობლების მცდელობა უშედეგოა, თუკი თვითონ ნარკომანმა არ ისურვა განკურნება, თუ თავის თავში არ მოიძია ძალები, სხვა ყველა მცდელობა უშედეგო იქნება..
ერთადერთი დახმარება რაც სხვას შეუძლია გაუწიოს ნარკომანს - ლოცვაა
beqa.shuxoshvili
ერთი კითხვა თქვენ:
შეიძლება თუ არა ნარკომანის ლოცვებში მოხსენიება?
მხევალი ნინო
არ მესმის ნინო შენი...
შენ რას გვთავაზობ? ნარკომანიის წინააღმდეგ იწყება "ახალგაზრდული ინიციატივის" ახალი აქცია...ფართო მაშტაბიანი...
და ეს არ არის მარტო სიტყვების რახარუხი...
ნარკომანობა ადამიანების სენია და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ეს სენი აღმოვფხვრათ.
ქავთარაძე
მხევალი ნინო
თუ მოისმინე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე იქ იყო ახალგაზრდობის გადარჩენაზე საუბარი
marine
მეც გამიკვირდა
ქავთარაძე
იმედია კაიროსი ახსნის ამ ფაქტს
მე ვფიკრობ ნარკომანია არა სამშობლოს არამედ ქრისტიანობის ღალატია!
"ხშირად უთქვამთ, რომ ნარკოტიკი სიამოვნებისთვის გავსინჯეო. მაპატიეთ, მაგრამ სიამოვნებისთვის კაცი შეიძლება წავიდეს ქალთან და პირიქით, რადგან ეს მიდრეკილება გენეტიკურად აქვს.
ნარკოტიკისადმი მიდრეკილება ადამიანს უჩნდება წამხედურობით, ან ამა თუ იმ წრეში თავის დასამკვიდრებლად.
ნარკომანია ავადმყოფობაა, ის არ არის ვაჟკაცობა! ის ლაჩრობაა! ნარკომანია სიმხდალე და ღალატია!"
მამა ბართლომე
ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერი
მხევალი ნინო
ვინც უკვე განარკომანებულია, მათი გადარჩენა რთულია... ნარკომანიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია ახალგაზრდობა და მთლიანად საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არ ღირს ნარკოტიკის გასინჯვა, რომ ეს ცუდია, ტორემ სამწუხაროდ დგევანდელ ახალგაზრდობასჰი ერთგვარად "პრესტიჯულიც" კია მოწევა(თუ სიგარეტის და სხვა რამისაც), აქედან წამლის გაკეტებამდე კი ერტი ნაბიჯია...
სამწუხაროდ თანამედროვე ახალგაზრდებში თითქოს სირცხვილადაც კი ითვლება წამალი თუ არ გაგისინჯავს...
და ესაა ტრაგედია, და პირველ რიგსჰი ამას უნდა ვებრძოლოთ.
მერე კი, როცა ნარკომანობა აღარ იქნება "პრესტიჯული" ბევრი შეეცდება თავი დაანებოს...
axla martla da martla ra, ra iyo chems agshfotebashi casashleli?
martla ver vigeb, saidan gebadebat aseti kitxvebi, ras hqvia ar sheidzleba da sheidzleba, raxan narkomania, adamiani ar aris?
aba, ratom vxsnit saerabilitacio centrebs eklesiastan, ratom vzurnavt matze? tavs iklavs? gana yvela tavs ar viklavt sxvadsxva codvebit yoveldgiurad, tu ase shevxedavt? es aris seni da chven unda movixseniot isini locvebshi, rogorc sneulni, udzlurebasa da gansacdelshi myofni.... vah.... gadamreven eseni...
KAIROS
am provokaciebma xom caigo guli ra
კაიროსმა დასვა კითხვა მეტი არაფერი, უბრალოდ ზოგიერთ თუნდაც ქიროტინებულ წრეებში გავრცელებულია აზრი, რომ ის ვინც ცოდვას სჩადის დს ამ ცოდვაში გამყარებულია მისი ლოცვებში მოხსენება არ შეიძლებაო , ჰოდა ნარკომანებიც, საბოლოო ჯამში, ასეთები არიან, ჰოდა კითხვა დასვი რატომ ანერვიულდით? ჩემში შეგეპარათ ეჭვი?
KAIROS
უი კაიროს, ისე სხვათაშორის ვინც არ უნდა იყოს , მე ვიზეც გული შემტკივა ყველასთვის ვლოცულობ, მაგრამ ფსალმუნში შეიძლება არ მოვიხსენიო ყველა ნახევარი ჩემი უბანი ნარკომანები არიან, ახლოს ვარ მათთან მაგრამ ეს ხომ არაფერს ნიშნავს, მე მას ვიხსენიებ არა როგორც ნარკომანს არამედ როგორც ადამიანს ვისაც ვიცნობ და ვიზეც გული შემტკივა
KAIROS
ხშირად ხდება როცა გარდაიცვლება ადამიანი რომელიც ასე თუ ისე ცნობილია თავისი არაეკლესიურად განვლილი ცხოვრებით მოძღვრები ფსალმუნების კითხვის კურთხევას არ იძლევიან ... ასეთ შემთხვევაში როცა მოძღვარი გეუბნება რო შენ საკმარისად ძლიერი არ ხარ იმისთვის რო ამ ადამიანს 40 დღის მანძილზე ფსალმუნები უკითხო როცა ამ არგუმენტით არ გაძლევს მოძღვარი კურთხევას რა უნდა ქნა დაიწყო მტკიცება რო საკმარისად ძლიერი ხარ იმისთვის რო შენი ლოცვა შეეწიოს გარდაცვლილს
ეგ სამშობლოს ტრალიტი კი არ არის ეს საკუთარი თავის ღალატია
მართლა მაინტერესებს ამ დროს რა ხდება მე მახსენდება ფაქტი რო მამაო მითხრა რო ცოდო ვარ რო ჩემი სული დამძიმდება თუ იმ ადამიანისთვის ფსალმუნების კითხვას გადავწყვეტდი
ნარკომანია ყველაზე დიდი ღვთის გმობაა .
ამაზე საშინელი ი მახე არ არსებობს ალბათ ეშმაკის მიერ დაგებული .
და მაინც ღგეს უკვე ეტყობა ახალგაზდობას რომ გამოსწორებისაკენ მიდიან.
ნარკომანობა იგივე თვითმკვლელობაა 99,9 % ით
ადარნესე
საპატრიარქოს აზრს არ ეთანხმები ანუ ...
ასეთი ადამიანების მოხსენიებას მგონი არც არავინ კრძალავს, რადგან მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინებაა მათთვის ლოცვა და უფალს ვთხოვთ მათთვის წყალობის მოღებას და სინანულის მომადლებას, მათ აქვთ დრო მონანიებისა.
მე როგორც მსმენია ერთადერთი მაშინ თუ ადამიანი უშუალოდ ნარკოტიკების მიზეზით გარდაიცვლება მათი მოხსენება არ შეიძლებაო, როგორც თვითმკვლელისაო.
აბა უფრო კარგად გამარკვიეთ რა და როგორ ხდება
KAIROS
მართლაც არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა იმ ადამინის მოხსენიება ვინც ამ მიზეზით გარდაიცვალა. ყოველთვის ვიხსენებდი ფსალმუნებშიც და პირად ლოცვებში.
თუმცა ოჯახის წევრები მისი გარდაცვალების მიზეზს არ ახმაურებენ. იყო მისი სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკი, თუ უბრალოდ მოუძლურებული იყო მისი სხეული ნარკოტიკით და გულმა უმტყუვნა?
iako
KAIROS
კაიროს, გასაგებია რასაც შენ ამბობ..
თუ არ ვცდები ეგ სიტყვები მამა ბართლომესთან ინტერვიუში მაქვს წაკითხული..
რათქმაუნდა ნარკომანი გარკვეულწილად "თვითმკვლელია", ის ნელ-ნელა თავს იკლავს ნარკოტიკით.. მაგრამ სიკვდილი, რომელიც დადგა ნარკოტიკის ზედმეტი დოზის გამო, არ ყოფილა მიზანი თავის მოკვლისა, ანუ ნარკომანს ამ დროს არ ჰქონდა მიზნად რომ თავი მოეკლა, ამიტომაც ეკლესია ლოცულობს მისი სულისთვის..
KAIROS
კაიროს, მთავარია კამათი გაღიზიანებაში არ გადავიდეს შენი მხრიდან..
არა მგონია მამა ბართლომე ერთი იყოს რომელიც ნარკოტიკით გარდაცვლილს წესს უგებს..
KAIROS
KAIROS
მაგრამ ფაქტია რომ ის მოძღვარი, რომელიც უშუალოდ შეხებაშია ნარკომანებთან, თვლის რომ ასეთ ადამიანს წესი უნდა აუგოს
ეს მგონი დამაფიქრებელია..
ის რომ არასწორად იქცეოდეს ალბათ განკვეთილი იქნებოდა აქამდე და ინტერვიუსაც აღარ ჩამოართმევდნენ, რომელიც მე წავიკითხე..
KAIROS
სხვა ქვეყნების პოზიცია არ იცი?
მხევალი ნინო
ნინი, მგონი კაიროსი გაგვებუტა
ალბათ მაინც ცემს მოძღვარს ვკითხავ შEმიძლია თუ არა მისი სულის მოხსენიება ლოცვებში.
ისე ეს ადამიანი ეკლესიაში იყო დასვენებული და წესიც აუგეს.
KAIROS
კაიროს, მე აბსოლუტურად მესმის შენ რასაც ამბობ და გასაგებია, მაგრამ უბრალოდ დაუკვირდი, რომ მოძღვარი, რომელიც უშუალოდ კონტაქტშია ნარკომანებთან, მთელი არსებით იცის ამ ცოდვის უდიდესი სიმძიმე, ხომ სწორედ ის უნდა იყოს პირველი რომელიც არ უნდა ლოცულობდეს, წესს არ უნდა უგებდეს ნარკოტიკით გარდაცვლილს? მაგრამ პირიქით იქცევა, ესე იგი აქ არის ჭეშმარიტი მარცვალი იმისა რომ ნარკოტიკით გამოწვეული სიკვდილი არ ჩაითვალოს თვითმკვლელობად.. თუმცა ჩემი სიტყვებით მე არ ვეწინააღმდეგები მოძღვართა უმრავლესობის აზრსს..
სამწუხაროდ შენ ვერ ჩაწვდი ბოლომდე ჩემს სიტყვებს თორემ არ იტყოდი, სამჯერ გითხარი და ვერ გაგაგებინეო..
მე ალბათ ქვეცნობიერად მსურს რომ ნარკომანის სულზე ილოცოს ეკლესიამ, რადგან ძალიან მეცოდება სულით სნეული, და მახარეს ის, რომ არიან მოძღვრები რომლებიც ლოცულობენ მათზე.. ჩემი პოზიცია უბრალოდ ადამიანური მიდგომითა და სიბრალულითაა უფრო მეტად განპირობებული..
ალბათ მამა ბართლომესაც ეს პოზიცია აქვს, ის ყველაზე მეტად ხედავს მათ ტანჯვას და მათი ტკივილი ტკივა..
მართლმადიდებლობა სიყვარულის რელიგიაა.. ცოდვილი უნდა გვეცოდებოდეს და უნდა გვახარებდეს მასზე მოწევნული უფლის სიკეთე.. მამა ბართლომეს და მისნაირების საქციელი ეს დიდი სიკეთეა, უფლის წყალობაა, ნუგეშია გარდაცვლილთა ახლობლებისათვის..
აგერ იაკოსაც უნახავს ნარკომანისთვის წესი აუგიათ..
თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შენს სიტყვებს არ ვეწინააღმდეგები, კაიროს..
მინდა მოგბაძო და მოფერებით ვთქვა შენი სახელი მაგრამ ისეთი ნიკი გაქვს, რომ ვერაფერი ვერ შევუსაბამე.. კაიროს = ვაი, როს??
KAIROS
თვითმკვლელი იმას აშავებს, რომ იმ მომენტში გამიზნულად იქცევა, გადაწყვიტა რომ სიცოცხლე უნდა დაამთავროს და ამას აღასრულებს სამწუხაროდ..
ნარკომანი იმ მომენტში, როცა წამალს იკეთებს, გამიზნული არ აქვს რომ თავი მოიკლას, მისი მიზანი თვითმკვლელობა არაა..
აი ესაა, კაიროსს, განსხვავება..
ბევრი ადამიანი იღუპება ცოდვაში, მაგრამ ეკლესია ლოცულობს მისი სულისთვის, მხოლოდ გამონაკლისი თვითმკვლელობაა, ისიც იმ შემთხვევაში თუკი ადამიანმა ეს სრულ ჭკუაზე მყოფმა გააკეთა.. არამგონია ეს შენ გესწავლებოდეს
KAIROS
სამწუხაროა, კაიროს, რომ როგორც სხვებთან მიმართებაში, ასევე ჩემთანაც კამათი შენი გაღიზიანებით და უხეში სიტყვებით დასრულდა.. გაკადნიერდი და მოძღვარსაც კი შეურაცხყოფა მიაყენე.. შენი თავი მასზე მაღლა დააყენე..
საერთოდ ადამიანები და უფრო მეტად ქრისტიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულით უნდა ვიყოთ გამსჭვალულნი.. თუ თვლის ადამიანი რომ სხვაზე მეტი იცის, ეს ცოდნა სიყვარულით და შეგონებით უნდა გადმოსცეს და არა უხეშობით..
შენ შეიძლება ბევრი იცი, სხვაზე ბევრად მეტი, მათ შორის ჩემზეც, მაგრამ მადლი გაკლია, რომ სიყვარულით გაავრცელო შენი ცოდნა (თუმცა ამის მცდელობა გაქვს, მაგრამ ვერ ახერხებ), შენი ცოდნა მხოლოდ გაამპარტავნებს.. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ამიტომ არ მიწყინო
ძირს ნარკომანია!!!
ნარკომანია ძალიან ცუდი სენია...
ყოველთვის მინდოდა რაიმე გამეკეტებინა ისეთი რითაც პროტესტს გამოვხატავდი,რათქმაუნდა მხოლოდ მე ეს არ შემიძლია , ან გამოფენით , პროკლამაციებით..არ ვიცი რა მოკლედ ამდენად არ ვერკვევი,მაგრამ მათი დახმარება ნამდვილად მინდა ,იქნებ რაიმე მოვიფიქროთ...
"ნარკომანია მონობაა..
ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია მხოლოდ მაშინ, როცა თავისუფლება აქვს სულში.."
მამა ბართლომე
marine
ნარკომანია ჩვენი დროების შავი ჭირია.გული მტკივა როცა ვუყურებ რა მოდებულია ყველგან და როგორ იღუპება ისედაც ცოტა ქართველი ახალგაზრდობა ვიცი რომ უკვე ბევრი გოგოც იღებს ნარკოტიკს.ჩემი მეგობრები საბედნიეროდ არავინ არ არის ნარკომანი მაგრამ ეს არაფერს არ წყვეტს
ხო ნარკომანია ცუდია ძალიან და უფრო ცუდი როცა ამას შენი მეგობრები აკეთებს შენს თვალწინ და ვერაფერს შველი. თან ყველა ნარკომანს გონია რომ როცა უნდა მაშინ დაანებებს თავს.
მე მგონი იდეოლოგიაა შესაცვლელი. ის რომ ნარკომანია საბლატაო კი არა სირცხვილია, როგორც პატრიარქი ამბობს.
ყველაზე მეტად გული მაშინ მეკუმშება, როცა სადარბაზოში ან ქუჩაში დაგდებულ ერთჯერად ნემსს ვხედავ..
ხანდახან სერიოზულად მინდება ხოლმე რომ გავიკეთო, გავსინჯო მაინც და რას იტყვით ამსთან დაკავშირებით?
ლეონტი ეს ჩემი მომავალი ხომ არ არის გულისთქმის აყოლის შემთხვევაში
მადლობა მარინე, მარა არც არ თქმით ეშველა ამ აზრს არაფერი. აქამდე არ ვამბობდი.
მათებიჭო ფრთხილად და ყურადღებით, ბევრი ჩავიდა და ბევრიც ჩადის.
განა შეიძლება ჩვენს პატრიარქს არ დავეთანხმოთ ლაჩრობაა ეგ და მეტი არაფერი.
ადამიანი რომ წამალს დაემონება წავიდა იმის საქმე და ეგაა, თუ არ ილოცა რათქაუნდა
გულით მეცოდება ნარკომანები,მაგრამ მე ამით როგორ ვუშველო?ხანდახნ მინდა რომ დავეხმრო,მაგრამ რითი?
ნარკომანია არის ეშმაკის მონობა,დ დიდი სირცXვილი სააკუთარი თავის სირცხვილია,რომ ეშმაკს ემონება...
მადლობა ძამი!
გეიხარე
ძალიან მომეწონა მამა დავითის პასუხი:
http://church.ge/index.php?showtopic=1143
ჩემი აზრით ნარკომანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისინიც შეიძლება იყვნენ კეთილები, ეკლესიურები და ა.შ. ჩემთან უბანში ბევრ ნარკომანს ვიცნობ, მაგრამ გეუბნებით, მაგათი ერთადერთი დანაშაული იმაშია, რომ გასინჯეს, დანარჩენი უკვე მკაცობრიობისთვის ჩვეული სულიერი სისუსტის ბრალია, მერწმუნეთ ნებისმიერი ჩვენგანი ნარკომანი გახდება თუ ერთხელ მაინც გაუსინჯა გემო ამ მომაკვდინებელ ხორციელ ნეტარებას. ამიტომ, გთხოვთ შეეცადოდ მათაც გაუგოთ. ამაზე დიდი ცოდვა მემგონი ის წაქეზებაა, რომელიც მომდინარეობს ხოლმე სხვა ნარკომანებისგან, აი ეს მართლა საშინელებაა და სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი ნარკომანიის გავრცელებისა
ნარკომანია სენია , სირცხვილია ,ყველა ჩვენგანის ტკივილია ალბათ..............
როცა სადარბაზოში თუ ნებისმიერ ადგილად დაგდებულ ერთჯერად ნემსს ვხედავ, გული მეკუმშება.. ასე მგონია, ამ ნემსში კიდევ ერთი ახალგაზრდას სიკვდილია ჩაბუდებული..
ნარკომანია
საქართველოს ისტორია ითვლის რამდენიმე ათასწლეულს. საუკუნე-თა მანძილზე ქართველი ერი იბრძოდა ეროვნული თავისუფლების შე-
ნარჩუნებისათვის და ამ ბრძოლაში ყოველთვის წინდაწინ მართლმადი-
დებელი სამოციქულო ეკლესია იდგა. ჩვენი წინაპრები სამ უმთავრეს სი-
წმინდეს იცავდნენ უმძიმეს ცხოვრების გზაზე: მამულს, ენას, სარწმუნოე-ბას. მიუხედავად უდიდესი დაბრკოლებებისა , ქართველი ერი დღემდე
სულდგმულობს და წინ მიიწევს როგორც სულიერი, ისე მატერიალური
აღორძინებისაკენ.
საქართველომ გამოიარა უსასტიკეს დამპყრობელთა საუკუნოვანი
ქარცეცხლი, გაუძლო XIX საუკუნის კოლონიურ წყვდიადს და გადაიტანა
სამოცდაათწლიანი ეროვნული და სარწმუნოებრივი დევნა. დღეს კვლავ უბრუნდება ერი თავის წიაღს, მაგრამ ბოროტების მიერ წარმოქმნილი
წინააღმდეგობები, რამდენადმე ხელს უშლის სვლას ჭეშმარიტი თავისუ-
ფლებისაკენ. ამ დაგებულ მახეთაგან ყველაზე დიდად დამღუპველი ზე-
მოქმედებით გამოირჩევა ნარკომანია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ჩვენ საზოგადოებაში. ნარკომანიის გავრცელების მიზეზი
გახდა ერის სულიერი სიღატაკე, ეკონომიკური სიდუხჭირე, მასობრივი
არეულობა, სახელმწიფოებრივი ანარქია და კიდევ სხვა უამრავი წინაპი-
რობა შეიქმნა ნარკოტიკების არალეგალური რეალიზაციისათვის მთელ
ქვეყანაში.
„ საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა!“
ვაჟა-ფშაველას ეს ტკივილიანი სიტყვები ისე ზედმიწევნით არაფერს შეესატყვისება, როგორც ნარკოტიკებით მომხმარებელთა სულიერ მდგო-
მარეობას, მათ მიერ არჩეულ გზას. საშინელებაა,როცა, თვალსა და ხელ შუა, კარგავ უახლოეს ადამიანს ან უარეს შემთხვევაში ადამიანებს: მამას,
ძმას, ნათესავს, მეგობარს, მითუმეტეს, რომ გამოსავალს ვერ ხედავ ამ უძირო ჭაობიდან მათ ამოსაყვანად. ხსნის გზა, მადლობა ღმერთს, უკვე
გამოჩნდა. საპატრიარქოს პატრონაჟით დაარსდა ნარკომანთა სარეაბილი-ტაციო ცენტრები მათი როგორც სულიერი, ისე ფსიქოლოგიური დახმა-რებისათვის. ფიზიკურად ნარკოტიკზე უარის თქმა, არც ისე ძნელია, მაგ-რამ გონებრივად ეს გაცილებით უფრო რთულია და დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
დღავანდელი ფაქტობრივი რეალობა მძიმე სურათს ხატავს. უამრავი
ქართველი: მოზარდი, ახალგაზრდა, სტუდენტი თუ ზრდასრული ადა-მიანი- იმყოფება ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების ქვეშ. სამწუხაროდ, ჩემ გარშემოც არიან ამ სენით დაავადებული ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოზარდ თაობაში უარყოფითი დამოკიდებულება ნარკომანიისადმი მკვეთრად იგრძნობა, რაც ძალზედ სასიხარულოა, მაგრამ მცირე ნაწილი ახალგაზრდობისა ამ სენის ზღვარ-ზე დგას, მათ ესჭიროებათ მხარში ამოდგომა და გამხნევება, ამით ჩვენ გადავარჩენთ ჯერ კიდევ ჯანმრთელ, ნიჭიერ თაობას. გახშირებული უბედური შემთხვევები, აგრესია სკოლის მოსწავლეთა შორის, გარკვეულ წილად, ნარკომანიით დამძიმებულ ოჯახთა თუ საზოგადოებრივ წრეთა მწარე ნაყოფია.
ასეთი ტიპის აქციები აუცილებლად სწორი მიმართულებით წარმარ-თავს მოსწავლეთა აღზრდას.ყოველი ამგვარი პროექტი მისასალმებელია,
რადგან, რაც მთავარია, ბრძოლა პრობლემის წინააღმდეგ დაიწყო.
ისედაც მცირერიცხოვან ერს დასაკარგი შვილები არ ჰყავს. დღეს ბევრი ჩვენი თანამემამულე გასულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იქ ცხოვ-რობენ, მოღვაწეობენ და სამშობლოს სახელს უთქვამენ მთელ მსოფლიო-ში.მაგრამ წასულთა უმრავლესობა არა თუ წარმოაჩენს საქართველოს
ღირსებებს, არამედ, პირიქით, ნებსით თუ უნებლიეთ ხდება მიღწეული
წარმატებების მნგრეველი.
ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, იცხოვ-რა წლების მანძილზე, ფინანსურად ეხმარებოდა ოჯახს, მაგრამ ქვეყანას ნარკომანიისგან გაუბედურებული დაუბრუნდა. დღეს ის ისევ წასულია
და როდის ჩამოვა არავინ იცის...
ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ უნდა გაჩაღდეს მასმედიის, პრე-სის, ინტერნეტის საშუალებებითაც. ძალიან კარგი იქნება, თუ თითოეუ- ლი სატელევიზიო-სამაუწყებლო კომპანია კვირაში ერთ საათს მაინც დაუთმობს ამ პრობლემის გაშუქებას და ნათლად წარმოაჩენს მისი გადაჭრის გზებს. ასევე მნიშვნელოვანია ჟურნალ-გაზეთების აქტიური მონაწილეობა ამ ერის მართლაც საჭირბოროტო საქმეში. მიმაჩნია, რომ ყოველი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციის პრიორიტეტი, პირველ-ყოვლისა, ერის მსახურება უნდა იყოს.
საზოგადოების გარკვეულ ფენაში მუსირებს აზრი იმის შესახემ, რომ
ამ სენით დაავადებულნი არავის არაფერს უშავებენ, არიან თავიანთთვის
და არ ჰგვანან, მეტიც, შეიძლება უკეთესებიც კი არიან თუნდაც მემთვრა-ლეობით დასნებოვნებულებთან შედარებით. ეს მოსაზრება, ალბათ,
უფრო ამართლებს, ვიდრე გმობს ნარკოტიკების მოხმარებას. სწორედ
ამიტომ, საღი აზრი უნდა გამოიკვეთოს და ყველა ქართველისთვის მისა-წვდომი გახდეს. მომხმარებელი, როდესაც ნარკოტიკებს ვერ შოულობს ან ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებს მის შეძენას, უკვე პოტენ-ციური ყაჩაღი, ბოროტმოქმედი, მკვლელი ხდება. ასეთ მდგომარეობაში
მყოფ მომხმარებელს სახლიდან მიაქვს გასაყიდად ავეჯი, ტექნიკა, პირვე-ლადი მოხმარების საგნებიც კი, რათა იმ ფულით შეიძინოს ნარკოტიკი, ანუ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არა მარტო საკუთარ თავს აყენებს ზი-
ანს, არამედ ოჯახსაც და მის გარშემომყოფთ.
განსაკუთრებით მძიმეა დანაშაული იმ ადამიანებისა, რომლებიც ვაჭ-რობენ ნარკოტიკებით.უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ნარკომანიი-
სადმი მიძღვნილ თავის სიტყვაში ბრძანა: „მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვუთანაგრძნობთ ამ სენით დაავადებულებს. ვუთანაგრძნობთ იმიტომ, რომ გვესმის, რამდენად მძიმეა, ეს ავადმყოფობა, მაგრამ ჩვენ არასდროს შევურიგდებით იმათ, ვინც ვაჭრობს ამ საწამლავით! ისინი ხომ ამით ჭა-მენ პურს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის სისხლიანი პური. არავის არ უნდა
ჰქონდეს ასეთი პური, ასეთი პური არ უნდა შევიდეს ოჯახში, იმიტომ, რომ ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაულის ფასადაა იგი მოპო-ვებული.“ ამ სიტყვებით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ნარკოტიკებით მო-ვაჭრენი, მეცნიერებით თუ უმეცრებით, ერის წინააღმდეგ მომართული იარაღები არიან ხილულ თუ უხილავ მტერთა ხელში.
ნარკომანია ებრძვის უძვირფასეს გრძნობას ადამიანში, სიყვარულს და
მხოლოდ სიყვარულითვე თუ შეიძლება ამ დაავადების დამარცხება. ამ
აქციის მამოძრავებელი ძალაც სიყვარულია, რის გამოც დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს უწმინდესს, ყველა მის თანამოაზრეს ამ ბრძოლაში. მე
მწამს, რომ უახლოეს მომავალში დასახული მიზანი მიღწეული იქნება და
ყველანი ერთი სიხარულით შევხვდებით იმ დიდებულ გამარჯვებას, რასაც სიქადულით „ივერიის გაბრწყინებას“ ვუწოდებთ!
* * * „ვუძღვნი ნარკომანიის სენით დაავადებულებს“
საზარელია, როს ქართველი თვის სულს გაჰყიდის,
სატირალია, როს ბრძოლაში ფარ-ხმალს გადაჰყრის,
უბედურია, როცა გლოვა დედის არ ესმის,
შვილის ცრემლები ვეღარ ათბობს მის გულს, გაყინულს,
„-მაგრამ!“ იმ ქართველთ ძარღვებში ხომ ისევ ქართული,
ისევ დიადი წინაპრების სისხლი გრიალებს,
ვინ აღუდგება სინანულის ცრემლით დათოვლილს,
მხურვალე ლოცვით გულშემუსვრილს, რომელი მტერი?!
რადგან იმედი არ მოკვდება უკუნისამდე
და ვერაფერი შეგვაჩერებს მებრძოლთ მიზნამდე,
ის დაგვრჩენია, რომ უძლურნი დღესდღეისობით
წამოვაყენოთ და ხვალ კვლავაც ერთად ვიბრძოლოთ!
"ნარკომანია სირცხვილია" უწმინდესის სიტყვებს მოვიშველიებ.
საშინელებაა და ერის გადაგვარებააა.
ნარკომანები საშიში პიროვნებები არიან ოჯახისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.
და რაც მთავარია ძალიან მეცოდებიან "ვნების" და "სიამოვნების" მონობაში რომ არიან.
ნარკომანიის ასეთი მომძლავრება არასწორი მენტალიტეტის ბრალია
რატომ გიკვირთ ამდენი ნარკომანი ბავშვი, აბა რას ისწავლის ბავშვი როდესაც უბანში (რომელიც ბავშვისთვის სკოლაზე მეტია უმეტესად) უფროსებისგან სულ ის ესმის: "აუ ბიჭო გუშინ რა მაგრა გაასწორა არა?" "წამო ვიკაიფოთ" და ათასი სხვა.
ანუ ბავშვი ხედავს რომ ეს კარგია. მან არ იცის მისი სავალალო შედეგი. არ უნახია გაუბედურებული ადამიანები, დანგრეული ოჯახები, ფიზიკური ნაკლით დაბადებული ბავშვები.
ამას თან ერთვის ბავშვის ბუნებრივი ანტი მშობლების მიმართ და ეს ყველაფერი უბიძგებს ნარკოტიკის გასინჯვისაკენ. ყველაფერი მაგით იწყება. სავარაუდოდ თავიდან რამე მსუბუქი ნარკოტიკი იქნება, რომელიც არ იწვევს შეჩვევას, მაგრამ აკაიფებს, მერე მოჰყვება უფრო ძლიერმოქმედი პრეპარატები თუ საშუალებები.
საშინელებაა
უკანასკნელ ათწლეულებში ნარკომანიამ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულ განვითარებული ქვეყანა მოიცვა. დღეისათვის ეს პრობლემა ფართოდ არის გაშუქებული სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, იქმნება ფონდები, გამოჩნდა ახალი სამართლებრივი დოკუმენტებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანა ეგუება ცხოვრების ახალ პირობებს, როდესაც სიკვდილი და მწუხარება ყოველთვის ახლოსაა, ჩვენს შორის. ყველაფერი ისეა, როგორც ომში, ოღონდ განსაკუთრებულ ომში, როდესაც ხშირად ჩვენი გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით მტერს თავად ვუწყობთ ხელს ბრძოლაში. არც ერთი ჩვენთაგანი არაა დაზღვეული, რომ ამ ბოროტების მომდევნო მსხვერპლი ჩვენი ოჯახი, ან რომელიმე ჩვენი ახლობელი არ შეიქმნება. ეს საფრთხე განსაკუთრებით ემუქრება ჩვენს ბავშვებს.
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი თანამედროვენი ალკოჰოლისა და ნარკომანიის ილუზიათა სამეფოსკენ მიილტვიან - სულიერი დაცარიელება, ცხოვრების აზრის დაკარგვა, ზნეობრივი ორიენტირების ერთმანეთში არევა. ნარკომანია და ალკოჰოლიზმი არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების სულიერი დაავადმყოფების გამოვლინებად იქცა. ესაა საზღაური მომხმარებლური იდეოლოგიისათვის, ჭეშმარიტი იდეალების გაფანტვისა და სულიერების დაკარგვისათვის. ეკლესია მოძღვრული თანაგრძნობით ეკიდება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთ და მანკიერების დასაძლევად სულიერ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. იგი არ უარყოფს ნარკომანიის მწვავე სტადიაში სამედიცინო ჩარევის აუცილებლობას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას პროფილაქტიკასა და რეაბილიტაციას უთმობს, რაც მეტად ეფექტურია მაშინ, როცა სნეულნი აქტიურად ებმებიან ევქარისტიულ და სამრევლო ცხოვრებაში.
ჩვენი უწმიდესის ქადაგებიდან: ნარკომანია ჩვენი დიდი ტკივილია, რომელიც ერის სულიერ და დემოგრაფიულ გენოციდს იწვევს. ჩვენ არაერთხელ შევხებივართ ამ თემას და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით პირველი რიგის ამოცანაა პრევენციული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ნარკოტიკის მიმართ უარყოფითი განწყობა. უნდა დავანგრიოთ ცრუ სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს ნარკომანობა პრესტიჟულია.
ნარკომანობა სირცხვილია!
ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, წამალზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტმოქმედებასაც ჩადის; შემდეგ კი ციხეში ხვდება და კიდევ უფრო იმძიმებს თავის მდგომარეობას.
როგორ დავეხმაროთ ნარკომანებს? რისი გაკეთება შეგვიძლია?
ვაიმეეე, აქაც ნარკომანიააა
სადიპლომოს ვწერ მაგათზე და ნარკომანის ხსენებაზე ცუდად ვხდები უკვე
მერე დავპოსტავ სტატისტიკებს და რაღაცეებს თუ გინდათ
ნარკომანია არის ყველაზე მეტი სირცხვილი ამ ქვეყანაზე მემგონი... რადგან ამით ადამიანი ხაზს უსვამს რომ ის ვერ აკონტროლებს საკუთარ თავ და რათქმაუნდა მას არ აქვს უფლის რწმენა ... სტატისტიკური მონაცემები ნარკომანებზე არამგონია რეალური იყოს რადგან მემგონი ახალგაზრდობის 80 პროცენტი უკვე ნარკომანია.... (ვგულისხმობ მარიხუანას) ..... საქართველოში რომ თქვა ეკლესიის დასაცავად გამოდით ანდა მარიხუანას ლეგალიზაციაზეო.. არამგონია პირველ პრობლემაზე გამოსულ ხალხთან შედარებით ნაკლები გამოვიდეს მარიხუანასთან დაკავშირებით... ამიტომ კრიტიკული ვითარებააა... ისევ და ისევ შველა ეკლესიაშია... ს
დაიფაროს და გააძლიეროს ყველა ნარკომანი უფალმა...
ნარკომანობა? ძნელი სათქმელია?სირცხვილი არა უფრო შესაცოდია ის ვინც იკეთებს მაგრამ სირცხვილი არაა
ნათია
ალექსანდრე
ინფორმაციულ საუკუნეში აუცილებელია მასიური პროპაგანდა ძირის აღმოსაფხვრელად
შენ რასაც ამბობ ეგ თერაპიაა რომელიც მხოლოდ ერთეულებს უშველის, საჭიროა წყარო ამოვიღოთ, საჭიროა მოვიგოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ საინფორმაციო ომი. (ურთულესია)
ალექსანდრე
არა მაგას არ გეუბნები რომ პრაქტიკულად არ ვარგაო
მე იმას ვამბობ რომ ეგ მკურნალობაა უკვე დაავადებულის მაგრამ საჭიროა რომ არც დაავადდეს.
რატომ არის ნარკომანია სირცხვილი ვერ ვხვდები...
სირცხვილი რამეზე დამოკიდებულებაა, არა აქვს ეს წამალი იქნება თუ ინტერნეტი. საჭირო რაოდენობით მიღება ყველაფრის არ იწვევს შეჩვევას, და ბევრ შემთხვევაში ცნობიერების გაფართოებაში ეხმარება ადამიანს.
ასე რომ ეგრე ერთმნიშვნელოვნად ნუ იტყვით რა სირცხვილიას...
Homo Faber
სირცხვილი ის შედეგია რაც ნარკოტიკს მოაქვს
Homo Faber
Homo Faber
ნარკოტიკის მოხმარება უდიდესი სირცხვილია.
ცნობიერების გაფართოებას კი არა დახშობას უწყობს ხელს.
ჩემი პირადი მაგალითით ვლაპარაკობ. ის სხვაა, თვითონ რომ პლანით გაშტერებულ კაცს თავი სხვებზე ჭკვიანი ჰგონია. სინამდვილე სავალალოა და საპირისპირო, რაც მთავარია.
ნებისმიერი მცდელობა, ნარკოტიკს კარგის იარლიყი მიაწებო, განწირულია. აი, ჯიმი ჰენდრიქსი, ამბობენ ხოლმე ნარკომანები, ნახეთ რა მუსიკა და წერა, მერე რა რომ მოკვდა?
ვერ გავიგე, რა არის ცხოვრებაში მთავარი? საზოგადოებისგან გარიყული, ყველასაგან მოძულებული, შუშისთვალებიანი ოჯახისწევრი და სულ წუწუნში და ფულის გამოძალვა გამოთხოვრებაში გაწაფული სცოდაობა გახდე და ერთი სიმღერა ან გამოგივიდეს მერე ცხოვრებაში ან არა? თუ იქნებ ოჯახი შექმნა ჩვეულებრივი, რომლესაც არ შერცხვება ნარკომანი მამის, საზიზღარის მაგივრად წესიერების მაგალითს მიიღებს ოჯახის უფროსისგან, შრომით, ზრუნვით და ლოცვით ოჯახზე ზრუნავ და ღმერთს ემსახურები, მაგრამ კაი, ჯენის ჯოპლინისნაირ მუსიკას არ დავწერ და ის იქნება!!
როგორ უნდა დავეხმაროთ ნარკომანებს?
ცოტა პირდაპირ ვიტყვი, აქ სხვა გზა არაა. ნარკომანის დახმარება არ არსებობს. თუ ასეთი ადამიანი არ იკეთებს, ან არ ეწევა, იმიტომ რომ "საჩალიჩო" ფული არ აქვს, აზრი არ აქვს მატერიალურ დახამრებას, აზრი არა აქვს არც საქმეში ასეთი ადამიანის ჩაყენებას, იმიტომ რომ როგორც კი ფულს იშოვის, მაშინვე ძველი მელოდიის მღერას დაიწყებს ისევ...
მთავარია ბავშვებზე გამახვილდეს ყურადღება. ის, რომ ნარკომანობა "ბლატნოი" რამეა და თU მაგარი ხარ, რას ჰქვია წამალი არ გაქვს გაკეთებული, ეს ჩემმა თაობამ გაიარა (ახლა 37 წლის ვარ), და დღევანდელი დღიდან გადახედვით ყველაფერი დაგეგმილი და კოხტად ინსპირირებული იყო.
ის ყველაზე ძველი ბიჭები, რომლებიც წამლით ახერხებდნენ ქუჩაში პოზიციების მოპოვებას, ყველა სადღაც იყო შეკრული და დღესაც ვიღაცეებზე მუშაობენ.
მე ვერ დამიჯერებია, რომ სადაც საზოგაადოების 50%-მა მაინც იცის უბანში ვინ და როგორ ყიდის სუბოტექსს, ეს არ იცის პატრულის თუ სოდის თანამშრომლებმა. ეს ერთი ორგანიზებული დანაშაულია,და წამლის ბარიგებს ხელს ყველგან მოქრთამული თუ უფროსობისგან დაშინებული პოლიცია უწყობს.
ქართველი ერი უნდა დაპტარავდეს, პრინციპულად მოირღვეს და საზოგადოება მხოლოდ მასას დაემგვანოს, ამას ნარკოტიკი ყველზე კარგად აკეთებს, გარდა ყველაფრისა, ნარკომანის მიერ გადახდილი უამრავი ფული არაკაცებისა და თანაც ქვეყნის გარეთ გაედინება.
ამის შემდეგ, ნარკომანობა მხოლოდ ერის, ოჯახის, მეგობრის, ეკლესიის, და ზოგადად საქართველოს ღალატის გარდა, არაფრად არ უნდა შეფასდეს.
ღალატი კიდევ სირცხვილია!
ნარკომანობაც სირცხვილია!!
რაც მთავარია ბავშვებს უნდა ჩავუნერგოთ რომ სიგარეტის მოწევა არის უდიდესი დანაშაული. მიუხედავად დიდი გამცდილებისა, მე არ მინახავს მოზარდი რომლმაც პირდაპირ პლანის მოწევით დაიწყო თავის დაღუპვა ან პირდაპირ წამლის კეთებით.
თუ ადამიანი სიგარეტს არ ეწევა, განსაკუთრებით მოზარდი, შანსი მისი განარკომანებისა განახევრებულია, თუ მეტი არა.
სიგარეტს ნუ დავივიწყებთ და ნუ შევეგუებით.
თანდათან ვხვდები თU რას ნიშნავს ნარკომანობა, როცა ვერ ანებებ თავს და ასე შემდეგ.
კი სირცხვულია, სისუსტეა.
(ნარკუშა არ ვარ კაცო)
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience