თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ლოცვის ძალა თუ ღვთის ნება

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 2 2008, 11:05 AM

ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა.

შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს?

იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 2 2008, 12:22 PM

ციტატა
თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

smile.gif ნინო, მაგ საკითხზე საუბარია "ბედისწერაში"
http://church.ge/index.php?showtopic=3773&st=40
და აქ
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/45.htm
რას ქვია ისე მოხდება, როგორც უფალს უნდა,ამას ჩვენი ნებაც უნდა ერთვოდეს, დაძალებული არაფერია ხომ იცი... უფალს უნდა ახლა მე და შენ ამ გამომათაყვანებელ კომპიუტერს კი არ ვუყურებდეთ, არამედ ანგელოზებთან ერთად ვიყოთ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა და ჩვენი ცოდვებით ვშორდებით ამ უფლის ნებას,"ბედისწერა"-ში საუბარია ასევე რაა უფლის ნება და უფლის განგებულება, იგივეს არ გავიმეორებ...
ციტატა
რა აზრი აქვს?

არსებობს ერთი ლამაზი ლოცვა ( აქც დევს საყვარელი ლოცვების თემაში), სადაც მთელი აქცენტი ამაზეა გადასული "არა ვუწყი უფალო რაი ვითხოვო შენგან" ასე იწყება, დაძებნე, ანუ იქ არის ყურადღება გამახვილებული "მამაო ჩვენოს" ერთერთ შემდაგენელ ნაწილზე "იყავნ ნება შენი" , ესაა სწორი დამოკიდებულება, ჩვენ ვითხოვთ რაიმეს, ვლოცულობთ რაიმეზე, მაგრამ ყოველტვის ვამატებთ, "მაგრამ არა ნებაი ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ", როგორც უფალმა გეთსიმანიის ბაღში გვასწავლა...
უფლის ნება კი ისაა, რომ ჩვენ მას ვესაუბროთ, სიტყვით ანუ ლოცვით და საქმით ანუ რწმენასა და სათნოებაში წარმატებით!

წარემატე-თი;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 2 2008, 04:03 PM

KAIROS





fiqri.gif piqri.gif ვფიქრობ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 2 2008, 05:13 PM

ლოცვას განსაკუთრებული ადგილი აქვს ქრისტიანის ცხოვრებაში.

რატომ და რისთვის უნდა ვილოცოთ?

უფალს უნდა ვთხოვოთ ერთადერთი - რომ იყოს მისი წმინდა ნება და განგებულება ჩვენ ზედა და ჩვენ ცხოვრებაზე. ცხადია, ადამიანი სუსტი არსებაა და შეიძლება მან ვერ გააცნობიეროს რა არის უფლის ნება, რა უნდა უფალს, რა იქნება მისთვის უკეთესი. დასაშვებია უფრო მძიმე შემთხვევაც - როდესაც ადამიანმა იცის, რომ რაღაც საზიანოა მისი სულისათვის, მაგრამ მაინც უნდა....

ხშირად ისმის კითხვა: რა ვქნათ, როგორ ვთხოვოთ უფალს, როცა რაღაც გვინდა? განა თავად უფალი არ ამბობს, რომ "იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაი გიხმის თქუენ". მაშ, რა ვთხოვოთ უფალს და როგორ? სახარებაში უფალი ყველაფერს გვასწავლის, მათ შორის ლოცვასაც. "უფალო, ამაცილე ეს სასმელი, მაგრამ იყოს არა ისე, როგორც მე მინდა, არამედ - შენ." აი, როგორ უნდა ვთხოვოთ უფალს. ღმერთო, მე ასე მინდა, მაგრამ იყოს ისე, როგორც შენ წმინდა ნებას სურდეს

ერთი მაგალითი გამახსენდა ამაზე. ერთი მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, რომლის დადებითად გადაწყვეტა ძალიან ძალიან მინდოდა. უფალს ყოველდღე ვთხოვდი, რომ მართალია მე ეს მინდა, მაგრამ დაე იყოს ნებისაებრ შენისა-მეთქი. თუმცა, საკუთარ თავს ვატყობდი, რომ ისე მინდოდა, რომ რეალურად, უფალს არ/ვერ ვანდობდი ამ საქმის დასრულებას, თითქოს მინდოდა, რომ უფლის ნება მაინცდამაინც ჩემსას დამთხვეოდა (!) და არა ჩემი - მისას. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე. საქმე კი, წარმოიდგინეთ, არც დადებითაც წყდებოდა და არც უარყოფითად.
ბოლოს დავიღალე.....
აღარ მინდოდა ასე დაუსრულებლად ყოფნა
და წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში ავედი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მართლა გულით ვთხოვე უფალს "დაე იყოს ისე, როგორც შენ გსურს".
იმ კვირაში დადებითად გადაწყდა.... yes.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 2 2008, 06:11 PM

უფალი ადამიანის ლოცვას ყოველთვის ისმენს,როცა ის თავმდაბლობით და შემუსვრილი გულით იქნება ნათქვამი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ უფალს ჩვენთვის ყოველივე საუკეთესო სურს და ეს განსაცდელებიც ჩვენს საკეთილდგეოდ გვქვს.ჩვენი ვალია ყველა განსაცდელს უფლის მადლიერებით შევხვდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Mar 2 2008, 07:33 PM

ძალიან მეშინია რამე ვთხოვო უფალს, იმიტომ რომ იქნებ ეს არ არის ჩემთვის კარგი და დაჟინებული თხოვნების შემდეგ მომეცეს ?.. ამიტომ ვცდილობ ჩემ თავზე არაფერი ვითხოვო გარდა ლოცვებში ასახული აზრებისა...

რაც შეეხება ლოცვის ძალას, - ლოცვით იწყება ქრისტიანი ცხოვრება, ლოცვა დიალოგია, ლოცვა კავშირია, რელიგიის არსი ლოცვაა, ლოცვა სიცოცხლის ხელოვნებაა, ლოცვა ორმხრივობას მოიაზრებს... და მისი ძალა სინერგიაა...

მე მგონი






პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Mar 2 2008, 09:26 PM

ლოცვა არის უფალთან საუბარი, მასთან ყოფნის სურვილი

მთავარი ლოცვა არის როცა უფალს ვეუბნებით რომ მასთან ყოფნა გვინდა, როცა ვევედრებით ცხონებაზე, რადგან თუ ღვთის სასუფეველს დავუწყებთ პირველ რიგში ძიებას, სხვა ყველაფერიც მოგვეცემა.

საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით კი მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ უფალი სწრაფად არ შეისმენს ჩვენს ლოცვას.
შეიძლება ის ამით ჩვენ თავმდაბლობას გვასწავლის და მოთმინებას, ასევე გულმოდგინებასაც, უნდა ჩვენც ისევე ხანგრძლივად და დაუღალავად ვითხოვდეთ, როგორც სახარებისეული ქვრივი დედაკაცი ითხოვდა.
შეიძლება არ ვეძებთ უფალს მთელი გულით, არ ვეძებთ მის სასუფეველს და მისგან მარტო ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობა გვინდა.
შეიძლება არ არის სასარგებლო ჩვენი სულისთვის, რასაც ვითხოვთ,

შეიძლება მზად არ ვართ იმის მისაღებად რასაც ვითხოვთ, როგორც წერს ანტონი სუროჟელი:

Совершенно бессмысленно просить Бога о чем-то, на что мы не готовы сами
В какой-то момент мы должны сами взять свой крест и его нести. Каждый из нас должен взять свой крест, и когда мы о чем-нибудь просим в молитве, это подразумевает, что мы и сами беремся за дело со всей силой, всем разумом и всем вдохновением, какие только способны вложить в свое действие, со всем мужеством и всей энергией, которые у нас есть. Кроме того, мы исполняем дело и со всей той силой, какую нам подает Бог. Если мы этого не делаем, то наша молитва – пустая трата времени.

უფალს ჩვენი ყველას ცხონება უნდა. აქ აქვს ლოცვას ძალა და უდიდესი ძალა.

ციტატა
მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ასეთი აზრები მეც გამჩენია და ვფიქრობ როცა უფალი არ ისმენს ჩვენს ლოცვას, ლოცვა მაინც არ უნდა შევწყვიტოთ, უბრალოდ უნდა ვეცადოთ ვიფიქროთ რომ ყოველი კეთილი მოსაცემელი მისგანაა და საბოლოოდ ისე წარმართავს ჩვენს ცხოვრებას როგორც ჩვენთვის უკეთესია. უნდა ვისწავლოთ მისდამი მინდობა, რაც ხშირად არ გვაქვს სამწუხაროდ. უნდა ვისწავლოთ მოთმინება და ლოდინი. რადგან მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის სიყვარული smile.gif

რა თქმა უნდა დაწერა ადვილია, სინამდვილეში კი ყველაფერი უფრო ძნელად მისაღწევია




პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 3 2008, 03:55 AM

მხევალი ნინო
http://church.ge/index.php?showtopic=599


ასეთი თემა არსებობს უკვე , გავაერთიანოთ?

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Mar 3 2008, 10:05 AM

მხევალი ნინო
შესანიშნავად მესმის შენი, მეც და ალბად ბევრ ჩვენგანსაც გასჩენია მსგავსი აზრი, ყოფილა შემთხვევა ზუსტად იგივე მიფიქრია, როცა რაღაც ძალიან მინდა, ვლოცულობ, მაგრამ რატომღაც არ მისრულდება.
ხანდახან მიფიქრია, იქნებ საკმარისად არ ვილოცე, იქნებ ვითხოვ მხოლოდ იმას რაც მე მინდა და სამაგიეროდ არაფერს გავცემ, ანუ ვლოცულობ ჩემი სურვილის ასრულებისთვის და არა უფლისთვის.
ასეთ დროს იესოს სიტყვები მახსენდება მისი შეპყრობის და ჯვარცმის წინ:
,,პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ.

ღმერთი ხომ თავის შვილებს მოუვლენს მას, რაც მათთვის და მათი სულისთვის უკეთესია. smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 3 2008, 01:05 PM

ქეთუ

ციტატა
ასეთი თემა არსებობს უკვე , გავაერთიანოთ?



ეს თემა ცოტა სხვა კუთხით არის ქეთი, სხვა პრობლემას ეხება.

პოსტის ავტორი: XAFRAN თარიღი: Mar 3 2008, 01:43 PM

გააჩნია რას თხოულობ... პატარა ბავშვმა წრფელი გულით უფალს შეილება ველოსიპედი სთხოვოს, მარა სამყარო "ნინიას ბაღი" ხო არაა biggrin.gif

მაშ რა უნდა ვითხოვოთ? (ჩვენც ხომ ყველანი იმ ბავშვს ვგავართ) უნდა გავიხსენოთ რომ თუ რამე არ გაგვაჩნია ან რამე გვაწუხებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდვილი ბუნების გამო ასე რომ ვფიქრობ უნდა ვითხოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი - ადამის მოდგმის ცოდვისგან განთავისუფლება და სიყვარული კაცთა შორის.

მაგრამ ცოდვილნი ჩვენი ნებითვე გავხდით და დავშორდით მეუფეს ჩვენსას, ასე რომ ჩვენვე უნდა ამოვძირკვოთ ცოდვა საკუთარ თავში, უფალი ამას ჩვენ მაგივრათ ვერ და არ იზავს. ამიტომ უნდა ვითხოვოთ ერთადერთი - ძალა რომ მას მივუბრუნდეთ ისევ და ისევ და , რათა მივიღოთ ჭეშმარიტი ბედნიერება.

მომიტევეთ თუ რამეს ვუმეცრებ smile.gif

პოსტის ავტორი: tekle77 თარიღი: Mar 4 2008, 11:36 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 2 2008, 11:05 AM) *

ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა.

შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს?

იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.



საკმაოდ საინტერესოა ის, რაც დაწერე - მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს აზრეს გწერ და მინდა, რომ შენც დაიჯერო -
ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რაც გვჭირდება, გვინდა - ძალიან გვინდა, მაგრამ...
მე ვფიქრობ და მჯერა სიყვარულით, სიკეთით ყოველთვის მიიღებ იმას, რაც გსურს - მაგრამ გულით აკეთე სიკეთე, გულით გიყვარდეს ყველა, არა მარტო შენი ახლობლები, არამედ უცხოც და ილოცე - გულით ილოცე - მერწმუნე აგისრულდება - "მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეს, მთასაც კი გადაადგილებ" და გულით ლოცა იცი როდის მოვა, როცა სიკეთეს გააკეთებ და სიყვარულს დანერგავ შენს გარშემო - ლოცვას ხომ ძალიან დიდი ძალა აქვს.

გეფერები

სიყვარულით თეკლა

პოსტის ავტორი: galateli თარიღი: Mar 20 2008, 06:40 PM

ერთია ჩვენ რა გვსურს და მეორე რაა ჩვენთვის კარგი,აქედან გამომდინარე გვეძლევა ადამიანებს ის რასაც ვთხოულობთ ლოცვაში. ნუ ვიტყვიტ ეს რატომ არ მომეცა ლოცვაში ხომ ვითხოვეო?! იქნებ იგი ცუდი იქნებოდა შენთვის?უფალი ცდილობს მოგვცეს ის რაც ჩვენთვის უკეთესია.

პოსტის ავტორი: ANELI თარიღი: Mar 20 2008, 08:11 PM

უფალმა უკეთესად იცის ჩვენ რა გვჭირდება და რა უნდა მოგვცეს. შესაძლოა ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ მისგან შემწეობასა და დახმარებას, მაგრამ ის რაც ჩვენ გვგონია, რომ ჩვენთვის კარგი იქნება შესაძლოა არც ისე კარგი იყოს. მე ვფიქრობ უფალი გვაძლევს იმას რასაც ვიმსახურებთ. ამაში ცუდსაც ვგულისხმობ და კარგსაც. შესაძლოა არც ვიმსახურებდეთ იმ კარგს, მაგრამ სტიმული ყველას გვჭირდება.

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Apr 3 2008, 02:03 PM

ციტატა(ANELI @ Mar 20 2008, 08:11 PM) *

უფალმა უკეთესად იცის ჩვენ რა გვჭირდება და რა უნდა მოგვცეს. შესაძლოა ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ მისგან შემწეობასა და დახმარებას, მაგრამ ის რაც ჩვენ გვგონია, რომ ჩვენთვის კარგი იქნება შესაძლოა არც ისე კარგი იყოს. მე ვფიქრობ უფალი გვაძლევს იმას რასაც ვიმსახურებთ. ამაში ცუდსაც ვგულისხმობ და კარგსაც. შესაძლოა არც ვიმსახურებდეთ იმ კარგს, მაგრამ სტიმული ყველას გვჭირდება.

+1 ki.gif
მიუხედავად იმისა ,ჩვენ მოგვწონს თუ არა,უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის რაც მოგვცა.უფალი ხომ ჩვენზე ბრძენია,ხოდა მან უკეთ იცის თუ რაა ჩვენთვის უკეთესი. smile.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Apr 3 2008, 04:23 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 2 2008, 11:05 AM) *

ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა.

შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს?

იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.

მოდი სხვა კუთხით შევხედოთ საკითხს, რა მიზანი აქვს ჩვენს რწმენას და რა გვსურს?
თუკი გვინდა რომ ამ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ, ფაქტია რომ წარმატებას ათეისტებიც, ანდა სხვა კომფესიის მიმდევრებიც აღწევენ.
თუკი ღმერთს ჩვენ აღვიქვავთ როგორც ინსტრუმენტს რომლის საშუალებითაც ამ მიწიერ ცხოვრებაში კომფორტულად ვიგრძნობთ თავს, ასეთ შემთხვევაში ტყვილა გავირჯებით, ქრისტიანის უმთავრესი მიზანი საკუთარი სულის გადარჩენაა, აი ამას უნდა მივხვდეთ პირველ რიგში და როდესაც ადამიანს ეს გაცნობიერებული აქვს, ნაკლები ტკივილით აღიქვავს ამ სოფლის პრობლემებს, მას უფრო საკუთარი ცოდვებისგან განთავისუფლება ადარდებს და მისი ვედრება უფლისკენ იქითკენაა მიმართული რომ სწორედ ცოდვის ჩადენისაგან იქნას დაცული.
ქრისტიანებს დალხენილი ცხოვრება არასდროს არ ქონიათ და არც არის საჭირო, ეს იწვევს მატერიალური საგნებისადმი, კომფორტისადმი, თანამდებობისადმი მიჯაჭვულობას, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას რომ ადამიანმა გარკვეული ქმედებები არ გადადგეს საკუთარი ხორციელი ცხოვების გაუმჯობესებისაკენ,მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 17 2008, 05:29 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 2 2008, 12:05 PM) *

.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.

ლოცვა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის ჩემო კარგო და ეს აზრები მაცდურისგან გეწვია უფლის რწმენაში დასაპრკოლებლად.ასე რომ მასეთი აზრები აღარ მიიღო ბოროტისგან თორე შეიძლება ცდუნდე და რაც ყველაზე ცუდია სხვებიც აცდუნო.
მთავარია შენს ამ მცდარ მოსაზრებას არავინ დაუჯეროს და ცოდვაში არ ჩავარდეს!

მომიტევე თუ ძალიან მკაცრი ვარ შენი აზრის მიმართ,მაგრამ ასეთი ვარ, რას ვიზავთ.
,,სადაც არს ლოცვა და მადლობაი,მუნ მოვალს მადლი სულისა წმიდისა,მუნით ეშმაკნი განიდევნიან და ყოველნი ბოროტნი ძალნი უკუიქცევიან და სირცხვილეულნი ივლტიან.

,,დიდ არს ძალი ლოცვისა,ხოლო უკეთუ განშვენებულ არს იგი მარხვითა,მით უფროის განაძლიერებს სულსა.

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: May 17 2008, 10:57 AM

ციტატა(soso5 @ May 17 2008, 05:29 AM) *

ლოცვა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის ჩემო კარგო და ეს აზრები მაცდურისგან გეწვია უფლის რწმენაში დასაპრკოლებლად.ასე რომ მასეთი აზრები აღარ მიიღო ბოროტისგან თორე შეიძლება ცდუნდე და რაც ყველაზე ცუდია სხვებიც აცდუნო.
მთავარია შენს ამ მცდარ მოსაზრებას არავინ დაუჯეროს და ცოდვაში არ ჩავარდეს!

მომიტევე თუ ძალიან მკაცრი ვარ შენი აზრის მიმართ,მაგრამ ასეთი ვარ, რას ვიზავთ.
,,სადაც არს ლოცვა და მადლობაი,მუნ მოვალს მადლი სულისა წმიდისა,მუნით ეშმაკნი განიდევნიან და ყოველნი ბოროტნი ძალნი უკუიქცევიან და სირცხვილეულნი ივლტიან.

,,დიდ არს ძალი ლოცვისა,ხოლო უკეთუ განშვენებულ არს იგი მარხვითა,მით უფროის განაძლიერებს სულსა.

შენ გაიხარე!!! smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2008, 04:59 PM

როცა ადამიანი ლოცულობს და ითხოვს რაღაცას უფლისგან, მაგრამ არ უსრულდება, მაშინ უნდა მიხვდეს, რომ უფლის ნება სხვაა და არა ის, რაც მას სურს. ღმერთმა უკეთ იცის რა არის ჩვენთვის უკეთესი.


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 19 2008, 06:14 PM

მხევალი ნინო

ციტატა
შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...


არა მჯერა რომ ამას ნინო წერს.... yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 19 2008, 06:28 PM

ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი გამახსენდა სახარებიდან:
მოციქულები რომ ნავში ისხდნენ და დაინახეს უფალი ზღვაზე ფეხით მიმავალი. პეტრემ სთხოვა, მიბრძანე, შენთან მოვიდეო. სანამ პეტრეს უფალი ჰყავდა თვალსაწიერში, დაუბრკოლებლად მიდიოდა წყალზე, მაგრამ როცა უფალს თვალი მოსწყვიტა და ქარიშხალს მიაჩერდა, ჩაიძირვა დაიწყო. უფალი ამას ხედავდა, მაგრამ მანამ არ გაუწოდა ხელი ამოსაყვანად, სანამ პეტრემ არ ილოცა: "უფალო მიხსენო". როგორც კი ილოცა, მაშინვე გაუწოდა ხელი და ამოიყვანა.

აქვე მახსენდება სხვა სიტყვები სახარებიდან: "ითხოვდეთ და მიიღოთ", "ეძიებდეთ და ჰპოვოთ", "ირეკდეთ და განგეღოთ". ანუ ჩვენი აქტიურობა სურს უფალს, ჩვენ უნდა ვითხოვოთ, ვეძიოთ, ვრეკოთ... ანუ ვილოცოთ.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 19 2008, 08:45 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 2 2008, 11:05 AM) *

ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა.

შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს?

იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.

დადიხარ მართლმადიდებლურ ტაძარში სავარაუდოდ, კითხულობ მართლმადიდებლურ ლოცვებს, მაგრამ აზროვნებ როგორც წარმართი, ჩვენი სარწმუნოება არაა მიმართული ამქვეყნიური წარმატებისკენ, თუკი ეგ გსურს გაწევრიანდი ნაციონალურ მოძრაობაში, გახდი პარლამენტარი და ყველაფერი ამქვეყნიური სიკეთე გექნება

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 20 2008, 09:04 AM

ციტატა
თუკი ეგ გსურს გაწევრიანდი ნაციონალურ მოძრაობაში

გამრავლოთ ღმერთმა რამდენი ხართ biggrin.gif ( ანუ ოპოზიცია )
ისე კი არ მიწყინოთ მეჩვენება რო " თითის ქნევით " გვესაუბრეით და რამ გაიძულათ ? ეს უკვე მესამე თემა სადაც თქვენი განწყობა უცვლელად " დამრიგებული " და " განაწყენებულია "
ჩემი ფოსტშში ვინმე იმის მცდელობას თუ დაინახავს რო მე აქ კონფლიქტს ვაღვივებ ცდებით წმინდა წყლის ადამიანური ინტერესი გამიჩდა რატო გველაპარაკება ასე ?

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 20 2008, 04:15 PM

ციტატა
როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა.

მასეთ მდგომარეობაში მეც ვყოფილვარ და მეც მიფიქრია მასე sad.gif
ეხლა უკვე არაფერს კონკრეტულკს აღარ ვთხოვ.უბრალოდ ვამბობ: იყოს ისე,როგორც გსურს შენ,რადგან შენ უკეთ იცი რა მჭირდება მე..........

ციტატა
ანუ ჩვენი აქტიურობა სურს უფალს, ჩვენ უნდა ვითხოვოთ, ვეძიოთ, ვრეკოთ... ანუ ვილოცოთ.

ეს კი პასუხია იმისა,თუ რატომ უნდა ვილოცოთ smile.gif ძალით ხომ არაფერი არ იუქნება,ყველაფერი ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 20 2008, 04:18 PM

მხევალი ნინო
უკაცრავად , ეს თქვენი პოსტია თუ ვინმე დაეუფლა თქვენს პაროლს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2008, 11:14 AM

"წმინდა მამები გვასწავლიან - კაცი ან მუდამ უნდა შრომობდეს, ან ლოცულობდესო".

პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Nov 11 2009, 03:34 PM

მირჩიეთ რაიმე,ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს 4 წელია ციხეშია გამომწყვდეული,მართლაც და არაფრის გაო,განაჩენის მიხედვით კიდევ 4 წელი უნდა იყოს ციხეში.მე გადავწყვიტე ლოცვით დავეხმარო,რადგან ჩვენი ყოველგვარი მატერიალური თანადგომა არ ეყო იმას რომ თავი დაეღწია ციხიდან,მინდა რომ მის სახელზე ყოველდღიურად ფსალმუნები ვიკთხო,ამისათვის აუცილებელია კურთხევა?მაშინ დავურეკავ ჩემ მოძღვარს და ტელეფონით მაინც ავიღებ კურთხევას,იმიტომ რომ ეხლასამწუხაროდ ფიზიკურად ვერ ვნახულობ,მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ...მირჩიეთ როგორ მოვიქცე...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 11 2009, 04:13 PM

გუყლწრფელ ლოცვას ტანჯული სულები ჯოჯოხეთიდანაც კი ამოჰყავს,ოჰ რა ტკბილია გილწრფელად აღვლენილი ლოცვააsmile.gifმსგავსი რამ ადრე მეც შემემთხვა და მეგონა რომ,უფალმა არ ისმინა ჩემი ლოცვა,მთავარია სწორად ვითხოვოთ,ბევრს ვლოცულობდი,მაგრამ,გავიდა დრო და მივხვდი,ის ჩემი თხოვნა რომ ასრულებულიყო,შეიძლება დღეს ან ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი,ან რაიმე შემმთხვეოდა,მაგ ამბის მერე მადლიერების გრძნობა გამიძლიერდა უფლის მიმართ,მან უკეთ იცის,რა უკეთესია ჩვენთვის,ამიტომ როცა რაიმეს თხოვნა მინდა,სულ ამას ვიზახი<თუ ეს სიკეთეს მომიტანს ამისრულე უფალო,თუი შენი ნებაც იქნება,მაშინ შეისმინე ჩემი-თქო,
მე არა მაქვს უფლება,ვინმეს ჭკუა დავარიგო და რამე ვასწავლო,უბრალოდ ვწერ იმას რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი,

სოფიო1977

ციტატა
მირჩიეთ რაიმე,ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს 4 წელია ციხეშია გამომწყვდეული,მართლაც და არაფრის გაო,განაჩენის მიხედვით კიდევ 4 წელი უნდა იყოს ციხეში.მე გადავწყვიტე ლოცვით დავეხმარო,რადგან ჩვენი ყოველგვარი მატერიალური თანადგომა არ ეყო იმას რომ თავი დაეღწია ციხიდან,მინდა რომ მის სახელზე ყოველდღიურად ფსალმუნები ვიკთხო,ამისათვის აუცილებელია კურთხევა?მაშინ დავურეკავ ჩემ მოძღვარს და ტელეფონით მაინც ავიღებ კურთხევას,იმიტომ რომ ეხლასამწუხაროდ ფიზიკურად ვერ ვნახულობ,მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ...მირჩიეთ როგორ მოვიქცე...

აიღე კურთხევა და ილოცე შენი საყვარელი ადამიანისთვის, უფალი ხომ ამას გვასწავლის"ურთიერთის ჯვარი იტვირთეთ და ესე აღასრულეთო სჯული უფლისა" თან შეგეძლება შენი ბევრი ოჯახის წევრი და ძვირფასი ადამიანიც მოიხსენიო ფსალმუნების კითხვისას,,ეგ ძალიან გაგაძლიერებს დამიჯერეsmile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 11 2009, 04:29 PM

ციტატა
მირჩიეთ რაიმე,ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს 4 წელია ციხეშია გამომწყვდეული,მართლაც და არაფრის გაო,განაჩენის მიხედვით კიდევ 4 წელი უნდა იყოს ციხეში.მე გადავწყვიტე ლოცვით დავეხმარო,რადგან ჩვენი ყოველგვარი მატერიალური თანადგომა არ ეყო იმას რომ თავი დაეღწია ციხიდან,მინდა რომ მის სახელზე ყოველდღიურად ფსალმუნები ვიკთხო,ამისათვის აუცილებელია კურთხევა?მაშინ დავურეკავ ჩემ მოძღვარს და ტელეფონით მაინც ავიღებ კურთხევას,იმიტომ რომ ეხლასამწუხაროდ ფიზიკურად ვერ ვნახულობ,მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ...მირჩიეთ როგორ მოვიქცე...


შეგეწიოს უფალი! კურთხევა აუცილებლად აიღე.

პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Dec 15 2009, 12:46 AM

დიდი მადლობა თქვენ ასე რომ გამამხნევეთ.უფალი გფარავდეთ

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 15 2009, 01:01 AM

ციტატა(სოფიო1977 @ Nov 11 2009, 03:34 PM) *

მირჩიეთ რაიმე,ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს 4 წელია ციხეშია გამომწყვდეული,მართლაც და არაფრის გაო,განაჩენის მიხედვით კიდევ 4 წელი უნდა იყოს ციხეში.მე გადავწყვიტე ლოცვით დავეხმარო,რადგან ჩვენი ყოველგვარი მატერიალური თანადგომა არ ეყო იმას რომ თავი დაეღწია ციხიდან,მინდა რომ მის სახელზე ყოველდღიურად ფსალმუნები ვიკთხო,ამისათვის აუცილებელია კურთხევა?მაშინ დავურეკავ ჩემ მოძღვარს და ტელეფონით მაინც ავიღებ კურთხევას,იმიტომ რომ ეხლასამწუხაროდ ფიზიკურად ვერ ვნახულობ,მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ...მირჩიეთ როგორ მოვიქცე...

აუცილებლად კურთხევის მიხედვით smile.gif
თორემ შენი სიყვარულისა და გულმხურვალების გამოისობით, შეიძლება ლოცვების დოზას გადააჭარბო
და სულიერად დაზიანდე ამით. ეს კი მართლა საშიშია smile.gif


ჩემი მოკრძალებული აზრით..

პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Dec 15 2009, 11:41 PM

ხო ჩემმა მოძღვარმა 1 კანონის წაკითხვის უფლება მომცა დღეში და სულიერ დაზაიანებაში რას გულისხმობ ,გულწრფელად მაინტერესებს.(ბევრი რამ ჩემთვის უცნობია და მაინტერესებს)ხიბლს გულისხმობ?

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 16 2009, 01:03 AM

ციტატა(სოფიო1977 @ Dec 15 2009, 11:41 PM) *

ხო ჩემმა მოძღვარმა 1 კანონის წაკითხვის უფლება მომცა დღეში და სულიერ დაზაიანებაში რას გულისხმობ ,გულწრფელად მაინტერესებს.(ბევრი რამ ჩემთვის უცნობია და მაინტერესებს)ხიბლს გულისხმობ?

ემპირიულად, სხვადასხვა სახის დაზიანებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
შეიძლება განვითარდეს ხიბლი (სიტყვა ’’განვითარდეს’’ პირობითად ვახსენე, რადგან ადამიანისთვის ისედაც დამახასიათებელია ხიბლისმიერი მდგომარეობა)
შეიძლება გაჩნდეს ფსიქიური დარღვევები, ნევროზები, შიშები, პარანოია და ა.შ.
შეიძლება ლოცვას თავი ვანებოთ და უმძიმეს ცოდვებში გადავეშვათ.
ასევე, გამიგია შემთხვევა, როცა ადამიანი (არა მონაზონი) დიდი დატვირთვით ეწეოდა ისიქაზმს, ანუ იესოს ლოცვის ღვაწლს
და იმდენად გააღიზიანა ამით ბნელი ძალები, რომ დემონი ხილულად გამოეცხადა. შედეგი - ფსიქიური აშლილობა.
და ეს დაზიანებები ხდება ჩვენი ძალების შეუსაბამო სიმძიმის ლოცვით,
უფრო კონკრეტულად კი იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევებში ხდება დემონური ძალების უმძაფრესი შემოტევა,
ჩვენ კი, უძლურნი, გამოუცდელნი და გამოუწრთობნი, ვერ ვახერხებთ მათ წინააღმდეგობას.
მაპატიე, არ მინდა შეგაშინო. შენ არაფერი გემუქრება, თუ მოძღვრის კურთხევით და მოზომილად ილოცებ.
და მოძღვარს, ჯობია მოუყვე შემდეგ, ეს ლოცვა გამძიმებს, გთრგუნავს, თუ სულიერ სიხარულს განიჭებს.
წარმატებები.

პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Dec 16 2009, 03:22 AM

ციტატა(protestanti @ Dec 16 2009, 01:03 AM) *

ემპირიულად, სხვადასხვა სახის დაზიანებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
შეიძლება განვითარდეს ხიბლი (სიტყვა ’’განვითარდეს’’ პირობითად ვახსენე, რადგან ადამიანისთვის ისედაც დამახასიათებელია ხიბლისმიერი მდგომარეობა)
შეიძლება გაჩნდეს ფსიქიური დარღვევები, ნევროზები, შიშები, პარანოია და ა.შ.
შეიძლება ლოცვას თავი ვანებოთ და უმძიმეს ცოდვებში გადავეშვათ.
ასევე, გამიგია შემთხვევა, როცა ადამიანი (არა მონაზონი) დიდი დატვირთვით ეწეოდა ისიქაზმს, ანუ იესოს ლოცვის ღვაწლს
და იმდენად გააღიზიანა ამით ბნელი ძალები, რომ დემონი ხილულად გამოეცხადა. შედეგი - ფსიქიური აშლილობა.
და ეს დაზიანებები ხდება ჩვენი ძალების შეუსაბამო სიმძიმის ლოცვით,
უფრო კონკრეტულად კი იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევებში ხდება დემონური ძალების უმძაფრესი შემოტევა,
ჩვენ კი, უძლურნი, გამოუცდელნი და გამოუწრთობნი, ვერ ვახერხებთ მათ წინააღმდეგობას.
მაპატიე, არ მინდა შეგაშინო. შენ არაფერი გემუქრება, თუ მოძღვრის კურთხევით და მოზომილად ილოცებ.
და მოძღვარს, ჯობია მოუყვე შემდეგ, ეს ლოცვა გამძიმებს, გთრგუნავს, თუ სულიერ სიხარულს განიჭებს.
წარმატებები.

დილა საღამოს ლოცვებს ვკითხულობ და თითო კანონს დღეში,ეს ჩემი სურვილი იყო.მოძღვარმაც ნება დამრთო და არ ვიცი,ვითომ ბევრია?იესოს ლოცვას მეც ვამბობ ხოლმე გულში ,მაგრამ ეხლა ძალიან გადაჭარბებულადაც არა.სადღაც წამიკითხავს რომ ათასებს ამბობენ ,ეგრე არა ვარ.კარგია რომ მითხარი.დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Dec 17 2009, 03:35 PM

რომელი ხატის წინაშე უნდა ვილოცო პატიმართა შეწევნისათვის,თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა ძალიან გთხოვთ.ხომ არსებობენ სასწაულმოქმედი ხატები მაგალითად შენ ხარ ვენახის ხატის შესახებ წავიკითხე,რომ უამრავი ავადმყოფი იკურნება და შეეწევა დაავადებულებს,აი თუ რომელიმე განსაკუთვრებული ხატი არსებობს პატიმართათვის რომ შევიძინო.გმადლობთ

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2009, 03:48 PM

სოფიო1977


სოფო, ალბათ არსებობს ასეთი ხატიც, მაგრამ მთავარი ლოცვის ძალის რწმენაა, სასოებაა და არა მაინც და მიანც კონკრეტული ხატის ძიება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)