მოკლედ გადმოვცემ თემის აზრზს .
აქ ვისაუბრებთ ხოლმე სპორტის სხვადასხვა სახეობის , ჩვენი საყვარელი გუნები სპორცმენების თუ სხვა სიახლეების შესახებ . ვახოთ , თუ გაამართლებს ხომ კარგი . თუ არადა ადვილია დახურვა .
მართალი ხარ ვისაუბროთ
აი გუნდი რომელიც კვლავ ლიგას მოიგებს
პ.ს გურამ რა მაგის ასუხია და ფეხბურთს არ თამაშობ? ერთი კაცი არ გაკლია? თამაში მინდა და ვერვინ ვერ ვიპოვე ;(
ჩემი აზრით არ ღირს მართლმადიდებლურ ფორუმზე სპორტის ცალკე თემა. "ჩვენი ბიჭების" თემა ხომ გვაქვს და მსოფლიო სპორტი აქ რა განსახილველია, რა დოზითაც საჭიროა გაუზიაროთშიც კი ვწერთ ხოლმე
qetevano
რავიცი თუ კულტურასა და ზოგადასაკაცობრიო თემებს ცალკე განყოფილება აქვს სპორტმა რა დააშავა?
ჩემი აზრი გამოვთქვი უბრალოდ თორე ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს აქ ვილაპარაკებ
<3 ბარსელონაზე <3 თუ სხვა თემაში
qetevano
ეჰ დაამთავრა ლიგაზე გამოსვლა ბარსელონამ.
G_saxva
ლივერპული ?
ეგ არსებობს კიდევ ?
qetevano
შევხედოთ მეთქი გოგო .
მიზანი კი ისაა , რომ მეტი აქტიური თემა იყოს ფორუმზე .
G_saxva
ბაიერნის გულშემატკივარი გელაპარაკება შვილო და მოწიწება გამოიჩინე .
ვთქვაა მე ვისი გულშემატკივარი ვარ თუ თქვენითაც დაიშლებით ჰაა?
qetevano
რაღა დროს ბარსელონაა გოგო ?
(გვარდიოლას სმაილი)
A.V.M
სტადიონია თუ სასაკლაო? "ბეთლემი" - "სულორის" მატჩის მსაჯს 52 ნაკერი დაადეს
AutoSharing Option Yes No
12:30 05-04-2014
2 აპრილს ქობულეთში, "ჩელე არენაზე" გამართულ სკანდალურ მატჩზე "ლელო" უკვე წერდა. პირველი ლიგის "ა" ზონის ლიდერების, ქობულეთის "შუქურასა" და ფოთის "კოლხეთი-1913"-ის მატჩი 6 წუთით შეწყდა: მიზეზი გულშემატკივართა დაპირისპირება იყო.
სამართალდამცავებმა რეაგირება დროულად მოახდინეს, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ ფოთელ გულშემატკივრებს რამდენიმე ადგილობრივი ფანი თავს დაესხა. შედეგად, რამდენიმე სტუმარი დაშავდა, მათი ავტობუსი კი დაზიანდა.
ამასთან დაკავშირებით, ქობულეთის "შუქურას" ფანკლუბმა განცხადება გაავრცელა:
"ამ საქციელს ვგმობთ და აღვნიშნავთ, რომ ქობულეთის "შუქურას" ოფიციალური ფანკლუბის, "ვიკინგების" წევრები ავტობუსის დაზიანებაში არ ვმონაწილეობდით.
"შუქურა" ისევ პირველ ადგილზეა, თუმცა ამ ფაქტმა დიდი ზიანი მიაყენა კლუბს და სტადიონს.
პროვოკაცია ფოთის გულშემატკივრებმა წამოიწყეს. კერძოდ, ფეხბურთელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ისმოდა, როდესაც "შუქურა" 1:0 დაწინაურდა. ამ პროვოკაციას "ვიკინგებიც" წამოეგნენ და თამაში 6 წუთით შეჩერდა, თამაშის ჩაშლას არაფერი აკლდა...
ამას დაემატა მსაჯის უყურადღებობა გარკვეულ მომენტებში, რამაც ისედაც გაღიზიანებული გულშემატკივრების აგრესია გამოიწვია. რაც დღეს მოხდა, სამარცხვინოა. კლუბები სანქციების მოლოდინში არიან.
რას გადაწყვეტს ფედერაცია, ამას მალე შევიტყობთ. თუმცა, იმედია, სტადიონისთვის მიყენებული ზიანის შედეგები მალე გამოსწორდება.
იმედია, მომხდარი "კოლხეთის" ფან-კლუბისთვის კარგი მაგალითი იქნება და ისწავლიან, რომ მეტოქეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, მით უფრო, სტუმრად! აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ არბიტრები მომდევნო თამაშზე "ფხიზლად" იქნებიან".
საინტერესოა, რომ შეხვედრამდე "შუქურასა" და თავად ფანკლუბის ხელმძღვანელები თადარიგს იჭერდნენ და გულშემატკივარს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ. თურმე, "ჩელე არენაზე" საგანგებო შეხვედრაც შედგა გუნდის და ფანკლუბის თავკაცებს შორის, სადაც "შუქურა" ფანებს სთხოვდა, რომ სტადიონზე მაქსიმალურად თავშეკავებულნი ყოფილიყვნენ.
თავად ფანკლუბის წევრები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულ ნორმებს გაეცნენ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება სტადიონზე და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, მაქსიმალურად თავშეკავებულნი ვიყოთო. სამწუხაროდ, ეს უსიამოვნო ამბავი მაინც მოხდა.
არანაკლებ სკანდალური გამოდგა 28 მარტს ქედაში გამართული შეხვედრა, სადაც "ბეთლემისა" და ვანის "სულორის" მატჩი შეწყდა. 87-ე წუთზე, როდესაც 0:0 იყო, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.
ამ დროს, სამსაჯო-საინსპექტორო განყოფილების უფროსის, ლევან მიქელაძის ინფორმაციით, მსაჯს, აბო მონიავას მასპინძელთა ფეხბურთელები მისცვივდნენ, მერე კი სტადიონზე 70-მდე ადამიანი შეიჭრა და ისე საშინლად სცემეს, 52 ნაკერი დაადეს!
ძნელი სათქმელია, რა ხდება ქართულ სტადიონებზე. ეს პოლიტიკა არაა, წინასწარ დადგმულ პროვოკაციებზე რომ ვილაპარაკოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოედანზე ეს ამდენი შევარდნაც ტოტალიზატორთან კავშირში იყოს.
იქნებ მიზეზი ქართული ფეხბურთისადმი დაკარგული ნდობაა, მათ შორის, მსაჯების მიმართაც? იქნებ სწორედ ამიტომაა, მსაჯების სამართლიან გადაწყვეტილებასაც ხალხი ეჭვით რომ უყურებს? მაგრამ ამ ეჭვების გამო ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება დიდი ცოდვაა.
ყველაზე საწყენი ისაა, ეს ერთი მუჭა ქართველები მთელ ენერგიასა და შემართებას ერთმანეთის დაჭმაში რომ ვხარჯავთ. ასეთი ფეხბურთი არავის სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, სტადიონები სასაფლაოს არ უნდა დაემსგავსოს.
P.S. საშეჯიბრო განყოფილების უფროსის, დიმა ბოკერიას თქმით, მომხდარ ფაქტებზე სადისციპლინო კომიტეტი ორშაბათს იმსჯელებს:
"წინასწარ ვერ ვიტყვი, სადისციპლინო კომიტეტის წევრები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სანქციები მკაცრი იქნება".
http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/62705-stadionia-thu-sasaklao-qbethlemiq-qsulorisq-matchis-msajs-52-nakeri-daades.html
ჩემი ინიციატივა ძალაშია - აიკრძალოს საქართველოში ფეხბურთი !
OEEEEEEEE.....
აბა როგორა ხართ ?
OEEEEEEEE.....
აბა როგორა ხართ ?
A.V.M
მაგრად მეწყინა მანჩესტერის ამბავი მაგრამ ქეთევან სად ხარ? სადანაა შენი მესიო ?
G_saxva
ამ საკითხთან მიმართებაში ოფიციალურ კომენტარს არ ვაკეთებ
ბაიერნის 1იანზე რას ფიქრობთ
ნოე
ვის ეთამაშება?
G_saxva
მანჩესტერს ეთამაშებოდა.
ვიცოდი რომ მოიგებდა
კალათბურთს არავინ უყურებთ? ნბეის
ნოე
კალათბურთი სპორტის ის სახეობაა , რომელსაც მხოლოდ იმ დროს ვუყურებ , როდესაც ქართველი თამაშობს .
A.V.M
მე ფეხბურთში ვარ ეგრე. საერთოდ არ მაინტერესებს.
აი კალათბურთი მაგრად მიყავრს. ისიც მხოლოდ ამერიკის ნაციონალური ლიგა.
ბარსად ფანები დამენახეთ ...
ელ კლასიკო ...
დი მარია ...
BEILI ...
A.V.M
დიმარია მაგრა მევასება, ყველაზე მეტად ეგ მომოწნს მა გგუნდიდან.
პ.ს მესი კობერიძესთან მაინც მიიყვანეთ კარში დარტყმებში ავარჯიშებს ლოლ ტიპი მარტო კარისკენ ურტყავს კარშიც ვეღარ ახერხებს
ვისკა ბარსა, ვისკა კატალუნია !!!!!!!!!!!!!
G_saxva
qetevano
ეს ბარსელონას ჩემგან როგორ შევაჩეროთ ბელილი (liverpool skrtel)
http://25.media.tumblr.com/48210ce7b42dfd8ccefc4a9fe056d2fa/tumblr_mj55cnbCi61r0zxxfo1_500.gif
G_saxva
ჩემი გაზიარებულ ნახე , ბეილის შეჩერებაზე?
A.V.M
მერე სად იყო მანდ შეჩერება?
პ.ს ლივერპული 11 მატჩი მოიგო ზედიზედ ...
დიდი დღეა დღეს !!!
A.V.M
მართლა დიდი დღე იყო დიდი
სად არის ბაიერნი ?
სად არის გვარდიოლას ნაშენები გუნდი?
გვარდიოლა არის 0 როგორც მწვრთნელი. ბუნდესლიგას ბაიერნი ისედაც იგებდა მთავარი თასია. ფინალშიც ვერ გავიდა
G_saxva
G_saxva
გვარდიოლა დიდი მწვრთნელი რომაა , 2 აზრი არაა . '
უბრალოდ , ტიკი-ტაკა ვერ ჩაჯდა გერმანულ სტილში ...
A.V.M
რავი მე მაგის დიდი მწვრთნელობა ვერ დავინახე. გერმანული ფეხბურთი მოკლა ბაიერნში არა და ძალიან ლამაზი და სანახაობრივია. ჰანკესის ბავარია მირჩევნია მე გვარდიოლასას. უაზროდ დაქონდათ ბურთი აქეთ იქით ერთ გააზრებული შეტევა და დარტყმა არ მინახავს.
ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში "ბარსელონა,მ" შინ ვერ მოუგო "ხეტაფეს" (2:2) და სავარაუდოდ, ჩემპიონობის რბოლას ჩამოსცილდა.
შედეგით განსაკუთრებით აღშფოთებული ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი დარჩა, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა:
"ბარსელონა" მო**ნულია! ეს არ იყო კარგი სეზონი. ბედი არ გვწყალობდა და ბევრ საკითხში ჩვენც ვერ ვიყავით სათანადოდ მომზადებულები. იმის მიუხედავად, რომ ესპანეთის სუპერთასი მოვიგეთ, ეს სეზონი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ.
თავად უნდა ვიყოთ კრიტიკულები. სასწაული თუ არ მოხდა, ლა ლიგა წაგებულია. ძალიან ბევრ ასპექტში გვაქვს მოსამატებელი", - განაცხადა მან.
G_saxva
ბუზუზუზუზუზუ...
ვავა ჩემი ლივერპული რაფერ ცუდად გააგრძელა მოგების სერიები
G_saxva
აკი გითხარი ...
ვისკენ ხართ დღეს ?
A.V.M
ატლეტიკოსკენ კანეშნა
მადრიდელები უტევენ ... მადრიდელები კუთხურს აწვდიან...მადრიდელები გოლს იტანენ...
ასეთი დამთხვეული კომენტატორები , ყავს კიდევ ვინმეს ?
აბა , ვის გულშემატკივრობთ , მსოფლიო ჩემპიონატზე ?
მე გერმანიას...
A.V.M
ინგლისი და ურუგვაი. ეს უკანასკნელი თასს მოიგებს. ხო და ეს საცოდავი ხორავატია როგორ დაჩაგრა ნაკამურამ
ინგლისი კიდევ ხომ , ურუგვაი რა შუაშია ?
ესპანეთის ნაკრები დამანახეთ ...
აფხაზის გარდა , ვინ გულშემატკივრობთ ესპანეთს , გამოდით უნდა დაგთვალოთ !
A.V.M
ესპანეთი ვაი რა დღეში ჩავარდა ქეთინო შენ ნაწილობრივ მაინც ხომ ბალეშიკობდი არა? ვენაცვალე ცილეს როგორც მაგათმა გამახარეს ეგრე გახარებული ყოფილიყვნენ ჩემპიონატის ბოლოს
G_saxva
არა მე ბრაზილიისკენ ვარ და 1 კაცით არგენტინისკენ, ასე რომ ვერ დამცინებ ესპანეთზე
qetevano
რავი ხავი და ინიესტა ესპანეთში თამაშობს ბრაზილიაში კი არა
G_saxva
ხავი და ინიესტა ძალიანაც მიყვარს მ,აგრამ არ ვიყავი ესპანეთისკენ და აჰა... (თავი არ ამატკიო სმაილი)
qetevano
კაი გენცვა ბრაზილიაც მალე დაგვემშვიდობება.
G_saxva
მაგასაც ვნახავტ
გერმანიას ვინ გულშემატკივრობს ?
A.V.M
შენ :
ერთი მსახიობის თეატრი არ მაწყობს...
A.V.M
აბა გურამ მეორე მსოფლიო ომის მერე მაგას არავინ ბალეშიკობს და ...
ვაიმე იტალია ...
აუ არ თქვა.........
iohanan
გულშემატკივრობდი ?
კი.... და ბრაზილიას კიდე ,მაგრამ წელს რაღაც ვერ არიან რო უნდა ისე...
დარწმუნებული ვიყავი იტალია ვერ მოიგებდა და ისე აგიხდათ ყველაფერი
ჯერ ყველაფერი აღ DAმთAვრებულა
iohanan
მართალი ხარ ურუგვაის იმდეი მაქ.
iohanan
მართალი ხარ ურუგვაის იმდეი მაქ.
UრUგვაი არ მიგულისმებია
iohanan
იტალია ურუგვაის ხვდება და იმედი მაქ ურუგვაი მოიგებს და გავა.
Kი კი ზუსტად მასე Iქნება ჰაჰაჰა
Brazil! Brazil! Brazil!
ზემლიაკი სოსო როგორ დამეკარგა ეგეც ბრაზილიის ფანია
qetevano
შემდეგ ტურებში რას იზავს ბრაზილია ეგაა საინტერესო თორემ, კამერუნს რომ მოუგე ეგ მაგის ვაჟკაცობა სულაც არ არის.
Neymaaaaaar Braziiiiiil
სუარესი და ურუგვაის ვიხილავთ დღეს
აი კიდევ ერთი ბრაზილისტი
qetevano
ეგ იტალიის ქომაგია
G_saxva
ნეიმარიო კი ამბობს და
qetevano
ეგრე მეც ვიტყვი ჰალკი თქო მარა რა მერე?
ორივეს ვგულშემატკივრობ რომლიმე მოიგებს)))
G_saxva
ხო ნახე ბრაზილიისკენაცაა
ხომ ვთქვი იტალია ვერ მოიგებს და სუარესი ივაჟკაცებს თქო ისე აგიხდათ ყველაფერი.
ვაი ჩემო იტალიააა...
G_saxva
წაქცეულს არ ურტყამენ შემდეგ ჩემპიონატზე მოიგებს
iohanan
კიი კაცო მოიგებს როგორ არა
G_saxva
უზრდელი სუარესი.....
ისე ვის გულშემატკივრობ ?
iohanan
ინგლისს ვგულშემატკივრობდი მაგრამ გავარდა, ახლა თუ სუარეს დისკვალიფიკაცია არ მისცხეს ურუგვაის
სუარესს მიარჭეს ხომ ,,შტრაფი''?
A.V.M
4თვეო და რავი აბბა ჩემ ლივერპულს ეგ უნდნიდა.
ხმები დადის ბარსელონა ყიდულობს 50 მილიონადო და იმედია არ გადავა.
გადადეთ გვერდზე მსოფლიო ფეხბურთი და ეროვნულზე იფიქრეთ .
სიონი და ჩიხურა თამაშობენ...
A.V.M
afxazi
ვუყურე და დამეწვა წელები ...
A.V.M
კიდე კარგი არ ვუყურე, სად მქონდა მაგათი ნერვები.
წავიდა გერმანია !!!
დღეს მამლებს ვაყივლებთ !
A.V.M
აყივლეთ უკვე
აბა რა...
ახლა მასპინძლები უნდა ვაჭყივლოთ ...
A.V.M
მაგი კი მეიმედება
დაანებეთ მასპინძელ ქვეყანას თავი
ისე კი თუ გაინტერესებთ ჩემს პროგნოზს გეტყვით.
მე-3 ადგილზე ბრაზილია, მე-2-ზე გერმანია და 1-ზე არგენტინა.
სულ თავიდანვე ასე ვამბობდი და ჯერჯერობით სრულდება
qetevano
1 გერმანია 2 არგენტიანა 3 ბრაზილია
G_saxva
აბა ვნახოთ.
qetevano
შეძლება არგენიტნის მაგივრად ჰოლანდია იყოს
ბრაზილია იჰააა აააააა აააა ააააა აააააააააა
კოპჩიკ სად ხარ? სადაა შენი ბრაზილია გოგონი?
მე როდის ვთქვი ბრაზილია მოიგებსთქო. უბრალოდ ბრაზილიისკენ ვიყავი :/
qetevano
უკვე შეიცვლაე ხო პოზიცია, მალე იტყვი ბრაზილია უბრალოდ მომწონს თორე ისე სულ არ მეხატება გულზეო
G_saxva
სახვაძე გიკოპირებ ჩემს გუსინდელ ნათქვამს
qetevano
აბა ჰე !
ჩემს ფაშისტებს ვუგულშემატკივრო უნდა !
ოთხგზისსსსსსსსსსსსს
ეკუთვნოდა ალალად.
პ.ს ქეთევან ვე არ იუ? ბრაზიიილ
დინამო და ზესტაფონი იწყებენ ...
ორივეს იმედი მაქვს ...
აუუუუ....
აქტობემ როგორ უნდა მოუგოს ყველა ქართულ გუნდს...
A.V.M
თამაში რო არ გეცოდინება ისე.
ვაიმე დინამო...
ჩიხურა როდის თმაშობს.
ასეთი მკვდარი გუნდი ასეთი უმოტივაციო ასეთი საშინელი საყურებელი არცერთი არ იყო. კიდევ კარგი პირვლი ტაიმის მერე დავიძინე
დღესაა ჩიხურაც და ზესტაფონიც მგონი...
A.V.M
9საათზეა და მე საერთო გუშინ მეგონა.
პ.ს შეიძლება გუნდმა წააგოს მაგრამ იბრძოლიოს და არფერი დათმოს, დინამოზე მხოლოდ მიწის მიყრაა საჭირო ისედაც მკვდრები არიან.
მადლობა ჩიხურას ყველაფრსათვის , მაგრამ ვისურვებდი რომ , მუმლაძეს და მის მეგობრებს ,,თორნიკე ერისთავი'' ეკითხოთ ხშირად , განსაკუთრებით კი ეს ეპიზოდი:
,,ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს ,
დასატანჯავად ისიც ეყოფა.''
A.V.M
ძალიან კარგად მოვიგეთ და ორმაგად გამიხარდა. დედა ვუტირეთ სულთან სულეიმანს .....
კარგი რა გურამ, გაიმარჯვეს თავიანთ სტადიონზე და სადაც უნდათ იქ იზეიმებენ. უნდა დაემარხათ სტადიონზე მაგათი ათა თურქი თავი არ იყოს. მერე ჟურნალისტებზეც როგორ იწევდნენ რა ამბავში არიან აზრზე ხართ? ისეთ დღეში ვარ დღეს შეიძLება მარჯანიშვილზე ერთი ორი თურქი გავლახო
არა , მუმლაძე ვერ გამართლდება ვერანაირად . საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს გუნდმა ალბათ ...
A.V.M
მაგათი არტა მუსტაფა თავი რა ვთქვი არანაირი ბოდიში დავხოცოთ ყველა თურქი რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობს.
G_saxva
რანაირად ლაპარაკობ , ხაშურელი ხომ არა ხარ?
ჯვარი გწერია შვილო ...
A.V.M
ძალიან გაუვიდათ თავს და დიდი სიამოვნებით დავუვლიდი მარჯანიშვილზე და რაც საროსკიპო აქვთ თავის პერსონალიანა გამოვწვავდი და გამოვბუგავდი
ჩიხურა ! ჩიხურა !
მადლობა ჩიხურას ბრძოლისათვის , მადლობა გულშემატკივარს , რომელმაც მომასწრო საქართველოში , რომ წაგებულ გუნდს ტაშს უკრავენ .
ინიციატივა კვლავ ძალაშია – აიკრძალოს საქართველოში ფეხბურთი !
A.V.M
რეხვაშვილი მომწონს ძალიან კარგი ბიჭია და შეუძLია ევროპაში ითამაშოს კარგი ფეხბურთი.
პ.ს მალადეც ჩიხურას მაინც.
G_saxva
მინიმუმ , დინამოში უნდა დაბრუნდეს .
(ისე , ეგ მაგ დონის მცველია დაახლოებით 3 წელი უკვე...)
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პატრიარქმა დალოცა [VIDEO]
09:50 09-08-2014
საქართველოს ეროვნული ნაკრები უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო და მნიშვნელოვანი მატჩების წინ დალოცა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრების წევრები რეზიდენციას 8 აგვისტოს, გუნდის საღამოს ვარჯიშის შემდეგ ესტუმრნენ და პატრიარქის მიერ ჩატარებულ ღამის ლოცვას დაესწრნენ.
ლოცვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ სტუმრები დალოცა და მათ ხილით გაუმასპინძლდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ეროვნული გუნდის წევრები და ხელმძღვანელობა პატრიარქს მნიშვნელოვანი მატჩების წინ სტუმრობენ და დალოცვასთან ერთად ილია მეორესგან მნიშვნელოვან რჩევებს იღებენ.
http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/68051-saqarthvelos-kalathburtheltha-erovnuli-nakrebi-patriarqma-daloca-video.html
კარგი თამაშI იყო რაც მთავარი მოვიგეთ.
სუპერთასზე ვისკენ ხართ ?
A.V.M
რა აზრი ჰქონდა თამაშ ცალ კარა იყო არ მევსაება ასეთი უაზრო თამაშები.
მე და აფხაზს გვქონდა ბედნიერება , რომ გვეყურებინა საქართველოს ნაკრების თამაშისთვის !!!
A.V.M
მეც მქონდა ბედნიერება მეყურებინა ამგრამ ტელევიზიით და ლუდით, ასე უფრო ადვილია იმ ყველაფრის მოთმენა რაც მოედანზე ხდება....
გურამ ვუჭერ მხარს ფეხბურთის აკრძალვას.
იმედია , არავის უყურებია ნაკრების თამაშისთვის ...
A.V.M
ვაი რომ ვუყურე ვაი რომ სხვა საქმე არ გამოჩნდა რომ მქონოდა ვაი ვაი ვაი
A.V.M
ვაი რომ ვუყურე ვაი რომ სხვა საქმე არ გამოჩნდა რომ მქონოდა ვაი ვაი ვაი
G_saxva
გიბრალტარის თამაშსაც უყურე ?
A.V.M
ვუი ვუი ვუი. გული არ მითმენს უკეთესის მოლოდინში მაგრამ
ელ კლასიკოს ვინ უყურა ?
A.V.M
პირდაპირ იკითხე ქეთევან სდა ხარ?
აბა თუ იცნობთ თქვენს სენატორს და სენატის თავმჯდომარეს ?
http://www.radikal.ru
A.V.M
რამე შედეგი თუ მაინც გაქვთ? თამაშობთ რამეს?
G_saxva
ოოოო .... ჩვენი გუნდის თამაშზე ასე ინტერნეტით ვერ გაიგებ , მაგის ხილვის ბედნიერება რჩეულებს აქვთ მხოლოდ ...
A.V.M
სად თამაშობთ მერე?
"კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ექსტრემალურ სპორტს და ეგრეთ წოდებული ადრენალინის გამოყოფას?
პასუხი: სპორტი თავისთავად ჯანმრთელობაა და თუ ადამიანი სულიერ სიჯანსაღესთან ერთად, ხორციელ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს, ეკლესია ამას მიესალმება. თუმცა, თუ საქმე გვაქვს განსაკუთრებულად ექსტრემალურ სპორტის სახეობასთან, როდესაც ადამიანი ცდის ღმერთს და მის სიცოცხლეს აშკარად საფრთხე ექმნება, ასეთ სიტუაციას ეკლესია დიდი სიფრთხილით ეპყრობა. რაც შეეხება ადრენალინის გამოყოფას, ამის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება უარყოფითია, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე არ უნდა ზრუნავდეს და ამას დროს არ უთმობდეს. უმჯობესია, სულზე იფიქროთ და უფალთან ახლოს იყოთ."
"ქართული ჭიდაობა ასახავს ქართველი ხალხის ყოფას, ადათ-წესებსა და ზნე-ჩვეულებებს. შენიშნულია, რომ საქართველოში ჭიდაობა მეტწილად იმ მხარეებში იყო გავრცელებული, სადაც გარეშე მტრების თავდასხმებს უფრო ხშიად იგერიებდნენ, სადაც საჭირო იყო თავის დაცვა დამპყრობელთა მოძალებისგან. ის ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში."
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 440/
"ხალხური სპორტის ერთგვარ სახეობად მიაჩნდათ ხევსურული "კეჭნაობა" ("ჭრა-ჭრილობა"). ის, ფაქტობრივად, ორ მხარეს შორის წაჩხუბება იყო. ერთი გვარის წევრები არ კეჭნაობდნენ. კეჭნაობისას ერთმანეთს მსუბუქად ჭრიდნენ. მოკეჭნავის სიძლიერე მოწინააღმდეგის მსუბუქად დაჭრით გამოიხატებოდა. ასეთი მოკეჭნავე პატივით სარგებლობდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ძლიერი ადამიანი ხმალს ყოველთვის კარგად იმორჩილებდა. "კეჭნაობა" ფარიკაობის ერთგვარ ნაირსახეობას წარმოადგენდა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 442/
"მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი და ფეხბურთის დიდად არმოყვარული, გუშინდელი თამაშით, მიუხედავად წაგებისა, ვარ ამაყი, ეს იყო თავგანწირული ბრძოლა. ასეთი ბრძოლები დამარცხების დროსაც კი გამარჯვების ტოლფასია!
P.S. ცნობისათვის: ჩვენ, ქართველები ჩვენი ბუნებით ისეთები ვართ, რომ არასოდეს დავამცირებთ და შევურაცხყოფთ სხვა ქვეყნის ჰიმნსა და დროშას თუ სხვა სიწმინდეებს და დარწმუნებული ვარ, არც ცარიელ კარში გავიტანთ ბურთს!"
/პროფესორი მურად მთვარელიძე/
გილოცავთ, საქართველომ პორტუგალიას მოუგო ახალი საფეხბურთო ისტორია დაიწერა ყოჩაღ, ბიჭებო, მგონი საქართველოს გაბრწყინება ფეხბურთით დაიწყო
მაინც გამარჯვებულები ვართ!!!!
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience