მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა"
პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Mar 27 2010, 09:45 PM
საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება
დღეს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართება. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებლების განცხადებით, კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას და ქართული ცნობიერების შენარჩუნებას ვემსახუროთ. ჩვენი დიდი ერთობა იქნება ის ქმედითი ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს და რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური ბატალიებით და ქვეყანაში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა გამორკვევას იწყებს და ხვდება, რომ ღვთის ძალისა და მისი შეწევნის გარეშე საქართველოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია," - ნათქვამია "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებაში. [b]მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია, მოძრაობის წევრები - ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" თავმჯდომარე შოთა აფხაიძე, ასევე იური ვაზაგაშვილი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი და სხვები. "სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის" წარდგენა-ბრიფინგი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.[/b]
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს.
ახალ ორგანიზაციას დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს.
სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი.
"მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“ ამ განცხადებას კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე.
„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.
მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან.
მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები.
დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება".
ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. „მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“, – ამბობს მამუკა გიორგაძე.
მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“ კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას: „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ .
თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“
შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:
„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“
მიმაგრებული სურათ(ებ)ი
პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Mar 27 2010, 10:15 PM
ვერ შეეშვა ეს ხალხი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის სათავისოდ გამოყენებას
პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Mar 28 2010, 02:24 AM
orthodox-georgia
ციტატა
ვერ შეეშვა ეს ხალხი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის სათავისოდ გამოყენებას
+1
საინტერესო ისაა, რა მეთოდით აპირებენ ხალხის დასჯას?
ციტატა
ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:
„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“
???????????????
ციტატა
„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.
ყველა მართლმადიდებელის სახელით ასეთი განცხადების გაკეთება მართებულია?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 28 2010, 03:48 AM
ციტატა
ვერ შეეშვა ეს ხალხი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის სათავისოდ გამოყენებას
+1 მმკ-ს დანამატი იქნებ ეს სმმ თუ პირიქით მნიშვნელობა არა აქვს, აშკარა ისაა, რომ რუსოფილური ნეომოძრაობები რაც დაიწყო პოლიტიკაში ტარდება ეკლესიაშიც, სამწუხაროდ მათდა ეკლესიის და მართლმადიდებლების სახელით ლაპარაკი არ შეუძლიათ,
ციტატა
ზურაბ ქაფიანიძე,
ეს საერთოდ რა შუაშია მართლმადიდებლობასთან გასაკვირია აზრზე არაა საერთოდ, და ქართულ წარმართობას აწვებოდა თავიდანვე (ერთხელ მეც მეკამათა და ცოტაც და მცემდა (არ გაუჭირდებოდა ნამდვილად ) , მხოლოდ იმიტომ რომ პირჯვარი გადავიწერე ტრანსპორტში, სადაც გვერდით მეჯდა, ეგ ებრაელების რელიგიააო და ჩვენ ჩვენ სარწმუნოება გვაქვსო და ა.შ. )... მოკლედ... კიდევ ერთი მიზეზი რომ ეკლესიას და მართლმადიდებლობას ესროლონ ტალახი... ორმაგი ეჰ-ით; კაიროსი!
პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Mar 28 2010, 04:04 AM
KAIROS
ციტატა
ორმაგი ეჰ-ით; კაიროსი!
ციტატა
რომ რუსოფილური ნეომოძრაობები რაც დაიწყო პოლიტიკაში ტარდება ეკლესიაშიც
მაშინ რას ვერჩით იმ ხალხს, ვინც პატრიარქს კითხვები დაუსვა (250-მდე ხელმომწერი) და კითხვებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკაზეა საუბარი?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 28 2010, 05:10 AM
ციტატა
მაშინ რას ვერჩით იმ ხალხს, ვინც პატრიარქს კითხვები დაუსვა (250-მდე ხელმომწერი) და კითხვებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკაზეა საუბარი?
შენც იგივე შეცდომას უშვებ, ამ მმკ და სმმ უთანასწორებ ეკლესიის პოზიციას, ეს უნდათ სწორედ ლაფისმსროლელებს და ლაფისგამომწვევებს, მართალს გეტყვი, შენც მამაჯემალისტური იდეები გაქვს და ძალიან არ მინდა ამ ყველაფერზე თავიდან ვისაუბროთ... თუმცა ამ თემაზე (ხელისმომწერები და ეკლესიის პრორუსულობა) ბოლოჯერ გიპასუხებ:
იმიტომ რომ ეგ ხალხი, უფრო სწორედ ის ვინც ეგ წამოიწყო, სულისჩამდგმელნი ვინც იყო და არა ყველა ხელმომწერი, არა ტკივილით წერდა მაგ კითხვებს, არამედ ბრალდებით, არა სიყვარულით, არამედ ქილიკნარევი ტონით...
და ეგ არაა ის წესი და ის ხერხი, რითაც ეკლესიაში პრობლემები წყდება, ესაა სწორედ ის ლაფის სროლა ეკლესიის წინააღმდეგ, რაზეც წინა პოსტში ვწერდი, ამ ლაფს მმკ და სმმ გამოიწვევენ, და ლაფის მსროლელნი კი საპატრიარქოს დაუმიზნებენ და ა.შ.
ამ თემაზე ჩვენ უკვე ვწერეთ და აღარ გავმეორდები.
იხარე;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 28 2010, 09:31 AM
უიმე, რა მოძრაობა კაცო, ეკლესიაზე დიდი მოძრაობა რაღა უნდა შექმნან. მრევლის დარქმევა აღარ აკმაყოფილებთ, იდეებს არიან შეჭიდებულები, ხელში დუბინკებით.
ისე, ერთი ჩვენი ძველ ფორუმელი გამახსენდა (ეხლა რომ ტავს დებს ბევრ რამეზე ) ეკლესიის კარებთა ჯოხით უდა დადგე და ყველა არ უნდა შეუშვაო. ნუ როგორც წესი ,,ფანატიკოსებს,, ვერ იტანდა.
პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Mar 28 2010, 09:43 AM
საპატრიარქო ვალდებულია, კომენტარი გააკეთოს და განმარტება სთხოვოს ამ მოძრაობას მათ მთავარ მიზანზე, კერძოდ:
ციტატა
ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:
„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 28 2010, 01:13 PM
ეჰ, რა ძალიან ცხელა ზოგიერთის თავში, შუმერი ქაფიანიძე, რუსეთუმე გულაშვილი, მკლავჭიდელი, რეჟისორი და სვანი ჯაჭვლიანი, ედიკას ომბუცვუმენი დევდარიანი. საქართველო გაუძელ ასეთ შვილებს და გაბრწყინდი ივერიავ!!!
გულაშვილის დასაცავი ნუ გახადოს უფალმა პატრიარქი. მჯერა ზურგში დანის ჩამცხობია. მაგის გაზეთში არ არის ჩირქი , რომ ეცხება მართლმადიდებლობას?
მე-5-ე კოლონა იქმნება მგონი, მაგრამ ჩანასახშივე წარუმატებლობა გარანტირებული აქვს. მსახიობებმა კინოს მიხედონ ჯობია. მაგათი ადგილი სცენაზეა და არა პოლიტიკაში.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 28 2010, 09:12 PM
ციტატა
რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:
„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“
ლანძღვა ყველას სხვადასხვანაირად ესმის, აი დავუშვათ მე ვაკრიტიკებ ილია ჭავჭავაძეს, და რომ ჩათვალოს ამ გულიაშვილმა თითქოს მე ვლანძღავ, ძალიან მაინტერესებს რითი დამსჯის
ცოტა მმკ–სკენ იხრებიან და რა უბედურებაა ეს ფანატიზმი, ვაჰ : (
ციტატა
მაშინ რას ვერჩით იმ ხალხს, ვინც პატრიარქს კითხვები დაუსვა (250-მდე ხელმომწერი) და კითხვებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკაზეა საუბარი?
ეგ მეორე უკიდურესობაა, შენ გგონია რამით განსხვავდებიან მმკ–ელებისგან?
პოსტის ავტორი: death თარიღი: Mar 28 2010, 10:30 PM
მაგათგან არაფერი გამოვა, მაგრამ რაც მაგარია, მაგარია
პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Mar 29 2010, 12:57 AM
პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Mar 29 2010, 04:34 AM
ციტატა
„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.
არა
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 29 2010, 05:40 AM
ციტატა
მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია,
აი ეს ბ.ნი
http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid=19584
როგორ დარბოდა მოსკოვში...
და ახლა როგორ საუბრობს დასჯებზე....ვნახე ზემოთ მინიშნებული "აქცენტის" გადაცემა. ეს კაცი ან სერიოზული პროვოკატორია, ან სერიოზული ბნელი... ან ორივე ერთად... კაცმა ქრისტიანობა კი არა, დემოკრატია კი არა, ზრდილობა არ იცის ესაა საშინელება
ციტატა
საპატრიარქო ვალდებულია
პ.ს. ეგეთებს შეეშვი... პ.ს.ს.
ციტატა
ეგ მეორე უკიდურესობაა, შენ გგონია რამით განსხვავდებიან მმკ–ელებისგან
მაგ კავშირში ყოფნა ხელს უშლის მართლმადიდებლობაში ადამიანს ??
რამდენად მართლმადიდებლურია, როცა ორგანიზაციის თუ კავშირის თავმჯდომარე ასე პასუხობს კითხვას:
„რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:
„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 7 2010, 11:47 PM
როცა მოიქცევა არამართლმადიდებლურად მერე ვილაპარაკოთ Believer ... ისე კი ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს რომ ადამინი შეურაწყოფს (გამიზნულად ..) იმასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და როგორ დასჯიან ეგ არის მთავარი... არამართლმადიდებლურის მომხრე არც მე ვარ
პოსტის ავტორი: led_guitar თარიღი: Apr 8 2010, 09:58 AM
A.v.B არა მე იეჰოვას მოწმე ვარ დსმაო
აქეთ მიტყაპუნებენ ხოლმე
A.v.B
ციტატა
როცა მოიქცევა არამართლმადიდებლურად მერე ვილაპარაკოთ Believer ... ისე კი ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს რომ ადამინი შეურაწყოფს (გამიზნულად ..) იმასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და როგორ დასჯიან ეგ არის მთავარი... არამართლმადიდებლურის მომხრე არც მე ვარ
ხოო ისე მაგათმაც მაგარი გაუტიეს მგონი, სიყვარული აკლიათ იმათაც და ამათაც და ეს არის პრობლემა
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 4 2010, 12:01 PM
გარდა თავმჯდომარის სიტყვებისა, რაც უკვე სერიოზულ შეშფოთებას იმსახურებს, სახეზეა ყველა ის სიმბოლიკა რაც არცთუ შორეული წარსულიდან გვახსოვს
ეს მათი ღერბი http://www.radikal.ru
ეს კი ნაცისტების ღერბი http://www.radikal.ru
ეს სმმ-ს აქტივისტების დგომის სტილი http://www.radikal.ru
ეს კი ნორჩი ჰიტლერელები - ჰიტლერ იუგენდი http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 4 2010, 12:09 PM
ვაი ))
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 4 2010, 12:12 PM
სახეზეა ტიპიური მართლმადიდებლური ფაშიზმის რიტორიკული და სიმბოლური ელემენტები...
პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 4 2010, 12:15 PM
არ მომწონს. რა საჭიროა ასეთი ბრჭყვიალა ლენტები და არანაკლებ ბრჭყვიალა აფიშირება.
მმკ - ს გადაუჯოკრავენ ესენი. თუ უკვე არა.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 4 2010, 12:18 PM
ციტატა(terra @ May 4 2010, 12:15 PM)
არ მომწონს. რა საჭიროა ასეთი ბრჭყვიალა ლენტები და არანაკლებ ბრჭყვიალა აფიშირება.
მმკ - ს გადაუჯოკრავენ ესენი. თუ უკვე არა.
არ მომწონს - კი არა, უკვე სერიოზულად საგანგაშოა...ეს არის თალიბანი და არა მართლმადიდებლობა, ეს არის სირცხვილი ჩვენი ერის და ბერის, თუ მართლა მოხდა ზემოთნახსენები ზოგი მეტად უცნაური იდეების ცხოვრებაში გატარება და საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო
პოსტის ავტორი: death თარიღი: May 4 2010, 12:59 PM
ისე ჯერ მართლმადიდებლობის სწორად დაწერა არ აწყენდათ
ჩემის აზრით ეს ორგანიზაცია დიდ გამოცებას არ უნდა იწვევდეს, უბრალოდ იმის გამომჟღავნებაა, რასაც უმრავლესობა ქვეცნობიერად იზიარებს. მემგონი ლოგიკური გაგრძელებაა
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 4 2010, 01:06 PM
პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: May 4 2010, 01:37 PM
მამა თეოდორე გიგნაძე - ეკლესიის მტრების შესახებ http://www.myvideo.ge/?video_id=883067
პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 4 2010, 06:22 PM
„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.
რა თქმა უნდა ეგ უნდათ...
აბა IV საუკუნიდან რომ შევხედოთ - სად დემოკრატია და სად მართლმადიდებლობა? იმპერატორის მხარდაჭერა რაც ხელში ჩაიგდეს, სრული ანტიდემოკრატია ჩამოყალიბდა...
აქედან გამომდინარე ვეთანხმები იმ აზრს რომ დემოკრატია და მართლმადიდებლობა არაა ურთიერთშეთანხმებული, რის გამოც ვთვლი მმკ-ს და სხვების მოტივაციას ლოგიკურად, რადგან უნდათ დაბრუნდეს ის ძველი(ტკბილი) დრო, როცა იმპერატორი(ეხლა კი მეფე) მათ ყველანაირად უჭერდა მხარს... მწვალებელთა წიგნების დაწვაზე საეკლესიო კანონიც იყო... არაფერს ვამბობ ასევე წარმართთა საკუთრების ხელყოფაზე... ეხლა ეგ ვეღარ გაუვათ და როგორ უნდა შეეგუონ??? სრულიად მესმის "დიდგორი"-ს გაერთიანებისაც ამ კუთხითაც... (ისე როგორ დათმეს მონების ყოლის დაშვებულობის კანონი კათოლიკებმა... რას უშვება ეს დემოკრატია რა... )
ეხლა კი საქართველოს ემუქრება ის რომ - მას შემდეგ რაც გახდება დემოკრატიული ქვეყანა - კიდევ უფრო მომრავლდებიან არამართლმადიდებლები და ასევე ფსევდომართლმადიდებლები(ნუ ამას ეხლა იტანს საქართველო და მერეც აიტანს )...
რაც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანად წოდების საკითხს... რაც ცხადია დემოკრატიული იქნება, მაგრამ არ შეეგუება ამას ერის დიდი ნაწილი...
პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 4 2010, 07:16 PM
შეტაკება მომხდარა დღეს მმკ-სა და მის წინააღმდეგ გამართულ აქციის წევრებს შორის:
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 5 2010, 02:21 AM
Otherguy
ციტატა
ეხლა კი საქართველოს ემუქრება ის რომ - მას შემდეგ რაც გახდება დემოკრატიული ქვეყანა - კიდევ უფრო მომრავლდებიან არამართლმადიდებლები და ასევე ფსევდომართლმადიდებლები(ნუ ამას ეხლა იტანს საქართველო და მერეც აიტანს )... რაც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანად წოდების საკითხს... რაც ცხადია დემოკრატიული იქნება, მაგრამ არ შეეგუება ამას ერის დიდი ნაწილი...
საქართველი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მტერი ვერაფერს გახდება მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ბევრი უნხავს მსოფლიოს მაგრამ გამარჯვებული არცერთი დამარცხებული კი ყოვეთვის თითონ არიან ვინაიდან ვერ აცნობიერებენ რომ მათ საქმე ცოცხალ ღმერთან აქვთ ყოვლისშემძლე ღმერთთან
და ეს უსუსური ადამიანები რას გხდებიან : ) ვერც ვრაფერს
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 5 2010, 02:40 AM
ციტატა
სახეზეა ტიპიური მართლმადიდებლური ფაშიზმის რიტორიკული და სიმბოლური ელემენტები...
სრული სიბნელე--- მაგ პატარა ბიჭებს შეიძლება მართლა არ ესმით რა სიმბოლოებს ატარებენ და რა უბედურებას ემსგავსებიან, აი ისაა ყველაზე დიდი ნაძირალა ამ პატარა, ზედიზედ რომ ორი წიგნი არა აქვთ წაკითხული, და შემცდარ ბიჭებს იყენებს ვითომც მართლმადიდებლობისათვის, სინამდვილეში კი მართლმადიდებლობის სახელის გასატეხად.
პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 5 2010, 02:24 PM
ციტატა(llaasshhaa @ May 5 2010, 02:21 AM)
Otherguy
საქართველი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მტერი ვერაფერს გახდება მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ბევრი უნხავს მსოფლიოს მაგრამ გამარჯვებული არცერთი დამარცხებული კი ყოვეთვის თითონ არიან ვინაიდან ვერ აცნობიერებენ რომ მათ საქმე ცოცხალ ღმერთან აქვთ ყოვლისშემძლე ღმერთთან
და ეს უსუსური ადამიანები რას გხდებიან : ) ვერც ვრაფერს
ისლამიც ასევე დაუმარცხებელია, კათოლიციზმი და ასე შემდეგ...
მართლმადიდებლობის დამარცხებას რას ეძახი? ცხადია ყოველთვის იარსებებენ მართლმადიდებლები, მაგრამ საქართველო სუფთად მართლმადიდებლური ქვეყანა აღარ იქნება...
ამიტომ არის დემოკრატია შეუთავსებელი მართლმადიდებლობასთან... ასევე შეუთავსებელია ეთნიკური კუთხითაც... საქართველო იმიტომ ჰქვია რომ ქართველები უნდა ცხოვრობენ უმრავლესობაში...
პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: May 5 2010, 02:54 PM
ციტატა(KAIROS @ May 5 2010, 02:40 AM)
სრული სიბნელე--- მაგ პატარა ბიჭებს შეიძლება მართლა არ ესმით რა სიმბოლოებს ატარებენ და რა უბედურებას ემსგავსებიან, აი ისაა ყველაზე დიდი ნაძირალა ამ პატარა, ზედიზედ რომ ორი წიგნი არა აქვთ წაკითხული, და შემცდარ ბიჭებს იყენებს ვითომც მართლმადიდებლობისათვის, სინამდვილეში კი მართლმადიდებლობის სახელის გასატეხად.
+1
პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 5 2010, 03:00 PM
ციტატა
ერთი მაინტერესებს მართლმადიდებლობა მარტო ეკლესიაში ლოცვააა ???
ეხლა ეკლესიაში თუ სალოცავად წახვედი და მერე გამოსულზე საქურდავად, ნუ გასაგებია რომ არ არის.
პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 5 2010, 03:16 PM
პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 5 2010, 04:16 PM
ეგენი მირჩევნია ლიბერასტებს, ამათ უფრო შეაგნებინებ და აზრზე მოიყვან, კარგია თუკი ვინმეეებს დაუზელენ გვარდებს, მივესალმები
პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 7 2010, 10:46 PM
ციტატა(death @ May 4 2010, 12:59 PM)
ისე ჯერ მართლმადიდებლობის სწორად დაწერა არ აწყენდათ
უკვე ჩაასწორეს
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 7 2010, 11:03 PM
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის და პრორუსული ორიენტაციის ერთ-ერთი იდეოლოგი მალხაზ გულაშვილი თავისუფლების ინსტიტუტზე ახალ ქრისტიანულ მორალს გვიქადაგებს
რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და ჟურნალისტებმა მოსკოვში სიარულს მოუხშირეს, სახელისუფლებო გუნდი აღშფოთებას ვერ მალავს. პარლამენტის წევრ ხათუნა ოჩიაურს"კვირის პალიტრამ" ქართველების ცხინვალში სტუმრობასა და ქართულ-რუსული კონტაქტების ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე ჰკითხა:
(ციტატა ინტერვიუდან) - ჟურნალისტებმა, რომლებიც მედიაფორუმზე იმყოფებოდნენ მოსკოვში (და აქვთ არგუმენტი, რომ კოლეგებთან აზრის გაცვლა და ინფორმაციის მიღება სურდათ), არც იცოდნენ, რომ ფორუმს რუსეთის პრეზიდენტი დაესწრებოდა. - არავინ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს, მოსკოვში ქართველი ჟურნალისტები მხოლოდ აზრის გასაცვლელად მიიწვიესო. მედვედევთან ჟურნალისტების შეხვედრა რომ წინასწარ დაიგეგმებოდა, თქვენც მოგეხსენებათ. მედვედევი რომ სახელით მიმართავდა გულაშვილს, ესეც არაფერს ნიშნავს? ორი თვის წინ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე ორიენტირებული "ევრაზიის დიალოგის" შეკრებაზე ვიყავი თურქეთში. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მალხაზ გულაშვილი დავინახე, რადგან ის ჩვენი დელეგაციის წევრი არ იყო. დავინტერესდი და გავიგე, რომ მალხაზ გულაშვილი რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდა. - თავად გითხრათ? - ჩემს თურქ მეგობარს ვთხოვე ამოებეჭდა დელეგაციების წევრთა სიები. მაქვს ის ფურცელი, სადაც მალხაზ გულაშვილი რუსეთის დელეგაციის წევრად ფიგურირებს. "ევრაზიის დიალოგის" შეკრებაზე გულაშვილი პოლიტიკური და ჩვენს ხელისუფლებაზე კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა. მეორე დღეს მისი საქციელი დაიგმო, ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და საიდან მოხვდა ეს ადამიანი ამ შეკრებაზეო. მერე თვითონ რუსებმა აღარ შემოუშვეს გულაშვილი დარბაზში.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 7 2010, 11:57 PM
ძალიან სამწუხარო ფაქტია. მით უმეტეს, როგორც ვიცი ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი იდეოლოგიის ორგანიზაციები.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:19 AM
კავკასიას უყურებთ?
პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 8 2010, 12:28 AM
თამარი_ცქნაფო ვაი
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:29 AM
ეს სამარცხვინოები! ფსევდო-მართლმადიდებლები!
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 8 2010, 12:33 AM
ოო... საინტერესოა რა მოხდა რატო მოხვდა დინგში აქუს
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:35 AM
ისაკაძე და მისი საძმო, გულაშვილი და მისი ქვეშევრდომები - უნდა აიღო ერთად და კარგად გათათხო. ეს რა უბედურებაა, ეს რა სამარცხვინო რამ გააკეთეს! ყველანაირ ზღვარს გასცდნენ! ქრისტეს სახელით, მღვდლის ანაფორით ბოროტებას და შუღლს აღვივებენ?! ასე როგორ შეიძლება?!
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 8 2010, 12:38 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 8 2010, 12:35 AM)
ისაკაძე და მისი საძმო, გულაშვილი და მისი ქვეშევრდომები - უნდა აიღო ერთად და კარგად გათათხო. ეს რა უბედურებაა, ეს რა სამარცხვინო რამ გააკეთეს! ყველანაირ ზღვარს გასცდნენ! ქრისტეს სახელით, მღვდლის ანაფორით ბოროტებას და შუღლს აღვივებენ?! ასე როგორ შეიძლება?!
ჯერ გაირკვეს რა მოხდა და მერე ვლანძღოთ ! ! ! მგონი კარგი იქნება მარტო ამათი ნალაპარაკებით თუ არ ვიმსჯელებთ ...
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:40 AM
ციტატა(A.v.B @ May 8 2010, 12:38 AM)
ჯერ გაირკვეს რა მოხდა და მერე ვლანძღოთ ! ! ! მგონი კარგი იქნება მარტო ამათი ნალაპარაკებით თუ არ ვიმსჯელებთ ...
რა უნდდოა იქ ისაკაძეს? არ უნდა ამას ლაპარაკი, ისაკაძის და სხვა მღვდლების ადგილი იქ არ იყო!
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 8 2010, 12:45 AM
რაც უნდოდა იტყვის... და გაირკვევა...თვითონ უკეთესად იციან თავიანთი ადგილი ..
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:47 AM
ციტატა(A.v.B @ May 8 2010, 12:45 AM)
რაც უნდოდა იტყვის... და გაირკვევა...თვითონ უკეთესად იციან თავიანთი ადგილი ..
დედა, რა სათნო ხარ
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 8 2010, 12:51 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 8 2010, 12:47 AM)
--><div class='quotetop'>ციტატა(A.v.B @ May 8 2010, 12:45 AM) </div><div class='quotemain'><!--quotec--> რაც უნდოდა იტყვის... და გაირკვევა...თვითონ უკეთესად იციან თავიანთი ადგილი ..
დედა, რა სათნო ხარ
მადლობა.. თქვენც ძალიან სათნო ბრძანდებით .
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:52 AM
ციტატა(A.v.B @ May 8 2010, 12:51 AM)
მადლობა.. თქვენც ძალიან სათნო ბრძანდებით .
''რავარც'' შენ იტყვი
პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 8 2010, 12:52 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 8 2010, 12:35 AM)
ისაკაძე და მისი საძმო, გულაშვილი და მისი ქვეშევრდომები - უნდა აიღო ერთად და კარგად გათათხო. ეს რა უბედურებაა, ეს რა სამარცხვინო რამ გააკეთეს! ყველანაირ ზღვარს გასცდნენ! ქრისტეს სახელით, მღვდლის ანაფორით ბოროტებას და შუღლს აღვივებენ?! ასე როგორ შეიძლება?!
ან იქნებ ისინი გალანძღო და კიდევ უარესი, ვინც მათ ამის ყველაფრის უფლებას აძლევს და ხმას არ იღებს მათ საქციელზე?!
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:53 AM
ციტატა(sable @ May 8 2010, 12:52 AM)
ან იქნებ ისინი გალანძღო და კიდევ უარესი, ვინც მათ ამის ყველაფრის უფლებას აძლევს და ხმას არ იღებს მათ საქციელზე?!
არ ვიცი, ვინ არიან
პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: May 8 2010, 12:54 AM
ახალი სეკტა? ვა ხედავ შენ ერთი გავიცნო იქნებ რამეს გამოვრჩე/:D
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:56 AM
ციტატა(ბიძია თომა @ May 8 2010, 12:54 AM)
ახალი სეკტა? ვა ხედავ შენ ერთი გავიცნო იქნებ რამეს გამოვრჩე/:D
პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: May 8 2010, 12:57 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 8 2010, 01:56 AM)
ჰა ცქნაფი დაფიქრდი საყვარელო ღირს შერთება.ნუ იცინი და ირონიულად ნუ უყურებ ამ საკითხს.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:58 AM
ციტატა(ბიძია თომა @ May 8 2010, 12:57 AM)
ჰა ცქნაფი დაფიქრდი საყვარელო ღირს შერთება.ნუ იცინი და ირონიულად ნუ უყურებ ამ საკითხს.
ეგენი ქიხები არიან, არ გინდა
პოსტის ავტორი: arjuni თარიღი: May 8 2010, 12:58 AM
ფაშიზმია კიდე კარგი ზანგი ქართველი არ არსებობს თორე გაუჭირდებოდათ
თავიდანვე უნდა აილაგმოს და ეს ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთად უნდა შეძლოს
ადამიანის აზრებს აფუჭებენ და ბოროტებას, აგრესიას ავრცელებენ
ჰიტლერსაც მოუთმინეს და კი ვნახეთ რა ქნეს
პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: May 8 2010, 12:59 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 8 2010, 01:58 AM)
ეგენი ქიხები არიან, არ გინდა
კარგად დაგიმახსოვრებია ბავშობაში ნასწავლი სიტყვა
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 12:59 AM
ციტატა(arjuni @ May 8 2010, 12:58 AM)
ფაშიზმია კიდე კარგი ზანგი ქართველი არ არსებობს თორე გაუჭირდებოდათ
თავიდანვე უნდა აილაგმოს და ეს ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთად უნდა შეძლოს
ადამიანის აზრებს აფუჭებენ და ბოროტებას, აგრესიას ავრცელებენ
ჰიტლერსაც მოუთმინეს და კი ვნახეთ რა ქნეს
დღეს პირველად დაგეთანხმებ
პოსტის ავტორი: MONTY თარიღი: May 8 2010, 01:09 AM
იმდენს იზამენ რომ ეგრეთ წოდებული ლიბერალების მხარდამჭერს გამხდიან რა
პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 8 2010, 01:13 AM
ციტატა(arjuni @ May 8 2010, 12:58 AM)
ფაშიზმია თავიდანვე უნდა აილაგმოს და ეს ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთად უნდა შეძლოს
ეუფ ჯერჯერობით ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ორივე აქეზებს. ერთი შიდა განხეთქილების და მეორე ხმების დაკარგვის შიშით. ფუი მართლა გუჯისტანია რა!
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 8 2010, 01:17 AM
ციტატა(sable @ May 8 2010, 01:13 AM)
ეუფ ჯერჯერობით ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ორივე აქეზებს. ერთი შიდა განხეთქილების და მეორე ხმების დაკარგვის შიშით. ფუი მართლა გუჯისტანია რა!
აჰა
პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 8 2010, 01:22 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 8 2010, 01:17 AM)
აჰა
მაგას ისიც დაუმატე რომ ოპოზიციაც ვერ იღებს ხმას, სანამ პატრიარქის კურთხევას არ მიიღებენ და ასე ველოდოთ ''წმინდა წყალს'', რომ გავნათლდეთ მანამდე იჯდებიან ასე ყველა მუნჯებივით იქნება იმის ძახილი სულ საზოგადოება გამრუდებულია, გაუნათლებელია, უწიგნურია და მსგავსი სიდებილეები, კანონი რომ უნდა კანონობდეს ვის ახსოვს ეგ, ჩვენ ხომ სასამართლო არ გვაქ.
პოსტის ავტორი: arjuni თარიღი: May 8 2010, 03:27 AM
თამარი_ცქნაფო
პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 10 2010, 09:32 PM
მალხაზ გულაშვილი რუსეთისკენ გაიქცა!
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 10 2010, 10:28 PM
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ გულაშვილი მისი ვაჟის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე საუბრობს და საქართველოს დატოვებას არ გამორიცხავს. მალხაზ გულაშვილის ინფორმაციით, ორი დღის წინ მისი 17 წლის ვაჟი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ოთხმა უცნობმა პირმა მანქანაში იძულებით ჩასვა, გაურკვევლი მიმართულებით წაიყვანა და სექსუალური ძალადობის განხორციელება სცადა, თუმცა ბიჭმა მანქანიდან გადმოხტომა და თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა მოახერხა. როგორც პირWელს გულაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ის ვაჟთან ერთად ქალაქგარეთ, მონასტერში იმყოფება, თუმცა შვილის უსაფრთხო ადილზე დაბინავების მიზნით საქართველოს დატოვებას არ გამორიცხავს.
რა ხდება გამაგებინებს ვინმე?
მორიგი ავანტიურაა, თუ ნაღდი ამბავია?
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: May 11 2010, 05:39 AM
ციტატა(Believer @ May 7 2010, 10:46 PM)
უკვე ჩაასწორეს
http://www.radikal.ru
კმაყოფილი დებილის სიფათია ბლინ ამან რა უნდა ილაპარაკოს ქრისტიანობაზე თხა და გიგო ექნება წაკითხული ისიც უკუღმა
Amuza
ციტატა
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ გულაშვილი მისი ვაჟის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე საუბრობს და საქართველოს დატოვებას არ გამორიცხავს.მალხაზ გულაშვილის ინფორმაციით, ორი დღის წინ მისი 17 წლის ვაჟი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ოთხმა უცნობმა პირმა მანქანაში იძულებით ჩასვა, გაურკვევლი მიმართულებით წაიყვანა და სექსუალური ძალადობის განხორციელება სცადა, თუმცა ბიჭმა მანქანიდან გადმოხტომა და თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა მოახერხა. როგორც პირWელს გულაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ის ვაჟთან ერთად ქალაქგარეთ, მონასტერში იმყოფება, თუმცა შვილის უსაფრთხო ადილზე დაბინავების მიზნით საქართველოს დატოვებას არ გამორიცხავს.რა ხდება გამაგებინებს ვინმე?მორიგი ავანტიურაა, თუ ნაღდი ამბავია?
არანაირი ავანტიურა გულაშვილი უკვე და მისი ოჯახი მშობლიურ რუსეთში წავიდნენ თავიაანთ პატრიარქთან (პუტინთან) მგონი მიხვდნენ რომ ამ უსუსური PR_ით ანტი PR გაიკეთეს და ხალხის მასებს ვერ ააგორებდნენ თან ჩვენმა ჟურნალისტებმა ჩემდა საოცრად ივაჟკაცეს და რეალური სახე დაანახეს ამ მოღალატის
პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: May 11 2010, 12:45 PM
როგოც ირკვევა მეგობარნო და დანო და ძმანო, აბოსლუტურად არ ცნობენ იქ მყოფი მამაოები პატრიარქს, აქვთ თავიანთი მიდგომები, არიან სამწუხაროდ ამოფარებულნი ანაფორას და კჯვარს. ჟურნალისტებიდან არიც ცნობილი, რომ თავიანთი კანონებით მომქედებენ ის შავოსნები, ვინც იმ ღამეს იქ იყვნენ. მე რაც მითრხეს ესაა და ნევრზი დამემართება.,რა ქვეყანაში ვცხოვრბთ ეს რა არის...... ბიძია თომა აი დეისაძე შენი ვინმე ხომ არაა ბეჩა?
პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 11 2010, 03:37 PM
http://maestro.ge/?address=uc&id=7982&page=1
პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: May 12 2010, 04:40 PM
ციტატა(Believer @ May 10 2010, 09:32 PM)
მალხაზ გულაშვილი რუსეთისკენ გაიქცა!
კარგია რომ დაუბრუნდა თავის სამშობლოს აქ უცხოსავით იყო
პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 13 2010, 09:01 AM
რა ამოძრავებდა ამ ხალხს..? რას მიაღწევდნენ?
პოსტის ავტორი: newbie თარიღი: May 14 2010, 09:40 PM
ციტატა(იაკობ7 @ May 13 2010, 10:01 AM)
ციტატები როგორ ჩავსვა მითხარით ძმურად
იმედია ეს იუზერი შემოვა ამ თემაში, მოკლედ როცა გინდა ვინმეს პოსტს უპასუხო , მარჯვნივ ქვემოთ კუთხეში არის 'ციტატა' 'პასუხი' , და პასუხს დააჭერ და მერრე აკრიფავ შენს პასუხს
: )) მოკლედ იმედია გასაგებად ავხსენი BB კოდის ცნობარია სმაილის ქვემოთ და იქაც არის ახსნილი
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 14 2010, 10:09 PM
ბექა
ციტატა
კმაყოფილი დებილის სიფათია ბლინ ამან რა უნდა ილაპარაკოს ქრისტიანობაზე
ოი ბექაა, შენ ხო ხარ რა დახატული ქრისტიანი რომ შემოგხედოს კაცმა, ზოგჯერ ისეთს იტყვი, მგონია რომ ვერ მიცვნიხარ
პოსტის ავტორი: Tushi თარიღი: May 14 2010, 10:32 PM
არ მოგწყინდათ ერთმანეთზე საუბარი ???
ყველას შენდობას ვთხოვ თუ უხეშად გამომივიდა
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 14 2010, 10:34 PM